გაზ. „დროება“, 1876, № 51, გვ. 2. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 133. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ.
205. პირთა ანოტაციები: ბარკალაია ვახტანგ (ბენედიქტე) (1834-1911) ბერად აღიკვეცა 1870 წელს. 12 ქართველთან ერთად ათონზე დააარსა ახალი მონასტერი.
1890-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა საქართველოში და იყო დავით გარეჯის მონასტრის
წინამძღვარი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების
შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების
მდივანი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება
„განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886
წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ივანოვი ალექსანდრე ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“ ლესკოვი ნიკოლოზ სიმონის ძე (1831-1895) – რუსი
მწერალი და ჟურნალისტი. წერდა მოთხრობებსა და რომანებს. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი,
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ქუჩუკაშვილი შიო ილარიონის ძე (1866-1933) ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი. წერდა ფსევდონიმით „შიო
მღვიმელი“. გაზ. „ივერია“, 1894, 28 მაისი, № 112, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908) ფიზიოლოგი, პეტერბურგის სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს
პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით. გაზ. „ივერია“, 1897, № 101, გვ. 2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 208; გაზ. „კვალი“,
1897, № 23; «Новое обозрение», 1897, № 4604. პირთა ანოტაციები: დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის
სახელმწიფო საბჭოს წევრი. გაზ. „ივერია“, 1899, № 109. პირთა ანოტაციები: პუშკინი ალექსანდრე სერგეის ძე (1799-1837) ცნობილი რუსი პოეტი. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 28818-1-ხ; ილია ჭავჭავაძე. საარქივო გამოცემა.
თბილისი: „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 245; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 211, 471. პირთა ანოტაციები: ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ
ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.
ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. გაზ. „ივერია, 1901, № 112; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1476. პეტერბურგის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფონდი 1162, საქმე 836, 9. 1,
სახელმწიფო საბჭოს საქმეები. რუს. ენაზე, ი. ჭავჭავაძის ფონდი 112; კ. კეკელიძის
სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 49; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 394; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
249-250, 498-499.
1876
26 მაისი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება თსს ბანკის კრებაზე 18 მაისს მის მიერ
წარმოთქმული სიტყვა.
წყარო:
1881
26 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ქუთაისის სკოლის
მზრუნველთა საბჭოსაგან ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივი სააზნაურო
სკოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ გაზეთ „დროებაში“
გამოაქვეყნონ ხოლმე სია საზოგადოების მიერ გამოცემული და გასაყიდი წინებისა,
ფასების მითითებით და მათ გავრცელებაში ჩართონ სკოლის მასწავლებლები.
იღებენ დადგენილებას ცალკეული პირების ხელფასის ოდენობასთან და მათი
გაცემის ვადებთან დაკავშირებით.
წყარო:
1892
26 მაისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ თანხას
მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას წიგნისათვის „სარკე კაცის შინაგანი
ცხოვრებისა, რომლის შემწეობით თვითეულს შეუძლია გასწორება თავისის სულიერ
მდგომარეობისა“. იღებენ დადგენილებას წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული
რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოების შესახებ. ნიკოლოზ მთვარელიშვილს
ავალებენ წიგნების შერჩევას და ამავე სკოლის 1890– 1891 წლების ანგარიშის
შემოწმებას. კმაყოფილდება ანასტასია თუმანიშვილწერეთლის თხოვნა სახალხო
ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ. სხვადასხვა სკოლაში
სარევიზიოდ იგზავნებიან ალექსი ჭიჭინაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. მტკიცდება
სკოლის დამამთავრებელი მოწმობების საბოლოო ფორმა და იგზავნება დასაბეჭდად.
გამოსაცემად წარმოდგენილი თარგმანები: ალექსანდრე ივანოვის „ცა და დედამიწა“
და ნიკოლოზ ლესკოვის „მშვენიერი აზა“ სარეცენზიოდ გადაეცემა გიორგი
იოსელიანსა და ექვთიმე თაყაიშვილს. ქართველთა ამხანაგობის გამომცემლობის
წინაშე შუამდგომლობას უწევენ შიო ქუჩუკაშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა
გამოცემისათვის ტექსტების გადაწერის თანხის მისაღებად.
წყარო:
1894
26 მაისი
ესწრება თსს ბანკის სხდომას, რომელზეც ბოდიშს უხდიან იმ უსამართლო
ბრალდებებისთვის, რომელთა მოსმენაც უხდებოდა ორი კვირის განმავლობაში
კრების მსვლელობის დროს. სხდომის მიზანია იმ კომისიის ამორჩევა, რომელმაც
უნდა შეისწავლოს ილია ჭავჭავაძის მიმართ ივანე მაჩაბლის მიერ წაყენებული
ბრალდებები და გაარკვიოს, ვინ არის მართალი. ივანე მაჩაბელი, რომელიც
თავდაპირველად დასთანხმდა ბანკის კრების მიერ კომისიის არჩევას, ამჯერად
მოითხოვს სამედიატორო სამართალს, როდესაც ორივე მხარე ასახელებს სამსამ
წარმომადგენელს, ისინი ირჩევენ კიდევ ერთს და ყველანი ერთობლივად
განიხილავენ საქმეს, მაგრამ ილია ჭავჭავაძე წინააღმდეგია, რადგან
სამედიატორო დავები უსასრულოდ შეიძლება გადაიდოს და გაჭიანურდეს. ამის
საილუსტრაციოდ მას მოჰყავს გიორგი თარხნიშვილის მაგალითი, რომელსაც ივანე
მაჩაბელმა ერთი წლის წინ საქმის ასეთივე განხილვა შესთავაზა, მაგრამ დღესაც
არ განუხილავთ.
წყარო:
1897
26 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე აგრძელებენ რევიზორ ევსტაფი დობეცკის მიერ
მიცემული შენიშვნების განხილვას.
წყარო:
1899
26 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ალექსანდრ პუშკინის ლექსების „წინასწარმეტყველი“
და „ჭეშმარიტება“ მისეულ თარგმანებს.
წყარო:
1900
26 მაისი
საგურამოში ეპატიჟება ანტონ ფურცელაძეს და სთხოვს არტურ ლაისტი და სხვა
სტუმრებიც აიყვანოს.
წყარო:
1901
26 მაისი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას და მონაწილეობს კამათში.
წყარო:
1906
26 მაისი
სახელმწიფო კანცელარიას აწვდის ინფორმაციას საკუთარი დაბადების თარიღისა და
პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შესახებ.
წყარო: