![]() |
აჩრდილი/პოემა/ |
ტექსტი დაყოფილი თავებად იხილეთ განმარტებების ბოლოს
აჩრდილი
ვუძღვნი
I |
ხელნაწერი: ავტოგრაფი - U: № 107 (B); M: კრებ. № 17501, გვ. 40 (C); K: № 1024 (E); ხელნაწერი - U: № 112 (D)* |
* არსებობს ამ ვარიანტის რამდენიმე ხელნაწერი ტექსტი, კირ. ლორთქიფანიძის. პ. უმიკაშვილის და უცნობი პირის მიერ გადაწერილი. მისი ავტოგრაფი ჩვენამდე არ მოღწეულა. ჩვენ შევჩერდით ხელნაწერ № 112-ზე, რომელიც ცალკე ხელნაწერ წიგნად არის შეკრული და მომზადებულია დასაბეჭდად, ამავე დროს, სხვა გადაწერილებისაგან განსხავებით, სრული ტექსტია. |
||
ნაბეჭდი: * ჟურ. “ცისკარი”, 1859, №10, გვ. 101; ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 7, გვ. 39 და № 8, გვ. 40; ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 35 (G) “კერებული” 1872, წიგნი 8-9, გვ. 1; “კრებული”, 1872, წიგნი 10-12, გვ. 1; “კრებული”, 1873, წიგნი 1, გვ. 268; “კრებული”, 1873, წიგნი 2, გვ. 208; “კრებული”, 1873, წიგნი 5-6, გვ. 183; ჟურნ. “ივერია”, 1881, № 2, გვ. 3 და № 3, გვ. 99 (H); თხზულებანი ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 225 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 378; პოემების სრული კრებული, გამოცემა მ. ლაღიძისა, ტფილისი, 1898, გვ. 3; ჩონგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა. ბათუმი, 1904, გვ. 7; ქნარი. შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 7; ლექსები თ. ილია ჭავჭავაძის ა, 1904, გვ, 4; ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები... შედგენილ[1]გამოცემული ს. გორგოძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 39, 50, 53. ილია ჭავჭვაძის რჩეული ლექსები, 1907, გვ. 19. |
* წყაროების სიმრავლის გამო აქ ლიტერებით აღვნიშნავთ მხოლოდ მათ, რომლებზეც ვარიანტული შეჯერების დროს ქვემოთ გვექნება საგანგებო მსჯელობა. დანარჩენ შემთხვევაში წყაროებს ვასახელებთ ლიტერების გარეშე. ამის გამო ხელმოწერებსაც ვეღარ აღვნიშნავთ ლიტერებით, თუმცა ქვემოთ, ვარიანტებზე მსჯელობის დროს, ყველგან მივუთითებთ იმ წყაროებს, სადაც ეს ხელმოწერები გვხვდება. აქ კი ვუთითებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მკითხველს, რა ხელმოწერით ბეჭდავდა საერთოდ ილია პოემის ტექსტს. |
|||
თარიღი: 26 იანვარს, 1859-სა წ. B; ტფილისი, 1860 წ. D; 1881 (სარჩევში - 1860) A. ხელმო წერა: ***; ილია ჭავჭავაძე; ილია ჭავჭავაძე. “აჩრდილის” ტექსტისათვის “აჩრდილის” ტექსტი ყოველმხრივ რთულია. ილიას ბევრი უმუშავნია მასზე. “...ამ “აჩრდილმა” ტყავი გამაძრო. ისტორიულს ნაწილზედ... შევდექ და ერით ბიჯი წინ ვეღარ წავდგი. არ ვიცი, რა ვქნა: ვამბობ, ამ “აჩრდილს” თავი დავანებო-მეთქი. ეგ ოხერი ჩვენი ისტორიაა... მარტო ომებისა და მეფეების ისტორიაა, ერი არსადა ჩანს. მე კი ასეთის აგებულობის ადამიანი ვარ, რომ მეფეების და ომების სახე არ მიზიდავს ხოლმე. საქმე ხალხია და ხალხი კი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს. ვწუხვარ და ვდრტვინავ და განკითხვა არსაით არის”, - სწერს ილია დ. ერისთავს (ი. ჭავჭავაძე,> თხზულებანი, ტ. X, 1961, გვ. 34). ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ილიამ პოემას საბოლოო სახე მაინც ვერ მისცა (აკლია 22-ე და 23-ე თავები). პოემაზე მუშაობის დროს ავტორის გზადაგზა ცვლიდა არა მარტო ცალკეცლ სტრიქონებსა და სტროფებს, არამედ მთელ თავებსაც კი. ამიტომაც ახსოვდა მას, თუ სად რომელი თავები იბეჭდებოდა პოემისა: “ძმაო კირილე... - სწერდა ილია კ. ლორთქიფანიძეს, - უმიკოვს ჩემი “აჩრდილი” აქვს ახლად გადაკეთებული. იქედან VII, VIII და IX მუხლი დაბეჭდე იმ სათაურით, როგორც ადრე იყო დაბეჭდილი “კრებულში” (ტ. X, გვ. 30 წერილი უთარიღოა). ამ პატარა ციტატიდანაც ნათელია ილიას დამოკიდებულება თავისი პომეისადმი. ყოველივე ამას ამიტომ აღნიშნავთ, რომ ილიას გარეშე მის სიცოცხლეში შეუძლებელი იქნებოდა ტექსტში რომელიმე გამომცემლის ან რედაქტორის თვითნებური ჩარევა. ცნობილია, რომ “აჩრდილზე” მუშაობა ი. ჭავჭავაძემ არსებითად 1872 წელს დაამთავრა (იხ. ქვემოთ, დათარიღების შესახებ), რის შემდეგაც რედაქციული ცვლილება ტექსტს აღარ გაუნცდია, თუმცა ზოგიერთი სწორება სტილისტური თუ პოეტური თვალსაზრისით მაინც გრძელდეობდა. ამას ადასტურებს 1872 წლის შემდეგ ილიას სიცოცხლეშივე მომზადებული და გამოქვეყნებული პოემის ტექსტები (იგულისხმება 1892, 1898, 1904, 1907 წლებში დაბეჭდილი პოემის მთლიანი ტექსტი ან მისი ცალკეული თავები). “აჩრდილის” ავტოგრაფებისა და ნაბეჭდი წყაროების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ჩვენთვის საინტერესო ზოგი სიტყვა, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით, ილიას თხზულებათა 1892 წ. გამოცემაში შეცვლილია სხვა სიტყვებით (უნდა აღინიშნოს, რომ 1881 წიდან 1892 წლამდე პოემა არ გამოქვეყნებულა). მათი რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. ეს სიტყვები 1892 წლის შემდგომ გამოცემებში დამკვირებულან და აღარც უცვლიათ სახე. 1892 წლის გამოცემა ერთგვარი ზღვარია, რომლის შემდეგაც “აჩრდილის” ტექსტი უცვლელად მეორდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე უმნიშვნელო ნაირწაკითხვას. ეჭვს გარეშა, რომ ამ წლებში გამოქვეყნებულ თავის პოემას ან მის ფრაგმენტებს ავტორი უყურადღებოდ არ ტოვებდა და თვალყურს ადავნებდა. ყოველივე ამის გამო ჩვენ მიგვაჩნია, რომ 1892 წლის გამოცემაში “აჩრდილის” ტექსტში შეტანილი ცვლილებანი ავტორისეულია ან ავტორის თანხმობას ემყარება და არა რედაქტორ-გამომცემლის თვითნებობას. |
||||
ი. ჭავჭავაძე ძალიან განიცდიდა ცენზურის ჩარევას, რაზეც მეტყველებს მისი არაერთი წერილი კერძო პირებისადმი. სავსებით სამართლიანად მოიქცნენ პ. ინგოროყვა და ალ. აბაშელი, როცა თავიანთ გამოცემებში აღადგინეს ცენზურის მიერ ამოღებული ადგილები ან ბეჭდვის დროს გაფრენილი სტრიქონები და მკითხელს მისცეს პოემის ნამდვილი, სრული ტექსტი (იხ. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომები 1925 - 1951 წლების გამოცემებისა). მაგრამ არ ვეთანხმებით ზოგ სწორებას, რომლებიც მათ შეიტანეს ილიასეულ 1892 წლის გამოცემის ტექსტში (ე. ი. ძირითად ტექსტში, რომელიც საფუძვლად დაედო როგორც ზემო-ხსენებულ გამოცემებს, ისე წინამდებარე გამოცემებსაც)*. ამ პუბლიკაციას ისინი სამართლიანად მიიჩნევენ “აჩრდილის” საბოლოო ტექსტად, მაგრამ მხედველობაში აღარ იღებენ 1892 წლის შემდეგ ილიას სიცოცხლეშივე კვლავ გამოქვეყნებულ პოემის ტექსტებს (ამ შემდგომ ნაბეჭდ წყაროებს ისინი არც ასახელებენ) და პოემის 1892 წლამდე არსებული ვარიანტებიდან გამოცემებში შეაქვთ სწორებები ტექსტის ზოგი ადგილის პოეტურად უკეთ გამართვის მიზნით (იხ. ტ. I, 1951 წ., გვ. 457-460). ამრიგად, 1925-1951 წლების გამოცემებში ტექსტის დადგენისას მხედველობიდან არის გამორჩენილი ის გარემოება, რომ 1892 წლის გამოცემაში ნახმარმა სიტყებმა და ფორმებმა მის შემდგომ პუბლიკაციებში უკვე მოიპოვეს მოქალაქეობრივი უფლება, როგორც პოეტის ბოლოს ნებამ. მაგალითად |
* სწორებები შეტანილია აგრეთვე “აჩრდილის” ვარიანტებშიც. რომლებსაც გზადაგზა შევეხებით ამ ვარიანტებზე მსჯელობის დროს. | |||
“აჩრდილის” I თავში (მე-7-8 სტრიქონები) 1892 წლის გამოცემაში ვკითხულობთ: იგივ დიადი, იგივ მძინვარი, 1881 წლიდან (ჟურნ. “ივერია”) ეს სტრიქონები მეორდება 1892 წლის გამოცემაში და მის შემდეგ დაბეჭდილ ტექსტებშიც. ამას უცვლელად ბეჭდავს პოეტის სიკვდილის შემდეგ მიხ. გედევანიშვილიც 1914 წლის გამოცემაში. 1937 წლიდან ამ სტრიქონებში რატომღაც გამომცემლობებმა სიტყვები დიადი და დიდებული ერთად ვერ იგუეს და პირელი მათგანი შეცვალეს ვარიანტისეული სიტყვით - ზვიადი, რაც ილიას ბოლო ნება აღარ არის. იგივე უნდა ითქვს პოემის V თავის მე-3 - 6 სტრიქონების შესახებ. 1881 წლიდან (“ივერიის” პუბლიკაციიდან) 1914 წლის ჩათვლით ეს სტრიქონები ასე იბეჭდებოდა: ... შენს კიდეებზედ ჩემი მამული 1925 წლიდან ყველა გამოცემაში ეს სტრიქონები ასეა შეცვლილი: ... შენს კიდეებზედ ჩემი მამული ასეთი სწორება გამომცემლებმა ადრეული წყაროებიდან, ჩანს, იმიტომ შეიტანეს, რომ ილიასეული გამეორების ხერხი არ მოეწონათ (ორი სტრიქონის ზემოთ ისევ “მამული” გვხვდებოდა, 1951 წ., ტ. I, გვ. 458). მაგრამ იქვე (მე-9 სტრიქონში) ილიას რომ კვლავ აქვს “ჩემის ქვეყნისა”, ამაზე გამომცემლები აღარაფერს ამბობენ (აქაც ხომ გამეორება გამოდის). მოგვაქვს მათ მიერ შეცვლილი ტექსტი: შენს კიდეებზედ ჩემი მამული ასე რომ, გამომცემლების მიერ “ჩემის მამულის” შეცვლა სიტყვებით “ჩემის ქვეყნისა” მაინც ვერ გამოდგება პოეტური გამეორების თავიდან აცილებისათვის. წინამდებარე გამოცემაში აღვადგინეთ ილიას ბოლო ნება. იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა, 1925 წლიდან შეცვლილია ასე: იქ ერთხელ ქართვლის სიცოცხლე ჰდუღდა, თუმცა ასეთი ფორმები გვხვდება რამდენსამე ვარიანტში (1892 წლამდე), მაგრამ 1892 წლიდან იგი აღარ მეორდება. ჩვენ ვიცავთ ილიას ბოლო ნებას, XII თავის მე-13 სტრიქონში ბოლო ნებად ვთვლით: ნამუსს მოუკვლენ
შეუბრალებლად, 1925 წლიდან გამოცემებში ასეთი ცვლილებაა: ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად XVI თავის 22-ე სტრიქონში ავტორისეული სიტყვა “უგემურადა” “უგემურადა”შეცვლილია სიტყვით “უფერულადა”; XVII თავის მე-15 სტრიქორში ილიასეული “დაბანილი” შეცვლილია სიტყვით “გაბანილი”; XIX თავის მე-4 სტრიქონში ილიასეული “მოძალე” შეცვლილია სიტყვით “მოძულე”. ასევე შეცვლილია ფორმები: ხლმის-ხმლის; მონებური-მონებრივი; მხვედრი-ხვედრი; სამღრთოდ-საღმრთოდ; ესრედ>ესრეთ; ქმნა-ქნა; ლაშკარი-ლაშქარი და ა.შ. ამგვარ შესწორებათაგან ჩვენ გავიზიარეთ მხოლოდ რამდენიმე: I, 1 აღმოპრწყინდა-აღმობრწყინდა; 7 მძინვარე-მძვინვარე; XVI, 17 ცალიერი-ცარიელი (ასეა B-ში); XIX, 2 ლაშკარმა-ლაშქარმა; XXI, 14 ჰხადოდენ-ჰხადოდნენ; XXVI, მე-3 და მე-11 სამღრთოდ-საღმრთოდ. როგორც ზემოთ ვთქვით, 1892 წლის გამოცემა ამ შემთხვევაში ილიას ბოლო ნებად იმიტომ მივიჩნიეთ, რომ, ჯერ ერთი, ის თითქმის უცვლელად მეორდება სხვა ნაბეჭდებშიც და, მეორეც, თვით ტექსტი შინაარსობრივად გამართულია და არ არის რაიმე ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორება სხვა წყაროების მოშველიებას თხოულობდეს. პოეტმა ეს სწორებები შეიტანა ტექსტში, მისი საბოლოო ნება ასეთია და იგი პოეტურად ლამაზად ჟღერს, თუ არა, მეცნიერული გამოცემის პრინციპის თანახმად, უნდა გავიზიართო, როგორც ავტორის ბოლო სურვილი. “აჩრდილის” ავტოგრაფებიდან გამიყოფა ორი, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ვარიანტი, რომლებსაც თავიანთი ვარიანტები (ე.ი. ვარიანტის ვარიანტები) აქვთ (მათ შესახებ იხ. ქვემოთ). I ვარიანტი პირველი ტექსტია (B), რომელსაც თარიღად უზის 1859 წლის 26 იანვარი. II ვარიანტი E ავტოგრაფია. რომელიც გადამუშავებულია 1872 წელს. ილიამ “აჩრდილის” პირველი ვარიანტის (B) წერა დაასრულა 1859 წლის 26 იანვარს, პეტერბურგში ცხოვრების დროს, ტექსტი მოთავსებულია ყავისფერ მუყაოს ყდაში ჩასმულ, 21 ფურცლისაგან შემდგარ რვეულში ფურცლები ცისფერია, შავი მელნით ნაწერი, აქა-იქ ნასწორებია წითელი ან შავი ფანქრით. ტექსტი ძირითადად შესრულებულია სუფთად და წარმოდგენილია სრული სახით (არც ერთი თავი არ აკლია). B-ში სათაურის (“აჩრდილი”) შემდეგ მოდის ტექსტი სათაურით “ძღვნა”, რომლის ბოლოსაც პოეტის ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. ყველაფერი ეს რვეულის პირველ გვერდზეა მოთავსებული. მეორე გვერდი კვლავ იწყება სათაურით “აჩრდილი”, შემდეგ მოდის ეპიგრაფი და ამის შემდეგ იწყება თვით პოემის ტექსტი. ა, ჰოროველ, ჰოროველ მეფე გიორგი ჩივოდა,
ვერ მოუარე თავსაო, კუდამ დაიწყო ტირილი, ცრემლები გადმოყარაო, თავფურცელზე კი წერია: “წიფრანას კვერცხი დაედო, შიგ მგელი გამობღუოდა - ისეც მოგივა ზამთარი, რაცა შენა სთქვი მართალი”. რადგანაც “აჩრდილის” პირელი ავტოგრაფი (B) ძლიერ განსხვავდება ბოლო ტექსტისაგან (A), ქვემოთ მას მთლიანად მოვიყვანთ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქრონოლოგიურად ეს ვარიანტი პირველი ტექსტია, რომელსაც თავისი ვარიანტები აქვს ხელნაწერებისა თუ ნაბეჭდების სახით (ეს ნაჩვენებია ქვემოთ). B ტექსტი, როგორც “აჩრდილის” პირველი ვარიანტი, დაიბეჭდა 1925-1951 წლების გამოცემებში, მასში ზოგიერთი ცვლილების შეტანით. მაგალითად, “ძღვნის” ბოლოს გამოტოვებულია ხელმოწერა - “ილია ჭავჭავაძე”. IX თავის სათაურად ავტოგრაფშია: “ერთი მონოლოგი აჩრდილიდან”, რაც ზემოთ მითითებულ გამოცემებში არ არის აღნიშნული. XXII თავის დასაწყისში “მრავლათ მრავალი” გადაკეთებულია სიტყვებად “მრავლათ მრავალი”. ტექსტის ბოლოს გამოტოვებულია “დასასრული”. ავტოგრაფში ნახმარია ასოები ჵ და ჲ, რაც გამოცემებში არ არის. ზემოხსენებულ სწორებებთან ერთად გამომცემლებმა ილიას თითქმის ყველა დიალექტური ფორმა დაიყვანეს თანამედროვე ლიტრატურულ ფორმამდე. მაგ: ილიასეული ხოლოთ-მხოლოდ; რამთვენჯერ-რამდენჯერ; ნახამ-ნახავ; იქმნება-იქნება; ზდ-ზრდ (გაზრდილი, ზრდის და ა.შ.); მოქმედობენ-მოქმედებენ; მიხწეულ-მიღწეულ; დაისხნის->დაიხსნის; დამსხნელმ-დამხსნელ; სამღრთოდ-საღმრთოდ; -თ, -ათ-დ,-ად (კაცათ-კაცად); პსალმუნიდამ-ფსალმუნიდამ და სხვ. ქვემოთ მოტანილი ტექსტი ავტოგრაფის მიხედვით იბეჭდება (ილიას სიცოცხლეში მისი სრული ნაბეჭდი არა გვაქვს). ტექსტში ვიცავთ ილიასეულ გრამატიკულ თუ დიალექტურ ფორმებს და ვბეჭდავთ მას ისე, როგორც ილიას კალმიდან არის გამოსული. ავტორის მიერ ტექსტში ცალკეული სწორებებია შეტანილი. ამ სწორებებზე ვუთითებთ ტექსტის ბოლოს. B ავტოგრაფი: აჩრდილი ძღვნა მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, პირმშო ძე ჩემი, ილია ჭავჭავაძე . აჩრდილი “აღზდექ, უფალო ღმერთო ჩემო, და I II III IV V VI VII VIII VIII X XI XII |
||||
XIII “ბნელო დემონო!* აღავსე გესლით ამ დაღლილ ხალხის სუსტი არსება და ბოროტების ძლიერ მარჯვენით პირველ შენ ჩარგე აქ ბოროტება; მაცდურის ხელით მაცდური თასი, ღვარძლითა სავსე, შენ ამ ხალხს ასვი; და იმათ თასის გრძნეულსა სიტკბოს სად უძლო კაცმა, რომ [აქ] გაეძლოს?!... და რა საზარელს ბოროტებასა მიეც მშვენიერ გარესაცმელი, ვერ გიცნო ხალხმა და იმავ წამსა შეიქმნა ბრმათა შენი მლოცველი; და ის, ვინც შუგინ მწარედ გწყევლიდა, დღეს თვის დამსხმნელად ხოლოდ შენ გზდიდა! ბრმათა მოგანდო მან თვისი გული, გული დაღლილი, მაგრამ ერთგული!... ბნელზედ გაცვალა ხალხმა ნათელი, დამონებაზედ სასუფეველი! მას აქეთ წინ გზა დამონებისა და უკან კვალი უმეცრებისა ხალხს დაულოცე და დაუნიშნე, ყოველი აზრი შენ მას მოუკალ, და იმ იმედით დღეს დააძინე, |
* ამ დემონს იცნობს ყოველი, ვისაც კი საქმე ესმის. რომ დაიძინებს იგი კიდევ ხვალ. | |||
XIV XV XVI ΧVΙI ΧVΙΙΙ Χ Χ ΧΧΙ |
||||
ΧΧΙΙΙ “ტკბილო ქვეყანავ, რა არ გინახავს!... აგერ, ვხედავ იმ მოღრუბულსა მთას, სიდამც ფარნავაზ დაღონებული ჩამოდიოდა ჩაფიქრებული. რაზედ ფიქრობდა? თვის მამულზედა და თვით დაჩაგრულ ობოლ* ხალხზედა. |
* ავტოგრაფში წერივ «ოფოლ». | |||
მიენდობოდა რა თვის მშვილდს, მკლავსა, გულში იზდიდა სამღრთოსა აზრსა; ΧΧΙV ΧΧV ΧΧVΙ ΧΧVΙΙ ΧΧVΙΙΙ ΧΧΙΧ და მის ძლიერნი თითნი ფერმკრთალნი ΧΧΧΙ ΧΧΧΙΙ “დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია! “რაც უტანჯნია ამა ხალხსა, ტანჯვათ ეყოფა! “ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართველთა ძენი! “მოეც ქართველსა ქართვლის ნდობა და სიყვარული, მყის გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა აღმენთო გული გრძნობითა ცეცხლებრ, და რა თქვა ესა, გამოჰკრთა ელვა, დასრულდა ქართველთადმი აჰა, გათავდა!... ქართველნო, მიცნობთ აქედან: ΙΧ თავს სათაურად ჯერ ეწერა (შავი ფანქრით): “მონოლოგი”, ხოლო ფრჩხილებში (წითელი ფანქრით) - “ერთი ადგილი “აჩრდილიდან”. შემდეგ ავტორს სიტყვა “ადგილი” გადაუხაზავს და ზედ დაუწერია “მონოლოგი” (“ერთი მონოლოგი “აჩრდილიდან”). ამავე თავის მე-15 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვებისა “მეც მისებრ სრულად სუსტსა და ფუჭს”, ჯერ ეწერა “მეც მისებრ სუსტსა სრულად ფუჭს” (გადახაზულია); ΧVΙΙ თავის 26-ე სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “აქ”, ეწერა “მრქვა” (გადახაზულია); ΧΧΧΙΙ თავის ΙΙ, 1 (“დედავ ღვთისაო”-ს თავზე) ეწერა სათაური “ლოცვა მოხუცისა” (გადახაზულია წითელი ფანქრით). ამ ნაწილის (“დედავ ღვთისაო”) მე-13 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა “ქართველსა”, ეწერა მყის გადმოეშო შვიდფეროვანი ეს სტრიქონები გადახაზულია და იმავე ფანქრით მიწერილია ჩვენთვის ცნობილი სტრიქონები. პირველ ვარიანტს (B-ს) ქრონოლოგიურად მოსდევს D-ს ტექსტი. მათ შორის არის C ტექსტი. რადგან იგი ესკიზია და არა ვარიანტი, ამიტომ მას ვიხილავთ ქვემოთ ცალკე (იხ. გვ. 470-471). იგი B-ს ვარიანტია. ტექსტი მოთავსებულია პატარა ფორმატის უხაზო ფურცლებისაგან შეკრულ რვეულში, რომელიც 24 გვერდისაგან შედგება. იგი ნაწერია სუფთად ყავისფერი მელნით. თავფურცლებზე, რომელიც ყდის მაგივრობას ეწევა, წერია პოემის სათაური - “აჩრდილი”, ხოლო ქვემოთ: ტფილისი, 1860. ეს ტექსტი, როგორც B-ს ვარიანტი, ძირეულად განსხვავდება, ძირითადი (A) ტექსტისაგან. ამიტომ მას ვუდარებთ B-ს, რაც უფრო ნათელს ხდის პოემაზე ავტორის მიერ ჩატარებული მუშაობის თანმიმდევრობაივანე პოლტრაცკის და ილია წინამძღვრიშვილსს. D-ს მე-2 გვერდზე სათაურია (“აჩრდილი”), რომლის ქვეშაც უკვე ჩნდება ახალი წარწერა: “ივანე პოლტრაცკის და ილია წინამძღვრიშვილს”. შემდეგ წერია “ძღვნა” და “ძღვნის” ტექსტის ბოლოს ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. რვეულის მესამე გვერდზე კვლავ პოემის სათაურია, მის ქვეშ ისევ ის ეპიგრაფია, რაც B-შია, მხოლოდ ბოლოში უკვე მიწერილი აქვს “პსალ. დავითისა”, ამას მოსდევს რუსთაველის აფორიზმი, რაც B-ში აგრეთვე არ არის (“რა ვარდმან თვისი ყვავილი”...) ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ იწყება პოემის ტექსტი. B-სთან შედარებით D-ში ტექსტმა ასეთი ცვლილება განიცადა (შედარებისას B ავტოგრაფის თავები გვაქვს მხედველობაში): ΙΙΙ თავი, 8 შეშინებული] განცვიფრებული D. ΙV, 9 მარტო სული] ხოლოთ სული D. 14 აწ დავრდომილი] ბედით დასჯილი D. 20 უმღერო+და მერეთ ისევ იქავ ახვიდე, სად არს ნუგეში, სად არს სიმშვიდე D. V, 19 შობილ... მაღლიდამ] ღვიძლს ამაყათ D. 12 აშინებენ+იქით შორს ჩანდნენ მინდვრები, ტყენი, მათ შორის მსხლტომი არაგვი ჩვენი D. VΙ, 20 ერთგულნი ძენი] იგი ქართველნი D. 22 რამთვენჯერ] რამთენჯერ D. VΙΙ, 5 სულ] სრულ D. VΙΙΙ, 9 ზომიერი] გარმონიული D. ΙΧ თავს სათაური არ აქვს D. 3 გული ჩემი ~ D. Χ, 1 ტკბილო] ქართვლის D. 11 ოხ] ვიშ D. ΧΙ, 19 სადღაა აქა] ვაი, რა იქმნა D. ΧΙΙΙ, 1 დემონო] ეშმაკო D. ΧΙV, 7 ბედნიერ არის] ბედნიერია D. 12 საუკუნებს] საუკუნეთ D. ΧV, 2 ვით მწირსა მწირი] რომლისთვისც ვსტირი D. 20 ხე არ ინძრევა] არ ჩაინძრევა D. ΧVΙ, 8 დაუახლოვდა] წამოსწვდა შორით D. 14 მათ] მას D. 18 ეგ უფრო, უფრო] სამარცხვინო და D. ΧVΙΙ, 4 ადებს] ადგამს D. 5 ოცადა] ათათა D. არ ებრალება მონა მოკლული] არ შეჰბრალდება მას მონის წყლული D. 12 მხეცზედა] კაცზედა D. 16 მისცემს] უძღვნის D. მინდორზედ] ცის ქვეშ D. 22 შიმშილი] ცდა, სიმხნე D. 28 ვაი, თქვენი ბრალი] უხ, შენი ბრალი D. ΧVΙΙΙ, 3 საით - D; 10 არა] ეგე D. 15 ტურფა] სატრფო D. 22 შეგძულდება] შეგზარდება D. ΧΙΧ, 28 ის] ეგ D. 32 გალობას] სიმღერას D. ΧΧ, 19 ბაგითგან] ბაგიდგან D. 20 ოდეს დემონი კაცზედან ხარობს] რომ ხალხის დაცემულს არ აღამაღლებს D. D-ში B-სგან განსხვავებით ΧΧ თავის შემდეგ იცვლება პოემის მთელი არქიტექტონიკა და რიგი: ΧΧΙ თავის ნაცვლად D-ში მიდის ΧΧΧΙΙ თავი, ე. ი. B-ს ΧΧΙ თავებს შორის D-ში ΧΧΧΙΙ თავი, რომელიც ასე იწყება: “მაშინ შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა”, სადაც გამოტოვებულია სტროფი (“ცისკენ აღეღო...”). ამ თავშიც არისცვლილებები: 1-7 სტრიქონების (“მაშინ შევხვდე... გაბრწყინებული”) ნაცვლად D-ში წერია: დიდხანს ვუგდებდი ყურსა იმა ჩანგს, ამ თავში მე-12 სტრიქონის (“და ღმერთსა”...) შემდეგ D-ში სათაურია - “ლოცვა აჩრდილისა”. ბოლო სამი სტროფი ამ ლოცვისა განსხვავებულად იკითხება B-სთან შედარებით: მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა B-ს ΧΧΙ თავი D-ში ΧΧΙΙ თავად მიდის; B-ს ΧΧΙΙ თავი D-ს ΧΧΙ თავად მიდის. B-ს ΧΧΙΙΙ თავს D-ში ΧΧΙV თავი ენაცვლება. მათში: 1 ტკბილო ქვეყანავ] ქართვლის ქვეყანავ D. ΧΧΙV თავის ნაცვლად D-ში ΧΧV თავია. მათში: 1 ტკბილო ქვეყანავ] ოჰ, საქართველოვ D. ΧΧV თავს ენაცვლება D-ს ΧΧVΙ თავი. მათში: 15 ქვათლილისა] თლილის ქვისა D. 18 ცას] ღმერთს D. ΧΧVΙ-ის ნაცვლად D-ში ΧΧVΙΙ თავია. 1 მშვენიერ ველო] ვაიმე ველო D. 10 მტრულ] მტრის D. 13 ტკბილ] მშვიდ D. 14 მადლით ხედავდა] დაინახავდა D. 16 უსწორო] უებრო D. 25 აწც რვაას] აწ ექვსას D. 27-30 დიდი თამარი... მარად და მარად] დიდო თამარო, შენი სახელი იცოცხლებს, ვიდრე სცხოვრობს ქართველი, ეგეა ჯილდო დიდ ცხოვრებისა, ესეა წესი ამა ქვეყნისა... D. B-ს ΧΧVΙΙ თავის ნაცვლად D-ში ΧΧVΙΙΙ თავია. მათში: 1 გამოგდებულნი] გადმოგდებულნი D. 14 სად არის] რა იქმნა D. 18 და თვის სახელით შთაუბეჭდნია] და თვისი ძეგლი აღუდგენია D. B-ს ΧΧVΙΙΙ თავი გაყოფილია D-ში ორ თავად: ΧΧΙΧ (B-ს 1-14 სტრიქონები) და ΧΧΧ თავებად (B-ს მე-15-დან - “თამარო დიდო”... - ბოლომდე). 14 და მიფარებულ დიდებაზედა+ დიდო რუსთველო, დადუმდა ქნარი, 15 თამარო დიდო ~ D. ΧΧΙΧ თავიც ორ თავად არის D-ში გაყოფილი: ΧΧΧΙ (1-18 სტრიქონები) და ΧΧΧΙΙ (მე-19-დან: “როს ეს ტოტები”... ბოლომდე. Ι ის ღონე და] ის დიდება D. B-ს ΧΧΧ თავი მიდის D-ს ΧΧΧΙΙΙ თავად. მათში: 8 სისხლი] შრომა D; სისხლი მამათა დაიხსნი შვილსა] შვილი აღსდგება შეიკრებს
ძალსა B-ს ΧΧΧΙ თავი მიდის D-ს ΧΧΧΙV თავად. მათში: 11-14 სტრიქონები (“მყის ბუნების... აირევოდა”) D-ში არ არის. ΧΧΧΙΙ თავი კი ΧΧ თავის შემდეგაა გადატანილი. ამ შედარებიდან ჩანს, რომ B და D ავტოგრაფები ძირითადად ერთმანეთს მისდევს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ D-ში თავებად დაყოფის შეცვლას და სტროფების დამატებას. D ვარიანტს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს C ავტოგრაფი, რომელის სათაურია “აჩრდილი ყაზბეგზედ ანუ ჩანგი მოხუცისა”. მას ეპიგრაფად აქვს: “აღსდეგ, უფალო, ღმერთო ჩემო! აღმართე ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიათ” (“პსალმუნი დავითისი”). პ. ინგოროყვას აზრით, ესკიზი დაწერილი უნდა იყოს 1859 წლის 13 აპრილის ახლო ხანებში (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. Ι, 1951 წ., გვ. 475) C წარმოადგენს D-ს ესკიზს. სათაურის შემდეგ წერია “Ι”. ჩანს, ქვემოთ მოყვანილი ტექსტი ავტორს პირველ თავად ჰქონდა ნავარაუდევი, მაგრამ შემდეგ გადაუფიქრებია ასეთი დასაწყისი და შექმნა ისეთი ტექსტი, როგორც D-ში. ქვემოთ ვბეჭდავთ C ავტოგრაფ-ესკიზს სრულად, რადგანაც იგი ასეთი სახით შემდგომ არსად არ გვხვდება: მზე დაჰყურებდა კავკაზს მღვიძარე, მოწმენდილ ცაზედ გძლათ გაწოლილნი |
||||
თავნი ებჯინათ ცისა კამარას. დიდხანს უგდებდი ყურსა* იმ ჩანგსა, თრთოლით შევხედე ყაზბეგსა მძლავრსა და ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული |
* ამ სიტყვების ნაცვლად ჯერ ეწერა “მივაპყარ ყურნი”, გადახაზულია ფანქრით და ფანქრითვე ზედ აწერია “უგდებდი ყურსა”. კვლავ დავინახე მოხუცებული. | |||
ცისკენ აღეღო მას თრთოლით ხელნი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მსწრაფლ გარდმოეშო ცისა ლაჟვარდსა აღმენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ, ამ ტექსტის (C) D-სთან შედარებისას ჩანს, რომ მისი პირველი სტროფი (“მზე დაჰყურებდა...”) თანხვდება D-ს I თავის I სტროფს; III - IV სტროფი (“დიდხანს უგდებდი... ევედრებოდა”) კი თანხვდება D-ს XXI თავის პირველ ორ სტროფს. ბოლო V და VI სტროფები (“მსწრაფლ გარდმოეშო”... “აღმენთო გრძნობა”...) მისდევს D[1]ვარიანტის “ლოცვის” ტექსტის მომდევნო I და II სტროფებს. ყოველივე აქედან ჩანს, რომ პოეტს განზრახული ჰქონდა ტექსტის რადიკალურად გადამუშავება და მთელი მისი კომპოზიციის შეცვლა, რაც სისრულებში მოიყვანა რამდენიმე წლის შედმეგ. როგორც ზემოთ ითქვა, “აჩრდილის” პირველი ვარიანტი (BD) შეიქმნა 1859-1860 წლებში. მაგრამ - ჩანს ცენზურული პირობების გამო - პოემას მთლიანად დაბეჭდვა დიდხან არ ღირსებია. 1859 წლის ჟურნ. “ცისკრის” № 10-ში პირველად გამოქვეყნდა (B ავტოგრაფიდან) პოემის მხოლოდ V თავი (“ჩვენო არაგვო...”), სათაურით “არაგვი (საკუთარ პოემიდან “აჩრდილი”)”, ხელმოწერით: “ილია ჭავჭავაძე”. D ვარიანტიც დიდხანს იყო დაუბეჭდავი, იგი მხოლოდ 1863 წელს გამოქვეყნდა ილიას მიერ დაარსებულ ჟურნალში “საქართველოს მოამბე”, ისიც ფრაგმენტულად, ცალკეულ თავებად, კრეძოდ: ჟუნალის № 7-ში დაიბეჭდა “ლოცვა აჩრდილისა (აჩრდილითგან)” ხელმოწერით ******** (ტექსტის XXVI-XXVII თავები); № 8-ში - მხოლოდ XXIV თავი, ხელმოუწერლად. 1864 წელს პეტერბურგში კ. ლორთქიფანიძემ შეადგინა და გამოსცა კრებული “ჩონგური”, რომელშიც დაბეჭდა “აჩრდილის” V თავი, სათაურით “არაგვი”. ზეომთ აღნიშნული დაბეჭდილი თავების ტექსტთან შედარებისას გაირკვა, რომ ეს თავები მისდევს ავტოგრაფს მცირეოდენი ნაირწაკითხვებით. მხოლოდ ერთგან, ნაბეჭდისXXIV თავში, ცენზორს ამოუღია ტექსტი, მე-18 სტრიქონიდან (“ერთის ცხოვრების”...) დაწყებული. ეს ადგილი შევსებულია მრავალწერტილით. 1872 წლისთვის კვლავ იქმნება “აჩრდილის” რედაქციულად განსხვავებული ტექსტი (E). იგი პირველი ვარიანტისაგან (BD) მკვეთრად განსხვავდება და უახლოვდება საბოლოო, ჩვენს ძირითად ტექსტს (A-ს). ეს ახალი ტექსტი (E) შეიცავს მხოლოდ პირველ 19 თავს. XX რომაული ციფრებით იქვე მიუნიშნებია ავტორს. მაგრამ ტექსტზე მუშაობა ამჯერად აღარ გაუგრძელებია. ამ 19 თავში მოთავსებულია თითქმის მთელი “აჩრდილი” (A ტექსტის თავების ნუმერაციის მიხედვით E-ში არ არის XVIII - XXV თავები ჩანს, ავტორს შეგნებულად გამოუტოვებია ისინი). X თავამდე E ტE ტექსტის თავების თანმიმდევრობა მისდევს A ტექსტს, მაგრამ შემდეგ უკვე იწყება პოემის არქიტექტონიკის შეცვლა და E-ში X თავად მიდის ჩვენი გამოცემის ((A ტექსტის) XVII თავი; XI თავად - XVI თავი; XII თავად - X თავი; XIII თავად - XI თავი; - XIV თავად - XII თავი; - XV თავად - XIII თავი; XVI თავად - XIV თავი; XVII თავად - XV თავი; XVIII თავად - XXVI თავი; XIX თავად - XXVII თავი. როგორ აღვნიშნეთ, E ტექსტი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ თავების გადაადგილებას, ძირითადად მისდევს A-ს, ვარიანტული ნაირწაკითხვებით (ამ ტექსტს ქვესათაური და თარიღი არა აქვს. იგი აქა-იქ ნასწორებია. ზოგი ადგილი ძნელად იკითხება). ვუდარებთ მას A ტექსტს: I, 2 გაანათლა] განანათლა E. 3 კავკასის] კავკაზის E. 18 წამოიქუხოს] წარმოიქუხოს E. 19 მერმედ] მერედ E. II, 5 დადუმებული] დაყუდებული E. 12 ზეცაც] ცაცა E. III, 1 ხოლოს კი] მაგრამ იმ E. 2 მეც] მსწრაფლ E. IV, 4 დაფიქრებული+ მის თეთრ [თმანი] ძლიერსა მხრებზედ 10 ქაფისა] აღმღვრეულთ E. 17 სჩანდნენ] ჰსჩანდნენ E. V, 2 ქართველის] ჩვენის E. 6 შენს წმინდა თვალწინ] შენთა თვალთა წინ E. 9 შენ ზვირთებ] შენთა ზვირთ E. 13 ძლიერსა] წმინდასა E. 15, 16 ქართველთ] ქართვლის E. 24 გულსაკვლდავ] გულსაკლავა E. VI, 4 მთიდამ ამაყად] იმ სიმაღლიდამ E. VII, 1 ვარ] ვალ. E. 7 მეც წარტყვევნილვარ] წარტყვევნილ ვარ E. 17 ზოგადს ცხოვრებას] მეცნიერებას E. 18 და მცნების] ვიდრე მის E, 24 ჰღაღადებს მხოლოდ] მხოლოდ აღნიშნავს E. VIII, 1 აქ... პატარასა] აქ კაცად-კაცსა, ზნეობით მკვდარსა E. 11 იმ ვაჟკაცს] მას ქველსა E. 21 უმღერებს] უმღერის E. IX, 6 წაწყმედილა] წარწყმედილა E. X (E-ში XII), 1 აქაც კი] თუმც იქაც E. 6 იმ ზოგთა] უკეთესთ E. 7 ამა ჭირთაგან მათი] ამისა გამო მხნეთა E. 9 ორს-სამს კაცს] ორ კაცსა E. 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ ერთმანეთს E. 14 თითქო] ორწილ E. XI (E-ში XIII), 2 ხარჯს] ხარკს. 4 პინას] პინსა E. 5 და მათ... ჰხდის] მით ის გირვანქას ერთი ათას ხდის E. 6 გაიღიმა] განიღიმა E. 7 უმწეობითა... ჰზრდის] გულისა წვითა, თავის ხარკის ზრდით E. 8 და საწყლის თვალთაგან] საწყლისთვალთაგან E. 13 მონა... საწყალი] მონა საწყალი, მონა გამშრალი E. 15, 17 ვიშ] ვახ E. 18 გაზრდილი] გაზდილი E. 28 სად არის აქ] აქ სად არის E. XII (E-ში XIV), 2 ძუძუთგან] ძუძუდამ E. 9 ჩაგრულო] ბედკრულო E. 15 E-ში ნაცვლად სიტყვისა “უმანკო” ჯერ ეწერა “და წრფელსა” - გადახაზულია. 19 E-ში, ნაცვლად სიტყვისა “შეძრწუნდები”, ჯერ ეწერა “შეშინდები”, გადახაზულია. 26 ნაცვლად სიტყვისა “შენ” ჯერ ეწერა “ვაიმე” და გადახაზულია. XIII (E-ში XV) 1 ნაცვლად “შრომისა” E-ში ჯერ ეწერა “მაშვრალთა”, გადახაზულია. 3 თუმცა] მაგრამ E. 8 მყოობადი] მომავალი E. 12 E-ში ნაცვლად სიტყვისა “გამზადებულა”, ჯერ ეწერა “დაძველებულა”, გადახაზულია. XIV (E-ში XVI), E-ში დასაწყისი შვიდი სტრიქონი ისეა წაშლილი მელნით, რომ ძნელად იკითხება. 3 სოფელსა] სოფლისა E. 9 არ იქმნებიან] აღარა იქმნენ E. 10 ძმობა, ერთობა] თანასწორობა ძმობა E. 11 აღარ ივლიან] ქვეყნად აღარ ვლენ E. 20 ვის] სხვას E. 28 ეგ სიმღერაა] რომელიც არი E. 32 ბანს გამოსცემენ] ბანსა მისცემენ E. XV (E-ში XVII), 3 საწყალი] ყოველი E. 5 მოძმეთა] ყოველთა E. 9 ის რად... ქვეყნისა] რად ინდომებს ის ქვეყნისთვის E. 16 ცხოვრების] სიცოცხლის E. 18 ვალად] კისრად E. 21 დიდის სწავლისა] დიადის სწავლის E, ნაცვლად “დიადის” ჯერ ეწერა “მაღლის”, გადახაზულია. 22 სიყვარულის და სამართალისა] სიყვარულისა და სამართლის E. 23 ბაგეთგან] ბაგიდგან E. 26 ქვეყნის ხსნისათვის] ქვეყნისა ხსნისთვის E. XXVI (E-ში XVIII), 3 რომელ] რაიც E. 4 ჩაგრულთ სასოო] ღმერთო ძლიერო E; მოწყალე] მოწყალეს E. 5 ეს ქვეყანა] ესე ხალხი E. 8. მამაპაპური... შვილისა] მამა[1]პაპისა ძალა, სული შთაბერე შვილსა E. 9 ქართვლისა] ქართველთა E. 12 შეისყიდეს] მათ იყიდეს E. 13 მოჰმადლე... სიყვარული] მიეცი ქართველთ, ქართველსა მტკიცე სიყვარული E. 15 სახიერო] ძლიერი E. XXVII (E-ში XIX), 3 გადაეფინა] მოეფინა E. “აჩრდილის” ეს ტექსტი იბეჭდებოდა 1872 - 1873 წლებში, ჟურნალ “კრებულის” ნომრებში. მასში ქვეყნდებოდა პოემის მხოლოდ ცალკეული თავები და ისიც არათანმიმდევრულად, სათაურებით: “რამდენიმე ხანა პოემისა “აჩრდილი” ხელმოწერით: “ილია ჭავჭავაძე” ან “ილ. ჭავჭავაძე”. 1872 წლის “კრებულში” (წიგნი 8 - 9) დაიბეჭდა ჩვენი ტექსტის მიხედვით XIII, XIV, XVII, XVIII თავები (XVIII თავი “კრებულში” XX თავად მიდის). E ავტოგრაფიდან “კრებულში” დაბეჭდილი ტექსტები (E1) A-სთან ასეთ სხვაობას იძლევა: XIV, 8 სძოვდეს] ჰსძოვდეს E1. 9 არ იქმნებიან] აღარ იქმნენ E1. 10 ძმობა, ერთობა] თანასწორობა E1. 11 აღარ ივლიან] ქვეყნად აღარ ვლენ. 16 უნდა შვას იგი] ჩაისახა ის E1. 17 მაშინ... განკაცდები] რომელთაც განჰკაცდები E1. 32 გამოსცემენ] გამოჰსცემენ E1. XVII, 6 - 8 “ქართვლის გულიდამ... გარდმოდენილი” “კრებულიდან” ამოღებულია. 9 სიტყვას “სუნნელისა” აქვს სქოლიო: “ნაძვის ხეზე თქმულობა, იხილე ვახუშტის გეოგრაფიაში” E1. 12 სცემდა] ჰსცემდა E1. 13 ხილი] შლილი E1. 16 ქართვლის... დაყუჩდებოდა] ქართლის... დაჰყუჩებოდა E. 17 სჩქეფს] ჰსჩქეფს E1. XX (ჩვენი ტექსტის XVIII თავი), 1 ქართვლის... დაბადებულო] ქართლის სამშობლოვ! მშვენიერო, ყოვლად შემკულო! E1. 4 ეკლიანს ეკლისა E1. 8 - 9 სტრიქონებს შორის (“რომ სხვა...”, “შენთა შვილთ...”) E1-ში დაბეჭდილია: ორისა დიდი საგნისათვის ძე შენი ბრძოდა, 13 - 16 სტრიქონები, ე. ი. XX (A-ს XVIII) თავის ბოლო სტროფი (“ორი რამ იყო”...) E1 - დან ამოღებულია. |
||||
1872 წ. “კრებულის” № 10 - 12-ში დაბეჭდილია პოემის I- II - III თავები (გვ. 1 - 4), ძირითადი (A) ტექსტისაგან იმ განსხვავებით, რომ ქვესათაური არა აქვს, არც ეპიგრაფი აქვს. ამოღებულია III თავის მე-2 სტროფი (“ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს”...) და მე-5 სტროფი (“თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე”...) |
* ეს სტროფები ამოღებულია 1892 წლის გამოცემიდანაც. გვაფიქრებს, რომ იგი გაგრძელება უნდა იყოს E ვარიანტისა (F იწყება მე-18 თავით და სრულდება 27-ე თავით). | |||
*. 1873 წ. “კრებულის” № 1-ში (გვ. 268-274) დაბეჭდილია “აჩრდილის” IV, V, VI, VII, VIII თავები. ამ თავების ტექსტმა ძირთად (A) ტექსტთან შედარებისას ასეთი ვარიანტული სხვაობა მოგვცა. 10 ქაფისა] აღმღვრეულთ E1. 12 ჰრბოდა, ჰბღაოდა] რბოდა, ბღაოდა E1. 13 სჭექდა] ჰსჭექდა E1. 14 მაშფოთარ შვილს] მშფოთვარს შვილსა E1. 17 სჩანდნენ] ჰსჩანდნენ E1. V, 5 ჩემის მამულის] ჩემის ქვეყნისა E1. 13 ძლიერსა] წმინდასა E1. 15 ჰდუღდა] დუღდა E1. 15 - 16 ქართველთ... ქართველთ] ქართვლის... ქართვლის E1. 18 საუკუნეთ] საუკუნოდ E1. იგი ქართველნი]... E1. 22 ძველსა მამულს] ძველს მამულსა E1. 24 ხოლმე გულსაკვდავ პასუხს] გულის საკვდავს პასუხსა E1. VI, 4 მთიდამ ამაყად] იმ სიმაღლიდამ E1. 13 ვსთქვი] ვჰსთქვი E1. VII, 4 მაქვს]... E1. (ასეა, რ. კ.). 5 ჰე] ჰოი E1. 7 მეც წარტყვევნილვარ] წარტყვევნილი ვარ E1. მე 11 სტრიქონიდან “თავისუფლება...” - აქ წყდება “კრებულში” ეს თავი, ე. ი. მე-11 სტრიქონიდან ბოლომდე VII თავში გამოტოვებულია ტექსტი. VIII, 1 აქ არავის - დიდსა თუ პატარასა] კაცად -კაცადსა, ზნეობით მკვდარსა E1. 11 იმ ვაჟკაცს... იმ] მას ქველსა... მას E1. 21 უმღერებს] უმღერის E1. 1873 წ. “კრებულის” № 2-ში (გვ. 208-214) დაბეჭდილია თავები: XI (ჩვენი A ტექსტის XVI), XII (A-ს X), XIII (A-ს XI) XIV (A-ს XII). “კრებულის” ტექსტი A-სთან ასეთ სხვაობას იძლევა: X (E-ის XII თავი), 1 აქაც კი] თუმც იქაც E1. 7 ამა ჭირთაგან მათი] ამისა გამო მხნეთა E1. 9 ორს-სამს კაცს] ორ კაცთა E1. 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ ერთმანეთს E1. 14 თითქო] ორნივ E1. “კრებულში” (E1) პირის ნიშანი ჰ თითქმის არ იხმარება. XI (E1-ის XIII), 2 სასწორზედ] პინებზედ E1. 5 და მით მის ხარჯსა ერთსა ორად ჰხდის] მით ის გირვანქა ერთს ათათა ჰხდის E1. 6 გაიღიმა] განიღიმა E1. 10 ვერ დაარბილებს] ვერა დაალბობს E1. 13 ბედშავი.. საწყალი] საწყალი... გამშრალი E1. 15, 17, ვიშ] ვახ E1. XII (E1-ის XIV) 2 ძუძუგდგან... აჰგლეჯენ] ძუძუდამ... აგლეჯენ E1. 9 ჩაგრულო, ვითამ] ბედკრულო! ვითომ E1. XVI (E1-ის XI) 3 თავადსა] თავადს თუ E1. 9 ჰლხინობენ... ჰხარობენ] ლხინობენ... ხარობენ E. 1873 წ. “კრებულის” № 5-6-ში (გვ. 183), დაბეჭდილია XVII (A-ს XV) თავი, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება ძირითადად ტექსტისაგან (გამოტოვებულია მხოლოდ II სტროფი - “მოძმეთა ხსნისთვის...”). ხელნაწერთა ინსტიტუტში (U) დაცულია ავტოგრაფი № 127 (ძვ. S - 5032), ჩვენი F ტექსტი. იგი უთარიღოა. სათაურის (“აჩრდილი”) შემდეგ წერია “დასასრული”, რაც გვაფიქრებს, რომ იგი გაგრძელება უნდა იყოს E ვარიანტისა (F იწყება მე-18 თავით და სრულდება 27-ე თავით). ჩვენ (A) ტექსტისაგან F თითქმის არ განსხვავდება (რამდენიმე უმნიშვნელო ნაირწაკითხვის გარდა). იგი საბოლოო რედაქციაა, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა “ივერიაში” დაბეჭდილ ტექსტ (იხ. ი. ჭავჭავაძე, ტ. I, სარედაქციო შენიშვნები, 1951, გვ. 415). F ხელნაწერი შესრულებულია გრძელ უხაზო ფურცლებზე შავი მელნით. დაწერილია სუფთად და მხოლოდ ერთი-ორგან არის ნასწორები, აქაც გამოტოვებულია XXII - XXIII თავები, რომლებიც საქართველოს ისტორიას უნდა შეხებოდა. მართალია, ისინი აღნიშნულია რომაული ციფრებით, მაგრამ ეს თავები კვლავ მომავლისთვის გადაუდვია ავტორს სამუშაოდ. ვუთითებთ იმ სხვაობებს, რაც ავტოგრაფ F-ში შეინიშნება A-სთან შედარებით. მასში ყველგან ვით. ბრუნვის ნიშანი - თ, -ათ ფორმანტია, ხოლო -დნენ სუფიქსის ნაცვლად არის -დენ. XIX, 14, 15 რაშიაც] რაშიცა F-ში ნაცვლად სიტყვისა “კირთების” ეწერა “მონების”, გადახაზულია. XX, 4 ხელს ჰკიდებს მას] მას ხელს ჰკიდებს F. XXVI-ს დასაწყისი 8 სტრიქონი გადახაზულია და არ იკითხება, დანარჩენი თანხვდება A-ს. XXVII, 2 შვიდფეროვანი] შვიდფერიანი F. |
||||
როგორც აღვნიშნეთ, F ტექსტი ავტორმა პოემის ტექსტში შეიტანა, როცა მას “ივერიაში” (H) ბეჭდავდა. “ივერიის” (1881 წ.) ტექსტი კი იმით არის საყურადღებო, რომ იგი პირველად გამოქვეყნდა მთლიანი სახით* (მანამდე, როგორც ზემოთ დავინახეთ, მხოლოდ ფრაგმენტულად იბეჭდებოდა), თუმცა მას ატყვია ცენზორის ხელი: ამოღებულია სიტყვები, სტრიქონები, სტროფები (იხ. ქვემოთ). H-ის ორივე ნომერში ტექსტს აქვს ხელმოწერა: “ილია ჭავჭავაძე”. ქვესათაური და ეპიგრაფი ემთხვევა A-ს იმ განსხვავებით, რომ H-ში ეპიგრაფის ქვეშ მითითებულია მისი ავტორის სახელიც (“შოთა რუსთაველი”). |
* გამოტოვებულია მხოლოდ XXII-XXV თავები. | |||
შევუდაროთ H წყარო A-ს (თავები A-ს მიხედვითაა): I, 2 გაანათლა] განანათლა H. 4 გადაჰფინა] გარდაფინა H. 11 სრბოლა] ბრძოლა H; 16 დასცქერის] დაჰსცქერის H. 18 წამიქუხოს] წარმოიქუხოს H. II, 5 დადუმებული] დაყუდებული H. 12 ზეცაც] ცაც H. III, გამოტოვებულია ამ თავში II (“ვსთქვი, თუ”...) და V (“თვალთ ჩემთ”...) სტროფები. V, 5 მამულის] ქვეყნისა H. 6 წმინდა თვალწინ] თვალთა წინა H. 9 შენ ზვირთებ] შენთა ზვირთ H. 13 ძლიერსა] წმიდასა H. 15 ქართველო] ქართვლის H. 24 ხოლმე გულსაკვდავ პასუხს] გულის საკვდავს პასუხსა H. VII, 5 ჰე] ჰოი H. 11 თავისუფლება]... H. 13 შენი აღდგენა]... H. 22 აღდგენასა]... H. VIII, 1 არვის] ყოველს H. IX, 6 წაწყმედილა] წარწყმედილა H. 10 აღტკინდეს] აღტყინდეს H. X, 12 და ერთმანეთს კი] მაგრამ ერთმანეთს H. XI, 15, 17, ვიშ] ვახ H. 18 გაზრდილი] გაზდილი H. XII, 2 ძუძუდგან] ძუძუდამ H. 13 უბრყვილო] და წრფელსა H. XIII, 19 მძარცველი] მცარცველი H. XIV, 7 ძარცვა] ცარცვა H. 9 არ იქმნებიან] აღარა იქმენ H. 10 ძმობა, ერთობა თავისუფლება]... H. XV, 3 - 4 მაშინ, როს მისი მოძმე საწყალი სასოწარკვეთილ მონებაშია - H. |
||||
XIX, 14, 15 რაშიაც] რაშიცა H. XXVII, 2 შვიდფეროვანი] შვიდფერიანი H. “ივერიაში” (H ტექსტი) პოემის III თავიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამოღებულია II და V სტროფები: II: ვსთქვი თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს, ეს სტროფები აღადგინა პ. ინგოროყვამ 1925 - 1951 წლების გამოცემებში, რადგან ამას მოითხოვდა ლექსის შინაარსი. გამომცემლის მიერ აღდგენილ იქნა აგრეთვე XVI თავის მე-14 სტრიქონი (“ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას”..) და ა. შ. ჩვენს ტექსტში ეს სწორებები გაზიარებულია. “ივერიაში” პოემის გამოქვეყნების შემდეგ გავიდა კიდევ 11 წელი და 1892 წელს “ქართველთა ამხანაგობის” მიერ გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომში კვლავ დაიბეჭდა “აჩრდილი” (ჩვენი ძირითადი ტექსტი A), მცირეოდენი კუპიურებით, მაგრამ მასში ძირითადად აღდგენილია ის ადგილები, რომლებიც “ივერიაში” არ დაბეჭდილა (იხ. ზემო ვარიანტები); ამის შემდეგ პოემას ცვლილებები თითქმის აღარ განუცდია და პოეტის სიცოცხლეშივე იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით, - სრულად თუ ფრაგმენტულად (იხ. ზემოთ), მცირეოდენი ნაირწაკითხვებით. იმავე წელს ვასო აბაშიძეს “ჩანგში” შეაქვს პოემის V თავი, უსათაუროდ. 1898 წელს “პოემების კრებულში” იბეჭდება მთელი პოემა (ხელმოწერით: თ. ილ. ჭავჭავაძე; უთარიღოდ), რომელიც მისდევს A ტექსტ. 1904 წელს ცალკე წიგნად იბეჭდება “ლექსები თ. ილია ჭავჭავაძის ა”, რომელიც ნაწყვეტების სახით დაიბეჭდა პოემის სხვადასხვა თავები. სათაურებით: “ლოცვა (აჩრდილიდან)”, თავი XXVI, გვ. 4; “არაგვი (აჩრდილიდან)”, თავი V, გვ. 5; “მარად და ყველგან საქართველოვ (აჩრდილიდან)”, თავი VII, გვ. 6; იმავე წელს სპ. ჭელიძე უშვებს კრებულებს “ჩანგური” და “ქნარი” რომლბშიც უსათაუროდ იბეჭდება ნაწყვეტები პოემიდან (წარმოდგენილია XIII, XIV, XV თავები) 1907 წელსაც იბეჭდება ნაწყვეტები “ ილია ჭავჭავაძის რჩეულ ლექსებში” და ს. გიორგაძის კრებულში “ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები”, სადაც “აჩრდილის” მთლიანი ტექსტია დაბეჭდილი. ოღონდ ალაგ-ალაგ შემოკლებული. ასე იწერებოდა და იბეჭდებოდა “აჩრდილი” 1859 წლიდან 1907 წლამდე. ზემოთ განხილული და შესწავლილი ტექსტები პოემისა ცხადჰყოფს, რომ ილიას თავისი პოემის XXII და XXIII თავები პირველი (B) ვარიანტის შემდეგ აღარ დაუწერია, მუდამ კი აღნიშნავდა მათ ადგილს პოემაში, მუდამ შეჰქონდა პოემის თავების სათვალავში, რაც მოწმობს იმას, რომ ამ თავების დაწერას ყოველთვის ფიქრობდა პოეტი. პ. ინგოროყვას ეს თავები დაკარგულად მიაჩნია (იხ. 1951 წლის გამოცემა, გვ. 372); ხოლო გ. ჯიბლაძის აზრით, პოეტს I ვარიანტის შემდეგ პოემის XXII და XXIII თავებისაერთოდ არ დაუწერია, თუმცა კი ფიქრობდა მათზე მუშაობას (იხ. გ. ჯიბლაძე, ილია ჭავჭავაძე, 1966, გვ. 273). * |
||||
რაც შეეხება პოემის დათარიღებას: რადგან მისი პირველი ვარიანტი დაიწერა პეტერბურგში და დათარიღებულია 1859 წლის 26 იანვრით (ამ დროს ილია პეტარბურგში სწავლობდა), ხოლო მისი ბოლო რედაქცია ავტორმა ფაქტიურად დაასრულა 1872 წელს* (დუშეთში ცხოვრების პერიოდში), ამიტომ პოემას ვაძლევთ ფართო თარიღს: [26 იანვარს, 1859-ს წ. პეტერბურგი, - 1872 წ., დუშეთში]**. |
ბოლო ტექსტის დამუშავების თარიღი უშუალოდ ავტორისაგან არ ვიცით,
მაგრამ, რადგანაც მისი ბეჭდვა 1872 წლის “კრებულში” დაიწყო და
მის შემდეგ რედაქციული ცვლილება ტექსტს არ განუცდია, ამიტომ ეს
თარიღი პირობითად ითვლება პოემის ბოლო თარიღად. * *1925-1951 წწ. გამოცემებშიც პოემა ასეა დათარიღებული “26 იანვარი, 1859 წ. პეტერბურგი [პეტერბურგი] (ბოლო რედაქცია 1872 წ.)”. |
|||
ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში “აჩრდილი” დათარიღებულია 1859 წლის 26 იანვრით (სარჩევში, გვ. IV). ი ვ . პოლტარაცკი: ივანე პოლტარაცკი (1836 - 1892) - ილიას მეგობარი გიმნაზიიდან. ილია წინამძღვრიშვილი (1834 - 1920) - საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, პედაგოგი, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დამაარსებელი სოფ. წინამძღვრიანთკარში, ილიას მეგობარი. XIX, 2 “როს შენ დაგიბყრო მაკედონის გმირმა ლაშქარმა”: ლაპარაკია ალ. მაკედონელის ლაშქრობაზე საქართველში. ალექსანდრე დიდი მაკედონელი (356 - 323) წ. ჩვ. ერამდე), მეფე ფილიპე II-ის ძე, მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, მაკედონიის მეფე (336 - 323 წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე). შეხედულება საქართველოზე ალექსანდრე მაკედონელის გამოლაშქრების შესახებ ისტორიული წყაროებით არ არის დადასტურებული. XX, 5 “ფარნავაზ ჰაეროვანი”: ფარნავაზ მეფე, მოღვაწეობდა IV- III საუკ. ჩვ. წ. აღ-მდე. ქართველთა პირველი გამაერთიანებელი, პოლიტიკურად დამოკიდებული ქართული ეროვნული სახელმწიფოს ფუძემდებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებული. მკითხველისათვის რომ უფრო ნათელი იყოს, თუ როგორ იბეჭდებოდა ილიას დროს მისი “აჩრდილი”, წარმოვადგენთ ტექსტის პუბლიკაციას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, სადაც ჯერ ტექსტებს დავასახელებთ, ხოლო შემდეგ წყაროებს (პასპორტისაგან განსხვავებით, იხ. დასაწყისი): 1. V თავი (“არავგი”) - ჟურნ. “ცისკარი”, 1859, № 10. 2. XXVI – XXVII თავები - ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 7. 3. XXIV - თავი - ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, № 8. 4. V თავი - კრებ. “ჩონგური”, 1864. 5. V თავი - “ბუნების კარი”, 1868. 6. XIII, XIV, XVIΙ, X (A-ს XVIII) თავები - “კრებული”, 1872, წიგნი 8-9. 7. I- IIΙ თავები - “კრებული”, 1872, წიგნი 10-12. 8. IV- VIII - თავები - “კრებული”, 1873, წიგნი I. 9. XI (ჩვენი XVI), (ჩვენი X), XIII (ჩვენი XI), XIV (ჩვენი XII) თავები - “კრებული”, 1873, წიგნი 2. 10. XVII (ჩვენი XV) თავი - “კრებული”, 1873, წიგნი 5-6. 11. V თავი - “ბუნების კარი”, 1873. 12. I - XVII თავები - ჟურნ. “ივერია”, 1881, № 2, XVIII – XXVII თავები, № 3. * 13. მთელი პოემა (აკლია XXII – XXIII თავები) თხზულებანი ილია ჭავჭავაძის ა, ტ. I, 1892. 14. V თავი - კრებ. “ჩანგი”, შედგენილი ვ. აბაშიძისა, მე-2 გამოცემა, 1892. 15. მთელი პოემა (აკლია XXII – XXIII თავები) - პოემების კრებული, ლაღიძის გამოცემა, 1898. 16. XIII, XIV, XV თავები - კრებ. “ჩონგური”, შედგ. სპ. ჭელიძისა, 1904. 17. XIII, XIV, XV თავები - კრებ. “ქნარი”, შედგ. სპ. ჭელიძისა, 1904. 18. XXVI, V, VI თავები (ცალ-ცალკე დაბეჭდილი) – “ლექსები თ. ილია ჭავჭავაძის ა”, 1904. 19. მთელი პოემა შემოკლებით - ჩვენი მწერლობა. I. მგოსნები, შედგენილ[1]გამოცემული ს. გორგაძის მიერ, 1907. |
აჩრდილი -სრული ტექსტი განმარტებებით |
![]() |
1 ტექსტი დაყოფილია თავებად |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
ვუძღვნი |
||
აღმობრწყინდა მზე დიდებულადა და გაანათლა ქვეყანა ბნელი, კავკასის მთების წვერთა მაღალთა ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი. აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი, ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ, იგივ დიადი, იგივ მძვინვარი, იგივ დიდებულ და დადუმებულ. ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად ცის გასარღვევად აღმოზიდულა, მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად თითქო განგებით შეყენებულა. მისი ყინულით ნაკვეთი თავი მოირთო მზისა ოქროს სხივებით, ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი დასცქერის რისხვით და მუქარებით, - თითქო ელისო გაკითხვის დღესა, რომ იგრიალოს, წამოიქუხოს, ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა, თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს. |
![]() |
1.2 II |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი იყო იმ დღესა ლამაზი დილა, რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი იმ დილის მადლსა დაემორჩილა. ქვეყანაც იყო დადუმებული, თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, - და ცაც უღრუბლო და მხიარული გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა, ხოლო კი ჩემი უნდო გონება არ მოიხიბლა იმ დილითაცა... „ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება, სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა! ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია, მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს მადლი ცისა არ მიჰკარებია. სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ... ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, - ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ, თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..“ |
![]() |
1.3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლოს კი დილის სიტკბოებამა მეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელი და ყოვლად მხსნელად სასოებამა მომცა ნუგეში მაცხოვნებელი. ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს, ღამე ესეთის დილით თენდება, დასც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს, იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება. ამა ნუგეშით აღძრული სული აღმევსო ნელის სიხარულითა, ეჭვთაგან წინად გვემული გული განცხოვლდა წმიდის სიყვარულითა; გარდმომევლინა ყოვლად შემძლები ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა, აღმიფრთოვანა მან ოცნებები და განმიწმინდა ხედვა და სმენა. თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე ხედვად უცნაურთ სახილველისა, მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე სმენად ბუნების მეტყველებისა. მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი, სავსენი ლხენით, ნეტარებითა, რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანი საიდუმლობის მაცდურებითა. |
![]() |
1.4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
და მომევლინა მე კაცი დიდი, მყინვარზედ მდგომი მოხუცებული; ვითა ქვეყანა, ისც იყო მშვიდი - უძრავი, უხმო, დაფიქრებული. მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი, ყურადღებითა შორის გაჰყურებდა, მის გარეშემო შვენოდნენ მთანი და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა. თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარე ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა. ვით შმაგი ლომი, დაჭრილი, ცხარე, ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა, სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი, თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰურებდნენ და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი ხეობაშია მგზავრს აშინებდნენ. იქით შორს სჩანდნენ მინდორნი, ტყენი, და იმათ შორის - არაგვიც ჩვენი... |
![]() |
1.5 V |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!.. ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ... შენს კიდეებზედ ჩემი მამული იყო ერთ დროსა გამშვენებული! ჩემის მამულის დიდება ძველი შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა, მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი აქ შენს კიდეზედ დაბადებულა. შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისა გრძელი მოთხრობა დამარხულია და წმინდა სისხლი ქართველებისა შენს კიდეებზედ გადასხმულია. იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსა შეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა, იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა, იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ჰქუხდა. შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი და საუკუნეთ - იგი ქართველნი!.. გულხელდაკრეფით შენსა წმინდა წყალს რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!.. რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს, შენ წინ დაღუპულ ჩემს ძველსა მამულს, - და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს. |
![]() |
1.6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა, არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა არ მიიზიდა მოხუცის თვალი, მთიდამ ამაყად გადმომზირალი. სრულ საქართველო მოჩანდა შორსა... იგი მოხუცი მას დააქცერდა; ქვეყნის მარგალიტს მაგა ობოლსა სიყვარულითა იგი დამზერდა. - საიდამა ხარ, რამ მოგავლინა, ჰოი, საკვრიველო კაცო, მითხარი? რად დაგიგდია შენ შენი ბინა და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი? და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმა იმა მოხუცის დიდებული ხმა: |
![]() |
1.7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
„მარად და ყველგან, საქართველოვ,
მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა, ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული. |
||
მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,,,, | ბედკრული - ბედშავი, უბედური | |
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი
მიტირებია, მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა, |
წარტყვევნილვარ - დავუტყვევებივარ, მოვუხიბლივარ. | |
შენის აწმყოთი სული, გული
დამწყლულებია. წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება, ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ ---- ძლიერი, |
მორჭმული - გამარჯვებული, წარმატებული, სახელგანთქმული. | |
შენცა გფენია ქვეყნის მადლი -
თავისუფლება, ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი... და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა, განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული, მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული. ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული, ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას, იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული, |
|
|
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის, | დრტვინვა - შფოთვა, უკმაყოფილების, პროტესტის გამოთქმა. | |
მაგრამ არ ირწმენს,
წამებული, შენს აღდგენასა და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის ღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა. |
ჰღაღადებს - აქ: მოწმობს. |
![]() |
1.8 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
„აქ არვის - დიდსა თუ პატარასა - ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული, დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა, ღვთად მოუცია მარტო მამული; დაჰვიწყებია, რომ დიდი არი ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება, რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი ქვეყანასავე შეეწირება. წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება!.. ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება. მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა, შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს, და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა ხმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს. იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი, სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს, გმირის სიკვდილი სახელოვანი ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს; აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა, და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, - ინატრებს გმირის მის დიდებასა; და უფრო ხშირად იმღერს ქალწული, გმირს მოიგონებს და გამხნევდება; - ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული გმირი იმ მღერით დაიბადება. |
![]() |
1.9 IX |
▲ზევით დაბრუნება |
„მაგრამ, ქართველნო, სად არის
გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი? იგი აღარ გყავთ... მის მოედანი |
||
ჯაგით
აღვსილა,
ვერანად
ქმნილა, გმირის დამბადი დიდი საგანი |
ჯაგი - უხეში, ეკლიანი ველური ბუჩქი. ვერანი - აოხრებული, გაპარტახებული, მოუვლელი, უპატრონო (ადგილი) საგანი - აქ: მიზანი. . |
|
თქვენში სპობილა და წაწყმედილა. გადსასდგომიხართ თქვენ ქართველობას, დაგინგრევიათ დიდი მამული, - რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას? |
||
რითი აღტკინდეს
ქველისთვის
გული? თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას შეუკრებნია ყოველიფერი. რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას, ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი. ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა, ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი, რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა; რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ, თქვენის სიავით დაწყლულებულა, თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა. |
ქველი - აქ: სავაჟკაცო, სამამაცო საქმე. |
![]() |
1.10 X |
▲ზევით დაბრუნება |
„ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისა ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების, ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა შეებრძვის და არ ემორჩილების; მაგრამა ლალვა, შური და მტრობა იმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა, ამა ჭირთაგან მათი მხნეობა აღძრვისა უმალ გაცუდებულა. აგერ ორს-სამს კაცს რაღაც უგრძვნიათ, ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან, ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ და ერთმანეთს კი არ ენდობიან. ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ, თუმც ერთისათვის თითქო იღვწიან; თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ, თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან. |
|
![]() |
1.11 XI |
▲ზევით დაბრუნება |
„აგერ უფალი და მისი
მონა! თრთოლვით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსა და, რა დაჰსწორდა სასწორზედ წონა, უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა და მით მის ხარჯსა ერთსა ორად ჰხდის... მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა, უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდის და საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა. მაგრამ ქვა არის ბატონის გული, ვერ დაარბილებს მას შებრალება; ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული, ვინც მონებას თვით ემორჩილება. მონა ბედშავი, მონა საწყალი სდგას, ევედრება მის თვალი შვებას, და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი! რით შევძლებთ შვილთა ჩემთ გამოკვებას? ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი, ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი, დღედაღამ ჩემი უწყვეტი შრომა, დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა, ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა, თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა - მარტო ბატონის თვალსა ახარებს და თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს. ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება, რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?.. ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება, ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!. |
![]() |
1.12 XII |
▲ზევით დაბრუნება |
„შენში კაცისას გრძნობას არ
ხედვენ, დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ, ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან... უწმინდურისა ხელითა სთხრიან დედისა გულში უკეთესს გრძნობას, - ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას. თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა სილამაზე და მშვენიერება, - მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა სასიხარულოდ ეგე ექმნება? ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან, ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად, უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან, გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად. უმანკო პირზე შენს ტურფა ქალსა გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა... მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს, ნამუსწართმეულს და შეგინებულს!.. პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები, ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება, წყევლით, ვაებით მას განშორდები და ქალი შენი შენ შეგზარდება, - და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად, გველის წიწილად მე მომცემოდი, რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი. |
![]() |
1.13 XIII |
▲ზევით დაბრუნება |
„შენში კაცისას გრძნობას არ
ხედვენ, დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ, ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან... უწმინდურისა ხელითა სთხრიან დედისა გულში უკეთესს გრძნობას, - ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას. თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა სილამაზე და მშვენიერება, - მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა სასიხარულოდ ეგე ექმნება? ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან, ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად, უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან, გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად. უმანკო პირზე შენს ტურფა ქალსა გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა... მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს, ნამუსწართმეულს და შეგინებულს!.. პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები, ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება, წყევლით, ვაებით მას განშორდები და ქალი შენი შენ შეგზარდება, - და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად, გველის წიწილად მე მომცემოდი, რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი. |
![]() |
1.14 XIV |
▲ზევით დაბრუნება |
„შრომის სუფევა მოვა მაშინა ჭეშმარიტების მის ძლიერებით და განმტკიცდება სოფელსა შინა კაცთმოყვარების სახიერებით. ყველასთვის იქმნეს იგი სუფევა თანასწორადა ნიჭთა მფენელი; მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი. მაშინ უქმ სიტყვად არ იქმნებიან ძმობა, ერთობა, თავისუფლება, ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან კაცთმოყვარება და სათნოება. ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა, რომ დღედადღე მის წყობა ირღვევა. და ამ ზვიადმა საუკუნემა უნდა შვას იგი შრომის სუფევა. მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები, წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ, სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები, არცვის ემონვი და არც იმონებ. მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის, დაბლად ღუღუნი დაღონებული, მღერა, ვით კვნესა საწყლისა მეხრის, შორი ხმა მწყემსის დაობლებული - მხიარულ ხმებად გარდაგეცვლების და შენს გუთანზედ გულით ლმობილი იტყვი სიმღერას თავისუფლების. ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა ტკბილი!.. მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი შენის ლხენითა განიხარებენ შენგან შემკულნი იგი ყოველნი შენს ტკბილ სიმღერას ბანს გამოსცემენ. |
![]() |
1.15 XV |
▲ზევით დაბრუნება |
„აგერ დიდკაცი დარბაისელი კმაყოფილების განცხრომაშია, მაშინ როს მისი მოძმე საწყალი სასოწარკვეთილ მონებაშია. მოძმეთა ხსნისთვის თავის დადება წმინდა მხვედრია მხოლოდა გმირთა და მას ვით შესძლებს თავმოყვარება, რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა? ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა, როს მასა შველის მის ბედკრულება? რად შეებრძვის იმ სიბოროტესა, როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება? აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმით მოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა, და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით, უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა. აგერა მღვდელნიც - ერთა მამანი - რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათ ამა ერისა სულის აღზრდანი, რარიგ გულ-ხელი დაუკრებიათ! სად არის სიტყვა დიდის სწავლისა, სიყვარულის და სამართალისა, რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს და ერს დაცემულს არ აღამაღლებს? სად არის იგი მღაღადებელი ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება? სად არის იგი ბიწის მდევნელი ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება? |
![]() |
1.16 XVI |
▲ზევით დაბრუნება |
„აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და
ბერსაც, ქალსა მახინჯსაც და მშვენიერსაც, დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა მე უხილავი ყურსა ვუგდებდი, მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა, მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი. ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება: ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ, ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ, ჰხედავ ფაცაფუცს და ყველგან ჯღივილს, უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, - მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას, ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას ფრჩხილის ოდენაც არა აქვს აზრი და ყველა იგი თვალთმაქცი არი. ფუჭია იგი მისი ცხოვრება, უფერულია და ცარიელი, არც სიცოცხლეა, არც გემოვნება, არცა საგანი გულწარმტაცველი! იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა გუშინ, ერთნაირად და უგემურადა, - რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ, დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა. გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან, მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას, და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან თავის მამულის თავისუფლებას. |
![]() |
1.17 XVII |
▲ზევით დაბრუნება |
„აგერა მცხეთაც - სავანე გმირთა, დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების, სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების; სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა, ქართვლის გულიდან აღმოცენილი, და წყარო იგი წყაროდ შვებისა სჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი; სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისა ჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებად და მის ქვეშ წყარო უკვდავებისა სცემდა იაზმას ერის ცხოვნებად; სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილი საკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა; სად იმა წყაროს წყლით დაბანილი ქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა. აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი, ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა და იგი დედაქალაქი ვრცელი აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა, ნგრეულმან მისნი დიდნი პალატნი, დიდი ცხოვრება მის დაცემულა, დღეს იმ ცხოვრების წმიდა ალაგნი პირუტყვთა ქელვით შეგინებულა. |
![]() |
1.18 XVIII |
▲ზევით დაბრუნება |
„ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის
თვალად დაბადებულო, რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!.. ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო, ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია? სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს? შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი, რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს. შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა, ორი ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს, მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს. ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, - ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, - მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა, ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა. |
![]() |
1.19 XIX |
▲ზევით დაბრუნება |
„თვალწინა მიდგა ის კირთების
ბედშავნი დღენი, როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმა და შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი შენმა მოძალემ და მოლალემ უცხო მთავარმა. სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა, სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება... ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა, ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება. ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველი მთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებრ ჰქელვიდა, ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსრველი თვით ერის ენას - მაგ ერის განძს - იგი სდევნიდა. სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება, რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი, რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება, რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი. მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა, დევნულობის და კირთების ქვეშ ქედსა იხრიდა, და მონებურის თვალთმიმქცევის კრძალულებითა ზღვევისა წადილს გულდაკეტით დღედაღამ ჰზრდიდა. |
![]() |
1.20 XX |
▲ზევით დაბრუნება |
„მოვიდა ის დღეც შურიგებისა, მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა... მართალი არის ხმალი ზღვევისა, რომ ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა. მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი, გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა... მან იდვა თავსა სახელოვანი ის დიდი საქმე შურიეგებისა. ერის და ქვეყნის შეურაცხყოფას ვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა, ვაღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობას იმა მამულის ამაყმა შვილმა. გადგა და დასცა თავზარი მტერსა, დაამხო პირქვე ყმობა, მონება, და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა, ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, - და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეული კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით, ქართვლის სახელი დამცირებული კვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით. |
![]() |
1.21 XXI |
▲ზევით დაბრუნება |
„მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსა არ ჩაუგია ქარქაშში ხმალი... შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისა გაუმაძღარი და ხარბი თვალი. მას აქეთია ოთხკუთხივ მტერნი შენს თავსა შენვე გეცილებოდნენ, მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნი გულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ. იყო დრო, როს შენს ძახილზედ, ხმაზედ მამულის დროშა გაიშლებოდა და ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედ მტრის დასახვედრად მოგროვდებოდა. იყო დრო, როცა შენის გულისთვის თვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენ და თავდადებას მამულისათვის ერთმანეთს ომში ეცილებოდნენ. ეხლა რაღაა!.. გაჰქრნენ ის დღენი, გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება, და საკვირველნი მამათ საქმენი ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება. |
![]() |
1.22 XXII |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.23 XXIII |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.24 XXIV |
▲ზევით დაბრუნება |
„წამხდარა ყველა, ის ღონე და ის
ძლიერება, მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება, აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა... ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ, ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა... ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ. დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა, ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა, ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა, რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი ჰშობილა. მაშინ გათრხილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან, ძლიერნი ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი სხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან, დაუნთქავთ შრომა, წინაპართა სისხლითა რწყულნი. როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა, დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას, ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას? როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ არსებისა, ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან? როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან? თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდხნის ბორკილსა და ქართველობა სიქადულად როდის ექმნება ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?“ |
![]() |
1.25 XXV |
▲ზევით დაბრუნება |
ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა, გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში, ცაზედ ელვაში გაიპრიალა და გაანათა მდინარე ხევში. ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი, ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი; ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა, ბუქი სვეტსავით აატრიალა, რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა, ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, - და მყის ბუნების მშვიდი დუმილი ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცევოდა, წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი ერთმანეთშია აირევოდა. მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა... დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა, მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს ვერ გაატანა თვალმა უძლურმა... „ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!“ - შემომტირა მე მწუხარე გულმა. მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა, გამოიღიმა ნათლად მთამაცა და მზისა სხივით გაბრწყინვებული კვლავ დავინახე მოხუცებული. ცისკენ აღეპყრნა თრთოლვითა ხელნი და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი... თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა: |
![]() |
1.26 XXVI |
▲ზევით დაბრუნება |
„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი
მხვედრია... შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა; |
მეოხება - შემწეობა, დახმარება. | |||
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა! რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა, |
სასო - იმედი. | |||
მოეცი ძალი
დავრდომილსა
კვლავ აღდგომისა, სახელოვანი განუახლე ჩაგრულთ დღეთ ყოფა, მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა. ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი, დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა... |
დავრდომილი - დაუძლურებული. | |||
იკმარე საღმრთოდ მათ
პატიჟნი
და სისხლის ძღვენი, თუ რამ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა. მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!.. |
პატიჟი - აქ: ტანჯვა. | |||
ჰოი,
სახიერო!
ცისარტყელა განავლე ცასა, რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“ |
სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო.
წარხოცო - გაუქრო, მოაცილო. |
![]() |
1.27 XXVII |
▲ზევით დაბრუნება |
მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა და გადეფინა ჩემს ქვეყანასა მახარობელად ტკბილ იმედისა. ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ, ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა, და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა. [26 იანვარს, 1859-სა წ. პეტერბურღი, - 1872 წ., დუშეთი]. |
|