1852
1852 იანვარი
სწავლას განაგრძობს თბილისის გიმნაზიაში, მეოთხე კლასიდან, მაგრამ ბინად ისევ პანსიონში რჩება |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 444. |
|
1852 ზაფხული
არდადეგებს ყვარელსა და კარდანახში ატარებს. წერს ლექსებს: „დავსწერ სოფლისა ქებასა...“, „რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი“ და „ჩემი გონებიდგან განუშორებელო დაო ნინავ!“ |
წყარო: ალექსანდრე (კოხტა) აფხაზი, „ლიერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1. 1935, გვ. 563; ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, გვ. 32; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 277, 280, 283, 516-520; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 62, გვ. 190. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 168-173. |
|
1852 8 დეკემბერი
გარდაეცვალა მამა – გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე. |
წყარო: იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. |
|
1852 13 დეკემბრი
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს კრძალავენ ყვარლის სასაფლაოზე, მეუღლის – მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით. |
წყარო: იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის) ასული (1818-1848) ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა. |
|
1852 13 დეკემბრის შემდეგ
წერს ლექსებს „სიტკბოება თვის მამეულში“, „ჭაბუკობაზედ“, „დაღონებული, არ ვიცი რაზედ...“ და „მოთქმა საწყლისა“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 105, გვ. 1. დათარიღება: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 173. |
|
1852 31 დეკემბერი
მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს შუამდგომლობას სთხოვს თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 167. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე. ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885) – კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის უფროსი. ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868) რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა. ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860) ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე. |
|
1852 ნოემბერ-დეკემბერი
რუსულ სიტყვიერებასა და მათემატიკაში წლიური არადამაკმაყოფილებელი ნიშნების გამო ტოვებენ მეოთხე კლასში. |
წყარო: ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1837, გვ. 29; ტ. ხუნდაძე, ნარკვევები სახალხო განათლების ისტორიიდან საქართველოში (XΙX საუკუნე), 1951, გვ. 56. |
|
1852-დან
გატაცებულია გიმნაზიის ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ დემენტიევის ქალიშვი- ლით. |
წყარო: იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 29. პირთა ანოტაციები: დემენტიევი ნიკოლოზ ტიმოთეს ძე თბილისის გიმნაზიის რუსულის მასწავლებელი, 1839-1840 წლებში – დირექტორი. |