გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი,
კრებ. № 17501, გვ. 9-10. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 689. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი ყიფიანის არქივი
№ 1767 . წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დიმიტრი
ყიფიანის ფონდი, ავტოგრაფი № 118; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის
რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 72-75; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ.
105-106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 111-112, 415; პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული
საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის
აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. „საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 368–369. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1886, 28 აგვისტო, № 186, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ 210; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 341. გაზ. „ივერია“, 1894, 28 აგვისტო, № 184, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 32.
1858
28 აგვისტო
ტიარლევოში წერს ლექსს „ლოცვა“ („ოდეს დემონი...“), რომელიც მის სიცოცხლეში
არ გამოქვეყნებულა.
წყარო:
1883
28 აგვისტო
ბაყალი უწერს ხელწერილს წიწამურში ნაყიდი ხილის საფასურისა და გადახდის
ვადების მითითებით.
წყარო:
1885
28 აგვისტო
წერილით ულოცავს დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა
წინამძღოლად არჩევას და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთი წინამძღოლის ყოლა
მისალოცია იმერეთისთვისაც
წყარო:
28 აგვისტო
კავკასიის საცენზურო კომიტეტი წერილობით აცნობებს მთავარი სამმართველოს
კანცელარიას, რომ სასურველი არ არის გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია
ჭავჭავაძისათვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი,
რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს
გაზეთის გამოცემაში.
წყარო:
1886
28 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 აგვისტო“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ
„აქაურს უმაღლესს მთავრობას...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით
„სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე“.
წყარო:
1894
28 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 28 აგვისტო“ („გაჭივრებულმა მდგომარეობამ სოფლის
მეურნეობისამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით
„სოფლის მეურნეობა რუსეთში“.
წყარო: