1870 | ||
30 ოქტომბერი გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემ მკითხველს“, რომელშიც იგი საუბრობს ენის სიწმინდეზე და უპირისპირდება მათ, ვინც ილია ჭავჭავაძეს ენას უწუნებს, მაგალითად ეფთვიმე წერეთელს. |
წყარო: გაზ. „დროება“ 1870, 30 ოქტომბერი, № 42, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. წერეთელი ეფთვიმე ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის მამა. |
|
1874 | ||
30 ოქტომბერი | ||
ბარათით აცნობებს მეუღლეს, რომ პეტერბურგში ზღვით გაემგზავრება. უგზავნის 290 მანეთს, უხსნის, ვის რამდენი უნდა მისცეს და სახარჯოდ რამდენი დაიტოვოს. დარიგებებს აძლევს მეურნეობასთან დაკავშირებით. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 342; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 352–353; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 189–190, 366. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 241-243. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1881 | ||
30 ოქტომბერი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათუმის სკოლა“ („დიდის ამბით, დიდის იმედებით...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 30 ოქტომბერი, № 227 გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 281. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 682-683. |
|
1886 | ||
30 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 ოქტომბერი“ („მოსკოვში არის ერთი საზოგადოება, რომელსაც ეძახიან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მებაღეობის საზოგადოების შექმნის მნიშვნელობა“ |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 30 ოქტომბერი, № 234, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 492. |
|
1887 | ||
30 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
თსს ბანკის დარბაზში მართავს კრებას, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ხარჯები მთლიანად გაიღოს ბანკმა |
|
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა – დაბრუნება, ტ. 1, 1991. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
|
|
1890 |
|
|
|
|
|
30 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
იღებს მცხეთის საზოგადოების წერილს, რომელშიც ულოცავენ ანგელოზის დღეს. |
წყარო:
პირთა იდენტიფიკაცია: მილოცვას ხელს აწერენ: მაჩხანელი ივანე, იმერლიშვილი ზაქარია, ბერიევი იაკობ, თათარაშვილი რომანოზ, გიუტაშვილი რომანოზ, კობიაშვილი მიხაკა, მაისურაძე იაგორ, მრევლიშვილი იოსებ და სხვები. შესაძლოა ზოგი მათგანი პირადად არც იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ პატივს სცემდნენ მას, როგორც ღირსეულ მამულიშვილს |
|
|
|
|
30 ოქტომბერი |
|
|
|
|
|
იღებს მოურავ მიხეილ გოცირიძის წერილს, რომელშიც სწერს სამეურნეოსაოჯახო საკითხების შესახებ. |
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 482. პირთა ანოტაციები: გოცირიძე მიხეილი ილია ჭავჭავაძის მოურავი 1890 წელს. |
|
|
|
1894 |
|
|
30-31 ოქტომბერი |
|
|
მონაწილეობს თსს ბანკის საგანგებო კრებაში. განიხილავენ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შესყიდვის საკითხს. ებმება კამათში ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგია. |
|
წყარო: გაზ. „კვალი“, 1894, № 46, გვ. 4-6. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |