The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


23.04

1879    
    
23 აპრილი   
    
ცენზურისგან იღებს „გლახის ნაამბობის“ ცალკე წიგნად გამოცემის ნებართვას.  წყარო:

„გლახის ნაამბობი“, 1879, პეტერბურგი გამოცემული ა. საფაროვისაგან. ტფ, ე. ხელაძის სტამბა, 1879.

    
1881    
    
23 აპრილი   
    
1881 წლის 7 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოდან მიღებული უწყების საფუძველზე ითხოვს, გაათავისუფლონ ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278, ფ. 9; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 198-199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 91, 405-406. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 198–199.

    
1886    
    
23 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 აპრილს“ („დადგა გაზაფხული, ბუნებამ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მოსავლის მავნებლებთან ბრძოლის შესახებ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 87, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 563.

    
1887    
    
 23 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 აპრილი“ („ვისაც კი ცოტად მაინც თვალ-ყური უდევნებია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გამოფენის მოწყობის უპერსპექტივობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 23 აპრილი, № 79, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 253.

    
1893    
    
 23 აპრილი   
    
ესწრება თსს ბანკის კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის წინამძღვრიანთკარის რევიზიასთან დაკავშირებით. დამსწრეთ არწმუნებს, რომ ილია წინამძღვრიშვილი სიხარულით იღებს ყველას, ვისაც სურს გაეცნოს სკოლის მუშაობას.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11810, გვ. 2-24.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

    
1900    
    
23 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას „ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“ („რასაც კაცი თავისს თავს უზამს...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულება ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1900, 23 აპრილი, № 87, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, 409.

    
1904    
    
23 აპრილი    
    
უბის წიგნაკში იწერს, რომ მზარეულ გიორგი ქორჩაშვილს უხდის ერთი თვის გასამრჯელოს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 4.

პირთა ანოტაციები:

ქორჩიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1904 წლის 22 მარტიდან 1905 წლის 1 თებერვლამდე.