წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის
არჩევნებისა და კრებაზე მამამისთან შეხვედრის ამბავს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 340; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 240-241. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) – საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 340; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 185, 365. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 2 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875) ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის
დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის
სიმამრი. გაზ. „დროება“, 1882, № 183, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „დროება“, 1883, № 172, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს
სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე,
თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 2
სექტემბერი, № 188, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა
და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 296. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 4. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 214-216, 473. დათარიღება:
დროზე მინიშნებულია ნიკო ცხვედაძისთვის 19 აგვისტოს გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
1874
2 სექტემბერი
წყარო:
2 სექტემბერი
სტუმრად მიდის სიმამართან – თადეოზ გურამიშვილთან.
წყარო:
1882
2 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება აკაკი წერეთლის მიერ თელავში მის საპატივცემულოდ
გამართულ ნადიმზე წარმოთქმული ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო, რომელშიც მას „ჩვენი
დროის მეთაურსა“ და „მოწინავეს“ უწოდებს.
წყარო:
1883
2 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ „ნ. ურბნელის“ ფსევდონიმით ქვეყნდება ნიკო ხიზანიშვილის
ლიტერატურული მიმოხილვა „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრებზე. მასში
გულისტკივილია გამოთქმული ჟურნალის ამ ნომრების სიღარიბის გამო.
წყარო:
1886
2 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 1 სექტემბერი“ („ჩვენ წინა წერილში
ხიზნობის თაობაზედ დავპირდით მკითხველებს, რომ...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1889
2 სექტემბერი
უბის წიგნაკში იწერს, ვის რა თანხები გადაუხადა
წყარო:
1900
2 სექტემბერი
მეუღლესთან ერთად კვეთს ავსტრია-უნგრეთის საზღვარს.
წყარო: