The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1872
1870

 

1872    
     

1872 25 იანვრამდე

პატარა წიგნად გამოდის ხალხური „არსენას ლექსი“ და „მენახირის ნაამბობი“ ილიას პოემიდან „კაკო“ („რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“). .

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1872, 25 იანვარი, № 3, გვ. 4.

დათარიღება:

გაზეთ „დროების“ 25 იანვრის ნომერში არის ინფორმაცია წიგნის შესახებ.

     

1872 28 იანვრამდე

„გამოცანების“ და კიდევ გამოცანების“ გამო გრიგოლ ორბელიანი წერს და ხელნაწერის სახით ავრცელებს ლექსს „პასუხი შვილთა“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 166; № 120.

დათარიღება:

28 იანვარს ილია ჭავჭავაძემ უკვე პასუხი დაწერა ამ ლექსზე.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

     

1872 28 იანვარი

გრიგოლ ორბელიანის ლექსის „პასუხი შვილთა“ საპასუხოდ წერს და საზოგადოებაში ავრცელებს პამფლეტს „პასუხის პასუხი“. ლექსი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, ვ.166; № 120.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

     

1872 28 იანვრის შემდეგ

სერგეი მესხი ქუთაისში მყოფ აკაკი წერეთელს უგზავნის წერილს, რომელშიც უამბობს მამათა და შვილთა პოეტური პაექრობის შესახებ. იგი აღფრთოვანებულია „პასუხის პასუხით“, მაგრამ არ იცის, რომ ილიასია.

 

წყარო:

ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები. 1951, გვ. 17.

დათარიღება:

ფაქტს ვათარიღებთ ლექსის დაწერის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 5 თებერვალი  

თარგმნის თომას მურის ლექსს „ირლანდიისადმი“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 57, 677.

პირთა ანოტაციები:

მური ტომას (1779-1852)

ინგლისელი პოეტი, ცნობილი ლექსის – „მწუხრის ზარები“ ავტორი. გამოაქვეყნა ლორდ ბაირონის წერილები და დღიურები.

     

1872 20 თებერვლამდე

თბილისში მდებარე კავკასიის სამთო სამმართველოდან წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. ატყობინებს, რომ ის და მისი ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი მეორე დღეს აპირებენ ასვლას. წუხს, რომ თბილისის სახლს ვერც ყიდის და ვერც აგირავებს. თავის დას – ელისაბედს უთვლის, რომ კარგი ვახშმის თადარიგი დაიჭიროს თხუთმეტამდე კაცისათვის.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 412; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 361-362; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 201, 370.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 234-236.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1868 11 მარტიდან - 1872 20 თებერვლამდე

დუშეთიდან ყვარელში წერილს სწერს მამიდას – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისას. უყვება, რომ კარგი ცოლი ჰყავს, საქმეებიც კარგად მისდის და აპირებს ყვარელში დამკვიდრებას, რათა თავისი ოჯახით მასთან ერთად იყოს.

 

წყარო:

ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17542

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 184-187.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

     

1872 20 თებერვალი  

ილიას დაქვრივებული და ელისაბედი ცოლად მიჰყვება ალექსანდრე საგინაშვილს.

 

წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 71.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე

     

1872 მარტის პირველი ნახევარი

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება ილიასეული თარგმანი თომას მურის ლექსისა „ირლანდიისადმი“ და მის მიერ სოფ. კარდანახში ჩაწერილი ხალხური ლექსი „ქალმა სთქვა სიზმარი ვნახე...“ აქვე „ნ. დიმიტრიძის“ ფსევდონიმით ქვეყნდება ნიკოლოზ ყიფიანის წერილი „ქართული პოეზიის ნიმუშნი და იმათი განხილვა“, რომელიც ეძღვნება ილიას ლექს „იანიჩარს“ და წამძღვარებული აქვს მისი ტექსტი.

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“ 1872, № 7, გვ. 1-6, 101-102, 132.

პირთა ანოტაციები:

მური ტომას (1779-1852)

ინგლისელი პოეტი, ცნობილი ლექსის – „მწუხრის ზარები“ ავტორი. გამოაქვეყნა ლორდ ბაირონის წერილები და დღიურები.

ყიფიანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1846- 1905)

ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის საქმიანობაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში.

     

1864 8 ნოემბრიდან-1872 29 მარტამდე

400 მანეთს და წერილს უგზავნის მეუღლეს დუშეთიდან თბილისში. სთხოვს, აყიდვინოს და გაუგზავნოს ცხენის აღჭურვილობა.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 383; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 362-363; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 201-202, 370.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 238-240.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     

1872 20 აპრილი

გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა, რის შესახებაც გვიან იგებს და დაკრძალვას ვერ ესწრება.

 

წყარო:

იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 402.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

     

1872 20 აპრილის შემდეგ

წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს გამზრდელი მამიდის, მაკრინე ჭავჭავაძეერისთავის გარდაცვალების ამბავს. განიცდის, რომ დროულად არ შეატყობინეს და დაკრძალვას ვერ დაესწრო. კმაყოფილია თავისი ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკის ბაქოს გუბერნატორად დანიშვნით და აღნიშნავს, რომ ბევრი ნატრობს მასთან სამსახურს.

 

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 402. ჭავჭავაძე ი., თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 257; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 253-254, 394; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65.

დათარიღება:

მოხსენიებული რეალიების მიხედვით წერილი თარიღდება 29 მარტის შემდგომი პერიოდით (იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 236-238), მაგრამ ჭავჭავაძეების საგვარეულო ნუსხა იძლევა თარიღის უფრო დაკონკრეტების საშუალებასაც - 20 აპრილის შემდგომი პერიოდით (იხ. იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65).

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

     

1872 20 ივნისამდე

იღებს წერილს პეტრე უმიკაშვილისგან, რომელიც ჟურნალ „კრებულისათვის“ ახალი ნაწარმოებების გაგზავნას სთხოვს.

 

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 544.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1872 20 ივნისი

პეტრე უმიკაშვილს უგზავნის საპასუხო წერილს. წუხს იმის გამო, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი შემოქმედებით მუშაობაში ხელს უშლის და ვერაფერს წერს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 544; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 36-39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 36-37; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 32-33, 377.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1872 25 ივნისი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს მღვდელ გაბრიელ გუდიევის მიმართვას კობის მღვდელმთავრისადმი. ბრალი ედებათ მის სამრევლოში გაჩენილ მკითხავებს, რომელთა საქმიანობაც არყევს მოსახლეობის რწმენას. რამდენადაც ბრალდებას არ ერთვის მტკიცებულებები, მკითხაობა კი არსებული კანონმდებლობით არ ისჯება, სარჩელი იურიდიულ საფუძველს მოკლებულია და არ კმაყოფილდება.

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ 133, საქ. 2113. ფ. 3. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 432/33.

პირთა ანოტაციები:

გუდიევი გაბრიელ

დუშეთის რაიონის აბანოს თემის მღვდელი

     

1872 21 ივლისამდე

დავით ერისთავისაგან იღებს წერილს თავისი „გამოცანების“ თარგმანით.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17551. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 33-35.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 22 ივლისამდე დავით ერისთავისთვის გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 22 ივლისამდე

წერილს უგზავნის ოძისში დავით ერისთავს. აღწერს პოემა „აჩრდილზე“ მუშაობის სირთულეებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური წყაროების ცალმხრივობაზე. წერილს თან ახლავს მისივე თარგმნილი პირველი ორი „გამოცანა“ (რევაზ ანდრონიკაშვილსა და გიორგი მუხრანბატონზე).  

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17551; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 34-35; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 34-35; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 33-35, 377-378.

დათარიღება:

წერილიდან ჩანს, რომ 22 ივლისი არ დამდგარა; „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 188-189.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე

     

1872 22 -26 ივლისი

დუშეთში მარტოა და ელის ოძისიდან დავით ერისთავის სტუმრობას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17551; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 33-35.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 ივნისი-ივლისი

აკაკი წერეთელი ჟურნალ „მნათობში“ აქვეყნებს წერილს „ვინ სტყუვის? (ჩვენი ახლანდელი ძველი და ახალი თაობა)“, რომელიც ეხება ილია ჭავჭავაძის „გამოცანებს“.

 

წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1872, № 6-7, გვ. 1-26.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 29 აგვისტო

დუშეთში წერს სატირულ ლექსს „რჩევა“. მისი შექმნის მიზეზი ხდება სენატორ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის წიგნი „ნაციონალური ინდივიდუალობის არსისა და მსხვილი ეროვნული ერთეულების განმანათლებლური მნიშვნელობის შესახებ“, რომელშიც ავტორი ამტკიცებს დიდი ერების მიერ პატარების შთანთქმის აუცილებლობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 168; № 124.

პირთა ანოტაციები:

 ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877)

სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი

     

1872 30 აგვისტო

იღებს პეტრე უმიკაშვილის წერილს, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული „კრებულის“ მომავალთან დაკავშირებით. ადრესანტი სთხოვს თბილისში დაბრუნებას და მხარში ამოდგომას.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17545.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1872 30 აგვისტო

პეტრე უმიკაშვილს სწერს საპასუხო ბარათს, რომელშიც ურჩევს, როგორმე შეინარჩუნოს „კრებული“ და შეძლებისდაგვარად ჰპირდება დახმარებას. უხსნის, რომ თუ სამსახურს თავს არ დაანებებს, თბილისშიც რომ გადავიდეს, შემოქმედებითი საქმიანობისათვის დრო მაინც არ ექნება. ნატრობს ისეთ სახლს, სადაც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები შეიკრიბებიან, ახალ თხზულებებს წაიკითხავენ და იმსჯელებენ. წერილთან ერთად „კრებულში“ დასაბეჭდად უგზავნის პოემა „აჩრდილის“ დასაწყისს და „დროებაში“ გამოსაქვეყნებლად – ლექსს „რჩევა“.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17545; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 39-40; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 37-38; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 35-36, 378-379.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1872 8 სექტემბერი

გაზეთი „დროება” ხელმოუწერლად აქვეყნებს მის ლექსს „რჩევა“.  

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1872, № 35, გვ. 2.
     

1872 11 სექტემბერი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გლეხ დათიკა წამალაძის საჩივარს თავად გიორგი ხიმშიაშვილის წინააღმდეგ. მოწმეთა ჩვენებით ბრალდებულს უმტკიცდება მოსარჩელის ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას ესჯება სამი თვით პატიმრობა და სასამართლო ხარჯების გადახდა.  

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ 133, საქ. 2163; საისტორიო მოამბე 19-20, 1965, გვ, 434-35.

პირთა ანოტაციები:

წამალაძე დათიკა

დუშეთის მაზრის მკვიდრი.

ხიმშიაშვილი გიორგი

დუშეთის მაზრის მკვიდრი, თავადი.

     

1872 15 სექტემბერი

წერს ლექსს „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი კრებ. № 108, გვ. 170.
     

1872 სექტემბერი

ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება პოემა „აჩრდილის“ XIII, XIV, XVII, XVIII თავები. IX თავი არ იბეჭდება ცენზურის აკრძალვის გამო. ჟურნალის ამავე ნომერში „მ. პეტრიძის“ ფსევდონიმით ქვეყნდება პეტრე უმიკაშვილის წერილი „შეერთებული შრომა ჩვენი ლიტერატურისათვის“, რომელშიც ქართული ლიტერატურის საერთო მიმოხილვასთან ერთად, იგი ეხება ილია ჭავჭავაძის გამოსვლას ლიტერატურულ ასპარეზზე და მის მიერ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემის მნიშვნელობას.  

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“ № 8-9, გვ. 1-6.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     

1872 16 ოქტომბერი

თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განიხილავს გიორგი ქურხულის საჩივარს მეუღლის წინააღმდეგ. იგი ცოლს უჩივის იმის გამო, რომ ის უარს ამბობს მასთან თანაცხოვრებაზე. ბრალდებული სასამართლოზე არ ცხადდება. მომჩივანი ითხოვს, რომ საქმე მის გარეშე განიხილონ, მაგრამ უარს იღებს. ილია ჭავჭავაძე მას განუმარტავს, რომ საქმე არ ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს და საჩივარი მხოლოდ იმ მოტივით მიიღეს, რომ მხარეები შეერიგებინათ

 

წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ 133, საქ 2107. ფ. 6. დედანი, გვ. 436.

პირთა ანოტაციები:

ქურხული გიორგი

დუშეთის მაზრის მკვიდრი, გლეხი

     

1872 1 ნოემბრის შემდეგ

დუშეთში იღებს ოძისიდან დავით ერისთავის მიერ გაგზავნილ წერილს, რომელშიც სთხოვს ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით დანიშნულ კრებაზე დასწრებას, რადგან აუცილებლად სჭირდება მისი კონსულტაციები ფინანსურ საკითხებზე.

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 501. ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 40; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი. ტ. 1, 1914, გვ. LI.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 1 ნოემბრით.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე

     

1872 ნოემბრის პირველი დეკადა

დავით ერისთავს დუშეთიდან ოძისში უგზავნის საპასუხი წერილს, რომლითაც ატყობინებს, რომ ვერ შეძლებს თბილისში ჩასვლასა და თავადაზნაურთა კრებაში მონაწილეობას.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 501, 502.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 10 ნოემბრის შემდეგ

დუშეთში იღებს ოძისიდან დავით ერისთავის მიერ გაგზავნილ წერილს. ადრესანტი წუხს, რომ ილია ჭავჭავაძე ვერ ახერხებს ბანკის თემისადმი მიძღვნილ თავადაზნაურთა კრებაში მონაწილეობას, რადგან კომიტეტის სხდომაზე მის გარეშე ვერაფერს გააკეთებენ და იძულებული იქნება არც თავად წავიდეს. სთხოვს, დაწერილი სიტყვა მაინც გაუგზავნოს, რომ კრებაზე წაიკითხონ.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 502. ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი. ტ. 1. 1914, გვ. LI–LII.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 10 ნოემბრით.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

     

1872 25 ნოემბრამდე

გადაწყვეტს, დაესწროს ბანკის თემისადმი მიძღვნილ თავადაზნაურთა კრებას და წერს იქ წარმოსათქმელ სიტყვას.  

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, № 47, გვ. 1-2; „თბილისის გუბერნიის ბანკის თაობაზე”, გაზ. „დროება“, 1872, 17 ნოემბერი, № 45, გვ. 2; ა. თელია, „ქართული სათავადაზნაურო ბანკი და ილია ჭავჭავაძე“, თბ., 1989, გვ. 41; გ. ყიფშიძე, ი ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. 1 1914, გვ. II.
     

1872 25 ნოემბერი

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს ბანკის წესდების საკითხს. წარმოთქვამს ვრცელ სიტყვას, რომელშიც აკრიტიკებს წესდების შემმუშავებელ კომისიას. აღნიშნავს, რომ ამ ბანკმა სარგებლობა უნდა მოუტანოს ყველას და არა საზოგადოების ერთ ჯგუფს. მისი გამოსვლა სამ საათს გრძელდება და რევაზ ანდრონიკაშვილის მომხრეები ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ დარბაზს.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1872, № 47, გვ. 1-2. საარქივო მასალები XΙX საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 97. А. Пурцеладзе, „Закавказская речь“, 1912, № 138; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 612.

დათარიღება:

1 დეკემბრის (პარასკევი) სტატიაში ნათქვამია, რომ ეს მოხდა წინა შაბათს.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

     

1872 29 ნოემბერი

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავად–აზნაურთა სხდომაში, რომელზეც ხმის უმეტესობით იმარჯვებს დიმიტრი ყიფიანისა და მისი პროექტი. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაარსდეს თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკი და ირჩევენ წესდების შემმუშავებელ ახალ კომისიას ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით.

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, № 1. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქმე 3831; გ. ყიფშიძე, ი ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. 1 1914, გვ. II.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

     

1872 ნოემბერი

პატარა შეტყობინებას წერს დისწულის, სიმონ აფხაზის ბარათზე, რომელშიც უხსნის თავის დას, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზს, რატომ წაიყვანა ცხენები საგურამოში.

 

წყარო:

ჭოხონელიძე, გ., ილიას ერთი უცნობი მინაწერი. ჟურნ. „კრიტერიუმი“, 2004, გვ. 162; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 36-37, 379.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)

ილია ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.

     

1872 1 დეკემბრის შემდეგ

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე 25 ნოემბერს მის მიერ წარმოთქმული ვრცელი სიტყვა იბეჭდება გაზეთ „დროებაში“.  

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1872, № 47, გვ. 1-2
     

1872 5 დეკემბერი

თავადაზნაურობის საგანგებო კრება იხილავს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილ თსს ბანკის წესდების ახალ პროექტს და ერთხმად იწონებს მას.

 

წყარო:

სერგეი მესხი, ჩვენი ბანკების საქმე, გაზ. „დროება“, 1872, 8 დეკემბერი, № 48, გვ. 1-2.
     

1872 7 დეკემბერი

თავადაზნაურობის კრება თსს ბანკის წესდების შემმუშავებელ კომიტეტს აკისრებს ზედამხედველი კომიტეტის ფუნქციებს, რომლის მოვალეობასაც შეადგენს ბანკის დაარსება. მას ირჩევენ ბანკის მმართველად და ანდობენ დირექტორების დასახელებას. იგი ირჩევს დიმიტრი ყაზბეგს და დავით ყიფიანს. იღებენ გადაწყვეყილებას, რომ ეს სამი პირი უახლოეს დროში გაემგზავროს პეტერბურგში პროექტის დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმის შესასწავლად.  

 

წყარო:

გაზ. „დროება“, 1873, 9 იანვარი, № 1, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი.

     

1872 7 დეკემბრის შემდეგ

იღებს შაქრო ხერხეულიძის წერილს საბანკო საქმეებთან დაკავშირებით.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 660.

დათარიღება:

თსს ბანკის მმართველად აირჩიეს 1872 წლის 7 დეკემბერს.

პირთა ანოტაციები:

ხერხეულიძე შაქრო

პიროვნების შესახებ დამატებები ცნობები არ მოგვეპოვება.

     

1872 8 დეკემბრამდე

საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თავადაზნაურობის წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილის თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე ორჯერ უხანგრძლივებს შვებულებას, რომ შეძლოს ამ კრებებზე დასწრება.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 660.

დათარიღება:

თსს ბანკის მმართველად აირჩიეს 1872 წლის 7 დეკემბერს.

პირთა ანოტაციები:

ხერხეულიძე შაქრო

პიროვნების შესახებ დამატებები ცნობები არ მოგვეპოვება.

     

1872 8 დეკემბერი

ბრუნდება თბილისიდან დუშეთში.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 9 დეკემბრის წერილში.

     

1872 9 დეკემბრამდე

თავისი სიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილის – ალექსანდრე საგინაშვილის ოჯახში ეცნობა პოეტის ოთხ წერილს მაიკო ორბელიანისადმი და იწერს მათ.

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი 1039; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, 423 (ფოტო)

დათარიღება:

9 დეკემბერს ეს წერილები გაუგზავნა გაზეთ „დროებას“

პირთა ანოტაციები:

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.
     

1872 9 დეკემბერი

ჟურნალ „კრებულში“ გამოსაქვეყნებლად კირილე ლორთქიფანიძეს უგზავნის თავისი სიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილ ალექსანდრე საგინაშვილისგან წამოღებულ პოეტის ოთხ ბარათს მაიკო ორბელიანისადმი და სთხოვს, ზუსტად დაბეჭდოს. იქვე აღნიშნავს, რომ არც ბარათაშვილი იყენებდა მის მიერ ხმარებიდან ამოღებულ ასოებს და უხარია ამ საკითხისადმი მათი დამოკიდებულების თანხვედრა.

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1039; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, 423 (ფოტო); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 27-28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.

     

1872 9 დეკემბერი

მუშაობას იწყებს „გლახის ნაამბობის“ გაგრძელებაზე. ამის შესახებ ატყობინებს კირილე ლორთქიფანიძეს და წინასწარ ითხოვს, ბოლო კორექტურა თავად გააკეთებინოს.  

 

წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ავტოგრაფი № 1039; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი, 423 (ფოტო); ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 27-28; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 37, 379-380.

დათარიღება:

დრო მითითებულია კირილე ლორთქიფანიძისთვის გაგზავნილ 9 დეკემბრის წერილში.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1872 დეკემბერი

ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება ანტონ ფურცელაძის წერილი „საწყალი კუდაბზიკა – კრებულ-დროება“ და იმათი ყვინჩილაობა“, რომელიც მიმართულია „დროებისა“ და „კრებულის“ თანამშრომლების, მათ შორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. 

 

წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1872, № 10-12, გვ. 1-46.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

     

1872 დეკემბერი

ჟურნალ „კრებულში“ „ნ. სკანდელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის სტატია „ჩვენი მწერლობა“, რომელშიც მაღალი შეფასება ეძლევა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას და მის მიერ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ დაარსებას.  

 

წყარო:

ჟურნ. „კრებული“, № 10-11-12, გვ. 151-154. <

პირთა ანოტაციები:  

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1872

წერს ლექსის „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ საბოლოო ვარიანტს.  

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 108, გვ. 171; № 109.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.