
წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ. 1, საქ. 2328, ფურ. 3.
დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 425. „К чему и зачем“, „Тифлисский Вестник“, 1876, №№ 105, 106, 115, გვ. 1-2; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, 2015, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, 2015, ტ. 16, 2017. პირთა ანოტაციები: ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. „საქართველოში ქშწ-კგ საზოგადოების საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდამ 1880
წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“, № 111, გვ. 2-3, № 113, გვ. 3-4, № 114, გვ. 3, №
122, გვ. 3-4. გაზ. „დროება“, 1884, 31 მაისი, № 115, გვ. 1-2. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, I, 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 110, 413-414. პირთა ანოტაციები: დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903) სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 27 მაისი, № 112, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
8, თბ., 2007, გვ. 49. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1887, 29 მაისი, № 105, გვ. 1-2. გაზ. „ივერია“, 1887, 27 მაისი, № 103, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 346. გაზ. „ივერია“, 1890, 29 მაისი, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 28/ V).
პირთა ანოტაციები: შექსპირი უილიამ (1564-1616) ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. როსი ერნესტო (1827-1896) იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა
გასტროლები რუსეთსა და საქართველოში. გაზ. „ივერია“, 1894, 29 მაისი, № 113, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 17
(482). გაზ. „ივერია“, 1897, № 102, გვ. 1-2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 210, გვ.
4; გაზ. „კვალი“, 1897, № 23; «Новое обозрение», 1897, № 4605. გაზ. „ივერია, 1901, № 112; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1477.
1870
27 მაისი
იღებს ამიერკავკასიის კონტროლის პალატის მმართველის თანაშემწის წერილს
სასამართლოზე გაწეული ხარჯების ანგარიშის დაზუსტების მოთხოვნით. წერილში
ნათქვამია, რომ დანახარჯი შეადგენდა 494 მანეთს და 75 კაპიკს და არა 501
მანეთს. კონტროლის პალატა ითხოვდა განმარტებას, რაში დაიხარჯა დარჩენილი 6
მანეთი და 25 კაპიკი.
წყარო:
1876
27 მაისი
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, ხელმოწერით „თბილისის სათავადაზნაურო
სამიწათმოქმედო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრი“, 14 მაისის
დაპირებისამებრ, იბეჭდება ვრცელი წერილი „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო
კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“, რომელშიც მუხლობრივად არის გაცემული
პასუხები სათავადაზნაურო ბანკის მიმართ ნიკო ნიკოლაძის მიერ წაყენებულ
პრეტენზიებზე.
წყარო:
1880
27 მაისი-12 ივნისი
გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების საანგარიშო
მოხსენება.
წყარო:
1884
27 მაისი
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში.
წყარო:
1885
27 მაისი
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის ნიკოლოზ დადიანს მისი ოჯახის
უმდიდრესი ბიბლიოთეკის საზოგადოებისათვის გადაცემის გამო. ამასთან,
აცნობებს, რომ ის ერთხმად აირჩიეს საპატიო წევრად.
წყარო:
1886
27 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 26 მაისს“ („არამცთუ საზოგადოებრივს
საქმეში, კერძო კაცის საქმეშიაც...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა
წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი
(პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა
სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.
წყარო:
1887
27 მაისი
მონაწილეობს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაში.
წყარო:
27 მაისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
26 მაისი“ („კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა
ცალკე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონის
წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძლის ქავკუთხედია“.
წყარო:
1890
27 მაისი
სათავადაზნაურო ბანკის თეატრში ესწრება უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“
წარმოდგენას ცნობილი იტალიელი მსახიობის ერნესტო როსის მონაწილეობით.
წყარო:
1894
27 მაისი
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობა ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად ვერაზე, „კინგრუსტის“
ბაღში მართავს სადილს საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ მისი
არჩევის გამო.
წყარო:
1895
27 მაისი
ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორი
წერილობითი თხოვნით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში
დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებას, მონაწილეობა მიიღოს კომისიის
მუშაობაში, რომლის მიზანია ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება.
წყარო:
1897
27 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ტარდება გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის
წევრების არჩევნები. 433 ხმით 22-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ გამგეობის
თავმჯდომარედ.
წყარო:
1901
27 მაისი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას და მონაწილეობს კამათში.
წყარო: