გაზ. “დროება“, 1883, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 399. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 700. გაზ. „დროება“, 1884, 21
იანვარი, № 15, გვ. 1. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი
ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი
დასი. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, II, გვ. 263; გაზ. „ივერია“, 1886, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 299. გაზ. „ივერია“, 1887, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბილისი, 2006, გვ. 53.
გაზ. „ივერია“, 1888, 22 იანვარი, № 15 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
10, 2007, გვ. 54.
პირთა ანოტაციები:
ჩერჩილი რანდოლფ ჰენრი სპენსერ (1849-1895)
ინგლისის პოლიტიკური მოღვაწე, მალბოროს ჰერცოგ – ჯონ სპენსერ ჩერჩილის ვაჟი და
უინსტონ ჩერჩილის მამა. საგარეო პოლიტიკაში ულტრაკონსერვატორი, გლადსტონის
მოწინააღმდეგე. გაზ. „ივერია“, 1889, 22 იანვარი, № 16 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
11, თბილისი, 2007, გვ. 46.
ამონაწერები ზაქარია ყიფშიძის კერძო წერილებიდან, ლიტერატურის მატიანე,1940, წ.
1-2, გვ. 185-190.
პირთა ანოტაციები:
ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“
ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.
ყიფშიძე ზაქარია (შაქრო) თევდორეს ძე (1873-1938)
გენერალი, გრიგოლ, ალექსანდრე და ილია ყიფშიძეების ძმა. გაზ. „ივერია“, 1898, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 36. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, 24 იანვარი, № 1024, გვ. 1.
1883
22 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საფრანგეთში“.
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1884
22 იანვარი
გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ წარმოადგენენ მის „გლეხთა
განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.
წყარო:
1886
22 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 იანვარს“ („ჯერ ჩვენში ისიც არ არის
გამოკვლეული...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შინაურ
საქმეთა გამო.
წყარო:
1887
22 იანვარი .
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 იანვარი“ („რუსეთის გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი...“). მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საშემოსავლო გადასახადის
შემოღება“
წყარო:
1888
22 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 იანვარი“ (ლორდი ჩერჩილი რომ რუსეთში წავიდა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის პოლიტიკური აზრის ახალი მიმართლება“.
წყარო:
1889
22 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
21 იანვარი“ („რა არის სიმდიდრე ერისა? ასში და ათასში ერთის სიმდიდრეში
ჯდომა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რა არის
სიმდიდრე ერისა?“.
წყარო:
1894
22 იანვარი
ალექსანდრე ყიფშიძე თავის ძმას ზაქარიას მოსკოვში უგზავნის წერილს და
აღწერს საღოლაშენსა და ხვედურეთში ილიასთან ერთად მოგზაურობას.
წყარო:
1898
22 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პატარა საუბარი“ („უკვე
გაზეთებში გამოცხადდა ამას წინათ...“). სტატია ილია ჭავჭავაძის სახელით
პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1900
22 იანვარი
თსს ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ ბრუნდება თბილისში.
წყარო: