The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1882
<b>1882</b>

 

1882    
     

1882 7 იანვარი

   
 

ქართული დრამატული დასი მსახიობ ნიკოლოზ თომაშვილის საბენეფისოდ გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგენს მის პიესა „მაჭანკალს“.

წყარო:

„დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 9 იანვარი, № 5, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

თომაშვილი (შიშნიაშვილი) ნიკოლოზ (1855 – 1885)

მსახიობი, მუდმივი ქართული დრამატული დასისი წევრი.

 

 
1882 8 იანვარი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბატონყმობის საქმის გათავება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 296.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 685.

 

 
1882 9 იანვრის შემდეგ

 
 

 
იწვევენ წინარეხის სკოლაში და მოსწავლეები წარმოადგენენ სპექტაკლს „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომელშიც კაკოს როლს ასრულებს ამ სკოლის აღსაზრდელი მიხეილ ქეშელაშვილი.

წყარო:

დ. ხორგუაშვილი, -„ილია ჭავჭავაძე სოფ. წინარეხში“, გ.”გამარჯვება“,1962,№ 113; გაზ. „დროება“, 1882, № 5, 9 იანვარი, გვ. 1-2.

დათარიღება:

გაზეთ „დროებაში“ ინფორმაცია სკოლის გახსნაზე გამოქვეყნდა 1882 წლის 9 იანვარს.

პირთა ანოტაციები:

ქეშელაშვილი მიხეილ

რკინიგზის ხელოსანი, რევოლუციონერი.

 

 
1882 10 იანვარი

 
 

 
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი “ („ცხვრის ფარა რომ მობრუნდება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სხვადასხვა ერების უცნაური მდგომარეობა კავკასიაში“.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 298.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 685

 

 
1882 12 იანვარი

 
 

 
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი თანხმობას უცხადებს საცენზურო კომიტეტს, რომ, ილია ჭავჭავაძის მოთხოვნის შესაბამისად, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად, სერგეი მესხის ნაცვლად, დაინიშნოს ივანე მაჩაბელი.

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 346.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი

 

 
1882 13 იანვარი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი ფოჩტა და რკინისგზა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 13 იანვარი, № 8, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 301.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686.

 

 
1882 14 იანვარი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო სკოლების დირექციიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციას წინარეხისა და თონეთის სკოლების გახსნის შესახებ. მსჯელობენ ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე. დადებითად წყდება მმართველობის მიერ ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი. ასაკინძად გადაეცემა “ბუნების კარი“ და “დავითიანი“.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 49.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

 
1882 20 იანვარი

 
 

 
ესწრება დავით ერისთავის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული ვიქტორ სარდუს დრამის „სამშობლოს“ პირველ წარმოდგენას გრიგოლ არწრუნის თეატრში. სპექტაკლის დროს სცენაზე გამოაქვთ ქართული დროშა, რაც ხალხს ისე აღაფრთოვანებს, რომ ყველა ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდება, წარმოდგენის შემდეგ კი დრამატურგი დავით ერისთავი და რეჟისორი მიხეილ ბებუთაშვილი ხელში აყვანილები გაჰყავთ.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 22 იანვარი, № 15, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

სარდუ ვიქტორიენ (1831-1908)

ფრანგი დრამატურგი, 60-ზე მეტი პიესის ავტორი.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845)

თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.

 

 
1882 21 იანვარი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „პროვინციალური გაზეთები“.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 304.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686

 

 
1882 21 იანვარი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ლექციების ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფის საკითხს; მსჯელობენ ბათუმის სკოლის მასწავლებლად კაკაბეთის სკოლის პედაგოგ ზაქარია გულისაშვილის დანიშვნის თაობაზე; ეცნობიან პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივას სახალხო მასწავლებლების მიერ ფოლკლორული ნიმუშების შეკრებასთან დაკავშირებით; ამტკიცებენ სოფლის სკოლებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების შესყიდვის ხარჯებს; ისმენენ ნიკო ცხვედაძის წინადადებას სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით; ეცნობიან ქუთაისის სკოლის ინსპექტორის ანგარიშს და მისსავე აზრს მზრუნველთა საბჭოსთან მოვალეობათა გამიჯვნის შესახებ.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 51.

პირთა ანოტაციები:

გულისაშვილი ზაქარია

სოფელ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

 

 
1882 27 იანვარი

 
 

 
გაზეთ „შრომაში“ „ევ. ბოსლეველის“ ფსევდონიმით იბეჭდება ესტატე მჭედლიძის მიმოხილვა ჟურნალ „ივერიის“ 1881 წლის მეთორმეტე ნომრის შესახებ. სხვა მასალებთან ერთად განხილულია ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ („მთელმა წლევანდელმა წელიწადმა მარტო ლოდინით...“).

წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, ქუთაისი, 27 იანვარი, № 4, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.

 

 
1882 28 იანვარი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ახალციხის ქალთა სკოლისთვის სახელმძღვანელოებისა და ავეჯის, ხოლო ახალქალაქის სკოლისთვის შენობის თანხის გამოყოფის საკითხებს; ამტკიცებენ სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს; ყურადღებას ამახვილებენ საყმაწვილო ჟურნალის გამოცემის აუცილებლობაზე. აკმაყოფილებენ ბათუმის სკოლის თხოვნას სასკოლო ნივთების მიწოდებაზე. ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ ინფორმაციის შეკრებას სოფელ ჯოლობანში არსებული კერძო სკოლის საჭიროებათა შესახებ. არ იზიარებენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის მოთხოვნას წინარეხის სკოლის გეგმის კირილ იანოვსკისეული პროგრამის მიხედვით დამტკიცებაზე; იღებენ დადგენილებას, რომ რუსულის სწავლება დაიწყოს მეორე წლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ზრდიან სწავლების მთლიან ხანგრძლივობას სამიდან ოთხ წლამდე, რომ რუსულ ენას იმდენივე დრო დაეთმოს, რამდენსაც იანოვსკის გეგმა ითვალისწინებს.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 53.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

 

 
1882 4 თებერვალი

 
 

 
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც იბეჭდება ილიასეული „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („ეგრედწოდებული პოლიტიკოსებისგან...“) და განცხადება ჟურნალის გამოცემისა და გამოწერის პირობების შესახებ მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 562; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 1, გვ. 105.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 
1882 11 თებერვალი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ექიმების მიერ ლექციების წაკითხვის საკითხს და ითხოვენ მათგან პროგრამების წარდგენას. მსჯელობენ ქრესტომათიის მომზადების თაობაზე. ილია ჭავჭავაძეს ავალებენ სახელმძღვანელოს პროგრამის შედგენას. ისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის წერილობით ინფორმაციას სკოლის შენობის დაქირავების შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ქართული წიგნები მიაწოდონ ილია ალხაზიშვილს ჯავახეთისა და ახალციხის მაზრებში გასაგზავნად. განიხილავენ ბიბლიოთეკის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხს. ამტკიცებენ სხვადასხვა სახის წვრილმან ხარჯს.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 53.

პირთა იდენტიფიკაცია:

ოქმში ალხაზიშვილის სახელის მხოლოდ ინიციალი წერია და დადგინდა ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა სიისა და სხვა ოქმების საფუძველზე.

პირთა ანოტაციები:

ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე (1853-1921)

ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, პუბლიცისტი. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა.

 

 
1882 10-12 თებერვალი

 
 

 
 მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება განცხადება, რომ გამოსულია ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 28, გვ.4, № 29, გვ. 4, № 30, გვ.4.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

 

 
1882 18 თებერვალი

 
 

 
გაზეთ „დროებაში“ ილიასა და სხვათა ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1882 წლის 1 იანვრისთვის. აქვე იბეჭდება სტატია „1 მაისის პანორამა ამერ-იმერთა“, რომელშიც საუბარია სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართული თავადაზნაურთა ყრილობის შესახებ. პუბლიკაციაში ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომლითაც კრების მონაწილეებს მოუწოდებს, ნადელების ფულის ნახევარი მომავალი თაობის განათლებას შესწირონ და აძლევს პირად მაგალითს.

წყარო:

„ბალანსი ტფილისის სათავადაზნაურო ბანკისა, 1 იანვარს 1882 წელსა“ გაზ. „დროება“, 1882, № 35, გვ. 1-3, 4.

 

 
1882 20 თებერვალი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქართველთ ქონება ათონის მთაზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 20 თებერვალი, № 37, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 306.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 686-687.

 

 

1882 23 თებერვლამდე

წერს პასუხს გაზეთ „მოსკოვსკიე ვედომოსტში“ ხელმოწერით «С. Р» მიხეილ კატკოვის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე „3 თებერვალს, თბილისიდან“, რომელშიც საუბარია ქართული დრამატული დასის მიერ პიესა „სამშობლოს“ წარმოდგენაზე. სტატიაში ქართველები დადანაშაულებულნი არიან სეპარატიზმში და დაცინვით არის მოხსენიებული ქართული დროშა.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2; С. Р, „Из Тифлиса 3 февраля“, Московские ведомости, 13 Февраля, № 44; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 17; ასლი № 172; გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1; ჟურნ. „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1984, № 3, გვ. 34.

დათარიღება:

სტატია ნახსენებია სერგეი მესხისთვის 23 თებერვალს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 
1882 23 თებერვალი

 
 

 
სერგეი მესხს უზგავნის სტატიას „კატკოვის პასუხად“, მოკლე ბარათთან ერთად და სთავაზობს მასალა დაბეჭდვამდე ერთობლივად წაიკითხონ.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2; С. Р, „Из Тифлиса 3 февраля“, Московские ведомости, 13 Февраля, № 44; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 17; ასლი № 172; გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1; ჟურნ. „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1984, № 3, გვ. 34.

დათარიღება:

სტატია ნახსენებია სერგეი მესხისთვის 23 თებერვალს გაგზავნილ წერილში.

პირთა ანოტაციები:

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 
1882 24 თებერვალი

 
 

 
გაზეთ „დროებაში” ქვეყნდება მისი წერილი „კატკოვის პასუხად“.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 
1882 25 თებერვალი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ქუთაისის დირექციის წერილობით ინფორმაციას იქ არსებული სკოლების მდგომარეობის შესახებ და წყვეტენ მათთვის სახელმძღვანელოების გაგზავნის საკითხს. იღებენ დადგენილებას, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება სთხოვონ გეოგრაფიულ საზოგადოებას, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიას, სტატისტიკის კომიტეტსა და სხვა დაწესებულებებს. ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ სოფლის სკოლათა შენობებისათვის გეგმის შედგენის ორგანიზებას. მადლობას უხდიან საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემწირველებს. იხილავენ წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს. იგი იმაზე მეტ დათმობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს საზოგადოების წესდების დაურღვევლად არის შესაძლებელი. ამიტომ მხარს არ უჭერენ. თანხმდებიან, რომ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებისთვის წესდებით მინიჭებულ უფლებებს, არ მიიღონ და თუ დირექცია თავის მოთხოვნებს ისევ წამოაყენებს, საკითხის განხილვაში ჩაერთოს პრესა.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 58.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე..

 

 
1882 28 თებერვალი

 
 

 
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ მიიღო დეპეშები, რომლებშიც თანადგომასა და მადლობას უცხადებენ სტატიაში „კატკოვის პასუხად“ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 28 თებერვალი, № 43, გვ. 2-3.

 

 
1882 თებერვლის ბოლო

გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც იბეჭდება მისი „პოლიტიკური მიმოხილვა“ („როცა ჩვენ „ივერიის“ იანვრის წიგნში...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი № 217, გვ. 566; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 2, გვ. 140; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 521.

 

 
1882 4 მარტი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აზუსტებენ ექიმ ბ. გ. გაბაშვილის სამედიცინო ხასიათის ლექციის წაკითხვის თარიღს.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 59.

გაბაშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე (გარდ. 1924)

აზნაური. „კოლეჟსკი სოვეტნიკი“. ექიმი. საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების წევრი.

 

 
1882 9 მარტი

 
 

 
გაზეთი „მოსკოვსკი ტელეგრაფი“ ბეჭდავს მისი წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანს და სარედაქციო შენიშვნებში უარყოფითად აფასებს რუსი ჟურნალისტის ქცევას.

წყარო:

გაზ. «Московский телеграф», 1882, № 66.

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი..

 

 
1882 9 მარტის შემდეგ

 
 

 
მოსკოვიდან იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის წერილს. ადრესანტი კმაყოფილებით ატყობინებს, რომ სტატიამ „კატკოვის პასუხად“ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ მასზე, არამედ მასთან ერთად მყოფ სომხებსა და რუსებზეც.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 568; ი. ოქრომჭედლიშვილი, ჟურნ. „მაცნე“ (ენისა და ლიტერატურის სერია), 1984, № 3, გვ. 36. დათარიღებ: ვათარიღებთ სტატიის „კატკოვის პასუხად“ რუსულ ენაზე დაბეჭდვის დროის მიხედვით.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 
1882 მარტი

 
 

 
ს პირველი ნახევარი გამოდის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მეოთხე გამოცემა, რომელშიც იბეჭდება მისი ლექსები: „ჩიტი“, „სიმღერა ამხანაგებისა“ („დედამ რომ შვილი გაზარდოს...“), ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“ (მყინვარი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, მოთხრობებიდან: „კაცია – ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“.

წყარო:

იაკობ გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, მე–4 გამოცემა, ტფილისი, 1882.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 
1882 16 მარტი

 
 

 
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“ გადაბეჭდა რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი ტელეგრაფმა“. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთის საზოგადოება აღაშფოთა კატკოვის ცილისწამებებმა, რომლებსაც შეიძლებოდა გამოეწვია ქართველების მიმართ დაპირისპირება. მისი საქციელი დაგმეს სხვა რუსულმა გაზეთებმაც.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, № 55, გვ. 1.

კატკოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე (1818-1887)

რუსი პუბლიცისტი, გამომცემელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, გაზეთ „Московские ведомости“-ს რედაქტორი, უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 
1882 17 მარტი

 
 

 
ს შემდეგმოსკოვიდან იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის წერილს, რომლიდანაც იგებს, რომ ადრესანტს მის სახელზე გაუგზავნია 707 მანეთი, აქედან 700 – თეატრისათვის, 7 კი – ჟურნალ „ივერიის“ გამოსაწერად.

წყარო:

ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 562.

დათარიღება:

წერილი 17 მარტით არის დათარიღებული.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

 

 
1882 19 მარტი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად იწყებს ბეჭდვას სტატიისა „ჩვენი საჭიროებანი“ („უმაღლესად გამოცხადებულის ბრძანებით...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 მარტი, № 58, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 309.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 687-688.

 

 
1882 20 მარტი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად განაგრძობს ბეჭდვას სტატიისა „ჩვენი საჭიროებანი“ („ათასჯერ თქმულა და ეს უთქმელადაც..“).

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 20 მარტი, № 59, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 311.

 

 
1882 21 მარტი

 
 

 
იღებს წერილს ნურიბეგ ხიმშიაშვილისგან. ადრესანტი აცნობებს, რომ საცხოვრებლად გადადის შავშეთში და სთხოვს შუამდგომლობას წერა-კითხვის საზოგადოების წინაშე, რომ იქ გახსნას სკოლა. საზოგადოების თანხმობის შემთხვევაში სთავაზობს 60-80 მოსწავლეზე სკოლის შენობას და მასწავლებლის საცხოვრებელს.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 20 მარტი, № 59, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 311.

 

 
1882 21 მარტი

 
 

 
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის განცხადებას საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად დასახელებულია ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1881, № 60, გვ. 4.

 

 
1882 25 მარტი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად ასრულებს ბეჭდვას სტატიისა „ჩვენი საჭიროებანი“ („კარგი სამართალი თითქმის ისეთისავე...“).

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 25 მარტი, № 63, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 314.

 

 
1882 მარტი

 
 

 
ჟურნალი „იმედი“ ბეჭდავს სტეფანე ჭრელაშვილის წერილს „დამტვრეული ოცნებანი“, რომელშიც ნაჩვენებია ილია ჭავჭავაძის უდიდესი როლი სამოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში და მისი იდეური ევოლუცია შემდგომ წლებში.

წყარო:

ჟურნ. „იმედი“, 1882, № 3, გვ. 60-80.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

 

 
1882 მარტის ბოლოო

 
 

 
 გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი: რომელშიც იბეჭდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („რა უნდა ჰქონდეს საგნად წესთცვალებადობასა ჩვენსა...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი № 168, გვ. 94; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 3, გვ. 133.

 

 
1882 1 აპრილი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ წინარეხის სკოლაში დროებით გამოიყენონ ბათუმის სასწავლო პროგრამა; ნიკო ცხვედაძეს ავალებენ სამწლიანი და ექვსწლიანი ახალი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას; ახალციხის ქალთა სკოლისგან მოითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას იმის თაობაზე, თუ რა დრო ეთმობა ქართულისა და რუსულის სწავლებას და რა თანხა სჭირდება სკოლას თავის შესანახად. გამგეობა არ იღებს ახალქალაქიდან გაგზავნილ თანხას იმის გამო, რომ ეს ფული საზოგადოების სახელზე არ არის შეგროვებული. ნიკო ცხვედაძესა და იაკობ გოგებაშვილს გადასამომწმებლად გადასცემენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მიერ გაგზავნილ პროგრამებს. მსჯელობენ წინარეხის სკოლის შენობის ადგილის შესახებ და სასწავლო გეგმის შედგენას ავალებენ ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს. განიხილავენ ნურიბეგ ხიმშიაშვილის წერილს შავშეთში ქართული სკოლის გახსნის შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ზაფხულში მასთან გაგზავნონ საზოგადოების წევრი ინფორმაციის დასაზუსტებლად.

წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , № 45, გვ. 60.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ხიმშიაშვილი ნურიბეგ

ბათუმის ოლქის პოლიციის ინსპექტორი.

 

 
18822 4 აპრილი

 
 

 
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის განცხადებას საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად დასახელებულია ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 67, გვ. 4.

 

 
1882 4 აპრილი

 
 

 
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთიც ახალი გამოლაშქრება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

გაზ. “დროება“, 1882, 4 აპრილი, № 67, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 317.

ატრიბუცია::

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 688.

 

 
1882 8 აპრილი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკო ცხვედაძის მიერ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექციაში გასაგზავნად შედგენილ წერილს წინარეხის სკოლის გახსნის ნებართვის მისაღებად. მსჯელობენ იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის შენიშვნებზე ქუთაისის სააზნაურო სკოლის მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ. ეცნობიან ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილს მასწავლებლების მოწვევის თაობაზე. ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობას სთხოვენ შუამდგომლობას საზოგადო კრების წინაშე, რათა ბანკის წინა მოგებიდან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირონ 5000 მანეთი. იღებენ გადაწყვეტილებას ალექსანდრე ნანეიშვილის ნაცვლად ბათუმის სკოლის მასწავლებლად სტეფანე ჭრელაშვილის დროებით დანიშვნის თაობაზე. იწონებენ კონსტანტინე ყიფიანის წინადადებას საზოგადოებისთვის კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების შეღავათიან ფასად მიყიდვის თაობაზე.

წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , № 45, გვ. 62.

პირთა იდენტიფიკაცია:

ოქმში კონსტანტინე ყიფიანის სახელის მხოლოდ ინიციალია.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს..

 

 
1882 15 აპრილი

 
 

 
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ წინარეხში სკოლის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორთან გასაგზავნ წერილს. წლიური საერთო კრება ინიშნება 23 მაისს. მადლობას უხდიან ნიკოლოზ ზეიდლიცს სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნების შეწირვისთვის. კონსტანტინე ყიფიანის მიერ მიწოდებული ბაბანა ჭილაძის წერილები გადასამოწმებლად გადაეცემა პეტრე უმიკაშვილს.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45 გვ. 63.

პირთა იდენტიფიკაცია:

ზეიდლიცისა და ყიფიანის მხოლოდ ინიციალები წერია. საუბარი უნდა იყოს კონსტანტინე ყიფიანის პაპის გაბრიელ (გლახა) ჭილაშვილის წერილებზე.

პირთა ანოტაციები:

ზეიდლიცი ნიკოლოზ კარლოს ძე (1831-1907)

რუსი ნატურალისტი და ეთნოგრაფი, კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1880 წელს გამოსცა კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა, 1899 წლიდან ცხოვრობდა თბილისში.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

ჭილაძე (ჭილაშვილი) ბორის (ბაბანა) გაბრიელის ძე (1798-1850)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. მისი მამა – გაბრიელი 1803 წელს პეტერბურგში გაჰყვა ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილს და შემოგვინახა მიმოწერა, რომელიც საინტერესო მასალას იძლევა გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა ცხოვრების შესახებ.

 უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია..

 

 

1882 20 აპრილი

 

 

 

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა მისი და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით წერილს უგზავნის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს და აძლევს მითითებებს ახალი მასწავლებლების შერჩევის თაობაზე.

წყარო:

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 19, ფ. 5; ვ. ხაბურძანია, ილია ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 92-93, 407.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში

 

 

1882 11-25 აპრილი

 

 

 

გაზეთი „დროება“ აქვეყნებს თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის განცხადებას საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად დასახელებულია ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 73, გვ.4, № 79, გვ.4, № 84, გვ. 4

 

 

1882 25 აპრილის შემდეგ

 

 

 

შეუძლოდ არის და თავისთან ეპატიჟება კოლა ერისთავს, რომ ბანქოს თამაშით შეიქციონ თავი.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17602; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 92; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 260, 508.

დათარიღება:

წერილში ნახსენებია ადრესატის მეუღლე, რომელზეც იქორწინა 1882 წლის 25 აპრილს; იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 195.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი

 

 

1882 25 აპრილის შემდეგ

 

 

 

კოლა ერისთავს ბარათით ატყობინებს, რომ საღამოს მასთან აპირებს მისვლას.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17605; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 93; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 262, 509.

წერილში ნახსენებია ადრესატის მეუღლე, რომელზეც იქორწინა 1882 წლის 25 აპრილს.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

 

 

1882 28 აპრილი

 

 

 

 მონაწილეობს თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტის სხდომაში.

წყარო:

„დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 2.

 

 

1882 29 აპრილი

 

 

 

 თავმჯდომარეობს თსს ბანკის სხდომას და კითხულობს განვლილი წლის ანგარიშს.

წყარო:

„დღიური“, გაზ. „დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 2.

 

 

1882 30 აპრილი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად და უსათუროდ აქვეყნებს ნეკროლოგს („ახლადგარდაცვალებული ერეკლე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით “ალექსანდრე ბატონიშვილის ძის – ერეკლეს გარდაცვალების გამო“.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 30 აპრილი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 321.

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 688-689.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონი (ბატონიშვილი) ალექსანდრე ერეკლეს ძე (1770-1844)

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ვაჟი. რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ იბრძოდა სამეფოს აღსადგენად. გარდაიცვალა თეირანში და დაკრძალულია იქვე.

ბაგრატიონ-გრუზინსკი ერეკლე ალექსანდრეს ძე (1827-1882)

ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი. საქველმოქმედო საღამო გამართა ქიზიყის ღარიბღატაკთა დასახმარებლად..

 

 

1882 1 მაისი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიში.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 89, გვ. 1-2.

 

 

1882 1 მაისი

 

 

 

გრძელდება სათავადაზნაურო ბანკის კრება, რომელზეც იხილავენ ტატიშვილის საჩივარს ბანკის თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის მიმართ. იგი სიტყვით გამოდის და დამაჯერებლად აბათილებს წაყენებულ ბრალდებებს. კრების მონაწილენი აღფრთოვანებულნი რჩებიან მისი გამოსვლით.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 92, გვ. 4.

ტატიშვილი

სახელი უცნობია.

 

 

1882 3 მაისიი

 

 

 

სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ამომრჩეველთა დაჟინებული მოთხოვნით კენჭისყრის გარეშე, ერთხმად ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 5 მაისი, № 91

 

 

1882 4 მაისი

 

 

 

რუსულ გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის საერთო კრების შესახებ.

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1881, № 116, გვ. 2; გაზ. «Гусли», 1882, № 19.

 

 

1882 5 მაისი

 

 

 

რუსულ გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძის კენჭისყრის გარეშე არჩევის შესახებ.

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1881, № 117, გვ. 3; გაზ. «Гусли», 1882, № 20.

 

 

1882 5 მაისი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის დასაწყისი.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 91, გვ. 1.

 

 

1882 6 მაისი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სათავადაზნაურო ბანკის კრების ანგარიშის გაგრძელება.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 92, გვ. 1-2.

 

 

1882 7 მაისი

 

 

 

ესწრება თავადაზნაურთა კრებას, რომელზეც განიხილავენ სკოლებში ქართულის სწავლებისა და სწავლის საფასურის გადახდის საკითხებს. მოითხოვს გადამხდელთა ხუთ კატეგორიად დაყოფას და მხარს უჭერს გორელთა წინადადებას, რომ ქართულის მასწავლებლის უფლებები გაუთანაბრდეს რუსულისას. წინადადება მტკიცდება 131 ხმით 14-ის წინააღმდეგ.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 94, გვ. 1; № 95, გვ. 1.

 

 

1882 8 მაისი

 

 

 

მონაწილეობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა კრებაში. ცალკეული პირები ითხოვენ კენჭი ეყაროს წინა დღით მიღებულ დადგენილებას სასწავლებლისთვის თავადაზნაურობის მიერ გადასახდელი თანხის შესახებ და იკვეთება, რომ ზოგიერთები უკან დახევას აპირებენ. ილია ჭავჭავაძე დამსწრეთ შეახსენებს, რომ ასეთი საქმისთვის ხელშეწყობა ღირსების საქმეა და კენჭისყრაზე საკითხი დადებითად წყდება.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 11 მაისი, № 95

 

 

1882 8 მაისი

 

 

 

გაზეთ „დროების“ „დღიურში“ ქვეყნდება ცნობა იმის შესახებ, თითქოს აპირებდნენ თავადაზნაურობის მარშლად ილია ჭავჭავაძის კანდიდატურის წამოყენებას და უარი განაცხადა.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 6 მაისი, № 97.

 

 

1882 9 მაისი

 

 

 

მონაწილეობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა კრებაში.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 12 მაისი, № 96.

 

 

1882 15 მაისი

 

 

 

სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიშს 1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 55, ფ. 12.

 

 

1882 18 მაისის შემდეგ

 

 

 

ამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე გაერთიანებული ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („გაზაფხული ჩვენში განკითხვის დღეა...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი № 168, გვ. 100; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 4-5, გვ. 213.

დათარიღება:

„შინაურ მიმოხილვაში“ ნახსენებია ბანკის კრება, რომელიც 18 მაისს გიხსნა

 

 

1882 19 მაისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „რუსის ცრუ პატრიოტს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 324.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 689.

 

 

1882 29 მაისი

 

 

 

 თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალქსანდრე ორბელიანთან და სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრებთან ერთად ესწრება მოსწავლეთა უკანასკნელ გამოცდას. გამოცდის შემდეგ ბავშვთა სასადილოში შესულები შეამჩნევენ, რომ მოსწავლეებს სუფრაზე არ აქვთ ღვინო და ალექსანდრე ორბელიანი გამოთქვამს სურვილს, რომ გაუგზავნონ. ილია ჭავჭავაძე იქვე იწონებს ამ აზრს და ზრუნავს იმაზე, რომ ეს დახმარება ერთჯერადი არ იყოს. იგი დამსწრეთ სთავაზობს, შედგეს თხუთმეტკაციანი სია, რომელთაგან თითოეული სკოლას ყოველწლიურად მიაწვდის ორ-ორ კოკა (64-80 ლიტრი) ღვინოს და თხუთმეტ[1]თხუთმეტ კოდ (750 კილო) პურს. სტუმრები თანხმდებიან მის წინადადებაზე.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 2 ივნ. № 112, გვ. 2; ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 41.

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

 

 

18822 2 ივნისი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია თბილისის სათავადაზნაურო სკოლასთვის ყოველწლიურად პურისა და ღვინის მიწოდებასთან დაკავშირებით ალექსანდრე ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის წამოწყებაზე. კორესპონდენტი აღნიშნავს, ისეთმა ადამიანებმა დადეს ეს პირობა, რომ აუცილებლად შესრულდებაო.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 2 ივნ. № 112, გვ. 2.

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი./font>

 

 

1882 3 ივნისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საყურადღებო შედარება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 3 ივნისი, № 113, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 327.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 690.

 

 

1882 6 ივნისი

 

 

 

 თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც განიხილავენ ერთი წლის ანგარიშს. აქტიურად მონაწილეობს ბათუმის სკოლის საკითხის განხილვაში. საზოგადოების თავმჯდომარედ ირჩევენ ივანე ბაგრატიონ[1]მუხრანელს.

წყარო:

გაზ. „დროება“ № 119, 120, 121, 124, 126, 127.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895)

გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობასს

 

 

1882 8 ივნისი

 

 

 

 გიორგი ქართველიშვილს ხელწერილით გადასცემს ქშწ-კგ საზოგადოების შემოსავალ-გასავლის წიგნს, 2000 მანეთის ღირებულების კომერციული ბანკის ბილეთებსა და ქვითრებს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 687.

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

 

 

1882 17 ივნისი

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც შემწეობას გამოუყოფენ ახალციხის ქალთა სკოლას და მოითხოვენ, რომ სწავლება ხორციელდებოდეს საზოგადოების მიერ შედგენილი პროგრამით. განიხილავენ წერილობით ინფორმაციას სოფელ ახალგორის სკოლის დახურვის შესახებ და იღებენ დადგენილებას, რომ სასკოლო ნივთები და ავეჯი საზოგადოებას დაუბრუნდეს. იმის გამო, რომ ორგანიზაციას მკაცრად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები, სტიპენდიას ვერ უნიშნავენ კონსტანტინე ნაცვლიშვილის შვილს და პეტერბურგში უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღებას ვერ უფინანსებენ ვასილ კარბელაშვილს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელ თომა მთვარელიშვილს შუამდგომლობენ სამოსწავლო მაზრის მზრუნველის წინაშე, რომ გაათავისუფლონ სავალდებულო სამსახურიდან. ეცნობიან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის თხოვნას გამოცდებზე საზოგადოების ერთ-ერთი წევრის დასწრების აუცილებლობის შესახებ. არ კმაყოფილდება არსენ კალანდაძის თხოვნა მის მიერ გამოცემული წიგნების შეღავათიან ფასში შესყიდვის თაობაზე.

წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 66.

ნაცვლიშვილი კონსტანტინე დავითის ძე – (გარდ. 1881)

პუბლიცისტი, ხალხოსანი, თბილისის სახელოსნო სკოლის მასწავლებელი, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი.

კარბელაშვილი ვასილ გრიგოლის ძე (1858-1936)

მუსიკოსი, მგალობელი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

მთვარელიშვილი თომა

ქუთაისის სათავააზნაურო სკოლის მასწავლებელი.

კალანდაძე არსენ (გარდ.1913)

მესტამბე, წიგნის გამომცემელი, დაბეჭდა რაფიელ ერისთავის რჩეული ლექსები, გრიგოლ რჩეულიშვილის „თამარ ბატონიშვილი“ და სხვვ

 

 

1882 18 ივნისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სახალხო დროსგატარება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 18 ივნისი, № 125, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 330.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 690

 

 

1882 11-20 ივნისი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 119, გვ. 3-4, № 120, გვ. 2-3, № 121, გვ. 3-4, № 124, გვ. 2-3, № 126, გვ. 2-4, № 127, გვ. 3-4.

 

 

1882 20 ივნისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათუმისა და ფოთის შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

გაზ. „დროება“, 1882, № 119, გვ. 3-4, № 120, გვ. 2-3, № 121, გვ. 3-4, № 124, გვ. 2-3, № 126, გვ. 2-4, № 127, გვ. 3-4.

 

 

1882 22 ივნისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახალი გაზეთი „ბათომის ფურცელი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 22 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 341.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 691.

 

 

1882 23 ივნისი

 

 

 

თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობით ინფორმაციას ჩატარებული გამოცდების შესახებ. პროგიმნაზიული კლასის გახსნასთან დაკავშირებით სასწავლო ოლქის მზრუნველთან გასაგზავნი წერილის შედგენას ავალებენ იაკობ გოგებაშვილს. არ იწონებენ მიხეილ ზედგინიძის მიერ შედგენილ ქართული წერის დედანს. თანხმდებიან, რომ დაიბეჭდოს და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს წიგნების მოხმარების წესები. ისტორიისა და არითმეტიკის სახელმძღვანელოების რუსულიდან თარგმნას ავალებენ ივანე მაჩაბელს. განიხილავენ ნესტორ წერეთლის ინფორმაციას სოფ. კუხის საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. მტკიცდება საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების შესაძენი ხარჯები.

წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 91.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ზედგინიძე მიხეილ, წერეთელი ნესტორ

დამატებითი ცნობები პიროვნებათა შესახებ არ მოგვეპოვება.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი..

 

 

1882 23 ივნისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 23 ივნისი, № 129, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 344.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692.

 

 

1882 30 ივნისი

 

 

 

გაზეთი „შრომა“ არაგველის ფსევდონიმით აქვეყნებს დავით კეზელის წერილს „ვერა ხედავთ ბატ. ილია ჭავჭავაძეს?“, რომელშიც ადანაშაულებს მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საქმეებში ჩარევაში.

წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, № 25.

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე

 

 

1882 ივნისის ბოლო

 

 

 

 გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც იბეჭდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („ადამიანი ცალკედ...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი № 168, გვ. 113; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 6, გვ. 157.

 

 

1882 ივლისამდე

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ ქუთაისიდან დაბრუნდა და ელოდა მოურავ დავით ციციშვილის ჩასვლას, რომელსაც საგანგებოდ დეპეშაც კი გაუგზავნა, მაგრამ ამაოდ. იძულებული გახდა მემანქანის შოვნაზეც და სალეწი მანქანის საგურამოში გაგზავნაზეც თავად ეზრუნა. მადლობას უხდის მანქანის ფულის დროულად გაგზავნისთვის. ატყობინებს, რომ შაბათს მასთან ერთად საგურამოში ასვლას აპირებს ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი თამარი და სთხოვს, რომ ცხენები გაუგზავნოს.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 395. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 240, 384.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში თამარის მხოლოდ სახელია ნახსენები. იხ.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 259.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150; 165-166.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

ბაგრატიონი (მუხრანელი) ირაკლი (ერეკლე) კონსტანტინეს ძე (1813-1892)

სახელმწიფო მრჩეველი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.

ბაგრატიონ-მუხრანელი თამარ ირაკლის ასული (1852-1918)

ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილის – ირაკლი კონსტანტინეს ძე მუხრანბატონის ქალიშვილი. 1882 წლის 24 თებერვალს ცოლად გაჰყვა ალექსანდრე გიორგის ძე ამილახვარს.ს.

 

 

1882 4 ივლისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მავნებელი დედააზრები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 4 ივლისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 347.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692.

 

 

1882 6 ივლისი

 

 

 

 ცხადდება თბილისის სასამართლო პალატაში, სადაც უნდა განხილულიყო „დროების“ რედაქტორის სერგეი მესხის, ყოფილი რედაქტორის ილია ჭავჭავაძისა და ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის ივანე აბაშიძის საქმე ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო, მაგრამ განხილვა გადაიდო.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 7 ივლ., № 139, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822)

„დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის – ეკატერინეს მამა.

სერჟპუტოვსკი

ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრი.

 

 

1882 14 ივლისი

 

 

 

 გაზეთი „შრომა“ „ბოსლეველის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ესტატე მჭედლიძის წერილს „იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები“, რომელშიც ეკამათება სტეფანე ჭრელაშვილს ილია ჭავჭავაძის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, № 27.

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

 

 

1882 22 ივლისი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი საისტორიო საგანი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 22 ივლისი, № 151, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 350.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692-693.

 

 

1882 24 ივლისის შემდეგ

 

 

 

ოდესიდან ფოთში გზავნიან ილია ჭავჭავაძის მიერ შეკვეთილ სამკალ მანქანას და უგზავნიან შეტყობინებას.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 399; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 217-218.

დათარიღება:

თარიღი მითითებულია მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც 1882 წლის აგვისტოს დასაწყისით ვათარიღებთ

 

 

1882 25 ივლისი

 

 

 

 გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1882 წლის 1 ივლისისთვის.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 153.

 

 

1882 ივლისის ბოლო

   

 

 

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში და აძლევს სამეურნეო ხასიათის რჩევა-დარიგებებს. აცნობებს, რომ მის მიერ გამოწერილი სამკალი მანქანა უკვე გამოგზავნილია და იმედოვნებს, რომ ჯონ პიტსი მემანქანესაც გამოუგზავნის.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 399; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 217-218, 374.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 260.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჯონ პიტსი

სასოფლო სამეურნეო მანქანების მწარმოებელი

 

 

1882 ივლისის შემდეგმდეგ

 

 

 

მოკლე ბარათს სწერს მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, მსახური ბიჭის ხელით გაუგზავნოს, რაც კი სახლში სახელოვანი ადამიანების პორტრეტები აქვთ. ინტერესდება, როგორ მუშაობს სალეწი მანქანა. ჰპირდება, რომ მომდევნო დღეს თავადაც ავა საგურამოში.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 243; გაზ. „დროება“, 1882, 21 აგვისტო, № 175, გვ. 1-3.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 261.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.ედი.

 

 

1882 აგვისტო

 

 

 

ს დასაწყისი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე-მერვე გაერთიანებული ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („რა ჰქნას ხანდახან შინაურმა მიმომხილველმა...“) და „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („კვლავ გამოვიდა...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი № 168, გვ. 119; № 217, გვ. 572; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 7-8, გვ. 178; გვ. 218.

ატრიბუცია:

ნ. ტაბიძე, ილიას უცნობი ნაწერები, ჟურნ. „კრიტიკა“, 1977, № 3.

 

 

1882 აგვისტოს პირველი ნახევარი

 

 

 

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში და ატყობინებს, რომ მოჭრილი ხეები არასწორად იყო დათვლილი. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, ხელახლა დათვალოს და სწორი ანგარიში გაუგზავნოს პოვოსკასთან ერთად. სწერს, რომ ეტლი შაბათისთვის დაახვედრონ.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 396. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 240-241, 384.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 261-262.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

 

 

1882 17 აგვისტო

 

 

 

აკაკი წერეთელი თელავში მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოში ამბობს: „ჩვენ დროშიც მეთაური და მოწინავე იყო თქვენივე შვილი, თავადი ი. ჭავჭავაძე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანი სიამოვნებით და ამპარტავნებით იგონებს“.

გაზ. „დროება“, 1882, 2 სექტემბერი, № 183, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

1882 19 აგვისტო

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „შენიშვნა“ („ახალ სამსაჯულო კანონების შემდგენელნი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, 355.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 693.

 

 

1882 2 სექტემბერი

 

 

 

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება აკაკი წერეთლის მიერ თელავში მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო, რომელშიც მას „ჩვენი დროის მეთაურსა“ და „მოწინავეს“ უწოდებს.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 19 აგვისტო, № 173, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, 355.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 693.

 

 

1882 3 სექტემბრამდე

ზაქარია ჭიჭინაძე ცალკე გამოსცემს წიგნს „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“, რომელშიც შედის პოემა „დედა და შვილი“ და ლექსები: „ხმა სამარიდამ“, „ქართვლის დედას“, „მესმის, მესმის სანატრელი...“, „პოეტი“, „უსულდგმულო ცხოვრება...“, „პარიჟი ( 1871 წ. 23 მაისი)“, „მტკვრის პირას“, „ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“, „მას აქეთ, რაკი შენდამი ვსცან...“, „მუშა“, „ლოცვა“, „ჩ... სას.“, „კ. ბ. მ–სას“, „ვიხილე სატრფო...“, „თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზე“, „ჩემო მკვლელო“, „გაზაფხული“ და „ბედნიერი ხალხი“.

წყარო:

კრებ. „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“, ტფილისი, 1882, გვ. 16, გვ. 29; გაზ. „დროება“, 1882, 3 სექტ. № 184, გვ. 4.

დათარიღება:

ინფორმაცია წიგნის გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა გაზეთ „დროების“ 1882 წლის 3 სექტემბრის ნომერში.

პირთა იდენტიფიკაცია:

ლექსის „კ. ბ. მ–სას“ ადრესატის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 128-131.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი.ოსი.

 

 

 

 

1882 6 სექტემბერი

 

 

 

როგორც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე თხოვნით მიმართავს თბილისის კომერციულ ბანკს, რომ გამოუწერონ ქვითარი შეტანილ თანხაზე.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-60.

დოკუმენტი:

 

 

1882 9 სექტემბრამდე

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა იღებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძის დეპეშას შეკითხვით, სასწავლო პროგრამების წარდგენასთან დაკავშირებით.

წყარო:

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში

 

 

1882 9 სექტემბერი

 
 

 

ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ილიასა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით წერილს უგზავნის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს და სთხოვს პროგრამების წარდგენას, მათ შორის, ვრცლად გაწერილი ქართული ენის პროგრამისასაც.

წყარო:

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 70, ფ. 7; ვ. ხაბურძანია, ილია ჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა. გაზ. „ქუთაისი“, 1986, 8 მაისი, № 90, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 93, 408.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.

 

 

1882 10 სექტემბრის შემდეგ

ენიდან იღებს ილია ოქრომჭედლიშვილის საპასუხო წერილს, რომელიც ეხება ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საკითხს. ადრესანტი სწერს, რომ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ეგულებოდა ძველი მინიატურებიანი „ვეფხისტყაოსანი“ და უნდოდა მისი გამოყენება, მაგრამ მასალა არ გამოდგა სათანადო ხარისხის.

წყარო:

შ. გოზალიშვილი. ილია ოქრომჭედლიშვილი. 1976, გვ. 88.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 10 სექტემბრით.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

 

 

1882 21 სექტემბერი

 

 

 

თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფ. ხელთუბანში სკოლის გახსნის საკითხს. ეცნობიან ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობით ინფორმაციას სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დაქირავების შესახებ. იღებენ ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორის ნებართვას პროგიმნაზიული კლასის გახსნაზე. კმაყოფილდება ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიანტებისთვის ფულის მიწოდების თაობაზე. მადლობას უცხადებენ გიორგი ქართველიშვილს კანცელარიის მოსაწყობად შეწირული თანხისთვის. განიხილავენ საქმეთმწარმოებლის ინფორმაციას ბათუმის სკოლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ. იღებენ დადგენილებას ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენაზე. იღებენ შეტყობინებას, რომ ბათუმის სკოლისათვის დაქირავებული ახალი შენობა მეპატრონის ვალის გამო აუქციონზე იყიდება და იღებენ დადგენილებას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გადარიცხონ დამატებითი სახსრები ისევ ძველი შენობის დასაქირავებლად.

წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 99.

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

 

 

1882 14 სექტემბერი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კავკაზიის რეფორმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 14 სექტემბერი, № 192, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 358.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 693-694.

 

 

1882 15 სექტემბერი

 

 

 

ქუთაისში გამომავალ გაზეთ „შრომაში“ „ტარიელის“ ფსევდონიმით იბეჭდება დასაწყისი დავით კეზელის ფელეტონისა „წერილი ტარიელისა ფრიდონთან“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა სათავადაზნაურო ბანკში.

წყარო:

გაზ. შრომა, 1882, № 36, გვ. 1-3.

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

 

 

1882 სექტემბრის პირველი ნახევარი

გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე ნომერი. მასში ხელმოუწერელად ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („როცა ერი ყოველს მოვლინებას...“), რომელშიც ავტორი მიესალმება აკაკი წერეთელს სალიტერატურო მოღვაწეობის 25-ე წლისთავს.

წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1882, № 9, გვ. 140-144.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.აწე.

 

 

1882 სექტემბრის შუა რიცხვები

 

 

ზაქარია ჭიჭინაძე გამოსცემს კრებულს „სალამური“, რომელშიც ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ნანა“, „ელეგია“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და მის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები.

წყარო:

სალამური ანუ ლექსთა კრება, № 1, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან. ტფილისი, 1882; გაზ. „დროება“,1882, 31 ოქტომბერი, № 227.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე./font>

 

 

1882 26 სექტემბერი

 

 

 

 ქართული დრამატული დასი გრიგოლ არწრუნის თეატრში დგამს მის დრამატულ პოემას „დედა და შვილი“. დედის როლს ასრულებს ნატო გაბუნია, შვილისას – კოტე მესხი.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 24 სექტ., № 200, გვ. 1.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.ელი.

 

 

1882 28 სექტემბერი

 

 

 

თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის უწყებას წინარეხის სკოლის გაუქმების შესახებ. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ნიშნავენ გალობისა და ქართული ენის მასწავლებლებს. მადლობას უცხადებენ რაფიელ ერისთავს საზოგადოებისთვის „ანდაზებისა“ (900 ც.) და „გრამატიკის სქემის“ (550 ც.) შეწირვის გამო. წერილს უგზავნიან დიმიტრი ყიფიანს მომგებიან ბილეთებთან დაკავშირებით. საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ იაკობ გოგებაშვილს. განიხილავენ წინარეხის სკოლის ანგარიშს და იღებენ გადაწყვეტილებას მისი გაზეთში დაბეჭდვის შესახებ. არ იზიარებენ იაკობ გოგებაშვილის შეთავაზებას ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორისთვის წერილის გაგზავნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ დაწყებით კლასებში გაკვეთილები ჯერ ქართულად აიხსნას და შემდეგ იგივე ითარგმნოს რუსულად.

წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 101.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

 

 

1882 29 სექტემბერი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას თარიღით „ტფილისი, 28 სექტემბერს“ („ჭეშმარიტებაა, რომ ერი ერად არ ჩაითვლება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ქართული ენის მიმართ“.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 29 სექტემბერი, № 203, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 361.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 694.

 

 

1882 29 სექტემბერი

 

 

 

ქუთაისში გამომავალ გაზეთ „შრომაში“ „ტარიელის“ ფსევდონიმით იბეჭდება დასასრული დავით კეზელის ფელეტონისა „წერილი ტარიელისა ფრიდონთან“. მასში ილია ჭავჭავაძე თავისსავე პერსონაჟ ლუარსაბ თათქარიძესთან არის შედარებული და გამოყვანილია ისე, თითქოა იგი ჭამისა და ძილის გარდა არაფერზე ფიქრობს.

წყარო:

გაზ. შრომა, 1882, № 38, გვ. 1-2.

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე

 

 

1882 სექტემბერი

 

 

 

 საგურამოში მეუღლეს უგზავნის წერილს, რომლიდანაც ჩანს, რომ აქტიურად არის ჩართული საბანკო საქმიანობაში.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 380; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 227.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.ედი.

 

 

1882 ოქტომბრის დასაწყისი

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. ატყობინებს, რომ უკმაყოფილოა მოურავის საქმიანობით და მის დათხოვნას აპირებს. აცნობებს, რომ ქათმები იყიდა და ახლა ყურადღების გამოჩენა ჰმართებთ, რომ არ მოიპარონ. აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 392; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 215-216, 373.

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 262-263.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

1882 12 ოქტომბერი

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც არ კმაყოფილდება კერძო სკოლის თხოვნა მერხებით მომარაგების შესახებ. ამატნისხევის მასწავლებელს ლუკა რაზიკაშვილს (ვაჟა-ფშაველას) ეგზავნება ,,ბუნების კარის’’ და ,,დედა ენის’’ მოთხოვნილი რაოდენობა. ეცნობიან ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის წერილობით ინფორმაციას თანხის მიღების თაობაზე. იღებენ დადგენილებას, დააკმაყოფილონ გუბერნატორის მოთხოვნა სოფ. ხელთუბნის სკოლასთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების მიერ მიღებული დადგენილების რუსულად თარგმნისა და გაგზავნის თაობაზე. საზოგადოების ხაზინადრად ირჩევენ გიორგი ქართველიშვილს. ისმენენ საქმისმწარმოებლის ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების შესახებ. იაკობ გოგებაშვილს ავალებენ გაგზავნილი წიგნების, ნივთებისა და ფულადი დანახარჯის გადამოწმებას.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , N 45 გვ. 106.

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915)

პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი.

ქართველიშვილი გიორგი დავითის ძე (1827-1901)

ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, მისი ხარჯით გამოიცა ვახუშტის „საქართველოს ისტორია“ და „ვეფხისტყაოსანი“, ზიჩის ილუსტრაციებით, 1883-1885 წლებში იყო გაზეთ „დროების“ გამომცემელი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

1882 13 ოქტომბერი

 

 

 

სწორებები შეაქვს ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარის, დიმიტრი ყიფიანისთვის პეტერბურგში გასაგზავნ წერილში.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 60, გვ. 21-22.

 

 

1882 ოქტომბრის შუა რიცხვები

გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („საკვირველია მოხელეობის ბედი...“).

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 268; ჟურნ. „ივერია“, 1882, № 10, გვ. 129-142; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 11

 

 

1882 20 ოქტომბერი

 

 

 

ესტატე მჭედლიძე, ბოსლეველის ფსევდონიმით გაზეთ „შრომაში“ იწყებს რეცენზიის ბეჭდვას ჟურნალ „ივერიის მეოთხე-მეხუთე ნომერზე და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“.

წყარო:

გაზ. „შრომა“ 1882, № 41, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“

 

 

1882 23 ოქტომბრამდეამდე

წერილს სწერს მეუღლეს საგურამოში. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, ქალაქში ჩავიდეს და დიდი ჭურჭელი ჩაიტანოს მანქანის ზეთისთვის.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

 

 

1882 23 ოქტომბრამდეამდე

ესწრება ნუშიკო სუმბათაშვილის დაკრძალვას.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ციციშვილი დავით – ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.ბში.

 

 

1882 23 ოქტომბერი

 

 

 

ბარათს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ უნდა შეხვდეს კაცს, რომლის მოურავად აყვანაც ურჩიეს და თუ მოეწონა, ერთად ავლენ. სწერს, რომ მუშაობს ახალი წესდების პროექტზე, რომელიც უნდა განიხილონ ზედამხედველი კომიტეტის სხდომაზე 25 ოქტომბერს. სთხოვს, ხუთშაბათს ცხენები დაახვედროს საღამოს მატარებლის ჩასვლის დროისათვის.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 364; ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 199–200, 369.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 258-259.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. დი.

 

 

1882 20-24 ოქტომბერი

 

 

 

 მუშაობს ახალი წესდების პროექტზე.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 364.

დათარიღება:

თარიღები მინიშნებულია მეუღლისთვის 1882 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.

 

 

1882 28 ოქტომბერი

 

 

 

თბილისის სასამართლო პალატა იხილავს „დროების“ რედაქტორის სერგეი მესხის, ყოფილი რედაქტორის ილია ჭავჭავაძისა და კორესპონდენტ ივანე აბაშიძის საქმეს სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო. სასამართლო პალატის განაჩენით სერგეი მესხს აჯარიმებენ 100 მანეთით, ილია ჭავჭავაძეს – 25 მანეთით, კორესპონდენციის ავტორ ივანე აბაშიძეს კი უსჯიან ერთი თვით პატიმრობას.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 224, გვ. 1.

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე (დაბ. 1822)

„დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი 1878-1882 წლებში, აკაკი წერეთლის დედის – ეკატერინეს მამა.

სერჟპუტოვსკი

ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრი

 

 

1882 10 ნოემბერი

 

 

 

ესტატე მჭედლიძე, „ბოსლეველის“ ფსევდონიმით, გაზეთ „შრომაში“ განაგრძობს ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომერზე დაწერილი რეცენზიის ბეჭდვას.

წყარო:

გაზ. „შრომა“ 1882, № 44, გვ. 1-3.

მჭედლიძე ესტატე სიმონის ძე (1854–1885)

პუბლიცისტი, კრიტიკოსი. წერდა ფსევდონიმით „ბოსლეველი“.ლი“.

 

 

1882 14 ნოემბერი

 

 

 

კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი ნიკოლოზ ლიხაჩოვი მას, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს მიმართავს თხოვნით, დახმარება გაუწიოს ლითოგრაფ იაკობ უტვენკოს, რომელიც აპირებს თამარ მეფის სურათის ბეჭდვას.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 42.

პირთა ანოტაციები:

ლიხაჩოვი ნიკოლოზ სიმონის ძე

ბოტანიკოსი, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი.

უტვენკო იაკობ

ლითოგრაფი, მუშაობდა ქართველი და სომეხი ისტორიული პირების გამოსახულებების გამოცემაზე.

თამარ მეფე (1160-1213)

საქართველოს მეფე 1184 წლიდან.

 

 

1882 19 ნოემბერი

 

 

 

განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე.

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 480, საქმე 417; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 94, 408-409.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

 

 

1882 20 ნოემბერი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის სკოლის თაობაზედ“ („რამდენიმე საუკუნის განმავლობაში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 20 ნოემბერი, № 242, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 364.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 694-695.

 

 

1882 21 ნოემბერი

 

 

 

 მონაწილეობს ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის კრების საქმიანობაში.

წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, 25 ნოემბ., № 246, გვ. 2; გაზ. „შრომა“, 1882, № 46

 

 

1882 ნოემბერი

 

 

 

 გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა („ჩვენი საზოგადოება ამ ბოლოს...“) და მისი და ივანე მაჩაბლის ერთობლივი განცხადება ჟურნალ „ივერიის“ გამოცემაზე 1883 წელს.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №№ 168, გვ. 287; ჟურნ. ივერია, 1882, № 11, გვ. 97-113; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 26.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორიტორი

 

 

1882 8 დეკემბერი

 

 

 

წერილს იღებს გრიგოლ დადიანისგან. ადრესანტი უზიარებს თავის აზრს იმის შესახებ, რომ არ მოსწონს გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერენ.

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 16.547.222.

დადიანი გრიგოლ ლევანის ძე (1814-1901)

სამეგრელოს მთავრის - ლევან V-ის ვაჟი, პოეტი, ჟურნალისტი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. წერდა ფსევდონიმით „კოლხიდელი“.ლი“.

 

 

1882 9 დეკემბერი

   

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ბათომი და ბათომელები“ („ამ სტრიქონების დამწერმა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 9 დეკემბერი, № 277, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 366.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 695

 

 

1882 10 დეკემბერი

 

 

 

 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა„ ბათომი და ბათომელები“ („დიდი დაკვირვება აქაურ ხალხის ცხოვრებისა...“).

წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 10 დეკემბერი, № 278, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 368.

 

 

1882 19 დეკემბერი

 

 

 
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით წერილს უგზავნის ბათუმში ლევან მჭედლიშვილს და მადლობას უხდის ბათუმის სკოლისთვის დახმარების აღმოჩენის გამო.

წყარო:

ს. ხუციშვილი, მანათობელი, 1980. გვ. 74; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 94, 409.

მჭედლიშვილი ლევან ლუკიანეს ძე (გარდ 1902)

ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. გაზეთების: „დროების“, „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლისთვის“ წერდა კორესპოდენციებს ბათუმიდან.

 

 

1882 დეკემბერიბერი

 

 

 

გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „შინაური მიმოხილვა“ („ბევრი სთქვეს და ბევრი სწერეს...“)“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბ-ნ მეისნერის პროექტი“.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 168, გვ. 313; ჟურნ. ივერია, 1882, № 12, გვ. 117-149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 46.

პირთა იდენტიფიკაცია:

შესაძლოა იგულისხმებოდეს ოტო კარლ მეისნერი.

მეისნერი ოტო კარლ (1819-1902)

გერმანელი გამომცემელი. პირველად მან გამოსცა კარლ მარქსის კაპიტალი 1867 წელსწელს

 

 

1882-დან

 

 

 

ნათლავს სანდრო და ბარბარე მაყაშვილების ვაჟს - ვახუშტის და უწოდებს ილიას.

წყარო:

ბარბარე მაყაშვილი, ილია ყვარელში, ლიტერატურის მატიანე, წ. 1-2, თბ. 1940. 149-151.

ბარბარე ყარალაშვილი დაიბადა 1865 წელს და თუ 16 წლის გათხოვდებოდა, 1882 წელს შეიძლება უკვე შვილიც ჰყოლოდა.

პირთა ანოტაციები:

მაყაშვილი ალექსანდრე ლუარსაბის ძე (1855-1908)

ილია ჭავჭავაძის ღვიძლი ბიძაშვილის, პელაგია ალექსანდრეს ასულ ჭავჭავაძის ვაჟი. ხალხოსანი, დააპატიმრეს რევოლუციური მოძრაობისთვის და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

ყარალაშვილი-მაყაშვილისა ბარბარე მიხეილის ასული (1865-1944)

ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილიშვილის – ალექსანდრე ლუარსაბის ძე მაყაშვილის მეუღლე.

მაყაშვილი (ვახუშტი) ილია ალექსანდრეს ძე

 ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილის, პელაგია ჭავჭავაძე-მაყაშვილის შვილიშვილი.

 

18821882

 

 
წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო და იოსებ ცხვედაძეებთან ერთად სტუმრობს წინარეხის სკოლას. ბავშვები კითხულობენ სცენებს „კაკო ყაჩაღიდან“ და ხალხურ ლექსებს.

წყარო:

დ. ხორგუაშვილი, ილია ჭავჭავაძე სოფ. წინარეხში, გაზ. „გამარჯვება“, 1962, № 113,გვ. 4.

მაღალაშვილი სალომე გიორგის ასული

პედაგოგი და ჟურნალისტი. წერდა ფსევდონიმებით „სალომე შუბათელი“ და „სალომე შუბნელი“ და სხვ.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934)

პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.ელი.