The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


30.06

1882    
    
30 ივნისი   
    
გაზეთი „შრომა“ არაგველის ფსევდონიმით აქვეყნებს დავით კეზელის წერილს „ვერა ხედავთ ბატ. ილია ჭავჭავაძეს?“, რომელშიც ადანაშაულებს მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საქმეებში ჩარევაში.  წყარო:

გაზ. „შრომა“, 1882, № 25.

პირთა ანოტაციები:

კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

    
1887    
    
30 ივნისი    
    
იღებს ალექსანდრე სარაჯიშვილის წერილს ქშწ-კგ საზოგადოების საწევრო გადასახადის შეტანასთან დაკავშირებით.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 165.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.