The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


26.02

1863    
    
26 თებერვალი   
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ შეხვდა მის ნათესავ იასე ანდრონიკაშვილს და იმედოვნებს, რომ თადეოზ გურამიშვილსაც შეხვდება. არწმუნებს, რომ სრულიად არ აღელვებს მზითევის დაკარგვა, რადგან მას ოლიკოს ზნეობრივი ღირსებები, მისი გონიერება და გული უყვარს და არა მისი მზითევი. სთავაზობს, სემინარიის ეკლესიაში იაროს და იქ ქანდარაზე შეხვდება ხოლმე, რომ თავისუფლად ისაუბრონ.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 241; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 105-106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 421-423; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 42-44, 331. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
1873    
    
26 თებერვალი    
    
სერგეი მესხი თბილისიდან ციურიხში მიმავალი ეკატერინე მელიქიშვილისთვის გაგზავნილ ბარათში წერს, რომ წინა წლის ჟურნალ „კრებულის“ ნომრები ჯერ არ არის გამოსული, რადგან ცენზურამ შეაყოვნა, მიმდინარე წლის პირველი ნომერი კი, მისი აზრით, კარგი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მასში ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ გაგრძელება იბეჭდება.  წყარო:

სერგეი მესხის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 470.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მელიქიშვილი-მესხისა ეკატერინე (1854-1928)

მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი მესხის მეუღლე, მესტამბე სტეფანე მელიქიშვილის და.

    
1874    
    
26 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის მეუღლეს. კვლავ ინტერესდება ყვარლის სახლის მდგომარეობით და წუხილს გამოთქვამს მოსავლის სიმცირის გამო. დაწვრილებით მოუთხრობს, როგორ ვითარდება ბანკის წესდების დამტკიცების საქმე. უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ მათი ხანგრძლივი განშორება მალე დასრულდება.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 337; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 344-346; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 179-181, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1875    
    
26 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის მეუღლეს ბაქოში. უყვება თბილისის ბინის რემონტისა და ოთახების კეთილმოწყობის ამბავს. აცნობებს, რომ მომდევნო დღეს საგურამოში აპირებს ასვლას.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 355-356; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 191–192, 366-367.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1880    
    
26 თებერვალი   
 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი შენიშვნა „ტფილისის მოამბეს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.    
    
26 თებერვალი    
    
სათეატრო ამხანაგობიდან დიმიტრი ყიფიანის გასვლასთან დაკავშირებით გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ, ამხანაგობის სხვა წევრებთან: ნიკოლოზ ავალიშვილთან, დავით ერისთავთან, ივანე მაჩაბელთან, დავით სარაჯიშვილთან, გიორგი თუმანიშვილთან და იოსებ ბაქრაძესთან ერთად, გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს წერილს რედაქციისადმი („ბატონო რედაქტორო!“). მასში ნათქვამია, რომ ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ამხანაგობიდან თავის გასვლას წერილობით არ დაადასტურებს, საზოგადოებამ ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრულიკრებული ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 92. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 644. ^ 1259 წყარო: გაზ. „დროება“, 1880, 26 თებერვალი, № 44.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ავალიშვილი ნიკოლოზ იაკობის ძე (1844-1929)

ჟურნალისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ცისკარსა“ და „ივერიაში“, იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი და ქართული დრამატული საზოგადოების წევრი. ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) – მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

ბაქრაძე იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე (1850-1904)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: დროება“, „ივერია“, „მოამბე“ და „კვალი“.

    
1885    
    
26 თებერვალი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ წინა სხდომიდან განვლილი პერიოდის წვრილმან ხარჯებს. ილია ჭავჭავაძეს ავალებენ პასუხი მისწეროს თბილისის გუბერნატორს ხაზინიდან სკოლების საჭიროებისთვის თანხის გაცემასთან დაკავშირებით. ისმენენ ანგარიშს „ვისრამიანის“ გაყიდვებთან დაკავშირებით. სენაკის მაზრის სააგენტოს ეგზავნება თანხის მოსაკრები კვიტანციები. იღებენ დადგენილებას დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ ანასტასია თუმანიშვილისეული თარგმანის დაბეჭდვის შესახებ. თანხმდებიან, რომ ნიკოლოზ დადიანის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძესთან ერთად გაემგზავროს საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი გრიგოლ ყიფშიძეც.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 34.

პირთა ანოტაციები:

დეფო დანიელ (1660-1731)

ინგლისელი მწერალი, ჟურნალისტი და პამფლეტისტი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932), საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903)

სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

    
1886   
    
 26 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალს“ („ჩვენა ვსთქვით გუშინდელს ნომერში...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ეკონომიკური განწყობილობა გერმანიაში“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 33; გაზ. „ივერია“, 1886, № 44, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 392.

    
1887    
    
26 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალი“ („23-ს თებერვალს. იასე ადამის ძეს ანდრონიკაშვილს გადაუხადეს...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „იასე ანდრონიკაშვილი“, ხოლო ოცტომეულში – „ღირსეულის დაფასება“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 627-629, გაზ. „ივერია“, 1887, 26 თებერვალი, № 42, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 202.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილი.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე (1822-1892)

 თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

    
1888   
    
 26 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალი“ („19-ს თებერვალს, როცა ჩვენის სათავადაზნაურო სკოლის თაობაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 26 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 108

    
1889    
    
26 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალი“ („ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლისღვრა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 26 თებერვალი, № 43 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 110.

    
1896    
26 თებერვალი    
    
ვრცელ საპასუხო წერილს უგზავნის მარჯორი უორდროპს და დიდ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი წყალობით ინგლისელები გაეცნობიან საქართველოს და მის მწერლობას.  წყარო:

ოქსფორდი, ბოდლის ბიბლიოთეკის საცავი, უორდროპის ფონდი, d 20-15; ჟურნ. „ცისკარი“, 1957, № 4, გვ. 146; გაზ. „კომუნისტი“, 1981, 29 მარტი, გურამ შარაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 175-176, 455-456.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

    
1899    
    
26 თებერვალი    
    
იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია სამეურნეო საკითხებზე.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.