The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


5.07

1880    
    
5 ივლისი   
    
1 გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ერთი კვირა უცხოეთში“ („როდესაც ამ ოთხასის წლის წინათ...“).  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 5 ივლისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 134

    
1886    
    
5 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად იწყებს პოლემიკური შინაარსის ვრცელი მოწინავე სტატიის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 4 ივლისი“ („ბატონი დიმიტრი ყიფიანი ერთს დროს სულ სხვა აზრისა ბძანდებოდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 5 ივლისი, № 144, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 173.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1892    
    
5 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივლისი“ („ეს ოცი დღეა, რაც ბაქოდამ გვეწვია ქოლერა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქოლერის ეპიდემია ტფილისში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1892, 5 ივლისი, № 140, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 104.

    
1893    
    
5 ივლისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ კავკავის სკოლის შენობის შესახებ, ამტკიცებენ ზაქარია ჭიჭინაძისთვის გადასაცემ საკომისიო თანხას. იღებენ დადგენილებას, რომ ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებს მათი მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საზოგადოების მიერ გამოცემული და მისთვის შემოწირული წიგნები.  წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ. 481, № 198, გვ. 291.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

    
1902    
    
5 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 ივლისს“ („ამ ბოლო დროს ჩვენი საზოგადოება მიეჩვია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „როგორ ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 5 ივლისი, № 140, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 490.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 717.

1905
5 ივლისი
 სიყრმის მეგობარ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად ამოწმებინებს ანდერძს, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავმოძრავი ქონება რჩება მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემათ კანონიერ მემკვიდრეებს, ხოლო ილია ჭავჭავაძის მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265-266.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი