1892 | ||
1892-მდე | ||
რუსეთიდან იწერს ინკუბატორს და საგურამოში იწყებს ქათმების მოშენებას. |
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის
მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 15. |
|
|
|
|
1892 5 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისდამი მიძღვნილი ექსპრომტები: |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1891, № 3, გვ. 1.
|
|
„დაბერებულა როსტომი, | ||
აბჯართა ჰზიდავს ვეღარა...“, | ||
„ჭერად ის ჰხურავ ჩვენს ერსა, | ||
ბოძადაც უდგა ძირშია“. | ||
|
||
1892 9 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 8 იანვარი“ („იმისთანა უმაგალითო და შემაძრწუნებელი უბედურება, რომელმაც სასიხარულო დღესასწაული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“). |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 76. |
|
|
||
1892 17 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („ნათლისღების დღეს მომხდარმა უბედურობამ..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სა |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 79. |
|
გაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“. | ||
|
||
1892 1-18 იანვარი წერილობით სთხოვს გრიგოლ ყიფშიძეს, გაუგზავნოს ნიკოლოზ ზუბალაშვილის მიერ საბჭოში წარმოთქმული სიტყვა, რადგან სურს გამოხმაურება დაწეროს. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17581; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 118; მ. კვატაია, ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების
დათარიღებისთვის. „ლიტერატურული ძიებანი“, № 3, 1989, გვ. 468-469; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 164, 444-445. დათარიღება: იხ.
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 208. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში
ზუბალაშვილის მხოლოდ სახელია მოხსენიებული. პირთა ანოტაციები:
ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი,
ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა
ქართულ გაზეთებთან.
ზუბალაშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (გარდ.1910) თბილისის საქალაქო საბჭოს წევრი 1893 წელს. |
|
|
||
1892 19 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 იანვარი“ („ამ ნათლისღების უბედურობის ვაი-ვაგლახში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 19 იანვარი, № 13, გვ. 1 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 82. |
|
|
||
1892 23 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ქუთაისის საზოგადო საქმეთა მიმდინარეობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 86. |
|
|
||
1892 26 იანვარი |
||
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში და ხმათა დიდი უმრავლესობით ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 28 იანვარი, № 20, გვ. 2-3. |
|
|
||
1892 28 იანვარი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის მოადგილედ ირჩევენ პარასკევა დადიან-ვიტგენშტეინისას, ხაზინადრად – დიმიტრი ფავლენიშვილს და მდივნად – ნიკოლოზ მთვარელიშვილს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198, გვ. 168. პირთა ანოტაციები: დადიანი-ვიტგენშტეინისა პარასკევა
ალექსანდრეს ასული (1847-1919) რუსი გენერლის - ფერდინანდ კარლოს ძე
ვიტგენშტეინის მეუღლე.
ფავლენიშვილი დიმიტრი (მიტო) ალექსანდრეს ძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბუხჰალტერი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი. ქშწ-კგ საზოგადოების ხაზინადარი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. |
|
|
||
1892 29 იანვარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 იანვარი“ („წლევანდელს „ივერიაში“ (№№18, 19) დაბეჭდილი იყო ივრის ხეობიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 29 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 90. |
|
|
||
1892 იანვრის ბოლო მ |
||
|
||
ისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში. |
წყარო: „ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა 1890 წლის სექტემბრის
1-დან 1891 წ. სექტემბრის 1-მდე“, ტფ., 1892. |
|
1892 თებერვლამდე |
||
ბანკში კრედიტის დასაფარად შეაქვს ვლადიმერ ჯანდიერის 1000 მანეთი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 5. პირთა
იდენტიფიკაცია: წიგნაკში ჯანდიერის სახელი ნახსენები არ არის, მაგრამ წელი
მითითებულია. 1892 წლის სხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ 1 თებერვლამდე
ვლადიმერ ჯანდიერმა შეძლო ბანკის ვალის დაფარვა, მისმა ძმებმა კი - ვერა.
პირთა ანოტაციები: ჯანდიერი ვლადიმერ
მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში. |
|
|
||
1892 თებერვლამდე |
||
უბის წიგნაკში იწერს, ვის რამდენი გადაუხადა. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 5.
დათარიღება: ეს ინფორმაცია უბის წიგნაკის იმავე გვერდზეა დაწერილი,
რომელზეც ჯანდიერის თანხის ბანკში შეტანაზეა საუბარი.
|
|
1892 1 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვსთქვათ, რომ ბ-ნ ჯანდიერის სარჩელმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 1 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 94. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია მაზრის
უფროს ლევან ჯანდიერზე. პირთა ანოტაციები: ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან
გიორგის ძე (1840-1918)
კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი.
სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი. |
|
|
||
1892 3 თებერვალი |
||
|
||
თედო ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის დავის განსახილველად მასთან იკრიბებიან სამედიატორო სასამართლოს წევრები: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი წერეთელი, ივანე პოლტარაცკი, გიორგი იოსელიანი და ნიკო ხიზანიშვილი. საკითხის განხილვის შემდეგ იღებენ განჩინებას, რომლის მიხედვითაც ასკვნიან, რომ თედო ჟორდანიამ თავად ათხოვა ექვთიმე თაყაიშვილს რვეული და გულმავიწყობის გამო დასდო ბრალი. მხარეებს ურჩევენ მშვიდობიან მორიგებას. |
წყარო: ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ლიტერატურის
მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 28-29. პირთა ანოტაციები:
ჟორდანია
თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916) ისტორიკოსი, არქეოლოგი,
ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო
მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა.
თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892) პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. |
|
|
||
1892 5 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ცნობა „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და დასაბეჭდად გადაცემის შესახებ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, № 27, გვ. 1. |
|
|
||
1892 21 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 თებერვალი “ („ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი იყო წერილი, რომელსაც სახელადა აქვს „ხმა შორიდამ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 21 თებერვალი, № 39, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა
1892, 20/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 521. |
|
|
||
1892 22 თებერვალი |
||
გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1892 წლის 1 იანვრისთვის. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 21 თებერვალი, № 39, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა
1892, 20/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 521.
^3209 წყარო: „ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილ–მამულო ბანკისა 1
იანვრისათვის 1892 წლისა“, გაზ. „ივერია“, № 40, გვ. 4. |
|
|
||
1892 27 თებერვალი |
||
|
||
მონაწილეობს ლევან მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 28 თებერვალი, № 44, გვ. 1. პირთა ანოტაციები:
მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892)
რუსეთის არმიის კავალერიის
გენერალი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის არმიის ჯარების
მთავრსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. |
|
|
||
1891 დეკემბერი-1892 თებერვალი |
||
|
||
რომანოზ ფანცხავა და ნიკო ხიზანიშვილი ყოველკვირეულად სტუმრობენ და გვიანობამდე რჩებიან მასთან. |
წყარო: რომანოზ ფანცხავა (ხომლელი), „ი. ჭავჭავაძე, როგორც ლირიკოსი პოეტი“,
ჟურნალი „განთიადი, 1915, № 14, გვ. 17. დათარიღება: მოგონებაში საუბარია
1891 და 1892 წლების ზამთარზე. პირთა ანოტაციები: ფანცხავა რომანოზ
სპირიდონის ძე (1861-1928) კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. წერდა
ფსევდონიმით „ხომლელი“.
ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. |
|
|
||
1892 3 მარტი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას. იღებენ დადგენილებას, რომ სახალხო ბიბლიოთეკები გაიმართოს საქართველოს ისეთ სოფლებშიც კი, სადაც სკოლა ჯერ არ არის, მაგრამ არიან წერა-კითხვის მცოდნეები. თითოეული ბიბლიოთეკის გამართვაზე თავდაპირველად უნდა დაიხარჯოს ათი ათას მანეთამდე და შემდეგ დაემატოს ახალი წიგნები. განისაზღვრა ბიბლიოთეკის გახსნისთვის აუცილებელი პირობები და ჩამოყალიბდა გამგეთა მოვალეობები. თანხმდებიან, რომ მიღებული დადგენილებები გამოცხადდეს გაზეთში და გამგეობამ თბილისისა და ქუთაისის ბანკებს თხოვნით მიმართოს ამ მნიშვნელოვან საზოგადო საქმეში დასახმარებლად. ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარეს და საქმეთა მწარმოებელს ანიჭებენ აუცილებლობის შემთხვევაში გამგეობის თანხმობის მიუღებლად ორდერით ფულის გამოტანის უფლებას. ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილ თურქულიდან თარგმნილ თხზულება „ძმა-მამალს“ სარეცენზიოდ გადასცემენ გიორგი იოსელიანს, ალექსი ჭიჭინაძეს და იაკობ გოგებაშვილს. დადებითად წყდება პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი. ალექსანდრე ზუბალაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ საზოგადოებას შესწიროს მუზეუმის ასაგები ადგილი. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198, გვ. 179. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ცახელი (თვალჭრელიძე) პარმენ ივანეს ძე (1866-1919) პოეტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. მას ეკუთვნის ლიბრეტო კომპოზიტორკოტე ფოცხვერაშვილის ოპერისათვის „ბაზალეთის ტბა“. ზუბალაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე (დაბ. 1820) თბილისელი მეცენატი, ხელოვნების დიდი დამფასებელი და კოლექციონერი. წლების მანძილზე ცხოვრობდა ფლორენციაში. |
|
|
||
1892 მარტის დასაწყისი |
||
ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა ამთავრებს მის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 12 მარტი, № 54, გვ. 1. |
|
|
||
1892 10 მარტი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ წიგნით ვაჭრობის ინსპექტორის მიერ საზოგადოების მაღაზიებში აღმოჩენილ ხარვეზებზე – მთავრობის მოწმობის არქონასა და ჩამონათვალში ახალი წიგნების შეუტანლობაზე. თხოვნით მიმართავენ გუბერნატორს დასახელებული მოწმობის მისაცემად; წიგნების სიის სისრულეზე პასუხისმგებლობას იღებს დავით კარიჭაშვილი. გამოყოფენ თანხას ლატარეის გასამართად; კმაყოფილდება ივანე მაჩაბლის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გადადგომაზე და მის ნაცვლად იწვევენ მიხეილ მაჩაბელს. გამგეობისთვის გამოსაქვეყნებლად გადაცემული ძველი თხზულება „თაზო მომღერალი“ სარეცენზიოდ გადაეცემა გიორგი იოსელიანს. წიგნების „მაცი ხვიტია“ (ანტონ ფურცელაძე), „დემონი“ (მიხეილ ლერმონტოვი), „ზადიგი“, „უმანკო“ (ვოლტერი) და „მაჰმადის ცხოვრება“ გამომცემლებს სთავაზობენ საკომისიო ანაზღაურებას; იღებენ გადაწყვეტილებას ზაქარია გრიქუროვისაგან წიგნის „Русское слово“ ორივე ნაწილის შესყიდვის |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198, გვ. 182. პირთა ანოტაციები: კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)
მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო
წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში. ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841) რუსი კლასიკოსი. ვოლტერი (მარი ფრანსუა არუე), (1694-1778) ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, განმანათლებელი. გრიქუროვი ზაქარია თბილისის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის მფლობელი. მასთან მიმადინარეობდა გაზ. „ივარიაზე“ ხელმოწერა. |
|
|
||
1892 10 მარტი |
||
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწირავს ერეკლე მეფის, თეიმურაზ მეორის, დარეჯან დედოფლისა და კათალიკოს ანტონ მეორის სურათებს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 №
198 გვ. 182. პირთა იდენტიფიკაცია: ოქმში დარეჯანის ნაცვლად „დარია“ წერია.
პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და
1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში
გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.
თეიმურაზ II (1700-1762) პოეტი, მთარგმნელი, აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელი, კახეთის და შემდეგ ქართლის მეფე. დარეჯან დედოფალი (დაახლ. 1726-1807) ქართლ-კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე, კაცია I დადიანის ასული. ანტონ II (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) (1764-1827) ერეკლე II-ის ძე, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი. 1811 წელს, როდესაც რუსეთის მთავრობამ საქართველოში კათოლიკოსობა გააუქმა, “ნიჟნი ნოვგოროდში” გაიწვია. გარდაიცვალა და დაკრძალულია იქვე. |
|
|
||
1892 11 მარტი |
||
სტუმრად არის კოლა ერისთავთან და ბარათს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს, რომ გაუგზავნოს „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც ვაჟა-ფშაველას პოემებია დაბეჭდილი. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17573; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ
ტომად, X, 1961, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ.
164, 445. პირთა ანოტაციები: ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე
(1850-1915) ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.
ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921) მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915) პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. |
|
|
||
1892 16 მარტი |
||
როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარე მიხეილ მაჩაბელს სწერს, რომ ივანე მაჩაბელმა დატოვა საზოგადოების გამგეობა და ორგანიზაციის გადაწყვეტილებით სთავაზობს გამგეობის წევრობას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მიხეილ მაჩაბლის
არქივი № 365. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე
(1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული
ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 16 მარტიდან |
||
ილია ჭავჭავაძის ოფიციალურ შეტყობინებაზე, რომ ის აირჩიეს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრად, მიხეილ მაჩაბელი ზედვე აწერს, რომ უარს ამბობს შეთავაზებაზე, რადგან, მისი აზრით, გამგეობის წევრების ამორჩევა არაკანონიერად მოხდა. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მიხეილ მაჩაბლის
არქივი № 365. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე
(1858-1927) „ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული
ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი. |
|
|
||
1892 17 მარტი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იაკობ გოგებაშვილს ავალებენ ქართული სახელმძღვანელოებისა და წიგნების გამოსაცემად ექვსი ათასი მანეთის გამოყოფის თხოვნით ბანკში წარსადგენი მოხსენების მომზადებას; სახალხო სკოლების დირექტორის დავალებით ცდილობენ გაარკვიონ, ვინ გასცა ნებართვა სკოლებში გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიის“ სწავლებაზე; კმაყოფილდება ქუთაისის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთა თხოვნა წიგნების გაგზავნაზე; მადლობას უთვლიან თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსს, ყაზბეგში შემოწირულობების ყუთის დადგმაში დახმარებისთვის; უარს ეუბნებიან გრიგოლ ჩარკვიანს მის სტამბაში გამგეობის წიგნების განსხვავებული პირობებით ბეჭდვაზე. ისმენენ ანასტასია წერეთლის მოხსენებას იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომელთა თარგმნა ან გადმოკეთებაც საინტერესო იქნებოდა ქართველი მკითხველისთვის; თანხმდებიან, რომ ეს წიგნები შეისყიდონ და სარეცენზიოდ გადასცენ ნიკოლოზ მთვარელიშვილს. ხელს აწერენ მიმდინარე წლის საერთო კრების პროტოკოლს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას; ფასდაკლებით იძენენ მიხეილ საბინინის წიგნს „საქართველოს სამოთხე“. აკმაყოფილებენ იაკობ გოგებაშვილის თხოვნას „დედა ენის“ და „ბუნების კარის“ ბეჭდვის დასაწყებად თანხის გამოყოფის თაობაზე. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198, გვ. 185. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი,
პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე.
იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) მესტამბე, გამომცემელი. ანასტასია წერეთელი მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) - პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. საბინინი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900) მწერალი, ხატმწერი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი. იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას. |
|
|
||
1892 24 მარტი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მადლობას უთვლიან იოსებ ისარლიშვილს საზოგადოებისთვის არქიმანდრიტ ვარლამ ერისთავის რუსულენოვანი წიგნის „მოკლე ქართული გრამატიკა“ და ხელნაწერის „პანთეონი ქართული პოეზიისა“ (მეფეების: თეიმურაზის, არჩილის, ვახტანგისა და სხვათა ლექსების) შეწირვისათვის. წიგნ „სიმრთელის კიდობნის“ ავტორ ილია სულაქველიძეს და წიგნების „სამი ცელქი“, „ძუნწი“, „პირუტყვების ამბები“ (შიო ქუჩუკაშვილი) და „დემონი“ (ლერმონტოვი) გამომცემლებს უხდიან გაყიდვებით შემოსული თანხის საკომისიოს. მტკიცდება სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198, გვ. 187. პირთა ანოტაციები: ისარლიშვილი იოსებ ლუკას ძე
ყოფილი
ცენზორის, ლუკა ისარლიშვილის ვაჟი.
ერისთავი ვარლამ დავითის ძე (1763-1839) მიტროპოლიტი ვარლამი, საქართველოს ეგზარქოსი 1811-1814 წლებში. თეიმურაზ II, (1700-1762) პოეტი, მთარგმნელი, აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელი, კახეთის და შემდეგ ქართლის მეფე. არჩილ მეფე (1647-1713) ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) შვილი, პოეტი. მისი შემოქმედების უმთავრესი მოტივია ქრისტიანულ მორალზე დამყარებული დიდაქტიკა. 1699 წელს გადასახლდა მოსკოვში და დაკრძალულია იქვე. ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის მეფე და განმანათლებელი. 1724 წელს დიდი ამალით გაემგზავრა რუსეთში, რომ იმპერატორისგან სამხედრო დახმარება მიეღო, მაგრამ ამაოდ. სულაქველიძე ილია საბავშვო მწერალი, ცხოვრობდა ზესტაფონში. გამოცემული აქვს წიგნები „სიმრთელის კიდობანი“ და გასართობი არაკები“. ქუჩუკაშვილი შიო ილარიონის ძე (1866-1933) ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი. წერდა ფსევდონიმით „შიო მღვიმელი“. ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841) რუსი კლასიკოსი. |
|
|
||
1892 27 მარტამდე |
||
გამოდის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომი. მასში შესულია ლექსები: „ყვარლის მთებს“, „სანთელი“, „ხმა სამარიდამ“, „გაზაფხული“ (ვიშ გაზაფხული), „ჩიტი“ (ვგალობ და ვგალობ), „სიმღერა“, „გუთნისდედა“, „გიყვარდეს“, „სიზმარი“ , „ლოცვა“, „უცხოეთში“, „ლოთის რჩევა“, „როდემდის“, „ვიხილე სატრფო...“, „ერთხელ ჰჯდა...“, „ქართვლის დედას“, „ბევრი ვიტანჯე...“, „მეცა მქონია კარგი მამული...“, „გავსწორდეთ, ბედო!..“, „ვაი! მას, ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად...“, „ციურნი ხმები“, „ალაზანს“, „ნანა“, „ელეგია“, „მტკვრის პირას“, „ოჰ, სად არიან...“, „მძინარე ქალი“, „მწუხარება“, „მუშა“, „ალექსანდრე ჭავჭავაძე“, „ს... ჩ...სას“, „ჩ...სას“, „პოეტი“, „მესმის, მესმის...“, „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ“, „ჩემო მკვლელო“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ...“, „დაბნელდა სული...“, „უსულდგმულო ცხოვრება...“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“, „ჩემო კალამო“, „გ. აბხ(აზს)“, „პარიჟი (1871 წ. 23 მაისი )“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით...“, „ბედნიერი ერი (ხალხი)“, „რჩევა“; თარგმანებს და გადმოკეთებულ თხზულებებს: „ჩიტი“, „ბედა მქადაგებელი“, „რა ტკბილ არს...“, „სტიროდეთ!“, „ჭეშმარიტება“, „წინასწარმეტყველი“, „როცა შევყურებ...“, „ლოყით მოეპყარ...“, „ჩრდილნი მაღალ მთებისა“, „ჰაჯი-აბრეკი“, „კართა თანა“; პოემები: „დედა და შვილი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „აჩრდილი“ ( აკლია XXII – XXIII თავები). |
წყარო: ივერია, 1892, 25, 27 მარტი, № 64, 65; თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა,
I, ტფილისი, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, 1892. დათარიღება: პირველად
ინფორმაცია მისი დაბეჭდვის შესახებ გამოქვეყნდა 27 მარტს. პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)
რომანტიკოსი პოეტი,
რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში,
1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.
ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. |
|
|
||
1892 29 მარტი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 მარტი“ („ჩვენ კარგა ხანია მას აქედ, რაც ჩვენს მკითხველებს ვაუწყეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფიქრები გლეხკაცის გაღონიერებაზე“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 29 მარტი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 99. |
|
|
||
1892 31 მარტამდე |
||
|
||
ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებულისთვის წერს პოეტის ბიოგრაფიას. |
წყარო: ი.გრიშაშვილი, ლიტ. ნარკვევები,ტ.4, თბ. 1964 (თხზ.კრ. 5ტომად), გვ.
389; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 178. ნაბეჭდი: ლექსები: ვახტანგ ორბელიანისა (სრული
გამოცემა მისი ასულის მარიამ ორბელიანისა), ტფ., 1894, გვ. V-XX.
დათარიღება: დროზე მინიშნებულია 31 მარტს კოლა ერისთავისთვის გაგზავნილ
წერილში. პირთა ანოტაციები: ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე
(1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი,
1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. |
|
|
||
1892 31 მარტამდე |
||
წერილით ატყობინებს კოლა ერისთავს, რომ შეასრულა მარიამ ორბელიანის თხოვნა და დაწერა მისი მამის, ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფია. სთხოვს, საღამოს ისიც მივიდეს მარიამ ვახტანგის ასულთან, რომ მათ ერთად წაუკითხოს ბიოგრაფიის ტექსტი. |
წყარო: ი.გრიშაშვილი, ლიტ. ნარკვევები,ტ.4, თბ. 1964 (თხზ.კრ. 5ტომად), გვ.
389; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 169-170, 451-452.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 212-213. პირთა ანოტაციები:
ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)- ნიკოლოზ
ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.
ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული (1852-1941) ცნობილი პოეტის - ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ქალიშვილი, თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის - ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანის მეუღლე, ქართული სათავადაზნაურო სკოლის, სამუსიკო და მასწავლებელთა საზოგადოებების წევრი. ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890) პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე. |
|
|
||
1892 12 აპრილი |
||
ნიკო ხიზანიშვილთან ერთად ესწრება „სამშობლოს“ წარმოდგენას. მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ვიქტორ გამყრელიძე. |
წყარო: ვ. გამყრელიძე, „თეატრალური მოამბე“, 1969, № 2, გვ. 7. პირთა
ანოტაციები: ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი,
ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება
მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში.
ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.
გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე (1866-1942) მსახიობი. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის თეატრებსა და „სახკინმრეწვის“ კინოსტუდიაში. |
|
|
||
1892 14 აპრილამდე |
||
წერს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ თავისი ლიტერატურულკრიტიკული წერილების გაგრძელებას, მაგრამ აღარ აქვეყნებს („ჩვენ ჩვენი წინანდელი მეთაური წერილი...“; „ჩვენ სახეში არა გვქონდა...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში შეტანილია ნარკვევში „წერილები ქართულ ლიტერატურაზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 183; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
5, თბ., 1991, გვ. 525-534; 544-555. დათარიღება: ამ ნარკვევის მეორე
პუბლიკაციაზე ცენზურის ნებართვა გაიცა 14 აპრილს, ამ დროს კი, სავარაუდოდ,
დანარჩენი ნაწილიც უნდა ჰქონოდა დაწერილი. |
|
|
||
1892 14 აპრილი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წყდება ქობულეთში სკოლის დაარსებისათვის საჭირო ცნობების შეკრება; კმაყოფილდება წინარეხის, ხელთუბნისა და თიანეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა საწავლო ნივთების გაგზავნასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ მთვარელიშვილი კითხულობს დასკვნას მისთვის სარეცენზიოდ გადაცემულ რუსულ წიგნებზე: „მოთხრობები მიწასა და ცაზე“, „მინდვრებისა და ტყეებისთვის მავნე მწერების შესახებ“, „მიწისძვრებსა და ცეცხლისმფრქვეველ მთებზე“, „სითბოსა და ჰაერზე“, „წყლის სამ ფორმაზე“, „საუბრები ბუნებაზე“ და „ღვთიურ სამყაროზე“. მისი წინადადებით იღებენ გადაწყვეტილებას ამ წიგნების თარგმნასა და ცალკეული ადგილების ქართველი მკითხველის ინტერესების შესაბამისად ადაპტირებაზე. მადლობას უცხადებენ ბესარიონ ლომინაძეს, ბესარიონ ნიჟარაძესა და ვასილ ბიბილაშვილს ხელნაწერი წიგნის („მოთხრობა სჯულთა უმღვთოთა თათრისათა გამოკრებული და სიტყვის გებაი ქრისტიანეთა მიერ, თქმული ბატონიშვილის ბაგრატისა“), სვანეთში ნაპოვნი ორი ისრისა და ორი ხელნაწერი რვეულის გადაცემისთვის, რომლებშიც შედიოდა ლექსები, ავგაროზი და შელოცვის ქაღალდი. ხელთუბნის სკოლას ეგზავნება იაკობ გოგებაშვილის წიგნები „ხომლი“, „იავნანამ რა ჰქნა“, „ხატის მიზეზი“ და „რუსსკოე სლოვო“, კრილოვის იგავ-არაკები, რაფიელ ერისთავის ლექსები, აკაკი წერეთლის „კიკოლას ნაამბობი“, დიმიტრი მაჩხანელის „ძმური სიტყვა“, ლადო აღნიაშვილის „ანი“ და „ბანი“, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) „ძუნწი“ და „სამი ცელქი“, ვუჩეტიჩის „წითელი ფარანი“, ვაჟა-ფშაველას ნაწერები, „ვეფხისტყაოსანი“, „ჯეჯილი“, ალექსანდრე ჭყონიას „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრესტომატია საქართველოს ისტორიისათვის“ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“. გიორგი წერეთლის მიერ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი „რუხი მგელი“ განსახილველად გადაეცემა ნიკოლოზ მთვარელიშვილს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, №
198. პირთა ანოტაციები: მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე
(1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის
დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ
საზოგაოდოების მდივანი. ლომინაძე ბესარიონ ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი. ნიჟარაძე ბესარიონ ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი. ბიბილაშვილი ვასილ ქ შწ-კგ საზოგადოების შემომწირველი. ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ბაგრატ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ძე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე. კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844) რუსი მწერალი, დრამატურგი და მეიგავე. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქუჩუკაშვილი შიო ილარიონის ძე (1866-1933) ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი. წერდა ფსევდონიმით „შიო მღვიმელი“. ვუჩეტიჩი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1845-1912) - სერბ მეფეთა შორეული შთამომავალი, ცნობილი საბავშვო მწერალი და პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და პეტერბურგის უნივერსიტეტი. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (1861-1915), პოეტი, ბელეტრისტი, პუბლიცისტი. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. ნადირაძე დიმიტრი (1861-1903) პუბლიცისტი, პოეტი და პროზაიკოსი, წერდა ფსევდონიმით „დიმიტრი მაჩხანელი“. ა ღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) (1860-1904) ქართველი პედაგოგი, ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და პუბლიცისტი.1885-1888 წლებში შექმნა ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიულ გუნდი - „ქართული ხორო“. |
|
|
||
1892 15 აპრილი |
||
გაზეთ „ივერიაში“ ასტრონიმით (***) ქვეყნდება მისი „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება, როგორც ნაწილი ვრცელი ნარკვევისა „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს თეატრალურ რეცენზიას „ბ-ნი გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 15 აპრილი, № 77, გვ. 1-3, 2-3 (ცენზურის
ნებართვა 1892, 14 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991,
გვ. 556. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე
(1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი.
გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე (1866-1942) მსახიობი. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, თელავის თეატრებსა და „სახკინმრეწვის“ კინოსტუდიაში. |
|
|
||
1892 18 აპრილი |
||
|
||
მონაწილეობს წიგნების ბეჭდვის ქართველთა ამხანაგობის წევრთა საზოგადო კრებაში და უარს ამბობს თავმჯდომარედ არჩევაზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 23 აპრ., № 84, გვ. 2. |
|
1892 19 აპრილამდე |
||
ანონიმურად გამოდის ივანე მაჩაბლის ბროშურა „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“, რომელშიც უარყოფითად არის შეფასებული მისი საქმიანობა არა მხოლოდ ბანკში, არამედ გაზეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელ, დრამატულ, სათავადაზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებებში და სხვ. |
წყარო: ივერია, 1892, 19 აპრ. № 81, გვ. 2. „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი
მოღვაწეობა. ტფ., 1892. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ გაზეთ „ივერიაში“
გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 19 აპრილს
ბროშურა უკვე იყიდებოდა. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის
ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 19 აპრილის შემდეგ |
||
|
||
გაზეთი „კავკაზი“ მიმოიხილავს ივანე მაჩაბლის წიგნს „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1892, № 123. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო)
გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 19 აპრილის შემდეგ |
||
|
||
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ მიმოიხილავს ივანე მაჩაბლის წიგნს „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“. |
წყარო: გაზ.«Новое обозрение», 1892, № 2866. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი
ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 19 აპრილის შემდეგ |
||
|
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ვლადიმერ მიქელაძე „ვეტერანის“ ფსევდონიმით აქვეყნებს ვრცელ რეცენზიას ივანე მაჩაბლის წიგნზე „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“ სათაურით „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“. მასში განმარტებულია, რამ გამოიწვია ივანე მაჩაბლის დაპირისპირება ილია ჭავჭავაძესთან. |
წყარო: „Сердитое безсилие.“ Кн. И. Чавчавадзе и его деятельность. გაზ. «Новое
обозрение», 1892, № 2866; № 2873, 2876, 2882, 2883 პირთა ანოტაციები:
მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926)
პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო
ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1892 19 აპრილის შემდეგ |
||
|
||
გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს ივანე მაჩაბლის გამოხმაურებას ვლადიმერ მიქელაძის წერილზე „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“. ავტორი აღშფოთებულია ამ სტატიაში მისი პუბლიკაციის ასეთი შეფასებით. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2903, 2904. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი. |
|
|
||
1892 21 აპრილი |
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება ხელთუბნის სკოლის მასწავლებლის თხოვნა მოსწავლეებისთვის მისაცემი მოწმობების ბლანკებისა და სასაჩუქრე წიგნების გაგზავნასთან დაკავშირებით. ნიკო ხიზანიშვილს, ივანე მაჩაბელს და აკაკი წერეთელს გამოეყოფათ მათი წიგნების: „ძეგლის დება მეფე გიორგი ბრწყინვალესი“, „ჰამლეტი“, „ოტელო“ და „სამგვარი სიყვარული“ გაყიდვების საკომისიო თანხა. თანხმდებიან ბანკის მსახურებისთვის სააღდგომო პრემიის მიცემაზე. იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ექვთიმე თაყაიშვილს ავალებენ იმ წიგნების ჩამონათვალის შედგენას, რომლებიც უნდა შეისყიდონ პეტერბურგში. კმაყოფილდება ქართველ ქალთა კომიტეტის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“ დაბეჭდვაზე. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 196. პირთა ანოტაციები:
ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)
იურისტი, ისტორიკოსი,
ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის
უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო
თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გიორგი V ბრწყინვალე (1286-1346) დემეტრე II თავდადებულის ძე, საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში. გააერთიანა საქართველოს სამეფო. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
||
1892 25 აპრილი |
||
გაზეთ ივერიაში იბეჭდება რეკლამა: „ისყიდება კახეთის საუკეთესო ღვინოები თ. ილია ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეთა“, მითითებულია ფასები და მისამართი. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, № 86, გვ.
4. |
|
|
||
1892 29 აპრილი |
||
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცემს ნიკოლოზ ბარათაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იოსებ დავითაშვილისა და მამია გურიელის თხზულებათა გამოსაცემი ფონდის შესაქმნელად „ივერიის“ რედაქციაში შეკრებილ 3081 მანეთს და 19 კაპიკს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ქვითარი №
73, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი
№ 15. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე
(1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887) თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა მიაჩნდა. გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1892 30 აპრილი |
||
გაზეთ „მწყემსში“ „სოფლის მღვდლის“ ფსევდონიმით იბეჭდება რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატია „მწარე ფიქრები“. გაკრიტიკებულია ილია ბახტაძისა და დიმიტრი ნადირაძის მიერ გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული სტატიები, რომლებშიც მხილებულია სამღვდელოება. სტატიის ავტორი აქედან ასკვნის, რომ გაზეთი „ივერია“ სასულიერო წოდებას უპირისპირდება. |
წყარო: ჟურნ. „მწყემსი“, 1892, № 8, გვ.
3-6. პირთა ანოტაციები: ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე
(1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა
ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.
ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. ნადირაძე დიმიტრი (1861-1903) პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, წერდა ფსევდონიმით „მაჩხანელი“. იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე“, „ივერია“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ. |
|
|
||
1892 5 მაისი |
||
|
|
|
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც აკეთებს განცხადებას, რომ დიმიტრი ბაქრაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, იოსებ დავითაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგისა და მამია გურიელის ფონდების დასაარსებლად „ივერიის“ რედაქციაში შეგროვებული თანხა ექვსი თვის ვადით შეიტანა საკომერციო ბანკში, რათა 3 პროცენტით გაზრდილიყო. სკოლების შესამოწმებლად ინიშნებიან რევიზორები: ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. კმაყოფილდება ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა ლატარეის გასამართად თანხის გამოყოფის შესახებ და მტკიცდება სხვა წვრილმანი ხარჯები. |
|
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 201. პირთა ანოტაციები:
ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)
ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი,
გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა
იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887), თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. გურიელი მამია დავითის ძე (1836-1891) გურიის მთავართა შთამომავალი. პოეტი რომანტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. |
|
||
1892 11 მაისი |
||
დავით კარიჭაშვილს, როგორც გამგეობის წევრს, კომერციულ ბანკში შესატანად გადასაცემს ქშწ-კგ საზოგადოების მომგებიან ბილეთებს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,
ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 681. პირთა ანოტაციები: კარიჭაშვილი დავით
გიორგის ძე (1862-1927)
მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე,
ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი |
|
|
||
1892 11 მაისი |
||
მონაწილეობს იასე ანდრონიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში. თავისი ოჯახისა და ქშწ-კგ საზოგადოების სახელით განსვენებულის კუბოს ამკობს გვირგვინებით. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 12 მაისი,
№ 98, გვ. 2. პირთა იდენტიფიკაცია: იგულისხმება იასე ადამის ძე
ანდრონიკაშვილი. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი იასე ადამის ძე
(1822-1892) თბილისის სასამართლო პალატის მეორე სამოქალაქო დეპარტამენტის
თავმჯდომარე, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თსს ბანკის
ზედამხედველი კომიტეტის წევრი. |
|
|
||
1892 12 მაისი |
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. არგუმენტირებულად პასუხობს დამსწრეთათვის ანგარიშების დაბეჭდილი სახით მიუწოდებლობის გამო გამგეობის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიაზე. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 13 მაისი, № 99,
გვ. 2-3 |
|
|
||
1892 13 მაისი |
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თსს ბანკის წევრთა 12 მაისის კრების ანგარიში. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 13 მაისი, № 99,
გვ. 2-3. |
|
|
||
1892 13 მაისი |
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. ივანე მაჩაბლის, დიმიტრი მუსხელიშვილისა და სხვათა კრიტიკული გამოსვლების საპასუხოდ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბანკის მოგება არ გაზრდილა და გამგეობას საქმე არ მომატებია, განმარტავს, რომ საქმის მატება უკავშირდება ყოველწლიური ოპერაციების მატებას. მოჰყავს მაგალითები ცნობილი ბანკებისა, რომელთა მოგებაც წლების მიხედვით ხან კლებულობს და ხან მატულობს, რადგან ეს სხვადასხვა გარემოებით არის განპირობებული. შემდეგ ასახელებს ორ მნიშვნელოვან არგუმენტს იმის საილუსტრაციოდ, თუ, რა სირთულეების წინაშე დგას თსს ბანკის დამფასებელი რუსეთის ბანკების დამფასებლებისაგან განსხვავებით. რუსეთში წინდაწინვე არის დადგენილი ფასები ადგილების მიხედვით და მიწის მფლობელებს საკუთრების საბუთები სრულიად მოწესრიგებული აქვთ. კენჭისყრის საფუძველზე არ იღებენ გამგეობის წინადადებას ბათუმსა და ბაქოში სააგენტოების გახსნასთან დაკავშირებით. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 19 მაისი, № 102,
გვ. 3. 20 მაისი, № 103, გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო)
გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე არტილერიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთერთი დამფუძნებელი, თსს ბანკის წევრი |
|
|
||
1892 14 მაისი |
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და მოხსენებას აკეთებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მიიღეს პეტერბურგში იმპერიის სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელთა შეკრებაზე მამულების დაფასების საკითხებთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ თბილისის ბანკისთვის დაფასების წესების შედგენისას იხელმძღვანელეს ამ კრებაზე მიღებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული საერთო გადაწყვეტილებებით, მაგრამ დაამატეს მცირეოდენი ნიუანსები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. სთავაზობს ამ წესების მიღებას ერთი წლით და შემდეგ, შედეგების მიხედვით, მის გადახედვას. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე დამსწრეთ განუმარტავს, რომ ბანკის შესატანის უსაზღვროდ გადავადება არ შეიძლება, რადგან ამ თანხამ გირავნობის ფურცელთა მეპატრონეები უნდა დააკმაყოფილოს. სტიქიით ან უბედური შემთხვევით დაზარალებულთა ოჯახებისთვის შეღავათის გაწევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შესატანის დაგვიანებისთვის ბანკი მათ 12%- იანი ჯარიმის ნაცვლად 6%-იანს უწესებს, მაგრამ ამაზე მეტი შეღავათის გაწევა არ შეუძლია. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 21 მაისი, № 104,
გვ. 2-3. 23 მაისი, № 105, გვ. 1-2. |
|
|
||
1892 14-15 მაისი |
||
მონაწილეობს სათავადაზნაურო სკოლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაში. განიხილავენ სკოლისთვის შენობის შეძენის საკითხს. |
წყარო: გაზ. «Кавказ», 1892, № 130. |
|
|
||
|
||
1892 16 მაისი |
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას, რომელზეც განმარტავს ქარვასლის ვალის დაჩქარებით გადახდისა და დივიდენდის გაუქმების საჭიროებას. კამათში ებმებიან მიხეილ და ივანე მაჩაბლები, გრიგოლ გაბაშვილი და სხვები. ხმაურს იწვევს ნიკო ნიკოლაძის რეპლიკა სხდომის მონაწილეთა „არა გულწრფელობის“ შესახებ. ირკვევა, რომ ამ კრებამდე ყველა მოითხოვდა დივიდენდის გაუქმებას და რატომღაც, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ეს წინადადება წამოაყენა, უცებ საწინააღმდეგო აზრზე დადგნენ. იღებენ დადგენილებას დივიდენდის გაუქმებისა და ქარვასლის ვალის დაჩქარებით გადახდის შესახებ. საღამოს სხდომაზე, რომლის დროსაც განიხილავენ ბანკის აგენტების მოწვევის, ბანკის გამგეობის წევრებისა და სხვა მოსამსახურეების ხელფასების საკითხებს, ნიკოლოზ ხუდადოვი მოითხოვს, რომ ხელფასები შემცირდეს, მაგრამ მის წინადადებას მხარს არ უჭერენ. ილია ჭავჭავაძე ასაბუთებს, რომ აგენტების მოწვევა ბანკის მუშაობას არ გააუმჯობესებს და კრება თანხმდება, რომ მათი მოწვევა საჭირო არ არის. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 27 მაისი, № 107, გვ. 3-4. პირთა
ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927) „ნადვორნი
სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის
მეგობარი. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი. |
|
|
||
1892 17 მაისი |
||
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „სახელდახელო ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები ამბავი“. იგი ეხება ბანკის კრებებს, ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ უავტოროდ გამოსულ ბროშურას და ივანე მაჩაბლის მოქმედებას. წერილის ავტორი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მწერალი თავისი გაზეთის თანამშრომლებს არ აძლევს ბანკის საკითხებთან დაკავშირებით მისი დასაცავი სტატიების გამოქვეყნების ნებას. ამავე ნომერში Plebs-ის ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის წერილი „მასლაათი ჩვენებურ ოპოზიციის შესახებ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 17 მაისი, № 101,
ატრიბუცია: ხელმოუწერელ წერილთან ქშწ-კგ საზოგადოების კუთვნილი გაზეთის
ასლს მიწერილი აქვს „სტეფანე ჭრელაშვილი“. პირთა ანოტაციები:
ჭრელაშვილი
სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917) საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი,
რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის
პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906) იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. |
|
|
||
1892 17 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. გამომსვლელთა არაკომპეტენტურ მოთხოვნებზე, რომ ყველა მსესხებელს მიეცეს შეღავათები და აიკრძალოს ჯარიმები, პასუხობს, რომ ვერცერთი ბანკი ამას ვერ გააკეთებს, ჯარიმები სახელმწიფო ბანკშიაც კი არის, ხოლო დახმარებას ბანკი გასცემს შემოსავლის სიდიდის მიხედვით. აქვე მოჰყავს ფინანსთა მინისტრის აზრი ფასდაკლების ზღვართან დაკავშირებით და დამსწრეთ უხსნის, რომ გირავნობის ფურცლების ფასის მეტ-ნაკლებობა ბირჟაზეა დამოკიდებული. კრება 237 ხმით 21-ის წინააღმდეგ მის პოზიციას უჭერს მხარს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 28 მაისი, № 108,
გვ. 2-3. |
|
|
||
1892 17 მაისი |
||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ნაკვესი მიხეილ მაჩაბლის შესახებ, რომელიც ბანკის კრებებზე ყველაფერში უპირისპირდება ილია ჭავჭავაძეს. გაშარჟებულია ამ პიროვნების ამბიციური კილო და ნათქვამია: „ჯერ ილია ჭავჭავაძისთვის ავტორიტეტობა არ ჩამოურთმევია და იმის ფეხში არ ჩამდგარა და რარიგად ბატონურად ლაპარაკობს... მაშინ რაღა გვეშველება, როცა ილია ჭავჭავაძეს გვირგვინს ახდის და თითონ დაიხურავსო“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 17 მაისი, № 101,
გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)
„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე
მაჩაბლის მეგობარი. |
|
|
||
1892 18 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. იწონებს ბანკის შემოსავლიდან ქალთა სასწავლებლის დასაარსებლად შემოწირულობის გამოყოფას. იმის გამო, რომ თანხის ნაკლებობის გამო განათლების სამინისტროდან უარი მოუვიდათ თბილისში სატექნიკო სასწავლებლის გახსნაზე, მხარს უჭერს ვასილ მაჩაბლის წინადადებას, რომ დააფინანსონ საცხენისიდან თელავში გადატანილი სასწავლებელი. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 29 მაისი, № 109,
გვ. 2-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე
(1845-1918) თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა. |
|
|
||
1892 19 მაისი |
||
|
||
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას. ივანე მაჩაბლის ბრალდების გასაბათილებლად დეტალურად ასაბუთებს ზაალ და ალექსანდრე ჯანდიერების მამულის გაყიდვის კანონიერებას. ირკვევა, რომ ეს გამოიწვია თანხის დროულად შეუტანლობამ და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაურკვევლობამ. თან მამული შეისყიდა მათი ძმის – ვლადიმერის მეუღლემ იმ მოტივით, რომ ისევ მეპატრონეებს დაუბრუნებდა. დარბაზში მყოფი ალექსანდრე ჯანდიერი ადასტურებს კიდეც, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვს ბანკის გამგეობის მიმართ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 30 მაისი, № 110,
გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ჯანდიერი ზაალი მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში და გაუყიდეს. ჯანდიერი ალექსანდრე მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში და გაუყიდეს. ჯანდიერი ვლადიმერ მამული ჰქონდა დაგირავებული ბანკში. |
|
|
||
1892 26 მაისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ თანხას მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას წიგნისათვის „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა, რომლის შემწეობით თვითეულს შეუძლია გასწორება თავისის სულიერ მდგომარეობისა“. იღებენ დადგენილებას წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოების შესახებ. ნიკოლოზ მთვარელიშვილს ავალებენ წიგნების შერჩევას და ამავე სკოლის |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 205. პირთა ანოტაციები:
ბარკალაია ვახტანგ (ბენედიქტე) (1834-1911)
ბერად აღიკვეცა 1870 წელს. 12
ქართველთან ერთად ათონზე დააარსა ახალი მონასტერი. 1890-იანი წლების ბოლოს
დაბრუნდა საქართველოში და იყო დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი. მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923) პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ივანოვი ალექსანდრე ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“ ლესკოვი ნიკოლოზ სიმონის ძე (1831-1895) რუსი მწერალი და ჟურნალისტი. წერდა მოთხრობებსა და რომანებს. იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. ქუჩუკაშვილი შიო ილარიონის ძე (1866-1933) ქართული საბავშვო მწერლობის ერთერთი ფუძემდებელი. წერდა ფსევდონიმით „შიო მღვიმელი“ |
|
|
||
1890–1891 |
||
|
||
წლების ანგარიშის შემოწმებას. კმაყოფილდება ანასტასია თუმანიშვილწერეთლის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ. სხვადასხვა სკოლაში სარევიზიოდ იგზავნებიან ალექსი ჭიჭინაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. მტკიცდება სკოლის დამამთავრებელი მოწმობების საბოლოო ფორმა და იგზავნება დასაბეჭდად. გამოსაცემად წარმოდგენილი თარგმანები: ალექსანდრე ივანოვის „ცა და დედამიწა“ და ნიკოლოზ ლესკოვის „მშვენიერი აზა“ სარეცენზიოდ გადაეცემა გიორგი იოსელიანსა და ექვთიმე თაყაიშვილს. ქართველთა ამხანაგობის გამომცემლობის წინაშე შუამდგომლობას უწევენ შიო ქუჩუკაშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემისათვის ტექსტების გადაწერის თანხის მისაღებად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 30 მაისი, № 110,
გვ. 1. |
|
|
||
1892 30 მაისამდე |
||
|
||
წიგნების ბეჭდვის ქართველთა ამხანაგობა პეტერბურგიდან დაგვიანებით იღებს ილია ჭავჭავაძის პორტრეტს, რომელიც უნდა დართვოდა მის თხზულებათა პირველ ტომს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 30 მაისი, № 110,
გვ. 1. |
|
|
||
1892 30 მაისი |
||
გაზეთი „ივერია“ მკითხველებს აუწყებს, რომ ქართველთა ამხანაგობამ, რომელიც გამოსცემს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულებს, მიიღო მისი ახალი ფოტო პეტერბურგიდან და პირველი ტომის მყიდველებს შეუძლიათ თანდართული ძველი ფოტო გადაცვალონ ახალზე. |
წყარო: ჟურნ. „მწყემსი“, 1892, № 10, გვ.
5-6. პირთა ანოტაციები: ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე
(1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა
ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 30 მაისი |
||
გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატია „მწარე ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია თსს ბანკის გამგეობის მუშაობა და ივანე მაჩაბელთან დაპირისპირებაში დადანაშაულებულია ილია ჭავჭავაძე. |
წყარო:
ჟურნ. „მწყემსი“, 1892, № 10, გვ. 5-6. პირთა ანოტაციები: ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910) დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 30 მაისის შემდეგ |
||
|
||
დავით სარაჯიშვილის მეუღლეს - ეკატერინეს უძღვნის თავის პორტრეტს და ზედ წაუწერს ლექსს „ეკატერინე სარაჯიშვილისას“. |
წყარო:
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17502; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის ფონდში დაცული ფოტო; გ. შარაძე, „ილიას ერთი ლექსი და მისი ადრესატი“, ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1980 წ. № 8, გვ. 69. დათარიღება: პორტრეტი, რომელზეც ლექსია წაწერილი, 30 მაისამდე პეტერბურგიდან ჩამოსული არ იყო. პირთა ანოტაციები: სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე (1848-1911) მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი. |
|
|
||
1892 3 ივნისი |
||
|
||
ქართულ დრამატულ საზოგადოებში შეაქვს საწევრო გადასახადი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 9 (ქვითარი № 33). |
|
|
||
1892 მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისი |
||
|
||
თსს ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს პავლე იაკიმოვის წერილს. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1892, №
2889. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის დირექტორი. იაკიმოვი პავლე მიხეილის ძე ჟურნალისტი, თანამშრომლობდა გაზ. „ნოვოე ობოზრენიესთან“. |
|
|
||
1892 მაისის ბოლო–ივნისის დასაწყისი |
||
|
||
თსს ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს ნიკო ნიკოლაძის წერილებს. |
წყარო: გაზ. «Новое обозрение», 1892, №
2893, 2898. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928) ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1892 29 მაისი–4 ივნისი |
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ „გ. მაიაშვილის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი ზდანევიჩის ვრცელი რეცენზია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველ ტომზე. |
წყარო: „Кн. Илья Гр. Чавчавадзе как
поэт (Сочинения Ильи Чавчавадзе. Т. Ι. Поэтические произведения...)“,
გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2896, 2897, 2902. პირთა ანოტაციები:
ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე (1854-1917)
პუბლიცისტი, ეკონომისტი,
რევოლუციონერხალხოსანი, წერდა ფსევდონიმით „მაიაშვილი“. ციმბირში
გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. |
|
|
||
1892 4 ივნისი |
||
|
||
ქართულ დრამატულ საზოგადოებში შეაქვს საწევრო გადასახადი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 9 (ქვითარი № 38). |
|
|
||
1892 4 ივნისი |
||
|
||
ესწრება დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებას. ასაბუთებს ივანე მაჩაბლის მიერ 12 აპრილს საზოგადოების რიგით სხდომაზე ჩატარებული კომიტეტის არჩევნების უკანონობას და ინიშნება ახალი არჩევნები. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 7 ივნისი,
№ 117, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე
(1854-1898) - პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
|
||
1892 9 ივნისამდე |
||
|
||
გამოდის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის მეორე ტომი. მასში შესულია მოთხრობები: „მგზავრის წერილები“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1892,
ტ. II, გვ. 3-140. ივერია, 1892, 9 ივნ. № 118, გვ. 1. დათარიღება:
ვათარიღებთ გაზეთ „ივერიაში მოთავსებული განცხადების საფუძველზე, რომლის
მიხედვითაც 9 ივნისს წიგნი უკვე იყიდებოდა. |
|
|
||
1892 9 ივნისამდე |
||
|
||
ქართველთა ამხანაგობა იწყებს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მესამე ტომის ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 9 ივნ. №
118, გვ. 1. დათარიღება: ინფორმაცია მოთავსებულია 9 ივნისის „ივერიაში“. |
|
|
||
1892 9 ივნისი ს შემდეგ |
||
|
||
იბეჭდება ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის მესამე ტომი, რომელშიც შედის: „გლეხთა განთავისუფლების პირველ დროების სცენები“, „სარჩობელაზედ“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“ და „ამბავად გაგონილი“. ასევე თარგმანები, ივან ტურგენევის: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“; ალფონს დოდეს „უკანასკნელი გასაკვეთი“, „ნაამბობი პატარა ალზასელისა“ და „თურკოსი კომმუნელთა შორის“, მარიანო ხოსე დე ლარას „ვაქებ და ამასაც ხომ არ დამიშლიან!“ და ჯურა იაკშიჩის „შვილი მოხუცებულის გამზისა“. წიგნის გასაყიდად გატანა გაურკვეველი მიზეზების გამო გვიანდება. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1892,
ტ. III, გვ, 3-28; გვ. 41-68; გვ. 69-182; 183-192; გაზ. „ივერია“, 1892,
15 ოქტ. № 218, გვ. 1. ატრიბუცია: მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობის „ვაქებ,
ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16
ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ.
იქვე. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადების
მიხედვით, რომელშიც მითითებულია, რომ ტომი ზაფხულში გამოიცა, მაგრამ
გასაყიდად მეოთხე ტომზე გვიან გამოვა. პირთა ანოტაციები: ტურგენევი ივანე
სერგეის ძე (1818-1883) რუსი მწერალი. დააპატიმრეს „მონადირის ჩანაწერების“
გამო. სიცოცხლის ბოლოს ცხოვრობდა საზღვარგარეთ. დოდე ალფონს (1840-1897) ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი. ლარა მარიანო ხოსე დე (1809-1837) ესპანელი სატირიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი. იაკშიჩი ჯურა (1832-1878) სერბი მწერალი. |
|
|
||
1892 17 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მიხეილ შარაშიძის წლიურ ანგარიშს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ანგარიშს განსახილველად გადასცემენ ალექსი ჭიჭინაძეს. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ ას-ასი ეგზემპლარი წიგნებისა: სოფრომ მგალობლიშვილის „გმირისეულის ქალი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, პარმენ ცახელისა და სხვათა ლექსები. მტკიცდება ჩატარებული ლატარეის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ქალთა კომიტეტისათვის მოგების ნაწილის გადარიცხვა. იღებენ გადაწყვეტილებას „ქართლის ცხოვრების“ და მისი ფრანგული თარგმანის, რუსული წიგნის „ქართველ მეფეთა მიმოწერა“ და სხვ. შეკვეთაზე. არ კმაყოფილდება ვალერიან გუნიას თხოვნა კალენდრის დასაბეჭდი კლიშეების გამოსაწერი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. მხარს უჭერენ იაკობ გოგებაშვილის თხოვნას, რომ ეგზარქოსმა „დედა ენის“ მერვე გამოცემა დაამტკიცოს სამრევლო სკოლების სახელმძღვანელოდ. გამგეობის შუამდგომლობა საჭირო ხდება იმიტომ, რომ ეპარქიის სხდომაზე საუბარი იყო ამ წიგნის სახელმძღვანელოდ გამოყენების აკრძალვაზე. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 212. პირთა ანოტაციები:
შარაშიძე მიხეილ სიმონის ძე (1864-1930)
ბათუმის სკოლის დირექტორი
1919-1928 წლებში. ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925) ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი, რომანტიკოსი. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. ცახელი (თვალჭრელიძე) პარმენ ივანეს ძე (1866-1919) პოეტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. მას ეკუთვნის ლიბრეტო კომპოზიტორკოტე ფოცხვერაშვილის ოპერისათვის „ბაზალეთის ტბა“. გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1892 5 ივლისი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივლისი“ („ეს ოცი დღეა, რაც ბაქოდამ გვეწვია ქოლერა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქოლერის ეპიდემია ტფილისში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 5 ივლისი,
№ 140, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 104. |
|
|
||
1892 12 ივლისი |
||
|
||
თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საგურამოში არის ადამიანის უეცრად ავად გახდომის საეჭვო შემთხვევა და, რადგან არსებობს ქოლერის გავრცელების საფრთხე, სთხოვს გადაამოწმონ. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 504, აღწ. 1, № 467; ვაჩნაძე თ., ილია ჭავჭავაძის ერთი დეპეშა, ჟურნ. „დროშა“, 1982, № 3, გვ. 21; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 165, 446-447. |
|
|
||
1892 ივლისის შუა რიცხვები |
||
|
||
ერთ-ერთ პირველს შეაქვს შეწირულობა ქოლერისაგან დაზარალებულთა სასარგებლოდ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 18 ივლ., №
151. |
|
|
||
1892 11 აგვისტო |
||
|
||
მონაწილეობს თსს ბანკის საგანგებო კრებაში, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა თბილისის გუბერნიის სოფლებში ქოლერის გავრცელებისა და დაზარალებულთა დახმარების აღმოსაჩენად 12000 და დამატებითი 8000 მანეთის გამოყოფის და ამ თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის საკითხი. ილია ჭავჭავაძე ჯერ სიტყვით გამოდის იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მხოლოდ პეტრე გრუზინსკი და ეს ფული არ უნდა გადანაწილდეს მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლებზე. მეორედ სიტყვით გამოდის დამატებითი თანხის გამოყოფის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამომსვლელის განაცხადს, ბანკს ფული არ აქვს და ვერ გასცემსო, პაუხობს: „როგორ თუ არა აქვს... მაშ ვისა აქვს, თუ არ ბანკს!... ნუთუ ხალხის ჯანმრთელობა არ ღირს იმად, რომ დავხარჯოთ, რამდენიც დასჭირდება ამ საქმეს...“. საბოლოოდ მხარს უჭერენ როგორც თავდაპირველად განსაზღვრული, ისე დამატებითი თანხის გამოყოფას. |
წყარო: ივერია, 1892, 15 აგვ.№ 172, გვ.
2; № 173, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს
ძე (1857-1922)
კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო
დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული
დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი. |
|
|
||
1892 აგვისტოს მეორე ნახევარი |
||
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ პეტერბურგიდან მიიღეს პროფესორ დავით ჩუბინაშვილის წიგნები, მაგრამ არც მათ შორის არის და არც თანდართულ კატალოგში იხსენიება უცხოენოვანი გამოცემები, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის შესასწავლად. რამდენადაც დავით ჩუბინაშვილის და მისი შვილის სურვილი იყო, რომ ყველა წიგნი, რომლებიც საქართველოს შეეხება, დაცული ყოფილიყო თბილისში, გამოთქმულია სურვილი, რომ მის სახლში დარჩენილი სხვა წიგნებიც მიაწოდონ საზოგადოებას. |
წყარო: „ივერია“, 1892, 21 აგვ. № 177,
გვ. 1. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე
(1814-1891)
მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის
უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული
ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და
განვითარების საქმეში. |
|
|
||
1892 22 აგვისტო |
||
|
||
რუსულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ქვეყნდება მისი ლექსის „გავსწორდეთ ბედო“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი. |
წყარო: „Давольно, перестань, жестокая
судьба...“ გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2978. პირთა ანოტაციები:
ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)
პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). |
|
|
||
1892 ზაფხული |
||
|
||
თბილისში ჩასულს მისი და ელისაბედი მძიმე ავადმყოფი ხვდება. გასასინჯად მიჰყავს ცნობილი ინფექციონისტი ევგენი კრასნოგლიადოვი. როგორც ჩანს, შიშობენ ქოლერაზე. ექიმი დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნება და ილია დამწუხრებულია. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
18, თბ., 2009, გვ. 234-235, 381. დათარიღება: იხ. დროზე მინიშნებულია 1892
წლის ზაფხულში მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე
(ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა)
გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. კრასნოგლიადოვი ევგენი (ევგრაფი) ივანეს ძე - ექიმი, ინფექციონისტი. |
|
|
||
1892 ზაფხული |
||
|
||
წერილს უგზავნის მეუღლეს საგურამოში. აცნობებს, რომ ელისაბედი ძალიან მძიმედ არის ავად და სთხოვს, თბილისში ჩამოვიდეს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 416; ი.
ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 385; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 234-235, 381. დათარიღება: იხ.
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 272-273. პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და
საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) - ილია ჭავჭავაძის უმცროსი და |
|
|
||
1892 სექტემბრამდე |
||
|
||
თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე სთხოვს, შეისწავლოს ვითარება თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებით. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 21–22,
1967, გვ. 500. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში მოურავის გვარი ნახსენები არ
არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 153-154. პირთა ანოტაციები:
შერვაშიძე გიორგი მიხეილის ძე (1846-1918)
პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი. აფხაზეთის
სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. მშობლიურ ქალაქ სოხუმში
მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა. |
|
|
||
1892 1 სექტემბრის შემდეგ |
||
|
||
მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიში. |
წყარო: „ანგარიში ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1 სექტემბრითგან
1891 წ. 1 სექტემბრამდე 1892 წ.“, ტფ., 1892. |
|
|
||
1892 13 სექტემბერი |
||
|
||
ძალზე განიცდის ყრმობისდროინდელი მეგობრის ივანე პოლტორაცკის გარდაცვალებას და ესწრება მის დაკრძალვას სოფელ ოქროყანაში. |
წყარო: ე. თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები.
ტ. 1. 1968, გვ. 261. ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 48;
ნეკროლოგი. გაზ. „ივერია“ 12 სექტემბერი, № 193, გვ. 1. პირთა ანოტაციები:
პოლტარაცკი ივანე ეგნატეს ძე (1836-1892)
პოლონური წარმოშობის ქართველი
საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი. |
|
|
||
1892 16-18 სექტემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ ნისიად მისცენ წიგნები ოზურგეთსა და სენაკში გახსნილ მაღაზიებს. თანხას გამოყოფენ ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად. მსჯელობენ კავკავის სკოლის ანგარიშისა და დიღმის სკოლისთვის გაკვეთილების განრიგის შედგენის შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ დაიქირავონ დამატებითი შენობა დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნებისთვის. ამ წიგნების კატალოგის შედგენას ავალებენ საქმეთმწარმოებელს. იღებენ იაკობ გოგებაშვილის წინადადებას ადგილობრივი კომიტეტის მიერ ბათუმის სკოლის ანგარიშის შემოწმებისა და გამგეობაში გაგზავნის შესახებ. კავკავის სკოლის კომიტეტისგან ითხოვენ თვიური ხარჯთაღიცხვის მიწოდებას. ალექსანდრე ჭყონიას გადასასინჯად გადასცემენ მაღაზიის წიგნების კატალოგს. დადებითად წყდება თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 219. პირთა ანოტაციები:
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)
მეცნიერი, ლექსიკოლოგი,
მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი
პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი
მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. |
|
|
||
1892 26 სექტემბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი “ („ქოლერა განელდა, მხოლოდ ალაგალაგ კიდევ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი დაქვეითება სწავლა-განათლების საქმეში“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 26
სექტემბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ.
108. |
|
|
||
1892 სექტემბერი |
||
|
||
თბილისისა და დუშეთის მაზრებში ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვრცელ ანგარიშს წარუდგენს თბილისის გუბერნატორ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს, რომელიც ანგარიშზე აკეთებს მინაწერს, რომ იგი უაღრესად კეთილსინდისიერად და ამომწურავად არის შესრულებული. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 21–22,
1967, გვ. 500. პირთა ანოტაციები: შერვაშიძე გიორგი მიხეილის ძე
(1846-1918) პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის
უკანასკნელი მთავრის ვაჟი. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთში
გადაასახლეს. მშობლიურ ქალაქ სოხუმში მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა. |
|
|
||
1892 2 ოქტომბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სექტემბერში მაღაზიისა და კანცელარიის დანახარჯს და აკმაყოფილებენ წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნას წიგნებისა და სასკოლი ინვენტარის მიწოდების შესახებ. განიხილავენ ბათუმის სკოლაში თანამშრომლის ქოლერით დაავადების შემთხვევის გამო სწავლის შეწყვეტის საკითხს და მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლას ავალებენ გრიგოლ ვოლსკის. მაღაზიისთვის იძენენ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ წიგნს „კუნწულა ანუ მოთხრობანი მოზრდილ ყრმათათვის“. მადლობას უცხადებენ თედო სახოკიას და სხვებს შემოწირულობებისათვის. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების საწევრო თანხით შეიძინონ სარგებლიანი საბანკო ქაღალდები. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 224. პირთა ანოტაციები:
ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)
პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო
მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით
საქმიანობას. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956) მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. |
|
|
||
1892 ოქტომბრის დასაწყისი |
||
|
||
წალკიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსული დეპუტაცია მადლობას უხდის ქოლერის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისათვის. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 7 ოქტ., №
211. გვ. 2. |
|
|
||
1892 9 ოქტომბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან გადმოსვენების საკითხს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ.
481, № 198, გვ. 229. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე
(1817-1845)
პოეტი, რომანტიკოსი. |
|
|
||
1892 14 ოქტომბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც თანხას გამოუყოფენ მაქსიმე შარაძეს გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“, მოწმობების, ოფიციალური ბლანკების, მოსაწვევი ბარათებისა და ქვითრების დასაბეჭდად. დადებითად წყდება კავკავის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სასკოლო წიგნების მიწოდების შესახებ. თანხა გამოიყოფა ბათუმის სკოლის შენობის დასაქირავებლად. წყდება სასკოლო წიგნების მიწოდება სოფ. ქაქუთში გახსნილი სამრევლო სკოლისთვის. მადლობას უხდიან გიორგი საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოების ბიბლიოთეკას შესწირა: „სიბრძნე-სიცრუისას“ ხელნაწერი, ქართული ანბანი ხუცურითა და მხედრულით დაწერილი და დაბეჭდილი მოსკოვში1825 წელს, ათანასე ნიქოზელის „შენდობის წიგნი“ და სხვ. დადებითად წყდება ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და ქვეყანა“ დაბეჭდვის საკითხი ხოლო უარყოფითად ნიკოლოზ ლესკოვისა და ნიკოლოზ ჟივოტოვსკის წიგნებისა: „მშვენიერი აზა“ და „სითბო და ჰაერი“. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი. ფ.
481, № 198, გვ. 231. პირთა ანოტაციები: შარაძე მაქსიმე როსტომის ძე
(1859-1908) „ივერიის“ რედქაციის მოლარე, ცნობილი
მესტამბე და საზოგადო მოღვაწე. 1891-1900 წწ-ში „ივერია“ იბეჭდებოდა მის
სტამბაში. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. საძაგლიშვილი გიორგი იერონიმეს ძე (კირიონ II) ღვთისმეტყველების კანდიდატი, პედაგოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში. ივანოვი ალექსანდრე ავტორი წიგნისა „ცა და დედამიწა“ ლესკოვი ნიკოლოზ სიმონის ძე (1831-1895) რუსი მწერალი და ჟურნალისტი. წერდა მოთხრობებსა და რომანებს. ათანასე ნიქოზელი ნიქოზის ეპისკოპოსი. 1799 წელს მისი ეპარქიიდან სასულიერო პირთა დაუდევრობით დაიკარგა მაცხოვრის ჯვრის ნაწილი. ამის გამო გიორგი XII-მ ეპისკოპოსობიდან გადააყენა და გარეჯის უდაბნოში გაუშვა. მეფის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა საეპისკოპოსო კათედრას. ჟივოტოვსკი ნიკოლოზ პეტრეს ძე (1846-1888) რუსი პედაგოგი, არაერთი სახელმძღვანელოსა და შემეცნებითი წიგნის ავტორი. |
|
|
||
1892 15 ოქტომბრამდე |
||
|
||
წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობა ამთავრებს მისი თხზულებების მეოთხე ტომის ბეჭდვას. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 15 ოქტ. №
218, გვ. 1. |
|
|
||
1892 15 ოქტომბერი |
||
გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში შეგროვებულ 1000 მანეთს გადასცემს ქოლერით დაზარალებული გლეხების ფონდს. |
წყარო: ქოლერის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი საზოგადოების ხელმძღვანელის პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის ხელწერილი თანხის მიღების შესახებ (რუსულ ენაზე). № 679. |
|
|
||
1892 20 ოქტომბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიიდან ნისიად წამოღებული წიგნების საფასურს. ხელთუბნის სკოლას ეგზავნება ხელსაქმის მასალის შესასყიდი თანხა. ამავე სკოლის კურსდამთავრებულები საჩუქრდებიან წიგნებით. ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას ეძლევა გაყიდული წიგნების საკომისიო. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 233. პირთა ანოტაციები:
გრიქუროვი ზაქარია
თბილისის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის მფლობელი. მასთან
მიმდინარეობდა გაზ. „ივარიაზე“ ხელმოწერა. თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი. |
|
|
||
1892 ოქტომბრის ბოლო |
||
|
||
თელავში იმართება თავადაზნაურობის კრება ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად, სადაც თავად ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი გამოდის წინადადებით, რომ ამხანაგობის წესდების შესადგენად ილია ჭავჭავაძეს მიმართონ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 19
ნოემბერი, № 245, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვილი (ჩოლოყაევი)
ნიკოლოზ (კიკო) ზაალის ძე (1840-1906)
პოლკოვნიკი, თელავის მაზრის
თავადაზნაურობის მეთაური. ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი
ანასტასია. |
|
|
||
1892 1 ნოემბერი |
||
|
||
თსს ბანკის მმართველობა ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში პანაშვიდს ახდევინებს ბანკის ყოფილი დირექტორის დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანის სულის მოსახსენიებლად. |
წყარო: განცხადება გაზ. „ივერიაში“,
1892, 30 ოქტომბერი, № 229, გვ. 3. პირთა ანოტაციები: წმინდა გიორგი (დაახლ.
275- 303) კაპადოკიელი დიდებული, სარწმუნოებისთვის წამებული და წმინდანად
შერაცხილი. ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892) დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი. |
|
|
||
1892 ნოემბრის დასაწყისი |
||
|
||
გასაყიდად გამოდის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მეოთხე ტომი, რომელშიც დაბეჭდილია მის მიერ თარგმნილი ალექსის ბუვიეს რომანი „იზა“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 10 ნოემ. №
238, გვ. 3-4. პირთა ანოტაციები: ბუვიე ალექსის
(1836-1892) ფრანგი
რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი
კრიმინალური რომანების ავტორი. |
|
|
||
1892 5 ნოემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ივანე მაჩაბელს გამოეყოფა მისი წიგნების საფასური. განიხილავენ დიღომში სკოლის გახსნის ნებართვის საკითხს. დადებითად წყდება საჯავახოს სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ. მსჯელობენ ლავრენტი ბროსეს მიერ საზოგადოებისათვის მამის ნაწერებისა და ბროშურების შეწირვის თაობაზე. მტკიცდება სასკოლო ნივთების გაგზავნა ბათუმის სკოლისთვის და წიგნებისა - რუსეთისა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 238. პირთა ანოტაციები:
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. ბროსე ლორან ლავრენტი (1841-1924)- მარი ბროსეს ვაჟი, რუსეთის
კონსული ბარსელონაში. |
|
|
||
1892 12 ნოემბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („ჩვენში მეტად გაძლიერდა ის ზრი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 12
ნოემბერი, № 240, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, (შემდგ.
პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ. 133-135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, თბ., 2007, გვ. 111. |
|
|
||
1892 13 ნოემბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 ნოემბერი“ („წარსულს ოთხშაბათ ჩვენს ქალაქის საბჭოს მოუხდა გასინჯვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 12
ნოემბერი, № 240, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული ათ ტომად, (შემდგ.
პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 77-79; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
12, თბილისი, 2007, გვ. 115. |
|
|
||
1892 13 ნოემბრის შემდეგ |
||
გაზეთ „კავკაზში“ სათაურით „სახელდახელო შენიშვნები“ იბეჭდება ილია ბახტაძის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის 13 ნოემბრის მოწინავე წერილზე. |
წყარო: „Летучие заметки“, გაზ. «Кавказ»,
1892, № 310. პირთა ანოტაციები: ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)
პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. |
|
|
||
1892 15 ნოემბერი |
||
|
|
|
დეკანოზი დავით ღამბაშიძე გაზეთ „მწყემსში“ აქვეყნებს სტატიას „მწარე ფიქრები“, რომელშიც აკრიტიკრბს ილია ჭავჭავაძეს იმის გამო, რომ ბრალი დასდო ივანე მაჩაბელს მარი ბროსეს პრემიის თანხის დაუბრუნებლობაში. |
წყარო: გაზ. „მწყემსი“, 1892, №21, გვ.
1-3, 9-11. |
|
|
||
1892 25 ნოემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ერთი თვის შემოსავალ-გასავალს. გამოყოფენ აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასურს და ბათუმის სკოლისთვის შეშის შესაძენ თანხას. დადებითად წყდება თიანეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა შენობის შეკეთებისა და სკოლისთვის საჭირო ინვენტარის გაგზავნის თაობაზე. ადგენენ, რომ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ მიაწოდონ მეორე საკვირაო სკოლას. არ კმაყოფილდება ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნა ძველი ხელნაწერების სახლში წაღების ნებართვის მიცემაზე. განიხილავენ თიანეთის სკოლაში ინსპექტორის დასწრების დროს ბავშვების დაუსწრებლობის საკითხს და მსჯელობენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ძველი სენაკის განყოფილების ანგარიშზე. იაკობ გოგებაშვილის წინადადებით თანხა გამოიყოფა სვანეთში გახსნილი სკოლისთვის. დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარიას) მოთხრობა „ფეჩეია“ გადასამოწმებლად გადაეცემა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი წერეთელს. |
წყარო: ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი,
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 240. პირთა ანოტაციები:
ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)
იურისტი, ისტორიკოსი,
ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის
უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო
თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა
ჟურნალ-გაზეთებთან. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ხოშტარია დიმიტრი თომას ძე (1867-1938) პოეტი, წერდა ფსევდონიმით „დუტუ მეგრელი“. ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907) საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი. |
|
|
||
1892 26 ნოემბერი |
||
გაზეთ „კავკაზში“ ილია ბახტაძის მიერ გამოქვეყნებული წერილის „სახელდახელო შენიშვნები“ საპასუხოდ წერს სტატიას სათაურით „გაზეთი „კავკაზი“ და მისი სახელდახელო შენიშვნები“ კონვერსიის შესახებ“. |
წყარო: „Газета „Кавказ“ и ее „летучие
заметки“ о конверсии“ გაზ. “Новое Обозрение“, 1892, № 3070, გვ. 2-3; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017. |
|
|
||
1892 26 ნოემბრის შემდეგ |
||
|
||
ქალაქის სესხის კონვერსიის საკითხზე მისი და ილია ბახტაძის პოლემიკას ფელეტონით ეხმაურება გაზეთი „ტიფლისკი ლისტოკი“. |
წყარო: გაზ. «Тифлисский листок», 1892,
№ 275. პირთა ანოტაციები: ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)
პუბლიცისტი,
ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. |
|
|
||
1892 29 ნოემბერი |
||
გაზეთ „ივერიაში“ „გ-რი“-ს ფსევდონიმით იბეჭდება ივანე გომელაურის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, რა სიამოვნებით ისმენდნენ თუშები ილია ჭავჭავაძის პოემებს: „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომლებსაც ის უკითხავდა და გამოთქმულია სურვილი, რომ უნდა არსებობდეს ასეთი ტექსტების იაფფასიანი გამოცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. |
წყარო: „იაფფასიანი წიგნების გამო“, გაზ.
„ივერია“, 1892, 29 ნოემბერი, გვ. 3. პირთა ანოტაციები: გომელაური ივანე
მიხეილის ძე (1867-1951)
მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289) საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. |
|
|
||
1892 ნოემბრის მეორე ნახევარი |
||
|
||
„ივერიის“ რედაქციის საშუალებით თანხას გზავნის თედო ჟორდანიას წიგნის „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“ ორი ტომის შესაძენად. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 18 ნოემბ.
№ 244, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე
(1853/4-1916)
ისტორიკოსი, არქეოლოგი, ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო
მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის გამგედ. ავტორია 60-დე
ისტორიული ნაშრომისა. |
|
|
||
1892 1 დეკემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ერთი თვის შემოსავალ-გასავალს. იაკობ გოგებაშვილს გამოუყოფენ რვეულების საფასურს და ამტკიცებენ წვრილმან ხარჯებს. მსჯელობენ კავკავის სკოლის შენობის აგების საკითხზე და მადლობას უხდიან რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიის საზოგადოებას წიგნების მიწოდებისთვის. თანხა გამოიყოფა 19 დეკემბერს საზოგადოების სასარგებლოდ დანიშნული წარმოდგენისთვის. |
წყარო: წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების ოქმი. ფ. 481 N 198 გვ. 243 მე– 13 სხდომა. პირთა ანოტაციები:
გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)
მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1892 12 დეკემბრამდე |
||
გაზეთ „კავკაზში“ ილია ხონელის (ბახტაძის) სტატიის „პასუხი პასუხზე“ გამოქვეყნების შემდეგ გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ ბეჭდავს ქალაქის სათათბიროს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ თამამშევის პატარა წერილს „ისევ კონვერსიის შესახებ“. |
წყარო: „Ответ на ответ“, გაზ. «Кавказ», 1892, № 317. „Еще о конверсии“, გაზ. “Новое Обозрение“, 1892, № 3181. პირთა ანოტაციები: ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”. თამამშევი მიხეილ ივანეს ძე (1852-1902) თბილისის კომერციული ბანკის მმართველი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი. წერილებს აქვეყნებდა აღმოსავლეთის ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. |
|
|
||
1892 13 დეკემბერი |
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ბეჭდავს ამავე გაზეთში მიხეილ თამამშევის მიერ გამოქვეყნებული წერილის „ისევ კონვერსიის შესახებ“ საპასუხო სტატიას სათაურით „ასეა კი?“. |
წყარო: «Так – ли?», გაზ. “Новое
Обозрение“, 1892, 13 дек., № 3086, გვ. 4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
16, 2017. პირთა ანოტაციები: თამამშევი მიხეილ ივანეს ძე
(1852-1902) თბილისის კომერციული ბანკის მმართველი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი. წერილებს
აქვეყნებდა აღმოსავლეთის ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. |
|
|
||
1892 20 დეკემბრამდე |
||
|
|
|
უბის წიგნაკში პუნქტებად იწერს კახეთის რკინიგზის დაფინანსებასთან დაკავშირებულ რისკებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1,
ავტოგრაფი № 56, ფ. 12-13. დათარიღება: 1892 წლის 20 დეკემბერს ილია
ჭავჭავაძე მონაწილეობდა ამ საკითხის განხილვაში თბილისის გუბერნიის
თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე. |
|
|
||
1892 20 დეკემბერი |
||
|
||
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრების საქმიანობაში, რომელზეც განიხილავენ კახეთის რკინიგზის დაფინანსების საკითხს. გამოდის მოსაზრებით, რომ დაფინანსება მოხდეს ე. წ. ობლიგაციური წესით. სთავაზობენ კომისიის წევრობას, რომელმაც უნდა გამოძებნოს ფულის შოვნის გზები, მაგრამ უარს ამბობს. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 23 დეკ. №
273, გვ. 3. |
|
|
||
1892 24 დეკემბერი |
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ქვეყნდება მისი წერილი „საქალაქო სესხების კონვერსიის საკითხზე“. |
წყარო: გაზ. “Новое Обозрение“, 1892,
дек., № 3098; მიხ. კანდელაკი, Из истории публицистической деятельности
И. Чавчавадзе, თსუ შრომები, 1965, გვ. 277-283; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოცტომეულის
მე-16 ტომში ტექსტი დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.
არგუმენტირება იხ. იქვე. |
|
|
||
1892 25 დეკემბერი |
||
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ბეჭდავს ქალაქის სესხის კონვერსიის საკითხზე მიხეილ თამამშევის წერილის პასუხს. |
წყარო: გაზ. “Новое Обозрение“, 1892,
3098. პირთა ანოტაციები: თამამშევი მიხეილ ივანეს ძე
(1852-1902)
თბილისის კომერციული ბანკის მმართველი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი. წერილებს
აქვეყნებდა აღმოსავლეთის ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე |
|
|
||
1892 26 დეკემბერი |
||
|
||
ესწრება ივანე კერესელიძის დაკრძალვას და მიცვალებულის ცხედარს ამკობს გვირგვინებით ქშწ-კგ საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1892, 29 დეკ., №
276, გვ. 1. პირთა ანოტაციები: კერესელიძე ივანე ივანეს ძე
(1829-1892) მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის”
რედაქორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში. |
|
|
||
1892 |
||
|
||
საქართველოს კალენდარში იბეჭდება ილია ჭავჭავაძის პორტრეტი. |
წყარო: საქართველოს კალენდარი, 1892, გვ. 195. |
|
|
||
1892 31 დეკემბერი |
||
|
||
ვალერიან გუნია უძღვნის „საქართველოს კალენდარს“. |
წყარო: „საქართველოს კალენდარი 1893“,
თბ., 1892. პირთა ანოტაციები: გუნია ვალერიან ლევანის ძე
(1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. |
|
|
||
1892 |
||
|
||
თარგმნის ნიკოლოზ ნეკრასოვის უსათაურო ლექსს სათაურით „ნატვრა“. |
წყარო: ვასო აბაშიძე, „ჩანგი“, გამოცემა
მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 173; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ.,
1988, გვ. 59, 678-679. პირთა ანოტაციები: ნეკრასოვი ნიკოლოზ ალექსის ძე
(1821-1877) ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტი. |
|
|
||
1892 |
||
|
||
გამოდის კრებული ,„ჩანგი“, რომელშიც იბეჭდება მისი: „მძინარე ყმაწვილს“, „ქართვლის დედას“, „გ. აბხ...“, „ბედნიერი ერი“, „რჩევა“, „იანიჩარი“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ლოცვა“, „მას აქედ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ „მესმის, მესმის სანატრელი...“ „ნანა“, „ტყემ მოისხა ფოთოლი...“ „ელეგია“ (მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა...) „უსულდგმულო ცხოვრება“, „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..“, „ციურნი ხმები“, „მძინარე ქალი“ „პოეტი“, „დედა და შვილი“, „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“, ნაწყვეტი „აჩრდილიდან“ (V თავი) და თარგმანები: „ირლანდიისადმი“, „ზღვათა მფლობელის...“ „ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა...“ „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ (ებრაული მელოდია)“ და „ნატვრა“. |
წყარო: კრებული „ჩანგი“,მეორედ
შესწორებული და შევსებული ვ.ა. აბაშიძის მიერ. – ტფ. : ქართველთა
ამხანაგობის გამოცემა № 12, 1892. გვ. 459, 535. 382. |
|
|
||
1892 |
||
|
||
იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ქვეყნდება მისი ნაწარმოებები: „ჩიტი“, „ლოცვა“ „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზე“, ნაწყვეტები „გლახის ნაამბობიდან“, „აჩრდილიდან“, „განდეგილიდან“, „კაცია – ადამიანიდან?!“ და „სიტყვა, თქმული სკოლის გახსნის ჟამს სოფელ წინამძღვრიანთკარში“. |
წყარო: ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“,
მე-7 გამოცემა, ტფილისი, 1892. პირთა ანოტაციები: ბარათაშვილი ნიკოლოზ
მელიტონის ძე (1817-1845) - პოეტი, რომანტიკოსი. |
|
|
||
1892 |
||
|
||
ათასი მანეთი შეაქვს ბანკში ლევან ჯანდიერის კრედიტის დასაფარად. |
წყარო: უბის წიგნაკი, კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 57, გვ. 7 პირთა იდენტიფიკაცია: ტექსტში ჯანდიერის მხოლოდ
გვარია ნახსენები. |
|
|
||
1892 წლის ბოლო |
||
იღებს იოსებ მრევლიშვილის წერილს. ატყობინენს, რომ დახურა პანსიონი და უბრუნებს ბინის ქირას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ.
№ 552. დათარიღება: იოსებ მრევლიშვილის წერილში ნათქვამია, რომ 1 იანვრიდან
სკოლა აღარ მოქმედებდა. |