The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (40)1877.01.12


ივერია (40)1877.01.12



1877.01.12

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორესპონდენციები)

გორი 23-ს ნოემბერს . გორის საქალებო შკოლას როგორღაც არ ებედება რიგიანი მასწავლებლები. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასწავლებელი დაარსდა ერისთვიანთ თაოსნობით. უფ. მაზრის უფროსი და აგრეთვე კნ ქეთევან ერისთავისა დღევანდლამდე რაც შეუძლიანთ ცდილობენ მისს კეთილ-წარმატებისათვინ, მაგრამ როგორღაც თავს ვერ მოდის. ღარიბათ არის შკოლა, ეს შეატყეს და სხვა და სხვა პირთ მეცადინეობით დაარსდა დროებით, და იქნება სამუდამოთაც, თუ მოინდომეს, პატარა ქართული სცენა. წარმოდგენებიდგან რაც ფული რჩება, შკოლას ხმარდება ხოლმე. ღმერთმანი. ყველას იმისკენ აქვს თვალი მიქცეული, მაგრამ რა ეშველა რა. პირველად, მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელი ქალი უხეირო ხვდება. პირველი მათგანი იყო და ძლივს-ძლივობით მოიშორეს; ეხლა ამ ენკენისთვეში მოიყვანეს და ხელ-მრუდი გამოდგა. მას ავლებელი და სულმრუდი!?.. წადი და გაზარდე ამასთანასთან შვილი. — მხოლოდ ერთი იყო. რიგიანი მასწავლებელი ქალი. ვარვარა დაფქვიევის ასული. რომ დასცლიყო და მალე ამ ქალისთვინ ბოლო არ მოეღო სიკვდილს, სწორედ შესანიშნავ სარგებლოსს მოუტანდა შკოლას. ზნეობითი მხრივ იერი შესანიშნავი ეს ქალი, რომ იტევიან „ციდგან ჩამოსული ანგელოზიაო.“ სწორედ იმაზედ იყო ნათქვამი. თავის მოვალეობას ასრულებდა სინიდისიერად, ისე რიგიანად, როგორც შეშტენის ბავშთა აღმზრდელს. ვერასფერს წუნს ვერ შეიტანდა კაცი მის ქცევაში, ხასიათში; მოსწავლეებთან ისრე ეჭირა თავი, როგორც თავის და და-ძმებთან: ჰქონდა საქმის სიყვარული და ესმოდა. მაგრამ ამ კარგს ადამიანს, როგორც ყველა კარგს ჩვენში, მალე მოეღო ბოლო.

მეორედ მიზეზი იქნება ისაა, რომ ფულებს გატეხილ, ძირ-გახვრეტილ ყუთში ჰყრიან. არა მგონია გატეხილ ყუთში, ან გახვრეტილი ჯიბეში მზრუნავი ფული ჩაუარონ. — ცუდათ კი მიდის საქმე და, როგორ მესის; რადგან ეს საქმე ძალიან სასარგებლოა, რადგან ქალთა განათლება ჩვენში, მერე პროვინციაში დაილა სდგას, ამისთვინ იმედია, რომ უფ. მაზრის უფროსი რადგან შეძლებაც შესწევს, თვის ერთგულებას, მეცადინეობას არ დაზოგავს და ეცდება ხეირიანს მასწავლებლის შოვნასაც (ის ხელმრუდე კი მაშინვე დაითხოვეს, რომ სიტყვაც არ ამოაღებინეს) და ფულსაც რიგზედ მოახმარებს.

წაკოლა-ც

ქართლი. მოსავალი ყოვლისფრისა კარგი იყო წელს ქართლში. მაგრამ სიძვირეა ყველაფრისა. აქნამდინ უფრო საშინელი სიძვირე იყო; ეხლა კი ცოტა დაიწია; მიზეზნი სიძვირისა ვაჭრები გახლავან; ესენი გაახელა ომიანობამ. ეცნენ ყველაფერს და ერთი ორად ფასი მისცეს ყველაფერში. მაგრამ ბევრი კი ჩაჯდა, ღვთის მადლით, კომბოსტოთი.— ამ ზაფხულ საშინელი ციებ-ცხელება იყო სოფლად; დიდი ზარალი მიეცა ბავშვებს!.. მეჯვრისხევში, ამბობენ, თითქმის სრულად გააჩანაგა ბავშვებიო ქუნთრუშამ. საქონელიც ძალიან დააზარალა ჭირმა; ეხლაც ბევრ სოფლებშია მოდებული. საწელს გლეხს ერთი ნუგეში მიეცემა — მოსავალი, მერე ისეთი რამ გამოუტყვრება, რომ სულ დააშხამებს. ამ საცოდავს რაღა ჭირი და ხოცვა უნდა.

ეხლა ძალიან კარგი დარებია აქ. დიდი ხანია ასრე უწვიმრად არ გაუვლია შემოდგომას. მაგრამ. როგორც მითხრეს, თაგვი ძალიან გახელებულა და ახდენს ჯეჯილებს. რასაკვირველია, მარცვალსაც გაიტანდა. გლეხი მონატურია ეხლა წვიმასა და ვაჭარი დარისა.

2 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

— 28 ნოემბერს ღამით მოვიდა ტელეგრამმა, რომ ოსმან-ფაშამ ვიდდისაკენ გაიწია და ლამოდა ჩვენის ჯარის გარღვევას, მაგრამ უკუქცეულ იქმნა; რუსის ჯარმა დაიჭირა პლევნა, ოსმან-ფაშა მომწყვდეულია და იძულებულია თავისის ჯარით ტყვეთ მიეცეს რუსებსა. 29-ს ნოემბერს ტფილისში დილიდამვე ზარბაზნის სროჩალა იყო ამის გამო ბოგოტიდამ ამბავი მოვიდა, რომ 28 ნოემბერს მთელი ჯარი ოსმან-ფაშისა დაჰსცემია გრენადერის დივიზიას იმ აზრით, რომ გაერღვია და გასულიყო. ხუთი საათი ძლიერი ომი ყოფილა. თვითონ ოსმან-ფაშა დაუჭრიათ ფეხში, მთელი ჯარი ოსმან-ფაშისა და თვითონ ოსმან-ფაშაც ტყვედ დარჩომიათ რუსებს, რაც კი რამ ყოფილა პლევნაში სულ ყოველისფერი რუსებს ხელში ჩაუგდიათ. პეტერბურგში ამისგამო დიდი სიხარული და აღტაცება არისო.

— 22 ნოემბერს ოსმალოები იერიშით დაჰსცემიან რუსთა სიმაგრეს მორენასთან (დუნიაზედ) ღენერალ ადიუტანტი სვიატოპოლკ-მირსკი ორის ქვევითა ჯარის პოლკითა იძულებულ იქმნა ელენისკენ დაეწია და იქ ელენასთან სამხრივ გარშემორტემული ოსმალთაგან ორი საათი იბრძოდა, მაგრამ ძალდატანებულ იქმნა ელენიდამაც ძალიან დაზარალებული უკან დაწეულიყო და მისულყო წინადვე გამაგრებულს ადგილს სოფ. იაკოვიცის ახლო, ხეობის წინ. ყოველ მხრიდამ მისაშველებლად ჯარი გაუგზავნიათ. 23-ს დილით ოსმალნი კვლავ მისევიან თ. სვიატოპოლკ-მირსვის, მაგრამ ამ ხანად კი თ. სვიატოპოლკ-მირსკი გამაგრებია და თავისი სიმაგრე არ დაუთმია. მეშველმა ჯარმა მოდენა დაიწყოო.

— მეორე დეპეშა ამბობს: 23-ს ნოემბერს თ. მირსკიმ დაიცვა სიმაგრე იაკოვიცის სოფლის ახლო და იქვ იდგომილა ღამე, თუმცა აუარებელი ჯარი ოსმალთა ელენის სამხრეთით მოგროვდა და შეიკრიბა. დღეს დილაზედ (24 ნოემბერს) მეშველი ჯარი უნდა სრულად მისლოდა თ. მირსკის. 22 ნოემბრის ომი მორენასთან და ელენასთან უფრო საუბედურო იყო ჩვენთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა. დაგვიზარალდა 50 აფიცერი და 1,800 ჯარისკაცი დაჭრილითა და მკვდრითა. დაგვეკარგა 11 ზარბაზანი, რომელთა შორის ოთხი გაფუჭებული იყო და შვიდი კი მტერს დარჩა, რადგანაც ცხენების დახოცვის გამო ზარბაზნის ტარება აღარ იყო შესაძლო. სხვა ამ უბედურის საქმისა ჯერ ცნობილი არ არის. გუშინ 24 ნოემბერს საქმე იმით გათავდა, რომ ოსმალთა მემარჯვენე გუნდი ზლატარიციდამ განვდევნეთ და ბებროვისაკენ გავერეთ, მემარცხენე გუნდი კი ლამოდა დაგვცემოდა, მაგრამ შუადღის სამს სათზედ ისევ შედგა. ოსმალთა ჯარი იკრიბება ზლატარიცის წინაშე ათი ათასი კაცი და იაკოვიცის წინაშე ოც-და-ათი ათასი. დღეს (25 ნოემბერს) ორს საათზედ იაკოვიცის. ახლო ომი გაიმართა, მაგრამ ოთხს საათზედ სროლა შეჰსწყდა.

— მუხთა- ფაშას უცნობებია თავისის მთავრობისათვის, რომ რუსის ჯარი, არზრუმზედ მოსული. ზამთრის ბინებს იკეთებსო.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. განწირულებითი მდგომარეობა საფრანგეთისა არამც თუ მისუსტდა, დღე და დღე უფრო ძლიერდება. ბანანი მოთმინებისა დაიჭიმა და არვინ იცის სად გაწვდება და სად არა. ბევრი შიშობს, რომ თუ საქმე ასე წინ-დაუხედავად წავაო, ერთი სისხლი ღვრა, ძმათა-კვლა და ჟლეტა გაიმართებაო. პარიჟში კედლებზედ მრავალი წერილები მიუკრავთ და ამ წერილებში მთავრობას სწორედ ლანძღვენ და ემუქრებიან. რამდენიმე კაციც დაუჭერიათ ქუჩებზედ ყვირილისათვის და ხალხის ასამღვრევად და ძახილისათვის.

ეს დალოცვილი მაკ-მგონი რაღაც ხეპრე-კაცი ყოფილი მისთვის ქვეყნიერობაზედ არც კანონია, არც სამართალი, არც ხალხის სურვილი, აქაო და პრეზიდენტი ვარ რესპუბლიკისა და რაც მინდა იმასა გაქმო. ყველაფრის უჯიათობა შეგვიტყვია, მაგრამ როცა ხალხი იძახის არ მინდიხარო და მე მაინც უყვირო, სტყუი გინდივარო, — ამისთანა უჯიათობა კი არ გაგონილა, სწორედ მოგახსენოთ. მთელი ქვეყანა, არამც თუ მარტო საფრანგეთი, სხვა გარეშე ქვეყნებიც, სასაცილოდ იგდებენ ამ გვარს ქცევას მაკ–მაგონისას, მაგრამ შენც არ მამიკვდე, ეს ყურსაც არ იბერტევს, ჩემი საქმე მე ვიციო. ამ გვარის ქცევით საფრანგეთის ხალხი სისხზედ მოჰყავს. მაგრამ რესპუბლიკელნი იმოდენად გონივრულად იქცევიან, რომ შეგინებულს და გაბრაზებულს ხალხს გულს უშოშმანებს და ხელში იარაღს არ აღებინებს რესპუბლიკულნი იმ აზრზედ დგანან, რომ ამისთანა უჯიათს, უგონოს და წინ დაუხედავს პრეზიდენტსაო მარტო კანონის ძალით უნდა ვეწინაღმდეგოთო და ამ წინააღმდეგობაში კანონს არ უნდა გადავცილდეთო. ამისთანა რიგიანი და მართებული აზრი რესპუბლიკელებისა ძალიან მოსწონს საფრანგეთსა, რომელიც მრავალჯერ გვემულია სისხლის ღვრით სამართლის აღდგენის გამო.

რესპუბლიკელთ ორი მკვიდრი ფარ-ხმალი აქვთ ხელში, რომ შელაგმოს თავში-მწევარი მთავრობა. ერთი ის, რომ მისგან დაწუნებულს სამინისტროს არც ერთი სურვილი არ აუსრულოს და ყოველ შემთხვევაში გამოუცხადოს, რომ მე შენ არ გენდობიო, მეორე და უდიდესიცა ის, რომ სახელმწიფოთა საქმეთა წარმოებისათვის საჭირო ფული არ მიჰსცეს. ამ უკანასკნელის ზომიერე ბით ყოველგან, საცა კი კონსტიტუცია არის ხალხის წარმომადგენელობაზედ დამყარებული, ხალხს ხელში უჭირავს მთავრობის ლაგამი ხოლმე. თუ პლატი ხარჯის ფულზედ უარს ეტყვის მთავრობასა, მაშინ ხალხიც, რომელიც ყოველთვის ჭმუჭნით იძლევა გადასახადს, უარზედ დადგება ხოლმე და გროშსაც არ იძლევა.

ეხლანდელმა პალატმა ეს ორივ ფარ-ხმალი ერთად იხმარა თვისთა დაწუნებულ მთავრობის წინააღმდეგ. როცა მაკ-მაგონმა ძილი სამინისტრო ბროლისა გადააყენა და ახალი ამოირჩივა — ეგ ახალი სამინისტრო არ მოეწონა პალატს. ჯერ იმიტომ-რომ არც ერთი წევრი ახალის სამინისტროში არაფრით გამოჩენილია, მეორედ იმიტომ, რომ არც ერთი წევრი ხალხის წარმომადგენელთაგანი არ არის, ესე იგი, არც სენატს ეკუთვნის და არც პალატსა. ეგეთი სამინისტრო წინააღმდეგია ყოველის საკონსტიტუციო წესისა და დაწუობილებისა. როცა ეს ახალი სამინისტრო წარსდგა პალატის წინაშე, პალატმა პირ-და-პირ გამოუცხადა, რომ ჩვენ თქვენთან არავითარს საქმეს არ დავიჭერთო. შინა-საქმეთა მინისტრმა ბევრი ილაქლაქა მასზედ, რომ განა ერთხელ და ორჯერ მომხდარაო, რომ სამინისტრო პარლამენტის წევრთაგან არ იყოს შემდგარიო; საცა ამისთანა ორი წყობაა (სენატი და პალატი) როგორც საფრანგეთშიო. განა არ შეიძლებაო ის სამინისტრ იყოს კანონიერიო, რომელიც პალატს არ მოსწონს და რომელსაც სენატი კი ყაბულობსო, მაგრამ პალტმა ყურიც არ ათხოვა ამ გვარს მელა-ძუობას და ყბედობასა.

როცა ამ ახალმა სამინისტრომ პალატში წინადადება შეტანა ხარჯისათვის ფულის დანიშვნის თაობაზედ, პალატმა პასუხად ეს უთხრა, რომ ჩვენ მაგ წინადადებას არც კი გავსინჯავთო, ვიდრე კანონიერი სამინისტრო არ იქნება შემდგარიო და არამც თუ ხელახლად, არამედ ის ფულიც, რაც ბროლის სამინისტროს 16 მაისიდამ დღემდე უპალატოდ დაუხარჯავსო ისიც უკანონოდ გვიცვნია და ამის გამო დამნაშავენი პასუხის გებაში უნდა მიეცნენო. თუ საქმე ასე გაგრძელდა, მაკ-მაგონს და მის გულითადს ახალს სამინისტროს გროშიც არ ექმნება, რომ არამც თუ სახელმწიფო საქმენი აწარმოვონ, არამედ თვისი ჯამაგირი მაინც აიღოს ხოლმე. შენი მტერი იმათ საქმე დაემართებათ!....

თუმცა მაკ-მგონი ემუქრებოდა პლატს, რომ თუ სახელმწიფო შემოსავალ-გასავალის ფულს არ დანიშნავსო, სენატს მოვსთხოვ ნებართვასაო. ამ პალატის დათხოვნისასაო, მაგრამ პალატის ამ მუქარას არ შეუშინდა და თავისი ქმნა. ამის მერე კიდევ ხმა დავარდა, გაზეთების სიტყვით, რომ მკ-მაჰონი თანახმა იქმნება სამინისტრო პარლამენტის წევრთაგან შეადგინოსო, თუ ამის წინად პალატი შემოსავალ-გასავალის ფულს დანიშნავსო. მაგრამ არც აქ მოტყუვდა პალატი, და არც ამ დაპირებამ მოიბირა

პალატს მაინც შიში აქვს, რომ იქნება სენატმა მართლა ნება მიჰსცესო პალატის დათხოვნისა. ეს შიში უსაბუთო არ არის, რადგანაც სენატში რესპუბლიკელნი ნაკლებ არიან, ვიდრე მაკ-მაჰონის მომხრენი და რადგანაც სენატში ყოველი საქმე სწვდება მათკენ, საითკენაც თუნდაც ერთი ხმა იქმნება გადამეტებული, ამისთვის ეხლა პალატი თხოულობს, რომ პალატის დათხოვნის საქმე სწვდებოდეს ხოლმე სენატში ორის მესამედის ხმის უმრავლესობითა და ამის მიხედვით კონსტიტუციის კანონის შეცვლა სურს. ეს საქმე მეტად სწვენია მაკ-მაონს და პარიჟიდამ მოსული დეპეშა ამბობს, რომ მაკ-მაჰონს უნდა როგორმე მორიგებოდა პალატსა და ეხლა კიო, როცა პალატი ზემოხსენებულის კანონის შეცვლას ნდომულობსო, მორიგებას ადგილი აღარ ექმნებო იმ დრომდე, ვიდრე პალატი მაგ კანონის შეცვლაზედ სულს არ აიღებსო, ეს მუქარაც ხავსის ჭიდილია მამახ-ჩვავისაგან. თვითონ მაკ-მაჰონს უგვრძნია ეს და მიუწვევია სენატისა და პალატის პრეზიდენტები ოდიფრე-პაკიუ და გრევი რჩევის საკითხავად. ბოლოს ეს ამბავიც მოვიდა, რომ ზომიერი რესპუბლიკელი დიფორი დუყენებია პირველ მინისტრად. მაგრამ ვერც დიუფორს გაურიგებია რამე. ახლა ამბობენ კონსტიტუციელი წევრი სენატისა ბატბი მოუწვევიაო. მინისტრად და ახლის სამინისტროს შესადგენათაო. ეს ბატი იმ აზრისა, რომ მაკ-მაჰონმა ხალხისა და პლატის წინააღმდეგობის სურვილს თავი უნდა დაანებოს და თვისი მოქმედობა უნდა დაამყაროს წმინდა პარლამენტის წესსზედ. ამბობენ, არა ერთხელ მისულა ბატბი და ეს ურჩევია მაკ-მაჰონისთვის.

რესპუბლიკელი გაზეთები კი ამბობენ, რომ ეს ალიანქოთი და განწირულება ვერ გათავდებაო, თუ მაკ-მაჰონი არ გადადგება პრეზიდენტობიდამაო. ერთი გაზეთი კიდევ ამბობს, მაკ-მაჰონი ფულებზედ ცოტა უკაცრავად ბრძანდებაო, მივცეთ 800,000 ფრანკი, რომელიც მაგას ჯამაგირში ერგებოდა, თუ 1880 წლამდე დარჩებოდა პრეზიდენტათაო, და ამ რიგად თავიდამ მოვიცლოთო. ზოგი კიდევ ამობს, რომ ყოველ კუთხეს საფრანგეთში მოუთმენელად მოელიან მაკ-მაჰონის გადადგომის ამბვსაო. ეს ურიკა, ეს ხმები, ეს თავის საცილი ცხადად ამტკიცებს, რომ მაკ-მაჰონს და მის მთავრობას არამც თუ სახელი გასტეხია საფრანგეთში, არამედ აბრუც აღარ ჰქონია. მაშ ის დალოცვილი რაღას გამოჭიმულა პრეზიდენტობის ტახტზედ!.. ინგლისი. ინგლის ხალხისა, თუ მთავრობის ყურადღება აღმოსავლეთის საქმეზეა მიქცეული იმოდენად რომ შინაური საქმეები მისი აღარც თვით ინგლისელებს ახსოვთ და აღარც სხვასა. წინა „ივერიის“ ნომერში მოხსენებული იყო, რომ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ დერბიმ წარმოსთქვა, რომ ინგლისს ჯერ არავითარი მიზეზი და საბუთი არა აქვსო. აღმოსავლეთის საქმეში იარაღით ხელში ჩაერიოსო. არც ყარსის აღება, არც არზრუმისა და არც ტრაპიზონსა ჩვენს გზას ინდოეთისაკენ ვერაფერს დაუშლისო, ვიდრე სუეცის არხი თავისუფალი იქმნებაო. ამ სიტყვამ სწორედ ცივი წყალი დასსა ოსმალთა-მომხრეების მხურვალე გულსა. ესენი მოელოდნენ, რომ რაკი რუსეთმა ყარსი აიღოვო და ასე გაიმარჯვა მცირე აზიაში, ინგლისი გამოვა და ეტყვისო რუსეთს: გურია, ამას იქით ეს ნუღარ წარსდგმო. მაგრამ, როგორც ლორდ დერბის სიტყვიდამ ჰსჩანს, მთავრობას სულ სხვა განზრახვა და აზრი ჰქონია აღმოსავლეთის საქმის შესახებ. ეს მეტად სწვენიათ ოსმალთა მომხრეებს გაზეთი „Morning Post“-ი ამბობს, რომ ჩვენს მთავრობას ვერ გაუგია ის განწირულებითი მდგომარეობა, რომელშიც ინგლისი ჩავარდა ყარსის აღებისა და მცირე აზიაში რუსთა გამარჯვების შემდეგაო და ამის გამო სწუნობს ლორდ დერბის სიტუცასა. მგრამ გაეთი „Times“ და „Daily News“-ი კი ფიქრობენ, ლორდ დურბის სიტყვა და აზრი სრულიად აკმაყოფილებსო. ინგლისელთ უმრავლესობის სურვილსაო. თუმცა ასეა საქმე, მაგრამ ინგლისის მთავრობა მაინც თავისას არ იშლის და საცა კი ხელი მიუწვდება ცდილობს რუსეთს საქმე შეუშალოს. 22-ს ნოემბერს ამბავი მოვიდა, რომ ინგლისის მთავრობამაო. ნოტა გაუგზავნა სერბიის მთავრობასაო იმ აზრით, რომ სერბია არამც და არამც არ გაერივოს, არ ვიცით ამ გვარი შეთვლა რამოდენად გაჰსჭრის და რამოდენად გაფრთხილებს სერბიას, ეს კი აშკარაა, რომ ინგლისი თავისას არ იშლის.

ეხლა, როცა ლევნა აიღეს და ოსმან ფაშის ჯარი ხელთ იგდო რუსეთმა, ინგლისის მთავრობა ძლიერ დატოკდება, ოსმალთა მომხრენიც აღელდებიან და საიფიქრებელია, რომ ინგლისის მთავრობა ძლიერ თავს გამოიდეის ან რუსეთის შევენებისთვის. ანუ შერიგების შუამდგომლობისათვისა. რასაკვირველია, ერთიც და მეორეც დამოკიდებული იქმნება მასზედ, თუ ინგლისის მთავრობა მომხრეებს მოიპოვებს ევროპიის სახელმწიფოთა შორის. მაგრამ ამაზედ დიდი უქვია: მას აქედ და საფრანგეთის ხმას თავისი რისი მოაკლდა ევროპიის საქმეებში და ეგ ხმა სრულიად გაისაკუთრა გერმანიამ — ინგლისს ფრთა მოეკვეცა. ერთი იმედი ავსტრი-ვენგა რიისღა უნდა ჰქონდეს ინგლისს, მაგრამ ავსტრია-ვენგრია ისე დაშინებული და ხელ-ფეხ-შეკრულია იმ ზონა სახელმწიფოსაგან, რომელსაც გერმანიას უძახიან, რომის იმედიც უიმედოა. მაგრამ ვინ იცის? გერმანია ბოლომდე რუსეთის უნდა იქმნება თუ არა? თვითონ გურმანიის იმპერატორზედ კი ეჭვი არ არის, საქმე ბისმარკია. ბისმარკმა ხშირად ისე უეცრად სარმის წამოდება, ანუ მოგვრდი იცის, რომ იმისაგან ყველა მოსალოდნელია.

პლევნის დაცემა და ოსმან-ფაშის ჯარის, შენურობა ისეთი დიდი საქმეა, რომ შეიძლება ამან ყოველისფერი შესცვალოს, ევროპიის პოლიტიკაში შესახე აღმოსავლეთის საქმისა. ხომ მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთის საქმის გამო ყველას თითო რამ სტკივა დ ეს ტკივილი ვის რას ამოაძახინებს, ბოლოს შვიტყოთ. ერთის სიტყვით, ინგლისს ეხლა კარი გაეღო და ჩვენის ფიქრით, თუ რამ შეუძლიან, სიტყვით, თუ საქმით ეხლა უნდა გამოიჩინოს თავი. დარწმუნებულნი კი უნდა ვივყნეთ, რომ ინგლისი არაფერს დაზოგავს თავისის სურვილის გასაყვანათ.

ოსმალეთი. ოსმალეთის აღსასრულის ნიშნად და წინამორბედად პლევნის აღება და მისი უკეთესის ჯარას შეპყრობა უნდა ჩაითვალოს. ეხლა რუსეთს ოსმალეთის ესრით თითქმის წინ აღარას უდგა რა, თვითონ ოსმალნი, თუმცა უკანასკნელის სისხლის წვეთამდე იბრძოლას იქადიან, ვეღარას გახდებიან. თუ ევროპა არ შეეწია ოსმალოს სიტყვით, თუ საქმით, მისი საქმე წასულია. ჩვენ, რასაკვირველია, არა გვგონია, რომ ევროპამ ოსმალეთის იმპერიის დარღვევა და გაუქმება იყაბულოს და შეიწყნაროს პლევნის აღების ხმაზედ. თვით სტამბოლი აღელდება და ოსმალოს მთავრობას შინაურობაშივე ერთი არეულობა და ალიანქოთი უტყდება. ამ არეულობის ნიშნები ჯერ ყარსის აღებაზედ აშკარად აღმოჩნდნენ და ეხლა ვინ იცის რა მოხდეს!... რასაკვირველია, ოსმალოს მთავრობა ეხლა ფიცხად მოეკიდება შერიგების საქმეს, ხან ერთს სახელმწიფოსა ჰსთხოვოს შუამდგომლობა გამიწიეო, ხან მეორეს, მაგრამ ვინ იცის რუსეთს დაიყაბულებენ, თუ არა. ეხლა რუსეთი დიდს სასყიდელს მოითხოვს და ომალოს მთავრობა განა ხალხის შიშით გაბედავს რუსეთს თავი დამცირებინოს და წირთვას რამე!.. ყველას თვალი ეხლა მიმართული იქმნება გერმანიაზედ. თუ გერმანიამ თავისი რიხიანი ხმა, ლევნის აღების შემდეგაც, ისევ რუსეთის სასარგებლოდ ამოიღო, მაშინ ოსმალოს ყოველივე სასოება უნდა წარეკვეთოს და რუსეთის სულგრძელებისაგან უნდა მოელოდეს თავის ბედის წერასა. ავსტრია უგრმანიო და ვერც კი გაიჩუჩუნებს, ინგლისი მარტო ვერას იქმს და საფრანგეთი ხომ თავის შინაურ საქმესაც ვერ ასვლია, — ვისი იმედიღა უნდა ჰონდეს დამარცხებულს ოსმალოს?

ავსტრი-ვენგრია. კელნის გაზეთში დაბეჭდილია ვენიდამ შემდეგი ამბვი, მოსული 16 ნოემბერს: „რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეისამდე ამბები მოსულა, იქიდამ ჰსჩანს, რომ ლევნას ამ დღეებზედ აიღებენ რუსები. (სწორედ არ გამოუცვნია! 16 ამას ჰსწერენ და 28 პლევნა აიღეს.) ამ ამბის შემდეგ მოელიან, რომ გერმანია შუამდგომლობას იკისრებს შერიგებისათვისაო და მოინდომებსო, რომ შერიგებაზედ ლაპარაკი მარტო რუსეთმა და ოსმალეთმა პირდაპირ იქონიონო სხვის გაურევნელად. ამ აზრზედ გერმანია დგას ძალიან მტკიცედ და ამას მტკიცედაც აღიარებს საქვეყნოთა. თ. ბისმარკს სულაც არ უნდა, რომ ამ საგანზედ ევროპიის სახელმწიფოთა კრება მოხდეს. გერმანიამ დაარწმუნა ავსტრია, რომ ეგრე ცალკე მორიგება სჯობია ავტრიისთვის, რადგანაც ცალკე მორიგებაში ავსტრია უფრო ადვილად და უკეთ დაიცავს თავის ინტერესებსო, ვიდრე კრებით მორიგებაშიო. გრაფს ანდრაშისაც, ვგონებთ, უებულნია ბისმარკის აზრი და შეუთვლია, მე თანახმა ვარო. გერმანიასთან ერთად, რომ უარ-ყოფილიქმნას კრების შედგენაო, როშელსაც მეორე მხარე მოითხოვსო.“

ეხლა პლევნა აღებულ იქმნა და მართლა გერმანია იკისრებს შუამდგომლობას თუ არა, დრო გამოაჩენს. ეს კი საჭიროა საცნობლად, რომ თუმცა რუსეთს ძალიან სურს მორიგების საქმეში სხვა სახელმწიფო არ გაერიოს, მაგრამ მაინც და მაინც არ იამება, რომ ამ ჟამად შერიგებაზედ სიტყვა ჩამოუგდოს ვინმემ, თუნდა მის მეგობარმა გურმანიამაც. თუ მართლა გერმანია რუსეთს არ დაიცლის და შესარიგებლად სიტყვას ჩამოუგდებს, მაშინ ცხადი იქმნება, რომ გერმანია რუსეთის საწყენს საქმეს არ ერიდება; მაშინ ყველანი დარწმუნე ბულნი უნდა ვიყვნეთ, რომ გერმანიას გულზედ რაღაც ჭიამ გადურბინა. მოვიცდით და ვნახავთ. ამ შვიდ-რვა დღეზედ ბევრი ახალი ამბები მოგვივა და იქიდამ ვსცნობთ პლევნის და პურობამ რა ცვლილება მოახდინა ევროპიის პოლიტიკის მიმდინარეობაში აღმოსავლეთის საქმის შესახებ.

4 გლეხური სიმღერები

▲back to top


გლეხური სიმღერები[1]

(ომზედ და ვაჟკაცობაზედ)

I

შენ, ბიჭო, აზანბურელო
ხმა შენი შორს მოდიოდა,
შენი დაჭრილი ლეკები
არაგვში ჩამოდიოდა.

II

მინდორშია დამეძინა
დამეხვია ჯინჭველაო,
მეფის სახლის წინ დავდგები,
თათრის ჯართან ტიტველაო.

III

ადექი, ბიჭო, წავიდეთ,
გზა შევკრათ ჩვენი მტრისაო;
მივიდეთ და გავაქციოთ
როგორც ნადირი ტყისო.

IV

თამარ-მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღკაში ჩაუშო ხომალდი
ზედ ალმასები დაჰკიდა
ზედ დასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.

V

დედა ჩემო, გამათხოვე,
რას მიყურებ რასო?
ქმარსა ლაშქარს წავჰვები,
მოვიწონებ თავსაო.

VI

შენ გენაცვალოს დედაო,
შვილო, თავ-დაუდებრო,
დაჭრილო და დაკუწულო
შენ წამალ დაუდებარო

VII

მუშა უნდა მუშაობდეს,
ქარავანი ქარავნობდეს;
შენისთანა კარგი ბიჭი
ქალაქს უნდა ფალავნობდეს.

VIII

ქართველები ლომსა გვანან,
სომხეთელები ტასსო,
კასელის კაცის ჭირიმე,
მეფეს ანაცვლებს თავსაო .

IX

ბატონი მეფე გვიცოცხლოს
ერეკლე ჩვენი გმირიო,
მტერს წინ წაუვა გულადად
რაზმში იქმნება პირიო,
უმისოდ ჩვენი ბიჭობა
იქნება გასაჭირიო
მტერი მოგვივა და დაგვხოცავს
როგორც ხორველა-ჭირიო.

__________

1 ეს ლექსები გადმოგვცა დასაბეჭდად უფ. ზ. ჭიჭინაძემ.

5 წერილები პეტერბურღიდგან

▲back to top


წერილები პეტერბურღიდგან

წერილი მესამე

რუსულს მწერლობაში სუფევს, სხვათა შორის, ერთი მიმართულება, რომელსაც უწოდებენ სლავიანოფილურს მიმართულებას. ამ მიმართულების მიმდევარნი დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა სლავინის ტომის ხალხთა შორის არსებობს შეურყეველი ერთობა, რომელიც, თუმცა ჯერ არ არის ხორცი შესხმული, მაგრამ ადრე თუ გვიან მოვა დრო და ეს მიმალული, უხილავი ერთობა თვით საქმით გამოაშკარავდება, განხორციელდება, როგორც, მაგალითებრ, განხორციელდა გერმანიის ხალხის ერთობა. იგინი დარწმუნებულნი არიან აგრეთვე, რომ ყველა ამ სლავიანთა შორის უპირატესობა ეკუთვნის რუსებს, რომელთაც დაიმკვიდრეს ეს უპირატესობა როგორც რიცხვით, აგრეთვე თავის ისტორიით და სხვა და სხვა ზნეობითის თვისებითაც. დარწმუნებულნი არიან რომ ევროპიის განათლება, ევროპიის ცივილიზაცია დაძველდა, გაფუჭდა, გაირყვნა, ფესვები დაულპა და ადრე თუ გვიან გაქარწყლდება როგორც შარშანდელი თოვლი. ევროპიის წინაშე დგასო, სლავიანის ტომი, რომელსაც ჯერ არ მიუღიაო ცხოველი მონაწილეობა კაცობრიობის ცხოვრებაში, დგასო ახალგაზდა, უმანკო გაურყვნელი. რომელსაც ჯერ არ მოსცხებიაო ევროპიის სიბილწე და ევროპიის წამხდარი ცვილიზაციაო. მოვა დროვო — ამბობენ სლავიანოფილნი, როდესაც ეს უმანკო ტომი, ძლიერი თვისის ერთობით, მოედება დედა-მიწას და წარღვნასავით გაიტაცებს ამ შეჩვენებულს ევროპიის განათლებას და წყობას. ამ მარჯვე მოძრაობაში ახალი სლავიანის დროშა ეჭირებაო, რასაკვირვლია, რუსეთს, რადგანაც იგი სლავიანთა მოძმეთა შორის უფროსიაო. ადვილად მიხვდები, მკითხველო, თუ ამისთანა აზრისა მიმართულების კაცებს რა გვარი მხედველობა უნდა ჰქონდეთ თვით თვისის საკუთარის ქვეყნის შინაგანთა საქმეთა შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, რაც კი რამ განათლება თუ წარმატება სუფევს რუსეთში თითქმის სულ დასავლეთ ევროპიიდამ არის გადმოტანილი, ყველა ამ წამხდარის ცივილიზაციის ნაშრომი და ნაღვაწია. მაშასადამე სლავიანოფილნი ამ განათლებისა და წარმატების წინააღმდეგნი უნდა იყვნენ. მათ უნდათ უკუაგდონ ეს ცივილიზაცია და დაარსონ ახალი, რომლის ფესვებს ეძებენ თვით რუსისა და სხვა სლავიანის ხალხთა ძველებურს ცხოვრებაში. მაშასადამე სლავიანოფილები არიან ძველის მიმდევარნი და მოპირდაპირენი ახალისა. ახალის მიმდევარნი ამბობენ — მართალიაო. ხალხის ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი რამ მოიპოვებაო, რის შენახვაც მომავალ ბედნიერებისათვის სანატრელი და საჭიროა: ხალხის ცხოვრება და მოწყობილობა არისო. თავი და თავი ნიადაგი, რომელსაც ვერ ასცილდება ადამიანი თვის მოღვაწეობაში ამავე ხალხის სასარგებლოდ და რომლიც უსათუოდ უნდა იქონიოს მხედველობაშიო, მაგრამ მაინც და მაინც ამ ნიადაგზედ უნდა იხეიროსო. იმავე ევროპიის ცივილიზაციის თესლმა, მისის უკეთესის აზრისა და ჭკუის მონაგარმა და ნაშრომმა სლავიანოფილთა ქადაგების ქვაკუთხედი არის მხოლოდ გვარ-ტომობა, მხოლოდ გვარტომობაზედ ამყარებენ იგინი ხალხის მომავალს. მათთვის მხოლოდ ის არის საკეთილო, საბედნიერო, რასაც შეიცვენ საგვარ-ტომო თვისებანი; მათთვის ხალხის განათლება და წარმატება ნიშნავს მხოლოდ ამ თვისებათა განვითარებას. სლავიანოფილთა წინააღმდეგნი სხვა რიგად ფიქრობენ. მათის აზრით თავი და თავი ნიადაგი არის ხალხი, მისი გაჭირვება და მოთხოვნილებანი რა გვავარ-ტომობისაც უნდა იყოს ეს ხალხი. ამ ნიადაგზედ დათესილ უნდა იქმნეს ის თესლი, რომელსაც შეუძლიან მოსპოს ეს გაჭირვება და დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილებანი იქნება ამ თესლმა იმისთანა რამ აღმოაცენოს, რაც არ მოიპოვება ხალხის გვარ-ტომობაში; ან იქნება მოსპოს იმისთანა უმგზავსობა რამ, რასაც საგვარ-ტომო ხასიათი აქვს, — ეს სულ ერთია. ერთის სიტყვით სლავიანოფილთა და მათ წინააღმდეგთა შორის სუფევს მძიმე განხეთქილება, რომელიც დამოკიდებულია მათ დედა აზრთა განსხვავებაზედ: პირველნი ამყარებენ ათვის მიმართულებას გვარტომობაზედ, მეორენი — ხალხზედ და საზოგადო ბედნიერებაზედ (ჯერ ეს ბედნიერება მიანიჭეთ ხალხსაო და გვარ-ტომობა უთქვენოთაც მისცემს ცხოვრებას თავისებურ ფერსაო). საკულავოდ მოგახსენებთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენის აზრით გვარ-ტომობას ისტორიაში და მასზედ დამყარებულს მიმართულებას. ზემოხსენებული ორიოდე სიტყვა საჭიროა მხოლოდ მისთვის, რომ ქვემო მოყვანილი გაუგებარი არ დარჩეს მკიხველისათვის.

სლავიანოფილთა ბუდე ძველადგანვე მოსკოვია. ასეც უნდა იყოს, რადგანაც თუ არ რუსეთის კუჭში, სადღა ჰპოვონ სლავიანოფილებმა თავშესაფარი სადგური? აქედგან-მომდინარებს ზოგჯერ აშკარა, ზოგჯერ უხილავი ბრძოლა მოსკოვისა და პეტერბურღის მწერლობის შორის. ამ ბრძოლასაც ჰქონია ერთი დრო. ეს იყო ის დრო, როდესაც ორთავე მიმართულებას მძლავრი და ნიჭიერი მოღვაწენი ჰყვანდათ, ეს იყო ის დრო, როდესაც რუსეთმა თითქო ხელახლად აიდგა ფეხი, ცხოვრებამ იცვალა ფერი და შევიდა წარმატებაში. ეს იყო ის დრო, როდესაც სლავიანოფილებმაც თავისი ღვაწლი დასდვეს რუსეთის კეთილმდგომარეობისათვის, როდესაც მათ შრომამც ზოგჯერ უსარგებლოდ არ ჩიარა ახლის მოძრაობისათვის, როდესაც მოხდებოდა ხოლმე, რომ სლავინოფილებს და მათ წინააღმდეგთ თითქო ერთი და იგივე წადილი უფეთქავდა გულს და ბრძოლა თითო უკუდგებოდა ხოლმე. ეს უკანასკნელი შემთხვევა მოხდებოდა ხოლმე მაშინ, როდესაც იმისთანა მოვლენაზედ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, რომელიც ერთგვარად სასურველი იყო როგორც სლავიანოფილთათვის, ისე მათ წინააღმდეგთათვისაც. ამ შემთხვევაში მათ შორის განსხვავება მდგომარეობდა მასში, რომ პირველნი ამბობდნენ — ეს მოვლენა უნდა დავირჩუნოთო, რადგანაც იგი რუსის ხალხი საგვარ-ტომო თვისებააო; მეორენი ამბობენ — ეს მოვლენა უნდა დავარჩუნოთო, რადგანაც იგი ხალხის კეთილ-მდგომარეობის მომასწავებელიაო. (მოვიხსენოთ მაგალითებრ, ბაასი სასოფლო საზოგადოების ბედ-იღბალზედ).

ბევრი კოკა წყალი დაიღვარა მას აქეთ; ბევრად მოდუნდა და შეწყნარდა ცხოვრება. მოდუნდნენ აგრეთვე სლავიანოფილებიც, თუმცა იმავე ბუდეს ქვეშ არიან შეფარებულნი. რაც კი რამ დამპალი, უვარგისი რამ მოიპოვება მეცნიერებაში თუ ცხოვრებაში — ყველა მათ სიყვარულს და პატივისცემას იპყრობს. მათის ფიქრით რუსეთს არამც თუ განათლება და წარმატება არ აკლია, არამედ ძალიანაც გადუჭარბებია და არ აწყენს ცოტა რომ უკან დაიწიოს… ეს სლავიანოფილები, სწორედ მოგახსენოთ, უკანასკნელ დრომდე. შესაბრალისს სურათს წარმოგვიდგენდნენ იმ მხრითაც, რომ სრულიად მარტონი არსებობენ ცხოვრების მიმდინარეობაში. რუსეთის უკეთესს საზოგადოებაში მათ გამოჩენილთა წინაპართაც სახელი გატეხილი ჰქონდათ და ეხლანდელს წვრილ-ფეხობას ვიღა დაუგდებდა ყურს. მათზედ ჩამოვარდებოდა ხოლმე ორიოდე სიტყვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩეხიისა ან სხვა ადგილთა სლავიანები სტუმრად ეწვევოდნენ რუსეთს და ამის გამო გაიმართებოდა სადილი და სასლავიანო სადღეგრძელოს სმა. დაბრუნდებოდნენ სტუმრები შინისკენ და სლავიანთა ხმაურობა შესწვდებოდა. მაგრამ თუ ესე იყო შინ, თუ შინობაში მოსკოვის სლავიანოფილთა მეცადინეობა ამაო იყო და მას თითქმის არავითარი კვალი არ რჩებოდა ცხოვრების ჩვეულებრივს მიმდინარეობაში, ამასვე ვერ ვიტყვით ევროპიისა და მისთა სლავიანთა შესახებ სლავიანოფილები იმდენსა ყვიროდნენ სლავიანის ტომის ერთობაზედ, მის ახალს ცივილიზციაზედ. რომ ცოტად თუ ბევრად დააფთხეს ევროპა. მართლადა ეს ამოდენა ხალხი რომ შემოგვივარდესო და აქაობა აიკლოსო, შენი მტერი იქნება ჩვენი საქმეო. მართალია ევროპიის განათლებულნი და დაწინაურებულნი კაცები დარწმუნებულნი იყვნენ და არიან კიდეც, რომ ყველა ეს ტყუილ-უბრალო ლთიობა სლავიანოფილთა მიერ; დარწმუნებულნი არიან, რომ ზემოხსენებული ერთობა მხოლოდ ზოგიერთა მეცნიერთა თავში სუფევს და არა თვით სლავიანის ტომის ხლხთა შორის, რომელთაც იმოდენა გაჭირვება და მწუხარება აწევთ, რომ არა სცალიანთ საგვარ-ტომო ერთისათვის. მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა თითქო იჯერებდა სლავიანოფილთა ტრაბახობას და ეგონა აი ეს-ეს არის სლავიანები ერერთმანეთს ხელს გაუყრიან და რუსეთის წინამძღომლობით წარღვნიან ევროპიის ცივილიზაციას. შეცდომაში შედიოდნენ აგრეთვე თვით ევროპიის სლავინის საზოგადოებანიც, რომელსაც ცოტად თუ ბევრად ეგონა როშ მართლა და მთელს რუსეთს, დიდიდამ პატარამდე, სიზმარშიც კი სულ სლავიანთა ერთობა ებლანდებაო.

აწინდელი ომიანობა დიდ განსაცდელს მოასწავებდა სლავიანოფილთათვის. თუ მართლა რაიმე ერთობა სუფევს სლავიანთა შორის, თუ ეს ერთობა მართლა ცხოვრებაშია გამჯდარი და არა მარტო მეცნიერთა ოცნებაში, — ყველა ეს ეხლა უნდა გამოჩენილიყო ეხლა უნდა დამტკიცებულიყო თვით საქმით. ამაზედ უკეთესს, ამაზედ უფრო კეთილშობილურს შემთხვევას როდისღა უნდა დასწრებიყო სლავიანის ხალხი! ეხლა უნდა გამოჩენილიყო თუ რა გვარი კავშირი არსებობს უფროსთა და უნცროსთა სლავიანთა შორის, მაგრმ... მაგრამ ბევრი იმისთანა რამ გამოჩნდა, რაც სრულიად არ ეთანხმება ზემო ხსენებულს სლავიანოფილთა ტრაბახობას. გამოჩნდა, რომ სლავიანთა შორის არავითარი ერთობა, ერთგვარი მიდრეკილება და გულის წადილი არ სუფევს, აგრეთვე არც ისე თვალ-ახვეული სიყვარული უფროსთ მოძმეთადმი არსებოს. მართალია სლავიანები სიხარულით მიეგებნენ ომიანობას, მაგრამ ამასთანავე გამოჩნდა, რომ მათი შინაგანი წადილი არის თვით-არსებობა და ამ წადილს არასოდეს და არა რისთვისმე არ დასთმობენ (თუ არ ძალდატანებით, რასაკვირველია)... გამოჩნდა უფროსთა ძმების მედიდურობა, ამპარტავნობა და ამის გამო დაცემულთა ბოლგარიელთა მიერ ეჭვი, გულგრილობა და სხვა... გამოჩნდა, რომ ჩაგრულთა დასაცველად, ერთობისა და თავისუფლების დადგენისათვის სხვა ბევრგვარი ძალაც საჭიროა... მართალია ჯერ წამოყენებული საქმე არ გათავებულა, აქოთილი ცხოვრება არ დალაგებულ, ჩვეულებრივ რაზმში არ ჩამდგარა და ამით ტომ სრული განკითარებული სჯა და დასკვნა ძნელია, მაგრამ მაინც საქმე ისე საკმაოდ განათებულია, რომ კაცმა შენიშნოს ის საზოგადო ხასიათი, რომელზედაც მე ვლაპარაკობ და სიტყვა მომაქვს ამ ჟამად.

რუსის სლავიანოფილები იმ აზრისანი არიან, რომ ჩვენზედ უკეთესნი მთელს დედა-მიწაზედ არავინ მოიპოვებაო. მართალია, ჩვენ და სლავიანები ძმები ვართო, მაგრამ მაინც რადგანაც ჩვენ უფროსნი ვართო, ამიტომ დარიგებაც შეგვფერისო და თვით გალახკაცაო, თუ უნცროსნი ძმები ისე ვერ მოიქცნენ როგორც ჩვენ გვინდაო. ყველა ეს ცოტად თუ ბევრად ეხლაც გამართლდა. აქ გვაგონდება, სხვათა შორის, ერთი მაგალითი, რომელიც გაზეთებში იყო მოყვანილი: ბოლგარიაში, სადაც როგორც მოგეხსენებათ, დიდი-ხანია რუსის მმართველობაა შემოღებული, დაარსეს აგრეთვე ქალაქის საბჭონიც ერთმა სამხედრო მოხელემ დაინახა, რომ ადგილობრივნი წარმომადგენელნი იშვიათად დაიარებიან საბჭოში, ძალიან გაჯავრდა თურმე და გამოუცხადა ბოლგარიელებს — თუ არ იარეთ, დაისჯებითო. ამ მაგალითის შესახებ ერთი რუსის მწერალი[1] ამბობს: „იქნება ეს განსაკუთრებული, მხოლოობითი შემთხვევაა, მაგრამ მაინც სანანურია, რომ მმართველობაში მოიპოვნენ კაცები, რომელთაც შეუძლიანთ ამ გვარის შეცდომის მოხდენა. ამ მოღვაწეში ვცნობთ ჩვენს უფროსთა ბძანების ბეჯითს აღმასრულებელს. იგი არა ზრუნავს თვით საქმის შინაარსზედ, რომელიც მასზედ მინდობილია, მას მხოლოდ უფროსობა და ბრძანებლობა უნდა. მოღვაწემ ვერ მოიაზრა, რომ გასანთავისუფლებულ და დაშინებულ ხალხში თვით მმართველობის დადგენა ყვირილით და მუშტით შეუძლებელია ჯერ სერბიელნი და რუსები ვერ მოუხერხდნენ ერთი ერთმანეთს, ეხლა ბოლგარიელებს და რუსებს ვერაფრად გაუგიათ ერთი ერთმანეთი. როდესაც პოლგარილნი დიდს აღტაცებაში არ შედიოდნენ, რუსის კორრესპონდენტები ამბობდნენ, რომ ბოლგარიელნი უმადურები არიანო და სრულიად არა გრძნობენ რა მძიმე ღვაწლი ვიკისრეთო მათის ბედნიერებისთვის. ვთქვათ მართლა ეჭვი და ცოტაოდენი გულგრილობა გამოიჩინეს ბოლგარიელებმა უფროსთადმი (თუმცა მერე გამოჩნდა, რომ ამისათვის საკმაო საბუთებიცა ჰქონიათ ბოლგარიულებს). აქ შესანიშნავი ის არის, რომ უფროსებმა თითქო მრტო ეხლა გაიცნეს თვისნი უმცროსნი ძმები. მართალიც არის, მაგრამ ახლა მიბძანდით და იკითხეთ: სად არის მის ერთობა, ის უხილავი მიდრეკილება და გულის ძგერა ერთი ერთმანეთისათვის, მაშინ, როცა არც კი იცნობენ ერთმანეთს შეიძლება ძმობა და გულწრფელი ერთობა როდესაც უმცროსი ეუბნება უფროსს: „მართალია ჩაგრული ვართ, მართალია მესარჩლები, მაგრამ სულგრძელება მოითხოვს ისე მომექცე, რომ წამ და უწუმ არ მაყვედრო შენი სიკეთე, არ შემიგინო თავმოყვარობა, არ დამიჩაგრო კაცობრივი სული. შენვე არ მითხარ თავი და თავი საქმე გვარ-ტომობა არისო. მეც ამ აზრისა ვარ და ამიტომ ყველაზედ უწინარესს მინდა დავიცვა თვით არსებობა, ჩემი საკუთარი გვარ-ტომობა, ჩემი საკუთარი ენა, ჩვეულება. საქმე ის არის, რომ სრული თავისუფლება და ერთობა იმ ნიადაგზედ ხეირობს, რომელიც ჯერ შენც არ დაგიმზადებია და მე რაღა უნდა მომცე...“

როგორც მოგახსენეთ. წამოყენებული საქმე ჯერ არ გათავებულა. ჩვენც დავუცადოთ მის დაბოლოვებას, უფრო ნათლად გამოაშკარებას, და შემდეგ ხელმეორედ მივუბრუნდებით ამ წერილის საგანს. ეხლა მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას, დაპირებისამებრ, შარშანდელ ბოლგარიის აჯანყებაზედ. ამის შესახებ მოვიყვან პირ-და-პირ ერთს ადგილს იმ მშვენიერის წერილიდგან, რომელიც დაბეჭდილია რუსულს ჟურნალში «Отеч. Зап.» №9 სათაურით «Писма о Войне»: „ ცხადია, — ამბობს ავტორი — რომ არამც თუ მარტო რუსეთი არამედ მთელი ევროპა მოტყუვდა ბოლგარიელთა ნამდვილ მდგომარეობაზედ. როგორ მოუხდა მისთანა შეცდომა – კორრესპონდენტს[2] ამაზედაც მოჰყავს რამდენიმე შენიშვნა. მისის აზრით, ბოლგარიელთა შარშანდელის აჯანყების მიზეზი ორ გვარია: დაუწყობელობა და ურიგობა ხარჯის გროვებისა ოსმალეთში და ნამეტნავად პატივ-მოყვარეობა ბოლგარიულ დაწინურებულთ კაცთა. ამ მეორე მიზეზზედ კორესპოდენტი ამბობს შემდეგს: „მეორე მძიმე მიზეზი ხალხის უკამყოფილებისა იყო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციის სხვა და სხვა თანამდებობანი აღკრძალულნი იყვნენ ბოლგარიელთათვის. რა უნდა ექნათ ბოლგარიის განათლებულ და დაწინაურებულ გვამთ, მეტადრე იმათ, რომელთაც მიიღეს სწავლა რუსეთში, საფრანგეთში, საზოგადოდ, სამზღვარ გარეთ? მათ შორის მომეტებული ნაწილი ხდებოდა სასოფლო მასწავლებლად და ამ გვარად უღვიძებდა ხალხს თავისის ღირსების გრძნობას. ამის გამო ოსმალები ძნელად უშვებდნენ ბოლგარიის ყმაწვილ-კაცებს საზღვარ გარედ, მეტადრე რუსეთში, და მათის დაბრუნების შემდეგ სასტიკად თვალ-ყური ეჭირათ, ეს გარემოება რასაკვირველია, უფრო უმეტესად შიშში აგდებდა ოსმალეთის მთავრობასა, უკანსკნელის ათის წლის განმავლობაში ბევრჯელ მომხდარა ოსმალეთში ცოტად თუ ბევრად განკერძოებული აღელვება რომელიმე ხალხისა. 1875 წლის აჯანყება კი კარგად იყო განზრახული და მოწყობილი. დიდი დაბრკოლება მარტო სახსარის უქონლობაში იყო. ავანეებულთ კარგად იცოდნენ ეს, იცოდნენ რომ წინააღმდეგობა დ ხანს ვერ გასწევს, მაგრამ მათთა მოთავეებს უნდოდათ ბოლგარიზზედ მიექციათ მთელის ევროპის ყურადღება, უნდოდთ ეჩვენებინათ, რომ მათს სამშობლოსაც აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც განათლებულნი ხალხნით ჰსცხოვრობენ. იგინი, რასაკვირველია, არ მოელოდნენ არც მძვინვარებას, რომელიც ოსმალთა აღმოირჩიეს ჯანეების დასამშვიდებლად, არც ევროპიის გულ-გრილობას“.

„კორრესპონდენტი მართალს ამბობს, რომ აწმყო მდგომარეობა აღმოცენილია ბოლგარიის ინტელიგენციის მიერ. მაგრამ მე კი იმაზედ ვერ დავეთანსმები (ამბობს ჩვენი ავტორი), რომ ბოლგარიის ინტელიგენციის მოქმედობას წინ მიუძღოდეს პატივ-მოყვარეობა. თავისის სამშობლოს ქვეყნის განთავისუფლება უცხო ტომის მფლობელობისაგან, რაც უნდა კარგი იყოს ის მფლობელობა, აგრეთვე თავისის ხალხისათვის უკეთესის ცხოვრების დადგინება — ეს იმისთანა ბუნებრივი და წმინდა წადილია, ეს განათლებულის კაცისათვის, რომ უსამართლობა იქნება კაცმა ამისგამო ქვა განკიცხვისა ესროლოს ბოლგარიის ინტელიგენციას. ხოლო ბოლგარის ინტელიგენციას არ შეიძლება კაცმა ბრალი არ დასდოს მასზედ, რომ მან ცუდად და არა საკმაოდ შეისწავლა და შეიგნო თავისის ხალხის მდგომარეობა და წინ წაუძღვა თავისუფლების მოსაპოებლად რა იმ გზით, რომლითაც საჭირო იყო და რომელიც ხალხს ყოვლად დაუბრკოლებლად მიიყვანდა თავისულებამდე. იმ მცირედს ცნობათაგან, რომელიც მე მოვასწარი და შევკრიბე და რომელიც ზევით მოვიხსენიე, ადვილად ჰსჩანს, რომ ბოლგარიულთ ხელშია არამც თუ მარტო ქონებრივი ქალი, ქალი უმაღლესის კეთილ მდგომარეობისა, არამედ ნაწილი ზნეობითის ქალისაცა. ბოლგარიელთ მხოლოდ ერთი რამ აკლდათ: ბოლგარიის ხალხი მთლად და ერთიანად ვერ სცნობდა თავის თავსა და თავის ძალასა, ანუ უკედ ვჰსთქვათ, ბოლგარიის ხალხს განათლება აკლდა, განათლება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ხოლმე გვარ-ტომობის ცნობიერება და ერთობა. ოსმალეთი ამისათვის ფართო გზას აძლევდა ბოლგარიას, რადგანაც მის შინაურ საქმეებში სრულებით არ ერეოდა და არაფერს უშლიდა. კორესპონდენტი უმართლოდ ლაპარაკობს, მასზედ ვითომ ოსმალეთი ბოლგარიის ინტელიგენტიას ჰსდევნიდა და ავიწროებდაო, მაგ დევნის და შევიწროების სურვილი ოსმალეთმა აღმოიჩინა მას შემდეგ. რაკი ეჭვი აიღო ბოლგარიის განდგომისა და ისიც მგონია მარტო სურვილთვე დარჩა. მაინც და მაინც სახეში არა გვაქვს რა რაიმე საბუთი მას რომ ეგ სურვილი აღსრულებაში მოეყვანოს ვისმეს. აბა ბოლგარია თავისთვინ მშვიდობიანად ყოფილიყო სხვა სლავიანების განდგომის დროს მაშინ ოსმალოს უფრო გულს მოუგებდა, ოსმალო უფრო დაენდობოდა და მაშინ ბოლგარიის ინტელიგენცია წავიდოდა დაუბრკოლებლივ იმ გზაზედ, რომელზედაც ვიდოდა, ესე იგი ბოლგარიის ხალხის განათლებისა და გვარტომობის გავრცელების გზაზედ. რამდენიმე წელიწადს შემდეგ ამ გვარად მსვლელობისა ოსმალთა უფლებას ბოლგარიაში მარტო სახელიღა შეჰრჩენოდა და ამის მიუცილებლად ზედ მოჰყვებოდა განთავისუფლებაცა მაგრამ ინტელიგენცია ბოლგარიისა სხვა გზას დაადგა. მან ისე დააწყო საქმე, რომ სხვისაგან მოელოდდა განთავისუფლებას. და ამის იმედი დააფძუნა, თუ არ განსაკუთრებით, უმთავრესად მაინც რუსეთზედა. ამ განზრახვის აღსასრულებლად ორი საგანი იყო საჭირო; ერთი ბოლგარიის ხალხის განდგომა ოსმალთა მთავრობის წინააღმდეგ და მეორე ევროპიის დარწმუნება მასზედ, რომ ბოლგარიის ხალხის მდგომარეობა ოსმალთა მფლობელობის ქვეშ მძიმე და აუტანელია .“

__________________

1 Наша печать и болгаркя дела, „Вестникъ Европы“ 1877, №10.

2 აქ ავტორი ისსენიებს ერთს რუსის კორრესპონდენტს

6 პროვინციის მეთვალყურეს

▲back to top


პროვინციის მეთვალყურეს შენიშვნები

(ვუძღვნი ჩემს მეგობარს ვ-ს)

I

„…სიმართლე ქოფაკი ძაღლია: იმის ცემა-ტყეპით კარში გააგდებენ სოლმე და თავ-მოწონებულს ფინიას კი ნებას მისცემენ, რომ ბუხრის წინ გაიშხლართოს და ინებივროს“

(„მეფე ლირი“ შექსპირისა, ქართ. თარგმნილი)

ამ წერილის დაწყობის დროს არ ვიცი რა ეშმაკმა მამაგონა ერთი ჩემი მასწავლებელი, ჩემი სულიერი მამა. არა, გეთაყვათ, ის დასაქცევი რა მოსაგონია! დალახვროს ღმერთმა, ისე ცხადად წარმომიდგა თავისის განუშორებელის ბურნუთის კოლოფით მარცხენა ხელში და ნერგის წკნელებით მარჯვენაში, რომ რა მოგაწონოთ! წარმომიდგა თავისის მამაშვილურის დარიგებით: „შე, წუწკის შვილო! შე ძაღლის წიწილო, თქვი ჩქარა, თქვი!“ ოჰ, უსამართლოთ გვტანჯავდნენ, მკითხველო, მე და შენ. გასსოვს? ამას ჩვენ ვგრძნობდით, სისხლი გულში მოგვეცობოდა, გვინდოდა გამოგვეთქვა რაღაც გაგვეკიცხა უსამართლობა მამა მასწავლებელისა, მაგრამ ვერ, ვერ ამოდიოდა სიტყვა ზეით, თითქოს ჰაერის გაპობისა ეშინოდა; ეს სამართლიანი სიტყვა, ეს გულის გასაგმირი სიბრაზე, ბრუნდებოდა უკანვე გულ-მუცელში და თითქოს გულს გადაგვიფერავდა ხოლმე. — არსად არ გამოგიცდია, ჩემო მკითხველო, ამ გვარივე გრძნობა მდგომარეობა, ეხლა შენ სიცოცხლეში? თუ კორრესპონდენტი ხარ, მგონი, უნდა გეწვნიოს წვენი; თუმცა, ღმერთმა დაგვიფაროს, ისრე არ გვიკვდება ენა, შოშიასავით მუცლში არ გვივარდება, მაგრამ კრიჭას კი აგვიკრავს ხოლმე ხაიდისხან-

საზოგადო აზრი სწორედ ის დაუნდობელი ოსტატია, რომელიც ჩვენ ჩჩვილ ტვინს გვილაყებდა; ამ საზოგადო აზრის ზოგიერთნი წარმომადგენელნი ამაყად გაიძახიან: „ჩვენ ბატონები გახლავართ; რაც გვიამება, ისე უნდა ვიქმოდეთო; როგორც ჩვენი ნებაა, ისრე მოიქმედეთ ყველამაო; თვალებზედ ხელი მიიფარეთ, ყურში ბამბა დაიცეთ, რომ არ დაინახოთ, და არ გაიგოთო, თუ მე როგორ ტალახში ვჭყუმპალაობო, როგორ ვიბღინძები მდაბალს ჩემის ცხოვრების ბურჯად ვიხდიო და სხვ. ვის რა დავა გაქვთ, მეც სუ და შენც სუო.“ აი, ჩემო მკითხველო, რას გეტყვიან მართლა და, ვის რა დავა აქვს! ღორი რომ ტალახში წევს, იამება და წევს; სიმსუქნისგან გახურებულია და მითი გრილდება. ამითი ღორი რა დასაძრახისია. მაგრამ პატრონი რომ არ აყენებს, ეზიზღება იმისი ტალახში წოლა იმისი წუწკობა, ბინძურობა, უხეირო ღრუჩუნი და მალი-მალ სახრეებს მიაყრის ხოლმე წუწკ დინგში. ჩემო მკითხველო, ჩვენც რას დავსდევთ ღრუჩუნს, გაუსვ-გამოუსვათ. თუმცა ხანდისხან ეშვს გამოგვკრავენ, მაგრამ რომელი მართლის მთქმელისთვის არ გამოუკრავთ, მითხარ და?

ღმერთმანი დ,ა დავიჯერო სხვა ქვეყნებშიაც ასე განწყობილად ჰსდევნიან კორრესპონდენტებს, როგორც ჩვენში? არ ვიცი, რა სწადიანთ ჩვენ თვ-ცარიელ ვაჟ-ბატონებს ამ დევნით. ეს ჭეშმარიტებაც არ იციან: ერთი განწირულება, მეორე განწირულებას გამოიწვევს, რამდენიც იდევნება, იმდენად გახელდება. ბატონებო, სიმართლეს ნუ გვეუბნებიან, ნუ და ნუო; ეს დასაქცევი გასაოცრად გვწყენსო, რომ რაღა მოგახსენოთო. მართალიც არის, სწყენს ქარფუტაძეებს: კუჭს უხდენს თვალებს უხვევს. მაგრამ სიმართლემ რა ჰქნას, რა დამნაშავეა, შენი ჭირიმე მკითხველო! მაგათი სიბოროტე ტალი გახლავთ, კორრესპონდენტი კვესი, — მომიტევეთ, იგავებით ლაპარაკი მიყვარს, როგორც აზიელს, — აკვესებს და ცეცხლი-სიმართლე გამოვარდება, თითქოს დაბარებულინო, არა, ვისი ბრალი იქნება, რომ თქვენ ტალ-კვესი აკვესოთ და ცეცხლმა, მუნით გამოვარდნილმა კაცი დაგწვათ? ... თქვენი, ჩემო ბატონო!

მაგათ ბუზღუნს როდი უნდა ვუგდოთ ყური: რაც გვიყონ „მივუტევოთ“, მაცხოვრის სიტყვებით, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. რაც მოხდეს, რაც უსამართლოება დავინახოთ, ვსთქვათ; კაცობის დამამცირებელი სიბიწენი ყველას ვალი აქვს, რომ გაჰკიცხოს, შეარცხვინოს. მაშ ასრე იყოს და რაც მოგვივა მოგვივა.

ეხდანდელი ჩვენს უკუღმართს დროში მართალი სწორედ „ქართული ორ-აბაზიანი“ გახდა, თუ გინდ „ქოფაკი ძაღლი“ შექსპირისა არ იყოს; აღარ გადის ეს ბაჯაღლო აღარ აქვს სახლის ერთგულს, უნიჭიერეს ცხოველს, მყეფარს პატივი, აღარ. მართალი ლექსიკონში გასარევი აღარ არის ამის მოადგილედ „უსამართლობა“ შეიქნა. როგორ არ გადის სიმართლეო? იტყვის ზოგიერთი. ჩემო ბატონო, ვისაც ესმის დაფასება და იცნობს მართალს სიტყვას, იქ გადის, ვისაც არ ესმის, ან არ უნდა გაგონება, უკუღმა ესმის ყოველისფერი. რას უზამ? ამ ნაირი ხალხი დასტა-დასტა; სულ „მაღლი თაროზე“ შემჯდარი ხალხია: თავადობა, ვაჭრები, ანუ ერთის სახელით,დიდკაცობა და ზოგიერთი მოხელე პირნი. ჩვენში, აი ამ ჩვენ უდაბნო ქართლში, სულ უკუღმა ლაპარაკობენ. მკითხველო, სახეში გქონდეთ, რომ ვინიცობაა ამ უდაბნოში როგორმე ფეხი შემოდგა — ღმერთმა კი დაგიფაროს, ფეხს მოგჭრიან — უთუოთ უკუღმა ლაპარაკი უნდა ისწავლო. ძალიან ადვილია მაგალითების მოყვანა, აი მაგალითად: სიმართლეს უსამართლობა ქვიან; როსკიპობას — განათლება; მაბეზღრობას — ერთგულება; უსინიდისობას — ადვოკატობა; კაცს — მელა; რომ გაიგონოთ ფრაზა: რა განათლებული კაცი; იგულისხმეთ: რა როსკიპი მელაა, — რა კაი ადვოკატია, იგულისხმეთ: რა უსინიდისოა.

გამოვა თუ არა გასაკიცხავი წერილი, რომ ამა და ამ სასწავლებელში სწავლა ვერ მიდის; შეგირდები შიმშილით იხოცებიან; რომ ამა და ამ პოლიციის მოხელემ ხელის-მოწერაც არ იცის. ორი და ორი ხუთი ჰგონია, და ნიადაგ საქმეს აფუჭებს; რომ ეს და ეს მაზრის უფროსი განათლებაზედ ძალიან „ქვეითად“ გახლავსთ და ბევრს უსამართლობას და თავხედობას სჩადის, მაშინვე აცქვეტენ ყურებს მიგზავნ–მოგზავნიან თავიანთ ხელთ-მლოკველს „ფინიას“ გასაგებად, თუ ვინ არის ის არამზადა, რომ წიწილასავით თავი წაგლიჯონ? როგორ გაბედა ესეთი შეურაცხება? ნახამს თუ ციმბირში თავი არ ამოყოს! არ იციან, ვინა ვართ!... აი, მოცუნცულებს მელა ნელ-ნელა. „უჰ, რა წერილი დაუწერიათ! Просто прелесть, да и только! (რუსულსაც სიტყვის მასალად გაურევენ ხოლმე). ღმერთო, რომ აღარ შეიძლება რა ნაირად ჰკიცხავენ და რა მართლა! ბიჭო, შე ეშმაკო, შენ ხომ არ დასწერე? თუ შენია, ბარაქალა შენს ბიჭობას“. ამისთანა დაშაქრულის ენით — როგორც მელისგან მოგეხსენებათ — სიცილით წამოგიჩინხალებს მელია. რა მახეა და! მელებს ამისთანა მახეებით შეუძლიანთ მგლები, ვირები, ტურები გააბან. მაგრამ კაცების გაბმა ძნელია… „სუ, სირცხვილია, რას ამბობ? ჩამამძახა ყურში ჩემმა ძმამ, რომელიც ამ სტრიქონებს ზედ დასცქეროდა კაცებს უფრო მალე გააბმენ ხოლმე, შე სულელოვო.“ ისეთი იდაყვი კი ამოვკარ ამ თქმისთვინ, რომ მგონი დაივიწყოს მეტიჩარობა... დიახ, გაბმა ძნელია ძნელია მეთქი. ოჰ, ნეტა ისრე ჩვენი ზოგიერთნი მოხელენი, ვსთქვათ პოლიციისა თუ სუდისა, ისე დახელოვნდნენ სინიდისიანად საქმის აღსრულებაში, როგორც აქ ჩვენში კორრესონდენტების ძებნა-პოვნაში არიან დახელოვნებულნი! რა გინდა ჰქნა, ძმაო, არ გაჰკიცხო, არც ის იქნება: ხედავ, რომ მურტლად იქცევა კაცი, კაცობის ღირსი არ არის, დაუკარგავს „თვისი ჯიში და გამხდარა უარესი“; ხედავ, რომ სიმართლეს, თავისუფალ სიტყვას, ამ ძვირფასს საუნჯეს ხალხის კეთილ-დღეობისას, სჯიჯგნიან ცუდად; გაუხდიათ „ქოფაკ-ძაღლად“ და უსამართლობას „ფინიასავით“ ფეხებს ალოკინებს, — ყველა ეს ერთად გულს გთუთქავს. ვეღარ ითმენ, იწვი, — იდაგვი, მინამ არ აღმოანთხევ შეგუბებულ ჯავრს, სიბრაზეს ვიზედმე.

შეგუბებულ სიბრაზეს გამოვთქვამთ ხოლმე ორ ნაირად. მაგალითად, ზოგი ასე იტყვის: ერთმა ვიღამაც ერთ ქალაქში, ერთს სახლში, მეორეს სილა შემოჰკრა; მიზეზი გახლდათ ის, რომ იმ ერთმა იმ მეორეს მართლა ძალიან დაუშავა — წადი და გაიგეთ ახლა, რა იყო და ვინ იყო? ზოგი კი პირდაპირ დაგისახელებს მომქმედსაც და ნამოქმედებსაც… აი აქ გაჩნდება მელების მეძებრობა ფარიც და ხმლიც მეძებრების მომტევის ხელშია. თუ დაუმოკიდებული კაცი ხარ მომტევის წინაშე, ხომ კარგი; რას გიზმენ, თუნდ გიპოვონ და თუ დამოკიდებული ხარ, მაშინ არის საქმე და განჩინება,მაშინ უნდა ინუგეშო თავი უკვდავის რუსთველის სიტვებით:

„ჭირსა შინა გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.“

ასე დასწერ, თუ ისე მაინც კარგია, გამგები გაიგებს; გაკიცხული იცნობს თავს. მაგრმ სხვამაც რომ იცნოს, უფრო კარგი იქნება. ღობე-ყორეს მოედები, თუ პირდაპირ იტყვი, ჩემო კორრესპონდენტო, შენ შენი ხომ არ აგცდება. ბარემ დაჰკარ, რომ კვალი დააჩნდეს.

II.

ვყვირით და ვყვირით, თითქმის ყოველთვის, რომ ქართველი არ არის ზარმციო, არ არის და არ არისო. მართალია, ძალიან მართალია, დავუმატებ მოდა მეც. ჩვენი გლეხი, თუ მაღალის წოდების ქართველიც სულ იმას სცდილობს, სულ იმისკენ არის მიდრეკილი იმის შრომა მოღვაწეობა. მოქმედობა, რომ როგორმე ნივთიერების მხრით დაკმაყოფილდეს, კუჭი გამძღარი ჰქონდეს, „ჩოხის ძველა“ არ აკლდეს, ე.ი. შიმშილ-სიტიტვლით არ მოკვდეს. მომეტებულად ჩვენი გლეხ-კაცი, როგორც შემინიშნავს ამ ჩვენს უდაბნოში, ნივთიერად დაკმაყოფილბისთვის იღვწის, და ვერ ამოუვიდა სიღარიბეს, ვერა და ვერ, თუმც წელებზედ ფეხს იდგამს; ვერ ამოუვიდა, რადგან როგორც შოულობს, ისეც გასავალი დიდი აქვს.

გლეხ-კაცობა არის ზღვა, რომელზედაც დასეირნობენ გემები, თითქოს ამათ ემორჩილება ზღვაო; შიგ დაძვრებიან ათასნაირი ქვემძრომნი, სუსნიან რაც მოხვდებათ და ამით იკვებებიან...... გემს, როს გარბის, თითქო უნდაო გასრისოს ზღვაო, მაგრამ ისეთი გამწევი სხეულია ის დასაქცევი, რომ ისევ იმ თომად რჩება, რაც თომა იყო. ესევე შეგიძლიან ვსთქვათ, (მკითხველო, როგორც გინდათ მიიღეთ: მე ძალიან მიყვარს შედარებითმ ლაპარაკი. რაც გინდათ ამაზედ, ის მითხარით) დიაღ. ესევე შეგვიძლიან ვსთქვათ გლეხობაზედ: ეს ზღვა არის, რომელსაც „შესდის და გეედინება“ პოეტისა არ იყოს. ძალიან ცდილობენ გემები — გაუმაძღარი ვაჭრები, სვავები, სხვა და სხვა დამღის სულიერნი, მაგრამ სამუდამოდ ვერ სრესენ, სულს ვერ ხუთამენ, თუმც მოხარულნი არიან, რომ იმათი ნაღვაწი ერთ მშვენიერ დილას ღმერთმა იმათ ხელში ჩააგდოს. არც ის სურთ, რომ სრულიად სული ამოსძვრესთ; ვიღა გამოჰკვებამთ იმათ? მხოლოდ იღოღიალონ ქეციანი ძაღლივით; იმდენი იშოვონ, რომ სვავები დაასუქონ, გააღონიერონ „პირუტყვის კაცების“, საყლაპავად.

გადის წელიწადი წელიწადზედ; გლეხი იღვწის, როგორც ვსთქვით; არა რჩება რა. ამ გვარ ბრუნვაში კვდება და ვერა რაიმე სარგებლობა ვერ მოაქვს სულისთვინ. არ რჩება იმდენი არც საზდო, არც დრო, რომ გონების განათლებისათვინ იფიქროს რამე. გონების, სულის და გულის განათლებისათვის სიზარმაცეში ვერ გავკიცხავთ ქართველს გლეხს, ზემო მოყვანილთ გარემოებათაგამო. რა ჰქნას საცოდავმა! სწავლა-განათლება საჭიროა; მის დასამტკიცებლად მაგალითების მოყვანა სხვა და სხვა სწავლულთაგან მეტია; ამას — როგორც ჩვენი ხალხი იტყვის — რაღა კოდელი ნინო უნდა. მაგრამ და სულ მაგრამ… რა ცუდი სიტყვაა ეს ოხერი?! აი ლექსიკონიდგან ამოსაშლელი სიტყვა… სწორედ საბორძიკო სიტყვაა… მაგრამ (კიდევ არ ვიშლი!?) საწყალს გლეხს ჭაპანი გაწყვეტილი აქვს.

რას მივაცივდი ამ საცოდავ გლეხს. სულ გლეხი და გლეხი! სწორედ ქათამია ეს საწყალი: წავლენ და წამოვლენ და წასწვდებიან ამ საცოდავს: ძროხას დაკვლენ ზედ წააკვლენ, კამბეჩს ახსენებენ, ეს სახრით გვერდში უდგია; ცხვარს ახსენებენ და ეს ხომ სულ ცხვარია და ცხვარი. ყველას ამის დაჩაგვრა სწადს, მაგრამ (კიდევ მაგრამ!) ეს როდი შეებუზღუნება: დამკალ შენი ჭირიმეო, პირიქით ეტყვის... ჰო, იმას ვამბობდი: ბიჭო, გლეხის მაგალითის მოყვანას, ჩვენი თავი ავიღოთ? ის მაინც იბრძვის თავის და სხვის ცხოვრების არსებობისთვის; ამიტომაც ის ყველას უყვარს. დიაღ, ე.ი. ვსთქვათ, უყვარს.... აქ მაგონდება ერთი დაუბეჭდავის ლექსის სიტყვები. ვამბობ, დაუბეჭდავის, ამიტომ რომ წუხელის დაღონებული, ვიჯეგ მუაჯარზედ და აქედ იქით ვიხედებოდი, შემომესმა იქავ ახლო ქუჩიდგან ხმა სიმღერისა „ახ, სულო ჯან ჯანსულო ჯანის“ ხმაზედ:

„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით, მორთული და მშვენიერი“.

კიდევ რაღაც რაღაცეები წამოიძახა მომღერალმა, ვითომ „ქედ-დრეკილიო“, „მადლიერიო“, სწორე მოგახენო, ძალიან მომეწონა. არა, მიყაბულე ჩემო მეგობარო, რომ მარტო ორი სტრიქონი კასსენე და, მეგობარო, რას იტყვი? კარგი კია რაღაც არის და!...შენ ნუ იფიქრებ, რომ მე სხვა ნაირად, ის რაღაცას რომ ეძახიან, ისე გელაპარაკებოდე? სულაც არა, შენმა მზემ. ისე გელაპარაკები, როგორც მეგობარს მეგობართან ხომ არ დაიმალება რა: უნდა სულ ცხადი იყოს.... ხა, ხა, ხა! ეს რა სათქმელია, მეგობართან არა დაიმალება რა!? არა, დაიმალება, თუ დამალა… კიდევ გავები? საკვირველია, ბიჭო, ეს ჩვენი ქართველი კაცი. ჯერ ხმას ვერ ამოაღებინებ ესაა თუ ერთი დაიწყო, ქებაძე მესტვირეს გადააჭარბებს. ახლა, მეგობარო, არა მკითხავ, თუ რა გაყბედებს თქო? გეთაყვა, მამითმინეთ, ზევით გავბრუნდე გლახა ჭრიაშვილსავით.... დიაღ, ჩვენ გლეხს ვამტყუნებთ, მაგრამ ჩვენ — ვაი ჩვენი ბრალი! — ერთი მითხარ, რა მიგიძღვის, არა კეთილი საქმე გვაქვს ფარნად ჩვენის მომავალისთვის? ეს გლეხი—ქვეყნის სახედარი — ხომ ყველასთვინ შრომა-ღვაწლის მაგალითი არის და იქნება კიდეც; მაგრამ ჩვენ, ჩვენ? რა მოგახსენოთ, რაღაც ცუდი სახელი კი გვქვიან, მე კი ვერ ვიტყვი და თქვენ იცით.

წადი და შენ მდაბალი ხალხი გაამტყუნე გონებით ზარმაცია თქო. საქმე ის არის, რომ ვისაც ესმის რამე, ის „მაღლა ქანდარაზე“ შემჯდარა — უკაცრავათ, ბძანდება — და გავიძახით სულ „შავ-სისხლიანმა“ გააკეთოსო. ღმერთო, რანი ვართ? მე აქ მაგონდება ერთი ინგლისელის სიტყვები, თუ მეხსიერება არ მღალატობს. სწორედ ინგლისელის სიტყვები, კოროლევა ელისაბედის დროისა: „რა უხეირობაა კაცისა, უკეთუ არ ძლუძს თავის თავზედ მაღლად დგომა“... რა საჭიროა, მეგობარო, ვისიც სიტყვებია და ვის დროის კაცის, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ, ჩვენს გაზეთებს მასალა აკლიათ ხანდისხან ხოლმე და ენის ქავილი „ჭირად სჭირთ“, წყილისაგან ასეთს აქლემს გააკეთებენ, რომ აბელა რევაზოვი ღმერთმან შეარცხვინოს იმასთან… სწორედ რომ კარგი სიტყვებია იმ ინგლისელის სიტყვები. იცი თუ რა ნაირ მოსწყდება კაცი ხოლმე ხანდისხან? ის ილახება, დავარდება, ისე უძლურდება, თითქოს ამ ცრუ და ამაო სოფელზედ გდება აღარ უნდაო, — მადლობელი ვარ, ჩემო მეგობარო, ვ... — მადლობელი: ეს ამდენი ძალიან უთავბოლო ლაპარაკი, წინაცა და ახლაც. ცოდო გამოაშკარებული სჯობს — სულ შენის წერილის ბრალია.

მე და ჩემმა ღმერთმა, რომ შენმა წერილმა სწორედ ღრმა, სწორედ მკვდრის ძილისაგან გამომიყვანა. მოვინდომე ჩემი თავის დაძლევა, ჩემის სიზარმაცის ჩაფშვნეტა. მაგრამ შენც კი ყურზედ გძინავს… რადგან მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ გამომაფხიზლა, უნდა რამდენიმე ნაკვეთი თქვენის წიგნისა მოვიყვანო საქვეყნოდ, თუ თქვენი ნებაც იქნება… ეეჰ, რა ვქნა, ჩემო კარგო და ლამაზო, შენობით ვერ გწერ; დიდი ხანი არ მინახევხარ და კაი თუ იწყინო მე თქვენობით მივწერე და ის შენობით იწერებაო, მკითხველო, ხომ იცით, ქართველობას ათასნაირი პრანჭია, ანჩხლი გული აქვს, აქვს მეთქი, კი არა, დროთა ვითარებით გაუხდა. ამისთანა ჩიხომახო „რამე-რუმე“ ცეცხლს მოუკიდებს, გუნებას აუმღვრევს და ააბოროქებს ქართველს და მოანდომეს, რომ მალიად შეარცხვინოს საზოგადობის წინაშე დემოსფენის მჭრელ-მეტყველობით ამ გვარი დაცემა ზრდილობისა და მართებულობისა ჩვენში ასე არ არის? სწორედ ასეა. უხეირო საქმისთვის ცეცხლს მოუკიდებენ. მაგრამ რაც ღრმად აწუხებთ, მას ყურს არ ათხოვებენ, ვითომ და რა. ძირ დიდა, ნუ რაც გნებავდეთ უწოდეთ — პირქვე მუწუკი ხომ უფრო ცეცხლ-მოსადებია?! დემოსვენისა არა, ისე ძლას მდაბლის მჭრელ-მეტეველობით მაინც შეეხედა, შე კურთხეულის შვილო!

ოჰ, ოჰ, უკაცრავად მკითხველო, რომ რაღაც ჯაგებში გავები და თქვენი სურვილის წინააღმდეგი გავხდი. უდაბნოს მცხოვრებელს ყოველივე მიტევება. აა, ზდილობას სად და ვისთან ისწავლიდა. ეს ერთი მაპატივეთ და შემდეგ ისეთ საცინლ-სატირლებს დაგიწერთ, რომ — რომ ცრემლის დებიმ თვალები დაგიშავოთ და სიცილმა კუჭის თავი გატკინოთ. ხელსახოცი კი მოინახეთ. ეხლა კი მე მხოლოდ თქვენი ბაგენი მეცოდებიან. რომ წლაპუნით საქმე გაუჭირვეთ, თორემ თქვენ თვით რა… „რას ღობე-ყორეს ედება, ეს ვიღაც ოსერ-ტიელია ერთი დაიწყოს თუ დასაწყობი აქვს, რამეო; რა მამკვდავივით თავს იტანჯავსო“. აბა, რა ვქნა! ვერც ამას მიმხვდარხარ, ჩემო მკითსველო, თუ რისთვის ვლაპარაკობ ამდენსა; რისთვის უხვევ აქედიქით მთვრალ კაცისავით. გეტყვი და ნუ კი გეწყინებათ: იმისთვის ვლაპარაკობ ამდენს, რომ შენ, ჩემო მკითხველო ვაჟბატონო და უფრო ქალბატონო, კითხვას შეგაჩვიო,კითხვას!!

წაკოლა-ც.

(შემდეგი იქმნება)

7 ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკის გირაობის ფურცელნი პეტერბურღის ბირჟაზედ

▲back to top


ტფილისის თავად-აზნაურთა ბანკის გირაობის ფურცელნი პეტერბურღის ბირჟაზედ

აი რა ფასად გაუიდულა თავად-აზნაურთა ბანკის გირავნობის ფურცელნი (ზაკლადნოი ლისტი) პეტერბურღის ბირჟაზედ წელს. საჭიროა სცნობად, რომ პირველი ხაზი ამ სქემის მსყიდველის ფასს ნიშნავს, მეორე გამსყიდველისას და მესამე ნამდვილად გაყიდულისას.

  მსყიდველი გამსყიდველი გაყიდულა
18 7/12 წლის ვადისანი, თორმეტს სეკდემბერს (ათ თუმნიანები)

85 1/2
43 ½ წლის ვადისანი იმავ დღეს

83 1/2
54 ½ წლის ვადისანი 28 სეკდემბერს

83 1/2
18 7/12 წლის ვადისანი, 21 ოქტომბერს

85

43 ½ წლის ვადისანი, იმავ დღეს

84

18 7/12 წლის ვადისანი 1 ნოემბერს

85 1/4

85 3/4
43 ½ წლის ვადისანი, იმავ დღეს

84 1/2

84 3/4
54 ½ წლის ვადისანი, 7 ნოემბერს

84 1/2

84 3/4
54 ½ წლის ვადისანი 11 ნოემბერს

84 5/8 - 85
54 ½ წლის ვადისანი 16 ნოემბერს

85

851/2
54 ½ წლის ვადისანი 18 ნოემბერს

851/2

8 წერილი გურიიდგან

▲back to top


წერილი გურიიდგან

უფალო რედაქტორო! ვიღებ კალამს გამოუცდელ ხელში და ვეცდები გასაგებრათ გამოვსთქვა ის გრძნობები, რომელნიც ჩემში აღძრა „ივერიის“ მე 38 №-ში ამოკითხულმა წერილმა ქუთთაისიდამ შესახებ კიევის უნივერსტეტის დაარსების დღის დღესასწაულობისა ქუთაისელის სტუდენტების მიერ. — ახლა ისეთი დროა, რომ ყოველ დღეს ტელეგრამმებს და გაზეთებს კითხულობდეს კაცი, მაშინაც სრულად ვერ კმაყოფილდება და ვერ ტყობულობს მრავალ გვარს საინტერესო ამბებს, მე კი ისეთს მიყრუებულს ალაგს ვცხოვრობ, რომ არამც თუ ყოველ დღე გაზეთებს ვკითხულობდე, კვირაში ერთხელაც რომ შემხვდება გაზეთების შოვნა და ისიც ხშირად მარტო „ივერიის“, იმითაც კმაყოფილდები და აჩქარებულის სიხარბით გადავიკითხავ ხოლმე ამ გაზეთს თავიდამ ბოლომდე. — აი დღესაც მოგვივიდა „ივერია“ და ერთი ორი რუსული გაზეთიც. - მე „ივერია“ როგორღაც უფრო მეჩემიანება, მეახლოება და ამიტომაც ჯერ იმის ნომერს დავუწყე კითხვა და სხვათა შორის. წავიკითხე ზემოხსენებული წერილი ქუთაისიდგან. არ ვიცი როგორ იმოქმედა სხვა ჩვენებურ ახალგაზდა მკითხველ ქალებზე და როგორი შთაბეჭდილება გამოიტანეს იმათ ამისგან; ვიტყვი მხოლოდ ჩემზე, რომ ჩემში იმის წაკითხვამ, ბევრს სასიამოვნო და სანატრელ აზრებთან, ერთი სამწუხარო და დასაფიქრებელი აზრიც დასტოვა, ვკითხულობ იმას წერილის ბოლოს, რომელიც შეეხება ქუთაისის საშუალო სასწავლებლებში აღმზარდ ღარიბ მოსწავლეებისათვის ზრუნვას; ვკითხულობ იმას, რომ ამ მოსწავლეებთათვის შემწე საზოგადოების დაარსებას აპირებენ ქუთაისში და უნებურათ მომდის ფიქრი: ეგ ყველა იმედი, და პირება ხომ მარტო ვაჟების წარმატებას შეეხება მარტო ვაჟებზე ზრუნავენ ეგ საიმედო პირები, მაგ. რამ ჩვენ, ქალებს, მათ დებს, მათ შვილებს — ჩვენ ქალებს, რომელნიც უნდა შევადგენდეთ მთელის კაცობ რიობის ბედ-იღბალს, მათის წარმატების მონახევრეებს. მოზიარეებს მათის გონებითის ცხოვრებისას — ჩვენ ქალებს, რომელთათვინაც გამჩენს ღმერთს მოუნიჭებია მამაკაცთან თანასწორი უკდავი სული, თავისუფლება და გონიერება, — ჩვენ, ქალებს, რომლებიც საზოგადოთ ყველგან და განსაკუთრებით ჩვენს გაუნათლებელ ქვეყანში ყოველის მხრით შევიწროებული და დაცემული ვართ — ჩვენ არც კი გვიხსენებენ განათლების ხსენებაზე და თვით დაწინაურებულნი წევრნიც ჩვენის საზოგადოებისა, ესე იგი ჩვენი ნასწავლი სტუდენტები — ყოველმა ახალმა საკეთილო ჰაზრმა საზოგადოების უგანათლებულეს ნაწილში, მის ინტელლიგენციაში უნდა იპოვოს ნოყიერი ნიადაგი, იქ უნდა დაითესოს, იქ უნდა აღმოცენდეს, იქ უნდა გაიმაგროს ფესვები, იქ უნდა აყვავდეს, ნაყოფი მოისხას. დამწიფდეს და შემდეგ ნელ-ნელა მოედოს დანარჩენ წრეებს საზოგადოებისას.

ნუთუ „ქალების საქმე“ იმდენათ ღირს საზრუნველ საგნით არ მიაჩნიათ ჩვენს გაზდილ კაცობას, რომ მაზედ მზრუნველობას არ აჩენენ იმ დროს, როისინი ფიქრობენ და ზრუნავენ ჩვენის მონახევრეების — ვაჟების წარმატებაზე?

ერთი მითხარით, საყვარელნო ძმანო, თუ თქვენ და თქვენს მზრუნველობის ქვეშ აღზრდილი თქვენი მომავალი და იმათი მომავალიც თქვენსავით უყურადღებოთ დასტოვებენ ამ დიდს საგანს „ქალების საქმეს“, მაშინ ვისღა უნდა მოვსთხოვოთ ჩვენა საბრალოებმა, კანონებისაგან და საზოგადო წყობილებისაგან დაჩაგრულებმა შემწეობა და მზრუნველობა? ჩვენებურის ქაალებისაგან ხომ არ მოელით ამ საგანზე მზრუნველობას? განა თქვენ ჩემზე კარგად არ ხედავთ, რომ ეხლანდელის ჩვენებურის, ვითომც-განთლებულის მანდილოსნების ყურადღება მიმართულია მხოლოდ „მოდურად“ ჩაცმა დახურვაზე, ცეკვა-ტანცაობაზე და ვიზიტ-მიზიტებზე. ცოდო არ იქნება რომ თქვენ მაგათგან ამ საგანზე ზრუნვას მოელოდდეთ? ამას ვინ იტყვის, რომ ვაჟებზე ზრუნვა საჭირო. არ იყოს, მაგრამ იმათ ერთი-ორი საშუალო სასწავლებლები მაინც აქვსთ ქუთაისში; ჩვენ საბრალოებს კი (მე ვამბობ ქუთაისის გუბერნიაზე) ერთი საქალებო გიმნაზიის გახსნა მგონი მომავალ წელშიაც ძლივს გვეღირსოს და ეს სასწავლებელი იქნება ერთად-ერთი მთელის ქუთაისის გუბერნიისათვის და ამ სასწავლებელსაც თქვენ, როგორც „Кавказъ“-ში ამოვიკითხე, მიეგებენით მარტო იმერულის ღვინით სავსე ჭიქათა! ვის უფრო ეჭირება შემწეობა და ხელის მომართვა: დაჩაგრულებს და დაცემულებს, თუ უფრო თავისუფალ ნახევარს მთელის საზოგადოებისას? სინიდისით რომ გავსაჯოთ, განა ქალები არ ვართ ნამდვილი საძირკველი იმ დიადის შენობისა, რომელსაც უწოდებთ კაცობრიობას, და რომელიც ქვეყნის გვირგვინათ ითვლება?

„მერწმუნეთ, რომა გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია.“

ნუ გაგიკვირდებათ, მკითხველო ჩემი ასეთი გული დაშხამული საყვედური ჩვენის განათლებულის კაცებისადმი! მე ვარ ერთი იმ ღარიბ მოსწავლე ყმაწვილ ქალებთაგანი, რომელთაც არ აკლიათ არც სურვილი სწავლისა, არც ბეჯითობა და არც საკმაო ნიჭიერება (თავის ქებათ კი ნუ ჩამომართმევთ), მაგრამ არა აქვს შეძლება გიმნაზიაში სწავლის შესრულებისა. მე ღარიბობის გაჭირვებით სახლში მოვემზადე ორ წელიწადში და ქუთაისის წმ. ნინოს ზავედენიის მეოთხე კლასში დავიჭირე ეგზამენი და ამ კლასის გათავებით შევასრულე ამ ზავედენიის ვითომ კურსი ამ წლის ზაფხულს; შევასრულე, მაგრამ რა შესრულება საბრალო ქუთაისის საბრალო ოთხ-კლასიან ზავედენიაში! ერთი გამოჩენილი გერმანიელი პუბლიცისტი ამბობს თავის ერთ ლექციაში: გარწმუნებთ, რომ სანახევროდ სწავლულს სულ უსწავლელი სჯობიაო და ვაი, რომ ეგ სიტყვები მართალი ყოფილა! ვთქვათ კიდეც გვეღირსოს მომავალის წლიდამ ქუთაისში საქალებო გიმნაზიის გახსნა, მაგრამ მაშინაც ვაიმე და ბევრს ჩემისთანა ღარიბ მოსწავლე ქალებს! ჩვენ არც სამსახურში გამოჩენილი მამები გვყავს, რომ სახელმწიიფო ხარჯით აღზრდის იმედი გქონდეს. ჩვენზე აღარც განათლებული, კეთილ-მოღვაწე ჩვენი საზოგადოება ზრუნავს!.. ჩვენ მხოლოდ შორიდან უნდა სიხარბით ვუყურებდეთ იქ მოზარდე ჩვენზე ბედნიერ ქალებს და ან თუ დიდის გაჭირებით გვეღირსა გიმნაზიაში შესვლა. მაშინ შუა სწავლაში ანთებამ ან სიჭლექემ უნდა ადრე და მალე ბოლო მიგვიღოს გაჭივრებულის ცხოვრების გამო. წარმოიდგინეთ კარგად ჩემი მდგომარეობა, მკითხველო და ათასის ჩემისთანისაც და ნუ დამზრახავთ მე ამისთანა გულ-ფიცხის წერილისათვის და ნუ იტყვით, გურულია და გურულებრ გულზედ მოსულა და მრისხანებსო.

ნინა ნიკოლაიშვილი

1877 წ. 20-ს გიორგობისთვეს.

სოფ. ბახვი.

— გუშინ, ესე იგი, 30-ს ნოემბერს ქალაქში ხმა გავარდა, რომ დღეს მისი უმაღლესობა დიდი მთავარი შუადღის შემდეგ ოთხ საათზედ მობძანდებაო. ორის საათიდამ ქალაქმა მოძრაობა და დენა დაიწყო სიონის ქუჩისაკენ და სასახლეს წინ ბულვარზედა. შუა ბაზარში და სიონის ქუჩაზედ ხალხი ისე ირევოდა როგორც ჯიანჭველა. ბულვარიდამ, ანუ უკეთ ვჰსთქვათ, სასახლიდამ დაწყობილი მთელი გოლოვინის პროსპეკტი, შუა ბაზარი სიონამდე და სიონს ქვევითაც მორთული იყო ფერად-ფერადის ხალიჩებითა, ფარჩითა, ალმებითა და ბაირაღებათა, რომელნიც გადმოეფინათ მუაჯირებზედ და კედლებზედ. დუქნები სულ დაკეტილი იყო.

სამს საათზედ მისი უმაღლესობა დიდი მთავრინა თვისის უფროსის ძითა წაბძანდა, სოღანლუღისაკენ მისა გებებლად, იქავ გაეგებნენ ქალაქელნი და ქალაქის წარმომადგენელნი. რაც ქალქში ხელის უფალნი იყვნენ, მხედრობისა თუ ისე — სულ ერთიანად მოგროვდნენ სიონში, რადგანაც მისი უმაღლესობა იქ უნდა მობძანებულიყო. სიონის ქუჩის ორივე პირი დაჭერილი იყო ამქრისაგან, რომელიც ორ პირად მწკვრივად იდგა თავისის ალმებითა და ბაირაღებითა, სიონის ახლო-მახლო ბანები, ფანჯრები, სანათურები ძლივ იტევდა თამაშად გამოსულს ხალხსა, თვითონ სიონში სრულის სამკაულით შემოსილი ელოდდა მის უმაღლესობას ტფილისის სამღვდელოება ექსარხოსის წინამძღომლობით.

დაბინდდა და ჯერ მისი უმაღლესობა არ მობძანებულიყო ამქარს ანთებული წმინდა სანთლები დაურიგეს; სიონის ქუჩა გაჩაღდა. თითქმის ყოველის დუქნის წინ სხვა და სხვა ფერი ფარნები, აანთეს.

მეექვსე საათზედ სიონთან მოისმა დახურულ ბაზრის მხრით ერთი საშინელი კიჟინა, ურას ძახილი და დაფა ზურნის ხმა და ერთს წუთს შემდეგ თვითონ მისი უმაღლესობაც მობძანდა ეტლით თვისას მეუღლითურთ. ხალხმა შექმნა კიჟინა და ურას ძახილი. რა წამს ეტლიდამ გადმობძანდნენ მის უმაღლესობანი, მაშინვე შებძანდნენ სიონში; ეკლესიის კარის ბჭეში მოეგება სამღვდელოება და ექსარხოსმა ხატით დალოცა და აიაზმა ასხურა.

ეკლესიიდამ რომ გამობძანდნენ, ხლხმა კვლავ დაიგრილა ურა და ეგ ხმაურობა არ შემწუდარა თვით სასახლემდინა. სასახლესთან მოსვლის უმალ, მისი უმაღლესობანი მაშინვე შებძანდნენ სასხლეში, ხალხი კი სასახლის წინ მოჯგუბდა თითქო რაღასაც ელისო და ყვიროდაურას.

მთელი სიონის ქუჩა, შუა ბაზარი. თამამშოვის ქარვასლა, პოლიცია და გოლოვინას პროსპეკტი განათებული იყო ფარნებითა, ჭრაქებითა და ზოგან გამოკიდებულის ხომლითაც. ზოგიერთს მაგაზიებში მოჩანდა მისის უმაღლესობის სახე; ერთგან ესვენა სამი ლუსკუმა: შუაში მისის უმაღლესობისა, აქედ-იქით ლორის-მელიქოვისა და ტერ-ღუკასოვისა. ერთგან კიდევ პოლიციის პირ-და-პირ, სანთლებით გაჩაღებულნი გამოკიდებული იყვენ სახენი დიდის მთავრისა, ლორის-მულიქოვისა, ტურღუ-ქასოვისა, დეველისა, კამაროვისა და შელკოვნიკოვისცკი.