![]() |
ჟურნალი ივერია №1 |
ივერია - ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი.
ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879
![]() |
1 მეფე დიმიტრი თავ-დადებული |
▲ზევით დაბრუნება |
მეფე დიმიტრი თავ-დადებული[1]
(ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს)
უქმე დღე იყო, ტვირთ-მძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.
„ეჰ, რას ჰყაყანებთ,- დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, -
შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!
გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ ჰრჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზდილი ვაებითა, წვით და დაგვითა“.
ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:
I
„მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, -
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.
იმ დროს, როცა . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სასახელოდ იყო ჩვენში.
შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როდი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.
შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.
ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.
უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად - ხმალი ხელში.
ეგრედ, შვილნო, აქ ჰსცხოვრებდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.
მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...
II
„ეხლა რა ვართ? მწველელ-ფურად
თავი ჩვენი გარდვიქციეთ...
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...
რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვისხნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.
წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.
ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.
ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.
III
ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა
- დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი
კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ - რისხვით მტრისა მსრველი,
შინ - მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.
მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.
ვის რაც გულში დარდი ჰქონდა -
წავა - იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩლსა არ ითაკილებდა.
ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.
IV
„მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.
ერთხელ ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.
მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის -
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.
შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.
დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.
ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.
V
„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
- „რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო“
გაუგზავნა მოციქული:
- „გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო“.
დაგვიღონდა მეფე ქველი,
მიხვდა იმ ურჯულოს წადილს,
ისიც იცის, - იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.
რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.
დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
- „წავალ - მომკლავს, - და არ წავალ -
ამიოხრებს ქვეყანასა“.
ბოლოს ბძანა: „თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო -
წესია მეფეთ ქებულთა.
ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან, -
წასვლას, თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ, -
მეფის, თუ ქვეყნის დამხობას?“ VI
„ბძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელ-მთავარნი,
ვეზირნი და ნაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.
წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.
ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.
უბრძანა თუ „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, - ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.
შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინისა მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბარებს
ჩემზედ გაბოროტებული.
თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,
თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება“.
VII
„დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.
- „მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!
თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.
მოვიდეს, რომ იმუქრება
ის ურჯულო სისხლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.
მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!
ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.
სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა შენსა შემნატვრელსა.
ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზედ დააჭდიე“.
VIII
„ახლა წადგა სპასალარი...
- „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, -
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!
თუნდ რომ დავჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. მამებს უთქვამთ, -
სახელიო, ან სიკვდილი.
ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, - მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“.
ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...
IX
„ბოლოს ბძანა: - ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, - ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა,
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.
X
„ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი რაში არი...
ფუ იმ წყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! - რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის - ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს - მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა.
XI
- „შენ რას ბძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად? “
ატირდა და მოახსენა:
- „ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს,
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.
მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთეს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, -
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!.. “
XII
„მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
- „დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასთათვის თავდადება
გვიბძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და - სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა“.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.
XIII
„ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბძანა
წასასვლელად მომზადება.
სთქვა და ურდოს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქმნაო ერთი არი.
გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.
ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, -
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.
შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.
მივიდნენ, ნახეს მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.
წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.
XIV
„თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, -
ყველა ასე კარგნი იყვნენ.
წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!
კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა
მათს სიკეთეს, სიტურფესა.
მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარედა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.
იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დატვირთულნი
თითო თითო სოფლად ჰღირდა.
მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.
მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი - თითქო ვეფხია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის ჩაედგა ფეხია.
ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.
ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, ჰსჭექდა, ჰმრისხანებდა,
თითქო ლოდინს ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა ჰსცემდა.
XV
„გამობძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.
მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ - შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.
მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.
ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულისტკივილითა.
უბძანა თუ: - „რასა სწუხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!..
ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.
რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგსხნით... დეე, ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო“.
ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.
მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.
XVI
„უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, -
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.
მოჰყავთ ცახცახით, ხანხალით
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.
მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.
ის ამ ქვეყნის აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.
XVII
„მოახსენა: - „ჰე, მეფეო,
ნუ შემრისხავ ერგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდავსრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.
მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.
ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,
როცა ნდომობს თავგაწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?
ერს ოფლის მღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმე უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?
ამას ვსტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.
ჩემებრ უძლურს, გაჭირებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!
XVIII
„ნუ სწუხართო!..განა, მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს - მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.
გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.
ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.
აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;
მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.
შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!
ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.
ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!.. “
XIX
„უბძანა თუ: - ბერო კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.
მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.
ჩვენის ქვეყნის შავი ბედი,
როგორც ტაროსი, იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.
მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა:
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტებთ თქვენა?..
განა თითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ-ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის -
ღმერთი იყო და - ჯვარს ეცვა.
XX
„მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეს სიკვდილი სიცოცხლეა.
და არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.
არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.
წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.
ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.
თქვენ ხომ მაინც მოგცილდება
ხოცვა, ჟლეტა, სრვა და რბევა,
მე კი...მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა“.
XXI
„თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, -
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...
თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს,
ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.
XXII
„მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: - „მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით,
ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.
ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.
მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდევით“.
ბძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა;
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.
მტერსაც კი რომ დაენახა,
თვალი გაუშტერდებოდა,
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.
გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი-
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.
ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას და
მეფემაც დართო ნება.
წაბძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.
XXIII
„მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მოსვლისიმედი
ყეინსა გადაჰსწყვეტოდა...
ებძანა თავის სარდლისთვის:
- „შეჰკრიბე ჯარი ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი, ანუ მკვდარი;
თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო“.
წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.
უხმო მხლებელთ და უბძანა:
- „ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.
თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული;
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, -
წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!
ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო, -
ბრძენთაგანა ასე თქმულა.
კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა“.
XXIV
„რას იქმოდნენ? მისჰცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.
ბევრმა იკრა გულში ხელი,
ჰსთქვა გულმწარედ: „ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენ ჩვენს შერცხვენას! “
ბატონმა ბძანა: - „ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ - რა ჰსწადიან?
თუ მე უნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან... “
მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: - „სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბძანებული;
მითხრა: -„მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...“
იამა, ბძანა: - „მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება“.
თვით წაბძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბრძანა თუ: -„მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი“.
მისცვიდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე, ხელმწიფე სვიანი.
XXV
„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას...
საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.
გაჰწყრა: - „როგორ გაბედეო,
არ გადუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.
იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თვითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.
მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფეხთ წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი... “
მეფემ უთხრა: -
„შენისთანა ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.
შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.
ჰქმენ რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, -
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს,
სისხლს რადა ჰსვამ,
სვაო, რადა ხარ სვავიო?... “
გაწყრა ყეინი ამაყი, ეს როგორ გამიბედაო!
უბძანა: - „ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო“.
წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.
XXVI
„სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა ტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლისმსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამები
ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: - „ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, - მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, - სისხლი აქ დაღვრილი,
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი“.
XXVII
„უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი.
მივიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.
მოახსენეს: - „შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!.. თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.
ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, -
ასეაო ყეინისა თურმე ნება“.
უბძანა თუ: - „ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.
ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სრვა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა! “
ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათ ხვეწნას და მუდარათა!
XXVIII
„გათენდა დღე ზართამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.
ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეინისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.
ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.
ამ ორ-შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.
მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...
შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანცწყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.
მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...
გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.
მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათი ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.
თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი,
სახლი, კარი, თვისი, ტომი,
ქვეყანა და თავის ერი...
ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!..
მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: - „დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!.. “
სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
- „ჰა, ჯალათო! “ - დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.
მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა“.
ილია ჭავჭავაძე
__________
1 თორმეტი მუხლი დაბეჭდილი იყო შარშან „ივერიაში“
![]() |
2 ქალი მამულის ერთ-გული |
▲ზევით დაბრუნება |
ქალი მამულის ერთ-გული
შემთხვევა საფრანგეთ-გერმანიის ომიანობის დროს
(მოთხრობა გრენვილ მურრეისა)
I
ერთხელ დილით, ოქტომბრის თვეში, წელსა 1870-ს, ერთს ძველს, წარჩინებულს და გამოჩენილს საფრანგეთის ქალაქს ო-ნს ასეთი საზარელი და საშინლად სათაკილო საქმე გარდახდა: გამარჯვებული მტრის ლაშქარი შეესია და დიდის ამბით და დიდებით ეს უცხო ქვეყნის ჯარი ჯამაათი, ამ ქალაქ ო-ის ქუჩებში გაბმით და ნადიმად მიდიოდა. ეს სამწუხარო ამბავი ერთის თვის წინათაც შესაძლო იყო, რომ მომხდარიო, მაგრამ ეს ქალაქი ისეთის მამულის მოყვარეობით, ისეთის მამაცობით და სახელ-გათქმულის საქმეებით იყო. ძველათვე გამოჩენილი, რომ იმის მშვიდობის-მყოფელნი მცხოვრებნი მოქალაქენი, რომელთაც სამხედრო საქმისა და სწავლისა არა გაეგებოდათ რა, უკანასკნელ დღემდის ეჭვობდნენ და არა სჯეროდათ, რომ მტრის ჯარი ქალაქ ო-ში შემოვიდოდა და იმედოვნებდნენ რომ, რომელიმე სასწაული ამისთანა სამარცხვინო და სათაკილო. თავ-გარდასავალიდამ დაიხსნიდა. ხოლო, ყოველმა სამხედრო პირმა კი იცოდა, რომ ეს ქალაქი მტრის ჯარს სრულებითაც წინ ვერ დაუდგებოდა და თავს ვერ გაიმაგრებდა, ქალაქის ციხე და სიმაგრენი, რითაცა ამ ოთხ საუკუნის წინად ქალაქმა ო-მა გამოიარა ისტორიაში დიდად ღირსშესანიშნავი ზედ–მოსევა, მის ალყას გაუძლო და მტერს არ დანებდა, დიდი ხანი იყო რაც დაენგრიათ და ქვა– ქვაზედაც აღარ გაეშვათ. იმ სიმაგრეების ნაცვლად არავითარი ახალი სიმაგრენი აღარა აუშენებიათ რა. ამიტომაც, და უფრო იმ აზრით, რათა მოქალაქენი გადარჩენილიყვნენ სრულიად ცუდ-უბრალოდ ყუმბარების სროლას და ქალაქს დიდი ზიანი არ მოსვლოდა, ამ ქალაქის მეციხოვნე ჯარი ქალაქიდამ გავიდა და მოეცალა, რადგანაც ერთის ომის შემდეგ იმედი დაჰკარგა, რომ ურიცხველს მტერს ომს გაუსწორებდა.
ესრედ, პრუსიელების ჯარი, გაბრჭყინვალებული თოფებისა და ჩაჩქნების ბრჭყინვით, მძიმედ, ნელ-ნელა და გამბით იძროდა ამ პატივ-ცემულ ძველ ქალაქის ვიწრო ქუჩებში. მოღრუბლული, ჯანღიანი და უგემური დილა იყო; მუქი ფერის მუნდირები, დაქანცულნი პირის სახენი გამარჯვებულთა, ხმა გაკმენდილი სიჩუმე ხალხისა, რომელიც ქუჩებში ორ-პირად, მჭიდროდ და ჯგუფად მოგროვილიყვნენ საყურებლად და სობოროს ზარის რეკის მწუხარე ხმა (რადგანაც ვიღასაც ასაფლავებდნენ), — ეს სანახავი საერთოდ უფრო მცხედრის გასვენების სურათს მიემსგავსებოდა ვიდრე გამარჯვებულის ჯარის დიდებით სვლასა და მართლადაც კი პრუსიელები სწორედ გამარჯვებულნი იყვნენ და იმათ სახის მეტყველებას დიდებულება, თავმოწონების ამპარტავნება, და ზვიადობა ეწერა. იმათს მძიმეს და გაბედვით სვლას, იმათს უშვერს ბღვერას და იარაღის წკარუნ−ჩხარუნსა, აშკარად ეტყობოდა, რომ აი, ეს-ეს არ მზათ არიან ყოველწამს ხელახლად ომი და სისხლის ღვრა აჰსტეხონო. ეს ისე ნათლად ეტყობოდათ, რომ თამაშათ გამოსულს ხალხს, მათს მაყურებელს, ამაზედ ეჭვი არა ქონდა. მაგრამ საკვირველი ეს იყო, რომ უპირველესი გრძნობა, რომულიც იმ დროს ქუჩებში ხალხს საერთოდ ემცნეოდა, იყო მარტოდ ცქერის და თამაშის ნახვის წადილი და არა გაბოროტება და ჯავრი. იმის წინა დღით, ამ ქალაქის მერმა იფიქრა, ვაი თუ დამარცხებულმა ჩვენმა ხალხმა გამარჯვებული მტრის ჯარი შეურაცხა ჰყოსო, ან რაიმე უპატიურება მიუნოსო და ამის გამო მტრის ჯარმა ეს ჩვენი ხალხი ულმობელად დასაჯოსო, ამ აზრით შეშინებულმა მერმა ადრევე ყველა ქუჩები, კედლებზე გააკვრევინა განცხა. დება და პროკლამაციუბი, რომლითაც ქალაქის მცხოვრებლებს ევედრებოდა, რომ ისინი დინჯათ, უშფოთველად დახვედროდნენ მტერს და არასფრით არ გამოეჩინათ თავიანთი ჯავრი და გაბოროტება პრუსიელებზედ. მაგრამ მერის ამ გვარი სიფრთხილე მეტი იყო. უამისოთაც ხალხი ისე გულ-გრილად უყურებდა თითქო არ ესმისო, თუ მართლა რა სამარცხვინო იყო. იმისთვის ეს ამბავი. იქნება პირკელს წამში, როცა მოწინავენი ჯარისა, ულანები, მუზიკით Wacht am Rhein-ის ხმაზედ, მიდიოდნენ, მაშინ კი ზოგიერთს მცხოვრებს სახეზედ ფერმა გადაჰკრა და ამ ხალხში ცოტათი ჩოჩქოლი ჩამოვარდა, მაგრამ ამავე ხალხმა ისევ მალე თვალი შეაჩვია პირ-და–პირ მტრის ჯარის ყურებას და ყოველი სიბოროტე და ჯავრი მალე გაიქრო გულში. ჯარის ერთი გუნდი მეორეზედ ერთგვარად მოდიოდა, და ამ ერთ ნაირად ჯარის სვლამ ერთს საათს შემდეგ ხალხი ცქერით ისე მოაბეზრა, რომ თამაშის ნახვის სურვილი გაუწყალდათ და ეს ხალხი იმისთანა ჩვეულებრივი. გუნებაზედ მოკიდა, როგორც ბევრწილ ხალხს სჭირს, როცა ერთი უბრალო სასაცილო მიზეზიღა უნდა, რომ იმავ წამს დაიწყოს კასკასი, ხარხარი და ოხუნჯობა. ამ გვარი მიზეზიც მალე გამოუტყვრათ. ერთს ჯარის-კაცს ფეხი წაუსხლტა, წაიქცა და შუა ქუჩაში ღრმად ჩათხრილ ღრანტეში ჩავარდა, ამას ზედ მიჰყვა ტუაპა-ტყუბით მეორე და მესამეც, რომელთაც წაქცევის უმალვე თოფები ხელიდამ გაჰსცვივდათ და მთელ რაზმში არეულობა ჩამოაგდეს. მთელ ხალხს წასქდა გულიანი კასკასი. ერთმა ვიღაცამ, უფრო გამბედავმა კაცმა მოსწრებით წამოიძახა, რომ გამარჯვებულნი ტალახში გორაობენო; ხალხმა ამაზედ უფრო დაიწყო. სიცილი და ხარხარი. ამის შემდეგ ხალხის ხუმრობას, დაცინვას და თავ–საცილს სხვა და სხვა საგანზედ მტრის შესახებ ბოლო აღარა ჰქონდა. ამ საფრანგეთის ხალხს თითქო აღარ ეუცხოვებოდა და არ აბოროტებდა ის აზრი, რომ მათი ქალაქი მტრის ხელში ჩავარდა და გულ-დაჯერებული იყო, რომ მძიმე ხარჯს დაადებენ მტერნი მარტო იმ მიზეზით, რომ სამმა ჯარის კაცმა თავი სასაცილოდ გაიხადა. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც თავის მამულის უბედურების დღეს, ამისთანა ცუდ უბრალო, წარა-მარა რამე მიზეზი ანუგეშებდეს! სხვაფრივ კი პრუსსიელების შესვლამ ქალაქ ო-ში კარგა ჩაირა. მაყურებელი ხალხი თუმცა ჩუმად და ჩურჩულით მაინც კიცხავდა და დასცინოდა მათ მუნდირებს, ჯარის გამართულობას და უფრო მეტადრე – იმათ უთავბოლო და წარა-მარა სამხედრო წესსებსა.
ხოლო ამ ხალხი მარტოდ ერთად-ერთი სულდგმულიღა იყო და მარტო. იგი არა თანაუგრძნობდა ხალხის საერთო მიდრეკილებასა. ეს იყო ახალ-გაზდა, ოცის-წლის გასათხოვარი ქალი. — იმ დილით ორის საათით წინ, მანამ პრუსუელების ჯარი შემოვიდოდა, ერთი საუცხოვოდ მოხდენილი ეტლი შემოვიდა ქალაქ ო-ში. ჯერ პირველად აფთიაქ-ხანის წინ დადგა, მერე არტახების მკეთებელის წინ და ბოლოს, ეს ეტლი სამკურნალო ნივთების დეპოსთან გაჩერდა. ამ ეტლში მსხდომნი: მოხუცი კაცი და ახალგაზდა გასათხოვარი ქალი, როგორც ეტყობოდა, ყველასაგან პატივ-ცემულნი იყვნენ. რასაკვირველია, რომ ამის მიზეზი ერთის მხრით იყო ჰერცოგის ნიშანი, ეტლის კარებზედ გამოხატული, მაგრამ ამასთანვე ესეც უნდა ვაღგიაროთ, რომ ეს ახალ–გაზდა ქალი ისეთი ტურფა და მშვენიური რამ იყო, რომ იმის წინაშე ყველა მუხლს მოიდრეკდა, თუნდაც ჰერცოგის ქალიც არ ყოფილიყო. ზოგიერთი ისეთი პირის-სახეა, რომ ყველა კაცს თავისკენ მიიზიდავს და ამ საერთოდ თაყვანის-ცემის უფლებას ვერავინ უარს ვერ ჰყოფს. ამ ქალის სახე ერთი ამ გვარი სახე იყო ამ სახის მნახველი — ლაჩარი კაცი დევათ გადაიქცეოდა და მხნე, ვაჟ-კაცი უფრო უდიდეს ღვაწლისათვის და გამარჯვებისთვის თავს გაიმეტებდა. მაგრამ, მეორეს მხრით კი, ღმერთმა ნუ ქნას, კაცმა ამისთანა სახის ქალი შეიყვაროს, თუ თვითონ ქალიც არ შეიყვარებს! ამისთანა კაცს სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაექცევა, რადგანაც ვეღარ დაივიწყებს ამ მშვენიერს და საუცხო სახეს თავის დღეში. დიაღ, თავის დღეში, თავის დღეში ვეღარ დაივიწყებს....
ჰერცოგი, პირ-ხმელი, გამხდარ–გამხდარი მოხუცი კაცი იყო სამოც-და-ათასი წლისა, ურთი ფეხით კოლობდა და მომსხო ჯოხზედ დაბჯენილი დადიოდა. ეს იყო ნამდვილი საფრანგეთის ლეგიტიმისტი[1]. ეს თუმცა პირ-დაღვრემილი და მიუკარებელი კაცი არ იყო, მაგრამ ახალ აზრებს და იდეებს არა თანა–უგრძნობდა და ერიდებოდა საზოგადოებას, რომლისაც არცარა ესმოდა რა და არც პატივსა ჰსცემდა, ამაყად ეჭირა შორს თავი და არასფერში არ ერეოდა. თავის ხასიათი, აზრები და სჯა იმას სახეზედვე ეწერა და სახიდამ ისე ამოიკითხავდით, როგორც გალილი წიგნიდამ, საერთოდ ყველასთან ერთნაირად პირ-დაღვრემილი და თავ-დაჭერილი იყო; ყველას ერთ–ნაირად ცივად მოექცეოდა ხოლმე, თუმცა პატივას-მცემა და ძალიან თავაზიანიც იყო, ლაპარაკი ფხიანი იცოდა და ქვეშ-ქვეშობით დაიცინებოდა კიდეც ხოლმე, თითქო წინადვე დარწმუნებული იყო, რომ მასთან მემუსიკე ერთს რასმეს სიბრიყვეს წამოროხავდა. მეტი იქნება ვსთქვათ, რომ თუმცა ოკტომბრის თვეში წ. 1870-სა საფრანგეთი რესპუბლიკა დაარსებული იყო, მაგრამ ვერავინ ვერა ბედავდა ჰერცოგი ჰერცოგობით არ ეხსენიებია.
კოროლისა და იმპერატორების ტახტიდამ გადმოგდება შეიძლებოდა, შეიძლებოდა თვით ტახტების გაუქმებაც და სახელმწიმო წყობის გამოცვლაცა, მაგრამ ჰერცოგი ბრესსაკი კი ყოველთვის ღერცოგ ბრესსაკათ რჩებოდა.
— ყოველიფერს, თქვენს ციხვ-დარბაზში მე გაახლებთ, ბატონო ჰერცოგო, მოახსენა სამკურნალო ნივთების დეპოს პატრონმა, მდაბლად თავის დაკვრით და ეტლამდის გააცილა თავისი სახელოვანი მუშტარი.
— იმედი მაქვს, უფ. გლიუშო, უპასუხა ღერცოგმა და თავის ლამაზად მოპრაჭულ ხელზედ — მოსამსახურის შემწეობით ჩაბძანდა ეტლში.
— და რაც შეიძლებოდეს მალე კი გამოგზავნეთ, უფ. გალიუშო, დაუმატა ახალ–გაზდა ქალმა.
მაშინვე, როცა გზა გაიხსნება ისე, რომ ქუჩებში დავბრუნდები და ჩემის თვალით არაფერს არ დავინახავ-მეთქი.
— წუხელ ღამე მიიღეს ბატონო, ჰერცოგო, ახალი ბძანება, რომ ჯარის დასახვედრად ჩვენები დღეს თორმეტ საათისათვის მომზადდნენ.
გალიუშს მიზეზი არა ჰქონდა ომიანობა შეჰსძულებიყო, რადგანაც იმ ომიანობამ საკმაოდ განუვრცელა ვაჭრობა, კარგი სარგებლობაც მოუტანა და გალიუშის აზრით, რასაკვირველია, ვაჭრობა იყო უპირველესი საგანი კაცისათვის. მაგრამ, რადგანაც ღერცოგი ბრესსა–კი იქა ბძანდებოდა, და სრულობით ვაჭრობის აზრით არ უყურებდა მტრის ჯარის შემოსვლას, გალიუში თავის ვალათ რაცხდა უჩვენებინა, რომ ქალაქ ო-ს მცხოვრებლებს ძველად განთქმული მამულის ერთგულობა და სიყვარული ჯერ არ გაჰქრობიათ, და ამიტომაც ნაღვლიანის სახით ზედ დაატანა:
— დღევანდელი დღე ქალაქ ო-სთვის საზარელი, შავი დღეა, ბატონო ჰერცოგო. სხვათა შორის მეც უნდა დავიყენო ჩემს სახლში ექვსი ავაზაკი. მე დღეს დილით მივიღე სია, თუ ვის სახლში რავდენ კაცს აყენებენ. აბა იფიქრეთ, მთელი ექვსი ავაზაკი პრუსიელი.
გალიუში თავის-თავს ძალას ატანდა და ფარისევლობით უნდოდა, რომ მწარეთ ამოეოხრა, მაგრამ როგორღაც ვერ მიუვიდა.
— ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? კითხა ღერცოგმა თავის ქალსა მეტი გზა არ არის, მთელი ნახევარი დღე აქ უნდა მოვემწყვდიოთ, ვეღარსად წავალთ.სიარული შეიძლებოდეს, მდაბლად თავის დაკვრით მოახსენა ვაჭარმა: ეხლა შუა– დღეა და ნახევარ საათის შემდეგ ქალაქში ჯარია შემოსასვლელი. იმავ საათს ნივთების გამოგზავნა, მგონია საფათერაკო იქნება.
— მე მეგონა, რომ ჯარის შემოსვლა დანიშნული იყო ორ საათზე, გაოცებითა ჰსთქვა, ღერცოგმა — მე განგებ ისე გავიანგარიშე, რომ თავის დროზე შინ
– თუ ბატონი ღერცოგი ინებებს და მიკადრებს, დიდი ბედნიერება და პატივი იქნება ჩემთვის, ჰსთქვა მარდად გალიუშმა — ჩემი სასტუმრო ოთახი ამ დუქნის ზევიდამ არის და ფანჯრები იმ ქუჩას ზედ დასცქერიან, რომელზედაც ჯარი გამოივლის. ფანჯრიდამ კაი გადასახედია და უცხო სანახავიც იქნება.
– ღმერთმა გვაშოროს! წამოიძახა ღერცოგმა ტუჩების კბენით და იმის პირი-სახეს მწვავის ტკივილის ფერმა გადაჰკრა მაშინ, როდესაც ამის ქალს კი თვალებმა მრისხანებით ბრიალი დაუწყო.
– მე... მე იმის თქმა კი არ მინდოდა, რომ საჭიროა მტრის ჯარის ნახვა და ცქერა, ეს მეტის-მეტი გულ–საკლავი სანახავი იქნებოდა... წარმოსთქვა მუდუქნემ და ცდილობდა თავის შეცდომის ჩავუჩეჩებას.
– მე მარტოდ მსურდა თქვენთვის მეთხოვნა, რომ პატივი გეცათ ჩემთვის, მობძანებულიყავით ჩემს ქოხში, გაგებედნიერებინეთ და მიგერთვათ რაც ღმერთს უბოძებია ჩემ საწყალ... გალიუშს უეცრად ენა დაება და სიტყვა ვეღარ დაასრულა. ამ დროს ქუჩის ბოლოში ძალზე საყვირის ხმა მოისმა. გალიუმმა იმავ წამსვე მოახსენა, ეს იმის ნიშანია, რომ გზიდამ და ქუჩებიდამ ყოველი ეტლი და ცხენოსნები ჩამოეცალნონო და ჯარს გზა მისცენო და მართლად, ერთ ორ წამს შემდეგ ულანების ერთმა დასმა გვერდთ ჩამოურბინათ. ერთმა ჯარისკაცმა, ჰერცოგის ეტლზედ მჯდომთ მოსამსახურეებს უბძნა, ეტლი იქით გვერდზე, ვიწრო ქუჩისაკენ მიაყენეთო, ცხენების გამრეკმა — ინგლიზელმა ხმა-კრინტი არ ამოიღო, დამორჩილდა და ეტლი იქით მიაყენა, ხოლო ღერცოგის ხელზედ–მოსამსახურემ კი — ძველმა საფრანგეთელმა, ვეღარ მოითმინა, დაიწყევლა და მრისხანე სიტყვები მიაყარა. ამას ულანებმა ყურიც არ ათხოვეს. ამ სახით ღერცოგის ეტლი პატარა ვიწრო ქუჩისაკენ მიდგა და აი ამ მიზეზით ჰერცოგი და იმისი ქალი თავიანთ უნებურად შეიქმნენ მაყურებლად იმ სამწუხარო სანახავისა, რომელიც გულს უკლავს, როგორც მამულის ერთ-გულს შვილს, ისეც ნამდვილ ვაჟ-კაცსა.
ჰერცოგი ხმა-ამოუღებლივ ეტლის ზურგს წყნარად მიეყუდა და ყველაფერს თვალი მოარიდა, არა დავინახო. რაო. ქალმა ჯერ პირველად მამას მიბაძა, და არ ინდომა აქედ-იქით ყურება, მაგრამ უცებ რაღაც უჩინარმა და მიმზიდველმა ძალამ შეაგულიანა, ეტლის ფანჯრიდამ გადაახედა და დააწყებინა ყურება. უყურებდა ყყველაფერს პრუსსიელების ჯარსაც და ხალხსაც, მაგრამ მწვავის ტკივილით კი ხვითქხვითქათ მდუღარე ცრემლი გადმოზდიოდა ლოყებზე და მთელი ტანი ისე უთრთოდა, თითქო აცივ-აცხელებსო.
არავინ, ვისაც კი ეს საშინელი დღე არ გამოუვლია, ვერ წარმოიდგენს რას გრძნობს მამულის მოყვარე ადამიანი, როცა ხედავს რომ გამარჯვებული მტერი მამულს ფეხ-ქვეშ უთელავს! პრუსსიელების დიდის ყოფით შემოსვლის მნახველმა ღერცოგის ქალმა გულში გაიფიქრა, რომ ამ თავლაფის დასხმას თავის დღეში არ დავივიწყებო. და ამ ძირამდე დალეულმა ფიალამ სირცხვილისამ სამუდამოდ დაშხამა ჩემი სიცოცხლეო. სხვა არა რაიმე საკუთარის თავის უბედურება ასე თავს ზარს არ დასცემდა. დედა მოუკვდა და ისე არ შეწუხებულა და თვით მამის სიკვდილიც კი, ეგონა, არ მოუტანდა ამისთანა მწვავს და დაუსრულებელს ტანჯვასა, როგორსაც გრძნობდა ეხლა. ჯარის ფეხის-ხმა, ზარბაზნების გრიალი მოკირწყლულს ქუჩაზედ, ცხენების ერთ-გვარი თქაფა-თქუფი, — თვითვეული ეს ხმა ახალ–გაზდა ქალის გულს ისარსავითა ხვდებოდა და ნამდვილად ხორციელს ტკიგილს აგრძნობინებდა.
ბოლოს, ამ ქალმა ვეღარ გაუძლო ამ საშინელს ტანჯვას და უკუიქცა ეტლის ფანჯარიდამ, ძარღვების თრთოლითა და კანკალითა სწორედ ამ დროს უნებურად თავი მაღლა აიღო, და მისი თვალი პრუსსიელ აფიცრის თვალებს შეხვდა. ეს პრუსიელი მთელი ნახევარ საათი თურმე ამ ქალს უყურებდა გაშტერებით და თვალი ვერ მოეშორებინა, თითქო რაღაც უცნაურმა ძალმა დალურსმაო.
ეს იყო ახალ–გაზდა ყმაწვილი-კაცი, ოც–და–ექვსის წლისა, მეტის-მეტად ლამაზის სახისა მშვიდობიანის და გონიერის თვალების პატრონი. მოხდენილი ლაჟვარდი მუნდერა იმის წამოსადეგ, და ძლიერს მოყვანილობას საუცხოვოდ აჩენდა. ლამაზად და მოხდენით იჯდა მშვენიერს ჯიშიანს ცხენზედ. თუმცა ღერცოგის ქალმა მარტო ეხლა დაინახა ეს ყმაწვილი-კაცი, მაგრამ იგი კარგა ხანი იყო რაც ექვსის ცხენოსანით იქვე ორ ქუჩის შესაყარში იდგა. უსათუოდ, ეს ყმაწვილი კაცი ლაშქრის მებანაკის თანამდებობის ამსრულებელი იყო და ეხლა ჩაებარებინათ ამისთვის ქუჩებში ხალვათობა იყოსო, რომ ხალხმა ჯარის სვლას არ დაუშალოსო. რასაკვირველია, პირველად ამ ჭაბუკმა ისე დაუწუო ცქერა მშვენიერს უცნობს ქალსა, ეტლში მჯდომარესა, როგორც ყოველთვის ყველა კაცი ლამაზ ქალს შეხედავს ხოლმე, მაგრამ წინ დაუხედავი ღიმილი მალე მოეშალა, თვალ-გაშტერებით დააკვირდა ახალ–გაზდა ქალის მშვენიერს, ნამტირალევს და ტანჯულ სახესა და მის თვალში გამოიხატა გულითადი სინანული და კეთილ-შობილური თანა-გრძნობა.
ამ ყმაწვილ-კაცს უნდოდა გამოეყვანა ჰერცოგის ეტლი იმ ვიწრო ქუჩიდამ, საცა იდგა, და ამით გადაერჩინა ახალგაზდა ქალი ამ სამწუხარო სანახავისაგან, მაგრამ ვიწრო ქუჩის ბოლოში გასავალი არსადა ჰქონდა და თავში კი ჯარისაგან იყო. შეკრული. ამის გამო ყმაწვილი კაცი იძულებული იქმნა თავის ადგილას დგომილიყო და როგორც ამას წინად, ისეც ეხლა ისევ აღტაცებით ეცქირა უცნობის ქალის საოცარ სახისათვის. მაშინ, როცა ქალმა თავი უცებ მოარიდა ეტლის ფანჯარას და ამასობაში უნებურად შემოხედა, მაშინ ყმაწვილი კაცი თითქო ძილიდამ გამოფხიზლდაო და მეამიტად მარჯვენა ხელი მაღლა აიღო, შუბლზედ მიიდო, და თავი დაუკრა ისე თითქო დედოფალს მისცა წესიერი პატივიო.
ახალ-გაზდა ქალმა მაგირი არ გადუხადა. ყმაწვილ-კაცის თავის დაკვრა იმ დროს და იმ გვარ გარემოებაში უპატიურობად და საწყენად მიიღო. ქალს პირი-სახეზე ალ-მული აუვიდა. ახალგაზდა აფიცერმა ეს შეამცნია და რაკი იმ წამოწითლების დაფარულ აზრს მიხვდა, ფერმა გადაკრა და გაფითრდა. პატარა ხანს შემდეგ ეს დიდის ამბით და დიდებით ჯარის სვლა გათავდა და ჰერცოგ ბრესსაკის ეტლიც იმ ალაგიდამ დაიძრა და წავიდა. პრუსსიელი აფიცერი თვალს ადევნებდა მანამ ეტლი ქუჩის ბოლოს კუთხეში შეუხვევდა და თვალს მიეფარებოდა. მას მერედ ყმაწვილმა კაცმა თავის კაცებით გასწია ნელ–ნელა ლაშქრის მებანაკის მოსაძებნელად, რომ შეეტყო ამისთვის სადგომი სახლი სად დაენიშნათ. — მაგრამ ამ ერთ საათში, ამ ცოტა ხანში, ამ კაცში საშინელი დიდი ცვლილება მოხდა. ეს სულ სხვა ადამიანი შეიქნა და თუმცა დილით ძალიან თვალი ეჭირა საფრანგეთის ქალებზედ, მაგრამ ეხლაკი ისიც აღარ ესმოდა, რომ მისი მნახველი ქალები თითით აჩვენებდნენ და იძახოდნენ: ეს ურიგო არ არის. პრუსიელებისთვის ამისთანა ლამაზი კაცი მეტიც არისო.
ლაშქართ მებანავე აფიცერი რატუშის წინ იდგა. ხელში სია ეჭირა და გარეშემო მთელი ხროვა აფიცრები თავს ეხვია. როცა ჩვენი ახალგაზდა აფიცერი მოვიდა, მებანავე აფიცერი მოუბრუნდა თავაზით როგორც მის კაპიტნის ხარისხს ეკადრებოდა და უთხრა:
— ბატონო. კაპიტანო, თქვენი სადგომი სახლი ჩინებულია. თქვენ, სხვა ოც აფიცართა-შორის, დაბინავდებით ბრესსაკს, ჰერცოგის ციხე-დარბაზში. მშვენიერი სახლია, და ჩინებული მარანიცა აქვს. თქვენო ბრწყინვალებავ, გრაფო, დაუმატა ლაშქართ-მებანაკემ და წასჩურჩულა: ჰერცოგი ამ მხარეს პირველი, გამოჩენილი, მდიდარი და შემძლებული კაცია, და იმის ქალი, ასე ამბობენ…
სიტყვა მალე შესწყვიტა, რადგანაც ახლათ მოსულნი სხვა აფიცრები თავს წაადგნენ; კაპიტანმა ცხენი მიატრიალა და მოეცალა იმ ხალხს და თავის გზაზედ წავიდა. ერთი ხელოსანი კაცი ნახა, წინ მიმავალი; დაეწია და ბრესსაკის ციხე-დარბაზის გზა ჰკითხა.
— ბრესსაკის ციხე-დარბაზი აქედამ იქნება ერთი მილის მანძილი, უპასუხა ხელოსანმა — ასე სწორედ დიდ–გზაზედ მიბძანდით და თქვენ უთუოდ ჰერცოგის ეტლსაც მიეწევით. აი ეს-ეს არის, თვალწინ წამივიდა. ჩინებული და კარგი ეტლია; ასეთი ბალიშები აქვს, თითქო ყურითუკის დოშაგიაო. დიაღ, ვერაფერი ამბავი გახლავთ, ძალიან დიდი სირცხვილიც არის, რომ ეხლა რესპუბლიკის დროს, დიდ–კაცობა ამისთანა ეტლებით დააჭენებენ და პატიოსანნი ხელოსნები კი, აი როგორც მაგალითად თითონ მე, ქვეითად დავეხეტებით.
წყვილი ქურანი ცხენი ება და ერთი ახალ–გაზდა ქალიც შიგ იჯდა განა? ჰკითხა პრუსიელმა.
— დიაღ ... დიაღ წყვილი ქურანი ცხენი გახლდათ. ნეტა იმ ცხენებს! იმათ უფრო უკეთესად აჭმევენ და ინახვენ ვინემც ნამდვილ რესპუბლიკანელებს და შიგ რომ ქალი იჯდა ის — ღერცოგის ქალია, ლილია ჰქვიან.
ჭაბუკმა აფიცარმა ჯიბეს იკრა ხელი და ხელოსანს ერთი ოქრო გადაუგდო —
II.
ლილია ანუ ლილი, როგორც შინ, ოჯახობაში, ეძახოდნენ, მარტოდ ერთად-ერთი, მამის-ერთა ქალი იყო ჰერცოგი ბრესსაკისა, ამას ყოლია ძმაცა; მაგრამ პატარობაშივე მოჰკდომოდა და ძმის სიკვდილის შემდეგ მარტო ლილიღა იყო მამის საყვარელი, მამის სიქადული და პატიოსნება. ერთის სიტყვით მზე და მთვარე ზედ ამოსდიოდა. მამას ისე უყვარდა, რომ სხვა ყმაწვილი ამის ალაგას მყოფი გაჟინიანდებოდა, განებიერდებოდა, ხასიათს წაიხდენდა, ხოლო ლილიაზე კი მამის უზომო სიყვარულს არაფრისთანა ცუდი ზედ- მოქმედება არა ჰქონია, თუმცა ლილია უსამზღვროდ უფლებდა ბრესსაკს და მისი უმცირესი სურვილიც კი ყველასთვის კანონად იყო. მაგრამ ამ გვარს უფლებას ზომიერად და გონიერად ხმარობდა და ახლო-მახლო იმათ არე-მარეში ცუდი ლილიაზე არსად არავის არაფრისთანა არა გაგონილა რა. მეზობლები ამას კი ამბობდნენ: ძალიან გულკეთილია, მაგრამ ამაყი კიაო. ამ გვარი სჯა ლილის ხასიათზედ მართალი იქმნებოდა, თუ ამაყობათ ჩავთლით ჯერ იმ ზიზღს. რომელსაც ადამიანი გრძნობს საძაგლობის და სულდაბლობის დანახვაზედ და მერე იმ მხურვალე რწმენას კაცის იდეალისა, რომელსაც აჰყავს ადამიანი ყველა სულდგმულზედ იმოდენად მაღლა, რამოდენადაც ცა დედამიწაზედ მაღალია. ვინ იცის, იქნება ეს რწმენა შეექმნეს ახალ-გაზდა ქალს იმ ქვა კლდეთ, რომელზედაც უნდა შეიმუსროს მისი მშვიდობიანობა, რადგანაც იდეალები საშიშარნი არიან ცხოვრების ზღვაში მცურავთათვის. ამ ქალმა ჯერ არიცოდა, რომ რაცუნდა წმინდა კაცი იყოს, არ შეიძლება ცოტარამ მანკიც არა ჰქონდეს. საკვირველიც არის; უფრო ბევრი დრო თავის ყმაწვილობისა მარტო რაინდების ამბების და ისტორიის კითხვაში გაეტარებინა, — ამ გვარის წიგნებით გაჭედილი იყო ბრესსაკის ციხე-დარბაზის ბიბლიოთეკა. ამასთან თავისის მამის პატიოსნება და კეთილშობილება, თითქმის წრიდამ გადასული, თუკი შესაძლოა. — ყოველთვის თვალწინ მაგალითად ქონდა და ყოველ ამის მიხედვით უნდოდა, რომ ყოველი კაცი სრული ყოფილიყო ვაჟკაცობით, დიდ-სულოვნობით და უანგარობით ყველაზედ ცუდი ეს იყო, რომ ყოველი უცნობი ამ გვარ ღირსებით შემკული ეგონა და მერე კი როცა ნახავდა, რომ არავის ეგ სიკეთენი არა აქვს, გული ეთუთქებოდა. აი სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ღერცოგის ოცის წლის ქალი ჯერ კიდევ გასათხოვარი იუო. ბევრნი შეტრფოდნენ, ბევრი სდევდა უკან და ბევრიც თხოულობდა, მაგრამ ზოგს იმის თვალში ვაჟ-კაცობა აკლდა, ზოგს მეტად უყვარდა ფული, ზოგს ქცევა და ზდილობა არ უვარგოდა და ზოგი კი თუმცა ვაჟკაციც და უანგაროც იყო, მაგრამ ბევრი კვეხნა იცოდა და სხვა ამგვარი. ესეც კი სიმართლით უნდა ვაღვიაროთ, რომ ლილია როცა საქრმოს უარს ეტყოდა ხოლმე, არას დროს და არას ფრით არ აწყენინებდა და ისე ეტყოდა, რომ არც კი შეამჩნევინებდა რომ უარის თქმის მიზეზი იმთივე ნაკლულევანება იყო ლილია არამც თუ მარტო ძალიან კარგათ იყო გაზდილი, არამედ ძალიან გულ-კეთილიც იყო. და იმიტომ არავისთვის ცუდ–უბრალო მცირედი წყენაც კი ანუ ვნება თავის სიცოცხლეში არ მიუყენებია. თუ ვინიცობა იყო რომელიმე იმის თაყვანის მცემელი ლილიას იდიალს არ ეთანხმებოდა; თვითონვე შეატყობდა რომ ჩემი საქმე წინ არ მიდისო და ყოველივე ღვაწლი უქმიაო.
როდესაც ლილია ქალაქ ო–დამ ბრესსკაში დაბრუნდა, ისე ძარღვებ მოშლილი და ავ-გუნებაზედ იყო, რომ ამ მდგომარეობაში მამას თავის დღეში არ ენახა. ყველაზედ მეტად იმით სტკიოდა გული, რომ ხალხი ეგრე გულგრილად დახვდა მტერსა და მწუხარების ნაცვლად ოხუნჯობდა და იცინოდა.
— საფიქრებელადაც საზიზღარია, იძახოდა იმედ-გადაწყვეტილი ლილია ტკივილით და ხელების მტვრევით: — საზიზღარია მეთქი რომ იქ ოცისა და ოცდა ათის წლის ყმაწვილ-კაცნი იყვნენ, ურცხვად თამაშად გამოსულიყვნენ, უყურებდნენ მტერს, დაიცინებოდნენ და ერთ მათგანს ამოდენა ვაჟ-კაცობა არ ჰქონდა, რომ მტერს საომრად შესჰჯახებიყო. ვაი ლაჩრობავ, ვაი ადამიანის გულ-ფლიდობავ, რა ყოფილხარ! რა იქნა, სად გაჰქრა საფრანგეთის ვაჟკაცური ქველობა? ამისთანა უბედურს დღეს ყოველი სახლი სიმაგრეთ ურდა გადაქცეულიყო, ყოველი სოფელი ციხეთ: ან რა საჭირო იქნებოდა ჩვენთვის სიმაგრენი რომ ჩვენი მამა-კაცნი ისეთი გულადნი ყოფილიყვნენ, ისეთი სიკვდილის შეუპოვარნი, როგორც დედა-კაცნი და ბავშვები სარაგოსისა, როცა ჩვენ გვეომებოდნენ. ჩვენ მარტოდ დამარცხებული კიარა, გაუპატიურებულებიცა ვართ. არც ერთი დედაკაცი საფრანგეთისა ამას იქით აღარ შეხედავს თავ-მოწონებით საფრანგეთის მამა-კაცს. ჩვენ ეხლა ისე პირქვე დავემხენით, რომ ორმოცდა ათის წლის შემდეგ ჩვენი შვილები იკითხამენ, ჩვენი მამები რა ნაირ ცომისაგან იყვნენ შეზელილნიო, რომ ისეთი მოთმინებით. ამისთანა სირცხვილი შეჭამესო!
ცრემლი და ტირილი თითქმის ახრჩომდა ქალს და მამა ამაოდ ცდილობა ნუგეშის-ცემას. ნუგეშის ცემა მით უფრო გაუძნელდა, რომ თვითონ ჰერცოგი ზიზღით უყურებდა ეხლანდელს საფრანგეთს, რომელშიც მამულის სიყვარული გაქრობოდა და ამის გამო ვერა მოეხერხებინა რა, რომ თავისი თანა-მემამულენი, როგორმე გაემართლებინა. სამარცხვინო ტყვეთ მიცემა ასი ათასის დაიარაღებულის კაცისა, გულ-გრილად ჩაბარება დიდროვან ქალაქებისა, სულდაბლოით მუხლის დრეკა მტრის წინაშე და უფრო პირ-მოხეული ტრაბახობა ჟურნალ გაზეთებისა და ორატორებისა — თმას ყალზედ უყენებდა ღერცოგსა. ამ გვარად შერცხვენის მიზეზს იგი ხედავდა მარტო იმაში, რომ მთელი საფრანგეთი ჭკუიდგან შეიშალა და გასულელდაო.
თუმცა ღერცოგი ამ აზრისა იყო, მაგრამ დიდი შესაწირავი შესწირა ახალის ჯარის მოგროვებაზედ, თუმცა გამარჯვების იმედი გადაწყვეტილი ჰქონდა. თვითონაც კი შევიდოდა ჯარში, მაგრამ ფეხი დაშავებული ჰქონდა, რადგანაც ამ ოცის წლის წინად დუელში დაეჭრათ. მაინც და მაინც კი აპირებდა თავის ციხე დარბაზში გამაგრებულიყო, მაგრამ მარტო თვითონ და თავის ქალი თუ თორემ სულ ყველამ, ვინცკი ახლდა შინ, შორს დაიჭირა ეს ამბავი, როცა ღერცოგის განზრახვა შეიტყეს, სულელობააო, ამბობდნენ, ტყუილ უბრალოდ თავები დავიხოცოთო. მარტო ერთმა ინგლისელმა მეჯინიბემ გულ დადინჯებით მოახსენა, მეც თქვენთან მზათა ვარო და ზედ დაატანა: წინადვე კი ვიციო, რომ არა გამოვა რაო.
ლილია ბრესსაკი როცა შინ დაბრუნდა, იმის ბედზედ სახლში ბევრი საქმე დახვდა, და ამაში ცოტაოდნად გაერთო და შეიმცირა მწვავი წუხილი გულისა. ჰერცოგს ბრესსაკს არა სჯეროდა საერთოდ ხალხში გავრცელებული ხმა, რომ ვითომ პრუსსიელები რასაც მაახელებენ ყველაფერს იტაცებენო და მძლავრობენო, ამიტომაც დააპირა მივიღებო. ჩემს სახლში ყველა პრუსსიელ აფიცარს, ვისაც კი აქ ბინას დაუნიშვნენო და ისთის პატივით დავხვდებიო, როგორც ეკადრება ვაჟ-კაცობაში გამოჩენილს მტერსაო. ამიტომაც ლილიამ წინადვე დაიარა, რომ უნახა მომზადებულია თუ არა საუკეთესო ოთახები სტუმრების მისაღებად, მაშინ როდესაც ღერცოგმა თავისთვის და თავის ქალისათვის ორიოდე უბრალო ოთახი დაიგდო მოშორებით, ციხე — დარბაზის კუთხეში, სადღაც მივარდნილი. რაკი ლილიამ სასტუმრო ოთახები დაალაგებინა და მოაწყო, ტილოს თეთრი არდანი ჩამოიფარა წინ და წავიდა ციხედარბაზზედ მოშენებულს პატარა სახლში, საცა სამკურნალო. გაემართათ დაჭრილთათ ის და საცა ამ ჟამად იწვვენ ექვსიოდ აფიცერი და ჯარის-ჯავი. იქავ ო-ის ქალაქის ახლოდ ომში დაჭრილები. სხვათა ჯარში ნებით გასულებს შორის იმეოფებოდა ბიძაშვილიც ლილიასი მარკიზი კრიტკო.
ეს ფერმკრთალი მარკიზი ძალიან მდიდარი რამ იყო, და იქნებოდა ოცდა რვა წლისა. ამ ყმაწვილკაცს მინამ მეორე იმპერია ბედნიერობდა, ცხენების და დოღის მეტი სხვა საფიქრებელი დარდი არა ქონიარა. რა დროც უნდა ყოფილიყო, ამის ნახვა ყოველთვის შეიძლებოდა შანტილში ანუ ნიუმარკეთში ცალ-თვალი სათვალით მარცხენა თვალზედ, მხარზე გადაგდებულ მსუბუქის პალტოთი და პატარა წიგნით უბის ჯიბეში, რომელშიაც სანაძლეოს დანიშნავდა ხოლმე. უამის ცხენებოთ არც ერთი დოღი არ იქნებოდა ხოლმე, მაგრამ ათასში ერთხელ კი ძლივს მოხდებოდა, რომ ამის ცხენს დოღში გაემარჯვნა და ჯილდო მიეღო, და ამითი როგორც ეტყობოდა, მაინც არ აკლდებოდა სანაძლუვოს ხურუში. ასე და ამაში აღამებდა თავის სიცოცხლეს, ამ საზარელ ომიანობის ზაფხულამდინ და როცა სტუმრად მოვიდა ბრესაკის ციხე-დარბაზში თავის მამიდა. შვილის, ლილიას სილამაზემ ისეთი თავ-ბრუ დაახვია, ისე გააოცა, რომ მთელი საჯინიბო და ცხენებიც საჩქაროდ გაყიდ-გამოყიდა, ცალ თვალა სათვალე შორს გადააგდო, სანაძლეოების ჩასაწერი პატარა წიგნი ცეცხლში დასწვა და ნების დართვა სთხოვა ღერცოგ ბრესსაკსა, რომ მე თქვენი ქალის შერთვა მსურსო. ამ ცხარე სიყვარულის და ლილიას უკან დევნის დროს საფრანგეთი და გერმანიის შუა ასტყდა ომიანობა. თავდა პირველად ამ მარკიზს ეგონა, რომ საფრანგეთის ჯარი უამისოთაც პრუსიელებს ადვილად მოერეოდა და იმიტომ თავის ადგილიდამაც არ დაიძრა, მაგრამ ვიორტის ომის შემდეგ კი, როცა საფრანგეთის მთავრობამ ხალხის შემწეობას მიჰმართა და ყველა, დიდი და–პატარა საფრანგეთის შვილი საომრად მოიწოდა, ლილია ბრესსაკმა ეს თავის ბიძა-შვილი შუაგულიანა, გაამხნევა, რომ ჯარში ვოლონტერათ შესულიყო. ამაზედ ხმა ამოუღებლივ დაემორჩილა, რადგანაც ყოველთვის მზად იყო ოღონდ ლილიას კი უბნანებინა და მარტო მივიდოდა თუნდა ზარბაზანზედაც. ეს სუდანის ომში დაესწრო, ტყვედ დაიჭირეს და გამოექცათ. შემდეგ შევიდა იმ ჯარში, რომელიც ახლად მოკრიფეს და შეაგროვეს საფრანგეთის მაზრებში ამ მარკიზმა იმოდენად და იქნობამდის დაამტკიცა თავის ვაჟ-კაცობა და მხნეობა, რომ გამბეტტამ აძლია პოლკოვნიკობის ხარისხი და ჯვარი, პირველზედ მარკიზმა უარი სთქვა და ჯვარი კი გამოართვა. ო-ის მახლობლად ომში შტუცერის ტყვიამ ერთი მხრის ძვალი დაუმსხვრია და ამ დაჭრილობამ დროებით გაუუქმა სამხედრო ასპარეზი.
თუ რომ ეს ჭაბუკი — ვოლონტერი სხვა რომელსამე სამკურნალოში ყოფილიყო, იქნება მაშინ ძალიან სანანური და სანაღვლელი გახდენოდა ეს დაჭრილობის უბედური შემთხვევა, მაგრამ ეხლა ამ მდგომარეობაში ბევრს არა ჰსწუხდა. ამის დაწრილობა მძიმე არ იყო და მოსარჩენად მარტო მყუდროება და მოსვენებაღა იყო საჭირო. ამიტომაც ეს მთელი დღე ტახტზე იწვა გაშოტილი, ხელ-ჩამობმული, განუწყვეტლივ თამბაქოს ეწეოდა და, როცა იმის ბიძა, ან მამიდას შვილი, ლილია, მასთან არ იყვნენ, სულ ყოველთვის რომანების კითხვაში იყო ხოლმე. ეს მარკიზი სწორედ იმ დროს კითხულობდა წიგნს, როცა ლილია შევიდა იმის ოთახში, და წამალი შეიტანა, რომელსაც დაჭრილი მარკიზი სიამოვნებით მიიღებდა ხოლმე, სრულიად დარწმუნებული, რომ უებარი წამალია, რადგანც ლილიას მომზადებული და გაკეთებული იყო . შავ — შალის კაბაში, თეთრ, სუფთად გასამებულ საყელოთი და მაჯებითა და ბამბის პატარა თავ-სახურავით, რომელიც ფარავდა მას მშვენიერს წაბლის ფერს თმებსა წარმოადგენდა უკეთესს იდეალს გულ–შემატკივარ დისას. ხმა–ამოუღებლივ ფეხ-აკრებით შევიდა გაიარა ოთახი, მივიდა ავათ-მყოფის გვერდთ, დასდგა სინითა წამალი და ისეთის ნაზის ხმით დაელაპარაკა, რომ უცებ მარკიზს გულმა კანკალი დაუწყო.
— დღეს, თქვენ თავს როგორა ჰგრძნობთ?
რა კი ლილია დაინახა, მარკიზმა მაშინვე პაპიროსი და საკითხავი წიგნი ხელიდამ გააგდო.
მე ყოველთვის უკეთა ვარ ხოლმე მაშინ, როცა თქვენა გხედავთ და როცა არა, უარესობა მომდის, უპასუხა მარკიზმა ხუმრობითაც და მართლის გულითაც: — ერთი ეს მიბძანეთ, თვალები რათა გაქვსთ დაწითლებული, გიტირნიათ?
— დიაღ, ლალიმ ჩუმად წარმოსთქვა, მძიმედ ამოიოხრა. წამალი დაუსხა და სთქვა — დალიეთ; ცოტათი მწარე წამალია, მაგრამ მკურნალი ასე ამბობს, რომ ძილს მოგგვრისთ და კარგად დაგეძინებათო.
მარკიზმა ასე გულიანად და სიამოვნებით დალია ეს მწარე წამალი, თითქო უკვდაების ნეკტარიაო, ტუჩები მოიწმინდა და უპასუხა:
— ეს ბურგონიის ღვინოზე უფრო სასიამოვნოდ მეჩვენა.
მანამდის მარკიზი წამალს მიიღებდა. ქალმა უნებურად აიღო. ხელში ის წიგნი, რომელსაც მარკიზი კითხულობდა. ეს წიგნი იყო ერთი სახელ–განთქმულ თხზულებათაგანი თეოფილე გოტიესი. რა კი წიგნის სათაური ამოიკითხა, წიგნი ისევ თავის ალაგას დასდო და ავათ–მყოფს შეწუხებულის სახით და უგემურის თვალით გადახედა.
— ზღაპრებია! წამოიძახა ბოლოს ლელიამ; — მე არ მეგონა, რომ თქვენ ეხლა, ამისთანა დროს ზღაპრების კითხვას მოუნდბოდით!
მარკიზი ვერ მიხვდა რაზედაც ეუბნებოდა და ამანაც თავის ერით გაოცებით შეხედა.
ეს წიგნი გოტიეს თხზულებაა, ჩემო ბატონო, წყნარად თქვა მარკიზმა.
— განა გოტიეს ზღაპრების კითხვის დროა ეხლა? კაცმა ეხლა ეგ უნდა იკითხოს, როცა პრუსიელებმა თავიანთი ბაირაღი ამართეს ჩვენს სამშობლო. ო–ის ქალაქში?! როცა ისინი კადნიერად ჩვენს ციხხე-დარბაზში მოდიან?! წამოიძახა ლილია ბრესსაკმა: — მე ვხედავ, რომ ეხლანდელს უგვანობას ძალიან ღრმად გაუდგამს ფეხი ამ ჩვენს საწყალ ქვეყანაში, თუ მაგისთანა კაცი როგორც თქვენ, აგრე მსუბუქის თვალით უყურებს თავის სამშობლო მამულის და მიწა-წყლის პირქვე დამხობას!
მარკიზი წამოწითლდა, და ცოტათი შეკრთომით უპასუხა:
— ეგრე უწყალოდ ნუ მსჯით, ჩემო დედიდა-შვილო! როცა თქვენ აქ არა ხართ, დრო ისე უგემურად გვიან გადის, რომ იძულებულვარ რითიმე გავატარო და გავერთო. საიმისოდ ბევრიც არა წამიკითხავს რა, აი ნახეთ, მარტო მესამე გვერდზედ ვდგევარ გკითხულობ, მართალია, მაგრამ ყოველთვის გონება და გულის-ყური სულ სხვაზედა მაქვს.
— თქვენ ყოველთვის მარტო ერთ საგანზედ უნდა იფიქრობდეთ, და ნაღვლობდეთ, უპასუხა მკვახედ ლილიამ: — სახელდობრ მასზედ თუ როგორ მოვემზადნეთ იმ დღისთვის, რომ ჩვენ ეხლანდელი ჩვენი სირცხვილი ჩამოვირეცხოთ და მტერს მაგიერი გადვუხადოთ. როცა თქვენ გაძლევდნენ პოლკოვნიკის ხარისხსა, არ მიიღეთ, უარი ჰყავით და სთქვით, რომ თქვენ იმის ღირსი არა ხართ. თუ მართლად და ნამდვილად ამაში დარწმუნებული იყავით, მაშ კეთილ-შობილურად და პატიოსნად მოქცეულხართ, ხოლო რატომ არ უნდა ეცადოთ, რომ ღირსი ოდესმე მაინც შეიქნათ? მე რომ კაცი ვყოფილვიყავ, ერთს წუთსაც არ მოვისვენებდი ვიდრე სალაშქრო საქმე არ მეცოდინებოდა. და ჩვენის მტრის ენას არ ვისწავლიდი კარგად, რომ მით მზათ ვყოფილვიყავი იმ ღირს-სანატრელ დღისთვის, როცა ჩვენ მტრის ჯავრს ამოვიყრიდით, იმათ ქვეყანას და მიწა-წყალს დავიმონავებდით.
დუმილი ჩამოვარდა. ახალ-გაზდა მხედარმა დიარავებულს ხელს უიმედოდ დახედა, დაღონდა და მწუხარებით შუბლზედ ხელი გადისო.
— ვშიშობ, რომ მე ცუდსა და უღირს თაობას ვეკუთვნი, წარმოსთქვა მარკიზმა რამდენიმე წამის შემდეგ ხმა-დაბლა — ჩემი ხელმძღვანელი თქვენ უნდა იყვნეთ. მე შემიძლიან ყოველი თქვენი ბძანება ავასრულო. ამას იქით მე არასოდეს, არც ზღაპრების, არც რომანების წიგნს ხელში აღარ ავიღებ, ვიდრე მე პრუსიელების ენას და იმათს სამხედრო წესსა არ ვისწავლი.
— ყველა საფრანგეთის–შვილი რომ აგრე მოიქცეს, ჩვენ ხუთის წლის შემდეგ პრუსიელების ჯავრს ამოვიყრიდით და მაგიერს გადუხდიდით, წამოიძახა ლილია ბრესსაკმა გულინად და მხურვალედ.
იქნება ჩვენები ეგრე მოქცეულიყვნენ, თუ რომ დამრიგებელად თქვენ ჰყოლებოდით, უპასუხა მარკიზმა ღიმილით, მივარდა ლილიას ხელს, რომელიც სტოლზედ ესვენა, მიიტანა ტუჩებთან და ზედ დააკვდა.
სწორედ ამავე დროს, კარები დაურახუნეს. ლიდია ბრესსაკმა ხელი გამოიტაცა და მოაშორა, ოთახში მოსამსახურე შევიდა, სწორედ ის, რომელიც იმავე დილით ჰერცოგის ეტლზედ იჯდა. ეს იყო ერთი ძველებურ მოსამსახურეთაგანი, რომელთაც ტანისამოსი თავის დღეში რიგიანად არ ადგათ ხოლმე და მებატონეებს ისეთის მფარველობის სახით ექცევიან თითქო თავისიანიაო და რიმელისაც ყოველთვის გეშინიან აი სტუმრებს საჭმელს ჩამოურიგებს თუ არაო. თითონაც სუფრაზედ გვერდით გამოიჭიმებაო. ეს დიდიხნის მოსამსახურე იყო ჰერცოგისა და სახელად ჟანბატის ბარბკრიუში ერქვა. ბატონთან ისე მიჩნეული იყო, რომ საცა არ გინდოდა ბატონების ლაპარაკში გაერევოდა ხოლმე. ომამდე ყველას გმირად მიაჩნდა და ყველას ეგონა რომ გაჭირების დროს თავს გამოიჩენსო. როცა მართლა გაჭირება მოვიდა და ჰერცოგმა ბძანა ციხე–დარბაზი ნემენცებისაგან გავიმაგროთო, ცხადად გამოჩნდა, რომ თუმცა ბარბრიუშს უყვარდა ჰერცოგი, მაგრამ ამაზედ მეტად ვიღაც სხვა უყვარდა, სახელდობრ, თავისი საკუთარი თავი. ჯერ არ გაეგო, რომ თავ-მოყვარეობამ მისმა აზრი გამოუცვალა ყველას და ისეთის ნდობით აღარ უყურებდნენ და ამის გამო აღარ უღალატა თავის ჩვეულებას, რომ ყოველი ბძანება ბატონებასა ბილოსდაიღოს, დაიწუნოს თუ მოაწონოს და თავ-მოწონებით და მძიმედ მოახსენა ლილიას:
– ბატონი ჰერცოგი გთხოვთ, ქალ-ბატონო, ქვევით ჩამობძანდეთ პრუსსიელების დასახკედრად. გაგონილა! ბატონს ნებავს ის საძაგლები დიდის ამბით და პატიკით მიიღოს! იგი სწორედ მოგახსენოთ, მე გულს მიკლავს. მე მოვახსენე ჰერცოგს: ბატონო, მეთქი, ოღონდ პრუსსიელებს კი ნუ დამანახვებთ და საკუჭნაოში თავს დავიმწყვდევ და მთელი ექვსი კვირა იქიდამ ფეხს არ დავიძვრი მეთქი - ეს კიდევ არაფერი: ჰერცოგს ნებას გასაღებები იმათ ჩააბარო, და სთხოვს ნება მომეცითო. ჩემის ოთახებიდან არ გამოვიდეო, ვიდრე თქვენ აქ იქნებითო. ეგღა გვაკლდა! ნება მომეცითო, თითქო აქ ისინი იყვნენ ბატონები და არა ჩვენ. მე კი მოვახსენე ჰერცოგს: ბატონო ერცოგო, მეთქი, სჩანს ძალიან ცუდი დღე დაგვდგომია, რომ მე თქვენ ძველსა მოსამსახურს მაგას მიბძანებთ მეთქი. ჰერ- ცოგმა მიბძანა, საცა შენი საქმე არ იყოს, ნუ გამოერევი და ამასთანვე ხელმეორედ მიბძანა, თქვენ, ქალ-ბატონი, გთხოვოთ მალე წამობძანდეთ. მე ფანჯრიდამ მოვკარ თვალი: რაღაც ბრიყვებს და კაცი მჭამლებსა ჰგვანან. გაგონილა. ისინი ჩვენის ღვინით უნდა თვრებოდნენ, ისინი, ის არამზადები. ის კაცის მჭამლები…
– კმარა. დაიძახა ლილია ბრესსაკმა და შეხედა მძულვარის თვალითა. თქვენ, ჟან ბატისთო მაშინ შეგეძლოთ მაგათი ცუდად ხსენება თუ იმოდენა ვაჟ-კაცობა გქონიყოთ, რომ მაგათ შებმოდით. ეხლა კი ეს თქვენთვის გონებაში ჩასანერგი მწარე მაგალითია, მით რომ მხდალნი და ლაჩარნი, რომელთაც გულ-და-გულის ომისა ეშინიანთ, გამარჯვებულებს ისე უნდა ემსახურებოდნენ, როგორც ყურმოჭრილი თუმანი. რა ხანიც პრუსიელები ამ სასახლეში დარჩებიან, თქვენ უნდა ემსახუროთ იმათ და... რაც კი შეიძლებოდეს — მართებულად და პატივისცემით და თუ თქვენა გსურთ მართლა საკუჭნაოში თავი ჩაიკეტოთ მაგის ნებასაც გაძლევთ, ხოლო საკუჭნაო კი სხვაგან მონახეთ და არა ბრესსაკის ციხე-დარბაზში. სახრე რო გაეწნათ, ისე არ გაშრებოდა ეს უბედური ჟან-ბატისთი, როგორც ამ ქალის სიტყვებისაგან გაშრა. მაგრამ პირი დააღო თუ არა, რომ პასუხი მიეცა, ახალ–გაზდა ქალს ისეთის შეუწყალებულის სახით შეხედა, რომ ჭკუა და კეთილ-გონიერება მოიხმარა და დაჩუმება ამჯობინა. მარტო მაშინ, როცა ლილია ოთახიდამ გავიდა, ამ ნაამაგდარ მსახურმა ავათ-მყოფს მარკისს თვალი უყო, ხელები გაშალა და მაღლის ხმით დაიძახა : — ეგ ავაზაკნი — პრუსიელები, ეგა! სულ მაგათი ბრალია. ნეტავი ჩვენს ჯარს ისე ეომნა, როგორც რიგია და ეკუთნოდა! მაგრამ რა? ჩვენი ეხლანდელი ჯარის-კაცი დაშინებულია, გალაჩრებულია! ჩემ დროს, ეგ ეგრე არ იყო! დიაღ, მაშინ სულ სხვა იყო! დაუმატა ბარბკრიუშმა და კი დაავიწყდა, რომ იმ ოთახში დაჭრილი ახალ-გაზდა ჯარის–კაცი იწვა, და დაცინვით ყურს უგდებდა.
ნახევარ საათის შემდეგ, ბრუსაკის, ციხე-დარბაზის დიდს სადღე სასწაულო და სასტუმრო ოთახში ისეთი რამ ამბავი მოხდა, რაც არ ენახათ არას დროს იმის ძველ კედლებს და ზედ ჩამოკიდებულ, ჯავშნით მოსილ დახატულ რაინდებს, რომელნიც თავიანთ ოქროს ჩარჩოებიდამ გაოცებით გადმოსცქეროდნენ ამ უნახავს, ახალ ამბავს: ჰერცოგი ბრესსაკი, სულ შავებში, როგორც მგლოვიარე და იმისი ქალი იდგნენ პატარა სტოლის წინ, რომელზედაც რამდენიმე დიდრონი გასაღებები ეწყო. მათ უკან ჩამომწკრიებულნი იყვნენ მოსამსახურეები და წინ იდგა მჭიდრო გუნდი პრუსსიელის აფიცრების, რომელთ ხმლებს ჩახა–ჩუხი გაჰქონდათ ჩუქურთმიანს ფილაქანზედ. როცა ეს აფიცრები ციხე-დარბაზს მიახლოვდნენ, მაშინ როდი იქვნენ ასე მშვიდობიანად და გულ–დინჯად. ამათ არ იცოდნენ, რა მოელოდათ იქ და როგორ დახვდებოდნენ. თუმცა გამზადებულნი იყვნენ ყოველ-გვარ განსაცდელისათვის, მაგრამ მაინც რასაკვირველია, იმას ამჯობინებდნენ, რომ უსიამოვნება არა შემთხვევოდათ რა ამასთა კაცთან, როგორც ჰერცოგ ბრეკასსაკი იყო. მშვიდობიანობაზედ მალე დააჯერეს გული ღერცოგმა ამათ მართებულად დაუკრა თავი, ამაზედ, როგორც პრუსსიელ აიცრებშია ჩვეულება, სამაგიერო სალამი გადუხადეს და სამხედრო პატივი მისცეს.
— მოწყალენო. ხელმწიფენო, უთხრა ჰერცოგმა საკმაოდ რიხიანის ხმით ჰსთქვა, საფრანგეთის ენაზე: – ომიანობის ბედმა ბატონებათ მოგიყვანათ თქვენ ამ სახლში. მე, სხვა გარემოებაში, დიდათ მოხარული და მოწადინე ვიქნებოდი მემასპინძლა აქ და მიმეღეთ თქვენ, როგორც სტუმრები. მე ჩემს აქ ყოფნით თქვენ არ შეგაწუხებთ, რა ხანიც თქვენ აქ იქნებით; მე და ჩემი ქალი გთხოვთ ნება მოგვცეთ, რომ ჩვენ სადგომ ოთახებიდამ არ გამოვდიოდეთ თქვენს სანახავად, დანარჩენი ეს სასახლე თქვენ განკარგულების ხელ-ქვეით იყოს. მე ჩემ სასახლის ნაზირ-მოურავისთვის მიბძანებია, რომ ყოველი თქვენი ნება და წადილი აღასრულოს ხოლმე; იგივე ყველა გასაღებს გადმოგცემსთ. მაგრამ აი ეს გასაღები, ზედ და დაატანა და ჯიბღამ მომცრო გასაღები ამოიღო — ეს, გასაღები იმ სანიშნისაა, საცა საოჯახო ძველადგანვე ჩვენი გვარეულობის მამა-პაპური სხვა და სხა ძვირფასი ნივთები აწყვია. ნება მიბოძეთ, ღენერალო, ეს გასაღები საკუთრად თქვენ ჩაგაბაროთ და ჰერცოგი ერთი ნაბიჯით წინ წადგა, პრუსსიელების უფროსს გასაღები მიაწოდა; იმანაც ჩამოართო, ხელში ატრიალა, წამოწითლდა, მაგრამ მაინც ჯიბეში ჩაიდო და შეინახა.
ამ ამბის დროს იქ ისეთი სიჩუმე სუფევდა, რომ ფილაქანზე ქინძის-თავიც რომ დაცემულიყო, ადმიანი იმის ხმასაც შეიტყობდა. მერე ჰერცოგმა თავის ქალს ხელი მისცა და ოთახიდამ გავიდა. პრუსის აფიცრები იმათ წინ ორ-პირად ჩამომწკრივდნენ, და მარჯვენა ხელი ყველამ ჩაჩქნებზე მიიდეს და ასე სამხედრო პატივი მისცეს. როცა ჰერცოგი თავისის ქალით ოთახის კარებში გადიოდნენ, მაშინ ერთი იმ აფიცრებთაგანი გამოქანდა, სტოლიდამ ხელთ-თათმნი აიღო, მიართვა ლილია ბრუსსკას და საფრანგეთის ენაზე უთრა
— თქვენ დაგრჩათ, თქვენი ხელ-თათმანი. ლილიამ მადლობის ნიშნად ჩუმად და წყნარად თავი მოუხარა და იცნო რომ ეს აფიცარი, ის იყო, რომელიც იმ დილით ნახა. სახის მეტყველება წინანდელივე ჰქონდა და ლილიას მაშინ არ მოეწონა. ეხლა კი საზიზღრად არ ეჩვენა იმიტომ, რომ, როცა იმას თავის ხელ-თათმანი გამოართო, მაშინ შეატყო, რომ ამ აფიცარს ხელი აუკანკალდა და თვალებში ცრემლი მოეგუბა,
III
— მე ვერ გამიგია, ლეონეიზენს რა დაემართა, სთქვა ექვსის კვირის შემდეგ, სადილზე, ციხე დარბაზის სასუფრო ოთახში, სქელ–სქელმა კაპიტანმა, მაქსიმილიანე კოხმა.
— საოცარია, დაუმატა მეორე ღიპიანმა კაპიტანმა ფერდინანდო ფონ–შვეიპემა და თან მსუქან ყვერულს დაუწყო თლა:— ის აღარფერსა სჭამს.
— და არცარაფერსა სვამს, წამოიყრანტალა მესამე კაპიტანმა, ერთმა უშნო აწოწვილმა თურაშაულ ვაშლსავით თეთრ-წითურმა, და ჰერცოგი ბრესსკის წითელი ღვინო ერთი მთელი ჭიქა გადააბძანა.
— საქმე იმაში მდგომარეობს, სიცილით წარმოსთქვა პატარა პარუჩიკმა ფონ-ვესპემ: რომ ლეონეიზენი შეყვარებულია, მე ეს ნამდვილად და ზედ-მიწევნით ვიცი.
— შეყვარებული ერთი-ორად უნდა სჭამდ და სვამდეს, რადგანაც სიყვარული კაცს აშრობს და გახდის ხოლმე, ჰსთქვა გამძღარმა, ჩასუქებულმა პოლკოვნიკმა, გრაფმა ვურსტპაცენმა და რადგანაც ეს იმ სუფრაზე მსხდომ აფიცრებში ხარისხით ყველაზე უფროსი იყო, ამიტომაც, როცა ამან გაიცინა, ყველა დანარჩენ აფიცრებმაც სიცილი მოაყოლეს.
პრუსსიელების ჯარში ერთი წესია: როცა პოლკოვნიკი გიცინებს ხოლმე, ყველა აფიცრებმაც უთუოდ უნდა გაიცინონ. უამისოდ სამხედრო წესს და დისციპლინას აზრი არა აქვსო.
— ვის ეტრფის, ვინ უყვარს? იკითხა კაპიტანმა კოსმა და პირი თვისი ნადირის ხორცით გაიმსო.
— მართლა, მართლა, რა ჰქვიან იმის სიყვარულის საგანს? განიმეორა კაპიტანმა ფონ-შვეიპემ და ყვერულის ნაჭრები ჯილაგა პირში.
— ეგ იმის საიდუმლოა, უპასუხა პირხმელმა, ჩამომხმარმა პორუჩიკმა.
— სიყვარულის საიდუმლო, საიდუმლო არ არის, წამოიძახა უშნო აყლა-ყუდა კაპიტანმა და კიდევ ერთი ჭიქა ღვინო გადაშუშა და სთქვა: — მაგისთანა საქმე არ დაიმალება და ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე,
მაგას მგონი თვით მიჯნურნიც არ თაკილობენ და არცა ჰსწუხან, შენიშნა ისევ მსუქანმა პოლკოვნიკმა, და ხელახლად სიცილი მოაყოლა ამის სიცილზე კიდევ ჩაიხარხარა ყველამ ერთხმად, თითქო მარტო ერთმა კაცმა გაიცინაო.
— თუ პოლკოვნიკი მაგისთანა ჰაზრისაა, სთქვა პუტრიკა, პორუჩიკმა — მაშ მე ამასაც დავუმატებ, რომ გამოსაცნობად. ძნელი არ არის,რომელმა ლამაზმაც გააბა მახეში, ჩვენი მეგობარი.
— მე თითქმის გამოვიცანი კიდეც, ღიმილით წარმოსთქვა კაპიტანმა ოტტონე დელაუგენმა, პირირგვალის სახისამ და სათვალებიანმა: — ეგ არი…
— სსუ!... ყველა აფიცრებმა საერთოთ წამოსთქვეს, რადგანაც იმ დროსვე ოთახში, შევიდა ჟან-ბატისტ ბარბკრიუში და ორ ნაირი ტკბილი საჭმელი შეიტანა.
ამ ექვსის კვირის განმავალობაში. ბარბკრიუშმა პრუსსიელებზე თავისი აზრი გამოიცვალა. ამ პატიოსან მოსამსახურეს დიდხან არ უყოყმანია: მამულის ერთგულება რას მიქვიანო, ისუვ ჰსჯობია. ეს ძველი ადგილი არ დავკარგოო, ჯიბეში ჩადის რამე მაინცაო, თორემ პანჩურს ამომკვრენო და წადი და მერე ირიკავევო. ერთის სიტყვით, ეს კაცი ერთის ნაპირიდამ მეორეზედ ადვილად გადახტა და ეხლა ლაზათიანად მოეწყო იმ ბრიყვ კაცის-მჭამლებთანა, რომელთაც დანახვაც კი უწინ, ეთაკილებოდა ვითომ მის საფრანგეთის მოყვარულს სულსა და გულსა. ეხლა ძალიან ზრილობიანად ექცევოდა და დაუშინაურდა კიდეც და ახალს ბატონებს თითქმის ისეთის მოწყალების თვალითვე უყურებდა, როგორც უწინდელებს.
— შარლოტს ინებებთ რუსულად გაკეთებულს თუ პუდინგს, რომითა, ბატონო. გრაფო? ჰკითხა მან პოლკოვნიკსა, როცა საჭმელი მიართვა: ნება მიბოძეთ გირჩიოთ პუდინგის მირთმევა, ჩვენმა მზვარეულმა მაგის გაკეთებაში თავის, თავს გადააჭარბა
უფალო ჟან-ბატისტო, ჩვენი კაპიტანი ლეონეიზენი ხომ არ გინახავთ, ჰკითხა სათვალებიანმა კაპიტანმა: დღეს ჩვენთან არ მოვიდა სადილად.
— მომიტევეთ, ბატონო კაპიტანო, გრაფი ლეონეიზენი მე ვნახე; ის თითქმის მთელი დღე ბაღში იჯდა და რაღასაც ხატავდა. მართალია, როცა დაბინდდა, მაშინ თვალიდამ მიმეფარა და არ ვიცი რა იქნა. უთუოდ ქალაქს წავიდა.
— შესაძლოა, განიმეორა კაპიტანმა, ნედლაუტენმა.
– როცა ჟან-ბატისტმა ტკბილი საჭმელი ყველას მიართვა, რავდენიმე პომარის, შამბერტის და შატო-ლაიტის ღვინის ბოთლები კიდევ გაუსხნა ამათ და მას მერმე სასადილო ოთახიდამ რომ გავიდა. ისევ იმ სათვალებიანმა კაპიტანმა წამოიძახა:
– ბაღში ვნახეო! ეს მე, სულ რომ ცოტა ვსთქვა, მეოცეჯრ მესმის და თვალითაც ვხედავ, რომ კაპიტანი. ლეონეიზენი ბაღშია! ეს ბაღი, უნდა იცოდეთ, ზედ აკრავს მეორე ხეხილის ბაღს, რომელიც ყოველთვის დაკეტილია და სადაც თოვლივით თეთრი ჰერცოგის ქალი ყოველთვის დასეირნობს ხოლმე, იმ ბაღშია აგრეთვე პატარა ბილიკი გზა, რომელიც სოფელ ბრესსაკში მიდის და საცა ჰერცოგ ბრესსაკის ქალი ავათ–მყოფების სანახავად დაიარება ხოლმე.
– ხა, ხა, ხა! ასტყდა ერთი ხარხარი.
– ხი, ხი, ხი! პოლკოვნიკმა ჩიხიხინა და სთქვა: — ნედელაგენი იმ ნაირად ლაპარაკობს, თითქო და მართლა მტრის ციხე მოეჩხრიკოს და ენახოს, რომ ციხე სხვას ჩავარდნია ხელში. ამ ხუმრობამ, როგორც ყოველთვის, საერთო სიცილი, და კასკასი ატეხა.
ჩასუქებულმა პოლკოვნიკმა სტაქანზე ღვინო დაისხა და კიდევ დაუმატა —თუ ერთ-ერთმა ჩვენებურმა აფიცარმა ბრესსაკის ქალი გერმანიაში წაიუყვანა, როგორც გვირგვინოსანი მეუღლე, მაშინ ამის წამყვანი ისეთს ქვეშევრდომს შეჰსძენს მისს იმპერატორების დიდებულებას, რომლის უმშვენიერესიც დედა-მიწის ზურგზედ არ იპოება. ეგ იქნება მეორე მეცის ციხის აღება. ღმერთმა ადღეგრძელოს, ის ვინც გაიმარჯვებს! და ჩასუქებულმა პოლკოვნიკმა, გრაფმა ფონ–ვურსტპაცენმა სავსე ჭიქა ღვინო ერთიანათ გადაყლუწა და ენა ჩაიწკლაპუნა.
რაღა თქმა უნდა, რომ ყველა ამის მაგალითს მიჰყვა. როცა პოლკოვნიკი სვამს-ყველამ უნდა დალიოს, სამხედრო წესი და დისციპლინა ამას მოითხოვს.
ყველამ, ხმა მაღლა დაიძახეს: ღმერთმა ადღეგრძელოს ის, ვინც გაიმარჯვებს! ამის შემდეგ სათვალებიანი კაპიტანი პოლკოვნიკს მიუბრუნდა და უთხრა:
– თქვენი ნაბძანევი სადღეგრძელო მე გიახელით, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს მშვენიერი ქალი ჩვენგანმა ვინმემ აქედამ წაიყვანოს. დაჭრილი მარკიზი, ჩვენი ტყვე, პირობით განთავისუფლებული, პატიოსანის სიტყვით დაფიცებული, უფალი ფონ-კრიტკო, მგონია, დღე და ღამე მაგ ქალის ოცნებაშია. ეგენი ნათესავებიც არიან და სულ ერთად დაიარებიან, როგორც და და ძმა.
— ამ წინა დღეებში ვნახე, ისინი ბაღში დასეირნობდნენ, შენიშნა აყლაყუდა კაპიტანმა, რომელიც ღვინისაგან იყო წამოწითლებული:
— ერთი ხელი ჩამობმული ჰქონდა, და მეორე ხელზედ ჰერცოგის ქალი იყო დაყრდობილი. მასზე თუ როგორ არის ქალი კაცის ხელზედ დაყრდომილი ადვილად შეემცნევა უყვარს ქალს კაცი, თუ არა. მე თვალი ვადვნე და გაბედვით ვიტყვი, რომ ჰერცოგის ქალს მარკიზი არ უყვარს.
— მარკიზიო ჩვენს ენას და სამხედრო წყობილებას თურმე სწავლობს, სთქვა პატარა პარუჩიკმა ვისაც კი შეხვდება თურმე, ჩვენებულად ელაპარაკება და მოსამსახურენი ამბობენ, რომ ამით ცდილობსო ჰერცოგის ქალს ასიამოვნოსო. და ჩვენის ჯავრის ამოყრის დღისათვის მომზადდესო.
ამ პუტრიკა აფიცერს ეგორა ძალიან ფხიანი სიტყვა ვსთქვიო -და სახე დაიპრანჭა, ვითომ გამოჯავრება უნდოდა ფრანციელისა, რომელსაც ზღვევინების დღე ელანდება.
— ხა, ხა, ხა, ჩაიკასკასეს ყველამ.
— მაშ მოვესწრობით იმ დღეს, რომ საფრანგეთის მარშალი კრიტკო რეინს გამოვა და ალყას შემოარტყავს მაინცსა…
— ვესტფალის ლორის დასაპყრობად, შენიშნა პოლკოვნიკმა და ეს ოხუჯობა იქამდის სასაცილოდ ეჩვენათ, რომ ხარხარი დიდხანს აღარ შეწყვეტილა.
ბოლოს აფიცრები სუფრიდამ წამოდგნენ, მაინც კიდევ იცინოდნენ მარშალ კრიტკოზედა და მის ღორზედ. გამოვიდნენ სხვა ოთახში მოსაწევათ და ყავის დასალევათ.
IV.
ისინიკი, ვისზედაც ასე მხიარულად მუსაიფობდნენ პრუსსიის აფიცრები, თავ-თავის საქმეში იყვნენ გართულნი და, ისე ბედნიერნი არ იყვნენ, როგორც მათი გამკიცხველნი. გრაფ ლეონეიზენიდამ დავიწყოთ. ზურგით მიყუდებული ხეზედ, რომელის კენწეროს ცივი დეკემბრის ქარი დაჰზუზუნებდა, იდგა ეს ყმაწვილი კაცი რომლის გულისათვისაც წინად და იქნება ეხლაც არა ერთსა და ორს ქალს უცემდა გული ბერლინში, თუ კელნში. იდგა და დაჟინებით უაიყურებოდა ბნელაში დიდის-გზის გაყოლებაზედ, რომლის ბოლოშიაც სოფელ ბრესსაკის ცეცხლები მოჩანდნენ. ყოველს საღამოს გრაფი ლეონეიზენი მოდიოდა ამ ხესთან და იმ გზას შესცქეროდა, რადგანაც ლილია ბრესსაკი მოახლეს გაიყოლებდა ხოლმე და წავიდოდა სოფელში დაჭრილთა დასახედავათ და ხშირად ბინდამდინ იქ მოუხდებოდა ხოლმე დარჩომა და მერე დაბრუნდებოდა, ამის გამო ახალაზდა აფიცერი შინელში შეხვეული მოდიოდა აქ და იმის გამოვლას ელოდან ხოლმე. ძალიან საამურად ჰქონდა გულში, რომ შორიდამ მინც ჰპანტრონობს საყვარელს ქალს, რომ ძლავრი მკლავი და ვაჟკაცური გული მზადა აქვს ყოველის განსაცდელისაგან, თუ შეურაცხყოფისაგან დაისხნას იგი, თუნდა თავის სოცოცხლის ფასათაც. ჯერ ლილიასთვის აქნობამდე ხმა არ გაეცა, არც-კი ცდილა რომ როგორმე გამოელაპარაკოს. იცოდა გული რომ მისი სიყვარული უიმედოა, ჯერ ხმა არ გაეცა მეთქი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ თუნდაც ძალიან ჰყვარებოდა ლიდია ამას თავის დღეში ქრმათ არ ინდომებდა სამი თვის წინად გრაფი ლეონეიზენი წამოვიდა საომრად და ფიქრობდა მარტო თავის გამოჩენაზედ და ჯილდოების მიღებაზედ ეხლაკი რა იყო ამისათვის ან ჯილდო, ან სახელის მოპოვება? ვინ იცის რას არ მიჰსცემდა, რომ საფრანგეთის და გერმანიის შორის ომი არ ყოფილიყო და ლილია ბრესსაკი ცოლად შეერთო! ყველა ეს ნატვრა ამაო იყო ამ ჟამად მარტო ესღა დარჩა უმაღლესს ბედნიერებად, რომ ყოველს საღამოს მოსულიყო ხესთან და უჩინარდ თვალი ედევნა საყვარელის ქალისათვის. ამ სახით ხუთიოდ წუთს მაინც ინახულებდა ხოლმე მთელს ოცდა ოთხს სიათში და ამითაც კმაყოფილი იყო.
:. ხოლო იყო იმისთანა დღეებიც რომ ამ ერთად-ერთს ბედნიერებასაც ბედი ულმობელად მოუწამლამდა ხოლმე; სწორედ იმ საღამოს როცა ამის ამხანაგები აფიცრები ამაზედ ოხუნჯობდნენ სადილობის დროს, გრაფი იდგა ხის ქვეშ და შური და იჭვი გულს უბზარავდა. იგი შეეჩვივა იმ ფიქრს, რომ ლილია იმას არ შეირთავდა, მაგრამ რომ ლილიას სხვა დაეპატრონება — ამას ვერას გზით ვერ მიეჩვივა, და როგორც თოფის წამალი აფეთქდებოდა ხოლმე — და გაფითრდებოდა. ამ დღეს მეოთხედ თუ მეხუთეთ ნახა, რომ ლილიას მოახლე კი არ მიჰყვებოდა სოფელში, არამედ მოჯობდა, რომ შეძლო მცირე მანძილზე ესეირნა. ახალ–გაზდა გერმანიელს, სილამაზით და ღონით შემკულს, ვერას გზით ვერ წარმოედგინა, თუ ლილია ბრესსაკმა როგორ უნდა შეიყვაროს იმისთანა უფერული, წარა-მარა კაცი, როგორიც პატარა მანკიზი იყო, მაგრამ ვინ იცის? ვისაც გაუგია საფრანგეთის ცოლქრმობის მაგალითები, ის ადვილად დაიჯერებს. რომ თითქმის შესაძლოა ამისთანა შეუძლებელის ცოლ–ქრმობის მოხდენაცა. ამისთანა უნუგეშო ფიქრებით გარემოცულმა, ისე რიგად მაგრად დაიკუმშა მუშტები, რომ ფჩხილი ხორცში გაეყარა; ქარი უფრო ცივად და ძლიერად მოეჩვენა, და გარეშემო არე–მარე კიდევ უფრო უკაცურად და ბნელად, ვიდრე წინა დღეებში.
თუმცა გრაფი ლეონეიზენი იმედ გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არც მისი საფრანგეთელი მეტოქე იყო უკეთეს დღეში. პირიქით მარკიზ კრიტკოს ბედი უფრო და უფრო ბინდდებოდა. ახალ-გაზდა ნემენცს იმით მაინც შეეძლო ენუგეშნა, რომ ჩემის ტრფიალების უიმედობის მიზეზი მე თვითონ კი არა ვარო, გარემოება არისო, მარკიზი კი, ხედავდა რა რომ ვერაფრით მოინადირა ლილიას გული, ამას ვერ იტყოდა: იმას უნდა ეფიქრნა, რომ საკუთრად მე ის ღირსება არ მაქვსო, რომლის ძალითაც ქალი კაცს შეიყვარებს ხოლმეო. ლილია ბრესსაკი ყოველთვის გულ-კეთილად ექცევოდა მარკიზს. ისე ექცეოდა როგორც და თვითონ მარკიზი დარწმუნებული იყო, რომ ხელი ეთხოვნა, ლილია ამას შეირთავდა ჯილდოდ იმ ბრმა-მორჩილებისათვის, რომლის ძალითაც სიცოცხლეც კი გაიმეტა ლილიას გულისთვის. ხოლო ეს თავის-გაწირვა იქმნებოდა ლილიასთვის და მარკიზი იმოდენად პატიოსანი იყო რომ ამისთანა თავ-გაწირვას არ მოსთხოვდა. მარკიზს უნდოდა ლილიას სიყვარული და რა ნახა რომ ეგ შეუძლებელი იყო, იმოდენა ღონე და პატიოსნება იქონია, რომ თავის უბედურებას დაემორჩილა. ეს კი ძალიან უნდოდა შეეტყო, ლილიას ეგ ამბავი გულ-გრილობით მოსდიოდა, თუ უყვარდა ვინმე სხვა და იმის გამო. ამ ბოლოს დროს შეამცნივა, რომ ლილია ძალიან გამოიცვალა. იგი ეხლა უწინდელზედ უფრო ჩაფიქრებული და გულ-დახურული იყო ხოლმე. ზოგჯერ ხელ–საქმით ხელში ისე ჩაფიქრდებოდა ხოლმე, რომ რამდენსამე ხანის განმავალოვაში, ნემსი ხელში გაუშეშდებოდა და თვალები, უმიზეზოდ გაშტერებულნი, გამომეტყველებდნენ ტკივილს სასო-წარკვეთილებისას მერე, როცა რაიმე ხმაურობა გამოაფხიზლებდა, ხელახლად დაიწყობდა ხელთ-საქმობას ლოყებ-წამოწითლებული.
ყველა ამ ნიშნებს მარტო მიჯნურის თვალი თუ დაინახავს! სხვების თვალში კი ახალ–გაზდა ქალი ისევ ის იყო, რაც უწინ, არც მეტი, არც ნაკლები. ხოლო უცხო და უფრო გამჭრიახი კაციც კი შეამცნევდა, რომ ლილიანამ ომიანობაზედ ისე გულ-მხურვალედ აღარ ლაპარაკობდა, როგორც ამ ერთის თვის წინად. თუმცა უწინდელებრ მაინც ფითრდებოდა ხოლმე, როცა შეიტყობდა დამარცხების ამბავსა, სტიროდა, როცა აუწყებდნენ ხოლმე იმ საშინელებას, რომელსაც მტერი მიაყენებდა აოხრებული და ცეცხლით დაბუგულ სოფლების მცხოვრებთა, მაგრამ როცა მარკიზს ჩამოუგდებდა ხოლმე საფრანგეთის ბედზედ ლაპარაკს, აღარ ეუბნებოდა საჭიროაო. მომზადება ზღვევინების დღისათვის და მტრის ქვეყნების დაპყრობისათვისაო. ამის მიზეზად იმასაც კი ამბობდნენ, რომ ფთხილობსო, რადგანაც ბისმარკს ყველგან აუარებელი მოსყიდული ენის-მზიდველი კაცები ჰყვანდა — გაფანტული.
იმ დღეს მარკიზმა გააცილა თავის დეიდა-შვილი ლილია სოფლამდე, ლილიასვე თხოვნით. იმედი ჰქონდა, რომ გასეირნება არგებდა მარკიზს და ამიტომაც სთხოვა ერთად წავიდეთო. უკანასკნელს ჟამს მარკიზი ერიდებოდა მეტიჩრობით თავი არ მოვაწყინოო, ეხლა კი როცა თვითონ ლილიამ ჰსთხოვა და სამჯერ, ოთხჯერ განუმეორა, მეტად იამა.
მინამ ლილია შეუხვევდა წყლულს მხარ-ბეჭიანს ახალ-გაზდა გლეხს, რომელიც ყუმბარის ნატეხით მძიმედ დაჭრილი იყო, ლუი კრიტკო მიუჯდა ბუხარს, საცა ცეცხლი ენთო, და ყოველს მოძრაობას ქალისას თვალს აუყოლებდა, თვალს აყოლებდა ისე, როგორც ჭეშმარიტმა მიჯნურმა იცის ხოლმე და გული ემზადებოდა და სტეხდა, როცა მოაგონდებოდა, რომ ეს სრულება მადლისა, სიტურფისა და სიკეკლუცისა თავის დღეში ცოლად არ ეღირსება.
ქოხი, რომელშიაც ლილია და მარკიზი იყვნენ, წარმოადგენდა ჩვეულებრივს უსიხარულო სადგურს გლეხისას შუა დასავლეთის საფრანგეთისას მარტო ერთი ოთახი იყო და კუთხეში ბაკი ქქოხი ყოველს სრა-სასახლის დარბაზზედ უფრო ბრწყინვალე იყო, რადგანაც ლილია აქ იმყოფებოდა.
ლილია იდგა დაჭრილის ქვეშაგებთან, უხვევდა წყლულს დედა-ონდა ფურისათვის. მარკიზის თვალში კი ეს მიყრუებული კაცობრივის სიფთხილით, სათუთობით და გულ-მოდგინებით და ესრედ წრფელის გულით სიკეთისათვის თავგადადებული, ღილია უფრო შვენოდა ვიდრე აბრეშუმში და თვალ-მარგალიტში. მართლადაც, რომელი მარგალიტი იქნება იმისთანა, რომ დააბნელოს თვალთა შვენება კეთილის დედა-კაცის, ტანჯულთათვის მოღვაწის და თავ-გაწირულის! ლილიას მაყურებული უბედური მარკიზი მწარედ ნანობდა გულში, რომ მისმა ცხოვრებამ წარამარად ჩაიარა ფართი-ფურთოპაში და ერთი იმისთანა ღირსება არ გაუზარდა, რომ ამ პატიოსან ქალის გულში სიყვარულის ნაპერწკალი მაინც ჩაეგდო.
ბოლოს წყლულის შეხვევა დასრულდა და სნეულმა მადლობი ხმით წარმოსთქვა, თუმცა ცოტად ტლანქად კი მოუვიდა:
— ბატონის შვილო, თქვენ არ იცით, რამოდენა მადლს მიშვრებით მე.
— ღვთის–მშობელმა დედამ გაკურთხოთ თქვენ, ჩემო კეთილო მშვენიერო, ქალ-ბატონო, დაუმატა გლეხის ცოლმა: მე ზოგჯერ ფიქრად მომდის რომ თქვენ თვითონ ბძანდებით ყველაწმინდა ქალწული, მოვლენილი ციდამ, რომ ნუგეში ვცეთ ჩვენ, საწყლებსა.
ლუი კრიტკო. წამოდგა და მიართვა წამოსასხამი ლილიას.
რაც საჭიროა ხომ ყველა გაქვთ, მარშელ? ჰკითხა ლილიამ, როცა იცვავდა წამოსასხამს, რომელიც თავიდამ ფეხამდე ჰფარავდა თითქო მონაზონის ანაფორა არისო.
— ყველაფერი,ყველაი რა, ბატონო, ღვთისა და თქვენის წყალობითა; გალიუშომ, სამკურნალო ნივთების ვაჭარმა, საცვალი ტანისამოსი ხელახლად გამოგვიგზავნა და ჟან ბატისტმა კიდევ - თქვენის სახლიდამ ღვინო მოგვიტანა. თამბაქო, კი....
დედა-კაცი ჩაჩუმდა, ეს ზედ იკბინა, თითქო სულელობა წამოსცდაო. და ნანობსო.
— რას ამბობდით, თამბაქოო? ჰკითხა ლილიამ — მარშელი უნდა უწინდელებ ჩიბუხსა სწევდეს, აი თამაქოს ფული, დაუმატა ლილიამ და ქისა ამოიღო: ოღონდ ძალიან ბევრს კი ნუ მოსწევთ, გაწყენთ.
ხის ჯამი იდგა იქით თაროზედ და ლილია წავიდა რომ ფული იმაში ჩააგდოს. ახადა ჯამს სარქველი და ნახა, რომ ჯამი პირთამდე ახალის თამბაქოთია სავსე და ზედ ლამაზად ნაკეთი ჩიბუხია.
გლეხის დედა-კაცმა პირი აიფარა და ქმარმა კიდევ მოუსვენრად დაიწყო ქვეშაგეში ტრიალი.
— რა ლამაზი ჩიბუხია! დაიძახა ლილიამ: მშენიერი ხელოვნებაა, მაგრამ ჩვენებური კი არ არის, დაიცათ, სად მინახავს მე ამისთანა ჩიბუხები?.. ჰო, მართლა, გერმანიაში მინახავს, გარცის მთებში.
— გლეხის დედაკაცი სულ წამოწითლდა, წამოხტა და სირცხვილ მორეულმა ჰსთქვა:
გვაპატიეთ, ქალბატონო! ჩვენ ვიცით რომ ავად მოვიქეცით, ამას იქით იმაგთან აღარა ფერს არ ავიღებთ.
— საპატიებელი აქ რა არის? ჰკითხა გაოცებით ლილიამ.
— თქვენ, ბატონის შვილო, ამ ორის თვის წინად, როცა პრუსსიელებს მოველოდით, სიტყვა ჩამოგვართვით, რომ იმათგან არა მივიღოთ რა და საჭირო იქნება თქვენის სასახლიდამ მოვიკითხოთ, ღმერთს გეფიცებით, ბატონის შვილო, ჩვენ თავის დღეში იმათს არა ფერს მივეკარებოდით, თუნდა შიმშილით გამწყდარვიყავით. მაგრამ ის პრუსსიელს არა ჰგავს, ღმერთმანი არა ჰგავს.
— სწორედ, ის სხვებს არა ჰგავს, ჩამოერია დაჭრილიცა.
— ვისზედ ამბობთ მაგას? კითსა ლილიამ და ჩიბუხი თავის ადგილას დადო, მარკიზს მოეჩვენა ვითომ ლილიას ხმა ცოტად აუკანკალდა.
— ჩვენ სახელი არ ვიცით, განაგრძო დედა-კაცმა საბრალოს ხმითა: ლურჯი მუნდირი აცვია, ძალიან ლამაზია და ასეთი კეთილი, მადლიანი თვალები აქვს, რომ სწორედ პრუსსიელი არ უნდა იყოს. ამას წინად კუზიანი მიშელი აი ჩვენის მეზობლის შვილი ორმოში ჩავარდნილიყო სადღაც სოფლის გარედ, დედა კინაღამ ჭკუიდამ არ შესცდა, რომ ღამე იყო და შვილი არ მოუვიდა. როგორ გგონიათ? თერთმეტი საათი იყო ღამისა რომ მთელი სოფელი ფეხზედ წამოდგა და დაუწყეს ძებნა; ვხედავთ, ის პრუსიელი მოდის და ხელში უჭირავს, როგორც ძუძუთა, ჩვენი კუზიანი მიშელი. მარტო ფეხი უღრძო, მაგრამ იმ უბედურის შვილს შიმშილით სული ამოსძვრებოდა ორმოში პრუსსიელს რომ იმისი კივილი არ გაეგონა, არ ჩასულიო ორმოში და საწყალის ბიჭი არ მოეყვანა. ამის მერმედ ყოველ დღე მოდის გიოსთან და მიშელის ამბავს კითხულობს, ჩვენი ამბავიც იმათგან შეეტყო. ქალბატონო, მოგახსენებთ, ანგელოზია მეთქი ავაზაკის ტყავში. ნაზია როგორც ქალი და ღონიერია როგორც ლომი და როცა მარშელს ელაპარაკება სულ ყოველთვის ამხნევებს ხოლმე ამასთან რის მცრდნე არ ყოფილა! ჩვენ გვასწავლა რომელი ადგილია ბაღში უფრო კარგი მწვანილის მოსაყვანათ, ისაო, საცა უფრო ხვდება მზეო; ბუხარი გვიბოლავდა და გაგვიკეთა; ბოლოს თითონ მიადგა კიბე, ავიდა ბანზედ და ფიცარი გააკრა, საიდამაც ჰსწვეთდა. ხომ გეთია, მაგრამ ისეთი იერისაა, რომ არ შეიძლება კაცმა ბატონათ არ იხსენიოს. აი ნეტავი მარშელსაც და ამის ამხანაგებს იმისთანა აფიცრები ჰყოლოდა და დიდიხანია ბერლინი აღებული გვექნებოდა.
ლილია ბრესსაკმა არა უპასუხარა, მარკიზმა კი შეამცნია, რომ თითები ოდნივ აუთრთოლდა, როცა უკანასკნელს ღილს იკრავდა წამოსასხმელზედ.
დედა-კაცი პასუხს მოელოდდა და რადგანაც ვერ მიუხვდა ხმა ამოუღებლობის ნამდვილს მიზეზს, დაიძახა ხმა-მაღლივ:
— მითამ რა საჭიროა ჩვენთვის ის პრუსიელი, თუ იმისი ყოფნა ჩვენს სახლში სათაკილოა! ოღონდ ერთი მიბძანეთ კი, და ცეცხლს მივსცემ თამბაქოსაც, ჩიბუხსაც და თვითონ იმას ჩვენს დირეზედ ფესსაც აღარ დავაკარებინებ თავის დღეში.
მივარდა დედა-კაცი თაროს და სტაცა ხელი ჯამს. ლილიამ მაშინვე შეაყენა.
— არა, უთხრა ლილიამ; შეინახეთ ეგენი და ნუ დაუშლით იმ აფიცერს აქ სიარულს. დაგვიგვიანდა კი, ჩემო ბიძაშვილო, დაუმატა მან აჩქარებით, გამოეთხოვა გამოვიდა ქოხიდამ და ხელდანდობილი მარკიზის მკლავზე, შინ წამოვიდა.
გარედ სულ მთლად ბნელოდა. ცა შავად მოეფინათ ღრუბლებს, არც ვარსკვლავი ჰსჩანდა და არც მთვარე. თოვლის მოსვლის ნიშნები იყო. მიწა ყინვისაგან ისე გამხმარიყო, რომ ფეხის ხმა ისე ისმოდა თითქო ფილაქანზედ დადიანო. რამდენსამე ხანს ლილია და ლუი კრიტკო ხმა ამოუღებლივ მიდიოდნენ. მარკიზი რატომ არ იღებდა ხმას — თითონაც არ იცოდა, მაგრამ ხშხირად თვითონ გული გვეტყვის ხოლმე სად უნდა თქმა და სად არა. ახალგაზდა ქალი კი ჰგრძნობდა, რომ ბევრიც ჰსდომებოდა, ხმის ამოღების ილაჯი არა ჰქონდა.
ბოლოს კრიტკო უეცრად შედგა, თითქო რაღაც დაო.
— დეიდა-შვილო, უთხრა ლილიას: ჩვენ უნდა ოთხგან შევსულვიყავით და მარტო სამგან კი ვიყავით.
— ღმერთო ჩემო! მარსიე აკი დაგვავიწედა! წამოიძახა ლილიამ თითქო ეხლა გამოფხიზლდაო: მე დაპირებული ვიყავ, ასს ფრანგს მოგიტანთ მეთქი ქოხის გასაახლებლად და ვინ იცის მელოდებიან. ისინი, მგონია, აქედამ შორს არიან.
— დიაღ, და თქვენც დაღალული ხართ. განა ვერ მოიცდიან?
— იმედს გადიწყვეტენ საწყლები და მგონი ჯავრით ამაღამ ძილიც არ მოუვიდეთ, სთქვა ლილიამ და უკმაყოფილოდ თავი გაიქნივა.
— მაშ მე წავალ, ფულს წავუღებ და თქვენ აქ მარშელთან მომიცადეთ. ნახევარს საათს უკან მოვალ კიდეც.
— შვიდი საათია, გასინჯა საათი და უპასუხა ლილიამ: მამა ჩემი სადილზედ მიგველოდება და ტყუილ–უბრალოდ შეწუხდება ჩვენის დაგვიანების გამო.
ერთს წუთს ჩაფიქრდა და დაუმატა.
— იცით რა? მოდით თქვენ ფული წაუღეთ და მე მარტო წავალ შინისაკენ. აქ შორი არ არის და არაფრის შიშია ჩვენს გზებზედ. ხელს არავინ მახლებს.
თქვენ? ჰსთქვა მარკიზმა თითქო თავის-თავს ეუბნებაო: ვინ რას შემოგბედავთ! მარტო ღვთისაგან შეჩვენებული თუ დაგაწეფთ თითსა, თორემ სხვა არავინ.
თუმცა მარკიზი დარწმუნებული იყო, რომ ლილიას გზაზედ არაფერი შეემთხვევა, მაგრამ არ უნდოდა მარტო გაეშვა მერე იმისთანა ბნელა ღამეში და ამის გამო სურდა მოეხერხებინა იმისთანა რამ, რომ ლილიაც გაეცილებინა და არც მარსიესათვის გული ეტკინინებინა. მაგრამ ვერა მოაგვარა რა და უნდოდა დაჰმორჩილებოდა ლილიას სიტყვას, თითონ მარსიესთან წასულიყო და ლილია მარტო დეეგდო, მით უფრო რომ ქალი არწმუნებდა არაფრისა მეშინიანო, ბნელა ღამეში საცა მინდა წავალო ჩვენს ადგილებშიო, რადგანაც აქაურ მცხოვრებთა პატიოსნებისა დიდი იმედი მაქვსო.
სხვა გზა არ იყო, გამოართო ლილიას ფული და უკანვე წავიდა სოფელში, ლილია გაემგზავრა შინისაკენ მარტოდ.
მაგრამ მარტო კი არ იყო. რად იყო ისე რომ ამ გზაზედ უფრო არაფრისა ეფიქრებოდა, ვიდრე სხვა რომელსამე გზაზედა? როგორ მოხდა, რომ არც ერთხელ ლეონეიზენი ხის ქვეშ მდგარი არ ენახა და გულით კი გრძნობდა იმის აქ ყოფნასა? მათშორის არც სიტყვით, არც წერილით არაფერი ლაპარაკი არ მომხდარა. სიყვარული ლეონეიზონისა იყო იდუმალი, უტყველი და მორიდებული. ნუ თუ მის იდუმალს იფიქრებს თანაზიარ ექმნა ლილიას გული?
ლილია ბრესსაკი მიდიოდა აჩქარებულის ფეხით და თვალით სულ დედა-მიწას დაჰყურებდა. იგი გრძნობდა ახლოდ ყოფნას კაცისასას, რომელიც ეტრფოდა და ჰფარველობდა. ლოყები ეწოდნენ, გული უძგერდა, მაგრამ ცდილობდა არაფრით არ გამოემჟღავნებინა რაც იცოდა და რასაც გრძნობდა; არ უნდოდა არავისთვის ენიშნებინა რა ძლიერმა და მხურვალე სიყვარულმა ჩასჭიდა თავისი ყოვლად–შემძლებული სული მთელს მის არსებასა.
ცოტა რომ გაიარა და მივიდა იქამდი, საცა გზა შეუხვევდა. აქ გზა უფრო ვიწრო იყო და უფრო ძნელიცა. მაგრამ თამამად მიდიოდა და სულაც გუნებაშიაც არ გაიტარა, როცა ორი კაცი დაინახა პირში ჩიბუხებით და ზურგზე გუდებითა. დაუსწორდნენ ესენი ქალს თუარა, გზა მისცეს, თავი დაუკრეს და ღამე მშვიდობისა უთხრეს. მერე შედგნენ. თითქო უკვირთო ეს ამისთანა ლამაზად მორთული ქალი ასე გვიან აქ რას დაიარებაო, ჩიბუხები გამოიღეს პირიდამ და ერთმანეთში რჩევას მოჰყვნენ.
ცხადი იყო, რომ კარგს საქმეზედ არა ჰქონდათ რჩევა; საკმაო ივყო კაცს დაენახა ისინი, რომ ამაში გული დაეჯერებინა. მუდამმა დამარცხებამ საფრანგეთის ჯარისამ აავსო ქვეყანა იმისთანა კაცებით, რომელნიც უბინაოდ და ულუკმა-პუროდ დარჩენილნი და დამარცხებით გული წამხდარნი, გამოსცვივდნენ ჯარიდამ და ავაზაკობას მიჰყვეს ხელი. ამ ჯურის ხალხს ეკუთვნოდენ ის ორნიც, რომელნიც ლილიას შემოეყარნენ. დიდ ხანს არ ჰქონიათ რჩევა: ჯიბეში დამალეს ჩიბუხები და ფეხაკრეფით დაედევნენ ყმაწვილ ქალს.
ხოლო ლეონეიზენი აქ იყო და მიუხვდა ავაზაკთა განზრახვას.
ერთი ავაზაკი მალე წამოეწია, დაუძახა ქალს და მთხოვარის ხმით უთხრა:
ქალბატონო, ღვთის გულისათვის, შეწიეთ ორს დაჭრილს ჯარის კაცს, რომელთაც არა აქვთ რა რომ შინამდინ მიახწიონ.
- ჩვენ ამ ომებში ყოველგან ცეცხლში ვყოფილვართ, გვიომნია, ქალბატონო! დაუმატა მეორემ.
ლილია სრულებითაც არ შეშინდა, მობრუნდა, ამოიღო ქისა როცა დააპირა ფულის ამოღება, ერთი იმ არამზათაგანი წაჰსწვდა და წაართო ქისა, მეორე კი მიიზიდა, რომ დაჰკრას რამე. სწორედ ამ დროს იფრიდრიხ ლეონეიზენი გამოვარდა თავის საფარიდამ და ასეთ ნაირად დაჰკრა ხლმის ტარი, რომ ის უბედური მიწაზედ გაიშხლართა. მეორეს კიდევ წასწვდა ყელში და ასე მოუჭირა, რომ თვალთ დაუბნელა და ენა გამოაყოფინა. თვალის დახამხამების უმალ ესეც დაჰსცა დედამიწაზედ იქავ ამხანაგთან ახლო. ამასობაში სულ ნახევარ წუთსაც არ გაუვლია და პრუსიელმა ერთნაშად დაიმშვიდა გაბოროტებული გული, თავაზით მოიხადა ქუდი და მიართვა ლილიას ქისა.
— აი თქვენი ქისა, უთხრა ქალს ხომ არ შეგშინებიათ?
— მადლობელი ვარ, უპასუხა ლილიამ ხმა დაბლა და ხელი კი არ გაუწოდა.
— ნება მომეცით ხელი მოგართვათ და შინამდინ გიახლოთ? დაუმატა ყმაწვილ-კაცმა ოდნივ ხმა კრთომით და გულმა ღელვა დაუწყო. ქალმა თანხმობის ნიშნად ოდნავ მოუხარა თავი. მაშინ გრაფი ლეონეიზენი მიუბრუნდა მიწაზედ გაშოტვილს ავაზაკებს და გასინჯა, ხომ ძალიან არ არიან ნავნებნიო.
— სამძიმო არა ჰსჭირთ რა, სთქვა, გასინჯვის შემდეგ ყმაწვილმა კაცმა.
მაინც კიდევ ამოიღო ჯიბიდამ ხელცახოცი და ერთს მათგანს თავი შეუხვია. მერე გაიქცა, თავის საფარიდამ შინელი მოიტანა და ქვეშ დაუგო ორივეს ერთად. ბოლოს როცა რაც შეეძლო იმოქმედა, რომ საწყლებს ტკივილი შეუმსუბუქოს, წამოდგა, ბოდიში მოსთხოვა ქალს დაგვიანებისათვის და მკლავი მიართვა ხელის გასაყრულად.
ქალს ხელი უნდოდა გაეყარა და მის მკლავზედ დაბჯენილიყო, მაგრამ შედგა, შეხედა პირდაპირ თვალებში, გაუწოდა თავისი პატარა ხელი და ლიტონად უთხრა:
— თქვენ კეთილშობილი გული გქონიათ.
ბნელა ში არა ჩანდა, გაფითრდა. თუ გაწითლდა ამაზედ ლეონეიზენი, მაგრამ მუხლზედ კი წამოიჩოქა და ტუჩებზედ მიიკრა, გამოწვდილი ხელი ქალისა. როცა წამოდგა, თვალები გამოუბრწყინდნენ, სახეზე გაუთამაშა მართებულმა, მაგრამ თავ-მოწონების ღიმილმა, რომელიც ყველა მადლობის თქმაზედ უკეთესი იყო.
— დიაღ, განაგრძო. ქალმა გულ-წრფელად: ვითომ რატომ არ უნდა მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ. ჩვენი სამშობლო ქვეყნები ერმანეთს ებრძვიან და მე და თქვენ დიდ ხანს ვიქნებით მტრები. ხოლო როცა შინ დაბრუნდებით სიამოვნებით მაინც გაიხსენეთ, რომ თქვნს შემდეგ აქ დარჩა არა მარტო წყვა და კრულვა.
– განა მტრები სულ მუდამ მტრებათ უნდა იყვნენ, უპასუხა ყმაწვილმა-კაცმა დაღონებით; განა აღარ მოვა დრო, რომ დავიწყებას მისცეს ეს სამწუხარო საქმენი ამ სამწუხარო წელიწადისა?
ამ დროს გაუსწორდნენ ერთს ქოხს, რომელიც დანგრეული იყო, ბან-ახდილი და კედლები დარღვეული ყუმბარებისაგან. ლილია ბრესსაკმა ხმა ამოუღებლივ დაანახვა ეს საცოდავი სანახავი პრუსსიელს. პრუსსიელმა მძიმედ ამოიოხრა.
– მე გამიგია რომ ამ სამოცი წლის წინად მამიჩემის სახლთან ახლო სოფლისათვის ამისთანავე დღე დაუყენებიათ, სთქვა ლეონეიზენმა ცოტა ხანს უკან და იგრძნო რომ ამ სიტყვებზედ ჟრჟოლა მოუვიდა ქალს: დედა ჩემს ხშირად უამბნია, რომ სულ პატარა ვიყავიო, როცა იმ სახლს, საცა მამა ჩემი და დედა ჩემი აკუწესო, ცეცხლი წაუკიდესო და მე ძლივს გადამარჩუნესღო. ეს ამბავი ნაპოლეონის შესევის დროს ყოფილა. ივნისის ომის მერედ, პაპა ჩემს და სხვა პრუსსიის დიდკაცებს პირობა შეეკრათ ხალხი შევაგულიანოთო. საომრად, რომ ჩვენი ქვეყანა მტრებმა არ გაინაწილონო. ეს შეთქმა გამომჟღავნდა, პაპა ჩემი დაატყვევეს, მისცეს სარანგეთის სამხედრო სამართალს და თოფით დახვრიტეს, იმისთვის-რომ მამულის ერთგული იყო.
ლილიას ხელი უკანკალებდა, თითქო გააციაო, და ძლივსღა იბრუნებდა სულს.
– მე უნდა მოგახსენოთ კიდევ, განაგრძო გულდინჯად საუბარი ლეონეიზენმა რომ ერთი ფრანციელი ლამო და პაპის ჩემის დასხნას. ჩვენი მამა-პაპეული ციხე-დარბაზი სავსე იყო სარანგეთის აფიცრებით და ერთი მათგანი სამხედრო სამართლის მწევრი იყო. ამან გამართლების აზრი მიჰსცა და თვითონვე წავიდა პირდაპირ იმპერატორთან და სთხოვა აპატივეო. ნაპოლეონმა უარი უთხრა და რომ შეანანიოს იმ აიფიცარს ამისთანა გადნიერება, უბძანა შენ თვითონ უნდა გაუძღვე და შენი სიტყვითვე უნდა დაახვრეტინოო თოფით. მაშინ იმ აფიცერმა გადატეხა თავისი ხმალი და სამსახურიდამ გადადგომის ნება ითსოვა. ამაზედ მეტიცა ჰქმნა: ნება არ მიჰსცეს, ჩამოართვეს ყოველივე ხარისხი და ღირსება, გაასალდათეს და მთელს იმ ომებში უბრალო ჯარის კაცად ემსახურა. ის აფიცერი გახლდათ...
– თქვენი სახელი? წამოიძახა ქალმა და მივარდა უმაწვილი-კაცის ხელს.
– უფრო უკეთესი იქნება მოგახსენოთ იმ პატიოსანის აფიცრის სახელი, უპასუხა პრუსსიელმა ის გახლდათ ჰერცოგი ბრესსაკი, თქვენი პაპა.
V
ორმა კვირამ გაიარა და იმ ადგილების ბედი, საცა ჰერცოგ პრესსაკის ციხე–დარბაზი იყო, სრულიად გამოიცვალა. ყოველ მხრივ მოაწვა დიდ-ძალი ჯარი საფრანგეთისა პრუსსიელებს, მეტად კარგად. აწარმოებდა ჯარს ერთი ჭკუიანი ღენერალი საფრანგეთისა. მთელ ამ ომებში ერთმა ამან გამოიჩინა თავი და დიდი ფიქრი მიჰსცა გერმანიის ჯარს, ქალაქს ო-ში დაბანაკებულს, რომელთ ან უნდა დაეცალათ ქალაქი, კიდევ ტყვეთ უნდა დარჩენოდნენ მოპირდაპირეებს. დააპირეს ქალაქის დაცლა. ქალაქის რო ის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, ყველას იმედი მოეცა, რომ ბედი ისევ დაუბრუნდება უბედურს საფრანგეთსაო და მუდამი მარცხი გამარჯვებათ შეიცვლებაო, მაგრამ რაკი დარწმუნდნენ, რომ ნემენცები ისე არ წავლენ, რომ ჯავრი არ ამოიყარონ ქალაქზედ მაინც, ქალაქი ო-ი მოემზადა საომრად. ვერ წარმოიდგენს კაცი რა რიგად იამა ეს ამბავი ჰერცოგს ბრესსაკს საფრანგეთის ღენერალმა უთხრა, რომ მისი ციხე კარგს სიმაგრობას იზამს განზრახულს ომისათვის და უბძანა, ათასმა კაცმა ჰერცოგის ხევნარი დაიჭირეთო, იქ გამაგრდითო სანგლები დააკეთეთო, რაც მოგხვდებათ იმით, თუნდ სახლები დაანგრიეთ და ბაღშიც ხეხილები და ხეები გადასჭერითო. ჰერცოგი ყოველთვის ქადულობდა თავისის დიდროვანის ხეებით და ბაღითა, მაგრამ ეხლა მხიარულის სახით დადიოდა ჯარის კაცებ შორის, თუმცა ცოტა კოჭლობით კი, და უბძანებდა სანგლების გასაკეთებლად ნურას ფერს ნუ დაზოგავთო. ჯარისკაცნი გაოცებით უყურებდნენ ჰერცოგს და თვით ღენერალი აღტაცებაში მოვიდა.
— რომ იცოდეთ, ჰერცოგო, სთქვა ღენერალმა რამდენი ჩიჩინი და შრომა მომინდა, რომ აი ის ახლო-მახლო ქოხები დამენგრია, რომელნიც თქვენს სრა-სასახლეს სამზვარეულოთაც არ უკადრება ჰსთქვა და შეეცოდა ეს მშვენიერი, მედიდური ძველი შენობა.
— ჩემი გვარეულობა ოთხასი წელიწადია რაც ამ სადგურსა ფლობს, ამიტომაც თქვენ შეგიძლიანთ იგი მოიხმაროთ შეუნანებლად, როგორც კი საჭიროა, უთხრა ღიმილით ჰერცოგმა.
იმავე საღამოს ინჟინერის აფიცერმა დაინახა საჭიროდ, რომ ძვირფასი პავილიონი უნდა დაიქცეს, რადგანაც უშლიდა. სხვა სიმაგრეების გაკეთებას და რა კი ნახა, რომ ამისთანა მშვენიერი რამ უნდა დაიშალოს, შეენანა, შედგა და არ იცოდა რა ექნა. ჰერცოგმა ეს ამბავი შეიტყო, წამოავლო ხელი ცულს და პირველმა თვითონ დაკრა ცული.
ლილია ბრესსაკიც უკან არ ჩამორჩომია მამასა. ყველგან, საცა კი ქალის ხმას და ქალის ყოფნას შეეძლო გაემხნევებინა საფრანგეთის ჯარის-კაცი, ლილია გამოცხადდებოდა ხოლმე გულ-დამშვიდებული, მშვენიერი და გამარჯვების იმედით აღსავსე. ჯარისკაცებმა გაიხსენეს უწინდელი სახელი, რომელიც დაერქმიათ დიდ-ომების დროს მონპანსიეს ქალისათვის, და ლილიას ეძახდნენ „La grande Demoiselle.“ ისეთს აღტაცებაში მოჰყვანდა ლილიას ხალხი, რომ ამაოთ- მორწმუნე ბრენეტონელნი ხელის გულს შეახებდნენ ხოლმე მის კალთებს, ანუ იმას, მართლად დარწმუნებულნი რომ ტყვია აღარ მიეკარებათ. როცა, ლილიამ გამოაცხადა, რომ რაც უნდა მოუვიდეს ომის ატეხის დროს აქედამ ფეხს არ მოიცვლის, მაშინ თაყვანის-ცემა მისი ხალხისა მიერ სწორედ ღვთაებრივს თაყვანებამდე ავიდა. თვით ფრთხილი ჟან-ბატისტიც კი გამხნევდა.
— ერთი გამიგონეთ, ბატონო მარკიზო, და, — ეუბნებოდა იგი ლუი კრიტკოს: ერთს იმ ავაზაკთაგანს წასვლის დროს უნდოდა ჩემთვის ასი ფრანკი ეჩუქებინა! აი სულელი ლეონეიზენი რომ იყო, ის გახლდათ! განა არ გახსომთ, აი ჩვენს ბაღში რომ დაეხეტებოდა ხოლმე გამოშტერებული. მაგრამ მე ვუთხარი: მე რომ ახალ-გაზდობა მომდევდეს და ესე ბებერი არ ვივო, მე გიჩვენებდით რა არის საფრანგეთის კაცის დაგქრთამება-მეთქი! შე მუნდირის პალოვ, მეთქი! წადით. თვალიდამ დამეკარგეთ-მეთქი! და პირში მივაყარე ფული იმ პირშავსა.
— როცა წავიდა, მერე მითომ არ აკრიფეთ ის ფულები და ჯიბეს არ იკარით? დაჰსცინა მარკიზმა.
თუმცა მარკიზი თავის დღეში არას უჯერებდა ჟან-ბატისტსა, მაგრამ ჟან-ბატისტს ყოველთვის მზად ჰყვანდა თავისი ამქარი, შინა-მოსამსახურებში და ჯარის–კაცებში ყოველთვის გაუდიოდა ტყუილი.
ახირებულმა ფაცა-ფუცმა, რომელიც პრუსიელებს შეუდგათ ქალაქის ო-ს დაცლის დროს როცა შეიტყვეს დასაცემათ საფრანგეთის ჯარი მოდისო, იმათმა სწრაფად აყრამ და ქალაქიდამ გასვლამ ძალიან გაამხნევა ეხლანდელნი მეციხოვნენი ბრესსაკის ციხისანი და სანგლების კეთების საქმე საშინელის სისწრაფით წავიდა წინ. თუმცა ღენერალმა კარგად იცოდა, რომ ლილიას აქ ყოფნა დიდს შემწეობას მისცემდა თითონ ღენერალს, მაგრამ მაინც კა ბევრს ურჩევდა თქვენს თავს გაუფთხილდითო და უბედურობას გაეცალეთო. ხოლო ლილისათვის ყოველი ამ გვარი რჩევა უქმი და ამაო იყო.
– ჩემი ადგილი აქ არის, ღენერალო, უპასუხა ღენერალს გადაწყვეტით და გამოცდილმა მეომარმა იგრძნო, რომ ტყულიღაა ლაპარაკი.
მარტო ერთს ლუი კრიტკოს ესმოდა რამოდენა ჭეშმარიტი გულ-გრილობა იყო ამ ახალგაზდა ქალში და რა უღირდა მას ეგეთი თავ–გამომეტება. კრიტკომ იცოდა, თუ ვარაუდით მიხვედრილიო, რომ ლილია ბრესსაკის გული ეხლა მთლად არ ეკუთვნის საფრანგეთის ჯარსა, როგორც ამ რამდენიმე კვირის წინად. ლილიას მოკლედ და ბუნდად ეამბნა იმისათვის, რომ პრუსიის აფიცერმა გადაარჩინა ავაზაკებს იმ ღამეს, როცა მარტოდ მოდიოდა შინ სოფლიდამ, თუმცა ლილიამ განგებ დაწვრილებით არა უამბორა, მაგრამ შეყვარებულმა ჭაბუკმა მალე შეამო დანაკლისი და ეხლა გაიხსენა რა ზოგი ერთი ნიშნები, რომელსაც უწინ ყურს არ ათხოვებდა, დარწმუნდა რომ მეტოქე ჰყავს და იცოდა კიდეც ვინ იყო სახელდობრ. რაღა თქმა უნდა, რომ ლილიას არაფერი არა შეამცნევინა რა.
ომის დღემდე ასე მიახწია დრომ.
ბოლოს ომის დღეც მოვიდა და ისე დასრულდა საფრანგეთისათვის, როგორც სხვა დღეები იმ უბედურის წელიწადისანი. ცუდად ჩაცმული, ცუდად დაიარაღებული, ცუდად გაწურთვნილი სულ ახლად მოგროვილი ჯარი ერთის მხრით, სწავლა, ხელოვნება და გამოჩენილი სარდლები მეორის მხრით, კარგს არას უქადიდა საფრანგეთს. ოთხის საათის ომის შემდეგ საფრანგეთის ჯარი დამარცხდა. ომი წაგებული იყო და მარტო ერთს ადგილასღა გამარჯვებულებს მედგარი წინაღმდეგობა დახვდათ — ეგ ადგილი ჰერცოგ ბრესსაკის ციხე-დარბაზი იყო.
ომის დროს ამ ციხეზედ ძლიერი იერიში ვერ მოიტანეს, რადგანაც ცოტა მოშორებით იყო იმ ადგილიდამ, საცა გახურებული სისხლის ღვრა იყო. ბოლოს კი, როცა მტერმა ყველა ადგილები დაიპყრო, ნახეს რომ ბრესსაკის ციხედამ საშინელი ზარბაზნის ცეცხლი გამოდიოდა; პრუსსიელებმა კაცი გაუგზავნეს და აცნობეს, ტყუილიღო ამაოდ სისხლის ღვრა, დაგვნებდითო.
ციხეში მყოფთა უარი შემოუთვალეს.
ჰერცოგმა უთხრა იქ მდგომს უფროსს აიფიცერს:
– ნუ დავნებდებით, ვიდრე ერთი სროლა წამალი მაინც კიდევ ხელში გვექნება.
აფიცერმა, რომელიც ჰერცოგს ჰრაცხავდა ნამდვილ მეუფროსეთ, ეს პასუხი გადასცა მიგზავნილს პრუსსიელსა.
ერთს საათს აღარ გაუვლია, რომ ციხის ზარბაზნები უკუ აქციეს, ერთი მთელი მხარე მონგრიეს ციხესა და პირველი სანგალი აიღეს.
ნახევარმა საათმაც გაიარა და მეორე სანგალიც დაუთმეს მტერს, მერე მეორე, მერე მესამე და მეოთხე.
ჯარის–კაცნი თავ–გამომეტებით ისროდნენ, ისროდნენ გააფთრებულნი. აღარც წინ რასმეს ჰხედავდნენ, აღარც უკან. ციხისა და ბაღის თავზედ ბოლი იდგა თითქო ჯანღიაო, კვნესა დაჭრილთა და ყუმბარების გრიალი კაცს დააყრუებდა.
ბოლოს ბაღიდამაც უკან უნდა დაეწივნათ, გამაგრება აღარ შეიძლებოდა უკან დაწევის ხმა მისცეს და უკანასკნელი სანგალიც დაცარიელდა.
– კიდევ იმედია, რომ ციხეში ფეხს მოვიკიდებთ, სთქვა ჰერცოგმა თოფის წამლით და სისხლით მოტხუპნულმა.
ჰერცოგი სანგალში მჯდარიყო უბრალო ჯარის–კაცებთან და აქიდამ თოფს ისროდა.
– ციხეში, ციხეში! გაჰსცა ბძანება აფიცერმა, რომელიც ბრმად ემორჩილებოდა ჰერცოგს; და ხმალს თავ ზემოდამ იქნევდა. ამის ქვეშ ცხენი მოეკლათ და დაქვეითებული ომობდა. რამდენსამე წუთს უკან მთელი ბაღი და ხევნარი აივსო. პრუსსიელებით. ზარბაზნების სროლა დადგა. ციხე მარტო გული და გულ ომითღა შეიძლებოდა გაემაგრებინათ. მისნი მცველნი ფანჯრებიდამ ისროდნენ, იერიშით მოსულნი დაახლიდნენ ხოლმე თოფებს და ხელდახელ ეტანებოდნენ რომ გულდაგულ დაეპყრათ.
საშინელი სისხლის ღვრა და ჟლეტა იყო. თერთმეტი იერიში ერთი ერთმანათზედ უკუ-აქციეს. მარმარილოს კიბე და დერეფანი მოფენილი იყო მკვდრებითა და დაჭრილებითა; სისხლი ნაკადულებათ მიდიოდა კიბის თეთრს, საფეხურებზედ, ყოველს წუთს ისმოდა ტეხისა და ფანჯრების მტვრევის ხმა ტყვიისაგან. სახლში აღარ გადარჩა რა უზიანოდ. ორმა თუ სამმა ტყვიამ დანასავით გასჭრა ჯაჭვი და უშველებელი ბროლის ხომლი დაეცა ძირს სასტუმრო ოთახში და მოიფინა ფილაქანი თითქო ალმასის წვიმააო, მაგრამ მაინც კიდევ ფიქრად არავის მოსვლია დავნებდეთო. ბოლოს მოისმა ძახილი: ტყვიის წამალი შემოგვაკლდაო.
— ეს, ნეტავი ერთი ეს ამათი უფროსიკი მომაკვლევინა და! დაიძახა ერთმა ზორბა ჯარისაცმა, რომელსაც გაეძრო მუნდირი და პერანგა ხელებ დამკლავებული დაუღალავად ისროდა: ერთი ეგ კი მომაკვლევინა და მაშინ ნახავდით მაგათ თამაშას, სულ აირევოდნენ.
მარკიზი და ლილია ბრესსაკი აქვე ამასთან იდგნენ, ახალგაზდა ქალი თოფს უტენდა ჯარის–კაცებს და აწვდიდა; კრიტკო გვერდთ ედგა. განგებ ისე დგებოდა ხოლმე, რომ ტყვია თუ წამოვიდოდა ჯერ თვითონ მოხვედროდა. ჯარის–კაცმა დაანახვა უფროსი აფიცერი პრუსსიელებისა. კრიტკომ და ლილიამ გადიხედეს. ის აფიცერი ფრიდრიხ ლეონეიზენი იყო.
ჯარის კაცმა ნიშანში ამოიღო. ძალიან კარგი და გათქმული მსროლელი იყო, მაგრამ რა წამსაც დააპირა თოფის დაცემინება, მარკიზმა ხელი აუკრა, თოფი გასცდა ნიშანსა. ლილიამ სული შეიხუთა და კედელს მიეკრა. გადმოხედა კრიტკოს. თვალი თვალს შეახვედრეს. ჯარის–კაცმა ხელახლად გატენა თოფი. ხელახლად ამოიღო ნიშანში. ეხლა კი მარკიზს აღარ მოუნდა ხელის აკვრა: ვერც კი მოასწრო რიკისათვის ხელი გამოეკრა, თოფი ხელიდამ გავარდა; პირ-აღმა გადმოტრიალდა და დაეცა შუბლში ტყვია მოხვედრილი. ყოველ მხრივ ყვიროდნენ:
— აფიცერს, აფიცერს ესროლეთ!
— თითქო ჯადო ნაქნარიაო, ტყვია არ ეკარება!
— აბა ერთი შიგ შუბლში მაგას!
ტყვიას გარშმო ზუზუნი გაჰქონდა.
ხოლო პრუსსიელი მაინც თავისას არ იშლიდა და წინ მოუძღოდა თავის ხალხს. ტყვია სეტყვასავით სრიალებდა მის გარეშემო, წინადამ, ზევიდამ, ქვევიდამ, მაგრამ იმას მაინც არას აკლებდა.
– თუ ეს არ მოკვდა, ციხეს ერთს წამსვე აიღებენ! დაიძახა ფრანციელმა აფიცერმა და ერთი ერთმანეთზედ დაახალა რევოლვერი.
ამავე დროს ჰერცოგი, რომელიც ერთს მუხლზედ დაჩოქილი ფანჯარიდამ ისროდა თოფს, წამოხტა, თავზედ ხელი წაივლო, დაეცა თავის ქალის ფეხთა წინაშე და იქავ სული დალია. რევოლვერი ხელიდამ გავარდა და ლილიამ აიღო.
— აიფიცერს! აფიცერს! იძახოდნენ ხახა გამშრალნი მეომარნი ყოველ მხრიდამ.
ფერმიხდილი და ტუჩების კვნეტით ლილია მივიდა ფანჯარასთან. ცოტა ხანს შაყოყმანდა, მერე კი გაიწოდა რევოლვერი და ნიშანს გახედა. ფრიდრიხ ლეონეიზენი ოც-და-ათს ნაბიჯზედ იყო, ლილიას სახე ამღვრეული ჰქონდა და ამასთანავე მწუხარეც და დიდებულიც. ლილიამ რევოლვერი დააცემინა.
ლეონეიზენი წაბარბაცდა, აიხედა მაღლა, დაინახა თავისი მკვლელი და დაეცა დედა-მიწაზედ.
იმავ წამს, ვიდრე კრიტკო. მიუხვდებოდა განზრახვას, ლილია ბრესსაკი ავარდა ივანჯარაზედ, ერთს მუხლზედ წამოიჩოქა, ამოგლიჯა ჩარჩოდამ ტყვიისაგან დაფლეთილი ბაირაღი სარანგეთისა, ამაყად გააფარფარა და იმ სეტყვასავით ტყვიის დენაში, დაიძახა: —
— გაუმარჯოს საფრანგეთს! მტერი უკუიქცა!
პრუსსიელებმა უკან დაწევის ბუკი დაჰკრეს. ყმაწვილმა–ქალმა გაიგონა ეს და დაეცა კიდეც უსულოდ თავის თანა მემამულეთა გახარებულ ყვირილში და კიჟინაში:
— გამარჯვება ჩვენია, ჩვენი!
— ______________
1. ლეგიტიმისტი — მონარხიის მსურველია და მოწადინეა, რომ საფრანგეთის ტახტზე ბურბონის გვარის კაცი იჯდეს
![]() |
3 მწყვდიადი. |
▲ზევით დაბრუნება |
მწყვდიადი.
(თარგმანი)
იმა სანატრელს დროსა ჩემის ყმაწვილობისას
ბრწყინვალე გზას ცხოვრების და თავისუფლებისას
მე მხნედ გამოვდიოდი.
ჩემ თვალ-წინ აღდგებოდნენ კაცნი, მდევის მსგავსები;
მეც მჯეროდა მათ სიმხნე, ქადილი და სიტყვები,
დაწყობა და იმედი;
მჯეროდა რომ ყველანი ერთ-პირად ძლიერს მტერსა
მედგრათ ჩავერეოდით მართალის საქმისთვისა,
და გაივლიდა ხანი:
დედამიწა უმალვე უსამართლოებასა
მორჩებოდა; ახალი, მოწმედილს ლაჟვარდს ცასა
დაჯდებოდა ვარსკვლავი.
ჩემს თვალ-წინ ამაყათა იშლებოდნენ დროშანი,
გმირულის ხმით და ჭექვით შესძახოდნენ ვაჟ-კაცნი
და გულსა გვიხარებდნენ.
ეს მედგრული ჭექვა, სმა მედგრათ გამოგვითხოვდნენ
მტერზედან საომრათა და ჯობნას აღგვითქვამდნენ
და მით გაგვამხნევებდნენ...
ბრწყინვალე იმედებო და ბრწყინვალე აზრებო!
ქარიშხალმა, ყინვამა და ქვეუნის მწველმა სიცხემ
თქვენ სრულებით დაგამხეს:
ბრწყინვალე სხივი მაღლის და ამაყის ფიქრისა
გაჰქრა და გახდა მსხვერპლი მართალთ შემმუსვრელისა,
მის ძარღვიც კი აღარ ჰფეთქს;
მდევის მსგავსი გმირები შეიქმნენ ქონდრის კაცათ,
უსამართლობის უღელს კისერს უშვერენ დაბლათ,
და ჯაჭვის ჩხარუნითა,
მტრისა ფეხ-ქვეშ შიშითა, პირქვე დამხობილები
შესარცხვენათ, საზიზღრათ ქვეყანას შესცქერიან
უსირცხვილოს პირითა…
დანტვრეული აბჯარი, დროშა, ფეს-ქვეშ ნათელი,
ძილი, ბრძოლისა ნაცვლად, ძალა, გაშეშებული,
მონება და ჩუმობა —
ყველა გულის საკლავად ჩვენ ამაზედ გვარწმუნებს,
რომ კაცს კიდევ ბევრს ხანსა უნდა კისერზედ აწვეს
საქვეყნო ბოროტება…
და ათასში ერთხელა ესე უბსკრული ბნელი
უცებათ განათდება... ხმა გამამხნევებელი
„დროა!“ შესძახებს კაცთა,
და დაძინებულთ კაცთა ის დარცხვენით ჩასძახის
სიმართლისთვის ბრძოლასა, მოსპობას ბოროტების,
აღდგომას დაჩაგრულთა!
მაშინ თითქოს კიდეცა კაცნიც დაცოცხლდებიან,
და აქა-იქს თითქო გულნიც აღელვდებიან;
მაგრამ ყველა მყის ჰქრება..
მწუხარებით, დავრდომით ეს გმირის ხმაცა წყდება
და ისევ ხელახლად ქვეყანაზედა რჩება
ბატონათ ბოროტება.
ზურაბ მოენიძე.
1867 წ.
![]() |
4 მწიგნობრობის საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
მწიგნობრობის საქმე
ამ უკანასკნელმა ხუთმა წელმა ჩვენს მწერლობას, ანუ უკეთა ვსთქვათ, მწიგნობრობას მისცა ერთ-გვარი განსაკუთრებითი მსვლელობა. ამას ჩვენ წიგნების გამოცემაზე ვლაპარაკობთ. ამ დრომდე ჩვენს მწერლობაში გამომცემელნი და მთხზველნი, მთარგმნელნი, ანუ შემდგენელნი წიგნისა იყვნენ რამდენათმე ქართულს მწერლობაში განვითარებულნი. ეხლა კი გამოვიდნენ სრულიად უცოდინარნი საზოგადოსა და ქართულის მწერლობისა. ესენი არიან რიცხვით ბევრნი, გამოცემაც ამათი ბევრი შეიქნა და წიგნების ბეჭდვა ისე გახშირდა, რომ ყველასათვის შესამჩნევი გახდა.
როგორ შეხედა ამ მოვლენასა და თავი როგორ გამოიჩინა ჩვენის საზოგადოების თუ ლიტერატურის მოაზრემა და მსჯელმა ნაწილმა? წიგნებს წუნი დაუდვა და გამომცემლებს გაკიცხვა დაუწყო; თავისის მონაწილეობით, შრომით კი დიაღ ცოტად გამოიჩინა თავი. მუდამ დაჩვეული ღობე-ყურეს მიდებ-მოდებასა, და შეუჩვეველი ბეჯითს, ზედ მიყოლებით შრომასა, ამ მწიგნობრობის საქმეს, მომავალში კარგ მოსავლიან საქმესაც, მსუბუქად მოეპყრა. ჩვენი ესრეთ წოდებული მწერლები, იმის ნაცვლად რომ ამ თავის ხელობის საქმეში თავისი შრომა შეეტანათ, ლაქლაქს მოჰყვნენ; ძაგება გამომცემელთა, დაცინვა, თითქმის თვით კაცურის ღირსების დამდაბლება მოისმა იმათგან. რაღაცა მხეცურის გრძნობით აღრინდნენ, მაგრამ ნამდვილათ რომ ლიტერატურის მსვლელობის მშრომელნი და თანა-შემწენი გამხდარივნენ, ღონე არა ჰქონდათ. წიგნები კი იბეჭდება და იბეჭდება, რადგანაც ხალხი ყიდულობს.
აქამომდე ჩვენის მწერლების ღრენა ერთ-გვარათ მიმდინარეობს და სამწუხაროდ ამ წიგნის გამოცემის საქმეს საკმაოდ არ აფასებს, არ არკვევს. თუ ლაპარაკია, თვითოეულ წიგნზეა და ისიც გადაკვრით. დიდათ საჭირო კი იქნება, რომ ეს საქმე კარგა ყოვლის მხრით გაიშინჯოს, გაირკვას, აიხსნას და განისაზღვროს. ეს მომატებულათ იმიტომ არის საჭირო, რომ თავხედურათ, გაკვრა-გამოკვრით, ღრენით, ანუ ლაზღრობით ლაპარაკი მწიგნობრობის საქმეზე, რომელიც ძვირფასი საუნჯეა ყოველის ხალხისათვის, დიდი გარდამავლობითი დანაშაულობა იქნება ხალხის წარმატებისა და ისტორიის წინაშე.
ცხოვრებაში, ქვეყნიერობაში, როდესაც რამე საზოგადო მოვლინებაა, რამე საქვეყნო საქმეა, უმეცარი კაცი ხშირად ისე გაიგებს, ისე ხსნის, როგორც კერძო, თავის საკუთარ შემთხვევას, ხედავს გარეგანის თვალითა, გრძნობითა და არა გონების თვალითა და შემეცნებითა. ჩვენი მწერლები ხშირათ ამ გვარად უყურებენ ყველა ცხოვრების მოვლინებასა თუ რასმე იმათ გრძნობაზე კარგი ზედმოქმედება ჰქონდა, მოსწონთ; თუ არა და იწუნებენ. გონებით გაშინჯვა, დავკვირვება, ახსნა, იმათ ეზარებათ. რათ უნდათ გამორკვევა, ესა და ეს საქმე რამდენათ დამოკიდებულია გარემოებაზე, რამდენად აუცილებელია, რამდენად საჭიროა ან ურგები ხალხის წარსულ და მომავალ ცხოვრების მსვლელობაში? ზოგიერთ ბატონების აზრით ისტორიული მოთხოვნილება ის არის, რაც იმათ გუნებას ეხალისება ეს ბატონი მწერლები არაფრით განირჩევიან იმ უმეცართაგან, რომელნიც ამბობენ: „ჩემს იქით ისარი გინდ კაცს მოხვედრია, გინდ ხის ჯირკვსაო.“
სამწუხაროდ ეს ამგვარი მსჯელობა მეტის-მეტად დამკვიდრდა ბევრ ჩვენს მთავარ და წვრილ-ფეხ მწერლებში და მე მგონია, ეს გარემოება ღირსი იყოს დიდის ყურადღებისა. თუ ამ გვარი კრიტიკოსები გამრავლდნენ, რომელთაგან წვრილმანის ამაო ლაქლაქის მეტი არა გამოვა რა, ჩვენს მწერლობას საძაგელ დაბურდულ და გამოურკვეველ უდაბურში შეატოპინებენ; არც მკითხველს გონებას გაუნათლებენ, არც თვით მწერლობაში სიკეთეს და სიმდიდრეს შეიტანენ.
თქმულა, ლიტერატურა ხალხის გზის განმანათლებელი ლამპარი უნდა იყვესო. ყველანი სიტყვით ვამბობთ, მაგრამ რა განათლებაზე მივა საქმე, სხვას ნურასფერს ეძებთ ღრენის მეტსა ნეტა დაფიქრდა რომელიმე მწერალი, (დაიქრება ხომ კანონად უნდა ჰქონდეს), რისგან ავღრინდი, რას ვუღრინავ, რისთვის ვღრინავ. აპა, შენც არ მამიკვდე. მთელი იმისი არსება დაემონავა ღრენის გუნებასა, ჟინსა; გონებამ აქ თავისი გამკვეთი და მჭრელი მახვილი აღარ ამუშავა და დარჩა განზე მიგდებული, როგორც უხმარი და გამოუყენებელი საგანი ცხოვრებისა. და სად ჩავარდით, რა გარემოებაში ჩავარდით! იმის ნაცვლად, რომ წარმატებაში შევიდეს ჩვნი მწერლობითა ძალა და ღონე, წვრილი გროშებად დაიშალა დახურდავდა. აღარა ვხედავთ ღრმად ჩასანერგებელს და გამაკეთილშობილებელს აზრსა, ღრმად საგრძნობელს სიტყვასა, საგანძო შრომასა და საშვილიშვილო ანდერძსა! სულ დაწვრილდა, გონება თითქოს დაჩლუნგდა, გული თითქოს აღარ გვაცემდეს, ნაშრომ-ნაამაგევი თითქოს საცრად იქცა და საშვილიშვილოდ რჩება თითქოს არაფერი. მაგრამ, არას რჩება ღრენა.
შეიძლება ამაზე მეტი დამცრობა და დამდაბლება, როდესაც წინ მავალი ნაწილი საზოგადოების ერთმანეთის ღრენას სიცოცხლის საგნად აღიარებს?!
თქვენ მეტყვით: ეგ მამა-პაპური ქართველების სენიაო, საქართველოს ისტორიის სენიო.
ღიაღ, ეგ ახსნაა. მაგრამ მაშ რაღათ შემოხვევიხართ ეგეთნი ბილწნი მაგ ლიტერატურას, მაგ ცხოვრების ლამპარს; და თქვენ შეგიძლიათ ვინმე დაარწმუნოთ, რომ ქვეყანა გიყვართ, ხალხის წარმატებას ემსახურებით? სტყუით, თქვენს გულში სიყვარულის ადგილი არა აქვს. ნაყოფთაგან სცანით თქვენნი თავნი.
ამისთანა მიმართულების დროს, ამისთანა მწერლებს, რასაკვირველია, რომ სხვა სალიტერატურო შრომის გაწევა არ შეუძლიათ, გაზეთებში წერისა და შინაურობაში გაკილვისა, ჭორიკანაობისა და ლაქლაქის მეტი. იმათ თავის დამცირებათ ჰგონიათ, მაგრამ ნამდვილათ კი ღონე არა აქვსთ, –პატარა სამეცნიერო ან მსუბუქი საკითხის წიგნის შედგენა, ან თარგმნა. იმათ ჰგონიათ, მთელი მწერლობა მხოლოდ გაზეთ-ჟურნალებში არისო. სხვა გვარი მწერლობა იმათთვის არ არსებობს.
მაგრამ ხალხს წიგნის კითხვა უნდა; სწავლის, ცოდნის მიღება უნდა წიგნებიდამ, და აი ჩნდებიან წვრილი გამომცემლები ამ სურვილის დამაკმაყოფილებელნი. ცხადი საქმეა, რომ ამ სურვილს ისე აკმაყოფილებენ, როგორც ესმისთ.
მაგრამ აბა თვალი გადაავლეთ დაკვირვებითა, რას ნახავთ? ვეფხვის-ტყაოსანს, ყარამანიანს, დავრიშიანს (ჩარ-დავრიშიანს), ბეჟანიანს, ქალ-ვაჟიანს, ალექსიანს, თამარ-ბატონიშვილს და მრავალს სხვა ლექსთა კრებათა; და ნუ თუ ამ წიგნების უბრალო სახელების ჩამოთვლა არ კმარა, რომ ადამიანი ფიქრში შეიყვანოს, და მეტადრე იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე დაბეჭდილა და ხალხში გასავალი აქვს?
ის აზრი მართალია, რომ ხალხს კითხვა სურსო, მაგრამ განა ყველა წიგნს ეტანება? არა, უმეტესად ზემოხსენებულებს ეტანება. რათა, თუ არ იმიტომ რომ უფრო გასაგებია, როგორც თავისის გარეგანის ფორმით, აგრეთვე შინაგანის საგნით. და რათ არის გასაგები; განა მარტო იმიტომ, რომ ზღაპრული ამბებია? არა, იმიტომ რომ ის ზემოხსენებულნი თხზულებანი, ანუ ნათარგმნნი ნაწარმოებნი არიან ხალხის სულისა და მდგომარეობისა.
ძალიან ვრცელი და მრავალ-მხრითი განხილვა მოუნდება, რომ ლიტერატურულის და ისტორიულის მხრით გაგვეშინჯა. ეს თხზულებანი. მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ეკუთვნიან სხვა და სხვა საქართველოს ისტორიულს დროსა; იმათში იხატებიან სხვა და სხვა დროს გონებითი გახსნა და გემოვნება. თუ თხზულებანი ამ გვარნი არიან, ყოველს ხალხში და ყოველს დროებში, განურჩეველად, მკითხველები ბევრნი ჰყვანან. მაგრამ ჩვენ ამ თხზულებათა გარჩევა სასაუბრო საგნათ არა გვაქვს აღებული.
ის გარეგანი მხარე კი კარგად გასარჩევია და ასახსნელი — წიგნების გამოცემის საქმეს რა მიზეზი აქვს, რომ იმ გვარათ მიმდინარეობს. როგორცა ვხედავთ? ამას რომ დავაკვირდებით, გავშინჯავთ და გამოვარკვევთ, მერე შეიძლება რამდენადმე მაინც მივხვდეთ, როგორ შეიძლება გამოცემის წარმატების ხელის შეწყობა.
ყოველი მწერლობა, მწიგნობრობა ხალხის ცხოვრების გამომეტყველი, გამომთქმელიაო, რაც ხალხს სიკეთე და ნაკლულოვანება აქვს, სიბრძნე და ამაოება, ნიჭი და ხასიათი მწერლობაში ჩანს. ამიტომ მწერლობა ხალხის ცხოვრების ნაყოფია და დამოკიდებულია ყველა გარემოებაზე, რომელშიაც ხალხი სცხოვრობს მიწა-წყალი, ჰაერი, ჩამომავლობა, ოჯახობა, ხელობა, სწავლა, მოქალაქობრივი მოწყობილება, კანონები და სხვანი ზედ მოქმედებენ მწერლობაზე. ყველას გამოკვლევა შორს წაგვიყვანს. ამ გარემოებათა შორის სამი რამ არის, რომელიც კარგა პირ და პირ შეეხება ჩვენს მწიგნობრობის საქმესა. ეს სამი რამ არის: 1, ლიტერატურული ღონე, 2, გამომცემლობითი ღონე და 3. ვაჭრობითი ღონე.
თვითოეულის ამის გაშინჯვა დაგვანახვებს ჩვენის მწიგნობრობის გარემოებასა და მსუბუქად მონურობას აგვაცდენს.
რაკი ჩვენში დაიწყო წიგნების გამოცემა, მაშინათვე გაკიცხვა დაუწყეს გამომცემლებსა. მაგრამ განა არ შეიძლებოდა მწერლებს მიეღოთ შრომა და გამომცემლებისთვის მოეზადებინათ წიგნები და ეძლიათ. მაგრამ ვინ არიან მწერლები და სად არიან? სად არიან? ყოველ ქვეყანაში მწერლები გამოდიან ხალხის განათლებულის ნაწილითგან. კარგი იქნება დავაკვირდეთ ამ განათლებულს ნაწილს. უნდა შევხედოთ იმათს განათლებას და ზნეობითს მიდრეკილებას.
დიდი ნაწილი ჩვენის განათლებულებისა ჯერ შინ ოჯახობაში ქარაფშუტა და დაულაგებულ ცხოვრებას სიყრმითგანვე ეჩვევა სწავლაში გულ აცრუებული, ცუღლუტი და ამასთან, ზანტია, სასწავლებელში, იშვიათად, ძალიან იშვიათად მოიპოვებთ მაგალითს რომ ქართველმა სწავლას თავი შეაკლას. ამას დამტკიცება არ უნდა, და თუ გნებავსთ აი: უმეტესი ნაწილი გიმნაზიის ოთხ კლასს ზევით აღარ მიდის, მაგრამ ესენი განათლებულების ანგარიშში არ მოდიან, რადგანაც თავისს სწავლას ამით ათავებენ. დანარჩენი მცირე ნაწილი მომავალთა ქვეყნის იმედთა სწავლას თუ ასრულებს, დგება იმ წერტილზე, რაზედაც შეაყენეს სასწავლებლებში. რათა? იმიტომ რომ მათ არ შეუყვარებიათ არც ერთი ნაწილი მეცნიერებისა, ანუ ლიტერატურისა, თვით ცხოვრებას ისე კი არ უყურებენ, როგორც განათლებულის და დაწმენდილის გონების კაცი, არამედ უყურებენ, როგორც ოჯახობაში უყურებდა ცხოვრებასა, ესე იგი ტკბილად ჭამას ნებიერ ძილს, დროს გატარებას და ქალების არიშიყობას. შედის ამ გვარად ცხოვრებაში განა სხვებს, არა ქართველებს, არ ვხედავთ? უმეტესნი ნაწილნი რუსეთში და ჩვენში სამსახურში შედიან. მაგრამ დახედეთ იქაურ სამსახურის კაცსაცა და ჩვენსას ცა. რამდენნი არიან მათში, რომ ლიტერატურაში და მეცნიერებაში წარმატებას იღებენ, არ სწყვეტენ თავის სწავლასა და ბევრნი შესანიშნავნი მოღვაწენი გამოდიან თუ მწერლობაში და თუ ცხოვრებაში. შეადარეთ ჩვენი განათლებული იმათს. ათასში ერთს გარდა არიან ცუღლუტნი საქმეზე, დაუდევნელნი ქარაიფშუტანი, ტყუილა მკვეხარანი, უაზრო კეთილის მყოფელნი და ათასი ჯერ მოტყუებულნი გაქნილის კაცებისაგან, მუდამ ვალებში დამხვრჩალნი, მუდამ სხვის თვალში და წარბში მცქერალნი, ერთის სიტყვით გლახანი გარეთგან და გლახანი შიგნითგან. რო შეხედოთ, გონების გახსნილება გარეგანის შეხედვით, ლაპარაკით, თითქმის ეტყობოდესო, მაგრამ აბა დახედეთ ეგ გონების გასხნილება ეტყეობათ სიცოცხლეში? სადა ჩანს? ან იქნება გათენებამდის თრევა კლუბებში და ქაღალდის თამაშობა, მთელი ღამობით ქალების უკან სიარული, ან ვახშმებზე სხდომა და ღვინით გაბრუჟება იყოს ზომა იმათის გონების გახსნილობისა და ვარჯიშობისა, არის ხოლმე ხალხის ცხოვრებაში ისეთი ისტორიული დრო, როდესაც წინამავალი ნაწილი განათლებულ საზოგადოებისა ვერ პოულობს გზას ცოცხალ მოქმედებაში, მაგრამ იმას კი არა ვხედავთ, რომ დაწინაურებული განათლებული ნაწილი სრულიად ამაოებას მისცემოდეს. ამისთანა ნაღვლიან გარემოებაში განათლებული ნაწილი კაცობრიობის გამამშვენებელთა ნაწარმოებში, მწერლობაში და ხელოვნებაში ეძებს თავის გულისა და გონების მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და საზოგადო გარყვნილებისაგან თავის დასხნსა. ამ უკანასკნელს დროებში უფრო გამოჩნდა მართლა ჩვენის საზოგადოების განათლებულის ნაწილის დაცემა. ამ თხუთმეტის წლის წინათ უფრო მომატებულათა ვხედავდით საზოგადოებაში ლიტერატურის და სწავლის მოყვარე კაცს, ვიდრე დღესა. მიიხედეთ, გამონახეთ სადმე ცოტა ოდენი საზოგადო ანუ ლიტერატურული შესამჩნევი შრომა, თუ იმ თაობას არ ეკუთვნოდეს. იქნება ამ გარემოებამ დაჰბადა ის აზრი, რომ ვითომ ახალგაზდობა სრულიად უარს ჰყოფს სწავლა-განათლებასაო, თუმცა ეს უარის ჰყოფა მართლა მოისმის იმ ყმაწვილებისაგან, რომელნიც მესამე კლასის სიბრძნემ შეაშინა და იუნკრებათ შედიან, ან თავის პაპა თათქარიძესავით სოფელში ავარჯიშებენ თავის ენა-გონებასა. დღითი-დღე გარეგანის შეხედვით თითქოს ჩვენი საზოგადოება სწავლით წინ მიდიოდეს, მაგრამ რო დავაკვირდეთ, მკვიდრ სწავლას არ ვხედავთ, მარტო. პირ-პირ, კილოკავად სწავლას ვხედავთ.
ამ სანახაობას წარმოგვიდგენს დაწინაურებული, განათლებული ნაწილი ჩვენის საზოგადოებისა. ყოველთვის დაწინაურებულთაგან უნდა გამოვიდნენ მწერლები და აბა ამ ჩვენის დაწინაურებულ საზოგადოებისაგან როგორი მწერლები უნდა გამოსულიყვნენ?
მართლა რომ სამწუხარო მდგომარეობაა. რა რიგი მწრლები გვყავს, ამას ცოტაოდნად სტატიის დაწყებაში შევეხენით. თითო-ოროლას გარდა, ყველანი მიეშურებიან ერთს ლიტერატურის კუნჭულს, რომელსაც ჟურნალ-გაზეთობა ჰქვიან. ყოველი სხვა ნაწილი ფართო ლიტერატურის ასპარეზისა დარჩენილია და მიგდებული; ყოველი სამეცნიერო ცოდნა, პრაქტიკული დარიგება, პედაგოგიური ნაწილი, ისტორია, ბუნების მეცნიერება, მხატვრობითი მწერლობა, ჟურნალ-გაზეთს გარეთ ცალკე წიგნების გამოცემა. — მიგდებულია და დატევებულია. ყველანი მწერლობაში ერთს მარტო პუბლიცისტიკას მისდევენ, რომელიც ყოველთვის ქარად იქცევა, სადაც მწერლობა ძლიერი არ არის. შეიძლება შევადაროთ მწერლობა ნავსა, რომელიც ცხოვრების წყალში მისცურავს, და პუბლიცისტიკა დემენს (pyль), რომელიც ეხმარება მწერლობას მიმართულებაში. სადაც ჯერ ნავი არ არის, რათ მინდა დემენი, რომელიც კუდს ვით უნდა ებას და არა თვით იყოს მატარებელი ნავი. ტყუილი წყალში ტივტივი არ იქნება და ტყული მითხლაშ–მოთხლაშუნება წყლის ზვირთებისა? სწორეთ კიდეც ესეთი ამაოა ჩვენი მწერლების კრიტიკოსობა და პუბლიცისტიკა. რასაკვირველია, რაც ცხოვრებას შეეხება აქ სულ სხვა ითქმის; მაგრამ თუ კი თვით მწერლობას, საზოგადოს აზრის მნიშვნელობით, ჯერ ძალა არ შეუმაგრებია, იქ რასაკვირველია, ამ მწერლობის ნაწილი, ესე იგი კრიტიკა და პუბლიცისტიკა, უფროსიერთად ამაოდ ჩაივლის.
მაგრამ თვით ამ მწერლების რიცხვი მცირეა და ამ მცირეთაგანიც ქართულ მწერლობას თავს ანებებენ და გადადიან სხვათა ევროპიელთა მწერლობაში.
ამის მიზეზები რასაკვირველია ჩვენს ცხოვრებაშია. ჩვენ მწერლობას მჭიდროდ შემოხაზული წრე აქვს და ზოგს ავიწყდება, რომ სამშობლო მწერლობის წრის სივიწროედა სიფართოე არ უნდა იყოს მწერლობის მოღვაწეობის ზომად მიღებული.
ამგვარის კაცებისათვის მეტი არ იქნებოდა მოგვეხსენებინა ერთი ადგილი უფ. ტენის თხზულებიდამ, „ინგლიზის ლიტერატურის ისტორიიდგან.“ როდესაც ნორმანდიის ფრანცუზები მეთერთმეტე საუკუნეში დაეცნეს ინგლისსა და დაიჭირეს, ინგლისის ლიტერატურა შედგა თითქმის ხუთი საუკუნე და ამ დროს წინმსვლელმა განათლებულმა საზოგადოებამ დააგდო თავისი სამშობლო ინგლისის მწერლობაო. მაგრამ სჯობია პირ-და-პირ ტენის სიტყვები მოგივანოთ: „ორასი წლის განმავლობაში ყმაწვილები შკოლაში, ყველა ხალხის ადათის და ჩვეულების წინააღმდეგ, ვალდებულნი იყვნენ დაეგდოთ დედეული ენა და ეთარგმნათ ლათინური გასაკვეთი და სავარჯიშო სასწავლო საგანი ფრანცუზულათა. უნივერსიტეტის კანონები ვალდებულათა ხდიდა, რომ სტუდენტს სხვა ენით არ ელაპარაკნა, თუ არ ლათინურად ან ფრანცუზულად. გამოჩენილი ოჯახის შვილები აკვნიდგანვე ფრანცუზულსა სწავლობდნენ, სოფლელები ცდილობდნენ ფრანცუზულის სწავლას, რომ წარჩინებულებს დამსგავსებოდნენ. რასაკვირველია რომ პოეტიკური თხზულებაც ფრანციზული უნდა იყოსო. ნორმანდიელებმა თან მოიყვანეს თავის მოლექსენი. იმათ სხვა არა მოსწონთ რა, ფრანცუზულ ლექსებზე... აბა მიდით ამ სასახლეებში, სადაც მღერიან ლექსებს, კითხულობენ პოემებს, მატიანეთა; ლათინურსა და ფრანცუზულ ლექსებსა და პროზას გარდაისად ვერაფერს გაიგონებთ. რა დაემართა ინგლისურ ენას? ყველასაგან მიგდებული და ძნელი საცნობი ეს ენა მოისმის ტყე-ტყე მცხოვრებელის, მენახირის, გლეხი ხალხის ლაპარაკში. ამ ენაზე ან სულ არა სწერენ, ან ძალიან ცოტათა; თქვენ თითონა ხედავთ, რომ საქსების მატიანეში, ძველი ენა ნელ-ნელა ირყვნება და მერე (1154 წ.) სრულიად ქრება; მატიანე ასის წლის შემდეგ ფრანცუზების შემოსვლისა წყდება. ვისაც დრო და შეძლება ჰქონდა რომ წიგნები ეკითხათ და ეწერათ, იფრანცუზები იყვნენ: ამათთვისა სთხზავენ და სწერენ; ლიტერატურა სულ იმათს გემოვნებას მისდევს, ვისაც მით სარგებლობა შეუძლია მიიღოს და იმაზე ხარჯი გასწიოს. თვით ინგლისელები კი ჯანს იგდებინებენ, რომ ფრანცუზულათა სწერონ. ბევრნი პირველ ნახევარს ლექსის ტაეპისას ინგლისურათა სწერენ და მეორე ნახევარს ფრანცუზულათ... მეთხუთმეტე საუკუნეშიაც (1400 წ.) ბევრს ამ გვარ საცოდავებს ვხედავთ, რომ ამ გვარ წერის ჭაპან-წყვეტაში არიან; ფრანცუზული ენა მეფის კარის ენაა, ამ ენისაგან წარმომდინარდა პოეზია, კეკლუცობა; ვინც ეს ენა კარგად არ იცის, გაუთლელი ხეა. ისინი ისე მისდევენ, როგორც ჩვენი ძველი მწიგნობრები ლათინურ სიტუყვებს, ცდილობენ გაფრანცუზებასა, თავის ღონეზე მომატებულათ და შიშით, ვაი თუ ვერ მოვახერხოვო, და თითქმის ხუთასმა წელმა გაიარა ამისთანა მდგომარეობაში, რომელიც დიდ მწერლობისათვის და დიდ იდეებისთვის ამაოდ ჩაიარაო, ამბობს ტენი სხვა ადგილსა; ეს მწერლობა ხომ სრულიად ღარიბად ჩაითვლება პირველად იმ მიზეზით, რომ საშუალო საუკუნთა უღონობას ხალხის დასუსტება დაერთო, და მეორედ იმით, რომ ორ ლიტერატურათაგან, რომლისაგანაც იგი შესდგება, ერთი გადმონერგილია და არ ეთვისება ხალხსა, მეორე დამხობილია და წარმატებაში არ შედისო. —
ამ მოხსენებულ სიტყვებში, არის ზოგი ადგილი, რომელიც ჩვენი მწერლების ნაწილს უნდა მივაწეროთ მაინც, თუ საზოგადოებას თავს დავანებებთ. ჩვენ მოვესწარით და თვალითა ვხედავთ, რომ ხალხს საკითხავი წიგნები უნდა, სოფლის სასწავლებლები მადლობა ღმერთს იმართება, ქართულად ასწავლიან. მაშასადამე საკითხავი წიგნი უფრო და უფრო მოუნდებათ. თვით საზოგადოების ნაწილში მოთხოვნილება არის და იმ ზემოხსენებულს დროს ინგლისის საზოგადოებას არა ჰგავს, პირიქით უყვარს სამშობლო მწერლობა. მაშ ჩვენი საზოგადოების განათლებულ წინ-მსვლელ ნაწილში რათ უნდა იყოს ასეთი მოვლინება? მაგრამ ჩვენ აქ გამოკვლევას არ მივდევთ. მხოლოდ ფაქტს ვამოწმებთ, რომ ასეა.
ამისთანა მდგომარეობაში. ნუ თუ იმ ხალხში, რომელმაც წარმოშობა ვრცელი საღვთისმეტყველო და საერო ლიტირატურა, ათასის წლის განმავალობაში უფრთხილდებოდა და თავს დასტრიალებდა, როგორც ძვირფასს საუნჯეს, ის ხალხი ისე დაეცემოდა, რომ არ ეფიქრა მწერლობისთვის და არ მოეგონებინა ჩვენ წინმსვლელ განათლებულ საზოგადოებისათვის მისი ვალდებულება ხალხის განათლებისა და წარმატებისადმი?
აი აზრი უკანასკნელის მწიგნობრობის მოძრაობისა.
და გამოცემანი - ისეთნი უნდა ყოფილიევნენ, როგორსაცა ვხედავთ, თუ მწერლები ასე ცოტანი არიან, ამისთანა მიმართულებისა და აზრისანი, რომ არ იციან და არ შეუძლიათ გაზეთ-ჟურნალებს გარეთ მწერლობაში რამე გააკეთონ, როდესაც ქართველები ქართულ მწერლობიდგან გადადიან ან პირ-და-პირ სხვა ხალხის მწერლობაში შრომობენ, როდესაც განათლებული საზოგადოების საკმაო ნაწილი თავის ხალხს პირს აქცევს და თითქოს იმასთან კავშირის გაწყვეტას აპირებს, — ცხადი საქმეა, რომ გამომცემლები იმ დედა ლიტერატურის სალაროს უნდა მისდგომოდნენ, რომელშიაც მამა–პაპის ათას წლეულ შრომას შეუკრიია ხალხის საუნჯე. სად უნდა ეძებნათ, თუ არ ისევ აქა. ეს ბუნებითად და უეჭველად ასე უნდა მომხდარიყო. და მეორეს მხრით ეს ამორჩევა გონივრული საქმე იყო, რადგანაც სხვა გზის დაჭერა ღობეყორეს მოდება იქნებოდა, მალეც ჩაიშლებოდა და გამომცემლობა ასე ორთას არ გაიშლიდა. მხოლოდ დედა ლიტერატურის ნაშრომთა გამოცემას შეეძლო გამტკიცება. ამასთანავე ეს იყო გახსენება, გულის მამა–პაპურის მწერლობისა, რომელთანაც უნდა შეკავშირებული იყოს ახალიცა ხალხი საკითხავად ამას ითხოვდა, რადგანაც სახელი მაინც გაგონილი ჰქონდა, გარეგანის მხრით ხალხისა. თვის ამ წიგნების ენა გასაგები ენა იყო და არა ის ჭრელი არეულ- დარეული და სიბრეული ენა, რომელსაც დღეს ზოგიერთი უმეცარი მწერალი ცოცხალ, სასაუბრო ენას ეძახის.
თქვენ იქნება მითხრათ ამაზე, რომ ლიტერატურა ჩვენში ჯერ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ მწერალ კაცს მარტო იმაზე მოცლით პურის ჭამა შეეძლოსო.
დიაღ, მართალია, თუმცა სხვა ქვეყნებში მრავალ მაგალითს ვხედავთ, რომ განათლებული კაცი სხვა საქმეებში გართული თითო-ოროლა წიგნებს ან ადგენს, ან სთხზავს, ან სთარგმნის ისე, რომ ეს სხვათა შორის შრომა ბევრჯელ შესანიშნავი შრომაც გამოდის, კარგი განათლებული კაცის სულის მოთხოვნილებაა, ერთ რამ სასარგებლო წიგნზე იმუშაოს; და რამდენათაც საზოგადოება განათლებულია, იმდენათ ამ გვარი მშრომელი მწერლები ბევრნი არიან. ჩვენ ვხედავთ ევროპის და რუსეთის ცხოვრებაში, რომ თითქმის ყოველს გამოჩენილს კაცს ერთი წიგნი მაინც დაგწერია თუ ბევრი არა. შორს რო არ წავიდეთ, ჩვენშიაც კი ადრე და ადრე ვხედავდით ამისთანა კაცებს, მაგალითად, გრიგოლ ორბელიანს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს. დიმიტრი ყიფიანს და სხვათა. მაგრამ დავეთანხმოთ ზემოხსენებულ საბუთიან აზრს, რომ მუდმივ მწერლობისათვის საჭიროა, რომ თვი ნაწერი კაცს პურს აჭმევდეს.
ეს იქმნება მეორე საგანი, მწერლობისათვის საჭირო, რომელიც სტატიის თავში მოვიხსენეთ და რომელსაც უწოდეთ „გამომცემლობითი ღონე“.
ყოველი საქმის და ხელობის ბეჯითად და კარგათ ასრულებისათვის საჭიროა ამ საქმეს კაცმა დრო მოახმაროს. ამისათვის კაცი თავის დროს იმ საქმესა სწირავს, რომელსაც შეუძლია იმისი რჩენა. ამ გვარათ საქმე, ხელობა კაცს არჩენს და კაცი იმ საქმეს, ხელობას არჩენს. მწერლობაც ცხოვრების ნაწილია და ამ კანონს ვერ გადასცდება, თუ გვინდა რომ ხელობა, საქმე. მწერლობა წინ წავიდეს, ჩვენ სხვაფრივ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სჯობს ფხიზლათ შევხედოთ ცხოვრებასა.
არც ერთი საქმე და ხელობა არ მოითხოვს იმდენს მომზადებასა, ნებიერობასა, დროსა და თავის ნებაზე და გუნებაზე ყოფნასა როგორც წერა. ამიტომა ვხედავთ ისტორიაში, რომ განათდება, სწავლა და მწერლობა პირველ ხანებში მონასტრებშია, რომელსაც მიჩენილი აქვს სარჩო თვით მეფეთაგან და ხალხისაგან; გხედავთ შეძლებულ მთავრების სახლებში; შემდეგ, როდესაც სიმდიდრე ჩნდება, ყოველ შეძლებულ ოჯახებში, ბოლოს სასწავლებლებში, რომელშიაც შეძლებულის შვილებს შეუძლიათ სწავლის მიღება. მწერლებიც ამ რიგობით ამათგან გამოდიან. უკანასკნელ დროებში ევროპაში ვხედავთ. რომ მწერალი წინათ მომზადების შემდეგ ცხოვრობს თვით წერის შრომითა.
საჭიროა თვალი გადავავლოთ საქართველოს მწერლობის მდგომარეობასა. პირველში, ისე როგორც ევროპაში, მწერლობა მონასტრებშია, მერე მთავრები და წარჩინებულ კაცებში: თამარ დედოფლის დროს მაგალითად მოლარეთ ხუცესი რუსთაველი პოეტია, ამ გვარად მწერლები გამოდიან მეფეებში, იმათ ხლებულებში, სამღვდელოში და თავადებში. წარსულ საუკუნეში, ვახტანგ მეფის დროდგან იწყობა დიდი მოძრაობა სწავლა-განათლებისა და ამასთან მწერლობისა. 1709 წლამდე საქართველოში არ იცოდნენ სტამბა რა არის. რასაკვირველია, რომ განათლების მოძრაობის დროს სტამბისათვის, ამ განათლების დიდ–ძლიერ იარაღისთვის, ყურადღება უნდა მიექციათ, გაემართათ სტამბა. და თუმცა უბედურება და დაქცევა მრავალჯერ მოადგა საქართველოსა, მაინც ამ სტამბას უფრთხილდებოდნენ ისე რომ ერეკლე მეფის დროსაც განაახლეს, მაგრამ ისევ მალე დაიღუპა აღა-მამად ხანის მოსვლის დროსა, წარსულსავე საუკუნეში ქართული სტამბები იმართება საქართველოს გარეთ: კრემენჩუკს გაიოზისაგან, მოსკოვს ვახტანგის შვილის ბაქარისა თუ ვახუშტისაგან. მოზდოკს ვიღაცა არხიმანდრიტისაგან. მაგრამ დაუწყნარებელი შავი ბედი არ აცლის ფესვის გადგმას და ერთი მეორის შემდეგ აღარა სჩანან. წიგნების გამომცემელნი თვით მეფენი იყვნენ, ეპისკოპოზნი და მეფის შვილები. უფროსიერთად ამ სტამბის მოკლე ხნობაში დაიბეჭდა სამღთო საეკლესიო წიგნები და სამოქალაქო წიგნების ბეჭვდას ცოტა დასცალდა; სამიოდ-ოთხიოდ წიგნი ძლივს დაიბეჭდა. მალ-მალ ქვეყნის აოხრება და ამასთან სტამბის წახდენა რომ არ მოსწრებოდა, მწერლობა ისე ძლიერად არ შეჩერდებოდა, როგორც შემდეგ ტფილისის დაქცევისა მოხდა.
ამ საუკუნის დაწყებაში მწერლობას სრულებით შეწყვეტილს არა ვხედავთ, მაგრამ იმ ძლიერის იარაღის, სტამბის მუშაობა ძლივსა სჩანს. აღა მამად-ხანისაგან საქართველოს შერევის შემდეგ და მეფობის გაუქმების შემდეგ ხალხის ცხოვრებაში ახალი წესები შემოვიდა. ესენი ერთად დიდათ უნდა დასტყობოდა მწერლობითს და გამომცემლობითს ძალასა. პირველს წლებშივე რუსეთის უფლობისა, სტამბა იყო, მაგრამ თითო-ოროლა წიგნი ძლივს ჩანს. ამისი მიზეზი ცხადია მწერლები თავიანთ მოშლილ ოჯახობას უნდა შესდგომოდნენ და თუ იმისი ნაღველი არა ჰქონთდათ, წამქეზებელი არა ჰყვანდათ, წინათ რომ ასე შეჩვეულები იყვნენ. ეს გარემოება ვრცელდება 1830 წლამდე, როდესაც რამდენიმე მწერლები აფუძნებენ სტამბასა და „ტფილისის უწყებათა“ მაგრამ ერთი შემთხვევა ამასაც ქარ–წყლად აქცევს. ასე ამგვარად მომდინარეობს 1850 წლამდე, როდესაც კავკასიის ნამესტნიკი ვარანცოვი აქეზებს ქართველ განათლებულ საზოგადოებასა, ხელს უმართავს ფულითა და მფარველობით მწერლობასა და თეატრსა. ამ დროს წარმომადგენელნი მწერლობისა არიან პლატონ იოსელიანი და გიორგი ერისთავი. ესენი წინათ სწერდნენ და ბეჭდავდნენ თითო-ოროლა წიგნებს. ახლა კი წახალისებულნი ვარანცოვისაგან ერთი ცალკე წიგნების ბეჭდვას თავს უდებს, მეორე ჟურნალსა და თეატრსა. ორი-სამი წლის შემდეგ ეს გაჩაღებული მწერლობა და გაომომცემლობა სწყდება. 1854 წლამდე შესანიშნავი დრო იმით არის, რომ გამომცემელნი ძალიან ცოტანი იყვნენ, რომ მმართებლობის ან მთავრობის კაცების შეუწევნელად წიგნები ებეჭდათ. წიგნები იბეჭდებოდა ზოგი პეტერბურღის აკადემიისაგან, ზოგი უნივერსიტეტისაგან, ზოგი აქ ნამესტნიკის შემწეობით და მფარველობით. შესანიშნავია ის გარემოება, რომ თვით ხალხში გამომცემელი იშვიათი იყო. თუმცა თვალ-წინ მაგალითები ჰქონდა, რომ ზოგიერთი რამდენიმე ათი წლობით წვრილ წიგნებსა ჰბეჭდავდა, როგორც პლატონ იოსელიანი თავის აბაზიან ანბანსა, მაგრამ თითქოს არ დასდევდა და დიდ საქმეთ ეგონა პატარა 16 ფურცლიანი წიგნის გამოცემა. აქ სხვა არაფერს არ უნდა მივაწეროთ მაგალითის მიუბაძველობა, თუ არ უცოდინარობას და შეუჩვევლობას. გონებდნენ, რომ ამ პაწია წიგნის გამოცემას, დიდი სიბრძნე, დიდი თავის ტეხა და დიდი ხარჯი უნდაო, ამას გარდა ხალხი ძველადგანვე შეჩვეული იყო, რომ წიგნის წერას და ბეჭვდას საკუთარი მფარველობა და ფულით შემწეობა უნდა ჰქონდეს მეფეებისა და მმართელობისა.
ამის გამო 1853 წლის შემდეგ უეცრად შედგება მწერლობა და თეატრი. მაგრამ ამ დრომდე 1850 -1853 წლებში საზოგადოებაში მოისმა ერთის მხრით ხმა, რომ პლატონ იოსელიანი და გიორგი ერისთავი თავის ჯიბისთვის მუშაობენ და არა ქართულის მწერლობისა და თეატრისთვისო. ამ დროდამ იწყობა გამომცემლობითი შრომა თვით მწერლობის მოყვარე კაცებისა, მთავრობის შეუწევნელად, და ჩვენ დრომდე მომდინარეობს. პირველი ამისი მედროშე იყო ჟურნალი „ცისკარი“ 1857 წლიდგან და მშრომელნი ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი და ივანე კერესელიძე. ჩვენ არ შევეხებითი მათ შრომასა. მხოლოდ ეს კი ცხადია, რომ ამ დროდამ იწყობა ახალი მოძრაობა ჩვენ მწერლობისა და თავის უღელს საზოგადოების ხელის შეწყობით ეწევა. „ცისკარს“ მოჰყვა „საქართველოს მოამბე“ მერე „დროება“ და სხვანი. მაგრამ საკმაოდ ძნელი შრომა იყო. ჟურნალ-გაზეთებს გარეთ მწიგნობრობა შემდგარი იყო, წიგნები იშვიათად და იშვიათად გამოდიოდა. ის აზრი, რომ ხალხი თავის ღონით მწიგნობრობას უნდა გაუძღვეს, გაზეთ-ჟურნალებს გარეთ არა ჩანდა. ერთი პაწია წიგნის გამოცემა დიდი სავაგლახო საქმე იყო. ჯერ თვით წიგნის მომზადებასა და გაშინჯვაზე დიდი ბაასი და ლაპარაკი ექნებოდათ რამდენსამე თვესა. მერე ახლა ფულის გამოღებაზე და შოვნაზე იყო ერთი კვნესა და ჩხვერა; ბოლოს სტამბა. ოჰ, სტამბა ფრიად დიდ ზრუნვაში და ჭირში აგდებდა გამომცემლებს და ხშირად იქამდის მივიდოდა, რომ ვაი-ვაგლახით მომზადებულს წიგნს უკუსდებდნენ, მაგისთანა სტამბაში, მაგ ასოებით ბეჭვდა როგორ შეიძლებაო, და ზრუნვას შეუდგებოდნენ, ახლა ახალი სტამბა როგორ გავმართოთო. გადიოდა თვეები და წელიწადები.
მეორეს მხრით მართლა და სტამბა ისე მოწყობილი არ იყო რომ ადვილათ წიგნი დაბეჭდილიყო. ასოები ნაკლები იყო, ამწყობები და სხვა მუშები სტამბისა შეუჩვეველნი; თითო თაბახის აწყობას, გასწორებას და დაბეჭდვას კარგა ხანი უნდებოდა. ასოები ნაკლებათა ჰქონდათ სტამბებში, რადგანაც ნაკლებათ იყო სამუშაო, თვით ასოები ძალიან ძველი და გაფუჭებული. ამასთან ქაღალდი იშვიათი იყო, ულაზათო და ძვირი.ყველა ესეები რასაკვირველია, ბევრ დროს ართმევდა გამომცემელსა.
ამასთან უნდა დაუმატოთ ის გარემოებაცა, რომ ის გამომცემელნი თვითვე მწერლები იყვნენ; ამის გამო ცხადია რომ მწერალს სამ გვარი მძიმე შრომა უნდა გაეწია ჯერ წიგნი შეედგინა, მერმე ფული გამოეღო დასაბეჭდავთა და სტამბის უკან ევლო. რასაკვირველია, ეს სამივე შრომა თითო კაცისათვის, მერე ჩვენ ღარიბულ ცხოვრებაში ძნელია და საზოგადო წესად ვერავინ ვერ დასდებს. ჩვენ ვიცით რომ დღევანდლამდე ბევრი საჩენი თხზულება ანუ ნათარგმნი დარჩენილია იმ მიზეზით, რომ გამომცემელი არ არის, არავინ არა კისრულობს დაბეჭდასა, რადგანაც ხარჯს ერიდება. იქნება თვით მწერალს დაებეჭდნა კიდეც როგორმე, ან ვალის აღებით, ან სესხით, რომ სცოდნოდა რომ დანახარჯი დაუბრუნდება და შრომისათვისაც ცოტაოდე რგება ექნება, მაგრამ ეს რო არ იყო, თხზულებაც რჩებოდა თაგვებისა და მტრის შესაჭმელათა.
ამას ქვიან, რო გამომცემლობითი ღონე არ იყო.
ეს ღონე ერთსა და ორ წელს ვერ გაჩნდება როგორც ღონე. ცოდნა შეჩვევა, სიმარდე ეჭირება ამასაც. ეს ღონე ჯერ მსუბუქზე ვარჯიშობს და რამდენათაც თან და თან მაგრდება, იმდენად უფრო მომატებითა, ჩნდება. ეს გამომცემლობითი ღონე ჩვენშიაც წინ ნელნელა მიდიოდა, როგორც ყოველივე ცხოვრებაში და პირველად საჩენად ამ ხუთი ექვსი წლის განმავალობაში ვხედავთ.
ახლა ვკითხოთ იმ ბატონებსა, ამ ჩვენი დროს გამომცემლებს რომ კიცხვენ, რატო უფრო ღონეს არ იჩენთო, ეს საბუთიანი კიცხვაა. როგორ უნდა დაეწყოთ, თავისის მცირე შეძლებით, ოფლი მოგროებულ გროშებით გამომცემლობა, თუ არ ამ პატარა წიგნებით და იმ გვარის წიგნებით, რომელთაც სახელი იცოდნენ ხალხშია და რომლის ხარჯის დაბრუნების იმედი უნდა ჰქონოდათ? სხვა რიგათ დიდისა და ხალხის უცნობის წიგნების ბეჭვდა რომ დაეწყოთ, ღონე ექნებოდათ რომ ასე ერთმანეთზე მიყოლებით ებეჭდათ? ან იქნება იმას ამჯობინებდით რომ ძველებურათ ხუთ წელიწადში ერთი წიგნი გამოსულიყო?
კარგათ უნდა გაიგოთ და მიხვდეთ, რომ ეს გამომცემლოის საქმე ახალი საქმეა. გამომცემლობა ვერ გაღონიერდება, სანამ რიცხვი გამოცემათა არ გამრავლდება. გამრავლება გამოცემისა და ხალხში მოფენისა, თუ არა ზემოხსენებულის გზით, არ შეიძლება. და რა ვნახეთ ჩვენ ამ უკანასკნელ წლებში? წინათ რომ მიუდგომელ ციხედ ეგონათ პატარა წიგნის გამოცემა, ხალხმა ნახა რომ აგრე რიგად ძნელი ასაღები ისე არა ყოფილა და აგერ ერთმანეთის მიხედვით ჰბეჭდეს ვისაც რა უნდოდა. არც წლეობით დიდი სჯა და დიდი მოლაპარაკება პაწია წიგნზე, არც ერთი აყალმაყალი სტამბის შესახებ, არც ფულისთვის ფაცაფუცი. მსუბუქად და ნელად იღებდა გამომცემელი, ეკროდა სტამბას ჰბეჭდდა და ყიდიდა.
ეს იმდენად საგრძნობელი ნაბიჯის გადადგომაა რომ უნდა ვაფასებდეთ. რასაკვირველია, შეცდომა და უხეიროდ ასრულება საქმისა ყველგან შეიძლება და აქაც მოხდა, მაგრამ გაკიცხვა ამ გამომცემლებისა და ლანძღვა მწერლებისა ვინც მათ რამდენადმე ეწეოდა, დიდი თავხედობა და უმეცრება იყო, სხვა ცუდი სახელი რო არ დავარქვათ. თავხედობა იყო მით უმეტესად, რომ ეს პირველი ნაბიჯი იყო უბრალო ხალხის მონაწილეობის მიღებისა მწერლობისა საქმეში, რომელშიაც აქამომდე მარტო საზოგადოების წევრები მუშაობდნენ. რომა ამ ხელოსნებისა, მესტამბეებისა, ასოს ამწყობთა და თვით სოფლის გლეხისა ყოველს განათლებულ საზოგადოებაში აღძრავღა დიდს პატივის ცემასა და თანაგრძნობასა. ჩვენი ზოგი ვაჟბატონები და მწერლები კი დასცინოდნენ! ჩვენ ერთი საგანი დაგვრჩა გასაშინჯი, რომელიც გამოცემასთან ძალიან შეკავშირებულია: ეს არის „წიგნის ვაჭრობითი, აღებ-მიცემობითი ღონე“.
ზემოთ მოვიხსენეთ რომ მწერლები წიგნის გამოცემაზე ფთხებოდნენ, რადგანაც ჯერ ერთი რომ ხარჯი უნდა გაეწიათ და მერე სტამბის უკან ევლოთ. ამის გამოთ ცალკე დასაბეჭდავი წიგნებიც კი ჟურნალ-გაზეთებში მიქონდათ და იქ აბეჭდინებდნენ. ყველა ქვეყანაში ამ უკანასკნელ ორ ჯაფას მწელები არა სწევენ, რადგანაც გამომცემლებს ყოველთვის შოულობენ. მაინც და მაინც პატივისცემით უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ გამოდიოდნენ იმისთანა მწერლები, რომელნიც წიგნებს თავისის ხარჯით და ჯაფით ბეჭდავდნენ. მაგრამ დაბეჭდის შემდეგ რა უნდა ექნათ რომ წიგნების მაღაზიები კარგი არ იყო და არც წიგნის საქონლის გასაღებისთვის მზრუნველი. გზავნიდა აქა-იქ ნაცნობებში, ან მაღაზიებში, ან ქალაქშივე ბაზარში ვისმე ატანდა გასაყიდათა. მაგრამ ამ საქმეს ხომ მიწერ-მოწერა უნდა სხვა და სხვა ადგილსა, გამყიდველების მოპოვება უნდა, გაგზავნ-გამოგზავნა, ანგარიშების გასწორება, ყველა ამას უკან სიარული, გამოკითხვა და წვალება, ბევრგვარი წვრილმანი საქმეები უნდება, რომელიც თუ არ მოვაჭრეს, სხვას მალე თავს მოაბეზრებს. მაგრამ ეს იქით იყოს; საქმე იმაშია რომ წიგნზე დანახარჯს გამომცემელი ათასში ერთხელ ვერ აგროვებდა, ან იკარგებოდა, როცა სხვა ადგილას იყო გამყიდველი; ვინც აქვე ადგილობრივად იყო, აჯანჯლებდა ფულის მოცემას და ანგარიშის გასწორებას. ბოლოს ის გამოდიოდა რომ დანახარჯსაც ვერა ჰკრეფდა, არამც თუ ცოტაოდე განივის ფასი აეღო. ამის გამო ერთხელ და ორჯელ მოტუყებული მესამეზე თავს ანებებდა, არც შრომას ეწეოდა და არც ბეჭდავდა. ეს გარემოება რადგანაც ხშირი იყო, ცხადია რომ გამომცემლები უნდა დამფრთხალიყვნენ და შეეყენებინათ თავისი გამოცემა. ამ გვარი მაგალითები ბევრი ვნახეთ.
ცხადი საქმეა რომ ყოველგვარი საქონლის ვაჭრობა და აღებ მიცემა მაშინა ჩაღდება, როდესაც ის საქონელი მრავლდება. გამრავლება კიდევ იმაზე ჰკიდია, რომ პირველად საქონლის გამოყვანა, გაკეთება იაფად ჯდებოდეს, მეორედ იაფად ფასობდეს რომ ბევრს შეეძლოს ამისი ყიდვა და მესამე გამსყიდველი, წიგნის მოვაჭრე ბევრი გამოჩნდეს; ეს უკანასკნელი გარემოება დამოკიდებულია იმაზე, რომ, საკმაოდ სარგებლობა ნახოს ვაჭრობითა.
დავხედოთ ჩვენს წიგნის გამოცემასა და ვაჭრობასა. ეხლანდელი გამომცემლები, როგოცა ვთქვით, სტამბის მუშები, ამწყობები, ან სხვა ხელოსნები არიან. რასაკვირველია, როდესაც ესენი წიგნსა ბეჭდენ, უფრო ნაკლებათ ხარჯი მოსდით ბეჭვდაზე, რადგანაც თავის შრომა მოაქვთ. ეს შრომა რასაკვირველია ფასთა ღირს, მაგრამ მათ ვინც იმათთვის შრომის გაწევა ადვილია ფულის დახარჯვაზე. ეს გარემოება შესამჩნევია მით უმეტესად რომ წიგნს გაყიდვის ფასს უკლებს. მეორედ გაყიდვას ბევრი კაცები უნდა, ჩვენში წიგნის მოვაჭრენი ცოტანი არიან, სად უნდა მოეპოვათ? თვითონვე ცდილობენ თავის გამოცემის გაყიდვასა. მრთავენ ბაზრებში სტოლებს, დაეძებენ პატარა ბიჭებს, რომელთაც ქუჩა-ქუჩა ატარებინებენ თავის წიგნებსა, მართავენ პატარა წიგნის მაღაზიებს, პოულობენ სხვა და სხვა ქალაქებში და სოფლებში წიგნის გამყიდველებსა და ამ გვარის მეცადინეობით წიგნი იფინება. ერთის მხრით ხარჯის სიმცირე, მეორეს მხრით მცირე ფასი, წიგნის სიპატარავე, რომელიც ღონისძიებას აძლევს ბეჭვდისას; ამასთანავე მცირე მოგებას სჯერდებიან ამ წიგნების გაყიდვით აღებულსა. ესეები ყველა ერთად აღებული იმდენათ ხელს უწყობს, რომ წიგნები ერთმანეთზე მიყოლებით, ხშირდება და გამოდის შეუწყვეტლოა. რასაკვირველია რომ ეს გარემოება თან და თან გამომცემლებს აოსტატებს, უფრო ხერხიანათ აჭერინებს საქმესა. ეს უადვილებს და უმსუბუქებს როგორც გამოცემას, აგრეთვე ვაჭრობასა. ბოლოს ეს იქიმდის მიდის, რომ რამდენადმე წიგნის შემდგენელს მოგების ცოტაოდენი წილი ეძლევა და ჯაფის ფასი ცოტაოდე მაინც უბრუნდება ფულად.
ნუ თუ ეს იმ სასურველი დროს დასაწყისად არ უნდა მიგვაჩნდეს, როდესაც მშრომელი მწერალი თავის ჯაფის ფასს უნდა იღებდეს? ჩვენ მოვიხსენეთ რომ ყოველი საქმე და ხელობა მაშინ წინ მიდის, როდესაც კაცს იმ ხელობით ან საქმით თავის რჩენა შეუძლია. მაშათ სადამე ის დრო სასურველად უნდა მიგვაჩნდეს რომ მწერალი თავისი წერის ჯაფით სარჩოს შოულობდეს, სხვა სარჩენელ საქმისგან განთავისუფლდეს ლიტერატურისა და ხალხის წარმატების საბედნიეროთ. ჩკენი პატიოსანი მწერლების და მწერლობის ყოველივე შრომა, მეცადინეობა, წადილი და მხნეობა ამ საქმეს უნდა დაეხმაროს და სიძნელე გაუადვილოს.
ეს საქმე. ეს წიგნის გამომცემლობითი და ვაჭრობითი საქმე თუ შედგა, დიდა შეცოდება იქნება ჩვენის მხრით და „ვიქნებით შვილა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი“.
ამ გვარათ ჩვენის დროს გამომცემელთა შრომა ის შრომა იყო რომ, როდესაც ხალხში წიგნის კითხვის სურვილი საჩენად საგრძნობელი შეიქნა და მწერლები უხეიროები გამოდგნენ ამ სურვილის დამაკმაყოფილებელნი, ქართულ მწერლობის სალაროდამ გამოიტანეს ჯერ ხელუხლებელნი თხზულებანი და ხალხს მისცეს; სიძნელე გამოცემისა. ფულის სიღარიბის გამოთ, თავისის ჯაფით გააადვილეს, სიძნელე ხალხამდის მიწევნისა სიაფით და აგრეთვე თავისის ჯაფით დასძლიეს. ვინც ნამდვილი მშრომელი იყო. მათის შრომისა, ცოტაოდე რგება მისცეს. თვითონ ცოტაოდე ირგეს და ამით წახალისდნენ.
ეს იყო წარმატება საშვილიშვილო საქმისა, ეს იყო. ძვირფასის სახალხო კუთვნილების დაცვა და შეუგინებლობის გამოჩენა მრავალთა ჩვენთაგან შეგინებულის, მიგდებულის, დათრგუნვილის და გაუპატიურებულის სამშობლო მწერლობისა, სამშობლო ენისა.
რა გვაქვს ეხლა საერთოდ ყველასთვის თვალსაჩენი ძვირფასი შემაერთებელი. ამამაღლებელი, გამაკეთილშობილებელი თუ არ სამშობლო. ლიტერატურა და ენა განათლებისა და ხალხის წარმატებისათვის ერთი საჩნი რამა გვაქვს. რომელშიაც მჭიდროდ აერთებს განათლებულ საზოგადოებასა და უსწავლელ, უცოდინარ ხალხსა. იმ წამში, როდესაც ჩვენი ლიტერატურა (ფართოს აზრით და არა მარტო ჟურნალ-გაზეთები) დაიშრიტება, მაშინვე შესწყდება ერთობა და კავშირი განათლებულსა და გაუნათლებელს კაცში, დარჩება ხალხი იმ წყვდიადში. რომელიც ტენის სიტყვებში გამოიხატა ინგლისელების მდგომარეობის და მწერლობის შესახებ. ხალხის დაგდება გაუნათლებლად არავის სურს, არცს ჩვენს საზოგადოებას. არც მმართებლობას, რომელმაც ამ უკანასკნელ დროს სწავლაც სასოლო შკოლაში სამშობლო ენაზე წესად დასდვა.
მაშასადამე ჩვენი საზოგადოების დაწინაურებულმა, განათლებულმა კაცებმა ჯეროვანი მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ გამომცემელთა შრომაში! ამათმა შრომამ ყველა მწერალს და ხალხის კეთილის მსურველს მოაგონა იმათი ვალდებულება ხალხისადმი, ხალხის განათლებისა და წარმატებისადმი.
მაგრამ სანამდის ახალი მწერლების შრომა მივიდოდეს გამომცემლებამდის, იმათ თავისი შრომა უნდა განაგრძონ და მოსძებნონ ისევ ქართული ახალსა და მეტადრე ძველ მწერლობაში გამოსაცემი წიგნები. იმედია, რომ ახლა უფრო კარგის ამორჩევით და მცოდნე მწერლებთან რჩევის გაწევით უკეთესად წაიყვანენ თავის საქმესა.
იმათ არ უნდა დაივიწყონ, რომ შვენება ამ დაწყებულის შრომის: იმათ დანაშაულობად ჩაეთვლება, მაგრამ თუ გაავრცელეს წიგნის; გამოცემისა და ვაჭრობის საქმე, ისინი დაიმსახურებენ საქართველოს ისტორიის მოხსენებას და ჩამომავლობის კურთხევას.
მ. პეტრიძე.
![]() |
5 ცხოვრება და კანონი |
▲ზევით დაბრუნება |
ცხოვრება და კანონი
წერილი მეხუთე [1]
ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ, — რამოდენადაც ჩვენ თვითონ შევძელით და შეგვაძლებინეს, – რომ ჩვენის სოფლის მმართველობა ცოტად თუ ბევრად თვით-მმართველობის საფუძველზეა ამოყვანილი. ამის გამო ჩვენი ქება თვით-მმართველობისა მეოთხე წერილში ამით დავაბოლავეთ: „ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს, იკითხოს: თუ თვით-მმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი? თვითონ გლესობა აგრე ერთ–ხმად რად უჩივის?“
მაშინ დავპირდით მკითხველს, რომ ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერს პასუხს მივცემდით შემდეგს წერილში. ის შემდეგი წერილი, — ზოგი ჩვენის მიზეზით, ზოგი სხვისით, — აქამომდე დაგვიანდა. ეხლა, როცა ზარბაზნის ჭექა-ქუხილის ხმა მისწყდა, როცა მშვიდობიანობამ სხვა და სხვა ფათერაკის მოლოდინი გააქრო, როცა სხვა სიომ დაუბერა ჩვენს გარეშემო, როცა….. როცა…. ერთის სიტყვით, ეხლა შესაძლოდ გაგვიხდა შრომის განგრძომა იმოდენად, რომ ჩვენი ნაღველი - თუ სხვა გზით არა, — უნაღვლოდ მაინც გამოვფინოთ. ძნელია ნაღვლის უნაღვლოდ თქმა, მაგრამ ზოგან ცარიელი, უფერული თქმაც ნეტარებაა.
ვიდრე ჩვენს საგანს შევუდგებოდეთ, მკითხველს ვჰსთხოვთ გაიხსენოს რაც მეოთხე წერილში[2] მოგვიხსენებია. იმ წერილშია აღნიშნული, — შეძლებისამებრ ფთხილად და ენის კვნეტით, — ის საწყაო, რომლითაც უნდა ავწყავთ ჩვენებურის სოფლის თვით-მმართველობის ავ–კარგიანობა.
ვისაც ცნობილი ჰქონდა თვით-მმართველობის არსებითნი თვისებანი და კუთვნილებანი, დიდი ნიჭი არ დაჰსჭირდებოდა წინასწარ- მეტყველობისა, რომ გამოეცნო რა შედეგიც მოელოდდა იმ წყობილებას, რომელიც დადგინებულია ჩვენში 1865 წ. 11 აპრილის წესდებითა; შესახებ ჩვენებურ სოფლების მმართველობისა.
პირველი და უდიდესი ნაკლი ამ წესდებისა ის არის, რომ თვით-მმართველობის არსებითნი საფუძველნი არ არიან მისგან აღიარებულნი და რა კი თვით-მმართველობას ეგ ნაკლი თან შეჰყვა, იქ თვით მმართველობას ნურავინ დაუმდურება, იმიტომ-რომ იქ თვით-მმართველობა არ გახლავთ და არაფერს შუაშია. ეს ნაკლი თვითონ შიდა- იმპერიის წესდებასაც თან შეჰყვა და რადგანაც ერთსა და იმავე მიზეზს ერთი და იგივე შედეგი თან მოსდევს, ამიტომაც იქაც, როგორც ჩვენში, სოფლის მმართველობაზედ დიდი ჩივილი და დრტვინვა ისმის. თუ რამ კეთილი კიდევ სჭირს, — ძალიან ცოტა კი, — შიდა იმპერიის წესდებას, ეგ კეთილი იმაში მდგომარეობს, რომ იქაურს სოფლის ვითარებას. ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს წყობას, ცოტად თუ ბევრად, ყურადღება მიუქცევია კანონთ-მდებლისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასავე ვერ ვიტყვით - ჩვენს წესდებაზედ: იგი მთლად გადმოღებულია რუსეთიდამ. რასაკვირველია, თვითმმართველობას იმისთანა ზოგადი თვისებანიცა აქვს, რომელნიც ყველასათვის ერთნაირად სახეიროა, მაშასადამე ყველგან გამოსადეგია და იმისთანანიც, რომელნიც ადგილობრივს მოთხოვნილებას და სხვა და სხვაობას უნდა შეეფერებოდეს.
ჩამოაცალეთ სოფლის მმართველობას თვით-მმართველობის სიკეთენი, ზედ დაუმატეთ, რომ ის მმართველობა სულ სხვა ნიადაგიდამ არის ამოღებული და გადმორგული, მაშინ ცხადად დაინახავთ, რატომ ჩვენს სოფელს არ მოუხდა — ეგრედ წოდებული, — თვით-მმართველობა. ამ სახით მეორე უდიდესი მიზეზი ჩვენებურის მმარ-თველობის უავრგისობისა ის გახლავთ, რომ იგი არ არის აღმოცენილი და დამყარებული ჩვენის სოფლის შინაურს მოწყობილობაზედ, მის ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს ვითარებაზედ. სხვა მიზეზიც არი, მაგრამ ამაზედ ბოლოს ვიტყვით, ეხლა კი შევუდგებით ამ ორის მიზეზის დაწვრილებითს გამოკვლევას.
ჩვენ წინა წერილში ჩამოვთვალეთ ის ოთხნი უმთავრესნი დედა–აზრნი, ურო-მელთოთაც თვით-მმართველობა თვით-მმართველობათ არ უნდა იხსენიებოდეს. ერთი იმათგანი ის არის რომ: ხმა და არჩევანის უფლება მინიებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რა კი სრული წლოვანია, მაშასადამე ყოველს მცხოვრებს ყოველს მოვალეობაშიც ხვედრი წილი უნდა ქონდეს. წესდების 7 მუხ. ძალით კი ხმა და არჩევანის უფლება ეკუთვნით მარტო იმ სახლში უფროსთა გლეხთ, რომელნიც კამერალის აღწერაში ცალკე კომლად არიან ხსენებულნი. ამ რიგად სოფლის მმართველობის წრეში მცხოვრებნი ყველანი კი არ არიან მწვერნი ერთისა და იმავე საზოგადოებისა, არამედ ზოგნი, თუმცა მთელის საზოგადოების ავკარგიანობა, ავად თუ კარგად გამგეობა, მოვაწეობა ყოველთათვის ერთნაირად საწუნია და საამური. თავადაზნაურნი, ვაჭარნი-მოქალაქნი, სამღვდელო პირნი, სოფული ბინადრად მცხოვრებნი და თვითონ გლეხნიც, კამერალიიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გასულნი. ამ უფლებას გამოკლებულნი არიან და ამის გამო არც ერთს სასოფლო მოვალეობაშიაც არც ერთს მათგანს წილი არ უდევსთ, რასაკვირველია, იმ გლეხთა გარდა, რომელნიც კამერალიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გამოსულან. ამათ თუმცა არავითარი უფლება არა აქვთ სასოფლო საქმეთა გამგეობაში, მაგრამ სასოფლო მოვალეობის ტვირთი კი კისრად აწევთ, ისე როგოც სხვას. წარმოიდგინეთ, რომ ერთის კამერალიის აღწერის დროდამ მეორემდი ათს წელიწადზედ ნაკლებ დრო არ გადის და მაშინ ცხადი იქნება რამოდენა ძალი ხალხი უფლებას მოკლებულია ხოლმე, მაშინ როდესაც ყოველი ტვირთი კი სოფლისა ზურგად ჰკიდია.
ჩვენი აზრი ის არის, რომ თვით-მმართველობისათვის ყველა წოდების კაცი ერთ-გვარად უნდა იყოს მიჩნეული. თვით-მმართველობა ერთი იმ ძალთაგანია, რომელიც აბია წარმატების უღელში და ეწევა სხვებთან ერთად. მაშასადამე გამოკლება ვისიმე თვით-მმართველობიდამ დაუძლურება ღონისა, წარმატებისათვის მიმართულისა. წართმატებისათვის, კეთილ-დღეობისათვის საჭიროა, რომ ყოველნი ძალნიურობისანი ერთად, ერთ-გვარად იყვნენ მიდრეკილნი და მიწვეულნი. თვით წარმატებაც, განვითარებაც მაშინ არის ჰეშმარიტი და ნაყოფიერი, როცა ყველანი ერთგვარად და ერთ სახით სწვდებიან საერთო სიკეთეს, ერთ-გვარად და ერთ-სახით გაჭირების უღელს ეწევიან და თანასწორად ინაწილებენ უფლებას და მოვალეობას. საცა ეს არ არის, მაშინ ერთის ამაღლება, ერთის კეთილ-დღეობა მეორის დამდაბლებაზედ, მეორის გაღარიბებაზედ არის ხოლმე ხშირად დამოკიდებული. უსწორ-მასწორობა ერთმანეთ შორის, სხვათა შორის, უჯრა-უჯრად დაყოფის შედეგია. ვისაც კეთილი უნდა, ამ უჯრებს კი არ უნდა წაუმატოს; რაც არის ისიც უნდა დაშალოს, დაარღვიოს და ქარს მისცეს.
სოფელი, მის ბინადართა კვალობაზედ, ერთი დაურღვეველი აგებულებაა, ნამეტნავად ჩვენში. როგორც გაუქმება ერთის რომელისამე ასოსი ადამიანის აგებულებაში, ადამიანს აუძლურებს, ასუსტებს, ისეც სოფელს ასუსტებს და უღონოდ ჰქმნის, როცა მის კეთილ-დღეობის მზრუნველობაში ერთნი არიან და მეორენი არა, მაშასადამე თვით-მმართველობა სოფლისა, როგორც ჭეშმარიტი ორღანო სოფლის გამგეობისა და მზრუნველობის, ღონე მოკლებული უნდა იყოს, საცა სოფლის ერთობაზედ არ არის დამყარებული. რუსეთში რომ სოფელის უჯრა-უჯრად დაჰყვეს, ერთს წყობას მიანიჭეს შვება და აჰკიდეს ტვირთი თვით მმართველობისა და მეორე გამოაკლეს ერთსაც და მეორესაც, იქ ამას ხელ–მოსაჭიდებელი მიზეზი მაიც ჰქონდა.[3]
სოფელი, სოფლის საზოგადოება რუსეთში სულ სხვა ნიადაგზეა დანდობილი და სხვა ნიადაგზე ამოსული. იქ გლეხობა კომლეულობით, მემკვიდრეობით არა ჰფლობს ერთსა და იმავე მიწას; იქ მიწა სახასოა, ესე იგი, საერთოა და არავის არა აქვს ისე დაჩემებული სამუდამოდ. როგორც ჩვენში. ამის გამო იქ სოფელი წარმოადგენს მიწის შესახებ ორ ნაირს მფლობელობას: ერთის მხრით სოფლეულად სახასო, საერთო. მიფლობელობას გლეხთა მიერ, მეორეს მხრით — კერძოობით და განსაკუთრებულს მფლობელობას თავად–აზნაურთა მიერ. სოფლის გამგეობა, რომელიც თვით-მმართველობის შინაგანი არსებაა, ამ ორს, ვითომ, ურთი-ერთის წინააღმდეგს მოპირდაპირე მფლობელობას და მათგან მომდინარეს მოთხოვნილებას ვერ მოითავსებდა, — კანონ-მდებელთა აზრით — და მათს ინტერესებს ერთს კვალში ვერ ჩააყენებდა. ამის გამო საჭიროდ დაინახეს განცალკევება, განთვითვეულება გლეხისა და თავადაზნაურობისა სასოფლო მმართველობაში. ეს დარღვევა სოფლისა, სოფლის ერთობისა, მიბაძვის ბრალიც იყო. თვალწინ ჰყვანდათ სამაგალითოდ ინგლისი კი არა, რომელიც პირველი სახეა თვით-მმართველობისა და რომელსაც უარყოფილი აქვს სოფლის მცხოვრებთა შორის განთვითვეულება, როგორც მომაკვდინებელი სენი თვით-მმართველობისა, არამედ ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც ამ გვარებში ყველა სხვა სახელმწიფოებს უკან ჩამორჩა და რომელიც ამ გვარებში დღესაც იმ აზრებით სულდგმულობს და მოქმედობს, როგორც ნეტარ ხსენებულ ბატონ–ყმობის დროს. ეს სახელმწიფო გახლავთ გერმანია და უფრო განათლებული პრუსია. იქ საზოგადობრივის წყობის პირველი წერტილიდამვე მცხოვრებნი სამს უჯრად დაყოფილნი არიან: Gutsherren — მიწათ მფლობელნი, Bürger — მოქალაქენი, Bauern — გლეხნი და ეს განთვითვეულება პრუსიის მონარხიას ფეხიდამ თავამდე მთელს აგებულებაში გატარებული აქვსო, ამბობს ერთი მწერალი. უკანასკნული საპროვინციალო წესდება პრუსიისა. მის გამო გაცხარებული ბაასი პარლამენტში ცხადად ამტკიცებს, – იქაური „გუტსველტმარკ“-ობა, ესე იგი მიწად მიფლობელი თავად-აზნაურობა. სადა ჰსცემდა: ყველა ტვირთი გლეხსაო, ყველა შვება ჩვენაო. დაწინაურებული თაობა კი ეუბნებოდა, შვებაც მიიღე გლეხთან ერთადო და ტვირთიცაო.
თუმცა რუსეთში ასეთი განსხვავებული ეკონომიური მდგომარეობაა სოფლად მცხოვრებთა წოდებათა შორის, მაგრამ იქაც არ მოსწონთ ერთის ჩაბმა სოფლის საქმეთა გამგეობაში და მეორის ამოშვება. იქაც ხმა ისმის, რომ ეგ სხვა-და-სხვაობა მიწის მფლობელობისა ტუყუილი შიშიაო და სოფლის ერთობას არას დაუშლის და წინ არ აღუდგებაო, ერთი მწერალი ამის თაობაზედ ამბობს, რომ რუსეთში მეტად აზვიადებენ სასოფლოდ მფლობელობის მნიშვნელობასაო; სხვა და სხვა მოსაზრების გამო. შესდგა იმისთანა აზრიო, ვითომ საერთოდ მფლობელობა უარ-ჰყოფდეს დედა-აზრს კერძოობითის საკუთრებისასაო; ვითომ ამ ორ-გვართა მფლობელობათა შორის მოურიგებელი უთანხმოება იყვესო, მტრობა და ერთმანეთის დევნაო. ეს სულ ტყუილიაო. სოფლად მცხოვრები მამულის მოსაკუთრე ძალიან მშვიდობიანად სცხოვრობსო. სახასოდ მფლობელთა გლეხთა გვერდითაო. თუ რამე უფთხობს მშვიდობიანობასაო, ცუდ-უბრალო ყვირილი უფთხობსო, რომელიც გაიძახისო, რომ გლეხნი სახასოთ მფლობელნი კერძო საკუთრების მტერნი არიანო. მართალია, გლეხნი–მეზობელნი ნამუსზედ ხელ-აღებით ჰპარავენ ტყესაო, უხდენენ მოსავალსაო, უძოებენ ყორუღებსაო, მაგრამ ამას განა იმისაგან ჰსჩადიანო, რომ კერძოობითს საკუთრებას უფრო ნაკლებ პატივსა სცემდნენ, ვიდრე სასოფლოს, სახასოს, არამედ იმისგანო, რომ არავითარის საკუთრების პატივისცემა არა აქვთო, არც თავისას და არა სხვისას და სლავიანურ ფართო ბუნების მიდრეკილებისა გამო არც თავისას ზოგავენ, არც სხვისასაო. „ჩვენის აზრითაო, ამბობს იგივე მწარალი: გლეხნი სახასო-სოფლეურად მფლობელნი მიწისა და სხვა სოფლელნი კერძოთ მფლობელნი ძალიან ადვილად მოთავსდებიან ერთმანეთთანაო ერთსა და იმავე სოფლის საზოგადოების თვით-მმართველობაშიო.“
თუ სოფლის საზოგადოების დაურღვევლობაზედ ამას ამბობენ რუსეთში, საცა, — რაც უნდა იყოს — სოფელი, ანუ უკეთ ვსთქვათ, სოფლობა ორ გვარ ეკონომიურს წყობას წარმოადგენს. ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელთა შორის ეგ ორგვარობა არ სუფევს!
ჩვენში გლეხთა მიერ მიწის მიფლობელობას ისეთივე კერძოობითის საკუთრების მნიშვნელობა აქვს როგორც თავად-აზნაურისას, მღვდლისას, თუ სხვისას. ჩვენში მფლობელობა კომლეული, მემკვიდრეობითი და სამუდამო ყველა წოდებათა შორის. მაშასადამე ამ მხრით განაწილება სოფლად მცხოვრებთა და დარღვევა სოფლის ერთობისა უსაბუთოა, უმიზეზოა. განსხვავება არის მამულის მეტ-ნაკლებობაში როგორც თვითონ თავად-აზნაურთა შორის. ისეც გლეხთა შორის, მამულის მეტ-ნაკლებობა საკუთრივ და ქონების მეტ-ნაკლებობა საერთოდ სოფლის მმართველობის საგანს არ შეადგენს და არც მისგან წარიმართება. ამიტომაც ეგ მეტ-ნაკლებობა სოფლის მმართველობის მსვლელობაში შუღლის მიზეზად ვერ შეიქნება, სოფლის მშვიდობიანი და წესიერი ცხოვრება, სარჩო საბადებელის, ქონების საკუთრების საერთოდ გაფთხილება მტაცებლობისა. ქურდობისა და ავაზაკობისაგან. მინდვრების, ვენახების რიგიანი დაცვა წანახედისაგან, კარგის გზების, ხიდების, რუების ქონვა და გამგეობა. კარგი რიგიანი და იაფი სამართალი იქავ თვალ წინ მრავალ გვარ წრვილმან საქმეებისათვის, საერთო მზრუნველობა შკოლისათვის, საპყართა და უძლურთა პატრონობისათვის, საერთო შველა და ხელის გამართვა შიმშილობის დროს და სხვა უბედუროთის დღეს, თანასწორი განაწილება სახელმწიფო სამსახურისა. ხარჯისა, ბეგარისა, საერთო საჭიროებისათვის შუამდგომელობა უმაღლეს მთავრობასთან, ერთის სიტყვით, ყოველ შინაურ სოფლის საქმისა კეთილად დაწყობა და რობისა. თუ რაიმე მაგალითებია ჩენს ისტორიაში, რომ ჩვენს ხელმწიფეებს კრება მოუხდენიათ და მოუწვევნიათ სამღვდელონი და დიდკაცნი რჩევისათვის, ეგ ამ წოდებათა განსაკუთრებითს უფლებას კი არ მოასწავებდა, არამედ უფლებას თვით ხელმწიფისას, რომელიც თავისის სურვილისამებრ თუნდა მოიწვევდა და თუნდა არა. ამის გამო იმ ბრძოლას და შეხეთქებას წოდებათა შორის უფლების დასაპყრობათ, გასავრცობათ, რომელიც ევროპაში იყო და ეხლაც არ გათავებულა და რომელიც უპირველესი მიზეზი იყო ერის წყობა-წყობად დაყოფისა, ჩვენში ადგილი არა ჰქონია. ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ჩვენ ცხოვრებაში სრულიად არ ყოფილა ელემენტები, რომელთ მოძრაობა და განვითარება საქმეს ბრძოლამდე და შეხეთქებამდე მიიყვანდა თუ დასცალებოდა. ჩვენ იმას ვანბობთ, რომ რაკი ბრძოლა არ იყო, ბანაკებათ დაყოფაც ერისა არ იქნებოდა, არ იყო წყობ-წყობად განცალკევების მიზეზიც ჩვენს ქრობაში, რომელიც თუ თვის ცხოვრებაში უნუგეშობას რასმეს გრძნობდა, საერთოდ გრძნობდა, რადგანაც ყველანი, როგორც ზევითა ვსთქვი, ერთ ნაირად იყვნენ უფლებას მოკლებულნი, ერთნაირად უხმონი და უტყვნი ქვეყნის საქმეთა გამგეობაში. თუ ევროპას მივხედამთ, იქ სულ სხვა ამბავი იყო.
შუა საუკუნოებში ერთი განსაკუთრებითი ხელთ-მოქმედება (промышленность, производство) იყო ევროპაში. ის ხელთ- მოქმედება მიწის შემუშავება იყო და მის გამო მიწა შეიქმნა ცილების საგნად. რადგანაც იგი იყო პირველი და მხოლოობითი წყარო ქონებისა. ამიტომაც იქ ერობის ორი უპირველესი წოდება — თავად აზნაურობა და სამღდელოება იმის ბრძოლაში დასრულდა, რომ მთწა მარტოდ ხელში ჩაეგდო და როცა ჩაიგდო, საზოგადობრივი და სახელმწიფოებრივი უფლებაც განმარტოებით დაიპყრა. პირველი გამოისახა ფეოდალობაში და მეორე მასში, რომ მარტო მიწათ მფლობელობა შეიქმნა წარმომადგენელად სახელმმწიფო საქმეთა გამგეობასა და წარმართვაში, მერე როცა ერი წარმატებაში შევიდა, როცა ვაჭრობა გახშირდა, გახშირდა საფაბრიკო და საქარხანო ხელთ მოქმედება, მაშინ ქონებითმა ძალამ სხვა სახე მიიღო. მაშინ მოძრავმა ქონებამ ფესვი გაიდგა და უპირატესი ადგილი დაიჭირა ერის ცხოვრებაში. მაშინ მოძრავთა სიმდიდრის პატრონნი შეეცილნენ საზოგადოებრივს და სახელმწიფოებრივს უფლებას მიწის მფლობელთა თავად-აზნაურობას და სამღვდელოებას. ეს შეცილება გათავდა საფრანგეთის დიდ-რევოლუციით. ამ რევოლუციამ წამოაყენა მესამე წოდება „ბურჟუაზია“, რომელმაც მიწათ-მაფლობელობას ჩამოაცალა უპირატესობა სახელმწიფო წყობაში და მის მაგივრად დაადგინა მლობელობა მოძრავის ქონებისა. ამ ბურჟუაზიამ კიდევ ისე წარმართა საზოგადო და სახელმწიფო საქმე რომ ეჩოსავით სულ თავისკენ მოითალა და ის კი, რამაც საკუთრივ შექმნა იგი მოძრაკი სიმდიდრე, წრეს გარედ დარჩა. ის წრეს გარედ დარჩომილი — შრომა არის და მისი წარმომადგენელი კიდევ მუშა–კაცია. დღეს ეს მუშა-კაცი იბრძვის ევროპაში, რომ უპირატესობა სახელმწიფო და საზოგადოებრივს წყობაში არავის არა ქონდეს განსაკუთრებული და ამისათვის ყოველგვარი წყობის ქვაკუთხედათ სდებს შრომასა, რომელიც ბუნებითად ყველას განმათანასწორებელია, რადგანაც ყველა უნდა მშრომელი იყოს. ამ სახით დღეს ევროპაში წარმომდგარია მეოთხე წოდებაცა, სახელდობრ, მუშაკთა, რომელიც სიმრავლით ყოველს წოდებაზედ უდიდესია. დღეს ეგ წოდება იბრძვის, იბრძვის სასტიკად და მედგრად თავისის დედააზრისათვის და იმედიცა აქვს გამარჯვებისა. ჩვენ ეს მცირედი შენიშვნა იმის საჩვენებლად მოვიევანეთ, რომ ევროპაში მიზეზია და დიდ საბუთიანიც,— წოდებათა შორის დაჯახებისა, ერთმანეთთან შეხეთქებისა, ერთმანეთის ცილობისა. ჩვენში რა არის აბა მაგის მგზავსი? ჩვენში თავად–აზნაურობას დღევანდლამდე თითქმის მარტო ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მოკითხვის წიგნში ბრწყინვალებათ იხსენიებოდა და გლეხი კი არა. „მამულის-შვილს (гражданинъ), ამბობს ერთი მწერალი: —საქმე არა აქვს მასთან, რომ თავად–აზნაურობა ჰზის თავის ოთახში და შეჰხარის თავის მამაპაპებს და თავის მამულ-დედულსაო. ხოლო როცა თავადი ან აზნაური მოიწადინებსო, რომ ჩემს მამულ-დედულს და ჩემს მამა-პაპას უპირატესი, განსაკუთრებითი მნიშვნელობა მიეციო საზოგადოებაში, მაშინ მამულის შვილი უნდა გულზედ მოვიდეს და უთხრას იმ თავად–აზნაურსა: შენ ფეოდალი ხარო“.
ეკონომიური ძალი კი, რომელიც დღეს ჩვენში მარტო მიწის მფლობელობიდამ წარმოდგება და ყოველივე რაც ამ ქალის შედეგი ოდესმე იქნება, ჩვენში არცერთმა წოდებამ, ღვთის მადლით, ვერ გაისაკუთრა და დღეს ჩვევნში გლეხიც იმისთანა მფლობელია მიწისა, როგორც თავადი, აზნაური, ეკკლესია; დღეს ჩვენში გლეხი მემკვიდრეობით ბინადარია იმ მამულზედ, რომელიც ყოველს გლეხს მამაპაპით დაჩემებული აქვს. თვითონ ბატონ-ყმობის უფლებაც კი არ ყოფილა ჩვენში კუთვნილებათ ერთისა და იმავე წოდებისა: გლეხთაც როგორც თავად-აზნაურთა და ეკკლესიას, შეეძლოთ ყმების ყოლა. ამის მაგალითი ხშირია იმერეთში.
რა კი ესენი იყო, რა კი უფლება ქვეყნის გამგეობისა მარტო ხელმწიფეს ჰქონდა, და არავის სხვას, — ერთსა რა უნდა შეჰშურებოდა მეორეში, ერთი იმისთანას რას დაეხარბებოდა მეორეს, რომ ამით ერთი წყობა მეორეს განზედ გასდგომოდა და ჩაენერგა ის განთვითვეულების, გაცალკევების გრძნობა წოდებათა შორის, რომელიც ეხლანდელის ევროპის მწვავს ტკივილს შეადგენს. აქ, რასაკვირველია ბევრი ჰოც ითქმის და ბევრი არაც. მაგრამ ჩვენ იმაზედა ვართ დამყარებული, რომ წოდებათა შორის უფლების ცილება ეკონომიურის, თუ პოლიტიკურისა, ცილება, რომელიც უაღრესი მიზეზი იყო დაუძინებელის განხეთქილებისა სხვა ქვეყნებში, ჩვენში არ არსებობდა. ამიტომაც არც ზნეობით, არც აზრით, არც გრძნობით, არც მიმართულებით და არც ჩვეულებით ჩვენი თავად-აზნაურობა არ დაშორებია გლეხობას. არ შეუკეტნია თავი, თავის საკუთარი ინტერესები არ შემოუხაზავს ისე როგორც სხვაგან. ერთის სიტყვით, არ განსაკუთრებულა ერთს წყობათ, ერთს დასათ. განა ჩვენში თავადი, აზნაური ისე მიუკარებელია გლეხისათვის, როგორც სხვაგან? ბევრი მაგალითთებია გლეხთა და თავად-აზნაურთა შორის ნათელმირონობისა და გვაუწყებენ, რომ ჩვენში გლეხთა და სხვა წოდებათა შორის კეთილ მიდრეკილება სუფევს; რომ ერთმანეთს არამც თუ ეუცხოებიან, არამედ ერთმანეთისკენ მაიზიდებიან. ერთის სიტყვით, ჩვენს ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვნი, რომელთაზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასა ის სახეიროდ გაიშალოს. ამას უნდა დავტრფოდეთ და შევხაროდეთ, და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ. ამას ხელის შეწყობა მართებს და არა ხელის შემართვა. ამითი ის თქმა კი არ გვინდა, რომ ჩვენში გლეხი თავადი, აზნაური თუ მღვდელი ყველგან ეგრე ძმურად ცხოვრებენ. არა,— ძაან ბევრგან სუფევს განხეთქილება, ხოლო დიდი შეცდომა იქნება ამისი მიზეზი თვითონ წოდებათა წყობას, მის შინაგანს არსებას, თვისებას, ზნეს და ჩვეულებას და აქედამ წარმომდგარ მიდრეკილებას მივაწეროთ. ამისი მიზეზი იგივა, რაც თვითეულ კაცთა შორის: ავი გული, ხარბი თვალი, გძელი ხელი და ნამუსის ქუდის ახდა.
ისტორიაო, ამბობს ერთი მწერალი; ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემახდილობასთან, მაშასადამე, ყოველ გვარ შევიწროებასთან, რომელსაც ადამიანი პირის-პირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავიწიეთო, ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო. თუ ესეა, ნუ თუ ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთს კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყვეს ყველასათვის. ნუ თუ ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულად აღმოიფხვრას ჩვენთა წოდებათა შორის განხეთქილების მიზეზნი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას. ამიტომაც დიდად სცოდვენ ქვეყანას და ხალხსაც, ნამეტნავად ჩვენში, — ისინი, ვისაც გულში ჩაუდვია გინდა თუ არა განხეთქილება უნდა იყვესო. წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო. განა ევროპა ცოტა დროსა და ღონესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?
მაშ საცა ეგ არ არის, რად გვინდა რომ იყოს? ეგ იმას ეგვანება რომ კაცმა ნაგავი შეიტანოს სახლში მარტო იმისათვის, რომ მერე საბუთი ჰქონდეს ჰსთქვას: სახლს დაგვა უნდაო. რად გვინდა ჩვენ აქ ბაძი, ან რა სასარგებლოა? მაგრამ რა? ტვინ-თხელობა, რომელიც საკუთარ ტვინს მოკლებული, სხვისით სცხოვრებს და მარტო. ბაძით სულდგმულობს, ამ შემთხვევაში, წინადვე ვიცით, კედელი იქნება და რამდენიც გინდათ ცერცვი შეაყარეთ, არ დაიჭერს.
ეგრეთი ყოველ მხრით უსაფუძლო და უმიზეზო გამოკლება ზოგიერთ წოდებისა საზოგადო საქმეებიდამ საზოგადო ტვირთს უმძიმებს გლეხსა მით, რომ მარტო გლეხიღა იხდის საზოგადოების სამსახურს, ეწევა ბეგარას, აკეთებს გზებს, ყარაულობს, იცავს საზოგადო მშვიდობიანობას, იცავს ყველას საკუთრებას მტაცებლობისა თუ წანახედისაგან და ამ სიკეთეში ძალა უნებურად წილ ხდომილნი არიან ყველანა, ვინც კი სოფლის წრეში ჰსცხოვრობს, ხოლო ხარჯში, უღლის წევაში კი არა. ამის გამო გლეხი უყურებს თვის მართველობას ისე კი არა როგორც უფლებას, არამედ როგორც ტვირთს, გარდასახადს რასმეს და ყოვლის ღონისძიებითა ცდილობს შორს იყოს სოფლობაზედაც და მმართველობაზედაც, რომელიც სიკეთეს ყველას უნაწილებს და ტვირთს კი ერთსა ჰკიდებს ზურგზედ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ გვარი უფლება დღესვე ჩამოართვან გლეხს, გლეხი წარბსაც არ შეიხრის. და თვითონ თავად–აზნაურობაცა და სხვა წოდების კაცნიც უნდა გრძნობდნენ, ჩვენის ფიქრით, დიდს დანაკლისს, რომ სოფლის გამგეობა, როგორც სოფელში მცხოვრებთ, იმათაც ნებით თუ უნებლიეთ შეეხება და ამ გამგეობაში არც ხმა აქვთ და არც არჩევანის უფლება.
(შემდეგი იქნება)
______________
1 „ივერია“ 1877 წ. №№1, 2, 3, 4 და 6
2 „ივერია“ 1877 წ. № 4 დ 6
3 ვთხოვთ, არ დაივიწყოთ, რომ ჩვენ აქ მარტო სასოფლო მმართველობაზედ ვლაპარაკობთ
![]() |
6 ხევსურული ლექსები |
▲ზევით დაბრუნება |
ხევსურული ლექსები[1]
I
კარგისა ყმისა ცოლობა
ნუ გიხარიან, ქალაო,
წავა და ლაშქარს მოკვდება
დარჩები ცარიელაო.
II
რა კარგია კაი კაცი.
კარგ საქმეზედ აგებული,
ქვეყანა ჰყავს მადრიელი
სწორის გული მოგებული,
III
წუთი-სოფლის სტუმრები კართ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,
რაც ერთურთს არ გავახარებთ,
იმის მეტი რა შეგვრჩება.
IV
ქალ, ქისტეთს გაგათხოვებენ,
ქალმანი გინდა რკინისა;
მოგაგონდება ახმეტა.
სურვილი დაგლევს ღვინისა.
V
ციდამ მოვიდა არწივი
ბოლომ მაიღო წივილი,
ვაი რა ძნელი ყოფილა
უჩნელათ გულის ტკივილი.
___________
1 ეს ლექსები შეუკრებია უფ. დავით როსტომაშვილს და ამას გარდა სხვაც ბევრი. მისგან მივიღეთ მთელი რვეული და შეძლებისამებრ დავბეჭდავთ. ძალიან კარგი იქნება რომ სოფლის სხვა მასწავლებელთაც თვისი ყურადღება მიაქციონ ამ ფრიად საჭირო საგანს და როგორც ჩვენს ხალხთან დაახლოებულთა შეაგროვონ გლეხური ლექსები და გამოგვიგზავნონ, ჩვენ დიდის სიხარულით მივიღებთ ყოველს ამ გვარს და დავბეჭდავთ.
![]() |
7 ფიქრი და შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ფიქრი და შენიშვნა
ჩვენის მწერლობის თაობაზე. ნატვრა ახალ-წლის გამო, სამდურავი „ივერიის“ შესახებ. ძველი და ახალი. ცოცხალი და მკვდარი. რაში არსებობს ნიშანი კარგისა და ავისა.
მართალია კარგად ვიცი ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა ვერაფერი საგანია საახალწლოდ: ახალ-წელიწადს შეჰფერის სიმხიარულე, სიამოვნება, რომ არ დაგვეკვებოს სევდა და მწუხარება; ჩვენი ლიტერატურის ყოფა–ცხოვრება კი აბა რა გულის გასართობია და რა სიამოვნების მომტანია? ეს მართალია მეთქი, მაგრამ არც ის არის ტყუილი, რომ სევდა და მწუხარება დიდი ხანია დაკვებებული გვაქვს და ახალი ამბავი არ არის ჩვენს ცხოვრებაში. გარდა ამისა, ყველას თავისი გემოვნება აქვს და აგრეთვე თავისებური გრძნობიერობაც. როგორადაც არის საგანი, რომელიც ერთსა და იმავე დროს ერთს აუჩენს, სიამოვნებას, მეორეს აუშლის სევდას და მწუხარებას, ისე, მეორეს მხრით, არის იმისთანა საგანიც, რომელიც თუმცა მწუხარებით არის აღსავსე, მაგრამ მაინც საამურია სალაპარაკოთ, მაინც მტკიცედ მიიზიდავს ჩვენს ყურადღებას, და თითქო იმდენად უფრო საამოაო. რამდენადაც მასში ჩართულია სევდა და მწუხარება. არის მრავალი სიმღერა, რომელიც სევდიან კილოზეა თქმული და რომელსაც თავიდამ ბოლომდე მწუხარება დართული აქვს, მაგრამ მაინც გესიამოვნებათ მისი გაგონება, გესიამოვნებათ იმდენად, რამდენადაც გამოთქმულია მასში იგი მწუხარება. ჩემ თვალში ჩვენი ლიტერატურაც ამ გვარი საგანია. ვიცი რომ მას მოსდევს გულ-დამწვავი იგრძნობა, მაგრამ მაინც მაზედ ლაპარაკი გულს მირთობს და შვებას მაძლევს.
მაშასადამე, არც სევდის დაკვებებას მოვასწავებ და არც ძველებურ ჩვეულებასავტეხ, როდესაც ვიწყებ ლაპარაკს ჩვენს მწერლობაზედ. თუმცა ჩვენს ლიტერატურას არა აქვს იმ გვარი სიტკბოება, რომელიც ნებას მაძლევდეს მიუთითო მკითხველს მასზედ და უთხრა — „ასე ტკბილად დამიბერდი მეთქი,“ მაგრამ შემიძლიან კი ვინატრო მისი ისე ტკბილად დაბერება, როგორადაც ტკბილად მიმაჩნია მე ჩვენს მწერლობაზედ ზრუნვა და ბაასი.
მრავალჯერ თქმულა თუ რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოდ ლიტერატურას ყოველ ქვეყანაში და ყოველის ხალხის ცხოვრებაში; მრავალი თქმულა მაზედაც თუ რა გვარი ურთიერთობა და კავშირი სუფევს მწერლობისა და ცხოვრების შორის, ასე რომ ამ საგანზედ სჯა და ბაასი საჭირო აღარ არის. მაგრამ ჩვენი ცხოვრება იმ გვარად არის მომართული: მასში არსებობს მრავალი იმისთანა გარემოება, რომელიც სრულიად სხვას და განსაკუთრებულს ფერსა დებს როგორც თვით ლიტერატურის მნიშვნელობას, აგრეთვე იმ ურთიერთობასაც, რომელიც სუფევს ცხოვრებისა და მის შორის, აი ამ გარემოების გამო. მსურს მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა.
„მართალიაო. — ამბობს ერთი მწერალი, — ლიტერატურა უეჭველი მონაწილეობა აქვსო ისტორიაში. მაგრამ ისიც უნდა აღვიაროთო, რომ კაცობრიობის ცხოვრებაში იშვიათია იმისთანა შემთხვევაო, როდესაც ლიტერატურას დაუჭერიაო უპირატესი ძალა ისტორიულ მოძრაობაში. ხალხის ცხოვრებაში ლიტერატურას თითქმის ყოველთვის უფრო ნაკლები გავლენა ჰქონია და უფრო მცირე ადგილი სჭერია, ვიდრე სხვა უფრო მხურვალე გრძნობას და მიდრეკილებას; გვარტომთა და სახელმწიფოთა ცილობას, სარწმუნოებას, პოლიტიკურ, ან ეკონომიურ გარემოებას და სხვ... ლიტერატურა არ არისო მშობელი სხვა ყოველ-გვარის მოღვაწეობისა: იგი იმგვარივე განსაკუთრებული. კერძო მოღვაწეობაა, როგორიც არის სხვა ყოველი მოღვაწეობა კაცობრიობის ცხოვრებაში, გარდა ცოდნისა (მეცნიერებისა).“ ეს იშვიათი შემთხვევა, „როდესაც ლიტერატურას უჭირავს უპირატესი ძალა ისტორიულ მოძრაობაში“ და როდესაც იგი არის „მშობელი სხვა ყოველ-გვარის მოღვაწეობისა.“ არსებობს, ჩემის აზრით, ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ქვეყანაში. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ აწინდელ ლიტერატურას მართლა და თვით საქმით ეპყრას ეს უპირატესობა და ნამდვილად იყოს წინამძღოლი და მოთავე ცხოვრების მიმდინარეობაში. სრულიად არა. ყველასთვის ცხადია ჩვენის მწერლობის დავარდნილი და საცოდავი მდგომარეობა; ყველამ იცის, რომ ლიტერატურას არამც თუ უპირატესობა არ უპყრია ჩვენ ცხოვრებაში, არამედ მეტიჩარასავით კუდში მიჰყოლია ცხოვრებას, რომელიც თან ითრევს მას თვის მიყრუებულ და მიძინებულ არსებობაში, არა მე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ჩვენი ცხოვრება იმ გარემოებაში არის ჩავარდნილი, რომ ძალა-უნებურად უჩვენებს ლიტერატურას იმ ადგილს, იმ სამსახურს და მნიშვნელობას, რომელიც იშვიათად ერგება ხოლმე მწერლობას კაცობრიობის ისტორიაში. მართლა დგას ლიტერატურა ამ ადგილზედ თუ არა, მართლა უწევს თუ არა ცხოვრებას იმ სამსახურს, რომელიც მინიჭებული აქვს გარერემოების გამო, - ეს სხვაა. მე ვლაპარაკობ ამ ჟამად არა მაზედ თუ რა არსებობს თვით საქმით, არამედ თუ რა უნდა არსებობდეს ან ამ და ან იმ გარემოების ძალით; მე მინდა გაგიწიოთ მხოლოდ თეორიული საუბარი.
ჩემის აზრით, ლიტერატურის მნიშვნელობა და სამსახური ჩვენში ბევრად განირჩევა იმ სამსახურისა და მნიშვნელობისაგნ, რომელიც უპყრია ლიტერატურას იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრება უფრო ფართო ჩარჩოშია ჩამდგარი და უფრო ფრთა გაშლილი მიმდინარეობს. იმ ადგილას, სადაც არსებობს თავისით მამავალი ცხოვრება, რომელიც არავის არ დაეკითხება თვის ავ-კარგიანობაში; სადაც ავი ვარ თუ კარგი პასუხის გამცემი ვარ თივითონ მე — ძალა და მნიშვნელობა ლიტერატურისა სხვა უნდა იყოს, ვიდრე იქ, სადაც ცხოვრება დავარდნილია და მიყრუებული, სადაც, ავია თუ კარგი, იგი არის ერთი რამ ფათერაკათ მოვლენილი და სხვა კი არა ფერი. პირველ შემთხვევაში ლიტერატურა, რაც უნდა წინ წამდგარი და აყვავებული იყოს, მაინც არ არის ძალა უპირატესად მომქმედი ცხოვრებაში. მას, რასაკვირველია, იქაც დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მასთან ერთად მოქმედობენ სხვა ძალნიც, რომელთაც აქვსთ არა ნაკლები გავლენა ცხოვრების წარმატებისათვის და საზოგადოების განვითარებისათვის; იქ ამ წარმატების დროშა უჭირავს არა მარტო ლიტერატურას, არამედ სხვაყოველ თვით საქმით მომქმედ ძალასაც. იქ ცხოვრება იმდენად წინ წამდგარია, ჭკუა-გონების განათლება და განვითარება იმდენად გავრცელებულია, რომ ტერატურას მინიჭებული აქვს ერთგვარი, ცოტად თუ ბევრად მოხაზული ადგილი და სამსახური ხალხის ავკარგიანობის საზოგადო მიმდინარეობაში. სადაც სუფევს დაუდგრომელი და ფრთა გაშლილი ბრძოლა ცხოვრების სხვა და სხვა კავშირთა შორის იქ ლიტერატურაც, რასაკვირველია, იღვწის ამ ბრძოლისათვის, მაგრამ სხვათა შორის, და ძნელად არის ხოლმე მოთავედ, რომელიც არამც თუ მარტო წინ მიუძღოდეს მთელს თვისის დროის მიმართულებას, პირიგით თვითონ ბადავდეს ამ მიმართულებას და მით მთლად ხელთ იპყრობდეს ხალხის სურვილსა და გულის წადილს — თუ იგი ხალხი ცოცხალია, და სულს უდგავდეს — თუ მამაკვდავია.
მაგრამ არის დრო და ადგილი, როდესაც და სადაც ცხოვრება მიყრუებულია და ჩამქრალი, სადაც საზოგადო ასპარეზზედ არამცთუ არავითარი ბრძოლა არ არსებობს, არამედ თითქმის ყოველგვარი ნიშანი სიცოცხლესაც კი გაწყვეტილია არის თვალი გაუწვდენელი წყვდიადიც, სადაც ხალხია წელმოწყვეტილი, ღონე-მიხდილი, გულ-გატეხილი. ამ შემთხვევაში თანამდებობა და სამსახური ლიტერატურისა სრულიად სხვაა; ამ შემთხვევაში ლიტერატურის გავლენას ფართო და ვრცელი ადგილი აქვს თვალ წინ გადაშლილი. მას არა ჰყავს მოცილე, რომელსაც შეეძლოს მისის ზედ მოქმედობის შემცირება ცხოვრებისათვის; ლიტერატურის ძალა, ამ შემთხვევაში, განუსაზღვრელია. იგი სულს უდგავს, თვალს უხელს, გზას უკაფავს წარმატებისას და აძლევს მთელს ცხოვრებას მიმართულებას. თუ თავიდ–ბოლომდე დაჰკივის ცხოვრებას ერთ ხმა: „უნდა ცოცხალ ვიყოთო“ („დროებისა“ არ იყოს), ამ ხმის გამგონი არის მწერლობა, ამ გულის ძგერის აბომძახი არის ლიტერატურა; იგი სული უდგავს, იმედს აძლევს და რწმენას უმკვიდრებს თავის დაცემულს და ილაჯ-გაწყვეტილს სამშობლოს... ვიმეორებ: აქ იმას კი არ ვამბობ, რომ საცა ცხოვრება ამგვარ გარემოებაშია ჩავარდნილი იქ უსათუოდ უმაღლესი ადგილი ეპყრას ლიტერატურას. მე მხოლოდ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ლიტერატურის გავლენისა და უპირატესობისათვის არსებობს ფართო მეიდანი, სადაც აყვავდება ლიტერატურა თუ არა — ღმერთმა უწყის: ეს გარემოება დამოკიდებულია ერთის მხრით თვით მწერლობის შინაგან თვისებაზედ და მის მოღვაწეთა ძალზედ, მეორეს მხრით — თვით ხალხის და საზოგადოების სიცხოვლეზედ, რომელთაც დასტრიალებს იგი ლიტერატურა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვიაროთ, რომ რა გვარიც უნდა იყოს თვით მწერლობის შინაგანი სიმძლავრე, აგრეთვე რაც უნდა მძლავრი სიცხოვლე სუფევდეს თვით ხალხში და საზოგადოებაში, მაინც ზემოხსენებული ადგილი მწერლობისა დამოკიდებულია იმ ურთიერთ ნდობაზედ, რომელიც არსებობს, ან უნდა არსებობდეს ლიტერატურისა და საზოგადოების შორის.
ეს მოკლე შენიშვნა, ვგონებ, საკმარისია მკითხველისათვის, რომელიც, რაკი ზემომოყვანილს საზოგადო ლაპარაკს დაართავს ჩვენს საკუთარს გარემოებას, ცხადათ დაინახავს თუ რა გვარი მნიშვნელობა და სამსახური უნდა გაუწიოს ჩვენმა ლიტერატურამ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს ქვეყანას, რა მიმართულება და ხასიათი უნდა დასჩემდეს ჩვენს მწერლობას. გარდა ამისა, გადაავლებს თუ არა მკითხველი თვალს ჩვენს აწინდელს ლიტერატურას ცხადად დაინახავს თუ რამდენად დაშორებულია იგი ზემოხსენებულ მნიშვნელობაზედ და სამსახურზედ... თვალ-წინ დაუდგება ჟურნალ-გაზეთობა, რომელიც თუ გნებავთ, რაც გინდა არის — ცხოვრების წინამძღოლი და სულის ჩამბერველი კი არა; იგი არის თითქო სტუმარი, გარედამ მოწვეული, და არა შინაური, თვით ოჯახობაში გამოზდილი და გამოკვებული; იგი თუ გნებავთ, თვით სამშობლოის შვილიც არის, მაგრამ აყვანილი და არა ღვიძლი, არა თვით ხალხისა და ქვეყნის ნაშობი. მაშ არც უნდა გაგვიკვირდეს თუ საზოგადოებისა და ჟურნალ-გაზეთობის შორის არ სუფევს ის მჭიდრო ურთიერთობა, ხელი-ხელთ მსვლელობა რომელიც უნდა სუფევდეს წარმატებისათვის ერთისა და მეორისაც იქმნება აყვანილი შვილიც საყვარელი იყოს, მაგრამ მაინც ვერ შეედრება საკუთარს, ღვიძლ-შვილს. ეს ყველა კარგი. მაგრამ რითი ირჩინოთ თავიო, მეტყვის მკითხველი; რა საშუალება უნდა ვიხმაროთო, რა ღონისძებას უნდა ჩავჭიდოთ ხელიო, რომ ცოტაოდენად მაინც მიუახლოვდეს ჩვენი ლიტერატურა იმ უმაღლესს ადგილს, რომელიც უნდა ეჭიროს მას გარემოების გამო? წამლის დაწერა ამ შემთხვევაში, რა საკვირველია, შეუძლებელია, და არც იმისთვის დაგიწეეთ საუბარი. ხოლო, ზოგიერთა გარემოების გამჟღავნება ჩვენის მწერლობისა და ცხოვრების შესახებ, ჩემის აზრით, მეტი არ იქმნება, თუ ცოტაოდენად მართალი და სწორე მხედველობა გსურს შევიძინოთ წამოყენებულ საგანზედ.
„დროებამ“ ამ წლის პირველ ნომერში შემდეგის სიტყვით გამოთქვა თავისი საახალწლო სურვილი: „ჩვენ გვინდა ცოცხალ ვიყოთო.“ ჩემის აზრით ამ სიტყვები ძალიან მოსწრებულად არის გამოხატული ის სული, უხილავი თუ ნათელი, რომელიც აწ დასტრიალებს ჩვენს ცხოვრებას. რა აზრს ართავს ამ სიტყვებს თვით „დროება,“ რას ნიშნავს მის თვალში ცოცხლობა — ჩემთვის ამ ჟამად სულ ერთია; მე წავაწყდი მხოლოდ სიტყვას, წავაწყდი იმ უპირატესს ხმას, რომელზედაც მომართულია ჩვენი აწინდელი ცხოვრება, და ბანს ვაძლევ, მეტი არაფერი ქართულ მწერლობაში არა ერთხელ ყოფილა მოხსენებული (თუმცა სხვა აზრით და სხვა საქმისა და გარემოების თაობაზედ) რომ ჩვენ ცხოვრებას სჭირს ერთი სამწუხარო ხასიათი, რომლის გაქარულება ფრიად სასურველია ქვეყნის წარმატებისათვის. მე ვამბობ სხვის ანაბრობაზედ, სხვის ჭკუით ფიქრზედ და მოქმედობაზედ. ეს ტკივილი, რასაკვირველია, არის არა უეცარი, ციდამ მოვლენილი რამ, ანუ ბუნებით შეყოლილი თვისება, არამედ არის ისტორიის ნაღვაწი. მას აქვს თვისი შესაწყნარებელი მიზეზი. თვისი დასაბამი და მსვლელობა, და უნდა ჰქონდეს აგრეთვე თვისი ბოლოც. მგონია თქმა არ უნდა, რომ ზემოხსენებულ სიტყვებსა — სხვის ანაბრობას, სხვის ჭკუით ფიქრს — იმ აზრით კი არ ვხმარობ ვითომ უკუგდებულ უნდა იქმნეს სხვის ჭკუის მონაგარი, სხვის ცხოვრებისა და ისტორიის გამონახული. ამის თქმა მოკლე ჭკუის ნიშანი იქმნებოდა, სხვა კი არაფერი. ყველასთკის ცხადია რომ, საზოგადოდ, ცოდნა, მეცნიერება არც ერთის ხალხისა და ქვეყნის კერძო საკუთრება არ არის, არამედ ეკუთვნის მთელს კაცობრიობას საერთოდ, მისის ნაღვაწით ყველანი განურჩველად სარგებლობენ, იგი შეადგენს ქვა-კუთხედს ყოველის წარმატებისას და კეთილ-დღეობისას, სადაც უნდა მოქმედობდეს იგი წარმატება და კეთილ-დღეობა. ესევე ითქმის უცხო ხალხის ცხოვრებაზედ და ისტორიაზედ, რომელთა ცოდნის სარგებლობას ეჭვი აღარა აქვს მას აქეთ რაც მტკიცედ დამყარდა, რომ წინ წადგომა ხალხისა შეუძლებელია თუ სხვას, მაზედ უფრო დაწინაურებულს არ მიბაძა და არ მიხედა. ეს ისეთი ცხადი და მკვიდრი ჭეშმარიტება არის მეთქი, რომ მაზედ ლაპარაკი საჭირო აღარ არის, მაგრამ არის კიდევ მეორე ჭეშმარიტებაც. არა ნაკლებად მკვიდრი. რომელიც არსებობს შემდეგი: ყოველ ხალხს და ქვეყანას აქვს თვისი საკუთარი ხასიათი, თვისი საკუთარი ფეროვნება, რომლითაც იგი განირჩევა სხვა ხალხისა და ქვეყნისაგან. ეს ხასიათი და ფეროვნება შეადგენს იმ ნიადაგს, რომელიც თავისის მხრით აძლევს განსაკუთრებულს და თავისებურ ფერს ყოველს ნაყოფს ამ ნიადაგზედ გამოზდილს. რასაკვირველია ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტება, თუ სამართალი, თუ სიკეთე ყველგან ერთი და იგივეა; მაგრამ ყველა ამის დამყარება სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა საშუალება და გზას თხოულობს. იქ, სადაც ხალხს გადასვლია ეს საკუთარი ერი, ეს სხვა და სხვა ვითარება, იქ თვითონ სიცოცხლეც ხალხისა დიდ განსაცდელშია. ჭკუა-გონებითს წარმათებასაც უნდა ჰქონდეს თვისი საკუთარი, თავისებური ნიადაგი, იგიც გარემოცულ უნდა იყოს თავისის საკუთარის ჰაერით, რომელიც განსაკუთრებულს ფერს აძლევს მის უმაღლესს ნაწარმოებს — ლიტერატურას.... მასალა და საზრდო ამ მოღვაწეობისა და წარმოებისა, გარედამ მოვლენილი, მხოლოდ მაშინ შეიქმნება თესლათ თვითონ გვარ-ტომისა და ხალხის განვითარებისათვის, როდესაც მას ღრმად გაუვლის ზემოხსენებული განსაკუთრებული ჰაერი... ჭკუა-გონების თვით-მყოფობა, დაუმოკიდებული მოღვაწეობა არის თამასუქი ლიტერატურის განვითარებისა და იმ ადგილზედ დაყენებისა, რომელიც ზემოთ არის თქმული. უამისოდ ლიტერატურა, როგორც წინაც მოგახსენეთ, იქნება მხოლოდ გარედამ წვეული სტუმარი და არა თვით შინაობაში გამოზდილი ოჯახის შვილი. ამ აზრის განმარტებისათვის ავიღებ მაგალითად ერთს მხარეს, ერთს ნერგს ამ ნიადაგისას — ენას. თუ კაცის ჭკუა-გონება ყმაწვილობიდგანვე გამოზდილია უცხო ენაზე, თუ რაც კი რამ სწავლა-განათლება მიუღია — მიუღია უცხო ენაზე, თუ რაც კი რამ უფიქრია მას თვის სიცოცხლეში — უფიქრია უცხო ენაზე, გაბედვით შემიძლიან ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში იგი სანახევროდ ამოგლეჯილია თავის სამშობლოიდამ, სანახევროდ დაკარგულია თვისის ქვენის ჭკუა-გონების თვით–მოღვაწეობისათვის. დიდი სიმძლავრე სულისა, და მოყვარეობა მამულისა და დიდი ნიჭი უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სტუმრად არ დარჩეს თვისის ქვეყნისათვის და ღრმად ჩაუნერგოს თვის სამშობლოს თვისის ჭკუის ნაღვაწი და ნაწარმოები. ამ გარემოების ზოგიერთ შედეგზე და ქვევით მოგახსენებთ. ეხლა კი ცხადი უნდა იყოს, ვგონებ, თუ რაში უნდა არსებობდეს იმ ნიადაგის მომზადება ენის კვალობაზედ, რომლიც ზემოთ მოვიხსენიეთ... ვიმეორებ: სხვის ანაბრობა, სხვის ჭკუით ფიქრი არის უმთავრესი ტკივილი, რომელიც მთლად ტანში აქვს ჩვენს ავ-კარგიანობას; თვით–მყოფობა, თვით-მოღვაწეობა ჭკუა-გონებისა არის თამასუქი ლიტერატურის წარმატებისათვის და განვითარებისათვის; განსაკუთრებული თვითება, თავისებური ფეროვნება არის ის ნიადაგი, ის სფერა სადაც ფრთას ისხამს საგვარტომო, სახალხო ლიტერატურა...მეც ვიტყვი — „ჩვენ გვინდა ცოხალ ვიყოთ“... თუ აქამდისინ ჩვენი მწერლობა დაშორებული ყოფილა იმ უმაღლეს სამსახურზედ და ადგილზედ, რომელიც უნდა ეჭიროს მას გარემოების გამო, ეხლა მაინც შეუწყოთ მას ხელი და ვეცადოთ, რომ ცოტაოდენად მაინც მოვიახლოვოთ ის დრო, როდესაც ლიტერატურა მართლა წინ გაუძღვება ცხოვრებას და მართლა დაიპყრობს იმ უმაღლესს ადგილს. თუ ჩვენ ჯერ ღირსნი არა ვართ ამ ნეტარებისა, ნიადაგი მაინც მოუმზადოთ, რომელზედაც უნდა აღმოცენდეს და აღყვავდეს ჩვენი აწ ბედკრული ლიტერატურა, თუ აქამდისინ მწერლობა გარედამ მოსული სტუმარი იყო, ვისურვებ მკითხველისათვის, რომ შემდეგში მის მაგივრად ეღირსოს მას თვით შინობაში, გამოზდილი და გამოკვებული ოჯახის შვილი. ვინატრი მისთვის მწერლობას ნაციონალურს... თვალ-წინ მიდგა ის ზემოხსენებული უმაღლესი მნიშვნელობა და თანამდებობა ლიტერატურისა, რომელსაც თვით ჩვენის ქვეყნის გარემოება გვაჩვენებს... ვინატრი და ამაზედ უკეთესი ნატვრა მკითხველისათვის არა მაქვს...
შორი-შორს ამბავი კია, მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვა მინდა ვუძღვნა „ივერიის“ გამკიცხველებს, მინდა ვთქვა ცოტაოდენი რამ იმ სამდურავზედ, რომელიც ზოგიერთა მხრიდამ წამ და უწუმ მოისმოდა ჩვენის გაზეთის შესახებ. მართალია, თავის თავზედ ლაპარაკი ცოტა უხერხოა, მაგრამ ეს ლაპარაკი ამ ჟამად მით უფრო ნაკლებად მეჩოთირება, რომ „ივერიის“ მოღვაწეობას ცოტად თუ ბევრად ახალი ხანა დაუდგა და ახალს მსვლელობაში შევიდა; მისი მოქმედობა, როგორც გაზეთისა, ეკუთვნის წარსულს, და თვის წარსულზედ ლაპარაკი, რასაკვირველია, უფრო ადვილია კაცისათვის, ვიდრე თვის აწმყოზედ; იგი ავსაცა და კარგსაც თვის წარსულისას თამამად იხსენიებს, თითქმის ორი წელიწადია მას აქეთ, რაც „ივერია“ დაარსდა, ამ დროის განმავალობაში ბევრი რამ თქმულა ჩვენზედ. წერით თუ პირად; ბევრი სამდურავი, ბევრი ლანძღვა, ბევრი ცილის-წამება გვსმენია. აბა გავსინჯოთ, რა არის ყველა ამაში მართალი და ტყუილი, ჭკვიანური თუ სულელური, კეთილი თუ ბოროტი.
გამოვიდა „ივერია“ თუ არა, იმ წამსვე ჩვენი ზოგიერთნი ვაჟ-ბატონები მოჰყვნენ კიჟინას: „ოჰ, რა ძველი ენაა! რა მამა-პაპური ენაა!“ ამას დაუმატეს კიდევ: „ოჰ, რა ძველი აზრებია! რა დამპალი აზრებია!“ და სხვაც ბევრი რამ. ამ სამდურავისა და კიჟინის დედა-ბოძი არის ესრედ წოდებული „ძველი ენა“; ეს არის უმთავრესი და უპირველესი შვილდ-ისარი, რომელიც დაბადებიდგანვე მიაყოლეს „ივერიას“ და ჯერაც არ მოუშორებიათ. რაც კი რამ დაწერილა თუ თქმულა „ივერიაზედ“ — „ძველის ენით“ დაწყებულა და ძველის ენითვე გათავებულა. ძველი ენაა, ძველი ენა. წამდა უწუმ გაიძახოდნენ ჩვენი კრიტიკოსები, ვითომ და მეტის-მეტი ჭკვიანური რამა ვთქვითო. ბოლოს იქამდისინ მივიდა საქმე, რომ თვით ჩვენ განცხადებაშიაც კი ძველი ენა დაინახეს, როგორც, მაგ., ნიკოლაძეს მოუვიდა. ერთი რუსული ანდაზაა: — სულელს რომ ლოცვა დააწყებინოო, შუბლსაც გაიჩეხავსო. ნიკოლაძესაც ამ გვარი დაემართა. ვიღასაც უჩურჩულებია მისთვის (თვითონ ნიკოლაძე კი აბა რა ქართულის მცოდნეა, თუ შენც იტყვი მკითხველო) — ივერიაში ძველი ენა არისო; ისიც მოუყოლია და გაიძახის, — საცა რიგია და საცა არა, — „აი თქვე ასეთ-ისეთებოო, ძველი ენითა სწერთ, განაო!“ მიკვირს რატომ ძველი ენა იმ ფიცარზედაც არ შეამჩნია, რომელიც ივერიის რედაქციის კარებზედ არის მიკრული. ღვთის წინაშე, მართებული გარჩევა და პასუხის მიცემა ყველა მასზედ, რაც კი თქმულა ძველის ენის თაობაზედ შეუძლებელია, რადგანაც, კარგად რომ გასინჯოს კაცმა, არც არაფერი თქმულა მტკიცე და გარკვევილი; არავითარი მაგალითი არ წამოუყენებიათ, არ უჩვენებიათ არც ერთი ნაწყვეტი ჩვენის ნაწერისა და არ უთქვამთ — აი ეს „ძველის ენით“ არის გამოთქმულიო, „ახალი“ ენით კი ასე უნდა ითქვასო. მე ვიცი გააგებინეს მკითხველს თუ რას ეძახიან „ძველს ენას“ და ან რაში არსებობს „ახალი ენა!“ შენ არ მამიკვდე. აბა ამისთა ძნელ საქმეს რად იკისრებდნენ? დაადგნენ უფრო ადვილ საქმეს — ტყუილ უბრალო ლათაიობას: ჟურნალ–გაზეთები სწორეთ იმ ენითვე უნდა იწერებოდნენო, როგორითაც ხალხი ლაპარაკობსო, თუ არა და ძველი ენა იქმნებაო, და ამით, რასაკვირველია, ეუბნებოდნენ მკითხველს — აი, მაგალითებრ, როგორც ჩვენა ვწერთო. მე ვიცი დაფიქრდნენ იმაზედ თუ რა მნიშვნელობა აქვს ენის სიწმინდეს საზოგადოდ ლიტერატურაში და მეტადრე ჩვენს საცოდავ ლიტერატურაში, რომელსაც მხოლოდ გუშინ უდგავს ფეხი, ისიც ვინ იცის აუდგავს თუ არა! შენ არ მომიკვდე. გაუგონიათ რომ სხვაგან, უცხო ქვეყნებში ყოფილა ბრძოლა ძველ და ახალის ენის თაობაზედ, ერთის თუ მეორის დამკვიდრების თაობაზედ ლიტერატურაში; გაუგონიათ რომ ბოლოს და ბოლოს დამკვიდრებულა ახალი ენა, როგორც უფრო ცოცხალი, უფრო მძლავრი და უფრო მდიდარი და წინ დაუხედავათ, დაუფიქრებლივ გადმოაქვთ ყველა ეს ჩვენშიაც. ვის რა ენაღვლება იმისი თუ რის მომტანია ჩვენში ესრედ წოდებული „ახალი ენა — სიღარიბისა თუ სიმდიდრისა? ვინ დაფიქრებულა მაზედ რომ ჩვენშიაც (როგორც სხვაგან ყოფილა) „ძველი“ ცუდს ნიშნავს და „ახალი“ — კარგს, თუ არა? ან კიდევ: ვინ დაფიქრებულა მაზედ თუ ის ენა, რომელსაც ეხლა ეძახიან ძველს, მართლა ძველია, თუ არა; ანუ რასაც იგი ენა, იძენს ძველის ენიდამ მართლა ცუდია, თუ არა, მართლა ენის სიგლახაკეს და სიკვდილს მოასწავებს. თუ პირიქით სიცოცხლეს და განვითარებას?... დამჯდარი პასუხი და მტკიცე ლაპარაკი ჩვენ გამკიცხავებთან შეუძლებელია მეთქი, რადგანაც მათს ვითომ და კრიტიკაში ტყუილ-ბრალო ლაპარაკის მეტი არა არის რა, მაგრამ თვითონ საგანი, რომელსაც დაერთვის იმათი ლათაიობა, ფრიად მძიმეა და ღირსშესანიშნავი. „ივერიის“ ენა იმათ არ მოსწონთ — ძველი ენა არისო. თუმცა არავინ ნამდვილად არ ამტკიცებს თუ რაში არსებობს ეს სიძველე, ან პირიქით რას ნიშნავს „ახალი,“ მაგრამ მაინც თვით ამ საგნის აღიარება ღირსია ყურადღებისა ყველასთვის, ვინც კი გულ-გრილად არ უცქერის. ჩვენის ლიტერატურის ბედ–იღბალს. თუმცა ჩვენის ენის მწუნებელნი. არავითარ მტკიცე რწმენას არ მიღიარებენ წამოყუნებულ საგნის თაობაზედ, მაგრამ მათ ლაპარაკს მაინც ყური უნდა ვათხოვოთ, რადგანაც ზოგჯერ ტყუილ-უბრალო ლაპარაკსაც დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება აქვს მკითხველზედ: მკითხველი, საშუალო მკითხველი ჩვეულებრივ არა ვითარ კრიტიკას არ ხმარობს მის გასარჩევად, რასაც კითხულობს და უფრო მომეტებულად პირ-დაუპირ სჯერა, რასაც კითხულობს. მეტადრე თუ ერთი და იგივე მალ–მალ ჩასძახეს ყურში. ამიტომაც მოგახსენებთ, რომ ლაპარაკი ძველსა და ახალს ენაზედ ღირს შესანიშნავია მეთქი, თუმცა ამ ლაპარაკს არ მოსდევს არავითარი საფუძველი, არავითარი რწმენა, არც მკვიდრი აზრი. წინადვე უნდა მოგახსენოთ, რომ აქ მსურს არა თვითონ ენის განრჩუვა: ამ საგანზედ „ივერია“ უძღვნის მკითხველს ცალკე წერილს. მე მინდა მხოლოდ აღვიარო ორიოდე აზრი, რომელიც ძალაუნებურად მებადება თავში ყოველთვის, როდესაც მესმის სამდურავი „ივერიის“ ძველის ენის თაობაზედ.
ჩემის აზრით „ივერიის“ თაობაზედ ატეხილი ლაპარაკი ძველისა“ და „ახალი“ ენის შესახებ დამყარებულია მთლად რაღაცა გაუგებლობაზედ. ეს ლაპარაკი ან ვერაფერი ჭკუის ნიშანია თვითონ ამტეხთა. თუ იგინი გულწრფელად იღვწიან თვის სამშობლოისათვის, ან ბოროტობაა — თუ თვის ხალხისა და ქვეყნის ბედ–იღბალს ჩალადაც არ აგდებენ; ორივე შემთხვევაში არამც თუ არავითარ წარმატებას არმოასწავებს ამ გვარი ლაპარაკი ლიტერატურისათვის, არამედ პირ-და-პირ უკან დაწევას უქადის და, იქმნება, მთლად გაუქმებასაც. სიტყვა, როგორც მოგეხსენებათ, მოსდევს აზრს, ჭკუა-გონების წარმოებას. აზრის სხვა და სხვაობას და სიმდიდრეს დაერთვის უსათუოდ თვითონ სიტყვისა და ლექსთა მრავალგვარობა და სიმდიდრე. ეს მტკიცედ დადგენილი ჭეშმარიტებაა და შეეხება ერთგვარად — როგორც კერძო ადამიანს, ისე მთელ ხალხსაც. რამდენად ხალხი უფრო გონებაგახსნილია, რამდე ნად მისი ჭკუა-გონება უფრო განვითარებულია, რამდენად მრავალ-გვარი აზრი და წარმოდგენა უტრიალებს თავში, იმდენად სიტყვაც ამ აზრისა და წარმოდგენის გამოსათქმელად, მრავალგვარია და მდიდარი. ასე რომ ლექსიკონის სიმდიდრე და მრავალგვაროვანობა ყოველთვის უეჭველი ნიშანია ხალხის გონება-გახსნილობისა და ჭკუის სიმდიდრისა. ლექსიკონს, ამ სალაროს სიტყვიერებისას, ხალხი ამოქმედებს საჭიროებისამებრ. ესე იგი, რამდენადაც უფრო ღრმად გასჯდომია მას ცნობის მოგვარეობა, რამდენადაც უფრო ვრცელი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჭკუა-გონების თვით-მოქმედობას, იმდენად უფრო ხშირად და უფრო ვრცლად ხმარობს ზემოხსენებულს სალაროს. აქამდისინ კაცობრიობის ისტორია იმ გვარად ყოიფილა მომართული, რომ ყველგან ხალხის უმრავლესობას არ ჰქონია. სიღარიბისა და სიგლახაკისაგამო, საშუალება და მოცლა ჭკუა-გონების განვითარებისა და წარმატებისათვის. ეს შეძლება და მოცლა ქონია მხოლოდ ხალხის უმცირესს ნაწილს, რომელსაც მართლა-და უპურია ჭკუის საუნჯე მთელის კაცობრიობისა: ცოდნა, მეცნიერება, სწავლა–განათლება. აქედგან წარმოსდგება განსხვავება ამ ორივე ნაწილის ლექსიკონთა შორის; რამდენად ერთია მრავალ ფეროვანი და მდიდარი, იმდენად მეორეა ერთ–ფეროვანი და ღარიბი. მაგრამ, აი გადის დრო, სწავლა–განათლება თან და თან განზედ იწევს, უფრო და უფრო ვრცელდება და ერთი ცვარი ხალხსაცა ჰხვდება. მაშინ დახედეთ მის ლექსიკონს. უწინ თუ ათასის სიტყვით კმაყოფილდებოდა, ეხლა ორი ამოდენაც არ კმარა ყველა იმ ახალის აზრისა და წარმოდგენის გამოსათქმელად რომელიც შეიძინა მისმა ჭკუამ და გონებამ. რამდენად უფრო მკვიდრად არის გამჯდარი ხალხში ჭკუა-გონებისა და აზრის თვით–მომქმედობა, იმდენად უფრო მდიდარია მისი ლექსიკონი, იმდენად უფრო მრავალ– გვაროვანი საშუალება აქვს ამ თვით-მოქმედობის ხორც-შესხმისათვის. თუ ხალხის ცხოვრება მართლა თავისით მიმდინარეობს, თუ ამ მსვლელობაში არავითარი დაბრკოლება არ ხვდება ხალხის ჭკუისა და აზრის თვით–მოქმედობას, მაშინ ენაც შედის თვის შესაფერ წარმატებაში, როგორადაც სხვა ყოველი მხარე ცხოვრებისა: ემატება სიტყვა, ეცვლება ფორმები და სხვ. ამ შემთხვევაში ენის მხრითაც, როგორადაც სხვა მხრივ, არსებობს ბრძოლა ახალისა და ძველის შორის; ამაშიაც განირჩევა ახალი თაობა და ძველი...
იყო დრო, როდესაც ჩვენ ქვეყანასაც ჰქონია თავისი საკუთარი, დაუმოკიდებული, თვით-არსი მოქმედობა ჭკუა-გონებისა; როდესაც ქართველი კაცი, ავად თუ კარგად, იქრობდა თავისის საკუთარის ჭკუით, ჭკვიანური რამ გამოდიოდა ამ ფიქრიდამ, თუ სულელური — ჩვენთვის ამ ჟამად სულ ერთია: მხოლოდ ის კი უეჭველია რომ ყოველი მისი აზრი, ყოველი მისის ჭკუის წარმოება იწყებოდა და თავდებოდა თავის საკუთარს, სამშობლო ენაზედ. რასაც ფიქრობდა იგი, ფიქრობდა ამ ენაზედ. თუ ეს ფიქრი შედიოდა წარმატებაში. იმავე წარმატებაში შედიოდა ენაც. ჩვენშიაც იყვნენ, რასაკვირველია, სწავლულნი და უსწავლელნიც, და ამის დაგვარად იყო მდიდარი ლექსიკონი და ღარიბიც... აი გავიდა ხანი, დროთა ბრუნვამ შეუცვალა ფერი ცხოვრებას, ჩააგდო. სრულიად ახალს, უწინ უცნობ გარემოებაში, და მობურა სრულიად უცნობი ნიავი. ამას მოჰყვა შემდეგი: თუ უწინ ქვეყანას და ხალხს თვის საკუთარ წარმატების ტვირთი თვითონვე უკიდა საკუთარ ზურგზედ, ეხლა ახალმა ნერგმა მის ცხოვრებისამ აჰყარა იგი მაცხოვარი ტვირთი, თითქმის სრულიად ჩამოაცალა. — რად სწუხდებიო, მე ავიკიდებ მაგ ტვირთსაო. რაც დაემართა მთელ ტვირთს, იგივე, რასაკვირველია, დაემართა მასში ჩართულს ნაწილსაც – ენას... დაბერა ახალმა ქარმა და ამოგლიჯა ლექსიკონიდამ თითქმის მთლად რაც კი რამ ცოტად თუ ბევრად მაღალის აზრისა და ფიქრის გამომთქმელი და გამომხატველი მოიპოვებოდა; შეარჩინა მხოლოდ ის რაც საჭირო იყო შინაობაში საყველ-პუროდ, ყოველ დღიურ სახმარებლად. „მეტი რაღად გინდაო, თითქო ეუბნებოდა ახლად მოვლენილი ნერგი, — მას აქეთ რაც შენის წარმატების ტვირთი მე ავიკიდეო? მართლა და რა მოხდა? ჭკუა-გონების თვით-წარმოება და თვით–მოქმედობა და, დარჩა მხოლოდ იმ აზრთა წრეში, რომელნიც დაერთვიან მხოლოდ შინაობაში უსაჭიროესს საგნებს. სხვა ყოველგვარი ფიქრი, რომელიც კი შეეხება ამ წრის იქით გადასულს საგანს, სწარმოებს და მოქმედობს უცხო ენაზე... ბავშვი შედის სწავლაში, ხდება ყმაწვილკაცად, იძენს უმაღლესს განათლებას; მისი აზრი ვრცლად არის განვითარებული, მისის ჭკუა-გონებისა მხედველობა შორსა სწვდება, — ეს ძალიან კარგი. მაგრამ, მის ჭკუა-გონებას უშრომია უცხო ენაზედ და ამის გამო. გხედავთ შემდეგს: დაიწყებს ეს ყმაწვილი კაცი თვის სამშობლოისათვის ზრუნვას, მას აღეძვრის. ვთქვათ, სურვილი ღვაწლის დადებისა თავის სამშობლო ლიტერატურისათვის, დაიწყებს, მეთქი, და ერთი რაღაცა ძელი კი მოედება მის კეთილ–მიდრეკილებას: ენა არა აქვს; მას შერჩენია (ისიც წაღმა-უკუღმა) მხოლოდ ის ლექსიკონი, რომელსაც ამოქმედებს შინაობის ყოველ-დღიური საჭიროება. მაგრამ რა ქნას კაცმა თუ იმის თავში ტრიალებს მრავალი იმისთანა აზრი, რომელიც შინაობის წრის იქით დიდ მანძილზედ არის გადა სული? რა საშუალებით შეატყობინოს მან თვის მკითხველს ყველაფერი რაც კი რამ გულში უღვივის და თავი უტრიალებს? მოჰყვება და ჩმახუნებს თავისებურად, წაღმა-უკუღმა ატრიალებს იმ საცოდავ ლექსიკონს, რომელიც ყმაწვილობიდგანვე შეჰყოლია და შერჩენია; ვერც სხვას აგებინებს თავის აზრს, ვერც თვითონ იგებს თავის ნაწერს. მართალია. ბრალი ვერ დაედება იმისათვის. მაგრამ ნუღარც მეტყვით, თავის გასამართლებლად, — ეს ნამდვილი ცოცხალი ქართული ენა არისო. თუნდა მდაბიურიც იყოს. თქვენ რომ არ იცოდეთ ვისი რა ბრალია? თუ არ იცით, რაღათ ამბობთ ვითომ ქართულს ენაში ამა და ამ აზრის გამო სათქმელად სიტყვა, თუ ფორმა არ მოიპოვებაო? ჯერ ისწავლეთ, ჯერ შეიტყეთ — რა გვქონია და რა არა, რა დაგვკარგვია და რა შეგვრჩენია, მერე დაიწყეთ სჯა-ბაასი ახალსა და ძველს ენაზედ ეხლა კი მარცხენა ხელით ანგრევთ მას, რასაც აგებთ მარჯვენით: თუ ენა გაგლახაკებულა, ამ სიგლახაკის შერჩენა და დამკვიდრება ლიტერატურის განვითარებას და აყვავებას კი არ მოასწავებს, არამედ მის უმეტესს დაცემას და თვით გაქარწელებასაც; თუ ენა არ იქმნება, ხომ აღარც ლიტერატურა იქმნება. ისტორია და ცხოვრება ისე უბედურად მომართულან, რომ ხალხს, ესე იგი დაბალ ხალხს არა რგებია განათლება, მის ჭკუა-გონებას არ უმოქმედნია იმ წრის გარეთ, რომელიც შეიცავს მის შინაობას, და თუ ამიტომაც მის ხელთ არის მხოლოდ ღარიბი ლექსიკონი, — ეს იმისთანა უბედურებაა, რომლის გაქარწყლება უნდა ჰქონდეს ვალათ მთელს ქართულს ლიტერატურას და განათლებულს საზოგადოებას, და არა მისი უმეტესი გაძლიერება. შეატყობინეთ ხალხს თქვენი აზრი და თან სიტყვაც მიეცით ამ აზრის გამოსათქმელად. თუ არა და თუ ყოველი ნაღვაწი თქვენის ჭკუისა ჩასტიეთ იმ მცირე და ღარიბ ლექსიკონში, რომელიც საშინაო სახმარებლათ არის შერჩენილი. აზრიც დაგეფანტებათ და იმ საქმესაც უღალატებთ, რომლის წინ-წადგომა, — მჯერა, — გულში გიღვივით. ე.ი. უღალატებთ ლიტერატურის განვითარებას. ზემოდაცა ვთქვი და ეხლაც ვამბობ. რომ სამდურავი „ივერიის“ ენის შესახებ, მის გამო ატეხილი ლაპარაკი ძველსა და ახალს ენაზედ ან ბავშობაა, ან ვერაფერი ჭკუის ნიშანია, სწორე მოგახსენოთ.
სამდურავი, ვითომ „ივერიაში“ ძველი და დამპალი აზრებიაო, იმ გვარათვეა მომართული, როგორადაც ზემოხსენებული საყვედური ენის თაობაზედ: აბა თუ ერთი მაგალითი თქვათ — აი ესა და ეს აზრი დაძველლებულიაო! შენც არ მომიკვდე რა საჭიროა? თქვას კი კაცმა — დაობებული და დამპალი აზრიაო. და მეტი რაღა უნდა? მე ვიცი დაფიქრდება, თუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ძველი და ახალი? იგი ყოველთვის ავსა და კარგს ნიშნავს თუ არა? რა პასუხია. ამისთანა ძნელი საქმეს რად იკისრებდნენ? ხელი მოკიდეს უფრო ადვილ საქმეს: ყური ათხოვეს უცხო ხალხის და ქვეყნის ლიტერატურას, გაიგონეს რას ეძახიან იქ ძველსა და ახალს. და — ჰა! — მოჰყვნენ — ლათაიობას. სტუმრად წვეულმა. გარეშედ გამოზდილმა და არა თვით შინობაში აღმოცენილმა ლიტერატურამ ასე იცის. რა და ვისთვის არის რა ჩვენ ძველი? რა და ვისთვის არის ახალი? ამაზედ არა ისმის გამკიცხველთა კიჟინაში. ჩემ თვალში სიახლე თუ სიძველე საზოგადოდ ვერაფერი მაჩვენებელია მოღვაწეობის მიმართულებისა, ვერაფერი თამასუქია კარგისა თუ ავისა. არის იმისთანა „ძველი“, რომლის ერთი ბეწვი ათას წილად მირჩევნია, ვიდრე მთელი „ახალი არის კიდევ „ახალი“, რომელიც მოასწავებს სიბოროტეს. ჭკუა-გონების გარყვნილობას, მეტს კი არაფერს. არის აზრი ძველი, რომელიც გამოუსადეგია ან იმიტომ რომ დიდი ხანია ხორც შესხმულია და გამჯდარი თვითონ ცხოვრებაში; ან იმიტომ, რომ დიდი ხანია მიგდებულია შინაგან უვარგისობისა გამო და მის ბადლად წამომდგარა სხვა ახალი, ე.ი. უკეთესი, ამ ორ მნიშვნელობათა შორის რომელს ერთს ართავენ იმ ძველს, რომელსაც გვწამებენ ჩვენ ჩვენი გამკიცხველნა? ღმერთმა უწყის არის კიდევ „ახალი“, რომელიც მართლა კეთილია და სარგოიანი ან იმიტომ, რომ თვითონ ცხოვრებაში არამც თუ არ არის გამჯდარი, არამედ ერთი კუთხეც არ დაუპყრია; ან იმიტომ, რომ ეს „ახალი“ აზრი წამომდგარა იმ „ძველის“ ნაცვლად, რომელიც იყო უვარგისი და ცრუ. რომელს ერთს ამბობენ ჩვენი კრიტიკოსები? — ღმერთმა უწყის. ერთის სიტყვით, არ ვიცით მათ პირში „ახალი“ და „ძველი“ ხმარებულია ცხოვრების მოვლენათა თაობაზედ თუ თვითონ აზრთა და იდეათა, ის კი ვიცი, რომ ნიშნად ავისა და კარგისა. საზოგადო ასპარეზზედ მოქმედობისა და მოღვაწეობის დაფასებისათვის არსებობს მხოლოდ ერთი საწყაული: თუ რის მომტანია ეს მოქმედობა, ბოროტისა თუ კეთილისა; რას უქადის ცხოვრებას, წარმატებას და განვითარებას თუ დაკლებას და უკუქცევას. ვიმეორებ: „ახალი“ თუ „ძველი“ ვერაფერი თამასუქა კარგისა და ავისა. ეს უეჭველი ჭეშმარიტებაა (რასაკვირველია ძველთაგან ძველი) არამც თუ აზრთა, იდეათა შესახებ, არამედ შესახებ თვითონ ცხოვრების სხვა და სხვა დაწესებულებათაცა, არის მრავალი წესი, საზოგადობრივი დაწყობილობა, რომელიც თუმცა ძველია და მკვდრებშია ჩარიცხული, მაგრამ რომელთა აღდგენას ქადაგობენ ახლად მოსულნი მეცნიერნი, საყოველთაო სიკეთის მიმდევარნი. ამის დაგვარად არსებობს მთელი ახალი სამეცნიერო მიმართულება, რომელიც მტკიცედ ქადაგობს ძველისა და მკვდრის აღდგენას. ამ მიმართულების მიმდევართა აზრით არის მრავალი ჩამქრალი და მოკლული, რომელიც ათასწილად მაღლა დგას ვიდრე მრავალი აწ მომქმედ ახალი და ცოცხალი. ამ გარემოების დაწვრილებით და თვით მაგალითით დამტკიცება სხვა დროსთვის გადავდვათ ეხლა კი ვიკმარებ იმ აზრის აღიარებას, რომ ცოცხალი თუ მკვდარი, ახალი თუ ძველი, მარტო, თავისით, — არის მხოლოდ ლიტონი სიტყვა და არაფერს არა ნიშნავს. ესეც, რასაკვირველია, ძველი და არა ჩემს მიერ მოგონილი ჭეშმარიტებაა, მაგრამ რა ვქნა რომ ბევრს ესეც არ გაუგონია, ან თუ გაუგონია — ერთ ყურში შეჰპარვია და მეორიდამ გამოჰპარვია.
ნ. დავითიშვილი
![]() |
8 შინაური მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
შინაური მიმოხილვა
„აღმოსავლეთის საქმე და ჩვენ. - ჩვენ სხვისთვის ვართ რამე თუ არა. - ჩვენი მსხვერპლი და ძმათა შემოერთება. - ჩვენის განათლების საქმე. - ჩვენის ხალხის სწავლების საქმე. - რა არის შკოლა. - ქართული საზოგადოება სწავლის გავრცელებისათვის. - შარშანდელი მასწავლებელთა კრება - «Тифлисский Вђстник»-ის და „დროების“ ღვაწლი. უფ. სტრელეცკი და ხითაროვი. უფ. იანოვსკი. თავად-აზნაურთა შკოლა. სამღვდელოების განკარგების ნიშნები. სასულიერო წოდების ქალთა განათლების საქმე. ყოვლად უსამღვდელოესი იოანნიკე. ჩვენის სემინარიის ჯერ კიდევ უნუგეშოდ ყოფნა.
ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ აღმოსავლეთის საქმეს ბერლინის ხელ-შეკრულობით წვერი შემოერღვა, როგორც პაჭიჭს, და რაკი წვერი შემოერღვა, ბოლომდინ რღვევით უნდა წავიდეს. ჩვენ აქ რა შუაში ვართო, იტყვის მკითხველი. ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერკავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველისფრით ქართველობას უპყრია, დღეს იმ ქვეყნად შეიქმნა, რომელშიაც, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა. ჩვენის ფიქრით, ეხლა აღმოსავლეთის საქმემ, აქამომდე სლავიანებზე გაჩერებულმა, აქეთ, აზიაში გადმოიწია და რუსეთი და ინგლისი - ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის - აქ, აზიაში, დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნდა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, - ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინადვე. ამას კი ვიტყვით, რომ პირველი ნიშნები ინგლისის მხრით საცივილიზაციო ღონისძიების ხმარებას მოასწავებს. ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ეგ ინგლისს მოსდიოდეს სხვისა თუ ჩვენის სიყვარულით და ტრფიალებითა, - აქ ინგლისი თავის საკუთარის სარგებლობისათვის იღვაწებს. და რადგანაც ერთის ჭეშმარიტი და უცოდველი სარგებლობა მარტო იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც კარგად იყოს, ამიტომაც ინგლისი, რომლის საქმენი ხალხის. თვითმოქმედებით იმართებიან, ეცდება თავისი ჭეშმარიტი სარგებლობა ჭეშმარიტს საძირკველზედ ამოიყვანოს, ესე იგი, ეცდება ძალაუნებურად იმათ კარგამყოფობასაც, ვინც მას აზიაში ბინადრად დახვდება. ჩვენ აქ საპოლიტიკო სიგელს არ ვწერთ, და ამიტომაც ჩვენ ესე გაკვრით ვლაპარაკობთ ამ საგანზედა და ჩვენს მკითხველს ჩვენს ამონაფიქრებს ვაუწყებთ სმენისა და გაგონებისათვის. ჩვენ აქ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ თვითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერებაზედ ამ ხუთას-ექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწის-ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების, მიზეზად იქნება კიდეც.
ბერლინის ხელ-შეკრულობამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირს-სახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად „მებრძოლი შავის ბედისა“, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და, თუ კარგად მოექცევიან - ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ. წარსულმა ომმა ბევრი სისხლი დანჰსთქა ქართველობისა, ბევრმა ვაჟკაცმა ჩვენმა დაჰსდო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი. ბევრმა ჩვენმა აფიცრობამ თავისი ყმაწვილკაცობის დღენი დალია ამ ომში, ბევრი წარვიდა-მეთქი ამ წუთისოფლიდამ თვისტომთაგან დაუტირებელი, ბევრი დაიხოცა სახელოვანის სიკვდილით, - და მათი სახელი არც კი არავინ ახსენა და აღიარა. (საწყალნო, ეგრე გულგმირად თავდადებულნო ყმაწვილკაცნო!) თქვენ, საცა ჭირი იყო, პირველნი იყავით, ნებით თუ უნებლიეთ, და საცა ლხინი იყო - უკანასკნელნი!.. სახელი და დიდება თქვენც, რომელნიც ბედმა სიკვდილისაგან გიხსნათ, რომელთაც ნებით თუ უნებლიედ აჩვენეთ ქვეყანას, რომ ვაჟკაცობა ქართველობისა უქმი სიტყვა არ არის და რომელთაც გიცნობთ ჯარი და უბრალო ჯარისკაცნი და სხვა არავინ ზედაც არ გიყურებთ ჩვენში! თქვენც, თქვენთა თავდადებულთ ძმათაებრ, ჭირში პირველნი იყავით და ლხინში უკანასკნელნი ხართ... თქვენ თავებს იხოცდით, თოფს და ზარბაზანს გულდაგულ ედეგით და თქვენი სახელი და დიდება სხვამ გაისაკუთრა, სხვამ დაინარჩუნა. იმითი მაინც ინუგეშეთ, რომ ამ ომმა, საცა ამოდენა მსხვერპლი მოიტანა ქართველობამ, ამოდენა ძალ-გული და ვაჟკაცობა გამოიჩინა, ამ ომმა ამდენის ხნის დაშორებულნი ძმანი ისევ ერთმანეთს შეგვყარა. რასაკვირველია, ამისთანა ბოლო იქნება გულშიაც არა ჰქონდათ მათ, ვინც თავი დაჰსდო ამ ომში, მაგრამ ჩვენ, როგორც ლიტონმა მემატიანემ, უნდა შევნიშნოთ, რომ ამ დიდს საქმეს ძმათა შეერთებისას ჩვენი საკუთარი სისხლი ზედ გადაესხა. მიიღო კიდევ ჩვენმა სისხლშიამოვლებულმა ბედმა ჩვენი სისხლის შესაწირავი!.. ნუთუ უსისხლოდ ჩვენ ბედი არას გვითმობს!..
ეხლა ჩვენ ერთი დიდი და უდიდესი მოვალეობა გვაწევს: ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ ყველგან და ყოველიფერში; უნდა იმათთვისაც ვიზრუნოთ, - როგორც ჩვენთვის, იმათთვისაც თავი გამოვიდოთ, როგორც ჩვენთვის. თუ ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით, - ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველის კავშირის გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ! რა გაგვიხსნის გზას მაგ კავშირის გაბმისათვის? აკაკი წერეთელმა ჰსთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავლა, ცოდნა და მეცნიერება. აი წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამაღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება! სწავლა, ცოდნა, მეცნიერება - ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალია მოგერებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ჩვენი ეხლა დაუძლურებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს........................ ტყუილად კი არ ანაცვალეს ცნობადის ხეს თვითონ სამოთხეც კი პირველ კაცთა, ადამმა და ევამ. ეგ ის ხეა, რომელსაც გამოაქვს მშვენიერი ნაყოფი თვითვეულისათვის ცალკე და ხალხისათვის საერთოდ; ეგ ის ხეა, საიდამაც ეჩოს ტარიც გაითლება და ხერხისაც; ეგ ის ხეა, რომელიც ყველას იწვევს ერთნაირის გულისტკივილითა და ეუბნება: „მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“; ეგ ის ხეა, რომელ ქვეშაც ჩვენ უნდა დავდგათ ოქროს აკვანი ჩვენი ერთობისა. საქმე იმაშია ეხლა, რა გზით და როგორ?
ხალხის სწავლების და განათლების საქმე ჩვენში ამ უკანასკნელ დრომდე იმაზედ იყო მიმდგარი, რომ მთავრობა მარტო საშუალო სასწავლებელთათვის ზრუნავდა მხოლოდ და მარტო მათს, ასე თუ ისე, გავრცელებას ცდილობდა. საშუალო სასწავლებელნი მარტო შემძლებელთათვის არის მისაღწევი, ესე იგი - თავადაზნაურობისათვის და მოქალაქეობისათვის. ამის გამო მთავრობის მზრუნველობა განათლების შესახებ დღეს-აქამომდე მარტო წოდებათა (сословный) განათლების მზრუნველობას მოასწავებდა და სხვას არასფერს. სხვა დანარჩენი, ფრიად დიდძალი ხალხი კი, რომელიც ქვეყნის ჭეშმარიტს ღონეს შეადგენს, ამ მზრუნველობიდამ გამოკლებული იყო. მარტო ამ უკანასკნელ დროს ყველამ, თუ არა ჰსცნა, ცნობილი მაინც აღიარა, რომ ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა მარტო ერთის წოდებისათვის დიდი შეცდომაა წინაშე საერთოდ ხალხის განათლების მოთხოვნილობისა, რომ სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის სახსარსა. ამიტომაც, დიდი თუ პატარა, ყველა მოიმართა ამ ბოლოს დროს იმაზედ, რომ სახალხო შკოლები დაიმართოს. აქ, ჩვენდა სანუგეშოდ, იმას შევნიშნავთ, რომ სწავლის გავრცელების და სახსრების მოპოებისათვის თვითონ ჩვენმა დაბალმა ხალხმა დიდი თვითმოქმედება გამოიჩინა და არც უმაღლესი საზოგადოება დარჩა უგულმოდგინოთ, როგორც ქვევით ვნახავთ. ამ სახით, თაოსნობა სწავლის გავრცელებისათვის ხალხში თვითონ ხალხმა იტვირთა. ამაში ჩვენ ვხედავთ მომავლისათვის ბევრს სანუგეშოს. დიდი საქმეა, როცა თვითონ ხალხი ცდილობს თავისი თავი გაიტანოს. დღედადღე გვესმის, რომ ჩვენი ხალხი, ნამეტნავად ტფილისის გუბერნიაში, იღვწის შკოლების დამართვისათვის, ყოველ დღე ისმის, რომ აქ და აქ გამართეს შკოლაო; დღედადღე ეგ თვითმოქმედება მატულობს და იმატებს კიდეც, თუ ხელს არ შეუშლიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ახლად შემოერთებულს საქართველოზედ. იქ, არა მგონია, პირველ ხანებში, თვითონ იქაურთა მცხოვრებთა შორის მაგ თვითმოქმედებამ გაიღვიძოს და ან ჩვენმა საკუთარმა გულმოდგინებამ ძალიან ფრთა გაშალოს. რადგანაც იქ სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, არ იქნება რომ ამ გარემოებამ ცოტად თუ ბევრად არ შევაფერხოს შკოლების გავრცელების საქმე. ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ვითომ მაჰმადიანობა თვითონ თავისიც ეწინააღმდეგებოდეს განათლების მიღებას და გავრცელებას; ჩვენ იმისი თქმა გვინდა, რომ რადგანაც დღე: სწავლის ხელთმძღვანელი ჩვენშიაც და იქაც მარტო მთავრობაა, მერე რუსისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომელიც სარწმუნოებით და ენით მათ უნდა ეუცხოებოდეს უსათუოდ, ამის გამო რუსთაგან ყოველგვარს ცდას განათლებისათვის სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას. შესაძლოა იფიქრონ (განა ცოტა უხეირო და უგვანი ტაშკენტელნი პედაგოგები გვყავს, რომ არ აფიქრებინონ), შესაძლოა-მეთქი აფიქრებინონ, რომ შკოლების მეოხებით ეცდებიან ჩვენი ზნეობითი და გონებითი მხედველობა შესცვალნო ჩვენის რჯულის არსების შერყევისათვის. ღმერთმა გვიხსნას ჩვენც და ისინიც იმისთანა შკოლებისაგან, რომელთაც განათლებისა და სწავლის მოფენის გარდა, სხვას რასმეს დაუნიშნვენ მისახწევად დაჯე მასას აკვანს ადამიანის გონების და ზნეობის აღზრდისას წაბილწვენ სხვადასხვა ბიწიერ მოსაზრებითა. შორს ჩვენგან ამისთანა შკოლები! შორს ჩვენგან იმისთანა ტაშკენტელნი, რომელნიც არცხვენენ თავის ხალხს სხვის თვალში, და საცა მოქმედობენ - მარტო მტერს უჩენენ თავის ქვეყანას და თავის ერსა.
ამ სახით, ეს ორი სხვადასხვა გარემოება ჩვენის ქართველობისა ორგვარს სახსარსაც ითხოვს საქმის წარმატებისათვის. ჩვენში, საცა თვითმოქმედება ხალხისა გაღვიძებულია განათლების გავრცელებისათვის, მთავრობამ, როგორც განათლების ხელთმძღვანელმა, ხელი უნდა შეუწყოს ამ თვითმოქმედებას, წაახალისოს თაოსნობა ხალხისა, ფულით თუ სხვა რაიმე საჭირო ღონისძიებით დაუღალავად და ხანდაუზმელად მიეშველოს, და ამასთან უფრო ფართო და ადვილი გზა მიჰსცეს ხალხის ხალისს და თვითმოქმედებას შკოლების დაარსებისათვის, ესე იგი ტყუილუბრალო მიწერ-მოწერით არ დააგვიანოს ხოლმე ნებისრთვა. სადაც ეგ თვითმოქმედება არ არის ჯერ გაღვიძებული, იქ კი ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს მთავრობამ თვითმოქმედების გაღვიძებისათვის. იქ თვითონ მთავრობამ თავისის ხარჯით, თავისის თაოსნობით უნდა დამართოს შკოლები, და მერე იმისთანა სიფთხილით, იმისთანა თვალგაფაციცებით, იმისთანა წინმხედველობით, რომ არა მიზეზი არ მიჰსცეს კაცს აფიქრებინოს, რომ განათლების და სწავლის მეტი აქ შკოლას სხვა რამე წადილიცა აქვს. ამ მძიმე ტვირთსა შეუმსუბუქებს მთავრობას მარტოდ და მარტოდ ქართველი კაცი, ქართული ენის მცოდნე. ამისათვის საჭიროა სახალხო შკოლების დირექტორებად მოწვეულ იყვნენ უსათუოდ ქართულის ენის მცოდნენი, საჭიროა საყოველთაოდ ჩვენთვის, და ახლად შემოერთებულ საქართველოსათვის ხომ აუცილებელია და აუცილებელი.
ამასთან, ეს არ უნდა დაივიწყონ, რომ პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი წადილე უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცოდნა იმ პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლათაც შემდეგი განათლება და განვითარება შეუძლებელია. აი ამაშია სული და გული პირველდაწყებითის შკოლისა. ამ გზაზედ მას შეუძლიანი. ამის ამბობს ერთი მწერალი, - ყოველმხრივი განვითარება მიჰსცეს მოზარდსაო, შეუძლიან გაუმაგროს, გაუღონიეროს და გაუხსნას სულიერი და ხორციელი ძალნი მოზარდსაო. თუ ეს ჩემი ნათქვამი მეტად აზვიადებს პირველდაწყებითის კოლის მნიშვნელობასა და მეტისმეტად ეჩვენება ვისმეო, მე იმათ აი რასა ვკითხავო: იცით თუ არაო, რა არის ყრმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადი ზნეობით და გონებით განვითარებულ კაცის ხელში იყოს? იცით რა არის, რომ რამდენიმე წელიწადს გაუწყვეტლად ყრმა ემორჩილებოდეს გონიერს დისციპლინას შკოლისას, საცა გონივრად დადგენილს წესსა და რიგსა წარბშეუხრელად და გულისტკივილითაც მუდამ უნდა ამოქმედებდეს შკოლის ოსტატიო? ცხადი არ არის აქედამაო, მით რომ ყრმა შკოლაშია, მით რომ მოზარდი ნერგი მუდამ თვალქვეშა ჰყავს გულშემატკივარს, განვითარებულს, ზნეობიანს ოსტატს და მის წინ როგორც კოკორი იშლება, სულიერად და ხორციელად დღედადღე იმართება, - ნუთუ ცხადი არ არისო, რომ ამით ყრმას ენერგება გულში პატივისცემა სხვისა და საკუთარის თავისა, პატივისცემა კანონიერობისა და სიმართლისა, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, მართებულობისა, რიგიანობისა, პატივისცემა სხვის საკუთრებისა, სიყვარული, ხალისი შრომისა, გაფრთხილებისა, ზოგვისა, სიყვარული ოჯახისა, თვისტომისა, ქვეყანისა. - ამრიგად, პირველდაწყებითს შკოლაშიაც კი შესაძლოა იხეიროს, ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის ბუნებისამ, რომელიც ერთად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას. ამ წრის გარედ შკოლას საერთოდ და სახალხოს საკუთრივ საქმე არა აქვს, და თუ ვინმე ზახაროვისა და კუვშინსკისთანა შკოლას ზურგზედ სხვას რასმე აჰკიდებს, იმას არა ჰსწამს შკოლის უწმინდესი მადლი, ის უარჰყოფს მის სანატრელს მნიშვნელობას, ის წმინდა საგანს - შკოლას - სახედარადა ხდის და ზედ ჰკიდებს თავის დახშულის გულის ღვარძლსა და ნაგავსა, ის უარჰყოფს ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესს ნებას, გამოცხადებულს 1864 წ. რესკრიპტშია.[1]
მადლობა ღმერთს, ეს შკოლის მნიშვნელობის წაბილწების და წარყვნის შიში ჩვენში ეხლა არამც თუ შეფერხდა, არამედ სანუგეშო იმედად შეიცვალა. შარშანდელმა კრებამ სასოფლო შკოლების მასწავლებელთა ეს ცხადად დაგვიმტკიცა. ჩვენმა ქართულმა ენამ, აქამომდე შკოლებიდამ გამოდევნილმა[2], ისევ ფეხი შეჰსდგა ჩვენს შკოლებში. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ეხლანდელს რედაქციას „დროებისას“ და ნამეტნავად «Тифлисский Вестнiк»-ს. სიმართლე გვაიძულებს აღვიაროთ, რომ ეგ ღვაწლი მარტო მაგ რედაქციამ დაჰსდო ჩვენის განათლების საქმეს და მასთან ერთად «Тифлисский Вестнiк»-მა, რომელმაც ამ საგანზედ თვალსაჩინო წერილები დაჰბეჭდა. ეგ პატარა გაზეთი „დროება“ ეხლანდელ ნაღმის მიმტანს პატარა გემს მაგონებს, რომელიც ეხლახან მოიგონეს და რომელმაც იმდენი ვაივაგლახი დააყარა ზორბა ხომალდებს წასულს ომებში. ჩვენ გვგონია, რომ იმ პატარა გემების სამსახურსა ადვილად გაუწევს ჩვენს ქვეყანას ჩვენი პატარა „დროება“, თუ რომ იგი არ მიიკარებს, იმ სენს, რომელსაც ჰქვიან სხარტე სახელი - გონების მრუშობა. ღმერთმა დაიხსნას ამ ჭირისაგან ის ტანად მომცრო მოძმე ჩვენი. ესეა თუ არა, „დროებამ“ და «Тифлисскiй Вестник»-მა კი ნაღმი მიიტანეს და ააფეთქეს ის უგვანი და ზორბა გემი, რომელსაც მმართველად უსხდნენ ტაშკენტელნი პედაგოგები..... შარშანდელმა სოფლის შკოლის მასწავლებელთა კრებამ უარ-ჰყო უწინდელი მიმართულება ჩვენის შკოლებისა და აღიარა, რომ ქართული ენა უნდა დაიდგას ქვაკუთხედად ჩვენის განათლებისა. იმ კრებამ კანონად დასდვა, რომ მთელის სწავლის მსვლელობა სასოფლო შკოლებში ქართულს ენაზედ უნდა იყვესო და დააწესა სრული კურსი პირველდაწყებითი სწავლისა. სამღრთო ისტორია, მოკლე კატიხიზმო, არითმეტიკა, გეოგრაფია - ყველა ეს საგნები პირველ წლიდან დაწყებული ვიდრე მეოთხე წლის გასვლამდე, ესე იგი კურსის შესრულებამდე, უნდა ისწავლებოდეს ქართულს ენაზედ. რუსულ ენასაც კი უნდა ჰქონდესო ადგილი, მაგრამ როგორც ცალკე საგანსა და არა სახსარს, ანუ საშუალებას სწავლისასაო, და ამიტომაც დაადგინეს, რომ მისი სწავლება უნდა იწყებოდეს მხოლოდ მესამე წლიდამ. ესეთი გადაწყვეტილება არის ჭეშმარიტი პედაგოგიური, სრულიად ეთანხმება მცოდნე და გამოჩენილ პედაგოგების აზრსა და მხედველობას ამ საგანზედ და აღუთქვამს ჩვენს სახალხო შკოლას სანატრელს და სანუგეშო მომავალსა. ესეთი გადაწყვეტილება მტკიცე ნიადაგზედაც დგას, რადგანაც, ერთის მხრით, ცხოვრების მძლავრს ნიადაგზედ და მეცნიერისაგან აღიარებულს ჭეშმარიტებაზედ არის დამყარებული, და მეორეს მხრით - აღიარებულია აქაურის უმაღლესის მთავრობის მხრითაც. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ზედ არ დაერთვა გონიერი და განვითარებული პროგრამები, მაგრამ ეს იმასთანა ნაკლია, რომლის მოსპობაც ადვილად შეიძლება, ოღონდ ჭეშმარიტი სურვილი იყოს და ჭეშმარიტი გულმტკივნეულობა ხალხის განათლებისადმი მათ შორის, ვინც პირდაპირ უდგანან განათლების საქმეს. საზოგადოდ ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ამიერიდგან ხალხის განათლების საქმეს ექნება უფრო ნაყოფიერი მსვლელობა.
ამ იმედს გვიძლიერებს და ფრთებს ასხამს ის გარემოება, რომ პირნი, რომელთაც ხელშია ჩვენი სოფლის შკოლების მართვა, რიგიან კაცებად აღმოჩნდნენ. ტფილისის გუბერნიის შკოლების დირექტორმა უფ. სტრელეცკიმ თავის მოქმედებით განაქარვა ის ეჭვი, რომელიც მის შესახებ გამოთქმული იყო აქაურს მწერლობაში. ეს ეჭვი იმაში მდგომარეობ და, რომ ეშინოდათ, ვაი თუ უფ. სტრელეცკიმ ჩვენს სახალხო შკოლებშიაც ის სისტემა შემოიტანოსო, რომელსაც თვითონ მან გაადგმევინა ფესვები ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების შკოლებში, საიდამაც ქართული ენა გამოდევნა და მარტო რუსული ენა მიიღო სწავლის გავრცელების იარაღად და საცა იმდენი ხარჯი ფუჭად ჩაატარა და სადაც დღესაც ფუჭად მიდის. მაგრამ უფ. სტრელეცკიმ ადგილის შეცვლასთან აზრი და მიმართულებაც შეიცვალა, უწინდელს უკუღმართი გზას ზურგი თამამად შეაქცია და სწორ გზაზე გამოვიდა თავის სასახელოდ და შკოლის საქმის იმედად. მასწავლებელთა კრების დროს იგი ისე პატიოსნად და გულწრფელად იქცეოდა, ისე შორს იყო ქვეშქვეშობაზედ და ორგულობაზედ, რომ დაიმსახურა თანაგრძნობა და პატივისცემა საზოგადოებისაგან. ამ ამბავს სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობაცა აქვს ერთის მხრით. უგვანს აზრს ისე არაფერი ჰსჭრის ფესვებს, ისე არაფერი არ ამხობს პირქვე, როგორც უარყოფა იმ პირის მხრით, რომელიც სხვაზედ უფრო ნიჭიერი და სხვაზედ უფრო გულმოდგინე მოღვაწე იყო იმ უგვანის აზრისათვის. ესრედ წოდებულს ზახაროვის სისტემას არ ჰყოლია ისეთი ერთგული მხნეთ-მოჭირნახულე მოსამსახურე, როგორიც იყო უფ. სტრელეცკი. ეს პირველი მედროშე ზახაროვის სისტემისა გაუდგა ზახაროვს და ამით დაამტკიცა, რომ იგი სისტემა პირქვე დაამხო იმათს (თუ გულში არა) თვალში ხომ მაინც, რომელთაც იგი დაჰბადეს თავის სამარცხვინოდ. საქმისათვის სულ ერთია: რამ ანუ ვინ აუხილა თვალი უფ. სტრელეცკის იმ მძიმე პედაგოგიურს შეცდომილებაზედ, რომელმაც იმდენი ვნება მოუტანა და ეხლაც მოაქვს ქრისტიანობის აღმდგენელ შკოლებისათვის. უფ. ლიხაჩოვის ჯიუტობას, რ ელნიც ფიქრობენ, რომ უფ. სტრელეცკიმ მხოლოდ დროებით ძალაუნებურად დაანება თავიო ადრინდელს თავის მიმართულებას და ხვალ-ზეგ კიდევ ეცდებაო ჩვენს სახალხო შკოლებში ცოტცოტად, ნელ-ნელა შეაპაროს და ფეხი მოაკიდებინოსო დროებით მიტოვებულ სისტემასაო, იმათ ჩვენ ვეტყვით ჯერ მას, რომ ამ იჭვნეულობას და შიშს, არა აქვს რაიმე ხელისმოსაკიდებელი საფუძველი, და მერე მას, რომ ეხლანდელი დაწესებულება შკოლის შესახებ არის დამყარებული იმისთანა საძირკველზედ, რომელსაც ვერ შეჰსძრავს ცალკე პირი, თუნდ უფრო ფხიანი ადგილი ეჭიროს. წინააღმდეგ ამისა ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ უფ. სტრელეცკი შემდგომშიაც მტკიცედ ივლის იმ თავმოსაწონებელ გზაზედ, რომელსაც იგი ეგრედ აშკარად დაადგა მასწავლებელთა კრების დროსა, და რომელსაც ითხოვს უპირველესი საჭიროება ხალხის განათლებისა; ეცდება არამც თუ დაავიწყებინოს ხალხს თავისი საკუთარი ღვიძლი ენა, არამედ თვითონაც შეისწავლოს იგი ენა და მით შეიქმნას უფრო გამჭრიახ მოჭირნახულედ ხალხის განათლების ასპარეზზედა.
დირექტორის შემდეგ, სხვაზედ მომეტებული გავლენა აქვს მის თანა-შემწეს. ჩვენდა სასიხარულოდ, ეს ადგილი უჭირავს იმისთანა პირს, რომელიც თუმცა შთამომავლობით ქართველი არ არის, მაგრამ დაბადებულია, გაზრდილია ქართველთა შორის და ქართული ენა ისე აქვს შეთვისებული, როგორც ღვიძლი ენა. ქართულ ლიტერატურაში მას მიუღია მონაწილეობა არა ერთხელ, უწერია პროზა, ლექსი და თვითონ ქართველი ხალხის ჩვეულება, თვისება, ზნე, ყოფა-ცხოვრება და ავ-კარგიანობა კარგად იცის. ამასთან მას, - როგორც დაგვარწმუნეს, - აქვს ერთი მეტად საჭირო და იშვიათი თვისება: ხალხს ძმურად, კაცურად ექცევა თურმე და ხალხთან მიქცევ-მოქცევის ხერხი კარგად იცისო. დიდი საქმეა ეს თვისება იმისთანა კაცში, რომელიც დღე-მუდამ ხალხში უნდა ტრიალებდეს. ამისთანა კაცს და ხალხს ერთმანეთთან საქმის დაჭერა ძალიან ეადვილებათ, ეხალისებათ და ამ სიადვილეს და ხალისს რამოდენა სიკეთე მოჰსდევს ყველგან და განათლების საქმეში უფრო, ვინ მოჰსთვლის. ჩვენ ვისურვებთ უფ. ხითაროვის შესახებ მხოლოდ ერთსა, რომ უკლოს თავის სიდინჯესა და უფრო ცოცხლად და მარდად (თუ ეს რამდენადმე მასზე დამოკიდებულია) მოეკიდოს, საქმესა. რაც შეეხება უფ. ხითაროვის მხრეა პედაგოგიის შეთვისებასა, გეოგრაფიის პროგრამა, რომელიც ყველაფრით ყველა სხვა პროგრამებზე გაცილებით მაღლა სდგას, მისი შედგენილი ყოფილა და მაშასადამე ამ მხრითაც იგი უკან არ ყოფილა ჩამორჩომილი.
კარგ იმედებს გვაძლევენ პირდაპირნი მოსამსახურებიც ხალხის განათლებისა. სოფლის შკოლის ოსტატები, რომელთა უმეტესი ნაწილი ამ მოკლე ხანში გამოვიდა ამ მძიმე საქმის ასპარეზზედ, თითქმის ყველანი ახალგაზდანი არიან, ცოტად თუ ბევრად ნიჭიერნი და სავსენი კეთილის განზრახვითა და მიდრეკილებითა. მართალია, მათ შორის სპეციალურად მომზადებულნი ცოტანი არიან, მაგრამ მაინც სრული იმედი არის, რომ იგინი საკუთარ მეცადინეობით და გამოცდილებით დახელოვნდებიან სწავლების ოსტატობაში, აგრეთვე იმედი გვაქვს, რომ იგინი თავიანთ კეთილმიდრეკილებას განახორციელებენ ერთგულის მხნეობით, დაუღალავ მოქმედებით და გულწრფელ სამსახურით. ჩვენ არ ვიცით სხვა ისეთი სამსახური, რომელიც თავის მაღალის მნიშვნელობით შეედრებოდეს სოფლის შკოლის მასწავლებლობასა. სოფლის შკოლა ის ადგილია, საცა პირველი თვალი უნდა აახილოს გონებამ მთელის მოზარდის თაობისამ, საცა პირველი ფეხი უნდა აიდგას კაცის სულმა და გულმა, საცა პირველ უნდა ჩაინერგოს თესლი ზნეობისა, სიკეთისა, კაიკაცობისა, ადამიანობისა. მან უნდა გაუმაგროს მოზარდსა სული და ხორცი, მან უნდა მოამზადოს მოზარდი იმ იარაღის სახმარებლად, რომელიც ბუნების და კაცთა უსამართლობის წინ საბრძოლველად საჭიროა; მან უნდა მეორედ შეჰქმნას კაცი, ანუ, უკეთ ვჰსთქვათ, მან ბუნებისაგან შექმნილი უღონო ორფეხი უნდა ისე გამართოს სულით და ხორცით, რომ ძლიერ და მორჭმულ არსებად გადააქციოს. ამიტომ სინიდისიანი, ბეჯითი, გონიერი, ზნეობიანი ოსტატი ღირსიაი დიდის პატივისცემისა ყოვლის კაცისაგან, რომელიც გონებით გახსნილი და მიხვედრილია. ხომ ასეთი მაღალი, მძიმე და ძნელი დანიშნულება აქვს სოფლის მასწავლებელს, ასეთი უაღრესი საქმე აქვთ ჩაბარებული, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, მათს დიდს მოღვაწეობას მათი ჯიბე-ცარიელობა არ შეჰფერის. აი აქ იწყება ის მოვალეობა მთავრობისა, რომელიც ჩვენ წინად მოვიხსენიეთ. მთავრობამ უნდა ფული მიაშველოს იქ, საცა ჯამაგირი, სოფლის უღონობის გამო, ცოტა ეძლევა მასწავლებელს. აქ ძუნწობა და ძვირობა უადგილოა. აქ „რასაცა გავცემთ ჩვენია, რაც არა დაკარგულია“.
ჩვენი ჟურნალი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას, მიაქცევს სოფლის შკოლების მასწავლებელთა და მათს მოღვაწეობასა და ეცდება ღირსეულად მომქმედს მოუპოვოს მხურვალე თანაგრძნობა საზოგადოების მიერ. წინააღმდეგ ამისა, თუ სასოფლო მასწავლებელთ შუა ამოჩნდებიან ჩვენდა სამწუხაროდ, იმისთანა დაბალის სულის პატრონნი, რომელთაც გლეხის ოფლით მონაგარ ფულების ტყუილ-უბრალოდ ჭამა არ შერცხვებათ, ორგულად, ცუღლუტად, აბუჩალაქად მოეკიდებიან თავიანთ წმინდა საქმესა, ჩვენ დაუნდობლად ვამხელთ ქვეყნის წინაშე. მაგრამ ღმერთმა გვიხსნას იმ მიზეზეთაგან, რომელნიც ამისთანა უსიამოვნო, ამისთანა სამწუხარო საქმეზედ იძულებული გაგვხდიან. იმედია, რომ მუქთა ჯამაგირის მჭამელნი ან სულ არ იქნებიან, ან არა და ძალიან იშვიათად გამოერევიან სასოფლო შკოლის მასწავლებელთა შორის.
სხვა მხრითაც რომ შევხედოთ ამ ჩვენს საგანს, კიდევ უფრო სანუგეშო ნიშნებს დავინახავთ. ყველა საზოგადო საქმე და ნამეტნავად საქმე განათლებისა მხოლოდ მაშინ წარიმართება ნაყოფიერად, როცა მას თანაუგრძნობს საზოგადოება, როცა მისდამი საზოგადოებას გული გულწრფელად შეჰსტკივა. ჩვენდა სანუგეშოდ, ამ ბოლო დროს ქართველთა საზოგადოებამ დაჰსტოვა უწინდელი გულგრილობა და დაუდევრობა და დღეს მზად არის, შეძლებისამებრ, ერთგულად და მხნედ დაეხმაროს განათლების საქმეს. შარშან შეჰსდგა საზოგადოება, რომელმანც თვალწინ გამოისახა ჩვენი საჭიროება და კისრად იდო წერა-კითხვის და განათლების გავრცელება ქართველებში. საზოგადოებაში, რომლის წესდება ამ დღეებში უეჭველად დამტკიცდება, მიიღო მონაწილეობა ჩვენმა დიდკაცობამაცა და მრავალმა სხვამ. ამ საზოგადოებას აზრათა აქვს დიდი შემწეობა გაუწიოს და დაეხმაროს ხალხის განათლებასა მით, რომ დაჰბეჭდავს თავისის ხარჯით სწავლის ხელ-სამძღვანელთა წიგნთა, გამართავს საცა საჭირო იქნება, სახალხო ბიბლიოთეკასა, ჯამაგირს მოუმატებს იმ სასოფლო მასწავლებელთა, რომელთაც სოფლები, შეუძლებლობის გამო, საკმარის სახსარს არ აძლევენ, გამართავს თავისის ხარჯით შკოლებს, საცა სოფელს სიღარიბე ნებას არ მიჰსცემს იქონიოს საკუთარი შკოლა, მიაშველებს შკოლებს თავის ხარჯით საჭირო წიგნებს, საკლასო ნივთეულობას და სხვას ამისთანას. ნივთიერობითის მნიშვნელობის გარდა, ამ საზოგადოებას სხვა ზნეობითი გავლენა უფრო მომეტებული ექნება. საზოგადოებას ეყოლება ამორჩეულნი პირნი, რომელნიც ყოველს წელს დაივლიან სოფლის შკოლებსა, თვალით დაინახავენ მათს ავკარგიანობას, შეიტყობენ მათს მდგომარეობასა და საჭირო ებასა, გააძლიერებენ ხალხში და საზოგადოებაში თანაგრძნობას განათლებისადმი და ეცდებიან, რომ შკოლამ არ გადაუსვიოს ჭეშმარიტ პედაგოგიურ გზიდამ და მტკიცედ აღასრულოს შკოლის ნამდვილი მოვალეობა. როგორც ვხედავთ, პროგრამა ვრცელია და ნუგეშიანი. სოფლებიდამ რომ ქალაქებზედ გადავიდეთ, აქ დაარსებულ სასწავლებლებში ჩვენ შევამჩნევთ, სხვათა შორის, ერთს მეტად სამწუხაროს და გულმოსაკლავ მოვლენასა. საქართველოსათვის დაარსებულნი სასწავლებელნი, საქართველოს ხარჯით გამართულნი და საქართველოს ხარჯით სულდგმულნი, სავსენი უნდა იყვნენ ქართველების შვილებითა. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ სრულიად ამის წინააღმდეგსა ვხედავთ. აიღეთ რომელნიც გნებავთ სასწავლებელი ტფილისში, გინდ ვაჟებისა და გინდ ქალებისა, და გასინჯეთ სია მოწაფეთა. ამ სიიდგან ცხადად დაინახავთ, რომ შკოლებში, სადაც ორმოცამდის მოწაფეა, მარტო ორი-სამი ქართველი მოიძებნება. საქმე იქამდის მისულა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ტფილისის საქალებო გიმნაზიაში შეუსრულებია კურსი მხოლოდ ცხრა ქალსა ქართველისას, როდესაც რომ საზოგადო რიცხვი კურსშესრულებულთა ამავე დროს ადის ორასამდის... ამგვარად ქართველთ შვილები რჩებიან სწავლის გარეთ, მაშინ როდესაც სხვა ტომთა ახალგაზრდობა დღედადღე მატულობს... სწავლა, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ძალა და იარაღია. როგორც უღონო და უიარაღო ლაშქრობის დროს ხდება მსხვერპლად ძლიერისა და დაიარაღებულისა, ისე უსწავლელმა უნდა დაუტოვოს ცხოვრებაში თავისი ადგილი, გზა დაუთმოს სწავლულსა, ჩამოუდგეს უკან და გახდეს მისი შემაცქერალი. პირველი ბატონია, მეორე - ყურმოჭრილი ყმა. ეს გონებით ბატონყმობა, რომელსაც სწავლა და უსწავლელობა აწესებს ხოლმე ადამიანთა შორის, ბევრად უფრო ცუდია იმ ბატონყმობაზედ, რომელიც ჩვენში უკვე მოისპო. ამას ვერ შეიპოვებთ და ვერ მოსპობთ ვერც კანონით და ვერც რაიმე განკარგულებით. ამიტომ ყოველი ხალხი, სწავლას მოკლებული, და იმ ხალხის თვინიერ-არსებობა, ყოფა, სიცოცხლე ყოველთვის განსაცდელშია ნამეტნავად მაშინ, როცა სხვა უფრო განათლებულს ტომს შეხვდება ხოლმე ისტორიის გზაზედ. ამისთანა ხალხი მიუცილებლად ჩავარდება ხოლმე სხვის ხელში და შეიქმნება ბევრად თუ ცოტად მონა უფრო განათლებულის ტომისა. ჩვენ, ქართველებს ამგვარი ბედი მოგველის, თუ ჩვენის ახალგაზრდობის უსწავლელობაზედ არ დავფიქრდით და ამ უსწავლელობას არ მოვუძებნეთ უებარი წამალი. ყოველგვარ ავადმყოფობას მხოლოდ მაშინ მოევლება, როდესაც მის ნამდვილ მიზეზს ვიპოვნით. რა მიზეზია, რომ ესე უსწავლელი რჩება ჩვენი ქართველი ახალგაზრდობა. რას უნდა მივაწეროთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოს სასწავლებლებში ქართველებს უჭირავთ რიცხვით უკანასკნელი ადგილი, როცა რომ მათ უნდა ეჭიროსთ პირველი. ნიჭსა და წადილს, რასაკვირველია, არაფერი უნდა დაბრალდეს. არც ნიჭით და არც სწავლის წადილით ქართველები უკან არავის არ ჩამოურჩებიან. სრულიად სხვა მიზეზი უხშობს კარებს საშუალო სასწავლებლისას ქართველს ახალგაზრდობას. სასწავლებლებში შესვლისათვის საჭიროა პირველდაწყებითი კურსის კარგი ცოდნა. ამ კურსის ცოდნაში უნდა გამოცდილი იქმნეს ყოველი ყრმა, რომელსაც კი სურს შესვლა რომელსამე საშუალო სასწავლებელში. ჩვენ ქართველ ყმაწვილებში ათში ერთი ვერ იჩენს საკმაო ცოდნას ამ კურსისას გამოცდების დროსა, და ეს გარემოება აგდებს ჩვენს ახალგაზრდობას წრის გარედ. ეს იმისგან არის, რომ არა გვაქვს არც ერთი პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც ჩვენს შვილებს შეეძლოთ მიიღონ სრული პირველდაწყებითი სწავლა და კარგად მიემზადონ შესასვლელად სხვადასხვა სასწავლებლებში. მართალია მოსამზადებელი კლასები არსებობენ ზოგიერთ საშუალო სასწავლებლებში, მაგრამ ისინი არიან გამოსადეგნი მხოლოდ რუსებისათვის, რადგანაც იქ სწავლა მიდის მარტო რუსულ ენაზედ. ამიტომ ქართველი ყმაწვილები, რომელნიც იძულებულნი არიან შევიდნენ ამ მოსამზადებელ კლასებში, მაგდენს ვერასა სწავლობენ რუსულის ენის უცოდინარობის გამო, საკმაოდ ვერ იხსნიან გონებას და ვერ ემზადებიან სასწავლებლებში შესასვლელათ. მეორე ღონისძიება - შინაობაში მომზადება ყმაწვილებისა - ქართველებისათვის აგრეთვე არ არსებობს. რომ შინ შეასწავლოს ყმაწვილს რუსული პირველდაწყებითი კურსი, ან თქვენ თვითონ უნდა იყოთ კარგად გახსნილი და მომზადებული, ან უნდა გქონდეთ იმოდენა შეძლება, რომ ცალკე მასწავლებელნი დაუჭირეთ.. თქვენ შვილებსა, არც ერთი და არც მეორე ქართველებს შორის არ მოიპოვება. ეს გახლავთ მიზეზი იმ სამწუხარო მოვლენისა, რომ ათ მსურველ ყმაწვილში მხოლოდ ერთი ეღირსება ხოლმე შესვლასა ამორჩეულ სასწავლებელში, სხვანი კი რჩებიან გარეთ, აკლდებიან სწავლასა და ამრავლებენ უმეცართ და გამოუდეგართ რიცხვსა ქართველთ საზოგადოებისასა.
ამ სამწუხარო მოვლენას ჯეროვანი ყურადღება მიაქცია ახლად დაარსებულმა „ტფილისის გუბერნიის აზნაურთა საზოგადოებამ შემწეობისათვის შეუძლო მოსწავლეთა“, და განიზრახა გამართვა ტფილისში ისეთის სასწავლებლისა, სადაც მოზარდ ქართველებს მიეცემათ ღონისძიება პირველდაწყებითი განათლება თავისი დედაენის შემწეობით მიიღოს, კარგად, საფუძვლიანად შეისწავლონ რუსული და ყოველის მხრივ გვარიანად მოემზადონ შესასვლელად სხვა და სხვა სამოქალაქო და სამხედრო სასწავლებლებში. ეს განზრახვა ეხლა სისრულეში მოჰყავს ამ საზოგადოების კომიტეტსა, რომელმაც უკვე დაიქირავა კუკიაში მშვენიერი სასკოლო სახლი, გაიმწესა ორი კეთილსაიმედო მასწავლებელი, მოიპოვა ყველა შკოლებისათვის საჭირო ნივთეულობა და ხსნის შკოლას თებერვლის პირველ რიცხვებში. შკოლა ჯერეთ ოთხმოცი ყმაწვილისათვის იმართება. მაგრამ ამ პირველხანშივე იმდენი არზა მოაწყდა კომიტეტსა, რომ მომავალში ეს რიცხვი ერთიორად და სამათ უნდა გადააქციოს, თუ სურს დააკმაყოფილოს საზოგადოების წყურვილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შკოლა შეიქმნება ორიოდე წლის უკანა ორასისა და სამასის ყმაწვილის აღსაზრდელ ადგილად, და ყოველგვარ საშუალო სასწავლებელს დას-დასობით გაუგზავნის კარგად მომზადებულ და გონებაგახსნილ მოწაფეთა. მაშინ გიმნაზიებში და სხვა სასწავლებლებში ქართველი მოწაფენი გამრავლდებიან. თითოოროლას მაგიერ ათობით და ოცობით იქნებიან ყოველ კლასში და, რადგანაც განათლებულნი პირნი იმატებენ, ქართველი საზოგადოება ამით თავს დაიხსნის იმ სამწუხარო გარემოებიდამ, რომელიც თანა ჰსდევს გონების სიბნელესა და უსწავლელობას. ჩვენ საფუძველი გვაქვს, რომ ეს შკოლა ხვალ თუ ზეგ, ამ მოკლე ხანში შეიქმნება სათავედ, საიდამაც აღმოიშობება ერთი კარგი კერძო გიმნაზია ქართველებისა.
განათლებას, საზოგადოდ, და ხალხის განათლებას, კერძოდ, კარგს მომავალს უქადის მიდრეკილება და მიმართულება მისი, ვინც ახლად დანიშნული იქმნა კავკასიის სამოსწავლო ოლქის, მეთაურად და მზრუნველად, ჩვენ თვითონ არა-რაიმე პირდაპირი ცნობა არა გვაქვს უფ. იანოვსკისა, მაგრამ ვისაც კი ჰქონია შემთხვევა, ან უწინდელი მისი მოქმედება შეუტყვია, ან ახლა მოუსმენია მისი ჰაზრები და დაწყობილებანი, ერთხმად აღიარებენ, რომ ახალის მზრუნველისაგან სამოსწავლო ნაწილი ბევრს კარგს და ნაყოფიერს ცვლილებას უნდა მოელოდესო. ჩვენ, სხვათაშორის, გვიამბეს საუბარი უფ. იანოვსკისა ერთს. სახალხო შკოლების დირექტორთანა. ამ საუბრიდან ცხადადა სჩანს, რომ იგი არამც თუ მიუცილებელ საჭიროებათა სთვლას სამშობლო ენაზედ სწავლებას სასოფლო შკოლებში, არამედ სურს, რომ ყოველმა სახალხო შკოლების დირექტორმა შეისწავლოს ის ენა, რომელზედაც მიდის სწავლა მის ქვეშევრდომ შკოლებში. ჩვენი იმედი აქაც კიდევ უფრო შორს მიდის, ჩვენ არა გვგონია რომ უფ. იანოვსკიმ საზღვარი დაუდოს თავის მზრუნველობას აქაურს საჭიროების დაკმაყოფილებისათვის იმით, რომ ქართული ენა მარტო სუფლის შკოლაში შეიწყნაროს და არ მისცეს ადგილი საშუალო სასწავლებლებშიაც როგორც ქართულს, ისეც სხვა აქაურს ენებსაც. თუ უფ. იანოვსკი მართლა ისეთი მიხვედრილი კაცია, როგორც ამბობენ, უეჭველია შესაფერის შეზარებით უარჰყოფს იმ კაცის შემარცხვენს მიდრეკილებას, რომელმაც გამოადევნინა ქართული ენები აქაური გიმნაზიებიდან. ამ უსამართლობას, ამ ბოროტმოქმედებას განათლების მოღვაწეთა ბევრი მავნებელი შედეგი მოაქვს, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფო სარგებლობისათვის. ენა საგანძეა ხალხის ჭკუისა, ზნეობისა, გრძნობისა, ენა სულია ხალხისა, ენის წართმევა სულთახდაა და მოდი და მერე იკითხე, ხალხს რატომ არ ვუყვარვარო? ვინ? სულთამხდელი? ეგ ბუნების წინააღმდეგია და ამ შემთხვევაში ბუნების ძალა უძლეველია... სულთა მხდელს კაცი ვერ შეიყვარებს, ვერა, ვერა!.. ამას გარდა საზოგადოება იმითია წაგებაში, რომ ნასწავლი ნაწილი საზოგადოებისა ჰკარგავს აღმზრდელს და გამანათლებელს გავლენას ხალხზედა და თავის მხრივაც მოკლებულია ხალხის ცხოვრების გამაცოცხლებელ გავლენასა. რადგანაც ენა, ეგ ურთიერთა შორის მიქცევა-მოქცევის უკეთესი იარაღი, ხელში არა აქვს. მართებლობაც ზარალშია, რადგანაც მას მხოლოდ მაშინ შეუძლიან კარგად, წესიერად მართოს ხალხი, როდესაც მისმა მოხელეებმა კარგად იციან ხალხის ენა, ხალხის თვისებანი, ხასიათი, ზნე და ჩვეულებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხსა და მოხელეთ შორის ყრუმუნჯობაა და ამას, იმისთანა საქმეებიც მოსდევს, როგორც სიღნაღისა, სამეგრელოსი და სვანეთის არეულობა.
მიუცილებელი სახელმწიფო საჭიროება მოითხოვს, რომ ეს კავშირი ისევ დამყარდეს მოხელეთა და ხალხთა შორის. უკეთესი ღონისძიება ამისი არის მინიჭება აქაურ ერებისათვის იმავე უფლებისა სამოსწავლო საგნების კურსში, რომელიც დაჩემებული აქვთ სხვა საგნებსა და რომელიც ამ ენებსაც ჰქონდათ ამ ათი წლის წინათა. აქაური ენები უნდა ისწავლებოდნენ არა მარტო უმცროს კლასებში, არამედ უფროსებშიაც, - ისინი უნდა შეადგენდნენ ვალდებულ საგანს ყველა აქაურ მოწაფეთათვის, - ამ ენების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე სამსახურის უფლება და ჯამაგირი, რომელიც მინიჭებული აქვთ სხვა საგნების მასწავლებელთა. მაშინ აქაურის ენების სწავლება ფეხზე დადგება, მათი ცოდნა გავრცელდება ნასწავლ ჩვენებურ ყმაწვილობაში და მათთა და ხალხთა შორის გაიხსნება გზა მჭიდრო კავშირისა, რომელიც სანატრელია, როგორც საზოგადო, ისე სახელმწიფო სარგებლობისათვის. ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ უფ. იანოვსკი ცხადად დაინახავს დიდ მნიშვნელობას ამ მოთხოვნილებებისას და ეცდება ამ მოკლე მომავალში დააკმაყოფილოს იგი. ერთობ დიდი და ძნელი საქმე მოელის უფ. იანოვსკის აქ, ჩვენში. ჯერ პირველი ის, რომ გასწმინდოს ის წმინდა ტაძარი, რომელსაც სასწავლებელს ეძახიან, მოგვთა და კერპმსახურთაგან; დაიხსნას ჩვენი ჭკუის აკვანი გულბილწთა შეგინებისაგან, შეურაცხოფისაგან; მოიწვიოს ახალი გულმოდგინე მოსამსახურენი ჭეშმარიტის განათლებისა და თავისი კაცობრიული აზრები, კაცობრივი მიმართულება არ ჩააგდოს უღირსთა ხელში.
ბოლო ხანს სასულიერო წოდებაშიაც ვხედავთ სანუგეშო ცვლილებათა. მათი მიზეზი არის ჩვენი ახალი ექზარხოსი, ყოვლად სამღვდელო იონნიკე, რომლის დანიშვნას ისეთი სიხარულით მიეგება როგორც ჩვენი მწერლობა, ისე მთელი ჩვენი საზოგადოება. სასულიერო წოდებასთან დაახლოებულმა პერებმა დაგვარწმუნეს ჩვენ, რომ ამ რვა თვის განმავლობაშიაც კი დაეტყო მთელ წოდებას კეთილი გავლენა მისის უფროსის მშვიდისა და მაღალ-პატიოსანის ხასიათისა. იმ შურმა, უთანხმოებამ, ერთმანეთის ბეზღობამ და ჭორიკანობამ, რომელთაც ამ უკანასკნელ ოცი წლის განმავლობაში ღრმად გაიდგეს ფესვები ჩვენ სამღვდელოებაში, აშკარად თურმე იკლო. სამაგიეროდ უწინდებური ძმური პატივისცემა, ურთიერთობა და სიყვარული იღვიძებს თურმე სასულიერო წოდებაში. ასეც უნდა იყოს. სამღვდელოების კეთილგანწყობილება მეტად დიდი რამ არის იმ ღვაწლისათვის, რომელიც ვალად ჰსდევს სამღვდელოებას ღვთისა და კაცის წინაშე. სამღვდელოება გვერდით უდგა თვითონ ხალხსა, სამღვდელოებას ამით ღონისძეება აქვს დღემუდამ ჩაჰსცქეროდეს ხალხი ცხოვრების დუღილს და ჭეშმარიტის გულისტკივილით მოსილი, ჭეშმარიტის მცნებით გაბრწყინებული ჰსწურთნიდეს ხალხსა ქადაგებით და თავისი ცხოვრების მაგალითითა. ჭირია თუ ლხინი, ვიბადებით თუ ვიხოცებით, მღვდელი იქ პირველი უნდა იყოს, პირველი იმითი კი არა, რომ ტაბლას მიაძღეს, არამედ ნუგეშისცემითა, ლოცვითა, კურთხევითა, ბოროტის დევნითა, სიმართლის აღდგენითა, კეთილის მოფენითა. ამიტომაც ეს ახალი სიო, რომელმაც ჩვენს სამღვდელოებას ეხლა დაუბერა, რომელმაც ფესვნი ხრწნილებისა ძირიანად უნდა ამოაგდოს და ამოაგდებს კიდეც, თუ ეს სიო ქარიშხლად გადაიქცევა, ჩვენ სანუგეშო ნიშნად მიგვაჩნია იმ განკარგულებათა შორის, რომელნიც სასულიერო წოდების განკარგებისათვის ამ მოკლე ხნის ექსარხოსობაში მოუხდენია ყოვლად სამღვდელო იოანნიკეს. ორსა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. პირველი განკარგულება მდგომარეობს იმაში, რომ სანთლის ჩამოსხმის და გაყიდვის განმგებლობა და მართვა ჩინოვნიკებისათვის ჩამოურთმევია და ჩაუბარებია თვით ქალაქის სამღვდელოებისათვის. ეს ცვლილება, კერძო პირების მაგივრად შესაკალს შემატებს საეკლესიო ხაზინასა და მისცემს სასულიერო წოდებას ახალს სახსარს განათლების წარმატებისათვის და გავრცელებისათვის.
მეორე განკარგულება არის მეტად დიდი მნიშვნელობისა და უეჭველად მაღლა ასწევს განათლების მდგომარეობას სასულიერო წოდებისას. ეს განკარგულება შიგ გულში ხვდება ისარივით უმთავრეს სენსა ჩვენის სამღვდელოებისას. საქმე იმაშია, რომ ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენის სამღვდელოების გონებით დაცემულობისა მასში მდგომარეობს, რომ ჩვენი სასულიერო წოდების ქალობა სრულიად მოკლებულია განათლებასა. ვერ მოძებნი მთელს საქართველოში ორ-სამ მღვდელს, რომელთაც ნასწავლი ცოლები ჰყვანდეთ; „ფოფედიებში“ ძნელად შევხვდებით ხეირიანად წერა-კითხვის მცოდნესაც კი, ქალების უმეცრებას აქვს მეტად ცუდი ზედმოქმედება სასულიერო წოდების მამობრივს სქესზედ. ეს უმეცრება მღვდელს გონებას უმდაბლებს და ჩქარა ავიწყებინებს იმ ნაგლეჯებს განათლებისას, რომელიც მას მიუღია სასულიერო სემინარიაში. მღვდელისათვის ოჯახი დიდი რამ არის. კანონით მოკლებული ყოველგვარს სიამოვნებას ოჯახის გარეთ, იგი ნუგეშს უნდა ჰპოვებდეს მარტო ოჯახობაში, ოჯახი უნდა ამხნევებდეს, ოჯახი უნდა დღემუდამ საზრდოს აწვდიდეს მის სულსა და გულსა, რათა გონებითის და ზნეობითის ახალის ძალით შეიმოსოს ბოროტთან, მაცდურებასთან, უსამართლობასთან საბრძოლველად. ამისი მომქმედი ოჯახში ცოლია მღვდელისა, რომელიც მართლა-და მეუღლედ მოწვეულია იმ დიდი ღვაწლისათვის, რომლის მძიმე უღელიც მღვდელს აწევს კისრად. გონებადახშული ქალი ვერ გაუწევს მღვდელს ამ მძიმე უღელს და თუ დღეს ჩვენი სამღვდელოება დაცემულია, ამისი თუ არ პირველი, უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ სამღვდელოებათა წოდების ქალნი განათლებას მოკლებულნი არიან. როგორც კარგა მცოდნე მკურნალმა, ყოვლად სამღვდელო იოანნიკემ დახედა სნეულს თუ არა, შეატყო მიზეზი სენისა და მის მოსასპობად უებარი წამალი მოიპოვა; გადასწყვიტა დაარსება ექვს-კლასიანის სასწავლებლისა სასულიერო წოდების ქალებისათვის. ამ სასწავლებლის წესდებანი უკვე გაუგზავნია სინოდში დასამტკიცებლად და სასწავლებლის გახსნას მოელიან ამავე წელს. მშვენიერი, დიდად სასარგებლო ჰაზრი და განკარგულება თუ გინდათ ამას ჰქვიან. მერე კიდევ რა სწრაფად მოყვანილი სისრულეში! აი, თქმა და ქმნა ეს არი! მეორე გარემოება კიდევ უფრო ცხადად გვაჩვენებს ყოველ სამღვდელო იოანნიკეს გულკეთილობას, უანგარობას, მაღალმზრუნველობას, გულშემატკივრობას თავისის სამწყსოს გონებით და ზნეობით ამაღლებისათვის. ეკლესიის ხაზინას არ ამოსჩენია საკმარისი თავისუფალი ფული ქალების სასწავლებლის გამართვისათვის და შენახვისათვის. ჩვენს ქველის მომქმედ ექზარხოსს აუღია თავისი საკუთარის ჯიბიდგან და შეუწირავს ათასი თუმანი ერთბაშად და ასოთხმოცი თუმანი ყოველ-წლივ თავის ჯამაგირიდგან. ეტყობა სრულიად არა ჰგავს იმ უანგარო გვამთა, რომელთაც ოცი წლის სამსახურის შემდეგ ორასი ათასი მანეთით დატვირთულნი წავიდნენ ჩვენის ქვეყნიდგან და მადლობის მაგიერ ცუდათაც გვიხსენიებენ. მეტად კარგი მასწავლებელია ის გარემოებაც, რომ ყოვლადსამღვდელო იოანნიკემ მოსვლის უმალვე იწყო სწავლა ქართულის ენისა და ამჟამათ კითხულობს, სწერს და ცოტად კიდეც ლაპარაკობს ქართულათა. ეს უფრო მეტის სიხარულით შეგვაქვს ჩვენს ღარიბს მატიანეში, რომ ცხადად ამტკიცებს ყოვლად სამღვდელო იოანნიკეს თავგადადებას, რათა ჩვენს საცოდავს ხალხს მართლა და მწყემსად შეექმნეს. მაგრამ ერთი სხვა უმთავრესი იარა ჩვენის სასულიერო წოდებისა და თავი მიზეზი მის დაცემულობისა აქამდის ხელუხლებლად არის დარჩენილი. ტფილისის სასულიერო სემინარია და სასულიერო სასწავლებელნი ისევ იმ უმგზავს და უგვარო მდგომარეობაში არიან, რომელიც არა ერთხელ იყო გამოაშკარავებული. ძველი ენები ისევ ისე ტვინს ულაყებენ და გონებას უხშობენ ყმაწვილებსა, კუვშინსკი ისევ უწინდებულად თავზარსა სცემს თავის საცოდავად დაჩაგრულ მოწაფეთა და ქართული ენა ისევ ისე იდევნება, როგორ იდევნებოდა უწინ. ნუთუ ყოვლად სამღვდელო იოანნიკე ამას ყურადღებას არ მიაქცევს? ყოვლად სამღვდელო იოანნიკემ უნდა იცოდეს, რომ ღვიძლი სიტყვა ფრთაა ლოცვისა; ღვიძლის სიტყვით უფრო ადვილად, უფრო სუბუქად, უფრო მეტის აღტაცებით და მხურვალებით აღიმართება ხოლმე კაცის გული ღმერთამდე და თვითონ ღვთის მადლიც უფრო მეტის ძლიერის, მეტის სასოებით მიახწევს ხოლმე კაცის გულს სიღრმემდე. აქ უარყოფა ღვიძლის-სიტყვისა უარ-ყოფაა თვითონ ლოცვისა, უარ-ყოფაა ლოცვის მადლისა, ლოცვის მაცხოვრობისა, ლოცვის ნუგეშის-ცემისა.
_______________
1 მესამე მუხლი ამ რესკრიპტისა ამბობს: «He позволяя ни ceбђ, не кому бы то ни было превращать разсадники наук - для достижения политических цђлей, учебния начальства должны имђть вђ виду одно лишь безкорыстное служенiе просвђщению»
2 ჩვენ აქამდის არ გვესმის, როგორ და რის ძალით მოხდა ჩვენში ქართულის ენის გამოდევნა შკოლებიდამ. არ გვესმის იმიტომ, რომ ხელმწიფე იმპერატორის რესკრიპტი, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, ამ საგანზედ აი რას ბძანებს: «Въ школахъ обшихъ особенно низших преподованiе должно быть производимо на природном языкђ большинства насселенiя». გვიკვირს ჩვენ: ზოგიერთებმა როგორ შეჰსძლეს უმაღლესის ნების შეცვლა ეგრე დაუსჯელად
![]() |
9 რუსეთის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის მიმოხილვა
გარეშე და შინაგანი მდგომარეობა რუსეთისა ომიანობის შემდეგ. გულ-გრილობა საზოგადოებისა გარეშე საქმეთადმი და მზრუნველობა შინაობისათვის. უფულობა და ჭირი. მთავრობის თავდარიგი, ჟურნალ-გაზეთობა. გაჭირებული მდგომარეობა და მოლოდინი.
ომიანობაც გაუდავდა რუსეთს გაუთავდა, მეთქი, თუმცა ომისაგან ატეხილი აყალ-მაყალი ჯერ არ დალაგებულა სრულიად და კუდი, ცოტად თუ ბევრად, კიდევ მოუჩანს; მაგრამ, ეჭვი არ არის დღეს თუ ხვალ ომიანობის ხსენებაც აღარ იქმნება. ბევრი ვაი-ვაგლახი, ბევრი სისხლის ღვრა, ბევრი ყოველ-გვარი ზარალი და უბედურობა მოჰყვა იმ საქმეს, რომელსაც მოჰკიდა ხელი რუსეთმა ორის წლის წინად. რა გამოვიდა ყველა აქედგან? რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი? რის გულისათვის დაიღუპა ამდენი ხალხი და ამდენი ფული? რითი ინუგეშოს ამდენმა ობოლმა და ქვრივ-ოხერმა? ყველა ამის პასუხად რომ გადაავლოს თვალი რუსეთის შვილმა თვის სამშობლოის აწინდელ მდგომარეობას ბევრს რასმეს თავ–გამოსადებს და სასახელოს კი ვერას ნახავს; პირიქით — დაისახავს მრავალს იმის თანას, რომელიც ისარსავით ეცემა მის ამპარტავნობას და თავ-მომწონობას. ეს ერთ-გვარად ითქმის რუსეთის შინაგან მდგომარეობაზედ და გარეშზედაც. მართლა-და, რა ჰპოვა რუსეთმა თვის სამზღვარ გარედ? რუსეთის სახელმწიფომ, როგორც მოგეხსენებათ, ამოიღო ხმალი სლავიანთა განთავისუფლებისათვის. ყოვლად მოსალოდნელი იყო, რომ ამ გვარი განზრახვა. ამ გვარი სასახელო დროშა დიდს თანაგრძნობას მოიპოვებდა ევროპაში. უკროპიის განათლებულ სახელმწიფოთა შორის. მაგრამ პირველსავე ფეხის წადგომას სრულიად სხვა და მოლოდინის წინააღმდეგი დახვედრა მოჰყვა ევროპიის მხრით. ზოგან ეჭვი, ზოგან უარყოფა ზემოხსენებულის მაღალის განზრახვისა, ზოგან შურისძიება, ზოგან პირ-და-პირი წინააღმდეგობა — აი რა დაუხვდა რუსეთის სახელმწიფოს სამზღვარ-გარეთ. ერთი ამბობდა — არა მჯერაო, მეორე ამბობდა — თუ კარგი ექიმი რამ იყოსო თავის-თავს მაირჩენსო, მესამე ამბობდა — სლავიანთა განთავისუფლება რას მიქვიანო, აქ თავ–დაცემაა დასაპყრობლად, აქ მსუნაგობაა და მეტი არაფერიო. ყველა ეს გრძნობა მტკიცედ გაუჯდა ევროპას, მეტადრე მაშინ, როდესაც საქვეყნოდ გამოცხადებულ იქმნენ შერიგების პირობები დადგენილნი სან-სტეფანოში. რაში არსებობდნენ ეს პირობები „ივერიას“ მკითხველებს კარგად მოეხსენებათ და გამეორება აქ საჭირო აღარ არის. მხოლოდ ის კი უნდა აღვიაროთ ერთხელ კიდევ, რომ ევროპამ სრულიად უარ-ჰყო სან-სტეფანოს შერიგების პირობებს, ლუკმა-ლუკმა აქცია ოსმალეთისა და რუსეთის მიერ სან-სტეფანოში ხელ-მოწერილი პირ-შეკრულობა და სთქვა — ჯერ მე მკითხე და მერე შეურიგდიო. ასე მოხდა კიდეც. ადვილად გასაგებია თუ რა გრძნობა უნდა აეშლევინებინა ყველა ამას რუსის გულში, მეტადრე იმ რუსის გულში, რომელიც ტრაბახობითა და მედიდურობით იყო აღსავსე — მთელს დედა-მიწას ავცემ და დავცემო. მართალია რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა ომიანობიდამ, მაგრამ... მაგრამ არის ზოგიერთა იმისთანა გამარჯვება, რომელიც დამარცხებაზედ უარესია. ეს ყველამ კარგად იგრძნო: იმანაც ვინც თვალ-დახუჭული ხმალს ატრიალებდა და მეტი არა აგონდებოდა რა, და აგრეთვე იმანაც ვინც თავ-და-პირველად ეჭვიანის თვალით უყურებდა გარშემო ამტყდარ მამაცობას და ტრაბახობას. ამ უკანასკნელ ორთა გრძნობათა მაგიერ აღმოჩნდა სხვა — ბრაზი უღონო, უძლური. თუ იყო ოდესმე იმოდენა ძალა, რომ ოსმალეთი დაემარცხებინა, ეხლა კი თითქმის მთელის ევროპის წინააღმდეგობას ვიღა აუვიდოდა? ამ გვარად აღმოჩნდა — ერთის მხრით ვერაფერი გამარჯვება დიპლომატიის ასპარეზზედ, მეორის მხრით — ვერაფერი სიყვარული, ვერაფერი ნდობა რუსეთის სახელმწიფოსადმი. აქ ეს ორიოდე სიტყვა რუსეთის გარეშე მდგომარეობის თაობაზედ ომიანობის შედეგ საკმარისია, რადგანაც იგივე გარემოება უფრო ვრცლად იქმნება მოხსენებული ჩვენ „საპოლიტიკო მიმოხილვაში“.
რაც შეეხება რუსეთის შინაგან მდგომარეობას ომის შემდეგ, რაღა თქმა უნდა რომ ამ მხრით ვერაფერი სანუგეშო სურათი უნდა წამოუდგეს კაცს თვალ-წინ. გარდა იმ სამწუხარო შედეგისა, რომელიც მოსდევს ხოლმე ყოველს ომიანობას ყველგან და ყოველთვის, არის კიდევ მრავალი იმისთანა გარემოება, რომელიც უფრო უმეტესად უმძიმებს ამ შემდეგს საკუთრივ რუსეთს. ყოველი ომი არის მომტანი საშინელის ზარალისა: იღუპება მრავალი ხალხი, იღუპება მრავალი სარჩო და ფული; გარდა ამისა ომი აჩერებს ყოველ გვარს საქმეთა მსვლელობას, აჩერებს წარმატებას — თუ ხალხს ფეხი შეუდგამს წარმატებაში, — და უძნელებს ამ წარმატებას — თუ ხალხი მისი მომლოდინეა. ზოგჯერ, მართალია, ომიანობა თვისის უბედურებით შეიქმნება ხოლმე ნაპერწკლად ამა წარმატების გაბრიალებისთვის. მაგრამ ამით მაინც არ უმცირდება ხალხს ომიანობისაგან წარმომდგარი განუსაზღვრელი ეკონომიური ზარალი და თუ ომი რაიმე წარმატების მომტანია. სრულიად სხვა მხრით, ისიც ცოტად თუ ბევრად დაშორებულ მომავალში. მაშ თუ ომი საზოგადოდ ზარალისა და ვაი-ვაგლისის მომტანია, ახლა გასინჯეთ რამდენად უფრო უმეტესის უბედურების მომტანი უნდა იყოს იმისთანა ქვეყნისათვის, რომელიც თავად ისეც ვერ გამოიდებს თავს მეტის-მეტ სიმდიდრით, ხალხის უხვი ეკონომიურ წარმოებით, განათლებით და სხვა კვეხნა და ტრაბახობა რასაკვირველია ადვილია და დიდი ჭკუა არ არის საჭირო წამდაუწუმ ძახილისათვის, სლავიანოფილებისა არ იყოს, ჩვენზე ჭკვიანი და პატიოსანი ქვეყანაზედ არავინ მოიპოვებაო, მაგრამ ეხლანდელ დროში ლიტონი სიტყვა ვერაფერი თამასუქია რისამე დამტკიცებისათვის და ძნელად აუხვევს ვისმეს თვალს. ერთის რუსის მწერლისა არ იყოს, სიტყვა ითქმის და გაქრება, მაგრამ თვით საქმე, ფაქტი კი უკვდავია. მართალი უნდა თქვას კაცმა, რომ უმეტესი ნაწილი რუსის საზოგადოებისა ბოლომდე არ აჰყვა ზემოხსესებულ ტრაბახობას და არ დარჩა თვალ-ახვეული. რუსთ–ოსმალოს ომიანობამ აღმოაჩინა მრავალი ტკივილი. მრავალი უმზგავსობა ღრმად ჩანერგილი ცხოვრებაში, აწინდელ წყობილობაში. მართალია ჯარი გამარჯვებული გამოვიდა ომიანობიდამ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა თუ რა ფასად უნდა დაფასდეს ეს გამარჯვება, რამდენად აღმოაჩინა ამ გამარჯვებამ სიმძლავრე ქვეყნისა და სახელმწიფოისა. ყველა ამაზედ შემდეგში გვექნება დაწვრილებით მოლაპარაკება ამ „რუსეთის მიმოხილვაში“ გამოვიკვლევთ შეძლებისამებრ დაწვრილებით ყოველ მხარეს აწინდელის რუსეთის მდგომარეობისას. ეხლა მხოლოდ ვნიშნავ, საზოგადოთ, საგანს, ვნიშნავ იმ დასაბამ წერტილს საიდგანაც დაიწყება ჩვენი მსვლელობა რუსეთის არე-მარეში. საზოგადოებამ თვალი გაახილა, მეთქი, დაინახა სურათი და შეკრთა: ათას ორას მილიონზე მეტი ვალი ომიანობის გამო (ქაღალდის ფულით და სესხით) და წარმოება ხალხისა არამც თუ იგივე, არამედ უფრო დასუსტებული და დამცირებული, — აი რა დახვდა თვალ-წინ. ეხლა კი იმასაც გაურბინა გუნებაში – რა დროს სხვაზედ ზრუნვაო, რა დროს სამზღვარ-გარედ ცქერააო, როდესაც... და სხვ. სადღაა ის მამაცი გალაშქრება ჟურნალ-გაზეთებისა თუ საზოგადოებისა თითქმის მთელს ევროპაზედ, რომელიც აქამდისინ სუფევდა! ეხლა თითქმის ყოველის მხრიდამ მოისმის ერთი ხმა: გვეყო გარეშე საქმეებიო, ვიზრუნოთ ჩვენ შინაობისათვისო, და სხვა ამგვარი. ეს გარემოება ყოვლად ღირს შესანიშნავია აწინდელ დროისათვის... რასაკვირველია სასწაულით არა მომხდარა რა ისტორიაში, და არც ეს ცვლილება არის უეცარი და სასწაულის ძალით მოვლენილი. ეჭვი არ არის, რომ უმეტესი ნაწილი საზოგადოებისა, და თუ უმეტესი არა — უკეთესი და წინ წამდგარი მაინც, დიდი ხანია გრძნობდა მრავალის ცვლილების საჭიროებას თვისის სამშობლოის წარმატებისათვის; კარგად გრძნობდა, რომ მრავალი შინაგანი საქმე დამწიფებულა კიდეც და წინ წამომდგარა, და ელის მხოლოდ თავის დროს და ჯეროვან შემთხვევას თვითონ ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის. მაგრამ თუ აქამდისინ ამ საზოგადოებას არამც თუ არაფრით არ გამოუჩენია თავისი გრძნობა და სურვილი, არამედ დროებით გულ–მსუბუქადაც აჰყოლია იმ გრძნობას, რომელიც პირ-და-პირ ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ სურვილს და მიდრეკილებას, ბრალი ამაში აქვს არა მარტო საზოგადოების რუსეთის ცხოვრება აქამდისინ იმგვარად ყოფილა მომართული, რომ ფრიად გასაოცარიც იქნებოდა საზოგადოებას რომ ცოტაოდენად მომეტებული თაოსნობა შეეძინა და შეეთვისებინა. თაოსნობა იმგვარი თვისებაა, რომელიც არც უეცრად ჩამოვარდება ხოლმე ციდამ და არც ბუნებით შეჰყვება ხალხს. მის აღმოცენისათვის საჭიროა ჯეროვანი ნიადაგი, ჯეროვანად შემუშავებული; იგი მოითხოვს წვრთვნას, გამოზრდას. თუ ცხოვრებაში არ არსებობს თვით-მოქმედობა, თუ პირიქით სუფევს, მარადი სხვის-ანაბრობა, საზოგადოებაში თაოსნობას ნუღარ ეძებთ. გარდა ამისა არის კიდევ სხვა მიზეზიც, რომლის ძალითაც საზოგადოებამ გული გაუღო მეომრობას და აჭყვა სხვა-და-სხვა ტრაბახობას: ეს გახლავსთ მიძინეაბა, სამარის სიჩუმე, თვალ-გაუწვდენელი მწყვდიადი, რომელშიაც მიმდინარეობდა ცხოვრება... ამგვარი არსებობა დიდის ხნით შეუძლებელია, როგორადაც შეუძლებელია კერძო ადამიანისათვის იყოს ცოცხალი და ცოცხლობას კი ვერაფრით ვერ იჩენდეს. თუ საზოგადოება რამოდენიმე ხანი იყო კიდეც ამგვარ უღონო მდგომარეობაში, ესეც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმიტომ რომ მოკლებული იყო თაოსნობას. აი მიეცა შემთხვევა და ბუნებამ თავისი გაიტანა: მიძინებულს და განცხრომას მიცემულს საზოგადოებას მოუვიდა წყურვილი სიცოცხლისა. რას დასდევდა — როგორიც უნდა ყოფილიყო იგი სიცოცხლე! უდაბნოში მიმავალი, ხახა-გამშრალი მოგზაური სწრაფად დაეწაფება პირველ–შეხვედრილ წყაროს და რას დასდევს წმინდა არის თუ მღვრიე, მაწყინარო თუ უებარი. ვის ენაღვლებოდა თუ რას მოასწავებს ის სიცოცხლე, რომელსაც ასე ეწაფა საზოგადოება?... თვალ-წინ წამოუდგა განსაცდელი, რომელმაც გაუკრთო ძილი და გამოიყვანა განცხრომისაგან.
უფულობას და სხვა მრავალ გვარ გაჭირებას მიემატა კიდევ ჭირიც, რომელიც კარგა ხანია არ სწვევია ევროპას. ეს საშინელი ავათ-მყოფობა გაჩდა აშტრახნის გუბერნიაში, და თუმცა დიდ მანძილზედ არ არის გამდგარი, მაგრამ მაინც დაიკთხო არამც თუ მარტო რუსეთი, არამედ თითქმის მთელი ევროპაც. ჭირი დიდი უბედურება არამც თუ მარტო იმით, რომ მრავალ ხალხსა სწვეტს: არამედ იმითაც, რომ მის მოსასპობლად იმ გვარი ზომიერებანი არიან საჭირონი, რომელნიც დიდ ზარალს აძლევენ აღებ-მიცემობას და სხვა ყოველ-გვარ წარმატებას ხალხისას. ჭირს მოსდევს კარახტინი, გზის შეკვრა, მისვლა-მოსვლის შეფერხება და სხვ. ყველა ეს რასაკვირველია ვერაფერი ბედნიერებაა რუსეთისათვის ამ ჟამად, როდესაც ეკონომიური მდგომარეობა ხალხისა თავად ისეც განსაცდელის კიდურზედ არის მიმდგარი, მაშინ როდესაც უპირველესი საჭიროება მთელის ქვეყნისა მოითხოვს ხალხის წარმოების გაკეთებას და ხელის შეწეობას და არა მის დამცირებას და დავარდნას. რაღა ეს უნდოდა ხალხს, რომელიც თავად ისეც დატვირთულია რითაც კი შეიძლება და რომლის ავ-კარგიანობაზედ დამარებულია მთელის სახელმწიფოის და ქვეყნის ბედი თუ უბედოს? მთავრობა კარგადა გრძნობს ამ გვარ გაჭირვებულ მდგომარეობას, ცოტად თუ ბევრად ხედავს ამ ურთიერთობას და მტკიცედ მოუკიდნია ხელი ერთის მხრით ჭირის მოსპობისათვის, მეორეს მხრით თვი ფინანსიურ საქმეთა გაკეთებისათვის. ან კი როგორ არ ათხოვოს ჯეროვანი ყურადღება ჭირს, როდესაც ევროპა ისე დაშინებულა, რომ ლამის სრულიად შეუკრას რუსეთს თავისი საზღვარი. თუ მართლა შეკრა კი — ღვთის წინაშე, რომ ეს საქმე ფრიად საზარელი და დასაღუპავი იქმნება რუსეთისათვის. მთავრობა საფინანსო თავდარიგსაც შეუდგა ამ ბოლოს დროს. მართალია ჯერ არ მოჩანს არავითარი მკვიდრი გზა, რომელსაც დასდგომოდეს მთავრობა სახელმწიფოის ფინანსთა საქმის ცვლილებისათვის; არ გამოჩენილა არავითარი მტკიცე და არსებითი ზომიერება რათა შეუმცირდეს მთავრობას გასავალი და მოემატოს შემოსავალი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მთავრობა და, მეორის მხრით, საზოგადოებაც კარგად ჰგრძნობენ. რომ აწინდელის დროის უმთავრესი საჭირობა რუსეთისათვის გამოკვანძილია აქ, ხაზინაში, სახელმწიფოის ფინანსთა მდგომარეობაში. მთავრობის სხვა და სხვა ზომიერებათა შორის ამ საგნის თაობაზედ უნდა მოვიხსენოთ ის ხელმწიფე-იმპერატორის მიერ დანიშნული კომმისია, რომელიც ამ ჟამად შეკრებილია და მოქმედობაც დაუწყვია. ამ კომმისიის თანამდებობა იმაში არსებობს, რომ გამონახოს, სხვა და სხვა საშუალება და ღონისძიება რათა შეამოკლოს და შეამციროს ხაზინის გასავალი; ჩამოაცალოს სახელმწიფოს რაც მეტი და უსარგებლო ხარჯი აქვს. ამ კომმისიის მოღვაწეობა როგორათაც მრავალ სხვა ამ კომმისიების მოღვაწეობაც რასაკვირველია. ძნელია და უბრალო კაცისათვის უცნობი. ამ კომმისიებს გამოაქვთ საქვეყნოთ თავიანთი ნაღვაწი მზად, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდამ. სხედან კომმისსიის წევრნი ოთხ-კედელშუა, კარ–ჩაკეტილნი, უცნობი არავინ და არა ფერი არ შემოგვივარდესო. გაზეთებს კი, მართალია, არა გამოეპა რებათ რა და მოპატიჟებასაც არ უცდიან, და რაც ღონე აქვთ სწერენ და ლაპარაკობენ — აგები ჩვენიც გაიგონონ რამეო. ამ გვარად, როგოც გაზეთები ამბობენ, ზემოხსენებულის კომმისიის უპირველესი ყურადღება მიქცეულია მაზედ თუ როგორ შეამცირონ ის მრავალი ფული, რომელიც მიდის ურიცხვ მოხელეთა ჯამაგირზედ და დაჯილდოებაზედ. ეს კომმისია, როგორც სხვა ამგვარი, კარ-ჩაკეტილია. მეთქი მაგრამ ერთით კი არა ჰგავს ეს კომმისია სხვას: მას ნება აქვს მიიპატიჟოს უცხო პირიც, რომელსაც კი შეეძლება რაიმე გამოსადეგის აზრის შემოტანა წამოყენებულ საგანს და ვინ ეღირსება ამ დაპატიჟებას — ღმერთმა უწყის. რაც შეეხება ჟურნალ–გაზეთებს, დღე არ გავა, რომ ვრცელი სჯა და ბაასი არ გაიმართოს მაზედ თუ როგორ გირჩინოთ თავიო და როგორ ავიცილოთო. თითქმის კოტრობა კარზედ მომდგარიაო. ზემოდაც მოგახსენეთ, რომ ომიანობის შემდეგ დიდი ცვლილება მოხდა მეთქი როგორც საზოგადოებაში, ისე ჟურნალ-გაზეთების მიმართულებაში და მიდრეკილებაში. შეჰსწყდა ზარბაზნების გრიალი და თოფ-იარაღის ჩხარუნი; გაჰქრა აგრეთვე ის უთავო ბოლო სიტყვის ჩხარუნიც, რომელიც მიაქანებდა მშიერ-მწყურვალს... სტამბოლისაკენ. რა დროს სტამბოლიაო, რა დროს ბოლგარიააო, გაიძახიან გაზეთები (რასაკვირველია ზოგიერთ გარდა, რომელნიც ცალის თვალით მაინც სტამბოლს გასცქერიან. მაგრამ ყურს აღარავინ უგდებს!) რასაკვირველიაო, ბოლგარიისათვის კეთილ-დღეობისა და . . . . . . . . . . ბოძება კარგი და საქები რამ არისო, მაგრამ... მაგრამ ჩვენ აქ მაინც რა შუაში ვართო? ეს არის უმთავრესი კილო, რომელზედაც მომართულია ამ ჟამად რუსის უმეტეს საზოგადოებისა და მწერლობის მიმართულება. ძილი გაკრთობილია მეთქი და ყური აცქვეტილი.
![]() |
10 პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
წინა-სიტყვაობა ევროპის სახელმწიფოთა აწინდელი მდგომარეობა საზოგადო.
ვიდრე მივყვები ევროპის სახელმწიფოთა საპოლიტიკო. ცხოვრების განხილვას, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა მასზედ თუ რის მომლოდინე უნდა იყოს მკითხველი ამ მიმოხილვიდამ და რის არა. ეს მით უფრო თამამად მეთქმის, რომ კარგად ვიცი რა გულიანად ადევნებს მკითხველი თვალსა და გონებას ევროპის ხალხთა და სახელმწიფოთა მომდინარე ცხოვრებას, ეს ცნობის-მოყვარეობა შეეხება, ანუ დაერთვის ორ მხარეს საგნისას: ერთის მხრით — თვითონ მოვლენას, ამბავს, ცნობას; მეორის მხრით — ამ ამბავთა, ამ ცნობათა დაფასებას, მოსაზრებას, მათზედ მხედველობის დადგენას. ყველა ამის შესახებ გაზეთისა და ჟურნალის შორის დიდი განსხვავებაა. გაზეთს მოაქვს ამბები ახალ-ახალი, ცხელ-ცხელი. ამ ამბავთა შორის არის მრავალი იმისთანა, რომელთა მნიშვნელობა წუთიერია, ღირს საცნობია მხოლოდ დღეს, ხვალ კი აღარა. მკითხველისათვის, რასაკვირველია, ეს არა კმარა; იგი ეძებს აგრეთვე ამბების დაფასებას, მოსაზრებას, მათთვის ღირსების შესხმას. გაზეთიც, რასაკვირველია, ცოტად თუ ბევრად, ავად თუ კარგად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. მაგრამ ამის შესახებ მის მოსაზრებას ვერ ექმნება იმოდენა სიმკვიდრე, რამოდენაც შეუძლიან იქონიოს ჟურნალმა. ჟურნალს უფრო ფართო მეიდანი აქვს გადაშლილი ვიდრე გაზეთს, ე.ი. ჟურნალს უფრო დიდ მანძილზედ შეუძლიან გააწვდინოს თვალი, უფრო ვრცელს ადგილს შეუძლიან გადაიფინოს ნათელი, რადგანაც მის ხელთ არის მეტი მოვლენა, მეტი იფაქტი. რადგანაც, ერთის მხრით, ჩვენში არ არის იმისთანა ვრცელი გაზეთი, რომელსაც შეეძლოს პირველის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სრულიად და უნაკლულოდ, და რადგანაც, მეორის მხრით ჟურნალს არ შეუძლიან ეს ნაკლულევანება შეავსოს და თან ბლომა ამბებიც შეატყობინოს მკითხველს და თან მათი დაფასებაც მოახდინოს, ამიტომ იძულებულნი ვიქმნებით მივაქციოთ მკითხველის ყურადღება თვე და თვე მხოლოდ ერთ-ორ ცოტად თუ ბევრად რთულს გარემოებას ევროპის მომდინარე ცხოვრებიდამ, უფრო მომეტებულად თვალ-საჩინოს, უფრო მომეტებულის მნიშვნელობისას. ჯერ-ჯერობით კი გადავავლოთ თვალი ევროპის სახელმწიფოთა აწინდელ მდგომარეობას.
„ივერიაში“ მრავალი თქმულა საზოგადოდ აღმოსავლეთის საქმეზედ და აგრეთვე სლავიანთა მოძრაობაზედაც. ასე რომ მკითხველს კარგად ეხსომება ყოველი გარდასავალი, ყოველი ხანა ამ საქმისა. მკითხველს ეცოდინება აგრეთვე, რომ სული და გული აღმოსავლეთის საქმისა, მისი სიძნელე, მის დიდი ვაი-ვაგლახი გამოკვანძილია სახელმწიფოთა ცილობაზედ, ერთი-ერთმანეთის შურზედ. თუ სხვა რამე აქვს დართული ამ საქმეს — დართულია ძალა უნებურად: ან როგორც იარაღი ბრძოლისათვის, რომლის დედა-ბოძი არის კერძო და პირადი სარგებლობა, ან როგორც ძელი, რომელსაც ძალა-უნებურად ეძგერება იგი საქმე თვის მსვლელობაში. რაში არსებობს ეს ძელი — ამას ქვევით ვნახავთ, ეხლა კი ორიოდე სიტყვით მოვიხსენიოთ უკანასკნელი ხანა აღმოსავლეთის საქმისა, რომელზედაც „ივერიას“ ვერ მოუხდა მოლაპარაკება.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლოს და ბოლოს აღმოსავლეთის საქმე გადიქცა თითქო საკუთრივ ინგლისისა და რუსეთის შორის ბრძოლად, ჯერ ევროპაში და მერე აზიაში. ინგლისის მთავრობამ ჯერ წაჭიდა ხელი სტამბოლს — არ დავანებებო, მერე უძგერა აზიაში — ინდოეთის მფლობელობას შიში მოელისო. და რუსეთის წინააღმდეგობისათვის და შეფერხებისთვის ომი გამოუცხადა ავგანისტანის ემირს. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ინგლისმა ბალკანის ნახევარ–კუნძულზედ მტკიცე ადგილი და გავლენა დაიპყრა აღმოსავლეთის საქმის წინაშე, მაგრამ წაჭიდა ხელი ოსმალეთის მფლობელობასაც მცირე აზიაში. თუმცა ერთი ცვარი სისხლი არ დაუღვრია ამ გამარჯვებისათვის. ავგანისტანში კი, მართალია, სისხლის ღვრა დასჭირდა და ზარალიც მოუვიდა, მაგრამ ეს ზარალი არა არის რა შედარებით მასთან, რაც მოიგო ამ ზარალით ინგლისმა დაიპყრა გარგა დიდი ადგილი შუა-ზიაში, დაიფარა ინდოეთი თავ-დაცემისაგან (თუ ჰქონდა რამე შიში), სახელი გაითქვა თვის ქვეშევრდომთა წინაშე ინდოეთში (თუ მართლა საჭირო იყო). ერთის სიტყვით აღმოსავლეთის საქმეს დაუდგა ახალი ხანა, ანუ უკეთ ვსთქვათ გამოუჩნდა ახალი მხარე, ან არა და იგივე ძველი-ახლად უფრო აშკარად. რუსეთს დიდი ხანია სახელი აქვს დავარდნილი, აზიაში მიიზიდებაო, თან-და-თან აზიის შიგ შუა-გულში ფესვებს სდგავსო. მართალია თუ არა ამ გვარი მიდრეკილება და მსვლელობა რუსეთისა, ღმერთმა უწყის. რუსეთს როგორც მოგეხსენებათ მრავალი მტერი ჰყავს და ვერაფერი ნდობა უპყრია ევროპაში. რუსეთიო, — თითქო ფიქრობდა ევროპა, — უმთავრესად სამხედრო სახელმწიფო არისო, ესე იგი, მისი ძალა დამყარებულიაო მხედრობაზედ და იმ გვარად არისო. მომართული, რომ თვისის დღეგრძელობისათვის სახსარი გარედ უნდა მოძებნოსო, რადგანაც თვის შინაობაში ვერაფერ ფართო მსვლელობას აძლევსო შინაგან ძალასაო. და ყოველ-გვარ წარმატებასაო. ამიტომ არც არის გასაკვირველიო, რომ რუსეთი სულ სამზღვარ-გარედ მიიზიდებაო, რამდენად საფუძვლიანია ამ გვარი ლაპარაკი, რა მოგახსენოთ. ის კი ცხადია, რომ ევროპა ერთის თვალით უღიმის, მეორით ზურგს უკან გასცქერია — ხომ არას აპირებსო. ეს გარემოება ნამეტნავად შარშან გამოჩნდა. აშკარად სლავიანთა განთავისუფლების თაობაზედ. ეგ ყველა კარგიო, მაგრამ თუ შეიძლება ცოტა იქით მიბძანდითო; იქნება სლავიანებმა თვითონვე ირჩინონ როგორმე თავიო. ამასთანავე წამოდგა წინ ინგლისი, მოუყარა ზურგს უკან, აზიიდამ — იქმნება აქ გნებავთ რამეო, რადგანაც ევროპაში მაგდენი ვერაფერი ვერ შეიძინეთო, უკაცრავად კი ვიყო და აქ კი მე ვარ პატრონიო; ბათუმი და ურსი დიდის სიამოვნებით მომირთმევიაო და სხვისა კი ნურას უკაცრავადაო! დახე ინგლისის უსვინიდისობას! აკი მართლა დაპატრონებია ოსმალეთის მფლობელობას მცირე აზიაში, და წიხლი ამოჰკრა შირ-ალისაც ავგანისტანში. ინგლისმა, როგორც მოგეხსენებათ, ცალკე პირობა შეუკრა ოსმალეთს, რომლის ძალით ერთის მხრით კიპრის კუნძული დაიჩემა, მეორის მხრით პატრონობა იკისრა იმ ცვლილებათა აღსრულებაში მოყვანისა, რომელნიც უსაჭიროესად სცნა ევროპამ ოსმალეთისათვის. რაც უნდა გაიხეთქო თავიო, ამბობდა ვითომ ინგლისი, მაინც ჩემზე მომეტებული ჭკუა და განათლება არ გამოგივაო ეხლანდელ დროში კი, როდესაც ყურ-მოჭრილი მონაობა სამარადისოდ ამოვარდა ქვეყნიერობიდამაო და როდესაც ყველას სწყურიანო სიცოცხლე, თვით-არსი წარმატება და განვითარება, ჭკუა-გონებისთანა მტკიცე და მკვიდრი იარაღი არ არის რაო... ამაზედ შეჩერდა საქმე.
ეს არის ერთი გარემოება, რომელიც დაერთვა შარშან აღმოსავლეთის საქმეს, გარდა ამისა არის კიდევ მეორეც, რომელიც არა ნაკლებ მჭიდროდ, — ერთის მხრით მაინც, — დაერთვის აღმოსავლეთის საქმეს. მე ვამბობ წვრილმან ხალხოსნობის თვით-მყოფობაზედ, თვით–არსებობაზედ. თვითონ იმ ხალხებზედ, რომელნიც ბალკანის ნახევარ–კუნძულზედ ცხოვრობენ, ბევრი ლაპარაკი, რასაკვირველია, საჭირო არ არის. ყველამ იცის, რომ აღმოსავლეთის საქმის დაბოლოვება ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ და ამ ხალხთა თვით-მყოფობა, დაუმოკიდებელი არსება ისე მჭიდროდ არიან გადაბმულნი ერთი-ერთმანეთზედ, რომ ერთის დასრულება მოასწავებს მეორეს, და უმეოროდ შეუძლებელია. მაგრამ თვითონ ამ მჭიდრო კავშირობის ძალით აღიარებულ და დადგენილ იქმნა საჯაროდ თვითონ დედა-აზრი, პრინციპი წვრილმან ხალხოსნობის თვით-არსებობისა, ავტონომიისა. თითქო დასძახა რაღაცა ხმამ: მოუარეთ, ხელი შეუწყეთ, თორემ დამრჩებით ცარიელნო! ამ სახით, იმ საპოლიტიკო აზრთა და იდეათა შორის რომელთაც თვით საქმით ამოქმედებდა ევროპა, ჩაჯდა და მიემატა კიდც ეს ერთი. მართალია აქ ახალი არა არის რა და უწინაც ამოუყვია მას თავი მაგრამ მისი უმეტესი მნიშვნელობა ამ ჟამად ცხადად დაგვენახა თუ მივიღეთ მხედველობაში ორი გარემოება: ერთის მხრით — ის მიმართულება, რომელსაც დაადგნენ ევროპის სახელმწიფოთა (უმეტეს ნაწილის) მთავრობანი თვის შინაობაში და რომელსაც შეიძლება დავარქვათ ზურგის მიგცევა საპოლიტიკო წარმატებისათვის; მეორის მხრით — ის გარემოებაც რომ ზემოხსენებულმა თვითარსების დედა-ზრმა თითქმის ერთის ფეხით აზიაშიაც გადმოაბჯინა. პირველ შემთხვევაში ხსენებულს უკუქცევას მოემატა მოწინააღმდეგე, მეორეში ხსენებულ დედა-აზრის, პრინციპის მომქმედობას გაუვრცელდა ასპარეზი.
ეს არი ეხლა მოვიხსენიეთ რომ მომეტებულ ნაწილს ევროპის სახელმწიფოებს წარმატების წინააღმდეგი მიმართულება დაეტყოთ მეთქი. ესეც ერთი თვალსაჩინო საქმეა, რომელიც აწარმოვა შარშანდელმა წელიწადმა. უპირველესი პატივი ამ საქმეში უნდა მიეცეს როგორც მოგეხსენებათ, გერმანიას. დაცალა თუ არა ვიღაცა ჰედელმა დამბაჩა იმ წამსვე ამოყო თავი ყველამ რაც კი უმზგავსი, დამპალი და სიკვდილს მიცემული რამ მოიპოვებოდა გერმანიაში. მთავრობას თითქო კიდეც გაუხარდაო, რა მოხდა? 1877 წლის არჩევანმა გაგზავნა რეიხსტაღში ცამეტი წევრი სოციალ-დემოკრატთა დასის მიმდევარი. ეს იყო უმთავრესი ტკივილი, რომელიც ძილს უფრთხობდა და მოსვენებას არ აძლევდა მთავრობას, ესე იგი, ბისმარკს (თავიცა და ბოლოც ხომ ბისმარკია). ჰედელსაც დასწამეს სოციალ-დემოკრატობა და გამოსცეს კანონი მთელის დასის წინააღმდეგ. ამ კანონის ძალით, რომელიც მიღებულ იქმნა რეიხსტაღის მიერ განდევნილ იქმნა თვის სამშობლოიდამ მრავალი სოციალ-დემოკრატი. ან ვინც კი ცოტაოდენად ახლო მოუდგებოდა ამ დასს. გარდა ამისა მოსპობილ-იქმნა მრავალი გაზეთი ამ დასის ფეროვნების და მრავალი საზოგადოება, ასსოციაცია, რომელნიც მუშა კაცთა შემწეობისათვის იყვნენ დაარსებულნი. ამოჰყო თავი კლერიკალობამაც. ბისმარკი და კლერიკალები ამას წინად ერთი-ერთმანერთზედ გადამტერებულნი ეხლა კი ერთად, თითქმის ხელი-ხელ გაყრილნი მისდევენ ერთსა და იმავე საქმეს — წინააღმდეგობას თავისუფლებისა და წარმატებისადმი. ბისმარკი ბოლოს იქამდისინ მივიდა, რომ შეთხზა კანონი პარლამენტში შესატანად, რომლის ძალით დეპუტატს, ხალხის წარმომადგენელს, თითქმის სრულიად უნდა წაერთვას სიტყვის თავისუფლება; ამ კანონის ძალით შეიძლება აჰყაროს დეპუტატს თვითონ დეპუტატობაც.
„ივერიის“ მკითხველებს ეხსომებათ არა ერთხელ გამოთქმული აზრი, რომ იმ გვარი ავ-კაცობა, როგორიც მოახდინეს ჰედელმა და ნობილინგმა, შეიძლება კლერიკალების საქმე ყოფილიყოს. ნამდვილად ასეა თუ არა, ღმერთმა უწყის. მაგრამ ბევრი საბუთი კია მხედველობაში მიიღოს კაცმა ეს აზრი ეხლა, როდესაც პაპისა და ბისმარკის შორის დაახლოვებას თითქმის ეჭვი აღარა აქვს; როდესაც ახალმა პაპმა გამოსცა ეპისტოლე რომლითაც მხარს უჭერს ბისმარკს და უგზავნის რისხვას და შეჩვენებას არამც თუ მარტო სოციალ-დემოკრატებს, არამედ ყოველ-გვარ განათლებას, წარმატებას, რომელიც კი მოუპოვებია კაცობრიობას ამ უკანასკნელ ორ-სამ საუკუნის განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, შარშანდელ „ივერიაშიც“ იყო მოკლედ მოხსენებული მათი მდგომარეობა იმ მხრით, რომელსაც აქ ვიხსენიებთ... იმ მწყვდიადში, რომელიც მოჰფენია ევროპას, დგას საფრანგეთი როგორც მნათობი, წარმატების გზის მაჩვენებელი სხვათათვის. საპოლიტიკო მნიშვნელობა საფრანგეთისა ყოველთვის ყოფილა განუსაზღვრელი. ეხლაც ისეა. რითი იპყრობს ქვეუნის ყურადღებას საფრანგეთი? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . საფრანგეთის თვალ–საჩინობა არსებობს მის შინობაში და იმიტომ არის არა წუთიერი, არამედ სამარადისო. ეს მეტადრე ითქმის ეხლა, როდესაც საფრანგეთში დამკვიდრდა რესპუბლიკა. დამკვიდრდა მეთქი, რადგანაც აღარ სუფევს უწინდელი განხეთქილება სენატისა, დეპუტატთა პალატისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის შორის, — განხეთქილება რომელიც დიდ განსაცდელს მოასწავებდა რესპუბლიკისათვის თუ არ მოსპობილიყო, სენატის უმრავლესობა იყო რესპუბლიკის წინააღმდეგი, პრეზიდენტათ იყო მონარხიის მიმდევარი მარშალი მაკ-მაგონი. ეხლა კი 5 იანვრის არჩევანის შემდეგ სენატის უმრავლესობა ეკუთვნის რესპუბლიკელთ დასს. გამოვიდა სამსახურიდამ მარშალი მაკ-მაგონიც. შარშან გამბეტტამ ერთს თავის სიტყვაში სთქვა: ერთი დღეც არ გავნო მაკმაგონის სამსახურიდამ გამოსვლისა და მის მოადგილის დანიშვნის შორისო. ესეც მოხდა კიდეც. იმავე დღეს, როდესაც მაკ-მაგონმა წერილით შეატყობინა პარლამენტის პრეზიდენტს თვისი სურვილი, შესდგა საერთო კრება სენატისა და დეპუტატთა პალატისა მაკ-მაგონის მოადგილეს ამოსარჩევად. ამ გვარად გამბეტტას წინასწარ- მეტყველობა გამართლდა რესპუბლიკის პრეზიდენტათ ამოირჩიეს გულ-წრფელი რესპუბლიკელი გრევი, დეპუტატთა პალატის თავ-მჯდომარე. მაკ-მაგონის სამსახურიდამ გამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ არ დათანხმდა სამინისტროის ახალს პროგრამმას, რადგანაც იგი პროგრამმა თხოულობდა, რომ მთავარსარდალნი და უმთავრესი ჯარის კაცები გამოცვლილი ყოფილიყვნენ და მათ მაგივრად დანიშნულ ყოფილიყვნენ ერთ-გული მსახურნი რესპუბლიკისა, მაკ-მაგონმა ვერ იშვიათია ეს და დაანება თავი სამსახურს. ამ გვარად დღეს რესპუბლიკა დამყარებულია საფრანგეთში. ყველა დიდის ყურადღებით შეჰყურებს საფრანგეთს, რომელიც ეჭვი არ არის გულს-მოდგინედ დაადგება შინაგან წარმატებას და განვითარებას.
საფრანგეთი დგას ვით მნათობი მეთქი, სხვათა სანუგეშოთ. თუმცა გამბეტტა ამობს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენის ქვეყნისათვის ზრუნავთო და სხვისა არა გვენაღვლება რაო. გამბეტტას, რომლისკენაც მიქცეულია მთელის გაფითრებულ ევროპის ყურადღება, რასაკვირველია, უჭირს სიფრთხილე და წინ დახედვა. მაგრამ ძალა სიკეთისა, ჭკუა-გონების წარმატებისა და შინაგანის განვითარებისაც იმაშია, რომ იგი უნებურად, უნდა თუ არ უნდა, ზედ მოქმედობს სხვაზედაც. ამიტომაც ჩვენ საპოლიტიკო მიმოხილვაში უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება საფრანგეთისაკენ.
![]() |
11 რამეთუ კაცი ვარ |
▲ზევით დაბრუნება |
რამეთუ კაცი ვარ
დასასრული
(იხ. „ივერია“ №48; 1878 წლისა)
![]() |
11.1 XV |
▲ზევით დაბრუნება |
XV
ხელახლად მოისმა სირონას ხმა. - „უეჭველია, სირონას ხმაურობა გაგვცემს“, - იფიქრა პავლემ, წამოვიდა სირასაკენ და ჩქარის ნაბიჯით შეუდგა აღმართს.
- „დღეს კი, მე მგონია, იმ თამამმა ვაჟბატონმა აღარა იკადროს რა“, - ბუტბუტებდა თავისთავად პავლე. - „იქნება ხვალაც, რადგანაც ლურჯი ნიშნები მოაგონებენ ჩემს თავს. საკვირველია, რომ. ძნელად ავიწყდება კაცს, რაც ოდესმე ჰსცოდნია! ის ზურგული, რომლითაც მე დავეც პოლთკარპი, დელფისაგან მქონდა ნასწავლი და მას აქეთ რამოდენი ხანია გასული! დიახ ჯერ ტვინი არ ამომშრობია და მე ამას დავუმტკიცებ ჩემის მუშტებით იმ გათამამებულს ვაჟბატონს, თუ გაბედა და ორიოდ სამიოდ თავის მზგავსი კაცი მოიყვანა მეშველად!“
დიდხანს არ დაჰსცალდა პავლეს ამ ფიქრებში გართობა. მღვიმისაკენ მიმავალს ბილიკზე წან შეემთხვა სირონა.
- პოლიკარპი რაღა იქნა? - დაუძახა სირონამ ჯერ კიდევ შორიდამ, თვალი მოჰკრა თუ არა პავლეს.
- უკანვე გავისტუმრე, - მიუგო პავლემ.
- დაგიჯერა და გაბრუნდა?
- ზოგიერთი ყუათიანი საბუთები ვიხმარე, - უპასუხა პავლემ.
- ხომ კიდევ მოვა?
- ჯერ არა მგონია, რადგანაც რაც საჭირო იყო, ჩემგან ყველაფერი გაიგო. ეხლა, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ შენს წასვლაზედ ალექსანდრიაში.
- მე კი მგონია, - უპასუხა სირონამ და აწითლდა, - რომ ამ მღვიმეშიაც არაფერი მემიზეზება, აქაც კარგად ვიქნები. თვითო შენც გითქომს ეგ ამას წინად....
- მე მარტო გაფრთხილებდი ალექსანდრიაში ყოფნის თაობაზედ, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. - ეხლა კი მე მომაგონდა შენთვის ერთი კაი ბინა და საიმედო მცველი. აი, შინაც მოვედით. მღვიმეში შედი, თორემ შენი ძახილი უცხო კაცის ყურამდე მიაწევდა და თუ სხვათა მეუდაბნოეთა შეიტყეს შენი აქ ყოფნა, ძალად წამაყვანინებენ შენს თავს შენს ქმართან.
- ეხლავ შევალ, - ჰჰსთქვა ოხვრით სირონამ. - ჯერ ერთი ეს ამიხსენ, მე ხომ თქვენი ლაპარაკი სულ მესმოდა, - ხელახლად წამოწითლდა სირონა. ეს როგორ მოხდა, რომ გერმასის ტყაპუჭი ფებიციმ შენად იცნო და შენც თავი არ გაიმართლე და ტყუილუბრალოდ ეცემინე.
- იმიტომ მოხდა, - უპასუხა პავლემ, - რომ ჩემი მხარ-ბეჭი უფრო განიერია, ვიდრე იმ ახოვან ვაჟბატონისა. ეხლა კი ბოდიშს ვიხდი და მერე კი, როცა უფრო გულდაწყნარებით ვიქნებით, ყველაფერს დაწვრილებით გიამბობ. ჯერ მღვიმეს შეეფარე, თორემ საქმეს სულ გამიფუჭებ. მე ვიცი, რომ მას აქეთ, რაც სენატორის შვილის საუბარი გაიგე, ერთს რასმეს ნატრულობ.
- აბა რას? - ჰკითხა სირონამ.
- სარკეს, - გაუცინა პავლემ.
- რა რიგად ჰსცდები! - უპასუხა ქალმა და მღვიმეში მიმავალმა გაიფიქრა: - „ის ვისაც პოლიკარპი იმ თვალით უყურებს როგორც მე, თავის დღეში სარკეს არ ინდომებს“.
მთას იქით დასავლეთისაკენ, მეთევზეების სოფელში ერთ მოხუცებული სოვდაგარი ურია იდგა. იგი ეგვიპტეში ჰგზავნიდა ხოლმე ნახშირსა გასასყიდლად და ერთს დროს პავლეს მამასთანაც ვაჭრობა ჰქონია, რადგანაც მის ქარხანებს ეს უგზავნიდა ნახშირს და არა ერთხელ თვითონ პავლესაც ამსთან საქმე დაუჭერია. ეგ ურია იყო ჭკვიანი და შეძლებული კაცი. რამდენჯერაც შეჰხვედრია პავლეს, იმდენჯერ უყვედრებია, რად გაუდეგ წუთისსოფელსაო; იწვევდა თავისთან და ეუბნებოდა, აი ჩემი ქონება, როგორც გინდა, ისე მოიხმარეო. აი, ეს ურია იყო ის კაცი, რომელსაც გემი უნდა ეშოვნა და სირონა გაესტუმრებინა ალექსანდრიაში.
რამდენსაც პავლე ჰფიქრობდა სირონას წასვლაზედ, იმდენად გული ეუბნებოდა, რომ უნდა მე თვითონ გავაცილოო სირონა ალექსანდრიამდე, მივიყვანო და მე თვითონ ავუჩინო საიმედო ბინაო. იცოდა, რომ თავისუფლად შეეძლო მოეხმარებინა განუზომელი სიმდიდრე თავის ძმისა, მით უფრო, რომ ნახევარი თვითონ პავლეს ეკუთვნოდა, აი, რამდენი წელიწადი გასულა და ეხლა პირველად იგრძნო სიხარული მისი, რომ შეძლება აქვს. დაიწყო ფიქრი მასზედ, თუ როგორ მოუმზადებს და მოურთავს სადგურს მშვენიერს სირონას. ჯერ ამბობდა გულში, ერთი უბრალო, მაგრამ ფაქიზი ბინა უნდა ამოვურჩიოო. მერე კი თანდათან ფიქრად მოუვიდა სახლის მორთვა ბრწყინვალეს ოქროთი, თეთრის და ვარდის ფერის მარმარილოსი, მრავალ. გვარის ძვირფასის საფენითა, მშვენიერის მხატვრობითა და ლუსკუმებითა.
ამ ფიქრებში გართული დადიოდა წინა და უკან. ხშირად გაჩერდებოდა ხოლმე მღვიმეს კარებთან, საცა სირონა იყო. ერთხელ თვალი მოჰკრა მის ფერ-ღია კაბას და ჰჰსთქვა, რომ ამ კაბით არ უნდა ეჩვენოს იგიო არავის, რომ ყოველივე კვალი დაუკარგოს ფებიცის და პოლიკარპს, ამისათვის უბრალო კაბა უნდა ეშოვნა და პირბადე, რათა იმის ქვეშ დაუმალოს ბრწყინვალე თმა და თეთრი პირის სახე, რომლის მზგავსა თვით ალექსანდრიაშიაც ძნელად მოიპოვებოდა.
იმ ადგილიდამ, საცა პავლე იდგა ამ ჟამად, პატარა მოშორებით იყო ქოხი ამალიკეტელისა, რომელმაც ორიოდჯერ თხის რძე მიჰსცა პავლეს სირონასათვის. ამ კაცის ცოლისა და ქალისაგან პავლემ განიზრახა ყიდვა, რაც საჭირო იყო მირონასათვის. ბევრი ადარ უფიქრია და გასწია იმათკენ, თუმცა ცა მოიღრუბლა და სამხრეთიდამ თბილი სულთამხუთავი ქარი ადგა.
მზე გადიწურა და მაინც კიდეც სიცხის ბუღი იდგა ჰაერში. პავლემ ყური არ ათხოვა ამ ავდრის ნიშნებსა, მავიდა მღვიმესთან, დაუძახა სირონას, მე ეხლავ მოვალო და გასწია სწრაფის სიარულითა.
სირონამ გზა მშვიდობისა უთხრა ასე, რომ არც კი მოხედა პავლეს, რადგანაც ძალიან იამა მარტოდ დარჩენა. მიჰსწყდა პავლეს ფეხის ხმა თუ არა, სირონა ხელახლად განტაცა იმ ძლიერმა და უძლეველმა გრძნობამ, რომელიც გულში გაუღვიძა მას ცეცხლმოკიდებულმა ლაპარაკმა პოლიკარპისამ.
პავლე ამ უკანასკნელ დროს მენანდრად გადიქცა, ხოლო ეს ქალი კი, ეს მღვიმეში მარტოდ დამწყვდეული არსება, ეს ცოლი ფებიცისა, რომელმაც ამდენი შრომა მიაყენა პავლეს, უფრო ძლიერ გამოიცვალა.
ეს სირონა იყო, მაგრამ უწინდელი სირონა კი აღარ. როცა მეუდაბნოემ ურჩია მღვთმეში შესვლა, სირონა სიხარულით დაემორჩილა. თვითონვე უნდოდა მიმალულიყო სადმე, რომ მარტო, სრულიად მარტო დარჩომილიყო, რადგანაც ჰგრძნობდა, რომ მის გულში რაღაც ამბავი მოხდა, რაღაც დიდებული და გაუგებარი. ჰგრძნობდა, რომ მის გულში რადაც ჩაისახა, რადაც იმისთანა, რის გამოთქმაც სიტყვით ვერ მოეხერხებინა. ჰგრძნობდა კი, რომ ის რაღაცა ძლიერი რამ არის, უქადის სიცოცხლეს, სავსეს ამოვნებითა და მღელვარებითა. ის რადაცა მას ეუცხოებოდა, ამასთანავე ისეთთ ტკბილიც იყო, ისეთი მიმზიდველი, ისეთის ნეტარებით აღსავსე, ისეთი მწვავი, ისეთ უზომოდ მომხიბლავი! რაღაც მღელვარებამ შეიპყრა მთელი მისი არსება და ეგონა, რომ ახალმა, უფრო წმინდა სისხლმა დაუწყო ძარღვებში დენა მას აქეთ, რაც ყური მოჰკრა პოლიკარპის ცხარე ლაპარაკსა. ყოველი ძარღვი უთრთოდა, როგორც ფოთოლი, როცა ნიავი ჰსცემს. ამ ყოფაში ვერ დაუგდებდა რიგიანად ყურს პავლეს ლაპარაკსა და ვერ მიჰსცემდა რიგიანს პასუხს.
დარჩა მარტო თუ არა, მაშინვე მიჯდა თავის ქვეშაგებზედ, მუხლზედ დაიყრდო მკლავი, მკლავებზედ თავი დააბჯინა და წასქდა თვალთაგან ცხარე ცრემლი ორ ტოტად. ამ ცრემლებმა გაუნელეს ის მხურვალე გულისთქმა, რომელიც უფრო და უფრო ცეცხლს უკიდებდა.
აგრე თავის დღეში არ უტირნია!
ბეწვის ოდენა ტკივილი, ბეწვის ოდენა სიმწარე არ ერია იმ წმინდა და გამაგრილებელ ცრემლთა ცვარში. მის გულში გადიშალა, რადაც საუცხოო ყვავილი აქამდის უცნობ სიუხვითა და სიტურფითა. როცა ბოლოს ცრემლი სრულად ამოეწურა გულიდამ, დაუამდა გული და გაუნათლდა სხივოსანის ნათლთა. დიახ, სირონა იმ წამს იყო უბედურიც და ამასთანავე უბედნიერესი დედაკაციც!
ეს სიყვარულიაო, გალობასავით, ჩანგის ბგერასავით ხმაურობდა ეს სიტყვები მის გულში. მოაგონდა უწინდელი დრო და ყველა უწინდელი თავისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც ეტრფიალებოდნენ ჯერ კიდევ როცა ბავშვი იყო არულასში და მერე რომში ქმრის შერთვის შემდეგ. ყველა ისინი ჩრდილნი იყვნენ წვრილის სანთლებით ხელში პოლიკარპის წინაშე, რომელიც წინ მედიდურს მზეს მოიმძღვარებდა.
„რაც ქვეყნიერობაზედ ხალხია, რაც მეფენი არიან, - ამბობდა სირონა, - სულ რომ ყველამ თავისი საუნჯე მომიტანოს და ფეხქვეშ გამიფინოს, მაინც ისე ვერ გამამდიდრებდნენ, როგორც იმან გამამდიდრა. რაც ვარსკვლავებია რომ სულ ჩამოცვივდნენ და შეადგინონ ერთი მნათობი, მაშინაც მათი შუქი ისეთი ბრწყინვალე არ ინება, როგორც შუქი იმ სიამოვნებისა, რომელიც მე ეხლა გულში მაქვს. ეხლა რაც მოვა მოვიდეს. ამას იქით მე აღარას ვიჩივლებ“.
შემდეგ გაიხსენა ყოველი შემთხვევა, როცა კი ენახა პოლიკარპი; გაიხსენა, რომ არასოდეს პოლიკარპს ერთი სიტყვაც არ წასცდენია თავის სიყვარულის თაობაზედ.
ეგ თავის შემაგრება რა ძვირად დაუჯდებოდა! ის აზრი, რომ თვთონაც წმინდაა და ღირსია პოლიკარპისა, სირონას გულს უვსებდა უზომო თავმოწონების გრძნობითა და მადლითა. თითქო ამ აზრისა გამო ფრთა გამოებაო იმ სიყვარულს, რომელიც მიჰმართა მარტო ერთს კაცს მთელს ამ ქვეყნიერობაზედ. სიყვარულს მადალს, წმინდას, რომელიც შეექმნა სარწმუნოებად და ხატად თაყვანებისა და ლოცვისა.
გული ძლიერ უცემდა, ხელნი განეპყრნენ, თითქო მთელის ქვეყნის მოხვევნა უნდაო, თითქო უნდაო ყოველს სულდგმულს, ყოველს ქმნილებას ამ დედამიწის ზურგზედ თავისი მადლი და სიყვარული გამოუცხადოსო. მის სულს ჰსწყუროდა მადლის გადახდა წინაშე უმაღლესისა და მოწყალე არსებისა, რომელმაც მოანიჭა ამოდენა ნეტარება.
მოაგონდა, რომ ამ წინაზედ პავლე ურჩევდა, თაყვანი ეც ნათელღებულს ღმერთს ქრისტიანობისასაო, რომელიც თანასწორად განავრცობსო ყველაზედ თავის ღვთაებრივსა სიყვარულსაო. ამავე ღმერთს ლოცულობს თვით პოლიკარპიც, ჰფიქრობდა სირონა, იქნება ამ ჟამადაც, და თუ მეც ვილოცებო, ჩვენი ლოცვები შეერთდებიანო და მაშინ ერთგან მაინც თანაზიარი ვიქნები. იმ საყვარელის კაცისა, რომელზედაც მე ასე შორსა ვარო.
დაეცა მუხლებზედ, დაიკრიფა გულზედ ხელები ისე, როგორც ენახა ქრისტიანთაგან და გაიხსენა იგი არსება, რომელიც უდანაშაულოდ ეგეთის მოთმინებით იწამა, როცა ჯვარზედ ეკიდა ხელ-ფეხ დალურსმული. გული აევსო დიდის ტკივილითა და თვალნი ზე ამართა და ნელის ხმით ჰსთქვა:
- მე შენ მოგმართავ წამებულო, მოწყალეო ძეო ღვთისავ, შენ უწყი რა მძიმედ ასატანია უსამართლო წყევა ადამიანთაგან და შენ ადვილად ჰსცნობ, რა რიგად უნდა მტკივნეულობდეს ამით გული ჩემი!
ხოლო ამბობენ, რომ გული შენი სავსეა განუზომელის სიყვარულითა და ამიტომაც მიმიხვდები იმასაც, რომ მე, ამოდენა ტანჯვის მნახველი, ვხადი ჩემს თავს უბედნიერეს დედაკაცად. თვითონ შენც, უსათუოდ, ამასავე ჰგრძნობდი, როცა გაწვალებდნენ შენ და შეგინებულ ყოფდნენ. შენც ხომ სიყვარულის გამო წვალებულ იქმენ.
იგინი ამბობენ, რომ შენ იყავ სრულიად წმინდა და უმანკო. მე კი, რასაკვირველია, ბევრი სულელობა ჩამიდენია, მაგრამ ცოდვა კი, ჭეშმარიტი ცოდვა ჩემს დღეში არ მიქნია! ეს ხომ თვითონ შენ უნდა იცოდე. შენ ხარ ღმერთი და ადამიანთა გულთამხილავი. რასაკვირველია, მე ვნატრობ, სულითა და გულითა ვნატრობ, რომ საუკუნოდ ვიყო უმანკოებით მოსილი, მაგრამ რა ვქნა, რომ მე პოლიკარპისა უნდა შევიქნე მაშინ, როცა კანონით სხვას ვეკუთვნი?
განა შესაძლოა ჭეშმარიტი მეუღლეობა იმ კაცთან, რომელიც საზიზღარია გარყვნილობით, რომელმაც უნამუსოდ სხვას მიმყიდა? იგი ისე ეუცხოება ჩემს გულს, ისე ეუცხოვება, თითქო ჩემს თვალს თავის დღეში არ ენახოს. მაინც კიდევ, მერწმუნე, მე იმისათვის ცუდი არა მინდა რა. მე მსურს მხოლოდ, თავის დღეში იგი თვალით აღარ ვინახულო.
პოლიკარპი კი!... ჰოი, ნეტა ეხლა აქ იყოს!
იმან ჰსთქვა, რომ მე იმის საკუთრება ვარ, თუმცა ამისი მიზეზი თავის დღეში არ მიმიცია. მაგრამ ეხლა კი!... იმას რომ რამე ფათერაკი ან მწუხარება მოელოდეს, მე თუმცა ძნელად ვიტან ტკივილს და სიკვდილისაც მეშინია, მაგრამ მაინც კი ხმაამოუღებლივ ჯვარს გავეცმოდი, ლურსმით ზედა დაველურსმებოდი, თუ რომ იმითი დავიხსნიდი მას, როგორც ჰქენ შენ, რათა დაგვიხსნა ჩვენ ყოველნი.
ხოლო იმან უნდა იცოდეს კი მაშინ, რომ მე იმის გულისთვის ვკვდები. და როცა იგი თავის მშვენიერის თვალით ჩაიხედავდა ჩემს გასაქრობად მილეულს თვალებში, მაშინ ვეტყოდი, აი, როგორ გადაგიხადე შენი სიყვარული, რომელიც უზომოდ უმაღლესია სხვა ყველა სიყვარულზედ, რაც კი ამ დღემდი მე მინახავს და გამომიცდია. ნუთუ იგი, რაც ასრე უზომოდ უმაღლესია ყოველს კაცობრიულზედ ღვთისაგან არ უნდა იყოს ზეგარდმო ჩაგონებული! ნუთუ ამ გვარი სიყვარული ცოდვა უნდა იყოს! მე არ შემიძლიან ამის პასუხისგება იმიტომ, რომ არა ვიცი რა. შენ კი, ჰოი, ძეო ღვთისა, ღმერთი ხარ და უნდა იცოდე. იგინი შენ კეთილ მწყემს გიწოდებენ. მაშ, შეგვყარე ჩვენ ერთმანეთს, ანუ გაგვაშორე. ერთის სიტყვით ჰქენ ის, რაც უმჯობესია პოლიკარპისათვის და თუ შესაძლოა ერთმანეთი გვაჩვენე ერთს საათს მაინც! მარტო ის მინდა შევატყობინო იმას, რომ მე ისეთი ბოროტი არა ვარ, რომ საწყალს სირონას სურდა მასთან შეერთება, მარტო მასთან და არავის სხვასთან. მინდა მარტო, ეს შეეტყო იმას და მერე თუნდა მომკვდარვიყავ კიდეც. კეთილო, ჰოი კეთილო მწყემსო, მიმიღე მეც შენს სამწყოში და წინამძღვარ იქმენ ჩემი!“
ეგრე ილოცდა სირონა და ალერსით სავსე, მშვენიერი სახე ჭაბუკისა თვალწინ ედგა.
მოეჩვენა, რომ შევიდა ვითომ პოლთკარპის ოთახში და დაიწყო მილაგ-მოლაგება. პოლიკარპი კიდევ თვალს აყოლებს ყოველს მის მოძრაობას და თვალს არ აშორებს. უეცრად წამოვიდა სირონასაკენ, შედგა და... გაშალა ხელები, რომ მოეხვიოს. სირონა შეკრთა, დაიფარა პირის სახე და გულდაკდომით დაეცა მის გულზე. წასქდა თვალთაგან სიხარულის ცრემლი. გაშალა ხელები, რომ ყელზედ მოეჭდოს საყვარელს კაცსა, მაგრამ ამ დროს ტკბილი ოცნება უეცრად გაუფთხა. რადაც ნათელმა გაიელვა მღვიმეში და გაანათლა სიბნელე, ზედ მოჰყვა გრიალი ჭექა-ქუხილისა.
ოცნებიდან გამოსული სირონა მივიდა მღვიმის კარებთან და გაიხედა. ბინდი მწყვდიად დამედ გარდაქცეულიყო. შავი ღრუბელი მოჰფენოდა ცას და სხვილი წვიმა შუილით მოდიოდა. პავლე კი არსადა ჰსჩანდა. უფრო და უფრო მოუხშირა ჭექა-ქუხილმა და ელვამ, უფრო და უფრო ბნელდებოდა. საშინელმა შიშმა აიტაცა სირონა. დაუწყო ყურება მთასა, რომლის წვერები ბნელ ზეწარში შეხვეულნი, ხანდისხან განათლდებოდნენ ხოლმე, როცა ელვა გაიკლაკნებოდა ცაზედ.
ერთი-ერთმანეთზედ ცეცხლის ისრები გველებსავით მიიგრიხებოდნენ შავს ღრუბლებშია, ერთი-ერთმანეთს მოსდევდა გრიალი ჭექა-ქუხილისა, თითქო უშველებელი ბუკია, ისე გაიხმაურებდა ხოლმე, მერე ერთი საშინლად დაიჭექებდა, გრიალით წავიდოდა და შორს სადმე მიჰსწყდებოდა.
უეცრად ერთი საშინელი მეხი ჩამოვარდა და გაბრწყინდა ცა ელვისაგან; კლდე, საცა სირონას სადგური იყო, შეინძრა. მოიბუზა სირონა, კანკალით გაიქცა და მიიმალა მღვიმის კუნჭულში და ყოველთვის როცა ელვის ალი უეცრად გაინათებდა მღვიმეში, სირონა თრთოდა.
ბოლოს ელვამ თანდათან იკლო, ქუხილი ისეთის ძალით აღარ გრიალებდა და დასასრულს ყოველივე მიჰსწყდა. ავდარმა გადიარა და სამხრეთისაკენ დაეშო.
![]() |
11.2 XVI |
▲ზევით დაბრუნება |
XVI
მღვიმეში თვალგაუვალი სიბნელე იყო, საშინელი საბნელი და რამოდენადაც სიბნელე მატულობდა, იმოდენად მატულობდა შიში და ელდაც სირონასი. როგორც წყალწაღებულს წყლის ნაპირი ენატრება, ისე სირონას ენატრებოდა სინათლე. ზოგჯერ თვალებს დაიხუჭავდა რამოდენადაც შესაძლოა მაგრად, ცდილობდა, წარმოედგინა სხივოსანი შუქი ნათლისა.
შიშმა ამოუვსო გული სხვადასხვა საშიშარის სურათითა და ელდითა. ვინ იცის, იქნება პავლემ სულაც თავი დამანება და დამაგდოო ჩემის ბედის ანაბარად? იქნება ამ საშინელებამ მთებში მოასწრო პოლიკარპის ჩემს საძებნელად წამოსუღსაი, და ბნელაში კლდეში სადმე გადიჩეხაო, ანუ მეხი სადმე დაეცა და სული გააფრთხობინო? ეს კლდე, მღვიმეს შემოსავალის თავზედ გადმოშვერილი, რომ მოირღვეს და გზა შემიკრას, რა შეშველებაო? მაშინ ხომ ცოცხლად დამარხულს აქ მარტოდმარტო უნდა ნელ-ნელა ამომივიდეს სული, ისე მოვკვდე, რომ ვეღარა ვნახო ის, ვინც ასე მიყვარს, ისე გამოვესალმო ამ წუთის სოფელს, რომ ვეღარ უთხრა მას, რომ მე შენს გულს არ ვუმტყუნეო.
ამ ფიქრებით ელდაცემული სირონა წამოხტა და ხელების ფაცურით გაიგნო გზა და მღვიმეს გარედ გამოვიდა. ვეღარ აიტანა ეს ხმაამოუღებელი მარტოობა და საშინელი სიბნელე. მაგრამ ფეხი გააცილა მღვიმის შემოსავალს თუ არა, მოესმა ვიღაცის ფეხის ხმაურობა. ახალმა ელდამ შეიპყრო ქალი. ვის გაუხედნია ამ კლდეებზე სიარული ამ თვალგაუვალ ბნელა ღამეში? იქნება პავლე იყოს? იქნება პოლიკარპიც არის და სირონას დაეძებს? ამ უკანასკნელის ფიქრით ატაცებულმა სირონამ წაივლო გულზედ ორივე ხელი, უნდოდა ხმა გაეცა, მაგრამ ენა დაუდუნდა და ხმა გაუწყდა.
თრთოლით და კანკალით სულგანაბული ყურს უგდებდა თანდათან ახლო და ახლო მომავალს ფეხის ხმაურობას. მომავალმა თვალი მოჰკრა თეთრს კაბას და ხმა მიჰსცა. ეგ იყო პავლე. პავლეს ხმაზედ გულზე მოეშო სირონას, თითქო ერთი ძიმე ქვა აეცალაო და სალამზე სალამი მიჰსცა.
- მე მგონია, - ჰსთქვა მეუდაბნოემ. - ამისთანა საშინელბაში შიგნით ყოფნა უმჯობესი უნდა იყოს, ვიდრე გარედ. იმაზე კი მაინც გული დაჯერებული მაქვს, რომ ამისთანა ჰაერში ყოფნა ვერაფრად მოსაწონია.
- თვითონ შიგ მღვიმეშიაც საშინელება იყო, - უპასუხა სირონამ. - მე დიდი შიში და ელდა გამოვიარე ამ საშინელს სიბნელეში, რომ მარტო ვიყავი. ჩემი პატარა ძაღლი მაინც მყოლოდა, რაც უნდა იყოს, სულიერი მაინც იყო.
- მე ძალიან ვეჩქარებოდი რამოდენადაც კი შესაძლოა ადამიანისთვის. მაგრამ აქ გზები ისე გატკეცილი არ არის როგორც ალექსანდრიის ქუჩებში და მე რადგანაც ცერბერი არა ვარ და სამი თავი არ მაბია, ამისათვის ვამჯობინე ნელა ვიარო-მეთქი და შინ მშვიდობით მივიდე-მეთქი. ფრინველმა, რომელმაც ეგ ქარიშხალი მოგვიტანა, ერთბაშად შთანთქა თითქო მუმლიაო. რაც ვარსკვლავები იყო და ბებერი მთა ისე შეწუხდა ამ ამბავზედ, რომ ყოველ მხრიდამ მის ქვიანს ლოყებზე წამოსქდა ნიაღვარი ცრემლისა. აქაც კი სისველეა! მღვიმეში შედი, ერთი სადმე მშრალს ადგილს გამაშლევინე რაც მოგიტანე. ხვალ საღამოს ბინდი ჩამოვარდება თუ არა, გზას შევუდგებით. გემი ვიშოვე, რომელიც კლეზლას მიგვიყვანს და იქიდამ მე თვითონ წაგიყვან ალექსანდრიამდე. აი, ამ ტყავშია გახვეული ტანისამოსი და ჩადრი. თუ გინდა რომ გზა-კვალი დაუბნიო ფებაცის, ამ ტანისამოსით უნდა მოირთვა, თორემ თუ მაგ ტანისამოსით გნახეს, შენ ფებიცის ვერ დაემალები.
- მე მგონია, აქაც კარგადა ვარ დამალული, - უპასუხა სირონამ. მე ზღვაში სიარულისა მეშინია. ამასთანაც თუნდაც მშვიდობით მივიდე ალექსანდრიაში, მაინც კიდევ არ ვიცი, როგორ...
- ეგ ჩემი საქმეა, შენ ფიქრი ნუ გაქვს, მე დაგაბინავებ, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. ხომ გაგიგონია ლომისა და ვირის ზღაპარი. აი ეგრეა ხოლმე, რომ ხშირად ლომს ვირის ტყავი აცვია. გუშინ შენ სიამოვნებით იგონებდი სრა-სასახლეების მედიდეურობას და ნატრობდი მათში მცხოვრებელის ბედნიერებას. შენც ერთს იმისთანა მარმარილოს სრა-სასახლეში იდგები და როგორც პატრონი ისე მოიხმარებ, არავინ შეგეცილება. რაც შეეხება ტახტრევანს, ეტლსა, შინა მოსამსახურებს, იმისი მე ვიცი, ყველაფერს გიშოვნი. ნუ ეჭვობ, მე იმისთანას არას დაგპირდები, რომ ასრულება არ შემეძლოს, - დამიჯერე. აი წვიმასაც გადუღია, ეხლა ცეცხლს ავანთებ. ეხლა, ღამე მშვიდობისა და დანარჩენი კი ხვალინდელს დღეს დავაცალოთ.
გაოცებული სირონა დაემორჩილა პავლეს ბძანებას. უწინ რამდენჯერ უნატრია სირონას ყოველივე ის, რასაც ეხლა ჰპირდება ეს უცნაური მამინაცვალი, ეხლა კი ყოველივე ეს არაფრად მიაჩნდა. გულში ჩაინერგა, რომ არას შემთხვევაში არ აჰყვეს პავლეს რჩევას, რადგანაც პავლეზედ რაღაც ეჭვი დაებადა, ამიტომაც გულგრილად უპასუხა პავლეს გამომშვიდობაზედ და უთხრა:
- ხვალ საღამომდე კიდევ ბევრი დროა, რომლის განმავლობაში შეგვიშლიან უფრო კარგად მოვიფიქროთ ყველაფერი.
პავლე ცეცხლის ანთებას შეუდგა და სირონა მაინც მარტო დარჩა ბნელაში და ხელახლად შიშმა წაიღო. დაუძახა პავლეს და უთხრა:
- მე ამ ბნელაში მეშინია. დღეს დილით შენ კიდევ რაღაც ზეთი დაგრჩა, იქნება ჭრაქი მაინც მოვახერხოთ, თორემ ბნელაში ყოფნა საშინლად მაშინებს.
პავლემ სწრაფად წამოავლო ხელი რაღაც ნატეხს, ჩაასხა ზეთი, მოხია თავის ისეც დაფხრეწილს კალთას ჩვარი, დაგრიხა პატრუქად, ჩადო ზეთში, მოუკიდა და მიაწოდა სირონას ამ სიტყვით:
- ჯერ დრომდე ამ ჭრაქმა გაგიწიოს სამსახური, ალექსანდრიაში კი მე ვეცდები გიშოვნო იმისთანა კანდელი, რომელიც ჩემზედ უკეთესის ოსტატისაგან იქნება გაკეთებული. სირონამ თახჩაში თავით დაიდგა ჭრაქი და მიწვა ლოგინზედ. როგორც ტყის ნადირი ფთხის ნათელზედ, ისეც შიში, რომელიც ამღვრევს ხოლმე კაცის მშვიდობიანობას. ყოველივე საშიშარი ფიქრი თავიდამ მოშორდა სირონას.
გულდადინჯებული იწვა ლოგინზედ და მტკიცედ ჩაინერგა გულში, რომ იმ დრომდე არ წავიდეს ამ მღვიმედამ და არ მიენდოს მეუდაბნოეს, ვიდრე როგორმე არა ნახოს პოლიკარპი და იმასთან არ მოილაპარაკოს. ხომ იცის ეხლა სადაცა ვარო, იფიქრა სირონამ. უთუოდ ამოვაო დღესა თუ ხვალეო.
„ხვალ, იმედი მაქვს, ვნახავ, - ამბობდა სირონა. - ჩემს გულს მთლად გადვუხსნიო. იგი ჩაიხედავს ჩემს გულში და ჰსცნობს, რომ როგორც გადაშლილს წიგნში, მისი სახელი ჰსწერია ყოველს ფურცელზედ, ყოველ სტრიქონზედ. მე იმასაც ვუამბობ, რომ დღეს მე ჩემი ლოცვა მივმართე მის „კეთილს მწყემსა“ და მას შემდეგ გული დამიამდა, მწუხარება გამინელდა. მე ვეტყვი, რომ ისეთივე ქრისტიანად ყოფნა მინდა, როგორც მისი დედაა როგორც მისი დაი მარტანაა. დოროტეას ძალიან გაუხარდება ამას რომ გაიგებს. მე იმას თავის დღეში ავ დედაკაცად არ მივაჩნდი. ყოველთვის სიყვარულით მექცევოდა. პატარები ხომ რაღა... სიხარულით ხტომას დაიწყობენ“
მხიარული სახენი პატარა ბავშვებისა წარმოუდგნენ თვალწინ, მერე ფიქრი ბურანმა ნელ-ნელა შეიპყრო და ბოლოს ნუთშმცემელი ძილი ნაზად ჩაეპარა გულში და გაუფანტა უკანასკნელი ჩრდილი დღეთა ცხოვრების მზრუნველობასა.
ღიმილით ბაგეზე ჩაეძინა სირონას როგორც გულუბრყვილო ბავშვსა, მისი უცნაური ზედამხედავი ამ დროს ისევ ცეცხლს დაჰსტრიალებდა და რაც შეეძლო უბერავდა სველს შეშას, რომელსაც ძნელად ეკიდებოდა. ზოგჯერ კი მოშორდებოდა ცეცხლს, წინა და უკან დადიოდა და მხურვალეს თვალით გაიცქირებოდა იქით, საცა ჭრაქის შუქზედ მოჩანდა მძინარე სირონა.
აქამომდე ჯერ კიდევ გონება არ მოეკრიფა, მას აქეთ, რაკ პოლიკარპი დაამარცხა. ერთს წუთსაც არ შეუნანია იგი, რაც დღე დააყენა პოლიკარპს. სულ ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ძირს დაცემა პოლიკარპისა უბედურობით გათავდა.
ეგრე უნდაო იმისთანა კადნიერს და თავზედ ხელაღებულ კაცსაო! ვინ მიჰსცა ამას ნება, რომ სირონას წამოსარჩლებოდაო, მაშინ როდესაც მე, პავლემ, სირონა სიკვდილს გადავარჩინეო და ყოველივე მზრუნველბა მასზე კისრად ვიდეო?
ჯერ პირველ შეხვედრაზედვე სირონას სიტურფემ ამოვნებით აავსო გული პავლესი, როცა იგი აღტაცებით შეჰყურებდა ლამაზს ქალს და გულმტკივნეულობით ყურს უგდებდა მის გულწრფელს ლაპარაკსა. მხოლოდ პოლიკარპის აღსარებამ ჩაუგდო გულში ნაპერწკალი; და ეს ნაპერწკალი უშველებელ ცეცხლად გადააქცია იჭვმა და შიშმა, რომ სირონას სხვა წამართმევსო.
არ უნდოდა ეს ქალი დაეთმო ვისთვისმე, უნდოდა, რომ სამუდამოდ ამაზედ მზრუნველობა თვითონ ჰქონოდა. უნდოდა, რომ ის ქალი მარტო, მარტო ამის მადლობელი ყოფილიყო და სხვის არავისი. ამიტომაც ასე აჩქარდა, ასე გულმოდგინედ სულით და გულით მიეცა სამგზავროდ მზადებასა, რომ ეს ქალი მალე გააქციოს როგორმე. ავდარს და ნიაღვარს, ჭექა-ქუხილს, ღამის თვალგაუწვდენელს სიბნელეს, არაფერს არ შეუშინდა და როცა თავიდამ ფეხამდინ გაწუწვილი, დაქანცული, ხელის ფაცურით გზას იკვლევდა, კლდიდამ კლდეზე ბობღინობდა სასიკვდილოდ თავგამომეტებული, იგი მხოლოდ სირონაზედ ჰფიქრობდა, ზრუნავდა მასზედ, თუ როგორ მიიყვანოს მშვიდობით ალექსანდრიაში, როგორ დააბინავოს, როგორ მიანიჭოს ყოველისფერი, რითაც კი დედაკაცის გული სიამოვნებს ხოლმე.
ბევრგვარი აზრი მოსდიოდა, ბევრგვარი სარისტა დაიწყო, მაგრამ ყოველს ამას მარტო სირონას სიამოვნებისათვის ლამობდა. საკუთრივ თავისთვის კი არა უნდოდა რა, სრულიად არაფერი.
როცა ჭრაქი აანთო და ჭრაქის შუქზე ხელახლად დაინახა სირონა, მისმა სიტურფემ თავზარი დასცა. ხოლო დიდხანს ვერ დაჰსტკბა საუცხოვო ხილვითა. სირონამ მალე დაანება თავი და მარტოდ დააგდო წვიმის ქვეშ ღამის სიბნელეში. მოუსვენარად დადიოდა წინა და უკან. უფრო და უფრო ცეცხლს უკიდებდა მწვავი სურვილი, რომ ერთხელ კიდევ ნახოს ჭრაქის შუქით განათებული სახე და ჭრაქისაკენ გამოწვდილი თოვლივით თეთრი ხელი. უფრო და უფრო უძლიერდებოდა გულის ფეთქა.
როცა მღვიმეს შესავალს წინ გაუვლიდა და შაგნიდამ შუქი გამოკრთოდა, რაღაც იდუმალი ძალი ეწეოდა შიგნით, რომ ერთხელ კიდევ დაინახოს მშვენიერი ქალი. ეხლა პავლე იმაზედ აღარ ფიქრობდა, როგორმე ლოცვით და გვემით მოიშოროს თავიდამ მაცდური წადილი, ეხლა საბუთს ეძებდა, რომ თავისთავის წინაშე თავი იმართლოს, თუ რომ შიგ მღვიმეში შესვლა მოუხდებოდა. მიზეზიც მალე იპოვა, ცივი ღამეაო, ტყაპუჭი იქა მაქვსო. განიზრახა შესვლა და გამოტანა, თუმცა აღთქმა დადებული ჰქონდა, რომ ტყაპუჭი ტანზე აღარ მიიკაროს. ახლა სირონა, ვჰსთქვათ, კიდევ ვნახეო, მერე რაო? ჰკითხა თავის თავს.
როცა დირეს ფეხი გადააცილა, გულის ხმამ ურჩია, უკან დაბრუნდიო; ეუბნებოდა, რომ მრუდე გზაზე მიხვალო, ფეხის თითებზე მიცოცავო, როგორც მპარავი და ქურდიო! მაგრამ აქა თავი გაიმართლა, ფეხის თითებზე მივცოცავო მისთვის, რომ სირონას ძილი არ დავუფთხოვო. ამის მერმედ ჩაუჩუმდა გულის ხმა იმიტომ, რომ მივიდა კიდეც იმ ადგილამდე, საცა სირონას ეძინა.
სირონას ეძინა თავის ხმელს ლოგინზე, ძილით მოცულს როგორც ფერიას. გარშამო ბნელოდა. სუსტი ნათელი ჭრაქისა შუქსა ჰსცემდა მარტო ერთს პატარა კუნჭულს მღვიმისას. ხოლო პირისხე, გულ-მკერდი და ხელები ქალისა, რომელთაც ჭრაქი შუქსა ჰფენდა, ჰნათობდნენ თითქო საკუთარის შუქითაო და აძლიერებდნენ ჭრაქის სუსტს ნათელსაო.
პავლემ სული გაინაბა, დაეშვი მუხლებზე და თვალნი აღტაცებით და მხურვალედ გაუშტერა მშვენიერს სახეს მძინარისას. სირონა ამ დროს სიზმრებში იყო. მისი თავი, ოქროს თმებით გარემოცული, ბალახების ბალიშზე ესვენა, პირისსახე, ნაზად ვარდისფრად წამოწითლებული, მიქცეული ჰქონდა მღვმის ჭერისაკენ. მისი ნელად მოკუმშული ბაგენი მოძრაობდნენ... აი, ტოკვა დაიწყო ოდნად მოხრილმა თეთრმა ხელმაც, რომელიც ესვენა შუბლზე, ჭრაქის შუქით განათებული.
- „განა ჰსთქვა რამე?“ - ჰკითხა თავის თავს პავლემ და მაგრად მიეყრდო გამოშვერილს კედელს კლდისას, თითქო ამით უნდაო, შეაყენოს ძარღვში აშფოთებული სისხლი, რომ თავში არ აუვარდესო. სირონას ხელახლად აუთრთოლდა ბაგენი. - ჰსთქვა რამე თუ არა, იქნება მე მიხმოო.
არა, ვერ იხმობდა, რადგანაც ქალს ეძინა. პავლეს კი უნდოდა, რომ ეგ ეგრე ყოფილიყო. უფრო ახლო და ახლო მიიწია. ბოლოს მოიხარა თავი და ხმაგაკმენდით მოჰყვა ყურის გდებას, მაგრამ ღონემ უღალატა, სუნთქვა დაუდგა, თავბრუ დაესხა. თავი ვეღარ შეიმაგრა და ბალნიან ტუჩებით დაჰსწვდა ჯერ ხელს რომელიც ქალმა უკან წაიღო ძილში, მერე თვალნი უძრავად დააშტერა ოდნავ გაპობილ ქალის ბაგეთა, რომელთაც შორის გამოჰკრთოდნენ თოვლივით თეთრი კბილები, ამ პატარა ბაგეთა კოცნის წყურვილმა შეიპყრო მთელი მისი არსება უძლეველის ძალითა.
მთელის ტანით მთრთოლვარემ, დაიწია თავი რომ კოცნის წყურვილი მოიკლას, მაგრამ უეცრად თავი მოარიდა, თითქო რაღაც მოჩვენებამ თავზარი დაჰსცაო. ეხლა თვალნი მისნი მიეპარნენ ლალისფერს ტუჩებს კი არა, არამედ ხელს, რომელიც ესვენა მძინარე ქალის შუბლზედ.
შუქი ჭრაქისა სხივსა სცემდა ოქროს ბეჭედს, რომელიც ხელზე ჰქონდა სირონას და ბრწყინვალედ ანათებდა შიგ ჩასმულს ქვას, რომელზედაც გამოჭრილი იყო სახე ტიქეისა, ანტიოქიის ღმერთასი, თავზედ ბურთით და ხელში რქითა.
ეს რომ ნახა, სისხლი უფრო აემღვრა და გულმა უფრო ძლიერ დაუწყო ცემა. მაშინვე უბეს იკრა ხელი და ამოიღო პატარა რკინის ჯაჭვი და ბეჭედი, რომელიც წინად გერმასის დედას შესხნა, როცა იგი გადიცვალა. სინათლეზედ გასინჯა და ნახა, რომ იმისთანავე ქვა ზის, იმისთანავე სახეა ამოჭრილი როგორც სირონას ბეჭედზე. აკანკალებული ხელი მისი ძირს ჩამოეშვა მისთვის ძვირფასის განძითა, მერე ორივე ხელი წაივლო აბურძგნულს თმებში, ერთი საშინლად ამოიკვნესა და თითქოს შენდობას ევედრებაო, რამდენჯერმე ახსენა სახელი მაგდალინასი.
მერე ხმამაღლა დაუძახა სირონას და როცა შეშინებულმა გამოიღვიძა, ჰკითხა: - „ვინ მოგცა შენ ეგ ბეჭედი?“
- ფებიციმ მაჩუქა და მითხრა რომ ანტიოქიაში მაჩუქესო რამდენიმე წლის წინადაო. ეხლა მე ეს ბეჭედი არც კი მინდა, რომ მქონდეს. თუ მოგწონს, წაიღე, შენი იყოს.
- გადააგდე! - დაიძახა პავლემ. - შენ ეგ ბედნაერებას არ მოგიტანს!
ამის შემდეგ ხელახლად დაიმორჩილა თავი, ადგა, თავი დაღუნა, გავიდა გარედ, მიეგდო სველ ქვებზე და წამოიძახა:
- მაგდალინავ, შენ წმინდა ხარ! შენ გლიცერა გერქვა და წამებულ კი იქმენ ღვთისათვის და მით მოიპოვე გზა საუკუნო ცხოვრებისა. მეც, მეც მქონია დღენი სიმართლისანი და მაშინ ვბედავდი და ჩემს თავს პავლეს ვუწოდებდი. ეხლა კი, ეხლა?
სასოწარკვეთილებით აღვსილი იცემდა თავში ხელს და კვნესოდა: - „წარხდა ყოველი ჩემთვისა, წარხდა!“
![]() |
11.3 XVII |
▲ზევით დაბრუნება |
XVI
მღვიმეში თვალგაუვალი სიბნელე იყო, საშინელი საბნელი და რამოდენადაც სიბნელე მატულობდა, იმოდენად მატულობდა შიში და ელდაც სირონასი. როგორც წყალწაღებულს წყლის ნაპირი ენატრება, ისე სირონას ენატრებოდა სინათლე. ზოგჯერ თვალებს დაიხუჭავდა რამოდენადაც შესაძლოა მაგრად, ცდილობდა, წარმოედგინა სხივოსანი შუქი ნათლისა.
შიშმა ამოუვსო გული სხვადასხვა საშიშარის სურათითა და ელდითა. ვინ იცის, იქნება პავლემ სულაც თავი დამანება და დამაგდოო ჩემის ბედის ანაბარად? იქნება ამ საშინელებამ მთებში მოასწრო პოლიკარპის ჩემს საძებნელად წამოსუღსაი, და ბნელაში კლდეში სადმე გადიჩეხაო, ანუ მეხი სადმე დაეცა და სული გააფრთხობინო? ეს კლდე, მღვიმეს შემოსავალის თავზედ გადმოშვერილი, რომ მოირღვეს და გზა შემიკრას, რა შეშველებაო? მაშინ ხომ ცოცხლად დამარხულს აქ მარტოდმარტო უნდა ნელ-ნელა ამომივიდეს სული, ისე მოვკვდე, რომ ვეღარა ვნახო ის, ვინც ასე მიყვარს, ისე გამოვესალმო ამ წუთის სოფელს, რომ ვეღარ უთხრა მას, რომ მე შენს გულს არ ვუმტყუნეო.
ამ ფიქრებით ელდაცემული სირონა წამოხტა და ხელების ფაცურით გაიგნო გზა და მღვიმეს გარედ გამოვიდა. ვეღარ აიტანა ეს ხმაამოუღებელი მარტოობა და საშინელი სიბნელე. მაგრამ ფეხი გააცილა მღვიმის შემოსავალს თუ არა, მოესმა ვიღაცის ფეხის ხმაურობა. ახალმა ელდამ შეიპყრო ქალი. ვის გაუხედნია ამ კლდეებზე სიარული ამ თვალგაუვალ ბნელა ღამეში? იქნება პავლე იყოს? იქნება პოლიკარპიც არის და სირონას დაეძებს? ამ უკანასკნელის ფიქრით ატაცებულმა სირონამ წაივლო გულზედ ორივე ხელი, უნდოდა ხმა გაეცა, მაგრამ ენა დაუდუნდა და ხმა გაუწყდა.
თრთოლით და კანკალით სულგანაბული ყურს უგდებდა თანდათან ახლო და ახლო მომავალს ფეხის ხმაურობას. მომავალმა თვალი მოჰკრა თეთრს კაბას და ხმა მიჰსცა. ეგ იყო პავლე. პავლეს ხმაზედ გულზე მოეშო სირონას, თითქო ერთი ძიმე ქვა აეცალაო და სალამზე სალამი მიჰსცა.
- მე მგონია, - ჰსთქვა მეუდაბნოემ. - ამისთანა საშინელბაში შიგნით ყოფნა უმჯობესი უნდა იყოს, ვიდრე გარედ. იმაზე კი მაინც გული დაჯერებული მაქვს, რომ ამისთანა ჰაერში ყოფნა ვერაფრად მოსაწონია.
- თვითონ შიგ მღვიმეშიაც საშინელება იყო, - უპასუხა სირონამ. - მე დიდი შიში და ელდა გამოვიარე ამ საშინელს სიბნელეში, რომ მარტო ვიყავი. ჩემი პატარა ძაღლი მაინც მყოლოდა, რაც უნდა იყოს, სულიერი მაინც იყო.
- მე ძალიან ვეჩქარებოდი რამოდენადაც კი შესაძლოა ადამიანისთვის. მაგრამ აქ გზები ისე გატკეცილი არ არის როგორც ალექსანდრიის ქუჩებში და მე რადგანაც ცერბერი არა ვარ და სამი თავი არ მაბია, ამისათვის ვამჯობინე ნელა ვიარო-მეთქი და შინ მშვიდობით მივიდე-მეთქი. ფრინველმა, რომელმაც ეგ ქარიშხალი მოგვიტანა, ერთბაშად შთანთქა თითქო მუმლიაო. რაც ვარსკვლავები იყო და ბებერი მთა ისე შეწუხდა ამ ამბავზედ, რომ ყოველ მხრიდამ მის ქვიანს ლოყებზე წამოსქდა ნიაღვარი ცრემლისა. აქაც კი სისველეა! მღვიმეში შედი, ერთი სადმე მშრალს ადგილს გამაშლევინე რაც მოგიტანე. ხვალ საღამოს ბინდი ჩამოვარდება თუ არა, გზას შევუდგებით. გემი ვიშოვე, რომელიც კლეზლას მიგვიყვანს და იქიდამ მე თვითონ წაგიყვან ალექსანდრიამდე. აი, ამ ტყავშია გახვეული ტანისამოსი და ჩადრი. თუ გინდა რომ გზა-კვალი დაუბნიო ფებაცის, ამ ტანისამოსით უნდა მოირთვა, თორემ თუ მაგ ტანისამოსით გნახეს, შენ ფებიცის ვერ დაემალები.
- მე მგონია, აქაც კარგადა ვარ დამალული, - უპასუხა სირონამ. მე ზღვაში სიარულისა მეშინია. ამასთანაც თუნდაც მშვიდობით მივიდე ალექსანდრიაში, მაინც კიდევ არ ვიცი, როგორ...
- ეგ ჩემი საქმეა, შენ ფიქრი ნუ გაქვს, მე დაგაბინავებ, - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. ხომ გაგიგონია ლომისა და ვირის ზღაპარი. აი ეგრეა ხოლმე, რომ ხშირად ლომს ვირის ტყავი აცვია. გუშინ შენ სიამოვნებით იგონებდი სრა-სასახლეების მედიდეურობას და ნატრობდი მათში მცხოვრებელის ბედნიერებას. შენც ერთს იმისთანა მარმარილოს სრა-სასახლეში იდგები და როგორც პატრონი ისე მოიხმარებ, არავინ შეგეცილება. რაც შეეხება ტახტრევანს, ეტლსა, შინა მოსამსახურებს, იმისი მე ვიცი, ყველაფერს გიშოვნი. ნუ ეჭვობ, მე იმისთანას არას დაგპირდები, რომ ასრულება არ შემეძლოს, - დამიჯერე. აი წვიმასაც გადუღია, ეხლა ცეცხლს ავანთებ. ეხლა, ღამე მშვიდობისა და დანარჩენი კი ხვალინდელს დღეს დავაცალოთ.
გაოცებული სირონა დაემორჩილა პავლეს ბძანებას. უწინ რამდენჯერ უნატრია სირონას ყოველივე ის, რასაც ეხლა ჰპირდება ეს უცნაური მამინაცვალი, ეხლა კი ყოველივე ეს არაფრად მიაჩნდა. გულში ჩაინერგა, რომ არას შემთხვევაში არ აჰყვეს პავლეს რჩევას, რადგანაც პავლეზედ რაღაც ეჭვი დაებადა, ამიტომაც გულგრილად უპასუხა პავლეს გამომშვიდობაზედ და უთხრა:
- ხვალ საღამომდე კიდევ ბევრი დროა, რომლის განმავლობაში შეგვიშლიან უფრო კარგად მოვიფიქროთ ყველაფერი.
პავლე ცეცხლის ანთებას შეუდგა და სირონა მაინც მარტო დარჩა ბნელაში და ხელახლად შიშმა წაიღო. დაუძახა პავლეს და უთხრა:
- მე ამ ბნელაში მეშინია. დღეს დილით შენ კიდევ რაღაც ზეთი დაგრჩა, იქნება ჭრაქი მაინც მოვახერხოთ, თორემ ბნელაში ყოფნა საშინლად მაშინებს.
პავლემ სწრაფად წამოავლო ხელი რაღაც ნატეხს, ჩაასხა ზეთი, მოხია თავის ისეც დაფხრეწილს კალთას ჩვარი, დაგრიხა პატრუქად, ჩადო ზეთში, მოუკიდა და მიაწოდა სირონას ამ სიტყვით:
- ჯერ დრომდე ამ ჭრაქმა გაგიწიოს სამსახური, ალექსანდრიაში კი მე ვეცდები გიშოვნო იმისთანა კანდელი, რომელიც ჩემზედ უკეთესის ოსტატისაგან იქნება გაკეთებული. სირონამ თახჩაში თავით დაიდგა ჭრაქი და მიწვა ლოგინზედ. როგორც ტყის ნადირი ფთხის ნათელზედ, ისეც შიში, რომელიც ამღვრევს ხოლმე კაცის მშვიდობიანობას. ყოველივე საშიშარი ფიქრი თავიდამ მოშორდა სირონას.
გულდადინჯებული იწვა ლოგინზედ და მტკიცედ ჩაინერგა გულში, რომ იმ დრომდე არ წავიდეს ამ მღვიმედამ და არ მიენდოს მეუდაბნოეს, ვიდრე როგორმე არა ნახოს პოლიკარპი და იმასთან არ მოილაპარაკოს. ხომ იცის ეხლა სადაცა ვარო, იფიქრა სირონამ. უთუოდ ამოვაო დღესა თუ ხვალეო.
„ხვალ, იმედი მაქვს, ვნახავ, - ამბობდა სირონა. - ჩემს გულს მთლად გადვუხსნიო. იგი ჩაიხედავს ჩემს გულში და ჰსცნობს, რომ როგორც გადაშლილს წიგნში, მისი სახელი ჰსწერია ყოველს ფურცელზედ, ყოველ სტრიქონზედ. მე იმასაც ვუამბობ, რომ დღეს მე ჩემი ლოცვა მივმართე მის „კეთილს მწყემსა“ და მას შემდეგ გული დამიამდა, მწუხარება გამინელდა. მე ვეტყვი, რომ ისეთივე ქრისტიანად ყოფნა მინდა, როგორც მისი დედაა როგორც მისი დაი მარტანაა. დოროტეას ძალიან გაუხარდება ამას რომ გაიგებს. მე იმას თავის დღეში ავ დედაკაცად არ მივაჩნდი. ყოველთვის სიყვარულით მექცევოდა. პატარები ხომ რაღა... სიხარულით ხტომას დაიწყობენ“
მხიარული სახენი პატარა ბავშვებისა წარმოუდგნენ თვალწინ, მერე ფიქრი ბურანმა ნელ-ნელა შეიპყრო და ბოლოს ნუთშმცემელი ძილი ნაზად ჩაეპარა გულში და გაუფანტა უკანასკნელი ჩრდილი დღეთა ცხოვრების მზრუნველობასა.
ღიმილით ბაგეზე ჩაეძინა სირონას როგორც გულუბრყვილო ბავშვსა, მისი უცნაური ზედამხედავი ამ დროს ისევ ცეცხლს დაჰსტრიალებდა და რაც შეეძლო უბერავდა სველს შეშას, რომელსაც ძნელად ეკიდებოდა. ზოგჯერ კი მოშორდებოდა ცეცხლს, წინა და უკან დადიოდა და მხურვალეს თვალით გაიცქირებოდა იქით, საცა ჭრაქის შუქზედ მოჩანდა მძინარე სირონა.
აქამომდე ჯერ კიდევ გონება არ მოეკრიფა, მას აქეთ, რაკ პოლიკარპი დაამარცხა. ერთს წუთსაც არ შეუნანია იგი, რაც დღე დააყენა პოლიკარპს. სულ ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ძირს დაცემა პოლიკარპისა უბედურობით გათავდა.
ეგრე უნდაო იმისთანა კადნიერს და თავზედ ხელაღებულ კაცსაო! ვინ მიჰსცა ამას ნება, რომ სირონას წამოსარჩლებოდაო, მაშინ როდესაც მე, პავლემ, სირონა სიკვდილს გადავარჩინეო და ყოველივე მზრუნველბა მასზე კისრად ვიდეო?
ჯერ პირველ შეხვედრაზედვე სირონას სიტურფემ ამოვნებით აავსო გული პავლესი, როცა იგი აღტაცებით შეჰყურებდა ლამაზს ქალს და გულმტკივნეულობით ყურს უგდებდა მის გულწრფელს ლაპარაკსა. მხოლოდ პოლიკარპის აღსარებამ ჩაუგდო გულში ნაპერწკალი; და ეს ნაპერწკალი უშველებელ ცეცხლად გადააქცია იჭვმა და შიშმა, რომ სირონას სხვა წამართმევსო.
არ უნდოდა ეს ქალი დაეთმო ვისთვისმე, უნდოდა, რომ სამუდამოდ ამაზედ მზრუნველობა თვითონ ჰქონოდა. უნდოდა, რომ ის ქალი მარტო, მარტო ამის მადლობელი ყოფილიყო და სხვის არავისი. ამიტომაც ასე აჩქარდა, ასე გულმოდგინედ სულით და გულით მიეცა სამგზავროდ მზადებასა, რომ ეს ქალი მალე გააქციოს როგორმე. ავდარს და ნიაღვარს, ჭექა-ქუხილს, ღამის თვალგაუწვდენელს სიბნელეს, არაფერს არ შეუშინდა და როცა თავიდამ ფეხამდინ გაწუწვილი, დაქანცული, ხელის ფაცურით გზას იკვლევდა, კლდიდამ კლდეზე ბობღინობდა სასიკვდილოდ თავგამომეტებული, იგი მხოლოდ სირონაზედ ჰფიქრობდა, ზრუნავდა მასზედ, თუ როგორ მიიყვანოს მშვიდობით ალექსანდრიაში, როგორ დააბინავოს, როგორ მიანიჭოს ყოველისფერი, რითაც კი დედაკაცის გული სიამოვნებს ხოლმე.
ბევრგვარი აზრი მოსდიოდა, ბევრგვარი სარისტა დაიწყო, მაგრამ ყოველს ამას მარტო სირონას სიამოვნებისათვის ლამობდა. საკუთრივ თავისთვის კი არა უნდოდა რა, სრულიად არაფერი.
როცა ჭრაქი აანთო და ჭრაქის შუქზე ხელახლად დაინახა სირონა, მისმა სიტურფემ თავზარი დასცა. ხოლო დიდხანს ვერ დაჰსტკბა საუცხოვო ხილვითა. სირონამ მალე დაანება თავი და მარტოდ დააგდო წვიმის ქვეშ ღამის სიბნელეში. მოუსვენარად დადიოდა წინა და უკან. უფრო და უფრო ცეცხლს უკიდებდა მწვავი სურვილი, რომ ერთხელ კიდევ ნახოს ჭრაქის შუქით განათებული სახე და ჭრაქისაკენ გამოწვდილი თოვლივით თეთრი ხელი. უფრო და უფრო უძლიერდებოდა გულის ფეთქა.
როცა მღვიმეს შესავალს წინ გაუვლიდა და შაგნიდამ შუქი გამოკრთოდა, რაღაც იდუმალი ძალი ეწეოდა შიგნით, რომ ერთხელ კიდევ დაინახოს მშვენიერი ქალი. ეხლა პავლე იმაზედ აღარ ფიქრობდა, როგორმე ლოცვით და გვემით მოიშოროს თავიდამ მაცდური წადილი, ეხლა საბუთს ეძებდა, რომ თავისთავის წინაშე თავი იმართლოს, თუ რომ შიგ მღვიმეში შესვლა მოუხდებოდა. მიზეზიც მალე იპოვა, ცივი ღამეაო, ტყაპუჭი იქა მაქვსო. განიზრახა შესვლა და გამოტანა, თუმცა აღთქმა დადებული ჰქონდა, რომ ტყაპუჭი ტანზე აღარ მიიკაროს. ახლა სირონა, ვჰსთქვათ, კიდევ ვნახეო, მერე რაო? ჰკითხა თავის თავს.
როცა დირეს ფეხი გადააცილა, გულის ხმამ ურჩია, უკან დაბრუნდიო; ეუბნებოდა, რომ მრუდე გზაზე მიხვალო, ფეხის თითებზე მიცოცავო, როგორც მპარავი და ქურდიო! მაგრამ აქა თავი გაიმართლა, ფეხის თითებზე მივცოცავო მისთვის, რომ სირონას ძილი არ დავუფთხოვო. ამის მერმედ ჩაუჩუმდა გულის ხმა იმიტომ, რომ მივიდა კიდეც იმ ადგილამდე, საცა სირონას ეძინა.
სირონას ეძინა თავის ხმელს ლოგინზე, ძილით მოცულს როგორც ფერიას. გარშამო ბნელოდა. სუსტი ნათელი ჭრაქისა შუქსა ჰსცემდა მარტო ერთს პატარა კუნჭულს მღვიმისას. ხოლო პირისხე, გულ-მკერდი და ხელები ქალისა, რომელთაც ჭრაქი შუქსა ჰფენდა, ჰნათობდნენ თითქო საკუთარის შუქითაო და აძლიერებდნენ ჭრაქის სუსტს ნათელსაო.
პავლემ სული გაინაბა, დაეშვი მუხლებზე და თვალნი აღტაცებით და მხურვალედ გაუშტერა მშვენიერს სახეს მძინარისას. სირონა ამ დროს სიზმრებში იყო. მისი თავი, ოქროს თმებით გარემოცული, ბალახების ბალიშზე ესვენა, პირისსახე, ნაზად ვარდისფრად წამოწითლებული, მიქცეული ჰქონდა მღვმის ჭერისაკენ. მისი ნელად მოკუმშული ბაგენი მოძრაობდნენ... აი, ტოკვა დაიწყო ოდნად მოხრილმა თეთრმა ხელმაც, რომელიც ესვენა შუბლზე, ჭრაქის შუქით განათებული.
- „განა ჰსთქვა რამე?“ - ჰკითხა თავის თავს პავლემ და მაგრად მიეყრდო გამოშვერილს კედელს კლდისას, თითქო ამით უნდაო, შეაყენოს ძარღვში აშფოთებული სისხლი, რომ თავში არ აუვარდესო. სირონას ხელახლად აუთრთოლდა ბაგენი. - ჰსთქვა რამე თუ არა, იქნება მე მიხმოო.
არა, ვერ იხმობდა, რადგანაც ქალს ეძინა. პავლეს კი უნდოდა, რომ ეგ ეგრე ყოფილიყო. უფრო ახლო და ახლო მიიწია. ბოლოს მოიხარა თავი და ხმაგაკმენდით მოჰყვა ყურის გდებას, მაგრამ ღონემ უღალატა, სუნთქვა დაუდგა, თავბრუ დაესხა. თავი ვეღარ შეიმაგრა და ბალნიან ტუჩებით დაჰსწვდა ჯერ ხელს რომელიც ქალმა უკან წაიღო ძილში, მერე თვალნი უძრავად დააშტერა ოდნავ გაპობილ ქალის ბაგეთა, რომელთაც შორის გამოჰკრთოდნენ თოვლივით თეთრი კბილები, ამ პატარა ბაგეთა კოცნის წყურვილმა შეიპყრო მთელი მისი არსება უძლეველის ძალითა.
მთელის ტანით მთრთოლვარემ, დაიწია თავი რომ კოცნის წყურვილი მოიკლას, მაგრამ უეცრად თავი მოარიდა, თითქო რაღაც მოჩვენებამ თავზარი დაჰსცაო. ეხლა თვალნი მისნი მიეპარნენ ლალისფერს ტუჩებს კი არა, არამედ ხელს, რომელიც ესვენა მძინარე ქალის შუბლზედ.
შუქი ჭრაქისა სხივსა სცემდა ოქროს ბეჭედს, რომელიც ხელზე ჰქონდა სირონას და ბრწყინვალედ ანათებდა შიგ ჩასმულს ქვას, რომელზედაც გამოჭრილი იყო სახე ტიქეისა, ანტიოქიის ღმერთასი, თავზედ ბურთით და ხელში რქითა.
ეს რომ ნახა, სისხლი უფრო აემღვრა და გულმა უფრო ძლიერ დაუწყო ცემა. მაშინვე უბეს იკრა ხელი და ამოიღო პატარა რკინის ჯაჭვი და ბეჭედი, რომელიც წინად გერმასის დედას შესხნა, როცა იგი გადიცვალა. სინათლეზედ გასინჯა და ნახა, რომ იმისთანავე ქვა ზის, იმისთანავე სახეა ამოჭრილი როგორც სირონას ბეჭედზე. აკანკალებული ხელი მისი ძირს ჩამოეშვა მისთვის ძვირფასის განძითა, მერე ორივე ხელი წაივლო აბურძგნულს თმებში, ერთი საშინლად ამოიკვნესა და თითქოს შენდობას ევედრებაო, რამდენჯერმე ახსენა სახელი მაგდალინასი.
მერე ხმამაღლა დაუძახა სირონას და როცა შეშინებულმა გამოიღვიძა, ჰკითხა: - „ვინ მოგცა შენ ეგ ბეჭედი?“
- ფებიციმ მაჩუქა და მითხრა რომ ანტიოქიაში მაჩუქესო რამდენიმე წლის წინადაო. ეხლა მე ეს ბეჭედი არც კი მინდა, რომ მქონდეს. თუ მოგწონს, წაიღე, შენი იყოს.
- გადააგდე! - დაიძახა პავლემ. - შენ ეგ ბედნაერებას არ მოგიტანს!
ამის შემდეგ ხელახლად დაიმორჩილა თავი, ადგა, თავი დაღუნა, გავიდა გარედ, მიეგდო სველ ქვებზე და წამოიძახა:
- მაგდალინავ, შენ წმინდა ხარ! შენ გლიცერა გერქვა და წამებულ კი იქმენ ღვთისათვის და მით მოიპოვე გზა საუკუნო ცხოვრებისა. მეც, მეც მქონია დღენი სიმართლისანი და მაშინ ვბედავდი და ჩემს თავს პავლეს ვუწოდებდი. ეხლა კი, ეხლა?
სასოწარკვეთილებით აღვსილი იცემდა თავში ხელს და კვნესოდა: - „წარხდა ყოველი ჩემთვისა, წარხდა!“
![]() |
11.4 XVII |
▲ზევით დაბრუნება |
XVII
ყოველს კაცს არ შეუძლიან იგრძნოს, რა არის ის საშინელი მწვავთ ტკივილი, რომელსაც გამოივლის ხოლმე სული, თავის თავზედ იმედგადაწყვეტილი და სასოწარკვეთილი. მაგრამ ესეც კია, რომ რამოდენადაც ამ შემთხვევაში ტანჯვა და ქენჯნა ძლიერია, იმოდენად ნატკივარს გულს შვებაც ეძლევა ხოლმე.
პავლეს ფიქრში აღარ მოსდიოდა ლამაზი მძინარე ქალი. იგი, შეწუხებული იმ საშინელის სულის ქენჯნითა, მიეგდო ტიტველა ქვებზედ და ჰგრძნობდა, რომ ყოველივე ბრძოლა ამაოა და ფუჭი. როცა მან სხვის მაგიერად იკისრა ცოდვა და მიიღო სასჯელი, როცა კისრად იდო გერმასის სამარცხვინო საქციელი, მაშინ ეგონა, რომ მაცხოვრისაგან ნაჩვენებ გზას დავადექიო. ეხლა კი? ეხლა კი იგი ჰგვანდა იმ კაცს, რომელიც დაეწია თავის სასურველს საგანს და როცა ხელი უნდა წაევლო, წამოჰკრა ფეხი ქვას და ჩავარდა ლაფში.
- „ღმერთი ხედავს წადილს და არა მოქმედებას“ - ჰფიქრობდა გულში. - „რა დავაშავე მე სირონის წინაშე და რა არა, ეგ სულ ერთია, ამას ვინ იკითხავს. როცა მე გავიწიე სირონასაკენ, მე მაშინ ვეყმე სატანას და ამით თანაზიარი გავუხდი დაუძინებელ მტერს მისას, ვისაც შევჰსწირე მე ჩემი სული და ხორცი. რას მიშველის მე, რომ გამოვეთხოვე წუთისსოფელს და აქ, ამ უდაბნოში ვგდივარ? ვინც ბრძოლას თავს არიდებს, რასაკვირველია, შეუძლიან დაიკვეხოს მე ჯერ არავის დავუმარცხებივარო, მაგრამ ამით განა ის გმირად ჩაითვლება? დაფნის ფოთოლის ღირსი მარტო ის არის, ვინც ამ ქვეყნიურ ბრძოლაში არ გაიმრუდებს გზას ცისაკენ მიმავალს და არ შეიშლის სიარულს. მე კი ვეხეტებოდი მარტოდ და როცა წინ შემხვდა ყმაწვილი კაცი თავისის მუქარითა და დედაკაცი თავისის სილამაზითა, დავივიწყე ჩემი გულითადი საგანი და მსწრაფლს ჩავეშვი სატანის წუმპეშია. ეგრე არ იქნება, მე აქ იმას ვერ ვიპოვი, რასაც ეძიებს სული ჩემი! მაშ როგორ და სად? განმანათლე მე, უფალო, და მასწავლე, რა უნდა ვჰქმნა“.
ამ ფიქრებში გართული პავლე წამოდგა, დაიჩოქა და გულმოდგინედ დაიწყო ლოცვა. როცა ბოლოს წარმოჰსთქვა „ამინო“ თავი გაუხურდა თითქო ეწვისო და ენა თითქო გაუშრაო.
ამასობაში ცამ ღრუბელი გადიყარა, მარტო ჩასავლეთისკენ კიდევ შავად მოჩანდნენ შეჯგუფებულნი. ხანდისხან სადმე შორს გამოჰკრთებოდა კიდევ ელვა და ანათებდა ჩაკპილულს წვერს კლდეებისას. მთვარეც ამოსული იყო, მაგრამ მისი კლებაში შესული დისკო დაფარულიყო მსწრაფლ მორბედ ღრუბლებითა. ბრწყინვალე ნათელი ელვისა, ნაზი შუქი მთვარისა და სრულიადი სიბნელე ღამისა საოცარის სისწრაფით რიგ-რიგად მოივლინებოდნენ. ბოლოს პავლე ადგა და დაეშო წყაროსაკენ, რომ წყალი დალიოს და გაიგრილოს გახურებული შუბლი.
გზად მიმავალი ამბობდა, რომ მე უნდა დავიწყო სხვა ახალი ცხოვრებაო და მინამ ამას შევუდგებიო, ჯერ პირველად წარსულთა ცოდვათა მონანიება მმართებსო. მძიმე საკანონო უნდა დავჰსდო ჩემს თავსაო. მაგრამ როგორი საკანონო?
წყაროს პირს იდგა, როცა ეს ფიქრი მოუვიდა და დასალევად დაწაფვას ლამოდა. მაგრამ მინამ პირს დააკარებდა წყალს, წამოდგა ისევ, ხელახლად გაჰსწორდა ტანში. სახელდობრ იმიტომ, რომ წყურვილი ჰსწვავდა და უნდოდა უწყლოობით დაესაჯა თავი.
სწრაფად მოარიდა თავი წყაროს და უკუიქცა. როცა ამ რიგად დაიმორჩილა თავი და იგრძნო, რომ ცოტაოდენად მაინც ვძლიე ჩემ თავსაო, მის ამღვრეულს გულს ცოტა შვება მიეცა.
მას უნდოდა, მოშორებოდა აქაურობას, ამ უდაბნოს, ამ წმინდა მთას და საითმე გადაკარქულიყო. მაგრამ საით და რად? ხომ მარტო წვალება უნდოდა თვითონ და წვალებაც ეგ იყო. - „ვის უნდა გავექცევო, ვის?“ - ჰკითხავდა დაჟინებით თავის თავს და ეს პასუხი იპოვა:
ის, ვისაც შენ გინდა მოშორდე და გაექცე, თვითონ შენა ხარ. შენი მტერი საკუთარი შენი „მე“ არისო და საცა უნდა გადიკარქო, იგი ყველგან თან გამოგყვებაო, უფრო ადვილია მოიშორო თავიდამ შენი ჩრდილიო, ვიდრე შენი „მე“.
პავლემ ეხლა სრულიად იგრძნო თავისი საკუთარი უძლურება და შემდეგ იმ წვალებისა, რაც ამ უკანასკნელ საათებში გამოიარა, სულ მოიშალა ტანში, მოჰსწყდა და დიდს მწუხარებაში ჩავარდა.
ღონე მოკლებული, მისუსტებული, თავ და სიცოცხლე მოძულებული პავლე მიეგდო ქვებზედ და დაიწყო მასზედ ფიქრი, რაც ამ უკანასკნელ დღეებსა და საათებში გამოიარა და შეემთხვა.
- „ყველა სულელზე, რომელიც კი ოდესმე მე მინახავს, მე შორს წაველ და ყველას გადავაჭარბე“ - ამბობდა თავისთავად პავლე. - „ამასთან ისე ნაირად ავრიე ჩემი გზა და კვალი, რომ ბრძენიც ვიყო, ვეღარ გავასწორებ. ერთხელ ვიღაცამ მიამბო, რომ ყოფილა ვითომ ერთი ვიღაც უდაბნოელი, რომელსაც აქაო და სამღთო წერილში ჰსწერია, მკვდრებს დამარხვა უნდაო, აუღია და რადგანაც ცხედარი არსად ყოფილა, მოუკლავს მგზავრი, რომ სამღვთო წერილის ბძანება დამარხვის შესახებ მით აესრულებინა. სწორედ ისე მომივიდა მეც. რადგანაც, იმისათვის რომ სხვა გადავარჩინო წვალებას და სხვის ბრალი კისრად ვიდო, მე უბედურებაში ჩავაგდე პატიოსანი ქალი და თვითონაც ცოდვილ შევიქმენ. რა წამსაც ირიჟრაჟებს მე სოფლისაკენ გავწევ და ყველაფერში გავუტყდები პეტრესაც და ეპისკოპოს აღაპისაც. იგინი საკანონოოს დამდებენ და მე ვეცდები, რომ ის საკანონო უნაკლულოდ ავასრულო. რაც უფრო ნაკლებ შევიბრალებ ჩემს თავს, მით უფრო მალე შემიბრალებს ყოვლად მწყალე და უკვდავი გამკითხველი ჩემი“.
ადგა, შეხედა ვარსკვლავებს და რა ნახა, რომ გათენება მალე იქნება, გაემართა სირონასთან წასასვლელად და გადადგა ფეხი თუ არა, ერთი შესაბრალისი კვნესა მოესმა. ყური დაუგდო, ხელმეორედ მოისმა უცნაური კვნესა. პავლემ იფიქრა იქნება დაჭრილი ნადირიაო სულის დალევამდე მიხწეულიო, და გასწია იქით, საიდამაც კვნესის ხმა მოდიოდა.
კვნესის ხმა თანდათან უფრო გაძლიერდა და მოუხშირდა, თანდათან უფრო გულსატკივარი ხმა ისმოდა. მაშინ კი მიხვდა, რომ ის ხმა უსათუოდ ადამიანისა არის. მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ იქავ გადმოშვერილ კლდის ქვეშ გდია უძრავად ადამიანი.
„იქნება მწყემსი ვინმეა, მეხისაგან გაფუჭებულიო“, - იფიქრა პავლემ. მივარდა ტანჯულს, ნელა წამოჰსწია და გულზედ მიიყრდო სნეული და როცა ცხვირში ეცა სუნი თმებზედ ცხებულ სურნელოვანის ზეთისა, მაშინ დაებადა საშინელი წინად გრძნობა.
„პოლიკარპ, შენა ხარ?“ - დაიძახა პავლემ და უფრო ძალიან მოხვია ხელები სნეულსა. პოლიკარპი შეიძრა და ცოტა რამ წაიდუდუნა წყნარა და გაუგებრად, მაგრამ იმოდენად კი, რომ პავლემ გული დააჯერა, რომ მართლა პოლიკარპია.
გულმტკივნეულად ამოიოხრა პავლემ, გადეხვია დაუძლურებულს ყმაწვილ კაცს, მერე სიფრთხილით ასწია და როგორც ბავშვი წაიღო წყაროსაკენ და იქ თავისი პატიოსანი ტვირთი დაუშვო ძირს ბალახზედა.
პოლიკარპი შეტოკდა და აახილა თვალები. ამ დროს გარიჟრაჟდა კიდეც, სუბუქს ღრუბლებს ცის აღმოსავლეთის მხრივ ვარდისფერი ქობა გაუკეთდა და ახლად დაბადებული დღის ნათელი ლამოდა ბნელის ზეწრის ახდას და ქვეყნიერობის სახისა და ფერის გამოჩენასა.
ყმაწვილმა კაცმა იცნო უდაბნოელი, რომელიც აკანკალებელის ხელით ჰბანდდა წყლულს კეფაზედა. ცეცხლივით აენთო თვალები პოლიკარპს და შეიკრიბა რა უკანასკნელი ღონე ჰკრა ხელი პავლეს, რომ თავიდამ მოიშოროს.
პავლემ უკან არ დაიწია და ხელის კვრა ისე მიიღო, როგორც მოკითხვა, როგორც ჯილდო და იფიქრა: - „დიახ, ხანჯალიც რომ გქონოდა ხელში, მაშინაც ადგილიდამ არ დავიძროდი“.
და ჭრილობა პოლიკარპისა მეტად მძიმე და დიდი იყო, ხოლო სისხლი თმებში ჩაჰკდომოდა და შეეკრა პირი წყლულისათვის. ასე რომ სისხლის დენა ამით შემწყდარიყო. როცა პავლემ მოჰბანა წყლული, ხელახლად წამოჰსქდა სისხლი. სისხლის დენა მოემატა მას შემდეგ უფრო, როცა პოლიკარპმ თავის მტერს პავლეს შეუტია ხელის კვრითა. ყოველ ამან დაასუსტა ისეც მისუსტებული პოლიკარპი და ამიტომაც იგი, უღონობით გრძნობა მიხდილი, დაეცა პავლეს მისაშველებლად გაწვდილ ხელებზე.
სუსტმა დილის ნათელმა უფრო მეტად გააფითრა უსისხლოები გაფითრებული და ფერმილეული სახე ყმაწკილ-კაცისა, რომელიც თვალებ ამღვრეული და უკანასკნელ დღემდე მიხწეული ესვენა უდაბნოელის ხელებზედა.
„სულსა ჰლევსო“, - წაიდუდუნა პავლემ და ელდაცემული, სულგანაბული ხან ცას შეხედავდა, ხან მინდვრებს გადაჰსცქეროდა თითქო ეძებსო ადამიანს, რომ იშველიოსო.
თვალწინ მოჩანდა დიდებული მთა, დილის სხივებით მორთული, რომელზედაც უფალმა ქვის ფიცარზე დაჰსწერა კანონი თავის საკუთარის ერისათვის და მთელ ქვეყნიერობისათვისაც. პავლეს მოეჩვენა უზარმაზარი სახე მოსესი, რომელიც ვითომ გადმომდგარა ერთს მაღალ ცერზე და ხმამაღლა ღაღადებს ყველაზე უმძიმეს მცნებას: „არა კაც ჰკლა“.
პავლემ თვალებზედ ხელი აიფარა და შიშის ზარით ელდაცემულთ იდგა ხმაამოუღებლივ გულზედ მიყუდებულ ტვირთითა. თვალებზე ხელი აიფარა იმიტომ, რომ ეშინოდა დაენახა ფერმკრთალი სახე ყმაწვილკაცისა და უფრო მთა. მაგრამ ძლიერი ხმა მაღალის მთიდამ უფრო და უფრო ღაღადებდა, უფრო და უფრო ძლიერ ისმოდა. პავლეს გულში ხმაურობდა სასტიკი ხმა უფლისა: „არა კაც ჰკლა“. მერე მეორე: „არა გულთ გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“, და მესამე: „არა იმრუშო“. და ბოლოს მეოთხე: „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“.
„ვინც შესცოდავს თუნდ ერთს რომელსამე მცნებას ამ ოთხიდამ, იგი შეჩვენებული და წყეულია. მე კი, მე კი ოთხსა ერთად შევცოდე, ოთხივ ერთად დავარღვიე ცხონების ეკლიანს გზაზედ“. - იძახოდა სასოწარკვეთილი პავლე თავში ცემით.
უნებლიედ ხელნი ააპყრო ცისა მიმართ, მძიმედ ამოიკვნესა და შეხედა მთას. რა ნახა მთაზედ? სინაის წვერზე საყარაულო იყო, საცა მუდამ ყარაული იდგა მტერის საზვერად, იმ საყარაულოს წინ ფრიალებდა ალამი ნიშნად იმისა, რომ მტერი გამოჩდა და მოდისო.
პავლე მართალი იყო. როცა ეს ამბავი დაინახა და მოსალოდნელის შიშისა გამო გონება ისევ მოეკრიფა, ნახა, რომ ხმა, რომელიც მას მთის წვერიდამ მოესმა, ყარაულის საყვირის ხმა იყო გასაფრთხილებლად მცხოვრებთა და მეუდაბნოეთა.
გემრასი დაბრუნდა თუ არა? იქნება ბლემიელებმა გზა აუქციეს? რომელ მხრიდამ მოდის მტერი? აქ მომაკვდავთან უნდა დარჩეს პავლე, თუ მოვალეობა ითხოვს, წავიდეს და თავისი ღონიერი მკლავი მოიხმაროს თავის მოძმეთა საშველად?
ამების კითხვით და შიშით დაჰსცქეროდა იგი ფერმილეულს სახეს ჭაბუკისას და გული აევსო მტკივნეულობით და სიბრალულითა. რა მშვენიერი იყო ეს ნორჩი ყვავილი, რომელიც ყუნწში გადატეხილ იქმნა ამის ტლანქის ხელითა! ამ შავ ხუჭუჭ თმასა ჯერ კიდევ გუშინ ათამაშებდა ხომ დედის ნაზი ხელი! უდაბნოელს თვალში ცრემლი მოერია, დაიხარა და როგორც მამამ, ალერსით აკოცა უსისხლო ტუჩებს უსულო ჭაბუკისას.
სიხარულის ჟრუანტელმა გაურბინა ტანში იმიტომ, რომ ტუჩები პოლიკარპს ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა და აი, ხელითაც ტოკვა დაიწყო... მადლობა ღმერთს! ხელახლად თვალიც აახილა.
- „მე კაცის მკვლელი არა ვარ, არა“, - უგალობდა პავლეს გულში ათასნაირი ხმა ლხენითა და სიხარულითა. მერე ჰსთქვა: - „ჯერ თავის მშობლებთან მივიტან მას და მერე ძმებთან!“
უეცრად ხელახლახლდ გაისმა ხმა საყვირისა და მყუდროება უდაბნოსი დარღვეულ იქმა ადამიანის ძახილითა და კიჟინითა; თითქო ჯადომ ჩაუდგა სული ამ უენო უდაბნოსაო და ქვებს და კლდეებს ხმა ამოაღებინაო, ასეთი ჟრიამული ადგა.
- გვიანღაა, გვიან! - ჰსთქვა პავლემ. - მე რომ შემძლებოდა, მე რომ მცოდნოდა...
- ჰაი, ჰაი, ღვთის მოშიშო პავლე! - გააწყვეტინა ფიქრი ქალის ხმამ, რომელიც მაღლიდამ მოისმა. - გერმასი კარგად არის, გერმასი ხელახლად აქავეა! აბა შეხედე ზევით, იქ ბაირაღი ფრიალებს. იმიტომ, რომ გერმასმა შეატყობინა ყარაულებს. ბლემიელები მოდიან და გერმასმა შენთან გამომგზავნა, რომ გიპოვო სადმე. ჩქარა წამოდი, იმ ბურჯში გელოდება, რომელიც გზის მხარ-მარჯვნივ არის. ჩქარა! ნუ იგვიანებ! გესმის, ჩქარა-მეთქი! იმის სიტყვას გეუბნები, ჩქარა-მეთქი! ეგ გულზედ ვინა გყავს მიყრდნობილი? ეგ ხომ...
- პოლიკარპია, პოლიკარპი, - უპასუხა პავლემ. - შვილი შენის ბატონისა უკანასკნელ დღეშია. გაიქეც და შეატყობინე სენატორს, შეატყობინე დოროტეას...
- მე ეხლა სხვა საქმე მაქვს, - უპასუხა მირიამმა. - გერმასმა ბევრგან სხვაგან გამგზავნა და იქ მივდივარ. სოფელში კი რომ ჩავიდე, ბატონები დამამწყვდევენ და არსად აღარ გამიშვებენ. რა დამართვია საწყალს? მაგრამ ეხლა ეგ რა საკითხავია! დღეს შენ უფრო მძიმე საქმე გაქვს. აქ მდგომი და სენატორის დედის ნებიერ შვილზე კნავილი დღეს არაფრად მოგიხდება. ჩქარა წადი გერმასთან-მეთქი, ეგ ან მანდ დააგდე, ან წაიღე შენს ახალს ბუდეში და გადაეცი შენს სატრფიალოს, ქალი უფრო კარგად მოუვლის...
- აი შე წყეულო, - დაუყვირა პავლემ და ქვას ხელი წამოავლო...
- დაანებე მაგას თავი-მეთქი გეუბნები, - უძახოდა მირიამი. - თორემ წავალ და ფებიცის შევატყობინებ. აბა ნუ აასრულებ გერმასის სიტყვას და მე გიჩვენებ, რასაც გიზამ. მე ეხლა სხვებთან წავალ და იმედი მაქვს, ბურჯში ვნახავო ერთმანეთს. ჰა, დიდხანს არ დაგაგვიანოს შენმა ოქროსთმიანმა მეგობარმა, შე ღვთის მოშიშო პავლე, შე, წმინდაო პავლევ!
მირიამმა ჰსთქვა ესა და მოჰყვა ხმა მაღლივ ხარხარს და იმ ხარხარით კლდიდამ კლდეზე მიფრინავდა, თითქო ჰაერში ჰსცურავსო. პავლე გაჯავრებული თვალს ადევნებდა, ბოლოს იგრძნო, რომ კარგი ურჩივა, წამოიკიდა საწყალი პოლიკარპი და წაიღო თავისს მღვიმესაკენ. ჯერ არ მისულიყო მღვიმემდინ, მოესმა ფეხის ხმა და მწუხარე ოხვრა და ვაება და რამდენსამე წუთს შემდეგ თვითონ სირონაც დაუდგა თვალ-წინ. გამწარებული სირონა გულმოწყლულის ხმით მოჰსთქვამდა:
- პოლიკარპია, პოლიკარპი! სწორედ ის არის, სწორედ! მაგის სიკვდილი შეუძლებელია. ეგ რომ მოკვდეს, მაშ თქვენა კაცთმოყვარე ღმერთი, ღმერთი მოწყალებისა და სიყვარულისა ულმობელი, უწყალო და შეუბრალებელი ყოფილა.
სხვა ვეღარა ჰსთქვა რა, რადგანაც ცრემლმა და ტირილმა ხმა წაართვა, პავლე კი წინ მიდიოდა და მის ყვედრებას და გულისწვას ყურს არ ათხოებდა. შევიდა მღვიმეში, დაასვენა გრძნობადაკარგული ჭაბუკი სირონას ლოგინზედ და როცა სირონამ პოლიკარპის წინ ჩაიჩოქა და ტუჩებით ზედ დააკვდა ჭაბუკის უღონო ხელს, მაშინ პავლემ უთხრა წარბ-შეკვრით, მაგრამ ალერსით კი:
- თუ ეგ ყმაწვილი გიყვარს, ეხლა მაგ გოდებას თავი დაანებე. გუშინდელს აქეთ მძიმედ დაჭრილია თავში. მე ჭრილობა მოვბანე, ეხლა შენ შეუხვიე ფთხილად და კარგად დაუსველე ხოლმე შეხვეული ცივის წყლით, ხომ იცი, საცა არის წყარო, როცა მოსურიელდება, ფეხები დაუზილე, პური აჭამე და რამდენიმე წვეთი ღვინოც დაალევინე. ღვინო აქავეა სარდაფში, იქავეა ზეთიც სანათურისათვის. მე კი უნდა წავიდე ჩემ სულიერ ძმებთან და თუ ხვალამდე ვერ დავბრუნდი, ეგ საწყალი ჭაბუკი დედას მისას ჩააბარე. ესეც უთხარი, რომ მე, პავლემ გაჯავრებულ გულზედ მოგიკალ შვილი-თქო და თუ შეუძლია, შემინდოს დედამაც და მამამაც, შენც შემინდე, რაც შეგცოდე და თუ ომში მომკლეს, ილოცეთ ჩემთვის ღვთისა წინაშე, რომ ძლიერ არ დამსაჯოს, რადგანაც ცოდვანი ჩემნი დიდნი და მძიმენი არიან.
ამ დროს მღვიმეში შემოისმა საყვირის ხმა. სირონა შეფრთხა და ჰსთქვა:
- ეგ რომაელების საყვირია, მე მაგ ხმას ვიცნობ. უსათუოდ ფებიცი აქ სადმე მოგზაურობს! - იგი თავის მოვალეობას ასრულებს,
- გააწყვეტინა სიტყვა პავლემ. - ერთი კიდევ რამ უნდა მეთქვა, მე წუხელ შენს ხელზე ბეჭედი ვნახე.
- აი იქა გდია, - უპასუხა სირონამ და თითით მიანიშნა.
- მაშ იქავ იყოს, - ჰსთხოვა პავლემ, ხელახლად გაეხვია სნეულს და აკოცა შუბლზე, მერე პირჯვარი გადაჰსწყრა სირონას და გამოვარდა მღვიმედამ.
![]() |
11.5 XVIII |
▲ზევით დაბრუნება |
XVIII
პავლეს ბრძენების მორჩილმა გერმასმა გამოართვა სამგზავროდ ფული პავლეს, შვილდ-ისარი მოიმართა, ჩაიწყო საგზლად პური და წყნარად გამოეთხოვა მძინარე მამას და წავიდა რაიტას.
თავი მოსწონდა, რომ ამას მიანდეს ამისთანა თავმოსაწონებელი და ვაჟკაცის ღირსი მძიმე საქმე. გულში ჰგრძნობდა ღონეს და ვაჟკაცობას და უხაროდა. გზად მიმავალი ჰფიქრობდა მარტო იმას, რომ რაც უნდა დამემართოს, თუნდაც მომკლან კიდეცაო, მე ჩემს მონდობილს საქმეს უნდა თავდადებით შევუდგეო. ამ აზრით გამხნევებული აჩქარებით მიდიოდა და მთვარიანი ღამე გზას უნათვიდა. საცა გზას მისახვევ-მოსახვევი ჰქონდა, იმას თავს ანებებდა და პირდაპირ მიბობღავდა კლდებზედ, რომ მით გზა შეემოკლა და პირდაპირ გადაეჭრა. ვაკეზედ ისე გამალებული მიდიოდა, თითქო უკან მტერი მიჰსდევსო. მზე რომ ამოვიდა, ცოტად დანაყრდა და ისევ გაუდგა გზას იმავე სიჩქარითა. ამ გაცხარებულ სიარულში აღარ აგონდებოდა არც სირონა, არც თავისი ყოფილი ამბები. ის სულ იმაზე ჰფიქრობდა, თუ როგორ მივა დანიშნულს ადგილს, როგორ დაზვერავს ბლემმიელებს, როგორ გაუგებს განზრახვასა და როგორ მალე მოიქცევა უკან თავისიანებში.
ბოლოს როცა თანდათან უფრო და უფრო დაღლილობა გამოაჩნდა, როცა შუადღის სიცხემ შეაწუხა, სისხლი აუვარდა თავში და გულმაც ცემა მოუჩქარა, გერმასს ყოველივე ფიქრი მოესპო და ეხლა წინ ეწევოდა მას მარტო ერთი სურვილი - დროზე მისვლისა და დაბრუნებისა.
როცა გერმასი მივიდა რაიტაში ზღვის პირს და ეძებდა პატარა რამ ნავი ექირავა წასასვლელად, მაშინ ორი ცხენოსანი მოახლოვდა ნავთსადგურს, საცა მრავალთა გემთა შორის ერთი დიდი ხომალდი იდგა დაბმული. მენავემ, რომელსაც გერმასი ნავის ქირაობას ევაჭრებოდა, დაანახვა ის ორი ცხენოსანი და უთხრა:
- ეგენი ქარავანს ელიან. აი, ის უფრო ხნიერი რომ არის, დიდი სარდალია, იმპერატორისა, იგი უფროსია აქაურებისა.
გერმასმა აქ პირველად ნახა ფებიცი და როცა ფებიცი წამოვიდა იქითკენ, საცა გერმასი და მენავე იდგნენ, გერმასს ფიქრი მიეცა. პირველს გულისთქმას რომ აჰყოლოდა, გერმასი უნდა გაქცეულიყო იქედამ, მაგრამ თვისი ბრწყინვლე თვალი რომ გაუსწორა მოქანცულს და გამჭვრეტავს თვალს ცენტურიონისას, აწითლდა, შედგა, დაიკრიფა გულზე ხელები, თავმოწონებით მოიმარჯვა მხარ-ბეჭი და დაუწყო ცდა ფებიცის, მოვიდეს და აბა ვნახოთ, რასა იქმსო.
მოვიდნენ ის ორი ცხენოსანი. ერთი ფებიცი იყო და მეორე - თალიბი. თალიბს ენახა უწინაც გერმასი, ეხლა იცნო და ჰკითხა. დიდი ხანია აქა ხარო? გერმასმა შეატყო, ესენი ამის საძებნელად არ არიან წამოსულნი და გული დაიმშვიდა. სრულად გულდამშვიდებულმა დაუწყო სინჯვა ცენტურიონს და პირზედ სიცილი მოადგა, როცა ნახა, რომ მჭლე ქანც-გაწყვეტილი ბებერი ისე დაღლილიყო ცხენზედ, რომ ძლივსღა იჯდა ზედ. მაშ ეს სამასხარო ადამიანია ქმარი იმ ახლად გაშლილის და სიცოცხლით სავსეს სირონასი!
გერმასს ისე მოუვიდა გული ფებიციზედ, რომ გულში ჰსთქვა, მაშ ამას იქით სანანურადაც არ უნდა მქონდეს, რომ ამისთანა მასხარად ასაგდებს ქმარს სახლში შეუვარდიო და როცა ფებიციმ ჰკითხა, ხომ არ გინახავს სადმე ქერა თმიანი ქალი პატარა ფეხმოტეხილ ძაღლითაო, გერმასმა მასხარად აიგდო და უპასუხა:
- როგორ არა, სწორედ მაგისთანა ქალი ვნახე, ძაღლიცა ჰყვანდაო, მაგრამ ძაღლს კი, მგონია, კოჭლობა არ ეტყობოდა.
- სადა ჰნახე, სად? - მოუთმენლობით ჰკითხა ფებიციმ.
გერმასი გაწითლდა იმიტომ, რომ ტყუილი უნდა ეთქვა და ტყუილით იქნება ევნო კიდეც რამ სირონასათვის. ამიტომაც არ მიჰსცა პირდაპირი პასუხი და მხოლოდ ჰკითხა:
- განა იმ ქალმა დააშავა რამ, რომ აგრე გამოჰსდგომიხართ?
- დიდად დააშავა, - უპასუხა თალიბმა. - ის ქალი ამ ბატონის ცოლია და....
- რაც დააშავა ეგ ჩემი საკუთარი საქმეა, - მკვახედ გააწყვეტინა ფებიციმ სიტყვა თავის მხლებელს, - რა გქვიან შენ, ჭაბუკო?
- გერმასი, - უპასუხა მან, - შენ ვიღა ხარ?
ფებიცის ძალიან უნდოდა, რომ ერთი მრისხანე პასუხი ეთქვა ამ კითხვაზედ, მაგრამ სურვილი მოიკლა და უპასუხა:
- მე ვარ ცენტურიონი იმპერატორისა და გკითხავ შენ, რა სახისა იყო შენგან ნახული ქალი და სად ნახე?
გაბოროტებული თვალი მხლებელისა და რიხიანი სიტყვა მის უფროსისა უმტკიცებდა გერმასს, რომ სირონას კეთილი არ დაეყრება, თუ ამათ ჩაუვარდათ ხელში და რადგანაც სრულებით არა სურდა, რომ სირონას მდევნელთ რაშიმე გამოადგეს, სამასხაროდ მომართულმა გერმასმა მიჰსცა თავს ნება და უპასუხა:
- მე ხომ ის ქალი არ მინახავს, რომელსაც თქვენ ეძებო, იმიტომ რომ ის, რომელიც მე ვნახე სწორედ ამ ბატონის ცოლი არ იქნება. აბა როგორ იქნება, რომ ჩემგან ნახული ქალი ამას შვილიშვილად ძლივს შეეფერება! მე რომ ქალი ვნახე ოქროსფერი თმა ჰქონდა და ძაღლსაც, რომელიც თან მისდევდა, იამბის ეძახოდა.
- სად ნახე-მეთქი, - დაუყვირა ცენტურიონმა.
- აიმ მეთევზების სოფელში, მთის ძირს. იქ ნავი იქირავა და ზღვით გაემგზავრა.
- საით, ჩრდილოეთისკენ? - ჰკითხა ფებიციმ.
- მგონია, მაგრამ სწორედ კი არ ვიცი იმიტომ, რომ მე ჩემი საქმე მქონდა და თვალი ვერ ვადევნე.
- მაშ კლისმაში უსათუოდ დავეწევით და დავიჭერთ, - უთხრა ფებიციმ თავის მხლებელს თალიბს. ოღონდ ერთი ახალი ცხენები კი ვიშოვოთ ამ ოხერს უდაბნოში.
- ოთხის დღის სავალია, - უპასუხა თალიბმა, - და რა კი ელიმს გავცდებით ასეთი უწყლო ადგილებია, რომ წვეთს ვერ ვიშოვით მოსეს წყარომდე. მაგრამ თუ კარგი ცხენები ვიშოვეთ კი...
- თუნდაც რომ იშოვოთ, - გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა, შენ, ცენტურიონო, აქაურობას არ უნდა მოშორდე, იმიტომ რომ, ბლემმიელები დაცემას თურმე აპირებენ. აი, რაწამს ჩამობინდდება, მე უნდა წავიდე იმათ დასაზვერავად.
ფებიციმ თავი დაჰკიდა და გაჯავრებით დაიწყო ძირს ყურება. ამასაც მოსვლოდა ამბავი, რომ ბლემმიელები აპირებენ დაცემას. მოტრიალდა, ზურგი შეაქცია გერმასს და უთხრა თალიბსა:
- შენ მარტო უნდა წახვიდე კლისმაში და ეცადე, როგორმე დაიჭირო. იმ უღირსის ქალის გულისათვის მე არ შემიძლიან ვუღალატო ჩემს სამსახურს და აქაურობას თავი დავანებო.
ცხენოსნები წავიდნენ, გერმასი შესცქეროდა წარმავალთ, და გაიცინა, როცა დაინახა რომ ორნი დუქანში შევიდნენ.
მინამ წასვლის დრო მოვიდოდა, გერმასი ჩაწვა ნავში და მიეცა ღრმა ძილსა. მთვარის ამოსვლის დროს გააღვიძეს, რადგანაც ნათქვამი ჰქონდათ, ჩაათრიეს ნავი ნაქირავნები, რომელიც ზღვის პირზე ქვიშაზე ეგდო, მენავემ ჩაუსვა გერმასს ნავში პატარა ბიჭი, რომელმაც ნავის ხმარება იცოდა, და გაისტუმრა. როცა გერმასმა თავის თავი ზღვაში ნახა და ზღვის სიომ დაჰკრა, გაუმხიარულდა გული, როგორც არწივის ბახალას, როცა პირველად თავს ანებებს თავს დედის ბუდეს, დაფრინდება და ნავარდზე წავა. თავისუფლად, თავის ნებად ყოფნამ ისეთის ტკბლის ამოვნებით აუვსო გული, რომ გერმასმა სიხარულით კინაღამ არ დაიძახა და პატარა ბიჭს, რომელიც ჰმართავდა ნავს, გაუკვირდა, როცა ნახა, რომ გერმასი თუმცა უხერხოდ, მაგრამ ისე ძლიერ ჰსცემდა ნიჩაბსა, რომელიც გერმასისათვის მიენდო.
- ქარი სამყოფია, - უთხრა ბიჭმა გერმასს და ამართა იალქანი. უშენოდაც ძალიან კარგად მიდის ნავი. ისა ჰსჯობია, ღონეს გაუფრთხილდე.
- ნუ გეშინია, მე ღონე სამყოფი მაქვს და გაფთხილება საჭირო არ არის, - უპასუხა გერმასმა და გადიწია უკან, რომ უფრო ღონივრად მოუსვას ნიჩბები. კარგა მანძილი რომ გაიარეს, გერმასმა ნიჩბის სმას თავი დაანება და დაისვენა. მას გულს ურთობდა მთვარე, რომელიც ზღვის ზედაპირზე კამკამებდა, როგორც სახე სარკეში. მთვარის შუქმა მოაგონა პეტრეს ეზო, რომელიც ამ ფერისავე შუქით იყო განათებული იმ ღამეს, როცა ფანჯრიდამ ესტუმრა სირონას. წარმოუდგა სახე ლამაზის ქალისა, მისი თოვლივით თეთრი ხელები და ყოველმა ამან ცეცხლი შეაპარა გულში.
ნელა ამოიოხრა ერთხელ, ორჯელ და როცა გულმა მესამედაც დააპირა მტკივნეულობით ამოკვნესა, მოაგონდა ის საქმე, რისთვისაც წამოსული იყო; მოაგონდა, რომ ყოველი ბორკილი შინ დააგდო დამსხვრეული, გათამამდა, წაავლო ხელი ნიჩაბს და ისეთის ძალით მოუსვა, რომ წინწკლები წვიმასავით ჩამოცვივდა ნავში და შიგ მსხდომი დაასველა. ხელახლად მოჰყვა ნიჩბის მოსმას და ჰსთქვა, რომ მე ეხლა უფრო უკეთესი საქმე მიძევს წინაო, ვიდრე ლამაზ ქალებზედ ოცნება და სიზმრებიო. ადვილად მოიშორა სირონაზედ ფიქრი, რადგანაც ამ ბოლონდელ დღეებში გული უცემდა მარტო ლაშქრობისათვის და ვაჟკაცობისთვის.
ორს საათს არ გაუვლია მას აქეთ, რაც რაიტიდამ გერმასი წამოვიდა ნავით, რომ ფეხი დაადვა კიდეც სხვა მეორე ნაწილს ქვეყნისას5. ნავს კაი ადგილი უპოვა, დააბა და მაშინვე მოჰკურცხლა მთებისკენ, რომ იქიდამ დაეზვერა ბლემიელნი.
პირველ დღესვე შეემთხვა ერთს ვაკე ადგილს მთებ შუა, საცა ბლემმიელებს თავი მოეყარათ. მეორე დღეს როცა შეუტყეს მზვერაობა და დასაჭერად დაედევნე, მაშინ როგორღაც მოუვიდა და დაიჭირა ერთი იმათი ჯარისკაცთაგანი საზვერად გამოგზავნილი. მაგრა შეუკრა ხელები და მუქარით ბევრი რამ გამოათქმევინა. ჯარი, რომელიც აპირებდა დაცემას, დიდიაო, მაგრამ გერმასს იმედი ჰქონდა, რომ მე ამათ წინ მივასწრობო, რადგანაც ტყვედ დაჭერილმა მიასწავლა, საცა ჰქონდათ დამალული ნავები, ჯარების გადასაყვანად.
რაწამსაც ჩამობინდდა, გერმასმა გასწია თავის ნავისაკენ და როცა ბლემმიელებმა ბნელაში ჩამოათრიეს წყალში თავისი პირველი ნავი, გერმასი წინ წავიდა, დიდის ფათერაკით მიადგა მთის ძირს დასავლეთის მხრივ და გაიქცა სინაისაკენ, რომ შეატყობინოს მთის ყარაულებს.
მინამ მზე ამოვიდა, გერმასი მთის წვერზე ავიდა, გააღვიძა მძინარე ყარაულები და მინამ ესენი მდევარს დაიძახებდნენ, ალამს გამოჰკიდებდნენ და საყვირს დააყვირებდნენ, გერმასმა გაჰკურცხლა, დაეშო დაბლა და თავის მამის მღვიმესთან მივიდა.
მას აქეთ, რაც გერმასი სხვაგან წასულიყო, მირიამი არა შორდებოდა სტეფანეს მღვიმეს და დილით, შუადღისას და საღამოს ახალს წყალს უზიდავდა. მირიამი იკვებებოდა ძირხვენითა და პურითა, რომელსაც აძლევდა ხოლმე სნეული სტეფანე და ღამით იძინებდა კლდის ნახეთქში, რომელიც ჯერ წინვე მწყემსობის დროს შემჩნეული ჰქონდა. მზის ამისვლამდე წამოხტებოდა ხოლმე, წავიდოდა, მოუტანდა წყალს სტეიფანეს, მერე მიუჯდებოდა და დაუწყებდა ლაპარაკს გერმასზედა. სიამოვნებით ემსახურებოდა მოხუცს, რადგანაც როცა კი მოვიდოდა, მოხუცი თავის შვილზე მოჰყვებოდა ლაპარაკს და მოხუცს კიდევ ესიამოვნებოდა ამისი მოსვლა იმიტომ, რომ შვილზედ ლაპარაკის შემთხვევა ექნებოდა ხოლმე.
რამდენიმე, კვირის განმავალობაში მოხუცი ისე შეეჩვია მოვლას და ლოლოებას, რომ სამსახურს მირიამისას არაფრად ჰსთვლიდა, თითქო მართლადა ეგ მირიამის ვალი იყო. თვითო მირიამსაც კი ერთხელაც ფიქრადაც არ მოსვლია ეკითხნა, მითამ რაო ჩემოო, რომ ამ სნეულს ვემსახურებიო.
სტეფანეს ადვილად შეეძლო გაეძლო უმირიამოდ. მირიამისთვის კი წყაროზე მისვლა-მოსვლა და მოხუცთან ლაპარაკი წყურვილად გადიქცა, რადგანაც ჯერ არ იცოდა, ცოცხალია გერმასი თუ ფებიციმ მოაკვთინა თვითონ მირიამის დაბეზღების გამო.
იქნება ის, რასაც ამბობდა სტეფანე შვილის სადღაც გაგზავნაზედ, მოგონილი იყო პავლესაგან იმისათვის, რომ საწყალს მამას უეცარის ამბით გული არ გაუხეთქოს და ცოტ-ცოტად შეაპაროს შვილის დაღუპვის ამბავი. მაგრამ მაინც უფრო ჰსწამდა, რომ გერმასი ცოცხალია და თუ მზის ამოსვლამდე მოვიდოდა ხოლმე სტეფანესთან და შუაღამემდინ რჩებოდა, იმ იმედით რჩებოდა, რომ თუ გერმასი ცოცხალია, მოსვლის უმალვე აქ მამასთან მოვაო. საწყალს მირიამს ერთი წუთი მოსვენებაც არა მქონია. იმიტომ, რომ ყველაფერი უფთხობდა მოსვენას. ჩამოვარდებოდა თუ კლდიდამ მორღვეული ქვა, ანუ მოესმოდა ფეხის ხმა ნადირისა, ყველა ეს ააცქვეტინებდა ყურებს ხოლმე საწყალს ქალს და აუფეთქებდა გულს იმდენად თავის ბატონის პეტრეს შიშით არა, რომელსაც გამოექცა, რამდენადაც იმ კაცის ლოდინითა, რომელიც მტერთან დააბიზღა და რომლისათვის დღე და ღამ უკვნესოდა გული და ეტანჯებოდა.
როცა მირიამი წყალზე მივიდოდა, თავის აბურძგნულს თმებს დაისველებდა ხოლმე და დაივარცხნიდა და ისეთის გულმოდგინებით იხეხავდა პირის სახეს, თითქო უნდაო, შავგრემანი ფერი გადიტყავოსო. ყოველს ამას გერმასისათვის სჩადიოდა, უნდოდა თავი მოეწონებინა ისე, როგორც მოაწონა თავი პირთეთრმა სირონამ, რომელიც იმოდენად ჰსძულდა მირიამს, რამოდენადაც უყვარდა გერმასი.
ბოლონდელს ღამეს, როცა იმისთანა საშინელი წვიმა, ჭექა და ქუხილი იყო, მთის ნიაღვარი შეუვარდა მირიამს კლდის ნარკვევში, საცა დასაძინად მიდიოდა ხოლმე მას აქეთ, რაც ბატონს გამოექცა. თავიდამ ფეხამდე ამოწუწული, უბინაო, დევნილი სინიდის ქენჯნითა, შიშითა და მწვავის ნაღველითა, გამოვარდა კლდის ნარღვევიდამ და ხან აქ ამოეფარა ქვას, ხან იქ, ხან ამ და ხან იმ კლდის ქვეშ ეძებდა თავის მისაყრდომს ადგილს. ამ ყოფაში თვალი მოჰკრა ნათელს, რომელიც გამოდიოდა პავლეს ახალ მღვიმედამ, მივიდა, დაინახა პავლე და იცნა. პავლე კი ვერა ხედავდა მირიამს, რადგანაც ცეცხლა პირას იჯდა, ზურგი მირიამისაკენ ჰქონდა შემოქცეეული და ამასთანავე ღრმა ფიქრებში იყო წასული. ეხლა კი შეიტყო სადგური განდევნილის პავლესი, რომელსაც ასე ხშირად ჰკითხულობდა ხოლმე სტეფანე. სნეულის ჩივილით და ორიოდე უნებლიედ წამოცდენილ სიტყვებით მირიამმა შეიტყო, რომ მის მტერ-მოყვარეს სირონას გაუბამს მახეში ღვთის მოშიში პავლე და დაუღუპნია.
როცა ალიონი გაქრა ცაზე და რიჟრაჟი მოახლოვდა, მირიამმა გამოსწია სტეფანეს მღვიმისაკენ. გულში მოჰგუბებოდა ცრემლი და ვერას ღონით თვალთაგან ვერ წამოეწურა, რომ მით გულის ტკივილი დაეყუჩებინა და მწვავს მწუხარებისაგან შვება მიეღო. ამ ყოფით მიუახლოვდა სტეფანეს მღვიმესა. უნდოდა, აქავ დაცემულიყო და სული დაელია, რომ სიკვდილით მაინც მოეშორებინა ის ტანჯვა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო და მოხუცის ძილის გაკრთობას მოერიდა. მაგრამ ვერას გზით ვერ იშორებდა წყურვილს, რომ ვინმე გაეხმაუროს, ვინმემ უთხრას სიტყვა, თუნდაც მრისხანე და გულსაკლავი, ოღონდ კი უთხრას რამ იმიტომ, რომ ეგრე ნადირსავით ყოფნა, სულის შემხუთველი და გულის მომწყველი, ვაება მარტოობისა, ძლიერ ჰსტანჯავდნენ საწყალსა.
მირიამი ჯერ არ შესულიყო მღვიმეში, რომ მაღლიდამ მოესმა ქვების რახა-რუხი და ადამიანის ძახილის ხმა. განცვიფრდა, კისერი გაიწვდინა და დაუწყო გულმილეულობით ყურის გდება. ერთბაშად ხმამაღლა დაიკივლა გახარებულმა და ხელებ გაშლილი გაიქცა, რომ წინ აეგებოს.
- გერმას! გერმას! - ყვიროდა გახარებული ქალი და ბრწყინვალე, როგორც მზე, ნეტარება მისას სულისა ისე ცხადად და უმანკოდ გამოკრთა ამ ძახილში, რომ ჭაბუკის გულში თანაგრძნობის სიმნი შეიძრნენ და იმანაც სიხარულით სავსე სალამი მოჰსცა პასუხად.
ასეთი ტკბილი და ალერსიანი სალამი თავის დღეში გერმასისაგან არ ენახა და როგორც წყურვილით მომაკვდავს წყაროს წყალი საყვარელის ხელით მიწვდილი, ისე გყრმასის ტკბილი სალამი ნეტარებად გადაექცა საბრალოს და დატანჯულს სულს მირიამისას. აღტაცებამ და სიხარულმა, რომელიც აქამომდე არასოდეს არ ეგრძნო, დაურბინა მთელს აგებულებაში და რადგანაც გერმასი ისე კარგად მოექცა, თვითონაც უნდოდა ეჩვყნებანა, რომ არც მე ვარ უმადურიო, მეც შემიძლან სიკეთის სამაგიეროს გადახდაო. აი ამ მიზეზით ყველაზე უწინარეს ეს უთხრა გერმასს:
- მე მამაშენს ერთს წუთსაც არ მოვშორებივარ, სულ იმასთან ვიყავ, დილით ადრე და ღამით გვიან წყალს ვუზიდავდი, რამდენიც კი საჭირო იყო.
სიწითლე კი მოსდიოდა, რომ თავის თავს ასე აქებდა, მაგრამ გერმასმა უპასუხა:
- კარგად გიქნია, კარგად და მე თავის დღეში მაგას არ დაგივიწყებ. შენ ერთი ნადირსავით ფრთხილი, უგუნური ბავშვი ხარ, მაგრამ მგონია, რომ ვისზედაც გული საკეთილოდ გეთქმის, ის შენში არ მოტყუვდება არასდროს.
- აბა მცადე! - უპასუხა ქალმა და გაუწოდა ხელი.
გერმასმა ხელზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
- აგე, გესმის საყვირის ხმა? - მე ყარაულებს შევატყობინე კიდეც. ბლემმიელები მოდიან. პავლე მამასთან არის?
- არა, მაგრამ ვიცი კი საცაა. - მაშ წადი, დამიძახე, - გააწყვეტინა სიტყვა ყმაწვილკაცმა, - ჯერ პავლე, მერმე სხვანი მეუდაბნოენი, ვისაც კი ნახავ უთხარი, ყველამ თავი მოიყაროს ბურჯში, აი, დიდს გზაზედ რომ არის. მე მამაჩემსაც იქ გადმოვიტან; შენ კი დაეშურე შენს საქმეს და დაამტკიცე, რომ ვინც შენ მოგენდობა, არ ინანებს.
ამ უკანასკნელ სიტყვებზე გერმასს უნდოდა მოხვევა, მაგრამ მირიამმა ითაკილა, გამოუსხლტა ხელადამ, გაიქცა და შორიდამ დაუძახა:
- დაიცა, მაგას ყველას შევატყობინებ, ყველას!
მღვიმის კარებში, საცა პავლე ეგულებოდა, სირონა დახვდა, მაგრამ არ შეჩერდა, ერთი ორიოდე მაკვახე და საწყენი სიტყვა მიარტყა და კასკასით დაეშვა თავდაღმართზედ.
ჩაირბინა წყაროსაკენ, იქ იპოვა პავლე, უთხრა, რაც სათქმელი იყო, მერე დაურბინა ყველა მღვიმეებს, ვინც ნახა, გერმასის დაბარებული უთხრა და ასე აასრულა გერმასის მინდობილობა.
![]() |
11.6 XIX |
▲ზევით დაბრუნება |
XIX
ციხის კედელს უკან, დიდის გზისპირზე თავი მოიყარეს ყველამ იმ უცნაურმა კაცებმა, რომელთაც ზურგი შეაქციეს ამ წუთის სოფელს, გამოეცალნენ მის ცხოვრების დუღილს, მის ლხინსა და ჭირსა, მის ტირილსა და სიცილსა, ვაებას და სიხარულსა, მოშორდნენ სახლს, კარს, ცოლ-შვილს, თვისსა და ტომსა, და გამოცვივდნენ და შეეფარნენ უსიხარულო უდაბნოს ყველა გულის წადილი მოიკლეს და მიეცნენ მხოლოდ ერთს საგანს, რომელიც ხორციელ ცხოვრებაზედ უმაღლესია. ამ მიყრუებულს უდაბნოში, საცა ქვეყნიერების მაცდური ხმები ვერ მოსწვდებოდნენ, უფრო ადვილად შესაძლო იყო კაცს თავისი ხორციელნი წადილი მოეკლა. მოეკლა გულის თქმანი და ვნებადა ამ სახით მიემსგავსებინა ადამიანის არსება, ამაოებაზედ გადაგებული ცოდვისა და ხორცისა გამო, წმინდა, და ხორცთუსხმელ ღვთაების არსებისათვის. ყველა ეგენი ქრისტიანები იყვნენ და როგორც მაცხოვარი ნებსითის წამებით შეიქმნა მხსნელად, ისეც ესენი ცდილობდნენ მარხულობის განმწმედელის ძალითა განთავისუფლებულიყვნენ ადამიანის უწმინდურის ბუნებისაგან და მძიმე სინანულითა მიემართათ თავისი სიცოცხლე ისე, რომ გამოეხსნათ თავნი თვისნი და მთელი თვისი ხალხი ცოდვათაგან. დევნულობის შიშმა კი არ გამოიყვანა ეგენი უდაბნოში, არამედ სასოებამ, რომ ამ ძნელს ძლევამოსილობას მოიპოვებენ.
ყველა ბერ-მონაზონნი, ბურჯთან თავმოყრილნი, ეგვიპტელნი და სირიელნი იყვნენ. შიშიანობამ მალე მოუყარა თავი ამ წუთის სოფლის და სააქაო ცხოვრების მოძულეთა. მარტო ერთი მოხუცი კოსმასი დარჩა თავის მღვიმეში და თავის თანამოძმეს გელაზის, რომელიც ურჩევდა ციხეში თავის შეფარებას, უთხრა: „ჩემთვის სულ ერთია ყოველი ჟამი და ყოველი ადგილი, საიდამაც კი მიმიწვევს უფალი, და ღვთის ნებაზე დამოკიდებულია, რამ უნდა განმეღოს საიქიოს კარი, სიბერემ თუ ისარმა მტრისა“.
სულ სხვას ჰფიქრობდნენ დანარჩენნი განდეგილნი, რომელნიც ისეთის მოუთმენლობით ერთმანეთს ეცილებოდნენ, რომ იჭედებოდნენ ბურჯის ვიწრო კარებში და თვითონ პატარა ბურჯიც სულ აავსეს. პავლემ ნახა, რომ ამისთანა ვიწროობა კარგს არას მოასწავებს. იძულებულ შეიქმნა, აღარავინ გეშვა.
არაფერი ჭირი, არაფერი შესაყარი ისე მალე არ გადედება ერთის ცხოველისაგან მეორეს, ერთის ნაყოფისაგან სხვას, როგორც შიში და ელდა ერთის კაცისაგან მეორეს.
ვისაც შიში უფრო ძალიან მორეოდა, ის, რასაკვირველია, ყველაზე უწინარეს მოვარდა ბურჯთან და თავი შეაფარა. ტირილითა დაუხვდებოდნენ ხოლმე წინად მოსულნი ახალ მოსულებს და საცოდავი სანახავი იყო, რომ ეს ფარა, პირად ისე ხმამაღლა და სასოებით ღვთის ნებაზე თავდადებული, შიშისაგან ხელებს იმტვრევდა და ცდილობდა, თავისი პატარა თან მოტანილი ქონება გადერჩინა ჯერ თავის თანამოზიარეთა ხარბობისაგან და მერედ მოლოდინებულის მტრისაგან.
პავლესთან ერთად მოვიდნენ სერგია და იერემია, რომელთაც პავლე გზადაგზა ანუგეშებდა. ეს სამივე იმედს აძლევდნენ შიშით ატაცებულთა. ბოლოს პავლემ უთხრა:
- „ამ ორიოდ კვირის წინად ბევრმა თქვენგანმა დიდი მონაწილეობა მიიღო ქვებისა და ხეების აზიდვაში აი, იმ ფერდობზედ. ქვები და ხეები მოვაგროვეთ მაშინ იმისთვის, რომ ხელცარიელები არ დავხვედროდეთ მტრებსა და ქვისა და ხეების დაგორებით მტერი მოგვეგერებინა. ეხლა, დრო მოვიდა, ძმანო, წავიდეთ და ჩვენი ვალი ავასრულოთ“. ამის გამგონემ ზოგმა გულში ჰსთქვა, ნეტა სხვანი წავიდნენ და მე კი აქ მამყოფაო.
ბევრი არ გამოჰყვა ბურჯიდამ პავლეს. მერე კი, როცა გერმასი გამოჩნდა და ნახეს, რომ ზურგზე მამა ჰკიდია და თან მირიამიც მოსდევს, პავლემ უთხრა თავის მოძმეებს, ერთი გამოიხედეთ და თქვენის თვალით ნახეთ გულის მოსალბობი მაგალითი მამაშვილურის სიყვარულისაო. მაშინ ცნარისმოყვარეობამ ყველანი, ვინც კი ბურჯში შემწყვდეულნი აყვნენ, გარედ გამოიწვია. თვითონ პავლე კი წავიდა, წინ მიეგება სტეფანეს, ჩამოართვა იგი ზურგიდამ ხვნეშით მომავალს ჭაბუკს, თვითონ წამოიკიდა და წამოვიდა ბურჯისაკენ. ხოლო სტეფანეს, რგორც ძველს მეომარს, ეთაკილებოდა ბურჯში დამალვა და სთხოვდა თავის მეგობარს, აქა კედელთან მამყოფეო.
პავლემ აუსრულა სურვილი, მერე გერმასი წაიყვანა და ავიდა ბურჯის იავზედ, რომ იქიდამ მოჩხრიკოს მტერი.
რაწამსაც პავლე მოშორდა, სტეფანე მიუბრუნდა ბერ-მონაზვნებს და უთხრა:
- ეს ქვები ვერ გაუმაგრებიათ რიგიანად და მე, თუმცა ღონემოკლებული ვარ, მაგრამ მეც კი შემიშლიან მათი გადმონგრევა. როცა საქმე ომზედ მივარდება, ჩემი ბებერი ომში გამოცდილი თვალები, ეხლა დაუძლურებულნი, თქვენის საკუთარის თვალების მოშველებით, ცოტას რასმეს გამოგადგებიან რაშიმე. ყველაზედ უწინარეს აქ ერთი უნდა იყოს ბძანებელი, რომელსაც ყველანი უნდა ემორჩილებოდნენ, თუ გინდათ, რომ იმ ავაზაკებს ადვილად არ დარჩეს გამარჯვება.
- შენ, ჩვენო ძმაო, - უპასუხა სირიელმა. - ჯარში ნამყოფი კაცი ხარ და ამ ბოლონდელს მტრის მოსევაზედ შენი ვაჟკაცობა და საომარი ხერხი დაამტკიცე კიდეც.იყავ ბძანებლად ჩვენდა.
სტეფანემ დაღონებით გაიქნია თავი და უთხრა:
- მე ხმა დამიუძლურდა გულში დაჭრილობითა და ხანგრძლივის სნეულებითა. ისინიც კი ვერას გაიგებენ ჩემგან ომის ჯახა-ჯუხში, რომელნიც ჩემს ახლო იდგებიან. მოდით, პავლე ამოვირჩიოთ უფროსად. ის ღონიერია, ფრთხილია და ვაჟკაცია!
ბევრი ბერ-მონაზონთაგანი დიდი ხანია უყურებდა პავლეს, როგორც თავის იმედს ყოველს გაჭირებაში, რადგანაც ყველასაგან პატივცემული იყო და ბევრს შემთხვევაში გამოეჩინა ღონე და გამბედაობა, მაგრამ ამ ხანად ერთმანეთს შეხედეს გაოცებით, ეჭვით და უკმაყოფილობით.
სტეფანემ შეატყო იმათ ეს ამბავი და უთხრა:
- მან შესცოდა და ღვთის წინაშე იგი, რასაკვირველია, უკანასკნელია თქვენს შორის, ხოლო ვაჟკაცობით და ღონით ყველაზედ პირველია, რაკი იმას იწუნებთ, აბა, მაშ ვის გინდაო უფროსობა
- ორიონი დავაყენოთ, ორიონი! - დაიძახა ერთმა განდეგილმა. - დიდიც არის და ღონიერიც, თუ მოინდომა...
ორიონმა უარი ჰსთქვა და როცა ანდრიამ და იოსებმაც თავიდამ მოიშორეს ეს ძნელი მოვალეობა, სტეფანემ ჰსთქვა:
- აი, ხომ ხედავთ, სხვა გზა არ არის, ისევ პავლეს უნდა ჰსთხოვოთ, უფროსობა მიიღოს, მინამ მტერი კარზედ გვედგება, მერე კი აღარ. აი, თვითონაც მოდის. ვუთხრა თუ არა?
თუმცა ყველამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მაგრამ ძალაუნებურად კი, უსიამოვნოდ. პავლემ, რომელსაც ჰსწყუროდა თავი დაედვა და სისხლი დაეღვარა უძლურთა დახსნისათვის და რომელიც აფიცხებული იყო ომის სურვილითა, მიიღო სტეფანეს წინადადება, როგორც თავისთავად საგულისხმო და შეუდგა საქმეს, როგორც სარდალი, თავის იმედდაკარგულ მომხრეთა შორის.
ზოგი გაჰგზავნა ყარაულად ბურჯის თავზედ, ზოგს ქვის ამოზიდვა შეუკვეთა, ზოგს კიდევ უბძანა, ქვები და ხეები დააგორეთო, როცა მტერი მოგვადგებაო. უფრო სულდაცემულთ სთხოვა, ერთად მოიყარეთ თავიო, ილოცეთ მეომართათვისაო, იგალობეთ საგლობელნიო და ყველას აცოდინა თავისი ნიშნები, ომისათვის საჭირო. პავლე ხან იქ მივარდებოდა ხან აქ, საქმობდა დიდის გულმოდგინებით და მხიარულებით. ასე რომ თავისი მხიარულება და იმედი მშვიდობით გადარჩენისა მხთლებსაც კი შემყარა.
ამასობაში გერმასი გამოესალმა პავლეს და თავის მამას, რადგანაც მოესმა ხმა საომარის საყვირისა და დაფის ცემისა. ეგ ხმა იმ ჯარისა იყო, რომელიც ფებიცის წინამძღვარობით გამოვიდა სოფლიდამ მტრის დასახვედრად. გერმასმა იცოდა, საცა არიან ბლემმიელნი და რაწამსაც მივიდა ჯართან, მაშინვე აცნობა ფებიცის.
ფებიციმ მაშინვე იცნო გერმასი, რადგანაც, რაიტაში რომ პირველად შეხვდა, მას აქეთ ვეღარ დაევიწყა გერმასის თვალები, რომელნიც გლიცერის თვალებს ძლიერ ჰგვანდა. ფებიცი მოკლედ ჰკითხავდა ხოლმე გერმასს და გერმასიც სწრაფად და ცხადად აძლევდა პასუხს და პასუხის გვარად ფებიციც აძლევდა მხლებელთ რიგიანს და გონიერს ბძანებასა.
ერთს მესამედს ჯარისა უბძანა წინ წასვლა დაფის და ბუკის ცემითა, ვიდრე მტერს წინ შეეხლებოდნენ და როცა შეხვდებოდნენ, უკან დაიწიეთო ბურჯისაკენაო. თუ ბლემმიელნი ამით მოტყუვდნენ, მაშინ მეორე მესამედი უნდა დაეცესო მემარცხენე ჯარს მტრისას, თვითონ მე კი დანარჩენის ჯარით ჩავესაფრებიო კლდის იქით, საცა ბურჯიაო და უეცრად გამოვალ და დავეცემიო. გერმასს კი უბძანა, წაიყვანე ეხლავ რამდენიმე კაციო, წადიო და საცა იცოდე, იქ რაც ნავები არი, ბლემმიელემს სულ წყალში დანთქეო. თუ გაჰსჭირვებოდა რამე, ფებიცის შეეძლო ციხეში შესულიყო და იქ გამაგრებულიყო, ვიდრვ სხვა მხრებიდამ ჯარები მოეშველებოდა, რადგანაც ყველგან გაეგზავნა კაცები.
ბძანება ფებიცისა, მაშინვე აღსრულებაში მოიყვანეს. გერმასი გაუძღვა თავის პატარა ჯარს ისეთის თავმოწონებით, თითქო იმპერატორის სარდალიაო და შეჰყავს მისი ლეგიონები ომშიაო. ზურგზე ეკიდა შვილდი და ისრები და ხელში ეჭირა ნაჯახი, რომელიც რაიტში ეყიდა.
მირიამსაც უნდოდა, თან გაჰყოლოდა გერმასის ჯარს, მაგრამ გერმასმა შეამცივა ეს და დაუყვირა: - „ბურჯში წადი, სულელო, ბურჯში მამაჩემთან“, - მწყემსი ქალი მაშინვე დაემორჩილა.
მეუდაბნოენი ციხისანი მოგროვდნენ გადმოსახედავზედ და იქიდამ დაინახეს, რომ ჯარი მოდის. დაიწყეს ყვირილი, უძახოდნენ ჩვენ მოგვეშველენითო, მაგრამ ეგ იმედი მალე გაუმტყუნდათ, რადგანაც ჯარები თავის გზაზე წავიდნენ.
სტეფანემ სთხოვა პავლეს, ერთი შემატყობინე ის ჯარები საით მიდიან და როგორ დაყოფილან, მე იქამდი თვალი არ მიჭრისო. პავლემ უამბო, რაცა ნახა და სტეფანე, როგორც გამოცდილი მეომარი, მიხვდა ყოველს დაწყობილობას ცენტურიონისას.
ახლა გერმასის ჯარმა აუარა გვერდზე ბურჯსა და ყმაწვილმა კაცმა ნიშნითა და სიტყვითა მოკითხვა და სალამი გაუგზავნა მამას. სტეფანემ, რომელსაც ყური უფრო უჭრიდა ვიდრე თვალი, იცნო შვილის ხმა და რამოდენადაც შეეძლო ხმამაღლა გამოგემშვიდობა შვილს მამობრივის ლოცვითა და კურთხევითა.
პავლემ მოხუცის გძელი ლოცვა და კურთხევა ერთს სიტყვაში გამოჰკრა, ზედ დაართო თავისი დალოცვაცა და გადაჰსძახა თავის მეგობრის შვილს საომრად მიმავალს. გერმასმა მოისმინა ყველა ეს და თუმცა ძალიან მოხვდა გულს მამის გამოთხოვება და პავლესი, მაგრამ ვერა უპასუხა რა სიტყვით და მარტო ნიშნებით გამოჰსთქვა ამ გამოსალმების პასუხი. მშობელი მალე იპოვის ხოლმე თუნდ ათას სიტყვას კურთხევისათვის, ვიდრე შვილი ერთს სიტყვას მადლობისას.
როცა გერმასი კლდეს მიეფარა, პავლემ უთხრა:
- შენი შვილი ისე მიდიოდა, როგორც ძველი გამოცდილი ჯარისკაცი და სხვანი ისე მიზდევდნენ, როგორც ცხვარი ბელადს ყოჩს. ეჰა, გესმის? უთუოდ პირველი გუნდი ჩვენების ჯარისა დაეტაკა მტერს. აგე, ხმაურობა და კიჟინა უფრო ახლო და ახლო მოდის.
- მგონი ეხლა საქმე კარგად დაბოლოვდეს, - ჰსთქვა მხიარულად სტეფანემ, - თუ ჩვენებმა როგორმე შემოიტყუეს აქეთ ვაკეზედ. მე მგონია, მტერმა საფლავი აქ გაითხაროს. ჩვენ აქედამ შეგვიძლიან თვალი ვადევნოთ ომის მსვლელობასა და თუ ჩვენებს საქმე გაუჭირეს, ესეც კი მოსალოდნელია, მაშინ ჩვენები ციხეში ჩამოცვივიან. მაშასადამე, ქვების წარამარა სროლას და უბრალოდ ხარჯვას უნდა მოვერიდეთ იმიტომ, რომ თუ ჩვენს ბურჯზედ მოდგება საქმე, ქვები ძალიან დაჰსჭირდება ჯარს.
ამ სიტყვებს ზოგიერთმა მეუდაბნოემ ყური მოჰკრა და როცა ომის ხმაურობა და მეომართა კიჟინა ახლო მოისმა, შეშინებულთ მეუდაბნოეთა თავი დაანებეს თავის ადგილებს. დაიწყეს ტყუილ-უბრალო ფაცი-ფუცი, წინა და უკან რბენა, თუმცა პავლე ჯავრობდა ამაზედ. ამათ პავლეს სიტყვა არ დაიჯერეს, წავიდნენ, ჩადგნენ მოხუცებში და უძლურებში და მოჰყვნენ ტირილით ლოცვას და თავში ცემას. პავლე ჩადგა მათ შორის შუაში, დაიწყო გაკიცხვა სულმოკლეობისათვის, ტკბილის სიტყვით ემუდარა თავიანთ ადგილებზე დაბრუნებულიყვნენ და აღმოსავლეთის მხრივ კედელი მაინც გაემაგრებინათ. ზოგნი დაემორჩილნენ კიდეც, მაგრამ როცა დააპირეს ასრულება, უეცრად მოესმათ ბურჯის კედლის ძირში ერთი საშინელი ღრიალი და კიჟინა ბლემიელების, რომელნიც უკან მოსდევდნენ გამოქცეულს ჯარს ცენტურიონისას.
ზარდაცემულნი ისევ ერთი-ერთმანეთს მიეკვრნენ მეუდაბნოენი. სირიელმა სალატიმ გაბედა, ამოუდგა უკან სტეფანეს და ძირს გადიხედა. გადახდისავე უმალ, ციბრუტივით მოტრიალდა შეშინებული და კანკალით დაიძახა - ვაი! ჩვენები გამოუქცევიათო. გელაზიმ ამ ამბავზე გულში ხელი ჩაიკრა, წაივლო თმებში ხელი და გულამომჯდარმა დაიყვირა:
- „ღმერთო, რაი გწადიან ჩვენგან? ნუთუ წასაწყმედად გამოგვიმეტე და არა გსურს შველა ჩვენი? ჩვენ რომ წარმართებმა დაგვამარცხონ, მაშინ უღმერთობა და თვითრჯულობა დაიქადებს თავის ძლევამოსილობას მართლმადიდებლობაზედ და ჭეშმარიტებაზედ“.
პავლემ რომ ვერა გააწყო რა, დაანება ამათ თავი, მივიდა სტეფანესთან და დაუწყო ყურება ომს. ბლემიელები ბევრი ყოფილიყვნენ. იმათი იერიში ისეთი ძლიერი იყო, რომ ჯარი ვერ გაუმაგრდა, უკუიქცა და მიმწყვდეულ იქმნა იქ, საცა გზა ვიწროვდებოდა.
- საქმე ისე არ მოდის, როგორც იმედი გვქონდა, - ჰსთქვა სტეფანემ.
- ამ მხდალმა ხროვამ, ამ პირუტყვებმა კიდევ, - დაიყვირა პავლემ გულზე მოსულმა, - დაანებეს თავი თავის ადგილებს, ბურჯის კედლები უკაცოდ დაგდეს და იმის მაგიერ რომ ან კედლები გაიმაგრონ, ან იომონ, აქ დამდგარან და ღმერთსა ჰგმობენ.
მეუდაბნოებმა შეატყეს, რომ პავლემაც იმედი გადაწყვიტა ამათ გამო და მათ შორის სერვიამ დაიყვირა:
- ნუთუ მართლა იმედი აღარაფრისაა! რატომ არ ჩამოვარდება ციდამ ცეცხლი და არ შთანთქავს ჩვენზე მოსეულს ავაზაკებს? რადა მდუმარებს ჭექა-ქუხილი? სად არის მეხი, რომელიც ანათებდა სინაის წვერსა? რატომ მზე არ დაბნელდება, რომ წარმართებს თავზარი დასცეს? რატომ დედამიწა არ გაირღვევა, რომ ისინი თან ჩაიტანოს, როგორც...
ძალა უფლისა, - ჰსთქვა დულასიმ, - გაუქმდა ჩვენთვის. ღმერთმა აიღო ხელი ჩვენზედ, თითქო ჩვენ ღირსნი არ ვიყენეთ!
- არცა ხართ ღირსნი, არა, - შეჰსძახა პავლემ, რადგანაც ყური მოჰკრა უკანასკნელ სიტყვებს, როცა მიჰყვანდა ანუ უფრო მაჰქონდა. სტეფანე აღმოსავლეთის კედლისკენ, რომელიც სულ უკაცოდ. იყო დაგდებული, - დიახ, არა ხართ ღირსნი, არაა რადგანა იმის მაგიერ რომ მტერს წინა აღუდგეთ, თქვენ ჰგმობთ ღმერთსა და თავზედ ლაფს ისხამთ თქვენის საზიზღარის ჯაბნობითა. ამ სნეულის მოხუცისა მაინც გცხვენოდეთ აი, ეს აპირებს მტრის ხელისაგან დაგიფაროთ. თქვენ ეხლავ დაემრჩილენით უდრტვინველად ჩემს ბძანებას, თორემ ვფიცავ ყოველთა წამებულთა წმინდა სისხლსა, რომ თმებში და ყურებში ჩაგავლებთ ხელს და ისე მიგათრევთ თქვენს ადგილებამდე და...
არ დაასრულა მუქარა, რადგანაც ძლიერმა ხმამ გააწყეტინა სიტყვა. კედლის ძირიდამ ამოვიდა ის ხმა და პავლეს სახელი ახსნა.
- აღაპიტი ბძანდება! - ჰსთქვა სტეფანემ, - თხრილზე ამიყვანე პავლევ და იქ დამსვი.
ვიდრე პავლე ამას აუსრულებდა თავის მეგობარს, აღაპიტი გვერდით ამოუდგა კიდეც.
აღაპიტი ყმაწვილობაში ჯარში ყოფილა. ეხლა, როცა შეეტყო მტრის შემოსევა, შინ ჯდომა ვერ მოითმინა, უბძანა ღვდლებსა და დიაკვნებსა, დედაკაცები და წვრილფეხობა სულ საყდრებში დახიზნეთო და იმათთან ერთად ილოცეთ მეომართათვისაო. თვითონ კი ორი თანაშემწე და ერთი გზის მცოდნე წამოიყვანა და წამოვიდა, რომ ომში დაესწროს. როცა თავისიანებმა და სხვა მღვდლებმა დაუშალეს, უპასუხა: „საცა სამწყსოა, იქ უნდა იყვეს მწყემსიცაო“.
რისხვით ანთებულის თვალით იდგა ეხლა ეპისკოპოზი პავლეს წინ, წყრომით აიღო ხელი მაღლა, დაემუქრა და უთხრა:
- შენ როგორ ჰბედავ, შენ, განდევნილო მართალთაგან, რომ მაგ სახით ელაპარაკები ძმათა შენთა? შენ ეშმაკის თანამოზიარე, როგორ ბედავ და ბძანებას ჰკადრებ ღვთის მსახურთა და მოსავთა! რასაკვირველია, შენ ძალიან გენდომება მაგ საფალავნო მკლავებითა ხელახლად დაიბრუნო სახელი და დიდება, რომელსაც გამოაკლდა შენი სული, დაუძლურებული ცოდვითა და ბრალეულობითა. მე მომყევით, ძმანო ჩემნი უფალი ჩვენთან არს და იგი გვიხსნის ჩვენ!
პავლემ ხმაამოუღებლივ მოისმინა სიტყვანი ეპისკოპოზისა და სხვათა ნეუდაბნოეთამებრ თვითონაც აიპყრო მაღლა ხელნი, როცა აღაპიტი ჩადგა მათ შორის და წარმოჰსთქვა მოკლე და ძლიერი ლოცვა. მერე ეპისკოპოზმა, სარდალისამებრ, ყველას თავისი ადგილი დაუნიშნა ბურჯის კედლებზე, დაარიგა როგორ მოიქცნენ და ხმამაღლა დაიძახა:
- დაამტკიცეთ, რომ თქვენ ხართ მსახურნი უფლისა!
ეპისკოპოსს ყველა დაჰმორჩილდა და როცა თვითვულმა თავ-თავის ადგილი მოირიგა, თითონ ეპისკოპოსი გადადგა ფერდობზედ და დაათვალიერა საომარი ადგილი.
ომის საქმე ეხლა კარგად მიდიოდა. როცა ჯარმა უკნ დაიწია და ბლმმიელნიც უფრო გაბედვით მოაწვნენ, მაშინ ფებიცი უეცრად გამოვარდა თავისის ჯარით საფარიდამ, თავ დაესხა ბლემმიელებს, ასეთი ყოფა დააწია, რომ ბლემმიელების ჯარი შუა გააპო და საშინელი ხოცვა და ჟლეტა დაჰმართა ბლემმიელებს. იმათ მოთავეებმა დაინახეს თუ არა, რომ საქმე ცუდად არისო, შექმნეს ერთი უცნაური ძახილი და მყის მთელი მათი ჯარი, როგორც ბუმბულის კონა, ქარისაგან გაიშალა სხვადასხვა მხრივ გაიფანტა.
აღაპიტმა ეგ საომარი ხერხი ბლემმიელებისა გაქცევად მიიღო, გულდამშვიდებით ამოისუნთქა, მობრუნდა დააპირა ბურჯიდამ მინდორზედ გასვლა, რომ ნუგეში ჰსცეს დაჭრილთა თანამორწმუნეთა, მაგრამ თვითონ ბურჯშიაც გამოუჩნდა საქმე სასულიერო. წინ ედგა მირიამი, რომელმაც რიდით, მაგრამ სხარტად, სწრაფად მოახსენა:
- სნეული სტეფანე, მამა გერმასისა, გთხოვთ, ბატონო ეპისკოპოზო, მობძანდეთ იმასთან, რადგანაც წყლული ხელახლად აეშალა და ჰგონია, რომ სულის დალევის დღე მოახლოვებია.
აღაპიტმა მაშინვე გასწია სნეულისაკენ. მივიდა და ნახა, რომ პავლეს და ორიონს შეუხვევიათ კიდეც წყლული. ეპისკოპოზმა ისეთის ჭეშმარიტის გლმტკივნეულობათ მოიკითხა, როგორითაც არ მოიკითხავდა ხოლმე ბევრს სხვას მეუდაბნოეს.
სტეფანემ ხელი გაუწოდა, ეპისკოპოზი გვერდთ, მოუჯდა, უბძანა იქ მდგომთ, მოგვშორდითო და ყურადღებით დაუგდო ყური სნეულის დაბალ ხმით მოთქმასა.
როცა სტეფანემ გაათავა თავის თავის ამბავი, აღტაცებით უთხრა:
- მე, როგორც შენ, ვადიდებ უფალსა, რომ შენს დაკარგულს ცოლს გზა სამართლისა აპოვნინა და შენი შვილიც, ღვთის მადლით, იმისთანავე კარგი მეომარი შეიქმნება, როგორც შენ იყავ. შენი სააქაო ცხოვრება კეთილად იყო მოწყობილი, ხოლო მეორეს, საუკუნო ცხოვრებისათვის როგორ მოამზადე თავი შენი, ჩემო ძმაო?
- მე მთელი თვრამეტი წელიწადი მარხულობაში, სინანულში და ლოცვაში გამიტარებია, - უთხრა სტეფანემ. - ბევრი ტანჯვა გამომივლია, მე ზურგთ უკან დამიგდია ეს ქვეყნიერობა და იმედი მაქვს გამეხსნას გზა მიმავალი ცისაკენ.
- მეც მაგას ვიმედეულობ შენთვის და შენის სულისათვის, უპასუხა ეპისკოპოზმა. - შენ ბევრი მძიმე საქმე გადაგხედია ამ წუთისსოფელში. ცდილხარ, რომ წრფელის გულით მიუტევო მათ, ვისაც ყველაზე დიდი მწუხარება მოუყენებია შენთვის და შეგიშლიან გულმართლად ჰსთქვა ეხლა: „და მომიტევე ჩვენ თანამდებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა ჩვენთა“ ხომ გახსოვს სიტყვანი სამღვთო წერილისანი; „უკეთუ თქვენ მიუტევებთ კაცთა ცოდვათა მათთა, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეციერი“.
- გლიცერას არამც თუ მივუტევე, - უპასუხა სნეულმა, არამედ ხელახლად გადვუშალე სიღრმე გულისა ჩემისა, ხოლო იმ კაცს, რომელმაც ურცხვად აიყოლია იგი, იმ ბედშავს, რომელმაც იმდენის ჩემმიერ სიკეთის ნაცვლად მომატყუა მე, გამძარცვა, თავლაფი დამასხა, იმასაც...
- უნდა მიუტევო, - უთხრა აღაპიტმა, - რომ შენც ყოველივე მოგეტევოს.
- მე აი თვრამეტი წელიწადი ვცდილობ, დავლოცო მტერი ჩემი და ამას იქითაც ვეცდები...
აქამდე ეპისკოპოსი მარტო სნეულის ლაპარაკში იყო გართული. ეხლა კი, ყოველ მხრივ ამას უწოდნენ და ბოლოს გელაზიმ დაუძახა:
- გვიშველე, მამაო! წარმართნი კლდეზე ამოდიან. აღაპიტმა აკურთხა სტეფანე და ხელახლად გულწრფელობით უთხრა:
- მიუტევე და ზეცა შენია!
მინდორზედ ბევრი დახოცილი და დაჭრილი ეყარა. ჯარი ისევ უკან დაწეულიყო ბილიკისაკენ, რადგანაც ბლემმიელები არ გაქცეულიყვნენ კი, არამედ გაფანტულიყვნენ, ამოსხდომოდნენ კლდეებს და იქიდამ აყრიდნენ წვიმასავით ისრებს.
- რომაელნი სად არიან, - ჰკითხა აჩქარებით აღაპიტმა რიონს.
- ხეობისაკენ დაიწიეს, გზა რომ მოდის ჩვენკენ, - უპასუხა რიონმა, - ერთი შეხედე მაგ წარმართებს! ღმერთო, შეგვიწყალე! ისე მობობღავენ კლდეებზე, როგორც კოსალა ხეზე.
- აბა თქვენი ჭირიმე ქვები, ქვები! - დაუყვირა აღაპიტმა იქა მდგომს მეუდაბნოებს, - ქვევით კედელთან ვინ არის? გესმისთ? რომაელების საყვირის ხმაა. გული მოეცით, ძმანო, იმპერატორის ჯარი მოადგა ჩვენს ბურჯს საშველად. აბა აქეთ! აი, ხომ ხედავ სანათურიდამ ტანშიშველი კაცებს, ბლემმიელები არიან. აბა, მოათრიეთ ხე და დაუშვით ძირს. ჰო, ეგრე, უყურეთ, ეგ ხე რასა იქმს. ნეტავი ხე არას გამოედოს კი! მადლობა ღმერთს, არამ დაუშალა და დაეცა! აი ეგრე უნდა, აი! ექვსი კაცი კი გამოასალმა წუთის სოფელს და!
- აი იქ კიდევ სამი კაცი ჰსჩანს, - დაიძახა ორიონმა, - აბა ერთი მიშველეთ, ხე დავცეთ თავში.
პირველმა წარმატებამ ისე გაამხნევა მეუდაბნოენი, რომ აღაპიტი ძლივს იჭერდა, გაუფრთხილდით, ცუდუბრალოდ ნუ ჰყრით ხეებსაო.
იმ დროს, როცა აღაპიტის განკარგულებით, მეუდაბნოენი ქვებს და ხეებს აყრიდნენ თავზედ მტერსა, პავლე იჯდა სტეფანესთან და თავი ჩაეღუნა.
- რატომ არა შველი იმათ? - ჰკითხა სტეფანემ.
- აღაპიტი მართალია, - უპასუხა პავლემ, - მე ბევრში მმართებს მონანიება და ბრძოლას კი სიამოვნება მოაქვს. რამოდენად არის ეგ სიამოვნება დიდი, მაგას მე ვგრძნობ იმით, რომ გული მიკვდება, სხვანი ომობენ და მე კი აქ გულხელდაკრეფილი ვზივარ. შენ ეპისკოპოზმა გულკეთილად გაკურთხა.
- მე აღსასრული მომიახლოვდა, - დაიწყო სტეფანემ თრთოლით, - აღაპიტმა დაიქადა სამოთხე, თუ მე წმინდის გულით მივუტევებ ჩემის ცოლის მომტაცებელსა. დეე მიეტეოს, ყოველივე მიეტეოს და დეე, ყოველივე განზრახული კეთილად აუსრულდეს და ბოროტად არ გადექცეს! ხომ ხედავ, რა რიგად მიცემს გული! ვიდრე ცემას სამუდამოდ შეჰსწყვეტს, ხელახლად გამიმხნევდა, თუ მოვკვდე, გერმასს უთხარ ყოველი, რაც ჩემგან იცი, დალოცე ათასჯერ, ათი-ათასჯერ ჩემ მაგიერ და დედის მაგიერ, ხოლო არასდროს არ უთხრა, რომ დედა მისი გაჰყვა ერთს საძაგელს, ერთს კაცს, ისე იგი, ერთს ბედკრულს, რომელსაც მე ყოველისფერი მივუტევე. გერმასს ეს ბეჭედი მიეც. ჩემს მღვიმეში ბალახებქვეშ ლოგინზე წიგნსაც იპოვი, ისეც მიე, როცა ბეჭედს აძლევდე. იმ წიგნით-თავის ბიძასთან, მივიდეს და ის უშოვის ჯარში ადგილს, რადგანაც ჩემი ძმა წინ წამდგარი კაცია იმპერატორის წინაშე. ყური დაუგდე, აღაპიტი როგორ ამხნევებს ჩვენებსა. იქ ჩვენები გულადად იბრძვიან! ეგ რომაელების საყვირის ხმაა! აი ნახავ, ეხლა ჩვენი ჯარი აქ, ბურჯში შემოვა და აქედამ დაუწყებს სროლას წარმართებსა. თუ აქ მოვლენ, მე შიგნით ბურჯში შემიყვანე. მე ღონე მიმეხადა და მინდა ერთხელ კიდევ ღონე მომეკრიფა და გულიანად მელოცნა, რომ ღმერთმა მომცეს ძალა, მივუტევო იმ კაცს მარტო პირით კი არა, გულითაცა.
- აი, იქ ხედავ, რომაელები მოდიან კიდეც, - გააწყვეტინა პავლემ სიტყვა.
მერე ძირს გადასძახა
- აქეთ, აქეთ, მარცხნივ საფეხურებია.
- ჩვენ აქ ვყოფილვართ, - უპასუხა მკვახედ ერთმა, - ხალხო, თქვენ ამ ყურეზედ დადექით და თვალი არ მოაშოროთ ბურჯს. თუ რამ მოხდეს, საყვირით დამიძახეთ. მე ზევით ავალ, რადგანაც ზემოდამ უფრო ადვილად დავინახავ, ის ძაღლები სად ჯანაბას წავიდნენ!
მინამ ეს ხმა მოდიოდა, სტეფანე ყურს უგდებდა და ძირს გადაიყურებოდა. როცა რამდენსამე წუთს შემდეგ ფებიცი მაღლა ამოვიდა და დაიძახა „განა არავინ არის, რომ ხელი მომაწოდოს და მაღლა ამომიყვანოს?“ - მაშინ სტეფანე მიუბრუნდა პავლეს და უთხრა:
- ერთი ამაყენე და მიშველე, ფეხზედ დავდგე, ჩქარა!
ისე მარდად წამოდგა სტეფანე თვითონ, რომ პავლე გაოცდა. წამოდგა თუ არა, გადახარა კედელზე სწორედ იქ, საცა ფებიცი იყო, დააცქერდა პირისახეს, შეთრთოლდა, ძალა დაატანა თავის თავს და ჩააწოდა თავისი გამხმარი ხელი.
- სერვიან! - დაიძახა ფებიციმ, რომელსაც ამ ადგილას სტეფანეს ნახვამ გულ-მუცელი გადმოუბრუნა და რომელიც ამაოდ ცდილობდა, არაფერი შეემცნივა და გაოცებით უყურებდა ხან მოხუცებულს სტეფანეს და ხან პავლესა.
ვერც ერთმა ხმა ვეღარ ამოიღო, ორივეს სიტყვა პირში გაუშრა. სტეფანეს თვალი მიეკრა ლურსმანივით ფებიცის პირთსსახეს და რამდენსაც უყურებდა, იმდენად უცვივდებოდა საკუთარი ლოყები და ტუჩები უფითრდებოდა. მაგრამ ხელი მაინც გაწვდილი ჰქონდა, იქნება, მიტევების ნიშნადაც.
ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა. ბოლოს ფებიცის მოაგონდა, რომ როგორც ერთგულმა იმპერატორისამ, არ უნდა დაივიწყოს თავისი მოვალეობა, დადგა თითებზე და მარდად წაავლო ხელი მოხუცებულის ხელს. რაწამსაც სტეფანემ იგრძნო ხელშეხება ფებიცისა, დაბარბაცდა, თითქო მეხი დაეცაო; ხრინწიანის ხმით დაიკივლა, ეცა თავის დაუძინებელს მტერს, რომელსაც კედლის პირას ერთს დამპალს ხეზედ ფეხი ძლივს ემაგრა.
პავლეს ელდა ეცა, ეს საშინელი სანახაობა რომ დაინახა: მერე ხმამაღლა, გულით და მმუდარებით დაუძახა:
- თავი დაანებე, მიუტევე, რომ ზეცამ შენც მოგიტევოს.
- რა ზეცა, რა მიტევება! - ყვიროდა ბებერი, - წყეულიმც იყოს, წყეულიმც! მინამ პავლე მიეშველებოდა, დამპალმა ხემ ამ ორ მტერების ჭიდილს და ძიძგინს ვედარ გაუძლო, ჩატყდა და ორნავ ერთად გადაცვივდნენ თვალჩაუწვდენელ ხევში.
პავლემ საშინელი გოდება ამოუშვა გულის სიღრმიდამ და ცხარეს ცრემლით თვალში წაიბუტბუტა:
- ესეც იბრძოდა, მაგრამ აგრეთვე ამაოდ!
![]() |
11.7 XX |
▲ზევით დაბრუნება |
XX
ომი გათავდა და ჩამავალმა მზემ სხივი მოჰფინა ბევრს მკვდარს ბლემმიელებისას. ბოლოს მზეც ჩავიდა, მწუხრი დადგა და მოწმენდილი ცა მოიჭედა ვარსკვლავებით. სოფელი მთვარის შუქზე განათდა.
საყდრებიდამ ხალხი შეხიზნული გამოვიდა. აღაპიტმა მიიწვია ყველანი მკვდრების სანახავად, ლოცვისათვის და დამარხვისათვის. ხმაამოუღებლივ მოგროვდა საზოგადოება დახოცილ მოძმეთა გარშამო და გულმტკივნეულობით ისმენდა ლოცვასა და კურთხევას, რომელსაც მოჰსთქვამდა ეპისკოპოზი პატიოსან გვამთა ზედა, ძმათა სახსნელად თავდადებულთა და სისხლდანთხეულთა. ლოცვის შემდეგ თითოეულს ცხედარს თავზედ დაადგა ტირილით და გოდებით თავისიანი. არაერთი და ორი ცხარე ცრემლი დაეცა დედამიწაზედ დედის, ან ცოლის თვალთაგან, არა ერთი და ორი კვნესა ამოვიდა მამის გულიდამ და წარემართა ცისკენ.
იმ საკაცესთან, რომელზედაც სტეფანე ესვენა, სხვა საკაცეებიც იყო, და ამ საკაცეს შორის იდგა დაჩოქილი გერმასი და ტიროდა. მეგობრულმა ხმამ ზევით აახედა საწყალი ჭაბუკი.
- პეტრე, შენა ხარ! - დაიძახა ჭაბუკმა და ჩამოართვა სენატორს გამოწვდილი ხელი. მინამ საწყალი მამა ცოცხალი მყვანდა, სულ სხვაგან მიწევდა გული და ეხლა კი, როცა მამაჩემი სამუდამოდ გამშორდა, რა რიგის სიამოვნებით განუშორებლივ მასთან ვისურვებდი ყოფნას!
- იგი მოკვდა სახელოვანის სიკვდილითა, იგი მოკვდა თავისიანთათვის, - უპასუხა სენატორმა.
პავლე იმასთან იყო, როცა გადავარდა, - უპასუხა გერმასმა, - ამ ბურჯის სახსნელად იყო, რომ გადაჩეხა კედლიდამ. მაგრამ აქ მოიხედე, შეხედე ერთი ამ ქალს, ამ უბედურს ბავშვს, რომელიც თხებს აძოვებდა ხოლმე. იგი მოკვდა ვაჟკაცთა სიკვდილითა. საწყალი, ფრთხილი მირიამო! რამდენს კეთილს ვისურვებდი შენთვის, შენ რომ ეხლაც ისევ ცოცხალი იყო.
ამ სიტყვებზე გერმასმა წყნარად აიღო მირიამის ხელი, აკოცა პატარას და გაცივებულს ხელს და ფრთხილად დაუკრიფა გულზედ.
- როგორ მოხდა რომ ქალი ვაჟკაცთა ომში გაერივა? ჰკითხა პეტრემ, - მაგრამ მაგას მერეც მიამბობ, შინ რომ წავალთ. ჩვენთან გთხოვ და იყავ ჩვენთან სტუმრად რამდენს ხანსაც გენებოს. ჩვენ ყველანი შენგან დავალებულნი ვართ.
გერმასი წამოწითლდა და თავდაბლობით აიცალა ქება, რომელსაც ყველანი გარშამო ეუბნებოდნენ როგორც მხსნელსა მტრის ხელისაგან.
როცა მივიდნენ მომტირალ დედაკაცები, გერმასმა ერთხელ კიდეც დაიჩოქა მამის თავით, უკანასკნელად შეხვდა სიყვარულით მშვიდობიანს სახეს მირიამისას, ადგა და გაჰყვა პეტრეს, რომელმაც ხელახლად მიიწვია თავის სახლში.
სენატორი და ჭაბუკი ერთად შევიდნენ ეზოში. გერმასმა უნებლიედ შეხედა ფანჯარას, საცა არა ერთხელ ენახა სირონა და ანიშნა რა ფებიცის სახლზე, ჰსთქვა: „ისიც მკვდარიაო პეტრემ თავი დაიქნია ჰო ნიშნად და შეაღო კარი თავის სახლისა. განათებულს დერეფანში გამოეგებათ დოროტეა და აჩქარებით იკითხა:
- მაინც ჯერ კიდევ პოლიკარპისაგან ამბავი არა არის რა.
ქმარმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნივა. დოროტეამ მაინც განაგრძო:
- არც უნდა იყოს ჯერ! კლისმიდამ უნდა მოეწერა, ან იქნება თვითონ ალექსანდრიიდამაც.
- მეც ეგრე მგონია, - უპასუხა პეტრემ და თავი ძირს ჩაღუნა. მერე გერმასი წარუდგინა ცოლს.
დოროტეამ მხურვალის მონაწილეობით მიიღო ყმაწვილკაცი. იცოდა, რომ მამა მოუკვდა და თვითონ გერმასმაც სახელი გამოიჩინა. ვახშამი მზად იყო და გერმასი მიიწვიეს ვახშამზედ.
დოროტეამ ანიშნა თავის ქალს მარტანას, რომ სტუმარს ქვეშსაგები მოუმზადოს, ხოლო პეტრემ დააყენა მარტანა და უთხრა:
- გერმასი ანტონიოს ქვეშსაგებზე მოისვენებს. ის ამაღამ არ მოვა, მუშებთან საქმე აქვს. იეტრო სადღაა შინამოსამსახურებით?
- იმათ ვახშამი გაათავეს კიდეც, - უპასუხა დოროტეამ.
ცოლ-ქმარია ერთმანეთს შეხედეს და პეტრემ მწარედ გაიღიმა და ჰსთქვა.
- მე მგონია ისინი მთაში არიან.
დოროტეამ ცრემლი მოიწურა და ჰსთქვა:
- იქ ანტონიას ნახვენ. ნეტავი პოლიკარპიც იპოვნონ? მე ამას შენს სანუგეშებლად კი არ ვამბობ. უფრო დასაჯერია, რომ ის მკვდარი არ არის და წასულია ალექსანდრიაში, რადგანაც უნდოდა, ამ ადგილებს მოშორებოდა ცოტას ხნობით, იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ მოაგონებდა ხოლმე იმისთანა რამეებს, რომელნიც გულს უწყლავდნენ. მგონი კარი გაიღო?
მარდად წამოხტა და გადახედა ეზოსკენ. მერე მოუბრუნდა მარტანას, რომელიც საჭმელს აწვდიდა გერმასს და ჰსთქვა გულის ტკივილითა.
- ჩვენი ანუბისია.
რამდენსამე ხანს ყველანი გულდამძიმებულებსავით ისხდნენ გაჩუმებულნი. ბოლოს პეტრე მიუბრუნდა თავის სტუმარს და უთხრა:
- შენ გინდოდა გეამბნა, როგორ მოკვდა ომში ჩვენი მწყემსი მირიამი. ის ჩვენის სახლიდამ გაიქცა...
- მთაში ავიდა, - დაუმატა გერმასმა - და ისე უვლიდა მამაჩემს, როგორც ღვიძლი შვილი.
- აი, დედი, ხომ ხედავ - ჩამოართვა სიტყვა მარტანამ ავის გულისა არა იყო-მეთქი, მე ამას ყოველთვის ვამბობდი.
- დღეს დილით, - განაგრძო გერმასმა - მირიამი თან მოჰყვა მამაჩემს ბურჯში და როცა მამაჩემი გადიჩეხა, მაშინვე გამოიქცა თურმე ჩემთან ამ მწუხარე ამბის მოსატანად. ესე მითხრა პავლემ. მირიამმა მნახა, მე საითაც წავედი ჩემის ჯარით, იქით წამოვიდა და მალე მიპოვნა იმიტომ, რომ თვალი მშველისა ჰმქონდა და ყური დაფთხალის ფრინველისა, არც ძნელი იყო იმ ჟამად ჩემი პოვნა, რადგანაც მაშინ ჩვენ ვომობდით ბლემმიელებთან ხეობაში, რომელიც მთიდამ ზღვამდე ჩამოსდევს. ისინი ბევრნი იყვნენ. წინადამ და უკანიამ, მარცხნივ და მარჯვნივ მოგვიარეს, რადგანაც ის წყეულები ისე დახტიან კლდეებზედ, როგორც ფსიტები მოგვექცნენ მთას წვერებზედ და იქიდამ მოგვაყარეს ქვები და ისრები. სამმა თუ ოთხმა ისარმა მეც გამკობლა და ერთმა კიდევ თუმცა თავზედ გადმიარა, მაგრამ თმებში მომხვდა და იქ დარჩა. ვერას გეტყვით ომის მსვლელობაზედ იმიტომ, რომ სისხლი თავში ამივარდა. მარტო მახსოვს, რომ ვყვიროდი და ვიძახოდი გიჟსავით. ხან იქ ვეცემოდი ხან აქ რომელსამე წარმართს და ჩემმა ნაჯახმა ერთსა და ორს კი არ გაუპო მაშინ თავი. ამ ყოფაში შევასწარ თვალი, რომ ზოგმა ჩემთაგანმა გაქცევა დააპირა და კიდეც მე დავუძახე, დაბრუნდით-მეთქი. მობრუნდნენ და ისევ გამომყვნენ მე. ერთხელ გაცხარებულს ომში თვალი მოვჰკარ მირიამს, რომელიც გაფითრებული მიჰყუდებოდა კლდეს და უყურებდა ომს. მე დავუძახე, რომ იქიდამ წასულიყო და მამიჩემისათვის მივხედნა. იმან უარის ნიშნად თავი გაიქნივა. ფეხი არ მოიცვალა იქიდამ და ასეთის მწუხარის და გულმტკივნეულის თვალით დაიწყო ცქერა, რომ თავის დღეში არ დამავიწყდება. ხელებით და თვალებით მანიშნებდა, რომ მამაჩემი ცოცხალი აღარ არის და მეც თუმცა ამას ვერ მივუხვდი, მაგრამ გავიგე კი, რომ ჩემს თავზედ რაღაც დიდი უბედურობა მოსულა. მე აღარ დამცალდა სწორე შემეტყო რამ, იმიტომ, რომ მინამ რასმეს ვკითხავდი თავზედ დამეცა ბელადი ბლემმიელებისა და მირიამის თვალწინ ცხარედ დავეტაკენით ერთმანეთს. ჩემი მოპირდაპირე ღონიერი იყო და მე დავუმტკიცე, მირიამს, რომელიც ხშირად მაყვედრიდა ქალაჩუნობას, რადგანაც მამის მორჩილი ვიყავ, მე დავუმტკიცე-მეთქი, რომ ის არა ვარ, რაც ვეგონე. მე ვერ ავიტანდი, რომ მის წინ დავემარცხებინე ვისმეს, დედამიწაზვდ დავანარცხე წარმართი და ნაჯახით იქავ სული გავაფთხობინე. ამ დროს წინადამ მომესმა საშინელი ხმა. ვიღაცამ დაიკივლა. გავიხედე და ჩემ თვალთა წინ ძირს დაეცა სისხლში მოსვრილი მირიამი. ერთი ბლემმიელი თურმე მომპარვოდა, როცა მე გულზედ მუხლი დავაბჯინე და ვკლავდი მის ამხანაგს, და ეტყორცნა ჩემთვის შუბი, მაგრამ მირიამმა... მირიამმა...
- დაგიხსნა შენ სიკვდილისაგან და თავისი საკუთარი სიცოცხლე შემოგწირა, - ჩამოართვა პეტრემ სიტყვა ყმაწვილ კაცს, რომელსაც ამ ამბის მოგონებაზედ ხმა გაუწყდა და თვალები ცრემლით აევსო.
გერმასმა ჰო ნიშნად თავი დაიქნია და ხმადაბლა ჰსთქვა:
- საწყალმა ხელები მაღლა აიშვირა და ჩემი სახელი წამოიძახა, როცა შუბი ეცა გულში ჩემ მაგიერ. ობედიანის უფროსმა შვილმა მაგიერი გადუხადა იმის მკვლელს. მე კი მივვარდი მაშინვე მირიამს და როცა მომაკვდავი უნდა გადაქცეულიყო მივასვენე გულზე და ჩავძახე: მირიამ, მირიამ-მეთქი. იმან თვალები ერთხელ კიდევ წამოახილა, შემომხედა ნაზად და ისეთის სიტკბილით, ისე მეგობრულად ახსენა ჩემი სახელი, რომ ჟრუანტელმა გამიარა ტანში. მე ჩემს დღეში არ დავიჯერებდი, რომ განადირებულს მირიამს ასე ტკბილად შეეძლო ხმის ამოღება. საშინლად დამიწყო გულმა ტკივილი და მე თვალები და ტუჩები დავუკოცნე. მერე ერთი კიდევ შემომხედა, დიდხანს დამაცქერდა, მიყურა, მიყურა სიყვარულით და მადლითა და ამ ყურებაში დალია კიდეც სული.
- კერპთმსახური იყო, - ჰსთქვა დოროტეამ და მოიწმინდა ცრემლი, - მაგრამ მაგგვარის სიკვდილის გამო ღმერთი ბევრს რასმეს მიუტევებს.
- მე იგი ეხლა უფრო შემიყვარდა და რაც საუკეთესო ყვავილია იმით მოვურთავ საფლავსა, - ჰსთქვა მარტანამ. ნებას მომცემ დედი, რამდენიმე შტო მოვსჭრა შენს აყვავებულს მირტს გვირგვინისათვის?
- ხვალ, ხვალ, ჩემო კარგო, - უპასუხა დოროტეამ, - ეხლა წადი, დაიძინე, ძლიერ გვიან არის.
- ნება მომეცით, ცოტა კიდევ დავრჩე, - სთხოვა ქალმა, მინამ ანტონი და იეტრო მოვლენ.
- მე სიამოვნებით გიშველით, რომ თქვენი შვილი იპოვოთ, - ჰსთქვა გერმასმა - და გნებავთ წავალ რაიტას და კლისმას და მენავეებს ვკითხავ. განა ცენტურიონმა თავისი ცოლი ვერ იპოვა? კითხვაზედ მორცხვობით თავი დაიღო ძირს და ძირს დაიწყო ყურება.
- სირონა ჯერ არ მოუყვანიათ, - უპასუხა პეტრემ და ვინ იცის, იქნება.... მაგრამ შენ ამას წინად პავლე ახსენე, შენიც მახლობელი იყო და მამაშენისაც. ნუთუ არ იცი, რომ იმან ურცხვად არივა ცენტურიონის ოჯახის მშვიდობიანობა?
- პავლემ? - დაიძახა გერმასმა - როგორ დაგიჯერებიათ ეგ ამბავი!
- ფებიციმ იპოვა იმისი ტყაპუჭი თავის ცოლის ოთახში, - ხუმრობა გაშვებით უთხრა პეტრემ - ჩვენ თვალწინ ურცხვმა ალექსანდრიელმა აღიარა თავისი ცოდვა და ჰსთხივა ფებიცის, დამსაჯეო. სწორედ იმ ღამეს მოახდინა ეს სამარცხვინო ამბავი, როცა შენ წახვედი მტრის დასაზვერავად.
- ფებიციმ სცემა კიდეც? - დაიძახა გულამღვრეულმა გერმასმა. და საწყალმაც კისრად იდო სირცხვილი და თქვენი კიცხვა მარტო ჩემის გულისათვის! ეხლა მე მესმის, რა უნდა ვთქვა! ომის შემდეგ დამხვდა, მითხრა მამის სიკვდილი და როცა გამომეთხოვა, მეუბნებოდა, რომ მე დიდად დიდი ცოდვილი ვარო, რომ სოფელში ყველგან და ყველანი ამას გეტყვიანო. მე კი ვიცი, რაც არის. იგი სულგრძელია და გულკეთილი და მე ვერ მოვითმენ, რომ იგი ჩემის გულისათვის შერცხვენილ და გაკიცხულ იქმნას.
ამ სიტყვაზედ გერმასი წამოხტა ფეხზე და ნახა, რომ მასპინძლები გაოცებით შემოჰყურებენ, უთხრა:
- პავლეს თვალითაც თავის დღეში არ ენახა მაშინ სირონა და მე გარწმუნებთ, თუ ქვეყანაზედ ვინმე წმინდაა, კეთილი და უცოდველი, პავლე იმათში პირველია. ჩემის გულისათვის, რომ მე გადამარჩინოს სასჯელს და მამაჩემის წყენას, თვითონ უკისრია ჩემი ბრალი და ის ცოდვა, რომელიც თავის დღეში არ უქმნია. ამისთანა საქმეზე მარტო იმას შეუშლიან თავდადება, მარტო იმას, იმ ერთგულს და პატიოსანს მეგობარსა! ამას იქით არც ერთს წუთსაც იმაზე არაფერი ეჭვი აღარ უნდა იყოს.
- შენ მაგას ამბობ იმ კაცთან, რომელიც შენზედ ბევრით უფროსია, - გააწყვეტინა ჭაბუკს ძლიერი სიტყვა, - შენმა მეგობარმა თავის საკუთარის პირით აღიარა...
- ეგ უტყვნია თავის გულკეთილობისა გამო, - დაუყვირა გერმასმა სენატორს. - ცხვრის ტყაპუჭი, რომელ, ფებიცის უპოვნია, ჩემია. მაშინ როცა თავის ღმერთის მიტრას ღამეს უთევდა, მე სირონასთან შევედი, მამაჩემისათვის ღვინო უნდა მეთხოვნა და სირონამ კიდეც ნება მომცა და მე ცენტურიონის ტანისამოსით მოვირთე. როცა უეცრად სახლში დაბრუნდა, მე ვაკრ ფეხი და ფანჯრიდან გადავხტი. ტყაპუჭი იქ დამავიწყდა, გამოქცეულს წინ პავლე შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერს მე ჩავაფარცხებო, შენ წადიო და შენ მაგიერ მე გავცემ პასუხსაო, თორემ მამაშენს ეწყინებაო. მე სულელობა მომივიდა, რომ იმ ღამეს სირონასთან შეველ. მაგრამ გეფიცებით მამაჩემის სულს, რომელიც დღეს ღმერთმა მიიბარა, რომ სირონა ისე მექცეოდა მე, როგორც პატარა ბავშვსა და ნება არ მომცა იმის მშვენიერ ოქროს თმებს ხელით მაინც მივკარებოდი. ღმერთია მოწამე და მამაჩემის სული, რომ მართალს ვამბობ. მართალს ვამბობ, რომ პავლეს იმისთანა ბრალი აუღია კისრად, რომელიც თავის დღეში არ უქმნია, და თუ თქვენ სირონა გაგიკიცხავთ, უსამართლობა ჩაგიდენიათ იმიტომ, რომ არამც თუ პავლეს გამო, არამედ ჩემ გამოც იმას თავის დღეში ქმრისათვის არ უღალატია.
დოროტეამ და პეტრემ ერთმანეთს გაოცებით შეხედეს. ყმაწუილი კაცი კი ძირს იყურებოდა და ხმა აღარ ამოიღო. ბოლოს თითქო გამოჰფხზლდაო სხარტადა ჰსთქვა:
- მე ნება მომეცით წასვლისა. მე მინდა საწყალი პავლვე ვიპოვნო სადმე. მე მადლობელი ვარ თქვენის გულკეთილობისა, მაგრამ აქ დარჩენა არ შემიშლიან, უნდა მთაში წავიდე!
სენატორი და ცოლი ეხვეწებოდნენ დარჩენას, მაგრამ არ დარჩა და როცა გააცილეს და კარი დაკეტეს რაღაც მძიმე სევდა დააწვათ ორივეს გულზე. პეტრემ მტკივნეულობით ამოიოხრა. დოროტეა მივიდა და ნუგეშინს სიტყვები უთხრა.
არ გასულა ბევრი ხანი, რომ ძაღლები ყეფას მომყვნენ და პეტრე გულდამძიმებული, თითქო ცუდს რასმეს ელისო, ადგა და ხმადაბლა ჰსთქვა:
- იქნება ისინი არიან. დოროტეამ ხელი ხელს ჩაჰკიდა ქმარს, მაგრამ მაშინვე ხელი გამოაცალა, როცა კარის რახუნი მოესმა.
- ეს არც იეტრო უნდა იყოს და არც ანტონიო - ჰსთქვა პეტრემ - იმათ გასაღები თან აქვთ.
მარტანა მამასთან მივიდა, როცა ის გადახარა ფანჯრიდამ და დაუძახა:
- ვინა ხარ მანდ, კარს რომ არახუნებ?
ძაღლებმა ასე ხმამაღლა დაიწყეს ყეფა, რომ ვერც კაცებმა და ვერც დედაკაცებმა ვერ გაიგეს, რა პასუხი იყო.
- ერთი არგუსას შეხედეთ, - ჰსთქვა დოროტეამ. - ასე იცის ხოლმე ყეფა როცა ან შენ მოდიხარ, პეტრე, ანუ ჩვენებიან-ვინმე, ან კიდევ როცა უხარიან რამ.
პეტრემ ტუჩებზე თითი მიიდო. ვიღაცამ ძალიან დაუშტვინა, ძაღლებმა ხმა გაიკმინდეს, თითქო დაუჯერესო. მაშინ პეტრემ დაუძახა:
- ვინა ხარ ემანდ? ხმა ამოიღე, თუ რომ გინდა კარი გაგიღო!
პასუხი დაუგვიანდა, პეტრეს უნდოდა, კიდევ ხმა გაეცა, მაგრამ ამ დროს ჭიის კარიდამ მოისმა ტკბილი ხმა, რომელმაც რიდით და კრთომით ჰსთქვა:
- მე ვარ, პეტრევ, მე, გაქცეული სირონა.
რაწამსაც ეს გაიგონა მარტანამ, გამოუსხლტა მამას ხელადამ, რომელიც მხარზედ ედო, ჩაირბინა კიბე და ეცა ჭიის კარებსა.
- სირონავ, ჩემო კარგო, ჩემო საცოდავო სირონავ! - ყვიროდა ქალი, მინამ ურდულს გამოუყრიდა და როცა კარები გაიღო და სირონამ ეზოში ფეხი შემოდგა, ყელზე გაეხვია მარტანას, ჰკოცნიდა, ეალერსებოდა, შეჰხაროდი, თითქო ამის ღვიძლი დაი ყოფილიყოს.
მარტანამ აღარა ათქმევინა რა, წაავლო ხელი და ნუგეშისცემით წაიყვანა დედ-მამასთან. კარებში პეტრე და დოროტეა მოეგებნენ, უკანასკნელმა მიიზიდა თავისკენ სირონა, აკოცა შუბლში და უთხრა:
- საწყალო! ჩვენ შევიტყეთ, რომ უსამართლოდ მოგექეცით და ვეცდებით ყველაფერი გავასწოროთ. სენატორიც მივიდა, ჩამოართვა ალერსით ხელი, მოიკითხა მამობრივად. სირონამ ვერა უპასუხა რა, რადგანაც არ იცოდა რა ეთქვა.
როცა მთიდამ ძირს ჩამოდიოდა და უგზო-უკვლოდ მოდიოდა ბნელაში ეგონა, რომ როგორც გაკიცხულს გარედ გამოაგდებდნენ. ფეხთ-საცმელი დაჰფხრეწოდა პირიან ქვებზე და ძლივსღა შერჩენოდნენ დაკაწრულ ფეხებზე. ლამაზი თმა ასწეწოდა ქარისაგან და თეთრი კაბა კიდევ მთხოვარას ძონძებს დაჰმზგავსებოდა, რადგანაც დაეჭრა, რომ წყლული შეეხვია პოლიკარპისათვის. ყველაფრის ამის მომლოდინე სიხარულით კი მიიღეს პოლიკარპის მამამ, დედამ, დამ და ძველებურად ალერსით მოეგებნენ!
განუზომელ ლმობიერებით და მადლობით აევსო გული ამის მნახველს სირონას, გული ამოუჯდა, წასქდა ცრემლი და ტირილი ვეღარ შეიმაგრა. ამ ტკბილის გრძნობით დიდხანს ვერ დარჩა, რადგანაც ბედნიერება უპოლიკარპოდ იმასთვის სრულებით უქმი იყო. განა პოლიკარპის გულისათვის არ შეჰბედა ამ ბნელაში ამ საშიშარს გზას? მარტანა ხელახლად მიუახლოვდა და ნაზად დაუწყო ალერსი, მაგრამ სირონამ არ დააცალა და ჰსთქვა:
- ეხლა მაგისი დრო არ არის, ჩემო კარგო! ისეც მთელი ერთი საათი ტყუილად დავკარგე აქა-იქ ხეტებაში. პეტრე, მოემზადე, უნდა მთაში წამომყვე იმიტომ, რომ...... ნუ შეშინდები, დოროტეავ! პავლემა ჰსთქვა, რომ ეხლა ფიქრი აღარაფერისა აქვსო და თუ პოლიკარპიო...
- ღვთის გულისათვის, თუ იცი რამე, სთქვი, - დაიკივლა დოროტეამ და სისხლი თავში აუვარდა, პეტრე კი გაფითრდა, გაწყვეტის სიტყვა თავის ცოლს და ძლივსღა ჰკითხა: - სად არის პოლიკარპი და რა დამართვია?
- ცუდს ამბავს გეტყვით, - უპასუხა სირონამ და ასეთის თვალით შეხედა ცოლ-ქმარს, თითქო ბოდიშს ითხოვსთ.
- პოლიკარპი დაეცა ქვებზე და თავი გაიტეხა დღეს დილით პავლემ, ბლემმიელებთან საომრად წასვლის წინად, ზურგით მოიტანა ჩემთან და მე ჩამაბარა. მეც გულმოდგინებით წყლით ვუგრილებდი წყლულს; შუადღის დროს თვალი გაახილა, მე მიცნო და სწუხდა თქვენს შეწუხებაზედ. მზე რომ ჩავიდა, ჩაეძინა, ეხლა ცოტა სიცხე აქვს. პავლე მობრუნდა თუ არა, მე აქეთ გამოვიქეცი. მინდა, საყუათო სასმელი რამ გამოგირთოთ და ეხლავ უკანვე წავიდე.
ცრემლით თვალში მოჰსთქვამდა ამას სირონა და დედ-მამა როგორც გლოვის ხარს ყურს უგდებდნენ, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ შვილი მოურჩებათ.
- ჩქარა, ჩქარა, მარტანავ, - დაიძახა იმედმოცემულმა დოროტეამ, - ჩქარა მოიტანე არტახების კალათა, სასმელ მე თვითონ მოვუმზადებ.
პეტრე მივიდა სირონასთან ახლო და ხმადაბლა ჰკითხა:
- მართლა ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ? მაშ არა უშავს რა? მართლა ცოცხალია და პავლემაც...
- პავლე ამბობს, რომ თუ კარგად მოუარესო, პოლიკარპი ორ-სამ კვირაზე ფეხზე ადგებაო, - უპასუხა სირონამ.
- ახლა შეგიძლიან მე წამიყვანო, გზა ხომ არ აგერევა?
- ვაიმე! - დაიძახა სირონამ, - იქნება მე უბედურმა გზა ვეღარ გავიგნო, რადგანაც არსად ნიშნები არ დავაგდე. მაგრამ მოიცა! მემფისიდამ რომ მეუდაბნოე იყო, აი, ეხლახან რომ გადიცვალა, ხომ იცი...
- ჰო, აი ბებერი სერაპიონი? - ჰკითხა სენატორმა.
- დიაღ, ისე ეძახდნენ. - უთხრა სირონამ.
- იმისი მღვიმე ხომ იცი. - საიდამ მეცოდინება. იქნება აღაპიტმა იცოდეს...
- მაშ არც წყარო იცი, რომელსაც პავლე თურაჯების წყაროს ეძახის.
- თურაჯების წყაროს, - უპასუხა სენატორმა, - ეგ კი ვიცი. ღრმად ამოიოხრა, აიღო თავისი ჯოხი და უთხრა დოროტეას: - სასმელი მოამზადე, შესაკრავები, ჭრაქები და შენი ტახტრევანი, მე კი წავალ ჩემს მეზობელს მაგადონთან, ბიჭები მაშველიოს.
- მეც თან გამოგყვები, - უთხრა მართანამ. - არა, არა, შენ დედაშენთან უნდა დარჩე.
- შენა გგონია, მე კი აქ დაგიწყებ ლოდინს თუ? - ჰსთქვა დოროტეამ, - მეც თქვენთან მოვდივარ.
- შენ აქაც ბევრი საქმე გაქვს, - უთხრა პეტრემ, - მერე ჩვენ ძალიან ჩქარა უნდა ვიაროთ.
- მე მართალია ისე ჩქარა ვერ მოგყვებით, - ჰსთქვა ამოოხვრით დოროტეამ - მარტანა მაინც წაიყვანეთ, სუბუქი და ბედნიერი ხელი აქვს.
- თუ შენ საჭიროდ ჰხადი, - წამოვიდეს, უთხრა სენატორმა და გავიდა ოთახიდამ. როცა მარტანამ კალათა აავსო წამლებითა, ტილოს შესაკრავებითა, ღვინითა და წმინდა წყლითა, აჩვენა სირონას. სირონამ მოუწონა და უთხრა:
- მაშ ერთი წყვილი მაგარი წუღებიც მე მათხოვე, თორემ ჩემები სულ დამეგლიჯა ქვებზე და ფეხშიშველა ვერ მივყვები კაცებს, რადგანაც ქვები დანასავით ფეხებს მიშაშრავენ.
აქ მარტანამ პირველად დაინახა სისხლი სირონას ფეხებზედა: მაშინვე წამოავლო ხელი სანთელს, ძირს დადგა, დაიჩოქა სირონას წინ, ხელით აუწია თეთრი თოვლივით ფეხი, გაუსინჯა და ჭრილობა და დაიძახა:
- ღმერთო, ამას რას ვხედავ! რა რიგად დაგიშაშრია ფეხები!
მსწრაფლ მოიტანა ჯამით წყალი, ჩამოჰბანა სისხლი და ფეხები შეუხვია კარგად. როცა შეუხვია ფეხები, სირონა წამოდგა და უნდოდა შეეტყო, წყლული უშლის სიარულს თუ არა, მაგრამ ძალიან გაუძნელდა სიარული. ასე რომ, როცა პეტრე დაბრუნდა თავის მეზობლიდან შინ, სასტიკად აუკრძალა თან გაყოლა.
მინამ სენატორი თავის ქალით ოთახიდამ დააპირებდა გასვლას, რაღაც წაჰსჩურჩულა ცოლს, მერე მივიდა სირონასთან და უთხრა:
- იცი, რა დაემართა შენს ქმარს? სირონამ თავი დაუქნია და უთხრა: - მე პავლემ მითხრა. ეხლა მე უბინაოდ ვარ დარჩომილი.
- სულაც არა, - დაატანა ზედ პეტრემ, - ჩვენი სახლი შენი ჭირის სანაცვლო იყოს, აქ ჩვენს ჭერს ქვეშ საფარვასაც იპოვნი და სიყვარულსაც, როგორც საკუთარის მამის-შენის სახლში. ჩვენ მადლობის გადახდას არ ვითხოვთ, ისეც ძალიან დავალებული ვართ შენგან. შვიდობით, ჩემო ცოლო! წამო მარტანავ, ეხლა ყოველი წუთი ძვირად გვიღირს.
როცა სირონა და დოროტეა მარტო დარჩნენ, დოროტეამ უთხრა:
- წავალ, ქვეშსაგებს მოგიმზადებ, ძალიან დაღალული იქნები და დასვენება საჭირო.
- ნუ, ნუ, - დაე მუდარა სირონა, - მე შენთან ვიქნყბი და მოვიცდი, სულ ერთია არ დამეძინება, მინამ არ შევიტყობ იმის ამბავს.
ეს სიტყვები ასე ტკბილად და გულიანად იყო ნათქვამი, რომ დოროტეამ მადლობის ნიშნად ხელი გაუწოდა ახალგაზრდა ქალს. მერე უთხრა:
- ცოტას ხანს მარტო გაგიშვებ, გული ჩემი ასეა სავსე ყოველგვარის ეჭვითა და შიშითა, რომ უნდა ვილოცო და შევევედრო ღმერთს, რომ ჩემს შვილს მისცეს შემწეობა და მე - სიმაგრე და ღონე.
- მეც თან წამიყოლიე, - დაემუდარა სირონა, - ჩემს უბედურობაში მე გადვუხსენ გული ჩემი თქვენს კეთილს და მოწყალე ღმერთსა და ამას იქით თავის დღეში აღარ თაყვანს ვცემ სხვა ღმერთსა. მარტო ერთი ფიქრი თქვენს ღმერთზედ გულს მიმაგრებს და ნუგეშს მცემს და ეხლა მისი შველა უფრო მიჭირს, ვიდრე როდესმე.
- ჩემო შვილო, ჩემო კარგო! - დაიძახა სიხარულით სენატორის ცოლმა, გადეხვია სირონას, დაუწყო კოცნა შუბლზედ, ტუჩებში, მოჰკიდა ხელი და წაიყვანა თან. როცა შეიყვანა თავის ოთახში, უთხრა:
- აი, აქ ვლოცულობ ხოლმე, თუმცა აქ არც საკურთხეველია, არც ხატი. ჩემი ღმერთი ყველგან არის და ყოველს ადგილას უსმენს მავედრებელსა.
ორმავე დედაკაცმა მუხლი მოიდრიკა ერთმანეთან ახლო, ორივე ერთსა და იმავე ღმერთს ევედრებოდნენ მოწაყლებას არ თავისთვის, არამედ სხვისთვის და ორნივ მწუხარებაში ღმერთსა ჰმადლობდნენ; სირონა იმისათვის, რომ დოროტეაში დედა იშოვა და დოროტეა იმისათვის, რომ სირონაში იშოვა შვილი, ძვირფასი შვილი.
![]() |
11.8 XXI |
▲ზევით დაბრუნება |
XXI
როცა პოლიკარპი ტახტრევანში ჩასვეს, წინ მაშხალებით გაუძღვნენ და წაიყვანეს. პავლე მღვიმეს გარედ გამოვიდა, დაჯდა და თვალს ადევნებდა მაშხალებს, რომელთა ნათელიც თანდათან თვალწინ ქრებოდა, რადგანაც მთებიდამ დაბლა ვაკეზედ ჩადიოდნენ ტახტრევანის წამღებნი და მაშხალები გზას უნათებდნენ. მამა და დაი თან მისდევდა თავგატეხილს პოლიკარპისა.
- ერთი საათი კიდევ, - ჰსთქვა პავლემ, - და დედა გადაეხვევა კიდეც თავის შვილსა. კიდევ ერთი კვირაც და პოლიკარპი ქვეშსაგებიდამ წამოდგება. ერთი წელიწადიც და. მარტო ნიშანიღა მოაგონებს პოლიკარპის გუშინდელ დღეს. ჩემთვის უფრო ძნელია ამ დღის დავიწყება. კიბე, რომელიც ამდენს წელიწადს ვაშენე, რომლითაც მინდოდა ავსულიყავ ცამდე და რომელიც მეგონა, საკმაოდ მაღალია და საიმედოა-მეთქი, უეცრად ჩამომენგრა და განაცრებული მიგდია თვალწინ და ხელი, რომელმიც იგი დაფუშა, იყო ხელი საკუთარის ჩემის უძლურებისა. მე მგონია, რომ ეგ უძლურება უფრო ძლიერი ყოფილა, ვიდრე შინაგანი ღონე. იმიტომ, რომ მან ერთს წუთს დაანგრივა ის, რაც იმდენი წელიწადი შინაგანმა ღონემ ააშენა. მარტო უძლურებაში ვყოფილვარ მე დევი და სხვა არაფერში.
უკანასკნელ სიტყვებზე პავლე ჟრჟოლამ აიტანა, რადგანაც ძალიან ციოდა. იმ დღიდამ, როცა გერმასის ბრალი თვითონ იკისრა, აღთქმა დაჰსდო, რომ თავის დღეში თავის ტანს თბილი რამ არ მიაკაროს და ტანი მისი, დაჩვეული სითბოს, უფრო მეტად ჰგრძნობდა სიცივეს ეხლა, როცა სისხლი უდუღდა უფრო ძლიერ მეტისმეტის ჯაფისა, უძილობისა და უკანასკნელ დღეების მღელვარებისაგან. სიცივით აკანკალებული შეეხვია უფრო მაგრად მასში, რაც ეცვა და ჰსთქვა:
- „მე ეხლა იმ მდგომარეობაში ვარ, რა მდგომარეობაშიაც ცხვარია, რომელსაც მატყლი შუა ზამთარში გაჰპარსეს, მე ეხლა თავი ისე მიხურს როგორც ხაბაზს, რომელმაც ეს-ეს არის ეხლა ამოიღო თორნიდამ პური. ბავშვს შეუძლიან ეხლა პირაღმა გადამაქციოს და თვალებიც მელულება. ლოცვა მწყურია და ასე საჭიროა, მაგრამ ღონე არ მომდევს რომ ვილოცო. მე გამოვექეც წუთის სოფელს და ამ მთას შემოვეკედლე, ხოლო წუთის სოფელი უკან მომყვა აქ და თავის მახეში გამიბა ფეხები. მე უნდა სხვა უდაბნო მოვნახო, საცა ჩემს მეტი არავინ, არავინ არ უნდა იყოს, რომ მარტო დავშთე ჩემს ღმერთთან და ჩემს საკუთარ თავთან. მე იქნება გზა სიმართლისა კიდევ მეპოვნა, რომ ის, ვისაც ჩემი „მე“ ჰქვიან და რომელშიაც ისახება მთელი ქვეყანა თავისის წადილითა, გულისთქმითა და ვნებითა, თან არა მდევდეს და არ მიუქმებდეს ყოველს ღვაწლს. ვისაც თავისი „მე“ თან გაჰყოლია უდაბნოში, ის მარტოობას ნუ დაიქადებს.
პავლემ მძიმედ ამოიოხრა და ხელახლად ჰსთქვა:
- „რა რიგად თავი მომწონდა, როცა გერმასის მაგიერ მე მივიღე გვემა! მე მაშინ მთვრალსა ვჰგვანდი, რომელიც კიბეზე ფეხწასხლეტილი ერთის საფეხურიდამ მეორეზე ეცემა. საწყალს სტეფანესაც აგრევე წაუსხლტა ფეხი, თუმცა ისე ახლო იყო თავის განზრახულზედ, იმოდენა ძალა აღარ ჰქონდა, რომ შეენდო და სენატორმა კი, რომელსაც თითქმის შვილი მოვუკალი, ხელი მომცა შენდობის ნიშნად. შევატყე, რომ მან წმინდის გულით მომიტევა. ქვეყანაში კია და დილით საღამომდე მარტო წუთის სოფლის საქმეებშია გართული“.
ხელახლად სიცივემ მოუჭირა და გაუფანტა აზრები. როცა ირიჟრაჟა, ასეთი აცივდა, რომ ცეცხლის ანთება მოიწადინა.
როცა ადგა და ცეცხლს დაუწყო ნთება, გერმასი მოვდა, სალამი მიჰსცა.
პოლიკარპის წამღებთაგან შეეტყო, სადაც იმყოფებოდა პავლე, და მოვიდა თუ არა, მივარდა, ხელი ჩამოართვა და მხურვალეს გულით მადლი გადუხადა მისთვის, რომ თავი გაიწირა და იმის მაგიერ მიიღო სამარცხვინო სასჯელი.
პავლემ უარყო მადლობა, სიტყვა გაუსხვაფერა და დაუწყო გერმასს ლაპარაკი მამაზედ და მერე იმაზე, თუ საკულაოდ შენთვის რას ვფიქრობო.
როცა გათენდა, გერმასმა დააპირა სოფელში ჩასვლა, რომ უკანასკნელი პატივისცემა გაუხადოს მას და სთხოვა, შენც წამოდიო, მაგრამ პავლემ უპასუხა:
- ვერა, ვერა, ეხლა არ იქნება, არა. ეხლა ხელახლად რომ გავერიო ადამიანებში, ისე დავიშლები, როგორც ძველი ტიკი დაუდუღარის ღვინისაგან. ჩემს თავში თითქო მთელი გუნდია ფუტკრისა და გულში კიდევ ჭიანჭველისა. წადი და დამანებე თავი, რომ მარტო ვიყო.
როცა მამა დამარხა, გერმასი გამოეთხოვა აღაპიტს, პეტრეს, დოროტეას; წავიდა ისევ პავლესთან და იმასთან ერთად გაჰსწია იმ მღვიმისაკენ, საცა მისი მამა ჰსცხოვრებდა.
აქ პავლემ მისცა მამის ამანათი და წიგნი და უწინდელზედ უფრო მეტის სიყვარულით დაუწყო ლაპარაკი.
ღამე ორნი ერთს მღვიმეში დაწვნენ, მაგრამ არც ერთსა და არც მეორეს არც ძილი მოუვიდა, არც გული ჰქონდა დამშვიდებული. ხანდისხან პავლე კი გულისტკივილით ის აამბოხდა თავისთავად:
- წარხდა, წარხდა ჩემთვის ყოველისფერი!.. მე ვეძებ, მაგრამ ვინ არის, რომ გზა მიჩვენოს!
ჯერ გათენება არ იყო, რომ ორივე ფეხზედ იდგნენ.
გერმასი ერთხელ კიდევ ჩავიდა წყაროზედ, მუხლი მოიყარა, გამოესალმა და გაიხსენა გულისტკივილით თავისი მამა და საწყალი მირიამი. მის გულში გაიღვიძა ათასნაირმა გრძნობამ, მოაგონდა ბევრი რამ. ყოვლად შემძლებელია ძალი სიყვარულისა. სახე საწყალის შავგვრემანი მწყემსი ქალისა ეხლა წარმოუდგა ათასჯერ უფრო მშვენივრად, ვიდრე სახე მშვენიერისი სირონასი.
ჯერ მზე არ ამოსულიყო, რომ პავლემ წაიყვანა გერმასი მეთევზეთა სოფელში, მიიყვანა თავის მამის ნაცნობ ებრაელთა, მიაცემინა საჭირო ფული უხვად, ჩასვა ნავში კლისმაში. წასასვლელად.
როცა ერთმანეთს ეთხოვებოდნენ, ძალიან დაუმძიმდათ განშორება და როცა გერმასმა პავლეს თვალში ცრემლი ნახა და ხელის კანკალი შეამცნია, უთხრა:
ჩემთვის ნუ შეჰსწუხდები, პავლევ, კიდევ ვნახავთ, ღვთის მადლით, ერთმანეთს. მე შენცა და მამაჩემიც ყოვყლთვის მეხსომებით.
- დედაშენიც, - დაუმატა პავლემ, - შენ, მართალია, ჩემთან აღარ იქმნები, მაგრამ მე სხვას აღარ დავეძებ წვალების და მწუხარების მეტს.
ერთს ვისმეს რომ შეეძლოს გაისაკუთროს მწუხარება მთელის ქვეყნისა და ყოველს ამოსუნთქვაზედ გულისწვა იგრძნოს, რა წყურვილით დაუწყობდა ლოდინს ხმასა მაცხოვრისასა, საიქიოდ მიმწოდებელსა!
გერმასი ტირილით გადეხვია ყელზე და როცა მხურვალე ტუჩები მეუდაბნოისა იგრძნო შუბლზედა, შეშინდა.
ბოლოს მენავებმა ახსნეს გემი. პავლე ხელახლად მიუბრუნდა გერმასს და უთხრა:
- შენ ეხლა შენს საკუთარს გზაზე დაადგები. ნუ დაივიწყებ ამ უდაბნოს და დაიხსომე აი კიდევ რა: ყველა ცოდვაზედ უმძიმესნი შემდეგნი სამნი არიან: ამაოთა ღმერთთა თაყვანისცემა, ნდომა ცოლისა მოყვასისა შენისა და სასიკვდილოდ ხელის გამოღება. ერიდე ამ ცოდვებს! და ყველა კეთილზედ უფრო ძნელი და ამასთანავე უფრო დიდი ორი კეთილია: გულმართლობა და თავდაბლობა. ესენი უნდა აღასრულო. ყველა ნუგეშმცემელზედ უკეთესი ნუგეშმცემელი ორი რამ არის: ერთი იმის რწმენა, რომ სიმართლეს ადგეხარ, წყურვილი გაქვს, თუნდაც ზოგჯერ შეჰსცდე ხოლმე და წაიბორძიკო ადამიანობის უძლურებისა გამო და მეორე - ლოცვა!
ერთხელ კიდევ გადაეხვია გამგზავრებულს, მერე წამოვიდა ზღვის პირ-პირ მთებისაკენ ისე, რომ უკან აღარ მიუხედნია.
დიდხანს თვალი არ მოუშორებია გერმასს თავის კეთილმყოფელისათვის და ჰსწუხდა, როცა ხედავდა, რომ მისი ღონიერი მეგობარი ბარბაცებდა როგორც მთვრალი და ხშირად ხელს იდებდა შუბლზე, რომელიც ისე უნდა გახურებული ჰქონოდა, როგორც ტუჩები.
ახალგაზრდა მეომარმა ვეღარ ინახულა ამის შემდეგ ვერც მთა და ვერც პეტრე, ხოლო როცა სახელი იშოვა და სამსახურში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა, მაშინ შეხვდა პოლიკარპს, პეტრეს შვილს, რომელიც დიდის პატივით მოეწვია და დაესახლებინა ბიზანტიის იმპერატორს და რომლის სახლშიაც უვლებდა როგორც ერთგული და საყვარელი ცოლი - სირონა.
პავლე კი გერმასის მოშორების შემდეგ დაიკარგა. ბევრს ეძებდნენ მეუდაბნოენი და ეპისკოპოსი აღაპიტი, რომელმაც პეტრესაგან შეიტყო, რომ საწყალი პავლე უბრალოდ დასჯილ და განდევნილ იქმნა და ამის გამო უნდოდა, საკუთარის პირით შენდობა ეთქვა და ნუგეში მიეცა. ბოლოს ათის დღის შემდეგ, ორიონმა იპოვა პავლე ერთს მეტად გადაკარგულს მღვიმეში.
ანგელოზი სიკვდილისა ის იყო იბარებდა მის სულსა; ჯერ კიდევ ფეთქავდა და მთლად გაცივებული არ იყო. იგი ჯერ კიდევ მუხლმოდრეკილი იყო შუბლით კლდეზედ მიყუდებული და მისი განჭნავებული ხელები მაგრად ჩასჭიდებოდნენ მაგდალინას ბეჭედს.
როცა ამხანაგებმა საკაცეზედ დადეს, მისი პატიოსანი სახე მოირთო წმინდისა და განათებულის ღიმილითა.
ძალიან მალე გავარდა ხმა მისის სიკვდილისა, ყველამ შეიტყო, სოფლელებმა, მღვიმეებში მცხოვრებელთა და ამალიკეტელთ მწყემსებმაც კი.
დიდძალმა ხალხმა გააცილა იგი უკანასკნელ სადგურამდე, ყველაზე წინ მიუძღოდა ეპისკოპოსი აღაპიტი წარჩინებულის სამღვდელოებითა და დიაკვნებითა. მერე მიდიოდა პეტრე თავის სახლეულობით, რომელთა შორის თვითონ სირონაც იყო.
ავადმყოფობისაგან განთავისუფლებულმა პოლიკარპმა შენდობის და შერიგების ნიშნად მიიტანა და ყვავილების გვირგვინი დაადგა მის საფლავს, რომელიც ბოლოს შეიქმნა იმათ სალოცავად, რომელთაც საწყალი პავლე იდუმლად შველოდა. პეტრემ ქვა გააკეთებინა და პოლიკარპიმ ზედ ამოსჭრა შემდეგი სიტყვები, რომელიც თვითონ პავლეს ნახშირით თავის მღვიმის კარებზე დაეწერა:
„ილოცდეთ ჩემთვის ცოდვილისათვის, რამეთუ კაცი ვარ“.