The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (42)1877.15.12


ივერია (42)1877.15.12



1877.15.12

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორესპონდენციები)

სახელმწიფო ქონებათა გამგეობას მრავალი თავისუფალი სახელმწიფო მამულები აქვს ხელში და ამ მამულებს იჯარით აძლევს ხოლმე გძელის თუ მოკლეს ხნობით. მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ ძნელად თუ სადმე შეხვდება ხოლმე ეგ იჯარა გლეხკაცს, რომელიც უმამულობით გაჭირებულია და რომელსაც უფრო კარგად შეუძლიან თვითონაც ისარგებლოს და სახელმწიფოსაც უფრო მეტი სარგებლობა მოუტანოს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ორში ერთი ან გლეხ-კაცის დაუდევნელობა, ან თვით იჯარის ურიგოდ მოწყობა ცოდვაა კაცმა ამ გვარ საქმეში დაუდევნელობა შეჰსწამოს ჩვენს გლეხ-კაცსა. იგი ბევრშია დაუდევნელი, მაგრამ მამულის ხელში ჩაგდებაში კი არამც თუ დაუდევნელია, არამედ თავ-განწირულიც არის. ეს ჩვენს გლეხ-კაცს არა ერთხელ დაუმტკიცებია. ჩვენა გვგონია, რომ აქ მიზეზი იჯარის ურიგოდ მოწყობა უნდა იყოს.

ამ ურიგობის ბრალია, რომ საცა კი კაი სარგოიანი მამულია სახელმწიფო, საცა რამ გამოსაყენებელია, იქ ყოველგან მოიჯარადრეთ ან ვაჭარია, ან მოქალაქე ვინმე და არა სოფლის კაცი, მხნელი და მთესველი, ერთის სიტყვით, პირ-და-პირი მიწის-მომქმედი. ნუთუ ამათ ხელს არ აძლევთ იჯარით მამულის აღება? როგორ არ აძლევთ, მაგრამ საწყლებს ვინ აღირსებს რატომაო, იკითხავს მკითხველი. ამაზედ ერთი ღირს-სარწმუნო კაცი აი რასა გვწერს ჩვენ: „ჩემთან მოვიდნენ რამდენიმე სოფლელნი გლეხნი და მითხრეს: ბატონო, აი სახელმწიფო მიწები მიუციათ სომეხ-ვაჭრისთის იჯარითა, ჩვენ კი ვიღუპებით უმამულოდ, ჩვენზედ უფრო უპრიანია; მოგვიხერხე, შენი ჭირიმე, რომ ის მიწები ჩვენ დაგვრჩეს და რაც იჯარაა ჩვენ მივცემთ. ბიჭო და რატომ „ტორგში“ არ შეხვედით? – არ ვიცოდით, შნი ჭირიმე, როდის იყო „ტორგი“ და მარტო ეხლა გევიგეთ, რომ ქალაქის ვაჭრებისათვის მიუციათ. მე წავედი სამმართველოში, საქმე გავსინჯე და ვნახე მოხსენება პრისტავისა, რომ „ვითომც პუბლიკაცია მოვახდინეო. ჩემს საპრისტაოშიო და არავინ მსურველი არ გამოჩნდაო ასაღებათ საიჯარო მამულისაო“, მოდი და ამის შემდეგ იკითხეთ, ღვთის წყალობა გლეხს ღვთის რისხვათ რად გადაექცევა ხოლმე ხანდისხან?

დიაღ, ბატონებო, ხალხს არ ატყობინებენ, როცა იჯარით გაცემის დღე მოდის. ამის გამო ორპირი ზარალია: ერთი ის, რომ შეუცილებლობის გამო. მამული ჩალის ფასად არ გადის, ტყუილ უბრალო ფასად უცვივდება ხელში ყოველთვის მოხერხებულ ვაჭრებს და სახელმწიფოსაც საცა მანეთი უნდა შემოუვიდეს, შაური მოსდის; მეორე ის, რომ გლეხის დალოცვილს მარჯვენას გზა არ ეხსნება სამუშაოდ, რომ თვითონც ირგოს და სხვასაც არგოს. განა ძნელია, რომ ამ უწესოებას ბოლო მოეღოს? ნუ თუ შეუძლებელია საქმე ისე მოეწყოს, რომ იჯარით მამულის გაცემის ამბავმა თავის დროზედ მიაღწიოს გლეხის ყურამდე და ამით თვით ხაზინამაც ირგოს და გაჭირებულს გლეხ-კაცსაც არგუნოს რამე? ნუთუ ძნელია, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ ქართულს ენაზედ განცხადება გაუგზავნოს ხოლმე მამასახლისს იმ საზოგადოებისას, საცა საჯარო მამულია, და სასტიკი ბძანება მიეცეს, რომ თუნდა გზირი დაატაროს თვითვეულ მეკომურთა შორის გამოსაცხადებლად. აი ესა და ეს მამული იჯარით უნდა გაიცეს და ამა და ამ დღეს მისი ტორგი იქმნება ამა და ამ ადგილას. ნუ თუ ეს საქმე იმოდენად სასარგებლო არ არის, რომ მის გულისათვის ეს მცირედი შრომა გასწიოს კაცმა! ნათქვამია, თუ გული გულობს მჭადიც ორის ხელით იჭმევავაო.

ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ღირს-სარწმუნო ცნობანი მასზედ თუ ტფილისის თავად-აზნაურობას რამოდენა ვალი აქვს აღებული პრიკაზიდამ განსაკუთრებით სოფლის მამულებზედ, რამოდენად ბეჯითნი ყოფილან ვალის გადახდაზედ და თვით ვალს როგორ უწარმოვნია პრიკაზის გამართვის დღიდამ 1877 წლის პირველს ნოემბრამდე, ესე იგი, რამდენი ყოფილა თავდაპირველ და რამდენი დარჩენილა 1877 წლის პირველ ნოემბრამდე.

რაც პრიკაზი გამართულა (ოცდაათ წელიწადზედ მეტია), მას დღეს აქედ 1877 წლის პირველ ნოემბრამდე პრიკაზიდამ ვალი გამოუტანიათ განსაკუთრებით სოფლის მამულებზედ ტფილისის ხუთივე მაზრის თავად-აზნაურთა შორის სულ — 314 კაცს. თავდაპირველი ვალი ამათი ყოფილა სულ 1,841,193 მ. ეს მოვალენი ვალის გადახდის ბეჯითობის კვალობაზედ განიყოფებიან სამ ნაწილად: 1) იმისთანანი, რომელთაც პრიკაზში შესატანი ფული თავის დროზედ უძლევიათ, 2) ამასთანანი, რომელთაც თუმცა დრო გადუცილებიათ და ამის გამო ჯარიმაც დასდებიათ, მაგრამ მამული გასყიდვამდე არ მიუყვანიათ და 3) იმისთანანი, რომელთაც მამული გასყიდვამდე მიუყვანიათ.

საცა ამ საგანზედ ლაპარაკი შეგვხვდება ამ წერილში, ჩვენ სიმოკლისათვის მოვიხსენებთ ყველა მოვალეებს ან პირველ ნაწილობით, ან მეორე ნაწილობით და ან მესამე ნაწილობით და მკითხველს ვჰსთხოვთ იგულისხმოს ზემოხსენებული საბუთი გნყოფილებისა.

I გორის მაზრა.

გორის მაზრის თავად-აზნაუთა შორის პრიკაზიდან ვალი აუღიათ სულ — 106 კაცს.

მათ შორის:

პირველის ნაწილის მოვალენი — — 12 კაცია.

მეორის ნაწილისა — — 33

და მესამე ნაწილისა — — 61

მთელი ამათი თავდაპირველი ვალი ყოფილა 542.343 მ.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 39,300

მეორის ნაწილისა — — 190,620

მესამე ნაწილისა — — 312,423მ.

გირაოდ ჰყოლიათ მიცემული 1,350 კომლი კაცი.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 107 კომლი.

მეორეს ნაწილის — — 627

მესამეს ნაწილის — — 820

1 ნოემბერს 1877 წელს ამათი თავდაპირველი ვალი თავისის ჯარიმით გამხდარა — — — 566,855.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 31,246 მ. 24კ.

მეორის ნაწილისა — — 165,618-46

მესამე ნაწილისა — — 369,990-98

II დუშეთის მაზრა

დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა შორის პრიკაზიდამ ვალი აუღიათ სულ — — 18 კაცს.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 2 კაცია.

მეორის ნაწილისა — — 8 კაცია.

მესამე ნაწილისა — — 8 კაცია

მთელი ამათი თავდაპირველი ვალი ყოფილა 36,900 მ

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — —4,450

მეორის ნაწილისა — — 21,000

მესამე ნაწილისა — — 11,450

გირაოდ ჰყოლიათ მიცემული —158 კომლი

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 19 კომლი

მეორის ნაწილისა — —102

მესამე ნაწილისა — — 37

1-ს ნოემბერს 1877 წ. თავდაპირველი ვალი თავისის ჯარიმით გამხდარა — — 31,334 მ. 35კ.

პირველის ნაწილისა — — 3,641—41

მეორეს ნაწილისა — — 15,358-94

მესამე ნაწილისა — — 12,334-31

III ტფილისის მაზრა

ამ მაზრის თავად-აზნაურთა შორის პრიკაზიდამ

ვალი აუღიათ — — 27 კაცს.

პირველის ნაწილისა — — 7 კაცია

მეორისა — — 7 კაცია

მესამისა — — 13 კაცია

მთელი ამათი თავდაპირველი ვალი ყოფილა 374,400 მ.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 135,900

მეორისა — — 62,700

მესამისა — — 175,800

გირაოდ ჰყოლიათ მიცემული — — 945 კომლი

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 250 კომლი

მეორისა — — 152

მესამისა — — 533

1-ს ნოემბერს 1877 წ. თავდაპირველი ვალი თავისის ჯარიმით გამხდარა — — 358,972 მ. 733კ.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა 115,737—97

მეორის ნაწილისა — — 37,535—69

მესამე ნაწილისა — — 205,699 — 7

IV სიღნაღის მაზრა.

ამ მაზრის თავად-აზნაურთა შორის პრიკაზიდამ ვალი აუღიათ სულ — — 79 კაცს.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 7 კაცია

მეორისა — — 9 კაცია

მესამის — — 63 კაცია

მთელი ამათი თავდაპირველი გალი ყოფილა 443,830.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 47,800

მეორისა — — 82,500

მესამისა — — 313,530

გირაოდ ჰყოლიათ მიცემული — — 997 კომლი.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 135 კომლი.

მეორისა — — 151 კომლი.

მესამისა — — 711 კომლი.

1-ს ნოემბერს 1877 წ. ამათი თავდაპირველი ვალი თავისის ჯარიმით გამხდარა 478,001—79

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 37,624-75

მეორის ნაწილისა — — 71,566-85

მესამე ნაწილისა — — 369,610-19

V თელავის მაზრა.

ამ მაზრის თავად-აზნაურთა შორის პრიკაზიდამ ვალი აუღიათ სულ — — 84 კაცს.

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 7 კაცია.

მეორისა — — 18

მესამისა — —59

მთელი ამათი თავდაპირველი ვალი ყოფილა 423,720

მათ შორის:

პირველის ნაწილისა — — 22,600

მეორისა — — 73,150

მესამისა — — 327,970

გირაოდ ჰყოლიათ მიცემული — 924 კომლი.

1-ს ნოემბერს 1877 წ. ამათი თავდაპირველი ვალი თავისის ჯარიმით გამხდარა — 462,445-76

მათ შორის:

პირველის ნაწილასა — — 14,606-91

მეორის ნაწილისა — — 62.828-35

მესამისა — — 384 956-50

ამ სახით გამოდის, რომ ბეჯითად ვალის მხდელი 314 კაცში მარტო 35 კაცი ყოფილა, გაჭირებით მხდელი 75 და სულ არ მხდელი 204 კაცი.

რას უნდა მივაწეროთ ეს შემთხვევა: ჩვენს დაუდევნელობას, მამულის წინ დაუხედავად და უთავბოლოდ მიღებას ვალში გირაოდ, თუ სხვა რაიმე გარეშე მიზეზს. ჩვენ გაბედვით უარვყოფთ პირველს მაზეზს, თუმცა ქართველი კაცი დაუდევნელობაში გათქმულია და ყოველს მას ვაბრალებთ ორს უკანასკნელს მიზეზსა. რომ ჩვენს თავად-აზნაურობას ეგ დაუდევნელობით არ მოსვლია, ამის საბუთად ცოტად თუ ბევრად გამოდგება შემდეგი: ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკიდამ სოფლის მამულებზედ ვალი გაუტანიათ 1-ს იანვრამდე 1877 წ ოთხმოცდა შვიდმეტს კაცს. ამ ოთხმოცდა შვიდმეტ კაცში ბანკის დაარსების დღიდამ 1877 წ. 1-ს იანვრამდე მარტო ორმა მიიყვანა საქმე მამულის გასყიდვამდე. ამ ანგარიშით რომ პრიკაზის საქმეს ევლო, 314 კაცში მარტო შკიდ კაცამდე უნდა ყოფილიყო იმისთანა,რომელსაც ვალი სულ არ უხდია, მაშინ როდესაც ნამდვილად 204 კაცია 314 კაცში, ესე იგი, ორი მთელი მესამედი და ცოტა მეტიც, ანუ ასსზედ ოც-და-თვრამეტი კაცი; თავად აზნაურობის ბანკს კი მოსდის ორზედ მეტი, ასსზედ საკუთრად. რა მიზეზია, რომ პრიკაზში ასე იქცევოდნენ მოვალეები, ამაზედ დაწვრილებით შემდეგ მოვილაპარაკებთ.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

პლევნის და პერობამ რუსთა მიერ ჯერ კიდევ შიგნეული ძარღვები არ დაუჭიმა ევროპიის პოლიტიკას. ჯერ კიდევ კანტი-კუნტად ვლაპარაკობენ მასზედ რაც უნდა იქმნას ხვალინდელს დღეს. ესეც თუ ლაპარაკობენ, პოლიტიკის გარეშე კაცნი ლაპარაკობენ და ისინი კი ვის ხელშიაც არის პოლიტიკის მიმართულება, ისინი ჯერ კიდევ მალვენ თავის დაფარულს და გულითადს აზრსა და წადილსა. პლევნის დაპყრობამ ის საქმე კი ჰქმნა, რომ შერიგებაზედ ეხლა უფრო გაბედვით ლაპარაკობენ, რადგანაც რუსეთმა გული შეიჯერიაო და ძლევით მოსილ იქმნაო.

რაზედ არის ეხლა შემდგარი ევროპიის პოლიტიკა აღმოსავლეთის საქმის შესახებ? საქმე ეხლა იმაზედ არის შემდგარი, რომ მეომარნი მარტოდ მორიგდნენ ერთმანეთში, თუ ამ მორიგებაში დაესწროს მთელი ევროპაცა. ეხლა ევროპიის უმთავრესნი სახელმწიფონი ორად არიან გაყოფილნი: ერთნი პირველს აზრზედ დგანან და მეორენი მეორეს აზრზედ. პირველის აზრის მომხრენი არიან გერმანია, ამის ძალდატანებით ავსტრია და თვითონ რუსეთი, მეორის აზრისა მარტოდ-მარტო ინგლისი. ყველანი გრძნობენ, რომ ცალკე მორიგებაში რუსეთი დიდს ლუკმას მოითხოვს და ამაში დამარცხებული, დაუძლურებული ოსმალო ვერ გაუძალიანდება. ამისათვის იმ სახელმწიფოთ, რომელთაც რუსეთის განზედ ფეხის გადგმა საზიანოთ მიაჩნიათ, ეს ცალკე მორიგება ძალიან ჰსწყინთ, ნამეტნავად ინგლისი იღვწის რომ საქმე ამაზედ არ მიდგეს და ჰსცდილობს საქმე ისე მოაგვაროს, რომ შერიგება საზოგადოს თანხმობით და თანადასწრებით იქმნს. ინგლისი ამაში განმარტოებულია. ავსტოც, თუმცა გულით ინგლისის მომხრეა, მაგრამ მისი ბედი ისეთის ჯაჭვით გამობმულია მძლავრს გერმანიაზედ, რომ ვერ ბედავს იგი ჰქმნას, რაც გულით უნდა. გერმანია რომ გადუდგეს ამ საგანში რუსეთს, ინგლისი თავის გულის წადილს ადვილად აისრულებს, ან არა და ავსტრიის შემწეობით ომში ჩამოერევა. მაგრამ ამის იმედი ჯერ მაინცა და მაინც არ არის. გერმანიას ცახადად გამოუცხადებია, როგორც ამბობენ, ოსმალოსათვის, როცა ამას შუამავლობა უთხოვნია, რომ მე შუამავლობას ვერ ვიკისრებო და სჯობსო. პირდაპირ რუსეთს მიმართოო, ეგ საქმე მარტო თქვენ ორმა უნდა გადაწყვიტოთო. ერთმა გაზეთმა კი, რომელიც მეტად შინაურია ბისმარკისა, ამას წინად ტყვიასავით გამოისროლა, რომ ჩვენ შუამავლობას არ ვიკისრებთო, მაგრამ მაინცა და მინც ინგლისის სარგებლობა დავიწყებული არ უნდა იქნას მორიგების დროსო. თუმცა ზოგიერთმა რუსიას გაზეთმა ეს სიტყვა საკეთილოდ მიიღო, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, ეგ სიტყვა რუსეთისათვის მეტად მკვახე და უგემურია, ნამეტნავად მაშინ, როცა წარმოვიდგენ, რომ სიტყვა იგი თქმულია იმ გაზეთში, რომლის მოსაქმეთაც ბისმარკთან დაახლოებული კავშირი აქვთ. ბისმარკი საშინელი კაცია, იმის გული ბნელია, როგორც ორმო.

ავსტრიამც რომელიც თუმცა ძლიერია, მაგრამ უფრო უძლიერეს გერმანიას პოლიტიკაზეა გამობმულია ბოლოთრიასავით, იგივე აზრი წარმოსთქვა, რაც გურმანიამ. ამას ამტკიცებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინნიტრის სიტყვა, რომელიც წინა ივერიის ნომერში იყო გამოცხადებული და თვით ავსტრიის იმპერატორისცა. ერთიც და მეორეც ბევრს ლაპარაკობენ მასზედ, რომ ავსტრიის სარგებლობა ყოველმხრივ დაცულია, მერე სისხლის დაუღვრელად და უომრათო. ჩვენთვის ის სჯობია, რომ მარტო. ოსმალო და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენო. და სხვა არვინ გაერიოს ამ საქმეში. ეს სიტყვაა, მაგრამ გულში კი, ჩვენის აზრით, ამას ამბობენ: „ახ, ნეტავი ზურგთ უკან ეს სვავი გერმანია არ მედგასო და მაშინ მე ვიცოდიო. რა არის ჩემთვის სამჯობინარი და რა არაო, მაგრამ რა ვჰქნაო? ძალა აღმართსა ხნავსო. რასაც ჩამძახებენ, ის უნდა ამოგიძახოვო“

ინგლისი კი მაინც თავისას არ იშლის. ამ უკანასკნელს დროს მოვიდა დეპეშა, რომ ინგლისი გულდახეთქებით ცდილობსი შეიტყოს სხვა და სხვა სახელმწიფოთაგან შესაძლოა თუ არა საერთოდ ჩაუდგნენ შუა რუსეთსა და ოსმალეთს ლონდონში ხმა გახშირებულია მასზედ, ვითომც ინგლისის მთავრობა პირდაპირ და აშკარად გამოუცხადებს რუსეთს, რომ ომის განგრძელება ამ ზამთარს იძულებულ ყოფს ინგლისს ოსმალოს მიეშველოს ჯარით და ომი დაუწყოს რუსეთს. კიდევ ვიტყვით: არ ვინ იცის ჯერ რა გამოვა რისაგან?

თვითონ ოსმალო რაღას ფიქრობს? რა უნდა იფიქროს დამარცხებულმა, ღონე მილეულმა და ყველასაგან თავ-მინებებულმა? კიდევ ბარაქალა, რომ ამდენ ხანს გაუძლო რუსეთს! გარეთ მტერი, შიგნით მტერი, არეულობა და ყოველივე ვაი-ვაგლახი დააწვა თავზედ ოსმალოსა და მაინც იბრძვის და იბრძვის, თვითონ ხომ დამარცხდა, მაგრამ მაინც ძვირად დაუსვა თვის მოპირდაპირეს გამარჯვება, ეხლა, როცა ყარსი წაართვეს, პლევნა დიპყრეს, ადრიანოპოლისაგან გზა გაიხსნეს რუსებმა რასაკვირველია, ოსმალო ცუდ საგონებელში ჩავარდებბოდა. ლონდონიდამ ამ უკანასკნელს ჟამს იწერებიან, რომ ინგლისი, ოსმალეთის დაუკითხავად, დაეკითხა რუსეთსა რა პირობით შურიგდებიო და ამის შემდეგ აცნობაო ოსმალოს მთავრობას, რომ რუსეთი უარს არ ამბობს შერიგებაზედაო, მხოლოდ მაშინ თუ პირდაპირ ჩემთან უშუამავლოდ დაიწყობს ოსმალეთი ლაპარაკსაო და თუ შუამდგომლობით შეუდგება ამ საქმესაო, მაშინ პირობები შერიგებისა უფრო სამძიმო იქმნებაო ოსმალეთისათვის. ამის მიხედვით სტამბოლში, თუმცა პირათ ომს იძახიანო, მაგრამ შერიგების სურვილი განძლიერებულიაო.

საფრანგეთი. სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ოსმან-ფაშა დაემორჩილა რუსის ჯარსა, მაკ-მაჰონიც დაემორჩილა პალატსა, თითქო ამას ელოდდო ის დალოცვილი. მაკ-მაჰონს მოუწვევია სამინისტროს მოთავეთ რესპუბლიკელი დიუფორი და მიუნდვია სამინისტროს შედგენა. თვითონ დიუფორს უკისრნია მეთაურობა სამინისტროსი და იუსტიციის მინისტრობა, ბარდუ ამოურჩევია განათლების მინისტრათ, ბორელი — მხედრობისათ, პოტიუო — ზღვის მხედრობისათ, სე — ფინანსისათ, ტისერან — ვაჭრობისათ, ფრეისინე — საჯარო მუშაკობისათ. ეს გამოცხადებულია „Journal Officiel“-ში.

ახალი სამინისტრო წარმდგარა პალატის წინაშე და პალატი დიდის კმაყოფილებით დახვედრია. რაკი ამისთანა რესპუბლიკელი სამინისტრო შემდგარა, ბროლი-ფურტუსაგან დაყენებულნი პრეფექტები და მათი თანაშემწენი სულ თავის ნებით გადამდგარან სამსახურიდამ. სწორედ მოგახსენოთ ჭკვიანად მოქცეულან და ძალიან კარგი საქმეც უქმნიათ. თუ კი ხალხს არ უნდიხართ, ან აქამდის, რად დაიგვიანეთ! მრავალი მოხელენი გამოუცვლით როგორც სამინისტრობში და აგრეთვე დიპლომატიის რაზმში.

წინდაუხედაობა ძნელი რამ არის. ამას წინად რას ქადულობდა ჩვენი მაკ-მაჰონი და ეხლა პალატისათვის მიუწერია, რომ მე საფრანგეთის ხალხს დავეკითხეო და ხალხმა კვლავ რესპულიკის მომხრეთა უმრავლესობა ამოირჩივიაო; ხალხის გადაწყვეტილება დაურღვეველიაო და მე როგორც პრეზიდენტი რესპუბლიკისა დავემორჩილე პარლამენტის წესსაო. ბარაქალა მაკ–მაჰონ! აქამდინ სად იყო ეს დალოცვილი, თუ მაგისთანა საცა ჰქონია, დაგვიანებისათვის ნუ დაემდურებით. ბოლოს მიუწერია, რომ პრეზიდენტი რესპუბლიკისა ამას იქით პასუხის მგებელი არასფერში არ იქმნებაო, მინისტრებმა უნდა გასცენ პასუხიო. საფრანგეთსა საერთოდ და ცალცალკედაც. ამის წაკითხვაზედა პალატის მემარცხენე მხარს ხმა-მაღლად სიამოვნება გამოუცხადებიათ და მემარჯვენეთ კი ხმა ჩავარდნიათ.

ინგლისი. ლონდონის კორრესპონდენტი ერთის ბერლინის გაზეთისა იწერება, რომ აქ ხმები დადისო ვითომც სამინისტროში ცვლილება რამ მოხდებაო. სარწმუნოდ-მცოდნე კაცნი ამბობენო, რომ ლორდი ბიკონსფილდი დ სამსახურიდამ გადადგებაო პარლამენტის კრების დღემდეო, ამ გადადგომას მოჰყვებაო მთელის სამინისტროს ხელახლად შედგენაო, ხმა არის თურმე, რომ ეხლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ დერბი დადგება სამინისტროს მეთაურათ და სალიუსბერიც მიიღებს დიდს და გამოსაჩენს თანამდებობასა. ყოველის ამის მიზეზად ჰსთვლიან ლორდ დერბის სიტყვას, ამას წინად წარმოთქმულს და ჩვენს „ივერიაში“ შემოკლებით მიყვანილს.

თუ ეს ხმა მართალია, ბევრი რამ იგულისხმება ამ ამბის გამო. ლორდ ბიკონსფილდი იყო. მტკიცე მომხრე ოსმალეთისა და ბეჯითი წინააღმდეგი რუსეთისა ამ აღმოსავლეთის საქმეში. რაც ინგლისმა დღე დააყენა რუსეთს, სულ ამ ბიკონსფილდის უნარია. ლორდ დერბი თუმცა ამისის პოლიტიკის მიმდევარია აღმოსავლეთის საქმეში, მაგრამ ესეთი უჯათი არ არის, ეს უფრო რბილი კაცი და ზოგიერთ რასმეს დათმობს კიდეც, თუ საჭიროება მოითხოვს. ეს ცხადად დაამტკიცა მან იმ სიტყვით, რომელიც მიზეზით გამხდარა სამინისტროს ცვლილებისა. სალიუსბერის წამოყენებაც ბიკონსფილდის პოლიტიკის გამოცვლის ნიშანია ერთობ რუსებისათვის ეს კაცები უფრო სასიამოვნონი არიან, ვიდრე გაუტეხელი და გულ მგარი ბიკონსფილდი.

ერთს ლონდონის გაზეთში ჰსწერია, რომ რუსის ელჩს კოპენგანგენში (დანიის დედა ქალაქია) და დანიის მთავრობას ლაპარაკი აქვთო მასზედ, რომ ბოლგარიის მთავრად დაინიშნოს ანუ დანიის პრინცი ვალდემარი, ანუ იოანნე გლუკსბურგი.

ოსმალეთი. პლევნის დამხობამ ძალიან ჩაფიქრა ოსმალეთის მთავრობა. მას გარდა რომ თვითონ პლევნა, იმოდენა საუკეთესო ჯარი და გამოჩენილი ღენერალი ოსმან-ფაშა ხელიდამ გამოეცალა, პლევნის დამხობამ ბევრი შინაური და გარეულნი მტერნი გაუღვიძა ოსმალეთს მაგალითებრ, ჯერ შინ სომხები და ბერნები ეურჩებიან ოსმალოს მთავრობას, ჩვენ ჯარში არ გამოვალთო; ლივანაში ძალიან ამღვრეულა ხალხი, ამათაც ჯარში გამოსვლაზედ უარი უთქვამთ, ჩვენ ევროპიის მფარველობის ქვეშ ვართო; ამავე მიზეზით დეპუტატებიც არ გაუგზავნიათ ოსმალოს პარლამენტში. კრიტის კუნძულიც არეულა და ამღვრეულა და დღესა თუ ხვალ ხლმით წინ დაუდგება ოსმალოს. გარედამ კიდევ სერბიასაც ომის გამოუცხადებია და რამდენჯერმე საქმეც ქონია ოსმალოს ჯართანა საბერძნეთიც ჭოჭმანებს და იშმუშნება ომისათვის, თუმცა ძალიანა ცდილობს სისხლის დაუღვრელათ და ფულის დაუხარჯავათ გულის წადილი აისრულოს. იქით ძლევა მოსილი ჩერნოგორია მოჰსდგომია და ყბბის ამტვრევს ოსმალეთსა, ბოსნია, გერცოგოვინა ბოლგარია თითქმის სულ აჯანყებულია ოსმალოს წინააღმდეგ და მოდი და ამისთანა ვაივაგლახში ჩავარდნილი ოსმალეთი ნუ ჩაფიქრდება.

მაინც კიდევ გავლენიანი კაცები ომს ღაღადებენ თურმე. ერთი 200,000 კაცის შეყრა კიდევ შეგვიძლიანო, მოვაგროვოთ ეს ჯარიო და განვაგრძოთ ომიო, ოსმალოს გაზეთები იღვწიან ომის განგრძომისათვის, უკანასკნელ განწირულებამდე ბრძოლას იქადიან და ქადაგობენ. თვითონ ხალხი კი ზოგნი ამბობენ მშვიდობისსად არისო. და ზოგნი კი — გულნატკენია და უკმაყოფილობით იმღვრევაო. კიდევ მოჰყვნენ თურმე ლაპარაკს მასზედ, რომ დიდს ვეზირს სცვლიანო, მამედ ალიც, რომელსაც უნდა ოსმან ფაშა გამოეხსნა, გამოუცვლიათ, ამბობენ ჩვენს უძლეველს მუხთარ–ფაშასაც ჰსცვლიანო.

3 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

— შვიდს დეკემბერს ჩვენებს ომით დაუპყრიათ არტანუჯი; ჩვენებს დარჩენიათ ოსმალთაგან თავდანებებული ბანაკი; საქმე ხელდახელი და სწრაფი ყოფილა. ჩვენების ზარალის ორი მკვდარი და ხუთი დაჭრილი ჯარის-კაცი.

— ვენის გაზეთებში ჰსწერია, რომ პლევნაში მყოფი რუსის ჯარი ორად გაიყოფაო, ერთი უფრო მომატებული ნაწილი წავაო განსაძლიერებლად მემკვიდრე-ცესარევიჩის ჯვარისაო, მეორე ნაწილი კი წავაო. წინ სოფიის გზაზედ. რუმინიის ჯარმა კი უნდა გაიმაგროსო დუნია და ალყით შემოერტყას ვიდინსაო.

— სერბიას ომი დაუწუყია ოსმალთათვის, გადასულა ოსმალოს საზღვარს, რამდენჯერმე პატარ-პატარა სროლა და ომი ჰქონია და ყველგან, საცა კი შეხვედრია, ოსმალოს უკან დაუწევნია და თვისი ნადგომი ადგილი სერბიელთათვის დაუთმია. თუმცა ესეა მაგრამ ჯერ შესანიშნავი ბრძოლა და ომი არსად ჰქონიათ.

— ლონდონის გაზეთში „Standart“-ში ჰსწერია, ვითომ სამინისტროს რუსთა გამარჯვების გამო საჭიროდ დაუნახავს, პარლამენტს მოსთხოვოს იმ ზომიერების მიღება, რომელიც შეეფერება აწინდელს მდგომარეობს ომისასაო, სამინისტროს სურსო პარლამენტს მოჰსთხოვოს ფული ინგლისის ჯარის წამატებისათვის იმ ზომამდე, რომელსაც ითხოვს აწინდელი მდგომარეობა ევროპიისაო. გაზეთი „Standart“-ი ფიქრობს, ოსმალეთის სქმე მარტო რუსეთის ნებაზედ რომ მივარდესო, ინგლისისათვის მეტად ცუდი იქმნებაო. ამისათვის ინგლისი უნდა წინ აღუდგესო, თუ ვინიცობაა. რუსეთი სხვათა სახელმწიფოთა დაუკითხავად საქმეს გაათავებსო.

— ხელმწიიფე იმპერატორი ლევნიდამ წაბძანებულა და შვიდს დეკემბერს მიბძანებულა რაზდელნაში. ოდესიდამ დიდი ხალხი მიჰგებებია და აღტაცებულის ხმაურობით გაუცილებია.

4 მუშა ხალხის მოძრაობა დასავლეთ ევროპაში და მის გამო ფიქრი ჩვენ ხალხზედ

▲ზევით დაბრუნება


მუშა ხალხის მოძრაობა დასავლეთ ევროპაში და მის გამო ფიქრი ჩვენ ხალხზედ.

(შემდეგი)[1]

II

საშუალო საუკუნეებში იმ მხარეს გარდა, რომელზედაც საკმაოთ ვილაპარაკეთ ზემოთ, სხვა მხარეც იყო შესანიშნავი. ამ მხარეს შეიძლება უწოდოს კაცმა კულტურა. კულტურა შეიცავს ყველა იმას, რაც პირ-და-პირ თუ გზა-შეხვევით შეეხება ცხოვრების განკარგებას. პირველი ადგილი იმაში უჭირავს, რასაკვირველია, მეცნიერებას, ხელოსნობას და სარეწაობას. მეორე აღებ-მიცემობას. ურთიერთ-შორის მისვლა-მოსვლას და გაცნობას — ამაებს მოსდევს ხასიათის საყოველთავოთ შერბილება და ათასი სხვა რამე საშუალ საუკუნეების დასაწყისში მძიმე ლოდი აწვა ამნაირ მიმართულებას კაცობრიობაში, მაგრამ დროთა ვითარება შეიცვალა. ახალის რწმუნებით აღტაცებულმა არაბებმა განვლეს ცეცხლით და რკინით აფრიკა და მოაწვნენ ევროპას. XII საუკუნეში შემოვიდნენ ისპანიაში, შემდეგ შემოდგეს ფეხი იტალიაშიაც. ამათ მცნეს ევროპას აღმოსავლეთის სიმდიდრე და სიტურფე, მაგრამ მასთანავე აღადგინეს მეცნიერობის სიყვარული. ევროპისაგან დავიწყებული ძველი დიდი მეცნიერები, ხელოსნები აღდგენ სამარიდგან შთამამავლობისათვის. კაროლებს და შემძლე კაცებს ეჭაშნიკათ ცხოვრების გამამტკბობელი საგნები და მიიღეს თავის მფარველობის ქვეშ იმისთანა კაცები, რომელთაც ხელიდამ გამოუვიდოდათ იგი საგნები. ამათ რიცხვში ერივნენ მეცნიერებიც. ამას დაერთო კიდევ კომპასის აღმოჩენა და ამერიკის პოვნა. ვაჭრობას ფრთები გამოესსა, ქალაქები გამრავლდენ და გადიდდნენ. ხასიათი შერბილდა. უბრალო ხალხს, რასაკირველია, არ შეეძლო ჩაემტკბარუნებინა პირი ახალის ნაყოფის გემოვნებით; მაგრამ ამ მოვლენას არ ჩაუვლია კვალ-დაუჩენელთ მათთვისაც. რა კი მთელ მაღალ- წოდების საზოგადოებას მოედო სურვილი კარგათ და ლაზათიანათ ცხოვრებისა — საჭირო შექმნა მუშა ხელები ქალაქებში ბლომათ საქონლის დამზადებისათვის. სოფლებიდგან მოაწვა ხალხი ქალაქებს. აქ გლეხი-კაცი თავს იფარავდა ამქრობაში (კორპორაციებში) წვრილმანის მებატონეების მტარვალობისაგან. ამქრები წარმოადგენდნენ მჭიდროთ შეკავშირებულ სხეულს, რომელსაც ადვილათ შეეძლო. მტარვალების წინააღმდეგობა და თავის მწევრის დაცვა. მაგრამ თვით ამქრობაც ბევრ შემავიწროებელ პირობებს წარმოუდგენდა მწევრის თავისუფლებას. ნიშნობლივი წყობილება მაშინდელის ოსტატ-კაცებისა იყო შემდეგი. აღას ანუ დახელოვნებულ ოსტატს ჰყავდა რამოდენიმე შაგირდი; ჰქონდა იარაღი, რითაც უნდა ემუშავნა, და ცოტა თუ ბევრი თავნი ფული, რომლითაც შეეძლო მასალების შოვნა და თავის დარჩენა სანამ გაასაღებდა თავის ნაწარმოებს. შაგირდი ბოლოს თვითონ ხდებოდა ოსტატათ იმ გვარად, როგორც ეხლაც არსებობს ჩვენში — ხარაზებს შუა, დურგლები შუა და სხვ ამ სახით ნამდვილი პროლეტარიატი მაშინ არ არსებობდა, მაგრამ მაშინდელს მუშას თავის გულში ენერგა ამ ნაირის წყობილების თესლი. ეს გამართლდა კიდეც მაშინების აღმოჩენის დროს. ვისაც ჰქონდა ბლომათ ფული და შეეძლო. ახალი მაშინის სყიდვა, ის ხდებოდა აღათი მეპატრონეთ. წვრილმან ოსტატებს არ შეეძლოთ მათთან უღლის გაწევა და მიდიოდენ მასთან უბრალო მუშათ, ანუ უკედ ვჰსთქვათ, ქარგლად.

არა ნაკლები გავლენა ჰქონია უბრალო ხალხზე მეცნიერების აღდგენას და გავრცელებას. მეცნიერებას აქვს საგნად ჭეშმარიტების და სამართლიანობის გამოკვლევა და გავრცელება, — ცრუმორწმუნოების და უსმართლობის დაქოლვა და გაკიცკა. რასაკვირველია, გამოჩნდენ უშიშარნი კაცნი, რომელთაც თავისის ნიჭით და პატიოსაის მოქმედებით ბევრი სარგებლობა მოუტანეს კაცობრიობას. XVIII ვოლტერი, რუსსო და ბევრი სხვა დაუვიწყარი იქმნებიან შთამომავლობისათვის. ნათელა აზრი, გამოთქმული ამ კაცთაგან თან-და-თან შედიოდა ხალხში. იფანტებოდა ჯერ ქალაქის მცხვორები შუა და აქედგან უფრო შორაც — დაბალი ხალხში; ედებოდა მათ წყლულიან გულს და აღიზიანებდა. რასაკვირველია, უბრალო ხალხში ბუნებითად ყოველთვის არსებობას გრძნობა თავის კაცობრიულის უფლებისა, მაგრამ ზემოხსენებულმა კაცებმა უფრო ნათლად და გარკვევით გამოსახეს ეს გრძნობა და უჩვენეს გზა მის დასაკმაკოფილებლად. მასობაში მოაწია XVIII საუკუნემაც. ყველაფერი ისე შეეკეცა ერთი ერთმანეთს და ისე მოზვავდა ამ საუკუნეში, რომ უსათუოთ რამე უცნაური უნდა მომხდარიგო გლეხ-კაცობა გაქელილი იყო. ერთის მხრით თავად-აზნურობისაგან და მეორეს მხრით საშინელის სახელმწიიფო გადასახადისაგან. მოქალაქეებს სურდათ გათანასწორება თავად-აზნაურობასთან და მონობა იმ უფლებისა, რაიცა ქონდა თავად-აზნაურობას. აზრის გმირებმა იმოდენი იმოქმედეს, რომ მოსტეხეს ძვალი მაღალი წოდებას. ამას გარდა ყველანი საზოგადოთ აშფოთებულნი იყვნენ კაროლის ოჯახის უთავბოლო ხარჯზე და თავადნურობის მედიდურებზედ. ყველა ის, რაც ეხლა ვსთქვი, უმთავრესათ შეეხება საფრანგეთს. ერთ ხმათ დაიძრა მთელი საფრანგეთი და ზე-აღმართა თავისუფლების, ძმობის და თანასწორობის დროშა; კაროლს თავი მოჰკვეთეს და აზნაურები განსდევნეს — ასე რომ XVIII საუკუნემ ერთი მხარე იმ საქმისა,რომელიც შეეხება უბრალო ხალხს, — გადაწყვიტა, ესე იგი, მონაობა მოსპო და კანონის წინაშე ყელანი გაასწორა; მაგრამ კუჭი ვერ დაუკმაყოფილა. ეს ტვირთი თავის სიმძიმით მან გადმოსცა XIX საუკუნეს.

III.

როცა განიფანტა სქელი ღრუბელი რევოლიუციისა, გამოჩნდა, რომ უბრალო ხალხს კიდევ ბევრი დარჩენი თავის გულის წადილამდე; თითქმის იმდენივე, რამდენიც საშრომის ბოგანა-ხალხს რომის იმპერიის უკანასკნელ ხანებში. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო რომ ახლანდელ პროლეტარიბეს ბლომათ ჰქონდა სამუშაო. მათთვის მზათ იყვნენ ყოველნაირი ქარხნები, სახელოსნოები, მაგრამ მაინც და მაინც დიდ ბედნიერებას ვერ გამოყოლოდენ ამისთანა წყობილებაში. კაცს რომ რამე საგნის სარგებლიანათ გასაღება შეეძლოს, ის არ უნდა იყოს იძულებული უსათუოთ დანიშნულ დროსთვის გაასაღოს თავისი საქონელი. ამ შემთხვევაში მუშტარი ფეხს გაიდგამს და კარგა ძალას შეგაფცქვნის. პროლეტარის არ შეუძლიან ლოდინი. მას სულების მეტი რა გააჩნია რა. კუჭი კი მუდამ საზრდოს თხოულობს. ბევრი ალიან-ჩალინი არ უნდა რომ იგი დაეთანსმოს ყველნაირ შემავიწროებელ პირობას, ოღონდ შიმშილით სული არ ამოხდეს. ამას კიდევ ხელს უწეობს მაშინა. მან შემოი ტანა მოულოდნელი მოვლინება. კაცის საკეთილოდ მოგონებულმა თან მოიყოლა უბრალო ხალხის უბედურება. ახლად-მოგონილი მაშინა საშინლად ამოკლებდა სამუშაო დროს. ერთ და იმავე დროს ახალ მაშინა ოც იმდენ შეიმუშავებდა, რასაც ძველი, ასე რომ ცილობა მათ შუა არ შეიძლებოდა, ოსტატებს თავისი იარაღი უნდა გაეუქმებინათ და არც ახლის შოვნა შეეძლოთ სიძვირის გამო, გაქრა მათი საკუთრება. ოსტატი გახდა უბრალო მუშათ, რადგან ახალი მაშინა ყველაფერს თავად აკეთებდა, ოღონდ კი ხელი შეგეწყო. ამას ათის წლის ბოვშიც შეასრულებდა. ოსტატის ფასი საშინლად დაეცა. საქონელი საოცრად გაიაფდა. ამის გამო მყიდველებიც ძრიელ გამრავლდა. ეხლა უბრალო ხალხს შეძლო იმისთანა საგნების მოპოება, რომელსაც მაღალი საზოგადოება წინეთ გაჭირებით სმარობდა. საჭირო შეიქმნენ მუშა სულები, ძარღვები და არა ოსტატები. მოცვივდნენ ქალაქებში სოფლელები და გაამსეს აქაურობა. ამან გამოიწვია მუშა ხალხს შუა, ცილობა — და სამუშაო ფასმა თან-და-თან ძირს დაიწია. წარმოიდგინეთ მთელი სახელმწიფო, რომელიც ერთბაშად პროლეტარიატის ბუდეთ გადაქცეულა. ეს გახლავს ინგლისი. წარმოუდგენელ სიღარიბე და ჯოჯოხეთი არსებობს წარმოუდგენელ სიმდიდრეს გვერდითვე. მიწის პატრონს გლეხ-კაცს იქ ვერ იშოვით; მთელი ინგლისი რამოდენიმე ათას კაცს ეკუთვნის. ნახევარი შოტლანდია 6 თუ 7 მებატონეს ხელთ უპყრია.

ბევრათ უკეთეს მდგომარეობას არც სხვა სახელმწიფოები წათმოგვიდგენენ, საცა ფაბრიკული წარმოება ძრიელ გაჩვიადებულია, როგორც მაგალითებრ, ბელგიაში, გოლანდიაში, გერმანიაში და საფრანგეთშიც. ამ უკანასკნელს კიდევ ის წარჩინება აქვს სხვებზედ, რომ იქ 8 მილიონი ადგილ-მამულიანი გლეხია. ესეც რომ არ იყოს, მაშინ ხომ რევოლიუციები საფრანგეთშა, უფრო გახშირებული იქნებოდა. ამ მდგომარეობის შემხედვარე ბევრი ნიჭიერი და პატიოსანი კაცი თავის გულს ასკდება. ბევრი ჭკვიანი კაცი გაშეშებულია ამ საოცარის ჯოჯოხეთის სურათისაგან. იგინი ყოველს ღონისძიებს ხმარობენ თვალი აუხილონ თავის თანა-მოძმეებს, ამცნებენ რა უბედურებას უქადს მათ ყურადღების მიუქცევლობა ამ მოვლენაზედ; და ამასთან უჩვენებენ საშუ-ლებას თუ რა ნაირად მოევლება ამ საქმეს, შენც არ მომიკვდე. ვინ უგდებს ყურს ამ მოციქულებს? მათ სდევნიან და აბრალებენ ყოველნაირ საძაგლობას, რა გაეწყობა? ეს ყოველთვის აგრე ყოფილა და ასე იქნება. თვალების მხილველს ჯვარზედ აცმენ, იგინი იმაში არიან დამნაშავენი, რომ წინასწარმეტყვულობენ: პროლეტარი ამისთანა მდგომარეობას დიდ ხანს ვერ მოითმენსო და ბოლოს მოსრესს ერთბაშათ მტყუანსიც და მართალსაცაო. რადგან მაღალმა საზოგადოებამ ხმა მღაღადებლების არ შეისმინა და პროლეტარიატმა იგრძნო, რომ მას შემწე თავისის თავის მეტი არავინა ჰყავს, იფიქრა რომ ჩემი საქმე მევე უნდა გავიტანო ჩემივე მხრებითო. იგი შეუდგა ერთი-ერთმანეთის მსარის მიცემას თანდა ხმად მოქმედებას ყოველ სახელმწიფოში დასავლეთის ევროპისს მუშა ხალხმა დაიწყო შმაშური და ფაცა-ფუცი. მაგრამ სხვა და სხვა გვარ-ტომის ხალხმა სხვა და სხვა ფერი დაადვა თავის მოძრაობას და სსვა და სხვა გზა აირჩია თავის წადილის აღსრულებისათვის, მაგალითებრ, ინგლისში, საცა გრძნობა კანონიერებისა ძრიელ გავრცელებულია, ყოველი მოქმედება და მოძრაობა პროლეტარისა სასტიკად ეთანხმება კანონს, ამიტომაც იქ ძრიელ ნელა მიწოწიალობენ, მაგრამ მედგრათ იჭერენ იმას, რაც ერთხელ მოუპოვებია, საფრანგეთში კი, საცა კანონიერებას ისეთს პატივს სცემენ, როგორც ჩვენში მეწვრიმალე-ურიას (მიაქციეთ ყურადღება ეხლანდელ მაკ-მაჰონის მოქმედებას), იქ, რასაკვირველია, კანონიერი მოქმედება არას გაარიგებს. და ამიტომაც ხშირად გამოხეთქამს ხოლმე ხალხის დაგუბებული ჯავრი და ბრაზი და წლექავს ხოლმე თავის ზედამხედველებს. რომელი გზა უფრო მალე და ბეჯითად მოიყვანს პროლეტარიატს თავის გულის- წადილამდე — ღმერთის მეტმა კაცმა არ იცის, ისტორია, რასაკვირველია, მტყუანსა და მართალს ბოლოს დაგვანახებს. მე რადგან შვეიცარიაში დავესწრ ერთ ამისთანა მუშა ხალხის მოძრაობას თავის მდგომარეობის განკარგენისათვის, ვეცდები გაცნობოთ მათი მეცადინეობა და შედეგი, რიც გამოვიდა ამ მეცადინეობიდგან.

გარეგანი მხარე ამ მოძრაობისა იყო დაწერილი „დროებაში“, მაისის რომელღაც ნომერში, მე ეხლა შევეხები მის შინაგან მხარეს, ამ სამი წლის წინად, როცა დეპუტატებს ირჩევდნენ, მაშინ ის უკანასკნელნი შეჰპირდნენ ხალხს მათთვის მოღვაწეობას და საფაბრიკო კანონების უკეთესად შეცვლას. რადგანაც აქაურ მმართებლობას რჩევის ხმა აქვს, მას უნდა შეედგინა რამე და წარედგინა ხალხისთვის სარჩევად. მოგავშირეთ-რჩევამ (Bundesrath, Союзный совесть), შეადგინა კანონ-მდებლობა შესახებ ფაბრიკისა და წელს მაისში წარმოუდგინა ხალხს. მეფაბრიკეებმა ბევრი იმეცადინეს მისი ხელის შეშლა, მაგრამ 24 ოკტომბერს ხალხმა ეს კანონ-მდებლობა მიიღო 76 თასის ხმით წინააღმდეგ 54 ათასისა. აი უმთავრესი დადებულება ამ კანონისა, 4) კანონიერი სამუშაო დღე —11 საათია, ხოლო შაბათობით კი 10. ღამით მუშაობა აღიკრძალება სრულიად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ღამით მუშაობს აუცილებელი საჭიროებაა, 2) კანონი მცირე წლოვანის მუშების შესახებ: 14 წლამდი ბავშვი სამუშაოდ არ მიიღება, 14 — 1 6 წლამდის თუმც მიიღება, მაგრამ მასთანავე შკოლაში უნდა დაიარებოდეს და სამღრთო წერილს სწავლობდეს, ასე რომ ყველა ეს მოვალეობა 11 საათის მეტს არ უნდა იპყრობდეს. მხოლოდ 18 წლიდგან დაწყებული ახალგაზდა მუშა ეთანასწორება მოზდილს მუშას და მის უღელის გაწევაში შეებმის. ამ დრომდი ღამით მუშაობა აღკრძალულია. 3) პასუხის გება შესასებ ფაბრიკაში მუშის დაზიანებისა ანუ სიკვდილისა, თუ მუშამ რამე ზიანი მიიღო ფაბრიკაში ან მოკვდა კიდეც, მეფაბრიკემ უნდა დაუმტკიცოს ადგილობრივ მმართებლობას, რომ ეს შემთხვევა მუშის ბრალი იყო და არა მისი, ანუ მისის მოხელეების დაუდევნელობისა და უნდა უზღას დაზიანებულს ან მუშის ოჯახს. მფაბრიკემ ორი წელიწადი უნდა არჩინოს, თუ რომ ძრიელ დაზინებულია; ფაბრიკები იმ ნაირათ უნდა იყვნენ აღშენებულნი და მოწყობილნი, რომ მავნებულნი არ იყვნენ მუშებისათვის; მაშინები განკედლებულნი უნდა იყვნენ და უვნებელნი: ქურა უნდა იწმინდებოდეს და ათასი სხვა დადებულება, რომელიც ცოტათი თუ ბევრათ შესწევენ მუშების მდგომარეობას.

IV

მკითხველო, გვყავს ჩვენ პროლეტარიტი თუ არა? არა — დაგვიხსნას ღმერთმა ამ უბედურებისაგან. ჩვენ კინტოსაც აქვს თავისი საკუთრება თაბახი. მელზედაც აქვს დალაგებული ხილი, ცოტა ფული, რომლითაც შეუძლია ხილი იყიდოს, თავის ვერცხლის ქამარი — ყველა ეს მისი საკუთრებაა და თუ თავის ძარღვებს დაუმატებს, ცოტად თუ ბევრად კმაყოფლია. ჩვენ არა გვყავს პროლეტარიატი. მაგრამ გაგვიჩნდება, თუ რომ ჩვენმა გლეხებმა ადგილ-მამული ადრიანად არ შეისყიდეს, და თუ მანამდი ქარხანები გაიმართა ჩვენში. გულ-დაწყვეტილები, რომ მათი ნამუშევარი სხვას მიაქვს, იგინი მიატოვებენ სახლკარს და გასწევენ ქალაქში სამუშაოთ ქარხანებზედ. აგრეთვე თუ არ მოვაშორეთ მათ წვრილი წურბელაები, რომელნიც მათ ახვევიათ თუ არუთინაების მსგავსათ თუ შალომაებისა. ჩვენ სხვა არაფერი გვეჭირვება, თუ ჩვენმა ახალგაზდებმა არ დაიზარეს და გლეხებს ხელი წაუმწვადეს თუ ბანკების დაარსებით, თუ გამომზოგველისა და მხარჯველის (потребительныя) ამხანაგობის დადგინებით. ერთი ამის მაგალითი კიდეც იყო მოყვანილი თქვენს პატივცემულ „ივერიაში“. გული სიხარულით მიძგერდა, როდესაც ვკითხულობდი „დროებაში“, რომ გამოჩენილა პატიოსანი და კეთილი ექიმი ბაბოვი, რომელიც ძრიელ ეხმარებოდა საწყალ გლეხ-კაცებს წელს ქუთაისის გუბერნიაში მუცელ-კეთილის და საქონლის ავათმყოფობის მოსასპობლათ. რამდენ ლოცვა–კურთხევას ვუგზავნიდი იმ დალოცვილს ჩვენი ახალგაზდობა, რომლის პატიოსანი გრძნობა და მიმართულება დამტკიცებულია, ბევრ საქმეს იპოვის ჩვენში ამ გზაზედ, თუ მოინდომებს, — და ვალდებულია თავისი ძალა დაახმაროს თავის აღმზრდელ ხალხს. შკოლების ხეირიანათ წარმართება ვისი საქმეა, თუ მათი არა? გვეყოფა ჩვენი ძალის უადგილოთ ხმარება; გავიგოთ ის,რომ ჩვენ სხვაზე, თუ არ მომეტებულათ, ნაკლებათ არ ვსაჭიროებთ ძალის გამოზოგვით მოხმარებას. ამდენი ხანია ჩვენი მსწავლული ახალგაზდები უმთავრესად ჩინოვნიკობას ეტანებოდნენ. დროა ეხლა შიგ ცხოვრებაში შევიდნენ და იქ შეიტანონ თავისი განათლება და კეთილი გული. რასაკვირველია, ჩინოვნიკის ადგილზედაც არ იქნება უსარგებლო კეთილი კაცი, მაგრამ აქ საკმაოთ არიან იგინი. ერთი უმთავრესი მოკალუობა ჩვენის ახალ-გაზდობისა კიდევ ისაა, რომ დაგვაკავშიროს ხეირიანად ჩვენ გლეხებთან და მოგვიპოვოს მათ შორის სიყვარული და პატივის ცემა. ჩვენი ლიტერატურა ამხაგანს ჯერ თითქმის არც კი შეხებია.

მე ვათავებ ამ წერილს ჩვენის გამოჩენილის პოეტის სიტყვებით:

ან ეს რაცი ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა ვჰსთქვი?
და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის მწყლულად გულს დამშთა სა მით ვიტანჯვი

9 ოკტომბერი 77 წ.

ციურიხი.

___________

1 „ივერია“ №41

5 გლეხური სიმღერები

▲ზევით დაბრუნება


გლეხური სიმღერები

1.

მღლა მთაშია ყინული
აპირობს ჩამოდნობასა;
რა გინდ რომ გყვანდეს მიჯნური
ვერ გიზამს ჩემოდნობასა.

2.

ლამაზმა ჰსთქვა ჩემი ქმრი
გულით არა მყვარებია;
არც ლაშქარს წასვლა მწყენია,
არც მოსვლა გამხარებია.

3.

მაინც არ მოვკლამ ტოროლას
თუნდ ბევრი მქონდეს წამალი;
საწყალის ღამის მეხრისა
ის არის კარგი წამალი.

4.

მინდორშია თეთრი ქვაა,
ავწიე და არ ამყვაო;
გოგო, შენი სიყვარული
საცა წაველ თან-წამყვაო.

5.

ქალო, მაგ შენსა სურვილსა,
შამომითვალე რა ვუყო?
ზურგს ავიკიდო საბლითა,
რო ვერა ვზიდო რა ვუყო?
დავემხო დედა-მიწასა
ქვესკნელს ჯინჭველას ხმა ვუყო?—

6.

ნეტავ, ქლო, ფიფქი ვიყვე,
ჩამოვყვე ხევის ნიავსა,
არც არა შენ დაგიშავდეს
და ნურც მე მიმცემ ზიანსა.

7.

შენი ჭირიმე, გუთანო.
გათლილო წმინდის ხისაო!
შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა,
დამმარხავი ხარ მკვდრისაო!

8.

პატარა ხარ, ეგრეთი ხარ,
რომ გაიზდე, რა იქნები?
— შენ ბატონი მწყალობელი,
მე ერთგული ყმა ვიქნები …

9.

ადგილზე ფეტვი დამეპნა,
ვინ აჰკრფს წიწილის მეტი?
მე და შენსა სიყვარულსა
რა გაჰყრის სიკვდილის მეტი?

10.

ირმის ჯოგსა გადმოვჰყე
ნახტომსა ჯეირნისასა,
ბევრი ვიარე, ვერ შევხვდი
მოყვარეს ჩემის ზნისასა.

11.

ვაი რა ბედი დავკარგე
გასათხოვარმა ქალმაო!.
ჩიქილა წყალმა მომტაცა,
შუბლზედ საკრავი ქარმაო...

12.

წასვლა სჯობს წაუსვლელობას
არ დახანება ხანისა;
კოცნა ჰსჯობს თეთრი ქალისა,
შერთვა კი შავგვრემანისა.

6 იაგუნდი მარია სტუარტისა

▲ზევით დაბრუნება


იაგუნდი მარია სტუარტისა

(თარგმანი)

I.

უდაბნო.

კლფერანის უდაბნო, ანუ მონასტერი დგას ერთს მშვენიერს ალაგს ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. მის გარეშემო ზღვის-პირი დიდებულის სანახაბისაა, მორთულია მრავალგვარის ფრიალო კლდეებითა, მორღვეულის ფლატებითა, ლამაზად მიხვეულ-მოხვეულ ღელეებითა და თვალთ დაუწდობელ ნაპრალებითა. ამ კლდეთა და ნაპრალთ შორის ზოგან, ადგილ-ადგილ მოჩანს თვალის-მიმტაცნი ოლეები და მინდვრები, ზედ მაჩრდილობელი ჭალები და აბიბინებული მწვანე. ერთობ უზარ-მაზარი და დიდებული სურათებია. ამ სურათებს დაღმუის დიდის ატლანტიქის უკეანის ზვირთცემა და ტალღა, რომელიც დიდს მთასავით მოგორავს უკეანეს ზედა პირზედ გრიალით და გუგუნითა.

ვისაც კალიფერანის უდაბნოში მისვლა უნდა, ის წინადვე არ უნდა შეუშინდეს აუვლელს აღმართს, ოღრო-ჩოღრო გზებს, უდაბურს ბილიკებს, არ უნდა შეუშინდეს უკაცურობას და მარტოობას და არც უნდა მოელოდდეს იმისთანა ხელთ-ქმნილს სურათებს, რომლითაც ეგრე თავი მოაქვს ხოლმე ინგლისის მდიდარს მიწის-მფლობელს არა, აქ რბილი, გატკეპნილი გზა არ მიდის, არ არის აქ კაცის ხელით ნაკეთი ბექობი, საიდააც კარგი გადასახედავი უნდა იყოს ძველის შენობის ნანგრევებზედ; არ არის აქ განგებ გაკეთებული მეიდანი, ბელტებათ შემოწერილი და მორთული, არც მწვანე ოლე ეზოში, არც დროშა ფრიალებს შენობის თავზედ და არც ფორთალოა განგებ მოყვანილი, რომ ლამაზად დაფაროს კედლის ნარღვევი და ნაშთი ნანგრევებისა.

ის ადგილი, რომელზედაც გზა მიდის ბალიკაშელის ქალაქიდამ კალფერანში, ერთ-სახეა და თვალისათვის მაგდენი არაფერია, როგორც ყოველგან შიდა-ირლანდიაში; საცა ხალხია მოჯგუფებული, მეტად მცირე სხვა და სხვაობაა და ბუნებას არა აქვს სოფლის სიტურფის გრძნეულება.

მონასტერი დგას ისე, რომ ზურგი შემოქცეულია ამისგან, ვინც მონასტერში მოდის მშრალის გზით და ამ მონასტრის უკანა მხარეს არაფერი შესანიშნავი არა აქვს რა, სოლო რაცა მონასტერში მოდის კაცი დასავლეთის მხრიდამ სულ სხვაა. აქ უდაბური ოღრო ჩღრო აღმართ-დაღმართიანი გზა მიხვევ-მოხვევით მოსდევს ღრმა ხევების ნაპირებს, სცა კლდეებიდამ გადმოქნებულნი წყალნი ჩადიან და ჩაიმღერიან იქ თვით ხევებში მაიკლაკნებიან ბრწყინვით წლები და მათი ჩუხჩუხი, ხმაურობა რაღაც გრძნეულებით ავსებს ადამიანს ზაფხულის შუადღის მყუდროების დროს მიმავალს, თუ მთვარიანის ღამის მედიდურ მდუმარებისას. ამ გზით კალფერანის მონასტრის სანახაობა სწორედ დიდებულია.

მონასტერი დგას მაღალ კლდეზედ, რომელსაც მეტად ძლიერ დაქანებული და პიტალო ფერდობები აქვს. გზა ღრმად გათხრილია შიგ კლდეში და ეხლაც იმისთანავე გზაა, როგორც ძველის რომის დროს. ნახირი ძროხისა და ფარა ცხვრისა დადის დაცემულს მინდვრებზედ, გარეული თხა და ფსიტი მიბობღამენ წვეტად ასულ კლდეებზედ და ფრიალოზედ, სვავი და არწივი დასტრიალებენ ამ უდაბურს არე-მარეს, მაღლა ღრუბლებამდე ასულნი და ფრთებზედ გაჩერებულნი, აქ ცა ყოველთვის ფერ არეული და დატვირთულია სხვა და სხვა სახის ღრუბლებითა, აი ამისთანა არე-მარე აქვს ამ ძველს უდაბნოს, რომელსაც ერთ დროს ასეთი დიდი სახელი ჰქონდა, რომ ყოველ მხრიდამ მოდიოდა ულეველი მლოცავი. ამ მონასტრიდამ მრავალი მქადაგებელი ჭეშმრიტის სიტყვისა, აღსავსენი სარწმუნოების მხურვალებითა და გათქმულნი მჭერ-მეთქვობითა, ღვთისნიერობითა და თავ-დადებულის მოღვაწეობითა, გადიოდნენ როგორც თვით ირლანდიაში, ისეც ზღვას იქით სხვა ქვეყნებში საქადაგებლად და სამოძღვროდ.

მას დროს ამ მონასტერში იყო ერთი საფრანგეთელი გრაფი ფრანცისკი დე-ვალმონი, რომელმაც დაანება თავი ერობას და ბერად შედგა. ამან მოიტანა თან და შესწირა მონასტერს დიდრონი ზარები, ფლამანდიის ოსტატებისაგან ჩამოსხმული. როცა გარდიცვალა, მას დიდი სახელი დარჩა; მის სახელს დიდის თაყვანებით და პატივით იხსენიებდნენ. მისი ბერობის სახელი კიპრიანე იყო.

იმ უძველეს დროში საფრანგეთიდამ ასე ადვილი გზა არ იყო ირლანდიამდე. მაშინ ეს გზა ისე ძლიან შორეულად და ძნელად მიაჩნდათ, რომ მაგ გზაზედ სვლა, თავ-გამომეტებათ ითვლებოდა. კილფერანი ბევრს ბერ-მონაზონს ჰგზავნიდა ხოლმე, რომ სხვა და სხვა ქვეყნებში დაუმორჩილებელს ყურს ჩააგონოს ამობა ამიერის ქვეყნისა და ნეტარება იმიერისა. ქადაგებისა და მოძღვრების შემდეგ იგინი დანიშნულ დროს ისევ დაბრუნდებოდნენ ხოლმე მონასტერში და ხელახლად მიეცემოდნენ მშვიდობიანს, მაგრამ უსასტიკეს ცხოვრებს ბერ-მონაზონობისას. ხოლო მამა კიპრინი განუშორებლად მონასტერში იმყოფებოდა, თუმცა ამბობდნენ, რომ მთელს მონასტერში მისნაირ მეცნიერი და მჭევრ-მეთქვი სხვა მქადაგებელი არ იყო: მასზედ ამბობდნენ „სწორედ ოქროპირიაო“.

უდაბნო, რომლის ძველ კედლებთა შორის გრაფმა დე-ვალმონა მოიპოვა სულის მშვიდობა და დამარხა თავისის უწინდელის სიცოცხლის ისტორია, გათქმული იყო თავისის სიძველეთა მაშინაც, როცა იგი მოვიდა მუნ თავ-შესფარებლად. სახელოვანნი ზარები, ეგ მეტად ძვირფასი შესაწირავი, მოიტანა მან სხვა ქვეყნის ხომალდითა; ამ ხომალდს ისეთი უცნაური აგებულება ჰქონდა, ისეთი სხვა გვარი მომართულობა, რომ კაცი მაშინვე შეატყობდა, რომ ეგ ხომალდი სხვა ქვენისაა. მაშინვე ამბობდნენ, რომ ამ ახალმა ბერმა ამ ზარებთან ერთად მრავალი სსვა განძიც მოართვაო. მონასტერს და თვით ამ ზარებს ხალხი რაღაც ცრუ-მორწმუნოების შიშით და მოწიწებით უყურებდა და სამღვთოდ რადმე სწამდა და ლოცულობდა.

ხოლო თვალად კი არა ეტყობოდა რა, რომ მამა- კიპრიანეს ზარების მეტი მიერთოს რამე მონასტრისთვის. ესე უნდა ვიფიქროთ იმის გამო მაინც, რომ არა რაიმე გარეგანი ნიშანი მონასტრის ცხოვრებაში არ მოასწავებდა მონასტრის ქონების გამრავლებას; თვითონ კიპრიანეს ცხოვრების დღენი იმისთანავე მარხულობაში, ლოცვაში და თავ-დაბლობაში გადიოდნენ, როგორც უკანასკნელის მწირი-ბერისა ვისამე და ვიდრე იგი ცოცხალი იყო, მის სახელს თითქმის არც კი იხსენიებდნენ. ეგ საკვირველის სმის და ძვირფასი ზარები რომ არ ყოფილიყვნენ, იქნება სიკვდილს შემდეგაც მისი ხსენება ისე გამქრალიყო, როგორც განქრა ხსენება მრავალთა მის მოძმეთა ბერთა, რომელნიც განსრწნეულ არიან უსახელო სამარეებში მონასტრის სასაფლაოზედ. გარნა ზარების გამო დიდხანს იყო ხსენება მისი, სახელი მისი მამით შვილზედ გადადიოდა იმ დრომდე, ვიდრე მონასტერი არ გაუქმდა და ის ზარები არ წაართვეს მონასტერს და არ დაკიდეს რეფორმატების ეკლესიის სამრეკლოზედ იმ ადგილის უმთავრეს ქალაქშია.

ირლანდიის ხალხს გულის სიღრმემდინ ეწყინა და ძალიან გაბოროტდა, როცა ზარები მამა–კიპრიანესი, წაართვეს და გადაჰსცეს მათის ქვეყნისა და სარწმუნოების მტერს და მდევნელსა. ხალხმა ამისათვის თავიც გამოიდო, რადგანაც ის ზარები სამღთოდ რადმე და წმინდანად ჰსწამდა, მაგრამ მაშინდელმა სისხლის მღვრელმა მთავრობამ მოუკლა ხალხს ეს თავ-გამოდება. თუმცა ირლანდიის ხალხი აიმღვრა ძლიერის მძულვარებითა და სასიკვდინე მტრობითა, მაგრამ ყოველივე ეს ამაო იყო, რადგანაც ხალხს არავინ ეგულებოდა მოსაშველებლად და შემწეთი გარნა აქაც კი აღმოჩნდა ძალი და მიემხრო უძლურთა, — ქალი, უძლურთა, — ქალი, რომელიც თვლით არ განიზომება ხელ-შეხებით არ იცნობება, ძალი, რომელზედაც კაცი ვერ გამოაჩენს გულახდილად თვის ხელმწიფებას, ვერც ცხადად იდღესასწაულებს მის ძლევა-მოსილობას, მაგრამ ყოველ ამის მაგიერ შეიძლება კაცს ჰსწამდეს იგი ძალი, შესტრფოდეს მას უზომო სიყვარულითა და მხურვალებითა ისე როგორც ყოველთვის ჰსწამებია და ჰყვრებია ირლანდიის ხალხსა. ეგ ძალი ორის სტიქიონის უღვლილებაა სარწმუნოებისა და სამაგიეროს ზღვევის იმედისა.

ხალხში დადიოდა ხმა, რომ ოსტატები, რომელთაც იკისრეს იმ ზრის დაკიდება ასლს ადგილს, ხარიხებიდამ ჩამოცვივდნენ და იქავ სული დალიეს; სამრეკლოს მეხი დაეცა და დაინგრა ძირამდე; ზარები დაცემის დროს დატყდა და როცა ხელალად გატეხილი შეადუღეს, თავის-თავად გაიბზარა. მთელს სამრევლოში კაცი ვერ იპოვეს, რომ ზარის რეკა ეკისრნა იმ სობოროში რადგანაც ხმა გავარდა, რომ ვინც მამა-კიპრიანეს ზარს დარეკს სხვა რჯულისა და უცხო თესლის კაცთა ბძანებითა, სახლში აღარავინ შაუშვებს, თავისის ოჯახის კერასაც აღარავინ მიაკარებს, არც ერთს ქალს ვეღარ იპოვის წვეულებაში სადმე ხმის გასაცემლად. არც ერთი გასათხოვარი ქალი ცოლად არ გაჰყვება არც ერთ დედა-კაცი არ მოინდომებს მის მოვლას და პატრონობას სნეულობის დროს — ერთის სიტყვით შერისხულ იქნება და განდეგილ თვისთა მოყვასთა და მახლობელთა შორის. ამ გვარის ძალის წინაშე უღონო შეიქმნა თვით იმ რკინის მთავრობის ძლიერება. იმ დროს ირლანდიაში ბევრი უღვთო კანონები ჰსწარმოებდა, მაგრა მაინც კიდევ მთავრობამ ვერც ერთს კაცს ვერ აქმნევინა ის რომ მამა-კიპრიანეს ზარები ერევა, და ეგრედ დადუმდნენ იგი ზარები საუკუნოდ.

ხოლო არ დადუმდა მამა-პაპის ნაანდერძევი თქმულობა, თუმცა საიდუმლოდ და ფარულად კი გადადიოდა დიდიდამ პატარაზედ, რადგანაც ვინც მაშინ თავის გულის ტკივილს გამოსჰთქვავდა, თავსა ჰსჭრიდნენ. ბოლოს დროს ის ზარები სრულიად დაიკარგა, არავინ იცოდა როდის და როგორ იქნება ამ დაკარგვის ამბავი ადვილად ასახსნელიც იყო, მაგრამ ხალხს უყვარს თავის შეტრფიალებული საგანი საიდუმლოებას ფარდაში გაახვიოს: საიდუმლოება, უცნაურობა როგორღაც ანუგეშებს ხოლმე ხალხს. იმ ზარების დაკარგვა ისე დარჩა სალხში სანუგეშებელ საიდუმლოებათ.

მაგრამ გაიარა ბევრმა წელიწადმა, და იმ დროის ბაშვები, როცა კიპრიანეს ზარები ისე უცნაურად დაიკარგა, გაიზარდნენ და მოხუცდნენ კიდეც. მაშინ ხალხში ხმა გავარდა, რომ ვითომც კილფერანის კლდეებზედ ზღვის მხრიდამ ისმის ხოლმე ზარების ხმაო, ვითომც ზაფხულის მყუდრო ღამეებში ხომალდის გუშაგს მოსდის იმათი მედიდური, სასიამოვნო და მიმზიდველი ხმა: სნეულის ბაშვის ახალგაზდა დედებსაც თვისის შვილის აკვანზედ ბევრჯელ გაუგონიათ ის ხმაო, აგრეთვე ყოველს იმედ-გადაწყვეტილს სნეულებსაცაო და ერთის სიტყვით, ყველას, ვინც კი დამძიმებულნი არიან ცოდვითა და მწუხარებითა, ბევრჯელ სმენიათ ზარის ხმა და ნუგეში მიუღიათ; ყველაზედ ხშირად სმენიათ მომაკვდავთა, ერთობ კარგს ნიშნად სთვლიდა ხალხი ვისაც ეგ უღირსებოდა. არავის არ ეშინოდა მაგისი, თუმცა არავინ იცოდა, სადა ჰკიდია ის ზარები და რა სახისანი არიან. მთელმა საუკუნოებმა გაიარეს და უკაცურს და დანგრეულს კილფერანის მონასტერს არა რაიმე ხმა არ მოსმენია, გარდა ღამურის ფრთების ფრიალისა და მიკიოტის ძახილისა, მაგრამ ხალხს მაინც კიდევ ჰსწამდა, უშიშრად და ყოველის ეჭვის გარედ, რომ საკუთრად მის ყურთა სასმენად ირეკება ხოლმე კიპრიანეს ზარები.

ხალხს გული სტკიოდა, როცა ესმოდა უხილავის ზარის ხმა, მაგრამ მაინც კიდევ ვისაც მოესმოდა მადლად სთვლიდა. მრავალი გატეხილი და ბედის მორჩილი გული სასოებით მიუპყრობდა ხოლმე ყურს და ხარბობით ნატრულობდა ზარის ხმის გაგებას, ვითარცა მადლსა ცისას; იმ დრომდე სულ განაბულს ყური ეჭირა აცა ის კურთხეული სმს მომივაო, ვიდრე დალოცვილი წარმოდგინება არ მოაჩვენებდა სანატრელს ხმას და მით არ მოუკლავდა გულის-წყურვილს, ისეთის სასოებით ფრთა ასხმულსა. ადამიანს გრძნობას ნიჭად აქვს რაღაც კავშირი მასთან რაც ბუნების გარეა და გონებისათვის მიუწდომელი.

ყოველივე ეს უწინ იყო, ძალიან უწინ და ეხლა როცა კაცი ხედავს კილფეანის მონასტრის ნანგრევებს, ძნელადღა შეიძლებს გონებით მაინც წარმოიდგინოს ეს მონასტერი იმ სახით, რა სახითაც იყო იმ დროს, როცა მამა კიპრიანე — დადიოდა მის გარეშემო და დროს ატარებდა სამარეების ჩხრეკაში მონასტრის სასაფლაოზედ, ნაზი და მოსდენილი მოყვანილობა მისის შავგვრემანის, სწორედ ფრანციელის სახის არა გვანდა სხვათა ბერ-მონაზონთა სხეს. სახე მისი ჯერ კიდევ რიხისა ღირსების გამომეტებული იყო, თუმცა კი ზედ-დაჰსჩნეოდა კვალი დიდის ტანჯულობისა და დაღალულობის ეხლა ეგ მონასტერი ისეთნაირად დანგრეულია, რომ არ სად არ შერჩენია არც ერთი ნიშანი რისამე ხელოვნებისა.

კილფარენის შორიახლო ზღვის პირზედ მშვენიერი ნავთ-სადგურია, საცა ეხლა ჩვენს დროში მრავალი ხომალდები დგებიან და საცა იმ უწინდელ დროშიც ბევრი სასოვდაგრო გემები დგებოდნენ. ბევრნი მოგზაურნი, აქ ზღვის ნაპირზედ გამოდიოდნენ, იქირავებდნენ ცხენს და გზის მაჩვენებელს და მივიდოდნენ კილიფარენში, საცა მათ დახვდებოდათ ხოლმე სტუმარ-მოყვრეობა და კეთილ მწვრთელი საუბარი ბერ-მონაზონთა. მოგზაურთ მოჰქონდათ ამბავი შორს მყოფთ ნაცნობებისა ანუ ქვეყნიერობის ამბავი რამ და როცა თვის საქმეს გაათავებდნენ, ისევ თავის გზას შეუდგებოდნენ, რათა ისევ ჩაებან ამ წუთის-სოფლის ტრიალში და არა ერთხელ მოიხედივდნენ ხოლმე ამ მშვიდობიანის სადგურისკენ, რომელსაც საუკუნოდ შორდებოდნენ.

შვიდმა წელიწადმა გაიარა მას აქედ, რაც ქვეყანას მიეფარა გრაფი ფრანცისკო დე-ვალმონი და გილარენის უდაბნომ და მის გარეშემომ გაიცნო. მეცნიერი, ღვთის- მოყვარე, გულ-დახურული, და მიუკარებელი მამა-კირინე. ამ შვიდს წელიწადში არავის არ მოუკითხავს იგი, არავინ არ მოსულა მის სანახავად და არა რაიმე ამბავს ქვეყნიდამ არ მიუხწევია მის ყურამდე. მას აქედ რაც მოშორდა თავის მშობელს ქვეყანას დიდი ამბები მოხდა, მრავალი საშინელი საქმე ჩაიწერა ქვეყნიერობის ისტორიაში და დამჩაგვრელ ტვირთად დაედო არამც თუ ამ საზოგადოებას, საიდამაც თვითონ თავი გამოირიცხა, არამედ ბევრს იმისთანა საზოგადოებასაც, რომელთაც შორის თვით ეძიებდა თავის უკანასკნელის ცხოვრების ნავთ-საყუდარს. კილფერანის უდაბნო იმის წყალობით გადარჩა ქვენის უკუღმართობას რომ შორს იყო და თვალასთვის უჩინარი. უეჭველია ბევრს, ვისაც ძალი და უფლება ჰქონდა ბერ-მონაზონთა წყობის დამხობისა, არ ეცოდინებოდა რომ სადმე შორს რაღაც მიყრუებულს ადგილას მიმალულია ერთი უბრალო მონასტერი, რომელიც ღირსიც არ იყო, რომ მთავრობას ყურადღება მიექცია. ესეა თუ ისე ჯერ კიდევ კილფერანს დამხობის დრო არ მოსვლოდა. მონასტერი ისევ თავისუფლად არსებობდა თავისის წესით და მშვიდობით ცილობდა თავის ქონებას, თუმცა კი ხმა მოდიოდა, რომ ინგლისის დედოფლის ელისაბედის მოხელენი ტყავს აძრობდნენ ირლანდიის ხალხს და სდევნიდნენ მის სარწმუნოებას — და აი სწორედ ამ დროს გამოჩნდა ერთი ნიშნი, რომ კიპრიანისა და მის გარე ქვეყნის შორის არის კიდევ რაღაც კავშირი.

ზაფხული ილევოდა. მოწმენდილი დღეები იყო, ისევ ცხელოდა; მინდვრები ოქროსფრად შეიმოსნენ, გამზადებულნი მოსამკალად; ზღვა ზარმაცად მიაგორებდა თავის ზვირთებს, თითქო ჰსთვლემსო. განსხივებულს სინათლეზედ; ყოველი ხმაურობა მისწყდა. საქონელი და ყოველი ოთხფეხი იწვნენ ისეთის მოსვენებით და კმაყოფილებით თითქო ნეტარებით აღვსილნო და ხეებმაც კი ჯერ უძრავად მდგომარეთა, უეცრათ, თითქო. გააღვიესო, თრთოლა დაიწეს თითქო რაღაც საიდუმლო ნეტარების ჟრჟოლამ ტანში გაუარათო.

ერთს პატარა სენაკში, რომელსაც ერთი სანათური ჰქონდა და თეთრად იყო გალესილი, იჯდა მამა კირიანე და უშველებელს წერილებს ჰსჩხრეკდა ტყავზედ გარკვევით, მაგრამ უცნაურად დაწერილებს. მის სახეს ჩვეულებრივი რისი და ღირსება ეტყობოდა მაშინაც, როცა იგი თითს აყოლებდა სტრიქონებს და მისი ტუჩები ცმაცუნებდნენ, იმეორებდნენ რა წაკითხულს სიტყვებს. ყოველს მოძრაობაში ეტყობოდა ცხადად ნამდვილი ბერ- მონაზნობა, მაგრამ კი რომ კარგად დაჰკვირვებოდით, ამ ბერ-მონაზნობის სახეზედ წაიკითხავდი, რომ იგი ან სახელმწიფო საქმის მომქმედი კაცია, ანუ სპასალარი ჯარასა ცხენის ფეხის ხმაურობა მოისმოდა, მაგრამ მის ყურთამდე ვერ მოასწია; არც გაიგო როცა კარის ჯაჭვმა გაიხმაურა და გაიღო. მძიმე ჭიის კარები. სენაკში შევიდა მწირი ბერი და უთხრა კიპრიანეს, რომ ვიღაცა დიდ კაცი მოვიდა და შენს ნახვას ნდომულობსო; ამ ხანად იგი ელაპარაკებაო მამა- გამგებელს. მამა-კიპრიანეს გაუკვირდა ეს ამბავი და გაოცებით შეხედა მწირსა. თითი ისევ სტრიქონიდამ არ მოუშორებია, რომ სთხოვა, სთქვი, განმიმეორო. მწირმა ხელახლად უამბო. მაშინღ წამოდგა კიპრიანე თავის ადგილიდამ; შავ-გვრემანი სახე გაუფითრდა, როცა შევიდა სტუმართ-მისაღებს სენაკში საცა დახვდა მამა-გამგებელი და მის წინ ყმაწვილი კაცი მეომარის თვალ-ტანადობითა და თუმცა მტვრიანი და გალაფიანებული ტანისამოსი ეცვა, მაგრამ მაინც მშვენიერი და მოხდენილი სანახაობა ჰქონდა. ნელის სიარულით შედგა ფეხი ოთახში მამა კიპრიანემ. უცნობმა დინახა თუ არა, ხელში ჭერილი ქუდი გავარდა ხელიდამ და გადასახვევნად ხელებ გაშლილი მივარდა მამ-კიპრიანეს.

— ფრანცისკო! შეჰყვირა მან.

— ლიუდოვიკ! ჩემო ძმავ! წამოიძახა კიპრიანემ.

(შემდეგი იქნება.)

7 სხვა და სხვა ამბავი

▲ზევით დაბრუნება


სხვა და სხვა ამბავი

— როგორ უნდა შეინახოს დიდხანს თევზი — საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიაში ვიღაც ამელიომ წარუდგინა თავისი აღმოჩინება მასზედ, თუ როგორ უნდა ინახებოდეს თევზის ხორცი, რომ რამდენსამე წელიწადს არ წახდეს. აი ამისათვის რა უბრალო წამალი ყოფილა. მოუხარშავი ანუ მოხარშული თევზი უნდა ჩაიდოს გეჯაში წმინდა წელით ავსებულში და ზედ დაემატოს კარგა ბლომად ლიმონის სიმჟავე (лимонная кислота) ორისა თუ სამის საათის შემდეგ თევზი უნდა ამოიღონ და გააშრონ ანუ ჰაერზედ ანუ საშრობელზედ სადმე. ამ გვარად მომზადებული თევზი რამდენსამე თურმე წელს შეინახება. რომ ისევ თვისი სილბილე დაუბრუნდეს თევზს სამყოფია კაცმა ორისა ანუ სამის დღით თევზი ცივ და წმინდა წყალში დაალბოს.

— ახალი აღმოჩინება ფოტოგრაფიისათვის. — მიუნხენში სასახლის ფოტოგრაფმა იოსებ ალბერტმა იმისთანა რამ მოიგონა, რომ რასაც გადიღებს, მას თვს ბუნებრივს ფერსაც გადასცემს ხოლმე. თუმცა ეს აღმოჩინება ჯერ სისრულეში არ არის მოყვანილი, მაგრამ ამობენ, რომ სცადესო და ფოტოგრაფიით სურათებად გადაღებულს საგანთა თვისი ბუნებრივი ფერი ჰქონდათო.

— საოცარი თოფის მსროლელი, —პარიჟის თეატრში, რომელსაც Folies Bergóre ს ეძახიან გამოჩენილა ერთი თოფის მსროლელი, რომელიც ისეთის სისწორით ესვრის ნიშანს, რომ მაგაზედ უკეთესად სროლა კაცთათვის შეუძლებელია. იგი თურმე ზურგს შეაქცევს თავის ცოლს და ისე პირ-უკუღმა ესვრის თოფს და ცოლის თავზედ დასმულს ვაშლს გადმოაგდებს ხოლმე. საფრანგეთში ამისთანა სისწორით სროლა ისე არ უკვირთ თურმე, როგორც გამბედაობა ცოლისა, რომელიც ძალიან დარწმუნებული უნდა იყოს ქრმის სიმარჯვეზედ. ამბობენ იმ თოფს პატარა სარკე აქვსო და იმ სარკის შემწეობით ამოიღებს ხოლმე ნიშანსაო.

— ამერიკანული სისწრაფე. — ქალაქს ბრუკლინში, რომელიც ნაწილია ნიუ-იორკისა, საჭიროდ დაინახეს რკინის გზის გამართვა ქალაქის ორთა შორეულ ადგილთა შორის. საქმე დიდი არაფერი იყო, რადგანაც ამერიკანელებს დიდი ხანია სასწაულად აღარ მიაჩნიათ ქალაქში რკინის გზის გატარება, ხოლო ამ საქმეს მოულოდნელად მძიმე დაბრკოლება შეემთხვა. იქ ერთი უზარმზარ ქუჩაა Atlantiq Avenue, რომელზედაც უნდა რკინის გზა გაეტარებინათ. ამ ქუჩაზედ სახლების მეპატრონეთა წინააღმდეგობა გამოიჩინეს და სთქვეს თუ აქ გზას გაატარებთო, გიჩივლებთო. ამის გამო რკინის გზის საქმე ბეწვზედ ეკიდა და მხოლოდ სისწრაფეს შეეძლო ეშველა რამე. შაბადს სწორედ შუაღამისას დაიწყეს მუშაობა და ორშაბადს გათენებისას რკინის გზა გაყვანილი და მორჩომილი იყო 6.500 მეტრის მანძილზედ. მოწინააღმდეგეთ ვერ მოასწრეს საჩივარის შეტანა რადგანაც მთელი ეს საოცარი საქმე 23 საათის განმავოლობაში დაიწყო და შესრულდა და ამ 23 საათში სასამართლოებისათვის უქმე იყო.

— აი კიდევ სწორედ ამერიკანული სისწრაფე. ეს რკინის გზა ხომ თითქმის თვალის დახამხამების უმალეს გააკეთეს, აი ერთი მაგალითიც სისწრაფისა, თუმცა სხვა გვარი კია. ფოშტის კარეტიდამ, რომელიც ერთს ქალაქში მიდიოდა, დაიკარგა 3,000 დოლლარი. ეს მოხდა დილის ხუთს სააათზედ. შვიდს საათზედ ჯილდო დაუნიშნეს ვინც კი იპოვის ქურდებსა, თორმეტს საათზედ ქურდები იპოვნეს; ორს საათზედ შუადღის შემდეგ დაკარგული ფული სრულად დაუბრუნეს პატრონს, საღამოს ხუთს საათზედ ქურდებს საქმე გადუწყვიტეს და დახვრიტეს; ექვს საათზედ კიდევ დასაფლავეს და საფლავის მიწა გადუტკეპნეს.

— უცნაური ხე. — ამერიკის გაზეთში „Panama Star and Herold“ მოყვანილია ერთის კონსულის წერილი კოლუმბიიდამ (პერუ), რომელშიაც ღირს საცნობი ამბავი ჰსწერია. ქალაქს მოიობამბს გარს ახვევია ტყეები. იმ ტყეებში ერთი ხეა, რომელსაც იქაურები „წვიმის ხეს“ უძახიან და სწორედ საოცარი თვისება აქვს ამ ხეს. როცა ხე შემთავრებულია, სიმაღლე აქვს 18 მეტრი და გულის სიგანე ძირთან ერთი მეტრი. რაც სინესტეა ხოლმე ჰაერში ეს ხე საოცარის ძალით შეისვავს ასე რომ ქერქზედ წყალი ჩამოსდის და შტოებიდამ წვიმასავით მოდის. იმოდენა წყალი დასდის ამ ხეს, რომ მის გარშემო. გუბე დგება. მაგრამ ყველაზედ საოცარი ის არის, რომ ამ ხის თვისება მაშინ უფრო ძლიერად მოქმედებს, როცა ზაფსულია და როცა გოლვის გამო წყალი იშვითია და თვით მდინარენიც დაშრებიან ხოლმე. თუ კაცმა ამას ყური ათხოვა, შეიძლება ამ ხემ აუარებელი სარგებლობა მოუტანოს იმ ადგილებს, საცა უწყლოობაა.

— რამდენი სული ერთის მილლიონის ბაშვებთაგან მიაღწევენ ხოლმე სიბერემდი. — ამაზედ ინგლისში გამოკვლევა იყო და აი რა ღირს საცნობი შედეგია მგამოკვლევისა. ერთ მილლიონ ბაშვთაგან ინგლისში პირველ ხუთს წელიწადს იხოცება ერთ მეოთხედამდე, ესე იგი,260,000, მათ შორის 80,000 ტვინისა და ფილტვის სნეულებისაგან; 22,000 მუცლისა და სისხასაგან, 17,000 ქუთრუშისაგან, 14,000 — ფარდახტისაგან და 11,000 წითელისაგან. ათის წლიდამ ხუთმეტამდე ნაკლებ იხოცებიან. ხოლო ხუთმეტიდამ ოცდახუთამდე სიჭლექეს მრავალი მსხვერპლი მიაქვს, უფრო ახალგაზდა ქალნი. სიგიჟე და თავის-კვლა ამ ხანში დაიწყებს ხოლმე მოქმედებას. ორმოცდა ხუთს წლამდე ის თავდაპირველი მილლიონი განახევრდება ხოლმე და დანაშთენ ოცდახუთს წელიწადს მილლიონიდამ 309,000-ღა რჩება და სამოცდა ხუთმეტ წლამდე ერთის მილიონიდამ სულ 147,905 კაციღა მიაღწევს ხოლმე.

8 განცხადებანი

▲ზევით დაბრუნება


განცხადებანი

მეორე ტირაჟში

24-ს ნოემბერს 1877 წ. ამოვიდნენ შემდეგნი გირავნობის ფურცელნი მიხაილის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა.

მეორე სერიისა

43 ½ წლის ვადისანი

ასი მან. ღირსებისა № 26.

18 7/12 წლის ვადისანი

ასი მან. ღირსებისა №№ 46, 56, 26, 86, და 156

ხუთასი „ - - - „ - - - „- - - 46

ათასი „ - - - „ - - - „- - - 56

მესამე სერიისა

43 ½ წლის ვადისანი

ასი მან ღირსებისა № 26.

18 7/12 წლის ვადისანი

ასი მან ღირსებისა №№ 6, 16, 26, და 28.

ტირაჟში გამოსულის ფურცლების და კუპონების ფული მიიღება ბანკში და ვინევენის და კამპანიის კანტორაში პეტერბურღს.

გამგეობა

მიხაილის აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკისა ამით აცხადებს, რომ 47 ამა ბანკის წესდების ძალით გამგეობაში გიყიდება საზოგადო ვაჭრობით ქუთაისში მდებარე ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი ადგილით, რომელიც ეკუთვნის კოლლეჟსკი ასსესორს ბესარიონ ანდრიას ძეს ხელთუპლიშვილს.

ГАЗЕТЫ

БАКИНСКІЯ ИЗВѢСТІЯ

ГОДЪ ТРЕТІЙ

Цѣна газеты на годъ въ Баку съ доставкой 5 р. на полгода-3 р., на три мѣсяца 1 р. 75 к., въ мѣсяцъ 75 к. Съ пересылкой во всѣ города импе- ріи на годъ 6 р., на полгода 3 р. 50 к., на три мѣсяца 2 р., на мѣсяцъ 90 к.

Подписка принимается въ Баку, въ домѣ Да- дашева, на Милютинской улицѣ, близъ гостинницы «Кавказъ» и въ Бакинскомъ Обществѣ Взаимнаго Кредита.

Иногородные адресуютъ свои требованія исключительно: ВЪ БАКУ, ВЪ РЕДАКЦІЮ БАКИНскихъ Извѣстій. РЕДАКТОРЪ С. О. Гулишамбаровъ.