The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №10 (1859)


ცისკარი №10 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა

▲ზევით დაბრუნება


1.1 არაგვი

▲ზევით დაბრუნება


არაგვი

(საკუთარ პოემიდამ „აჩრდილი“.)

ჩვენო არაგვო! რა რიგ მიყვარხარ!..
ქართლის ცხოვრების მოწამეთ შენ ხარ...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა განმშვენებული!
ჩემის მამულის დიდება ძველი
შენს მღვრიე თვალწინ აღყვავებულა;
მიყვარხარ მისთვის რომე ქართველი
აქ, შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენ ზვირთებ შორის ჩემის ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია
და წმინდა სისხლი ქართველებისა
შენს კიდეებზედ გადასხმულია.
იქ, სადაც შენსა მღვრიესა წყალსა,
შეურევ ხმოვან შფოთიან მტკვარსა,
იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე დუღდა,
იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ქუხდა.
შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი
და საუკუნეთ- იგი ქართველნი!...
გულ-ხელ დაკრეფილ შენსი მღვრიე წყალს
რამდენჯერ ტანჯვით ვადენებდი თვალს.
რას ვეძიებდი მე? ჩემს ქვეყნის წარსულს,
შენ წინ დაღუპულს ჩემს ძველსა მამულს
და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს
აძლევდა ხოლმე გულს საკვდავ პასუხს.

ილია ჭავჭავაძე.

1.2 ქართლის სალამი

▲ზევით დაბრუნება


ქართლის სალამი

შორის ქვეყნიდგან მოშორებულსა
სამშობლო ჩემო! გიგზავნი გულსა,
შენს ერთგულს მონას, მსხვერპლადცა მზასა,
შენთვის ოხვრისგან დაწყლულებულსა.
მშვიდობა შენთან! სამშობლო მხარე!
ერთს დროს ჩემთ სევდათ მეიავარე,
რა რომ მოგშორდი სევდამ კვლავ მძლია
და სიხარული მანდვე დავჰყარე.
ვაი თუ დავყარე უკუნისამდე?
ვეღარ გიხილო სანამ ვსუნთქამდე?
უნდ უნუგეშომ კაეშანს ვმონო
და ჯაჭვ ჩაბმული მას უნდა ვჰყავდე.

ასე ამ ქვეყნად გამიქრეს ბედი,
ვეღარ გიხილო სამშობლო მეტი!
ჩემი სურვილი, მხურვალე გრძნობა
ამაო იქმნეს, აღწყდეს იმედი!
უნდ სიკვდილამდის ვეგდო ამ მხარეს,
სევდისა მსხვერპლად ცრელმს ვღვრიდე მწარეს,
სად ვერ ვსჭვრეტ ვარსკვლავს, მთვარე მრქალია,
დღეს ბნელი ჰფარავს მის არე მარეს?
წყეულო გრძნობავ! მყოფ უიმედოს?
არ მრწამს, სამშობლომ გამომიმეტოს!
ვეღარ ვიხილო? წყრული ვერ ვჰკურნო?
მაშინ ჩემს გულსა ცეცხლი მოედოს!
არა! ვგონებკი მეღირსოს ნახვა?
ნახვა! რა სახვა? ის იქნება სხვა!
როს მის გემებსა დააქანებდეს
კასპიისაცა და ექვსინის ზღავ!
აღსდეგ სამშობლო! ბევრი გეძინა!
ვინც კვალში გდევდენ, გაგისწრეს წინა!
შენის ბუნების მექონი, მითხარ,
რამ დაგაღონა? რამ შეგაშინა?
აღსდეგ მამაცად და გაიმართე,
თუ რომ იშრომებ, გზები გაქვს ფართე!
ცეცხლის გამები, რკინისა გზები
და ტელეღრაფი თამამად მართე!
როგორც შეფერის შენსა ბუნებას
ისე აძლევდე შრომასა ნებას,
ხარბის თვალითა მიიტაცებდე
და ავრცელებდე მანდ განათლებას.
ჰხედავ რუსეთსა? რუსეთსშენს მსხნელსა?
ვით ზრუნავს შენთვის, გიმართავს ხელსა?
ეცადე ნაცვალს და მოთმინებას
შენ ნუ აკმარებ მას ცარიელსა. წ.

1859 წელსა.
-სა ივლისს.
ს. პეტერბურღს.

1.3 ანდერძი. (ლერმონტოვით)

▲ზევით დაბრუნება


ანდერძი. (ლერმონტოვით)

ცალკე მინდოდა შენთან მე ძმაო,
სალაპარაკოთ მცირეს ხანს ყოფნა:
მცირე სიცოცხლე დაგრჩომიაო,
მეუბნება მე მთელი ქვეყანა.
მალე ხარ სახლში შენ წასასვლელი,
ფრთხილიკი იყავ... მაგრამ რა ფრთხილი!
უნდა რომ გითხრა შენ მე მართალი:
ჩემთვის არა სწუხს არვინ ძალიან.
ხოლო თუ იყოს ვინმე მკითხველი...
ვინც იყოს უთხარ ვიყავ დაჭრილი,
ტყვია მქონიყო გულში გავლილი,
მითი მოკვდათქო მეფის ერთგული,-
და მომიკითხე ჩვენი მამული.
მამა და დედა, არა მგონია,
კიდევ დაგიხვდნენ შენ ცოცხალნია,
არ მინდაკი რომ, საცოდავნია,
შეიქნენ ჩემთვის მწუხარენია.
მაგრამ მათგანი ცოცხალ ვინც იყვეს,
უთხარ ვმორჩილობ მე სიზარმაცეს,
მისთვის ვერა ვსწერ, პახოდ გამგზავნეს,
და ჩემს მოსვლასა აღარ ელოდეს.
ჩვენი მეზობლის ერთი ქალია,
იმას განვშორდი დიდი ხანია;
თუმც ახლა იგი რა მკითხველია,
მაგრამ რა უშავს უამბენია
თავით ბოლომდინ სულ მართალია.
ცარიელ გულსა ნუ შეიშურებ,
დე მოუვიდეს ცრემლი მის თვალებ:
ცრემლით მე იმას არას დავაკლებ.
ბ.

1.4 ბეთანია

▲ზევით დაბრუნება


ბეთანია [1]

(ვუძღვნი თ. ზაალ ბარათოვს.)

I.

მზადისი.

გალობა I.

ახ! უყურეთ ამ ღამეს, რა ღამეა, რა ღამე,
თუ ვით მნათობს ლურჯს ცაზედ ათ თხუთმეტის დღის მთვარე!
ხარ პარია ვარსკვლავი, ხვამლი, მასთან სასწორი,
მიმავლობენ ნარნარად სავალი აქვსთ თუმც შორი.
მისთვის რომე ისინიც შეტრფიან ტურფა მთვარეს,
რომელს ხედვენ რა ესრედ მეტად პირ მომღიმარეს,
რძის გზაზედან პლანეტნი ხშირად არიან გაბმული,
თითქოს ერთობ შეკრთებით ფერხისა აქვსთ დაბმული.
ბუნებას ვსჭვრეტ თუმც კარგსა, ეს რა გრძელი ღამეა,
ნეტამც ჩქარა გათენდეს ხვალ გველის ბეთანია!
რა წყნარა მიმავლობენ დრეს ეს ცისა სხეულნი,
სუს! ეს რაღას აგვიტყდნენ ჭრიჭინანი ეულნი.
აწ მე გათენებასა მოუთმენლივ მოველი,
თუმცა მატკბობს მაღლით ცა და ქვეყანად ყოველი.
ეს მთვარეც დღეს! მიკვირს თუ რა წყნარად მსვლელია,
ოჰ ნეტავი იცოდეთ ლოდინი რა ძნელია!
აი! აგერ მოვიდა ფებმან განაღო კარი,
ძლივს აღმოხდა ცკვიტათა დილის მთხრობი ცისკარი.
მღვდელო! აღზდეგ! მაგდენი ძილი ვგონებ რომ კმარა,
ვიდრე გათენდებოდეს, მოვემზადნეთ ჩვენც წყნარა.
წუხანდელნი სტუმარნი ჩვენებრ ემზადებიან,
აღზდეგ შეხე! მგონია ცხენნი ეკმაზებიან.
მღვდელო! მამაშვილობას, შენც მზათა ჰქმენ ხურჯინი,
პირველად შიგ ჩააწყე საღმრთო ჯვარი და წიგნი.
ეგ ყველას ჰსჯობს, ეგ ყველად, ესრედ გამიგონია,
ჩვენ წინაპართ ჰქონიათ საღმრთოთ ეგ გარმონიად.
ნურცა თუ დავუტევებთ ჩვენის ლხინის წამალსა,
მისთვის რომ არ შვენის ღმერთას ბახუსის ძალსა.
შემდგომს უზრუნველათა გავმგზავრდეთ და მივიდეთ,
ჯერ მხურვალედ ვილოცოთ, შემდგომს ნურც მოვიწყინებთ.
მოვიგონოთ თამარი, მეფობა მის, ქმნილება,
რაღას მტანჯავ. აღზდექი, მაკმარე მოთმინება!..
აი, ძლივს აღზდგა ხუცესი, მაგრამ ჯერ იზმორება,
ამხანაგიც მოვიდა ხელსა ეამბორება.
კაციც მოდგა ცხენები ჩვენ წინ წამოაყენა,
გული მიცემს და ვფიქრობ: ნეტამც ჩქარა მაჩვენა!..
II
გამგზავრება
გალობა[2].
ცხენს ავმხედრდით, მივდივართ, მივალთ, მივეშურებით,
ზოგნი ტკბილის საუბრით, ზოგნი მიღუღუნებით.
მწყემს საამოდ მოუდის მინდორზედარ ნახირი,
თითქოს ბანსა გვაძლევენ რა აქვსთ ერთობ ზახილი.
მთათგან სიო მოჰბერავს სენის წარმტაცებელი,
ჩვენ სიცოცხლის ფიალის მეტად აღმავსებელი.
თვისის ფრთებით ნახირთ ხმას გარემოსა მას მოსდებს,
ნახირთ ხმათა და ჩვენთ ხმათ ახლოს მთაცა ბანს მოსცემს.
მღვდელმან რა თქვა: „აღმართი დიდი გვიძევს ჩვენ წინა.“
შარავანდი ამ დროსა მზემან მინდვრებს მოჰფინა.
ოქროს ფერად გარემო თვისის სხივით შეღება,
ნაკადს მოხვდა სადაცკი მისცა, მას ელვარება.
მძინარეთა მცენარეთ თავნი ერთობ აღიღეს,
ველთა ზედან ყვავილთა მშვენივრად გაიღიმეს.
აი, მიველთ, მივმართეთ მთასა მწვანით მოსილსა,
წინამძღვარი ხუცესი გვირჩევს ნუ იქმთ ფორხილსა.
შევუდექით აღმართს გზას, და ამასთან ქვიანსა,
გარნა ოთხკუთხ მწვანიანს, მეტად ტურფა ტყიანსა,
ხან ავალთ და ხან ჩავალთ, აქა იქ ვიყურებით,
ვხედავ ხტიან ტყეს შიგან მგელნი, ზოგან ტურები.
ას წლოვან ხეთა შორის რქა ირმისა გდია ძირს,
ოხრათ დატოვებული პატრონისა ხვედრსა სტირს.
სუს! გაჩუმდით! ამ ტყეში ეს ვიღისი ხმა ისმის,
მის ხმაზედან შეხედეთ! ფოთოლიცკი ხეზედ თრთის.
გულამოსკვნით ვიღასაც გამწარებით დასტირის,
ხან მაღლად და ხან მდაბლად ვაებითა გაჰკივის,
უთუოთა თქვენმა მზემ! ბულბულია, ბულბული,
ხედავთ ყვავილთ, მის ცრემლით არიან დათრთვილული,
ტუქსით წყეულს მებაღეს ვგონებ გამოუგდია,
ვარდის განშორებითა რა ცოდვა დაუდვია,
ავდივართ და თან ვსინჯავთ ბუჩქში, ნეტარ სად არი?
ვხედავ ბულბულს საცოდავს ხეზედ არს შემომჯდარი.
მეც გული ამიტირდა, მივალ ციტათი წინა,
ახ! გამოსხლტა კურდღელი წყეულმან გამიფრინა!...
კვალად ავალთ, ავდივართ, ავალთ, ავეშურებით,
ხან აქეთ და ხან იქით კმაყოფით ვიყურებით.
ვხედავ აქა საყდარსა, საცოდავათ დამჭკნარსა,
იქ მწვანეთ ფოთოლთ შუა საყდარს კვალად მაგარსა.
ზოგან კოშკსა, ზოგან ძეგლს, ზოგან ძველთა ნასახლართ,
ეს ყოველი გვაგონებს საცოდავთ ჩვენ წინაპართ,
მათ წინაპართ, რომელნი მას ალაგსა დგომილან,
თავიანთ დროს ისინიც კმაყოფით განცხრომილან.
თუმცა რომე იგინი მტერთ გარემოუცვია,
გარნა სარწმუნოებას ჰსჩანს უხვად დაუცვია!...
წვერს აველით! ვიკვირვით, მუნითგან ვსჭვრეტთ რა ძირსა,
მარცნივ ციხეს ქოროღლის, მარჯვნივ ვხედავ ბირთვისსა,
წინ მოჩანან სოფელნი, აქა იქ გაბნეულნი,
ხავერდ მზგავსად მათ შუა ველნი გამწვანებულნი,
ზოგან თეთრად და ზოგან წითლად, ყვითლად ქცეულთა,
თვალი ვერ გადაწვდების საგანთ ღმრთისგნით შექმნილთა!
ვეტყვი მოყვას: კარგია, ვჭვრეტთ ჩვენ აწ ახლა რასა,
წინამძღვარო გაგვიძეღ კვალად შევუდგეთ გზასა!..
ეს რას ვხედავ! სად ჩავალთ! ქვესკნელს მივალ თუ სადა?
უცნაური ჩვენ თვალთ წინ, ვჭვრეტ ფარდა გარდიხადა!
რამდენს ბიჯსაც გარდავდგავთ იმდენს მივალთ აწ ძირსა,
ცხენნიც ნეტარ იცოდეთ მიეცნენ თუ ვით ჭირსა:
ქაფში ცურვით ჩავყევართ, ყურებს ძირსა ჰკიდებენ,
ხან იდრეკენ ფეხებსა, ხშირად რა მორძიკებენ-
აღარა გვაქვს მეტი გზა, უნდა დავუქვეითოთ,
წყნარის სიარულით ცხენთ ბინას მივასწევინოთ!...

III
ბინაზედ მისვლა.
გალობა 3.
ჩავალთ, ჩავალთ, ჩავდივართ, ჩავალთ თითქოს ქვესკნელსა,
ვინღა ხედავს აქ კაცსა, ვინღა ხედავს აქ ველსა.
ცოტ-ცოტათ იფარვიან ტანი აქ ჩვენთ თვალთ წინა,
მხოლოდ ვხედავთ ჭმუნვით ხეს, თითქოს გაჰქონან გმინა.
არსით ისმის ხმა კაცის, სრულად გარემოება
დუმილს ესრედ მოუცვამს რომ მეფობს მყუდროება.
ხენი, ბუჩქნი, ჯაგნარნი თუმც არან შეფოთვლილნი,
გარნა ერთობ არიან სრულიად თავდახრილნი,
თითქოს ესე წინათვე, რაღასაც რას მოგვითხრობს,
გულში ესე სურათი მეტის მეტსა ჭმუნვას შობს!..
გადავდექით! უმზერთ ძირს! ძლივს, აი ვნახეთ ტაძარი,
ორთ ფიალოთ კლდეთ შორის! ეს რას ნიშნავს, სად არი?
სიმგვრგვლივ ტყენი მწვანენი, ტაძარს ვითა ლაშქარი,
ახვევიან, იცვამენ, ციხე აქვსთ მათ მაგარი,
მივალთ ძირსა და ახლოს, ვნახოთ ღვთისა სადგომი,
ბეთანიისტაძარი, დიდხნით ჩემგნით ნანდომი!..
წინ ვერ მივალ, ვერ ვბედავ, აქ ბძანდება თამარი,
ვერ ხედავთ მოგვეგება წინ მის წყარო მცინარი?
ბატონს უყვარს ქართველნი, ქართველური მას წესი,
როს ბატონს ყმა იახლოს, წესი არს სასახლესი:
თოფ-იარაღში ჩამჯდარი, ყურთ მაჯ მაღლა შეყრილი
ოქრომკედებრ ულვაში მამაცურად გრეხილი;
სირმით მკერდი ნაჭედი, გულისპირი წითელი,
ქუდი გვერდზედ, ხრმალი გვერდს, მაშინ წყალობას ელი;
გულზედ ხელნი დაიწყო, რა მეფე დაინახო,
სიყვარულით და მძიმეთ თავი ძირს მოუხარო.
ხურჯინისგნით მოიღო შემდგომს ნაზუქთ ნამცხვარი,
რა მიართო, მუნ დაგხვდეს მეფე უხვად მღიმარი,
აწ რას ნახავს ჩვენშია, მეფე რა დაგვინახავს,
არც კაბა გვაქვს, არც ხრმალი, ქართველს რასა მიგვიგავს.
გარწმუნებთ, დაგვინახავს, გაგვიწყრება თამარი,
თუ გამიწყრა ვიყო მე მირჩევნია რომ მკვდარი!..
რას ნიშნავს? ხმა არ ისმის! სად არის აწ პატრონი?
ნუ თუ აქ არ ბძანდება საყვარელი ბატონი?
მო, მივადგეთ გალავანს, ვსცნათ თუ სადა ბძანდება,
მეტის მეტის სურვილით მე თვალნი მელანდება.
მივადექით კარებსა, რომელზედ არს სამრეკლო,
რომლით ადრე და აწცა გალავანი გარს ევლო
და რას ვხედავ? ზოგს ალაგს კარნი ჩამოქცეულან,
სად ფრინველნი ხალხისა ნაცვლად დამკვიდრებულან.
სრულად გარემოება მყუდროებას მოუცვამს,
ეს სასტიკი სოფელი გარს სასტიკს ნამგალს უსვამს.
გალავანში, სად ლხინი თამარის წინ ყოფილა,
ის ალაგი აწ მგელთა სადგურათა შექმნილა,
ეკკლესია აწცა სდგას ნახავთ მუნ საკვირველი,
განკვირდებით და იყუვით: ვინ შეახო მას ხელი?
ვიზანტიისკელოვანთ თავნი აქ შეუყრიათ,
მეფასათვის დიდ გრძნობით მათ თავნი მოუხრიათ.
შემდგომს უყვიათ ხელი, ვისაც რა შესძლებია,
თვითეულს ქვას ჩუქურთმა ტურფად დაუჩენია.
აღგებულა ტაძარი რა მეტად მშვენიერი,
მათ ჰყოლიათ მრჩევლად მადლი მუნ ზეციერი.2
მარცხნივ მხარეს უხატავთ მშვენიერი თამარი,
მშვიდი, წყნარი, ნარნარი და პირათ მომღიმარი!..
მო, შევიდეთ და დავტკბეთ მშვენიერის ხილვითა,
იქნებ კიდეც რომ დავსტკბეთ ვიზანტიურ წირვითა.
მაგრამ რა? ვსჭვრეტ მეფასა, დუმილითა მდგომარეს,
აწცა გავსილს ეგრეთ ვით თხუთმეტის დღის მთოვარეს.
ადრე აქა მგალობელთ საღმრთო წესი ისმოდა,
მათის ხმითა ტაძარი სრულიადა იძროდა.
ახლა გალობის ნაცვლად ზოგჯერ ფრინველთ ხმა ისმის,
არც ვინ ხმას გცემს, არც ჰსცემ, არცღა ტაძარი იძვრის.
აქ რამდენჯერ ვინიცის, რუსთაველს უმართავს ქნარი,
და ზედან შეუმკვია ქართველთ მეფა თამარი;
აქ რამდენჯერ ვინ იცის მეფას ჰქონდა ლხინობა
და ბანოვანთ რამდენჯერ აქ ჰქონიათ ყრილობა;
აქ რამდენჯერ ყოფილა ქართველთ ერი მრავალი,
უზახნიათ ქართულად ერთობ იარი-იარალი,
ვის ვკითხო რომ მომიგოს ადრინდელი დროება,
მაშინ, როდესაც მეფობს ერთოდენ მყუდროება!...
მაშ მო ღვთისა ტაძარო! მომიგე მეტად მინა,
ოდეს მობძანდებოდა თამარს სად აქვნდა ბინა?
ოდეს მობძანდებოდა მას თან ვინ მოჰყვებოდა,
ან თუ შენის მსახურთგან წინ ვინ მიეგებოდა?
ან ყოველთვის თან ახლდა თვის მგოსანი მას შოთა,
თუ რომ მოშორდებოდა მობძანდებოდა როცა;
შენ შორის საღმრთო წესი პირველ ვინ დააწესა,
მეფას გარდა სხვას რომელს ჰსახვდი შენდა მწესა.
ლიტურღიად ჰსდგა შენდა პატრიარხი როს კრებით,
ვგონებ თამარ თუ ვით ჰსდგა, კრძალვით და მოწიწებით?
მას დროს ენთო ვინ იცის თუ რამდენი სამთელი,
არა ეგრეთ, როგორც აწ არ ანთია არც ერთი.
ნუ ინებებ ტაძარო ნუ გაქვს ჭმუნვით დუმილი,
აღმისრულე შენს უღირს მსახურს, მონას, სურვილი!...
საღმრთო სახლი არ მცემს ხმას, მაშ მო ისევ შენ ქნარო,
გული გრძნობით აღსავსე შენზედან დავიმტკბარო!
შენცა მუზო კეთილო, ჰყურე გარემოებას,
და ჩვეულებრ მხურვალედ დამღერე ამაოებას:
ცელი ცელავს სოფელსა, არ დაზდევს არ ვის რასა,
თითქოს მწვანილს ბაღისას, თითქოს ველზედ თივასა.
ვინც მოხვდება მსწრაფლ მოჰკვეთს, ის არ დასდევს ყვავილსა,
ნეტამც მაინც მცირედიც ჰგავდეს რითმე ცხავილსა:
ქვეყნის მნათნი მანათნი სოფლის ცხრილში რჩებოდენ,
და ქვეყნის მავნებელნი მას ძირს გასცვივდებოდენ.
არა! ჰსცელავს და ჰსცელავს, ცელი სასტიკ მკვეთელი
არც დიდს დასდევს, არც მცირეს, ერთ არს ძუნწი და ქველი.
მას მოხვდება ტაძარი მშვენიერი, დაანგრევს,
მავზოლეი ფრიადი, იმ წამს ჭექით დააქცევს!..
ვილოცეთ, გამოველით, ვსხდით ჭმუნვით გალავანს,
რომელი ემზგავსება სიკეთით სავსეს სავანს.
აქ ქართულად დავსხედით, თითქოს რომე თამარი
გვმასპინძლობდა,-თავს გვედგა ფოთოლთ ტურფა კამარი.
ვსვამდით სულთა ნუგეშად, ვიგონებდით დროთ წარსულს,
თვალნი ემგზავსებოდენ დილის მცენარს დანამულს.
აქ დავძახეთ ქართულათ, ნამდვილი მამა-პაპურათ,
რადგან თამარს უყვარდა უფრო მეტად კახურათ.
გარშემო მთა, ტაძარი, ერთბაშ ხმას მოგვცემდა,
ქართული გარმონია გარემოს მოსდებდა.
მოგვანიჭა უხვათა რა ბახუსმა ჩვენ ძალა,
ვესალმოთ ამ ღვთის სადგომს, ვსთქვით დრო არის აქ ახლა?...
IV
დაბრუნება.
გალობა 4.
მოვალ, მოვალ, მოვდივარ, მოვალ მოუძლურებით,
თან ჭმუნვით და თან ოხვრით უკან მივიყურებით,
მოვდივარ და სრულიად ჩემი გული, გონება,
მშვენიერს ბეთანიისწარსულს დროს ემონება...
მოვალ, მოვალ, მოვდივარ, მოვალ და ვალ ვით მწირი,
მოვალ ჭმუნვის ღუღუნით, ჭმუნვით სოფელს მოვსტირი! ...

ი. კერესელიძე.
1859 წელსა.
15 ივლისს.
ს. ბოგვს.

________________

1 ტფილისითგა ნოც ვერსზედ მდებარეობს ბეთანიის ეკკლესია, აღშენებული თამარ მეფისაგან მეთორმეტეს საუკუნეში, ჩინებულის ვიზანტიის არხიტეკტურით, რომლის მგზავსი იშვიათობა იპოვება არა თუ ერთი ოდენ საქართველოში, როგორც გამიგია თითქმის ევროპაშიაც, ეს ბეთანიის ეკკლესია და მამული, რომელზედაც სდგას ეკკლესია ეკუთვნის თ. ბარათანო.)

2 იტყვიან, ვითომც თამარ მეფას მასალა რა შეუმზადინებია ეკკლესიის აღსაშენებლად, ჰსდომნია აღებინება ზემოთ, მაღლობზედ, მაგრამ, რამდენიც შეუმზადებიათ, იმდენი მტრედთა გუნდი დასხმია და ჩაუტანია ქვემოთ საშინელ ხევში, სადაცა აღუშენებია ახლანდელი ტაძარი ზენარის რჩევით. ტაძარი ესე არის გუმბათიანი და მცხეთისეკკლესიას არ ჩამოუა სიდიდით, მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ თვითოეული ქვა კედლებისა მშვენიერი ჩუქურთმაა).

2 ხანიზდექ

▲ზევით დაბრუნება


ხანიზდექ

თავი მესამე

დაბალი ქვითკირის ციხე, და მასში ორი, თუ სამი თითო ატაჟიანი ქვის და ხის სახლები, გვერდზედ მოდგმულს პატარას ბაღით, ამაყად გადაჰსცქეროდენ მდინარეს ლიახვს, ვითა დღე ყოველ მოდარაჯენი მოულოდნელთა მტერთ, რომელთაც შესაძლო იყო რო, ოდესმე, აღრეულობისაგამო, გეებედნათ ჯავის ყუდროების შეჰრყევა, და გარემოდგომა მისი სამტვროდ.

იყო საღამო და სამშვიდებულის ჰაერისაგამო, ზოგიერთნი იმა სახლების ფანჯრები იყვნენ გაღებულნი სიგრილისათვის, რომლისა ეზოში, იქ მყოფნი სალდათები და დონის ყაზახები დადიოდენ თავისუფლებით ერთის მხოლოდ პერანგის და ნიფხვის ამარა, საქმობდნენთავის საკუთარს საქმეს.

ერთს ამ ფანჯრებთაგანში, რომელიც ეკუთვნიდა აფიცრის სადგომს ქვის სახლს მოჩანდა ერთი პატარა სამფეხა სამოვარი ზედ შედგმულს მაზედ პატარა ვარაყიანი ჩაინიკით, საიდამაც ერთი თეთრ კიტელ ჩაცმული რუსის დენსჩიკი ასხამდა ჩაის სამს ბროლის სტაქანში, რომლებიც იყვნენ ჩამომწკრიებული ვერცხლის კოვზებით პატარას ჟეშტის პოდნოსზედ, დებულზედ იქვე სამოვარ წინ.

პოდნესი იმ, ღოსპიდა! მიირთვით, გთხოვთ უმორჩილესად, ჰსთავაზობდა ამ სიტყვებით ერთი ახალგაზდა შუათანას ტანის რუსულად ჩაცმული, აფიცრის პაგონებით ყმაწვილი კაცი, ორს თავის სტუმარს, რომლებიც გარშემო უსხდენ წვრილის ტაბურეტებით ერთს უბრალო ხის სტოლს, გადაკრულს შავის კლიონკით, და დგომილს იმ ჟამად ერთსა მოდიდო ოთახში, რომელსაცა ორი მინის დიდრონი ფანჯრები ჰქონდა გაღებული ეზოს მხრივ.

ხუთი თუ ექვსი დასავლეთის მხრივ კედელზედ მიკრული წვრილი ჩარჩოიანი სხვა და სხვა კარტინკა და კრაოტს უკან კედელზედვე აფარებული პატარა ხალიჩა, რომელზედაც ეკიდა ერთი ხელი სავაჟკაცო იარაღი და მასთან ორიოდე ევროპიისდა აზიის საკრავები იყო სრული იმ ოთახის მორთულობა, რომელსაც არა მცირედ აშვენებდა ერთი პატარა თეთრ ტილო გადაფარებული საწერი ჰსტოლიც, რომელიც იდგა კრაოტს წინ და ეწყვნენ მაზედ სხვა და სხვა რუსული და ქართული სამეცნიერო და საკითხავი წიგნები, რომელსაც, ვითა გუშაგნი. ისე ამაყად და კოხტად დასცქეროდნენ ზემოდამ თეთრი კარტოფილის სანთლები, ჩარჭობილები ზედ ჩამოცმულს ლურჯის მინებით ორს პატარა ვერცხლის შანდანში.-

ვოტ! იო ჩერედ მოია, განაგრძო მანვე, და გაიწოდა ხელი ფოდნოსისაკენ, საიდამაც გადიდგა თავის წინ ჰსტოლზედ ჩაით სავსე სტაქანი, და ამოიღო შალვრის ჯიბიდამ შავი საფიანის ბუმაჟნიკი, რომელიც გახსნა რა, შაეძლია. ჰსტუმრებს, მანიშნებელმან თვალით წყობილის მასში ენფიანჯიანის მაგაზიის პაპიროზებისა შემდგომის სიტყვით: ღოსპიდა! ნუ უღოდნო ლი პოკურიტ, და ვინემ ამ სიტყვას გაათავებდა, მიიბრუნა თავი კარებისაკენ, და შესძახა. პოდაი, ნამ სვეჩუ, და იმავე წუთს ეენთო მათ შუა მოხსენებულ სტოლზედ ერთი კარტოფილის სანთელი, საიდამაც მოუკიდეს მათ პაპიროსებს, და დაიწყეს ჩაის სმა და ერთმანეთში სხვა და სხვა საგანზედ ქართული საუბარი,ადგილ, ადგილ აჭრელებული რუსულის ენით.

უდივლიაიუს ეი ბოღუ! დაიწყო ერთმა იმ სტუმრებთაგან, რომელსაცა ეცვა შავი ჩერქესკა, და იყო ხნით მასპინძლის ოდენი, რომ ზოგი ერთი ადგილობრივი მთავრობა ასე სუბუქათ და დაუდევნელად ეკიდება თავის თანამდებობასა. არ ვიცი გაიგეთ თქვენც, თუ არა! რო ავაზაკებს, ამ დღეებში ბევრი უგვანი და კანონისაგამო მოუთმენელი უწესო საქმეები უქნიათ ყორნისისდა საბაჟოსაკენ, სადაც რამდენიმე მგზავრები დაუცრცვიათ, და მათგანი, რომელიც არ დანებებია, კიდეც დაუხოციათ. ჩორტ ვოზმი! პოსლე ეტოღო მგონი რო უაკაზიოთ ვეღარცკი ვინმე გაიაროს იმ გზებზე. ნატურალნო ჩტო პრი ნასტოიაშჩემ პოლოჟენიი დელუ კაჟდაღო კტო ბი ონ ნი ბილ, ნე ვოლნო სორვიოტსა სიაზიკა ნეღოდოვანიე ნა N ... ნამეტნავად ადგილობრივზედ, როდესაც ის, ბოღ ზნაეტ ოტ ჩეღო სდელალოს ტაკ ნე ვნიმატელნო ვსტონამ ბედნაღო ნაროდა.

უვერიაიუ ვას, განაგრძო მანვე. სამის დღის მეფობა რო მქონდეს, მგონი რო არც ერთი დიამბეგი აღარ დარჩებოდა მთელს იმპერიაში, რო არ გამესალდათებინა. - პრედსტავტე სებე, ეს უფლები იმას ხომ აღარა ჰფიქრობენ, რომ თანახმად კანონისა დაამკვიდრონ თავის სახლში სიმშვიდე და მყუდროება, მოჰსპონ ავკაცობა და ქურდობა, იქონიონ მღვიძარება გზების კეთებაზედ, რომ ხალხი არ შეწუხდეს, დაიფარავდენ შეუძლებელს და ქვრივ ობლებს მძლავრობისაგან, დააწესებდენ მათის უვნებლობისა და კეთილმყოფობისათვის საჭიროს ადგილებში საყარაულოებს, და ერთის სიტყვით იქცეოდენ ისე, როგორც ჰსჯული და თვით პატიოსნება ითხოვს. აი! შენ არ მომიკვდე ნურას დროს ნუ იფიქრებთ, იმათ ყური გაიბერტყონ ამისთანებზედ, რადგანც გამოცდილებითვე იციან, რო წმინდა წყალში თევზი ძნელად დაიჭირება, და აი! ეს გახლავსთ მიზეზი, რომ ბევრი ამ უფლებთაგან ძალათაც ურევენ თავის ხალხს დომხალივით, რომ ეგებ ამღვრივდეს და ნადირობა აუცადი იყოს.მაგის რა მოგახსენოთ, ღიმილით ჩამოართო სიტყვა მასპინძელმა, მაგრამ რაც მე ამბავები გავიგე ამ ერთის კვირის წინეთ კნიაზ N... ას სახლში, სადაც ლაპარაკობდა ერთი პატიოსანი თვით ყორნისშივემცხოვრები მანდილოსანი, ის რო გიამბოთ, სწორეთ ყურებში თითს დაიცვამთ.

როგორ გასაკვირველი არ არის, ერთი იფიქრეთ რომ ჩვენ განათლებულ მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც დიდ რუსეთზედაც რო აღარა ვჰსთქვათ რა, თვით ჩვენ ძველს ივერიაშიხდება მოულოდნელი ცვლილება, რომ შავ ზღვიდამ, ვიდრე თეთრ ზღვამდე აპირებენ რკინის გზის გაკეთებას, უნდა აღმართონ მოკლეს დროში სხვა და სხვა გამოჩენილთ პირებთათვის ძეგლები სახსოვრად მათდა; არიან დღესაც თვისს მოქმედებაში დილიჟანსები და ტელეგრაფები. გაიხსნენ უზენაესი სამსჯავრო დეპარტამენტები. დაწესდენ სხვა და სხვა სამეცნიერო და სასარგებლო საზოგადოებები, აპირებენ თვის დროზედ უნივერსიტეტების და აკადემიების გახსნას. გამოიცემიან უკლებლივ გაზეთები და პერიოდიჩესკი წიგნები და ჟურნალები. განვრცელდენ სხვა და სხვას ინოსტრანნის ქვეყნების მაგაზიეები და გაიხსნა ტაეტრი, სადაც თითქმის რო ყურსაც აღარა ვინ უგდებს რუსულს წარმოდგონებებს, რადგანც იტალიისოპერა მიიზიდავს ყოველს კაცს. ერთის სიტყვით, მოკლედ უნდა ვსთქვათ, როდესაც ლამის არის რო კიდეც აღსრულდეს გრაფ სოლლოგუბის წინასწარ მეტყველება, შესახებ ტფილისის ქალაქის ცვლილებისა, რომელიცა გამოხატა მან თავის კომედიაში, პოდ ზაღლავიემ:ტიფლისჩერეს ტისიაჩუ ლეტ!! მოგახსენებთ, ამისთანას განათლებულ დროს, ყორნისის მახლობლად მცხოვრებნი: თავადნი, აზნაურნი და გლეხნი, თურმე ერთ პირად და ხელშეუვალად აძლევენ იქ მობუდართ ავაზაკებს ხარჯს, და...

ოხ! კნინზ, ეტო ჩტო ტო ნე ტაკ, წაართვა სიტყვა პირიდამ მეორე სტუმარმა იმისავე ხნის ყმაწვილმა კაცმა, რომელსაც ეცო თეთრი ჩერქესკა. ნე იღრალა ლივეტომ პოჩტენნაია რაზკაჩიცა როლი ავტორა ტისიაჩუ ოდნოი ნოჩი! ა! კნიაზ, ვაჟეტსა ჩტო ია უდადალ, ატო სოღლასიტეს სამი, ჩტო ვპროტივნომ სლუჩაე, როგორღა ძნელად დასაჯერებელია. ვჰსთქვათ რო ამგვარი უწესობა და უგვანობა, გლეხებს შიშით და თავის სიძაბუნით მოჰსდიოდეთ მაგრამ, როგორ დავიჯეროთ, რომ ამ საქმეში იმათ ჰბაძავდეთ თავადნი და აზნაურნიც, მაშინ როდესაც, ამ უკანასკნელებთ თავისი ღირსება არას დროს ნებას არ მიჰსცემს, და ესეცა, რომ იმათ ამოდენი შეძლება კიდევა აქვსთ, რომ განსდევნონ ის უმზგავსოები თავის ძალითაც თვისის სამძღვრიდამ და ან ჩახოცონ; მაგრამ ვინ იცის, იქნება რო მართალიც იყოს და იმ საწყლებს ჰქონდეთ რამე პატივსადები დამაბრკოლებელი მიზეზი,ანუ თუ არა და, იქაური ადგილის მდებიარობა აიძულებდეთ მათ ამისა ქმნად. ჭეშმარიტად მართალი უთქვამს ანგლიისდიდ პოეტს შეგსპირს, რომ ქვეყანაზე და ბუნებაში ისეთი საიდუმლოებია, რო ჯერ კაცმა სრულიად არ იცის ისინიო, ვითარი აზრიც გამოხატა მან ჰამლეტის გორაციოსთან ოფელიას საფლავზედ საუბრით, მაგრამ ესეცკი უნდა ვჰსთქვათ ღმერთს წინაშე, რომ ეს ავაზაკები, თუ მეტის მეტად არ დაამლაშებენ, თითქმის რო მიუცილებელნიც არიან, ნამეტნავად პოეზიისათვის, რომელიც შესაძლოა დავამტკიცოთ იმით, რომ დღესაც დიდის კმაყოფილებით კითხულობენ მრავალნი განათლებულთ საზოგადოების ქალნი, თუ კაცნი ვენეციის რაზბონიკის ფრადიავოლოს ცხოვრებას, რომელსაც მეასე ნაწილადაც არ მიემზგავსებოდა ჩვენი კავკასიის რაზბონიკი არსენა, რადგან იმას იმოტენი არა შეეძლორა, მაგრამ ესეც კია, რო საქართველოს ურიეებს, ეხლაც თითქმის ჭირივით მიაჩნიათ არსენას სახელი, როგორათაც მკაცრის მდევნელისა, რომლისა ბძანებითაც რუსულს ადლთან ერთი დიდი გრძელი ჯოხიც უნდა ჰრჭმოდათ კისერში, რომელსაც არსენას ადლს უძახდენ, და იმითი იძულებულ იყვნენ მიეყიდნათ ფარჩა სოფლელიგლეხის დედაკაცებისათვის.

ნუ! იხ კჩორტუ წაართვა სიტყვა გაჯავრებით მასპინძელმა, განა ღირან ის პადლეცები იმათ, რო ამტენი ხანი იმათზედ ვილაპარაკეთ. შაბაშ! ნაჩინაიტე ჩტო ნიბუდ დრუღოე. ო მართლა გაიგეთ თქვენც თუ არა! რომ ჩვენს პოეტს, რომელმაც უკან ჩამოაყენა მთელი ევროპიისპერვოკლასნი პოეტები, ესე იგი კნიაზ მ... რაღაც უეცარი პრიკლიუჩენიე შემთხვევია. ახ? აგერ თითონაც.

ა! ვაშე სიატელსტვო, დავნო, დავნო, ვას ნე ვიდატ, შესძახა მასპინძელმა და წავიდა კარებისაკენ მისაგებებლად.

მოე პოჩტენიე ვაშე სიატელსტვო ზდრავსტვუიტე კნიაზ! მოისმა რიგ რიგით სტუმრების მხრივ, რომელნიც მიესალმნენ შემოსულს მ... ს ერთპირად.

ეი! ო, პოდაი ნაშემუ დოროღომუ ღოსტიუ ჩაი, დაუყვირა მასპინძელმა დენსჩიკს და მიუბრუნდა კნიაზ მ...ს შემდგომის კითხვით: მართალია კნიაზო, რორაღაც პრიკლიუჩენიე მოგსვლიათ წუხელ?... ნამდვილად მიუგო კნიაზ მ. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რო ვერაფერი კი ჩემდა სასარგებლო პრიკლიუჩენიე გახლდათ. ეშმაკათ, დაიწყო მანვე, გუშინ საღამოს როგორღაცავგუნებათ შევიქენ და სევდის უკუსაყრელად გიახელ ლიახვის პირს დასასეირნებლად და ნუ ბძანებთ რატო ისეთს ფიქრებში არ შევსულვარ, რო ვეღარცკი გამიგია დაღამება, და როცა მთვარისა სხივებმა აქა-იქ დაუწყეს დევნა სიბნელეს, და მინდოდა გრძნობით მემზირა მთვარის ამოსვლისათვის, ამ დროს, პრედსტავტე სებე, თავსკი წამომდგომოდენ რაზბონიკები, და კიდევ ღმერთმა ამით მიბრალა, რო შორ შევასწარ თვალი, და მაშინვე კურდღელივით ბუჩქს ამოუჯექ.

ვოტ ისტინნო პოეტ ჩესკოე პრიკლიუ. ჩენიე, წამოიძახა შავჩერქესკიანმა, მაგრამ დიდათ ვწუხვარ, რო ეტი მოშენიკი ნე დალი ვამ დოკონჩიტ ბესედუ სმუზამი!..

მართლა! წამოიძახა მასპინძელმა, იმ ცხრაში, უფრო რომელს ეალერსებოდით კნიაზო, ურანიას, ასტრონომიის ღმერთსა, თუ მელპომენას, რომელსაც ტრაღედიის ღმერთად უწოდებენ?...

ნეუჟელი ღოსპოდა ნე ზამეჩაეტა, ჩტო, დაიწყო თეთრ ჩერქესკიანმა, ამ ჩვენს კნიაზს, იმ შემთხვევაში, ჰსწორედ მელპომენას ძუძუებში ჰქონია ჩაყოფილი თავი, საიდამაც იმ შეჩვენებულებს უცებ ბუჩქში შეუყოფინებიათ!...

სმეიტეს ღოსპოდა, სმეიტეს, ნო ია ბიპოსმოტრელ, თქვენ რაღას იქმოდით ჩემს ალაგს!...

თქვენ ადგილს, კნიაზო ჰკითხა შავჩერქესკიანმა; და რაზვე დოლღო ბილო პრიშპორიტ პეღაზა ი უსტრემიტსა პრიამო ნა პარნას.

ვსამომ დელე, ჩამოართო სიცილით მასპინძელმა, ვი კნიაზ, კაკ ვიდნო იზ ვსეღო. პოტერიალი პრისუსტვიე დუხა, თორემ როგორ ვერ მოიგონეთ ეს საშუალობა!...

ტემ ბოლეე კნიაზ, დაიწყო ახლა თეთრ ჩერქესკიანმა, ჩტო ვი სიდია ნა პეღაზე ვესმა ლეღკო მოღლი ვოორუჟიტსაა ი პივოი, ჩტობი ნაკაზატ ეტიხ ბროდიაღ!...პომილუიტე! წაართვა სიტყვა შავჩერქესკიანმა, ტოღდა ნე დოსტავლო ბი დვუხ ტოლკო: ორუჟენოსცა ი პრეკრასნოი დულცინეი!...

ფუ! ჩტობი ვას... წამოიძახა კნიაზმა მ... და წამოხტა ზეზე ვოტ იმენნო ჩორტ მენია პოპუტალ კვამ ზაიტი!...

ნესერდიტეს კნიაზ, უპასუხა მასპინძელმაა ვედ მი ტაკ სებე შუტია...

მერე კნიაზო, ჰკითხა შავჩერქესკიანმა, რით დასრულდა შესანიშვნელი თქვენი ღამით სეირნობა?...

მანამ პატიოსან სიტყვას არ მამცემთ,მიუგო კნიაზ მ... რო აღარ გაიცინებთ ჩემს ლაპარაკზედ; მანამ აღარაფერს არ გეტყვით.

გაძლევთ! გაძლევთ! ერთ პირად შესძახეს იქ მსხდომთ, და ამის შემდეგ დაიწყო კნიაზ მ... როდესაც მე ამცილდენ, თურმე ნუ ბძანებთ, ის რაზბონიკები იქვე ჭალაში დამალულან, და პატარა ხანს უკან მეესწროთ იქვე მახლობელს წისქვილში ჯავისკრასავიცას რო ეძახდენ, როგორ! ზანიზდექისათვის. შეჰსძახეს ერთ პირად ყველამ, დიაღ სწორეთ იმისთვის, და იმის მეზობლის ოცის წლის ყმაწვილი ბიჭის თემსირასათვის და და...

ნეუჟელი კნიაზ! მართლა დაუხოცნიათ, წაჰსტაცეს ყველამ ერთ პირად სიტყვა. ახ? საწყლები, ვაი თქვენი ბრალიცა. მგონი რო ცოლქმრობის პირობაცა ჰქონდათ ერთმანეთთან მიცემულიიმ საცოდავებს. ახ! ახ!... და მართლა რო, ამ უეცარმა შემთხვევის მოთხრობამ, მართლად დააღონა ჩვენი მხიარული და მოცინარი ყმაწვილკაცები.

მოჟეტ ბიტ ტოლკო რანენი, ი ესტ ეშჩე ნადეჟდა ვის სპასენიუ, ჰკითხა შემდეგ რამტენსამე ხნისა სიბრალულით შავჩერქესკიანმა, ახ! საწყლები, საწყლები!...

და! კაკ ნე ტაკ, მიუგო კნიაზ მ... ია ტოლკო ჩტო ოტტუდა, სადაც, ვითარცა ადგილობრივი დაიმბეგი, კიდეც შეუდექ გამოძიებას, და პოლიციის წესით დავსინჯე დახოცილები პონიატების თან დასწრებით, რომლებსაც ხვალ ტირილის უკან კიდეც დაასაფლავებენ.

ღოსპოდა! წამოიძახა მასპინძელმა, ნე პოიტი ლი ინამ ტუდა, ჩტობი პოსმოტრეტ კაკ იხ ბუდუტ ოპლაკივატ.

პრეკრასნაია მისლ, მიუგეს სხვათა, უთუოთ წავიდეთ, და ამ დროს ერთმა მათგანმა დახედა რა უბიდამ ამოღებულს საათს, შეჰსძახა, ღოსპოდა, უჟე ოდინადცატიი, ვოტ ბილო ზაღოვორილის და მაშინვე დაუწყეს ქუდებ ძებნა შინ წასასვლელად, რომლებიც გამოეთხოვნენ რა მასპინძელს, რომელიც სთხოვდა იქ დარჩენას ვახშმათ, სადაც არ დასდგნენ სხვა და სხვა მიზეზით, წავიდნენ თავთავის სადგომისაკენ.- თავი მეოთხე.

ვაი შენ დედასა შვილო, მწუხარებით გამოზდილო და მწუხარებაშივე შენი ყმაწვილ ქალობის დამღამებელო! ვაი ჩემსსიცოცხლეს, რო აქამდენ შენი უნახავი ვგდივარ, და ყოველ დღე შევცქერი შენ გზას! შავ და უკუღმა ის დღე, როდესაც ისე უდროოთ მოგგლიჯეს ჩემის გულიდამ და შეუბრალებლივ მიგიგდეს იმ სისხლის მღვრელ კაცს! ნეტა ვინაა ისეთი ღვთის მოყვარე კაცი, რო შემატყობინოს, თუ როდის შესრულდება ეს ბედშავი წელიწადი, რო ეგებ იმის ძალითაც არის ფეხსაბრუნებლად მოჰფრინდეს ერთის წლის უნახავი პირმშო შვილი თავის წყალ წაღებულ დედასთან? ნეტა მოვესწრებიღა კიდევ იმ დღეს, რომ ჩვეულებრივ გულს მიგიკრა და გადაგიკოცნო დიდრონი შავი თვალები? განა აღირსებს ვინმეღა ამ ჩემს გამხმარ ხეკებს, რო ადრინდელებრ ეხვეოდნენ შენს არწივივით გრძელ ბროლის ყელს?.. ვაი, ამ დღის მომსწრეს ვაი!...

წუწუნებდა ამ სიტყვებით ერთი ოცდათხუთმეტ წლამდე მიწეული დედაკაცი, მჯდომარე კერას წინ ერთსა დიდს ქვის დარბაზში, რომელსაც წყაროსავით ჩამოსდიოდენ გამხმარს ლოყებზედ ცრემლები, და რომელიც ართავდა ამ დროს მატყლს ტარით.-

კარგია და გაათავე ეგ წუწუნი, შემოსძახა მამსირა ჯ... მა თავის ცოლს ელისას, რომელიც ეს იყო, რო მოდიოდა ტყიდამ სოფელს ქელიათში. შენ ასე ნაირათ ამაინიჟე რო, ლამის არი ამოიჭამო საწყალი ქალი!... გაჩუმდი ჯ!... აი! ამ ორს კვირაზედ ფეხის საბრუნებლად მოგივა, და თუ შეგიძლიან რამე, აბა მაშინ ნუღარ გაუშვებ საქმროს სახლში.

თვალიმც გამოგხეთქის ბებერო ძაღლო, წაიტუტუნა ელისამ ერთ ჭირში არა ვარ შენგან და ორში.- უწინამც დღე გაუქრეთ დაიწყო ხმა მაღლივ, და მოიწმინდა სარტყლის წვერით ცრემლით დასველებული ცხვირი, რო ჩემი თვალის ჩინი იმათ ვეღარა ნახონ. განა ღმერთს სამართალი არა აქვს, რო ამტენი მწუხარება აკმაროს ჩემ უბედურ ხაზინდექს! მუხლებზედ მოვეხვევი ნაჩალნიკს, დიამბეგს და თითონ ჩვენ ბატონს, და ცოცხალის თავით კი აღარავის დავანებებ!..

ეგ მაინც აგრე იქნება, უპასუხა ქმარმან, მაგრამ, არ ვიცი დედაკაცო, თუ რა პასუხი მივსცე ამ ჩვენ ედისეო სავქუჯა ბ... შვილს, რომელიც კარგა ხანია, რო ჭირივით ჩამციებია, და მეხვეწება, შენი ხაზინდექი, რო გამოიყვანო, მე უნდა მომათხოვოო; და მე სწორე გითხრა, უშენოდ პასუხს ვერას ვაძლევ, რადგან თავდა პირველი საქმეც, უშენოთ რო გავათხოვე, ძალიან სანანურადამაქვს.

დამანებე თავი, შეუძახა გაჯავრებით ცოლმა, თვალებიმც გამოგხეთქიათ, მე აღარა ვინ მეპრიანება. ნეტავიკი იმ დღეს მოვესწრა, რო ის ჩემს სახლში მოსული ვნახო და...

არა დედაკაცო! ეგ რასაკვირველია მართალია, რო საწყალმა ჩვენმა შვილმა ბევრი მწუხარება გამოიარა, და ლამის არი ვარდის კოკორი გაშლამდისვე დაჭკნეს, მაგრა უქმროდ ხომ მაინც ვერ დავაგდებთ, და მოდი ამ ახალ სასიძოს ხელიდამ ნუ გაუშვებთ. იცი რა არის დედაკაცო! ირადს ბევრს ავიღებთ, თითონ შემძლებელი კაცია, კაი მისადევარ-მოსადევარი ჰყავს და ბატონთან შესულია. აბა ერთი იფიქრე, მეტი რაღა უნდა ჩვენს ქალს. ნეტა შენი კარგა ყოფით, დაიწყო მანვე, თავდაპირველათაც ამისთვის მიმეცა, და იმ სიშორეთ არ დამეკარგა ჩემი საცოდავი შვილი, მერე იმისთანა ღმერთ გამწყრალის კაცის ხელში!... რა ვჰქნა, ახლა ბევრსა ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა, ასე გაშინჯე, ბატონის შემწეობითაც კი ვეღარ გამოვიყვანე იმ დაწყევლილის ოჯახიდამ. ოხ? შვილო შვილო! შენთან ძალიან პირშავათა ვარ, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა მომიტევო ჩემი დანაშაული. აი! ეხლა ღვთით ყველა დანაკლისს შეგისრულებ, და მწუხარებას მხიარულებად გადაგიცვლი, აი! როცა...

დედი! დედი! ყვირილით შემოირბინა სახლში ათი წლის პატარა ბიჭმა, აგერ ჩვენებიანი სუ აქ მოდიან!...

რაო?... წამოიძახეს უეცრივ ცოლქმართა, და წამოხტენ ზეზე. რა ანბავია?... ნეტა ზიანი ხო არავის დამართვია?... ჰკითხავდენ ერთმანეთს განცვიფრებით.

ამ დროს ცხვირ ჩამოშვებული შემოვიდენ სახში რამტენიმე ოსის ქალები და კაცები, რომელთაც ამოუშვეს ქვით ქვით ტირილი.

რა არი გენაცვალეთ? რა ანბავია ჩემს თავს? შეჰსძახა დაფეთებით ელისამ, რომელსაც ტუჩები გაუთეთრდა და ნაცრის ფერი გადეედო მთელ პირის სახეზედ.

ვაი! ვაი! ვაი! შემოიკრეს თავ პირში შემოსულმა დედაკაცებმა, და დაიწყეს ხმა მაღლივ ტირილი. ჩვენი საცოდავი ხანისდექ ხომ მოუკ...

ვაიმე შვილო! დაიკივლა ელისამ, და გადიქცა უსულოდ.

ეს რა მოგსვლია შვილო! შექნა ღრიალი მამსირამ, და წავიდა ბარბაცით დედაბოძისაკენ.

არ იქა წყალი! წყალი! მიჰსცვივდენ ამ სიტყვებით დედაკაცები და კაცები ცოლქმართ, რომლებსაც ზოგი ლავიწს უწევდა, ზოგი წყალს ასხამდა და ზოგი ყურებს უსრესდა, და რომლებიც ამ ღონისძიებით ძლივ ძლიობით მოასურიელეს.

ჩამქოლეთ გენაცვალეთ ზეზეურად, შეჰყვირა ტირილით ელისამ, რომელიც ძლივ ცოცხალ მკვდარიღა გაკაებული წამოსვეს ზეზე. სადა ხართ კლდენო, იძახდა ის მაღლის ხმით, რო არ ჩამოიქცევით და არ დეეცემით ელისას უბედურ თავს. სად ხართ ზვავებო, რო არ დამიტანთ, და თქვენის სიგრილით არ გააგრილებთ ჩემს ცეცხლ მოდებულს გვამს. დამეცით თავს მთებო, ეგებ მალე მოვეწიო ჩემს სატრფოს. ვაი! შენ დედას შვილო ვაი?... დაიკივლა და ისევ გულს შემოეყარა.

ვინღა უნდა დამიტიროს შვილო, ყვიროდა ტირილით ახლად მოსულიერებული მამსირა, აკი ეხლა გათხოვებდი შვილო, აკი კარგი საქმრო გიშოვნე; აკი... ვაი! ჩემს სიცოცხლეს? - ვაი! რაზე დამაყარე შვილო სიბერით, დათეთრებულ თავზე ნაცარი, რაზე გამიქრე ცეცხლი; რაზე გამომასალმე ცოცხლებში; რაზე... ვაი! ვაი! ვაი! იცემდა თავში, და იგლეჯდა ბღუჯით თეთრს თმას თავიდამ. რატო არ დადგებით ყურებო, როეს უეცარი ამბავი გესმისთ, რატო არ დაბრმავდებით თვალებო, რო სუ სხვას სახით ნახავთ ჩემს სატრფოს ხანიზდექს; ნეტა ვინ იყო ის უღთო, რო ოჯახი დამიქცია, და ამ მოხუცებაში...

კაია და იკმარე მაგტენი მწუხარება, ეხვეწებოდენ კაცები, რომლებიც გარს ეხვივნენ მამსირას, რაღას მოუმატებ, თორემ, აი! ჩვენც შენთან ვსტირით; ალბათ ღმერთს შენი დაჰსჯა უნდოდა, რომ ამ მოხუცებაში ეგ შეგამთხვია, და შენ ქალს, როგორც ეს მოპატიჟე კაცი ლაპარაკობს, შენმანვე სიძე შეამთხვია სიკვდილი.

როგორ! წამოხტა ჭაბუკივით ზეზე ქუაზას მოუკლავს ჩემი ხანიზდექი? თავისი ცოლი! რომელიც გაგიჟებით უყვარდა?.. ოხ! დალოცვილო ღმერთო, რაზე გამამაკელ ქვეყანაში; რაზე მომახუცე ასე უდროოთ, რომ სისხლის აღების ძალაც აღარა მაქვს. აკი ამბობდენ, რო ღმერთი ღარიბთა და უძლურთ მოწყალეაო. მომეც ისე ის ძლიერება, რომ ჩემი პირქვე დამხობი ვიპოვო. ზღვაში, თუ ხმელეთზედ, და აი, ამ ხელით, გაიშალა მარჯვენა, დავჰსცე გულში ხანჯალი, და გამოუყენო ხანიზდექის გზას. ვაიმე, რაღა მეშველება, მაგრამ მოდი აქა, მიითრია კედელთან თავის ათი წლის პატარა ბიჭი, საიდამაც ჩამოიღო თოფი და მიჰსცა ხელში. ხედავ შვილო, დაიწყო იმან თვალების ბრიალით, რომლიდამაც თითქმის რო ჰსწვეთდა სისხლი, აი! ეს ნება აღარ მაძლევს სისხლის ძებნისას, უჩვენა ამ დროს გათეთრებული თოვლივით თავი, და წყეულ იყო ღვთისაგან სააქაოსაც და საიქიოსაც თუ როცა თავს მოესწრო, ამითი არ აიღო შენი დის სისხლი. ამ სიტყვაზედ ამოუშო ყმაწვილმა ტირილი და მიიტანა ტუჩებთან თოფი, რომელსაც აკოცა და შეჰფიცა ტირილით ანდერძის აღსრულება!...

ვაიმე შვილო! ვაიმე! ყვიროდა საწყლად ხელახლა მოსურიელებული ელისა, რომელსაც იმავე წამს მოჰსწყდა კინწი და საცოდავად ჩამეეკიდა თავი გულზედ.

დაჰყო რა ამ მდგომარეობაში რამოტენისამე ხანს, უეცრივ წამოხტა ზეზე ელდასავით, და დაიწყო თვალების ბრიალით და ხელების ქნევით ხმა მაღლა სიცილი: ხა! ხა! ხა! გუშინდელი ინდოურების ჩხუბი, ყრო! ყრო! ყრო! ერთმანეთს რო უტრიალებდენ, და ზოგს კიდეც რო ეტაცნათ ერთმანეთისთვის ნისკარტი ჩინჩაყვებში, რომლებსაც ღორები რო ტრუხუნით უვლიდენ, და მამლები კი ფრთებ გაშლილები ზურგზედ ახტებოდენ. ხა! ხა! ხა! ყვავები! ყვავები თავს რო დასტრიალებდენ. ყ-ვ-ა! ყ-ვ-ა! აგძელებდა ამ დროს თითონაც კისერს. თქვენც ნახეთ განა ჩვენი დიდ წვერიანი ჭრელი თხა, ყალხზე რო დგებოდა და ინდაურებს ეტოქებოდა, ხა! ხა! ხა!.

ვაიმე ოჯახო დაქცეულო, და სახლკარო ამოწყვეტილო, შემოიკრა მაღლის ხმით მამსირამ თავში, აბა ახლა გამემეხურა კარები აი; ცოლიც გამიგიჟდა!...

საწყალს რა მოუვიდა ეს, ჩურჩულებდენ კაცები და ქალები. ხედამ მეტმა მწუხარებამ რა უყუ. ვაი! ამ დღის მნახავს, ვაი!...

ამ დროს უეცრივ გამოუსხლტა იმათ ხელიდამ ელისა, რომელიც თმებ გაწეწილი და გულ გადაღეღილი გამოვარდა გარეთ და დაიქცა ხელების ქნევით ქელიათის მდინარისაკენ.

არიქა, ნუ გაუშვებთ, შეჰსძახეს იქ მყოფთ და გამოუდგნენ დასაჭერად.-

მთიდამ დაქანებული მდინარე, რომელიც განძვინვარებულს მხეცსავით ყვირილით მოჰრბოდა ქელიათისმთევთ შუა, მედგრად ეცემოდა დიდრონ ლოდებს, ჩაყრილებს აქა-იქ იმ მდინარეში, და ისროდა რამტენსამე ადლზედ შადრევანივით წინწკლებს, რომლებიც ჩხრიალით შეერთებოდენ ხოლმე მაღლა ასროლილის ზვირთებს.

ადგილ-ადგილ აქაფებული მორევები ლოდებ შუა, დუღდენ ძალზე, თითქო ცეცხლზე შემოდგმულ საარაყე ქვაბებში, და ტრიალებდენ ერთ ადგილს, რადგან არა ჰქონდათ თავისუფალი მსვლელობა რომლებიც გაბრაზებული მებრძოლივით, ხან მედგრათ ეტაკებოდენ დიდრონ ლოდებს, და ხან უკანვე გამოქანდებოდენ დამარცხებულ ჯარების რაზმივით.

არიქა ცოტა კიდევ? უძახდენ ხმა მაღლივ სოფლიდამ ქალები და კაცები უკან მიმდევართ პირთ, რომელთაც კარგა მოშორებით მიუსტოდა წინ მშველივით იმა მდინარისაკენ თმებ გაწეწილი ელისა. ვ-უ-ი! ვ-უ-ი! ვ-უ-ი! შეჰქნეს უეცრივ კივილი და თავში ცემა ბანებზე მდგომთ დედაკაცებმა, რომელთაც შეასწრეს თვალი, რო ელისა, გაცხარებული ჯიხვივით, უცებ შევარდა მომაღლოს კლდის პირზედ, რომლისა ძირს გველივით უვლიდა ქელიათის მდინარე, და იქიდამ სიმღერით და ხელების ქნევით, თითქო ფრინველიაო, გადაეშვა წყლის მხარეს!...

ვაიმე ცოლ შვილო დაღუპილო, და სახლკარო ამოწყვეტილო, შეჰყვირა მაღლის ხმით მამსირამ!...

ვაიმე დედავ! დაიწყო ჩხავილი იმის პატარა ბიჭმა, რომლებსაც გარს ეხვეოდენ ქალები და კაცები...

თავი მეხუთე.

აქა-იქ წითლდებოდა აღმოსავლეთის მხრივ მოწმენდილი ცა, რომელსაც იფიქრებდა კაცი, რო ცეცხლი მოედოო. ფრინველნი და ნადირნი, რომელნიც ბუნებითის მოხდომილებით ერთბაშად მხიარულებდენ მზის ამოსვლას, უმზერდენ ქვეყნის მანათობელს მოწიწებით და თითქო გონიერნი არსებანი, შეჰსწირვიდენ მას მსხვერპლად თვისსა გრძნობას.

მინდორი და ტყე, დროებითად ღამისა სიბნელით მოსვენებაში მყოფნი, კვალად იგრძნობდენ თვისზედ კაცთა ძლიერებას, რომელთაგან სხვასა წვრილ ხელსაქმესთან, დიდის ხალისით, ზოგნი ჰხნავდენ მიწას, და ზოგნიკი ჰსჩეხდენ ტყეს.

ამ გვარად განშორებულ იყვნენ თვის მყუდროებას თვით მდინარეები და ნაკადულებიც რომლებშიაც მოგზაურნი ხან გადიოდენ ხან გამოდიოდენ ურმებით და ცხენებით,და აღარ აძლევდენ ნებას მშვიდის და წყნარის მსვლელობისადმი.

ამ სისხამ დილაზედ, შორის და ახლოს აულებიდამ, წეროებივით გაბმული, მოაშურებდენ ქალები და კაცები სოფლის ჯავისაკენ, სადაც ორს სახლს წინ იყო რაღაც ხალხის ჩოჩქოლი და მზადება.

ჩაასხით დროზედ ეგ ლუდი კასრებში, და უთხარით, რო პურებიც მზათ დაიჭირონ, ეტყოდა ამ სიტყვებით რამტენსამე კაცს, რომლებიც გარს ეხვეოდენ დიდრონ ცეცხლზე შემოდგმულ ლუდის ქვაბებს, ნამტირალევის თვალებით, საკინძ ჩამოწყვეტილი ლევანა თ.. შვილი, რომლისა სახლში თავ დასტიროდენ ქალები და კაცები საბრალო თემსირას.

ეს რა უბედურება ეწია ჩემ ოჯახს, იძახდა დაღრეჯით ყავდინა ქ... შვილი, რო შვილის შემორიგების იმედიც გადამიწყდა, და ვერც თუ რძლის ყოლით გავიხარე... რომელიც მეტი ღონე არ არის, უნდა ჩემის ხარჯით დავმარხო რადგან საწყალს ამის დედმამასაც რაღაც საშინელი უბედურებაშემთხვევიათ.

პატარას ხანს უკან ტირილით და თავში ცემით გამოიტანეს კაცებმა საწყალობელი თემსირა და ხანისდექი, რომლებიც დაასვენესთავ-თავის ეზოში, და რომლებსაც აუგეს რა ქრისტიანებრივის წესით სახლებშივე ანდერძი, დასტრიალებდენ თავს მწარედ შეწუხებულები.

ამ დროს ცოტ ცოტაობით გროვდებოდა ყოვლის მხრით ხალხი, რომელთა რიცხვი მიაწევდა თითქმის ორასამდე, რომელთაგან კაცებმა, გეერჩივნენ რა ისინი და გავიდენ ნაპირს,- ჯოხებზედ დაყუდებით ამოუშვეს დაბლის ხმით ტირილი: ხოლო ქალებიკი დაეწყვნენ რაზმ-რაზმათ, და დაიმკლავეს იდაყვებამდე, რომელთაც გულ გადაღეღით, შორს მანძილიდამ დაიწყეს ოსურად ტირილიშემდგომის სიტყვვით: „დადაი! დადაი! დადაი! დადაი! და ყოველს ამ სიტყვაზედ გადაადგამდენ თითო ნაბიჯს, და იცემდენ ხან თავში და ხან გულში, ვითარის წესითაც წავიდა პირველი რაზმი, რომელმაც გაათავა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიახლოვდენ მიცვალებულებს და დაუკრეს თავი. შემდგომ წამოვიდა ამავე წესით მეორე რაზმი; მერე მესამე, მეოთხე და სხვანი, მანამ სულ არ გაათავეს ეს წესი დაწყობილთ ქალების რაზმთ.

მოჰრჩნენ რა ამ ცერემონიას, შემდეგ დაიძახეს ფალდიშტა! ფალდიშტა![1] და საჩქაროდ ახადეს მიცვალებულებს კუბოების თავი და დაადვეს გულებზე თითო პური; მერე მოიყვანეს ორი შეკაზმული ქურანი ცხენი, რომელთაგან ერთი იაბო იყო და ერთი ჭაკი. და პირველის მათგანის აღვირის წვერები დააჭერინეს ხელში თემსირას ხოლო უკანასკნელის ხანიზდექს, და რომლებსაც ამ წესით დაუყარეს ტყავებზედ ქერიც.- ამის შემდექ მოიყვანეს ორი მოხუცებული კაცი, და დაუყენეს რა მიცვალებულებს თავით, მიჰსცეს ამათ ხელში დიდრონი ლუდით სავსე ხის კათხები, რომლებთაც მოიხადეს ქუდები, აიხედეს ცაში და დაიწყეს შემდდგომის სიტყვით დაკურთხება: „ერთხელ ვასსკირკის[2] შვილი ვაისან მიდიოდა სხვაგან მგზავრად, და გზაზედ უეცრივ შეხვდა უკვდავების მდინარეს, რომლისა დალევა მოინდომა იმან გულით, და როგორც რო ერთი ფეხი ჩამოდგა ძირს, და მეორეკი ისევ უზანგში ჰქონდა, ამ დროს უეცრივ სული დალია და მოკვდა ცხენმა რო ნახა ეს თავის პატრონის მოულოდნელი უბედურება, დაიწყო ჭიხვინი და ტირილი, რომელმაც იფიქრა, რო თუ აქ დავაგდო, ვაი თუ მგლებმა შეჭამონო, და თუ არა და რავქნაო მერე უცებ დაჰსტაცა კბილი, მოიგდო მხარზედ და მოიტანა ვასკირკის სახლში, რომლისკარებზედაც შეჰქნა იმან ჭიხვინი და ტოტის ცემა. რა შემოესმა ეს ხმა ვასკირკის, მშინვე უბძანა ანგელოზებს, აბა ერთი გახედეთ, ეს რა მიზეზია, რო ასე მალე დაბრუნებულა ჩემი შვილი ვაისან? რომლებიც გამოვიდენ რა გარეთ, ნახეს რო, ვაისანი მკვდარი მეეტანა შინ ცხენს, რომელიც ჩამოიღეს და შეუტანეს ვასკირკის. შეიტყო რა ეს შემთხვევა დაწვლილებით ვასკირკიმ, მაშინ ბძანა, რადგან ასე მომხდარა ამის სახსოვრად ერთი კაი ცხენი უნდა ვიშოვო და ის დავაკურთხო ჩემ შვილ ვაისანს, რომელზედაც შევსო და გავისტუმრო სამოთხეში. მოახსენეს ანგელოზებმა. ნუ ინებებთ, თორემ ეგ საქმე შემდგომისათვის ხალხში წესად დაიდება და მრავალნი დაღარიბდებიან ცხენების შოვნით ვალდიშტისათვის. ამაზედ უპასუხა ვასკირკიმ, ვისაც შეძლება ჰქონდესთ დააფალდიშტონ ცხენები თავის მიცვალებულებს და ვისაც არა და თავი დაანებონ. ამისა შემდეგ წავიდა ვასკირკი თერგის ჯოგში, სადაც ვერ ნახა ამ შემთხვევის შესაფერი ცხენი, მერე მივიდა ელესე მელესესთან და უთხრა, კაი შვილი მომიკვდა და კაი ცხენს ვეძებო, და თუ იცოდე მასწავლეო. ჰკითხა ელესე მელესემან, რით იყო კარგიო?... ამითიო! მიუგო ვასკირკიმ, რო დედმამის პატივის მცემელი იყო, მტერს მოყვრად აქცევდა სახლიკაცებს კარგა ეპყრობოდა, სისიხლს მედგრად ეძებდა და უხვი პურმარილის კაცი იყო; რადგან აგეთი კარგი ყოფილა, უთხრა ელესე მელესემან, მაშ ერთი წყვილი წმიდა სამთელი წაიღე ამა და ამ ადგილს, და იქ ნახავ ერთს ცივს წყაროს, რომლის ნაპირზედაც სამი რაში აბია; იმათში უფროსი ბებერია და ნუ გინდა, უმცროსი გიჟია და არც ის გამოგადგება და შუათანაკი ჰსწორედ შენი შვილის შესაფერია, და ის აუშვი და წაიყვანე წავიდა იმ ადგილს ვასკირკი, და მართლა ისე ნახა, როგორც ჰქონდა ნასწავლები ელესე მელესესაგან და როცა ხსენებულის რაშით შინისაკენ მოდიოდა, მაშინ შემოხვდა გზაზე მზის შვილი მახამეტა და ჰკითხა სად მოგყავს ძმობილო მაგისთანა უებრი ცხენი?... კაი შვილი მომიკვდა მიუგო ვასკირკიმ, და იმის დასაკურთხებლად მიმყავსო. რით იყო კარგი?. იკითხა კვალად მზის შვილმა, და მიიღო პასუხად ისევ ის, რაც ელესე მელესემან! რადდან ეგრეთი კარქი ყოფილა, უთხრა მზის შვილმა, მაშ აი ეს ჩემი აღვირი მიჩუქებია შენის შვილისათვის, რომელიც ვასკირკიმ გამოართო და წამოიღო; მერე მთვარის შვილი ხამთხან შემოხვდა, და ამანაც როგორც მზის შვილმა, ისე დაუწყოკითხვა. და როცა პასუხად მიიღო ისევ ის, რაც მზის შვილმან, მაშინ ამანაც ერთი კარგი თაქალთო აჩუქა, და ესეც წამოიღო ვასკირსკიმ, რომელმაც ის რაში გზიდამ დააბრუნა და პირდაპირ ცაში აიყვანა, სადაც დააჭედინა ახალის ნალებით და ლურსმებით, მერე მოიყვანა შინ და მორთო ყოვლის სამკაულით, რომელზედაც შესვა თავისი შვილი ვაისან, და გაისტუმრა საიქიოს შემდგომის დარიგებით: სამი გზა შეგხვდება შვილო, რომელთაგან ქვემო ეშმაკისაა, დარადგან წმიდა ხარ არას გერჩიან; ზემო ცოცხლებისაა და შენ ხელი აღარ გაქვს იმათში და შუაკი სამოთხისაა, წმინდათათვის დაწესებული, რომელზედაც უნდა გაიარო. ცოტას რო წაივლი ერთი დიდი დაღმართი შეგხვდება, და გაფრთხილდი რომ არ ჩამოვარდე.ეი! შენ რაშო, მიუბრუნდა ვასკირკი ცხენს, ეცადე რო იმ დაღმართზედ თეძოები დაბლა დაუშვა, და მხრებიკი მაღლა გეჭიროს, რო ვაისანი არ ჩამომიგდო; მერე ერთი ლურჯი ყინული შეგხვდება და იმაზედაც სიფრთხილით გაიარეთ; მერე ერთი ბეწვის ხიდი შეგხვდება და იმაზედაც კი მგლის გულადობით და დათვის გონიერებით გადით, რო ხიფათი არა მოგეცესთრა, მერე შვილო თალუს შვილი მუქალა[3] შეგხვდება, და ეგ გულზედ რო პური გაძევს იმას გადუგდე; მერე წვრილი ყმაწვილები მოგეგებებიან ტირილით, და აქაურს ანბავსა გკითხვენ, ეცადე რო იმათაც იმედიანი სიტყვებით გული დაუმშვიდო, ზოგს უთხარ, რო მამაშენი მოდისთქო, ზოგს დედაშენითქო, და ასე ყველას, როგორც მოიხერხო ნუგეში მიეც. იქიდამ მერე პირდაპირ ბარასდირთან[4] მიდი, რომელსაც დიდი ხარნაგა[5] აქვს და რამ წამს დაგინახამს, მაშინვე დოღში გაგზავნის, და ეცადე რო არც ყველაზე წინ მოხვიდე, რო შური არავინ გიგოს, არც ყველაზე უკან, რო სიძაბუნეში არ ჩამოგართონ და ისევ შუაში მოდი, და მაშინვე ეგ შენი რაში, საცა კაი მწვანე ბალახი იყოს, იქ დააბი, და შენ კი, საცა კაი ნათელი სადგომი იყოს იქ შედი!... „გაათავეს რა ეს დაკურთხება, მერე კათხებით ლუდი ცხენებს თავზედ დაასხეს, დაიძახეს, რუქსაგუ ესე იგი შეუნდოს, ვითარმა სიტყვამაც ელვასავით გაურბინა ყოველთ იქ მყოფთ, ქალთ, თუ კაცთ, რომელთაც ერთხმად გაიმეორეს მაღლა ახედვით. ამისა შემდეგ ოთხ ოთხმა კაცმა დაჰსტაცეს კუბოებს ხელი, რომლებიც იდვა მანამდენვე საკაცეზედ და შეიდვეს რა ზურგზედ, გაარბენინეს სასაფლაოსაკენ, რომელთაც არც ნათესავთაგანი და არც სხვა ვინმე იქ მყოფთაგანი აღარ გაჰყვნენ თან; მხოლოდ კი ორი მოზდილი ბიჭი, რომლებიც შესხდენ დაფალდიშტებულს ცხენებზედ, მიურბოდენ ხტომით იმა კუბოებს წინა, რომელთაც, მიახლოვდენ რა სასაფლაოს, მაშინვე აღებული მკვდრებისა გულიდამ პურები გატეხეს ორად, და ერთი ნატეხი გაჰსტყორცნეს მარჯვნივ და ერთი მარცხნივ, და იმ წამსვე გამობრუნდენ შინისაკენ, სადაც ქალი და კაცი კიდეც ჩამომწკრიებულ იყვნენ და ისხდენ გარეთ ეზოებში, სადაც უებნებოდენ შენდობას, ანუ რუხსაგუს ლუდის სმით იმ გარდაცვალებულებს...

ი. ბერიძე
დასასრული იქნება შემდგომში.
ოსეთით.
8 აგვისტოს 1859 წელსა.
ს. ჯავა.

__________________

1 დაკურთხებას ნიშნავს.

2ოსები ვასკირკის სახელით იგულისხმებენ წმინდა გიორგის.

3ამ სიტყვით ოსები იგულისხმებენ, უპატრონოს და წესგადუხდელს მკვდარს).

4 ამით იგულისხმენ სამოთხის გამგეს.

5ხარნაგა ნიშნავს ქელეხს, ანუ სულთათვის წირვას, ანუ ჭამას.

3 მასალა საქართველოს ისტორიისათვის.

▲ზევით დაბრუნება


მასალა საქართველოს ისტორიისათვის.

სიჭაბუკე საქართველოს მეფის ირაკლი ბ-სა.

მეფობა ირაკლი ბ-სა წარმოგვიდგენს ახალს ღირსს სახსოვარ შემთხვეულებას, სამჯავროსა შინა საქართველოსჰაერისასა; მისმან კეთილ მოქმედებამან, მმართველობამან განკურნა სენი ჰაერისა და მისცა მამულსა სანუგეშო იმედი მომავალსა. თუმცაღა საქართველო მართველობასა ქვეშე მისსა არა ყოფილარს უცხო უბედურებათა, რომელნიცა უბედურებანი დიდხან ყოფილან განუშორებელ სახელისაგან საქართველოისა, ბევრი უთმენია მას შეუბრალებელთა მტერთაგან ქრისტიანობისა; მაგრამ უბედურმან მდგომია რობამან მისსა ირაკლის დროითდგან დაიწყო დამცირება ხალხს მიეცა მხნეობა, დაივიწყა სასო წარკვეთილება და ღვაწლთა შინა მოთმინებისასა დაემორჩილებოდა სხვათაებრივსა გამგეობასა; ამასთანავე თვით უბედურებანიცა ხშირად მისცემდნე ადგილსა მადლისა ღვთისასა, რომელიცა აკურთხებდა საჭურველსა ქართველთა დამარცხებასა ზედა მტერთასა. ყოველთა უწყიან ძლევაი ირაკლისა სპარსთა ზედა; ყოველთადმი ცნობილ არს ესეცა რომ ერთი სახელი ირაკლისა ამშვიდებდა მრავალთა მაწუხებელთა უწინარეს მისსა სამზღვართა ჩვენის მამულისათა. - ესრეთ მაგალითებრ, დროსა აოხრებისა აღამამად ხანის მიერ ტფილისისა, დაძახებასა და წინა დადებასა ზედა, რათა წავიდნენ საომრად ქართლის მეფეზედ, ხანებს: შუშისას და ერევნისას რომელთაც სცოდნიათ მხნეობა მეფისა, უთქმოთ, ჩვენ ვყოფილვართ უწინ ქვეშე კრდომნი პერსიელთანი და გვიძლევია მათთვის ხარჯიო; ხოლო მფლობელსა გურჯისტანისას შეუმუსრავს შემძლებელობა სპარსთა, დაუმონაებივართ თავის მფლობელობაში და ეხლაც ჩვენ ვემორჩილებით მათ ჩვენ მფლობელსაო. ეომე შენ მარტო ირაკლის და როდესაც დასძლევ, მაშინ ხელახლად შენ დაგემორჩილებითო. ამისთვის საქართველოს ისტორია დიდ გულობით მოიგონებს სახელსა ირაკლი ბ-სასა, ვითარცა ერთის საქართველოს უდიდესთ მეფეთაგანსა.

დღეთა შინა მეფობის თეიმურაზ ბ-სა, მამისა მისისასა, როდესაც ლეკვები თანა მოკავშირეთა თვისთაგან აღაოხრებდენ ქართლსა, მაშინ ბატონი შვილი ირაკლი გულმტკინვეულად უყურებდა მიწევნულთა უბედურებათა მის მამულისადმი, როგორი უბედურნი ვართ ჩვენ, ეტყოდა იგი მამასა თვისსა შემდეგ სიყვარულმან მამულისამან ფრიად განახურვა გულსა შინა ახალ ნორჩის ბატონის შვილისა, სიყვარული ტახტისა და მამულისა აუსხა მას ფრთები და იგი აქამომდე, გაუცნობელი ომთა, თავი გამოიჩინა რათა იხილოს იგი მინდვრებსაზედა ნეიჟეროსისასა, სადაცა დაეწია იგი მტაცებელთა ლეკთა, მყისვე დაამარცხა იგინი. ამ გამარჯვებამ მაშინვე აღამაღლა სახელი ირაკლისა ვითარცა დიდი მამაცისა. ბატონი შვილი შემდგომ ამ გამარჯვებისა წავიდა ჯარით სოფელს მაღაროში, რომელიცა არა შორავს სიღნაღზედ, სადაც ერი დღესასწაულობდა დღესა მას. დღესასწაულობდენ საქართველოსერნი მხიარულის ღაღადებითა. თვით თეიმურაზსარ შეეძლო რომ არ განეცხადებინა მადლობა ძისათვის გამოხსნისათვის მამულისა მხეცებრივთა მტერთაგან. გადმოცემით სჩანს, რომ ლეკებს თავიანთის ქცევით ასე გაუჯავრებიათ ირაკლი უკანასკნელ წლებში მისის სიცოცხლისა, რომ ის დიდხან ვერ დაწყნარდებოდა. საყვარელი ირაკლისა, ეპისკოპოსი კირილე თავადთ ჯორჯაძეთაგანი არა შორს სოფლის ბოდბიდგან, ჩღჟდ წელში, იყო მოკლულ ლეკებთაგან. იგი მსახურებდა ადრე საქართველოსმეფის ამალაში, იყო მის ბრძენ მრჩევლად და ერთი უმჯობესი მხედართ მთავართაგანი. მინდვრის ბრძოლაში ერთ გულობისათვის ტახტისა მიიღო მან ყოველფერში ნდობა და სიყვარული ირაკლისა, რომელიც განსაკვირველად შეწუხდა გარდაცვალებისათვის ეპისკოპოზის კირილესი. თეიმურაზი სახალხოდ აქებდა ღვაძლს ბატონი შვილისას, და ნიშნათ ერთ მთავრის მოწყალებისა მაშინდელს ჩვეულებისამებრ დააჯილდოა იგი ძვირფასის ხალათით, ეს კიდევ დიდ ხსოვნაში აქვთ მრავალთა მაღაროში მცხოვრებელთა, რომელთა მამა და პაპა ყოფილან მოწმათ და მონაწილეთ დღესასწაულობაში. მაგრამ საბრალოთა, ჩვენთა ერთ მემამულეთა დიდხან არ უსარგებლიათ სიმყუდროითა და განსვენებითა; არა დიდხან ჰქონია ხალხს გულში მხიარულად ყვირილი და დიდი ხმით ბარაქალა. ბნელ ღრუბელს ხელ ახლად დაუბნელებია ცა საქართველოსი, შემძლებელი ნადირშახი, რომლისა ერთსა სახელსა მოჰყვანდა მაშინ ხალხი ძრწოლაში, დაეცა ტფილისსვითარცა ტახტს ივერიისას, დაუმხობლითა ხელითა შემუსრადა გარდააქცია იგი ნაცრად. ამ დროს მრავალნი დიდ გვაროვანთაგანნი შეიქმნენ დატყვევებულ იმათ რიცხვში თეიმურაზ მეორე მეფე ქართლისაცესენი ყოველნი ვითარცა ტყვენი იყვნენ წარგზავნილი სპარსეთში, სადაც ელოდდა მათ ბევრი ტანჯვა გამგეობამან ირაკლისამან აქაცა არა დაუტევა საქართველოს ხალხი უმოწყალეოდ: შახ ნადირი ექცეოდა თეიმურაზს და სხვა ტყვეებს როგორც ოდესმე ალექსანდრე მაკედონელი მოექცეოდა სახლობასა დარისასა. სპარსეთიდგან დაიბარა თეიმურაზ და მრავალნი ქართველნი და მათთან ერთად წავიდა ლაშქრად იმ განძრახვით, რომ დაიჭირონ ვანდაღარი. ამ ომში ქართველნი განსხვავდნენ ბუნებითის მათდა ვაჟკაცობით და მით მოიპოვეს მათ ყურადღება შახისა, რომელმანცა დაინახა რა მინდობილება და ერთგულობა, მადლობა უთხრა თეიმურაზსა და ჰსთხოვდა მას რათა დაიბაროს საქართველოდგანბატონი შვილი ირაკლი, რომელსაც უჩვენებია თვისი მამაცობა მინდორს ნეიმარასზედ, ჩასაზიარებლად სამხედრო მოქმედებათა შინა შახისასა. აცნობა რა მასთანვე თეიმურაზსა, რომ შემდგომ მოსვლისა ძისა, მიიღებს იგი სრულებით თავისუფლებას თეიმურაზმან სიხარულით მიიღო წინადადება სახისა და დაუყოვნებლივ აცნობა ესე ირაკლის წერილით შემდგომის ჰაზრისა:

საყვარელო ძეო

სადაც ცუდია, იქ კარგიც არისო! იტყვიან ყოველნი. ვიტყვი მეცა, გახარებ შენ, უკეთუკი შეიძლება გაგხაროს შემდგომმა; არის შესაძლო, რომ მამა შენმა განითავისუფლოს თავი ტყვეობითგან და მოვიდეს სამკვიდრო ქვეყანაში, გარნა საშუალობა ესე ასე ძნელია ჩემთვის, როგორც ძნელია თვირთი ტანჯვისა, რომელსაც ვატარებ მე ჩემის მხრებით, ვითარცა ტყვე და უცხო ქვეყნის კაცი, ამ საშუალობასა ქვეშე იგულისხმები შენ; ვიტყვი ჰსწორედ, თავის უფლება ჩემი დამოკიდებულ არს შენს მოსვლაზედ პერსიად, შენ ხარ იმედი ჩემის თავისუფლებისა; და შემდგომ მოსვლისა შენისა სპარსეთშიმომეცემა მე თავისუფლება, ესრეთნი არიან სიტყვანი შახისანი.

მაქვს სრული იმედი შენს ჩემდამო დამოკიდებულობაზედ.

დავშთები საყვარელი შენი მამა თეიმურაზ.

ამა წერილმან სრულებით განახარა ბატონიშვილი. განაცხადა თანხმობა წასვლაზედა სპარსეთადნადირშახისადმი; ესე განუცხადა მაშინვე ხალხსა, მაგრამ ხალხმან უსიამოვნოთ გაიგონა, შეიკრიფნენ რა ერთათ ჰსთხოვეს მას რათა არ წავიდოდეს სპარსეთში, იქა განულტოლველი სიკვდილი გელოდების, ეტყოდენ მას; მარა ყოველივე ესე იყო ცუდ. ირაკლიმ არ უღალატა თავსა თვისსა და ჰსთქვა: ამაზედ არის დამოკიდებული ბედნიერება მამისა ჩემისაო, უკეთუ მისვლა ჩემი განათავისუფლებს მას ტყვეობიდგან მაშ არ გაუშვებ ვისარგებლო ამ შემთხვევითაო; მამა ხელმწიფობისათვის უფრო საჭიროა ძეზედაო, სიცოცხლე მისი უფრო საჭიროა ჩემზედაო. ჩღვ-სა წელშიაც ფებერვლის თვეში მეფე ირაკლი წავიდა კადაღარში და წაიყვანა მრავალი პატივცემულნი პირნი და მისულ იქმნა რა, ბევრი წარმატება მისცა სპარსეთისსაჭურველს. მალე კანდაღარი დაამხეს და აიღეს. მაშინ ირაკლი წარდგენილ იქმნა ნადირშახისადმი; ნადირ შახმან უყურა მას დიდ ხან თვალ გაშტერებით, ჰგონებდა რომ მას შევაშინებო და შემდგომ გრძელ ხანის დუმილობისა ჰკითხა მას: არ მიიღებ რა მაჰმადნობასაო! კეთილ მსახურმან ჭაბუკმან განმზადებულმან შესაწირავად სიცოცხლისა თვისისა ქრისტესადმი უპასუხა: მოკვლა ჩემი ძალგიძს, მე შენ ხელში ვარო, ხოლო განშორება ქრისტესაგან არაოდესო. ეს ზიანი სიტყვანი წარმოთქმულნი თანამყოფლობისათვის მოეწონა მხნე ნადირსა, და ამა სიტყვებზედ უპასუხა ირაკლისა: ნუ გეშინიან, მე შენ ამაზედ ძალას არ დაგატან. შემდგომ ამისა ნადირ შახმან აღასრულა სიტყვა თვისი; თეიმურაზმან და მისთანა მყოფთა მიიღეს თავისუფლება და ნება წარსვლისა თვისსა მამულსა შინა: ბატონი შვილი დარჩა სპარსეთში, სადაც სცხოვრებდა და იზრდებოდა უსაშველო მზრუნველობასა ქვეშე თვით შახისასა, რომელსაც უყვარდა იგი, როგორც თავისი ძე და რათამცა მამისათვის დაემგზავსებინა იგი შეიყვანა იგი სამსახურში და ასწავლებდა სამხედრო ხელოვნებასა, რათა ვითარ გაემარჯვნა მტერზედა შახს, უფრო უზრუნვიდა განხსნისათვის ბატონი შვილის გონებისა სწავლაზედ, და სწორეთ ირაკლის განუმართლებია შემდგომში თავის ნათქომი: ყოფილა ჭეშმარიტი მამაცი ბრძოლაში, ჭეშმარიტად მამა თავის სახლობისა, გონიერ მმართველი სახელმწიფოსი და განსაკუთრებით დაუგდია შემდეგ თავისი სახსოვარი, როგორც მეგობარი კაცობრიობისა, როგორც თვით უხვი და სტუმრის მოყვარე საქართველოსკაცი. მსწრაფლად ნადირშახს დაებადა ახალი ჰაზრი, რათა დაიპყროს ინდოეთი, მას განუხმია ირაკლი საომრად. წინააღმდეგობისა დაპყრობილ იქმნა ომით შემძლებელი ნადირშახის მიერ; მაგრამ ესე გამარჯვება არა კმაყოფილ იყო ნადირისა, ამიტომ რომ მას იმედი ჰქონდა, თანახმად ალყორანისა რომ დაეპყრო ხმელეთი. ინდოეთიდამ რომ დაბრუნდა, მან განიზრახა დამხობა სინდისის სამეფოისა. აქ დამპყრობელი განცვიფრებულ იყო იგი საკვირველის გამოცხადებითა: ინდოეთისადა სინდის სამძღვარზედ ნახა მან სვეტი (აღმართული უთუოთ ხელმწიფეთა მიერ ერთი მეორის სამეფოისა.) რომელზედაც ყოფილა დაწერილი: ვინც გადავა ამ მიჯნას განზრახვით, რომ დაიპყრას ომით სამეფო, იმას ელოდება საუკუნო სიკვდილი და საუკუნო შეჩვენებაო. - წარმკითხველი ამა სიტყვათა ნადირს შეეშინა, დადგა და ჰკითხა ირაკლის: აბა ახლა რას იტყვი ამაზედაო. წავიდეთ კიდევ წინ თუ უკან დავბრუნდეთო! ეს სვეტი საშინელ არისო!!

ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებითო ირაკლიმ უპასუხა, სპილოზედ დაიკიდოს ისა და წინ ატაროს იგი სამეფომდინაო! მომთხრობნი ანბობენ, ესე ვითარის კეთილ გონივრულის რჩევისათვის შახს დაუჯილდოებიაბატონი შვილი ორი ათასის ოქროთი, დანიშნავს მისთვის პირველი ადგილი მარჯვენა მხარზედ თავის ყადარ კაცებთან და აღუთქვამს რომ ნიადაგ ყველა ფერში დაიფაროს. რჩევა ირაკლისა ყოფილა აღსრულებული, ხოლო განძრახვა ნადირისა, რომ დაეპყრას ომით სინიდიკის სამეფო ყოფილა წარმატებაში.

ამ ომში ირაკლის თვით ნადირის წინ გაუმარჯვნია ვაჟკაცურათ, რომლისათვისაც მიუზიდნია მას საქვეყნო პატივისცემა სპარსეთში, თვით ნადირშახს უძლევია მისთვის უპირატესობა, სხვათა თავის მხედართ მძღვანლებზედ და ბოლოს ნიშნათ სამსახურისა და ერთგულობისა, დიდის საჩუქრით გამოუსტუმრებია იგი საქართველოშიდა დაუნიშნავს იგი მეფედ ქართლისადა კახეთისა. შეიძლება წარმოვიდგინოთ სიხარული ხალხისა, რომელთაც ნახეს დაბრუნება თავიანთ საყვარელის ბატონი შვილისა.

ი. დოდაევი-მაღაროელი.

4 პასუხისგება უ. არდაზიანის კრიტიკაზედა.

▲ზევით დაბრუნება


პასუხისგება უ. არდაზიანის კრიტიკაზედა.

ვინც ძველი ისტორია იცის, ის მოიხსენებს შემდგომს მოთხრობასა: როდესაც ბრუტმა იული ცეზარსა დაჰკრა გვერდში ხანჯალი, მაშინ ცეზარი ძირს დაეცა, სასიკვდილოდ ამოიოხრა და ყვედრების ღიმილით უთხრა ბრუტსა: შენც აგრე, ჩემო ბრუტოვო?- მართლათაც, ცეზარს აგეთი დანაშაული არა ჰქონიარა ბრუტთან; მანამდინ იმათში მეგობრობის მეტი, სხვა ანგარიში არა ყოფილარა. მაგრამ რა გაეწყობა წუთი სოფლის სიმუხთლეს, მეგობართა მტრობას, ორ-ფერობას?- ბრუტმათავი გამოიდო, მოინდომა თვისი სახელის გამოჩენა და ვითომც მშობლიურ ქვეყნის განთავის-უფლება და აღდგინება მოიწადინა. მაგრამ რომაელნი ხათას გაეყარნენ, ბალას შეხვდნენ. შემდგომ ცეზარისა იმისთანა პატრონების ხელში ჩავარდნენ, რომელთაც სრულიად დაჰსცეს თავიანთ ქვეყანა მე მგონია, ამ შემთხვევის გამო წარმოსდგა ანდაზა: შეჩვეული ჭირი ჰსჯობია, შეუჩვევარ ლხინსაო.

არ ვიცი, ტყუილია თუ მართალი ეს თქმულობა, მაგრამ ეხლა მეკი ძალიან ლხინის გუნებაზედა ვარ: მე როგორც მტრისაგან, აგრეთვე მოყვარისაგან ჭირიც გამომიცდია და ლხინიცა. მაშასადამე შემიძლიან მხიარულად ვიყო-მეტადრე აწინდელ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საყვარელს და სასურველს „ცისკარსა„ უნდა მიულოცო ახალი და მოულოდნელი ბედნიერება: ამ ჟურნალის მეცხრე წიგნში აღმობრწყინდა უწარჩინებულესი მსაჯული, სახელდბ ლავრ. არდაზიანი, რომელმანცა თვისს პირველ ნამდვილ თხზულებას უწოდა „კრიტიკა„. მართალია შარშანაც დაბეჭდა თარგმანი შექსპირის დრამისა; მაგრამ ეტყობა თვით უ. არდაზიანსა უგრძვნია თვისი პირველი შრომის ამაოება და სხვა უდიდესის საგანისათვის მიუმართავს, ესე იგი დაუწყვია კრიტიკის წერა.

მხოლოდ ნეტავი ვიცოდე, იფიქრა უ. არდაზიანმა რა არის კრიტიკა? არ მოაგონდა მაინც სიტყვა: „მკურნალო, პირველად განიკურნე თავი შენიო„? ნუ თუ ისეა დარწმუნებული თვისს საკუთარ უცოდველობაში, რომ გაბედავს თავხედად ჰსტყორცოს სხვასა ქვა განკიცხვისა?..

ვნახოთ და თვითოეულად წარმოვადგინოთ მისი ჰსჯა.

პირველად: მე არც დამიწერია, არცა ვსწერ და ვერც დავსწერ ქართულ ჟურნალზედ კრიტიკასა. მე მხოლოდ ჩემ საკუთარ აზრსა, დაფუძნებულსა ცოტაოდენ ლიტერატურის ცოდნაზედ, უცხადებ იმათ, ვისაც ესმისთ საგანი: ნებავთ თანახმა გახდნენ, ნებავთ ნუ გახდებიან-მათი ახალი ქეიფია. მე ვსწერ სუბუქს, საჩქარო განხილვასა (бьглый обзоры) და არა კრიტიკასა. ვგონებ, ყველა ჭკუისა და თვალების მქონებელ კაცსა შეუძლიან სთქვას, რომ ეს შავია და ის თეთრიო. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ჭკუა მიჭრის და პასუხის-გებაში არ ვაძლევ არცა ჟურნალსა, არც მის გამომცემს და არცარვის სახელდობ ვჰკითხავ. ღმერთმა მშვიდობა მისცეს ერთსაცა და მეორესაც: როგორც უწირავთ, ისე ჰსწირონ.

უ. არდაზიანი უმეტესად იმასა ცდილობს, რომ გამოაჩინოს თვისი ღრმა ფილოსოფიური ცოდნა და ეტყობა კიდეც, ფილოსოფიაში ახირებულათ დახელოვნებული უნდა იყოს. ასეთ რამეებს გვიამბობს ის დალოცვილი, რომ ყურები უნდა ვცქვიტოთ, თვალები გავაცეცოთ, პირი დავაღოთ,მუხლი მოვიდრიკოთ და ესრეთ ვისმინოთ მისი დარიგება. სმენა იყოს და გაგონება-ყური დაუგდეთ ხალხნო და ჯამაათნო!

პირველად, ჩემს გულ-ფიცხელ მსაჯულსა უკვირს, რატომ ქართულად არა ვსწერ „ცისკრის“ განხილვასა, თუ მართლა მსურს მისი წარმატება. აქამომდე მე დარწმუნებულ ვიყავ, რომ „ცისკარი“ და მისი გამომცემი მადლობელნი იქნებოდნენ ჩემი ამ გვარის შრომისათვის. რუსულად ვსწერ და რუსულ გაზეთში ვბეჭდავ ამიტომ, რომ ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს ამ გაზეთსა და მისივე საშუალობით თითქმის ევროპაშიაცკიშეიტყეს, რომ ქართველების რაღაც ჟურნალი იბეჭდება ტფილისისქალაქშიაო. თუ აქედამ სახრავი ცოტა გამოდის ჩვენი ჟურნალისთვის, სახელი ხომ უეჭველია? სახელისათვის ბევრნი სიცოცხლეს არა ზოგვენ, მრავალნი ცდოლობენ მის შეძინებას და ესევე სურვილ განაღვიძებს სულსა და მოითხოვს მხნეობასა და მამაცობასა. აბა „ცისკარში“ რომ გამოსულ იყვნენ ჩემი სტატიები, თქვენ გამარჯვებას,- ხომ არც ეს მცირე ნაყოფი იქნებოდა? მართალია, უ. არდაზიანი და მისთანა ათიოთი გვამი წაიკითხავდნენ, მაგრამ რა გამოვიდოდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ისინი სხვაზედ უარესად წინააღსდგებოდნენ: რას მიედმოედებაო! ვინა ჰკითხავს ბარი ათშაურათ არისო, და სხ. - მეორეს მხრით, სად და რომელ ქვეყანაშიდა საზოგადოებაში გაგონილა, რომ მეგობარს ანუ ნათესავ კაცსა, კარგია თუ ავი, აძაგებდნენ ან აქებდენ პირის-პირ და ისიც მისს საკუთარ ჭერ ქვეშ? პირველ შემთხვევაში მეგობარი მტრათ გარდაგექცეოდა, ხოლო მეორეს ფარისევლობად ჩამოგართმევდნენ.-

მადლობა ღმერთს, ეხლა რუსული ენა ისე არის ჩვენში გავრცელებული, რომ მენახშირეებსაც კი ესმისთ. თუ გონების გაღვიძება და გულისხმიერების გამდიდრება გვინდა, ამ ენას უნდა მივმართოთ; მისი საშუალობით შეგვიძლიან მივიღოთ ევროპული განათლება; მაშასადამე რუსული ენა დიდ შემწეობას მოგვცემს ჩვენი საკუთარი ენისა და ლიტერატურის აღდგინებაში, თუ ვისმე ნამდვილად სურს ეს აღდგინება. რაც რომ ძველ დროში საბერძნეთმადა მისმა განათლებამ სიკეთე უყო ჩვენს მამულსა, იმ სიკეთეს ეხლა რუსული ენა უზამს- მერწმუნეთ. ნუ იტყვით, ვინც რუსულსა სწავლობს, იმას ქართულისთვის აღარ ეცალებაო. ეს აზრი შეშვენის ზარმაცთა და უნიჭოთა. რომელსაც ქართველს ნამდვილი ნიჭიერება აქვს და შრომა უყვარს, ის არაოდეს არ შურაცხ-ჰყოფს მშობლიურ ენასა და თვით იმის სიკეთისათვის შეიძინებს სხვა ენების სწავლასაც. უ. ბროსეტ ჩამომავლობით ქართველი არ არის, მაგრამ ხედავთ როგორ ღვაწლსა სდებს მისთვის!

ჩვენი ძველებური სწავლა ისეთ მდგომარეობაში არის, რომ თავის თავად, უმაგალითოდ ვერ წავა წინა. მე თვითონ აღვიარებ, რომ კრიტიკა ადრეა ჩვენი ჟურნალისათვის და არცა ჩვენი აწინდელი ლიტერატურაა მისთანა სიმტკიცეში. ამიტომ ფიქრშიაც არა მქონია მასზედ კრიტიკის დაწერა. უ. არდაზიანი მაინც კრიტიკას უწოდებს ჩემ სტატიებსა; მაგრამ თუ კაცს არ უნდა, რიყეზედაც ქვას ვერ დაინახავსო. ან იქნება მართლათაც უ. არდაზიანმა არ იცის რა განსხვავება უძევს უბრალო განხილვასა (обзорь) და ნამდვილ კრიტიკასა, რომელიცა არის გვირგვინი საფუძვლიანის სწავლისა და ხელოვნებისა? მაშ ღმერთმა მიუტეოს უნებლიეთ შეცოდება. ნათქომია, არ ცოდნა- არ ცოდვაო.

შემდგომ ვკითხავ უ. არდაზიანსა: რომლის უფლებით ინება მან და აქა-იქ ამოგლიჯა ჩემი სტატიითგან, უკავშიროდ და უთავბოლოდ სხვა და სხვა აზრები, ანუ ნახევარ-აზრები, უფრო დააბნელა იგინი თვისის უხერხო თარგმანით და მერმე ზედა დაურთო საკთარი სასჯელი? განა ეს შეშვენის კეთილ-სინდისიან მწერალსა? უ. არდაზიანი ძალიან თავისუფლად ეკიდება სხვის სიტყვებს და აზრებსა-თვითონვე კიდეცა ჰსჭირს და კიდეცა ჰკერავს. აჰა მაგალითები:

პირველი ორი სტრიქონი, წვრილი ასოებით დაბეჭდილი,ხოლოდ იმ აზრსა აცხადებს, რომ მე ანგარიშს ვაძლევ მკითხველთა ჩვენი ლიტერატურის „წარმატებაზედ“ (წაიკითხე: მდგომარეობაზედ). შემდგომ ამისა უ. არდაზიანი თვისად ბრძანებს: „ცხადად ვჰსთქვათ, ეს არის კრიტიკა (!?) სასტიკი, უადგილო, უდროო“. არა, მოწყალეო ხელმწიფევ, ეს თქმა ცხადიკი არ არის, ძალიან ყრუ და ბნელი გახლავსთ. ცხადად მაშინ იქნებოდა, როდესაც წარმოგედგინათ ნამდვილ ჩემი აზრები, კეთილ სინდისიანათ გამოგეკრიბათ იგინი და თვითეულად დაგერღვიათ. ეტყობა, ჩემი შრომა უადგილო არ იყოს, როდესაც დაიბეჭდა და მრავალთა წაიკითხეს, თანახმა და მადლობელნიც გახდნენ. რასაკვირველია, ცრუ-პატრიოტებს სიმართლე არ ეჭაშნიკებათ, ამიტომ რომელ საკუთარ სახელოვნობას ეძიებენ და არა საზოგადო სარგებლობასა.

მიკვირს, რომ ფილოსოფია კარგათ გისწავლიათ და ლოგიკაში კი არა გაგეგებათრა. ერთი მიპასუხეთ, რომელი ლოგიკის კანონით გამოგყავსთ მეორე პუნკტიდამ ეს დაბოლოვება: „გეგონება, კავკაზიისწამკითხველთა ამდენი მზრუნველობა მიუღიათ, იმდენი შემწეობა მიუციათ ცისკარისათვის, რომ უთუოთ საჭირო იყო მოეთხოვათ უ. კრიტიკოსისაგან (!) ანგარიში“. როგორ არ ჰხედავთ, რომ მე თითქმის ძალ-დატანებით მსურს შევატყობინო ჩვენი საცოდავი ჟურნალის გარემოება მკითხველთა, რომელნიც გართულ არიან სხვა აზრებითა, ესე იგი რკინის გზებზედ, საზოგადო სიმდიდრეზედ და სხვ.

მესამე პუნკტის შემდგომ უ. არდაზიანი ვრცლად და ბრწყინვალედ აღმოაჩენს თვისს ფილოსოფიურ ცოდნასა და მასთანავე, რასაკვირველია, ჩვეულებისამებრ უკუღმა ესმის ჩემი აზრები. ჩემ სტატიებში მე მართალია შევნიშნე, რომ „ცისკარი“ ჯერეთ არ ეთანხმება აწინდელს სწავლისა და გონების მდგომარეობასა, რადგანც არა აქვს მისთანა შემწეობა და არც ხელ-მძღვანველობა; ესე იგი, შემოვჰხატე საგანი ისე, როგორ მდგომარეობაშიაც აწ ნამდვილად არის. აქედამ უ. არდაზიანს ისე გამოჰყავს, ვითომც მე ვითხოვ, რათამცა „ცისკარი“ იყოს ეგრეთვე სრული და სამაგალითო, როგორც ერთი რომელიმე სამაგალითო ჟურნალი ევროპისა(!!). მიკვირს, რატომ ერთხელ მაინც არ მოაგონდა ჩემ მსაჯველს მეცხრე მცნება: „არა ცილი ჰსწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუთათა“. ვინ არ ისურვებს, რომ ჩვენში ყოველივე სამაგალითო და ჩინებული იყოს და ვინ გაბედავს დაჰსჯასა ამ სურვილისათვის; მაგრამ რომელი უგუნური განჰკითხავს ორი წლის ჟურნალსა, რატომ ესრეთი სამაგალითო არ არისო? უ. არდაზიანი შემდგომ, ვითარცა შეშვენის ნამდვილ ორატორსა, დაუმატებს: „ეს შენიშნულობა არის სასტიკი, უსაფუძვლო, უადგილო, უდროო“.ოჰ ღმერთო ჩემო! რა გულ-ფიცხელ კაცის ხელში ჩავარდნილვარ? ერთს ან ორს ეპიტეტს მაინც მაკმარებდით, დალოცვილო. ოთხი ზედი ზედ რაღა იყო, რა გვედრებმა უნდა გაუძლოს. მაგრამ, უნდა მოვითმინო, რამეთუ მსაჯულმა ჩემმა არა იცის, რასა იტყვის; იგი მხოლოდ ენამჭევრობას ეძიებს და არა სიმართლესა.

ჩემსას ვინა ჩივის, უ. არდაზიანი „ცისკრის“ მკითხველთაც ძალიან უპატივოდ ექცევა. ასე ჰგონია, ახალ-მოსწავლე ყრმათ ველაპარაკებიო და ამ აზრით განავრცელებს სხვათა შორის ესრეთ: კაცი ხორცით (თუ სხეულით?) ეკუთვნის ხილულ ბუნებას და სულითკი უხილავსაო; კაცი არა ჰგავს პირ-უტყვთა, ფრინველთა, თევზთა და ქვემძრომთაო (იქნება მართლა?); ამათ რაც ბუნებისაგან მიიღეს, ის იციან,- მეტს ვეღარას ისწავლიანო ვერც თავის თავად, ვერც სხვისაგანაო.- აქ კი მომითმინეთ, ჩემო ხელმწიფევ: როგორ თუ არ ისწავლიან? განა არ განეხებათ მსწავლულნი დათვები, ცხენები და ძაღლები, რომელნიცა მისთანა შტუკებს აკეთებენ ხოლმე, რომ ფულებსაც კი ჰკრეფენ თვისის სწავლითა და ოსტატობითა ზოგი ერთმა ჯაფარამ კარგი ლაპარაკი იცის?... მაგრამ დავანებოთ ამ ღრმა საგანსა და ისევ უ. არდაზიანს მივანდოთ იგი; ჩვენი მოკლე ჭკუა მას ვერ მისწვდება. ძალიან რომ გამოუდგეთ, ვაი თუ თავ ბრუ დაგვესხას.

ერთს ადგილსა უ. არდაზიანი კაცის გონებას მიამსგავსებს ალმასსა, ტალახში ჩავარდნილსა (ეჰა საკვირველი მიმსგავსება!) და ამბობს, რომ ვითარცა ალმასს უნდა გათლა, ისე გონებასაო; და მერმე: გონება გვიან იხსნება-ისიც ძალ-დატანებითაო. მაშ მე რაღას მემართლებით ვაჟო? თუ გათლა უნდა ჩვენ სწავლასა, თუ ძალ-დატანება უნდა, მაშ რათ გეთაკილებათ უმცირესიცა შენიშვნა, განმარტება?...

მე აქ კიდევაც განვამეორებ ჩემ აზრსა, რომ ქრისტიანობის წინათ ქართველებს განვითარებული სწავლა არა ჰქონიათ, მაშასადამე არც ლიტერატურა ექნებოდათ. წინააღმდეგ ამისა უ. არდაზიანი ამბობს: თუ ქრისტიანობამდისაც საქართველოს არ ჰქონიყო განვითარებული (!) ლიტერატურა, ვერც ასე მშვენიერის, დაწმენდილის, ნასწავლის ენით გადმოიღებდენ თავისს ენაზედ საღმთო წერილსაო. ამაზედ გიპასუხებთ, რომ საღმთო წერილის გადმოღებაში ჰსწარმოებდა არა კაცობრივი ჰსწავლა, არამედ უპირატესად უზენაესი მადლი, რომელიცა შეიქმს არა რაისაგან და გამოსცხადდების საკვირველებათა მიერ მოიგონეთ, რომ ჩვენ ენაზედ სამღთო წერილი გადმოუთარგმნიათ წმიდათა მამათა, სახელდობ: გიორგი და ევთიმე მთაწმინდელთა.

დანაშთენნი შენიშნულებაები უ. არდაზიანისა ლაპარაკათ არა ღირან ვეჭოფ, ამითიც ხომ თავი არ შევაწყინე საყავრელთ მკითხველთა; იმედი მაქვს, უ. არდაზიანი შემდგომ ამისა დარწმუნდება, რომ ანბანზედ ცოტა მეტი მისწავლია, თუმცა არა ვყოფილვარ არც ლიცეიში, არცა უნივერსიტეტში და არც აკადემიაში. იქნება თვითონ უ. არდაზიანი ყოფილიყვეს და განგებ მალავდეს-სიმდაბლისაგამო, აბა კარგათ ჩაიფიქროს. ისკი ვიცით, რომ ზემოხსენებულ სასწავლებლებში არა ყოფილან არც ბესარიონ გაბაშვილი, არც დავით რეკტორი და არც ბაქარ ქართლელი; მერწმუნეთ, მისთვისცა ღმერთსა მიუნიჭებია ნამდვილი, შრომის მოყვარეობა, სწავლის მიდრეკილება და ნიჭიერება, ის უაკადემიოთაც წავა იოლათ.

დასასრულ ორიოთ სიტყვა უნდა ვსთქვა გამლეტზედ. უ. არდაზიანი, რომელსაც ეკუთვნის ეს შრომა, ამბობს გაკვრით, რომ „ჰამლეტს“ წილი უძევს ორთავე ენებშიაო, ესე იგი საღმთო წიგნურისა და საეროისა. მე ვიტყვი, რომ გამლეტი არის გადმოღებული მისთანა ენით, რომელიცა არც ამ მთისაა, არც იმ მთისა.-ახ, კეთილო და პირდაპირო მოყვასო ლ, ნამდვილ ქართველო კაცო! შენ მაგონდები ამ შემთხვევაში: რამდენს მეჩიჩინებოდი-ძირით ძირობამდინ განიხილე გამლეტიო. მე არ გავიგონე შენი რჩევა და ეხლა სინანულშია ვარ. მაგრამ იქნება კიდევაც როდისმე მოვიცილო და დავამრკიცო, რომ უფალმან გამლეტის მთარგმნელმა ქართული ფრიად სუსტად იცის და არ მიემსგავსება, იმ „მომშვტვენოთა, ნაზი ყურები რომ აქვსთ“.[1] და ესრეთ მშვიდობით, მეორე შემთხვევამდის!

ნიკოლაოზ ბერძენოვი.
სეკტემბრის 24-ს. 1859 წ.
ტფილისში.

___________

1ნამდვილი ლექსი უ. არდაზიანისა.

5 ჩვჱნი საქართველოს საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ჩვჱნი საქართველოს საზოგადოება[1]

უწინდელი ჩვენი საქართველოს საზოგადოება იყო იმ მდგომარეობაში გარემოებისა-გამო, და მხოლოდ ამისთვის იყვნენ გაერთებულნი: ჩვენი მამული მაჰმადიანთ არ წარიტაცონო. ამაში იყვნენ გართულნი ერთს პირზედ, რომ სხვა კეთილმდგომარეობისათვის აღარა სცალოდათ; ვაჭრობა ეფიქრათ ანუ სხვა რაიმე შესამატი საფუძვლიანი. ამაზედ ისინი არ დაიძრახებიან, ამისთვის რომ ოთხსავ კუთხის ეხვიათ მტერი და მოუსვენად ებრძოდნენ მტრების ძლიერებას, მაგრამ ახლა, სად რა საზოგადოებაღა ჩანს ჩვენს ქვეყანაში; კარგი რამ აზრუნონ ანუ კეთილი რამ საქმე, რომელნიცა უმიზეზოდ ვდევნით ერთმანეთსა მტრად, ვართ მოშურნენი ერთმანეთისა და სასიამოვნოთაცა გვაქვსეს ამ გვარი ჩვენი ქცევა. საზოგადოდ ვგრძნობთ ამას ჩვენ შეკდიმებით, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენსასა ვშვრებით და ჩვენი სისუსტე ვერ მიგვიშლია. სულის და ხორცის სავნებელი.

ჩვენ უძლიერეს რუსეთს უპყრივართ სამოცი წელიწადი, იქიდგან აქამომდე, რავდენს კარგს მაგალითებსა ვხედავთ აწინდელს დროისას: ვაჭრობისას ანუ შემატებისას? მაგრამ ვერა ვისწავლეთრა და შორს დავრჩითყველაზედ. ნუ გვგონია კარგი იყოს ეს, არა, ეს ამ გვარი ჩვენი უწესო ცხოვრება ანუქცევა, იმას მოასწავებს, ბოლოს ასე გავღარიბდებით, რომ ღარიბ გლეხ კაცებზედ უფრო მომატებით, თუ ვაჭრობისათვის არას ვიფიქრებთ და სხვას შესამატსა კარგსა. მივიხედ- მოვიხედოთ, თვალი გადავავლოთ, რას დავინახამთ პირველად? საკურველს საქართველოს სომხებს! - დავიჯეროთ ყველამ, უთუოთ ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, თორემ ულუკმო დავრჩებით ყველანი და ბოლოს იქნება კიდეც გავწყალდეთ.

ამ ჩემს წრფელს ლაპარაკზე ნუ გამიწყრებით: რავქნა, საბოლოო და საშვილიშვილო აღარა გვიჩანსრა, აღარაფერი კარგი, თუ დრო გაუტარებლივ საფუძველიანათ არას ვიფიქრებთ კარგს რასმე, ნამეტნავად ამისთანა განათლებულს სახელმწიფოს ხელ-ქვეშ, რომელიცა ჩვენთვის ზრუნავს დიდად.

ზოგიერთს შემთხვევაში, ცოტად კიდევ გვიყვარს მამაპაპურად ქცევა, იმათებურად ხელგაშლით ცხოვრება და გულუხობა, მაგრამ ესკი აღარ ვიცით, მაშინდელი დრო სხვა იყო და ახლანდელი დრო სხვა არის, მაშასადამე, დროს მიხედვით უნდა ვიქცეოდეთ უთუოთ ამას ჩვენ ვერ მიმხვდარვართ, ნამდვილი საფუძველი რა არის, ჩვენი შემატებისა, ანუ სწორედა ვსთქვათ ჩვენის კეთილმდგომარეობისა? ამ საგანს მიხვედრილია, ერთი ჩვენი პატივცემული გვამი თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკი, რომელიცა ამ თხუთმეტის წლის წინად, იმის მამის გარდაცვალების შემდგომ, ჯერ ოთხს ნაწილად გაიყვეს მამა პაპის ყმა და მამული: ორმა ბიძებმა, მესამე ივანეს ბიძაშვილმა და უფროსის ძმის შვილმა თვით იმ ივანე მუხრანსკიმ, მასუკან ამ ივენემ და ამისმა ოთხმა ძმებმა გაიყვეს, ხუთ ნაწილად თავიანთი ერთიანი ნაწილი, მაშასადამე მთელი მამაპაპის ყმა და მამულის ოცი წილიდამ მეოცედი ნაწილი რგებია, რომელსაცა ამ მეოცედის ნაწილიდგან ჰქონდა შემოსავალი თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკის, ორმოცი თუმანი, გაყრის შემდეგ ამ თხუთმეტის წლის წინად.

რა გგონიათ? ამ თხუთმეტს წელიწადში, თავისი ორმოცი თუმანი, რავდენ შემოსავლად აიყვანა თ ივანე ბაგრატიონ მუხრანსკიმ? სამი ათას თუმანზე მეტად ჩვენი ქართველის კაცისაგან დიდი საქმეა ეს!

იმისი შორს დამნახაობა, იმისი მალე მიხვედრა საქმისა, იმისი დაუღალავი ცდა საქმეში, იმისი დამტკიცებითი და საამო უბნობა, იმისი მხიარული დარბაისლობა, იმისი მართებული თანასწორ ქცევა, იმისი ძლიერი მოთმინება გაჭირვებულს საქმეში, უთუოდ შესრულება საქმისა; ხოლო გამორკვეულის კარგის ანგარიშით და დასასრულ, იმისი ბევრი კარგი თვისება, ანუ ხასიათი; ამაებით წარჩინებულ კაცად ითქმის თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკი.

როდესაც ეს პატივცემული გვამი, ჯერეთ ყმაწვილი კაცი იყო, ახალი პრაპორშიკი, მართალია ამას დიდი კაცის შვილობაც შესწევდა, მაგრამ უნამეტნავესი ღირსებაა ყველასათვის: ნიჭი!

ახალი პრაპორშიკი ესე ივანე, როდესაც რუსეთიდგან მოვიდა, მაგდენი ხანი აღარა გამოვიდარა, მთავარმართებელს ბ.რ. დაუახლოვდა, რომელსაცა პახოტებში ემსახურა გამოჩენით და, რომელმაცა ამისგამო უფრო დაიახლოვა. აქედგან დაიწყო ახალი ცხოვრება მოსაწონი . თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკიმ შეირთო დიახ დიდი კაცის ქალი ცოლათ, მოსცეს კარგი მზითევი. ტფ. ქალაქზე ცოტა მოშორებით, დიღმის სოფელში დაუხვედრა საუცხოვო, მზათ გაწყობილი სახლი, ღირსებულს ქალს, თავის მეუღლეს, როგორიც იმ ქალის დიდიკაცის შვილობას ეკადრებოდა, სწორედ იმისთანა. ხვდა საფერი საფერს.

ამ დიდი კაცის ქალმან ნ. დიდს სახლში გაზდილმა ნებიერად, აქ დაუტევა ყველა, მიბაძა ქმარსა, შეუდგნენ ორნივ სახლის პატრონობას და შემატეს სახლსა დიდათ.

იმ დაწყებიდგან აქამდისინ, რომ ვთქვათ ყველა თ. ივანეს ანბავი მეტად ვრცელი მოვა, ამისთვის დაკვეცილად ვიტყვით და აქა-იქ გამორკვევით.

თ. ივანემ იყიდა გარეთუბანს მამული, რაზედაც ააშენა კარგი შემოსავლიანი დუქნები: შეიქნა პოლკის კამანდერი, შეიქნა ღენერალი, მისცეს ატრიადი ოსმალოს ომების დროს, მისცეს დივიზია; ააშენა მშვენიერი შემოსავლიანი სახლები, გამოიხსნა გარდაცვალებულის სანატრელის თავის უშვილოს ძმისა ყმა და მამული, რომელიცა დაგირავებული იყო სულერთია და თავისად დაიმკვიდრა. კიდევ თავისმა ორმა ძმებმა გ. და მ. მიყიდეს თავიანთი წილი ყმა და მამული, რომელსაცა ჰფლობს და მატებს ბევრს კარგს. ამ ორ ძმათაგან ერთი მ. ცხოვრებს რუსეთშიდა დგას თავის ცოლის ყმა და მამულზე ამის ძმას გ. ვძრახავდით: ამან რაღათ გაყიდა თავისი წილი ყმა და მამულიო, მაგრამ როგორც გ. მოიქცა სწორედ დიდ სულოვნობას და დიდ გონიერებას მიეწერება, ამისთვის რომ ჯერ პირველათ შემატა დიდს შრომის მოყვარეს ანუ საგანგებოს სახლის პატრონს თავის ძმასა თავისი წილიც, რადგან ამით უფრო შემძლებელი იქნებოდა თავის მეუფროსე ძმა ი. ვითარცა უწინდელს დროს იყო ხოლმე: ერთი სახლის უფროსი, იყო მთელის სახლის მართველად. დიდსა სამოქალაქოს სამსახურში იმყოფება გ. და კარგი ჯამაგირიცა აქვს, მაგრამ უფრო პირველი მიზეზი ეს იყო გ. რომ თავისი წილი ყმა და მამული თავის ძმას ი. დაუთმო. თვით გ. გამიგონია: ბევრით სჯობია ერთი იყოს სახლში შემძლებელი, სახლის ძლიერებისათვის, რომ სახლი არ დაეცესო. ეს სიტყვა ძვირფასია და დიდათ მოსაწონი.

ეს ხომ ითქვა, ახლა იმასვე ვიტყოდეთ რომ ცოლქმართ ი. და ნ. არ მიხედეს ეხლანდელსა სოფლიურსა დიდსა ცხოვრებასა,რომლის მიზეზით ვალებში ვართ ჩავარდნილი და ვცხოვრებთ ძნელად.

კვალად ვიტყვი, არ მიხედეს იმ დიდს ცხოვრებასა ი. და ნ. იკმარეს ზომიერი ცხოვრება, რადგანც წესში არა ჰქონდათ თავიანთი სახლის მდგომარეობა კიდევ.

მამულის შემოსავალი წესში რომ მოიყვანეს, როდესაც ქალაქის სახლები ანუ დუქნები კარგს ფულს მისცემდნენ ხოლმე, მაშინ მოიწადინეს, მხოლოდ ერთს თავის შვილსა შერთეს ცოლი, დიდის სახლიდგან, კვალად სახლში ერთი, ჩინებულის ყმა და. მამულით და ქალაქში გამოჩენილის სახლებით. ეხლა ერთიანი ესე სახლობა ცხოვრებენ უცხოთ, ევროპიულს გაწყობილს საუცხოვოს, სახლებში, ხან ქალაქში და ხან სოფელში, რომელთაცა სამი საგანი აქვსთ ამათ ცხოვრებასა: პირველი, კვალად უფრო შემატება, მეორე, თავიანთ მახლობლებთან კეთილად ცხოვრება და მესამე, გარეშეთა უნაკლულო პატივისცემა, ყველას თავის შესაფერი. ევროპიელს ღრმა გონიერს კაცად ითქმის თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკი.

მოწყალენო ხელმწიფენო! დრო არის ამ კაცს თ. ივანეს სრული ჩვენი გონება მივაქციოთ; მივმართოთ ამას, ამას დაუახლოვდეთ თუ ამაზედ სამდურავი გვაქვს ვისმე, ყველა დავივიწყოთ. მე ამას კარგათ ვიცნობ; ამის დაახლოებით, კარგს შევიძინებთ, ბევრს შევიმატებთ და ბოლოს მადლობელი ვიქნებით ამისი.

ხომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის მეტი აღარა არისრა, აღარც თოფი და აღარც ხმალი, - ვმადლობ ღმერთსა! მაშასადამე, სადაც მშვიდობაა, იქ რა არის საჭირო? - სწავლა განათლება, მიწის ნაყოფიერების გამრავლება და ვაჭრობა, აუცილებელი, გამამდიდრებელი კაცისა დამიჯერეთ, რომ ყველას ეს ფიქრი უნდა გვქონდეს ეხლა და ეს აზრი საზოგადოთ, ამისთვის ხელთ მძღვანელი უნდა გვყავდეს ვინმე უთუოთ, ესები გვასწაოს და დაგვიყენოს კიდეც, ამ ხსენებულთ საგანზედ, თორემ მხოლოდ ჩვენის ცალცალკეს უთანხმოს თავით, ჩვენის ლითონის ტრაბახის ლაპარაკით და ჩვენი განზე სიარულით თავ მოწონებით, რა იქნება ჩვენთვის? სულ არაფერი. მაშ გვიპოვია კაცი და მივმართოთ მას.

იქნება იფიქროს ვინმემ, ნათესაობისაგამო უწერდე მე ამ ღირსებას თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკის? არა! ვინც მახლობლათ მიცნობს მე, ისინი არ იფიქრებენ ამას. ამისთანა განსჯაზე ანუ სხვა რაიმე საქმეში, სულ ერთნი ხართ ჩემთვის ჭეშმარიტად!

თ. ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯ. ორბელიანი.

______________

1ამ სტატიის ავტორმა აღგვითქვა, გამოგზავნა ვრცლად ცხოვრების აღწერისა თ. ივანე ბაგრატიონ მუხრანსკისა, რომელიცა დავბეჭდეთ კვალად დიდის კმაყოფილებით. რ.

6 მარილის მოხმარება საქონლისათვის

▲ზევით დაბრუნება


მარილის მოხმარება საქონლისათვის

მარილის მოხმარება საქონლის საჭმელათ არის მიღებული მრავლის მებატონეთაგან. თუმცა იყვნენ მებატონენი, რომელნიცა ამტკიცებდენ რომ მარილი არ არის საჭიროდ საქონლისა, რომლის გამოისობითაც ბელგიის ქალაქში იყო შეკრებულება სწავლულთა კაცთა, სადაც დაარწმუნეს რომ მარილის მოხმარება საქონლისათვის არის ძალიან მარგებელი. ანგლიაშიდა გერმანიაშიდიდი ხანია რაც აჭმევენ საქონელსა მარილს, აგრეთვე რუსეთში, მხოლოდ საქართველოშიკი არ არის ისე მიღებული მარილის ჭმევა საქონლისათვის, როგორც სხვაგან.

გამოჩენილმან სწავლულმან ბუსსენგომ დასამტკიცებლად ამისა დაიწყო გამოცდილება, რომელშიაც იპოვა რომ მარილი არ მოუმატებს საქონელს ხორცსა, არც სიმსუქნეს და არც რძეს, გარნა დიდად მარგებელია. ამის ერთნაირს საჭმელს აჭმევდენ, ხოლო გარჩევა ეს იყო რომ სამს მარილსა და სხვათა სამს არა. შემდგომ რაოდენიმე ხანისა შეატყეს პირველს სამს, რომელსაც აჭმევდენ მარილსა, ჰქონდათ ბალანი სწორეთ დაწყობილი; მეორეებს რომელსაც არ აჭმევდენ მარილსა ბალანი მიუგავდათ ჯაგარსა და იყო ბუსუს-აშვებული. ერთს წელიწადს შემდეგ უფრო ძალიან შეეტყოთ და ირჩეოდნენ ერთმანეთში. პირველს სამს, რომელსაც აჭმევდენ მარილსა ჰქონდათ ძალიანი კარგი შეხედულება, თითქო მხიარულათ არიანო. მეორე სამს ცხოველს ზოგიერთს ადგილს რგვლად ჩამოსცვივოდა ბალანი და რაც დარჩომოდათ უგავდა ჯაგარსა და ამის მიზეზით პირველი სამი უფრო ძვირათ იფასება, მინამდისინ მეორენი.

მარილი არ უმატებს ხორცსა, უმატებს გემოვნებასა, საჭმელის მონელებას; ასმევს ბევრს წყალს, რომლის გამოისობითაც ემატება რძე და უკეთებს თვისებას ცხოველს.

თ. დ. ხიმშიევი.

7 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

მომავალს 1859 წელს, ცისკარი ჩვენი გადადგება მეოთხე წელიწადში. ვითარის წარმატებით ანუ ნაკლულევანებით გამოდიოდა ჟურნალი ესე, იციან უკეთ პატივცემულთა მკითხველთა,-მაშასადამე მომატებულ იქნება და უალაგო ჩვენგნით განმეორება მის, რაც რამ შეეხება სამის წლის ნაყოფს. თხოვნა საზოგადოებასთან და ამასთანავე სარგებლობის მოცემა ამ საზოგადოდ სასარგებლოს საგანისაგან, აგრეთვე იქნებოდა მომატებულ, გარნა განუცხადებთ ცისკრის მკითხველთა, რომ უპირველესნი მწერალნი ჩვენნი, როგორც წარსულს ჟურნალებში გვეწეოდენ თავიანთის მძვენიერ თხზულებით, ახლაც უმეტეს იმედს გვაძლევენ. ამ პატივცემულთ მწერალთ მონაწილეობა, გვიდგება თავდებათ რედაქციასთან, რომ ჟურნალი ჩვენი მომავალს წელს გამოვა უკეთ, განგრცელებით და განმშვენიერებით, რომელიცა შეიცავს თვის შორის შვიდს ნაწილს: 1) ძველს ნამდვილს ქართულს წარმოშობას. 2) (?) დელთა და ახლანდელთა მოლექსეთა, 4) ჰსწავლასა და ხელოვნებასა 5) მსუბუქს განრკვევასა, 6) სოფლიურსა სახლოსნობასა და 7) სხვა და სხვა ანბავსა. მხოლოდ თქვენ მკითხველნო! ყოველი იმედი წარმატებისა და ამ სახით გამოცემისა თქვენზედ არის დამოკიდებული. იცით, რომ ყოველს საგანს ღონის ძიება უნდა. უმეტესად ახლად დაწყებულს საქმეს.

ფასი დაშთების იგივე შვიდი მანეთი.

8 სხვა და სხვა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


სხვა და სხვა ანბავი

- ამ წრევანდელს წელიწადში, თებერვლის თვეში, ანგლიაშის. გლამონგანშირს, რომელიცა ეკუთვნის ანგლიჩანს ნიკსონს, მოვიდა ძრიელი წვიმა, რომელთანაც ჰსცვივოდა დაღრუბლულს ჰაერითგან აურაცხელი წვრილ-წვრილი თევზი. ამ წვიმის მოსვლის განმავლობაში უბერავდა სასტიკი ქარი. ეს თევზნი იყვნენ ცოცხლად რამდენიმეს ხანს წყალში. ბოლო და ფრთა ჰქონდათ მოთეთრო.

რედაქციისაგან განცხადება. - წვიმასთან თევზის მოსვლა ანგლიაში.

ხელი მოსწერდება 1859 წელსა.

ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნლის „ცისკრის„ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში.

ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.