The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №12 (1858)


ცისკარი №12 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


1.1 დიანას მეჯლიში

▲ზევით დაბრუნება


დიანას მეჯლიში

ადრე ალიონს განეღო კარი

ზე ოლიმპისა; ციერთა ჯარი
მუნით გამოკრთა და მოეფინა
კიდით კიდემდე ცისა ტიალსა.
მერე გამოკრთა ეტლითდიანა,
ვისაც შეხედავს მოუღებს ალსა!
მას მოეხვიაზევესისხასი:
ეროტ, ამურნი ნიმთა დასი;
საამოთ ისმის მათის ფრთის ცემა,
ვინცა იხილავს მათ მიეცემა
გულისა ლხენა, ფრთეთა შრიალით
გამოემართნეს, და ასფოდელოს
წყაროიანსა ადგილსა სამოს,
დაეშო ნელა მადლის ოლიმპით,
ღრუბელ მოსილი ეტლი მცხინვარე.
აჰა გადმოხდა მუნით დიანა,
აღმკული ნაზად პირად მზიანი,
ნათელიანი, ზეფირებს რხევით
და განანათლა ივერთა არე.
მუნ შეყრილ იყვნენ ტურფად მორთულნი
რომელთ მოუკლავსთ მრავალნი გულნი,
ივერიელნი მნათობნი ქალნი,'
ჰაეროვანნი, პალადას დარნი;-
დიანასსახე მათ რა იხილეს
მივიდეს ნაზათ მიესალამნეს,
ჰრქვა მათდიანამსაღმრთო ღიმილით:
„გაქვსთ ნაზი ტანი პირი მზიანი,
„დღეს თქვენთან მნებავს შვება სვიანი,
„მე გიმასპინძლოთ ოლიმპის ხილით.“
მსწრაფლად ამურმა ქვე დაიწვია
სადაც ყვავილი მას გაუშლია:
ვარდი, ზამბახი, ლილანა, ია,
მოფენილია, სდის სუნი დია,
მას ზედა დასხდეს იგი მნათობნი;
იადონის ხმით მუზთაგან მკობნი;
შუაზედან სდგას ოქროს შანდალი,
რაი გგონია რომ მას ზედ ენთოს?
ვერა სანათი მას ვერ ედაროს.
სიყვარულისა ანთია ალი!
იყვნეს შვებასა და განცხრომასა,
და სიტკბოების ჰსცურავდეს ზღვასა,
ციურთა დასი მათ მსახურებდეს.
როს ნეკტარითა განმხიარულდეს
მაშინდიანამუხმოამურსა,
სიტყვა რაიმე ყურს უჩურჩულა,
მოიქცაამურიპყრა ფიალა
ცალის ხელითა, მეორის ხელით
ნეკტარით სავსე სურა სპეკალი,
შეასვა ყველას საღმრთოი ალი
ეფირის დარად ნაზისა ქცევით.

„ამ ლხინის თვალი ხარ, დიანამ ბძანა
აწ კვალად იამე,
სოფლის სიამე
მერე მოგახსენოს ამურმა ნანა.
შესვი გაამოს!
„ნეტარ მას რაღა სურს ამა სოფელსა
რომელმა იკონა,
ეს ვარდის კონა
შესვი, რასთჳს ჰფარამ ბროლისა ყელსა.
შესვი გაამოს!
„ფიალავ, ფიალავ! სავსე ნეკტარით
ვინ შესო ფიალა.
მას ეტრფიალა
გული კოდილი, სურვილის ალით.
შესვი გაამოს?
„ვენერასდარია მნათობი ესე,
ნატიფათ გებულო,
შვენებით სრულო
შესვი ეს ფიალა, ალი დამივსე?
შესვი გაამოს!
„ხმა იადონისა, ელვა მთვარისა
გაქვს, შენი სახე
არს ძნელი მახე,
ვინც მას გებმის ვაი იმის ბრალსა?
შესვი? გაამოს?
„ტრედსავით უმანკო ნიავებრ ნაზო,
ეტყოდა ფრთოსანი
ტკბილად სმოსანი
შესვი! გაამოს!
„დიანა მგოსანნი ნორჩსა გამკობენ
შენ ციურთა დარსა,
ჰაეროვანსა,
იამე ღმერთნიცა შენ გტრფიალებენ
შესვი! გაამოს!
„ახელე ნელად შენი მიჯნურნი,
შესვი ეს ნეკტარი,
გულთა ისარი
აწ ვისცა ესროლო მსწრაფლ ჰყო უსულნი?
შესვი! გაამოს!
„ან იკონე ია სამოთხის არეს,
და ან ნაზი ვარდი,
გულისა დარდი
ვისცა შეხედო მსწრაფლ განუქარდეს?
შესვი! გაამოს!
„შესვი სიტკბოება არ დააქციო.
აქ შენებრ ნარნარი!
არავინარი
რომელ ანიაოს სიცოცხლის სიო.
შესვი! გაამოს!
„ხარ ნათელ მოსილი, გულ ლმობიერი,
შენ ეკატრინავ
ზმა სვერ გიბადავ.
შენს ქებას ვერ მივხვდები თუმც ვარ ციერი
შესვი! გაამოს!
დაგვიწყებია შენთჳს ლეული?
აღარ მოიგონებ
აბა ლესული
„კვლად ჰგმირე მახვილი მარიხისაებრ.
შესვი! გაამოს!

რა რომ სრულ იქმნა მეჯლიში მათი
ერთობ წარმოსდგეს სურვილით მთვრალნი
და მოახსენეს მადლიდიანას:
„ვინ ღირსა თქვენსა ესთა წყალობას
„მზეთა მზეი ხარ და ჩვენი მნათი
„კვლავც განახარე თქვენნი მხევალნი
„იუონასაც მიუწინარე,
„მანცა განამზეოს ეს ჩვენი არე“.

ს.რაზმაძე.

ეს ზემოთ დაბეჭდილი ლექსი „დიანას მეჯლიში“ მივიღეთ ჩვენის თანამშრომლისაგან შემდგომის წიგნით:

რ.

უფალო რედაკტორო ივანე კერესელიძე, მოწყალეო ხელმწიფევ!

გთხოვთ ეს ლექსი: დიანას მეჯლიში, დაუბეჭდოთ სოლომონ რაზმაძეს „ცისკარში“ ყველასაგან დავიწყებულს ჩვენგნით. იქნება ამ ლექსის შემდგომ, ეხლა მაინც მოვიგონოთ ის ყარიბი საწყალი. ჩემს მახლობელს ნათესავს ეპოვა მ. მ. ეს ლექსი თავის ქაღალდებში, რომელმაცა დასაბეჭდათ მომცა და მეც თქვენთჳს გამამიგზავნია: თორმეტს მშვენიერს ქართველზე დაწერილი რაზმაძისაგან.

1832-სა წელსა, უეცარმა საგანმა განაღვიძა სული სოლომან რაზმაძისა და ამისათჳს იგალობა ტკბილად: გაფურჩქვნილს გაზაფხულზე, მშვენიერი წალკოტის თალარს ქვეშ, სადაც ამ დროს ვმხიარულებდით ამხანაგები.

თ. ალ. ვახ. ძე ჯორბელიან...

1.2 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა

▲ზევით დაბრუნება


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა

როს გიყვარდი სურვით შეყვარებულსა,
მე სიცოცხლე მაშინ მიღირდა ძვირად.
შენთან შენით, შენგან შეყვარებულსა,
მქონდნენ დღენი უკვდავების მადინრად.
შენ განგშორდი ლხინი შვება სიამე
ყველა წარხდა ნანვაღა მრჩომია მე,

როს გიყვარდი თუ ვთქვა ნივთნი ყოველნი,
ისწრაფოდნენ ჩემის გულის თნობასა,
ნიავნიცა დილეულად მქროლელნი,
შენგნით მომართ მბერდნენ ნეტარებასა.
შენ განგშორდი...

როს გიყვარდი ცისაც მანათობელი,
სხვა სიამით მცემდა შარავანდედსა,
დროთ მაისი მედგა უცვალებელი
მარად ვარდთა და ზამბახთა მყნოსველსა.
შენ განგშორდი...

როს გიყვარდი მაშინ შენდა სამკობლად,
ზეცის მუზნი ჩამბერიდენ მე ყურსა,
ლექსნი თხზულნი მომერთმოდნენ უშრომლად,
გონებასა შენთჳს მოცალებულსა.
შენ განგშორდი...

როს გიყვარდი ჩემად საამებელად,
მზრუნველობდა თჳთ ძილიცა უგრძნობი.
თვალ დახშულსა მყოფდი შენდა მხედველად,
საშვებელის სიტყვით ხელის შემწყობი,
შენ განგშორდი ლხინი შვება სიამე,
ყველა წარხდა ნანვაღა მრჩომია მე.

2 პროზა

▲ზევით დაბრუნება


2.1 უსარგებლო ცბიერება

▲ზევით დაბრუნება


უსარგებლო ცბიერება

(თ. დ. ციციშვილისა.)

განგრძელება

ხოლო ოდეს მოახსენეს არტავაზს მიყვანებაი სითიხათუნისა, გამოვიდა გარე, მხილველმან იკრჩხიალა და ზედა მიეტევა მას, და იწყო უწყალოდ ცემაი მისი, და მჯიღვითა შეუმუსრნა მარგალიტისა იგი მჰსგავსნი კბილნი, და ყოვლად და შვეერი იგი სახეი სისხლითა შებღალა, ხოლო ვერავინ იკადრებდა მისთჳს სთხოვასა უბრძანა მდივანსა დაწერა წიგნისა ათაბაგის ბექას მიმართ და მივლინება ქალისა მის და განკითხვა და დაჰსჯაი მისი ჰსჯულისამებრ თჳსისა.

წერილი იგი მისცა სახლის უხუცესსა თჳსსა და წარატანა ასული თჳსი და მიავლინა ახალციხის ათაბაგის მიმართ. და ვითარცა მივიდეს პალატსა ათაბაგისასა. შევიდა კაცი იგი და მიართვა წერილი წარმადგენელმან სითიხათუნისამან. ოდეს წარაკითხა ბექა მწერილი იგი და შეხედა ქალსა მას. მწუხარე იქმნა ფრიად: გარნა უღონოებდა დაფარვასა კაცის კვლისასა, უბრძანა წარყვანება ქალისა მის და დაპატიმრება ციხესა ფორჩხისისა და მუნ ცვა მისი, ვიდრემდის განიკითხოს.

მაშინ ციხის თავმან წარიყვანა ქალი იგი, შებორკილა და დაუდგინა მცველნი და ერთითა ყრმა ქალი უჩინეს მსახურად მისდა, იგიცა მშვენიერის სახის მქონებელი.

ათაბაგმან შეკრიბა მსაჯულნი თჳსნი, რომელთაცა უბრნა განკითხვა ქალისა მის და განჩინება კანონთა მათთაებრ: და ვითარცა დასხდნენ მსაჯულნი იგი ჩინებისა და წესისაებრ მათისა; მოიღეს ბრძანება ათაბაგისა და წარიკითხეს, რომელსა წერილი-იყო ესრეთ:

ათაბაგი ბექა, მოგიწერთ თქვენ მსაჯულთ შეკრებილებას; რამეთუ მესხთა მთავარსა არტავაზს, მოუვლინებიეს ჩემდა განსაკითხავად ასული თჳსი სითიხათუნ, ხოლო ჰსძალი წუნანის ერისთავისა, რომელსაცა მოუკლავს შემდეგ ჯვარის წერისა ქმარი თჳსი ნასარ მახვილითა, ბირებითა რანის ერისთავის ძის ყამარბეგისათა, რომელი ცბიერებითა თჳსითა მისულ არს პალატსა მისსა, შემმოსელი მონაზონების სქემისა: ქალი იგი არს დაცფლ ბრძანებითა ჩემითა ციხესა ფორჩხისასა; ამისთჳს თქვენ თანამდებ ხართ, განიკითხოთ იგი მკაცრის გამოძიებით და კანონთა ჩემთაებრ განაჩინოთ სასჯელიცა მისი. ხოლო უკეთუ იხილოთ საჭიროდ საქმის გარემოებისა გამო მოწოდება რანის ერისთავის ძის ყამარბეგისა, მაშინ სახელითა ჩემითა მიუწერეთ ფადალას მოვლინებაი ძისა თჳსისა: ეკრძალეთ ყოვლითურთ უბიწოდ და სიწმინდით დამარხვასა პყრობილისას და მისცემდეთ შესაბამისა ხარისხისა მისისა ყოველსავე სახმარებასა.

ათაბაგი ბექა.

შემდეგ უბრძანეს მოყვანა ქალისა მის და წარდგინებაი წინაშე შეკრებილებისა მის: და ვითარცა შევიდა ქალი იგი, ჯერისებრ თაყვანისცა მათ. მაშინ ჰკითხვიდა მსაჯული და ეტყოდა; ასულო მთვარისაო, რაისათჳს ჰყავ ესოდენ მოსაყივნებელი დიდებულისა გვარისა შენისა საქმეი და იქმენ კაცის მკვლელ? რაი იყო მაიძულებელი ამისდა მიმართ მიზეზი? თანამდებ-ხართ ყოველივე თჳთოეულად აღიარო. მაშინ სითიხათუნ ჰსთქვა: მე წარმოდგომილი წინაშე ამის შეკრებილებისა და სამსჯავროისა, პირუთენებელისა სინდისით და უშიშარის გულით აღვიარებ, რამეთუ მე ნამდვილ ვარ კაცის მკვლელ, უკანონოდ ქორწინებულის ქმრისა; გარნა არა შემრაცხი თავისა თჳსისა ამისთჳს არცა თუ მცირედ დამნაშავედ, პირველად ამისთჳს: რამეთუ მამამენ ჩემმან კეთილად უწყოდა, რამეთუ მე სიყრმიდგანვე ქმნილ-ვიყავ შეუღლების განზრახვისაგან. და შეწირული მაქვნდა თავი ჩემი ზეცისა სიძისადმი, და ველოდი აღსასრულსა მამისა ჩემისასა, რომელისა შემდგომად წარვიდოდი დედათა მონასტერსა და ვიქმნებოდი ენკრატის; ვინაიდგან მარადის გარემივიქცეოდი წინადადებათაგან მამისა ჩემისათა ქმრისა შერთჳსათჳს. მეორედ რამეთუ მე არა რაი ვუწყოდი, ოდეს რანის ერისთავისძეი ყამარბეგ, შემოსილი მონაზონთა სქემით, მჩემებელი მოწყალების თხოვისა ვარძიის ეკკლესიის განახლებისათჳს და მოსრული მამისა ჩემის. შეწყნარებულ-იყო თჳთ მამისა ჩემისაგან პალატსა ჩვენსა და დადგრომილ დღეთა მრავალთა ნებითვე მამისა ჩემისათა, რომელმანცა ცბიერებითა იჩემა ფრიადის მოღვაწების და მლოცაობისა გამოჩინება და რომელმანცა არათუ ოდენ მე, არამედ მრავალნი სხვანი მხილველნი მისნი და თჳთ მამაცა ჩემი განცვიფრებულ-ჰყვნა და ყოველთა შეიშურვეს თავისთა თჳსითათჳს მჰყოლოდათ იგი მოწევნულსა მას წმინდასა ორმეოცესა მოძღვრად და სულიერ მამად; მოგახსენებთ, რამეთუ მეცა მსასოებელსა ლოცვათა მისთა ზედა და განმზადებულსა წმინდათა საიდუმლოთ მიღებისათჳს, მწადოდა მისდა აღსარების თქმა და სასახლისა ჩვენისა ეკკლესიასა წირვაი მისი და მის მიერ ზიარებაი ჩემი; ხოლო ჰაზრი ესე ჩემი წინადვე გამოუცხადე მამასა ჩვესა, რომელმანცა აქო იგი და მომცა ნებაი ბერისა მის თხოვნისა წირვისათჳს და მოძღვრად ყოფისა ჩემისათჳს. ოდეს მიველ ბერსა მასთანა გამოუცხადე სურვილი ჩემი, მაშინ ზე აღზდგა იგი, ვჰგონებდი პირველ აღსარებასა განწესებულთ ლოცვათა წართქმასა და მე ვზდეგ, ვითარცა მოწაფე წინაშე სულიერისა მამისა, და ოდეს მან დახშნა კარნი, მყის მომდრეკელმან წინაშე ჩემსა მუხლთამან მიპყრა ხელი და მჰრქვა, ვითარმედ იგი არა არს მონაზონი, არამედ სურვილითა ჩემითა მოსრული რანით, ძეი მუნებურის ერისთავისა, რომელსაცა უწოდების ყამარბეგ, ეძიებს იგი ხელსა ჩემსა მეუღლედ თჳსდა ყოფისათჳს, აწ ძლით უკვე ჰპოვა მან დროი ჩემთანა გამოცხადებისა სიყვარულისა თჳსისა, და დაჰსძინა სხვა და სხვანი სამიჯნურონი სიტყვანი; რომლისა სმენასათანა განვედ ცნობათა თჳსთაგან და მიუცილებელსა წარწყმენდილებასა შინა მიცემულად: აღგიარებთ თქვენ პატივცემულნო მსაჯულნო! რამეთუ დაცვისათჳს უბიწოებისა თჳსისა და განრინებისათჳს ხელთაგან მძვინვარისა მის კაცისათა ვარქვ: რამეთუ მე ვაძლევ საღმრთოს ფიცსა, რამეთუ უკეთუ იგი დაიმარხევდა კრძალელებასა აღვირ-ამსხმელი გულის-თქმისა თჳსისა, და დამიტევებდა მაშინ უბიწოდ, მივსცემდი ხელსა ჩემსა და უთუოდმცა იქმნეაოდან ქმარი ჩემი. ხოლო უკეთუ დამეძახნა ხმა-მაღლად მსახურთა ჩემთათჳს, მაშინ იქმნებოდა იგი მათმიერ თუცა მოკლულ გარნა იჭვი იგი არა მიმეხედებოდა. ამითჳს ყამარბეგ ამბორს მიყო ხელთა და აღსდგა, განაღო კარნი: მაშინ კვალადცა დავსძინე და ვარქვ რათამცა მან ჰსთხოვოს თავი ჩემი მამასა ჩემსა, და მეცა გამოუცხადებდი მას ზედა თანხმომასა, ხოლო იგი მყისვე განსრულ იყო მუნით გამოვედ რა შევედ სახლსა თჳსსა და ვეცი ტახტსა, კნიწღა ერთს ჟამ სული ვეღარ დავიღე შიშითა მით. მესამედ. რამეთუ ოდეს მამასა ჩემსა მოუვიდა მოციქული წუნანის ერისთჳს იოსებისა, რომელი ჰსთხოვდა ძისა თჳსისათჳს ცოლად თავსა ჩემსა, ხოლო მამამან ჩემმან განმიცხადა მე და მე არარაი მივუგე, პირველად ამისთჳს, რამეთუ მე არა მსურდა ქმრისა შერთვაი, ხოლო მეორედ მისთჳს, რამეთუ მე მაქვნდა ფიცი მიცემულ ყამარბეგის ამასთანვე მოუვიდა წერილიცა ყამარბეგისა, რომელი ჰსთხოვდა თავსა ჩემსა, წერილი იგი მომივლინა მე მამამან ჩემმან რომელსა ზედა დავსწერე რათამცა შევირთო იგი და კვალადცა მიუქციე იგი მამასა ჩემსა. ხოლო მან წარიკითხა რა წარწერაი იგი ჩემი, მყის შემოვიდა ჩემდა სიხარულით და ჰმადლობდი ღმერთსა თანხმობასა ჩემისათჳს; გარნა მთხოვდა დაუცხრომელად, რათამცა აღმეარებინა, მიზეზი ყამარბეგის შერთვაზედ თანხმობის გამოცხადებისა: გეტყვით ჭეშმარიტსა რამეთუ მე უკეთუმცა შემერთო ყამარბეგ. მაშინაც ვერ ეწოდა საწადელსა თჳსსა, არამედ შურსა ვაგებდი მზაკვრებისა მისისათჳს და იგიცა მასვე სასყიდლით იქმნებოდა ჩემ მიერ დაჯილდოებულ, ვითარცა იქმნა ქმარი ჩემი ნასარ მამისა ჩემისა მიერ იძულებულმან, ყოველივე თჳთოეულად აღუარე, რაიცა ჰყო ყამარბეგ. მაშინ მამა ჩემი აღბორგებული მყვედრიდა მე. რაისათჳს მასვე ჟამსა არა გამოუცხადე ჰგონებდა ჩემსა მასთანა იწროს სიყვარულის კავშირის ქონებასა, რომელსა ზედა მე დავარწმუნე იგი. რამეთუ სხვა არა ვითარიმე სიყვარული, არცა წინააღმდეგი ჰსჯულისა მიზეზი არა იყორა ჩვენ შორის; კვალადცა არა დასცხრებოდა მამაი ჩემი რისხვისაგან, წარავლინნა მონანი ქალაქად ყამარბეგის მოყვანებად, რამეთუ ჰფუცვიდა, რათამცა თავი მოვიკვეთოს მას შეურაცხ ყოფისათჳს, პალატისა თჳსისა და მონაზონების სქემისა: ხოლო მე მიმავლინა დედათა მონასტერსა კოლას, და უბრძანა იღუმენიას დამარხვაი ჩემი ვიდრე მიმიწოდებდეს. არა მრავალთა ჟამთა შემდეგ მოუვიდა იღუმენიას მამისა ჩემისა წერილი რათამცა მან განმზადოს მე ქორწინებისათჳს ნასარზე ზედან, მე მივსწერე წერილი მამასა ჩემსა და ვჰსთხოე მონასტერად დატევებაი ჩემი და რათამცა არა გვეძულებინეს ქმრის შერთჳსათჳს: გარნა ყოველივე თხოვაი ჩემი გარემიქცეულ-ჰყო. მეოთხედ რამეთუ ოდეს ჯვარი დაგვწერეს მე და ნასარს და გამოვედით ეკკლესიით, მაშინ მან სიქადულით მჰრქვა, რამეთუ აწ ჰპოვა მან ჩემზედან დროი. ვინადგან მე უარ ვჰყოფდი შერთვასა მისსა და იწადოდა ყამარბეგ მეუღლედ: აწ შურ მაგებს მე ამისთჳს. მაშინ ვერღარა მტვირთველმან სიქადულისა მისისა მან მოვჰკალ იგი აწ ნებასა თქვენსა, ზედან დამოეკიდების ყოველივე მხვედრი ჩემი. ჰქმენით იგი, რასაცა ითხოვდეს პატიოსნება და სვინდისი და თჳთ ჰსჯულიცა.

ყოველივე ესე მოისმინეს მსაჯულთა და მდივანმცა დაჰსწერა: კვალადცა უბრძანეს წარყვანაი მისი ციხესა და დაცვაი, გარნა არა ესრედ მკაცრად ვითარცა პირველ იყო. არამედ შესაბამის პატივი და უკეთუ ინებოს გარეთ გამოსვლა და მოხილვა რაისამე არა დააბრკოლონ ვიდრე გარდაწყვეტამდე მხვედრისა მისისა. კვალადცა უბრძანეს მიყვანა მკურნალისა, რომელმანცა ჰკურნოს ნაბრძვილნი წყლულთა მისთანი; ციხისთავმან და მცველთა წარიყვანეს იგი და იყო ციხესა მას.

ხოლო არტავაზ აღვსილი და მოკლებული მხოლოდ შობილისა ასულისაგან და მომგონებელი უწყალოდ გვემისა მისისა და შებღალვისა სისხლითა ასულისა თჳსისათა. შემდეგ არა მრავალთა ჟამთა გარდაიცვალა. აუწყეს ამისთჳს ათაბასა ბექას, რომელმანცა შემოიკრიბნა მრავალნი დიდებულნი თჳსნი და თჳთ მესხთა სამთავროსანი, ეპისკოპოსნი და მღვდელნი და ყოველნი სასულიერო კრებულნი და დაფლეს სასაფლაოსა წინაპართა თჳსთასა ბანასა. აღწერნეს ყოველნი საუნჯენი მისნი, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად დაბეჭდა ათაბაგმან ბეჭდითა თჳსითა და დაადგინა დამგებელი ქვეყანისა მის, ხოლო თჳთ წარმოვიდა ახალციხეს.

ფორჩხსა ჰსცხოვრებდა, რომელიმე აზნაურთაგან სახელით ბეჟან, იხილა მან სითიხათუნისათანა მყოფი მოახლეი, რომელსაცა ეწოდებოდა ლია და ჰსთნდა იგი ფრიად, ამან ჭაბუკმან უკვე ჰპოვა ჟამი ლიასთანა საუბრისა და იქმნენ ისინი ურთიერთსა მიჯნურად, ამან აღუთქვა, რათა შეირთოს იგი ცოლად;სითიხათუნ არა რაიმე უწყოდა ამისთჳს; ერთსა მთვარიანსა ღამესა შეექცეოდა ციხესა მას მყოფსა წალკოტსა, მივიდა და დაჯდა ვარდთა ბუტკთა შორის მდგომარეს სკამსა ზედა, რომელი იყო ახლოს ზღუდისა. ესმა ხმა ორისა მეტყველი, რომელნიცა უბნობდნენ სიყვარულიანის ალერსით სითიხათუნ მიეახლა ზღუდესა და დაუდვა სასმენელი ჰსცნა ყოველივე საუბარი მათი; ხოლო არარაი გამოუცხადა ამისთჳს ლიას. გარნა ჯერ არს ვსთქვათ, რამეთუ ბუნებამან აღატყინა მის შორის მამაკაცთა სიყვარული, ჰსჩნდა, რამეთუ შევიდა მის შორისცა შური ლიას მიმართ ჭაბუკისა ბეჟანისა თჳს. მეორეს დღეს ჰკითხა მან ლიას, არავინ არსა ახლოს ციხისა მის მცხოვრებთაგანი, რომელსა თანაცა შეიძლოს მან დროისა განტარებაი? მიუგო ლია, არს აქა ჭაბუკი შვენიერი: აზნაური, რომელსაცა უწოდებენ ბეჟანს; ჭაბუკი არს მეცნიერ მრავალთა საქმეთა და შვენივრად დამკვრელ სარკავთა, უკეთუ მიბრძანო, მოუწოდო მას. უბრძანა სითიხათუნ მოწოდებაი მისი; მაშინ წარვიდა ლია და მოუწოდა ბეჟანს: ხოლო იგი აღსდგა და მივიდა შესრუომან ბეჟან სითიხათუნისა მიმართ თაყვანისცა მას, ხოლო ქალმა უბრძანა დაჯდომა და ჰრქვა: უწყით თქვენ საკრავის დაკვრა? მიუგო ჱე! დედოფალო ვუწყი და მიჰყო ხელი საკრავსა და იწყო შვენიერის ხმით გალობა: სითიხათუნ მსმენელი მისი ლმობიერ იქმნა და მომგონებელი დიდებისა თჳსისა და აწ მხილველ უბადრუკებისა დასთხევდა თვალთაგან ცრემლთა და განვიდოდა ცნობათაგან: ამასთანავე სათნო უჩნდა მორფ ნაკვეთობაცა და ჰეროვნება ჭაბუკისა მის და ეტყოდა პირადსა მადლობასა: ხოლო ბეჟან მწუხრამდე მყოფი სითიხათუნისათანა წარვიდა სახლსა თჳსსა. მაშინ სითიხათუნ მიუწოდა ლიას და ჰრქვა: მე შევისწავე სახისაგან ბეჟანისა და მოძრაობითაგან შენთა, რამეთუ არს შორის თქვენსა ვითარიმე საიჭველი სიყვარული და ვუწყი ესეცა, რამეთუ ხართ ურთიერთისა მიჯნურნი, ვითარცა მე თჳთ მესმა გუშინ საუბარი თქვენი მეშინის ციხის მცველთაგან, ნუ თუ საცნაურ იქმნეს და სხვებრ ჰგონონ იგი და იქმნეს მოსაყივნებელ და საკიცხელად ჩემდა; ამისთჳს გამცნებ, ანუ დაუტეო ესე ჩემთჳს საუბადრუკო ქცევაი, ანუ აწვე განმეშორე, რამეთუ ვერ თავს ვდებ ესე ვითარისა მხლებელსა ყოლასა ესმა რა ესე ლიას სითიხათუნის მიერ, დაჭმუნდა ფრიად და ვერარაი მიუგო. ესე დაუტეოთ და მოვიდეთ პირველსა ჰამბავსა.

ოდეს არტავაზ წარგზავნა ყამარ ბეგმა მისა მისისა ფასალას მიმართ რანს, და ყოველივე აუწყა მის მიერ ქმნილთა მოქმედებათათჳს. მაშინ ფადალა მცნობელი ესე ვითარის შეთხვევისა ძისა თჳსისა, მიუწოდა მას და დაიწყო მასრობა და ყვედრებაი მისი და ეტყოდა: უბადრუკო, ნუ ესავ ჩემ მიერ ნურა ვითარსამე შეწევნასა, უკეთუ მეფის მიერ მოიწიოს ბრძანება და წარგიყვანონ განკითხვად შენ მიერ ქმნილთა ბოროტ-მოქმედებათათჳს: რაი ესე ჰყავ უგუნურო? უკეთუ გსურდა ქალისა მის შერთვაი, რაისათჳს არ მაუწყე მე, ანუ პირის-პირ თჳთ არტავაზისა არა მიხვედ და გამუცხადე სურვილი შენი; უკეთუ ვერ ეწეოდი სურვილისა შენისა აღსრულებასა: მაშინ კვალადცა პატიოსნებისთის საშუალობითა ეცდებოდი: აწ მეცა შეურაცხ-მყავ წელთა მოხუცებულებისა ჩემისათა, ხოლო შენ, ვითარცა ავაზაკი და მზაკვარი იხილვება წინაშე ყოველთასა; შეურაცხ მყოფელი საღმრთოს სახისა და მიზეზი კაცის-კვლისა, ესე საკვირველ არს, რაისათჳს არ მოგაკვდინაარტავაზ: გარნა დამმარხველმან ჩემისა მეგობრობისა და არა მოსურნემან ქრისტიანის სისხლით ხელთა თჳსთა შებღალვისა მან, დაგიტევა შენ ცოცხალი, ხოლო თჳთ აღირჩია სიკვდილი და მხოლოდ შობილიცა ასული იგი თჳსი მისცა ხელთა მსაჯულთასა; შენითა უკვე მიზეზითა აღმოიფხვრა მესხთა მთავრის სახლი თესლიცა მათი; რაოდენი ძვირისყოფაი წინაუძს ათაბაგსა ბექას მესხთა ერისა, აწ უკვე, ჰპოვა დროი მათზედან შურისგებისა: უბადრუკო! იხილე, რამეთუ შენ ოდეს ხარ მიზეზი ამის ვნებისა და შენვე თანამდემ იქმნება გარდაიხადო სისხლითა შენითა ძვირის-ყოფაი იგი.

ყამარბეგ მწუხარე სიღრმედმდე გულისა თჳსისა ეტყოდა მამასა თჳსსა; ყოველსავე შემთხვევასა, რაიცა იქმნა და ვისის მცნებით სუროდა განმართლება თავისა თჳსისა წინაშე მამისა; გარნა მან განაძო გარე და არა თავს-იდვა თხრობანი მისნი.

ხოლო ათაბაგმან ბექა, კვალადცა შემოკრიბნა მსაჯულნი და უბრძანა განკითხვაი სითიხათუნისა, რომელთაცა საქმის გარემოებისა გამო იხილეს, რამეთუ საჭირო იყო მოყვანა ყამარბეგისა და პირის-პირ დადგინება ქალისა მისთანა, ვინადგან აბრალებდა მას ყოველსავე სიბოროტესა, რაიცა სითიხათუნს ექმნა: ამისთჳს მოახსენეს ათაბაგსა, რათამცა მან მისწეროს ფადალას რანის ერისთავისა, მივლინებისათჳს ძისა თჳსის აყამარბეგისა.ბექამ უბრძანა სახელითა მისითა მიწერა წერილისა და მათცს მისწერეს ესრეთ.

ფადალას ერისთავსა რანისასა.

ათაბაგი ბექა, სიღრმედმდე გულთსა ჩემისათა მწუხარე, ვიტანჯები ძმაო, ვინადგან ესე ვითარის წერილისა მომავლინებელი გეზრახები; გარნა იძულებითა უმაღლესისა მეფისა ჩვენისათა, რომლისა გამო არა ძალმიძს ყურად-უდებელად დატევებაი მის; ძესა თქვენსა უხუცესსა ყამარბეგს ესოდენი ძვირის-ყოფა და უპატიობა მოუწევნიეს პალატსა და ასულსა ზედა მესხთა მთავრის არტავაზისათა, რომელსაცა მხოლოდ-შობილი ასული მისი მზაკვრებითა თჳსითა შეუორგოლებია, და აღუძრავს კაცის-კვლისა მიმართ, რომელმანცა მოჰკლა ქმარი თჳსი წუნანის ერისთავის ძეი ნასარ; ამისთჳს ასული იგი, მკვლელი ქმრისა თჳსისა თჳთ არტავაზ მომივლინა მე განკითხვად ჰსჯულისამებრ ჩვენისა და დასასჯელად; ხოლო თჳთ მოხუცებული და დიდებული იგი მთავარი მწუხარებითა ამით გარდაიცვალა. ქალსა მას ზედან დაწესებულ არიან მსაჯულნი, რომელთაცა განიკითხეს და ჰპოეს საჭიროდ ძისა თქვენისა ყამარბეგისთანა პირის-პირ დადგენა და ნამდვილ აღმოჩენა მიზეზისა და ბრალეულისა კაცის კვლისათჳს: ამისთჳს გთხოვ ძმობით, აწვე მომივლინო იგი, და უარის ყოფითა შენითა არა მოაწიო რისხვაი მეფისა შენდა და საერისთაოსა შენსა ზედა და ელოდე ჩემ კერძო შეწევნასა, უკეთუ ნამდვილ არ იქმნების მიზეზი უბადრუკებისა, რომელსაცა შესწამებენ მას.

ათაბაგი ბექა:

მიულინეს ესე წერილი ფადალას; და ვითარცა მიიღო იგი მან და წარიკითხა, დაჭმუნდა ფრიად; ვერ იკადრებდა უარის-ყოფასა, ხოლო მამობრივი გული მისი აღეტყინებოდა ფიცხელის მწუხარებით, რამეთუ უწყოდა თუ რაი შეუდგებოდა წარსვლასა ძისა მისისა ყამარბეგისასა. მიუწოდა მას და ყოველივე რაიცა წერილ-იყო მიუთხრა მას, უბრძანა რათამცა წარვიდეს ათაბაგის მიმართ: ყამარბეგ, ვერა რაისამე მიმგებელმან მამისა მიმართ, ჰრქვა: რამეთუ ხვალ წარვალს იგი.

ვითარცა განთენდა, აღსდგა ყამარბეგდა განემზადა, რომელმან წარიღო თჳსთანა საუნჯენი მრავალნი და წარიყვანა მონანი და მსახურნი თჳსნი. მოაწია ახალციხეს, მივიდა ახლოს ათაბეგის სახლსა, გარდახდა ცხენით, აცნობა მისლვაი თჳსი ბექას; ხოლო მან უბრძანა შეყვანებაი მისი. და ვითარცა შევიდა ყამარბეგ, თაყვანისცა; ათაბაგს; იხილა რაბექამ, შესძახა მას მაღლის ხმით: ვუწყი ჭაბუკო, რამეთუ ხარ ძეი მთავრისა და დიდებულის შთამოებისა, ჰსწორი ჩემთანა პატივითა; გარნა ხარ მიზეზად კაცის-კვლისა და ყოვლადვე გამაუპატიოებელად მთავრისავე პალატისა, ამასთანავე განმკიცხველად მონაზონებისა და ანგელოსებრივის სქემისა, ჯერ არს განკითხვაი შენი, რომლისათჳს დაწესებულ არიან მსაჯულნი; თანამდებ-ხართ თქვენ მიხვიდეთ მუნ და პირის-პირ თჳთოეულის კითხვისა მისცეთ სწორე და ჭეშმარიტი პასუხი: უწყოდე ჭაბუკო, უკეთუ განაჩინონ მათ სიკვდილი შენ, ნუელი მოტევებასა, ვინადგან ძვირის მოქმედთა ჯერ არს დაჰსჯა: ხოლო შენ არათუ ერთსა საქმესა შინა იხილვები ბრალეულად, არამედ ორსა და სამსა; ამისთჳს გამცნებ, რათამცა ყოველივე ჰსთქვა ჭეშმარიტებით და სისწრაფლებით, რათამცა მეცა, შევიძლო შეწევნა შენი, რომლისათჳსაცა აღუთქვი მამასა შენსა. უბრძანა ხელის უფალთა წარყვანებაი ყამარბეგისა სამსჯავროდ, და სადგურისაცა მიცემა, და ყოვლისავე საჭიროს სახმარებისა და მასპინძლობა მსახურთა მისთა.

ყამარბეგ მიუგო გამოსვლამდე ათაბაგსა, მთავარო! ნუ შემაძრწუნებ რისხვითა შენითა, მე არა ვითარსამე შემთხვევასა შინა არა ვჰპოებ თავსა თჳსსა ბრალეულად, ვინადგან მქონან მე ცხადნი დამტკიცებანი; უკეთუ მსაჯულნი თქვენნი, ანუ თჳთ თქვენ თვალღებით არ განსჯით საქმესა ჩემსა, გეტყვით ჭეშმარიტსა, რამეთუ ყოველივე განზრახვაი ჩემი იყო მცნებითა თჳთ ქალისა მისისათა: მე არაოდეს ველი სიმართლე ჩემი დაიფაროს და სამართალიცა თქვენი შეჰსცვალოთ უსამართლობად: ბექა განკვირდა პასუხსა ზედან ყამარბეგისასა, გარნა არა რაი მიუგო. ხოლო ყამარბეგ გამოვიდა, რომელიცა ხელის-უფალთა მთავრისათა მიიყვანეს სამსჯავროსა და წარადგინეს წინაშე შეკრებილებისა ხოლო მათ უბრძანეს დამარხვაი მისი მეორეს დღემდე. მისცეს მას სადგური შესაბამი და პატივიცა ჯეროანი.

ყამარბეგ... იხმო ერთი მათ მსაჯულთაგანი სერობად, რომელიცა იყო ადრიდგან მოყვასი მისი, ჰკითხა გარემოება საქმისა და სადაცა იყო პყრობილ სითიხათუნ. მსაჯულმან მან ყოველივე დაწვლილებით ამცნო, რამეთუ სითიხათუნ არს ციხესა ფორჩხისასა. და ვითარცა წარვიდა მსაჯული იგი, დაჯდა ყამარბეგ ღამესა მას, მოიღო ქაღალდი და მისწერა ესრეთ სითიხათუნს.

შენის შვენების ჰამბავმან, მეც აღმძრეს სხვათებრ მოსვლადა,
მსურველსა შენის შერთჳსას, სხვა ფიქრი მაქვნდა არადა:
გლახაკთ სამოსით მოსილმან, მოვმართე შენსა სახლადა,
სარკმლით გიხილე მნათობი, თვალნი შემექმენ მთვრალადა.
მით დღით შევიქმენ მიჯნურად ვიწოდი სურვილთ ალითა,
თავს შეგწირვიდი სულითურთ! თუცა მენახე თვალითა;
გულ-შემოყრილსა ტრფობითა მონამ მაპკურა წყალითა:
კვალად მომაგო ცნობასა, ზე აღმადგინა მალითა.
ვევედრებოდი დიაცსა, ვაჭრის ასულსა თამარსა,
ან მოეპოვა სალბუნი, ანუ მივეცი სამარსა:
შენისა სიახლისათჳს ფასსა აღუთქმიდი მრავალსა
არ კმაყოფილსა ფასითა, ძმისთჳს დავჰპიშდი შერთვასა
გარდაწყვეტითა მეტყოდა, ვერ დაახლები მასაო,
არა ჰსთნავს ქმრისა შერთვაი არცა ყურს მიპყრობსთქმასაო,
როს უთხრა შენგან ნათქვამი, მეტყვის სიტყვმსა მწყრალსაო,
მაგრამ ვეცდები გაცნობო ვით შეეყარო ქალსაო.
დღე წარხდა შემდგომ მრავალი, ვერა ვჰსცან მისგან პასუხი,
სული მხდებოდა ტრფობითა, გულს ჯავრი მედვა საწუხი,
ხშირად ვჰკითხავდი ვაჭარსა, ჰამბავსა წარბთა შეჭმუხი;
მეწადა ძალი მომერთო, მომეხმო აფხაზ და რუსი.
გურამმა მითხრა ასულმან, მაუწყა შენდა სათქმელად,
ვერა ჰპოებო მას ქალსა თუნდ იხმო თემი საშველად;
უნდა იჩემო ბერობა იქმნეო ტყუილთ დამთხზველად,
ამითი ოდენ მოგიღოს, მოწყალებისა მთხოველად.
ამისთჳს მოვიხელოვნე ცრუ მონოზაობის ჩემება,
მოვმართე თქვენსა სადგომსა წყალობის თხოა მენება;
თქვენ და მამამან ინებეთ ჩემი პალატად მიღება,
მაშინ მე თქვენსა მხილველსა თავი მახესა გამება.
თქვენ ინებეთ აღსარება მე გეგონეთ მონოზონი
ვარძიიდგან გადმოსრული ვითომ კოსმად სახედ მქონი,
შემხვდა დროი ხელთ გდებისა ნაზთა ხელთა დაგეკონი,
განგიცხადე ვინცა ვიყავ, ფიცი, მომეც საამონი.
შენიც ნებით ვიწყე წერა-მთავრისადმი წერილისა,
არ ვუწყოდი მათი ჰაზრი, თურმე სურდა შერთვა სხვისა,
უარ-ჰყოფდი მისთა სიტყვათ, ვჰგონებ ადრეც მრავალგზისა,
ამან აღსძრა იგი მაზედ, სიტყვა ჰსწერე თანხმობისა.
რა ბრალი მაქვს მე ამაში, ანუ რა გსურთ შემამთხვიოთ?
შორის გზითა მომიყვანეს, მჰრქვეს პირს უნდა დაგიდგინოთ,
მაშა გმართებს მართალი ჰსთქვათ, არცა მისთჳს შეიკდიმოთ
მეც მაცნობეთ ვითარძი ვჰსთქვა? ან რაც სიტყვა გამაჩინოთ.
თუ თანხმა ხარ გაგიყვანო, მაგა ციხით და სასჯელით.
საჭურველით შევიჭურო გარდგიყვანო მაღლა ველით,
შემდგომ შენს სახლს მიგიყვანო, ვითავროთცა რიგით ძველით;
თუცა გვბრძოდენ, ვერა ირგონ, ვმუსრო მტერი ჩემის ხელით.
ესე წიგნი მიუვლინა, ციხესა მას ფორჩხისასა,
სითიხათუნს თჳთ მიართვეს, ნაჭერს ხვეულ ჩოხისასა,
გახსნა მსწრაფლად წარიკითხა, ქვას ეძებდა კოხისასა
მიმტანისა სატყორცნელად, თავს ტარს ჰსცემდა თოხისასა.
მიმტანსა ჰრქვა წარვედ უთხარ, დაცხრეს ესრეთ ლაყბობასა,
ნუ თუ კვლავ სურს ვერაგობა დაჩვეულსა კახმობასა:
რას ვიშვიში რად ვივლტოდე, რისთჳსა ვჰყოფ მგზავრობასა?
ესე ყოფა მომაყივნა თავი მივცე ბასრობასა.
რაც უწყოდეს იგივე ჰსთქვას სიცრუვე და პლუტობანი,
ვერაგობით გაბასრულ-ჰყო თემი ჩემი, სრა და ვანი:
საფრხისადმი მან განმზასა, მე მაწივა კაცის კვლანი,
იძულებით აღვიარე ოდეს მივეც ფიცის თქმანი.
ყამარბეგრა მოისმინა ქალის მიერ ესე ხმანი
თავსა ხელი შემოიკრა, ვერა ჰსთქვა რა სიტყვა სხვანი.
განიზრახა გაიპაროს, თუცა ჰპოვოს ჯიქთა გზანი;
მამა მაინც არ უტევებს, თუნდა იწყოს ტყუილთ თხზვანი.

მეორეს დღეს შემოკრბნენ მსაჯულნი, მოუწოდეს სითიხათუნს, რომელიცა მოყვანილ იყო მცველთაგან, ეგრეთვე უბრძანეს მანდატურსა მთავრისასა მიყვანებაი ყამარბეგისა: და ვითარცა იხილა სითიხათუნ იგი, მიხედა რისხვითა და ჰყვედრიდა მას მსაჯულმან ჰკითხა ყამარბეგს, რაიცა შემთხვეოდა. რომელმანცა თჳთოეულად მიუთხრა, ვითარცა ზემო წერილ არს; რომლისა პირის-პირ სითიხათუნ იტყოდა: პატიოსანნო მსაჯულნო, წარმოიდგინეთ თჳს შორის მას ჟამისა მდგომარეობაი ჩემი, ოდეს კაცსა ამას ვერაგობითა თჳსითა შემპყრობელსა, ჩემსა ჰსურდა მიტაცებაი უბიწოებისა ჩემისა და მით საკიცხელის სახელისა დადება სახლსა ზედან მამისა ჩემისასა, ვითარმეღა საშვალობა მექმნებოდა განრინებისათჳს ხელთა ამისგანა გარდა ერთის ფიცის მიცემისა და მოტყუებისა, რომლითაცა დამეფარა თავი ჩემი? უკეთუ ხმა მეყო მსახურთა ჩემთათჳს, მაშინ იუჭველადცა მოჰკვლიდნენ ამას, გარნა მსმენელნი ჰამბისანი არ დასცხრებოდნენ იჭვისაგან, რათამცა მე დავშთენილ-ვჰყოფილვიყავ უბიწოდ და შეუგინებელად კერძოდ ამისა: მაშა ფიცის მიცემითა მით, უფროს შევეწიე სიცოცხლესა ამისსა, ვიდრემდის თავისა თჳსისა უზაკველობასა, ვინადგან მამაი ჩემი უმეტეს განრისხებულ იყო, რამეთუ ჰფიქრობდა იგი შეგინებასა ჩემსა ამისმიერ, და ვინადგან ცოცხალი განვიდა სახლისაგან ჩვენისა, უიჭველად მისთჳს რამეთუ მე თანხმა ვიქმენ ამასთანა შეერთებასა ზედა; ამით და ესე ვითარის ფიქრითა მამისა ჩემისათა მივეცი მე ცხადსა წარწყმედასა: ხოლო ქმარიცა ჩემი ამისთჳსვე შემდეგ ჯვარისწერისა მყვედრიდა, რომლის ყვედრების შიშითა მოვჰკალ იგი: აქ თქვენ პატიოსანნო მსაჯულნო საჯეთ, ვინ არს ჩვენ შორის ბრალეულ? მაშინ მსაჯულთა ერთხმად ჰრქვეს. ჭეშმარიტსა იტყვით ასულო მთავრისაო და ნამდვილ აღმოჩნდების ყამარბეგ ამას შემთხვევას შინა ბრალეულად: გარნა აწ ჰსთქვა რად მოჰკალ ქმარი შენი ნასარ მიუგო სითიხათუნ, გითხარით ყოველივე რამეთუ შიშითა სიქადულისა მისისათა, ვინადგან აღმითქმიდა მე დასჯასა პირველსავე ნახვასთანა. ყოველივე თქმულნი ესე დასწერა მდივანმა: მაშინ კვალადცა მიაქციეს სითიხათუნ ციხესა; ყამარბეგისა უბრძანეს შეყენება საპყრობილედ და შებორკილებაი მისი და დადგინება მცველთა.

მსაჯულთა დასწერეს განჩინება ორთა ამათ განკითხულთათჳს შემდგომის სახით: „ბრძანებითა ათაბაგის ბექასითა, იქმნა შედგენილ ქალაქსა ახალციხეს მსაჯულთ შეკრებილება, რომელმანცა მოისმინა წერილი დიდებულის არტავაზ მესხთა მთავრისა, რომელსა წარმოევლინა ასული თჳსი, ხოლო მეუღლე წუნანის ერისთავის იოსების ძის ნასარისა, რომელსაცა მოუკლავს ქმარი თჳსი, და ითხოვს განკითხვასა კაცის მკვლელისა მის და დაჰსჯასა მსაჯულთაებრ სათაბაგოსათა, რომელიცა დაწესებულ არს სამთავროსა ამასა: მოუწოდეთ, რა ქალსა მას, ვჰკითხეთ ყოველივე გარემოება ბრალისა მისისა, რომელმანცა თჳთოეულად წინაშე შეკრებილებისა ამის აღიარა და აბრალებდა ყოველსავე რანის ერთჳს ძეს ყამარბეგს, რომელი იყო მოწოდებულ და დადგენილ პირის-პირ ქალისა მის; თუცა ჭაბუკი იგი იმართლებდა თავსა და დაზდებდა მიზეზსა ქალსა მას; გარნა თჳთ სითიხათუნს მიერ პირის-პირ მისა იყო მხილებულ და აღმოჩენილ ყოვლისა ბრალისათის, რაიცა სითიხათუნს ექმნა, მიზეზად, და ცბიერებითა თჳსითა ეეძულებინა ქალი იგი ყოვლისა მის უბადრუკებისათჳს: ამისთჳს განვაჩინეთ. რანის ერისთჳს ძესა ყამარბეგს. შეურაცხ ყოფისათჳს საღმრთოს და მონაზონების სქემისა, უპატიოებისათჳს მთავრის სახლისა, ცთუნებისათჳს სითიხათუნისა სხვა და სხვათა სახლთა გამო; მოეკვეთოს თავი: ხოლო სითიხათუნ წარიგზავნოს ექსორიობად სამწელ ლიგანის ციხესა; გარნა აქვნდეს თავისუფალი მსვლელობა გარეციხისა და სოფლისა მას. განჩინება ესე წარედგინოს ათაბაგსა ბექას განსახილველად და დასამტკიცებლად. ათაბაგმანცა დაამტკიცა და აუწყა მეფესა, ხოლო მანცა სათნო იჩინა განჩინებისა ამის აღსრულება და მოუწერა, რათამცა არა დააყოვნოს.

ოდეს განაჩინეს დროი აღსრულებისათჳს განჩინებისა ამის, წინად ორისა დღისა აუწყეს ყამარბეგს, რათამცა მოეპოვა ამისთჳს საშუალებაი და განერინებინა თავი თჳსი სიკვდილისაგან.

მსმენელი ამისი ყამარბეგ, შეძრწუნდა სულით და განიზრახა, რათამცა მოიპოვოს საშუალობა ესე ვითარი,; რომლითაცა განევლტას ცხადსა მას წარწყმენდასა. მაშინ მოუწოდა თჳსდა ციხისთავსა მას, რომელსაცა ფრიად უყვარდა იგი სიკეთისა და ჰაეროვნებისა მისისათჳს და ეტყოდა ესრეთ: ძმაო. შენ თჳთ უწყი, რამეთუ მე მივეცემი ცხადსა წარწყმენდასა, ერთისა დედაკაცის მიზეზით, რომელმანცა თჳნიერ ყოვლისა სიმართლისა ბრალეულ-მყო ვითარმედ ცთომათა თჳსთათჳს, და რომლისთჳსცა მსაჯულთა მიერ განჩინებულ არს შემდეგ ორისა დღისა თავის მოკვეთაი ჩემი; განჩინება ესე დაუმტკიცებია ათაბაგს, ხოლო მეფისა მიერცა ბრძანებულ-არს აღსრულებაი მისი: გევედრები ძმაო, მიიღე ჩემგან ფას დიდი ძალი და ნუ მიტევებ წარწყმენდილებასა შინა, არამედ განმიყვანე ამიერ ციხით რათამცა ვივლტოდე და განრინებულ ვიქმნე უჟამოსა ამის სიკვდილისაგან: ძალგიძს შენცა წარმოხვიდე ჩემთანა მამულსა ჩემსა, და მიგცე ჯილდოდ თავისა ჩემისა სოფელი ერთი, რომელითაცა იცხოვრო შენ და სახლეულთა შენთა და ფრიადის ტირილით ეხვევოდა ყამარბეგ ქედსა და მუხლთა ციხისთავსა მას, ვიდრემდის თჳთ იგიცა აღვსილი მწუხარებით ცრემლეოდა; გარნა არა უწყოდა რაი ექმნა. მაშინ იძულებულმან ციხისთავმან მან თხოვითა ყამარბეგისათა ჰრქვა: ჭაბუკო! არს ღმერთი მოწამედ ჩემდა, რამეთუ ფრიად ვიურვი უბადრუკებისა სენისათჳს, და აღვასრულებდიცა თხოვასა შენსა: გარნა იუწყე ესე, რამეთუ მისხენან მე ცოლი და შვილნი, რომელთაცა ვაცხოვრებ სამსახურითა თჳსითა: უკეთუ აღვასრულო თხოვაი შენი, მაშინ ორგულებისა ჩემისათჳს მისცემენ მათ წარწყმენდასა და ვიქმნები მომწყვედელ სახლეულისა ჩემისა. გარნა სიღრმედმდე გულისა ჩემისათა ურვეული სიბრალულითა შენითა, გეტყვი და გამცნებ საშუალობასა ლტოლვისა შენისასა. მე ღამესა ამას ვიჩემებ სნეულებასა, და გამოუცხადებ შეკრებილებასაცა, რათა სხვა მცველი დადგინონ, ანუ არწმუნონ თანა-შემწესა ჩემსა ხმილვა შენი: იგინი მოიყიდე ვითარმე: ხოლო მიხედე პირის პირ შენსა სარკმელსა, რომელიცა არს ძველი და ერთის ხელის შეხებით და შძვრვითა მყის შეიმუსვრის, სადიტაცა ძალგის განსვლაი და ლტოლვა. ყამარბეგ ამბორს უყო მას და მისცა ათასი ფლური და წარვიდა კაცი იგი.

კაცმან მან ციხისთავმან მიიმკო თჳსდა თანა შემწეი თჳსი და ჰრქვა: წარვედ და აუწყე მსაჯულთ შეკრებილებასა, რამეთუ მე ფიცხელად მელმის თავი ჩემი, ამისთჳს არ ძალმიძს ღამესა ამას ხმილვა ყამარბეგისა, იზრუნონ მისთჳს, რათამცა დაუდგინონ სხვა რომელიმე ციხისა მის თავად: წარვიდა იგი და აუწყა მსაჯულთა, ხოლო მათ უბრძანეს თანა შემწესა მას, რათა მან თჳთ იმთავროს და ხმილვიდეს. მოსრულმან კაცმან მან ციხესა, აუწყა მცველთა, რამეთუ ღამესა მას იქმნების იგი გამგებელად მათდა: ყამარბეგ ამისთჳს მცნობელმან მიუწოდა მონასა თჳსსა, რომელიცა აქვნდა თჳსთანა მსახურად და ჰრქვა: რამეთუ ამას ღამესა ეგულვების მას განსვლა ციხით, წარვიდეს და აუწყოს სხვათა მსახურთა მისთა, რათამცა მათ განმზადებულ-ჰყონ თავნი თჳსნი და ცხენნიცა და მიყვანონ ახლოს ციხისა, გარნა მოფარებით, რათა მცველთა მათ არა იხილონ: და მისცა ოქროი რავდენიმე, რათამცა ღამესა მას ასხას ძველთა მისთა სასმელი ვიდრემდის დაითვრენ იგინი რათა არა იქმნეს მათ მიერ საცნაურ განსვლა ისი ციხით.

და ვითარცა დაღამდა, მივიდა მცველთა მიმართ მონაი ყამარბეგისა, და ჰრქვა მათ, ვითარმედ უფალი ჩუმი არს უძლებლად და ჰსურს განსვენება, მოვედით და ვისეროთ ერთად: მცველთა მათ უსმინეს და იწყეს განცხრომა და დაითვრენ და მისცნეს თავნი თჳსნი ძილსა: ხოლო ყამარბეგ შემუსრა სარკმელი იგი და გნვიდა მუნით, მივიდა მსახურთა მიმართ თჳსთა, სადა იგინი განმზადებულნი ელოდნენ, შეჯდა ცხენსა და ივლტოდნენ რანით კერძო.

განთენდა რა განაღეს კარნი საპყრობილისანი და ვერღარა იხილეს ყამარბეგ მუნ, იწყეს ღაღადება და ზახილი ვითარმედ ყამარბეგ განტოლვილ არს, რომლისათჳსცა აუწყოს ათაბაგსა, ხოლო მან მეყუსეულად წარავლინნა დევნად მისდა ყოვლით კერძო მხედარნი თჳსნი, რომელნიცა მოეწივნენ მთასა ზედა დევაბონისასა, მხილველი ყამარბეგ მისდა მდევნელთა და მიწევნილთა ახლოს, ხოლო არღარა მოსავი განტოლვისა ხელთაგან მათთა, გარდავარდა კლდესა და იქმნა შემუსრვილ, ვითარმედ ყოველნი ნაწევარნი მისნი წვლილ წვლილად განბნეულ იყვნენ. მაშინ მდევნელნი იგი მიქცნენ ცალიერნი და აცნობეს ათაბაგსა ხოლო მსაჯულთა წარგზავნეს სითიხათუნ ექსორიობად ლიგანის ციხესა, რომელი იყო ჰავითა შვენიერ, გარემოზღდვილ წალკოტთა მიერ და გემოანის წყაროებით, არცაღა მცველნი იყვნენ დადგენილ, არამედ თავის უფლად ჰსცხოვრებდა მუნ. გარნა არა მექონე მსახურთა, იძულებულ იყო სითიხათუნ მიზდითა ეშოვა მხევალი ერთი, რომელმანცა ჰპოვა მოხუცი დედაკაცი და შიყვანა თჳსთანა მოსამსახურედ. ხოლო შემდეგ მრავალთა, ჟამთა, დედაკაცი იგი მოუძლურდა და ჰსთხოვა სითიხათუნს, რათამცა მან გაუტევოს იგი, და უკეთუ ისურვებს, უვის მას ყრმა ქალი ძმისწული თჳსი და მიიღოს იგი: სითიხათუნ ეთანხმა თხოვასა და წინადადებასა დედაკაცისა მისისასა და განუტევა იგი, წარვიდა და მოუწოდა ძმისწულსა თჳსსა, რომელსაცა ეწოდებოდა მელანია და მოიყვანა სითიხათუნთან. სითიხათუნ მჰხილველი ყრმა ქალისა, განცვიფრებულ იქმნა შვენიერებითა მისითა, და ჰგონაცა მან იგი რომელსამე დიდებულისა ასულად, ქცევისა გამო და ზნეობისა მისისა, უკეთუმცა დედაკაცსა მას არა ვთქვა, რამეთუ იგი არს ასული ძმისა მისისა. მაშინ ჰკითხა მელანიას სითიხათუნ, გსურსა ჩემთანა ყოფაი მიუგო მან, ეე მსურს დედოფალო, უკეთუ თქვენ იქმნებით კმაყოფილ სამსახურითა ჩემითა: დედაკაცი იგი დამტევებელი მელანისაი გამოეთხოვა სითიხათუნს და მიიქცა სახლსა თჳსსა სითიხათუნ ყოველივე შთაბარა მელანიას, რაიცა აქვნდა თჳსთანა და ამცნო სამსახურიცა თჳსი. ხოლო მელანია ყოველსავე აღასრულებდა ბრძანებულსა თჳსდა სითიხათუნის მიერ მჰსწრაფლ და ნამდვილ. ოდესმე იწყებდა საუბარსაცა მაღალითა ჰსწავლათა სიტყვათა მიერ, რომლითაცა სთიხათუნ მკვირვალე თავსა შორის თჳსსა ჰკითხვიდა, თუ ვითარ და ვის მიერ მოიპოვა მან ჰსწავლაი იგი? მელანია ეტყოდა რამეთუ ციხისა მის ახლოს სცხოვრებს მოხუცებული და პატიოსანი კაცი, მღვდელი სახელით ათანასი, რომელმანცა უწყის კეთილად სამცნიერონი ჰსწავლანი; მღვდელსა მას არა უვის შვილი. გარნა ჰზრდის ყრმასა შვილად თჳსდა რომელსა ეწოდების ვასილი; ვინადგან სახლი ჩვენი არს ახლოს მღვდლისა მის სახლისათანა, მეცა სიყრმიდგან შევეჩვიე ვასილის და ერთად აღვიზარდენით, ვითარცა და ძმანი: ოდეს ათანასი ასწავებდა მას საფილოსოფოსოთა წერილთა, მეცა მასთანავე მყოფსა მესმოდა და ვისწავებდი, ამისთჳს მე სწავლითა მით თანამდებ ვარ ვასილისა: სითიხათუნ უბრძანა მელანიას, ვინადგან ესოდენ სწავლულ არს ჭაბუკი იგი, მაშა მოუწოდე ჩემთანა, რათამცა ვისაუბროთ და მარტოებისა ჩემისა დროი მით განვატაროთ.

წარვიდა მელანია და უხმო ვასილის, ხოლო იგი არა ეთანხმა მისვლად ზედა სითიხათუნისა მიმართ. მოიქცა მელანიადა აუწყა სითიხათუნს, რამეთუ უარჰყო ვასილი თხოვა მელანიასი და უფროს იკდიმის მამისა თჳსისაგან: მაშინ სითიხათუნ აღსდგა და წარვიდა სახლსა ათანასისასა და აუწყა მისვლაი თჳსი მელანიასმიერ; ესმა რა მღვდელსა მყის მოეგება მას და ეტყოდა: დედოფალო! რასათჳს მიიღეთ შრომა და მობრძანდით ჩემ უღირსისა ხუცის მომართ რაისათჳს არ მიბძანეთ, რათამცა თჳთ გხლებოდით? მაშინ სითიხათუნ ითხოვა შენდობა, ვითარცა მღვდლისა მიერ, მღვდელმანცა გამოსახა თავსა მისსა ზედა ნიში ჯვარისა და შეიყვანა სახლსა, უმასპინძლა ჯერისაებრ მის ჟამისა. ჰრქვა სითიხათუნ! პატიოსანო მამაო, მე მესმა შვილობილისა თქვენისა ხმა თჳს, რამეთუ იგი განჰსწავლულ არს საფილოსოფოსოთა ჰსწავლითა მიერ, ვინადგან მეცა მისწავიეს იგი და ვარ აწ მარტოებასა შინა, ამისთჳს ვინებე მოწოდებაი მისი ჩემდა რათამცა განმეტარებინა პყრობილებისა ჩემისა დროი მასთანა უბნობასა შინა: გარნა მან უარჰყო თხოვაი ჩემი, ვჰგონებ უმეტეს მისთჳს, რამეთუ მას თჳნიერ ნებისა თქვენისა ეშინის ჩემდამო მოსვლისა, რამეთუ მე ვარ პყრობილი; ამისთჳს მოვედ თქვენდა და გთხოვ, უბრძანოს ვასილის მოვიდეს ჩემთანა. მღვდელმან მსმენელმან ამისმან, აღუთქვა წარგზავნა შვილობილისა თჳსისა და დაჰსძინა, უკეთუ თჳთ მასცა უბრძანებს, მარადის მზაი იქმნების აღასრულოს ნება მისი. შემდეგ რავდენთამე საუბართა, სითიხათუნ გამოეთხოვა ათანასის და მოიქცა თჳსსა ციხესა.

მეორეს დღეს ვასილი მივიდა სითიხათუნთანა, რომელმანცა იხილა, რამეთუ მიეგებებოდა მალანია და ამბორს უყო მას: ხოლო შესრულმან ვასილი თაყვანისცა, სითიხათუნ უბრძანა დაჯდომა და დაჯდა იგი პირის-პირ მისა, და იწყეს უბნობა სხვა და სხვათა საგანთათჳს, რომლისა საუბრითა სითიხათუნ არა ესოდენ იშვებდა, რაოდენ შვენიერისა სახითა და ჰასაკითა მისთა, გული მისი აღეტყინებოდა დაფარულს სიყვარულითა მისითა: შემდეგ ვასილი გამოეთხოვა სითიხათუნს და მიიქცა სახლსა თჳსსა. მიიხმო მელანია სითიხათუნ და ჰრქვა: ვხედავ, რამეთუ თქვენ შორის არის კავშირი სიყვარულისა და უთუოდცა შეგიღტავს შენ, მელანია არა რაისამე მიმგებელმან, განიცინა ოდენ და მომხრელმან თავისამან ვითარმცა სირცხვილით იწყო ჭვრეტა ქვეყანად.

ჵი! ღმერთო! რაბამნი არიან საცთურნი სოფლისანი, რაბამ ისწრაფის მთავარი ამის სოფლისა, რათამცა გარე მიქცეულჰყვნეს კაცნი მცნებათაგან ენთა? რაბამ უძლურ-არს ბუნება კაცღა და უფრო დედათა: რამეთუ მცირედი ნაბერწყალი გულის-თქმისა. აღიგზნებს გულსა შინა მათთა სახმილსა ცეცხლისასა, რომლისაცა დაშრეტა, კნინღა არა ძალმიძს დიდსა მდინარესა! ესრეთვე მძაფრად აღეტყინა გული სითიხათუნისა უაღვიროს და უხამსის გული-თქმითა და განიზრახა უშესაბამოისა დიდებულებისა მისისადმი საქმისა აღსრულებაი. ინება მან, რათა შეიყვაროს თჳთ ვასილი და შეირთოსცა ქმრად, და უკეთუ ვერა აღასრულოს ნებაი თჳსი მაშინ საფრთხე უგოს მას და საყვარელიცა მისი მელანია მოკლად; ოდეს ყოველი ესე ბოროტი განზრახვაი სითიხათუნ დაამტკიცა გულსა თჳსსა, მოუწოდა მელანიას და ჰკითხა: არსაა სოფელსა ამას სადამე განშორებული ადგილი, სადაცა შესაძლო იყოს განტევებაი დროისა და შექცევა მუნ? მიუგო, ეე, არს თავსა ამის სოფლისასა ტყე შვენიერი, ქვაბნი გამოკვეთილნი და მუნით წყარონი გამომდინარები. სავსენი თევზითა. მაშინ უბრძანა სითიხათუნ, ხვალ წარვიდეთ მუნ და ვასილიცა თანა წარვიყვანოთ, ვისადილოთ. და შევექცეთ: მისცა ფასი და რქვა, ხვალ იყიდე ყოველივე სადილისათჳს სახმარი და წარვედ და ადრე შეგვიმზადე სადილი, ვასილის აცნობე, მოვიდეს ჩემდა და ერთად წარმოვალთ. მელანიამ ყოველივე ბრძანებული მეორეს დღეს აღასრულა, ვასილისცა აუწყა და ჰრქვა მისვლა სითიხათუნისათანა.

ოდეს ვასილი მოვიდა სითი ხათუნის მომართ, მაშინ სითიხათუნ გულის თქმით ტყვე-ქმნილმან, უპყრა მას ხელი და ჰრქვა: არღარა ძალმიძს დაფარვა სიყვარულისა ჩემისა, რომლისა ცეცხლით ეგზნების გული ჩემი, მე მსურს, რათა იყო შენ ქმარი ჩემი, და აქვე მოგცე ხელი თჳსი: უწყოდე ესეცა რამეთუ შემდეგ განთავისუფლებისა ჩემისა და იქმნები შენ მთავრად მესხთა და მოიპოებ ურიცხვსა საუნჯესა. ვასილი სირცხვილით და შიშითა კდემული ეტყოდა; დედოფალო! ვითარ განიზრახეთ საქმესა უშესაბამოსა და კნინღა საკიცხელსა დიდებულისა შთამოებისა თქვენისასა? ვინადგან მე ვარ მონაი: ხოლო თქვენ ასული ჩინებულის მთავრისა: ნუ დედოფალო ჩემო! ნუ მისცემთ უბრალოს გულისთქმასა თავსა თქვენსა და ნუცა დაამდაბლებთ ღირსებასა თქვენსა; მეცა აღგიარებთ, რამეთუ სიყრმიდგანვე მიმიციეს ფიცი და სიტყვაი მელანიასათჳს, და თჳნიერ მისსა, სხვასა ვერავის შევირთავ: სითიხათუნ აღბორგებულმან რისხვით, და სიტყვათა ვასილისათა შემრაცხელმან თავისა თჳსისა შეურაც-საყოფელად, არა რაი მიუგო: შევიდა შინაგანა სახლსა, აღიღო მახვილი და შინაგან სამოსლისა შეირტყა იგი, გამოვიდა ვასილისა თანა უპყრა ხელი და ჰრქვა წარვიდეთ, სადაცა მელანია განგვიმზადებს სადილსა და წარემართნენ: გზასა ზედა არა ერთ გზის ეტყოდა კვალადცა ვასილის სურვილსა თჳსისათჳს; გარნა იგი სრულიად იჯმნიდა მისაგან. ოდეს მივიდნენ ქვაბსა, იხილა სითიხათუნ, რამეთუ მალანიას ყოველივე სადილისათჳს მზა აქვნდა; შურით და რისხვით აღგზნებულმან კვლადცა ჰრქვა ვასილის: აღასრულება სიტყვასა ჩემსა, რაიცა გარქვ შენ? ვასილი კვლადვე მიუგებდა ერთსა და მასვე სიტყვასა და ჰსთხოვდა, რათამცა მან დაუტეოს განზრახვაი თჳსი, არამედ ისადილონ და შეექცნენ შვენიერის სახილავითა მით. მაშინ სითიხათუნ ვერღარა დამპყრობელმან რისხვისა თჳსისამან და განსულმან გარე თავისა თჳსისა, უპყრა მელანიას ხელითა თმანი და მიიზიდა იგი და შესძახა: უგუნურო, უფროს პატივისცემა უბრალოსა ამას ქალსა გლეხისასა ვიდრე, მე მაშა იხილე და გამოსცადე შურის-გებაცა ჩემი, მეყუსეულად იხადა დაფარული იგი მახვილი და სამგზის უგმირა გულსა მელანიასა სადა მოკლა იგი: ვასილი მყის მოქცეული შიშითა ივლტოდა სოფლად და აუწყა ყოველთა შემთხვევაი იგი: ხოლო სითიხათუნ მოგებულმან თავისა შორის თჳსა, იხილა, რამეთუ ამიერიდგან ვერღარა განერების სიკვდილისა, განიგმირა თავიცა თჳსი მახვილითა და დაეცა მკვდარნი, გვერდით მელანიასა. მოვიდნენ მრავალნი სოფლით და იხილეს უბადრუკნი იგი მკვდარნი, აღიღეს გვამი მელანიასი და წარმოიღეს და დაჰფლეს ეკკლესიასა, ხოლო გვამი სითიხათუნისა დაუტევეს მხეცთა და ფრინველთა შესაჭმელად. ესრეთ აღიხოცა სახლი არტავაზ მესხთა მთავრისა: ხოლო სრულიად სამცხე დაიპყრა ათაბაგმან: ესრეთცა წარწყმდა ყოვლად შვენიერი იგი ქალი, რომლისა შვენიერებისა მეძიებელნი წარაგებდნენ მრავალთა საუნჯეთა და თჳთ თავთაცა თჳსთა მოაკლდებოდნენ, ვითარცა ყამარბეგ.

იხილეთ მოყვასნო, ვითარ უსარგებლო იქმნა ცბიერება ყამარბეგისა, და ვითარი შინაგანი სიბოროტე იყო დაფარულ გარეგანსა შვენიერებასა სითიხათუნისა; რომელმანცა მოჰკლა ქმარი თჳსი შემდეგ უბადრუკი მელანია და უკანასკნელ თჳთ თავიცა თჳსი; არა სამართლად ბრძანებულ არსა? იხილენით საფლავები, რომელნი განგოზილ-არიან გარეგან, ხოლო შინაგან სავსე არიან ძვალებითა კაცთათა, ნამდვილ ესრეთ იყო სითიხათუნ; ამისთჳსცა ჯერ არს ყოველთა მიერ კრძალვა და ძიება არათუ გარეგანთა შვენიერებათა, არამედ შინაგანთა, რათა არა წარაგონ სიცოცხლეი თჳსი. ყამარ ბეგს თუცა ეცნა შინაგანი შვენიერება სითიხათუნისა, ყოვლადვე არა იფიქრებდა მისთჳს მოვერაგებულთა მზაკვრებათა და არცა წარწყმდებოდა, გარნა ვაი! რამეთუ იგი ჰსცნა ერთის გარეგანის შესახედავითა სითიხათუნისათა, ვერა მცნობელი შინაგანის სიბოროტისა მისისასა.

დასასრული.

ეჰა სოფელო, დაუდგრომელო, ყოველთა მიმართ შეურჩომელო,
მაღლისა ხელით კეთილად ქმნილო, ეშმაკის საფრხით სისხლთ დამთხეველო;
კაცთა სახმარად დაბადებულო, გარნა მათ საფრხედ მიმაქცეველო:
შვების სანაცვლოდ მათის ცხოვრების დამარღვეველო.
ვის ჰსურს სიწმინდე კეთილ ცხოვრება, მათ შეაბილწებ,
უმანკოს სისხლსა დაცათხეულ-ჰყოფ და შეამწიკვლებ:
შენთა უცნოთა ყრმათა და ჭაბუკთ, შურით აღავსებ,
ქალწულთ დედათა შემაგინები, სიწმიდისაგან გაცა აწყლტუებ.
მთათა ქვაბთ მყოფთა, მეუდაბნოეთ შურთა მიმცემი.
აღძრავ გულის თქმად; ნახონ ოდენღა სოფლისა თემი,
თჳსთა ლოცვათა განშორებულ ჰყოფ, ძლით გვერდსა მცემი.
თუ სადმე კაცთა ადიდებ ათგზის უმეტეს მწუხარედ ჰყოფ,
მიიყვან შფოთსა, დაუცხრომელსა, მამაძეთ განჰყოფ
ზოგთ გაამდიდრებ, ზოგთა ცხოვრებას სხვისადმი დაჰყოფ,
ძვირად დაატკბობ, მყუდროებითა, დაფარულთაცა საანივმნოდა ჰყოფ.
ესე ქცევანი აწვიენ თქმულთა ზემო თხრობასა,
უგვანის საქმით შესთხიენ ფიცხელს თავხედობასა,
ნაცვლად შვებისა მიწვენილად ჰყვენ თჳს მკვლელობასა
ყოველთ მკითხველთა მათის მამბისა მგინებლობასა.
მეც დამსვი წერად ამაოების მეტყველებისა,
სიცრუის მთხზველად, გასაკიცხვლად, მკითხველებისა:
სულისა ვნების შემძინებულად უშვერებისა
სადადა ვჰპოვო პატივი თჳსი დაბერებისა.
ბებრთ დიაცთა ოდენდა შვენით მოზღაპრეობა,
მამაკაცთა თჳს აუგი არის მისთჳს დროება,
დროსა გაკარგვა, უბრალოს ჩმახვა ცუდი ზნეობა:
მჰხამდა მეფიქრნა ამის სანასცვლოდ სხვარამ ბრძენობა;
მაგრამ, არ უბრალოს ვჰსთქვი ესე ამბავი,
კრძალულებისა დაპყრობისათჳს ვიწყე იგავი.
რადგან უკრძალველი ესრეთ დაენთქმის, ცხოვრების ნავი;
უმეტეს ჭაბუკთ განუსჯელობით დაჰკარგონ თავი.
ჩვენ საუკუნეს ვჰგონებ არ ძვირობს ესე თხრობანი
სანჯმნოდა აქვსთ ქალთა და წულთა თჳსნი გრძნობანი:
მაშ მართებს კარგად ფიქრნი და ჰსჯანი, შემდგომ ტრფობანი:
გარეგან მორთვამ, შინაგან ფარულ არგვცეს ვნებანი.

თ. დ. ციციშვილი.

3 ჰსწავლა და ხელოვნება

▲ზევით დაბრუნება


3.1 სიტყვა, ნაბრძანები ხელმწიფის იმპერატორისაგან, მოსკოვის საკეთილშობილო წინამძღვართადმი, აგვისტოს, 3,-1858 წელსა

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა, ნაბრძანები ხელმწიფის იმპერატორისაგან, მოსკოვის საკეთილშობილო წინამძღვართადმი, აგვისტოს, 3,-1858 წელსა.-

(გაზეთი «Кавказъ». №88.)

ჩემთჳს უფალნო, ყოველთჳს სასიამოვნოა, როდესაც შესაძლებელია განგიცხადებდეთ მადლობასა, გარნა სვინიდისით ლაპარაკი, არ არის ჩემი თჳსედა. მე ყოველთჳს ვანბობ მართალს, და სამწუხაროდ ჩემდა, ახლა არ შემიძლიან გითხრათ მადლობა! გახსოვთ თქვენ, როდესაც მე, ორის წლის წინათ ამისა, თჳთან ამ ოთახში გეტყოდით მას, რომ ადრე იქნება თუ გვიან უნდა შევუდგეთ ცვლილებასა ბატონყმობის უფლებათა, და უმჯობეს არის დაწყება თავით, ვიდრე ბოლოთგან, სიტყვანი ჩემნი იყვნენ გაუგებელი შემდგომ ამისა ამაზედ დიდ ხანს ვფიქრობდი, და ვილოცე რა ღმერთი, გაბედვით შევუდექ საქმესა. როდესაც, თხოვნისამებრ პეტერბურღის და ლიტოვის კეთილშობილთა, მიეცა ჩემგნით რესკრიპტი, მე, სწორე ვთქვა, მეგონა რომ მოსკოვის კეთილშობილნი ყოველთზედ პირველად მთხოვდნენ ამ განზრახვის შესრულებასა; გარნა გამოაცხადეს თანხმობა ნოვღოროდელთა, ხოლო მოსკოვის ღუბერნიამ არა პირველად აღვიარა, არღა მეორედ, თითქმის არცა მესამედ. ამან მე დიდად შემაწუხა, ამისთჳს რომ მე საკვეხად მაქვს, რომ დავბადებულვარ მოსკოვში, ყოველთჳს მიყვარდა მოსკოვი, როდესაც ვიყავი მემკვიდრე, მიყვარს ახლა, როგორც ჩემი სამშობლო მე დავიწყებული და არაოდეს არ მოვეშვები ამ საქმეს, აქ (?) ინება განმეორება იმისი, რაცა მოხსენებულ არიან რესკრიპტში). მე მიყვარს კეთილშობილება, მიმაჩნია პირველ დამცველად ტახტისა. მე მსურ საზოგადოდ კეთილი, გარნა არა მსურს რომ იყოს საზიანოს ქვეყნად ყოველთჳს მზად ვარ ვიდგე თქვენს მაგიერ; გარნა თქვენ, თქვენსავე სარგებლობისათჳს, უნდა ცდილობდეთ, რომ დაიმჩნენ კეთილმდგომარეობით ყმანთ მოიგონეთ, რომ მოსკოვის ღუბერნიას უყურებს მრთელი რუსეთი. მე მზათა ვარ ვქმნა თქვენთჳს, რაიცა შემიძლიან, მამეცით შეძლება, რომ დავდგე თქვენთჳს. გესმით თუ არა, უფალნო? მე მესმის, რომ კამიტეტს ბევრი საქმე გაუკეთებია. წამიკითხავს, ზოგი ერთი იმათი საქმეთაგანი, ბევრი მიმჩანს რომ კარგათ შედგენილა, მხოლოდ ერთი შევნიშნე; უმების სახლ-კარიანობაზე. მე სახლ-კარიანობა გლეხისა მგონია არა ერთი ოდენ სახლ-კარი, არამედ ყოველი სახნავ-სათესი მიწა. კიდევ ვიმეორებ, უფალნო, მოიქცეთ ისე, რომ შემეძლოს თქვენს მაგიერ დგომა ყოველგან. მაგითა განამართლებთ თქვენდამო ჩემს მონდობილებასა.-

3.2 კუდიანი ვარსკვლავი და იმისი არა რაისა მოქმედება ქვეყანაზე

▲ზევით დაბრუნება


კუდიანი ვარსკვლავი და იმისი არა რაისა მოქმედება ქვეყანაზე

ვიდრე სამს ოკტომბრამდე, ღრუბელთა შორის კიდევ იხილვებოდა კუდიანი ვარსკვლავი, რომელსაც უწოდებენ „დონნატიი“ ხან კუდი და ხან თჳთან ვარსკვლავი ბრეყინავდეს ცისა სივრცეზედ, გარნა სამს ოკტომბერს ძნელად იყო შესაძლებელ იმისი ნახვა ვარსკვლავთ მრიცხველნი არ აცხადებენ გამოჩნდება კიდევ როდისმე, თუ დაიკარგება საუკუნეს უფსკრულში? გავაცილებთ რა თავის დანიშნულს ბინისაკენ, ვიტყვით უკანასკნელად რამდენსამე სიტყვას, იმის არარაისა მოქმედებაზედ ქვეყანისა: ხალხი იშიშვის, ვითომც გამოჩენა კუდიანის ვარსკვლავისა წინათ გეუწყებდეს უბედურებასა რისამე მოსვლასა, ეს სულ სიცრუვეა, რადგანც გამოჩენა კუდიანის ვარსკვლავისა, არაფერს არ მოგვასწავებს, რომელსაცა კიდევ დავამტკიცებთ:

ვარსკვლავთ მრიცხველთ ისტორიაში ვპოებთ, მრავალთა კუდიან ვარსკვლავთა გამოჩენასა სხვა და სხვა დროებში, ამასთანავე სხვა და სხვა დროებში უსასტიკესთა უბედურებათა: ჭირსა, ომიანობასა, ქვეყნების გადაწვასა, მიშლილსა, წყლების აღელებათა. ავიღოთ მაგალითად ეს საშინელი უბედურებითი დროები და, ვნახოთ, თუ ვითართა კუდიანთა ვარსკვლავთა აუწყეს წინათვე ხალხთა, ამ უბედურების მოახლოვება და ვითარნი კუდიანნი ვარსკვლავნნი ბრწყინავდენ ცაზედ? ნუ გაუდგებით ქრისტეს დაბადების წინათ დროებასა, მხოლოდ დავიწყოთ, ქრისტეს შობის შემდგომითგან. ისტორია გვიმტკიცებს, რომ მრთელი რომის იმპერია პირველ სამს საუკუნეში ქრისტეს შობის შემდგომ იყო დარღვეულ და აოხრებულ საშინელის შესაყარითა. ორმოცდა ორს წელს ქრისტეს დაბადების შემდგომკლავდიასმეფობის დროს მოუფინა ყოველგან შესაყარი სნეულება. რომელსაცა უსახლებ ეგვიპტეს მენტაგრას (ეს სნეულება გამოჩნდებოდა ხოლმე კაცსა სისველის მზგავსად მრთელს ტანზედ, რომლისაგამო ფრიად მოხდეს დროში გაბერავდა ტანსა და მსწრაფლ არჩობდა) რომელიცა უწყლულებდა სნეულს ტანსა, ულპობდა და უყროლებდა. 154 წელსა გამოყიდა ეგვიპტიდან მაშინბე შესაყარი, რომელიცა მოედო რა მრთელს ევროპას, ხალხი სრულიად მიფანტ-მოფანტა ეს სნეულება იმისთანა იყო, რომ ავათ-მყოფი როგორც გიჟი, რა ვერ უძლებდა სნეულებასა, გავარდებოდა, ტყე-ტყე დარბოდა და ვინ იტყვის იმ საშინელებასა, რაებსაცა სჩადიოდა. ამ სნეულებას ეწოდებოდა ლიკანტროპია (სნეულება ესე იყო ამ გვარი, - რომ ტყავი სნეულს თჳთ მცირეს დროში ებერებოდა იქამდენ, რომ დასქდებოდა და სრულიად დაერღვეოდა, რომელიცა ფიცხლავე ჰკლავდა). საექიმო ისტორია გვიმტკიცებს, რომ რაც უნდა სასტიკი სნეულება იყვეს, დროება სცვლის და ასუსტებს, ამისთჳს გარდავალს რა შვილის შვილათ, ჰკარგავს ძალასა და, ბოლოს სნეულებით არცა თუ რასამე ივნებს, ამისთანა ცვლილება დაემართა ძველად ხოლერასა 163 წელსა. მეფობისა დროსანტონისა. მეთელი შვიდი წელიწადი იყო ყოველგან საშინელი ჭირი, არ გაუვლია ოცს წელს, რომ მრთელი იტალია იყო აოხრებულ ამ სნეულებით: მესამე ნაწილი ხალხისა, იყო დაწყვეტილ ამ სნეულებით, რომელიცა გადავიდა რა რომში ჰკლავდა დღეში ორი ათასს კაცს. ნახევარს მესამეს საუკუნისასა. ვალერიანისმეფობის დროს გამოჩნდა კვალად ჭირი და თხუთმეტის წლის განმავლობაში მოქმედება ეს სასტიკი სნეულება, ისე რომ მრთელი ხალხი შეიმოსა თალხად. 312 წელსა, ჭირი გამოვიდა რა კვალად ეგვიპტითგან, გადავიდა იტალიაში, ხოლო შემდგომ საბერძნეთში, სადაცა ისე მოსპო ხალხი, რომ არცა ერთი სული მორჩენია. ამ საშინელთ წელიწადების განმავლობაში, ვარსკვლავთ მრიცხველთ არცა ერთი კუდიანი ვარსკვლავი, არ შეუნიშნავთ ცისა სივრცეზე და არცა ამ დროების წინათ გამოჩენილან.

524 წელსა, გამოჩნდა კაცთა მიწასთან გამასწორებელი ჭირი, რომელიცა ავლებდა მუსრს ევროპაში, თითქმის ორმოც და ათ წლამდენ. ამასთანავე იყო ფრიადი სიმშილი, რომელიცა აამოაგდეს ცალკე კალიათა და ცალკე ჭირის შიშით, ხალხთა. ამ წლების განმავლობაში და არცა წინათ არ გამოჩენილა არა ვითარი ვარსკვლავთ მართალია, გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი ამა წელსა, მაგრამ ეს ვარსკვლავი როგორცა ჰსჩანს წლებითგან შენიშნეს ოთხის წლის წინათ ჭირის გამოჩენასა, მაშასადამე ეს გამოჩენა არ მიეწერების სნეულებასა; ამასთანავე ვარსკვლავი იყო ისე პატარა, რომ ძნელად იყო შესაძლებელ შენიშვნა. ამ საშინელთა უბედურებათა გამო ზოგნი ერთნი მაშინდელნი ჩვეულებანი აქამომდენ დარჩნენ ხალხში. შესაყარი რომ შეუდგებოდა კაცსა, პირველად შენიშნავდნენ მაზე, რომ ჯერ მოაყოლებდა დაცემინებასა და დამთქნარებასა, შემდგომს მოაყოლებდა ტანის თრთოლასა, ქლანგვასა და იქამდინ მიასუსტებდა, რომ მსწრაფლ მოჰკლავდა. როდესაც ნახა რომის პაპამ დიდმანგრიგოლიმ, რომ მეტად ახირებით იხოცებოდა ხალხი, მაშინ დასდვა კანონათ; შემდგომი: შესაყარის მოახლოვების დროს, ესე იგი დროსა დამთქნარებისასა, სხეულს უნდა დაეწერა პირსჯვარი, ხოლო დაცემინების დროს გარს მყოფთა და მსმენელთა უნდა ეთქვათ სნეულისათჳს: „ღვთის წყალობით იყავნ განთავისუფლებულ“ ანუ „შეგეწივოს ღმერთიო“ აქედგან ცხადად ჰსჩანდა, რომ მაშინდელი ჩვეულება დარჩა ჩვენშიაქამომდენ.

არ გაუვლია ორს საუკუნეს, როდესაც რომ 717 წელს გაჩნდა დასავლეთისაკენ საშინელი შესაყარი სნეულება, რომელსაცა მარტო კოსტანტინოპოლში შთანთქო სამასი ათასი კაცი. ამ წლების განმავლობაში არცა ერთი ვარსკვლავი არ გამოჩენილა ცაზედ.

874 წელსა, მრთელს ევროპაში გაჩნდა ისეთი კალია, რომ ჰაერს აბნელებდა და ერთს ადლზედ ზოგ ერთს ალაგს კვდარნი ეყარნენ. წვიმებმა ისე დაალპეს ეს მკვდარი კალია, რომ რა ავარდა საძაგელი სუნი, კვალად გაჩნდა სნეულება და დანთქვა მრავალი კაცი. არცა ამ დროებში შეუნიშნავთ კუდიანი ვარსკვლავი. მართალია გამოჩნდა კამეტა 876 წელსა, მაგრამ ეს გამოჩენა იყო ერთის წლის შემდეგ ამ საშინელის უბედურებისა.

996 წელსა, გამოჩნდა ევროპაში უცნაური სნეულება, რომელსაცა ეძახდნენ საოცარს სახელს „წმინდა ცეცხლი“ ისტორია მოგვითხრობს რომ ეს ცის მრისხანება თჳთ უსასტიკეს სისწრაფით მოედო თურმე მრთელს ქვეყანას; თჳთან სნეულება თუმცა იყო მსწრაფი, გარნა ტანჯვა ჰქონდა აუტანელი, რომელიცა მსწრაფლად ბოედებოდა მრთელს სხეულს და რამდენსამე წამში შესწვავდა მრთელს ტანსა კაცისასა. ესეც მოხვდებოდა ხოლმე, რომ ცეცხლი ზოგსა შეუწვავდა რომელსამე ასოს: ხელსა, ფეხსა, თუ სხ. უცებ-გაუშავდებოდა და შემდგომს ძვალიანად მოვარდებოდა ტანსა. სნეულება ესე დიდ ხანს ინთქვამდა კაცობრიობასა; ბოლოს დაკარგა ამ სნეულებამ თავისი ძალა და შეიცვალა სხვა სნეულებად, რომელსაცა ახლა ეძახიან „ანტონის ცეცხლსა.“ იმ საშინელის სნეულებისა გამო, ხალხი ანებებდა თავსა, მამულსაცა, ყოველსავე ქონებასაცა და მიეშურებოდნენ იერუსალიმისაკენ, სადაცა ითხოვდნენ ღვთისგან შემწეობასა. ამ დროებში გამოჩნდნენ ორნი კუდიანნი-ვარსკვლავნი, რომელნიცა იყვნენ ფრიად დიდნი, ამასთანავე მნათობელნი. მაგრამ პირველი იმათგანი გამოჩნდა 983 წელსა, მაშასადამე ცამეტის წლის წინათ უბედურებისა, ხოლო მეორე 1005 წელსა, მაშასადამე ცხრის წლის შემდგომ.

1092 წელსა მოედო ქვეყანასა კვალად მსწრაფლ მომაკვდინებელი სნეულება, ამასთანავე პარუტყვთა ჭირი, რომელიცა მოქმედება ხუთს წელს; ყოველნი ფიქრობდნენ წარღვნის მოახლოვებასა. რამდენსამე კვირაში, იერუსალიმში დაიხოცა ხუთას კაცამდენ; მრთელი ანტიოხიის ქალაქში მცხოვრებნი მოისპენ, ორასი ათასი კაცი ლაშქრისა სრულიად ამოიხოცა; კვალად ევროპიითაგნ გამოგზავნილი ჯარი შემდგარი ოც და ხუთის ათასის კაცისაგან რამდენიმე დღეში გაიჟლიტა, ამ დროებში აღმოჩნდნენ კვალად ორნი ვარსკვლავნი; 1071 და 1097 წელიწადებში, მაშასადამე ერთი იმათგანი ოც და ერთის წლის წინათ უბედურებისა, ხოლო მეორე ხუთის წლის შემდგომ საშინელის შესაყარის სნეულებისა.

1347 წელსა, იზიითგან გამოვიდა ევროპაში თჳთ უსაშინელესი ჭირი, რომელსაცა ეძახდნენ „შავს სიკვდილს“, არცა ერთი ქვეყანა არ დარჩომია აუოხრებელად, ჯერ პირველ წელიწადებში მოქმედებდა ზღვების პირას, გარნა 1348 წელს, გადავიდა ყოველგან, აძრწუნებდა ხალხსა, მიწის მხვნელთა დაუტევეს სახლკარი, გუთანი და სხ. მირბოდნენ ტყეებში, ყანები რჩებოდა მოუმკავი, ხალხში მოისპო სიყვარული, ძმა ვეღარა ჰსცნობდა ძმასა, შვილი დედასა, დედა-შვილსა, ნათესავი ნათესავსა, ერთი ერთმანეთს ვეღარ უდგებოდნენ და მირბოდნენ ვინ იცის საითკენ. ზოგიერთს ქალაქში, თუ სოფელი სრულებით მოისპო, რამდენნი მეფენი და დედოფალნი შეიქმნენ მსხვერპლად ჭირისა. ვარსკვლავთ მრიცხველნი ამ დროებში გვაჩვენებენ ორთა დიდთა ვარსკვლავთა, 1347 და 1357 წელიწადებში, აი საიდან დაიბადა და წარმოდგა ხალხში ჩვეულება დარწმუნებისა. რადგანც ამ ორთა ვარსკვლავთაგანნი ერთი გამოჩნდა უბედურების დროს, ხოლო მეორე უბედურების შემდგომს. ძველთა კაცთა აზრით, ორნი კუდიანნი ვარსკვლავნი ყოფილა ნიშნად უბედურებისა და ბედნიერებისა,-

1546 წელსა, სომხეთში გაჩნდა საშინელი ჭირი. ეს ჭირი გამოვიდა კიტაიიდგან, სადაცა გაწყვიტა ოც და ათი მილლიონი კაცი. აქედან გადავიდა ფრანციაში, იტალიაში და ღერმანიაში, რომელშიაც მრავალი ქალაქი დაცარიელდა. ლონდონის ქალაქში, სასაფლაოზედ იყო დამარხული ორმოც და ათი ათასი კაცი, პარიჟში, იმედ გარდაწყვეტილი და გულ-დამწვარი ხალხი ჰსთხოვდა მთავრობასა, ურიების გაწყვეტასა, ჰგონებდენ რა, რომ ვითომც იმათის ცოდვით მოსდიოდათ, ანუ ვითომც ჰყრიდენ საწამლავსა მდინარეში. ისე გაცხოვლდა სნეულება და სიკვდილი რომ ერთს კუბოში ასვენებდენ ორსა და სამსა, ყოველი მღვდელი თავის ეკკლესიაში ყოველს დღეს ჰპოვებდა ორმოცამდენ კუბოს, მკვდრებით სავსეს: სასაფლაოზე არ იყო ადგილი დამარხვისა, მიჰქონდათ და ტყეში მარხავდნენ; ფულის მოყვარენი კაცნი ერთგულათ მარხავდნენ რა გაჰქონდათ ქალაქითგან, მაგრამ ბოლოს ესენიც შეშინდნენ, რა რომ ნახეს თავიანთი ამქარისანიც იჟლიტებოდნენ. მრავალთ დაუტევეს ქალაქები და შესდგებოდნენ ბერებად, თუ მოლოზნებად. ყოველგან, სადაც კი გადაწყდებოდა ჭირი, იქ მაშინვე ხალხი კვალად დაიწყებდა განმრავლებასა, ასეა ესე ბუნება! ეს საშინელი უბედურება, არ იყო წინათვე მაუწყებელი კუდიან-ვარსკვლავითა?

დასასრულს ავიღოთ 1830 წელიწადი, რომელშიაც გაჩნდა საშინელი ხოლერა, აბა რომელი კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდა იმ საშინელს უბედურების წინათ? უბედურებაც და ბედნიერებაც არის ხელთა შინა განგებისათა. კუდიანნი ვარსკვლავნი, როგორც სხვანნი პლანეტნი მიმავლობენ თავიანთს ხაზზედ, უზენაესის დაწყობით და არა რაი მოქმედება აქვსთ ქვეყანაზე.-

ი. კ.

3.3 ატლანტიის უკიანეს ზღვაში

▲ზევით დაბრუნება


ატლანტიის უკიანეს ზღვაში

ტელეგრაჶი.

აი რა არის კარგი ჰსწავლა და განათლება? კარგი განათლებული კაცის გონება ვეღარ დასცხრება, თუ იმან სარგებლობა არა შესძღვნარა კაცობრიობას; აბა მივიხედ-მოვიხედოთ და ქვეყანას თვალი გადავავლოთ, რა ამბავია! რა საკურველი საგნები იბადება განათლებულის კაცებისაგან კაცის სარგებლობისათჳს!

სხვა საკვირველთა საქმეთა შემდგომს, ატლანტის უკიანეს ტელეგრაჶიც მოიგონეს, ვალენსიიდგან ნუი-ფოუნდლენამდისინ, სადაც რავდენიმე ათასი ვერსია. ამ ატლანტიის უკიანეში, კიდით-კიდემდისინ, ამ განიერს ზღვის ქვეშ, გაუვლიათ ტელეგრაჶის მართული, საიდგანაც 99-ი სიტყვა 67-სა მინუტში მიდის ანგლიიდგან ამერიკის (ვალენსიის ქალაქიდგან ნუი-ფოუნდლენამდისინ) და იქიდგანცა პასუხი მოდის, ეგოდენსავე დროს.

ისპანიის საზოგადოებისაგან ამოჩემებულიკოლუმბი; იმათგან გიჟათ დასახული, იმათგან დატანჯული: როგორ ბედავ ამბობ შენ, ახალი ქვეყანა იყოს სადმე, გიჟო კოლუმბოვო. რა არ უყვეს ამ საკურველს კაცს მაშინდელმა ისპანიელებმა. ძნელია გაუგებელი საზოგადოება ქვეყნისათჳს, თუ თავის საზოგადოობის შემატებას ვერას ხედავს არგს და თჳთოეულნი თავთავის სარგებლობას ეძებენ მხოლოდ. ამისთანა საზოგადოებას ეტყვის ისტორია: წყალწაღებული!

თავის დიდის მოთმინებით, დიდსულოვნობით და ძლიერის ხასიათით დათრგუნა თავისი წინააღმდეგები კოლუმბმა; ხომალდებით შეცურა უკიანეს ზღვაში და დიდის ღვაწლით იპოვა ახალი ქვეყანა, - ამერიკა. ამერიკა იყო მაშინ ველურის ხალხით სავსე, ეხლა არის საკვირველი ამერიკა! სადაც ღრმა მეცნიერება სუფევს და უპირველესი განათლება! წარსულებისასა აღარას ვიტყვი, ეხლახანს ამ ამერიკის ქვეყნიდგან გამოვიდნენ კაცნი გონიერნი, მეცნიერებით სრულნი, რომელთაცა როგორცა ვთქვი, ატლანტიის უკიანეში გაატარეს ტელეგრაჶის მართული და მთელს ქვეყანას შესძღვნეს დიდი სარგებლობა!...

აბა ნუ გავიკვირვებთ, განათლებული კაცის გონება რა არის, ზღვის ქვეშაცა ტელეგრაფს ავლებენ, ნამეტნავად იმ სიღრმეში და იმ სიშორეთ!

თ. ალ. ჯ.ორბელიანი.

4 სალაყბოს ფურცელი

▲ზევით დაბრუნება


მიზეზი მოლაყბის გაჩუმებისა. - მოლაყბის გულის და სულის ყოფნა ქართველებთან. - საკუთრებით სარგებლობაზე და საზოგადოზე ლაყბობა.- ზოგიერთ კაცთა მახინჯობა ლაპარაკით.- განრჩევა „ცისკრის“ და დილის ცისკრისა შორის. - საკუთრებითი სარგებლობა და იმისი ბოროტება.- მოლაყბის მოგზაურობა ტფილისში და ქართველის ძებნა. - ქართველი ფენომენისაგან მოლაყბის მიღება.- ქართველი და არა ქართველი. - მოლაყბე და სომეხი. - სოველი ფულებისა კლუბში. - მოლაყბისაგან ჩინებულის სტატიის თარგმნა. - „ცისკარი“ და თაგვები. - ქართველთ მოწოდება კეთილს საქმეზე მოლაყბისაგან. - მომავალის ახალ-წელიწადისაგან სანუგეშო იმედი.-

_________________________

დიდი ხანია არა მქონია ბედნიერება თქვენთან საუბრისა, - მკითხავთ: რასათჳს დაგვივიწყეთ საყვარელნი,ჩემის გულითგან და გონებითგან განუშორებელნი ქართველნი? თუმცა აქამდინ თქვენთან არ მისაუბრნია, - ჩემის საზოგადოების მიხედვითა ვსთქვათ, არ მილაყბია; მაგრამ გარწმუნებთ როგორც გულგრილი ქართველი, გრძნობა გაციებული ქართლ–ოსიანი, რომ ყოველივე ჩემი გონება, გრძნობა, გული და სული ყოფილა თქვენთან, მაშასადამე უტანჯია და უქენჯნია ჩვენის მშვენიერის თჳსების ყურებით!!! აი კიდევე გამიტაცა ჩვეულებრივ ლაყბობით იმ წყეულმა აზრმა, რა აზრითაც იტანჯება ჩემი გული, ჩემი გრძნობა, ჩემი სული, მიყრიან შუბებს, გული იმსჭვალება და რადგანც ღონის-ძიება არ საიდგან არის განკურნებისა, ამისათჳს ისევე ჰსჟობს დაუტევო ის აზრი და შევუდგე სხვა აზრს, სხვა საგანს?... მაგრამ მაინც კიდევ არ გითხარით მიზეზი ჩემის ხმა გაკმეტისა, არ გიკვირთ რომ გავჩუმდი, მე და თქვენ რომ ვიცით, - ამისავით! ანუ გახლავან ქართველები. სადაც ვნახავთ, რომ საკუთრებითი სარგებლობა არის რამე; სადაც კი ვნახავთ, რომ თაფლი სცხია, მივესევით ბუზებსავით, ვეცილებით ერთი-ერთმანეთს; ვამტვრევთ თავებს, ვეწევით უკან და ვაი იმისი კისერის ბრალი, რომელსაც კი ერთი ლუკმა მომატებული მოუვა. შენი მტერი?... თქვენ რა გგონიათ. - მე ვიცი იმ გვარნი კაცნი, და რა მარტო მე! გონია თჳთან თქვენც კარგათ ხედავდეთ, თითქმის ყოველს დღეს, ყოველს საათს და ყოველს წამს იმ გვართა კაცთა, რომელთაცა უბა გვერდზედ აქვსთ მოქცეული.ესეც არ არის საკვირველი, რომ არ იცოდეთ მიზეზი ამ გვარის მახინჯობისა? ცხადია, ან ერთს მტკაველს ალაგზე უყვირნია, უდავია და ამის მიზეზით ყბა კი არა, კისერიც მოგრეხია, ან უნახავს თავისი მოძმე ქართველი დაწინავებული თავისის მეცადინეობით და იმაზე თავის მზგავს კაცთან ძვირად და სიშურით ლაპარაკით ყბა სისწორის ხაზს მოშორებია! ახლა საზოგადო საქმე რომ იყოს! იქ გავჩუმდებით, თითქოს ვერასფერს სერას ვხედავდეთ; სმენასაც ცოტათი შევიმსუბუქებთ. ასე გახლავსთ! ამისათჳს რომ საკუთრებითი სარგებლობა არ არის. საკუთრებითის სარგებლობითგან ბევრი კმაყოფილება წარმოდგება: საკუთრებითი სარგებლობა იქნება, წავალ თეატრში, რომ ვერცა რა შევიტყო რა და ვერცა რა გავიგორა! მხოლოდ სხვების მიბაძვით, რომ მნახონ მეც იქა ვარ!... საკუთრებითი სარგებლობა იქნება, ჩავჯდები დროშკაში. ანუ ფაეტონში დოინჯი შემოყრილი, პაპიროზი პირში, ყურთ-მაჯთ შეყრილი ქართულურად და ქუდი გვერდზედ, გავირბენ და გამოვირბენ ბულვარის წინ, ეგება დამინახონ და თქვან: დახე რა ბიჭი გამოვიდაო, ეს ისეთი კაცია, რომელსაცა ვერცა ერთი მეტოქე, წინ ვერ დაუდგებაო!... მოდი და ახლა თქვენ საზოგადო სასარგებლოს საქმეს ყურადღება მიაქციე, საიდგანაც ჩვენის საზოგადოს აზრით, ვერცა დროშკით ვნახავთ კმაყოფილებას, ვერცა თეატრით, ვერცა ბალით და ვერცა ვეჩერით! რა საჭიროა, რომ სხვათა ქვეყნის ხალხთა არა თქვან, დახე რა ხალხნი არიანო. თავიანთს ენაზე ყოველი ფერი აქვსთო. მთავრობის კეთილის განზრახვის მადლობელნი არიანო!... ერთის სიტყვით, სადაცა ვხედავთ საზოგადოდ სასარგებლო საქმეა, იქ არცა ხმას ამოვიღებთ და არცა კეთილად ვილაპარაკებთ. ისე გვეჩვენება თითქოს არაფერს ვხედავდეთ. აი მაგალითი: ერთს ქართველსა ჰკითხეს „ცისკარი“ არ გინახავსო? მეათესაათზე ვდგები და სად ვნახავდიო, მიუგო ქართველმა, ან რა საჭირო არის ნახვაო. ქართველმა იფიქრა, უთუოთ კუდიანი ვარსკვლავსავით იმასაც კუდი რამ გამოსვლიაო, თორემ ეს კაცი ,ე არა მკითხავდა, თუ იმ დილის ცისკარში არა შეენიშნოთრაო, იმ ღამეს რა შინ მივიდა, მრთელი ღამე არ დაუძინია, ერთი გათენდეს დილა, ვნახო რა ანბავი დამართჳაო. ადგა, შეხედა, ცისკარი თავისავე ალაგსა სდგას და ისევე ბრწყინვალებს, არა ეგრეთ, როგორც ჩვენი სამშობლო ცისკარი ქართველების მეოხებით და ნუგეშით!... აი, რა როლსა თამაშობს ჩვენში საზოგადო კეთილი განზრახვა!!! ეს ყოველმა სულმა კარგათ იცის, რომ როდესაც საზოგადოდ ვზრუნავთ რაზედმე, ეს უეჭველად კეთილი საქმეა; როდესაც რომ საკუთრებაზე ვიმტვრევთ თავებს, გარწმუნებთ რომ ყოველივე ბოროტება აქეთგან წარმოდგება. რადგანც უმეტესად ვზურუნავთ და ვმეცადინეობთ საკუთრებაზე, ამისათჳს ბოროტებაც ხშირია ჩვენში. როდესაც ბოროტება აღმოიხოცება ჩვენში, მაშინ ყოველი საქმე რიგიანათ წავა კარგა რამ მომაგონდა. წარსულს კვირეს, მრთელი ტფილისი მოვიარე (კუკიის არ მოგახსენებთ, ჯერ ის ქალაქის სიაში არ არის შემოსული,) და ერთი ნამდვილი ქართველი ვერ ვიპოვნე, ეს როგორცა ჰსჩანს, ეზოპესავით მომივიდა, როდესაც რომ ის წარჩინებული ზღაპართ მწერალი, ხედავდა რა ოთხკუთხივ თავის ქვეყანაში ბოროტებასა, იტვირთა ხელში ანთებული ფარანი და შუადღისას ბაზარ-ბაზარ, ქუჩა-ქუჩა სიარულით კაცს დაეძებდა. რა დაბრუნდა შინ, დაახეთქა ფარანი და დაიყვირა: აი ქვეყნის უბედურება! მრთელი დღე ვიარე ქალაქში, ყურადღებით კაცს დავეძებდი და ვერცა ერთი ნამდვილი კაცი ვერა ვპოვეო. - იყო ორსაფათი, საათის მეცხრე, თუ მეათე, როდესაც წარმომიდგა ეს ჰაზრი. ეზოპეს კაცი უძებნია და მოდი მე ქართველს დაუწყებ ძებნასა მეთქი. ავდექი წყნარად ქართულურად, ზლაზვნითა, ზმორებით ფეხზე და გავწივე კუკიის ხიდისაკენ, საიდგანცა მინდოდა მოგზაურობის დაწყობა: ყაბახზე ვიფიქრე, მოდი ჯერ ერთი შევალ, წარმოუდგები ქართველთა ფენომენსა მეთქი. მიველი კრძალვით, შიშით, თავაზით და დაუკაკუნე კარი. ვხედავ არავინ მიღებს კარს, ოთხკუთხივ ვიხედები, არა ვინა ჰსჩანს, ბოლოს ავიხედე ვნახე, რომ თურმე ზარის დარეკა ნდომებიათ შიგ მდგომთ. ცოტათი გაჯავრებულიც გახლდით, რადგანც კარგახანი ვიდექ კარში, მოვკიდე ხელი და რაც ძალა მქონდა, ჩამოვაწკარუნე. ვნახოთ გამიღო კარი ერთმა უსაკვირველესმან პირმა, ასე უსაკვირველესმა, რომ ამ საათში ენახა ჩვენს უწარჩინებულეს პოეტს რუსთაველსმოჩვენება ეგონებოდა და პირჯვარს დაიწერდა. ვნახე კაცი, ეცვა იმისთანა შალვარი, რომელშიაც ინდეურის ფეხი ძნელად ჩაიჭედება, კაბა ეცვა (ვსთქვათ ქართულურად, და თუ რუსულად ინებებთ, მგონია ფრაკი გახლავთ.) კუდიანი, წინ სულ ღია ჰქონდა და უკან ერთი თუ ორი გაზანდრისა ადლი გაეგრძელებინა, ლოყაზე აქეთ და იქით თეთრი, მგონია ქაღალდი იყო აეკრა და კისერიც არ იყო, გაეშეშებინა. მე ფრანცუზი მეგონა, და ამისათჳს ვკითხე: მუსიო! ჩვენი ფენომენი შინა ბძანდება მეთქი, მაგრამ! ოხ! საკვირველებაო! რუსულად მომიგო: სძინავსო. ახლა თქვენ ეს პირი, გინდა ქართველად მიიღეთ, გინდა ფრანცუზად, მე კი ჩემის ჰაზრით ასე ვიფიქრე, რომ იყო ქართველი და არა ქართველი, ასე რომ იმ საათში მეორეს ოთახიდგან გამოყო ქართულ ტანისამოსიანმა, რომელსაც თავზედ კარტუზი ეხურა და შეუზახა: მამაგიცხონდა რუსულათ ილაპარაკე, როდესაც რომ სწორეთ პურის სახელიც არ იციო. აქ ვიფიქრე. ვაი დროებავ, რა ხარ! მივითჳსებთ იმ ენას, რომელს ენაზედაც გავაკეთებთ აურაცხელს შეცთობას, მხოლოდ ამისათჳ, რომ ჰსთქვან განათლებულიაო! კარგი განათლება გახმავსთ შალთა-ბალთათი ლაპარაკი. არიან იმ გვარნი პირნი. რომელნიცა რამდენსამე ენას ჰსწავლობენ და არცა ერთის ენის ლაპარაკი რიგიანათ იციან, თავისასაც ჰკარგვენ და ვერცა სხვას იგებენასე გახლავართ, აზბუკი რაკი ვისწავლეთ, უეჭველად გვგონია მინისტრები შევიქნებით, სომხისა არ იყვეს, მახლას!... ამ ლაპარაკში და დაცინვაში რომ გახლდნენ ეს ჩვენი არა ქართველნი, თუ გნებავსთ ვიტყვი ფრანცუზნი, გამოვიდა ოთახითგან ხმა „ეი! მე ფიცხლავე მივხვდი, უთუოთ ბატონმა გაიღვიძა მეთქი. მე გარწმუნებთ რომ საწყალი მეფეირაკლიცარ იქცეოდა ასე ამპარტავნებით როგორც ეს ჩვენი ბატონი, რომლის მიზეზითაც ვაძლევ ამ დიდს იმის თავის მოყვარეობისათჳს ამ სახელს. ბიჭს დავაბარე, მოახსენე რომ საწყალი თქვენი ლაზღანდარა, გახლავსთ სალაყბოთგან ესეს არის მოსულა-მეთქი და ლაყბობა მოსდომნია კეთილს საქმეზედან მეთქი. პატარას ხანს უკან ბიჭი გამოვიდა და მითხრა: ბატონმა ბძანა, ეხლა არა მცალიან, იმ კეთილის-საქმისათჳს, რასათჳსაც მოსულაო. ის სალაყბო მეიდანი დიდი ხანია მოიშალა, იქაურნი მოქმედნი პირნი, ჯამბაზებათაც აღარ ვარგიან და იმათი ტაკი მასხარა რა იქმნებაო. მე აქ მივხვდი რომ არა თუ ლაყბობის სახელის წოდება, ტაკი მასხარაც გამხადა, ვიფიქრე, ისევე ჩამოვეცალო წავიდე ჩემს გზაზედ თორემ, თუ აუხირდი, უთუოთ ძალათ გამაგდებენ მეთქი, ავდექი და ბუტბუტით გამოვედი, კარი ფიცხლავე მამაკეტეს, ისე მამაკეტეს, რომ ჩემმა ზურგმა როგორღაც ტკივილი იგრძნო!... აი საფუძველი ქართველებისა, აი ნუგეში, აი საიდგან წარმოსდგენა წარმატება საწყლის ენისა, რომლისათჳსაც ზრუნავს უმაღლესი მთავრობა, მწუხარებით ვფიქრობდი ამას და მოვდიოდი ყაზახზე, სადაც უცებ შევეფეთეთ ერთს ტიკსავით გაბერილს სომეხს, რომელსაც რა ცხვირი ცხვირს მივარტყი გამოვედი სამწუხაროს ფიქრითგან. ამ პატიოსანს სომეხს ადრევე ვიცნობდი და დაუწყე ლაპარაკი. პარუნ მინასჯან, ერთი ქუ მატაღ მამეხმარე მეთქი!... ის გაოცდა, რა გასჭირებია ასეთიო, პირიდააღო და მიპასუხა: ვა! ახარ ემე რა გინდა ჩემგამო! არაფერი არ მინდა შენგან, დღეს გამოვსულვარ იმ ჰაზრით, რომ ქართველებს დავეძებ მეთქი, და თუ ვიპოვნე სადმე რომელიმე ქართველი ამაღამ ვეჩერში მინდა დავპატიჟო მეთქი. არა ქუ მატაღ, ოღონდ ქართველებში ნუ გამრევ და სხვა ემე რაც გინდა მთხოვეო. ქართველებისაგან დიდი ხანია გული დაჩაგრული მაქვსო. მე აქ ვიპოვნე კარგი შემთხვევა თხოვნისა და ვუთხარი: ეს მაინც მიყავიპარუნჯან, ჩვენს „ცისკარზე“ ხელი მოაწერე მეთქი, აი დააღო აქ მეორეთ პირი და მითხრა: ვა! ახარ შემწეობაამ ჩვენს ემს კაზეთს შევეწიოვო... ამ სიტყვაზე ისე გამაჩუმა, რომ სომეხები არიან და ქართველები არსად, ვიტყოდი და ამოვემართე კკუბს, თავდახრით შევედი მოქაღალდეთ წალკოტში, რომელშიაც ამ ხანობით იყო გაჩაღებული სთველი ფულებისა, დაობდენ, ართმევდენ, იტაცებდნენ და იმისთანა ზახილი იყო რომ, თავათავე შერყეული ჩემი გონება, უფრო შეირყივა. მე ვერარ გაუძელი ესრეთს ყაყანს, ქართველიც დამავიწყდა და სომეხიც, თავიც დამავიწყდა და ბედიცქართველთა, ავდექი და შევედი იმ ოთახში, სადაცა გაზეთებსა კითხულობენ. პირველადვე ჩვენს „ცისკარს“ მოვავლე თვალი, ამ დროებით „ცისკარი“ შექმნილიყო თაგვებისა საზრდოდ. ეს კიდევ არაფერი, ერთს ალაგს ვნახე დაეშალათ და ფანჯრებზედ გაეკრათ. ამის ნახვაზე, დავდექი, უყურე და შევნიშნე რომ ლოყები დამსველებოდა ცრემლით; არ იყო კიდეც, რომ გული როგორღაც მეწოდა. საწყალობელნი:რუსთველი,ჩახრურხადა სხ. განა ამისათჳს ცდილობდენ ენის აღყვავებისათჳს, რომ ამისთანა ხვედრი დასცემოდა იმათ შვილის-შვილთაგან? განა ამისათჳს დღე და ღამე აწყალებდენ, რომ ჩვენის მეოხებით და წყალობით მიწასთან გასწორებულ იყო იმათი საყვარელი ენა?... „ცისკარი“ ისევე მივანებე თაგვთა გასაწეწავად და მე დაუბრუნდი სხვათა ენის გაზეთებს, იმათგანში რადგანც ერთი ახალი იყო, ავიღე და მოვყევი კითხვას. სხვათა სტატიათა შორის, იყო ღირსი შენიშვნისა, ერთი სტატია სიტყვა მისის იმპერატორებითის დიდებულებისა, მოსკოვის კეთილშობილთადმი. ამ სტატიის წაკითხვაზე ყოველი ჩემი გონება, სული, გული და თჳთოეული ასო გარდაიქცა გრძნობად და ვიძახდი: რად არ შემიძლიან სიცოცხლე ჩემი შევსწირო მას, რომელსაცა ჩემის შეწირვით შეეძლოს აღსრულებაში მოყვანა კეთილისა იმ განზრახვისა, რომლისათჳსაც დაუცხრომელად ზრუნავს მეთქი, მაგრამ წარმომიდგა რა, რომ ყოველი კაცი უნდა ცდილობდეს თავის შესაგვარად, ფიცხლავე მოვკიდე ხელი კალამსა, გადმოვთარგმნე და იმ საათს გავუგზავნე „ცისკრის“ რედაკტორს, რომელიცა არა მაქვს ეჭვიმ რომ დაბეჭდავს. წარიკითხავთ და იქითგან ჰსცნობთ ჩვენს საზოგადოს მამას. იმ მამას რომლისათჳსაც მოვალენი ვართ არას დავზოგავდეთ... ქართველნო! თუ ხართ სადმე, ჯერ კი ვერ მიპოვნიხართ და თუ გიპოვნეთ, თქვენი ძველად ხასიეთი იყო, არა თუ ქონებას მეფისათჳს, სიცოცხლეს შესწირავდით; არა თუ თავსა, აკვნის ყმაწვილსაცა გამოიყვანდით და მეფის ჰაზრს არ უარს ჰყოფდით. სად არის ძველებური ესე ხასიათი. ჩვენი დიდ მეფე შესდგომია იმისთანას საზოგადოს კეთილს ჰაზრს, რომელზედაც ჰკვირობს მრთელი ევროპა. რას მოგვიკეცნია, რატო შეძლებისამებრ არ მოგვიხსენებია: „დიდო იმპერატორო! ჩვენო მფარველო! ჩვენო, უსჯულოთ მაჰმადთაგან დამხსნელო! გვიბძანე და მზათა ვართ ერთგულნი შვილნი შენნი ივერიელნი“. სიკეთეს გარდახდა უნდა, გარწმუნებთ რომ არა თუ ჩვენც დიდ მეფეს თჳთან უზენაესს იამება ეს საღმრთო მოხსენება; მაგრამ არა, რომ არ არის ჩვენში მაგდენი გრძნობა, დაგვიღია პირი, შევყურებთ, ჩვენის თავისა რომ არა გვესმისრა, ქვეყნისას რას გავიგებთ. ჩვენში ეს გახლავსთ: სიშურე, მტერობა, კიცხვა, ამპარტავნება და სხ. ვითომ ვიფიქროთ საზოგადოდ კეთილს რაზედმე, ღმერთმან დაგვიფაროს! ჯერ რომ ერთი ენაღა დაგვრჩომია, ისიც ვერ მიგვიცია წარმატებაში, სხვას რა კეთილსა ვიქმთ!... ვინანებთ! ვინანებთ! გვიან იქნება სინანული! სიკვდილის შემდგომს სინანული უქმია. - წაიკითხეთ უაგვისტოესის სიტყვა და იქითგანა ჰსცანით გული იმპერატორისა. ვინ უნდა იყოს იმისთანა, რომ იმისი კეთილი გული და სული არ შეიყვაროს. თუ იტყვით გვიყვარსო. მაშ დავამტკიცოთ და ნუ მივიყვანთ იქამდინ, რო იმ აზრით ბძანდებოდეს, რა აზრითაც მიუღია მოსკოვის კეთილშობილნი. ღმერთმან დაგვიფაროს! „მრისხანება მეფისა, არს მრისხანება თვთისა“.

გვეტევის საღმრთო წერილი!... გონია ჯერ ეს ლაყბობა ჩემი საკმაოა; მოვიღალე. ცალკე ლაყბობით და ცალკე სიარულით მინდა ცოტას ხანს კლუბში შევისვენო, გრძნობამაც დამათრო!... ზოგს ჩემს მოგზაურობაზე ქ. ტფილისში ქართველთ საძებნელად, მოვილაპარაკებ თქვენთან შემდგომს წიგნში, იანვრის ნომერში. თუ მკითხველნი იქნებიან ვინმე, ეს იგი თუ რედაკტორს ხელის მომწერნი ეყოლებიან, თუ არა და, ისევე რედაკტორმა ინაღვლოს და თუ სადმე არიან, ქართველებმა!... მშვიდობით! მეორედ ნახვამდინ! ღმერთმან მიგაგებოთ სიმრთელით ახალს წელიწადს, რომლისაგანაც იმედი მაქვს შეგვცლით. შევიტყე, ვითომც ახალს წელიწადს მოჰქონდეს ერთის თჳს სავალითგან, სიყვარული ქართულის ენისა... აი, კიდევ წავედი! ვითომც მოვეშო იმ ერთს აზრს „ენის სიყვარული!“ ნათქვამია ქართულად: წყალი ნაყე, ნაყე, ისევ წყალიო!... აი თუ ქართულური არ მომდის, გავათავე ლაყბობა და აქამდინ კიდევე ვერ მოგახსენეთ საყვარელნო მკითხველნო მიზეზი ჩემის აქამდინ ხმა გაკმეტისა. მოკლეთ მოგახსენებთ: მიზეზი ეს გახლმათ, რომ რამდენიც სალაყბოს ჩემი გაზეთი, გინა ფურცელი გავგზავნე რედაკტორთან, იმდენი არ დამიბეჭდა, ბოლოს თავში დამარტყა ერთიან და მითხრა ამოხვრით, როდესაც უთხარი რატომ არ დამიბეჭდე მეთქი: ღმერთმან ნუ იცის შენი თავი, რისთჳსაც არ დაგიბეჭდეო! შენის ლაყბობით ასი მეტი ხელის მომწერი დავკარგეო!... აი საყვარელნო მკითხველნო! ჩემი ლაყბობა როგორ მიგაჩნიათ!...

მოლაყბე

5 სხვა და სხვა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


- დეკემბრის პირველითგან, ამა წლისა, ქალაქს ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალიალექსანდრედიუმა, რომელიცა იყო ამ ახლოს ხანში ჩვენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაქციისა. მრთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წარუკითხავს „გრაფი მონტე ქრისტო“ ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და, ვისაც არ წარუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანც კიდეცა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი.-

6 რედაქციისგან

▲ზევით დაბრუნება


რედაქციისგან

- წარსულის თჳს, ნოემბრის წიგნში, 184 გვერდზე ტიპოგრაფიის შეცთომით დაბეჭდილია „უსჯულოდ“ გთხოვთ წარიკითხოთ „უსულოდ.“ ამასთანავე გვესმის გვესმის მრავალთაგან უკმაყოფილება მაზედ, რომ სტატიებში მოგვდის შეცთომები. ჩვენ სარწმუნო ვართ, ვისაც ესმის ტიპოგრაფიის გარემოება ის არ დაგვძრახავს, ამისთჳს რომ არცა ერთი ევროპიის ჟურნალი არ გამოდის შეუცთომელად. ამ შეცთომების გასასწორებლად ყოველს ჟურნალსა ჰყავს იმისთანა პირი, რომელსაცა აქვს საკუთრად ამ საგანზედ ზედამხედველობა და არა ჩვენსავით სხვა და სხვა საგნების გამოდგომა ერთის პირისაგან.რასაკვირველია ჩვენცა შეგვიძლიან ვიყოლიოთ ამ გვარი პირი. (კორეკტორი, გარნა სამწუხაროდ ჩვენდა ღონის-ძიება არ გვაძლევს ნებას სადაცა კორეკტორი ჰყავთ, იქ რამდენიმე ათასის ხელის-მომწერთა იმედითაც არიან და არა ჩვენსავით რამდენიმე ოცი ჰყავთ.)

- ლექსში, წარსულსავე ნოემბრის თვეში, 120 გვერდზედ ნაცვლად „ლერმანტოვით“ ტოპოგრაფიისავე შეცთომით მოგვსვლია „პუშკინით. გთხოვთ წარიკითხოთ „ლერმანტოვით“.

- ზოგი ერთი იმ გვარი თხზულება მოგვდის რედაქციაში, რომლისაცა დაბეჭვდის უფლება არა გვაქვს, ასე უფლება, რომ ცენზურის კანონით უოველს თხზულებას ქვეშ უნდა ეწეროს სახელი და გავარი ავტორისა წინა-აღმდეგ ამისა, ცენზურა არ გვაძლევს დაბეჭვდის ნებას. უკეთუ არა სურს ავტორს სახელის გამოაშკარება, მაშინ ეს შეუძლიან, მხოლოდ იმ პირობით, რომ უნდა იცოდეს ერთი რედაკტორმა და მეორე ცენზურმა, საზოგადოებისათჳს კი დაშთება უცნობელად, რომლისა მოვალეობაც გვაქვს ჩვენ, და მაშინ არცა გვარი მოსწერდება სტატიას.- განუცხადებთ რა ამას თჳთან ავტორს „რტო პალესტინისასაც“ ვთხოვთ გვაცნობოს, ვინა ბძანდება ის უფალი და გვარი? მაშინ დიდის კმაყოფილებით დავბეჭდავთ იმ ჩინებულს ლექსებს, რა ლექსებიც მივიღეთ ფოჩტით ამ ახლოს დღეებში, საზოგადოებისათჳს, სურვილისამებრ დაიბეჭდება უვნებლად. კიდევე განვიმეორებთ რომ მრავალი

თხზულება ჩინებული გვაქვს რედაქციაში, ამავე მიზეზით დაუბეჭდავი: რადგანც ცენზურა ნებას არ გვაძლევს. -

- განუცხადებთ საყვარელთა ცისკრის მკითხველთა რომ ახალის ასოებისა ნახევარი მივიღეთ კიდეც პეტერბურღითგან და ნახევარსაც დღე-დღეზე მოველით.

რედ.