![]() |
ცისკარი №12 (1859) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროეთა მწერალთა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 კარებებთან |
▲ზევით დაბრუნება |
კარებებთან
(რუკერტით.)
სიმდიდრის კარი ვარახუნე დიდხანსა მეცა:
ფანჯრიდამ გროში ტრიალით ჩემ ფეხწინ დაეცა.
სიყვარულის სახლს ვერ მიუელ მე კარამდისა:
ისე ჭედით იქ ჟუჟუნებდა გროვა ხალხისა.
დავკარ ციხის კარს, სადაც კაცის დიდება ცხოვრებს:
„ქვეითი ხარო, არ გაგიღებთ, იქ მითხრეს, კარებს“.
შრომის სახლიდამ კვნესის ხმანი მე მომესმოდა:
და მე იქ შესვლა საშიშრათა მეჩვენებოდა.
ბედნიერების სახლის ქვეყნათ დავიწყე ძებნა:
და ვერავინა იმისკენ გზა მე ვერ მიჩვენა.
ერთი სახლიღა დამრჩენია ეხლა საწყალსა:
იქაც გამოვცდი, ჩამოვრეკავ კარისა ზარსა.
იქ კი უთუოთ, თუმც სტუმარი ბევრი ჰყავს საფლავს,
ვპოვებ საწყალი ჩემთვისცა მცირედსა ალაგს.
ილია ჭავჭავაძე.
1859 წელსა 26 ივლისს
ტფილისი
![]() |
1.2 მეუდაბნოე |
▲ზევით დაბრუნება |
მეუდაბნოე
უდაბნოს, უცხოს, მიყრუებულსა,
სად სხივი მზისა ვერ მისწვდებოდა,
ბნელსა მღვიმესა, მოხუცებულსა
ბინა დაედვა, იქ იზრდებოდა.
დიდი ხანია რაც ეს სოფელი
მან დაუტევა თვისის სურვილით,
აღუპყრა ზეცას ვედრების ხელი
და გარდასახლდა იმ ქვეყნად სულით!
თხუთმეტი წელი ყოველ დღე, ღამე,
მუხლმოყრით ღმერთსა ევედრებოდა,
ამაო იყო მისთვის სიამე
და სხვა მას არრა აგონდებოდა.
როდესაც ძილსა მიეცემოდა
ლოცვით მაშვრალი მცირესა ჟამსა,
მხეცთ რაღაც ზარი დაეცემოდა
და ჩაიწყვეტდნენ მყვირალნი ხმასა.
მიეცემოდა მყუდროებასა
წმინდა მოხუცი მუდამ ამ გვარად
და ზეციერსა ნეტარებასა
ცხადად უჭვრეტდა წინასწარ მარად.
დაღამდა: სხივნი მთვარისა სუსტად
ძლივს განივლიდენ შუა ტყეს ხშირსა
და ანათებდენ რაღაცა ბინდად
დასცვინდებოდნენ რა მღვიმის პირსა.
ამ დროს მოხუცმა დაასრულა რა
თავისი ლოცვა გულმხურვალებით,
გარეთ გამოხდა, თავი ახარა
და ვარსკვლავს სჭვრეტდა ბნელის თვალებით.
ქარი, ტყე, კლდენი, მთაც მდუმარებდენ,
მდუმარებდენცა მხეცნი მთისანი,
ისმენდენ, თუ ვით გადმოდიოდენ
წმინდა მოხუცზედ მადლნი მღვთისანი.
დიდხანს უჭვრეტდა მოხუცი მამა,
ენატრებოდა თვისი სიკვდილი,
უცებ უკნდამ ხმა შემოესმა
და დაინახა შორით აჩრდილი.
ტრთოლვით თან და თან მიუახლოვდა,
და რა მთვარემან სხივი მიჰფინა,
ასხმული მძვლები უსხეულოდა
განდგომილის წინ გამიაჩინა.
მეუდაბნოე მცირედ შეწუხდა,
დაიარაღა მან ჯვარის სახით,
ღვთისა სახელით მერმე მიბრუნდა
და ეს შეჰყვირა მას მამაცის ხმით:
„მფარველად მივის ღერთი ჯვარს ცმული!
მის ძალით გკითხავ: მითხარ, რას შვრები?
ჯოჯოხეთით ხარ ბოროტი სული
ჩემ შესაცდენად? ტყვილათ დაშვრები!
„რისთვის მოსულხარ ჩემსა მღვიმესა?
ან რად მიშფოთებ აქ მყუდროებას?
განვედი ჩემგან ამავ ღამესა,
ჯვარცმულის სახით არ გაძლევ ნებას!“
„წმინდა მამაო ნუ აღშფოთდები!“
ცრემლით მიუგო ახლოს აჩრდილმა,
„ვისაც შენ ესავ მას ვევედრები
და დღეს მოგმართე შემცოდე შვილმა.
მეცა შენსავით მოვშორდი სოფელს,
მაგრამ ლტოლვის მზა სხვა და სხვა: არის
შენ ნაცვლად ელი იქ სასუფეველს
და ჩემი გული მას ვერ შეხარის!
სასტიკ-უწყალომ, ოჰ! სიყვარულმა
მოხუც-მყო, მაჭკნო მე ასე უხნოდ
და სიყვარულით დამწვარმა გულმა
სოფელს მოშორდა, განდგა უდაბნოდ.
ორი წელია, ტანჯვას ვითმენდი,
იქა ვსცხოვრებდი ჰე! იმ მღვიმეში!
ფარვით შენს ლოცვას ტყვილათ ვისმენდი,
ვერა რა ვპოვე მათშიდც ნუგეში!
სიყვარულისა დიდია ძალი!
ის სძლევს ყოველთა თურმე მამაო,
არ გაეწყობა მას სხვა წამალი
და ყოველი ცდა არის ამაო!
მხედავ წმინდაო დამწვარ, დამჭკნარსა
სიჭაბუკის დროს, ყვავილოვანს ჟამს,
ვით დავემსგავსე ცოცხალი მკვდარსა?
ვით არ შევბრალდე ვისაც ღმერთი სწამს?
„მომიახლოვდა სიკვდილი ცოდვილს,
დრო არს მამაო, აწ მაზიარე!
სული მიხსენე მე შემცოდე შვილს
და შენს მღვიმეში მკვდარი დამფარე!
„მე ობლად განვლე ესე სოფელი,
არავინ მრჩება აქ ნათესავი,
მოხსენებასაც არავისგან ველი
და ჩემთვის ყველა შენვე იყავი!
„ეს მეთექვსმეტე წელიცა მიდის,
რაც მამა ჩემი სოფელს განშორდა,
მის შემდეგ მისი არავინ იცის
მოკვდა, სად არის, რა დაემართა?
„მისის მჯავრითა დედაცა მოკვდა,
შემდეგ სიკვდილი ეწვია ჩემს დას,
მისი ჩანგები ჩემს ძმასაც მოხვდა
და ეხლა მეცა ვნახავ მათ ზეცას.“
თანა გრძნობითა დიდხანს ისმენდა,
მოისმინა და უცებ შეძრწუნდა;
რაღაც ტანჯვასა წმინდა ითმენდა,
ბოლოს იყვირა ვერარ დაჩუმდა:
შენ ხარ ძე ჩემი! მე ვარ ის მამა!
მე დაუტევე მანგრე სოფელი!
სჩანს შეგვახვედრა ერთად ზეცამა,
მო, შვილო ჩემო! მომხვიე ხელი!“
ასე შეჰყვირა მას განდგომილმა
და მსწრაფლ წიაღსა თვისსა მიიპყრა;
მამაცა თვისი იცნო რა შვილმა,
ხელშიდ შეაკვდა, ამ სოფლად განქრა.
დიდხანს მოხუცმა ცრემლი აყარა,
გაუახლდა რა მშობლისა გრძნობა,
ბოლოს ცისადმი თავი ახარა
და ღმერთს შესწირა ცრემლით მადლობა:
„დედაო ღვთისა აჰა! იხილე
სიყვარულისა უწყალო მსხვერპლი!
და სატანჯველსა შენ განაცილე,
ძისა შენისა მადიდებელი!
და ჩემთვისაცა აწ კმარა ესე,
გარდმომივლინე მეცა სიკვდილი,
ძისა მადლობლად ბინა მიწესე
და მიიბარე ცოდვილი სული!“
ოდეს წარმოსთქვა ეს ტკბილის გრძნობით,
დააკვდა შვილის ცივსა სხეულსა
და ნათლის სვეტი ღვთისა განგებით
გადმოეფინენ ცით კურთხეულსა.-
წ.
1859 წელსა.
5-სა. გიორგობის თვეს
ს. პეტერბურღით.
![]() |
2 სურამის ციხე |
▲ზევით დაბრუნება |
სურამის ციხე
(ვუძღვნი ჩემს ამხანაგებს.)
ამ ზაფხულს,- იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენთამე წყვილთა, რომელთაცა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადეს პირობა მთელ ზაფხულს ყოველ საღამოს შეყრა, რიყეზედ ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდინ. იმ პირობაში, სხვათა შორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქო ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა, ანუ რაც უნდა რა ჩვენი საქართველოს ცხოვრებითგან.
იყო ერთი იმ მშვენიერთა საღამოთაგანი, რომლითაც, სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცომდა, ზოგნი შემოხვევიყვნენ და ყურს უგდებდნენ დ. ბ, რომელსაც მუხლზედ ედო თარი, უკრამდა და დაბლა ხმით დაღიღინებდა. შემდგომ რამტენიმე ხანისა, როდესაც ყველამ მიირთვა ჩაი და ბიჭები შეუდგნენ ვახშმის მზადებას, ყმაწვილებს მოაგონდათ რო მორიგეს ჯერ არ აესრულებინა თავისი რიგი. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რო რიგი გათავებულიყო, სთხოვეს ერთს, სთხოვეს მეორეს, მაგრამ არავინ არ მიიღო თავსზე ეს ვალდებულება. მივარდა საქმე წილის ყრაზე და ერთი ჩვენგანი წამოდგა, ჰსთქო: იწილო, ბიწილო, შოშანო და სხვანი და დააბოლოვა ნიკო დ-ზე.
- ოჰ! ნიკოს გაუმარჯოს, მოგვილოცამს, დაუძახეს სულ ყველამ.
- უკაცრაოთ ყმაწვილებო, დღეს მაპატივეთ, თქვენმა მზემ არ ვიცი რა ვსთქო, არ მოვმზადებულვარ.
- ეჰ ნიკოჯან! ახსენე ღმერთი და დაიწყე: უყო და არა იყორა თქო და სხვას ღმერთი გიშველის დარწმუნებ! უთხრა დარიგებით სიკომ.
- მაშ კარგი, სმენა იყოს და გაგონება, და დაიწყო:
იკითხე გლეხთაც კარგი ქალობა!
სოფლელსაც ხედამ? აქვს ჩვილი გული,
სოფლელმაც იცის, ჰსცან, სიყვარული,
შენ კი...
ი. კერესელიძე.
I
აი, ის სახლები მუხრანბატონიანთი არის, ხედავთ? და გაიშვირა ხელი მუხრანბატონიანთ სახლებისკენ.
დიახ, დიახ, გახლამსთ, უპასუხეს ყმაწვილებმა.
- ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან, არ ვიცი რათა. პატრონები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზე, მაგრამ მაგათაცა ჰქონდათ თავისი დრო; ერთხელ ეგენიც იყვნენ პირველი სახლები ჩვენ ქალაქებში და ყოველი ქალაქში ჩამომსვლელი უთუოთ ნახამდა ამ სახლებსაც სხვათა შორის. მაგრამ მხოლოდ ეს სახლები არ იყვნენ ჩინებულნი, ამბობენ, რო იმისთანა ტანოვანი, ლამაზი, ზრდილი და ჩაცმული მოსამსახურები არსაიდგანარ გამოვიდოდნენ, როგორც იმ სახლებითგან. თითონ თითონ ხელმწიფეს თურმე შურდა იმათი მსახური. მა მსახურთაგანი იყო ვინმე დურმიშხან: ძალიან ყოჩაღი და ლამაზი ყმაწვილი კაცი, მუხრანბატონის ნაზირი და ქალი გულის ვარდი, საყვარელი გოგო მუხრანბატონის მეუღლისა. მე ისე ვერ აღვწერ იმ გოგოს სილამაზედ, როგორც ცხონებული ჩემი გამზდელი, რომლისაგანაც გამიგონია ეს ანდაზა, და იმიტომ დავანებებ თავს ალვის ხესავით ტანი, შავი გიშრისავით თვალები, ბროლის შუშა თითები, ერთი სიტყვით სიკო შენ კატოზე უფრო ლამაზი!
- კარგი, იმათ შეუყვარდათ ერთმანეთი, სხვა? უმასუხა სიკომ.
დიახ, შეუყვარდათ ერთმანეთი ისე, როგორც აღმოსავლეთში მცხოვრებთ შეუძლიანთ სიყვარული. მაგრამ უკაცრავად, შეუყვარდა მხოლოთ გულის ვარდს, დურმიშხანს რომელ არ ყვარებიყო შევიტყობთ შემდგომ. საწყალი გულის ვარდი სულით და გულით მიეცა თავის სიყვარულსა. იმისთვის გარეშე თვისის სიყვარულისა აღარ იყო ცხოვრება. რამდენჯერ ეს მტკვარი ამ ადგილს, სადაც ეხლა ჩვენ ვლხინობთ იყო მოწამე იმათი სიყვარულისა. საწყალი ქალი რას მოიგონებდა, რომ იმის დურმიშხანს იმ დროს, როდესაც ის ელაპარაკებოდა თავის სიყვარულს, გულში სულ არა ჰქონდა სიყვარული და ეძებდა შემთხვევას მოხერხებით ეთქო იმისთვის თავისი გულისპასუხი.
ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ დურმიშხან და გულის ვარდი შეიყარნენ აქ და ლაპარაკობდნენ თავიანთ მომავალ ცხოვრებაზე, ამ დროს უეცრად უთხრა დურმიშხანმა:
- იცი გულოჯან მე სადაური ვარ?
- რა კითხვა არის? ვიცი.
- მე ვარ იმერელი, წერეთლიანთ ყმა, ეგრე, როგორც შენ იმისთანა გოგოს საყვარელი დედის ერთა შვილი.
- ახლა რა უყო, იმიტომა ხარ კარგი ჩემო საყვარელო.
- დიახ, მაგრამ იცი მე აქ როგორ გადმოვედი?
- არა, არა, მითხარ გეთაყვა.
- ერთხელ ჩემი ეხლანდელი ბატონი ბძანდებოდა იმერეთშიმაშინდელ ჩემ ბატონთან იმ დროს, როდესაც ესენი ეწეოდნენ ქეიფს, აკი მომიხდა მე შესვლა იმ ოთახში, სადაცა ისენი ისხდნენ, და რაღაც ჩემი უბედურების წერა იყო მომიწონა მუხანბატონმა და მაქო. ის იყო, ჩემი საქმე გათავდა; მეორე დღეს, რო მოდიოდა შინ მუხრანბატონი, იმისი ბიჭის ცხენს უკან შემომისვეს და გამომაყოლეს უკან. საწყალი დედა ჩემი რა ნაირად იკლამდა თავს უნდა გენახა გულოჯან. მთელი ქვეყანა ზედ დაედო, მაგრამ ვერ დააყენეს. მე ტუტუცს, მიკვირდა ის მწუხარება, რა ვიცოდი, რო ის იყო უკანასკნელი ჩემი ნახვა დედისა. რა გამოვსცადე შემდგომ იმისა, შენ ვერ წარმოიდგენ ვარდო. და რა არ გამოვსცადე? შიმშილი, წყურვილი, სიცივე, ცემა დაცინება და სხვა ბევრი ამისთანა გამოვსცადე თქვენ საქართველოში. ვინც რასმე დააშავებდა, ყველა ჩემი ბრალი იყო: ვინ მოიპარა? იმერელმა. ვინ რა გატეხა? იმერელმა. ვის დასცინიან? იმერლის ბიჭს. ვისა სცემენ გაჯავრებულ გულზე? იმერელის ბიჭს. ვის გასაჯავრებლად სთქონ იმერლების დასაცინი ანდაზები? იმერელის ბიჭისა. მე ვარდო! ბევრჯელ მიგმია ღმერთი ჩემი გაჩენისათვის, ბევრჯელ მიტირნია მწარე ცრემლითა, მაგრამ ვინ იყო ჩემი ნუგეშისმცემელი? არავინ. თვით ღმერთი- ეს ყოვლად უმოწყალე ნუგეშინის მცემელი არ იყო ჩემთვის, იმისთვის რო არ ვიცნობდე იმას. ასე ჩემო ვარდო, სანამ შენ გაგიცნობდი,ერთი კაცი არ მყოლია, რო შემეჩივლა ჩემი გულის დარდები.
- რა საჭიროა ეგ ლაპარაკი, დაანებე თავი, შენი ვარდო გიბრძანებს, უთხრა ვარდომ და აკოცა ერთი იმ გვარად, როგორც კოცნას ბევრი ჩვენგანი თავის სიცოცხლეში არ ეღირსებიან.... ბედნიერი დურმიშხან!...
- იცი დურმიშხან მე რა მოვიგონე? როცა ჯვარი დავიწეროთ, დავეთხოვოთ ჩვენ ბატონებს და ერთი სამი თვე წავიდეთ თქვენსა, რა ნაირად გაეხარდება საწყალ დედა შენს?
- იმიტომ უფრო იმაზე, რო მიუყვან ჩემს გულის ვარდოს, არა?
- ჰო იმაზედაც.
- მერმე მოვალთ დედა ჩემისაგან, თუ ისევ ცოცხალი მაინც არის, მემრე ჩემო ვარდო? დაფიქრებით უთხრა დურმიშხანმა.
- მემრე რა? შენ დაიწყებ ნაზირობას, მე ჩემს საყვარელ ქალბატონს დაუწყებ მსახურებას.
- მემრე წავა დრო, გაგვიჩნდება შენსავით ლამაზი ბიჭი, შენ გაზდი დიდი ამბით, განა გეყვარება ჩვენი შვილი გულო?
- ძრიელ, ძრიელ, საჩქაროთ სთქო ვარდომ.
- წარმოვიდგინოთ, რო ერთხელ მოვიდა ვინმე ჩვენ ბატონთან და სთხოვა ჩვენი შვილი, რა იქნება მაშინ? ამ კითხვამ შეაკრთომა გულის ვარდი, საწყალი არას დროს არ წარმოედგინა, რო შესაძლებელი იყო წაერთოთ იმისთვის შვილი.
- ეგ არ შეიძლება; ქალბატონი სადა მყავს, განა ჩემი ქალბატონი ისე დამივიწყებს? არა, ეგ არ იქნება, რამტენსამე ხანს შემდეგ სთქო ვარდომ ჩაფიქრებით.
- წამოვიდგინოთ, რო შენი ქალბატონი იმ დრომდინ მოკვდა, იმის ფეხს სულ არ უყვარხარ, მაშინ?
- ოი! ეგ არ შეიძლება, დურმიშხან, არა! უწინ დღე დამელიოს.
- ქვეყანაზე შეუძლებელი არა არის რა. არა გულოჯან, სანამ ჩვენ ბატონის ყმანი ვართ, ჩვენში ბედნიერება არ შეიძლება. უთხარი შენ ქალბატონს, რო თუ შენი ბედნიერება უნდა და გწყალობს, მე გამანთავისუფლოს. უთხარ, რო უიმისოთ ჯვარს არ იწერსთქო.
შემდგომ ამ ლაპარაკისა გამოვიდა ერთი კვირა და შეყვარებულნი აქავე შეიყარნენ. დურმიშხანს ედვა უბეში განთავისუფლების წიგნი.
- აბა ახლა ჩემო დურმიშხან! აკი გითხარ, რო შვილებს არავინ გაგვიყიდის მეთქი. ახლა ჯვარი როდის უნდა დავიწეროთ?
- ჯერ ასე ჩქარა არა, ჩემო ვარდო, მოითმინე, აჩქარებით საქმე არ გაკეთდება.
- ახლა რაღა მიზეზი იპოვე, ჩემო ბრძენო, მოითმინე და მოითმინე, ხან რას მოიგონებს და ხან რასა.
- რა ვქნა, ჩემო სიცოცხლე, კიდეც დამცინი, რო შენი ბედნიერებისათვის ვზრუნამ. ასე გგონია მეკი არა მსურს, რომ ჩქარა დაგიძახო ცოლი, ჩემო ფურჩქნილო ვარდო, მაგრამ დროება ითხოვს მოთმინებას, მემრე ჩვენი ბედნიერება უფრო საფუძველიანი იქნება.
- რა, რა, ახლა რაღა მოიგონე მითხარი ჩქარა.
- ვარდოჯან, ნუ ჯავრობ, მშვიდობიანათ დამიგდე ყური, შენ თითონ გამამართლებ.
- სთქვი, სთქვი, ჩქარა!
- ვარდოჯან ეხალა თავის უფლები ვართ, მართალია, მაგრამ იცი, რო რაც ზედ გვაცვია, იმისი მეტი არა გვაქვს რა?
- რა უყოთ, შენ ინაზირე, მე ჩემს ქალბატონს ვემსახურები, განა ვერ ვიცხოვრებთ, აქამდინ როგორ ვსცხოვრებდით?
- არა, სანამ ჩვენ, ჩვენ იმდენი არ გვექნება საცხოვრებელი, რო სხვის თავ დაუკვრელად ვიცხოვროთ, მანამ ჩვენი განთავისუფლება, განთავისუფლება არ არის.
- მაშ რა უნდა ვქნათ ჩემო დურმიშხან? ოი ღმერთო!
- შენ არაფერი, შენ, შენ ქალბატონთან უნდა იყო, მეკი, მე უნდა წავიდე ვიმუშაკო,რაც იქნება, რითაც იქნება ღმერთი მომიმართამს ხელს, ჩემო ვარდო, წიგნი ვიცი, ენები და რამტენიმე ხელობა. წავალ ვიშოვნი ფულს, გავმდიდრდები და ისე მოვალ შენთან. ოჰ! რა ტკბილათ გაკოცებ მაშინ ჩემო სიცოცხლე, დაუჭირა თავი და აკოცა ტკბილათ თვალებში.
- მაშ კარგი, თუ შენ გინდა ეგრე, მე რა მეთქმის, როდის გინდა წახვიდე? ნაღვლიანათ ჰკითხა გულის ვარდომ.
- ბევრი ცდა აღარ უნდა, ყოველი საათი დაგვიანებული აგვიანებს ჩვენ შაერთებას. სჯობია ავსჩქარდე; ხვალვე წავალ.
- ხვალ, მაშ ხვალ წახვალ. საწყალო ჩემო დურმიშხან! ვინ მოგივლის უჩემოთ, ვინ გაგირეცხს, ვინ დაგიკერებს, და ან ავათ რო გაჰხდე ვინ მოგივლის? აჰა! და აკოცა შუბლზე. აკოცე, ტკბილათ აკოცე საწყალო გულის ვარდო, განაგრძელე ეგ ლაპარაკი, ეგ არის უკანასკნელი შენი ბედნიერების საათი, ამის შემდეგ შენი პირიდგან აღარ ამოვა სიტყვა სიყვარულისა. ახ, რა ბედნიერი იქნებოდი, რო ეხლა მომკვდარიყავ ვარდო, მიტევების სიტყვა ბაგეზე, უმანკო სიყვარული გულში, ვით უმანკო ყმაწვილის ძილი, მშვიდი იქნებოდა შენი სიკვდილი და ბევრნი ჩამოაგდებდნენ დანანის ცრემლს შენს საფლავზე, მაგრამ მერმე?... მაგრამ რათ უნდა წავირბინოთ წინ.
მეორეს დღეს დურმიშხანი ლამაზათ მორთული, ვერცხლის ყანწებით, შევერცხლილი იარაღით შეკაზმული, კარგი შავი ცხენით გავიდა ქალაქითგან. შემდგომ წასვლისა სწორეთ ერთი თვის უკან დურმიშხანმა გამოგზავნა წიგნი გულის ვარდოსათან და შემდეგ თითქმის მთელ სამს წელიწადს ყოველ თვეს უგზავნიდა ვარდოს წიგნებს, რომელშიაც სწერდა ყოველთვის თავის ჩქარა მოსვლას.
ბევრმა წყალმა ჩაიარა ამ სამს წელიწადში, ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაზე, არ შეიცვალა მხოლოდ გული ვარდოსი. იქ ისევ ისე ენთო წმინდა სიყვარული დურმიშხანისა, როგორც პირველს დღეს მათის გაცნობებისას ვარდომ შეინახა წმინდათ თავისი სიყვარული, თუმცა, რო ეარშიკებოდნენ და თხოულობდენ ბევრნი კარგნი კაცნი. დურმიშხანი რაღას აკეთებდა ამ დროს? იმან მეორე წელიწადის შემდგომ ტფილის წასვლისა დიდის ანბით დაიწერა ჯვარი სურამშიდა შევიდა ზედ სიძედ და აი ერთხელ სამის წლის შემდგომ ქალბატონმა დაუძახა ვარდოს და ვარდო რო მოვიდა, უბძანა მოტანა სარკისა. ვარდომ მოართო სარკე. ქალბატონმა გაიხედა სარკეში, გაისწორა კავები, ლეჩაქი და უთხრა ვარდოს.
- კიდევ ლამაზი ვარ განა ვარდო?
- ლამაზი, ძრიელ ლამაზი ბძანდები ჩემო სიცოცხლე. შენამც გენაცვლებიან რაც ქვეყანაზე ლამაზი ქალები არიან, უპასუხა ვარდომ და აკოცა ხელზე.
- რათა გოგო, შენც ხომ შიგ ჩაჰყვები, შენც ხო ლამაზი ხარ.
- განა მეკი არ მეკადრება, მე უფრო არ უნდა გენაცვალო, ჩემოდენათ ვის უყვარხარ.
- კარგი, კარგი, ჩემო ვარდო, შენ კარგი გოგო ხარ და ლამაზიც და იმიტომაც ბევრნი გთხოულობენ.
- ეჰ, რას მიბძანებ შენი ჭირიმე ქალბატონო, დაიცადეთ თუ დურმიშხანთან არ დაგაბეზღოთ, ღიმილით უთხრა ვარდომ.
- რო აღარ მოვიდა შენი დურმიშხანი, მოდი და თავს ნუ დაანებებ, რო დაგივიწყა, მე გავიგონე მითომც სხვა შეერთოს და!
- რა არის ქალბატონო, სულ მაგითი მაშინებთ, შეირთო და შეირთოს, კაცი იმაზე ხო არ ჩამოკიდებულა, მე ჩემი ბედი არ დამემალება.
- ჰო, ეგ მიყვარს ჩემო ვარდო, ალბათ ღვთის ნება იყო თქვენი ცოლქმრობა, ალბათ ერთმანეთთან იქნებოდით უბედურნი, რო ღმერთმა განგაშორათ ერთმანეთს. მოითმინე შვილო, და ღმერთი შენი მოთმინებისათვის ისე გაგაბედნიერებს, რო დურმიშხანი არა, იმაზე კარგებიც დაგნატრიდნენ.
ეს სიტყვები ვარდომ მართალია ვერ გაიგონაკი რისთვის იყვნენ ნათქომნი, მაგრამ შეიტყო, რო კარგს არას მოასწავებდენ. მართალია ვარდო არ წარმოიდგენდა, რომ იმის დურმიშხანი უორგულებდა იმას, მაგრამ ეგონა, რო ის ან ტყვეთ ჩავარდნილ იყო და ან მომკვდარიყო. ამისთვის, შეეშინდა რა უბედურებისა, უნდოდა ჯერ არ შეეტყო სრულებით, და გადაესხვაფერებინა სიტყვა, მაგრამ გულმა ვეღარ გაუძლო და ისე აჩვენა თავი ქალბატონს, მითომც რასაც ის ეუბნებოდა ისე ფრთხილათ იმან იცოდა დიდი ხანია.
- რავქნა ქალბატონოჯან, რაც ღვთის ნება არის ის იყოს, თქვენ კარგათ ბძანდებოდეთ. ალბათ ჩემი წერა ესრე იყო, რა უყო უნდა მოვითმინო.
- მაშ იცი რაც უნდა გითხრა?
- ვიცი ქალბატონო, იმ დღეს შევიტყე, მაგრამ არ ვიცი როგორ ყოფილა საქმე.
- რაღა როგორ ყოფილა შვილო, აი იმის წიგნი, მე მეცოდები იმიტომ ვერ გითხარი აქამდინაც. ნუ იწუხებ შვილო, ეხლაც შენი თავი ჩვენმა აზნაურმა მთხოვა.
სანამ ქალბატონი ამას ეუბნებოდა, ვარდომ დაუწყო კითხვა დურმიშხანის წიგნს, მოწერილს სურამითგან. აი სწორე პირი იმ წიგნისა:
„ჩემი დიდი ქალბატონი თავადი წერეთლის ქალი მარიამის დიდი მუხრანბატონის „მეუღლის ჭირი მოსცეს ღმერთმა მას უკანასკნელს ფეხის მტვერს დურმიშხან წამალაძეს. მემრე ამას მოგახსენებთ, ჩემო „ქალბატონო, შენი ჭირიმე, მე თქვენითგან „რო წამოვედი ვაჭრობა დავიწყე, იქით–აქეთ დავდიოდი, ჩემ გულში ვანბობდი, „რო ცოტა რა ფულს მოვაგროვებ მეთქი“ და მემრე წავალ და ჩემთვის ვიცხოვრებ მეთქი, არც ბატონს შევაწუხებ და ვარდოსაც „ცოტა რამე ექნება მეთქი; მაგრამ ცოტა „ფულებს რო მოუყარე თავი და წამოსვლა „დავაპირე ერთს ღამეს დავრჩი სურამს ავთანდილაანთ ეძახიან ერთი გლეხკაცი გახლამს „იმასთანა. აქ ჩემი აღა, რომელზედაც „ვარდოს ვწერდი ხოლმე წიგნებში, ის „ჩამომეკიდა, რო არ იქნება, რო იმ კაცის „ქალი არ შეირთოო, იმის ნათლული იყო „და იმიტომ უნდოდა იმისი გათხოება და „მეც ხათრი ვეღარ გაუტეხე და იმ კაცის„ქალზე ჯვარი დავიწერე და ზედ სიძედ „შევედი. ასე ჩემო ქალბატონო! ბარემ მინდოდა, რო ვარდოზე დამეწერა ჯვარი, „მაგრამ ალბათ ღვთის ნება არ იყო. ახლა ჩემ მაგიერ ვარდოს უთხარით, რო კარგი „კაცი ითხოვოს და რაც უნდა ჩემგან მოითხოვოს. სხვა თუ ჩემს ანბავს იკითხავ მშვიდობით გახლავართ ეხლა ერთი ბიჭი მეყოლა?“
იმ საათს მეხი რო დასცემიყო, ისე არ შეკრთებოდა ვარდო, როგორც შეკრთა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. კითხვის დროს იქამდინ რო მივიდა სადაც დურმიშხანი სწერდა თავის ჯვარის წერასა, თვალები დაუბნელდა, ვეღარა დაინახარა და მიეშო ტახტზე. მარჯვენა ხელზე დანდობილი, თავი ჩამოკიდებული, საშინელი ყვითელი ვარდო გვანდა წუხილის სტატუას და იყო ჭეშმარიტად მშვენიერი, ისე მშვენიერი, თვით ქალბატონმა რო დაინახა გულმა არ გაუძლო და აკოცა შუბლზე.
- ვარდო, შვილო, გოგო, ვარდო, პირჯვარი დაიწერე შვილო, შეკრთომით ეუბნებოდა ქალბატონი და უსრესდა ცხვირის ნესტოს და ყურებს,- გოგოებო! ბიჭებო! ვინა ხართ მანდ მიშველეთ!
ამ ხმაზე რამდენიმე გოგო შემოვიდა და იმათი მეცადინეობით, რამტენიმე ხანს უკანმობრუნდა ვარდო, გაახილა თვალები და ამოიოხრა.
- პირჯვარი დაიწერე შვილო, ღმერთს შეეხვეწე, რო მან განაქარვოს შენი მწუხარება, არიგებდა ქალბატონი, მაგრამ ვარდოს არ ესმოდა იმისი დარიგება. ის ტიროდა მწუხარეთ...
საწყალი ვარდო, შესანდობარი დავლიოთ ყმაწვილებო, დღეისთვის ეყოფა.
- ვინც არ დალიოს, დაიძახა ერთმა ჩვენგანმა.
- აგრე იყოს!
- კიდევ განაგრძელოს, დაიძახეს სხვათა.
- კიდევ რაღა იმავე დღეს ენახათ, რო გულის ვარდი რაღასაც ჩუმათ ელაპარაკებოდა ერთ განთქმულს მკითხავს.
რამტენიმე მინუტის შემდეგ კახურმა ღვინომ და ცხონებული ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებმა დაავიწყეს ყმაწვილებს ვარდოც და ისიც რო უნდა დაელიათ იმისი შესანდობარი; ახალგაზრდას არ ახსომს სიკვდილი და ეჯავრება ისიც, რაც მოაგონებს იმას.
II.
მეორე დღეს ყმაწვილები შეიყარნენ ჩვეულების წინ და როგორც რომ მოვიდა ნიკო მოსთხოვეს განგრძელება; მაგრამ რადგანაც ნიკოს რიგი აღარ იყო ის აღარ ანბობდა. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რო სიკო ე-სა უნდა ეთქო. სიკომ ბევრი აღარ ათხოვნინა, ჩაიკეცა ქუდი, მოიკეცა, მოითხოვა ყურადღება და დაიწყო:
- ახლა ყმაწვილები, გთხოვთ ცოტა უკან მივბრუნდეთ.
- დაიხიეთ ყმაწვილებო! დაუძახა ალექსი პ-მა, რომელსაც ჰქონდა ხასიათი სულ ყველა აზრზე ეთქო რამ წინააღმდეგი, რომლისთვინაც ჩვენ დავარქვით იმას საშინელი ფილოსოფოსი.
- თუ არ ვსტყუი, დაიწყო ისევ სიკომ, მგონია დურმიშხანი, ჩვენ ვარდოს საყვარელი, უფალმა ნიკომ გაუშო შარა გზაზე ქალაქის გარეთ. ქალაქითგან რო გავიდა დურმიშხანი.... მაგრამ მოითმინეთ მოგახსენოთ იმისი ჩამომავლობა.
- ახლა შენ თვითონ დაიხიე უთხრა ალექსიმ.
- კარგი ალექსი, თორემ აღარ ვიტყვი.
- ალექსი! ხო გახსომს ჯარიმა, ის ყანწი ისევ ცოცხალია, დაუძახეს ყმაწვილება.
- ჰო, კარგი მემრე?
დურმიშხანი იყო ძე ჯერ ადამ და ევასი, მემრე ნოე და არ ვისი და მემრე როგორც თითონ უთხრა ვარდოს წერეთლიანთ გოგოსი, და იმავე წერეთლის შვილის შვილი. დურმიშხანის დედა იყო ისე უბედური, რო მოეწონა თვრამეტი წლის წერეთლის ვაჟს და იმის შემდეგ გაჩნდა დურმიშხანი. თვით სახიერი, მსგავსი ცოტათ წერეთლისა, კეთილი ზნითა, ჩაცმული ყოველთვის სუფთათ, დურმიშხანი იყო საყვარელი თვით დიდი ბატონითგან უკანასკნელ ბიჭამდინ და ვინ მოიგონებდა, რო ბატონი გამოიმეტებდა იმას დასაცემათ. და იმისთვის მეორე დღეს, როდესაც შეიტყეს, რო მუხრანბარონისათვის მიურთმევიაო, ისე შეწუხდნენ ყველანი, როგორათაც თავის შვილზე, ანუ ძმაზე. ისტორია არ აჩვენებს, რა იყო მიზეზი დურმიშხანის ისე ადვილათ გამეტებისა ბატონისგან, იმიტომ რო როგორც ატყობდენ შინაურები ბერიკაცს უყვარდა ისი და ბევრჯელ ეთამაშებოდა ხოლმე და უყვავებდა, ეს სიყვარული გამოჩნდა სხვათა შორის მაშინ, როდესაც დურმიშხანს აშორებდენ დედას. ანბობენ ვითომც დიდ ბატონს მარჯვენა ულვაშმა დაუწყო კანკალიო და თვალებზე ცრემლივით რაღაც დაუნახესო. მოსამსახურენი, რომელნიცა ყოველ შემთხვევაში ეძებენ დასაწყის მიზეზს, პოობდენ ორ მიზეზს იმის გაცემისასა, პირველს, რო მითომ ბატონს უნდოდა ჩაეგონებინა შვილისთვის ყოველივე ურიგოება, რომელიც გამოვალს გოგოს კავშირითგან, და მეორე ვითომც უნდოდა დაესაჯა დურმიშხანის დედა იმისთვის, რო იმან გაბედა აშიკობა ბატონის შვილთან. მაგრამ ისევ მოსამსახურენი ანბობენ, რო ახალგაზდა ბატონმა სულარ იწუხა შვილის დაკარგვა და იმავე დღეს როდესაც მამამ იმისმა სხვას აჩუქა იმისი შვილი ის წავიდა სანადიროთ მიმინოთი და ძრიელ მხიარულათ ნადირობდაო. საწყალი დედა დურმიშხანისა? ის მოკვდა სწორე დურმიშხანის წაყვანის შემდეგ ერთი წელიწადი რო გამოვიდა სიჭლექით. შემდგომი ცხოვრება დურმიშხანისა იცით წინა მოთხრობით. ისიც ისე გამოიზარდა, როგორც ეხლა იზრდებიან იმისი მგზავსი უპატრონო ბიჭები, რომელთაც ცხოვრებას სრულებით არავინ არას დაჰსდევს.
მეორეთ რო იყივლეს მამლებმა დურმიშხანი ადგა, ახსენა ღმერთი...
- ოჰ შენმა მზემ თუშური სკუპი არის, დაიძახა ალექსიმ.
- რავქნა ლოღიკის კურსი არ გამიგონია შენგან ჩემო საშინელო ფილოსოფოსო და რა უყო, უპასუხა სიკომ გაჯავრებით.
- თქვი კაცო, მაგას ყურს ნუ უგდებუთხრეს ყმაწვილებმა.
მეორეთ რო იყივლეს მამლებმა ადგა დურმიშხანი, ახსენა ღმერთი, გამოიყვანა თავლიდგან ცხენი, დააურვა, აჭამა ქერი და შეკმაზა. რასაკვირველია, რო ამ დროს გულისვარდიც არ იყო უსაქმოდ და შველოდა დურმიშხანს რითაც შეეძლო. მამალმა რო მესამეთ იყივლა დურმიშხანმა მოუჭირა ცხენს მოსართავები, გადაუგდო ხურჯინი, გამოვიდა და გამოუდგა გზას. საით? იმ დროს რო გეკითხნათ თვითონ დურმიშხანისათვის, გარწმუნებთ ვერ გეტყოდათ საით მიდიოდა. სადა ჰქონდა იმას დრო, რო ეფიქრა ამაზე. იმას სურდა მხოლოთ ჩქარა გასულიყო ტფილისიდგან, იმიტომ რო ტფილისი და თავის ყმობა იყვნენ იმისთვის ერთი, იმიტომ რო ტფილისი აგონებდა იმას იმ მწარე დროებას, რომელიც გაატარა აქამდისინ, იმიტომ უკანასკნელ რო უნდოდა ჩქარა გამოეცადა ის ცხოვრება, რომელზედაც კაცი არ აძლევს ანგარიშს სხვა თავისთანას, და იხმარებს თავის დროებას როგორც უნდა და როგორც კეთილს იგონებს. და აი მიდის ჩემი დურმიშხანი, შეხედეთ როგორ კოხტათ ზის ცხენზე, ტახტის აზნაურს არა გავს? და ვისი ეშინიან, რო კოხტათ არ იჯდეს, ვის შეუძლიან,რო ხმა გასცეს. რა რომ აზნაური არ არის? ეს და ბევრი ამისთანა აზრები რიგ-რიგით მოსდიოდა დურმიშხანს და ისე ავიდა ძეგვს, რო ვერცკი გაიგო. მაგრამ გზასა აქვს როგორიღაც ხასიათი, რო როგორც გინდა მხიარული იყო მაინც შემდგომ გავლისა რამტენიმე ვარსისა როდესაც ცოტათ დაიღლები, როგორღასაც შეკრთება გული და დაგეცემა ფიქრი, მაშინ ან უნდა იმღერო და ან ძრიელ ჩაფიქრდე. შემხვედრი პირველზე იტყვის, რო მითომ ძრიელ მხიარული იყო, მეორეზეკი მითომც ძრიელ დაღონებული, მაგრამ როგორც პირველ შემთხვევაზე, ეგრეთვე მეორეზე სცდებიან გარეშემხედველნი, იმიტომ რო ორსავე შემთხვევას ძრიელ მუშაობს მგზავრის ფანტაზია და იმისაგან არის ის მდგომარეობა. რამტენ ზეციერ ციხეს ააშენებს მაშინ მგზავრი, რამტენ რასმე მოიგონებს იმისთანას, რომელიც არას დროს არ აუსრულდება იმას; მაგრამ ის არის მაშინ კმაყოფილი, არათუ კმაყოფილი, არამედ ის ჰპოებს იმაში ბედნეირებას. ძეგვსრო მიახლოვდა დურმიშხანი იყო სწორეთ ამ მდგომარეობაში. აი იმან დაინახა მშვენიერი ყანა, რომელიც ქარს ეთამაშებოდა, როგორც მორცხვი პატარძალი თავადის დანიშნულს. ქარი ეხვევა, უჟუჟუნებს სიყვარულის სიტყვათა, მაგრამ ყანა, - ეს კეკლუცი პატარძალი, -მითომ მორცხობს და აშორებს თავს. აი ცხვარი, მოგროებული შუადღეს ერთ ხის ქეეშ. შეხედეთ მეცხვარეს, როგორ სრული კმაყოფილებით უკრამს სტვირს და ეუბნება ქებას თავის მურიას. უყურეთ მურიას, როგორი გულის ხმის გადევნით უგდებს ყურს თავის პატრონს, მითომ უნდა რო არც ერთი სიტყვა არ დაივიწყოს და ყოველივე სიტყვა აკრიფოს მარცვლებივით. აი გუთანი ათ-უღელა, თავისი მოუშორებელი ოროელათი. შეხედეთ გუთნის დედას! კრეზი თავისი სიმდიდრით არ იყო ისე კმაყოფილი, როგორც არის ხომე ის მაშინ, როცა უბრძანებს მეხრეებს ხარების გარეკას. ხარები! შეხედეთ როგორი აუყოლიებიათ ოროლასთვინ ფეხები, როგორც კარგს მოთამაშეს ცეკვაში მუზიკისთვის. ჩვენი კამბეჩი! შეხედეთ რანაირ ბრძენივით ჩაფიქრებული მიდის, თითქო სწყვეტდეს ერთ პიფაგორის ტეორემას გესმით შორითგან ბულბულის სტვენა? კაცი უნდა იყოს ყრუ, რო იმ სტვენაში არ გაიგონოს ხმა სიყვარულისა, უნდა ედვას ქვა გულის მაგიერ, რომ ამას არ მოაგონდეს თავის ახალგაზდობა თუ მოხუცებულია და ჭაბუკს თავისი საყვარელი, იმიტომ რო არ იქნება, რო ახალგაზდა ყმაწვილს არავინუყვარდეს ყოველთავე ამათ დურმიშხანსაც მოაგონეს ის მცირედი დროება, რომელიც გაატარა იმან თავის გულის ვარდთან და ჰგონებდა, რო იმ დროს უყვარდა ისი და არათუ გულისვარდი უყვარდა ეხლა დურმიშხანს, არამედ განმზადებული იყო ისი რო მოჰსალმიყო მთელ ქვეყანას.
- მართლა რა კარგი იქნებოდა,-ფიქრობდა დურმიშხანი,-რო მყვანდეს ერთი ყევარი ხარ-კამეჩი, ერთი ოციოთ დღის მიწა და ჩემი... ჩემი გულის ვარდი. მაგრამ ეს ფიქრი შეცვალა სხვა მძიმე ფიქრმა, იმან რო ყოველ იმას, რასაც მოპოვებას ფიქრობდა დურმიშხანი უნდოდა ფული, რომელიც არა ჰქონდა იმას რასაკვირველია რო რამდენიმე მარჩილი ნაშოვნი დურმიშხანისაგან ნაზირობის დროს დიდითა შრომითა და იქნება რო უსამართლოებითაც არ ეყოფოდა იმას თავისი განძრახვისთვის და დურმიშხანი ჩაფიქრდა ძრიელ; მხოლოდ ეხლა წარმოიდგინა იმან ყოველივე უშემწეობა თავისი მდგომარეობისა.
- ეჰ, რა უშავს, ღმერთი მოწყალეა,- სთქვა თავის გულში დურმიშხანმან, -ეს იყო ძნელი, ეს წყეულ ყმობითგან გამოხსნა თავისა, თორემ ახლა მე ვიცი და დაიწყო ფიქრი რა ცხოვრება უნდა აერჩია.შემდეგ რამტენიმე ხნის ფიქრისა დურმიშხანმა გადასწყვიტა, რო უნდა დასდგომოდა ვისმე ვაჭარს მოჯამაგირეთ. მაგრამ ვის? ჯერ ეხლა, როცა ესე გამრავლებულია ვაჭრობა, ჯერ ეხლაც ძნელია შოვნა ალაგისა ვაჭრებში, უმეტესად უცნობი კაცისთვის, თუ გინდ რო ბრძენი იყოს და მაშინ რასაკვირველია, რო უფრო ძნელი იქნებოდა, უმეტესად დურმიშხანისთვის, რომელიც იყო უპატრონო და უთვისტომო. მაგრამ დურმიშხანი არ იყო იმ გვარი, რომ ამისთანა შემთხვევას შეეშინებინა.
- და რა ბევრს ვფიქრობ, თუ დამიყენა ვინმემ მოჯამაგირეთ ხო კარგი, თუ არა გავყიდი ცხენს, იარაღს და იმ ფულითა და რაც მე მაქვს იმითი გავხსნი სადმე დუქანს, ხა, ხა, ხა, მე თითონ გავხდები ვაჭარი, მე თითონ მეყოლება ბიჭები, ბიჭო! ჩამოუსხი ტეტიას ღვინო, არა დეადვ მე თითონ უფრო ძვირად მიყიდნია, ხელს არ მომცემს, წარმოიდგენდა ის ვითომც ყიდიდა ამ ფიქრებით მივიდა ერთ წყაროსთან, რომელიც სჩანდა იყო მგზავრების დასასვენი ადგილი, და რადგანც ჯერ პური არ ეჭამა, ჩამოხდა ჩხენითგან, მოხადა ხურჯინი, შეუყარა ცხენს დუშაი და გამოუშო საძოვრად. თითონ მოხსნა პირი ხურჯინს, ამოიღო იქითგან პური და ყველი, გაიშალა სუფრის მაგიერ ხელსახოცი და დაუწყო პურს ჭამა. ეს იყო პირველი პურის ჭამა დურმიშხანისა ისეთი, რომელიც არ იყო ბატონის ნასუფრალი, და უნდა გენახათ რა გემრიელი იყო ის პური!
საკვირველია ღმერთმანი, კაცის ცხოვრება. ბევრჯელ როდესაც ის აირჩევს ცხოვრების გზას და დაადგება იმაზე გავლას, უეცრად გამოუვარდება რამე ჰკრამს ხელსა გარდააგდებს იმ გზიდგან და დააყენებს სხვა გზაზე, რომელსაც სულ არ მოელოდა. ესრეთვე შემთხვევა მოხდა დურმიშხანის ცხოვრებაში.
დურმიშხანმა რო გაათავა პურის ჭამა,დაინახა, რო ცხენს ჯერ არ დაესვენებინა და ამისთვის გაიშალა ნაბადი და წამოწვა. ამ დროს იმ წყაროსკენ მიბრუნდნენ სამნი ოსმალონი. დურმიშხანს ეგონა, რო ესენი მტრები იყვნენ და გასაცარცვავათ მიდიოდნენ და ამიტომ გაიშინჯა იარაღი და მოემზადა პასუხის საგებლად. ოსმალონი მივიდნენ წყაროსთან, მიესალმნენ დურმიშხანს და ჩამოხდნენ.
- უკაცრავად ნუ ვიქნები, ყმაწვილო შენი ჭირიმე, კითხვისათვის: საიდგან მობძანდებით? ჰკითხა ერთმა იმ ოსმალოთაგანმა, რომელიც სჩანდა იყო იმათი უფროსი.
- ქალაქითგან გიახლები, ჩემო ბატონო, უპასუხა დურმიშხანმა.
- იქაური ბძანდები?
- არ ვიცი, როგორ მოგახსენო, იქაურიც გახლავარ და არც გახლავარ იქაური.
- როგორ ეგ?
დურმიშხანმა უთხრა ყოველივე თავის თავის გარემოება თავითგან ბოლომდისინ.
- ბედნიერი ხარ, ყმაწვილო, უთხრა ოსმალომ რომ გაათავა დურმიშხანმა,- რა გინდა, უსისხლოთ განთავისუფლებულ ხარ მონობიდგან. ბევრს არ ერგება ხოლმე ეგ ბედნიერება. ღმერთო! ის ბავშვი არ მაძლევს მე მოსვენებას, დღე და ღამე მიდგას თვალ წინ და არ ვიცი საით გავექცე... ერთხელ მეც ვიყავ ბედნიერი, ერთხელ მეც შემეძლო შემეხედნა წმინდა სინდისით ცისთვის, მაგრამ ეხლა... კაცის მკვლელი, ქრისტეს ორგული, რა ცა შემირიგებს მე, დაიწყო იმან ლაპარაკი თავისთან.
დურმიშხანი უყურებდა იმას განკვირვებული.
- რას ბძანებთ ბატონო, მე სრულებით არა გავიგონერა, მხოლოდ იმის მეტი, რო თქვენ ოსმალო არ უნდა ბძანდებოდეთ.
- ქართველი გახლავარ, დაღონებით უთხრა ოსმალომ.
- მაშ რა არის ეგ თქვენი ოსმალური ტანისამოსი, ან იმათი ქცევა რათ მიგიღიათ?
- სხვათა და სხვათა მიზეზთაგამო.
- თუ უზდელობაში არ ჩამომართმევთ კითხვას, შეიძლება მიბძანოთ ის მიზეზები?
- ის მიზეზები! ჩაფიქრებით სთქო ოსმალომ, აიწივა რიდე ზეით და მოიწმინდა შუბლითგან ოფლი; ის მიზეზები! რატომ, შენ შენი ცხოვრება მითხარი, მეც ჩემი უნდა გითხრა. ამბობენ, რო შენი ჯავრი რო სხვას შესჩივლო ნახევარი სიმწარე დაეკარგებაო. გამოვსცდი, ვგონებ, ყმაწვილო, თავს არ მოგაწყენ.
- არა შენი ჭირიმე, რას მიბძანებ!
- მე ეხლა მქვიან ოსმან-აღა, დაიწყო ოსმალომ....
ხვალ, ხვალ, დაიძახეს ყმაწვილებმა, ხვალ ალექსი იტყვის, და ჩააჩუმეს სიკო.
III
ოსმან-აღა იყავ ლეში იეზუიტთა კანონი.
- ყმაწვილო, თქვენი სახელი?
- დურმიშხან.
- დიახ დურმიშხანი, საარაგოზე გივლიათ როდისმე?
- არა, არსად.
- მაშ შენ არ გინახამს ერთი მშვენიერი ქვეყნის კუთხეთაგანი, ჩემთვის მაინც! ამ საარაგვოზედ, ზედ არაგვის პირზე, ბოდორნას და ნაოზას შუა, არაგვის გაღმა არის სოფელი გ. ეს სოფელი, თითონ პატარა, ჰსჩანს დიდი თავისი ვენახებით ამ სოფელში, რომელიც არის სახასო იდგა მამა ჩემიცა, ჩემ საუბედუროთ ბატონის ყმა. თითონ მხნე, მყოლელი ყევერის ხარ-კამბეჩისა და რამტენიმე მწველელი ძროხისა, ეგრეთვე მქონებელი სამი დღის ვენახისა. მამა ჩემი ირიცხოდა თავკაცად ჩვენ სოფელში და არა დავა ანუ სხვა რამე შესახები სოფლისა არ გადაწყდებოდა ჩვენ მეზობლებში, რო არ დაჰკითხოდენ ზალიკას, - ეს იყო მამი ჩემის სახელი. ახ, რა დრო იყო ის! რა კმაყოფილებით დაუჯდებოდი ხოლმე მე უღელზე და უზრუნველად დავძახოდი ოროელას წავიდა ის დრო,- დრო უმანკოებისა, ჟამი წმინდისა სინდისისა და ის ყმაწვილი, რომელსაც გუთნის დედა უბძანებდა ხოლმე ოროელას მღერას და ამხანაგები შურით ისმენდენ იმის სიმღერას, არის ოსმალოს იანიჩარის ასის თავი, მქონებელი დიდის სიმდიდრისა, მაგრამ გასვრილიქრისტიანე სისხლში. ახ, სიხარულით დავანებებდი თავს ყოველსავე ეხლანდელს სიკეთეს ჩემსა, რო შეიძლებოდეს მობრუნება უწინდელი ჩემი დროსი, იმ დროსი, როდესაც ვიყავი ხოლმე დღის მეხრე და ვიღებდი ერთი ალოს. მაგრამ ბევრს ხანს არ გასწია ამ გვარმან ბენიერებამა ჩვენმა. ერთხელ მამა ჩემი წავიდა ძნის მოსატანათ, უნდა ჩამოეტანა ძნა თავდაღმართზე. ჩვეულებისამებრ მოუძღოდა ის ურემს წინ, რო არ დაქანებულიყო, მაგრამ ურემი დაქანდა, ხარკამბეჩს თავი ვეღარ დაუჭირა, კამბეჩებმა წააქციეს და ურემმა გაჭყლიტა. იმის სიკვდილის შემდეგ ჩვენი სახლი ყოველივე გადაბრუნდა გულაღმა ბატონმა ჯერ წადვართო ვენახი, იმიტომ ვითომც, რო აღარ შეგვეძლო მოვლა, მემრე თითო თითოთ ხარკამბეჩი და უკანასკნელათ უბძანა დედა ჩემს, რო გადასახლებულ იყო იმასთან სახლის მოსამსახურეთ. საწყალი დედაჩემი! უნდა გენახა, რა მწუხარებით ესალმებოდა სახლს! ღმერთო, რა გვარათ არ ეხვეწებოდა საწყალი ბატონს, რო დაენებებინა თავი და არ მოეშალა ოჯახი, მაგრამ ბატონს ვითომ არ ესმოდა.
იტირებს, იტირებს და დაჩუმდებაო, - აი აზრი რომელთამე ბატონთა: იმათ ჰგონიათ, რო ჩვენ კაცნი არ ვიყვნეთ, ჩვენ არ შეგვეძლოსსიყვარული და სიძულე, იმათ ჰგონიათ, რო ჩვენ არა გვქონდეს გული, არ გვქონდეს სჯა.
- დედა შვილობას, აგრემც ღმერთი გიცოცხლებს შვილებს, შენი ღვთის გულისათვის, დამანებე თავი, - ეხვეწებოდა დედა ჩემი, რა მოსამსახურე უნდა ვიყო, მე თქვენი ბატონური ცხოვრებისა არა ვიცირა. ჩემი შვილები აქედგან უფრო გემსახურებიან, რასაც მოვიყვანთ სულ შენ მოგართმევთ, ჩვენ ნაცარს ავფშრუკამთ და იმას ვსჭამთ, ოღონც ნუ მოგვიშლი ოჯახს. საწყალო ჩემო შვილებო! და იმან მიგვიკრა გულზე იმ გვარათ, მითომც ის იყო გვდებდენ სამარეში.
- ეი! დედაკაცო, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ხვალვე მზათ იყავ, უბძანა ბატონმა და გაიცინა იმიტომ, რო ერთმა წევარმა რაღაც სასაცილო ქნა.- ოი! რა საზარელი იყო ის სიცილი დედიჩემის მწუხარებასთან. მე დარწმუნებული ვარ, რო მაშინ არ იცინოდა კაცი, კაცში იცინოდა ეშმაკი. იმისთანა დროს მხოლოდ ეშმაკს შეუძლიან გაცინება.
რაღა მოგაბეზრო თავი ბევრი ლაპარაკით: მეორე დღეს ჩაგვყარეს ურემში და მიგვიყვანეს ბატონთან. ქალბატონთან რო წარგვადგინეს იმან გაგვშინჯა და გვიბრძანა, რომე და ჩემი და,- ერთი დაცა მყვანდა მე,- მე და ჩემი და უნდა ვყოფილიყავით პირის მოსამსახურეთ, დედაჩემსკი უბძანა ყოფნა პურის მცხობლად. ასე გავატარეთ დროება თითქმის ხუთი წელიწადი თვითონ ნამოსამსახურე შენ იგრძნობ, რა ნაირ დავიტანჯებოდით იმ სამსახურში; მაგრამ ამბობენ კაცი ჯოჯოხეთსაც შეეჩვევაო, ჩვენც შევეჩვიენით ჩვენ ცხოვრებას და თითქმის ვიყავით იმითი კმაყოფილი. არ ვიცი იმიტომ თუ, რომ უარეს ცხოვრებას მოველოდით.
ერთხელ მოვიდა ჩემ ბატონთან ერთი მღვდელი კახეთითგან. ვახშამზე რო ვემსახურებოდი იმათ, იმ მღვდელს ჩემმა ბატონმა თვალით აჩვენა ჩემზე. მღვდელმა ამხედა ჩამხედა და ბატონს დაუწყო რაღაც ლაპარაკი ჩუმათ. არ ვიცი რათა, მაგრამ სტუმარმა რო დამიწყო ყურება ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ამეშალა თმა. გულმა შემიტყო, რო ჩემ თავზე გროვდებოდა რაღაც უბედურება.
მეორე დღეს ბატონმა დაიბარა დადა ჩემი და უბძანა, რო მოვემზადებინეთ მე და ჩემი და იმ მღვდლის გასაყოლათ.
- რათა, შენი ჭირიმე?
- რათა? გავყიდე და იმიტომ.
რასაკვირველია, ეს გამჟღავნება მე მივიღე ისე, მითომც ცოდნიყოს და შავჩვეოდე იმ აზრს და რა უფრო გამიკვირდა დედაჩემმაც არ დაიწყო ტირილი. მხოლოდ შებარბაცდა ცოტათ და მე დამიჭირა თავი და გულზე მიმიკრა. ხელებზე შევატყე, რო ჰქონდა ცივი ყინულივით და უკანკალებდენ.
შემდგომ რამტენიმე წუთისა დედაჩემი დაემხო მიწაზე და დაუწყო ხვეწნა ბატონს ისე, როგორც შეუძლიან შეხვეწნა დედას, რომელსაც საუკუნოთ ართმევენ შვილსა. ბატონმა უბძანა ბიჭებს, რო გაეგდოთ ის კარში. დედა ჩემი ადგა და გამოვიდა მხოლოთ ჰკითხა ბატონს საროდიოთ მოვემზადებინეთ. ბატონმა უბძანა, რო სახვალიოთაო.
იმ ღამეს, შუაღამისას როდესაც სულ ყველამ დაიძინა, დედა ჩემი ადგა, ჩუმათ გამაღვიძა და შემდგომ დარიგებისა სად მომეცადნა, განგზავნა კარში. ცოტა ხანს უკან გამოვიდა ჩემთან დედაჩემი ჩემი დით.
- აბა ახლა შვილებო, ვახსენოთ ღმერთი და შეუდგეთ გზას, გვითხრა დედა ჩემმა, გადაგვწერა პირჯვარი, გაგვიძღვა წინ და გვითხრა რო მივყოლვიყავით.
ღამე იყო შემოდგომისა ბურუსიანი და ბნელი, დედა ჩემმა იფიქრა, თუ საძებნელათ გამოგვიდგებოდნენ მოგვძებნიდნენ უფრო უალაგო ალაგს და ტყეში და იმიტომ დაადგაქალაქის გზას და იმაზე წამოგვიყვანა. რომირიჟრაჟა ჩამოვედით ღართისკარისჭალაკში. აქ დედა ჩვენმა აგვსვა ჩვენ ერთი დიდი მუხის ხეზე, რომელიც სხვებზე უფრო იყო შემოსილი ფოთლით და გვითხრა, რო ვყოფილვიყავით იქ ჩუმათ. მთელი დღე გავატარეთ იქ და რო დაღამდა წამოვედით და ჩაველით ქალაქში.
შემდგომ მე მიკვირდა, რატომ ბატონი არ გამოგვიდგა მეთქი, და ან დედა ჩემმა ქალაქისკენ რათ წამოგვიყვანა და არა ფშავისკენ, სადაც დედა ჩემს ჰყვანდნენ დედის ძმები; მაგრამ გამოჩნდა, რო ბატონი მართლა გამოგვდგომიყო საძებნელად მეძებრებით და ვეძებნეთ ფშავისგზაზედ და დედა ჩემმა შეიტყო რა, რო ესე იქნებოდა, წამოგვიყვანა ქალაქს.
ქალაქს რო ჩამოვედით ერთი კვირა ისე გაგვიძნელდა ცხოვრება რომ კინაღამ შიმშილით დავიხოცენით. სოფლითგან რაც ხორაგი წამოვიღეთ ის მესამე დღესვე გამოგველია და მემრე თუმცა მთხოვრობა დავიწყეთ, მაგრამ არავინ არა მოგვცარა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთხოვრებსაც თავისი ოსტატობა უნდა, რომ შეაბრალოს თავი, რომელიც ჩვენ არა გვქონდა და მეორე არა გვქონდა იმისთანა ნაკლულევანება სხეულისა,რომ შევებრალებინეთ ხალხს. მაგრამ განგება ღვთისა არსად აგდებს კაცს უნუგეშოთ. ერთ კვირას უკან დედა ჩემმა დაგვიყენა ერთ ბერძენს მოჯამაგირეთ, თითონკი დაიჭირა კლდის უბანში ერთი პაწაწა ოთახი და დაიწყო პურის მცხობლობა. დამავიწყდა მეთქო, რო დედა ჩემმა დაირქო სომხობა და სულ ყველას სახელები გამოგვიცვალა. თითონ დაირქო მათუა, მე დამარქო კარაპეტა და ჩემს დას შუშანა. ესე გავატარეთ დრო თითქმის ხუთი წელიწადი. ჩემი და გაიზარდა და მივათხოვეთ სომეხს. ჩვენც დავდიოდით სომხურს საყდარში, მაგრამ არც მე და არც დედაჩემი არა ვზიარებულვართ იმ ხუთ წელიწადში, იმიტომ რომ სომხის საყდარში ზიარებას არ გვაძლევდა ნებას სვინიდისი და არც გვაზიარებდენ, მგონი, რო შეიტყობდნენ, რო ქართველები ვიყავით, ქართულ ეკკლესიაში კი ვერა ვბედავდით ზიარებას იმიტომ რომ გამოჩენისა გვეშინოდა. ერთხელ მარიამობის მარხვაში დედა ჩემი ატყდა, რო თუ არ ვეზიარე არ იქნებაო. მე ვთხოვე, რო მღვდლისათვის არ ეთქო სრულებით თავის ჩამომავლობა. დედამ მომცა პირობა, მაგრამ ეტყობა რო სვინიდისს ძრიელ შეეწუხებინა, რო ვერ გაეძლო და ეთქო სულ ყველა. იმავედღეს როცა სთქო აღსარება, ვიღაც კაცები დაგვესხნენ, შეგვიკრეს ხელები და გაგვიგდეს წინ.
რო მივყვანდით, საწყალს დედა ჩემს სცხვენოდა ჩემი და თვალებით მეხვეწებოდა, რომ მიმეტევებინა იმისთვის ეს შეცდენა. საწყალი დედა!...
ბატონთან რო მიგვიყვანეს, იმან, შემდგომ სხვათა და სხვათა სასტიკთა ტანჯვათა, უბრძანა ბიჭებს რო შევებით გუთანში, დიახ, გუთანში! ისე როგორც აბამენ ხარებს, ხარის უღელი დაგვადეს კისერზედ. მაგრამ ეს სასჯელი ბატონმა ჰპოვა სუბუქად, იმიტომ რო გუთანში ხარები დადიოდნენ ძრიელ ნელა და ვერ დავიღალებოდით, და ამისთვის მეორე დღეს შეგვაბა კევრში, კევრზე დაჯდა თითონ და გვერეკებოდა, ცოტათ რომ დამდგარიყავით ამოსუნთქვისათვის მაშინვე გველოდა სახრე. კარგა მოგეხსენება, რამტენი სირბილი შეუძლიან კაცს, უმეტესად ისე დასუსტებულს. როგორც იყო დედა ჩემმა, თითქმის ათჯერ შემოურბინა კალოს ისე, რო ერთი ჩივილიც არ ამოსვლია პირიდგან. მეთერთმეტეთ, რო უნდა დაგვეწყო შემოვლა დედა ჩემი უეცრად წაიქცა და მოკვდა. საწყალს დედა ჩემს არცკი დააცალეს მშვიდათ მომკვდარიყო. ბატონს ეგონა, რო ატყუებდა იმას და და იმიტომ სახრითდაუწყო ცემა, რომ აეყენებინა. სახრის ქვეშ ამოუვიდა სული.
- გაუშვით ბიჭო ეგეცა, ხო ხედავთ ამხანაგი აღარა ჰყავს, უთხრა ბიჭებს ბატონმა ჩემზე.
ბიჭებმა გამომიშვეს. საღამოზე მომცა საშინელი სიცხე, შუაღამემდე ვეწვალე საშინელად, მე მეგონა, რო ცოცხალი ჩამაგდეს ჯოჯოხეთში მეთქი; შემდგომ შუაღამისა კი აღარა მახსომს რა. გავხდომილიყავი ავათ შავი საოფლით. ჯერ ისე ავათ რო ვყოფილიყავ ვინ იყო ჩემი პატრონი, ვის ასტკიოდა ჩემთვის გული, რომ საოფლეში, ამ საშინელ შესაყარ ავათმყოფობაში, - ვინ უნდა მომკარებიყო. მაგრამ არ ვიცი როგორ, მხოლოდ სამ კვირას უკან მოვედი გრძნობას. ერთმა რეგვენმა დედაკაცმა, რომელსაც არ ესმოდა არც სიცოცხლე, არც სიკვდილი და არც ავათმყოფობა, და რომელიც თურმე მივლიდა მე ავათმყოფობაში, შემატყობინა რო ჩემ გარდა კიდევ სხვანიც ბევრი იყვნენ ჩვენსავით ავათ. ამ ავათმყოფობით ჩემი ბატონის სახლში მოკვდა სამი კაცი; იმათში ერია ერთი პირმშო შვილი ჩემი ბატონისა.
გავიდა სამი წელიწადი ჩემი მოყვანის შემდეგ. ბატონიც შემირიგდა, ვგონებ იმიტომრო პოვა ჩემში სასარგებლო ნივთი. და რა უნდა მოგახსენო? ეძებდა ჩემში ერთგულობას და დარწმუნებულიც იყო, რო მე ვიყავ იმისი ერთგული. ხა, ხა, ხა, ერთგულებას ეძებდა იმაში, რომელსაც დედა მოუკლა უღელში. საკვირველნი არიან, შენმა გაზდამ ეგ ხალხნი!
მე შემისრულდა ოცდა სამი წელიწადი. ამ დროს ქალბატონს ყვანდა ერთი გოგო სახელად ნატო. წაბლის ფერი გრძელი თმა, ბამბასავით თეთრი პირისახე, ცოტათ მსხვილი ტუჩები, მშვენიერი თეთრი კბილებით, ტანი შუათანაზე უფრო დაბალი და წვრილი. ნატო იყო მართლა და ლამაზი; მაგრამ რა იყო იმაში უფრო მშვენიერი, ეს იმის თვალები. არ ვიცი როგორ გამოვსახო ის თვალები.
- შენ სხვაგან სადმე რო ყოფილხარ დიდხანს და რო მოსულხარ, შეგინიშნავ, როგორ უყურებია შენთვის დედაშენს?
- მე დედა არ მახსომს, უპასუხა დურმიშხანმან.
- იო, უკაცრავად დამავიწყდა.
- ნატოს თვალები იყურებოდნენ ისე. ის
თვალები იყვნენ ცისფერნი და ისევ სავსე საიდუმლოთი, როგორათაც ცა. ის თვალები რო შემოგხედავდენ თითქო გიყვავებდენ,თითქო გთხოვდნენ შეწყალებას, თითქო გეუბნებოდნენ: ახ, რა კარგი კაცი ხარ. მე ვიყავ ნატო რო მიყურებდა ხოლმე სწორეთ კატის მდგომარეობაში, როდესაც იმას უსომენ ზურგზე ხელს. როცა ის მიყურებდა ხოლმე ღმერთს ვეხვეწებოდი, რო იმას ეყურებინა დიდხანს, მაგრამ საწყალი ნატო არ იყო იმისთანა, რო ყველასათვის ეყურებინა სხვა გომბიოებივით. მე დარწმუნებული ვარ, რო ბუნება შეცდენილიყო, რო ის დაებადა მოსამსახურეთ, ჩვენი ქალბატონიკი ქალბატონათ.
ერთხელ მე და ნატო ერთად ვიყავით ქალბატონის ოთახში. ქალბატონმა, რაღაზედაც გაჯავრებულმა, ნატოს უბრძანა მოტანა რიღისაცა. ნატო გაიქცა მოსატანათ, მაგრამ ის ნივთი ვერ იპოვა დროზე.
- ოი, შე მამაძაღლო, ოი შე უნამუსო, შეუტივა ქალბატონმა ნატოს, რო მოვიდა ისი, -ნეტავი საჭმელი იყოს, რო ჩქარა იპოვნო. რაზე ვეჭმევი ამ აზარქლებს, რაზე ვეჭლექინები? გაგყიდი, შე უნამუსო, აღარ შემიძლიან შენი გაძლება.
- ქალბატონო მაპატივე, შენი ჭირიმე, დროზე ვერ ვიპოვნე ბატონის მზემ.
- შეხე, შეხე ამ უნამუსოს, როცა ტყუილათ უნდა დაიფიცოს მაშინვე ბატონსმივარდება ხოლმე.
-არა ღმერთმან... და ტირილით ვეღარ დაასრულა სიტყვა.
მე ვეღარ გავძელ ყურება და გამოველ კარში. ცოტა ხანს შემდეგ გამოვიდა კარში ნატოც?
- ნატო, ძალიან გაწუხებს ქალბატონი? ვკითხე მე დაღონებით.
- ისე, რო ლამის თავი მოვიკლა, მიპასუხა იმან და დაიწყო ისევ ტირილი.
- ნუ სტირი ნატო, ღმერთი მოწყალეა, რაც გინდოდეს ხოლმე მე მომკითხე, როგორც შევძლებ და რითაც, შეგეწევი. ამის შემდეგ შენ და და მე ძმა, მეც შენისთანა ობოლი და უპატრონო ვარ. უნდა გენახა რა მადლობითი თვალებით შემომხედა მაშინ ნატომ.
- ჩემო ძმაო! მითხრა ნატომ, გამომართო ხელი, მაკოცა და შევარდა შინ გაწითლებული.
- მე გული ისე არ შემიხტა, როგორც შეუხტება ხოლმე დის კოცნაზე. იმ წლოვანებაში, რომელშიაც მე და ნატო ვიყავით, ყოველივე დაძმობილება გარეშე პირთა დასრულდება ხოლმე ცოლქმრობით თუ არამ დაუშალა.
შენთვის საჭირო არ არის მოგახსენო ყოველივე ბოდვა სიყვარულისა, და სწორე მოგახსენო, ეხლა ვერცკი შევიძლებ მოგონებას.
კარგა ხანი რო გამოვიდა ჩვენი შეყვარებისა, ერთხელ მოვახელე დრო და ვსთხოვე ბატონს ჯვარის წერის ნება.
- რას მიჰქარამ ბიჭო? ჯვარის დაწერაკი არა მამაგიცხონდა!
- შენი ჭირიმე ბატონო!
- ვისზე უნდა დაიწერო ჯვარი?
- იმას არა გთხოვ შენი ჭირიმე, ქალბატონის გოგოზე.
-ქალბატონის გოგოზე?
- დიახ.
-დიახ, -გამაჯავრა მე ბატონმა, -დიახ, თითქო არ იყვნენ სხვა გოგოები, რო შინაური არ მოძებნო?
-რავქნა შენი ჭირიმე, ეს მომეწონა და.
- რაო, მოგეწონა? მოგეწონა. თითქო ბატონი შვილი იყო? სხვაკი არა მოგეწონა რა მამაგიცხონდა?
- ბატონო!...
- წადი, დაიკარგე, არ შეიძლება. მოსამსახურეს შინიდგან არ გაუშვებ და არც შენ მოგცემ ნებას. შინ მინდიხარ.
- რას ვიტყოდი, შენი მტერი იყოს ისე, როგორც მე გამოვედი ბატონის ოთახითგან. ნატო კარში თურმე იდგა და მიცდიდა რა ანბავს გამოვიტანდი. გამოსული რო დამინახა აღარცკი მათქმევინა ისე დაიწყო ტირილი.
შემდეგ ეს ჩემი ლაპარაკი, რომლიდამაც მოველოდი ბედნიერებას, გახდა წყაროთ ჩემი უბედურებისა. აი როგორ: ჩემ ბატონს აქამდისინ ხეირიანათ არცკი შეეხედნა ნატოსთვის და თითონ ნატოც თურმე ერიდებოდა იმას; მაგრამ მე რომ ვსთხოვე იმაზე ჯვარის წერა, მაშინ გაეშინჯა და მოსწონებიყო.
ერთხელ ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ მომეხდინა ნატოზე ჯვარის დაწერა. უეცრად მომვარდა ნატო და ჩამომეკიდა ყელზე.
- ნოდარ შენი ღვთისგულისათვის მიშველე, რავქნა, ჩვენი ბატონი როგორღაც მიყურებს თითქო მეაშიკება. ისეთი თვალებით მიყურებს ხომე რო საშინელია. რა ვქნა მითხარი?
- ამ სიტყვებმა მე თმა ამიშალეს და სისხლი მომიყვანეს ყელში?
- თავი მოარიდე ნუ შეჰხვდები ხოლმე უთხარი მე.
- ეგ მეც ვიცი, უწინ დღე დამელიოს, სანამ მე იმისი აშიკობა მივიღო, მაგრამ მემრე რა ვქნა?
- ღმერთი გვასწავლის მემრე.
იმავე დღეს ბატონს გაემეორებინა ნატოსთვის აშიკობა. ნატოს რასაკვირველია, რო იმისთვის არ მიეცა პასუხი. გამოვიდა სამი კვირა და ბატონს აღარა უთქვამსრა ნატოსთვის.
სამი კვირის შემდეგ დამიბარა ბატონმა, მომცა ერთი წიგნი და მიბრძანა წაღება მისი ქალაქს ერთ იმის მოკეთესთან და იქიდგან მოტანა იმ წიგნის პასუხისა. მე გამოვართვი ის წიგნი და წავედი ქალაქს. იმ წიგნში თურმე სწერდა ჩემი ბატონი რომ მე დავეჭირეთ ქალაქში სამიოთ კვირა. სამი კვირა რო გავიდა წამიკითხეს წიგნი და მითხრეს, რომ წავსულიყავ სოფელში. მე მაშინვე შევიტყე რისათვისაც იყო ეს საქმე მოხდენილი და როგორათაც მივედი სოფლის ბოლოს, შემხვდა ერთი ბებერი დედაკაცი:
- დედაშვილობას მითხარი, ჩვენი გოგო რასა იქს? ვკითხე იმას.
- ეი, შვილო ნუ მკითხამ, შენი მტერი იყოს, რო ის არის.
- რა ანბავია? მითხარი ჩქარა დედაშვილობას, შეკრთომით უთხარი მე. რა ამბავია შვილო, ჩვენი ბატონი გააშიკებიყო იმას, და იმ წაწყმედილს დაყვავებოთ რო ვერა ექნარა, მემრე ძალა ეხმარა და შიშით თურმე უნდოდა შაეყვარებინა თავი. საწყალს ქალს ჯერკი ეთმინა, მაგრამ შემდეგ მოთმინებითგან გამოსულიყო და წყალში ჩავარდნილ იყო. აი ნაოზას თავში თურმე იპოვეს საცოდავი.
მე ვეღარ გავიგონე უკანასკნელი სიტყვვები. გაცხარებული მივარდი ბატონთან.
- ბიჭო, რა ანბავია? - დამიძახა იმან - ეშმაკს გიგავს ეგ სახე.
- არაფერი, სად არის ნატუა?
- ეშმაკმა იცის შენი თავი. სულ შენი საქმეა შე ძაღლი-შვილო. უთუოთ....
მე აღარ დავასრულებინე სიტყვა და მივარდი ხანჯლით.
- რას შვები, შე მამაძაღლო, მიშველეთ მომკლა. დაიკივლა ბატონმა.
ეს იყო იმის უკანასკნელი სიტყვა. შემდეგ დაიწყო სასიკვდილოთ ხრიალი. ბატონის შეკივლებაზე გამოვარდა ქალბატონი და ეს ანბავი, რო დაინახა, შეჰკივლა და შევარდა თავის ოთახში. იმის ხმამ მომაგონა, რომ კიდევ მყვანდნენ ჯავრის ამოსაყრელნი პირნი და გამოუდეგ იმას. ოთახში რო შევარდი, დავინახე რო ქალბატონი გარდახვევიყო შვილს და იფარამდა.
- ნოდარჯან მე მომკალ, ჩემ გიგოს ნუ მომიკლამ, არა დაუშავებიარა შენთვის, მითხრა ქალბატონმა ხვეწნით.
- მე ნუ მომკლამ, შენთვის არა დამიშავებიარა, გაიმეორა ყმაწვილმა.
მაგრამ მე არ მესმოდა იმათი ხვეწნა. სისხლისაგან გაგიჟებულმა მე დავაკალ დედა შვილსა. გაბრაზებული სისხლისაგან გამოვარდი კარში, შავჯექი ცხენზე და გამოვიქეცი. საღამოზე დამეწივა მდევარი და, რასაკვირველია, არათუ იმათგანმა დამიჭირა ვინმე ან მოინდომა მოკვლა, არამედ თითონვე მასწავლეს რო გადავარდნილიყავ ახალციხისკენ მე მართლა დავიჯერე იმათი დარიგება და მესამე დღეს მივედი ახალციხეს. აქ მაშინვე გამოვცხადდი მუფტისთან და მოვახსენე სურვილი მათ სჯულის მიღებისა. მეორე დღეს დიდის ანბით მივიღე თათრობა, ვგმე ქრისტე. აქ ყველა ოსმალოს დიდკაცებმა დამაჯილდოვეს, მირჩიეს სტამბოლში წასვლა და იანიჩარის ჯარში გამწესება. მე წავედი და გავმწესდი უნდა მოგახსენო, რო აქ ჩემი გარეგანი ცხოვრება იყო ძლიერ კარგად, მაგრამ რა სრულდებოდა ჩემ გულში, ის უწყოდა მხოლოდ ღმერთმა.
მოკვლა უბრალო ყმაწვილისა, და უმეტესად გადადგომა ქრისტიანობისა არ მაძლევდენ მე მოსვენებას და არც ეხლა მისვენებენ. მხიარულებაში, ძილში, ომში ან თუსაცა გინდა ყოველგან სისხლში შესვრილი ყმაწვილი მიდგა წინ და მეუბნება სალმობით.
- მე რა დაგიშავე, რათ მომკალ?
რამტენჯერ მე ვეძიე ომში სიკვდილი, რამტენჯერ გიჟივით გადავარდი გახშირებულ ომში, რომ ჩქარა გავსწორებულიყავ ცხოვრებას, მაგრამ მტრის ტყვია არა მპოულობდა მე, და სიკვდილის მაგიერ გამივარდა მამაცობის და გულადობის ხმა და იმან მაშოვნინა ასისთავობა, მაგრამ ამის შემდეგაც არ დამიმშვიდდა ჩემი სვინდისი. შემდეგ იმ ფიქრით, რო გავიქარვო ეს აზრები დავიწყე ვაჭრობა. ვაჭრობაში მოვიგე ფული, მაგრამ ჩემი სვინდისი არ დამშვიდდა.
- ღმერთო მომეტევება როდისმე მე ჩემი შეცოდებანი, -სთქო ჩუმათ და ჩაფიქრებულმა და თითონვე დაატანა: -საიდუმლო ხმა მეუბნება, რო არაო.
- ღმერთი მრავალ მოწყალეა, - უთხრა დურმიშხანმა, - მე გამიგონია რო არ არის ცოდვა, რომელიც არ მიეტევოსო. თუ წმინდა გულით მოინანებს.
- არა, ჩემთვის არ არის მოტევება, - ჩაფიქრებით სთქო ოსმან-აღამ. - არა სჩანს მოტევება.
- სასო წარკვეთილებას ნუ მისცემ თავსა, ღმერთი მრავალ მოწყალეა, გაუმეორა დურმიშხანმა.
- ეი! გვეყოფა, უკაცრავად მოგაწყინე თავი, -დაღონებულის ღიმილით უთხრა ოსმან-აღამ და უბრძანა ბიჭებს ცხენების მომზადება.
- შენც ჩვენთან წამოხვალ ვგონებ, კითხა დურმიშხანს, -გზაზე მოვილაპარაკებთ შენ მომავალ ცხოვრებაზე.
- გიახლები.
რამტენიმე მინუტის შემდეგ შეჯდნენ ცხენზე და გასწიეს ჭირი იქ დავაგდე ლხინი აქ მოვიტანე.
- ოი! ეგ შენ არ უნდა გეთქო, უთხრეს ალექსის რო გაათავა.
- მა ვის უნდა ეთქო?
- კნიაზ -ლიბერალს.
კნიაზ-ლიბერალს ვეძახოდით კნიაზ ლ. დ-სა იმიტომ, რო დიდი გულმოდგინებით სურდა ყმების განთავისუფლება და ყოველსავე ბატონყმობაზე ამბავსა შეიტყობდა ხომე სულ ყველაზე წინ.
- ხვალ სთქოს იმან.
ხვალ კნიაზ-ლიბერალმა. კნიაზ-ლიბერალო მოემზადე, მაგრა, მაღალ ფრაზებსკი თავი დაანებე.
- თქენი გამოჯავრებული ბატონყმობაზე სულ არას ვიტყვი, სთქო კნიაზ-ლიბერალმა.
IV.
- ნათლიმამ გაბედე მეთქი, გაბედე!
- ხმ, ხმ, დედაკაცო გადუბრუნე ე მწვადი, სულ დასწვი!
-კარგი სიტყვა ბანზე ნუ ააგდე შენ გეუბნები!
- რასა შენი ჭირიმე?
- გაბედე მეთქი ჩემი ნათლულის გათხოვება.
-აკი ვბედავ თუ მთხოვა ვინმემ:
- აი მეც მოციქული.
- არა, შენი ჭირიმე, არა. მე იმას ვერ მივსცემ.
- რატომ?
- რავიცი, ჯერ ერთი იმიტომ, რო... ეი, ბევრი მიზეზებია რატომაც არა.
- მაინც რა არის, მითომც ბიჭი არ ვარგა?
- ბიჭი კარგია მაგრამ...
- დაანებე თავი მაგ მაგრამებს.
- მაგრამ უთვის-ტომოა.
ამ სიტყვებზე პირველი მოლაპარაკე დაიღრიჯა ისე, თითქო უჩხვლიტა რამემო.
- რა უშავს, რო უთვის-ტომოა, იმიტომ კაი ბიჭი არ არი? ჯერ ორი წელიწადია რაც ჩემთან არის და ას თუმნამდენ ფული იშოვნა. კარგი არ არის?
- კარგია. მაგრამ მე ხომ იცი იმ ქალის მეტი არა მყავს რა, მინდა რო ერთ ხეირიანს მივცე ვისმე.
- ვინ არის შენში ხეირიანი?
- ვისაც ღმერთი მოგვცემს. მე მინდა ერთი საწყალ აზნაურს მივსცე ვისმე.
აქ ისევ პირველი მოლაპარაკე დაიღრიჯა ისე, თითქო გულითგან მოსწყვიტეს რამეო.
- ახლა რა არის რო აზნაური არ იყოს?
- აზნაური ახვა რამ აროს ჩემო ნათლია. ერთი გოგო ბიჭი მაინც ეყოლება მოსამსახურეთ, წყალს მაინც თითონ არ მოიტანს, პურს მაინც თითონ არ გამოაცხობს.
- განა იმისი ცოლი კი გამოაცხობს პურს, განა იმასკი არ შეუძლიან, რო იყოლიოს გოგო ბიჭი?
- რატომ, მაგრამ იმან ფული უნდა აძლიოს, აზნაურს თავისი ეყოლება.
- თუ აგრეა ხვალვე უყიდი ყმებს.
- უყიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
- მემრე ხო მისცემ?
- არ ვიცი. უმოკეთოა, ნათლი, უმოკეთო! მეც ოჯახის შვილი ვარ, მტერი მყავს და მოკეთე, მინდა იმათში თავი გამოვიჩინო
სიძითაც და მოკეთითაც.
- სულ ტყუილია ჩემო ნათლიმამ, ასეთ ქორწილს უზამ რო პირველ თავადის შვილს არა ჰქონიყოს.
- რა გამოვა იმითი?
- ის გამოვა, რო იმ დროებით შენ მტრებს იმითი თვალებს დაუყენებ, მემრე დურმიშხანი ისევ დაიწყობს ვაჭრობას, მოიგებს ფულს და ხომ იცი ფულს რა შეუძლიან?
- ფული გვარ-შვილობას ვერ გამოუცვლის.
- მართალია, მაგრამ, რო ის გვარიშვილები დაჰნატრიდნენ იმას, ის გვარიშვილები რო თავზე ადგნენ იმას, რო იმათ ასესხოს ფული?
- ოი, შენ შენი მოჰყე, ახლა ვინღა გელაპარაკება.
- ვსტყუი თუ?
- არა სტყუი, მაგრამ რო ისეთი იყოს, როგორც შენ ანბობ, შენ დურმიშხანს უნდა ჰქონდეს ბევრი ასი თუმანი.
- ექნება.
- საიდგან?
- თავისი ვაჟკაცობით. და მე ვიცი რითაც, მე მივსცემ ჩემი ქონების ნახევარს.
- რათა?
- ის მე ვიცი. აკი გეუბნები რო უნდა შეუდგე ღმერთსა, იქნება კიდევ მეღირსოს მოტევება.
- ოი მოჰყევ კიდევ. როდის დაანებებ შენ მა შენ ბოდვას თავს?
- როცა მოვკვდები.
- კარგი მამა ნუ წაგიწყდება მაგისთანა ლაპარაკს თავი დაანებე.
- მაინც რას მეტყვი?
- მემრე მემრე. ჯერ ვახშამი ვსჭამოთ. სუფრა გაშალეთ ვინა ხართ მანდა, დაუძახა მეორე ოთახში.
- ეგ მემრე ეს ერთი წელიწადია მესმის შენგან.
- რავქნა შენი ჭირიმე, ჩემო ნათლია, ვერ გამიბედნია და რა წყალში ჩავარდე?
ასე ლაპარაკობდნენ ორი ხნოვანი კაცი სურამში, ქრისტეშობის ღამეს, მჯდომნი ქართული დარბაზის კერის პირს. პირველი ამათგანი იყო, თუ იცანით, ჩვენი ნაცნობი ოსმან-აღა, რომელმაც შემდგომ შეხვედრისა დურმიშხანთან, ის დაიჭირა მოჯამაგირეთ და იხმარებდა ვაჭრობაში, მეორე იყო სურამის მცხოვრები გლეხი სახელად, მაგრამ რად გინდათ სახელი.
დასხდნენ ვახშამზე. პირველად დაჯდა ჩვენი უსახელო, მემრე იმისი მეუღლე, შემდეგ იმისი ქალი და უკანასკნელად ოსმან-აღა.
- აბა ნათლულო არ გათხოვდები?
- კარგი ნათლიას მზემ, დამეხსენ, და მორცხობით დაიხედა ძირს.
- მტყუანს რა უთხრა, რო კიდეც გიამება ხომე, რო გეტყვი.
- კარგი თორემ წავალ აი! უთხრა ქალმა და დაჰკრა ხელი მუხლზე.
- რა საქმრო გიშოვნე, რო იცოდე?
- თვალი იმასაც დაუდგება, მე ქმარი არ მინდა.
- რატომ ქალო?
- არა იმიტომ.
- მაინც? მოლოზნათ ხო არ უნდა წახვიდე?
- არა.
- მაშ ქმარი რატომ არ გინდა?
არ მინდა, მე დედასთან უნდა ვიყო.
- მაშ შინ უნდა დაჰბერდე?
-ჰო.
- ნუ მამაშვილობას, აგრე ნუ გაწყრები ღიმილით უთხრა ოსმან-აღამ.
- მაშ ნუ მეუბნები ხომე შენც და არც მე გეტყვი.
- ჰო, ვიცი მამა შენმა გაგათხოვოსკი არ გათხოვდები, მაგრამ მე რო გიშოვნო საქმრო იმასკი შეირთამ, განა?
- არა.
- ახლა რა არის შენი არა და არა.
- დურმიშხან აქ მოდი, დაუძახა მეორე ოთახში.
დურმიშხანი შემოვიდა.
- გადახტი აკოცე ჩემ ნათლულს და ხელზე რო ბეჭედი გაქვს მიეცი ნიშნათ, უთხრა ოსმან-აღამ დურმიშხანს ყურში. დურმიშხანი გადახტა, აკოცა ქალს და მისცა ბეჭედი. ქალმა შეჰკივლა, წამოხტა სუფრიდგან და გავარდა კარში.
- უი დამიდგა თვალები! ეგ რა ჰქენით? ჰსთქვა დედამ შეხედა ოდნავ ღიმილით და ტუჩებზე მიიდო თითები.
მამამ შეხედა ოსმან-აღას გაჯავრებით და დაინახა იმის თვალებზე ორი ცრემლი. საწყალს იმას მოაგონდა, რო იმისთვინაც შეიძლებოდა ამ გვარი ბედნიერება თავის ნატოსთან.
- რას ჰშვრები კაცო? სტირი? ეს რა მიყავი, რაზე შემარცხვინე? გამხილებს შენვე შენი სინდისი თუ არა?
- არა ნათლი-მამ, ეს სხვა ცრემლი იყო. დაუძახეთ ჩემ ნათლულს გამოვიდეს, მომილოცამს სიძე. მოდი დურმიშხან დაჯექი. ეხლავ გამოვა შენი დანიშნულიც.
- მაშ აღარ ხუმრობთ, ჰსთქვა მამამ ღიმილით.
- რაღა ხუმრობაა, აბა თუ კაცი ხარ ეხლაც ნუ მოგვცემ შენ ქალს, ღმერთმანი გავალ და მთელ სოფელში თავს მოგჭრი.
- მართლა, დედაკაცო, ტყუილიღა არი, წადი შემოიყვანე შენ შენი პატარძალი.
- აგრე უეცრად როგორ იქნება, აკი გითხარი ცოტა დამაცალე მეთქი.
- კეთილ საქმეს ცდა არ უნდა. უპასუხა ოსმან-აღამ.
რამტენიმე დროს შემდეგ შემოიყვანეს ქალი და მოუსვევს დურმიშხანს გვერდით.
- ეი, ასე ჩქარა არ მინდოდა, მაგრამ რაკი მოხდა რაღა გაეწყობა, ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო და მე მაღირსოს გახარება თქვენის ბედნიერებით, უთხრა იმათ ქალის მამამ.
- ადექით ხელზე აკოცეთ. ასწავლა -ოსმან-აღამა.
- ახალ დანიშნულნი ადგნენ და ხელზე აკოცეს, როგორც ქალის მშობელს, ეგრეთვე ოსმან-აღას.
- ღმეთმან გაკურთხოთ შვილ... ვეღარ დაასრულა და გადმოსცვივდა ცრემლები ოსმან-აღას.
მეორე დილას აღარ იყო სურამისგარშემო სოფელი, რომელშიაც დიდი და პატარა არა ლაპარაკობდა ამ ანბავს. კიდევ გამოვიდა ცოტა ხანი და ისევე სოფლები შეიყარნენ დურმიშხანის ქორწილში. და აი, დურმიშხან დგას ეკკლესიაში ღვთის ტაძრის წინ და აძლევს პირობას თავის მეუღლეს სიკვდილამდე სიყვარულისას, მაგრამ უყვარდა იმას თავისი დანიშნული? არა, იმას არ უყვარდა არც ეხლანდელი თავისი დანიშნული, არც გულის ვარდი და არც ოსმან-აღა, ღირსი სიყვარულისა იმა კეთილთათვის. რომელიც უყო მან დურმიშხანს და არც ღმერთი, შემოქმედი მისი. იმას უყვარდა მხოლოდ სიმდიდრე და თავის პატივი და იმათ მოპოვებას შესწირა ყოველივე კეთილი გრძნობა გულისა. რათ უნდა იმას სიყვარული, როდესაც იმას აუსრულდება თავისი ოცნება, როდესაც ის იქნება მდიდარი, პატივცემული და დამოუკიდებელი. რა ფასითა ყიდულობდა ამ სიკეთეთა, იმას არა ჰქონდა სჭიროება გამოკითხვისა. და აი სიმდიდრისათვის მამაკაცი ყიდის თავს, როგორც ერთი კურტიზანკათაგანი. საწყალი ოსმან-აღა! იმან მისცა დურმიშხანს ნახევარი თავისი ქონება იმ აზრით, რომ ის ერთხელ მოიგონებდა იმას და აუნთებდა ღმერთს ერთს სანთელს იმისი ცოდვების შესასუბუქებლად და იმის საფლავზე ჩამოაგდება ერთს ერთგულს ცრემლს. საწყალო ოსმან-აღა! რა მწარეთ მოსტყუვდი შენ ფიქრებში!
- ოსმან-აღამ ორი თვე დააცალა დურმიშხანს და შემდეგ წაიყვანა სტამბოლში ჩასაბარებლად თავის ქონების ნახევარისა.რო მივიდნენ სტამბოლშიოსმან-აღამ ნახევარი ქონება თავისი მართლა მისცა დურმიშხანს, მეორე ნახევარი კი შესწირა ეკკლესიას, თითონკი, შემდგომ დალოცვისა პატრიარქიდგან ცხადად აღვიარა ქრისტე მოგეხსენებთ რა წვალებას მიიღებდა ისი მახმადიანთაგან? იმ აზრით, რომ როგორმე მიექციათ ისე მახმადიანთა სჯულზე, ოსმალოთ მოლებმა და სხვათა იხმარეს ყოველი შესაძლო მათგან ცბიერება, მაგრამ რომ სიკეთით ვერ შეიძლეს იმისი მიქცევა, მემრე იხმარეს ძალა და ამისთვის მოღალეს იმათზე სხვა და სხვა ტანჯვანი, მაგრამ იმითაც რო ვერა გახდნენ რა, შემდგომ კრეს შაყა, ესე იგი გასჭრეს შუაზე. დურმიშხანიკი იმ დროს, როდესაც იმას აწვალებდნენ და შემდეგ ისე საშინლად მოკლეს არა ფიქრობდა არცა ერთსა ღონისძიებას იმის შველისათვის და შემდეგ სიკვდილისა იმტენი ვერ შეიძლო გამოეთხოვნა სტამბოლის მართებლობისათვის იმისი დამარხვა. საწყალი ოსმან-აღის გვამი ეგდო რამტენიმე ხანი სტამბოლის ქუჩებში, სანამ შეწუხებულთა იმის სუნითა არ მოიგონეს გადაგდება იმისი ზღვაში.
და სად ქონდა დურმიშხანს დრო ქალაჩუნასავით ტირილისა, ან რბენისა ეკკლესიებში ოსმან-აღის სულის განსასვენებლად. ის იმ დროს, როდესაც ოსმან-აღას აგდებდნენ ზღვაში იდგა ბოსფორისპირზე და ელოდა გემს ყირიმიდგან საქუდე კალმუხის ტყავებით, დაკეტილს ოსმან-აღიდგან და იმისგან გადაცემულს დურმიშხანზე. იდგა იქ და ფიქრობდა გაყიდვით სად უფრო მოიგებდა, იქვე, თუ უკეთუ წამოიღებდა საქართველოში.
- ჯერ აქ ვივაჭრებ, - სთქო რამტენიმე წუთის შემდეგ, - და მამრე წავალ საქართველოში.
- ამ გარდაწყვეტის შემდეგ დურმიშხანი დარჩა მართლა სტამბოლში რვა თვე და ისე გაერთო ვაჭრობაში, რო არც ერთხელ არ მოაგონდა ცოლი და არც შეატყობინა, რო კიდევ იყო ცოცხალი. რვა თვის შემდეგ დურმიშხანმა მთელი ქარვანი სხვა და სხვა ფარჩები წამოიღო სტამბოლითგან და წამოვიდა შინ. შინ ცოლმა დაახვედრა მშვენიერი ვაჟი. საწყალ ქალს ეგონა, რომ იმითი გაახარებდა დურმიშხანს, ის მოეხვეოდა და აკოცებდა ტკბილად ვაჟის დედას, მაგრამ დურმიშხანმა დაჰხედა ყმაწვილს, გაიღიმა და ჰკითხა დედას:
- ჯერ ხო არ მოგინათლამთ?
- არა, მაგრამ ჩვენიანთ გოგია მთხოვს,მე მოვნათლამო, უპასუხა ცოლმა.
- გოგიაკი არა მოგია არ გინდა! უთხარი, რო თავადიშვილს უნდა მოანათვლინოსთქო.
- თავადი შვილი რაღა არის, ის გოგია უფრო მოკეთობას არ გიზამს.
- შენ რა იცი რაც არის, შენ შენი საქმე იცოდე, შენ ჩემ კითხვაში ნუ შემოდიხარ.
- მაინცკი ვიტყვი, რო ჩვენ თავადიშვილი მოკეთობას ვერ გვიზამს.
- რა იცი შენ? ერთხელ, რო დიდმა თავადმა დაგიძახოს შენ ნათლიდედა, ერთხელ რო იმისმა ცოლმა გამოგარჩიოს შენ სხვა დედაკაცებში და მოგიკითხოს, აბა მითხარი რათ ღირს. ჰა? შემდეგ გაიზრდება შენი შვილი ვინ იცის მაშინ როგორ უპატრონოს შენ რა იცი დედაკაცო! და დურმიშხანი დაფიქრდა და წარმოიდგინა როგორ გაზდიდა შვილს. აი ხედავს ის ზის ცხენზე და ახლამს თავის ნათლიას. დიდ მეიდანზე გდია დიდი ქვა და იმაზე დგას ვერცხლის თასი, აი გამოაჭენა ერთმა თავადისშვილმა ცხენი, წამოიგდო თოფი, ესროლა თასს, მაგრამ ააცდინა. აი მოდის მეორე, ოი იმანაც ვერ მოარტყა, აი იმის ნათლიამ გამოაქროლა ცხენი, სტყორცნა თოფი და ვერ მოარტყა, აქ მოაჭენებს ცხენს იმისი შვილი, კოხტათ გადმოიგდო თოფი ესროლა და გადაგდო თასი, კითხულობენ ვინ არის ეს ყმაწვილი, თითონ მეფე იკითხამს იმის დედმამას და გამოჩნდება, რო ის არის დურმიშხანის წამალაძის შვილი. რა ბედნიერი იქნება მაშინ დურმიშხანი! ან აი ამისი შვილი, ჯერ ჭაბუკი შევიდა ბერათ. შეხეთ რა მშვენიერი ანგელოზივით სახე აქვს, ყური დაუგდეთ რა მშვენიერ ტკბილი სხმით კითხულობს მარხვანს. შეხედეთ ამ კითხულობაზე როგორ გასწირავს თავსული მლოცველთა, ხოლო აქა-იქ ისმის ბებრების ქვითქვითი. აი ერთხელ იმისი ნათლია შეხვდება კათოლიკოზს და თავის ნათლულის კითხვას აქებს იმასთან. აი შენიშნა კათოლიკოზმა, წაიყვანა თავისთან, აკურთხა იღუმენიად, არხიმანდრიტათ და ეპისკოპოზათ. აი დურმიშხანის შვილი -ეპისკოპოზი -ზის ცხენზე და წინ მოუძღვის დროშას და მოჰყავს საეკლესიო ჯარი ბატონის მოსაშველებლად, კითხულობენ ვინ არის ეს ახალგაზრდა ეპიკოპოზი! დურმიშხან სოვდაგრის შვილი. ოი? რა ბედნიერი იქნება მაშინ დურმიშხანი. ან ვინ იცის, იქნება კათოლიკოზის გახდეს. ოი! მაშინკი დურმიშხანი აღარ დაუკრამდა თავს არც ერთს თავადს.მეორე დღეს სურამშიაღარ იყო თონე, რომელშიაც არ იცხობოდა პური და ნაზუქი დურმიშხანის შვილის ნათლობისათვის. მართლა და საგანგებო ნათლობა რამ თურმე გააკეთა. თავის დღეში რაც რამკი ენახა ჩვენ საქართველოში, თუ თათრებში, ყველა მოამზადებინა და თითქმის დღის სავალზე აღარ იყო სოფელი, რომლიდამაც დიდი და პატარა არ მოიპატიჟა. ყმაწვილი მონათლა თავადმა ქაიხოსრო აბაშიძემ, რომელიც იმ დროს იყო იმ მხარეს, და დაანათლა ერთი კომლი კაცი. ნაცვლად ამისა მკლავის ძღვნად გაუგზავნა დურმიშხანმა ერთი უმშვენიერესი არაბულა ცხენი აკიდებული, სხვა და სხვა ძვირფასის ფარჩებით, სწორეთ ამ დროს იყო დაწერილი ის წიგნი, რომელიც წაიკითხა საწყალმა გულის ვარდმა. მართლა გულის ვარდი? ისკი დაგვავიწყდა! ეხლავ მოგახსენებთ იმის ისტორიასაც. დეეხსენ გაიზარდოს მანამ ზურაბი, ეს სახელი დაარქვეს დურმიშხანის შვილს, დაეეხსენ გაიზარდოს, ჩვენ კიდევ შევხვდებით იმას. როდესაც ის იქნება მშვენიერი ყმაწვილი კაცი, სიამპარტნავე(სიამპარტავნე) მამისა, ნუგეში დედისა და ოცნება ბევრ ლამაზთა ქალთა.
დ. ჭონქაძე.
(დასასრულ იქნება იანვრის პირველ ნომერში.)
![]() |
3 მეფე სოლომონ მეორეზე და მის დროს განმგებლობასაზედა |
▲ზევით დაბრუნება |
მეფე სოლომონ მეორეზე და მის დროს განმგებლობასაზედა
(რუსულითგან.)
სოლომონ მეფე.
სოლომონ მეფის დროსა სასახლეთათვის და მაშინდელისა ქუთაისისქალაქისა მდგომარეობისათვის, სასახლის ოთახთა მორთულობისათვის და მეფის გამოსვლისათვის, მეფის გარეგანის შეხედულობისა და ტანთ-საცმელთათვის, მისისა ცხოვრებისა სახისათვის. მეფის მოხუმრობისათვის, ნადირობისათვის და გზათ წასვლისათვის. მეფის სახლის წევრთათვის.
რიონის წყლის პირზედ, ახალ ხიდის მახლობლად, არის ძველი ქვიტკირის შენობა, ამ ჟამად ხელახლად გამართული აქაურის გიმნაზიის ინსპექტორის სადგომად. გარეგანი შეხედულობა ამ შენობისა შესანიშნავს მაგდენს არა რას წარმოადგენს; მხოლოდ ამითი არის წარჩინებული, რომ უკანასკნელის მეფე სოლომონის სასახლედ ყოფილა და სახელად ჰრქმევია ოქროს ჩარდახი, ესღაა ნაშთი იმერთ არხიტეკტურასი. წავიდეთ იმ შენობის სანახავად და გზა-გზა ბარემ ეს ადგილებიცა ვნახოთ, რომელნიც ქუთაისსშეადგენდნენ მეფე სოლომონის დროსა.
იმ დროს ქუთაისი იყო მცირე ქალაქი და არა ფართო. სადაც ეხლა არის გუბერნატორის ქუჩა იქ უწინ იყო ცარიელი ადგილი; სადაც ამ ჟამად არის ბაზარი, იქ იდგნენ უწინ რაოდენიმე კომლი მეფის მოჯალაბენი; უწინდელი ბაზარი, რომელიც იყო შედგენილი ათის ანუ თხუთმეტი დუქნისაგან, მდებარებდა ძველს ხიდის გვერდზედ, ადგილი, სადაც ახლა მდებარებენ: ბულვარი, სასამართლონი და მას გარშემო მდებარენი შენობანი, მათს მაგიერათ იყო უწინ დიდი კორდი, განვრცელებული მეფის სასახლემდინ, რომელიცა იწყობოდა ძველი გოშპიტლის ცაცხვებიდგან და თავდებოდა მეფის ბაღით ეხლანდელს ახალ ხიდთან. და იმას იქით ბალახოვანისაკენ შენობა აღარ იყო რა. აღმოსავლეთის მხარეს ქუთაისს ჰქონდა ტყე ფრიად ახლოს, წითელი წყლიდგან დაწყებული იმ ბორცვამდე, რომელზედაც არის შენობა თავ. წულუკიძეებისა, რომელნიცა იყვნენ ქუთაისისმოურავებად. ამა ადგილსავე უწინდელ დროს იდგა ფრანგების ეკკლესია და რადგანც გარშემო მდებარებდა ხშირი ტყე და იყო დიდი შიში ავაზაკებისაგან, ამისთვის გარდაიტანეს იმ ადგილს, სადაც წინათვე დასახლდნენ რაოდენიმე მოსახლენი ფრანგნი. ადგილ სამოქალაქო ბაღის მახლობლად, იყო საკუთრება მეფის ეზოისა; და სადაც ეხლა სდგას ბაღის ფანჩატური, იქ იყო უწინ დავით მეფის მეუღლის კარის ეკკლესია. ამისავე სიახლოვეს იდგა იმისი სასახლე, ე.ი. დიდის ხის სახლი, დახურული ყავრითა, იატაკებიანი, ლამფიანი და ბუხრიანი. ან გვარს შენობას ერქვა ოდა.
ამ გვარნი ოდანი ჰქონდათ მხოლოდ წევრთა მეფის გვარისათა და წარჩინებულთა თავადთა, გარნა სხვანი შენობანი, მცირეთა ხალხთა სადგომად, იყვნენ აღშენებულნი ფიცრითა ჩალით დახურული, უიატაკო და უბუხრო. ხოლო ღარიბთა ჰქონდათ, თვისთა სადგომად სახლები მოწნული ე.ი. ღორული. გოშპიტლის ცაცხვები სიახლოვეს იყო დიდი შენობა, ოცის ოთახით, რომელშიაც ცხოვრობდა დიდი სოლომან მეფე და ამ ოთახებში მეფის მიცვალების შემდგომ, მიიღებდნენ ხოლმე მეფესთან მოსრულთა თავადთა და აზნაურთა. ამისათვის მეუღლემან მეფის სოლომან პირველისამან, აღაშენა თავვისათვის ცალკე მცირე სასახლე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ამჟამად სდგას სამარადისო ალვის ხე.
უკანასკნელ მეფეს ჰქონდა ორი სასახლე განსაკუთრებით. ერთი ოქროს ჩარდახი, რომელიც აქამომდისინ არის დაშთენილი იმ სახითვე, როგორათაც ყოფილა თაობითვე, მხოლოდ იმ განსხვაებით, რომე უწინ მას გარეშემო ჰქონდა ტალანი ანუ წამოხურული სარბენი და შიგნიდგან ახლანდელის ოთახების ნაცვლად იყო ერთი დიდი სრა ანუ დარბაზი, გალესილის კედლებით და გარეშემო გაწყობილის ტახტით. ამ სასახლეში ამის მეტი არა ყოფილა რა და არას დროს მეფეს იმ სასახლეში არ უცხოვრნია.
მაგრამ ოქროს ჩარდახად იყო სახელწოდებული ამისთვის რომა იდგა მაღლობს და გრილს ადგილზედ და ამისათვისაცა, რომე იმის ტალანიდგან წარმოუდგებოდა მჭვრეტელს თვალს წინ მშვენიერი შეხედულობა შორს მდებარეთა მთათა და რიონის მინდორი თვისის ჭალავებითა, ველებითა, რისათვისაცა მეფეს უყვარდა აქ სადილის მირთმევა და ლხინი, სადაცა მიირთმევდა საჯავახოს ღვინოსა, და ემუსაიფებოდა თვისთა მახლობელთა. სასახლე, რომელშიაც მარადის ცხოვრობდა მეფე, სიძველისაგამო დაიქცა; და დარჩა მარტო საძირკველი, რომლისა ნაშინზედაც აღშენდა გინმაზიისათვის აბანო. გარნა დაშთენილის საძირკველზედაც ეტყობა, როლმე ყოფილა შენობა ფრიად დიდი. ბევრს აქა მცხოვრებლებს ახსოვთ, ეს სასახლე, მრთელი და შეუნძრეველი. სასახლე იგი იყო ნაშენი ორ რიგად ერთი ერთმანეთზედ. ქვემო რიგი იყო ქვიტკირისა, რომელშიაც ცხოვრებდნენ მსახურნი და მეფის კარის კაცნი ანუ დარბაისელნი პირნი, ხოლო ზემო რიგი - ნაშენი ხისა, რომელშაც იყო განსაკუთრებით მეფისა და დედოფლისა მოსასვენებელი ოთახები. ოთახებში არა იყო რა განსაკუთრებით ყურის საგდები; მედიდურება და სამკაული მაშინ ჯერ არ იცოდნენ. კედლები ჰქონდა კარგი გარანდული ფიცრებისა, ფანჯრები ჩარჩოიანი უმინოდ, ხოლო ჩარჩოში იყო გახიდული წვრილი ფიცრები. სასტუმრო ოთახებში ერთს მხარეს იყო გამართული გრძელი ტახტი დასაჯდომად და პურის საჭმელად მეფისა. მასზედ გაშლიდნენ ლეიბსა, ზევიდგან ხალიჩას ტახტის წინ ჩამოშვებულს მიწამდისინ, მას ზედ გადაფენდნენ სპარსულს ზოლ-ზოლ ქეჩას, და კიდევ დაჰფენდნენ აბრეშუმის ლეიბს და შემოუწყობდნენ კედლისაკენ მუთაქებსა. ამის პირდაპირ დააწყობდნენ დაბალ რაჭულს ხის სკამებსა, რომელთაც მისდგამდნენ ტახტის სიახლოვეს მაშინ, როდესაც მეფისაგან ეღირსებოდა ვისმე პურის საჭმელად მის წინაშე. სხვათა ოთახებშიაც მორთულობა იყო ამისთანავე, ხოლო მეფის მოსასვენებელს ოთახში ტახტის წინ იყო ჩამოფარებული ფარჩის ფარდა აბრეშუმის ზონრით ვერცხლის რგოლებზე.
მეფის ოთახში, მეფის მოუპატიჟებლად არავის შეეძლო შესვლა და როდესაც მოუწოდებდა რომელთამე თავადთა ან აზნაურთა, მაშინ იგინი შევიდოდნენ სასტუმრო ოთახში სრულიად შეიარაღებულნი და დადგებოდნენ გამოჭიმულნი, ვიდრე მეფე არ გამობრძანდებოდა თავისის ოთახითგან და ვიდრე მიესალმებოდა მცირის თავ-მოხრით. მაშინ ყველანი მის წინაშე მყოფნი, ცალის ხელით დაებჯინებოდნენ თოფზედ და მეორეს ხელს მიიდებდნენ გულზედ, მოიყრიდნენ მუხლსა და რომელთანაც ინებებდა მიბძანებასა მეფე მისასალმებლად, ან ვისაც დაუძახებდა, მოიხრებოდა იგი კალთაზე ან მუხლზე საკოცნელად. და რადგანაც სოლომონ მეფე იყო ალერსიანი, მოწყალე და კეთილ-მორწმუნე, ამისათვის, ითქმის ყოველთვის, თავისი ხელით შეაყენებდა მის წინ მუხლს მოდრეკილსა და ეტყოდა: „არ არის საჭირო, არ არის საჭირო მუხლს მოიყრიან მხოლოდ ღვთის წინ და მე ვარ კაცი ცოდვილი“. საზოგადოდ სოლომონ მეფე იყო ფრიად ღვთის მოყვარე და მეფედ კურთხევის დროს ისრე მშვიდი, თავაზიანი, სიტყვით მასიამოვნებელი, რომ ყველას უყვარდა და პატივცემული იყო ყოველთაგან, მეტადრე წერილთ მეცნიერებისათვის. მან იცოდა კარგად საღმრთო წერილი, უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ჰქნა მრავალი კეთილი და მოწყალე საქმე, გარნა ჰქონდა ერთი მძიმე ნაკლულევანება: მეტის-მეტი სუსტი და გარდუწყვეტელი თვისება. სხვებრ ამა ნაკლულევანებასა არა ვითარიმე ცუდი გარემოება დაბოლოებისა არა შეუდგებოდარა; მაგრამ იმისთანა შემთხვევაში რომ აღსრულდნენ მისს მმართველობის დროს, მან მიანდო იგი სრულიად მისთა წინაშე დაახლოებულთა თავადთა, რომელნიცა ბოლოს დროს თვითონაც ვეღარ დაიმოჩილა. უპირველესი დასჯა მისი ესე, რომ იგი პირს მოარიდებდა იმ თავადისშვილს, რომლისაგანაც გულნაკლული იყო, არ ესაუბრებოდა მას და ზოგიერთთა სრულიად განიშორებდა. მაგრამ ზოგიერთნი მცბიერნი და ანგარებვის მოყვარულნი და ჩვეულნი ამ გვარს დასჯასა არაფრად მიიჩნევდნენ დიდი სოლომონ მეფის განრისხებასა. იგინი კვალადვე მოიპოვებდნენ მეფის მოწყალებასა და ისრევე მიითვისებდნენ მასზედ მოქმედებასა. და რადგანაც ეს მმართებლები არ იყვნენ ერთმანეთში თანახმანი ამისათვის მოქმედებდნენ სხვა და სხვა მიმარჯვებითა, ამისგამო მეფე მყოფი მისთა სათამაშოდ, გარდვიდოდა ერთის შეჭირვებისაგან მეორეში, უხილავის დარწმუნებითგან უსაფუძვლო ეჭვიანობაში, და ამ გვარად შეიქნა მეფე დაუდევარი, მგრძნობელი, სულ სწრაფი და ბოლოს სულ ვეღარა რაის მიუხდომელი. მოქმედებდა მოუფიქრებლად და დაღუპა თავი თვისი და უნდოდა დაღუპვა იმერეთისაცა.
მ. ყიფიანი.
(დასასრულ იქნება პირველ იანვრის ნომერში.)
![]() |
4 ჟ. „ცისკრის“ რედაკტორს. |
▲ზევით დაბრუნება |
ჟ. „ცისკრის“ რედაკტორს
მოწყალეო ხელმწიფევ!
დიდის გულს-მოდგინებით წავიკითხე თქვენის ჟურნალისა მეთერთმეტე წიგნში უ. არდაზიანის თხზულება, წინა-აღმდეგ ჩემის პასუხის-გებისა მისს კრიტიკაზედ; წავიკითხე და ერთ რიგათ სინანულში მოვედი, რადგანცა პირდაპირ დავინახე, რო ავტორს უკანასკნელი დავთრებიც დაუკარგავს. გარდა ამისა მე წინათვე დარწმუნებული ვიყავ, რო უ. არდაზიანი არ დაიდუმებდა, -ვიყავ დარწმინებული ამიტომ, რო ჩემის თვალით ვნახე, რა ღონისძიებასაც ხმარობდა იგი, რათამცა „ცისკრის“ გამოსვლამდის წაეკითხა ჩემი მოულოდნელი პასუხის-გება და დროით მოესწრო მაგიერი. მე ვიცოდი თქვენი შეწუხება, მობეზრება და ორჭოფათ ყოფნა და ამისთვის გავხდი თანახმა, რო უდროოთ წაგეკითხებინათ უ. არდაზიანისთვის ჩემი. სტატია. ესრეთ მან ჰპოვა აღსრულება თვისის მხურვალე სურვილისა.
მაგრამ რა მიზეზით მოვიდა უ. არდაზიანი ესრეთ განცვიფრებაში? -ამის პასუხად მცირე ზღაპარს მოგახსენებთ სიბრძნე სიცრუვიდამ: გახსოვთ ის ცალ-თვალა ირემი, რომელმაც თავის ჭკუაში დააპირა მონადირის მასხრათ აგდება და როცა საძოვრად გამოვიდოდა ხოლმე, -ბრმა თვალს ზღვისაკენ იქმოდა, იმ იმედით, რო აქედამ ვითომც ვეღარავინ ავნებდა? მაგრამ მონადირე სწორეთ იმ მხრიდამ მიეპარა და ასაწყალი ირემი დაისაჯა თვისსავე უსაფუძვლო მამაცობისაგამო. აგრეთვე უ. არდაზიანიც არაოდეს არ ელოდა ჩემგან პასუხის-გებასა ქართულად, რადგან თვითონვე გამოაცხადა, რო მე ქართულში ვითომც არა გამეგებოდარა. მაგრამ სადაც საჭიროება მოითხოვს სიტყვასა, იქ დუმილი დიდი ცოდოა. ამისთვის ნათქვამია, მოუტანს ტყუილის კარებამდის უნდა მოჰყვეო. მევიცი, რო ამ ზღაპარსაც უ. არდაზიანი „ფელეტონურ ოხუნჯობათ“ ჩამომართმევს. რა უყოთ? ჩვენი ქართული, მამა-პაპური მაინც არის და არა სხვა ქვეყნიდამ მიღებული ანეკდოტი, ვეტერანებითურთ და სტოკგოლმებითურთ. ისევ თვით უ. არდაზიანმა იხმაროს ამ გვარი მაღალ-ფრაზები.
მაინც კიდევ შესაძლებელია ბევრმა იფირქოს,რო უ. არდაზიანმა ისეთი პასუხი მომიგო, რომელზედაც ხმა აღარ ამომეღება. მაშ იმათ სანუგეშოდ აღვიარებ, რო ვხადი ჩემს თავს სასტიკად დამარცხებულად. აბა სად მე, გუშინდელი მოსწავლე ქართულის ენისა და სად უ. არდაზიანი, ახლად გამოჩენილი დედა-ბოძი ჩვენის სალიტერატურო სამსჯავროისა. როგორც არწივი ჰშორავს ყვავსა, ისე ჩვენი ერთმანეთი შეთანხმება. ამიტომ მე ვფიქრობ ჩემი მოკლე ჭკუით, რო უ. არდაზიანი ღირსია, რათამცა საზოგადოებამ მიართვას გვირ-გვინი ძლევისა, დაფნის შტოთაგან შეკრული.
ნათქომია, ყოველთვის კოკა წყალს ვერა ზიდავსო. რასაკვირველია, რო ეს ჩემ ცოდვილ თავზედაც ახდეს? ხიზამბარელი კარგი მოჭიდავე და ფლავანი ვაჟ-კაცი იყო, მაგრამ ისიცკი წლეულ სვეტიცხოვლობას თურმე დაუმარცხებია ერთს გლდანელსა.
მომიტევეთ, რო ჩემი თავი ხიზამბარელს დავადარე. ესეც ხომ იული ცეზარი არ არის, თქვე დალოცვილებო? რომელთამე ამაოდ მოლაპარაკეთა და ძალათ მწერალთა თურმე სასაცილოდ ამიგდეს: კაცო, ბერძენოვს თავისი თავი იული ცეზარად დაუსახავო. -აი თვისება ზოგიერთი ფუჭი მოსაქმისა. ხეირიანათ აზრის მიხვედრას ხომ არ დასდევენ, -არა, შენ არ მომიკვდე! ერთ სახელს ანუ ლექსს ჩააცივდებიან, ესე იგი ღობე-ყურეს მოედებიან და მოჰყვებიან ყვირილსა. დონ-კიხოტმაც ესეთი დაჟინება იცოდა, როდესაც ჰაერში წისქვილებს ებრძოდა ხოლმე. - ეხლა კი იმედი მაქვს, რო ამისთანა უსიამოვნობას არავის მივცემ, რადგანც ხიზამბარელი ჩემსავით გალახული კაცია.
უნდა კი ვთქვა ღვთის წინაშე, რო იული ცეზარმა დიდი სიკეთე უყო უ. არდაზიანსა. ის რო არა ყოფილიყო ჩემ პასუხის-გებაში, ნეტა რაღას დასწერდა ჩემი მტერ-მოყვარე? გარნა უნდა განუცხადო მას, რო ამ შემთხვევაშიაც ამაოდ გარჯილა. ვთხოვ უმორჩილესად აიღოს ლორენცის ისტორია (უკეთესი და უვრცელესი ამ გვარი თხზულება რუსულს ენაზედ), პირველ ნაწილში იპოვნოს 654 გვერდი და ჩაუაროს პირველსავე პარაღრაფსა, რომელიც იწყობა ესრეთ: умерщвление Цезаря было для Рима великимъ несчастиемъ*. თუ უმეტეს შრომას მიიღებს უ. არდაზიანი და რავდენსამე ფურცლებ ზევით წაიკითხავს, მაშინ სცნობს, რო იული ცეზარი არც მეფე ყოფილა და არც სამეუფო ტახტზედა მჯდარა. მაშინ რომშირესპუბლიკა იყო და არა თვით-მპყრობელობითი მმართველობა. იული ცეზარი იყო ერთი სამთაგანი, რომელნიცა განაგებდნენ რესპუბლიკასა. - აქ მეც შემიძლიან ურჩიო უ. არდაზიანს საფუძვლიანათ ისტორიის სწავლა, მაგრამ რადგანც ეს პირდაპირ არ ეკუთვნის ჩვენ საგანში, ამიტომ დავიდუმებ.
მაშასადამე უმეტესი ნაწილი უ. არდაზიანის პასუხისა, თავით ბოლომდის ქვიშაზედ აშენებული, ირღვევა თავის თავად და რჩება ოციოთ სტრიქონი, უკავშიროდ და უადგილოდ დაწერილი. მიკვირს, ჩემი ფილოსოფოსი ასე რათ აჩქარებულა, როდესაც თვითონვე დასაბამში ამბობს, რო მწერალი და მაშენებელი არ უნდა აჩქარდნენო? და მერმე, რაღა იული ცეზარის მოთხრობას ჩააცივდა, რომელიც მე ხუმრობისავით, ზღაპრულად მოვიხმარე ჩემ პასუხის-გებაში, და უპირატეს საგანზედ კი არა მომიგორა. მაგრამ რა სამართალი უნდა ვთხოვო იმ კაცსა, რომელსაც გარდიგარდმო ესმის უბრალო აზრები და ჩემში უმსგავსობისა და უცოდინარობის მეტსა ვერაფერსა ხედავს! რა უყოთ, ღმერთი ისე განაგებს, რო ზოგს ხუთ ტალანტს აძლევს, ზოგს ორსა და რომელთამე მხოლოდ ერთსა. მადლობა მისს სამართალსა, თუ მეც უკანასკნელების რიცხვში ვარ!
ამ შემთხვევისათვის ეს კმარა. მე ლიტერატურისა ძალიან თავაზა მაქვს და იმიტომ არ განვაგრძელებ უსაგნოდ მეტყველებასა. მე ჩემის მხრით ეხლანდელი ბაასობა უ. არდაზიანთან შემირაცხავს დასასრულად და გარდამიცია არხივში ანუ სალაროში.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, უ. რედაკტორო თქვენი შეძლებისამებრ თანამშრომელი
ნ. ბერძენოვი.
![]() |
5 უფალო რედაკტორო! |
▲ზევით დაბრუნება |
უფალო რედაკტორო!
რუსულად ითქმის: „კალმით ნაწერსა ცულით ვეღარ ამოსთლიო.“ - ქართულად ამ არაკს შეიძლება თუნდ რუქას ნათქვამად დავმატოთ: „სტამბით ნაბეჭდსა ეჩოთიც ვეღარ ამოსჭრიო“. - ჩემი ნათარგმნი რომეო რომ „ცისკარში“ დაგიბეჭდიათ, -ბეჭდვაში იმდენი შეცთომა მოსულა, რომ ზოგან აზრიც შეცვლილა. - ჩემი საკუთარი თხზულება რომ ყოფილიყო, მაგდენს არ გამოვეკიდებოდი: მაგრამ შექსპირის თხზულების გადასხვაფერება რუსთაველის თხზულების გადასხვაფერებაზედ ნაკლებად აღარ ჩავარდება. -შეცთომის გასწორებას რადგან სხვა აღარა მოეხერხებარა, ბოდიში მაინც მოვიხადოთ როგორც ცისკრის წამკითხველთა წინაშე, ისე და უმეტესადაც სახელოვანის შექსპირის ხსენების წინაშე; რაც რამ შეცთომა მოგვსვლია, სახელდობრ აღვიაროთ და იქნება ჩვენის ჟურნალის მექონმა თვითან ინებოს ვინმე გასწორება, ჩვენ მოვახსენოთ როგორც უნდა. -
62-13- ქვეენის - ქვეყნის
63-8- benediCtte. - benediCte
67-6- ბებერს - ბებერი
69-10- გადაიხადოს -მოიხადოს.
75-15- ყმაწვილ-კაცი - ყმაწვილი კაცი.
უკანასკნელს სამს მოქმედებაში არის: უნდა იყოს:
129- გვერდზედ 10 სტრიქონში: პატივის ცემის - პატივისცემით
„- უკანასკნელს - დააშვერინა -დააშვებინა
132-15- პატივოსნებითის - პატიოსნებითის
„ - 25- შემოგეტრფოდეს - შემოგტრფოდეს
138-6- ლექსი - ლექსში
139-2- წყლულზედა, - წყლულზედა;-
141-20- რომეო, - რომეო;
142-19- მთავრის -მთავარს
143-3- ყმაწვილკაცი -ყმაწვილი კაცი.
„- 6- ექორწინა - ექორწინნა
„ - 26 - ამტვრევს -ამტვრევ
146-4- სანთელის -სანთლით
„- ცოლსა რომ - ცოლს რომა
147-25- გინუტევო -განუტევო
149-13- ამაზედ, - ამაზედ.-
150-2- მე, თუ მკითხეთ - მე თუ მკითხეთ
151-3- დარწმუნებულ ვარ, დარწმუნებულივარ,
152-14- ამა ანგარიშით - ამ ანგარიშით.
156-14- სწორეთ - სწორე
„ - 22- ამ ქალაქში - ამ ქალში.
157-15- განძრახვა - განზრახვა
„ - 16- სადღაური - სადაური
159-4- ყმაწვილ - ყმაწვილი
160-1- განსაცდელში -განსაცდელში.
„ - 16- ვიფიქრო რომ, - ვიფიქრო, რომ
„ - 25- ვეღარ არჩიორა, - ვეღარა არჩიორა,
162-10- უწესობა - უწესობა
164-5 და 6 შეურაცხებაა ეგ ლექსი - შეურაცხება ეგ ლექსია
165-15- განგვაშველებს - გაგვაშველებს
166-10 და 11 დახრწნილს -დახრწნილის
168-21- ოსტაცობას - ოსტატობას
169-13- ლავრენტმა - ლავრენტიმ
170-7- მოვასწრობთ; - მოვასწრებთ;
171- უკანასკნელს - შესაძლებელია-შეუძლებელია!
174-13- ჰგგონიათ! - გგონიათ!
177-25- სიცოცხლე - ცოცხალი
„ - 26- ჩემსთვისა. - ჩემთვისა.
178-1- გაწამა თან გაგი - გაწამა და თან ტანა გაგიტანა
„ - 2- იყო ასეთი - იყო, რომ ასეთი
„ - 10- ჰფიქრობმთ - ჰფიქრობთ
„ - 17- თუ არა - თუ არ
„ - 18- თუ არა - თუ არ
180-5- მოლანდებასა - მოლანდებას
„ - 14- თავისა - თავისს
„ - 18 და 19- აჩრდილიცა სიზმარი, - აჩრდილიცა, სიზმარი,
„- 19- გულის - გულს
182-2- შენთან - შენთანა
„ - 3- დამრღვე- - დამარღვე-
„ - 7 და 8- მოსილისა მაშვრალს - მოსილსა, მაშვრალს,
„ - 10- ძველების - ძვლების
„ - 14- კოლობი - კოლოფები,-
„ -18- არეული დარეული - არეულ-დარეული
184-13- მომყიდე, - მოგყიდე,
„ - 21- იოანე ბერია. - იოანე ბერი.
186-20- სასაფლიოზედ -სასაფლაოზედ
187-3- ჰსუფევს - ჰსუფევ
„ - 26- ჩემსთვის - ჩემთვის
188-1- აკგუწო - აგკუწო
„ - 3 - დრო არის მაგრამა - დრო არის, მაგრამ
„ - 20- ძელსა. - ძეგლსა.
„-23- ქვეყანაზედ? - ქვეყანაზედა?
„-26- გაღიმებულს - დაღებულს
189-7- სულწაწყმენდილო! - სულო წაწყმედილო!
„ - 10 და 11 - მაგისთვისაცა - მაგისთვისა
„ - 12- განვლტო, - განევლტო,
„ - 15- მშიშროება ამ ფიქრმან - მოწიწება ამ ფიქრმან
„ - 21- განმშორდი, -გამშორდი,
„ - 23- მტერი აქა - მტერი აქ
„ - 26 და 27- უგრძნობელის კაცის მოწყალებით - გრძნობა-მიღებულის კაცის წყალობითა.
190-2- მოწყალებაცა. - წყალობაცა.
„ - 4- გაგყევარ? - მოთმინებისაგან გაგყევარ?
191-24- მერე - - მე
192-15- უკანასკნელ კოცნა -უკანასკნელი ამბორი.
„ - 26- არ - - რა
„ - 27- მატყცვებს - მატყუვებს
193-9- სიკვდილი - სიკვდილს
194-3- რომელსაც - რომლისაც
195-16- მოყავთ - მოჰყავთ
196-1- დონნა მის - დონნა მისი
„ - 11- დაკლვილიო! – დაკლულიო
„ - უკანასკნელს - გათენებაზე - განთიადზედ
197-3- რაღა უბედურება კიდევ - რაღა უბედურებააკიდევ
„ - ბოლოდამ 2 - დავწერე - დავსწერე
198-თავიდამ 2- განმდევნი, - განმდევნი;
„ - 18- მომიტანა წუხელის. - მომიტანა.
199-13- ის წიგნი, - ეს წიგნი,
„ - 21- აღარ გამოვიდარა, - აღარა გამოვიდარა,
„ - 24 და 25- შევატყუობინო - შევატყობინო
200-7- ჰსწერს, -ჰსწერია,
დამატებაში-1- ვჰთართმნიდით - ვსთარგმნიდით.-
დ. ყიფიანი.
ბრწყინვალეო კნეინა, ბარბარე ჯორჯაძისავ!
მშვენიერის კალმით ნაღვაწი თხზულბა თქვენი წერილით, სადაცა მსჯელობთ გონიერულათ, მივიღეთ რედაქციაში, რომელიცა ფრიად მოხარულია თქვენის ამ საზოგადო საქმეში მონაწილეობის მიღებისათვის და, რომლისათვისაც დიდათა გმადლობთ. არ არის ეჭვი, რომ ახლა თქვენის მოხედვით გაბედამენ უპატივცემულესნი მწერალნი ქალნი, თავიანთ ნაღვაწის გამოგზავნას დასაბეჭდავათ. საყვარელი მამული ჩვენი მდიდარია ნიჭით, მხოლოდ გვაკლია სამწუხაროდ ჩვენდა გაბედვა. ნუ ერიდებით გარკვევას,რომელიცა შემივიტანეთ ჩვენის ჟურნალში (კრიტიკას), - ყვედრებას, როგორც უწოდებთ თქვენ. ჭეშმარიტი ნიჭი თავის გზაზედ მივალს. ნათქვამია ქართულათ: სამოელ საკმელი თვაის გზას არ დაჰკარგავსო. მოგეხსენებათ, რომ გარკვევა (კრიტიკა) არის პატივი ლიტერატურის ხნულისათვის. ამასთანავე ნება გვიბოძეთ მოგახსენოთ, რომ თქვენი გამოგზავნილი მადლობის შესხმა თავისს წერილითურთ დაბეჭდილ იქნება იანვრის პირველ წიგნში, თუმცა ჩენს თავს არა ვსახავთ იქამომდენ ღირსეულად, მაგრამ თხოვნასა თქვენსა ეცდების რედაქცია აღასრულებდეს შეუცვლელად.
„ცისკრის“ რედაკტორი ივ. კერესელიძე.
დეკემბრის 8.
ქ. ტფილის.
რედაქციისაგან.
_________________
იანვრის პირველ ნომერში იქნებიან შემდგომნი სტატიები:
I.- ძველის მოთხრობითგან: „ვარდ-ბულბულიანი“ ნათქვამი მეფის თეიმურაზ მეორისაგან. II.- ახლის მოთხრობითგან: „სურამის ციხე“ დ. ჭონქაძისა. III.- ძველი და ახალი ლექსები: ახალი წელი, ი. კერესელიძისა; საიდუმლო ბარათი წ. სოფლელნი და მდინარე, თ. ალ. ჭავჭავაძისა; ფარვანა (იანბიკო) ბატონის-შვილის თეკლასი; მადლობის შესხმა, კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა. IV.- მეფე სოლომონ მეორეზე; მ. ყიფიანისა; V.- მამულის მოვლა: კიტრების დამარილება; წამლობა ცივებისა; შხამიან გველმა რომ კაცს უკბინოს. თ. პლ. ციცის-შვილისა; VI.- გარკვევა: წიგნი მოწერილი რედაკტორთან, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა. VII.- სხვა და სხვა ანბავი: შამილის შეპყრობა, თ. ზაქარია ერის-თავისა.
წიგნი, რედაკტორთან მოწერილი შესახებ რომეოსი....დ. ყიფიანისა. წიგნი მიწერილი კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი.