![]() |
ივერია (44)1877.29.12 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
საქართველოს მატიანე
„ივერიის“ კორრესპონდენცია
თელავი. თუმცა ჩვენდა საუბედუროდ, კახეთს „რკინის“ გზა არ ეღირსა, მაგრამ ამის მაგივრად კახეთში დააკეთეს მშვენიერი გზები. თითქმის მთელს კახეთს გარშემო უვლის გზა-ტკეცილი (шоссе), და ეს გზა თითქმის ყოველ კახეთის სოფელზედ მიდის, (მე მაქვს სახეში თელავის და სიღნაღის მაზრები). გარდა ირგვლივ გზისა, კახეთში არის კიდევ ორი გზა, ერთი თელავის მაზრაში, მეორე სიღნაღისაში, რომლებიც აერთებენ ანუ აკავშირებენ გაღმა და გამოღმა მხარეებს. პირველი მათგანი მიდის თელავიდამ, გადის ალაზნის ხიდზე, რომელიც ს. შაქრიანის ბოლოს არის, მერმე ს. ენისელში, შილდაში (ბოლოს), ყვარელში, ბეჟანიანში და აქედამ ქვევით ლაგოდეხში. მეორე გზა მიდის სიღნაღიდამ ლაგოდეხამდინ. თელავიდამვე მიდის ერთი გზა სიღნაღისკენ, მეორე თიანეთში, რომელიც ჯერ ს. ახმეტამდინ არის გაკეთებული, მესამე — თბილისისკენ, რომელიც ჯერ მხოლოდ ლაგირამდინ (გომბორამდინ) არის გაყვანილი; მაშასადამე, ამ შემთხვევაში თელავის მაზრას თელაველებს კი არა —სოფლელებს, გლეხებს,―თავისი საქმე აუსრულებია, რადგანაც თიანეთის მაზრის მხრივ თელავის მაზრას ს. ახმეტა აქვს სამზღვრად, თბილისის მაზრის მხრივ გომბორი. რას უყურებენ და რას უცდიან თბილისის და თიონეთის მაზრები, რატომ არ მიაქვთ თელავის მაზრის მიჯნიდამ გზა და არ გაჰყავთ თავის მაზრაში — არ ვიცი. ამ საქმეს, ვისიც ჯერია, მე მგონი, დრო არის ყურადღება მიაქციოს, რადგანაც კახელებისათვის დიდს საჭიროებას შეადგენს. ამაზედ თუ დროება და საქმე მოიტანს, შემდეგაც მოვილაპარაკებ დაწვრილებით. — თუმცა ეს გზები კარგნი არიან, მაგრამ, ნათქვამია: „კოკა ყოველთვის წყალს ვერა ჰზიდავსო, — ერთხელაც იქნება გატყდებაო.“ ესევე შეგვიძლიან ჩვენ ვსთქვათ კახეთის გზებზე: თუმცა გაკეთდნენ,მაგრამ... ფუჭდებიან ხშირად სხვა და სხვა მიზეზებისა გამო, ხოლო გასწორების მაგივრად, ვისიც ჯერია ყურებს არ იბერტყავს. ეს რომ ასეა — მე თვითონ დავრწმუნდი ჩემის ორის თვალით და ვისაც უმგზავრნია ამ გზებზე ამ ორ თვეში, ისინიც დამეთანხმებიან. ზოგს ადგილას ისე გაფუჭებულია გზები, რომ არამც თუ ეტლს, ცხენსაც არ შეუძლიან გაიაროს. მაგალითად: თქვენ მიბძანდებით თელავიდამ ს. ახმეტაში. ამ გზაზე შეგხვდებათ არა ნაკლებ ოც-და-ათის ბოგირისა, რომელთა შორის ოთხიოდე ქვით-კირისაა, დანარჩენი კი ხისა. ამ ბოგირეიში სამი თუ ოთხი თუ იპოვება, რომელზედაც შეიძლება ეტლის გატარება, — დანარჩენი კი ღმერთმა შეინახოს! ასე ნაირად არიან ჩამტვრეულნი და ჩანგრეულნი, რომ პირ-და-პირ გასვლის მაგივრად ურემმა და ზოგჯერ ცხენმა ოც და ორმოც საჟენზე უნდა მოუაროს თავში ან ბოლოში ბოგირს და ისიც — ვინ იცის მშვიდობიანად გავა თუ არა?! ესევე შეგვიძლიან ვსთქვათ გომბორის გზებზე. დავიჯერო, რომ იმათ, ვისიც ჯერია, არ იციან ეს ამბები. იციან, ბატონებო, მაგრამ გული უნდა გულობდეს, რომ მჭადი ორის ხელით იჭამოს.
ჩემის აზრით, გზებზე ხის ბოგირების მაგივრად, რომლებსაც წელიწადში ორჯელ მაინც უნდა გამოეცვალოს ფიცრები, სჯობია, რომ ქვით-კირის ბოგირები დააკეთონ, რადგანაც თითქმის ერთი და იგივე ფასი უნდება. თუნდა, ვსთქვათ ერთის ქვით-კირის ბოგირის გასაკეთებლათ ორი ფიცრის ბოგირის ფასი მოუნდეს. ქვით-კირის ბოგირი მკვიდრია და გამძლე, ხის ბოგირს კი ყოველთვის ხელახლად ცვლა და კეთება უნდება — ეს რომ სახეში იქონიოს კაცმა, ბოლოს და ბოლოს ის გამოვა, რომ ქვით-კირის ბოგირი თუ არ ნაკლებ-მეტად არ დაჯდება ხის ბოგირზედა. ქვით-კირის ბოგირები მეორე მხრითაც კარგია: ვინც კახეთში ყოფილა, ეცოდინება, რომ აქ ბლომა დაქანებული ხევებია, რომლებიც წვიმების დროს ნიაღვრის წყლით აივსებიან ხოლმე და ხის ბოგირებს ადვილათ გლეჯს. ქვით-კირს ასე ადვილად ვერ გააფუჭებს, მეტადრე მაშინ, თუ გვერდებზე გოდორ- ყურები აქვთ...
X
ბევრი ვაი-ვაგლახის და ყვირილის შემდეგ გაზეთებში, თელავში გახსნეს აფთექა. ყველა დიდის სიამოვნებით მიეგება ამ კეთილს საქმეს და ეგონათ, რომ ეს არის, ეხლა კი გვეშველება მატყუარა და ცრუ ფერშლებისაგან, რომლებიც დიდს სასყიდელს იღებდნენ (ეხლაც იღებენ), ტყუილ-უბრალო წამლებში (წამლებს კი არა ან ბალახს რასმე, ან მიწას), და ავად-მყოფს ასმევდნენ ძვირად მოსარჩენად და ხშირად კი სასიკვდილოთ. მაგრამ საუბედუროდ ვერც აფთექამ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი. აფთექა აი ეს რვა თუ ცხრა თვეა რაც დაარსდა თელავში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ თელაველების გულის ტკივილს წამლად ვერ დაედო. მართალია, თუმცა თელავის აფთექამ გაუადვილა საზოგადოებას „ნამდვილის“ წამლების შოვნა, მაგრამ ვაი ამისთანა შოვნას, როგორც ვშოვობთ ჩვენ თელავის აფთექიდამ! აი რაში მდგომიარებს საქმე: ვისაც კითხავთ, ყველა იმას ჩივის, რომ საშინლად ბევრს სასყიდელს იღებენ წამლებშიაო, თითქმის ტფილისის კვალობაზედ აქ სამჯერ მეტად ისყიდება წამლები. ვინ არის მოჩივარი? თუ ვინმე ხმა გასცა აფთექარს, რომ ძვირად ჰყიდი წამლებსაო.. არც კი მიჰყიდის და! ეს კიდევ არაფერი. ჯანი გავარდეს სიძვირეს, როცა საჭიროა, ოღონდ ყოველთვის შეგეძლოს შოვნა წამლებისა. ვსთქვათ შეგიწუხდათ ვინმე სახლში და წამლებისთვის გაიქეცით. აფთექაში, მიხვალთ და უკანასკნელი სამი საათი უნდა უცადოთ, მინამ აფთექარს იპოვნიან. მაშ სად არის, მკითხავს მკითხველი, — აფთექარი ხომ განუშორებელად უნდა იყოს აფთექაში? — მეც ამას ვსჩივი და ვსტირი, ჩემო მკითხველო რომ „განუშორებელის“ მაგივრად „გაშორებულია აფთექას ჩვენი ჰაი აქეთ, ჰაი იქით, ეძებენ თავგადაგლეჯილი აფთექარს! როდის-როდის, იპოვიან სადმე ქაღალდის (სათამაშო) სტოლის წინაშე და მოიყვანენ (თუ წაგებული აქვს ფული, იქნება არც კი წამოვიდეს). ახლა რამდენიმე საათი წამლის შეზავებას მოუნდება და ამ დროს განმავალობაში ავადმყოფსაც თავისი დაემართება! ვართ ამ ვაი-ვაგლახში და „სად არის ხელი მსხნელისა!“ ჩვენის პოეტისა არ იყოს. ქრისტიანები არა ხართ, გვიშველეთ რამე და დაგვიხსენით ამ „ფული-ყლაპიასგან.“ კეთილს საქმეს იზამს, ვინც თელავში გამართავს აფთიაქის ნივთების მაღაზიას (Магазинъ аптнкарскихъ товаровъ). იქნება მაშინ მაინც გაგვიიაფდეს წამლები და ამ აუარებელ სიძვირეს გადაგვარჩინონ. ამ სავაგლახო დროს ხორაგის სიძვირეც გვეყოფა... ჰო, მართლა, კინაღამ არ დამავიწედა ქაღალდს, ბატონებო, მარტო ჩვენი პატიოსანი აფთექარი კი არ ეწყობა, თითქმის მთელი თელავის „მაღალი“ (თუ არის) საზოგადოება. თუ მცირე აზიაში და დუნიაზე გაცხარებული ბრძოლაა გაცხარებულის იარაღით — თელავში ბრძოლა ქაღალდით არის. განა თელაველები ამ გვარი საქმეებში დაუარდებიან ვისმეს თუ! ერთი კი დაიძახოს ვინმემ, რომ აქაოდა აქ ამაღამ „იარალაშის,“ ან „პრაფერნსის“ თუნდ „სტუკოლკის“ თამაშობაო, თორემ სხვა არაფერი უნდათ თელაველებს: ისე გაიქცევიან, რომ „კუდით ქვას“ ისვრიან!
X
ვიშ ამ ზამთარსა! გაგიგონიათ ამისთანა სუსხი ზამთარი კახეთში, ნამეტნავათ გამოღმა?! ოთხს და ხუთს ქრისტიშობისთვეს ისეთი ყინვა იყო, რომ თქვენი მოწონებული. ხუთს ქრისტიშობისთვეს კი თოვლი მოვიდა და არ შეწვეტილა ერთს კვირამდინ. ამ ჟამად კახეთში თოვლი თითქმის ერთი მტკავლის სიმაღლეზეა. ეს სუსხი ზამთარი თითქო ომს ეჯიბრებაო. ისეთნაირად სუსხავს ამ ჩვენ თელავის „ნაზს“ ხალხს, როგორც ბერდანკის ტყვია. ახლა რა მოჰყვა ამ ცივს ზამთარს?! ისეთი სიძვირე ყველაფრისა, რომ თითქმის თბილისის სიძვირეს არაფრით ჩამოუარდება! წარმოიდგინეთ, თელავში რომ საჟენი შეშა ორ თუმნათ და ურემი ოთხს და ხუთ მანეთათ იყოს, სხვაგან. ანუ სხვა ცხოვრებისათვის საჭირო ნივთები როგორღა უნდა იყვეს თელავში!.. წარმოიდგინეთ, ძველი დამპალი დოში, (დოში კი არ არის, სხვა რაღაცაა) შვიდ შაურათ არის გირვანქა!.. ორჯელ გელაქნური მოიტანეს (ისიც უგემური) და წყვილი სამ აბაზათ გაჰყიდეს! იტყვის მკითხველი: თუ ასე ძვირი და უვარგია — ნუ იყიდიანო. მაშ, ბატონებო, რა სჭამონ? ლობიო წელს არ მოვიდა კახეთში, ბრინჯიც გაძვირდა — გირვანქა ორი შაურია (თელავში!), კარტოფილი მანეთია ფუთი. ზეთი (მწარე, თორემ ტკბილს აქ ვინ გვაღირსებს) გირგანქა ორი აბაზია! აბა ერთი მითხარით, მკითხველო, რა უნდა ქნას საწვალმა კაცმა, როგორ უნდა იცხოვროს ამ სიძვირეში?! ერთის იმედი გვქონდა. საკლავისა, — მაგრამ ესეც დააძვირეს ამ წყეულმა ღიპიანებმა — ლიტრა ცხრა შაურიდამ უცებ სამი აბაზი გახადეს, — თუ ამას დაგვაჯერეს კარგი კიდევ. აქ თელავში ტაქცია არა გაქვს. ნეტა ამისთანა ყურ მიგდებული და უზრუნველი ხალხი კიდევ იქნება სადმე სხვაგან, როგორც თელავში?! „ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“ გიტყვი მეც ჩვენის პოეტის გულსაკლავის სიტყვითა, გაიღვიძეთ, თელაველებო, თვალები მოიფშვნიტეთ, მიიხედ-მოიხედეთ. დაათვალიერეთ რას შვრებიან სხვა საზოგადოებანი, სომხებს მაინც მიხედეთ და მერწმუნეთ, რომ ისე აღარ იქნებით დაბრიყვებული ვაჭართაგან, როგორც ეხლა... ამ სტრიქონების დამწერს ანდერძთ აქვს მიღებული ქართული ანდაზა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო....“
ქართველი.
1877 წ. 15 ქრისტეშობისთვეს.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
მას აქედ რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალა-უნებურად დაემორჩილა ხალხის ნებას და იქ რესპუბლიკელი სამინისტრო შეჰსდგა, ევროპას ერთი დიდი ლოდი აეხსნა გულიდამ და ამის გამო ამ მხრით მოცლილმა ევროპამ სრული თავისი ყურადღება ეხლა აღმოსავლეთის საქმეს მიაქცია, ქვეყნის ჭირად და ტკივილად დღეს , მარტო ეგ საქმეა, ხმალ-ამოღებით კარზედ მომდგარი. - გინდა თუ არა პასუხი უნდა გაჰსცე. ყველანი ეხლა ამას ჰკითულობენ: როდის, რით და სად უნდა გათავდეს ეს ნაღმზედ მოარული საქმე. ყველამ იცის, რომ ცოტაოიდენი შეცდომა, გაუფთხილებლობა, ნახტომის შეშლა სამყოფია ამ ნაღმის ასაფეთქად და მთელის ევროპის ერთმანეთთან შესაჯახებლად. ყველამ იცის და ვისაც ძვირად უღირს ადამიანის სისხლი თრთის ამ საშინელის შემთხვევის მოლოდინითა. დიპლომატიამ თავისი ქსელი გააბა კიდეც და აფეთქებს ნაღმს თუ არა — არავინ იცის. გაზეთები კი, რომელთაც ჯერ ხელში ვერ ჩაუგდიათ რა გულდასაჯერი, ჭორიკანობით შეჰქცევიან, ზოგი რას ამბობს ზოგი რას.
გაზეთების სიტყვით, — ინგლისის ელჩი სტამბოლში ლეიარდი ძალინ ცდილობს თურმე, წააქეზოს ოსმალოს მთავრობა ომის გასაგრძობად. შეიხ-ულ-ისლამი ოსმალეთისა წინააღმდეგია რუსეთთან მორიგებისო. გაზეთს „Times“ სტამბოლიდამ ჰსწერენ, რომ აქ ომის მომხრენი იმედეულობენო, რომ საფრანგეთი ინგლისს მიუდგებაო და დაუყოვნებლივ საომარს ხომალდებს ბოსფორში ორივ ერთად გამოჰგზავნიანო. ოსმალთ დიდი იმედი აქვთო, რომ იტალიაც და ავსტრიაც საფრანგეთს და ინგლის მიუდგებიანო, იტალია იმიტომაო რომ მის თვის საჭიროაო ზღვის ნაპირები დაიცასო და ავსტრია კიდევ იმის გამოო, რომ ვენგრია ძალას ატანსო. გაუმართლდება ოსმალოს ეს იმედები თუ არა, არ ვიცით. მაგრამ, ვინ იცის, იქნება ამაში ზოგიერთი რამ უსაბუთოც არ იყოს. გაზეთის „Times“-სისვე კორრესპონდენტი ვენიდამ იწერება, რომ ლონდონის და პარიჟის მთავრობათა შორის ლაპარაკიაო ერთმანეთის მომხრეობაზედ აღმოსავლეთის საქმის გამოო და ბევრად საეჭოც არ არისო, რომ მათ ერთმანეთს მხარი მისცენო, და მოედანზედ ერთად გამოვიდნენო. ამას წინად კიდევ გერმანიაში ერთი ინგლისელი სახელად ბიშონი დაუჭერიათ; გაუსინჯავთ ამასი ქაღალდები და უპოვნიათ აღწერა მისი თუ სად რა ჯარი ეყოლება გერმანიასა საომრად რომ დაიძვრის. გარდა ამისა უპოვნიათ პლანები სამხრეთ- გერმანიის ციხე-სიმაგრეებისა, რომელნიც საფრანგეთის მესამზღვრე მაზრებში აქვთ გერმანიელთ. სულ ეს ქაღალდები და პლანები საფრანგეთისათვის არიან თურმე ნასყიდნი ერთის პრუსიის, სამხედრო წოდების, მოხელესაგან. პრუსსიელნი გაბოროტებულნი არიან თურმე საფრანგეთის ამისთანა საქციელზედ და ელიან, რომ იქაურმა მთავრობამ ამაზედ ხმა ამოიღოს. ჯერ ბერლინში ამ ამბავს ყურიც არ ათხოვეს და როცა შეიტყვეს, რომ ყოველი ესე საფრანგეთისათვის ყოიფილა დანიშნული, მაშინ კი დიდი ყურადღება მიაქციეს.
იქნება ყოველს ამაში ერთი იოტიც მართალი არ ერიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ მომახჩვავი ხავს ეჭიდებაო. და ოსმალოც ამ ხმებით გულს იკეთებს და რამდენადაც ამისთანა ხმები ხშირია, იმდენად იგი უფრო მაგარზედ დგება: არას გზით არა ჰსჩადის, რომ მიჰმართოს პირდაპირ რუსეთს უშუაშულოდ და შერიგება ჰსთხოვოს, თუმცა უფრო მეტმა ნაწილმა ევროპიის სასხელმწიიფოთა ეს ურჩიეს.
ივერიის მკითხველთა მოეხსენებათ, რომ პლევნის დაცემის შემდეგ ოსმალომ ყოველს უმთავრესს სახელმწიფოს შუამავლობა სთხოვა და შეუთვალა მარტო - თქვენის სიტყვით და თანა დასწრებით მოვურიგდებიო რუსეთს. ინგლისის გარდა, ყველამ უარი შაუთვალა და ზემოხსენებული ურჩია. ინგლისმა კი პასუხი დაუგვიანა და ეხლა გაზეთები ამბობენ, რომ შუამავლობა უკისრნიაო. მაგრამ არავის კი სჯერა, რომ მაგ შუამავლობით გამოვიდეს რამე.
ჩვენის ფიქრით, ყოველივე ეს არაფერი საბუთია არც ჰოსთვის და არც არასათვის. საქმე ინგლისის პარლამენტია, რომელიც ლორდ ბიკონსფილდის მოწოდებით ჩვეულებრივს გადაზედ ადრე უნდა შეიკრიბოს. დიდს სჯასა და ბაასში არიან საზოგადოდ ევროპაში და განსაკუთრებით ინგლისში მასზედ, თუ რა საჭიროებამ იძულებულ ჰყო ინგლისის პირველი მინისტრი რომ ეგრე ადრე ჰკრებს პარლამენტსა. მშვიდობის მომხრენი ინგლისელნი ბევრს ცდილობენ, რომ ხალხი მოამზადონ და პარლამენტში პირველს მინისტრს სიტყვა არ გააყვაინონ ომში ჩარევისათვის, რაც დიდი ქალაქებია, სულ ყველას შეუთვლია ინგლისის მთავრობისათვის, რომ ომისაგან დაიხსენითო ჩვენი ქვეყანა და ნეიტრალიტეტს ნუ დაარღვევთო, ლიბერალთა დასი აფთხილებს ხალხს, არამც და არამც ომში ჩარევის ნება არ მიჰსცეთო. მთავრობას, რადგანაც ინგლისისათვის ჯერ საზიანო არა მომხდარა რაო. თუმცა ჭირვეულს ლორდ ბიკონსფილდს ომისთვის გული მიუწევს, თუმცა თვითონ ინგლისის დედოფალი ვიქტორია რუსეთის წინიაღმდეგია და ბიკონსფილდის პოლიტიკას თანა-უგრძნობს, მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ მაშინ როცა სამინისტროს წინააღმდეგი ლიბერალთა დასი ამდგენს ღაღადებს, სამინისტროს მომხრენი ამ უკანასკნელ დროს გაჩუმებულნი თურმე არიან. ეს თვით ინგლისშიაც ყველას უკვირს და რას მოასწავებს არ იციან. ყველას ამის იმედი კი აქვს რომ პარლამენტი შეიკრიბებო და მაშინ ყველა დაფარული გამოცადდებაო.
ჩვენა გვგონია, რომ თვითონ ოსმალოც ამ პარლამენტს შეჰყურებს და თუ ამ ჟამად საქმეს იჭირებს და რუსეთს არ ურიგდება იმისათვის, რომ ომს იმ დღემდე მიახწევინოს, ვიდრე ინგლისის პარლამენტი თავისას იტყვის. თუ პარლამენტი ბიკონსფილდს პოლიტიკას მოუწონებს, მაშინ ოსმალოს იმედი ექმნება, რომ ინგლისი ომში ჩამომეშველება და საქმე გამიკეთდებო, თუ არა და, იმედს გადიწყვეტს, პირ-და-პირ რუსეთს მიმართავს და შერიგებას ითხოვს. ჯერ ინგლისიდამ რაც ამბები მოდის, უფრო დასაჯერია, რომ პარლამენტი დაუწუნებს პოლიტიკას ბიკონსფილდსა. ამბობენ თუ ეს მოხდაო, ბიკონსფილდი გადააყენებს პალატასაო დ ამ სახით ინგლისის ხალხს დაეკითხებაო. თუნდ რომ მოუწონოს კიდეც და მარტო ინგლისმა გამოილაშქროს ვითომ რუსეთისთვის ეგ შიშს რასმეს მოასწავებს? ინგლისი ზღვის სახელმწიფოა, რუსეთი ხმელეთისა, ერთ-მანეთზედ კარგა მანძილზედ დაშორებულნი არიან, როგორ და რით მისწვდებიან ერთმანეთს? ბისმარკს კი უთქვამს ამას წინად „თევზი და დათვი ერთმანეთს ვერას დაუშავებენო.“ ჩვენ კიდევ მაინც იმ აზრზედ ვდგევართ. რომ თუ ინგლისმა ომი მოიწადინა, მარტო არ გამოვა მოედანზედ და თუ ვისმე ჩაიყოლიებს, მა შინ ევროპა ერთი-ერთმანეთს დაეჯხება.
ამ ბოლოს დროს კი ტელეგრამმა მოვიდა ვენიდამ. რომ ინგლისის მთავრობაც დათანხმდა სხვებსა, რომ ოსმალომ პირ-და-პირ რუსეთს მიმართოსო და მარტო ამ ორმა ერთმანეთში დაასკვნან შერიგების პირობანიო. ეს ამბავი რომ გამართლდეს, შერიგების საქმეს საიმედო გზა გაეხსნება.
- ომებზედ ჯერ არ ისმის რა იმისთანა, რომ დიდად შესანიშნავი იყოს. ამ ზამთრის სუსხმა და ახლის შეტაკებისათვის მზადებამ შეაყენა, ჯერ ხანად მაინც, თოკისა და ზარბაზნის გრიალი. საზოგადოდ ოსმალნი უკან იწევენ დუნიაზედ და რუსნი წინ მიდიან. შესანიშნავი ამ ბოლოს დროს ის მოხდა, რომ რუსებმა სოფია დაიპყრეს. აქ ჩვენკენ კიდევ, ერთის ინგლისის გაზეთის სიტყვით, ის მოხდა, რომ არზრუმისათვის ჩვენებს ალყა შემოურტყავთ და ყოველი გზები შეუკრავთ.
![]() |
3 ომალოს საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
ომალოს საქართველო[1]
ა) გვარეულობანი.
ა) გვარეულობანი.
საზოგადო მიმოხილვის შემდეგ ოსმალოს საქართველოს ნაწილებისა, საჭიროდ მიგვაჩნია იქაურ თავადთა და აზნაურთა გვარნი მოვიხსენოთ. ამ გვარეულობათაგან მრაკალნი მოიპოვებიან რუსეთის საქართველოში, ქართლ-კახეთში და იმერეთ-გურია-სამეგრელოში. როგორც წინა წერილებში მოვიხსენეთ, აქამომდე ზოგთ ახლო მონნათესავობა აქვთ და თუ დაშორებულა, ხსოვნა და მეგობრობა დარჩენილა, როგორც ჩვენში რუსეთის საქართველოს ძველ გვარეულობაში დარჩენილია და ახსოვთ წარსულის ცხოვრების ამბავი, ისტორიული შემთხვევა და ზოგჯერ მირიადაც სახელოვანი ღვაწლი, იმ გვართვე დარჩენილა ოსმალოს საქართველოში. ეს მოთხრობა გვარეულობის წარსულის ცხოვრებისა და ეს ერთობა გვარეულობათა ოსმალოს და რუსეთის საქართველოისათა ისეთი დასამყარებელი საძირკველია, რომელსაც შეუძლია საქართველოს ორთავე ნაწილის დაახლოვება და სულით შეერთება.
ძველი ქართველური პატივისცემა და სიყვარული გვარეულის სისხლისა და ნათესაობისა ოსმალოს საქართველოში დღეს უფრო ძრიელად დარჩენილა, ვიდრე ჩვენკენ იმერეთში ანუ ქართლ-კახეთში. ოსმალეთის საქართველოს გვარეულობის ოჯახნი ერთმანეთის პატივისმცემელნი და ყოვლისფრით შეკავშირებულნი არიან. ამ გვარეულობის პატივისცემას და ერთობას აძრიელებს სისხლის აღება, რომელიც იმ გვარათვე ძლიერათ არის დარჩენილი, როგორც ძველათ საქართველოში ყოფილა და ამ ჟამათაც ზოგ ჩვენ მთიულ ხალხშია, გვარეულობაში თუ კაცი მოკლეს, მთელი გვარეულობის კაცნი ვალადა რაცხვენ, ვისაც სისხლი მართებს, იმისი სისხლი აიღონ. ამას მოჰყვება და ახლა მეორე გვარეულობის კაცი პირველსა სდევნის და ასე ამგვარათ ერთი გვარი მეორეს ემტერება. ეს გარემოება თუმცა სხვა და სხვა გვარეულობაში მტრობას აგდებს, მაგრამ მეორეს მხრით ერთის გვარის კაცთა ერთმანეთთან ძალიან აახლოვებს. ხოლო ჩვენდა სასიამოვნოთ უნდა ვთქვათ, რომ სისხლის ჩამოვარდნა ხშირი არ არის, თუმცა კი მაინცა და მაინც არის. ეს ჩვენ მოვიხსენეთ, როგორც მიზეზი ერთის გვარის ოჯახთა დაახლოვებისა.
არის კიდევ მეორე მიზეზი: მარტივი, უბრალო, წუხდენელი და გაურევნელი ხასიათი ოსმალოს საქართველოს ხალხისა დავისა და ჩხუბის სიყვარული, ჭინჭყლიანობა ერთმანერთის წაცილება, შური, გულღვარ-ძლიანობა, მუქთა-მჭამელობა და ამათგან დაბადებული ათას გვარი ბიწიერება და საძაგლობა ხალხში იშვიათი შემთხვევაა. პირიქით მხნეობა, შრომის მოყვარება, ძმობრივი სიყვარული, ერთმანერთის შემწეობა, გულ წრფელება, პურადობა, პირობის გაუტეხლობა და ასრულება, ეს ყოველი საყვარულის და პატიოსანის ზნის ხალხად სდის ჩვენს დაშორებულ ძმებსა. რასაკვირვული საცა ამისთანა ზნის ხალხია, ერთის გვარეულოს ხალხის ჩამომავალს კაცებსაც ერთმანერთის სიყვარული, ერთობა და პატივისცემა ექნებათ.
სწორედ ეს არის მიზეზი, რომ რუსეთის საქართველოში მოსახლეთ სახლიკაცების მოყვრობას არ ივიწყებენ და როდესაც ღონისძიება აქვთ, შემთხვევას არ დააგდებენ, რომ სახლი-კაცი არა ნახონ. გაგვიგონია ესეთი შემთხვევა, იქაურ კაცს გვარი შეეტყოს შემთხევით სამძღვართან ახლოს მყოფ-კაცისა, გადმოსულიყოს და ან შვილი მიეგზავნოს სახლი-კაცის სანახავად და მოსაკითხად, — ჩვენის მხრის კაცს კი არა სცოდნოდეს. ან კიდევ ისეთი შემთხვეკა ყოფილა, რომ მხოლოდ გვარი შეეტყოს სამზღვარს იქითა კაცსა და აქეთა მხრის კაცის სანახავათ თვითონ წამოსვლა ვერ შესძლებიყოს და თავისთან მიეწვივოს, ნახვა მსურსო. გურულებს და ქობულეთლებს ერთმანერთში მისვლა-მოსვლა ხომ უფრო გახშირებული აქვთ, როგორც ახლო მეზობლებს.
სამწუხაროთ ჩვენდა გურულებს გარდა სამზღვარს აქეთა გვარეულობანი არ უჩენენ ისეთს პატივისცემას და სიყვარულს სამზღვარს იქითა საქართველოს თავის სახლის კაცებსა, როგორც სიმართლე მოითხოვდა. სიყვარულს და მეგობრობას, სიყვარული და მეგობრობა უნდა. თუ ამისთანა პასუხს არ გავცემთ, ჩვენთვის დიაღ სირცხვილი და საძრახისია. იქაური სახლიკაცი ჩვენებურს იწვევს იპატიჟებს, კაცი გამოუგზავნია და ჩვენ პირს ვარიდებთ; ან აქეთ გადმოსულა და ჩვენ მარტივის, შინაურულათ მოყვრულათ მიღების ნაცვლად, ცივათ ვეპყრობით, მედიდურათ შემოგვყვს სახლში, თითქოს სამადლო საქმეს ჩავდიოდეთ, თითქოს ვამწტრალებთო. ამისთანა მოპერობა, რასაკვირველია, ჩვენი დასამცირებელი საქმეა, ჩვენს გულწუწკობას აჩენს და პატიოსანის გრძნობით აღვსილ კაცს გულს ვაყრევინებთ, ძმობაზე გულს უტეხთ და დაშორებასა ვნერგავთ. როდესაც სამზღვარს იქითა კაცი გვიწვევს, და ჩვენ პირს ვარიდებთ, ეს მეტად დიდი დანაშაულობაა. გაგვიგონია, რომ როგორც სამსახურის კაცს ზოგს მორიდებიათ გადასვლა და სახლიკაცის ნახვა. ეს სწორედ საცინელი ამბავია, ამიტომ რომ ძველ დროში თუ სამზღვარზე გადავსლა დიდ დანაშაულობით მიაჩნდათ, ეხლა პირ-იქით ყოველს ცოტაოდე განათლებულ კაცს თითქმის ვალად მიაჩნია სამზღვარს გარეთ გასვლა და უცხო ქვეყნების ნახვა. ამოდენა ჩინოვნიკობა და ვაჭრობა სულ სამზღვარ გარეთ არ გადიან და გამოდიან? ამ გვარათვე ყოველის ქვეყნის კანონები, გვარეულთა სახლიკცობას და ნათესაობას დიდს პატივსა სცემს.
სახლიკაცების მისვლა-მოსვლა, როგორც საზოგადოთ ქართველობისათვის სასარგებლო იქნება, აგრეთვე მოსამზღვრე მეზობლობისათვისაც სასარგებლო იქნებოდა. სახლიკაცების დაახლოვება სხვებსაც დააახლოვებდა და მისვლა-მოსვლით ვაჭრობა გახშირდებოდა; ამით ხალხში სიმდიდრე შევიდოდა, გზები გაკეთდებოდა. ერთმანერთისაგან ცხოვრების გამოსვენებულს ისწავლიდნენ, საზოგადოთ ხალხის მდგომარეობას ამაღლებდა და ქართველებში ძმობა ჩამოვარდებოდა. სამზღვარზე ცარცვა, ქურდობა, კაცის კვლა და სსვა ავკაცობა გაქრებოდა და მშვიდობიანობა იქნებოდა ისე, როგორც განათლებულ ქვეყნებში სამზღვარზე მცხოვრებელ მეზობლებში არის ხოლმე. ომიანობის დროს თუ საომრად გამოყვანილი იქნებოდნენ ეს მოსამზღვრე მეზობლები, ომს მხეცურ ბრძოლათ მაინც არ გახდიდნენ და იომებდნენ ისე, როგორც საზოგადო ომის კანონები მოითხოვს: უიარაღო კაცი ხელუხლებლად დარჩებოდა, სახლი და ყანა არ დაიწოდა, ტყვეთ ჩავარდნილ და დაჭრილ კაცს არ მოკლავდნენ და აღარ გასტანჯავდნენ.
აი რა მიზეზია, რომ გვარეულთა ერთობას და კავშირს დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ. იმათს ერთობას სასწაულთ მომქმედი ძალა კი არ ექნება, მაგრამ იმდენ ღირსება აქვს, რომ დაშორებულ ძმების დაახლოვება და მისვლა-მოსვლას საკმაოდ მკვიდრს საფუძველ დაუდებდ.
ერთის მხრითაც ჭკუისათვის სასწავლებელ საქმეს ვხედავთ. სამზღვარს იქითა ქართველი რამ სიშორე ადგილიდამ დაეძებს და სწყურიან თავის გვარეულის სისხლის კაცი ნახოს, შრომას ეწევა ამისთვის. არც უნა ხავს ეს კაცი, არც იმის ავ-კარგი გაუგონია, მხოლოთ გაუგონია, რომ ჩემის მამა-პაპის სისხლი უბრუნავს და იმისი გვარ-სახელი ჰქვიანო. აქ სამზღვარს აქეთა ქართველები, ერთს სოფელში, სახლი-სახლთან, გვერდი გვერდ მცხოვრებელნი ისეთს დავებსა ვმართავთ, რომ საშვილიშვილოდ ჩვენი ჩამომავალნი ერთის სისხლისან ერთმანერთს გადავკიდოთ, მტრობა ჩამოუგდოთ და ერთ-მანერთის სისხლის მსმელნი გავხადოთ, რა განსხვავბაა სამზღვარს იქითი ქართველები უფრო ძველის პატივცემულის ზნისანი ყოფილან. ძველ ქართველობაში ერთ გვარეულობაში მტრობა არ იქნებოდა, მართლა ნამდვილი ოჯახობა ჰქონდათ, ნამდვილი სახლი-კაცები იყვნენ ამიტომ მართლა რომ ოსმალოს ქართველთა გვარეულობის სიყვარული ჩვენთვის სამაგალითოდ სასწავლებელი და მისაღები ყოფილა.
რაც იქ გვარნი არიან თავადთა და აზნაურთა, დღეს ჩვენში იმათგანი მრავალი ქართლ-კახეთში, იმერეთ-გურიაში და სამეგრელოში მოფნილია. ეს გარემოება ადვილად ასახსნელია იმით, რომ სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გარემოების მიზეზით ზოგნი აქედგან გადასულან და ზოგნი იქიდგან გადმოსულან. ბევრს მათ განს ახსოვს როდის, რა მიზეზით და რომელ თაობას თავი დაუნებებიათ თავის ბინა ადგილისათვის. ამ ამბებში ისტორიული ამბები ხშირია და ამის გამო. ზოგიერთის გვარეულობის მოთხრობა მთელის მხრის ისტორით გამოდგება. ზოგიერთი ამ გვარი რამდენიმე მოთხრობა ჩვენს მიმოხილვის წინა წერილებში გვქონდა.
აქ მოგვაქვს გვარნი ჩვენებულნი პატივცემულის თ. რაფიელ ერისთვის სტატიაში: „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე.“ (ნახე „დროება“ 1878 წ. №№80 და 81.) იმასვე ეკუთვნის აგრეთვე აღნიშვნა გვარებისა, რომელნიც სამზღვარს აქეთაც საქართველოშიაცა სახლობენ, რომლის ჩვენებისათვის გულითად მადლობას ვუძღვნით.
ქობულეთში: თამაზიშვილი, იმნაიშვილი, ბეტუკაშვილი, მაქვანაძე, ხუტულაიშვილი, დადიანიშვილი (ამას შემდეგნი აგრეთვე გურიაშიაც არიან) ჯაში, დუმბაძე, გუგუნავა, ჭყონია; აგრეთვე გურიაში და ქვედა აჭარაში) თავდგირიძე; (ქართლში) ქარცივაძე; (იმერეთში) გეგიძე; და სხვანი.
ზედა-აჭარაში შავაძე ალეძიძე, კარჭალაზე (ქართლის) ხიმშიაშვილი, იმნაძე, კორინთელი; (გურიის) აკაიძე, ბერიძე, (იმერეთის) მიქელაძე; და სხვანი. ქვედა-აჭარაში: (აგრეთვე გურიაში) თავდგირიძე, სურმანიძე.
შავშეთში: ათაბაგი, თევთიძე, გუჯაბიძე, ღოთაიძე, პანჩაძე, ომაშიძე, სოლნეიძე, საღარიძე, ლასურიძე, ბასალაძე, წიქარიძე; (ქართლის) ერისთავი, ხიმშიაშვილი, კოპაძე, ავილიშვილი, შალიკაშვილი; (გურიის) ბერიძე; (იმერეთის) თურმანიძე; და სხვაი.
არდანუჯში: კავკასიძე (არიან ქართლში, დუშეთში).
ლივანაში: ვაშალიძე, კვირისიძე, ძველათ მაჭახელას მფლობელი; ზაქარისძე, გვარელაძე, ირემაძე, ათაბაგი; ათაბაგების ჩამომავალნი აგრეთვე სცხოვრებენ ახალციხეს, შავშეთს სოფელ ოქრობაგეთში, ართვინში; პარხალში ღებრაძე; და სხვანი.
არტაანში: (სომხითის) ორბელიანი.
ფორჩხაში: გოჩინაშვილი, გაგნიშვილი, ბერიძე, ამიშვილი, ცერცულიშვილი; (ქალაქში) ქართველიშვილი; ქართლში) ბიაშვილი, და სხვანი.
ჩაქვში: ბეჟანიშვილი, ქიქავა, სამებაშვილი; (გუიისა) ხალვაში.
ბათუმში: (აფხაზეთ-სამურძაყანოსი) შარვაშიძე; სამეგრელოსი) ქორქია, კოკაია, ღვამიჩავა.
ჭანეთში: მოურავიშვილი, შინ-ოღლი (აფხაზეის) ჟორდანია ანუ ჟორდან-ოღლი.
უნდა დავიხსომოთ, რომ გვარები სულ ცოტა ვიცით და ეს მოხსენებულნი თითქმის სულ თავად-აზნა რთა გვარებია.
ბ) ქალაქები და სოფლები
წიგნიდამ „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“ და რაფიელ ერისთავისა ზემოხსენებულ წერილიდამ მოგვაქვს სახელწოდება ქალაქებისა და სოფლებისა.
ქობულეთის მაზრაში: ქაქუთი, ჭახათი, ტეყმაგრა, ხინო, (აქ საეპისკოპოზო ეკკლესია ყოფილა), ხუცუბანი (საყდარი თეთროსანი) ზემო ქობულეთი, ქვემო ქობულეთი ანუ ჩურუქ-სუ, ციხისძირი ანუ ქაჯეთის ციხე, დაგვა, ზერაბოსელი და სხვანი.
ბათუმის მაზრაში: ბათუმი, ქალაქი ნავთსაყუდელი; ჩაქვი, — გოგირდის თბილი წყლებია; კასაბური, მარადიდი და სხვანი.
ლივანის მაზრაში: ჭოროხის მარჯვენა მხარეს, ართვინი, ქალაქი 2000 სახლით, აქედამ ბათუმამდე ჭოროხი ნავით სავლელია; არტანუჯი — 500 კომლით, უფრო სომხები არიან. სოფლები: ბაცა — 25 კომლი, კაპარია, ოპიზა (12 კომ. ძველი ეკკლესია ნათლის მცემლისა). ფორა, ჩიმარუკი, წყალ-თბილა, ბერთა, დოლისხანა (საყდარია და ჩინებული ყურძენი მოდის), ტოლგო ეგლეზე, ვარაჟღანი, ვაზრია, ბაღინი, თაოსკარი (თავსკერ ტაოსკარი), შუახეკი, კლასკური, ოთინგო (თბილი წყლებია), კინცხურეთი, ზედობა, ხება იდრიკა, ხინწკანა. ოღნაური ჭოროხის მარცხენა მხარეს: ორჯოხი, ცხრია, გულჟანი, ნაჟვია, ხათილა, ნაღვარევი, ომანა, დამპალა. ნაზნარი კანარია, წითლისაგარა, ჟღო, სველიანა, ხავთი, ხარავლი, შავგულა, კართხელი, არაბეთი, ახიზა, მუკერი, ჩარა. აგრეთვე ჭოროხზე და არტანუჯ-ლივანაში: ბაცა კომლი, ბერთა, წეფთა, პარხალი ანუ პარასლი (200 კომლი, ძველი მშვენიერი ეკკლესია) ბორჩხა 80 კომლი. ჩათი 20 კომლი, ჩიკულითი, ფეთობანი, ნორგილი ჩრდილი, პორტა (საყდრი), ხერთვისი, ლონგოთის ხევი, ხევა, გულოშანა, გულიჯე, მეცეკილი, უტოთი. არაშნი (სუდარია), ტანთოზი (დიდი სუდარი), ხაპთახორი, ღვიმისხანა (ძველად ვერცხლის მადანი ყოფილა), უნისხევი, ვარტელია, ხემეგროტი, მაცალახეთი, იშკინარი, სახრე, კლარჯეთი, თუნთია, ბიჟა, ანაკეთი, ანჭკორა, ოპისჭალა და სხვანი.
შავშეთის მაზრაში: ივლეტი, ყვირილა — 18 კომლი, ახალდაბა — 90 კომლი, შავშეთი — წიკლობანი, ციხია, სოფორო, სამჭედი, მორგელი, ბალვანა, კოშლიეთი, კვატეტრისი, ვერხნალი, ხანთუშეთი, ცეცხლაური, მოროხოზი, ზენდაბა, ცორცელი, იმერხევი — დიდი სოფელი, წყალიმური, იმპრეული, დიობანა, ივეთი ჯვარისხევი, მიქელეთი, ჯინალი და ჩიხტა (60 კომლი), გარკელუპი, უხედა, წითლეთი, ჩვარები ქვემო და ზემო, გარაგატი, ციხიძირი (50 კომლი), ტბეთი — მშვენიერი ეკკლესია, დაბაკეთილი, სათლე (60 კომლი რომელთაგან სომეხ-კათოლიკე 40 კომლი, სომეხი გრიგორიანი 40 კომლი, დანარჩენი ქართველი მამადიანი), წლობანა დაბაწვრილი,მორგელი, შავქედი, ქუჩენი, ბერი, ველი — 12 კომლი, ოქრობაგეთი (ათაბაგები ჰსცხოვრებენ, 70 კომლი სომეხი), მერია, აგარა, მამანელისი, ფსიკიური (25 კომლი სომს კათოლიკე), ჭალეთი, სვირევანი (სურევანი 20 ომლი) ინხოეთი, სანგოტი, მინდობანი, ანკლია, ჩივთლუღი, მოკთა, კარსინა, კონტრომი, სამწყალი, გვარა შენი, ბაცა ანაკერტი, ანჩა (აქედამ მოტანილია პირი- ღვთისის სატი ტფილისს) — ბაძგირეთის ხეობაში სოფლებია: ზიოს, ბაძგირეთი, აგარა, ანდრია წმინდა, ჩიხორი, ჩიხის ხევი, დაბა, უბე, ზაკიეთი, დევაძე, ხემწვრილი, ბელთიეთი და სხვანი. სულ ითვლება 88 სოფელი; ამათგან საკუთრად შავშეთში 36 სოფელია, რომელშიაც 2000 კომლამდე ირიცხება ანუ 14 ათას სულამდე.
აჭარაში: ქვედა აჭარაში: ქედა, საღორეთი, მერისი და მრავალნი სხვანი, ზედა აჭარაში:
ორჯომი — 300კომლი, ვანა, დიდ-აჭარა 120კომლი, დანისპარაული, ბეღლეთი, პაქსაძეები, დიაკონისძები, ხულა (თავი სოფელი, არის შკოლა 50-60 შაგირდით, 7 დუქანია), სხლტა (ძველი სატახტო ადგილი, ძველი ეკკლესია), ჩაო — 50 კომლი, კვატია მერლე — 20 კომლი, ფუშრუკეული - 10 კომლი, კოლოთა, ხიხოძირი - 20 კომლი, სუკანა, ქვემო და ზემო თხილვანა, მანსუი, ბაკო — 12 კომლი, ნიგაზეული, მირეთის ხევში: ციხე, დაჩიძეები, ჯიმიშაური, პაპაშვილები, მახალაკიძეები, მაწყვალთა, კობალთა, კარაპეტი, თუანი, კიძინიძეები და სხვანი.
ჭანეთში: დიდი და პატარა ხემშინი. გონია, არხავე 200 კომლი, ხოფა — 150 კომლი, კისე — 120 კომლი, პირონიტი — 40 კომლი, ათინა — 40 დუქანი, ორთა ხოფა, ვიწე, გარმონია — 200 კომლი, დერბენდი — 95 კომლი, აბუ-ულიე — 140 კომლი, მარადიდი ჭოროხზე, ჩხალა, ჭადა, კაპისრა, ვიჟე, ჩინგით, ლანგრე, ბულები, აბუისლა, ლიმანი — 25 კომლი, მაკრიალა და სხვანი.
საჭირო იყო ზემოსსუნებული ქალაქები და სოფლები ხეობების რიგით ჩამოგვეთვალა, მაგრამ აქამომდე დაწვრილებითი კარტა არ გვაქვს და არა გამო ასეთს ჩამოთვლას უნდა დავკმაყოფილებულიყავით. პ. უ.
___________
1 „ივერიის“ 23 ნომერში წერილი ოსმალოს საქართველო იმაში ორი მეტდომა: გვერდი 6, პირგელ სვეტში, მე–30 სტრიქონი „ჭანეთის ანუ ატონტის მთა — უნდა იყოს „ჭანეთის ანუ პონტოს მთა“. იქვე სტრიქონში: „უმაღლესი 1000 ფულამდე უწევს“ უნდა იყოს: უმაღლესი 10,000 ფუტამდე აუწევს.
![]() |
4 საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო (ისტორიული და ეტნოგრაფიული გამოკვლევა)
II
(შემდეგი)[1]
ზემოდ მოვიხსენეთ მცირე აზია. ეს მხარე ძველად ისე ყოფილა დაკავშირებული კავკაზზე და თვით საქართველოზე, რომ აქ საჭიროა იმას თვალი გადავავლოთ. მცირე აზია, რომელიც ახლა საზოგადოდ ცნო ბილია ანატოლიად, X საუკუნის მწერლის კოსტანტინე პორფიროგენეტის თქმით — ანატოლიის თემად, le thème anatomique (Vivien de Saint-Martin, Nouveau Dictionnaire de Géographie Universelle, 1877, p. 433.), შეადგენს ნახევარ კუნძულს და თითქმის ჩვენ საზღვრად მდებარებს. სამის მხრით ის შემოზღუდულია საშუალო ქვეყნის ზღვით, ეგეის ზღვით ანუ არხიპელაგით, პროპონტიდით ანუ მარმარილოს ზღვით და პონტის ანუ შავის ზღვით. დანაშთენის მხრით იმას უძევს ხმელეთი: ნაწილი სომხეთისა ეფრატის სათავეებში და მესხეთის მთა. მცირე აზია იყოიფება თავრს-აქეთ აზიად და თავრს იქით აზიად. თავრის მთა მესხეთის მთის შუამავლობით უერთდება თვით ჩვენ კავკაზს და მთელს სივრცეზე მოფენილია, როგორითაც ყველა ადგილები მცირე აზიისა, ვულკანებით, რომელნიც ამოწმებენ, რომ ის ცეცხლის მოქმედებით არის ამოხეთქილი დედა-მიწის გულიდამ. მცირე აზია ბუნების თვისებით ჰავით და ნაყოფიერებით დიდად მიემსგავსება კავკასის მხარეებს. შესანიშნავნი იმის მდინარეთაგანნი არიან; უმთავრესი სიდიდით და ისტორიულის მნიშვნელობით ჰალისი ანუ ახლანდელი ყიზილ-ირმაქი, თერმოდონი, ირისი და სანგარიოსი მცირე აზიაში ძველადვე დამარებულა ორ-გვარი შთამომავლობა. ერთს შეადგენდა სემიტური გვარი, მეორეს არიელი გვარი. სემიტნი დაბინავებულან ჩრდილო-დასავლეთის მხარეში; არიელნი კი აღმოსავლეთ-სამხრეთად.
აქ მოვიხსენებთ მხოლოდ იმ ტომებს, რომელნიც ჩვენ ტომთან მცირედ თუ მეტად დამოკიდებულნი ყოფილან.
სემიტები ანუ უკედ ვთქვათ, არამიელები იქ ადგილ-ადგილ შერეულნი ივნენ ერთმანეთში, ადგილ-ადგილ კი შეერთებულნი. სახელი არამაი, არამიელი წარმოსდგა ებრაულის არამ-იდამ, რომელიც ჰნიშნავს მთას, მთიანს ადგილს. არამი უძველეს დროსვე მისთვისებია მცირე-აზიის აღმოსავლეთ ნაწილს და საშუალო ქვეყნის ზღვის მოსაზღვრე თემებს ეფრატამდე და ტიგრამდე. მცირე აზიის არმიელებში ღირს-სახსოვარნი არიან: კაპპადოკიელნი, რომელნიც მკვიდრობდნენ ზღვის პირად, მთა ადგილებში და საშუალ ეფრატისა და ტიგრისა, ქრისტეს შობის წინ მერვე საუკუნეში კაპადოკიელებში დაამყარა თავისი უფლება და ენა მათმაგე მონათესავე ტომმა სირიელებმა. ეს ენა ალექსანდრე მაქედონელის შემდეგ განდევნა იქიდამ ბერძნულმა ენამ. შემდეგ ამ მხარეს უწოდდნენ სპარსები კაპპადოკიადი რომაელები კი ზღვის პირ-მხარეს პონტის კაპადოკიად, მეორე სახელოვანს არამეულს ტომს მცირე აზიისას შეადგენდნენ კილიკიელები, რომელთაც კაპადოკიის მხრივ თავრივე ჰსაზღვრავდა და ასირიელთ ბძანებლობას ქვეშ ორივე ეს ტომი ერთ თემად იყო შეერთებული. ახლა კილიკიაში უმთავრესობს სომხური ენა, რომელიც აქ ქრისტეს შობის შემდეგ მე X საუკ. გავრცელდა. მესამე შესანიშნავ ტომად ირიცხებოდნენ კარიელნი, რომელნიც ბინადრობდნენ სამხრეთად მცირე აზიაში. კარია ძველად იწოდებოდა ფინიკად. თვით კარიელების ერთ ნაწილში ფინიკიელი ენა იყო გავრცელებული. საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ მცირე აზიაში ფინიკიულებმა თავისი კვალი სხვა და სხვა მხარეში დასტოვეს: ნაწილი ლიზიისა იწოდებოდა ფინიკად. როდოსი და სხვა საშუალო-ქვეყნის ზღვის კუნძულები იმათგან იყო კოლონიებად დაფუძნებული. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ცნობები იმ ადგილებზე, სადაც ფინიკიელებს მსვლელობა და აღებ-მიცემობა ჰქონიათ, იმათგანვეა შეკრებილი.
არიელთა ტომთა რიცხვში მიზიელებს და ლიზიელებს ეპყრათ ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. სტრაბონი ორსავე ამ ტომს ჰხადის ფრიგიელებად. საზოგადო ჩვეულებისამებრ ფრიგიელის ტომისა იმათ ჰქონდათ საერთო ტაძრები პირველად იმათ მხარეშივე დაერქო ერთ ადგილს აზია, რომელიც იქიდამ ჯერ მთელს ანატოლიას მიეთვისა, მასუკან მთელს აზიას. თვით ფრიგიელებზე ეს უნდა ვთქვათ, რომ მთელს მცირე აზიაში ისინი უფრო მომეტებულად იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე დანაშთენნი ტომნი. ფრიგიელები იყვნენ გაბნეულნი მცირე აზიის შუა-ადგილებში ჰალისის მდინარემდე და სახლობდნენ მჭიდროდ. იმათისავე ენით მოწმობენ მათს ინდო-ევროპიულს შთამომავლობას; ამ ენის სიტყვები და გრამმატიკული აგეგებულობა მოგვაგონებენ ელლინურს, ძველ ლათინურს. ტევტონურს და სხ. ფრიგიელები განვითარებულან განათლების წარმატებით. სანგარიოსის სათავეებში უჩვენებენ ძველს სასაფლაოებს და სხვა და სხვა გვარ ძეგლებს ფრიგიულის წარწერაებით, თვით იმათი ალფავიტი, რომელიც ახლა თითქმის გარკვეულია, ელლინურს ალფავიტს ემსგავსება[2]. ფრიგიელების მონათესავედ ირიცხებიან სომეხნი. ამის საბუთად მოჰყავთ ჰეროდოტე, რომლის თქმითაც სომეხნი ფრიგიის კოლონიას შეადგენდნენო[3]. სომსურს ენაზე ახალმა გამოკვლევამ დას- დო შემდეგი დასკვნა. მისი საძირკველი და გრამმატიკა ცხადად გვიჩვენებენ მისს ნათესავურს კავშირს ზენდურს ენასთან, თუმცა ამასთანავე ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალ-გვარი კვალია იმისს ლექსიკონში როგორათაც სემიტურის ენისა, აგრეთვე ტურანულისა. მიზეზი ცხადია: დროთა განმავლობაში სომხებზე უმოქმედნი ისტორიულ გავლენას სემიტებისას და ტურნელებისას და ამისათვის შეუძლებელი იყო, რომ ამ გავლენას არ დაეტოვებინა თავისი კვალი იმათ ენაში[4]. თვით სახელწოდება სომხებისა არმენი, არმენია წარმომდგა არია არამ-იდამ, რომელიც ზევით მოვიხსენეთ. ამტკიცებენ, რომ ვიდრე სომხები დაემყარებოდნენ ახლანდელს არმენიაში. ეს სახელი რქმევია იმ ტომს, რომელიც მათ წინად იქ სახლებულა და ამ უკანასკნელის სახელწოდება მიუთვისებიათ იმათაც[5].
რაღა თქმა უნდა, რომ მცირე აზიის ყველა ტომებში უმთავრესს ტომად უნდა ითვლებოდნენ პელაზგები. მართალია, ეს სახელი ძველადვე ამოიკვეთა, მაგრამ მათი მიфოლოგიური გარდამოცემა მათ შთამომავალ-ტომში ელლინებში დარჩა. ზოგიერთნი ამტკიცებენ, ვითომც პელაზგებს ზემო აზიიდამ ურალზე გამოვლით და ვითომც პირველი ბინადრობა იმათ დაედვით ჩვენის კავკაზის ჩრდილო-მხარეში. პელაზგების მისი ანუ ზღაპარ-თქმულება მათ წინაპარად უჩვენებს იაფეტს, რომელიც კავკაზაში თურმე ცხოვრობდა. იაფეტისა დ აზიის შვილი პრომეთეი კავკაზის ქედზე თურმე ყოფილა მიმსჭვალული. აქვე ცხოვრობდა პრომეთეის შვილი და ელლენის მამა დევკალიონი, ვიდრე პელაზგები ვროპაში მიიკრიფებოდნენ, იმათი მოგზაურობა უფრო პონტის ზღვის ჩრდილოეთად ყოფილა; ნაწილი მათი დაბინავებულა მცირე აზიის სხვა და სხვა ადგილებში დასავლეთის მხრით. პელაზგების მიфი წარმოგვიდგენს ყოფა-ცხოვრებას და მოღვაწეობას ძველის გმირებისას ბელლეროფონისას, თეზეისას, ჰერკულესისას და არგონავტებისას. ამ მიфში მოხსენებულნი ღირსსახსოვარნი არიან ამაზონკები. მიфი გვიჩვენებს იმათ მეომარი დედა-კაცებად, რომელნიც თერმოდონის მთა-ღელეებში თურე მკვიდრობდნენ და რომელთაც ჰქონდათ სამი ქალაქი: თემის-ყური, ლაკასტია და ხადესია. იმათგანვე თურმეა და ფუძნებული ეფესი თავისის ტაძრით, კუმესი და სმირნა. ზოგნი მეცნიერნი ფიქრობენ, ვითომც ამაზონები შეად-გენდნენ ინდო-ევროპიულს სკვითებს, ვითომც იმათ კავკაზი გამოევლოთ და მცირე აზიაში დაბინავებულიყვნენ, ვითომც ცხენოსნობაში და შვილდ-ისრის ხმარებაში დიაღ დახელოვნებულნი ყოფილიყვენ, ლაშქრობაში თავიანთ ქმრებს არა ჰშორდებოდნუნ და ვითომც აქედამ წარმოსდგა ზემოდ მოევვნილი თქმულება ამაზონებზე.[6]
იმ სივრცეზე, რომელზედაც, მიфის თქმულებით, განბნეულნი იყვნენ ამაზონები და თვით მათ მეზობელად მკვიდრობდნენ: ტიბარენნი, მაკრონნი, მოსხნი და კოლხნი. რადგანაც ამ ხალხებს თითქმის საზოგადოდ დ ქართველ ტომად ჰხადიას, ამისთვის აქ უნდა მკითხველს ვუჩვენოთ თუ რას მოგვითხრობენ იმათზე უძველესის დროს უცხო-ტომთ თქმულებანი და რა აზრს მიაწერენ ამ თქმულებებს ჩვენს დროში. აქ უნდა ვთქვათ, რომ ძველის ცნობების შემწეობით ახლა ადგენენ კიდეც ისტორიული ატლასეს უძველეს ნათესავთ გეოგრაფიულს მდებარეობაზე. ამ ატლასებში ხსენებულნი ტომნიც არიგ არიან დავიწყებულნი. ამ გვარი ატლასები ჩვენ ორი გვაქვს ხელად: ერთი ეკუთვნის ფრანსუა ლენორძანს, არხეოლოგიის პროფესსორს პარიჟში, მეორე მასპეროს პროფესსორსავე ეგვიპტის ენისას და არხეოლოგიისასა Collége de France-ში. პირველი შეადგენს დამატებას ლენორმანის შრომისას Manuel d Histoire ancien- ne de l Orient, რომელიც გამოიცა სამ წიგნად და თვით შეიცაკს XXIV კარტას. მეორე ატლასი, შემდგარი ცხრა კარტით, ჩართულია მასპეროსავე ისტორიაში. Hisoire_ancienne des peuples de l' Orient ორივე ატლასი ურთ-გვარ წეაროებზეა აშენებული და ერთი მეორეს ეთანხმება მათში უფრო სრულია ლენორმანის Atlas d'Histoire ancienne de l'Orient anterieu- rement aux gueres médiques.“ ამას გარდა ამ შრომაში ავტორი თითოეულის კარტის წეროებსაც უჩვენებს და აღნიშნავს გზებს, რომლითაც ძველ ტომებს ჰქონიათ მსვლელობა. ჩვენის საგნის გასარკვევად საჭიროდ ვრაცხოთ აქ ზოგიერთი ცნობები გამოვკრიბოთ ლენორნანის ატლასიადამ.
პირველი კარტა წარმოგვიდგენს ევროპას და აზიას იმ დროს, როდესაც ქვევნის პირს ჯერ აწინდელი გეოლოგიური მდგომარეობა არა ჰქონია მიღებული „ეს კარტა, დაფუძნებული გეოლოგიურს ცნობებზე, ამბობს ლენორმანი, გამოგვიხატავს ევროპას, აზიას და აფრიკას მაშინ, როდესაც პირველად აღმოჩენილა ადამიანის კვალი დედა-მიწის გულში. საჰარის ზღვა, ვაკე-მინდვრები გერმანის ჯერ ისევ ოკეანით არის გარემოცული. დიდი ბასსეინი (მთა-ღელეები) არალო-კასპიისა და შავი ზღვა შეერთებულნი არიან; სათვები უმთავრესის მდინარეებისა არ შედგენილან; ევროპა და ამერიკა ერთი-მეორესთან არიან გადაბმულნი... ამავე კარტაზეა მოხაზული თვით ის ადგილები, სადაც ძველი გარდამოცემა უჩვენეს სხვა და სხვა ტომთ პირველ ადგილ-მამულს.
მეორე კარტა შეეხება იმ დროს, როდესაც, ძველისავე თქმულებით, ევროპა, წინა აზია და ჩრდილო-აფრიკა მოიფინნენ ადამიანით, როდესაც არიელნი ჯერ ისევ ოქსუსის მთა-ღლეებში მკვიდრობდნენ, როდესაც ხამიტებს და თურანელებს ეპყრათ სხვა და სხვა მხარე, შემდეგ არიის ნათესავისაგან დაჭერილი, როდესაც სემიტები ჯერ არ იყვნენ სამხრეთს არაბეთში და როდესაც ეგვიპტის უძველესი ძეგლები გვიჩვენებენ მოშავო მოდგმას, კატარაკტებამდე გავრცელებულს. შავი ზღვა და კასპიის ზღვა იმ მდგომარეობაში იყვნენ, რა მდგომარეობაშიც ახლა არიან. ჩრდილო და სამხრეთი მხარეები კავკაზისა ჯერ დასახლებულნი არ არიან. ამ დროს უჩვენებენ 2500 წლის წინათ ქრისტეს შობამდე.
მესამე კარტა შეიცავს ეთნოგრაფიას დაბადებისას (მე-X თავი: ნოეს შთამომავლობა). აქ მოსოხს უპრია მთელი ის სივრცე, რომელიც მიჰყვება შავი-ზღვის პირს ჰალისის მდინარით ვიდრე თობელის საზღვრამდე. თობელს უჭირავს აღმოსავლეთი პირი იმავე ზღვისა და ის ადგილები, რომლნიც მტკვარსა და რახს ნუ არაქს შუა მდებარებენ. მოსოხის მოსაზღვრეა აგრეთვე თორღამა და ამის სამფლობელოს შეადგენენ ტიგრის სათავე და არაქსის მარჯვენა მხარე. თუმცა ამ კარტის საფუძვლად ლენორმანი უჩვენებს მსოლოდ მე–X თავს „დაბადებისას,“ რომელიც მოსეს შეუდგენია მე-XVI საუკ. ქრისტეს წინ, (მუხლი 2 დაჳ: ძენი იაფეთისნი ღამერ და მაგოგი და მადაიმ, და იოავან, და თობელ და მოსოს, და თირას და ძენი ღამერისნი ასქანაზ და რიფათ და თორღამა), მაგრამ იმისვე წყაროდ უნდა მიგვაჩნდეს აგრეთვე წინასწარ-მეტყვული ეზეკიელი (მე VI საუკუნეში). იხილე თავი XXVII. მუხ 14: XXXVIII, 3; XXXIX, 1.
მეშვიდე კარტა ანუ ეგვიპტის გეოგრაფია თუთმეს მე-III-ს დროს (1600 წ.) გაგვაცნობს ნომენკლატურას სახელებს) თემებისას, რომელიც ამოიკითხვის იეროგლიფურს მწერლობაში - მუშანე, დაბადების მოსოხი, და რემენე ანუ არმენი.“ ორსავე ამ ნათესავს აქაც იგივე გეოგრაფიული მდებარება აქვს, როგორც წინა კარტაში. აქ, ლენორმანის აზრით, მუშანე შეადგენს თეთრს ნათესავს (არიელებს), რემენე კი მოშავო ფერს ნათესავს (ეфიოპელნი, კუშიტნი და ნეგრნი) და როგორც სჩანს ლენორმანის ფაკტით, რემენების მხარე ძველად ჯერ ისევ სემიტის გვარს უჭირავს და არა არიელ ტომს ანუ ფრიგიელების მონათესავე სომხებს.
მეთერთმეტე კარტა მოჰხაზავს გეოგრაფიას ასსირიის ძეგლებისას. „ამ კარტის ნომენკლატურაც ის არის როგორც გამოსთქვავდნენ ასსირიელები. აქ ნაჩვენები სამ-რიგი საზღვრები ასსირიისა: ა) ბინლიხუსისა და სამურამათის დროს (905-828), ნინევის პირველ დარღვევამდე; ბ) თიგლათფალასარ მე-II დროს (780 — 824) როდესაც დაფუძნდა, უფრო მჭიდროდ ვიდრე წინათ მეორე მონარხია ნინევიისა; გ) ესარ-ჰღადბონის დრო (681— 617), როდესაც სარგონიდების მონარსია აღვიდა უმაღლესს წრეზე. ამ კარტაზეა: შავი-ზღვის სამხრეთით თაბალი, თაბალს შემდეგ მასნაკი, რომელსა უჭირავს ჭოროხის მთა-ღელეები, შემდეგ მუსკაია, სადაც ახლა ქართლ-კახეთია; გიმირრა (კიმრნი), კავკასის კალთებში საქართველოს მხრით; ილლიბი ალაზან-გაღმა მთებში (Illibi, Illipi ოპპერტის გამოკვლევით არის ალბანია ანუ შემდეგ დაღისტანი, Maspero, IHist., 43 n. 4); ურარტი იწყობა იქ, სადაც ეფრატი და ტიგრი ერთდებიან (Ourarti, Ararti არის რარატი დაბადებისა და ალაროდიანი ჰეროდოტესი (VII,407-Maspero, Hist, 399 n. 2). ახლა ზოგიერთნი ევროპის არხეოლოგნი, იმათ შორის ლენორმანი ამტკიცებენ, ვითომც ალაროდიანები იყვნენ ქართველნი, რადგანაც ალაროდიანების ენა ლურსმნებრივს წარწერაებში ვანს გარეშემო. წარმოგვიდგენს ქართულის ენის ფორმებს. Lenorm., Lettres Assyriologiques. 1-re série I, 124-129.
მეცამეტე კარტა: გვიჩვენებს იმ სივრცეს, რომელიც უპყრია ორს მონარხიას ქალდეო. მიდიისას ნაბუხოდოროსსორის (ნაბუქოდონოსორის) დროს (604—561) „აქ მიდიელთ და არიანელთ (არინა) თემების ნომენკლატურა გამოწვრილია ბელისტუნის წარწერიდამ. ქალდეველის თემებისა კი ასსირიისა და ბაბილონის მწერლობიდამ. აქ ტიბარენი, ეს უკანასკნელი ტომი დასავლეთის მხრივ, კარგა წინ არის წაწეული ჰალისის მარჯვენა პირიდამ. იმისნი მოსაზღვრენი თავრის მხარისკენ არიან ხალიბნი. ტიბარენებს წინ არიან ზღვის პირად მოსინეკნი, მაკრონნი, მოშიანნი და კოლხნი. იბერნი და ალბანიელნი ცხოვრობენ იქვე, სადაც ამას წინად მოვიხსენეთ. არმენია შეიცავს ეფრატისა და ტიგრის სათავეებს.
მეჩვიდმეტე კარტა წარმოადგენს სპარსეთის იმპერიას დარიოსის მეფობაში, ოც სასატრაპოდ დაყოფილს (521-490). ეს კარტა აშენებულია ჰეროდოტეს თქმულებაზე მაშასადამე მისი ნომენკლატურა ეკუთვნის კლასსიკურს გეოგრაფიას აქ იმ სივრცეზე, რომელიც მდებარებს ჰალისის მარჯვენა ნაპირსა და ტირენების სზღვარს შორის, ახლა უჭირავს პონტის კაპპადოკიას. აქ ტიბარენნი, მოსინეკნი, მაკრონნი, მოშიანნი, კოლხნი, იბერნი, ალბანნი, ისევ ისე არიან ნაჩვენებნი, როგორათაც ამას წინად. ხალიბებს უჭირავთ ჰალისის სათავე, ბასიანებს ეფრატის მდინარის სათავე და მათ შემდეგ ამ მდინარეს მისდევენ ალაროდიანნი. (შემდეგი იქნები)
_________
1„ივერია“ №43
2Maspero, Histoire _ ancienne des peuples de l'Orient, Paris, 1876, 239-240,604.
3P. Giquet, Hitsoire d' Herodote, Pa,ris 1870, VII, 406.
4 Momsen, Histoire romaine, trad franç., 1866 V, 263-Vivien de Saint-Mart. Nouveau Diction. de Géogr. Univer., p. 215.
5 Victor Langlois, Collection des historiens anciens et modernes de l' Arménie, Paris, 1867, I, 22 n. 1.1.
6Viv. des -Mart. Histoire des découvertes géographiques, Paris, 1845, II, 157–250.
![]() |
5 ბესარიონ ჯაფარიძის სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
ბესარიონ ჯაფარიძის სურათი
(ნეკროლოგი)
დაუღლელმა, შეუბრალეულმა და განუკითხველმა სიკვდილმა ამ დღეებში გამოაკლო კიდევ, ისედაც დაკლებულსა და დამცირებულსა ჩვენს ახალგაზდობას, ერთი საიმედო და მშრომელი ყმაწვილი კაცი. 11-ს ამა ქრისტეს-შობისთვეს, თფილისში, ორი დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბ, მ. ჯაფარიძე.
ნება მომეცით, უფ. რედაქტორო, თქვენს პატივცემულს გაზეთში ორიოდე ბიოგრფიული ცნობები მოვიყვანო ასე უეცრად ხელიდამ გამოგლეჯილს, ჩვენი ლიტერატურისათვის არა მცირედს მშრომელს ყმაწვილს კაცზე და მით ვაცნობო თქვენს მკითხველების იმის წაბორული ცხოვრება. —
ბ. ჯაფარიძე 19-ს წლის იქნებოდა, როდესაც მან 1868-ში ქუთაისის გემნაზია ჩინებულად დაასრულა.
პეტერბურღის უნივერსიტეტს იმ დროებში კარგი და გამოჩენილი ადგილი ეჭირა, რუსეთის სხვა დანარჩენ უნივერსიტეტებთ შორის, როგორც თავის შესანიშნავის პროფესორებით ისე სწავლის ყოველ-გვარის საშუალებებებითაც, — განსაკუთრებით ყოველის მხრით მდიდარი იყო ამ უნივერსიტეტის ბუნებითი საგნების ფაკულტეტი — ყველა ამასთან იმ დროს პეტერბურღის უნივერსიტეტის ახალგაზდობაც ბევრი კარგი თვისებებით და მიდრეკილებებით განირჩეოდნენ დანარჩენის რუსეთის უნივერსიტეტების ახალგაზდობისაგან..... ბ. ჯაფარიძე, თუმც იმდენის შეძლების არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ ჩამორჩა თავის ამხანაგებს, რომლების ერთი ნაწილი პეტერბურღის უნივერსიტეტში მაღალის სწავლის შესრულებას უპირებოდა, და გაჰყვა მათ.
რუსეთის უნივერსიტეტში ყოველთვის გვყვანან ჩვენებურებთაგანი ძველი სტუდენტები, რომელნიც მართლის გულით ცდილობენ, რამ ახალ ჩამოსრულებთ და გამოუცდელ ყმაწვილებთ მისცენ რჩევა იმისთანა ფაკულტეტებში მაღალის სწავლის მიღებისა, რომელნიც მათის შეხედულობით, უფრო სასარგებლო და საჭირო ნამყოფის მომევანი იქნებოდა ჩვენი სმშობლოსა და საზოგადოებისათვის. ბ. ჯაფარიძესაც ამოსჩენოდნენ ამისთანა მრჩეველები, მაგრამ იგი არ აჰყვა მათ რჩევას, გარდასწვიტა ბუნებით საგნების შესწავლა და მეცნიერე ბის ფოკულტეტზედ შევიდა კიდეც უნივერსიტეტში.
იმ დროინდელი, საზოგადოთ, პეტერბურღის მაღალ სასწავლებლების სტუდენტებთა შორის მოძრაობა პეტერბურღის უნივერსიტეტის სტუდენტობაშიაც გადვიდა........ ხსენებულ მოძრაობაში, სხვა ჩვენებურ სტუდენტებთან განსვენებულმა პ. ჯაფარიძემაც მიიღო მონაწილეობა, რომლის გულისთვისაც ის 1869 წ., მარტში თუ აპრილში, მართებლობამ ადმინისტრატიულის წესით გამოისტუმრა თავის სამშობლოში.
რუსეთიდამ ასე ძალა-უნებურად ჩამოსული განსვენებული, თითქმის ერთის წლის განმავლობაში, სცხოვრებდა რაჭაში, სოფ. ლაგვანთას (სადაც თავათ დაბადებული იყო) — იქაურის მაზრის გამგეს მხედველობის ქვეშ....ამ ადმინისტრატიულის წესით დასჯასთან მართებლობამ, ზოგიერთ მათგანს და მათ შორის განსვენებულსაც, ის დასჯაც განუწესა, რომლის ძალითაც მათ ერთის წლის განმავლობაში (თუ არ ვცსდები), ნება არ ჰქონდათ რუსეთის რუმელიმე უნივერსიტეტში შესულიყვნენ, რომ მაღალი სწავლის მიღება განეგრძოთ, —
ბ. ჯაფარიძე კარგათ ხედავდა, რომ რუსეთში დაბრუნება მას აღარ არგებდა და განიზრახა, როგორმე იმდენი ყოველწლიური საშუალება მოეპოებია, რომ სამზღვარს გარეთ განეგრძო. მაღალი სწავლის მიღება. — საშუალება, მისი იმდროინდელი მეგობრების შემწეობით, როგორც იყო, ამოუჩნდა — გამოჩნდა ერთი ახალგაზდა მდიდარი ყმაწვილი კაცი, რომელმაც იკისრა განსვენებულის და მასთან კიდევ ერთი იმის ამხანაგის, (რომელიც განსვენებულმა სამზღვარს გარეთ იტალიანურ შვეიცარიაში დამარხა), სამღვარს გარეთ გაგზავნა და სწავლის დასრულებამდინ მათი იქ შენახვა. მაგრამ ახლა ნება დართვის აღება აბრკოლებდა. — ამ მხრით ყოველგვარმა მისმა მეცადინეობამ თითქოს ამაოთ ჩაუარა........ განსვენებულს, არამც თუ სამზღვარს გარეთ წასვლა, ქუთაისში ჩამოსვლის ნებაც არ ქონდა. მაგრამ როგორც იქნა აუარა გვერდი ამ დაბრკოლებასაც — იშოვნა მან შეძლება, წავიდა ჯერ- ჯერობით ოდესაში, სადაც თითქმის ნახევარი წელიწადი დარჩა და იქაურს უნივერსიტეტში, როგორც თავისუფალი მსმენელი, ბუნებითი საგნების ფოკულტეტზე საჭირო საგნებს ისმენდა და ბოლოს ერთს მშვენიერს დილას აიღო. სამზღვარგარეთის პასპორტი და 1871 წ. გასწია შვეიცარიისაკენ —
შვეიცარიის მაღალ-სასწავლებიან ქალაქებში მან ჟენევა და მისი აკადემია (მაშინ კიდევ. არ იყო უნივერსიტეტად გარდაკეთებული) არჩია.
ჟენევის აკადემიის ბუნებითის საგნების ფოკულტეტი, თავის გამოჩენილის სწავლულით და პროფესორით კარლ-фოხტით, ძლიერ ბევრს ახალგაზდობას იზიდავდა ყოველ ქვეყნების უნივერსიტებიდამ. კარლ-фოხტი იყო ფოკულტეტის იმ დროინდელი დეკანი და აკადემიის რეკოტორი და თუ არა ვსცდები, სამს თუ ოთხს საგანს კითხულობდა ბუნების მეცნიერებიდამ: ზოოლოგიას. შედარებითს ანატომიას, ემბრიოლოგიას და პირუტყვთ ფიზიოლოგიას — გარდა თეორეტიკულათ ლექციების სმენისა ყველა ამ მოხსენებულ საგნებიდან სტუდენტები პრაკტიკულათაც როხტის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ . ––
ოთხი წელიწადი დაჰყო განსვენებულმა ჟენევაში. –– ამ ოთხის წლიდამ პირველს წელიწადს, ფრანციულის. ენაში იმდენად გაიწრთვნა და გაივარჯიშა, რომ თავისუფლათ შეეძლო არჩეულ საგნებიდამ ლექციების სმენა. ― როგორც დაატყო ენის მხრით ასე შეძლებულათ თავის- თავს, იმ წამსვე დაიწყო აკადემიაში სიარული და დანარჩენის სამის წლის განმავლობაში ბეჯითად და გულმოდგინეთ ადგა კიდეც თავის საქმეს. ― ამის შემდეგ, სამწუხაროთ, შეუძლებელი შეიქნა განსვენებულის სამზღვარ გარეთ დარჩენა; ის წყარო, საიდამაც მას საშუალება უძლეოდა, დაწრეტას ემუქრებოდა.... სხვა გზით საიდანმე შეძლების მოპოების იმედი მას აღარ ჰქონდა და, მეტი გზა არ იყო, შუა გზაზე უნდა მიეტოვებია მაღალი სწავლა და დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში — 1875-ს გამოვიდა სამზღვარს გარეთიდამ და ისევ ოდესაში მოვიდა, სადაც, გავლით კურს შესასრულებელ საეგზემენიოთ მომზადება დააპირა, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზების გამო, ვერ მოახერხა ეს საქმე და ჩამოვიდა თავის სამშობლოში. —
სამზღვარ გარეთიდამ ჩამოსული, ყველა მის ნაცნობებს და ამხანაგებს კარგათ გვახსოვს. თუმც განსვენებული, როგორც ზევით მოგახსენეთ, ბევრის შეძლების პატრონი არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ დასძალების რომელიმე სამსახურში შესვლას. ამ მხრით ბ. ჯაფარიძეს ერთი ძრიელი საგულისსმო დარწმუნება ჰქონდა, რომელიც თავის ამხხნაგებში ხშირად გამოუთქვავს ხოლმე შემდეგის სიტყვებით: „სამსახურს“, საზოგადოთ.... ჩვენს ახალგაზდობაზე, მაინც თავისი განმავლობა აქვს რაც უნდა ძლიერის რწმენის, მტკიცე ხასიათის და კეთილის განზრახვების პატრონი იყოს, ეს სამსახური, „კანცელარიაში“ ერთი ან ორი წელიწადი ტრიალი, ამისთანა ყმაწვილს კაცს სულითა და გულითაც დავარდნილათ ხდის, უქარწყლებს მას მის წმინდა რწმენას და ჩვრათ აქცევს“. ამ რწმენის დასამტკიცებელი მაგალითები ჩვენი ახალგაზდებიდამ თავათ უნახავს განსვენებულს — ამიტომაც ეშინოდა იმისთანა სამსახურის , რომელსაც, ზემო მოყვანილი შედეგი ჰქონდა და ამიტომაც ვერ გაბედა მან სამსასურში შესვლა. —
განსვენებულის განზრახვა სულ სხვა იყო. მას სულითა და გულითაც უნდოდა ლიტერატურულის შრომისა თვის მიეყო ხელი. ჩვენი დედა-ენა და ამ ენით ნაწერი მას იმდენათ უყვარდა, რამდენათაც მათი მაძაგებული და შემაგინებელი სძულდა. —
„დროების“ მკითხველებს კარტათ ემახსოვნებათ რომ 1871 — ვიდრე 1874 წლის დალევამდე, ამ გაზეთში ხშირად იბეჭდებოდნენ ჟენევიდამ სხვა და სხვა კორრესპონდენციები, რომელშიც დამწერი შვეიცარიის ხალხის ცხოვრებას, ამ ხალხის სხვა და სხვა ნაციონალურს ჩვეულებებს და თვისებებს და მათს თვით-მმართველობის დაწყობილობას აცნობებდა ჩვენს მკითხველებს. ეს წერილები ხელმოწერილნი იყვნენ ორის ასოთი: ბ ჯ., რომელნიც ბესარიონ ჯაფარიძეს ნიშნავდნენ. — „დროების“ თანამშრომულობა, როგორც ახლავე მოგხსენებთ, განსვენებულს არც სამზღვარს გარეთიდამ დაბრუნების შემდეგ დავიწყნია იმ გვარის შრომის არჩევის შემდეგ, რომელზედაც ზევით ვანბობ, განსვენებულს, მეტი გზა არ იყო თფილისი უნდა ამოერჩია საცხოვრებელ ადგილათ, რადგან ჩვენს ენაზე თუ რამ გამოდის, ან ჩვენი ლიტერატურისათვის თუ ვინმე მოღვაწენი და გვყავს იქ სცხოვრობდნენ — თფილისში გარდასვლისაოანავე, თითქმის ერთის წლის განმავლობაში ე. ი. 1875 წ. დამლევს და 1876 წ. დასაწყისს, განსვენებულა ძრიელ დაახლოესაბულს და მხურვალე თანამშრომელობას იღებდა „დროებაში“. ამ დროს „დროებას“ მარტო სამი მუდმივი თანამშრომელი ჰყვანდა: ერთი თავათ რედაქტორი იყო, მეორე ბ. ჯაფარიძე და მესამეც დ. ჩხოტუა, რომლის ბედის ჩარხიც ასე უკუღმართად დატრიალდა ამ უკანასკნელს დროს. ეს ორი კაცი არა გვარის „პირობებით“ არ შეკრულან „დროების“ რედაქტორთან თავის თანამშრომელობის შესახებ — ერთს მშვენიერს საღამოს კარგა გულ-დასმით მოლაპარაკების შემდეგ, შესახებ გაზეთის გაუმჯობესობის, მათ გარდასწყვიტეს მუდმივი თანამშრომელობა გაზეთში და ამ გვარათ შრომობდნენ კიიდეც, სანამ რაღაც, სულ უბრალო მიზეზის გამო, იძულებული და არ შეიქმნენ გაზეთის თანამშრომელობა მიეტოვებიათ — საჭიროთ არ ვრაცხ ეხლა ამ მიზეზზე აქ დავიწყო ლაპარაკი, მხოლოდ იმას კი ვიტყვი, რომ განსვენებული ამ შემთხვევაში ისე მოიქცა, როგორც იმის ადგილზე სხვა მოიქცეოდა.....
იმ ხანებში თფილისში შესდგა მეორე ლიტერატურული წრე, ი. ჭავჭაკაძის თაოსნობით და მისსავე გარშემო: შეიქნა მოლაპარაკება მეორე ქართულის გაზეთის დაარსებაზე და დაარსეს კიდეც გაზეთი „ივერია“, რომელშიაც თანამშრომლობა, სხვათა შორის, გენსვენებულმაც აღიარა.
„ივერიის“ დაარსება ძრიელ უხაროდა განსვენებულს, განა იმიტომ კი არა, რომ იმის რედაქციის გარშემო „დროების“ რედაქციის მოწინააღმდეგე პირებმა მოიყარეს თავი, როგორც ამას იმ დროებში და ეხლაც ამტკიცებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს ლიტერატურას ერთი კიდევ დრო-გამოშვებითი გამოცემა მოუმატა, რომელიც ახალი მწერლების და ქართულის ლიტერატურისათვის მშრომლებს გამოწვევას შეიძლებდა. .
გარემოებამ მოიტანა, რომ განსვენებული ქუთაისში უნდა გადმოსულიერ მისი ამხანაგები, (ვინც კი „ივერიის“ ნომრებს თვალყურს ვადევნებდით), რომ შიგ განსვენებულის არ იბეჭდებოდა რა — ბევრნი სულ სხვა ნაირად ხსნიდნენ ამ გარემოებას, თავათ განსვენებული კი, ამის შესახებ ჩვენს კითხვაზე, შემდეგს პასუხს გვაძლევდა ხოლმე: „მე აღმითქვამს „ივერიისათვის“ მუდმივი თანამშრომლობა და არა კორრესპონდენციების წერ უნდა ველოდე იმ დროს, როდესაც თფილისში გარდავალ. რომ ეს მიცემული სიტყვა აღვასრულო“... თფილისში გადასვლა მეტის მეტად უნდოდა განსვენებულს, ამის მიზეზათ ერთი ის მოჰყავდა, რომელიც ეს არის მოგახსენეთ, ე.ი. „ივერიაში“ მუდმივი თანამშრომლობის მონაწილეობის მიღება; მეორე მიზეზათ, ხშირად იტყოდა ხოლმე განსვენებული: „ქუთაისში გამოვყრუვდიო!“.... თფილისში განსვენებულს ის ახალგაზდობაც ეგულებოდა, რომლებთანაც ბაასში მას არა ერთხელ გაუტარებია საღამოები. ამ მიზეზებთ გარდა განსვენებულს თავის ავათმყოფობის ექიმობაც ჰქონდა სახეში. მაგრამ არ დასცალდა. მას ეს გულის წადილი: იმის დაზიანებულს სტომაკს, რომლითაც იქნება ეს უკანასკნელი ექვსი წელიწადი, სვათ იყო და რომლიდამაც თფილისის ექიმების შემწეობით განთავისუფლებას აპირებდა, უბრალო გაციებით აუტყდა ნაწლევების ანთება და ორის დღის ავათმყოფობის შემდეგ, განუტევა სული. —
ბ. ჯაიარიძის სიკვდილი მით უფრო საგრძნობელია ჩვენთვის, მკითხველო, რომ იმასთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ერთი ბეჯითი, პატიოსანი და უყვირალი მოღვაწეთგანი ჩვენი ძალათ დაღატაკებულის ლიტერატურისა. –– ჩვენი ლიტერატურისათვის განსვენებულის შრომა მარტო „დროებაში“ და „ივერიაში“ თანამშრომლობით კი არ გამოიხატება, არამედ შემდეგითაც:
1876 წ. თფილისში რამდენიმე ჩვენი მწიგნობრობის მოღვაწეთაგანმა განიზრახეს ქართული ძველი და ახალი მწერლების თხზულებების გამოცემა. — ყველამ კარგათ იცის, ვინც ამ საქმეში კი მონაწილეობას იღებდა, რომ სანამ განსვენებული ამ საზოგადოების, თუ კი შეიძლება ასე დავარქვათ, საქმეებს მართავდა წიგნების გამოცემა ძრიელ მარჯვეთ და კარგათ მიდიოდა. იმის, თფილისში მყოფობის დროს ოთხი წიგნი გამოიცა, ნახევარი წლის განმავლობაში. — გარემოებამ მოიტანა, რომ ის და ირი კიდევ მონაწილენი ამ საქმისა უნდა გასულიყვნენ თფილისიდამ და იმ დღიდამ საქმეც თითქოს შეჰსწყდა — უკანასკნელი წელიწად-ნახევარი იქნება ურთი უბრალო წიგნი რა არის არ გამოუციათ. —
განსვენებული პირველი დღიდამვე გულით და სულით მოეკიდა საქმეს: გამოსაცემ თხზულებებს ის კრებდა და აძლევდა საბეჭდავში, ხშირათ კორრეკტურას ჰსინჯავდა, დაბეჭდილს თუ იქვე თფილისში, წიგნების მაღაზიებში, და თუ სხვა და სხვა ჩვენებურს ქალქებში და სოფლებში არიგებდა გასასყიდლათ. — ერთის სიტყვით, განსვენებული „შავი მუშა“ იყო ამ საქმეში. —
დიახ, მკითხველო, ბ. ჯაფარიძე სწორეთ შავი მუშა იყო იმისთანა საქმეში, რომლიდამაც ის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სარგებლობას მოელოდა, — ამის დასამტკიცებულათ მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი, იმის სამზღვარ გარეთელის ცხოვრებიდამ, რომელიც ეგებას ისე შესამჩნევად არ ეჩვენოს ზოგიერთს — ჩვენმა სამზღვარ გარეთელმა კალონიამ, რომ სამშობლო ენა არ დავიწყებოდათ, დააარსა პატარა წრე, რომლის სხდომებზედაც კითხულობდნენ და ერთი ერთმანერთს უხსნიდნენ ხოლმე თუ „დავითიანს“, თუ „ვეფხვის ტყაოსანს“ თუ ქართლის ცხოვრებას“ და თუ სხვა და სხვა ჩვნის ძველისა და ახალის მწერლების ნაწერებს — კალონიას ჩინებული ბიბლიოტეკა ჰქონდა, სადაც სხვათა შორის, ბევრი ქართული წიგნებიც იყო — ამ წრის ჟენევის განყოფილებაში, რომელიც სხვათა შორის განსვენებულის თაოსნობითაც დაარსდა, დიდს მონაწილეობას იღებდა ის რადგან ხედავდა, რომ ამ გვარი შრომით არამც თუ მცოდნეთ არ ავიწვდებოდათ ენა, არამედ იმისთანებმაც კი ისწავლეს, რომელთაც წინეთ, თითქმის უჭირდათ ქართულად რამე ჰაზრის გამოთქმა ეს უკანასკნელნი შემდეგ და შემდეგ რეფერატებსაც კი ჰსწერდნენ ქართულს ენაზე. —
რუსული ანდაზა ამბობს — „მკვდრები ცუდათ არ იხსენიებიანო“, მაგრამ, სიმართლე უნდა ვსთქვა, მე არ დავსდევდი ამ ანდაზას, რომ განსვენებულზე მართლა რამე ცუდის თქმა შეიძლებოდეს. — ბ. ჯაფარიძე, როგორც კაცი ადამიანიც ხელით სათითებელი იყო. — განსვენებული იყო რაჭველი, და როგორც რაჭველი — იყო პატიოსანი, გულ-ღია, მართალი, ბეჯითი, მეტის-მეტი კეთილი, წყნარი და ამხანაგობაში გამტანი, დაუფასებელი კაცი. —
საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, უდროოთ დაკარგულო, ძვირფასო. ამხანგო და მეგობარო!
ი. — ი.
20 დეკემბერს 1877 წ.
ქ. ქუთაისი.
![]() |
6 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება
მომავალ 1878 წელს გაზეთი
„დროება“
გამოვა იმავე პროგრამმითა და მიმართულებით, როგორც დღემდინ გამოდიოდა ხოლმე.
ამ უკანასკნელი ნახევარი წლის გამოცდილებამ დაგვარწმუნა ჩვენ, რომ ყოველ-დღიური გაზეთი ჩვენთვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენდა და ამიტომ მომავალ წელსაც „დროება“ მუდამ დღე გამოვა, გარდა ორშაბათისა და უქმეების შემდეგ დღეებისა.
ხელის-მოწერა
თფილისში. — მიიღება „ დროების “ რედაქციაში (სერგიევის ქუჩაზე, ივ. ამირაგოვის სახლებში.
გარეშე მცხოვრებთა ამ დრესით უნდა დაიბარონ გაზეთი: Въ Тифлись, въ редакцiю „ДРОЭБА“
ფასი გაზეთისა
მთელის წლისა . . . . 8 მან. „ კაპ.
ექვსი თვისა. . . . . 4 „ 50 „
ოთხის თვისა . . . . . 3 „ „ „
მხოლოდ ამ ვადებით შეიძლება მომავალის წლიდამ გაზეთის დაბარება.
უმორჩილესი თხოვნა ხელის-მომწერლებსა და აგენტებს: ხვედრი ფული გაზეთისა იმის დაბარებისათანავე უნდა იქმნეს გამოგზავნილი; თუ არ თავის აგენტების საშუალებით, ისე რედაქცია უფულოთ გაზეთს არავის არ გაუგზავნის.
ისყიდება
ტფილისში. ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში:
ქუთაისს, ა. ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში.
გორს, ფარნაოზ ნათივისას
ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მიროვოი პოსრედნიკი).
ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან. ფასი . . . 20კ.
ქართული ანდაზები, ფასი . . . . . 10კ.
მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა, თარგმნილი ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლისაგან, ფასი. . .60კ
ზ. ნ. ანტონოვის თხზულებანი (ანტონოვის ბიოგრაფია. — მე მინდა კნეინა გავხდე — ქმარი ხუთის ცოლისა. — განა ბიძიამ ცოლი შეირთო? — მზის დაბნელება თბილისში. — ქოროღლი. —ხევსურთ ქორწინება. — ტივით მოგზაურობა ლიტერატორს), ფასი.. 1 მ.
იბეჭდება და იანვრის პირველს გამოვა
ალმანახი
შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან.
შინაარსი: შარშანდელ ქართულ მწერლობის გადათვალიერება. — პატარა წერილი დიდ საქმეზე — ექვსი ლექსი თ. ალ. ჭავჭავაძისა (ჯერ არსად არ დაბეჭდილნი). — ჟორჟ დანდენი, სამ მოქმედებიანი კომედია მოლიერისა — სამი ლექსი თ. მიხ. ბირთვ. თუმანიშვილისა — ეკონომიური სურათები (გარდასახლება. — საფრანგეთი,ინგლისი).
ფასი ორი აბაზი, გაიყიდება თფილისში ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებში.