The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №7 (1861)


ცისკარი №7 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 სიტყუა: თქმული ქუთაისის მთავარ ანგელოზის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ

▲ზევით დაბრუნება


სიტყუა: თქმული ქუთაისის მთავარ ანგელოზის სობოროსა შინა გაბრიელ ეპისკოპოზისა მიერ

„სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნა შენა“.

ესრეთ უთხრა უფალმან ერთსა ბრმასა, რომელი გამოითხოვდა მისგან კურნებასა მხურვალითა სარწმუნოებითა, და მიიღოცა კურნება სარწმუნოებისათვის თვისისა. ესრეთვე ეტყოდა მაცხოვარი მრავალგზის სხვათაც მრავალთა პირთა, რომელთა შინა შენიშნვდა ცხოველსა სარწმუნოებასა. უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იზამდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაცა ხედვიდა სარწმუნოებასა. ჭეშმარიტად, ძმანო, სარწმუნოება აცხოვრებს კაცსა, გარნა არა ყოველი სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება ცხოველი; არის სარწმუნოება ცხოველი და არის სარწმუნოება მკვდარი: თვით საღმრთო წერილი გვასწავებს ამას, სარწმუნოება ცხოველი არს იგი, რომელი სუფევს და მოქმედობს გულსა შინა ჩვენსა, რომელი სძლევს სულსა შინა კაცისასა ყოველთა ბოროტთა ვნებათა, რომელმან ესრეთ დაიმორჩილა ბუნება კაცისა, რომელ ამოქმედებს მას მსგავსად სჯულისა სახარებისასა. გარნა სარწმუნოება მკვდარი არის იგი, რომელი სჩანს მხოლოდ ბაგეთა ზედა კაცისათა და არა შესულა გულსა შინა მისსა, რომელი ვერ მართავს მოქმედებათა და ყოფაქცევათა მისთა და არა სჩანს საქმეთა შინა მისთა. „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს“, იტყვის მოციქული იაკობ. „მიჩვენე მე სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა და მე გაჩვენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოება ჩემი“ დასძინებს იგი.

ცხად არს, ძმანო ჩემნო, რომელ სიტყვა, საქმე და ყოველი ყოფაქცევა და მოქმედება კაცისა გამოაჩენს. აქვს მას სარწმუნოება ცხოველი, ანუ მკვდარი არს სარწმუნოება მისი? წარმოვიდგინოთ რომელიმე მაგალითი: ვსთქვათ რომ არის ერთი ვინმე კაცი, მებატონე, რომელსა ჰყავს მრავალი ყმა და მოსამსახურე. უკეთუ მებატონესა მას არ ებრალება ყმანი თვისნი, არ უვლის მათ კარგათ, არ აჭმევს და არა აცმევს საკმაოდ, ერთი სიტყვით, არა მიაჩნია იგინი ვითარცა უმცირესნი ძმანი, ბძანებისამებრ სახარებისა, არამედ უყურებს მათ ვითარცა რომელსამე საქონელსა, ანუ ნივთსა, უსამართლოს ეპყ რობა მათ, ცდილობს მხოლოდ, მიიღოს მათგან, რაც შეუძლია უმეტეს სარგებლობა, ართმევს მათ სიმართლით და უმართლოდ ყოველსა რაცა შეუძლია, როგორ არ იფიქროს კაცმა, რომელი სარწმუნოება მისი არ არის ცხოველი, არამედ მკვდარ, თუმცაღა იგი არაოდეს არ მოაკლებოდეს წირვა ლოცვასა, მტკიცედ იმარხვიდეს ყოველსა წესსა ეკკლესიისასა გარნა, რავდენი არიან ესე ვითარნი პირნი ქვეყნისა შინა, ჩვენსა! წარმოვიდგინოთ მეორე მაგალითი: ვსთვათ რომელ არის ერთი ვინმე ჩინოვნიკი, რომელი გარეშეობითა თვისითა გამოჩნდება ვითარცა ნამდვილი მორწმუნე ქრისტიანე, გარნა ვალდებულებასა თვისისა თანამდებობისასა არ ასრულებს სიმართლით, არა აღუკრძალავს თავსა თვისსა ქრთამსა. მრავალგზის გაამართლებს ბრალიანსა, და დასჯის უბრალოსა, და ყოველთა შინა საქმეთა ეძიებს მხოლოდ, თვისსა სარგებლობასა; როგორ არა სთქვას კაცმან, რომელ მკვდარ არს სარწმუნოება მისი, რომელ სარწმუნოება ვერ მართავს საქმეთა მისთა, ცოდვა და თავხედობა უმძლავრეს არიან გულსა შინა მისსა, ვიდრე მადლი და ჭეშმარიტება. გარნა ვინ არ იცის რავდენი არიან ჩვენ შორის ესრე ვითარნიცა პირნი... ვსთქვათ კიდევ ერთი მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომელ არის ერთი ვინმე საწყალი კაცი, ღარიბი და მოკლებული ყოველთა ბედნიერებით მსოფლიოთა, გარნა არ არის იგი დაღონებული სიღარიბითა თვისითა, მხნეობს ყოველთვის, ყოველთვის მუშაკობს და არ კარგავს სა სოებასა უფლისადმი, არავის აწუხებს, არამედ ხელითა თვისითა ზრდის თავსა თვისსა და კმაყოფილ არს თვისითა მდგომარეობითა; როგორ არ სთქვას კაცმან, რომელ ცხოველ არს სარწმუნოება გულსა შინა მისსა! ბუნება კაცისა, ძმანო ჩემნო, დაცემულ არს და მიდრეკილ ცოდვისადმი, გარნა სარწმუნოება ცხოველი მარადის უნდა განაღვიძებდეს მას და არა მიუშვებდეს ცოდვისა ქმნად; სარწმუნოება უნდა იყოს ვითარცა აღვირი ვნებათა მისთა, ყოველი ასო უნდა ემორჩილებოდეს სარწმუნოებასა მისსა: მხოლოდ მაშინ ცხოველი არს სარწმუნოება კაცისა ოდეს, მართავს სვლათა მისთა ვითარცა აღვირი ცხენისა სვლისა.

მოციქული პავლე სწერდა კორინთელთა: „თავნი თქვენნი გამოიცადენით უკეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა, თავნი თქვენნი განიკითხენით: გამოვიცადოთ ჩვენცა, ძმანო თავნი ჩვენნი, ვკითხოთ ჩვენცა თავთა ჩვენთა ვართ სარწმუნოებასა შინა? პირველი შეხედულობა, ვითომც, გამოაჩენს რომელ ჩვენ ვართ ნამდვილათ სარწმუნოებასა შინა, გარნა ოდეს ღრმათ განვიხილავთმაშინ დავრწმუნდებით, რომელ სარწმუ ნოება ჩვენი არ არის ესოდენ ცხოველ და ძლიერ ჩვენ შინა, რომელ შეეძლოს მას მართვა ჩვენისა ყოფაქცევისა, და მოპოება ვნებათა, და ღვარძნილთა ჩვენთა. პირველი და ნამდვილი ნაყოფი სარწმუნოებისა ცხოველისა არს სიყვარული და ერთობა; გარნა სად არის სიყვარული და ერთობა ჩვენ შორის? ესრეთ მოკლებულვართ ჩვენ ერთობითა და სიყვარულითა, რომელ, ვითარცა სიტყვათა შინა ჩვენთა ვახსენებთ მხოლოდ მოყვრობასა ანუ მტერობასა, ესრეთვე ყოფაქცევა ჩვენი და ურთიერთთა შორის და წყობილება ანუ მისვლა მოსვლა, გამოაჩენს ანუ მოყვრობს, ანუ მტერობასა; და მით ვართ ჩვენ დაცემულ და დამცირებულ. მეორე მიუცილებელნი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოება არს და უნდა იყოს სიმართლისა და მართლ მსაჯულებისა სიყვარული; გარნა ვართ ჩვენ მოკლებული ესრე ვითართა სათნოებათა მოყვარეთა ვაქებთ, თუმცაღა არა იყვნენ ღირსს ქებისა, მტერთა ვაძაგებთ, თუმცა იყვნენ ღირსი ქებისა.

„არა უწყისთა თავნი თქვენი“ ესრეთ განაგრძობს მოციქული სიტყვათა მათ, რომელნი მოვიხსენეთ ჩვენ, „არა უწყითა თავნი, თქვენი, რამეთუ იესოქრისტე თქვენ შორის არს“. გული კაცისა რომელსა აქვს ცხოველი სარწუნოება, ტაძარი არის იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესა, სული ეტყვის მას სიახლოვეს უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის.

გარნა უკეთუ შენ, ძმაო ჩემო ხარ სარწმუნოებას. შინა, გესმაა წოდება უფლისა, ვითარცა ოდესმე ესმა ესაიასა: „ნუ გეშინიან, რამეთუ გამოგიხსენ შენ, გიწოდესახელი შენი, ჩემი ხარ შენ“ გილოცავსა შენ ოდესმე ესოდენითა გულმოდგინებითა, რომელ გულსა შინა შენსა ცხადათ ეთქვა მაცხოვარსა, ვითარცა უთხრა ოდესმე ერთგზის განრღვეულსა მას: „ნუ გეშინიან შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი“ უკეთუ ცხოველ არს სარწმუნოება შენი: ძალგიძსა მუხლმოდრეკილმა უთხრა, უფალსა შენსა მსგაზვსად დავითისა, ვითარცა „სწყურის ირემსა წყაროთა ზედა წყალთასა, ესრედ სწყურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო, მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა, ოდესმე მივიდე და გამოვეცხადო სახელსა შენსა“; ოდეს ყოფილ ხარ შენ დამძიმებული ჭირითა განსაცდელთაგან ისმოდა ხმა უფლისა გულსა შინა შენსა, მღაღადებელი: „მოვედით ჩემთან ყოველნიმაშურალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ, და იხილეთ რამეთუ მშვიდ ვარ და მართალ გულითა უკეთუ შენ ამას ყოველსა არ გრძნობ, უკეთუ შენ „არცა ხმა მისი გესმა, არცა ხატი მისი გიხილავს“, ვითარცა აყვედრებდა უფალი ურიათა მათ, არა ხარ შენ სარწმუნოებასა შინა უკეთუ სოფლისა ამის სახრელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღვიძარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისათა, მაშასადამე სად არს სარწმუნოება შენი სად არს სიყვარული? უკეთუ იყო შენ სარწმუნოებასა შინა, იესო ქრისტე იყომცა გულსა შინა შენსა, გარნა იესო ქრისტე არ დარჩება უქმად და უნაყოფოს გულსა შინა კაცისასა, სიტყვისამებრ პეტრე მოციქულისა: „არა უქმად, არცა უნაყოფო იპოვნეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მეცნიერება“. იესო ქრისტემან თვით სთქვა: „მამა ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“; რასა იქმს იგი, ანუ სად მოქმედობს აქამომდე? იგი იქმს ცხოვნებასა, იგი მოქმედობს გულსა შინა შენსა მადლითა თვისითა. იგი სდევნის სულსა უფლისადმი, იგი სწმენდს და აცხოველებს სულსა შენსა.

ამისთვის, ძმანო, უკეთუ იტყვით, რომელ ხართ სარწმუნოებასა შინა, ხოლო არა სთქვათ ვერ ძალგიძსთ, უკეთუ იესო ქრისტე არს თქვენთანა, თანაგვაძსთ სიტყვისამებრ იოანე მოციქულისა, „ვითარცა იგი თავადი თქვენცა სვლად.

2 ძველი ამხანაგები.

▲ზევით დაბრუნება


ძველი ამხანაგები.

კომედია ერთს მოქმედებად.

მოქმედი პირნი:

1) თ. კვახაძე, ბერიკაცი.
2) ნიკო მისი შვილი, კანდიდატი, რუსეთიდგან მოსული.
3) სოსო შერეკილიძე, გადამწერალი.

აფიცრები

4) ბარამ ორბახაძე
5) კოსტა ფანტაძე
6) ივანე აკარიძე, კვარტალი.
7) გიგო ცუციაშვილი.
8) ელენე გიგოს და.
და
9) მაქსიმე, კვახაძის მსახური. -

გამოსვლა პირველი.

(ზალა კვახაძის სახლში. მამა ფეხმოფრთხილი მუთაქაზედ წამოწოლილი არის. ნიკო სკამზედ ზის დაფიქრებული. მაქსიმე მათ წინ დგას, ხანჯალზედ დაბჯენილი.)

მამა.

შვილო, რათ მოგწყენია აგრე? გამაგებინე!
დაღალულხარ? ბძანე და ქვეშ -დააგებინე...
მოგიხდება მოსვენება, ცოტა ხანს დაიძინე!-
ჰეი, ბიჭო! არ გესმის შენ? გაიგონე. მაქსიმე!

მაქსიმე.

რას მიბძანებთ, ბატონო ჩემო, შენი ჭირიმე?

მამა.

ტყვილათ იდექი აქ? ეს როგორ ვერ გაიგე?
ნიკოს ეძინება. წადი ეხლავ ქვეშ დაუგე? (მაქსიმე გადის.)

ნიკო.

ნუ სწუხართ, რა საჭიროა ქვეშსაგების დაგება?
მე არ მაქვს ჩვეულება, დღე არ დამეძინება.

მამა.

მაშ რათ ხარ მოსხლეტილი! მოგეწყინა? მითხარი.
მალე გახალისდები, ნახე კარგათ ქალაქი.
შენობისათ რომ იყო ისე ხომ აღარ არი?...
მეტად გამშვენიერდა, მეტად უცხო რამ არი!...

ნიკო.

იმედია ბატონო, უკეთაც შეიქმნება.
როდესაც ხალხში შევა თან და თან განათლდება.
განათლება სივრცისა და სიმდიდრის მიზეზი,
მას შემოაქვს ხელოვნება, უცხო და უცხო წესი.

მამა. (სიცილით)

განა მისი მიზეზია აგრე შენი მოწყენაც.

ნიკო.

არა, დაღალული ვარ, არკი გითხართ წეღანაც.

მამა (ამოხვრით).

ჰეი, ჰეი რაები ხართ ახლანდელი შვილები!
ჰაი ბეჩავ! მანგრე ვიყავთ ჩემს დროში ყმაწვილები?
ჯაფას ვერას აიტანთ, დასათვითებულები!
(სიცილით) წიგნის მოწერითკი გვჯობიხართ, მაგრამ მაშინც ფულები...
ორი ფოჩტა გაგივლია, ხარ მაგრე მოკაკული. -
ჩემს დროს რომ მოსწრებოდი, ამოგხდებოდა სული! ნიკო.
სტავროპოლიდგან თვითქმის უშინლოდ მოვდიოდი,
ცოტა ცივი ქარიც იყო და უთუოთ გავცივდი.

მამა.

იცი თავის ანბავი შინელს მოვიხურავდი. -
(ამოხვრით) მეკი შენის ხნის პერაპგა მწვანეზედა ვგორავდი,
ფეხშიშველი თოვლში ვხტოდი, მაგრამ რას ჰქვი ან მციოდა?
კაცს ენახა იტყოდა თუ ფეხზედ კომლი ამდიოდა.

ნიკო.

ეხლა სულ სხვა დრო არის, წავიდა ის დროება,
სხვა ხასიათი მოვიდა და სხვა საჭიროება.

მამა.

განა არ ვიცი შვილო?! ვინ არ ატყობს თვალ და თვალა, რომ სულ სხვა დრო შემოვიდა, ბუნებაც გამოიცვალა. –

ისინივე და მაქსიმე.

მაქსიმე.

ბატონო, გახლავსთ თქვენთან სუდის მწერალი სოსო: ნიკოს მოსვლა შეუტყვია და ეგების მნახოსო.

ნიკო.

გადი მალე და სთხოვე დიდის კმაყოფილებით

მაქსიმე (სკამებს ბერტყავს.)

ბატონი ხართ, ეხლავ, ეხლავ გიახლებით. (გადის).

ისინივე და სოსო.

(სოსო და ნიკო ერთმანეთს კოცნიან.)

ნიკო.

მოციქულებს მიგზავნით, ისე ვერ შემოდით?აგრე გაგვიდიდკაცდით? - დაბძანდით! - რასა იქთ?

სოსო.

გმადლობთ. გახლავარ ცოცხალი ღვთის და თქვენის იმედით,
ვმსახურობ, ათ თუმანს ვიღებ, ჯერ მწერალი გახლავარ,
მაგრამ ჩემ სტოლ- ნაჩალნიკს, როგორც ვატყობ, უყვარვარ.

ნიკო: (შეჭმუხვნით)

ისემც კარგი დაგემართოს, თუ არა გყავს გამწყრალი!
(თავისთვის) ვინ, ჰკითხავს შენი ჭირიმე არის თუ არა მწერალი?

სოსო.

არა, კარგი კაცია: დღეს ბაზარში გამგზავნა.
და მისის პირით მადლობა ორჯერ სამჯერ მიბძანა.

ნიკო.

კარგი კაცი ყოფილა თუ ჯაფით არ გაწუხა.
(თავისთვის) ფაფახი, ქამარ, სერთუკი, ბრუკი, ფეხებზედ წუღა...
არც რუსია, არც ქართველი; ეს რანაირათ მორთულა?

სოსო.

ეგკი იცის სამართალში აწ მალე მობძანდება
და თუ იქ არ დავუხვდი მეტად გამიჯავრდება.
შენი მოსვლა რომ მითხრეს, დეჟურნს გამოვეპარე.
ხვალაც გნახავ გეთაყვანე და ეხლა ეს მაკმარე!..

ნიკო.

დაიცა, რა მიგაჩქარებს ცოტა ვიმუსაიფოთ.

სოსო.

არა, შენი ჭირიმე, გამიშვით. არ დამღუპოთ. (მიდის)

ნიკო. (თავისთვის)

ამ უბედურის შვილსა ეს რა ცოდვა სწვევია?
ცოტა ჭკუა რაც ჰქონდა ისიც გამოლევია!..

მამა.

კარგი შვილი დადგება; შენ როგორ ატყობ სოსოს?
ანბობენ კიდეც უყვარსო ძალიან თავის უფროსს.

ისინივე და მაქსიმე.

მაქსიმე.

ეს ეს არის გიახლათ, ჩემო ბატონო, კვარტალი.
ნიკოსთან თუ სხვა საქმისთვის, ესკი არ ვიცი მართალი.

მამა.

მიალაგ-მოალაგე, კარგათ გეჭიროს თვალი!
მოდი, ახლოს დამიწყვე, ტახტის პირზედ, ფოსტალი!

ნიკო.

წადი სთხოვე მობძანდეს; აბა რაღა თქმა გინდა. (მაქ. გადის)

მამა.

შვილო, შენ ემუსაიფე! მე ავათა ვარ ცოტა (გადის)

ნიკო და კვარტალი (ეხვევიან ერთმანეთს.)

კვარტალი

ნიკოჯან! რასა იქ, პოჟოლუსტა, გეთაყვა?

ნიკო

გმადლობთ!- თქვენ როგორა ხართ?

კვარტალი

ჩვენც მშვიდობით გახლავართ-

ნიკო.

რუსეთით მარტო მოხვედით თუ სხვაც ვინმე მოგყვა?

ნიკო.

სტავრაპოლამდის თვითქმის ორნი მოვედით ერთად,
(სიცილით) ულვაში გამოგიშვიათ, ძალიან გამოცვლილხართ.

კვარტალი

რაზუმეიცა ნიკო! რისათვის გაგიკვირდა?
ჩვენი მოშორების შემდეგ ოთხი წელი გავიდა.

ნიკო.

როგორ გავიფანტენით.

კვარტალი

ძალიან კარგათ ვქენით.
რა წავაგეთ იმითი ერთმანერთს რომ მოვშორდით?
შენ კანდიდატი გახდი და ჩვენ აქ ვივარგეთ ღვთით.

ნიკო. (გახარებით.)

მაგისთანა ანბებით დიდათ მასიამოვნებთ
და სამსახურშიდ ბძანდებით, ან ჯამაგირს რას იღებთ?

კვარტალი.

მე ჩემო ბატონო, სადღაა სამართალი!
აგერ სამი წელია რაც ვარ და ვარ კვარტალი.
ჯამაგირი ცოტაა, მაგრამ გამოსარჩენი,
თუკი მარდათ გაისარჯე გამოჩნდება ამდენი! (თმას იწევს.)
ვისაც ხელში ჩავიგდებთ ის ხომ ჩვენი პურია,
ხან ქართველი, ხან სომეხი, თათარი, ხან ურია.

ნიკო. (შეწუხდება) (თავისთვის)

ვაი უბედურობას! ეს სულ უფრო წამხდარა,
ნამუსისგან გამოსულა, უპირისწყალო გამხდარა!
(ხმა მაღლა) ჰო, მეტი რაღა გინდათ? პრისტაობა ადრეა!
ჯერ ძალიან ყმაწვილი ხარ არ მოგცემენ მისათვის.
როგორც ვატყობ სამსახურში ყველასთვის გაგისწრია,
ერთად ვინც ვიზდებოდით ამხანაგებისათვის.

კვარტალი.

არა, ბარამი მჯობია, მაგრამ ყველას გვჯობია კოსტა:
მეცა და ბარამსაცაორივეს გადაგვახტა!
(ფენჯერში იყურება) აი ისინიც აგერ, დახე! შენთან მოდიან.
(სიცილით) ჯოხი გვერდს მოიდვა.. თუ როგორც იტყვიან.

ისინივე, ბარამ და კოსტა. (მიესალმებიან ნიკოს კოცნით.)

ნიკო.

რასა იქთ როგორ ბძანდებით?
(ორივე ერთხმად) ორნივ გახლავართ მშვიდობით.

ნიკო.

დაიღალებოდით კიდეც. მდივანზედ ჩამოსხედით.

კოსტა,

არა რა დაგვღალავდა? დროშკებით გიახელით! (სხდებიან)

ბარამ.

რათ მაგრე მოსხლეტილხართ, ავათ ხომ არ გამხდარხართ?

ნიკო.

არა, კარგათ ვარ, მაგრამ დაღალვაკი მატყვია. -
სხვა შენ რასა იქ? როგორ ხარ ჩინი სად მიგიღია? ძალიან გშვენის.....

ბარამ. (თავმომწონედ)

არ ვიცი ვის არ უხდება მხრებზედ ეპოლეტები?
(მხრებს ანძრევს) მეც ყოველწელ ჩხუბში ვარ
ტყვილათ არ ვეხეტები!

ნიკო.

შენზედ ვლაპარაკობდი შენის ქებით ამავსო (კოსტა კვარტალს უჩვენებს.)
მითხრა: ჯვრები, მენდლები, კოსტას ოხრადა აქვსო..

კოსტა (შეფერებით.)

ჰო, კარგათ მაქვს ხარისხი, ჯერ რაც შემეფერება;
უფროსებიც მწყალობენ არავინ მემტერება.

ნიკო.

მეტად მოხარული ვარ, კოსტა, მითხარი ერთი:
სად მსახურებ? ასე მალე როგორ გაბედნიერდი?

კოსტა. (ჩაახველებს.)

შენ რომ რუსეთში წადი მე შევედი დრაგუნში,
მალე ჩხუბში დავესწარ, ტყვია მომარტყეს გულში,
მაგრამ მე ექიმები მაძლევდენ კარგს წამალსა
და რომ მოვრჩი ეს ჯვარი მიაკრეს ჩემსა ხმალსა. (უჩვენებს ხმალს).
ყარსის იერიშის დროს ციხეს მარჯვეთ მიველი,
მაშინ ჩინს და გიორგის ერთად გამოვჰკარ ხელი.
შარშანაც ლეკის ჩხუბში, ჩვენი ვრევსკი რომ მოჰკლეს,
ანნა ბანტით გამობმული ზედ გულზედ მომახალეს!

ნიკო. (ამოოხვრით)

გაბედნიერებულხარ! მუნდირიც გაქვს ლამაზი!

ბარამ (თავმოწონებით.)

ჯერ რა არი! ანბობენ ვითომც იყოს უქაზი:
დიდი ხანია უნდათ ფორმა გამოიცვალონ
და შალვარზედ ორ პირად ოქროს კანტი ჩაგვავლონ.

კოსტა.

ჰო! ჰო! ჰო! რა იქნება მაშინ ფეხებზედაც დეზი! (ფეხზედ იხედება)
პოლკიც აღარსად იქნება ჩვენს პოლკზედ უკეთესი.

ნიკო.

დიდად ვისიამოვნე და ვარ გახარებული,
რომ ყველა მაგრე გნახეთ დაბედნიერებული.

კვარტალი.

ჩვენკი არა გვიჭირს რა, მაგრამ საწყალი გიგო!
სამსახურშიდ არ შევიდა, ოჯახსა ხელი მიჰყო,
რაც იცოდა დაივიწყა რუსული ანაბანა
ზის სახლში და მუშაობს, შეიქმნა სალახანა.

ბარამ. (გაზმორებით)

აწკი დროა წავიდეთ ნუღარ დავიგვიანეთ?
სამსახურში საქმე გვაქვს; ნიკოს კიდევ მოვაგნებთ. (სუყველანი გავლენ). -

გამოსვლა მეორე.

(კვახაძის სახლში, ნიკოს ოთახში, დადის დაფიქრებული: ბოლოს ამოიოხრებს და იტყვის:)

ვაი. საწყალო მამულო! რა შვილები გეზდებათ,
სხვისას ვერას სწავლობენ, თავისიც ავიწყდებათ!
გემნაზიას ათავებენ მეტის მეტის დაკვეხით,
თუ არ დროშკით ორ ბიჯსაც არ გაივლიან ფეხით.
ზოგსა მამის დანარჩენს სამკვიდროს აჰყოლიან
და დეზების გულისათვის დრაგუნებში მიდიან,
ზოგთა პოლიციაში თავი მოსწონთ კვარტლობით,
იბერებიან, ჰკრეფენ ფულებს უსამართლობითა;
ამ გვარად თავის ძმებსა აღუჩნდებიან მტერად
და ამისთანა ყოფით თავს რაცხვენ ბედნიერად!..

ისინივე და მაქსიმე.

მაქსიმე.

ვიღაც კაცი გიახლათ;
შეიძლება რომ ნახოთ?

ნიკო.

წადი მობძანდეს, უთხარი,
მალე გაუღე მას კარი!

ისინივე და გიგო. (ჰკოცნის ნიკოს,)

ნიკო.

საიდგან გაგვიჩნდი გიგო? სულ ვერ მოვიფიქრებდი,
თუ სოფლიდგან ასე მალე მოხვიდოდი მნახვიდი!..

გიგო. (სიცილით)

დღეს შევიტყე შენი მოსვლა გიჟივით გამოვარდი.
ეხლაც ისე მიყვარხარ, როგორც უწინ მიყვარდი! (ჰკოცნის)

ნიკო: (თავის კვრით.)

დიდი მადლობელი ვარ რომე არ დამივიწყე.
ასე მალე სოფლიდგან ან რა რიგათ მომნახე?..
სხვა რასა იქთ?- დაბძანდით!

გიგო. (ჯდება)

გმადლობ! მშვიდობით ვარ ღვთით! (ცოტა სიჩუმე)
ნეტავ, რისთვის იყავი ისე დაფიქრებული?
ასე მალე მოგეწყინა! რათ ხარ შეწუხებული?

ნიკო.

ძველ ამხანაგს გიყურებ შენთან მომეწყინება,
მაგრამ ერთი უნდა გითხრა, ვიცი არ გეწყინება:
ძველი ამხანაგები გუშინ ყველანი ვნახე
ზოგი ჩინით, ზოგით ფული დაბედნიერებული,
მაგრამ ესკი მაკვირვებს. შენ ეგრე დაგინახე,
ერთი ჯვარიც არა გაქვს გულზედ მიკერებული.
იღბალი არ გქონია...

გიგო.

ეგ შენ რისგან გგონია?
ჩინები და მენდლები რომ არაფრად ვეძიე?
(გაკიცხვით) კაცია და გუნება! ასე ყოფა მირჩიე.

ნიკო.

დაუფარავად გეტყვი, არ მიყვარს პირფერობა?
მაშ რაღაში მდგომარეობს ჩვენი ბედნიერობა!..

გიგო.

რა ვქნა, გინდა დამძრახე! არა მსურს სამსახური!
კეთილ ცხოვრების მოყვარემ ოჯახს მიუგდე ყური;
თავისუფლად სახლში ვზივარ, არავის არ ვაწუხებ
და სტოლ-ნაჩალნიკ კვარტლის ფას პურ-ღვინის ფასში ავიღებ.
ეს ხასიათი მაქვს, უნდა გითხრა მართალი,
არც ეპოლეტი მიკვირს, არც ჯვარი, არც მედალი.
კეთილად ვარ შემტკბარი დედასთან და დასთანა
და ბედნიერად მიჩნს ცხოვრება ამისთანა. -

ნიკო. (სიცილით)

დედასთან და დასთანა შეტკბობა თუმცა კარგია,
მაგრამ ხშირათ შინ ყოფაც, ვხედავთ, რომ არ ვარგია.
(სიჩუმე) რასა იქს თქვენი? და? დიდი გაიზდებოდა.
გახსოვს პატარობისას სკამზედ რომა ხლტებოდა?
ეხლა ეგებ ვერც ვიცნო, მასაც დავავიწყდებოდი.

გიგო.

დიახ, სულ არ ახსოვხართ გუშინ ვეუბნებოდი,

ნიკო.

ნეტაც თქვენს სახლში ყოფაზედ თქვენი დარასა ჰფიქრობს?
მე მგონია ისიც გირჩევსთ, რომ სამსახური გიჯობსთ?

გიგო.

ის უფრო მტკიცედ არის ამა ჩემის აზრისა!
მისთვის ბევრი სასიძო კარგი, კარგი მაზრისა.
ეპოლეტების, ჯვრების და მენდლების მექონი,
არ შეირთო და იწუნო პირში გამოცხო ქონი.

ნიკო (სიხარულით თავისთვის)

მინდოდა გამომელადა, შემეტყო ამის ჰაზრები,
მაგრამ ეს აღარა ხუმრობს, ძალზედ ვემასხარები? (ხმა მაღლა)
ღმერთო შენს მადლს! სად ყოფილა, ჰა, ნამდვილი ქართველი!
მოდი შენი ჭირიმე გაკოცო მომეც, ხელი! (კოცნიან ერთმანერთს)

გამოსვლა მესამე.

(კეთილშობილთ შეყრილობა, განათლებული ოთახი. ზალაში
უკრავენ მუზიკას. ელენე გაათავებს ლეკურს და დაჯდება, სხვები იწყებენ
ტანცაობას. ნიკო მიჩერებია ელენეს გამოშტერებით. გიგო გვერდზედ უზის.)

ნიკო.

გიგო მოდი, რა გითხრა; გეთაყვანე მითხარი,
ის ქალი ვინ არის მდივანზედ ჩამომჯდარი?

გიგო.

აბა რომელი? ნიკო? იქ სხვაც ბევრი ქალია,

ნიკო.

სხვა ქალებიცა სხედან, ეგ თუმცა მართალია,
მაგრამ ის, ცალკე რომ ზის, ეჰე, ჭრელ-კაბინია,
ძალიან ლამაზიც არის, შავ-თვალ წარბებიანი.

გიგო. (სიცილით)

თუ გინდა გაგაცნობ! მას კიდეც იამება.

ნიკო.

ძალიან დაგიმადლებ, მეტად კარგი იქნება.

გიგო. (მიიყვანს სიცილით ნიკოს).

საყვარელო მეგობარო! გთხოვთ იცნობდეთ ჩემს დასა!
(დას) და შენც ჩემო დაო, სცნობდე ჩემს მეგობარსა!
(ელენე და ნიკო თავს უკვრენ ერთმანეთს და სხდებიან.)

ელენე.

ერთს დროს ერთმანეთს ვსცნობდით, მაგრამ გარბის დროება.
-ეხლა ხელახლად დაგვჭირდა ერთმანეთის გაცნობა.
(ძმას) სასიამოვნო არის და დიდათაც მიხარის
ნახვა, ყოველს შემთხვევაში ჩემის ძმის მეგობარის.
(ნიკოს) ბევრჯერ ხოლმე მიანბო თქვენი ქება ჩემმა ძმამ
და დიდათ გამახარა ამ ჟამად თქვენმა ნახვამ.

ნიკო: (თავის კვრით)

დიახ, გემნაზიაშიდ ჩვენ ერთად ვიზდებოდით,
მუდამ ერთად ვიყავით, არაოდეს ვშორდებოდით.

ელენე.

საწყალს დიდათაც ჰსურდა თქვენთან წამოსულიყო,
მაგრამ ვეღარ მოახერხა და ოჯახს ხელი მიჰყო;
ეხლა შინა კაცია სახლ-კარობას განაგებს...
(ამოხვრით) ესეც კარგი საქმეა ამითი რას წააგებს?

ნიკო.

დიახ, კარგი საქმეა! მაგასა იქმს ყოველი,
მუშაობის მოყვარე, კარგი მამულის შვილი.
(მიიწევს სკამს ელენესკენ და ბოლოს უცებ შეკრთება.)
უკაცრავად კნიაჟნა! გთხოვთ მომიტევოთ! შემცდა
რუსეთშიდ ვარ დაჩვეული და აქ სულ დამავიწყდა, ჩვენებური ჩვეულება...
რომე აქ არ შეიძლება თამა... თამა... თამაშობა...

ელენე. (სიცილით)

ნეტა რა დაგემართათ! რათ მიცემიხართ შიშსა?
ანუ რა მოგივიდათ, რისთვის იხდით ბოდიშსა?
კეთილშობილთან ჯდომა, არა, რა საწყენია?
მაგრამ ბიჭბუჭებისა შეხედვაცკი მრცხვენია!

ნიკო. (თავს უკრავს. ცოტა ხნის სიჩუმე.)

რომელ სასწავლებელში, სად გაიზარდეთ თქვენა?
რუსული უკეთ იცით, თუ ფრანციცული ენა?

ელენე. (ამოხვრით)

არსად არ მისწავლია, ოჯახში ვარ გართული!
რუსულიც არ მიკითხავს, ვიცი მხოლოდ ქართული!

ნიკო. (სიცილით)

მაშ თქვენ მათ არ ეკუთვნით, სხვა ენებს რომ იწყებენ,
ვეღარც იმათ სწავლობენ, ქართულსაც ივიწყებენ?
(ცოტახანს სიჩუმე)
ერთი გიგოსიც მიბძანეთ! ოჯახობა კარგია,
მაგრამ კაცი ოჯახში უცოლოდ არ ვარგია;
აქამდისც უნდ შეერთი, რისთვის დაიგვიანა?
ეგებ ქალი ვერ იშოვა ლამაზი, მზითვიანა?

ელენე.

კი მისცემდენ, მაგრამ ის სილამაზეს არ დასდევს,
არც ცოლით უნდა გამდიდრდეს, სულაც არ ითხოვს მზითევს:
მას სურს სულს მოუპოვოს ერთგული მეგობარი.
და მგონია ამაშიდ ის არ იყოს შემცდარი!-
ბედნიერი ის არ არის ვისაც აქვს ბევრი ფული,
მაგრამ ვინც სულით გულით არის განსვენებული.

ნიკო.

მეც თანახმა გახლავარ, მართალი ბძანებაა!

ელენე. (დგება)

აწ შინ წასვლის დროც არი, სუყველა ემზადება!
ხედავთ! მუსაიფში დრო როგორ მალე თავდება? მშვიდობით...

ნიკო. (თავისთვის)

ვფიცავ, ჯერ არ მინახავს უფრო ჭკვიანი ქალი!
რა მშვენიერათა სჯის? რაც რომ სთქვა - სულ მართალი!.. -

გამოსვლა მეოთხე სამის თვის შემდეგ.

(კვახაძის სახლში. ნიკოს ოთახში. მამა და შვილიმუსაიფობენ.)

მამა.

შვილო რისთვის არ გინდა მითხარ მდივანბეგობა?

ნიკო.

ბატონო შინ ყოფა სჯობს მე ეს პურიც მეყოფა.
განა კარგი იქნება, მექრთამობა დავიწყო,
საწყალთ-გლეხ-კაცთ ტყავი ვაძრო, ვატირო და ვაწუხო?...

მამა.

გამორჩენას ნუ იწყენ, გაისარჯე კეთილად
საზოგადო საქმესა თავი შესწირე სრულად!...

ნიკო.

მაგას მართალსა ბძანებ, დიახ კარგი მსმენია!
მაგრამ ოჯახობაცა საზოგადო საქმეა.
პურს ჩვენი ყმაწვილები სამსახურში ეძებენ
და ძვირფასს განძსა, მამულსა, უბრალოდ აოხრებენ.
სამსახურში ვინ მოგვცემს ჩვენ აბა მაგოდებს ფულს,
რასაც, დამუშავებულს, ავაღებინებ მამულს!

მამა.

მაგაზედ გეთანხმები, ეგ ნუ გინდა - მართალი,
მაგრამ ერთი საქმისთვის ვარ მე შენზედ გამწყრალი:
დიდის კმაყოფილებით ქალს გაძლევდა სუდია
და შენკი დაიწუნე, ნინო განა ცუდია?

ნიკო.

ვინ ანბობს თუ ცუდია? მაგრამ შე დალოცვილო
მეორეს ხომ ვერ შევირთავ! ერთი მინდა საცოლო?
მე სხვა ქალი არ მინდა უნდ ელენე შევირთო,
რაც გენებოს მიყავით! ნებაკი უნდა დამრთო!

მამა. (სიცილით)

ეჰ მართალი მეგონა ვერხარ კარგი ხუმარი!
ვინ უსწავლელი ელენე, ვინ შენისთანა ქმარი?

ნიკო. (ბეჯითად)

არა თქვენს მზესა მფიცავ! ეს არ იყოს ხუმრობა!
სულით და გულით მინდა, ბატონო, მისი ქრმობა!

მამა. (გაოცებით).

შვილო შენი ნებაა არ დაგატან ძალასა!
მაგრამ როგორ შეირთავ, მითხარ, გაუზდელს ქალსა?

ნიკო.

რას ეძახით, მითხარი კარგათ განათლებულსა?
პოჟოლუსტა რომ იციან, ვერ ანბობენ ქართულსა,
თავ მოხდილნი, მკერდ შიშველნი ბალებში რომ დახტიან,
ქართველს აღარა გვანან მოდაო იძახიან?
ვინც სწავლულად მათ რაცხვენ, ისინი მათ შეირთონ!
და მე მაგნაირ სასძლოს, სჯობია მომაშორონ.
მე ელენე შევირთო მსურს შინ გაზდილი ქალი!
სამი თვეა რაც მისკენ მიჭირავს მარჯვეთ თვალი.

მამა.

აწ შვილო ვერას გეტყვი! ასრულდეს შენი ნება!
შენკი ბედნიერათ იყავ და მე რა მენაღვლება?

გამოსვლა მეხუთე.

(კაზარმის წინ დადიან სხვა აფიცრები, მათ რიცხვში კოსტა
და ბარამია. ერთი კაცი წიგნს მიუტანს,კოსტა წაიკითხავს და დაიყვირებს.)

ვაი უბედურობას! მოდი ბარამ რა გითხრა:
ნიკო გაგიჟებულა, აკი ღმერთი გაუწყრა!

ბარამ. (მივარდება)

ვაი საწყალი ნიკო! იმ გვარად ირჯებოდა,
რომ მე ადრე ვფიქრობდი, სწორეთ გაგიჟდებოდა.
მსხვილ-მსხვილ ჩინოვნიკებსა რომ არ ეპუებოდა,
რასაკვირველია, მას სულ სიგიჟით შვრებოდა!....

კოსტა.

ერთბაშად რომ უპირებდენ სუდში სეკრეტრობასა!
მიტომ არ აჯობინა თურმე ოჯახობასა?

ბარამ (ამოხვრით.)

ჰე, რუსეთშიდ წასული კარგი ბევრნი ნახულა,
მაგრამ ჩვენებურის ჭკუით აღარავინ მოსულა!
ერთი წავიდეთ ვნახოთ კოსტა თუ შენც გცალია,
როგორ არის ავათა, მსუბუქათ, თუ ძალიან?

კოსტა,

ავადკი არ გამხდარა, ისეა შერეკილი:
ლხინში მიუწვევივართ, ამეღამ აქვს ქორწილი.

ბარამ. (განკვირვებით)

როგორა თუ ქორწილი? ვისი ქალი შეურთავს?

კოსტა.

გიგოს და მოსწონებია, აღარც კი დაუნიშნავს,
პირ და პირ წაუყვანია.

ბარამ. (განკვირვებით.)

ესეც სიგიჟით უქნია! -
ჩვენმა პოლკის კამანდირმა აძლია კარგი ქალი,
დახე, ის არ შეირთო! აი აი დაუდგეს თვალი!

კოსტა

მერე მის მეტიც არ ჰყავს არც ქალი და არც ვაჟი.
თურმე აკი სიგიჟით არ დაუჯდა ჭკუაში! (იცინის)
(განკიცხვით.) განათლებულნი ვართო, მოივლიანპარიჟსა.
და ან გვარ შემთხვევაში კი, ჰკარგვენ ანგარიშსა.

ბარამ.

ნეტავ რისგან მოუვიდა. ან ასე როგორ შესცდა,
მოეწონა კიდევაც შინ გაზდილი გიგოს და?...
ცოტა მაინც ესმოდეს ნეტავ საწყალს რუსული,
(ბეჯითად) არა, რაღა თქმა უნდა? ჭკუა აქვს დაკარგული!...

ნიკო. (დაცინებით)

გახარებული წიგნია, მოდითო იწერება. -
მე არ მცალიან, შენ წადი თუ არ დაგეზარება!

ბარამ. (დაჭმუნვით).

არც მე მინდა დავესწრო ამ ნაირსა ქორწილსა,
მუზიკაც არ ეყოლება, დუდუკი მოგვრის ძილსა.

დასასრული.

თ. აკ. წერეთელი.

1859-სა წელსა.

დეკემბრის 14-სა დღეს.

3 ლექსები სხუა და სხუა მწერალთა

▲ზევით დაბრუნება


3.1 მუხამბაზი

▲ზევით დაბრუნება


მუხამბაზი

ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხითა;
თვარა მიმუხთლებს და წარმოსთქვავს ენა ყოველსა,
ესდენ ხან კრძალვით დაფარულთა ღრმად ჩემსა გულსა:
უიმედოსა შენდა მომართ, ჩემს სიყვარულსა,
ტანჯვათა, ოხვრათ, იდუმალად მომდინარს ცრემლსა,
ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით.
ნუ მასმევ ღვინოს...
გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება
შემრჩომიაღა და მისიცა გსურს დაბნელება;
მის დასამონად, იცი, კმარა შენი შვენება,
ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირე ყურადღება;
იცი, მარამა თასსკი მაძლევ მღიმარეს სახით;
ნუ მასმევ ღვინოს...
რადგან არ იშლი ჩემ საკვდავად შენს სასტიკ სურვილს,
და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ, ოდეს შევსვამ თასს აღვსილს;
მაშ ვარდის ნაცვლად, მასუნე ვარდს შენს ღაწვზედ გაშლილს;
და მაშინ გინა სიხარულით, შევსვავ თვით სიკვდილს?
რად მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი, გეტრფი მთვრალ ეშხით. -
ნუ მასმევ ღვინოს...
ზოგჯერ მდუმარე გიმზერ, ოდეს ეშხით აღვსილი,
მრწამს რომ ღაწვზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი;
მაშინ მას ზედა დაკონების მკლამს მე სურვილი!
აწ გინდა, მომკალ, მოთმინების არღა მაქვს ძალი!
ისმინე, ვკვდები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით,
ნუ მასმევ ღვინოს... -

თ. გ. ორბელიანი.

3.2 (ნათარგმნი)

▲ზევით დაბრუნება


(ნათარგმნი.)

კეთილი რჩევა ბევრი მსმენია,
დარიგება და დაპირებაცა;
მეუბნებოდენ: „ნუ მოგწყენია,
ჩვენ შეგეწევით, ცოტა დაგვაცა!“
ზრუნვა დავტევე, რჩევა დამიჟდა,
ცდაშიდ შიმშილმა კინაღამ მომკლა!
მაგრამ კეთილი კაცი გამიჩნდა,
ღმერთმა უშველოს, ხელს მიწყობს ეხლა!
ყოველ დღე პურსა მაჭმევს სამადლოს,
ქირასაც არ მთხოვს, ისე უყვარვარ!
გარდავეხვევი მე, რომ შემეძლოს,
მაგრამ რა რიგათ? ის კაცი მე ვარ!...

თ. აკ. წერეთელი.

3.3 წირვის მოსმენა.

▲ზევით დაბრუნება


წირვის მოსმენა.

ხანგრძლივა ჰრეკდენ სამრეკლოს ზარსა,
ყველა იწერდა ამ დროს პირჯვარსა,
ემზადებიან წირვაზე წასვლას-
აი! მოვიდნენ სამების ტაძარს!
მორთულ, მოკაზმულ შევლენ საყდარში,
ზოგნი დგებიან მის კარის ბჭეში.
აქ მღვდელი იტყვის კურთხეულ არსა?-
და დიაკვანი მოჰყვება ჟამნსა!
დიდება შენდა ჵი! ღმერთო ჩვენო,
დიდება შენდა ქვეყნის გამჩენო!
წმინდაო ღმერთო, მამაო ჩვენო. -
შენ შეგვიწყალე უფალო ჩვენო!
წირვა ვის ესმის, ვინ უგდებს ყურსა:
აქ ის განსჯაა ვის რა აცვია,
როგორ თამაშობს ქეთო ლეკურსა-
ან გუშინ ნანას თავს რა ეხვია!

მათოს თასაკრავს ძრიელ აქებენ,
ჯერ იმისთანა არვის ჰქონია!
მის დედამთილსა ცოდვით ავსებენ-
თუ მისი ფასი გაუგონია!
სოფოს სარტყელი მშვენიერია,
არსად უნახავსთ მათ იმისთანა,
თუმცა კი დასცეს მქრალი ფერია,
მარამ მაინცა მოსაწონია!
კაბა აცვია მორიანტიკა
და მეორესაც როინგლასია!
შუბლსა წაუკრავს რაღაც რიკრიკა
ვინ გამოიცნობს მათი ფასია.
ერთმან უეცრად აქ ჩაიკეცა
და გამოუჩნდა შუბლს მატრაკვეცა.
გული უწუხდა კარსეტს აბრალებს-
იქით-აქეთა უყურებს ქალებს!
ნანუა ამბობს რა არის ნეტა,
ამ ქალმა მეტად გარდაამეტა!...
აქ კვალად დაჰკრეს სამრეკლოს ზარი-
საკურთხევლისა განეღო კარი!
ოდეს დასრულდა წირვისა წესი,
ჩამოილოცავს ჩვენი ხუცესი!
თუმცა საყდრიდგან ხალხი გამოდის
კვლავ ყაყანია ახლისა მოდის!
ხმა მაღლა შექმნეს რაღაც ჩონჩქოლი,
ეს მისი რძალი, ეს მისი ცოლი.
მართა არ არის სხვების ამყოლი,
პელაგია ხომ არის ობოლი!
თუ ვინმე ჰკითხა: იყავ წირვაზე?-
რასაკვირველია (მოწიწებითა),
მე ადრე მიველ თითქმის ყველაზე
და გამოსვლამდინ ვიდექ ლმობითა;

მარამ გარწმუნებთ არ გაუგია სად იყო, იგი, -
მოდაზედ ჰქონდა მას საუბარი!
ოდესაც შეჰხვდა გამოსვლის რიგი -
წინ მოუძღოდა თვისი მოძღვარი.
მაშინ შეიტყო წირვა დასრულდა,
განცვიფრებული იყურებოდა,
თუმცა კვლავ შესვლა საყდარში ჰსურდა;
მარამ სირცხვილით თითქოს დნებოდა!

სადღაა აბა აქ სასოება,
ჰოო! აღასრულეთ კვლავ თქვენი ნება!
ოღონდ საყდარში ოდეს შახვიდეთ -
იმ დროს მაინცა ღმერთი ადიდეთ! -

დიმ. ბერიევი.
1861 წელსა.

4 მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებლის ქართველისმხედველობა: თუ რაოდენ დამცირებულარს ზნეობითი განათლება დასავლეთისევროპიასა შინა.

არიან საგანნი, რომელნიცა არაოდეს არ მცირდებიან, ამისთვის რომელ იგინი არიან ფრიად მახლობელ კაცობრივის ბუნებასთან. - ესე არს ქრისტიანობა, მარად მდიდარი ახლის საუნჯითა კაცის გონებისათვის დაგულისა.

დრონი დევნულობისანი და თვით კეთილდღეობისანი, ვგონებ, იცულებიან ერთმანეთსშორის მოთხრობათა შინა ქრისტიანობისასა და უკუნ მოიქცევიან უკუმაღლესის სიბრძნის ნებითა წინათვე დანიშნულს საუკუნესა, რათამცა დასაჯოს, განსწმინდოს და განაახლოს კაცობრიობა. -

კლდეი, რომეზედაც შეიმუსვრის განათლება, იგულხმების თაყვანის-ცემა სიმდიდრისა ანუ ვერცხლისადმი, რომელიცა განუმზადებს ზნებასა საფლავსა. - შესაძლებელ არს თქმად, რომელ ხსენებული ევროპია შეუდგების ჩინ მაჩინის (კიტაის) იანღის სეკტის ფილოსოფობასა, რომელიც არსებობდა ფრიად წინარე ჟამსა კონფუციისასა და ამტკიცებდა, რომელ თავის-მოყვარეობა და საკუთარი სარგებლობა უნდა ჰგიებდეს მო მყვანებელად მოძრაობაში ჩვენის მოქმედებისა და ქცევისასა, და მასთანვე ყოველთა ჩვენთა მოვალეობათა, რომელზედაც დაფუძნებულ არიან კავშირობანი შორის კაცთა მაშინ მხოლოთ ექმნების ძალი, ოდეს იგინი ეწევიან ჩვენთა საკუთართა სარგებლობათა. - გარნა ფილოსოფოსობამ კონფუციისამ, რომელიც დაიბადა 550 წელსა წინარე ქრისტიანობისა, მოსპო იანღის სჯულთ-არსებობა და დაიწყო ქადაგება: კეთილისა მორჩილება სჯულთა და უფლებათა, პატივის ცემა უხუცთა, მშვიდობა და თავმდაბლობა შორის თანასწორთა, სიყვარელი და შებრალება საწყალთა, მხოლოთ მცხოვრებნი დასავლეთის ევროპიისანი, წინააღმდეგ ამისი, როგორც ჰსჩანს, ცდილობენ განღვიძებასა ხელ-ახლათ იანღის ფილოსოფოსობის ჰაზრი სასა, და ამის გამო დამცირდებიან უმეტეს, ვიდრე აწინდელის ჟამის კიტაისმცხოვრებნი.

ვერცხლთ-მოყვარება ხსენებულ ევროპიაში სრულიად დააბნელებს პატივის-ცემასა, რომელსაც ძველნი მიუძღვნიდნენ კეთილ მოქმედებასა. თუმცაღა ესე გვარი ქცევა, ერთის მხრით, წარმოსცემს სამოქალაქოს კეთილ-დღეობასა, გარნა, მეორის მხრით, მიჰყავს ზნეობა სრულიად განხრწნილობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვპოებთ მოთხრობის წერილებშიაც, რომელ სილამაზესა ოქროისასა არა ძალ-ედვა დაბნელება ღვთაებრივის კეთილ-მოქმედების ნათლისასა. ალკვიადი დიდათ პატივცემულ იყო თვის დროს ხალხთაგან, გარნა, მასვე დროს, ფოკიან, ნაცნობი თვისის განწირულის სიგლახაკითა, იყო აღრჩეული ლაშქართ წინამძღვრათ მას დროს, ოდეს ეს ურჩეულესი კაცი, იღებდა თვისის ჭიდამ წყალსა, და მისი მშვიდი მემცხედრე აცხობდა პურსა. - რომაელნი, ერთს დროს ფრიად გარყვნილნი, თაყვანს ჰსცემდნენ ლუკალლის და კრასის სიმდიდრისათვის მათისა, გარნა მასვე დროს, განცვიფრდებოდნენ კეთილ -მოქმედებასა კატონისასას. განათლება დასავლეთის ევროპიისა აწინდელ-ჟამს, არ წარმოადგენს მზგავსს მაგალითსა.

სიყვარული კეთილისა და მშვენიერისა რისამე, რომელიც სულით გაამხნეებდა უწინდელს-ჟამს კაცთა „ჩვენს დროში მას დაუთმია ადგილი საკუთარ სარგებლობისათვის. აწ განსაკუთრებითი პატივის-ცემა ეკუთვნის მხოლოდ სიმდიდრეს. - სიმდიდრე ესე დასავლეთის ევროპიაში დაუსაკუთრებს დიდებულებასა მხოლოთ კაცსა, მქონებელსა ვერცხლისასა, გარნა კაცი საწყალი მოსპობილი არს ღონისძიებისა, რათამცა გამოაჩინოსრაიმე კეთილი. - მცხოვრებთა ევროპიისათა გულ-მტკივნეულ ჰყოფს მხოლოთ ის, რომელსაც აქვს დაკავშირება მათის პირდაპირ სარგებლობასთან; მუნ მოითხოვების საზოგადოობისაგან მხოლოთ ის, რომლიდამაცკი შესაძლებელ-არს მიღება სარგებლობისა, და დანარჩენისათვის ფრიად გულ-გრილობენ. - სამოქალაქო კეთილ-მოქმედებანი მოგზაურობენ დავიწყებაში და მიიფარვიან უცნობელობაში. - საზოგადოობის ჰაზრს მუნ აღურჩევია თავისა თვისისათვის ოქრო საგანთა თაყვანის-ცემისა გარეშე რომლისაც შეყრილ არს საზოგადოობა ვითარცა ძველთა დროთა შინა ვესტალკი გარეშე სამღთოს ცეცხლისა. აი სად მომდინარეობს ნაკადული ყოველთა ბოროტთა. დაცული სიცრუისა და მცბიერის განათლებითა; აი საიდამაც წამოეცემის გულგრილობა ევროპიელთა კეთილისადმი საზოგადოებისასა, თავის მოყვარეობა და მოძულება კაცთა და ქრისტიანულის მოვალეობათა. -

განათლება დასავლეთის ევროპიაში აწინდელ ჟამს უჭვრეტს კეთილ-მოქმედებასა განსაცვიფრებელის გულ-გრილობითა, მაშინ ოდეს რომაელთა ვერ ძალედვათ მისწევა პატივისადმი, ვიდრემდის არ განევლოთ ტაძარსა ზედა კეთილ-მოქმედებისასა.

შესაძლებელ-არს, რომელ აღმოჩნდეს უსარგებლოთ, უკეთი ვიწყო განსჯა ამა საგანსაზედა: გარნა ყოველსავე შემთხვევაში ჯერ არს ხმარება ძალისა კაცობრივის კეთილისათვის, რათამცა დავამყაროთ კეთილ მოქმედება ხარისხსა ზედა უმაღლეს მისსა, რომელზედაც ჰგიებს სიმდიდრე ჰაზრისაებრ დასავლეთის ევროპიულთ ხალხთა ანუ საზოგადოობათა. - მოვიხსენოთ ჩვენათ რომ ბერძენთ ქვეყანაში უბრალო ბალახის გვირგვინი შეადგენდა საგანსა უწარჩინებულ გვამთ სურვილისასა; მოვიხსენოთ კვალად, რომელ რომში გვირგვინი სარდალთა არა მეტათ-ბრწყინვალებდა გვირგვინსაზედ მოქალაქეობისასა და დასასრულ ვთქვათ ესეც, რომელ დამმარცხებელი ოლინპიის შეყრილობაში მიიღებდა ჯილდოდ მცირის ზეითუნის ფოთლის გვირგვინსა: ჯილდო ესე ფასობდა მას ჟამს ესოდენ უპირატესად, რომ ცნობისაებრ ბერძენთა, იგი მიანიჭებდა გამარჯვებულსა უმაღლესსა კეთილსა და აღამატებდა შორის სხვათა მომაკვდავთა. -

მე არ ვანბობ, რომელ სიმდიდრე არს უსარგებლო რამ; მხოლოთ კაცი არ უნდა მოტყუვდეს მისთვის; არ უნდა იყოს წარტაცებულ მისის პრწკინვალებითა და დაივიწყებდეს პატიოსნობის კანონსა და კაცთ-მოყვარებასა, ვითარცა ვხედამთ ჩვენ იქით მხარეს სამზღვარისა ჩვენისასა: პინდარ შეამკობს სიმღერით სიმდიდრესა, აძლევს მასვე ჟამს მშვენიერ დარიგებასა მდიდართა, შესახებელად მათის მოვალეობისა, რათამცა იქმნებოდნენ კეთილნი და არა შეემჭვალებოდნენ ამ წუთის სოფლის ცხოვრებას იქამდინ, რომ დაივიწყებდნენ მერმისა მის ცხოვრებასა -

თქმა არ უნდა რომ, სიმდიდრე აძლევს კაცს შეძლებას აღსრულებად ათასთა დიდთა წინა გამოსახულებათ; იგი ეწევა უმაღლეს წადილთა შინა, გარნა სახდიმებელ-არს ხმარებად სიმდიდრის მხოლოთ ბოროტ გულ წადილობაზედ და უაღრესის ჭამა სმის ჩაცმასაზედა. - არა მიმხედველი ამისა, შესაძლებელ-არს თქმად, რომელ იყვნენ ესე გვარნი მდიდარნიცა, რომელნიცა აღმოაჩენდნენ კეთილ-მოქმედებათა თავსა თვისსა ღვთიურ კაცად, მოსრულად სოფლად შესამსუბუქებელად ტვირთთა თვისთა მოყვასთათა.

თავის-მოყვარეობა (ანუ ეგოიზმობა) შეადგენს განსხვავებითს სახესა ჩვენის ჟამისასა; შეაყენებს მომდინარეობასა ცნობათასა, ყველგან ჰსჩანს თავის მორიდება სადაცკი მოითხოების მძიმე შრომაი. ვითარცა თხზულებაში, აგრეთვე ხელოვნებაში მუშაკობენ სიჩქარით და გარეწრობით; (იგინი) სწრაფობენ მიღებად სარგებლობითა; გონება მათი მოცულ არს სურვილითა, რათამცა მსწრაფლიად მოიპოებოდნენ ოქროსა და ვერცხლსა. - მილტონმა დაუნიშნა ამ გვარ მსურველთა ადგილი უფსკრულსა შინა. საუბედუროდ, სიმდიდრე ჩვენს დროში, ჩანთქამს და მოსპობს უმაღლეს ნიჭთა მხურვალედ მსურველობისასა კეთილისადმი.

იგრძნობების ჩვენსა ცხოვრებასა შინა რაიმე რომელიც უაღრესობს ჩვენის ჩვე ულებრივის საჭიროებასა ზედა; არსებობსბუნებასა შინა კაცისასა გრძნობა სხვათა გვართა სარგებლობათა, გარდა სარგებლობათაუგვართა, ზემორე ამისა მოხსენებულთა. - გონებასა და კეთილ-შობილურს სურვილსა უნდა ჰქონდესთ თვისი წილი კაცობრივის ზნეობის წარმატებაში. - ვიდრემდის ზნეობის და გონების ღირსებანი არ მოიპოებენ ღირსეულ ხარისხსა, რომელიც მათ შეჰფერისთ, მანამდინ საზოგადოობაც ვერ მიეხწევის მას უპირატესობას განათლებისას, რომლის გამზადება ძალუძს მხოლოთ კანონთა ჩვენის სარწმუნოებისათა. - განათლებულობა ყოველს ადგილს დაემორჩილდებოდა სახარების ჰსწავლასა: ეკკლესია ფრიად ეწეოდა განვრცელებასა გონების ნიჭთა და განათლებათა. იგი ყოველ ჟამ იქმნებოდა მფარველად მეცნიერებათა და ხელოვნებათა. - მეტი წილი სასარგებლო მოგონებათა ეკუთვნის მწევრთა ეკკლესიისათა. - სწავლა და მეცნიერობა მოიპოებოდა მხოლოდ უდაბნოთა შინა. - ჩვენს რუსეთში უმეტეს, ვიდრე სხვათა ქვეყნებთა შინა: სამღვდელო მუშაკობდა განათლებისათვის; ამასთანვე მსახურნი ბერძენთ რუსეთის ეკკლესიისანი არა მოიღებდნენ გონებასა თვისსა ამაოდ და ბოროტ მზრახველობად. იგინი ბეჯითად და მღვიძარედ იბრძოდნენ განათლებისათვის და ცდილობდნენ მასთანვე აღეგრძნათ გულთა შინა მცხოვრებთათა სამღუთო მხურვალება სჯულისა და სიყვარული მეფისადმი და მშობელ მამულისადმი.

ვიტყვი, რომ გენიალნი კაცნი მიიღებდნენ განათლებასა მფარველობასა ქვეშე წმინდისა და ჭეშმარიტისა აღსარებისასა; დამართლად გრძნობა მშვენიერობისა და უმაღლესობისა ჰგიებს სულსა შინა ჩვენსაეგრეთ, ვითარცა გრძნობა ღვთისა დაუსაბამოისასა. - ღენიალნი გვამნი უკეთეს სხვათა მცნობელობენ ღვთაებრივის ჭეშმარიტებასა სიმშვენიერესსა და დიდებასა. - ღმერთი, -აი დაულეველი ნაკადული, რომლიდამაც ღენიალნი პირნი მოიპოებენ უმაღლესთა ჰაზრთა; სულსა ჩვენსა ძალუძს გრძნობად ანუ მოყვანად არსებობაში უმაღლესისა და უმშვენიერესისა რისამე მაშინ მხოლოდ, ოდესაც იგი, ჰსცნობს თავსა თვისსა, და მაშასადამემოცვლა ჰაზრითა ცნობად ღვთისა და დაუსრულებელისამისის მოწყალებისასა. -

ძველის დროს მცხოვრებთა აქუნდათ, თუმცაღა არა ნამდვილნი, რაოდენიმე ცნობანი ღვთისანი. - რასაკვირველია, ქრისტიანეთ რა ძალუძსთ მოპოებად ძველთა კერპთმსახურთ წერილთაგან არა რაიმე ცნობა ღუთაებრობისა,რომელიცკი ეთანხმებოდეს სახარების სწავლასა. - უკეთუ თავსა ჩვენსა ვაძლევთ ნებასა კითხვად ბერძენთ და რომაელთ თხზულებათა, ამას ვიქმთ მხოლოთ მისთვის რათამცა მოვიპოვოთ გულმდაბლობა, ვცნობთ რა ურწმუნოებასა კაცისასა, რომელსაც აქვს გონება უვრცელესი; ოდესაც იგინი შეუდგებოდნენ მხოლოდ კაცობრივის გონებისა მჩვენებლობასა- განსაკვირველ არს რომელ ბერძენნი აღიარებდნენ რა მხოლოთ სვესა, მასთანვე აღიარებდნენ უსაჭიროესად ჰაზრსა ღვთაებრობისასა. - წინააღმდეგ ამისა, დასავლეთის ევროპიელნი, განათლებულნი წმინდის ჰსჯულითა, ცდილობენ რათა მისცენ ნივთეულ-არსებობასა უპირატესობა წინაშე სასულიეროისასა. - ესე მოგვაგონებს ჩვენ ჟამსა ბარბაროსისასა, რომლისაც ტვირთი იქმნების მამძიმებელ დასავლეთის ევროპიისა მის დრომდინ, ვიდრემდის მუნ იქმნების დაბუდებული სული უღმთოებისა და იჭვნეულობისა. -

სადაც არა ჰგიებს სჯული ქრისტესი მუნ, საზოგადოებას არა ძალ-უძს არსებობა, ჯერ არს აღსარება გამგებლობისა ღვთისასა და არა შვენის გამოძიება სამღვთოს საგანისა, ვითარცა შემოსილისა საიდუმლოითა.

ძველ დროში მცხოვრებნი აძლევდნენ ადგილსა ბედსა; გარნა მასვე ჟამს იყვნენ მოცულნი შიშითა წინაშე ყოვლად შემძლებელისაძალისასა, რომელიცა განაგებს სრულიად სოფელსა. - იგინი ვერ ჰსცნობდნენ ესოდენ კარგათ, ვითარცა ჩვენ ქრისტიანენი;იგინი ჰგონებდნენ მიზეზად დიდსა შეცოდებასა, ოდეს იხილვიდნენ დიდთა უბედურებათა. გარნა ქრისტიანობამ ამ შემთხვევაში სრულიად შეცუალა კაცობრივი ჰაზრი. - ქრისტიანობამ საგანი ესე გამოხატა შემდეგის სიტყვით: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ და ესე სიტყვანი ხმად-ყოფილ იქმნენ სულსა შინა მართლ-აღმსაარებელთა, რომელნიცა არა შეუდგებოდნენ ნათელსა სიცრუით ცნობათასა. - და ოდეს ამა ნუგეშინის-მცემელ ლექსთა დავუმატებთ დამამტკიცებელ სიტყვათა „რამეთუ იგინი ნუ გეშინის -ცემაში უეჭველად გრძნობს კაცი მომბერავსა სხვა გვარს მშვიდობისასა. - ყოვლად საუკუნო აკურთხებს ცრემლთა მწუხარეთათა, და მგლოვარეთა თანა სცლის უკანასკნელ ცრემლამდინ ჭურჭელსა მწუხარებისასა. - ძველ დროსა ვერ ძალედვა ცნობა ვნებულობისა მართალთა: იგი ჰგონებდა შეცოდებასა მუნ, სადაცა ხედვიდა უბედურებასა. - ვნება მართლისა იქმნების მარად დიდ დასამტკიცებლად ღვთაებრობისა მის, რომელიც გვამცნებს ჩვენ, რომელ მას მხოლოდ ეკუთვნის დაუსრულებელი საუნჯე ნუგეშინის ცემისა. - ქრისტიანობასა აქვს მრავალი საბუთი რომელ იგი ნამდვილ მომდინარეობს ზეგარდმოდ; ესე არს ბუდე ყოვლად უწმინდესის ზნეობისა, რომელიც ცდილობს რათა ჰქმნას კაცი ყოვლისფრით ბედნიერ; გარნა, უკეთუ იყოს ვისიმე სურვილი ამ გვარის ბედნიერებისა, მაშინ საჭირო არს, რათა იყოს მგრძნობელ და აღმსაარებელ სახარებისა; სულით და გულით დაემორჩილებოდეს სჯულსა, და სჯულიერთა უფლებათა და შეიბრალებდეს მგლოვარეთა. - საზოგადოობას არ ძალუძს არსებობა ბედნიერად, ვიდრემდის არ ჰქმნას თვისდა ხელსაპყრობელად ტაძარი მისი. -

არიან დასავლეთის ევროპიაში, რომელნიც ასწავებენ ხალხთა სიცრუის ჭეშმარიტებასა, რათამცა მით მოსპონ გულთა შინა მსმენელთათა სარწმუნოება, კეთილ-მოქმედება და პატივი და ჩვენ ვიხილეთ, როგორც მოსპო საზოგადოობა უგუნურებამ, და აქედამ დაიბადა მუნ აღრეულება და განხეთქილება ჩასანთქმელად მთელის საზოგადოობისასა. - იგინი (შემგონებელნი) ემზგავსებოდნენ ცეცხლის სინათლესა, რომელსაც აღაგზნებენ ზღვის მზაკვარნი, სიმაღლესა ზედა კლდისასა, რათა მით მეხომალდენი დაღუპონ. -

ჩვენ ვსცხოვრებთ ესრეთს ჟამსა შინა, ოდეს ქრისტიანენი საერთოდ და განურჩეველად უნდა შეაერთებდნენ თვისსა ძალსა და წინა აღუდგებოდნენ ურწმუნოებასა, აღრეულობასა და უზნეობასა. - მხოლოთ ჭეშმარიტება სარწმუნოებისა არს შეურყეველი და მყარი ვითარცა თვით ღვთაებრობა. დაულეველი და შეუცვლელი ვითარცა ბუნება. მასმხოლოდ ძალუძს დათანხმობა ერთა სარგებლობისა სარგებლობისადმი კაცობრიობისასამიუძღვნათ დიდი მადლობა ღმერთსა ჩვენდამი მოწყალებისათვის, რომელ ჟამსა დასავლეთის ევროპიის საზოგადოთ აღშფოთებისასა, ჩვენ ვსცხოვრებთ სამფლობელოსა შინა, სადაცა უფლებს მშვიდობა და მყუდროება. - ვართ ბედნიერ ას გზით ბედნიერ რომ ჩვენ არ ვეკუთვნით იმ ქვეყანას, სადაცა ცხადათ იხილვების მრისხანება უფლისა.

უპირატესი მიზეზი წეს -შეშლილობისა დასავლეთის ევროპიაში არს უეჭოდ ნაკლებულობა სარწმუნოებისა, ამასთან ესეც, რომ მუნ აღიზრდების ყრმა ცრუ მცნობელობითა. - წინააღმდეგ ამისა ჩვენში განათლება არს მიწევნულ იმ სიმაღლესა, საიდამაც იგი განანათლებს ადამიანთა, და არა თვალბნელ ჰყოფს. უფალმან ინებოს მტკიცობა აწინდელის ჩვენის განათლებისა, და დაგვამყაროს წესსა შინა ჩვენის სარწმუნოებისასა და თვითმყრობელობისასა. - ესე მიანიჭებს კაცობრიობასა უმეტეს სარგებლობასა ვიდრეღა გონებმსჯელობა ფილოსოფოსთა, რომელთაც არა ძალუძსთ შეშრობა არცა ერთისა ცრემლისა. ჭეშმარიტი ფილოსოფია, - ესე არს ჰსჯული ქრისტესი. - ბედნიერ არს იგი, რომელიცა ჩვენ დროში არა არს ფილოსოფოსი, არამედ ჭეშმარიტი ქრისტიანე. -

ალექსანდრე სულხანოვი, ზაქარიასძე.

5 ბოსტნის მომართვა

▲ზევით დაბრუნება


ბოსტნის მომართვა

ნაწილი პირველი

1. ადგილი ბოსტნის მოსამართავად.

ვისაც ბოსტნის მომართვა სურს, უნდა ეცადოს რომ ბოსტანი რაც შაეძლოს სახლის ახლოს გააკეთოს, რადგანც უფრო ბეჯითად მოუვლის და მოსავალიც ყოველთვის ხელ და ხელ იქმნება. გამოცდილნი მებოსტნენი, ბოსტნის გასაჩენათ, უფრო აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთისაკენ მიქცეულს ადგილს ამოარჩევენ ხოლმე, რადგანაც ჩრდილოეთის ცივი ქარები მცენარეთ ძალიან ავნებენ. ბოსტნის გამმართავმა უნდა ისე მოახერხოს, რომ ბოსტანი ჩრდილოეთით მოაყუდროოს მაღალის ღობითა, ხეებითა ან შენობაებითა. ბოსტანში დიდრონი ხეები არ უნდა დაირგან, ამისთვის რომ ბოსტნის მცენარენი არ დააჩრდილონ; თუ ბოსტანში ხეხილის დარგმა გსურსთ, ეცადეთ რომ ხეები შორიშორს იდგნენ, ან არა და თითონ ხეები უნდა გათხელდნენ, - ზოგი ერთნი ტოტები ჩამოერთონ, რომ (ჩ) ხემ დიდი ჩრდილი არ დაიჭიროს. დაახლოვებულნი ტყეები ძალიან მავნებელნი არიან ბოსტნისა, რადგანაც ტყემ ხშირად ჯანღი იცის, და ამას გარდა ტყეში სცხოვრებენ სხვა და სხვა გვარნი მავნებელნი ცხოველნი, რომელნიც ახდენენ ბოსტნის მოსავალსა. სრულიად ვაკე ადგილი არ ვარგა საბოსტნეთ, ამიტომ რომ წვიმიანს დროს, ამ გვარი ადგილი ნოტიოს დიდხანს დაიჭერს, რითაც ძალიან ავნებს მცენარეთა, - დაალპობს. თუ ბოსტანი ვაკე ალაგზედ გააკეთოთ, ეცადეთ რომ ნიაღვრის წყალი გასავალი ალაგი მისცეთ; ან თითონ ბოსტნის მიწა აამაღლეთ, რომ წყალი არ დაგუბდეს ხოლმე. ერთის სიტყვით, კარგი საბოსტნე ადგილი ის არის რომელიც ჩრდილოეთის მხრით სამხრეთისაკენ ან დასავლეთიდგან აღმოსავლეთისაკენ პატარა გვერდა ალაგია. ბოსტნის გამართვის დროს, ეცადეთ რომ ბოსტანი ჩრდილოეთისაკენ მიქცეული არ იყოს, ამიტომ რომ ამ გვარს ადგილზედ მოსავალიც გვიან მოვა, და ამას გარდა, ზამთარში მრავალს ბინადარსა მცენარეს მალეგაჰყინავს ხოლმე, - ეცადეთ მზვარე ადგილი აარჩიოთ.

2. საბოსტნე მიწა.

საბოსტნეთ უნდა აირჩას რბილი, გაწმენდილი და მსუქანი მიწა; სადაც ამ გვარი მიწა არ იშოვებოდეს, იქ უნდა მომზადდეს: სასუქის დაყრით ან სხვა და სხვა მიწების ერთმანეთში არევით. - ჩავარდნილნი ჭაობიანნი ადგილნი, კარგათ გამშრალნი, მიჩნეულნი არიან ბოსტნის გასამართავად, რადგანაც ამნაირი მიწა ყოველთვის საკმაო ნოტიოს დაიჭერს, რაც დიდათ სასარგებლოა უწყლო ადგილებში. ჭაობის მიწის გასაკეთებლად მიწას სხვილი ქვიშა უნდა აერიოს; თიხიან მიწას მოუმატეთ სასუქი; ქვიშიან მიწას - მოუმატეთ თიხა ან წყლის ლამი. - რადგანაც სხვა და სხვანაირი თვისების მიწები ერთს ალაგს არ იპოვება ხოლმე, და სხვა ადგილიდგან მოტანა დიდს ჯაფას და დროს მოითხოვენ, უმჯობესია, რომ ბოსტნის ახლო ღრმა რუი მოთხაროთ, რომელშიაც შეუძლებელია რომ საჭირო თვისების მიწა არ იპოვნოთ.

3. სარწყავი წყალი.

საბოსტნე მიწის ამორჩევის დროს, ეცადეთ რომ ბოსტანს ახლო საკმაო წყალი ჰქონდეს, რადგანაც თითქმის ყოველი მცენარე, ნამეტნავად გადარგმის დროს, წყალს მოითხოვს; და ამას გარდაც რა მოსავალი მოვა უწყლო ადგილზედ? რასაკვირველია, კარგი იქმნება, რომ ბოსტანი მდინარის პირს გაიმართოს, რადგანაც მდინარე წყალი მიჩნეულია სარწყავად, ამიტომ რომ ამ წყალს მზისაგან და ჰაერის მიზიდვით, სასარგებლო თვისება აქვს. ვინიცობაა, ბოსტნის ახლოს არ იყოს არც მდინარე და არც წყარო, მაშინ ბოსტანში საკმაო ჭები უნდა მოითხაროს- სარწყავად. რადგანაც ჭის წყალს მდინარის წყლის თვისება არ აქვს, ამისთვის მორწყვის წინათ, ის წყალი ჩაასხით მომზადებულ აუზში და თორმეტიოთ საათი დააცალეთ, რომ წყალი გათბეს და საჭირო თვისება მიიღოს. - აგრეთვე უწყლო ადგილებში სასარგებლოა, რომ წვიმის წყალი მოგროვდეს ხოლმე. ნურას დროს ბოსტნის მოსარწყავად, წყალში სასუქს ნუ აურევთ, რადგანაც ბოსტნის მოსავალს ავნებს - დაალპობს. აგრეთვე დიდხანს მდგომარე წყლით ბოსტანს ნუ მორწყავთ, რადგანაც მავნებელთ ჭიების გამრავლება იცის. -

4. ბოსტნის გაყოფა.

როდესაც ბოსტანს კვლებზე გაყოფას დაუწყობთ, უთუოთ უნდა დანიშნოთ ადგილი მისავალ გზისათვის, ასე რომ ურემი კარგათ გაიმართოს სასუქის მიტანის დროს და სხვა ბოსტნის შემუშავებაში კარგი იქმნება, რომ ბოსტანი ოთხს, ექვს, ან რვა და უმეტეს ოთხკუთხიან ნაწილად გაჰყოთ ხოლმე. ყოველს კვალს თავისი საკუთარი პატარა მისადგომი გზა უნდა გაუკეთდეს ბოსტანში ხეხილი გზის პირებზედ და ღობის გარეშემო დარგით, რომ ბოსტანს შნო მიეცეს და მცენარენიც არ დაჩრდილონ. ბოსტანში განიერის გზების ადგილი სამუდამოდ უნდა დარჩეს, მაგრამ კვლების პატარა ბილიკებიკი შაიძლება ყოველთვის გამოიცვალოს.

5. კვლების გაყოფა

კარგნი მებოსტნენი ბოსტანს ხუთ ნაირს კვლებათ გაჰყოფენ: 1) კვლებად, რომლებზედაც გადასარგავ ბოსტნის მცენარეს დასთესენ ხოლმე: 2) კვლებად რომლებზედაც გადარგვენ ზოგი. ერთს მცენარეს. მაგ. კომბოსტო და სხვა და სხვა. 3) კვლებად, რომლებზედაც პარნიკებსა მართვენ, (ამ გვარნი კვლები ყუდრო ადგილზედ უნდა გაკეთდნენ), სადაც მთელი დღე მზე ადგებოდეს, 4) კვლებად, რომლებზედაც სთესენ სხვა და სხვა ყვავილებს, ბოსტნის დასაშვენებლად ეს კვლები ცალკე ალაგს გააკეთეთ. 5) კვლებად, რომლებზედაც დარგვენ ხოლმე სასარგებლო ნაყოფიერს ბუჩქებს და სხვა და სხვა წვრილ ხეხილსა.

6 .პარნიკების გაკეთება.

პარნიკის სიგანე ერთ ადლ ნახევრიდგან ორ ადლამდინ უნდა იყოს, სიგძეკი როგორიც სურსთ. პარნიკის გასაკეთებლად. ჯერ ისეთი ორმო უნდა ამოითხაროს, რომელშიაც ერთ ადლნახევრიანი ან ორ ადლიანი ხის ყუთი სიგანეზედ დაეტიოს; პარნიკის სიმაღლე ცხრა ვერშოკს ზევით არ უნდა იყოს ხოლმე, ამ ხის ყუთებში კარგი რბილი და მსუქანი მიწა ჩაყარეთ; როდესაც ყუთი მზათ იქნება, შუშის დასახურავი უნდა გაუკეთდეს, რომ მცენარეს სამყოფი სინათლე ჰქონდეს. პარნიკები სამხრეთისაკენ მიქცეულნი უნდა იყვნენ, რომ სიცივემ არ ავნოს მცენარეთა. ადრეულთ მცენარეთ დასათესავათ, პარნიკებში ხმარობენ ახალს ცხენის სასუქსა, რომელიც ჯერ არ დამწვარა, რადგანც სხვა გვარი სასუქი ამისათვის არ გამოდგება. იმ პარნიკებშიკი, რომელშიაც მცენარენი მთელს ზამთარს არიან, უფრო ძველს, დამწვარს სასუქს ჩაჰყრიან. პარნიკების ძირს გასაფენად ძალიან გამოსადეგია: ხმელი ხის ფოთოლი, თივა და ჩალა რომელნიც მიწას სირბილეს აძლევენ. დათესვის უწინ, როდესაც პარნიკებში სასუქი გინდათ ჩაყაროთ, ეცადეთ რომ მიწა მალ მალე ერთმანეთში აურიოთ ხოლმე, რომ სასუქი ცოტად განელდეს, თორემ მომატებული სასუქის სიფიცხე ავნებს ქორფა მცენარეთა. - როდესაც დათესილი პარნიკის მიწა ძალიან გაფიცხდენ, მაშინ მიწა ზოგიერთს ალაგს დახვრიტეთ, რომ მომატებული სითბო გამონელდეს. პარნიკებში მაშინ დაითესება რამე, როდესაც დაყრილს პატივს ორთქლი აღარ აზდის, ან როდესაც პატივში ჩაყოფილი ხელი არა გრძნობს დიდს სითბოსა; თუ ამაზედ უწინ დასთესთ რასმე, უთუოთ დაიწვის. პარნიკში ერთნაირი სითბო უნდა იყოს ხოლმე, რომლისა გამო სასარგებლოა, რომ თერმომეტრი იქონიოთ სითბოს გასაზომად თუ პარნიკის მიწამ სითბო გამოილია, მაშინ გარედგან ახალი სასუქი უნდა შამოაყაროთ, რადგანაც მცენარეთა ამოსასვლელად ჰაერი ძალიან ეჭირებათ, ამისათვის კარგს დღეებში პარნიკები მალმალ ახადეთ, რომ ჰაერმა გაუაროს, მაგრამ უფრთხილდოთ რომ ცივმა ქარმა არ დაჰკრას ქორფა მცენარეთ. როდესაც პარნიკში ორთქლი მოგროვდეს ხოლმე, ეცადეთ როგორმე მოარიდოთ, რადგანაც ძალიან მავნებელია; წვიმის უკან სველი პარნიკის სახურავი უნდა გამოსცვალოთ ხოლმე პარნიკები ზომიერათ უნდა მოირწყან, რომ მომატებულმა ნოტიომ მცენარე არ დაალპოს. პარნიკები კარგათ გამარგლეთ. -

ნ. პაული.

(განგრძელება იქნება შემდეგ ნუმერში.)

6 მოწყალეო ხელმწიფევ ივანე კერესელიძე!

▲ზევით დაბრუნება


მოწყალეო ხელმწიფევ ივანე კერესელიძე!

მე შარშან ვნახე ოხტაზედ, პეტერბურღისახლო საიმპერატორო თავისუფალ ეკონომიის საზოგადოების ფერმაზედ, გამოფენა მიწის სამუშავო იარაღებისა, და ვფიქრობ, რომ არ იქნება ნამეტანი თქვენი ჟურნალისათვის, რომ გაუწყოთ ცოტა რამე იმ გამოფენისა.

უმთავრესი მიწის სახნავი იარაღი არის გუთანი, რომელიც დიდი ხანითგანვე მოჰყავთ სისრულეში და შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს იარაღი ეხლა ევროპაში დიდ სისრულეში არის მოყვანილი. 1857 წელს, პარიჟის გამოფენაში ყველა გუთნებისაგან აღმოჩნდნენ უკეთესი ხელობისა და სხვა ღირსებით: ანგლიური გაფარისა, ამერიკული ბინგამისა, ბელგიური ოდერისა და ფრანციზული გრიგნოსისა.

აი რაში მდგომარეობს ამ გვარის გუთნების ღირსება:

ა) ერთს კაცს შეუძლიან ერთს და იგივეს დროს გუთნის დედობა და მეხრეობა.

ბ) შესაბმელი ორი ცხენის ანუ ყევარის ხარის მეტი არ უნდება, რაც უნდა ძნელი სახნავი იყოს.

გ) თვითონ გუთანი მარტივია, მსუბუქი და გამძლე; აგრეთვე თვითოეული მისი ნაწილიც. ამით გამოუადვილებს ძნელ სახნავსაც.

დ) სახნისები მათი არიან ბრტყელნი და მჭრელნი, რომ ადვილათ გაიარონ მიწაში.

ე) გუთნის ფრთა მშვენიერად სწმენდს კვალსდა ერთ მხრივ აწვენს მიწას.

ვ) გუთნის დედას შეუძლიან საჩქაროდ და დაუბრკოლებლად მისცეს გუთანს იმნაირი მიმართულება, რანაირიც უნდა და აგრეთვე შეუძლიან ადვილათ სახნისის დაყვანა რა სიღრმეზედაც უნდა, ან თუ რანაირი მოჭრა, განერის თუ ვიწროსი.

ევროპაში და ამერიკაში ძრიელ გავრცელებულია ამ გუთნების ხმარება ანგლიური სამუშავო იარაღის ფაბრიკები ყოველ წლივ აკეთებენ მრავალს ამ ნაირს იარაღს გასაყიდათ.

1859 წელსა იყო გამოფენილი ფერმაზედ ს. თ. ე საზოგადოებისა ადგილ-მამულის მართვაში სახმარი იარაღები ერთის საუკეთესო ანგლიური ფაბრიკის ნამსონისა და სიმსისა. აქ განუწყვეტლივ იყვნენ მუშაობაში ეს მაშინები. თვითოეული მყიდველი ხედამდა მუშაობაში იმას, რაც უნდოდა სასყიდლად. აქ ვნახეთ უმრავლესისხვა და სხვა იარაღები სახმარებელნი სოფლიურ სახლოსნობაში. საჭიროდ არა ვრაცხთ, რომ თვითოეულ იარაღზედ სალაპარაკოთ დავსდგეთ, ამის გამო გვსურს მხოლოდ გავშინჯოთ გუთნები, სამკალ და სალეწის მაშინები.

კარგი გამართულება რამსონის გუთნებისა მდგომარეობს უმეტესად მასალაში და ხელნის ფორმაში და გუთნის ხელის მოსაკიდში, რომელთაც ისინი უკეთებენ კარგა გამოკვერილის რკინისასა; ამის გამო გუთნები უმეტესად არიან მსუბუქნი და თვითოეულ მათ ნაწილსაც სიმაგრე აქვს, ასე რომ ქვის დახვედრით ან სხვაგვარი დაბრკოლებით არ იგრიხებიან და არა ტყდებიან. გამოხატული პლანი წარმოადგენს ფორმას ამ გვარის გუთნისას, რომელთა გამართულება ზემოთაღვწერეთ[1], ე.ი. იმ გუთნისას, რომელსაც ხელნა და ხელის მოსაკიდი გამოკვერილი რკინისა აქვს ამას ხმარობენ ერთის თვლით ანუ ორით, რომელთაგან ერთი კვალში და მეორე მინდორზედ დადის. მაგრამ უთლოთაც ხმარობენ ამ გუთანს და აგრეთვე ამნაირსვე ხელნით და ხელის მოსაკიდით. გუთანი ეს მშვენიერი ხელოვნებისა და ღირსებისა, გამოსადეგი ყოველ სამუშაოსათვის. ხნამს ერთი ცხენით, თუ ძრიელ ძნელი სახნავია ორით, ოთხს და ხუთს გოჯამდის. ღრმად მოხვნა დამოკიდებულია თვლის დაგრძელებაზედ და დამოკლებაზედ. გუთნის ტარებას წარმართამს ჭაჭვა რომლითაც აგრძელებს და ამოკლებს თვალს და ამ გვარათ დაიყვანს სახნისს იმ სიღრმემდისინ, რომელიც საჭიროა და რომელიც ეხმარება განიერ თუ ვიწრო ბელტის მოჭრაში თვლიან გუთანს აქვს თავისკენ ის უპირატესობა, რომ მის ხმარებაში უფრო არ არის გასაჭირი გუთნის ღრმად დაყვანა და ძრიელ ცოტა ცოდნასაც მოითხოვს გუთნის დედისაგან. ფასი ამ გუთნის 25 მანეთი.

აგრეთვე არიან ბევრნაირი გუთნები სხვა და სხვა მასალით გაკეთებულნი, სხვა და სხვა ფასისა და სულკი ჩინებულის ღირსებისა არიან. რამ სონს აქვს ერთნაირი გუთანი, რომელსაც ხმარობენ გაკაფულ ტყიან ალაგებში. მისი ფასი ხუთი მანეთია. ორთქლის გუთანიც არის მოგონებული, მაგრამ ჯერ აგრე რიგათ არ არის გავრცელებული მისი ხმარება.

რუსეთში თუმცა ბევრი წილი თავიანთ საკუთარი გუთნებით ხნამს, მაგრამ აქაც თანდათან მრავლდებიან ანგლიური გუთნები. რასაკვირველია ასე მრავალნი ვერ შეიძლებდნენ ხმარებას ანგლიური იარაღისას, როგორც ეხლა თუ მყიდველთ არ უადვილებდეს საიმპერატორო ეკონომიური თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ყოველ სასრგებლო მიწის იარაღს იწერს საცაკი გამოჩნდება. თავიანთ ფერმაზედ შინჯამს მუშაობაში საზოგადოების წინა და ყოველფერს ნაკლულევანებას და სიკეთეს აცნობებს საზოგადოებას გამოცხადებით გაზეთებში. ჩვენშიდაც რომ არსებობდეს ამგვარი საზოგადოება, რა დიდ სარგებლობას მოუტანს ხალხს! მაშინ ყოველ მსურველს შეეძლება გამოწერა ყოველი მიწის სახმარი იარაღისა დაუბრკოლებლად. ეხლა ყველამ ვიცით როგორ ძნელია ჩვენი თანამემამულებისათვის გამოწერა რისიმე იარაღისა, რაცკი უნდა მონდომებული იყვნენ, გზა მისთვის გაღობილია; და თუ შემწე ეყოლებათ, მაშინ იქნება იმედი, რომ ჩვენშიაც დაიწყებენ ანგლიურ გუთნის ხმარებას. რომ დიდი სარგებლობა ექნება იმ გუთნით მხნელს, ეს ცხადია. რასაც რვა უღელი ხარ-კამბეჩით აკეთებს, იმავე საქმეს ამ გუთნით აღასრულებს უღელი ხარით და უფროც უკეთ, და განთავისუფლებული საქონლისა და კაცებისაგან ერთ თვეში იმდენს აიღებს, რაც გუთანში დაეხარჯება. რაც შეეხება სიმაგრესა, საშიში სულ არ არის, ძლიერ კარგია და გამძლე, თუმცა ჩვენ გუთანთან სუსტი სჩანს და ძრიელ მსუბუქი, მაგრამ უფროკი მაგარია, ხშირად ჩვენი გუთანი გაუტეხარ ნაჭობარში ერთს კვალს ვერცკი აივლის ხოლმე, რომ არ გატყდეს, ეს ანგლიური გუთნებიკი ორ ცხენით ისე დარბიან შეუძრავ ჭაობში, რომ სწორეთ გასაკვირველია. ნეტა ჩვენმა გუთანმან დაფარცხული მაინც მოხნას ისრე.

ბევრისაგან გაგვიგონია: ანგლიური გუთანი რომ გაგვიტყდესო ქალაქში უნდა წავიღოთ გასაკეთებლათაო. ჭეშმარიტია. ჩვენ სოფლებში დიდი ნაკლულევანებაა, ხელოსანი არ იშოვება. ხომ დიახ ხშირად შეგვხვდება ხოლმე, რომ სახნის საკვეთს ვატარებთ გასაკეთებლათ სოფლის სოფლათ და ზოგჯერ მოგვდის ხოლმე ქალაქშიდაც ჩატანა; ამაზედ მეტი ჯაფა ანგლიურ გუთანს არ დასჭირდება, ძნელათ გატყდება და თუ გატყდა ამასაც ის მჭედელი გააკეთებს, რომელიც სახნის საკვეთს აკეთებს. ჭეშმარიტად უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენი რვა უღელიანი გუთანი ძლიერ დასამძიმარია ჩვენი გლეხისთვის, რადგანაც მოსავალი არ ეთანასწორება იმ შრომასა, რაც ამაზედ არის ატანილი. თვითოეული ჩვენი გლეხი ხნამს და თესამს, მაგრამ ვხედავთ, რომ თითქმის ყოველგან ნაკლულევანებაა პურისა. ვისაც ბლომათ ჰყავს საქონელი მხოლოდ იმას მოზდის სამყოფი პური და თუ საქონელი მოაკლდა და ვალით შეასრულა, ვეღარ შეიძლებს ვალისაგან გამოსვლას და სრულიად ღარიბდება. რომ იფიქრებ როგორ ცოტა სარგებლობა აქვთ მათ თავიანთ შრომისაგან, გაგიკვირდებათ. როგორღა უდგათ სული, ან წლითი წლობამდისინ როგორ იკვებებიან თავიანთ ცოლშვილით. უმეტეს მათგან წლის სამყოფი პური არ მოსდით: გაუგებრივ მოქმედობენ ძველის მამაპაპურის ჩვეულებით, შრომა ეკარგებათ და სრულიად ცვივდებიან სიგლახაკეში. თუმცა უმეტესს მიწის მხვნელს გლეხს ვენახებიც აქვთ, მაგრამ ვენახებიდგან იმდენი სარგებლობა არა აქვსთ, რომ გაასწორონ მიწის მოუცემლობა და ამის გამო უმეტეს ვენახებიც ვალშიდ აქვთ. გასასყიდი პური მოსდით მებატონეებს და მდიდარ გლეხებს, რომელთაც მოუგიათ სხვა გვარ აღებ მიცემაში და არა მიწის მუშაობაში და თუ იმათაც უცებ მოაკლდებათ ხოლმე საქონელი, ძლივსღა გასწორდებიან ხოლმე და ხშირად ეცემიან. დიაღ საბრალოა მდგომარეობა ჩვენი გლეხისა! ყოველ წამს უნდა მოელოდეს სიღარიბესა. მხოლოდ შრომა მათი და მოჭირვება მაშინ იქნება დაუკარგავი და შეეძლება სარგებლით მიწის მუშაობა, როცა დაიწყებს უღელი ხარით ხვნასა.

დრო არის, რომ ჩვენმა მებატონეებმა იფიქრონ ამ გლეხებზედ, რომელთაც მოჰყავთ ჩვენთვის საჭმელი პური, და მათ მდგომარეობაზედ, მანამ სრულიად არ ჩაცვინულან სიგლახაკეში.

სალეწი მაშინა სისრულეში არის მოყვანილი პიტისა, რომელიც ლეწავს ოცდა ექვს კოდს ერთს საათში; ანგლიური კლიტონისა თოთხმეტს კოდს, ფრანციზული დუვგურასი ცხრა კოდს.

რამსონს ორი გვარი სალეწი აქვს: ა) ერთი ორთქლისა, რომელიც ლეწამს სამას ორმოც კოდამდისინ ათ საათში. ფასი ამისი ოთხმოცდაორი თუმანია. ამ მაშინასთანაც უნდა ორთქლის მაშინა, რომელიც სხვა და სხვა ფასისა აქვს, მაგალითად ექვსი ცხენის ღონისა ღირს ას ორმოც და ათი თუმანი, და ეს ორთქლის მაშინაც იხამრება წისქვილის სატრიალებლათ ერთსა და იგივე დროში. მაშინა ესე ლეწამს ფრიად ჩქარა, ერთ მხრივ წმინდა დარჩეული ხორბალი ჩამოდის, რომელი მაშინვე შეიძლება დაიფქვას, მეორე მხარეს ნამჯა. ერთი სიტყვით ეს სალეწი ძვირფასი ნივთია, მაგრამ დიდი ყურადღება უნდა ჰქონდეს მქონებელს, მუშაობაში შეიძლება ძლიერ მოიშალოს. ბ) ჩვენშიკი ძლიერ გამოსადეგია მეორე, რომელიც ლეწამს ოთხი ცხენით საათში ოცდა ერთს კოდამდისინ. ეს სალეწი კარგი რამ არის, ძლიერ ჩქარა ლეწავს და მხოლოდ ხორბალი მტვერიანი ჩამოდის, სჭირდება გაცხრილვა. ფასი ოთხმოცდათორმეტი თუმანია. არის უფრო იაფი ფასის სხვა და სხვა ცხენის ღონისა. სატარებელი სალეწი, რომელიც თვლებზედ დგას და ადვილად საცა უნდა წაიღება ოთხი ცხენის ღონისა, ღირს ორმოცდა თხუთმეტი თუმანი. სამის ცხენის ღონისა ღირს ორმოცდაექვსი თუმანი, ორისა ოცდაჩვიდმეტი თუმანი და არის ერთის ცხენის ღონისაც დასადგომი ღირს ოცდა ორი თუმანი. ეს უკანასკნელი სალეწი ძლერ კარგია პატარა სახლოსნობაში, ლეწავს შვიდ კოდამდისინ ერთ საათში ეს სალეწები მაგრები და მარტივნი ხელფურჩობა აქვთ. ყოველგან უმეტესად ამ უკანასკნელებს ხმარობენ. აი ამერიკელებმა რა ძვირფასი ნივთი მოიგონეს. პიტის მაშინა გაკეთებულია ბუფალოში ნუიორკისშტატისქალაქში.

კიდევ უფრო დიდი წარმატება გვაჩვენა ამერიკულის სამკალის მაშინამ. მე არ შემიძლიან გამოვსთქვა, როგორმა გრძნობამ გაიარა ჩემ გულში, როდესაც დავინახე უეცრად ყანა ცვივოდა ერთ ლარზედ, ერთი კაცი დამჯდარი ერეკებოდა ცხენებს, რომელი ეწევოდნენ მაშინას და ორი კაცი მიზდევდნენ ძნის კვრით. ეს სამკალი მაკ კომეკისაა, მკის თხუთმეტს დღიურს ათ საათში. ფასი ორმოცი თუმანი. სამაგიეროთ ნამგლით მკას ეს სამკალი აძლევს დიდ შემატებას. სიკეთე ამისი რომ ხარჯი ცოტაა. ორი ცხენი და სამი ან ოთხი კაცი უნდება, დიდი დროს მოგებაა, თავისუფლად არჩევს დროს, როცა უნდა დაიწყებს მუშაობას, როცა უნდა მორჩება, სხვებისგან არა აქვს დაბრკოლება. უნდა ნახოთ ზრუნვა ჩვენი ყანის პატრონებისა იმ გაჭირვებულ დროში, როდესაც ის მოითხოვს მომატებულ ხელს რომ დროით მომკან თავიანთი ჭირნახული. როგორცსამკალი აგრეთვე სალეწიც ძლიერ გამრავლებულია მუშაობაში: ანგლიაში, ამერიკაში, ფრანციაში და გერმანიაში. ფრანციაში ზოგ პრავინციებში, საცა პატარა მემამულენი არიან, ვაჭრებს სოფლის სოფლად დააქვსთ სალეწი და ფასით ულეწავენ გლეხებს. დიდი მამულების პატრონები ფრანციაში და სხვაგანაც, მქონებელნი ამ მაშინებისა, ამტკიცებენ, რომ მათ პირველ წელიწადშივე აუღიათ იმდენი, რაც მაშინები დასჯდომათ. საფიქრებელი არ არის, თუ რაც მიწის სამუშაო მაშინები დაიხარჯა სამაგიეროთ უმეტესი არ ისარგებლოს. ყოველ გარეშე მოქმედებაში რაცკი მაშინები მუშაობს ყოველთვის სარგებლობა აქვთ და აგრეთვე მიწის მუშაობაშიდაც, მაგალითად გვყავს ანგლია, სადაც მიწის მუშაობა მაშინებით არის. რუსეთშიდაც ბევრმებატონებს აქვთ ეს მაშინები, ისინიც ძლიერ კმაყოფილნი არიან და თან და თან ემატებიან მსურველნი მათის შეძენისა. რომ ზემოთ აღწერილნი სახლოსნობის იარაღები ძლიერ სასარგებლონი არიან ჩვენ სახლოსნობაში იმაზედ დარწმუნებულნი ვართ და ამის გამო უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენ მებატონეთა შორის აღმოჩნდეს საჭიროება ამ მაშინებისა, შემოიტანონ ეს სასარგებლო იარაღნი სოფლიურ სახლოსნობისა და ჩვენშიდაც დაიწყოს იმ ნაირ მიწის მუშაობა, რომელიც ძლიერ არის გავრ ცელებული განათლებულ ქვეყნებში[2].

ბ. ვისაც ჰსურთ შეიტყონ დაწვრილებით ფასი ამ მაშინებისა, ან გამოწერა მათი, შეუძლიანთ მიაქციონ თავიანთი თხოვნა რამსონის და სისის აგენტს, რომელი სცხოვრებს პეტერბურღში.

თ. ესტატე მაღალაშვილი.

5-სა თებერვალს 1860 წელსა.

ქ. პეტერბურღი.

______________

1 ამ სტატიასთან მივიღეთ ქაღალდზედ დახატული გუთანი. ეს მხატვრობა ვერ იბეჭდება აქ, რადგანც ჯერ არ არის ისე მომართული ჩვენი ტიპოგრაფია. - ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიან ნახოს რედაქციაში: რედ.

2დიდად დაუმადლებდით, და უმეტესად სიკეთეს შესძღვნიდა ჩვენს საზოგადოებას თ. ესტატე მარალაშვილი, რომ ამ გვარი სტატიები არ მოეკლო „ცისკარისათვის“. კვალად იმედი გვაქვს, ხშირად დაგვეხმარება ამ სასარგებლოს ცნობებით. - რედ.

7 სხუა და სხუა ამბავი

▲ზევით დაბრუნება


მელის-კარის ეკკლესია

მარცხნით (აღმოსავლეთით) მდინარესა ჩხერმელისა, და დასავლეთით ჩხერის ციხესა, სოფელს ჩხერსა იმყოფების ეკკლესია, სახელდობ მელის-კარისა. მას ეკკლესიასა შინა არის აღზრდილიჯვარი, რომელსაც აქვს სივრცე სიმაღლით ოთხი არშინი და სიგანით ორი. გარდმოცემითა წიგნითა და სიტყვითა მამა პაპებისაგან და ქართული მოთხრობებისაგან ვიცით, რომ ჯვარი იგი არს აღზრდილი ასე, რომ ვითომც მწყემსთა მას სოფლისათა წაერეკნოსთ პირუტყვნი თვისნი საძოვრათ და მიერეკოსთ მინდორსა მელისკარისასა, რომელიც იყოს სივრცით უდიდესი და უმდიდრესი ბალახითა სხვათა მინდვრებითაგან მყოფის მის სოფლისა შინა.

მწყემსთა დაყვეს თვის პირუტყვთან სოფლებს სამხრობამდისინ, რომ არ ეჭამათ მათ სადილი, ამისთვის იყვნენ მქონებელნი საშინელის სიმშილისა და იტყოდნენ ვერ იგრძნეს ჩვენმან მშობელმაო? თუ ამტელ ხანს მოგვშიდებოდაო, თუ რა მიზეზია, რომ სადილს არ გვიგზავნიანო; შეიქმნეს მწყემსნი შეწუხებულნი და ურჩევდნენ ერთი მეორეს რათა წასულიყო რომელიმე და მოეტანა სადილი; მაგრამ მათ მწყემსთა ეშინოდათ თვის პირუტყვის დაკარგვისა რაისთვისაც იგინი იქმნებოდნენ დასჯილი თვის მშობლებითაგან, და ვერ ბედავდნენ წასვლასა.

შემდგომ მივიდნენ მწყემსნი უკანასკნელ მდგომარეობაში შიმშილითა, ილოცეს ღმერთი, გააკეთეს სახე ჯვარისა ბლის ხისაგან, დაასვეს და თქვეს: „ჯვარის სახის მადლო და ძალო! დააწვინე პირუტყვნი ჩვენი და ნუ ააყენებ მანამდი ჩვენ არ მოვიდეთ. ხოლო რა სიტყვა ესე გაათავეს მწყემსთა მობრუნდნენ და ნახეს, რომ პირუტყვი მათი დაწოლილ არს და წავიდნენ მწყემსნი თვის სახლში, რათა ეჭამათ მათ სადილი. შემდგომ სადილის ჭამისა მოვიდნენ მწყემსნი და ნახეს რომ მათგან დასობილი ჯვარი გამაგრებულა, და მოუმატნია ნახევარ არშინი სივრცე სიგძით და სიგანით, მწყემსთა სცეს პირუტყვსა თვისსა და არ აღდგნენ იგინი. ამისთვის წამოვიდნენ მწყემსნი და უთხრეს თვის მშობელთა, მშობელთა დაიჯერეს სიტყვა თვის შვილებისა და წავიდნენ სანახავად. რა მივიდნენ მშობელნი ნახეს, რომ ჯვარს კიდე მოუმატნია სივრცე სიმაღლით და სიგანით, და არ დგებიან პირუტყვნი, ამისთვის ილოცეს მათ და თხოვეს ჯვარსა რათა აეყენებია პირუტყვი მათი და შემდგომ თხოვისა წამოვიდნენ პირუტყვნი.

ჯვარი იზდებოდა და მატულობდა სივრცეს სიმაღლითა და სიგანითა, ხოლო რა გაიზარდა ჯვარი ოთხი არშინი, ესიზმრა მღვდელსა მის სოფლისასა რომ ჯვარი იგი იზრდება მაღლა სანამ თავზე ლურსმანს არ დააჭედთო.

რა ნახა მღვდელმა ამისთანა სიზმარი, უბძანა თვის მონასა რათა შესულიყო მას ჯვარზედა და დაეჭედოს ლურსმანი რაიცა აღუკრძალევდა სდასა მას ჯვარსა. რა შევიდა მონა იგი ღვდლისა და დააჭედა ლურსმანი, გადმოვარდა და საცა გაქრა არ უნახავს კაცის თვალისასა. ლურსმანი, რომელიც დააჭედეს მაშინ, სჩანს ეხლაც და დამმტკიცებული ზემო თქმულ მოთხრობისა შემდგომ ორი წლისა აღაშენეს ეკკლესია მას ჯვარზედა და არის ჯვარი მდებარე შუა ეკკლესიის ნაწილში.

თომა მაჭავარიანი.

ესტეტიკური საბუთნი ჭკუა შეშლილთათვის საფრანგეთში.

1854 წელში იყო საფრანგეთში 111 სადგომი ჭკუა შეშლილთათვის, რომელთაგან 46 იყო კერძობითი და 64 საქვეყნონი. რიცხვი ჭკუა შეშლილთა იყო მათშიდ (24,520) თუ რომ ჩვენ შევამსგავსებთ 1855 წელსა მაშინ ვპოებთ, რომ რიცხვი ჭკუა შეშლილთა გამრავლებულა 143 გზის. ამ რიცხვში დედათა სქესი მეტია. ამის მიზეზად უფალი ლეგუა რაცხს მას რომ მამაკაცნი დიდხანს არა რჩებიან ამ სადგომში და უმეტესნი იხოცებიან. შესამსებელად ჰასაკისა უნდა შევნიშნოთ, რომ უფრო ხშირად ჭკუაზედ შეშლა მოხდება შორის 35-ის და 40-ს წლისა, როდესაც გონებითნი ნიჭნი კაცისა მოდიან სრულს მოწიფულობაში. ხოლო დედაკაცთა შორის ეს სნეულება მოხდება უფრო გვიან ასაკში, ვინემ მამაკაცთა შორის: 1000 ჭკუა შეშლილშიდ 40 წლამდინ მამაკაცი იყო 170, ხოლო დედა კაცი 430. მიზეზნი, რომელთაგანაც, შენიშვნისამებრ უ. ლუნცისა წარმოსდგება ჭკუაზედ შეშლა, სხვათა შორის შეადგენენ შემდგომნი სნეულებანი: ფილენჯი, მომატებული ხმარება მხურვალე სასმელებთა. ცვლილებანი მხვედრისა მდგომარეობასა შინა; დასასრულ სიყვარული, ასაკი, ძლიერების სულის მოძრაობანი და ამპარ ტავნება. ყოველნი ესე მიზეზნი ერთად შეადგენენ ნახევარს დანარჩენთა მიზეზთა, რომელნიც არიან მარტოებანი.

სამსონ მაჭუტაძე.

8 რედაქციისაგან

▲ზევით დაბრუნება


რედაქციისაგან

კ. ბ. ჯორჯაძისაგან ვითხოვთ მოტევებას, რომ იმის„პასუხზედ პასუხის“ დაბეჭვდა ამ ნომერში ვერ მოხერხდა სამწუხაროს მიზეზით, რომელსაც აქ არ ვაცხადებთ. შემდგომს ნომერში უსათუოთ დაიბეჭდება და იმედი გვაქვს ამით დაასრულებენ ურთიერთმანერთ შორის სასტიკს ბაას. რედ.