The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (12)1878.23.03


ივერია (12)1878.23.03



1878.23.03

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები)

საგარეჯო, მარტის 3-ს, ამას წინედ „ივერიაში“ რამდენჯერმე იყო მოხსენებული საგარეჯოში ქურდობის გახელებაზედ. მიკვირს რომ ამისთანა ამბავს არავინ მიაქცია ყურადღება. წინედ იყო ნათქვამი, რომ მთელი დასია ავაზაკების გამართულიო და ყოველ ამ უწესობას ახდენენ სოფელშიო, იყო მოხსენებული, რომ მოხელენი იჭერენ ქურდებს და თვითონვე ანთავისუფლებენო. აი კიდევ იმისთანავე შემთხვევა: პირველს მარტს ერთის საწყალის გლეხის გომიდგან გაეყვანათ ქურდებს ორი ცხენი. ამ ცხენებთან ერთი თათრისა და ერთიც ქართვლისა ბმულიყო, რომლებსაც არ შეხებოდნენ. აქ ეჭვი არ არის რომ იმ ცხენების მოპარვას თათარს დასდებდნენ. ცხენების პატრონმა მაშინათვე თათარს წაავლო ხელი. მამასახლისმა ჩაბოჭა თათარი, გაუყარა ბორკილი, შეადგინა რაპორტი და ისტუმრებდა ქალაქში. ხალხი ამბობდა მაგისთანა „ლაპორტი“ ბევრი დაუწერია ჩვენ მამასახლისსაო, არ გამოსულა ორი საათი მას შემდეგ და მამასახლისს გამოეყარა ბორკილი და თათარი რისთვის და რათა, არ ვიცით. ჩვენის მოხელეების ამ გვარის მოქმედების გამო, უფრო ქურდობას უნდა თავი მოეხელებინათ, რადგანც ყველანი მათი მფარველნი იყვნენ. ამის გამო რაც იქამდე იყო მას მოჰყვა უფრო შემაძრწუნებელი უბედურებანი. სამს რიცხვსა ამავე თვისას ღამის პირველ საათზედ მიუხდნენ ქურდები ერთს საგარეჯოს მცხოვრებს იაგორ ასლამაზოვს, მოჯამაგირებს ბოსლის კარები გარედან წინათვე გადაურაზეს, შეამტვრიეს კარები, შევიდნენ სახლში, მოსთხოვეს ყოველივე ქონება, რაც კი ებადა. შეკრთა საწყალი ასლამაზოვი და უთხრა: რასაც თხოულობთ ყოველივე წაიღეთო და ჩვენ კი ნურას გვიზამთო. გამოართვეს ფული, ბევრი ვერცხლეულობა და შევერცხლილი იარაღი, მაგრამ ამასაც არ დასჯერდნენ: ოცი წლის ვაჟი-შვილი მძიმეთ დაუჭრეს, და ნაშუადღევის ორ საათზედ გარდაიცვალა კიდეც; თვითონ იაგორ ასლამაზოვი თავში დასჭრეს. ამ ოჯახის აკლება თითქმის გაგრძელებულიყო საათ-ნახევარი, ქურდები როცა გამოვიდნენ ამ დროს მეზობლებმა თუმცა შეიტყეს, მაგრამ რას იზამდნენ? თოფები მათ არა აქვთ და ხანჯლები! თუმცა ერთს მოეხერხებინა და გამოეტანა კარში დაჟანგებული თოფი, მაგრამ რამდენიც დააჩხლაკუნა, იმდენჯერ მოუცდა უბედურს. რასაკვირველია აქვე მოცვივდნენ მეზობლები; რაღას უშველიდნენ. ეძებენ მამასახლისს, სად არის მამასახლისი, სად არის მისი თანა-შემწე? ხალხი დგას, ყვირის მდევარს, მაგრამ ვინა ჰყავთ მოთავე უფროსი, რომ ხალხი წავიდეს და ქურდებს გზები გადუჭრან. ამისთანა საძაგლობა და უდიერობა სოფელ საგარეჯოში არა მამასახლისების დროს არა ყოფილა, ათასი კომდარი მცხოვრები უპატრონოთ არის, მამასახლისი ქალაქში დატლიკინებს, აგერ ორი თვეა უმეტეს ნაწილათ ქალაქში იმყოფება, განა არ შეიძლებოდა, რომ მამასახლისს თუ რამე მთავრობიდგან მონდობილობა ექნება ის საქმეები შესრულებინოს ხოლმე თავის თანა-შემწეს, მაგრამ რათ იზამს? ხალხი კარგათა გრძნობს ვინც არიან ამ სოფელში ავაზაკნი, მაგრამ ვეღარ ბედამენ მათ გამოჟღაპრებას, რადგან ყველს თვითეულათ ეშინიანთ აკლებისა.

„ხალხმა კარგად იცის რომ მათ სასოფლო წესდება ნებას აძლევს ყოველივე საეჭვო და მავნებელი საზოგადოებისათვის, თავიდამ მოიშორონ, შეუძლიან დაადგინოს განჩინება უმეტესის ხმით მათს გადასახლებაზე და გადაასახლებინოს, მაგრამ ქრთამების წერო რო დაუშრებათ მოხელეებს, საიდღამღა გაითბონ ხელი? ეს შემაძრწუნებელი ამბავი ღირსია ყურადღებისა; მეტადრე ახლა, როდესაც აქ არის სოფლის ბანკი; თუმცა ფულებს შიგ არ ინახამენ, მაგრამ სახელი კიდევ დიდი აქვს, ქურდებისათვინ დიდი მაცდურებაა, გარდა ამისა დეპო და სასოფლო პურის მაღაზიაც არის. მაღაზიას ხო კახეთში და ქიზიყში ყარაულები ჰყავთ, მაგრამ აქაურ მამასახლისს ჩამი-ჩუმიც არა აქვს მასზედ, რომ ყარაული იყოლიოს. ეს ბატონი მამასახლისი თუმცა გამოცვალეს და სხვა საიმედო კაცი ამოირჩიეს, მაგრამ საქმე მის გამოცვლამდინ არის. ვინ იცის? მანამ მოადგილე დადგებოდეს რამდენ რამეებს შეგვამთხვევს. უმორჩილესად ვთხოვთ, ვისიც რიგია, მოგვაშორონ და ჩქარა გადასცენ ახალ მამასახლისს მისი თანამდებობა.

ა. კავთელი.

სურამი. 15 მარტს. ისე თქვენი მტერი გაქარწულდეს, ბატონო მკითხველო და მეგაზეთევ, როგორც აქ დნება წრევანდელი თოვლი და წყლად მიდის. ნეტავი ყოველმა ადამიანმა ისე სინიდისიანად და ბეჯითად აღასრულოს ჩვენში, თავისი ვალდებულება და დადებული კანონი, როგორც ბუნება ასრულებს. ქალაქიდამ, იმერეთიდამ და სხვა ადგილებიდამ გვესმის, რომ იქ სრული გაზაფხულიაო, თოვლის ხსენებაც არ არისო — თუ გინდ პერანგა იარეო... აბა რა დროს გაზაფსულია? „მარტი, რომ წინ გედვას, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო,“ ნათქვამია. აქ სულ სხვაა — აქ ბუნება უფრო დარბაისლურად იქცევა. თებერვლის ნახევრიდამ დაწყობილი. აქ მზემ იწყო გზავნა თავისის განმაცხოველის სხივებისა, თოვლისათვის, რასაკვირველია, საჯავრელია; მზეს მოეხმარა ზენაქარიც და ნელნელა შეერთებულის შრომით თოვლს ბოლოს უღებენ. თოვლი დნება, წყლად კეთდება; ჩნდება მრავალი ნაკადულები, რომლიდამ დგება ღვარი, ღვარი ჩამოჩხრიალებს თავი დაღმად და გაქანებული მირბის მტკვრისკენ. აი ამ სვლაში სურამის ბაზრის ქუჩებიც ირეცხებიან, წელიწადში ერთხელ ამ გვარად, ეღირსებათ გაწმედა ხოლმე. ეგეც ნუგეშია.

სურამს აქვს ერთი ბაზრის ქუჩა, რომელიც არის იმის საპრისტავოს გლეხების სავაჭროს ბუდე. ეს ბაზარი ისე ვიწროა, რომ ქალაქის დახურული ბაზარი გეგონებათ. აი ამ ბაზარში ზამთარ-ზაფხულს ვხედავთ უწმინდურებას, გაუშრობელს ტალახს, რადგან იქვე ხოცვენ ყასბები საკლავს, იქვე გუბდება სისხლი, იქვე შრება; იქვე სცლიან მოკლულის საქონლის შიგნეულობას და იქვე სუნთქვენ სურამელი „გელდიკუპცები.“ მებაზრები მაჩვეულები არიან იმ სუნს, ხმას რათ ამოიღებენ? მაშ ვინ უნდა იზრუნოს? აქაურმა მამასახლისმა? ღმერთო ვერ გადავრჩით ამ კაცს, გულები გვისკდება! ასტაფურულლა! თავს რად შეიწუხებს, არტალები ხომ მოსდის მუდამ დღეს, რად აწყენინებს გოძის?.. ეჰ, ამ დიდ მარხვაში რა მეარტალება! ამთონი სალაპარაკო მაქვს. ეს სულ ლობიოს და ჯონჯოლის ბრალია, თქვენმა მზემ.

მართალია, თოვლისაგან შემდგარის ღვარით სურამის ქუჩები დაირეცხება, გაიწმინდება გამშვენიერდებ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, რომ ჩვენი სურამელები „სურა — მელებად“ რჩებიან?! იმათი ცხოვრება, როგორღაც, ცვლილებას არ ემორჩილება…

განა ამისთანა მცირე დაბაზე ღირს მაგდონი ყბედობა, ახლა მეტყვის ჩემი მკითხველი, რომ ასე აგძელებ შენს წერილს. მაგრამ რა ვქნა? ხომ მოგეხსენებათ, უმიზეზოდ შედეგი არ იქნება. იქნება მეც ერთი მიზეზი მაქვს, რომ ასე ვაგძელებ — რწყილისგან აქლემს ვაკეთებ. თათრული ანდაზა ამბობს: „ყველა გულში თითო ასლანი წევსო“ მეც ის მიზეზი მაქვს, რომ პირველად ცუდათა ვარ, მეორედ — მინდა ჩვენი ქართველები კითხვას შევაჩვიო. ახლა ხომ გაიგეთ? უფალნო კორრესპონდენტნო, თუ გინდათ, რომ ჩვენმა ქართველებმა კითხვა ისწავლონ და ჭკვა, ეცადეთ ბევრი ლანძღვა სწეროთ. გამოვა თუ არა მაშინვე, თუ გინდ ქალაქი იყოს, თუ გინდა სოფელი, წაავლებენ ხელს იმ ნომერს გაზეთისას და არიან ერთ-კითხვა-სჯაში. გამოცდილება ბევრს რასმეს ასწავლის კაცს. ესეც მე გამოცდით გავიგე. ამას დიდი მიხვედრა კი არ უნდოდა, ჩემო თავო.

ახლა ვილაპარაკებ ზოგიერთს რასმეზედ. მე ვიცი, სურამელები გამიწყრებიან. გავჩუმდე, გული მისკდება. მაშ, რომელს ქვას ვახალო ეს ჩემი მოუსვენარი თავი? ერთი ეს მანუგეშებს: იქმნება ამ წერილის წაკითხვის დროს მოიგონონ - ანდაზა: „მოყვარეს პირში ეტყვიან, მტერს — პირს უკანაო.“ მერწმუნეთ, ჩემნო კარგნო, მიყვარხართ, იმიტომ ამ დიდ მარხვაში გაგონებთ თქვენ ცოდვებს, რომ აღსარებაში არ დაგავიწყდესთ....

ბუნებას აქვს მრავალ-გვარი კანონები; ის კანონები უეჭველად უნდა აღსრულდეს. ერთი ამ ბუნების კანონთაგანი არის ჩემის ფიქრით ჭორი. ეს ჭორი რომ ყველგან მიღებულია, პატივდებული, ამაზედ ყველა და მეთანახმება. სხვაგან თუ ტიკებით არის ჭორი — აქ ჩვენში რუმბებით მოინახება. მარტო ახალ-ახალი როდია ბატონო! სულ დაძველებულები; ამ ძველს დღითი დღეზე ემატება ახალი და გროვდება. ჩვენში არხივი არ გახლავს, რომ ძველი ჭორები მიეცეს შესანახავად; ფოშტის კანტორა არ არის, რომ სხვაგან — არხივში გაგზავნოს, ვსთქვათ, თუნდ გორს. რკინის გზით არ გაიგზავნა, რადგან დასაღვრელი ნივთიაო და უპატენტოდ არ მიიღებს; ჩარკადრებს და მეფურგუნებსაც არ მიაქვთ, ამბობენ, რომ ეგ იმისთანა საქონელია, რომ მუშტრი ბევრი ეყოლება, გზაზე გაგვცარცვენო — უბრალოდ ჩვენი თავი ხათაში რად უნდა ჩავაგდოთო, ასე ამ ყოფაში უშველებელი ზვინები ჭორისა დგას აქ ერთი ნადიაკვნარის ეზოში. ცხრა ათი წლის ჭორების ანგარიში სულ ამას აბარია. ის ისეა გამოცდილი, რომ ჰკითხოთ ვინმე ქალის თუ ვაჟის გარემოება – სრულის დალაგებით მოგცემსთ ანგარიშს. გეტყვისთ: აი ის მას ეარშიყება; აი ის ქალი ამდვენ ჯერ გაათხოვეს და დაატოვებინეს. ერთის სიტყვით, იმისთანა შინაგანს ანგარიშებს მოგცემსთ, რომ იტყვით: ნეტაი ყრუ-მუნჯი ვყოფილვიყავ და ესენი არ გამეგონაო. რაც აქ ჭორია, იმით შეიძლება ვლადიკავკავისკენ გასაკეთებელი გზის ოღრო-ჩოღროები გაივსოს და ზედ რკინის გზა გაიგოს. მერწმუნეთ ჭორების მატარებელს თავისივე ორთქლი და ცეცხლი ატარებს. არც შეშის ხარჯი, არც ბორჯი!.. იაფი და კარგი!..

მკითხველო ერთი წამი კიდევ! თუ გავაგრძელე სიტყვა, მაინც ისე უნდა გავაგრძელო, რომ სწორედ გრძელი ერქვას. ახლა მე მსურს, თუ შენც გინდა, მკითხველო, გაგაცნო ჩვენის სურამის სულდგმულთა ყოფა-ცხოვრება. სურამი უბან-უბნად არის დაყოფილი მცხოვრებთა კვალობაზედ. არის განათლებულთა უბანი, გლეხთუბანი, სომეხთა უბანი და ურიათ უბანი. ყველა უბანს თავისი უფროსი ჰყავს, თავისი მომრიგებელი მოსამართლე, თავისი ფოშტა და თავისი ხაზინა. ხაზინაში, რა საკვირველია, მხოლოდ ჭორები ინახება. მცხოვრებნი განიყოფებიან: არისტოკრატებად, არშინოკრატებად, ტეტინოკრატებად და ისრაელაკრატებად. — არისტოკრატები, რასაკვირველია, არ ეკარებიან სხვებს და იძახიან: რად ვიკადრებთ გაბერილ ვაჭრებთან და იმათ ცოლებთან ლაპარაკსაო. არშანოკრატებიც იძახიან: ვუი ქა, ჩვენ ბეზირგანების ცოლები ვართ და რად ვიკადრებთ ჯიბეცარიელა ტეტიკებთან მისვლა-მოსვლას. ტეტიკები ხომ მოგეხსენება, თუმცა არავის თაკილობენ, მაგრამ ვერ ბედავენ სხვა დასებთან კავშირის ქონვას. აი ამ განხეთქილების გამო ჩვენში ერთმანერთან მისვლა-მოსვლა, ერთმანერთის გაცნობა, ერთმანერთის დარდის და ნაღვლის ცნობა სრულებით მოსპობილია. აქ, უეჭველია კლეხები იჩაგვრებიან, რადგანაც ესენი უფრო საჭიროებენ ხალხში ყოფნას, რომ როგორმე თვალი გაახილონ და გაიგონ რამე სასარგებლო, თუნდ სასწავლებლის და სხვა ბევრი „ლის“ და „ბის“ შესახებ. განა ცოტა? თქვენ კაცი მიჩვენეთ თორემ — ბევრი რამ აქვს გლეხს ჩასაგონებელი. ფოშტა კი მუდამ დადის ერთის უბნიდამ მეორე უბანში ” და ძალიან ბეჯითადაც დადის. ნეტაი ჩვენმა სახელმწიფო. ფოშტებმა იარონ ისე ბეჯითად და გულმოდგინედ, როგორც ესენი დადიან, ფოშტა ვსთქვი და მომაგონდა, კიბატონო. რედაქტორებო, რომ ინახულოთ თქვენის ბედნიერის თვალით რა წვალებაში ვართ წიგნების და გაზეთების მიღების დროს, სწორედ ისე შეგებრალებით, რომ თქვენ გაზეთებს მტრედის ფოშტით გამოგვიგზავნიდით.

მატარებელის მოსვლის დროს ყველა კორრესპონდენტი იქ უნდა დაიბადოს თავისის კორრესპონდენციის მისაღებად. საქმე გაქვს თუ არა გაქვს, არავის ენაღლება თუ არ მოხვედი, მშვიდობით! შენს კორრესპონდენციას თვალით ვეღარ ნახავ, სხვა წიღებს. მუქთი მკითხველი ბევრია. აქ საფოშტო საგანი, მადლობა ღმერთსა, ბევრი გვაქვს, ჩვენც ადამიანები ვართ, მაგრამ ფოშტის კონტორა კი არა გვაქვს. თუ ვისმეს ფული აქვს გასაგზავნი, უნდა დახარჯოს ან ერთი მანეთი, ან ფეხით უნდა ჩავიდეს ხაშურში და იქ ჩააბაროს.

განა არ ეკუთვნის და დრო არ არის, რომ ბედნიერის თვალით გადმოგვხედონ? განა ქლაქობა არ ეკადრება სურამს? მობძანდით, ნახეთ და თუ არ მითხრათ: ეკადრება კი არა, რაც არის ისიც მეტია, მაშინ თუნდა ჩამქოლეთ კიდეც, ბატონებო, გვყავს მომრიგებელი მოსამართლე, მაზრის უფროსის თანაშემწე პრისტავი. არიან საავათმყოფონი, ტელეგრაფი, სასოფლო მმართველობა, აბლაკატები და ხარაზ-ვაჭრები — მეტიღა გნე ბავთ?...

ს. ბავრელი.

საგარეჯო, მარტის 10-ს. წინა წერილში არის მოხსენებული, აკლება ავაზაკებისაგან იაგორ ასლამაზოვის ოჯახისა, და მისი შვილის მოკვლა. თუ როგორ და ვისგან მოხდა ეს უბედურება, ამას დაწვრილებით მოგახსენებთ, წინეთ იყო ნათქვამი, რომ ავაზაკობის გავრცელების მიზეზნი არიან მოხელენი მეთქი, ეს ნამდვილი ჭეშმარიტებაა, როგორც გვიმტკიცებს ეხლანდელი საქმე. როგორც ყველანი დარწმუნებულნი არიან, ეს უბედურება მოხდა ვითომ ყარა რევაზოვისაგან, რომელიც არის ბიძა-შვილი ახლანდელის მამასახლისის იაგორ რევაზოვისა. ყარა რევაზოვი, როგორც ამბობენ, წინად იყო რიგიანი ყმაწვილი კაცი. როდესაც იგორ რევაზოვი მამასახლისათ დადგა, ვარამ დაიწყო. თურმე ჯერედ ქათმებისა და ინდოურების პარვა და თავის ხნის ამხანაგებთან ქეიფის წევა, რამდენჯერმე დაიჭირეს ქურდობაზედ, მოგგარეს მამასახლისს და მაშასახლისი აფუჩეჩებდა, რადგანაც თითონ მამასახლისსაც ძალიან თურმე უყვარს ინდოურის ხორცი. მე თითონ გამიგონია რომ გლეხს ეკითხნოს მამასახლისისათვის: რად მოაკლევინე ჩემი ინდოურიო, მამასახლისმა პასუხათ მისცა: ჩემი ქეიფით მოვაკლევინე და შევჭამეო, საცა გინდოდეს, იქ მიჩივლეო. თუ ასეა, რასაკვირველია ყარა რევაზოვს გაუტკბებოდა ქურდობა და ამასთანვე ქეიფის წევა. მერე დაუწყვია სეირნობა: ღამე მეძროხეებს მოპარავდა ძროხას, შუაღამისას მოიყვანდა თავის ამხანაგის მიხა ბაღდასაროვის დუქანში, ორივენი განთიადისას წააქცევდნენ ძროხას, ტყავს მაშინვე გააძრობდნენ თურმე და მიმალავდნენ. ვინ იყო მათი მკითხველი? ბოლოს ჟამს ყარა რევაზოვი ჩაეწერა მილიციის დრუჟინაში, როგორც სხვა გარეჯელნი. ხალხმა ამათ ტანისამოსის ფულათ მისცა თვითოს ოც-და-ხუთ ხუთი მანეთი. რამდენიმე ხნის შემდეგ ზოგიერთ არ მოეწონათ დრუჟინაში ყოფნა. და იმათ შორის ჟარასაც, და გამოიქცნენ. ზოგი მათგანი მოსვლისათანავე ავათმყოფობით დაიხოცნენ. დარჩნენ მხოლოდ აზარიაშვილი და ყარა, ამათზედ მამასახლისს მთავრობიდგან ბრძანება ბრძანებაზედ მოსდიოდა რომ დაეჭირა და გაეგზავნა ჯეროვან ადგილს. ნაცვლად დაჭერისა, მამასახლისი პასუხათ აძლევდა, რომ ისინი გადაკარგულნი არიან სოფლიდგან, მაგრამ აზარიაშვილმა აჩვენა უეზდის უფროსს, რომ მამასახლისს მისთვის გამოერთმია ოც-და-ხუთი მანეთი და მიეცა თავისუფლების ქაღალდი, რის მეოხებითაც ცოლიც შეირთო, როგორც გვითხრეს, მამასახლისმა უფროსთან იმართლა თავი იმითი, ვითომც სოფლის საზოგადოებისაგან ჰქონოდეს მის დობილი გადაეხდევინებინა გამოქცეულებისთვის ის ოც-და ხუთ ხუთი მანეთი, რომელიც მას გამოერთმითვა. აქაურებს ძლიერ უკვირთ და კითხულობენ, რომელმა ყრილობამ მისცა ასეთი ნებაო? და თუ მისცა რატო ყარა რევაზოვს კი აღარ გადაახდევინაო, ამ უკანასკნელ დრომდი ხომ ყოველდღე ხედავდაო.

ყარა რევაზოვი ამ ხალხის დაუდევრობით მამასახლისის შემწეობით წაქეზდა თურმე და ძროხების პარვიდგან გადავიდა დუქნების ტეხაზედ. ამბობენ, ამან გასტეხაო იაგორ ასლამაზოვის დუქანი, საიდგანაც გაიტანა ორი თუმნის თეთრი ფული. არ გამოსულა სამი კვირა, გატეხეს აზარია დიაროვის დუქანი. პირველმაც და მეორემაც კარგად იცოდნენ თურმე, რომ ეს იყო. ყარას ოინები, მაგრამ როგორ გაუბედავდნენ საქვეყნოთ გამჟღავნებას, ემუქრებოდა თურმე სახლის გადაწვას და აკვანში ყმაწვილების დაჟლეტას. როცა ამ ბოლოს დროს თითონ უ. პრისტავი შეუდგა მის დაჭერის საქმეს, ამბობენ, ყარა იმალებოდაო ტყეში ერთ პატარა დანგრეულ ეკკლესიაში, და მას საზდოს უზიდავდა ამხანაგი მიხა ბაღდასაროვი, ბოლოს ყარამ დაკრა ფეხი და წავიდა ქალაქს, იქაც იშოვა თურმე ამხანაგები. რასაკვირველია, საგარეჯოს ამხანაგებსაც არ ივიწყებდა და ყოველსავე თავის განძრახვას ატყობინებდა. ეს აქედან ვიცით, რომ ერთი კვირის წინეთ ამ გარემოებისა, შკოლისა და ბანკის მოსამსახურესთვის მიხა ბაღდასაროვს ეთქვა: „შენ მანდ მოსამსახურობას თავი დაანებე, თორემ ჩაგხმალამენო... სამის დღის შემდეგ კიდევ იგივე სიტყვები ეთქვა. მართლაც, იმ ღამეს ქალაქიდან მოსულნი ხუთნი ავაზაკნი, როგორც ენახათ ნინოწმინდის ბოლოს ღამის თერთმეტ საათზედ და ორნი აქაურნი, სულ შვიდნი დაეცნენ იაგორ ასლამაზოვის სახლს, შვილი მოუკლეს, თითონ იაგორ ასლამაზოვი დასჭრეს და სთხოვდნენ მას ივრის ამხანაგობის სასოფლო ბანკის ფულს, რადგან აქაური ამხანაგებისაგან ჰქონიათ შეტყობილი, რომ ბანკი, მასწავლებელის ქალაქს მყოფობის დროს, ინახებოდა ხან იაგორი ასლამაზოვას სახლში, და ხან ზარადიაროვისაში. ამ დროს მასწავლებელი ქალაქში იყო და იმ ორის დღის წინედ მოვიდა, და ის კი ვეღარ შეეტყოთ აქაური ამხანაგებს, თუ იმ დროს ვისთან იყო ბანკი მეორე დღეს დილის შვიდ საათზედ შეიყარა ხალხი. იძახდნენ მდევარს, მაგრამ არსად იყო ცხენი, არსად თოფი და არსად იყო. ხანჯალი, იყაყანეს, იყაყანეს და ძლივ-ძლიობით თერთმეტ საითზედ გავიდა მდევარი მაშინ რაღას ნახავდნენ?

ხალხი ძალიან შეშინებულია; ვისაც კი შველი დაჟანგებული თოფი ეგდო. სადმე, ახლა დაწმინდეს მოამართვინეს მეჩახმახეს. განსაკუთრებით ზოგიერ სომხებს ძალიან ეშინიანთ. ერთს მათგანს სასაცილო საქმე დაემართა. ქურდობის მესამე ღამეს, მთვარიანი ღა იყო. გამოსულა გარედ და დაენახა ალვის ხის ჩრდილი; ჩრდილი ავაზაკებათ მოსჩვენებოდა, მივარდნოდა თოფს და ესროლა. ზედ ხის წვერებსაც ნიავმა დაუბერა, ტოტები დაანძრია და ჩრდილმაც ქანაობა დაიწყო. შეშინებულმა გულადმა მორთო ყვირილი: „მიშველეთ, მიშველეთ, აგერ ქურდი მოვკალ, ფეხებს იქნევსო“. გამოცვივდნენ მეზობლები, ნახეს რომ არაფერი არა იყო რა.

გარეჯელი.

2 კახის უჩასტკა (ზაქათალის მაზრაში)

▲back to top


კახის უჩასტკა (ზაქათალის მაზრაში)

ჩვენის ცხოვრებიდამ

(შემდეგი)[1]

IV

ხალხთაგან ბევრმა უთხრა საკვირაო შკოლაში ნასწავლ ახლ-გაზდებს: „თქვენ ხომ ნაიბი კანონებს გასწავლითო; რატომ არ შაატყობინებთ მას ამ გვარ უღმერთო ქცევას ჩვენის მამასახლისისასო!“ ახალგაზდებმა, რასაკვირველია, არ უმტყუნეს თვის მოძმეებს და მოახსენეს ნაიბს ყველაფერი. ამის შედეგი ის იყო, რომ ნაიბი თვით ჯამაათში გაუჯავრდა მამასახლისს, რომ კანონის ძალით არავის არ შუძლიან თითითაც ხალხს შეეხოსო. და შემდეგ ყველა მამასახლისებს თვისის უჩასტკისას გაუგზავნა სასტიკი ბრძანება, რომ არავის არ შეძლოს გლეხების ცემაო.

V

მაგრამ სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა უჩასტკის უფროსის სიტყვებმა, რადგანაც რამდენიმე დღის შემდეგ, თვითონვე მოშალა თვისი მშვენიერი განკარგულება და ბრძანება. თურმე ნუ იფიქრებთ, დაუყენებია მუშა ხალხზე ზედამსედველად ორი სალდათი, რომელნიც მისდგომიანი საწყალ ხალხს და ტყავს აძრობენ ცემა-ტყეპით აბა ერთი მიბრძანეთ — ვინ ჩვენი ინგილო და ვინ ზედამხედველი. რომელიც ერთი-ორის სტაქანის ღვინისაგან, თავის საკუთარ ქერქშიაც აღარ ეტევა ხოლმე! ისე დააშინეს ამ დალოცვილმა ზედამხედველებმა ეს ხალხი, რომ ყველა შიშისაგან შინ გარბოდა. ახლა მობრძანდა ნაიბი: ხედავს ხალხი ცოტაა. გულზე მოდის და ჯავრობს. როგორ თუ ეგრე ცოტა ხალხი მუშაობსო და გადაახდევინებს კომლს ერთ მანეთს ჯარიმას, რასაკვირველია იმისთანა კომლს, რომელიც მუშაობას დაკლებია. არ დაივიწყოთ, რომ ათ-ათი შაური ჯარიმა კიდენ ამას წინად გადაახდევინა, ისევ გზის ბეგარის გამო.

მგონია, მეტი არ იქნება მკითხველისათვის, რომ ცოტათი მაინც ვაცოდნო აქაურის გზების კეთების საქმე. ჯერ ერთი, რომ ერთ არშინიანი არხები უნდა გათხარონ; შემდეგ იმ სიგანე გზებს, ერთი ნაპირიდამ ერთი ჩარექის სისქეზე უნდა დააყარონ ქვიშა (არ დაივიწყოთ, რომ ეგრე აკეთებენ წინ გაკეთებულ გზებს), და გზების ნაპირებზე უნდა ჩარგან კაკლის ხეები, რომლებსაც უნდა შამოუღობონ კაცის სიმაღლე გოდრები. მერე როგორები? იმისთანა მკვიდრი და ლამაზები, როგორებსაც ჩვენ საქართველოში რთველისთვისაც არ ამზადებენ! ახლა მკითხველი ადვილათ გაიგებს, რომ ამ გვარ მძიმე ბეგარაზე, ხალხს ძლიერ ბევრი დრო და მუშაობა უნდება. მიწას-მომქმედს ხალხს ილაჯი აქვს გაწყვეტილი: ვერც თავის აუარებელს საქმეებს გაჰსწვდენია და ვერც ამ გვარი მძიმე ბეგარა ხეირიანად აუსრულებია, რაღა ჯარიმა უნდა ისეც წყლ-წაღებულს! იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ნაიბი, რომლისთანა პატიოსანი მმართებელი ძვირათ თუ მოიპოვება მთელ საქართველოს ზურგზედ, ყურადღებას მიაქცევს ამ გვარად, მძიმე ბუგრისაგან და ომიანობისაგან შეწუხებულს ხალხს, და დაიხსნის უბედურებისაგან... მართალია ამის უჩასტკის გზები მშვენიერებაა და ყველა ბულვარი ინატრის მათ მზგავსებას, მაგრამ თვითონც დაგგეთანხმება, რომ ეგრე მშვენივრად გზების კეთება ძლიერ ძვირად უჯდება ხალხს…

VI

ე რაღა დაჰმართვია კახსა?! შარშან იყო, ერთმა ქალმა თავი დაიღრჩო; ერთმა თათარმა სომეხი მოკლა; ერთმა თათარმა ლეკი მოკლა! გვეგონა ამით გათავდება ამ გვარი ამბები, მაგრამ ვერა! ახლა ყველა მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რომ ერთი ოც-და-ხუთის წლის ინგილო-ბასსა ოქრო ჯანაშვილი დაიკარგაო და აღარსად არის მისი ხსენებაო. მართლაც და საკვირველი ხალხია, ეს კაკის ხალხი? რატომ სასტიკ ყურადღებას არ მიაქცევს ამ გვარ საქმეებს? ზევით მოგახსენეთ — ერთმა ინგილოს ქალმა თავი დაიღრჩო. თურმე როგორ: შავედით სახლში სანახავად, ინგილოს დაბალ სახლში, თირებზე გამოებათ საბელი, ქალს თავი გაეყო ამ საბელში, ფეხები კი მიწაზე ქონდა დანდობილი! ცხადია რომ ქალმა თვითონ კი არ დაიღრჩო თავი, არამედ სხვას დაუღვრჩია, მაგრამ ეჰ! დასწყევლოს ღმერთმა ეხლანდელი დრო! ფულები რას არ გააკეთებენ! მოკვდა ქალი და იმის მკვლელი კი აქამომდე ვერსად ვერ მოუძებნით! იმედი გვაქვს, რომ ვისიც ჯერ არს ამ გვარ საქმეებს ყურადღებას მაქცევს და სადაც არის, აბასსა ოქრო ჯანაშვილს, მკვდარია თუ ცოცხალია, გვიპოვნიან.

VII

ძალიან შაგვაწუხა ამ ფულების შეკრებამ, საითაც გაიხედავ, ყველგან დარბიან თოლუმბაშები და ფულებს აგროვებენ. ამას წინად ერთ ინგილოს დაეწვა ერთი სათივე. გადაუწყვიტეს სოფელ კახს, ხუთი შაური ჯარიმა კომლზე და სამი შური სათივეს ფასი. ეს ფულები სრულად შაკრიბეს. ახლა ჩამდგარან თოლუმბაშები სოფელში და მეორეთ აგროვებნ სათივეს ფასსა. ეს რა ამბავია? ნუ თუ ისე წახდა სოფელი, რომ იმდენი ძალა აღარ დარჩომია, ამ გვარი უსამართლო საქმეები თავიდამ აიცილოს?

VIII

ამას წინეთ ჩამოერივნენ თოლუმბაშები სოფელსა სახელმწიფო ხარჯის ფულების მოსაკრეფათ. კახი გაყოფილია ოთხ სათოლუმბაშოთ. ყველა სათოლუმბაშოში ხარჯს ჰკრეფავდა თავის თოლუმბაში. შაკრიფეს ფულები და უყვეს ანგარიში. ამ თოლუმბაშებში იყო ერთი რომელმაც იცოდა წერა-კითხვა. ფულების შეკრეფის დროს, ის სწერდა ვის რამდენი გამოართვა და თავისი წილი ფული სრულიად მოუვიდა, მაშინ როდესაც დანარჩენებს — ზოგს 28 მანეთი დააკლდა, ზოგს 8, ზოგს 12 მანეთი. ახლა ხელმეორედ ჩაცვივნულან ეს ვაჟბატონები სოფელში, და ხელმეორედ აგროვებენ დანაკლისს — ეუბნებიან: „ამდგენი და ამდგენი დაგვაკლდაო, მოგვეცითო!..“ ნასწავლმა თურმე უთხრა ერთხელ მამა სახლისს: „მეორეთ რად აკრეფინებ ფულებსაო; ხალხი ცოდო არ არისო? იმათ რომ შაჭამონ, ხალხისა რა ბრალიაო? რატომ მე არაფერი არ დამაკლდაო? როგორც მე, ეგრე ისინი ხომ ერთგვარ ხარჯს ვკრეფავდითო და სხვა...“ როგორ თუ შენ მაგას მეუბნებიო, ამოჰკრა პანჩური და გააგდო თოლუმბაშობიდგან. მოდი და კცობავ, ჩვენში იხეირე!

ვანო.

2 მარტს 1878 წ.

(შემდეგი იქმნება.)

______________

1 ივერია №11, 1878 წ.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ინგლისი. რუსეთმა, როგორც მოგეხსენებათ, გამოაცხადა კიდეც და ევროპის სახელმწიფოებს აცნობა შერიგების პირობები, ეხლა საქმე კონგრესსზედ არის მივარდნილი. კონგრესმა, ე.ი. უპირატესთა სახელმწიფოებმა საერთოდ უნდა გასინჯონ. ამ შერიგების ის პირობები, რომელნიც შეეხებიან მთელს ევროპას და არა მარტო რუსეთსა და ოსმალეთს. მაგრამ საქმე ის არის რო შეიკრიბება ეს კონგრესი თუ არა, ღმერთმა უწუის, რადგანაც ინგლისი თხოულობს ამ შერიგების ყველა მუხლის წარდგენას კონგრესის წინაშე. ამ გვარი მოთხოვნილება ინგლისისა, რასაკვირველია, საწყენია რუსეთისთვის ინგლისითან ხომ არ მიომნიაო, ამბობს რუსეთი. აი ეს აბრკოლებს კონგრესს. ამბობენ რომ ამ დაბრკოლების აცილებისათვის შუაკაცობას რუსეთისა და ინგლისის შორის ბისმარკი კისრულობსო, რომელიც სცდილობსო, რომ ინგლისი და რუსეთი ერთი ერთმანეთს მოურიგდნენო. ამისათვის ბისმარკს ვითომ უნდა, რომ ვიდრე თვით კონგრესი შეიკრიბება გამართულ იქმნეს წინა კონფერენცია, რომელმაც უნდა დაამზადოს კოსგრესის პროგრამმა თუ რა საგანზედ უნდა გაიმართა. მოლაპარაკება მომავალ კონგრესში,

ინგლისისა და კონგრესის შესახებ ერთი კორრესპონდენტი იწერება: „საზოგადოდ საქმე არამც თუ ადვილდება, არამედ იხლართება და უარეს დღეს გვიქადის. ნუ თუ მოლაპარაკებას ბოლო აღარ ექმნება? ავსტრიამ იკისრა ლონდონისა და პეტერბურღის შორის შუაკაცობა და ჯერაც არ მიუღია ინგლისის მთავრობისაგან საკმაყოფილო პასუხი. რუსეთმა დასთმო და თანახმა არის წარუდგინოს კონგრესს ყველა ის მუხლი, რომელიც საკუთრივ რუსეთს არ შეეხება, ინგლისი კი თავისაზე დგას და უსათუოდ თხოულობს შერიგების მთლად განრჩევას კონგრესში სხვა სახელმწიფოებს არ მოსწონთ ეს პირობა ინგლისისა და ეშინიანთ იქმნება კონგრესი აღარც კი შეიყაროსო, თუ ინგლისის მთავრობამ თავის ახირება არ დაიშალაო.“

10-ს მარტს ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრს ლორდ დერბის ლორდთა პალატში უთქვამს შემდეგი „იმ პირობის შესასებ, რომლითაც ინგლისს უნდა თა ვისი წარმომადგენელი გაეგზავნა კონგრესში, მე მივწე რეი გრაიკს პეისტს (ავსტრი-გენგრიის ელჩი ინგლისი წინაშე), რომ ვიდრე ინგლისი მონაწილეობას მიიღებ მეთქი კონგრესში, ცნობილ უნდა იქმნეს — შერიგები თკითოეული მუხლი იმისთვის იქმნება მეთქი წარდგენილი კონგრესში, რომ ამ კონგრესმა პირ-და-პირ მიიღო. ან უკუაგდოს, თუ იმისთვის რომ კონგრესმა გაარჩიოდ თუ რომელს მუხლს უჭირს ევროპის დათანხმება და რომელს არ უჭირს. რუსეთმა გამოაცხადა, რომ შერიგები პირობებს მთლად ვაცნობებო უპირატესთ სახელმწიფოებს. მაგრამ ყველა მუხლი იქმნება წარდგენილი კონგრესის წინაშე თუ არა, ამაზედ ჯერ არავითარი ერთხმობა არ სუფევს. საზოგადო წესი ის არის რომ, კონგრესში კენჭის ყრა არ უნდა იქმნეს; კონგრესმა არ იცო არც უმრავლესობა, არც უმცირესობა. ამის გამო რუსეთს ვერ მოეთხოვება, რომ ყველა მუხლი მიანდო. კონგრესის უმრავლესობის გარდაწყვეტილებას; ეს უსამარლობა იქმნებოდა. ინგლისი თხოულობს მხოლოდ, შერიგების ყველა მუხლი წარდგენილ იქმნას კონგრესის წინაშე გასაშინჯავად — მარტო. გასაშინჯავად.“

— ერთი შესანიშნავი ამბავი უნდა მოგახსენოთ ინდოეთის ღენერალ-ღუბერნატორის საბჭოს გარდაუწყვეტია რომ ინდოეთში ადგილობრივის მწერლობის თავისუფლება უკუგდებულ უნდა იქმნესო და ცენზურა უნდა დაარსდესო. ამის შესახებ ნემენცურის გაზეთის „National Zeitung“-ის ლონდონელი კორრეს- პონდენტი იწერება შემდეგს: „ეს მბავი ამ ჟამად მით უფრო მძიმეა და ღირს შესანიშნავი, რომ ინგლისმა, თუ რუსეთთან ომიანობა აუტყდა, უმთავრესი იმედი ინდოთის სამხედრო ძალაზედ უნდა დაამყაროს, თუ იმისთანი მტერს წაეცილება, როგორიც რუსეთია. რუს-ოსმალო ომიანობის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ხონთქრის დამარცხებას საშიში გავლენა უნდა ჰქონოდა ინგლისის ინდოეთის მაჰმადიანებზედ. თუ ინგლისის მთავრობა უკანასკნელს დროს ორ-პირ პოლიტიკას მისდევდა აღმოსავლეთის საქმეში, მის მიზეზიც ეს შიში იყო. ერთის მხრით მთავრობა პირ-დაპირ ვერ იჩენდა რუსეთისადმი წინააღმდეგობას გლადსტონის ქადაგობის შიშით; მეორეს მხრით ვერც ოსმალეთს სტოვებდა ღვთის ანაბარად ინდოეთის მრავალთა მამადიანთა შიშით, და ამიტომ თან ნეიტრალიტეტის ნიადაგზედ იდგა, თან ოქროსა და აფიცრებს უგზავნიდა ოსმალეთს. მაგრამ ინდოეთელებს თუ არ აშკარა დახმარება, ამ გვარის შემწეობისა არა გაეგება რა ინდოეთელები ამბობენ — თუ ინდოეთის დედოფალი ვერ ბედავსო აშკარად დახმარებას ხონთქრისასო, მაშ ჰგავს იმდენად სუსტიაო, რომ ვერ გაუწევს ბრძოლას ფადიშაჰის მტერსაო, რომელიც იმავე დროს არის თვით დედოფლის მტერიო. თუ ასეაო, სუსტ მთავრობას არც უნდა ვექვემდებარეობდეთო: მისი უკუგდება შესაძლოა და საჭიროც არისო. ამ ბოლოს დროს ადგილობრივი მწერლობა ძალიან გავრცელდა; ყოველ ქალაქში იბეჭდებიან სამშობლო ენებზედ დიდი თუ პატარა გაზეთები, რომელნიც აცნობებენ ადგილობრივ საზოგადოებას ყოველგვარს ინგლისის დასამცირებელ ამბებს. ეს ამბები და მათი ახსნა უღვიძებენ იქაურ მცხოვრებთ იმედს. როდისმე ჩვენც შევიძლებთო ინგლისის უღელის უკუგდებასაო, რედაქტორებს — მაჰმადიანთ და ინდუსებს ძალიან ბეჯითად გადმოაქვთ მთავრობის მოწინააღმდეგე ლონდონელ გაზეთებიდამ უოველგვარი ცნობა და შეჰხარიან გლადსტონსა და ბრაიტს, რომელნიც აგონებენ მთავრობას სისხლის ღვრას სიპაიების აჯანების დროს. ასტყდა თუ არა აღმოსავლეთის საქმე ინდოელთა შორის გაჩნდა დიდი მოძრაობა; მოყვნენ შეწირვის მოგროვებას ოსმალეთის სასარგებლოდ; ამაში მთავრობაც ხელს უმართავდა, მაგრამ ამ ხელის-მომართვამ უფრო მტკიცედ აფიქრებინა ინდოელებს ინგლისის სუსტობა. შარშან ზაფხულში და მეტადრე ოსმალების დამარცხების შემდეგ ინდოეთის გაზეთებმა ისეთს კილოზედ დაიწყეს ლაპარაკი, რომ მთავრობამ საჭიროდ დაინახა წერა-ბეჭვდის შევიწროება ის გაზეთები, რომელნიც ინგლისურს ენაზედ გამოდიან, რასაკვირველია თავისუფალნი არიან ცენზურისაგან. მაგრამ კანონი აძლევს მაზრის უფროსს და პოლიციას უფლებას გაზეთების გამომცემლებს გამოართოს ხელწერილი, რომ ამადა ამ საგანზედ არაფერს არ დაბეჭდვენ. ან არა და გამომცემელი ვალდებულია წარუდგინოს გაზეთში დასაბეჭდი წერილი ცალკე დანიშნულს მოხელეს. ამ გვარად არსდება ნამდვილი ცენზურა, რომელსც რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლიან გააჩუმოს საუკეთესო და ღირს შესანიშნავი ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთი და დაუმორჩილოს მთავრობას მისი წინაღმდეგნი. ინდოეთის ცენზურის უფლება თვით იმ უფლებასაც აჯობებს, რომელიც ნაპოლეონ მესამემ პერსინიეს მიანდო, იმ პერსინიეს, რომელმაც პირი დაუცო პარიჟის მწერლობას.

„გაზეთის „Times“-ის სტყვით, ოცდა ოთხის საათის განმავლობაში ინდოეთის ადგილობრივის ჟურნალ გაზეთობაში მტკიცე ცვლილება უნდა მომხდარიყო. დიდი ხანია ინდოეთის მთავრობას ამისთანა მძლავრი და მტკიცე ღონისძიება არ უხმარია. ვიცე-კოროლს ლორდ ლიტტონს უთქვამს თურმე რომ მე ყოველთვის აზრისა და წერა ბეჭდვის თავისუფლების მოღვაწე ვიყავიო, მაგრამ ეს ღონისძიება (ცენზურის შემოღება) ყოვლად საჭიროაო საკუთარის არსების დაცვისათვისაო ლორდ ლიტტონის სიტყვით, უმთარესი ნაწილი ადგილობრივთა წერილთა დანიშნულია იმ მკითხველთათვის, რომელთაც არც განათლება მიუღიათ, არც მტკიცე რწმენა შეუძენიათ აქაურ ჟურნალ-გაზეთობაშიოო, ამბობს ლორდი ლიტტონი, ბევრი იმისთანა წერილი მოიპოვებაო, რომელთაც ძალიან ცუდათ გამოუვათ ინგლისელები და მათი მთავრობაო, და ამასთანავე აშკარად ქადაგობენო აჯანყებას და ინგლისელების მოწყვეტასაო. მეტადრე მოხელენი უნდა დავიცვათო. აქაურას მწერლობისაგან. ლონდონის მწერლობა ამ განკარგულებას ტაშსა სცემს, რადგანაც იმათ გარდა, ვინც მაინც და მაინც მშვიდობიანობას ქადაგობს, ყველანი ამ აზრის არიან, რომ ინდოეთი ხელიდამ არ უნდა გაუშვათო, და თუ აქაურ ხალხს რაიმე აჯნყება დაეტყოვო ყოველი ღო- ნისძიება უნდა ვიხმაროთო და დავიმორჩილოთო, გაზეთის „Times“-ის სიტყვით მთავრობამ ან სრულებით სული არ უნდა ახლოს ადგილობრივს მწერლობას, ან იმისთანა გარემოებაში უნდა ჩააგდოსო, რომ არა ვითარი წინააღმდეგობა შესაძლო აღარ იყოს. თუ საჭიროა სალიტერატურო აჯანების დამშვიდება ინდოეთში, მთავრობამ ისე სწრაფად და ადვილად უნდა მოიქ ცესო, რომ მისი განკარგულება მცხვრებთ ღვთისგან გებად ეჩვენოთ. მაგრამ, ეხლა, როდესაც რუს-ოსმალოს ომიანობის გამო მაჰმადიანთ შეუდგათ ძლიერი მოძრაობა, შეიძლება განა აღელვებულის მწერლობის დამშვიდება ცენზურის მეოხებით?

საფრანგეთი. მას აქეთ რაც მაკ-მგონს მოუცდა რესპუბლიკის ამოფხვრა საფრანგეთში და რაც სარესპუბლიკო დასი გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდამ, ამ დროს კაცების უპირატესი ზრუნვა იმაში მდგომარეობდა, რომ საშემდეგოდაც მოეკვეთათ მთავრობისათვის თავხედობისა და ყოველგვარის ავკაცობის ღონისძიება ჩვენთა კანონთა შორისო, ამბობდნენ რესპუბლიკელნი ბევრი იმისთანა ორპირი კანონი ურევიაო, რომლი ბოროტი თუ კეთილი მოქმედება მთავრობის სვინიდის ზედ კიდიაო, ეს კანონები აძლევენ მთავრობას ხელში იარაღს, რომელსაც მთავრობა ხმარობს თვის პირადის სასარგებლოდ. მაშასადამე უნდა ვეცადოთო, რომ ეს იარაღი მთავრობას ხელიდგან გამოვაცალოთო მის ბადლათ იმგვარი კანონები დავადგინოთო, რომელინიც აღუკრძალვენ მთავრობას რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღვაწეობასაო. მართლადა დეპუტატთა პალატი შეუდგა ამ გვარ კანონების დადგენას. ახალმა რესპუბლიკის მომხრე სამინისტრომ წარუდგინა პალატს, სხვათა შორის, კანონი გაზეთების ცალკე ნომრობით გაყიდვის და კანონი საომარ ფეხზედ (осадное положение) დაყენების შესახებ.

წერა-ბეჭდვისათვის სხვა და სხვა გვარი ლაგამია შემოღებული. გარდა ამისა ერთსა და იმავე ლაგამს ყველგან ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. აი თუნდ გაზეთების ცალკე ნომრობით გაყიდვის აღკრძალვა ავიღოთ. იმ ქვეყანაში სადაც მწერლობა ფრთა–მოკვეთილია, სადაც ჟურნალ-გაზეთობა არის მაჩანჩალა და არა არსებითი ძალა ცხოვრებისა, სადაც მის მკითხველთა რიცხვი მცირეა, იქ ვიღა ჩივის გაზეთების ცალკე ნომრობით გაყიდვის აღკრძალვას. მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც წერა-ბეჭდვა ცოტად თუ ბევრად თავისუფალია და გავრცელებული, სადაც ჟურნალ-გაზეთობას ნამდვილი ძალა უპყრია ცხოვრებაში, სადაც მის მკითხველთა რიცხვი ასი ათასობით და მილიონობით ითვლება, გაზეთების ცალკე ნომრობით გაყიდვის შევიწროება არის არსებითი ვნება თავისუფლებისათვის. გეხსომებათ თუ რა ნაირად ეკიდებოდა შარშან არჩევანის დროს საფრანგეთის მთავრობა ჟურნალ-გაზეთობას: პრეფეკტები ცდილობდნენ მიეცათ მეგაზეთებისათვის მხოლოდ იმ გაზეთების გაყდვის ნება, რომელნიც მთავრობის მოსაწონი იყვნენ და არა რესპუბლიკის მომხრენი. რაღა თქმა უნდა, რომ მთავრობის ამგვარმა მოღვაწეობამ დიდად შეავიწროვა თვით საყოველთაო არჩევანიც, რომელიც მხოლოდ მაშინ არის სრული გამომთქმელი ხალხის აზრისა და სურვილისა, როდესაც წერა-ბეჭვდასა და სიტყვას არავითარი დაბრკოლება და წინააღმდეგობა არ უძევს წინ. ამ წინააღმდეგობის ღონისძიება შესახებ გაზეთების ცალი ნომრობით გაყიდვისა გამოეცალა ეხლა მთავრობას, დეპუტატთა პალატმა დასდვა კანონი, (სენატმაც მიიღო), რომლის ძალით ყოველს ფრანციელს ეძლევა ნება ატიროს და ჰყიდოს ყოველგვარი გაზეთი, რა დასსაც უნდა ეკუთვნოდეს. მეორე კანონი შესახებ საომარ ფეხზედ დაყენებისა კიდევ უფრო შესანიშნავია. საომარ ფეხზედ დავყნებული ქვეყანა არის ქვეყანა იმ გარემოებაში ჩავარდნილა, რომლის ძალით ისპობა ყოველგვარი საერო წესიერება და მოქმედობს მხოლოდ სამხედრო კანონი. ამ გვარი მდგომარეობა დიდი უბედურებას ქვეყნისთვის. იშვიათი და განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს მთავრობას, რომ საომარ ფეხზედ დააყენოს თვისი ქვეყანა. ამისათვის ან მტერი უნდა მიადგეს კარს და დიდ განსაცდელში ჩააგდოს ქვეყანა, ან შინ უნდა გაუჩნდეს აუარებელი აჯანყება და სისხლის ღვრა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მთავრობამ ამ იარაღის ბოროტად მოხმარებაც იცის. როდესაც მთავრობა ხედავს, რომ კანონიერი ბრძოლა თავისუფლებასთან შეუძლებელია; როდესაც ხედავს, რომ ჭკუა, სამართალი და ძალა თავისუფლების მოღვაწეთ უპყრიათ, მაშინ უცხადებს ხალხს ქვეყანა საომარი ფეხზედ არის დაყენებულიო, და მით ჰსპობს ყოველგვარ წესიერებას და ამკვიდრებს მხოლოდ სამხედრო კანონს და თოფ-იარაღის ძალას. ბევრი უბედურება და ვაი-ვაგლახი უნახავს საფრანგეთს ამ გვარ მდგომარეობისაგან, ახლა კანონი ცოტად თუ ბევრი ბოლოს უღებს ამ უბედურებას და საომარ ფეხზედ დაყენებას ცოტად თუ ბევრად საზღვარი ედება. ახალის კანონის პირველი მუხლი შემდეგის სიტყვით არის გამოხატული; „საომარ ფეხზედ უნდა დადგეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოელის შაში ან ომანობისაგან ან თოფ-იარაღით აღჭურვილის ჯანყებისგან, ისიც ცალკე დიდი კანონის ძალით, რომელშც მოხსენებული უნდაი იყოს თუ და რა მაზარა ან დეპარტამენტი არის დაყენებული საომარ ფეხზედ და რა ვადით. ამ ვადის შემდეგ ისევ ჩვულებრივი წესი შემოდის, თუ ცალკე კანონმა ხელმეორედ არ დააყენა საომარ ფეხზედ ხსენებული ქვეყანა.“ მეორე მუხლი შეიცავს შემდეგს: „თუ ვინიცობაა პალატთა მოღვაწეობა შემდგარია, რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლიან, თანხმად სამინისტროის საბჭოსთან, დააყენოს საომარ ფეხზედ თვისი ქვეყანა, მაგრამ შემთხვევაში პალატნი უნდა შეიყარნენ ორის დღის განმვლობაში მაინც“. ეს ორივე მუხლი, რომელნიც დადგენილნი იყვნენ დეპუტატთა პალატში, სენატმაც მიიღო მესამე მუხლი შემდეგის სიტყვით იყო დადგენილი დე პუტატთა პალატში: „დეპუტატთა პალატის დათხოვნის დროს მთავრობას არ შეუძლიან დააყენოს ქვევანა საომარ ფეხზედ ვიდრე არჩევანი არ გათავდება. რესპუბლიკის პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაშ შეუძლიან დააყენოს ქვეყანა საომარ ფეხზედ, თუ უცხო სახელმწიფოსთან ომი აუტყდა, მაგრამ იმ პირობით კი რომ ამომრჩეველნი რაც შეიძლება მალე იყვნენ შეკრებილი. შეუცვლელად მიიღებს სენატი ამ მუხლს თუ რაიმე ცვლილებას დასდებს ჯერ ვერას მოგახსენებთ.

4 დარდი

▲back to top


დარდი

I

აგერ დაბინდდა. ელქმან ნიავმა,

სასიამოვნოდ გრილად დაჰბერა,

და დღის მნათობმა ბრწყინვალე მზემა

დასავლეთისკენ გადაიწვერა.

დაღალულებმა შრომის შვილებმა

მუშაობასა თავი ანებეს,

ერთმანერთ ხელი-ხელს გადახვიეს

ღა სიმღერითა სახლებს მიმართეს.

ოხ, ღმერთო! ეს რა ტკბილი ხმებია!..

ვინ იცის ვისი ნათქვამებია!..

ამ სიმღერების გაგონებაზედ

გული ხან ლხინობს და ხან ღონღება;

ხალხისა ტანჯვა და სიხარული

ამა ხმებშია სულ იხატება...

აგერა კიდეც მთების იქიდამ

აღმოციმციმდა ბადრი მთოვარე

და თვის სხივებით მთლად განანათლა

დაბნელებული არე და მარე,

მიწყნარდა ყველა. მთელი ბუნება

იმ გვარ სიმშვიდით იქმნა მოცული,

რომ თითქოს ქვეყნად აღარ სცხოვრებდეს,

აღარცა ერთი ცოცხალი სული.

მხოლოდ მშფოთარე ლიახვის ზვირთნი

მთვარის სხივებზედ ჰკრთოდნენ, ხუოდნენ,

და მათს ხუილსა მთანი და ველნი

განუწყვეტელად ბანს დასძახოდზნენ...

ოხ, მიყვარს, მიყვარს, როს ბადრი მთვარე

წყლის წმინდა ზვირთებს ეთამაშება

და ხასხას მწვანით შემკული არე

დუმილებითა შეიმოსება.

როს განთიადის სიოს მობერვით

ირხევა ველი ამწვანებული

და სადმე ახლოს გაბურდნულს ბუჩქში

უშტეენს და გალობს ნაზი ბულბული.

ოხ, მიყვარს ეს დრო: გული-გონება

ჰგრძნობს გამოუთქმელს სიამოვნებას,

კვლავ მავიწყდება საწუთროება

და მთლად ვეძლევი ტკბილსა ოცნებას.

II

ჰოი ლიახვო! აქ შენს კიდეზედ

რავდენ ქართველთ გმირთ სისხლი დაღვარეს,

აქ იყო რომ ხუთი საბძელი ,

ნახოცი მტრების გვამები დასწვეს?![1]

აწ სად არს იმა გმირთ საფლავები?

ვაბსღა სდის მათთვის ცხარე ცრემლები?

მხოლოდ ხანდისხან გრიგალი ქარი

მეგლოვთა ნაცვლად ზუის. ღრიალებს,

და ცრემლების წილ ციური ზამი

ამ გმირთ საფლავებს ალტოპს, ასველებს,

მაგრამ როცა მზე აღმობრწყინდება

ეს ზეციური ცრემლიცა შრება.

წარვიდა, გაჰქრა ძველი გმირობა,

აწმყო წარსულსა აღარ იგონებს,

სამმობლო მხარის უბედურება

ეხლანდელს ქართველს აღარ აღელვებს.

მის ბაგეთაგან აწ აღარ ისმის

ძველი გმირული ვაჟკაცთ სიმღერა,

და აღარც ესმის თუ რასა ჰქვიან

მამულისათვის გულისა ძგერა.

სამშობლო მხარე, მის ერთგულება

ეხლა იმისთვის არის სიზმარი

და მისი ოხვრა, ტანჯვა, ვაება,

სრულიად მტკნარად გაუგებარი.

უდარდელობა, მხიარულობა,

ცხოვრების საგნად აქვს დადებული;

მოძმის ღალატი, მტრის ერთგულება

სისხლ-ხორცადა აქვს გადაქცეული...

იმხიარულე ქართვლისა შვილო!

წუთისოფლადამ სხვა რა გაგყვება;

შენ რას დაეძებ თუ საქართველო

უზრუნველობით აწ იტანჯება...

დალიე ღვინო, დამღერე ტკბილად,

ბანს დაგძახებენ ქართვლის ქალები,

მაგრამ მე კი როს ვუყურებ იმათ

თვალთა მერევა ცხარე ცრემლები,

იგინი თავის ბედკრულს მამულსა

ერთგულსა შვილებს აღარ უზრდიან,

დაბლის წინ წევას, მაღლის წინ დრეკას

'ნანინანათა ეუბნებიან...

III

გათენდა კვალად. ბრწყინვალე მზემა

მოჰფინა ქვეყნად შარავანდენი

და საამოვნოდ წინ გადმეშალნენ

მწვანით მოსილნი მთანი და კლდენი...

სამშობლო მხარევ! შენი ბუნება

ყოველისფრითა არს შემკობილი:

აგერ მინდორთა აღმოცენება

აგერა ველი ამწვანებული,

აგერ რა რიგად მაღლა მთებიდამ

წყარონი თავქვე მოჩქრიალებენ

და სურნელოვან ყვავილებითა

მოსილს მდელოებს აბიბინებენ.

შეხედეთ ფრინველთ ამ ბუნებაში

რა მხიარულად სუნთქვენ, გალობენ,

და თავიანთსა მწუხარებასა

შეუშინებლად ცხადათა სთქვამენ.

ოჰ, ღმერთო! ღმერთო! ამ ბუნებაში

კაცი რაღათა სუნთქავს ძნელათა,

რისთვის იგიცა თავისთ ზრახვათა

არა გამოსთქვამს თავისუფლათა?!.

სოსიკო ოქრიაშვილი

1878

___________________

1 ერთმა ღრმად მოხუცებულმა მითხრა, რომ ძველად ცხინვალში, დიდი ლიახვის პირზედ, ქართველებს იმდენი თათრები დაეხო– ცათ, რომ ზუთი მკვდრებით სავსე საბძელი დაეწვათ.

5 რუსეთი. („ივერიის“ კორრესპონდენცია)

▲back to top


რუსეთი. („ივერიის“ კორრესპონდენცია)

პეტერბურღი. („ივერიის“ კორრესპონდენცია). შარშანდელ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში მე წარვუდგინე მკითხველს წერილში პეტერბურღიდამ, შეძლებისა და გვარად, ვრცლად აქაურ საექიმო ქალაქების მნიშვნელობაზე საზოგადოდ ყველგან და მეტადრე ჩვენში, აგრეთვე ვსთქვი იმ უსაფუძვლოდ გავრცელებულ აზრებზე ბევრად თუ ნაკლებ ყოველ საზოგადოებაში, ვითომ ქალებს მაღალი სწავლის მიღებისათვის საზოგადოდ და განსაკუთრებით ექიმობის შესწავლისთვის არც საჭირო ნიჭი აქვსთ და არც მხნეობა, ვითომ ქალს ექიმობის შესწავლაში უსათუოდ დაეკარგება ჩვილი გული და მანდილოსნური ნარნარობა, ვითომ ქალი, ამნაირად მიმართული შეარყევს ოჯახს და სხვანი და სხვანი. რომ ქალებს შეუძლიანთ ექიმობის შესწავლა და მით კაცობრობისათვის კიდევაც სარგებლობის მოტანა, ამაზე მე რამოდენიმე მაგალითები მოვიყვანე შარშანდელ წერილში წარსულიდანაც და აწმყოდამაც. ამ მოკლე ხანში რუსეთ და ოსმალეთს შუა ომიანობის დროს აქაურ ქალების საექიმო მაღალ კურსების მსმენელებთა აშკარად დაამტკიცეს როგორც ცოდნა თავიანთ საქმისა, აგრეთვე გამოიჩინეს თავგამომეტებული და დაუღალველი მეცადინეობა დაჭრილების და ავათმყოფების ტანჯვის მოსასპობლად, ან და შესამსუბუქებელად. შარშან დაიწყო თუ არა ბრძოლა რუსეთს და ოსმალეთს შუა, რუსეთის „წითელის ჯვრის საზოგადოებამ ისურვა თავის ხარჯით ბრძოლის ველზე გაგზავნა მეხუთე და მეოთხე კურსების ექიმი სტუდენტებისა და აგრეთვე იმავე კურსების ქალებისა. გამოცხადდა თუ არა ეს სურვილი ზემოხსენებულ საზოგადოებისა, რასაკვირველია, იმ წამსვე დიდის სიხარულით მიატდნენ ამ საზოგადოებას მრავალნი, სტუდენტები და აგრეთვე სტუდენტნი ქალნი ე.ი. მსმენელნი ზემოხსენებულ კურსებისა, სამ-ოთხ თვის განმვალობაში „წითელის ჯვრის საზოგადოებამ“ მარტო აქაურ საექიმო აკადემიიდამ 80-მდი სტუდენტები და 30-მდი სტუდენტი ქალები გაგზავნა, თითქმის ყველანი, რუმინიაში და ბოლგარიაში, სადაც ისინი ჩააყენეს საშრომლად სამხედრო დროებით საავად-მყოფოებში პროფესსორების და გამოცდილი ექიმების ხელმძღვანელობის ქვეშ. ყოველ სტუდენტს ქალსა თუ კაცსა ებარა სამკურნალოდ 20-40 და დიდი ბრძოლის შემდეგ უფრო მეტიც დაჭრილი თუ ავად-მყოფი. თავიანთ დანიშნულების ასრულებაში სტუდენტნი ქალნი არაფერში არ ჩამორჩომიან სტუდენტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საჭირო იქნებოდა ხოლმე ვაჟკაცის ღონე. უნდა გენახათ, რა ნაირად ახალ-გაზდა, ნაზი და სუსტის დაანებე თითქმის წელ-გაუმართველად დილიდამ საღამომდის უკანასკნელი დროში რუსულ გაზეთებში არა ერთხელ იყო ნათქვამი მათ სასარგებლო შრომაზე, და ამას მეც გემოწმები. როგორც ბოლგარიში ნამყოფი ამ ზაფხულში და მნახველი მათის შრომისა.

7-ს თებერვალს ზემოდ მოხსენებულ კურსების 36 ქალმა გაათავა უკანასკნელი დასრულების ეგზემენია ყოველ ეგზამენზე პროფესსორების გარდა გარეშე პირებიც დამსწრენი იყვნენ. ეგზამენების დროს და შემდეგაც რაოდენიმე აქაურ გაზეთებში იბეჭდებოდა წერილები, რომლებშიც ძალიან აქებდენ ქალების ცოდნასა და ამტკიცებდენ, რომ თუ ამ ქალებს სრული ექიმობის დიპლომები არ მისცენო, დიდი უსამართლოება იქნებაო, ზოგიერთმა გაზეთებმა კიდეც ნამეტანად შეასხეს ქება მათს ცოდნას, რასაკვირველია, იმ განზრახვით, რომ მით გავლენა ექონიათ ქალების სასარგებლოდ იმ პირებზე, რომელთა ზედაც დამოკიდებულია — მიანიჭონ თუ არა ექიმ ქალებს სრული ნება, რომ აღასრულონ იგივე თანამდებობანი, რომელსაც ასრულებენ ექიმი კაცები, თუ მარტო ბებიაობისა, ქალების და ყმაწვილების რჩენის ნება მისცენ.

რითი გადაწყდება მათი ბედი, ჯერ არავინ იცის, თუმც პეტერბურღის საექიმო მაზრის ინსპექტორი არწმუნებს მათ, რომ იმავე უფლებას მოგცემენო, როგორიც ექიმ-კაცებს ეძლევათო. დღე დღეზე ელიან გადაწყვეტილებას ამ საგანზე.

ამ ჟამად ოთხის გარდა ყველა სტუდენტი ქალი უკანასკნელის კურსისა დაბრუნდნენ პეტერბურღში. ამ კვირაში დაუნიშნეს დანარჩენ 15 ქალს დასრულების ეგზამენი. იმ ოთხს კი, რომელნიც დღემდის ბოლგარიაში არიან ნება მისცეს ეგზამენების დაჭერისა სეკტემბერში.

ცხადია, რომ თითქმის ყოველის ახალის საქმის დაწყება და მით უფრო მისი ბოლომდის მიყვანა დამწყებისათვის უფრო ძნელია, ვინემ ამყოლისათვის, რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო მომზადებულს და გატკეპნილს გზაზედ წავა, მაშინ როდესაც პირველმა გზა თვითონ უნდა გაიკაფოს. ამ კურსების შეძლება დღემდისაც არ შეჰფერის საექიმო მაღალ სასწავლებელის მოთთხოვნილობას, მაგალითებრ, ჯერ კიდევაც არა აქვთ კარგად გაწყობილი კაბინეთები და ლაბარატორიები, რომელნიც, რასაკვირველია, უადვილებენ მოსწავლეებს საგნების შესწავლას. ამის გარდა ღარიბ მოსწავლე ქალი თათვის თავის გამოკვება უფრო გასაჭირია, ვიდრე ღარიბ სტუდენტებისათვის, რადგან სტიპენდიები, შედარებით ვაჟების მაღალ სასწავლებელთან, ჯერჯერობით ნაკლებათა აქვთ და ამასთანავე უმეტესობა აქაურ საზოგადოებისა და ჯერ კიდევ ხამად უყურებს ამ ახალ საქმესა.

დაარსება ზემოხსენებულ კურსებისა მარტო მით კი არ არის სასიამოვნო, რომ ჩვენ დღეის იქით გვეყოლება ექიმი ქალები; არა, ეს ამბავი უფრო მით არის სასიხარულო, რო გვიჩვენებს იმ დროის მოახლოებას, როცა ჩვენის ქალებისათვის ფართოდ გაიღება კარები სხვა მაღალ სასწავლებლებისაცა.

ი. გ-ძე.

6 საქართველო( ისტორიული ეთნოგრაფიული გამოვლევა)

▲back to top


საქართველო (ისტორიული ეთნოგრაფიული გამოვლევა)

(შემდეგი)[1]

ქართლის-ცხოვრებაში ღირს-სახსოვარი შემთხვევა არის, სხვათა შორის, თურქების კოლონიის მოსვლა საქართველოში. ამ შემთხვევასთან აქვს დამოკიდებულობა ისტორიას ორბელიანთ გვარისას ქართლის ცხოვრება ორბელიანთ დასაწყისზე არას ამბობს. ამას გვიამბობს მხოლოდ სტეფანე ორბელიანი. იმისი თქმულება ორბელიანთ მოსვლაზე საქართველოში თითქმის ეთანხმება ქართლის ცხოვრებისაგან გარდამოცემულს ფაქტს თურქების მოსვლაზე ორბელიანთ გვარი დიაღ გამოჩენით გვარად იხსენიება ჩვენს ისტორიაში. ის არის უძველესი ყველა ახლანდელს ქართულს გვარებში: ორბელიანთ სახლის მემატიანე სტეფანე ორბელიანი ყოფილა საქართთველოს ათაბაგის ტარსიაჯის შვილი, შობილა სომხურს სარწმუნოებაში მე-XIII საუკ. ნახევარს და მიცვლილა სიუნის მიტროპოლიტად 1304 წელს. სტეფანე არის განკითარებული სომხეთის მწერალი. ის სახელ-განთქმულა სხვა და სხვა გვარის მწერლობით, და უფრო სომხეთის თემის სიუნის ისტორიით, რომელიც უფ. ბროსსეს გამოუცია 1864-1866 წელს, ორ წიგნად, ფრანციცულს ენაზე და რომელიც წარმოგვიდგენს ვრცელს და სვინიდისიანს აღწერას სიუნის გეოგრაფიისას და ისტორიისას. ამ წიგნში ჩვენთვის ყურადღების ღირსია განსაკუთრებით ორბელიანთ სახლის ისტორია. ეს ნაწილი შეიცავს: ბროსსეს Histoire de la Siounie-ში. 63 გვერდს (1, 209—272) და სენ-მარტენის Mémoires-ში სომხურის ტექსტით 118 გვერდს (II, p. 57—175). აქ სტეფანე ჯერ მოკლედ გვიამბობს, ქართლის ცხოვრების თანახმად, საქართველოს პირველ-დასაწყისს და შემდეგ სპარსეთის მეფის ქაიხოსროს დროდამ იწყობს ორბელიანთ გვარ-ტომობას.

„ამ დროს — იტყვის სტეფანე — მომხდარა დიდი განხეთქილება და საშიშარი ბრძოლა ჯენასტანის (ჩინეთის) სამეფოში, რომელიც მდებარებს ხალანდრების ქვეყნის აღმოსავლეთად, ხაზარებისა და ჰუნნების საზღვრად, ვიდრე ემაუსის მთამდე. როდესაც მეფე ჯენბაკური მიცვლილა. სამეფო სახლის წულებში ატეხილა ურთიერთი ბრძოლა; ვინც იმათში ძლეულა, ისინი ლტოლვილ ქმნილან. იმათი წინამძღომელი ყოფილა ახოვანი და გამბედავი, ძლიერი და ნიჭიერი ყმაწვილი კაცი. იმას შემოუკრებია თავისი მეგობრები და თავისი სპა, მოუტყვენია სამეფო საუნჯე, შემდეგ ყველანი ამხედრებულან და მსწრაფლ გასულან. ისინი უშიშრად შესულან დარიალის კარით ქართლში და გამოცხადებიან მცხეთის ტანუტარს (ჩვენებურად მამასახლისს). ტანუტარი ყოფილა დიდს მწუხარებაში ქვეყნის შევიწროების გამო სპარსთაგან. იმათ ასე უთქვამთ ტანუტარისთვის და უმთავრესის პირებისთვის: „ჩვენ ვართ ჩინეთის სამეფოს სახლის წულნი; ჩვენ დავშორდით ჩვენ ძმებს და აქ იმ განძრახვით მოვედით, რომ თქვენის ქვეყნის სიმაგრეებს შევეფარდნეთ ჩვენ გვსურს ან დავრჩეთ სპარსეთის სამფლობელოში, ან მივმართოთ საბერძნეთის მეფეს. მიგვიღეთ და მოგვანიჭეთ თავის-საფარი ადგილი. ჩვენ დავემკვიდრებით აქ და თქვენ თქვენთა მტანჯველთაგან განგათავისუფლებთ. თუ არა ჩვენ შევუდგებით ჩვენს გზას და ღმერთი ჩვენი იქნება შემწე ჩვენი“. უმთავრესნი ტანუტარნი დიაღ კმაყოფილნი დარჩნენ იმათ ახოვანებით; ახალ-მოსულთათვის შეუმზადებიათ ვრცელი ნადიმი და მიუგიათ დიდი პატივი. ნიშნად განსაკუთრებითის მეგობროპის იმათთვის დაუმკვიდრებიათ სადგომად და დასაცველად ქართლოსისაგან აშენებული შეუვალი ციხე ორბეთი; მიუციათ აგრეთვე საშვილიშვილოდ მრავალი თემი, დიდ-ძალი სოფლები და სიმაგრეები. დაკმაყოფილებულნი ისინი დამყრებულან ორბეთში და ამ ციხის გამო. შემდეგ სახელ-წოდებულან ორბუქებად, ესე იგი ორბეთეთ ციხებად, რადგანაც ქართველებში ჩვეულებად არის, რომ აქ კეთილ-შობილნი ირქმევენ იმ ადგილების სახელს, სადაც ისინი ცხოვრობენ.... ეს გვარი ახლა იწოდება ორბელქად. ძველად კი იწოდებოდა ჯენეუქად, ესე იგი ჯენასტაქად ანუ ჩინელებად.

„ვიდრე ეს ასე იყო, ორბელიანთ შემოიკრიბეს სპები, დაესხნენ საქართველოს შემჭირველთ, აოტნეს იგინი, განდევნეს მტერნი მათნი, სპარსნი, და აღადგინეს აქ მშვიდობა. შემდეგში იმთ მიენიჭათ საქართველოს სახლის სბარაბიედობა და მხედართ უფროსობა. პირველმა საქართველოს მეფემ ფარნავაზმა უმეტესად დააჯილდოვა იგინი, ასე რომ მთელს მხარეში არავინ იყო მათი ტოლი, შემდეგ მეფისა.“

„ყოველივე ეს ცნობა — დაურთავს სტეფანე — თუფა ჩვენ ვპოვეთ ქართულ მატიანეში, მაგრამ არევით, ამისთვის რომ გიორგი მეფის შურის-ძიებამ აღმოხოცა ორბელიანთ გვარი საქართველოში და მოსპო თვით იმათი სახელი ისტორიაში, ყველა წერილებში და ეკკლესიებში. ჩვენ მოვიძიეთ და მხოლოდ ეს მცირე რაიმე მოვიპოვეთ. ჩვენ დავეკითხენით მცოდნე პირთ, აქა-იქ გაბნეულ წერილებს, რომელნიც კი უბედურებას გადაურჩნენ და აგრეთვე გვარის გარდამოცემას. რადგანაც ნამდვილი ძველი თქმულება ორბელიანთ ნათესავის მხნეობაზე და იმათს დიდ მოღვაწეობაზე შესახებ მთელი საქართველოს სახლისა გარყვნილი ყოფილა ქართულ მატიანეში, რომელსაც ქართლის ცხოვრებად უწოდებენ, ამისთვის ჩვენ უეჭველი ამბავი ვერა ვცანით. ჩვენ ვწერთ როგორც ვფიქრობთ. ჩვენ აქ საქმის გარემოება ისე შამოგვაქვს, როგორც ამოგვიკითსავს სომხურს წერილებში და ორბელიანთ გვარის ამოწყვეტას ისე წარმოვადგენთ, როგორც ნაამბობია მხიტარ ანელის ჩინებულს ისტორიაში.“1

სტეფანეს თქმულება აქ ჩვენ განგებ გამოვწერეთ „თითქმის სიტყვა სიტყვით; როგორთაც ეს გამონაწერი, აგრეთვე მთელი სიუნის ისტორია ცხადად ჰმოწმობენ ამას წინად ჩვენგან წარმოთქმულს აზრს ქართლის ცხოვრებაზე. რომ სტეფანე ცხოვრობდა მე-XIII საუკ., რომ ის არის ავტორი „სიუნის ისტორიისა“, რომ ამ ისტორის შეუცვლელად მოუღწევია ჩვენამდე, ამაზე ეჭვი არც არავის ქონია, არც არა ვის აქვს... სტეფანეს წიგნში მრავალი ფაქტია დიაღ ძვირფასი: შინაურს ქართველს ცხოვრებასაც შეეხება და მომატებულის აქტები თვით ქართლის ცხოვრებას ეთანხმება. სტეფანეს მეთორმეტის და მეცამეტის საუკუნის საქართველოს აღწერიდამ სჩანს, როგორც ეს ზემოდ მოვიხსენეთ, რომ ქართველებს თავისი არხივები ძველადვე ჰქონიათ, რომ ისინი იწოდებოდნენ ხან სამეფო არხივებად ხან სამდიკნო არხებად და დავთრებად, სადაც სხვა და სხვა გვარები და მონასტრები ჩაწერილნი ყოფილან. სჩანს აგრეთვე, რომ აქ დროებში და ადრევაც მეფეთ ჩვეულებად ქონით დაჯილდოება დასახლებულის სოფლებით და ციხეები კერო პირთა საშვილიშვილოდ[2], და მონსტრებისა[3] გუჯრებით და სიგელებით, რომელნიც მეფეების ბეჭდებით ყოფილან შემოწმებულნ[4]; მაშინაც ჰქონიათ დი დებულთ ანუ თავად-აზნაურთ[5] ციხე სიმაგრეები[6] და გვარის სამარხი მონასტრები[7]. მაშინაც ჰყოლიათ დიდებულთ აზნაურები[8]. მაშინაც იზომებოდა გვარის ღირსება სისხლით[9], რომელიც ვრცლად არის მოხსენებული ვახტანგის სჯულში.

როგორც ჩვენ ვნახეთ, ორბელიანთ შთამომავლობა, სტეფანეს თქმით, ჩინეთიდამ მომდინარებს. ეს აზრი მიღებული ყოფილა საქართველოში[10]. თვით სენ-მარტენი ამ აზრისა არის: ამას ამტკიცებს ის თავის მშვენიერს „განხილვაში ორბელიანთ გვარის შთამომავლობაზე და სხვა ჩინელთ კოლონიების დამყარებზე სომხეთში და საქართველოში“ რომელიც იმას ჩაურთავს თავის Mé- moires-ში t. II, p. 15-55. ქართლის ცხოვრება ორბელიანთ გვარტომობაზე, როგორც ვთქვით, არს ამბობს. ის მოიხსენებს მხოლოდ თურქების მოსვლი საქართველოში, სადაც იმათ ის ამკვიდრებს სარკინეთში. ამ საგანზე უფ. ბროსსე სწერს: „ორბელიანნი არიან მოსულნი იმ მხარიდამ, რომელსაც უწოდებენ სომეხნი ჯენასტანად, სპარსნი ჩინად ანუ ჩინასტანად, არაბნი სინად, სირიელნი ცინესტანად, ევროპიელნი Chine-ად. აქ ნამდვილი ჩინეთი კი არ იგულისხმება, არამედ ერთი იმ მხარეთაგანი, რომელნიც დასავლეთად მდებარებენ, ესე იგი თურქისტანი, თოხურისტანი და ტრანს-ოქსანი, ჩინეთის ქვეშევრდომნი და ამისგამო სინეთად წოდებულნი. სომხის მწერალნი, რომელთაც უფრო სუსტი ცნობა ჰქონიათ, ვიდრე მუსულმანის მწერლებს, ზემო აზიის ისტორიაზე, სასელ-წოდებას ჯენისას ანუ ჩანეთისას ავრცელებენ თვით საზრკთამდე, რომელიც მდებარებდა მდინარე — ურალის სამხრეთად.

„როდის შემოსულან საქართველოში თურქს თავადნი, რომელნიც შემდეგ წოდებულან ორბელიანებად ნუ ჯამბაკურ-ორბელიანებად, ამაზე სწორე ცნობას არც ერთს ისტორიაში არა ვპოულობთ. ეს კია ნამდვილ გამოკვლეული, რომ მომიკონები მოსულან სომხეთში მე-III საუკუნის ნახევარს ქრისტეს შემდეგ. ორბელიანებზე (თურქებზე) ქართლის ცხოვრების თქმულება ისე ყრუდ არის მოხსენებული, რომ ეს შემთხვევა უნდა მომხდარიყო I-ის საუკუნის შორის ქრისტეს შემდეგ და მ-V ანუ მეVI საუკ. შორის ქრისტეს წინად არც რიცხვი სახლთა,[11] არც რიცხვი გადმოსახლებულთა არც იმათი გზა არ ვიცით შესაძლებელია, რომ საქართველოს მოაწყდა ორგვარი ემიგრაცია თურქებისა ანუ ჩინელებისა: ერთი ჩრდილოგზით, მეორე კასპის ზღვით ეს ამბავი დაშთენილა მსოლოდ ზეპირ-სიტყვიერს გარდამოცემაში. შესაძლებელია აგრეთვე, რომ მესამეს საუკუნეში, მაშინ, როდესაც შინაურ აღრეულებას ჩინეთის თურქისტანისას განუდევნია მამიკონები სპარსეთში და შემდეგ სომსეთში, ორბელაანთ წინა პარნი შემოსულან კასპიის ზღვით და მტკვრით ქართველების ქვეყანაში. შემდეგ თითქმის მთელის ორბელიანთ გვარის ამოწყვეტისა 1177 წელს, თამარ დედოფლის მამის გიორგის მეფობაში, ანუ ამ გვარის აღდგინების დროდამ გიორგი-ლაშას მეფობაში, ირბელიანნი იყოფებიან ორ შტოდ: ქართველთ ორბელიანებად და სიუნელთ ორბელიანებად. ამათში მხოლოდ ქართველთ ორბელიანები სახელ-იწოდებიან ჯამბაკურიანებად ანუ, უკედ ვთქვათ, ჯენ-ბაკურიანებად, რომლისაც პირველი მარცვალი შეადგენს სომხურის ჩინეთის სახელს. მეორე ნაწილი კი ამ სიტყვისა, რომლის გამოკვლევა მე ვერ შევიძელ ასეა განმარტული პოტიესაგან იმის საუცხოვო წიგნში: Livre de Marco-Polo, p. 452: პოტიეს სიტყვით, ფაგური არის ტიტული სამხრეთ-ჩინეთის მეფისა; ეს სიტყვა წარმომდგარა ბაგანიდამ (богъ რუსული), რომელიც სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს უზენაეს არსებას.... ფაგურიდამ შობილა სიტყვა ბაკური და რუსულ богдаханъ სხვა არა არის რა, როგორც თარგმანი ჩინურის „ცის-შვილისა“. ეს განმარტება, ჩემის აზრით —ასრულებს ბროსსე, — დიაღ საფუძვლიანია. — აქ სიუნის ორბელიანებზე ეს უნდა ვთქვათ, რომ ახლა იმათ უწოდებენ ყაფლანიანებად, ყაფლანიშვილებად; ეს სიტყვა წარმომდგარა თურქულის ყაფლანიდან კი არა (ყაფლნი — ვუფხვია), არამედ სომხურის კაფანიდან, რომელიც არის ძველი სახელა ბასკის სამეფოისა.[12]

_____________

1 Hist. de la Siounie, I, 209 — 212. sur I Arm., II, 57—65. მხიტარი ცსოვრობდა მე-XII საუკ. იმას შეუდგენია თხზულება, სომსეთზე, საქართველოზე და სპარსეთზე, რომელიც საუბედოდ დაგარგულა და მოლოდ ზოგიერთს ადგილს ამ თხზულებისას ჩგენამდე მოუღწევია მე-XIV საუკ. მწერლის ვარდანის ისტორიში. (Hist. de la S., I, 212 n. 2. Mém. sur 1 Arm., I, 201 n. 25).

2 Ibid. 216, 228, 231, 238, 235. Mém. sur l' Armen. II, 111, 139, 147, 149.

3 Hist. de la Sioun. I, 237.

4 Mém. II, 63, 79, 103, 107, 111, 137. H. de la S. I, 221, 231. H. de la Géor., I, 241, 243, 301, 315, 325.

5Hist. de la Sioun. I, 214 et note.

6Ibid, 231.

7 Ibid., 215, 233.

8 Mèm., II. 69.

9 Hist. de la Sioun. I, 231,

10 Mem.., II., 91. Hist de la Sioun., I, 215.

11ვხუშტის ისტორიაში ნაჩვენება. 2,800 სახლი; ქართლის ცხოვრებაში 28; ამ უკანასკნელის რუმიანგოგის დედანში 28,000 (Hist de la G., I, 30 note 2) სომხური ხრონიკა, რომელიც, როგორც მოვიხსენეთ, მე-XIII საუკუნეზე ადრე გამოწერილია ქართლის ცხოვრებიდამ, ქართლის ცხოვრების თანახმად უჩვენებს 28 სახლს (Chronique rmén. Addit et Ecairciss, 1851, p. 6).

12 Hist de la Siounie, I, 181.

7 განცხადება

▲back to top


განცხადება

ამ დღეებში გამოვიდა და ისყიდება თფილისს ექ. ხელაძის სტამბაში და ყველა წიგნის მაღაზიებში, ქუთაისს ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, გორში ძამოევის წიგნის მაღაზიაში, ოზურგეთში გრიგოლ ჯინჭარაძის მაღაზიაში,

„იმერლები თფილისში, გ. წყალტუბელისა და გამოცემული ექ ხელაძისაგან.

ფასი ყველგან ერთი შაური.

ისყიდება ქ. ტფილისში ყველა წიგნის მაღაზიებში:

სალამური, ანუ ლექთა კრება, ფასი 10კ.

ანუკა ბატონიშვილი, ისტორიული მოთხრობა გრ. რჩეულოვისა, ფასი 20კ.

გოგია მეჩანგურე, ლეგენდა აგ. წერეთლისა, ფასი 5კ.

ალმანახი, შედგენილი გ. თუმანიშკილისაგან, ფასი 40კ.

განცხადება

ძალითა წესდებისა #83 და კამიტეტის განაჩენისა, 4-სა მარტს 1878 წ. დადგენილისა მჯდომარის მაგიერი ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ბანკის ზედამხედველის კამიტეტისა, იწვევს ბანკის დამწესებელთ წევრთა მეოთხე ჩვეულებრივ კრებისათვის, რომელიც დანიშნულია 25-ს აპრილს ამ 1878 წლისას, 10 საათზედ დილით ბანკის სადგომში.

კრების განსახილველნი საგნები შემდეგნი იქნებიან:

1) განხილვა და დამტკიცება ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა წარსულის 1877 წლის ანგარიშისა.

2) აღნიშვნა იმ საყოველთავო საჭიროებისა, რომელსაც უნდა მოგებიდამ გადადებული, თანხმად #90-სა ფული 45% - 10,322 მანეთი და 61 კაპეიკი.

3) წესდების ზოგიერთთა მუხლთა საჭიროდ ცნობილი ცვლილება და დამატება (##6, 12, 15, 18, 19, 20, 22, 28, 39, 50, 66 ps 83.)

4) განხილვა უძრავთა ქონებათა დაფასების ინსტრუქციისა.

5) 68, 77, 78, 82, 83, 84, 87 და 88 წესდების მუხლთა ცვლილებანი, რომელნიც, თანხმად 18 მაისის 1876 წ. საზოგადო კრების განაჩენისა, წარდგენილ იქმნენ ფინანსთა მინისტრისადმი დასამტკიცებლად.

6) მოხსენება მასზედ, რომ ფინანსთა მინისტრმა უარ-ჰუო შუამდგომელობა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შესახებ პრიკაზიდამ ვალების გადმოტანისა თავად-აზნაურთ ბანკში.

7) მოხსენება მასზედ თუ, — რა ვადით არიან ამორჩეულნი 1876 წ. საზოგადო კრებისაგან დამფასებელნი და ამ ვადის შესახებ როგორ უნდა იგულისხმებოდეს 64 წესდებისა.

8) მოხსენება მასზედ, რომ საჭიროა ჩვენმა ბანკმაც მიიღოს მონაწილეობა რუსეთის სადგილ-მამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაში.

9) მოხსენება მასზედ, რომ მიღებულ იქმნან ბანკის დამწესებელ-წევრად ის მიწათ-მფლობელნი თავად-აზნაურნი, რომელთაც უმათა განთავისუფლებისათვის ფული მიუღიათ და რომელნი ისურვებენ მათზედ შეწერილი თავად-აზნაურთა საზოგადო კრების 29-ს ნოემბერს 1872 წ. ოქმით, ფული შემოიტანონ ბანკში სულ ერთად.

10) აღმორჩევა ზედამხედველის კამიტეტის სამის წევრის ნაცვლად თ. რევაზ ივანეს ძის. ანდრონიკაშვილისა (გარდაცვალებულისა), თ. კონსტანტინე ალექსანდრეს ძის ბებუთოვისა (უარი სთქვა) და გიორგი ნიკოლოოზის ძის ყაზიბეგის (ქალაქში არ იმყოფება).

11) აღმორჩევა ბანკის გამგეობის წევრისა ნაცვლად თ. ალექსანდრე ზაალის ძის ჩოლაყაშვილისა, რომელსაც ამ წელს შეხვდა რიგი გასვლისა ( 67).

12) აღმორჩევა ერთი დამფასებელისა ნაცვლად თ. ივანე ზაალის ძის ავალოვისა, რომელიც თავისის ნებით სამსახურიდამ გადადგა, — და აღმორჩევა დამფასებელთათვის ორის კანდიდატისა.

და 13) მოხსენება მასზედ, რომ დამზოგველთა ამხანაგობას ივრისას დაენიშნოს სასესხებლად 2,000 მანეთი ფულიდამ, რომელიც გადადებულია საყოველთავო საჭიროებისთვის.