![]() |
ივერია (13)1878.30.03 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 ტფილისი |
▲ზევით დაბრუნება |
|
|

ტფილისი
ამჟამად ქალაქში ჯანმრთელობისათვის დიდი მზრუნველობა და საქმიანობაა. ჯანმრთელობის მზრუნველთა გუნდი, მთავრობისაგან დანიშნულნი, დადიან დღემუდამ და სულ იმ ფიქრში არიან, რომ ქალაქი დაისხნან უწმინდურებისაგან, გააფაქიზონ, გაასუფთავონ, სწორეთ მოგახსენოთ, დროთა ვითარებაც ამას მოითხოვდა. ცოტა რომ ადრეც დაეწყოთ ეს მცხოვრებთა სახეირო საქმე, უფრო კარგი იქმნებოდა. მაგრამ მაინც და მაინც იმისიც მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, რაც დღეს არის. ნებივრობას ჩვენ ჩვეულნი არა ვართ.
ასეა, თუ ისე დღეს იმას ვხედავთ, რომ ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობისათვის მზრუნველობენ და საქმობენ. ეს მზრუნველობა სოფლებსაც შეეხო და ეხლა თითქმის ყოველი კუთხიდამ ისმის, რომ ყველგან მთავრობის თაოსნობით ჯანმრთელობის საქმეს შეჰსდგომიან, ჰსწმენდნენ თურმე სოფლებს და ასუფთავებენ ყოველს ადგილს, საცა კი ადამიანი ტრიალებს.
ეს წინ დასწრობა მოსალოდნელი უბედურებისა დიდი საქმეა და თუ არა ვცდები, პირველი მაგალითია, ჩვენში იმით მაინც, რომ ესეთი თვალთსაჩინოა. მე ვამბობ მოსალოდნელისა, იმიტომ რომ საშინელი საოფლეა გამეფებული ჯარში, მერე იმისთანა საოფლე, რომელიც ჭირსავით გადადის და ხშირად უბედურებით თავდება. მრავალი წაუღია ამ თავშემოუვლელს სენსა იქ, საცა გახშირებულია და საცა არ არის ჯერ, იქითაც დღე და დღე მიიწევს. ეგ საოფლე კიდევ არაფერია. თვალწინ გვიდგა საშინელი სახე სხვადასხვა სენისა, რომელიც აუცილებლად მოსდევს ხოლმე ამისთანა ომს, როგორიც იყო. ამოდენა დახოცილი კაცი და ცხენი, ისე ხელდახელ ჩაფლული მიწაში, ზოგან დაუმარხავიცა, ზაფხულის სიცხისა გამო ხრწნას დაიწყებს და სრულიად მოშხამავს ჰაერს. მოშხამული ჰაერი კიდევ თავისას დაჰმართავს ადამიანს და ვინ იცის, რამდენმა გადასადებმა ჭირმა ფრთა გაშალოს. აი მოსალოდნელი უბედურება რას ჰქვიან. სხვადასხვა სენის გავრცელებას შიშმა ჩააფიქრა მთავრობა და ზემოხსენებული ზომიერება მიაღებინა.
ამ ზომიერებამ წარმოგვიდგინა ჩვენ ზოგიერთი ფიქრი ჩვენის ტფილისის ჯანმრთელობის შესახებ და ის, ფიქრნი საჭიროდ დავინახეთ, ვაცოდინოთ ჩვენს მკითხველებსა და ნამეტნავად მათ, ვისიც ხელშია ჩვენი ქალაქის ბედი და უბედობა.
ჯანმრთელობა ტფილისისა არ იქმნება დამყარებული მკვიდრად იმ ზომიერებით, რაც დღეს არის მიღებული მთავრობისაგან. ეგ ზომიერებანი დროებითნი არიან, ეგ დღევანდელის დღის მოთხოვნილებაა, დღევანდელის ჭირის წამალია. ჩვენ გვინდა ქალაქელების ყურადღება მივაქციოთ იმ ზომიერებაზედ, რომელიც სამუდამოდ გამოადგება ქალაქს, დაამკვიდრებს მის ჯანმრთელობას და ჩვენს ეხლა უგემურს ტფილისს სასიამოვნო საცხოვრებლად გახდის.
უწინ ჩვენი ქალაქი უფრო სასიამოვნო საცხოვრებელი ყოფილა, ვიდრე დღეს. დღეს იგი უფრო მდიდარია, მაგრამ ეგ სიმდიდრე მოპოებულია მით, რომ უფრო ჯანმრთელობის სახსარნი მოსპობილან. უწინ ტფილისი აყვავებული და ამწვანებული იყო ხშირის ხეხილითა და ბაღებითა. ამის გამო ქალაქში ზამთარი არ იყო ისე სუსხიანი, როგორც ეხლა, და ზაფხულიც უფრო გრილი იყო და ნესტიანი. დროთა მიმავლობაში, ეგ ბაღები გადიკაფნენ, მათ ადგილას აღიმართნენ უზარმაზარნი სასახლენი, შენობანი შეჯგუფდნენ, ჰაერის თავისუფალი ტრიალი მოიშალა, დაიხშო ჰაერი და ეხლა ზაფხულობით ადამიანს სული ვეღარ მოუტრიალებია. ეს ამბავი მდიდართათვის ისე შესაწუხებელი არ არის, როგორც ღარიბთათვის. მდიდარი სუსხიან ზამთარშიაც გათბება და პაპანაქება ზაფხულშიაც გრილ ადგილს იპოვის. სხვამ რა ქმნას? რა ქმნას შეუძლებელმა? რა ქმნას იმან, ვინც სამსახურშია და ქალაქიდამ გარედ გასვლას ან სამსახური უშლის, ან შეუძლებლობა? რა ქმნას იმის ცოლ-შვილმა? რა ქმნას ამოდენმა ხელოსანმა, რომელიც დღის მოგებით ცხოვრობს? რა ქმნას ამოდენმა მუშა ხალხმა?
ჩვენ მამა-პაპას რომ ცოტა შორმხედველობა ჰქონოდა, რასაკვირველია, დღეს ჩვენი ტფილისი, ბუნებითად კარგის ჰაერით და მდებარეობით შემკობილი, ერთს სასიამოვნი ადგილად იქმნებოდა. ეგრე წინდაუხედავად რომ არ ეძლიათ ნება სახლების შეჯგუფებისა, სახლების აშენებისა, საცა შესაძლო იქმნებოდა ბაღები გაემართათ, ან გამართული არ გაეკაფინებინათ, მტკვრის კუნძულებზედ ჭალები შეენახათ, მტკვრის სანაპიროზედ სახლები არ წამოეყუდებინათ და იქ ერთი ლაზათიანი ხევნარები დაემართნათ, შიგა და შიგ ქალაქში ფართო მეიდნები დაეგდოთ, ზოგი მეიდანი ბაღად ექციათ, დღეს ჩვენი ტფილისი უკეთესს საცხოვრებელ ადგილად იქმნებოდა და არ დაუვარდებოდა ბევრს ადგილს ევროპიისას, რომელიც ამჟამად აუარებელს ხალხს იზიდავს და აცხოვრებს. ჰაერი, მდებარობა ტფილისისა ამას ყოველს ხელს შეუწყობდა.
რაც არა ჰქმნეს ჩვენთა მამა-პაპათა, ის იმათ მიეტევოთ. ჩვენთვის დიდი ცოდვა იქმნება, რომ ამაზე არ ვიფიქროთ.
ჩვენს ქალაქს დიდი ბედი მოელის. თუ ახლად შეძენილი ქვეყნები შემოგვიერთეს, ჩვენი ქალაქი ერთის კარგა მოზდილის ქვეყნის შუაგული გახდება. ამას ისიც დაუმატეთ რომ ვლადიკავკასიდამ რკინის გზა წამოვა, ჯულფზედ, თუ ყარსისაკენაც უსათუოდ ამისთანავე გზა გაივლის, ბაქოს გზაც დღე დღეზედ გაიმართება, - და ყოველ ამის გამო აუარებელი ხალხი მოაწყდება ტფილისს, თუ ერთმა რამ არ დაუშალა. დაშლა იმას შეუძლიან, თუ ჩვენი ტფილისი საცხოვრებლად უვარგისი იქმნება. ჩვენი ზრუნვა და ფიქრი ეხლა იმაზედ უნდა იყოს მიქცეული, რომ ტფილისი კარგ საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ. ამისათვის აი რა არის ჩვენის ფიქრით სხვათაშორის საჭირო:
რაც შეიძლება მომეტებული სასეირო ბაღები, ხევნარები, ხეივნები უნდა დაიმართოს ქალაქში. ამას ყოველს, რასაკვირველია, ადგილი უნდა. ქალაქის მმართველობა დღეიდანვე უნდა შეუდგეს იმის მეცადინეობას, რომ ეგ ადგილები გადაარჩინოს და არავის ზედ შენობა არ დაადგმევინოს. თუ ბაღების და სხვა ამგვარის სულის მოსატრიალებელის გამართვა დღეს ქალაქს არ შეუძლიან, მაგან არ უნდა შეგვაყენოს. დეე დღეს, თუ არ შეიძლება, ნუ გაკეთდება, ოღონდ ადგილები დარჩნენ თავისუფლად, რომ მაშინ მაინც გაკეთდნენ, როცა ამის სახსარი და ღონე მოიპოვება.
ჩვენ რამდენადაც ვიცით ქალაქის აწინდელი მდგომარეობა, აღვნიშნავთ იმ ადგილებს, რომელთ გადარჩენა მომავლისათვის დღესაც შესაძლოა. გადაწყვეტილია, რომ ქალაქის აწინდელნი სასაფლაონი უნდა გაუქმდნენ. ფრანგების სასაფლავო და ბაღი ძალიან გამოსადეგი ადგილია იმ განზრახვისათვის, რაც ზემოთა ვჰსთქვით. თვითონ აქ და აქედამაც მთაწმინდის მოედნამდე მშვენიერი ბულვარი, თუ ხევნარი გაიმართება, როცა ამის ღონე იქმნება. ეს ერთი ადგილი, რომელიც საჭიროა თავისუფლად დარჩეს. მეორე ადგილი მართმადიდებელთა სასაფლაო; აქაც თავის დროზედ ასეთი სასეირი ზევნარი გამოიჭიმება, რომ თქვენი მოწონებული. მესამე დღევანდელი საბოტანიკო ბაღი, რომელსაც სყიდვით, თუ სამაგიეროს მიცემით, უნდა შემოუერთდეს გარშემო ადგილებიცა კერძო პირთა კუთვნილნი. ესეც ძლიერ კარგი სასეირო ადგილი იქმნება, თუ ნამეტნავად სოლოლაკის კლდე გათხარეს და გვირაბით გზა გაიტანეს. ამისი აზრიც სუფევს თურმე მმართველოთა შორის და ხარჯიც გამოკვლეულია ინჟინერთაგან და ამბობენ ათას თუმანს არ აღემატებაო. როგორც ხედავთ არც ეს არის შეუძლებელი საქმე. გარდა ამისა ქალაქი უნდა ეცადოს, რომ მტკვრის სანაპიროები შენობებს გადაარჩინოს იქ, საცა დღეს გადარჩენა შეიძლება. მაგალითებრ, შეიძლება დღესვე დაინიშნოს მთელი ის სანაპირო მტკვრისა, რომელიც მიდის მუხრანიანთ ხიდიდამ ეგზარხოსის სახლამდე. აქაც შეიძლება ძალიან სასიამოვნო ბულვარი გაიმართოს. ქალაქი რომ ამ საქმეს ძალიან ბეჯითად მოეკიდოს, თვით მტკვარსაც ჩამოართმევს მრავალ კუნძულებს და თავის დროზედ სასეირო ბაღად და ჭალებათ აქცევს. თუ ამის თავდარიგს ეხლავ შეუდგა ქალაქი და თუ თანდათან ქალაქმა შეძლებისადაგვარად, ეს ადგილები ბაღებად, ბულვარებად და ჭალებათ აქცია, მაშინ ნაპე ხეთ ეს ჩვენი დღეს უგემური ტფილისი რა სასიამოვნო ადგილად შეიქმნება, მაშინ ნახეთ სხვადასხვა უხეირო ქვეყნებიდან რამოდენა ხალხი მოაწყდება, რომ აქ ზამთარი გაატარონ; მაშინ ნახეთ რარიგად გაიმსება ქალაქი, რარიგად აიწევს, რარიგად გაჩაღდება ვაჭრობა, რარიგად გაკეთდება ყოველმხრივ. დღეს ამოდენა ქალაქს მარტო ორი ბაღი აქვს თითქმის. ერთი მუშტაიდი, მეორე ალექსანდროვის ბაღი. ერთი ისე შორს არის, რომ შეძლებული კაცი თუ წავა, თორემ სხვა არავინ. მეორეც თუმცა თითქმის შუა გულს ქალაქშია, მაგრამ მარტოობით იმოდენა ზედმოქმედება არა აქვს არც ქალაქის მცხოვრებლებზედ, არც ქალაქის ჰაერზედ, რამოდენაც სასურველი და სანატრელია. ამოდენა ქალაქს ერთი იმისთანა ადგილიც არა აქვს, რომ ბავშვების სათამაშო ადგილი იყოს. არიან საწყალნი ბავშვები დახშულნი ოთახებში და თუ გამოდიან იშვიათად, ისიც ბულვარზედ, საცა მართებულობა არ აძლევს ნებას არც ცელქობისას, არც თამაშობისას.
საჭიროა, საჭირო ქალაქმა ამ ნაკლებულობას ყური ათხოვოს; საჭიროა ამისათვის დღესვე თავდარიგს შეუდგეს. ამავ, მოითხოვს ყოველი ჩვენგანის სიკეთე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენის შვილების დღეგრძელობა და დასასრულ ჩვენი ნივთიერი სარგებლობაცა. თუ კიდევ ესე უთავბოლოდ მიჰყვნენ ქალაქში შენობების გამართვას, როგორც აქამდისინ, თუ ადგილები არ დავრჩუნეთ თავისუფლად ბაღებისა და ბულვარებისათვის რომ კაცმა სული მოიბრუნოს, ჰაერმა კარგად იმუშავოს, ჰაერი გაგვიგრილდეს, ზაფხულში გაგვინესტიანდეს და ზამთარში ხმელი სიცივე არ გვჩაგრავდეს, ჩვენს ტფილისს, დღევანდელი ზომიერებანი მთავრობისანი საბოლოოდ ვერას უშველიან.
რა უნდა ქმნას ქალაქმა, რომ ჩვენგან აღნიშნული განზრახვა აღსრულებაში მოიყვანოს? აი რა უნდა ქმნას:
ყოველს კეთილად განგებულს და გაწყობილს ქალაქს ორი პლანი აქვს აღებული. ერთი იმისთანა პლანი, რომელზედაც ქალაქი უნდა იყოს გამოსახული ისე, როგორც დღეს არის. ამბობენ, ამისთანა პლანის შედგენას შეჰსდგომიან კიდეცაო. კარგი და პატიოსანი. მაგრამ საქმისათვის ეგ სამყოფი არ არის. ქალაქმა უნდა შეადგინოს და დაამტკიცოს მეორე პლანიც, რომელზედაც ქალაქი წარმოდგენილი უნდა იყოს, ისე, როგორიც მომავალში უნდა იქმნას. ამ უკანასკნელს პლანზედ უნდა დანიშნული იყოს ის ქუჩები, რომელნიც უნდა გასწორებულ და გაფართოებულ იქმნან; ის მოედნები, რომელნიც გაგანიერებას საჭიროებენ და დასარჩენად გადადებულ არიან; ის ადგილები, წყლის სანაპიროები, წყლის კუნძულები, საცა ბაღები, ბულვარები და ჭალაკები უნდა გაიმართოს და სხვა ამგვარი. ყოველივე ფეხის გადადგმა ამ პლანის წინააღმდეგ სასტიკად აკრძალულ უნდა იქმნეს და ვისაც ან ახლის აშენება რისიმე უნდა, ან ძველის განახლება, მას ნება უნდა მიეცეს მხოლოდ ამ პლანის მიხედვითა.
იქმნება ჩვენგან თქმულს ბევრი ნაკლებულობა ჰქონდეს, ან სულაც გამოუსადეგი იყოს, მაგრამ საგანი ამ წერილისა ყურადღების ღირსია. ამაზედ ყველა დაგვეთანხმება.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მატიანე
ყველიერი და გაზაფხულის პირი.
(„ივერიის“ კორრესპონდენცია)
ყოველს ხალხს წელიწადში რამდენიმე დღესასწაული აქვს; ამ დღესასწაულებთა შორის ზოგი ორ-სამ დღესა არა თავდება, ზოგი თითო კვირასაც. ამ დღესასწაულების განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, ხალხი (უფრო მუშა) რამდენსამე ხნის განუწყვეტლის მუშაობის შემდეგ, დროს ატარებს ხოლმე „ქეიფში.“ ქვიფი როგორც ყოველს საქართველოს კუთხეში, კახეთშიაც უღვინოდ არ წარმოიდგინება. ყველამ, ვისაც კი ცოტად თუ ბევრად ყურადღება მიუქცევია ქართველების ცხოვრებისათვის, ვიცით, რომ ქართველი კაცი უსტუმროდ ქეიფს ვერ გასწევს და არც ღვინოს მოიჭარბებს ისე როგორც ვხედავთ სხვაგან. ამისათვის დღესასწაულს დღეს, ვისაც კი „უჭყავის“ სადმე რამე, უეჭველად სტუმარი უნდა შეიყვანოს სახლში. ყველიერიც დღესასწაული გახლავთ, თუმცა არა უქმობენ, რადგანაც ეკკლესია არ უკრძალავს მუშაობას. ამ დღესასწაულით ჩვენი ხალხი ესალმება სახსნილოს და ემზადება დიდ მარხვისათვის, რომლის განმავლობაში ქართველმა გლეხმა თითქმის ცარიელი პური ან მჭადი უნდა სჭამოს... ყველიერმა მხიარულად გაიარა კახეთში, მაგრამ უზელასათვის კი არა. ვინ იცის რამდენი ყელ-გადაგდებული ოჯახი არის კახეთში, რომელთაც არამც თუ ქეიფისა, ლუკმა პურის შოვნის ილაჯიც არა აქვთ?! ვინ იცის რამდენ ოჯახში გლეხს კაცს წვრილ-შვილი შესტირის ყოველ დღე შიმშილისა გამო?! მაგრამ ვინ არის ყურის მგდებელი?!.. ჩაიარეთ რომელსამე კახეთის სოფელში (თუნდ თვით თელავშიაც), მიიხედ-მოიხედეთ რა სხვა-და-სხვა და ერთმანეთის მოწინააღმდეგე სურათები წარმოგიდგებათ: ერთის მხრით ხედავთ, რომ მშვენიერი ორ-სამ ოთახიანი (ხან ორ-სამ სართულიანიც), ევროპიულად აშენებული სახლი დგას და მეორეს მხრით კი.... გვერდზე წამოწოლილი ქოხი, რომელიც საქათმეს უფრო მიემსგავსება, ვიდრე სახლსა! ერთის მხრით ხედავთ აუარებელს სიმდიდრეს ზოგჯერ იგეთს, რომ პატრონს გაუნათლებლობის გამო ვერც კი მოუხმარებია, მეორეს მხრით-საშინელს სიღარიბეს და სისაწყლეს! ერთის მხრიდგან გესმისთ სიმღერა და ხარხარი, მეორეს მხრიდგან — მწუხარება და ტირილი! იქნება ზოგიერთ ეგონოს (გამოუთქვამთ და ამბობენ კიდეც ზოგიერთი ბატონები), რომ ეს აგრეა იმიტომ, რომ მდიდარი ბევრს მუშაობს და ღარიბი ცოტას? მაგრამ არა, ჩემო მკითხველო. ღარიბი დილით-საღამომდინ დაუსვენებლივ მუშაობს, აგრამ მაინც ისევ ღარიბია; მდიდარი კი განცხრომით ბრძანდება და მაინც ისევ მდიდარია! მაგრამ ჩემს საგანს ავცილდი.
ჰო, „ყველიერმა მხიარულად გაიარა“ მეთქი. ვისაც კი გროშები ეგულებოდა ჯიბეში, ბაზრისკენ მირბოდა, რომ აგები ერთი თევზის გემო ვნახოგო; ვისაც კი ედგა რამე ქოცოში (ქვევრები დიდი ხანია დაიცალა), ყველა ეშურებოდა, რომ სტუმრები მიეწვია სახლში და ერთი მამა-პაპური „სუფრული“ ან „ჩაკრულო“ შემოეძახნა. ამ ქართველების „ხელ–გაშლილობით“ რასაკვირველია ისარგებლეს თელაველმა ვაჭრებმა და ვინ იცის რამდენი აყროლებული და დამპალი თევზი (არც კი მე გადავრჩი ამ თელაველის გაჭრების მოტყუებას და მეც კი მერგო ხსენებული თევზი!) გაასაღეს საწყალს ხალხზე, თორემ თელავის „ბობოლაებს“ როგორ შეაპარებდნენ (ხანდისხან არც ამათ დასტოვებენ მოუტყუებლად). რამდენი ზურნა დუდუკის კვრა, რამდენი დაირა-დიმპლიპიტოსი და თარ-ჭიანურის დაკვრა იყო თელავში, ვინ იცის! ორშაბათიდამ დაწყებული ყველივრის გათავებამდინ, ყოველ დღე ათი–ხუთმეტი წვეულება იმართებოდა თელავში, სადილი გინდა თუ ვახშამი. რამდენი ჩხუბი, დავი დარაბა მოხდა გადაკვრის შემდეგ — ვერ მოვსთვლი, მაგრამ ამას კი ვიტყვი, რომ ჩინოვნიკობის წარმომადგენელთა ლაზათიანი მუშტის კრივი. იმდენი ტყიპეს ერთმანეთი, ვიდრე მე და შენ, მკითხველო, და თვით მასპინშელი მიეშველებოდა!
მეორე თელავის ნახევარში ტკბილად მიდიოდა ყველიერის ქეიფები, მაგრამ, დახე მუხანათს სოიფელსა ტკბილის დროების გატარება სრულიად არ ჩაგვაშხამა?! ამ ქეიფებში სიკვდილმა ხელიდამ გამოგვაცალა სამაზრო სასწავლებლის მასწავლებელი, ი. დ. ტატიევი, რომელიც იყო კაცი „მუშა“ თავის საქმისათვის. ღმერთმა განუსვენოს იმის სულსა! დ. ტატიევის უდროვოდ გარდაცვალება ერთის მხრით მიემსგავსება ერთის მოსწავლის სიკვდილს,... რომელის მხრით მიემსგავსება — თელაველებისათვინ მიმინდვია გამოძიება…
ლატარიაშიც ათამაშეს თელავში ერთი ოც-თუმნიანი ბეჭედი. ვაჭრებს ჯანი გავარდეთ, მაგრამ თელავის ზოგიერთა სამსახურის კაცებიც რომ გვატყუებენ ვაჭრებზე უმეტესად! რა ხერხიანად ჰყვლეფენ ეს ბატონები ხალხს იცით?! აი ერთი მაგალითი: ერთმა აქაურმა სამსახურის კაცმა, რომელიც ახლა „ჩინს“ მოელის, რადგან სამაზრო სასწავლებელში „ეგზამენი“ მისცა, ბეჭედი, ვითომ ოც თუმნიანი, ჩააგდო. ლატარიაში (მგონი ფული შემოჰკლებოდა). ბილეთი, ბატონო, ერთი მანეთი გახლდათ. ვა, „ოც თუმნიან ბეჭედში ერთს მანეთზე ნაკლებიღა იქნება ბილეთი?! გამართეს „ვეჩერი“ (მგონი ჩაი და ლეკური თუ არ ვიცი — კადრილიც, ყოფილიყო) აქაურს სასტუმროში, დაიწვეს ლატარია. ყველას თურმე გულმა დაუწყო ცემა, რასაკვირველია, უფრო ქალებს, როგორათაც ნაზს ქმნილებებს. განა ადვილი გახლავთ, ოც თუმნიანი ბეჭედი რომ გერგოთ?!. ერგო ერთს პირს და მოსწყდათ წელი დანარჩენებს! დანარჩენებს — ვისაც ხელი ეწერა, თორემ მე რა?! დაიწყეს ქალებმა ჩურჩური: ვიშ, ქა, რაზე დავკარგე ტყუილად ერთი მანეთი?! მეორე გულს უკეთებს და ეუბნება: ქალო, რას ამბობ თამაშობა და დროების გატარება ერთს მანეთად არ ღირდა! პირველი იტევის გულნატკენად: იშ!.. და გაბრუნდება ბეჭედი გახლდათ ოქროსი (ღერო), თვალი ჰქონდა თეთრი, ბრჭყვრიალა პატრონი რომ ატარებდა, თურმე ყველას ეუბნებოდა, რომ თეთრი იაგუნდიო. მესამე თუ მეოთხე დღეს, ლატარიის შემდეგ, ახალმა პატრონმა უჩვენა ქვის მცნობს. როგორ გგონია, მკითხველო, რომელი ძვირ ფასი ქვა გამოდგა „იმ“ ბეჭდის თვალი? რაა? ჭჭ... ჭი...ი.. იქა! თურმე ნუ იტყვით, ჭიქა კი გამოდგა ჭიქა! ოც თუმნიანი თეთრი იაგუნდი, გამოდგა თეთრი ჭიქა ოც კაპეიკიანი! სულ მთლად, ღეროიანად და თვლიანად „ის“ ბეჭედი დააფასეს სამს მანეთად ლატარიის მოთავემ (ველმა პატრონმა ჩინონიკმა (160 მ ) თექვსმეტი თუმანი აიღო. სამს მანეთიან ბეჭედში!.. აბა მოტყუება თუ გინდათ, ეგეთი უნდა აი!..
ყველიერი მიიწურა... მოვიდა შაბათის საღამო გაიმართა კრივი.... დაიშალა ერთი მხარე, რომელმა ქვა აურივა. გააქვთ თავებს ჩახა-ჩუხი ორასამდი კრამიტი – ეკკლესიისა გატყდა. პოლიცია რას აკეთებ დაო, იტყვის მკითხველი. რას აკეთებდაო მაღლო ადგილას (ნადიკვრის მხარეს) იდგა და იქიდგან სიამოვნებდა ქვის კრივის ყურებით. მინამ ხელით ორი დე თავ-გატეხილი არ გამოიყვანეს — ყურებსაც არ იბერტყავდა, და, როცა სახეს, რომ აღარა ხუმრობენ მოკრივეებიო, ერთი თუ ორი კაცი გამოგზავნეს, რომ ქვის კრივი დაეყენებინათ. ამ კრივის ერთმა ქვამ ეკკლესიის ჯვარიც წამოაწვინა გვერდზედ. აღების ღამეც კრივით გაისტუმრეს. გათენდა დიდმარხვის ორშაბათი ― და „ყეენობის“ დღე. ყეენობა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობის 1795. წლიდგან, როდესაც სპარსეთის შაჰმა, აღა-მაჰმედ-ხანმა თფილისი აღაოხრა. თელაური ყეენობა თითქმის რაფრით განირჩევა თფილისის ყეენობისაგან აქაც ზოგი ცხენზე და ზოგი ქვეითი დადიოდნენ და რასაკვირველია მხლებლებიცა ჰყვანდნენ. საღამოზედ ისევ მუშტის კრივი იყო. გავიდა ყეენობის დღეც და დადგა ნამდვილი დიდი მარხვა, რომელსაც მოჰყვა ჩვეულებრივი „ სამცხედრო “ ზარის რეკა რომელიც თითქოს ეუბნება ხალხსაო, რომ რაკი მე არა ვმხიარულებ, შენც, თელავო, ამ დიდს მარხვაში მაინც უნდა შესწყვიტო ღვინის ქეიფიო, მაგრამ ვინ უგდებს ზარის რაკა-რუკს ყურსა?! ადამიანისა არა ესმისთ რა, და ზარისას გაიგონებენ?!.. რა სამარხოებია თელავის ბაზარში და! ადამიანს თვალი კი დარჩება ზედა და! დამპალი ზეთის-ხილი გინდათ (30 კ. გირ.) ჯონჯოჯოლი (10-15 კაპ. გირვანქა), ლობიო, მაგრამ რა წითელი ლობიო!! როგორც ბროლი, სწორედ ისრე ბჭყვრიალებს! – როგორ ლობიო, იკითხავს მსყიდველი? — „ვა, რა ატლასის ლობიოადა! მიუგებს ვაჭარი, „იაფია ― თოთხმეტი შაური ლიტრა.“ (რა იაფია და!) ახლა საქმე იმაშია, რისაგან ბჭყვრიალებს ლობიო ასე? — იქნება არ დაიჯერო, მკითხველო, მაგრამ იმ ლობიოს ზეთი უსვია, ხელიც გამითხუნა მე იმ ლობიომ. აი რისაგანა ბჭყვრიალებს აქაური ლობიო!.. ამისთანა ოსტატები არიან ჩვენი თელაველი ვაჭრები!..
ვიშ ამ გაზაფხულსა! რა მშვენიერს სურათს წარმოადგენს ამ ჟამად ალაზნის ველი! ხეხილებმა ყვავილები გამოიღეს, ტყვემ კოკორი გამოიღო. მინდორმა აღმოაცენა მშვენიერი და სუნნელოვანი ყვავილები. შეხედეთ ჯეჯილებს, როგორ ზღვასავით ღელავენ „ცივის“ ნიავის შებერვით! განა თუ შეხედულობით მარტო, ბუნების მოვლენითაც დავრწმუნდით, რომ გაზაფხული დადგა, 8-ს მარტს იგეთი მშვენიერი წვიმა[1] იყო რომ ჰა! თუმცა ხორხოშელაც მოჰყვა ამ წიმას, მაგრამ ვერაფერი ზიანი ვერ მოიტანა. ამ წვიმას და ხორხოშელას ჭექა-ქუხილიც მოჰყვა, რომელმაც, როგორც „პირველმა,“ ბევრს დააკვრევინა ზურგზედ ქვა და ათქმევინა: „ზურგი, ზურგი მაგრამ, ჩვენი ყანა ამხილა, ლეკებისა დამწვარა...“ გაზაფხულს ერთი კეთილი საქმეც მოჰყვა: ს. კონდოლში გაიხსნა შკოლა და სწავლაც დაიწყო, რადგანაც მასწავლებელი მოუვიდათ. მეორეს მხრით კიდევ, სამწუხარო ამბავი შევიტყეთ ს. ყვარლიდამ, მაგრამ რაკი უიმისოთაც გაჭიანურდა ჩვენი წერილი, იმ ამბავს შემდეგში ვაცნობებთ „ივერიის“ მკითხველებს... მაშ ზოგი შემდეგში…
ქართველი
13 მარტს 1878 წ.
ქ. თელავი.
____________
1 წვიმის შემდეგ, მესამე დღეს თოვლი მოვიდა, მაგრამ ისევ მალე აიღო
![]() |
3 კახის ცხოვრებიდამ „ივერიის“ კორრესპონდენციები |
▲ზევით დაბრუნება |
კახის ცხოვრებიდამ „ივერიის“ კორრესპონდენციები
როგორ ჰყიდულობენ ინგილოები, ფარჩას მრთელის ოჯახობსათვის
ჩვენს კახში არის ბაზარი 100 დუქნამდე, რომელშიაც ჰსცხოვრობენ ორდუბათის უეზდის, აქულისში მცხოვრებნი ზოგნი — სომეხნი. ამათი აქ დასახლება და პირველად ვაჭრობის დაწყება ეკუთვნის ძლიერ ძველ დროს. ჯერ ჯერობით ესენი ყოფილან მხოლოდ ათიოდე კომლი, მაგრამ როცა უნახავთ, რომ საინგილო ძალიან გამოსარჩენი ბუდეა, მათი რიცხვი საგანგებოდ აწეულა. ისენი მოდიოდნენ (და ეხლაც მოდიან) სრულებით უფულოთ და უთანხოთ, და რამოდენიმე წლის განმავლობაში 1000—10000 მანეთამდე ფულს იძენდნენ და ეგრე მდიდრდებოდნენ, ახლა ავღსნათ მიზეზები, ანუ ის გზები, რა გზითაც ეს ჩვენი სომხები ეგრე სწრაფლად იძენენ ამოდენა სიმდიდრეს. ერთი ამ სწრაფლად გამდიდრების გზათაგანი გახლავს „ინგილოების მიერ ფარჩის ყიდვა სომხებისაგან“ და მეორე „სომხების მიერ პარკის ყიდვა ინგილოებისაგან.“
მგონია მოგეხსენებათ მკითხველო, რომ ჩვენმა დედა-კაცებმა უფრო კარგად იციან ბაზარში ვაჭრობა, ვიდრე თვითონ მამაკაცებმა. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი დედა-კაცები ერთ ნაბიჯსაც ვერ გადასდგმენ ბაზარში, ეს ძლიერ დასაძრახისია. ეს ამბავი ჩვენ დედა-კაცებში. მგონია, არც კი დამიჯეროთ, თვით სომხების საქმეა და რათა, ეხლავე მოგახსენებთ:
ყველა აქაური მოვაჭრე სომეხს დაჩემებული ჰყვს მეგობრები (ჟონაღი), თითოს ორმოცდა ათიდამ სამოცდა ათამდის; ასე რომ, თუ არ თავის ყონაღ-სომეხთან, სხვასთან არავისთან არ ივაჭრებს აქაური მცხოვრები. აქაურებმან წელიწადში ორჯერ იციან ტანისამოსისათვის ფარჩის ყიდვა. ერთი შემოდგომაზე და მეორე გაზაფხულზედ. ახლა რა ქმნას ოჯახის პატრონმა, რომ ცოლი ბაზარში ვერ მიდის; თითონაც ვერ იცნობს ფარჩას, და მეტი რაღა გზა დარჩენია, რომ ყონაღი-სომეხი შინ არ მოიყვანოს და შინვე არ ივაჭროს ყველაფერი! როდესაც ოჯახობას სურს იყიდოს ფარჩა, ოჯახის პატრონი მიდის თავის ყონაღთან და ეუბნება: ჩემ სახლობას ეჭირება სხვა და სხვა ფარჩაო და სხვალ დილით ჩვენსა მოდიო. და ფარჩაც თან მოიტანეო! მეორე დღეს ეგრე თერთმეტ საათზედ, სომეხი აგროვებს კარგს და უვარგისს ფარჩას, უფრო მეტად უვარგისს და მიდის ინგილოს სახლში ცხენით. სომეხი განგებ დაიგვიანებს, რომ სწორედ სადილის დროს მივიდეს ინგილოს სახლში, რადგანაც კარგად იცის ინგილოების მამა-პაპების ჩვეულება, რომ თავის დღეში უსადილოთ არ გაისტუმრებენ. ვინც ცოტათი შემძლებულია ამ დღეს უთუოდ ანუ ცხვარი უნდა დაკლას, ანუ იმის მაგიერად, რამდენიმე ქათამი გააგოროს; უნდა ახლად გამომცხვარი შოთებიც მზად ჰქონდეს; ახალი ქვევრიც უთუოდ უნდა აიხადოს. მივა სომეხი თუ არა, გამარჯვებით მოიკითხავს სახლის პატრონს, მთელის სახლობით; ჩამოიღებს ფარჩას, დაჯდება და თან ბოდიშს ითხოვს დაგვიანებისთვის, მოიმიზეზებს რასმეს, ამასთან ეტყვის: „ვიცი, რომ პური უნდა მაჭამოთო! ანდაზასაც ზედ მიაყოლებს — „ერთის დღის საგზალი თუნდა ზურგითა, თუნდა მუცლითაო!“ სახლის პატრონიც მაშინვე სიხარულით მოუჯდება გვერდს და შეექცევიან, როგორც მოგეხსენებათ. სომეხი ეტყვის: „ახლათ ახდილი ქვევრის ღვინო კარგი გამოდგა, აბა ყონაღო კრთი კარგად დავლიოთ, ეს ღვინო კაი ფასათაც გავა“. ხანდისხან სახლის პატრონის ცოლსაც მიაწვდის ჩარექასა , „ერთი შენც დაილოცეო, როგორი კაი ფარჩა მოგიტანეო“. ამაობაში კარგად გვარიანად შექეიფიანდებიან: საწყალ ინგილოს უღვინოთაც ხომ არაფერი გაეგება რა და ეხლა უფრო უარესად გამოიყურება. შემდეგ სადილისა სომხის ბიჭი გასსნის ფარჩასა, გადაშლის და მწკრივათ ჩამოალაგებს. სახლის პატრონი იტყვის „აბა დედა-კაცო, მოდი და არჩიე, რაც გინდათ, მერმე აღარა მითხრა რა, მე ბაზრით ვერა ფერს მოგიტან, და ეს კაციც ყოველთვის აქ არ მოვაო, დედა-კაცი იტყვის: მე რა ვიცი; რძლებს, ქალებს დაუძახოთ, იმათ რომელიც მოსწონთ, თითონ აირჩიონ. მაშინვე მოგროვდებიან დიდი და პატარა და დიდის სისარულით იტაცებენ ამ ჩით-ჩუთებს; ერთი ამბობს: „მე ეს მინდაო, მეორე ესაო!„ აიტაცებენ სულში. ზოგი ტირის, ზოგი იცინის. ამაობაში ვისაც რა მოეწონება და რამდენიც მოუნდება, სომეხი ზომავს ადლით და ურთ მეორეზედ ალაგებს, და ამას ეუბნება სახლის პატრონს წონადო, ოჯახის შვილი ხარ, ყველა ყმაწვილების გული მოიგე; ნურავის ნუ აატირებ“. რაღა თქმა უნდა, ვისაც რამე დააკლდება, მაშინვე ტირილს იწყებს, განსაკუთრებით პატარაები. სომეხიც ეუბნება, „ცოდვაა, ნუ ატირებ ყმაწვილებს!“ თვითონ კი ფხრეწავს ფარჩას, „ფულიც რომ არ მომცე, მე ყმაწვილებს არ ავატირებ“ რაღა თქმა უნდა, ამაობაში შვიდი რვა თუმნის ფარჩა დაიხია და შეგროვდა, „აბა ახლა ფასები გადავსჭრათ! დაიწყობენ ფასების მორიგებას, მაგრამ ფასი ის ედება ყველა მოჭრილ ფარჩას, რომელსაც სომეხი იტყვის, და თუ სახლის პატრონი გაუძალიანდა, სომეხი ეტყვის: „რათ მომახევინეო; წეღან რატომ არ მითხარიო! უგუნურმა სახლის პატრონმა რა იცოდა, რა ფასად დააფასებდა, ცოლი ეტყვის: „რა ვუყოთო, ყონაღი არისო!“.
ახლა ამ ნასყიდულობის ფასი უნდა იანგარიშოს; საწყალმა გლეხმა არც ჩოტკი იცის, არც ანგარიში. სომეხმა მაშინვე სია დასწერა და ფასიც შეიტყო, ახლა სახლის პატრონმაც უნდა შაიტყოს, რამდენის ფარჩა უყიდნია ამ საქმისათვის მაშინვე მოიტანენ ორიოდე მუჭას ლობიოს, ანუ გამხმარ შვინდს და დაიწყებენ ანგარიშს. ზოგ ლობიოს მანეთად ჩააგდებენ, ზოგს აბაზად, ზოგს შაურად. ამაობაში ღვთის წყალობა აქვს სომეხს, რომ ჩუმათ ჩაუმატებს მანეთიანებს რამოდენიმე მარცვალს, მეტადრე თუ მჭრე მადა აქვს! ეგრე, მორჩნენ ანგარიშს და სომეხი უნდა დაბრუნდეს შინ. ერთი ორ შურიანს ხელსახოცს აჩუქებს თავის ყონაღს და გაათავა სომეხმა თავისი საქმე. სახლის პატრონიც ჩაუდებს ხურჯინში ათიოდე შოთს, ორიოდე ქათამს, ერთ ჩაფ ღვინოს; ორ ბაკან ქერს ცხენისათვის (20 გირვანქა) და გაისტუმრებს. ბოლოს ყონაღი სომეხი დაილოცება, „ღმერთმა ბევრი ფარჩა გაგაცვეთინოთო“ და გაემგზავრება, თან ეხვეწება — „მაგ ფარჩის ფასს სხვას ნუ გაანდობთო, მე თქვენ გიხათრეთო, სხვას ამ ფასათ თავის დღეში არ მივსცემო,“ ესეც იმისათვის, რომ სხვამ არ უთხრას — „მოტყუებული ხარო“! იხსენ ღმერთო ჩვენი პატიოსანი მუშაკი ამ გვარის მელია მცარცველებისაგან!.
ი. მ. მ. ყ.
16 მარტს 1878 წ. სოფ. კახი.
არსობითნი საჭირონი საგნები მოგვესპნენ.
ქუთაისის ვაჭრებს აქვსთ ერთი უებრო ხასიათი, თუ უხასიათობა, რა დავარქვა არ ვიცი. რა რომ ჟამთა რა ვითარება შიცვლება, მაგალითად — „გონიერთა“ ცხოველთა მიერ ერთი-მეორის ჟლეტა ასტყდება და სახელმწიფოთა შორის ვაჭრობითი მიმოსვლა ცოტად შესწყდება, — ქუთაისელნი ვაჭარნი დაიწყებენ თავიანთ სავაჭროების ერთი-ხუთად ფასობას: რაც გუშინ აბაზად იყიდებოდა, ის დღეს მანეთად ღირს; რაც გუშინ მანეთად ღირდა, ის დღეს ხუთ მანეთად იყიდება, თუნდ ეს სავაჭროები ძლიერ იაფობის დროსაც ჰქონდესთ ხელთ ჩავარდნილნი. აგრეთვე ითქმის ქუთაისის ქალაქის ახლო-მახლო მცხოვრებელთზედაც, რომელთაც რამე სურსათი შემოაქვსთ ბაზარში გასასყიდლად. რა რომ იგივე ჟამთა-ვითარება ასწევს ფასს მიუცილებელ საჭირო საჭმელ-სასმელზედ, მაშინ არის, რომ ორჯერ ნაკლებ, თუ მეტად არა, მოაქვსთ ქუთაისში გასასყიდელი ნივთები, და შემოტანილს, „მამის სისხლად ყიდიან“. სოფლელები ფიქრობენ, რომ აწ სულ ასთე უნდა იმატოს ფასმაო, და ამით დღესასწაულობენ: აქვსთ ერთი განცხრომითი ბაასი ერთმანერთ შორის, ერთი ამბობს: „მე ჯერ არ გავყიდი ჩემს სიმიდს; ერთი–ორი თვე თუ მოვიცადე, ერთი-ორად გამივაო“. მეორე მე ჯერ არ გავყიდი ჩემს ღვინოს, — ცოტა ხანს შემდეგ სამჯერ უფრო მეტად გავყიდიო“... მესამე აგრეთვე სჯის ყველზე, ქათამზე, ძროხაზე, პურზე, ღომზე, შეშაზე და ამით შერებთ, ბოსტნეულზედაც. ამ ნაირად, ჟამთა ვითარების გამო, ჩვენი ხლხი (რასკვირველია, ისინი რომელნიც ცხოვრებაში „გამოცვეთილნი“ არიან) ოსტატურად საქმეს ისე აწყობს, რომ, ნებით თუ უნებურად, კუჭის ბრძნებისამებრ, რაც უნდა ძვირად თუნდ ერთი ათადაც იყოს სავაჭრო, უნდა იყიდო, თუ კი სულ ღმერთი არ გასწყრა და ამ „შეთქმულს“ დროს ვინმემ შემოიტანა რამე გასასყიდლად. ჩვენებურთა სოფლელთ, როგორც გაავზნეებულთ, ერთი შესამჩნევი ხასიათი აქვსთ. ეს გახლავსთ „. . . . .“ სიხარბე, და, ამისგამო, თვის წვრილმანის მოგების ანგარიშისათვის ამხანაგ მეზობელთ გაცურება. როგორც ზევით ვსთქვი, ისინი ერთმანეთს დაპირდებიან, ერთმანეთთან „ვითომ“ პირს შეთქვამენ ხოლმე და ურთიერთ შორის ამბობენ: „ბიჭო, თუ ჩვენ პირს მტკიცედ დავიკავებთ, — ქუთაისელნი ვაჭარნი ისე ვერ იფარფარებენ. რასაც ჩვენ იმათგანა ვყიდულობთ ის მაინც და მაინც ჩვენთვის მიუცილებელი საჭიროება არ არის; ჩვენ შეგვიძლიან ჩვენს სახლში გაკეთებულის ხამით, ხამით, დარაიით და შალით იოლად წავიდეთ, და იმათის „ამერიკის“ და ჭრელ ჩითების უქონლობას გავუძლოთ. ისინი კი უპურ-ღვინოდ და უსურსათოდ ვერ გასძლებენ მოდი ამ პურ-ღვინო — სურსის ჩვენ დიდი ფასი დავადოთ, და ამ ნაირად მაგიერი ვუყოთ იმ ჩვენისთანა კაცების სისხლის მწუწნელთ ვაჭართა… აი, მაშინ დავინახავთ, ვინ უფრო წააგებს! იგინი უსურსათოდ ვერ გასძლებენ, და ჩვენ კი ადვილად შეგვიძლიან უდამპალ „ამერიკოდ“ და უჩითოდ გავსძლოთ...“ „კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილო“, ამბობენ! იძულებულ იქმნენ მოსეს სჯულს შეუდგნენ. მაგრამ, ზოგნი მათგანნი, რომელნიც უფრო გულარძნილნი და მეტად გამოცვეთილნი არიან ცხოვრებაში, რომელთაც სიტყვა „უმარილო ლობიოდ“ მიჩნიათ და პატიოსნებაზე ხელი აუღიათ (რა ჰქმნან?! მათი ბრალი არ არის ...) ჰღალატობენ ამხანაგ-მეზობელთ. გამოიპარებიან შუაღამობით ქალაქში; წამოიღებენ სავაჭროს და „აღთქმულის“ პირობების შესრულების შედეგით მარტო საკუთრად სარგებლობენ. რას იქმ? თუ ბიჭი ხარ, იმერულ „უმიკალა“ შეშაში ორ მანეთს ნუ მისცემ, ქათამში, როგორი „ჭრიანიც“ უნდა იყოს, მანეთს, ჩარექ ყველში ოთხ-აბაზ-უზალთუნს!? და სხვანი..... ამას ის დავუმატოთ, რომ ქუთაისელნი მებაყლეები და, განსაკუთრებით, „ჭონტოლი“ — ურიები ორი-სამი ვერსტით გზაზე წინ დახვდებიან სოფლელთ გლეხთ და სხვა და სხვა მანქანებით ატყუებენ ხოლმე. ზოგი ეუბნება ბაზარში რა მოგარბენინებს, შენ უბედურო, „ჩემი რჯულის მადლმა ეე“, იქ ჭირი არის; აქ მომყიდე, რაც რამ გაქვს; მეტს ფასს არც იქ მოგცემენ, და შინ წადი, „ქიტინოვო“...
ჩვენ ქუთაისელ დაბალთ („ხელოვნურად“ დამდაბლებულთ) მოსამსახურეთ სულ ბოლო. მოგვეღო! რა ვქნათ, არ ვიცით! გვეძლევა ოცი-ოცდაათი მანეთი თვიური ჯამაგირი, და საზრდოისათვის კი, სიძვირის გამო, სამოცი მანეთი გვჭირდება. გინდა თუ არ უნდა ვალებში ჩავცვივდეთ. ჩვენ „მამული“ ვინ „მოგვაბედა“!? რა ჩვენი საქმეა!? მამული ზოგთ „ბედით ამორჩეულ“ პირთ უნდა ჰქონდესთ. თუნდ კიდევაც რომ გვქონდეს ხუთი- ექვსი ქცევა მიწა, რა განძია? ჩვენ ისე აღვუზრდივართ ეხლანდელ სასწავლებელთ და საზოგადოებას, რომ „მომაკვდინებელ“ ცოდვად მიგვაჩნია სულით, მარჯვენით მუშაობა, და კიდევაც რომ არ მიგაჩნდეს რას იქმ?! ათი წელი სასწავლებელში დაგიყვია და ცხოვრებაში გამოსაყენის ანბანიც არ უსწავლებით. თუ დარჩენა გინდა, ან უნდა იყო „მცბიერი“ და „მეუზანთულე“, რომ „ჭადი სჭამო“... გლეხები მოატყუო; ქუჩებზე „ზაკონების“ ძალით უნდა ელაპარაკო, და ან ვითომ პატიოსნურის სამწერლურის შრომით უნდა იცხოვრო... მაგრამ, რა ნაირად იცხოვრებ? ჯამაგირი არ გყოფნის; უფროსები თვითონ კი კმაყოფილნი არიან თავისის თავისა, რადგანაც თვითონ მაძღარნი არიან, შენს მდგომარეობაზე ყურადღებას არ აქცევენ რა გეშველება? ან უნდა გყვანდეს შემწე ვინმე, ან უნდა გქონდეს „პატენტი“ და ან „ჩვენს“ სამზღვარ გარეთ უნდა დაგეყოს რაოდენიმე წელი, საცა უნდა იყოს, თუნდ ცივ ჰაერ ქვეშაც, თუნდ იქაურს ყავახანებშიაც..... სხვებრ ისეთ „ადგილს“ ვინ გაღირსებს, რომ შრომის ფასი საჭმელად გეყოს?! ეჰ ტყუილად მომაგონდება ხოლმე ერთის ჩემის მართლა კარგის – მასწავლებელის სიტყვები: ადგილი უნდა ეძებდეს კაცს და არა ეს თურმე სულ ფუჭი ყფილა, სულ მარტო თეორიაა, პრაკტიკით ხორც შეუსხმელი ყოფილა! იმ ნეტარ დროს, როცა სახვალიო ყველაფერი ვარდისფრად მეხატებოდა თვალთ წინ, დაიწყებდა თუ არა ლაპარაკს ეს ჩემი „მაშინ“ იდეალური მასწავლებელი, მე თმა თავზე ამექინჩებოდა, და ტანში ჟრუანტელი გამივლიდა... ვფიქრობდი: თუნდ აქ ამ ჩვენს „განმანათლებელს“ გიმნაზიაში იშვიათად ვხედავ კარგ რასმეს; მაგრამ, არა უშავს-რა; — უთუოდ ცხოვრებაში რომ შევალ, იქ სხვა ნაირი ხალხი შემხვდება; იქ ამდენად ბახუსის თაყვანის მცემლები და მუდამ დღე მარტო მისი მსხვერპლის შემწირვლები, უთუოდ არ იქმნებიან... ოჰ, შე უღმერთო იმედო, რა მატყუარა რამა ხარ! შენი ზედმოქმედების ძალა ხომ მარტო მომავალზე განივრცელება, და არც იმ შენს მარტო ერთს საგანს დაუხატავ ხოლმე კაცს ნამდვილის სურათით, ― უთუოდ ცის სარტყელას ფერად უნდა წარმოუდგინო ყველაფერი შენს მაღმერთებელს!...... მაგრამ, მოგეტევება! თუ ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილნი არსებანი მუდამ ჟამ ერთი მეორეს ატყუებენ და ერთმანეთს ემცბიერებიან, ვითომ შენ რა უნდა მოგეთხოვებოდეს მეტი!?...
ეჰ, რა მემართება ხოლმე? მუდამ, ნებით თუ უნებურად, ვშორდები ჩემს საგანს! სატანავ! შენ მოგმართაგ შენ მაინც მამეც ის საშუალება, რომ განზრა არც ერთის წამით არ ავშორდე, როგორც კარგი მაძებარი ძაღლი ყურდგლის კვალს არ დაჰკარგავს, რამდენიც უნდა ირბინოს..... რა გამეწეობა მე უბედურს, რომ ვერაფერი შედარება მომივიდა!? თუ მაძებარს, რაც უნდა კარგი იყოს, ცვრიანი ტაროსი არ შეჰხვდა, უმისოდ რამდენიც უნდა ჰსდიოს კვალს, რისაც უნდა იყოს ეს კვალი, ვერაფერს ვერ გაარიგებს. თვითაც ტყუილ-უბრალოდ დაიქანცება და ყურდგელსაც ვეღარ წააწყდება.... შაიძლება, კიდევაც იმდენად დაიქანცოს ნამეტანი უამინდობის დროს მიმორბენით, რომ კარგის ტაროსისათვისაც უვარგისად გახდეს..... მაგრამ, არც ეს გაუწბილება! რა გაეწობა საწყალს, თუ ეს სირბილი მისი სულის კვეთებაა!... ვა, სიზმარში ვარ! რაები მეხატება ამ უბედურ თავში! რა საგანი, რა ყურდგელი, რა კვალი, რა ცვრიანი ტაროსიო! რას ვროტავ? რა დროს ეს არის, როდესაც კუჭი ცალიერია?! მაშ, მივდგები ისევ კუჭის საქმეს.
საქმე იმაშია, რომ ქუთაისში წარმოუდგენელად წვრილმანი ხალხია ყველაფერ საქმეში. ერთი ყველას რატუფებს, და ყველანი ერთს; ერთი ყველასაგან სწოვს სისხლს, და ყველანი ერთისაგან.... თუ ამ საბრალო და ზნეობით დაცემულ ქალაქში და ან მისს საგუბერნიო სოფლებში რომელიმე კაცი ისეთი გამოურია, რომ ჯერ კიდევ შეუბღალავ სინიდისს გაუგონა — ემორჩილა, — ვაი მისს უბედურ თავს! ისე გამოიჭყლიტება გარეშემორტყმულთ „გონიერთ“ და „ღმერთის ხატად და მსგავსად“ შექმნილთ არსებათა შუა, როგორც „მეცამეტე გოჭი“. თითქოს ბუნებას ის სახეში არა ყოლია; თითქოს მისთვის, როგორც მეცამეტე გოჭისათვის, ამ საყოველთაოდ თავად-გაჩენილს მიწის ზურგზე ადგილი არ დაუნიშნავს!.... რაოდენიმე ხანს უნდა იღოღიალოს ამ საწუთოში ყველასაგან შეურაცხყოფილმა, ყველასგან თითით საჩვენებელმა, ყველასაგან შეზიზღებულმა და ბოლოს, როდესაც იქამდის მიაღწევს, რომ მუდამის წოვისაგან სისხლი უკანასკნელ წვეთამდის გამოელევა, უნდა ჩაძაღლდეს სადმე უპატრონოდ..... რას უქმ თავ-შემოუვლელ საქმეს?! ეს ასე იქმნება ყოველთვის: ღონიერებისაგან უღონოების ჩახრჩობა, და უღონოების ღონიერთ წინ ბრალიანად შერაცხვა, — ეს ყველა ხომ ცხოვრებისათვის ბრძოლათა ადვილად გამართლდება.... მაშ, რაღა გიშავსთ, ღონიერნო! დაგრჩათ ბურთი და მაედანი რაღა მე გეტყვით თქვენ, გამოგიდგეთ, დაგეწევით ― არაა!?
ვაი, ვაი, დედა-ჩემო! რას ვამბობ! მამშივდა! მაშ, საზრდოზედ ვილაპარაკებ. ამ ჟამად ქუთაისში ფუთი ხორცი პირუტყვისა შვიდ მანეთზე მეტი ჰღირს (ე. ი., არ ღირს — შვიდ მანეთზედ მეტად ისყიდება), თუ გინდა დანიშნული ფასი (ტაქსა) კი ნაკლებია; საჟენი შეშა ოცდა თორმეტი მანეთია, ამას ჩვენში არავინ არ მოსწრებია. ან კი რა წარმოსადგენია შენი ჭირიმე, რვა მანეთიდამ უცბად ოცდა თორმეტ მანეთზე გადასვლა. ეს უკანასკნელი, ვთქვათ, კერძო პირის საქმეა რაოდენიმედ მაინც, თუ მრთლად არა. ამაზე სხუმის მოვილაპარაკებ, თუ „კბილის ტკივილმა“ არ მომისწრო და ნახტომი არ შემიშალა.....
მაგრამ ჩვენის ქალაქის თვით მმართველობამ იმ თავის მიერ დანიშნულ ფასს (ტაქსას) რა უყო, ნეტავ? ნუ თუ ყველაფერი მარტო ფორმისათვის უნდა იწერებოდეს ქვეყანაზე? ნუ თუ არაფერი არც ნაწერი და არც ნაბეჭდი დაბალ კაცს ცხოვრებაში ცოტად მაინც არ უნდა არგებდეს?!.... წინად, როცა ქუთაისში ქალაქის თვით მმართველობა არ იყო. შემოღებული (ვაი, შევსცდი „მონიჭებული“ უნდა მეთქო!), გუბერნიის და პოლიციის უფროსები ამას . . . შვრებოდნენ, რომ ხანდის-ხან მაინც აღუკრძალაკდნენ „კიკინიან ჭონტოლებს“, სოფლელების გზაზედ დასდო მას, და ამით მათ ყალბობას რაოდენიმედ „აღვირს ასხამდნენ“ ხოლმე. მაშინ ერთ-ჯერ ორჯერ მაინც შეგვხვდებოდა პირდაპირ პატრონისაგან ყიდვა სურსათ საზრდოსი, და ეხლა, როცა უფრო მომტებული გაჭირვება არის, ეს „ერთჯერ ორჯერაც“ მოგვესპო. ჩვენში ამას ყურადღებას არ აქცევენ; განსაკუთრებით ცუდს აქაური გონების თვალი ვერ ხედავს.... უსინიდისობა, ხასიათ-წამხდოობა, კაცთ-მოტყუება, წურბელაობა, რამდენიც დაგეტიოს, ჩაიდინუ; არა-გიშავს რა: ისე უვნებელად იქმნები, როგორც იუპიტერი... და თუ რაიმე კარგი „შეგწამეს“. (თუ არა ნამდვილ კარგს რასმეს ვინ ნახავს ჩვენში!), მაშინ გამოეთხოვე შენს თავს, აიკრიბე ბარგი და გაემგზავრე, — სადაცა მართალნი განისვენებენ... მართლა რომ მე მომიხდება წასვლა შიმშილის გამო „საცა მართალნი განისვენებენ“, თუ მალე არ მივმართე ჩვენს ქალაქის თვით მმართველობის მოთავეს, წევრთა და ხმოსანთა და მდუღარის ცრემლით არ ვსთხოვე დაუყოვნებლივ მოახდინონ განკარგულება, რომ ზოგიერთ მიუცილებელად საჭირო საჭმელ სასმელზედ მაინც გადაწვეტილი ფასი ნამდვილად სრულდებოდეს, და, თუ შესძლებელია, ქუთაისელნი ვაჭარნი დასჯერდნენ ასე სამოც-და-ათს მოგებას. ეს არის ჩვენი უმორსილესი თხოვნა. თუნდ სამოც-და-ათი მოგებაც ძლიერ უღმერთობა-რამ არის, მაგრამ რა გაეწყობა? მიგვირთმევია! იმის ატანა კი აღარ შეუძლიათ ჩვენებურ ღარიბთ, რომ პირუტყვის გირვანქა ხორცში ოც ოცი კოპეიკი ალიონ. იმდენად მოუთმენელი უღმერთობაა, რომ არა თუ თვით-მმართველობის მქონე ქალაქში, არამედ ისეთს ადგილსაც არ მოითმინება, საცა ყელფერი დამოკიდებულია ერთის ვისმე ავაზაკების და მცარცველების მფარველზედა.
იმედი მაქვს, ჩვენის ქალაქის თვითმმართველობა მკაცრ ყურადღებას მიაქცევს ამისთანა უსინიდისოდ ცრცვას და უღმერთოდ ტყავის ქრობას; ღონისძიებას იხმარს თვის გენიოსურის ტვინის შემწყობით, რომ რაოდენიმედ მაინც მოსპოს აგეთი მოვლინებაები მასზე მინდობილ ჩვენ „საბრალო“ ქალაქში. მაინც და მაინც არც ამდენად გენიოსური, ტვინი არის საჭირო ამ საქმისათვის. ქალაქის თვით მმართველობა არის უფლებით შემოსილი თვის შინაურულ საქმეთა შესახებ, და ამ უფლების ძალით ისე გააწყოს საქმეს, იმედი მაქვს, რომ არც მწვადი დასწვას და არც შამფური, და მიგვაწევინებს იმ დღემდის, როცა ორჯერ ნაკლებად მაინც ეღირება, ვიდრე ეხლა, მიუცილებლად საჭირო. საჭმელ სასმელი, კიდევ იმედი და იმედი! რომ არ მშორდება!
ბედკრულაძე.
მეორედ შეხდომამდის!
ქ. ქუთაისი.
მარტის 20-ს.
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ინგლისი. საპოლიტიკო მდგომარეობა ერთი და იგივეა - არც მშვიდობიანობა, არც ომი. მართალია, მტერი მტერს შეურიგდა ხელიხელს გაუყარეს ერთიერთმანეთს, მართალია შერიგების პირობები საქვეყნოდ არიან გამოცხადებულნი, მაგრამ საომარი ხასიათის ფერი არამც თუ ჯერ არ წასვლია ცხოვრებას, არამედ მის მოწყობილობაში იმისთანა არაფერი არ მომხდარა, რომ მშვიდობიანობა ეტყობოდეს. ჯერ ოსმალეთი ებლანდებოდა კაცს, ახლა მის მაგივრად ინგლისი არ აძლევს არავის მოსვენებას. მართალია უწინაც არავის არ დავიწყებია ინგლისის სახელი, რომელიც აჩრდილსავით დასდევდა ოსმალოს მთელი იმ ომიანობის განმავლობაში და, როდესაც ოსმალოს მოხვდებოდა ხოლმე ტყვია, გამარჯვებულნი თითქო ამბობდნენ გულში - აი დაუდგება თვალი ინგლისსაო. მართალია, მეთქი, კაცს გული უწინაცა ჰქონდა გამწარებული ინგლისისა - გან, როგორც ეხლა, მაგრამ შესანიშნავი განსხვავებაც არის: უწინ კაცი ცოტად თუ ბევრად გულდაჯერებული იყო, რომ ინგლისი ოსმალეთის დაცვასა ზრუნავს და ამიტომ ყოველი ტყვია, ოსმალოს თავზედ დაცემული, იყო იმავე დროს ისარი, ინგლისის გულისადმი მიმართული. თავსაც ამით ინუგეშებდა. მაგრამ იმავე კაცს გული ერთი ათად უნდა გაუმწარდეს ეხლა, როდესაც გამოჩნდა, რომ ინგლისს ფიქრში არცა ჰქონია და არცა აქვს ოსმალეთის დაცვა. ახლა რიღათი ანუგეშოს კაცმა თავისი თავი?.. ინგლისს დიდი ხანია ხელი აუღია ოსმალეთზედ. თუ წინ ახალისებდა ოსმალებს ბრძოლისათვის - მხოლოდ იმისთვის, რომ დაესუსტებინა მეტადრე რუსეთი რომლის გამარჯვება ინგლისისთვის უეჭვო იყო; უეჭვო იყო, აგრეთვეთვე ისიც, რომ გამარჯვებული გამოვიდოდა რუსეთი თუ დამარცხებული, მაინც და მაინც უფრო სუსტი შეიქმნებოდა, ვიდრე ბრძოლის წინ იყო. და როდესაც დასუსტდებაო, ფიქრობდა ინგლისი, მაშინ იმგვარ დაბრკოლებას დავახვედრებო, რომ რუსეთი იძულებული იქმნება დამითმოსო. ინგლისს ოსმალეთის დაცვა კი არ უნდა, მას არ უნდა მხოლოდ რუსეთის განძლიერება, ბალკანის ნახევარკუნძულის ახალ მოწყობილობაზე უმთავრესი გავლენა რუსეთს ეპყრას; მას არ უნდა რუსეთის განძლიერება მარმარილოს და შავ ზღვაში.
ამის გამო ინგლისის მთავრობა ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ ფეხი გამოუდოს რუსეთს და თავისებურად გადააკეთებინოს შერიგების პირობები. ამისათვის არაფერს არ ზოგავს ინგლისი. ინგლისის პოლიტიკა მით უფრო საშიშია რუსეთისათვის, რომ მას ცოტად თუ ბევრად ეთანხმება თითქმის მთელი ევროპა შესახებ რუსეთის განძლიერებისა ბალკანის ნახევარ კუნძულზედ.
ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრს, ლორდს დერბის თავისი თანამდებობა დაუთმია. მის მაგივრად, როგორც ისმის მარკიზ სალისბერი დაუნიშნავთ, რომელიც ინგლისის წარმომადგენელი იყო სტამბოლის კონფერენციისა წინაშე. ამის შესახებ ნემენცური გაზეთი „National Zeitung“ შემდეგს იწერება: „ძალიან შესანიშნავი ამბავი მოგვივიდა ლონდონიდამ - ლორდი დერბი სამსახურიდამ გამოსულა. როდესაც ორი თვის წინ ინგლისის ფლოტს პირველად მოუვიდა ბძანება დარდანელის სრუტეში შესვლისა, ლორდმა დერბიმ სამსახურიდამ გამოსვლა დააპირა და თავისი სურვილი მარტო იმიტომ არ აასრულა, რომ იგი ბძანება უკან დაბრუნებული იქმნა. თუ ახლა ლორდი დერბი სამსახურიდამ გამოდის იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც მისდევს მთავრობა, მაშინ ჰგავს, მძიმე და შესანიშნავი განზრახვა უნდა ჰქონდეს ამ პოლიტიკას. დერბი იმიტომ გამოდის სამსახურიდან, რომ რეზერვი გამოიწვიეს სალაშქროდ. ამ განკარგულებას (რეზერვის გამოწვევას) ინგლისში უფრო მძიმე საომარი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა ქვეყანაში, რადგანაც სამხედრო მოწყობილობა ინგლისში უფრო დახლართულია ვიდრე სხვაგან. გუშინ ლორდმა ბიკონსფილდმა გამოაცხადა, რომ ჩემის აზრით, კონგრესი ვერ მოხერხდებაო ამ სიტყვებს რომ დაუმატოთ ლორდის დერბის სამსახურიდამ გამოსვლა, აგრეთვე დიდი მზადება იმისათვის და აგრეთვე რეზერვის გამოწვევაც, ცხადად დავრწმუნდებით, რომ ინგლისი ომიანობას აპირობს. ლორდის დერბის გამოსვლას სამსახურედამ პარიჟშიაც ამგვარათვე შთაბეჭდილება მოუხდენია. ლონდონის დეპეშებს ძალიან შეუშინებიათ პარიჟის ბირჟა.
რუსეთი კი თავის მხრივ ცდილობს ოსმალეთი დაიყოლიოს და ზავი შეუკრას ინგლისის წინააღმდეგობისათვის. ოსმალეთე ეხლა ორ წყალშუაა - ან თავის ნებით უნდა მიუდგეს რუსეთს, ან არა და ძალას იხმარს რუსეთი“.
გაზეთ «Северный вестник»-ის ლონდონელი კორესპონდენტის სიტყვით, ინგლისელები ამგვარად უყურებენ შერიგების პირობებს. „ბევრი ნაკლულევანება აქვს ამ პირობებსაო: სერბიას და ჩერნოგორიას საკმაო გეოგრაფიული დამოუკიდებლობა არ ეძლევათო, პირიქით ბოლგარიას კი ძალიან დიდი სიფართოვე მისცემიათო. ეს გარემოება მით უფრო ცუდიაო, რომ ბოლგარია თვით საქმით რუსეთის ხელქვეით არისო და დიდხანსაც იქნებაო. გარდა ამისა, შერიგების ძალით, ბოლგარიას ბევრი იმისთანა ადგილი მოჰყოლიაო, სადაც მომეტებულად ბერძნები სცხოვრობენო. ოსმალეთის შეძლების და კვალად რუსეთს მეტად ბევრი ფული დაუდვიაო მასზედ. მართალია ამ ფულიდამ ოსმალეთი ზოგს მიწით გადიხდისო და ამგვარად ოსმალეთი გახდება რუსეთის მოხარკედაო, ან არა და, რამდენიმე წლის შემდეგ იძულებული შეიქმნება კიდევ სხვა რომელიმე სამფლობელო დაუთმოსო რუსეთს. დობრუჯის გაცვლა ბესარაბიაზე არავის არ მოსწონს. „ასე უყურებენ ინგლისელები შერიგების პირობებს. მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ კონგრესი ბევრად შეასწორებს. მართალიაო, ამბობენ ინგლისელები, შერიგების პირობები ფთხილად ერიდებიან, რასაც კი ჩვენი სარგებლობა ერთვისო, მაგრამ შემდეგში ჩვენ სარგებლობასაც ფეხი მოედებაო - რუსეთის უპირატესობით ბალკანის ნახევარკუნძულზედ. საბერძნეთის შესახებ კი, რაღა თქმა უნდა; ყველას სწყინს, რომ ბერძნები ხელცარიელნი დარჩნენ“.
ნემენცური გაზეთი „National Zeitung“ ამბობს: „ინგლისის აზრით ევროპა თავის ღირსებას დაიმცრობს, თუ შერიგების პირობებს პირდაპირ მოაწერს ხელს. ეს პირობების წარ! დგენილ უნდა იქნესო კონგრესის წინაშე. რაც უნდა შეიცვალოს შერიგების ოქმი, მაინც და მაინც ოსმალების მაგივრად ბალკანის ნახევარკუნძულის მცხოვრებნი არ იყაბულებენ მთელის ევროპის სამთავრო უფლებას. აი, ეს არის დედააზრი ინგლისის მოთხოვნილებისა. ინგლისელებს ჰგონიათ, რომ თუ რუსეთი უარს ეტყვის, ძალიან გაუჭირდება რუსეთს საქმე ბოლგარიაში, რადგანაც ხმელეთიდამაც ექმნება შიში და ზღვიდამაც. მაგრამ როგორცა ჰსჩანს, ავსტრიის მთავრობას ვერაფრად მოსწონს ამგვარი შორსმხედველობა და უფრო რჩეობს რუსეთისაკენ მიდგომას, თუ ამ სახელმწიფომ ადვილად მისაღები წინადადება წარუდგინა ავსტრიას“. ამ გაზეთის აზრით, ღენერალი იგნატიევიც ამ განზრახვით მისულა ვენაში.
ავსტრი-ვენგრია. გაზეთს „Times“-ს სწერენ ვენიდამ: „ამბობენ, რომ ღენერალ იგნატიევს სამგვარი საქმე აქვს მინდობილი 1. კონგრესის მაგივრად სხვა სახსარი უნდა წარუდგინოს საქმის გარდასაწყვეტად, 2. უნდა ეცადოს, სრულიად გააშოროს ინგლისი და ავსტრია ერთმანეთს; 3. უნდა ეცადოს, დააკმაყოფილონ ავსტრი-ვენგრიის სარგებლობა სან-სტეფანოს შერიგების პირობებით. ანდრაშის უთქვამს თურმე ელლიოტისათვის (ინგლისის ელჩი ავსტრიის წინაშე), რომ თუ ვინიცობაა რუსეთისა და ინგლისის შორის ომიანობა ასტყდებაო, ავსტრია არ გაერევა საქმეშიო.
„National Zeitung“-ის ვენელი კორესპონტენდი იწერება: „იგნატიევის მოსვლის შესახებ მაუწყებენ, რომ ანდრაშის უნდა მოუჭრას ბოლგარიის არხიპელაგის ნაპირი. ამჟამად, როგორც სჩანს, ავსტრიის პოლიტიკა იმგვარად არის გამართული, რომ არ დაუშალოს რუსეთის მოღვაწეობას ინგლისის შესახებ. აქ ამბობენ, რომ ომიანობა ატყდა რუსეთისა და ინგლისის შორის, ინგლისელები სტამბოლს დაიჭერენ, აბდულ-ჰამიდს ტახტიდამ გადმოსვამენ და მის მაგივრად ხონთქრად მის ძმას, მურადს დასვამენ. რუსეთი, რასაკვირველია, აბდულ-ჰამადის მხარეს იჭერს“.
ამავე გაზეთს სწერენ ვენიდამ, რომ საეჭვო არისო, თუ იგნატიევის მოსვლას ნაყოფი ექმნება რამეო.
ავსტრიის მწერლობა ბევრს ლაპარაკობს თუ რა პოლიტიკას უნდა დაადგეს ამჟამად ავსტრია. ვენგრიელნი ინგლისს აძლევენ მხარს. ავსტრიის გაზეთებთა შორის ზოგი ქადაგობს ბოსნიის დაჭერას, ზოგი კი ლოდინს რჩეობს. მაგალითებრ ერთი გაზეთი „Presse“ ამბობს: „ავსტრი-ვენგრიას ამჟამად ერთი საქმე აქვს: შერიგების პირობათა შორის ავსტრიამ უნდა უკუაგდოს ყველაფერი, რაც კი მის სარგებლობას ვნებას უქადის. ან მის პოლიტიკას თავისუფლობას მოუკვეთს, ან ხელმეორედ შფოთს ჩამოაგდებს რუსეთსა და ოსმალეთს შორის. ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ცვლილების მოხდენისათვის რუს-ოსმალოს ზედამხედველობის ქვეშ, ვინ მოგვკითხავს რჩევას? თვით საზღვრების დადგენისათვისაც კი არ მოგვკითხავენ თანაშემწეობას, რომელნიც (საზღვრები) ეხლაც დადგენილნი არიან უჩვენოდ და ჩვენის ნებაყოფლობის წინაღმდეგ. საჭიროა საშემდეგოდაც დავიცვათ სრული თავისუფლება ყოველ შემთხვევაში. ფრთხილად ვიყოთ და გულმაგრა მივეგებოთ მომავალს, რომელიც ხელშეორედ გაგვიცოცხლებს აღმოსავლეთის საქმეს“. კიდევ ბევრს რამეს ამბობენ გაზეთები, მაგრამ საქმე ის არის, რომ ნამდვილი გადაწყვეტილი ჯერ არა ისმის რა.
![]() |
5 საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო
IV
სპარსეთის გავლენა ძველად საქართველოზე
სპარსეთის გავლენას ძველად საქართველოზე ამ გვარად წარმოგვიდგენს ქართლის ცხოვრება. „.....განძლიერდეს სპარსნი, ნათესავნი ნებროთისნი და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა. კაცი ერთი გმირი, აფრიდონ, „რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფ, გველთა უფალი და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთ შეუვალი“. ესე ვითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა. ამან წარმოგზავნა ქართლსა ერის-თავი თვისი, სპითა დიდითა, რომელსა ერქვა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა.... ამან არდამ ერისთავმან აღაშენა ქალაქი ზღვის-კარს და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმნების „დახშა კარი“, და მანვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვით-კირით. და აქამომდე არ იყო ქართლსა შინა საქმე ქვით-ვირისა. ამის გამო დაისწავლეს ქვით-კირი. და ერისთაობდა მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი ქვეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსაცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, მასვე ხვდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქვა იარედ. ხოლო შემდგომად არდამ ერისთავისა გარდაიცვალნეს ერისთავნი; მიერიდგან უცალო იქნეს ძენი აფრიდონის ნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთარს და მოკლეს ორთა ძმათა იარედ ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯვე ქართლოსიანთა... ბერძენთასა,[1] ხოლო ეგრის წელის ქვემოთ დარჩათ ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა უზრახეს ოვსთა, გარდმოიყვანეს ოსნი და ჰპოებს ერის-თავი სპარსი ველსა გარე და კნისობად და მოკლეს იგი და განათავისუფლეს ქართველნი. ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა. და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა, კვალად განძლიერდეს სპარსნი და განდიდნა ძე სპარსთა, რომელსა ერქვა ქეკაპოს. იყო კაცი ვინმე მას ჟამსა ლეკეთს მგრძნობელი, ნათესავი ზანისისი და მან გრძნებითა თვისითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს: უკმოიქცა და მაშინღა განუნათლდა თვალები. ამან ქეკაპოს მეფემ კვალად მოხარკნე ჰყვნა ქართველნი და წარვიდა....
„და შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა უცალო იქმნა ქეკაპოს მეფე სპარსთა, რამეთუ იყო ბრძოლა თურქთა. პოვეს ჟამი მარჯვე სომეხთა და ქართველთა და განუდგეს სპარსთა და განამაგრეს ცისენი და ქალაქნი მათნი, და შეიერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსთანნი. შემდგომად ამისსა რაოდენმე წელიწადთა გამოგზავნა ქექაპოს სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსა ერქვა ფარშოროტ, სპითა დიდითა, სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნეს და ეწევნეს არდაბადაგანს, სძლეს და იოტეს ფარშოროტ და მოსპეს სპა მისი. შემდგომად ამისსა მცირედთა წელიწადთა კვალად მოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძის-წული მისი, ძე შიოშ-ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნთა სპარსთა ცხოვრებისასა, არა ყოველი მართალი, არამედ უმრავლესი ტყუვილი. წარემართა ესე ძე შიოშისა, სახელით ქაიხოსრო, ვერა წინააღუდგნეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა“.[2]
ამ ცნობების წყაროდ ქართლის-ცხოვრებას ჰქონია, როგორც თვით ის იტყვის, სპარსეთის ისტორია. ეს ის წყარო უნდა იყოს, რომლიდამაც მე-Xl საუკ. ქრისტეს შემდეგ სპარსეთის პოეტს ფერდუსის შეუდგენია ევროპაელთ მეცნიერთაგან კარგად ცნობილი ისტორია სპარსის მეფეებისა ანუ შაჰ-ნამე[3]. შაჰ-ნამე და ქართლის ცხოვრება თითქმის თანახმად გვიამბობენ ძველს სპარსულს გარდამოცემას. ეს გარდამოცემა არის, ჩვენის აზრით, დამალკოლმის სპარსეთის ისტორიაში გარკვეული წიგნი დაბისტანი. დაბისტანს თავის მხრით ხელთ-მძღვანელაფ ჰქონია ძველი ფეჰლევური მანუსკრიპტი და ზეპირ-სიტყვიერნი გარდამოცემანი, რომელნიც დაბისტანის ავტორისთვის, მოჰამედ—ფანისთვის უამბნიათ ზოროასტრზე წინა-სარწმუნოების აღმსარებელთ. დაბისტანი სპარსეთის ისტორიას უკავშირეს ინდოეთის ის ტორიას[4]. აქ სპარსეთის გამოსატულობაში ღირს-შესანიშნავია როგორც ზნეობა და ყოფა-ცხოვრება სპარსეთისა, აგრეთვე იმისი სარწმუნოებრივი წეს-დებულება ზოროასტრის წინად, რომელიც ერთი და იგივე თურმე იყო სპარსეთში და ინდოეთში: როგორც იქ, აგრეთვე აქ ხორცის ხმარება საჭმელად აკრძალული ყოფილა[5] ზოროასტრი ცხოვრობდა მე-XXV—XXVI საუკ. ქრისტეს წინ, იმისგან შემოღებული აღსარება იყო ცეცხლის თაყვანის-ცემა,[6] საფუძველი ამ აღსარებისა ზოროასტრმა თვდა პირველად დასდო იმ მხარეში, რომელსაც შემდეგ დაერქვა ადერბიდაგანი. (ფეჰლეურს ენაზე azerbijan ჰნიშნავს ცეცხლის სახლს). აქ იყო განთქმული ცეცხლის თავანის-სცემით ტაძარი, რომელიც სახელ-იწოდებოდა ადერგოშასპად. აქედამ იმან ის მთელს სპარსეთში გაავრცელა.[7] აქედამვე ცდილობდნენ შემდეგ იმის გავრცელებას თვით სომხეთში და საქართველოში. – დაბისტანი ახლანდელის კაცობრიობის წინა-დარად ჰხადის მაღ აბალს, გვიპტელების ბელს, ინდოელების ბალისს, რომელიც თავის სახლობით პირველის ციკლის აღსასრულს გადარჩენია და იმის მრავალ რიცხვს შთამომავლობას ადგილ სადგომად მღვიმეები და კლდეები ჰქონია.[8] ბევრით ადრე ქრისტეს შობამდე, სპარსეთის მეფეს ჯემშიდს, ფეშ-დადინის დინასტიიდამ, პირველად დაუყვია სპარსეთის მცხოვრებნი ოთხ წოდებად: პირველია კეთილ-მორწმუნენი და სარწმუნოების მიმყოლნი, რომელთაც ვალად სდებიათ სჯულის მცნება ერისადმი; მეორეა მწერალნი: ესენი თურმე შეადგენდნენ სახელმწიფო ოქმებს და სახელმწიფო. ანგარიშს; მესამეა მხედრობა, მეოთხე-ვაჭრები და მუშა ხალხი[9]. ეს წესი ჯემ-შიდს გამოუტანია - ინდოეთიდამ[10]. ქართლის-ცხოვრებაში მოხსენებული აფრიდონ გმირი, რომელსაც „გველთ უფალი ბევრასფ ჯაჭვით შეუკრავს და მთაზე დაუბამს,“ სპარსეთის გარდამოცემით, ყოფილა ჯემშიდის შვილი ფერიდუნ, ხოლო გველთ უფალი ყოფილა ზოჰაქი, სახელ-წოდებული აგრეთვე აჯეჰაქად, ესე იგი დრაკონად,[11] ჩვენებურად ვთქვათ გველაშაპად. იმ მთას, სადაც ის შემჭვალული თურმე იყო, სახელ-სდებენ იალბუზად, თეჰერანის მახლობლად მდებარე მთის ზურგს.[12] ჩვენი იარედი არის ირეჯი, ძე ფერიდუნისა[13] ქეკაჰოს ლეკეთში მგრძნობელისაგან დაბრმავებული არის ქაი-კაოსი ანუ ქიასკარი, რომელიც ცხოვრობდა მე-VIII საუკ. ქრისტეს მოსვლამდე. ქიასკირი გაელაშქრა მაზუნდარანის დასამონავებლად, მაგრამ სეფიდ-დეკმა, მზუნდარანის მეფის მოწვევით, ის დააბრმავა და ციხეში დაატუსაღა[14] — სპარსეთის ისტორიის პირველ-დაწყებაში დგებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ინდოეთის ბრამანები იმათ აღიარებენ ღმერთებად, სპარსები — უკეთურ სულებად. ისინი ცხოვრობდენ კლდეებში და მთებში[15], სასულდობრ კაფის მთაში, რომელიც დედა მიწის შუა-ადგილს შეად-გენდა და საიდამაც ქვეყანას მოაოხრებდნენ.[16]
სპარსეთის გავლენას ქართველების ხასიათზე და ყოფა-ცხოვრებაზედაც უმოქმედნია. მომეტებული ნაწილი სახელებისა, რომელთაც დაბისტანში და შაჰ-ნამეში აქვთ ისტორიული მნიშვნელობა, ესე იგი, როსტომ, მანუჩარ, ქაიხოსრო, ზურაბ, ბარამ და სხ. თვით საქართველოს ძველადვე მითვისებული აქვს და აქამომდე ვიხშრება. უწარჩინებულთ პირთ შვილების აღზდა უცხო ოჯახებში ჩვეულებდ ყოფილა სპარსეთში.[17] ეს ჩვეულება მიუღიათ სომხეთშიაც და საქართველოშიაც.[18] ქართულნი წოდებანი, როგორც იმათ სტრაბონი აგვიწერს, ჯემშიდის კასტებს მოგვაგონებენ სპასპეტი, რომელიც ფარნაოზ მეფის დრომად მერვე ერისთავად ირიცხებოდა, იყო სპარსული სიპაჰ-ბედი, გამოთარგმანებით ჩვენ ენაზე მხედართ-წინამძღომელი[19]. ერთგვარი სისხლის სამართალი, რომელსაც ძველად სპარსეთში ვპოულობთ და რომელიც თვით უუძველესს ინდოეთის პოემაში რამინაშია მოხსენებული და მითვისებული ელლინთაგან და გერმანიელთაგან.[20] ყოფილა ცეცხლით თავის გამართელება.[21] ეს სამართალი ჩვენც მიგვითვისებია ისე, რომ ვახტანგ მეფეს, თავის სჯულში ჩაურთავს. ეს არის „მდუღარით ანუ შანთით თავის გამართლება[22] ძველი საქართველოს სარწმუნოებაც სპარსულის ბეჭდით ყოფილა აღბეჭდილი: ქართლის-ცხოვრების და სომხეთის არმაზი არის სპარსების ორმუზდი, „წარმომადგენელი მზისა ანუ ცეცხლისა.“ ჩვენ გვყოლია სპარსულნი მოგვნი, „მზის მსახურნი“, ჩვენის ხალხის წარმოდგენაში აქამომდე გავრცელებულია დევი, რომელიც ამ სახელითვე იხსენიება. აქ მრავალ ზღაპარს საგნად აქვს ელვარე თვალებიანი, მრავლითავებიანი გველაშაპი, დაბისტანის ზოჰქაქი ანუ დრაკონი, მთაზე დაბმული. ეს ზღაპარი ჩვენ მოგვაგონებს სომხების ლეგენდას არტავაზზე, ქართველების თქმულებას ამირანზე. სპარსულს ზღაპრულს გარდამოცემაში არიმან ანუ ამირანი იყო მაცდური სული, წინააღმდეგი ორმუზდისა და მეფე დევებისა. ეს ლეგენდა ჩვენში იგივეა ახლა, რაც სომხეთში ყოფილა მე-V საუკ. მოსე ქორენელი ამბობს არტავაზზე: „მოხუცნი დედა-კაცნი იტყვიან, ვითომც არტავაზი რკინის ჯაჭვით შეკრული, შემსჭვალული იყოს კლდის ქვაბში, ვითომც ორი ძაღლი შეუსუსტებლად ღრღნიდნენ ჯაჭვს და არტავაზი ცდილობდეს ქვაბიდამ გამოვიდეს და ქვეყანას ბოლო მოუღოს, ვითომც მჭედლების კვერის დარტყმით ჯაჭვი ისევ ისევ მაგრდებოდეს. ამისთვისაც თვით ჩვენ დროს — დაუმატებს ქორნელი — მრავალნი მჭედელნი ამ ლეგენდის მიხედვით სცემენ კვერს სამჭედლოში, რომ არტავაზის ჯაჭვი შემაგრდეს.[23] ეს ლეგენდა ოსებსაცა ქვთ. ოსების წარმოდგენით ერთი მძიმედ შეჯაჭვული პყრობილი შემჭვალულია იალბუზის კლდეში და იმის გულ-მუცელს სჭამს ავი ძერა.[24] როგორც სომხური ლეგენდა არტავაზზე და ქართველებისა ამირანზე, აგრეთვე ოსების ზღაპარი წარმოგვიდგნენ ძველს ელლინურს თქმულებას პრომეტეოზზე, რომელიც ელლინების ძე იაფეტისა და მამა დევკალიონისა და რომელიც იუპიტერს კავკაზის ქედზე მიულურსმავს და აქ იმისთვის მიუჩენია ძერა იმის გულ-ღვიძლის ამოსაჭმელად. ასე დაუსჯია იუპიტერს პრომეტეოსი ამისთვის, რომ იმას მზისთვის ჩამოუტაცნია ზეციური ცეცხლი, რომლიც ადამიანთათვის მიუცია.
________________
1აქ ქართლის ცხოვრების დედნებში აკლია რამდენიმე ფრაზა რომელიც იპოგება მხოლოდ რუმიანცოვის მუზეუმის დედანში: „და შეეწიეს ბერძენნიცა და მოკლეს ერისთავი სპარსთა და ყოველი მხედრობს მათი გარდაწყვიტეს, და განთავისუფლდა სპარსთაგან საქართველო, და აქვნდათ მმართებლად მამასახლისნი თვისნი, და იყოფოდეს შეერთებით ყოველსა განზრახვისა და საქმესა შინა“ (ქართლ.-ცხოვრ. 1, 24, შენიშვნა)
2ქართლ.-ცხ. I, 23—25
3გვარწმუნებენ, ვითომც შაჰ-ნამე იყოს ქართული როსტომიანი (ქართლი-ცხ. 1854, ნაწ. II- გვ. XIV). თუ ეს ასეა, კარგი იქნებოდა, რომ ის დაიბეჭდოს.
4Histoire de la Perse par Malcolm, 1821, I, 267—269. „სილე აგრეთვე Voyage de Chardin en Perse, edition par Langlès, Paris, 1811, IV, 256; x, 152 et suiv.
5 Hist. de la Perse, I, 273, 282—283.
6 Lemorm II. 307.
7Hist. de la Perse, I 83-85.-Mèm. sur 1 Arm II, 192 n a.
8 Hist. de la Perse, I, 12—14.
9 Ibid., 24 - 25.
10 Ibid., 270
11 Mém sur. l' Arm II, 190. n. a. u b.
12/a> Hist. de la Perse, I, 35.
13Mém. sur l' Apm. II, 190 n. c. for
14Ibid. p 191 n. A.-Hist. de la Perse, I, 48-50.
15 Mer. Apw More. Xop , 256, 322
16 Hist. de la Perse, I, 115.
17Ibid 55.
18Mст. Аpm. 294.-Hist. de la Géor, I, 48, 84, 290.
19 Mém sur l' Arm I, 298. n, l.
20 გერმანიელების ორდალი — Lenormant. II, 286-287 88
21Hist. de la Perse, I, 56.
22ვახტანგი. სჯული, §37. Bax. 14—16.
23История Арм. 130.
24 Дубровина, Исторія войны и владычества русских Ha кавказе 1871 Спб. I 326—329. სვანები ამირანს იცნობენ მონადირეთ, რომელიც ეგგიპტიდამ ყოფილა გამოსული. (Зап. Кавквз. Отд. Русс. Общ. кн VII, Путешествие Радде, стр. 133).
![]() |
6 სასამართლოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლოს მატიანე
საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა.[1]
(შემდეგი)
მოწმებთა შორის ყველაზედ უწინარეს შემოიყვანეს კნ. ქეთევან ორბელიანისა, რომელმაც მიუგო სასმართლოს შემდეგი: 22 მკათათვეს, საღამოს შვიდ საათზედ ანდრეევსკის ცოლი და ქალი ჩემსა იყვნენ და ჩაისა სვამდნენ. ბევრი ვთხოვე, მაგრამ არ დარჩნენ. მეორე დღეს დილით ადრე მოვიდა ჩემთან კნეინა თუმანოვისა თავისის ქალით და გამომიცხადა, რომ ანდრეეკსკის ქალი ბანაობაში მტკვარში დამხჩვალაო. ძლიან შევწუხდი და წაველ მაშინვე ანდრეევსკის ცოლთან, რომელსაც სამდურავი უთხარ — როგორი დედა ხარ მეთქი, რომ ქალი საბანებლად გაუშვი მეთქი და ისიც იმ დროს. საღამოზედ შინ დავბრუნდი.
პროკურორის კითხვაზედ ქეთევან ორბელიანისამ შემდეგი უპასუხა: ანდრეევსკიანი რომ ტფილისში ჩამოვიდნენო. სულ სამჯერ იყვნენ ჩემთანაო — ორჯელ სადილად იყვნენო. და მესამედ იმ საღამოს ჩაიზედაო, ნინო შვიდი წლისა იქნებოდაო, როდესც უკანასკნელად ვნახეო და მას აქეთ ვიდრე ტფილისში არ ჩამოვიდნენ, ანდრეევსკიანი არ მინახავსო. აპირობდნენ ტფილისში ჩამოსვლას თუ არაო, იმისი რა ვიცოდი რაო, და როდესაც ჩამოვიდნენ არავითარი ლაპარაკი არ გვქონიაო მაზედ თუ რად მოვიდნენ ტფილისს, მამულზედაც არა გვილაპარაკნიარაო. მამულის შემოსავალზედაც ანდრეევსკიანთ არავითარი ჩივილი არ გამოუცხადებიათო; არც შერვაშიძეზედ გვქონია ლაპარაკიო. ანდრეევსკის ქალის ხასიათი კარგად ვიციო, — იმისთანა ქალი ძნელად მოიპოვებაო, ჭკვიანი, გონება გახსნილი, მტკიცე ხასიათისა — იმ საღამოს ანდრეევსკიანი ექვს საათზედ მოვიდნენ ჩემთანაო. და სათის შვიდზედ წავიდნენო. ანდრეევსკის ქალი ძალიან მხიარულად იყოვო. არც სახლის ყიდვაზედ, არც მამულის დაყოფაზედ არა გვილპარაკნია რაო, რადგანაც სხვის საქმეში გარევა არ მიყვარსო. ანდრეევსკის ქალის ამბავი თუმანოვის ცოლისაგან შევიტყეო. როცა მივედიო. ანდრეევსკის ცოლი ძალიან შეწუხებული დამხვდაო. ის ალაგი, საცა ნინო ბანებულა, როგორც მახსოვს, არ მინახავსო. სამოცდაათის წლისა ვარო და რაც ორის წლის წინ მოხდა არა მახსოვს რო იმის მეტი, რაც მოგახსენეთო.
შემოიყვანეს შემდეგ კნ. ბარბარე თუმანოვისა, რომელმაც უამბო (აღელვებით) სასამართლოს შემდეგი: „22 მკათათვეს ანდრეევსკიანი ჩემთან იყვნენ სამ საათამდის. შემდეგ, როგორც თვითონ ანდრეევსკის ცოლისაგან შევიტყე, წავიდნენ სასტუმროში პურის საჭმელად.
სადილის უკან კნ. ქეთევან ორბელიანისას წავიდნენ ჩაიზედ და შემდეგ შინ დაბრუნდნენ, სადაც როგორც მერე ანდრეევსკის ცოლმა მიამბო, დავით ჩხოტუასთან ერთად ჩაისა სვამდნენ სახლის წინ მტკვრის პირას; მერე დავით ჩხოტუა ქალაქს წავიდა, ნიკოლოოზ ჩხოტუა დაწვა დასაძინებლად, თვითონ კი თავის ოთახში შევიდნენ, სადაც ნინომ კაბა გამაიცვალა, გაბერტყა და შემდეგ მოხდა ეს უბედურება. ათი საათი იქმნებოდა ნინო რომ დაიკარგა. იმ საღამოს მე და ჩემი ქალები „კრუჟოკში“ ვიყავით. საათის თორმეტზედ შემატყობინეს ანდრეევსკის ქალი ძალიან ავათ არისო და მოდიო, სახლი არ ვიცოდი და ისარლოვი წავიყვანე თან. ვიწრო ქუჩაში რომ შევბრუნდით, ვიღაც ხალხი დაგვხვდა. ეკიპაჟი დავაყენებინე. ამ დროს მომვარდა ანდრეევსკის ცოლი — ნინო დავკარგეო. მე მეგონა გაგიჟდა და მის სანუგეშოდ უთხარი, რომ ნინო უთუოდ ცეცხლის საყურებლად წაჰყვებოდა ვისმეს მეთქი, და დაუფიცე ნინო ჩემ ქალებთან ერთად კრუჟოკში იყო მეთქი. ამაზედ ანდრეევსკის ცოლმა მითხრა — რა საფიქრებელიაო, რომ უჩემოდ და ჩაუცმელი წასულიყო „კრუჟოკში“. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ანდრეევსკის ცოლი შემცდარი არ იყო. მასთან იყვნენ მოხუცებული სულხანოვი და, როგორც შევიტყე, დავით ჩხოტუა, რომელიც პირველად ვნახე პეტერბურღში თ. შერვაშიძესთან. ამ დროს ვიღამაც, მგონია თ. სუმბათოვმა, ჩუმად მითხრა, რომ ნინო დაიხჩოვო და მტკვრის პირას კაბა იპოვესო. ეს რო გავიგე გულს შემომყვარა და ვეცი რაღაც კარებს, სადაც დამიხვდა ვიღაც ყმაწვილი კაცი (ნიკოლოოზ ჩხოტუა). ვკითხე რა მოუვიდა მეთქი ანდრეევსკის ქალს, მაგა რამ აღარ მახსოვს რა მიპასუხა.“ „რაღაც ეზოში შავარდი (შერვაშიძის სახლი ყოფილიყო), სადღაც გავიქეც და დამხვდა კიდევ ვიღაც ახალგაზდა ბიჭი, რომელიც, როგორც მერე გამოჩნდა, პეტრე გაბისონია ყოფილა. ვკითხე რა მოუვიდა ანდრეევსკის ქალსა მეთქი, და მიპასუსა: „რა მოგახსენოთო, ანდრეევსკიანთთკის არ მიმსახურნიაო, იმათ საკუთარი მომსახურე არა ჰყვანდათო და ჩვენთვის არავის არ მოუნდვიაო მათზედ თვალის დაჭერაო; არ ვიცი როგორ ცხოვრობდნენ, ყველანი გაკკირვებულნი ვართო. რაღაც კი შეემთხვა ბარიშნასაო, მაგრამ რა — არ ვიციო.“ მამვარდა კიდევ ანდრეევსკის ცოლი, რაღაც ღობეზე გადამიყვანა, რამდენჯერმე დამაძახებინა ნინო სად ხარ, მაგრამ რასაკვირველია არა ვითარი პასუხი არ მოგვესმა. ანდრეევსკის ცოლის ამ გვარ მდგომარეობას ვეღარ გაუძელ, გარდა ამისა ჩემი ქალებისაც მეშინოდა არა ასტეხოდათ რა და ამიტომ ისევ „კრუჟოკში“ წავედი, ქალები შინ წავასხი და კი არა უთხარი რა თუ რა მოუვიდა ანდრეევსკის ქალს.“
ანდრეევსკის ქალის ხასიათზედ კნ. ბარბარე თუმნოვისამ სთქვა, რომ ნინო ძალიან მტკიცე ხასიათისა იყოვო და ყმაწვილობითვე შეჰყვაო ახირება და თავის ნებობა; სახლში ყოველი მისი სურვილი სრულდებოდაო — მისი ბანაობა არ გამკვირვებიაო. „ნინოს დაკარგვა რომ შევიტყე ჯერ მეგონა, რომ ცეცხლის საყურებლად გაჰყვა ვისმეს. ის ყოველთვის ამისთანა თავისნებისა და თამამის ხასიათისა იყო. კისლავოდსკში ბევრჯელ დარბოდა, ეკიროდა ხოლმე ბაღში, სადაც ზოგჯერ, ცხენით რომ დასეირნობდნენ, ჭენებით და ჰყვანდა ცხენი და მარტოკა ყველაზედ წინ მიაჭენებდა ხოლმე. საზოგადოებას ყოველთვის თავის ნებაზედ ირჩევდა ხოლმე. ერთის სიტყვით ძალიან მხიარულის ხასიათისა იყო; მაგრამ ცუდ ქცევაზედ ვერას ვიტყვი. რისთვის ჩამოვიდენ ანდრეევსკიანი, ამაზედ თვითონ არა უთქვამსთ რა, მაგრამ სხვებისაგან კი გამიგონია, რომ მამულის დასყოფად ჩამოვიდნენ. სახლის ყიდვაზედაც არა ვიცი რა, მაგრამ გამიგონია კი, რომ ნინო ადგილის ყიდვას აპირობდა. იაკობ ისარლოვმა რომ მიულოცა, ანდრეევსკის ცოლი გაჯავრდა და უთხრა — მე არაფერი შეძლება არა მაქვსო, სახლი ჩემმა ქალმა იყიდაო, და ჩემი საქმე არ არისო.“ „იმ დღეს (როდესაც დაიკარგა) ანდრეევსკის ქალი ნაღვლიანად იყო (წუთობით) და იმის წინადაც ვკითხამდი ხოლმე, რად ხარ მეთქი მოწყენილი. მეუბნებოდა — ბევრი საქმე და ფიქრი მაქვსო, იმ დღეს კი ამბობდა – წიგნებს ვალაგებდიო და დავიღალეო“.
„ანდრეევსკის ქალს ჩემის ქალისთვის უთხოვნია. აი რომ საღამოს რვა საათზედ „კრუჟოკის“ ღობესთან მოდითო და მეც მოვალო. ჩემ ქალს უთქვამს ათის ნახევრამდე „კრუჟოკში“ ვერ მოვასწრობთო. ათის ნახევარზედ რომ „კრუჟოკში“ მივედით. ჩემი ქალები ღობესთან მივიდნენ, ბევრი უძახეს ანდრეევსკის ქალს, მაგრამ ვერ გააგონეს. „მე თვითონ არ მინახავს, რომ ადრევაც მოსულიყო ანდრეევსკის ქალი ღობესთან, მაგრამ, გამიგონია კი, რომ ერთხელ მოსულა ჩხოტუასთან ერთადა „ღობესთან რომ მივედით არავითარი ხმაური არ გამიგონია.“ მეორე დღეს განთიადს - „ანდრეევსკის ცოლმა თქვა, რომ თუმცა მე თვითონ არ მინახავსო, მაგრამ გამიგონიაო, ვითომ ნინო იმ დღეს დილით მტკვრის პირას ჩასულა და გარდა ამისა ნინო ჩემთან (ე.ი. ანდრეევსკის ცოლთან) კითხავდაო უნცროსს ჩხოტუას თუ მტკვარი სად არის ღრმა და სად არაო“ „ანდრეევსკის ცოლი დარწმუნებული იყოვო, რომ ნინო ბანაობდაო და წყალმა წაიღოვო. „იმ ღამეს არფერი არ შემიმჩნევია იყო ჩხოტუა აღელვებული თუ არა; მაინც ფიქრშიც არ მომსვლია მკვლელობა, მით უფრო, რომ შერვაშიძემ გამაცნო დავით ჩხოტუა პეტერბურღში, როგორც უკეთესი წევრი მათის სახლობისა“. „იმ ღამეს ანდრეევსკიანთ ეზოში ძაღლები არ მინახავს; მაგრამ, უკაცრავად, როგორც მახოვს ერთი ძაღლი კი შემხვდა.“ „მეორე დღეს უნცროსმა თუ უფროსმა ჩხოტუამ მითხრა, რომ ერთი ძაღლი გაცოფდაო და ამიტომ მოკლესო, დანარჩენი კი დაამწყვდიესო, რომ ისინიც არ გაცოფდნენო. „რამდენიმე ხნის შემდეგ ანდრეევსკის ცოლი ოდესიდამ მწერდა, რომ ტყუილად ესარჩლები ჩხოტუასო, ჩემი ქალი იმ დღეს ვერ იბანავებდაო, რადგანაც იმისთანა მდგომიარობაში იყოვო, რომ ბანება არ შეეძლოვო.“ „ტფილისიდამ რომ მიდიოდა და რკინის გზაზედ ვაცილებდი, ანდრეევსკის ცოლმა, რადგანაც ჯერ თავის გუნებაზედ არ იყო მოსული, მითხრა: „რა უფლებით ესარჩლებიო ჩხოტუას და შერვაშიძესაო?“ ამაზედ ვუპასუხე, რომ მე ძალდატანებით არავის არ ვესარჩლები მეთქი, მხოლოდ ფიქრში არ მომდის მეთქი, რომ ვისმეს მოუკლავს ნინო“. „ნინოს ავათმყოფობაზედაც (რიგში დგომაზედ) ანდრეევსკის ცოლმა პირველად რკინის გზაზედ მითხრა.“ — ანდრეევსკის ცოლი ცუდის ხასიათისა იყო, ეჭვიანი, ეგონა რომ ყველას მის შეძლებაზედ უჭირავს თვალი; ყველას ეუბნებოდა არაფერი არა მაქვსო; ნათესაობას არ უყვარდა. ქალთან კი დიდი მეგობრობა გვქონდა. ძალიან ძვირი დედა-კაცია ანდრეევსკის ცოლი. ნინოც ძალიან ხელმოჭერილი ქალი იყო“. — „როდესაც წინამძღვაროვის კითხვის პასუხად მივუგე, რომ ჩხოტუაზედ ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი მეთქი, წინამძღვაროვმა მითხრა, რომ ჩხოტუა კი სრულებით სხვა აზრისა არისო თქვენზედ. მე მივუგე, რომ ძალიან ვწუხვარ მეთქი, მაგრამ მაინც ჩემ აზრს ჩხოტუას შესახებ ვერ გამოვიცვლი მეთქი. მერმე წინამძღვაროვმა მითხრა ვითომ ჩხოტუა მე მაბრალებს ანდრეევსკის ქალის მოკვლას. წინამძღვაროვს ვთხოვე ციხეში წამამყოლოდა ჩხოტუას სანახავად, რადგანაც მე მსურდა თვითონ ჩხოტუას პირიდგან გამეგო ბრალი, რომელსაც მდბოდა. მაგრამ წინამძღვაროვი არ წამომევა ჩემს მისვლას ცუდი გავლენა ექმნება ჩხოტუაზედაო. გამომძიებელი პიპინოვი წავიყვანე და წავედი ჩხოტუასთან. ჩხოტუა რომ გამოვიდა ჩემთან, ღვთის წინაშე (მოწამეს დიდი აღელვება ეტყობა) ისე შემებრალა, როგორც ღვიძლს დედას შეებრალება თავისი საკუთარი შვილი. ხელი დავუჭირე და ვუთხარ — ძალიან მიხარიან მეთქი, რომ არ გამოცვლილხარ. ამაზედ ჩხოტუამ მითხრა: „სინიდისი წმინდა მაქვს და ამიტომც არ გამოვცვლილვარ. როდესაც ვუთხარი რისთვისაც მოვედი, ჩხოტუამ მითხრა: „მე მაგისთანა არა მითქვამს რო, სულ ჭორიაო და ეს საქმეც მთლად ჭორზედ არის დამყარებულიო.“ გარდა ამისა ჩხოტუამ თქვა: „ეს სულ ჭორიაო და მე ანდრეევსკიანთ გროშეულ ანგარიშის გულისათვის ვიღუპებიო, რადგანაც იმათ საკუთარის მოსამსახურის აყვანაც კი არ უნდოდათო. პიპინოვმა რაღაც წიგნი გამიშალა და წამიკითხა ვითომ ჩხოტუას ეთქვას — ანდრეევსკის ცოლი თავის ძმის სახლში, სადაც მისი დედაც იდგა, იმიტომ არ ჩამოხდაო, რომ რაღაც ძვირფასი საყელო გაუგზავნა დედას საჩუქრადაო, რომელიც მე (ე.ი. მოწამე) ვითომ გავყიდე დაუკითხავად. ეს ამბავი ანდრეევსკის ცოლს ვითომ ყველასთვის უამბნია და მე, გულნაწყენს, შემესყიდნოს კაცები ანდრეევსკის ქალის მოსაკვლელად. ეს ჩხოტუას ნათქვამი მე არც კი მწყენია, მსოლოდ მინდოდა თვით ჩხოტუას პირიდგან გამეგონა — გარდა ამისა მოწამემ - სთქვა — ანდრეევსკის ცოლმა მითხრაო, რომ პეტრე გაბისონია ავად იყოვო და ნინო სწამლობდაო.
შემდეგ წაიკითხეს კნ. ბარბარე თუმანოვის ნაჩვენი წინა გამოძიებაში: დავით ჩხოტუამ მითხრაო, რომ იმ დღეს ერთი ძაღლი მოვაკვლევინეო, რადგანაც გაცოფდაო, დანარჩენი კი დავამწყვდევინეო. დავით ჩხოტუამ ამაზედ სასამართლოში სთქვა შემდეგი: „მართალია კნ. ბარბარე თუმანოვისას უთხარი, რომ ძაღლი ჩემის ნებით იყო მოკლული, მაგრამ სხვა ძღლების დამწყვდევზედ კი არა მითქვამს რა. რაც ეხლა წაიკითხეს, კნ. მიერ არის ნაჩვენი ექვსი, შვიდი თვის შემდეგ (მას აქედ რაც ნინო დაიკარგა), იმ დროს. როდესც ყველანი ამას ამბობდნენ და ამიტომ შესაძლებელია, რომ იმასაც ისე ეგონა ვითომ მე ვთქვი“.
კნ. ბარბარე თუმანოვისამ სთქვა კიდევ, რომ ანდრეევსკის ცოლმა მითხრაო, რომ პეტრე გაბისონია ავათ იყოვო და ნინო სწამლობდაო. პეტრე გაბისონიამ მაზედ უთხრა სასამართლოს, რომ მართალია ავად ვიყავიო, მაგრამ ბარიშნას ჩემთვის არ უწამლიაო.
ნიკოლოოზ ჩხოტუამ სთქვა რომ მართალიაო ნინომ მკითხო თუ რა სიღრმეაო მტკვარი იმ ალაგას, სადაც მე ვბანაობდი.
შემდეგ წაიკითხეს თუმანოვის ქალების ნაჩვენი, რომელშიაც ორნივე ამბობენ, რომ იმ დღეს დილით ანდრეევსკის ქალმა პირობა მოგვცო საღამოზედ „კრუჟოკის“ ღობესთან მოვალო თქვენ სანახავადაო ჩვენ ბევრი ვუძახეთო, მაგრამ ვერ გავაგონეთ რაო, არც ხმაურობა გვსმენიაო, თუმცა მომეტებულად ღობეს ახლო ვსეირნობდითო.
შემოიყვანეს მერე მელიქ ბეგლაროვი, რომელმაც სთქვა შემდეგი: 22 მკათათვეს ღამის თორმეტ საათზედ მომრიგებელ მოსამართლემ წინამძღვაროვმა დამიბარო ანდრეევსკის ქალის დაკარგვის თაობაზედაო. მაშინვე ფაეტონი დავიჭირეო და წავედიო, გზაში პოლიცმეისტერი ბულლიკი დამხვდაო, რომელიც ანდრეევსკიანიდგან მოდიოდაო. და რაც იცოდა მიამბოვო. ბელლიკი ბაღში შესულიყო, მაგრამ ნამდვილად ვერ გაეგო დაიკარგა ქალი თუ დაიხჩო, მერე პოლიციის ჩასტში წავედიო და უბძანეო, რომ ნავი და მენავეები გამოეყვანათ მკვდრის მოსაძებნელად. მასუკან წინამძღვაროვთან წავედიო, სადა დავით ჩხოტუა დამიხვდაო. ჩხოტუამ მითხრაო, რომ ჯერ ნამდვილად არ ვიცით როგორ არის საქმო, მაგრამ მგონია წელში უნდა დამხჩვალიყო, რადგანაც ტანისამოსი ვიპოვეთო. შემდეგ ჩხოტუა აფთიაქში წავიდაო. წამლის საყიდველად ანდრეევსკის ცოლისათვისო, მე და წინამძღვაროვი კი ანდრეევსკიანთსა წავედითო. კარებში ანდრეევსკის ცოლი და მიხვდაო. ძალიან შეწუხებული. როგორც შევიძელ ნუგეში ვეციო და მტკვრის პირას გავედიო სახლის წინ, სადაც ანდრეევსკის ქალი იმ საღამოს კაბას ბერტევდაო. ამ მაღლობიდამ წელისკენ ბილიკის გაყვანილი, თავდაღმართიაო და ძალიან ძნელი ჩასასვლელიო, მით უფრო რომ ის ალაგი წყლისაგან ყოველთვის მოლაფულიაო. სალდათების შემწეობით როგორც იყო ჩავედი და წყლის პრას ტანისამოსი ვნახეო, რომელიც ამ გვარად ელაგაო: ჯერ ყელსახვევი, მერე კაბა, მერე სარტყელიო, იქვე ფეხსაცმელებიც ეწყოვო. კაბის ჯიბეში სხვათა შორის რაღაც ქაღალდის ნაკუწები ვიპოვეთო, რომელთაც ზედ ეწერაო: „ნინო ერასტის ასული ლიუბიჩ- ნდრეევსკისა“. ეს ის ბილეთები იყვნენ რომელთაც ანდრეევსკის ქალი თვის მებელს აკრავდა. ტანისამოსში არც პერანგი იყო, არც პერანგის ამხანგი, არც წინდებიო. ამ გარემოებამ ძალიან გამაკვირვაო და ვიფიქრეო, თეთრეულში ხომ ვერ იბანაებდაო. ფეხსაცმელები სუფთა იყოვო და ძირებზედ ბალახიც კი დასჩნეოდათ; ფეხსაცმელებს მტვერიც კი ეტყობოდათო. კაბის ბოლოც სუფთა იყოვო. წინამძღვაროვმა მითხრაო, რომ აქ უთუოდ ამბავი არის რამეო და მირჩიაო. გამომძიებლის დაბარებაო. მერე ბაღში შევედიო, მაგრამ არც ბაღში და არც ღობესთან არავითარი კვალი არ მინახავსო. ამ დროს მენავეებიც მოვიდნენო, ერთი მათგანი კალმი გრადსკი წყალში რომ შევიდაო (იმის პირდაპირ სადაც ტანისამოსი ეწყო) მაშინვე ძირს დაეშოვო: აქ ორი ან სამი ადლი სიღრმე იქმნებოდაო. სხვა ალაგასაც იცურვა, მაგრამ ვერ იპოვეს რაო, სხვა მენავეებმაც ვერა იპოვეს რაო, ამასობაში თენდებოდა კიდეცაო და გამომძიებელიც მოვიდაო.
პროკურორის სხვა და სხვა კითხვაზედ მელიქ-ბეგლაროვმა უპასუხა შემდეგი: წინამძღვაროვისას დავით ჩხოტუა აღელვებული იყოვო — ეხლა იმ ალაგას (მტკვრის ნაპირას სახლის წინ) დიდი ცვლილება ეტყობაო: უწინ წყალი პირ-და-პირ ბილიკზედ გადმოდიოდაო, ეხლა კი წყლისთვის ხევი არის გაყვანილიო და იმოდენა წყალი აღარ გასდის ბილიკსაო; ეხლა ბილიკი უფრო განიერიაო და ადვილად ჩასასვლელიაო ვიდრე უწინ იყოვო. ბილიკი თავში მიწიანი იყოვო და ბოლოს კი, სადაც წელი გადმოსდიოდაო, თუმცა ქვიანი იყვო, მაგრამ ზევიდამ მიწა ეყრებოდაო, და ამიტომ ყოველთვის ალაფებული იყოვო. დავით ჩხოტუაც მეთანხმებოდაო, რომ ანდრეევსკის ქალი ვერ იბანაებდაო და ამბობდაო რომ თვითონაც (ე.ი. დავით ჩხოტუა) ძლივს ჩადიოდა ჯოხებით. მეორო ნაპირას ბანაობდა ვინმე თუ არა არ შემიმჩნევიაო, ღამე მთვარიანი იყოვო და საკმაოდ ნათელიო — სანთლის შესახებ ანდრეევსკის ცოლმა მითხრაო, რომ სანთელი კარიდორში იდგაო, ქვევით ჩასავალ კარებთანაო. მე ანდრეევსკიანთსა დილის რვა საათამდე ვიყავიო. დავით ჩხოტუას მოუსვენრობა ეტყობოდაო, წამ და უწუმ საათს უყურებდაო, წვერს იწიწკნიდო, თითებს იტკაცუნებდაო, ხან ადგებოდაო, ხან ისევ დაჯდებოდაო, ერთის სიტყვით ეტყობოდაო, რომ რაღაც აწუხებდაო. თუ ავკაცობა იყო რამეო, მისი მქნელი უჭველად შინაური უნდა ყოფილიყო, რადგანაც უცხო კაცი ვერ შევიდოდაო ძაღლების შიშით, რომელნიც ქუჩაშიაც კი გამორბოდნენო და კბენდნენ გამვლელებსაო. — იმ ღამეს ძაღლები არა ჩანდნენო და მებაღემ მგელაძემ მითხრაო. რომ დავით ჩხოტუას ბძანებით დამწყვდეულნი არიანო. ჩხოტუამ მითხრაო. — ძაღლები იმიტომ დავამწყვდევინეო, რომ გამვლელებს არ უკბინონო. – უნცროსი ჩხოტუა უფრო გულ-მშვიდად იყოვო და მის შესახებ არაფერი არ შემიმჩნევიაო. პეტრე გაბისონია თავ-წაკრული იყოვო.
ადვოკატის, თ. ორბელიანის სხვა და სხვა კითხვაზედ, მელიქ-ბეგლაროვმა შემდეგი უპასუხა: მართალიაო, წინამძღვაროვმა დავით ჩხოტუას გაბისონიასთან ლაპარაკი აღუკრძალაო — ხატისოვმა სცადაო თუ რა დროს მივიდოდა ტივი ანდრეევსკისგან ყარაიასამდეო, და მითხრაო, რომ ტივმა ეს მანძილი ორ საათ ნახევრის ან სამი საათის განმავლობაში გაიარაო. ― ტივი რომ დაუშვესო. მე (ე.ი. მელიქ-ბეგლაროვი) ფაეტონით წავყევიო და მანამ მე ყარაიასს მივაღწიეო ტივი კიდეც მისულიყოვო. ანდრეევსკის სახლის წინ, „კრუჟოკის“ ქუჩაზუდ უბრალო ღამეში (ე.ი. თუ ყრილობა არ არის „კრუჟოკში“) ხუთი-ექვსი კაცი არ გაივლის ხოლმე — ერთმა მალაკანმა ჩემთან თქვაო, რომ ერთს მეფაეტონეს უნახავს ვითომ მტკვარს ვიღაც თეთრის ტანისამოსით მკვდარი მიჰქონდაო.
მეორე ადვოკატის, ტიხომიროვის კითხვაზედ მელიქ-ბეგლაროვმა შემდეგი უპასუსა წინამძღვროვმა სთქვაო, რომ თუ ავკაცობა არის რამეო, უთუოდ შინაურთა მიერ უნდა იყოს ქმნილიო. ჩემ კითხვაზედაო ანდრეევსკის ცოლი მეუბნებოდაო, რომ სიყვარულს ამ საქმეში ადგილი ვერ ექმნებოდაო. რა მონაწილეობა ჰქონდა საქმეში ლოლაძეს არ ვიციო, და არ მახსოვს იყო წინამძღვაროვთან თუ არაო მოწამემ პლიუშჩევსკიმ სთქვა შემდეგი: 23 მკათათვეს 1876 წ. ბორჯომიდამ ტფილისს მოვდიოდიო და მიხაილოვის სადგურზედ ანჩაბაძე დამხვდაო და მითხრა, რომ მე და შერვაშიძე ქალაქს მივდივართო, რადგანაც ანდრეევსკის ქალი ძალიან ავად არისო. მე ვუთხარიო — ავად კი არა, დაიხრჩვა მეთქიო. ანჩაბაძეს ძალიან გაუკვირდაო და მკითხაო: „ვინ გითხრა?“ ბორჯომში შევიტყე მეთქი, ონიკოვისაგან. ამის მეტი არა ვიცი რაო. შერვაშიძე არ მინახავსო, რადგანაც მეორე ვაგონში იჯდაო.
(შემდეგი იქმნება.)
________________
1 შემოკლებით გადმოღებული „კავკასიიდამ“.
![]() |
7 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება
- ძალითა წესდებისა 83 და კამიტეტის განაჩენისა, 4-სა მარტს 1878 წ. დადგენილისა თავ-მჯდომარის მაგიერი ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ბანკის ზედამხედველის კამიტეტისა, იწვევს ბანკის დამწესებელთ წევრთა მეოთხე ჩვეულებრივ კრებისათვის, რომელიც დანიშნულია 25-ს აპრილს ამ 1878 წლისას, 10 საათზედ დილით ბანკის სადგომში.
კრების განსახილველნი საგნები შემდეგნი იქნებიან:
1) განხილვა და დამტკიცება ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა წარსულის 1877 წლის ანგარიშისა.
2) აღნიშვნა იმ საყოველთავო საჭიროებისა, რომელსაც უნდა მოხმარდეს მიგებიდამ გადადებული, თანხმა 90-სა, ფული 45% —10,322 მანეთი და 61 კაპეიკი.
3) წესდების ზოგიერთთა მუხლთა საჭიროდ ცნობილი ცვლილება და დამატება (6, 12, 15, 18, 19, 20, 22, 28, 39, 50, 66 და 83 )
4) განხილვა უძრავთა ქონებათა დაფასების ინსტრუქციისა.
5) 68, 77, 78, 82, 83, 84, 87 და 88 წესდების მუხლთა ცვლილებანი, რომელნიც თანხმად 18 მაისის 1876 წ. საზოგადო კრების განაჩენისა, წარდგენილ იქმნენ ფინანსთა მინისტრისადმი დასამტკიცებლად.
6) მოხსენება მასზედ, რომ ფინანსთა მინისტრმა უარჰყო შუამდგომელობა ტფილისის გუბერიის თავად-აზნაურთა შესასებ პრიკაზიდამ ვალების გადმოტანისა თავად-აზნაურთა ბანკში.
7) მოხსენება მასზედ თუ, — რა ვადით არიან ამორჩეულნი 1876 წ. საზოგადო კრებისაგან დამფასებელნი და ამ ვადის შესასებ როგორ უნდა იგულისხმებოდეს 64 წესდებისა.
8) მოხსენება მასზედ, რომ საჭიროა ჩვენმა ბანკმაც მიიღოს მონაწილეობა რუსეთის საადგილ-მამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაში.
9) მოხსენება მასზედ, რომ მიღებულ იქმნან ბანკის დამწესებელ-წევრად ის მიწათ-მფლობელნი თავად-აზნაურნი, რომელთაც ყმათა განთავისუფლებისათვისა ფული მიუღიათ და რომელნიც ისურვებენ მათზედ შეწერილი, თავად-აზნაურთა საზოგადო კრების 29-ს ნოემბერს 1872 წ. ოქმით. ფული შემოიტანონ ბანკში სულ ერთად.
10) აღმორჩევა ზედამხედველის კამიტეტის სამის წევრისა ნაცვლად რევაზ ივანეს ძის ანდრონიკაშვილისა (გარდაცვალებულისა), თ. კონსტანტინე ალექსანდრეს ძის ბებუთოვისა (უარი სთქვა) და გიორგი ნიკოლოოზის ძის ვაზიბეგისა (ქალაქში არ იმყოფება.
11) აღმორჩევა ბანკის გამგეობის წევრისა ნაცვლად თ. ალექსანდრე ზაალის ძის ჩოლუაშვილისა, რომელსაც ამ წელს შეხვდა რიგი გასვლისა (67).
12) აღმორჩევა ერთი დამფასებელისა ნაცვლად თ. ივანე ზაალის ძის ავალოვისა, რომელიც თავისის ნებით სამსახურიდამ გადადგა, — და აღმორჩევა დამფასებელთათვის ორის კანდიდატისა.
და 13) მოხსენება მასზედ, რომ დამზოგველთა ამხანაგობას ივრისას დაენიშნოს სასესხებლად 2.000 მანეთი იმ ფულიდამ, რომელიც გადადებულია საყოველთავო. საჭიროებისათვის.