The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (15)1878.13.04


ივერია (15)1878.13.04



1878.13.04

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ქართლი, ფრონის ხეობიდამ: (ივერ. კორრეს.) ქართლელი ძველის მიმდევარია, კონსერვატორია. მე ბევრისაგან გამიგონია ეს ჰაზრი და თვით ჩემი გამოცდილებითა დავრწმუნდი ამაში. სუენისა არ იყვეს ვის გაამტყუნებ? თვით ისტორიული და ბუნებითი პირობები ისეთი ერტყა ჩვენს ხალხსა, რომ არ შეიძლებოდა არ გადმოეკვლია მშვიდი, ჩაფიქრებული და სწორედ გუთნი — დედური ხასიათი. ქართლელი იშვიათად ჩხუბში გაერევა და ყოველნაირ არეულობას და ამბოხებას ისე ერიდება, როგორც ურია ღორის ხორცსა. ბევრს შრომობს, როგორც არი, არა იმიტომ, რომ კარგად მოეწყოს ცხოვრებაში გონებითად: არა, ბატონო, ის თავის დღეში არ უმტყუნებს თავის საყვარელს ლობიოს და შუა დარბაზში მხრჩოლარე ცეცხლსა. რამდენ გლეხს უბრძოლია მთელ თავისის არსებით, რომ შუა კერი ბუხარზედ არ შეჰსცვალოს.

X

ახლა მეორე მოსავალს ელის გლეხი და ფიქრობს შარშანდელს წელიწადთან ყოველი ანგარიში გასწმინდოს და გაათავოს. სასიხარულო ციფრებს არ მიიღებს თუ! რას მეუბნები, იმის შვილის შვილი ვერ მოესწრება შარშანდელისთანა წელიწადს. ზღვად გასქდა მომეტებული ნაწილი ქართლის მინდვრებისა შარშან და ისე უხვად უბრუნავ გლეხს ანაბარი, რომ თავის გამოზრდაში არ მოსწრებია. ერთი კიდე მაშინ იყო კაი მოსავალი როცა ჯერ სახრის ჭერა და მეხრეობა შეიძლო. რაღა ბევრი გავაგრძელო, ამ ათს თხუთმეტს წელიწადში აღარ მოსწრებია ქართლი ამ ნაირს მოსავალს. ერთს ათიოდე სოფელს აღარ დარჩა გასალეწი წრეულისათვის!? ზოგი რომ მეტის მეტად ეშურებოდა გალეწვას, თითქმის გიორგობისთვის პირველ რიცხვებშიც კი ლეწეს. მაგრამ უნდა გეეურებინათ რა სეირი იყო: ორ-სამ დღეში ძლივს ილეწებოდა ერთი კალო, სიცივისაგამო, ისე ბუჩოვდებოდა და მეხრეს რომ სიცივით კრიჭა ეკვროდა და ჰოროველას ვეღარ ამბობდი გამწარებულთ კევრში ბმულ ხარს ეფარებოდა, ლოვაზედ ხელს იფარებდა და მიკვდარუნებულის ხმით კნაოდა ოროველას, ამ სარების შემაქცევარს სიმღერას.

X

„...... უხვად მოვიდა წელს პური,
მაგრამ ბედს მაინც ვემდური,
რომ ამას სულ სხვა წამართმევს
და მე კი ოფლსა ტუვილა ღვრი.“

მაგრამ რაო? რა შედეგი ჰქონდა ეკონომიურად ამ კარგ მოსავალს გლეხის თვის? პირშიც რომ ჩაგიგდონ ლუკმა, თუ ყბა არ მოუსვიო, კუჭში არ ჩავაო. ბარეღამ უსვამდა ებას კაა ღონივრად მაგრამ რას იზამ, რომ პირიდან გამოგაცლიან ჯერ დაუღეჭავ ლუკმას. ასე, ჩემო ბიძია, მთელი ზაფხული შრომობდა გლეხი, წელებზე ფეხს იდგამდა, ბუნებაც არ ღალატობდა, მაგრამ გლეხი ისევ იმ გლეხად დარჩა, რომელიც ფარნაოზის დროს სცხოვრობდა რამდენიც წელიწადი გავა მოსავლისა, იმდენ ანგარიშს სჩადის და ჯამში კი არა რჩება რა. აკაკიას ლექს თუ წაიკითხავს ხოლმე, თორემ სხვა იმას არა დარჩება რა სანუგეშოდ.

X

არა, ჭირიც რაღა მაშინ ატყდა, როცა კაი მოსავალი მოვიდა. იმ ოხერმა კომლი არ გაუშვა, რომ ხუთი, ათი თხუთმეტი სული არ წაერთმია. ზოგს ბრუციანი ხარიღა დაუგდო, ზოგს კუზიანი მოზვერი. მოცადი საქონელი ხომ სულ გასვრიმა, მე თავათ მოწამე ვარ, როგორ ეხვეწებოდა გლეხი ეკკლესიის კარებთან დაჩოქილი თავის ერთად ერთის ხარის გადარჩენისა, რომლის მეტი არა ებადა რა. ნეტა არა აქვს შველა ამ საქონლის ჭირსა. ნეტა რას ამბობენ ვეტერინარები? რატომ ინგლისში არ არის ეს ჭირი, საცა იმავე ალაგას, საცა აქ ასი სულია საქონელი, იქ ხუთასი და ექვსასია? თუ ჩვენი განათლებული საზოგადოება, ეს ძილის მოეფარე ქართველები, არა ცდილობენ ამ ჭირს რამე წამალი დაედოს? ეს, განათლებულო ქართველო, შე ღვთისაგან კურთხეულო, ოთხი მეხუთედი შენის სიცოცხლისა ძილში კი გადის და!

X

მაიცადეთ თქვენ სოიფელშიც იქნება დღეობა!

(ნემეცური ანდაზა)

ჰო, სულ ყველა, ყველა, მაგრამ ამ წურბელა ურიებს რაღა უნდათ? რატომ არ დაეხსნებიან ამ საწყალს გლეხსა! ისე ტოკვენ მოუკრეფავში, როგორც მგლები. აქამდინ დანიშნულ სოფლებში სცხოვრობდენ ხროვა — ხროვად და აქედან დაჰქონდათ სავაჭრო ფარჩა, — ოხრათ დარჩა და ახლა ყველა სოფლებში შეესიენ. აქ აღებენ დუქნებსა და ფარჩის დეპოებს და ისე ყვლეფენ გლეხსა, რომ ღმერთმა შეარცხვინოს. ამასთან ჩვენი ჯიბმეისტარი კინტო. ნეტა იცოდეთ ამათი მანქანები! ხომ გაგეგონებათ თქენც და ზოგს კიდევ მე გეტყევით. გამოიტანენ ან პრიკაზიდან ან ბანკიდან ფულს იაფის სარგებლით და მერე ავალებენ გლეხს ორ აბაზად და ათ შაურად ერთმა ქვრივმა დედა-კაცმა იყიდა ოთხი არშინი ამერიკა, აბაზათ არშინი და დაჰპირდა ერთს კოდს ქერს კალოობაზე. ქერი იმ წელიწადს არ მოვიდა, მოსცდა - და შენმა ვაჭარმა დააწერა 5 მ, შენს დედა-კაცს. ამ ნაირად ატარა, ატარა და ექვს თუმნამდინ აიყვანა სამ-ოთხ წელიწადში და ბოლოს კიდეც წაართვა, ერთი გლეხი დაუდგა თავდებად ამავე ვაჭართან მეორე გლეხს ოთხს მანეთში. მოვახშემ ვალზედ უარი სთქვა, თუ რაღაც, იმ თავდებს თხუთმეტი თუმანი კი გადააგლიჯეს. ეს ისევე შეედგინა, როგორც დედა კაცის ფული. ერთ კვირაში ერთმა ახლად გაღებულმა დუქანმა მოიგო. ოცი თუმანი ფულად და ოცი კოდი ჭირნახული (კოდი ოთხი, ხუთი მანეთია). ახ, სად არის ეხლა ჩვენი ახალი შულცე, დელიჩადამ კი არა, კავთის ხევიდამ, რომ ურიობას სინსილას არ გაუწყობს.

გ. გოდორია.

წერილი ქართლელის მიმართ. („გერის“ კორრესპონდენცია, უფ. ქართლელო! „ივერიის“ 10 ნომერში ცოტაოდე შეცდომილება გქონდათ კავთისხევის შკოლაზე და ამიტომ ვალდებულად ვრაცხ ჩემ თავს, როგორც იმ შკოლის მზრუნველი, მოკლეთ შეგატყობინოთ აწმავალი კავთისხევის შკოლის საქმე, თუმცა წარსულს ზაფხულს, რამდენჯერმე იყო მოხსენებული „ივერიაში“.

აი, ჩემო ქართლელო, ამ ხუთის წლის წინეთ გორის მაზრის უფროსმა და სხვათა განიზრახეს სახელოსნო შკოლების გამართვა, ერთი — სოფელს მეჯვრიხევში, სადაც კიდეც არსებობს და მეორე სოფელს ახალქალაქში. რასაკვირველია, მარტო ახალქალაქს არ შეეძლო სახელოსნო შკოლის შენახვა, მას შეუერთეს განჩინებით მის გარეშემო სოფლებიც, სხვათა შორის კავთისხევიც. იმ დროდგანვე კავთასსევს შეჰქონდა ხაზინაში, ხალქალაქის სახელოსნო შკოლის სასარგებლოდ ოცდაექვსი თუმანი ფული, ამ ფულში კავთისხევის საზოგადოებას ქონდა ნება აღეზარდნა ხსენებულ შკოლაში მარტო ოთხი ყმაწვილი წელიწადში. ასეთი მდგომარეობა კავთიხევისა ზოგიერთმა დაინახა უსაფუძლოდ, ამიტომ წარსულ ზაფხულს შეიყარა ხალხი და დაადგინა ახალი განჩინება. ამ განჩინებით სთხოვდა, რომ მისთვის მიეცათ კავთისხევში საკუთარი სახალხო შკოლის გახსნის ნება, დაებრუნებინათ შეტანილი ფულები, რომლითაც ვალდებულნი იქმნებიან ააშენონ შკოლა. ამოირჩიეს მზრუნველები, მიანიჭეს საკუთარი უფლებანი, შკოლის გამართვისა და მისის მოწყობილობის შესახებ. ეს განჩინება წარუდგინეს მაზრის უფროსს, მან წარუდგინა გუბერნატორს, ეხლა განჩინება ხალხისა დაამტკიცეს და ამ ზაფხულს უნდა შეუდგეთ შკოლის მომართვას. იმედი გვაქვს პირველ სეკტემბრისთვის სწავლა დავიწყოთ თუ საკუთარ სახლში არა, ნაქირავებში მაინც. შკოლის აშენებაზე ჯერედ არაფერი მოლაპარაკება არა გვქონია. მიკვირს საიდგან გაიგეთ, რომ მექანარე მღვდელი შკოლისათვის მშვენიერ ადგილს სწირავსო, მაგრამ ტყუილ უბრალო ტიკტიკი ზნეთა სჭირთ მღ. დიმიტრი მექნარეს და კავთისხევის მღ. დ. ბარნაბოვს, ბატონო, მექანარემ თუნდ რომ ასი იმედენა ადგილი შეჰსწიროს, ხალხი მაინც ვერ გაბედავს მის ადგილზე შენობის გაკეთებას; თვითონ უსახლკაროთ დაიარებს აქეთ იქით, სახლი არა აქვს, რამდენიმე ხან შემდეგ წაედავება და წაართმევს. მისგან ამ გვარი საქმეები პირველი არ იქმნება. აღარც ამაზე ნაკლებია მღ. დავით ბარნაბოვი ერთის გლეხის სახლში ნათხოვრათ იდგა, რამდენი ხნის შემდეგ დავა გამოუცხადა, უფ. ქართლელო, თუ აგრე გიყვარს ამათთან. მღვდლები, მიკვირს ბარნაბოვი რაღად დაგვიწყები და არ გიქია. ესეც თქვენგან ნაქების მღვდლის ჯარისკაცია.

წასულ წელს დროებაში რამდენჯერმე აქებდნენ და აქებდა თავის თავს, მღ. ბარნაბოვი, იკვეხდა დიდად ვშრომობო კავთისხევის შკოლაში, თუმც კავთისხევში შკოლა ჯერ აქამომდენაც არ არის; მაგრამ იქნება შკოლათ მიაჩნდეს ის, რომ ოთხი პატარა ყმაწვილი ნათესავებისა აბარია და სწორედ მოგახსენოთ სულს ართმევს კავთურის აღმართზე წყლის ზიდვითა. ამაებს იმიტომ მოგახსენებთ რომ გაფთხილებულ ბძანდებოდეთ, ვინც ღირსი არ არის ქებისა ტყუილ უბრალოდ არ აქოთ და შეცდომილებაში არ შეიყვანოთ მკითხველები.

1878წ. მარტის 24.

კავთისხეველი.

როგორ ყიდულობენ აბრეშუმს და პარკს

სომხები კახის უჩატკაში. („ივერ“. კორ)

ამ ჩვენს ქვეყანაში აბრეშუმის მოსავალი კარგი არის ხოლმე, მაგრამ მაგარი ეს არის, რომ ზოგს კარგად მოჰსდის და ზოგს უფუჭდება, ამ გაფუჭებას ზოგი თვალს და ზოგი ბაბაყულს მძივს აბრალებს, ე.ი. სხვა და სხვა ნაირი პრწყინვალე მძივები ანუ ქვები აქვთ, რომლებსაც ბაბაყულათ უწოდებენ, (ბაბაყული არის — მავნებელი) ამისთაენაები არის ზოგ სახლში ძველადგან დარჩომილი, ეხლაც ეს მიზეზები სწამთ. აბრეშუმის დროს აქ ყველას საკუთარი მანჯანიკი (აბრეშუმის სახვევი); აქვთ; მაგრამ თითონ პატრონებმან კი ამოხვევა არ იციან, ფასით სხვებს ახვევინებენ, როცა აბრეშუმი მზათ აქვთ, მაშინ სახლის პატრონი წავა და თავის ყონაღს — სომეხს ეტყვის, რომ ხვალე მოდი და აბრეშუმი იყიდეო. ბაზარში არ მიიტანენ „სხვები ჰნახავენ, თვალი ეცემაო.“ სომეხი როცა მოვა, შემანჯანიკეს (ვინც აბრეშუმს ახვევს) ანიშნებს თავისის მხრით პატივისცემას, ე. ი. ქრთამს, და აბრეშუმს სინჯვას დაუწყებს, თან თავს აქეთ-იქით იქნევს, და უსაყვედურებს ოსტატს. „რად გაგიფუჭებია ამ საწყლის პარკი, კარგად არ ამოგიხვევიაო“ ოსტატიც მიზეზებს ამბობს: „პარკი არ ვარგოდაო, ავდრები იყოო, წყალი მღვრიე იყოო და ამისთანებს…

ახლა ფასი მითხარ! ეუბნება სომეხი. სახლის პატრონიც ამბობს:

— „ნუხში ამა და ამ ფასთ იყიდებაო.“

— „ის ნუხია და ეს კახი, შენ აქაური ფასი მითხარი — ჩვენ სოფელში მავანს ამა და ამ ფასათ გაუყიდნიაო,“ ამბობს გლეხი. — ის არ იცი. რომ იმისი აბრეშუმი და შენი, ბევრათ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან! თუ მე არ მერწმუნები, ამ ოსტატსა ჰკითსე, ეს თავის ხელობას ხომ არ დაამცირებს,“ უპასუხებს სომეხი. ოსტატიც ამტკიცებს, რომ არ კარგა. ამაობაში, სომეხს როგორაც სურს ეგრე ურიგდება ჩვენ გამოყრუებულ ინგილოს. ფასზედ რომ მორიგდებიან, ახლა უნდა აჰსწინონ. სომეხი ამოიღებს ხურჯინიდამ ფიცრის ვეებერთელა სასწორს, თან სტილს, (სტილი ქვა არის 50 მისხალი გირვანქისა). წინეთ ეს სტილი იყო თორმეტი ვერცხლის მანეთიანის წონა. ახლა სომეხმა გლეხი უნდა დაარწმუნოს, რომ ამისი სტილი — ქვა მომატებული არ არის, ამაობაში ერთი მძიმე ძველი ვერცხლის მანეთიანი თან აქვს, დაიწყებს ამ ვერცხლის მანეთიანით თავისის საშინელის სასწორით შეწონას; ასე, რომ ეს ერთით მანეთი 12 ჯერ უნდა ასწონოს, რომ ერთი სტილი შეადგინოს. ჯერ ამ მანეთებით ცოტათი გულს მოიმედდებს სომეხი, ამასთან ახლა ერთის სტილით სამიოდე ფუთამდინ აბრეშუმის წონა არ შეიძლება, აქაც უნდა ჩარექი შეადგინონ. ახლა მოჰყვებიან ჩარექის შედგენასა. ერთი ჩარექი 12 სტილია, მაშასადამე მანეთით ჟიური შედგენილი სტილი თორმეტჯერ უნდა ასწონონ, რომ ჩარექი დაიჭიროს. იფიქრეთ აქ რამდენი სიმრუდე იქმნება გაქნილის ვაჭრებისაგან. რამდენადაც მრუდობს, იმდენად გამხიარულდება ჩვენი ყონაღი, და ალერსით ეუბნება აბრეშუმის პატრონს: — „ღმერთმან აცხოვნოს ჩვენი მამა-პაპა! როდისაც ეს ვერცხლის მანეთები გვქონდა, მაშინ იყო ქვეყანაზედ სეირი და ბარაქაო. ისევ მამა პაპის ჩვეულება თუ მოვიგონეთო, ამისთანა მანეთებიც ბევრი გვექნებაო. დაილოცა ისევ ჩვენი მამა-პაპური ჩვეულებაო! მამა-ბანათ ჩვეულება არისო, ფარჩის გაყიდვაში ჩვენ თქვენ გაჩუქებთ ხელსახოცსა; ახლა თქვენც აბრეშუმის გაყიდვაში უნდა ერთი ნობათი აბრეშუმი ვაჩუქოთ!“ ერთი ნობათი აბრეშუმი შეადგენს სამს ჩარექს გირვანქისას, გირვანქა აბრეშუმიც იყიდება 5 მანეთად, ხან-და-ხან 8 მანეთადაც გადის. ამ რიგად ნობათსაც გამოსცინცლავს. მაგრამ გაუმაძღარი სომეხი ამასაც არ დასჯერდება. ერთს კიდევ სხვა ნობათს აბრეშუმსაც საჩუქრათ წაიღებს, როგორც ერთგული ყონაღი.

მკითხველს ეს ჩემი ლაპარაკი, პირველის აპრილის ტყუილი ეგონება. ამისათვის მკითხველს ერთ ნამდვილად მომხდარს ამაბავს ვაცოდინებ. ჩვენს ბაზარში არის სომეხი მოვაჭრე, გვარად ტი―ვი, ამას მეტს სახელს ეძახიან ბათმანი იაღს. ე.ი. თათრულათ ბათმანი არის წონაში სახმარი ფუთიანი და აიაღა არის ფეხი. მე ზემოდ, სტილზე და ჩარექზე მოგახსენეთ, ბათმანზედ კი ვერაფერი გითხარით რა. ბათმანი ოთხი ზემოხსენებული ჩარექია. ერთხელ ხსენებული ტ―გი აბრეშუმის სასყიდლად, კახში ერთს ინგილოს სახლში მივიდა, როგორც იყო სომეხი მოურიგდა ფასში, ახლა იმან თავისის პატიოსნებით არ იკადრა წვრილმანების გამოდგომა, მანეთიანით სტილის და სტილით ჩარექის შედგენა არ ინება და უთხრა გამსყიდველს: „ყონაღო, მე შენ გიცნობ და შენ მეო, ტყუილ უბრალოთ ნივა რად გავსწიოთო, მე ფეხი აწონილი მაქვსო, სწორედ ერთი ბათმანიო, მოიტა ავსწონოთო. სასწორის ერთს თვალი ფეხი დააბჯინა, — და მეორე თვალში აბრეშუმი ჩააწყობინა, თანაც სახლის პატრონს უსაყვედურა — ვერ გაგიხმიათ და აბრეშუმი გაგიფუჭებიათო.“ ამ ნაირად აბრეშუმი სომეხმა აიწონა და წაიღო. ეს ანბავი შეიტყეს ჩვენის სოივლის ძველ მოხელეებმაცა და დასასჯულად ბათმან აიაღი დაარქვეს. ეხლაც დაწესებული და ნაკურთხი სახელი ბათმან აიღი ეწოდება ამ სომხის ვაჭრების მშვენიერს წარმომადგენელს.

ი. მ. მ. ყ.

24 მარტს 1878 წ.

ჩვენ მოგვივიდა შემდეგი ანგარიში გაზეთში და საბეჭდათ:

შემოიტანა სულ „ვენეციელი ვაჭრის“ წარმოდგენამ 629 მანეთი და 10 კაპ. ამ ფულში ირიცხება გაყიდულ ბილეთების ფასი და აგრეთვე 21 მან. და 50 კაპ., რომელიც შემოტანილ იქმნა ბილეთების ფასს გარედ. მაგალითად ერთმა პირმა შვიდ მანეთიან ლოჟაში მისცა 25 მანეთი.

ამ ფულიდამ დაიხარჯა:

თეატრის ქირა უფ. პალმს 200 მან.

ფორტოპიანოს დამკვრელს წარმოდგენისათვის და უმთავრესად რეპეტიციისათვის 10მან.

აფიშების ბეჭდვა და ქაღალდი 6 მან.

ამწყობლებს მუქთი ბილეთები გალლერეიაში 2 მან. 10კაპ.

აფიშების დიდის ასოების ამომჭრელს 2 მან.

გარდერობშჩიკს (ტანისამოსის შემნახველს) 5 მან.

მკერვალს ქალსა 5 მან.

სამს პარიკმახერს 5 მან.

თეატრის კასსირს 5 მან.

უმთავრესი რეპეტიციისათვის მსასურების ქირა, რადგან კვირა დღე იყო 3 მან.

მთვარესებრივი განათება და ნივთების შემნახველს 3 მან.

სამი კოლოიკის გაკეთება: ოქროსი, ვერცხლისა და ტყვიისა 2მან. 25მან.

წარმოდგენის დროს მსახურებს 4მან. 60 კაპ.

სულ დაიხარჯა 253მან. 55 კაპ,

დანარჩენ ფულიდამ 375 მან. და 55 კაპეიკიდამ. ხოვლის შკოლის გამგებელს მიეცა შკოლისათვის 100 მან, დანარჩენი 275 მან. და 55 კაპ. ქვიშხეთის შკოლისათვის არის გადადებული და ჯერჯერობით შეტანილია ბანკში.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

რა გითხრათ საპოლიტიკო მდგომარეობაზედ? დღეს მოდის დეპეშა — აი ეს-ეს არის ომიანობა მოსალოდნელიაო; ხვალ მოდის ამბავი — ეხლა კი ლამის მშვიდობიანობა დამყარდესო. ერთის სიტყვით — იქ, სადღაც, შორს საიდუმლოდ რაღაცა კეთდება და ჩვენ კი დღეს ერთს ამბავს მოგვიგდებენ ხვალ მეორეს — როგორც გინდა ისე გაიგეო... რაც უწინ გავიგეთ დღესაც ის არის: ინგლისი ეუბნება რუსეთს კონგრესის გარდაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოვო, თუ არა და კონგრესი ტყუილ-უბრალო დროს დაკარგვა იქნებაო. რუსეთი ეუბნება კონგრესის წინაამდეგი არა მაქვს რაო, მაგრამ სრული თავისუფლება უნდა მქონდესო დამორჩილებისო. რაც შეეხება სან-სტეფანოს შერიგებას თითქმის მთელს ევროპას არ მოსწონს ამ შერიგების ოქმი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ერთი აშკარად აცხადებს თვის უკმაყოფილებას, მეორე, როგორც მაგალითებრ გერმანია, ქვეშ-ქვეშობით. დასთმობს რუსეთი –– კარგი, თუ არა და დიდი სისხლის ღვრა მოელის ევროპას.

რუმინია. სან-სტეფანოს შერიგების ძალით, რო გორც მოგეხსენებათ, რუმინიის ურთი ნაწილი — ბესსარაბია გაცვლილ უნდა იქმნეს დობრუჯაში, რომელიც ოსმალეთმა რუსეთს დაუთმო. რუმინიას ძალიან სწყინს ეს განკარგულება რუსეთის მთავრობისა და რითაც შეუძლიან უჩივის რუსეთს ევროპიის წინაშე. ამისათვის რუმინიამ გაუგზავნა ყველა სახელმწიფოს სან-სტეფანოს შერიგების ომის წინააღმდეგი წერილი, რომელშიაც სხვათა შორის მოხსენებულია შემდეგი:

„...რუმინიის მთავრობა, აღძრული თავისის ღირსების გრძნობით, ჰხდის თავის ვალად გამოაცხადოს, იგი სან-სტეფანოს მორიგების პირობათა არა რაცხავს თავის შესახებ ვალდებულად, რადგანაც მრავალნი მუხლნი არღვევენ რუმინიის უფლებათა და ინტერესებს. რუმინია განთავისუფლდა არა სან-სტეფანის პირობების ძალით, რომელშიც იმას ყურადღებსაც არ აქცევენ, არამედ თავის ენერგიულის მოქმედებით ბრძოლის დროს, რაც შეეხება განთავისუფლებას ოსმალთაგან, რუმინიას მსურს, რომ იგი აღიარებულ იქმნას კონგრესისაგან, რომლის წინაშეც იგი წარსდგება და რომელიც, რასაკვირველია, არ დაიდებს კანონად რომ მეომარნი სალაპარაკოთ არ მივიღოთო. ზოგიერთნი მუხლნი სან-სტეფანოს მორიგების ეხებიან იმ საგნებს, რომელთაც გარდაწყვეტა ჩვენ პირ-და-პირ შეგვეხებიან. ეს საგნები არის ბესსარაბიაზედ, მომავალში სამხედრო სარჯის გამოანგარიშებაზედ, რომელიც პორტამ უნდა მისცეს რუმინის, და რუმინის სამფლობელოზე იმპერატორის ჯარების გზად-სვლა.

სიმართლე მოითხოვს, რომ კონგრესმა გახსნის უმალვე ყველაზე უწინარეს მოისმინოს ჩვენი აზრი ამ საგნებზედ, რადგანაც იგინი ესებიან, როგორც ჩვენის სამფლობელობის ნივთიერს მხარეს, ისეც ჩვენის შინაგანის პოლიტიკის ზნეობით შეუხებლობას, და ჩვენს ეკონომიურს მდგომარეობას. საჭიროა მოვაგონოთ ის, რომ ოსმალეთის ციხეები ნივოპოლიდამ ვიდინამდინ, რომელთა დანგრევაც ჩვენ მოვითხოვეთ 22 ივნისიდამ 1877წ., დაჭერილ იყვნენ ჩვენის ჯარებით რუსეთის უმთავრესის ბანაკიდამ ბრძანების ძალით, როგორც ნივთიერი გარანტია, რომელიც გვაძლევს ჩვენ უფლებას თავის დროზედ დაგვეწყო პორტასთან ბაასი მაზედ, თუ რამდენი სამხედრო სარი ერგებოდა რუმინის?

შეერთება ამ ციხეებისა, სან-სტეფანოს მორიგების ძალით, ბოლგარიასთან, აუქმებს ამ გარანტიის სიმტკიცეს და გვართმევს ჩვენ ხელიდამ ყოველსავე ძალას საზღაურის მიღებისას. საჭიროა მოვაგონოთ, რომ მეოცე მუხლი სან-სტეფანოს მორიგებისა გვიმარტებს ოსმალოს იმპერიის გაჭირვებულ მდგომარეობას ფინანსის მხრით, და მაშასადამე უფლება, რომელიც მიეცა რუმინის ამ პირობის მე-5 მუხლის ძალით, რომ მიიღოს სამხედრო საზღაური, არის apriori და უნდა ჩაიაროს ამაოდ, რადგანაც იგი არაფრით არ არის დახათრიჯამებული. საჭიროა ვუჩვენოთ ის თვისება მორიგებისა, რომ ადრითვე პირობის შეკვრა რუმინიასთან, შესახებ რუსეთის ჯარების დაბრუნების, ბოლგარიაში მყოფობის ორის წლის შემდეგ ჩაირაცხა მეტ ჯაფად და ის რომ ამ საგნის შესახებ შეჰკრეს პირობა ოთომანების იმპერიასთან, მაშინ, როდესაც გადასასვლელად რუსის ჯარებისა რუმინიით პოლგარიში საჭიროდ აღიარეს კონვენცია რუმინიასთან, საჭიროა განვმარტოთ, რომ რუმინის არც ერთხელ არ დამცირებულა ისე, როგორც მცირდება ეხლა იგი ამ სტატიის ძალით, რომელიც ხდის მას მონად და არის ჩართული იმავე მორიგების ფურცელში, რომელშიც არის ლაპარაკი იმის დამოუკიდებლობაზედ? გარდა ამისა, საქმე ბესსარაბიის შესახებ სულაც არ არის მხოლოდ ადგილობრივი საქმე, და ამისთვისაც ვერ გადაწყვეტილ იქმნება ორის მხრის ერთმანეთშია მორიგებით. იგი, ცხადი საქმეა, უნდა განიხილოს ევროპამ, რადგანაც იგი წარმოადგენს 1856 წლის ოქმის არსებითს ცვლილებას — მართებლობის შეცვლას იმ მხარეში, რომელშიც მთელი ევროპის ინტერესებია, უპირველესი შედეგი ამ ცვლილებისა იქმნება გავრცელება დუნაის ტოტების მნიშვნელობისა იმ მაზრის რომელიც მდებარეობს რენასა და იზმაილს შორის.

ამას გარდა, სან-სტეინის მორიგება სცვლის 1856 წლის დადგენილებათა შესახებ დუნაის სამუდამო კომმისიისა; იგი არღვევს საქმის მდგომარეობას, განმარტებულს პარიჟის ტრაქტატის მე-17 მუხლში. ერთის მხრით, დადგინება ავტონომიურის ბოლგარიის სამთავროსი რიცხავს კომმისიიდამ ოსმალეთს, მეორეს მხრით რუსეთისაგან ბესარაბიის დაჩემებას შემოჰყავს ამ კომმისიაში ახალი წევრი. ამის გამო, თანასწორობა კომმისიის გარდაწყვეტილებაში თუ არ ირღვევა, საკმაო განსაცდელში მაინც შესდგამს ფეხს, რადგანაც მომავალში ხმები განიყოფებიან ამ სახით; ერთი გერმანიისთვის (წარმომადგენელობა ბავარიისა და ვირტემბერგისა), ერთი ავსტრი-ვენგრიისათვის, ერთი რუმინიისათვის, ერთა რუსეთისათვის, ერთი სერიისთვის და ერთიც ბოლგარიისათვის. ამის გამო უაღრესობას ქვემო დუნაიაზედ მიიღებს კრება სახელმწიფოებისა, რომელნიც სხვა და სხვა მდგომარეობისა გამო, მიიღებენ მხედველობაში უფრო თავეთ ნათესავობით შთამომავლობას და პოლიტიკურ დაკავშირებას, ვიდრე მთლად ევროპის სავაჭრო სარგებლობას და ეკონომიურს მოთხოვნილებას. ამაში მდგომა რკოს კიდევ ერთი და ძლიერი საფუძველი, რომლის ძალითაც უნდა დაესწრენ ყველა სასელმწიფონი, რომელთაც კი ეს საქმე შეეხება, როდესაც დაიწყებენ საგნების განმარტებას მომავალს კონგრესზედ.

თვით სიმართლე ლაპარაკობს ჩვენს მაგივრად, რადგანაც ჩვენი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს უსამართლობა იქმნებოდა, რომ ჩვენი აზრიც არ მოესმინათ; თუ რომ ევროპა უარი ჰყოფს ჩვენს დასწრებას კონგრესზედ და დაიწყებს ჩვენდა შესახების საგნის განხილვას და გადაწყვეტას უჩვენოთ, მაშინ იგი დაასრულებს საქმეს ჩვენის გამორიცხვისას, რომლის მსხვერპლი ჩვენ უკვე ვხდებით სან-სტეფანოში მორიგების წყალობით და რომელსაც მთავრობამ ვალად იღო წინააღუდგეს. ესრეთია, უფ. აგენტო, მოსაზრებანი, რომელნიც უნდა დაუმატოთ ჩემს წინანდელ ცნობებს, — მოსაზრებანი სხვა და სხვა თვისებისანი, მაგრამ ერთგვარად საფუძვლიანები, რომლებზედაც არის დამყარებული ჩვენი იმედი დავიჭიროთ კონგრესზედ ჩვენი საშესაბამო ადგილი. ამისათვის ინებეთ მიაქციოთ ყურადღება...... იმ კაბინეთისა რომლის წინაშე თქვენ ხართ, და ეცადეთ მიიღოთ თანხმობა რუმინიის კონგრესზედ დასწრებაზედ.

3 საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

▲back to top


საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

იმ დროს, როდესაც სპარსეთის გავლენა და საბერძნეთის გავლენა საქართველოში ერთი მეორეს ებრძოდნენ, ჩვენ ქვეყანაში, ქართლის ცხოვრების თქმით, პირკელად დაფუძნა მეფობა ფარნავაზმა. ფარნავაზი მეფობდა 302 წლიდამ 237 წლამდე ქრისტეს წინ. ვიდრე ფარნავაზი მეფედ დაჯდებოდა, იმან დიდი სამსახური თურმე უდგენა საქართველოს: მოსპო. აქ უცხო — ტომთ ბძანებლობა და სრული თავისუფლება მიანიჭა თავის მამულს. ეს უცხო - ტომთ ბძანებლობა შეუდგა საქართველოს დაჭერას ალექსანდრე მაკედონელის მიერ. „ალექსანდრე მაკედონელი, ამბობს ქართლის ცხოვრება, როელმაც დაიპყრნა ყოველნი კიდენ ქვეყნისანი, გამოვიდა დასავლით, შევიდა სამხრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნო კავკაზნი და მოვიდა ქართლად. აქ ჰპოვნა ციხე ქალაქნი შუა ქართლ, — სადაც ჰპოვნა კაცნი სატიკად მბრძოლნი... იმან განუყო ლაშქარი თვისი და ყოველთა ციხე - ქალაქთა მოადგინნა; თვით დადგა მცხეთას და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოდ და ქვემოდ, და თვით დადგა ქსანსაზედა... მკტკვრის — ციხესა და თუხარისსა არა ბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხვანი ციხენი და ქალაქნი დიპყრნა ექვსი თვე ხოლო სარკინელთა თურქთაგანთა აგინეს მეფესა... მაშინ ალექსანდრემ მოიცვა ქალაქი სარკინე და ვერა სადით განერა ერთიცა კაცი... მან მოსარნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი და დაატყვენნა და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანანი და დაუტევა მათზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისა, ნათესავი მისი, ქვეყანით მაკედონით. და მისცა ასი ათასი კაცი ქვეყანით რომით, რომელსა ჰქვიან ფროტათოს. ესე იფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მხნენი, ეკირთებოდეს ქვეყანასა რომისასა, და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონსა პატრიკსა; და დაუტევა ქართლს ერის—თავად აზონ პატრიკი და მისთანა სპანი იგი მპყრობლად ქართლისა და უბრძანა ალექსანდრემ აზონს, რათა პატივსცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა. ხოლო ამან აზონმან მოარღვივნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთის საფუძველითურთ და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნიც მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი და ერთი ციხე დასასრულსა არმაზის ცხვირისასა, და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა: მეოთხე ციხე დასავლეთ, მცხეთა მტკვარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა, და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღვივნა ზღუდენი, და დაიხურა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ბერდუჯის მდინარიდგან ვიდრე ზღვამდე სპერისა. დაიპყრნა ქართლსა ზედა ეგრისიცა და მოხარკე ჰყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი“.[1]

ფარნავაზი იყო მამით ქართველი, შთამომავალი უფროსის ძისა მცხეთოსისა, დედით სპარსი ისპაჰანიდამ. ის იყო ძმის-წული სამარასი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მოსვლის დროს მამა — სახლობდა მცხეთაში და თავის ძმითურთ, ფარნავაზის მამით, მოიკლა ალექსანდრესაგან. სამის წლისა ფარნავაზი დედამ შეჰხიზნა კავკაზის მთაში და იქ აღზარდა; შემდეგ ისევ მცხეთას მიჰმართა. ფარნავაზ იყო გონიერი, შემმართებელი მხედარი და დახელოვნებული მონადირე. აზონის შიშის გამო ის კაი-ხანი ჰფარავდა თავისს ღირსებას. აზონმა იცნა ფარნავაზი და „შეიყვარა კიდეც, იგი ნადირობისათვის,“ დედა ფარნაოზისა აზონს შიშით უმზერდა და დაიყოლია შვილი თავის ძმებთან წასვლაზე ისპაჰანში. თუმცა ფარნავაზს „ჭირ—უჩნდა დატევება საყოფლის მამათა მისთასა,“ მაგრამ ერთმა წინასწარ — მაუწყებელმა სიზმარმა სრულებით გაჰფანტა იმისი ნისლით მოცული ფიქრი. ესე არს — სთქვა იმან — მე წარვალ ასპანს და მუნ სიკეთესა მივეცემი.“ ამ ჟამად, როდესაც ის მარტო ნადირობდა დიღმის ველში და ისრით დაკოდილს ირემს სდევნიდა, ფარნავაზი მიაწყდა, მწუხრის დროს, ერთს ძველადვე ქვით ამოქოლილს კლდის — ქვაბს. ფარნაოზმა გამოარღვია კარი და შევიდა შიგნით. აქ ჰპოვა „მიუწდომელი განძი, ოქრო-ვერცხლი და სამსახურებული ოქროსა და ვერცხლისა მიუწდომელი“. განცვიფრებულმა ფარნავაზმა მოიგონა თავისი სიზმარი და აცნობა დედას ორის დითურთ. მოვიდნენ სამნივე ღამე სახედრებით და ჭურჭლებით, „იწყეს განძის გამოღება განთიადისას კვალად აღმოქმნიან კარი ქვაბისა მის და ეგრეთ გამოკრიბეს იგი ხუთ ღამეს და დაიგულეს სიმარჯვესა მათსა.“

მაშინ ფარნავაზმა წარუგზავნა მონა ეგრისის მფლობელს ქუჯს. „მე ვარ — შეუთვალა ქუჯს — ნათესავი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა; და არს ჩემთან ხვასტაგი დიდ — ძალი; აწ ინებე რათა მით ხვასტაგითა მოვიდე შენთანა და ვიყვნეთ ჩვენ ძმა, და ვიხმაროთ ხვასტაგი იგი ორთავე გამოუჩნდეთ ჩვენ მტერდა აზონს ერის — თავს და სვემან ჩვეამან გვცეს ჩვენ ძლევა კეთილი.“ მიწვეული ფარნავაზი ფარულად გაემგზავრა დედით და დებით, და თან წაიღო განძი. შემდეგ რჩევისა, ფარნავაზმა მოიწვია ოს–ლეკნი, რომელნიც მტრობით შესცქეროდნენ აზონს ხარკის გამო, შემოიკრიბა ეგრისით ურიცხვი სპა და გაელაშქრა. „აზონმაც მოიწვია თავისი სპა, შემოიკრიბა ათ-ასი რჩეული რომთაგანნი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისგან; განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზის. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს: თვით სპანი, რომელ დარჩენილ იყვნეს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი, და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი, თვინიერ კლარჯეთისა.“ — მეორე წელს აზონი საბერძნეთით მოწვეულის ახალის სპით გაელაშქრა ფრნავაზზე, ფარნავაზმა ქუჯისა, ოსებისა და ანტიოქოზის სომეხთ ერისთავთ შემწეობით სრულებით სძლია ბერძნებს არტანის ნაქალაქევს, „რომელსა ერქვა ქაჯთა — ქალაქი, რომელ არს ჰური“ აზონი მოიკლა; ურიცხვი მისი სპა მოისრა და დატყვევებულ იქმნა. ფარნავაზმა წარმოსტყვენა საზღვარი საბერძნეთისა, და დაიპყრა კლარჯეთი, შემოვიდა მცხეთას დიდის სისრულით, და სიმდიდრეს მისსა ზედა დაერთო ხვასტაგი აზონისაცა და იქმნა სიმდიდრე გადარეული.“

„განამრავლნა ფარნავას ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად, და მისცა მცირით მთიდგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღვამდე, რიონს ზემოთ. ამანვე ფარნავაზ აღუშენნა ორნი ცისენი, შორაშანი და დიმნა, მეორე გაგზავნა კახეთისა ერის–თავად, და მისცა არაგვითგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი. მესამე გაგზავნა სუნასისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე თბილისამდე და გაჩიანამდის, რომელ არს გარდაბანი. მეოთხე გაგზავნა სამშვილდეს ერის-თავგად, და მისცა სკვირეთისა მდინარიდგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი, მეხოთხე გაგზავნა წუნდას ერის-თავად, და ფანაშ გარითგან ვიდრე თავადმდე მტკვრისა, რომელ არს ჯავახეთი, კოლა და არტანი. მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარიდგან ვიდრე არსიანთამდის ნოსტის თავითგან ზღვამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა. მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ვიდრე ზღვამდე. და ქუჯი იყო. ერისთავი. მერვე დაადგინა სპასპეტად და მისცა თბილისიდგან და არაგვიდგან ვიდრე ტაშისკარამდე და ვანავარამდე, რომელ არს შიდა-ქართლი. ესე სპასპეტი. ყოვლადვე წინაშე მეფისა მთავრობდის, განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო. ამათ ერისთავთა ქვეშე, ადგილთა და ადგილთა განაჩინნა სპასალარნი და ათ-ასის თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდა ხარკი სამეფო და საერის თავო. ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ, მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა. ფარნავაზმა მოიყვან ცოლი დურძუკულთა, ნათესავი კავკაზისი, მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი - მოოხრებულნი ალექსანდრესაგან, და მან აღაშენა იგინი, და ვერღარა იძიეს შური ბერძენთა ფარნავაზსა ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს იგინი უფლისაგან რომთასა. ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა. ესევე არს არმაზი და ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა მიერითგან ეწოდა არი მაზი კერპისა მისთვის. და ქმნა სატფურები დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა. ოც და შვიდის წლისა მეფე იქმნა და სამოც-და-ხუთს წელს მყიფობდა ნებიერად და მსახურიდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა, ყოველნი დღენი მისნი, რაი დაჯდა, მშვიდობით დაევნა, და აღაშენა და განავსო ქართლი. სოლო თვენი გაზაფხულისანი და სთვლისი არისანი დაყვნის მცხეთას სამეფოსა, და თვენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თვენი ზაფხულისანი წუნდას; და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი და განაგის ყოველი საქმე დაშლილი. ხოლო რომნი იგი ათ-ასნი მხედარნი, რომელნი აზონის განმოერთნეს ფარნაოვს, იგინი განჰყვნა ხევთა და ქვეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისა მხნედ იყვნეს, და უწოდა მათ სახელად აზნაური.“[2]

(შემდეგი იქმნება)

___________________

1 ქართლის-ცხოვრება, I, 27-28.

2ქართლის. ცხ. I, 28—32.

4 სასამართლოს მატიანე

▲back to top


სასამართლოს მატიანე [1]

ზასულიჩის ქალის საქმე (პეტერბურღის ოლქის სასამართლოში).

31 მარტს პეტერბურღის ოლქის სასამართლოში ნაფიც-მოსამართლეთა წარმოუდგათ წინ ახალგაზდა ქალი, მშვიდი და სასიამოვნო სანახაობისა, რომელმაც 24 იანვარს დამბაჩა ესროლა პეტერბურღის პოლიციის უფროსს, ღენერალ-ადიუტანტს ტრეპოვს და მძიმედაც დასჭრა. ზასულინის ქალს დაედგა ბრალი ღენერალ ტრენოვის მოკვლის სურვილისა. დილის თერთმეტის საათიდამ საღამოს შვიდ საათამდე, ვიდრე საქმე არ გათავდებოდა, პეტერბურღის ოლქის სასამართლო გაჭედილი იყო ხალხითა, რომლის უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა პეტერბურღის უმაღლეს საზოგადოებას, მის შორის იყვნენ სენატორები, სახელმწიფო საბჭოს წევრნი, თვით კანცლერიც, თ. გორჩაკოვი. გარდა ამისა დაესწრნენ პეტერბურღის ყველა ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელნი. არამც თუ თვით სასამართლოში, არამედ სახლის წინ ქუჩაშიც კი იყო უშველებელი გროვა ხალხისა, რომელიც მოუთმენლად ელოდა მოსამართლეთა განჩინებას დადგა საღამოს შვიდი საათი და ათასზედ მეტი ხალხი მოგროვდა სასამართლოს წინ. გაიგეს თუ არა რომ ზასულიჩის ქალი გაამართლესო — ამოდენა ხალხმა როგორც თვით სასამართლოში მჯდომმა, ისე ქუჩაში მდგომ-ან დასცა ერთი საშინელი ტაში და დასძახა უშველებელი „ბრავო“. გამოვიდა თუ არა სასამართლოდაშ ზასულიჩის ქალის ადვოკატი ალექსანდროვი, ხელში აიყვანა ხალხმა და აღტაცებით გააქანა ქუჩაში. გამოვიდა ზასულიჩის ქალი – ესეც ხელში აიტაცა ხალხმა და ჯერ ერთ მხარეს გააქანა, მაგრამ ჟანდარმებმა რომ გზა გადაუჭრეს, მერე მეორე მხარეს ეცა. ზასულიჩის ქალი ჩაჯდა კარეტაში, რომელსაც დიდის აღტაცებით მისდევდა ხალხი. დაუხვნენ ხელმეორედ პოლიცია და ჟანდარმები, რომელნიც პანღურით და მუშტით აშორებდნენ ხალხს კარეტას. ასტყდა ერთი საშინელი ჟღივილ-კივილი. მოისმა ერთხელ-ორჯელ სროლის ხმა... ხალხში ერთი ვიღაც დაეცა მკვდარი (ვიღაც სადორაცკი); ზოგიერთი დასჭრეს. ხალხმა ცოტ-ცოტად დაშლა დაიწყო. რამდენიმე კაცი დაატუსაღეს. ამ დროს ოცი ოც-და-ათი ჟანდარმი ცხენებით შეერივნენ ხალხში. დაშინებულმა ხალხმა ვინ სად შეიფარა თავი, ვინ სად... რა მოხდა? ვინ არის ზასულიჩის ქალი და რა არის ღენერალი ტრეპოვი? რაში მდგომარეობს საქმე, რომელმაც ასე ფრიად ააღელვა საზოგადოება, გაჩინა თვით სისხლის ღვრაც?

ბრალმდებელის ოქმის სიტყვით საქმე არსებობს შემდეგში; 24 იანვარს 1878 წ., დილის ათ საათზედ, ღენერალ ადიუტანტის ტრეპოვის მისაღებ ოთახში, ვიღაც ქალმა, რომელიც არზის მისართმევად იყო მისული, დამბაჩა ესროლა ტრეპოვს და ძალიან მძიმედ დასჭრა. ქალს მაშინვე წავლეს ხელი, და დაატუსაღეს. ქალმა ჯერ დამალა თავისი ნამდვილი სახელი და გვარი და კაზლოვის სახელი დაირქვა. მაგრამ მერე კი გამოაცხადა, რომ კაპიტნის ზასულიჩის ქალი ვარო. წინა გამოძიებაში ზასულიჩის ქალმა სთქვა რომ ეს მოქმედება წინადვე მქონდა მოსაზრებულიო და განგებ ამისთვის მივედიო ტრეპოვთან; ჩემთვის სულ ერთი იყოვო. ჩემს დამბაჩას რაც უნდა შედეგი ჰქონიყოვო — მოკვდებოდა ტრეპოვი, თუ მხოლოდ დაიჭრებოდაო; მე მხოლოდ გაბოროტებული ვიყავიო, გრადონაჩალნიკზედ (ღენ. ტრეპოვზედ), რომელმაც შარშან ზაფხულში ერთი საპოლიტიკო ტუსაღი ბოგოლიუბოვი გააროზგინაო. ზასულიჩის ქალი სრულიად არ იცნობდა ბოგოლიუბოვს. ამის გალახვის ამბავი ჯერ პენზენის გუბერნიაში შეიტყო გაზეთებიდამ, და მერე პეტერბურღში ნაცნობებისაგან. ზასულიჩის ქალს კარგად ესმოდა ის გულის ჩაგვრა და ტკივილი, რომელიც ჰსწყლავს ყოველს კაცს, საპყრობილეში ჩავარდნილს. ამიტომ ბოგოლიუბოვის ამბავმა დიდად ჩააფიქრა ზასულიჩის ქალი და ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მის გულში; მოუვიდა ჯავრის ამოყრის სურვილი, ამისთვის ერთის ნაცნობის მეოხებით, რომელმაც არ იცოდა ზასულიჩის ქალის განზრახვა, იყიდა დამბაჩა და 24 იანვარს მივიდა ღენ. ტრეპოვთან არზის მისართმევად და მაშინ ესროლა. წინა გამოძიებაში გამოჩნდა, რომ მართლა 13. მკათათვეს 1877 წელს ტუსაღს ბოგოლიუბოვს, სასამართლოს მიერ კიდეც დასჯილს (კატორღაში იგზავინებოდა), ღენ. ტრეპოვის განკარგულების ძალით ოცდა-ხუთი როზგი დაჰკრეს თურმე.

ვიდრე ეს ბრალმდებელი ოქმი წაიკითხეს სასამართლოში, ამორჩეულ იქმნენ ნაიფიცნი — მსაჯულნი (თვრამეტი), რომელთა შორის არიან უმთავრესად ვაჭრები და მოხელენი. სასამართლოს თავმჯდომარემ მიუგო მათ ჩვეულებრივი სიტყვა და უთხრა სხვათა შორის შემდეგი: გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა წარმოსთქვათ არა აზრი (შეხედულობა), არამედ განჩინება, ამიტომ გირჩევთ დაივიწყოთ თუ რამე ლაპარაკი გაგიგონიათ ამ საქმეზედ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება იქონია საზოგადოებაზედ; უნდა გახსოვდეთ მხოლოდ ის რასაც დაინახავთ – და გაიგონებთ აქ სასამართლოში. რაც სასამართლოს გარედ გაგიგონიათ არის მხოლოდ აზრი, ხოლო რასაც იტყვით თქვენ აქ, სასამართლოში, იქმნება განჩინება; რაც სასამართლოს გარედ გაგიგონიათ, არა გდებთ თქვენ არავითარ პასუხის გებას, თქვენის განაჩენით კი გასცემთ პასუხს საზოგადოებას და ბრალდებულს, რომლის ბედი –- თქვენ ხელთ არის, იქნება თქვენზედ იმოქმედოს ამ საქმის – გარეშე გარემოებამ ესე იგი მსმენელთა სიმრავლემ და მედიდურობამ, რომელიც ჩვეულებრივ სხვა საქმეში არ არსებობს. ყველა ამას არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ; თქვენთვის, მსაჯულთათვის უნდა არსებობდნენ მხოლოდ სასამართლო, ბრალდებული, მოწმები, ბრალმდებელი და მოსარჩლე. რაც შეეხება თქვენს პირ-და-პირ მოვალეობას, იგი მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა იქონიოთ არავითარი მიმოსვლა უცხო პირებთან და საქვეყნოდ არ უნდა გამოაცხადოთ თქვენის რჩევა-ბაასის საიდუმლო; თუმცა თქვენ არავის წინაშე არა ხართ პასუხის-გებელნი, მაგრამ მაინც თქვენი თავისუფლება შევიწროვებული იქმნებოდა. არავითარი მიმოსვლა არ უნდა იქონიოთ მეთქი, იმიტომ რომ ეჭვი არ დაგედოთ ვითომ ამ მიმოსვლამ რაიმე გავლენა იქონია თქვენს განაჩენზედ.“

საპოლიტიკო ტუსაღის გალახვაზედ, რომელიც შეიქმნა პირდაპირ მიზეზად ზასულიჩის ქალის დანაშაულობისა და ურომლისოდაც ზასულიჩის ქალი არც დამბაჩას ესვროდა ღენ. ტრეპოვს, სასამართლოში გამოჩნდა შემდეგი: 13 მკათათვეს 1877წ. დილის ათ საათზედ საპყრობილეში (სადაც საპოლიტიკო ტუსაღები იყვნენ დამწყვდეულნი) მისულა ღენერალი ტრეპოვი, რომელმც დაინახა, რომ ეზოში სეირნობდნენ ზოგიერთი ტუსაღები. ამათ შორის იყვნენ სამნი: ბოგოლიუბოვი, კადიანი და პეტროპავლოვსკი, რომელნიც ერთად იდგნენ. ტრეპოვი გაჯავრებელ თურმე და უთქვამს მაიორ კურნეევისათვის (რომელიც მაშინ საპყრობილოს უფროისად იყო) ტუსაღები ერთად რად დადიანო, ვის გაუგონიაო რომ ერთსა და იმავე საქმისთვის დაჭერილნი ერთად იყვნენო. ამ დროს თვითონ ბოგოლიუბოვი მისულა და უთქვამს ტრეპოვისათვის — მე სრულებით სხვა საქმის გამოისობითა ვარ აქაო და ჩემი საქმე კიდეც გათავდაო. ტრეპოვს დაუყვირნია ბოგოლიუბოვისათვის „შენ ვინ გელაპარაკებაო“ და უბძანებია კარცერში ჩასვითო. მაგრამ რადგანაც არავინ არა ყოფილა იმ დროს ამ ბძანების ასასრულებლად, მოსეირნებმა ერთხელ კიდევ შემოუარეს ეზოს და ხელმეორედ დახვდნენ ტრეპოვს, რომელსაც დაუყვირნია ბოგოლიუბოვისათვის „ქუდი მოიძრე“ და ხელიც წაუტანებია. ბოგოლიუბოვს ქუდი გადმოუარდა... შემდეგ ბოგოლიუბოვი კარტერში წაიყვანეს... მერე გაროზგეს კიდეც. სხვა ტუსაღებმა დაინახეს ფანჯრიდამ რაც მოხდა ეზოში, დაინახეს როგორ გარდა ამისა ზასულიჩის ქალმა უამბო სასამართლოს თავისი ცხოვრება: „1867 წ. მარტში გამოვედი პანციონიდამ, დავიჭირე საშინაო მასწავლებლის ეკზამენი და შევედი მწერლად მომრიგებელ მოსამართლესთა ქ. სერპუხოვში. 1868წ. შემოდგომას მოგუდი პეტერბურღს, სადაც ვცხოვრობდი დედასთან, ვმუშაობდი მეყდევებთან და დავდიოდი საოსტატო შკოლაში, სადა მინდოდა შემესწავლა ხმოვანი მეთოდა. ამ შკოლაში გავიცანი ნეჩაევი, რომელმაც გამაცნო თავისი ნაცნობები ნეჩაევს ჩემ სახელზედ მოსდიოდა წიგნები, და როდესა საზღვარ გარედ იყო, ჩემ სახელზედ გზავნიდა ყოველ წიგნს, 1869 წ. აპრილში გამიჩხრიკეს სახლი, მაგრა ვერა იპოვეს რა, გაჩხრეკის დროს დედა ჩემმა გამოაცხადა, რომ საზაფხულოდ მოსკოვში მივდივართო. ამის შემდეგ თითქმის ყოველ დღე მოდიოდა კაცი პოლიციიდამ და კითხულობდა თუ როდის მივდივართ, მოსკოვში რომ მივედით სადგურშივე დაგვატუსაღეს. იმ ღამეს პოლიციაში გავათენეთ და მეორე დღეს გაგვისტუმრეს ჟანდარმებით პეტერბურღში, პირ-და-პარ: მესამე განყოფილებაში.[2] დედა ჩემი გაანთავისუფლეს და მე კი წამიყვანუს ციხეში, სადაც ვიჯექ მაისამდე 1870 წ. პირველ კვირაშივე შემოვიდა ჩემთან ჟანდარმის აფიცერი და მკითხა — რა გაქვს საჩვენებელიო, და დაუმატა — შენი განთავისუფლება შენ ნაჩვენზედ იქმნება დამოკიდებულიო. ამაზედ ვუპასუხე არც კი ვიცი მეთქი რისთვისა ვარ დაჭერილი და რა უნდა მქონდეს მეთქი საჩვენებელი. მას უკან მთელი წელიწადი ვიჯექი ციხეში და ერთხელაც არ მიმიწვიეს არსად და არც არაფერი უკითხავთ ჩემთვის; ასე რომ ვფიქრობდი კიდეც, დამივიწყეს მეთქი. მაისში გადამივანეს პეტრე-პავლეს ციხეში და გამომკითხეს ჩემდუროვის კომისიაში. ბოლოს 1871 წ. მარტში, დიდ-მარხვის მეხუთე კვირას გამანთავისუფლეს, და აღდგომის კვირაში ღამის პირველს საათზედ ხელმეორედ დამატუსაღეს და ჩამსვეს სხვა საპყრობილეში (სადაც ტუსაღები გასაგზავნათ არიან დანიშნულნი). აქ დადიოდა იზმთან ჩემი და, მოჰქონდა საჭმელი, ხილი, წიგნები, მაგრამ არც ფული, არც ტანისამოსი არ მოუტანია, რადგანაც იფიქრშიც არ მოგვდიოდა, რომ გამისტუმრებდნენ სადმე, რადგანაც პროკურორმა, როცა მანთავისუფლებდნენ, მითხრა არაფერში არა ხარ დამნაშავეო და სრულიად თავისუფალი ხარო, მეხუთე დღეს გამისტუმრეს ჟანდარმებით ქ. კრესტცის,[3] და იქ ერთის კაბით და ორის მანეთით ჯიბეში გამიშვეს — საცა გინდა, იქ წადიო. გამომიჩნდნენ კეთილი სულნი, რომელთაც მომცეს ოთახი და მასმევ მაჭმევდნენ. თიბათვეში, არზა რომ შევიტანე, გადმიყვანეს ქ. ტვერში. შემდეგ მოწმად წამიყვანეს პეტერბურგში და მერე ისევ ტვერში გამისტუმრეს, სადაც ჩემი სიძეც იყო, 1872 წ. ზაფხულში ჩემი სიძე, რომელიც ვითომ რაღაც აღკრძალულ წიგნებს აძლევდა სემინარიის შეგირდებს, გადიყვანეს კოსტრომის გუბერნიაში, ქ. სოლიგალიჩს; მე კი დამატუსაღეს, წამიყვანეს სემინარიულების საქმის თაობაზედ პეტერბურღს, და შემდეგ მეც სოლიგალიჩს გამისტუმრეს. 1873 წ. დეკემბერში გადამიყვანეს ხარკოვს, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ვცხოვრობდი 1875 წლამდე — როცა მოწმების გამოკითხვა გათავდა და ზასულიჩმა თავისი სთქვა, გაიმართა სამსაჯულო ბაასი. პროკურორმა მსაჯულთა ყურადღება მიაქცია თითქმის მარტო იმ ამბავს, რომელიც მოხდა 24 იანვარსა და არა რაიმე მნიშვნელობა არ მისცა ამ საქმეში მას, რაც მომხდარი იყო 13 მკათათვეს საპყრობილეში. პროკურორის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ნაფიცმა ვექილმა ალექსანდროვმა და ჰსთქვა შემდეგი:

„უფალნო ნაიფიცნო მსაჯულნო! მე მოვისმინე პატიოსანი და თავდაჭერილი სიტყვა უფალის პროკურორისა და ბევრს იმაში, რაც მისგან თქმულია, მეც სრულიად ვეთანხმები; ჩვენ მხოლოდ ძალიან ცოტას რასმეში ვერ მოვდივართ ერთმანეთთან, მაგრამ მაინც თვით უფალის პროკურორის სიტყვის შემდეგაც მე ჩემი უღელი არ ემსუბუქებია, დღევანდელის საქმის სიმძიმე და სიძნელე იმაში არ მდგომარეობს, რაც მოხდა ანუ მომხდარი რთული რამ საგანი იყოს; საქმე მეტად ცხადია თვისის გარემოებითა, იქამდე ცხადია, რომ მარტო 24 იანვრის ამბავზედ რომ ვილაპარაკოთ, მაშინ ყოველივე მსჯელობა თითქმის მეტიც იქნება. ვინ იტყვის, რომ თვით ნებითი კაცის-კვლა დანაშაულობა არ იყვეს? ვინ უარ-ჰყოფს მას, რასაც ამტკიცებს თვით ბრალდებული, რომ მეტად სამძიმოაო კაცმა კაცი მარტო თავისის საკუთარის ნებით გაჰსწიროსო? ყოველი ეს ჭეშმარიტია, იმისთანა მართალია, რომლის წინააღმდეგ არა ითქმის რა. საქმე იმაშია, რომ, 24 იანვრის ამბავი არ უნდა განხილულ იქნეს ცალკე, უამისოდ რომ ერთს სხვა ამბავსაც ყური არ ვათხოვოთ. 24 იანვრის ამბავს ისეთი კავშირი აქვს, ისეთ ნაირად არის ჩართული იმ ამბავთან, რომელიც მოხდა 13 მკათათვეს რომ უიმისოდ გაუგებრად დარჩება მიზეზი, რისგამოც ვერა ზასულიჩმა მოსაკლავად გამოიმეტა ღენერალ ადიუტანტი ტრენოვი და თუ იმ მიზეზის გამოცნობა საჭიროა, უსათუოდ უნდა ეს მოსაკლავად გამომეტება შეუწონოთ – იმ გულის ხმას, რომლის დასაბამიც საპყრობილეში მომხდარი ამბავი იყო.

სწორედ მოგახსენოთ, არც მაგდენად ძნელი რამ არის ეგ შეწონვა, ძალიან სშირად მოხდება ხოლმე, რომ განა თუ მარტო დანაშაულ აბას არჩევენ, არამედ იძიებენ თვით იმ ამბავსაც, რომელმაც აღძრა კაცი დანაშაულობისათვის. ამ დღევანდელ საქმეში კი კავშირი დანაშაულობისა და მის მიზეზი შორის ცოტად თუ ბევრად რთულია და მის განსაზღვრა გაძნელებულია. მართლაც ეჭვი არ არის, რომ ღენერალ ადიუტანტის ტრენოვის განკარგულება თანამდებობითი განკარგულება იყო.

ხოლო ჩვენ ეხლა, აქ ჩვენ თანამდებობის კაცს არ ვსდებთ მსჯავრსა. ღენერალ ადიუტანტი ტრუპოვი დღეს აქ ბრალდებული კი არ არის, მოწამეა, ის კაცია, რომელიც ვნებულა დანაშაულისგან. გარდა ამისა მართებულობა, რომლის გარდაცილებას ჩვენ ვერ გავბედავთ, გვეუბნება ჩვენ რომ რამოდენდაც შესაძლოა სიტყვა ფრთხალად ვიხმაროთ ღენერალ ადიუტანტს ტრეპოვზედა, რადგანაც იგი ვნებულია დანაშაულობისაგან. მე ძალიან კარგად მესმის რომ არ შემიძლიან შევეხო თანამდებობის კაცის მოქმედებას და განვიხილო ისე, როგორც განიხილება ხოლმე მაშინ, როცა თანამდებობის კაცი ბრალდებულად არის წარმომდგარი სამართლის წინაშე. მაგრამ ამ ბნელის მდგომარეობიდამ, რომელშიაც ჩავარდნილი ვარ მე, შეიძლება ჩემის ფიქრით, გამოსვლა ამ სახით; ყოველი თანამდებობისა თუ უფლების მექონი სწორედ ორ პირი იანუსია,[4] რომელიც აყუდებულია მაღლობზედ მდგარს ტაძარში. ერთი მხარე იმ იანუსისა მიქცეულია კანონისაკენ, უფროსებისკენ, სასამართლოსაკენ; ამ მსარეს ანათებენ ესენი და ესენივე განიხილვენ ხოლმე. განხილვა აქ სრულია, საბუთიანია, და უტყუარი. მეორე მხარე კი მოქცეულია ჩვენკენ, უბრალო სიკვდილის შვილებისაკენ, რომელნიც ვდგევართ ტაძრის გარდა აღსავალში მთის ძირსა, ამ მხარეს ჩვენ შევჰყურებთ და იგი არ არის ხოლმე ჩვენთვის ყოველთვის ერთნაირად განათებული. ჩვენ თუ ზოგჯერ მიუვალთ ხოლმე, ისიც მარტო უბრალოს ფარნით, გროშიანის სანთლით, მიმქრალის ჭრაქითა. ბევრი რამ ჩვენთვის ბნელით არის მოცული; ბევრი რამ იმისთანას აზრს აღგვიძრავს ხოლმე, რომ ჩვენ ერთს ვფიქრობთ თანამდებობის კაცის საქციელის თაობაზედ და მთავრობა, სამართალი კი სულ სხვას იმავე საგანზედა. იქნება ზოგჯერ ჩვენ ვცდებოდეთ კიდეც და ჩვენი აზრი ტყუილი იყოს, მაგრამ ჩვენ რომ იმ აზრით ვცხოვრებთ! ჩვენ რომ იმ აზრის მიხედვით ჩვენს გრძნობასაც ისე თუ ასე მოვმართავთ ხოლმე, ხან ვაქებთ, ხან ვაძაგებთ, ხან გვიყვარს, ხან არა, ხან ვჩივით, ხან მოუწონებთ ხოლმე განკარგულებას და ვამბობთ სამართლიანად იქცევო! როცა თანამდებობის კაცის მოქმედება ჩვენის მოქმედების მიზეზად, შეიქნება ხოლმე, მაშინ სახეში უნდა მიღებულ იქმნას არამც თუ მარტო ის — წესიერად თუ უწესოდ მოიქცა თანამდებობის კაცი კანონის მიხედვითა, არამედ ისიცა როგორ მიგვაჩნია მისი საქციელი ჩვენ თვითონ. თანამდებობის კაცის მოქმედების შესახებ ჩვენი აზრი და არა კანონის მეტყველება უნდა მიღებულ იქმნას იმ გარემოებათ, რომელზედაც დამოკიდებულია მეტ-ნაკლებობა ჩვენის პასუხის გებისა. ნუ იყოს თუნდ ეგ ჩვენი აზრი სწორე და მართლი; თანამდებობის კაცს ხომ არა ვსჯით მის გამო, მაგ აზრს აქვს მნიშვნელობა განსაკითხველად მხოლოდ ჩვენის საქციელისა, რომელიც წარმომდგარია კაცის აზრის წინამძღოლობითა. კაცმა რომ სწორედ ახსნას გულის-ხმა ჩვენის მოქმედებისა, ვერ უნდა შეიტყოს იმ გულის-ხმამ როგორ იმოქმედა ჩვენს ცნობიერებაზედ. ამ სახით, 13 მკათათვის ამბავის მოთხრობაში მე არ შევეხები განხილვას თანამდებობის კაცის მოქმედებისას, მე მარტო იმას ვიტყვი, თუ როგორ იმოქმედა მაგ ამბავმა ვერა ზასულიჩის ჭკუასა და გონებაზედ ამ საზღვარს მე არ გადავცილდები და მგონი არ შევიქმნე მსაჯულად თანამდებობის კაცის მოქმედებისა; ამის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ამ საზღვრებში მომეცემა ჩემთვის საჭირო კანონიერი თავისუფლება სიტყვისა და ამასთანავე მოვითხოვ თქვენგან შეწყნარებას, თუ გძლად და ვრცლად მომივა გამოკვლევა იმ გარემოებისა, რომელიც იქნება, პირველ–შეხედვით, გეგონოთ, რომ საქმეს არ შეეხებაო.

(შემდეგი იქნება)

_____________________ [1]ადგილის უქონლობის გამო საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა (შემდეგი) დაიბეჭდება შემდეგ ნომერში. [2]ხელმწიფე იმპერაცორის სტუარის კანცელარიის მესამე განოფლება დანიშნულია საიდუმლო საპლიტიკო საქმეთათვის [3] ნოვგოროდის გუბერნიაში [4]იანუსი, საბერძნეთის მითოლოგიური ღმერთი იყო, რომელსაც ორის პირის სახით სახავდნენ ხოლმე.

5 სხვა და სხვა ამბები (რუსეთი)

▲back to top


სხვა და სხვა ამბები (რუსეთი)

გაზეთის „Северный Вестник“-ის კორრესპონდენტი კოლოღრივიდამ1[1] იწერება სხვათა შორის შემდეგს:

„ამ უკანასკნელ დროს (1877წ.) ჩვენში გლეხ-კაცებმა დაიწყეს გადასახლება ციმბირისა და ამურის მაზრებში, რამ აიძულათ იგინი, რომ დასტოვეს მზად გაშენებული მამა-პაპეული მამული, გაყიდეს ჩალის ფასად თავიანთი საქონელი, სახლ-კარი, და გაემგზავრნენ, ღმერთმა იცის საითკენ სრულიად უცხო მხარეში, რომელიც მათ „აღთქმულ“ ქვეყანად მიაჩნიათ? ცხადი საქმეა, რომ აქ გლეხ-კაცობას აიძულებს იმისთანა მიზეზნი, რომლებთანაც მას ბრძოლა არ შეეძლო და უნდა გადასახლებულიყო სხვაგან. ჩვენი ვალია ეხლა გამოვიკვლიოთ მიზეზნი, თუ რისთვის დაიწყეს გადასახლება გლეხთა სხვა მხარეში, და მაშინ თვით ეს ამბავიც აიხსნება.

უნდა შევნიშნოთ, რომ კოლოღრივის უეზდი ერთი იმ მდიდარი უეზდებთაგანია მთელს გუბერნიაში, სადაც ტყეები მრავალია, თუმცა, ხაზინასა და კერძო პირებს კი ეკუთვნით. ამასთანავე ამ უეზდში ჩამოდის მდინარე უნჟა, რომელზედაც შეუძლიან გემებმა იარონ, და მაშასადამე ხე-ტყით ვაჭრობა შეუძლებელი არ იყო, ბატონ-ყმობის გადავარდნამდინ ადგილობრივი აღება მიცემობა ჯერეთ ისევ ახლად ფეხადგმული იყო; ბტონი განცხრომითა სცხოვრობდა თავის მამულში და რადგაანაც მუქთა მუშები ჰყავდა — აკეთებდა თავის მინდვრებს და შეძლებისა და გვარად წინ მიჰყვანდა თავის მეურნეობა. ამის გამო იმის მინდვრები და ტყეები გაჩეხისა და დაუძლურებისაგან დახსნილიყვნენ.

მაგრამ აი დადგა 1861 წელი. ბატონს ერთბაშად გამოეცალნენ სულიდამ მუქთი მუშები, რისგამოც იმან აღარ იცოდა რა ექმნა, პირველ შემთხვავაშივე მისცემოდა სასოწარკვეთილებას — არ იქნებოდა; უნდა მოეგონებინა საშუალება რამ, რომ მამული შეუმუშავებელი არ დარჩენოდა. ამ ნაირ საშუალებად სცნა მან ფულით დაჭერა მუშებისა, რადგან იგი უქადოდა მას სარგებლობას, მაგრამ ამ საშუალებამ იმდენი სარგებლობა ვერ მოუტანა, რამდენსაც მოელოდა და რამდენსაც ბატონ-ყმობის გადავარდნამდინ იღებდა მუქთის მუშების წყალობით. რასაკვირველია ეს პირველადვე ვერფრად ეჭაშნიკებოდა. ბატონს ტყუილ-უბრალოდ ჯდომა თავის მამულში არ უყვარდა; აგრეთვე არ უყვარდა ყველასათვის თვითონ ედევნებინა თვალი. სანამ კიდევ შემოსდიოდა მამულების გამოსასყიდელი ფული და გლეხებისაგან მიწების ხარჯი, ის როგორც იყო სულს იბრუნებდა; მაგრამ დღე დღეზედ, წელიწადი წელიწადებზედ მიდიოდნენ და ბატონის მამულს აკლდებოდა შემოსავალი და კარგავდა მის თვალში წინანდელს მშვენიერებას, რისგამოც იგი — ცდილობდა დროით მოეცილებინა მამული თავიდამ, ანუ უკეთ ვსთქვათ, ექცია ფულად. ეს იყო მეორე და უკანასკნელი საშუალება, რომ როგორმე დაესწია თავი იმ მდგომარეობისაგან, რა მდგომარეობაშიაც იგი ჩააგდო ბატონ-ყმობის გადავარდნამ.

ამის შემდეგ, ბატონის მამულ-დედული და ტყეები ცოტ-ცოტათი ჩაუვარდა ხელში იგულის მქონე ვაჭრებს. უნჟის უდაბური ადგილები აღივსო მრავალის ხალხითა, და იქ, სადაც წინად რამდენიმე ასი ხომალდი და ხე-ტყე კეთდებოდა, — ეხლა ათასობით და ათი ათასობით კეთდება; საიდამაც რამდენიმე ასი საჟენი შეშა გამოჰქონოდათ, ეხლა სამოცი ათასობით გამოაქვთ.... დადგა ფულიანის ვაჭრების მეფობა.

ბატონისაგან განთავისუფლებულს გლეხს ეხლა თავისუფლად შეეძლო მოეხმარებინა თავისი შრომა როგორც უნდოდა და შეემუშავებინა მხოლოდ თვისი საკუთარი მამული. ამ ნაირ სასარგებლო პირობათა შორის მყოფს გლეხს, ცხადი საქმეა, თავის მეურნეობა უნდა წინ წაეყვანა და აღეკავებინა, და ამასთანაგე განეკარგებინა თავისი ცხოვრებაც მაგრამ ჩვენში სულ სსვა ნაირად მოხდა, და იქ, სადაც გლეხს წინად თავის შრომით მოყვანილი პური ყოფნიდა, ეხლა აღრა ჰყოფნის და ითმენს დიდს გაჭირვებას: მიწის ნაწარმოები გლეხიკაცის თვით არსებითს საჭიროებასაც კი ვერ აკმაყოფილებს.

მგონია ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის გლეხი იმ დრომდე არის კარგი მშრომელი მეურნე და გადამხდელი სახელმწიფო ხარჯისა, ვიდრე მიწის ნაწარმოები აჯილდოებს იმის შრომას და, ამასთანავე აძლევს ცოტა რამ მეტსაც, რომლისაც გაყიდვა შეეძლოს მას, რომ იმ ფულით გადაიხადოს სახელმწიფო ხარჯი და დაიკმაყოფილოს სხვა არსებითნი საჭიროებანი. ამისათვის საჭიროა როგორც ღირსება მამულისა, აგრეთვე იმის სიფართოეც, თუ ამაებს მოკლებულია გლეხი, მაშინ იმის მეურნეობა დროს განმავლობით უკან და უკან მიდის და ბოლოს სრულიადაც იღუპება. რადგან გლეხმა თავის პურის ნაკლებულობა უნდა ყიდვით შეამსოს, და ამისათვის არის საჭირო ფული, ამისათვის მიდის სხვაგან სამუშოდ და ის მიწა კი, როშელსაც იგი აკეთებდა და შრომის ფასს კი ვერ იღებდა, რჩება შეუმუშავებელად.

მაგრამ გლეხი როცა სხვაგან მიდის სამუშაოდ, მარტო იმისათვის კი არ მიდის, რომ დაიკმაყოფილოს თავის არსებითნი საჭიროებანი, არამედ იმისთვისაც, რომ გადიხადოს ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მას აწევს კისერზედ და რომელიც უიმისოთაც გაღარიბ-გაღატაკებულს გლეხს უფრო აღარიბ-ღატაკებს. რომ გლეხმა კიდეც იცხოვროს და კიდეც გადიხადოს ხოლმე უვალოდ სასელმწიფო ხარჯი, ამისათვის, როგორც ზევითაც ვსთქვით, საჭიროა მამულის ღირსება და რაოდენობა მაგრამ თუ რომ გლეხი მოკლებულია ამ პირობებს და მამული ძლივს იძლეხა იმდენს, რაც ძრიელ სიჭიროა გლეხის ოჯახობისათვის (ჩვენში მამული მომეტებულად ამასაც არ იძლევა), მაშინ სახელმწიფო ხარჯის გადახდა. მეტის-მეტად უჭირდება გლეხსა.

თუმცა ჯერ კანონით არ არის გარდაწყვეტილი თუ რა უფლება უნდა მიეცეთ იმ ქალებს, რომელთაც საექიმო სწავლა შეასრულეს, მაგრამ ცხოვრება და მისი მოთხოვნილება არ უცდის კანონს: რამდენიმე ექიმი-ქალები თვით აკადემიის საავათმყოფოში მიუღიათ პროფესორების თანაშემწეთა (მოსწავლე ქალებისათვის); ზოგნი ერობას მიუწვევია ექიმათ. ექიმი-ქალებისათვის მიუციათ დროებით ჯეროვანი მოწმობა ექიმობისათვის, ვიდრე საქმე კანონით გადაწყდება ერობა კიდევაც თხოულობს თურმე ექიმ ქალებს და იმ ჯამაგირს აძლევს, როგორც ექიმ კაცებსაც―1,200 მან. 1500 მანეთამდე 3 წელიწადში.

— გაზეთს „Северный Вестник“-ში სწერია: „ზოგიერთი გაზეთები ამბობენ ვითომ ზასულიჩის ქალი პოლიციას ემალებაო, რომელიც მას დაეძებსო. ამის შესახებ ამბობენ რომ იმ ღამესვე, საქმის გათავების შემდეგ პოლიციას ორი სახლი გუშინჯავს, სადაც ზასულიჩის ქალი ეგულებოდა თურმე, მაგრაშ ვერც ერთში ვერ უპოვნიათ. ამბობენ, რომ დღესაც (ე.ი. 2 აპრილს) ეძებდნენო, მაგრამ არა გამოვიდა რაო გარდა იმისა, რომ დაატუსაღეს რამდენიმე პირი, რომლებზედაც ეჭვი აქვთ ვითომ იციან სად არის ზასულიჩის ქალი. ამბობენ ზასულიჩის ქალი დამალულა, რადგანაც ეშინიან მართებლობამ არ გამისტუმროსო, თუმცა სასამართლოს მიერ გამართლებულია. ამასთანავე იმ შეტაკების მიზეზად, რომელიც მოხდა განთავისუფლების შემდეგ პოლიციის და სალსის შორის, ყოფილ პოლიციის მეცადინეობა ზასულიჩის ქალის სხვა კარეტაში ჩასმისათვის,“

გაზეთს „Северный Вестник“-ში იწერებიან: „3 აპრილს შუადღის სამის ნასევარზედ კიევიდამ ჟანდარმებმა მოიყვანეს მოსკოვში თხუთმეტი სტუდენტი, კარეტებში ჩასვეს და წაასხეს გასაგზავნ საპყრობილეში. ტუსაღები რომ გამოჩნდნენ, სადგურიდამ დაუხვდნენ ბევრნი ტეხნიკები და პეტროვსკის აკადემიის სტუნდენტები და გაჰყვნენ კარეტას. ამ ხალხს ბევრი მაყურებელიც მიუდგა, ასე რომ თეატრის მოედანზედ რომ მივიდნენ, ხალხის გუნდი იქნებოდა ხუთიათასამდე. კარეტებში მჯდომი სტუდენტები და აგრეთვე იგინიც, რომელნიც აცილებდნენ, ქუდმოხდილნი უკნენ. ზოგიერთი უნივერსიტეტის სტუდენტიც შეერივა თურმე. ყმაწვილ-კაცობა მისდევდა კარეტებს და ყვიროდა „ურა!„ ერთს სახლს, რომ მიუდგნენ ვიწრო ქუჩაში შესდგა თურმე საშინელი აყალ-მაყალი, ჩხუბი და ყვირილი. საქმე გათავებულა ჯერ-ჯერობით მათ რომ ცხრა სტუდენტი დატუსაღებიათ.“

— გაზეთის „Северный Вестник“-ის კორრესპონდენტი სტავროპოლიდამ იწერება სხვათა შორის შემდეგს: „წრევანდელმა წელიწადმა თავი გამოიჩინა ორის სამწუხარო ამბით: ორმა ყმაწვილმა თავი მოიკლა. ერთი — გიმნაზიაში მოსწავლე ქალი (სტაროსელსვისა), რომელზედაც გაზეთებში იყო მოხსენებული, და მეორე ვაჟი, გიმნაზიის მეხუთე კლასის შეგირდი ჩებოტიროვი, რომელმაც სამჯერ იცა მკერდში დამბაჩა, მაგრამ არც ერთი ტყვია გულში არ მოხვედრია. ჩებოტაროვი მთელის დღის განმავლობაში ცოცხალი იყო და საშინელ ტანჯვაში, მაგრამ თავი ისე შეიმაგრა, რომ არაფრით არ ამოუჩენია თავისი ტანჯვა თავის მოკვლის მიზეზი არავის უთხრა ― ვის რად უნდაო. ის იყო დედის ერთა ვაჟი და ამიტომ წარმოიდგენეთ რა მწუხარებაში უნდა ყოფილიყო მისი მშობელი, მით უფრო, რომ მას აუკრძალეს ქრისტიანული წესით დამარხვა, თუმცა შარშან კი ქრისტიანთა წესით დამარხეს პოლიცმეისტარი, რომელმაც დამბაჩა იკრა, და პრისტავი, რომელმაც თავი ჩამოირჩო.

კიდევ მსხვერპლი უდრო-უდროდ თავის მოკვლისა მოსწავლე ყმაწვილთა შორის! ჩებოტაროვისა არ იყოს — ვის რა ენაღვლება? საქმე იმით იწყება და თავდება. რომ გაზეთები აცნობებენ მკითხველს — ამა და ამან დამბაჩ დაიცაო, ამა და ამან თავი ჩამოირჩოვო, მიზეზი კი არავინ იცისო. გათავდა–წავიდა. რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ბავშვის გულში? რით იყო მოწამლული ის ჰაერი, რომელსაც სუნთქავდა ან ერთი, ან მეორე უბედური? რამ გაუმწარა მას ნორჩი სიცოცხლე და დაატოვებინა წუთის სოფელი? ყველა ეს სამარეში ჩაჰყვა უბედურს და მით გაქრა ყოველივე კვალი. ჰაერი კი იგივეა და ერთს უბედურს მისდევს მეორე. „ვის რა ენაღვლება,“

__________________

1 კოლოღრივი — სამაზრრო ქალაქია კოსტრომის გუბერნიაში

6 სისხლის მოჩვენებაზედ

▲back to top


სისხლის მოჩვენებაზედ

(შემდეგი)[1]

III

ყასბის ქარგალი ჩემ გულითად მეგობრად გახდა. მას ერქვა ანტიმ ბრიკონი. ის იყო ერთი უბოროტო რამ ცხოველი; ძროხის დაკვლაში და ცხვრის ყელის გამოჭრაში დიდი შეუბრალებელი ოსტატი იყო, მაგრამ პატარა ძაღლისათვის კი რომ ფეხი დაედგა, გული ეტკინებოდა და მაშინვე ბოდიშს მოიხდიდა. ანტიმამ მასწავლა ხბოს გაბერვა, ასო-ასოდ დაჭრა, ხორცის ლამაზად ჩამოკიდება. დი ლიდამ საღამომდე სისხლში მყოფმა შევატყე, რომ დღე და დღე უფრო ღონეზედ მოვდივარ და ყოველთვის, როდესაც სადილად შინ მივიდოდი, დედა ჩემი დამკოცნიდა ხოლმე და სიხარულით იტყოდა:

- მართლა და, ლამის ჩემი ჯანდაგი შვილი კაცად გამიხდეს! ერთი უყურეთ ამის ლოყებს და! სწორედ მკვდარი გამიცოცხლდა, ღმერთმანი!

რა წამსაც მამა ჩემი ხმას ამოიღებდა, რომ ეხლა კი დროა წიგნის სწავლას შეუდგესო, დედა რემი მაშინვე სიტყვას გააწყვეტინებდა და ეტყოდა ხოლმე:

— მოესწრობა! ჯერ დაიცა ერთი კარგად მოჯობიანდეს!

რა კი ენახე რომ ჩემის ჯანმრთელობის საქმე ასე კარგად მიდის, ჩემს ნატვრას საზღვარი აღარ ჰქონდა! გაგიჟებული ვიყავ იმ სურვილისაგან, რომ ერთი კარგი წამოსადეგი, მხარ-ბეჭიანი და ხელ-ღონიერი კაცი შევიქმნე. მე იქამდე მიველ, რომ სისხლის სმას მივყავ ხელი და როცა გულს დავა-ჯერებდი რომ არავინ მხედავს, მაშინვე ვეცემოდი ხოლმე რომელსამე პირუტყვს, დავჭრიდი და იქვე დაუწყობდი დაჭრილიდამ თბილის სისხლის წოვნას. დღე და დღე აგებულებით ჯანზედ მოვდიოდი, მაგრამ გული კი მიქვავდებოდა. რა რომ რიგ-რიგად დროს ვატარებდი ხან საყასბოში, საცა მარტო სისხლის გუბეებს ვხედავდი, ხან ჩემის დედ-მამის მშვიდობიანს სახლში, საცა ღვთიური ალერსი დედისა დამხვდებოდა ხოლმე, მე შევიქმენ უცნაურ და საზარელ კაცად, ერთ იმისთანა სულიერად, რომლის გულშიაც შეერთებულია მხეცური მძვინვარება და გულმხურვალე ღეთის მოყვარება. დღესაც კი ამისთანა ვარ.

როცა მოცლილნი ვიყავით, ბრიკონი და მე ქაღალდის ნავებს ვაკეთებდით და სისხლის გუბეებში ვატარებდით. ბრიკონი მასწავლიდა ოც-და-ხუთს ნაბიჯზედ დანის დასობას ნიშანში. მაგრამ, ვისაც უცდია ამ გვარი თამაში დანითა, კარგად იციან, რომ ნიშანში დანის სროლა სულელობაა. ჭეშმარიტი და ნამდვილი სულის აღტაცება მაშინ არის, როცა დანას ისე დაასობ, რომ ტარი ხელიდამ არ გაუშვა. მაშინ არის, მაშინ ის სრული გამოუთქმელი ნეტარება, როცა დანას ისე ჩაჰსცემთ რომელსამე სულდგმულსა, რომ წკრიალი გამოიღოს იმ სულთმობრძავის სხვერპლის თრთოლისა და კანკალის გამო…

IV

ბოლოს როგორც იყო მამაჩემმა თავისი გაიყვანა და მე სასწავლებელში მიმაბარეს. დედა ჩემი წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა. მე მაშინ სწორედ ვეშაპად შევიქმენ კიდეც სხვა გზა რომ არ იყო, ჩემის მწუხარების ნამდვილი მიზეზი დამემალა, ის მაინც მოვახერხე, რომ მწუხარებას მართებული სახე დავდე. ყველა დარწმუნდა, რომ მე ჩემის სახლობის მოშორება მენანებოდა და მისთვის ვტიროდი. ის კი არა თუ, მე სისხლზედ შორს ყოფნა მიკლავდა გულსა.

თქვენ ხედავთ, უფალნო მსაჯულნო, რომ მე მოგახსენებთ ჩემს ამბავს ისე, როგორც ყოფილა და არის კიდეც. თუ ჩემს თავს გააცლით ხალხს, საზოგადოებას და მოაშორებთ, – დიდს სამართლიანს საქმესა იქმთ. მე მაგის იმედი მაქვს, ჩემო ბატონებო!...

სასწავლებელში ჯერ გულაცრუებული ვიყავ და ვზარმაცობდი. მერე კი, — რადგანაც ნადირსავით მიუკარებელი რამ ვიყავ და არ მინდოდა არავისთან გამეგობრება, თავის შესაქცევრად სწავლას მივყავ ხელი… სხვა უკეთესი რომ არ იყო რა, რას იზამდი! კურსი რომ შევასრულე, მე, პირველი ჯილდო მივიღე, თუმცა გარწმუნებთ სრულიად ამისთვის მეცადინეობა არ გამიწევია. აბა მოდით და ბედს ჭკუა მოჰკითხეთ!.. ნეტა რა საჯილდოვე მე ვიყავ! ღმერთმანი, ბედმა ზოგჯერ ისეთი რაღცეები იცის ხოლმე, რომ თვით ეშმაკსაც ჭკუიდამ შეშლის. მამა ჩემს ისეთი სიხარული შეუდგა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩემი მიცემა მოიწადინა, ჩემდა საუბედუროდ, დედა ჩემი, რომელსაც ისეც არ უნდა ჩემი მოშორება, ჩემს თხოვნას დაჰყვა. მისის მეოხებით მე ისევ ვიევილში დავბრუნდი.

მე ვხედავ, უფალნო მსაჯულნო, რომ თქვენ ხშირ-ხშირად საათს ჩახედავთ ხოლმე, მართალია, გვიან არის. თქვენ კიდევ სხვა საქმეებიც ბევრი გაქვსთ და ამასთანაც სადილის დროც არის. ამის გამო მე იქიდამ დავიწყობ ჩემს ამბავს, როცა, ჩემის დაბრუნების შემდეგ ჩემის მშობლების სახლში ხელახლად ამემალნენ. ჩემნი უწინდელნი და მიძინებულნი გულის ვნებანი.

ქრისტოფალის საყასბო ჩვენის სახლის პირ-და-პირ იყო უწინდელებრ. რასაკვირველია, იქ ხელახლად ჩემი შესვლა და შაგირდად ყოფნა — ფიქრადაც მოსასვლელი აღარ იყო, მე ხომ პატარა ბაშვი აღარ ვიყავ. მე ეხლა მოზდილი ვაჟ-კაცი ვიყავი „ბატონობით სახსენებელი და ამასთანაც ერთი კარგად მოსული და ჯანმრთელი. აბა რა თქმა უნდა, ყველა გაოცდებოდა, მე რომ ყასბობას თავის შესაქცევრად შევდგომოდი, ისე როგორც ზოგნი შეუდგებიან ხოლმე მხატვარობას და მუსიკობას. აბა რა ვიქნებოდი, თქვენი ჭირიმე, კარგის სწავლისათვის პირველის ჯილდოს პატრონი — ყასბის დუქანში! სწორედ რომ წარმოუდგენელი სულელობა იქნებოდა! ჩემი მეგობარი ბრიკონი მაშინ იქ აღარ იყო, სხვა ქალაქში გადასულიყო მე სულ მარტოდ მარტო ვიმყოფებოდი. ჩემი მაშინდელი ცხოვრება ერთფერი და მოსაწყენი იყო.

რომ როგორმე დრო გამეტარებინა, მამა ჩემშა ჩვენს ნოტარიუს პელიბესთან მიმაბარა. იქ მე გადავწერდი ხოლმე ნასყიდობის სიგელებს, უწყებებს ეგზავნიდი, ხელშეკრულობის წერილებს ვარდგენდი… თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა ყოფაში ვიქნებოდი უღელში ეგრე შებმული! თუ რასმეს შეეძლო ჩემი ჰაზრი სხვა გზაზედ დაეყენებინა რასაკვირველია, არა იმ ქაღალდების ბღაჯვნასა!... ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა ჯარში ჩადგომისა. დედა ჩემს არასგზით არ უნდოდა ჩემი მოშორება და ჩემ მაგიერ ბადალი დაიჭირა და ჩააყენა... ვინ იცის? მე რომ ჯარის კაცად გავხდო. მილიყავ, იქმნება ამ დღეში არ ჩავარდნილვიყავ!..

ჩემის ფანჯრიდამ ჩანდა ეზოს კარები, და ამ კარებით, შეჰყვანდათ ხოლმე ქრისტოფალის ეზოში მისნი ოთხ-ფეხნი სხვერპლნი. ყოველს დილას განგებ დავდგებოდი ხოლმე ამ ბანჯარასთან მარტო იმისათვის, რომ მეყურებინა როგორ ხოცდნენ საკლავსა. ერთს რაღაც დიდს სიამოვნებას ვგრძნობდი ხოლმე, როცა ყასაბი ერთს უზარმაზარს კეტს აიცილებდა თავის ზემოდ და იქიდამ დაჰსცემდა ხარს თავში და იქვე დარეტიანებულს გადააქცევდა. ამ კეტის დაცემაზედ ყასაბი რომ დაიქნეშავდა, ისე მიამებოდა თითქო მუსიკა არისო.

ზოგჯერ ფიქრად მომივა ხოლმე და გულში ვამბობ: ჩვენს პირ-და-პირ რომ ქრისტოფალი არა ყოფილიყო იმ შეუწყვეტელის სისხლითა, და ყოფილიყო ანუ აფთექისა ანუ მეწვრილმანის დუქანი, მე იქნება ასეთი არ გამოვსულვიყავ, როგორიც ეხლა ვარ…

ბედს, წინ ვერ დაუდგები, გზას ვერ აუქცევ, განა, უფალნო მსაჯულნო? რაც მოხდა, მოხდა! დანარჩენი თქვენ უნდა მოიფიქროთ... ინებეთ, – შემდეგის მოსმენაცა.

ეკ. ღვინიაშვილისა

(შემდეგი იქნება.)

_______________________

1 „ივერია“ №14, 1878წ.