![]() |
ივერია (16)1878.27.04 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 ტფილისი 26 აპრილს |
▲back to top |
|
|

ტფილისი 26 აპრილს
ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს, რომ ყოველივე საკეთილოდ დაწყობილი და განზრახული საქმე ჭირად გადაექცევა ხოლმე ჩვენს ხალხს, ნამეტნავად გლეხობასა, იმიტომ-რომ თავადი და აზნაური ის მალე და ადვილად არ გაიბამს ხოლმე თავს მარჯვე მებადურის ბადეში, თავადი თუ აზნაური უფრო მიხვედრილია, უფრო ხალხში გამოსულია, და ამის გამო უფრო მეტი ღონისძიება აქვს არამც თუ ხმა ამოიღოს, არამედ მიაწვდინოს კიდეც იქამდე, სადამდინაც ჯერ არს. ამის გამო მებადურენი ამ წყობის ხალხს ერიდებიან და კეთილად განზრახულს საქმეს ამათ ისე ძმრად არ ამოადენენ ხოლმე, როგორც ყოველთვის უვიცს, მიუმხვდარს, უენოს, მიწასთან გასწორებულს გლეხობას, რა არის ამის მიზეზი და სად არის ამისი წამალი? უმთავრესი მიზეზი ის არის რომ გულგრილები ვართ სხვის უბედურების დანახვა. ზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დვიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ, — მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვანუგეშებთ ჩვენს გაქსუებულს თავსა. ის კი აღარ გვაგონდება რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება, თუ ხალხს თვისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემის მეზობლის უფლების დარღვევა ჩემის უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ ნავარდი მებადურთა შეუძლებელია, აღმა-ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება; მაშინ კეთილად განზრახული საქმე შხამათ არ ამოგვედინება ერთისა და ორის ბოროტმოქმედის კაცისაგან, მაშინ თვით ბოროტ-მომქმედნი ესეთის გამბედაობით და მხნეოობით ასპარესზედაც არ გამოვლენ; ვეღარ წაქეზდებიან იმით, რომ ეს უღონოა და ხმას არ ამოიღებსო, ამის გამო შემიძლიან ვიფარფაროვო რამდენიც კი მინდაო; ვეღარ წაქეზდებიან თვითეულის კაცის უღონობით, იმიტომ-რომ თვითვეული დამყარებული იქნება სხვებზედ, ყველაზედ; ზურგი მაგარი ექმნება, მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულ-გრილობა და განთვითეულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთისათვის გულმტკივნეულობა, ურთი-ერთის გამოსარჩლებაა. მაშინ ვერა მოხელე კაცი კანონს ვერ დაგვირღვევს, მართალს ტყუილას ფეხებს ვერ გამოაბამს, თეთრს შავად ვერ შეგვიცვლის, სიკეთეს ჭირად ვერ გადაგვაქცევს. ეს ყოველი წარმოგვათქმევინა ერთმა გარემოებამ, რომლის ჭორი და მართალი ტფილისში კარგა ხანია ისმის.
კახეთში შემოუღიათ უწინდელი „სელსკის ნაჩალნიკობა.“ ვიდრე ეხლანდელზედ ვიტყოდეთ რასმეს, საჭიროა მოვიხსენიოთ უწინ ეს სელსკის ნაჩალნიკობა რაში მდგომარეობდა. რადგანაც კახეთში დაუწყნარებელი შიში იყო ლეკთაგან, და რადგანაც მთავრობას ყველგან ხელი ვერ მიუწვდებოდა ხალხის დასაფარავად და არც იმოდენა ჯარი ჰყვანდა, რომ ყოველი საშიშარი ადგილები გაემაგრაებინა, ამისგამო სოფლების დაცვა მინდობილი ჰქონდათ თვით სოფლელებს. ღამის ყარაულების გამგეობა, მდევრად გასვლა, ზოგიერთჯერ გზების შეკვრაც თვით სოფელზედ იყო მიგდებული. რასაკვირველია, ამას მოთავეც უნდოდა. მოთავედ ინიშნებოდა ხოლმე ერთი ვინმე სოფელში მცხოვრები თავადი, ან აზნაურიშვილი უჯამაგიროდ. იმისი მოვალეობა იყო მოევლო სოფლისათვის გაჭირების დროს. შიშიანობის დროს და ერთობ სამხედრო საქმისათვის მას ემორჩილებოდა ნაცვალი, გზირი და სხვა მოხელე სოფლისა. თვითვეულს დიდს სოფელს ჰყვანდა ცალკედ ერთი ამისთანა მოთავე, რომელსაც „სელსკი ნაჩალნიკს“ უწოდნენ. ამას სხვა არაფერი უფლება არა ჰქონია არც სოფელზედ და არც მის მცხოვრებლებზედ, ამისგამოც ამათ, თუნდ რომ სდომებოდათ ვერ შეეძლოთ რაიმე ბოროტმოქმედებით შეეწუხებინათ ხალხი. თვითონ სოფელიც ისე უყურებდა სელსკის ნაჩალნიკს, როგორც გამგეს შიშიანობის და გაჭირების დროს.
ეხლაც, შარშანდელის ლეკთა არეულობის გამო, კახეთში დაუწესებიათ „სელსკის ნაჩალნიკები,“ რასაკვირველია კეთილის განზრახვითა და ხალხის საკეთილოდ. მაგრამ მათი უფლება ისე მარტივად არ განუსაზღრავთ, როგორც უწინ იყო: ვიდრე გარედამ მტერი მოვა, შინაური მტერი აუჩენიათ. პირკელი რომ ერთის სოფლის მაგიერად ჩაუბარებიათ ზოგან ოც-ოცი სოფელი. ამას, რასაკვირველია, გაიწვდენა უნდა, აქაო და გაწვდენა უნდაო. ეხლანდელს სელსკის ნაჩალნიკებს აუღიათ და თვითო დიდის სოფლიდამ ორ ორი კაცი ცხენოსანი გამო უწვევით და ორ-ორი ქვევითი და წვრილის სოფლებიდამ თითო ცხენოსანი და თვითო ქვევითი. ეს ამოდენა ხალხი ზოგი შინა ჰყავთ თურმე და თავის საკუთარს საქმეში სულს ართმევენ მუშობით და ზოგი კიდევ დათხოვნილნი ჰყავთ და ფული შეუწერიათ. ესე მოუწყვიათ საქმე და იქნება გულში იძახიან: აი გაწდომაც ეს არისო. ეს, ბატონებო, გაწდომა კი არ არის, წაცდომაა. ჯერ კახეთში, ღვთის მადლით, არაფერი ამბავია და ამოდენა ხალხის მოცდენა, — რა სახეიროა. თუნდაც საჭირო იყოს ამოდენა ხალხი, სელსკის ნაჩალნიკების გუთანზედ ვენახებში სამუშაოდ რა ხელი აქვსთ? ამბობენ, ამაზედ საჩივარიც შეუტანია ხალხს თელავის მაზრის უფროსთან და ჯერ აქამომდე არავითარი განკარგულება არ მოუხდენიათ იმ საჩივრის გამო. აი მრავალთა შორის ერთი იმისთანა მაგალითი, რომ კეთილად განზრახული საქმე ჭირად გაუხდება ხოლმე უბედურს გლეხსა. აქაც კი მოუგონიათ მის კეთილმყოფელთ ხერხი, რომ გამორჩნენ რასმეს; საქმე სიკვდილ-სიცოცხლეზე მივარდნილი და აქაც კი უდიერობა ჩვენი იქამდე მიხწეულა, რომ ხალხის ოფლი და ტვინი ვწოვოთო, ამას ვხედავთ და ხმას არ ვიღებთ!...
ეს კეთილად განზრახული საქმე რომ ხალხის ჭირად გამხდარა, ამისი მიზეზი ჩვენი საკუთარი უკაცურობაა და ისიც რომ კახეთის მმართველთ არამც თუ რიგიანად მოუწყვიათ ეს საქმე, რომელსაც უწინ სარგებლობა მოქონდა ცოტად თუ ბევრად, არამედ გაუფუჭებიათ, შეუშილიათ მისი აზრი, მისი მარტივი მოწყობილება და სელსკის ნაჩალნიკების კერძად გაუნდიათ. მარტო ერთი სახელი სელსკის ნაჩალნიკისა არ იხსნის კახეთს შიშისაგან. საქმე მოწყობაშია, მის უფლების განსაზღვრაში და აგებულებაში. თუ ისე დარჩება, როგორც დღეს არის, გლეხს ურჩევნია ერთხელ წახდეს ლეკისაგან, ვიდრე ბევრჯელ სელსკის ნაჩალნიკისაგან. იტყვით, მკითხველო სოფელს ანუ ქალაქს რომ უსაბუთოდ წაართვას ვინმემ „მაღლა თაროზე შესკუპებულმა“ სანახირო ადგილი, რომ ნახირი ვეღარ გადიოდეს გარეთ — ეს მოსაწონია. ასეა გორში — გორი დაბალი ღობე გახლავს, ვისაც გინდათ, გადახტებით უშიშრად. სამოცი დღისა მეტი მიწა ერთმა გვამმა გორს ჩამოართვა სანახირო. გარეკეს ნახირი, ეუბნებიან: ვერ მოგართვით, ბატონებო! ეს ადგილები გორის როდია ამის და ამისიაო. გაწყრა ღმერთი! ჩამოყარეს ყურები. უნდა იცოდეთ: გორს ქალაქის სამმართველო ჰყავს და ამოდენა მამულს სხვას უგდებს ხელში, მაგრამ მახლას სომეხისა არ იყოს... რა ვიცი როგორღაც კია საქმე და! მინამ კუდი არ მოეწვა სამმართველოს, მინამ თავს არ შეიდო; ახლა ნაფაშვარზედ დაჩანჩალებენ. გორში ამისთანა საქმეების ჩადენა ადვილია: ვისაც სახლი არა გაქვთ, ხართ უბინაო, მოდით გორში, მოიგეთ ვისიმე გული, იმათი გული ვინც თივებს, ქერებს და სხვ. ამგვარებს ყიდულობს, უთხარით, რომ ომი უთუოდ გამოცხადებულია იქნება, მაშინვე თვალში და ტუჩებში აკოცებენ. ამის შემდეგ რაც გინდ ჰქმენ. საცა ცარიელი ადგილი იყოს, დაადგი ფეხი, ერთს ექვს თვეს კანონის ძალით როგორმე იხმარე ეს ადგილი და მორჩა და გათავდა! — გადასჭიმე ისეთი სახლები, რომ ხემწიფეს ეკადრებოდეს. გორელები ხმას არ გაგცემენ, დარდი ნუ გაქვს.
აბა თქვენგან არ მიკვირს: სხვაზედ რაზე იღებენ ხმას, რომ ამაზედ ამოიღონ: ვითომ გორშიაც მოინდომეს ქუჩების და მთლად ქალაქის გაწმენდა, აი ასსენიზაციას რომ ეტყვიან ექიმები, ისა, ჩემო ბატონო! აჰა, თქვენგან არ მიკვირს! გორი და გაწმენდა ვის გაუგონია. წარსულ კვირეში, როცა გამოცხადებულ იქმნა ქუჩების და კარ-მიდამოების გასუფთავება, თქვენს მონას და მობაასეს, ჩემო მკითხველო, ე.ი. მე, მომიხდა გავლა ბაზრის ზემო ქუჩაზედ. ერთმა ვიღამაც საშინლად მაღლის მოაჯრიდამ გადმოაქცია წვენი...... ახლა იფიქრეთ რა იქნებოდა. ვერ გასწმენდენ გორის ქუჩას, არც საჭაროა: იმავ გორის დაარსებითგანვე გორის ქუჩებში ტალახი, სიმყრალე, ადამიანის ფეინი, წუმპე, თევზის საჭერი გუბეები ყოფილა მთელის ბაზრის დუქნების ჰანები სულ მოკირწულულია ადამიანის ფეინით და ზეიდგან მუაჯრებით გადასცქერიან ამ სიმშვენიერეს. ამ სიმყრალეს, შმორის სუნს, სუნით სავსე ჰაერს შესჩვევია გორელი, ამას რომ ქუჩები გაუწმინდონ საშვილიშვილოდ ცოდვაში ჩავარდებიან სუფთა ჰაერი ამათ გამჭვარტლიანებულ ფილტვებს უცბათ ბოლოს მოუღებს. ნუ დაიდებთ, ბატონებო, ამათს ცოდოს, ნუ! თავის დღეში სისუფთავე არ გვინახავს აქ, ახლა შემოგაქვთ? ღმერთი არ არის თქვენში? რათ სდგებით ჩვენის ცოლ-შვილის ცოდვოში? ნათქვამია: ქათამი წყალს დალევს და ღმერთს შეხედავსო შეხედეთ ღმერთს, ნუ დგებით ჩვენ ცოდოში!!
საყასბოები უნებებიათ და ქალაქს გარეთ გაუტანიათ, მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს! რა დიდი შეცდომა მოსვლიათ და! მგონი სულ ნანობენ ეხლა. მაგრამ ასეთი ჩირქი დააგდეს, რომ-რომ ვერ გამომითქვამს, საცა საყასბო იყო, იქ გვერდით არის დანგრეული სახლი, ბან ახდილი, სადაც ხოცდნენ საქონელს. აქ გუბდებოდა სისხლი, გროვდებოდა წელები, ყოველი უპატიურობა. ახლა წვიმა დამატების ზედ და ასეთი სათ ნახავია რომ რაღა მოგახსენოთ. ანაღვლეთ თუ დღეში ხუთი ექვსი კაცი კვდება! თვით ხომ ჯერ უვნებელად არიან და რა ენაღვლებათ. ასეთი ყარს ეს გუბე, ასეთი მომაკვდინებელი სუნი ასდის, რომ მეტი არ იქნება.
ქუჩები, ვსთქვათ, რომ აშალონ, აღარ უნდა დააგონ? როგორც იყო აშალეს, დარჩა და დარჩა, რამდენმა მიიმსხვრია გვერდები ქვებზედ, რამდენმა შეატაკა შუბლი გახიდულ ხეებს! ახლა დაიწყეს ქვის დაგება. რომ არ დაეგოთ, ის ბევრით სჯობდა: თან აგებენ, თან იშლება, ქვებს ვერ სჭედენ, ქვიშას ხეირიანად არ აყრიან, ალაგ-ალაგ უბრალო შავი მიწა თურმე ახმარეს. ჩვენ კორრესპონდენტები უჭირებდით საქმეს პოლიციას, ახლა ხომ სამმართველოს ხელშია ამისთანა საქმის გაკეთება, რატომ ყურადღებას არ აქცევენ? წევრნი ამორჩეულნი ქალაქის წარმომადგენელთაგან ნეტა რათ იღებენ ქალაქისგან ფულს — ჯამაგირს?! სანახირო წაართვეს, ქუჩები, ბაზრის დუქნის ბანები, როგორც აქ ეძახიან, „სითარაანთ ჩაით“ არის სავსე, ქუჩები აყრილ დაყრილი, და ამათ პირი კი დაუღიათ. გაზაფხული დადგა, გესმით? — ზაფხულიც მომავალია, პირი მოკუმეთ, თორემ ქინქლა ბუზებს სველი ადგილი უყვართ საწოვათ; საქმეს გულმოდგინეთ მოკიდეთ ხელი, სირცხვილია!!
მგზავრი კოხი.
1878 წ. აპრილის 8-სა
ქუთაისი, 6 აპრილს. სასურველია ყურადღება მიაქციოს ვისიც ჯერ არს შემდეგ მოვლინებას: რამოდენიმე თვის წინეთ რომ ჩამოსულიყავი ამ ჩვენს ქუთაისში, იტყოდი ამ ქალაქის მდებიარობა და ჰაერი სამოთსეს ჰგავსო, და მართალიც იქნებოდი. ესლა კი იტყვი, ამ ქალაქს თუ მალე არ მოეშველა მზრუნველი ვინმე, შენი მტერია სამოთხის მსგავსიდგან ლამის საწამლავის სასუნთქველ ადგილად გარდაიქცესო. დიაღ, სწორედ ეგრეა: უწინდელი აქაური სუნნელოვანი ჰაეარი თან-და-თან გვექცევა საწამლავის სასუნთქველად. აი რის გამოისობით. აგერ ორი თვეა რაც აქ მოვიდა ქობულეთიდამ ორი ბათალიონი (ბერდანეს თოფების მისაღებად), რომელიც დაებანაკა ქალაქის არე-მარე გორაკებზე. ეს მშვენიერი პაწია მთები, რომელნიც ზედ დაჰყურებენ ქეთაისს, ისე გააბინძურეს სალდათებმა სხვა და სხვა სიფინთით, რომ იქიდგან წამოსრული სიმყრალის ოშხივარი მთელ ქალაქს ედება და აყროლებს. მიკვირს ამას რატომ ყურადღებას არ აძლევენ თვით ბათალიონთ უმფროსები და არ უშლიან რუსებს ბინძურად ყოფნას. ის დალოცვილები ფეხის-ალაგებს მაინც გააკეთებინებდნენ, რომ სალდათებმა მთელი გორები თავიანთ.....
ეს ამბავი კი პოლიციას შეეხება: ახალ ხიდის თავში დგას ერთი თათრის ქალი, რომლის მარჩილი ნაქებია მგონი მთელ ქუთაისის მაზრაში. მისი ბინაც ყველამ იცის, ეგრეთვე ის ფასიც რასაც იღებს ეს ნაქები მარჩიელი ერთს რჩევაში: ათ შაურიდამ ვიდრე ხუთ მანეთამდე! ჩამოდის საწყალი გლეხი კაცი ქალაქში და თვის ოფლით ნაშრომს ყიდის და ფულად აქცევს. სახლში დაბრუნებას რომ დააპირებს, მარჩიელის მზვერავი გზაში უხვდება და უმეგობრდება. მათ შორის გაიმართება ერთი მასლაათი, რომლის დროსაც მზვერავი სცდილობს რამეს იმისთანაზე ჩამოაგდოს ლაპარაკი, რომელზედაც პასუხის გება „სამარჩიელო“ საქმეს შეადგენდეს, მაგალითად, ვთქვათ გლეხს წამოსცდა, რომ იგი სახლში მიეშურება, რადგანც მას ცოლი ორსულად უწევს. გახარებული მზვერავი სიხარულით ფეხებს ვერ იმაგრებს და კითსავს: იცი შენ ცოლს ვინ ეყოლება, ქალი თუ ვაჟი? ვაი, შენი ჭირიმე, მაგი ვიცოდე თუარა, მეტი რა მინდა. მე ხომ მარჩიელი არ ვარ — უპასუხებს გლეხი. მზვერავსაც ეს უნდა. „ჩემო კეთილო თუ დამიმადლებ იმისთანა მარჩიელსთან მიგიყვან, რომ უკეთესს ნუ მეტყვი!“ გლეხი დიდის მადლობით თანახმა უხდება, და გახარებული მზვერავი მიდის თავის მსხვერპლით თვის პატრონ მარჩიელთან, მარჩიელმა თვისი საქმე კარგად იცის და სცდილობს სულ თუ არა, ნახევარი მაინც იმ ფულისა, რომელიც მის მსხვერპლს აქვს, თავის ჯიბეში იგდოს. მცირე-ოდენ ხანის მერმე გახარებული გლეხი კი არ მიდის თავის სახლში, არამედ მირბის რომ თვის მეუღლეს ვაჟი მიულოცოს. ამ გვარად იღუპება მრავალი ქუთაისში სავაჭროთ ჩამოსულნი გლეხნი და პოლიცია ხმას არ სცემს მარჩიელს! ამბობენ მან არ იცისო არსებობს თუ არა მარჩიელი ქუთაისშიო, მაგრამ მე არ მჯერა: ნუ თუ ჩვენმა……… პოლიციამ,................ ეს არ უნდა იცოდეს?
ი-ა ი-ძე.
ზაქათალის მაზრა. კახის უჩასტკიდამ. ღმერთო! მიეცი კეთილ მსურველს და მომქმედს იმისთანა აშკარა გამარჯვება ბოროტ-მოქმედებაზე, როგორისაც მხილველნი დღეს ვართ ჩვენ, მცხოვრებნი კახის უჩასტკისა!.. მგონია, „ივერიის“ მკითხველს არ დაავიწყდებოდა ის კორრესპონდენცია ზაქათალიდამ, რომელიც, სხვათა შორის, აღიარებდა, რომ კახის უჩასტკის უფროსის უფ. ბოღუსლავსკის წყალობით, გლეხების მდგომარეობა ყოვლის მხრით თან და თან უფრო უკეთეს მდგომარეობაში შედისო. რასაკვირვეალია, რომ გლეხების ფეხზე წამოყენება ეთანასწორება მათის მცარცველების — ვაჭრების დაცემას, და ამ მიზეზით, ეს უკანასკნელნი ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ ამ წამოყენების ძირეულის მიზეზის გაქარწყლებისათვის. მაგრამ ვერ მიართვეს! ეტყობა, რომ ბედი უკეთესის ცხოვრებისა ცხრა მთას იქით კი არ უღიმებს ამ ჩვენ ინგილო ხალხს, როგორც აქამომდე იყო, არამედ კარზედაც მოჰსდგომია, და თუ არ ვსცდები, სახლშიაც შეუყვია თავი, სადაც დიდი და პატარა, კაცი და დედა-კაცი, ყმაწვილი თუ ქალი, ერთგვარის სიხარულით მიერთვიან და შეჰსტრფიან გაღიმულს ბედსა. ხომ მოგეხსენებათ ანგარის კაცის გული და ხასიათი: რაც უნდა მოუვიდეს, რაც უნდა ლაფში გაისვაროს, ის მაინც თავის უანგარობას არ დაივიწყებს, და, დაუღალავად ებრძვის ყველა იმას, რაც კი რამ აბრკოლებს მის ანგარობის წყურვილსა. თუ მაშინ ამათ არაკინთან ჩივილით ვერა გაარიგეს რა, ეხლა მოინდომეს გულ-შემატკივარს უფროსს ბოღუსლავსკის უფრო უარესი დამართონ ამ ხალხის მშველელს და მსხნელს ადამიანს! გაუკეთებიათ რაღაცა უჩასტკის სახელობაზედ და პირდაპირ ფოშტით უკრავთ მთიულების სამმართველოის უფროსთან (къ Начальнику Горского Упровленiя) ამ დასკვნითა: „თუ ამ ოციოდ დღეში თქვენ ყურს არ მოგვიგდებთ, გათავდა საქმე, პირდაპირ კავკასიის ნამესტნიკთან ვიჩივლებთო“. — ახლა რა ეწერა ამ დანოსში? ბევრი რამ, მაგრამ ყველა სათითაოდ უსაფუძვლოა და აშკარა ტყუილი: ნაიბი (ესე იგი უჩასტკის უფროსი) საჩივარს არ არჩევსო, ხალხსა ჰსცემსო; თათრები სანადიროდ მიჰყავსო და ძალით ახოცინებს ღორებსაო და თუ ღორის ხოცვაზედ უარს იტყვიან, თოფით თვით მათ უმიზნებსო! აი საზოგადო აზრი ამ „დანოსისა,“ მოვიდა გამომძიებელი უეცრად, შეჰყარა იმ საათშივე კახის სოფლის იანგილოები და თათრები (450 კომ). გამოვიდა გამომძიებელი ხალხში. ვაჭრები აქეთ-იქით დაძვრებოდნენ მელიებსავით და ჰრეკდნენ ხალხსა, მაგრამ რას გაარიგებდნენ იმ ხალხში, რომელმაც თავის ხუთის გრძნობით ერთად გაიგო, რომ ამასაც შეუძლიან უკეთესი კაცური ცხოვრება იმ კანონების მფარველობის ქვეშ, რომელსაც მათ ნაიბი თითქმის ყოველ დღე ასწავლის!
ჰკითხა გამომძიებელმა: „თქვენ კისრულობთ ამ საჩივარს, რომელიც თქვენ ნაიბზე და თქვენის სახელით არის გამოგზავნილიო?“ ხალხმა შესძახა: „ვის უჩივლია მაგაზედაო? მაგან დაგვიხსნა დაღესტნელებისაგნაო! ეხლა ჩვენი ცოლ-შვილი სულ ყელ-გამოჭრილები ეყრებოდნენო, ჩვენი სოფლები აოხრებულნი იქმნებოდნენო, ჩვენი ბევრი ვაჟ-კაცი ციმბირში იქმნებოდა ტყუილ-უბრალოდ დაკარგულიო, ესეც ლეკების შემოსევისაგანაო! მაგან დაგვიხსნა ვაჭრებისაგან, რომელნიც უკანასკნელის ლუკმა-პურის შოვნის „სახსარსაც“ კი გვართმევდნენო! ეგ გვასწავლის ჩვენ იმ კანონებს, რომელნიც დიდი ხანია, გამოცემულია და ჩვენ კი გვიმალავდნენო! ბატონო! ჩვენი ნაიბი, ჩვენ ვიცით ვისთვის არის ცუდი?! აი ამათთვის (მიუთითეს პაჩოტნებზე და ბეგებზე), ჩვენთვის კი ეგ ძალიან კარგია და სხვანი და სხვანი.“ მთელის ხალხის გუნდი, თითქმის ამას იძახოდა. შესანიშნავია, რომ ამოტელა ხალხის გუნდის წინამძღვრად და მეთაურათ გამოჩნდნენ ყველაზე მეტათ საწულები! აჩოტნები“ სრულიად დაიკარგნენ, ისინი ხმასაც ვეღარ იღებდნენ, და მაინც რა უნდა ექნა ოთხიოდე „პაჩოტნს“ იქ, სადაც მთელი ხალხი ლომებსაებრ ბღავოდა –– ეგ ჩვენი მცველიაო, მაგაზე კარგად და მარდათ სამართალი არავის არ გაუჭრიო და სხვა ამ გვარი! სწორეთ ამ გვარივე პასუხი მიუგეს ყველა სოფლებმა კახის უჩასტკისამ. ხალხი ძლიერი მადლიერი იყო გამამძიებელისაც მის თავდაბლობისა და სიმართლისა გამო. ხალხში ლაპარაკობდნენ — მაგრე კარგად ჩვენ მხოლოდ სტაროსელსკი გვექცეოდაო. სხვა არავინაო!
ხალხის მმართველნო, იმუშავეთ ხალხისთვის, რომელიც თქვენ გაბარიათ, დაიცევით ის იმოდენად მაინც, რამოდენადაც იცავს კანონი, ნურავის ნუ დააჩაგვრინებთ ტვირთ-მძიმე გლეხობას და მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ვერა ბოროტი ენა და „დანოსი“ ვერ დაგძალავთ.
აუწერელ სიხარულში ვარ, რომ მე დღეს ჩემის საკუთარის თვალით ვნახე ის, რის დაჯერებაც მე აქამომდე ეგრე მეძნელებოდა. მე მოგახსენებთ მრავალის ჩვენის ახალგაზდების ჩივილზე, რომ ჩვენ ხალხს არ ესმის კეთილიო; მისთვის მუშაობო და ის კი ორმოს გითხრისო! ვამბობ, დღეს მე აუწერელ სიხარულში ვარ, (რადგანაც საკუთარის თვალით ვიხილე), რომ ეს აზრი ტყუილია. გაუკეთე შენ ჩვენ ხალხს მართლაც და კეთილი საქმე, აგრძნობინე მას, – რომ შენ ყველგან მხოლოდ მისის სიკეთის მცველი ხარ და მაშინ დაინახამ — ორმოს გითხრის შენ ეს ხალხი, თუ დიდების გვირგვინს გიმზადებს! მაგალითისათვის, შორს წასვლა საჭირო არ არის: კახის უჩასტკის ხალხმა — ქრისტიანმა და მუსულმანმა (ქრისტიანები ცოტანი არიან, მუსულმანები კი ბევრნი), გასაკვირველის თანაგრძნობით და სითამამით დაიცვა თვისი მცველი მაბეზღართაგან!
ვანო.
სამეგრელო, 2 აპრილს. (ივერ. კორრესპ.) რაღაც უბედურობა არის ამ ჩვენს მაზრაში, კიდევ აღარ მოისპო და აღარ, ეგ თან შეზრდილი და ყოვლად საძულელი ჩვეულება, ე. ი. ქურდობა შინაურთა პირუტყვთ თუმცა ხშირად გსმენიათ, მკითხველო, და გული გტკენიათ მასზედ, რომ ასე აწუხებენ ქურდები ჩვენს სოფლებს, მაგრამ მაინც შველა არსად არის.
საშინლად მიკვირს და ვფიქრობ, რა ნაირად უნდა იცხოვროს კაცმა ამ ოხერ წუთის სოფელში; საიდამ უნდა სჭამოს კაცმა ოფლით ნაშოვნი პური, რანაირი გემო უნდა ჰქონდეს პირში კაცს მაშინ, რომ დესაც სხვა და სხვა ოჯახის შესახებ ფიქრთა შორის ამ მწარე და ნაღვლის ოფლით მოპოვნილ პურის ჭამაში კიდევ ეს ფიქრებიც გაწუხებს, რომ ერთი მალე გარდავყლაპო, თორემ ვინმემ პირიდამ არ ამომაცალოსო ქურდულად, ერთის სიტყვით, როგორც მღვიძარებაში, ისე ძილშიაც ეს ფიქრები თუ არ ჩაიყოლა კაცმა, ჩვენს სოფელში ცხოვრება შეუძლებელია წასულ წლებში მოსპობილი იყო ქურდობა აფხაზეთში ცხენისა და საზოგადოდ შინაურთა პირუტყვთა პოლიციის საშუალებით. იქ თურმე „უეზდის ნაჩალნიკმა“ შეკრიბა საზოგადოება და გამოუცხადა შემდგომი: „თქვენ აღმოირჩიეთ ისეთნი პირნი, რომელნიც არიან თქვენგან შეშინებულნი ქურდობაში, მიანდვეთ მათ დაცვა თქვენის სოფლებისა, და თუმცა თქვენს სოფელში რაიმე დაიკარგოს, ხელ-წერილი ჩამოართვით, რომ იმათ გარდაიხადონ, და უკეთუ ამაზედ არ შეიქმნებიან თანახმანი და ეგ პირები თქვენის სოფლებისთვის მავნებელნი არიან, მაშინ მე იმათ გარდავასახლებ“. თანახმად ამა აზრისა იქ გამოარჩიეს თურმე ისეთნი პირნი და იმათ მიანდვეს დაცვა სოფლისა; აღრჩეულ პირებს უწოდეს სახელად „ხევის თავი.“ მას შემდეგ ძალიან შეწუნარდა ქურდობა აფხაზეთში. ამის გამო ჩვენს სამეგრელოს და რამოდენიმე ნაწილს იმერეთისასაც ქურდობამ კარგა ძალზედ იკლო, რადგანაც უმეტესი ნაწილი მოპარულის ცხენის და სხვა პირუტყვისა მისაფარებელი ადგილი აფხაზეთი იყო. წარსულს 1877 წელს მოაწია ჩვენს სამეგრელოშიაც ამ პატივსადებელ განკარგულებამ, რომლის გამო სოფლების კრებამ აირჩივა იმ გვარი პატიოსანი პირები, რომელნიც ზემოდ მოხსენებულნი არიან. შენს მტერს იმისთანა სამწუხარო შეხვდენოდეს, როგორიც ამ შენიშნულ პირებს შეხვდათ იმ დროს. დიდი გულთა წუხილი და საშიშარი ფიქრით ღელვარება მოხდა მათ შორის, ამბობენ, რომ, თუ არ დავთანხმდით ამ წესდებაზედ, მაინც გარდაგვასახლებენ, რადგანც საზოგადოებამ გარდასწყვიტა ჩვენზე, რომ ჩვენ ქურდები ვართ, და თუ დავეთანხმენით, ჩვენს სოფლებს ყველას ვინ დაიცავსო; სადმე თუ რამე მოჰპარეს ვისმეს, ჩვენ გარდაგვხდება, რადგან ჩვენ პირობას გვადებინებენო. მაგრამ იმედათ კიდევ ეს უშთებოდათ, რომ „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო“ და ქურდებს, ჩვენს ამხანაგებს, შევებრალებითო. ტყუილს არ მოგახსენებთ, მეც ასე ვფიქრობდი, რომ, თუმც ეს წესი რიგიანად დასრულდა, შეიძლება ქურდობა დასცხრეს მეთქი. მაგრამ — უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო — მალე მოესპო. მას აღსრულების გზა: ასეთი ამბავი და ომიანობის დრო მოესწრო, რომ სადღა და ვის გაახსენდებოდა შების ცხენის მოპარვის საქმე?
მოეღო ბოლო ამ წესდების შესრულებას თუ არა, მაშინვე აცქვიტეს ქურდებმა ყურები და დაადგნენ ისევ იმ პირველ ჩვეულებას. კიდევ კარგი, რომ რამოდენთამე პირთა არ მიეცა დრო მათ ჩვეულების - აღსრულებისათვის — ომიანობის დროს სამსახურში შესვლით... მაგრამ მაინც რა შეიქმნა? იქ ისეთი ოინობა მოიხმარეს, რომ მეტი არ შეიძლება: აქ მოიპარეს ცხენები და აფხაზეთში სასახურში მეოფ მილიციონერებს მიუყვანეს; იქ იმათ შეინახეს ცოტა ის ხანს და ერთი თვის შემდგომ, როცა სოხუმიდამ ჯარი გამობრუნდა, ეს ცხენებიც თან წამოიყვანეს. ვითომ რა? ესენი გაქცეულ აფხაზების დატოვებულნი არიან და ჩვენ ვიშოვნეთო. ეხლა საწყალ უწინდელ ცხენების პატრონებს გული უკვდებათ, რომ მათი ცხენები მათვე მეზობლებს დავსთ, მოდი და საბრაალო გლეხო, ეხლა შენი ცხენი იძიე და დაიბრუნე!... საით რას გახდები? ისევ გულზედ ხელი შემოიკარ და დაჰმორჩილდი შენს ბედს. უყურე შენი მეზობელი შენს ცხენს როგორ ჰხედნის და შენ კი შენი ნაღველი გულში მოიკალ! სხვა რა გზა გაქვს!.. ჩვენს ამ სოფელში ამ კვირია ერთ საწყალ გლეხს მოპარეს ცხენი: მისი პირველი და უკანასკნელი ცხოვრების სახსარი იმაზედ იყო. მან გარდასწყვიტა, რომ არღა შეუძლია იმისი მონახა, გამოიტანა სათემო შარაზე – თავისის დაკარგულის ცხენის ღარიბი უნაგირი, აბჟანდები, მოსართავები, აღვირი და სამოსელი. გზის პირში დაასო მან ორი დიდროვანი მწარე ბალის პალოები და ამათზედ ლურსმნებით დააჭედა ყველა ეგ ნივთები. ამათთანვე ორთავე პალოებს შუაში ფიცარზედ იმ ცხენის დაღი ჩამოჰკიდა, დაიჭირა ხელში წმიდა სანთელი და სთხოვა ღმერთს შეწუხებულის გულით: „აწ მე საკუთარ ჩემს ცხენზედ ჯდომას ვერღა ვეღირსები, — ამისთვის ეს ცხენი ვისაც წაუყვანია, იმას თავისი რიგი მიაგეო.“ შემდგომ დაბრუნდა თავის სახლში, თვალ-ცრემლიანი. ვაი მას, ვისიც ნუგეში ცრემლიღაა. ერთ კაცს, რომელიც შენიშნული იყო წინედ ქურდობაში, ვკითხე მე თვითონ: „კაცი რომ კაცს რასმეს მოპარავს, განა ცოდვა არ არის?“ მიპასუხა, რომ ქურდობა ცოდვა არ არისო, ამისთვის რომ, როცა იესო ქრისტეს ჯვარცმას უპირებდნენ, მაშინ ერთმა ვიღაცამ ჯვარზედ მისაჭედი ლურსმანი მოიპარაო, – ამისთვის ღმერთმა ქურდი დალოცაო, და თუ ცოდვა იყოს, რისთვის დალოცაო? — იფიქრეთ, სადამდე მიაწია განათლებამ!..
რაჟდენ საჯაოხელი.
კახის უჩასტკა. (ივერ. კორრესპ.) რამოდენიმე ხნის წინეთ. მე მქონდა ერთი შემთხვევა, – სწორეთ ორი კვი რა გამეტარებინა ერთ ჩემ ნაცნობ სოფლის მასწავლებელთან იმ დროს, როდესაც ამ უკანასკნელს სწავლა ჰქონდა შკოლაში, და მე კი, სხვა და სხვა გარემოების წყალობით თავისუფალი ვიყავ! ეს ამბავი, რა საკვირველია, თვითონ თავის თავათ არას მხრით შესანიშნავი როლ არის მაგრამ ჰაზრით კი, რომელიც ამ ჩემ ნაცნობ მასწავლებელთან ყოფნამ დამიბადა, მგონია საიტერესო და გამოსადეგი იყოს.
ეს მასწავლებელი გახლავს ოც-და-ორისა თუ სამის წლისა; დაუსრულებია, თუ არ ვსცდები, სამაზრო სასაწავლებელი (რომელის ქალაქისა აღარ მახსოვს) და რადგანაც მეტი გზა აღარა ჰქონია შაემთავრებინა სწავლა ანუ სხვა უკეთეს ფულიან სამსახურში შასულიყო, თხოვანა შაეტანა სახალხო შკოლების დირექტორთან, რომ მას სადმე სოფელში სოფლის შკოლის მასწავლებლის ადგილი აეჩინა. დირექტორმა ისმინა მისი თხოვნა და ვერ გაამწესა იგი სოფ. ჯ. ერთი რამ მამწონს ამ მასწავლებელ კაცში. საშინელი და თითქმის თავ განწირვით მეცადინეობა აქვს თვისის საქმის ხეირიანად წაყვანისათვის! მაგრამ, სამწუხაროთ, ჩემდა, რაც შრომა და მეცადინეობა იყო, იმოდენა ნაყოფი არ გამოდიოდა, ასე რომ შრომის კვილობაზედ მეხუთედი ნაყოფიც არ იყო. მიზეზები ამ გვარის მოვლინებისა ბლომათ გახლავს: ჯერ ერთი ის, რომ მას კარგად, ნათლად არ ესმოდა თკისი პირდაპირი დანიშნულება: ამას ეგონა, რომ მე მასწავლებელი ვარ სოფლის ბიჭებისაო; ამათ მარტო წერა-კითხვა, დათვლა, ლოცვები უნდა ვასწავლოო და მეტი არაფერიო, მეორეთი ამას არ ქონდა შესწავლული და განვითარებული ის ურომლოთაც ორიოდე თვის საქმე წლებზე გადის: ამან არ იცოდა არც ერთის სასწავლო საგნის გარდაცემის სახსარი, ხერხი, მეთოდა; არ იცოდა არც ერთის საგნის გარდაცემის უპირველესი დანიშნულება და მოთხოვნილება, თუმცა თითონ მასწავლებელმა კითხვა-წერაც იცოდა, არითმეტიკაც, ლოცვებიც და სხვაც! ერთის სიტყვით ამან არ იცოდა საზოგადოთ მთელი შკოლის ცხოვრების მომართვა, მთელის შკოლის მიცლილ კვირაში, გამეკეთებინა იმ გვარი საქმე, რომელიცც გამოისყიდებდა ჩემ უსაქმოდ ყოფნას. — მე დავააპირე, ერთათ ამ შკოლის მასწავლებელთან, მთელის შკოლის ცხოვრების მომართვა, მთელი შკოლას წარმოება. მე ვსთხოვე, თუ არ მიიღებს საწყენათ, ანუ შეაწუხებთ, ამ ორ კვირაში, ერთათ ვიმუშაოთ შენის შკოლის წარმატებისათვის მეთქი! მეც კარგად გავიცნობ ყოველი შენ საქმეს, მიზანს, ყოველ მხარეს შენი შკოლისასა მეთქი, და თუ რამე, ჭკვასთან ახლო არ იქმნება, გავასწოროთ მეთქი! მან დიდის სიამოვნებით მიიღო ეს ჩემი წინადადება და გადავწვიტეთ ხვალ ორშაბათიდანვე დაგვეწყო ეს საქმე. მართლაც გითხრათ, ეს ორი კვირა, ჩვენ თითქმის დღე და ღამე გვქონდა შეწირული ჩვენის განძრახვისათვის! თითქმის მთელი კვირა დღე და საღამო ჩვენ გავატარეთ ამ საგნის გარჩევაში — „რისთვის და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს წერა-კითხვა ჯერ სამშობლო ენაზე და შემდეგ მისა რუსულიც.“ როდესაც ჩვენ განვსაჯეთ ეს საგანი და ერთმანეთის სიტყვა-პასუხი ურთი-ერთს შეუწონეთ ერთის სიტყვით, როცა ამ საგანზედ ვლაპარაკობდით, ის განცვიფრებაში მოდიოდა და ბევრჯელ მკითხავდა: სადა სწერია ეგენიო? მაგეების შატყობა მე დიდი ხანია მინდოდაო, მაგრამ მე არ ვიცოდი საიდამაო!“ საწყალი! რა ქნას? ხომ მოგეხსენებათ ჩვენი სოფლის მასწავლებელის მდგომარეობა!? ის მოკლებულია არა რამდენათმე განათლებულ საზოგადოებას, არამედ უკანასკნელ მაჩვენებელს უსაჭიროეს პედაგოგიურს წიგნებსაც კი, ამისგამო თუნდ დიდი სურვილიცა ქონდეს განვითარებისა, სურვილი უქმად ჩაუვლის ხოლმე. მხოლოდ ჩვენმა ბაასმა და საგნის გამოძიებამ ისა ჰქნა რომ იგი გასავლელი ამ ორ კვირაში თითქმის სულ გამოიცვალა და საუკეთესოთაც; იგი მიხვდა საგნის გარდაცემის ხელოვნებას, სხვა რიგად დაიწყო. ქცევა და ერთობ მთელის შკოლის საქმე უკედ გაიცნო.
გარდა ამისა, მე დაუსახელე სხვა და სხვა პედაგოგიური წიგნები და სახელმძღვანელონი, რომელნიც, ჩაუვარდა ხელში თუ არა, როგორც მშიერმა ისე გამოიყენა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალს წელსაც ერთხელ კიდევ მომიხვდეს ამოდენა დროის მასთან ერთად შკოლის საქმის წარმოება, ვამბობ დარწმუნებული ვარ, რომ ის მასწავლებელი, როგორც თვითონ, აგრეთვე, მთლად მის ამარაზე მიგდებული შკოლაც, სულ სხვანაირათ მოჰმართავენ თავიანთ ჩანგს! აი ამ ლიტონმა შემთხვევამ დაბადა ჩემში შემდეგი ჰაზრი: ჩვენ შკოლებს ჰყავსთ უფროსები, მათი თანაშემწენი, ინსპეკტორები და სხვები, რომელნიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნასვენ ხოლმე ყველა შკოლას, სადაც ბევრი ბევრი რომ ვსთქვათ ორ დღესაც არ დარჩებიან ხოლმე. აბა ერთი მიბძანეთ ან რა უნდა შიტყონ მათ შკოლის მდგომარეობისა, ან კიდევ რა უნდა უჩვენონ ჩვენის შკოლების მოუმზადებელ მასწავლებლებს ამ მოკლე სანს? მგონია არაფერი. ისინი ძლივს იმ საქმისათვის იცლიან, რომ როგორმე გამოკითხონ მოწაფეებს შესწავლილი და ამის შემდეგ გაეშურონ მეორე შკოლისაკენ. მგონია ურიგო არ იქნება, თუ ჩვენი სამასწავლებლო. მართველობა დანიშნავს ოციოდე, ანუ ოცდაათ შკოლაზე კარგ, ნაცოდნ და გამოცდილ პედაგოგს, რომლის მოვალეობა, მხოლოდ ის იქნება, რომ მან დაუაროს ყველა მისთვის ჩაბარებულ შკოლებს, ერთხელ მაინც წელიწადში, დარჩეს ხოლმე თეთ შკოლაში ორ-ორი თუ მეტი კვირა რომლის განმავლობაში აუხსნას და აჩვენოს მასწავლებელის ყოველივე რაც შკოლის წარმოებისათვის საჭიროა და უფრო გამოსადეგია.
აი ის აზრი, რომელიც დაჰბადა ჩემში ხსენებულ მასწავლებელთან ყოფნამ! და მართლა შუძლიან ამ ჰაზრის შესრულებას ჩვენის შკოლის საქმის აწევა თუ არა, მიმინდვია თვით მკითხველისათვის!
ვთხოვთ „თფილისის მოამბის“ ანუ „ობზორის“ რედაქტორებს გადაიღონ ეს ჰაზრი თავიანთ გაზეთებში.
ვანო.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ძნელად თუ იქნება იმისთანა გაჭირვებული მდგომარეობა, როგორშიაც ეხლა არის ჩავარდნილი ევროპა და მეტადრე რუსეთი. რამდენი ხანია მტერი მტერს შეურიგდა, მაგრამ საქმის დაბოლოვება კი ჯერ ღმერთმა უწყის. გერმანიამ იკისრა რუსეთისა და ინგლისის შორის შუა კაცობა და ცდილობს როგორმე აუცილოს ევროპას ახალი ომიანობა, რომელიც, რასაკვირველია, დიდ განსაცდელს უქადის ყველას. ძნელი და თითქმის შეუძლებელი საქმე კი იკისრა გურმანიამ, ღვთის წინაშე. მტერზედაც კი მართალი უნდა თქვას კაცმა: ის ნიადაგი, რომელზედაც დამდგარია ამ ჟამად ინგლისის დიპლომატია, მტკიცე და შეურყეველია. ოსმალეთის არსებობაზედ ევროპაში და თვით აღმოსავლეთის საქმის შესახებ სუფევსო სხვა და სხვა ოქმი და ხელ-შეკრულობა, რომლის დარღვევა და უკუგდება შესაძლებელი მხოროდ იმავე სახელმწიფოთა მიერ, რომელთაც დაადგინეს ეს ოქმი და ხელშეკრულობა. კარგია თუ ავი სტეფანოს შერიგება, იგი უქმია, თუ დამტკიცებულ არ იქმნა უკროპის მიერ, რადგანაც ძირიანად სცვლის ოსმალეთის აწმყო მდგომარეობას სხვა სახელმწიფოთა შორის და ადგენს ახალს მოწყობილობას ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ. ასე ადვილი რომ იყოს პირობისა და ხელშეკრულობის დარღვევა და უკუგდება და მაშინ რაღა ძალა ექმნება ყოველგვარს ხალხთა შორის ოქმს და წერას? მაშ უქმი შრომაა და ტყუილ-უბრალოდ დროს დაკარგვა ყოველ გვარი კონფერენცია თუ კონგრესსი, რომელშიაც არსდება ოქმი, წერილი და სხვ. უქმი უნდა იყოს აგრეთვე ის კონგრესსიც, რომელშიც სან-სტეფანოს შერიგება მთლად არ იქმნება წარდგენილი. აი ამ ნიადაგზედ დგას ამ ჟამად ინგლისი და მისი უმთავრესი მინისტრი ბიკონსფილდი, გერმანიას ჰსურს ერნაბიჯი მაინც დაათმობინოს როგორც ინგლისს ისე რუსეთსაც, და ამისათვის მოიგონა შემდეგი: კონგრესსის წინაშე წარდგენილ უნდა იქმნეს ოქმი 1856წ. და 1870 წლისა; სახელმწიფოთა მოლაპარაკება და ბაასი დამყარებული იქმნება მაზედ, თუ რა ცვლილება უნდა მოხდეს ამ ოქმში სან-სტეფანოს შერიგების მიხედვითა. რას არ მოიგონებს დიპლომატია. თავს იმალავს და ჰგონია არავინ არ მხედავსო, ვთქვათ შეიარა კონგრესი იმ განზრახვით და იმ პროგრამმით, რომელიც გერმანიის მიერ არის წამოყენებული; ვთქვათ კონგრესის წინაშე წარდგენილ იქმნას სან-სტეფანოს შერიგების პირობები კი არა, არამედ 1850წ. და 1870 წლის ოქმები შესაცვლელად. აი გაიმართა ბასი, რომელსაც შესაძლებელია მოუგეს ორში ერთი შედეგი: ან შესაძლებელია, რომ კონგრესი სრულიად დაუთმნხმდეს სან-სტეფანოს შერიგებას და სწორედ იმ გვარივე ცვლილება მოახდინოს ზემოხსენებულ ოქმებში, რომელიც მთლად შეეფერება რუსეთის სურვილს; ან არა და შესაძლებელია, რომ კონგრესმა იმისთანა გარდაწყვეტილება დასადვას, რომელიც შერიგების ყოველ უმთავრესის მუხლის მბ წინააღმდეგი იქმნება; შესაძლებელია არც ერთი უმთავრესი სურვილი რუსეთისა არ მიიღოს კონგრესმა მხედვწლობაში ორივე შემთხვევაში კონგრესის მალვით თუ ცხადათ, წარდგენილი იქნება სან-სტეფანოს შერიგება. თუ პირველი შედეგი მოყვება კონგრესს, ხომ კარგი; მაშინ რუსეთი რასაკვირველია დაეთანხმება კონგრესის გარდაწყვეტილებას. მაშინ რასაკვირველია საქმე მშვიდობიანად დაბოლოვდება. მაგრამ თუ კონგრესის საუბარს მოჰყვა მეორე შედეგი, თუ კონგრესმა არ დააკმაყოფილა არც ერთი უმთავრესი სურვილი რუსეთისა, მაშინ რასაკვირველია რუსეთი არ დაუმორჩილება კონგრესის განჩინებას და ისევ თავისაზედ დადგება. ამ შემთხვევაში საქმე ისევ იქამდისინ მივა, საიდამაც დაიწყო და კონგრესი ტყუილ უბრალო დროს გატარება იქნება ეს კარგად იცის ინგლისმა და ამიტომ თამამად დგას თვის მტკიცე ნიადაგზედ. სსვა სახელმწიფომაც კარგად იცის ეს ჭეშმარიტება, მაგრამ თავს იმალავს და ჰგონია არავინ არა მხედავსო.
გარდა ამისა კიდევ სხვა საქმესაც კისრულობს გერმანია. როგორც მოგეხსენებათ რუსის ჯარი და ინგლისის სამხედრო ხომალდები ძალიან ახლო უდგანან ერთი ერთმანეთს, ისე ახლო, რომ მშვიდობის მოყვარეთ ეშინიანთ კონგრესის ბაასის დროს უბრალო რამ მიზეზმა თოფ-იარაღის ჭექა-გრიალი არ დაბადოსო. ამისათვის გერმანია სცდილობს რუსი და ინგლისი დიდ მანძილზედ გააშოროს ერთი ერთ-ერთმანეთს. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება ამ მანძილზედ არის გამბული.
ეს ყველა კარგი, მაგრამ „მანამ პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გააძვრესო“. ჩვენი საქმეც ასეა, მითომ რაში ეტყობა ომიანობის გათავებას და შერიგების ჩამოვარდნას? მართალია სისხლის ღვრა არ არის, მაგრამ ნაკლები ხალხი იხოცება თუ ავათმყოფობისა და სხვა მიზეზის გამო, ან ნაკლები ზარალი მოსდის რუსეთს? მარტოკა ბალკანის მხედრობა უჯდება დღეში ორ მილიონ მანეთად. გარდა თვით ხელმწიფის კარის ჯარისა 800 კაცი — არც ერთი ნაწილი არ დაბრუნებულა შინისკენ, არამედ თხუმეტი ათასი კაცი მოემატა კიდეც შესავსებლად. მართალია ოსმალეთი შეურიგდა რუსუთს მაგრამ რაღაც მოუმანობაშია და ორპირობა, ქვეშ-ქვეშობა ეტყობა. თუმცა შერიგების ძალით ციხე-სიმაგრენი ვარნა, შუმლა და ბათუმი ოსმალეთმა რუსის ჯარს უნდა დაუცალოს, მაგრამ აქამდისინ ხელიც არ გაუნძრევია ამ პირობის აღსრულებისათვის. შერიგების პირობებში არა სწერიაო, ამბობს ოსმალეთი, თუ რა დროს უნდა დავცალოვო, მართლა და არა სწერია. ეს გარემოება ღირს შესანიშნავია: თუ ინგლისელები შავზღვას სულში ჩაიგდებენ, შუმლა და ვარნა დიდ დაბრკოლებას მისცემს რუსის ჯარის მოქმედობას ბალკანიის ნახევარკუნძულზედ, როგორადაც ბათუმი დააბრკოლებს ჯარს მცირე აზიაში. გარდა ამისა ოსმალეთი, რაც შეუძლია, ჯარს აგროვებს და ხელს მართავს. სტამოლში და მის ახლო-მახლო ჯარის რიცხვი ასოცდაათ-ათასამდე იქნება. ოსმან ფაშა, რომელიც ტყვეთ იყო რუსეთში და ეხლა შინ არის დაბრუნებული, დიდ შრომასა სწევს მხედრობის განახლებისა და მომართვისათვის. ვისკენ იქმნება ოსმალეთი, თუ ომიანობა ასტყდა, ღმერთმა უწყის. იგი ჯერ-ჯერობით ორ წელშუა: ერთის მხრით ინგლისის ეჭიდება და სცდილობს თავისაკენ გადიყვანოს, მეორეს მხრით რუსეთის გავლენაც მოქმედობს მასზედ. მართალია ცოტად უხერსო იქნება ოსმალეთისა და ინგლისს შორის ზავი, რადგანაც ინგლისი როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთის მხარეს იჭერს, რომელიც დიდად გულნაწყენია სან სტეფა-ნოს შერიგების მიერ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ძნელი სათქმელია თუ საბერძნეთი ვის უფრო ემტერება რუსეთს თუ ოსმალეთს. იგი ყველაზედ უწინარეს ემტერება, რასაკვირველია, ახალს მოწყობილობას ბალკანიის ნახევარ-კუნძულზედ, და მერე ემტერება უმეტესად რუსეთს, რადგანაც იგი, როგორც გამარჯვებული და უფრო ძლიერი, არის თავი და თავი მიზეზი და მოთავე ამ ახალის მოწობილობისა. ამიტომ ვისკენაც უნდა იყოს ოსმალეთი, საბერძნეთს არაფერი არ დაუშლის რუსეთის მოწინააღმდეგეს მიუდგეს. ოსმალეთისა საბერძნეთს ისე არა ენაღვლება რა, როგორც რუსეთისა, რომლის გაძლიერება ბალკანიის ნეხევარ კუნძულზედ დიდ განსაცდელს უქადის მის არსებობას, თვით საბერძნეთის აზრით. თუმცა ოსმალეთის ბერძნულ პროვინციებში ჯერაც არ შეწყვეტილა ბრძოლა ბერძნებისა და ოსმალთა შორის, მაგრამ ინგლისი ძალიან სცდილობს როგორმე შეაწყვეტინოს ეს ბრძოლა და, როგორც ეტყობა, ცოტად თუ ბევრად ახერხებს კიდეც. ამგვარად ინგლისს არ გაუძნელდება დაპირდეს საბერძნეთს დიდ სარგებლობას, დაიყოლიოს და მით გაიადვილოს ოსმალეთთან ზღვის შეკვრა.
ახლა დახედეთ ინგლისს რა ყოფაშია და რა მახესა სდებს. გაზეთებში იწერებიან: გალლიპოლის ნახევარ-კუნძული (დარდანელის სრუტის ნაპირას) ისეთ ნაირად არის გამგრებულიო, რომ მას აღება და დაპყრობა შეუძლებელია, რუსის ჯარი ვერ მიუდგებაო, და თუ მიდგომა დააპირო, დიდძალი სასხლის ღვრა მოუნდებაო. „ვიდრე პეტერბურღში, ვენაში და ლონდონში მორიგებაზედ ბაასობდნენო, ამბობს ერთი რუსის კორრესპონდენტი, აქ (ე.ი. გალლიპოლში) არსებობდა ჩუმი და უსროლველი ომიანობა; ორნივე მებრძოლნი ხარჯავდნენ მილლიონებს; ერთი (რუსები) — თვის-თავის გამოკვებისათვის, მეორე — მსახურთა და მოზავთა მოპოვებისთვის; ჩვენმა მტერმა (ე. ი. ინგლისმა) ფულისა და ორთქლის შემწეობით მოიგო ბრძოლა უბრძოლველად და დაიპყრა რაც უნდოდა. რაც შეეხება ბოსფორს, აქაც დიდი სიმაგრები შენდება ოსმალების მიერ. ბოსფორის ევროპის ნაპირას არ არის არც ერთი ბატარეია, აზიის ნაპირას კი თოთხმეტია; გარდა ამისა ამ ნაპირასვე დგანან ეგვიპტის ჯარი, ოსმალეთისა და ინგლისის სამხედ-რო ხომალდები. იმავე კორრესპონდენტის სიტყვით, თუ რუსის ჯარი მიადგება ბოსფორის ნაპირას მზად დახვდება უშველებელი ცეცხლი, რომელიც დაეხმარება ინგლისის ფლოტს. — ინგლისს გამოუწვევია ინდოეთის ჯარიც.
აი ამ გვარ მდგომარეობაში სწარმოებს აწინდელი მოლაპარაკება და დიპლომატიური მიწერ-მოწერა, იქნეებაღა კიდევ ამაზედ უარესი მდგომარეობა: კაცს ერთ ხელში კალამი ეჭიროს, მეორე ხელში თოფ-იარაღი; ერთის, ხელით უკანასკნელ ღონისძიებას ხმარობდეს საქმის მშვიდობიანად გათავებისათვის, მეორე ხელით კი კანკალით სტენდეს ზარბაზანს... წინ დახედვა, დამჯდარი ფიქრი კარგი საქმეა.
მანამ ევროპას გააქვს კალმის ჭრილი და ზარბაზანების გრიალი, საფრანგეთის რესპუბლიკა უშლის ეს ქვეყანას თვის ჭკუისა და ზნეობის საუნჯეს. 1 მაისს (ჩვენებურად 19 აპრილს) ახდილ იქმნა პარიჟში საქვეყნო გამოფენა, საფრანგეთის რესპუბლიკა დღესასწაულობს თვის გამარჯვებას თვის შინაურ მტერზედ, გამარჯვებას, რომელიც მოიპოვა სისხლ დაუღვრელად, თოფ-უხმარებლად, მხოლოდ თვის შინაგანის ძლიერებით. განახლებული საფრანგეთი უჩვენებს ქვეყანას თუ რა შეუძლიან იმ დიდებულ დედ-აზრს, რომელსაც დასტრიალებს საფრანგეთის ახლის დროის ისტორია, როდესაც ეს დედა-აზრი ხორცში და კანში გასჯდომია ქვეყანას დიდიდამ პატარამდე.
![]() |
3 სასამართლოს მატიანე |
▲back to top |
სასამართლოს მატიანე
ზასულიჩის ქალის საქმე
(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)
(შემდეგი)[1]
მე მიკისრია გამოსარჩლება ვერა ზასულიჩისა, რომელმაც თვითონ ამომირჩია; მომისმენია მისგან ბევრი რამ, რომელიც მას უცვნია საჭიროდ ჩემდა გადმოსაცემად — და უნებლიედ ვშიშობ, ვაი თუ მისი გულის ხმა სრულად ვერ გამოვსთქვა, ვაი თუ დამრჩეს გამოუთქმელი იმისთანა რამ, რომელსაც ვერა ზასულიჩის აზრით, მნიშვნელობა ექმნება საქმისათვის. მე შემეძლო დამეწყო ჩემი საუბარი პირდაპირ 13 ილისიდამ, მაგრამ ჯერ საჭიროა გამოკვლევა იმ გარემოებისა, რომელმაც შეაკვშირა 13 ივლისი 24-ს იანვართან. გარემოება ეგ თვით ვერა ზასულიჩის ცხოვრებაა თავიდამ ბოლომდე. განხილვა ამა ცხოვრების მეტად ღირს საცნობია და ჩამაფიქრებული; ღირსაცნობია არა მარტო აწინდელის დ საქმისთვის, არა მარტო მისთვის, რომ განისაზღვროს რამოდენად არის დამნაშავე ვერა ზასულიჩი, არამედ იმისათვისაც რომ მის წარსულს ცხოვრებაში მოვიპოვით ბევრს საჭიროს და გამოსაყენს საბუთს აღსახსნელად იმისთანა საგნებისას, რომელნიც არ ექვემდებარებიან სასამართლოსა და საჭირონი და გამოსაყენნი არიან საცოდნელად და შესაგონებლად იმ მიზეზთა, რომელნიც ჩვენში ქმნიან ხოლმე დანაშაულობას და დამნაშავესა. თქვენ მოგეხსენათ თვით ვერა ზასულიჩის პირით ზოგიერთი ამბავი მისის ცხოვრებისა; ის ამბები გძელნი არ არიან და იმათშიაც მე მარტო ზოგიერთზედ შევაყენებ თქვენს ყურადღებას. თქვენ გეუწყათ, რომ შვიდმეტის წლის ვერა ზასულიჩმა გაათავა რა კურსი მოსკოვის პანსიონში, გამოჩენილად დაიჭირა ეგზამენი შინაურის მასწავლებლობისა და დაბრუნდა შინ თავის დედასთან. მოხუცებული დედა სცხოვრებს აქ პეტერბურღში. დიდი ხანი არ გამოსულა, რომ შვიდმეტის წლის ქალს შეხვდა გაცნობა ნეჩაევისა და მისის დისა; გაიცნო. ისინი შემთხვევით საოსტატო შკოლაში, საცა ვერა ზასულიჩი დადიოდა განსაგრძობად სწავლისა. ვინ იყო ნეჩაევი, რა განზრახვა ჰონდა — ესენი ვერა ზასულიჩმა არ იცოდა და მაშინ არც არავინ სხვამ იცოდა რუსეთში. ნეჩაევი უბრალო სტუდენტად იყო ცნობილი; იცოდნენ მხოლოდ რომ ნეჩაევს მიეღო მონაწილეობა სტუდენტების არეულობაში, რომელსაც არაფერი საპოლიტიკო მნიშვნელობა არა ქონია ნეჩაევმა სთხოვა მცირე რამ ჩვეულებრივი შემწეობა და ვერა ზასულიჩი თანახმა შეექმნა. სამჯერ თუ ოთხჯერ ნეჩაევისაგან მიიღო ბარათები და გადასცა, ნეჩაევის ჩვენებით, სხვებსა არ იცოდა კი, რასაკვირველია, „იმ ბარათებში რა ეწერა. ბოლოს გამოჩნდა რომ ნეჩაევი, სახელმწიფო დამნაშავეა და ეს შემთხვევითი ცნობა ნაჩაევისა გახდა იმის მიზეზად, რომ ვერა ზასულიჩზედაც მიიტანეს ეჭვი და გააბეს სახელმწიფო დანაშაულობაში ყველასაგან ცნობილს ნეჩაევის საქმეში. თქვენ თვით ვერა ზასულიჩის ნაამბობიდამ უწყით, რომ ეგ ეჭვი ვერა ზასულიჩს ძვირად დაუჯდა. ორი წელიწადი იყო დამწუვდეული, ერთი წელიწადი საპყრობილეში და ერთიც პეტრო-პავლოვის ციხეში. ეგ ორი წელიწადი იყო მეთვრამეტე და მეცხრამეტე წელიწადი მისის ყმაწვილქალობისა, ყმაწვილ-ქალობა და ყმაწვილ-კაცობა სამართლიანად ცნობილია უკეთეს დროთ ადამიანის ცხოვრებაში; ჭაბუკობის წელთა ხსოვნა, მათი შთაბეჭდილება ადამიანს მთელს თავის სიცოცხლეში გულში აქვს ჩარჩენილი. გუშინდელი ბავშვი დღეს ლამის მოწიფულ ადამიანად გახდომას ცხოვრება, სიცოცხლე ჯერ კიდევ შორიდამ ვარდისფრად ეხატება თავისის მომხიბვლელის სახითა, ზედ არ ატყვია არც ბნელი ჩრდილი, არც ბნელი ლაქა. ამ მოკლე ჭაბუკობის ხანში ჭაბუკი ბევრს რასმეს გამოივლის ხოლმე და ეგ გამოვლილი თავის კვალს დააჩნეს მთელს მის ცხოვრებას ბოლომდე. მამა-კაცისათვის ჭაბუკობა არის ხანი უმაღლესის განათლების მიღებისა; პირველი და სიმტკიცით სავსე თანაგრძნობა და მიმზიდველობა აქ აღფრთოვანდება ხოლმე; ამხანაგობის კავშირი აქ დაიწყობა, აქედამ გამოჰყვება ხოლმე სიყვარული თავისის განათლების ადგილისა თავისის alma mater გასათხოვარი ქალისათვის კი ჭაბუკობა არის ხანი სრულის აღეყვავებისა, სრულის განვითარების; ბავშვობიდამ გამოსული, ჯერ კიდევ თავისუფალი მეუღლობის და დედობას მოვალეობისაგან, გასათხოვარი ქალი სცხოვრებს სრულის სიხარულითა, სრულის გულითა და სულით. მისთვის ჭაბუკობა ხანია პირველის სიყვარულისა, უზრუნველობისა, სასიამოვნო ნატვრისა და იმედის, დაუვიწყარის სიხარულისა, ხანია მეგობრობისა; იგია ხანი ყოველ იმ ძვირფასის და ელვაზედ უმალეს წარმავალის ნეტარებისა, რომელსაც იგონებს ხოლმე ქალი მერმედ, როცა შეიქმნება მოწიფულ დედათ, მოხუცებულ დედის-დედათ.
ადვილად წარმოსადგენია როგორ გაატარა ვერა ზასულიჩმა ეს უკეთესნი წელნი თავისის ცხოვრებისა, რა შექცევაში, რა სიხარულში გაატარა ეს ძვირფასი დრო, რა ტკბილნი ოცნებანი და ნატვრანი აფუფუნებდნენ მის გულს ლიტოვის საპყრობილესა და პეტრო-პავლოვის ციხის ჯურღმულშია. წარმოიდგინეთ სრულად განშორება ყოველ მისგან, რაც საპყრობილის კედელთ იქით არსებობდა, ორი წელიწადი არ უნახავს არც დედა, არც ნათესავი, არც ნაცნობი. მხოლოდ ზოგჯერ საპყრობილის მოხელეს პირით შეიტყუობდა ხოლმე, რომ ყველანი, მადლობა ღმერთს, კარგად არიან, არც საქმე რამ, არც გასართობი. ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, საკითხავი წიგნი საპყრობილის ცენზურაში გამოვლილი; ნაბიჯის გადადგმის ღონე ოთახში და სრული დაინახოს რამ საპყრობილის სანათურიდამ. დახშული ჰაერი, იშვიათად სასეირნოთ გასვლა, უძილობა, საჭმლის მოუნენლობა. ადამიანის სახად ხილვა მარტო საპყრობილის გუშაგისა, რომელსაც სადილი შემოაქვს, და ყარნულისა, რომელიც დრო გამოშვებით შემოიჭუტება კარის მინიდამ, ვნახო პყრობილი რას ამბავშიაო. ხმაურობა კლიტეების გაღებისა და დაკუტისა, ყრაულების თოფების ჩხარაჩხური, როცა ერთმანეთს სცვლიან, ზომიერი და ერთგვარი ფეხის ხმა წინა და უკან მოარულის ყარაულისა და სევდიანი რეკა პეტროპავლოვის ციხის საათისა. მეგობრობის, სიყვარულის, ადამიანთან კავშირის მაგიერ, ის ფიქრი, რომ მარჯვნივ და მარცხვნივ კედელს იქით მისთანავე ამხანაგნი თანამოზიარენი არიან ამავე უბედურობაში, მისთანავე მსხვერპლნი არიან უბედურის ხვედრისა.
ამ ჭაბუკობის ხანში, როცა აღორძინდება ხოლმე კაცის გულში თვისება თანაზიარობის, თანაგრძნობის, ზასულიჩმა, მართლად გამოზარდა და მტკიცედ დაინერგა გულში სამარადისოდ ერთი გულის ტკივილი, უანგარო სიყვარული ყოველ იმ ადამიანისადმი, რომელმაც მისებრ უნდა აღოღიალოს უბედური სიცოცხლე სახელმწიფო დანაშაულობაში შეწამებულისა. საპოლიტიკო პყრობილი, ვინც უნდა ყოფილიყო, შეიქმნა მისთვის ძვირფას მეგობრად, თან შეზრდილ ამხანაგად. საპყრობილე იყო მისი alma mater, რომელმაც ფესვი გაუმაგრა იმ მეგობრობას, იმ ამხანაგობას. ორი წელიწადი მიწურვაზედ მიდგა. ზასულიჩი გამოუშვეს, რადგანაც ვერაფერი საბუთი ვერ უპოვეს სამართალში მიცემისათვის. მას უთხრეს „წარვედ“ და არც კი დაუმატეს: „და ნუღარ შესცოდავ.“ იმიტომ რომ შეცოდება ვერ უპოვეს და არცა ქონია. ორის წლის განმავალობაში მარტო ორჯერ გამოკითხეს და ერთს დროს რამდენიმე თვე გულდაჯერებულიც იყო, რომ სრულად დავიწყებულია. „წარვედ...“ საით უნდა წასულიყო? კიდევ კარგია, რომ მას ადგილი ჰქონდა, აქ ჰეტერბურღში მოხუცებული დედა ჰყვანდა, რომელიც სიარულით დაუხვდებოდა თავის ქალს. დედასა და შვილს დიდად იმათ ერთმანეთის ნახვა, თითქმის ორი მძიმე წელიწადი დავიწყებას მიეცა. ზასულიჩი ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო, სულ 20 წლისა. დედა ნუგეშ ჰსცემდა და ეუბნებოდა: „ეხლა რა გიშავს რა, ვერავ; ეხლა საქმე კარგა წავა, რაც იყო, ყველამ მშვიდობით გაიარა და მორჩა“ მართლადაც, საგონებელი იყო, რომ წყლულნი გამთელდებიან, ახალგაზდობა დასძლევს და წაიშლება კვალი მძიმე პყრობილებისა. გაზაფხული იყო; აგარად გასვლის სიამე წარმოუდგა თვალწინ; ზაფხულში სოფლად ცხოვრება როგორ არ უნდა მოჰსჩვენებოდა სამოთხედ საპყრობილის ცხოვრების შემდეგ. გავიდა ათი დღე სიამოვნების ფიქრსა და ოცნებაშია. უეცრად დაურაკუნეს კარის ზარი. ეს იყო გვიან ღამითა. დაგვიანებული კეთილის-მყოფელი ხომ არ არის ვინმე? გამოჩნდა რომ კეთილის-მყოფელი არ არის, მაგრამ არც კი მტერია. იქაური პოლიციის ზედამხედველია. ზასულიჩს ეუბნება, რომ ბძანება მაქვსო გასამგზავრებელს (пересылочная) ციხეში წაგიყვანოთო. როგორ თუ ციხეში? აქ უსათუოდ შეცდომა რამ უნდა იყოს; მე ნეჩაევის საქმეში ბრალეულად არა ვარ ცნობილი, მე სამართალში არა ვარ მიცემული; ჩემს თაობაზედ საქმე მოსპობილია სასამართლოს პალატითა და სენიტითა.“ მე ეგენი არ მეკითხება, მიუგებს პოლიციის ზედამხედველი, გთხოვთ წამობძანდეთ! მე უფროსთაგან მაქვს ბძანება თქვენ წაგიეანოთ, დედა იძულებულ იქმნა ქალი გაესტუმრებინა; მოუმზადა სელად რაღაც თხელი ტან-საცმული, ბურნუსი და უთხრა: „ხვალ შენს სანახავად; პროკურორთან წავალთ. ეს ამბავი უსათუოდ შეცდომა რამ არი. საქმე გაისინჯება და შენ განგათავისუფლებენ.“ გადის ხუთი დღე, ზასულიჩი ციხეში ზის სრულის იმედით, რომ მალე განათავისუფლებენ. განა შესაძლებელია, რომ მას შემდეგ რა კი სამართალმა მოსპო საქმე და მიზეზი ვერა უპოვა რა ბრალის დასადებად ზასულიჩი ძლივ-ძლივ ოცის წლის ქალი, მცხოვრები თავის დედასთან, გაისტუმრონ საითმე, და გაისტუმრონ ისიც მაშინ, როცა ეს ეს არის განთავისუფლებულ იქმნა ორის წლის ციხეში პყრობილობისაგან. გასამგზავრებელს ციხეში მოვიდნენ სანახავად დედა და და; მოუტანეს ხმელი ხილი, საკითხავი წაგნები; არავის ფიქრათაც არ მოზდის რომ საითმე გაისტუმრებენ და არავინ არაფერს სამზადისშია მისის გასტუმრების გამო. მეხუთე დღეს დაჭრის შემდეგ ზასულიჩს ეუბნებიან მობრძანდით, თქვენ ეხლავ გისტუმრებენ კრესტცის ქალაქში. „როგორ თუ მისტუმრებენ? საგზაოდ მე არა მაქვს რა მომზადებული. იმდენი მაინც დამაცალეთ, რომ ჩემს ნთესვებს შეკატერინო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ რაღაც შეცდომაა. ეგ სიკეთეს მიჰყავით, დამაცალეთ, შეიფურხეთ ცოტად ჩემი გასტუმრება ერთის თუ ორის დღით მაინც; მე შევატყობინებ ჩემს ნათესავებს. არ იქმნება, ეუბნებიან პასუხად, კანონი ნებას არ გვძლევს, ბძანებაა დაუყოვნებლივ უნდა გაგისტუმროთ. რას იქმოდა? ზასულიჩმა იცოდა, რომ კანონს უნდა დაემორჩილოს, მხოლოდ არ იცოდა კი რამ კანონზეა აქ ლაპარაკი. გაემგზავრა მარტო ერთის კაბის ანაბარათ, ერთს თხელს ბურნუსში. ვიდრე რკინის გზით მიდიოდა, კიდევ არაფერი. მერე ფოშტის ცხენებით წაიყვანეს კიბიტკითა, აქედ-იქით ორი ჟანდარმი უჯდა. აპრილის თვე იყო, თხელს ბურნუსში საშინლად ცივოდა. ჟანდარმა თავისი შინელი მოიხსნა და წამოასხა ქალს. ამ ყოფით მოიყვანეს კრეხტცში.
(შემდეგი იქნება)
___________________
1 „ივერია“ №15. 1878 წ.
![]() |
4 საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა |
▲back to top |
საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა
(შედეგი)[1]
მოწამემ ონიკოვმა სთქვა, რომ მამულის გაყოფაში ანდრეევსკის ქალის მხრით მე ვიყავიო. თუმცა ანდრეევსკიანთ დიდი ხანია ვიცნობო, მაგრამ ნინოს ხასიათზედ ვერას ვიტყვიო. მამულის გაყოფის შემდეგ ორივ მხარე კმაყოფილი დარჩაო. ანდრეევსკის ქალმა მთხოვაო. რომ მის ნაწილისათვის მოურავი მეშოვნაო, მანამ ოდესიდამ დაიბარებდაო. მეც ვურჩიე სულხანოვი აეყვანაო, ანდრეევსკის ქალის ამბავი ბორჯომში მომივიდაო. შემდეგ, მარიამობას თვეში, ანდრეევსკის ცოლი მიხაილოვის სადგურშიო (რკინის გზაზედ) ვნახეო, ოდესაში მიმავალიო; ანდრეევსკის ცოლი ძალიან შეწუხებული იყოვო და მარტო იმას იძახოდაო — ქალი დავკარგეო.
ქვრივმა ბეზირგანოვისამ უთხრა სასამართლოს შემდეგი: ანდრეევსკის ქალის ამბავი თუმანოვის ცოლმა შემატყობინაო ანდრეევსკიანთსა წავედიო და ორი-სამი დღე დავრჩო (ღამით კი შინ მივდიოდიო). მესამე დღეს მრეცხელმა თეთრეული მოიტანო და სკივრში ჩავალა გეო. ამ თეთრუულში ტილოს ნაჭრები ყრიაო, რომელთაც ქალები რიგში ხმარობენო. გამომძიებელს უთხარიო, რომ ამ ნაჭრებს რაღაცა ლაქები აჩნდათო; სისხლისაგან იყვნენ ეს ლაქები თუ სხვა რამესგან — არ ვიციო. — წაიკითხეს ამ მოწმის წინ გამოძიებაში ნაამბობი, რომელშიაც ბეზირგანოვის ცოლს უთქვამს თურმე, რომ ეს ლაქები სისხლისაგან იყვნენო. ბეზირგანოვის ცოლმა უთხრა სასამართლოს ტყუილიაო, მაგისთანა არა მითქვამს რაო.
შემოიყვანეს მრეცხელი ეფემია ზუევისა, რომელმც სთქვა, რომ ხუთის დღის წინ (ე.ი. სიკვდილის წინედ) ანდრეევსკის ქალი რიგში იდგაო, სიკვდილის შემდეგ რომ სარეცხი გაუგზავნეო, ნამდვილად ის სარეცხი იყოვო, რომელიც ხუთი დღის წინედ მომცეს გასარეცადაო და რომელიც სისხლით იყო მოსვრილიო.
ბესარიონ ღოღობერიძემ უჩვენა შემდეგი: ანდერეევსკის ქალის დაკარგვის შემდეგ, მეორე დღეს ქუთაისში დეპეშა მომივიდაო, რომელიც მაშინვე ანჩაბაძეს წაუღე და უჩვენეო, შემდეგ შერვაშიძესთან წავედითო, გავაღვიძეთო და დეპეშა წაუკითხეთო. დეპეშაში დავით ჩხოტუა იწერებოდაო, რომ ნინო ძალიან ავათ არისო და შერვაშიძე უსათუოდ უნდა ჩამოვიდესო. შერვაშიძემ სთქვა, რომ წავიდოდიო, მაგრამ პეტერბურღში წასვლას დამიშლისო. შემდეგ უთხრაო ანჩაბაძესო: „თუ შენ წახვალ მეც წავალო. ამაზედ ანჩაბაძემ უპასუხა: „ჩემი წასვლა საჭირო არ არისო, მაგრამ თუ გინდა წავალო, ჩემის აზრით დავით ჩხოტუამ იმიტომ გამოგზავნა დეპეშა ჩემ სახელზედაო, რომ შერვაშიძე ნამდვილად ქუთისში არ ეგულებოდაო; ერთსა და იმავე დროს დიდა- შვილებსაც მოუვიდათო იმგვარივე დეპეშა ჩხოტუასაგანაო — ანდრეევსკიანი მხოლოდ ბოლოს დროს გავიცანიო, როდესაც ანჩაბაძემ შუაკაცათ ამირჩიაო. მამულის გაყოფაში. აი მხოლოდ ამ დროს გავიცანიო პირველად ანდრეევსკის ქალი. — საქმე რომ გათავდაო (მამულის გაყოფისა) ნინომ უთხრაო შერვაშიძეს: გიორგი, შენ მგონია ტყყე გერჩივნა; თუ გინდა წილს გაგიცვლი, შერვაშიძემ უპასუხო: „არა სულ ერთია. — დავით ჩხოტუას ხასიათზედ ბესარიონ ღოღობერიძემ სთქვა შემდეგი: „დავით ჩხოტუას ვიცნობ, მაგრამ რა ხასიათისა არის ნამდვილად ვერას ვიტყვი. მე იმისთანა არავითარი საქმე არა მქონია, რომ შემეტყო ფულის მოყვარეა თუ არა, იგი არავითარ მძიმე საქმეში არ მინახავს. ჩვენ ჩვეულებრივ ვლაპარაკობდით სამეცნიერო და საზოგადობერივ საქმეზედ.“
დავით ჩხოტუას ჰკითხეს ანდრეეკსკის ქალმა სულხანოვი რად აირჩია მოურავადაო? ამაზედ ჩხოტუამ უპასუხა, რომ ანდრეევსკის ქალმა ჯერ მე მთხოვაო მაგრამ რადგანაც შრვაშიძეს მოურავად ვიყავიო და ვერ მოვიცლიდიო, უარი უთხარიო.
მოწამემ სტეფან ავთანდილოვმა სთქვა, რომ ანდრეევსკის ქალი თამამი, მხიარული, გონება გახსნილი და ჭკვიანი იყოვო, ოდესაში კი ბანაობდაო, მაგრამ ტფილასში უკვირდაო, რომ ამისთანა ტალახიან წყალში როგორ ბანაობენო. ანდრეევსკის ცოლს ჩემთვის არავითარი მოსაზრება ნინოს დაკარგვის შესახებ არ უთქვამსო; მხოლოდ იმას ამბობდაო, რომ ნინო დამეკარგაო.
მოწმემ გაბრიელ სულხანოვმა უამბო სასამართლოს შემდეგი: „იმ ღამეს სოფელში ვიყავი, ტფილისის ახლო. მამაჩემისგან მომივიდა ნინოს ამბავი; მაშინვე ქალაქს ჩამოველ და ანდრეევსკიანთსა წავედი. იქ დამხვდა გამომძიებელი კობიევი, მინდოდა მენახა ის ადგილი, სადაც ნინო ბანაობდა. გზაში ვიღაც შემხვდა და მითხრა, რომ ანდრეევსკის ქალი იქ ვერ იბანაებდაო, რადგანაც ძალიან ძნელი ჩასასვლელი ადგილიაო, მართლა და ვერ იბანებდა მეთქი, რადგანაც ნინოს ყოველთვის უკვირდა მტკვარში როგორა ბანაობენო. მთელი დღ დავრჩი ანდრეევსკიანთსა. იმ დღესვე მოვიდა პოლიცია, ბევრი ეძებეს ბაღში, სახლში, მაგრამ ვერა იპოვეს რა აქ ჩხოტუებიც გავიცან. საღამომდე დავრჩი. იმ საღა მოსვე ჩამოვიდა შერვაშიძე თუ არა, აღარ მახსოვს. ვიცი კი რომ თუმანოვის ცოლი და სულხანოვი მის მისაგებებლად წავიდნენ. შერვაშიძე და ანჩაბაძე ერთად მოვიდნენ, ანდრეევსკის ცოლს იმ დროს ეძინა და მათთან არ ულაპარაკნია. შერვაშიძემ ცალკე რაღაცა უთხრა დავით ჩხოტუას და შემდეგ ერთად წავიდნენ ლონდონის სასტუმროში. მესამე დღეს ვიღაებიც მოვიდნენ და თქვეს, რომ ანდრეევსკის ქალის გვამი ვიპოვეთო. მე გამგზავნეს მომრიგებელ სასამართლოში — უნდა შემეტყობინებინა გამომძიებელისათვის, პოლიცმეისტრის მელიქ-ბეგლაროვისათვის და მომრიგებელ მოსამართლის წინამძღვაროვისათვის. ამავე დღეს წავედით გვამის გასაშინჯავათ.“ „შემდეგ მკვდარი ანდრეევსკის ქალი მოიტანეს საავათმყოფოში, სადაც იყვნენ შერვაშიძე და დავით ჩხოტუა. შერვაშიძეს ჰკითხეს — ჰსცნობ თუ არაო ანდრეევსკის ქალს? ვცნობო, უპასუხა შერვაშიძემ. მე კი მაშინვე ვიცან.“ — „ნინოს დაკარგვის შესახებ სხვა და სხვა რასმეს ლაპარაკობდნენ: ზოგი ამბობდა — დაახჩეს, წაიყვანესო; ზოგი — იქნება თვითონ წაჰყვა ვისმესო. თვითონ ანდრეევსკის ცოლი ამბობდა — „იქმნება ნინო ბანაობდაო და თვითონ დაიხჩოვო.“ „მტკვრისკენ ძალიან ძნელი ჩასასვლელი თავდაღმართია და ძნელი საფიქრებელია, რომ საბანებლად ჩასულიყო. ჩვენ ძლივს ჩავდიოდით ერთი ერთმანეთის დახმარებით. ამბობენ, რომ მოსამსახურები იმ თავდაღმართზედ ზიდავდნენ წყალსა.“ პირველ დღეს ძაღლები არ მინახავსო, შემდეგ კი ვნახეო პატარა ძაღლები, როდესაც მე და ნიკ. ჩხოტუა წყლისთვის ჩავდიოდითო ვედროთი.
(შემდეგი იქმნება)
__________
1 „ივერია“ №14, 1878წ.
![]() |
5 სისხლის მოჩვენებაზედ |
▲back to top |
სისხლის მოჩვენებაზედ
(შემდეგი)[1]
IV
1860 წ. თიბათვის 15-სა გარიჩიდამ დილიჟანსი მოვიდა ჩვენის ბაზრის მოედანზედ კულავანდელზედ ერთის საათით გვიან და დადგა სასტუმროს წინ, რომელსაც „კალის კოროლი“ ერქვა სახელად, კუჩერმა მიაყარა ცხენებს ზურგზედ სადავე, გადმოვიდა თავის მაღალ ტახტიდამ, რომ დილიჟანსში მსხდომთ კარები გაუღოს. იმ დღემდე დილიჟანს არასოდეს არ დაუგვიანია, ამ მიზეზით იქაურნი მცხოვრებნი დიდის ცნობის-მოყვარეობით გარს შემოეხვივნენ მოსულებსა.
— ეი შენ, ძილის გუდავ! (ასე ეძახდნენ ჩვენში კუჩერსა) — შეჰსძახა სასტუმროს მეჯინიბემ და დაუწყო ცხენებს გამოშვება: კარგა ხანი დაჰყავ შენ გზაზედ? ჰსჩანს ყოველ დუქანში შენი მოსაწონი არაყი დაგხვედრია.
— ეგ შენი ენა ჭარტალობა სხვა დროსა. თვის შეინახეთ მიუგო კუჩერმა: აქ სხვა ამბავი იყო: აიმ სასტუმროში „ცისფერს მამალს“ რომ ეძახიან. ცხენები გამოვუშვი, მოვაჭამო რამ მეთქი. იქ სამზვარეულოს ტახტზედ ლორეტა ვნახეთ ყელში დანა ჩაცემული; ისე რაღა, აქედამ დაესვა და იქით გაეხედებინა... მოდი და ნუ დაიგვიანებდი! .. ამისთანა ამბები ყოველ დღე ხომ არ შეგხვდება გზაზედ!
ხალხი შეძრწუნდა ამ საშინელის ამბის გამო და როცა თვით იმ სასტუმროს პატრონი, მთლად გაფითრებული და ათრთოლებული გადმოვიდა დილიჟანსიდამ, ხალხი მიჰსცვივდა და დაუწყეს იმ საშინელის ამბის გამოკითხვა. ხალხმა მხოლოდ მა შინ დაანება თავი, როცა იგი მივიდა გამომძიებელის კარებთან, რადგანაც ჩვენება უნდა ჩამოერთმიათ.
გაგზავნეს ყოველგან მრავალნი მძებნელნი ბევრი ქაღალდი მოსვარეს მელნითა, თითქმის ერთი წელიწადი გააჭიანურეს გამოძიება, მაგრამ მაინც ვერას გახდნენ. ვერ იპოვეს, ვერა დამნაშავე.
საწყალი ლიუროტა! თუნდა დამიჯერეთ, თუნდ ნუ და მეკი ბევრჯერ, ბევრჯერ დამიღვრია მისთვის ცრემლი, ბევრჯერ მიტირნია, მეტად კარგი რამ იყო! რა რიგი მარილიანი, რა რიგი მიმღები ქალი იყო და ამასთანაც მეტად გულმოდგინე და მშრომელი მოსამსახურე!.. მე გარიჩში გამგზავნა ჩვენმა ნოტარიუსმა და იქიდამ 14 თიბათვის ღამეს შინ მოვდიოდი. თერთმეტი საათი იქმნებოდა, რომ „ცის-ფერის მამლის“ სასტუმროსთან მოვედი. ისე ბნელოდა რომ თვალში თითი გეტაკებინათ ვერას დავინახავდი. ფანჯრების დარაბებ შუა სანთლის შუქი გამოკრთოდა ეს მე გამიკვირდა, იმიტომ რომ „ცის-ფერის მამის“ სასტუმროში ამ დროს ხოლმე ყველას ღრმა ძილით ეძინა. მე ლიუროტა მომაგონდა და ეს მოგონება მესიამოვნა, მიამა! ეჰსთქვი ჩემ თავად: უსათუოდ ლიუროტას არა ჰსძინავს ჯერ; იქნება ვისმეს სასტუმროში დაჰგვიანებია და იმის წასვლას უცდის... მოდი ერთი შევალ მეთქი! ერთი ჭიქა პივის დალევა დიდხანს არ გაჰსწევს; ერთხელ რომ მე ვაკოცო და ერთხელაც იმან–არც ამაში გავა ბევრი დრო მეთქი“.
კარები ნახევრობამდინ ღია იყო. მე შევედი რასაკვირველია, საჭირო არ არის მოგაგონოთ, რომ ქუჩისაკენ მარტო სამზვარეულო და პურის საჭმელი ოთახი იყო. სხვა ოთახები კი ეზოსაკენ იყვნენ. უეჭველია, თქვენ მორთმეული გექმნებათ ფოტოგრაფიით გადმოღებული სურათი იმ სახლისა. სწორედ მოგახსენოთ, ეს ფოტოგრაფია კარგი რამ მოუგონიათ!
ბუხრის ახლო ლიუროტას თავი მიედო სტოლზედ და ისე ეძინა. დამკლავებული ხელები ისე ჯვარედინად ჰქონდა გულზედ დაკრეფილი, თითქოს ლოცულობსო. შიშველი ყელი ლამაზად გადეგდო და ხშირი თმები საამოდ გადმოჰფენოდა მხრებზედ. სტოლი ხის ბოძთან იდგა, ბოძზედ ეკიდა სანათური, რომელიც მკრთალად ანათებდა. ღონე მიხდილი ალი თითქმის მარტო იმას ცდილობსო, რომ რაც შეიძლება მეტის სინათლით მორთოს მშვენიერი მოყვანილობა მძინარის ქალისა და სხვა ნივთებს კი, მაგალითებრ, ჭურჭელს, ქვაბებს ისე გაჰკრავდა ხოლმე ნათელს, თითქო არ კადრულობსო. ბუხარში ხრიალებდა, თითქო ღველფში იხვჩვებაო, ერთი მილეული მუგუზალი, რომელიც ხან დაზმობით ალს ააპრიალებდა, რომ დიდი უცნაური ჩრდილი აათამაშოს ან ჭერის ფიცარზედ, ან კედელზედა.
ლიუროტა მარტო იყო. მე მივედი ახლო ბუხართან, ზურგი შევაქციე ბუხარს და აღტაცებით დაუწყე ყურება იმ საბრალოს და მშვენიერს არსებას, რომელსაც ჩემ წინ ეძინა. ოთახის მყუდროებას ძლივ-ძლივ ახმაურებდა მალმალი და ნელი ფშვინვა ქალისა და საათის ერთნაირი კაკუნი.
V
იმ წუთს რაც მოხდა ჩემს ტვინში ისეთი საოაცარია, რომ ღმერთმანი არც კი ვიცი როგორ დ აგიხსნათ. იმისათვის, რომ ჩემი რამ გაიგოთ როგორც რიგია, თქვენც ისე ჭკუიდამ შეშლილები უნდა შეიქმნეთ ამ ხანად, როგორც მაშინ მე ვიყავი...
დავყურებდი იმ ლამაზს ქალს, რომელსაც ორის ნაბიჯის გადადგმაზედ ჩემ წინ ისე ტკბილად და მშვიდობიანად ეძინა, ვიცოდი რომ ჩემ გარდა სხვა არავინ არის ოთახში და ყველაზედ უწინარეს ფიქრად. იმისი კოცნა მომივიდა. მე დავიხარე კიდეც, რომ ტუჩით მივკარებოდი მის სპეტაკს ყელს, რომელიც მისს პატრონს თითქო ჩემს ნებაზედ მოეგდო, მაგრამ შუა გზაზედ შევდექი და ვჰსთქვი: ამ გვარად კოცნას რა ლაზათი აქვს! ჯერ უნდა გავაღვიძო, მეთქი. აქ ხელახლად დავუწყე ცქერა მისა სამაცდუროს ყელს…
და ჩემი ტვინი აინთო... ჩემმა გონების თვალმა ფრთა აისხა.
მე მომეჩვენა, ვითომც ლიუროტას ყელზედ ორი ტუჩია, მღიმარი და ისე ლამაზად აკრეფილი, თითქო საკოცნელად ვისმეს იწვევენო. „ეგ არ შეძიძლება, არა!“ ვუთხარი ჩემს თავს და ხელახლად დავიხარე საკოცნელად. მაგრამ რაც მაშინ თვალი. წინ წამომიდგა, მან მთლად ცივი ოფლი დამასხა. და თვითონ თქვენც რომ ეგ საქმე დაგმართოდათ, თვალთ დაგიბნელდებოდათ ყელზედ გამოსახული ტუჩები ნახევრობამდი ღია იყვნენ. თეთრის კბილების მაგიერ მომელანდა სისხლი, თითქო დაჭრილობიდამ დაიწყო გამოჟონაო. მერე იმ დაჭრილობის ორივე მხრიდამ წამოვიდა ორ ტოტად ძაფის სიმსხო სისხლის ნაკადული. მალე დადგა სტოლის სუფრაზედ სისხლის გუბე, და ამ წითელ ადგილზედ გამოკრთოდა თეთრი პირის სახე ლიუროტასი. მე შიშით თავზარი დამეცა. დაჭრილობა ღიმილით შემომცინოდა; იგი კოცნას მიგზავნიდა.
აი ნახეთ, რომ ჩემი ბედის-წერა ავაზაკობა ყოფილა! სწორედ იმ წამს მე თვალი მოვკარ სტოლზედ, იმ უბედურის ახლო სამზვარეულო დანას, ისეთს გძელს მჭრელს და ახლად გალესილსა.... ფიცი შემიძლიან, ფიცი, რომ როცა მე შევედი ოთახში, მაშინ ის დანა იქ არ ყოფილა!.. სანათური, ბოძზედ მიკრული, განსაკუთრებულის სხივით ანათებდა ამ დანის პირს და თითქო საკუთრივ იმისთვის ანათებდა, რომ მე წავეტყუებინე.... მე გამოქცევა მოვინდომე — მაგრამ მუხლი არ მომყვა. მე თვალები დავხუჭე, მაგრამ ამით ის საზარელი მოჩვენება ვერ მოვიშორე და ისევ ისე მელანდებოდა, როგორც წინათვე თქვენ ნუ გიკვირთ: რასაც მაშინ ვხედავდი, თვალწინ ხომ არ მედგა, ჩემს შიგნით იყო, ჩემს შიგნით.
დანას ხელი ისე წავავლე, რომ წინად განზრახული არა მქონდა რა. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რომ იმ საბრალო ქალისათვის მე ბოროტი არ მინდოდა, მაგრამ ხელი კი შევმართე: იმ წამს ბრწყინვალე სხივმა გაანათა მღიმარი წყლული, რომელიც მაინც კოცნას მიგზავნიდა... მე დანა დავეცი. რისთვის? აბა ვინ იცის რისთვის? უბედურის ყელიდამ აღმოხდა ერთი საშინელი ხრიალი, რომელიც ყოველ ღამე დღევანდლამდე მომესმის ხოლმე. საწყალმა ხელები დაჰჭიმა და რადგანაცმე მეშინოდა რომ არ წამომდგარიყო, რაც ძალი და ღონე მქონდა დანას დავაწექ, რომ ღრმად ჩასულიყო. იმ დროს რომ ლიუროტა წამომდგარიყო, მე შიშით იქვე სულს დავლევდი. იგი ერთხელ კიდევ შეთრთოლდა სულის დალევაზედ და მას მერმედ აღარ განძრეულა.
მაშინ კი გამოქცევა დავაპირე. ვგონებ ადვილია ყველგან კარის პოვნა, ნამეტნავად მაშინ, როცა კარები თქვენგან ორ ნაბიჯზეა, როცა თქვენ ცხადად თვალწინ ხედავთ; ვგონებ ადვილია მისი გაღება და იმ ოთახიდამ გამოსვლა, რომელიც თქვენ შიშის ზარსა გცემთ. ხომ ადვილია, მაგრამ მე კი ისე ვბარბაცებდი, ისე ამივარდა სისხლი თვალებში, ისე მიცემდა საფეთქლებში, რომ მე დიდ ხანს ვაფაცურე ხელები და ბოლოს როგორც იყო ხელი მოვარტყი კარის სახელურსა. შევეხე თუ არა ცივს რკინას საშინლათ შევკრთი. მე მეგონა რომ დანის პირი დაესო ჩემს ხელის-გულს და მთელს ჩემს ტანს ასო-ასოდ ჰსჭრის.
გარედ, ჰაერზედ კი რომ გამოვედი მალე მოვედი გონს. ერთს საათს შემდეგ ისე მოვედი შინ, რომ ერთი სულიერიც არ შემხვედრია გზაზედ, შევედი ჩემს ოთახში და კარი კლიტით ჩავიკეტე. იმ ღამეს მე აღარ მივსულვარ, ფანჯარასთან, რომ გამეგო რას აკეთებენ საკლავების სახოცს ეზოში...
ეკ. ღვინიაშვილისა.
(შემდეგი იქმნება.)
_____________
1 ივერია №№14,15, 1878 წ.