![]() |
ივერია (17)1878.04.05 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
მეოთხე რიგი კრება ტფილისი, გუბერნიის თავად-აზნაურების საადგილ-მამულო ბანკის წევრთა.
25 აპრილს, თანხმად გამოცხადებისა, შეიკრიბა ზემოხსენებულთა წევრთა კრება. სულ ორმოც-და-ათი წევრი დაესწრო. კრებას წარედგინა ზედა-მხედველის კამიტეტისაგან რამდენიმე საგანი განსახილველად. პირველი მათგანი იუო ანგარიში ბანკის გამგეობისა 1877 წლის ბანკის მოქმედების თაობაზედ. კრებამ მოისმინა ამ საგანზედ მოხსენება ზედამხედველის კამიტეტისა და ბანკის გამო გეობისა და დაამტკიცა ანგარიში. ამ ანგარიშიდამ აღმოჩნდა 1877 წლის წმინდა მოგება 22,939 მანეთი ასე რომ წინა ორის წლის მოგებასთან შეადგენს ერთად 67,490 მან. 90 ½, კაპ. შემდეგ ამისა კრებას მოხსენდა ზედამხედველის კამიტეტის აზრი მასზედ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ ის 10,323 მანეთი და 61 კაპ., რომელიც, თანხმად წესდების 90-სა, უნდა გადადებულ იქმნას საყოველთაო საჭიროებისათვის. ამ საგანზედ ზედამხედველის კამიტეტის აზრი ის იყო, რომ ჩვენი საერთო საჭიროება თვითვეულად ცალკე ისე მძიმეა და ბევრს ფულს ითხოვსო, რომ ეს ათასი თუმანი ვერ ასწვდებაო, ამიტომაც გვიჯობსო. ჯერ კარგა ფული მოგროვდესო და მერე შევმართოთ სული საჭიროების დაკმაყოფილებასო. კრება გაუხდა ამაზედ თანახმა და განაჩინა, რომ ეგ ფული ებარებოდეს ზედამხედველს კამიტეტს ვიდრე ბანკის მოგებიდამ კარგა ზომიერი ფული შესდგებაო სამყოფად რომელიმე საერთო საჭიროებისა, შემდეგ ამისა წარედგინა კრებას ბანკის გამგეობისაგან საჭიროდ დანახული ცვლილებანი წესდების რაოდენისამე მუხლისა. კრება არ შეუდგა ამ საგნის განხილვასა და განაჩინა, რომ ვიდრე განიხილებოდეს, ეგ ცვლილებანი დაბეჭდილიყოს, რათა ამით ყველას ღონისძიება მიეცეს დაწვრილებით დააკვირდეს იმ ცვლილებათა საგანსა და მას მერმედ განხილულ იქმნეს ამავე მეოთხე კრებისაგან. ამ გვარივე განაჩენი დაიდვა შესახებ დამფასებელთა ინსტრუქციის პროექტისა, რომელიც ბანკის გამგეობისაგანვე წარდგენილ იქმნა. მას მერმედ კრებამ მოისმინა მოხსენება მასზედ, რომ საფინანსო. მით ნისტრის ნებადართვით შეცვლილ არიან წესდების 77, 78, 82, 83, 94, 87 და 88 მუხლნი და 68 მუხლი სრულიად გაუქმებულია.
დამფასებელთა შესახებ კრებამ განაჩინა, რომ ვინც დღემდე ამორჩეულნი არიან, იმათი ხელახლად ამორჩევა არ იქმნას, მხოლოდ არჩევანი მოხდეს ერთის დამფასებელისა და ორის კანდიდატისა, რადგანაც აკლიან, ბანკის წევრად ხელახლად ამორჩეულ იქმნა კენჭით თ. ალ. ჩოლაყაშვილი.
ზედამხედველის კამიტეტის მოხსენების თანხმად კრებამ განაჩინა, რომ თავად-აზნაურნი, რომელნიც ბანკის წევრად არ არიან, მიღებულ იქმნან წევრად, თუ მათზედ შეწერილს ფულს ერთად წარმოადგენენ იმ პირობით, რომ ნაწილი ამ ფულის იმ თავნში შაირიცხოს, რომელიც 84 მუხლის ძალით უკან დასაბრუნებელია და ნაწილი დაუბრუნებულ თავნად.
ბოლოს კრებამ ამოარჩივა ორი ახალი წევრი ზედამხედველის კამიტეტისა თ. ვახტანგ ორბელიანი და ვახტანგ თულაშვილი, ამით გათავდა 25 აპრილს კრება.
26-ს აპრილს ხელახლად მოხდა კრება და კრებაზედ დაესწო. 61 კაცი. კრებას დაურიგდა დაბეჭდილი პროეკტი წესდების მუხლთა ცვლილებისა. ამ დღეს კრებამ გადასწყვიტა, რომ ეგ პროექტი წარდგენილ იქმნას ჯეროვანს ადგილს დასამტკიცებლად იმ დამატებით რომ ბანკში სხვა წევრის ვექილად მიღებულ იქმნას ის წევრი, რომელსაც ექმნების ვექილობის წერილი უბრალო ქაღალდზედ დაწერილი, და შემოწმებული ორის წევრისაგან, რადგანაც ნოტარიუსის წესით შემოწმებული მეტად ძვირად ჯდება როგორც ფულით, ისე დროს დაკარგვისა გამო, მასთანავე დაამტკიცა პროექტი დამფასებელთა ინსტრუქციისა, ივრის დამზოგველ ამხანაგობის თხოვნა მოისმინა კრებამ და ზედამხედველის კამიტეტის აზრის თანხმად განაჩინა, რომ არამც თუ მარტო ამ ამხანაგობას, არამედ ყოველს მაგგვარს სესხით ხელი გაუმართოს ხოლმე ზედამხედველმა კამატეტმა თვითოს ორას თუმნამდე იმ ფულიდამ, რომელიც 1876 წლის კრების განჩინებით გადადებულ იქმნა სოფლის. ბანკების ხელის გასამართავად.
პრიკაზიდამ სათავადაზნაურო ბანკში ვალების გადმოტანის შესახებ კრებამ განაჩინა, რომ უარ ეთქვას ყოველს წინადადებას ამ საგანზედა.
დამფასებელად ამორჩეულ იქმნა ანტონ ფურცელაძე და კანდიდატებად თ. ს. ჩერქეზიშვილი და თ. შალიკაშვილი.
ამ კრებაში ორი სხვა საგანიც იქმნა განხილული, მაგრამ რადგანაც ეგ საგნები კერძო პირთ და კერძო შემთხვევას შეეხება, ამიტომ საჭაროდ არა ვრაცხთ ამ საგზედ ლაპარაკსა.
ამით გათავდა მეოთხე მორიგი კრება სათავად-აზნაურო ბნკის წევრთა.
საგანგებო კრება ტფილისის გუგერნიის თავად-აზნაურთა.
26 აპრილსვე მოხდა საგანგებო კრება გუბერნიის თავად-აზნაურთა, გუბერნიის მარშლის მოადგილემ დ. სუმბათიშვილმა გამოუცხადა კრებას, რომ მთავრობისაგან ნებართვა აღებული აქვს რათა თავად–აზნაურობამ მოილაპარაკოს თავის საკუთარ საჭიროების თაობაზედ. კრებაში დაესწრნენ სხვათა შორის გორის მაზრის მარშალი და სიღნაღისა.
თ. ნუშკო სუმბათაშვილმა მოახსენა კრებას, რომ კანონით გამიჯნულს მიწებელ თითო კაპეიკი უნდა ვაძლიოთ ოცის წლის განმავლობაშიაო, ხოლო როცა გამიჯნულის მამულის პატრონი ჩვენს ბანკში მამულს აგირავებსო, მაშინ ნოტარიუსი მოწმობაში იხსენიებსო ამ გარდასხადს და ბანკიც ამის გამო ამ ფულს ერთბამად იჭერსო და ჰგზავნის საზნაშიო. ამ საგანზედ გაიმართან ბაასი და ბოლოს კრებამ განაჩინა, რომ დეპუტატთა კრებამ დაწვრილებით განიხილოს ეს საგანი და გუბერსიის მარშლას შუამდგომლობით ეთხოვოს მთავრობას, რომ ამ შემთხვევაში კანონისამებრ მოიქცეს ჯეროვანი ადგილი.
იმავე თ. ნუშკო სუმბათა შვილმა მიაქცია ყურადღებ პა კრებისა მასზედ, რომ გამიჯვნა მამულებისა ასე გვიანდებაო, ამის გამო ძალა მომრეობითი ტაცვა ხშირიაო ტაცვას კადევ ცემა ტყეპა, ზოგჯერ კაცის-კვლაც მოსდევს ხოლმეო; დიდს ზიანში ვართო, რომ ეგრე შეფერხებულია ჩვენში გამიჯვნის საქმეო, ვითხოვოთ რომ ეს საქმე აგვიჩქარონო. კრება დაეთანხმა და განაჩინა, რომ რადგანაც ეგევე საგანი ადრევაც გვითხოვნია, ეხლაც ხელახლად განვიმეოროთო და ვსთხოვოთო მამულების მალე გასამიჯნავად მომეტებული ღონისძება იხმარონო.
თ. გიორგი ციციშვილმა სთქვა რომ საჭიროაო გაუადვილოდ თავად-აზნაურებს ბანკში წევრად შემოსვლაო. ამსათვის კარგი იქნებაო, რომ ხელახლად დაინაშნოს ვინ რამდენი უნდა შეიტანოს საწილო ფუდი, რადგანაც წინად გაწერილი ზოგს მეტად ბევრი სვდესაო, თ. დ. ავალიშვილმა ამის პასუხად სთქვა, რომ არა ერთხელ დანიშნულაო ფულის რაოდნობაო, არა ერთ-სულ მაგ საგანზედ განაჩენები დაგვიწერიაო და არა ერთხელი გუშინდელი განაჩენი დღეს დაგვირღვევიაო; ჩვენ თითქო ერთხელ დადგენილის წესის მორჩილებას ვთაკილობთო და ამისგამო დღეს იმას ვიცვლითო, რაც გუშინ დავადგინეთო, რადგანაც ამისთანა თვისებისნი ვყოფილვართო, ჩვენთვის წესის დადგენა არაფერი თამასუქიაო.
ისევ ისა სჯობიაო, რომ ამ საგანზედ არა ვითხრი წესი არ დაიდგინოსო, მივანდოთ ბანკის ზედამხედველს კამატეტს ყოველს განსაკუთრებუოს შემთხვევაში წევრად ყოფნის მდომელს. შუაწეროს შეძლებისდაგვარად შესატანი ნაწილის-ფულიო. კრებამ ეს უკანასკნელი აზრი მიიღო და განაჩინა რომ გუბერნიის მარშალმა ამ საგანზედ მოილაპარაკოს ბანკის ზედამხედველ კამიტეტთან.
გუბერნიის მარშალის მოადგილემ წარმოუდგინა კრებას, რომ ბევრმა ქართლის თავად აზნაურებმა მთხოვესო, რომ თავადაზნაურობამ საპატიებლად უშუამდგომელოსო თ. კონსტანტინე ამილახვარს, რომელიც „სუდებნის პრისტავის“ წინააღმდეგობისათვის განსჯილია შორეულ გუნერნიებში გასაგზავნად. თ. დ. გ. ერისთავმა პასუხად, სთქვა,რომ თუ ეგ შუამდგომედობა საჭიროდ დანახულიაო, რატომ სხვებზედ კი არ უნდა ვიშუამდგომლოთო, მაგალითებრ, თუნდ თ. ნ. ხოლუაშვილზედ დაა სხვებზედო; საპატიებელნიო ბევრნი არიან. ამის გამო თ. ნ. ჩოლოყაშვილმა წარმოსთქკა მოსწრებული და ძალიან მარილიანი სიტყვა და ბოლოს ქსთქვა, ჩემთვის ნუ ჰსწუხართო, მე რაც მომივიდა, მიკისრნიაო. ამ სახით უარჰყო თავის შესახებ ყოველივე შუამდგომელობა.
ბოლოს თ. ნ. ამატუნმა აუხსნა კრებას რკინის გზის საჭიროება კახეთისათვის და სთქვა რომ თავად-აზნაურობამ მთავრობის წინაშე იშუამდგომელოს, რათა ბაქოსაკენ განზრახული რკინის გზა კახეთზედ გაატარონო. კრებამ ერთხმად მიიღო ეს აზრი და განაჩინა, რომ ვსთხოვოთო. მის იმპერატორებითს უმაღლესობას კავკასიის მთავარ მართებელს ნება გვიბოძოსო ხელმწიფე იმპერატორთან ამ საგანზედ დეპუტაცია გავგზავნოთო, თუ ეს ნება გვებოძო, მაშინ ამორჩეულ იქმნან დეპუტატებათო ღენერალადიუტანტები თ. გრ. დიმ. ორბელიანი, ლევ. ივ. მელიქიშვილი, მისის დიდებულების ამალის ღენერმლ-მაიორნი; თ. დავ. ალ. ჭავჭავაძე, ნიკ. ზურ. ჭავჭავაძე და ივ. გივ. ამილახვარი, ღენერალ ლეიტენანტი ივ. კონ. ბანრატიონ-მუხრანსკი და თ. ნ. ჭავჭავაძე და და მარშლნი თ. დ, ალ. სუმბათაშვილი და ზ.ი. ანდრონიკაშვილი ამ შუამდგომელობის საბუთების შესამზადებლად კრებამ შეადგინა კამმისსია, რომელშიაც დანიშნეს: ღენერალ ლეიტენანტი კოსტქრის მამაცაშვილი, თ. დ. დ. ჯორჯაძე, ი. ა. ანდრო ნიკაშვილი, ერ. ზაალ, ჩოლოყაშვილი, ილ. გრ. ჭავჭავაძე, კ. ა. ბებუთოვი, ნ. ი. ამატუნი და ნ. ი. ნიკოლაძე.
შემდეგ ამისა გათავდა საგანგებო კრება ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა.
ზაქათალის ოლქა (ივერ. კორრესპ.) მგონია მთელ ალაზნის ვრცელ ვაკეზე არ ჰსცხოვრობს იგეთი ბედნიერი ხალხი, ეკონომიურის მხრით, როგორც ზაქათალის ოლქაში მცხოვრები ხალხია, რომელიც შეჰსდგება სამის ტომიდგან ლეკებსა, თათრებისა და ინგილოებისაგნ (ქართველები არიან). მათ შორის ინგილოების მეურნეობა უფრო მაღლა ჰსდგას, ვიდრე დანარჩენებისა. ამათ მოჰყავთ: პური, ქერი, ფეტვი და ბრინჯი. ამას გარდა, ამათ აქვთ კარგი ვენახები, რომლებსაც ხშირად ეგრე ყურძინათაც კარგ ფასად კიდიან, აგრეთვე იციან ამათ ჭიის მოყვანა, რომელიც ამ ალაგას ღირსეულად აჯილდოებს კაცის შრომას, ზაქათლის ოლქაში ყველა სოფელს აქვს თავისი საკუთარი მთის წყალი, რომელიც არსებით არის გაყვანილი მინდვრებზედ. ეს არსები იმ გვარად არიან მომართულნი, რომ აქაურ კაცს, როდესაც ამუშავებს თავიის მიწას. სრულებით არ ეფიქრება — „მოსავალი მომიცდებაო“! ვინ არ იცის, რომ მოსავლის ბედი და უბედობა თითქმის სულ წყალზეა დამოკიდებული. რადგანაც აქ წყლები მრავალია, აქაურ მცხოვრებლებს მოსავლის შესახებ სრულიათ არ ეშინიანთ გოლვისაგან. საწყალი ქიხიყელი გლეხი ბევრსაც ირჯება, ბევრსაც სთესავს, მაგრამ ამას თავის დღეში არ მოუვა იმოდენა სარჩო, რამდენიც მოუვა უკანასკნელ ღარიბი ინგილოს.
ამასთანავე ამათ აქვთ ერთი პატიოსანი ჩვეულება, რომელიც არ მინახავს ქიზიყში და სხვაგან. მე მოგახსენებთ ნადზე, ე. ი. უკეთუ გაქვს სახნავი მიწა, ერთი ყოჩი რომ დაკლა და ერთი თონე პური რომ გამოაცხო, შაგიძლიან ერთ დღეში დასთესო ათი კოდი; ვისაც კი მოიწვევენ, ყველანი მოგეშველებიან. ეს ჩვეულება, ამათ ეგრე აქვთ მიღებული, ვითარცა სამღრთო მოვალეობა! აი რითი აიღსნება ის გარემოება, რომ ზაქათალის ოლქის მცხოვრებთა შორის, ვერ მონახავთ მათხოვარებს, აქ ობოლსაც, ქვრივსაც, ყველასა აქვს თვისი საკუთარი ლუკმა მოჭარბებითაც. ხომ მოგეხსენებათ: უკეთუ გლეხს აქვს საკმაო პური, მას აღარაფერი უჭირს! მეორე უმთავრესი ბედნიერება აქაურის გლეხებისა მასში მდგომარეობს, რომ აქ თითქმის ყველა გლეხს აქვს მიწა ჰყავს სამუშაო საქონელი და თვისი საკუთარი ოჯხობა, რასაც სხვაგან ვერა ჰპოვებთ. აქ ჯერ აქამომდე სიმდიდრე თითქმის თანასწორად არის განწილული! აქ სიმდიდრე ჯერ არ გამხდარა კუთვნილებად თვიოეულის პირისა!
აგრე არ არის ქიზიყში და აგრეთვე მოსამზღვრე ნუხის მაზრაში, სადაც მოიპოვებიან გლეხნი, რომელნიც ჰსცხოვრობენ როგორც ბატონები და აქვთ შეძლება შეძენილი რასაკვირველია, თვისის დაჩაგრულის მოძმეებისა ოფლითა, მაშინ როდესაც მომეტებული ნაწილი ხალხისა არის საშინელ სიღარიბეში; დღიური ლუკმა-პური რა არის, ისიც კი ენატრებათ ამ საწყლებს! რომ აქვთ საკუთარი ჭერი,რომ თავი შეიფარონ; მრავალს. ამათგანს არა ჰყავსთ ოჯახობა, რომ ცოტათი მაინც საბურთ გაატაროს ეს სასაწყლისაგან მოშხამული სიცოცხლე.... სიღარიბისგან შეწუხებულ ქიზიყელებს მოჰყავთ აქ საკუთარი ქალები და ჰყიდიან, ე. ი. ფულს იღებენ და ათხოვებენ აქაურებზე, რომ აღებულის ფულითა დანაშთენი ცოლ-შვილი მაინც დაიხსნას სიკვდილისგან. ამ გვარი ამბავი ჩვენში მრავალი მამხდარა. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ტყუილი იყოს, ეს ამბავი ყველასაგან ცნობილია და აშკარაა.
მიზეზი ამისა, რომ აქ სიმდიდრე არის კუთვნილება ყველასი, მასში კი არ მდგომარეობს, რომ აქაური გლეხი ჭკუით და ზნეობით უფრო მაღლა იდგეს, ნუხელებსა და ქიზიყელებზედ! არა, ამის მიზეზები სხვა გახლავს. პირველი აქაური ბუნება გლესს აქეზებს, ახალისებს, აძლევს შრომის ხალისს, – მოსავლის მოუცდენელობით, ამიტომაც ალაგობრიგი – მცხოვრებნი, ყველანი ხვნა-თესვის მიმდევარნი არიან, — ვაჭრები სცხოვრობენ ქ. ზაქათალაში და ს. კახში, იმათ არა აქვსთ ნება სოფლათ დასახლდნენ; ამ ბოლოს ჟამს კი გამოჩნდა, რომ, ესენიც კი მიიღვწიან ჩაიგდონ ხელში მიწა-წყალი.
ქიზიყის სიღარიბის და ნივთიერად დაცემის მიზეზი, სხვათა შორის ის იყო ყველა სოფელში იყვნენ და ეხლაც არიან გამართულნი რამდენიმე — დუქნები, სხვა და სხვა საქონლით. ქიზიყელი დედაკაცები იპარავდნენ სახლით სარჩოს, და მიარბენინებდნენ დუქანში. ვაჭრები რაღას შვრებოდნენ? — ორის და სამის თუმნით იგირავებდნენ ვენახებს, რამოდენიმე წლის განმავალობაში სარგებლობდნენ მოსავლითდა მერე კიდეც ისაკუთრებდნენ და ეხლა სიღნაღის მაზრაში მრავალი ვენახები უჭერიათ ამ ვაჭრებს, მიკვირს, რომ აქაური მთავრობა ამ გვარ მოვლინებას — ეგრე გულ-გრილად უყურებს. ამ უკანასკნელ დროში, ზაქათლის ოლქშიაც, ვაჭრებმა ვალში იწყეს გლეხებისაგან მამულების წართმევა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ აქაურმა მთავრობამ ამ შემთხვევაში გამოიჩინა დიდი–გულმტკივნეულება და ყოველი ღონისძიება იხმარა, რომ ძირიანად ამოეკვეთნა ეს ბოროტი მოვლინება!..
ს. თოფოლაშვილი
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ახალს რასმეს აღმოსავლეთის საქმის შესახებ ვერც დღეს მოგახსენებთ. მიდის დრო, იღუპება ფული, კაცი, ჯაფა და შრომა, მაგრამ საქმე კი ერთსა და იმავე წერტილზედ არის შემდგარი. როგორც ისმის, ბისმარკსაც ილაჯი გასწყვეტია და ხელი აუღია შუაკაცობაზედ - თქვენ თვითონ მორიგდით, როგორც იყოთო. ჯერ კი არავითარი ნიშანი არ არის ამ მორიგების მოახლოვებისა. ან რაში უნდა მდგომარეობდეს ეს მორიგება? ინგლისს არც ერთი ნაბიჯიც არ გადუდგამს იმ მტკიცე ნიადაგიდან, რომელზედაც თავდაპირველად დადგა. მაშასადამე, თუ რუსეთიც არ შაეპოვება და არ ასრულებს ინგლისის უმთავრესს მოთხოვნილებას, უსათუოდ ომი უნდა ასტყდეს. წამდაუწუმ ისმის რუსეთი გამზადებულია მოლაპარაკებისა და მორიგებისთვისაო. ინგლისიც თავის მხრით ამბობს, მეც მათ გახლავართო. ამისათვის შეხვდება ხოლმე სხვადასხვა მცირე საგანზედ გრძელი ლაპარაკი და მიწერ-მოწერა. თვით საქმის დედაბოძი და არსებითი საგანი კი დგას ისევ ისე უძრავად და ხელუხლებლად. რუსეთმა შეუთვალა ინგლისს, თუ ჩემს მიერ დადგენილი მოწყობილობა ბალკანის ნახევარკუნძულისა არ მოგწონსო, ახლა შენ შენი თქვიო და გამოაცხადე, ამის მაგივრად რა გსურსო. მაგრამ შენ არ მომიკვდე, რა უნდა მოხდეს ბალკანის ნახევარ კუნძულზედაო, - ეუბნება ინგლისი, - ეს კონგრესმა, ესე იგი ევროპის სახელმწიფოთა კრებამ უნდა გარდაწყვიტოსო, იმ სახელმწიფოთა კრებამო, რომელთა ხელშეკრულებაზედ არის დამყარებული თვით ოსმალეთის არსებობა. ჩემს სურვილსა და განზრახვასაც იმავე კონგრესში მოგახსენებო. ახლა წადი და მოურიგდი. მაინც საზოგადოდ დააზრი (принцип) ძლიერი რამ არის და მასთან ბრძოლა ძნელია. სამში ერთი გზა უდევს მის მოპირდაპირეს: ან უნდა დაუმორჩილდეს, ან მის მოცილედ სხვა უფრო მძლავრი, უფრო მარჯვე დედააზრი უნდა წამოაყენოს, ან არა და, - არც ერთი არც მეორე - ხმალმა უნდა იმოქმედოს. რასაკვირველია, ფიქრშიაც არა მაქვს ინგლისს უმანკო ანგელოზობა დავწამო, ეშმაკობა და ქვეშქვეშობა არც იმას აკლია. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ დღეს ინგლისს მძლავრ იარაღისათვის წაუვლია ხელი და თავს იმის უკან იფარავს. ეშმაკობაა თუ რაც არის, რა მოგახსენოთ, მაგრამ ჭკუის ნიშანი კი უეჭველია. იმ დედააზრის (принцип) წინააღმდეგად, რომელიც ახლა იარაღად იღლიაში ამოუჩრია ინგლისს, ბევრი უფრო ძლიერი, უფრო მკვიდრი და გავლენიანი დედააზრი მოიპოვება. აი თუნდ ავიაბა რა შეედრება ამ უმაღლესს მიდრეკილებას? მართალია კარგი რამ არის პირშეკრულობის შეურყევლობა, მაგრამ თუ პირშეკრულობას მრავალ ხალხთა ტანჯვა და უბედურობა მოსდევს, მისი დარღვევა უფრო უკეთესია და უმაღლესია. ინგლისს, რასაკვირველია, ესმოდა ყველა ეს, მაგრამ ელოდა, იმ დედააზრს სახელი გაუტყდებაო და მაშინ მე ჩემსას წამოვაყენებო. მე ვიცი, სახელის გასატეხად მოღვაწეს ვერ იპოვნიდა! დახე მის ეშმაკობას! მის ბედსაც შეხედეთ, რარიგად უმართავს ხელს: ახლა მაჰმადიანები აჯანყებულან ბოლგარელთა წინააღმდეგ, ცუდად გვეკიდებიანო. ეს აჯანყება (როდოპის მთებში რუბელიაში) ისე გაძლიერებული ყოფილა, რომ მის დასამარცხებლად რუსებს ბლომად გაუყვანიათ ჯარი. ზოგიერთა გაზეთები ამბობენ, რომ ეს აჯანყება სულ ინგლისელების საქმეაო. აბა რაღა კითხვა უნდა!
ამასობაში ხონთქარს აბდულ-ჰამიდს ლამის დღეც დაელიოს. ამბობენ, ვითომ სტამბოლში რაღაც შეთქმულება გაჩენილაო აბდულ-ჰამიდის ტახტიდამ გადაბძანებისათვისაო. ესეც ინგლისელების საქმე იქმნება, მით უფრო, რომ აბდულჰამიდი ვითომ რუსეთისკენ არისო.
![]() |
3 ქართულს გალობაზედ |
▲back to top |
ქართულს გალობაზედ
ამ მოკლე ხანში ძალიან გახშირდა ლაპარაკი გალობაზედ და იმის ნოტებზედ გადაღებაზედ. ყველამ ამოიღო ხმა, ყველანი ცდილობენ, რომ თუ ნივთიერათ არა, სიტყვიერათ მაინც თანა-გრძნობა განაცხადონ ამ სასარგებლო ქართულის გალობის აღდგენაზედ. მართლაც სასიამოვნოა იმ საქმეზედ ერთხმობა და საზოგადო თანაგრძნობა, რადგანაც ეს საქმე მარტო ერთს არ ეკუთვნის, არამედ მთელს საზოგადოებას. ამ ლაპარაკს უთუოდ კაი შედეგიც ექმნება. მაგრამ ეს კი არ მეჭაშნიკება, რომ იმ ერთი ანდაზისა არ იყვეს ”ჯერ ღვინო არ იყო და ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო”. ჯერ ქართულის გალობის ნოტები თვალით არავის უნახავს (ის ნოტები არ გახლავსთ, რომლებსაც ეხლა ეძახიან) და მთელი ქვეყანა შეძრეს: ”ქართველებმა ნოტებზედ გავაწყვეთ გალობაო”. ”დროებამაც” კი ბევრი მოატყუვა. რომელღასაც №-ის დღიურში ეწერა: წმინდა ნინოობას სიონში ქართულად სწირა ყოვლად სამღვდელომ და ახალის ნოტებით ქართულად იგალობესო. ეს დღიურიც უფ. მრევლოვს წაუკითხავს იმერეთში, რომელსაც ადრევ მოცლის დროს უცდია გალობის ნოტებზედ გაწყობა და რომლისგანაც ეს ნოტები სემინარიის რუსულის (და მგონი ქართულისაც) გალობის მასწავლებელს უ. მაჭავარიანს გამოურთმევია იმერეთში ყოფნის დროს. ზემო-ხსენებულს უფ. მენოტეს რა კი ”დროებაში” წაუკითხავს, რომ ნოტებით იგალობეს კიდეცო, მაშინვე ”არიქა ჩემის ნოტებით გალობენო!” მაშინვე დროებაში დასწერა, რომ მე გამომართო ჩემი ნოტები მაჭავარიანმაო და სხვა. ”ქართველსაც” შეუტყვია გალობის ნოტებზედ დაწერა, გული შესტკივნია და იხვეწება: ქართული გალობა არ გააფუჭოთო! (”ივერია” №8) ეს კი უფრო მართალს ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოში თხუთმეტი მგალობელი კი ტყუილია, ვინც წირვის გალობა იცის, იმას ვერ დავარქმევთ მგალობელს. ჩვენ მარტო ერთი გვყავს ნამდვილი მგალობელი, მღვდელი გრიგოლ [6]კარბელოვი, რომელსაც მტკიცედ ახსოვს გალობის კილოები. ესეც ჩვენდა საუბედუროდ მოხუცებულია.
თუ მართლა რიგიანად შემდგენელი ვინმე გამოჩნდა ნოტებისა, რასაკვირველია სასიხარულო იქმნება და აღარ შეგვეშინდება გალობის მთლად გაქრობისა, მაგრამ თუ იმისთანა ნოტებზედ დამწყობნი შეგვხვდნენ, როგორნიც ამ ჟამად იქადიან და ჩვენის გალობის ცოდნას ჩემულობენ, ვაი შენს მტერს! საქმე მარტო დაწერა კი არ არის, საქმე ის არის, რომ ჩველი კილო შეუცვლელად დარჩეს გალობაში. ამ ცოტა ხანში ბევრმა გამოიჩინა ნოტის ცოდნა და თავიანთ ნოტებს არქმევენ ნამდვილს ქართულს კილოს, მაგრამ სულ სხვა ხასიათისანი არიან. თუნდ ავიღოთ შრომა უფ. მრევლოვისა, რომელსაც დაუწერია რამდენიმე გალობა კილოზედ და რომლებიც ტფილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელს გამოურთმევია გასაშინჯავათ, მაგრამ ვის უნდა გაეშინჯა? რასაკვირველია მოსწავლეებს, რომელთაც მასწავლებელზედ უფრო უკეთ იციან ქართული გალობა და რომელთაც შემდეგ გაშინჯვისა კიდეც დაუწუნეს. მეტათ გარყვნილიაო. ბევრი აი-უი, აქა-იქა, აი-აი ურევიაო. ისევ პატრონს გაუგზავნეო. წარსრულს ზაფხულში თვით ამ უფალმა მაჭავარიანმაც ბევრი იარა იმერ-ამერში. ჭალა-ჭულში გალობის შესადგენათ ნოტებზედ, მაგრამ ”წმინდაო ღმერთოს” და ”რომელი ქერუვიმთას” მეტი ვერ დასწერა რა. ამბობენ ესენი კარგად არისო, მაგრამ, მკითხველო, თქვენგანმა რომელმა ნახეთ ეს ნოტი? თუ კარგია, რატო საჯაროდ არ გამოიტანეს! ან რა საჭიროა სკივრში შესანახად, იქნება დამი აკლდეს? თუ ესრე ნელ-ნელა იწერა ნოტები, ადრე გვეშველება განა საგალობლები არა გვაქვს? სამასზედ მეტია.
ამდენს ”ნოტის” ძახილში და სიარულში, ის კაცი, რომლის თავშიაც დამარხულია ნამდვილი მამა-პაპური კილო გალობისა, გამოგვეცლება ხელიდამ, როგორც მოხუცებული და წაიღებს ისევ იმასთან, ვისგანაც მიუღია[1] . მაშინ ვისაც როგორა სურს ისეთი კილოები შეადგინოს, აღარც არავინ დამწუნებელი იქმნება და არც მომწონებელი.
რაღა ბევრი გავაბა და თავი მოგაწყინო, მკითხველო. ყველანი უნდა ვეცადნეთ, რომ როგორმე ისევ აღვადგინოთ ძველებური გალობა და მამა-პაპურის საღმრთო ზნეობით ისევ ძველებურათ შევამკოთ ჩვენი ეკკლესიები. ამისთანა საქმეს გულ-გრილობაც არ გამოადგება, არც ერთმანერთზედ მიგდება. ეს გალობა, ჩემო ძმავ მკითხველო, ჩემიც არის და შენიცა. შენმა წინა-პარმა შენ გიანდერძა, ჩემმა მე, - საზიაროა. ამისთანა საზიარო საქმე მარტო ერთს არ უნდა მივანებოთ. ”ერთი პურის ჭამაშიაც ბრალია”. მე, აქ ის მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო ბერებს და მღვდლებს არ დავავალოთ ამ საქმის შესრულება. მარტო მღვდლებისთვის არ არის გალობა. თვით მღვდლებიც და ეკკლესიაც ერისთვის არის და ამისთვისაც უნდა შევაერთოთ მეცადინეობა სასულიერი ხალხთან და თუ რამ მოევლება, მოვუაროთ. მაგრამ ჯერ კი უნდა დახელოვნებით შევისწავლოთ ნოტები და ამასთანავე ქართული გალობაცა, მაშინ მივყოთ ხელი ნოტებზედ ქართულის გალობის წერას.
ამ თხუთმეტის წლის წინათ, თუ ყური უდევნებია ვისმეს, ეხსომება თუ როგორის შესაზიზღარის კილოთი გალობდნენ ქართლ-კახეთის ეკლესიებში. ამისი მიზეზი ის კი არ იყო, რომ ვითომც ძველადვე არა ჰქონდესთ ქართველებს კილო, არამედ ის, რომ გამღვიძებელი ანუ აღმადგენელი არავინ გამოუჩნდა და ხომ მოგეხსენებათ ”უპატრონო ეკკლესიასაც კი ეშმაკები დაეპატრონებიან ოხრობის დროს”. აგრეთვე ჩვენი გალობაც უპატრონობამ დავიწყებას მისცა და სრულებითაც დაგვავიწყდებოდა, თუ ამ დროს არ გამოსჩენოდა გულის შემატკივარი. ეს იყო არხიმანდრიტი მაკარი, რომელმაც როგორც იყო წამოაყენა ფეხზედ. ეს წინამძღვრობდა ამ დროს სიღნაღის უეზდის ს. ბოდბის წმინდა ნინოს საბოროში და გულ-მტკივნეულად უყურებდა ნაკლულევანებას წმინდის ეკკლესიებისას გალობის შესახებ. ამისთვის ამან მოახსენა ექსარხოსს ყოველ გვარი ნაკლი ღვთისმსახურების გალობის თაობაზე და ექსარხოსმა მიანდო აღდგინება გალობისა არხიმანდრიტს მაკარისვე. ეს შეუდგა საქმეს ამ სახით: შეადგინა საზოგადოება სიღნაღის და ზოგიერთის თელაველის სამღუდელოებისაგან (ამათ შორის მიიღო მონაწილეობა ეხლანდელმა ქალაქის მეთაურმა - დ. ყიფიანმა). ამ საზოგადოებას უნდოდა დაეკმაყოფილებინა გალობის სასწავლებლის[7]მოთხოვნილება. დიაკვნები ვალდებულ იყვნენ გალობა ესწავლათ. მასწავლებლათ მოიწვია მგალობელი კარბელოვი და ამ სახით გამართა ჩინებული სასწავლებელი, რომელშიაც გამუდმებით სწავლობდა ორმცზედ მეტი მოსწავლე, რომელთა შორის სიღნაღის სასწავლებლის მასწავლებელი უფ. სარაჯოვიც იყო. სამის წლის შემდეგ სიღნაღის უეზდში გაიმართა მშვენიერი გალობა, რომლის მსზგავსიც თვით მგალობლის - კარბელოვის სამშობლო სოფელშიაც არ მოიპოვებოდა. ყველა საბლაღოჩინოში ოროლი გუნდი იყო მგალობლებისა. მაგრამ, განა არ მოგეხსენებათ უმწყემსო ცხვრებს მგლები დაიტაცებენ. მაკარი არხიმანდრიტი მგონი იმერეთში რაღაც საქმეზედ გაგზავნეს ერთის წლით და ამ ხანში სასწავლებელი შესუსტდა და კიდეც დაიშალა. ეხლაც კარგად და უფრო უკეთესად არის აქ გალობა გავრცელებული ვიდრე ქართლში. დღესაც კაი გალობა შესდგება ხოლმე.
ამ დროს სემინარიამაც მოიწადინა, რომ დაეარსებინათ გალობა და კიდეც გაამწესეს ესევე მგალობელი კარბელოვი მასწავლებლათ. ნეტავი წარმოიდგინო, მკითხველო, თუ როგორის აღტაცებით მიეგებნენ მოსწავლენი გალობის სწავლებას! - დიდის სიხარულით ეთანხმებოდნენ, რომ ამათგან მგალობელთა დასი შემდგარიყო და ტფილისში ქართვლის ეკკლესიებში ეტარებინათ საგალობლად უფასოთ. თვით მაშინდელმა რეკტორმა მ. ვიკტორინმაც ძალიან შეიყვარა ეს გალობა და ამის გულისთვის ისწავლა ქართულად წირვა, რომელზედაც მოიხმარებდა ხოლმე ქართულს მგალობლებს. ამ ხანებში თუ შებრძანებულხარ, მკითხველო, ანჩხატის სობოროში, გენახებათ მშვენიერი გუგუნი, იქ ერთის დასის მაგიერ ორივე იყო ხოლმე. მარჯვენაცა და მარცხენაცა და ლამაზათ გამოისმოდა ხუთი-ექვსი ხმა[2] . მაგრამ ჩვენდა საუბედუროთ ესეც არ შეგვრჩა: სემენარიაში ... აღკრძალეს - გალობა... ამ გვარად ისევ ჩქარა მიეფარა ეს მამა-პაპური ეკლესიის სამკაული და ეხლა ესე საწეწათ გაგვიხდა საქმე.
მგონია ჯერ-ჯერობით ყველას ემჯობინებოდა, რომ გალობის აღდგენა მიენდოთ ისევ არხიმანდრიტის მაკარისთვის, როგორც ამ საქმეში გამოცდილისთვის, რომ ჯერ ზეპირი კილო გავრცელდეს და ხალხში გალობის სურვილი დაიბადოს. ეს თუ იქმნება, ესრე უნდა იქმნეს: გაიმართოს სასწავლებელი უფასოთ, რომელშიაც ყველას შეეძლოს სწავლა ვისაც კი სურს. დიაკვნები ვალდებულათ გახადონ და როგორმე მოიპოვონ ის ღინისძიება, რომლითაც შეიძლებოდეს, რომ სასოფლო სასწავლებლებშიაც სახალხო სიმღერეებთან შემოიღონ გალობაცა. თუ ეს ესრე არ იქმნა, ნოტებიც რომ შეადგინონ, მარტო იმათთვის იქმნება, ვინც რუსული გალობა იცის და ქართვლის ეკლესიებს რას არგებს? მართალია, თუ არა?
ნეტავი ვიცოდეთ ვინ არის ეხლა მოთავე ამ საქმისა ან ის 500 მ. როგორ უნდა მოიხმარონ, ან მარტო ამის იმედზედ არიან, თუ სხვა იმედიც აქვთ!
არაგველი
___________________
1 ამ გრიგორ კარბელოვის მამა, პეტრე, იყო ერის-კაცი, რომელიც თურმე ჩინებულს მგალობლად ითვლებოდა სტეფანე რუსთველ არხიეპიზკოპოზის მგალობლების გუნდში, და ამ შვილმაც ისწავლა მამისგან და თვითონაც კარგა ხანს მსახურებდა ხსენებულის არხიეპისპოკოზის გუნდში სოფელს მარტყოფში.
2 სრული ქართულის გალობის ხმები არიან: 1. პირველი ანუ წინათქმა; 2. მეორე ანუ მოძახილი. 3 . ბანი (ესენი უბრალო გალობის ხმებია, რომლითაც დღესაც გალობენ და ჭრელის თქმაში (концертъ) სჭირდება ეს ხმებიცა). 4. კრინი - алтъ; 5. ზილი - дишкантъ და 6. დვრინი ანუ დაბალი ბანი - октава.
![]() |
4 სასამართლოს მატიანე |
▲back to top |
სასამართლოს მატიანე
ზასულიჩის ქალის საქმე
(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)
(შემდეგი)[1]
კრესტცში რომ მიიყვანეს ზასულიჩი, ჩააბარეს იქაურს ისპრავნიკსა. ისპრავნიკმა კვიტანცია ბარგის მისაღები მიჰსცა და უთხრა ზასულიჩსა: „ეხლაკი მიბძადით, მე ხელს არ გიჭერთ, თქვენ თავისუფალი ხართ. წაბძანდით და შაბათობით გამოცხადდით ხოლმე პოლიციის სამმართველოში, ზასულიჩმა ჩაიხედა თავის ჯიბეში, რადგანაც მარტო იმის ანაბარად დააგდეს უცხო ქალაქშია. ჯიბეში იპოვა ერთი მანეთი ფული, ფრანციული საკითხავი წიგნი, და ერთი კოლოფი შოკოლადას კანფეტი. გამოჩნდა ერთი კეთილი კაცი დიაკვანი, რომელმაც თავის სახლში ბინა მასცა, საქმის რასმის შოვნა შეუძლებელი იყო, მით უფრო, რომ ყველამ იცოდა გამოგზავნილია ადმინისტრაციის წესითა. მე სხვას, რაც მიამბო ვერა ზასულიჩმა, არ განვიმეორებ დაწვრილებით. კრესტციდამ იგი გადიყვანეს ტვერში, სოლიგალიჩში, ხარკოვში, ამ სახით დაიწყო მისი ბინა მოუკიდებელი ცხოვრება, ცხოვრება დედაკაცისა, რომელიც პოლიციის სათვალყუროდ არის დანიშნული. მას უჩხრეკდნენ ბინასა იწვევდნენ ხოლმე ჩვენების ჩამოსართმევად, ზოგჯერ დაიჭერდნენ კიდეც ხოლმე და ბოლოს სრულიად დავიწყებასაც მისცეს, როცა დაანებეს თავი და ძალას აღარ ატანდნენ რომ „კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოსცხადდიო, მაშინ იმედი მოეცა რომ შესაძლოა პეტერბურგში ჩუმად წასვლა და იქიდამ თავისის დისწულებით გადასვლა პენზის გუბერნიაში. ჰანზის გუბერნიაში შესვა მას გაზეთის „Голосъ“-ის წაკითხვა და იქიდამ შეიტყო ბოგოლიუბოვის დასჯის ამბავი.
ვიდრე დვიწყობდე ამის ამბავსა, ნება მომეცით ცოტა რამ მოგახსენოთ როზგის თაობაზედ. მე არ მაქვს ფიქრად, უფალნო ნავიცნო მსაჯულნო, წარმოვუდგინო თქვენს ყურადღებას მთელი ისტორია როზგისა. ეგ მეტად შორს წამიყვანდა, მეტად ძველს დროს ჩვენის ისტორიისას გაგვასინჯებდა, იმიტომ რომ რუსის როზგის ისტორია დიდად ხანგრძელია. არა, როზგის ისტორიის მოხსენება კი არ მინდა, მე მინდა მხოლოდ ზოგიერთი ამბავი გიამბოთ მისის უკანასკნელის დღეებისა. ვერა ზასულიჩი ეკუთვნოდა ახალს თაობასა. ვერა ზასულიჩმა მაშინ აიდგა ფეხი, როცა ახალი წესი შემოვიდა ჩგენში, როცა როზგის ხსენება ამბვადღა იყო დარჩომილი. ჩვენ კი, ჩვენ წინა თაობის კაცთა გვახსოვს ჯერ კიდევ ის სრული სუფევა როზგისა, რომელიც ფრთა გაშლილი იყო 1863წ. 17 აპრილამდე როზგი მეფობდა ყველგან; შკოლაში, სოფლელთა ყრილობაში; როზგი იყო აუცილებელი კუთვნილება მეპატონის გომურისა. ჰსწკეპტდნენ კაზარმებში, პოლიციის სამმართველოში. ჩვენის სისხლის, სამოქალაქოის და სამხედრო კანონების წიგნები როზგით იყო აჭრელებული; როზგი იყო რაღაც უფრო სუბუქი, კეთილ ხმოვნი მოძახილი მათრახისა, „კნუტისა“ და „შპიცრუტენისა.“ გარნა მოვიდა იგი დიდი დღე, დღე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი რუსეთი —17 აპრილი 1863 წლისა და როზგი ისტორიის საგნად შეიქმნა, როზგი მართალია, სრულად არ მოისპო, მაგრამ სხვა ყოველივე სასჯელი სხეულისა მოისპნენ სრულიად, როზგი მთლად არ იყო განგდებული, მხოლოდ ძალიან ფრთა მოჰკვეცეს, მაშინ ძალიან შიშობდნენ როზგის მთლად ამოკვეთის გამო; თუმც ამ შიშში წილი არ ედვა მთავრობას, მაგრამ ზოგიერთნი წარმომადგენელნი ინტელინგეციისა კი სწუხდნენ. შიშობდნენ, ასე ერთბამად როგორ ამოვკვეთოთო და უროზგოდ დავაგდოთ რუსეთიო, რომელიც თავისს ისტორიას აწარმოებდა ამოდენა ხანს მხარ და მხარ როზგთანაო; უროზგოდ როგორ დავაგდოთ რუსეთიო, რომელიც თუ დღეს ასეთი ვრცელია, და, განთქმული და განდიდებული, თითქო მარტო როზგის მოწყალებით არისო, ფიქრობდნენ იგინი გულწრფელად. შიშობდნენ, როგორ გამოვაცალოთო ეს დედაბოძი, რომელზედაც დამყარებულია საზოგადო სიმაგრეო. თითქო ამ ბრძენთა სანუგეშოდ, როზგი ზოგიერთს შემთხვევაში ისევ დარჩა, თუმც თვისი საჯარო არსებობა ჩამოეცილა არ ვიცი, რა საბუთით მოსდა რომ როზგი სრულად არ ამოიკვეთა, მაგრამ ვფიქრობ კი, იგი დარჩა როგორც სახსოვარი მცვალებულისა, ანუ სამუდამოდ განშორებულის კაცისა. მაგისთანა სახსოვარს მოიპოვიან და დაირჩენენ ხოლმე ცოტ-ცოტაობით. აქ რა საჭიროა მთელი შულო თმებისა, სამყოფია ერთი ბეწვიც; სახსოვარს არავინ არ ინახავს ქვეყნის დასანახავად, არამედ ინახვენ ხოლმე საიდუმლოდ მედალიონში, სადმე შორს, კოლოშია, მაგისთანა სახსოვარნი ძნელად თუ ერთს თაობაზედ მეტს გასძლებს. როცა ერთის საისტორიო ცხოვრებაში დაიდგინება რომელიმე საკეთილო დაწყობილება, რომელსაც ძალა აქვს აღამაღლოს სული ერისა, აღამაღლოს მისი კაცობრიული ღირსება, მაშინ, იგი დაწყობილება შეეთვისება ერსა და ნაყოფს მალე გამოიღებს მხოლმე. ამ სახით, სხეულის სასჯელთა ამოკვეთამ დიდად — იმოქმედა და აღამაღლა რუსის ერის კაცობრიული ღირებაი ეხლა სამარცხვინოა იგი ჯარისაცი, რომელიც როზგამდე მიიყვანს თავის საქმეს; ეხლა სასაცილოა და პატივ-აყრილი იგი გლეხ-კაცი, რომელიც თავს გაიროზგინებს, აი სწორედ ამ ხანში, როცა როზგის ამოკვეთის შემდეგ 25 წელი გავიდა, როცა კეთილშობილთათვის როზგი უფრო წინად იყო მოსპობილა, აი სწორედ ამ ხანში საპოლიტიკო დამნაშავეთ აღიარებულს პყრობილს მიაყენეს ეგ სამარცხვინო სასჯელი, ეს ამბავი ვერ გამოეპარა საზოგადო ყურადღებას; მაგაზედ მოჰყვნენ ლაპარაკს პეტერბურგში, გაზეთებმაც მაშინვე დაიწყეს ამ საგანზედ ლაპარაკი და აი ამ გაზეთის ნაამბობმა შეჰსძრა პირველად ვერა ზასულიჩის აზრი კიმოლე ამბავმა პოგოლიუბოვის გაროზგვისამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ვერა ზასულიჩის გონებაზედ. მაგ სახითვე იმოქმედა ყოველ მასზედ, ვისაც ცნობილი აქვს გრძნობა პატიოსნებისა და კაცობრივის ღირსებისა. ადამიანი, რომელსაც დაბადებით, აღზრდილობით და განათლებით ეთაკილება როზგი, ადამიანი, რომელიც ღრმადა ჰგრძნობს სრულს სირცხვილს მაგ კაცის დამდაბლებულის სასჯელისას, ადამიანი, რომელიც ჭკუით, რწმენით და გრძნობით ისეთია, რომ არ ძალუძს გულის შეუწრწუნებლად დაინახოს როგორ აღსრულებენ სხვაზედ ვისზედმე შეურაცხ-მყოთველს სასჯელს გაროზგვისას — ამისთანა ადამიანი თვით იგრძნობს ხოლმე საკუთარს თავზედ სულის შემხუთველს ძალას სამარცხვინო სასჯელისას. რა რიგი სატანჯველი წამება უნდა იყოს, ფიქრობდა ზასულიჩი, რა რიგი უკადრისი შეგინება ყოველი მისი, რაც კი შეადგენს უძვირფასეს კუთვნილებას განვითარებულის ადამიანისას, განა მარტო განვითარებულისას, არამედ ყოველის კაცისას, რომელსაც კი უცვნია გრძნობა პატიოსნებისა და კაცობრივის ღირსებისა!
კანონის თვალით კი არ შეუხედნია ვერა ზასულიჩს იმ ბოგოლიუბოვის დასჯისათვის, თუმცა ზასულიჩს შესაძლებელია არ ჰსცოდნოდა გაზეთებიდამ, რომ ბოგოლიუბოვი, რომელიც განსჯილი იყო კატორღაში გასაგზავნად, ჯერ არ იყო შერიცხული გასაგზავნთა შორის; ჯერ არ იყო ბოგოლიუბოვზედ აღსრულებული ყოველივე იგი, რაც კანონის აზრით ართმევს ადამიანს ღირსებას, რაც კვეთს მის კავშირს წარსულთან და რასაც ჩამოჰყავს ადამიანი იმ მდგომარეობამდინ, საცა ადამიანი ყოველს უფლებას და ღირრსებას მოკლებულია. ბოგოლიუბოვი ჯერ კიდევ იმ საპყრობილეში იჯდა, საცა ჰსმენ სოლმე იმათ, ვისაც ღირსება და უფლება არა აქვთ ჯერ აყრილი; იგი სცხოვრებდა უწინდელის გარემოებით მოცული, იგი სცხოვრებდა იმ კაცთა შორის, რომელთ დანახვაზედ თვისი ადრინდელი ყოფა-ცხოვრება წარმოუდგებოდა ხოლმე. არა, ბატონებო, ვერა ზასულიჩს კანონის თვალით არ შეუხედნია ბოგოლიუბოვის დასჯის საქმისათვის, სხვა თვალით დაუწყო ყურება ამ საქმეს, იმ თვალით, რომელიც ეგრე უვრცო არ არის როგორც კანონი, არამედ უფრო გულითადია, უფრო გულშემატკივარია, უფრო კაცობრიულია და რომლის გამოც ზასულიჩს არ ძალედვა არ მიეღო დასჯა ბოგოლიუბოვისა უსამართლოებად.
ბოგოლიუბოვი განსჯილი იყო სახელმწიიფო დანაშაულისთვის; იგი ეკუთვნოდა იმ ყმაწვილ კაცთა გუნდს, რომელნიც სამართალში მიცემულ იქმნენ კაზანის სობორის მოედანზედ არეულობის მოხდენისათვის. მთელმა პეტერბურღმა იცის ამ არეულლობის ამბავი ყველამ გულმტკივნეულობით დაუწყო ყურება იმ ყმაწვილ-კაცებს, რომელთაც ეგრე წინდაუხედავად გამოიჩინეს თავი საპოლიტიკო დამნაშავეთ; ყველას გული სტკიოდა ყმაწვილ-კაცთათვის, რომელნიც უგრე გამოუსადეგად დაღუპეს თვისი თავი. სამართალი სასტიკად მოექცა ამ საქმეს. იმ ყმაწვილ კაცთა მოქმედება სამართალს ეჩვენა შემართებად სახელმწიფო წესიერების დარღვევისათვის და კანონიც ჯეროვანის სისასტიკით ამოქმედეს დამნაშავებზედ. თუმცა სამართლის განაჩენი სასტიკი იყო, მაგრამ მაინც ცნობილ იქმნა, რომ ამ ყმაწვილ-კაცთა მოქმედება იყო სამწუხარო ცდომილება, რომ მათს მოქმედებას საფუძვლად არ ჰსდებია არც სულ დაბალი ანგარიში რისამე შეძენისა, არც თვით ანგარების წადილი, არც ავ-კაცობის განზრახულება; რომ, პირ იქით, მთის მოქმედების საფუძვლად იყო კეთილი ატაცებულობა, რომელსაც ვერ გაუმაგრდა ყმაწვილ-კაცის გონება, ცხოველი ხასიათი ჭაბუკობისა და მიმართა იგინი იმ ცდომილ გზისკენ, რომელმანც მიიყვანა საქმე იმ სამწუხარო დღემდინ.
(შემდეგი იქმნება.)
____________
1 ივერია №№ 15, 16, 1878 წ.
![]() |
5 სისხლის მოჩვენებაზედ |
▲back to top |
სისხლის მოჩვენებაზედ
(შემდეგი)[1]
VI
იმავე წლის 19 ღვინობისთვეს დიდს გზაზედ ხევში, ორასიოდ ნაბიჯზედ კაცთა სადგურიდამ იპოვეს ერთი მოკლული კაცი: ის იყო მეწვრილმანე, კარგი ლამაზი ჭაბუკი კაცი თვრამეტის წლისა და მხიარულად მომხმარებელი ყოველ იმისა, რასაც კი ბედი უგზავნიდა. მე მაშინ შევხდი იმას, როცა იგი საუზმეზედ იჯდა. მის სანოვაგეს შეადგენდა რამდენიმე ვაშლი, ხის ძირში აკრეფილი და ერთი ნაჭერი ხმელი პური. ყოველსავე ამას იგი სჭამდა დიდის სიამოვნებით და მადიანად. მე გვერდ მოვუჯეგ და გამოვკითხე ვინ არის, რა საქმეში და როგორ ატარებს თავისს ბინა მოუკიდებელ ცხოვრების დღესა. მან მიამბო, რომ ობოლი ვინმეა და სახლში უფროსად დარჩენილია. ჩემის ხელის მონაგრითაო ვინახამო ორს დას ერთს შვიდის წლისას და მეორეს ცხრა წლისას, სოფლის შკოლაში მყვანან მიბარებულნიო. თვეში ერთხელ მივდივარ ჩემის დების სანახავათო, დავრჩები იმათთან ერთი დღე ხოლმეო, მოვუტან რასმესო, ვუალერსებო, დაუგდებო ერთის თვის საგზალსაო. და მერე ისევ ჩემს საქმეზედ წამოვალ ხოლმეო.
პური რომ შეჭამა, ჯიბიდამ ამოიღო დანა წამოავლო ხელი ცალკე გადადებულს ვაშლსა და ჰსთქვა: „ეხლა კი დესერტს უნდა მივყო ხელიო, ახლა მიყურეთ რა მეცადინეობით გავფცქვნი, ისე კი არ ჩავკმეჩავ როგორც სხვანი. როგორც მხედავთ. მე ჩემის პირის პატივის კაცი ვარო“
მშვენიერი დღე იყო. განა არა! იმისთანა მზის მადლიანი სხივების ქვეშ კეთილისა და პატიოსანის საქმის მეტი სხვა არაფერი არ უნდა მომხდარიყო გარშამო ყველა გალობდა, ყველა სუნნელებით ჰფშვენდა, ყველა ბრწყინავდა, როგორც სამოთხეში
ჩემდა საუბედუროდ ერთმა სხივმა მზისამ გაითამაშა იმ ყმაწვილის დანის პირზედ. ამის შემდეგ მე თვალი ვეღარ მოვაშორე ჭაბუკსა. დანის პირზედ დაჰსტრიალებდა სისხლის წვეთი — და მსწრაფლ გადამეფარა თვალზედ სისხლის ფერი ღრუბელი და მერე გარს შემომერტყა…
ვაშლი ხომ არა გნებავთ? მირთვით, მითხრა ჭაბუკმა: ცხელი დღეა; რაც ხიდამ ჩამოვარდნილია, ის ყველას კერძია; მაშასადამე ამ ვაშლის თქვენც იმისთანა პატრონი ხართ, როგორც მე. მე დანასაც გათხოვებთ, თქვენ ვაშლს დაუწყეთ ჭამა და მე მინამდე ჩავალაგებ ხურჯინში ჩემს ქონებას, დროა გზას შევუდგე. ჩვენს სოფლამდე ხუთიოდ აღაჯი კიდევ დამრჩენია. თუ საღამომდე არ მივედი, ჩემი დები სწორედ მდევარს დაიძახებენ კიდეც! მომაწოდა დანა და თვითონ კი ხურჯინს დაჰსწვდა. საწყალი ბავშვი! აბა რა შეჰსცოდა ღმერთსა? აბა რად მიმიყვანა იქ ბედის წერამა?... დიაღ, ბატონებო, იგი იქ მოკვდა... რ ო გ ო რ მოკვდა, — ამის თქმის ღონე არა მაქვს. აი ხომ ხედავთ, უფალნო მსაჯულნო, რომ მე მხოლოდ ხელი ვარ სიკვდილისა და სხვა არა ფერი, ჯერ მე არავინ არ მომიკლავს მტრობითა სიძულვილით. ამიტომაც მე ყველაზედ საშიშარი ავაზაკი ვარ და თქვენ უსათუოდ უნდა გაჰსწმინდოთ საზოგადოება და ჩემგან დაისხნათ.
VII
ამ ხანადაც მართლ-მსაჯულების ძებნამ ისე ამაოდ ჩაიარა, როგორც წინადაც. გამოცვალეს რამდენიმე მოხელე კაცი, მოუმატეს ჟანდარმები აღუთქეეს ჯილდო ვინც კი იპოვიდა მკვლელსა ღვდელმა ქადაგება ჰსთქვა ეხლანდელის დროის ავ-ზნეობის შესახებ; მერი ამტკიცებდა, რომ ახლო-მახლო ავაზაკების გუნდია შემდგარიო; ამაებზე ბევრს რასმეს ამბობდნენ, მაგრამ კი მეორის წლის 6-ს მარტს მაინც კიდევ იპოვეს პოლიციის კამმისარი იმ რიგადვე მოკლული, როგორც ლიუროტა და მეწვრილმანე. 7 გიორგობისთვეს სოფლის პომროლის ღვდლის ჯერიც მოვიდა და მოკლულ იქმნა და 12-ს მარტს 1863 წ. წაბძანდა ამ რიგადვე საიქიოს მეურმე, შაპ-მარტენში მცხოვრები.
ვიევილის მცხოვრებთა შიშის ზარი უკანასკნელ ხარისხამდე მივიდა. ყველგან დაიწყეს მაგარის ურდულებით დაკეტვა კარებისა, ხელახლად დაცვალეს კლიტეები, რკინის უჯრები დაუკეთეს ფანჯრებსა. უნდა გეგდოთ ყური რაებს ლაპარაკობდნენ ხოლმე საღამოობით ბუხრის პირ! ყური რომ გეგდოთ, ერთი იმისთანა მოამბე არ იყო.. რომ რაღაც ჯადოთი არ დაესხნა ვითომ თავი საშინელის განსაცდელისაგან.... რა კი დაღამდებოდა, თვით უშიშარნიც კი მაგრად შეიკეტებოდნენ ხოლმე სახლში; თუ ვისმეს სადმე წასვლა უნდოდა, უსათუოდ თან გაიყოლებდა რამდენსამე კაცს.
რამდენიმე ხნის განმავლობაში მე დიდის სიამოენებით ვუყურებდი ხოლმე, რომ მთელი ეს ქალაქი, ასე მარტო ჩემგან შეშინებული, ფაცა-ფუცში იყო, ერთიორად უმატებდა ყარაულებს, არ ასვენებდა პოლიციას, ჰსთხოვდა პარიჟს ჯარი მოგვაშველეო თითქოს ერთმანეთში სისხლის ღვრა მოუხდათო. ბოლოს ჯავრი მომივიდა; რაც კეთილიღა იყო ჩემში ყელით მომებჯინა. ვამბობდი, მოდი წავალ, ყველას პირმი ვეტყვი ქალაჩუნები ხართ მეთქი, მე თვითონ დავიხსნი მეთქი საზოგადოებას ჩემის ბოროტებისაგან, ბოლოს მოუღებ ამდენს კაცის-კვლას; ერთის სიტყვით, მე თვითონ მივეცემი მეთქი სამართალს ხელში. მაგრამ ყველა ეს კეთილი დაიხშებოდა ხოლმე იმ აზრით, რომ რა რიგ გაოცდებოდნენ, რა რიგად შეწუხდებოდნენ. რა რიგად შერცხვებოდნენ და რა რიგად გაბოროტდებოდნენ საწყალნი ჩემი მოხუცებულნი მშობელნი, როცა გაიგებდნენ რა გველის წიწილაც გამოზარდეს ამ ქვეყნად!
ერთხელ მახსოვს საღამოს ჟამს ჩვენთან მოვიდა ჩვენი ღვდელი ქაღალდის სათამაშოდ. მამა ჩემს არ უნდოდა მარტო გაეშვა შინ და მითხრა, შენ გააცილეო, დედა ჩემს შიშით თავზარი დაეცა.
— ეგ რა ჰსთქვი, მაქსიმევ! წაიდუდუნა დედა ჩემმა: იქიდამ ჩვენს შვილს ხომ მარტოკა მოუხდება დაბრუნება. ღმერთო გვიხსენ და, მერე გზაზედ რომ მოგვიკლან, რას იტყვი!
— ეგ მაინც უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სტუმარის სიკვდილი და ყველა იტყოდა: „ღვდელი არ მოკვდებოდა, თუ სახლის პატრონს გამოეცილებინაო“, რაკი აგრეა, მე თვითონ გავაცილებ.
— ის არა ჰსჯობია, სამივემ ერთად გავაცილოთ! იქნება მაშინ ავაზაკებმა ვეღარ შემოგებედონ....
— აბა, რასაკვირველია, შენი შეეშინდებათ... კარგი, ჩემო ბებეროვი შენ აქ მშვიდობით იყავ ბუხრის წინ, მე და ჩემი შვილი გავაცილებთ, ― სამყოფი იქმნება!
არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა და როცა კი დავბრუნდით, გზაზედ მამის ჩემის მოკვლის ფიქრმა გამიარა გულში და ვთრთოდი ამ ფიქრის გამო, ოხ, რა რიგად მიყვარდა!.. ნეტავი არ მინდა თითი დაეწო ვისმეს, თითი ან მისთვის, ან დედის ჩემისათვის, მაშინ მე ვაჩვენებდი რა კაციც ვიყავ!... ჰსჩანს, მეტად დიდი სიტკბოება არის კაცმა რაიმე მიზეზით მოჰკლას კაცი კეთილი, პატიოსანი მე მგონია, მე რომ ჯარში მიღებულ ვყოფილვიყავ, მე ერთი გმირი რამ ვაჟკაცი გამოვიდოდი, რასაკვირველია, თუ მინამდე თვით მე ფეხებს არ გამაჭიმინებდნენ.
ყოველ ამისგან ვიევილს. ერთი სიკეთე მიენიჭა: დაიწყეს გაზით განათება ქალაქის ქუჩებისა. წინად კი ამისათეის საჭირო ხარჯს არ იმეტებდა ხელმოჭერილი ქალაქის მმართველობა, ეს სიკეთე საკუთრივ მე მივანიჭე ჩემს სამშობლოს. თუ ბევრში არა, ცოტა რამეში მაინც გამოვადეგ…
პარიჟიდამ გამოგვიგზავნეს დამნაშავის ჩუმნი მაძებარნი, მაგრამ ამათაც ისე ვერა გააწყეს რა, როგორც იქაურმა პოლიციამ, ვინ მოჰსთვლის რამდენს სრულიად უბრალო კაცზედ მიიტანეს ეჭვი და ჩაჰყარეს საპყრობილეში, ვინ იცის რამდენი მოხელე გააგდეს სამსახურიდამ! 7 ღვინობისთვეს კი მე თვითონ შემეშინდა ჩემის თავისა. დავკარი ფეხი და გავვარდი, მით უფრო, რომ დედა ჩემი და მამა ჩემი მაშინ აღარ იყვნენ ცოცხალნი.
მე უმადური კაცი არა ვარ და ამიტომაც ვმადლობ ღმერთსა, რომ ისე მიიბარა ჩემთა ძვირფასთა მშობელთა სული, რომ ჩემის საზიზღარის ავ-კაცობის ეჭვიც არ ააღებინა.
მე ტყეში გავიკეთე ბინა და იმისთანა თხრილი გავიკეთე სადგურად, რომ მხეციც ვერ ისადგურებდა, სრულიად მარტოკა დავიწყე ყოფნა. ექვსი წელიწადი დავყავ მარტოობაში, ყოველს ნაკლებულობას ვიტანდი, ვერიდებოდი ადამიანს და ჩემი შექცევა მარტო ნადირობა იყო, დანას აღარ მივეკარებოდი იმით, რომ კიდევ არ წამიტყუოს მეთქი., საკვირველია! თოფით ფიქრშიაც არ მომდიოდა კაცის მოკვლა, დანის დანახვაზედ კი ათას ნაირი ფიქრი მომდიოდა... ნეტავი არ იქნება, ამისხსნას ვინმე რის გამო იყო ეს, — გულთა მხილაობისათვის ჯილდოს მივცემდი.
ყველანი ამას ამბობდნენ ჩემზედ: „საწყალი ჟორჟი! მშობლების დაკარგვამ ნადირსავით გახადა! რა რიგი გულმშვიდი, თავ-დაჭერილი, გონიერი ყმაწვილი კაცი იყო! ვინ იფიქრებდა, რომ მაგისთანა უცნაურს საქმეს შეუდგებოდა!“
ეხლა იმ ზორბა - საქმის ამბეს მოგახსენებთ, რომელმაც მე მომიყვანა აქ ბრალდებულთა სკამზედ. ხოლო ჯერ ნება მომეცით ცოტა შევისვენო და სული მოვიბრუნო. თქვენც კარგად იცით, რომ ამისთანა ამბები კაცს სულსა ჰხუთავენ და ყელს უშრობენ…
თავმჯომარემ ანიშნა, რომ შეუძლიან დაჰჯდეს და შეისვენოს. სხდომა შეაფერხეს.
(შემდეგი იქნება)
ეკ. ღვინიაშვილისა.
____________
1 „ივერია“ №№ 14, 15, 16, 1878 წ.
![]() |
6 სპარსეთის შახის მოსვლა ტფილისში |
▲back to top |
სპარსეთის შახის მოსვლა ტფილისში[1]
სამშაბათს მეორე საათზედ სპარსეთის შახი მობძანდა ქალაქშია. ქალაქის მიჯნაზედ გაეგებნენ „გლავნი უპრავლენიის ნაჩალნიკი“ ღუნერალ-ლეიტნანტი სტროსელსკი, ღუბერნიის მარშალის მოადგილე თავად-აზნაურებით, ქადაქის მეთაური მოქალაქეებით და პოლიციის მოხელენი. ქალაქი და მთლად ის ქუჩა, რომელზედაც შახს უნდა გამოევლო, მორთული იყო ბაირაღებით და სხვა და სხვა სამკაულითა, აუარებელი ხალხი იყო ფენილი ბანებზედ, ფანჯრებში, მუაჯრებზედ და გალავინის პროსპეკტზედ. მეორე საათის ნახევარი იქმნებოდა, რომ შახმა ამოიარა თამამშოვის ქარვასლასთან. თვითონ ეტლში მარტო ბძანდებოდა, მხოლოდ წინ ეტლშივე ეჯდა თავისი კამერღერი. მის ეტლს მოსდევდა სხვა ეტლი, რომელშიც ისხდნენ სპასალარი სპარსეთისა და ღენერალ-ლეიტენანტი სტაროსელსკი. მათს შემდეგ ეტლითვე მოდიოდა შახის ამალა, რომელიც ჩვენ ძალიან გვეცოტავა შახი ჩამოხტა დიდის მთავრის სასახლეში. აქ დახვდა ჯარი, ღენარლობა და აფიცრობა და აგრეთვე დიდის მთავრის ძენი.
სამშაბადს საღამოს დიდი და მშვენიერი ჩირაღდანი იყო. ნამეტნავად თამამშოვის ქარვასლიდამ დაწყობლი ალექსანდროვის ბაღის ბოლომდე სპარსეთის ღერბი მზე და ლომი ორგან იყო გამოსახული და გაჩაღებული ჩირაღდნით. როცა შუშხუნების აშვება დაიწყეს, შახი მოდგა ფანჯარასთან და ნახევარ საათზედ მეტი უყურებდა თამაშს. შორი ახლო ედგა ღენერალ-ადიუტანტი სვიატოპოლკ-მირსკი, რომელსაც თითქმის განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა.
ოთხშაბადს საღამოს შახი მობძანდა თეატრში თავისის ამალითა, თეატრში შასისთვის სამი ლოჟა იყო წითელის ხავერდის კარავით მორთული. ლოჟის უკან ოთახი მომზადებული, საცა შახს ჩაი უნდა მიერთმია. რაც ლოჟები იყო, სულ მშვენივრად მორთულ ქალებით იყო სავსე ასე, რომ ლოჟაში ერთი კაციც არ ჰსჩანდა. მთელი თეატრი გაჭედილი იყო ხალხითა. როცა წარმოდგენა გათავდა, შახი ჩამობძანდა სასეიროდ ბაღში. ბაღი თუმცა გაჩაღებული იყო, მაგრამ ისე არა, როგორიც სამზადისი ჰქონებიყოთ: წვიმამ დაუშალა.
ხუთშაბადს რვა საათზედ დილით შახი ქალაქიდამ წაბძანდა.
* * *
დამწესებელნი ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებისა ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის შედგენილისა შეიყარნენ 30-ს აპრილს და განაჩინეს, რომ დროებთის კამიტეტის სახელითა მოიწვიონ თვადაზნაურთა ბანკის სადგურში 8-ს მაისს საათის რვის ნახევარზედ საღამოთი საზოგადო კრება და აღმოსარჩევად საზოგადოების საქმეების გამგეთა პირთა.
კამიტეტი თავას ვალად რაცხს გამოაცხადოს ეს ზემო ხსენებულის საზოგადოების წევრთა საცოდნელად.
_____________
1საძიებელში ხენებული წერილი: „ფიქრი და შენიშვნა“ ამ ნომრიდან გამოგვეცალა ჩვენდა უნებურად
![]() |
7 განცხადებანი |
▲back to top |
განცხადებანი
წლიური ანგარიში
ივრის გამსესხებელ - შემნახველი ამხანაგობისა 1877-ს წლისა
| შემოსავალი | მანეთი | კ | გასავალი | მანეთი | კ |
| წილის ფული 206 წევრისა | 2,124 | 85 | გასესხებული | 6,981 | 80 |
| სარგებელი წინეთ დაჭერილი | 411 | 38 | გადახდილი ნასესხი პირველათ | 500 | - |
| სარგებელი ახალი ვადა მიცემულისა | 2 | - | მეორეთ | 500 | - |
| დაბრუნებული ნასესხი | 3,254 | 90 | სარგებელი გადახდილი ნასესხებისა | 104 | 3 |
| ნასესხი თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდგან პირველათ | 500 | - | საწევრო ფული თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდამ | 100 | - |
| მეორეთ | 500 | - | სარგებელი ვადაზედ წინეთ დაბრუნებული გასესხებულისა | 5 | 92 |
| მესამედ | 500 | - | სამართველოს ხარჯი | 15 | 95 |
| მეოთხეთ | 500 | - | დავთრებისა და ბეჭდისა | 31 | 55 |
| ნასესხი ამხანაგისგან | 938 | 40 | ვექსილის ქაღალდებში | 9 | 45 |
| შესანახათ შემოტანილი | 30 | - | დაუბრუნდა წილი ერთ გამოსულ ამხანაგს | 25 | - |
| ჯარიმა | 14 | 97 | კასსაში არის | 542 | 43 |
| გასყიდულის ვექსილის ქაღალდების | 11 | 47 | |||
| სათადარიგო თანხა 1876 წლისა | 2 | 87 | |||
| წმინდა მოგება —1876 წლისა | 25 | 29 | |||
| ჯამი | 8,816 | 13 | ჯამი | 8,816 | 13 |
1-ს იანვრისთვის 1878 წელსა იყო ნამდვილათ
| შემოსავალი | მანეთი | კ | გასავალი | მანეთი | კ |
| წილის ფული 205 წევრისა | 2,099 | 85 | გასესხებული | 3,726 | 90 |
| არის წმინდა მოგება | 271 | 95 | საწევრო ფული თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდან | 100 | - |
| ნასესხი თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდგან | 1,000 | - | კასსაში არის | 541 | 46 |
| კერძო ამხანაგისაგან ნასესხი | 938 | 40 | |||
| შესანახათ შემოტანილი | 30 | - | |||
| წმინდა მოგება 1876 წლისა | 25 | 29 | |||
| სათადარიგო თანხა 1876 წლისა | 2 | 87 | |||
| ჯამი | 4,368 | 36 | ჯამი | 4,368 | 36 |
თავს-მჯდომარე სფრიდონ ჯაბადარი
წევრნი გამგებლობისა: ალექსანდრე ცხვეთაძე; მღ.თევდორე გულისოვი; აზარია დიაროვი
წევრნი რჩევისა: მღ. აბრამ ნახუცაროვი; გრიგოლ ბილანოვი; ავეტიქ არუთინოვი; სოლომონ გოდერძოვი.
განცხადება
თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისაგან.
თფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის გამგეობა ამით აცხადებს, რომ უძრავი ქონებანი ქვემოხსენებულთა პირთა, მიღებული ბანკისაგან გირაოდ, დაინიშნებიან საჯარო გასასყიდად, თანხმად §15 ამა ბანკის წესდებისა, რადგანაც ბანკის წესდებით დადგინებული ექვსის თვით წინ შემოსატანი ფული ქონების პატრონთა არ შემოუტანიათ.
გასყიდვა შეიძლება გაუქმებულ იქმნას მხოლოდ მაშინ, როცა შემოსატანს ფულს პატრონნი შემოიტანენ.
|
სახელი და გვარი მამულის პატრონთა |
რაოდენობა ქონებათა |
ადგილ-მდებიარეობა ქონებათა |
| ხეჩატურა როსტომის ძე სულთანოვი | ერთ სართულიანი სახლი მიწით, ზომით 38 ოთხ-კუთხე სჟ. | ქ. თფილისს, 2 განყოფილების 13 ნაწილში. |
| ქრისტეფორე ნიკიტის ძე ტერ-მიკირტიანცი | სამ სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ გვარის შენობით და მიწით, ზომით 634 ოთხკუთხე საჟენი | ქ. თფილისს, 2 განყოფილების 12 ნაწილში; ჩუღურეთში, ნიკოლაევის ქუჩაზე |
| გაბრიელ და მიხაილ იასეს ძენი სულხანოვები | ოთხი დუქანი თავის მოწყობილობით, ეზოთი და მიწით, ზომით 36 ოთხ-კუთხე საჟენი | ქ. თფილისს, 2 განყოფილების 14 ნაწილში |
| ალექსანდრე სოლომონის ძე ბურდულოვი | ორი დუქანი ყოველ გვარის მოწყობილობით, ეზოთი და მიწით, ზომით 600 ოთხკუთხე საჟენი. | ქ. თფილისს, 2 განყოფილების 11 ნაწილში |
| მარია ივანეს ასული სულხანოვისა | ა) ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ სართულიანი, ორი ორორ სართულიანი და თერთმეტი თითო სართულიანი ქვითკირის დუქნები. | ქ. თფილისს, ა) 1 განყოფილების 7 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში, ჩუღურეთში. |
| ეგნატე ნიკოლოზის ძე ჭიჭინაძე | ხუთი თითო სართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 115 ოთხ-კუთხე საჟენი. | ქ. თფილისს, მთა-წმინდაში, 1 განყუოფილების 1 ნაწილში. |
| იაკობ სვიმონის ძე პავლიევი | ორ სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ორ სართულიანი სამოსამსახურო სახლით და მიწით, ზომით 72 ოთხ-კუთხე საჟენი. | ქ. თფილისს, ნემეცების ქუჩაზე, 1 განყოფილების 5 ნაწილში. |
| მარია კონას ასული ტერ-ზახაროვისა | ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 18 ოთხ-კუთხე საჟენი. | თფილისში ეჩმიაძინის ქუჩაზე, 2 განყოფილების 13 ნაწილში. |
| სარქის მარტირუზას ძე ბაბოვი. | ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 30 ოთხ-კუთხე საჟენი | ქ, თბილისში, 2 განყოფილების 13 ნაწილში. |
| ნაპოლეონ ივანეს ძე კნ. ამატუნი. | ა) ორ სართულიანი ქვითკირის სახლი ერთ სართულიანის ფლიგელით, სარდაფით და ორ სართულიანის სამოსამსახურო სახლით და ბ) ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი თავის მიწით, ზომით სულ 57,879 ოთხ-კუთხე საჟენი. | ქ. თფილისს, ველიამინოვის ქუჩაზე, №№2 და 11, 1 განეოფილების 4 ნაწილში. |
| დავით ივანეს ძე კნ. ციციანოვი | მიწები, ზომით 87 დესეტინა და 960 ოთხ-კუთე საჟნი. | თფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, სოფელ ქვემო-ნიჩბისში. |
| კნ. იოსებ, გიორგი და კნეინა მარია ივანეს ძენი ბარათოვნი | მიწები, ზომით 536 დესეტინა და 1,920 ოთხ-კუთსე საჟენი | თფილისის გუბერნიაში და მაზრაში. კომარლოს (პატარა რატევანი) დაჩაზე. |
| კნ. მარია ბიძინას ასული თარხან-მოურავისა | მიწები, ზომით 545 დესეტინა და 1,645 ოთხ-კუთხე საჟენი | თფილისის გუბერნიის, გორის მაზრაში, სათუხარელოს დაჩაზე |
| მიხაილ არტემისძე პირადოვი. | ბაღი ერთ სართულიანის სახლით, წყაროთი, ეზოთი და ყოველ გვარის შენობებით, ზომით: ბაღის მიწა სიგრძით 135 საჟენი, სიგანით 80 საჟ. და სახლის ქვეშ მიწა და ეზო 250 ოთხ-კუთხე საჟ. | თბილისის გუბერნიაში და მაზრაში, სოფ. თბისში. |
| გეურქა სტეფანოვი | ცარიელი მიწები, ზომით 300 ოთს-კუთხე საჟენი. | ქ. თბილისს, 2 განყოფილების 11 ნაწილში, ავჭალის ქუჩაზე. |
| არტემ ჶადეოს ძე აივაზოვი | ერთ სართულიანი სახლი ერთ სართულიანის ფლიგელით და მიწით, ზომით 413 ოთხ-კუთხე საჟ., ფრიგელის ქვეშ მიწა 51 ოთხ-კუთხე საჟენი. | თფილისს, 1 განყოფილების 3 ნაწილში №219. |
| მინადორა ზურაბის ასული საყვარელიძე | მიწები, ზომით 25 დესეტინა და 601 ოთხ-კუთხე საჟენი. | თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრის, სოფლებ ზეკატში, ცოცხნარში, ოდზისში და ზანდისში. |
| დარჩო პეტრუზოვი (ყოფილი დჯანოღოვი) | სამი ვენახი თავის მიწით, ზომით 1 დესეტინა, 1 800 ოთხ-კუთხე საჟენი | თფილისის გუბერნიაში, გორის მაზრის სოფელ ცხინვალში. |
| კნ. გიორგი გიორგის ძე ყოჩიბაშვილი | ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი თავის მიწით, ზომით: სიგრძით 57 ოთხ-კუთხე საჟ. და სიგანით 25 ოთხ-კუთხე საჟენი. | თიბილისის გუბერნიის ქალაქ თელავში |