The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (18)1878.11.05


ივერია (18)1878.11.05



1878.11.05

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ამ ბოლო დროს, ჩვენდა სანუგეშოდ და სასიხარულოდ, მრავალი სხვადასხვა საზოგადოება ჰსდგება ხოლმე ჩვენში სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამ საზოგადოებათა მეცადინეობით იმართება შკოლები: ამბობენ, კახეთში ეხლა ოცზედ მეტი შკოლა არისო. იმართება სოფლის ბანკები, რომელთა რიცხვი თითქმის ხუთმეტამდე ადის ტფილისის გუბერნიაში; იმართება საამხანაგო დეპოები, - ერთი გამართულია საგარეჯოში და მეორეც დღე-დღეზედ დაიწყებს მოქმეღებას თიანეთში, რადგანაც წესდება დამტკიცებულია. ერთის სიტყვით, ჩვენს ხალხში გაღვიძებულია და ფეხზე წამომდგარი სურვილი, რომ ერთმანეთის შემწეობით გზა გაიხსნან უკეთესის ცხოვრებისათვის. სასიხარულო ეს არის, რომ ყოველ ამაში კერძოობითი სარგებლობა კი არ არის საფუძვლად დადებული, არამედ საყოველთავო. ღმერთმან ჰქმნას, რომ ამ გზაზედ ჩვენს კეთილისმყოფელი დაბრკოლება არა დახვდეთრა; ღმერთმან ჰქმნას, რომ ამ კეთილის სურვილით ადუღებულს კაცებს ჩვენმა გულგრილობამ ხალისი არ მოუკლას. თუ ამ გზაზე მიმავალთ ჩვენთა კეთილის-მოსურნეთ ჩვენც მხარი მივეცით, ჩვენც ხელი შევუწყეთ, - არ გავა ათი-ხუთმეტი წელიწადი, რომ ჩვენი დავრდომილი ქვეყანა სახეს შეიცვლის.

სოფლის ბანკს აიღებთ, თუ სოფლის შკოლას, თუ ამხანაგობის დეპოს, ანუ საზოგადოებას ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, - ყოველ მათგანს ჩვენის ცხოვრების არსებითის ძარღვისათვის წაუვლია ხელი. ყოველ ამისი მომქმედნი კატასავით არა ჩხავიან, არა ყვირიან საჯაროდ: აი, რა კაცები ვართო. უფრო ბევრი მათგანი სადმე კუნჭულშია მიმალული და ქვეყნის სიყვარულით აღტყინებული იბრძვის, მეცადინეობს, მხნეობს, საქმობს, და ჯილდოდ მარტო იმას ელის, რომ ჩემი სინიდისი მეტყვისო: „თუმცა წვალებით ვიცხოვრეო ამ სოფლად, მაგრამ ჩემი ცხოვრება უქმად არ გამიტარებია, შეძლებისამებრ ჩემთა მოძმეთათვის სიკეთე მომიტანიაო“. დამიჯერეთ, ძალა ქვეყნისა ამისთანა კაცებშია და არა იმათში, ვინც პარიჟის ყავახანაში გამოწვრთნილა, მოსულა აქ და ყვირის: რაცა ვარ, მე ვარო. ამათ პარიჟი არ უნახავთ, ამათ უნივერსიტეტი არ ღირსებიათ, ესენი არიან ჩვენი ხალხის შვილნი, მის კალთაშივე გამოზდილნი; ესენი არიან უბრალო სიკვდილის შვილნი, უფრო ბევრნი სემინარიელნი, და მათში ზოგიც იმისთანა, რომელთაც სემინარიის სწავლაც არ შეუმთავრებიათ სხვადასხვა მიზეზისა გამო. საყოველთაო სიკეთის ლაზათი ამათშია, ამათში! იღვწიან, საქმობენ, მხნეობენ საყოველთავო საკეთილოდ და, დახეთ მათს პატიოსნებას, მათს ზნეობითს აღმატებულებას, რომ სახელის გამოჩენაც არ უნდათ. დიდი რამ არის ბუნება, არ გადაცვლილი განათლებულის ქვეყნების ყავახანებში თრევითა და განათლების გარეგან ზიზილ-პიპილებითა.

იქნება ამისათვის სასაცილოთაც აგვიგდონ ჩვენმა ჩხავანა პუბლიცისტებმა, მაგრამ ბრმა უნდა იყოს კაცი, ან შურით მოწამლული, რომ ამ უჩინართა მომქმედთა ღვაწლი არ იცოდინოს, არ აღიაროს საქვეყნოდ. დაიარეთ სოფლები, ცოტას შეჰხვდებით იმისთანა სოფელს, საცა ერთი მაინც ამ მომქმედთაგანი არ იყოს ისე, ჩრდილში მიგდებული; საცა ერთი მაინც ამათგანი არ იღწოდეს ან ყმაწვილების აღზდისათვის, ან გლეხკაცების კეთილდღეობისათვის, ან სოფლის ბანკისათვის, ანუ საამხანაგო დეპოსათვის და ან ლიტერატურისათვის. აბა ერთი ამათგან დაწყებული საქმე მიჩვენეთ, რომ გაქსუებულიყოს, გაუქმებულიყოს! რად არის ეს? იმიტომ არის, რომ ხალხის შვილნი არიან, ხალხის კალთაში დაბადებულნი და გამოზდილნი; იციან რას მოჰკიდონ ხელი, იციან როგორ მოჰკიდონ და ამასთანავე დაუღალავნი არიან; იციან ხალხის ტკივილი და წამლის შერჩევაცა, რადგანაც ხალხი უყვართ, ხალხში არიან და ხალხში ტრიალებენ, და ამასთანავე თვისებათ აქვსთ - თავის-თავზედ ყვირილი კი არა, საქმის გაკეთება, საქმის წარმართება. დიახ, ბატონებო არა გვგვანან ჩვენ, გაბღინძულთ და გაზვიადებულთ მარტო იმით, რომ პეტერბურღი და პარიჟი გვინახავს და რაღაც „ვითომ განათლება“ მოგვცხობია. ისინი არც ჩვენსავით აპილპილდებიან ხოლმე და არც ჩვენსავით მალე ჩაჰქრებიან. ერთხელ დაძრულს და წარმომდგარს აზრს. ზედ აკვდებიან, მინამ ხორცს შეასხმენ. იმათ ამისათვის არც ტაში უნდათ, როგორც ჩვენ, არც ქება; იციან რომ მათი ქება თითონ საქმეა და არა წამ-და-უწუმ ჩხავილი, მე ასეთი ვარო.

ესევე უჩუმრად, ხმაამოუღებლივ, უშფოთვარად შეჰსდგა ამ ახლო ხანს ერთი ფრიად სასარგებლო საზოგადოება. იგია ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება შეუძლებელთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, შედგენილი თ. გიორგი რამანის-ძე ერისთავის მეცადინეობით. ამ საზოგადოებას საგნად აქვს მოამზადოს ღარიბნი ყრმანი რომელსამე სასწავლებელში შესასვლელად, ხელი გაუმართოს შეუძლებელთა და ნიჭიერთა მოსწავლეთა, ღონისძიება აღმოუჩინოს სწავლის განგრძობისათვის. თქმა არ უნდა, რომ საგანი ამ საზოგადოებისა მეტის-მეტად სასარგებლოა და საკეთილო ჩვენი ქვეყნისათვის.

წესდება ამ საზოგადოებისა დამტკიცდა მთავრობისაგან და რუსულად დაბეჭდილიც არის. რვას მაისს პირველი მორიგი კრება შეჰსდგა. ამორჩეულ იქმნა გამგებელი კამიტეტი[1] და დადგენილ, რომ უფ. პაიჭაძესაგან ქართულად თარგმნილი წესდება დაიბეჭდოს და ზედ დაერთვას სახელი და გვარი აქამომდგე ჩაწერილთა წევრთა. ყოველმა წევრმა უნდა შემოიტანოს წელიწადში არა ნაკლებ ერთის მანეთისა: დღევანდლამდე ორას წევრამდეა ჩაწერილი და იმედია, რომ ეს რიცხვი მოიმატებს.

საქმე ეხლა იმაშია, რომ ჩვენმა თავად-აზნაურობამ, ჩვენმა ხალხმა, ამ საზოგადოებას ხელი გაუმართოს და შემწეობა ამოუჩინოს. ამისთანა საქმეში გულგრილობა შეუნდობელი შეცოდებაა წინაშე ქვეყნისა, ჩვენი შვილებისა, შთამომავლობისა. ვისაც რა შეუძლია და რითაც შეუძლიან, ყველამ უნდა გაიჭიროს საქმე და ამ საზოგადოებას ნივთიერი ღონისძიება მიჰსცეს მისდა კეთილის განზრახვის აღსრულებისათვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი გროში, ამ დიდის საქმისათვის შეწირული, ჩვენს შვილებს მოხმარდება, მათის კაცად გახდომისათვის, მათი ბედნიერებისათვის, მათი განათლებისათვის იმოქმედებს. აქ უკან დახევა შვილების ღალატია, ქვეყნის გმობაა, საუკუნოდ საწყევარი. გვეყო, ბატონებო, სხვაზედ დანდობა, სხვის მაყურებლობა. ჩვენ თვითონ მივეშველნეთ ჩვენს თავს: რაც ერთისათვის შეუძლებელია, ის ყველასათვის ადვილია; მივცეთ ურთიერთს მხარი და ზურგი და ეს ჩვენის შვილების საკეთილო საქმე გავაწყოთ და რიგიანად წარვმართოთ. გამგებელს კამიტეტში ბევრი იმისთანა კაცია, რომ რაც მათზედ დამოკიდებული იქნება, არას ღონეს და შრომას არ დაზოგავენ, რომ ეს საქმე კეთილად დაგვირგვინებულ იქმნას. ოღონდ ფულია საჭირო, რომ ამ საზოგადოებამ ვრცლად მოჰხვიოს ხელი ჩვენს საყოველთავო საჭიროებას შვილების გაზდისას და თვალთსაჩინო სიკეთე მოჰფინოს ჩვენს ქვეყანასა. იმედია, რომ ბევრი არ დაიხევს უკან და შეძლებისამებრ შემოაწევს რასმეს ამ საზოგადოებას.

ზოგიერთი რამ

კახეთი (ქიზიყი „ივ. კორ.“) წინა წერილში მოვიხსენიე, რომ „კახეთში ნამდვილი გაზაფხულია მეთქი.“ დიახ, ბატონო, ნამდვილი კი არა — გადაჭარბებული გაზაფხულია ამ ჟამად კახეთში: აქაო და გაზაფხულში ჟუჟუნა წვიმები უნდაო, მოუხსნია ცას პირი და რაც ძალი და ღონე აქვს. აწვიმებს დედა-მიწაზე წყალსა... მარტიდამ დაწყებილი ამ აპრილის გასვლამდინ სულ განუწყვეტელი წვიმა მოდის, თუმცა ხანდისხან „გადაიფახვებს“ (გადაიდარებს) ხოლმე, მაგრამ ისიც ცოტას ხნით: კვირაში რომ ერთის ან დღენახევრას განმავლობაში გხედავდეთ მზესა — დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, მხოლოდ დიდს შაბათიდამ მოკიდებული, ვიდრე აღდგომის მეოთხე დღემდინ მშვენიერი ამინდი (დარი) იდგა კახეთში, თითქო ბუნებაც თანაუგრძნობს ხალხის სამხიარულესაო... ამ გაუწყვეტელმა წვიმებმა ისე ნაირად „გააგიჟეს“ ჯეჯილები, რომ აპრილის 8-10 რიცხვებში ჩემის თვალით ვნახე–გაღმა მხარში ყანას თავ-თავი ჰქონდა! ამ ჟამად ხომ გამოღმაცა აქვს ჯეჯილებს თავ-თავი, უმეტესად ქიზიყში. ამ აუარებელის წვიმებისა და დრო გამოშვებითის დარების გამო ტყე-მინდორიც სრულიად გაიფოთლა, ბალახი მუხლამდინ არის! ვაზს არამც თუ კვირტი, არამედ მტევნებიც უჩანს... ტყემალი, კრუჟოვნიკი, ნორჩი ნუში (წაკულაკი) კარგი საჭმელია ამ ჟამად ქიზიყში, სადაც ბაღის იმედი აპრილის გასულს თუ არა — მაისის პირველ რიცხვებში აქვთ. ერთის სიტყვით, კახელებსა და ქიზიყელებს კარგის მოსავალის იმედი აქვთ.. ამ გვარი ამინდი ნამეტნავად ქაზიყს უფრო უხდება, რადგანაც იქ მხურვალე ადგილია უფრო, ვიდრე სხვა კახეთის ნაწილებში. თუ მაისშიაც, როდესაც თავ–თავმა მარცვალი უნდა გა კეთოს, წვიმებმა დაინიჟეს, თქვენი მტერი, რომ ს. კარდანახი და მისი ახლო-მახლო სოფლები დაიღუპებიან ნამეტნავად, რადგანაც ამ სოფლებს შარშან მაისშიაც „ქალაქის ფანჯრის-მატვრეველა“ სეტყვამ სჩამოიარა და ყოველგვარი ჭირნახული თან წაიღო. ჯერ ახლაც, თუმცა არა ყვირიან, მაგრამ ს. კარდენახში შიმშილია. ახლა როგორ შიმშილია? — თუმცა ხალხი შიმშილით არ იხოცება აქ, მაგრამ საპურე მარცვლების უქონლობის გამო აქაური ხალხი კვირით კვირობამდე მხალ-ბალახზე გადადიან... მომეტებულ ნაწილა ხალხი კარდანახში (და სხვა ახლო სოფლებში) ლიტრობით ყიდულობს ფქვილს ან ხორბალ ისიც ვალით, აუარებელის სარგებლით... რაც დრო გადის, იმდენი უფრო და უფრო ღარიბდება აქ ხალხი. ამის მიზეზი ჯერ ის გახლავთ, რომ ამ ხუთ წლის წინათ ქიზიყში სამის წლის მოუსავლობა იყო და მეორეც ის, რომ სიღნაღი, რომელსაც ახლო გარეშემო ასევია სოფლები, სულ მთლად თითქმა სომეხთაგან შესდგება, რომელნიც, რაც შეუძლიან სწოვენ აქაურს გლეხს. თითქმის ნახევარი ვენახები კარდანახისა (აქ მისდევენ უფრო ვენახებს, რადგანა კარგი ღვინო მოდის) სულ სომხებს უჭირავთ ან გირაოდ, ან სამუდამოდ წაურთმევიათ, წაურთმევიათ რასაკვირველია ერთს-ორს თუმანში თითო ორი-სამის დღის ვენახი, და არა დიდს ვალში. მითომ მოხელეები დაიცვამენ ხალხის (გლეხის) ინტერესსა თუ შენ ნუ მომიკვდე! ისინი უარესები არიან. არამც თუ კარდანახის გლეხებს, არც თავადებს აყრიან კარგ სიკეთეს სიღნაღელი ვაჭრები. ზოგიერთის მათგანის მამულებიც ბლომათ უჭირავთ სიღნაღელებს. „მაშ თუ ასეა, იტყვის მკითხველი, ტანს საცმელი ხომ არაფერი ეცმებათ ქიზიელებს.“ აგრე უნდა იყოს ჩემო ბატონო, მაგრამ აქ სხვა ნაირად არის. „გლახის ნაამბობის“ გლეხი იძახის: „ჯერ კუჭი უნდა გაგიძღოთ, კუჭი!“ — ქიზიყელი გლეხი ამას ამბობს: „კუჭში ვინ გიყურებს, ჯერ ტანთ უნდა ჩავიცვათ, ტანთ!“ რომელი მათგანი მართალს ამბობს — გამოცნობა მკითხველისათვის მიმინდვია, მართლა-და ქიზიყში გვერდზე წამოწოლილს ქოხიდამ ისეთი მორთული ქალ-რძალი გამოვა, რომ ჩაცმა-დახურვით თავადებში ვერ გამოარჩევთ... ამ გვარის ქიზიყელების სიღარიბის შედეგი ის არის, რომ ქიზიყში ქურდობა გავრცელებულია. შრომით რომ ვერას ხდებიან (ქიზიყელი ხალხი ზარმაცი არ არის), ვერა საზრდოს ვერ შოულობენ, ქურდობას მიჰყოფენ ხელს და იმითი გამოდიან დღე-დღეულად. ღვინო რა არის, ღვინოსაც კი იპარავენ ქვევრიდამ დახელოვნებული ქიზიყელი ქურდები. ისე ნაირად ამოსცლიან ქვევრსა, რომ კაცს ეგონება პატრონს საგანგებოდ ამოუწმენდიაო... აი ერთი მაგალითი; აღდგომის მეორეს დღეს, თურმე ერთმა ოჯახისშვილმა დაპატიჟა სტუმრები (ოჯახის-შვილი ამისთანა დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უსტუმროდ პურს არა სჭამს). სტუმრები დასხდნენ სადილზე. მასპინძელმა წაიღო თოხი და ახადა ქვევრი. შენი მტერი დარჩეს, ძმაო გოდორიავ, ხელ ცარიელი, როგორც „ის“ მასპინძელი დარჩა, ამ მამა ცხონებულებს სულ წმინდათ ემეეღოთ, რაც კი ღვინო ყოფილიყო... ამაზედ მეტიღა იქნება?!

X

ძმაო გოდორიავ! შენ უჩივი მანდ (ქართლში) ურიეებს, მაგრამ ახლა აქეთ გადმოიხედე და, რა ამბავია? ქიზიყში მარტირუზები და თელავში კიდენ პოღოს-მოღოსები სულ წურბელასავითა სწოვენ ჩვენს მკვებავებს. ვითომ დამშლელი ჰყავთ ვინმე თუ! — შენ არ მომიკვდე! აი გიამბო თელავის წარსულიდამ! ისევ შენ და ისევ შენ, ჩემო თელავო, ბუნებით მშვენიერო, მცხოვრებლებით მახინჯო! მე ძრიელ გამიკვირდა, რომ დიდ მარხვაში, უკანასკნელს კვირაში ერთს თელაველს ვაჭარს თევზი გადუყარა პოლიციამ. ძლივს ათი ათასში ერთი უკანონო და უსინდისო მოვლენა შენიშნა ჩვენმა პოლიციამ; მაგრამ, მიკვირს კი, რომ გვერდით მდგომს სპილოს კი ვერა ხედავენ და შორი ახლოს გაფრენილს კოღოს კი თვალები შეაჭყიტეს და თავი გაუნაყეს... მაგრამ, „ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგიაო...“ ნუ თუ ყველიერში კი კარგი თევზი იყო, რომლის სიმყრალისა გამო ახლოს არც კი გაევლებოდა?! რატომ მაშინვე არ გადააყრევინა ვისაც ჯერი იყო. და რათ მისცა ნება, რომ მოეხარშა ……ს და ქილაში შაენახა ძმარში?! რათ აება თვალები და რატომ არ გადუყარა ის თევზი, რომელსაც ყველიერში უვარგისობის გამო არავინა ყიდულობდა სამს შაურად გირვანქასა და დიდ მარხვაში რა კი ფერი აცვლეინეს — „მონათლეს“ — სიხარულით ყიდულობდა ხალხი ისევ იმ თევზს ექვს შაურად გირვანქას, რადგანაც სხვა ხორაგს ვერა შოულობდა?! ნუ თუ პოლიციას ამოდენი ძალა არა აქვს, რომ უვარგის საქონლის თუ ხორაგის გასყიდვა აღუკრძალოს ვაჭრებსა?! მერე, ისიც ამისთანა დროს, როდესაც ყოველის მხრიდამ მოდის ამბავი სხვა და სხვა შესაყარის სენისა! თუ ეს ძალაც არა აქვს, მაშ რიღას პოლიციაა?! რას ან ვის უგდებს ყურს?! ნუ თუ თელავის პოლიციის უკანასკნელის დროის აფაცურება და ბაქიობა — „ყველა უწესოება უნდა მოისპოს ამ ორს კვირაშიო“ — სიზმარი და ამაო იყო ჩვენთვის?! ვაი ჩვენი ბრალი ამ ვაჭრების და პოლიციის ხელში! ვაი ჩემი ბრალი, ძმაო გოდორიავ, რომ ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო, მაგრამ.... მაგრამ ვიტყვი ჩვენის მწერალის სიტყვებით:

„...მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ეს არის,
ის არის მხოლოდ სატირალი და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ ამდენს ხალხში კაცი არ არის,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განკუზიარო...“

თქვე დალოცვილებო, თქვენა, სულ განსვენებულის თ. ა. ჭავჭავაძის ერთს ლექსს: „ლოთებო, ნეტავი ჩვენა“-ს რომ არ მისდიოთ ახლა სხვებს დაუგდეთ ყური, რას გიქადაგებენ და! აბა ერთი ყური მიუგდეთ ჩვენს განსვენებულს უკვდავს და უდროვოდ დაღუპულს პოეტს, რას ამბობს:

„…არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემგზავსოს,
იყოს სოფელში და სოფელს კი არა რა არგოს!“

თელავში კომისია შემდგარა ქალაქის გასასუფთავებლად! მეცინება! ბიჭო, ვინც ბლომა ჯამაგირს იღებს, ის არას აკეთებს, და, უჯამაგიროთ გააკეთებენ რასმე?! ვინ თელაველები, ვინ მუქთად სამსახური? იქნება აქ მუქთი მჭამელები კი იშოვოთ, თორემ — მუქთი მუშა ― იოხ! მაგრამ ვინ იცის, იქნება გაამართლონ თავისი დანიშნულება; გარდაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი მაგრამ დალახვრა ღმერთმა, ეჭვიანი ადამიანი ვარ, თუ პოლიციას მიჰბაძა ამ კომისიამ……. მაგრამ ზოგი შემდეგში….

P. S. უფ. რედაქტორო! როგორც გავათავე ჩემი წერილი და ნაკეთში სდებდი ფოშტაში წასაღებად — ასტყდა ერთი ჭექა-ქუხილი, რომელსაც მოჰყევა სტყვა! სეტყვა შემაძრწუნებელი ჩვენის (მემამულისაც) ხალხისა! სამჯერ მოვიდა და სამჯერ გადიღო ნახევარს საათში; ასე რომ სეტყვა სულ ათს-თორმეტს მინუტს მოდიოდა, წინა პირველა სეტევა — თითქმის ტყის თხილის ოდენები იყო და შემდეგ მომცროები უფრო, ასე რომ მესამეზედ ხორხოშელათ გარდაიქცა. ეს იყო 28 აპრილს, სწორედ ნაშუადღევის პირველის ნახევარზე (12 ½ ).

კურკა ძამსაშვილი.

28 აპრილს 1878 წ.

ქუთაისის თეატრის მატიანე

(ივერ.კორრესპ.)

წელს არა ჩვეული სიცოცხლე და საქმიანობა გამოიჩინეს ქართულის სცენის მოყვარეთ. უწინდელ წლებში, მთელი ერთი წლის განმავლობაში ორი ან სამი წარმოდგენა თუ მოხდებოდა, იგიც კარგი იყო და წელს კი იანვრის აქეთ სამი წარმოდგენა იყო.

გვპირდებიან რომ სამემრისოდაც ხშირ-ხშირად იქმნება წარმოდგენაო. სრული იმედი გვაქვს, რომ ეს დაპირება არ გაშტყუნდება, მით უფრო, რომ ამ საქმის გამგენი სულით და გულით მოწადინებულნი არიან: უფ. ალექსი ბეს. ჭიჭინაძე, რომლის მხნედ მოკიდება საქმისა და ბოლომდინ მიყვანა უეჭველია და უუფ. კ. მესხი და ა. გამრეკელი.

წელს პირველად წარმოადგინეს მოლიერის კომედია „ჟორჟ-დანდენი“ და უფ. ალ. ჭაჭანაძისგან გადმოკეთებული ვოდევილი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმრებს შუა“. ამ წარმოდგენისგან შემოსული ფული ღარიბ სტუდენტს „ნანეიშვილს მოახმარეს. მეორე ჯერ წარმოადგინეს ფრანგულითგან რუსულათ გადაკეთებული და რუსულით კი ქართულზე გადმოკეთებული (sic) კომედია „ცოლ- ქმრებს შუა ომი“ და ვ. აბაშიძის ვოდეკილი „ცოლი თუ გინდათ ეს არი!!“ ამ წარმოდგენისაგან შემოსული ფული მთლად ქართულის სცენის სასარგებლოდ გადიდვა. მესამე ჯერ, 23 აპრილს წარმოადგინეს ა. ნ. ოსტროვსკის 5 მოქმედებიანი კომედია „შემოსავლიანი ადგილი“ ქართულად ნათარგმნი უფ. ალ. ჭიჭინაძისგან და ილ. მიქელაძის მიერ. ამ წარმოდგენისგან შემოსული ფული სულ 120 მან. ორად გაჰყვეს: 55 მანეთი სცენის სასარგებლოდ გადადგეს და დანარჩენი ვიღაც ღარიბის სასარგებლოდ იხმარეს.

„შემოსავლიანი ადგილის წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენის სცენის უკეთესთა მოთამაშეთა და მათ შორის ნიჭიერმა უფ. უფ. კლდიაშვილისამ, რომელსაც არამც თუ ჩვენს მოყვარეთ სცენაზე, არამედ ევროპის უკეთესს თეატრშიაც შეუძლია დაიჭიროს თვალსაჩინო ადგილი თვისას სათეატრო ნიჭის წყალობით. 23 აპრილს, „შემოსავლიან ადგილის“ წარმოდგენაში იგი გამოვიდა კუკუშკინას როლში, რომელიც ჩვეულებრივად ძალიან კარგად წარმოადგინა. არც ერთს მიხრა-მოხრში, არც ერთს სიტყვაში ვერ შეატყობდით, რომ მას ეს როლი ზეპირად დასწავლილი ჰქონდა. ყოველი მისი მიხრა-მოხრა და სიტყვა თავისუფალი და ძალა დაუტანებელი იყო, გეგონებოდათ ვითომც თავის საკუთარს აზრებს ამბობდა თვისს ოთახში საკუთარს შვილებთანო.

უფ. კესარია იოსელიანისამ კარგად წარმოადგინა კუკუშკინას ქალიშვილის — პოლინას როლი. თუმც 23 აპრილს იგი პირველად გამოვიდა სცენაზე, მაგრამ მისი წარმოდგენა დახელოვნებულ აქტრისის წარმოდგენას არ ჩამოუვარდებოდა.

პოლინას დის — იულინკას როლის წარმომდგენელს უფ. გოგიჯანოვისას არ წაუხდენია თვისი როლი.

თუმც ამ მანდილოსანთაგან წარმოდგენილნი როლები უმთავრესნი არ არიან, მაგრამ ჩვენ პირველად მიტომ მოვიხსენეთ რომ, კუკუშინისთანა პოლინა და იულინკასთანა „ქალები“ ერთობ ძრიელ ხშირად არიან ჩვენს ესრედ წოდებულს „ინტლლიგენციაში,“ რომელსაც განსაკუთრებით მოსამსახურე გვამების ოჯახობანი შეადგენენ.

ამ კომედიის გმირნი არიან: ჟადოვი, ახალთაობის წარმომადგენელი და მასთანვე მებრძოლი ძველი თაობის წარმომადგენელ ჩინოვნიკების სიცუღლუტის წინააღმდეგ და ვიშნეკსკი და იუსოკი — ძველი ჯინშის ჩინოვნიკების წარმომადგანელნი, რომელთაც ვერას გზით ვერ გაუგიათ, თუ როგორ შეიძლება ხელქვევითმა „ჩინოვნიკმა“ თავის უფროსის უგუნურს მოქმედებაზე თავისი მსჯელობა იქონიოს, და არც დასიზრმებიათ უქრთამოთ სამსახური. ამ გვარი ვაჟ-ბატონები ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ გზა გადაუჭრან და შეაბორძიკონ ჟადოკის მსგავსები, თუ იგინი მათ ხელ-ქვევით სამსახურში იმყოფებიან.

ჟადოვის როლს არდგენდა უფ. კ. მესხი, ჩვენი სცენის უკეთესი მოთამაშე. მართალია რომ ჟადოკის როლს ვერც ერთი ჩვენი მოთამაშე ვერ წარმოადგენდა კ. მესხზე უკეთესად ან ამის მსგავსად, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით რომ იგი „კარგად“ არდგენდაო, თუმც ზოგიერთა ადგილები, როგორც დახელოვნებულ აქტიორებს ეკადრება, ისე წარმოადგინა; მაგ. ის ადგილი როდესაც იგი, როგორც კაცი, რა შებორძიკდა ცოლის თხოვნით, დროებით დაივიწყა თვისი აზრები და მიდრეკილება, მივიდა ვიშნევსკისთან — ხელ-ახლავ სამსახურში შესვლის და „შემოსავლიანის ადგილის“ მიღების სურვილით და, როდესაც ვიშნევსკიმ დამსწრე იუსოვითურთ ნიშანი მიუგეს მას, იგი ყვითელ ფერ გადაკრული, ნამეტარ მღელვარებით აღსავსე განზე გადგა, — ნერწყვის ყლაპვა დაიწყო და სიტყვა კი ვერ ჰსთქვა, თუმც ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი!

უმთავრესი ნაკლულევანება უფ. კ. მესხისა არის ნამეტარი ჩქარი ლაპარაკი. სცენაზე აქტიორი ისე უნდა ლაპარაკობდეს, რომ ყოველი სიტყვა მისი ხალხს ესმოდეს, უფ. კ. მესხი კი ერთს სიტყვას არ ათავებს და მეორეს იწყებს. ამის წყალობით ზოგიერთმა ადგილებმა იმ გვარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს, რა გვარის მოსდენა შესაძლებელი იყო, რომ იგინი უფრო გულდამშვიდებით ყოფილიყვნენ წარმოთქმულნი.

ვიშნევსკის როლი უფერულად წარმოადგინა უფალი ანტონ ლორთქიფანიძემ, იმ ანტ. ლორთქიფანიძემ რომელმაც მთელი საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა იმერულის როლის წარმოდგენით თ. გ. ერისთვის „დავაში“.

იუსოვის როლი კარგა გვარიანად წარმოადგინა ვოდევილებში ნაქებ მოთამაშემ უფ. ტერ-სტეფანიანცმა, დალოცვილი ხალხის წინაშე რომ ნამეტარი პირ მოთნეობას არ იჩენდეს, კარგს იქმოდა. ვურჩევთ გადაეჩვიოს.

შესანიშნავია ეგრეთვე ბელოგუბოვის როლი, ბელოგუბოვი ყმაწვილი კაცია, სწავლის მიუღებელი და ვიშნევსკის და იუსოვის აზრების მიმდევარი, რადგანც თუ არ ასე, სსვა გზით თავის უსწავლელობის გამო. ლუკმა პურს ვერ იშოვნის, იგი ფეხს ულოკავს თავის უფროსებს და ამის წყალობით „სტოლონაჩალნიკობას“ მაინც შოვნილობს. ეს როლი კარგად წარმოადგინა ალექსანდრე უფ. ალექსანდრე გამრეკელმა.

ერთ ბრწყინვალე როლთაგანი ამ კომედიაში არის უეჭველად როლი ვიშნევსკის ცოლისა. „სიჭაბუკეში სიყვარულს როდი ჰყიდულობენო“ ქმარს ეუბნება იგი, როდესაც ვიშნევსკი ჟადოვს უწუნებს ღარიბის ქალას შერთვას. „პირმოთნეობით სიყვარული მე არ შემიძლიაო,“ პირის-პირ უცხადებს ქმარს, ოდესაც იგი, უღირსი სიყვარულისა მასგან თხოულობს სიყვარულს. როდესაც უფ. ვიშნევსკი ნამეტარის ცუღლუტობით და ჯიპის ტენით: ბოლოს ხაფანგში ებმევა, ცოლს ეუბნება: ეს სულ მტრების შურის ძიებით დამემართაო, მაშინ ცოლი პირის-პირ ეუბნება: მტრების კი არა, ეს სულ „ქრთამების ბრალიაო.“ ამ გვარი ცხოველი, ღრმა აზრებით თითქმის სავსეა ვიშნევსკის ცოლის როლი. ეს როლი დაუმახინჯებლად წარმოადგინა უფ. ანნა მესხისამ, ეს მანდილოსანი რომ ცოტათი უფრო თამამი იყვეს და სიცხოველე აჩნდეს სცენაზე, მაშინ შეიძლებოდა. თმა, რომ იგი კარგი მოთამაშეაო.

დანარჩენ როლებზე გაგრძელებით არ ვლაპარაკობ, რადგანც მათ განსაკუთრებითი მნიშვნელობა არა აქვთ, მათ წარმოდგენაზე საზოგადოთ ვიტყვი, რომ იგნი არც ახდენდნენ და არც ამშვენებდნენ თავიანთ როლებს.

ი-ა ი-ძე

ქუთაისი 27 აპრილი.

__________________

1 თავმჯდომარეთ ამორჩეულია თ. გიორგი რამანის-ძე ერისთავი, თანაშემწეთ კონსტანტინე ქრისტეფორეს-ძე მამაცაშვილი, წევრად: ვახტანგ თულაშვილი, უფ. ცხვედაძე, გოგებაშვილი, ლუარსაბ მაღალაშვილი და დ. გ. ერისთავი; სეკრეტრად ნ. დ. ქანანოვი.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

რუსეთის საქშე ოსმალეთში იმავე გაჭივრებაშია, როგორშიაც აქამდისინ იყო. სან-სტეფანოს შერიგება ჯერ-ჯერობით უქმია; მისი პირობები მთლად არ არიან აღსრულებულნი არც ერთისა და არც მეორე მხრით. მაგალითებრ, შერიგების ძალით ოსმალეთს უნდა დაეცალა რუსებისათვის ციხე-სიმაგრენი შუმლა, ვარნა და ბათუმი. მაგრამ აქამდისინ ეს ადგილები ისევ ოსმალეთის ხელში რიან, ამ სქმის შესახებ ბევრი ლაპარაკია რუსეთსა და ოსმალეთს შორის, მაგრამ ვერა გამოდის რა, ამობენ ბალკანის მხედრობის ახალმა მთავარსარდალმა ღენერალმა ტოტლებენმა (რომელიც დიდ მთავრის ნიკოლოოზ ნიკოლოზის ძის მაგიერ არის დანიშნული) დაუმუქრა კიდაეც ოსმალეთს, რომ თუ ნებით არ დამითმობთ მაგ ადგილებსაო, იძულებული ვიქმნები ძალა ვიხმაროვო, მართალია ეს თუ არა, ვინ იცის, მაგრამ საქმე კი ისევ ისეა და არც წინ მიდის, არც უკან. ამ ციხე-სიმაგრეების უფროსები სულ იმას გაიძახიან: მთავრობისაგან არავითთარი ბძანება არ მოგვსლიაო დაცლის შესახებ. საქმე ის არის, რომ ოსმალეთიც თავის მხრით ეუბნება რუსეთს. — შენც არ აგისრულებია შერიგების პირობებიო. და მე რაღას მომდგომიხარო; მაგ, ჯერ სტამბოლს მოაშორე შენი ჯარიო, როგორც იგივე შერიგება ითხოვსო, და მერე მეც მომკითხეო. ახლა მოდი და მოაშორე, როდესაც ინგლისის ხომალდები და უშველებელი ზარბაზნები თვალებში შეგცქერიან. დახე ამ ეშმაკობას. ოსმალეთმა კარგად იცოდა, როშ წამოყენებული საქმე სან-სტეფანოს შერიგებით ვერ გათავდებოდა; სულელი ხომ არა ვარო, თითქო ამბობდა ოსმალეთი, — რომ დავემორჩილო იმ შერიგებასაო, რომელსაც თვითონ გორჩაკოვმა წინა-შერიგება დაარქვაო, მართლა და ოსმალეთს სულელობას ვერ დასწამებს კაცი. დახე რა მზადებაშია: შუმლისა და ვარნის შორის არსებობს მშვენივრად გაწყობილი ორმოცდა ხუთი ბათალიონი ჯარი თოთხმეტის ბატარეითა; ბათუმს არტყავს ოცდა ოთხი ბალონი და რვა ბატარეი; არზრუმისა და ტრაპიზონის შორის არსებობს თხუთმეტი ბათალიონი, ზრუმისა და შუშის შორის. ორმოცდა ხუთი ბათალიონი. რაც შეეხება სტამბოლს, მას არტყავს ასოც ბათალიონამდე. გალლიპოლში არის ოცდა ათი ბათალიონი. ერთის სატყვით ოსმალეთი მტრის დახვედრას ემზადება და, რასაკვირველია, შარშანდელს უბედურებას არ მოელის, რადგანაც მარტო არ იქმნება.

მართალია ყველა ეს ჯარი დიდი არ არის, მაგრამ მაინც კარგი შემწეობაა ინგლისისათვის და სხვა სახელმწიფოოათვის, რომელნიც საქმეში მონაწილეობას მიიღებენ რაც შეეხება რუსის მხედრობას, მის მდგომარეობას ბევრი სამწუხარო რამ მოსდევს. ავიღოთ თუნდ სხვა და სხვა ავათმყოფობა, მეტადრე სახადი, რომელიც საშინლად ჰხოცავს ხალსს. მაგალითებრ. 39 დივიზიიდგან, რომელიც არზრუმის მაზრაშია დაბანაკებული, ნახევარზედ მეტი (8,351 კაცი) ავად არისო, როგორც ამას ნინად იწერებოდნენ გაზეთებში; ავათმყოფთა უმთავრესი ნაწილი აქა-იქა არისო გაფანტული, უექიმოთ, უწამლოთ; მარტო თოთხმეტი აფიცერიღა დარჩაო; საავათმყოფოებში ყოველ გვარი ნაკლულევანება არისო. ყარსიდამაც ამ გვარივე ამბავი ისმას. ერთის სიტყვით დიდი გაჭირება სუფევს, და თუ ომი აუცილებელია, საჭირო იქმნება უკანასკნელის ღონისა და ძალის დახმარება.

– ინგლისი, როგორც მოგეხსენებათ, ძლიერია თვის სამხედრო ხომალდებით, მაშასადამე მასთან ბრძოლა ძნელია იმ სახელმწიიფოსათვის, რომელიც ამ მხრით სუსტი და უძლურია, როგორც, მაგალითებრ, რუსეთი, ამიტომ უკანასკნელს დროში ჩამოვარდა ლაპარაკი ფლოტის გამართვაზედ კერძო პირთა შეწევნით, ეხლა „მთავრობის უწყებებში“ დაბეჭდილია საზოგადოებისადმი მიმართული წერილი, რომლითაც კერძო პირნი მიწვეულნი არიან შესწირონ რამ ფლოტის დაარსებისათვის. ამ წერილში მოხსენებულია, სხვათა შორის, შემდეგი: „იმ დროს, როდესაც ჩვენი უწინდელი მტრები გვირიგდებოდნენ, ჩვენის ჯარის შორიახლო მარმარილოს ზღვაში გამოჩნდნენ სამხედრო ხომალდები უძლიერესის ზღვის სახელმწიფოისა. ევროპის დასავლეთის კიდურზედ დაიწყეს საჩქაროდ მზადება ომთანობისათვის. ფული ბლომად იყო და მიტომ ეს მზადება ძალიან გაძლიერდა. ჩვენის შერიგების პირობათა აღსრულება შედგა. რუსეთს არა მტრისა არ ეშინიან ქვეყნიერობაზედ. რუსეთში სუფევს მრავალი ქრისტეს მოყვარე მხედრობა და მრავაღი მილლიონი ხალხი, რომელიც მჭიდროდ გარს არტყავს სახელმწიფო ტახტს. რუსეთს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება კიდეც; მინინიც და პაჟარსკიც. ამ ჟამად თუ რუსეთს ღმერთი ახალს ომიანობას უქადის წარსულის. ომის ნაყოფის მოსამკელად და ჩვენის რჯულის მოძმეთა სამუდამოდ გასანთავისუფლებლად, ყოველი ჩვენი ძალა მიმართულ უნდა იქმნეს ახდილ ზღვაში და ოკეანში თავდაცემისთვის შეეძლებათ კი ჩვენ ზღვის ჯარის კაცებს თავდაცემა? შეეძლებათ — ამიტომ რომ რუსები არიან. მათ ბლომად უნდა მიეცეთ სწრაფ-მავალი ხომალდები, და ისინი ახლის მტრის სუსტს ადგილს მალე იპოვიან, რამდენიმე ხომალდი ჩვენთა მამაცთა ზღვის–აფიცრებთა წინამძღომლობით გაიფანტება ახალის მტრის ზღვის ვაჭრობის სხვა და სხვა გზებზედ და ფეხს მოსდებს საქვეყნო ვაჭრობას. ამ მტერს ერთ წუთსაც, რომ დაუდგეს ეს ვაჭრობა, ოქროს გროვა, რომლითაც იგი იქადის, დადნება... მართალია ჩვენ მოპირდაპირეს ოქრო უფრო ბლომად აქვს ვიდრე ჩვენ, მაგრამ მთელ ქვეყნიერობაზედ არ მოიპოვება იმისთანა ხალხი, რომელსა უფრო მეტად უყვარდეს თვისი სამშობლო ვიდრე ჩვენ რუსებს, გვიყვარს ჩვენი სამშობლო რუსეთი, ჩვენი მამა— ხელმწიფე და ვაი იმას ვინც ეჭვნეულობს ამაში ეხლა, როდესაც ჩვენმა მამამ — ხელმწიფემ ნება-რთვა დასდვა კერძო ფლოტის გამართვისა თვისის ძის-მემკიდრის ზედამხედველობის ქვეშ ჩვენის სამშობლოის დაცვისათვის. ვახსენოთ ღმერთი და შევწირო, რაც შეგვიძლიან, და არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ ყველანი მზათა ვართ, თუ მტერი მოგვადგა, ხელახლად მკერდი მიუშვიროთ ჩვენის პატიოსანისა და მართალის საქმის დაცვისათვის; ვინც დაიწყობს — კურთხეულ არს.

— ზემოდ მოგახსენეთ, რომ ოსმალეთი ბათუმს ჯერაც არა სთმობს მეთქი, ინგლისსაც რასაკვირველია ეს უნდა. აი რას იწერება გაზეთის „Times“-ის ბათუმელი კორრესპონდენტი ოსმალეთის ჯავშნიანი ხომალდები ჯერაცა დგანან ბათუმში და იცვენ ქალაქს ოსმალეთის მთავრობისათვის; ტორპედებიც თავთავის ადაგას არიან. ჩემის აზრით, ინგლისში ძალიან მცირე მნიშვნელობას აძლევენ ბათუმს და იმ ზედმოქმედებას, რომელიც ექმნება ამ ნავ-სადგურის დათმობას რუსეთისათვის ჩვენს ვაჭრობაზედ შუა აზიაში სპარსეთიდ. ბათუმი მდებარეობს გზის მოშორებით შავი ზღვას სამხრეთ- აღმოსავლეთის კუთხეში, და კავკასის ვაჭრობა ასე მტკიცედ არის რუსეთის მიერ დაფარული უცხო ქვეყნელთაგან, რომ არც ერთი ხომალდი ინგლისისა არასდროს არ შედის ბათუმში, შავი ზღვის აღმოსავლეთის ნაპირას ბოსფორიდამ მოყოლებული ვიდრე კერჩის სრუტემდე სინოპის გარდა, არც ერთი ნავსადგური არ მოიპოვება, რომელშიაც ყოველს გემს შეეძლოს უშიშრად დგომა მთელის წლის განმავლობაში. ბათუმში ზღვა ისე ჩაღრმავებულია, რომ თვით უდიდესს ჯავშნიან ხომალდს — შეუძლიან ზედ ნაპირას მიუდგეს, „კავკასიის ვაჭრობა მთლად ბათუმზედ მიმდინარეობს, რომელიც, ჩვეულებრივ, გაჭედილია რუსის გემებით, ბევრი მილიონი ფული დახარჯეს რუსებმა ფოთში ნავსდგურის გაკეთებისათვის, მაგრამ არა გამოვიდა რა, რადგანაც ზამთრის ქარი სრულიად აფუჭებს ზაფხულით ნაშენს. დიდი ხანია რაც რუსეთის დიპლომატია ცდილობს ბათუმის შეძენას, და აბდულ-ჰაზასის დროს დიდ ფულსაც იძლეოდა შესყიდვისათვის. ვეზირთ უხუესი მაჰმუდ-ნედიმი ყაბულს იყო, მაგრამ მთავრობის სხვა წევრნი უარზედ იყვნენ და ამიტომ რუსეთს ვერ მოუხდა ბათუმის ყიდვა. რუსები ამბობენ — ბათუმი ბუნებითი ნავსადგურიო კავკასიისა და ამიტომ ჩვენ გვეკუთნისო, როგორც საქართველოს მფლობელთო, ყველა ეს ერთიდ მართალიც არის და საკეთილოც იქმნებოდა რუსეთისა და საქართველოის შორის მიმოსვლისათვის, — საქართველოისა, რომელიც განიყოფება დანარჩენ რუსეთისაგან ბუნებითის საზღვრით — მთებით რუსეთს რომ თავისუფალი ვაჭრობა შეეძინა და არავითარი დაბრკოლება არ მიეცა ინგლისის საქონლის შემოზიდვისათვის, მაშინ ბათუმის გარდაცემა უფრო მკვიდრს ხელში, ვიდრე ოსმალეთია, ინგლისელებისათვისაც სასარგებლო იქმნებოდა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ რუსეთი ინგლისის მოცილეა სპარსეთისა და შუა-აზიის ვაჭრობაში, ხოლო იმიტომ კი არა რომ რუსის საქონელს შეეძლოს ცილობა ინგლისელ საქონელთან ვარგისობაში, არამედ იმიტომ, რომ რუსის საქონელი უფრო იაფად გაიყიდება. რუსეთი რა კი ბათუმს ჩაიგდებს, მაშინვე რკინის გზის გაყვანას დაიწყებს, რომელიც სპარსეთის საზღვარს მიუდგება და ტფილისს შეუერთდება გუმბრის (ალექსანდროპოლის) შტოითა, ამ გვარად რუსები გაძლიერდებიან და რაც უნდათ იმას იქმონენ „ინდოეთში, სადაც სრულიად ამოსწყვეტს ინგლისის ნაწარმოებებს. უპირატესობა ექმნება, რასაკვირველია, იმ საქონელს, რომელიც რკინის გზით იქმნება შემოტანილი, ვიდრე იმას, რომელიც აქლემებით იქმნება მოზიდული ტრაპიზონიდამ სპარსეთში. კარგი რომ ამ გარემოებას დროზედ მიაქციეს ყურადღება. მე ნამდვილი ცნობა მაქვს შეკრებილი იმ რკინის გზის შესახებ; პლანი მზად არის, ანგარიშიც შედგენილია და საქმე მხოლოოდ ბათუმის დაცლაზედ არის მივარდნილი; გავლენ თუ არა ოსმალოს ჯარები, მაშინვე მუშაობა დაიწყობა. მიკვირს ზოგიერთს როგორ არ ესმით ბათუმის მნიშვნელობა, როგორც ნავსადგურისა; არ ესმით თუ რას უქადის ინგლისის ვაჭრობას ბათუმის დათმობა რუსეთისთვის. კორრესპონდენტი იმ აზრისაა, რომ ბათუმი ინგლისელებს უნდა ჩაიგდოს ხელშიო, რკინის გზები გაიყვანონო, შიგნით ქვეყანაშიო.

3 სასამართლოს მატიანე

▲back to top


სასამართლოს მატიანე[1]

ზასულიჩის ქალის საქმე

(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)

(შემდეგი)[2]

სახელმწიფო დანაშაულობის ზნეობით მხარეს ერთი იმისთანა განსაკუთრებული კუთვნილება აქვს, რომ შეუძლებელია კაცმა ყურადღება არ მიაქციოს სახელმწიფო დანაშაულობა ხშირად იცვლის ხოლმე თავის სახესა: რაც გუშინ სახელმწიფო დანაშაულოპათ ითვლებოდა, ის დღეს ანუ ხვალ დიდად პატივ-სცემი ღვაწლია სამოქალაქო ქველობისა. სახელმწიფო დანაშაულობა ხშირად არის ხოლმე მსოლოდ წინასწარად გამოთქმული მოძღვრება ადრეულის ცვლილებისა, ხშირად არის ქადაგება მისი, რაც ჯერ სამყოფად არ მოწიფული და რისათვისაც ჯერ დრო არ მოსულა. ყოველივე ეს ნებას არ გვაძლევს სახელმწიფო დამნაშავე აღვიაროთ საზიზღარ კაცად, კაცად საოგადოების მიერ შეჩვენებულ; ნებას არ გვაძლევს დავახშოთ თანაგრძნობა მის მიმართ, რაც დანაშაულობის წრის გარე უმაღლესია, უპატიოსნესი უძვირფასესი და გონიერი სახელმწიფო დამნაშავეში, ნებას არ გვაძლევს, თუმცა კანონი ძლიერ მძიმე სასჯელსა სდებს ხოლმე სახელმწიფო დამნაშავესა. ჯერ კიდევ ყმაწვილები ვიყავით ჩვენ, რომ აწინდელს სახელოვანს მეფობაში ჭაბუკობის აღტაცებით დავუხვდით იმ მოხუცთა, რომელნიც ხელმწიფის მოწყალებით დაბრუნებულ იყვნენ ციმბირიდამ, იმ სახელმწიფო დამნაშავეთა, რომელნიც დაბრუნდნენ და დიდის გულმოდგინებით ღვაწლით დაჰსდეს დიდთა ცვლილებათათვის, იმ ცვლილებათათვის, რომელთა უდროო და წინასწარი ნატვრა მათ ხანგრძლივ კატორღათ დაუჯდა.

ბოგოლიუბოვს, სამსჯავროს განჩინებით, ჩამორთმეული ჰქონდა ყოველივე ხარისხი და დანიშნულ იყო კატორღაში გასაგზავნათ. ყოველივე ხარისხის ჩამორთმევა და კატორღა ― ერთი უმძიმესი სასჯელია ჩვენის კანონ-მდებლობისა. ყოველივე ხარისხის ჩამორთმევა და კატორღა მოსდევს ხოლმე სხვა და სხვა გვარს დანაშაულობას ერთნაირად, თუნდაც სხვა და სხვა ზნეობითი ძირი ჰქონდეს დანაშაულობასა. აქ ჯერ კიდევ უსამართლო არ არის რა. სასჯელი, რამოდენადაც შეეხება სფეორას მსჯავრისას, შეიძლება ერთგვარი იყოს სხვა და სხვა თვისების დამნაშავესათვის. ავაზაკი, ცეცხლის წამკიდებელი, რჯულის მგმობელი და თვით სასელმწიფო დამნაშავეც შეიძლება, ცხადლივ სიმართლის დაურღვეველად, სასჯელით გათანასწორებულ იყვნენ. ხოლო არის სხვა სფერაცა, რომელიც მსჯავრს არ ემორჩილება; საცა შემათანასწორებული კანონი უღონოა ქმნას რაიმე, საცა ყოველივე კანონიერი შეთანასწორება ცხადი უსამართლოება იქმნება. მე ვამბობ, სფერას გონების და ზნეობის განვითარებისას, სიფერას რწმენისას გრძნობიერებისას, გემოვნებისას, სფერას ყოველ მასას, რაც შეადგენს ადამიანის გონებითს და ზნეობითს კუთვნილებასა. დიდად განვითარებულმა კაცმა, პატიოსნებით, ზნეობით სავსე სახელმწიფო დამნაშავემ და უზნეომ, საზიზღარმა ავაზაკმა, ანუ ქურდმა შეიძლება გაატარონ ერთნაირად მრავალნი წელნი ტუსაღობისა, ანუ ერთნაირად გასწიონ მძიმე შრომა კატორღისა; მაგრამ არა რომელიმე კანონი, არა რომელიმე გარემოება, მათის სასჯელისაგან წარმომდგარი, ვერ შესძლებს გაათანასწოროს იგინი ყოველ მასში, რაც შეადგენს გონებითს და ზნეობითს სფერას ადამიანისას. ამიტომაც რაც ერთისათვის არის ადვილი გადასახადი, ადვილად მოსათმენი, ის მეორისათვის არის მძიმე ზნეობითი ტანჯვა, აუტანელი უღმრთო წამება. დამსაჯველს კანონს შეუძლიან ადამიანს — მართვას გარეგანი პატივი და მასთან ჩართული გარეგანი ხარისხი. მაგრამ ვერ კანონი, ვერ გააქრობს ადამიანში გრძნობას ზნეობითის პატივისას, ზნეობითის ღირსებისას; ვერა კანონი, მსჯავრის განჩინებით, ვერ შესცვლის მას, რაც ადამიანში ზნეობითად მკვიდრობს, ვერ ჩამოართმევს მას, რაც ხელ შეუხებელი ღირსებაა ისის განვითარებისა, და თუ კანონს არ ძალუძს წინად დანახვა იმ ზნეობითის სხვა და სხვაობისა, რომლითაც ერთი დამნაშავე ირჩევა მეორისაგან, მაშან წინ წამოდგება ხოლმე ის საყოველთავო, ადამიანთან შეთვისებული ზნეობითი სამართალი, რომელიც მიგვაგნებინებს ხოლმე რა არის შესაფერი ერთისთვის და რა არის ორისათვის განუსაზღვრელი უსამართლოება.

ამ საყოველთავო სამართლის თვალით რომ განვიხილოთ სასჯელი, რომელიც მიაყენეს ბოგოლიუბოვს,მაშინ ადვილად გასაგებია ის ამამღვრეველი მძიმე გრძნობა გულის-წყრომისა, რომელმაც გარე მოიცვა ყველა ვისაც კი არ ძალუძს გულგრილად ყურება მოყვასის ზნეობითის წამებისა.

ბოგოლიუბოვის სამარცხვინო სასჯელის ამბავს ზასულიჩმა შეხედა როგორც გაუპატიურებას, შეგინება ადამიანის ზნეობითის ღირსებასას, ღრმად იგრძნო ეს გაუპატიურება და აღელდა, ბოგოლიუბოკი მისი რო იყო? იგი არც ნათესავი იყო, არც მეგობარი, მისი ნაცნობიც არ იყო თავის დღეში არც უნახავს, არც გაუცვნია. ხოლო იმისათვის, რომ კაცს გული აემღვრას ზნეობითად გასრესილის კაცის დანახვაზედ, ანუ გულზედა მოვიდეს, როცა უმწეო კაცს სამარცხვინოდ თავზედ ლაფს ასხმენ, — განა ამისათვის კაცი უსათუოდ ან და უნდა იყოს, ან ცოლი ან საყვარელი? ზასულიჩისათვის ბოგოლიუბოვი საპოლიტიკო ტუსაღი იყო, და მას ამაზედ მეტიც არ უნდოდა, საპოლიტიკო ტუსაღი ზასულიჩისათვის ისე უსახო არსება კი არ იყო, წიგნებიდამ ამოკითხული, ანუ ამბათ გაგონილი, ან სამჯავრო განაჩენებიდამ ცნობილი, რომელიც ყოველს პატიოსან კაცში ჰბადავს ხოლმე გრძნოპას სიბრალულისას, გულმტკივნეულობისას, გულითად-თანაგრძნობისას. საპოლიტიკო ტუსაღი ზასულიჩისათვის — თვითონ ზასულიჩი იყო, იყო მისი მწარედ განვლილი წარსული, მისი საკუთარი ისტორია, ისტორია საუკუნოდ დაღუპულთა წელთა, წელთა უკუესია და უძვირფასესთა ყოველის კაცისათვის, რომელსაც არა სწვევია მძიმე ხვედრი, ზასულიჩის მიერ გამოვლილი, საპოლიტიკო ტუსაღი ზასულიჩისათვის იყო მწარე მოგონება მისის საკუთარის ტანჯვისა, მისის გულის მილეგისა, მუდამის შიშისა მღელვარებისა, მუდამის ფიქრისა მასზედ თუ ნეტა რა შემიცოდნია? ნეტა რას მისმენ? ნეტა როდის მოეღება ყოველს ამას ბოლო? საპოლიტიკო ტუსაღი თვით მისი ამ გულის უზრდელად სულის ხლება ტკივილად გადექცევოდა ხოლმე მის ცეცხლ-მოკიდებულს ბუნებასა.

სოფლად, მიყრუებულს ადგილას გაზეთებისაგან მოტანილმა ამბავმა უფრო ძლიერ იმოქმედა ზასულიჩზედ, ვიდრე იმოქმედებდა აქ დედა-ქალაქში. იქ ზასულიჩი მარტო იყო. იქ თავის ფიქრებს ვერავის განუზიარებდა, იქ არავისაგან ერთს გულშემატკივარს სიტყვასაც ვერ მოისმენდა იმ საგანზედა, რომელიც აწუხებდა. არაო, ჰფიქრობდა ზასულიჩი: ეს ამბავი უსათუოდ ტყუილი; თუ ტყუილი არა, გადამეტებული მაინც კი უნდა იყოს. ნუ თუ ეხლა, ამ ჩვენ დროშია შესაძლოა ამისთანა ამბა კი? ნუ თუ ოცის წლის პროგრესმა, ზნის მორბილებამ, ადამიანურად მოპყრობამ ტუსაღისამ, სამართლისა და საპყრობილის განკარგებამ, ძალამომრეობის დალაგმებამ, ნუ თუ ოცის წლის ღვაწლმა ადამიანისა და კაცურის ღირსების აღმატებისათვის უქმად ჩაიარა და ყოველივ საუკუნოდ დავიწყბას მიეცა? ნუთუ იმ მძიმე სასჯელს, რომელიც ბოგოლიუბოვს განუჩინეს, მოუნდა. კიდევ დასამატებლად უფრო სამძიმო შეგინება მისის არის ღირსების, შეგინება ყოველ მისი, რაც ყოფილა თვით ბოგოლიუბოვი, რაც მიუცია მისთვის სწავლასა და განათლებასა? ნუ.თუ კიდევ საჭირო იყო ჩამოურეცხელი სირცხვილი მიეყენებინათ მაგ, — ვსთქვათ, დამნაშავესა თვის, მაგრამ მაინც კიდევ არ საზიზღარ ადამიანის თვის? ან იქნება, ჰფიქრობდა ზასულიჩი, ბოგოლიუბოკი გადახდა რომელსამე წესს ტუსაღობისას. ეს საკვირველი არ არის განმარტოვებით დამწვდეულს ტუსაღისაგან, რომელიც ამის გამო ყოველთვის გულზედ მოსულია და გაბოროტებული. იქმნება თავი ვერ შეიმაგრა და დააშავა რამე ხოლო ამ გვარ დანაშაულობისათვის, თუნდ რომ გადასახდელიც იყო, როცა დამნაშავე თავის გუნებაზედ არ არის, — განა საპყრობილის მმართვულთ სხვა სასჯული არ მოეპოვებათ, თუ არ როზგი? თუნდ ეგეც არ იყოს, გაზეთის ამბავი რა დანაშაულობას აბრალებს ბოგოლიუბოვს? ქუდი არ მოუხადო, როცა მეორედ წინ შემოეყარა საპატიო კაციო? არა, ეს მართალი არ იქნება, ანუგეშებდა თავის თავს ზასულიჩი; დავიცადოთ, უსათუოდ ეს საქმე ისე არ იქნება, როგორც გაზეთებშია წარმოდგენილი, მაგრამ არც არავინ ახსნა, არც არავინ უარჰყო, არც ხმა იყო, არც კრინტი, ხმის ამოუღებლობამ არ დაუჩუმა ზასულიჩს აღელვებული გრძნობა. ხელახლად წარმოუდგებოდა ხოლმე ატაცებულს გონებას ქალისას სახე ბოგოლიუბოვის, სამარცხვინო სასჯელით დასჯილისა და ცეცხლ-მოკიდებული ტვინი ცდილობდა გამო ეცნო, ეგრძნო ყოველივე ის, რასაც იგრძნობდა საწყალი ბოგოლიუბოვი, თვალწინ ეხატებოდა სულის შემაზზრენი სურათი, მაგრამ ეს მარტო სურათი იყო საკუთარის გონების თვალისა, არაფრით არ იყო დამტკიტებული, არ იყო შემოწმებული მნახველთა და სასჯელზე დამსწრეთა ნაამბობითა. მალე შეესწრო ერთსაც და მეორესაც.

სეკტემბერში ზასულიჩი პეტერბურგში იყო. აქ კი შეძლო შეეტყო მართლა თვით მნახველთაგან, ანუ ამათგან, ვისთვისაც თვითონ მნაველთ ეამბნათ. რაც აქ უთხრეს იმისთანა იყო, რომ ამღვრეულს გრძნობას ვერ დაუშოშმანებდა გაზეთის ნაამბობში არაფრი წამატებული არა გამოდგა რა. პირიქით, აქ იმისთანა ამბავი შეიტყო, რომელიც ადამიანს უფრო გააბოროტებს. ეხლა კი ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაგონილ ამბებიდაშ ძნელი არ იყო ზასულიჩს შეედგინა ნამდვილი სურათი „ეგზეკუციისა.“ წრმოუდგა თვალწინ ფერმკრთალი, შეშინებული ფიგურა ბოგოლიუბოვისა, რომელმაც არ იცის რა შეუცოდნია და რას უმზადებენ; წარმოუდგა თვალწინ სნეული სახე ტუსაღისა, აი მიიყვანეს იგი „ეგზეკუციის“ ადგილს თავზარდაცემული იმ სამარცხვინო ამბისა გამო, რასაც მას უპირებდნენ; აი იგი მთლად გაბოროტებული დგას და გონია ძალა გაბოროტებისა მიანიჭებს სამსონის ღონეს, რათა წინა-აღუდგეს სასჯელის აღმსრულუბელთ ხროვას აი წამოაქციეს კიდეც იგი და ამოდენა ხალხი ზედ დააწვა მხრებზედ, რომ არ გაინძრას; აი ზასულიჩი ხედავს მიწაზედ გაშხლართულს, სამარცხვინოდ ჩახდილს, რამდენიმე წყვილის ხელით მიჭედილს და ღონე მიხდილს, — ამ სურათს გვირგვინებს წყობილი შუილი წკეპლისა და წყობილივე თვლა დანაკრავისა „ეგზეკუციის“ კეთილშობილ გამგებულის მიერ. ყველამ ხმა გაკმინდა და თრთოლით ელოდა სხვერპლის კვნესას; აღმოხდა ის კვნესაც... იგი არ იყო ხორცის ტკივილის კვნესა, არა, მაგნაირის კვნესის იმედი არ ჰქონდათ, — ის იყო მწვავი კვნესა მიწასთან გასწორებულის, შეგინებულის ადამიანის ღირსებისა, სამარცხვინო სხვერპლი შეწირულ იქმნა... (ტაშის კვრა და მაღლად ძახილი: ბრავო).

თავ-მჯდომარე. აქ მყოფთა უნდა იქონიონ პატივისცემა სამსჯავროსი. აქ თეატრი არ არის, მოწონებას თუ დაწუნებას აქ ალაგი არა აქვს. თუ ხელმორედ მოხდება ეს ამბავი, მე იძულებული ვიქნები დაგითხოვოთ აქედგან.

(შემდეგ იქმნება)

___________________

1საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა (დანარჩენი) დაიბეჭდება ერთიანად ცალკე დამატებაში და იმ გვარად დაურიგდებათ „ივერიის“ ხელის მომწერლებს.

2„ივერია“ №№ 15, 16, 17. 1878 წ.

4 სისხლის მოჩვენებაზედ

▲back to top


სისხლის მოჩვენებაზედ

(შემდეგი)[1]

VII

ოთხს საათს შემდეგ ხელახლად მოჰყვნენ საქმის განხილვასა. თავმჯდომარემ ლაპარაკის ნება „ მიჰსცა ბრალდებულს.

ბრადებული. დიახ, ჩემო ბატონებო! ისე ვცხოვრებდი ტყეში როგორც მოგახსენეთ. ერთხელ საღამოს ჟამს, სახელდობრ 3 აგვისტოს, ეს რიცხვი თქვენ უეჭველად ჩაწერილი გექმნებათ — დიახ 3-ს აგვისტოს მშვენიერს მთვარიანს ღამეს ვიღაცამ დამირაკუნა კარი. ესე ათი საათი იქნებოდა. ჩემი სადგური ბუნაგი ოთხის ფიცრისაგან იყო შემდგარი თავის თავ-სახურავითა. შინ ვიქნებოდი, თუ ტყეში დავიარებოდი, კარს არ დაეკეტდი ხოლმე. კარი დამირაკუნეს მეთქი. წელიწადში ორჯერაც ამისთანა რამ არ მომიხდებოდა ხოლმე. მე ისე ვექცევოდი ხოლმე ხალხს, რომ არა მგონია აბევრსა ჰქონოდეს ქეიფი ჩემთან მოსვლისა; ბოილოს ხომ ჩემი შიშიც მიეცათ.

თქვენ, რასაკვირეელია, მოგეხსენებათ, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო მოვიდოდა ჩემთან ვინმე თუ არ მოვიდოდა: არავისგან არ ველოდი აფერს და არც არავისი ფიქრი და შიში მქონდა.... როცა დამირაკუნეს, მე ვიწექ ბნელაში, ქვეშ ხმელი ფოთოლი მეშალა და ეფიქრობდი სხვა და სხვა საგანზედა. კარის დირეზედ. კარის შავს უჯრაში მთვარის შუქზედ კაცის სახე დავინახე. არ ვიცი რისგან კი და გულმა ძალიან ცემა დამიწყო. მერე ცივმა ოფლმა დამასხა, როცა იმ კაცის ხმა მეცნო. იმან დამიძახა:

— ხარ ვინმე აქ, თუ არა? გზა ამერია.....

ის ხმა იყო კრისტოვალისა, ვიევილის ყასბისა. მე მაშინვე ფეხზედ წამოვხტი და მივეყუდე კედელს, ტანში მციოდა და ვკანკალებდი, თითქო საფლავიდამ ეხლა წამოვდექიო. მე არ მინდოდა თავი გამომეჩინა, არ მინდოდა ხმა ამომეღო — მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მოვახერხე. ჩემთა ბაგეთაგან აღმოხდა ხმა:

— კრისტოვალ!... თქვენა ხართ?

— ეს რა ქაჯმა მიცნო მე აქ, აბა დამენახვეთ, თუ გინდათ, რომ პასუხი გაგცეთ.

მე სხვა და სხვა ერთმანეთის წინააღმდეგი გრძნობა ამეშალა. ერთსა და იმავე დროს ვგრძნობდი დიდს სიამოვნებასაც, რომ ვხედავდი კაცს, რომელმაც ამდენი მართლა ბედნიერნი წუთნი მაგემა ჩემს სიცოცხლეში და დიდს თავზარსაცა, რომ ეგრე მოულოდნელად პირის-პირ წარმომიდგა იგი, ვინც ამიშალა ჩემი ბოროტნი გულის თქმანი. ამაოდ ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ ეს მისდა უცნაურად მოხდა, — მაინც რაოდენიმე მტრობა ამ კაცისადმი იძეროდა ჩემს გულში. რამდენჯერ მარტოდ ყოფნის დროს დამიწყევლია ამ კაცის ზედ-მოქმედება მთელს ჩემს სიცოცხლეზედ!

პირველს წუთს კი მარტო მისი ჩემდამი კეთილი სურვილი გამახსენდა. ამის გამო გავუწოდე ხელი და ვუთხარი:

ეხლავ უნდა გითხრათ, ვინცა ვარ, თორემ უამისოდ ვერ მიცნობთ, თუნდა აქ ისეთი ნათელიც. იყო როგორც შუადღისას; ვერ მიცნობთ, იმიტომ რომ მწუხარებისაგან და ნადირულ ცხოვრებისაგან სულ გამახინჯებული ვარ... ნება მომეცით მოგესალამოთ და მოგეხვიოთ. მე ჟორჟი პიდენიე ვარ, თქვენი ძველი ქარგალი.

— მაშ რაც შენზედ გაგონილი მაქვს სულ მართალი ყოფილა? — მითხრა იმან, მომხვია ხელი და გულზედ მიმიკრა.

VIII

მე კარგა ხანს დავრჩი იმის გულზედ მიყრდომილ. ასე მეგონა, რომ შეხებამ ამ კაცისამ, რომელიც მამის ჩემის და დედის ჩემის სიკვდილს აქედ არ მენახა, გამიცოცხლა ჩემნი საყვარელნი მოხუცი მშობელნი და მათთან ჩემი სასიხარულო ყოფილი ცხოვრებაცა. გული ხელახლად ამიყვაედა, თითქო გადახალისდაო..

— რა რიგად მიამა შენი ხელახლად ნახვა! მეუბნებოდა ყასაბი: ჰსჩანს უმიზეზო არ არის, რომ მე აქ ბედმა მომიყვანა!

— მართლა და, რამ მოგიყვანათ ამისთანა უდაბურს ალაგს და მასთანავე აგრე გვიანაც?

— შინ მივდიოდი და გზა დაეკარგე. აი ორი საათია რაც დავეხეტები უგზო-უკვლოდ ამ ტყეში და ერთი ხორციელი ადამიანიც არ შემხვდა.. ეხლა კი არ ვნანობ ამას, იმიტომ რომ ბედმა შენთან მომიყვანა, აქ შენთან დავრჩები ამაღამ. — ოჰ, არა, — ეგ შეუძლებელია.... შეუძლებელიაო? რატომ?

— მე არ მინდა თქვენ აქ დარჩეთ. მე გზას გაჩვენებთ ასე რომ ორის საათის განმავლობაში გარიჩში მიხვალთ. მე თვითონ გაგაცილებთ ცოტას; გზა და გზა მოვილაპარაკებთ, რაც გვინდა.

— ვერაფერი სტუმრის მოყვარე მასპინძელი ჰყოფილხარ, სწორედ მოგახსენო! კარგად დახვედრა გცოდნია სტუმრისა, ნამეტნავად. ამისთანა ძველის მეგობრისა, როგორიც მე ვარ!.. ხუმრობა გაშვებით, და იქნება იმის ფიქრი გაქეს, რომ მე კაი ქვეშაგები არ მექმნება. ამაზედ შენ ნუ ჰსწუხარ, მე მინის ნამტვრევებზედაც ისე დამეძინება, როგორც მკვდარს, გარდა ამისა მე და შენ ამდვენი სალაპარაკო გვაქვს, რომ თუნდა მთელს ღამეს გავწედება.

— გზა და გზა ვილაპარაკოთ.... მე არ მინდა, რომ თქვენ ღამე აქ გაატაროთ.

— შენი ნებაა!.. მე მეტიჩარობას არ გაგიწევ, რაკი ასე კარგად მიიღე შენი ძველი ოსტატი, ის კაცი, რომელმაც თითქმის მკვდარი გაგაცოცხლე და ეგრე ჯანმრთელ კაცად გამოგიყვანე!... შენ სწორედ მგელი ყოფილხარ, ჩემო მეგობარო!

— მაგას მე თქვენს საკეთილოდ ვამბობ, დამიჯერეთ მე.. გარედამ კი ნუ ჰსინჯავთ, ცხრამეტში ოცჯერ შეჰსცდებით... აქედამ თუ გითხოვთ მარტო თქვენის სიყვარულით მომდის.

– ეჰ, ჩემო ძმაო, მე ვხედავ რომ მართალი მითხრეს: შენ სწორედ ჭკუიდამ შეშლილი ყოფილხარ თითქმის... მე კი ლამაზად დავიძინებდი აქ ხმელს ფოთოლზედა და!.. რაკი არ გინდა, სხვა რა გზაა, წავიდეთ!

IX

ჩვენ გზას შეეუდექით. რაც უნდა მოეცათ. მე იმ კაცს ჩემს გვერდით არ დავაძინებდი. თქვენ იცით რა მიზეზითაც: მე ჩემის თავის იმედი არა მქონდა. ამ დენის წლის მარხულობის შემდეგ, ვინ იცის, იქნება ამშლოდა ჩემნი გულის თქმანი.

X

გზაზედ კრისტოფალმა ვიევილის ახალი ამბები მიამბო მათ შორის ყველაზედ უმთავრესი ის, რომ რამდენიმე თვის წინად მკვლელი ლიუროტასი, პოლიციის მოხელისა, მღვდლისა, მეწვრილმანისა და მეურმისა დაიჭირესო, ეს გავიგონე თუ არა ცახცახი მომივიდა, დავბარბაცდი და კინაღამ არ წავიქეცი; თვალთ დამიბნელდა, სისხლი თავში ამივარდა, როცა მაღლა ავიხედე, მთვარე, ხეების ტოტებიდამ მაყურებელი, ჯირის, სისხლის ფრად მომეჩვენა.

— რა ამბავია? რა დაგემართა? მითხრა ყასაბმა და მოვიდა ჩემთან, რომ მომეშველოს.

— ხელს ნუ მამაკარებთ, ხელს! შევძახე მე: მე არ მინდა, რომ თქვენი ხელი შემეხოს!... მე არაფერი დამმართვია... თქვენ წადით თქვენ გზაზედ....

— არა, შენ ნამდვილად გიჟიცა ხარ და ბნედიანიცა!... შენ სწორედ მხეცსავით სოროში უნდა იცხოვრო.... ადამიანთან ყოფნა შენი საქმე არ არი…

ერთი ორი წუთი ხმა ამოუღებლივ გავჩერდით. ბოლოს ცნობის მოყვარებამ ამიტაცა და ვკითხე:

— მკვლელად ვინ აღმოჩნდა? ვინ დაიჭირეს?

— შენ იცნობ: ის შენი ადრინდელი მეგობარია. ანტიმ ლებეგი. ჩვენის ნოტარიუსის თანაშემწე.

– რაო? ანტიმა და კაცის მკელელი!... . ჰსტყუიან, ვინც ამას იტყვის. მთელს ვიევილში კაცი არ არის იმაზედ უკეთესი.... ვერაფრის მაქნისები ყოფილხართ, სწორედ მოგახსენოთ! როგორებიც იყავით, იმისთანავე ხართ ეხლაც, როგორც ეხედავ!... აბა ეგ რა მოგიგონიათ: ანტიმი კაცის მკვლელიაო! რა უყვეს იმ უბედურსა?

— რასაც უზმენ ხოლმე ყოველს მის მგზავს: ჯერ ჩასვეს ციხეში; მერე გამოძიება მოახდინეს... მერე მსჯავრი დასდეს. მთელი ექვსი თვე გაგძელდა ეს საქმე. გეში მეტად ცხადი იყო…

– რა გეში იყო!

– პირველი რომ ლიუროტას ჯიბეში იპოვეს ბარათი ანტიმასი; ჰსწერდა რომ შენთან მოვალო თორმეტის ნახევარზედ.

— მერე რაო რომ ჰსწერდა?

— ისაო, რომ ის საძაგელი სწორედ იმ დროს ყოფილიყო იმასთან, როცა უბედურება მოხდა,

— განა ცოტა მაგალითებია, რომ წასვლას სადმე დავაპირებთ ხოლმე და ბოლოს კი აღარ წავალთ?

— ანტიმა გატყდა და ჰსთქვა, რომ მე სწორედ წავედიო, მაგრამ ჰფიცავდა, რომ კარები დაკეტილი დამხედაო, ვარახუნე კარიო, და ფანჯარაო და პასუხი არავინ მამცაო, თუმცა ოთახებში სითანათლე იყოვო. მაშინ მოვერიდე რომ ქალს სახელი არ გაუტყდესო და უკანვე დავბრუნდიო. აბა კარგი მოგონება ეს არის აი.

— მითამ რათაო? განა არ შეიძლება ყოველივე ეს მართალი იყოს.

— არ შეიძლება, იმიტომ რომ კარის კლიტის გასაღები მერე გზაზედ იპოვეს. კარი შიგნიდამ არ ყოფილა დაკეტილი.

— სხვას, ნამდვილს მკელელს კი არ შეეძლო განა კარი დაეკეტნა გამოსვლის დროს?

— ანტიმას წაღის ძირზედ სისხლი უპოვეს....

— აბა ერთი ეგ არის დაურღეეველი საბუთი! ლიუროტას იმოდენა სისხლი წასქდა, რომ მისი ნამდვილი მკვლელი ძალიან ადვილად გაისვრიდა სისხლში ფეხებს და მერე, როცა გამოიქცა, მოსვარა სისხლითვე კიბის საფეხური. ასეთ ნაირად წაჰსქდა სისხლი, რომ კაცს შეეშინდებოდა...

— შენ ეგ საიდამ იცი?

— მე?.. მე იმისთანა არა ვიცირა... მე ის ვიცი, რაც სხვამ იცის. მაგრამ აქ ბრმაც კი დაინახავდა, რომ ანტიმას აქ არაფრის ბრალი არა აქვს. ვითომ თქვენც ავაზაკი გიპოვნიათ რაღა, ვაი თქვენს მტერს!... დანით საქმობა განა ყველას შეუძლიან?..

— არა, შენ ეს მითხარ: შენ საიდამ იცი, რომ ლიუროტას ძლიერ წაჰსქდა სისხლი?... ან რა მიზეზია, რომ შენ ასე ჰსცხარობ… ჰსცხარობ… თითქო შენ რასაც ამბობ, იმაზედ მეტიც რაღაცა იცი, თუ ეს მართალია, წადი ჩქარა, გამოაცხადე, თორემ ავ-კაცობა იქმნება შენის მხრით, იმიტომ-რომ ანტიმას ამ ერთს კვირაზედ თავსაც მოჰსჭრიან. მაშასადამე ღირს, რომ ამისათვის ჯაფა გაჰსწიოს კაცმა.

— მე... არა ვიცი რა... მე ას ვიცი, რაც სხვამაც იცის.

— აბა პირ-და-პირ შემომხედე.

— აჰა, შემოგხედე.. მერე რაო?

— შენ დიდი მეგობრობა გქონდა ანტიმასთან.

— მართალია.

— რა მიზეზით გავვარდნილხარ ტყეში და სცხოვრებ მგელსავით?

— ეგ ჩემი საქმეა. მგონია, რომ მოვალე არა ვარ ვინც შემხედეს ყველას ვუამბო ჩემის საქმის ვითარება.

— იცი რას გეტყვი, შენ რომ ანტიმასთან ერთად მაგ საქმეში რეულიყავ, მე სულაც არ გამიკვირდებოდა.

— მადლობას მოგახსენებ მაგისათვის... მე მგონია, ცუდი არ იქნება მაგ ლაპარაკს თავი დავანებოთ და თავთავის გზაზედ წავიდეთ. აი თქვენი გზა.... მშვიდობით ბძანდებოდეთ... ჩქარა გაჰსწით, გევედრებით. ეს უკანასკნელი სიკეთეა, რომელსაც მე თქვენგან ვიოხოვ.

— არა, ვერ წავალ. არ შემიძლიან ესე მალე მოვშორდე კაცს, რომელსაც ამდენს ხანს თითქმის მამობას ვუწევდი... მე ცოტად ავჩქარდი, მართალია. შენ კაცის მკვლელი როგორ იქნები!. შევრიგდეთ, მომეცი ხელი

— რათაო!

— მათო, რომ მაგით მასიამოვნებ.

— მას მერმედ ხომ წახვალთ?

— არა, მე მინდა რომ ცოტა კიდევ გამაცილო, თუ არა და, მე ვიფიქრებ, რომ შენ ჩემზედ ჯავრობ ჩემის უკეთურის სიტყვების გამო.

— აბა ბედს უყურეთ! ყოველი ღონისძიება ვიხმარე, რომ მომშორებულიყო; იგი ჰფიცულობდა, თუ მე არ გავაცილებ, თითონ წამოვა და უკან გამომყვება ესე ყოფილა, თუ ბედის-წერა ჰქონია კაცს, რომ მოკლული იქმნას, ვერაფერი თურმე ვერ დაისხნის.

XI

ღამე მშვენიერი იყო, ჩვენ ისეე გზას გავუდეგით ერთად, ხმას აღარ ვიღებდით. თვითვეულს ჩეენგან თავში ათასი ფიქრი უტრიალდებოდა. ყასაბმა სიარულს მოუმატა და ფეხი ააჩქარა. ამან მოუღო კიდეც ბოლო, ბევრსა ვცდილობდი, მაგრამ თვალი ვეღარ მოვაშორე იმის კისერს, როცა ის დაწინაურდა და მე უკან მივსდევდი. ვეღარ მოვაშორე თვალი იმ ადგილს, საცა – ღმერთო შემინდე — ჩემს ხელს ჯერ ხუთჯერ დაეცა დანა.

— ეგრე ნუ მიხვალთ ჩემ წინ! უეცრად დავუყვირე მე იმისთანა საზარო ხმითა, რომ ის განცვიფრებული შედგა. მგონია, გული დააჯერა, რომ ჭკუიდამ შეშლილი ვარ და ამიტომაც ხმა არ გამცა, სიარული დაიწყნარა და სიგარა მითავაზა. იმედი მქონდა თავს გავირთობდი სიგარის წევითა და გამოვართვი. ამ დროს ამოიღო ჯიბიდამ საკეცი დანა, გახსნა, მოჰსჭრა სიგარას თავი და მომაწოდა მაგისათვისვე თავისი დანა.

მე ფათერაკი არა მწამს. უეჭველია ყასბის დღე მოსულიყო. უეჭველია მას მიეხწია იმ სამზღვრამდე, რომელიც ღმერთს დაენიშნა მის საცხოვრებლად სააქაოს მისმა ბედისწერამ მე მხოლოდ თანა-მონაწილედ გამიხადა, ჰსჩანს ბედის-წერას თვალში მოვდიოდი, რომ აგრე ხშირად სახელდობრ მე ამომირჩევდა ხოლმე.

დანა ხელში შემრჩა. მთვარემ არ დაიზარა დანის პირზედ თავისის სხივებით თამაში. ყოველ უბედურებასთან ისიც მოხდა, რომ ყასაბი ისევ დამიწინაურდა და წინ წავიდა. ამ ხელად მაცდურება მეტად უძლეველი იყო. თქვენც დამეთანხმებით, რომ იმ მაცდურების დაძლევა მარტო გმირს ვისმეს შეეძლო…

მაგრამ მაინც კიდევ რაედენიმე წუთით მომიხდა საქმის გადადება... ჩვენ დაბურულ ტყეში ვიყავით, ასე რომ მთვარის შუქსაც ვერ გამოეტანებინა მეტად ბნელოდა, — შესაძლო იყო, ამეცდინა. როცა ტყიდამ გამოვედით, მთვარემ ისევ გაგვანათა, კრისტოვალმა მითხრა:

— ერთი ეგ დანა მომეც. აი აქ კარგი ტოტია. მოვსჭრი და გზისთვის ჯოხს გავიკეთებ.

ეს ამბავი ანგარიშში არ მქონდა მოტანილი.

— თქვენ ნუ გაირჯებით, დავუძახე მე და ვეცი ხეს, რომელიც კრისტოვალმა შენიშნა: ტოტების მოჭრა — ჩემი საქმეა. ერთს წუთზედ ყველაფერი მზად იქნება.

ერთი წუთი არ მეყო, იმიტომ-რომ ეფთხილობდი. მეშინოდა დანა არ დამიჩლუნგდეს მეთქი. არა, რატომ არ გამიტყდა ხელში? დამიჯერეთ ბედს რომ ჰსდომებოდა გადაერჩინა ის, ვისთვისაც ეხლა მე მსჯავრსა მსდებთ, კარგი შემთხვევა ჰქონდა მაშინ: ჰსჩანს არ ჰსდომებია!.. როცა ტოტი მოეჭერ, კრისტოვალმა მითხრა:

– მადლობელი ვარ. ეხლა კი შენი გამოცილება მეტია. მაიტა ეგ ჯოხი და ღამე მშვიდობისაც. გზას კარგად ვხედავ. შენ შინ დაბრუნდი, თორემ დაიღლები.

— ნუ მიბძანებთ მაგას! განა ჩემისთანა მგლები დაიღლებიან ხოლმე ორის საათის სიარულითა? ვინ იცის, იქნება ხელახლად აგერიოთ გზა. ტყეში ეგ ადვილად მოხდება ხოლმე. მე მიგიყვან იმ ადგილამდე, საიდამაც გზა გახსნილია, როგორც ხელის გული. გარდა ამისა მე მინდა ეს ჯოხი ჩემს ნებაზედ გაგიკეთოთ. ჩემს სახსოვრად გექნებათ.

საწყალი!.. მიტრიალდა, ზურგი ჩემკენ ჰქმნა და წავიდა ისე რამდენსამე წუთს შემდეგ.... რამდენსამე წუთს შემდეგ მეთქი ის შინ მისულიყო — საიქიოს დაბინავდა.

(შემდეგი იქმნება )

ეკ. ღვინიაშვილისა.

____________

1 „ივერია“ №№ 14, 15, 16, 17. 1878წ.

5 განცხადებანი

▲back to top


განცხადებანი

ანგარიში

ს. გურჯაანის გამსესხებელ-შემნახველის ამხანაგობისა 1877წ. თებერვლის 13-დგან (მოქმედების დაწყებიდან) ამავე წლის გიორგობისთვის 13-დინ.

შემოსავალი მანეთი გასავალი მანეთი
წილის ფული 31 ამხანაგისა 267 გასესხებული 545
სარგებელი წინეთ დაჭერილი ახალი ვადის მიუცემელის ნასესხისა 31 80 სამმართველოს დანახარჯი 37 75
ახალი ვადა მიცემულისა 14 85 ნაღდ ფულად იყო 134 10
შესანახად გამოტანილი ამხანაგისაგან 400 სარგებელი გადახდილი ნასესხებისა 104 3
სათავდარიგო თანხა 3 20 საწევრო ფული თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკიდამ 100 -
ჯამი 716 85 ჯამი 716 85

1878წ. თებერვლის 13-ს არის:

  მანეთი   მანეთი
1. წილის ფული 49 ამხანაგისა 399 1. გასესხებული 914
2. სარგებელი წინად დაჭერილი 72 6 2. სამმართველოს დანახარჯი 37 75
3. სარგებელი ახალი ვადა მიცემულისა 14 85 3. ნაღდ ფულად არის 23 16
4. დაბრუნებული ნასესხი 85      
5. შესანახათ შემოტანილი 400      
6. სათადარიგო თანხა 4      
ჯამი 974 91 ჯამი 974 91

თავს-მჯდომარე ივანე დავითის ძე ანდრონიკაშვილი

წევრნი საბჭოსი: დავით ზარდიაშვილი; გიორგი ბეჟიტაშვილი

ანგარიშის მწარმოებელი სახალხო შკოლის მასწავლებელი პოლიევკტოს გრ. კარბელოვი

ანგარიში

თიანეთის გამსესხებლის და შემნახველის ამხანაგობის 1877 წლისა. 1-ს იანვარს 1877 წელს იყო:

  მანეთი გასავალი მანეთი
წილის ფული 3889 9 გასესხებული 7397
სასარგებლოდ შემოტანილი 3180 დანაშთენი ნაღდ ფულად 2255 25
ნასესხი შემდგომ აღებული 2280 ტფილისის სავაჭრო ბანკში შეტანილი დროებით 103 50
სათადარიგო თანხა 121 87 თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში შეტანილი 221
წმინდა მოგება 505 79      
სულ 9976 75 სულ 9976 75

1877 წელში

შემოსავალი მანეთი გასავალი მანეთი
 წილის ფული 721 59 წილის ფული 500 62
სარგებელი დაჭერილი გასესხების ანუ ახალი ვადის მიცემის დროს 949 83 მოგებანი წილის ფულზედ 1876 წლისა გასესხებული 10540
ჯარიმა 91 6 სარგებელი ვადაზედ წინ გადახდილის ნასესხისა 29 80
დაბრუნებული ნასესხი 11814 სასარგებლოდ შემოტანილი 3440
სასარგებლოდ შემოტანილი 2720 სარგებელი სასარგებლოდ შემოტ.ფულებისა 177 79
ნასესხი შემდეგ აღებული 3410 ნასესხი შემდეგ აღებული 3480
სათადარიგო თანხა 43 79 სარგებელი ნასესხებისა 144 84
სხვა და სხვა შემოსავალი 12 76 სამმართველოს ხარჯი 263 35
      აღებ-მიცემისა 219 83
სულ 19763 3 სულ 18932 29

1-ს იანვრისათვის 1878 წელსა არის:

  მანეთი   მანეთი
 წილის ფული 4110 6 გასესხებული 6123
სასარგებლოდ შემოტანილი 2460 ნაღდი ფული 444 83
ნასესხი შემდეგ აღებული 2210 სახელმწიფო ბანკის ბილეთები 165 66
სათადარიგო თანხა 166 65 ტფილისის სავაჭრო ბანკში შეტანილი დროებით 2600
წმინდა მოგება 587 77 ტფილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში შეტანილი 200 79
სულ 9533 49 სულ 9533 49

გამგებელნი: მ. შიუკოვი; გ.გოჯიევი' ს. ფიცხბლაური