The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (19)1878.18.05


ივერია (19)1878.18.05



1878.18.05

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

ორშაბათს, 15 მაისს, ტფილისის საზაფხულო თეატრში ერთხელ კიდევ გაიმართა ქართულ წარმოდგენა[1] და მით ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა თუ რა მტკიცე მოთხოვნილებას და სურვილს დააკმაყოფილებდა ჩვენში სამუდამოდ დაარსებული და მკვიდრად მოწყობილი ქართული თეატრი. ამ უკანასკნელ წარმოდგენასაც მრავალი მაყურებელი დაესწრა. რაც შეეხება თვით თამაშობას, ამის შესახებ თავი გამოიჩინეს იმავე პირთ, რომელთაც კვლავაც მიუზიდნიათ საზოგადოების ყურადღება. დანარჩენნი სუსტნი იყვნენ, და საკვირველიც არ არის. ამ ჟამად, როდესაც, ქართული ტრუპპა მკვიდრად არ არის მოწყობილი, ერთსა და იმავე პირთაგან არ არის შემდგარი; როდესაც დღეს ერთი გამოდის სცენაზედ, ხვალ მეორე, შეუძლებელია რომ ყოველმა მომქმედმა პირმა დახელოვნებული თამაშობა გამოიჩინოს. მხოლოდ ის ადგენს კარგად, რომელიც სცენას და თამაშობას ცოტად თუ ბევრად მიჩვეულია. ნიჭსაც, რა საკვირველია, ვრცელი არდგილი უპყრია ამ საქმეში: ამას ლაპარაკი არ უნდა; ყოველ საქმეში ასეა. მაგრამ აგრეთვე ყოველ საქმეს სჭირია სწავლა, ვარჯიშობა წვრთნა, ამიტომ სასურველია, რომ ქართულის სცენის მოყვარეთა წრე ერთსა და იმავე პირთაგან იყოს შემდგარი. უამისოდ ქართულს წარმოდგენაზედ კრიტიკა (ნამდვილის მნიშვნელობით ხმარებული) შეუძლებელია.

სამშაბათს, 16 მაისს შეიკრიბა განმგებელი კომიტეტი „ტფილის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“. კომიტეტმა ყველაზედ უწინარეს გარდასწევიტა მოიყვანოს ცნობაში თუ რამდენი ფული აქვს ან ექმნება ამ ჟამად „საზოგადოებას“ და ამისთვის მოიწვიოს „საზოგადოების“ წევრნი, რათა შემოიტანონ დროზედ საწევრო ფული და აგრეთვე ცნობაში მოიყვანოს თუ ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკს რამდენი ფული შეუძლიან შესწიროს წრეულ ამა „საზოგნდოებას“. კომიტეტმა ხაზინადრად ამოირჩია უფ. ვ. თულაშვილი, (ტფილისას ოლქს სასამარლოში) რომელსაც უნდა მიმართოს ვისაც სურს „საზოგადოების“ წევრად ჩაირიცხოს და ყოველგვარი შეწირვა შემოიტანოს, გარდა ამისა მსურველთ შეუძლიანთ მიჰმართონ აგრეთვე სეკრეტარს ნ. ანანოვს („ივერიის“ რედაქციაში) და კომიტეტის ივითოეულს წევრს: თ. დ. ავალოვს თავად-აზნურთა თანკში) ლ. მაღალაშვილს, დ. ერისთავს, ი. გოგებაშვილს ნ. ცხვედაძეს.

__________________

1 წარმოადგინეს. ანტონოვის კომედია „ტივით მოგზავრობა ლიტერატართა“, და მოლიერის კომედია „ძალათ ცოლის შერთვევინება“.

2 ერთი დღე კახის საკვირაო შკოლაში

▲ზევით დაბრუნება


ერთი დღე კახის საკვირაო შკოლაში

(„ივერიის“ კოორრესპონდეცია)

(ჩემი ნანა ეს არი, შვილო, მას უერთგულე.
რაც მე სიტყვით გითხარი, შენ საქმით აღმისრულე

(მკითხველს არ დაავიწყდებოდა ის ღირს-სახსოვარი მოვლენა ჩვენ კახელების ცხოვრებაში, რომელიც მოხდა 20 ნოემბერს 1877 წელსა მე მოგახსენებთ კახის საკვირაო შკოლის დაარსებაზე. როგორ მოხდა ეს საქმე და რა განზრახვისათვის, ამაზედ ხომ წინად იყო საჯაროდ გამოცხადებული დღეს კი ნება მომეცით გარდმოგცეთ ერთი ის შთაბეჭდილება, რომელიც მე გამოვიტანე ამას წინად ამ საკვირაო შკოლის გაკვეთილებზე დაჰსწრებით.

(პირდაპირ მასწავლებლის ოთახიდამ შავდივართ ერთ კარგა მოზდილ ოთასში. სუფთათ და გემოიანათ მოწყობილში შესვლისათანავე თქვენ გრძნობთ, რომ ამ ჟამათ თქენ შახვედით ადამიანის არა უბრალო საცხოვრებელში. ყველაზედ უწინარეს თქვენს ყურადღებას უნებურად იშურობს 16 რიგზედ ახალგაზდა, რომელთაც წვერ ულვაში ეს არის უბიბინდებათ! შესვლისთანავე, ახალგაზდანი, როგორც მოგეხსენებათ, სალამს გაძლევენ, ადგომით და თავის დაკვრით, მშვენიერი სანახავია ამდგენი გლეხების ნასწავლ ახალგაზდების ერთად თავის მოყრა! მშვენიერია უფრო მაშინ, როდესაც მასწავლებელის სიტყვით ისინი სხდებიან და იწყობენ გაკვეთილს, ანუ უკეთ ვსთქვა, საუბარს დანიშნულ საგნებზე. თითქმის სამ საათზე მეტი გაგრძელდა საუბარი მასწავლებლებისა ამ ახალგაზდებთან, აქ იყო კითხვაც, გეოგრაფიული ცნობების გარდაცემაც, კანონების შეჰსწავლაც და საკვირაო სახარების აღსნაც. როგორ მიდიოდა კითხვა, გეოგრაფიულის ცნობების გარდაცემაც და საკვირაო სახარების აღსნა, ამაზე არაფერს ვიტევი, რადგანაც ეს ყოვლას მოეხსენება მაგრამ კანონების გაკვეთილზე კი მივაქცევ მკითხველის ყურადღებას: დღევანდელი კანონების გაკვეთილი იყო პრაკტიკული, კანონების მასწავლებელმა უფ. ა. ბოღუსლავსკიმ მოისურვა თვით საქმით აჩვენოს ახალგადებს ყოველ გვარი საქმის გარჩევა; ამიტომაც წინადადება მიჰსცა ახალგაზდებს ამოერჩიათ თავიანთ შორის მამასახლისი და სუდიები. აქ უფ. ბოღუსლავსკიმ ჯერ გაამეორებინა მათ ყოველი ის, რაც კი კანონშია დაწერილი მამასახლისის და სუდიების არჩევანზე, ე. ი. ვინ უნდა ამოარჩიოს მამასახლისად, როგორ უნდა სოფლის ყრილობამ ამოირჩიოს მამასახლისი (კენჭის უმეტესობით და დახურული კენჭის ყრით), სოფლის საზოგადოების რომელ წევრთ არ შეუშლიანთ ამორჩეულ იქმნენ მამასახლისად და სხვ. ახალგაზდებმაც, მართლაც ხმის უმეტესობით და საიდუმლო კენჭის ყრით ამოირჩიეს ბესარიონ ხუციშვილი. შემდეგ აგრეთვე ამოირჩიეს სუდიები აქაც ვიდრე დაიწყობდნენ სუდიების ამორჩევას, მათ გაიმეორეს ყველაფერი ის, რაც კანონი ამბობს შესახებ სოფლის სუდიებისა, ე. ი. რიცხვით რამდენნი უნდა იყვნენ ამორჩეულნი (კენტი), რა მიზეზით აგრე და სხვა....

შემდეგ ამისა დასხდნენ სუდიები წინა სტოლზე; მამასახლისი კი დაჯდა განზე იმის ნიშნათ, რომ მას ნება არა აქვს გაერიოს სუდიების საქმეში. შემდეგ ამასა გამოვიდა ერთი მოჩივარი (ახალგაზდებთაგანივე) და იწყო: „უფალნო. სუდიებო! დღეს ორი დღე არის, რაც მე ერთი კამბეჩი მომპარეს ღამით გომურიდამ და იმ მოპარვას მე პირდაპირ პეტრე კულოშვილს ვაბრალებ“ გამოიწვევენ პუტრე ყულოშვილსა. ერთის სიტყვით გაიმართა ნამდვილი საჩივარი, ერთი ჩივის, მეორე იცავს თავს, ბოლოს შეადგინეს, განჩინებაც და საქმეც გათავდა. აქ ბოღუსლავსკიმ აჩვენა როგორ უნდა შეადგინონ ხოლმე განჩინება ეგრე იყო გარჩეული ზოგიერთი სხვა საჩივრებიც, რომ ახალგაზდებმა კარგათ გაიცნონ სამართლის საქმე.

ამ კვირა დღესვე ამ გაკვეთილზე დაესწრო ერთი უცხო ნასწავლი და განათლებული პირიც, რომელიც განცვიფრებაში მოვიდა ამათის ცოდნით; ეგეები მე თვითონაც არ ვიციო, განაზიელებმა, სემინარილებმა და საოსტატო შკოლებში სასწავლებმაც არ იციანო და სხვა... განა თუ მართალი არ არის ეს!? ნუ თუ სულ ეგრე უმეცრებაში ვიქმნებით ჩაფლულები ამ მხრით და ამ უსაჭიროეს ცოდნასაც არ შევისწავლით? მაგრამ საიდამ?

შკოლებში ამაებს არსად არ ასწავლიან. მაშ რა ვუყოთ, როგორ ვუშველოთ ამ საქმეს? აქ ჯერ-ჯერობით, მგონია, მხოლოდ ერთად ერთი საშუალება დაგვრჩენია: ყველა სამაზრო ქალაქებში არსებობენ სამ-სამი სასწავლებლები თუ არა, ერთ-ერთი მაინცა. ნუ თუ სასარგებლო არ იქნება, რომ ამ შკოლიდამ გამოსულ ყმაწვილებმა იცოდნენ ის კანონები და უფლებანი თვისი, რომელნიც მათთვის ყოველ ნაბიჯზე საჭირო იქნება მიმავალ ცხოვრებაში? რასაკვირველია სასარგებლო იქნება. მაშ თუ აგრეა, დაარსეთ ყველა სამაზრო ქალქებში კახის საკვირაო შკოლის მსგავსი, საკვირაო შკოლები მოიწვიეთ ერთი იქნება, თუ ორი კანონების მცოდნე პირი და დაიწყეთ საქმე. აქ ყველაზედ მეტი შემწეობა უნდა აღმოუჩინონ ამ შკოლებს მაზრების უფროსებმა, მიროვოი სუდებმა, პრისტავებმა, ადვოკატებმა, რომელთათვის ძალიან ძნელი არ იქნება, რომ კვირაში ერთხელ, ერთი-ორი საათი შაჰსწირონ საზოგადო კეთილ საქმეს. ამ გვარად გამართულ საკვირაო შკოლებში, მგონია, ადვილად შესაძლო იქნება (და ბევრიც დათანხმდება), მოიწვიონ სხვა გარეშე პირებიც, კანონების და თვისის უფლებების შესასწავლებლათ.

ვანო.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

ამ ჟამად საქმის დაბოლოვება ომიანობით თუ მშვიდობიანობით დამოკიდებულია გრაფ შუვალოვზედ და იმ მოლაპარაკებაზედ, რომელიც გამართული შუვალოვის (რუსეთის ელჩი ინგლისის წინაშე) მეოხებით ინგლისისა და რუსეთის შორის. გრაფი შუვალოვი ვითომ ამ განზრახვით იყო წასული პეტერბურღს, რომ პირად წარედგინა ხელმწიფე იმპერატორისათვის თუ რაში მდგომარეობს მოთხოვნილება ინგლისისა და რაგვარი დაბოლოვება სურს წამოყენებულის საქმისა. შუვალოვს წარუდგენია კიდეც ყველა ეს ხელმწიფე იმპერატორისათვის, რომელსაც თვის მხრით გაუგზავნია ინგლისისათვის თვისი პიროპები. რაში მდგომარეობს ყველა ეს მოლაპარაკება, რასაკვირველია საიდუმლოა, რომლის გამოაშკარებას დღე-დღეზედ უნდა მოველოდნეთ. ტელეგრამმები კი გვაცნობებენ ვითომ ეს მოლაპარაკება იმ გვარიაო, რომ მშვიდობინობას მოასწვებსო და შესაძლებელ ჰხდის კონგრესსო. ღმერთმა ჰქნას.

თუ მართლა ასეა, მაშ სხვა სახელმწიფოთა შორის ურთი-ერთობას ეძლევა ცხოველი ინტერესი და მნიშვნელობა, — იმ ურთი-ერთობას, რომელიც ამ ბოლოს დროს ცოტად თუ ბევრად აშკარად მოჩანდა. აი თუნდ საფრანგეთისა და ინგლისის შორის ურთი-ერთობა. მათ შორის თანაგრძნობა უეჭველია. რესპუბლიკის დასის უმთავრესნი გაზეთები მტკიცედ იჭერენ ინგლისის პოლიტიკის მხარეს. ეს თანაგრძნობა გამოაშკარავდა აგრეთვე იმ სიტყვაში, რომელიც წარმოსთქვა ინგლისის ტახტის მემკვიდრემ პარიჟში გამოფენის თაობაზედ და იმ ლაპარაკში, რომელიც ჰქონდა ამ მემკვიდრეს გამბეტასთან, ყველა ამ გარემოებამ ცხადათ გამოაშკარავა რომ, თუ ვინიცობაა არეულობა რამ მომხდარიყო ევროპაში, ინგლისი და საფრანგეთი ერთსა და იმავე მხარეს მიუდგებოდნენ. ღირსშესანიშნავი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ინგლისის მოწინავე პირნი (ლიბერალები) რომელნიცა მთავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან მითვე ეწინააღმდეგებიან აგრეთვე საფრანგეთის მოწინავე პირთა შესახებ, რასაკვირველია, გარეშე პოლიტიკისა; მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა და შინაგანის განვითარებისა და წარმატების შესსებ კი თითქმის ერთსა და იმავე აზრს ადგანან, არა ერთობა შესაძლებელი ვთქვათ გამეტისა და ბიკონსფილდის შორის? იგინი განირჩევიან ერთი-ერთმანეთში, როგორც მაგალითებრ რესპუბლიკა და მონარხია, დემოკრატია და არისტოკრატია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყოველს სახელმწიფოს ყველაზედ უწინარეს თავის თავისა ენაღვლება. ინგლისის მოწინავე პირთათვის აწინდელის მთავრობისა და მისის დასის განძლიერება სასურველი არ არის, რადგანაც იგი მავნებელია მათის სამშობლოის შინაგანის მოწყობილობისა და წარმატებისთვის. გარეგანი დიდება და განძლიერება მათთვის, თუ არის რამე, უკანასკნელი საქმეა. რაც შეეხება საფრანგეთის რესპუბლიკელთ — მათთვისაც, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარესი და უმაღლესი საქმე შინაგანი განვითარება და წარმატებაა, და თვით საქმითაც ამას ამტკიცებენ. მაგრამ საფრანგეთის მდგომარეობა, როგორც სარესპუბლიკო სასელმწიფოისა სრულიად სხვა არის, მკითხველს ახსოვს, შარშან „ივერიაში“ მოხსენებული თუ რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის რესუბლიკას ევროპის სხვა სასელმწიფოთა შორის, საფრანგეთის რესპუბლიკას ბევრი მტერი ჰყავს შინაცა და გარედაც. მართალია შინაურს მტერზედ გაიმარჯვა, მაგრამ საჭიროა გარედგანაც მტკიცედ დადგეს. ამით თვით შინაური მტერაც უფრო მოდუნდება. საფრანგეთის რესპუბლიკისათვის მავნებელია მაგალითებრ: გერმანიის გაძლიერება. მაშასადამე იგი იმ მხარეს უდგება, რომლიც გერმნის ეწინააღმდეგება. (ჯერ-ჯერობით გერმანია რუსეთის მეგობრად ითვლება). რასაკვირველია, არც ინგლისის მოწინავე პირთათვის არის სასიამოვნო ვთქვათ გერმანიის გაძლიერება, რადგანაც კარგად იციან თუ რას მოასწავებს იგი ევროპისათვის, თავისუფლობისა და კეთილდღეობის წარმატებისათვის. მაგრამ რა ქნან თუ კი საკუთარის მთავრობის განძლიერებაც უკეთესს არაფერს არ უქადის? მათ კარგად იციან, რომ ამ ჟამად ომის მიზეზი მომეტებულად არის ხოლმე შურის ძიება, გარეგანის დიდებულობისა და ძლიერების სურვილი.

– ამას წინად ვიღასაც დამბაჩა უსროლია გერმანიის იმპერატორისთვის. ტყვია ასცილებია იმპერატორს. ჯერ-ჯერობით გამოჩენილა, რომ მსროლელი ყოფილა ოც-და-სამის წლის მუშა-კაცი, რომელიც ჯერაც არ გატეხილა თურმე და სულ იმას ამბობს — იმპერატორის მოკვლა სრულიად არ მინდოდაო, მე მხოლოდ მსურდა თავის მოკვლაო, რადგანაც ლუკმა-პური არა მქონდაო. ქუჩაში იმიტომ განვიზრახეო, რომ მინდოდა საზოგადოების ყურადღება მიმექცია ხალხის უბედურს მდგომარეობაზედაო.

4 წლევანდელ საოფლეზე

▲ზევით დაბრუნება


წლევანდელ საოფლეზე

(ხალხის საკითხავათ შედგენილი ექიმის შმულევიჩის მიერ.)

აგერ რამდენიმე წელიწადია, რაც პეტერბურღში ზამთრში და განსაკუთრებით ზამთრის დამლევს და გაზაფხულის დამდეგს, სასნეულონი ივსებიან ხოლმე საოფლიან ავათმყოფებით. ამ ავათმყოფთა უმეტესი ნაწილი რჩება, მხოლოდ ათსა თუ ოცს ოჯახს აკლდება პატრონი, ათი თუ ოცი ობოლი ეთხოვება დედ-მამას! თუმცა ეს ამბავიც დიდად სამწუხაროა, მაგრამ ის კიდევ შეადგენს იმასთანა უბედურებას, რომ განსაკუთრებით ააღელვოს საზოგადოება, ადამიანის უბედურებას, მადლობა ღმერთს, შევეჩვიეთ კაი ხანია! მაგრამ წლეულს ჩვენ ვხედავთ სულ სხვას; სასნეულონი სავსეა ავათმყოფებით, ეხლათ გახსნილი ლაზრეთები აგრეთვე. ავათ ხდება არათუ ღარიბი ხალხი, — მდიდრებიც. უკვე გახდა ავათ ბევრი ექიმი და სასნეულოში მოსამსახურენი; ეს ყოვლითურთ გვარწმუნებს ჩვენ, რომ წლევანდელი საოფლე სულ სხვანაირია, — შესაყარია, გადამდებია. წლეულს უფრო ცოტა უძლებს ხოლმე ამ სენს, ვინემ წინა წლებში. ამ ნაირივე არა — სანუგეშო ცნობები მოდის რუსეთის ყოველ კუთხიდამ, ყოველ ქალაქიდამ. მაშასადამე არ არის გასაკარგული, რომ საზოგადოება ააღელვა ამნაირმა ამბებმა და დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გადირჩინონ თავი ამ საშინელის სენისაგან, რა არის მიზეზი, რომ საოფლე წელს გაძლიერდა? რა მიზეზია, რომ წელს განსაკუთრებით უფრო ბევრს ხალხს ხოცავს და იტაცებს უმრავლესს მსხვერპლს?

მიზეზი ის არის, რომ წლეულს ჩვენ გვაქვს საქმე არა — ჩვეულებრივ საოფლესთან, არამედ სენთან, რომელ საც სულ სხვა და უფრო მძიმე თვისება აქვს.

ამ ნირი სოფლე, როგორიც არის წლეულს, ბევრათ უფრო სასტიკის და ავის თვისებისა, ვინემ ჩვეულებრივი საოფლე, და იწოდება მეცნიერობაში ომიანობის სოფლეთ (Военный тифъ). ეს სახელი დაერქვა მას იმის გამო, რომ იგი ჩნდება და ძლიერდება ხოლშე ყოველთვის ომიანობის დროს. ეჭვი არ არის, რომ ეს სენი ძველათაც ყოფილა ცნობილი, რომ მას უღუპავს სამხედრო ძალა 300 — 400 წლის წინეთ ქრისტეს შობისა. ჩვენამდინ მოღწეულ ხელნაწერებში ჩამოთვლილია სენები, რომელნიც გავრცელებულ იყვნენ იმ დროს ჯარის კაცებში, და აქედამ საკმაოდ მტკიცდება ის აზრი, რომ მაშინდელი სენი იყო იგივე. რასაც ჩვენ დღეს უწოდებთ „ომიანობის საოფლეს.“ პირველი საკმაოდ ვრცელი აღწერა ამ სენისა იყო. მეთექვსმეტე საუკუნოში, 350 წელიწადია მას აქედ, რაც იგი გამოაჩნდა საფრანგეთის ჯარს, რომელიც იდგა იტალიის ერთ ქალაქ ნეაპოლთან, 50 ათასი კაციდამ მაშინ მოკვდა 30 ათასი, იმ დროიდამ დაწყებული „ომიანობის საოფლე“ იყო ხშირათ აწერილი თითქმის ყოველ ომიანობის დროს, რუსეთში იყო ძლიერ გავრცელებული 150 წელიწადია მას აქედ, ოდესაც რუსეთის ჯარები პოლშაში იყვნენ. განსაკუთრებითი ძალა გამოიჩინა ამ სენმა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I ომების დროს როცა იმ დიდის ჯარის დანარჩენით, რომლითაც ის შამოესია რუსეთს მოსკოკიდამ უკან გაბრუნდა, ეს სენი გაიტანა, და თან, რასაკვირველია, სიკვდილი და მწუხარება მოჰფინა მთელს ევროპას. ერთს ნემენცის ქალაქში 30 ათას იქ მყოფ ჯარის კაციდამ დარჩა მხოლოდ 13 ათასი კაცი. მეორე ქალაქში 26 ათას კაციდამ მოკვდა 14 ათასი; მესამე ქალაქში ამ სენმა მცხოვრებნი სულ ამოჰსწყვიტა. — აქ ამოწსყდა 20 ათასი კაცი, ეს სენი რუსეთსაც დაუტოვეს; ვილნოში 30 ათასი ტყვე ფრანციელი იყო და იმათგან მოკვდა 25 ათასი და მასთან კიდევ 8 ათასი იქაური მცხოვრებელთაგანი. ორიოლში 1813 წელს ფრანციელნი ათასობით იხოცებოდნენ და მათთან, რასაკვირველია, ადგილობრივი მცხოვრებლებიც. მემრე, როდესაც 1815 წელს ჩამოვარდა ზავი მეომართა შორის, შესწყდა ეს საშინელი სენიც, და თუ კიდევ ხდებოდა ვინმე ავათ ამ სენითა, მხოლოთ შემთხვევით, და საზოგადოთ არც ისე სასტიკათ და უიმედოთ. ასე იყო ყირიმის ომამდის, როდესაც „ომიანობის სოფლე“ კვლავ გამოჩნდა საშინელის ძალით. 1854 წელს ქრისტეშობისთვეში ის გამოაჩნდა როგორც ჩვენს ჯარს, აგრეთვე ინგლისელების და საფრანგეთის ჯარსაც. ინგლისელებს მოუკვდათ 3,075, ფრანციელებს 14,000 და რუსებს 17,000 კაცი. ყირიმის ომის შემდეგ სასტიკი საოფლე იყო ჩვენში 1869 წელს, მაგრამ ეს იყო ეგრეთ წოდებული „მშიერი სოფლე,“ რომელიც ბევრით, და სხვათა შორის გადაუდებლობით, განირჩევა „ომიანობის სოფლესაგან.“ ზემოთქმულიდამ ცხადია, რომ ომიანობის საოფლედა წოდება სრულიად სამართლიანათ ეკუთვნის წლევანდელ საოფლეს.

წლევანდელი საოფლე ჩვენში მოტანილია ოსმალეთიდგან, ბრძოლას ველის ადგილებიდამ. ვიქონიოთ იმედი, რომ წლევანდელი სენი არ შეიმოსება იმ საშინელის ძალითა, რომლითაც ცნობილ არიან უწინდელის ომიანობის დროების სენნი. მაგრამ, მოგეხენებათ, ნათქვამია: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ჩვენთვის საჭიროა კარგათ და ბეჯითად ვიფიქროთ მასზე, თუ როგორ ვუშველოთ ჩკენ თავს და მოუღოთ ბოლო ამ სენის გავრცელებას და გაძლიერებას, დრო კიდევ წასულა, მსოლოდ ახლა იწყება გაზაფხული. ეხლა დნება თოვლი და ძლიერდება მზის შუქი და, ამის გამოც, ეხლა შეიძლება საშინლათ განძლიერდეს ეს სენიც. მაგრამ მოგეხსენებათ, უფრო მარჯვუდ რომ ვებრძოლოთ რაიმე ბოროტებას, რიგი და წესია გარკვევით ვიცოდეთ მისი დამბადებელი მიზეზებიც. ამისათკის ჩვენთვის საჭიროა გავიცნოთ ის ნიადაგი, რომელზედაც იბადება, ვრცელდება და ძლიერდება ეს ავათმყოფობა. მაშინ და მხოლოდ მაშინ, იმ ზომებს, რომელთაც ჩვენ მივიღებთ ჩვენდა დასაცველათ, ექმნებათ ძალა და მნიშვნელობა. მარტო ერთი ის გარემოება, რომ ეს ავათმყოფობა ვრცელდება ზამთარში და ომიანობის დროს, გვაჩვენებს მის თავი და თავს მიზეზს. ომანობის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ დიდ ძალი ხალხი სცხოვრობს ერთად, ვიწროთ, ნამეტნავად ზამთარში, როდესაც ათობით და ოცობით იძულებულნი არიან შეიფარონ თავი სიცივისაგან რომელსამე ქოხში; ყველა იგინი ყლაპვენ მეტის-მეტად გაიფუჭებულს ჰაერს, რომელიც, რასაკვირველია, უმთავრესი მიზეზია ყოველგვარის სენისა, და განსაკუთრებით, სოფლისა. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობიანობის დროსაც ავათმყოფობს განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც მოკლებულია წმინდა ჰაერს და სცხოვრობს ერთად რამოდენიმე ოჯახობით, ვიწრო და ნოტიო სადგომში. ეს გარემოებანი ჰბადვენ უმთავრესს მიზეზებს, რომელთაგანც დამოკიდებულია ჰაერის უვარგისობა. განვიხილოთ კარგათ ეს მიზეზები. —

ყველას ესმის ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ გარშემოზღუდული ვართ ჰაერით, რომ უმისოთ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ,როგორც თევზს უწყლოთ. ის ჩვენთვის ბევრათ უსაჭიროესია, ვინემ საჭმელ-სასმელი. კაცს შეუძლია იცხოვროს მთელი 8 დღე, უსაზდოოდ უჰაეროთ კი ვერ გასძლებს ვერც ერთ წამს; სამყოფია დაიცოთ ცხვირი და პირი, რომ ერთის წამის განმავალობაში იგრძნოთ თავი ცუდათ. ვიკვებებით ჩვენ დღეში 2 — 3 ჯერ და ეგ გვყოფნის ხოლმე ჰაერს კი ვლაპავთ ოც ჯერ ერთს წუთში, მაგრამ ისე კი, რომ ჩვენც ვერ ვგრძნობთ ამასა. სხვა ცხოველიც ისე საჭიროებს ჰაერს, როგორც კაცი; უიმისოთ მათ არ შეუძლიანთ ცხოვრება. იკითხავთ ეხლა, რათ არის ჰაერი აგრე საჭირო ჩვენთვის? რომ ჯეროვანი პასუხი მოგცეთ ამ კითხვაზე, მე იძულებული ვარ ვსთქვა რამოდენიმე სიტყვა მასზე, თუ რა არის წმინდა ჰაერი და რისგან შესდგება იგი?

ჰაერი არ შეგიძლიანთ დაინახოთ თვალით ან შეეხოთ ხელით, ამ ნაირი სხეულები, რომელთა დანახვა ან ხელით შესება შეუძლებელია, ბევრია ქვეყანაზე; ამ გვარი სხეულთ გაზი ჰქვიან. მაგრამ ჰაერი შესდგება არა მარტო ერთის გაზისაგან, არამედ ორისაგან, და ერთი მათგანი ოთხჯერ მეტი ურევია ჰაერშია, ვინემ მეორე. აი ის გაზი, რომელიც უფრო ცოტაა ჰაერში, არის ის ნაწილი ჰაერისა, რომელიც უფრო საჭიროა კაცისათვის და ცხოვრებისთვის. ამ გაზს უწოდებენ ოქსიგენათ, მჟავ-დედათ (кислородъ). თუ ჰაერში ცოტაა ეს გაზი, ან თუ იგი სულ არ არის მასში, ცხოველი ვერ გასძლებს ამ ნაირ ჰაერში ვერც ერთ წამს, უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენთვის, თუ რისთვის არის ასე მიუცილებელი ჩვენის სხეულისათვის ეს გაზი, საჭიროა ვიცოდეთ აი რა: ადამიანის აგებულების კვება შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, თუ გინდ არყის გამოხდის წარმოებას. მოგეხსენებათ, არაყის გამოსახდელათ საჭიროა ჭაჭა, წელი და ცეცხლი. შეუკიდებთ ცეცხლს ჭაჭით სავსე ქვაბს, შეუმატებთ წყალს ჭაჭაში და აადუღებთ ჭაჭას. რასაკვირველია, თქვენ ადევნებთ ყურადღებას, რომ არ გაუნელდეს ცეცხლი, არ შემოაკლდეს წყალი და სხვა; ბოლოს გასწურავთ ჭაჭას და როგორც უვარგისს გადაჰყრით. ასეა, ბატონებო, კაცის აგებულებაც. მისთვის რომ მან იცხოვროს, საჭიროა მას ქონდეს საზრდო: საჭმელი და სასმელი. საჭიროა აგრეთვე, რომ უვარგისი ნაწილი განდევნილ იყოს კაცის აგებულებიდამ; არაყის გამოხდა შეუძლებელია უცეცხლოთ, ცეცხლის დანთება კი შეუძლებელია უჰაეროთ, ანუ, უკეთ ვსთქვათ, უოქსიგენოთ, გაზი, სამთელი, ნავთი და შეშა მხოლოდ იმიტომ ენთება და იწვის, რომ ჰაერში არის ოქსიგენი. დაანთეთ ცეცხლი მისთანა ალაგს, სადაც ჰაერს არ ჰქონდეს მსვლელობა და ნახავთ, რომ ცეცხლი ჩაქრება. მაშასადამე ცეცხლისთვის საჭიროა ოქსიგენი; იგივე ოქსიგენი საჭიროა კაცისთვისაც: მასაც უცეცხლოთ, ანუ უკეთ ვსთქვათ, უსითბოთ არ შეუძლია ცხოვრება. მკვდარი კაცი ცივია, როგორც მის გარეშემო საგნები; ცოცხალი კი უფრო თბილია, ვინემ მის გარეშემო ჰაერი. აი ამ სითბოზეა დამოკიდებული კაცის ავათმყოფობა და ჯანმრთელობა. ეს სითბო კაცს კარგათ მყოფობის დროს სულ თანასწორათ აქვს; თუ სითბო მოემატა ძლიერ, ეს ნიშნავს რომ კაცი ავათ არის ამაზედ ვიტყვით ხოლმე: „სიცხე აქვსო.“ ამ სიცხემ თუ ძლიერ მოიმატა და გადააჭარბა დადებულ საზღვარს, ამბობენ კაცი უიმედოთ არის ავათ და მაშინ ძნელია მისი მორჩენა აი სწორეთ ასე, როდესაც არაყის სახდელ ქვაბში მოროვდება ბევრი ორთქლი და, მაშასადამე, მოიმატეს სიცხე, ქვაში მეიძლება გაჰსქდეს. ეხლა ცოტათი მაინც შეგიძლიანთ მიხვდეთ, თუ რისთვის არის საჭირო ჩვენთვის ჰაერი, რომელშიაც ურევია ოქსიგენი, და რისთვის მავნებელია ჩვენთვის ჰაერი, რომელშიაც უფრო ცოტაა ეს გაზი.

აი, ამისათვის არის ხოლმე, რომ თუ რამოდენმე კაცმა დაჰყო ბევრი ხანი პატარა ოთახში, სადაც არა აქვს მსვლელობა ახალ ჰაერს, ისინი ახმარებენ თავის თავის უმეტესს ნაწილს ოქსიგენისას და დანაშთენი ჰაერი ხდება ამის გამო ცუდათ და საწყენად ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ეს არის ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის გამოც ფუჭდება ჭერი ბევრის ხალხით გატენილ ოთახში. მაგრამ არიან კიდევ სხვა უაღრესი მიზეზები, რომელნიც საჭირო არიან მოვიხსენიოთ - მოგეხსენებათ, რომ ცეცხლს ასდის კვამლი, რადგანც კაცის აგებულებაში მუშაობს იგივე სითბო, რაც, მაგალითად, შეშის წვის დროს, კაცის სხეულშიაც უნდა გროვდებოდეს კვამლი. ეს კვამლი კიდევაც გროვდება და არის ის გაზი, რომელსაც ჩგენ ამოვუშვებთ ხოლმე პირიდამ, როცა ამოვისუნთქავთ. მაგრამ ეს გაზი სულ სხვანაირია, ვინემ ოქსიგენი. ამ გაზს უწოდებენ ნახშირის სიმჟავეთ (угольная кислота). ეს გაზი ბლომათ იმყოფება უბრალო კვამლშიაც. გამოვდევნით ხოლმე აღმოსუნთქვით მას ჩვენას სხეულიდამ მისთვის რომ, ჩვენ არ შეგვიძლია იცხოვროთ, ის ბლომათ მოგროვდა სისხლში და ჩვენი აგებულების სხვა ადგილებში, როგორც არ შეგვიძლია გავსძლოთ იმ კვამლში, რომელიც ამოდის ბუხრიდამ. რომ მოვაგროვოთ ეს გაზი (ნახშირის სიმჟავე) რომელსამე ჭურჭელში და ჩავსვათ შიგ რომელიშე სულიერი, ის იმ წამსვე მოკვდება. ეს გაზი არ ვარგა არც ვეცხლისთვის, რომელიც მასში მაშინათვე ჰქრება.

მაშასადამე, რადგანც ნასშირის სიმჟავით არ შეუძლია კაცს სუნთქვა, ამით აიხსნება ის გარემოება, თუ რისთვის იფუჭდება და არა იმ ოთხში სადაც ბევრია ხალხი. ხალხი ამოსუნთქავს ხოლმე ბევრს ნახშირის სიმჟავეს, რომელიც გროვდება ოთახში და უგუბებს სულს ადამიანს.

მესამე ჰაერის გამაფუჭებელი მიზეზი არის ნახშირის სიმჟავის გარდა კიდევ სხვა მავნებელი ნივთი, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ ხოლმე ფილტვებიდამ.

ყველას შეგხვდენიათ უსათუოდ ლაპარაკი მთვრალ კაცთან და გიგრძვნიათ, რომ მის პირიდამ ამოდის ღვინის სუნი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ძალიან ამოისუნთქავს ხოლმე. აი ასე, ღვინისაგან თუ სხვა საჭმელ-სასმელისაგან ამოდიან ამოსუნთქვის დროს მავნებელი ნივთნი, რომელიც აფუჭებს ოთახის ჰაერს. რა საკვირველია, რაც უფრო ბევრი ხალხია ოთახში და რაც უფრო პატარაა ეს უკანასკნელი, მით უფრო ბლომად გროვდება ეს მავნებელი ნივთი და მათ უფრო ფუჭდება ჰაერი. ახალის ჭერიდამ უეცრად რომ შეხვიდეთ ამისთანა ოთახში, მაშინათვე იგრძნობთ ამ მარტივს ჭეშმარიტებას.

მაგრამ საჭიროა ვსთქვა, რომ ეს სენი ჩნდება სხვა მიზეზისგანაც ეს მიზეზია — ოფლი! ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვოფლიანდებით, და მით უფრო, რაც ძლიერ ვმუშაობთ; ყველამ ვიცით კიდევ, რომ ოფლს ცუდი სუნი აქვს. ეს ცუდი სუნი იმის ბრალია, რომ კაცის კანიდამ ისე, როგორც პირიდამ ამოსუნთქვის დროს, ამოდიან ბევრი მავნებელი ნივთნი, სრულებით უვარგისნი ჩვენის სხეულისათვის. ეს მავნებელი ნივთნი სითბოში და სინოტიობაში ლპებიან ძლიერ მალე და ავრცელებენ ცუდ სუნს, როგორც ყოველიფერი დამპალი: მაგალითებრ, ხორცი, თევზი, თუ გაფუჭებული კვერცხი. აი ამ მიზეზისა გამო ფეხის ოფლს აქვს ძლიერ ცუდი სუნი. ის წამხდარნი ნივთნი, რომელნიც გამოდიან ფესის კანიდამ, იგუბება იქ მთელი დღე, დილიდამ საღამომდის. რადგანც ფეხს საცმელისა გამო დასშული აქვს ჰაერი, რადგანც ფეხები თბილათც არიან და ნოტიოთაც, ეს ოფლი ძლიერ მალე ლპება და ხდება. ეხლა ადვილად წარმოიდგენს კაცი, თუ რა მავნებელი რამ დააქვს კაცს ფესებზე, ნამეტნავად მაშინ, როცა ბევრს დადის.

სხვა და სხვა მიზეზებთა შორის, რომელნიც აფუჭებენ ჰაერს, არა უკანასკნელი ადგილი უჭირავს სინოტიესაც.

ნოტიობა მარტო მით არის მავნებელი, რომ ნოტიო ოთახში ყოველი ნივთი უფრო მალე ლპება, ვინემ სხვაში. ეს იმის ბრალია, რომ ნოტიო ოთახში არ იწმინდება ჰაერი. ჩვენ ოთახებში ნიადაგ მუშაობს ახალი ჰაერი და ამ ნაირათ იწმინდება ჰაერი; ნოტიო კედელში კი ვერ გაატანს ჰაერი და ეს, რასაკვირველია, მავნებელია. მემრე, შენიშნულია, რომ ნოტიო ოთახში იშვიათად ოფლიანდება კაცი და ეს, მოგეხსენებათ, სასრგებლო არ არის, რადგანც ოფლით ჩვენის სხეულიდამ გამოდის მავნებელი ნივთი, როდესაც ოფლი არ გამოდის ტანიდამ, ეს ნივთნი რჩებიან ტანში და მისგანაა, რომ ადამიანი ხდება ავათ.

არიან კიდე სხვა მრავალი მიზეზები, რომელნიც აუვარგისებენ ჰაერს სადგომში, აი როგორც, მაგალითად, ნამეტანი სითბო, ჭრაქისა და ქონის სანთლის სუნი, სხვა მოხელეობა (მაგალითდ ხარაზობა) და სხვანი. ეს მიზეზნი ნიადაგ მოქმედებენ მშვიდობიანობის დროსაც. იმ გარემოებას კი, რომელზედაც ჩვენ ზევით ვილაპარაკეთ, უფრო მეტი გავლენა აქვსთ ომიანობის დროს. მაშინ ხალხი ბლომათ შეკრებილია ვიწრო სადგომებში, განსაკუთრებით ზამთარში, საზრდო უფრო ცოტა აქვთ და უფრო ცუდის თვისებაებისა; ვერი სჭამენ, ვერ სმენ საკმაოდ და თავის დროზე; ჯაფა, შრომა და თან მწუხარება კი გამოულეველათა აქვთ. ვერც ტანის სიწმინდეს უგდებს კარგად ყურს კაცი ომიანობის დროს, საცვალი არ იცვლება ხშირად მთელის კვირაობით, რასაკვირველია, ამ მიზეზებს, რომელსიც ომიანობას თან მოზდევენ, ემატებათ სხვა მიზეზებიც, რომელნიც ჰბადავენ სნეულებას მშვიდობიანობის დროსაც და უფრო აძნელებენ, უმისოთაც ძნელს და მავნებელ გარემოებას ომიანობის დროისას. ამას რომ დაამატოთ ხალხისა და მასთანავე მყოფის ცხენების ნეხვის სიმყრალე და დახოცილთა მხედართ ლეშების საზარელი სუნი, მაშინ ადვილათ წარმოგიდგებათ, თუ რა მომაკვდინებული ჰაერი უნდა იყვეს ბრძოლის ველზე.

რაში მდგომარეობს ზედმოქმედება ცუდის ჰაერის კაცის ჯანმრთელობაზე?

საქმე იმაშია, რომ სოფლე, როგორც სხვა რამე გადამდები სახადი, წარმოდგება პატარა სხეულთაგან (тбльца), რომელნიც ჩნდებიან კაცის ტანში, და რომელთა დანახვა შეიძლება მხოლოდ განმადიდებელის სარკით (მიკროსკოპით). ეს სხეულნი საშინლათ მრავლდებიან სისხლში, ასე რომ ერთისაგან იბადება მთელი მილლიონი. განსაკუთრებით მრავლდებიან იგინი, სადაც სიბინძურე, ნოტიობა და დამპალი რამეა.

რადგანც ყველა ეს გარემოებანი თითქმის აუცილებელი არიან ომინანობის დროს, ადვილათ გასაგებია თუ რა მიზეზი მოსდევს ომს ყოველნაირის სახადის დასაბადებლათ და გასაძლიერებლად.

ყოფილა მაგალითი, რომ ეს სახადი გამოჩენილა ხომალდზე, კაი ხანის შემდეგ, რაც იგი გასულა ზღვაში. ხალხი კარგა მყოფი ყოფილა როცა ხომალდში ჩამსხდარა და მაშასადამე შეუძლებელია სხვისაგან ვისგანმე გადაჰსდებოდათ. მაშასადამე სნეულობა უნდა დაბადებულიყო თვითონ ხომალდზევე.

ამ ნაირათ ჩვენ ეხლა ვიცით, რისგამო უფრო ჩნდება სახადი ომიანობის დროს, რა ჰბადავს მას მშვიდობიანობის დროს და რისგამო ხდება მის მსხვერპლად უფრო ვიწრო და ნოტიო სადგომში მცხოვრები ხალხი.

ილია ბახტაძე

(შემდეგი იქნება)

5 საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

ჩვენ მკითხველს ყოველთვის თვალწინ უნდა ჰქონდეს, რომ ძველ თქმულებაში ნამდვილი შემთხვევა და ზღაპრული ამბავი ერთმანეთში არეულია. ამ აზრს ცხადად ჰმოწმობს ის ჶაქტები, რომლნიც საქართველოს ისტორიის პირველ-დაწყებაში გამოვიკვლივეთ. ამ აზრსვე ამტკიცებს ქართლის-ცხოვრების სურათი ალექსანდრე მაკედონელისა და თვით ფარნავაზ მეფისა, — არ არის თითქმის არც ერთი ტომი აზიაში, რომ ალექსანდრეს ანუ ისკანდერს არ იხსენიებდეს თავის მატიანეში. ქართლის ცხოვრების სიტყვით, მთელი კავკაზის სამხრე—მხარეები დაიპყრა თვით ალექსანდრემ, თუმცა ამ საგანზე არც კვინტი-კურცი, არც არრიანი სრულებით არას ამბობენ.[1] საიდამ და როგორ მიუთვისებით ქართველებს ეს თქმულება, ჩვენ არ ვიცით, უეჭველია მხოლოდ, რომ ჩვენ ტომში ის ძველადვეა გავრცელებული. მეექვსე საუკ. იოანე ზედაძნელი შიო მღვიმელის ცხოვრებაში ალექსანდრეს ყოფნას საქართველოში დარწმუნებით იტყვის[2]. ამასაც ამბობენ, ვითომც ალექსანდრეს მთელი ხმელეთი დაეპყრას ქართველების შემწეობით, მეთორმეტე საუკ. დავით აღმაშნებელის ბიოგრაჶი ჩამოსთვლის სხვა და სხვა მხარეს, რომელიც მაკედონელს დაუჭერია და დასასრული ამბობს: „მან მოავლო ყოველი ქვეყანა და ჰქმნა რა იგი ქმნა და ქართველთა სპითა ვერცარა ალექსანდრე იქმოდა კარგსა“.[3] ალექსანდრეს ცხორება, იმისი მოღვაწეობა, ერკელივე იმისი ფეხის გადადგმა დაწვრილებით არის გამოკვლეული, და თუმცა ჩვენ მხარეში ის არ ყოფილა, მაგრამ შკმდეგი ჶაკტეპიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში. ალექსანდრემ დაიმონავა მეომარნი ტომნი, რომელნიც კასპიის ზღვის სამხრეთად ცხოვრობდნენ მთებში და აქ გასჭრა გზები, რომლითაც უნდოდა დაეკაკშირებინა ერთი მეორესთან საშუალო აზიის აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი[4]. მცირე - აზიაში ალექსანდრემ გავლო თავრის მთა, დაიპყრა სხვათა შორის და შევიდა კილიკიის ქალაქში ტარსში;[5] დაიპყრა, აგრეთვე ბერძნების კლონია მილეტი, რომელსაც ეპყრა შავის ზღვის პირად გაბნეული კოლონიები.[6] ალექსანდრემ გაგზავნა, სტრაბონის სიტყვით, თავისი მხედართ უფროსი მემნონი ისპირატის ოქროს მადნის დასაჭერად. ისპირატად ჰხადიან ჭოროხის ხეობის ისპირს, სადაც აქამომდე სხვა და სხვა მადნები თურმე იპოვება.[7] გარდა ამისა, კავკაზის საზღვრად კასპიის ზღვაზე იყო განსაკუთრებით მიქცეული ალექსანდრეს ყურადღება. იმ დროს ფიქრობდნენ, კითომც კასპიის ზღვა შეადგენდა ჩრდილო-ოკეანის ნაწილს და ალექსანდრეს ჰსურდა გამოეკვლია იმისი ნაპირები და სავაჭრო გზები გაეხსნა იმის მოსაზღვრე ტომებში. იმან გაიჩინა კასპიის ზღვაზე ჶლოტი, რომელსაც უნდა შეეტყო დაკავშირებულია თუ არა ასპიის ზღვა ოკეანთან შვის ზღვის შემწეობით და ანუ სხვა ზღვების შუამავლობით ინდოეთთან, ამ გვარად მოიყვანეს ცნობაში ჯერ კასპიის ზღვის სამხრეთი დაპირები, შემდეგ აღმოსავლეთი კიდეები იაქსარტის მდინარემდე, მასუკან დასავლეთი ნაპირები ალბანიამდე, ანუ დერბენტამდე, რომლის დაფუძნებასაც ზოგნი ალექსანდრეს მიაწერენ და თვით ადგილობრივი თქმულება დერბენტის ძველს ზღუდეს აქამომდე ალექსანდრეს სახელს უწოდს.[8]

შემდეგ ამისა შესაძლებელია სომხეთისა და საქართველოს დაჭერა ალექსანდრეს ჯარისაგან და არა თვით ალექსანდრესაგან. ამის დასამტკიცებლად ბროსსე უჩვენებს ფრანციზულის ქართლის-ცხოვრების შენიშვნაში სომხურს ენაზე ბერძნულისა და ლათინურის წყაროებიდამ შედგენილს ალექსანდრეს ცხოვრებას, რომელიც ვენეციაში გამოუციათ 1842 წელს ამ წიგნში ალექსანდრე სწერს თავის დედას ოლიმპიადას: ...., აქედამ ჩვენ გავემგზავრენით და მივადექით კლდე ქვაბებს, სადაც მე გამოვაჭრევინე სახსოვრად როგორათაც ჩემი სახელი და სახელები ჩემგან დამონავებულის ბესსისა, არივარდანის და მაზაკის მეფეებისა აგრეთვე სახელები მეფეებისა მარსთა, სომეხთა, იბერთა და ყოველთა სპარსთა, რომელთაც დიდი დარიოსი ბრძანებლობდა.[9] სომხეთის დაჭერა ალექსანდრესაგან სომხის მატიანეს სიტყვით უეჭველი საქმეა. იმის თქმით სომხის მეფე ვჰაე, ძე ვანისა, უკანასკნელი ჰაოსის სახლის წევრი, მოიკლა, როდესაც ის ალექსანდრეს ებრძოდა დ ალექსანდრემ თავის მოადგილედ სომხეთში დანიშნა სპარსი მითრინეზი[10]. ჩვენ ვიცით, რომ ალექსანდრე ყველა იმისგან და მონავებულს მხარეებში თავის მოადგილეებს ჰნიშნავდა[11] — მაშასადამე სომხეთის მატიანეს თქმულება, რომელსაც ჩვენ აქ ვუჩვენებთ, სიმართლეზე ახლოა რაც ალექსანდრესაგან სომხეთს შეემთხვა, იგივე უნდა შემთხვევიყო თვით საქართველოს. ამაში ჩვენ ეჭვი არა გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ქართლის-ცხოვრების აზონი ეჭვ ქვეშა გვყავს. აზონი მოგვაგონებს იმ იაზონს, რომელიც ზღაპრულს დროებაში არგონავტების ხომალდით კოლხიდაში შემოსულა. ამითი ჩვენ ის არ გვინდა ვთქვათ, რომ ალექსანდრეს არა ჰყოლიყო თავისი მოადგილე საქართველოში, როგორაც სომხეთში, როგორც სხვაგან. ამას დაურთავთ აქ, რომ აზონ ერქვა იმას თუ არა, ეს სულ ერთია. თვით იმის მოქმედებაში, როგორც ამას ქართლის-ცხოვრება გვიამბობს, ისტორიულ წინააღმდეგობას ჩვენ არა ვხედავთ. აზონის პატრიკიობა და ასი თასის ჯარის მიცემა იმისთვის ალექსანდრესაგან კი ცრუ-თქმულებაა: პატრიკიოსა მიერ არიყო ეს მოხლეობა, ეკუთვნის რომის იმპერიის უკანასკნელს დროებს; ის შემოდის კოსტანტინე იმპერატორის დროს მე-IV საუკუნის დამდეგს ქრისტეს შობის შემდეგ.[12] და თვით ჩვენში პირველად პატრიკად იხსენიება მთავარი სტეფანოსი[13] იყვნენ თუ არა ალექსანდრეს სამსახურში რომაელნი, ჩვენ არ ვიცით. ასი ათასის ჯარის მიცემა აზონისთვის ალექსანდრეს არ შეეძლო მაშინ, როდესაც თვითონაც სპარსეთთან საომრად საბერძნეთიდამ გამოვიდა 34 ათასის ქვეითის ჯარით და 4 ათასის ცხენოსნის მხედრობით.[14]

თვით ფარნავაზ მეფეზე ჩვენ არ შეგვიძლიან და – ჭეშმარიტებით ვთქვათ, ნამდვილი ისტორიული პირია ისა თუ არა. ჩვენ ამაზე გარდა ქართლის-ცხოვრვებისა სხვა დასამტკიცებელი საბუთი არა გვაქვს, თუმცა ჩვენ ჩვენის მხრით არ ვეჭვნეულობთ იმის სინამდვილეზე. ფარნავაზად სახელ-წოდებულნი პირნი იხსენებიან როგორათაც ბერძნულს მატიანეში,[15] აგრეთვე სომხის ისტორიაში. ეს უკანასკნელი ჰაოსიანთ დინასტიის მეფეების რიცხვში უჩვენებს ორს ფარნავაზს პირველი მეფობდა მე-VII სუკ., მეორე მე-V საუკ. გასულს ქრისტეს წინად.[16] ჩვენ ვეჭვნეულობთ საქართველოს ფარნავაზისაგან შემოტანილს წეს-დებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც სამოქალაქო და სამხედრო წყობილება, როგორც სარწმუნოებას რიგი, თვით კერპი არმაზი ძველადვე უნდა იყვნენ დამყარებულნი ჩვენ ქვეყანაში. ასეა ყველა ტომის ისტორიაში, რომ ერთს დროს და ერთს რომელსამე ზღაპრულს თუ ისტორიულ პირს ხალხის თქმულება მიაწერს სხვა და სხვა დროს მიღებულს მოქმედებას, სხვა და სხვა პირთ მოღვაწეობს. მოვიგონოთ ქართული მხედრული: ქართლის-ცხოვრების თქმით მხედრული შემოღებულია ფარნავაზისაგან, თუმცა ჩვენ ზემოდ წარმოვთქვით ჩვენი აზრი, რომ ის ფარნავაზზე ბევრით გვიან შემოდის ხმარებაში. განსაკუთრებითი ყურადღება ახალი მეცნიერთაგან მიქცეული ფარნავაზის ცხოვრებაში მოხსენებულს დიღმის კლდე-ქვაბში ნაპოვნს ხვასტაკზე. ფარნავაზ ასე შეუთვლის ქუჯს: „და არს ჩემთანა ხვასტაგი დიდ-ძალი, ვიხმაროთ ხვასტაგი იგი ორთავე.“ ქუჯი უპასუხებს: „ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა და ხვასტაგებითა შენითა განგიმრავლე სპანი შენნი.“[17] სომხურს ქრონიკაში, რომელიც როგორც გვითქვამს, ქართლის-ცხოვრებიდამ არის ძველადვე გამოწერილი, ნათქვამია: „არის ჩემ-თანა დიდძალი ვერძი. ვერძითა შენითა განვამრავლოთ სპანი“.[18] ევროპიელნი ნუმმიზატნი, რომელნიც ძველის ქართულის მანეთების განხილვაში შესულან, ამტკიცებენ, ვითომც ხვასტაგად იგულისხმებოდა ვერცხლის ფული.[19] ვითომც სდაც მთიულნი ქართველნი ხვასტაგად ფულს უწოდებენ. სასაქართველოში დროითი დრომდე ჩვენ ვპოულობთ სხვა-დასხვა გვარ მანეთებს იმათში უძველესია ათინაში მოჭედილი მანეთები, რომელთაც ეწოდება დარიქი, დრაქმა და თეთრი დრაქმა; ვპოულობთ აგრეთვე ალექსანდრე მაკე დონელის მანეთებს. უმრავლესი ძველ მანეთებში არის პატარა ვერცხლის ფული, რომელსაც კოლხიდის მანეთს უწოდებენ: ერთს იმის მხარეზეა გამოჭრილი დედაკაცის თავი ეგვიპტურის თავ-სახურით, მეორეზეა ხარის თავი, წარწერა იმას აქვს ბერძნულად: მო-მოსხოსი (?) სხვა მანეთების წარწერა არის: დიოსკურია, კოლხიდა... ამტკიცებენ, რომ ფარნავაზის დროს და წინათაც საქართველოს თავისი მანეთები არა ჰქონია, რომ აქ იხმარებოდა ბერძნული მანეთები, რომლნიც შავის ზღვის პირზე მოფენილს კოლონიებში იჭედებოდნენ. ამ მანათებთაგანი თურმე იყო ფარნავაზის ხვასტაგი.[20]

ღირს საცნობელი ვარნავაზის ცხოვრებაში საგანაია საქართველოს დაყოფა საერისთავოებად, რომელიც, ქართლის-ცხოვრების თქმით, იყო ცხრა და ვახუშტის მოწმებით ათი.[21] ამ შემთხვევაში ქართლის ცხოვრება სრულებით ეთანხმება ჩვენის ტომის გეოგრაფიულს და ეთნოგრაფიულს დანაწილებას. ამ ბუნებითს თვისებაზე იყო შემდეგშიაც დაარსებული საქართველოს პოლიტიკური და შინაგანი დაყოფა. შემდეგ, როგორც ამას თავის ადგილს ვუჩვენებთ, საერისთავოები უფრო და უფრო დამყრდა, რიცხვი იმათი გამრავლდა. პირველ ერისთავად ანუ სპასპეტად ყოველთვის იყო ქართლას-ერის თავი, რომელიც განაგებდა ეგრისის საზღვარს აქეთ, ესე იგი „ტაშისკარისა, ფარავანისა და ლიხის მთას ქვევით არაგვ-თფილისამდე.[22] ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველადვე უნდა იყოს მთელი საქართველო დაყოფილი ოთხ სადროშოდ, რომელსაც ვახუშტი მოიხსენებს თავის გეოგრაფიაში. იმის სიტვით წინა მრძოლნი იყვნენ თორელნი, ციხის-ჯვარელნი და ახალციხელნი, და მიმყოლნი მათნი სრულიად მესხნი და კლარჯნი და სომხითისა რომელნი ეპყრათ[23]. ხოლო მემარჯვნე მიმსვლელ-მცემელნი სრულიად ლიხთ იქითი აფხაზ-ჯიქითურთ. ხოლო მემარცხნეთ მიმსვლელ-მცემელნი სრულიად ჰერ-კახნი. ხოლო მეფისა ალმის მპყრობელნი ქართველნი და რომელნი როქით სპანი ეპყრნეს მეფესა, გარნა ოდესმე სამად მიმსვლელად ანუ სხვა-რიგ მიიყვანიან, ვითარ ამჯობინის მეფე ანუ სპასალარი.“[24] იმ დროს, რომელსაც ჩვენ აღვწერთ, ქართლის-ცხოვრების თქმით, ქართველებად იწოდებიან აწინდელნი მესხნი, ქართლულნი და კახელნი, იმერეთის სახელი ჯერ არ არის ხმარებაში. სიტყვა ლიხთ-იმერი, ლიხთ-ამერი, ანუ იმერნი და ამერნი პირველად იხმარება მე-XII საუკ. გიორგი მეფის დროს.[25] ისინი იწოდებიან ხან ეგრისელებად, ხან მეგრელებად. მესხი თუმცა იხსენიება, მაგრამ ჯერ ისიც საზოგადოდ არ იხმარება.[26] ლაზნი ანუ ჭანნი ამ სახელითვე არიან ძველადვე ცნობილნი; ტრაპიზონი, ქრთლის-ცხოვრების თქმით, იყო დასახლებული მეგრელთაგან, ესე იგი აწინდელთა ჭანთაგან, რომელნიც მეგრელნივე არიან.[27] სვანეთი სვანეთადვე ისახელება სვანეთი შეადგენდა სამიფლობელის ეგრისის მთავრისას. ანდრია მოციქულის დროს აქ მთავრობდა დედა-კაცი.[28] საზოგადოდ უნდა ვთქვათ, რომ ახლანდელი ქართლი ძველ დროს იწოდება შიდა-ქართლად, შიდა ქალაქად, ზედა-სოფლად. შემდეგ ისმარება: ზემო-ქვეყანა, ქვემო-ქვეყანა, პირველი ჰნიშნავდა მთელ ქართლს, რომელიც ბოლოს ზემო ქართლად და ქვემო-ქართლად დაიყო. მეორე ნიშნავდა იმერეთს სამეგრელოითურთ[29] — ფარნავაზის დროს მოხსენებულნი „ოთხნი ციხენი, რომელნიც მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა,“ როგორც ბროსსეს საფუძვლიანად შეუნიშნავს, არიან ოთხნი საქართველოს შესავალნი ხეობანი რომელთაც თვით სტრაბონი აგვიწერს და რომელნიც ჩვენ ამას წინად ვრცლად გამოვიკვლივეთ. ქართლის-ცხოვრების თქმულება, ვითომც — ქართული აზნაური წარმომდგარიყოს აზონის სახელისაგან, ცრუ-თქმულებაა, ახლა გამოკვლეულია, რომ ამ სიტყვის ნამდვილი ფესვი არის სომხური აზნივ-განთქმული, განვითარებული, აზნოვაკან-კეთილშობილი.[30] ამისთვისაც სიტყვა აზნაური თვით ქართულს სამღთო წერილს ენაზე ჰნიშნავს თავისუფალს,[31] როგორც სომხურს ენაზე აზატი.[32]

_____________

1 Dubois, Voyage, II, 31.

2 Hist de la Géor. 133 n 6.

3 ქართლის ცხოვ. I გვ. 260.

4 Шлoccepa, Bceмiрная Иcтopiя, 1861, II, 344-345

5 V. S-Mart, Hist. des découv géogr. II,p 343

6 Ibid. II, 340.

7 S-Mart. Mém sur l' Arm., I, 69.

8 Montesqieu, Esprit des Iois 1860, p. 283-297. Исторiя Грузiи кн. Баратова, Teтpaдь первая. 1865г., 22-23.

9 Hist de la Géor I, 35 note 6. გარდა იმისა მარაბას კატინა მოგვითხრობს, ვითომც დარიოსის სატრაპის მიტრიდატის (მირდატის) შთამომავალნი, გუგარაცნი ალექსანდრეს დაედგინოს მბძანებლებად ნაბუქოდონოსორისაგან იმ დატყვევებულთა იბერიაში, რომელნიც შავის ზღვის პირად სახლობდნენო La nglois, Collect, I,49-56.

10 S-Mart. Mém. surl Arm I, 285—286,

11 Шлоссера Всемiрн. Исторiя, II, 348.

12 Hist de la Géor. I, 35 n. 6. Littré, Dictionnaire de la langue française, p. 1008.

13 Hist de la Géor. I. სტეფანისს პტრიგად მოიხსეიებს წარწერა ჯვარის მონასტრის მცხეთის პირის-პირ, Barthol, Lettres numism, 48, planche III — ეს შემთხვევა გარწმუნებს, რომ ჩვენი მატიანე ალექსანდრე მაკედონელზე უნდა იყოს შედგენილი ან სტეფანოსის დროს ან შემდეგ, როდესაც პატრიკობის ხმარება საქართველიოში თითქმის ჩვეულებად შემოდის.

14Исторiя умест. разв. Европы, I, 146

15 Plutarque, Vie des hommes illusfes. Paris, 1858, IV, 438, 442, 480.

16Hist. de la Géor. I, 37 n. I. Mém sur l' Arm. I, 408, ლანგლუა ფიქრობს, რომ ფსევდო-აგათანგისაგან ხსენებული ფარნავაზი, რომელიც ნაბუქოდონოსორს დაემორჩილაო, უნდა იყოსო ქართველების ფარნავაზი. Collect., 1, 198.

17ქართლის ცხოვრება, გვ. 30.

18 Chronique armén. Addit. et Eclaircis, 1851 p 8.

19 ამ აზრს ჰმოწმობს როგორც ქრთლის–ცხოვრება (ქრთლის–ცხოვრება I, 48), აგრეთვე ახალი არხეოლოგიური გამოკვლევა, რადგანაც სულ ძველად აღებ-მიცემობააში ფულის მაგიერ იხმარებოდა ყველგან საქონელი; ამისთგის შემდეგ ფულის შემოღებისა ამ უკანასკნელს დერქვა pecunia Diction. des antiq. qrecques et romaines. 454. 455. იხილე აგრეთვე ლათინურ ენაზე „ბიბლიაში“ Liber Genesis XXIII, 9, 13.

20 Brosset, Revue de numismatique géorgienne. Spb. 1847, 15-16. Langlois, Essai de classiti- cation des suites monét de la Géorgie, 1860 11-13 Mél Asiat, IV, livr. 2, 160-161.

21 Hist de la Geor I, 41 n 2.

22 Hist. de la Geor I, 42. ვახუშყის გეოგრაფ. აღწერა საქართვ., 276.

23 იქვე 34.

24hist. de la Géor. I, 388.

25 Ibid. 56, 59, 61, 69, 74, 264.

26 Ibid 107, 264, 307,

27Ibid. 40, 44, 61, 183.

28Ibid., 42, 64, 65, 71, 204, 248, 301, 311

29Ibid., 34 n. 5.

30 S – Mart., Mém. sur l' Arm. II, 200 n. 1. Hist. de la Céor. II, Introd. et tables. XXIV.

31 ეპისტ. კოლოს. III, 8.

32 История арменiи, 313.

6 სასამართლოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


სასამართლოს მატიანე

ზასულიჩის ქალის საქმე

(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)

(შემდეგი)[1]

ყოველისფერი, რაც შუიტყო ზასულიჩმა, უფრო ვრცლად და დაწვრილებით შეიტყო და ამასთანვე შეტყობილი საბუთიანი და ნამდვილი იყო. მას შემდეგ მძიმე იჭვნეულებანი მოესპნენ და მათ მაგიერ წარმოუდგა უფრო მძიმე ჭეშმარიტება, რომელსაც არასფერი ეჭვი აღარ მოჰსდევდა. ბედის-წერის კითხვა გამოეხატა თვალწინ მთელ ის თავისას მოუსვენარის უჯიათობით, თავს ვინ გამოიდებს უმწეო კატორღელის შეგინებულის ღირსებისათვის? ვინ ჩამოურეცხს, ვინ და როგორ ჩამოაცლის იმ სირცხვილს, რომელიც სამუდამოდ განუქროლებელის ტკივილით მოაგონდება უბედურსა? გულის სიმტკიცით აიტანს დასჯილი კატორღის ტანჯვასა, იგი დასჯერდება თავისის დანაშაულობის გადახდევინებს, იქნება ამ გადახდევინების სიმართლეც ჰსცნოს და აღიაროს, იქნება მოვიდეს ის დროც, როცა სახელმწიფო ტახტის სიმაღლიდამ მოწყალებაც მიენიჭოს და უთხრან: „შენ შენის ბრალის სამაგიერო გადაგიხდია; შემოვედ ისევ იმ საზოგადოებაში, რომლიდამაც განდევნილი ხარ; შემოვედ და იქმენ ისევ მამულის-შვილად.“ ხოლო ვინ და როგორ აღმოფხვრის მის გულიდამ ხსოვნას სირცხვილისას, შეგინებულის ღირსებისას; ვინ და როგორ ჩამორეცხს იმ ლაქას, რომელიც სამუდამოდ დაეჩნევა მის სიცოცხლეს და დარჩება მის ხსოვნაში? დასასრულ, სად არის თავდები, რომ ამისთანა სამარცხვინო საქმე სულ მეორედ არ მოხდეს? ბევრი ამხანაგი უბედურებისა ჰგავს ბოგოლიუბოვსა, — ნუ თუ იმათაც იმ შიშს ქვეშ უნდა იცოხოვრონ, რომ დღესა თუ ხვალე ჩვენც იმ დღეს მოგვაყენებენ, რაც დღე მიაყენეს ბოგოლიუბოვსაო? თუ კანონთმდებლებმა დაადგინეს ჩამორთმევა ღირსებისა და ხარისხისა, მაშ რატომ ფსიხოლოღნი და მორალისტები არ მოვლენ და არ გვაჩვენებენ გზას, თუ როგორ უნდა წაერთვას ღირსება ჩამორთმეულს მისი ზნეობითი თვითება, მისი კაცობრიული ბუნება, მისის სულის ათვისება; რატომ არ მოვლენ და არ გვაჩვენებენ გზას, რომ კატორღელი გადიქცეს პირუტყვად, რომელიც ჰგრძნობს მხოლოდ ხორცის ტკივილს და არ იცის რა არის ტანჯვა სულისა?

ამას ჰფიქრობდა, ამას იმოდენად არა ჰფიქრობდა, რამოდენადაც ბუნებითად ჰგრძნობდა ვერა ზასულიჩი. მე მისის აზრით გელაპარაკებით. მე გელაპარაკებით ქმის მისის სიტყვებითა, შესაძლოა რომ მისთა ფიქრთა შორის, მისთა გულის-თქმათა შორის, მისთა კითხვაოთა შორის ბევრი რამ იყოს ატაცებული, ბევრი რამ იყოს ტკივნეულობით-წამატებული შესაძლებელია, რომ მეკნანონე აქ გზას გაიგნებდა და რომელსამე ჯეროვანს მუხლს კანონისას წარმოადგენდა და მით გაამართლებდა მას, რაც ბოგოლიუბოვს შეამთხვიეს. სხვა რამ, თორემ ჩვენში კანონს კი ადვილად იპოვნიან, როცა მის პოვნა უნდათ შესაძლოა, გამოცდილმა წესის მცველმა დაამტკიცოს, რომ სხვაფრივ მოქცევა ბოგოლიუბოვთან შეუძლებელი იყო, რომ არ ისე, წესიერება მოისპობა, შუსაძლოა „წესის მცველს კი არა, უბრალო მოსაქმე კაცსაც ეთქვა ზასულიჩასათვის სრულის გულდაჯერებით, რომ გონიერს რჩევას აძლევს: ეჰ, ამოიღეთ გულიდამ, ვერა ივანოვნავ, ეგ საქმე, თქვენ ხომ არ გაუწკეპლიხართ, რა გინდათ?“ ხოლო ვერც მეკანონე, ვერც მოსაქმე კაცი ვერ აუხსნიდა ზასულიჩს მღელვარე ფიქრებს, ვერ დაუამებდა გულის ტკივილს. არ უნდა დავიწყებულ იქმნას, რომ ვერა ზასულიჩი მეტად ფიცხის ბუნებისა, მეტად მგრძნობიარეა; არ უნდა დავიწყებულ იქმნას, რომ მას, თითქმის ჯერ კიდევ ბავშვს, შესწამეს სახელმწიფო დანაშაულობა; თუმცა ეს შეწმება არ გამართლდა მაგრამ მის გამო ორი წელიწადი განმარტოებით პყრობილება გამოიარა, მას შემდეგ უბინაოდ ახეტეს აქედა და და იქით და ყოველ ამან დასძალა მისი ბუნება; სამუდამოდ ჩაუნერგა ხსოვნა საპოლიტიკო ტუსაღის ტანჯვისა, დაყენა იმ გზაზედ, და იმ წრეში, საცა მრავალი მიზეზია ტანჯვისთვის, სულის აღშფოთებისათვის და საცა მეტად მცირე ადგილი აქვს საყოველდღეო სულდაბლობის საბუთს და რჩევას.

მეგობრებთან თუ ნაცნობებთან საუბრის დროს, ანუ მარტოდ ყოფნის ჟამს, დღისით, თუ ღამით, საქმობაში, თუ უსაქმობაში, ზასულიჩმა ვერ განიშორა ფიქრი ბოგოლიუბოვზედ, — და არსაიდამ არც ერთი გულშემატკივარი შემწეობა, არსაიდამ დამშვიდება სულისა, შემდეგის კითხვით ამღვრეულისა: ვინ გამოესარჩლება შეგინებულს და შერცხვენილს ბოგოლიუბოვსა; ვინ გამოიდებს თავს სხვათა უბედურთათვის, ვინც ბოგოლიუბოვის ყოფაში არიან? ზასულიჩი ელოდდა, რომ ჟურნალ გაზეთობა გამოვა მოსარჩლეთაო; ამისაგან ელოდდა, რომ ფეხზედ წამოაგენებენო იმ საგანს, რომელიც მას აშფოთებდა, საზღვართ მხსოვნელი მწერლობა მდუმარებდა, ზასულიჩი იმედოვნებდა, რომ საზოგადოებრივი ხმა მაინც თავს გამოიდებსო. მაგრამ თბილის ოთახიდამ, მეგობართა შინაურად საუბრის წრიდამ ეგ ხმა გარედ არ გამოვიდნ. ბოლოს იმედოვნებდა, რომ მართლ-მსაჯულება ამოიღებს ხმასო, მართლ მსაჯულება... არა, იგი გაჩუმებული იყო. ლოდინი ლოდინად დარჩა. მტანჯველნი ფიქრნი კი, სულის აღშფოთება კი ისევ მოქმედებდნენ. ხელახლად და ხელახლად კიდევ და კიდევ წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ სახე ბოგოლიუბოვის მისის გარემოებისა. სულს უხუთავდა არა ჩხარა-ჩხური ბორკილისა, ტვინს უყინავდა რა ბნელი თაღი უსაცოცხლო საპყრობილისა, — მას უშობდნენ გულს სერ-სერად დაჩნეული ნიშნები როზგისა, გულს უბზარვიდნენ სამარცხვინო წყლულნი და ცოცხლად დამარხულის ადამიანის ხმა სამარიდამ ამოიძახდა:

რაღას მდუმარებს, ძმანო, გულის-გაბოროტება?

რაღას მდუმარებს სიყვარული?

და ერთბამად, როგორც ელვა, გაურბინა გულში უეცარმა ფიქრმა: „მე ვარ თავ-გამომდები, მე! შედგა, დაჩუმდა ყოველივე ბოგოლიუბოვის თაობაზედ; ხმის ამოღებაა საჭირო და ჩემი გული შესძლეს ამოიძახოს ეგ ხმა; მე ამოვიღებ ხმას და კაცის ყურამდე მივაწვდენ!“

იკისრა ამის ქმნა და ეს იუო პასუხი მისის უეცრად წარმომდგარის ფიქრისა. მას შემდეგ მასზედ თუ ფიქრობდა რა დროს და როგორ შევასრულოო განზრახული, თორემ თვითონ საქმე კი, აღსრულებული 24-ს იანვარს, საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა.

იმ უეცარის ფიქრისა და საქმის აღსრულების შორის გაიარა რამდენმამე დღემ, რამდენმამე კვირამაც. ეს გაუხდა ბრალდებულების საბუთად, რომ ზასულიჩს დანაშაუალობა წინადვე-განზრახულად ჩაეთვალოს. თუ წინად განზრახულებას მივაწერთ იმას, რომ კაცი მზადებასა, საშუალების არჩევანსა და დროს შერჩევაშია, მაშინ, რა საკვირველია, ბრალდებულება მართალია, მაგრამ განზრახვა ზასულიჩისა, არსებითად და თვისის სათაურით, არ იყო და არც მესაძლოა ყოფილიყო, დამჯდარის გონებით მოსაზრებულ განზრახვად, თუნდა ამაზედ მეტიც დრო გასულიყო. განზრახვიდამ მის აღსრულებამდე. განზრახვა მისი უეცარი იყო და წარმოდგა უეცარის ფიქრის გამო, რომელმაც სრულად შეიპყრო და დაიმონავა ატაცებული არსება ზასულიჩისა. განზრახვა, მსგავსი ზასულიჩის განზრახვისა, გაჩენილი აღშფოთებულს გულში, წინად ვერ მოისაზრება, წინად ვერ გაისინჯება, აზრი სწრაფად შეიშურობს ხოლმე ადამიანს; მის მსჯელობას აღარ ემორჩილება, პირიქით თვის მსჯელობას დაუმონავებს ხოლმე და თვითვე აიყოლიებს. რაც უნდა შორს იყოს აღსრულება აზრისა, რომელსაც შეუპყრია ადამიანის გული ატაცება კაცისა არ გადიცვლება ხოლმე დამჯდარი მსჯელობათ და ატაცებათ რჩება, ამ ყოფაში აზრს ვერ ასწონს ხოლმე ადამიანი, ვერ განსჯის, არამედ ექვემდებარება, მონებრივ ემორჩილება და აჰყვება ხოლმე. ამ ყოფაში აზრის ავ-კარგიანობას კაცი ყურს არ ათხოვებს. ხოლმე, იგი განუსჯელად ემორჩილება და ეთაყვანება. აქ ადამიანი სჯას და მოისაზრებს ხოლმე რა გზით და როგორ მოიყვანოს აღსრულებაში განზრახული, ხოლო ეგ სრულაც არ შეეხება ხოლმე განზრახულს არსებითად. საჭიროა თუ არა განზრახულის აღსრულება — ამაზედ აღარ ფიქრობენ ხოლმე, რაც უნდა ბევრი ხანი იფიქრონ აღსრულების საშუალობაზედ. ვნებითი აღელვება სულისა, რომელშიაც დაიბადება და გამოისახება ხოლმე აზრი, არ მიუშვებს ხოლმე კაცს მსჯელობამდე. ამ სახით, ზეგარდამო შთაგონებული აზრი პოეტისა ზეგარდამო შთაგონებულადვე რჩება, და არა მოგონილად მაშინაც, როცა პოეტი დიდხანს დაფიქრდება ხოლმე რა სიტყვა ვიხმაროო და რა რითმით შევმოსოვო ჩემი აზრი.

(შემდეგი იქმნება)

______________

1 „ივერია“ 15, 16, 17, 18. 1878 წ.

7 სისხლის მოჩვენებაზედ

▲ზევით დაბრუნება


სისხლის მოჩვენებაზედ

(დასასრული)[1]

XII

როცა კრისტოვალი დაეცა მე პირველს წუთს რაღაც მესიამოვნა... მე თქვენ არასფერს გიმალავთ... მე ფიქრად ის მომივიდა, რომ ჯავრი ამოვიყარე მეთქი ჩემის წარსულისათვის: ვინ ეხვეწებოდა, რომ, თავისთან ამიყვანა და გარს სისხლი შემომარტყა! ბედს ჩემთვის თითქო სიჭლექით სიკვდილი დაენიშნა და იმან რატომ არ დამანება თავი, რომ ჩემის ბედის წერით მომკედარვიყავ? ღმერთს უნდოდა, რომ მე სააქაოს ხანგრძლივ არ მეცოცხლა, ის რად წავიდა ღვთის განგებულების წინააღმდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაზი მე მართლა მწამდა, რომ მე აღვადგინე გაბრუნდებული სასწორი ამა ქვეყნის ნივთიერებათა შორის. ხოლო ამ უქმმა თავის მოტყუებამ დიდხანს არ გაჰსტანა. კვნესა, აღმომხდარი მომაკვდავის გულიდამ ისარივით გულს მეცა და შუა განმიპო. მას აქედ ეგ გულის წყლული არ გამთელებია და არც გამიმთელდება ვიდრე თქვენ სიკეთეს არ მიზამთ და ნაჯახის კერძად არ გამხდით…

დავეცი დანა, მაგრამ კარგს ალაგას ვერ მოვახვედრე. საწყალი ყასაბი მთელს 15-ს წუთს წვალობდა; ხელით ბალახსა ჰგლეჯდა, მიწასა ჰღრღნიდა და ფართხალობდა სისხლში. ამას ყეელასფერს ჩემის თვალით ვხედავდი და ჭკუიდამ როგორ არ შევიშალე, — ღმერთმან იცის, მიკვირს! ბოლოს ფეხზედ წამოდგა და ხეს მიებჯინა. მე მეგონა მეძახის მეთქი, თუმცა პირში ქაფი მოჰსდგომოდა და ტუჩებს ვერ ანძრევდა... მე ცოცვით მივედი.... როცა მე თავის ფეხებ წინ დამინახა, მაშინ აცახცახდა და ისევ დაეცა დადამიწაზედ. რაღა თქმა უნდ რომ ერთი ჩემი დანახვა იმისათვის სიკვდილი იქნებოდა. მე დავუწყე ვედრება, შემინდე მეთქი დ ათასი სულელური სიტყვა სხვაც ვუთხარი... ვაი იმ უბედურს! რა რიგად მინდა, რომ მე იმის ადგგილას ვიყო! ამოვიღე ხელთსახოცი და პირიდა ქაფი მოვწმინდე. მაშინ ჩამჭიდა ხელი. ცხადი იყო — რომ თქმა უნდოდა რისამე და ღონე არ მოჰყვა მე იმის ტუჩებს ყური დავადე: იმის ხმა მომესმა ვითომ? არ ვიცი. იქნება ჩემმა სინიდისმა გაიხმაურა? იქმნება ჩემის სინიდისის ხმა სულთმობრძავის ხმად მეჩვენა? ამაზედ სწორეს ვერას მოგახსენებთ, იმიტომ-რომ მეც თვითონ ვერა გამიგია რა მხოლოდ გონებაში ეს სიტყვები ჩამრჩა: „წადი და შენი თავი გაამხილე წინაშე ადამიანის მართლ მსაჯულებისა, თორემ მართლ-მსაჯულება ღვთისა დაგსჯის.“

XIII

მე ხმამაღლა რამდენიმე ლოცვანი ეჰსთქვი და როცა გვამი გაცივდა, შევიდე მხრებზედ და წამოვედი. გათენებამდე ვიარე ქალაქამდე; თან მომდეედნენ ჩემნი მშობელნი: მამა ჩემს მარჯენივ ეჭირა მკვდარი და დედა ჩემს — მარცხნივ. თქვენ ერთმანეთს გადახედეთ ეხლა, თითქო გებრალებით; თქვენა გგონიათ, რომ ამისთანა ამბავს მარტო გიჟი ილაპარაკებსო. თქვენ რაც გინდათ, ის იფიქრეთ. მე მარტო ამას გთხოვ ამისხნათ: რამ შემაძლებინა, რომ სამის საათის განმავლობაში მარტო მხარზე მკვდარი გადებულმა ის მანძილი გავიარე ქვევითად, რომელიც თქვენ ძლივს გაიარეთ საათ ნახევარში კარგის ფოშტის ცხენებითა?

ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, როცა მე ჩემის ბარგით მოვედი თქვენს სახლთან, ბატონო თავმჯდომარევ! მე მკვდარი მხრებიდამ გადმოვიღე, კარებ წინ დავდე და დავარაკუნე კარი. დიდხანს ვარაკუნებდი. თქვენს მოსამსახურეებს მაგარი ძილი ჰსცოდნიათ. ბოლოს თქვენ თვითონ გადმოიხედეთ ფანჯრიდამ და ჯერ კიდევ თვალებს იფშენეტდით რომ დამიძახეთ:

— ეს ვინ პირუტყვია, რომ კარს არაკუნებს, მაშინ როცა ყოველს პატიოსანს კაცს ჰსძინავს?

— პირუტყვი კი არა, ბატონო თავმჯდომარევ, მეთქი, მე მოგახსენეთ, — კაცის-მკვლელია, რომელმაც თვისი სხვერპლი მკვდარი თვითეე მოგიტანათ, თვითონ მკვდრის ბრძანებისა მებრ. ინებეთ და ტანთ ჩაიცვით, მხოლოდ ნუ აჩქარდებით, მეთქი. ვინც მოდის და გთხოვთ თავის მოსაკვეთად წამიყვანეთო, იმას ასაჩქარებელი არა აქვს რა, შეუძლიან მოცდა, — მეთქი.

თქვენ ერთი დაიძახეთ და მოაჯახეთ ფანჯრა. თვალის დახამხამების უმალ თქვენს კიბეზედ ფეხის ხმა მომესმა. მე მეგონა, რომ თქვენ მობძანდებით ჩემს დასაჭერად და ოქმის შესადგენად; მეც დაეჰსწვდი, უკანასკნელად ვუამბორე უბედურს ქრისტოვალს და დავიწყე ლოდინი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თქვენ იმიტომ ჩამოხვედით კიბეზედ. რომ უფრო მაგრად დაგეკეტნათ შიგნიდამ კარები. ღმერთმა უშველოთ, თქვენის სახლის ახლო მიმავალმა ხალხმა წამავლო ხელი და დამიჭირა,...

აი, ბატონებო, ეს არის ჩემი სრული ისტორია. თუ ამის შემდეგაც სიკვდილით არ დამსჯით, მაშინ, არ ვიცი რითღა უნდა მოგაწონოთ კაცმა თავი.

ბრალდებული დაჯდა. ნაფიცნი მსაჯულნი გავიდნენ საბჭობლად და ათის წუთის შემდეგ მათმა უფროსმა, დაიდო რა გულზედ ხელი, ჰსთქვა: „პატიოსნებისა და სინიდისისამებრ, ღვთისა და კაცთა წინაშე ნაფიცნი მსაჯულნი აღიარებენ: „ბრალდებული დამნაშავე არ არის.“

შეიტყო ეს განაჩენი თუარა, კაცისმკვლელი წამოდგა ფეხზედ, მკვდარსავით ფერ მიხდილი, თავიდამ ფეხამდე სულ ცახცახებდა. გაჯავრებული მიუბრუნდა მსაჯულებს და ასეთის უკადრისის სიტყვებით იხსენია იგინი, რომ მეტი გზა არ იყო, ხელები შეუკრეს და გიჟების სახლში გაისტუმრენ.

იქ მოკვდა ეხლა ხან ის უბედური სიგიჟისაგამო.

ეკ. ღვინიაშვილისა.

____________

1 „ივერია“ №№ 14, 15, 16, 17, 18. 1878 წ.

8 განცხადებანი

▲ზევით დაბრუნება


განცხადებანი

გამგეობა

მიხაილის აზნაურობის საადგილ-მამულო ბანკისა აცხადებს, რომ §17 ამა ბანკის წესდების ძალით გამგეობაში გაიყიდება საზოგადო ვაჭრობით ქუთაისში დებარე ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი ადგილით, რომელიც ეკუთვნის კოლლესუსკის ასსესორს ბესარიონ ანდრიას ძეს ხელთუფლიშვილს.

განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისაგან.

გამგეობა ზემოხსენებულის ბანკის უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების §16 ძალითა ამით აცხადებს, რომ 22-ს თიბათვეს 1878 წ., შუადღისას, ქალაქსა ტფილისში, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღანოვის სახლში ისყიდება საჯაროს ვაჭრობით უძრაკნი ქონებანი ქვემოხსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასახდელად გადის ფული, დაწესებული წესდების §§29, 30, 34 და 36 მუხლითა.

სულხანოვები, გაბრიელ და მიხაილ — ოთხი დუქანი ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 36 ოთხ-კუთხე საჟ., ქ. ტფილისს, 2 განყოფილებას 14 ნაწილში, ვალის თავნია 5,281 მან. შემოსატანია ბანკში 342 მან, და 18 კაპ., სულ 5,623 მან. და 18 კაპ.

ბურდულოვისა, ალექსანდრა სოლომონის ასული — ორი დუქანი თავლით, ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 600 ოთხ-კუთხე საჟ., ქ. ტფილისს 2 განყოფილების 11 ნაწილში. ვალის თავნია 2,880 36 55 კაპ. შემოსატანია ბანკში 183 მან. 68 კ. სულ 3,064 მან. 23 კა5.

სულხანოვისა, მარია ივანეს ასული ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სამ სართულიანი დუქნები, ორი ორ სართულიანი და თერთმეტი თითო სართულიანი ქვითკირის დუქნები. ტფილისს ა) 1 განყოფილების 7 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში, ჩუღურეთში, ვალის თავნია 17,283 მ.ნ. 27 კ. შემოსატანი ბაკში 973 მან 25 კ. სულ 18,256 მან. 52 კ.

პალიევი, იაკობ სემენის ძე – ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ორ-სართულიინი სამოსამსახურო სახლი სარდაფით და მიწით, ზომით 72 ოთს კუთხე საჟ. თფილისს 1 განყოფილების 5 ნაწილში ნემენცების ქუჩაზე ვალის თავნია 5 811 მ. და 74 კაპ. შემოსატანია 338 მან. სულ 6.149 მ. და 84კაპ.

ტერ-ზახაროვისა, მარია კონის ასული — ერთ-სართულიან ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 18 ოთხ-კუთხე საჟი, ტფილისს 2 განყოფილების 13 ნაწილში, ეჩმიაძინის ქუჩაზე. ვალის თავნია 195 მან. 27 კაპ შემოსატანია ბანკში 35 მ, 18 კ. სულ 230 მ.55 კაპ.

ბაბოვი, სარქის მარტირუზის ძე — ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და მიწით, ზომით 30 ოთხ-კუთხ საჟ.ტფილისს 2 განყონყოფილების 13 ნაწილში, ვალის თავნია 293 მან. შემოსატანია ანკში 30 მან. და 34 კაპ. სულ 3,223 მან.39 კ.

ბარათოვნი, კნ. იოსებ, გიორგი და კნეინა მარია ივანეს ძენი — მიწები 536 დესეტი და 1,920 ოთხ-კუთსე საჟ. ტფილისის გუბერნიისა და მაზრაში კომარლოს დაჩაზე (პატარა რატევანი), ვალის თავნია 5,976 მან 87 კ. შემოსატანია ბანკში 262 მან. 48 კ, სულ 6,139 მან. და 35 კაპ.

თარხან მოურავისა, კნეინა მარია ბიძინას ასული—მიწები 545 ოთს-კუთხე საჟენი-ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის სათუხარელოს დაჩაზე, ვალის თავნია 6,674 მან. და 10 კაჰ, შემოსატანია 291 მან. 23 კან. სულ 6.965 მან 33 კაპ.

პირადოვი, მიხაილ არტემის ძე — ბაღი ერთ-სართულიანის სახლით, მიწით, წყაროთი და ყოველგვარ კუთვნილებით, ზომით ბაღის მიწა სიგძით 135 საჟ., სიგანით 80 საჟ. ეზო და სახლას მიწა 250 ოთხ-კუთსე საჟ, ტფილისის გუბერნიის და მაზრის, სოფ. თფისში. ვალის თავნია 400 მან. შემოსატანია ბანკში 26 მან, და 10 კაპ. სულ 426 მან. 10 კაპ.

სტეფანოვი, გეურქა პავლეს ძე — ცარიელი მიწა, ზომით 300 ოთხ-კუთხე საჟ ქ. ტფილისს, 2 განყოფილების 11 ნაწილში, ავჭალის ქუჩაზე. ვალის თავნია 1,200 მან. შემისატანია ბანკში 66 მან. და 88 კაპ., სულ 1,266 მან. და 88 კაპ.

აივაზოვი, არტემა თადეოზის ძე — ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი თავის ფლიგელი და სახლის ქვეშ მიწით, ზომით 413 ოთხ-კუთხე საჟ., ფლიგელის ქვეშ. ზომით 51 ოთხ-კუთხე საჟ. ვალის თავნია 2,000 მან. შემოსატანია 76 მან. და 70 კაპ. სულ 2,076 მას, 70 კაპ.

საყვარელიძისა, მინადორა ზურაბის ასული — მიწები, ზომით 25 დესეტინა და 600 ოთხ-კუხე საჟ. ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის, სოფლებ: ზეკატის ცოცხნარს, ოდზისში და ზინდისში. ვალის თავნია 500 მან შემოსატანია 37 მან. და 20 კაპ. სულ 537 მანეთი და 20 კა3.

ანდრონიკოვი. კნ. ზაქარია იასეს ძე — მიწები, ზომით 15,000 დესეტინა ტფილისის გუბერნიის და მზრის. სოფი ლომბათოში. ვალის თავნია 59,768 მან. და 18 კაპ, შემოსატანია 2,063 მანეთი და 7 კაპ. სულ 61,831 მანეთი 25 კაპეიკი.

ჭიჭინაძე, ეგნატე ნიკოლოზის ძე — ხუთი თითო სართულიანი ქვითკირის სახლები მიწით, ზომით 115 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისს 1 განყოფილების 1 ნაწილში, მთაწმინდაში. ვალის თავნია 677 მანეთი და 48 კაპ. შემოსატანია 67 მანათი 42 კაპიკი, სულ 739 მანეთი და 55 კაპეიკი.

ანგარიში

საბუე-ენისლის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობისა 1877 წლისა.

1-ს იანვარს 1877 წელს იყო:

მანეთი   მანეთი
წილადი ფული 1,245 80 გასესხებული 2,205 -
ნასესხი შემდგომ აღებული 1000 - ნაღდ ფულად 61 75
წმინდა მოგება 120 95 საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში საწევრო შეტანილი 100 -
სულ 2,366 75 სულ 2,366 75

1877 წელში

  მანეთი   მანეთი
წილადი ფული 667 77 წილადი ფული 263 -
სარგებელი დაჭერილი გასესხების ანუ ახალი ვადის მიცემის დროს 484 26 მოგება 1876წ. წილადობაზედ 93 80
ჯარიმა 9 65 გასესხებული 7,026 50
დაბრუნებული სესხები 5,607 - სარგებელი ვადაზედ წინ გადახდილის ნასესხისა 5 41
სასარგებლოდ შემოტანილი 2,321 65 შემდეგ აღებული ნასესხი 1,000 -
სათადარიგო თანხა 21 65 სამმართველოს ხარჯი 30 8
      აღებ-მიცემობის გასავალი 6 17
სულ 9,112 16 სულ 8,424 ა96

1-ს იანვარს 1878 წელსა არის:

წილადი ფული - - - - 1,650 მან. 57კ.

სასარგებლოდ შემოტანილი - - - 2,321მან.83კ.

სათადარიგო თანხა - - - - - 21მან. 65კ.

წმინდა მოგება - - - - - 479მან. 40კ.

სულ: 4,473მან. 45კ.

გასესხებული - - - 3,624მან. 50კ.

დანაშთენი ნაღდ ფულად - - - - 748მან. 95კ.

საწევრო შეტანილი - - - - - - 100მან.

სულ: 4,473მან. 45კ.

თავს-მჯდომარე რჩევისა: თ. გიორგი ჯორჯაძე.

წევრნი რჩევისანი: ივანე დავითაშვილი; ნინიკო მჭედლიშვილი; ლეგა ხატიაშვილი; ლაზარე ნერსესაშვილი; სვიმონა ხეჩიაშვილი.

მმართველნი: ვანო როსტომობი; მამა დავით ჩახტაუროვი; ნიკო კონჭოშვილი