The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (20)1878.25.05


ივერია (20)1878.25.05



1878.25.05

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

გაზეთს კავკაზში დაბეჭდილია შემდეგი დიდად სიხარულო ამბავი: „1871 წელს, სოფელს ახალქალაქს გორის მაზრაში, სახელოსნო შკოლის გამართვას აპირებდნენ. ამისათვის 1874 წლის აქეთ თექვსმეტს ახალ ქალაქის გარშემო სოფლებს ფული შეჰქონდათ, სულ 1300 მან. წელიწადში, მაგრამ სახელოსნო შკოლა აქამდისინ არ არის დაარსებული, რადგანაც დიდი ხარჯი უნდა როგორც თვით შკოლის შენობას, აგრეთვე საჭიროა პანსიონის გამართვას კიდევ ხუთი წელიწადი მაინ უნდა გავიდეს, რომ საკმაო ფული შესდგეს. ამიტომ იმ სოფლის საზოგადოებათა, რომელთაც სახელოსნო. შკოლისათვის ერთმეოდათ ფული, ისურვეს ეხლავე ესარგებლათ შეკრებილის ფულით; და სახელოსნო შკოლის მაგივრად მოინდომეს რამდენიმე სასოფლო შკოლის გამართვა, მით უფრო რომ ბოლოს დროს მათ შორის გამოჩნდა საკმაო ხელოსანი, რომელთაც შეუძლიანთ დააკმაყოფილოს ამ მხრით მათი მოთხოვნილება, სახელოსნო. შკოლა ვერც შეიძლებდა უკთესთა ხელოსნების გამოწრთვნას, რადგანაც შკოლის წლიური შემოსავალი (1300მან.), საკმაო არ იყო კარგად გამოცდილის და ნასწავლის ოსტატების მოწვევისათვის, ამის გამოისობით შკოლა იძულებული იქმნებოდა ისევ ადგილობრივი ხელოსნები მიეწვია, რომელიც რიგიანად სწავლებას ვერ შეიძლებდნენ.

„ტფილისის გუბერნიის სახალხო შკოლების უფროსმა პატივი სცა სოფლის საზოგადოებათა სურვილს და ამ წლის მარტს, გუბერნატორის ნება-დართვით, გაგზავნა თვისი თანაშემწე გორის უეზდში, რათა ამოერჩია უკეთესი ადგილები შკოლების გამართვისათვის. ამგვარად შკოლებისათვის ამორჩეულ იქმნენ შემდეგი სოფლები: 1) ხოვლე, 2) ახალქალაქი, 3) მეტეხი, 4) ღომი და 5) კავთისხევი.

„ხოვლის შკოლის შენახვაში მონაწილეობას მიიღებენ ხოვლისა და სოფ. ზემოხანდაკის საზოგადოებანი შკოლის წლიური ბიუჯეტი შემოსავალ-გასავალი) იქმნება 333მან. შკოლისათვის გამოსაზოგველი თავნი შეადგენს 1,332 მანეთს, რომელიც ორივე საზოგადოებას ოთხის წლის განმავლობაში შემოუტანიათ.

ახალქალაქის შკოლა შეინახება შემდეგ საზოგადოებათა მიერ: ახალქალაქისა, ერთაწმინდისა და ჩოჩეთისა. შკოლის ბიუჯეტი არის 400 მან. წელიწადში გამოსაზოგველი თავნი კი შედგება 1,604 მანეთამდე.

მეტეხის შკოლა შენახულ იქმნება სოფ. მეტეხისა და ბარნაბიანთ კარის ხარჯით. ამ სოფლებს ყოველ წლივ შემოაქვსთ 195 მან. მაგრამ ეს ფული საკმარისი არ არის მასწავლებლისათვის, ამიტომ სოფელს მეტეხს გარდაუწყვეტია ყოველწლივ შეავსოს ეს ფული 300 მანეთამდე. გამოსაზოგველი თავნი შკოლისა იქმნება 780 მან.

ღომის შკოლა შეინახება სოფ. ღომის საზოგადოების ხარჯით, რომელიც ყოველ წლივ იძლევოდა 111 მან. მაგრამ რადგანაც ეს ფული საკმაო არა არის სოფელს გარდაუწყვეტია მიუმატოს ყოველ წლივ 139 მან. ასე რომ შკოლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 250 მან., გამოსაზოგველი თავნი კი 444 მან.

სოფელს კავთისხევსაც კავთისხევის შკოლისათვის მოუმატეს ყოველ წლივ 140 მან, იმ 260 მან. რომელსაც აქამდისინ იძლევოდა. ასე რომ ამ შკოლის წლიური ბიუჯეტი იქმნება 400 მან., გამოსაზოგველი თავნი — 1,041 მან.

ყველა ზემოხსენებულთ საზოგადოებათა უკისრნიათ შკოლისათვის კარგის სახლისა, საკმაო შეშისა და მოსამსახურის მიცემა, ამ საზოგადოებათა განკარგულება კიდეც წარუდგენიათ ტფილისის გუბერნატორის წინაშე ეს შკოლები იქმნება სეკტემბერში გაიხსნენ.“

წერილი გურიიდამ

დიდის ხნის ნალოდინი მორიგების სასიხარულო ამბავი მსწრაფლად მოეფინა ჩვენ გურიას და ყვლას გული საერთო სიხარულით აატატოკა. — დიდი ხანია მოველოდით ამ ამბავს; საკმაოდ გაგვიგუბა ყური ზარბაზნას ქუხილმა და თოფების ჭექამ. — გურიის ყველა ალაგებში ცხადად ისმოდა ქობულეთიდამ ზარბაზნისა და თოფების ძიძგინი — ყველას ქობულეთისკენ ქონდა მიქცეული ამ დროს ყური და ბევრის მათგანის გული მწვავის შიშით თრთოდა და ინთებოდა: ვის შვილი, ვის ქმარა, ვის ძმა ანუ მამა ეგულებოდა ბრძოლის ველზე საომრათ გასული და ვინ იცის შმაგი ტყვია სად გაუთხრიდა სამარეს ძვირფას არსებას — პირველისავე შეტაკებიდამვე რამდენიმე მარჯვე გურული (გურულები ამ შეტაკებაში ყველა ჯარის წინ მადიოდნენ საომრად) თავებ-დაჭრილი მოუსვენეს სახლში უბედურ დედ-მამას და ბევრი დედები, დები და ცოლები შეიმოსა შავებით ამ ომიანობის წყალობით, ბევრი ქვრივ-ოხერი ობლები მოემატა ჩვენ საწყალ ქვეყანას. ნამეტნავად გულსაკლავი სანახავები იყვნენ 18 იანვრის უბედური შეტაკებაში უსარგებლოთ დახოცილი ვაჟ-კაცები, როგორი ჩვენებურები, ისრე რუსები — ამ დღეს დახოცილი რვა აფიცერი ერთ დღეს დაასაფლავეს ოზურგეთში. საშინელი ამაშფოთებელი შთაბეჭდილებ დასტოვა მნახველის გულში რვა დიდრონმა კუბომ ოზურგეთის ეკკლესიაში ერთი მეორეზედ წკაპად წადგმულმა, — ყვლა ამ მიცვალებულებს მხოლოდ მძიმე და უეცარი ჯავრი ეტყობოდათ პირის სახეზე და არა ის სუსტი შალა-მილეული გამომეტუელება, რომელიც ავათმყოფობით მიცვალებულებს აჩნევიათ ხოლმე. ამათ ყველას სიმრთელე და ღონივრება ეტეობოდათ, თითქო მკვდრები კი არა, დაღალულობისაგან დაძინებული არიანო. — მეტად შემაძრწუნებელი და ამა ღვლვებელი შთაბეჭდილება ჰქონია კაცზე ესე ღონითა და სიმრთელით სავსე ხელით დახოცილი მკვდრების შეხედულებას — უყურებს ამათ კაცი და უკვირს, თუ როგორ უნდა მორეოდა ამდენს ღონეს თითო თხილის მარცვლის ტოლა ტყვიის ნაჭერი, ესე საგანგებოდ ადამიანების სახოციელად მოგონილი! — საშინელი ზიზღი და მძულვარება გერევა გულზე ამას შემხედვარე კაცს ამ ამომხოც-ამომჟლეტელ ომებისადმი საზოგადოდ. ხომ სათქმელიც არაა ომიანობის ჟლეტაში 8—10 მკვდარის ერთად ნახვა, მაგრამ ესც რა საშინელს სულისა და გულის გამარღვეველს ჰგრძნობას ჰბადავს კაცის გულში! — აბა რაღა სანახავი უნდა იყოს ის ბრძოლის ველი, საცა ამისთანა მიცვალებულები ათასობით ერთი ერიმანერთზედ აზოლებული ყრია და ვინ იცის ნახევარ მათგანსაც სველი მიწას სამარეც არ ეღირსება ამ ქვეყნიერობის უკანასკნელ თავ–შესაფარად! — ჩვენ კი, ცოცხლები, რომელთ თვალწინაც ამდენი ძაღლა და ღონე ესე უეცრად ამოხოცილა. ამ ქვენის ცხოვრებიდამ, ასე გულგრილად და გულოდ დავყურებთ ამ სანახაობას, თითქო მას შემდეგ ერითი გრამითაც კი არ შეცვლილა ეს ფართე ქევანაო — ისევ ისეა ეს უწყალო ადამიანების სისხლით გაუმაძღარი ქვეყანა მაგრამ ეს იმიტომ გეჩვენება ესე, რომ ჩვენ მარტო გარეგან კანს ვუცქერით და იმის შიგნით რა არის არ ვიცით. ახლოს რომ დააკვირდეთ, ჩავიხედოთ ქვეყნის გულში, შევიხედით მისს ძარღვებში, რომლებშიც წმინდა ანკარო მრთელი სისხლი უნდა სდიოდეს, დავაკვიროთ ცოტა ხანს თვალი ამ წვრილ-წვრილ ძარღვების, ვნახავთ, რომ ისინი საშინელის ტკივილით იჭიმებიან, რომ ამათში წითელი ანკარა სისხლის ნაცვლათ, შავი სისხლი სდუღს — სიმწარისა და ტკივილისა ეს ქვეყნის სხეულის ძარღვები გახლავან იმ უდრტვინველად დახოცილთ ვაჟკაცების სახლეულობა, რომელნიც ჩვენ ესე გულ-გრილად მივაბარეთ. გულ-უხვიან დედა-მიწას. აი ამათთვის ჭირისუფალთათვის შეიცვალა ეს მუხთალი ქვეყანა შავ-ბნელად და დაყრუებულ სადგურათ. ამ გაჟ კაცების დედ-მამა, ცოლ-შვილი და სახლეულობა უნუგეშოთ მშიერ-მწყურვალი და განუკითხავი დარჩა ღვთის ანაბარა და ჩვენ რომ გკითხოს კაცმა, ქვეყანა ისევ იგიაო, ვიტყვით, ის ამ პატარა ამბებით როდი იცვლებაო. მარტო ერთ სოფელში ვიცი მე ექვსი სახლიბა ამ ომიანობის წყალობით დამწუხრებულ-დაობლებული, რამდენიმე მშიერ-მწყურვალ წვრილ შილებით. აბა ამის შემხედვარე ხალხი როგორას აღტკებით უნდა შეჰგებებოდა მორიგების დიდის ხნის ნანატრ ამბავს და რა ნაირის გულის – ტკივილით უნდა უგდებდეს იგი ახლა ყურს ამ ამბავის მომყოლს ომის გაახლების ხმებს. ამ ხალხთა ერთად ვისურვოთ სულითა და გული, რომ ხალხას გულითადი ნატვრა აღსრულდს და კვლავ აღარ განახლდეს ეს მიმწყდარი სისხლის ღვრა, რომ ამთენი მსხვერპლი იკმაროს ამ ომიანობამ და ახლა მაინც მოსვენება და სიმშვიდე მოგვენიჭოს ამდენი ხნის დაღალუღებს და აღელვებულებს.

დახოცილები ხომ დახოცილებია, მიისვენეს, მორჩნენ ამ წუთის სოფელს, საქმე უფრო ცოცხლებს გაგვიჭირდა. – სიძვირეა ჩვენში ასეთი რომ ზღაპრადაც არ დაიჯერება: თითო კვერცხი ოთხი გროშია, პატარა ქათამი მანეთი და სხვა. ვინც ვაჭარი და სხვა რიგათ მყვლეფავი ვინმე არა ვართ, სწორეთ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავვარდით ვალებით და დავიღუპენით. ვის შეუძლია თითო პაწაწა ოთახში 15 - 20 მანეთის ძლევა, ამისდარიგათ კიდევ ხორაგის ყიდვა! ამასთან საშინელი ცარცვა-ქურდობაა ჩვენს ოზურგეთში: ღამე არ გავა, რომ რამდენიმე დუქანი არ გასტეხონ და რამდენიმე კაცი არ დაიჭირონ ქურდობაში შენიშნული. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქაურ სასამართლოს გამომძიებლებს თითო წლობითაც არ ჰქო ნიათ იმდენი საძიებელი საქმე, რამდენიც ახლა თითო დღეს უჩნდებათ. როდის იქნება, რომ ყველა ამაების აღსასრული გვეღირსოს!

ვიცი არიან ჩვენში იმისთანებიც, რომლებიც სულ სხვა ნაირ ლოცვას ავედრებენ ღმერთს, სულ სხვა სურვილით იმსებენ გულსა და ომიანობის დასრულება იმათ ისე სამწუხაროთ დაურჩებათ, როგორც ჩვენ — განრძობა. ეს რამდენიმე პირნი გახლავან ისინი, ვინც ომის წყალობით მშიერი კუჭი და ცალიერი ჯიბეები გაატენეს, ფუტურო გული და მსუქანი მხრები საკმოდ დაამშვენეს სხვა და სხვა ციციოტებით. ეს ვაჟბატონები (მათი ქალბატონებიც — უფრო) მდუღარის ცრემლით ევედრებიან ღმერთს ომიანობის განგრძობას და როცა მორიგებაზე რამეს გაიგონებენ, ყურებ-ჩამოყრილი და ფერ-მიხდილი დჟანგალებენ ჯაარისაგან ომიანობა ამათთვის ფართეთ გაშლილი მდიდარი სუფრა იყო და როგორ არ უნდა ისურვონ იმისი განგრძობა. სულ ომი და ომი, კვნესა და ტირილიო, იტყვის მკითხველი: ამას ყურება ცხოვრებაშიაც საკმაოდ მოგვბეზრდა და შენ წერილებშიაც სულ ამაზე გვიბზუიო, — ხო, მეც ვიცი, კმაყოფილო მკითხველო, ხომ კარგს გუნებაზე მყოფს ზოგიერთ მრთელ კაცს ავათ-მყოფების კვნესა და წუხილი ყურებში თითებს დააცმევინებს და შორს სადმე კუთხეში მაჰმალავს, აქათ, საცა კინესა და ტირილი არ ისმის. მაგრამ ხომ ყველა კაცის გული ესეთი არ არის: იმისთანებიც არიან, რომელნიც განგებისად იქით მიიწევიან, საიდგანაც ავათ მყოფის მწუხარება და ტირილი მოისმის და ამას შვრებიან ისინი მისთვის კი არა, რომ იმათი გული ამ წუხილს და კვნესას ვერ გრძნობდეს, არამედ მასთვის, რომ ისინი სულითა და ფულით თანაუგრძნობენ მწუხარე სნეულს, ყოველის ღონის-ძიებით ცდილობენ იმათ ტკივილების და მწუხარების მოოხებას. აი ამისთანა მკითხველებისათვის დამიწერია მეც ეს წერილი და დროს დაკარგვათ არ ჩავთვლი ამის წერას, თუ ასში ერთი ამისთანა მკითხველი მაინც შეხვდება ამ სუსტის და გამოუცდელის ხელით დაწერილს, მაგრამ ბევრის ნაგრძნობის და შევრის გამონაცადის გულიდამ ამოკრეფილ სიტყვებსა.

საბრალოა, ჩემო ერთო–ორო მკითხველო, ის დამიანი, რომლისთინაც ღმერთს მიუცია საკმაოდ ღარმა გრძნობა, რომ ყველა მის გარშემორტემულის გაჭირვება და მწუხარება ცოცხლად იგრძნოს, თაკმაოდ ფართე გული, რომ ეს გრძნობები საკმაოდ იბუდოს ამ გულში,

საკმაოდ მახვილი ყური, რომ ბევრი კვნესა-ტარილი გაიგონოს, საკმაოდ მხედველი თვალი, რომ ბევრი გაჭირვება დაინახოს, საკმაოდ თავისუფალი დრო, რომ ყველა ამაებზედ ღრმად დაფიქრდეს და ამათთან ძლიერ სუსტი, პატარა ენა სათქმელად, რომ ყველა ესენი ისე გამოთქვას და გამოხატოს, რომ მასთან ერთად ყველამ მისმა მკითხველმა იგრძნოს ის, რასაც თითონ დამწერი ჰგრძნობდა — დიდი იარაღია მეტყველისათვის კარგად მეტყველი ენა! და ვაი იმას, ვისაც სათქმელი ბევრი აქვს, თქმა კი ცოტასი შეუძლიან!

გურული—ქალი.

ალიბეგლოს შკოლა.

(კახის უჩასტკაში)

(„ივერიის“ კორრეპონდ.)

მგონია არ დაავიწყდებოდა მკითხველს, რომ 13-ს თებერვალს სოფ. კახში იყო საინგილოს სამღვდელოების კრება, რომელზედაც ალიბეგლოს და ყორაღნის მღვდლებმა იკისრეს — გახსნან თავიანთ სოფლებში შკოლები და ასწავლონ მათ ქართული წერა-კითხვა, თვლა, ლოცვები, ლექსები, პატარ-პატარა საუბრები. ამას წინეთ მე ვაცნობე „ივერიის“ მკითხველს, რომ სწორეთ ერთის კვირის შემდეგ, მე მომიხდა მეთქი ამ ნაკისრულის მოვალეობის სისრულეში მოყვანა მეთქი. თუმცა სწავლა მხოლოდ ურთი კვირა იყო, მაგრამ სწავლა ეხლავე დასტყობია მეთქი მოსწავლეებს. მაშინ ეს ვსთქვი და მეტი არაფერი. ეხლა კი სულ სხვა სიტყვებით და იმედებით შამიძლიან ვახარო ქართველთ საზოგადოებას.

იყო დილა, ათი მისი, როდესაც ადგილობრივი ნაიბი ბოღურლავსკი, საინგილო მღვდლების ბლაღოჩინი, მე და სხვანი მოველით სოფ. ალიბეგლოში, პირდაპირ მღვდლის სახლში და იმ ოთახში, რომელშიაც მას გამართული აქვს შკოლა. ყმაწვილები გარეთ იყვნენ; ზოგი იჯდა მწვანე ბალახზე, ზოგი იდგა. „გამარჯობა ყმაწვილებო“, ვუთხარი მე. მჯდომნი მაშინვე წამოხტნენ და ყველამ ერთათ ძლიერ თამამათ მომიგეს — „გაგიმარჯოსო“, მართლა გითხრათ მამეწონა. ნამდვილი ბავშური სიცოცხლე სჩანდა მათში ამ სიტყვის გამოთქმის დროს. მაშინვე უნებლიეთ მამაგონდნენ:

„წვრილ-შვილნი მოგესწვრიან, ნაზარდნი გულმტკიცები,
მათი ზრუნვის საგანი, შენ ხარ და შენ იქმნები!“

შაველით ოთახში. ახლა ამ ოთახში ორი დიდი კლასის სტოლიც იდგა, უკუნიდამ ახდილის ყუთებით, წიგნებით, ასპიდის დაფებით. კუნჭულში იდგა კლასის დაფაც. სტოლები, კლასის და ასპიდის დაფები ნაყიდი იყო იმ ფულებით, რომელიც ამ შკოლას აჩუქა, ზაქათლის ოლქის უფროსმა სერაფიმოვიჩმა; წიგნები კი, გოგებაშვილის ახალი ანბანები, გამოგზავნილები იყვნენ მართმადიდებლობის აღმადგინებელ საზოგადოების შკოლების ინსპეკტორისაგან. ცოტა ხანს იქით ყმაწვილები, რიცხვით 14, შამოვიდნენ ოთახში და დასხდნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. პირ-დაბანილები, თავ-დავარცხნილები იყვნენ ერთზედაც ვერ შევნიშნე დაგლეჯილი ახალუხი; ეგრე წმინდათ თავ-შენახულები თურმე იმიტომ არიან, რომ უჩასტკის უფროსმა უყიდა მათ პირსახოცებიც, სავარცხლებიც და საპონიც. მე ვსთხოვე მასწავლებელს მღვდელს თვითონ გვაჩვენოს ყველაფერი ის, რაც ამ ორ თვე ნახევარში ისწავლეს პატარებმა, ჯერ კითხვა. ყმაწვილებმა იცოდნენ ყველა ჩვენი ალფავიტის ხმები, ასოები; კითხულობდნენ გაკვეთილათ გოგებაშვილის ანბანიდამ პატარა სტატიას „ქარი და საბძელი“ (მეათე სტრიქონზე). ყმაწვილებმა, ყველა ამ სტატიაზე წინა სტატიები კარგათ წაიკითხეს, თუმცა რასაკვირველია ხან-დაზმობით. მასწავლებელს ეტყობა კარგათ ესმოდა აქ თავისი დანიშნულება: ვერც ერთი სიტყვა ვერ ჰვპოვეთ კითხვის დროს იმისთანა, რომ ყმაწვილებს აღსნილი არა ქონოდათ. უნდა გენახათ, როგორ, სწორეთ ბავშურის სიცოცხლით, ზედ აფრინდებოდნენ მასწავლებელ მღვდელს ეს პაწაწინა ქართველები! მე დარწმუნებული ვარ რომ თვით მამა პესტალოცციც კი აღტაცებაში მოვიდოდა აქ ნანახულით! ყველანი გავცვიფრდით მათის სიცოცხლით.... შემდეგ იყო ლოცვების ზეპირად წაკითხვა. პირველათ, ჯვრის გამოსახვით, წაიკითხეს სახელითა მამისათა.... შემდეგ წაიკითხეს წმინდაო ღმერთო... შემდეგ მამაო ჩვენო… და შემდეგ ლოცვები პურის ჭამის წინ და შემდეგ. აქაც უნდა გენახათ, როგორ ეს შვიდი, რვა წლის ბავშვები გიხსნიდნენ უბრალო ენით ამ ლოცვბს, შემდეგ იყო გამოცანაების გამოცნობა ყმაწვილებმა იციან 26 გამოტანა თვისის აღსნით. შემდეგ იყო პატარ-პატარა საუბრების, ზღაპრების, არაკების ზეპირად გადმოცემა. ყმაწვილებმა იციან სწორეთ ხუთმეტი პატარა საუბარი, არაკები, რომელნიც მასწავლებელს ამოერჩია ზოგი გოგებაშვილის ანბანიდამ და ზოგი რჩეულის არაკებიდამ მათ იცოდნენ შემდეგები: ორი კინჩილა, ქვავი და კაჭკაჭი, თაგვის ციხე დარბაზი, მელია და ქოთანი, მამალი და ძაღლი, კიდევ მამალი და ძაღლი, ორი მეგობარი კაცი და დათვი, ბებერი და ქათამი, არწივი და კატა, არწივი და ყვავი, ყვავი და ქოთანი, აქლემი და ვირი, ქორი და ბატი და სხვ. წაგვიკითხეს და იმღერეს ცალ-ცალკე და ერთათ ლექსები — ია ვნახოთ ვენახი, ჩიტი და ზაფხულის დილა. ყველაფერს ამას ბავშვები ძალიან კარგათ, თავისუფლათ, და, გასაკვირველი რა არის, ძალიან თამამად და ყოჩაღათ გადმოგვცემდნენ.

რა უთხრა ამ ღირსეულ მასწავლებელს?! ეტყობა რომ ტიმოთე გონაშვილში ძლიერ დიდი პედაგოგიური ნიჭი მოიპოება! ჩვენ განცვიფრებაში მოგელით არა მარტო ამისის შაგირდის ამოტენა და ზედ-მიწევნითის ცოდნით, არამედ იმით, რომ ამ ყმაწვილებში სიცოცხლე ჰსჩანს, ბავშვობა ჰსჩანს, გაღსნილობა ჰსჩანს და არა დაჩაგრულობა, გაკერპება! ეტყობა, რომ ტიმოთეს კარგათ გაუგია პედაგოგიის დევიზი: „აღზარდეთ სიყვარულით, სიყვარულით და სიყვარულით!“ პედგოგიური ხელოვნობაც არ აკლია: ეს ცხადათ სჩანდა იმ კითხვებიდამ, რომლებსაც ეს აძლევდა ბავშვებს. ქცევაც, თავის დაჭერაც ბავშვებთან სწორეთ მამობრიული აქვს. მგონია, ჩვენ სახალხო შკოლებში ასში ერთი მოიპოება აგრე კეთილათ და პედაგოგიურათ დაყენებული შკოლა, არა მარტო იქ, სადაც ჩვენი უბრალო მასწავლებელნი მოღვაწეობენ, არამედ იქაც, სადაც თვით სპეციალისტებს აბარიათ ჩვენი განათლების საქმე! დარწმუნებული ვარ, რომ თუ ტიმოთე გონაშვილმა ეგრეთი წარმატებით წაიყვანა ეს ძლიერ ნაყოფიერი საქმე სამშობლო ენის შემწეობით სამიოდე წლამდის, მისის შაგირდებისგან აღიზრდებიან ძალიან კარგათ გახსნილები გონებით და ზნეობით მამულის შვილნი! ვხარობ, რომ ქართველებში იბადებიან ტიმოთესთანა მღვდლები! იმუშავე მამაო ტიმოთე და ერთ წამზედაც ნუ შეუშვებ შენ გულში იმ აზრს, ვითომ ამ საქმეს შენ ოდესმე უღალატო და მასზე გული აიცრუო!..

ვისურვებ, რომ მეორე მისი ამხანაგიც, ყორაღნის მღვდელი, რომელსაც ამოდენივე შაგირდები ჰყავს, არაფერში არ ჩამორჩეს თვის მეზობელ მასწავლებელ მღვდელს! აქ არ შამიძლიან ამავე გაზეთით, დიდი მადლობა არ უთხრა ალიბეგლოს მამასახლისს მოსიკო ასლამაზოვს, იმ თანაგრძნობისთვის და შემწეობისათვის, რომელსაც ის თავის დღეში არ აკლებს ამ პაწაწკინა შკოლას!..

თქეენი ვანო.

2 ქართველეგის ზოგიერთი ცრუ-მორწმუნოებანი

▲back to top


ქართველეგის ზოგიერთი ცრუ-მორწმუნოებანი

1. ბავშვის აკვანი ღამით არ გაიტანოთ გარეთ, სხვაგან, თორემ აკვანს ცუდი ანგელოზი დაეცემაო. (ამ ცრუ-მორწმუნოების წყალობით, საღამოს შემდეგ, რაც უნდა გაჭირება იყოს, სხვას აკვანს არ ათხოვებენ).

2. საღამოთი კარებში ჯდომა კარგი არ არისო, რადგანაც კეთილი ანგელოზი მოდისო და თქვენ უშლით მას სახლში შემოსვლასაო.

3. კევი რომ დაღეჭო საღამოთი, ძმები აღარ დაგეზდებაო, დაგეხოცებაო.

5. როდესაც მოკვდება ვინმე და მოასვენებენ მას ეკკლესიაში, და როდესაც დაასაფლავებენ და ხალხი დაბრუნდება მიცვალებულის სახლში, იქ ამათ სახლის შორი-ახლო დაუხვდესთ ბიჭი, კოკით სავსე წყლით, რომელმაც ნელ-ნელა უნდა დაცალოს ეს კოკა და ყველა იქ მყოფმა კი უსათუოთ უნდა გაურეცხოს თვის ხელსახოცებს წვერები, შემდეგ მოიბანონ მით თვალები და იგრე შევიდნენ სახლში.

5. ტირილში ახალ ტანისამოსში არ წახვიდეთო, თორემ სულ ტირილში გაჰსცვეთამთო.

6. სახლში სამ სანთელს ნუ აანთებთ, თორემ მოგიკვდებათ ვინმეო.

7. როცა ქუხსო, კარებში არ დადგეთ, თორემ მეხი ჩამოვარდებაო.

8. სადილზე თურმე ერთი ქალი მიირთმევს ქათმის ფრთის წვერს. ზოგიერთები შეუტევენ მას „ქალო, რას შვრები, რას შვრები?!“ რა ამბავია ოპასუხებს ქალი; და ისაო, რომ ქათმის ფრთის წვერს ნუ ჰსჭამო, თორემ ქმარი მოგიკვდებაო!

9. თბილი ლავაშის თავს ნუ სჭამო, თორემ დედა მოგიკვდებაო!

10 ქათმის თავს ნუ სჭამო, თორემ ჯიჯლიბო ამოგიგა თვალზედაო.

11. აღდგომის დღესაო, გასათხოვარმა ქალმა არ უნდა დაიძინოსო, თორემ ბედი ჩამოივლისო, და ასცდება თვისსა ბედსაო.

12. ვინც ახალ-წელიწადს პირველ დღეს ცხვირს არ დააცემინებსო, მოკვდება, ვერ ნახავს მეორე ახალ-წელსაო.

13. თუ პატარძალი, მომავალი თვისის ქმრის სახლში, უკან, თვის დედა სოფლისკენ, ქალაქისკენ მიიხედავსო, უბედური იქნებაო.

14. საცოლო ბედნიერი იქნებაო, თუ იმ დროს, როდესაც საქმრო მოდის მის სახლში ჯვარის დასაწერათაო, ფანჯრიდამ სავარცხელში უყურა ამასაო.

15. ვარსკვლავი რომ ჩამოვარდებაო უთუოთ ვინმე მომკვდარაო. ამ დროს, ვინც დაინასავს ვარსკვლავს ეუბნებიან: „შენ წადი, მე არ წამოვალ, ჩემიანს არ გამოვგზაგნიო!“

16. როდესაც მკვდარზე ლაპარაკობენ. და ვინიცობაა ვინმემ ცხვირი დააცემინა, უთუოთ ვინმემ უნდა უჩქმიტოს მას და ხელი სამჯერ დაჰკრას ამა სიტყვებით: „შენი ჭირი, შენ სენას; შენი ჭირი შენ სეხნას; შენი ჭირი შენ სეხნას!“

ს. კახი. 13 მაისს 1878 წ.

3 წლევანდელ საოფლეზე

▲back to top


წლევანდელ საოფლეზე

(ხალხის საკითხავათ შედგენილი ექიმის შმულევიჩის მიერ.)

(შემდეგი)

ეხლა განვიხილოთ მეორე გარემოება: როგორ ვრცელდება საოფლე?

უფრო ხშირად ის ვრცელდება გადადებით ერთი პირიდამ მეორეზე. გადადება შესაძლებელია არა თუ მარტო ავათმყოფის ხელის შეხებით, არამედ ჰაერიდამც, ავათმყოფის ხელის შეუხებლად ავათმყოფის ფილტვებიდამ, ტანის კანიდამ და განავალიდამ იფანტებაან ჰაერში ის მავნებელი ნივთეულებანი და პაწაწა სხეულაკნი შედიან ჰაერთან ერთად ჯანმრთელის კაცის აგებულებაში და სწამვლენ. უველაზე უფრო ხშირათ ხდებიან ხოლმე ავათ ექიმები და სასნეულოში მოსამსახურე პირნი.

გამოანგარიშებულია, რომ 1, 220 ექმთაგან, რომელნიც მსახურებდნენ საზოგადო სასნეულოში 560 გახდნენ ავათ გამომყრელის საოფლით (сыпной тифъ) და მათგან მოკვდა 132 კაცი. ერთ სასნეულოში 126 მოსამსახურე პირთაგან, რომელნიც უვლიდენ ავათმყოფებს, გახდა ავათ 57 და მოკვდა 12 კაცი. ყირიმში ინგლისის და სფრანგეთის ექიმთაგან მოკვდა საოფლეთი 58 კაცი. მაგრამ არ გეგონოსთ, რომ ყველას, ვინც კი შევა ავათმყოფთან, მაშინათვე გადაედება სახადი. გამოცდილი ექიმები ამტკიცებენ, ძლიერ დიდხანს უნდა იყვესო კაცი ავათმყოფთან, რომ გადაედვეს სახადი. ასე რომ სასნეულოში მოსამსახურენი ხდებიან ხოლმე ავათ, თუ ხუთის-ექვსის თვით ავადმყოფებთან არიან. სახადი გადადის სხვაზე არათუ თვითონ ავათმყოფისაგან, იმ ნივთებისაგანაც რომელთათვის მას მოუკიდნია ხელი: ტანისამოსიდამ, ურმიდამ, როლითაც სნეული უტარებიათ და სხვა. ყოფილა იმისთანა შემთხვევა, რომ კაცს მოუტანია სახადი თვის ტანისამოსით, თუმცა კი თვითონ არ გამხდარა ავათ. სახადი მიადგება ყოვლიფერს, თუ კი შეხვდა მასთანა გარემოება, რომელიც ეხმარება მის განძლიერებას. სახადი შეიძლება გავრცელდეს წყლიდამაც, რომელსაც ხმარობენ დასალევათ. ავათმყოფის განავალი, რომელშიაც იმყოფება სახადის შხამი, გაერევა რა წყალში, სწამლავს მას და მასთან ყველას, ვინც კი მას ჰხმარობს.

ამ ჰაზრის დასამტკიცებლად მოვიყვან შმდეგს ნამდვილ შემთხვევას.

ერთ სოფელში მოვიდა საოფლეთი ავათმყოვი, იწვა იქ ერთ კვირას და მემრე მოკვდა. მის განავალს აქცევდეს ერთის ჭის ახლოს, საიდამაც მიჰქონდა წყალი თთქმის მთელ სოფელს. არ გასულა ერთი კვირა, 28 კაცი გახდა ავათ საოფლეთი და მემრე კიდევ სხვები, ასე რომ თითქმას მთელი სოფელი გახდა ავათ სამის ოჯახის გარდა. როცა მემრე ექიმებმა გამოიძიეს სქმე, გამოჩნდა რომ მთელი სოფელი ხმარობდა წყალს იმ ჭიდამ იმ სამი ოჯახის გარდა.

ყოფილა კიდევ სხვა შემთხვევაც: გამსდარა ოჯახში 3-4 კაცი საოფლეთი, და ერთი კი ყოფილა კარგათ; გამოჩნადა, რომ ის ერთი, რომელიც არ გამხდარა ავათ, არ ხმარობდა იმ წყალს, რასაც სხვები; წყალის გამოვლევის დროს თითქმის ყოველივ ას ჩნდებოდა, რომ წყალი წამხდარია. შესნიშნავია ერთი შემთხვევა: ერთ სოფელში, რომელშიაც ოთხმოც-და-ათი სახლი იყო და ორი ჭა, გამოჩნდა საოფლე — სულ გახდა ავათ ას ორი კაცი. გამოკლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთის ჭის წყალი ერთვებოდა ერთ ჭაობს, სადაც ჰყრიდენ ყოვლიფერ სიბინძურეს და 24 სახლში, რომელინიც უფრო ახლო იყვნენ ამ ჭასთან, გახდა ავათ 80 სული, დანარჩენ — 66 სახლში გახდა ავათ მხოლოდ 22 და იგიც იმათგანა, რომელნიც არ ჰსჯერდებოდნენ მარტო წმინდა ჭის წყლით და ხმარობდნენ წამხდარის ჭიდამაც.

ეხლა, როდესაც ვიცით, რა გარემოებანი ეხმარებიან სოფლის გავრცელებას, შეგვიძლან ვიკითხოთ: რა უნდა ვქნათ, რომ მოვუღოთ ბოლო და მოვჰსპოთ მისი დამბადებელი მიზეზები? ჩვენ კერპო პირნი სრულიად უღონონი ვათ ამ ვალის აღსრულებისათვის, — აქ საჭიროა საზოგადოების ყურადღება და მართებლობის წარმომადგენელების ჰზრუნვა ჩვენმა მართებლობამ კიდეც დანიშნა ნასწავლთ კაცებისაგნ კამმისია, რომელიც ვალდებულია მიიღოს ჯეროკანი ზომები, რამდენათაც ეს უკანასკნელნი შეუმუშავებია მეცნიერებას. ამავე სნეულების მოსასპობლათვე დანიშნულია კიდევ სხვა კამმისიები, რომელნიც ადევნებენ თვალ ყურს იმ ვაგონების სიფაქიზეს, რომლებითაც ატარებენ საოფლეთი ავათმყოფებს.

რასაკვირველია, უკეთესი იქმნებოდა, რომ ქალაქების მმართველობა წინადვე მომზადებული ყოფილყო, ვიდრე უბედურობა განძლიერდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, რომ ის მუყაითობა, რომლითაც შეუდგნენ საქმეს, და ის ღონისძიებანი, რომელნიც მიიღო. საზოგადოებამ, მოიტანენ ჯეროვან სარგებლობას.

სულ სხვაა კერძოობითი ზრუნვა თავის გადასარჩენათ ამ სენისაგან; ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზედ, რასაკვირველია, იმოდენათ, რამდენათაც ქონებითი შეძლება ნებას გვაძლევს. პირველად საჭიროა ვიზრუნოთ სადგომის ჰაერის სისუფთავეზედ, რომ მით მოვსპოთ ის მიზეზნი, რომელნიც ფესვს უკეთებენ ამ სენს. რა საკვირველია, ძალიან კარგი იქმნებოდა, რომ არ სცხოვრობდნენ ერთად რამოდენიმე ოჯახი ვიწრო და ნოტიო სადგომებში, მაგრამ ეს ყველასთვის არაა შესაძლებელი, რადგანც კარგი სადგომები კარგ ფულსაც თხოულობენ საჭიროა მაშასადამე მივიღოთ ის ღონისძიებანი, რომელნიც ყველასთვის შესაძლებელია. თავის ოთახის განიავება ყველას შეუძლია, ცეცხლის დანთება ოთახში მაშინაც არ არის ურიგო, როცა თბილა, რადგანაც ეს სწმენდს ჰაერს. ხშირად აბანოში სიარული, საცვლის გამოცვლა, სისუფთავე სამზარეულოში, ლოგინის გამობერტევა, სახლის სუფთად დაგვა — ყველა ეს უეჭველად კარგ გავლენას იქონიებს სადგომების ჰაერის სისუფთავეზედ და ბოლოს მოუღებს სახადის გავრცელებას.

გარდა ამისა, ისიც უნდა ვსთქვათ, რომ განსაკუთრებით ეკიდება სახადი იმათ, ვინც ცუდათ სცხოვრობს. გარდამეტებული ჯაფა, სისუსტე, უძილობა, ყველა ესენი ადვილათ ხდიან ავათ სახადით, მაგრამ უმთავრესი მიზეზი კი მაინც ცუდი სასმელ საჭმელია.

რასაკვირველია, ღარიბ ხალხს არა აქვს შეძლება აიცილოს თავიდამ ყველა ეს მიზეზები, მას არ შეუძლიან, თავის სურვილისამებრ, შეამციროს მუშაობის დრო და განიკარგოს საჭმელ-სასმელი. მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია მიაქციოს ყურადღება, რომ საჭმელი არ მზადდებოდეს ერთად რამოდენიმე დღესთვის, რომ თევზი, ხორცი და სხვა ხორაგი, არ იყოს დამპალი და უვარგისი, რომ პური არ ცხვებოდეს ცომათ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. სამარხვო ზეთი, თუ სულ ახალი არ არის, უმჯობესია სულ არ იხმარებოდეს ხოლმე; სოკოები სულ უვარგისა და მავნებელი საჭმელია ეხლა მაინც. მჟავე კომბოსტოს არაფერი უშავს, თუ დამპალი არ არის და ზომიერათ ხმარობს კაცი საზოგადოთ, უმჯობესია ცოტა სჭამოს კაცმა, მაგრამ კარგი, ვინემ ბევრი და ცუდი. ვისაც აქვს, ეხლა ჩაი სჯობია სასმელად ან და გადადუღებული წყალი. ეს უკანასკნელი უნდა გაცივდეს ჯერეთ, რასაკვირველია, და მემრე უნდა აანჯღვლიონ, რომ ჰაერი მოხვდეს ცოტათი მაინც. ვისაც შეძლება აქვს - სასარგებლოა სვას ღვინით შეფერილი წყალი.

მაგარი სასმელები, ვინც ნამეტნავათ ხმარობს, ძლიერ ეხმარებიან სახადის გაჩენას. საზოგადოთ შენიშნულია, რომ ყოველნაირი სისუსტე, რისგანაც უნდა წარმოდგებოდეს იგი, ძლიერ საშიშარია ამ დროს, როცა ჰაერში გამდგარია სახადის გესლი; უბრალოთ რომ გაცივდეს კაცი, რასაც უწინ მოყვებოდა უბრალო სურდუ ან ხველება, ეხლა აჩნდება საოფლე. უწინ შესჭამდი ცუდს ან ბევრს რასმე — კუჭი აგეშლებოდა ცოტათი, — დღეს კი მასაც საოფლე მოსდევს. ერთი სიტვით, ყოვლიფერი რაც კი აღემატება კაცის ცხოვრების ჩვეულებრივ მიმდინარებას, შეუძლია გახდეს სახადის მიზეზათა. ყველამ იცის, თუ როგორ ასუსტებს კაცს მაგარი სასმელები, განსაკუთრებით სმის მეორე დღეს. განსაკუთრებით მავნებელია სასმელები მისთვის, ვინც ცოტას ხმარობს საჭმელს. ამ გვარათვე საშიშარია ეხლა გაცივება, რადგანც მას მოსდევს ხშირათ თვითონ საოფლეც.

თუ ვინმე გახდა ავად, რასაკვირველია, უმჯობესია მაშინათვე სასნეულოში წაიყვანონ, მაგრამ საჭიროა წინ და წინ გაიგო, არის თუ არა ადგილი იქ, რომ არ მოგიხდესთ ტყუილა უბრალოთ ავათმყოფის აქა იქ თრევა. არაფერი არ ასუსტებს სნეულს ისე, როგორც ამნაირი თრევა, და ეს სისუსტე ხომ, რასაკვირველია, ძლიერ მავნებელია ავათმყოფისთვის. ბევრი ყოფილა იმისთანა შემთხვევა, რომ აგრე აქა-იქ ნათრევი ავათმყოფი, დატანჯული და დაუძლურებული, ლაზარეთში მიყვანის შემდეგ ნახევარ საათში სულს აბარებდა ღმერთს. თუ საავათყოფოში ადგილი სულ არ არის, მაშინ რასაკვირველია, სახლში უნდა დააწვინოთ, სადაც, როგორც მისთვის, აგრეთვე მასთან მყოფ პირთათვის, საჭიროა სადგომის განსაკუთრებითი სიწმინდე და სიფაქიზე.

ყოველი პატიოსანი და კეთილ სინიდისიანი ექიმთ გეტყვისთ, რომ წამალი საოფლესთვის არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამლობა, რომელზედაც დამოკიდებულია ავათმყოფობის შედეგი, საჭირო არ იყოს. მხოლოდ წამლობა სხვა და სხვა წამლების მიღებაში კი არა, — გონიერ და ჯეროვანს მოვლაში. მდგომარეობს ხოლმე. საჭიროა, რომ იმ ოთახში, სადაც ჰწევს ავათმყოფი, იყვეს რაც შეიძლება ცოტა ხალხი და ხშირათ განიავდებოდეს ხოლმე ჰაერის გასაწმენდათ. თუ ოთახის განიავების დროს მეორე ოთახი არ არის, სადაც ავათმყოფის გადაწვენა შეიძლებოდეს, საჭიროა კარგად დახურონ ავათმყოფს, რომ არ გაცივდეს. საცვალი რაც შეიძლება მალ-მალე უნდა ეცვლებოდეს ხოლმე. ამასთანავე ზეწარი, თუ ბალიშის პირი გარეცხის დროს უნდა ამოავლოთ რამოდენჯერმე წყალში გახსნილ თუთიანს შაბიამანში (раствор цинковаго купороса). თუთიანი შაბიამანი ღირს ფთიაქში რვა კაპეიკათ (8) გირვანქა, თუ გაწმენდილი არ არის სამი მეოთსედი (¾) გირვანქის ამ შაბიამანისა უნდა გაურიო სამ თუნგ წყალში. ამასთანავე, საჭიროა ოთახის ქაერის გაწმენდა ძმრით; ეს უნდა ქმნათ, აი როგორ უნდა გაახუროთ აგური და დაასსათ ზედ ძმარი. ძმრის ორთქლი, რომელიც გადგება ჰაერში, ჩაყლაპავს მავნებელთ ნივთეულებებს და მით არგებს, როგორც ავათმყოფს, აგრეთვე მასთან მყოფ პირებს. ჰაერის გასაწმენდათ აგრეთვე საჭიროა ოთახის კუთხეებში და ავათმყოფის საწოლთან დადება გაღუებულის დანაყულის ნახშირისა. ოთხ კუთხიანსა და ფართე ფსკერიანს ჭურჭლებში. დანაყული ნახშირი მიიზიდავს ხოლმე მავნებელთ ნივთეულებას და აქარწყლებს ხოლმე; ეს ნახშირი რამდენჯერმე უნდა გააღუონ ხოლმე. იმ ჭურჭელში, რომელსაც ავათმყოფი ხმარობს გარედ გასასვლელად, აუცილებელი საჭიროა გამორეცხვის შმდეგ ესხას (железный купоросъ-იანი) წყალი. ეს უკანასკნელი ღირს გირვანქა სამ კაპიკად და უნდა იხმაროს გირვანქის მეოთხედი (¾ ) ნასევარ ბოთლს წყალზე. ხელების დასაბანთ საჭიროა „მარგანეცის მარილით“ (марганцовая соль) შეზავებული წყალი. ეს უფრო ძვირია: გირვანქა ღირს სამ მანეთად, მაგრამ ბევრი არა არის საჭირო. ერთს ბოთლს წყალში საკმაოა ჩაყაროს ხუთი (5) მისხალი. ესვე მარილი სწმენდს ჰაერსაც. როც იმოქმედებს, იგი ხდება უფერული და მაშინ საჭირო ხოლმე მისი გამოცვლა.

ყველა ამ ნივთეულებაებს, რომელნიც მე ვახსენე: (цинковый купаросъ, желѣзный купаросъ, марганцовая соль, ნახშირ-ძმარი, короболовая кислота, хлориновая известь), მდუღარეს და მის ორთქლს ის თვისება აქვთ, რომ, ჩვენდა საბედნიეროთ, სულ აქარწყლებენ ხოლმე სახადის გადამდებელ თვისებაებს. ამიისათვის მათ ეძახიან ხოლმე უვნებელ-მყოფთ ნივთეულებას. აქედამ ცხადია, თუ როგორ გამოსადეგია მათი ხმარება.

ყველა ზემო ჩამოთვლილი ზომები სასარგებლო არიან მით, რომ უადვილებენ ავათმყოფს სახადის სნეულებას და იფარავენ მასთან მყოფ პირებს ავათ გახდომისაგან.

ვნასოთ, კიდევ რით შეიძლება მოეხმაროს კაცი ავათმყოფს, შეუმსუბუქოს მას ტანჯვა და გაუადვილოს მორჩენა. მაგრამ პირველად ვიტყვი, როგორ უნდა გამოიცნოს კაცმა წლევანდელი სოფლე?

საოფლეს შეტყობა ადვილია ავათმყოფს ხან ერთბაშათ გამოაჩნდება ცივება და ავთმყოფი მაშინათვე წვება სისუსტისაგამო; ავათმყოფს არა შეუძლია მუშაობა, თავი ტკივა და ებრუება, მუხლები ეკეცება და ხელ-ფეხი უცივდება. თვალები უწითლდება, ენაზე გადაედება სითეთრე და გემო ეკარგება. ამ ნაირი ყოფა ეტყობა სამის დღიდამ ხუთ დღემდის. ავათმყოფი თან და თან სუსტდება და ბოლოს სულ აღარ შეუძლია ფეხზე დგომა. ავათმყფოს ცოტათ ახველებს, ფაღარათი არა აქვს, უფრო ხშირათ შეკრულია მუცელში. ის უჩივის მხოლოდ თავის ტკივილს, მაგრამ ხშირათ არც იმას ტყობილობს ხოლმე, რადგანაც გრძნობა სრულიად ეკარგება ავთმყოფობის განმავალობაში სნეული სულ იწვის სიცხისაგან, მოუსვენებლათა, იშვიათად და ცოტა სინჯეს, ხანდისხან, როცა ავათმყოფობა ძლიერდება, ავათმყოს ჭკუაც ეშლება და მაშინ მისგან ყოველივერი უბედურება შესაძლებულია. მომხდარა, რომ ავათმყოფები შეშლიდან და გადმოვარდნილან ფანჯრიდამ მაღალის სახლიდამ. მესამე, მეოთხე ან მეხუთე დღეს ავათმყოფს გამოაჩნდება ტანზე წითლათ დანაყარი; პირველათ ფერდზე, მემრე სხვაგანაც - იშვიათად პირზედაც. ამ ნაირ მდგომარეობაშია ავათმყოფი 12-15 დღეს. ამ დროისათვის სიცხე უეცრად მცირდება, ავათმყოფი თან და თან მშვიდდება, მაგრამ მაინც დასუსტებულია იტანჯება და ნელ-ნელა რჩება.

რით და როგორ უნდა მოეხმარო ავათმყოფს?

პირველათ საჭიროა, რომ აგათმყოფი დაწვეს ლოგინში რაც შეიძლება მალე. რაც უფრო დიდხანს რჩება ფეხზე, მით უფრო ეკარგება ღონე და უძნელდება ავათ-მყოფობის ატანა. განსაკუთრებით საჭიროა ეს ყმაწვილებისათვის: ისინი ძლიერ მალე სუსტდებიან, თუ მაშინათვე არ ჩააწვინეს ლოგინში. პირველ კვირეში საკმაოა აძლიონ ავათმყოფს რამე მჟავე სასმელი და დრო გამოშვებით, ადვან თავზე ბუშტი დანაყულის ყინულით, საჭიროა აგრეთვე სარდალი (გარჩიჩნიკი) თავის კეფაზედ დაადონ, — ყველა ეს უნელებს თავის ტკივილსა. ძლიერ სასარგებლო და საჭიროა ავათმყოფის ტანის დაბანა ორჯერ დღეში ოთახში ნადგამის ძმრიანის წელით, — ეს უკარგავს სიცხეს და უსუფთავებს ტანს. თუ ავათ-მყოფს ნამეტანი სიცხე აქვს, საჭიროა მისი გამოხვევა სველს ზეწარში და ეგრეთ დატოვება საათის მეოთხედი, მეტი არა. თუ ავათმყოფი შეკრულია მუცელში უნდა დაალევინოთ ერთი კოვზი საფაღარათო ზეთი. ორი რის შემდეგ საჭიროა ავათმყოფს აძლიონ წვნიანი კვერცხის გულით და ერთი სტაქანი ღვინო, რძე უნდა ალევინონ ავათ გახდომისათანავე, თუ ფაღარათობა არა აქვს. ქინა-ქინა უნდა მიიღოს დღეში სამჯერ თვითო თვითო პარაშოკი (თვითო პარაშოკი 8 კ. ღირს).

ავათმყოფის მოვლა უმჯობესია მიანდოთ მისთანა კაცს, რომელსაც არა ერთხელ ჰქონია საქმე მაგნაირ ავათმყოფებთან, ან და თვითონ ყოფილა ავათ, რათგანაც ამ ნაირი პირები უფრო იშვიათად ხდებიან ხოლმე ავათ, როდესაც ავათმყოფი მომჯობიანდება ცოტათ, საჭიროა იყვეს შესვენებული: არ უნდა იმუშაოს და ცუდ საჭმელს არ უნდა სჭამდეს.

თუ ავათმყოფი მოკვდა, ან და სავათმყოფოში გადიყვანეს, ამ შემთხვევაში საჭიროა კარგათ გაწმენდა იმ ოთახის, რომელშიც ის იწვა. დოშაკი, თუ რომ ჩალისაა, უმჯობესია დაიწვას. ლოგინი დიდხანს უნდა დარჩეს (цинковый купорвсъ-იან) წყალში, თვითონ ტახტი უნდა დაიმდუღროს ცხელი წყლით და წაესვას სკიპიდარით, იატაკი, თუ ხისა, უნდა გაირეცხოს ჯერ ცხელის წელით და შემდეგ „железный лупорасъ“-ით; თუ მიწისაა იატაკი, სჯობს გადითხაროს. ტანისამოსი უნდა გამომდუღრონ, და იგი კი, რომლის გარეცხაც შეუძლებელია, სჯობია ჩაიდვას (цинковый купоросъ) წყალში. თვითონ ოთახში უნდა დასწვათ გოგირდი ჰაერის გასაწმენდათ, დაკეტოთ კარები და მიატოვოთ ერთი დღის ვადით მაინც, თუ ეს შესაძლებელია.

აი ის უბრალო, ყველასთვის მოსახერხებელი ზომები, რომელთა აღსრულება შეადგენს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობას, როგორც თავისის თავის გადასარჩენა ავათმყოფობისაგან, აგრეთვე დასახმარებლათ იმ პირების, ვისიც მოვალეობაა, მოუღოს ბოლო სახადის განძლიერებას და მით დაიცვას საზოგადოება იმ უბედურებისგან, რომელმაც, ჩვენის დაუდევნელობისაგამო, შესაძლებელია მოიტაცოს თვითონ ომზე უფრო მომეტებული მსხვერპლი.

ილია ბახტაძე.

4 სასამართლოს მატიანე

▲back to top


სასამართლოს მატიანე

ზასულიჩის ქალის საქმე

(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)

(შემდეგი)[1]

იმისთანა საქმის მოხდენის აზრმა, რომელიც საზოგადო ყურადღებას მიაქცევს ბოგოლიუბოვის დასჯაზედ, სრულიად შეიპყრო ზასულიჩის გახურებული გონება. ეგ აზრი ყველაზედ მეტად ეთანხმებოდა მის გულ-მტკივნეულობას, ყველაზედ მეტად უხდებოდა იმ გრძნობას, რომელიც აღელვებდა ზასულიჩსა. ბრალდებულობა ზასულიჩის მოქმედების მიზეზად შურის-ძიებასა ჰსდებს, შურისძიებასვე აბრალებდა თავის მოქმედებას თვითონ ზასულიჩიც. ხოლო მე არ შემიძლიან მისი მოქმედება ავხსნა შურის ძიებით, იმ შურისძიებით მაინც, რომლის მნიშვნელობა შევიწროებულია. მე მგონია, რომ სიტყვა შურის-ძიება, ხმარებულია ზასულიჩის ჩვენებაში და შემდეგ ბრალდებულების ოქმშიაც როგორც სიტყვა უფრო მარტივი, მოკლე და ცოტაოდნად მოსახდენი იმ წადილის და იმპულსის აღსანიშნავად, რომელიც წინ უძღოდ ზასულიჩსა. ხოლო შურისძიება, მარტო ერთი „შურის ძიება“ არ არის ჭეშმარიტი საწყაო ზასულიჩის მოქმედების შინაგანის მიზეზის გამოსაცნობლად. ჩვეულებრივს შურისძიებას წინ მიუძღვის ხოლმე პირადი ანგარიში, კაცი ჯავრს იყრის ან საკუთარ თავისას, ან მახლობლისას. ბოგოლიუბოვის საქმეში ზასულიჩს თავისი საკუთარი ანგარიში არაფრისა არა ჰქონია; თვით ბოგოლიუბოვი არამც თუ მახლობელი, არამედ ნაცნობიც არ იყო. შურის-ძიება ცდილობს რაც შეიძლება მომეტებული ავნოს მტერსა; ზასულიჩმა კი, თუმც ესროლა დამბაჩა ღენერალ ადიუტანტს ტრეპოვს, მაგრამ აღიარა კი, რომ მისთვის სულ ერთი იყო დამბაჩა თავისას იქმს, თუ არა; დასასრულ, შურის-ძიება იმის ცდაშია, რომ თავისი განზრახვა აღისრულოს რაც შეიძლება მცირედის საფასურითა, შურისძიება მოქმედებს მალულად, რამოდენადაც შესაძლოა მცირედის თავ-გამომეტებით. ზასულიჩის მოქმედებაში თვალითაც უნდა გასინჯოთ, არ შეიძლება კაცმა არ დაინახოს არამც თუ გულ უბრყვილო, არამედ უანგარიშო თავის დადება. ეგრე არ გაიმეტებს ხოლმე კაცი თავის-თავის საკუთარის ჯავრის ამოყრისათვის, რასაკვირველია ზასულიჩს გულში ღენერალ ადიუტანტის ტრეპოვის სიკეთე არ ჰსდებია; ისიც მართალია, რომ გულში ჰქონდა ერთგვარი უკმაყფილება მის წინააღმდეგ და ეგ უკმაყოფილება იყო მიზეზი ზასულიჩის საქციელისა ზასულიჩის შურის-ძიებას თვითონ ტრეპოვი არაფრად უნდოდა. მის შურის-ძიებას აწარმოებდა სულ სხვა გვარი წადილი. სიმართლით და კანონიერად დასაჯეს ბოგოლიუბოვი თუ არა, — ეს ზასულიჩს ეგონა გამოუკვლეველად დარჩაო და საუკუნოდ დავიწყებას მიეცაო; საჭიროა ამ საქმემ ხელახლად გაიღვიძოსო, საჭიროა მტკიცედ და ხმამაღლა ეს საქმე გამოვიკითხოთო. დამცირებული და შეგინებული კაცობრივი ღირსება ბოგოლიუბოვისა არ არის აღდგენილიო ჩამოურეცხელიაო, გაუმართლებელია, გრძნობა შურისძიებისა არ არის დაკმაყოფილებულიო. სამემრისოდაც განმეორება ამ სამარცხვინო სასჯელისა საპოლიტიკო დამნაშავებზედ და ტუსაღებზედ შესაძლოდ ეჩვენა ზასულიჩს.

ზასულიჩმა იფიქრა, რომ ყოველს ამ საჭიროებას დააკმაყოფილებს ისეთი დანაშაულობა, რომელიც უეჭვოდ შეკავშირებულ იქმნება ბოგოლიუბოვის დასჯის საქმესთან და რომელიც ნათლად დაანახვებს, რომ ეგ დანაშაულობა წარმოსდგა როგორც შედეგი 13 ივლისისა, როგორც პროტესტი, რომ საპოლიტიკო დამნაშავის კაცობრივი ღირსება შეგინებულ იქმნა გამოსარჩლება ზნეობითის პატიოსნების და ღირსების იდეისა, მისი ხმა მაღლად აღიარება და მოწვევა სსკებისაც, რომ იგი იწამონ და აღიარონ, — აი ეს იყო წადილი, რომელიც წინ უძღოდა ზასულიჩს და ის დანაშაულობა, რომელიც ერთად დაყენებულ იქმნება ბოგოლიუბოვის საქმესთან, ზასულიჩს ეგონა დააკმაყოფილებს ჩემს წადილსაო. ზასულიჩს უნდოდა დანაშაულობა მოეხდინა, თავისი საკუთარი თავი სამართალში მიეცა, რომ ამით ხელახლად წამომდგარიყო და გასინჯულიყო დავიწყებული საქმე ბოგოლიუბოვის დასჯისა.

ზასულიჩი ჰფიქრობდა, როცა განზრახულს დანაშაულს მოვახდენო, მაშინ მიყრუებული საქმე ბოგოლიუობოვის დასჯისა ხელახლად წარმოდგებაო. ჩემი დანაშაულობა საქვეყნოდ განიხილებაო და მთელი რუსეთი თავისის წარმომადგენელების პირით იძულებული იქნებაო წარმოსთქვას თვისი განაჩენი არა მარტო ჩემის საქმის თაობაზედაო, იძულებული იქნება წარმოსთქვას მთელის ევროპის წინაშე, იმ ევროპის წინაშეო, რომელიც აქამომდე ბარბაროზთა სახელმწიფოს გვეძახისო, საცა მთავრობის ნიშნად მარტო „კნუტიაო.“

აი ამისთანა წადილით შეიმოსა განზრახვა ზასულიჩისა, ამისგამო სრულად მართალია ზასულიჩის ჩვენება, რომელზედაც იგი დღემდე მტკიცედ სდგას, რომ ჩემთვის სულ ერთი იყოვო მოკვდებოდა ვინმ ჩემის დამაბაჩითა, თუ მხოლოდ დაიჭრებოდაო. ჩემად დავუმატებ, რომ ზასულიჩის განზრახვისათვის სულ ერთი იქმნებოდა, თუნდ დამბაჩას ცხადად მიმართულს ტრეპოვზედ, არავისათვის არ ევნო რა; სულ ერთი იყო თუნდ ასცდენოდა, თუნდ არ გავარდნილიყო ზასულიჩი განა სიკვდილს საჭიროებდა ღენერალ ადიუტანტის ტრეიპოვისას ან ტკივილის რისამე მიყენებას, არა, — მას უნდოდა აქ ბრალდებულთა სკამზედ გამოცხადებულიყო და მასთან ერთად გამოცხადებულ ყოფილიყო ბოგოლიუბოვის საქმეცა.

ზასულიჩის გულში მოკვლისა, თუ დაჭრის გან ზრახვა ერთნაირად იყო. მისთვის მოკვლას არავითარ უპირატესობა არა ჰქონდა დაჭრას განზრახვაზედ გზით მოქმედებდა კიდეც იგი. მას არავითარი მეცადინეობა არ უხმარია, რომ ტყვიას უსათუოდ სიკვდილი მოეხდინა, ამისათვის არც კი უფიქრია. გინა არა, ისე ახლო იდგა ღენერალ ადიუტანტ ტრეპოვზედ, რომ ადვილად შეეძლო კარგად დაემიზნა და საქმე სიკვდილით გაეთავებინა. მაგრამ ზასულიჩმა ამოიღო ჯიბიდამ დამბაჩა და ესროლა ისე რომ არც მიზანში ამოუღია, არ აურჩევია ადგილი სად მიარტყას, ხელიც კი მაღლა არ აუღია. მართალია, ძალიან ახლო მანძინლზედ ესროლა, მაგრამ სხვაფრივ რომ ვერ იმოქმედებდა! ღენერალ ადიუტანტს ტრეპოვს გარს ეხვია თავისი ამალა და ზასულიჩს რომ შორიდამ ესროლნა, ვინ იცის ვის მოხვედროდა და სხვის ვნება ზასულიჩს არ უნდოდა. ისე კი ტყუილ-უბრალოდ დამბაჩის დაცლა ვერაფერი საქმე იქმნებოდა: მაგრიგად დაცლა იმ დრამას, რომელიც საჭირო იყო ზასულიჩისათვის, ხომ კამედიათ გადააქცევდა.

(შემდეგი იქნება)

_________________

1 №15, 16, 17, 18, 19. 1878წ.

5 ბიბლიოგრაფიული ცნობა

▲back to top


ბიბლიოგრაფიული ცნობა

ჩვენ რამდენჯერმე გვიუწყებია ჩვენთა მკითხველთათვის, რომ ჩვენი პატივცემული და დაუღალავი მშრომელი დ.ი. ჩუბინოვი ახალს ქართულ-რუსულ-ფრანციულს ლექსიკონს არდგენსო, უფრო სრულს და ვრცელსაო, ვიდრე აქამომდე იყო, ეხლა მოგვივიდა ცნობა, რომ ეს დიდი შრომა შეუმთავრებია და შეუსრულებია და 4-ს აპრილს წარუდგენია ხელნაწერად სამეცნიერო აკადემიაში. სამეცნიერო აკადემიის წერილებში 7-ს აპრილიდამ სწერია ამ საგანზედ შმდეგი: „მას აქედ რაც აკადემიამ 1840-ს წ. დაჰბეჭდა ქართულ-რუსულ-ფრანციული ლექსიკონი უფ. ჩუბინოვისა, და მიანიჭა დემიდოვის სრული ჯილდო, უფ. ჩუბინოვი შეუდგა მასალის შეკრებას უფრო სრულის და უფრო უკეთესის ქართულის ლექსიკონის შედგენისათვის. ამ ჟამად წარმოდგენილი მისგან შრომა არის ნაყოფი მისის ორმოცის წლის მეცადინეობისა. ავტორის სიტუფით, ასლად შედგენილ ლექსიკონში, რომელიც წინანდელზედ უფრო ვრცელია და უფრო განკარგებული, არის შემდეგი: 1) ახსნა ქართულ ლექსთა ქართულადვე და მისი თარგმანი რუსულად და ფრანციულად 2) ყოველს სიტყვასთან და ფრაზასთან ჩართულია ციტატა ძველთა და ახლა წიგნთა სიგელთაგან, რათა ცნობილ იქმნას ისტორია ყოველის სიტყვისა და მისი შნიშვნელობა როგორც ძველად ნაწერებში, ისე ახალს ენაში; 3) ყოველს ქართულს ზმნასთან ნაჩვენებია თვითოეული ფორმა ცალკედ, ახსნილია მისი მნიშვნელობა ქართულად და თარგმნილია რუსულად და ფრანციულად. 4) ამას გარდა ყოველს ფორმასთან ნაჩვენებია ძირეულნი დრონი და ცდომილნი ზმნანი ჩამოთვლილია ის ნაწერები, რომელშიაც მაგგვარნი ზმნანი არიან ხმრებულნი.“

აკადემიას განუჩენია, რომ უფ. ჩუბინოვის ლექსიკონი გარდაეცეს აკადემიელს მ. ი. ბროსსეს განსახილველად.

დიდის სულსწრაფობით მოველით, რომ ეს ყოვლად სასარგებლო შრომა მალე იქმნას დაბეჭდილი, დიდი იმედია, რომ მაგ შრომას მთელი საქართველო დაიტაცებს. ჯერ ეხლაც, ჩვენ თვითონ გამოცდილებით ვიცით, რომ ბევრი მდომელია, არამც თუ იმ გვარის ლექსიკონისა, რომელიც ეხლა წარუდგენია პატივცემულს დ. ი. ჩუბინოვს, არამედ იმისიც, რომელიც წინად იყო დაბეჭდილი. თუ ეგრეა, გვეტყვის მკითხველი, რატომ უწინდელი დაბეჭდილი ლექსიკონი არ არის სრულად გაყიდულიო. აკადემიის წერილიდამ ჰსჩანს, რომ უწინდელი ლექსიკონი სულ ექვსას ეგზეპლიარად დაბეჭდილა და დღეს აქამომდე გაუსყიდავად დარჩომილა 114 ეგზემპლიარი. ჩვენის იფიქრით, ეგ აგრე არ მოხდებოდა, თუ რომ ლექსიკონის აუარებელთ მდომელთ სცოდნიყოთ სად და ვისთან იყიდებოდა ლექსიკონები. დღესაც ეგ არავინ იცის. აი ეს არის მიზეზი, რომ ის 114 ეგზემპლიარი დღეს აქამომდე დარჩომილა გაუსყიდავად.

ეს ახალი ლექსიკონი რომ დაიბეჭდოს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გასაღდება, რადგანაც დიდი საჭიროება და ბევრი მდომელია, რომ მაგგვარი წიგნი იქონიოს.

— უფ. ალექ. ცაგარელს უთარგმნია რუსულად წიგნი სიბრძნე-სიცრუისა თქმული თ. საბა-სულხან ორბელიანისაგან და დაუბეჭდინებია პეტერბურგში ამ სათაურით: Книга Мудрости и лжи (грузинскія басни и сказки XVII—XVIII стол.) Саввы Сулхана Opбеліани.

ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის გამგეობა

ამით აცხადებს, რომ მეექვსე ტირაჟში, რომელიც იქმნა 11 მაისს 1878 წ., ამოვიდნენ შემდეგი ნომრები ამა ბანკის გირავნობის ფურცლისა.

I სერია

18 წლისა და შვიდის თვის ვადისანი, ათ თუმნიანები: №№ 123, 62, 76, 107, 11, 110, და 51.

II სერია.

54 ½ წლის ვადისანი, ათ თუმნიანები: №51.

27 ½ წლის ვადისანი, ას თუმნიანები: №№ 56 და 108.

III ს ე რ ი ა

54 ½ წლის ვადისანი, ათ თუმნიანები; №№ 21 და 20.

27 ½ წლის ვადისანი, ათ თუმნიანები: №№ 36, 34 და 82.

27 ½ წლის გადისანი, 50 თუმნიანი: №№ 20 და 142.

IV სერია.

27 ½ წლის мადისანი, ათ თუმნიანი: №№ 12 და 13.

27 ½ წლის ვადისანი, 50 თუმნიანი: № 66,

V ს ე რ ი ა.

54 ½ წლის ვადისანი, ათ თუმნიანი: №№ 101, 166 და 44.

27 ½ წლის ვადისანი, ათ უმნიანი: №№17, 38, 44 და 35.

VI ს ე რ ი ა.

27 ½ წლის ვადისანი, ორმოც-და-ათ თუმნიანი: № 18

43 ½ წლის ვადისანი, ათ თუმნიანი: №№ 1 და 10.

თუმცა ამ გირაოს ფურცლებში ნაღდი ფული უნდა მიეცეს ამ წლის 1 მკათათვეს, მაგრამ ბანკის კასსას შეძლება აქვს ამ ვადაზედ ადრეც დაურიგოს ფული, ხოლო წლიურ 6%, უკან გამოვა.

6 განცხადებანი

▲back to top


განცხადებანი

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისაგან.

გამგეობა ზემოხსენებულის ბანკის უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების §16 ძალითა ამით აცხადებს, რომ 22-ს თიბათვეს 1878 წ., შუადღისას, ქალაქს ტფილისში, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღანოვის სახლში ისყიდება საჯაროს ვაჭრობით უძრავნი ქონებანი ქვემოხსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასახდელად გადის ფული, დაწესებული წესდების §§ 29, 30, 34 და 36 მუხლითა.

სულხანოვები, გაბრიელ და მიხაილ — ოთხი დუქანი ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 36 ოთხ-კუთხე საჟ., ქ. ტფილისს, 2 განყოფილების 14 ნაწილში. ვალის თავნია 5,281 მან., შემოსატანია ბანკში 342 მან, და 18 კაპ., სულ 5,623 მან. და 18 კაპ.

ბურდულოვისა, ალექსანდრა სოლომონის ასული — ორი დუქანი თავლით, ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 600 ოთს-კუთხე საჟი, ქ. ტფილისს 2 განყოფილების 11 ნაწილში. ვალის თავნია 1,880 მ. და 55 კაპ. შემოსატანია ბანკში 183 მან. 68 კ. სულ 3,064 მან. 23 კაპ.

სულხანოვისა, მარია ივანეს ასული ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სამ სართულიანი დუქნები, ორი ორ სართულიანი და თერთმეტი თითო სართულიანი ქვითკირის დუქნები. ტფილისს ა) 1 განყოფილების 7 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში, ჩუღურეთში, ვალის თავნია 17,283 მან. და 27 კ. შემოსატანია ბანკში 973 მან. 25 კ. სულ 18,256 მან. 52 კ.

პაელიევი, იაკობ სემენის ძე — ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ორ-სართულიინი სამოსამსახურო სახლი სარდაფით და მიწით, ზომით 72 ოთხ-კუთხე საჟ. თფილისს 1 განყოფილების 5 ნაწილში ნემენცების ქუჩაზე. ვალის თავნია 5,811 მ. და 74 კაპ. შემოსატანია 338 მან, 84 კ. სულ 6,149 მ. და 84 კაპ.

ტერ-ზახაროვისა, მარია კონას ასული — ერთ-სართულიან ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 18 ოთხ-კუთხე საჟ., ტფილისს 2 განყოფილების 13 ნაწილში, ეჩმიაძინის ქუჩაზე. ვალის თავნია 195 მან. 27 კაპ. შემოსატანია პანკში 35 მ. 18 კ. სულ 230 მ. და 55 კაპ.

ბაბოვი, სარქის მარტირუზას ძე — ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდფით და მიწით, ზომით 30 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისს 2 განყონყოფილების 13 ნაწილში, ვალის თავნია 293 მან. შემოსატანია ბანკში 30 მან. და 34 კან. სულ 3,223 მან. 39კ.

ბარათოვნი, კნ. იოსებ, გიორგი და კნეინა მარია ივანეს ძენი მიწები 536 დესეტ, და 1,920 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის გუბერნიისა და მაზრაში კომარლოს დაჩაზე (პატარა რატევანი), ვალის თავნია 5,976 მან. 87 კ. შემოსატანია ბანკში 262 მან. 48 კ. სულ 6,139 მან. 35 კაპ.

თარხან-მოურავისა, კნეინა მარია ბიძინას ასული — მიწები 545 ოთხ-კუთხე საჟენი ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის, სათუხარელოს დაჩაზე, ვალის თავნი 6,674 მან. და 10 კაპ. შემოსატანია 291 მან. და 23 კაპ. სულ 6,965 მან 33 კაპ.

პირადოვი, მიხაილ არტემის ძე — ბაღი ერთ-სართულიანის სახლით, მიწით, წყაროთი და ყოველგვარ კუთვნილებით, ზომით ბაღის მიწა სიგძით 135 საჟ., სიგანით 80 საჟ. უზო და სახლის მიწა 250 ოთხ-კუთხე საჟ., ტფილისის გუბერნიის და მაზრის, სოფ. თფისში. ვალის თავნი 400 მან. შემოსატანია ბანკში 26 მან. 10 კაპ. სულ 426 მან და 10 კაპ.

სტეფანოვი, გეურქა პავლეს ძე — ცარიელი მიწა, ზომით 300 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. ტფილისს, 2 განყოფილების 11 ნაწილში, ავჭალის ქუჩაზე. ვალის თავნია 1.200 მან. შემისატანია ბანკში 66 მან, სულ 1,266 მან. და 88 კაპ.

აივაზოვი, არტემა თადეოზის ძე ― ერთ-სართულინი ქვითკირის სახლი თავის ფლიგელი და სახლის ქვე-აიწით, ზომით 413 ოთხ-კუთხე საჟ., ფლიგელის ქვეშ, ზომით 51 ოთხ-კუთხე საჟ. ვალის თავნის 2,000 მან. შემოსატანია 76 მან. და 70 კაპ. სულ 2,076 მან. 70 კაპ.

საყვარელიძისა, მინადორა ზურაბის ასული — მიწები, ზომით 25 დესეტინა და 600 ოთხ-კუთხე საქ. ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის, სოფლებ; ზეკატს, ცოცხნარს, ოდზისში და ზინდისში ვალის თავნი 500 მან. შემოსატანია 37 მან. და 20 კაპ. სულ 537 მანეთი და 20 კაპ.

ანდრონიკოვი, კნ. ზაქარია იასეს ძე — მიწები, ზომით 15,000 დესეტინა ტფილისის გუბერნიის და მაზრის, სოფ. ლომბათოში. ვალის თავნია 59,768 მან. და 18 კაპ. შემოსატანია 2,063 მანეთი და 7 კაპ. სულ 61,831 მანეთი 25 კაპეიკი.

ჭიჭინაძე, ეგნატე ნიკოლოზის ძე — ხუთი თითო სართულიანი ქვითკირის სახლები მიწით, ზომით 115 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისს 1 განყოფილების 1 ნაწილში, მთაწმინდაში. ვალის თავნია 677 მანეთი და 48 კაპ. შემოსატანია 67 მანათი 42 კაპეიკი, სულ 739 მანეთი და 55 კაპეიკი.