The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (21)1878.1.06


ივერია (21)1878.1.06



1878.1.06

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

კახი, („ივერიის კორრეპონდეცია)

ძლივს არ ეშველა კახს? დაყენებული ჰყვანდათ ამ დალოცვილებს ოთხი თოლუმბაში, რომლების მოვალეობა სხვათა შორის იყო ყოველგვარი სახელშწიფო და სასოფლო გარდასახადის შეკრება. დაერეოდნენ ესენი ბევრჯელ სოფელს და ტყავს აძრობდნენ მცხოვრებლებს! იმ დროს, როდესაც ერთ სათოლუმბაშოში ერთი მანეთის გარდასახადს კრეფავდნენ, მეორეში მანეთ-ნახევარსაც არა სჯერდებოდნენ.... ჩვენდა სანუგეშოდ ეს სამწუხარო ამბავი დღეის შემდეგ, მგონია, აღარა დროს აღარ გამეორდეს, ეს იმ მიზეზის წყალობით, რომ ეხლა სოფ. კახში, უჩასტკის უფროსის ბოღუსლავსკის რჩევით ამოირჩიეს ერთი ხარჯის ამკრეფავი, რომლიც ამავე დროს სოფლის ხაზინადარია. გამოცხადებული აქვს სოფლის საზოგადოებას, რომ რა გადასახადიც უნდა იყოს, სხვა არავის არ უნდა აძლიონ ხოლმე და ამ დაყენებულსაც მხოლოდ მაშინ უნდა აძლიონ. როდესაც ეს უკანასკნელი მისცემს მათ ხელწერილს, ამდენი და ამდენი ფული, ანუ ესა და ეს ნივთი მივიღეო. მთელი სოფელი ძრიელ მოხარულია, რომ მორჩა ამდენ მჭამლებს. ეს ახლად ამორჩეული პირი არის კოსტა ტარტარაშვილი, კახის საკვირაო შკოლის ახალგაზდა. ჯერ-ჯერობით ამას თავის საქმე ჩინებულად და გულმოდგინებით მიჰყავს. კოსტა ტარტარაშვილი ჯერ კიდევ ყმაწვილი კაცია: ამიტომ ჯერ ბევრის რისამე სწავლა შეუძლიან. ოღონდ ნუ შერცხვება, ნუ დაზანტდება და რაც არ იცის სხვას — ნაიბს, თუ მასწავლებელს — მოჰკითხოს, ესენიც ყოველთვის სიხარულით აუსრულებენ თხოვნას. ამ ხანებში უნდა მოხდეს სახელმწიფო ხარჯის მოკრეფა. სულ კახის ინგილოებზე დადებულია 1207 მანეთი. კოსტა ტარტარაშვილმა ამ საქმისათვის ჯერ შეადგინა თავის დავთარში სია ყოველის კომლისა გამოვიდა სულ 282 კომლი. შემდეგ სოფლის ყრილობაზე ამ რიცხვიდამ გამორიცხეს 30 კომლი, რომელთ მაგიერ ხარჯი თვით სოფელმა უნდა მისცეს. ამ 30 კაცში ურევიან ერთი მამასახლისი, სამი სუდია, ოთხი თოლუმბაში და ხუთი თავისუფალი გლეხი; დანარჩენები კი სულ ობლები, ქვრივები და დაშავებულები არიან. თითო კომლზე ამ წელს მოდის სახელმწიფო ხარჯი 4 მან, და 80 კ. ეგრე კარგათ და მარდათ ხარჯის განაწილება აქ თავის დღეში არა ყოფილა. არ შამიძლიან არ გახაროთ რომ ყველა სოფლებშიაც კახის უჩასტკისას, ამ ჟამად ამორჩეულნი არიან თითო ამ გვარი კაცი, ყოველის ხარჯის ამკრეფავი, რომელიც იმავე დროს არის სოფლის ხაზინადარი და რომელსაც ყოველთვის, რა საკვირველია, მოეთხოება ყველა ანგარიში. ესეც ჩვენი უჩასტკის უფროსის წყალობით მოხდა ამ ჟამად ჩვენ კახს აქვს თავის საზოგადო კასსაში 300 მანეთამდე ფული. ეს ფული მოგროვდა მხოლოდ აწინდელი ნაიბის დროს, წინანდელის დროის ფული რაღა იქნაო, იკითხავთ? ამისი კი რა მოგახსენოთ! ეს სოფლის ვაჟბატონებს მოჰკითხეთ! ვინ იცის რამდვვნი წელიწადია შემდეგ იმ კანონის დადგენისა, რომელიც ამბობს, რომ მამასახლისისგან და სოფლის სასამართლოსაგან დამნაშავებზე გარდაწყვეტილი გარდასახადი შედის სოფლის საზოდაგაო კასსაში, მაგრამ აქამომდე კი სოფლის კასსაში ერთი კაპეიკიც არ მოიპოებოდა! ნუ თუ ამოდენა დროის განმავალობაში აქ არავითარი დანაშაულობა არ მომხდარა და არც მამასახლისს და არც სოფლის სასამართლოს არავითარი გარდასახადი არ გადუხდევინებინებიათ დამნაშავებისათვის!?...

II

როდესაც უყურებ და ღრმად ვაკვირდები აწინდელის ჩვენის საინგილოეთის ცხოვრების მიმდინარეობას უფ. ბოღუსლავსკის ხელ-ქვევით, მრავალჯერ მამდის ჰაზრათ: „მართლა, რა ბედნიერი იქნებოდა მთელი ჩვენი ქვეყანა, თუ ყველა ჩვენი სამშობლოის კუთხე იყოლიებდა იმ გვარი მეცადინეს, მართალს, მშრომელს, ნაცოდნს და გამოზდილს მმართველს, როგორიც არის ეს ჩვენის უჩასტკის ეყაწვილი კაცი! მაგრამ სად არის? ავიღოთ თუნდ ჩვენი ზაქათლის ოლქი, ამ დროს, როდესაც კახას უჩასტკაში, ამ გვარის მმართველის წყალობით, ცხოვრება დუღს და წინ იწევს ყოველ მხრით, მის მეზობელ უჩასტკებში, როგორც ხალხს, აგრეთვე — მის ცხოვრებას ჰსძინავს მკვდრის ძილითა. აბა ერთი მიბრძანეთ — რა უნდა გაარიგოს, ანუ როგორ უნდა წინ წაჰსწიოს მის ამარაზე მიგდებული რამდენიმე ათასი ხალხი, იმისთან მმართველმა, რომელმაც ინჩი რუსული კი არა, თავის სამშობლო დედა ენაზე რა არის, ხელიც ვერ მოუწერია ქაღალდზედ? არ ვიცი, შევიგონებთ ჩვენ თუ არა ამის შემდეგ, რა არის ხალხის მმართველი, მაგრამ მე მაინც არ შემიძლიან არა ვსთქვა აქ ის, რაც მე ეგრე მაწუხებს წამი და უწუმა! მე მრავალ-ჯერ მიკითხავს ჩემის თავისთვის: „თუ ათიოდე ყმაწვილის აღზრდისათვის საჭიროა ხოლმე სპეციალური სასწავლებლები — საოსტატო ინსტიტუტები და სემინარიები, უფრო მეტათ საჭირო არ არის ამ გვარი სპეციალური სასწავლებლები კავკასიის ათას-ფეროვან მცხოვრებთა მმართველების მომზადებისათვის, აღზრდვისათვის, რომელთა ამარაზე მივაგდებთ ხოლმე ზოგჯერ არა ათიოდე სულს, არამედ ათი ათასობით ხალხს?! მგონია საჭიროა და ამას დამტკიცებაც არ უნდა აქ განსაკუთრებით საჭიროა იმ გვარი სპეციალური სასწავლებლები, რომელნიც მოამზადებდნენ ჩვენის ხალხისათვის იმ მმართველებს, რომელნიც უფრო ახლო დგანან მასთან, რომელნიც შიგ ხალხში ცხოვრობენ, როგორც, ვთქვათ, ნაიბები. აბა მაშინ ვნახავდით, როგორ წინ წავიდოდა ჩვენის ხალხის განათლება, ჩვენის ხალხის კერძო და საზოგადო ცხოვრება ამ მომზადებულ მმართველების მეცადინეობით და წინამძღოლობით! მაშინ გნახავდით როგორ გაკეთდებოდა ჩვენი ქვეყანა ყოველის მხრით! მაშინ გნახავდით, როგორ გამოიკვლევდა თვით მმართველობის საქმეცა! აი რა აზრზე დამაყენა აქაურობაზედ დაკვირვებამდ მართლა შაუძლიან ამ აზრის შესრულებას წინ წასწიოს ჩვენის ხალხის ცხოვრება თუ არა, მიმინდვია თვით მკითხველისათვის!...

III

დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა! შემოდგომაზე იმ საზოგადო არეულობაში, ცოტა არ იყოს გახშირდა ქურდობა, მაგრამ იანვრის შემდეგ კი, წყალობა გაქვს, რომ გაქრა ქურდობის ხმა ჩვენში! იანვარს აქეთ მთელი უჩასტკის ხარჯზედ დაყენებულნი არიან ოღრუბეგები, რომელნიც დაიარებიან მთელ უჩასტკაში ღამით, დღით, უკვრენ გზებს ქურდებს, იჭერენ უბილეთო და მატანტალა ხალხს და სხვ... ესენი სულ 13-ტნი არიან და შესდგებიან სხვა და სხვა ტომთაგან — სომეხთაგან, რუსთაგან და ლეკთაგან. ამ წესის წყალობით და თვით უფროსის სასტიკის ყურადღების გამო ამ ჟამად კახის უჩასტკაში ისე შემცირდა ქურდობა, რომ იანვარს აქეთ მხოლოდ შვიდი თუ ექვსი შემთხვევა იყო ქურდობისა…

IV

მოვიდა ერთი სოფლის მამასახლისი და ეუბნება ნაიბს: „ამა და ამ ობოლს ერთი კამბეჩი მეტი ჰყავსო და როგორც ობოლი, აგრეთვე აპეკუნიც თანახმანი არიან მისცენ ეს კამიკჩი ვალში მოვალესო“. დაუძახებს ნაიბი აპეკუნს და ჰკითხავს: მართლა თანახმაა შენი ობოლი მისცეს მოვალეს გამბეჩი და მეტიაო ეს კამბეჩი? აპეკუნი ეუბნება - დიახ აღაო! დაუძახებს ობოლსაც. მიუდგება ამას ნაიბი და მამობრივად ჰკითხავს; „მართალი მითხარი,დღეს მე შენი მამა ვარო, სხვანი შენ ჩემსავით არ შაგიბრალებენო, მართალი მითხარიო, ის ერთი კაშბეჩი მეტი გყავსო...? ობოლი გათამამდა და რომ ხედავს — ნაიბი ეგრე გულ-შემატკივრათ ეპყრობა, ეუბნება: „ვალლა (ღმერთის მადლმაო.) აღავ, იმ ერთის კამბეჩის მეტი არა მყავს რაო“. შემდეგ ამისა, როდესაც ნაიბმა ნამდვილად შეიტყო ამ ყმაწვილის სიტყვის სიმართლე, უბრძანა — ხელიც არ ახლონ მის ქონებას, მატყუარა მამასახლისი და აპეკუნი კი სატუსაღოში ჩაყარა!..

V

არ შემიძლიან არ შეგატყობინოთ ძლიერ ღირს სახსოვარი მოვლინება ჩვენს დღევანდელის ცხოვრებისა: აი ეს სამი დღეა, რაც ზაქათლის მაზრის უფროს უფ, სერაფიმოვიჩი კახში ბრძანდება და გლეხებს უბრუნებს იმ მამულებს, რომელნიც მათ წაართვეს ვაჭრებმა ვალებში. ამას წინეთ ჩვენის უჩასტკის უფროსს ბოღუსლავსკის მოუვიდა ბძანება, — რომ სია შეადგინოს, თუ ვის რა მიწა-წყალი, რამდენ ვალში და როდის გაჰსცლია ხელიდამ. ამან ეს მონდობილობა დიდის მეცადინეობით და შრომით სისრულეში მოიყვანა და გაუგზაგნა თავისი ნაშრომი სადაც ჯერ იყო. სულ კახის უჩასტკიდამ წაჰრთმეოდათ მიწა-წყალი 175 კომლს. მაშასადამე 175 კომლი დაგდებული ყოფილა აქამდე უპუროთ, ულუკმოთ. ამის შედეგს მხოლოდ ეხლა ვხედავთ უფროსი ოლქისა მობძანდა და არიგებს სომხებს გლეხებთან, ამ მორიგების წყალობით მიწა-წყალი ყველას უბრუნდება; ბევრს ვალიც სულ ეშორება თვიდამ, რადგანაც სომეხს კარგა ბლომათ ესარგებლა გლეხის მიწა-წყალით. ზოგს გლეხს კიდე ცოტა ვალი რჩება, რომელსაც რასაკვირველია, მალე მოაშორებს, რადგანაც მიწა-წყალი ხელში უჭირავს. მაგრამ ზოგს სომეხსაც, რადგანაც ვალზე მეტი ჭამა, თავზე ედება ეს მეტი შეჭმული და მოვალეა დაუბრუნოს გლეხს... ნეტავი როდის ეღირსება ესევე ყველა ადგილებს ჩვენ დანარჩენ საქართველოსას?! განა იქ კი ამ გვარი პირნი არ მოიპოებიან?

ვანო.

სიღნაღი. („ივერიის“ კორრესპ.) შარშან სეკტემბრის თვის უკანასკნელს რიცხვებში ერთი შესაზარი და შესაძრწუნებელი საქმე მომხდარა დედოფლის წყაროზედ (Царскiе колодцы). ეს ამბავი თაგის საშინელის შედეგით ძნელი დასაჯერებელია, — მაგრამ ისმინეთ და იქონიეთ სრული რწმუნება, რომ ქვემო მოყვანილი მართალზედ მართალია:

ზემო მოყვანილ რიცხვებში ორი ჩოდარი მიდენილა ელდარზედ საქონლის სასყიდლათ, — ერთი სომეხი, მეორე თათარი. ყარაღაჩიდამ გასული, — უთუოთ უნდა გაევლოთ მახლობლათ ნავთის ქარხანაებისა. (სიმონსისა და კომპ.)

რა მიახლოვებულან ამ ქარხანას, — სომეხი მიბრუნებულა,— თათარს დაუცდია შორი-ახლო.

ერთს რომელსამე ზედამხედველთაგანს, ნემენცების ტომისას, მიუხმია სომეხი და უთქვამს — შენ ყაჩაღი ხარ, უნდა დაგიჭიროვო და თუქურმიშას გაგზავნო პრისტავთანაო.

დამფთხალიყო საწყალი სომეხი და უპასუხნა: მე ჩოდარი ვარ, ტყუილათ გაქვთ ეგ ეჭვი ჩემზედაო, — მეტი რა გზა როგორც გნებავთ, ისე გამგზავნეთო.

თათარს გაეგონა ეს ლაპარაკი და დაეძახნა წამოდი, — რას ელაპარაკებიო? სომეხს ისიც თავისთან მიეპატიჟნა, — თქვა: აქ მოდი რისა გეშინიან. სულ ქართველები არ არიან აქაო და ამის გარდა აქაურს მეუფროსეს ფილიპესაც ვიცნობო.

მისულიყო თათარიც. ეტაცნათ მაშნვე ორივესთვის ხელი და რა ექნათ,— როგორ გგონიათ?

ორივე ჩაეძახნათ ერთს საშინელს ნავთისათვის ამოთხრილს ორმოში, რომელსაც ორმოცი სიღრმე თურმე აქვს!!! საშინელი ღრიალი ამოდიოდა თურმე. ამ დროს მისულიყო მეუფროსე, ისიც ნემეცების ტომას, სახელად ფილიპე. რა მოესმინა ეს ამბავი, მშვიდათ, წყნარათ ეთქვა: ცოდონი არიან, ბევრს იწვალებენო, -მიეტანა თოფი დეცა ხევიდამ და ამ რაგათ დაუსრულებინა მათი სიცოცხლე ამ სიშინელს ჯურღმულში.

შემდეგ ჩაეგზავნათ ერთი ქართველი კაცი, რომელსაც იგინი გაეცარცვნა, დაეჩეხნა, ცხენებსაც ეს სვე რგებოდათ, — თან წაეყოლებინათ საყვარელს პატრონებისათვის და მით სრულიად დაეგვირგვინებინათ საქმე. მას შემდეგ დიდხანს არსებობდა იქ სრულიადი სიმშვიდე.

წარბიც არავის შაუხრია, — რა მომხდარა იმის თანა, რომ ქვეყანაზედ არ მომხდარიყოს — მგონი იძახდნენ.

ამ ორის კვირის წინათ, ღმერთმა გაშოროს მკითხველო, იმ თავ-ზარის დაცემა, რომელიც ამ ქარხანაში მყოფთ დაეცა. საქმე გამოაშკარავდა. ეს ჩოდრები საფაროვის მედუქნები ყოფილან და ამ უფალს საფაროვს აღმოუჩენია ეს საქმე.

გამოშიება დაიწყო, რო გაშინჯეს, შვლები და მგონია სამი კაცის თავი ეპოვნათ. უფ. ფილიპე გატეხილა და ყელაფერი უღვიარებია.

ამბობენ ეს ამბავი ზოგიერთ იმისთანა პირებსაც სცოდნიათ, რომლებიც ამ გვარ საქმეთა მოსასპობლათ დანიშნულები არიან და ჯამაგირსაც იღებენ, — მაგრამ რათა, რისთვის აწყენინონ ცოცხლებს, — მკვდრები ხომ ვეღარ გაცოცხლდებოდნენ.

აი ასე თურმეა, — მარტო მთის, გამხეცებულის ხალხის გარდა — განათლებული ნემცეს ჩამომავლობისანიც კი სჩადიან კაცთა შესაზარი, შესაშრწუნებელ ავაზაკობას.

ანდრიევსკის ქალის სიკვდილი — რით სჯობია ამ საქმეს?

სოფ. საგარეჯო, 11 მაისს. აგერ ეს მეხუთე თვეა, არც ივრის დამზოგველ ამხანაგობის დეპო გაიხსნა საგარეჯოში, მის წარმოებაზე ხშირათ იყო გაკვრით მოხსენებული „დროებაში“ „ივერიაში,“ მაგრამ დაბეჯითებით მისი მოქმედება და წარმოება აქამდისის არავინ იცის. თუმცა მას მოჰყვა ზოგიერთი უსიამოვნო გარემოება, მაგრამ მალე მოიშორა თავიდგან და ივრის დამზოგველი დეპო დღეღამ იზრდება და იდგამს ფეხს. თუმცა მის მოწინააღმდეგეებს ძილშიაც სულ ის ებლანდებოდათ, რომ დეპო დიდ ხანს ვერ იცოცხლებსო და ამითი გულს იგრილებდნენ; მაგრამ ახლა კი იმედი ცოტ-ცოტაობით ეკარგებად. უნდა გეყურებინათ თუ რა სიხარულს მიეცნენ, როდესაც დახლიდარმა ონიკაშვილმა თავი მოიკლა, ეგონათ ეხლავე უსათუოთ დაჰკეტავენო. მართლათაც ორი დღე დეპო დაკეტილი იყო, მანამ უფ. პრისტაკი მოვიდოდა, მაშინვე ასწიეს ფასები. ხალხს ჯავრი მოსდიოდა, გვთხოვდნენ ჩქარა გაგვეღო დეპო, გვეგონა ჩვენი ქართულ ცრუ-მორწმუნოებაზე იქნება რამე გავლენა ჰქონდეს ონიკაშვილის თავის კვლასო და მუშტარი დაგვიფთხესო; მაგრამ თქვენ არ მომიკვდეთ იმისმა სიკვდილმა არაფერი ცუდი გავლენა არ იქონია, გაიღო დეპო თუ არა მეორე დღეს ისევ ხშირმა ვაჭრობამ დაიწყო. ეს ხომ ასეა! უფრო ბოლო მოეღოთ უბედური ურიებს, რომლებიც ცხენებით დაათრევდნენ ფარჩას კარ-და-კარ.

ამ ამხანაგობამ ფარჩის განყოფილება გახსნა აპრილის ოთხსა რასაკვირველია მუშტარის მოპოვებისათვის უნდა ძალიან ნაკლებ ფასათ გაეყიდნათ, ღმერთმა უშველოს იოსებ ანდრიას ეს ლოლაძეს, ეს ამ საქმეში ძალიან დახელოვნებული კაცი ყოფილა და თანაუგრძნობს ამ საქმესაც; პირველათვე ძალიან კარგათ ივაჭრა თავი და თავი ჩითები ახალის მოდისა, რომლებსაც ურიები სოფლებში ჰყიდდნენ ხუთ-ექვს შაურათ და ქალაქში აბაზათ, დეპოში იყიდება სამ შაურ-ნახევრათ. ამაზედ დაბალი ჩითი დეპოში იყიდება ორ შაურ-ნახევრათ. რასაკვირველია რს გასაოცარია ხალსისთვის, მეტადრე გაოცდა ერთი დედაკაცი, როცა იმან მოიტანა ერთი საკაბე ჩითი ქალაქს ნასყიდი არშინი აბაზათ, სწორეთ იმის ნაჭერს დეპოში ჰყიდიან სამ შაურათ არშინს. უფრო უკვირთ. ისა, რომ რაც კამიტეტის მიერ გადაწყვეტილი ფასი ადევს საქოონელს იმას დახლიდარი ვერც მოუმატებს და ვერც დააკლებს; ასეთი სიმართლე და პატიოსნობა ძალიან მოსწონთ, თუმცა ზოგიერთნი ვინც ჯერეთ ხამათ მოდიან ვაჭრობენ ისევ ისე, როგორც ურიებთან; მაგრამ ვინც კი ერთხელ ივაჭრა, მეორეთ როცა მოდის აღარ კითხულობს ფასებს, გადმოაღებინებს საქონელს – არჩევს, მოაჭრევინებს, ანგარიშს მოითხოვს დახლიდრისაგან და პირდაპირ დაუთვლის ფულებს, რადგანაც დარწმუნებულია რომ აქ არ მოატყუებენ. კარგი რამ ყოფილა ვაჭრობა ბატონებო! და ზოგიერთს კიდეც იმიტომ წაუვლია მისთვის ხელი და სწუწკნის საწყალ მუშა ხალხს. ერთის სიტყვით ვაჭრობა ყოფილა ულეველი ოქროს მადანი. ყოველ დღე შვიდი და რვათუმნის ვაჭრობას მოაქვს წმინდა მოგება ხუთმეტი და ოცი მანეთი, მაშ რაღა მოგება უნდა რჩებოდეთ იმ ვაჭრებს, რომელნიც მას თუმნობით ვაჭრობენ თავის-თავის სასარგებლოდ? აბა წარმოიდგინეთ ამ მოკლე ხანში შყიდნია ამხანაგობას საწვრიმალო განყოფილებისთვის 1-ს იანვრიდგან 20-ს აპრალამდინ 3,307 მანეთისა და 94 კაპეიკის საქონელი და გაუყიდნია 3,710 მან. და 16 კაპ, ხოლო ფარჩის განყოფილებას 4-ს აპრილიდგან უყიდნია ფარჩეულობა მაისის 9-დინ 2,412 მან. 58 კაპ. გაუყიდნია 1,121 მან. 10კ. სულ ერთიანათ ორივეს ერთათ (ესე იგი წვრილმანის საქონლისა და ფარჩეულობის განყოფილებას) უყიდნიათ 5,720 მან. 52კ. და გაუყიდნიათ 4,831 მან. 26 კაპეიკისა. ამ დროს ფარჩეულობის დუქანში ელაგა — 1,291 მან. 48 კაპეიკისა, საწვრიმალოში ელაგა 635 მან. 77 კაპ. ნაღდათ იყო 270 მან. მოწყობაზედ და ქონებაზედ არის დახარჯული 367 მან 85 კაპ. გილდისა და სახლის ქირა 184 მან. 80 კაპ. ჯამაგირი პრიკაშჩიკებს 128 მან. 33 კაპ. საქონლის მოსატანი ქირა და სხვა ხრჯები არის 156 მან. 78კ. სულ მთელ ვაჭრობაზედ არის დახარჯული 6,537 მან 28 კაპ. შემოსულა და არის 7,028 მან, 51კ.

საქმის მწრმოებელი ა. ცხვედაძე

საგარეჯოდამ მოგვივიდა შემდეგი წერილი: ჩვენ, ქვემოხსენებულთ პირთ მაისის 22-ს საღამოს მოგვივიდა „ივერიის“ №18 და წავიკითხეთ ფრიად სასიამოვნო ამბავი შესასებ „ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთა მოსწავლეთა შემწეობისათვის“, აი საზოგადოება, რომელიც თვისის გონივრულის მოქმედებით დაიდგამს საშვილიშვილო ძეგლს! აი საზოგადოება, რომელიც აღადგენს ჩვენს დავრდომილს პატარა ქვეყანას! იმას გული ქვისა უნდა ჰქონდეს, ვინც კი ამ საზოგადოებაში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგანაც ყველამ კარგათ უნდა იცოდეს, რომ ამ საზოგადოებაზედ იქნება დამკვიდრებული ჩვენი ბედი და უბედობა. ჩვენ, როგორც ერთი საწყალნი ხალხნი ვგრძნობთ ამ საზოგადოების მნიშვნელობას და ამიტომ ვაცხადებთ მცირედის ჩგენის ყოველის წლიური შესაწირავით ჩაგვთვალოთ ამ საზოგადოების წევრით — სოფელ გიორგი წმინდის მღვდელი თევდორე გულისოვი ვაცხადებ სრულ სურვილს წარმოვადგინოთ წელიწადში ზემოსენებულ საქმის სასარგებლოთ სამი მანეთი თეთრი ფული.

სოფელ საგარეჯოს შკოლის მასწავლებელი ა. ცხვედაძე ვალდებულათ გრაცხ ჩემ თავს ყოველ წლივ წარუდგინო ზემოხსენებულ საზოგადოებას ხუთი მანეთი ფული.

ივრის დამზოგველი ამხანაგობის გამგეობის რჩევის წევრი თ. დიმიტრი იოვანეს ძე ციციანოვი ვალდებულათ ვრაცხ ჩემს თავს, რომ წარმოვადგინო წელიწადში ზემოხსენებული საქმის სასარგებლოთ სამი მანეთი თეთრი ფული.

ივრის დამზოგველ ამხანაგობის მაღაზიის ფარჩეულობის განყოფილების დახლიდარი, ვალდებულთ ვრაცხ ჩემს თავს წარმოუდგინო ამ ზემოხსენებული საზოგადოებას, წელიწადში სამი მანეთი თეთ. ფული — იოსებ ლოლაძე.

მე საწყალი ვინმე პატარძეულის სასოფლო შკოლის მასწავლებელი ზაქარია გულისაშვილი ვალდებული ვარ წარმოგიდგინოთ ყოველ წლივ სამი მანეთი ფულს (ამ თიბათვის პირველ რიცხვებში წარმოუდგენ კომიტეტს).

სოფლის გიორგი წმიდის შკოლის მასწავლებელი ვლადიმირ იოსებ აბე — ონინი ვალდებულათ ვხდი ჩემს თავს, ყოველ წლივ წარუდგინო ამ საზოგადოებას სამი მანეთი ფული.

სოფლის საგარეჯოს საზოგადოებისა გლეხი ზურაბა როსტიაშვილი წევრი ივრის დამზოგველ ამხანაგობასა ვალდებულათ ვრაცხ ჩემს თავსა ყოველ წლივ წარმოვადგინო თითო მანეთი თეთრი ფული.

ღარიბი აზნური საგარეჯოს შკოლაში ნამყოფი ნიკოლოზ ქურდოვანიძე, ვაცხადებ სრულს სურვილს წარმოუდგინო ხოლმე ამ ზემოხსენებულ საზოგადოება ჯერჯერობით თითო მანეთი თეთრი ფული.

კალობნობა სოფ. ზემოხანდაკს, 14 მაისს.

(„ივერიის“ კორრესპონდენცია)

სოფელი ზემოხანდაკი მდებარებს ქ. გორიდამ თექვსმეტ-ჩვიდმეტ ვერსტზედ აღმოსავლეთით და ეკუთვნის ხიდის თავის უჩასტკას ამ სოფლის ზემოთ სამხრეთით გორაზდ არის ერთი ძველი სალოცავი, რომელსაც სახელით „კალობანს“ უწოდებენ. ეს დღესასწაული ყოველ წლივ მოდის ხოლმე აღდგომის მეოთხე კვირას და წელს იყო 14 მაისს, რაც ხიდისთავის უჩასტკის სოფლებს შეადგენენ — სულ ამ „კალობნის“ მლოცავები იყვნენ და სხვა გარეშემო ახლო-მახლო სოფლებიდამაც ზოგიერთი სანახავათ იყო წმოსული და ზოგნი უფრო ბევრნი „მკითხავების“ რჩევით. წრეულ იმოდენა ხალხი იყო, რომ გერისთაობას სრულებით არ ჩამოუვარდებოდა. და ამოდენა ხალხი რიგ-რიგათ ისეთ ნაირათ იყვნენ დამწკრივებულნი გორაზე, რომ სწორეთ კარგ სანახაობას წარმოუდგენდა კაცსა: აფიცრები, ახლად მოსული მალიციონერები, გლეხნი, თავად – აზნაურნი, გლეხის ცოლები და კნეინები - ეს თითქმის ყველა წოდების ხალხნი ერთმანეთში იყვნენ არეულნი, იქ თავის გამოდებით და პრანჭვით არავინ იქცეოდა; ხოლო ზოგჯერ კი ზოგიერთი კუდა თარხანი თავის განუშორებელის წვერ-მოტეხილ ხმლით და მათრახით დასტრიალებდა ხალხს, თითქო ვისმე დასციპლინის დასაცველად დაუყენებიაო. ხოლო მარტო ეს კუდა თარხანნი თუ არღვევდნენ საზოადო ძმობას და ერთობას, თორემ სხვა არა უშლიდა რა ხლხსის სიამოვნებასა. აი, ძმაო გოდორიავ, ჭიდაობაც გაიმართა — საჭიდაო ზურნაც დაჰკრეს და ორი ლომივით ბიჭი გამოცვივდნენ ხალხიდგან ხტომით და თამაშობითა, შეიბნენ ლომნი, ზურნამაც მოუმატა თავისი ხმა! ხალხი სულ განამული შესცქერის, აი ბოლოს, ძმაო გოდორიავ, მოიქნია ერთმა და ისე ლაზათიანათ დასცა, რომ შენი მოწონებული. „მაღალი წოდების ხალხიდგან“ შემოისმა; სწორეთ რომ პოეტურით დასცაო მართლაც. რომ პოეტური იყო! აქ ზურნა, ზურნაზედ ჭიდაობა, გარშამო ხალხის ღელვა და თვალგაფაციცება — აცა, ვინა ჰსძლევსო, იქ ისე მამაცურად ზურგიდამ გადმოღება — პოეზიაა, მა რა არი, ეს პოეტური ზურგული იაფად არ დაუჯდა წაქცეულს, მკლავი ამოუვარდა — მაშინვე ხალხში რაღაც შიშის ზარმა გაიარა, იძახიან ექიმი ექიმი! იქვე გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი მღვდლი სოფ. ხიდისთავისა შიო ბარნაბოვი — მან დაუზილა მკლავი გაუწია, შეუხვია და მოარჩინა. ხალხი დადი მადრიელი დარჩა, რომ საქმე უხიფათოდ მორჩა. თურშე ეს პატივსაცემი მღვდელი იმისთანა საქმეში ძალიან დახელოვნებულია და ბევრსაც თურმე არჩენს. შუა დღისას ერი დაიშალა და ამოდენა (თუნდ ორი ათასმდინ ქალ-ვაჟი იქნებოდა) ხალხი დაეცა საწყალ ზემო ხანდაკელებს, თითქო განძრრახ ასაკლებათაო, ზემო ხანდაკელები წინანდელ ქართველურად დახვდნენ და სრულიად არ შეუშინდნენ; დღეს გამოიჩინეს მათ თავიანთი პურადობა და სტუმართ მოყვარეობა. უიმისოთ ასომთავრულებისაგან თილჯ გაწყვეტილნი ბეჩა ზემო ხანდაკელები ეხლა კაილობნობის დღეობით ეშხზედ მოვიდნენ და სულ ფერი იცვალეს. ასეთ ფაცა-ფუცში იყვნენ სტუმრების დასახვედრათ დიდით პატარამდინ, რომ კაცს უწინდელი ჩვენი გულ-ახდილი ცხოვრება მოაგონდებოდა. სათითაოდ ოჯახში ათს კაცზედ ნაკლებ ვერა ნახავდით — კაციც ის იყო იმ დღეს და ქუდიც მას ეხურა, ვისაც მომეტებუშლი სტუმარი ჰსწვევოდა სახლში. ეხლა, გოდორიავ, რომ შესულიყავი ოჯახში და გენახა თუ მასპინძელი რა სიხარულით ფაცურობდა, დაჰსტრიალებდა სტუმრებს, ხან რა განკარგულებას მოასდენდა, ხან რას, რომ სტუმარი შეექცია, — მაშინ სწორედ შენ თვალს წარმოუდგებოდა უწინდელი გულ-უხვი და ერთობის ბედისა და იღბლის გამყოფი ისტორიული ქართველი! აჰა იქ უნდა ყოფილიყავ გოდორიავ, რომ გენახა თუ რა ეშხით ილეოდა დალოცვილი ღვინო, იქნება ის ღვინო უფრო მოგწონებიყო ხოვლურ ღვინოზე!! მე გკითხე ერთს ჩემს მასპინძელს თუ ამ ორ დღეში სულ უკანასკნელი რამდენი კოკა უნდა დაილიოს მეთქი, მან მიპასუხა, რომ სულ ცოტა რომ ვჰსთქვაო, სამას კოკაზე ნაკლებ აღარ დაილევაო, ასლა შენ საკლავი იანგარიშე! როგორც გმოვიანგარიშეთ ამ სოფელს ამ ორ დღეს ხუთას თუმნამდინ ხარჯი ექნებოდა, თითონ ხალხიცა გრძნობს ამასთანა ტყული უბრალოთ ბედოვლათურ ხარჯს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ „ჩვეულება რჯულზედ უმტკიცესიაო“.

ყველგან ამ სოფლებში გაგებული აქვთ თუ რა კარგათ მიდის ბანკისა და უფრო ახლად გახსნილის დეპოს საქმე საგარეჯოში და დიდის სურვილით აღჭურვილნი არიან, რომ მათაც ოდესმე უღირსოთ ამისთანა ბედნიერება. დირექტორის თანა შემწეს უფ. ხითაროვის მეცადინეობით ამ წლის სეკტემბრიდამ ხიდისთავის უჩასტკაში ხუთი სასწავლებელი გვექნება სს. ხოვლეს, რომლის შენახვა თვითონ საზოგადოემამ იტვირთა, და აქნობამდე შენაწევი ფული არსებობდა, ახალქალაქს, მეტეხს, გომს და კავთისხევს. ეხლა საქმე მარტო იმაშია, რომ ამ სასწავლებლებს იმისთანა მასწავლებლები მოსვლოდნენ, რომ სულით და ხორცით თანაუგრძნობდნენ აქაურ გლეხობასა ე.ი. ისინიც ისეთივე უბრალო სიკვდილის შვილნი უნდა იყვნენ, როგორც გლეხები, თუ ეს წადილი აღსრულდა, მაშინ სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი დაცემული ქართლი ამაღლდება არამც თუ შკოლებით, დეპოებითაც, ბანკებითაც და სხვაფრივი კიდევ ხალხისათვის საკეთილო დაწყობილობითა —კიდევ ვიტყვი, გოდორიავ გლეხს თუ თავისი ფანდი არა ჰყავს, სხვასთან ძნელად დაიჭერს საქმეს.

თვალადელი

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

ისროლა თუ არა ვიღაცა ჰედელმა თვისი დამბაჩა, მამართული გერმანიის იმპერატორისადმი, მთავრობის მიერ მოზავეთა საბჭოში შეტანილ და შემდეგ რეიხსტაღში გადატანილ იქმნა კანონად მისაღები წინადადება. თუმცა ეს წინადადება მიმართული იყო. სოციალ-დემოკრატთა[1] წინააღმდეგ, მაგრამ იმ გვარად იყო შედგენილი, რომ დიდ განსაცდელს მოასწავებდა საზოგადოდ საპოლიტიკო თავისუფლობისათვის. ამიტომ რეიხსტაღმა უკუაგდო ეს წინადადება და მით გაათავა თვისი სესია, რა გზას დაიჭერს მთავრობა — ღმერთმა უწყის. ამბობენ რეიხსტაღის დაშლას და ახალს არჩევანს აპირებსო, ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე, რომ ამ ღირს- შესანიშნავ გარემოებაზედ ვრცელი ლაპარაკი არ შეგვიძლიაან საშემდეგოდ იყოს. რაც შეეხება ამ გარემოების შედეგს — მოსალოდნელია, რომ კლერიკალობა ხელმეორედ ამოჰყოფს თავს გერმანიაში და გაძლიერდება. ვინ იცის — იქმნება ჰედელის ავ-კაცობაც თვით კლერიკალების საქმეა? ტყუილად კი არ იყო თქმული რეიხსტაღში, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოის დაცვა სოციალ-დემოკრატებისაგან ეკკლესსიას უნდა მიენდოსო!

მინისტრმა ჰოფმანმა შემდეგი სიტყვა დაართვა მთავრობის წინადადებას: გერმანიის სახელმწიფოთა და უმთავრესთა მოღვაწეთა ყურადღება დიდი ხანია მიქცეულია მასზედ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ სოციალ-დემოკრატების ქადაგების წინაშე. ამ საქმის შესახებ მოზავე სახელმწიფოებს ბევრჯელ შემოუტანიათ სხვა და სხვკა წინადადება, მაგრამ რეიხსტაღის წინააღმდეგობის გამო ამაოდ ჩაუვლია. ეს და შემთხვევა მიეცათ ხელმეორედ იკითხონ: — ნუ თუ გულ-ხელ დაკრეფილ უნდა უცქირონ იმ შიშს, რომელიც რამდენიმე წელიწადია მოელის ჩვენს სამშობლოს? ამას გამოისობითაც შემოაქვთ მათ ეს წინადადება. აწ მოქმედი კანონი უძლურია სოციალ-დემოკრატთა ქადაგობის წინაშე, რაც უნდა სასტიკად იყოს ხმარებული. რასაკვირველია დღესაც იტყვიან, რომ აზრის ძალმომრეობისათვისაო საჭიროა ისევ აზრი და არა რაიმე ნივთიერი ზომიერებაო. სოციალ-დემოკრატთა აზრის წინააღმდეგობისათვის კანონმდებლობითი ზომიერება უქმია; ეს უმთავრესად ეკკლესიის საქმეა, სოციალ- დემოკრატთა არსებითი ქადაგობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდათ ყოველს სულს იმისთანა ცხოვრება მიანიჭონ, როგორიც შეეფერება ადამიანის ღირსებას. მაგრამ ამ გვარი სიცოცხლე უსარწმუნოებოდ შეუძლებელია.“ ამიტომაო, ამბობს მინისტრი, ეკლესიამ თავისი საკუთარი საშუალება უნდა იხმაროსო სოციალ-დემოკრატების საბრძოლველადაო, რადგანაც სოციალ-დემოკრატები ყოველ დღე სარწმუნოებას ემტერებიანო, გარდა ამისა მინისტრმა ჩამოთვალა სსვა საშუალებაც (მაგალ. შკოლა), რომელიც აგრეთვე უძლურიაო სოციალ-დემოკრატების დამარცხებისათვის, და ბოლოს სთქვა შემდეგი: „როდესაც ყმაწვილი კაცი ცოდნას ამოქმედებს არამც თუ მარტო იმისთვის, რომ იკითხოს სოციალ-დემოკრატების გაზეთები, არამედ იმისათვისაც რო თვითონ წეროს ამ გაზეთებში და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მათ გავრცელებაში, მაშინ ყველა ზნეობით საშუალება უძლურია. ამიტომ საჭიროა, რომ მთავრობამ სოციალ-დემოკრატებს წერა-ბეჭვდაში და საჯარო ყრილობაში აუჩინოს წინააღმდეგობა.“

წამოდგა სოციალ-დემოკრატთა დასის წარმომადგენელი ლაბნკნეხტი და სთქვა შემდეგი: „მთავრობას, განზრახვა აქვს ისარგებლოს ჭკუაზედ შეშლილის კაცის მოქმედებით (რომელიც ჯერ სასამართლოს არც კი გაუსინჯავს და მოახდინოს წარმატების წინააღმდეგი ცვლილება; განზრახვა აქვს აგრეთვე — დანაშაულობაში (რომელიც ჯერ არც კია დამტკიცებული) ბრალი დასდვას იმ დასს, რომელსაც სძულს კაცის კვლა, რა გვარისაც უნდა იუოს იგი კვლავ — იმ დასს. რომლის აზრით პოლიტიკური და ეკონომიური განვითარება თვითვეულის კაცის ნება-ყოფლობაზედ არ არის დამყარებული. ეს განზრახვა მთავრობისა იმდენად აშკარაა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენელნი იძულებულნი არიან დასდვან შემდეგი: ჩვენის ღირსებისათვის უკადრისი იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ იმ განსაკუთრებულის კანონის სჯაში, რომელიც დღეს აქ შემოტანილ იქმნა ჩვენ მხოლოდ კენჭის ყრაში მივიღებთ მონაწილეობას, რადგანაც ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენელნი, მოვალენი ვართ წინააღუდგეთ ხალხის სურვილის ამისთანა უმაგალითო ღალატობას. როგორიც უნდა იყოს რეიხსტაღის გარდაწყვეტილება გერმანიის სოციალ-დემოკრატთა დასი, რომელიც მიჩვეულია ბრძოლას და დევნას, გულ-მშვიდათ მოელის ახალს ბრძოლას და ახალს დევნას მას აქვს სრული რწმენა თავისის საქმის სიმართლისა და გამარჯვებისა“.

სხვა დასთა წარმომადგენელებმაც ვერავერი თანაგრძნობა გამოუჩინეს მთავრობის წინადადებას, თუმცა კი სხვა საბუთები მიაყოლეს თვის მხედველობას. მართალია, ჩვენც იმ აზრისა ვართო, რომ ყოველი ღონისძიება უნდა იყოს ხმარებულიო სოციალ-დემოკრატთა შემაგრებისათვისაო, მაგრამ ღონისძიებად უნდა იყოსო ყველაზედ უწინარეს აწმყოის კანონების სასტიკი მოხმარებაო, თორემ არაჩვეულებრივი ღონისძიება არამც თუ საქმეს არ უშველისო, არამედ სოციალ-დემოკრატებს უფრო წაახალისებსო, რადგანაც იფიქრებენო, ვითომ მთავრობას მათი ეშინიანო და სხვ.

ჰედელის გარდა, კიდევ ვიღაც დოქტორს უსროლია დამბაჩა და დაუჭრია კიდეც იმპერატორი ვილჰელმი ამ უკანასკნელ გარემოებაზედ კი ჯერ არა ისმის რა.

— დიდი ხანია რაც მშვიდობიანობაზედ ჩამოვარდა ლაპარაკი და სანუგეშო ამბები ისმის, მაგრამ საქმეს ჯერ არავითარი გარდაწყვეტილი მიმართულება არ ეტყობა. ინგლისი და რუსეთი ერთი ერთმანეთს მოურიგდნენო, მოურიგდნენ, რასაკვირველია, იმდენად, რომ კონგრესი შესაძლებელია და დღეს თუ ხვალ შეიკრიბება კიდეც ბერლინში. მაგრამ რა მოუვება კონგრესს მშვიდობიანობა თუ ომი — ღმერთმა უწყის. არც იმისი იცის კაცმა თუ დღეს რა გარემოებამ ქმნა შესაძლებელი კონგრესი, რომელიც გუშინ შეუძლებელი იყო, ინგლისი, როგორც მოგეხსენებათ, უსათუოდ თხოულობდა, რომ სან-სტეფანოს შერიგების პირობები მთლად ყოფილიყვნენ წარდგენილნი კონგრესსის წინაშე. რუსეთი უარზედ იდგა და თავისის მხრით თხოულობდა, რომ ინგლისს გამოეცხადებინა, თუ ცვლილება სურს მას მოახდინოს ამ შერიგების პირობებში. ინგლისმა დაუთმო რუსეთს თუ რუსეთმა ინგლის — რა მოგახსენოთ. ისმის კი ვითომ რუსეთმა საკმაოდ დაუთმო. ინგლისსო, მაგ. ბოლგარია თითქმის ნახევარს მოიკლებსო, ოსმალეთის ბერძნული მაზრები საბერძნეთს მიეცემაო და სხვ.

მართალია მშვიდობიანობისა და მორიგების ამბავი ისმის, მაგრამ ომისთვის მზადება კი ჯერ არა ადგილას არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ოსმალეთს, იგი თუმცა დამარცხებულია, თუმცა მისი შინაგანი გარემოება დიდ განსაცდელშია, მაგრამ მაინც, როგორც ეტყობა, სასოება არ დაჰკარგვია. ამას ამტკიცებს, სხვათა შორის, ოსმან-ფაშაც, რომელიც ამბობს — მე არასდროს არ მითქვამსო, ვითომ სტამბოლი ვერ აიტანს რუსის ჯარის თავდაცემასო; გაზეთის „Daily News“-ის კორრესპონდენტი ტყუილს ამბობსო, ხუთი თვე ვიდექ გაშლილ ადგილას მტრის წინაშეო, რომელიც ჩემზედ ექვსჯერ უფრო ძლიერი იყოვო, და თუ ხელში ჩაუვარდიო მარტო იმიტომაო, რომ სურსათი დამაკლდაო, რაც შეეხება სტამბოლს, რომელიც ირგვლივ გამაგრებულია და რომელშიც ნახევარ მილიონი ხალხი დაეხმარება ასი ათასს ჯარის კაცს, რომელთაც ყოველგვარი ხორაგი და მასალა ბლომათ აქვსთ, მას (სტამბოლს), ოსმან-ფაშის აზრით, ვერა მტერი ვერას დააკლებს, რაც უნდა ძლიერი იყოს.

_______________

1 იხილე „ივერია“ №4 1877წ. ჰედელი სიოციალ-დემოკრატთა დისის მიმდევარი ყოფილა, როგორც ჯერ ჯერობით არის ცნობილი, მის სახლში უპოვნიათ ორიდე ბროშურა სიციალ-დემოკრატთა მიმართულებისა, მაგრამ, ვიდრე საქმე საფუძვლიანად არ იქმნება გამოკვლეული, ძნელი სათქმელია თუ ვინ ან რა დასის კაცი იყო ნამდვილად ჰედელი

3 საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

▲back to top


საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი

აქ არ შეიძლება უყურადღებოთ დავტოვოდ ის დამოკიდებულობა, რომელიც საქართველოს ფარნავაზის დროს და შემდეგ ჰქონდა ბერძნებთან და სირიის მეფეებთან. ჩვენ კიდეც ვიცით ბერძნების წყაროებიდამ, რომ ძველადვე ბერძნებს ეპყრათ მთელი შავის-ზღვის პირები, რომ საქრთველოს მხრივ იმათ კოლონიებს შეადგენდნენ ფაზისი, ჰერაკლეა, დიოსკურია, ტორიკოსი, ბატა და სხ. ბერძნების ცნობას ამ საგანზე ქართლის ცხოვრებაც ეთანხმება. ვნახოთ რას ამბობს ის ნამდვილ სულ ძველად იმას ქართლის ცხოვრება მოიხსენებს ბევრით ადრე ფარნავაზზე, როდესაც ქართლოსიანნი სპარსეთის გავლენას ებრძვიან. იმასვე უჩვენებს ის შემდეგაც. ძველად სპარსებთან ბრძოლაში, ქართლის ცხოვრების თქმით, „შეეწიეს ბერძენნი ქართლოსიანთა და მოკლეს ერისთავი სპარსთა... ხოლო ეგრის წყლის ქვემოდ დარჩათ ბერძენთა.“ ფარნავაზმა აზონის დამარცხების შემდეგ „მოსტყვნა საზღვარი საბერძნეთისა და დაიპყრა კლარჯეთი.. ხოლო ეგრისის წყალს ქვემოდ დარჩათ ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არ ინებეს გარდგომა ბერძენთა[1]. ვარზა-ბაქარის დროს, რომელიც მეფობდა მე-IV საუკ. გასულს და რომელიც „იყო ურწმუნო და მოძულე სჯულისა.... განუდგეს მას კლარკნი და მიერთვნეს ბერძენთა და დიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვიდგან არსიანთამდე და დარჩა ვარზა — ბაქარს ქართლი, თვინიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი.“[2] „მირდატ მეფე (408-410) ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვართა ქართლისათა[3] ვახტანგ გორგასლანის მეფობაში (446-499) „გამოვიდეს ბერძენნი ფხაზეთით, რა მეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის წყალს ქვემოდ კერძი ყოველი, დაიპყრეს ქვემოდ ეგრის წყლიდგან ვიდრე ციხე—გოჯამდე[4]. „და უკუნ—სცა კეისარმან საზღვარი ქართლისანი, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვიდგან ვიდრე არსიანთამდე და ხევნი, რომელნი მოსდგანან ღადოთა: და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანა ზღვის პირს, რომელ არს აფხაზეთი, და ჰრქვა: „ესე ეგრის წყლიდგან ვიდრე მდინარემდე მცირისა — ხაზარეთისა, ესე საზღვარი არს საბერძნეთისა, ალექსანდრობიდგან, რომელი აწ შენ მოგიღია მკლავითა ჩკენგან. აწ იგი უკუ — მოგვეც, და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩვენსა, მაშინ მოგცე მისგან ქვეყანა, და დაუწერა ეგრის — წყალსა და კლისურსა შუა ქვეყანაი ზითვად და სხვაი აიფხაზეთი უკუსცა ვახტანგ ბერძენთა“.[5] ადარნასეს დროს (919 — 939) „კვალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა, სპერი და ბოლო კლარჯეთის, ზღვის პირი და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა.“[6]

ბერძნების თქმულებას რომ არ მოეღწია ჩვენამდე იმათ კოლონიებზე შავის ზღვის შირად, მაშანაც აქ ქართლის — ცხოვრების ცნობებზე ეჭვი არ შეიძლებოდა არ შეიდებოდა ამიტომ, რომ აქამომდე დაცულ ადგილობრივ ძველი ნანგრევები ჰმოწმობენ ქართლის — ცხოვრების ნაამბობს. ეს ნანგრევები ჩვენ ამას წინათაც მოვიხსენეთ: ისინი არიან გაბნეულნი აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში და თვით ზემო — იმერეთში. ისინივე ამტკიცებენ ბერინების ხანგრძლივს მფლობელობის შავის ზღვის პირად კლარჯეთი და მთელი მხარე ეგრისის (ენგურის) წყალს ქვემოდ ვიდრე მდინარემდე მცირე — ხაზარეთის (ყუბანისა) შეადგენდნენ ზღვის პირ ადგილებს, ბერძნების სამფლობელოს. ვახუშტის თქმით, კლარჯეთს ჰსაზღრავდა; „აღმოსავლით მთა, რომელი განვლის კლარჯერთსა და ტაოს შუა ზღვამდე, სამხრით მთა იგი, რომელს სდის მდინარენი და ერთვის ჭოროხსა, დასავლით მთა აზრუმ — ბასიანს შორის განვლილ ზღვამდე და ჩდილოთ შავი ზღვა. არიან ამათ შან თორთომი ხახული. ისპირი, ფოჩრხა, ბაიბურდი და ჭანეთი. უცნობელ არს, რით ეწოდა სახელი ესე. გარნა საგონებელ არს ღვლარჭნილთა და კლდივან — ღრატო — ღრიღოვანებისა მიერ და მაღალთა მთათაგან, რამეთუ მთა-ბარი ახლორებს ესრეთ, ჟამისა ანუ ნახევარ—ჟამისა საკალსა არს თოვლი და ბართა. ნარინჯი, თურინჯი, ზეთის — ხილი და ყოველნი ნაყოფნი“.[7] აქედამ სჩანს, რომ კლარჯეთს საზღვრავდნენ ერთის მხრით მდინარ ჭოროხი, მეორეს მხრით შავი ზღვა, არც ქართლოსის დროს, არც შემდეგ, როდესაც საქართველო მორჯულ დაიყო, ვიდრე ფარნავაზამდე, კლარჯეთი არ არის მოხსენებული საქართველოს სამფლობელოდ,[8] კლარჯეთი საზღვრიდამ ეგრისამდე მდებარებს რამოდენიმე სივრცე რომელიც არ არის ბერძნების ხელში ნაჩვენები ქრთლის–ცხოვრებისაგან, მაგრამ უეჭველია, ისიც იმათ ეჭირათ; ამ სივრცეზე იყო იმათი კოლონია ჶაზისი. დროითი დრომდე ვხედავთ, რომ ბერძნებს თავისი მფლობელობა შორს შეაქვთ საქართველოში, ერთის მხრით არსიანთამდე, რომელიც მდებარეობდა შავშეთისა და ყველის შორის,[9] მეორის მხრით ციხე — გუჯამდე (ანუ ქუჯის — ციხემდე), რომელიც იყო აწინდელი ნაქალაქევი,[10] და ღადოსა, ანუ ფერსათის მთამდე. როდესაც შემოხვევას პოულობდნენ ქართველები, ისინი ყოველთვის ებრძოდნენ ბერძნებს თავიანთ საზღვრების გამო, ესეც არ უნდა დავივიწყოთ აქ, რომ ქართველების დამოკიდებულობა ბერძნებთან საზოგადოდ კეთილი დამოკიდებულობა იყო. ისინი ერთმანეთთან მშვიდობიანათ იყვნენ. ეს სჩანს თვით ქართლის — ცხოვრებიდამ: ბერძნები შემწეობას აძლევენ იმათ მკლადვე სპარსების წინააღმდეგ; ფარნავაზის დროს ეგრისის მცხოვრებნი უარ ჰყოფენ კავშირის მოკვეთას ბერძნებთან; ვარზა — ბაქარის მეფობაში კლარჯნი, შეჭირვებულნი თავიანთ მეფისგან, განუდგებიან იმას და მიერთვიან ბერძნებს...

ქართლის-ცხოვრება იტყვის, რომ ვიდრე ფარნავაზი აზონს შეებმოდა, იმან „წარავლინნა მოციქულნი წანაშე მეფის ანტიოქოს ასურისტანისა და წარსცა ძღვეანი დიდ-ძალი და აღუთქვა მას მსახურება და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა; ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღვენი მისი და უწოდა შვილად თვისად და წარმოსცა გვირგვინი და უბრძანა ერისთავთა სომხითისათა, რათა შეეწეოდენ ფარნავაზს...“[11] „მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოსისნი სომხითით,“[12] „სამოც-და-ხუთს წელს მეფობდა ფარნავაზ ნებიერად და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურისტანისასა...“[13] ამ გვარივე დამოკიდებულება თურმე ჰქონდათ ანტიოქთან შემდეგაც ფარნავაზის მოადგილე – მეფეებს, სმურმაგს და მირვანს: „საურმაგ ძე ფარნავაზის და მირვან ნებროთიდი მსახურებდნენ მეფესა ასურისტანელთასა“,[14] აი ქართლის-ცხოვრების ნამდვილი სიტყვები, თუ ფარნავაზმა გაანთავისუფლა საქართველო აზონისაგან ასურისტანის მეფის შემწეობით, თუ ანტიოქმავე დაადგა იმას გვირგვინი და თუ როგორც ფარნავაზი, აგრეთვე იმისნი ორნი მოადგილენი მსახურებდნენ ასურისტანის მეფეს, ცხადია, საქართველო იყო სრულიად სარიის ბძანებლობას ქვეშ.

ასურისტანი, ანუ უკედ, სირია ძველად შემდგარი იყო სამის ნაწილით. პირველი ანუ ნამდვილი სირია მდებარებდა ჩრდილოეთით, მეორე ანუ ჶინიკია — შუა-გულად, მესამე ანუ პალესტინა — სამხრეთად. აქ უმთავარეს ქალაქებად ითვლებოდნენ დამასკი, ანტიოქია, ტირი და სიდონი, დასახლებული სემიტის გვარ-ტომთაგან სირია იყო თავ და პირველად დაგლეჯილი რამდენსამე ხალხებად, რომელნიც მუდამ ერთი მეორეს ებრძოდნენ. სირია დაიმონავეს ჯერ ასირიის მეფეებმა, მასუკან სპარსებმა, ბოლოს ალექსანდრე მაკედონულმა და ალექსანდრეს შემდეგ ის ეპყრათ გაყოლებით იმის მოადგილეებს ლაომედონს, ანტიგონს, პტოლომეს და სელევკს ნიკატორს, რომელმაც იპსის ბრძოლის შემდეგ (301 წელს ქრ. წინ)ის სრულებით მიითვისა. სელევკმა დაფუძნა სირიის სამეფო, დაიჭირა მთელი შმცირე აზია, პონტი, სომხეთი, გაავრცელა თავისი სამფლობელო ჩრდილოეთიდ იაკსარტის მდინარემდე, აღმოსავლეთით ინდოეთამდე. უპირველესი ქალაქები იმის დროს და იმის მოადგილე — სელევკიდების მეფობაში იყო — ანტიოქია და სელევკია ტიგრის მდინარეზე; დედა — ქალაქად კი ითვლებოდა ანტიოქია. სელევკს შეჰქონდა ყოველს თავის სამფლობელოში ბერძნული განათლება და ზნეობა.[15] სელევკმა გაიჩინა კასპის ზღვაზე თავისი ფლოტი; ეს ფლოტი მიანდო პეტროკლს, რომელსაც უნდა გამოეკვლია კასპიის ზღვის კიდეები. ახლად — აღმოჩენილს ამ ზღვის ნაწილს დაერქვა სელევკის ზღვა. სელევკს ჰქონდა ჰაზრი, რომ კასპიის ზღვა და შავი ზღვა შეერთებინა არხით. ამ მზადებაში ის მოკლეს 250 წელს პარჶიელებმა რომელნიც კასპიის ზღვის სამხრეთ — აღმოსავლეთად ცხოვრობდნენ და 193—190 წელს რომალები დაესხნენ სირიას და დასცეს ისა. 64 წელს ქრისტეს წინად სირია რომის პროვინციად შეიქნა. პირველ საუკუნეში აქ გავრცელდა ქრისტეს სარწმუნოება და ანტიოქია პატრიარქის სატახტო ქალაქად დაიდვა.

ფარნავაზის მეფობის განმავლობაში სირიაში მეფობდნენ სელევკი ნიკატორი და ანტიოქი პირველი. ეს ის დრო იყო, როდესაც სირია უაღმატებულად ჰყვაოდა და შემძლებლობდა. ცხადია, რომ ქართლის- ცხოვრების თქმულება ვითომც ანტიოქოს უბრძანა ერისთავთა სომხითისათა, რათა შეეწეოდნენ ფარნავაზს რომ „ფარნავაზი, საურმაგი და მირდატი მსახურებდენ შეფესა ასურასტანელისასა“ ნამდვილი შემთხვევა არის. აქ უსეც უნდა მხედველობაში ვიქონიოთ, რომ სელევკიდების დროს დაწყობილი დამოკიდებულობა როგორც სომხეთში, აგრეთვე საქართველოში ჩვენ არ ვიცით რა გვარი იყო, ამაზე ჶაქტები არა გვაქვს. ამას კი ვერ უარ-ვყოფთ, რომ თუმცა პოლიტიკური როლი სირიას დიდხანს არა ქონია, მაგრამ იმის სწავლა — ხელოვნებას კაი-ხანი უმოქმედნია სომხეთზედაც და საქართველოზედაც. ამას გვიმოწმებს შემდეგის დროების ორიოდე საბუთები, ჩვენ ვიცით, მაგალითებრ, რომ ვიდრე წმინდა მეხრობი სომხურს ანბანის შემოიღებდა, სომხეთში მიღებული იყო სირიული ანბანი; რომ გრიგოლ განმანათლებელის მოადგილენი, მე-IV საუკუნის დამდეგიდამ მე-V საუკუნეს გასვლამდე იყვენ სირიელნი; რომ ქრისტიანობა სომხეთში გაავრცელეს სირიელებმა; რომ იმათვე დიუ- ნეს აქ მონასტრები და საეპისკოპოზი ტაძრები თავდა-პირველად თვით ბიბლია სომხეთში სირიულ ენაზე იხმარებოდა, წირვა-ლოცვა ამ ენაზედვე იყო, თუცა ხალხს სირიული არ ესმოდა[16] ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე საქართველოში საქათალიკოზო დაწესდებოდა, მე-V საუკ. გასულს, ვახტანგ გურგასლანის დროს, ქართული ეკლესია შეადგენდა ანტიოქიის ანუ სირიის სამწყსოს და ამ სამწყსოს განაგებდა მღვდელთ — მთავარი, რომელიც ანტიოქიის პატრიარქისაგან აშოირჩეოდა და გამოიგზავინებოდა აქ.[17] ვიცით აგრეთვე, ვინ იყვნენ ათ — ცამეტნი მამანი, რომელნიც ფარსმან მეფის დროს, მე-VI საუკუნეში, შემოვიდნენ საქართველოში, დანემყარნენ სხვა და სხვა ადგილებში, დააწესეს მონასტრები და უდაბნობა და გაავრცელეს ქრისტეს აღსარება: ისინი იყვნენ სირიელები.[18] იმათვე დააფუძნეს საქართველოში ქორონიკონი 532 წლოვანი.[19]

______________

1 ქართლ-ცხოვრ, I, 31

2 იქგე, გვ. 105 — 106.

3იქვე, გვ. 107.

4 იქვე, გვ. 112.

5 იქვე, გვ. 132.

6 ქართ.-ცხ. გვ. 168.

7ვახუშტ., გეოგრაფ. აღწ. საქრთ. გვ. 72.

8ვახუშტ., გეოგრაფ. გვ. 72 Hist. de la Géor, I p 39 n. 1.

9ვახუშტ. გეოგრ გვ. 94.

10 Hist de la Géor., I, p 150 n 3.

11 ქართლ. ცხოვრ., გვ.30

12იქვე, გვ. 31

13იქვე, გვ.32

14 იქვე, გვ. 33, 34

15 Шлоссера, Всемiрн. ист. III, 1-9.

16S-Mart Mém. sur l' Arm. I, 10-12, 305-306.- Lebean, Histoire du Bas-Emp V, 318-320.

17Hist. de la Géor. I, 192 n. 2; II, 2-livr. 432.

18ibid, I, 202-216, Addit. et. Ecluircis., 125-132,

19Bullet. de l'Acad, XXII, 464, 471.

4 სასამართლოს მატიანე

▲back to top


სასამართლოს მატიანე

ზასულიჩის ქალის საქმე

(სიტყვა ზასულიჩის ვექილის ალექსანდროვისა)

(დასასრული)[1]

ზასულიჩს განზრახვა ჰქონდა მოკვლისა, თუ მარტო დაჭრისა — ამ საგანზედ პროკურორმა განსაკუთრებითი ყურადღება მიაქცია. მეც ყურადღებით გულის-ყურით ვადევნე იმ საბუთებს, რომელიც მან გამოჰსთქვა, მაგრამ მას მაინც ვერ დავეთანხმენი და ყოველი იგი საბუთი თავისთავად ირღვევა, რა კი წარმოვიდგენთ რაწადილი – ამოქედებდა ზასულიჩს. ხომ უარს არ ჰყოფენ მას, რომ მხოლოდ გამჟღავნება ბოგოლიუბოვის საქმისა იქმნა ზასულიჩის დანაშაულობის მიზეზად. ეს აზრი რომ წავიმძღვაროთ წინ, მაშინ ჩვენთვის არაფერი მნიშვნელობა არ ექმნება იმ საბუთს, რომელმაც პროკურორის ყურადღება მიიქცია, მაგალითებრ, მას, რომ დამბაჩა (რევოლვერი) განგებ იმისთანა იყო ამორჩეულიო, რომელიც უფრო მავნებელიაო. მე არა მგონია, აქ სახეში ჰქონოდა, რომ დამაჩა უფრო ძლიერი და მავნებელი ყოფილიყო. აქ მარტო იმისთანა დამბაჩა იყო საჭირო, რომელიც ადვილად ჯიბეში ჩაეტევოდა: დიდი დამბაჩა დასამალავად ძნელი იქნებოდა, საჭირო იყო სულ პატარა დამბაჩა ზასულიჩისათვის სულ ერთი იყო რა ძალაც უნდა ჰქონოდა დამბაჩას; მოჰკლავდა მით კაცს, თუ არა — მას არ დასდევდა. დამბაჩა შეუცვალეს ისე რომ ზსულიჩს არც კი სცოდნია. თუნდაც რომ ვიგულისხმოთ, პროკურორის სიტყვისამებრ, რომ პირველი დამბაჩა ზასულიჩს ეკუთვნოდა, მაინც კიდევ დამბაჩების შეცვლა ადვილად აღსახსნელია: წინანდელი დამბაჩა იმოდენა იყო, რომ ჯიბეში ვერ მოთავსდებოდა. ვერც იმ მახვილ გონიერს აზრს დავეთანხმები, რომ ვითომ ზასულიჩს ღენერალ-ადიუტანტის ტრეპოვის გულსა და თავში არ დაენიშნოს დამბაჩა მარტო იმის გამო, რომ შიში იგრძნოო და როცა ისევ გული გაიმაგრაო, მაშინ გაბედა სროლაო. მე კი მგონია, რომ ღენერალ ადიუტანტს ტრეპოვს არ დაუნიშნა გულში იმიტომ, რომ ზასულიჩს ფიქრადაც არა ჰქონია უფრო მძიმედ დაჭრა ზასულიჩმა დამბაჩა დასცალა მაშინ, როცა უკან წამოსვლის დრო იყო; როცა მოცდა აღარ შეიძლებოდა. გავარდა დამბაჩა... ზასულიჩმა აღარ განაგრძო დაწყობილი საქმე, დასჯერდა მას, რაც მოხდა ერთის სროლით, თვითონვე ვიდრე დაიჭერდნენ, დამბაჩა ხელიდამ გააგდო, მიდგა უკან და არაფერი წინააღმდეგობა არ გაუწივა მაიორს კურნევს, რომელიც მაშინვე ეცა ზასულიჩსა და ცოტას გარჩა არ დაახჩო მარტო იმის მოწყალებით, რომ სხვანი მიეშველნენ. რაც ზასულიჩს ჰსწადდა, იგი მოხდა, მისი განზრახვა შესრულებულ იქმნა, მისი საქმე შემთავრებულ იქმნა…

მე ჩემდა ვალად გრაცხ განგხილო ჩვენება ღენერალად-აუტანტის ტრეპოვის, რომელიც აქ წაკითხულიქმნა, ამ ჩვენებაში ნათქვამია, რომ ღენერალს ტრეპოვს შეუნიშნავს ვითომ ზასულიჩს უნდოდაო. მეორედაც ესროლაო, ძიძგილიც მოუვიდათ დამბაჩის წართმევაზედაო. ამაში ღენერალი ტრეპოვი შემცდარია და შეცდომა მისი იმითი აიხსნება, რომ აღელვებულს მდგომარეობაში იყო. ყველანი მოწამენი, თუმცა ესენიც აღელვებულნი იყვნენ იმ ამბით, მაგრამ ისე არა როგორც ღენერალი ტრეპოვი, აჩვენებენ, რომ ზასულიჩმა თავისის ნებით უბრძოლველად თვითონ გადააგდო დამბაჩა და არაფრით არ გამოუჩენია სურვილიო. ხელახლად სროლისათვისო, თუ რამ ბრძოლა და ძიძგილი მოეჩვენა ღენერალს ტრეპოვს, ეგ უსათუოდ ის ძიძგილი იქმნებოდა, რომელიც მოუხდათ ზასულიჩს, კურნეევსა და დანაშთენს მოწმებს, რომელთაც უნდოდათ კურნეევის ხელიდამ წაერთმიათ ზასულიჩი. მე მგონია, შეცდომა იქმნება ზასულიჩის მოქმედება სასიკვდილოდ შემართვათ იცნოს კაცმა. მისი მოქმედება უნდა განსაზღრულ იქმნას მით, რაც მოხდა და რაც განზრახვა ჰქონდა. მისი განზრახვა იყო; ან სიკვდილი, ან დაჭრა. სიკვდილი არ მოხდა, დაჭრილობა კი ქმნა. საბუთი არ არის ამ დაჭრაში კაცმა დაინახოს მოკვლის განზრახვა; იგი გაუთანაბროს სასიკვდილოდ შემართებას. უფრო სამართლიანი იქნება კაცმა ეგ დაჭრილობა დაჭრილობად მიიღოს და დაჭრის განზრახვის აღსრულებად. თუ ზასულიჩი რაიმე პასუხის გებაში უნდა მიეცეს თვისის მოქმედების გამო, ეგ პასუხის-გება უფრო სამართლიანი იქმნებოდა იმ ვნებისა გამო, რომელიც ნამდვილად მოხდა და არა იმის გამო, რომელიც ფიქრად არა ჰქონია და რომელიც მართტო იგულისხმება.

ყოველს ამას იმისათვის ვამნობ, რომ მე მსურს წარმოგიდგინოთ ზოგიერთი საბუთი და მით შეძლებისამებრ შემწეობა გავსწიო ამ საქმის ვითარების აღსახნელად. თვითონ ზასულიჩისთვის კი სულ ერთია რაგვარადაც უნდა აღხსნად მისის მოქმედების ვითარება, მისთვის სულ ერთია ერთის კანონით დამარსულ იქნება თუ მეორით. როცა ზასულიჩმა ფეხი გადააბიჯა გრადონაჩალნიკის კარის დირეს თავისის წადილის აღსასრულებლად, ძალიან კარგად იცოდა, რომ სხვერპლად სდებს ყოველფერს — თავის თავისუფლებას, თავისის დარღვეულის სიცოცხლის უკანასკნელს ნაშთსა, ერთის სიტყვით, ყოველსფერს იმ მცირედის ხვედრისას, რაც მისთვის ბედს-დედინაცვალს გამოემეტნა. იგი იმისთვის კი არ არის დღეს აქ მოსული, რომ ვაჭრობა დაუწყოს საზოგადო სინიდისის წარმომადგენელებთან მასზედ თუ ან ასე, ან ისე შემიმსუბუქეთ სასჯელიო, არა, უფალნო. ნაფიცნო მსაჯულნო, ამისათვის არ არის დღეს ზასულიჩი თქვენს წინაშე წარმომდგარი! იგი ყოფილა არის უგულითადესი მონა იმ იდეისა, რომლის სახე მან ხელში სისხლის იარაღი მიღო, იგი მოვიდა აქ, რომ თქვენ წინ ახსნას თვის მტკივნეულს გულს მძიმე ტვირთი; რომ თქვენ წინ გაშალოს. სამწუხარო წიგნი თავისის ცხოვრების, გულახდილად და გულ-მართლად აღიაროს თქვენ წინ ყოველივე ის რაც გარდახედია, აუტანია, უფიქრნია, უგვრძნია, რასაც წაუქეზების დანაშაულობისათვის და რის მოლოდინიც ჰქონია.

უფალნო ნაფიცნო მსაჯულნო! არა ერთხელ მჯდარა ამ ავ-კაცობის და სულის მძიმედ ტანჯულების სკამზედ წინაშე საზოგადო სინიდის მსაჯულებისა მანდილოსანი სისხლის დანაშაულობით ბრალდებული. აქ ყოიფლან ქალნი, რომელთაც სიკვდილით ამოუყრიათ თვისი ჯავრი თვისთა შემაცდენელთათვის; აქ ყოფილან ქალნი, რომელთაც საკუთარის ხელით მოუკლავთ მოღალატე და ორგული საყვარელი, ანუ საყვარლის წარმთმეველი ქალი და, ის ქალები აქედამ გამართლებულნი გასულან. სართლიანი განკითხვაა მაგისთანა განკითხვა, იგია გარდამოცემა ღვთაების განკითხვისა, რომელიც განიხილავს ხოლმე არა მრტო გარეგანს სახეს მოქმედებისას, არამედ შინაგანს აზრსაცა, და განსაზღვრავს ხოლმე მართლა გულ-ცოდვილია დამიანი, თუ არა. იმ ქალებს მოუკლაკთ კაცი და მით თავისი საკუთარი ჯვრი ამუყრიათ. ხოლო დღეს თქვენ წინაშე პირველად წარმომდგარა ქალი, რომელსაც ავკაცობაში თვისი საკუთარი სარგებლობა არ უძებნია, თვისი საკუთარი შურის-ძიება არ ჰქონია; თქვენს წინაშე დღეს ის ქალია, რომელმაც თვის დანაშაულობასთან შეაუღლა, ბრძოლა იდეისათვის; რომელმაც თავი გამოიმეტა მისთვის, ვინც უბედურებით თანამოძმე იყო მთელის მისის ყმაწვილქალობის სიცოცხლისა, თუ ეს საბუთი ვერ გამოდგება საზოგადო სიმართლის სასწორისთვის, თუ საყოველთავო სიკეთისათვის, კანონის ძლევა-მოსილობისათვის საჭიროა მოიწვიოთ კანონიერი სასჯელი – დეე აღსრულდეს თქვენი მჯავრდამცემი მართლ-მსაჯულება. ნუ შედრკებით. ამის დარღვეულს და გადამტვრეულს სიცოცხლეს ბევრს ტანჯვას არ მოუმატებს თქვენი განაჩენი. უსაუვედუროდ, უდრტვინგულად მიიღებს იგი თქვენს განაჩენსა და ნუგეშს იცემს მით, რომ იქნება ჩემმა წვალებამაო, ჩემმა თავდადებამაო შეუძლებელ ჰყოს განმეორება იმ შემთხვევისა, რომელიც ჩემის მოქმედების მიზეზად შეიქმნაო. რაც უნდა გულამღვრევით ვსინჯოთ მისი მოქმედება, შეუძლებელია არ აღვიაროთ, რომ მისის მოქმედების აზრი პატიოსნური და კეთილ შობილურია. დიახ, შესაძლოა რომ იგი აქედამ დასჯილი გავიდეს, მაგრამ ჩირქი მოცხებული კი გავა და მხოლოდ ეს დაგვშთენია — გისურვოთ, რომ აღარ იყვნენ ის მიზეზნი, რომელთა გამოც მოხდება ხოლმე ამ გვარი დანაშაულობა და რომელნიც ჰქმნიან ხოლმე ამ გვართა დამნაშავეთა“. ზასულიჩის ქალის საქმე გადატანილ იყო პროკურორის მიერ სენატში, რომელმაც უკუაგდო პეტერბურღის ოლქის სასამართლოს გარდაწყვეტილება და გადიტანა საქმე ნოვგოროდის ოლქის სასამართლოში, ამ გვარად პეტერბურღის ნაფიც-მსაჯულთა სამართალმა ფუჭად ჩაიარა ზასულიჩის ქალისათვის, რომელიც ხელ-ახლად უნდა წამოდგეს ბრალდებულთა სკამზედ ნოვგოროდის ნაფიც მსაჯულთა წინაშე. პროკურორს თვის ჩივილის საბუთად მოუყვანია რომ პეტერბურღის ოლქის სასამართლომ ესა და ეს კანონი დაარღვიაო საქმის განჩინების დროს.

________________

1 №№ 15, 16, 17, 18, 19, 20. 1878წ.

5 განცხადებანი

▲back to top


განცხადებანი

მაისის 15-ს გაიხსნა თფილისში ქართული წიგნის მაღაზია, სადაც მსურველთ შეუძლიანთ მოიპოვონ ყოველგგარი ქართული ძველი და ახალი წიგნები.

მაღაზია იმჟოფება ქაშვეთის ეკკლესიის ქვემოთ დუქნებში, №2

გარეშე მცხოვრებთ შეუძლიანთ დაიბარონ ყოველგვარი ქართული წიგნები შემდეგის ადრესით;

Въ Тифлись. Въ книжный магазинъ Григорія Чарквіани, въ зданій Кашветской церкви; №2

გამგეობა მიხაილის თავად-აზნაურთა საადგელმამულო ბაკისა

აცხადებს, რომ 19 მაისს ამა 1878 წ. ნაწარმოებს მესამე ტირაჟში ამოკიდნენ შემდეგნი გირავნობის ფურცელნი მიხალის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა:

მეორე სერიისა

43 ½ წლის ვადიანი

ასი მანეთის ღირსებისა - №4.

18 7/12 წლის ვადიანი

ათასი მანეთის ღირსების №74

ხუთასი „ „ „ 54

ასი „ „ „ 64, 74, 154, 164 და 174

მესამე სერისა

43 ½ წლის ვადიანი

ხუთასი მანეთის ღირსებისა №74

ასი „ „ „ 74

18 7/12 წლის ვადიანი

ათასი მანეთის ღირსებისა №4

ხუთასი „ „ „ 54

ასი „ „ „ 64

კუპონების და ტირაჟში გამოსული გირავნობის ფურცლების ზღვევა მოხდება (ხოლმე) ქ. ქუთაისს ბანკის სამართველოში და პეტერბურღს ვინეკენის და კომპ. საბანკირო კონტორაში.

დაიბეჭდა და ისყიდება ტფილისში უფ. გიგო ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში:

ბატონის შვილი ირაკლის პირველი დრო

ანუ თავდადება ქართველთა

ტრაღედია ოთხ მოქმედებად, თხზ. თ. ალექ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა.

ფასი ექვსი შაური.

განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისაგან.

გამგეობა ზემოხსენებულის ბანკისა უმაღლესად დამტკიცებულის ამა ბანკის წესდების §16 ძალითა ამით აცხადებს, რომ 22-ს თიბათვეს 1878 წ., შუადღისას, ქალაქს ტფილისში, სოლოლაკის ქუჩაზედ, კორღანოვის სახლში ისყიდება საჯაროს ვაჭრობით უძრავნი ქონებანი ქვემოხსენებულთა პირთა, რადგანაც მათ არ შემოუტანიათ ბანკიდამ აღებულის ვალის გადასახდელად ვადის ფული, დაწესებული წესდების §§ 29, 30, 34 და 36 მუხლითა.

სულხანოვები, გაბრიელ და მიხაილ-ოთხი დუქანი ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 36 ოთხ-კუთხე საჟ., ქ. ტფილისს, 2 განყოფილების 14 ნაწილში. ვალის თავნია 5,281 მან, შემოსატანია ბანკში 342 მან. და 18 კაპ., სულ 5,623 მან. და 18 კაპ.

ბურდულოვისა, ალექსანდრა სოლომონის ასული — ორი დუქანი თავლით, ყოველგვარის შენობებით, ეზოთი და მიწით, ზომით 600 ოთხ-კუთხე საჟ., ქ. ტფილისს 2 განყოფილების 11 ნაწილში. ვალის თავნია 2,880 მან. და 55 კან. შემოსატანია ბანკში 183 მან. 68 კ. სულ 3,064 მან. 23 კაპ.

სულხანოვისა, მარია ივანეს ასული ა) ერთ-სართულიანი ქვითკირის დუქანი და ბ) ორი სამ-სამ სართულიანი დუქნები, ორი ორ სართულიანი და თერთმეტი თითო სართულიანი ქვითკირის დუქნები, ტფილისს ა) 1 განყოფილების 7 ნაწილში და ბ) 2 განყოფილების 14 ნაწილში, ჩუღურეთში. ვალის თავნა 17,283 მან. და შემოსატანია ბანკში 973 მნ. 25 კ. სულ 18,256 მან. 52 კ.

პავლიევი, იაკობ სემენის ძე — ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და ორ-სართულიინი სამოსამსახურო სახლი სარდაფით და მიწით, ზომით 72 ოთხკუთხე საჟ. თფილისს 1 განყოფილების 5 ნაწილში ნემენცების ქუჩაზე. ვალის თავნია 5,811 მ. და 74 კაპ, შემოსატანია 338 მან, და 10 კ. სულ 6,149 მ. და 84 კაპ.

ტერ-ზახაროვისა, მარია კონას ასული — ერთ-სართულიან ქვითკირის სახლი მიწით, ზომით 18 ოთხ-კუთხე საჟ., ტიფილისს 2 განყოფილების 13 ნაწილში, ეჩმიაძინის ქუჩაზე. ვალის თავნია 195 მან. 27 კაპ. შემოსატანია ბანკში 35 მ. 18 კ. სულ 230 მ. 55 კაპ.

ბაბოვი, სარქის მარტირუზას ძე — ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და მიწით, ზომით 30 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისს 2 განყონოფილების 13 ნაწილში. ვალის თავნია 293 მან. შემოსატანია ბანკში 30 მან. და 34 კაპ. სულ 3,223 მან. 39 კაპ.

ბარათოვნი, კნ. იოსებ, გიორგი და კნეინა მარია ივანეს ძენი - მიწები 536 დესეტ. და 1,920 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის გუბერნიისა და მაზრაში კომარლოს დაჩაზე (პატარა რატევანი), ვალის თავნია 5,976 მან. 87 კ. შემოსატანია ბანკში 262 მან. და 48კ., სულ 6, 130 მან. და 35 კაპ.

თარხან მოურავისა ბნეინა მარია ბიძინას ასული - მიწები 545 ოთხ-კუთხე საჟენი, ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის, სათუხარელოს დაჩაზე, ვალის თავნია 6,674 მან, და 10 კაპ. შემოსატანია 291 მან. და კან, სულ 6.965 მან და 33 კაპ.

პირადოვი, მიხაილ არტემის ძე — ბაღი ერთ-სართულიანის სხლით, მიწით, წყაროთი და ყოველგვარ კუთვნილებით, ზომით ბაღის მიწა სიგძით 135 საჟ., სიგანით 80 საჟ. ეზო და სახლის მიწა 250 ოთხ-კუთხე საჟ., ტფილისის გუბერნიის და მაზრის, სოფ. თფისში. ვალის თავნი 400 მან. შემოსატანია ბანკში 26 მან, და 10 კაპ. სულ 426 მან. და 10 კაპ.

სტეფანოვი, გეურქა ავლეს ძე — ცარიელი მიწა, ზომით 300 ოთხ-კუთხე საჟ. ქ. ტფილისს, 2 განყოფილების 11 ნაწილში, ავჭალის ქუჩაზე. ვალის თავნია 1,200 მან. შემისატანია ბანკში 66 მან. და 88 კაჰ., სულ 1,266 მან. და 88 კაპ.

აივაზოვი, არტემა თადეოზის ძე—ერთ-სართულიანი ქვითკირის სახლი თავის ფლიგელით და სახლის ქვეაიწით, ზომით 413 ოთხ-კუთხე საჟ., ფლიგელის ქვეშ, ზომით 51 ოთხ-კუთხე საჟ. ვალის თავნია 2,000 მან. შემოსატანია 76 მან. და 70 კაპ. სულ 2,076 მან. 70 კაპ.

საყვარელიძისა, მინადორა ზურაბის ასული — მიწები, ზომით 25 დესეტინა და 600 ოთხ-კუთხე საჟ. ტფილისის გუბერნიის, გორის მაზრის, სოფლებ: ზეკატს, ცოცხნარს, ოდზისში და ზინდისში. ვალის თავნია 500 მან, შემოსატანია 37 მან. და 20 კაპ. სულ 537 მანეთი და 20 კაპ.

ანდრონიკოვი, კნ. ზაქარა იასეს ძე ― მიწები, ზომით 15,000 დესეტინა ტფილისის გუბერნიის და მაზრის, სოფ, ლომბათოში. ვალის თავნია 59,768 მან. და 18 კაპ, შემოსატანი 2,093 მანეთი და 7 კაპ. სულ 61,831 მანეთი 25 კაპეიკი.

ჭიჭინაძე, ეგნატე ნიკოლოზის ძე — ხუთი თითო სართულიანი ქვითკირის სახლები მიწით, ზომით 11 ოთხკუთხე საჟ. ტიფილისს 1 გნყოფილების 1 ნაწილში, მთაწმინდაში. ვალის თავნია 677 მანეთი და 48 კაპ. შემოსატანია 67 მანათი 42 კაპაკი, სულ 739 მანეთი და 55 კაპეიკი.

ანგარიში

რუისის გამსესხებელ-შემნახველის ამხანაგობისა 1-ს იანვრიდან ვიდრე 1-ს აპრილამდე 1878 წელსა.

მანეთი   მანეთი
წილადი ფული 1,245 80 გასესხებული 2,205 -
ნასესხი შემდგომ აღებული 1000 - ნაღდ ფულად 61 75
წმინდა მოგება 120 95 საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში საწევრო შეტანილი 100 -
სულ 2,366 75 სულ 2,366 75

1877 წელში

შემოსავალი მანეთი გასავალი მანეთი
წილადი ფული 291 - წილადი ფული 1 -
სარგებელი დაჭერილი გასესხების ანუ ახალი ვადის მიცემის დროს 83 57 სესხათ მიცემული 1,377 -
ჯარიმა - 8 სარგებელი ვადაზედ წინ გადახდილის ნასესხისა 6 8
დაბრუნებული სესხები 789 - ნასესხი 500 -
სასარგებლოდ შემოტანილი 565 - სარგებელი ნასესხისა 1 65
ნასესხი 428 - სამმართველოს ხარჯი 59 80
სათადარიგო თამხა 13 41 სხვა და სხვა 5 10
      ბრუნვისა 13 41
სულ 2,170 6 სულ 1,964 4

1-ს აპრილსა 1878 წელსა იმყოფება:

წილადი ფული - - - - 1,123 მან. 65კ.

სასარგებლოდ შემოტანილი - - - 585მან.-კ.

ნასესხი - - -- - - - - - - - 988 მან.

სათადარიგო თანხა - - - - - 14 მან. 93კ.

წმინდა მოგება - - - - - 11 მან. 2 კ.

სულ: 2,722 მან. 60 კ.

სესხათ მიცემული - - - 2,470 მან. 94კ.

დარჩენილია ნაღდ ფულად - - - - 251 მან. 66კ.

საწევრო შეტანილი - - - - - - 100მან.

სულ: 2,722 მან. 60კ.

წევრნი მართველნი აზ.მ. კლიმიევი; ს. მღებრიშვილი; ეს. ბუზიაშვილი

1878 წელსა; ს.რუისში; გორის უეზდიდან.