![]() |
ივერია (22)1878.8.06 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
|

საქართველოს მატიანე
თიბათვეს შეიკრიბა განგებელი კომიტეტი „ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სასოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვას.“ ყველაზედ უწინარეს კომიტეტის თავ-მჯდომარის თანაშემწემ, ღ.-ლ. მამაცოვმა წაიკითხა თ. გიორგი რომანის ძის ერისთვისაგან მოწერილი წიგნი, რომლითაც თ. ერისთავი ითხოვს გადადგომას თავმჯდომარობის თანამდებობიდგან შეუძლებლობის გამოისობით. გარდა ამისა თ. გიორგი რომანის ძემ ერისთავმა გამოუგზავნა კომიტეტს თვასი საწევრო ფული ათი თუმანი და საჩუქარი რვა ასი ეკზემპლიარი წესდებისა რუსულს ენაზედ, თავმჯდომარის ხარჯით დაბეჭდილი. კომიტეტმა დასდვა — მადლობა გამოუცხადოს გიორგი რომანის ძის ერისთავს ამა შეწირვისათვის და მოახსენოს საზოგადო კრებას მისი თხოვნა, რათა კრებამ ამოირჩიოს ახალი თავმჯდომარე კომიტეტისა.
შემდეგ კომიტეტში წაკითხულ იქმნა წესდება და ანგარიში მოსამზადებელის შკოლის შეუძლებელთ მოსწავლეთათვის, წესდება შედგენილი იმ კომმისსიის მიერ, რომელიც ამორჩეულ იქმნა კომიტეტის წარსულ სხდომაში. კომიტეტმა დასდვა: მოახსენოს ყველა ეს საზოგადო კრებას და მოსთხოვოს მის ნებართვა რათა შეუდგეს შკოლის გამართვას. საზოგადო კრება მოწვეულ იქმნება სეკტემბრის დასაწყისში. კომიტეტს განზრახვა აქვს გახსნას შკოლა ოკტომბრის დასაწყისში მაინც.
სასოფლო შკოლები თელავის მაზრაში
(„ივერიის“ კორრესპ.)
კარგა ხანია მას აქეთ რაც თელავის მაზრაში სასოფლო შკოლები დაარსებულან. უწინ, როგორც მოგეხსენებათ, შკოლებს განაგებდნენ სოფლის მღვდლები, რომელნიც ჯამაგირს კი იღებდნენ, მაგრამ არაფერს არ საწავლიდნენ. არ ასწავლიდნენ მეთქი, რადგანაც ზოგიერთ სოფლებში, რომელნიც შკოლის სასარგებლო ფულს იხდიდნენ, შკოლისთვის სახლებიც არ იყო. მომართულნი, თუ ყვნენ მღვდლები სრულიად არ დაიარებოდნენ თავის თანამდებობის აღსასრულებლად. თუნდაც ევლოთ რას გააკეთებდნენ? ვის ასწავლიდნენ, როდესაც თვითოეულს შკოლაში ერთს შეგირდს ვერა ნახავდით. მე ვამბობ, რას გააკეთებდნენ მეთქი მღვდლები შკოლაში, მეტადრე ის მღვდლები, რომელთაც არამც თუ ახალი მეთოდია სწავლისა, არამედ თავის თანამდებობის, მღვდლობის ზოგიერთი რიგიც არ იცოდნენ ხეირიანად; ის მღვდლები, რომელთაც ერც კი იციან თუ მართლ-მადიდებელს ეკკლესიაში „პირველ შეწირული“ წირვა არსებობს!? ვის არ გაუგონია „ენისლური“ წირვა.
მღვდლებისაგან ტყუილად ჯამაგირის ღებას მთავრობამ საუბედუროდ გვიან მიაქცია ყურადღება, და როცა დაინახა მათი უსარგებლობა, ჩამართვა კიდეც და ყმაწვილ-კაცებს დაუწყო გზავნა სოფლების შკოლების მასწავლებლად. მე არ მინდა ის ვთქვა, რომ ახლანდელს მღვდლებში არ მოიპოვებიან ისეთი მღვდლები, რომელთაც არ ესმოდესთ სწავლის მნიშვნელობა და არ შეეძლოთ ბავშვების სწავლება. კახეთში არიან ბევრი ისეთი მღვდლები, მაგრამ მღვდლის თანამდებობა ისე რთულია, რომ იმათ არ შეუძლიან განუშორებლივ შკოლაში ყოფნა, პირველი შკოლა, რომელშიც ყმაწვილი კაცი დანიშნეს მასწავლებლად, იყო ენისლისა,— აქ პირველად დანიშნეს ტფილისის საოსტატო სემენარიაში კურს შესრულებული, მგონი უფ. ჯაფარიძე, მის შკმდეგ იმავე სასწავლებელში კურს შესრულებული უფ. ე. საყვარელიძე, რომლის შემდეგ სასულიერო სემენარიაში კურს შესრულებული უფ. როსტომაშვილი გაამწესეს და ახლაც იქ იმყოფება. სწორედ უნდა ვსთქვა, რომ ს. ენისლის შკოლას კარგი გულმოდგინე მასწავლებლები ებედება და კარგა მიდის ამ შკოლის და აქაური ბანკის საქმეც. ეს იყოს ოთხის წლის წინად. ცოტა ხნის შემდეგ სს. ფშაველში და ნაფარეულში გაიხსნა შკოლები პირველში უფ. ბადუროვი გაამწესეს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, 1877 წ. ოქტომბერში თუ ნოემბერში ტფილისის სასოფლო შკოლების დირეკტორმა რა დაინახა, რომ ბადუროვი უნიჭო არის, გადააყენა ის მასწავლებლობიდამ და გაამწესა უფ. რცხილაძე. ამ უკანასკნელზე, რადგანაც ჯერ კარგად არა ვიცი რა ვერც თვით იმასზე და ვერც მის შკოლაზედ, ვერაფერს ვიტყვი. ბადუროვმა სად მიიღო სწავლა კი არ ვიცი და რცხილაძეს საცხენისის შკოლაში შეუსრულებია. ს. ნაფარეულში იყო გამოგზავნილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში კურს შესრულებული უფ. წერეთელი. ეს ერთ წელზედ მეტი იყო. მეექვსე განყოფილებაში სამოქალაქო სასწავლებელში, რომელიც ტფილისის ალექსანდროვის ინსტიტუტის მმართველობის ქვეშ არის და იქ იმართებოდა. უფი წერეთელი საქებია იმით, რომ შკოლის არსებობა დაიცვა ს. ნაფარეულის მღვდლის მ. ჩიკვაიშისაგან, რომელიც სცდილობდა და ხალხს აგინებდა, რომ შკოლა უნდა დაიკეტოსო, რომ არ ეწინააღმდეგნაიმედი რომ უფ. წერეთელი მომეტებულ სარგებლობას მოუტანდა შკოლას ახლა უფ. წერეთლის მაგივრად სემინარიიდამ გამოსული უფ. იოკიმე კანდელაკი მასწავლებლად ამაზედ ჯერ ვერაფერს ვიტყი, რადგანაც ეს ჯერ ორი თვეა რაც მოვიდა. შარშან გაიხსნა შკოლა სს. საბუეში, შილდაში და ყვარელში, საბუის მასწავლებელს „ივერიის“ მკითხველი. კვლავ იცნობს (უ. ყიასოვს), რომელიც გამოგზავნილი იყო მასწავლებლად. უფ. ყიასოვი ამ აპრილის დამდეგს დირექტორმა ახლად გახსნილს ს. რუისპირის შკოლაში გადაიყვანა, ვითომ საბუე გაანათლა და ახლა რუისპირი უნდა გაანათლოსო... მის მაგივრად ამ ჟამად დანიშნეს სემინარიიდგან გამოსული უფ. დავით ბერძენოვი. მე ამაზედ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნიჭიერი და გულ-მოდგინეა ეს ახალ-გაზდა და შკოლის საქმეს როგორ წაიყვანს — რა მოგახსენო, — ს. შილდაში სემინარიაში კურს შესრულებული უფ. გ. ქუჩუკოვი გაამწესეს მასწავლებლად. ეს ყმაწვილი კაცი მინამ უცოლო იყო კარგად და გულ-მოდგინედ ეპყრობოდა თავის საქმეს, მაგრამ რა კი ცოლი შეირთო, როგორღაც გული აიცრუა….!? ნუ თუ ცოლის შერთვა ყველას ასე წაართმევს ხოლმე ხალისსა?!. უფ. ქუჩუკოვის ერთი ნაკლულევანებათაგანი ის არის, რომ ხალხს ერიდება — რა ჩემი საქმეა ხალხში გარევა, სხვა ნაირად მიიღებენო, აბა კარგად ეს გაიცნობს ხალხის ხასიათსა აი!!? ს. ყვარელში არის მასწავლებლად უფ. მესხი, რომლის შკოლაში მოქმედება კვლავ იცის „ივერიის“ მკითხველმა. შემდეგში როგორ წაიყვანს ეს უფ. მესხი საქმეს, რა მოგახსენოთ, მაგრამ, რომ დაფიქრდეს და გულ-მოდგინედ მოკიდოს ხელი თავის საქმეს — კეთილს საქმეს იზამდა…
ძამსაშვილი.
კახეთი, 1878 წ. 26 მაისს
წერილი მათვარიელებელისა
სოფ. გურჯაანი. 1878 წ. მაისის 13.ს.
ამ დღეს სოფ. გურჯაანში უქმობენ წმ. გიორგის ღუდრის დღესასწულს. „ზღუდრი“[1] ახტალიდამ სამხრეთ დასავლეთისკენ და აღმოსავლეთით უდევს ჩრდილოვანი ზღუდრის ხევი. დასავლეთით და ჩრდილოეთ დასავლეთით ზიარის მთის კალთები მოუდევს თვითონ ეკკლესია არაფერს შესანიშნავს არ წარმოადგენს: იგი არის სახე ძველებურთა მთა ღრუებში ეკკლესიათ ნაშთისა; ამ ორ სამ წელიწადში ჩალით დაუხურავთ, ხოლო მის გარემო ამართულნი მაჩრდილე ხენი უნერგავენ უცნაურს სიამოვნებას მნახველს. ესეც საზოგადო სამკაულია ყოველის ძველის ნაშენის ნაშთისა: შეხედეთ კარდენახის წმ. გიორგის აკაკებს, ბაკურციხის გომართის იფნებს და სხვ. ხეებს, მარტვილის პოეტურს ჩრდილოვან ცაცხვებს, მუხრანის წმ. გიორგის მუხებს, ზედა ძნის იფნ-რცხილებს, ლამისყანის წმ. გიორგის აკაკებს, წმ. ნინოს ჩინარებს და სხვ. და სხვ. სადაც კი თვალი შენიშნავს მცირესაც არი ძველებურს ნაშთს, იქ უთუოთ წააწვდება იგი ხავს მოკიდებულს ხეებს მრთელი საქართველოში.[2] ამისათვის შეიძლება „ზღუდრი“ უძველეს საყდრებს მივათვალოთ.
„ზღუდრობა“, ე.ი. დღესასწაულობა სრულდება აღდგომის შემდეგ მეოთხე კვირის შაბათს. მრავალი ხალხი ლოცულობს „ზღუდრს“. ხუთშაბათიდგან დაწყებული შაბათს დილამდის ხალხი მოდის კარგ დარიაონობას ოთხახამდის ღამის მთევლები თურმე არიან ხოლმე.
ერთი ჩინებული ხასიათი ამ „ზღუდრობისა“ ის არის, რომ ვრცელი ვაჭრობა სცოდნია, მეტადრე უწინ: თელაველები, სიღნაღელები, თითქმის ქალაქელებიც. და ვინ იცის კიდევ სადაურები არიან, მართვენ სხვა და სხვა სავაჭრო დუქნებს; დიდი ვაჭრობა თურმე ყოფილა, განსაკუთრებით აქამდის; წრეულ კი ვერაფერი ვაჭრობა იყო. ამის მიზეზზედ მსურს მოველაპარაკო. მკითხველ საზოგადოებას და ამ გვარის ვაჭრობის მნიშვნელობაზედ სოფლის მცხოვრებთათვის. ყველა დამეთანხმება, რომ ყოველი სოფლელს ერთგვარად არ ეადვილება ვაჭრობა ქალაქ ადგილას. ამისათვის ყოველი „ზღუდრის“ გარემო სოფლების მცხოვრებნი აღდგომასავით მოელიან „ზღუდრობას“, რომ გული აისუყონ საჭირო ნივთების სყიდვით. ამ მიზეზითაც აღდგომის შკმდეგ ყველა გლეხი, თუ თავადი ფულს ხელს უჭერს ზღუდრობისათვის, მაგრამ წელს, როგორც ჩემის თვალით და გამოცდილებით დავრწმუნდი, ეს ფრიად საკეთილო და სამარგებლო ჩვეულება ისპობა. ამის მიზეზი აქაური რომელნიმე ბრწყინვალე გვამნი თავადნი ბრძანდებიან და აი როგორ: ამ დალოცვილებს ბატონ-ყმობის გადავარდნის შემდეგ ყოველი საშუალება, რითაც კი თავის ჯიბის გაბერვას შეიძლებებენ მისატევებლად, მისაღებულად ჩაუთვლიათ: ამათ და უწევიათ პოღოს კარაპეტული მოქმედება ბოდბულისავით. ვერ უგრძვნიათ; რომ მით თავის-თავსვე აკლებენ. „ზღულრობის“ ორი სამი დღის წანათ ამზადებენ ეკკლესიის გარემო რამდენსამე ათს, ანუ ასს ქოხებს; მლოცავიც მივა და დადგება, უპატრონო ჰგონია. პატარა ხანის შემდეგ გაჩნდებიან თულუფიანი ბატონება და თითოს, ორ სამ მანეთს ქირას ართმევენ, თუ არა ბარგს უყრიან გარეთ, თუნდ ლაფიც იყოს. ცხადია რომ მლოცავი და ნამეტნავათ ვაჭარი კაცი ამით წუხდება, იწროვდება; ეს არაფერი, ჯანი გავარდეს, ბინის ქირას იღებენ. ე ადგილი და ტყე ხომ ეკკლესიის არის და რა უნდათ ამ დალოცვილებს, რომ მლოცავნი არ შეავიწროვონ? ესეც ხომ კულუხი არ არის! ან... საჩექმე!.. მრთელ საქართველოში ამისთანა თვალ საჩენი უსინიდისობა არსად გაიგონება, მაგრამ ეჰ, გურჯაანში ყველაფერი შესაძლესულია, მიკვირს აქამდის ამ გარემოებაზედ ხმა არავის ამოიღო, მაგრამ ვან ამოიღებდა? მე მითხრეს რომ ერთი ბედ-ზურგ შექცეული ჰსწერდა აქამდის გურჯაანიდგან წერილებსო და ძალა უნებურად შეაყენა თვისის კალმის ღაღადებაო ... ვისაც ეხებოდა, მათ ღრიანკალ-ალიაქოთი მორთესო... მაგრამ სიმართლემ განა უნდა დაიდუმოს ბოროტებასთან? განა სიმართლის მთქმელისთვისაც სუფევს აღვირი ამბოროტების ჩამდენთთაგას? ეტყობა ჰსუფევს, თორემ „ივერიის“ მე 31-ტე №-ში „გურჯაანიდგან წელრილის“ ავტორს ბევრი ბოროტების გამოქვეუნება შეძლებოდა, აბა წაიკითხეთ მისი წერილი სეტყვაზედ..... მე არა მგონია, თუ კალმის მხმარებელი შესდგეს ამისთნა უსინიდისოებასთან და არ აასრულაოს რითიც შეუძლიან პოეტის სიტყვები:
„არც კაცი ვარგა, თუ ცოცხალი მკვდარსა ემგზავსოვს,
„იყოს სოფელში და სოფელს კი არა რა არგოს!..
წრეულს ვაჭრები ძალიან ცოტანი იყვნენ, „დუქნის ქირა გვატყავებს და გილდიო, რაღა „ზღუდრის“ ქირა გვინდაო.“ ვაჭრებს ეგონათ, ვითომც ამ გარემოების მიზეზი „ზღუდრის“ ღვდელი-ბლაღოჩინი ყოფილიყვეს (?) რადგან აკვრა-ყვლეფის ხმა აქვს გავარდნილი (იქნება დრომ ფარდა ახადოს ყველა იმ ბოროტებას, რაც კი ამ სულიერს მამას ჩაუდენია და ღმერთმა ინებოს!), მარამ წელს ყველა დარწმუნდა, რომ ბრწყინვალე გვამთ საქმე ყოფილა. ეს უადგილო, გამორჩეულ უსინიდისობაა…
მე სულით და გულით მსურს „ზღუდრის“ ვაჭრობის გავრცელება, რადგან მას საზოგადო ხასიათი აქვს, იგი არის ის, რაც ხონში პარასკევობაა, ანუ რუსთის სამხრეთ ქალაქებში იარმარკები... ვსთხოვ საზოგადო ინტერესის გულისთვის ბრწყინვალე გვამთა მოიშალონ ბინის გაქირავება და დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაზედ უფრო ბევრი სხვა პატიოსნური შრომაა ჯიბის საზრდოებად, ცხოვრებისათვის!! ღმერთმა ინებოს დასთმონ მათ ეს საქმე და ხელი მოუმართონ „ზღუდრის“ ვაჭრობის აღდგენას დაცემის მაგიერ…
თელავიდგან განგებ მლოცავი.
P. S. ეს რომ გავათავე, შემდეგ მითხრეს, რომ სიღნაღიდამ თელავამდის გზის კეთების ზედამხედვულს კონდუქტორს (გვარი ვერ გავიგე) გურჯაანელებისთვის უთქვამს „ამდენ-ამდენი ფული მომეცით და გზის ბეგარაზედ აღარ გაგიყვანთო,“ ზოგს მართლაც მოუკრეფიათ და, როგორც სთქვეს, გზირებისთვის თუ თვითონ კონდუქტორისთვის ჩაუბარებიათო; ესეც მამასახლისით და გზირებით კანცელარიაში ამ ღამით „მნოგალეტას“ იძახის, იმღერსო, მამასახლისიც თავის ხელქვევითით ბანს ებნებაო.
ვისაც არა მიუცია რა და არ დაოანხმებულან კონდუტორის სიტყვაზედ, რჩევაზედ, მათ გზირები ერთი ორად ერგებიან ბეგარაზედაო: ფულის გაღებთ მაგიერათაც ამ წინააღმდეგთ ამუშავებენო.
წერილი გურიიდამ
კანონიერი და წესიერი ქცევის ნიმუშები.
ვინ არ იცის ასლანდელ დროში, რომ სახალხო სასწავლებლები და მსწავლებლები უსაჭიროეს და უძვირფასეს კუთვნილებასს შეადგენენ ხალხის ცხოვრებაში ყოველს ცოტად თუ ბევრად განათლებულს ქვეყანაში, ეკკლესიას შემდეგ ყველაზედ უწინარეს წმიდა და პატივსცემი დაწესებულება არის სასწავლებელი ყოველს ცოტაოდენად გონიერს და მცოდნე კაცს ვალად მიაჩნია თანაუგრძნოს და შეეწიოს რა გზიდაც შეუძლიან, იმ გვადაწესებულებას, როგორიც სახალხო შკოლაა, რომელიც საზოგადოთ მთელს საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს საწყალს გურიაში მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც გარეგანის, ისე შინაგანის მხრითა.
ამ შემთხვევაში დიდი ვალი ადევსთ იმ პირთ, რომელნიც თითონ მთავრობისგან არიან დანიშნულნი ყოველგვარ კანონიერ და სასარგებლო დაწესებულებთა დასაცველად და შემწედ — ამ ნაირად ბევრი შემწეობა და სასარგებლო ყურის გდება უნდა მოეთხოვებოდეს თი თოეულს სამაზრო მმართველობის პირს, ე.ი მაზრის მმართველს და მის მახლობელს მოხელეს ბევრის სიკეთისა და ბევრის სიბოროტის მოტანა შეუძლიანთ ამ შემთხვევაში სამაზრო მმართველობის პირთ სახალხო შკოლების გარეგან ცსოვრებისათვის. — მაგალითად სამაზრო მმართველები მოვალენი არიან საკუთარის წესიერის და პატიოსნურის ქცევით უჩვენონ სოფლის მოხელეებს (მამასახლისს, სოფ. მსაჯულებს და მწერლებს) თუ როგორის პატივის-ცემით უნდა ექცეოდნენ სოფლის მოხელენი სახალხო შკოლებს — სამაზრო მმართველობის პირდაპირი ვალია წესიერად და კანონიერად განარჩიოს სახალხო შკოლის მასწავლებლის საჩივარი სოფლის რომლსამე მოხელის უკანონო ქცევაზე სასოფლო შკოლის შესახებ — ვთქვათ, სოფლის ამა და ამ მოხელემ არ აღასრულა მასწვლებლის კანონიერი მოთხოვნილება შკოლისათვის; მაშინ მასწავლებელი მაზრის მმართველს მიჰმართავს და ეს უკანასკნელი საქმეს ადგილობრივ პრისტავს მიანდობს გამოსაძიებლად. – ვინიცობაა პრისტავმა საქმე რიგიანად ვერ განარჩია, მაშინ მასწავლებელმა ხელ ახლა მაზრის მმართველს უნდა მიჰმართოს და სთხოვოს თითონ მმართველმა განარჩიოს საქმე. ამ შემთხვევაში მმართველის ვალია კანონიერათ და წესიერათ განარჩიოს საქმე. ვნახოთ ახლა თუ რამდენად რიგიანათ აღასრულებს ამას ჩვენი აქაური სამაზრო მართველობა. დავიწყებ არა მაზრის მმართველადამ, არამედ პრისტავებიდგან, რადგანაც ჩვენში ნამდვილად. მაზტის მმართველი პრისტავები არიან. აქაური პრისტავი პაწაწა მაზრის მმართველია თავის უჩასტკაში, თავისუფალი და სრულიად უკნტროლო მომქმედი ყოველ-გვარის უწესო საქმისა.
ოღონდ კი აქტურს პრისტავს მაზრის მმართველი მოწყალე თვალით უყურებდეს, და დანარჩენი მას ფეხებზედ ჰკიდა პრისტავის შემდეგ ჩვენში ყოვლას შემძლებელი დიდი ბატონი მამასახლისია. საიდუმლო კენჭის ყრით და ფიცით მამასახლისის ამორჩევა ზღართაც არ გაგონილა ჩვენში. მამასახლისს აქ ხალხი კი არა, პრისტავი ირჩევს, არისტავი ამტკიცებს და სცვლის კიდეც თუ მისთვის მოსაწონი არ არის. ხალხი კი ამ მოქმედებაში მხოლოდ ფორმა და არა თავისულად მომქმედი ძალა.
— დამაყენე ბატონო. მამასახლისად ამა და ამ სასაზოგადოებაშიო, ეხვეწებოდა ამას წინად ერთი აქაური ცუღლუტი გლეხი ერთს აქაურს გავლენინს პრისტავს. ჩაფიქრებულმა პრისტავმა ხმა არ გასცა: ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერ არ იცის ნამდვილად, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა მისთვის ამ გლეხის მამასახლისად დაყენება, პრისტავს სახეში ჰყავს რამდენიმე კანდიდატი მამა-სახლისის — თანამდებობისთვის და ის წინათვე ირჩევს იმას, ვისი მსხვერპლიც უფრო გადასწონს პრისტავის სამართლის სასწორზე. ამაზე პრისტავი მაზრის მმართველსაც აფრთხილებს და ამ ნაირად თითქმის ყოველგან ჩვენში მამასახლისს ადგილი უთუოდ ცუღლუტ-ყლაპია გლეხის ხელში უნდა ჩავარდეს — ამისთანა მამასახლისი მარჯვენა ხელია აქაურის პრისტავისა. რაღაც ნარის განგების ძალით ჩვენებურის პრისტავებისა და მამასახლისების ბედი ისე მახვილად სჭრის, რომ ერთი მეორეზე უფრო მოწყალე და მფარველი მაზრის უფროსი შეხვდებათ ხოლმე და ამის გამო მათი ბოროტ-მოქმედება დღითი დღე მატულობს ჩვენში.[3]
ადვილი წარმოსადგენა, თუ ზემოხსენებულნი პირნი როგორ უნდა მოექცნენ სახალხო შკოლებს, რასაკვირველია, სასურველი ის არის, რომ თითოეულმა სოფლის მასწავლებელმა თავიდგანვე ისე დააყენოს, და წაიყვანოს შკოლისა და თავის თავის საქმე, რომ არა ფერში საჭირო არ დაურჩეს ამ ნაირ მავნე პირებთან საქმის დაჭერა; მაგრამ ჯერ ჩვენში ამისთანა შკოლა და მასწავლებელი ერთიც არ მოიძებნება სხვა და სხვა მრვალ-გვართ მიზეზების გამო და ამისთვის ძლიერ ხშირად მასწავლებელსა და სოფლის რომელიმე მოხელეს შუა რიმე უკმაყოფილება ასტყდება ხოლმე. ამ გვარი შემთხვევა მოხდა ამას წინად სოფ. ნიგოითში. ამ შემთხვევამ ცხადად დაგვანახა, რომ არამც თუ სოფლის უმეცარი მოხელენი და უზდელი პრისტავები, არამედ თითონ აქაური დროებითი მაზრის მმართველიც (რომელსაც რაც უნდა იყოს ამ მოხელეებზე მეტი ცოდნა და უფრო ნათელი შეხედულება უნდა მოეთხოვებოდეს) მეტის-მეტი უცოდინარის და ველურის თვალით უყურებს სახალხო შკოლებს და მასწავლებელს და არათუ შველის იმათ რასმეში, არამედ კიდევაც აბრკოლებს მათ თავისის შკოლებისადმი პირდაპირის მოვალეობის აუსრულებლობით, სოფ. ნიგოითის მასწავლებელმა ადგილობრივის მამასახლისის უწესო ქცევაზე თხოვნა მისცა აქაურს დროებით მაზრის მმართგულს უფ. გ. ამ უკანასკნელმა საქმე მიანდო ადგილობრიკ პრისტაკს, მამულაიშვილს, რომელიც თავის თანამდებობის რიგიანათ აღსრულების მაგიერ, დროს მხოლოდ ნადირობაში და სხვა შექცევაში ატარებს ადგილობრივ მამასახლისსაც, ამ საქმეში იხმარიებს - რა თქმა უნდა, რომ ამ პრისტავმა საქმე მამასასლისის სასარგებლოდ გადასწყვიტა და უკანონოდ გამტყუნებულ მოჩივარს პირიქით ურიგოდ ტუქსვა და უადგილო დარიგება დაუწყო. მაშინ მასწავლებელმა მაზრის დროებით მმართველს, უფ. გ. სთხოვა საქმის რიგიანათ გარჩევა. მკითხველი ვერ დაიჯერებს, თუ რა ნაირი უკანონო და უშვერი ქცევა გამოიჩინა ამ შემთხვევაში მაზრის მმართველმა. იმის მაგიერ, რომ წესიერი და ზრდილობიანი პასუხი მიეცა მოხოველისათვის და საქმის რიგიანად გარჩევა შეჰპირებოდა, როგორც რიგია მისის თანამდებობის მქონე კაცისგან, იმან უადგილო და შეუფერებელი ღრიალი დაუწყო მთხოვნელს: „თუ არ გამართლდით თქვენ და მამასახლისი, „იცოდეთ ორივეს პანჩურით გაგისტუმრებო“[4] დაუღრიალა იმან მასწავლებელს, თითქო მის წინ მდგარიყოს კანცელარიის სტოროჟი, რომელსაც ის კიდეც დაუღრიალებს და პანჩურსაც ამოჰკრავს, თუ მან დროზე სასმელის მოტანა დაუგვიანა ბაზრიდამ. კანონიერი და წესიერი განაჩენის დადება სცოდნია ლუფ. გ - ინს განა მკითხველო? ამისთანა სამაგალითო განაჩენს უდებს უფ. მაზრის დროებითი მმართველი, კანონიერების და წესიერების დამცველად დაყენებული პირი სახალხო განათლების წარმომადგენელ პირს, სახალხო შკოლის მასწავლებელს უფ. გ. განათლებით აღსავსე თვალში სულ ერთი ყოფილა სასოფლო შკოლის მასწავლებელი თუ მისი კანცელარიის სტოროჟი! „ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა, თუ თითონ უვარრგისი ხართ, რას იქებთ გვარიშვილობას“.....
ამ ამბვის წერის დროს უნებურათ მომაგონდა „ივერიის“ მე №19-ში დაბეჭდილი კორრესპონდენცია კახის საკვირაო შკოლაზე. — ამ მშვენიერის კორრესპონდენტის ავტორი ამბობს, რომ სახალხო შკოლებში (საქალაქოში) საჭირო კანონების პრაქტიკულად შესწავლაში უნდა დაგვეხმარონო მაზრის მმართველები და მომრიგებელნი მოსამართლენიო. მე რომ ეს გონიერი ჰაზრი წავიკითხე, სიცილი ვერ მოვიკავე ისე შეუფერებლად და საოცრად მეჩვენა მე ეს აზრი აქაურის მაზრის მმართველის და მომრიგებელის მოსამართლის შესახებ. ნეტა კი თქვენ პატიოსან ბაზრის მქონევ, პატივცემულო ვანოვ, რომ თქვენში იმედი მაინც შეგიძლიანთ იქონიოთ ამ გვარ პირთა შემწეობისა! ჩვენში კი ეს ამბავი საოცარ ზღაპრად მეჩვენება აქაურის მმართველისა და მომრიგებელ მოსამართლის მაყურებელს, არამც თუ სოფლის შკოლაში შესვლა და სოფლის ბიჭების სწავლება, არამედ მარტო თავისი პირდაპირი მოვალეობაც ამ საგანზე ისე კარგათ ესმის. აქაურს მმართველებს, როგორც ეს ზემოთ მოყვანილ ნიმუშში იყო ნაჩვენი.
აქაურს მსაჯულსაც ხომ მაზრის მმართველზე კიდევ მეტი ესმის და მოეთხოვება ამ მხრით, როგორც ამას ქვემო-მოყვანილ შემთხვევიდამ დაინახავთ.
ერთს აქაურს საუკეთესო სოფლის შკოლებთაგანში თურმე შემთხვევით შევიდა ამას წინად აქაური მოსამართლე იმ დროს, როდესაც სწავლა ის იყო დაწყებულიყო. იმის მაგიერ, რომ „გაზდილმა“ სტუმარმა ყმაწვილებს სრულის ყურადღებით მეექცეს, რამე ჰკითხოს, რამე უთხრას, ერთის სიტყვით განათლებული თანაგრძნობა გამოუჩინოს, იმან შეხედა თუ არა ლამაზათ გამწკრივებულს, სუფთათ ჩაცმულს, ცოცხლად მოუბარს ყმაწვილებსა, რაღაც ნაირ შეუფერებელის უწესოებით უცბათ მობრუნდა, და ჩვეულებრივი სალამის მიუცემლად გავიდა გარეთ იმავე წამში, ისე უწესოთ, თითქო საკუთარს სამზვერაულოში შესულიყოს, იქაური საჭმლების სუნი არ მოსწონებოდეს და მალე უკანვე დაბრუნებულიუოს. ამ ნაირმა უწესო ქცევამ თვით პაწაწა მოსწავლეების ყურადღებაც უნებურად მიიზიდა და ისინი ურთა მეორის წას წრებით ეკითსებოდნენ მასწავლებელს დასკვნების დროს: წეღან რომ ჩვენთან სტუმარი შემობძანდა. ის ადამიანი იყო თუ ჩალით გატენილი გუდა, რომ არც შეხედვი სცოდნია, არც ლაპარაკი, არც სალამის მიცემა! ამ ნაირი ქცევა მით უფრო ეუცხოვათ თურმე იქაურს მოსწავლეებს, რომ ისინი დაჩვევული ყოფილიყვნენ ერთ-ორი ისევ გურიაში მოსამსახურე პირებისაგან დიდს ყურადღებას და თანაგრძნობას ნახვის დროს და ყველა „განათლებულის“ სტუმრისაგან ესენი ამავე თანაგრძნობას მოელოდნენ.
აი ამ ზემოდ-მოყვანილი ნიმუშებისგან შეუძლიან. მკითხველს მკრთალი წარმოდგენა მაინც შეადგინოს იმაზე, თუ რა თანაგრძნობით და ჰატივისცემით უყურებენ ხალხის განათლებას აქაური ზოგიერთი ვითომ-განათლებული ინტელლიგენციის წარმომადგენელი პირები. — განა ამათ აქაურ პრისტავებზე და მამასახლისებზე კიდევ ბნელად არ ესმისთ. ხალხის განათლება!
ფრონის ხეობიდამ
(„ივერიის“ კორრესპონდენცია)
უსაჭიროესი წინასიტყვაობა — კიდევ ლოცვა გლეხისა მოსავალზე, ანუ გაზაფხულის სამღრთო — შინაური დღეობა ს. დირბში — ნამდვილი არეულობა უბრალო მიზეზის წყალობით. დასკვნა.
ვის რათ უნდა ჩახედოს ღარიბს საქართველოს მატიანეში? რას ამოიკითხავს ქართველთა ჭკუის კოლოფი აქედან? მეორე ნიუტონის გამოჩენასა, თუ იშვიათის ქართველთა მეცნიერის გამოკლევასა, ქიმიიდგან ვთქვათ, გინდა ფ. ზიოლოგიიიდამ რათ უნდ ამ უმაღლეს ინტელლიგენტს გაიგოს ხალხის ცხოვრება, უბრალო ხალხისა, იმის მაჯის ცემა, გულის ფეთქა და ძგერა; თუ რა იმედები აქვს ამას, რა მურაზის მიღწევა უნდა, რა სწყვეტავს და რა უკოდავს გულ-ღვიძლს; რა, ლოცვა აქვს რა წყევლა აქვს; რა მიაჩნია ცოდოთ და რა მადლათ; დაუგდე ყური და ვა, დანარჩენი ჭკუით მაინც, შლიაპიანო, როგორ და რას ლოცულობს გლეხი დღეს კიდევ! კიდევ როგორ ევედრება ღმერთს კაი მოსავალზე: დღეს ის ხდილობს სამღრთოს, ჯდება საზოგადოთ, სასოფლოთ სუფრაზე თავის თანა-ძმებთან ლამაზად ამაღლებულს და ამწვანებულს სერზე, ხელოვნებით გაკეთებულს ჩეროს ქვეშ, გადასცქერის მობიბინე, მუხლ-ნაყარ ჯეჯილსა, უჭირავს ხელში ქართული ყანწი და ცდილობს ამოიტანოს გულიდან ის უანგარიშო გრძნობა, რომელიც ებადება მას ყოველს გაზაფხულის მოსავალზე. იმის ნაღვლიანს, ერთს-კილოვანს „სუფრულში“ ტანჯვისა და სიხარულის გრძნობები ერთათ არის არეული და კოკი-პირულად ამოსჩქეფს იმის მუდამ გმირულად ტანჯულისა და წამებულის მდევურის გულიდან დღეს იმას სამღრთო აქვს; დღეს ის უქმობს; დღეს უნდა იმას ჩაჰკლას ღვინოში თავის მუდმივი ტანჯვა, საუკუნო წამება; უნდა ერთს დღეს მაინც გამხიარულდეს, რომ მოეშვას გულიდან ღრმა სევდა, საშინელი მძიმე უღული ქვეყნის ცოდვისა, რომ ხვალ ისევ ჯან-ღონე მოკრეფილი, უწინდებურად სისხამ დილიდან დაწყებული შეებას იმავე უღელში და კაი ბინდს ბუნდამდინ, როგორც პირუტყვმა ხარმა, ზიდოს ქვეენის ცოდვა. წელიწადში რამდენიმე დღე ერგება ხოლმე ამ თავ განწირულს შრომის შვილსა სადღესასწაულო და სამხიარულო და მაშინ საშინელებაა ამასთან ახლდა ყოფნა. გახსნილი საკინძე ყანაოზის გულის-პირისა ან მერიდონისა ჩამოშვებია მკერდზედ და გულ ღეღელას დაუბავს ფერხული. ფერხულის გრიალი ჭექა-ქუხილს მოგაგონებს, ან გამარჯვებულის რაზმის ძლევა–მოსილს ჟღრიამულსა და გგონია აი ეს-ეს არის ამის ფეხ-ქვეშ ნიადაგი დრეკას დაიწყობსო. აბა, სწორედ, ეს ხალხია გაპიროვნებული ვახტანგ მეფედ, რომელზედა სიმღერის ხოლმე ფურხულის დროს:
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ჰეჰო
ციდამ მოესმოდა რეკა, ჰეჰო
იალბუზზე ფეხი შედგა, ჰეჰო
დიდმა მთებმა შექნა დრეკა ჰეჰო
ოსებსა შემოუტია ჰეჰო
ჩერქეზებში გადარეკა ჰეჰო
ერთი ამ დღეთაგანი იყო კიდევ გლეხისთვის ზედაჯვრობის დღეც სოფ. დირბში. იმ დირბში, საცა ერთხელ ერეკლე მეფე სადილობდა და ერთმა მახვილ-გონიერმა მოხუცმა რომ შეატყობინოს მტრისა და საფრთხეს მოახლოვება, შეუტანა ცხრილით კაკალა პურები, მიართვა და ჰკადრა: „მიცხრილე დიდებულო მეფეო!“ მეფე მიხვდა და მართლაც მოცხრილა მტერი დირბიდგან. დღეობა შინაურული იყო. ათისა თუ ოცის სოფლიდგან თუ მოვიდა ერთი ათი ოცი ურემი! ისიც სალოცავად კი არა, უფრო დროს გასატარებლად, ლაზათით პურის საჭმელად, დარდების გასაქარვებელად მღვდელს სამი აბაზი თუ შეუვიდა ამ დღეს — დიდი ქებაა. მეტის-მეტი პოეტური მდებიარობა აქვს ზედაჯვრის ეკკლესიას ხავერდივით ამწვანებულს სერზე დგას, წინ გაშლილია საჭიდაო მოედანი. ყოველივე ეს იზიდავს ხალხს სამხიარულოდ, როგორც ნაქურბაქევის ეკკლესია დიღმის მინდორზე ქალაქელს სომხებს იმ გარჩევით კი, რომ სომეხს „სკუჩნაობა“ აიძულებს გარედ სეირნობას, ხალხს კი არსებითი საჭიროება, ატანს გლეხს ძალას ღვინოში დაივიწყოს თავის თავი ერთს დღეს მაინც არსებითსვე საჭიროებას წაურთმევია ამისთვის თითქმის ყოველი კაცური გრძნობა, სიღარიბეს და სიღატაკეს დაუდგეს თვალი, პირუტყვათ გაუხდიათ ეს ბუნებიდგან გულკეთილი და პურადი გლეხი; გაუყენებიათ სულ სხვა ნირ გზაზე. იმ გზაზე, რომელზედაც მუდმივი ღალატია და გაუტანლობა, ფლიდობა და გაიძვერობა; იმ გზაზე, რომელზედაც ჩალის ოდნათ არ იზოგვის მღვთაებრივი პიროვნება კაცისა, ეს ფრიადი სამკაული ბუნებისა და ქვეენისა! ამ გზაზედ სისხლიც იღვრება, გმობა ლესავს ხმალს და შური იქნევს. ეს გზა კარგად განმარტა იშვიათმა მეცნიერმა დარვინმა და უწოდა „გზად ბრძოლისა ცხოვრებისთვის“. აი თუნდ მაგალითი: ერთს სოფელს ეწვია უბედურება — ბუშის გამოზრდა, რომელიც იპოვეს დილით საბძელთან ჩვრებში გახვეული და ბარათით „მოუნათლავიაო“, გლეხები საშინლათ ააღელვა ამ ამბავმა, არა იმიტომ რომ მოვლენა თვით უზნეოა, არამედ იმიტომ უფრო, რომ მეოცდა მეექვსედი ხარჯი უნდა გაეწია ამის გაზრდისათვის კიდევ; მით უმეტეს, რომ სოფელს შეადგენს სულ ათი კომლი და ამათ რიცხვშიაც სამი კომლი სომეხია. თუ სომხურად მოგვანათვლინებო, ჩვენ გავზრდითო, თქვენი რა გვინდა რაო, თუ არა და ჩვენ არ მოგიდგებითო, — სთქვეს სომხებმა ქრისტიანს ვერ გავათათრებთო — იძხდა უიჭვნეულო გლეხი და იბრძოდა მახვილ-გონიერ და მოსწრებულს სომხობასოთან, რაც შეეძლო თხვისის მოკლე ჭკუით. მოხდა ერთი ალიანქოთი, ყაყანი და კინაღამ არეულობაც არ მოჰყვა.ერთს დილას დეერია ქართველობა კეტებით ნახირს და უნდა გამოერჩია და გაეყარა საქონელი სომხებისა, ისინი გაუძალანდნენ და ცოტას გაწყდა უბედურება არ დატრიალდა, „ტანმა ჟრიალი დამიწყო, როცა კეტები მოვიღერეთო, მიამბობდა ერთი უფრო ნამდვილი გულჩვილი ქართლელი, როცა მუუდროობა და ზავი ჩამოვარდა მაინც კიდევ დიდხანს გასტანა დედაკაცების წივილ-კივილმა და ჭორიკანაობამ. ამ წერილიდამ მე ერთს დასკვნას გამოვიყვან, — იმასა, რომ გლეხის ლოცვანს შემოკლება უნდა, ან არა და სულ გამოცვლა, მეტის-მეტი ძველი ფურცლებიც აქვს და გაჭიანურებული ლოცვებიც არის შიგა. შენი იმედი მაქვს, მკითხველო, შენი კურკა ძამსაშვილიც ჩემთან ერთს ბედ და კალთას ქვეშ ამოფარებულა ამ ცოტახნის წინად.
შენი ძმა გ. გოდორია.
ქართლი - 9 მაისს.
_____________
1 ღირსია ყურადღების გამოკვლევა, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ზღუდრი“ ამ წოდებით საქართვლობი რამდენმე წმ. გიორგის ეკკლესია არის. იქნები ზღუდრი წარმოსდგა სიტყვა ზღუდედგინ? (ზღუდე, ზტუდრი?)
2აქ მგონდება მგელებური გერმანიელთ დღესასწაულის, უდიდეს ხეებს ქვეშ; ესევე ჩვეულება ჰქონდათ სლავინებს. დახავსებული ხე ტყის სიღრმეში სადმე წმიდა ხედ ირიცხებოდ გერმანიაში; ერეგე ჩვეულები საქართველოში ყველგან არის.
3ამ შემთხვევაში ბევრად განსხვავდება სხვათაგან აქ ყოფილი და მყოფი აქაური მაზრის მმართველის თანა შემწე, რომელსაც ჩვენი ხალხი ძლიერ ემადლიერება ყველაფერ მოქმედებაში
4„Если оба вы не опровдаетесь, знайте, что я васъ обоих по шацк хвачу и такъ выпровожу вонь!“.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი, რომელსაც მთელი ევროპა ამოდენა ხანია დიდის მოუთმენლობით მოელოდა. ამიტომ თქმა აღარ უნდა, რომ ქვეყნის ყურადღება მიქცეულია ბერლინისაკენ, საიდანაც უნდა გამოვიდეს ან ომი, ან მშვიდობიანობა; მიქცეულია იმ კარებისაკენ რომელსაც უნდა მოჰყვეს ან სისხლისღვრა და ცრემლთა დენა, ან მშვიდი და აუმღვრეველი მიმდინარეობა ცხოვრებისა. რომელი ერთი დასძლევს, რომელს ერთს უგდებს კენჭს ბედი - ღმერთმა უწყის. ან რა ჩვენი საქმეა, სწორედ რომ სთქვას კაცმა? ისტორია და მისი ავკარგიანობა ჩვენთვის ხომ ღვთის განგებაა და მეტი არაფერი? როგორც მიწის მუშა ცას შესცქერის, ნამი ჩამოვარდება თუ არა, ისე ჩვენ ვიცქირებით - ნეტა ხვალინდელი დღე რას გვიქადისო. რას მოგვიტანს კონგრესი, რა მოგახსენოთ მეთქი. სახელმწიფოთა წარმომადგენელნი (თვით სამინისტროთა მოთავენი) მიწვეულნი არიან სან-სტეფანოს შერიგების პირობათა გასაშინჯავად. ამ გასინჯვაში და განხილვაშ., თვითოეულ სახელმწიფოს სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, რას ნიშავს ეს თავისუფლება? თუ მარტო იმას ნიშნავს, რომ ყოველ სახელმწიფოს უფლება აქვს დასდვას კონგრესის წინაშე, რა საგანიც უნდა, და აღძრას, რა კითხვაც უნდა - ეს ხომ ასე უნდა იყოს, რაკი კონგრესი მოწვეულია სან-სტეფანოს შერიგების მთლად განხილვისათვის. თუ მეორეს მხრით „თავისუფლება“ იმასა ნიშავს, რომ თვითოეულ სახელმწიფოს არავითარი მოვალეობა არ ექმნება დაუმორჩილდეს დანარჩენ სახელმწიფოთა გადაწყვეტილებას, მაშინ ძნელი საფიქრებელია, რომ კონგრესს რაიმე მტკიცე შედეგი მოჰყვეს; კონგრესიც ისე ფუჭად ჩაივლის, როგორც სტამბოლის კონფერენციამ ჩაიარა.
ვერაფერ გუნებაზედ უნდა იყვნენ ზოგიერთა სახელმწიფოთა მოღვაწენი, რომელნიც აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ არიან მიწვეულნი ბერლინში, მეტადრე ბისმარკი. მართალია, აღმოსავლეთის საქმე მძიმე საქმეა, რომელსაც დაერთვის სხვადასხვა სახელმწიფოთა მრავალგვარი არსებითი სარგებლობა, მაგრამ რაც უნდა იყოს, სახელმწიფოს შინაური საქმე, რომელსაც დაერთვის თვით შინაგანი ძალა და სიმკვიდრე, უფრო უმძიმესი უნდა იყოს ამა სახელმწიფოისათვის. ჩაიხედეთ თვითოეულ სახელმწიფოში და თითქმის ყველგან დაინახავთ ღრმა განხეთქილებას, მტკიცე უკმაყოფილებას. თითქმის ყველგან ლამის დაირღვეს აწმყო წყობა, მიმდინარე ცხოვრება და თან გადიტანოს, რაც კი რამ მკვიდრი და შეურყეველი იყო აქამდისინ კაცის თვალში... ნამეტნავად გამწარებული გული ბისმარკს უნდა ჰქონდეს მეთქი. რამდენიმე წელიწადია, რაც გერმანიის თავი და თავი ბისმარკია. იგია სული და გული აწინდელის გერმანიისა და გულდაჯერებით შეჰყურებდა თვის სახელმწიფოს, როგორც ციხე-სიმაგრეს, რომელსაც ვერც გარეშე მტერი მიუდგებოდა, ვერც შინაური დასძლევდა; ბისმარკს ეჭირა მთელის სახელმწიფოს ჩარხის ტარი, მედიდურობით დასცქეროდა თვის ქმნილებას და თუ არ ამბობდა, ფიქრობდა მაინც: „სახელმწიფო - თვითონ მე ვარო“. როგორც ერთ დროს ამბობდა ლუდოვიკი მეთოთხმეტე. მაგრად აუკრიფა მთელს სახელმწიფოს სადავე და ფიქრობდა თვის გუნებაში: „აბა ეხლა შემობძანდესო აღმაშფოთებელი სული, რომელიც უწინ წამოიფეთქავბა ხოლმე, მაგალითად საფრანგეთში და ბანს ისმენდა თვით გერმანიაშიაც. რაღა აკლია გერმანიის დიდებას? ფული ბლომად ჩაიგდო, ჯარიც მრავალი ჰყავს, იმდენად მრავალი, რომ თითქმის ყოველი სული დიდიდამ პატარამდე სალდათია... ალბათ აკლია რამე, რომ ერთისა თუ ორის კაცის ავკაცობამ ლამის მთელი გერმანია დააყენოს ფეხზედ; ალბათ აკლია რამ, რომ ბისმარკს თვისი ავადმყოფობაც კი დაავიწყდა, რომლისთვისაც თავი დაანება პირდაპირ სახელმწიფო მოღვაწეობას და დიდი ხნით ისურვა დასვენება და განცხრომა. აბა რაღა გული უნდა ჰქონდეს ბისმარკს აღმოსავლეთის საქმისათვის, ნეს. როდესაც შინაობამ გაუკრთო ძილი და წაართვა მოსვენება; ამ შინაობამ ლამის ფრთაც მოუკვეთოს და აბა რაღა კონგრესია, თუკი მის მოღვაწეთ ფრთა გაშლილი არ ექმნებათ. ანდრაშის უთქვამს თურმე, რომ ბისმარკი მარტო იმიტომ კი არ არის კონგრესის თავმჯდომარედ ამორჩეული, რომ ამას ჩვეულება მოითხოვსო (რადგანაც კონგრესი ბერლინში არის შეკრებილი), არამედ თვით ბისმარკის ღირსებათა ძალათაცაო. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ჯერჯერობით ხალხთა შორის საქმე იმგვარად მიმდინარეობს ქვეყნიერებაზედ, რომ ყველაზე უწინარესი ადგილი უპყრია არა შინაგან თვისებას და ღირსებას, არამედ იმ შიშს, რომელსაც მოასწავებს ერთი თუ მეორე მოღვაწე. ამ მხრით გერმანიას ცოტად თუ ბევრად ფრთა მოკვეთილი აქვს მეთქი... ვინ იცის, იქმნება ბისმარკს ანდრაშის სიტყვაზედ მწარე ღიმილი მოუვიდა.
მარტო გერმანია არ არის ამგვარ გარემოებაში. იმ საქმეს, რომელმაც დააფთხო გერმანიის საზოგადოება და მთავრობა, სცდილობენ დაართვან სხვა სახელმწიფონიც და მათ საერთო ზომიერება ახმარებინონ იმ განსაცდელის მოსპობისათვის, რომელიც არა მარტო გერმანიას მოელისო. დაუგდეთ ყური, რას ლაპარაკობენ კლერიკალებისა და სხვა ამგვარ დასთა გაზეთები. თვით საფრანგეთის მონარხიელები და კლერიკალების წახალისდნენ. მათის სიტყვით, საფრანგეთში რომ რესპუბლიკა არ ყოფილიყოს დამკვიდრებულიო, ჰედელისა და ნობილინგის ავკაცობა შეუძლებელი იქმნებოდაო. სოციალ-დემოკრატთა გაძლიერება თვითონ გერმანიის იმპერატორის ბრალიაო, რადგანაც ევროპაში რესპუბლიკის დამკვიდრება შეიწყნარაო. ერთის სიტყვით, საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგნი მადაზედ არიან მოსული და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ თუ საკუთარის ძალით ვერ მოერიეს რესპუბლიკას, გარეშე მტერი მაინც მოიწვიონ რესპუბლიკის ჩასაქოლავად. და ამისთვის ის დღე დააყარონ, როგორიც, მაგალითებრ დაუყენა საფრანგეთს დიდის რევოლუციის შემდეგ ევროპიის კოალიციამ, ან როგორც იყო საფრანგეთის გარეშე მდგომარეობა 1814 წ. ვიდრე 1848 წლამდე. ამისათვის არა ზოგვენ არასფერს, არც პატიოსნებას, არც სიმართლეს. ყველასთვის ცხადია, რომ ვიღაცა ნემენცის ავკაცობისა და საფრანგეთის რესპუბლიკელთა შორის არავითარი კავშირი და ერთობა არა სუფევს და არც არის შესაძლებელი, მაგრამ კლერიკალები და ბონაპარტიელნი რას. დასდევენ; მათთვის ყველა საშუალება კარგია და ამიტომ, ეჭვი არ არის, მოხარულნი არიან, რომ გერმანიის იმპერატორს. იმისთანა უბედურება შეემთხვა.
წეღან მოგახსენეთ, რომ ამჟამად ზოგიერთა სახელმწიფო თვის შინაობაში დიდ განსაცდელშია მეთქი ჩავარდნილი და ამიტომ მთლად გულმშვიდად ვერ მოკიდებს მეთქი ხელს აღმოსავლეთის საქმეს კონგრესის ბაასში. თუ ამასთანავე მოვიხსენიე საფრანგეთი, რასაკვირველია, იმიტომ კი არა, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა იმგვარივე იყოს, როგორც მაგალითად გერმანიისა. ეს იმდენად ცხადია, რომ ლაპარაკი არ უჭირს. თუ საფრანგეთს მოელის რამე განსაცდელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ახალი წყობა ჯერ საკმაოდ ღრმად არ არის ჩამდგარი ცხოვრებაში და ჯერ სრულიად არ გამოლევია მტერი. მეორეს მხრით თუ გერმანიას მოელის განსაცდელი - იმიტომ, რომ მისი მოწყობილობა იმ ნიადაგზედ არის დამკვიდრებული და იმ მასალით არის დაკოწიწებული, რომელიც ვერაფერი თამასუქია ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა და რომელიც დიდხანს ვერ გასწევს.
საფრანგეთის შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ იგი „დღესასწაულობს“. მართლადა ყოველგვარი გარემოება იმგვარად მოიწყო საფრანგეთისათვის, რომ შემთხვევას აძლევს უფრო მეტი ბრწყინვალება მისცეს თავის საქვეყნო გამოფენას და მით უფრო აშკარად დაანახვოს ქვეყანას თვისი განახლება, თვისი მტკიცე და მოუდრეკელი მოღვაწეობა ხალხის ბედნიერებისათვის და თავისუფლების დამკვიდრებისათვის.
მრავალი საჯარო სიტყვა თქმულა პარიჟში რესპუბლიკის მოღვაწეთა მიერ, სიტყვა ცხარი, გულიანი, გამომთქმელი მტკიცე რწმენისა მათთა საქმის სიმართლისთვის. ამგვარ სიტყვაში რესპუბლიკის მოღვაწენი გამოჩენილნი მწერალნი და მჭევრმეტყველნი მთელი საზოგადოებისა და ხალხის სახელით აღიარებენ ერთის მხრით თვის მხურვალე სიყვარულს იმ ახალისადმი, რომელსაც დასდგომია ამჟამად საფრანგეთი. მეორე მხრით აღიარებენ თვის არანაკლებ მხურვალე რისხვას და შე ჩვენებას იმ ძველისადმი, რომელსაც ბევრი სიბოროტე და ვაივაგლახი მოუტანია საფრანგეთისათვის. ამ წრფელ მოღვაწეთა ქადაგებას აღტაცებით ისმენს მთელი საფრანგეთი და მით აჩვენებს ქვეყანას მართლადა გასაოცარს სურათს. რა თქმა უნდა, რომ საფრანგეთშიაც უმრავლესობა დიდ ტანჯვაში და გაჭირებაშია; არც იმასა აქვს სანატრელა თანასწორობა და ბედნიერება; იქაც სუფევს მრავალი არ დაკმაყოფილებული მოთხოვნილება, მაგრამ დახე ხალხის გონიერებას და საპოლიტიკო გაწვრთნას! მას კარგად ესმის, რომ ყველაზედ უწინარეს დამარცხებულ უნდა იქმნეს ის საზოგადო და საერთო მტერი, რომლის გამარჯვება არის იმავე დროს ხალხის არსებითის სულის ამოკვეთა.
ბევრი საჯარო სიტყვა თქმულა მეთქი პარიჟში ბოლოს დროს. ღირსშესანიშნავია, სხვათა შორის, სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა გამოჩენილმა მოხუცმა პოეტმა ვიქტორ ჰიუგომ 30 (ჩვენებურად 187 მაისს. ამ დღეს შესრულდა ასი წელიწადი მას აქედ, რაც გარდაიცვალა ვოლტერი, ერთი იმ მოღვაწეთაგანი მეთვრამეტე საუკუნისა, რომელთაც დასთესეს 1789 წლის რევოლუციის თესლი. რათქმა უნდა, რომ დიდძალი ხალხი შეიკრიბა ამ თეატრში, სადაც პატივცემულ პოეტს უნდა წარმოეთქვა თავისი სიტყვა და დიდის აღტაცებითაც მიეგება ვიქტორ ჰიუგოს. წამოდგა მოხუცი და მიუგო მსმენელთ, სხვათა შორის, შემდეგი: „რევოლუციის წინედ, ბატონებო საზოგადოების მოწყობილება იყო შემდეგი: ძირს იდგა ხალხი, მასზედ სარწმუნოება, წარმოდგენილი სამღვდელოთა დასის მიერ. სარწმუნოებას გვერდით ედგა სამართალი, წარმოდგენილი მსაჯულთა მიერ. რა იყო იმ დროს ხალხი? იგი იყო უცოდინარობა. რა იყო სარწმუნოება? იგი იყო დევნულობა. რა იყო სამართალი? იგი იყო უსამართლობა. აი თქვენ თვითონ გასინჯეთ, მოვიყვან მხოლოდ ორ მაგალითს: 13 ოქტომბერს 1761 წ. ქ. ტულუზში ერთის სახლის ქვემო ოთახში ჰპოვეს ჩამოხრჩობილი ყმაწვილი კაცი. ხალხი აირია, სამღვდელომ იწყო რისხვა, მსაჯულებმა - გამოძიება. იგი იყო თავის მკვლელი, მაგრამ ძალად მკვლელობა აღიარეს და მოძებნეს დამნაშავე. რისთვის? სარწმუნოებისათვის. ვინ იყო დამნაშავე? ერთი მამა ჰუგენოტი,[1] რომელსაც უნდოდა დაეშალა თავის შვილისთვის კათოლიკობის მიღება. მაშასადამე შვილი მოუკლავსო, მას ჩამოუხჩვია ყმაწვილი კაციო - ეს ხომ ცხადი სულელობა და შეუძლებლობაა! შენ არ მომიკვდე, სამართალმა იმოქმედა და აწარმოვა შემდეგი: 9 მარტს 1762 წ. მეიდანზედ მოიყვანეს თეთრთმიანი ბერი კაცი, სახელად ჟან კალას, გააძვრეს ტანისამოსი, წააწვინეს ფალზედ, ხელფეხი შეუკრეს ცელის მსგავსად. ეშაპოტზედ დგას სამი კაცი - ზედამხედველი, მოძღვარი, რომელსაც ხელში უჭირავს ჯვარცმა და ჯალათი, რომელსაც უჭირავს ხელში რკინის კეტი. ჯალათმა მოიქნია რკინის კეტი და მოამტვრია თავის მსხვერპლს ერთი ხელი. უბედურმა დაიკივლა და გულშემოეყარა. ფიცხლავ წამალი მისცეს მოაბრუნეს და გონებაზედ მოიყვანეს. ხელმეორედ დასცხეს რკინა, კალასმა ხელმეორედ დაიკივლა და გულიც წაუვიდა. კიდევ მოაბრუნეს, კიდევ დასცეს,სულ რვაჯერ. მღვდელმა მიუტანა ჯვარი სამთხვევლად, მაგრამ კალასმა პირი შეუქცია. შემდეგ ჯალათმა შეიბრალა, ე.ი. დასცა რკინა გულზედა და სულიც ამოხადა. ასე დალია სული ჟან კალასმა ორი საათის ტანჯვის შემდეგ. მისის სიკვდილის შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ ყმაწვილმა კაცმა თვითონ მოიკლა თავი. მაგრამ კაცის კვლაც მოხდა. ვისგან? მსაჯულებისაგან (მოძრაობა ტაშის კვრაა).
მეორე მაგალითი. მოხუცებულის მაგიერ გვიდგა წინ ყმაწვილი კაცი: 1765 წ. ქალაქ აბბევილს საშინელის ქარიშხალის მეორე დღეს, ერთს ხიდზედ იპოვეს ხის ჯვარი (ჯვარცმა) ჭიის ნაჭამი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში მოაჯირზედ იყო მიკრული. ვინ ჩამოაგდო ეს ჯვარი და ვინა ქნა ეს საშინელი ცოდვა? არავინ იცის. იქმნება გამვლელმა ქმნა, ან იქნება ქარის ბრალია. ვინ არის დამნაშავე? ეპისკოპოსმა გასცა ბძანება, რომლის ძალით ყველას უნდა ეჩვენებინა, რაც კი რამ იცოდა ამ საქმეზედ. შიშმა და ძალადობამ თავისი გაიტანა. სამართალმა გამოაჩინა, ან ვითომ გამოაჩინა, რომ იმ ღამეს, როდესაც ჯვარი გადმოვარდნილა, ორ კაცს, ორ აფიცერს გა უვლიათ აბბევილის ხიდზედ სიმღერით. მსაჯულებმა გამოსცეს ბძანება ამ ორის აფიცერის დატუსაღებისა. ერთი კი გაიპარა, მაგრამ მეორე კი, სახელად ლაბარსი, დაიჭირეს. მან უჩვენა სასამართლოს - ხიდზედ არ ვყოფილვარო, მაგრამ სიმღერით კი მიმღერიაო. სასამართლომ გაამტყუნა. ბრალდებულმა პარიჟში. გადიტანა საქმე, მაგრამ იქაც გაამტყუნეს და ბორკილებით დააბრუნეს აბბევილში. მოკლედ ვიტყვი: დაუდგა მას უბედური ჟამი, დაუწყეს გამოკითხვა თანაშემწეთა შესახებ. თანაშემწე რაში? ხიდზედ გავლაში და მღერაში. მოჰსტეხეს მუხლი; მის მოძღვარს ძვლების მტვრევა მოესმა, გულშემოეყარა. მეორე დღეს 5 თიბათვეს 1766 წ. წაათრიეს ლაბარსი აბბევილის მოედანზედ, სადაც ცეცხლი იყო ანთებული. წაუკითხეს განჩინება, შემდეგ მოჰსჭრეს ხელი. ამოჰგლიჯეს ენა და ბოლოს წყალობა მოიღეს - თავი მოჰსჭრეს და ცეცხლში ჩააგდეს. ასე დალია სული აბბევილის რაინდმა ლაბარსმა. იგი იყო ცხრამეტი; წლისა (ძლიერი და ხანგრძლივი გულმტკივნეულება). მაშინ შეჰქმნა ვოლტერმა თავისი ღაღადება და ძახილი და მით დაიმკვიდრა სამარადისო სახელი (დიდძალი ტაშის კვრა). მაშა; წამოესარჩლა იგი კაცობრიობის საქმეს მტარვალთა წინააღმდეგ და მოიგო კიდეც. დიდებულო კაცო, დალოცვილ იყავ უკუნისამდე! (ტაშის კვრა):
„ვოლტერმა მარტოდმარტომ, წინაშე გულმსუბუქისა და საბრალო საზოგადოებისა, წინაშე მეფის კარისა, თავად-აზნა ურთა და ხაზინისა, წინაშე ბრმა ხალხისა და იმ საშინელ მსაჯულთა, რომელნიც მსახურისა ტვირთი იყვნენ, ბატონისა კი ფრიად მორჩილნი, რომელნიც მუსრავდნენ თუ ფარფარობდნენ ხალხზე, იყვნენ დაჩოქილნი მეფის წინაშე, - ვოლტერმა მეთქი, მარტოდმარტომ იკისრა ბრძოლა ამ ყოველგვარ უსამართლოებასთან. რა იყო მისი იარაღი? ის, რასაცა აქვს სიმსუბუქე ნავისა და ძალა მეხისა, ე.ი. კალამი (ტაშის კვრა). ამ იარაღით უბრძოლია, ამ იარაღით გაუმარჯვნია“.
შემდეგ ვიქტორ ჰიუგომ დაუხატა მსმენელთ სურათი ვოლტერის დროისა და იმ სარგებლობისა, რომელიც მოუტანა ვოლტერმა კაცობრიობის ყოველგვარ წარმატებასა. ბოლოს ჰსთქვა შემდეგი: „ჩემი უკანასკნელი სიტყვა იქმნება წარმატების აღიარება. მოვიდნენ, უფლებამ ჰპოვა თვისი ფორმულა: კაცობრიობის ფედერაცია. ამჟამად ძალა ჰქვიან ძალადობას და სამართალქვეშ არის ჩავარდნილი; ცივილიზაცია კაცობრიობის ჩივილით სდებს თვის განჩინებას დამპყრობთა და სარდალთა წინააღმდეგ (მოძრაობა). მოძმად მოწვეულია ისტორია. ადგილს იპყრობს მტკიცე სინამდვილე. ფუჭი აღტაცება და თვალის ახვევა ილევა. მრავალ შემთხვევაში გმირი არის მხოლოდ გადასხვაფერებული კაცის მკვლელი (ტაშის კვრა). ხალხთ ესმით, რომ თუ ერთის მოკვლა ავკაცობაა, ბევრის მოკვლა ვერაფერი შესამსუბუქებული გარემოებაა (სიცილი და ტაშის. კვრა); თუ მოპარვა სამარცხვინოა, დაპყრობაც არ უნდა იყოს სასახელო... აღვიაროთ შეურყეველი ჭეშმარიტება. გავავუპატიუროთ ომიანობა, ნუ იქმნება, სისხლმოსული სახელოვნება შეუძლებელია. არა, არ არის კარგი და არც სასარგებლოა მკვდართა გროვის გამრავლება. არა, შეუძლებელია, რომ სიცოცხლე შრომობდეს სიკვდილისათვის. არა, მშობელნო, შეუძლებელია, რომ ომიანობამ, ამ მპარველმა, გამოგაცალოთ თქვენი ბაშვები. არა, შეუძლებელია, რომ დედაკაცი ტანჯვით შობდეს, ადამიანი იბადებოდეს, ხალხი სთესდეს და მუშაობდეს, ფილოსოფოსი სჯიდეს, აღებ-მიცემობა მიეცემოდეს გასაოცარ წარმატებას - მხოლოდ იმისთვის, რომ წამოაყენოს ეს საშინელი ხალხთა შორის გამოფენა, რომელსაც უწოდებენ ომის ველს (მთელი საზოგადოება ფეხზე დგება და ტაშსა სცემს).
„ნამდვილი ბრძოლის ველი არის ის ადამიანის შრომის ნაღვაწთა კრება, რომელსაც უძღვნის ამჟამად, პარიჟი მთელს ქვეყანას. ნამდვილი გამარჯვება არის გამარჯვება პარიჟისა!“.
____________________
1 საფრანგეთის პროტესტანტები, რომელნი დევნულ იყვნენ კათოლიკეთა მიერ
![]() |
3 თ. ალ ჭავჭავაძის ლექსნი |
▲ზევით დაბრუნება |
თ. ალ ჭავჭავაძის ლექსნი
(პ. უმიკაშვილის გადმოცემულნი)
1
მეორედ მოსვლა ვამსგავსოთ საყვარულისა შორვებას.
რომელი უფრო ძნელია? ვკითხოთ გულსა თუ გონებას.
პირველში სული ცხოველი მკვდარს გვამთან უკუიქცევა
და მეორეში ცხოველს გვამს სული თვალ-და-თვალ ექცევა.
2
მცირეს სენის ეგზომ შიში სიმხნეს, ვჰგონებ, არა ჰგვანდეს.
ამად ვბედავ, გკადრო კითხვა, თუ პასუხი არა გზარდეს:
მან რაღა ჰყოს, ვის, გლახ, გული როდისითგან დაგვით სწვავდეს
და სასოცა არ უვიდეს, რომ ოდესმე დაუამდეს?!
3
თუ ხე ბუნებით მწარეა, - ანგელოზს მიაბარეა,
წარიღოს, ედემს დანერგოს, სად სუნნელების არეა,
ტიგრისის წყლითა მოჰრწყავდეს, რომ ტურფად მომდინარეა,
ნაყოფი მოგცეს, იხმიო, მაინც ეგრეთვე მწარეა.
4
ეს ცეცხლი რომ მე მეგზნება
რად მკითხავ, როდის გაქრება?
გული შენ სანთლად გიმსხვერპლე,
მაშინ ჰქრეს, როცა მთლად დნება,
5.
ცრუიან ბრძენნი, მეტეველნი შემთხვევით სოფლის ყოფასა,
შენნი მხლველნი დაჰგმობენ მათს უაზროსა ხმობასა
6.
სიბრძნე და გონიერება რაგინდ მარად ფხიზლად გფლობ-
სიჭაბუკეს და სიყვარულს, რაც უნდათ იმას ჰყოფენ. [დნენ,
7.
ენა მდუმარებს, გული მწყილია, სევდა მხმობია,
ტრფობავ, მარქვ, — კვალად ჩემად სავნოდ რაღა გრჩომია.
8.
შენნი გამცდელნი ჩივიან; კაი დავკარგეთ გონიო, —
ნეტარ მეც შენთან მოსულა, მომკალ თუ დავინანიო
9.
როს შენ ვერ გხედავ, როს არ მესმის ხმა შენი ტკბილი
დღე იგი ჩემთა დღეთა რიცხვთაგან არს აღმოფხვრილი
![]() |
4 არშაკიდების დინასტია სომხეთში და საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
არშაკიდების დინასტია სომხეთში და საქართველოში
ფარნავაზის შემდეგ დაჯდა მეფედ იმისი შვილი საურმაგი. ქართლის ერისთავებმა განიზრახეს იმისი სიკვდილი, „რადგანაც — სთქვეს იმათ არა კეთილ არს ჩვენდა, რათამცა ვემსახურეთ ნათესავსა ჩვენსა.“ საურმაგი ფარულად განივლტო დურძუკეთს, დედის ძმებთან. თან ჰყვანდა დედა, დურძუკელი, ნათესავი კავკაზისა. „მაშინ რომთა იგი აზნაურნი მივიდეს დურძუკეთსავე და რქვეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩვენზედა მამისა შენისა, ამისთვის ვართ ჩვენ მტკიცე ერთგულობასა შენსა“. საურმაგი ეზრახა თავისს მამის დისწულს, ოსეთის მეფეს, შემოიკრიბა დურძუკეთი, დაიპყრა ქართლი, მოსრნა განდგომილნი, რომელთა შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი, წარჩინებული ჰყვნა აზნმურნი, განამრავლნა დურძუკნი, ნათესავნი კავკაზისნი, რომელნი ცა ტყვენვასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილ იყვნეს, სიმაგრისაგან ქვეყნისა და ვერღარ უტევდა დურძუკეთი, საურმაგმა წარმოიყვანა ყოველთ კავკაზასა ნათესავთა ნახევარნი და რომელნიმე მათგანი წარჩინებული ჰყვნა და სხვანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთიდგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სვანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თვისად დედულნი და დაჯდა მცხეთას და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისათა და ქართლისათა. და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა და ამრთნა გზასა ზედა მცხეთისასა, და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა.“ საურმგს ჰყვანდა ცოლად სპარსი, ბარდაველის ერისთავის ასული, რომელმაც შობა მხოლოდ ორი ქალი: ერთს იმათგანს შეუღლდა ქუჯის შვილი, მეორეს მირვან სპარსი, ნებროთიდის შთამომავალი, და თვით საურმაგის ცოლის ნათესავი. სამურმაგმა იშვილა მირვანი და მისცა იმას ქალაქი გაჩიანი და საერისთავო სამშვილდისა, რომელაც შეადგენდა ფარნავაზის დაყოფით მეოთხე საერისთავოს, რომლის დედა — ციხე სახელ-იწოდებოდა სამშვილდედვე ანუ ორბეთად და მდებარებდა ქციის მდინარეზე. ამ საერისთავოს შეადგენდნენ — შემდეგში საბარათიანო, დბანის - ხევი, სკვირეთი, თრიალეთი, „წილი გაჩიოსი, გარდაბანს ზევითი; ამან გაჩიოს, ძემან ქართლოსისმან აღაშენა ქალაქი გაჩიანი, ანუ სანადირო - ქალაქი. სამშვილდის საერისთავოს ჰსაზღვრავდა: მდინარე სკვირეთი ანუ მაშვარი ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.[1] როგორც ამას წინად ჩვენ მოვიხსენეთ, ორბეთით სახელ — იწოდა თურქების კოლონია ორბელიანებად...
საურმაგი მოკვდა და 162 წელს დაჯდა ტახტზე ნებროთიდი მირვანი. „მირვანი იყო, იტყვის ქართლის ცხოვრება, ტანით სრული, მშვენიური, ძლიერი, მხნე და ქველი. იმის მეფობაში დურძუკთ დაივიწყეს სიუვარული ფარნავაზის და საურმაგისა, გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი, გაუერთდნეს ჭართალეთს მყოფთ კავკაზიანთ, მოსტყვენეს კახეთი და ბაზალეთი, მდებარე კავკაზის მთის გულში, ქსნის — ხევის საზღვრად[2] დურძუკნი იყვნენ წინაპარნი აწინდელის ქრისტების, ინგუშებისა და ღლიღველებისა, რომელნიც ერთს ნათესაობას შეადგენენ და საუბრობენ ერთს ენაზე. იმათი ენა, ამტკიცებენ, თუმცა განსხვავდება სხვა კავკაზიელთ ენაში, მაგრამ დიდად ემსგავსება ლეკების ენას, მეტადრე ყაზი — ყუმუყურს და აკარულს.[3] ქისტებივე არიან ის თუშნი, რომელნიც წოველებად იწოდებიან, დურძუკნი ცხოვრობდნენ იქვე, სადაც ახლა ცხოვრობენ ინგუშნი და ღლიღველნი.[4] დურძუკთა პირველ წინა-პარად ქართლის-ცხოვრება უჩვენებს თარგამოსს. ის იტყვის: „დურძუკი ძე ტირეთისა უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკაზისთა. მიკიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი.“ როდესაც თარგამოსიანნი ხაზართ ებრძოდნენ, მაშინ დურძუკნიც ჰშველოდნენ იმათ.[5] დურძუკნი იყვნენ გამოჩენილნი და ძლიერი ტომი კავკაზიელთა ტომებში; ფარნავაზ მეფეს ჰყვანდა ცოლი დურძუკელთა, დედა საურმაგ მეფისა... შემდეგ დურძუკელთ აშლისა „მირვან მეფემ მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, შემოკრიბნა ყოველნი სპანი, მხედარნი და ქვეითნი: ყოველნი გავგაზინნი იყვნეს სარწმუნოდ მორჩილებასა ზედა მირვანისასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს, შეკრბეს დურძუკნიცა და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა.... იქმნა ბრძოლა ძლიერი... და მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი. უკანასკნელ იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს.... და შევიდა მირვან დურძუკეთს და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალი და შეაბნა კარნი ქვითკირითა და უწოდა სახელად დრუბალი, შეიყვარეს იგი ყოველთა მკვიდრთა ქართლისათა და მსახურებდა იგი მეფესა ასურისტანელთასა მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს, რომელსა ერქვა არშაკ. ეზრახა მირვანს არშაკ და მისცა ასული თვისი ძესა არშაკისასა, არშაკს. მოკვდა მირვან და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარანჯომ “ (112 წელს).
„ამან ფარანჯომ უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და შექმნა კერპი სახელით ზადენ. ამისა შემდეგად შეიყვარა სჯული სპარსთა, ცეცხლისა მსახურება, მოიყვანა სპარსეთით ცეცხლის-მსახურნი და მოგვნი და დასხნეს იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვიან მოგვთა, და იწყო ცხადად გმობა კერპთა; ამის თვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოება აქვნდათ კერპთა მიმართ. მაშინ შეითქვნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი და წარავლინეს მომციქული წინაშე სომეხთა მეფისა და ჰრქვეს: „მეფე ჩვენი გარდახდა სჯულთა მამათა ჩვენთასა, არღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული, აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩვენად. მოგეც მე შენი არშაკი, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა მეფეთა ჩვენთა. გვაშველე ძალი შენი და ვაოტოთ ფარანაჯომ შემომღებელი ახლისა სჯულისა და იყოს მეფედ ჩვენდა ძე შენი არშაკი და დედოფლად ჩვენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა. მაშინ სთნდა სომეხთ მეფესა განზრახვა ესე და იგი ყოვლითა ძალითა მისითა წაარემართა ქართლს ხოლო ფარანჯომ მეფემან მოუნდა სპარსთა, შემოკრიბნა ქართველნიცა. ხოლო ერისთავნი ქართლისანი, განდგომილნი მოეგებნეს სომეხთა მეფესა ტაშირს, და მუნ შუკრინა სიმრავლე სომეხთან და ქართველთა, იქმნა მათ შორის ტაშირს ბრძოლა ძლიერი, მოსწედა ორგნითვე ურიცხვი, მძლია და მოიკლა ფარნაჯომ, და მოსრნეს სპა მისი, ხოლო ძე ფარნაჯომისა მირვან წელიწადისა ერთისა ყრმა წრიყვანა მამა-მძუძემას მისმან და ილტოდა სპარსეთს.“
„ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე თვისი არშა (93 წელს) და დიპყრა ქართლა და მეფის ნებიერაა, და უმეტი ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს მოამტკიცნეს ზღუდენი ჯავახეთს ქალაქსა წუნდას. მოკვდა არშაკ და მეფე იემისა ძე მისი არტაგ (181 წელს)[6]
ასე დამყარდა საქართელოში დინასტა არსაკიდებისა ანუ არშაკიდებისა, არშაკიდები აღმოჩნდენ, პირველლად პარჶიაში, შემდეგ გავრცელდნენ სომხეთში და სომხეთიდამ საქართველოში. ერთ დროს არშაკიდები ისე ძლიერი იყვნენ და ისეთ როლს თამაშობდნენ მსოფლიო ისტორიაში, რომ არ შეიძლება არ შევდგეთ იმათზე.... გასაოცარ სახილველს წარმოგვიდგენს ის დრო, რომელსაც ჩვენ შევეხებით. ალექსანდრე მაკედონელის ტახტზე ასვლიდამ 336 წელს ქრისტეს წინად, ვიდრე 65 წლამდე ქრისტეს შემდეგ, როდესაც რომაელებში დაიჭირეს აზია, სულ ორმა საუკუნომ გაიარა. ამ მოკლე ჟამს აზიის პოლიტიკური მდგომარეობა რამდენჯერმე შეიცვალა. ალექსანდრეს სიცოცხლეში დაფუძნდა დიდი მაკედონიის იმპერია, რომელმაც ჩანთქო სპარსეთი ინდოეთი და მცირე აზია; მოკვდა ალექსანდრე და ეს იმპერია ჩაიშალა, აღყვავდა სელევკიდების სამფლობელო სირია; სირიამ დაფარა თითქმის მთელი მაკედონია იმპერია. დაეცა სირია და გაძლიერდა პარჶია არშაკიდების ხელში. ამან თავისი მხრით დაამხო სარია და დაიჭირა იმისი ადგილი. ამ დროს განმავლობაში ერთხანს თვით სომხეთმაც აღმოჩინა თავისი ქალი. მას უკან გაძლიერდა დიდი მიდრიატის დროს პონტის სამფლობელო, რომელიც კი ხანი რომის ძლას ებრძოდა და დასასრული რომმა დასცა პონტი და გაავრცელა თავისი საზღვრები. არ ვიცით ნამდვილად რომლის ნათესავის ფესვიდამ მომდინარეობდა პარტიელების ტომი, რომელსაც არშაკიდები ეკუთნოდნენ. ზოგნი იტყვიან, ვითომც პარტიულები შეადგენდნენ ინდო-ევროპიის ანუ სპარსის შტოს. ზოგნი - თურანის ანუ თურქების მოდგმას[7] . პარჶიელები ცხოვრობდნენ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთად. მათი მხარე, რომელსაც ახლა აღმოსავლეთის ტომნი უწოდებენ არაკ-აგემს, შეადგენდა ხრიაკს და უწყლო ადგილს, აქა-იქ უტყო — მთიანს, პარჶიელები ხასიათით იყვნენ თავხედნი, მტაცებელნი, ველურნი ვაჟკაცნი, ერთი მეორესთან მუდამ მებრძოლნი. ისინი ცხოვრობდნენ გაცალკევებით, ჯუბ ჯგუბად; მოძრაობდნენ, მთა ბარობდნენ. პარჶიელნი მხოლოდ მაშინ შემოიკრებდნენ თავს, როდესაც საზადო განსაცდელს რასმე შეჯახებოდნენ. პარჶიელებმა უფრო მაშინ აღმოაჩინეს თავისი ძალა, როდესაც სელევკიდების სამეფო სისუსტეში შევიდა 2 ½ საუკუნის წინ ქრისტეს შობამდე. პარჶიის მეფემ არშაკმა განდევნა პარჶიიდამ სელევკიდები. როდესაც სირიის მეფე ანტიოქია პირველი მოკლულ იქმნა და სირია აირია, მაშინ სელევკიდების ძალა სრულებით დაეცა და პარჶიის სამეფო დამყარდა. არშაკიდებმა დაიჭირეს ვრცელი ადგილი, ევჶრატის მდინარიდამ ინდის მდინარემდე, ესე იგი: მესოპოტამია, ბაბილონი, მიდია, ადარბედაგანი, სუზიანა, სპარსეთი, ჰირკიანია და ყარამანია. პარტია თავის მხრით დაემხო. მხოლოდ მე-III საუკუნეში ქრისტეს შობის შემდეგ, როდესაც, როგორც ამას თავის ადგილს ვუჩვენებთ, სპარსეთში გაძლიერდა ახალი დინასტია, ესე იგი დინასტია სასხანიდებისა. ეჶრატიდამ ვიდრე ინდოეთამდე არშაკიდებმა აღმოფხვრეს კვალი ბერძნულის განათლებისა, არშაკიდები მიტრიდატ ჰარკელის მეფის დროდამ (150 წ. ქრ. წინ) ცხოვრობდნენ ზამთარ ქ. ქტეზიფონში, ზაფხულ სხვა და სხვა ადგილს, მომატებულად კი მიდიის ქალაქში ეკბატანში,[8] მიტრიდატ პირველმა დაიპყრა თვით სომხეთი და 149 წელს მეფედ აქ დასვა თავისი უმცროსი ძმა ვაჰარშაგი პირველი, რომელმაც დააფუძნა სომხეთის არშაკიდების დინასტია. დედა ქალაქად ვარჰშაგმა ამოირჩია ქალაქი ნიზიბი ანუმეცფინი ჩრდილო მესოპოტამმიაში. ეს ვარჰშაგი დიდად განთქმულია სომხის ისტორრიაში. იმან დაიპყრა პონტის ქალდეა და ლაზისტანი, — მაკედონელის მოკავშირენი, მთიან-ტყიანი ტაიკი, ანუ საქართველების თაოს კარი იმან დააწესა საზაფხულო დროს გასატარებლად და სანადირო ადგილად; შემოიყვანა თავის ბძანებლობას ქვეშ კავკაზის ტომნი და დასდო იმათხარკი; დანიშნა თავისი მოადგილეები აღოვანში ანუ ალბანიაში, გუგარკში ანუ ჩვენ სომხეთში. გუგარელნი, მოსე ქორენელის სიტყვით, მომდინარენენ იმ მირდატისაგან, რომელიც დარეხის მოადგილე იყო და რომელიც ალექსანდრე მაკედონელს დაედგინა ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებულთ იბერიელთ გამგედ ვაჰარშგის სასარგებლოდ ისე არავის უღვაწნია, როგორც იღვაწა „შემძლემ და ბრძენმა“ შამბუ ბაგრატმა, ბაგარატი იყო ურიათაგანი, მოსეს სჯულის აღმსარებელი, ის პირველი მიემხრო ვაჰარშაგს, ამისთვის მიღებულ იქმნა სასახლეში, და სამსახურისამებრ დაიჯილდოვა. ის შეიქმნა მეფის მოადგილედ და თერთმეტი ათასის ჯარის წინამძღომელად სომხეთის დასავლეთს საზღვრებში, იქ, სადაც, მოსეს სიტყვით, სომხური ენა აღარ ისმოდა. ბაგარატს სხვა უმაღლესი ღირსებაც მიენიჭა; ის გახდა ასპეტი ანუ სპათა უფროსი; მხოლოდ იმას შეეძლო მემკვიდრობით გვირგვინის დადგენა მეფის თავზე; მხოლოდ ბაგრატს ჰქონდა ნება სასახლეში წარდგენის დროს შემოერტყა სარტყელი სამ რიგის მარგალიტით მორთული. თვით შინაგანი სომხეთისა რიგი ვაჰარშაგმა თურმე დააწყო. იმან დასდო კანონად, რომ ერთ-ერთი მეფის შვილი იმყოფებოდეს მეფესთან მემკვიდრეობის მისაღებად და დანაშთენი ვაჟები და ქალები კი ცხოვრობდნენ გვარის საუფლო მამულში. ვაჰარშაგმა ააშენა არმავირის ქალაქში ტაძარი და აქ აღმართა სტატუები მზისა, მთვარისა და თავის წინ პირთა; ტაძრის მსახურთ მიაგო დიდი პატივი და შეჰრიცხა იგინი პირველ გვართ რიგში; დაადგინა მსაჯულნი სასახლეში, ქალაქებში და სოფლებში; სამეფო პალატისთვის დაამყარა რიგი შემოსვლისა და გასვლისა, სადღესასწაულო დღეებისა და ნადიმობისა. იმან განაწესა ოთხგვარი სპა სასახლის დასაცველად. ეს სპანი იყვნენ შემდგარნი შეიარაღებული პირთაგან, რომელნიც ჰაოსისგან მომდინარეობდნენ და საშვილიშვილოდ ფლობდნენ სოფლებს და დაბებს. „არ ვიციო, ამობს მოსე, ამოიხოცაო თუ არა ძველი შთამომავლობა, ანუ აშლილობის გამო ამოწყვეტილ იქმნა და ამ სპათა ნაცვლად შესდგნენო. სხვანი სასასხლის სპანი. ეს კი დარწმუნებით შემძლია ვთქვაო, რომ პირველს სპათა რიგნი მომდინარეობდნენო მეფეების სახლიდამ მსგავსად იბერიელთ სეფე-წულთა“. ეს სფე-წულნი თვით ქართლის-ცხოვრებაშიაც იხსენებიან.[9]
ვაჰარშაგმა იმეფა 22 წელი და შემდეგ გამეფდა იმასი შვილი არშაკი პირველი, რომელიც ცამეტს წლის განმავლობაში ისე განითქვა, როგორც ვაჰარშაგი. იმან დაამშვიდა მრავალნი ტომნი კავკაზისანი, რომელნიც ეძებდნენ განთავისუფლებას სომხეთის მეფის ბძანებლობისაგან. შემდეგ არშაგისა დაჯდა მეფედ ძე არშაგისა არდაშეზი პირველი. ამ არდაშეზის ძე იყო ის არშაგი, რომელიც ქართველებმა გამოსთხოვეს თავიანთ მეფედ და რომელმაც დააფუძნა საქართველოში არშაკიდების დინასტია. თუ დასაჯერებელია ვისთვისმე სომხის ისტორიის თქმულება, არდაშეზმა დაიმონავა მთელი მცირე აზია, განვლო ეგეის ზღვა და შევიდა ჯარით საბერძნეთში. აქ ის მოიკლა თავისავე კაცისაგან. არდაშეზმა დასტოვა მცირე წლოვანი შვილი ტიგრანი მეორე, რომელიც რაოდენიმე დრო პარფიელების ბძანებლობას ქვეშ იმყოფებოდა ტიგრანმა მალე მოიპოვა თავისუფლება. იმის დროს სომხეთმა დაიჭირა ადგილი უპირველესის აზიის სახელმწიფოების რიცხვში. ტიგრანმა დაიპყრა სირია და მრვალი თემი მცირე აზიისა, დაეცა არშაკიდების შტოს, რომელიც სპარსეთში მეიფობდა. მესოპოტამია, ადიაბენი და ადრედაგანი იმის ხელში ჩაცვივდნენ. იმან სპარსების მეფეების შემდეგ პირველმა მიითვისა ტიტული: მეფეთ-მეფე. გაამაყებული თავის ძლევა-წარმატებით ტიგრანმა მიჰკერძა პონტის მეფეს მიტრიდატს, როდესაც მიტრიდატი რომაელებს ებრძოდა.[15]
____________________
1 ვახუშტი, გეოგრაჶია 166, 178-Hist de la Géor., I, p. 22, n 5.
2 220.
3 Klaproth Voyage au Mont Caucase, t. II, p 45, 351, 354
4Wakhoucth, Description géogr de la Géor. p 454-458. მისივე Carte générale des pays géorg
5ვახუშტი გეოგრ., 220.
6 ქართლის, ცხოვრება გვ. 33-35.
7Malcolm, Hist. de la Perse, I, 362-363. Bсемiр. ист. Шлоссера, I стр. 12,
8Шлоссера Вс., ист. 25 — 27. (Chevalier Chardin, Voyage en Perse, II., 369-37J.
9История Армении 79-87. List de la Géor t. I, p. 159, 228, 430 და n . 3.
10S Martin Mém. sur l' Armenie, I, 290-292. Всемир. Ист Шлоссера IV 26
![]() |
5 განცხადებანი |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადებანი
მაისის 15-ს გაიხსნა თფილისში ქართული წიგნის მაღაზია, სადაც მსურველთ შეუძლიანთ მოიპოვონ ყოველგგარი ქართული ძველი და ახალი წიგნები.
მაღაზია იმჟოფება ქაშვეთის ეკკლესიის ქვემოთ დუქნებში, №2
გარეშე მცხოვრებთ შეუძლიანთ დაიბარონ ყოველგვარი ქართული წიგნები შემდეგის ადრესით;
Въ Тифлись. Въ книжный магазинъ Григорія Чарквіани, въ зданій Кашветской церкви; №2
1877 წლის ანგარიში
ოძისის გამსესხებელ-შემნახველის ამხანაგობისა, გაშინჯული შემმოწმებული რჩევისაგან, და დამტკიცებული საზოგადო ყრილობისაგან
1-ს იანვარს 1877 წელსა
| მანეთი | კ | მანეთი | კ | ||
| წილის ფული | 3 277 | 14 1/2 | სესხი გაცემული | 8,134 | - |
| ნასესხი | 5225 | - | ტფილ.საზ.საურთ.ნდომისა | 150 | - |
| სათადარიგო თანხა | 129 | 521/2 | ნაღდი ფული | 100 | - |
| წმინდა მოგება | 109 | 84 | |||
| ჯამი | 8,740 | 84 | ჯამი | 8,740 | 84 |
1877 წელში
| შემოსავალი | მანეთი | კ | გასავალი | მანეთი | კ |
| წილის ფული | 64 | 40 | წილის ფული დაუბრუნდათ | 247 | 50 |
| სარგებელი აღებული ფულის გასესხებილ დროს | 653 | 25 | მოგება წილზედ | 1 | 5 |
| სესხი დაბრუნებულა | 6,484 | - | გასესხებულა | 6,403 | - |
| ჯარიმა აღებულა | 49 | 84 | ნასესხი გარდახდილა | 10,000 | - |
| სესხი აღებულა | 10,000 | - | სარგებ.დაუბ.ვად.წინ გად. ნასესხ. | 1 | 60 |
| დივიდენდი მივიღეთ | 24 | 34 | სარგებელი ნასესხებზედ | 304 | 74 |
| უსტავთ დაღერ. მივიღეთ | 11 | 45 | სამმართველოს ხარჯი | 123 | 67 |
| ტფილ.საზოგ.საურთ.ნდობ. დაგვიჭირა უსტავით | 10 | 59 | |||
| სულ | 17,287 | 28 | სულ | 17,092 | 12 |
1-ს იანვარს 1878 წელსა
წილის ფული - - - - 3,074 მან. 41/2 კ.
ნასესხი - - - 5,225 მან.-კ.
სათადარიგო თანხა - - -- - - - - - - - 179 მან. 261/2კ.
წმინდა მოგება - - - - - 259 მან. 3 კ.
ჯამი: 8,737მან. 44 კ.
სესხათ გაცემული - - - 8,053 მან. -კ.
ტფილ.საზ.საურთ.ნდობისა - - - - 150 მან. -კ.
ნაღდი ფული - - - - - - 534მან. 44კ.
ჯამი: 8,737 მან. 44კ.
გამგეები სამმართველოსი: მ. ქადაგოვი; ა. ბუიძე
წევრნი შემმოწმებელი რჩევისა: თ. ზაქ.ერისთავი; თ. დავ. ერისთავი; აზ. იოსებ ზოტიკოვი; დიმ. ფარნიევი; ივ. ფირუმოვი; გრ. ოსეფოვი.