The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (23)1878.15.06


ივერია (23)1878.15.06



1878.15.06

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ქიზიყი. 10 თიბათვეს, (ივერიის კორრესპ.) ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ იმ იშვიათ და სამწუხარო ამბავზედ, რომელიც მოხდა ქიზიყში, სახელდობრ სოფ. ბაკურციხეს, ამ თვის ოთხს.

მოგეხსენება, ჩემო მკითხველო, რომ ყველა საქმეს აქვს თავისი შესაფერი საზღვარი; იგი აქვს აგრეთვე მოთმინებასაც. შარშანდელმა მილიციის გამოყვანამ და მისთვის ხარჯის მიცემამ ნათლად დაგვანახა თუ რამდენი ბოროტობა იხმარეს მამასახლისებმა და რამდენად შეავიწროეს ხალხი თავიანთ უსინიდისო ქცევით, ამის დასამტკიცებლად დღესაც იპოვით სოფელში მოჩივარ პირებს, რომელთაც თავიანთი შვილები სოფლის ჯამაგირით გაუგზავნიათ მილიციაში, მაგრამ მათი ჯამაგირი კი ჯერ სრულებით არ მიუღიათ, — მოჩივარ პირებს მეთქი, რომელთა მშობლები ყოველ ჟამს მამასახლისის კარებზედ სდგანან და სთხოვენ თვისთა შვილების ხვედრ ჯამაგირს; მაგრამ, მაგიერ მშვიდობიანის პასუხისა, პასუხად ლანძღვას ისმენენ და დღე-დღეურ ამით კმაყოფილდებიან, ხალხისთვის ამგვარი მავნებელი გარემოება მთავრობამ ნათლად დაინახა და ამიტომ უფრო გონივრული განკარგულება მოახდინა. ეს განკარგულება მდგომარეობს იმაში რომ „მილიციის გამოყვანა დაქირავებით არ შეიძლებაო, არამედ კენჭის ყრით უნდა მოხდესო“. ეს განკარგულება შეიქმნა სიღნაღელებისათვისაც აუცილებელ ვალად. ეს ახალი ამბავი ამ ჩვენ მწუწნავ მოვაჭრეებს არ მოეწონათ, ამიტომ დაიწყეს გაძრომ-გამოძრომა, რომ როგორმე ეს აუცილებელი ვალი თავიდგან გადაეცდინათ, ამისათვის პირველში ისინი შეუდგნენ ფულების შეკრებას ბადლების დასაქირავებლად. მატრამ ეს თავიანთი გველური აზრი ამათ ვერ ასრულეს მაზრის უფროსის უარის თქმის გამო. ეს პირველი განხრახვა რომ ვერ შეასრულეს, შემდეგ დაიწყეს ვადის თხოვნა მოსაფიქრებლად, რომელიც მალე მიიღეს კიდეც მთავრობისაგან. წარმოიდგინეთ, ჩემო მკითხველო, ამ დროს, როდესაც სიღნაღელებს ვადა ეძლევათ, მაშინვე გლეხებს მოსთხოვეს კენჭის ყრა. ეს სიღნაღელებისათვის მინიჭებული ვადა სოფლის მოვაჭრე დედა-კაცებს სხვაფრივ აუხსნიათ თავიანთ მამაკაცებისთვის, ე. ი., ვითომ სიღნაღელებისათვის სრულებით უპატიებიათ მილიციის გამოყვანა და მათ მაგივრად სოფლელებმა უნდა იკისრონო.

ახლა გავახსენოთ თუ როგორ აუხსნეს მამასახლისებმა ახლი მილიციის გამოყვანა, როგორც სჩანს, მამასახლისებს ვერ აუხსნიათ რიგიანათ და გასაგებათ ხალხისთვის ახალი მილიციის გამოყვანა და ხალხს გადაუკეთებია თავისებურათ და დაურქმევია „სალდათობა“ რასაკვირველია, კენჭის ყრის დროს საჭირო იყო სია, რომელშიაც ჩაწერილნი უნდა ყოფილიყვნენ 18 წლიდან 30 წლამდე ყმაწვილ-კაცები. ეს სიები გადმოუწერით კამერალიის აღწერის სიებიდგან, სადაც, როგორც ვიცით, ბევრი შეცდომა წლოვანებაში, ამის გამო კენჭში მოჰყვნენ იმისთანა ყმაწვილებიც, რომელნი 15-16 წლისაც არ არიან, ბევრი კი 32 წ. გამოდიოდა 25 წლოვანათ. ამასთან მოჰყვნენ კენჭში დედის ერთანი და ოჯახის ერთად ერთი მამაკაცნი. თუმცა ამ უკანასკნელებს ვერ წაიყვანდნენ მილიციაში, მაგრამ კენჭში კი მაინცა და მაინც უნდა მოჰყოლოდნენ. მამასახლისებს ესეთ რიგიანად ვერ აუხსნიათ ხალხისთვის, რომელიც დარჩომილა ამისათვის უკმაყოფილი.

ხალხის უწესოების მიზეზიც ყველა ეს არის ხალხს ვეღარ მოუთმინა ამოდენა გაჭირვების ატანა და აგრეთვე თავის მამასახლისებს უსამართლო ქცევა, და ამისათვის წამოსულა რავდენიმე სოფელი სიღნაღში მაზრის უფროსთან თავიანთ დარდების ასახნელად და გასაგებათ. მაგრამ ეს უფროსი ვერ უნახათ და წასულიყვნენ იქ, სადაც ეგულებოდათ, ე. ი. ს. ბაკურციხეს თ. რევაზ ვაჩნაძესთან, მე თვითონ შემხვდა ეს ხალხი, რომელიც ყვიროდა „კენჭი არ გვინდაო, თუ ნებავს ხელმწიფეს ქუდზედ კაცი დაიძახოსო და სიამოვნებით გავალთო“. მე ამათ მოკლეთ ურჩიე ნუ აშფოთდებით მეთქი, მშვიდათ სთხოვეთ უფროს, მთავრობასთან შემწეობა გაგიწიოთ, მეთქი, და უწესოება არა მოახდინოთ რა მეთქი. ამაზედ ზოგიერთმა წამოიძახა: „არა ბატონო, ღმერთმა დაგვიფაროს უწესოებისაგან, ჩვენ ამისთვის სულაც არ გიახლებით; ჩვენ მივდივართ გავაგებინოთ ჩვენ ნაჩალნიკს ჩვენი გაჭირვება და ვთოვოთ შემწეობა გაგვიწიოს მთავრობასთან“. ეს ხალხი იყო უარაღოთ და ასე გაშინჯე, ჩემო მკითხველო, რომ ზოგს წკირიც არ ეჭირა ხელში. ნუ დავივიწყებთ, რომ ამოდენა ხალხში როგორც დარბისელნი და პატიოსანნი იყვნენ, ისე კიდევ გულ-ჩქარნი და გულ-მსუბუქნიც. როგორც შევიტყე, ამ უკანსკნელებს ამაყათ და წინდაუხედავად დაუწყვიათ ლაპარაკს და ბოლოს უპატიობაც მიუყენებიათ თ. ორელიანისთვის მაზრის უფროსისთვის და სხვა თ.რევაზ ვაჩნაძის სტუმრებისთვის. ამისთანა ურიგო ქცევის თვის ზოგიერთ დაურქმევიათ ბუნტი, და მოუთხოვნიათ ბატილიონები დასამშვიდებლათ, მაგრამ ისენი უამთოთაც ამ საღამოთივე დამშვიდდნენ, მაშასადამე გაბედვით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ აქ ნასახიც არ არის ბუნტისა, რა თუ ნამდვილი ბუნტი ყოფილიყოს, როგორც ფიქრბენ ზოგიერთნი, ეს უბედური შემთხვევა უსიამოვნებით ვაჭრებს და ამიტომ ესენი უფრო გულ-მხურვალეთ ლაპარაკობენ ამ უწესოებაზედ, როგორც ბუნტზედ.

ეს ჩვენი უსიამოვნო საუბარი, ჩემო მკითხვედ შევწყვიტოთ აქ და დასარჩომზედ შემდეგ ნომერში მოვილაპარაკოთ.

მნახველი.

ამავე საგანზედ „დროების“ კორრესპონდენტი იწერება, სხვათა შორის შემდეგს:

„მოგეხსენებათ, ეს თითქმის ათი წელიწდია, რაც ქიზიყი დაღარიბდა და დასაწულდა ცუდი მოსავლისაგან და შიმშილისაგან. წელს კი ჩინებული, უხვი მოსავალი და ხალხი გაცხარებით მიეშურება მინდვრის სამუშაოთ.

„აი ამისთანა დროში, საუბედუროთ, იმათ დააწყდა თავს ურმებით გამოსვლა ხაზინის ბძანებით მარტო ქიზიყის სოფლებიდამ 200 ურემზე მეტი გაიყვანეს. კიდევ არაფერი, თუ სინიდისიანათ გაეყვანათ ხალხი ამ ბეგარაზე; მაგრამ უბედურობა ის არის, რომ სოფლის მოხელეები (მამასახლისები და სხ.) აქაც იმ ოინს ჩადიოდნენ, როგორც მილიციონერების გაყვანას დროს მდიდრებისაგან ქრთამებს იღებდნენ, ანთავისუფლებდნენ და ღარიბები კი, რომელთაც თითო უღელა ხარის მეტი არა გააჩნდათ რა, გაჰყავდათ; გაჰყავდათ ისეთი ხალხა რომელიც უიმისოდაც სულამოძრობილია შიმშილისა დ ჩვენი მხრის სომხებისაგან.

„აი, ის წინამორბედი გარემოებანი, რომელთაც გამო ქალი გაბრაზებული იყო და რომელნიც იყვენ ნამდვილი მიზეზი 4 ივნისის შემთხვევისა.

„თვითონ 4 ივნისის, ამბავი აი როგორ მოხდა:

„ჯერ ქვემო და ზემო მაჩხაანში მოგროვდა ხალხი გადაწყვიტეს, რომ კენჭის-ყრის ნება არ მისცენ, მოითხოვონ უეზდის უფროსისგან სია გამოსაყვან მილიციონერებისა და მერე თვის ამორჩევით წარუდგინონ კაცები.

„4 ივიისს სოფ. ანაგაში (სიღნაღიდამ რვა ვერსზე იქნება და ბაკურციხიდამ ხუთ ვერსზე) მოგროვდა 2,000 კაცამდის სხვა და სხვა ახლო-მახლო სოფლებიდამ; ამათში 500-ზე მეტი დედა-კაცები იყვნენ. დიდი ყაყანი და მოლაპარაკება ჰქონდათ; კენჭის-ყრით ხალხის გაყვანა „ლეკრუტობა არისო“, იძახდნენ და ამის ნება არ მივცეთო.

„ამ დროს აქ გამოიარა ტროიკით სიღნაღის უეზდის უფროსმა, ბარონ ტიზენგაუზენმა; ის მიდიოდა სოფ. ბაკურციხეს იმ განზრახვით, რომ ენასა ალაზნის ჯარების უფროსი თ. სოსიკო ორბელიანი და უთხოვა იმის თვის ორასი ყაზახი რუსი, რადგან გაგონილი ქონდა, რომ ხალხში რაღაცა მღელვარება არისო.

„მაგრამ ხალხმა გააჩერა უეზდის უფროსი და მოსთხოვა იმას უმაღლეს მთავრობისაგან გამოგზავნილი სია — თუ რამდენი მილიციონერი უნდა გამოიყვანონ თითოეულ საზოგადოებისგან.

„უეზდის უიფროსმა გამოუცხადა ხალხს, თარჯიმნის თ. ანდრონიკოვის პირით, რომ სია თან არა აქვს, სიღნაღში აქვს, რომ კენჭის-ყრა უნდა იქნეს და რასაც კანონი თხოულობს, უნდა შეასრულონო. მაგრამ ამის სიტყვა ხალხს არ ესმოდა, ხალხის სიტყვა მასა. შეიქნა ერთი კირილი, ღრიალი, მუქარა დაუწყეს.... უეზდის უფროსმა შეატყო, რომ შეიძლება აქ საქმე ცუდათ გათავდესო და ტროიკისკენ წავიდა, საჩქაროთ ჩაჯდა და ბკურციხეს გასწია. ეს აუარებელი ხალხი აედევნა იმას ბაკურციხემდინ მისდია, სადაც ამ დროს დღესასწაულობის გამო, თ. რევაზ ვაჩნაძესთან მიწვეულნი ეცნენ: ალაზნის ჯარის უფროსი თ. ორბელიანი, პროკურორის თანაშემწე უფ. გუდიმ-ლევკოკიჩი, გამომძიებელი უფ. სოსროუკი, თ. ორბელიანის ადიუტანტები და სხვ.

„ხალხი, რომელსაც ქალები მიუძღოდნენ წინ. მიადგა პირდაპირ თ. რ. ვაჩნაძის სახლს და მოითხოვეს, რომ უეზდის უფროსი მოგვეცითო.

„აი აქ მოსდა ის უწესოება, რომელიც თქვენ უკვე უნდა იცოდეთ. დედა-კაცები და მამა-კაცები შეცვივდნენ სახლში, ნახეს უეზდის უფროსი, სცემეს ჯოხებით და ეზოში ათრიეს; თ. სოსიკო ორბელიანი ბალკონიდამ გადმოაგდეს და ამ დროს ხის ფეხი გაუტესეს, იმასაც ბევრი სცემეს, სცემეს აგრეთვე პროკურორის თანაშემწესაც; უფ. ხოსროევს რამდენიმე წაარტყეს, მაგრამ მერე იცნეს და ხელი აღარ ახლეს და სხვ.

„ყურადღების ღირსია, რომ ყველაზე პირველა თ. სოსიკო ორბელიანს და აგრეთვე სხვებსაც ქალები მივარდნენ და იმათ დაუწყეს ცემა. ქაჯებივით გაბრაზებულები იყვნენ, ლეჩაქს იხდიდნენ და ჰხურავდნენ თავიანთ ქმრებსა და ძმებს, რომელნიც ამ ცემა-ტყეპაში არ ერეოდნენ.

„მთელი მებელი, ჭურჭელი, ავეჯულება და სხვა ყველაფერი, რაც კი მოხვდათ ხელში თ. რევაზის სახლში, სულ დაამტვრიეს, გაანადგურეს და გააფუჭეს.

„თვითონ კი ერთი გროშის საღირალი არა წაუღიათ რა. დიუტანტს დაექრთამა ურთი დედაკაცი, ოღონდ დამიფარე და ეს ოქროს საათი და თუმანი ფული შენ გქონდესო. მეორე დღეს ხალხმა საათი და ფული უკანვე წარმოადგინა.

„ერთი ნახევარი ხალხისა ბაკურციხიდამ სიღნაღისაკენ წამოჰყვა უფ. უეზდის უფროსს, რომელმანც გამოაცხადა, რომ სია იქა მაქვსო; ის ჩასვეს იქვე ტროიკაში, ორი ბიჭი ჩაუსვეს და სოფ. ანაგამდინ მიიყვანეს; იქ კი გაუშვეს.

მეორე ნახევარმა კი, როგორც ზევით მოგახსენეთ, ჯერ თ. რევაზის სახლი აიკლო. მერე აიკლეს ამ სოფლისავე მამასახლისის სახლი, აიკლეს აგრეთვე რამდენიმე სხვა სოფლებიც: ანაგის, კარდანახის, საქობოს მამასახლისები, სცემეს რამდენსამე მებატონეს, გააუპატიურეს ორი მღვდელი და საღამოს თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.“

„ამ ჟამად აქეთკენ სრული მშვიდობიანობაა; ხალხი მინდორში წავიდა სამუშოთ; ღუბერნატორს განზრახვა აქვს დაიროს სოფლები და გამოიკვლიოს როგორც ეს საქმე, აგრეთვე საზოგადოთ ხალხის უკმაყოფილების მიზეზი და იმის მდგომარეობა.“

„ამ საქმის თაობაზე, როგორც მითხრეს, ჯერ-ჯერობით 25 კაცამდინ არის დატოსაღებული.“

ქიზიყის უწესოებაზედ, რასაკვირველია, ბევრი რამ არის სათქმელი და საფიქრებელი. მძიმეა თუ არა უს მოგლენა, მსსკილის თუ წვრილი საზოგადო საქმეთა მიმდინარეობაში, მაინც თვალ და ღარს შესანი შ ნავი, მაგრამ ვიდრე საქმე დაწვრილებით არ იქმნება გა მოკვლეული ლაპარაკი შეუძლებელია. გარდა ამისა, უნდა წარმოიდგინოთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იკვებება მხოლოდ გუშინდელის დღით, და რომელსაც დღევანდელი თუ ხვალინდელი დღე ისე მოულოდნელად დაეცემა, როგორც ციდგან ჩამოვარდნილი მეხი, იგი კაცი იძულებულია ილაპარაკოს მხოლოდ მაზედ რაც „ისტორიაში“ ჩავარდნილი და დროთა ბრუნვის მიერ წაღებული, როგორც შარშანდელი თოვლი. მაშ ჩვენც იმ წუთს დაუცადოთ, როდესაც დღევანდელი გადიქცევა ხვალინდლად.

მკითხველს ეხსომება „ივერიის“ კორრესპონდენცია, რომელშიაც აწერილი იყო კახის საკვირაო შკოლა და გამოთქმული იყო გულითადი სურვილი, რომ სხვა ადგილებშიაც იმ გვარი სასწავლებელი იქმნეს გამართულიო. ეს სურვილი, ჩვენდა სასიამოვნოდ, მალე აჰსრულებია მის გამომთქმელს: ქართლიდამ გვწერენ, რომ სოფ. მეჯვრიხევში საკვირაო შკოლა გაგსნილა, რომელშიაც ყმაწვილები სასოფლო მმართველობის წესდებულებას სწავლობენ თურმე. კორრესპონდენტი დასწრებია ამ შკოლას და შემდეგის სიტყვით გვიხატავს რაც უნახავს: „შეგირდები ჩვეულებრივ შეიკრიბნენ საკვირაო შკოლაში და თვითონვე ამოირჩიეს თავიანთთაგან მამასახლისი, მსაჯულები, გზირები და მწერალი დანარჩენ შეგირდებს კი შექონდათ ერთი ერთმანეთზედ საჩივარი. ერთმა შეგირდმა, ანტონ გულაძემ, თავის ამხანგზედ, არჩუაძეზედ შემდეგი საჩივარი შემოიტანა: როგორც მოგეხსენებათ კლასში იშვიათად დაგდივარო იმის გამო, რომ ჩემი ძმები მიშლიანო.აი ეხლა მოვედიო, მაგრამ აქაც მოსვენებაში არა ვარო. იოსებ არჩუაძესგან — იგი ხან ხელს წამკრავსო, როდესაც თითს ავიშვერ ხოლმეო, ხან თავში ჩამკრავსო. ამისათვის თქვენთან მოველო და გთხოვთ, სუდია-მამასახლისო, განსაცდელისგან დამიხსენითო; ამ სასწავლებელში მაინც მომასვენონო. ძალიან მინდაო სწავლა, დაუძახეს არჩუაძეს, რომელიც დაძხებს: სუდია-მამასახლის გაუმარჯოს! მსაჯულებიც ერთის ხმით მიუგებენ: გაგიმარჯოს! ურთი მსაჯული ჰკითხავს: რად უშლი ხოლმე სწავლას ანტონ მელაძეს, ან რა შურის ძიება გაქვს მასთან? არჩუაძე უპასუხებს: რა ვქნა, შენი ჭირიმე, თვითონ ცუდად მეკიდება და მეც ცუდად ვეკიდება; თვითონ დამარტყა და მეც დავარტყი — მსაჯული; მოწამე გყავს? არჩუაძე: არა, არა მყავს. — მსაჯული შენა მელაძე, შენ არა გუყავს მოწმე? — მლაძე: როგორ არა, შენი ჭირიმე, მყავს სოლომონ გალაშვილი, — შემოჰყავთ გალაშვილი, რომელმაც დაიწყო გელაძის გამართლება, მსაჯული: ფიც ქვეშ შეხვალ თუ არა მაგის დასამტკიცებლად? შევალო, უპასუხა მოწამემ ამ გვარად იოსებ არჩუაძე გაამტყუნეს“.

კორრესპონდენტის სიტყვით, აშავე სოფელში მასწავლებელი მოსე ნათაძე დეპოს გამართვას აპარებს თურმე იქაურ თავადების თანაშემწეობით.

სასოფლო შკოლები თელავის მაზრაში

(დასასრული)[1]

ს. ალვაანის შკოლის მასწავლებლად სემინარიდგან მოსული უფ. დ. სარმენტოვია (რუსია). ეს ახალგაზდა საქართველოს შვილია და ქართულიც კარგად იცის. ეს მასწავლებელი ყოველს ღონისძიებასა ხმარობს, რომ თავისი შკოლა რაც შეიძლება მაღალი ფეხზედ დააყენოს, განათლებით, გულ-მოდგინებით და სიყვარულით თავის საქმისადმი, ყველა კახეთის სასოფლო შკოლების მასწავლებლებზე მაღლა სდგას უფ. სარმენტოვი, მისი სიყვარული შკოლისადმ სხვათა შორის იქიდგანა სჩანს, რომ თუმცა მატერიალურის მხრით დიდს გაჭირვებაშია, მაგრამ ყოველს ღონისძიებას ხმარობს, რომ შკოლას შესძინოს რამე თვითონ კი თუნდა დააკლოს — არაფერი... ჯამაგირსა კი ვერ იღებს ეს პატიოსანი კაცი თავის დროზე რადგანაც ამას სხვებსავით სამაზრო ხაზინასთან არა აქვს საქმე, არამედ მამასახლის-სუდიებთან. ვინც იცის სოფლის „ანგარიში,“ ადვილად მიხვდება, რომ ჯამაგირს უფ. სარმენტოვი თავის დროზე ვერ ეღირსება მართლა და ოთხი-ხუთი თვე გავა, რომ ჯამაგირი ვერ ეღირსოს ამ სასარგებლო და შრომის მოყვარე კაცსა, ძლიერ კარგი იქნებოდა, რომ ს. ალვაანის შკოლის ფულიც სამაზრო ხაზინაში შკტანილ იყო და იქიდგან ეძლიათ ჯამაგირი, ამ საქმის აღსრულება არ არის ძნელი მაზრის უფროსი თუ კი მოიწადინებს.

გამოღმა მხარეს ორი ახალი შკოლა გახსნეს: ს. ს. კონდოლში და რუისპირში. კონდოლში სემინარიიდამ გამოსული უფ. ხატიევია მასწავლებლად. ამაზედ ჯერ კი სასიამოვნო ამბავი ისმის, და შემდეგში კი არ ვიცი, სოფ. რუისპირში უფ. ყიასოვია, მეთქი. ეს ჯერ-ჯერობით თელავში დასეირნობს, არ ვიც კი რად. — მესამე და მეოთხე შკოლები გამოღმა მხარში სს. კისისხევში და ახატელშია, კისისხევში, თუ არ გსცდები, დაუნიშნავთ ერთი სემინარიიდან გამოსული ყმაწვილი რომელიც ჯერ-ჯერობით არსადა სჩანს, ს. ახატელისა კი რა მოგახსენოთ, მხოლოდ ის კი უნდა გთქვა,რომ რადგანაც ს. ახატელის მცხოვრებთა შორის ქართველებიც არიან და თათრებიც, ამისათვის ამ შკოლაში ისეთი მასწავლებელი უნდა გამოიგზავნოს, რომელსაც შეეძლოს სწავლება როგორც ქართულისა, ისე თათრულისა, (სპარსულისა) — ს. იყალთოშიაც აპირებენო. შკოლის გახსნას, როგორც ხედავთ, თელავის მაზრაში. ამ ჟამად თერთმეტი შკოლაა და იმედია, რომ ამ ორ-სამ წელიწადს ყოველ სოფელში გაიმართება შკოლა, გაიმართა და კიდევაც გაიმართეაბა, მაგრამ რა გამოვიდა? ამ შკოლებს ჯერ-ჯერობით არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ კახეთისათვის. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ის გახლავთ ჩემო ბატონებო, რომ დირექცია ბევრჯელ გაურჩევლად ეგზავნის მასწავლებლებს, როგორც მაგ. უფ. ყიასოვია, თუ დირექციამ ამისთანა მასწავლებლის გზავნა არ დაიშალა, ჩვენი სასოფლო შკოლები იმავე და ამდგენს სარგებლობას მოიტანენ, რამოდენაც მოიტანეს მაშინ, როდესაც მღვდლების ხელში იყვნენ, ეს კიდევ არაფერი. შკოლები დაიკეტება! ჩვენი ხალხი მართლა იმდენად უგუნურიც არ არის, რომ „სარგებლობა“ და „უსარგებლობა“ ვერ გაარჩიოს ერთი-ერთმანეთში. მას იმოდენი გამჭრიახობა კიდევა აქვს, რომ შეიტყოს და გაიგოს - მის შვილს ასწავლიან რასმეს თუ არა; მისი ოფლით ნაშოვნი ფული სასარგებლოდ - ხმარდება მის შვილებს თუ არა, თუ დაატყო რომ მისი შვილი სახლსაც აკლდება და შკოლაშიაც ვერასა სწავლობს, მაშინვე გამოიყვანს მას შკოლიდგან და თვით შკოლის სახელსაც კი მოიძულებს, და მაშინ ვაი-ვაგლახით გამართული შკოლა ისევ მალე დაიხურება. აქედგან ცხადათა სჩანს, რომ თუ გლეხი ამ გვარის უხეირობის გამო მოთმინებიდამ გამოდის, არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ჩვენი გლეხი განათლების წინააღმდეგიაო. ამ გარემოებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს; დიდის გარჩეგით უნდა ამორჩეულ იქმნეს სასოფლო შკოლის მასწავლებლად გამოსაგზავნი ახალგაზდა. საქმე ის კი არ არის, რომ ახალ-გახდა მხოლოდ ნასწავლი და „განათლებული“ იყოს: მან უნდა მოიგოს იმ საზოგადოების გულიც, რომელშიაც იგი მოქმედობს, იმოდენი მოხერხება უნდა ქონდეს კაცსა, რომ შეეძლოს შთააგონოს ხალხსა სწავლის სარგებლობა და საჭიროება; უნდა გამოვიდეს ხალხში და შეითვისოს მისი ხასიათი, რომ შემდეგ სიძულვილი არ ჩამოვარდეს მის და ხალხის შორის, მოიგონეთ „გლახის ნაამბობის“ მღვდელი, თუ აგრე მოიქცევა მასწავლებელი, უეჭველია, რომ დიდს სარგებლობას მოუტანს იგი შკოლასა და თვით ხალხსაც. ამას მე იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთი სოფლის მასწავლებელი მხოლოდ კითხვას და წერას (ზოგი იმასაც უხეიროდ ) ასწავლის და ასე გონია, ეს არის, ჩემი საქმე აღვასრულეო, საქმე ხასიათის გასწორებაა, ხასიათისა!! უხასიათო კაცი, რაც გინდა ნასწავლი იყოს მეთქი, უსარგებლოა და უვარგი... ამისათვის მასწავლებელი ხალხის შინაგანს ცხოვრებაშიაც უნდა შედიოდეს, რომ შეიტყოს მისი კარგი და ცუდი მხარეები, რომ გაასწოროს უკანასკნელი და უფრო ცხადად დაანახოს პირველის სიკარგე და უფრო მკვიდრად შეათვისოს იგი მას, ცარიელი სწავლა ხალხის გაუცნობლად არაფრად უღირს მეთქი, მოვიგონოთ გერმანიის სასოფლო შკოლები, იქ ამ შვიდის თუ რვის წლის წინად სასოფლო შკოლებში მასწავლებლად უნივერსიტეტებში კურს შესრულებული ახალგაზდები იყვნენ, მაგრამ სარგებლობა მოიტანეს რამე იმათ თავით „მხოლოდ“ სწავლათა? ვერაფერი, თუმცა იმათ იდეალური ფილოსოფია, მათემატიკა, ბუნებითი და სხვა უმაღლესი საგნები კარგად იცოდნენ, იმათის უსარგებლობის მიზეზი საგნების უცოდინარობაში არ გახლდათ. მიზეზი ის იყო, რომ მათ არ იცოდნენ ხალხური ენა, ხალხის ხასიათი, ხალხის რწმუნება, ჩვეულება და სხვა ისანა ხალხში ამ ენით ლაპარაკობდნენ, იმ ენით ებაასებოდნენ ხალხსა, რომელზედაც უმაღლესი საგნები ჰქონდათ შესწავლული, და, აბა ერთი მითხარით, რას და როგორ გააგებინებდნენ „უბრალო ხალხის“ შვილებსა?! ამ საქმემ ცხადად დაანახვა მთელს ევროპას, რომ სოფლის მასწავლებლობა მხოლოდ სწავლაში და საგნების შესწავლაში როდი ყოფილა კაცმა თუ იმ საზოგადოების ყოფა-ცხოვრება — ენა, ჩვეულება და ხასიათი-არ იცის, რომელშიაც იგი მოქმედობს, ან უნდა იმოქმედოს, რაც უნდა კარგად იცოდეს საგნები, ვერა სარგებლობის მოტანა ვერ შეუშლიან, მაშ თუ ასეა, რატომ ჩვენი სოფლის მასწავლებლები არა სცდილობენ, რომ გაიცნონ ჩვენის ხალხის შინაგანი ცხოვრება, რათ ერიდებიან ესენი გლეხებსა?.. სოფლის მასწავლებელთ უნდა იცოდნენ, რომ უამისოთ სარგებლობის მოტანა შეუძლებელია, დადექით ამ გზასა, მასწავლებელნო, დაუახლოვდით გლხსა და მაშინ ნახავთ, თუ როგორს ნაყოფს გამოიღებს თქვენი ამ გვარად მოქმედება, მაშ, თუ ასეა, ვახსენოთ ღმერთი და შეუდგეთ ჩვენს კეთილ საქმეს. დარწმუნებული უნდა ვიყნეთ, რომ თუ გლეხებში ვიშრომებთ, ჩვენი სინიდისი აღარ შეგვაწუხებს და არ წამოგვაევედრებს: „შენი სიცოცხლე ფუჭად გაატარეო!“ დეე, „მაღალის სწავლის პატრონებმა იძახონ: „ჩვენ სამზღვარ გარეთ გვისწავლია, ჩვენ უცხო ენები ვიცითო!“ - ვინ ჩვენ, ვინ საზღვარ გარეთ წასვლა და ენების შესწავლა?! ჩვენ დავკმაყოფილდეთ ჯერ სამშობლოს ენით და მერე ღმერთი შეგვეწევა. თუ სწავლის პატრონები აღარ მოგვისვენებენ და გვეტყვიან. „ჩვენ უცხო ენები იცითო — ჩვენ პასუხად ერთი გონიერი ქართული ანდაზა უთხრათ: „ვინც სამშობლო ენა არ იცის, რაც გინდა ნასწავლი იყოს, ნაყოფს ვერ გამოიღებს. თუნდ ესეც: „მამის სული გაუშვია, პაპის სულს მისდევსო...“ ჩვენ, ჩემო ძამიებო, ხალხში ვართ დაბადებული და „ხალხის კალთაშივე უნდა დავლიოთ ჩგენი სიცოცხლე. მანამ გვიდგა კი, უნდა ვიშრომოთ და ვეცადოთ მხოლოდ „რომ ყოველთვის გამოვადგეთ ჩვენს საყვარელს მამულს“.

ძამსაშვილი.

26 მაისს 1878 წ.

ფრონის ხეობიდამ („ივერ.“ კორრესპ.) ჩვენი ქართლი ამ ჟამად კოხტა პატარძალსავით არის მორთული თავდახურული და დაფერ-უმარულიანებული. კახეთთან კი იქნება ვერ წამოცუცქდეს ბუნების სიმშვენიერით და მოქარგულობით, მაგრამ მაინც არც ის არის ღარიბისა და უფერულის ბუნების პატრონი, სიმაღლიდგან რომ დახედო ეხლა ქართლს, რაც უნდა გულ-გრილი კაცი იყო, მაინც აღტაცებაში მოხვალ, მაინც თავი სხვა და სხვა ჭრელ ოცნებებით გაგევსება. იქნება მადაც გაგეხსნას პურის ჭამისა, რათა? ამის პასუხი ფიზიოლოგიას მოჰკითხე. მე კი მარტო იმას გეტყვი, რასაც ჩემის საკუთარის თვალით ვხედავ.

ნახირი თავის დონეზედ დადგა და საღამოზე ბურთივით მოგრგვალული ბრუნდება შინისკენ, გრეხით და წმაწვნით, ზოგიერთა ბაზაზის შაგირდივით შუა გაზაფხული გუთნის ხარსაც შეეტყო, ისიც მოკეთდა, აგერა პირველს მაისს აქეთა ღამის ხარი დგას ღამის მეხრე კაი ვახშმობამდინ აძოვებს და მერე ამოვა თუ არა ხარი-პარია ვარსკლავი დაეყრება საქონელი და იშლება საძოვრად. კაი ღამის მეხრეს ვერ მოასწრებს ეს ვარსკვლავი და ვერც ღამი-ხარი გაეპარება, გუთნი-დედას ძრიელ უყვარს ამისთანა ღამი მეხრე და შერისხამს იმას, რომელსაც არ უძოვებია და არ დაუძღვია საქონელი ხარი-პარიის გამოჩენიდან, რადგანაც გუთანი მოსცდება და ქვეყანა დაიმშევაო.

რა ბევრი გავაჭიანურო - ქვეყანა ხარობს და დარბაზობს, ერთ ყოფაშია და რაღაც სიცქვიტე ეტყობა ყველას ურიები, მამლი ყივილისას მოძუნძულებენ მშიერ მგელებსავით ოსაროებზედ რომელნიც ფრონის ბოლოებზედ[2] აქვთ გლეხებს გამართული, რომ აქ იყიდონ, — რაც შეიძლება იაფად, ახალი თევზი და დუქნებში გაჰყიდონ რაც შეიძლება ძვირად. ეხლა ხომ ლურჯობაც გაჩაღებულია. სულ ყველა გაჩაღებულია და ამ გლეხს კი არა ეშველა რა. არის ფიქრში მუდამ და ადგია ქვეყნის შემნახველს საქმეს; ბუტბუტობს რაღასაც, თითქო ლოცულობს ისევ თავის ბედზე, თავის ბედ-შავს იღბალზე. გაიგონის მაინც ვინმე ამის ლოცვა, ყური მაინც დაუგდოს ვინმემ მის გულის კვნესას, ტანჯვით გამოძახილს ამის ძილში.

გაზაფხულდა თუ არა, დაიწყო გლეხმა ერთი თავგანწირული, უწყალოდ ბრძოლა ბუნებასთან იქ ვენახებს მისწვდა აქ პატივის ზიდვა მოინდომა სასიმნდოებში მაგრამ ხარი კი აღარ არი და! საქონელი შარშან ჭირმა გასვრიმა, ამ ოხრად დასარჩენმა, სყიდვაც ძნელია მამასისხლობაა. ვის გაუგონია ერთი ხარი და რვა თუმანი, უღელი მოზვერი და თორმეტი თუმანი. ვინ მოსწრებია ამ ნაირ საქონლის სიძვირეს? ეს ხომ ასე, მაგრამ ამ ფულსაც რომ ეტყობა იაფობა რომ არ გაგონილა და არა ქნილა ასეთი ათ-თუმნიანების გახშირება! მაგრამ გასავალი კი ისეთი აქვს, რა ნაირიც ხუთს თუმანს ჰქონდა. ფული გაიეფდა, საქონელი კი გაძვირდა. ფული გაიაფა ომმა, გაახშირა ნდობის ბილეთები, მაგრამ ნდობასაც რომ ილაჯი გამოელია, ძალდატანებით გადის ეხლა, ასე, უსაქონლობა გლეხისათვის ბრძოლაში, ჯარში უტყვიაწამლობასთან ერთადა სჭრის, ფული რომ მოაქუჩა გლეხმა, ეს-ეს არის ღმერთმა მიშველაო, ის არა თუ ეს ბირჟის თამაშობა ყოფილა და ცარიელი აჟიოტაჟი. ისე გამოეცალა გლეხს ფულები უსაჭიროესი საქონლის სყიდვაში, რომ ეხლა თაგვის თამაშობასაც ნატრულობს. მიჰყო ხელი ისევ იმ თავგანწირულს ბრძოლას ბუნებასთან, დათესა ახალი თესლები და ააყენა მიწაში დამარხული ვაზი.[3] ყევარხარიანი ორხელა გადააგდო, როგორც უვარგისი იარაღი და გამართა რვა უღლიანი, მამა-პაპური გუთანი. დახნა სასიმინდოები, დათესა და დაფარცხა კიდეც. ახლა ხელი მიჰყო სამერმისოდ ხვნას — პურისა და ძველ-თესლი ქერისათვის. მორთო და შეკმაზა ვენახები ახალ პატარძალსავით გასხლა, გაბარა შესარა და შეყელა, მაგრამ ჯერ სადა ხარ, მკითხველო, ეს პირველი აკტია ამ საშინელის დრამისა, აბა, თუ ქვის გული არა გაქვს, მაშინ შეიმაგრე ცრემლი, როცა ბოლო და უკანასკნელს აკტში ეს სულ ხელ-ცარიელი რჩება და პირს აღებს, ღმერთმა დალოცოს იმედი. თორემ რა აძლებინებს გლეხს ამ უსარგებლო ბრძოლაში ბუნებასთან, რატომ სული არ ეკვეთებათ? მაგრამ გლეხის იმედი გმირულია და მრავალ-მომთმენი.

გ. გოდორია.

ერთი მიცვალებულის ბედი

(ნაწყვეტი პატარა მოთხრობიდამ.)

„ღმერთო, რა არის ეს გაუთავებელი ბრძოლა კაცის ცხოვრებაში! რატომ ან როდის დასდებს იარაღს, როდის ჩამოეცლება მოწინააღმდეგე? ბრძოლა ყოველგან და მუდამ, რა საძაგელი სანახაობაა! კაცი კაცზევე იწევს მოსაკვლელად. 28 საუკუნეა და სულ ბრძოლა გაუთავებელი ომი შინაც და გარეთაც, ამ წუწკ არსებასთანაც. იმ საზიზღარ სულდგმულთანაც! დღესაც ომი, ხვალაც, ზეგაც.... მუდამ ყურყური, მუდამ ჯაგს უკან ამოტუზვა, თოფის გრიალი, სისხლში მოფანთხალე კაცი! ამ ბრძოლას კიდევ წინსვლას უძახიან, დიდს წიგნებსა სწერენ და შესხმით ამსებენ ხალხთა ისტორიას, ხომ არ გაგიჟდა ეს ხალხი?! საკვირველი რამ ყოფილა ეს კაცის ბუნება, რაღა კაცისა და რაღა კაცობრიობისა! იმის ნდომას და სურვილს ბოლო არა ჰქონია, რაც გინდა მაინდომო და კიდეც ხორც-შესხმულ-ჰყო ცხოვრებაში, მაინც კიდე ათასი სხვა დაგებადება, ათასი სხვა სურვილი გაგეღვიძება და შენგან განხორციელებას თხოულობს. პირველის სურვილის განხორციელებაზე იწვალე და იტანჯე იმ ჰაზრით, რომ აი ბედნიერი ვიქნებიო და, ის თუ, უფრო უბედური გახდი, უფრო ბევრი სურვილი სხვა დაგებადა და ახლა იმათთვის უნდა ეწვალო და იტანჯო. რა იყო იმ დალოცვილს ღმერთს, რომ სუყველაფერი სრული დ გეეჩინა; ქვეყანა შემკობილი ყოფილიყო და შევსებული, როგორც ქმნულება თვით სავსესი და სრულისა. მაგრამ შესაძლებედი არ არის ესაო, სრული არა კეთდება რაო კაი კაცი იქნები ისე გააკეთებ საქმესა, რომ ნაკლულოვანობა არა მქონდეს რაო; ისე დაწმიდე წყალიო, რომ აღარა ჭუჭყი არ გამოაჩინოს ზედ მიკროსკოპმაო; ისე ახსენი რამე მოვლენა ბუნებისა, რომ იცოდე იმისი სულ უკანასკნელი მიზეზი, ეს pia desideria უწინდელის და აწინდელის მეტაფიზიკებისა, მაინც კაცს რათ დაუვლია ბუნებიდგანვე ბოლო და მოვლენილთა უკანასკნელი მიზეზების ძებნა? რათ მეტაფიზიკობს კაცი? რად ეძებს იმ სრულ ბედნიერებას, რომელსაც თავის დღეში ვერ ჰპოვებს ვერც თავისათვის, ვერც საზოგადოებისათვის, რადგან ერთი უმეორესოდ შეუძლებელია, ჩხრეკა, ძებნა თავი და თავის მიზეზებისა, ზიდილი უმაღლესი სიკეთისადმი, ოცნება ქვეყნის სრულს ბედნიერებაზე, ფილოსოფია ძველსა და ახალის საუკუნოებისა, რესპუბლიკა პლატონისა, პოლიტიკა არისტოტელის, უტოპია თომა-მურისა, სიზმრები ფურიესი და გაგიჟება სენ-სიმონისა სულ მეტჶიზიკა არ არის?

„რათ გიჟდება მეტის-მეტის ფიქრით ეს ფილოსოფოსი „პოზიტივისტს“ რომ ეძახის თავს თავს? უნდა ქვეყანა გააბედნიეროს და თავისთანა გიჟები ღმერთად გახადოს. აი ეს ფულტონი სველეთის ორთქლ მავალით, სტეფენსონი — ხმელეთის ორთქლ-მავალით, არკრაიტი — საქსოვის მაშინით. რამდენი ეწვალეს და იტანჯნენ, თავადაც გასაწყლდნენ და ქვევანაც უფრო გაასაწყლეს. აი ეს მთელი ხალხი, ერთათ თავი მოუყრია. რას ბორგავს და რას ღელავს ზღვასავითა? ხან ამ კიდეს მიაწყდება და ხან იმას და გასავალი გარსით აქვს. აგერ მოჩანს ვიკლეფი, გუსი, ლიუტერი მიზეზნი ღელვისანი, აი ხალხის ღელვის ზვირთმა და ქაფმა რა ნაირად დაიტანა და ჩანთქა პაპის ზვიადობა და სიდიდე, მისი სურვილი ქვეყნის დამორჩილების და დამონებისა, როგორ ნადგურდება თითო თითო ჟამისა და ქვეყნის ცოდვისაგან გაშავებული მაღალი სართულიანი მებატონეების სასახლეში, მაგრამ ხალხის ღელვამ გასავალი ვერ ნახა, კლდოსანი კიდე ვერ გაამტვრია, საწყალო ხალხო! . . . . . . . . . . . . . აი კიდე ღელვა, ის კიდე საფრანგეთის ხალხის დიდი ღარღალი! 100,000 კაცი ერთს დღესა ჰკვდება....

აი, ფარისეველო ვოლტერო! ჰა, ჰაი! ბედ-ქუდა რუსსო! თქვენ დაგსჯით მომავალი ამ უკიდურესის სისხლის ღვრისათვის. სისხლით გინდოდათ გაბდედნიერება კაცობრიობისა, აუარებელი სისხლის ღვრით გინდოდათ მოგეშორებინათ ქვეყნისათვის ის ბებრუცუნა ანანკე, დედა მშიანს რომ გვაყვირებს. თქვენ გასცემთ პასუხს ჩამომავლობას, მრისხანე მბძანებელის რობესპიერისა, სისხლ-მწოველა მარატისა და უგულო დანტონის გამო. ხალხი კვლავ მოტყუვდა თქვენგან; კვლავ ტყავი გასძვრა თქვენის გულისათვის, ბურჟუაზიის გამეფებისათვის. კვლავაც ტყუვდება ხალხი, კვლავაც ატყუებენ ეს მგლები კრავის ტყავში. როგორ დაძვრებიან ხალხში და აღელვებენ ტყუებენ „ძმობით, თანასწორობით, თავისუფლებითა“. მაინც მოატყუეს ეს უვიცი ხალხი; ეს მჭრელი იარაღი ჭკვიან გაიძვერას ხელში. მოატყუეს ერთხელ, მონტყუეს მეორეჯერ, მესამეჯერ. იმდენი ქნეს, რომ გაელვეს და დააბდღვრიალვეს ის ცეცხლი, რომელიც კაცის გულში მუდმივ ანთია; მუდამ ამეტაფიზიკებს კაცს, ოცნებას და აღტაცებას აძლევს, უტოპიის კუნძულზე გაჰყავს, რას ანთია ეს ცეცხლი? კიდევ ხომ არ უნდა არ უკანასკნელად დაიბდღვრიალოს, რომ გადასწვას ქვეყანაც და თავათაც გადიბუგოს, ან და გაქრეს სამუდამოდ? ან ხომ არ უნდა დაღუღუნდეს სულ სხვა ნაირად და მხიარულად, ათბობდეს ქვეყანას აღორძინებდეს და ამცენებდეს სიცოცხლეს, ამრავლებდეს ბედნიერებას. ფუი, გამშორდით ტკბილო სიზმრებო! მე ხომ უიმედო სიყვარულით არა ვარ შეყვარებული, რომ ტკბილი სიზმრებით ტკბებოდეს კრული გული. მე ის მიკვირს, რატომ — არა ქრება ის ცეცხლი კაცის გულში, რომ მუდმივ ანთია, დასწყევლა ღმერთმა, რას აბოლებენ და უქშუტუნებენ ამ ცეცხლსა, ცალკე ის მგლები კრავის ტყავში, ცალკე ეს ბებრუცუნა ანანკი, თითქო რომაელებისათვის ინახავენ ვესტალკები სამღრთო ცეცხლსაო? აი რა ნაირად ეძებენ ის პასუხს ამ კითხვებზე. დამტვერიანებულს წიგნებსა შლის ერთი მათგანი, ეძებს და ეძებს ამ დღივ; ჩაჰკირკიტებს წიგნებსა, თითქო კრუხი წიწილებსა სჩეკავსო. გამოჩიკა კიდეც ნაშრომი: პირველი, მეორე. ტორმეტის იმედი ჰქონდა საცოდავს და ის კიარა თუ იმ ორსვე გადაჰყვა თანა. წაიღო თან გიჟმა ცივ სამარეში, შავს მიწაში, თავის ღრმა ფიქრები. მიწამ უნდა შესჭამოს და გამოხრას იმისი ჰაზრებით მოფუსფუსე თავი. აკი, ისევ ტანჯვა, ისევ ბრძოლა უნდა გენახათ ის საცოდავთ უკანასკნელს ჟამს, უნდა გენახათ იგი ჭლექით ჩავარდნილი, როგორ ასველებდა თავის წიგნებზე წერისა და კითხვის დროს, რა ნაღვლიანი გამოხატულება ჰქონდა თმის თვალებს მოკამკამე წამომჯდარს წარბებს ქვეშ. რა გულამოსკვნით იძახდა სუსტის, ნაზის ხმით სარეცელზე: წიგნო, ჩემო წიგნოვო, როდის გაგათავოო! წავიდა გძელს სოფელში და ვერ კი გაათავა. ვერც იმ ცეცხლის მიზეზი იპოვნა, კაცის გულში რომ მუდმივ ანთია და დრო გამოშვებით დაიბღვრიალებს ხოლმე, . . . . . . . . . აი ეს მეორეც თავ-დიდობს, ამას უნდა გაიგოს შემდეგში როდის დაიბღვრიალებს ის ცეცხლი, რომ ხალხის ღორღალს მორიდებული ვიყვეთო. დახე რანაირად მაწყობს ციფირებს, თითქო პროგრესსეს ადგენსო. . . . . . . . . . . . . . . . . „მომეცით განიო! იძხის მესამე გიჟი — „მე წავშლი მაგ მანი, „ფაკელ ფარესსაო, რას გეშინიანთ, თქვე გლახებო, მამე აქაო გაშალეთ დროშა და აღმართეთ ამ ზედ წარწერით სხვილ ასოებით: კრედიტი ბანკი, ურთიერთარსი თავდებობა, ამხანაგობა, კოოპერაცია. აი შხამი უკბილო ბებრუცუნა ანანკესთვის, აი ოკეანე, რომელმაც უნდა ჩანთქას და გააქროს ის ცეცხლი კაცის გულშია, რომ მუდმივ ანთია და ზოგს მოსვენებას არ აძლევსო . აი კიდევ სხვა სულელი ამას ეჩხუბება, დროშა მიუფხრიწ-მოუფხრიწა, ცოცხალი ჩააქვავა და დამარხა. რას სჩადის ეს უსჯულო ურია, რაზე ჰკლაკს კაცსა, რაზე აქვავებს, სალხსაც უხაარიან იმის ჩაქვავება... ტაშს უკრავს ურიას და უშკულებელს ბარაქალას დასძახის. უიმე, ამასაც ხელი სტაცეს; წაიყვანეს.... მიჰყავთ... ჰკლავენ... ახრჩობენ.... რა უნდათ ამათა, ვინ არიან ესენი? ვის რა ენაღვლება, ამან ხალხი გასაროს, მოატყუოს. იმედი მისცეს, აღტაცებითი ქადაგება უთხრას, რა ნაირად ბრაზობს ხალხა, ნაღველი უხდება ჯავრით და ბოლი ამოსდის. სისხლზე დგება... მირბის, უნდა წაართვას თავის სზვრელი... არ ანებებენ.... კიდევ ჩხუბობენ... ვაი, ვაი! სისხლი იღვრება! რა უბედურობა!!!“

ასე დაიწყო როტვა ერთმა ჭკუაზე შემცდარმა ყმაწვილმა, როცა შევედი მასთან სავათმყოფოში წასაყვანად და საპატრონოდ. პირველად ვხედავდი ამ მდგომარეობაში ჩემს კი ნაცნობს და საყვარელს მეგობარს, გარემოებების გამო ამ ყოფაში ჩავარდნილს. იმის როტვის დროს თავჩაქინდრული ვიყავი და ყურს ვუგდებდი; უნებურად გამიტაცა ამ გიჟის თავისებურმა მოლანდებამა. საწყალი. . . . . . . რამ გააგიჟა ისრე ძრიელ — ვფიქრობდი მე რამდენიმე ხანი — ნეტა ვიცოდეთ მაინც ბეჯითად, რისაგან გაგიჟდა. ჰაზრებმა გააგიჟა, თუ უიმედო სიყვარულმა, ათას რამეზე არ ლაპარაკობდა! ის ბოკლის სიტყვები რაღათ მოუვდა: წიგნი, ჩემო წიგნოვო, როდის გაგათავოო“. ის ციფირები რაღა იყო? გერვინუსის თხზულებიდამ ჩარჩა უთუოდ ხსოვნაში. საწყალი ის ურია ვიღა იქნებოდა, ხალხი, რომ მაშველებია. По всей вѣроятности онъ помѣшался на иде борьбы, которою проникнута вся органическая жизнь, მითხრა მე ღრმა ამოოხვრის შემდეგ, ნიშნად თანაგრძნობისა, ერთმა ახალგაზდა ფსიხიატრმა რომელსაც მე შევხვდი ერთს რუსეთის ქალაქში, და რომელსაც ვუამბე ეს თავგადასავალი საწყალის და საცოდავის ყმაწვილი კაცის ამ ჩვენს საწყალს და საცოდავს საქართველოში ნეტა დიდხანს გასტანს ეს გულგრილი და ბეჩაქართველური უზრუნველობა შესახებ ახალის თაობის აღზრდისა, რომელსაც არ შეუძლიან რიგიანად შეუთვისოს ახალგაზდა ტვინს და ჭკუა-გონებას ის მსოფლიო იდეები, რომლითაც ფიცხლავ კმაყოფილდება მჩქეფრე და სიცოცხლით სავსე ახალგაზდობა და სიჭაბუკე, ეს ერთად ერთი გაზაფხული კაცის ცხოვრებაში?

გ. გოდორია.

_____________

1 „ივერია“ №22, 1878 წ.

2ორი ფრონც: ერთა თვინევისა და ერთი ფეტის, ანუ თიღვისა.

3მკაცრი ზამთრის გამო მიწაში უფლვენ რქებს ვაზსა ქართლში

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

კონგრესის სჯა და მოლაპარაკება ღრმა საიდუმლო არისო, ამბობდა ამასწინად ერთი ტელეგრამმა. მაშასადამე რაღა გვეთქმის კონგრესის შესახებ. ვიდრე საქმე არ გათავდება, მაზედ ლაპარაკი ტყუილუბრალო ლათაიობაა და სიტყვების რახა-რუხი, სხვა კი არაფერი, მაგრამ თუ თვით კონგრესის მოღვაწეობაზედ არა ითქმის რა, მის წინასწარ გარემოებაზედ ხომ შესაძლებელია ლაპარაკი და ღირსსაცნობიც. თუ წინ გვიდგია თვალუწვდენელი სიბნელე, უკან ხომ მომხდარი საქმეა ყველასთვის ცხადი და აშკარა. ამ მხრივ ღირსშესანიშავია სხვათაშორის, საფრანგეთის უცხო საქმეთა მინისტრის, ვადდინკტონის სიტყვა, რომელიც წარმოთქმულ იქმნა დეპუტატთა პალატში 26 მაისს. საფრანგეთის მთავრობას, როგორც მოგეხსენებათ, არავითარი თვალსაჩინო მონაწილეობა არ მიუღია იმ მოლაპარაკებაში, რომელიც გამართული იყო ზოგიერთ სახელმწიფოთა შორის რუსთ-ოსმალოს ომიანობისა და საზოგადოდ აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. მთავრობას არც არაფერი უთქვამი, საქვეყნოდ იმისთანა, რომ აშკარად გამოჩენილიყო მისი აზრი და მიდრეკილება წამოყენებულ საქმეში. მართალია, ზოგიერთა გაზეთები, რომელნიც ფერსა სდებენ მთავრობის გარეშე პოლიტიკას, ნათლად აცხადებდნენ თვის აზრს, შეხედულობას და გულის წადილს. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ეს აზრი და შეხედულობა იყო კერძო და არა ოფიციალურ პირთა ქმნილება. ამიტომ ადვილად გასაგებია ის მოუთმენელი მოლოდინი, რომლითაც ყველა შესცქეროდა მთავრობას, თუ როდის გამოაცხადებსო თავის აზრსა აღმოსავლეთის საქმის შესახებ, რომელ შიაც საფრანგეთის ხმასაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა სახელმწიფოისას. აი ცოტად თუ ბევრად გამოაცხადა კიდეც მთავრობამ თვისი აზრი ვადდინკტონის პირით, რომელიც ამჟამად საფრანგეთის წარმომადგენელია კონგრესში. ვადდინკტონმა შემდეგი სიტყვით აღიარა საფრანგეთის პოლიტიკა აღმოსავლეთის საქმეში:

„საფრანგეთის გარეშე საქმეთა შესახებ აზრთა განხეთქილება ჩვენში შეუძლებელია. შარშან ზამთარში ბალკანის ნახევარკუნძულზედ მრავალი მძიმე საქმე მოხდა. რუსის მხედრობამ დასძლია ბოლოს პლევნის სიმაგრენი და ზამთარში გადვიდა ბალკანის მთის იქით და მოჰფინა ბოლგარია; დაიპყრა ადრიანოპოლი და ცოტა ხნის შემდეგ დაბანაკდა სტამბოლის მახლობლად.

მაშინ მთელს ევროპას მოედო ღელვა, მეტადრე ინგლისს და რამდენიმე ხანს შიშიც იყო, რომ ამ ღელვას აღჭურვილი შეტაკებაც არ მოჰყოლოდა. რა მდგომარეობაში იყო მაშინ საფრანგეთი, რაში არსებობდა მისი მთავრობის მოვალეობა? თავი და თავი სარგებლობა საფრანგეთისა ითხოვდა მშვიდობიანობის დაცვას. საფრანგეთი ის იყო დაადგა დიდძალ სამშვიდობო მოღვაწეობას, თვის რკინის გზებთა დასრულებას; ხელი მოჰკიდა დიდძალ ცვლილებას თვის სასწავლებელთა მოწყობილობაში; განიზრახა გაძლიერება ხალხის ყოველგვარ განათლებისა და არცა რა დაუზოგნია ამ საქმისათვის; გარდა ამისა, სამხედრო მოწყობილობაშიაც დიდ ცვლილებას შეუდგა საფრანგეთი. მაშასადამე წამოყენებული იყო იმგვარი დიდებული საქმე, რომლის აღსრულებისათვის უსათუოდ საჭირო იყო მშვიდობიანობის დაცვა. ამასთანავე წრეულ ერთი განსაკუთრებული მიზეზიც გვანატრებდა მშვიდობიანობას. სახელდობრ: საქვეყნო გამოფენა. საფრანგეთმა სტუმრად მოიწვია მთელი ევროპა და მოვალე იყო დაემტკიცებინა, რომ იგი გამზადებულია ხელი მოუმართოს მშვიდობიანობის დაცვას ევროპაში. აი რა მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ, როდესაც ჩვენი აზრი უნდა გამოგვეთქვა იმ მძიმე საგანთა თაობაზე, რომელნიც ამჟამად აღელვებენ ევროპას. ჩვენი მთავრობა არა წუთს არ გადასდგომრა ზემოხსენებულის აზრს, ლონდონისა და პეტერბურღის შორის მოლაპარაკების დროს მთავრობა ორივე კაბინეთს რჩევას აძლევდა მშვიდობიანობისას და სიამოვნებით შემიძლია აღვიარო, რომ ჩვენი რჩევა შეუსმენიათ.

ამ წლის თებერვალს ავსტრია-ვენგრიის მთავრობამ იკისრა სახელმწიფოთა კონგრესზედ მიწვევა. ჩვენ, რასაკვირველია, სიამოვნებით მივიღეთ ეს მიწვევა, რადგანაც კონგრესი იყო ერთი მოხერხებულ ღონისძიებათაგანი მშვიდობის დაცვისათვის; თანახმანი ვიყავით კონგრესის შეკრებისათვის, მაგრამ ორი პირობა კი დავდევით: ერთი პირობა ის იყო, რომ კონგრესში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ყველა იმ სახელმწიფოთ, რომელთაც ხელი უწერიათ პარიჟის სიგელზედ 1856 წ.; მეორე პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ კონგრესში უნდა ყოფილიყვნენ მოხსენებულნი მხოლოდ ის საგნები, რომელნიც პირდაპირ მოჰყვნენ უკანასკნელ ომიანობას. და კონგრესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხებიყო იმას, რაც არ არის ჩართული სან-სტეფანოს შერიგების პირობებში (ძალიან კარგი, ძალიან კარგი!)

„ამ პირობებს ვდებდით არა მარტო საფრანგეთის სარგებლობისათვის, არამედ ევროპის საერთო სარგებლობისათვისაც. ამაში ყველა სახელმწიფო დაგვეთანხმა. მშვიდობიანობის დაცვის გარდა, სხვა მიზეზიცა გვქონდა კონგრესზედ მიწვევის მიღებისათვის. ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ 1856 წ. და 1871 წ., სიგელნი ხელმოწერილნი არიან საფრანგეთის მიერ და ამიტომ მათი შეცვლა შეუძლებელი იყო ყველა იმ სახელმწიფოთა მებადაურთველად, რომელთაც უწერიათ ხელი. ჩვენ იმდენად მტკიცედ ვადექით იმ პოლიტიკას, რომ როდესაც გვთხოვეს, ჩვენი აზრი შეგვეტყობინებინა სან-სტეფანოს შერიგების შესახებ, უარი უთხარით და გამოვაცხადეთ, რომ ვიდრე კონგრესის შეკრების იმედი არ გაწყვეტილა, საფრანგეთს ექმნება სურვილი თავისი აზრი ამ საგანზედ გამოთქვას ევროპის წარმომადგენელთა თანდასწრებით. კონგრესის თაობაზედ ხანგრძლივ მოლაპარაკებას მოჰყვა ბოლოს ის მოწვევაც, რომელიც ეხლა ბერლინის კაბინეთმა გაუგზავნა ყველა სახელმწიფოს. აი, როგორც ხედავთ, ბოლოს და ბოლოს სიგელთა და ევროპის ერთბისადმი პატივისცემამ გაიმარჯვა და ეხლა სან-სტეფანოს შერიგების პირობები მთლად იქმნებიან წარდგენილნი კონგრესის, წინაშე. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვადექით“. შემდეგ ვადდინგტონმა წაიკითხა პასუხი, რომელიც საფრანგეთმა გაუგზავნა ბერლინის მთავრობას კონგრესზე მიწვევის თაობაზედ და ბოლოს ჰსთქვა შემდეგი: „მაშ საფრანგეთი წავა კონგრესში არა გულგრილი, - გულგრილობა ევროპის უმაღლესთა ინტერესისადმი შეუძლებელია, - იგი წავა დარწმუნებული ევროპის სიმართლეში და თვის შინაგან ძალაში, რომელიც წარმოსდგება მისგან, რომ იგი უარყოფს ყოველგვარ დაპყრობას, მტკიცედ ჰსურს მშვიდობიანობა. საფრანგეთს არ დაავიწყდება აგრეთვე, რომ ბოლგარიელთა გარდა ბალკანას ნახევარკუნძულზედ არსებობენ სხვა ტომნიც, რომელნიც ღირსნი არიან ევროპის არანაკლების ყურადღებისა (ძალიან კარგი! ძალიან კარგი!). აი ყველა ეს მინდოდა მომეხსენებინა პალატისათვის, იმედი მაქვს, რომ იგი თანაუგრძნობს ამ პოლიტიკას და ჯეროვან ძალასაც მისცემს საფრანგეთის წარმომადგენელს ამ უმაღლესის საქმის აღსრულებისათვის (ტაშის კვრა). იმედ.) მაქვს, რომ მთელი პალატი დასთა გაურჩეველად მომანიჭებს თვის თანაგრძნობით ძალას, რომელიც ჩემთვის აუცილებლივ საჭიროა...“ მართლადა პალატმა ერთხმად განუცხადა თავისი თანაგრძნობა ვადდინგტონს.

აქედან ცოტად თუ ბევრად, სჩანს, რომ კონგრესში საფრანგეთი და ინგლისი ერთსა და იმავე გზას დაადგებიან, რადგანაც საფრანგეთი პირდაპირ ამბობს, რომ კონგრესში მხოლოდ იმაზედ უნდა იყოს მოლაპარაკებაო, რაც პირდაპირ სან-სტეფანოს შერიგების საქმეს შეეხება და დაერთვისო, ე.ი. ბევრი იმისთანა საგანი იქმნება გამორიცხული კონგრესიდამ, რომელიც ჰყოფს ინგლისისა და საფრანგეთის სარგებლობას, როგორც, მაგალითებრ, ეგვიპტე. საფრანგეთისა და ინგლისის პოლიტიკის ერთობა კონგრესში სჩანს აგრეთვე იმ სასიამოვნო შთაბეჭდილებიდამ, რომელიც იქონია ვადდინგტონის სიტყვამ ინგლისში და აგრეთვე გაზეთის „Times“-ის შემდეგი სიტყვებიდამ: „ინგლისისათვის მომეტებული მნიშვნელობა საფრანგეთის მთავრობის მხედველობასა აქვს. ჩვენ ჯერ არ დაგვიწყებია იარაღთა ძმობა (ინგლისისა და საფრანგეთისა) ყირიმის ომაანობაში. თუმცა საფრანგეთს სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩვენსავით მხურვალე მონაწილეობა არ მიუღია უკანასკნელის დროის ამბებში, მაგრამ კმაყოფილნი არ ვიქნებოდით, მისი თანაგრძნობა და საზოგადო თანამშრომლობა რომ არ გვეგულებოდეს“. პარიჟის ხელშეკრულობა დადგენილი იყო ორთა სახელმწიფოთა საერთო სარგებლობისათვის.

რაც პირდაპირ სან-სტეფანოს შერიგებას არ შეეხებაო, ამბობს ვადდინგტონი, კონგრესში არ იქნება მოხსენებულიო. მაშ ბისმარკს მოუხდება თვისის სურვილის დაკმაყოფილება. ბისმარკს განზრახვა აქვს თურმე, წინადადება დაუდვას სხვა სახელმწიფოთა, რათა საერთო ზომიერება მიიღონ სოციალ-დემოკრატთა მავნებელის გავლენის ამოწყვეტისათვის. ეს ჭირი მთელს ევროპას მოსდებიაო და მაშასადამე მთელმა ევროპამვე უნდა გამონახოსო ღონისძიება თავის დასახსნელა დაო. იქმნება ბისმარკმა მოახერხოს როგორმე და მოასმენინოს კონგრესს თვისი წინადადება, მაგრამ საეჭვო კი არის, რომ ყველა სახელმწიფოთაგან ერთგვარი მხედველობა და მიმართულება დაიმკვიდროს ამ საგანზედ. მართალია თუ არა, რა მოგახსენოთ, მაგრამ ამას წინადაც გავარდა ხმა, ვითომ ბისმარკს საფრანგეთის მთავრობისთვისაც წარუდგენია ამგვარივე წინადადება, მაგრამ საფრანგეთს უპასუხნია თურმე, რომ გერმანიისა და საფრანგეთის სოციალისტებთა შორის არავითარი ერთგვარობა არა სუფევსო და მაშასადამე ვერც მათ წინააღმდეგ მიმარpული ზომიერება ერთი და იგივე ვერ იქმნებაო. იქმნება თავის გუნებაში ფიქრობდა კიდეც, შენ რომ შენ ქვეყანას სული ამოართოვო, ჩემი რა ბრალიაო, ან რა ჩემი საქმეაო. რას ნიშავს საერთო ზომიერება სოციალ-დემოკრატთა დევნისათვის, ან თვით ეს დევნაც? სოციალ-დემოკრატობა არ არის, ვთქვათ მტკიცედ განსაზღვრული რამ შეთქმულობა, რომლის ამოფხვრა ისე შეიძლებოდეს, რომ ბევრს იმისთანა რასმეს არ მოხვდეს, რასაც თუმცა პირდაპირ არავითარი კავშირი არა აქვს სოციალ-დემოკრატობასთან, მაგრამ რის დაცვა და ხელმოუკარებლობა ყველასათვის სასურველია და საჭირო. გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფოთა წყობა და ცხოვრების მიმდინარეობა ერთი და იგივე არ არის, რასაც ერთი უყურებს როგორც დიდს განსაცდელს თვის არსებობისათვის, შესაძლებელია მეორემ აინოინშიაც არ გაატაროს.

საეჭვოა მეთქი, რომ საერთო ზომიერება რამ იქმნეს მიღებული სოციალ-დემოკრატთა წინააღმდეგ. რაც შეეხება თვით გერმანიას, იგი ძალიან ფხიზლად არის და დიდ ფაცაფუცშია ამა ზომიერების მოპოვებისათვის თავის შინაობაში. ბისმარკს წინადადება შეუტანია მოზავეთა საბჭოში აწინდელის რეიხსტაგის დაშლისა და ახალის არჩევანის შესახებ. ბისმარკს უთხოვნია, ამისთანა ლაწირაკ პარლამენტისაგან დამიხსენითო; რეიხსტაღს ისე ღრმად გასჯდომიაო თავისუფლობის მოყვარეობაო, რომ ილაჯი აღარა მაქვსო და ლამის სული ამომართონო. მოზავეთა საბჭომ, რასაკვირველია, შეისმინა ბისმარკის თხოვნა. ახალი არჩევნები უნდა მოხდეს მკათათვის გასულს. ასე, რომ ახალი რეიხსტაღი შეიკრიბება სეკტემბრის დამდეგს. კარგად მოგეხსენებათ, თუ ბისმარკი ასე ცხარად რისთვის გასწყრომია რეიხსტაღს. მიზეზი იყო იმ კანონის უარყოფა რეიხსტატის მიერ, რომელიც შეტანილი იყო ჰედელის ავკაცობის შემდეგ და მიმართული სოციალ-დემოკრატთა წინააღმდეგ. ნუთუ მართლა რეიხსტატის წევრთ ხორცში და კანში გასჯდომიათ სოციალ-დემოკრატთა ქადაგობა და ერთი ნამცეცა ადგილიც არ შერჩენიათ საღი და მოუწამლავი? რა მოგახსენოთ. ის კი ვიცი, რომ ნობილინგის საქმის შემდეგ რეიხსტატის დეპუტატებმა (უმრავლესობამ) თავში იცეს - ეს რა ვქენითო, რომ არ მივიღეთო მთავრობის მიერ შემოტანალი კანონიო; რო გვცოდნოდა, რომ ბოროტება ისე ღრმად ყოფილა გამჯდარი საზოგადოებაშიო, ორივე ხელით მოვაწერდითო. ეხლა, როდესაც რეიხსტაღი დაშლილია, ეს დეპუტატები, რასაკვირველია, უფრო ბევრს იკვრენ თავში - ვაი თუ, ახალს არჩევანში დეპუტატობა აღარ გვერგოსო. ახლა შენ მოიფიქრე, მკითხველო, თუ რა საშიში ხალხი ყოფილა ეს დეპუტატება. გარდა ამისა მოიფიქრე, აგრეთვე, თუ რა კაცები ჰსურს ბისმარკს რეიხსტაღში, თუკი ზემოაღნიშნულთა დეპუტატებისადმი ნდობაც აღარა აქვს?

ნობილინგის საქმეს ჯერ საკმაო სინათლე არ დასდებია და თითქმის იმავე სიბნელეშია, როგორშიაც აქამდისინ იყო. მრავალი პირია დატუსაღებული ამჟამად გერმანიის სხვადასხვა ადგილას. ბავარიაში დაიჭირეს, მაგალითებრ ორი მუშაკაცი, რომელთაც სინანული გამოუცხადებიათ თურმე, რომ გერმანიის იმპერატორს თოფი ასცდენია. ჰკითხეს მათ - რისთვის გინდათ იმპერატორის სიკვდილიო და ორს მუშას პასუხად მიუცია: „ჩვენ კლერიკალები ვართო“ - კონგრესში, რასაკვირველია, წამოყენებული იქმნება სხვათა შორის ოსმალეთის სომხების საქმე, რომელთათვის დიდად სცდილობს არქიეპისკოპოსი ხორენ-ხარბეი. როგორ გადაწყდება მათი საქმე, ღმერთმა უწყის. მაგრამ რას ფიქრობს ამაზედ ინგლისის მთავრობა, ეს ცოტად თუ ბევრად სჩანს იმ სიტყვიდამ, რომელიც წარმოსთქვა ამას წინად ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრმა ლორდთა პალატაში. სალისბერიმ სთქვა: „სომხებზედ, მგონია, მოხსენებულია სან-სტეფანოს შერიგების პირობათა ერთს მუხლში, რომლის ძალით ხონთქარი ჰპირდება მათ დაცვას და განთავისუფლებას ქურთებთა თავდაცემისაგან. სხვა ოსმალეთის ქვეშევრდომნი ქრისტიანენი არ არიან ცალკე მოხსენებულნი შერიგების პირობებში. ხეირიანი მოწყობილება უნდა მივცეთ ამ ადგილებს, რომელნიც დასახელებულნი არიან ქრისტიანთა მიერ, რა ტომისანიც უნდა იყვნენ მცხოვრებნი. როდესაც ამა და ამ ადგილას მცხოვრებნი მთლად ან უმეტეს ნაწილად ქრისტიანენი არიან, მაშინ შესაძლებელია მათთვის ცალკე დაწესებულების (учреждение) მინიჭება. მაგრამ სადაც ქრისტიანენი არეულნი არიან სხვა სარწმუნოების ხალხთან, მაშინ ცალკე დაწესებულება შეუძლებელია, როგორადაც შეუძლებელია ერთსა და იმავე ადგილის მცხოვრებთათვის სხვადასხვა დაწესებულების არსებობა. აი ამაში მდგომარეობს სიძნელე, რომელიც დაგვიხვდება წინ სომხების საქმის გამოკვლევაში. თუმცა სომხის ხალხი არის, რასაკვირველია, ხალხი ცალკე სარწმუნოებისა და იქმნება ცალკე ტომიც, მაგრამ ისე გაფანტულია და არეული ოსმალებთან, რომ ან უნდა შემოიღოთ ერთი და იგივე დაწესებულება ერთსა და იმავე დროს და ერთგვარად ხეირიანი სომხებისა, ოსმალების და ქურთებისათვის, ან არა და სხვა დაწესებულება დაადგინოთ ერთსა და იმავე ადგილის მცხოვრებთათვის. მე ამას მოგახსენებთ, რათა დაგიმტკიცოთ, რომ სომხების საქმე არა ჰგავს სხვა ოსმალეთის ქვეშევრდომ ქრის, - ტიანთა საქმეს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ჩემი საკუთარი პროვინცია ხომ არ არის, რომ უჩვენო კონგრესს რა და რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ის კი უეჭველია, რომ სომხების საქმისათვის ცალკე მუხლი უნდა იყოს დადგენილი სიგელში. ამაზედ ყურადღებას მივაქცევინებთ კონგრესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სახელმწიფონი დიდის თანაგრძნობით განიხილავენ სომხების საქმეს და ისურვებენ მათთა მდგომარეობის გაკეთებას. გარწმუნებთ, აგრეთვე, რომ ჩვენ მთავრობას მიუძღვის წინ თანაგრძნობა და სამართალი“.

3 მიტრიდატ დიდი — პომპეი საქართველოში

▲back to top


მიტრიდატ დიდი — პომპეი საქართველოში

რომაელნი პირველად გაერივნენ მცირე აზიის საქმეებში სირიის მეხუთე მეფის ანტიოქის დროს, რომელიც ჰფლობდა მომატებულ ნაწილს მცირე-აზიისას ინდიდამ ხმელთაშუა ზღვამდე. ამ ჟამად ღირს-შესმნიშნავს სამთავროებს მცირე-აზიისას შეადგენდნენ: ბეთინია, პაფლაგონია, პონტი, პერგამი, გალატი, დასახლებული ახლად მოსულის ინდო-ევროპიულის ანუ ტევტონურის ტომისაგან, კაპპადოკია და სხვ. შემთხვევა შემოსვლის მცირე-აზიაში რომაელებს თვით ანტიოქმა მისცა, ანტიოქია ცდილობდა, რომ ეგვიპტის მცირე წლოვანის მეფის პტოლომე ეპიფანისთვის აეცილებინა რომაელების გამგეობა და თავისი გავლენა გაევრცელებინა ეგვიპეტზე. რომაელები და ანტიოქი შუიბრძოლნენ. რომაელებმა სძლიეს 190 წელს ქრისტეს წინად და ანტიოქს ჩამოართვეს ნაწილი მცირე-აზიისა, რომელიც ტავრის მთას იქით მდებარებდა. ვიდრე რომის კომმისარები დააბოლოებდნენ ამ საქმეს ანტიოქთან კონსული მანლი თავის ჯარით შევიდა მცირე-აზიის შუა-გულში და აქ შეება ანტიოქის მოკავშირე გალიტებს.[1] აქ რომაელები შეეჯახნენ ჰოტის შეფეს მიტრიდატ მეექვსეს.

ჰონტს ჰსაზღვრავდა; ჩრდილოეთით პონტის ზღვა, აღმოსავლეთით საქართველოს პირი და სომხეთი, დასავლეთით-პაფლაგონია, სამხრეთით-კაპპადოკია, პონტში მდებარებდნენ სხვათა შორის ბერძნის ქალაქები ამასია, ტრაპიზონი, კერასუნი, თემის-ყური და ნეოკესარია პონტში ცხოვრობდნენ სხვა და სხვა ტომნი, პონტის მეფეები თავიანთ შთამომავლობას აწარმოებდნენ სპარსეთის მეფის კიროსისაგან და უფრო მიტრიდატებად იწოდებოდნენ. ისინი თავდაპირველად სპარსეთის ბძანებლობას ქვეშ იყვნენ და იმის სასატრაპოს შეადგენდნენ. მიტრიდატებმა დაიკავეს ბერძნული ქალაქები და თავის სამფლობელოში გაავრცელეს ბერძნული განათლება და ყოფა-ცხოვრება, დაიმონავეს ადგილობრივნი მთის ტომნი — ტიბარენნი, ხალიბნი და სხ. მე-II საუკუნის დამდეგ ქრისტეს წინად ფარნაგ პირველმა, შვილმა მიტრიდატ მეოთხისამ, დაიპყრა აღევავებული და მჭიდროდ დასახლებული ბერძნის ქალაქი სინოპი, რომელიც დედა-ქალაქად დაწესდა. სინოპის ფლოტი მიტრიდატებმა შეისაკუთრეს. სინოპი იმათ ხელში უფრო აღყვავდა და შეიმკო. სხვა და სხვა არხიკტექტურის ნაწარმოებით. პონტის სამეფო უაღრესად გაძლიერდა I საუკუნის დამდეგ ქრისტეს წინ ფარნაკ პირველის შვილის-შვილის მიტრიდატ დიდის დროს.[2] მიტრიდატი ეომა რომაელებს ოც-და-ათი წელი. სულლა, ლუკულლი და პომპეი ერთი მეორის შემდეგ ებრძოდნენ იმას რომის ძალით და თუმცა მიტრიდატი რამდენჯერმე იძლია, მაგრამ მაინც არა ჰკარგავდა თავის ხასიათის ძალას და ახოვანებას. იმისი მძვინვარე სიძულილი რომაელებთადმი ძლევის შემდეგ უფრო აღვიძებდა იმის ენერგიას და აძლიერებდა იმისის ღონის-ძიების წყაროს. მიტრიდატის მოკავშირენი იყვნენ: იმისი სიძე, სომხეთის მეფე ტიგრანი, იბერიის მეფე არშაგის შვილი არტაგი, რომაელების ორტაგოსი და ალბანიის ორაზესი. ამ დროს მიტრიდატს ეპყრა კოლხიდა, საიდამაც იმას გამოჰქონდა თავის ფლოტისთვის სახმარი ხე-ტყე და რომლის მმართველებად ჰყვანდა თავისნი ერთგულნი კაცნი, იმათ შორის იხსენიება სტრაბონის ბიძა მოაფარნი. მიტრიდატი ჰფლობდა აგრეთვე უმეტეს ნაწილს აფხაზეთისას და ჩერქეზეთისას. იმასვე ექვემდებარებოდა ბოსფორი რომელიც იმას დაუთმო ფერიზად მესამემ, რადგანაც ფერიზადმა ვერ შესძლო ბოსფორის შემაგრება, როდესაც იმას სკვითები დაესხნენ. მიტრიდატმა დაამშვიდა სკვითები, სამმა ხან-გრძლივმა მებრძოლებამ რომაელებთან არ მისცა მიტრიდატს წარმატება. 65 წელს მიტრიდატი კიდევ შეუდგა ბრძოლას და კიდევ იძლია: აქ იმან დაჰკარგა 10,000 კაცი და თვით მცირე ჯარით განივლტო და მიჰმართა თავის სიძეს ტიგრანს. ტიგრანმა ის არ შეიწყნარა, მაშინ მიტრიდატი ეფრატის კიდიდამ გაემგზავრა კოლხიდისკენ, რომელსაც განაგებდა ათალი. აქ იმან დაჰყო ზამთარი დიოსკურიაში, საიდამაც ბოსფორში გასვლა განიზრახა. პომპეი შევიდა კოლხიდაში, მაგრამ მიტრიდატს ვერ სდია გზის შიშის გამო და დარჩა ადგილობრივ. პომპეიმ დაჰსაჯა მიტრიდატის მოკავშირენი. ათალი დაიჭირა და კოლხიდის გამგედ არისტარგი დახო, ამ დროს იბერიის მეფემ არტაგმა და ალბნიის მეფემ ორაზესმა შეკრიბეს 75 000 ჯარი მტკვრის პირად. ეს ცნობა მიიღო პომპეიმ, როდესაც ის არგონაკტების ექსპედიციის და ოქროს რუნის ისტორიის გამოძიებაში იყო. არ ვიცით რა გზას დაადგა ისა, ვიცით მხოლოდ, რომ პომპეიმ გამართა ხიდი მტკვარზე ვიდრე მეფეებს შეებმოდა. შეშინებულნი მეფენი შეეფარდნენ ტყეს; პომპეიმ შემოარტყა, იმათ ჯარი, მისცა ცეცხლი ტყეს და ამოხოცა ვინც კი ხელში ჩაუცვივდა მეფეები დამარცხდნენ. და მიეცნენ პომპეის, რომელმაც იმათ წაართვა დიდი ხარჯი ამანათებითურთ, რომაელების ჯარი დაბრუნდა დიდ-ძალის. ტყვებით დატვირთული[3] მიტრიდატის შვილი ფარნაგი რომაელებს დაემონავა და რომის მოწყალებით ბოსფორის მიფლობული შეიქნა[4] პონტი, ბითინია და ნაწილი კილიკიისა რომის პროვინციებად შეირიცხნენ. ეს იყო 65 წელს. ამ გვარადვე შეიცვალა სვე გალატისა 25 და კაპადოკიისა 17 წელს.[5]

პომპეის ცხოვრება და მოქმედება, როგორც მცირე-ზიაში, აგრეთვე იმის გარეთ აღწერილია პლუტარხისაგან, რომელიც 48 წელს ქრისტეს შობის წინ იშვა. რადგანაც აქ ჩვენთვის ღირს-საცნობლი მხოლოდ ის ფაქტები, რომელნიც შეეხებიან პომპეის მოღვაწეობას სომხეთში და საქართველოში. ამასთვის ჩვენ მხოლოდ იმათ მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას, ჩვენ მარეზე პლუტარხს თავისი ცნობა გამოუკრებია თეოფანეს წერილებიდამ, რომელიც პომპეის თურმე დაჰყვებოდა.[6] აქ არ შეიძლება არ შევდგეთ ერთ ფაქტზე. როგორ პლუტარხი, აგრეთვე სხვა რომაელების დროს მწერლები რომელნიც ჩვენს მხარეს შეეხებიან, თითქმის ყველანი ბერძნები იყვნენ, უკეთესნი იმთში არიან; სხიმნუსა დ სტრაბონი, რომელნიც ჰყვავოდნენ ქრისტეს წინად უკანასკნელის საუკუნის გასულს და პირველის საუკუნის დამდეგს და რომელთაც გადმოგვცეს, პირველმა აღწერ პონტის ზღვის პირისა ფაზიდამ ბოფორამდე,[7] მეორემ — მთელი სურათი კავკაზისა და იმის ტომებისა; ქრისტეს შემდეგ მწერალნი — II-ს სუკუნისა აპპიანი, VI-სა პროკოპკი იყვნენ აგრეთვე ბერძნები, ძველს ავტორებში ღირს-სახსოვარი ჩვენთვის რომაელთ მწერალთაგანი არის მხოლოდ ტაციტი, უკეთესი და განვითარებული ყველა იმათ ისტორიკოსებში. ის ცხოვრობდა I საუკუნის ნახევარს ქრისტეს შობამდე და იმან გადმოგვცა რამდენიმე სურათი ჩვენს მხარეზე.

როგორც ვთქვით, მიტრიდატი პომპეიმ სამუდამოდ დასცა და გაემგზავრა სომხეთისკენ თავის სიძესთან ტიგრანთან, ტიგრინმა არა თუ არ შეაწყნარა ისა, ასი ტალანტიც[8] დაუნიშნა ჯილდოდ ვინც მიტრიდატს მოჰკლავდა და იმის თავს იმის წარუდგენდა. ეს იყო მიზეზი, პლუტარხის სტყვით, რომ ბედ-კრულმა მიტრიდატმა ეფრატის მდინარის სათავე გაიარა და საჩქაროდ მიმართა კოლხიდას, პომპეი შევიდა სომხეთში; აქ ის მიიწვია ტიგრან-მეფის შვილმა ყმაწვილმა ტიგრანმა და თვითონაც მიეგება იმას არაქსის მდინარეზე, არაქსს, ამბობს პლუტარხი, იქვე აქვს თავისი სათავე, საიდიმაც ეფრატი გამომდინარებს, თუმცა ის აღმოსავლეთის მხრივ მემართება და კასპიის ზღვაში ჩადის. ტიგრან მეფემ თავის დედაქალაქის კარი რომაელების ჯარს გაუღო და პომპეის მიჰმართა თავის დასაკვრელად. როდესაც ის რომაელების სანგარს მიუახლოვდა ცხენით, მაშინ ლიკტორებმა უბძანეს. იმას, რომ ცხენიდამ გადმომხტარიყო, რადგანაც აქამომდე მაგალითი არ ყოფილო, რომ მხედარს ვისმეს გაებედნოსო. იმათ ბანაკში შესვლა. ტიგრანი ბძანებას დაჰმორჩილდა. გარდა ამისა იმან მოიხსნა ხმალი და გადასცა ლიკტორებს, წარუდგა რა მომპეის იმან აიხდა გვირგვინი, დასდო პომპეის ფეხ-ქვეშ დაემხო დედა-მიწას და მიიწია პომპეის მუხლზე საამბოროდ. პომპეიმ ის წამოაყენა და თავის კარავში მიიწვია. პომპეი ტიგრანს დაჰპირდა ისევ იმ ადგილებს, რაც იმას აქამომდე სჭერიყო, თვით შვილს დაუნიშნა სოფენის სამფლობელო, მაგრამ ამასთანავე მოითხოვა ხუთი ათასი ტალანტი (თითქმის ცხრა მილიონ ნახევარი მანეთი თეთრი). დამშვიდებულმა ტიგრანმა მიიღო ეს ბძანება და გარდა ამისა აღუთქვა თვითოეულს იმის ჯარის კაცს თუმანზე მეტი, თვითოეულს ცენტურიონს ოც-და-ორ თუმან ნახევარი, თვითოეულს ტრიბუნს თვითო ტალანტი. ყმაწვილი ტიგრანი არ დარჩა კმაყოფილი, როდესაც პომპეიმ მამა-შვილი საუზმეზე მიიწვია, იმან უპასუხა: არც შენა ხარო საჭირო და არც შენი მოწყალებაო, პომპეიმ ის შეაბორკილებინა და თავის სატრიუმფოდ დანიშნა.[9] თვით იბერიის მეფემ მიართო პომპეის მძიმე ოქროს საწოლი და საჯდომი ტრონითურთ თავის ერთგულობის ნაშნად.[10]

„პომპეიმ დასტოვა — განაგრძობს პლუტარხსი — აფრანიუსი სომხეთის მცველად და თვითონ მიტრიდატის კვალს შეუდგა. ამისი გზა გადიოდა იმ ტომთ საშუალ, რომელნიც კავკაზის გარეშემო ცხოვრობდნენ. იმათ შორის უფრო შემძლენი არიან ალბანელნი და იბერნი. იბერნი ფლობენ მთელს სივრცეს მოსხის მთებამდე და პონტამდე; ალბანელნი მკვიდრობენ აღმოსავლეთად და კასპიის ზღვის მხრივ. ალბანელებმა ჯერ მისცეს გზა, რომელიც პომპეიმ იმათ მოსთხოვა, შემდეგ კი, ზამთარმა რომ აქ იმისი ჯარი შეაყენა, ბარბაროსებმა ისარგებლეს იმ შემთხვევით, როდესაც რომაელები სატურნალო დღეობას უქმობდნენ, ალბნელნი იყვნენ 40 თასს კაცამდე. იმათ განვლეს ტირნუსი (კირუსი ანუ მტკვარი), რომელსაც სათავე აქვს იბერიის მთებში და რომელიც იერთებს თუ არა სომხეთიდამ მომდინარე არაქს, თორმეტის შესართავით ჩადის კასპიის ზღვაში, ზოგნი იტყვიან, ვითომც კირუსს არ უერთდებოდეს არაქსი, რომ არაქსი ცალკე მიმდინარეობდეს კირნუსის მახლობლად და ცალკე იმავე ზღვაში ჩადიოდეს. პომპეის შეეძლო მტრისთვის გასავალი შეეკრა; მაგრამ იმან მისცა გზა, მასუკან ის უცებ დაეცა ალბანელებს და გაფანტა ისინი დიდის ზიანით. ალბინიის მეფემ მოციქულების პირით პომპეის შენდობა მოსთხოვა; პომპეიმ მიიღო თხოვნა და შემდეგ მიჰმართა იბერიელებს, რომელნიც ისე მრავალნი იყვნენ, როგორც ალბანელნი, თუმცა ამ უკანასკნელთ ახოვანებით აღემატებოდნენ. იბერთ დიდი სურვილი ჰქონდათ მიტრიდატისთვის სამსახური მიეგოთ და პოომპეი განედევნათ. იბერნი არას დროს არ ყოფილან არც მიდიელების და არც სპარსების ქვეშევრდომნი; თვით მაკედონიის იმპერიას არაა ჰქონია იმათზე ბძანებლობა… პომპეიმ სძლია ამათ დიდს ომში, მოუკლა ცხრა ათასი კაცი და ათი თასზე მომატებული დასტყვევა. შემდეგ ის იბერიიდამ მსწრაფლ გავიდა კოლხიდაში, სადაც ფაზის სართავის მახლობლად იმას შეუერთდა სირვილიუსი თავის ფლოტით, რომელთაც ის პონტის ზღვას იცვავდა“.

„დევნა მიტრიდატისა, რომელიც ბოსფორისა და მეოტიდის ტბის ტომებს შეეფარდა, დიაღ დამაბრკოლებელი საქმე იყო, ამასთანვე პომპეის აცნობეს, რომ ალბანელნი ხელახლად აიშალნენო, ის დაბრუნდა და კიდევ გავიდა კირნუსს, თუმცა მომატებულის ბრკოლვით და შიშით: აქ ბარბაროსებს ნაპირები დიდად თურმე გაემაგრებინათ; გაღმა მდინარისა დიდი გზა თურმე იყო; გასავალი ხრიაკს და უწყალო მხარეში. პომპეიემ გაამსებინა ათი-ათასი ტიკი და ჯარი გაყვანა პირის-პირ მტკვრისა, რომელიც საბრძოლად იდგა აბასის წყლის კიდეზე. ალბანელებს ჰყვანდათ აქ 60 ათასი ქვეითი ჯარი, 12 ათასი ცხენოსანი. მაგრამ ისინი ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი; მომატებული იმათგანი პირუტყვის ტყავით იყო მოსილი, იმთ ბძანებლობდა მეფის ძმა სახელად კოხისი. ასტყდია თუ არა ბრძოლა კოხისი მსწრაფლ მიივლტო პომპეისთან და მიახალა იმას ისარი, რომელიც მხოლოდ შეეხო იმის ჯავშანს. პომპეიმ თავის მხრით სტყორცნა კოხისს ისარი და მოკლა ისა. ამბობენ, ვითომც ამაზონები ჩამოსულიყვნენ იმ მთიდამ, რომელიც თერმოდონის მდინარის მახლობლად მდებარებს და ბარბაროსების წყობაში იბრძოდნენ მართლა და როდესაც ბრძოლის შემდეგ რომაელებმა მკვდრები გაცარცვეს, იმათ გვამებზე ჰპოვეს ამაზონების ფარები და ფეხ-საცმელები; მაგრამ არ შეუნიშნავთ კი არც ერთის დედა-კაცის გვამი, ამაზონები მკვიდრობენ კავკაზის მხარეში, რომელიც ჰირკანიას დასცქერის. ისინი არ არიან ალბანელების მოსაზღვრენი, რადგანაც მათ ჰყოფენ გეტები და ლეგები; ისინი ყოველ-წლივ ორის თვის განმავლობაში უერთდებიან ამ ორ ტომს თერმოდონის ნაპირზე; ვადის გასვლის შემდეგ ისინი შედიან ისევ თავიანთ ქვეყანაში, სადაც სრულებით მარტო ცხოვრობენ და აქ არავითარი დამოკიდებულობა არა არის რა იმათსა და მამა-კაცებს შორის“.

ამ ბრძოლის შემდეგ პომპეიმ მიჰმართა ჰირკანიისკენ და კასპიის ზღვისკენ. იმან დაჰყო გზაზე მსოლოდ სამი დღე; მაგრამ აქ ის მიაწყდა მრავალ-ძალს შსამიან გველებს,[11] რომელნიც ამ მხარეებში იპოებიან. ამისგამო ის ისევ უკუ-იქცა და მცირე-სომხეთში შევიდა…[12] გასაოცარი იყო პომპეის ტრიუმფი იმის შესვლის დროს რომში. მთელი რომი შეიძრა და სადღესასწაულოდ შეიმოსა. პომპეის წინ მიჰქონდათ ოქმები, რომლებშიაც იხსენებოდა ძლეული ქვეყნები, პონტი, სომხეთი, კაპპადოკია, პაფლაგონია, მიდია, კოლხიდა, იბერია, ალბანია, სირია, კილიკია, მესოპოტამია, ფინიკია, პალესტინა, ურიასტანი, არაბისტანი... მოიხსენებოდა აგრეთვე, რომ ამ ქვეყნებში პომპეიმ აიღო 1000 ციხე-სიმაგრე და 300 ქალაქამდე, მოუღოო ზღვის მეკობრებს 800 გემი და გააშენაო 39 ქალაქი, დაცლილი მცხოვრებთაგან. ამასთანავე ოქმები ამბობდნენ, რომ საზოგადო შემოსავალი, რომელიც პომპეის წინად შეადგენდა 50 მილიონს დრაქმას, იმის ძლევა-მოსილის მოქმედებით აღვიდაო 80 მილიონამდე და 500 დრაქნამდე; რომ გარდა ამისა იმან შეჰმატაო რომის ხაზინას მოჭედილის ფულით — თუ ოქროსა და ვერცხლის ნივთიერებით — 20 ათასი ტალანტი. ტყვენი, რომელნიც ტრიუმფს შეადგენდნენ, იყვნენ: მეკობართ უფროსთა გარდა, სომხეთის მეფის ტიგრანის შვილი თავის ცოლით და ქალით, ზოზიმე, მოხუცის ტიგრანის ცოლი, ურიების მეფე არისტოპული, მიტრიდატის და და ხუთი შვილი, სკვითების დედა-კაცნი, და ამანათები ალბანელებისა, იბერიელებისა და კომმაგენის მეფისა.[13]

აქ სტატიის შესავსებლად საჭიროდ გხდით ორიოდე სიტყვაც დავურთოთ, ჩვენ ზემოდ მოვიხსენეთ, რომ სულ ძველად ჩვენის ქვეყნის სახელ-წოდება იბერია არ იხმარებოდა არც უცხო-ტომთაგან, არც ჩვენ წინა-პართაგან, ის იხსენება მხოლოდ იმ დროდამ, როდესაც რომაელები შემოვიდნენ ჩვენს მხარეში მიტრიდატთან საბრძოლველად. საკუთრივ ამ დროდამ იხმარება ის საზოგადოდ როგორც რომაელებისაგან აგრეთვე ბერძნებისაგან, სჩანსო, მბობს ვივანე სენ-მარტენი, რომ რომაელებმა ჰპოვეს იბერია თვით საქართველოში და აქედამ გაარცელეს იმის გარეთ.[14] პომპეის დროდამვე შეიძინეს იმათ დაწვრილებით ცნობა იმ დიდ სააღებ-მიცემო გზაზე, რომელიც ინდოეთიდამ კასპიის ზღვით პონტის ზღვის მხარეს მისდევდა, დაასრულა თუ არა თავისი ომიანობა პომპეიმ წარგზავნა სხვა და სხვა მხარეს მცოდნენი და გამოცდილნი პირნი, რომელთაც უნდა შეეგროვებინათ ამ საგნის შესახები ფაქტები. ჩვენ ეს გზა ზემოდ აღწერილი გვაქვს, ამისთვის იმაზე სიტყვას აღარ გავავრცელებთ; მხოლოდ დავურთავთ, რომ პლინის თქმით, (ცხოვრობდა პირველს საუკ. ქრისტეს შემდეგ.), ინდოეთის სავაჭრო, რომელიც ვითომც ნავებით მიდიოდა სურიუმდე ანუ სურამამდე, სურამიდამ აქლემებით და ცხენებით გადადიოდა სარაპანამდე. საიდამაც ისევ ნავებით მიემგზავრებოდა ზღვამდე... პლინი ამბობს აგრეთვე, რომ რომაელების აღებ-მიცემობა სარაპანში ვაჭრებს აჯილდოებდაო ასის სარგებლით ასზე, მაგრამ ჩივის, რომ ეს აღებ-მიცემობა მეტად იზიდავდო აქ ოქროს და ვერცხლს, ასე რომ ყოველ-წლივ რომი ას მილიონს სესტერცის[15] ჰგზავნიდნო სარაპანში.[16]

____________________

1 V. de S-Mart. Hist, des découv., II, 348, 351-354.

2 Шлoccepa, Всемiрн. ист. III, 12—13.

3Dubois, Voyage II, 44-47.

4Шлoccepa, Всемiрн. ист. IV, 35, 36,

5Hist. des découv., II, 362, 363.

6Lebeau, Hist. du B-Emp, III, 381, n. 2

7 list. des découv., Il, 368.

8 თვითო ტალანტი შეადგენდა ჩვენებურად 135 თუმანს თეთრ ფულს

9 Plutarque, Vie des hommes illustrs, trad. par Alexis Pierron. Paris, 1858, III, 155—157.

10Ibid., 161.

11ეს ადგილი უნდა იყოს მუღანი, რომელმაც აქამომდე მრავალი შხამიანი გველი იცის (Броневскпго Новейшiя известiя о Кавказе II, 272—275)

12 Plutarque... III, 157-159.

13 Plutarque... III 169-170.

14 Recherchee... 63, 64.

15 Броневскпго Новейшiя известiя о Кавказе; I 223-241