The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (24)1878.21.06


ივერია (24)1878.21.06



1878.21.06

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები)

ქიზიყი („კორრესპ“.) მკითხველმა გაზეთებიდამ იცის ის მიზეზები, რომელთა გამო ხალხი ძრიელ შევიწროებულა, მის შოთმინებას ბოლო მოჰღებია, და მის მოთმინებას ბოლო მოჰღებია, და მიუხდენია უწესოება. ყველა ამას დაუმატოთ კიდევ სხვა მიზეზებიც და მაშინ ცხადათ გავიგებთ,რომ ხალხი იმოდენად არ არის დამნაშავე, რამოდენათაც ზოგიერთნი ჰფიქრობენ. მაგალითებრ, მოითხოვეს ურმები, და ხალხმა მაშინვე მისცა, მაგრამ ამ შემთხვევაშიაც ხალხს რაღაცა ეჭვი შეეპარა მამასახლისებზედ. ამას მოჰყვა ახალი მილიციის გამოყვანა კენჭის ურით. აქაც გრძნობდა ხალხი, რა უნდა მოსვლოდა მას ბოროტ მამასახლისების ხელში. რაღა თქმა უნდა, რომ ხალხი გაბრაზებული ამ მიზეზებისაგან უნუგეშოთ არ გაუშვებდა პატივცემულ მამასახლისებს და რიგიანად გადუხდიდა შესაფერ მადლობას, ასე მოხდა კიდეც.

ახლა მოგახსენებ რა ეჭვი უნდა ჰქონოდა ხალხს ურმების გამოყვანაზედ: მამასახლისებს ბძნება ჰქონოდათ, რომ ვისაც ერთი ურმის საქონლის მეტი არა ჰყავსო, იმას თავი დაანებეთო და მხოლოდ იმათ გამოაყვანინეთო, ვისაც ერთი ურმის შესაბამზე მეტი საქონელი ჰყავთო, რომ შინ სამუშაოთაც დარჩომოდათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მამასახლისები სულ დარიგების წინააღმდეგ და თავიანთ ჯიბის სასარგებლოდ იქცეოდნენ. აი ეს როგორ ხდებოდა: ვისაც უღელი ხარის მეტი არა ჰყვანდა, იმას წაართმევდნენ და სალაშქრო ურემში აბამდნენ და ვისაც შვიდი და რვა უღელიჰყვანდა, იმას კი ანთავისუფლებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი უფრო მტკიცე სარგებლობას უქადიდა მათ, ვიდრე პირველი.

ყველა ეს მიზეზი ერთი მეორეს ზედი-ზედ მოჰყოლია; ერთი მეორეზედ უფრო აღმაშფოთებელი ყოფილა და სხვ. ეს გამოუთქმელი მათი ბალღამები, (იქნება კიდეც გამოთქვეს ვისთანმე, მაგრამ გამგონე ყოფილა თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით) თან-და-თან გაზდილან მათ გულში, და ბოლოს რომ ვერ დაუტევიათ, უცებ წამოუძახნიათ: „აბა წავიდეთ ჩვენს თავს ვუშველოთ რამე, თორემ ეს არის, ამაზედ მეტი აღარ შეგვიძლიან!“ დაგროვილა ოთხი სოფლის ხალხი, ქალი და კაცი, და წასულან იქ, სადაც უფროსი ეგულებოდათ. ამ გამგზავრებულ ხალხს აზრათაც არა ჰქონია უწესოების მოხდენა, ამიტომ სანატრელია, რომ კარგად და დიდის ყურადღებით იყოს გარჩეული ვინ არის ნამდვილად დამნაშავე და ვინ არა.

ამ ჟამად ორასზე მეტი კაცია დატუსაღებული. არიან ზოგიერთა საზოგადოებისთვის მავნებელნი პირნი, მით უნდა მოჰყვნენ აგრეთვე ზოგიერთა ბოროტი მოხელეებიც, რომელნიც მომეტებით უფრო მავნებელნი იყვნენ ხალხისთვის, გიდრე სასარგუბლონი. ნამეტნავათ, ამ უკანასკნელ დროს, ამ მოხელეებმა თავიანთ ბოროტ მოქმედებას უფრო მოუმატეს, რადგან იცოდნენ, რომ გადაყენებულნი იქმნებოდნენ ახალის კენჭის ყრით. . . . . . . . . . . . . . სხვათაშორის, არც ამ გარემოებას ჰქონდა ნაკლები გავლენა ხალხის აღფოთებაზედ. ხალხი ფიქრობდა, ვითომ მთავრობას მამასახლისებისთვის თანამდებობა ცხრა წლობით მიუნიჭებიაო, ოღონდ კი სალდათი გამოეყვანათო, თუმცა ამგვარი მხედველობა ტყუილი იყო, მაგრამ ხალხს მაინც დაურღვეველ ჭეშმარიტებათ ეგონა მამასახლისები კი ამით სარგებლობდნენ და ეშურებოდნენ ბლომ-ბლომა ქრთამების აღებას, რადგანაც, წინააღმდეგ ხალხის აზრისა, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დღეს თუ ხვალ უთუოდ უნდა მოკლებულიყვნენ თავიანთ უღირს ნეტარებას და ამისათვის არაფერში არ ზოგავდნენ თავიანთ მოძმეებს და უსვინდისოდ სცარცვიდნენ.

ერთის სიტყვით, უნდა ვსთქვა, რომ ყველა ეს უწესოება და უპატიობა, რომელიც მიაყენეს ზოგიერთ პატიოსან პირთ, გამოიწვიეს ყველა იმ მიზეზებმა, რომლებიც ზევით მოვიხსენეთ…

ამ საქმის გულისთვის მოვიდა ღუბერნატორი, რომელმაც მაშინვე განკარგულება მოახდინა, რომ ყველა ამ შემთხვევის მოთავე და მონაწილე პირნი დაეტუსაღებინათ. ამ შემთხვევაშიაც არ დარჩნენ თურმე ეს ჩვენი მამასახლისები ხელ-მოუთბობელნი, გაბრაზებულნი, ამ გვარ თავიანთ უპატიობის მიყენებაზედ, ატუსაღებდნენ ბრალიანს თუ უბრალოს, და ვინც ბლომა ქრთამს მისცემდა, იმას ანთავისუფლებდნენ. ამ გვარათ მოწევა ამ დატუსაღებაში ბევრი მართალი კაციც, აი რა საკვირველი ამბავი მიამბეს ამ შემთხვევაზედ ერთი გლეხი კაცი ამ შემთხვევის მეორეს, თუ მესამე დღეს მისულა ზარდაოდგან; მამასახლის შეუტყვია თუ არა, მაშინვე იქით გაქანებული და ამ საწყალის კაცისათვის ხელი წაუვლია; ამ საწყალს ბევრი თავის გამართლების შემდეგ, რო ვერა გაუწყვია რა, ამდგარა და რაც ურმის ქირა მოუტანიათ სულ მამასახლისისთვის მიუცია, ოღონდ კი ამ ხათაბალაში არ ჩავებაო და ამ გვარად დაუხსნია თავის თავი, როდემდინ უნდა ითმინოს ხალხია ამ გვარ უსვინიდისო ქცევა მამასახლისებისა და მათგან . . . . . . . . . . . . გაცარცვა?! დრო არ არის ბოლო მოუღოს ამ გვარ მოქმედებაებს? მე მგონია აქამდისაც დრო იყო არამც თუ ეხლა.

ამ შემთხვევაში ძრიელ გონივრულად მოიქცა უფ. გუბერნატორი, დაიარა ყველა ის სოფლები, რომლებიც ამ უწესოებაში ერივნენ და შეაგროვა მიზეზები, რომელთა გამოც მოხდა ამ საწყლებისთვისვე დასაღუპათ უბედური შემთხვევა. ხალხს სულ მოხელეებზედ მიუშვერია ხელი და აუხსნია თავის შევიწროებული მდგმოიარობა.

სჯა იმაზედ, თუ რამოდენა ზარალი მოსდის გლეხ კაცს, ყოველის მხრივ, ამ უბედურის შემთხვევის გამო, მიმინდვია მკითხველისთვის მხოლოდ ეხლა ვისურვოთ, რომ ეს საქმე მსწრაფლად და სამართლიანად გათავდეს, მოიმედე ვართ, რომ როგორ უფ, გუბერნატორი, ეგრეთგე გონივრული და პატიოსნური გამოძიება სამართლიანს შედეგს მოგვიტანენ და ერთმანეთს არ გაატანენ ბრალიანს უბრალოს.

მნახველი.

13 თიბათვეს, 1878 წ.

ქუთაისი, ივნისის 17-ს სწავლის შეძენის სურვილი ჩვენს სალხში რომ ძრიელია, ეს უეჭყველია ყველასთვის, ვინც კი ჩვენის ხალხის ცხოვრებას თვალ–ყურს ადევნებს, არ არის იმისთანა სოფელი, რომელიც არ ცდილიყოს სასოფლო სასწავლებლის გამართვას და თუ რომელთამე მათგანმა ვერ მოახერხა სასწავლებლის გამართვა, ეს მოუვიდათ სურვილისა და მეცადინეობის სიმცირის გამო კი არა, არამედ იმიტომ რომ კეთილ სინიდისიანი, საქმის მცოდნე მოთავე არ ჰყვანდათ, ან არა და უკიდურესი სიღარიბე უშლიდათ, უკანასკნელ შემთხვევაში ზოგიერთ სოფლებში გამოჩენილან ხოლმე იმისთანა ადამიანები რომელთაც თავიანთ ხარჯით გაუმართავსთ სასწავლებლები და ზოგიერთ შემთხვევაში სწავლებაც თვითონ უკისრნიათ, აი ერთს ამისთანა გვამზე რას მწერს ერთი სანდო კაცი სოფ. პატარა ჯიხაიშიგან. „დღემდი ჩვენს სოფელში ჩვენის სიღარიბის გამო არ გვქონდა პირველი დაწვებითი სასოფლო სასწავლებელი, ეგ საფუძველი ჭეშმარიტი განათლებისა, ეგ პირველი ბიჯი მეცნიერებისაკენ. თუმც ბევრჯელ გვქონდა სასწავლებლის გამართვაზე სჯა, და არა ერთხელ გვითქვამს“ შენი მტერია შვილები წყალ წაღებული გვირჩება უსასწავლებლოთ... უკანასკნელი პერანგი დავაწინდროთ და სასწავლებელი დავაფუძნოთ... და თან წრფელის გულით ვამზადებდით წინსწარდახატულებათა (პლანებს), თუ როგორ უნდა მიგვეყო ხელი სასწავლებლის გამართვისათვის, მაგრამ სიტყვები სიტყვებათ გვრჩებოდნენ და წინასწარდახატულება წინასწარდახატულებად... ბოლოს გამოგვიჩნდა ერთი დალოცვილი კაცი, მღვდელი ლუკა ივანესშე ჩომახიძე, რომელმაც, რა შეგვიბრალა, თავის თავზე იკისრა სასწავლებლის გამართვა და კიდეც აასრულა. ამ სასწავლებელს მან მიუჩინა საკუთარი სახლი. რამოდენისამე ხნის შემდეგ უფ. ჩომახიძემ თავის ფულითვე იყიდა ორ ოთახიანი ლაზათიანი სახლი. მოაწყო სასწავლებელი ავეჯეულობით და იმაში გადიტანა სასწავლებელი, რომელსაც სოფელი უწოდებს „უსასყიდლოს“, რადგანც მამა ჩომახიძე უფასოთ ასწავლის. მასწავლებლად თვითონ მამა ჩომახიშე არის. იგი ასწავლის ქართულ წერა-კითხვას, ნუმეცარიას და კ–ს „სახელმძღვანელოს“. ეხლა ამ სასწავლებელში ითვლება 50 შაგირდი ორივე სქესისა, მათ რიცხვში 35 ვაჟი და 15 ქალი. მამა ჩომახიძემ სასწავლებლის გამართვის გარდა შეადგინა „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“, რათა იაფათ დაუჯდინოს სოფელს წიგნები. აწ იმედი გვაქვს რომ სამემრისოდ საქმე უმჯოესად წავა“.

წერილი თავდება შემდეგის სურვილით, რომელსაც ჩვენც გეთანხმებით: „ღმერთმა ინებოს სხვა ჩკვენებურ მღვდლებსაც ამ რიგი საქმე ექნათ“.

ა-ი ი-ძე

ქუთაისი, 19 ივინისს. ჩვენს საზოგადოებას რაღაც მოძრაობას და სიცოცხლის სახელი აქვს დავარდნილი, და მართლაც აქაური საზოგადოება, როგორღაც უფრო აღძრულია და მოძრავი, — ამას იჭვი აღარ უნდა მაგრამ საქმე ის არის, თუ რას მოასწავებს ეს მოძრაობა, რა არის იმის დედა ჰქაზრი და იმის საგანი? რას ნიშნავს ეს განუწყვეტელი მეტიჩრობით შეხამებული ფაცა-ფუცი, თვალთმაქცობა და კუდიანობა? რას მოასწავებს ეს ჩაცივებული მტრობა და მოუსვენარი შური ერთმანეთ შორის?

ამ ნაირი მუდამ შესურებული მდგომარეობა სულ უაზრო და უსაგნოა და ემგზავსება იმ მოძრაობას, როგორიც აქვთ ცოცხალ კიბოებს კალათაში — შრიალ-შრიალი, ერთმანეთზედ ფორთხვა, ერთმანეთის ჩქმეტა და წეწვა — გლეჯა თუ. მრავალ არიან გზანი ისტორიულ წარმატებისანი, — ეს ჩვენი კოტრიალობა ისეთ მაღალ წყაროდგან მომდინარეობს, რომლიდგანაც ადრე თუ გვიან უნდა აღმოსქდეს ჩვენი ცხოვრების დაშამშვენიერებელი და გამაძლიერებული შადრევანი?

ღმერთმა ინებოს ეს მეორე აზრი შესრულებულიყოს და ჩემი იმედიც ეს არის, რომ ერთს დროს ჩვენც უნდა გვეღირსოს კაცური ცხოვრება; მაგრამ ეს „ერთი დრო“, ვინ იცის, როდის დადგება; მომავალი თვალ-განუწვდელი ბინდით არის გარემოცული, და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა კი მეტად ძნელი ასატანი დარჩა. ხშირად ვფიქრობ — ერთი დავიკარგო სადმე, მოვრჩე ამდენს მწუხარებასა, ამდენს სულისა და გულის მილეულობასა, – მაგრამ სად წავიდე და როგორა? იმდენი წვრილი თუ მსხვილი ძაფებით ვყოფილვარ თურმე დაბმული ამ თავის მომაბეზრებულ, მაგრამ მაინც საყვარელ სამშობლოზედა, რომ დაკარგვით ვერსად ვერ ვიკარგები ცხადად და ფონებით კი, ვინ იცის, სად გადავვარდები ხოლმე — მივცემ თავს. იროს და გადმოვჰყურებ ზევიდგან ქვეყნირებას! აქ აღარ ისმის კიბოების ხმა, აღარ უწევს ჭაობების დახაშმული ჰაერი, გული მჩატდება, თვალი შორს ჰსჭერეტს, — იშ, რა მშვნიერია ქვეყანა!

— რიანთელი.

ზაქათალა. 15 მაისს ვიყავი სამსხურის საქმეზედ სოფ. კახში იმ დღეს ჩავიარე კახის ბაზარში, შემხვდნენ რამდენიმე აქაური ვაჭარი სომხები[1] და მითხრეს ჩვენი აღსასრული მოსულაო, ზაქათალას მაზრის უფროსი მობძანებულაო და გვაბარებს სუყველა ვაჭარს ხალხს მამულებისა და ვალების საქმეზედაო; მე ვუთხარი პასუხათ, თუ მართლები ხართ, მეთქი უკანონოდ ვერას წაგართმევს მმართებლობა და თუ არა, რასაკვირველია, ისე მოიქცევა მმართებლობა, როგორც კანონია, იმათ რომ მოვშორდი, შემდეგ შემხვდნენ იქაური მცხოვრებნი ინგილოელნი, დამაყენეს გზაზედ და მითხრეს: რა გვეშველებაო, იმათაც ისეთი პასუხი მივეცი, როგორც სომხებსა, რადგანაც ძრიელ გეჩქარებოდი ჩემის სამსახურის საქმეზედ.

მე დავრჩი სოფ. კახში 18 ვიდრე 21 მაისამდე. ზაქათლის მაზრის უფროსმა დაიწყო გარჩევა საქმეებისა. სულ გასარჩევი 175 საქმეა მამულების თაობაზედ, რომელნიც სომხებს უჭირავთ ვალებში. მე ვეღარ მოვითმინე და წავედი ზაქათლის უფროსის სამარლის გასაგებათ. რომ მივედი ვნახე, კახის უჩასტკის უპრავლენიის გვერდზედ კარში იდგა ერთი დიდი სტოლი წითელ მაუდ გადაფარებული, ერთ მხარეს იჯდა უფლი ზაქათალის მაზრის უფროსი სერაფიმოვიჩი, აქეთ და იქით ისხდნენ ჩლენები და დეპუტატები, დაეწყოთ სტოლზედ გასარჩევი საქმეები, მაზრის უფროსი კითხულობდა სახელებს სომხებისას და ინგილოებისას და ვისაც ამოიკითხავდა, წინ გამოვიდოდნენ ხოლმე. სომხებს ეუბნებოდა, როგორის საბუთით გიჭირავთ სასულმწიფო მამულე- ბიო ან რას მიზეით ჰფლობთო. სომხებს მოჰქონდათ რაღაც ქაღალდები თათრულს ენაზედ დაწერილი, რომელზედაც თხოვნითა მამულის პატრონისა სხვას ეწერა ხელი და ზედ იყო რამდენიმე ბეჭედი სხვა და სხვა პირის სახელიანი და აგრეთვე მამასახლისისა და სუდიების ბეჭდები აჯდათ ზედ. გარდა ამისა მოჰქონდათ თავიანთი დავთრები, რომელშიც ეწერა რიცხვი ფულის მიღებისა და ან დანახარჯი ამ მამულზედ სომხებისაგან; ამ ქაღალდების გაშინჯვის შემდეგ კითხავდა გლეხებს: მართალია მიგიღიათ ეს ფულიო, თუ არა. ზოგნი კისრულობდნენ, შემდეგ უცხადებდა სომხებს, იმათ არა აქვთ ნება სახელმწიფო მამულების ყიდვისა, შემდეგ ცნობაში მოჰყვანდათ წლიური შემოსავალი გლეხის მამულებისა, აგრეთვე სარგებელი ფულისა; იმ სარგებელს და შემოსავალს გამოდიოდნენ და რომელსაც დაედებოდა იმაზედ სწყვეტდა უფ. საქათალის მაზრის უფროსი; მამულებს უბრუნებდა გლეხებს და თუ დედე ბოდათ რამე ვალი, იმ კალის გადასახდულად შეძლებისდაგვარად აძლევდა გლეხს ვადას, რომ გლეხმა გარდაუწყვიტოს ცოტ-ცოტაობით სომეხს რამდენსამე წელიწადში.

სწორედ გითხრათ დიდი სამადლო საქმეა ეს საქმე. დიდი შრომაც არის ამისთანა არეულის ანგარიშის თავისა და ბოლოს მობმა: დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ამისთანა საქმე რიცხვით 175 გაათავოს, მერე, როგორც მე ვნახე, თითო საქმეს სამი-ოთსი საათი უნდებოდა. თქვენ არ იცით, რა არის სომხის მედუქნის დავთარი. აბა ამ დახლართულს დავთარს კაჭრის ვირ-ეშმაკობა დუმატეთ და გაიგებთ ზემოხსენებულის საქმის კეთილად და სამართლიანად გარჩევა რა დიდი ღვაწლია.

ქ. ზაქათალა, 26 მაისს, ოჰ, რა უწესოება და უყურადღებობა ამ ზაქათალის მოიჯარადრე ფოჩტების სტანციებისა. კახიდამ მოყოლებული ვიდრე ბელოქნამდე, ეს ოთხი სტანცია (კახისა, გულუვისა, ზაქათალისა და ბელოქნის) უჭირავს ერთს სიღნაღიდან მოსულს სომეხს არტემ არუთინოვს იჯარით. ახლა მინდა გიანბოთ როგორ ირჯება ეს უფ. მოიჯარადრე. ყოველ სტანციაში ჰყავს ისეთი ცხენები, რომ სიგამხდრისა გამო წისქვილზედ დაიქვიან, იამშჩიკები არიან სულ ლოთები, პოღოსკები ისეთები აქვს, რომ თუ ღამე შეგესწროთ წასვლა წამოსვლა აქეთ მხარეს, უეცვრივ ფეხი ჩაგივარდებთ პიკოსკაში და სულით, ხორცით დაიღუპებით, ისეთი დამტვრეულია. ჯანი გავარდეს, იმეებს ყველას კაცი გაუძლებს, მაგრამ ისეთი ცხენები ჰყავს, რომ თუ ოჩნობისა გამო დადგნენ გზაზედ, რაც უნდა ღონიერი ლოთი იემშიკი იყოს და დაამტვრიოს თავი და ფეხები, ცხენებს ვერ გაატარებს გზაზედ. აი მაგალითად რა მიამბო ამას წინად ერთმა ჩემმა მეგობარმა ყოველივე გარემოება აქაურს სტანციებისა. 10 მაისს თურმე მოიკითხა ზაქათალაში ცხენები (ტროიკა ფოჩტისა) წასასვლელად კახის სტანციისკენ; რო მოვუკანეს ტროიკა, ისა და ორი სხვა ჩასხდნენ და წავიდნენ; რომ გასცილდნენ ზაქათალას, ცხენები დაუდგათ შიგ შუა წყალში. საწყალი იამშჩიკი ჩამოხტა შიგ წყალში ტროიკიდან და დაუწყო წევა პოვოსკასა, რომ გაუჭირდა, დაწუყო თხოვნა პოვოსკაში მსხდომ კაცებს ჩამოხტომა ტროიკიდან. რა გაეწყობოდა, ჩამოხტნენ, გატოპეს წყალში; მერე რის ვაი-ვაგლახით გაიყვანეს ის ოჩანი ცხენები წყლიდან, შემდეგ ჩასხდნენ და წავიდნენ. რაღა თავი აგატკივოთ მანამ მივიდოდნენ გულუკის სტანციამდე (19 ვერსია) ოცჯერ მეტად დაუდგათ ცხენები გზაზედ და თითქმის ის 19 ვერს ნახევრობამდე გაიარეს ფეხით. როცა მისულან სტანციაში, ამ ჩემს მეგობარს დაუწერია პირჯვარი და უთქვამს: მადლობა ღმერთსა, რომ მშვიდობით მოვახწიეთ ამ სტანციამდინაო და უთქვამს იქაურს სტაროსტისათვის, თუ ამასთანა ცხენებს კიდევ შეგვიბამთ ფეხით წასვლა გვირჩევნიან, რადგანაც აქედან კახამდინ რჩება 15 ვერსტი, ერთს იქაურს იამშჩიკს პასუხსათ ესე ეთქვა: „ბატონებო, ეტყობა თქვენი პირველი ცხენები და პოვოსკები არ გინახავთ; ისეთი ცხენები ჰყავსო. ჩვენს „ხოზეინს“, რომ არა თუ 19 ვერსტი, 2 ვერსტსაც ვერ გაივლიან; პოვოსკები რომ ნახოთ არა თუ ხალხის ჩასასხდომათ გამოდგება, სასუქის საზიდლადაც არ ივარგებს და გარდა ამისა მე მიკვირს, რომ ჩვენმა „ხოზეინმა“ დღით მოგვცა ამისთანა ოჩანი ცხენები, რადგანაც ამასთანა ოჩანს ცხენებს და დანტრეულს პოვოსკებს აძლევს ხოლმე ღამით, რადგანაც ღამე ვერავინ არჩვს კარგსა და ცუდს და თუ დიდმა კაცმა გამოიარა. მაშინ კი სიცოცხლე გაქვს, რომ კარგს ცხენებს და იამშჩიკებსაც თავის წესით ჩაცმულს გაატანს ჩვენი „ხოზეინი“, ამასთანავე იამშჩიკმა დაუმატა, რომ ოთხსა და ხუთს თვეს ჯამაგირს გვაჭრისო ჩვენი ხოზეინიო, ჩვენ წერილი არ ვიცით, როცა მივალთ საანგარიშოთ, იმ გადაკრულს დროს, მოგვცემს ხოლმეო ორს სამ მანეთს და გაგვიბარებს ოთხის და ხუთის თვის ჯამაგირსაო. თუმცა არც გვინდა დგომა იმასთან, მაგრამ რადგან ყოველთვის ჩვენი ჯამაგირი იმაზედ რჩება, თავი ვერ დაგვინებებიაო, რომ დაიღალა იემშჩიკი ლაპარაკით, გაიქნია ხელი, დაუწრუწუნა, შემოჰკრა ცხენებს და სთქვა რუსულს ენაზედ: Богъ съ ними! Баринъ дасть наводку. ამ უფ. მოიჯარადრეს როგორც იემშჩიკები ისე სტანციის სმოტრიტლები ხელში ჰყავსთ და ამიტომ არ ეშინიათ. გასაკვირველია ამისთანა უწესოება არც ერთს მოგზაურს კაცს არ უცნობებია მთავრობისათვის დიდად მოხარული ვიქნები თუ ამ წერილის გამო ყურადღებას მიაქცევენ აქაურს სტანციების საქმეს.

16 თიბათვეს გორში მოუკლავს თავი ერთის პოლკოვნიკის (შიდლოვსკის) ქალს. თუ მართალია რაც ჯერ-ჯერობით არის ცნობილი ამ საქმეზედ და თუ მართლა გამოძიება არის დანიშნული ეს საქმე ყურადღების ღირსი უნდა იყოს, აი რას იწერება სხვათა შორის „დროების“ კორრესპონდენტი გორიდამ:

„ამბობენ, რომ ამ ქალისაგან ძალით თავის დაღრჩობის მიზეზი დედა იყოვო! ამბობენ დედამისი ერთობ ანჩხლი დედაკაცი იყოვო, მუდამ სტუქსავდა თავის ქალს, მუდამ უჯავრდებოდაო, (ზოგიერთისაგან გავიგონე, რომ ხშირად კიდეც სცემდაო). ერთს ნაბიჯს თავის ნებაზე არ გადაადგმევინებდაო, ყველაფერი ეჯავრებოდაო იმის, ყველაფერისთვის ერთს ამბავს დაუწევდაო და სხვა.

„ბოლოს მოთმინებიდან გამოსულა ქალი და ამ უბედური შემთხვევის ორი დღის წინათ გაქცეულა სახლიდამ და აქაურ აფთიაქართან უფ. — შეფთან მისულა.

„ორი დღე დარჩენილა იმასთან; მესამე დღეს, უფ. შეფის ცოლს შეუტყობინებია ქალის დედისათვის რომ შენი ქალი ჩემთან არის, როგორღაც დაღონებულია, მეშინიან რამე უბედურება არ მოუვიდეს, მოდით და წაიყვანეთო.

„მაგრამ დედას ყურებიც არ გაუბერტყია: თვითონ მობძანდესო! მუქარით შეუთვლია.

„შუადღისას, 16-ს ამ თვეს, ქალს მოუყვანინებია ფაიტონი, ჩამჯდარა შიგ და უთქვამს, რომ წელის ნაპირას წამიყვანეო. მისულან თუ არა, ამოუღია სამი წიგნი, ერთი მამის სახელობაზე, მეორე დედის და მესამეც უფ. შეფის ცოლისა, გარდაუცია მეფაიტონესთვის ეს წიგნები ჩააბარე პატრონებსაო მიუცია ორი აბაზი და გამოუსტუმრებია.

„თვითონ კა ამ წამსკე გაუძვრია კაბა და სხვა ტანისამოსი, რაც ზემოდამ ეცვა, გაუშვრია სამაჯე, ბეჭდები, საყურეები, და იუპკით, პერანგით და იმის ამხანაგით ჩასულა წყალში.

იმ დროს ხიდზე ბევრი ხალხი მდგარა, ისინი ამბობან თითქმის ნახევარი საათი დაჰყო იმ ქალმა წყალშიო, ჩვენ ერთი უნამუსო ქალი გვეგონაო, რომელიც მუდამ ამ ადგილას მოდიოდა და ბანაობდაო, თორემ შიდლოვსკის ქალი რომ გვგონებოდა, როგორ გაუშვებდითო.

ნახევარი საათის შემდეგ, ქალს შუა წყლისაკენ გაუწევია, ჩავარდნილა ღრმა ადგილს და გაუქანებია წყალს“.

_____________

1 სომხები აქულისიდან მოსულნი რომლებიც ვაჭრობენ მთელს ზაქათალისმაზრაში და ძრობდნენ სულსა და ტყავს საწყალ პირუტყვს ინგილოს ხალხს და დეეჭირათ ხელში იმათი უძრავი და მოძრავი მამულები ეხლა კი ენა დამოკლებიათ როგორც ჰსჩანს.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

ვიდრე კონგრესი შეიკრიბებოდა, რუსეთისა და ინგლისის შორის, როგორც მოგესსენებთ, გაცხარებული მიწერ-მოწერა და მოლაპარაკება იყო გამართული, რომლის ავისა თუ კარგის დაბოლოვებაზედ, ცოტად თუ ბევრად, დამყარებული იყო თვით მომავალის კონგრესის მომავალი არსებობაც. რაში მდგომარეობდა ნამდვილად ეს ურთიერთშორისი მისვლა-მოსვლა და მოლაპარაკება, რასაკვირველია, არავინ არ იცოდა. ინგლისი, როგორც მოგეხსენებათ, სულ იმაზე იდგა, რომ ვიდრე სან-სტეფანოს მორიგება მთლად არ იქმნება წარდგენილი კონგრესის წინაშე, ჩემ აზრს და სურვილს აღმოსავლეთის საქმის შესახებ არ გამოვაცხადებო. მეორეს მხრით, სან-სტეფანოს მორიგების მთლად წარდგენა კონგრესში რუსეთს საწყენად და თავის დასამდაბლებლად მაანდა, მით უფრო რომ არავითარი საბუთი არ ქონდა ეფიქრა რომ მომავალი კონგრესი უკუ არ აგდებს მის უპირატესს და უმძიმესს სარგებლობას, თუ დაუთმობდა რუსეთი ინგლისს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ცოტად თუ ბევრად მიეცემოდა ხსენებული საბუთი. მაშასადამე თუ ეხლა შეკრებილია, კონგრესი სან-სტეფასოს მორიგების განსახილავად, სჩანს რომ ინგლისსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება იმგვარად ყოფილა მომართული, რომ რუისეთს მის შემდეგ აღარ გასჭირებია დათმობა ინგლისისასათვის, — დათმობა, რომელსაც რუსეთი უწინ მძიმე მსხვერპლად აღიარებდა, მართლა და საქმეც ასე ყოფილა, ერთს ინგლისის გაზეთში, „Globe“-ში დაბეჭდილა პირშეკრულობა, ანუ უკეთ ვსთქვათ, თანხმობა, რომელიც დადგენილა თურმე ინგლისისა და რუსეთის მთავრობათა შორის და რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ინგლისისა და რუსეთის წარმომადგენელთა კონგრესში ამ წერილში მოხსენებულია თუ სან-სტეფანოს მორიგების რა და რა მუხლში უნდა მოხდეს ცვლილება, ან რა გზას უნდა დაადგეს ამ მუხლთა შესახებ მოლაპარაკება, ზოგიერთ ადგილს ამ წერილისას ქვემოდ მოგასსენებთ. ჯერჯერობით უნდა მოგახსენოთ, თუ რა შთაბეჭდილება აღძრა ამ წერილმა მაგალითებრ, საფრანგეთში და თვით ინგლისშიაც ზემოხსენებულის წერილის მნიშვნელობა არსებობს არა იმაში, თუ სახელდობრ რა გვარი პირშეკრულება დაუდვიათ ერთი ერთმანეთისათვის რუსეთსა და ინგლისს, არამედ ეს მნიშვნელობა სუფევს თვით პირშეკრულობის არსებობაში. თუ ინგლისის პოლიტიკის დედააზრი და დედა-ბოძი იყო ევროპის მიერ დადგენილ სიგელთა პატივისცემა; თუ ინგლისის აზრით ამ სიგელთა დარღვევა შეუძლიან არა რომელსამე ცალკე სახელმწიფოს, არამედ მთელს ევროპას საერთოდ, მაშ ეხლა ინგლისი სულ სხვა გზაზედ დამდგარა და თვისი დედააზრიც არ დაუზოგვია, რადგანაც ცალკე პირშეკრულობა დაუდვია რუსეთთან, ამ თვალითვე დაუხვდნენ გაზეთის „Globe-ის მიერ გამოცხადებულს წერილს ყველა ისინი, რომელნიც თანაუგრძნობდნენ ინგლისის პოლიტიკას, როგორც დამყარებულს ევროპის სახელმწიფოთა ურთიერთობაზედ. მათთვის ხსენებული წერილი იმდენად მოულოდნელია, რომ მაგალითებრ ფრანციულს გაზეთს „République Française“ არც კი სჯეროდა მისი სინამდვილე, ამბობდა, ტყუილად მოგონილიაო და იწერებოდა შემდეგს: „ჩვენ ყოველთვის იმ აზრისა ვიყავით, რომ პატიკცემულ უნდა იყვნენ ხალხთა-შორისი უფლება, სიგელნი და პარშეკრულებანი, რომელთაც სახელმწიფოთ უწერიათ ხელი, როდესაც, რამდენიმე ცალკე წინად, კონგრესზედ ჩამოვარდა ლაპარაკი, ჩვენ ვაღიარეთ რომ ამ კონგრესს არავითარი მნიშვნელობა არ ექმნება, თუ მარტო იმისთვის იქმნება შეკრებილი, რომ თვისი ბეჭედი დასდვას სან-სტეფანოს მორიგებაზედ. მეორეს მხრით ჩვენ სიხარულით მივეგებეთ კონგრესის შეკრებას რომელსა წინაშე წარდგენილნი უნდა იყვნენ ყველა მომვალი ცვლილებანი აღმოსავლეთის საპოლიტიკო და ადგილმდებარეობითს მდგომარეობაში. ჩვენის ფიქრით ინგლისისაგან იყო აღიარებული შემდეგი დედა-აზრი: სიგელი, ხელმოწერილი რამდენიმე სასელმწიფოთა მიერ, შეიცვლება ან გაუქმებულ იქმნება მსოლოდ ამავე სახელმწიფოთა ნებადართვით. მაგრამ, თუ გაზეთის „Globe“-ის მიერ გამოცხადებული წერილი ნამდვილია. თუ ინგლისმა და რუსეთმა დაიყოლიეს ერთი-ერთმანეთი, მაშ კონგრესის შეკრება უქმია და საქმე ისევ ცალ-ცალკე და კერძო მოწყობილობაზედ უნდა იყოს მივარდნილი. თუ ასეა, ეჭვი არ არის რომ ინგლისს ევროპის სხვა ხალხთა თვალში დაეკარგება სახელი და ნდობა.“

არა სჯეროდათ მეთქი გაზეთს „Glole“-ის სიმართლე, მანამ თვით ინგლისის მთავრობამ არ ამოიღო ხმა პარლამენტში ამ საგანზედ. აი რა თქვა ჰერცოგმა რიჩმონდმა ლორდთა პალატში; წერილი, რომელიც დაბეჭდილია გაზეთს «Glole“-ში უეჭველად გარდაუცია ამ გაზეთისათვის იმისთანა კაცს, რომელსაც ხელში სჭერია საიდუმლო დოკუმენტები. ის წერილი გამოცხადებულია მთავრობის ნებადაურთველად. მთავრობის პოლიტიკის შესასებ იგი (წერილი) არ არის სრული, მაშასადამე არ არის სწორეა ასეა თუ ისე, აქედამ ცხადად გამოდის, რომ გზეთის «Glolex-ის მიერ გამოცხადებული წერილი მართალია, თუმცა სრული არ არის. პალატი დარჩა უკმაყოფილო რიჩმონდის სიტყვით, დიდად სამწუხაროა, სთქვა ერთმა ლორდმა, რომ ინგლისი შედის კონგრესში რა თავისუფალიო, არამედ წინადვე ხელშეკრულიო. — ინგლისის საზოგადოება ძალიან გულნაწყენია, სხვათა შორის იმითი, რომ ზემოხსენებულის შეკრებულობის ძალით ინგლისის მთავრობა დიდ დაბრკოლებას არ დაუდებს რუსეთს ყარსისა, ბათუმისა და ბესსარაბიის თაობაზედ. სამართალი მტკიცედ ითხოვსო, ამბობს ერთი ინგლისის გაზეთი, რომ ინგლისმა ხელი მოუმართოს რუმანიასაო, რადგანაც ნამეტნავად ინგლისის თაოსნობით მიეცა ამ სახელმწიფოს ბესსარაბიაო; მაგრამ ეს სამართალი გაქრა ხალხთა შორის ურთიერთობაში.“

რაში მდგომარეობს ის პირშეკრულობა, რომელიც გაზეთს „Globe“-ს საქვეყნოდ გამოუცხადებია და მით ცოტად თუ ბევრად შეურცხვენია ინგლისის მთავრობა? ამ ყრილობის ძალით ბოლგარია გაყოფილ უნდა იქმნეს ორ ნაწილად: ინგლისის აზრით ბოლგარია უნდა გაიყოს სიგანეზედ ე.ი. უნდა იქმნეს ჩრდილოეთის პოლ- თ გარია და სამხრეთისა, რუსეთი კი თუმცა დაპირეპია – ინგლისს, რომ წინ არ აღუდგება ინგლისის სურვილს, — მაგრამ მაინც უფლება აქვს დაუმტკიცოს კონგრესს ის სარგებლობა, რომელიც წარმოსდგება ბოლგარიის გაყოფისაგან აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაწილად. ინგლისის აზრით ჩდილოეთის ბოლგარიას უნდა მიეცეს სრული საპოლიტიკო დამოუიდებლობა სამხრეთის ბოლგარიას კი თუმცა მიეცემა აგრეთვე თვით არსებობა, მაგრამ მმართველად ეყოლება გუბერნატორი, რომელიც დანიშნულ უნდა იქმნეს ხონთქრის მიერ ევროპის სახელმწიფოთა ნებადართვით.

ბოლგარიის მილიციის უმაღლესი ავიტრება დაინიშნებიან აგრეთვე ხონთქრის მიერ სახელმწიფოთა ნებადართვით, სამხრეთის ბოლგარიის საზღვარი დასავლეთით არ უნდა გადასცილდეს ნოვი-ბაზარს და სამხრეთით არ უნდა შეეხოს ეგეის ზღვას. ოსმალეთის ჯარს შეეძლება შევიდეს სამხრეთ ბოლგარიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინიცობაა აჯანყება ატყდება ან გარეშე მტერი შეუვრდება, მაგრამ ინგლის სრული ნება უნდა მიაცემინოს ოსმალეთს საკმაო ჯარი იყოლიოს სამხრეთ ბოლგარიის საზღვარზედ. ინგლისი თანახმა არის, რომ რუსეთმა შეიძინოს ბათუმი, ყარსი და დაპყრობილი ადგილები მცირე აზიაში, მხოლოდ ინგლისს უფლება ექმნება იზრუნოს, რომ ხელუხლებელ იქმნეს ხონთქრის დანარჩენი სამფლობელო მცირე აზიაში, რუსეთიც, თავისის მხრით, მოვალეა ვეღარ გადააცილოს თვისი მფლობელობა ამა საზღვარს, ბესსარაბიის შესახებ ინგლისი იძულებულია გამოაცხადოს თვისი ღრმა მწუხარება მასზედ, რომ რუსეთი უსათუოდ თხოულობს მის შეძენას, მაგრამ რადგანაც სხვა სახელმწიფო, რომელთაც ხელი უწერიათ პარიჟის სიგელზედ, არა აქვთ განზრახვა თოფ-იარაღით დაიცვან ამა სიგელის მიერ დადგენილი რუმინიის საზღვარი, ამიტომ ინგლისი არ ეწინააღმდეგება გარდაწყვეტილებას ამ საგნის შესახებ მით უფრო რომ ინგლისის პირდაპირი სარგებლობა არ არის ჩართული ამ საქმეში.

გარდა ამისა ზემოსსენებულ პირშეკრულობაში მოხსენებულია, რომ ინგლისსაც ხმა უნდა ჰქონდეს ეპირისა, თესსალიისა და სხვა ოსმალეთის სამფლობელოთა წყობილობაში.

ამ უკანასკნელმა გარემოებამ იმედი უნდა გაუწყვიტოს საბერძნეთს, რადგანაც, როგორც სჩანს, ინგლისს განზრახვა აქვს ბერძნული პროვინციები ისევ ოსმალეთის ხელში დააგდოს, საბერძნეთის აზრით ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ მშვიდობიანობა არ დამყარდება, ვიდრე ეს პროვინციები საბერძნეთს არ შეუერთდებიან, მაშასადამე ამ მხრით იმედი არ არის, რომ კონგრესმა მკვიდრი შედეგი მოიტანოს აღმოსავლეთის საქმის შესახებ.

რაც შეეხება კონგრესის მოღვაწეობას, მის შესსებ, როგორც მოგეხსენებათ, დიდი სიდულობა სუფევს, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ბევრი რამ ისმის, და თუ დეპეშით გამოგზავნილი ამბები მართალნი არიან, ჯერ-ჯერობით ცნობილია შემდეგი: რუსეთს დაუთმია კონგრესისათვის ბოლგარიის საზღვართა შესახებ, ასე რომ ბოლგარია არ უნდა გადასცილდეს ბალკანიის მთებს. ამა მთების ციხე სიმაგრენი ოსმალებს უნდა ეჭიროთ, ამის ბადლათ რუსეთის მოთხოვნილებისამებრ სამხრეთ ბოლგარიაში აღიარებულ უნდა იქმნეს უსათუოდ თვითარსება (автономiя), და ამ ბოლგარიაში უნდა იდგეს ოსმალეთის მილიცია და არა ჩვეულებრივი ჯარი ოსმალეთს შეუძლიან დაიჭიროს ბოლგარიის საზღვარზედ სიმაგრეები, თვითონ ბოლგარიამ უნდა ამოირჩიოს თვისი მთავარი. რაც შეეხება მცირე სახელმწიფოთ, რომელნიც კონგრესში მონაწილეობას თხოულობდნენ, საბერძნეთს კი ასრულების წადილი, მაგრამ რუმინიის შესასებ კი იმედი არ არის, რომ მისი ხმაც შეისმინოს კონგრესმა. საბერძნეთს მოისმენენ მხოლოდ იმ საგანთა თაობაზედ, რომელნიც პირ-და-პირ შეეხებიან მას.

გორჩაკოვს კონგრესში უთქვამს თურმე შემდეგი: „ჩემმა ამხანაგებმა ბევრი რამ დასთესეს და გადააჭარბეს კიდეც იმ დათმობას, რომელიც წინადვე ქონდა რუსეთს განზრახული, მაგრამ კარგად ვიცი რა გრძნობაც უღვივით ჩემს ამხანაკებს, და ამიტომ არა ვითარს უარს არ ვჰყოფ მათ გარდაწყვეტილებას, ხოლო მე მსურს გამოვაცხადო, რომ ეს მსხვერპლი მოტანილია მხოლოდ მშვიდობიანობის სურვილის ძალით და არა ვითარი ანგარობა არა სუფევს“, ბიკანსფილდმა განუცხადა თ.გორჩაკოვს კთნგრესის პატივი ამა მსხვერპლისათვის და აღიარა იმედი, რომ შემდეგ მოლაპარაკებაში გორჩაკოვსაც იმ გვარივე მიდრეკილება დაუხვდებაო.

პარიჟში, 5 ამ თვეს შესდგა ყველა ქვეყნების მწერალთა კრება, რომელსაც უმთავრესად აქვს განზრახვა გასიხილოს და გამოიკვლიოს სალიტერატურო საკუთრება და მომართოს ხეირიანად და მკვიდრად. საფრანგეთის მწერალმა ედმინდ აბუმ შმდეგის სიტყვით აღიარა კონგრესის განზრახვა: „საჭირო უცხო ქვეყნის მწერლის უფლებათა დაცვა; ამისათვის დადგენილ უნდა იქმნეს შესაფერი ხალხთა შორის კანონი; საჭიროა რომ წიგნი ან წერილი რამ სამზღვარ გარედ არ გამოიცეს თვით ავტორის ნებადაურთველად. წარმოდგა შემდეგ ვიკტორ ჰუგო, კონგრესის თავმჯდომარე, და სთქვა სხვათა შორის შემდეგი: აწინდელის დროის დიდებაც იმაში არსებობს, რომ იგი სიტყვას აძლევს, ალაპარაკებს ცივიილიზაციას, წრევანდელმა წელიწადმა აღიარა პარიჟის გამოფენით აღებ-მიცემობასა და წარმოების ერთობა, ვოლტერისათვის დღესასწაულობით — ფილოსოფიათა ერთობა და ამ კონგრესით მწერლობათა ერთობა.

„აღებ-მიცემობა და ნივთიერი წარმოება ეძებს სარგებლობას, ფილოსოფია ეძებს ჭეშმარიტებას, ლიტერატურა ეძებს მშვენიერებას (lebeau). სარგებლობა, ჭეშმარიტება, სიმშვენიერე, აი ის სამგვარი მიდრეკილება, რომლისათვის იღვწის კაცობრიობა.

„თქენ აქა ხართ, ამ დიდებულ პარიჟში, უფალნო დესპანნო ადამიანის ჭკუა-გონებისა, მშვიდობა თქვენი ნახვა! საფრანგეთი გაძლევთ სალამს! შევიდეთ ერთად დიდებულს სამშობლოში, ე.ი. ჭეშმარიტებისა და სამართლის სამფლობელოში,“ შემდეგ პოეტმა ქება შეასხა სწავლას, განათლებას, აზრთა განვრცელებას. „უცოდინარობა არის ბინდიო, რომელშიაც ტრიალებს სიბოოროტე“, დაუმატა მან.

3 რუსეთი

▲ზევით დაბრუნება


რუსეთი

ხუთს თიბათვეს, პეტერბურღში მოხდა ერთი საშინელი და ღირს შესანიშნავი ამბავი, აპრაკსინის ქუჩაში, შუადღის სამ საათზედ, ერთს ვაჭარ კაცს პეტრე ნიკიტინს დაუნახავს, რომ ვიღაცა მატროსს (ზღვის ჯარის კაცს) მის სახლიდამ ბოხჩა მოაქვს. ნიკიტინს ქურდად უცვნია ის კაცი, გამოსდგომია და დვორნიკების[1] შემწეობით დაუჭერია კიდეც. დვორნიკებს, რომელნიც კაზანის თათრები ყოფილან, წაუვლიათ ხელი მატროსისათვის და დროშკასთან მიუყვანიათ პოლიციაში წასაყვანათ, მატროსს დაუყვირნია: „ბიჭებო, მიშველეთ! თათრები მკლავენ!“ ამ ყვირილზე მისცვივნია თურმე მრავალი ხალხი (მომეტებულად სხვა და სხვა ხელოსნები, რომელნიც ამ ქუჩაში გროვდებიან საუფლო დღეებში) და გაუნთავისუფლებიათ მატროსი დვორნიკებისაგან, იმ დროს ვიღაცას დაყვირნია: „თათრებს უნდა ვცემოთო“ და ამოდენა, თითქმის ხუთი ათასი კაცი აღშფოთებული და ნახევარზედ მთვრალი ხალხი შევარდნილა იმ ეზოში, რომელსაც ეკუთვნოდნენ დვორნიკები, ამათ, რასაკირველია შეშინებიათ და დამალულან, ხალხს დაუწყია მათი ძებნა. ჯერ შესულან დვორნიკის სადგომში, სადაც დახვედრით ვიღაცა მოვაჭრე თათარა და მეზობლის სახლის დვორნიკი, ხალხს დაუწყვია მათთვის ცემა. შემდეგ კიბეზედ უპოვიათ უფროსი დვორნიკი, და ძალიან უცემიათ, მერე ვიღასაც უჩვენებია, რომ ამა და ამ ოთახებში კიდევ ერთი თათარი დვორნიკია დამალულიო, გაბრაზებული ხალხი ასულა თურმე და უნახავ ვიღაცა დედაკაცი, რომლისათვისაც უთქვამთ: თუ თათარს არ გამააჩენ, შენ ბავშვს ფანჯრიდამ გადავაგდებთო. კაცს ყმაწვილი წაურთმევია და უთქვამს — „თუ ჩემ შვილს გადააგდებთ, მეც თან გადამაყოლეთო“ მუქარის აღსრულება ვერ გაუბედნიათ. ამ დროს დვორნიკმა, რომელიც მართლა აქა ყოფილა, სხვის გადასარჩენად თავისი თავი გადუდვია ფანჯრიდამ გადავარდნილა, (მესამე სართულიდამ). ეზოშიც ხალხი მდგარა რომელსაც მოუტაცნია ეს უბედური და დაუწყვია ცემა. გარდა ამისა გაბრაზებულს ხალხს დვორნიკის სადგომი სრულიად აუოხრებია: ფანჯრები დაულეწია, მებელი ლუკმა-ლუკმა უქცევია და ეზოში გადუყრია; ქვეშაგები და ტანისამოსი ნაკუწ-ნაკუწად დაუფხრეწია.

ერთის სატყვით, ისეთი ყოფა უქნიათ, რომ ადგილობრივ პოლიციასაც კი ვერა მოუხერსებია რა და ჟანდარმების მიშველებაც დასჭირებიათ, და ამათ ძლივ-ძლიობით გაუყრიათ ხალხი და დაუტუსაღებიათ მოთავენი, ამ არეულობაში. თუმცა არავინ არ მომკვდარა, მაგრამ დაჭრილი კი საკმაოდ არიან ნამეტნავად (თათრები — დვორნიკები). რაც შეეხება მატროსს, მას ამაობაში გაპარვა მოუსწრია.

ზემოდ მოგახსენეთ, რომ ეს ამბავი ღირს შესენაშნავია-მეთქი. მამულისა, სამშობლოისა, თვისის გვარ-ტომობისა, თუ სარწმუნოების მოყვარეობა კარგი და საქები რამ არის, მაგრამ იგი არის სასარგებლო და ნაყოფიერი ძალა მხალოდ მაშინ, როდესაც მას უძევს ნიადაგ სრული და თვით ცნობილი გრძნობა და გაგება; როდესაც იგი იმ ცხოვრებას მოსდევს, რომლისათვის ყოველს კაცს გულდაჯერებით შეუძლიან იკისროს პასუხის გება, — იმ ცხოვრებას მეთქი, სადაც სუფევს გრძნობიერი და განვითარებული ურთიერთობა. მაგრამ როდესაც ცხოვრება გარემოცულია თვალ გაუწვდენელის სიბნელით, როდესაც დღეს ერთს აღებინებენ ხმას ხვალ მეორეს, (რა გვარ წკრიალსაც მოითხოვს დღევანდელი თუ ხვალინდელი საჭიროება), მაშინ ნუ გიკვირვებთ თუ თვალწინ დაგიდგათ გასაოცარი, მოულოდნელი და მასთანვე საზიზღარი მოვლენა; ნუ გაიკვირვებთ თუ მოგიგეს „ჩვენ ვართ შენი ხორცი ხორცთაგან, ძვალი ძვალთაგან“.

____________

1 დვორნიკები არიან სახლისა და ეზოს მომვლელნი და ღამით ჩვენი ასასების თანამდებობის ასრულებენ

4 მგზავრის შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


მგზავრის შენიშვნები

გაზაფხულს ორის სიამოვნებისთვის მოველოდი: ერთის მხრით გადავრჩებოდი შემავიწროებელს ზამთარს მასთან ხანგრძლივს ტყვეობასაც, მეორეს მხრით, გაზაფხულზე მეწადა პატარა მგზავრობა სამშობლოსკენ.

გაზაფხული თავისის მშვენიერებით, ახალის გაღვიძებულის ბუნებით, როცა გზაზეა კაცი, ასიამოვნებს, ატკბობს თვალსა და სამშობლოში წასვლა კი — გულსა.

როცა ეს ორი სიამოვნება შეერთდება ერთად, მაშინ ის კაცი, რომელშიც ესენი სუფევენ, არის უსაზღვრო ოცნებაში და მეტის სიხარულით მთვრალი, მაგრამ, რაც გინდა ოცნებაში და სიმთვრალეში იყოს, მაინც მგზავრობის თადარიგს უნდა შეუდგეს. მეც ამ ჰაზრისა ვარ.

„წასვლა სჯობს წამავალისა
არ დაყოვნება ხანისა“

ჩემი ხელობა იმასთან ხელობაა, რომ მუდამ და თავის დროზე, როცა მინდოდეს, თავისუფლება არა მაქვს — საცა ვის ურგებ ვერ წავალ მე ბედმა სამსახურის კაცად გამომიყვანა. ხომ იცით, სამსახური კაცს არა თუ ყრის სამშობლოს და ობლებს, არამედ კოჭავს კაცს და კაი იმას ვინც შეიკოჭება, ე.ი. სამსახური არის იმისთანა ჯაჭვი, რომელიც ჰთოკავს კაცს, როგორც გაშინაურებულს დათვს და თვით მისი ხელობაც მეორე არას ჯაჭვია, რომელიც საიდაც ისურვებს, იქით წაიყვანს…

რა აღტაცებაში და სიხარულშია ის კაცი ანუ დათვი, რომელიც ხანდისხან შემთხვევით განთავისუფლდება იმ ჯაჭვისაგან და თავისუფლად ისუნთქებს?! მაგრამ ბედუროდ, რაც გინდა სიხარულში და აღტაცებაში იყოს, მაინც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ დარეშემოებას. რა ვქნა, ჩვენი სუფელი ასე ბრიყვულად არის ნაშენი… მართალია ჩვენ ბევრი რაიმე არ გვინდა, მაგრამ ძალად მოგვანდობენ ხოლმე - ნათქვამია: ძალა აღმართს მოხნავსო…

როცა მოვიდა დრო და დროებით რომ მოვიშორე კისრიდამ ჯაჭვი, მაშინვე შევუდეგი ბეჯითად, როგორც მოგახსენეთ, მგზავრობის თადარიგს, კაცი რომ ერთ საქმეს სიხარულით და სავსე ნდობით შეუდგება, მაშინ ის საქმეც უეჭველად კარგა წავა, რადგან, როცა კაცი მხიარულად არის, იმისი ტვინიც მჭრელ-მახვილად არის და ყველაფერის მიხვედრა აქვს. მეც შემთხვევით ვისარგებლე და ვიფიქრე: მარტო წასვლა ჩემი უიმისოთაც ცარიელა ჯიბესათვის მავნე იქმნება-თქო, სჯობია, თანა მგზავრი მოვნახო, უფრო სასარგებლო იქმნება კიდევ, მეთქი, ვსთქვი და თქმა საქმედ გადავაქციე და ისე სიკეთე შენა გქონდეს, უფალო მკითხველო, რა კარგი თანამგზავრი მე ვიშოვნე. ახლა საქმე იმაში კი არ არის, რომ ვიშოვე, საქმე იმაშია რომ ჩინიანი თანამგზავრი ვიშოვე, მაშ გაიგეთ?..

როგორც ჩვეულებაა, როცა გავიცანით ერთმანეთი ჯერ გავზომეთ ერთმანეთი მოკინკლავე ყვინჩილებივით და აღმოჩნდა, რომ ჩემს თანამგზავრს ახლად დაუსრულებია კურსი და გაუმწესებიათ სადღაც სამსახურში და იმ სადღაცში მიდის.....

„ჩინიანი“ მოგახსენეთ, მაგრამ ჩემს თანამგზავრს ჩინი მარტო მხრებზედ ჰქონდა, თვალებში კი, უკაცრავად ნუ ვიქმნები.

— მაშ მივდივართ? მკითხა ჩინიანმა და ზედაც დაამატა; დიდად სასიამოვნოა ჩემთვის, რომ თქვენთან მივდივარ, რადგან აქაური ხართ, ზოგიერთს საინტერესო საგნებს ამიხსნით — გამომადგებითო.

–– ახ, ჩემთვის (უფრო ჯიბისთვის) მიმტებულად, უფალო, სასიამოვნო გახლავს, რომ იქესთან წასვლის ბედნიერება მაქვს, მეც მივეცი ხურდა ჩემს „ჩინიანს.“

სამგზავროდ მზად ვიყავით, ჩავსხედით რუსულ ურემში და დავადექით გზასა, წან გაგვეშალა მშვენიერი მწვანე ბალახით მოსილი, დიდ- მარხვასავით გაჭიმული ქვიშხეთის მინდორი, ქვიშხეთის მინდვრის სიდიდემ, როგორღაც შემაკრთო, მაგრამ იმითი ვანუგეშე ჩემი თავი, რომ დიდ-მარხვას, იმის ჯონჯოლ-ლობიოს გაუძელ და ამას ვერ გაუძლებ მეთქი.

ჯერ მე და ჩემი „ჩინიანი“ ვიყავით ჩაფლული ფიქრებში. მარტო ისმოდა ზარის წკრიალა და ჩვენი ურმის თვლების ხრიალი შეერთებული ცხენების ფეხის ხმასთან, ჩემი თანამგზავრი რას ფიქრობდა, სად მირბოდა მასი აზრი, ახლაც არ ვიცი, ჩემი კი ძალიან შორს ფრინავდა და იმისთანა ალაგას, რომლისთვის მე იმ წამს შევწირავდი ჩემს მთელ ახალგაზდობას; უკეთუ ის ფიქრი და ოცნება გამართლებული ყოფილიყო, მე ჩემს თავს უბედნიერეს არსებად ჩავთვლიდი.

ჩვენ გარშემო-არეს ხავერდივით მწვანეთ მრთელი მინდვრები და ნორჩი-ახლად ამოსული ყანები ამშვენებდნენ, როგორც კეკლუც ქალს ახალი ტანისამოსი და სამკაული;

მტკვრის ღუღუნმა გამოგვიყვანა დროებითის ძილისაგან. ოჰ, რა ნაირდ გამეხარდა, როცა გნახე ჩემი ძველი ნაცნობი და მეგობარი მტკვარი! გამეხარდა, მაგრამ, მაგრამ რა ვქნა, რომ ის მტკვარი აღარ იყო, რომელიც მენახა ჩემს ყმაწვილობაში — ის სიწმინდე, ის სინორჩე, ის სიმშვიდე აღარ ეტყობოდა მტკვარი აღელვებული, ბრაზიანათ მირბოდა და ისე უწყალოდ ბუდბუტებდა, რომ მე გული გამისქდა კინაღამ. ის არის საქმე და უბედურება, რომ ვერ გავიგე და არ ვიცი, რა იყო მიზეზი იმას შფოთისა....

ვეკითხები იმის მშვენიერ კიდეებს; რათა, რათ არის ესე გამწერალი მეთქი? — პასუხის მომცემი არავინ იყო.

რაც გინდა გამწყრალი იყოს მტკვარი, მაინც მე მიყვარს იგი. თუმცა თერგს მოჰყავს ბევრი აღტაცებაში თავისის ხმოვანებით და მრისხანე სირბილით, მდიდრად მორთულის კიდეებით და უღვიძებს ბევრს გრძნობას ადამიანს, მაგრამ არა, მე ის არ მიყვარს; მე ის უნახავად შემძულდა, რადგან ის მამულის ერთგული არ არის, როგორც მტკვარი, ის მამულისგან მირბის უცხო ქვეყნებში და ამშვენებს სხვას, არა ჩგენსას…

მე მტკვარი მისთვის მიყვარს, რომ ის არის მამულისათვის თავ-განწირული და ერთგული, ის ჰყოფს იმის ჭირს და ლხინს შუაზე და უგრილებს ბევრ მამულის შვილს დახშულს გულს…

რომ მივედით ბორჯომის ხეობაში ჩემი „ჩინიანის“ გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, სასიამოვნოთ წინ წარმოგვიდნენ მრავალი და ათას ნაირი თვალის და გულის დამატკბობელნი სურათები: მაღალის ზურმუხტის ფერის ტყებით შემოსილნი კლდეები, ძველი ციხები, მაღლიდამ გადმომყურალნი, რაღაც საიდუმლო შეხედულებით და ზედ ნისლის თეთრ ჩადრ წამოფარებულნი, ვის ყურადღებას არ მიიქცევენ? მეტადრე იმისთანას ას, რომელსაც ვაკე მინდვრების მეტი რა უნახავს რა…

რამდენიც წინ მივდიოდით, იმდენი ბუნება მშვენიერდებოდა და ამ სიმშვენიერემ ჩემი ამხანაგი სულ გადაირა, ის იმ წამს მზად იყო ორი ჩინის მაგიერად ჰქონოდა ოც-და-ხუთი, მაგრამ საუბედუროდ ორიც არა ჰქონდა საწყალს მთელი…

მაინც გულმა არ მოუთმინა, გაიკეთა პანსნები — სათვალები და ისე ოთხის თვალით დაიწყო ყურება, მაგრამ იმითაც არაფერი არ გამოვიდა, რადგან ოთხი ერთად არა ღირდა!

ახალ-დაბასთან რომ მივედით დღე კარგათ გაჩაღებული იყო. ახალი-დაბა არის პატარა ორმოც-და-ათამდი კომლიანი სოფელი, ნაშენი მტკვრის პირზე მარჯვენა მხარზე. აქ არის სახლი ტყის მცველისა და იქიდამ იგზავნება ტივები ქალაქს.

ამ სოფლის ახლო იმისთანა ბუნება იყო გონების აღმტაცე და იმისთანა სურათი, რომ რაც გინდ გაჩქარებულ მგზავრ — მხატვარს გამოევლო, მაინც უნებურად გაჩერდებოდა და იმ ადგილის მდებარეობას გამოხატავდა ქაღალდზედ. — წარმოიდგინეთ კუნძული, რომელიც ჰყოფს მტკვარს ორ ნაწილად; მტკვრის ერთ ტოტის კიდიდამ კუნძულამდისინ გადადებული ხიდი, რომლის ბურჯებს შუა მტკვარი მქეფრად მირბის აქაფებული ცოტა შორს-მაღლა კლდეზე ძველი ციხე; მარჯვნივ გაფენილია სოფელი, მშვენიერი ტყე და ბაღები; ახლად აყვავებული თეთრ ბამბისავით ტყემლის ხეები და ბევრი ამისთანა ბუნების მორთულობა, მაგრამ, ოჰ! მე უბედურს სად შემიძლია, ჩემი სუსტის კალმით აღვწერო ჩვენი სამმობლოს მშვენიერება!..

კიდევ რაღაებიც ბევრი იხატებოდა ჩემს ჰაზრში ამისთანები, მაგრამ ღმერთი გაუწყრა, და ჩემა „ჩინიანმა“ ამოიღო ხმა და გაჰფანტა ეს ტკბილი ჰაზრები.

– ამ ხშირ ტყეში, მე ვგონებ ბევრი ნადირი უნდა იყოს? მკითხა მან.

– როგორ არა: გახლავს საკმაო-მეთქი.

– რა ნადირი შხვდება კაცს აქა?

– ირემი, შველი, მელა და მგელი.

– დათვი არ დაიარება ამაებში?

– ბევრად არა. დადიან თითო ორ-ორა.

– ოო! ჩვენში ტყეები სავსეა დათვებითა; უფრო მომეტებულად სხვილი დათვები იცის ჩვენში — ტყე სავსეა.

სულ დაწვრილებით აღვწერო ჩემი მგზავრობა და ის შთაბეჭდილება, რომელიც მე მივიღე გზაში, ბევრზე წავა. ვაი თუ მკითხველიც მობეზრდეს და ერთი გულიანათ შემომიკურთხოს მისთვის, ვგონებ, უფრო უპრიანესი თქმნება, რომ შემოკლებით ვიარო ისე რომ არც მწვადი დაიწვას და არც შანფური.

ისე სჯობია.

შუა დღე იყო, როცა მიველით ბორჯომს. ჩვენი იქ მისულა და უბედო პატარძლის ბედისავით შხაპ-შხუპიანი წვიმის მოსვლა ერთი იყო; ფოშტის სტანციაში დავაბარეთ, რომ ცხენები მზად ჰყოფილიყო, მე და ჩემი ამხანაგი წავედით სადილის საშოვნელად და კიდევაც ვიშოვეთ, თუმც ძვირი, მაგრამ გემრიელი კი.

ბორჯომი ახლად ირთვება ბუნებით. როგორც ბევრი სახლებია, ისე ხალხი იქ იმისდაგვარად არ არის, რასაკვირველია, ბორჯომი ზამთარში წარმოადგენს გამქრალ ფუტკრის სკას, ახლა კი წარმოადგენდა ახალგაზდა და ახალ „მოდნის“ ქალსა, რომელსაც ახლად დაეწყოს ტუალეთვის მართვა; მაგალითად, ისე რომ კაბა ჰქონოდეს ნახევრამდის ჩაცმული, ყელს, ყურს და თმას, კაბის ჩაცმის დროს ისწორებდეს სარკის წინ და ზოგის ტანისამოსის ჩაცმას ახლად იწყობდეს.

სადილი გავათავეთ. ცხენები მზათ იყო. ათი წუთის შემდეგ ვიყავით გზაში. წვიმის გამო ძრიელ ატალახდა. ჩვენის ურემის გორგორები გვესროდა უწყალოდ ტალხს — არ ზოგავდა არც ტანს, არც ულვაშს და არც საბრალო წვერს, უფრო იტანჯებოდა საწყალი, ყველსაგან დაჩაგრული წვერი.

ელია წმინდამ გადმოგვხედა გამოადარა და ჩვენც მივედით აწყვერს. აქ ბუნების ფარდამ გამოიცვალა სახე - ხშირის ტყით მორთულის მთების მაგიერად, აქ ეჩხირებიან თვალში კაცს ტიტველი მთები.

თითქოს მთელ გზას არ ავცილებივართ ერთგულს მტკვარს, გეგონება ერთი თანამგზავრიც ჩვენი ეგ იყოს. მოდი და ნუ შეიყვარებ!

აწყვერი მდებარეობს მტკვრის პირზე, აქვს მშვენიერი მდებარეობა; აქ მაღალ კლდეზე დგას თავის დროზე მგარი ციხე. ეს ციხე ისე ახალია და ისე მშვენიერი, რომ გეგონებათ დიდი ხნის ნაშენი არ იყოსო, ამ ციხეს, როგორც მიამბო ერთმა იქაურმა, ახირებული სახელი დაურქმევია თამარ მეფეს, რომლის ნაშენიც არის. ეს ციხე აუშენებია, რასაკვირველია, იმ დროს, როცა ჰქონია გაჭირება მტრისაგან, ძალიანიც საჭირო ყოფილა ამ ალაგას ციხე მტრისაგან დასაცველად თავისის საყვარელის ერისა. როცა გაუთავებია იმ ციხის შენება, სიხარულით უთქვამს „. . . . . . . . . . “ და იქიდამ დარჩენილა სახელად „აწევერია“. აწყვერში სულ ას მოსახლეზე მეტი მცხოვრები ირიცხება. იმათ რიცხვში არიან: ქართველები, სომხები, ურიები და თათრები (გამაჰმადიანებულნი ქართველები,) თათრებს აქვთ მადრესე - შკოლა, შკოოლაში ასწავლის მოლლა. აწყვერი განიყოფება ორნაწილად — ერთში ცხოვრებენ გლეხები, მომეტებულად თათრები, მეორეში ვაჭრები და იწოდება „დაბათ“. ერთი უბანი ერთდება მეორესთან გძელის უბრალო ხიდით, გადადებულით მტკვარზე.

აწყვერს რომ მოვშორდით, ბუნების მშვენიერება მომეტებულად გაგვშორდა და წინ გადმოგვეყუდა უფრო და უფრო პოსლიკა მთები და ტიტველა მინდვრები. კარგა რომ გამოვცილდით ძეგლს, რომელიც არის ახალციხიდამ ხუთ ვერსტზე, უეცრად დავინახე ახალციხე. გული როგორღაც შემითრთოლდა — ეს თრთოლა იყო სიყვარულისა. დავინახე ის ახლციხე, სადაც ჩემი პირველი ჟამი ახალგაზდობის, გამიტარებია, ავივსე მრავალის რაღაც უცნაურის გრძნობით, ერთის წვის შემდეგ ეს გრძნობა გადამექცა უსიამოვნებად, როცა დავინახე შორიდამ ნაცარ მიყრილი ახალციხე. შედარება ჩემი არ იყო შეცდომილი, რადგან ნამდვილად ახალციხეს აქვს იმნაირი მგზავსება ნაცარი მიყრილს კაცის პირის სახესთან, როგორც ორს ცვარს წყლისა ერთმანეთთან, ჯერ გამიჩნდა ახალი ნაწილი ახალციხისა და მემრე ეგვიპტის პირამიდები — ჰკული ქალაქის დარბაზების მაღალი ბანები.

ახალციხე დამხვდა ტალასით, ტბებით სავსე. ჩემდა საუბედუროდ მე უნდა ავსულვიყავ ძველ ქალაქში, მაგრამ ჩემმა მეურმემ არ მოინდომა ჩემი აყვანა, თუმცა იმისი აუცილებელი ვალი იყო,მაგრამ თუ არ უნდა კაცს, რა უნდა უყო? მაშინ კიდევ ჩემს ჯიბეს მივმართე და მეურმეს ჩაუდე ჯიბეში წკრიალა აბაზები და აველი ძველ ქალაქში. სწორედ მოგახსენოთ აღმართმა გაგვიჭირვა საქმე. როგორც იყო ამოვცოცდი და აღმართის თავზე შევწირე მადლი ბახუსტას და ვადიდე დიდი ალლახი. ამ ჩემის ლოცვისა მოწამე იყვნენ: ჩემი მეურმე და უფანრო ფარანის სვეტი, ობლად მდგომი აღმართის თავზე. ეს სვეტი მარტო ჩემის ლოცვის მოწამე როდია; ის არის მოწამე კიდევ იმისა, რომ დიდი ხანია იმის თავს არ ჰღირსებია ფარანი და კითევ იმისა, რომ მთელ ძველს ქალაქს მარტო იმისი ფარანი ანათებდა როდესღაც წარსულ საუკუნეში და ახ, კიდევ იმასა, რომ ძველი ქალაქელები — ქართგულები არ არიან სინათლის ღირსნი, ისინი ბნელში უფრო მოსვენებით არიანო…

როგორც მშიერს ჭამა სჭირდება, ისე დაღალულ კაცს-მგზავრს მოსვენება. მე ის ნახევარი დღე და მთელი ღამე შევწირე ჩემს მოსვენებასა, მეორე დღეს გამოვედი ბაზარში, როგორც თავის მოყვარე ნიკორიანი კაცი. რა საკვირველია, მინდოდა ცხვირ აწევით მეარა, ვა, ხუმრობაა კაკარდიანობა! მაგრამ საუბედუროდ ძველი ქალაქის ოღრო-ჩოღროებმა კისერში ჩამკრეს ორჯერ-სამჯერ ფეხი წავჰკარ ლოდებს წავიბორძიკე, მაშინ თავი დავიღე და დავიწყე თავდახრილმა, სიფრთხილით სიარული და ვიოთხთვალე, რომ კისერიც არ მოგიტეხო მეთქი.

ბაზარში სიფთაზე დამხვდა ეს ამბავი; ერთის ფრანგის მღვდლისათვის ვიღაც უსინიდისოს — ქურდს რვა ქათამი მოეპარა, ასე საქმე იმაში კი არ არის, რომ მოუპარავს, საქმე იმაშია, რომ მაშინ მოუპარავს იმ ქურდს, როცა საწყალი მღვდელი დიდ-პარასკევს ღამეს ყოფილა ღამის მოქადაგეთ საყდარში…

ბაზარში ბევრის „ხოშგელდის“ და ბევრის ნაცნობების შეხვედრის შემდეგ, შემხვდა იმისთანა კაცი, რომელიც, თუმც არ იყო საზოგადოების თვალში გამოჩენილი, რადგან არ იყო სუფთათ ჩაცმული, მაგრამ ამის თვალში საზოგადოება ჰსჩანდა, კარგად და დაწვრილებით კი იცოდა ახალციხის გარემოება.

— რა მდგომარეობაშია ახლა თქვენი შკოლა ძველ ქალაქში? იყო ჩემი პირველი კითხვა, რადგან იმ დროს დავინახე სასახლე, რომელშიაც თავსდებ, ეს შკოლა.

— ისე თქვენი მტერი ყოფილა, რა მდგომარეობაშიაც ის არის, მიპახუსა.

— როგორა?

— როგორ და ისე, რომ ახლა ჩვენი შკოლა ისე დასუსტდა, ისე დამატარავდა და შემსუბუქდა, რომ მაღლა ავიდა და ეკკლესიის სახლების ერთ კუნჭულში მიიმალა.

— მასწავლებელი ვინა გყავსთ?

— არავინა.

— როგორ თუ არავინა. შაგირდები ხომ დადიან? თუ მასწავლებელი არ ეყოლებათ, რიღასთვის ივლიან?

— მართალია გვყავს მასწავლებელი, მაგრამ ამისთანა მოდას უყოლობა სჯობია, აბა, ყარდაშ კაჭკაჭმა ყვავს რა უნდა მისცეს, თუ თვითონ არა აბადია რა.

ამ დროს მივვახლოვდით ეკლესიის სახლებს, რომელშიაც თავსდება ახალციხის — რაბათის შკოლა და რომელზედაც ბაასი გვქონდა ჩვენ იმ დროს შემოგვესმა მასწავლებლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ძმიდა ეგლესია არის ჩვენი დიდი თავი. ბიჯო, ჩუმად იყავი! ვინც ბევრსა ჯამს, ის სუგანია. დასძერე ბიჯო“! და სხვა ბევრი ამისთანები, საწყალნი წ.ყ. ჭ. კ–ბი უწყალოდ იტანჯებოდნენ, რადგან ახალციხის ახალ თაობის განმანათლებელს ამ ასოების გამოთქმა ვერ შეეძლო, როგორც ახალ-ციხელს — აზრუმელს სომეხსა.

— აი ეს ტრაცუ გახლავს ჩვენი მასწავლებელი.

ეს სასწავლებელი იყო ერთ დროს კარგი რიგზე. მანდ სწავლობდნენ ძველი ქალაქის პაწაწინა ღარიბი კაცის შვილები, რომელთათვის საძნელო იყო სიარული გაღმა სამაზრო შკოლაში. ამავე შკოლით სარგებლოდნენ მართმადიდებელი ყმაწვილებიც. მაშინ ამ სასწავლებელს მზრუნველად ჰყავდა უფ. მ. მეფისოვი, რომლის ბეჯითობით სასწავლებლის საქმე უკეთესად მიდიოდა. იმან აიღო ხელი და იმ სასწავლებლის ბედიც შეიცვალა „ფური მოკვდა, კასრი გატყდა, ხბოს რაღა დაემართებოდა!“

ეს უფალი, როგორც გავიგე ახლა ახალციხეში მოსვლას აპირებს, დროებითი თუ სამუდამოთ, არ ვიცი სასურველი იქმნებოდა ყურადღებას მიაქცევდეს ამ სასწავლებელს...

— რატომ არ მზრუნველობთ, რიგზე არ ჩააგდებთ, რომ რიგიან და შესაფერ გზაზე წავიდეს შკილის საქმე-მეთქი; განა სირცხვილი არ არის ძველის ქალაქისათვის, რომ ერთის შკოლის შენახვა ვერ შეგიძლიათ? უკანასკნელ სოფლებშიც კი აღებენ ახლა შკოლას, თქვენ რა გემართებათ?

— ეჰ, ყარდაშ რას ბძანებთ, ვინ უნდა უგდოს ყური? ჰეჩდიდი აღები იდარდებენ? ისინი თავიანთვის ცდილობენ და ჩემისთანა არაკასაც გზასაც არ აძლევენ, ხომ მოგეხსენებათ, ახლანდელ დროში ღარიბი ბრძენიც რომ იყოს, მაინც იმისი სიტყვა არ გავა. აი არ იღუპება ეკკლესიის ფულები. ჩვენ სულ უთავურობით ვიღუპებით, — ჯანუმ, ჩვენ თითო ფარებით ვწირავთ ეკკლესიას, რა არის გამშვენდეს ეკკლესია და ჩვენ მკვდრებსაც არგოს. ჩვენი თითო გროშობით მოგროვილი ფულები ჩაიგდეს, ბატონო, დიდმა აღებმა და ბროი-ბროითა სჭამენ, ხმის გამცემი ვინ არის? როგორც ნათქვამია: კოვზით მოგროვილს, ციცხვით მიირთმევენ.

— ვინა სჭამს? ვისზეა ის ფულები?

— დიდ აღებზე: ქ. წ. მ. და ხ...ზე.

— რათა? პირს კი ნუ აღებთ თვალები გაახილეთ ნუ აჭმევთ რა!

— ვინ არის კაცი, ვინ უნდა იკისროს? აკი მოგახსენეთ მდიდრები დიდი აღები არ იწუხებენ თავს, ღარიბსაც სიტყვა არ გაუდის: ავი ძაღლი თივაზე იწვა, არც თვითონა სჭამდა, არც სხვას აჭმევდა…

— მაშ აქ რომ ასეა, სოფლებში სულაც არ იქმნება შკოლები? კიდევ ვჰკითხე მე.

— არც ერთ სოფელში.

— ჩემი მობაასე მამშორდა, მაგრამ ეს სასიამოვნო სიტვა — „არც ერთ“ თან კი არ წაიღო.

ამ სასწავლებლის გარდა ქალების სასწავლებელიც არის ძველ ქალაქში, ამ ორ და-ძმების ბედ იღიალის შორის ბევრი განსხვაებაა.

პლანი - ახალი ნაწილი ახალციხისა თავისთვის ბატონივით არის. რად არ იქმნება? ვაი იმას ვინც უბედოა და უენო!

ძველი ქალაქელები — ქართველები პლანელებს სომხებს შახკამებს (თალგამებს) უძახიან, პლანელები ქართველებს ჭანჭურებსა, მართლა რომ ეს სახელი მჭერმეტყველურად არის მოგონებული ხალხისგან. მაინც ხალხისაგან მოგონებული ლექსია, თუ ანდაზა, მეტად მოსწრებულია ხოლმე. წარმოიდგინეთ თავის დღეში შეიძლება, რომ ჭანჭური თალგამთან ერთ ჭურჭელში მოთავსდეს? უეჭველად თალგამი ჭანჭურს გასჭყლეტს, ძველი ქალაქულებიც ისე არიან გაჭყლეტილი სომხებისაგან, როგორც ერთ ჭურჭელში მყოფთ თალგამისგან ჭანჭური.

თავის დროზე სომხებს აქვსთ ხელში გატარებული ყველაფერი: ვაჭრობა და ქალაქის საქმეები. ვაჭრები აქომამდის ამოდიოდნენ ძველ ქალაქში და ახრჩობდნენ იქაურ ვაჭრებს — სოფლელებს რაც მოჰქონდათ გასასყიდლათ უნდა გაეტარებინათ ძველი ქალაქის ბაზრის შუა, რადგან ერთი გზა იყო, მაგრამ ძველის ქალაქელები ძვირად სარგებლობდნენ იმით, ახლა სულაც გათხარა ძველი ქალაქი ახალმა გზამ, რომელიც გაატარეს აბასთუმნისკენ იმისთანა მხარეზე, რომ ძველი ქალაქი თითი პირში დარჩა ალალას.

ქალაქის ყველა ხარჯს კი აძევს მძიმე უღლად ძველს ქალაქს სანახევროდ — ფანრების იყოს, თუ სხვა ქალაქის ხარჯი, გროშს არ შეაწევენ ხოლმე, მაგრამ ძველ ქალაქში კი ღამე ფანარი არ არის და დღისით რიგი.... აბა, თუ ერთს ქვრივ ოხერს ერთი აბაზი დაუთმონ, შენ არ მამიკვდები, მკითხველო, იმისთანა ყაზახებს მიუყენებენ, რომ ტაფა-ქვაბის გამოტანა კი არა, ციხის ძირსაც იღებენ, ქალაქის მმართველობაში რომ მიბძანდეთ. სიამოვნებით ნახავთ ბევრს დატყვევებულ თუნგებს და ტაფა ქვაბებსა სულ ძველის ქალაქელებისას.

ვაჭრობა ძველ ქალაქში ძალიან დაცემულია, მაგრამ კიდევ ანუგეშებენ მით, რომ იმის ნაცვლად ამუნდედების ვაჭრობა ჩინებულათ მიდის, ესენი, ესე იგი, დალალები იგინივე ფოშტალიონები მარტო ვაჭრობაში არ იქცევიან ვალისამებრ სინიდისიანად, განათლებსაც ავრცელებენ თავგანწირულობით, მაგალითად არ ეშვებიან ტროსტით სიარულსს ახალ მოდაზე ლაპარაკს რუსულის სიტყვების, ფრანციულის „მერცის“ შერევით, ოჰ, ბედნიერნო, ცოლებო ბედნიერის ქმრებისანო, გაანათლეთ, გაანათლეთ ახალციხე!!..

მე ე.ი. ცოდვილ კორრესპონდენტებს იმისთანა ბედი გვაქვს, რომ უეჭველად იმათი გაბერილი ქმრები გამიწყრებიან ამ ქებაზე, ღმერთმანი გამიწურებიან, რა ვქნა? თუ გამიწყრებიან და, აი მიბძანდნენ მოღნისს, იქ მშვენიერი ცივი წყლები გახლავს — გულები გაიგრილონ.

მართალია ცოტა ხანს დავრჩი ახალციხეში — ძველ ქალაქში, მაგრამ ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ძველის ქალაქისათვის სამარე მზაა, მარტო მიწის წაყრა და ფარქი-ფარცუმის მეტი არა დასჭირდება, ვიცი, ამაზედაც ძველ ქალაქში მყოფი განათლებული ქალები გამიწყრებიან, რომელთ ისიც სძულს, რომ ჩვენ ცოდვილებთან ერთის ჰაერით სუნთქვენ, არა თუ ერთ საზოგადო სამარეში დაიმარხნეს, და თავიანთი თავები აჰყავთ ზეცამდა და ადიან მამადის ფერიებთან, მაგრამ არა უშავს რა! კი სამარე იმისთანა საგანია, რომ ყველას მიიღებს თავის და წიაღში — მდიდარი, ღარიბი, ლამაზი, მახინჯი, კუდიანი, უკუდო, კურტანიანი, უკურტნო იმისთვის სულ ერთია, ჩემთვისაც სულ ერთია და ის არ შემაწუხებს: გამიწყრებიან თუ არა; რა ვქმნა?!

უკანასკნელი დღე ახალციხეში ყოფნისა იყო მშვენიერი და კარგი. სანადირო დღე იყო, გულში ვიფიქრე: აბა, ჩემო უცნობო მეგობარო — უჩინო დაიბარე შენი შვილდ-ისრიანი ქუთაისელი და აიარეთ შაბანი – ბელისაკენ სანადიროთ. ნადირი მომეტებულად გამრავლებულა. მწევარი და ძაღლი არ დაგზარდება. მიბძანდი ყასაბხანაში, ძროხას ან ხარის ბურთი, ჩაბერე, დააკარ კედელზე, ან ფიცარზე, თან სთქვი: ბურთო, ბურთო გადიდდი! ბურთი გაიზდება. მემრე გაახმე; შიგ ჩაყარე ლობიო, ან სიმინდი, წაიყვანე ტყისკენ შენი შვილდ-ისრიანი და ბურთიც თან წაიღე. ბურთს და აჩხაკუნებ თუ არა, ნადირები გამოვარდებიან თავის-თავად. ჰხოცეთ და იყავით! ნახოცი ნადირი შეჰსწირეთ ბახუსს და მის თაყვანის მცემლებს, მაშინ იქმნება იმათ კარგის თვალით გადმოგხედონ ამ გამონაცრულს ძველს ქალაქს....

რაც გინდა ტკბილი ყოფილიყო ახალიხური შაქალამა და ფახლავა და უტკბილეს მეგობრებთან დროების გატარება, მაინც უნდა გამოვმშვიდებებოდი ახალციხეს.

მეოთხე დღეს მივეცი ახალციხს ჩემი უკანასკნელი სალამი, დღე გრილი იყო, გზა ტალახიანი, მზე კარგათ ამოვიდა, როცა მივედით მონაძის ხიდთან. მონაძის ხიდი ახალციხიდგან რვა ვერსტზედ, გადადებულია მტკარზედ, რომელიც ცოტა ქვეიდ ერთდება, ფოცხოვ-ჩაითან, წინ გვედგა დიდი აღმართი. რადგან ტალახები იყო, მისთვის ცხენებს გაუძნელდათ ჩვენი აყვანა, ამიტომ იძულებული გავხდით, რომ აგვეყარა ის აღმართა ფეხით, თუმც ჩემს „ჩინიანს“, ამხანაგს (კიდევ ჩინიანი შემხვდა) გაუძნელდებოდა ეს, მაგრამ რა გაეწყობოდა: უნდა ბედს დაჰმორჩილებოდა.

აღმართის ნახევარზედ მივეწიეთ ვიღაც გლეხებს. გლეხები სულ ქართველები იყვნენ — მესხებთაგანი, ამათი ტანისამოსი სულ არ ედარება ქართველების და იმერლებისას — მოკლე შალის ნაოჭიანი ჩოხა, წითელი საყელოიანი სამოსლის პერანგი; შალისავე თავიანთი ქსოვილი ტოტებზე ვიწრო შალვარი, წინდა, პაიჭი ჭრელი, და ბურდღლიანი ცხვრის ტყავი, როგორც ტანსაცმელში, ეგრეთვე ლაპარაკშიც განსხვაგებას შენიშავთ. ამათი ლაპარაკი არ არის ჩქარი და თავაზიანა, როგორც იმერლებისა, და ისე თამამი, როგორც ქართველებისა, ისინი ლაპარაკობენ ოსმალოს თათრების კილოზე და ბევრ თათრულ სიტყვებს ურევენ „ში“ ს მაგიურად სმარობენ მუდამ „ჩი“-ს.

– გამარჯვება თქვენი, ძმებო! მე ვუთხარი, სადაურები ხართ და საიდამ მოხვალთ! ვკითხე გულის ქაქანით, რადგან აღმართმა დამღალა. იმავე დროს გავჩერდი, უკან რომ მოვიხედე. წინ წარმომიდგა მაღალ კლდეზე ძველი კოშკი და მტკვრის იქით სერზე — საფარას ეკკლესია, ბუნება სამხატრო იყო.

– ღმერთმა გაგიმარჯოს, ბატონო შენი ჭირიმე მიპასუხეს ერთბაშათ გლეხებში, ჩვენ ხიზანი ბავრელები ვართ, ჯანუმ, ახალციხეჩი ვიყავით, ახლა შინ მივდივართ, ამიხსნა ერთმა (ოთხნი იყვნენ).

– ახალიხეში რისთვის იყავით?

– ემენისთვის, გენაცვა, ამ ჩემს არხატაპს (ამხანაგს) ცოლი გეექცა და იმის მოსაყვანად წავედით, ბევრი ყაირათი ვქენით, მაგრამ ვერა გავაგონეთ რა. ნათქვამია, თქვენ ხომ ემენჩი — შკოლაჩი ნასწავლი ხართ, უფრო კარგათ გეცოდინებათ დედა-კაცმა გაიწია, და ცხრა უღელმა ხარმა ვერ შეიმაგრაო. აბა ამ დივანას (სულელს) ჰკითხვით ჯანუმ, რა ამისი საქმე იყო ქალაქელას ქალის შერთვა, უბალნო თავი. ბალაჩი ჩააგდო, ჰეჩ, ქალაქელი ქალი სოფლელობას ჰქნამდა? ჰეჩ, სოფელჩი დადგებოდა....

– ძმაო, ისე რად შეირთე ის ქალაქელი ქალი, რომ საქმე სატირლად და გაიხადე? როცა ირთამდა იმ ქალსა, იმისი ხასიათი არ იცოდა? გკითხე იმას, ვისაც ცოლი გაექცეოდა.

– შე დალოცვილი შვილო, განა არ იცით ჩვენჩი ადათია (რიგია), ვაჟი ქალს მაშინ ნახავს, როცა ხუცესთან მიიუვანებენ.

– ჰე, რა არის ჩვენი გლეხებისა კარგი, რომ ეს ემენი იყოს.

– თქვენ სოფელში რმთონი მოსახლეა?

– ას თორმეტამდე იქმნება შენი ჭირმე.

– შკოლა გაქვთ?

– არა, არ გახლავს, მაგრამ აგერ ორი წელიწადია ვაკეთებთ, მარტო კედლები ამოვივყვანეთ.

– რატომ არ შეათავებთ?

– მოთავე არა ვინა ჰყვანს, იყო პასუხი გლეხებისა.

ამ სასიამოვნო ლაპარაკში ვიყავ და მიხაროდა, რომ ჩვენი ხალხი ისე განათლდა, რომ გლეხებსაც ექცევათ ცოლები, ისე ავიარეთ აღმართი ლაპარაკით, რომ ვერ გავიგეთ სულა. რუსული ურმები მოგვეწია, ჩავსხედით და გავსწიეთ.

შუა დღე დაგვიხვდა ასპინძას. ასპინძა არის ორმოც მოსხლიანი სოფელი, ბაღ-ბაღჩიანი მცხოვრებლები არიან მაჰმადის მაღიარებელნი; კლდეზე არის ნაშენი ციხე ძველი. ორ ვერსტზე სამხრეთისკენ მტკვრის პირზე ამოდის ცხელი წყალი, რომელსაც, უხიდობის გამო ცოტა ჰყავს თაყვანის მცემლები.

– თქვენში ქართულს არ ლაპარაკობენ? გკითხე ერთ ახალგაზდა თათარს, რომლის თეთრი ჩალმა ამბობდა, თათარი ვარო, მაგრამ შავ თვალ წარბი, მშვენიერი სანახავი სახე და დადი ცხვირი იყვნენ უარზე: „არა ქართველი ვარო“.

— არა, მიპასუხა ჩემმა ახალ-გაზდამ, სულ არ ვიცით. მოხუცებულებში კი იპოვეს თითო-ოროლ რომელთაც კარგათ იციან ქართული. ჩემმა მობაასემ მიჰქარა — მე ზედმიწევნით გავიგე, რომ ყველანი ლაპარაკობენ ქართულს.

ამ სოფელს რაც ასპინძა დაურქმევიათ, მაშინ მანდ ცხოვრებულან ვითომ ასი ბინძი, რომლიდამ დარჩენილა — „ასპინძა“.

ასპინძას სტანციიდამ განგებამ ორ ნაირად დაგვსაჯა: ერთი რომ გამოუცდელი ცხენების მრეკელი მოგვცეს, მეორე ის, რომ ახალქალაქიდამ მოდიოდა ჯარი და ბევრი თავში ცემა მოგვიხდებოდა ხოლმე: გვჭირდებოდა ბევრჯერ გზაზე ჩერება და გზის მიცემა, მართლა მესამე უფრო საგრძნობელი ტანჯვა იყო, ახალციხიდგან ახალქალაქამდის ვერსტები არსად არ იყო დანიშნული სტანციების გარდა. ეს მართალია, რომ ამ ვერსტების ქონა უბრალოა, მაგრამ მგზავრისათვის სანუგეშოა, მობეზრებული მგზავრი მარტო იმით თავს ინუგეშებს ხოლმე.

რამდენიც მოვახლოვდით ხერთვისს, იმთონად ტყეები მოგვშორდნენ ჩვენ და წინ წარმოგვიდგნენ ტიტველა მთები.

ჯავახეთს სულ არა აქკს ტყეები და ბაღ-ბაღჩები, რომელიც პირველი გამშვენებულია ბუნებისა, მაგრამ იმასაც თავისი კაცის გულის მზიდველი საგანი აქვს: მაღალი თვალი უწვდენელი კლდეები, მწვანე ხავერდავით ჭალები, ნანგრევი-ვერანა ეკკლესიები, მაღალი გამოქვავებულები განა არ არის საგანი გულის მიმზიდველი! მეტადრე კლდეები თავისის მრგვალის გამოქვაბებულებით, რომლებიც ნიშნავენ კვალს ძველის ცხოგრებისას, რა ნაირ ფიქრებს არ ჰბადავს მგზავრის თავში და მერე გულში როცა მგზავრი შედის აქ ვიწრო ხევებში რომ გადაათვალიერებს და ხედავს მაღლა ცას, არს მტკვარს და გზას, გვერდებში მაღალ კლდეებს, ამ კლდეების შუა და შუა ჩამომმშხრიალა ანკარასავით მოკამკამე წყლებს, მაშინ კაცი აღტაცებაში შედის.

ს. ბავრელი.

(შემდეგი იქმნება)