The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (25)1878.29.06


ივერია (25)1878.29.06



1878.29.06

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

კახეთი. (ივერიის კორრესპ.). აქ, კახეთში, მაისის განმამავლობაში და თიბათვის პირველის რიცხვიდამ ამ დრომდინ კარგი ამინდები დგას — ნამდვილი კარგის მოსავლის ამინდი. ღამე წვიმა — დღე მზე! მაგრამ მეორეს მხრით ამისთანა ამინდი მავნებელი იყო. მეთქი ხალხის სიმრთელისათვის: დაღლილ-დაწევეტილი დღიურის მუშაობით ჩვენი გლეხი, ღამე ცივდებოდა და ესალმებოდა საუკუნოდ ამ ტანჯულს. წუთის სოფელს! ვითომ ბლომა და გულმოდგინე მკურნალები უშველიან თუ!... სანთლით რომ ეძიოთ, სანთლით, თელავის მაზრაში ერთს „კარგს“ ფერშლსაც ვერ იპოვით, არამც თუ დოქტორს!... ქერები თითქმის სრულებით დაიმკო და ამ ჟამად ახალი ქერები ისყიდება. პურებიც ზოგ ადგილას იმკება და გლეხის „ოროველა“ ამ ჟამად კახეთში გუგუნებს. მოსავალი ხომ ბევრია, მაგრამ მუშაა საშინლად ძვირი: დღეში ერთი მანეთი და რვა აბაზიც! ამას დაუმატეთ ღვინის სიძვირეც და მაშინ შეიტყობთ, თუ როგორ შვირად დაუჯდება გლეხს კანის მომკა და გალეწვა! გაღმა მხარში პური ექვსი აბაზია ეხლა. ვენახებს თხლად ასხია და ნაცარიც უჩანს. თუ ამაზედ მეტად არ გაფუჭდა კიდევ მადლობა ღმერთს!... ვიშ ამ გომბორის (ლაგირის) ლაფებსა! ვისაც ის ტალახები არ უნახავს. ვერ წარმოიდგენს იმისთანა აუარებელს ტალახებს. ურემი ღერძამდინ კი ჯდება და! მერე ისეთი მაგარი შეზავებული ტალახია, რომ თითო ურემს ზოგს ადგილას რვა უღელი (მთელი გუთნეული!) ძლივს ერევა. წვერიდამ დაწყებული ლაგირამდინ სულ ისეთი ტალახია და შიგ ლაგირში ხომ უარესი! მიკვირს იქ მცხოვრებნი როგორ დაიარებიან და ან რატომ არაფერს საშუალებას არა ხმარობენ ტალახის მოსასპობლად?! შიგ ლაგირში ტარანტასი ჩაიფლას. შუა დღისას და საღამომდინ ძლივს გამოიტანეს ხარებით. საწყალი საქონელი იხოცება იმ ტალახებში. ჯერ მშრალიც რომ იყოს ამოდენა აღმართზე (7 ვერსტია), ისეც ძნელია საპალნის ატანა და ტალახებში ხომ წარმოუდგენელია! საწყალი კამბეჩები იმ აღმართს ტალახების დროს სულ ჩოქით მიდიან და სწვდებიან წელში, აბა ამ გვარ გზებზე მატარებელს საქონელს რა კეთილი უნდა დაეყაროს. ვისიც რიგია, ნეტა რატომ არ დააჩქარებს, რომ ის ჯოჯოხეთი გზა მალე გააკეთონ?! ცოტა საქონელი დაიღუპა, რომ კიდევ ყურს არ იბერტყავენ!! ერთს ვიღაცა ნემეცს აუღია იჯარით და 5—7. კაცს ამუშავებს იმ გზის გასაკეთებლად; შვიდმა კაცმა რა უნდა ჰქმნას მოტელა მთაზე?! მერე ისე ვიწროთ დაუწვიათ გზა, რომ ერთის ურმის მეტი ვერც კი გაივლის. გააკეთეთ მალე, ვისიც ჯერია, ნუღა ჰღუპავთ ამოდენა საქონელს!...

მაგრამ, ვაიმე, ვაიმე, შიგ ქალაქებში რომ ყურმიგდებულები არიან, გომბორზე ვინ იფიქრებს?! აი, თუნდ ავიღოთ თელავი, თელავის ცხოვრება უწინდებურად მიმდინარეობს. აქაურებს არც იმისი დარდი აქვთ, თუ გომბორზე ცუდი გზებია და არც იმის, თუ მცირე აზიაში ჯარი სწყდება ავად-მყოფობით და სახელმწიფოც გაჭირვებაშია მომეტებულის ხარჯით, ამათ გაცხარებული „პიკნიკები“ და ქაღალდის თამაშობა აქვთ ყოველს ცისმარა დღეს. თუმცა ხანდისხან თელაველებიც მიუპყრობენ ხოლმე გონებას საკეთილო საქმეს, მაგრამ ცოტას ხნით: ცოტას ხნის შემდეგ, როგორც მავნებელს რასმეს, ისე გადასტყორცნიან კეთილს საქმეზე ფიქრს შორს, შორს!... „განვერდი, განვერდი, შენ ჩვენს დავთარში არა სწერისარო!, ამას წინად აქ ლაპარაკი ჩამოაგდეს, ფული შევსწიროთ ჩქარა მატარებელის გემების სასარგებლოდაო. იყაყანეს, იყაყანეს და ბოლოს ეს დასკვნა გამოიყვანეს: „მაინც ჩვენგან შეწირულს (ჯერ შესწირეთ და!) კუთვნილებისამებრ არ მოახმარებენო და სჯობს ისევ ჩვენ დავგრჩეს ჩვენი ფულიო; დაიძახეს: „აფუო!“ და ცხრა მთას იქით გადასტყორცნეს ამ საგანზე ფიქრი... თელავის უმთავრეს ქუჩებს ამ ერთის წლის განმამავლობაში ძლივს ეღირსა დაგვა და გავეს, მაგრამ სისუფთავისათვის კი არა — ღუბერნატორისათვის უნდა დაენახვებინათ, რომ აი როგორ სუფთად ვინახავთ ჩვენს ქუჩებსაო. იმ მამაცხონებულს, ვიღაცას ტელეგრამმა გამოუგზავნა, რომ გუბერნატორი მოდისო. მაზრის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელმა ტელეგრამმის მიღების უმალ შეკრიბა პოლიციის ჩინოვნიკობა და უბრძანა, რომ ხუთს წუთში „ბულვარი“ დაეგავათ, დარბოდნენ თავგადაგლეჯილი „პოლიციონერები“ და ეძებდნენ დამგველებს ბინდისას ისეთი მტვერი დააყენეს, რომ კაცს აღარ გაევლებოდა. ღუბერნატორის მობრძანება ტყუილი გამოდგა.... ვინ იყო ის კურთხეულისშვილი, ტელეგრამმის გამომგზავნელი, ნეტავი ხშირად გამოგზავნოს ამ გვარი ტელეგრამმები, ეგების შეეჩვიონ აქაურები სისუფთავეს... თელაველებს მოგონების ნიჭიცა აქვთ, მაგრამ თუ მოიგონებენ, ცუდს რასმეს, თორემ კეთილი ამათ როგორღაც არ ეთვისებათ. ამ ცოტას ხანში თელავში მეტად სასტიკი „ხუმრობა“ შემოიღეს: ცხენებს რომლებიც ნაციხვარზე ჰსძოვენ, კუდზე ძვალს ან სხვას მძიმე რასმეს მოაბამენ, რისგამოც ცხენი გიჟდება და სირბილში გადიჩეხება სადმე, თუ არ მიასწრეს თავის დროზე. ამ ცოტას სნის შემდეგ ერთის საწყალის კაცის ცხენისათვის ეხუმრათ ამ გვარად. ცხენი გაგიჟებულიყო, კლდეზედ გადაჩეხილიო, და იქა სული გაეფთხო. საწყალმა პატრონმა ხან პოლიციას მიმართა, ხან მომრიგებელს მოსამართლეს, მაგრამ ყური არავინ ათხოვა ამ უბედურს.... ნუ თუ ამ შესაძრწუნებელის მოვლენის მოსპობა პოლიციის საქმე არ არის? ნუთუ არც ამას მიაქცევს პოლიცია ყურადღებას?! ბატონო, ესეც ხომ გზები და უვარგი ხორაგი არ არის!....

იმ ოცდაათის თუმნიდგან, რომელიც ერთის სირაჯისაგან იყო შეწირული ბატონის წეაროს გასაკეთებლად, ოცდაექვსი თუმანიღა დარჩენილა, ოთხი თუმანი კი..... გადაუ....ყლაპიათ!

ამ ცოტას ხანში აქ ხელის-მოწერა გამართეს (თითო მანეთი) ბატონის წეაროს გასაკეთებლად და ორი-სამის დღის შემდეგ, ისევ შეაყენეს. ეხლა აღარც ფულებს აგროებენ — აღარც წყაროს აკეთებენ... რის შეეშინდათ?.. ნუ თუ მოგროვილი ფულიც გ-ა-და-ელა-პეს!? მგონი აგრეც არის.

ათი თუმანი ერთის ბერძნისათვის მიუციათ ბეით. ეხლა ფული აღარა სჩანს ბერძენი ამბობს: „თუ გაკეთების უმალ შემისრულებთ ფულს, გავაკეთებო, თუ არა — აღარც ათს თუმანს მოგცემთო“... ამ კვირაში ხალხი შეიკრიბა და ამ საგანზე ლაპარაკი დაიწეო ერთი დეპუტატი მეორეს ეუბნება: „რა უყავ შეკრებილი ფულიო“. — მეორე უპასუხებს: ფული ხომ შენა გქონდაო! — ამ ნაირად არის ჯერ-ჯერობით დაყენებული საქმე და არ ვიცი, როგორ დაბოლოვდება... რა გააკეთა სანიტარულმა კომისიამ? — არაფერი! ამისი მოქმედება ჯერ არაფერში არ სჩანს, ერთის წევრის მოქმედება სჩანს მხოლოდ ცოტათი, — ეს გახლავთ თ. ა. გახვახოვი, რომელმანც ჩამოატარა ქაღალდი, რომლითაც ხელ-წერილი ჩამოართვა თელავის ვაჭრებს, რომელნიც ვალდებულნი გაჰხადა, რომ მათ იყიდონ ცუდის სუნის დამკარგველი პარაშოტები და მოაყარონ ამ ადგილებზედ, სადაც შენახული აქვთ თევზი, ყველი და სხვა ამ გვარი ხორაგეულობა, თ. ალექს ვახვახოვის მეტი, სანიტარულის კომმისიის წევრი, არა ვინა სჩანს, თუმცა კარგად ბლომად არიან, არიან მაგრამ ჰსძინავთ, მაშ ნანა, წევრო, წევრო, ნანინა, ნეტავ რამ დაგაძინა?!.

— თელავის ყასბებისთანა მხნეთ, რომ თელავის პოლიცია იქცეოდეს, კარგი იქნებოდა — ლამის არის ყასბებმა პოლიცია ფხ-ქვეშ გათელონ. ქართული წარმოდგენაც გვეღირსა! 25-ს მაისს სოფ. იყალთოში წარმოადგინეს ამავე სოფლის შკოლის სასარგებლოდ. წარმოადგინეს „თილისმით მოარშიყე“ და ერთი მოქმედება კომედიიდამ „ტოჩკა და ზაპეტაია“, თხზ. გ. ერისთვისა, წარმოდგენა საზოგადოდ უხეიროდ წავიდა. ამის მიზეზი გახლდათ: როლები არ იცოდნენ ხეირიანად; ასე რომ ერთი იტყოდა თავის როლს, რასაკვირველია სუფლიურის ჩაძახებით, მიიხედავდა კარებისაკენ და ხელს უქნევდა შემდეგს: „შემოდი, მოდი, მოდიო!“ ლაპარაკობდნენ მეტად ჩუმათ და ჩქარა. თუ გაიგეს რამე მსმენელებმა ისევ სუფლიორისაგან, რომელიც თითქმის ყვიროდა. აქტიორები და აქტრისები ერთმანეთს მეტად უგრძნობელად ელაპარაკებოდნენ. ერთის სიტყვით, ყველანი „რემიზში ჩაჰსხდნენ“, გარდა კნეინა მაყაშვილისა, რომელმანც მართლა რომ კარგად წარმოადგინა, ასე რომ ამას შეუძლიან მშვენივრად აღასრულოს კომიკური როლები... პატივცემული კნეინა თამაშობდა „ქვრივის მართას“ როლსა, იმედია რომ არც შემდეგში მოგვაკლებს პატივცემული კნეინა მანანა თავის ნიჭიერს თამაშობას. თუმცა წარმოდგენა ცუდად წასულა (წარმოდგენაზედ რაც არის იქ მყოფის ნაამბობია), მაგრამ მაინც მადლობის ღირსნი არიან ის პირნი, რომელთაც განიზრახეს ეს საქმე კეთილის საქმის სასარგებლოდ და გამოიჩინეს ქართულის სცენის მოყვარეობა... ღმერთმა ინებოს, რომ ქ. წარმოდგენები გახშირდნენ ჩვენს მხარეში!... თელავშიაც გვპირდებიან რამდენსამე ქართულს წარმოდგენაებს, მაგრამ... რა ვიცი.... ეჭვი მაქვს, როგორც სხვა აქაურს სზოგადო საქმეებზე... მკითხველო! რადგანაც მეც დავიღალე და შენცა, რაც რამე დაგვრჩა საბაასოდ, შემდეგისათვის გადავსდვათ, მაშ ზოგი შემდეგში....

ქართველი.

ქ. თელავი, 1878 წ. 20 თიბათვეს

ქუთაისი.[1] წითელ ქახალდზე დაბეჭდილმა განცხადებამ, რამოდენიმე დღის წინად 18 ივნისისა გვაუწყა, რომ ამ დღისთვის წარმოდგენილ იქნება პირველად სამ მოქმედებიანი კომედია თ. დ. ერისთვისა „გევო, მინას და კამპანიაო,“ კეთილი და პატიოსანი. დანიშნულს დროს, 8 ½ საათზე მე უკვე ჩემს ადგილას ვიჯექი. მაგრამ წარმოდგენა ჯერ დაწყებული არ იყო. მიზეზი გახლდათ მაყურებლების სიმცირე როგორც იქნა 10-ს საათზე, როდესაც მაყურებელთა რიცხვი ცოტათი მოემატა, წარმოდგენა დაიწყო...

2 საათის შემდეგ წარმოდგენა გათავდა და სახლისკენ გავემართე სიბრალულით დატვირთული. დიაღ, მებრალვის იგი, რომელიც ჰგონებს რომ „გევო, მინას და კ.-ას“ შეწეპვით კომედია დვსწერეო, მებრალვის იგინი, ვინც სათეატრო ხელოვნების ცოდნას ჩემულობენ და ამისთანა კომედიას (sie!) კი წარმოსადგენად ირჩევენ, და უფრო მეცოდგება იგი საზოგადოება, რომლისთვისაც ამ რიგ ქარაფშუტა პიესას არდგენენ....

საგანი, რომელიც ქონია „გევო, მინ. და კ–ის“ მთხზველს, ისე დაძველებულია, იმდენჯერ არის აღებული და აღწერილი, ზოგჯერ ჩინებულადაც, რომ იმის განმეორება არა ღირდა, და თუ ღირდა იმ პირობით, რომ იგი ყოფილიყო ნიჭიერად და სცენის კარგად მცოდნით დაწერილი. ზემოხსენებული პიესა არც ერთისა და არც მეორე თვისებით არ გახლავთ შეთხზული…

ასე ამ რიგი კომედია, ანუ, უკეთ ვსთქვათ, სამ მოქმედებიანი ვოდევილი, რომლის მოქმედებანი თითქმის სრულიად ერთი მეორესთან არ კავშირდებიან, რეჟისსორის უყოლველობის გამო წარმოდგენილ იქმნა ჩვენს სცენაზე. უმთავრეს როლებს გეო და მინასისას, ასრულებდნენ ჩვენი სცენის უკეთესნი მოთამაშენი — ბარხუდარიანცი და კ. მესხი, რომელთაც სრულიად უნაკლულოდ აღასრულეს თავიანთი როლები და ამ გვარად დაიხსნეს ეს კომედია უკიდურესს fiasco-საგან.

ლაზათიანად არდგენდა მაკაკას როლს მ. ჩიკვაიძისა.

ე. ნიჟარაძისგან არ მოველოდით იმისთანა ადგილის როლის წახდენას, როგორიც მაელენეს კაკას ქალიშვილის როლი იყო. ეს მანდილოსანი პირველად არ არის სცენაზე რომ გამოდის და არც პირველად ახდენს თავის თამაშს უდროვო-დროს სიცილით… რას მივაწეროთ ეგ? მეტის-მეტს სითამამეს თუ...

კეკეს როლის აღმასრულებელი ლაპარაკობდა უგრძნობელად, გაუგებარად და დაუსვენებლი, სწორედ ისე, როგორც ინსტიტუტში მოსწავლენი გაზეპირებულ გაკვეთილებს უგებენ მასწავლებელს. მაგრამ ამით არ შეგვიძლიან იმის სათვატრო ნიჭზე რაიმე დასკვნა გამოვიყვანოთ, რადგანაც იგი 18-ს პირველად თამაშობდა და პირველის თამაშობით აქტიორის ნიჭის დაფასება შეუძლებელია.

ი-ა ი-ძე.

P. S. თუთხმეტს ივლისს წარმოდგენილ იქმნება ახალი 5 — მოქმედებიანი დრამმა საქართველოს მე- XIII საუკუნის ცხოვრებითგან — „თამარ ბატონიშვილი,“ ამავე სახელის რომანითგან გრ. რჩეულიშვილისა გადმოკეთებული უფ. კ. მესხისაგან, როლები უკვე დარიგებულია. შალვას როლს თვით უფ. მესხი ასურულებს საზოგადოებას იმედი აქვს რომ ამ დრამის წარმოდგენა ძლიერ კარგად წავა.

ხონი, (ივერ. კორრესპ). უბედური ხონი!! იყო დრო, როცა ზოგიერთი ხონელები ცდილობდნენ, რომ ხონი ქალაქად შერაცხულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა (უმეტესობის სასიხარულოდ). ქალაქს სხვა შინაგანი და გარეგანი სიწმინდე უნდაო, ამბობდნენ ზოგნი, ჩვენ მისი თავი არა გვაქვსო... ეგება მართლებიც იყვნენ ამის მთქმელები. ქალების სასწავლებლისთვის ხონმა ქვითკირის მშვენიერი ერთ სართულიანი სახლი ააშენა, — წელს ეს სახლი დაეწვა ხონს, სწავლა მაინც არ ყოფილა შიგ, მაგრამ.... ვაჟების ორ-კლასიანი სასწავლებელი აქვს ხონს, მაგრამ ამ სასწავლებელის საქმეც უკუღმართად მიდის.. უბედობა, მეტი იქნება მდინარე წყალი არა აქვს ხონს, არც წყარო მოიძებნება ახლო-მახლო, დავბერდი მას აქეთ, რაც ხონელებს ლაპარაკი აქვთ მდ. ცხენისწყლიდგან ხონში წყლის გამოყვანაზე, მაგრამ ჯერაც ვერ მოუხერხებიათ ეს კეთილი საქმე... ხერხიანი ხონელები მარტი კერძო საქმეებში ხომ არ ყოფილან მოხერხებულებით და გამბედავები? საზოგადო საქმეზე, ხედავთ, როგორ დაჩლუნგდნენ?! ყურსაც აღარ ანძრევენ... მაგრამ გასამტყუნარნი არ არიან; ახლა ისეთი დრო წამოატყდა ხონელებს, რომ მათ საშინაოთ აღარ სცალიანთ, მაგათი „გულის ტკივილი ეხლა ის არის, რომ მაგათ გარე არა-ვინ აიღოს იჯარით სურსათის გადაზიდვ-გადმოზიდვა და სხვა ამ გვარი საქმე... ფულის შეძენა კარგია, მაგრამ ფულებთან რომ სოფლეც მოჰყვათ — ყარსიდგან ჩალვადრებსა, ეს კი გერაფერია. ბედი არ გვქონია და რა გაეწყობა?!

გასუფთავების მაგიერ ხონს სიმყრალე ემატება. ვიღაც აბრეშუმის ჭიის პარკების მყიდველები აგვიჩნდა ისე აამყრალეს ხონის ვითომ ქუჩები, რომ მიუჩვეველ კაცს სული შეუღონდება. ეს ვაჭრები ცხელის ორთქლით პეპელათ გამოსასვლელ ჭიებს ჰხოცვენ პარკებში, აქაურმა პოლიციამაც კი მიაქცია ამ საქმეს ყურადღება. ეს სიმყრალეც უბედობის ნიშანია: ხონს აფთიაქი არა აქვს, საკუთარი ექიმი არა ჰყავს — ერთი ფერშალია და ყველაფერი ის არის წამალს რთს ორის ფასად ჰყიდის და ფეხის ქირას ერთს ორად იღებს. ესეც ჩვენი უბუდობის ნიშანი. შემდეგშიც შეგატყობინებთ თუ რა ბედი გვეწევა.

სოფლელი

19 ივნისს 1878 წ.

________________

1 ვასრულებ ჩვენი სცენის მოყვარეთ თხოვნას და იქვე გაცხადებ, რომ წრეგანდელ პირგელ წარმოდგენისგან შემოსავალი ნანეიშვილს არ მოხმარებია, როგორც ჩემგნითვე შეცდომით მოხსენებული იყო „ივერის“ №18.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

რაც მოსალოდნელი იყო სრულდება კიდეც: ოსმალეთის უფლება ევროპაში უნდა გაქარწყლდეს, როგორც შარშანდელი თოვლი, ამას ცხადად გვიმტკიცებს კონგრესის მოღვაწეობა, რამდენადაც იგი ჯერ-ჯერობით ცნობაში არის მოყვანილი, მართალია რუსეთის სურვილს და მიდრეკილებას, სან-სტეფანოს მორიგებით აღიარებულს პირობებს დიდი დაბრკოლება და საზღვარი ედება, მაგრამ, რაც შეეხება თვით ოსმალეთს, მის მდგომარეობას და არსებობას, კონგრესიც არა ნაკლებ ავ-დღეს უქადის კიდრე რუსთ-ოსმალოს მორიგების პირობები. მართლა რაღა შერჩება ოსმალეთს ევროპაში? თუმცა სრული თავისუფლება ეძლევა მხოლოდ ჩრდილლოეთს ბოლგარას (დუნაისა და ბალკანიის მთების შუა), მაგრამ სამხრეთ ბოლგარიაშიაც რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთის რომელია) ოსმალეთის მფლობელობას და უფლებას შერჩება მხოლოდ სახელი. ჰერცეგოვინას და ბოსნიას დაიჭერს ავსტრი-ვენგრიის ჯარი. თუმცა ავსტრიის ჯარი შევა ამ ადგილში დროებით და მხოლოდ იმ განზრახვითაო, რომ ბოსნიიდამ ავსტრიაში გადმოსახლებულნი ისევ თავ-თავის ადგილას დააბინავოს, მაგრამ საეჭვო კია, რომ ავსტრი-ვენგრიას მხოლოდ ეს უანგარო განზრახვა ჰქონდეს, ოსმალეთის ბერძნულ პროვინციებთა შორის, ზოგი ეძლევა საბერძნეთს, ზოგში კი დამყარდება იმ გვარივე თვით არსებობა, როგორიც მაგ. რუმელიაში, ამ გვარად ოსმალეთს რჩება ევროპაში მხოლოდ სტამბოლი და მისი ახლო-მახლო ადგილები, რასაკვირველია დასანანი აქ არა არის რა, თუ ახალი მოწყობილობა უფრო კეთილს და ბედნიერს სიცოცხლეს მოუტანს ხალხს, ვიდრე ოსმალეთის მფლობელობა. რა გვარ ცხოვრებას მოიტანს ეს მოწყობილება — ჯერ ძნელი სათქმელია, რადგანაც ამ მომავალს მოწყბილობა ზედ კონგრესს არ ჰქონია დაწვრილებით სჯა. ევროპას რომ მარტო თვით ხალხის ბედი და ცხოვრება აწუხებდეს და მხოლოდ იმ ზრუნვაში იყოს, აგები როგორმე ამა და ამ ხალხს ნამდვილი სიკეთე მოუტანოვო, რასაკვირველია ყველაზედ უწინარეს თვით ამ ხალხისთვის უნდა მიენდო საკუთარის ბედის გაკეთება; მაგრამ კარგათ მოგეხსენებათ, რომ ამ წუთის სოფელში საქმეთა მიმდინარეობას ჯერ-ჯერობით უფრო სხვა ჩარხი ატრიალებს, ვიდრე საკუთარი სურვილი და ნდომა, თავისუფალი მიდრეკილება. ბოლგარიელთა შესახებ ერთი გარემოება ღირს შესანიშნავი. მართალია მათი მომავალი მოწყობილობა საზოგადოდ დაადგება იმ გზას, რომელსაც გაუკაფავს მათ ევროპა, მაგრამ, მაინც რაც უნდა იყოს, ერთი ხმა მაინც ამოეღოთ და მით თვისი სურვილი აღიარებინათ. მართალია გამარჯვება ჯერ-ჯერობით უპყრია მეთქი სხვა ჩარხს, მაგრამ თვით ცხოვრება არის განუწყვეტელი ბრძოლა ამ ჩარხისა და თავისუფალის მადრეკილების შორის. ამიტომ ყოველს ხალხს, ვიდრე ცოცხალა, უღვივის იმედი თვისის წადილის აღსრულებისა, და აღიარებს კიდეც ამ წადილს, როდესაც ეძლევა ჯეროვანი შემთხვევა ბოლგარიელნი კი, — თავი და თავი მიზეზი აწინდელის აყალ-მაყალისა, — გაჩუმებულნი არიან და მით თითქო, ამბობენ, არაფერი არ გვინდაო, ბერძნებისა და რუმინიელთა მაგალითსაც კი არ წაუხალისები ბოლგარიელები ამბობენ — რაკი მოსარჩლე გვყავსო, ჩვენ რაღა გვეთქმისო. ესეც შესაძლებელია.

ერთი ხასიათი დაეტყო აშკარად კონგრესის მოღვაწეობას ყველა სახელმწფონი ცდილობენ, რაც შეიძლება, ნაკლები არგონ საკუთრივ რუსეთს და ფეხი მოსდონ მის გავლენას ბალკანიის ნახევარ კუნძულზედ. ევროპა გამზადებულია თითქმის ყოველი სურვილი აუსრულოს მცხოვრებთ, ოღონდ კი რუსეთს შესანიშნავი რამ არა ერგოს რაო, თუ უკანასკნელის ომიანობის დროშაზედ წარწერილი იყო ჩაგრულთა დაცვა და განთავისუფლება, მოხსენებული გარემოება რუსეთისათვის სულ ერთი უნდა იყოს, ოღონდ კი ჩაგრულთა ბედი გაკეთდეს და აბა სხვა რა საფიქრებელია. ეს ასეა, მაგრამ ეს გარემოება მაინც აფიქრებინებს კაცს, — თუ რა მიზეზია ამ გვარის მტრობისა ევროპის მიერ.

ეს უსისიყვარულობა და ეჭვი რუსეთისადმი გამოჩნდა სხვათა შორის ბოლგარიის განსაზღვრებაში. ევროპამ საჭიროდ დაინახა იმისთანა მტკიცე საზღვრის დადგენა; რომელსაც ადვილად ვერ გადივლის რუსეთი, თუ მოინდომა, ამიტომ ჩრდილოეთის პოლგარიის სამხრეთ საღვრად ევროპამ მოაქცია ბალკანიის მთები, რომელთა გამაგრებულს ადგილებში ოსმალოს ჯარი უნდა იშუოფე ბოდეს. რაც შეეხება ომის ხარჯის იგულს, ურთი ნაწილი როგორც მოგეხსენებათ, რუსეთს მიწით უნდა უზღოს. ე. ი. ამ ფულის მაგივრად რუსეთს ოსმალეთის სხვა და სხვა ადგილები უნდა დაეპყრა. ამ ფულის შესახებ უპირატესობა ეძლევა ოსმალეთის კრედიტორებს (ე.ი. ვისიც ფული მართებს ოსმალეთს). ბათუმი უნდა გახდეს თავისუფალ ნავთ-საყუდლად და მიეცეს რუსეთს, იმ პირობით, რომ არასოდეს გამაგრებული არ უნდა იქნეს რუსეთის მიერ.

კონგრესის შესახებ ერთი გარემოება სუფევს, რომელიც ცოტად თუ ბევრად ეჭვსა სდებს მისის შედეგის სიმკვიდრეს, რასა იქს ევროპა, ოსმალეთმა რომ უარ ჰყოს ყოველი მისი განკარგულება, იმ იმედით, რომ სახელმწიფონი თანახმანი არიანო ვიდრე საქმე ომიანობამდე არ არის მივარდნილიო და ვიდრე მარტო ლაპარაკში არიანო? ერთის სიტყვით რას იქმონენ სახელმწიფონი, კონგრესს რომ იმ გვარივე ბედი მოჰყვეს, როგორიც დაერთვა სტამბოლის კონფერენციას? ხმა დავარდა, ვითომ კონგრესი გირაოს ან რაიმე თამასუქს მოითხოვსო დასარწმუნებლად, რომ კონგრესის გარდაწყვეტილება აღსრულებულ იქმნება ოსმალეთის მიერ. მაგრამ, ხმა ხმად დარჩა და ამ თამასუქზედ აღარა ისმის რა, მართლა და ვინ იკისრებს კონგრესის მიერ დადგენილის განაჩენის აღსრულებაში მოყვანას? ოსმალეთმა რომ სთქვას, მაგალითად, არც შუმლას დავცლიო, არც ბათუმსაო, და თუ გნებავსთ მობძანდით და წამართვითო, ვინ დაატანს ძალას და ვინ წაართმევს? გარდა ამისა, ვთქვათ, იკისრა რომელიმე სახელმწიფომ და წაართვა ოსმალეთს, რაც წასართმევია. ეს სახელმწიფო, რასაკვირკელია, მუქთად მსხვერპლის მოტანას არ მოინდომებს და ვიდრე მაგიერი ჯილდო არ მიეცემა, ხელიდგან არ გაუშვებს, რასაც ერთხელ ჩაიგდებს, ახლა ამისათვის იქმნება საჭირო კონგრესის შეკრება, ერთის სიტყვით თვით კონგრესი და მისი ჯერ ჯერობითი მოღვაწეობა ძალიან მცირე იმედს გვაძლევს საქმის მალე და მშვიდობიანად გათავებისას, რასაკვირველია კონგრესის მოღვაწენი იმდენად ჭკვიანნი და გამოქნილნი არიან, რომ ყველა ეს გარემოება კარგად ესმით, მაგრამ საქმე მარტო ჭკუაში და გამოქნილებაში არ არის; იგი სუფევს თვით საგნის არსებითს სიძნელეში. არც სტამბოლის კონვურენციის წევრნი იყვნენ უჭკუონი და გამოუცდელნი, მაგრამ ვერა გაარიგეს რა კი. მართალია მაშინ ოსმალეთი ჯერ დამარცხებული არ იყო და თავისის თავის იმედი ჰქონდა, მაგრამ ისიც ნამდვილია, რომ ოსმალეთს უფრო მომეტებულად ევროპიის სახელმწიფოთა ურთიერთ წინააღმდეგობის იმედი ჰქონდა. ეხლა თუმც ოსმალეთი დამარცხებულია, მაგრამ კარგად იცის, რომ სან-სტეფანოს შერიგება, რომელიც ამ დამარცხებას მოჰყვა, გაუქმებულ იქმნება ევროპის მიერ; მეორის მხრით იცის, რომ ყოველ მას, რაც ამ შერიგების პირობათა მაგივრად იქმნება დადგენილი იმ გვარივე შედეგი მოელის, როგორც სტამბოლის კონფერენციას. გარდა ამისა, არც ის არის შეუძლებელი, რომ ოსმალეთმა ირჩიოს სახელოვანი სიკვდილი, ვიდრე თავლაფდასხმული სიცოცხლე. აბა როგორ იხმაროს კაცმა, უკანასკნელი ღონისძიება და ხავს მაინც არ წაეჭიდოს, როდესაც მის ისევ ცოცხალ თავს დაჰხვევიან და გულმშვიათ იყოფენ მის მემკვიდრეობას? მაშ ტყუილ-უბრალოდ ჯაფას რად სწევს კონგრესიო და დროს რად კარგავსო, იტყვის მკითხველი? კონგრესს მოეგება ერთი ნამდვილი შედეგი — სან-სტეფანოს შორიგების პირობათა გაუქმება. ევროპისა და ოსმალეთისთვის ყველაზედ უწინარეს ეს არის საჭირო.

— ავი დღე დაუდგათ თავისუფლობისა და წარმატების მოღვაწეთ გერმანიაში, მთავრობა მოჰყოლია ყოველგვარი დევნას და ცხოვრების შევიწროებას — აგები როგორმე ახალ რეიხსტაღში უმრავლესობა დავიმკვიდროვო. ეს მისდგომია იმ შინაგან პოლიტიკას, რომელსაც ერთ დროს ნაპოლეონ მესამე აწარმოვებდა საფრანგეთში. მთავრობა წამოაყენებს თავის საკუთარს კანდიდატებს და ეტყვკის ხალხს — ვინც ამათ არ მიჰსცემს კენჭს ჩემი მტერი და მოწინააღმდეგეაო, ამისათვის, რა საკვირველია, ადგილობრივი მოხელენი ჯეროვან ბძანებას გამოსცემენ თვისთა ხელქვეითთათვის, რომელნიც თავისის მხრით ხალხს დააწვებიან და ეტყვიან — თუ ამა და ამ კანდიდატს არ მაეცით კენჭიო, ავი დღე დაგადგებათო, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ მთავრობას ბევრი მომხრე მოემატოს მომავალ რეიხსტაღში. მართალია, გერმანიას ლიბერალებს, როგორც უწინ იყო მოხსენებული, კურიერი სიყვარული უღვივით სოციალ-დემოკრატთადმი; მართალია ლიბერალების უმთავრესი ხასიათი, მეტადრე გერმანიაში, არის მშიშარაობა და კუდაბზიკობა, მაგრამ მაინც მთავრობას იმდენად უკან დაუწყვია და იმისთანა გზას დასდგომია, რომ ამ ლიბერალებსაც კი ეშინიანთ რაცა გვაქვს ისიც არ წაგვართონო. რაც შეეხება თვით იმ მოვლენას, რომლის ძირიანი მოსპობა წარწერილია ამ ჟამად მთავრობის დროშაზე, ამაშიაც ეჭვი უნდა ვიქონიოთ — მოიტანს მთავრობის აწინდელი პოლიტიკა მისთვის სანატრელს შედეგს თუ არა, დევნა და რისხვა ახალი ამბავი არ არის ევროპაში სსვა და სხვა მოღვაწეთათვის, ამ გვარზომიერების ყოველთვის უკუღმა შედეგი მოსდევს. რამდენად უფრო აღკრძალულია და დევნული რომელიშე ქადაგება და მიმართულება, იმდენად უფრო ვრცელდება იგი და უფრო ღრმათ უშვებს ფესვებს; გარდა ამისა — იგი, უწინ პირახდილი და აშკარა, დევნის შემდედ მალვით და საიდუმლობით გარემოცული ტრიალებს და იდგამს ფეხს. ეს უკანასკნელი გარემოება პირ-და-პირ არის აღიარებული სოციალ-დემოკრატთა საარჩევანო მანიფესტში (ეპისტოლეში), რომელიც მიმართეს მათ თვისთა ამხანაგთადმი: „30 მკათათვისა (როდესაც უნდა მოსდეს არჩევანი), ამბობს მანიფესტი იქნებაო ეპოქა გერმანიის ხალხის ისტორიაში, ეცადეთ, რომ ეს დღე იყოს დღე გამარჯვებისა და არა დღე სირცხვილისა. იმეცადინეთ ამომრჩეველთა და ხალხის წინაშე, რათა წინააღუდგნენ საერთოდ, როგორც ერთი ადამიანი, იმ მიდრეკილებას, მთავრობისას რომელიც უქადის ჩვენდა ნივთიერ სიგლახაკეს საპოლიტიკო სიგლახაკესაც. ამოქმედეთ აწმყო ბრძოლა ჩგენ მტერთა სამარცხვინოდ და სოციალ-დემოკრატიის სასახელოდ. ამხანაგებო, ვიცით თქვენი ერთგულობა!“

ახლა დაუგდეთ ყური კლერიკალებს, რომელნიც თვის მანიფესტში ამბობენ შემდეგს: „ჩვენ ვთხოულობთ ხელახლად ეკკლესიის თავისუფლებას და იმ კანონების გაქარწყლებას, რომელნიც მავნებელნი არიან ეკკლესიის უფლებათათვის, თუ აწმყო კანონები საკმაოდ არ იფარვენ სახელმწიფო ის მოთავის სიცოცხლეს და არ აბრკოლებენ უღვთო და უზნეო ქადაგების გავრცელებას, ჩკენ აღგძრავთ კითხვას: კანონების შეცვლა საჭარო არის თუ არა. მაგრამ ჩვენ უსათუოდ დავიცვავთ ხალხის აუცილებელს უფლებას, მეტადრე იმ უფლებას, რომელიც მინიჭებულია ხალხისათვის სხვა და სხვა სახელმწიფოთა (გერმანიისა) კონსტიტუციით, ჩვენ ვეცდებით, რომ აწინდელი აწყობა გერმანიისა (სახელმწიფოთა ურთიერთობა) და ცულ იქმნეს; ჩვენ არ დავაკუთნებთ გერმანიის მთავრობას რკინის გზებს.[1]

„ჩვენის აზრით ხალხის ეკონომიური მდგომარეობა მაშინ გაკეთდება, როდესაც შემცირდება იმპერიის გასავალი, მეტადრე ხარჯი მხედრობისთვის. ჩვენ არამც თუ არ გვინდა რომ ხალხს ხარჯი (გარდასახადი) მოემატოს, არამედ გვსურს ამ ხარჯს რაც შეიძლება მეტი მოაკლდეს.

„ხალხის კეთილ-მდგომარეობაშ უნდა იმატოს და იმასათვის ჯეროვანის ცვლილებით და კანონით დაკმაყოფილებულ უნდა იქმნენ მუშა-კაცთა მოთხოვნილებანი“.

ეს მანიფესტი, რომელიც ცხადათ. გიჩვენებთ კლერიკალების ოსტატობას, მიმართულია ერთის მხრით ხალხისადმი, მეორეს მხრით იმ დასისადმი, რომელიც ემატება გერმანიის ერთობას, ერთსაც უსომს თავზედ ხელს, მეორესაც ოსტატობაც ეს არის, საეჭვო კი, რომ კლერიკალებმა მრავალი მომხრე დაიყოლიონ; აბა ვის გაუგონია კლურიკალები და მუშა-ხალხთა მოთხოვო ნილებანი.

ამაზედ და საზოგადოთ დასთა ბრძოლაზედ გერმანიაში შემდეგ მოგახსენებთ რაც შეიძლება დაწვრილებით, მით უფრო, რომ აწინდელი მოძრობა ღირს შესანიშნავის არამც თუ მარტო თვით გერმანიისათვის, არამედ სხვა სახელმწიფოთათვისაც.

_______________

1მკითველს ესხსომება, რომ ბისმარკის მიერ წამოყენებული თუ გერმანიის კერძო სახელმწიფოთა რკინის გზების გარდაცემა გერმანიის საერთო მთავრობისთვის, მაგრამ მოზავეთა საბჭომ უკუაგდო ეს წინადადება და ამით ერთი ჩხირიც გამოაცალა გერმანიის ერთობას.

3 მწირის მოთქმა

▲ზევით დაბრუნება


მწირის მოთქმა

მარტო ვარ, მაგრამ ვის შევბრალდები,
ჩემს-მწირის მოთქმას ვინ უგდებს ყურსა?
მარტო რომ მოძმეთ შუა ვწვალდები,
ვინ დამინახავს ჩუმ სამსახურსა?!...
ვის მოსურდება ეკალში რბენა,
რომ გამომყვეს და იკაწროს ტანი?
ვის იამება გმობა და წყენა.
ქვეყნის მუქრა, ჯოგის ყაყანი?
უამხანაგო ტანჯული სული
ვის შევაკედლო ვის წინ გავფინო;
ვის ვაცოდინო. შემთვისი გული,
რომ გვუტყდე და არ შევაშინო?
ამ სიმარტოემ, უთვისტომობამ
გამახმო, მერე სულ გამაცივა
და გათბობისთვის ცეცხლის მოხმობა
უფრო სულ დამწვა, და დამატკივა.
გარშემო ყინვა; შიგ მწვავი ალი
ორსავ მხრით მარღვევს, მზრავს და მინელებს;
უნაღვლო ხალხში დამირბის თვალი,
მაგრამ მაში ხელს არ ვინ მაშველებს.
„რატომ?“ იკითხავს მსაჯული ჭკუა
მართალისა და ლიტონის ჰაზრით;
მიტომ რომ ხალხი ტანჯვაზედ ყრუა
და ჩვეულების შეკრულა ბაწრით.

კეთილი გული და სამღვთო გრძნობა
უნდილს აღზრდაში ყმაწვილს უხდება;
სიყვარული და სამართლის ცნობა
სიყრმის უკუღმართს წვრთაში უკვდება.
ყმაწვილი, წრფელი, ნათელი სული
ადრე მოიწყლვის უსამართლობით;
რაც უნდა ჰსწყინდეს სხვისი ბრმა ჰსჯული,
უნდა მიიღოს მან ცრუ მადლობით.
შურის დაღლაკნილს გზაზე ძვრომაში
იმას გაჰხედნის მეზობლის შური;
ღალატის, ძვირის ბილწ-მოთხრობაში
მალე გაართობს სახლში მურმური!
მალე ასწავლის დაუნდობლობას
თვით მაზედ უნდო მისი აღმზრდელი,
თანვე შეაჩვევს ზვერვას, მთხრობლობას
ჭორის და ეჭვის მყოლი მშობელი.
სიტყვის და ჰაზრის უთავბოლობა
აურევს ქალწულს მოზარდსა ტვინსა;
ხან ნამცნების ქმნა, ხან უქმნელობა
ნებას დაუმტვრევს და მისცემს ჟინსა.
ენის დახელის უსაგნოდ ქნევა,
ავზე და კარგზე უქმი ტარტარი,
წყევლის და ლოცვის უფასო ბნევა,
რისხვის, ალერსის ბდღვირი და ქარი,
მოტყუება და მწარე აგდება,
ქიშპობით ღვრემა, პირდაპირობა,
გულ-პაწი დაგვა, ენის წაგდება,
შხამი დაცინვა და ცრუ პირობა, —
ესენი, ყველა ეს კავშირები
ზრდიან ამ სოფლის სამღვთო სტუმარსა,
და, რომ მოხუთვენ მას ეს ჭირები
დაადუმებენ, დაჰსცემენ ზარსა.
რაც შეეზრდება, შეეკვებება
სისხლსა და ხორცში თბედ გადაექცევა,
იმას ის უყვარს და ექადება
თვარა კი არ ჰსძაგს — რად გადეჩვევა?
რად გადაეჩვევა?..... გერც გადაეჩვევა!
რა შეუძლია ღონეს შეჭმულსა:
სიყრმიდამ რამაც ის დაატყვევა,
მას ვერ წაუვა ფესვებ-გადგმულსა.

ეს დაჩაგრული შობიდამ კაცი
ოღონდაც მართლა, მეტად მფრთხალია;
ვერ შეიქმნება უცებ მამაცი,
რომ ჰქმნას, რაც რამე სასურვალია,
ის ვერ გაბედავს თამამად შებმას,
რომ ერთი თოკი მაინც გასწყვიტოს;
ის შეჰსწყობია მონურსა თრევას
და თავის-თავი სიდამ გაჰსჭვრიტოს?
იმას წინ უძღვის რეგვენთა ხროვა,
მისს წესს ის ბრძოლას როგორ შეჰკადრებს?
და ვინც ძუძუთგან მონება სწოვა,
ის სხვას ვისმეზე რა გვარ ასარდრებს?..
იმას საომრად აქვს მხოლოდ ფახი,
ეს არის მისი პირველი ძალა,
რომ შეაშინოს უგონო ხალხი,
რომელიც მისებრ კვირტში ჩამპალა.
ვის თანა-უგრძნობს კეთილს საგანსა
(ან კი თან-გრძნობ მისი რა არი)?
ნიადაგ ბრიყვებს რომ უხმობს ბანსა,
ჭკუის პასუხი მასში არ არი?
არ არი წმინდა გრძნობის ნაცვალი
მის მქისე გულში ხმა რომ გამოგცეს;
მას გზათ წინ უძევს უგნებთა კვალი,
და, ეშინია იმს რომ მოჰსცდეს,
ჰრცხვენია, რომ ქმნას არა ჩვეული,
რაც მას კაცობის ბუნებით ხურდეს;
ის ამ ცრუ სირცხვილს მარად ჩვეული
ვერ ჰსძლევ, თუნდ გული წადილით ხურდეს,
თუ რასმეს ჰხედავს ჩუმად, ქურდულად —
ვინმემ არ უგრძნოს და არ დასძრახოს,
თვარა თუნდა გრძნობდეს სიკეთეს სრულად,
მაინც ვერ იზამს, — უნდა დაჰმარხოს.

ამ ხალხში — ამ დიდს მონათ ლაშქარში
მარტო ყოფნისთვის არ უნდა ვსწუხდე:
მაგრამ მამულში, ძმების კრებაში
უძმო, ობოლი, — ვით არ ადუღდე?
მოძმისგან შიში, მიუნდობლობა,
მიუკარობა კით არ ვიმტკივნო;
უბედურების მიუხდომლობა
ისევ მათშივე ვით შევირჩინო,
მარტოდ-მარტო ვარ სულ ერთად-ერთი
ჩემიანებში საბრალო მწირი;
დავალ ყარიბად, — ხომ მხედავს ღმერთი –
ერთხელ ვერ გავხსენ მოძმის წინ პირი!
მე საბრალო ვარ, ირგვლივ ობოლი,
მაგრამ არ მახსოვს მე ჩემი ბედი;
მე დღეს მიმწარებს ერის სვე მრჩოლი
და მწამს კი მხოლოდ ქმნადის იმედი,
მე არ ვინაღვლი, რომ ასე მოვკვდე
ყველასგან მწირად — არ მიგდონ ყური,
ოღონდ რომ მერე საფლავში მოვხჰდე
მამულის-შვილი და ნამსახური.
მაშინ... ობოლი აღარ ვიქმნები
კეთილის დედის მიმზღვული შვილი;
მაშინ მიძმობენ მე ჩემი ძმები
და შემითვისებს ერი ლმობილი.

ნ. დ.

14 აგვისტოს, 1874 წ.

4 მგზავრის შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


მგზავრის შენიშვნები

(დასასრული)[1]

აგერ მივედით ხერთვისთან, საცა ორი მდინარე: არტაჰანისა და პირველშობილი მტკვარი ერთდებიან. ციხე. მაღალ და მაგარ კლდეზედ ნაშენი, ამაყათ გადმოჰყურებს მთის ფერდზედ ნაშენს სახლებს. ხერთვისის მცხოვრებლებიც თათრები არიან, აქვსთ ბაზარი, მადრესე, სასოფლო. მმათველობა, ხერთვისი ითვლება დაბათ; აქვს ბაღ-ბაღჩები. იმისი შაჰალმა-ვაშლი, ჭანჭური და ვაშლი ნაქებია.

რამდენს ახალგაზდა „მოდნის“ ქალს უნატვრია, რომ ჰქონდეს იმისთანა ლოყები — ისე წითელი და მსუქან-ტკბილი, როგორც ხერთვისის შაჰ-ალმა, იმდენი სიცოცხლე მე და შენ, ჩემო მკითხველო!

როცა შევედით შადრევანის ვიწრო ხევში, ხერთვისი დარჩა მარჯვენა მხარეზე. აი აქ წარმოგვიდგა ის ხევი, რომელიც ზევით აღვწერეთ.

საათის ორზედ მიველით უკანასკნელ სტანციაში. რადგან ჩვენ ბედზე აქ არც ცხენები იყო და არც ცხენების მრეკელი, მისთვის აქ დაგრჩით ორი საათი, დავადგმევინეთ სამოვარი და გარედ გაშლილ ნაბადზე შევექეცით გულის მანუგეშებელის ჩაით.

იქ დაგვხვდა ერთი არტაანელი თათარი, გამოვკითხე არტაჰანის გარემოება იმ დღიდგან, რაც ის გაბედნიერდა. ჩემი მობაასე ემადრიელებოდა თავის აწ მდგომ ბედს და ემდურებოდა ახალქალაქელ ბაშიოზუყ-სომხებსა. თურმე, როცა ჩვენმა ჯარებმა აიღეს არტაანი და როცა მცხოვრებლები გაჰყვნენ გაქცეულს თათრის ჯარს, მაშინ დაუხვდნენ ეს პატიოსანი პირები და გაჰსცარცვეს, რამდენიც შეეძლოთ და რამდენსაც ნებას აძლევდა სინიდისი, ურმებით და ზურგით ბევრი ზიდეს თურმე საქონელი, იმათ, უსინიდისობას საზღვარი არა ქონდაო და თავისი ბაასი ამით გაათავა; იმ ვაი-ვაგლახში, თურმე ერთი თათრის ახალგაზდა დედა-კაცი ძუძუზედ ყმაწვილით მორბოდა ხიდზედაო, დაინახა ვიღაც სომეხი, იქ ხიდზე მდგომი და სთხოვა, რომ ეს ყმაწვილი შემინახე ღვთის მადლისათვისაო, რომ მიაწოდა, სომეხმა გამოართვა ყმაწვილი და შესანახავად წყალს მიაბარა. საწყლმა გამწარებულმა დედამ ვერ გაუძლო სიმწარეს და თან გადაჰყა საყვარელს შვილს და დაიხრჩო წყალში თავიო.

მოთმინებიდამ რომ გამოვედით, ჩემმა „ჩინიანმა“ სტანციის უფროს დაუბრიალა თვალები, დაუბრაგუნა ფეხები თუ არა, მაშინვე საიდნღაც გაჩნდნენ ცხენები, ურემი შეაბეს და გავექანეთ. გზა უფრო და უფრო ტალახიანი იყო. ერთი საათის სავალი სამ საათზე გავიდრედ. კარგა დაბინდდა, რომ მივედით ახალქალაქს.

ახალქალაქში მისვლამდე ბევრი ტალახსის ტბები გავიარეთ, ჩვენი ურემი ღერძებამდი ითვლებოდა ტალახში და ზანტ იხვისავით ცურავდა. ეს გზა სამი წელიწადია, თუ არ ვცდები, კეთდებოდა და ვერ გაკეთდა. აქ გზაზე შეგხვდნენ ურმები, რომლებსაც მიჰქონდათ ჯარის ბარგი ახალქალაქისკენ. ერთ ურემში შევნიშნე ვიღა თავ-პირ შეხვეული გლეხი ვიცი, რა გრძნოჰამ ძალა დამატანა, რომ ვკითხე:

— ძმაო მეთქი, რათა გაქვს თავ-პირი შეხვეული?

— ღმერთმა ჰკითხოს, ვინც ასე გამხადა, შენი ჭირიმე! არ ვიცით, რა უნდა გასდეს ჩვენი ჰალი: შეწუხებაც ჩვენთვის ყოფილა და ცემა-ტყეპაცა, მიპასუხა გლეხმა ნაღვლიანათ და მაჩვენა ცემისაგან გალურჯებული მკლავი.

— რას გერჩოდა, შე საწყალო?... ვინ გცემა?

— ჩინოვნიკმა შენი ჭირიმე. იმისთვის მცემა, რომ იქედამ ბარგი არ მომქონდა. აქედამ რომ წავიდეთ, იქიდამაც ძალას გვატანდა წამოღებისათვის, მე პირ-და-პირობა უყავი, მე კანონი ვიცოდი, რომ ჩვენი ვალი აღარ იყო. და იმისათვის ასე გამხადა. ბრალი რომ მქონოდა, მაინც ჯერ არ ვინაღვლიდი, შენი ჭირიმე. ვიღაც შავწვერიანი — შავი ჟამი იყო, რადგან აქაურ მეურმეებისაგან ცოტა ჯიბეს ივსებს, ჩვენ ასე გვაწვალებს ის უსამართლო, სამართალი სადღაა! მერე, შენ რომ იმისი გინება გაგეგონა, თითებს ყურებში დაიცომდი, დას, დედას და ცოლს როდი კადრულობდა: სულ რჯულს პირით იხსენებდა, ის ოჯახ დაქცეული…

აფერუმ, ნიკორიანო ბაშუბოზუყებო! გგონიათ თქვენი სინიდისი ნაყიდია. ისარგებლეთ სანამ ბედი თქვენს ხელშია! სინიდისს რას დაეძებთ, სინიდისის კოლოფი თქვენი საკუთარი ჯიბეა…

სახელი და გვარი ამ სამაგალითო ჩინოვნიკისა გლეხმა მითხრა, მაგრამ საუბედუროდ დამავიწყდა. მგონია, ამის მგზავსი რაღაც უნდა იყოს: ან კომლივი ნაკავლიევი, ან არა და კივლივი. რა მენაღვლება, რა ამლანბარაგიც გინდა იყოს — კაი კაცი კი ყოფილა და!...

მზე ნახევრად მიფარებული იყო მზეს, როცა შევედით ახალქალაქში, ახალქალაქი ვეღარ ვიცანი, ჰაჯიმინასები, პარუნ პოღოსები, ხომ ნუღარ იტყვით… ის პატარა ახალქალაქი აღარ არის, სახლებიც გაშენებული ქალაქი გადიდებულა, მაზრობაც ჰღირსებია, რა ვიცი რა არ მოხდენილა!

ერთ დროს ერთს მოქრთამე მმართველს ახალქლქისათვის ოქროს ქალაქი დაურქმევია, რადგან ისე ჯიბე გაეტენა, მაგრამ მე ისე აღტაცებაში შემიყვანა, რომ გადავანათლე და დავარქვი ახალი პარიჟი ტალახის ტბებიანის ქუჩებით და წითელ ფართუკიანის სომხის მშვენირის ქალებით, ახალქალაქში სულ პროცენტ ობერიანცები ჰცხოვრობენ…

ახალქალაქს ჰყავ შვიდასი მცხოვრები — სულ აზრუმიდამ გადმოსახლებული სომხები. არიან ზოგიერთი ქართველები და ახლად ახალციხიდამ გადმოსახლებული ურიები, რაც ახლა არის იმისი მესამედი არ იყო ამ ხუთის წლის წინათ, ბევრნი გადმოსახლდნენ ზოგი სოფლიდგან, ზოგი ახალციხიდამ.

ახალქალაქის მაზრა შესდგება ახლა ას-ცამეტი სოფლისაგან. იმათში ათი სოფელი ქართველია, როგორც მიამბეს, შვიდი ფრანგი, ოთხი ველული ქართველ-ფრანგები; 27 თათრები — იმათში ათი სოფელი ქურთები, ხუთი თარაქამები და შვიდი დუხაბორები, ხუთი კი ის თათრები. შიგ ახალქალაქში არის სამი სასწავლებელი — ერთი ორ-კლასიანი სამაზრო, ერთი საქალებო და ერთი სახალხო, ქართველებს სოფლებში აქვსთ სამი სასწავლებელი, სომხებს — ერთ ნახევარი.

შარშანდელი რუსული ალმანახი (1877წ.) რომ გადმოშალოთ, სასიამოვნოთ წაიკითხავთ: ახალქალაქის მაზრაში 30 სასწავლებელია. მტყუანს!.... აი ამით ღუპავენ სულიერი მამები ხალხს. წლის თავზე ისინი გაუწითლებლივ, სინიდისს დაუკითხავათ აჭრელებენ ტყუილ სიებს, გზავნიან კუთვნილებისამებრ იშით ატყუილებენ ქვეყანას, კმარა, კმარა, ღმერთმანი! დროა თვალებზე ხელი მოვისვათ!...

ველული ფრანგების ორ სოფელში ბ. და კარ. ახალა აკეთებენ სასწავლებლებს. მშვენივრად ამოყვანილია სასწავლებლების კედლები წითელის ქვით, ორივე ერთ გეგმაზეა (პლანზე) ნაშენი, შკოლისათვის არის დანიშნული დიდი ოთხ ფანჯრიანი წითელ ქვით ნაშენი ოთახი, სამზვარეულო და მასწავლებლისათვის ოთახი სხვაა. დაგვირგვინდი შრომავ გლეხებისავ!... პავ...სა ჯერ მზათ არ არის კედლების გარდა, მაგრამ კარი კი მზად არის, მხოლოდ შაგირდების მაგიერად ჯერ სწავლობენ პურით სავსე ტომრები, რომლებიც ეკუთვნიან იქაურ მამა მღვდელსა. ეს მამა მღვდელი თავის თანამდებობას გარდა სახორციელო საქმეშიც ძალიან მამაცია. როგორც ბეჯითად პოდრიადჩიკობს, ისე ბეჯითად და ერთგულად რომ მარხავდეს მკდარსა, ვინც გინდ იყოს, უეჭველად სასუფეველში წავიდოდა…

ახლა წარმოიდგინეთ, ეს რა ადვილი და სწრაფი სახსარია განათლების გავრცელებისათვის, რომელსაც ხმარობს ეს მამა მღვდელი, ვსთქვათ, ეს პურის საცალოები ისწავლიან უეჭველად — შიგ პური ხომ განათლდება. მემრე ვინც შეჰსჭამს უეჭველად და უმიზეზოთ ბრძენი გამოვა, ადვილი, ბრძნული და სწრფივი სახსარია — მეტი გნებავთ, უფალნო განათლების მოყვარენო?!...

ასალქალაქის გლეხები არ არიან ისე შეწუხებულნი, შევიწროებულნი მზა-ყლაპიებისაგან, როგორც სხვაგან მართალია აქაც ბევრი ნაწილი მიწის საპატონოა, მაგრამ ისინი სარგებლობენ თავისუფლად — ბატონის წყალობა ხომ არ უკლიათ... მომეტებულად არიან შეწუხებულნი ველული ფრანგები. ოთხ-კუთხით არიან ისინი შევიწროებულნი; ერთის მხრით სომხები, მეორე მხრით თათრის ბატონები, საცა წავიდეს კაცი სომხებს ხომ ვერ ასცილდება!

ფრანგები ცხოვრობენ სახელმწიფო მამულებზედ. არ ვიცი რომელ რიცხვში იყო, რომ მოვიდა მიწის მზომელი მიჯნების გასარკვევლად. რასაკვირველია, მდიდარ ბატონებმა თავის დროზე თავს მოუარეს. რამდენიც მებატონე უხვად იქცევოდა, იმდენი მებატონეების მამულები იზდებოდა. შუაზე კი საწყალობელი გლეხი დაიჩაგრა…

ოჰ, რა ბევრი ხანი გავჩერდი! ლაპარაკმა ამიყოლა, კი დამავიწყდა, რომ მე სოფელში ვარ წასასვლელი, რადგან ჩემი სამშობლო სოფელი ცოტა ახლქალაქიდამ შორს არის.

დავემშვიდობე ახალქალაქს, ჩემს ჩინიანს, სამ ცხენიანს რუსული ურემს და აგერ ერთს ცხენზედ გადავჯექ და მივდივარ სოფელში.

რა ნაირად კაცს უცემს და უძგერის გული, როცა დიდის ხნის მოშორებული პირველად ფეხს დგამს იმ მიწას, საცა იმას გაუტარებია თავისი სიყრმე, ის ბედნიერი ჟამი სიცოცხლისა, რომელიც ყველაზე უძვირფასესია!

მე მიხაროდა. გულიც ჩემს სიხარულს ბანს აძლევდა. მაგრამ თოვლით მოსავალი აბულოს მთა, და დაობლებული ამირანთ მთა (ახლა ტაშლი თაფა) და ის ჭალა-მინდვრები, სადაც მე ათის წლის წინ უზრუნველად ვცელქობდი, რაღაც უცნაურის და საიდუმლო. სანდურავით მიყურებდნენ — გეგონება გეუბნებიან: წადი, შენ აღარ გიცნობთ— შენ სულ გამოცვლილ ხარ; ერთგულს და საყვარელს განა ეგრე უნდა უღალატო?!

ორი საათის შემდეგ მე ვიჯექი ერთ ღარიბის გლეხის სახლში.

ბევრი რამე დამრჩა სათქმელი — ბევრისაც თქმა ვერ შევიძელი, რადგან პირი წყლით სავსეა…

ს. ბავრელი.

15 მაისს 1878 წ.

ს. სურამი.

______________

1 „ივერი“ №24, 1878წ.

5 ურწმუნო დიეგო

▲ზევით დაბრუნება


ურწმუნო დიეგო

ერთი ხანა კარლისტების აჯანყებისა.

(თარგმანი)

I

აპრილის მშვენიერი საღამო იყო. ვიწრო ქუჩები ძველი სან-ამარ-დელოს-დებლანოს ქალაქისა აქა-იქ ბოძებზე ჩამოკიდებულ ფანრებით ძლივს იყო განათებული; პოლიციის მოხელენი ქუჩებში იმდენნი იყვნენ, რამდენსაც კი საჭიროებდა გარეგანი წესიერება და რიგი, ურმების ჭრიალი და იმათი ხათქა-ხუთქი უსწორ-მასწორო ქუჩებზე და გამვლელ-გამომვლელის ხშირი ბორძიკი ცხადად ამტკიცებდნენ ამ ქალაქის მმართველების ღვთის მოყვარეობას, რადგანაც სასულიერო საქმეებს უფრო ყურს უგდებდნენ, მაგალითად, როგორც ეკკლესიების მორთვას და ხარების ჭიდილს, მანამ ამ გვარს წუთი-სოფლიურ წვრილმანობას, როგორათაც ქუჩების გასწორება და იმათი განათება, ექვს საათზე დაირეკა ზარი და გამოვიდა მრავალი მუშა, ახლად გახსნილის მაშინების ქარხნიდგან. ამ მუშებში ერივენ ისპანიელებიც, მაგ- რამ მათში უფრო ბევრი ფრანციული და ინგლისელნი იყვნენ. ნახევარ საათის განმამავლობაში, როდესაც ქუჩამ ისევ თავისებური დაღონებული და მყუდროების სახე მიიღო, ამავე ქარხნის კანტორის კარებიდგან გამოვიდა ერთი ყმაწვილი კაცი გძელის წამოსასხმლით, რომლის ქვეშაც რაღაც ეჭირა — უფრო რო გიტარა იყო.

ეს იყო ლამაზი ოცდა ორის წლის ყმაწვილი კაცი, დიეგო გერლა. ეს იყო დამაარსებელი და პატრონი ხსენებულის მაშინის ქარხნისა. რაც კი თავის სიყმაწვილეს შეეხებოდა დიეგომ ბევრი იმოგზაურა და პოლოს გული დაარწმუნა, რომ ისპანია არ იყო პირველი ქვეყანა ხმელეთზე, როგორც აქომამდინ იმას ჰსწამდა, როდესაც კაცი ამ გვარ გადაწყვეტილებაზე დადგება, თუ უნდა იმას მოსვენებით ცხოვრება თავის ქვეყანაში, ეს აზრი თავისთვის გუნებაში უნდა დაიმარხოს; და ამ გვარადაც მოიქცა დიეგო გერლა. მაგრამ, რადგანაც ეს იყო ჭეშმარიტი მამულის-შვილი, თავისის ქვეყნის მოყვარე და იმ სურვილით სავსე, რომ ხელი შეუწყოს თავისის ქვეუნის განკარგების, განათლებას და გამდიდრებას, ამ ყმაწვილმა კაცმა თავის გამოცდილება და თავის სიმდიდრე მოახმარა მაშინის ქარხნის გამართვას თავის მშობელ ქალაქში. ისპანიას ძრიელ ნაკლებათა აქვს ამ გვარი ქარხნები და მაშინები სულ საფრანგეთიდამ და ინგლისიდამ მოსდის. ამისგულისათვის დიეგომ იფიქრა ქარხნის გამართვა; ამათი იმას იმედი ქონდა, დიდი შვება მიეცემა ჩემს მემამულეებსაო. ეს განზრახვა ჭეშმარიტი იყო, მაგრამ ჩვეულებისამებრ ამ ყმაწვილს კაცს ბევრი მტრები გაუჩნდნენ. მთელის ქალაქის მმართველობა დაწყობილი ალკა- ლიდგან (ქალაქის უფროსი) ავას თვალით შეურებდნენ დიეგოს, ამიტომ რომ იმანა აშენა თავისი ქარხანა იმისთანა თავისუფალ ადგილს, რომელიც დიდის ხნის ცარიელობისა გამო, იმათის აზრით, საუკუნოდ ცარიელი უნდა ყოფილიყო; გარდა ამისა თვით ქარხნის აშენება ძრიელ გასაბედავ და ლიბერალურ ახალ საქმეთ უჩვენათ. დაბალი ხალხი იმითი არ იყო დიეგოს მადრიელი, რომ იმას მრავლობით უცხო ქვეყნის მუშები ჰყავდა, რადგანაც ისპანიელები ჯერ ამ საქმეში. დახელოვნებულები არ იყვნენ. ბოლოს კიდევ დიეგოს აუტყდა სამღვდელოება იმ მიზეზით, რომ მრავლობით მუშები პროტესტანტები იყვნენ და დიეგო ცდილობდა ამათთვის თავის ქარხანასთან ეკკლესია და შკოლა აეშენებინა, იმათის ფიქრით ურწმუნეების სწავლება, გარდა იმისი, რასაც წმინდა კათოლიკე ეკკლესიის მღვდლები ქადაგებდნენ, რასაკკირველია თვით ეშმაკებისგან ჩანერგული აზრი იყო და ამ აზრზე ყველა ჯვართმადიდებელნი კათოლიკენი, რასაკვირველია, მღვდლებს ეთანხმებოდნენ.

მაგრამ დიეგო გერლა სრულიად ყურს არ უგდებდა, თუ იმაზედ სხვები რას ფიქრობდნენ; ის მარტო საჭიროდ ხადდა, რომ თავის საკუთარს სვინიდისს გაერჩია მისივე საქმეები. ამას უყვარდა თავის ქარხნა და ადელინა ფიერო და სხვა ქვეყნიერებასთან ამას საქმე არა ჰქონდა, ადელინა ფიერო იყო ერთი პატიოსანი ქვრივის ქალი. ამის მამა აფიცერი იყო და 1836-დგან 1860-მდინ კი რაც ომები იყო ისპანიაში, ის სუყველაში ერია და სუყოველთვის ისპანიის კოროლების მხარე ეჭირა, ამან დაუგდო თავის ცოლშვილს პატიოსან სახელი და რიგიანი ქონება, ფიეროს სახლობა პატივცემული იყო ყველასგან ქალაქში, და ამიტომ დიეგო ბედნიერად რაცხდა ჯერ მას რომ ამათი ნაცნობია და, მეტადრე მას, რომ ეს იყო ამ სახლში ისე მიღებული, როგორც ნამდვილი ადულინას თაყვანის მცემელი და ტრფიალი, კვირაში სამჯერ ბინდზე, ისპანიის ჩვეულებისამებრ, ეს მოვიდოდა ხოლმე ადელინას ფანჯრებ-ქვეშ სერენადის სათქმელად, ესე იგი, რამდენსამე წამს დაუკრავდა გიტარას უგალობდა რაიმე სიმღერას, ერთ თხუთმეტ წამს ებაასებოდა ადელინას, რომელიც ფანჯარაში გადმოდგებოდა ხოლმე და შემდეგ ამ ჩვეულების ასრულებასა, როგორც ეკუთვნის პატიოსანს კაცს და კარგს ნაცნობს, დარეკამდა ხოლმე კარების ზარს და დანარჩენ საღამოსაც გაატარებდა ადელინას, იმას დედის და სხვა ამათ კეთილ-ნაცნობების საზოგადოებაში. ერთი ამისთანა საღამო იყო, როდესაც ჩკენ დავინახეთ, რომ დიეგო გამოვიდა თავის კანტორის კარებიდგან გიტარით.

ეს წავიდა სწორე ქუჩაზე თავისის ქარხნის გასწვრივ და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ იმან ქუდი არ მოიხადა წმ. დობლანის ნიშთან და ამითი არ აასრულა ის ჩვეულება, რომელიც დადებულის ყველა ჯვართ მადიდებელისაგან და მომეტებულად იმ გვამთაგან, რომელნიც სულის ცხონებას შეჰსდგომიან, ეს კიდევ არაფერი, იმან მოწყალების მაგივრად, გლახას, რომელიც ამ ნიშთან დაჩოქილი იდგა, უთხრა: „მანდ მთელი დღე ჩოიქით დგომას არ გირჩევნია მუშაობით მოიპოვო ერთი ლუკმა პურიო.“ ეს მთხოვარამ, რასაკვირეულია, არ ჯერა, რადგანაც გამოცდილებით იცოდა, რომ აქ ჩოქით დგომა და გულკეთილებისაგან გროშების თხოვნა უფრო მინამ მუშაობა, დონ-დიეგო. მიდიოდა და სიარულში ბევრჯელ წამოჰკრა ფეხი და ხმა მაღლა ჯავრობდა ცუდად მოკირწლულ ქუჩებზე. ბოლოს გავიდა უფრო განიერ და ლამაზ ქუჩაზედ, სადაც ორგან, სამგან მიჯნურნი სერენადებს ეუბნებოდნენ თავის სყვარლებსა.

დიეგო გერლა ადელინას ფანჯრის ქვეშ დადგა და დაიწყო ერთი რაღაც ძველისა და მხიარულის ბალადის მღერა, პირველი ხანის გათავების დროს ადელინამ გააღო ფანჯარა ქვემო სართულისა და გამოდგა ფანჯრის რკინის ჩარჩოებს შუა; ეს მთლათ შავებში იყო ჩაცმული; მშვენიერ შავ თმებში ერჭო ლამაზი ვარდი და ხელში ეჭირა მარაო, ეს განუყრელი სამკაული ყოველის ისპანიელის ქალისა.

— საღამო მშვიდობისა, დიეგო, უთხრა ადელინა.

— საღამო მშვიდობისა, ჩემო მშვენიერო, უპასუხა დიეგომ, გადაიგდო გიტარა მხარზედ, მოიხადა ქუდი და სულით კოცნა გაუგზავნა: თქვენ მიხვდით, რომ ჩემთვის რამდენიმე წამით ადრე თქვენი ნახვა უფრო სასიხარულოა, ვიდრე ამ ლექსის დასრულება, რომლითაც ძველად ხალხს გამოუთქვამს სიყვარული.

— ოხ! დიეგო! ჰსთქვა ადელინამ, მძიმეთ ამოიოხრა და თავი გაიქნია: მე მინდა თქვენ ძრიელ უსიამოვნო ამბავი გითხრათ!

— უსიამოვნო ამბავი! შეჰყვირა დიეგომ და ხმა შეეცვალა: — თქვენ ხომ კარგათა ხართ?

— მე კარგათა ვარ, ჰსთქვა ადელინამ თმა გრამ ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ავად-მყოფობა, თუ კი ამითი შეიძლებოდა შეცვლა ჩვენის პატრის მალალიას ცუდი აზრი თქვენზედ. იმის სიტყვებმა ღამის ჭკვიდამ შემშალონ.

— თუ თქვენ კარგათა ხართ, ჩემო საყვარელო, სუყველა კარგათ იქნება; და რაც პატერ-მალალიას შეეხება.... აქ დიეგომ ისეთი მაგარი ბისკაიური სიტყვა უძღვნა ამ წმინდა სან-ამარ-დელოს-დებლანოს ეკლესიის მსახურს, რომ არა მგონია მისთვის სასიამოვნო ყოფილიყოს.

ადელინამ ამაზე პირჯვარი გადიწერა. ადელინა როგორც რიგიანი ყმაწვილი ქალი, პატივს ჰსცემდა სუყველა სამღვდელოებას და პიტერ მალალიას ხომ რასაკვირველი, უმეტესად.

— მაგაზედ ეგრე მსუბუქად ნუ ლაპარაკობთ, დიეგო, უთხრა ადელინამ დაღონებით და ცრემლები მოიწმინდა: ის ყოველ საღამოზე დაიარება ჩვენსა და, როცა თქვენ აქ არა ხართ, ურწმუნოს გეძახით და ამბობს რომ…

— რას ამბობს?

ადელინამ გამოიხედა ფანჯრიდგან და ჩურჩულით უთხრა:

— ჩვენ სრულებით მარტონი ვართ, დიეგო, თუ არა?

— მოშორებით ორი თუ სამი მიჯნური სერენადებს ეუბნებიან თავის ტრფიალთა, უპასუხა დიეგომ: მაგრამ ისინი ჩვენსას ვერას გაიგონებენ; მე, მგონია, როოდესაც თქვენ გელაპარაკებით. ყურშიაც რომ ჩამძახოს ვინმემ, ისიც ვერ გავიგონო, მაშ მითხარით რა ამბავია?

— თქვენ არავის არ შეატყობინოთ, მე რასაც გეტყვით, წაიტუტუნა ადელინამ, პირით მიეყუდა ფანჯრის რკინის ჩარჩოებს და შიშნეულობით დაუწყო ყმაწვილს კაცს ყურება: რასაც გეტყვი, ისეთი საშინელებაა, რომ მთელი ღამე ტირილით გავათენე. ჰო, დიეგო, პატერი მალალიასი ამბობს, კიდევ მალე იქნება კარლისტების არეულობაო.

აქ ადელინა შესდგა და გაკვირვებით დაუწყო დიეგოს ყურება, თუ რას წარმოადგენდა იმის სახე, მაგრამ დიეგო სრულიადაც არ შემკრთალა, ადელინამ განაგრძელა: დიახ... მამა მალალიასი ამბობს, რომ თქვენ, დიეგო, მიიღებთ ამედისტების მხარეს და არა კარლისტებისას.... და როდესაც კარლისტები გაიმარჯვებენ, რომელიც აუცილებელია, თქვენ მაშინ გაქცევა დაგჭირდებათ... თქვენც და ბევრს სხვებსაც, ვინც კი ქრისტეს სარწმუნოების წინააღმდეგნი არიან, მითხარით, დიეგო, იმისთანა რა უთხრი მამა მალალიასს, რომ ეგრე ჩამოგეკიდათ? ო, დიეგო! მომეცით პირობა, რომ არ ეწინააღმდეგებით, აღარ გეებაასებით პატრ მალალიასს; რომ არ იქნებით ურწმუნო და ხალხს არ მისცემთ ნებას თქვენზედ ურიგოთ ლაპარაკისას!

ამ სიტყვებზე ადელინამ იქით გადიგდო თავისი მარაო, გულზე ხელები დაიკრიფა და მუდარებით დაუწყო ყმაწვილ-კაცს ყურება, თვალებიდგან მდუღარება სცვიოდა და დიეგო ძრიელ სწუხდა, რომ ამ წამში იმას არ შეეძლო ადელინა თავის გულზე მიეკრა და ცხარის კოცნით გაეშრო იმის მშვენიერი თვალები.

— რაც განცხადებაში (აპოკალიპსისი) მოჩვენებაა, სულ მოეჩვენოს და ნუ მიჰსცეს მოსვენება ამაღამ პატრ მალალიასს! შეჰყვირა დიეგომ გაჯავრებით: — ეს მოუსვენარი პატრი ყოველთვის აღვიძებს ბოროტებას და უბედურობას. ეგა და ეპისკოპოსი სწორედ იმ საზოგადოებისანი არიან, რომელმაც მთელის ხუთასის წლის განმამავალობაში ასე დაამცირეს ისპანია და რომელნიც ეხლაც არ გვანებებენ თავს. იცოდეთ, ადელანავ, თუ ვინიცობაა მალალიასი გადავა კარლისტების მხარეს და ჩამივარდება ხელში, გეფიცებით, შემდეგში ის ვეღარ ილაპარაკებს მაგისთანა საძაგლობას, ვერც ჩემზედ და ვეღარც სხვაზე.

დიეგო სიბრაზით ტუჩებს იკვნეტდა და ფეხებზე ძლივსღა იდგა, გულში მუქარას უთვლიდა განა თუ მარტო მამა მალალიასს, თითქმის მთელ ისპანის სამღვდელოებას.

— როგორ გჯერათ მაგისთანა საგანზე ლაპარაკი იმ უკბილო მატყუარასაგან! მოუთმენლად წამოიძასა დიეგომ;— ის მე ურწმუნოს იმისათვის მეძახის, რომ მე იმ აზრის ვარ, რომ ღვდელმა მარტო კკკლესიაზე უნდა ზრუნოს, ისე როგორც მე ჩემ მაშინებზე ვზრუნავ, და დანარჩენს სოფლიუს საქმეს კი თავი უნდა დაანებოს, ხედავთ თუ რა გამოდის იქიდგან, როდესაც კაცი სხვის საქმეში ერევა, იმ ბებერ-ლაქლაქას მოწყალებით თქვენი თვალები დაწითლებულნი არიან და მე ხელები ისე მექავება, რომ მინდა ამ საათში მივახრჩო ვინმე. ვიშ, რა მშვენიერი საქციელი ეკლესიის მსახურისაგან.

— თქვენ არ გესმისთ, თუ რა წარმოსდგება მაგ ჭორებიდგან, სთქვა ადელინამ ისევ ტირილით თქვენ მაგას მსუბუქად უყურებთ, დიეგო, მაგრამ ის იცით თუ დედა ჩემს რა რიგათ აწუხებენ მაგგვარი აზრები თქვენზე. ცოტა კიდევ და მე დარწმუნებული ვარ, რომ დედა ჩვენს ქორწინებაზე უარს იტყვის.

— მამა თქვენი ხომ კარლისტი არ იყო, გაკვირვებით შენიშნა დიეგომ

— მამა თქვენი ჟოველთვის იმათ ებრძოდა და იმასაც ისე უუვარდა თავისუფლება, როგო- რათაც მე მიუვარს და მეყვარება კიდეც სიკვდილამდინ, ჩემო. საეკარელო!

დედა ჩემი ფრანგი, დამჯდარის გონებით უპასუხა ადელინამ: ის ისე ფიქრობს და მასთან მღვდელები და ეპისკოპოსიც, რომ ამედეი იმ კაცის შვილია, რომელიც ეკკლესიისგან შეჩვენებულია, და რომელიც ჩვენს წმინდა პაპსა მტრობს! მეც ამ აზრისა ვარ, დიეგო, და ტირილი ვერ შევიმაგრე, როდესაც მამა მალალიასი გვიამბობდა, რომ პაპი დამწყვდეული ჰყავთ და არც საცხოვრებელს არ აძლევენო, მე რაც მომექონებოდა სულ პატრს მივეც, რომ რომში გაეგზავნა. ოჰ, დიეგო, ნუ იქნებით იმათ მხარეზე. დაითხოვეთ თქვენი ურწმუნო მუშები, რომელნიც საფრანგეთიდგან მოვიდნენ; იქ ეგენი თავიანთ არხიეპისკოპოსებს ჰხოცვენ და ინგლისში ხომ არავითარი სარწმუნოება არ არის. თუ კარლი VII მობრუნდა ისპანიაში, აბა იფიქრეთ, რა მდგომარეობაში ვიქნები მე, როდესაც ის თქვენ დასასჯელათ დაგედევნებათ? მე მოვკვდები კიდეც, დიეგო! ისიც იფიქრეთ, რომ თუ თქვენ იბრძოლებთ ამედეისათვის, რომელიც წკკლესიისაგან გადაყენებულია, თქვენი სული ჩავარდება ათასის წლით ჯოჯოხეთში, სადაც ჩვენ ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს, თუ გინდ რომ დიდი მამაკვდინებელი ცოდოც მოვიხდინო რამე თქვენთან შეყრისათვის! ყოველივე ეს შეგიძლიანთ თავიდგან აიშოროთ! მხოლოდ გაგვიგონე მე და მალალიას, დაფიქრდით ყოველს ამაზედ, ჩემო ძვირფასო, საყვარელო დიეგო, დაფიქრდით თუ თქვენთვის არა, ჩემთვის მაინც! ხომ გიყვარვარ, განა? ისიც ვიცი, რომ თქვენთვინ სასურველი არ არის, რომ მე თქვენის მიზეზით თავი მოვიკლა……? კაცს, რომელიც ამ გვარ ხვეწნას საყვარელის ქალისას გაუმაგრდება, ის სწორედ ქვა არის. დიეგო არ იყო ქვის ნატეხი, იმის თვალად ცივ-სახის ქვეშ დაფარული იყო გული, რომელშიც ისეთი სისხლი ტრიალებდა, როგორც მდუღარება. ის ამისთანა კაცი იყო, რომ არც თავის სიცოცხლეს, არც სხვისას არ დაზოგავდა მისთვის, რომ ადელინას გული დაემშვიდებინა. ამის გამო დაუწყო ადელინას ხვეწნა დამშვიდებულიყო და მისცა პირობა ყოველის იმის სურვილის ასრულების; შეურიგდები მალალიასს და ვეცდები კიდეც შევიყვარო ეს პატივცემული კაციო. რასაკვირველია, იმედი ჰქონდა, რომ თავის დროზედ ადელინას აზრს ამ საგანზედ შევაცვლევინებო; ეხლა ამის სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ შეეშრო ადელინას ცრემლები და კიდეც აუსრულდა ეს სურვილი. ადელინამ მოიწმინდა თავისი მშვენიერი თვალები, გაიმეორა, რო ამ წამამდინ ის უბედური იყო, შეხედა დიეგოს სიხარულის ღიმილით და ჰკითხა, როგორ გაატარე დღევანდელი დღეო, დიეგომ დაწვრილებით უამბო, რაც კი ემოქმედნა იმ დღეს მზის ამოსვლიდგან დასვლამდე, სხვათა შორის ისიც გაუხსენა, რომ ამას შეუკვეთეს ორი მაშინის გაკეთება ერთი ბარსელონიდგან და ერთი ბილბაოდგან იმაზე კი აღარა გაუხსენა რა, თუ რა რიგად მოიქვა ეპისკოპოსი მელსარანდა, რომელმაც მისწერა უკანასკნელის მაშინის შემვეთს, რომ დიეგოს მაშინები გამოუსადეგნი არიანო, ამიტომ რომ ისინი დაწყევლილნი არიანო, ადელინამ უთხრა, რომ ამას არ უყვარს მაშინები, ამიტომ რომ იმათში ზეთს ასხამენო და ურწმუნოების მოგონილნი არიანო, მაგრამ რო დაინახა შეჭმუხვნილი წარბები ყმაწვილის კაცისა, სწრაფლ წამოხტა, გამოიღო წითელი ვარდი, რომელიც ამშვენებდა მის მშვენიერ თმებს და ფანჯრიდგან გადაუგდო. დიეგომ აიღო ვარდი, მიიკრა ტუჩებზე, მერე სერთუკის კილოში გაირჭო და ადელინას ხელით კოცნა გაუგზავნა.

— თქვენ მალე გვნახავთ, დიეგო? ჰკითხა ადელინამ.

— ერთის საათის შემდეგ მოვალ, უპასუხა დიეგომ.

— და.....თუ... მამა მალალიასი იქნება ჩვენსა, თქვენ იმასთანაც ისე პატივისცემით იქნებით, როგორც ჩემთან?

– დიახ, მე იმას ვეტყვი, რომ იმის ხმა ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჩანგისა, რომ ერთი იმის დანახვა ჩემს გულს ბედნიერებით ავსებს, რომ მოუთმენლად მოველი იმ წამს, როდესაც გავხდები ღირსი ხელში ავიყვანო ის და წავიყვანო ქვეყნის ბოლოზე, სადაც ვიცხოვრებთ მარტო მე და ის. ყველასაგან მოშორებულნი! საკმაოა თუ არა ამ გვარი სიყვარული, ჩემო სიხარულო?

— თქვენ ნუდაცინებით კი იმაზედ დიეგო, ღიმილით უთხრა ადელინამ: — იმასთან იყავით კეთილათ და პატივცემით და მე ივენ სხვას არა გთხოვთ, ვაი ღვთის მშობელო! რას ჩასდიხართ?

ეს უკანასკნელი სიტყვები იმიტომ წამოიძახა ადელინამ, რომ დიეგომ საოცარი სიმარდე მოახდინა და ჰსჩანდა, რომ ეს იმისგან პირველი გაბედვა არ იყო. აი როგორ: ფეხის წვერებზე შესდგა, ხელი რკინის ჩარჩოებს წაავლო, აიწია სევით და მუხლები ფანჯრის ფიცარს მიაკრა.

— ოჰ, დიეგო! რამდენჯერ მითქვამს თქვენთვის, რომ მაგ საქმეს ნუ ჩასდიხართ მეთქი, — შეჰყვირა ადელინამ, მაგრამ ფანჯრიდგან ჩამოცლის მაგივრათ, რომელსაც კაცი მოელოდა ამის სიტყვების შემდეგ, უფრო მოუახლოვდა ფანჯარას.

დიეგომ შეჰყო ორივ ხელები ფანჯარაში, წყნარად დაუჭირა თავი ყმაწვილ ქალს და აღტაცებით დაუწყო კოცნა.

— ჩემო სიხარულო! ჩემო ანგელოზო! დუდუნებდა დიეგო და თან კოცნიდა მშვენიერ თვალებს — მე არასდროს არ გავუშვებ თქვენ თავს ხელიდგან, მანამ არ დამიბრუნებ ჩემ კოცნას. ადელინა გაწითლდა როგორც ვარდი, თუმცა სთქვა რომ დიდი ცოდვააო, მაგრამ კოცნით კოცნა გადუხადა. მაშინ დიეგო საჩქაროდ ჩამოხტა ქუჩაზე და ბედნიერების ღიმილით წამოვიდა თავის გზაზედ. რამდენსამე ხანს კიდევ მოისმოდა იმის სიმღერის ხმა, რომელიც ამას წინად შეჰსწყვიტა ადელინას გამოსვლაზე. ფანჯარა მხოლოდ მაშინ მიხურა უმაწვილმა ქალმა, როდესაც სრულიად მიწსყდა დიეგოს ხმა,

გაბაშვილი.

(შემდეგი იქნება)

6 სხვა და სხვა ამბავი

▲ზევით დაბრუნება


სხვა და სხვა ამბავი

რუსულის გაზეთის „Петербургскiя Ведомостъ“-ის კორრესპონდენტი იწერება მილანიდამ შემდეგ შემთხვეას გარდაცვალებულის იტალიის კოროლის ვიკტორ-ემანუელის ცხოვრებიდამ. ერთხელ რუსის იმპერატრიტის მიბძანების გამო რომში, თეატრში დანიშნული იყო საგანგებოდ რაღაც წარმოდგენა. ვიკტორ-ემმანუელი გულმავიწყი კაცი იყო, სულ დაჰვიწყებოდა ეს გარემოება და წასულიყო თეატრში საყოველდღეო ტანისამოსით (პიჯაკით). თატრის შესავალში მოჰგებებოდა ადიუტანტი და მოუხსენებია, რომ მისი დიდებულება რუსის იმპერატრიცა და პრინცესსა მარგარიტა კიდეც მობძანდნენო და ლოჟაში ბძანდებიანო. ვიკტორ-ემმანუელს ელდა ეცა, ეს რომ შეიტყო, „ოხ, ღმერთო ჩემოო, დაიძახა კო- როლმა რა მეშველება: მე ჩაცმული არა ვარ და ვერ შევალ იმპერატრიცის ლოჟაში, რომ ჩემი პატივის ცემა განვუცხადო. სასახლეში დავბრუნდე და ჩავიცვა ტანისამოსი ძალიან დაგვიანდება. ნეტა როგორ მოვახერხო საქმე!“ ამ ლაპარაკით კოროლი თავის ლოჟაში შევიდა, პირველს ოთახში სარკე იყო; რომ ახლო გაურა, ჩაიხედა და გაისინჯა ტანისამოსი, „არიქა, დაიძახა მან მე სულ შავები მაცვია, ერთი ფრაკიღა მაკლია, რომ სრულად მორთული ვიქმნე. არ შეიძლება განა აქ ვისმე ფრაკი ვჰსთხოვოთ“, ჰკითხა მან ადიუტანტსა: ერთი ნახეთ, იქნება ლოჟაში მონახოთ იმისთანა ვინმე, რომ მე ამ გაჭირებიდამ დამიხსნას, ადიუტანტი წავიდა და ერთს სასახლის ლოჟაში ნახა მარკიზი ბანიასკო, შავის ფრაკით მორთული, ადიუტანტმა მიიწვია კოროლის ლოჟაში. რა წამსაც ბანიასკო შევიდა კოროლის ლოჟაში, კოროლმა მაშინვე სთხოვა ფრაკი მათხოვეთო და თქვენ ჩემი პიჯაკი ჩაიცვითო. მარკიზს თუმცა ძალიან გაუკვირდა ეს ამბავი, მაგრამ მაშინვე სიხარულით აღასრულა კოროლის თხოვნა. მოჰყვნენ ტანისამოსის ცვლასა: კოროლმა მარკიზის ფრაკი ჩაიცვა და თავისი პიჯაკი მარკიზს მისცა. ჩაცმის შემდეგ კოროლმა სარკეში თავი გაისინჯა და დაინახა, რომ თეთრი ყელსახვევი აკლია, მარკიზმა თავისი თეთრი ყელსახვევი შეისხნა და მიართვა. კოროლს ყელსახვევი ვერ ეჩვენა რიგიანად დაუთოებული. მისცა უკანვე ყელსახვევი მარკიზს, იხმო კარებში მდგომი ლაქია როდოლფ მორასკო და უბძანა: „აბა თქვენი ყელსახვევი მაჩვენეთ; მე მგონია თქვენი ყელსახვევი უფრო თეთრი და წმინდა, ვიდრე მარკიზასა,“ როდოლფმა მოიხსნა ყელსახვევი და მიართვა, „მართლა, დაიძახა ვიკტორ ემმანუელმა: ეს სწორედ უფრო ფაქიზია.“ რუდოლფის ყელსახვევი შემოიკრა კოროლმა, როცა მორთვა გაათავა, კოროლი მივიდა სარკესთან, გაისწორა თმა და სთქვა: ეხლა კი შეიძლება,რომ იმპერატრიცა გნახო, იმედი მაქვს, რომ ეხლა სწორედ იტალიის კოროლს ვგევარ“.

სპარსეთის შაჰი ნასრედინი დიბადა 1829 წელსა, როცა მამა მისი მაჰმად-ხანი სპარსეთის ტასტხედ ავიდა, მაშინ ნასრედინი თავრიზში იყო თვის ლალასთანა, მირზა თაგი-ხანთანა და ადარბეჯანის მმართველად ითვლებოდა. თავისის ლალის მოწყალებით ნასრედინმა პატარაობითვე ჩაინერგა რუსეთის პატივისტემა. 1837 წელს, ღვინობისთვეში იმპერატორი ნიკოლოზ პავლეს ძე კავკასიაში მობძანდა. ერივანში მოეგებნენ ხელმწიფე იმპერატორს მაჰმად-შაჰის დესპანები, რომელთ შორის მეტის პატივისათვის იყო გამოგზავნილი რვა წლის მემკვიდრე ნასრედინი. იმპერატორმა ნიკოლოოზ პავლესძემ მიიღო პატარა ნასრედინი ძალიან კარგად, ისე თითქო მახლობული და ნათესავიო. „მე და მამაშენი ორივ ხელმწიფენი ვართ, უბძანა იმპერატორმა და მუხლზედ დაისვა პატარა ნასრედინი: და ხელმწიფენი კიდვც ერთმანეთსშორის ძმები არიან, მაშასადამე მე შენი ბიძა ვარ.“

ამის შემდეგ იმპერატორმა აჩუქა ყმაწვილს ძვირფასი ბეჭედი, მერე გაუკეთა მხარ-იღლივ ანდრეევის ლენტი, აკოცა და უბძანა: „აი ერთი საჩუქარი კიდევ — აჰა, არ დაივიწყო ბიძა შენი.“

ნასრედინ ყოველთვის სიყვარულით იხსენიებდა ხოლმე თავის ბიძას.

ნასრედინ ტახტზედ ავიდა 1848 წ. ოკტომბერში. ცოტა არ იყო რომ რუსეთმა ამაში ხელი მოუმართა. მაშინ ის იყო 18 წლისა.