![]() |
ცისკარი №11 (1861) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 რედაქციისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქციისაგან
მომავალს წელს ჩვენი „ცისკარი“ გადადგება მეექვსე წელიწადში. როგორის ღირსებით გამოიცემოდა აქამომდე, როგორის მეცადინეობით, უკეთ მოეხსენებათ მკითხველთა. ამასთანავე მოეხსენებათ, რომელ ამ გვარი საზოგადო სასარგებლო საგანი, წვრილ წვრილად მივალს წარმატებაში და არა უცებ. ბევრი ნაკლულევანება ჰქონდა აქამომდე სტანბის მომართულებას. ამ ხუთის წლის განმავლობაში, უფრო ხელის-მომწერთ ღონისძიებით, მოვიწერეთ ანგლიიდგან საბეჭდავი მაშინა, ახლა როგორც ხედამენ საყვარელნი მკითხველნი დავიბარეთ ს. პეტერბურღის აკადეებიითგან ასოები, რომელეიაც გვქონდა დიდი ნაკლულევანება. ვიმედოვნებთ, მომავალის იანვრითგან გამოიცეს ჟუნალი უკეთ, ქართველთ საზოგადოების დახმარებით.
რედ კერესელიძე.
![]() |
2 ქაცვია მწყემსი |
▲ზევით დაბრუნება |
ქაცვია მწყემსი[1]
(განგრძელება)
ცოლმან მიუთხრა: რამ დაგაფიქრა,
შენ შეგემთხვია ან აქ, ან იქ რა?
კაცმან თქვა მიკვირსო,
სათქმელად მიჭირსო,
რაც ვნახე სიზმრად.
მიცვალებულნი მამა და დედა
ორნივ ჯავრობდნენ მედა შენზედა,
შვილმა და რძალმაო,
გვტანჯა გვაწამაო,
სიძვირითაო...
აღარ მოგვიგდეს თვალი და ყური,
მათ არ გვაჭამეს ჩვენ ლუკმა პური,
ხმა მაღლა ყიოდენ,
სიკვდილთან ჩიოდენ,
სამართალს სთხოვდენ.
განესამართლა, მათთვის სიკვდილსა,
ჯერ რძალსა ვჰკითხავთ, მასუკან შვილსა,
იმათ თქვენ საჭმელი,
ნუ თუ სამელი,
რათ დაგიჭირეს.
მე შავეხვეწე უთხარ: ნუ სჩივით,
გამოგიგზავნით, წყლით, ნავით ტივით,
სამის დღის ბორჯითა,
დიდისა სასჯელითა,
მძლივ დავეხრწივე.
ამ სამს დღეშია ჩემს დედმამასა,
ჩვენ თუ არ უზამთ აღაპს ჭამასა,
წამოვა სიკვდილი,
ცელ ხმალ ამოწვდილი
შინ მოგვიხდება.
ჯერ შენა გკითხავს მას საკითხავსა,
პასუხს ვერ მისცემ შენ მოგჭრის თავსა,
მასუკამ მე მკითხავს,
ვიმართლებ მეკი თავსა,
შენ დაგბრალდება!
ცოლმან მიუგო შენს საქმეს ვჰკვირობ,
შენ მისთვის სიკვდილს რასთვის მიპირობ,
ცხვარ, ძროხა გყავს ბევრნი,
სავსე ღვინით ქვევრ,
გიდგას ფქვილი ბეღლით.
რატომ აჩივლებ შენს დედ მამასა,
რატომ არ უზამ აღაპს ჭამასა?
მაქვს პური დამცხვარი,
აწ შენ დაკალ ცხვარი,
მოხადე ქვევრსა.
მალე ქენ საქმე ნუღარ აყენებ,
კარზედ სიკვდილსა ნუ მამაყენებ,
თუ არ კმარა პური,
დამეც შენ დასტური.
მე გამოვაცხობ.
ქმარმან ცოლისა სიტყვა გაკმარა,
ოცი პური გაქვს ეგ რასა კმარა,
ცოლი ადგა ჩქარა,
მან აღარა თქვარა,
შექნა პურს ცხობა.
წამოდგა კაცი, რაც რომ ენითა,
ტიკნი დატენა კარგის ღვინითა,
ჰყვანდა ნაჩუქარი,
კარგი ნასუქარი,
დაკლა ფურ ბერწი.
ორი ცხრა ცხვარი, ოცი ბატკანი,
გასწყვიტა ბატი ხმა, ქათამთ კაკანი,
სასმელ, საჭმელი,
სანთელი,საკმელი
ჩანაწყო ნავში...
მღვდელთ უთხრა: საქმე მზათ დაიჭირეთ,
როცა მოვიდეთ მაშინა სწირეთ.
ჩასხა ნავს ხარჯთანა.
ატანა მას თანა,
მზარეულითურთ.
სადაც იმ ბიჭის საქმე მან ნახა,
მის ახლო სიყდარს მამა ემარხა.
იქ გაისტუმრა,
ყველა იქ ისტუმრა,
ვინც რომ უნდოდა.
მან მოუწოდა, სულ მეზობელთა,
ბიჭის და გოგოს შემქნელ მშობელთა,
მან დაუკრა თავი,
უთხრა მზათ მაქვს ნავი,
მეწვივენითო.
ბიჭის დედ მამამ კაცი გალანძღეს,
თქვეს, მტრის აღაპში ვინ ძაღლი გაძღეს,
შენ მოგვპარე ცხვარი,
პური გამომცხვარი,
ღვინო და თასი.
თაცი გთხოვეს და შენ არ მიეცი,
შვილსა და სასძლოს ორთავ გვიეცი.
ტანსა ეც ღიჭი,
შენ დაგვილახე.
ჩვენ ვერ მოვითმენთ გულის ტკივილსა,
ხვალ ჩვენ ვაპირობთ შენზედ ჩივილსა,
არსად წახვიდე.
უნდა შენ მოხვიდე,
სამართალშია.
კაცმან გონება არ აღაჩქარა,
წინა აღმდგომი მან არა თქვარა,
ჩუმათ თავის წინა,
გულში გაიცინა,
ბიჭის ტყუილზედ.
მან კაცმან უთხრა ბიჭის მამასა;
გთხოვ ყური უგდო რაც ვსთქვა, ამასა,
ჯერ ნუ ასჩქარდები,
შენ ნუ გასჯავრდები
გაუშინჯავათ.
ყველას მოგითხრობ ჩემის პირითა,
ჭირში ჩავარდი, რასაც ჭირითა,
რასაც მიზეზითა,
ან რასაცა გზითა.
მე ვქენ ქურდობა.
მე სხვაგან ვიყავ, რა მოველ შინა,
სახლში დამიხვდა მე არავინა.
მე ასე მშიოდა,
რო გული მტკიოდა
მეტის შიმშილით.
მე შენს სახლშია, სმისა ჭამისა,
აგრევ ხმარება ჭურჭელ ჯამისა,
მაქვნდა ჩვეულება,
ხშირად წვეულება,
გარდამხდომოდა.
წამოველ შენსას შემოველ შინა,
ავად მყოფს მამას შენსას ეძინა.
მე დამიხვდა შინა,
აქაც არავინა,
მარტო მის მეტი...
მას გაღვიძება ვერ გაუბედე,
მიველ კიდობნად უკუ ვიხედე,
თასსა და სამს პურსა,
საღვინისა ყურსა,
დავავლე ხელი.
გამოვიტანე ჩავდგი ურემში,
შევაბი ხარი მე წაველ ტყეში,
შეშისა საჭრელად,
ღვინის სმით თვალ ჭრელად,
მიველ ჭალასა.
რა რომე ღვინო თავში შემიჯდა,
პურით რომ გავძეხ ხორციც მამინდა,
ხორცისა ნდომითა,
ადგომ დაჯდომითა,
ღონე წამერთვა.
მაგ შენს შვილს ჰყვანდა მუნ საცხოვარი
მიველ და ვსთხოვე ეს სათხოვარი:
აგრემც გაგზრდის ღმერთი,
ნაჭერიმე ერთი
მაჭამე ხორცი.
გუდა მიჩვენა და ხელცახოცი,
მითხრა წაიღე თუ მაქვინდეს ხორცი.
დაუკარ მას თავი:
მე უთხარ მაშ შავი
ჭედილი დავკლათ.
ცოტა რამ ჩვენ აქ მწვადად შევიწოთ
სხვა სულ საღამოს შინა წავიღოთ,
თქვა ვერ გავბედაო,
მამა და დედაო
გამიწყრებაო...
აღარა ვსთქვირა, ჩემთვის დავჩუმდი,
სად შეშას ვსჭრიდი, იქავ გავბრუნდი,
სად სძოვდა ჭედილი,
ხორცით დაყმედილი,
წავაწყდი ზედა;
წამოვეპარე დავავლე ხელი,
მაშინვე დანით გამოვჭერ ყელი.
რა გავხადე ტყავი,
კაჭკაჭი და ყვავი
სულ ზედ მომატყდა.
რა გამოვშიგნე, ცეცხლი ავანთე
მწვადი დაუდევ, შენს შვილს მივმართე,
მას უთხარ: წამოდი
ჩვენა ვჭამო მწოდი
მითხრა; ვინ მოგცა?
გამოუცხადე, არ დაუფარე,
უთხარ: მე შენა ცხვარი მოგპარე,
მწვადი წამოვაგე,
მე მაქვს სანოვაგე
მოდი შევექცეთ.
შემომიძახა რას მეხუმრები,
მე დასაკლავნი სად მყვანდა ცხვრები,
შექნა მან ტირილი,
თავს ცემა ყვირილი,
მამას რა უთხრა?
უთხარ,მაგაზე შენ რა გაწუხებს,
მამაშენს თვით მე გავსცემ პასუხებს,
მივიყვანე დავსვი,
ვაჭამე და ვასვი,
განვაძღე კარგა...
როცა დაითრო, აიღო თასი
მითხრა: ამ თასში მოგვეც რა ფასი,
ამდენი ქურდობა
და არ დაუნდობა,
შენ არ შეგრჩება.
მე უთხარ: ძმაო! რაც მამიპარავს,
თვალით ჩანს ყველა არ დამიფარავს,
თუმცა მამეპარა
მხამდა დამეფარა
შენთვის ესენი.
რაცმე მიუთხარ არ დამიჯერა
საცემრად ჯოხი მან მამიღერა,
მით მე ამიჩქარდა
გული გამიჯავრდა,
ვერ მოვითმინე.
თასი წავართვი, სახრეც უცხუნე
თავ პირი სისხლით გარდაუთხუნე,
მოეშველა ცოლი,
ჯერ არ თანა მწოლი,
სჯულიერებით.
იმას საჯდომზედ დავჰკარ ეკალი,
უთხარ: შენ რა გრჯის, ჯერ შენ ხარ ქალი,
რად არა გრცხვენიან,
როდისა გშვენიან
ჯერ ეგ საქმენი.
შენ შვილს მიძახდი, მე მჩამდი მამად,
ამად მოგექეც ასე თამამად,
შენს უკითხავადა,
საქმე ვქენ ავადა,
დაგიკალ ცხვარი...
ბევრჯელ მიცოდავს შენ შეგინდვია,
დიდს საწყენზედაც თავს არ გიდვია,
გთხოვ ესეც შემინდო,
და არა გამყიდო
ცოტას საქმისთვის.
უპატიური რაც შვილს გიკადრე,
ბოდიშს მოვიხდი ხვალ დილას ადრე,
გიზღვავ მე შენ ცხვარსა,
პურსა გამომცხვარსა,
თასსა და ღვინოს.
აწ წამობრძანდით ნუ მალოდინებთ
თქვენის გაყრითა ცრემლს ნუ მადინებთ,
მიუთხრა ტკბილადა,
ნუ გამხდით წბილადა
თქვენ ამისათვისო.
ბიჭის მამამ თქვა; დღეს დაგვაცალე
ჩვენ მოვიფიქრებთ წამოვალთ ხვალე,
შევიტყობთ მართალსა
შვილს ვკითხავთ დარძალსა,
მაგ შენს ნათქვამსა.
რასაც შე ანბობ თუ მართალია,
შენი ყოფილა ჩვენზედ ვალია.
ჩემს შვილს უმტყუვნია,
რაც შენთვის უვნია,
რად არ გისმინა?
ხარიც დაგეკლა არას გეტყოდი,
თუ არ მიზღვევდიმე არას გთხოვდი
არამც თუ შენს ცხვარსა
პურსა გამომცხვარსა,
არ დაგითმობდი...
ესაქმე ავად მე გამაშინჯეს,
სიმართლის სამძღვარს მათ გარდაბიჯეს,
მომითხრეს მრუდადა,
მაჯავრეს ცუდადა,
ამას არ დავსთმობ.
შვილსა და სასძლოს ორსავ გავჯოხავ,
მათის ცემითა გულს მოვიოხავ,
რად არ დაგიჯერეს,
ჯოხი რად გიღერეს
რად შემოგკადრეს!...
კაცი წამოდგა, დაუკრა თავი,
უთხრა: რაც გლოცე, თუ შენ ხარ მთნავი,
სულ ყველაგადადევ,
ნუღარას დასდევ,
ადექ წავიდეთ.
თუ მათ დალახავ მიზეზით ჩემით
გული დამეწვის მე მათის ცემით,
არა იცის საკადრი,
ექნების რა ყადრი
კაცისა ყმაწვილს.
მე მისთვის შენს შვილს არას ვემდური,
არცარა მაქვსრა მე საყვედური.
საქმე ვქენ ავადა,
მე ვარ პირშავადა
შენთან და მასთან
შვილსა და სასძლოს ტკბილად ხმა გაეც,
სასძლოს დედმამა,
სადაც მაქვს ჭამა
იქ იქნებიან...
თქვენის ჯალაბით ვითხოვ მობრძანდეთ,
ამისგან უფრო არ დაგვიანდეთ,
ხვალ მღვდელნი გვიცდიან,
რიგს არ გარდიხდიან
სანამ არ მივალთ.
ბიჭის მამამა აღარა თქვარა,
ხელი ერთ პირათ კაცს გაჰყვნენ თანა,
ნავითა ტივითა,
კარგის პატივითა
წავიდნენ წყლითა.
მეორეს დღესა ნავით გარდახდნენ
მომზადებულნი მათ მღვდლები დახვდნენ.
კაცი მღვდელს გაენდო,
გულშია რაც ედო,
ყველა მიუთხრა.
რაც რომ ენახა გოგო ბიჭისა
ჭალაკში ყოფნა, და შეცყევისა,
მალვითა, პარვითა,
სიტყვისა ფარვითა
გამოუცხადა.
მღვდელს შეახვეწა: ნუ ეტყვი ერსა,
ნურც მოყვარესა და ნურცა მტერსა,
მარტო შენ იცოდე,
ეს საქმე იცოდვე,
უშველე რამე.
ბიჭის მამასა არა ჰსცალიან,
დედა მოუკვდა გლოვობს ძალიან,
მამაც ჰყავს ავადა,
გახდა ძვალ ტყავადა,
მალე მოკვდების...
რაც მერგებოდა აწ მე ჩემ წილად,
მე დღეს მზათა ვარ მის საქორწილათ.
მე მისთვის ვქენ ხარჯი,
რასაც თქვენ გაგრჯი,
მოგართმე ფასსა.
მეკი ნუ გამცემ რაც მოგახსენე,
წირვას უკანა თვით განახსენე,
ჩემი არა სთქვარა.
მოსწრაფებით ძქარა,
თვით ბძანეთ სწავლა.
საყდარს წირვაზე შემოკრებიან,
მათი დედ მამაც აქ იქნებიან,
ბიჭს, გოგოს მდომარეს
ერთა და მდგომარეს
ნახავთ თვალითა.
მის დროს უბრძანეთ მათ დედ-მამათა,
რად ჯვარს არ დასწერთ აწ თქვენ ამათა,
მიზეზს იტვიან,
არისო მით გვიან
მათი ქორწილი.
თუ მოგაზსენონ სიმგლოიარით:
მისად პასუხად თქვენ ეს უთხარით:
საქმეს ვიქ ამ გვარსა,
დღეს დავსწერ მათ ჯვარსა,
შორს ნუ დაიჭერთ.
მღვდელმან მიუგო გეტყვი მოძღვრულებ
მაგ შენს საწადელს სულ აღვასრულებ,
ჯერ ჩვენ დაფარვითა,
მალვით, გაპარვითა,
ამას ვეცადნეთ...
იქ წავიყვანოთო გოგო და ბიჭი,
სადაც ჰქონიათ შექცევა...
იმათაც ვკითხავ,
წიგნსაც წაუკითხავ,
შეგინებულსა.
კაცმან მიუგო; აქ მომიცადეთ,
ბიჭს შემოვგზავნი, მას ჰკითხეთ სცადეთ,
მას უბრძანეთ ყველა,
რაც იმისთვის შველა,
გწადიან თქვენა.
კაცმან იდუმალ ბიჭს აცოდინა,
მღვდელი გიძახის საყდარსა შინა,
ის ბიჭი წავიდა,
საყდარში შავიდა,
მარტო მღვდელთანა.
მღვდელმან ბიჭს უთხრა: მე შენ ბედსა გწევ,
დღეს ჯვარსა დაგწერ, შენს ცოლთან დაწევ,
ბიჭი ხელს ემთხვია,
მუხლსა მოეხვია,
მღვდელს მოახსენა:
ვით აღსრულდების თქვენი ბრძანება,
ჯერ სამაგისოთ დედ მამათ ნება
არა ჩანს ჩვენთვისა,
რომე შეგვეთვისა
ჩვენ ერთმანერთი.
მღვდელმან მიუგო: დედ მამათ ნებას
მე გამოგიტან ვამცნებ მათ მცნებას,
შენ შენთვისა იყავ.
პირიცა დაიყავ,
ნურავის ეტყვი.
ნურცა დედასა, ნურცა მამასა,
ნურავის ეტყვი საქმესა ამასა,
შენ ნურაზედ სწუხარ,
საცოლოსკი უთხარ,
მალვით ყურშია.
თქვენ ეს საქმენი ნუ გაქვსთ საეჭოთ,
გაიპარენით სადაც
ქაცვი და ეკალი
შენ და ეგ ქალი,
ორნივ იქ დამხვდით.
ჯერ თქვენ ცოდვასა იქ წაგიკითხავ,
უნდიხარ თუ არა, ქალსაცა ვკითხავ
მასუკანკი ვსწირავ,
საქმეს გავპირავ,
თქვენ დედმამასთან!...
როგორც რომ მღვდელმან ბიჭს დააბარა,
ბიჭმა საცოლო მუნ განაპარა,
მღვდელი და ის კაცი,
სად იყო ის ქაცვი,
ოთხნივ მუნ შეკრბენ.
ოდეს თქვა მთვდელმან, კურთხეულ აარს,
კაცს გაეცინა მღვდელმან თქვა რა არს?
რა მწადე შენ ცილი,
რადა გაქვს სიცილი.
რა მაინახე.
კაცმან მიუგო; ვით აღუთქვენი,
ამ ალაგს მიხვდა კურთხევა თქვენი,
იყო დალოცვილი,
გამხსენდა სიცილი,
მით მომივიდა...
როცა რომ მღვდელმან ჩამოილოცა.
ბიჭსა და გოგოს ბრძანება მისცა,
უთხრა: წადით ფარვით,
წირვას დაესწარით,
ორნივ ერთადა.
თქვენს დედ მამასთან საქმესა თქვენსა
მე გავარიგებ სულ ყველას დღესა,
ბიჭი, გოგო ჩქარა
მღვდელი კაცი წყნარა,
წავიდნენ საყდარს
ბიჭმან გზაზედა გოგოს მიუთხრა:
ჩვენ ხომ გვირგვინი მღვდელმან გვიკურთხა
წავიდეთ ჭალასა,
უკუვძვრეთ ჩალასა
წირვას რას დავდევთ.
გოგომ მიუგო რადა ხარ ბრიყვი
რას დავსდევთ წირვას? მაგას რად იტყვი,
რამან გაგსტერა,
შეიტყევ შენ ვერა,
რაცა ქნა მღვდელმან.
მივიდა მღვდელმან ზარებს დარეკა,
ყოველი ერი საყდარს შარეკა,
წირვა ისმინეთო,
დგომა ითმინეთო,
გარეთ ნუ დახტით.
როდესაც რომე მღვდელთ ჟამი წირეს,
კვლავ ქადაგებას მოჰყვნენ გაპირეს,
იწყეს იგავადა,
არა იგ ავადა,
დედ მამად ჰკითხეს:
ერთს უდაბურსა მთასა, ღელეში,
მშიერსა მგელსა წინ ედვას ლეში,
იქნების დაინდოს,
და პირი არ ჰკიდოს,
მათ თქვეს, არაო.
აგზნებულს ცეცხლზედ რომ თუვა იდოს,
მორჩების რომე არ წაეკიდოს?
სასმილს მგზებარესა,
თივას მდებარესა,
თქვეს, რა მოარჩენსო!-
მღვდელმან მიუგო: თუ ეგკი იცით,
თქვენ რად არა ხართ სჯულის სიმტკიცით,
რად თავს არიდებთ,
და არ არიდებთ,
გოგოებს, ბიჭებს?
მინდვრად, მთად, ჭალად ერთად დადიან.
ვინ იცის თუ რას ცოდვას ჩადიან,
გარჩეულსა სჯულსა,
რად ჰხდით დახვანჯულსა
და არას ნაღვლობთ.
დროთ მოსულს ქალ ვაჟთ რაღას აყოვნებთ,
რად ჯვარს არა სწერთ, აწ რას აღონებთ?
რასათვის წაახდენთ,
სჯულსა გარდაახდენთ,
არა გჩანსთ ცოდვად.
რად ემსგავსებით ქისტსა და დიდოს,
კერპთა, მსახურთა, სჯულით უწმინდოს.
უშიშრად ურცხვადა,
გვირგვინთ ეკურთხადა,
ცოლ ქმრობას შვრებით.
ბიჭის მამამ ჰრქვა: საქმე ამ გვარი
ჩვენ მოგვიხდაო მისთვის მათ ჯვარი
ვეღარ გავსწერეთო,
შავი შავკერეთო,
ვართ მგლოიარე.
დედა მომიკვდა, მამა სულზედა
მიძეს დავსტირი, მუდამ სულ-ზედა,
წინ მიდგას გუბენი,
მაქვს კალთა უბენი
ცრემლით დამპალი...
სევდით გონება მაქვს დაკარგული,
ჭირში ვარ, ლხინსა, არ მაძლევს გული,
ამისთვის დამდგარა,
და აღარ მამხდარა
მათი ქორწილი.
მღვდელმან მიუგო: წვარის დაწერას
უქორწილობა მოუშლის ვერას,
დღეს დავწერ მათ ჯვარსა,
მოგარჩენ მათ ჯავრსა,
ადროეთ ქორწილს.
დღევანდელს ქორწილს ეს კაცი ცდილობს,
რომ დაულახავს ბოდიშსა ხდილობს,
მზათა აქვს მას ხარჯი,
თავისი ნახარჯი,
შემოსაწევრად.
ბიჭის მამამ თქვა: ამ საქმეს ვკვირობთ,
ვერ გაგვიგია როგორ აპირობთ,
ჩვენ თუმცა გვეთნება,
ვასრულოთ თქვენთ ნება,
როგორ მოხდება.
მას მასპინძლობა აქვს აღაპური
აწ გადარჩების მას რაღა პური,
რომ მისის ხარჯითა,
მოწრულებ გარჯითა
ჩვენ ის გავსარჯოთ.
იმ კაცმან უთხრა ბიჭის მამასა,
ოღონც ნუ მოშლი საქმეს ამასა,
აღაპსა, ჭამასა
მე უზამ მამასა,
მასუკან სხვა დროსა...
დაიყოლიეს, დართო ნებანი,
შვილს დაულოცა ქორწინებანი,
რა დასწერეს ჯვარი,
კაცთა ქალთა ჯარი,
შეკრბენ ქორწილად.
მის დროს იმ კაცის ცოლი ატირდა,
რა ატირებსო ერი გაჰკვირდა.
მღვდელმან იმ კაცს ჰკითხა,
გალანძღა გაკიცხა
რადა სცემეო?
კაცმან შეჰფიცა არ მიცემია,
მიმოწმებაა რაც აქ თემია,
თქვენ ჰკითხეთ ყველასა,
თვით ჩემს ცოლს ლელასა,
თუ მისთვის მეცეს.
მღვდელმან მიუგო: თუ არ გიცია
რაზედ სტირის მე არ ვიცია,
შენ გეცოდინება,
მისი ცრემლთ დინება
მითხარ რად არის?
მიუგო კაცმან: თვით მოგახსენოს,
ჰკითხე თუ მისთვის მე რამე მევნოს,
რად მას აქვს ყვირილი,
თავს ცემა ტირილი,
არცა მე ვიცი.
მღვდელმან დედაკაცს ჰკითხა: დედაო!
მითხარ, შენ სტირი, აწ რაზედაო?
მან მღვდელსა ჰრქვა კანკალით:
რასათვის დაგკალით
თქვენის ხელითა.
მღვდელმან მიუთხრა: როგორ დაგკალი!
გამაგებინე მე გზა და კვალი,
ასეთი რა ვქენი,
საწყენი აწ თქვენი,
შემატყობინე.
უთხრა: აღაპი რომ მოგვიშალე,
ორნივ ცოლქმარნი მოკვდებით ხვალე,
შიშით წანწარევდა,
სიტყვასაც წარევდა,
ხან და ხან სხვასაც.
მღვდელმან დედაკაცს მიუთხრა ჰკითხა:
ხვალ თქვენ მოჰკვდებით, მითხარ, ვინ გითხრა?
მან თქვა ჩემი ქმარი,
ძილად წვა, სიზმარი
ნახა მან ეგრეთ.
მიუგო მღვდელმან, მოტყუებულხარ,
შენ მაგაზედა ნურასა სწუხარ,
არ არის ეგ სწორი,
გსმენია შენ ჭორი,
ჭორს ნუ აჰყვები.
რაც სწადებია შენს ქმარს საქნელად,
არა ნდომია ქვეყნად სათქმელად,
მისთვის დაუფარავს,
საქმე მოუპარავს,
ვერა გნდობია.
რაც შენმა ქმარმან დღეს საქმე კარგი
ქნა, სულისათვის არს დიდი მარგი,
აღაპსა, ჭამასა,
შენის ქმრის მამასა
ეს ურჩევნია...
დღეის აღაპად აწ ესე კმარა,
რომ ჭირთა შინა ძმას მოეხმარა,
ნუხართ თქვენ უწები,
ზოგზონგი ტუტუცები,
დედაკაცები.
ადექ, წავიდეთ, დავსხდეთ, ვილხინოთ,
დავლიოთ ღვინო და ვიღიღინოთ.
რას ჰქვიან სიზმარი,
ტყუის შენი ქმარი,
განგებ უქნია.
ეფიცებოდა თავის ცოლს ქმარი,
ტყუილათ გითხარ მე ის სიზმარი,
თუ გამჟღავნდებოდა
აღარ მოხდებოდ,
დღეს ეს საქმენი.
თუ შენთვის მეთქვა სხვაგან გამცემდი,
აღარცრას მაგდენს ხარჯსა მამცემდი,
საქმეს წაახდენდი,
აღარ მაახდენდი,
გამაჯავრებდი.
მე შენ ტყუილი ამიტომ გითხარ,
მე კარგად გიცნობ შენ როგორიც ხარ,
რასაც მაისმენ,
წამზედ ვერ მაითმენ
მაშინვე იტყვი.
ადექ, წავიდეთ, ნუღარა სტირი,
შენ დაიბანე ხელი და პირი,
ჩვენ მიგველიან,
ერითურთ მღდლიან:
ქორწილად სხდომას,
წამოაყენა და წაიყვანა
საჩქაროდ ცრემლი მან მაიბანა,
მივიდნენ ქორწილად,
მაყარს ხმალ ამოწვიდილად,
შეასწრა თვალი,
ცოლმან ქმარს უთხარ: აგერ სიკვდილი,
როგორ მზათ გვიდგას ხმალ ამოწვდილი,
ვეჭვ შენ ვერა ხედავ,
შენ მისთვისა ბედავ,
აქ შექცევასა.
მას კაცს უკანვე გაექცა ცოლი,
ქმარი უძახდა უკან გამყოლი,
რამ გადაგრიაო,
ეს მაყარიო,
ხმალ ამოწვდილი.
ცოლმა ქმარს უთხრა: წავალო შინა,
ვინც უნდა იყოს მან შემაშინა,
გული მიღონდება,
სულ ის მაგონდება,
რაც ნახე სიზმრად.
კაცი მობრუნდა გულს მიხვდა წყენა,
თვისი სიდედრი გამოუყენა,
დედამ ჩააგონა,
იქავ მაიყონა,
ის დეედაკაცი.
დასხდნენ სადილად ჩრდილთ ქვეშ გრილად,
მოყვნენ ლხინს წყნარად, ღვინის სმას წვრილად,
მადა შააპარეს,
სევდა განაქარვეს
მგლოვიარეთა.
გამართეს ლხინი, ზმითა შაირით,
გალობით, მღერით, ჩანგით, დაირით.
ჯუნდრუკ, კუნტრცებით,
ქალ ვაჟნი ხუცებით
იქმოდენ სმასა.
ოდეს ახადეს ქალს პირს ბადეა,
პირთ სანახავი უდგეს ბადია,
ოთხის წლის ჭედილი,
რქებ ოქროთ ჭედილი
მიართვა კაცმან.
ადგა წავიდა მალვით მუნ კაცი
სადაც ქალ ყრმათა ქაცვი
მან გათიბა მოლი,
მათი დასაწოლი,
მუნ განამზადა.
როცა დრო იყო წაუძღვა წინა,
ორივ საძილოდ იქ დააწვინა,
მდადე ძმა, მაყარი,
არ იყვნენ გამყარი,
გვერთ უდგნენ მცველად.
მან მეფემ ციხე
...................
...................
...................
ღმერთმან უშველოს!
რასაც წამს დაუწვა:
მუცელ ქმნილ შექმნა.
ის გოგო ჩემზედ გახდა ორსული,
რა დრო შეიქმნა შობად მოსული,
მე ვიშევ, სახელად
მათ დასაძახელად
მარქვეს ქაცვია.
თქვა მწყემსმან ვსთქვათ რომ: კაცი
დავქრთამოთ,
მას მივსცეთ ვერცხლი, ვასოთ ვაჭამოთ,
იმით დავიფაროთ
რაც რამ მოვიპაროთ,
იმისგან მოვრჩეთ,
ვინც რომ არც სმითა არცა ჭამითა,
არ მოიგების მისებრ ქრთამითა,
იმას რაღა უთოთ,
პირი რით დაუყოთ,
რომ დაგვიფაროს.
ქალმან, მწყემსს ჰკითხა: ვინ არს აგეთი,
რომ არ მიიღოს მან სამში ერთი,
ვერც მოვიგოთ ქრთამით,
ვერც სმით და ჭამით,
მწყემსმა თქვა ღმერთი.
ღვთისა მეშინის ჯერ ყრმა ვარ წმინდა
ამას ვეკრძალვი თუმცა რომ მინდა,
შიშითა ძრწოლითა,
შენთანა წოლითა,
ჯერ ვერ ვიხარებ.
წადი სადაც გყავს შენ მეგობარი,
ნუ შეიქნები მათი მგმობარი,
პირობით იყავით,
ნაპოვნი იყავით,
იყარეთ წილი.
თუ ღმერთი ჩემს თავს შენ გარგებს წილად,
მშობლით ვიკურთხვით: ჩვენ საქორწილად,
შეგირთავ ცოლადა,
გვერდთ დასაწოლადა,
ვყოთ სულიერად.
ქალმან გაშინჯა არ იყო ავი,
წამოდგა მწყემსსა დაუკრა თავი,
მწყემსმა პირს აკოცა,
კარგ სიტყვით დალოცა,
და გაისტუმრა:
წავიდა ქალი გზას გაეშურა:
დასაღამოვდა მზეც ჩაეწურა,
სიდამეც მოვიდა,
იქითვე წავიდა,
სირბილ: ძუნძულით,
მწყმსმან იფიქრა მეტად შეწუხდა,
თვალნი საწვიმრად მას აუქუხდა,
თქვა ჭკუა წამივიდა,
საქმე ვქენ ავადა,
აჩქარებულად.
ასე შევიქენ: უცოდინარი,
ვერ მოვიფიქრე სამჯობინარი,
გაუშინჯავადა,
საქმე ვქენ ავადა,
აჩქარებულად.
ღვთის წყალობა დანვაგდე ბედი,
ახლოს მოსული შორით მორბედი,
მე ბედი და წერა,
შევიფერე ვერა,
განვაგდე ნებით.
ჩემის გაყრისა ის იყო მწადი.
მეკი მიუთხარ უკანვე წადი,
ჭალას უდაბურში,
მარტოკა გაუშვი,
მე საყვარელი.
რად საცხოვარი არცად გავყარე,
მას თან არ გავყევ რად გავეყარე,
ეს რად არა ვქენი,
რასთვის შევიქენი,
ასე უცები.
ვიქმენ ზარმაცად დაძვრა დამზარდა,
მას თან არ გავყევ საცა დამგზავრდა,
გავხადე ოხრადა,
საკვნეს: საოხრადა,
ჩემ სატირლადა.
ვამე თუ ღმერთმან მე ეს მიწყინოს,
მე დასაწვავად ის აღმიტყინოს,
რომ ჩემი ტრფიალი,
გავხადე ტიალი,
მე განვეშორე.
ხორცს ვესათნოე: მცონარეპითა,
სულსკი არ გავყევ უკან რებითა,
შევიქენ უდებად,
სახმილთა უდებად,
ვით გარდავრჩები,
სამე თუ სულო; გისწრას ღამემა,
და შეგაშინოს გზაზედ რამემა,
დაგიხვდეს გზის მცველი,
ავაზაკ მზირ მძრცველი,
არ გყვანდეს მშველი.
ვამე თუ სულო ღამესა ბნელსა,
ჩავარდე სადმე შენ ხნარცვსა ძნელსა,
ეხვეწო შენს მხსნელსა,
შენს აღმომყვანელსა,
და არ გისმინოს.
გაჯავრებულმან არ გიგდოს ყური,
იძიოს რამე მან შენზედ შური,
აღარ გაგიკითხოს,
საქმე გაგიკიცხოს,
ნიშნიც მოგიგოს!
ვამე თუ სულო გიყარინ წილი,
სხვას ვისმეს ერგოს შენზედ ქორწილი,
შევიქნა მე წბილი,
შენ სული მე ტკბილი,
მით დამიკარგო.
შენ ასეთს ვისმე ხელთ ჩაუვარდე,
რომ იმას გულათ შენ არ უყვარდე,
მან არა გახაროს,
ჩაგაგდოს ღრმა საროს.
მოგიხვას ცეცხლი.
ვამე თუ სულო არ აქვნდეს მადლი,
მრუნდად მეხმაროს სასწოლი, ადლი,
მან გზა აგირიოს,
ცოდვა მოგირიოს,
ჩემს ნაქნარ მადლსა.
ვამე თუ სულო არ მოგიწონონ
ჩემგნით მოწყული; რაც მოგიწონონ,
ცოდვამ დასძლიოს,
სახმილს მიგაძლიოს,
დაუშრეტელსა.
ვამე თუ ხორციც არ დარჩეს მთელი
მოკვდეს დაუდგეს თვალთა ნათელი,
ყურებითა სმენა,
სასაუბრო ენა,
მას მოეშალოს;
ვამე თუ ხორციც უძრავად ტანი,
გახდეს შინიდამ მალ გასატანი,
აყროლდეს გახუნდეს,
საყვარელს არ სურდეს,
მისიღა ჭვრეტა.
აღარ იამოს დასანახავად,
მალე წაიღოს დასამარხავად,
მიწას მიაბაროს,
ნიჩბით მიაფაროა,
და გამობრუნდეს.
ვამე თუ ხორცის შეჭამოს მგელმან,
ანუ მიწაში მატლმა და გველმან,
რად ვქენ საძაგელმან,
საწვავ სადაგელმან,
არ გავყეს სულსა.
ხორცს გვერთ დაუდექ ტიალად სული,
მშივრად გაუშვი შორს გზას წასული,
არ გაჰყვა საგზალი,
ექმნების რაღა ძალი,
სიარულისა.
ვამე თუ სულო შენა გციოდეს,
ანუ გწყუროდეს ანუ გშიოდეს,
აწ რამე გტკიოდეს,
მით ცრემლი გდიოდეს,
ჩემგნით გული გტკიოდეს.
ღმერთო ნუ მიზამ ცოდვის პასუხსა,
ნურას მომივლენ საქმეს საწუხსა,
შენ ჩემო გამჩენო,
მომკვლელო დამრჩენო,
შენ გეაჯები...
იესოს ქრისტეს ღმერთს მაცხოვარსა
თაყვანსა გცემ, გთხოვ ამ სათხოვარსა;
იმ ჩემს საწყალს სულსა,
შორს გზას წასულსა,
შენ მეეხმარე.
მას ჩემს საყვარელს ღმერთო მაყვარე,
დავშორებულვარ აწ შამაყვარე,
გულითა მართლითა,
პირითა ნათლითა,
შეურცხვენელად.
__________________________
ქალი მივიდა სად ყვავილს ჰკრეფდნენ,
არ წასულ იყვნენ, მას ქალს ეძებდნენ,
მოსთქმიდენ, ტიროდენ,
ხმა მაღლა ყვიროდენ,
სახელს უძახდნენ.
მირბოდა ქალი, შორიდამ ნახეს,
აგერ მოვაო მათ დაიძახეს,
იმათ გაუხარდათ,
დიდათ უყვარდათ,
მათ ერთმანერთი.
მივიდა, ჰკითხეს: სად გაიპარე,
ამდენს ხანს პირი რად დაიფარე?
თქვა ყვავილთ საკრეფლად,
კარგისა საძებრად,
გავყევ ჭალასა.
როგორც შორიდამ სტვირთა ხმა ესმა,
ან რაც ანბავი მას უთხრა მწყემსმა,
თავთ გადასავალი,
ვითარ ვლო სავალი,
მიუთხრა ყველა.
მათ რქვეს გვეგონა გიკბინა გველმა,
ანუ შეგჭამა დათვა და მგელმა,
ვსტიროდით, ვსჩიოდით,
ტყეში დავდიოდით,
შენ დაგეძებდით.
შენს ძებნაშია ვჰპოვეთ მუტრუკი,
გასუქებული კარგი ტუნტრუკი,
ხვალ წილი ვყაროთ,
ერთად შევიყაროთ,
ვინც რამე ვპოვეთ.
მეორეს დღესა წილთა საყრელად
ცხვარნი გარეკეს ჭალიდგან ველად,
ჯვარედინთა გზათა,
წილს იქმოდენ მზათა,
უცხოს მგზავრთათვის.
მწყემსის მაგიერ ჯოხი დაასვეს,
ქუდი დახურეს ჩოხა ჩააცვეს.
მათ თვალთა სამხელად,
უწოდეს სახელად,
ქაცვია მწყემსი.
ზედ გამოაბეს ნაპოვნი ვირი,
მას ამოუდეს პირში აღვირი,
თვით გადგნენ განზედა.
ჯვარედინს გზაზედა,
დანაწყვეს წილი.
ვისაც ეპოვნა სულ არაფერი,
მან წილად დადვა კოჭბითა ფერი,
მუტრყკის მპოვნელმან:
წილში გამთხოვნელმან,
ტარ გვირისთავი.
მან ქალმან დასდვა ნემსი და ძაფი,
გარდაზდიოდა თავს ოფლის ქაფი,
ქნა შიშით კანკალი,
თქვა: ღმერთო მამკალი,
თუ სხვას ხვდეს მწყემსი.
ღმერთო მომხედე მე უბადრუკსა,
მწყემსის სანაცვლოდ, ვირის მუტრუკსა
ნუ მარგებ წილადა,
მე გასაწბილადა,
მარგინე სხვასა.
ან განვაშორებ შენს უღელს ქედსა,
ოღონდ ნუ გამყრი მას ჩემსა ბედსა.
მე იმიეთვის ხელსა,
გულს სახმილსა ცხელსა,
ნუ მამიკიდებ.
სადაც რომ იყო ის ჩემი სული,
იყოს დაფარულ შენგნით დაცული,
სადაც იყო ბნელი,
გასაძლისი ძნელი,
მას განაშორე...
ქალებმა შორით შეასწრეს თვალი,
ნახეს რომ მგზავრი არს მამავალი,
გადაუდგნენ წინა,
წილის ყრისათვინა
დაუკრეს თავი.
მოვიდა კაცი ჭკვათა მყოფელი,
ჰკითხა: რა გაქვსთო გასაყოფელი?
ქალთა ჯოხი ცმული,
ვირი ზედ დაბმული,
აჩვენეს კაცსა.
უთხრეს: ჯორზედ რომ ჩოხა აცვია,
სახელად ჰრქვიან მწყემსი ქაცვია,
ვირი ხომ ვირია.
უძევს აღვირი,
ორივ ჰსჩანს თვალით.
კაცმან ქალთ უთხრა წადით: სამთავე
ერთად დანიშნეთ ჩხირნი საცნავე,
ქუდშიგან ჩაყარეთ,
თვალთ ხელი მაფარეთ,
მე ამოვკრეფავ.
ქალებმა უთხრეს, მზათა გვიწყვია,
შენ ხომ დაწყობა არ შეგიტყვია,
თვალთ რად დაიფარავთ,
ხომ არ მოიპარავთ,
გვიცნობ ვერც ერთსა.
მან ცარიელი ქაღალდი ხელთა
ქალთ მისცა უთხრა წილთა საყრელთა,
ნიშნებზედ მოუსვით,
ხანი გამოუშვით,
მუნ ერთი წუთი.
რაც მაგ ქაღალდზედ დაიწერება,
თქვენგნით ის უფრო დაიჯერება,
ვის რა ეფერების,
მაშინ ეწერების,
აქ მოიტანეთ.
მე წავიკითხავ თქვენ გაიგონეთ,
გინდა დაიწუნეთ გინდ მაიწონეთ,
ხმა ვერ ამოიღეს,
ქაღალდი წაიღეს,
სამთავ ქალებმან,
თავიანთ ნიშნებს ზედა მოუსვეს,
ცოტა რამ ხანი მათ გამოუშვეს,
ქაღალდზედ დააჩნდა,
ბეჭდისებრ დააჩნდა,
მათი ნიშნები.
კაცს მოუტანეს წერილი ქალთა,
კაცმან გაშალა თავისი კალთა,
უთხრა დადევითო,
ყური უგდევითო,
აიღო ხელთა.
ცარიელს ქაღალდს თქვენს ხელი ნაჭერს,
ზედ ეტყობიან თქვენც ხედავთ ნაწერს.
უგდევით ყური,
არ გმართებსთ შური,
ერთმანერთასა.
ვისიც წილად ძევს, მუნ ხოკბით ფერი,
მან ქმარი ეძებოს თავის საფერი,
თუ ვერ იპოვნოს,
მან სული იცხოვნოს,
ქნას მოლოზნობა.
ვისიც წილად ძევს: ტარ კვირისთავი,
იმისი იყოს ტან ვირის თავი,
ასე ამბობს მწერი,
მას შეუსხდეს მწერი,
ოდეს ზედ შესჯდეს.
ვისიც წილად ძევს ძაფი და ნემსი,
იმისი იყოს ქაცვია მწყემსი,
უწოდოს აქ მასა,
ნუ გასტეხ აღთქმასა,
რაც ღმერთს აღუთქვა,
ნახეს ცოლქმრობის ბედი და წერა,
საფერს საფერი როგორ აფერა,
მათ შუამავალი.
არ ჰყვანდათ მავალი,
თვით ხვდენ ერთმანერთს.
![]() |
3 ლექსები სხუა და სხუა მწერლებისა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ანტ...... ადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ანტ...... ადმი
ეე ჭაბუკო, სიხარულით დღენი შენნი განატარე,
იმხიარულე, შეექეც, ილხინე და შეიყვარე,
ერთსა წამსა ნუ დაჰკარგავ- გაქვნდესა სახე მოცინარე,
სიხარულით აწვე დასტკბი, მხიარულებს გული ვიდრე.-
ნუ გგონია, სიჭაბუკე მარად იყოს განუყრელი,
ულმობელს დროს მიაქვს იგი, მასთან ყოვლი სიხარული,
სიტკბოება სიცოცხლისა- არცღა გვრჩების სიყვარული;
ფრიად მსწრაფლად გვესტუმრების, ახ, სიბერე შეჭმუხვნილი.
ვით ვარდისა სიტურფენი მალე ჰსჭკნების და მგანქრების,
ანუ სიზმარს საამურსა, ხილვა ტკბილი გვეჩვენების,
ესრეთ მსწრაფლ ჰრბი სიჭაბუკევ! კვალნიც შენნი ვერა მჰსჩნდების,
ღაწვთ ვარდობა, ბაგეთ ღიმი საუკუნოდა გვშორდების. -
ნეტარ მას ამ სოფელსა, ვინცა იგრძნო სიყვარული,
ბედნიერება თვით სუნთქვა, მის მიმართ აქვს შეწირული,
უმისოდა ვისც არა ჰსურს, არცა უწყის სიხარული,
ვისგანაცა გული უძგერს, ვისთვისაცა არს სულდგმული.-
მეგობრობასა სიცოცხლე, სიყვარულსა მიეც გული,
ამათგან ჩვენი ცხოვრება, არს ტურფად აყვავებული;
წუხილი გაქვს? მით მიეყრდენ, მყისვე ჰყონ განქარვებული,
მოგცენ იმედი, ნუგეში, სიამოვნება ღიმილი!-
ახ! მეც ვიყავ ბედნიერი, მეც მიყვარდა, მეც ვჰსტკბებოდი...
ეე დღეო, სიხარულისავ! ესრედ მსწრაფლად სად წახვედი?
მშვენიერო გახსოვს ოდეს, შუქით ღამეს მინათებდი;
როს გხედავდი განშორებულს, ჩემს შორის სულს ვერ ჰპოებდი.-
თ. გრიგოლ ორბელიანი.
![]() |
3.2 კოჯორი |
▲ზევით დაბრუნება |
ვითა არ გაქო ბუნებავ! ტყე, ველო მწვანეთ მოსილო,
ჰბიბინებ, ჰყვავი მშვენიერად, გარე მანტია მოსხმულო!
ვინ იყოს გრძნობა მიხდილი, არ აქოს შენი დიდება,
შენი ქებისა აღწერა ნეტა ვის მოერიდება!
მეც გიახელ ქართველი, შენი მშვენების მკობელი,
გულითა გიძღვნი სალამსა, ვარ შენი შამამკობელი!
კოჯორის ნიაო ნელიად დაიწყე ტურფა შრიალი,
აი კახურის ღვინითა მიპყრია სავსე ფიალი!
გამოღმა ფერდობს ღელიანს, სად ბიბინებენ ხენია,
შენსა ქართველსა ქართველთან, ქართულად მომილხენია,
ადრევაც შენი მშვენება დიდს მწერალს აღუწერია,
მოთალსა, მწვანილს, ჯეირნის-მწვადს სად სუფრა დაუშვენია.
ვუმზერ მიდამოს მშვენიერს, გული დამიწყებს ძგერასა,
გულითა მხიარულითა დავიწყებ შენზედ წერასა!
მეტად კარგი ხარ კოჯორო, მეტად საქები ბუნება,
ვჰგონებ არ იყოს ოცნება, ვჰგონებ არ იყოს ცთუნება!
მე აქ ვზივარ სად კიბიტკა თათრულს გვარად დგას ლამაზი,
რა უყურებ მაგონდება, ძველი ქართული დარბაზი!
შიგნით გრილი, ოჰ! აქ ძილი, გული, ყელი, გაღეღილი,
ბახუსსა სალამს მივართმევ ვით ერთგული მისი შვილი!
აი! აქა მოვილხინეთ ორთ მეგობართ შენს მიდამოს,
ყველამ ასე გაიხაროს, ვინცა ჩვენებრ პური ჭამოს!
სადღეგრძელო საყვარლისა უსვენებლივ გამოსცალოს,
მერე შენსა ბუჩქნარებში ირბინოს და იტანტალოს!
აგერ გაღმით სასახლები, გარეშემო ჭალაკები,
ზოგგან ველნი, ზოგგან ბუჩქნი, ზოგგან თეთრი პალატკები.
აქ ფრინველნი ყოვლის მხრითა, ხმა მაღლატა ჭიკჭიკობენ;
მარამ ვინ ჰსცნას, ვინ შეიტყოს საბრალონი რას ანბობენ...
აჰა ნიკო! გამოვსცალე შენთანა ვარ ალავერდი,
თუ გიყვარდე ახლო მოჯექ დამიშვენე ძმაო მხარი,-
ამა წუთის სიცოცხლეში ბევრი ვნახე დღენი მწარი,
ასე აროდეს ვყოფილვარ ბედისაგან მე დამტკბარი!
აგერ ხომ ჰხედავ იმ სასახლესა,
მასთან ღელესა, ბუჩქნარსა, ტყესა!
მუნ ჰსუფევს ძმაო, ქართველთა ბედი,
აგერ იქ არის ჩვენი იმედი!
ვუჭვრეტ საშუალ კოჯრისა კრების-
მას დიდებულსა- ძესა ქართლოსის,
მისი იმედით ურვა განჰქრების-
ოხვრა და ჭმუნვა შეგვიმცირდების!
იმედი მისი სულსა ალხინებს,
აგერ განეგრძოს აურაცხელი!
დაჩაგრულ გულსა მსწრაფლ მოალხინებს,
მისი გვიპყრია მარჯვენა ხელი!
დრო გვაქვს ნეტარი, დრო გვაქვს სალხინო,
გულო შენს ცრო გაქვს, რომ მოილხინო!
აი აქა ჰსჭვრეტ დიდებულს ძესა,
თუ არ იმიერ აწ ამიერსა!...
აგერ დასავლეთისაგენ რაღაც მოსჩანს ტინი-კლდისა
დანგრეული, ვჰგონებ იგი იყოს ციხე ქოროღლისა!
მოგსმენიათ მისი ყველა, ვითა კარგის ვაჟკაცისა,
ნუთუ იყოს აღგებული მეფობის დროს თამარისა?
აგერ პირდაპირ ტბა მოსჩანს, ლაპლაპებს მზიანს დღეშია,
გარშემო ვრცელი მინდორი, ცხვარი ჰსძოვს გორა მთაშია!
მოსჩანს შორიდგან მტკვარიცა, გრეხით-კლაკვნითა მავალობს,
ორთა ჭალისა ჩარხები ზედ ვითა მუზი დაჰგალობს!
იქი-აქა ჰსჩანს სოფლები, ალვისხენი ამაყობენ,
ფრიალებენ, შრიალებენ, ქანობენ და თამაშობენ!
ერთმანეთსა შეჰხარიან. ვეთ მიჯნურნი შეამკობენ,
სიყრმითგან სიბერემდისინ აი, როგორ მეგობრობენ!
აჰა ნიკო! თეთრი ვარდი, რა მშვენივრად გარდაშლილა,
ნეტამც იყოს გარიჟრაჟი, ნეტამც იყოს ეხლა დილა!
ეშხით ბულბული დაჰყეფდა, თვისის წაპია ენითა,
ჩვენ მას გრძნობითა ვუმზერდით ყური ტკბებოდა სმენითა,
ბუნებას! მშვენიერი ხარ ტურფაა შენი შვენება,
ნეტა ვით შეჰქმენ ყოვლისა, შენ ასე აღმოცენება!
უთუოთ უხილავათა, ზეცითგან მადლი გფენია,
რომ ყველა ასე მშვენივრად შენ ქვეყნად გაგიჩენია!!
დიმ. ბერიევი.
1861 წელი.
![]() |
3.3 * * * (ოჰ! სულო, სულო,...) |
▲ზევით დაბრუნება |
* * * (ოჰ! სულო, სულო,...)
ოჰ! სულო, სულო, როგორ გეჩვენო,
რომ შენ თვალებსა მე მოვეწონო!
მშვენიერთ ღმერთავ, რით მოგალხინო,
რომ ერთხელ მაინც მე შემომცინო!
თმას რას უყურებ ჭაღარა შერთულს,
დროა მამხედო მე შენსა ერთგულს,
გინდა მიბრძანო შენგან შორს ყოფა,
ოღონდ გახსოვდეს მე ის მეყოფა!
გიმზერ ვაებით გარე-მოცული,
შენ შემოგბღავის საწყალი სული,
ნუთუ არ იყო შემბრალებელი
და არ მიბოძო სპეტაკი ხელი?
როდეს ცრემლით ზედ დავეკონო
და ბედი ჩემი მხოლოდ მუნ ვჰპოვო,
სრულის გრძნობითა შენ გიგალობდე
შენ შემოგტრფოდე შენთან ვხარობდე!
როს შემექმნები შენ საფიცარი,
მაშინ გიმსხვერპლო გულის ფიცარი,
ზედ წააწერე „დამშვიდდი გულო
„ამიერითგან ჩემო ერთგულო!!“
დიმ. ბერიევი.
1861 წელსა.
![]() |
3.4 ჩემს ციცას. |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს ციცას
(ყმაწვილური მოგონება.)
ციცამ იცის, თაგვს შეიპყრობს
უფრთხილდება ჯერკი კრძალვით,
ფრთხილობს, ფხიზლობს, იმ წუთს ცდილობს
მოიხმაროს სხვათა მალვით.
მაგრამ შემდგომს საბრალოს მას
ჭამის ნდომის კლანჭს მოავლებს,
თავის მსხვერპლსა მისცემს ტანჯვას
და თან თვალებს აბრიალებს!...
აბრიალებს ცეცხლებრ თვალებს,
ულმობელი ვით მტარვალი,
სულს არ ავნოს, მაგრამ ავნებს,
მსხვერპლი კია ვითა მთვრალი.
ხან გაუშვებს თავის უფლად,
ფიქრობს თაგვი მორჩა რომე,
ხან შეიპყრობს ჭამოს უმად
სურს, ვერც რჩება მას როგორმე,
მაგრამ მსხვერპლი შავსა ბედსა
სად წაუბა, ვით მორჩება,
ეძლეოდეს თუნდ იმედსა
მაინც მისგან ჩაინთქება!...
მე ვარ მსხვერპლი მისებრ შენი,
ულმობელო ჩემო ციცავ,
შენგნით ტანჯვა, ესდენ სენი
მაყენია ღმერთსა ვფიცავ!...
ხან მისებრივ მიფრთხილდები,
ვხედავ, მეტად მიხარიან,
და ხან მტანჯავ, ტანჯვით ვკვდები,
სული, გული ჩემგან რბიან.
მაგრამ მაინც ჩავინთქები,
ვიცი შენგნით ჩემო ციცავ,
შენგნით მკვდარი შევიქნები,
სწორეთ მკვდარი ღმერთსა ვფიცავ!...
ი. კერესელიძე.
1861 წელსა. სეკტემბრის 11-სა.
![]() |
3.5 კახურს ღვინოს. |
▲ზევით დაბრუნება |
კახურს ღვინოს.
(უძღვნი დიმიტრი ონიკოვს.)
გაქებ, გადიდებ კახურო ღვინო,
ჩემო ნუგეში სუფრის სალხინო,
შენგან ვიკვები არ ვარ მშიერი,
ჯავრსა მიკარგამ ვარ ბედნიერი.
ვერ დაგივიწყებ ჩემს სიცოცხლეში
წონითა ოქრო რომ მომცე შენში.
აი, თამადავ ჭიქა დავცალე,
აბა დალიე მომეცი მალე.
გეაშიკები შვენებით სრულო,
ბახუსისაგან ხალხში განთქმულო,
მიყვარს მე შენი ქაფის დუღილი,
ჯამსა რომ ვამსებ შენი მორჩილი.
აი თამადავ, ჯამიც დავცალე,
აბა დალიე მომეცი მალე!
ოხ! რა კარგიხარ შენ გემოვნებით,
ლამაზის ფერში და ძლიერებით;
ვინც გნახოს გემოთ, გითხრას შენ ქება,
მასთან აღგითქვას თვისი მონება.
აი თამადავ კულაც დავცალე,
აბა დალიე მომეცი მალე.
სუფრის საშვენად შენ მოგიტანენ,
დიდის პატივით მაზედა დაგზდგმენ;
მაშინ მრავალნი იწყებენ სმასა,
ტკბილსა უბნობას, ჩხუბსა, ბაასა.
აი თამადავ ყანწიც დავცალე,
აბა დალიე მომეცი მალე!
ოდეს უპრწყინამ კაცსა თავშია,
მარტოკა იყოს, თუნდა ხალხშია;
მღერა, თამაში, ღონე, მარდობა,
მაშინ ყოველი მოაგონდება.
აზარფეშაცა აი, დავცალე,
აბა დალიე მომეცი მალე.
შენის ძალითა ბრძენსა აფიქრებ,
მიჯნურს თვალთ წინა წამოუყენებ,
ზოგსა ატირებ, უზმოს ამღერებ,
მხდალსა წინ წასვლას გააბედინებ.
მთა გასწორდება, ზღვაცა დაშრება,
ნამდვილო, ძალი არ გაგიქრება.
აი, თამადავ ჯიხვიც დავცალე,
დალიე, ჩქარა, ნუ დამემალე!
თ. გიორგი ორბელიანი.
![]() |
3.6 (ნეკრასოვით) |
▲ზევით დაბრუნება |
(ნეკრასოვით)
ნ. დ. ყიფიანს.
როდეს შემესმის კვლად ბრძოლის ხმა,
ყოვლს ახალს მსხვერპლზედ ბრძოლის ღელვისა,
მე არ მებრალვის არც ცოლი, არც ძმა,
არცა სიკვდილი თვითონ გმირისა,
არც მეგობარი მის მახლობელი...
გლახ ინუგეშებსმალე ცოლიცა;
ძმაც დაივიწყებს მეგობარიცა,
მათთვის გაჰქრება, ვითა სიზმარი;
მაგრამ არს სადმე გლახ ერთი სული-
ვის კუბომდინ სწყლამს გმირის სიკვდილი!
ამა სოფლისა ამოებაში,
და სიცუღლუტის წარმოებაში
ერთი შევნიშნე, მუხთალთ კაცთ შორის,
წმინდანი ცრემლნი მტირალის თვალის-
ის ცრემლი არის დამწვართ დედათა!
არ უნელდებათ მათ ალი ცხელი-
იგი დარჩება მუდამ მათ მცველი!
ვერ ანუგეშვენ ვერას ფრით შვილთა,
სისხლის ღვრის ველზედ დახოცილებთა,
ვით ვერ შეისხამს ალვა თვის შტოთა,
ქარიშხალისგან დანტვრეულებთა!
ან. ფურცელაძე.
1861 წელსა. სეკტებრის 10 დღესა. ქ. ტფილისი.
![]() |
3.7 ჭმუნვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჭმუნვა
(დოდაევ მაღარსკით.)
მჯდომი ბნელსა კაბინეტსა,
დიდს-ხანს ვარ ფიქრით მოცული,
ვით ვიცხოვრო ამ სოფელსა
სად არვის აქვს სიბრალული!
ან. ფურცელაძე.
1861 წელსა ნოემბრის 6 დღესა ს. მერეთი
![]() |
3.8 ლექსი თესლის თესვაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსი თესლის თესვაზედ.
(ლერმანტოვით.)
მე გფარავ თესლო ნოტიოს მიწით,
და განისვენე მას ქვეშე ძილით.
ბნელსა საფლავში ჩაწექ მარცვალო,
გამოესალმე მზესა საწყალო.
რომ შეგძლებოდა შენ საუბარი
ამომძახებდი გულით დამწვარი:
ვეღარ ვიხილავ სხივსა მზისასა,
ვერცარა ველსა მწვანეს ტყისასა.
მარამ დააცხვრე შენი ხარება
და განუქარვე სულს მწუხარება.
ნუ ჰსწუხარ, შენ აქ რბილათ იქნები
და კვლავ ყვავილით აბიბინდები.
თესლო, მარცვალო მცირეს დროზედა,
მეცა მოგვყვები შენსა კვალზედა.
როს ჩამფლენ საფლავს ბნელსა მიწაში,
მეც გავერთობი განგრძობით ძილში,
მარამ მე ღმერთი როს დამიძახებს:
ყრმაო აღსდექი! მსწრაფლ გამაღვიძებს
და შენც ეგრეთვე აწ დაძინებულს
გამყოფებს თვისს დროს აღმოცენებულს!
თ. მიხეილ ფავლენოვი.
1860 წელსა. ენკენისთვის ი-სა დღესა.
![]() |
4 ქართველების ძველი დრო |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველების ძველი დრო
გადმოსული ახლად
ევროპია არის ლამპარი მთელი ქვეყნისა, განმანათლებელი კაცის გონებისა, მეცნიერება მოსწავლეთა, სიბრძნე გამგეთა, და სიკეთილე კაცობრიობისა. იგი ევროპია, არა ეხლა, ვინ იცის რამდენი საუკუნოები, განათლების წარმატებაშია და მოუსვენად ცდილობს მისთვის, მაგრამ დღევანდლამდისინ ღრმა მსწავლულები, თვით ევროპიელნი ამაზედ დაჯერებულნი არიან: ჯერ იმ ხარისხზე არ ასულა განათლება, რომ კაცსა ბოროტება გამოვგლიჯოთ სრულიადაო. საუკუნოს წლებიდგან, ამ საუკუნემდისინ ასეა ევროპია, ამ მოცადინეობის ტანჯვის ზრუნვაში.
ევროპიისაგან უყურადღებოთ დაგდებული საქართველო და საქართველოსაგან სრულებით უცნობი ევროპია, ხანდისხან მოგზაურნი მოვიდოდენ აქა, აქაურობას აღწერდნენ, ქართველების ქებას, კაცებისას თუ დედაკაცებისას გამოსცემდნენ წერილებში და მთქმელიკი არავინ არა ჰყვანდათ, ეთქოთ: ვითარნი არიან ევროპიელნი, რომ მათთან მახლობლობა ჰქონდეთ ჩვენებს. მართალია, ევროპიის შემოსული ტატრები უფრო შეიძლებდნენ ამას, რადგან ყოველს სახლში მახლობლობა ჰქონდათ, მაგრამ ისინიც იმის მეტს არას ზრუნვიდნენ, ქართველები გაეფრანგებინათ.
ვინიცობაა, თუ ჩვენს მამაპაპათ ევროპიელებთან მეზობლობა ექნებოდათ, მაშინ შეიძლება ყველას დარწმუნება, რომ ქართველები ავდენის ძვირფასის ნიჭიერებით სავსენი არიან: დიდი განათლება იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვინ აღუდგება წინაგარემოებას?- საშინელს ვეშაპსავით გაწოლილი ოსმალოს სახელმწიფო ჩვენსა და ევროპიის შუა; ის ფანატიზმით გარეტებული ოსმალოს ერი, ჩვენებსღა მოაგონდებოდა ევროპია, რომელსაცა ეხვეოდნენ ოთხსავ კუთხივ, სპარს-ოსმალოები და სრულიად დანთქმას უპირებდნენ, აქ ამისი დაწერა დიახ ადვილი და წასაკითხავად უფრო ადვილი, მაგრამ თუ სრულიად გონებაში წარმოიდგენთ იმ ანბავსა, ზარ დასაცემი საშინელება ყოფილა საქართველოზე!
მართლად, სამმა სიყვარულის ძალამ დაიცო ქართველები: ქრისტიანობის შეურყეველმა მოსაობამ, მამულის თავ გადადებულმა სიყვვარულმა და გაამაყებულმა ქართველების ჩამომავალთ სახელმა, თორემ თუ ამ სამისა ძლიერისა სურვილით მზიდულნი არ ყოფილიყვნენ იგინი, ქართველების სახელი აღარ იქნებოდა დღესა. მხოლოდ ეს სამი თქმა ცოტაა, სრულიად დავანახოთ საქმე, ამისთვის ვისაც რა გაუგონია, იმათ უნდა გვიანბონ, რადგანაც მოანბეთ ვალი ეს არის, რომ მამულის ანბავი მოგვითხრან, ნამეტნავად უწინდელის დროისა, მაშინ წამკითხველმა თვით იცის, უნდა დაიჯერებს, უნდა არა და თუ უნდა ბევრსაც გაილანძღება: სიტყვას ბაჟი არა აქვს სო. ასე თქმულა, მაგრამ მე კიდევ იქა ვარ, იმ ჩვენს მოხუცებულების ანბებში; უნდა ის ჩვენი მოხუცებულები გენახათ, ძველის ანბების მოანბენი, თორემ ეხლა სულ სხვა გვარად გვეჩვენება მაშინდელი დრო, გალაღებული ხასიათის გამო.
ბევრმა იცის მარაბდის ომი შაჰაბაზის დროსა, სადაც ამ ოცდაათის წელწადის წინათ, ისრის რკინას, კიდევ პოულობდნენ მინდორში. იმ საშინელს ბრძოლაში, ცხრა ძმა ხერხეულიძეები, მამულის გულისათვის, რომ დაიხოცნენ სპარსელებისაგან; კიდევ ამისთანა მაგალითები რამდენია საქართველოში, უნდა გაჩუმდნენ, არა თქონრა იმაზე? თავადი პაპუნა ორბელიანის და თავადი ომან ხერხეულიძის (მდივანი) ისტორია მაინც წაიკითხონ, ვისაც არ წაუკითხამს, ჩუბინოვის დაბეჭდილი? - თუმცა მცირედ მცირედით გამოყვანილია მაშინდელი საქმე, მაგრამ წამკითხველი მაინც დაინახამს მეფის ირაკლის და იმის თანა მედროეთა ქართველებსა.
ათასის წლის ანბავი რამ წაგვეკითხა ეხლა, დაწვრილებითი საქართველოსი, ურიგო იქნებოდა?- ძველის ანბის საქმე ასეა.- თუ ისტორიისათვის გამოსადეგია, ისტორიისათვის გამოიყენებენ, თუ არა და, სკივრში შეინახება, მაგრამ წასაკითხათ მაინც სასიამოვნო იქნება როგორც ძველი ანბავი.
ამდენი მოგზაურნი რომ დადიან მთელს ქვეყანაზედ ანბების შესატყობათ, - ჰგავს კარგი ყოფილა. მაშ უსამართლო განკიცხვა რაღათ უნდა, რომლითაცა ორის განსხვავებულის დიდის ღირსებით სრულია ეს ჩვენი ქვეყანა?- პირველი ბუნების ნიჭებულებით და მეორე ძველის ანბებით გატენილი. საქართველოს ბუნების ნიჭებულება არ დაიკარგება, მაგრამ სხვა და სხვას ანბავს რაღა უყოთ, თუ დაიკარგა, კარგი იქნება?- ყოველი ამ გვარი ანბები, რაც ჩემგნით დაწერილა, ჭეშმარიტად არ იყოს თავის სიყვარული ჩემი. თვინიერ ამისა, რაც ჩვენი მოხუცებულებისაგან გამიგონია ანუ მინახავს რამე იმათში, ჩვენს მემამულეთ შვილებთ დარჩეთ წასაკითხად. ვიცი წინააღმდეგის ენა, მაინც წინააღმდეგი იქნება, თუნდა ფიანდაზები გაუშალოთ; რავქნათ ეს სოფელი ასეა გაუტანელი. ჩვენც გაუძლებთ როგორც იქნება.
უძველესს საქართველოს ანბაებს აღარას ვიტყვი, ვითარი იყვნენ ქართველები; ყოველი ესე თქმული ჯერ მეფის თეიმურაზის დროინდელი ანბავია და მასუკან მეფის ირაკლისა, რომელიცა იმისთანა დასაღუპი დრო არას დროს არ მოსვლია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მაშინდელი მამულის შვილები, მარადის გულგაუტეხელნი და გაჭირებაში უფრო მხნენი; უფრო ძლიერნი შეიქმნენ იმ საშინელებაში!
გამიგონია მეფის ირაკლის დროს რაღაც უწესოება მოეხდინოთ ზოგიერთს პირთ საქართველოში და მეფეს არაფრათ მიეღოს, რომელსაც ჰგონებენ ამისათვის. ვსთქვათ: გიებას ემართლებიანო, მაგრამ წარმოიდგინეთ განათლებული სახელმწიფოები? მაკოლეის ისტორია ანბობს,[1] რა ანბავი ყოფილა ანგლიაში?- ანუ კიდევ სხვა სახელმწიფოში? და კვალად პირველ ნაპალიონმა, ღერცოღი ანგენსკი, რომ მოაშთობინა, სამართალი იყო? იტყვიან: იმისი პოლეტიკა ითხოვდაო. მეფის ირაკლის პოლეტიკაც ის იყო; მიუტევებდა კერძობით დანაშაულს, როგორი თავგადადებულნი იყვნენ მამულისათვის და ან როგორ ემსახურებოდნენ მეფეს ისინი.- უკანასკნელს წვეთს სისხლამდინ თავის მთელი სახლის შვილებითურთ. ყოველი საქმე დროს მიხედვით არის გარემოებისაგამო. მეფე ირაკლიმ, ერთი დიდი გვარი დაა.მდაბლა; თქვენის დღეგრძელობით, ნეტავი არც ისინი დაემდაბლებინა.
დახიზნული მეფე თეიმურაზ ფშავის სიმაგრეებში თავის ხიზნით, რადგან გარდამეტებული შიშიანობა ყოფილა საქართველოში შემოსეულის აუარებლის მტრებისაგან. მაშინ ასეთი ვაება დამართვია ჩვენს ქვეყანას, რომ ერთიანად თემები სიმაგრეებში დახიზნულან და ყოველს ქართველს თობზე სძინებია. იშვიათად გავიდოდა დღე რომ უნამეტნავეს წლის ქართველთას, მტერთან ომი არ ჰქონიყო, ძნელად იქნებოდა, რომლისაგამო დარჩომილა მეფე თეიმურაზ ფშაველებში, შვიდი წელიწადი, სადაც მისდიოდა ქართველების, მეტი შეჭირვება, გარეშე მტრებისაგან და იმათი ყოველი ანბავი. ამ დროებში ქართლ-სომხითი ოსმალთ დაიჭირეს, უფრო ამ მიზეზით, რომ გაისლამიზებული მეფე იასე მეფეთ დაესვეს ქართლ-სომხითში და იმისი შემწეობით დაიმორჩილეს ეს ქვეყნები. გარდა ამისა, მეტის მეტად შეჭირვებული და ძალდატანებული კახეთი ოსმან ლეკისაგან, გაღმამხრის კახეთი და ქიზიყი დამორჩილდა ლეკებს და მოხარკე შეიქმნენ.
ამ დასარუპს ანბავში თავის თავზე ხელი აიღეს ქართველებმა და უკუღმართს ბედსა დამორჩილებას უპირებდნენ, ამ დროს ბატონიშვილი ირაკლი (შედიგმეფე) მეფის თეიმურაზის შვილი, თხუთმეტის წლისა იყო, რომელსაცა ფშავში დახიზნულსა ესმოდა ეს ანბავი და დიდათ სწუხდა. მოთმინებისაგან გამოსული, მკვირცხლად გადმოვიდა ფშავის სიმაგრეებიდგან; კახელები მოიხმარა. კახელებმა ლეკები გარეკეს კახეთიდგან და მეფე თეიმურაზ ისევ განაახლეს მეფეთ თელავში.
პატარა ირაკლიმ, თელავში მშვიდობა დაუტევა თავის მამას მეფეს, თვითონ ამხედრდა ცხენსა ბედაურსა, გამოცდილი ქართველები შემოუსხდნენ საუკეთესო ცხენთა და მოეტივნენ მტრებსა. ქართველებსაც იმისთანა გულოვანი უნდოდათ, როგორიც პატარა ირაკლი.
დიდი ანტონი კათალიკოზი იტყოდა თურმე. - „ჩემი ირაკლი უნდა გენახათ პირველიდგანვე, როგორ საკურველად გამოიჩინა თავი! თუ ირაკლი არ გაჩენილიყო ქვეყანაზე, დაგარწმუნებთ საქართველო დაინთქმოდაო მტრებისაგან, მაგრამ ჩემმა უუსაყვარლესმა ძმამ[2] ირაკლიმ, მტრები შეაძრწუნა და მამული გამოიხსნა, თავისის ძლიერის ქართველებით. აბა ვიღა უდგებოდა იმათ წინ, დათანხმებულს ერთის აზრის მექონეს ქართველებსა და იმასთანა მოთავეს ირაკლის?“
სდევდნენ მტერსა და მუსრს ავლებდნენ მართლად ძალიან. ასე შეაშინეს შემოსეული მტრები. რომ ირაკლისა და ქართველების მხოლოდ სახელი, იმათი დამარცხება იყო, მაგრამ ძვირად უღირდათ მამულის ღვაწლი, რომელთაცა აღარც დღე ჰქონდათ მოსვენება და აღარც ღამე. ბევრჯელ ერთს დღეს, სამსა და ოთხს ომსა გადიხდიდნენ და ღმერთიც ძლევას აძლევდა. ერთხელ, ერთს დღეს ხუთჯერ გაემარჯვათ მტრებზედ და მეორე დღეს კიდევ დაემარცხათ მტერი.[3]
მეფე ირაკლი და მაშინდელი იმისი ქართველები, შემიძლიან თამამად ვსთქვა, იყვნენ მამულის მოწამენი.
მეფე ირაკლიმ სამოცდა სამი წელიწადი, მოუსვენად მოუარა ქვეყანას და მარადის ხმალს სცემდა მტერსა, რომლისაცა იმისი მამულის ომები, დიდნი და მცირენი რავდენიმე ათასია... საცა არც ერთს ომში არ დაჭრილა და არც ტყვიას გაუკენწლავს, მაშინ როდესაც რომ შუა გულს ომებში იბრძოდა ხოლმე, ყოველთვის მტრის ტყვიაში გახვეული. ამისთანა დაუჯერებელი მაგალითები არც გაგონილა და არც იქნება, მგონია არას დროს.-
მეტი საკურველება რაღა იქნება ქვეყანაზე, საშინელის მტრებისაგან მოზღუდვილი საქართველო, მინამ მეფე ირაკლი ცოცხალი იყო, ვერას ძლიერებით, ვერას საშუალობით, ვერ მოსტაცეს მცირედი ესე მამული, ერთობ ქართველებსა, რომელთაცა სარწმუნოებაცა მკვდრად დაიქვეს, ქრისტიანობა და ამითი გააკვირვეს ევროპია! მეფის ირაკლის და იმისი ქართველების ანბავი ნადირშასთან, როგორ გამოიჩინეს თავი ინდოეთში, მართლად გასასტერებელია!
გთხოვთ თავის შეწყენათ არ მიიღოთ, მინდა ქართველების ანბავი რამ მოგითხრათ ინდოეთის ბრძოლისა. ერთხელ, ერთს ინდოელების დასში დაერივნენ ქართველები, ის დასი რომ განაბნიეს, ამ დროს ერთი კარგი ინოელეთი მხედარი დაიჭირეს ქართველებმა, რომელიცა ძლიერად იბრძოდა. იმისი მდიდარი საჭურველი აძარცვეს და გაშფოთებულებმა იმისი მოკვლაც მოინდომეს, სად იყო და სად არა, პატარა ირაკლი მოვარდა ძახილით:
- „ეგ ინდოელეთი მხედარი არ მოკლათ, თორემ დიდად მეწყინებაო“.
ამ სიტყვით დამშვიდებულთა, ხმლები ქარქაშს მიაქციეს. ირაკლიმ ის აძარცვილი საჭურველი გამოართო ქართველებს ამ სიტყვით:
- ქართველებო! როგორ გეკადრებათ მამულის ტყვეს მოკვლა, როგორც ავაზაკისა, რომელიცა იბრძოდა თავის მამულისათვის. ეს იარაღი ამას ეკუთვნის და ამასვე უნდა მივსცეთო.
მისცა საჭურველი და თან საიმედო სიტყვა უთხრა.
- „ინდოელო! დიდათ მამწონს შენი მამულის ერთგულება; როგორც აქამდისინ იბრძოდი მამულისათვის, ისევ ისე ემსახურე თავგადადებით, რომ შენმა მამულის შვილებმა დაინახონ, სწორეთ მამულის შვილი ყოფილხარ შენ. აჰა ეს შენი იარაღი შენივ იყოს და შენი მამულის ერთგულება, ისევ შენთვის მოგვიცია ქართველებსა. მშვიდობით ინდოეთელო მხედარო“. ინდოეთელი მხედარი დიდი მადლობელი, გაკვირვებული წავიდა.
ქართველებმა, ასე მოაწონეს თავი ნადირშახ, რომ შუას ომში, ცხენიდგან გადმოხტა, ირაკლი მიიყვანა თავის თან, თავის წელიდგან ხმალი აიხსნა და ირაკლის შემოარტყა ამ სიტყვით:
- შენ და შენმა ქართველებმა ასე მამაწონეთ თავი, რომ ამ დიდს ომშივე, მადლობა მინდა გითხრათ. ეს ხმალი თქვენი იყოს ჩემს სახსოვრად, რომელთანაც თქვენი შვილი შვილები მოვიდოდნენ და ამ ხმალს ეტყოდნენ: ნადირშა განკვირვებული იყო, იმ ქართველებზე, რომელნიცა ნადირშახ წინ, ნადირშახ მხრებზედ იმარჯვებდნენო გამოჩენით.
ბევრჯელ ვნახამ ხოლმე იმ ხმალს, ჩვენთა წიპართა მოსაგონათ.
დიახ ბევრი ანბავია მეფის ირაკლის და იმისი ქართველებისა, სულ გასაშტერებელი ანბავი, მაგრამ ვინ გვეტყვის სრულად, ვინღა მოგვითვლის?- მხოლოდ აქ და იქ რაც გაგვიგონია, სარწმუნო მთქმელებისაგან, იმას ვიტყვით, რომ მაშინდელი ჩვენი ერნი დავინახოთ, როგორ იყვნენ ან რა ვიცით, იქნება ისტორიისათვისაც გამოდგეს როგორმე.-
კახეთის მეფის დაახლოვებით, ნადირშამ ქართლ-სომხეთიდგან, ოსმალო და ქართლის მეფე გაიყვანა, ამის მიზეზისაგამო, ქართლ-სომხითო კახეთის მეფე თეიმურაზს მისცა, და კახეთის მეფობა დაუმტკიცა ირაკლი მეორეს, მაგრამ ორათ გახეთქილი საქართველო მათოსმან-ლეკებს მიუდგა და სომხით, კახეთ, სპარსელებს. ორათ გაყოფილი ეს ქართველები, ერთმანეთს ებრძოდნენ, ორივ თავიანთის შემწეობით და აჭირვებდნენ ერთმანერთს, ქართლელებს უნდოდათ თავიანთი ძველი მეფე, ანუ იმისი მემკვიდრე. კახელებს უნდოდათ შეერთება საქართველოსი და ერთობის განძლიერება. გარდა ომებისა, იყო მიგზავნ-მოგზავნა მოციქულებისა და დაუღალავი ცდა, ბოლოს ერთობის სარგებლობას დამორჩილდნენ ქართველები, თუმცა ხან გამოშვებით, ძნელად, მაგრამ მაინც ერთობა მოხდა და გაერთდა სრულიად საქართველო ერთ სამეფოთ, სადაც სადღესასწავლო ხმები დიდი იყო, ყოველს მხარეს ერთობისა, მაგრა მძვინვარე ნადირშახ გულსა რა გააძღობდა?-
მთელი ჩვენი ქვეყანა თვითონ დაიპყრა, ზოგიერთს ადგილს თავისი ხანები დასხა, თავის ჯარები დააყენა და მომატებული სამსახურიც დასდო. თუმცა საქართველოს მეფობის სახელი მეფობისა იყო, მაგრამ საქმე, სულ ნადირშახ ეკუთვნოდა, იმის დაშენებულს სპარსელებსა რომელნიცა სწოვდნენ, როგორც უნდოდათ ისე. ამაზედ მეფე თეიმურაზ სწუხდა დიდათ, ამ სიმდაბლესა მეფე ირაკლი მოთმინებით თაკილობდა და ქართველებიკი გულის ძლიერსა ჯავრსა გულში იკლავდნენ რას ყოფით, ყველანი დროს ეძებდნენ მაგიერი გადეხადათ სპარსელებისათვის.
ამ ანბავში კარგახანი გამოვიდა, ამ დროს ნადირშა სამასის ათასის სპარსით, გამოჩენილისა და გამოცდილის ჯარით თავრიზში დადგა. აქ არ ვიცი რა ფიქრი მოუვიდა, რომ დიდათ სასტიკი ხარკი შეაწერა საქართველოს, (არბაბი) რომელსაცა მეტის-მეტათ დაუმძიმდათ და სრულებით თავის იმედი გარდაიწყვიტეს: ეს სხვა არა არის რა ამის მეტი, რომ ნადირშა გადასახლებას გვიპირებს უთუოთაო სპარსეთში და ჩვენს მაგიერათ სპარსელების დასახლებასაო საქართველოში. ყველანი ამას ანბობდნენ. იყო დრტვინვა და ვაება საქართველოში, საცოდავნი დედაკაცნი დასდასობით დადიოდნენ ფეხშიშველა, თმა წეწითა ეკკლესიებში და ძუძუებს მოათრევდნენ დედამიწაზედ და სამშობლოს საქართველოს გამოეთხოვებოდნენ საუკუნოდ.
მეფე თეიმურაზ დაღონებული, ხანდისხან თავის მხლებლებს ჰკითხავდა: რა ვქნათ, როგორ მოვაგვაროთო, რომ ნადირშახ მძვინვარე გული დავამშვიდოთო? - ეძებდნენ საშვალოებას და ვერ ეპოვნათ. თვით ქართველთა გულთ გაჯავრებულთა, რა უნდა ექნათ მძლავრის წინაშე, რომელსაცა აღელებულ ზღვასავითა დიდი ჯარი თავრიზში ჰყვანდა დაყენებული ნადირშაისაგან, მაგრამ პატარა ირაკლი მეფე კახეთისა; საშინელებასი უფრო გონიერი, უფრო ძლიერი; იყო დამშვიდებით, აუჩქარად და იმის საიმედოს სახეს, ვინცა შეხედავდა, იტყოდაო: შენ ცოცხალ იყავ, თორემ საქართველოს არ ეშინიან მტრისაგანო.
რაღა გავაგრძელოთ, ბოლოს დროს თათბირი მოხდა მეფეებისა და საქართველოს პირველის კაცებისა, სადაც გადაწყდა: დესპანები გაუგზავნოთ ნადირშასა, ეგება გვაპატიოს ამდენი შეწერილი ხარკიო. აქამდისინ დაჩუმებული მეფე ირაკლი, აქ ხმა მომაღლოთ წარმოსთქვა ასე.
„ჩემო ხელმწიფეო მეფეო მამავ. ნადირშახ კარგათ ვიცნობ; რასაც თქვენ ბძანებთ და ეს პატივცემულნი გვამნი, დიახ კარგია, მაგრამ ნადირშახ რაც უნდა ვსთხოვოთ ეხლა, არცა ერთსა ჩვენსა თხოვასა არ შეიწყნარებს და უფრო გაზვიადდება ის გამძლავრებული ავშანი, ნამეტნავათ იმ დიდრონის ჯარების მბძანებელი. ან რათ უნდა ვსთხოვოთ, რომელსაცა ჩვენის მკლავის ძალა უნახავს და ჩვენი შეურყეველი ვაჟკაცობა. ამის შემდეგ როგორ უნდა დავიმციროთ თავი, იმას ვთხოვოთ რომ; შეუშიშარმა ქართვეელებმა, რამდენს ომების ცეცხლში გამლვლილმა?- ეს როგორ გვეკადრება ვაჟკაცთ ქართველებსა. იქნება თქვენი ძალგული დაკარგული იყოს ინდოეთსა?- არა, ამას ნუ მათქმევინებთ თქვენზედ. ნუ დაგიმცირებიათ აგრე გული ჩვენი მამა პაპებისა; კიდევ შეირტყით სიმხნე და დანარჩენი ღმერთმან იზრუნოს, ჩემო ძმებო ქართველებო!“
ჰაი, ჰაი, ირაკლი! ევროპიის წესზე ასი ქართველი რომ გვყოლიყო განათლებული, მაშინ თითით საჩვენებელნი იქნებოდნენ იგინი ევროპიისაგან: აგერ საკურველი ქართველები ყველას მაგალითნი, მეფის ირაკლის სიტყვას დამორჩილდნენ და საქმესაც შეუდგნენ მაშინვე, ისტორიით ვიცით, საქართველოს ხალხი აჰყარეს მეფეებმა; სიმაგრეებში დაიხიზნენ და თვითონ თავ კაცათ გამოსულნი მტერს დაუდგნენ პირში, როდისაც გადაწყდა საქართველოს თემის სიმაგრეებში შესვლა, მეფე ირაკლიმ წარმოსთქვა, თავის ქართველებში. (ვისაც უანბნია მეფის ირაკლის ლაპარაკები, ისე დამიწერია.) „უშიშარნო ქართველებო! ეხლა არის თქვენი გამოჩენის დღე: ნამეტნავად იმ განძვინებულის ნადირის წინაშე, რომელსაცა ჩვენი გაქრობა უნდა და ჩვენს ნაცვლად სპარსელების დასახლება, ჩვენს მშობელს ქვეყანაში სწორე მამულის შვილი მოითმენს განწირულსა სირარიბესა, მოითმენს ნოტიო ტაროსა, მოითმენს ცეცხლსა და ყოველსა საშინელებასა რასაცკი ვიტყვით, მაგრამ ჩვენს მამულზე ჩვენს ნაცვლად სპარსელების დასახლება, რომელმან უნდა მოითმინოს, თუ არ დავრდომილმა ქალაჩუნამ, ანუ გამყიდველმა ანგარმა?- ქართველებო! თქვენ ის არა ხართ, რომ სპარსეთი გაიარეთ და ინდოეთში შეხვედით, ის მომთმენნი ქართველები შორის გზისა? რისთვის შეიწყნარეთ ის შრომა, მწუხარება, თუ არ თქვენი მამულისათვის?- რისთვის ემსახურებოდით იმ აღელებულს ნადირშაიხა, ისე თავ დადებით, იმ დიდრონს ინდოეთის ომებშია, რომელსაცა აკვირვებდა თქვენნი შეუპოვარი მკლავის ძლიერება.- ჩემო ძმებო ქართველებო! იმ ინდოეთის ომებში იქ მეგობრობით რო აკვირვებდით ნადირშახა, აბა გმართებსთ თქვენ, ადრე განძლიერებულის მეგობრის წინაშე და ახლა განძვინებულის პირის-პირ მდგომთა ქართველებისა. აქ შინ არარავინ უნდა დავრჩეთ; დედაკაცებმაც იარაღი შემაირტყან და საერთო სისიხლის ღვრა მოხდეს, სწორეთ ჩვენის მამულის სამზღვარზედა და იქ გადაწყდეს ჩვენი არსება ქართველებისა. მაშინ დაინახავს ის ნადირი, ჩვენი მეგობრობა რა არის იმისათვის და ან მტრობა, ამისათვის ნუღარ დავიყოვნებთ და ჩქარა მივმართოთ ჩვენსა საქმესა, რომ მცირედი ხანის გამოშვება დიდი სავნებელია ჩვენთვის“.
ამ სიტყვის დასრულებასთან ყოველს მხარეს კაცები გაგზავნეს მეფებმა; ყოველი მხრის ქართველები აჰყარეს და თავ-თავის დანიშნულს სიმაგრეებში შევიდნენ სულ ერთიან. კარგათ რომ დაიხიზნენ და სიმაგრები მკვიდრად გამაგრეს, ხელ გამომავალნი კაცნი, გამოვიდნენ დასდასობით და ყოველმა დასმა, თავთავისი დანიშნული იყწო ადგილები შეჰკრეს, სადაცკი შემოსასვლელი მაგაჟი ადგილები ეგულებოდათ. ამასთან ბევრმა საქართველოს ქალებმა იარაღი შემოირტყეს; ცხენთა ამხედრდნენ და აქ და იქ სიარული დაიწყეს საქართველოში: ასე რომ გვნახვენ, უფრო გამოიდებენ თავსა კაცებიო. მეფე ირაკლიმ ბძანება გასცა და ჯარები გაუსია, სადაცკი სპარსელები და იმათი ხანები იყვნენ დაითხოვა საქართველოდგან.
როდესაც საქართველო ჩაიარეს სპარსელებმა, ამდენი საერთო ამხედრება ნახეს; დიდათ შეშინებულები ჩავიდნენ ნადირშახთან და ყოველი მოახსენეს ქართველებისა. ამ დროს მეფე ირაკლი. საკუთარის ჯარით გავიდა სამზღვარზედ რომელნიცა უცხოთ ყოფილყვნენ დართულნი, თვითონ, თუ იმათნი ცხენები. და პირველს ხანსა დააბარა: ნადირშახ მოახსენე, ჯერ პატივისცემა და მასუკან: მზათ გახლავართ ქართველები მობძანდიო. ამ ამხედრებულს ქართველებს რომ შეხედა ხანმა; მშვენივრად ისე შეჭურვილებს, დიდათ მოიწონა და მიზეზი კითხა მორთვისა, რადგან ომში მორთვა საჭირო არ იყო. მეფე ირაკლი გაჩუმდა და ქართველებმა უთხრეს.
- აქამდისინ ნადირშახი მეგობრობისათვის თავი არ დაგვიზოგია ქართველებს; იმის დიდებისათვის და იმის ამაღლებისათვის, ინდოეთში, თუ სხვა შემთხვევაში, ახლა ჩვენი მამულის ომი ჩვენი თავგადადებითი სიყვარული მამულისა, უნდა დავანახოთ როგორი მამულის ქორწილია ჩვენთვის, რომელნიცა ამ სადღესასწავლოს ტანისამოსით უნდა გამოვიდეთ გამარჯვებული, ან არა და ჩვენი ძვირფასი ავეჯულება, ჩვენთან ერთათ ამოიხოსნენ საქართველოდგან და ერთიანად გავწყდეთ, დედაკაცნი და კაცებიც. ეს მორთვა ეს აზრია ხანო. ეს ხანი რო ჩავიდა, ამანაც ასე მოახსენა ქართველების სიტყვა.
განძვინებული ნადირშა, დიდათ განრისხდა და ბძანება გასცა ჯარების წასვლისა, სრულიად წასალეკად საქართველოსი. ამ დროს მეფე თეიმურაზს ქართლის მხარე ეჭირა ჯარებითა, თუმცა მეფის ირაკლის კახეთის მხარე ეჭირა მაგრამ ეს უფრო მეწინავეთ იდგა თავის ჯარით და პირველი ომი ამათი უნდა ყოფილიყო, რომელნიცა ასე გულით იყვნენ, რომ ამათით უნდა გადაწყვეტილიყო ნადირშას დამარცხება ამათი პირველის ომით. უთქვამთ: ეს მეფის ირაკლის ჯარი, მეტათ საუცხოვოთ იყო გაწყობილიო და ვაჟკაცობისა ხომ რაღა მოგახსენოთ იმათიო. თუმცა დიდრონი ჯარები გამოგზავნა საქართველოზედ ნადირშამ, მაგრამ ამასთან თურმე დაქრა; ბოლოს დროს თავი აიღო და შემდგომათ თქვა.
- მართალია მრისხანებით გავგზავნე ჯარები საქართველოზედ, მაგრამ იმათი გაჯავრება არა სჯობია, ქართველები არ უნდა გავაჯავროთ, თორემ საშინელნი შეიქნებიან; ეს იმათი თვისება არის. ამ სიტყვასთან კაცები გამოუყენა და ჯარები დააბრუნებინა, მასუკან პატივცემული ხანები გამოუგზავნა და როგორც საქართველოს უჯობდა, ისე მოურიგდნენ მეფესა და პირველს ქართველებს. ის მძვინვარე ნადირი ასე შეაშინეს ქართველებმა, რომ ხელი აიღო საქართველოზე, და არა ჰქონდარა თვინიერ მეგობრობისა, მაგრამ ოსმან ლეკებს, ვეღარ გადურჩნენ და შეიქნა შუა საქართველოში, გარდა წვრილი ომებისა, ძლიერ ძლიერი ბრძოლანი!
ამ საშინელებაში გავიდა კარგახანი. ამასთან ნადირშახ შემდეგ, ამ ოსმან ლეკებს დაერივნენ სპარსელები და გაგულანებული ესენი დაუცხრომელად სდევდნენ ცოტა ქართველებსა!
ამაში წელიწადები წელიწადებს გაჰყვა, თვეები თვეებს და დღეები დღეებს, მაგრამ მაინც არა ეშველარა საქართველოს გარეშე მტრებისაგან; არამცთუ ეშველარა, უარესად და უარესად დაუწყეს დევნა, მაგრამ ქართველების გული ვერ შეარყიეს ვერას დევნით და იმთენის სისხლის დაღვრით. ასე გასინჯეთ, იმ ზღვასავით მღელვარე მტრებთა მოსწყინდათ ქართველების დევნა, მაგრამ ქართველები მაინც ვერ დაღალეს და ვერ შეაშინეს ვერაფრით. ამ ამბავთა შორს სპარსეთში ბევრი ცვლილება იყო მთავრებში; რომელნიცა ხან შეურიგდებოდნენ ქართველებსა და ხან ისევ ებრძოდნენ. ბოლოს დროს და ბოლოს ჟამს ყაჯარი აღამამადხან აეშალა მეფე ირაკლის, ამისათვის რომ: რუსეთის მეგობრობაზედ ხელი აეღო. დაბეჭდილი წერილი დამტკიცებინა ამაზე, ენციკლოპის ლექსიკონში.
მეფე ირაკლიმ რუსეთზე ხელი არ აიღო და გაჯავრებულმა იმანაც ქ. ტფილისი გაუოხრა სრულიად და რომელიმე ნაწილი საქართველოსი. აღამამადხან ვერას იქმოდა მაგრამ დაფარულმა მოღალატე მტრებმა დამართეს ეს საქმე მეფეს ირაკლის და საქართველოს.
შეჩვენებულმა ეს ერთი დამხობა არ აკმარა ჩვენს ქვეყანას, მეორე წელიწადს კიდევ წამოვიდა დიდრონის ჯარებით, მაკრამ ყარაბაღში რომ მოვიდა, იქ მოკლეს და ამითი გადაწყდა ეს იმისი მეორე ამხედრება. მეფე ირაკლიმ განჯის ციხე აიღო რადგან განჯის ხანსა აბრალებდნენ აღამამადხანის ამხედრებას საქართველოზედ და დაიმორჩილა ისე, როგორც ამ ბერიკაცს მეფეს ირაკლის უნდოდა, მაგრამ მაინც ქ. ტფილისის წახდენის სიმწარე არ მოეშო მეფეს და ამიერ სოფლით გარდაიცვალა ქ. თელავში (1794-სა.)
გიორგი დაჯდა მეფედ, მემკვიდრე მეფობისა და დაიპყრა სრულიად საქართველო. ამის მეფობის დროები განსხვაებული ამით იყო, რომ რუსეთს მისცა საქართველო და რაოდენიმე ხანის გამოსვლისა თვითცა გარდაიცვალა დასნეულებული. ამ მეფემ საჭიროდ დაინახა რუსეთისათვის მიეცა საქართველო რადგან აუცილებელი საჭიროება ითხოვდა საქართველოსი, რომლისაგანაც დაწყნარდა სრულიად საქართველო და სულ სხვას ცხოვრებაში გადმოვიდნენ ქართველები, რომელთაცა დიდათ ეუცხოებოდათ ევროპიული განსხვაებული ცხოვრება და იმათი შემოღებაები: „დაუჩვეველს ნუ დააჩვევი, თუ დაჩვევ ნუღარ გადაჩვევო ასეა ნათქვამი ჩვენში, და ამისთვის გასამტყუნარნი არ არიან იგინი, მაგრამ მაქთენი დრო აღარ გამოვიდარა, აუცილებელს საჭიროებას მიხვდნენ ქართველები და შეუდგნენ ევროპიის რუსეთის ქცევას.
ესენი დაუტეოთ აქა და ახლა რუსეთის დროები გადმოვიტანოთ საქართველოში. გაიხსნა რუსეთის სასამართლოები და შიგა და შიგ ჩვენი ამორჩეული კეთილშობილები დასხეს ქართველები მსაჯულათა: რუსეთის მოსამსახურეს ჩინოვნიკებთან, სადაც სჯიდნენ ყოველ საგანს და ნება ჰქონდათ აზრები მიეცათ, რომელიც უფროსი ერთს ქართველების აზრებზე ემყარებოდნენ. მოვიდოდა აზრი რომ ქართველები თანახმანი არ შეიქნებოდნენ რუსეთის მოსამსახურეებთან, ამაზედ გაიყოფოდა ხმები და მაღალს ადგილს უნდა გაგზავნილიყო ორივე მხრის აზრები განსახილველად.
აქედგან ქართველების მსაჯულება კარგი ვერა შესძინეს რა რადგან მეტად გძელდებოდა გადაწყვეტა სასამართლოებში, ამისთვის ეს საშუალობა მოიგონეს, რომ ცდილობდნენ ერთმანერთის მორიგების მოჩივრისას და პასუხის მძლეველისას სადაცკი საჩივარი გაჩნდებოდა რამე. დიახ ბევრი მოარიგეს ერთმანერთში, ვისაც შეგონება ქონდა და ვისაც არა, ბევრი დარჩა გაუსწორებელი და მგონია დაღიც დაჩნდათ იამთ, დიდი დასაკლისი? თვით მე ვყოფილვარ, ჯერ კეთილშობილთ წინამძღომელი და მასუკან სოვეტნიკი ახლანდელს ღუბერსკის[4] რპავლენიამ: (1820) როდესაც პირველს თანამდებობაში შევედი, მაშინვე ძველმა მოთანამდებაებმა მიმიწვიეს თავისთან, რომელთაცა გულის სისწრფელით მითხრეს. - ჩვენი ძველი დრო აღარ არის და აღარც იქნება. ჩვენი ძველი დრო დაიმარხა და ახალი დაიბადა ჩვენთვის, მაშასადამე ძველი ჭკუა უნდა დაიკარგოს და ახალი დავიახლოვოთ, ამისათვის ორი აზრი უნდა გვქონდეს, ორი განძრახვა ჩვენ. პირველი, ვინც მოთანამდებები, ვართ, პირველათ ამას უნდა ვეცადნეთ, ვისაც დავა აქვთ ერთმანერთში, როგორმე მოვარიგოთ, ვისაც შესმენა ექნება, რომ საწუხარო არა მოუხდესთრა იმათ და დასაღონარი საქმე. ამას უნდა ვცდილობდეთ და ამას ვბეჯითობდეთ ყველანი.
იოსებ მამაცაშვილი გორის უეზდის სუდში, სუდიათ რომ იყო, რამთენი პირნი მოარიგა ერთმანერთში წარმოებული საქმე, ვინიცის რამდენი ხნისა? მგონია ოთხას საქმემდისინ მოსპო მშვიდობის რჩევით, რომელსაცა ამისათვის მისცა, მაშინდელმა მთავარმართებელმა ნეიდგრადმა ჯილდოდ: ანნის ჯარი. იოსებ მამაცაშვილი არის ძველი კაცების გაზდილი, თვითონაც ძველი თვისების მქონე, და ახლა ვიკითხოთ, რომელი სჯობია? - ეს სისტემა ძველი კაცებისა, თუ ოჩერედით (რიგით) გადაწყვეტილი საქმე, მხოლოდ უიმედოს გამოძიებაზედ დაფუძნებული, რომელიცა ისიც ვინ იცის, იმ აშენებულს გამოძიებაზედ, როდის დასრულდება საქმე?- დაწყება აქვს და დასასრულიკი აღარ.
მეორე. ეს ხომ ასე მოგახსენეთ, ახლა, ახალის განათლებისათვის მეუბნენ ჩვენი ძველი ქართველები.
კარგათ გაჩხრეკილი გვაქვს ახლანდელი სწავლა, ეს სწავლა დიდათ საჭიროა ჩვენი შვილებისათვის, უთოთ როგორც იყოს ვასწავლოთ და გავზარდოთ.. არამცთუ ამ ჩვენმა სიტყვამ ქარათ გაიაროს და დავიწყებული იყოს არა, ეს ჩვენი სიტყვა ჩვენი შვილებისაგან დაუვიწყარი უნდა იყოს. ახლანდელი სწავლა და კიდვე ახლანდელი სწავლა, ამის მეტი სხვა არარა ჩვენი შვილებისათვის; ისწავლონ და ამით გაიბედნიერებენ თავს უთოთ დიდის რუსეთით!
„ჩვენ ჩვენი დროები დავასრულეთ და ახლა მართალსა გზაზე ვდგევართ. დღეს არის თუ ხვალა, კარებს დაგვირეკეს: მოდით სადაც განსვენებულნი განისვენებენო. წავალთ გულ გასვენებული, მაგრამ ამის მეტი ჯარი არა გაგვყვებარა, ვაითუ ჩვენმა შვილებმა ეს ჩვენი სიტყვა არ დაიმარხონ და ამ ჩვენმა ძლიერმა სურვილმა ამაოთ ჩაიარეს?“
ბევრი მაგალითები მახსოვს, როგორ ცდილობდნენ ჩვენი ძველი კაცნი და ბეჯითობდნენ თავიანთ შვილების გასდას. თუ თვითეულათ მოვჰყვე მეტათ გაგძელდება და თავის შეწყენის ლაპარაკი იქნება, მაგრამ ამის ნებაკი მქონდეს ეს მცირედი ამბავი გიამბოთ.
ერთს დილაზედ დიდი ავდარი იყო ჩემს გამსდელს (ლალა) ცხენზე უჯექი, თვითონ წინ მიმიძღოდა ლაფში და სკოლაში მივყვანდი. გზაზე სულ ამისთანაებს მეუბნებოდა.
- ახლა აღარც ხმალია და აღარც თოფი, ახლა სწავლის დროა, ვინც ისწავლის კაციც ის შეიქნება. „ამ ლაპარაკში სკოლას დაუახლოვდით, ამ დროს ერთი ხნიანი აზნაურ შვილი მოსტოპამდა ლაფში და მხარებზედ ერთი ყმაწვილი უჯდა, ჩვენ რო დაგვიახლოვდა, გამარჯვება უთხრა ჩემა მზდელმა, იმანაც: გაგიმარჯოსო. მასუკან კითხა. -„სად მიგყავს ეგ ყმაწვილი?“
- ეს ერთი კვირა სკოლაში მივაბარე იქ მიმყავსო სასწავლებელში. -„რატომ ცხენით არ მიგყავს?“
- „შე დალოცვილო, ერთი ღარიბი აზნაურიშვილივარ სად მეყოლება ცხენი. აქამდისინ ერთს გამოჩენილს კაცს ვემსახურებოდი, რომლისაგანაც ყველა მქონდა და კარგიც ვიყავ მაშინ. ახლა აღარც ის არის აღარც მე მაქვს რამე და აღარც მე ვარგივარ უიმისოთ. ეეს პატარა ჩემი უმცროსი ძმის შვილი, ერთი წელიწადია ის გარდაიცვალა და ეს ობოლი დარჩა ჩემთან. რაღა გითხრა, ის ძველი დრო ხომ აღარ არის ვაჟკაცთ ქართველების დრო რომელიცა ექვს ადგილას დაჭრილი ვარ, თოფითა თუ ხმლით, მეფის ირაკლის წინაშე ჩემის მშობლის მამულის გულისათვის. ახლა სწავლის დროა და მეცნიერებისა და ჩემო ძმაო, სადაც ეს ყმაწვილი მოვაბარე და მომყავს აქა, ეგესა ახლანდელის დროის მიხედვით კაცი გამოვიდეს რიგიანი და კარგი ნასწავლი. სხვა ამის მეტი საზრუნველი აღარ უნდა გვქონდეს ქართველებსა, თვინიერ სწავლისა.“
ჩვენის ძველის თავადების ცდითა და იმათი შუა მდგომელობით, მეც პეტერბურღს მგზავნიდნენ პაჟების კორპუსში 1812-სა მაგრამ ამ წელს მამაჩემი აღარ დარჩა ამ წუთს სოფელში, რომლისათვისაც დამაგდეს შინა სახლის გარემოებისაგამო და ამით მსახამდნენ მე, უბედურათ ქართველები. 1827-სა წელსა. კიდევ ჩვენი ძველი ქართველები არ მომეშვნენ თვითონ ისინი ეცადნენ და ჩემი ორი პატარა ძმები გამაგზანინეს პეტერბურღს, ერთი ღვარდის იუნკერის სკოლაში და მეორე პაჟების კორპუსში.
მითქვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ დიდმა და პატარამ ძველმა ქართველებმა, ამაზედ მიაქციეს ყურადღება, რომ ჩვენი შვილები კარგათ გავზარდოთ. ეს ცოტა არის, ეს იმათი აზრი მართლად ძვირფასი საქმეა ჩვენთვის, თუ დავინახამთ? -ამისათვის რომ ახლანდელი ჩვენი საქართველოს საზოგადოობა მეტად აჭრელებულია, ხასიათით თუ ზნეობით. ყოველი თვითეულათ რო ითქვას, ბევრი მოვა და სარგებელიც არ დადგებარა, ამისთვის უპირველესთა სამთა აზრთა ვიტყვი, იმათ განძრახვასა.
პირველი გამძხველნი ესენი არიან, რომელთაცა დიდათ უყვარსთ თავიანთი მამა-პაპანი, იმათი ყოფაცხოვრება მაგრამ ახლანდელსა განათლებასაცა არა ჰკარგვენ და განუშორებელნი არიან მისგან. მეორენი არიან, თავიანთს მამაპაპისას აღარას იზიებენ და აღარც უნდათ იმათი აღარაფერი კარგი, მაგრამ ახლანდელი განათლება დიდათ უყვართ და დაუცხრომელათ მისდევენ კიდეც.
შეიძლება კარგს მონადირეს ნადირობაში გუდის აკიდება არ უნდოდეს პურებ ჩაწყობილი? -
და უკანასკნელად ვიტყვი მესამესათვის; ამათ უნდათ ბევრი კარგი, მაგრამ ის სურვილი გულშივე უქრებათ და ამისგამო რაღასაც დავიწყებაში ჩავარდნილან იგინი, საქმე დასასრულია უკანაკნელია ბოლოს წერტილი სადაც აზრი გამოჩნდება სრულად.
თ. ალექსანდრე ვახ. ძე ჯ. ორბელიანი.
25-სა მაის 1861-სა წელსა.
____________
1კაროლის იაკობის მეორეს დროს
2ახლო ნათესავი იყო, მაგრამ მეტი ერთგულებისა და სიყვარულისაგამო, ძმას ეძახდა
3ეს ანბავი სიღნაღის ბოლოს ალაზნის პირზე ყოფილა
4მაშინ ისპოლნიტელნი ექსპედიცია
![]() |
5 კახეთში მოგზაურობა |
▲ზევით დაბრუნება |
კახეთში მოგზაურობა
ივ. კერესელიძისაგან
ქართლის ცხოვრებაში ვსცნობთ ჩვენ მეთერთმეტეს საუკუნეში ბაგრატის მეფობის დროს საქართველოში ერთს დიდებულს ვაჩას: რომლისათვისაც უჩუქებიათ მეფებს ჩინებული მამულები წინა მხარს და რომლისგნითაც წარმომდგარან ეს ვაჩნაძენი.- აბხაზის წარმოდგენას ყოველი კეთილგონიერი მიხვდება. როსტომ მეფის დროს როგორც ამტკიცებენ ამათნი გუჯარანი, აბხაზეთით მისულა ამათი წინაპარი, რომელსაცა რქმევია ზურაბ და რომელიცა რა შემოსულა და გადმოსახლებულა ამ წინა მხარს, შესულა ზედ სიძეთ ვაჩნაძიანთში, შეურთავს ქალი ერთის ძმისა, ოთხ ძმათა შორის, რომელსაცა რქმევია ედიშია. ეს ედიშია მოხსენებულია თვითან მოურავიანში თუ შენიშნავს როდისმე მკითხველს. იმ დროთდგან მომდინარეობენ ეს გადმოსახლებულნი და ზედ სიძეთ შემოსულნი აბხაზნი, რომელთგანაც თუმცა განმრავლდნენ და შესაძლებელიც იყო იმათი გამრავლება, მაგრამ ბევრი იმათგან ამომწყდარა, ორი თუ სამიც მომკვდარა ვაჩნაძების ხელით, როგორც მეშურეთაგან და შეცილებით.- ამ აბხაზის ჩამომავალს თ. დიმიტრის თავისი მეცადინეობით და მხნეობით ისეთი ზვარი გაუკეთებია, თვით მცირეს ვენახითგან სხვა მხრით მომატებულის მამულებითგან, რომ მრთელს წინამხრის კახეთში ამის მზგავს კაცი ძნელად ნახავს.- თვითან ზვარი არის მდაბალს ალაგს რომელიცა შეიცავს ოთხმოცამდენ დღიურს მიწას.- თუ არ ცხენით, ამის გარს შემოვლება დიახ ადვილი არ არის ჩინებული ქვითკირის მარანი, რომელიცა აქამომდენ კიდევ არ არის სისრულეში მოყვანილი და რომელსაცა უმატებს კვალად და ამშვენიერებს,- არყის სახლი ევროპიულად. ზემო მხრივ ბაღურად ნაკეთებს და ხეხილებს.- როდესაც მე ვნახე, მეუბნებოდნენ ახლო მახლოს მყოფი, სამოცი საპალნე მოუვიდაო და თავის დროზე ოთხმოციც მოუაო. ეს უნდა მოვიხსენიოთ აქა, რომ აქაური საპალნე არის თუნგი ას ოთხმოცი. მერე რა ღვინო დგება მე ამას აქ ვერმოვიხსენებ, რადგანაც ბევრთ ჩვენგანთა კიდეც იციან ღირსება ამ ზვარითგან მოშორებით, მომაღლოს ალაგს უდგას გვარიანი სასახლე, რომლის სარკმელითგან სჩანს, მთელი კავკაზი, ალაზნის მინდორი და აქეთ იქით ხეობი, ერთის სიტყვით მდიდარი ბუნებაა, აქედანვე უყურებს, თავისს ზვარს.- სასახლე არის ორ ეტაჟიანო, პირველს ეტაჟაში სარდაფები და ოთახები; მეორეს ეტაჟაში ექვსი ევროპიული წმინდა ოთახი, ევრო.პიულად გაწყობილი და ევროპიულად მოკაზმული; უკანა მხრივ, კლდეში გამოჭრილი თვითქმის ორმოც ბიჯზედ საყინულე; კვალად აქაც გვერდზედ მარნნი, რომლისა შუა ჩაყრილია მწკრივად ქვევრები.- ბევრი განძრახვა აქვს, და კვალად უმატებს, მაგრამ რადგანაც ყოველი ამ გვარი საქმე მოითხოვს ღონის ძიებას ეს დიდად უშლის; სამწუხაროა ჩვენთვის, რომ ვისგანაც შესაძლო. ყურადღებას არ აძლევენ ამ გვართა ადგილ-მამულის მოყვარეთა. - თვითან ეს ზვარი და ყოველივე მდგომარეობა იმ ღონისძიებით არის ამ მდგომარეობაში მოყვანილი, რომ თუ არ მხნე და მოსიყვარულე კაცს, ყოვლად შეუძლებელია ძალიანი კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ზოგი ერთს გარემო სოფლების მებატონეებს მიებაძვათ ამ მამულის მართვისათვის.- ისევე ღონის-ძიება და იქნება ნაკლულის ჰქონია ამ ჩვენს თ. დიმ. აფხაზის პატივი და დიდება ამ გვარ მეცადინეობას და მხნეობისათვის.- კეთილშრომა არასოდეს არ დავარდების ამ სახლების ეზოში, ცოტა ცოტა დაბლა, დგას ჩინებული კარის ეკკლესია, აღშენებული თვითან თ. დიმ. აბხაზისაგან. ჰსჩანს კეთილს გრძნობას და კეთილს სარწმუნოებას, არ დაუტევებია საღმრთო ვალიც. ერთის მხრივ გამოუჩენია სოფლის ზრუნვა და მეორეს მხრივ შეუწირავს თვავისი ძვირფასი შრომა საღმრთო მოვალეობისათვის.- დავანებოთ თავი სფხაზის ზვარს და მოვიხსენიოთ, რომ ვაჩნაძეთაცკი მიუყვიათ ხელი ადგილ-მამულის მორთვისათვის: ძნელად არის იმ გვარი თავადიშვილი რომელსაცა არა ჰქონდეს ქვითკირის ორი და სამი ეტაჟიანი სახლები. ცხადათა ჰსჩანს მიბაძვა და ეს სიკეთე დიდს კეთილს შემოძღვნის მიზეზს. მცხოვრებნი იქნება ხუთასი მოსახლე გლეხი. ამ სოფლის პირში, ხეობაში დგას ჩინებული გუმბათიანი წმინდა საბას მონასტერი.- ეს მონასტერი იმით არის შესანიშნავი, რომ ირაკლი მეორის გადაცვალებამდინ, ყოფილა აქ სასწავლებელი, სადაც იზრდებოდნენ მრავალნი კახთა თავად აზნაურნი და საიდგანაც მრავალნი გამოდვიდნენ განვითარებულნი და ნასწავლნი კაცნი.- ბევრნი აქ ნასწავლნი ბერებთაც დგებოდნენ და ბევრნი უკანასკნელში მღვდელ მთავართაცა შეიქმნებოდნენ ხოლმე.
დამატება. №-2 №-3.
მესამედ სრულიად კახეთში ოდესაც ვენახებს აშენებენ ყოველს თვითეულს ვაზს მუხის ხის ჭიგვას უდგმენ - წოდებულებს მერქნად, ვისაც შეძლება აქვს. - და ეს მერქანი გასძლებს ექვსის წლიდამ ათს წლამდინ- და რომელთაც შესძლება არა აქვსთ ყოვლის უბრალოს ხის ჭიგვებს ეზიდებიან ტყებიდამ და იმაებს უდგმენ ვაზებს და ეს გვარნი ჭიგვანი ყოველს წელს მილპებიანო მიწაში და ამისთვის. ყოველის წლის თავს უნდა გამოიცვალონ და ხელ ახალნი ჭიგვანი შეუდგონ და ოდესაც პატრონი ვარდება სრულს შეუძლებლობაში და ანუ კვდება, მაშინ შეუდგეთ დანაშთენთა მისთა მემკვიდრეთა ჭიგვის შედგმა რომ აღარ ძალუძსთ და ვენახები უჭიგოთ რჩება სრულებით ოხრდებიან ვენახები, ამ გვარის მიზეზებით აოხრებულნი ვენახნი ყოველს სოფელში იხილვებიან არა მცირეგნი ნაწილნი, უმეტესად მისთვის რომ მრავლის ვენახების გაჩენის გამო ტყეებში საჭიგვე ხეები თითქმის აღარცკი იშოვებიან ახლოს ალაგებში. რადგან ტყეებს არ უფრთხილდებიან და საღიგვე ხეებს არ ამრავლებენ... და ესრედ უკუნ საქცეველად ესე გვარის თვალთ ხილულის აოხრებისა ეს მოვიგონე ორი ღონისძიება. პირველად ოდესაც პატრონმა ისურვოს ახლოს ვენახის აშენება, დარგოს ვაზი და ვაზიდამ გადაზონოს ორი საყენი სიგა.ნე და დარგოს ფურცლისა ანუ იფნის ხე. და იფნისა ანუ ფურცლის ხე რომ გაიზდება ვაზი ზედ აუშოს. და ყოველ წლივ ხეს თავს მოსჭრიდეს და ზევით ნუ გაუშვებს და დააყენოს იმ სიმაღლეზედ რომ საქონელი ვერ შესწვდეს და ვაზი ვერ მოსჭამოს ანუ სკამზედ რომ ვაზი დასხლას და საყურძნე რქები ხის ტოტებზედ მიაკრა, და თუ ფურცლის ხეებს დარგამს ხომ ორ გვარი სარგებლობა იქმნება, ამიტომ რომ ფურცლის ხის ფოთოლს მოკრეფავს და აბრეშუმის ჭიებს აღზრდის და შემდეგ ყურძენს მიიღებს მისივე ხიდამ რასაკვირველია რომელნიმე იტყვიან ხეზედ ასული ვაზი კარგს ღვინოს არ დააყენებსო. ამის ღონის-ძიება კიდევ ეს არის რომ ხის ვაზსაც კარგი ღვინო დადგეს, უნდა დააცალოს და ოდესაც თრთვილმა ხის ფოთოლი ჩამოყაროს პატრონმა მაშინ დაკრიფოს ყურძენი და თავ დააკლდება რომელიმე ნაწილი ის ნაკლულება დიდათ შორს დაუდგება იმ ზარალს რაც ჭიგვით შესამუშავებელს ვენახს ხარჯი უნდება, ამიტომ რომ პირველად რომ პატრონი მოსჭრის ჭიგვის უნდა მოიტანოს გაჩეკოს შეუდგას და შეჯონარ და შემდეგ ოდესაც ყურძენში თვალი შევა მინავ დაკრეფავს სამჯერ და ოთხჯერ მეტათ კიდევ ხელახლად უნდა შეჭიგოს რადგან დიდნი ქარიშხალნი ყოველთვის მიწაზედ დასცემენ ხოლმე ყურძნის ვაზებს ჭიგვიანათ და ხეზედ ასულს ვაზს რაც პირველი გასხვლა და ტოტებზედ რქების მოკვრა არ მოუდება სხვა მუშაობა აღარა უნდარა ყურძნის დაკრეფის მეტი, რომელსაცა დააყენებს ისე არჩევით, როგორც მე აღვწერ შემდეგს წიგნებში. და მეორეგ, უკეთუმცა ვენახის მუშათ ხეებზედ ვაზის აშვების არ ისურვონ მაშინ ყოველს ახლად ასაშენებელს ანუ ძველს ვენახს მეოთხედი წილი სივრცისა რაოდენიც არის სავენახე მიწა მოუხნან და შემოდგომაზედ დათესონ მაშინა იფნის ხისა ანუ თუთის თესლნი და რომ აღმოვიდნენ გათოხნონ ხოლმე ორჯელ და სამჯელ და ექვს წელს საჭიგვე ტყე იქვე გაუკეთდება ვენახს, და რადგან იფნისა და თუთის ხის ჭიგვა მერქონსავით სძლებს მიწაში და თითქმის ექვსსა და ათს წლამდის ერთი თუთისა ანუ იფნის ჭიგვი ეყოფა ერთს ვაზს ამისათვის ესე ცოტა ნაწილი ტყისა სრულებით ეყოფა ვენახს საჭიგვეთ და მინამ პირველი ჭიგვი დალპება მინამ იმის მონაჭერზედ ექვსი და შვიდი ახალი აღმოზრდილი ყლორტი გაისდება საჭიგვეთ, და ამ გვარათ აშენებულჩი ტყიანნი ანუ ხეებზედ ასულს ვენახს იქმნებიან საუკუნოდ წაუხდენელნი.
გაგრძელება მეოთხეს ნომერში.
თ. სოლ. გურგენიძე.
![]() |
6 ღონისძიება განმრავლებად ხეხილთ ხეებისა მონაწერებიდამ. |
▲ზევით დაბრუნება |
ღონისძიება განმრავლებად ხეხილთ ხეებისა მონაწერებიდამ
მოიღეთ კარგი ხეხილის მონაჭერნი ტოტები და ქვემო ბოლო მისი ჩაურჭვით კარტოფელში და ჩანერგეთ მიწაში, ასე რომ ზევითი თავი მონაჭერის ხეხილის ტოტისა იყოს მიწას ზევით მხოლოდ ორს გოჯზედ... ამ გვარათ ხეხილთ ნაჭერთ კარტოფელი დაიფარავს გახმობისაგან ვიდრემდის მიწაში ფერსვებს გაიდგამენ. და შემდეგ დაიწყებს გაზდას და შეიქმნება სრული ხე...
ხეხილთ ხეების დაფარვა გაზაფხულისა და ღამის გაძრობისაგან.
მოიღეთ ხელის ზეთი და ხეხილის ხეებს, მანამ კოკორი გამოუვიდოდეს ძირით ან ფესვები აქვსთ შესვარეთ ხელის ზეთით. ესე გვარის ღონისძიებით ხეხილის ხეები დასძრებიან და მოსცემენ მომატებულს კარგს ნაყოფს.
თ. სოლ გურგენიძე.
![]() |
7 გმირული ნაძვი |
▲ზევით დაბრუნება |
გმირული ნაძვი
კალიფორნიის მაზრაში. არის ნაძვი, რომელიც ირიცხება თვით უდიდეს ხედ ქვეყანაზედ. მახლობლად მიწისა სიმრგვლე მისი არის ცამეტ საჟენზედ მეტი, რომელიც შეადგენ სიგანეს თორმეტ ალაბ ნახევარა. ნახევარს საჟენს ზევით სიმრგვალე მისი არის ოცდა ექვს ალაბი; ხოლო იმას ზევით ხე თან და თან წვრილდება. სიმაღლე იმისი არის ორმოცდა ერთი საჟენი, და სრულიად ხე არის მშვენიერი მოყვანილი და სწორი; ეტყობა ის არის სრულს ძალაში და ყვავილოვანს წლოვანებაში, თუმცა იგი არის 2320 წლისა. ამერიკელებმა მოიხმარეს ველური ბარბაროსობა, შემოაძრეს იმ ხეს ქერქი სისქით ნახევარ ალაბი და სიგრძით შვიდი საჟენი და წაიღეს ნიუიორკში საჩვენებლად.
ს. მესხი.
![]() |
8 ბუნებითი სიმდიდრე ველიკო ბრეტანიისა. |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნებითი სიმდიდრე ველიკო ბრეტანიისა.
აღრიცხვისამებრ ანგლიის სტატისტიკოსის გუნტისა, სამასი ათასი კაცი მუშაობს ანგლიის მადენებში, მარტო ქვის ნახშირის მადანი ითხოვს მრავალს მუშის ხელსა, იმ მადნებს შემოაქვს სამოცდა ხუთი მილიონი ტონა ნახშირი, ღირებული თუთხმეტ მილიონ გირვანქა სტერლინგათ. კალა წელიწადში ამოაქვს მადნიდგან შვიდი მილიონი გირვანქა სტერლინგისა. სპილენძი ერთ მილიონ ნახევრისა. თუჯის ზავოდები მრავალი არის და თუჯს აკეთებენ ათ მილიონ გირვანქა სტერლინგისას. თვით შესანიშნავი თუჯის ზავოდი არის მერტის ტიდვილაში ოცდა ხუთი ათასი მუშით, რომელშიაც მოქმედებს ას ორმოცდა ათი ფეჩი.
ა. ჩხეიძე.
![]() |
9 სხვა და სხვა ანბავი. |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა და სხვა ანბავი.
აი რასა ჰსწერენ ერთს გაზეთში. - უწარჩინებულესს ისპანიის ფოტოგრაფიის, (პორტრეტების გარდმომღებსა) ამ ახლოს ხანში გადმოუხატავს მთვარის სახე, ყოვლის სისრულით და სისწორით. ეს ახლად გადმოღებული მთავრის კარტა გაჩვენებთ, რომ ეს ერთი ცის-მნათობთაგანი მოკლებულია წყალსა და ჰაერსა. მთვარეში მდებარეობენ მთები, სიმაღლით 28,000 ფუტამდინ და იმათ შორის არიან იმ გვარნი მთიებიცა, საიდგანაც ამოდის ცეცხლი. ეს მთვარის კარტა არის სასიამოვნო სანახავი. სრულის სისწორით გაჩვენებთ, რომ მთვარეში არიან ვრცელი ტყეები, ამ ტყეებში დგანან დიდის ხნის ხეები, რომელნიცა ახლა გაქვავებულნი არიან. ეს გვიმტკიცებს, რომ თავის დროზედ მთვარესა ჰქონია იმ გვარი ჰაერი, რა გვარიც ჰაერი ჩვენა გვაქვს. ამასთანავე წყალი და ნამი.-
კიდევ უწყება კუდიან ვვრსკვლავზედ.- ოკტომბრის დასაწყისში სრულებით მიიმალა კუდიანი ვარსკვლავი, რომელმაც პირველს ივნისში განაღვიძა დიდი ცნობისმოყვარება მრთელს ევროპაში, თავისის უცებ და საკვირველის გამოჩინებითა. დიდ ხანს იხილვებოდა ისე თვალითაც და შემდგომს ისინჯებოდა ვარსკვლავთ მრიცხველთაგან ტელესკოპებით (დურბინტებით), ახლა ტელესკოპშიაც ვეღარ იხილვება. ეს კუდიანი ვარსკვლავი, როგორც ამტკიცებენ ვარსკვლავთ მრიცხველნი, გამოჩნდება და დაუახლოვდება მზესა, ათას ხუთას სამოცდა რვის წლის შემდგომს. როგორც სრულებით უცნობი, ის კუდიანი ვარსკვლავი გამოგვიჩნდა ჩვენ უცებ, რა განშორდა მზის შუქს, იმისი გრძელ სხივიანი კუდი ყოველთა ვარსკვლავთ მრიცხველთა თავიანთ ტელესკოპებით, მიაქციეს იმ წამსვე დიდი ყურადღება და სიამოვნებდენ, როგორის მიმართულებით დაეცემოდა სხივი, გამომხდარი კუდიანის ვარსკვლავისაგან, მზის სხივთა. თუმცა მოულოდნელად აღმოგვიჩნდაო, იძახიან ერთხმად ვარსკვლავთ მრიცხველნი, მაგრამ მოვასწარით გამოძიებას და დავმატეთ სწავლასა, ერთი უმთავრესი ცნობაო. იმ კუდიანმა ვარსკვლავმა განადიდა სწავლა, საიდუმლო ცის სხეულთ ნაწილში. ისინჯებოდა ეკვატორის მეორე მხრივაც. ახლა არის ცნობა სიდნეის, ვილამსტოუნის, რიოჟანეიროსი და ხან-იაგო-დი-ჩილის აბსერვატორიითგან[1] სულ პირველად დაუნახავს ცაზედ, ერთს ჰსწავლის მოყვარეს ბ. ტებბოტს, სიდნეის ქალაქითგან მარტის 13, ტელესკოპის საშუალობით, ხოლო ივნისის 8 იხილვებოდა იქიდგან სადა თვალითაც, როგორც მეოთხე ზომის ვარსკვლავი. ბრაზილის გამომძიებლობა დაიწყობა ივნისის 11-დამ, და კუდი იმისი ჰსჩანდა იქითგან სიგრძით ორმოც გრადუსამდენ, (ცის გრადუსი შეეთანასწორება ორს სრულს მთვარისას).- აქამდისინ ვიცნობთ 233 კუდიან ვარსკვლავთა, რომელთაცა გამოჩენა ჩაწერილი გვაქვს. იმათგანი 28, არიან ისინი, რომელთა დროს გამოჩენა ჩვენ ვიცით და 28 იმ გვარნი, რომელთაცა დროს განსაზღვრა სწორეთ ჩვენ არ ვიცით. რადგანც გამოჩნდებიან ხოლმე, ას ოცდა ცხრა წელიწადში ერთხელ. სხვებისა კი ვიცით, ჩვენ შვილის-შვილთა შეუძლიანთ, უკეთუ განვრცელდა ჰსწავლა, მრავალთა ამ გვართ კუდიან ვარსკვლავთა არსებობა და მომდინარეობა.- რედ.
__________________
1 აბსერვატორია ჰქვია, იმ სახელს, სადაცა უწყვიათ ვარსკვლავთ მრიცხველთ სხვა და სხვა იარაღები, ცის სხეულთათვის შემზადებული და, საიდამაც სინჯამენ ცის პლანეტთა. ამ გვარს სახლებს აკეთებენ ხოლმე უფრო მომაღლოს ალაგს.
![]() |
10 დიდი მარილის ტბა ამერიკაში |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი მარილის ტბა ამერიკაში.
დიდი მარილის ტბა სამხრ. ამერიკაში ღირსი არის შენიშვნისა: ეს ტბა მდებარეობს ახალს კალიფორნიაში შორის 40 და 42 გრად. ხამს. შიგ. და არა ვითარი შეერთება არა აქვს ოკეანთან. ეხლა იმისი სივრცე არის ოთხას ვერსამდინ, და ძველათკი უთოვოთ მეტი ყოფილა. ნიშნები უწინდელთა ცეცხლის მთების ცვლილებათა აჩვენებენ, რომ ის ყოფილა უწინ უფრო ვრცელი და მიწევნილი უტახის ხეობამდის.
წყალი იმ ტბისა არის ანკარა ცისფრისა, ჩრდილოეთიდამ სამხრეთისაკენ მეორე ნაპირი არა სჩანს თითქმის მთიდამაც, ასე რომ ძლიერად მოაგონებს კაცს ზღვასა, სიღრმე დიდი არა აქვს; თვით ღრმა ადგილი ერთს საჟენს არ აღემატება. შუა ტბაში არიან რამდენიმე კუნძულნი, და იმათზედ კლდეები, ზოგი ერთი იმათგანის სიმაღლე არის ხუთასი საჟენი.
ტბაში ეხლა არა სჩანს ერთი ნავი. თუმცა იქაურნი მცხოვრებნი არწმუნებენ, რომ ძველათ ინდოელნი უტახლები სცურავდენ მასში დიდის ნავებით. წყალი ტბისა ისე სქელია, რომ კაცი არას გზით იმაში არ დაირჩობა. ჩვენ ვსინჯთ, სწერს ნატურალისტი ჟიულ ფერმი, დაწოლა წყალზედ და დავყავით იმ მდგმოიარებაში ძრიელ დიდის ხანს თვინიერ ყოვლის მოძრაობის.
შეიძლებოდა გამოძიება წყალზედ უფიქრელად დახრჩობისა. ამ სისქის გამო წყლისა იმაში ვერა ვითარი ცხოველი ვერ გასძლებს თუ მახლობელთ ღელებთაგან, რომელნიც მას ტბას ჩაერთვიან, ჩავარდნილა როდისმე თევზი მსწრაფლ მომკვდარა.
ტბის კიდეები, მეტადრე სამხრეთისაკენ დაფარულ არიან სქლათ მარილითა. როდესაც ჩვენ იქ ვიყავით ვნახეთ ერთს ალაგს გუნდი კალიისა, რომელიც დიდს სივრცეზედ სქლათ იდვა ტბაზედ. ეს ბოროტი მავნე ცხოველი ჩაეყარა ტბაში დიდს ქარსა და იქ შიმშილით დახოცილ იყო.
ალავიძე.