The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (35)1878.07.09


ივერია (35)1878.07.09



1878.07.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

ტფილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლების მასწავლებლებთა კრება ქ. ტფილისში

დღეს, ოცდა თერთმეტს მარიამობისთვისას, ნაშუადღევის მეოთხე საათზე თბილისის სასოფლო შკოლების მასწავლებელნი, რიცხვით ცხრამეტი, დირექტორის ბძანებით შეიკრიბნენ დირექციაში. აქ დახვდა მღვდელი მ. იოანე სტასი და თვით დირექტორი უფ. სტრელეცკი. მე მსურს ამ კრებაზე დღიური ანგარიში წარვუდგინო მკითხველს.

31 აგვისტოს დირექციაში მიიღეს იქ დასწრებისათვის ბილეთები, თან უფ. დირექტორმა უთხრა ყველას, რომ ჩვენი კრება დილ-დილობით ქალაქის საბჭოში (დუმაში) იქმნებაო, იქ ახლად მოსწავლე ყმაწვილებიც იქმნებიანო, და პრაქტიკით უნდა შევისწავლოთ სწავლების საქმეო. საღამოობით კი სამეურნო საზოგადოების შენობაშიო, საცა სხვა და სხვა საგნები, რასაკვირველია, როგორც თვით შკოლის გარეგნობის შესახებ, ისე პედაგოგიის თეორიის მხრით უნდა განვიხილოთო. ამით კიდევაც დასრულდა დღევანდელი საქმე ჩვენის პედაგოგებისა.

1 სეკტემბერი. ცხრა საათია. სამეურნო საზოგადოების შენობაში ნელ-ნელა გროვდება, როგორც მასწაველბლები, ისე გარეშე პირნი. მეათე საათზე თითქმის ყველანი, ვინც უნდა მოსულიყვნენ, კიდევაც მოვიდნენ. სხვათა შორის მობძანდნენ სასულიეროს მხრით ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსი და მღვდელი იოანე სტასი; სამოქალაქო მხრით თ. დ. ჯორჯაძე, უ. ვიცე-გუბერნატორი, უფ. მოძოლევსკი ოლქის ინსპეკტორი და ორიოდე სხვა პირი. მ. სტასმა სიტყვა წარმოსთქვა იმაზე თუ რა საქმისათვის არიან აქ შეკრებილნი, რა ვალი ადევს მასწავლებელს; როგორ უნდა აასრულოს მან ეს ვალი, და თან გაუხსენა მასწავლებლებს, თუ რა კეთილი საქმეა უწვრთელთა ყრმათა აღზრდა, ეს ისეთი რამ კეთილი საქმეაო, რომ მეორე ამის მსგავსი სხვა ძნელად, თუ მოინახებაო. ისიცა სთქვა, თქვენც გამოცდილებით იცითო, თუ რა ძნელი საქმე გიკისრნიათო, მაგრამ მოიგონეთ სიკეთე, რომელიც ზედ მოსდევს თქვენს მძიმე შრომასა და ძნელს მოღვაწეობასა. ნუ დაიზოგავთ თავს, ჩემო. სულიერნო შვილნო, ამ კეთილის საქმის წინაშეო. ამის შემდეგ პარაკლისი გადაიხადეს. გათავდა პარაკლისი. აქ მყოფნი ყველანი ემთხვივნენ ჯვარს და ესხურენ. ბოლოს უფ. დირექტორი წარმოსდგა და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რისათვის არიან მოწვეულნი. რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ პედაგოგიურს კურსს, რამდენს ხანს დარჩებიან, რა და რა საგანზე მოილაპარაკებენ. სთხოვა მასწავლებლებს, რომ მათაც მიიღონ ამ საქმეში გულითადი მონაწილეობა და იმ ერთის თვის განმავლობაში, რომელსაც აქ დარჩებიან, გააკეთონ რაც კი შეიძლება გააკეთოს კაცმა ამოდენს დროს; უთხრა მასწავლებლებს, რომ ამათ დასწერონ როგორი საშუალება უნდა იხმარონ მშობლურის ენის სასწავლებელათ, რუსული წერა-კითხვა რა გვარად ასწავლონ და ანგარიში. რა და რა პედაგოგიური წიგნები წაუკითხავთ და სხვანი. იმისთვის აწერინებს ამათ, როგორც თვითონ ამბობს, ამით მან იხელმძღვანელოს პროგრამმის შედგენის დროს, ბოლოს მიუბრუნდა გარეშე პირთა და უთხრა მათ, რომ ამ კრებას ექნება ოფიციალური თვისება. ყოველ კაცს შეეძლება შიგ შემოსვლა, თუ ბილეთი ექმნებაო, ბილეთით შემოსვლა მისთვის დავაწესეო, რომ უბრალო პირებმა საქმე არ დაგვიბრკოლონ და დრო არ დაგვიკარგონ დრო, რომელიც ჩვენთვის ძვირად ღირსო და სხვ. შემდეგ ამისა ადგა უფ. ოლქის ინსპეკტორი და სთქვა: „მე ვარ გამოგზავნილი მისს აღმატებულესობის უფ. კავკასიის სასწავლებლების მზრუნველისაგან, რომელიც ავათმყოფობის გამო ვერ დაესწრო აქ ჩვენს კრებასაო. შემდეგ სთქვა თვით სწავლაზე ორიოდე სიტვა გაკვრით და სთხოვა მასწავლებლებს, რომ ესენი გულმოდგინეთ მოეკიდონ თავიანთ საქმეს და გამოაცხადა, რომ კრებამ თავისი მოქმედება დაიწყოო. ხუთიოდე წუთს შეისვენეს ყველამ, გარეშე პირები გავიდნენ. ხოლო მასწავლებლები და დირექტორი დარჩნენ. აქკე უნდა ვსთქვათ, რომ უმეტესი ნაწილი ამ მასწავლებლებთა სასულიერო სემინარიაში ნასწავლნი არიან, სხვა კი სულ საოსტატო ინსტიტუტთან, საქალაქო სასწავლებელში ნასწავლნი არიან, გიმნაზიაში ნასწავლი კი სრულაად არავინ ყოფილა გარდა უფ, ნ. მესხისა.

2 ენკენისთვე. გავიდა დილის რვა საათი. შიკრიბნენ ქალაქის საბჭოს დარბაზში ჩვენი სოფლების მასწავლებელნი, რომელნიც მოელოდნენ აქ შაგირდებს, რათა მათთან პრაქტიკულად გამოეცადათ თავი, ე. ი. ენახათ ნიმუში სწავლებისა. ცხრა საათი რომ გავიდა მოვიდა თავის პატარა შაგირდებითურთ ნიკოლევსკის ორ-კლასიანის სასწავლებლის ზედამხედველი უფ. ტატიევი; იმ წამსვე ყველამ გულმოდგინეთ ხელი მიჰყვეს საქმეს. ყმაწკილები რიგ-რიგად დასვეს, ესე იგი გაჰყვეს სამ გუნდათ. ორ გუნდში ითვლებოდნენ ცოტა ნასწავლნი ყმაწვილები, ერთში კი, ე.ი., მესამე განყოფილებაში ითვლებოდნენ ახლად შემოსულნი ყმაწვილები რომლებმაც, რასაკვირველია, არ იცოდნენ შკოლა რა არას, დასხდნენ ყმაწვილებიც და მასწავლებლებიც. გამოვიდა ყმწვილების წინ უფ. ივ. როსტომაშვილი და სანამ სწავლებას დაიწყებდა, ორიოდე სიტყვა უთხრა მასწავლებლებს, თუ რაზედ უნდა ასწავლოს მან დღეს და თან სთქვა, თუ მასწავლებლებმა როგორის გულ-მოდგინებით უნდა მოჰკიდონ ხელი თავის საქმეს. მერე დაიწყო სწავლება, მაგრამ დღევანდელი სწავლისაგან იმდენი არა გამოუტანიათ რა სასარგებლო, რამდენსაც მოველოდით. ამის მიზეზი იყო ჩემის ფიქრით, სასწავლებელში რამოოდენიმე ნივთის უქონლობა, როგორც მაგალი საწერი ფიცარი და სხვა რამეები. სწავლა კარგად თუ ავად გათავდა მეთერთმეტ საათზედ, თუმცა კი ნაშუადღევის პირველ საათამდისინ უნდა დარჩომილიყვნეს; დაიშალნენ ყველანი და წავიდნენ თავ-თავიანთ სახლში საღამოს მეექვსე საათზედ შეიკრიბნენ სამეურნეო საზოგადოების სახლში ყველანი ვინც მონაწილეობას იღებენ ამ კრებაბაში. უფ. სტრელეცკიმ უთხრა მასწავლებლებს: დღეს ჩვენ სამი საგანი უნდა გავარჩიოთო. პირველი, ქართულის სასწავლებლად რომელი წიგნი უნდა ვიხმაროთო, ქართული დედანი საჭიროა, თუ არაო და შემდეგ განვიხილოთ უშინსკის წიგნი სწავლების შესახებო და ჩვენი აზრი დავსდვათ ამასზედაო.

პირველი საგანი თუ რა წიგნი უნდა ეხმარათ ქართულის ენის სწავლებისთვის, ერთ ხმად გარდასწყვიტეს უფ. გოგებაშვილის დედა-ენაო.

მეორე, ქართული დედნის საჭიროებაზედ. აქ წარმოადგინეს ოთხ ნაირი ქართული დედანი. უფ. პ. უმიკაშკილისა, ი. როსტომაშკილისა, პ. კარბელოვისა და უფ. ან. ჯუღელისა, შეიქმნა გარჩევა, უფ. უმიკაშვილის დედანი დაფასების ღირსიც არ გახადეს. შემდეგ უფ. როსტომაშვილმა დაიწო განმარტება, თუ რა აზრით შეადგინა თვისი დედანი. მაგრამ ამას ცოტა არ იყოს, წინააღმდეგნი გამოუჩნდნენ. გაირბელომაც დაიცვა თავისი დედანი. ბოლოს მივიდა საქმე იქამდისინ, რომ კომმისია უნდა დანიშნულიყო ამ დედანების განსახილველად. ამ დროს არმოსდგა უფ. ჯუღელი და სთქვა: აქ არიან წარმოდგენილნი ოთხი დედანი; ყველა ესენი უნდა განირჩივნენ და შემდეგ, რომელიც სასარგებლოდ იცნობება, ის დაი ბეჭდოსო, მაზედ ცოტა ლაპარაგის შემდეგ, დათანხმდნენ და გარდასწყვიტეს, რომ მომავალის კვირისთვის ყველა დედანის ავტორები უნდა მივიდნენ უფ. სტრელეცკის სახლში, საცა დახვდებათ უფ. ლიხაჩი და დირექტორის თანა-შემწე სითაროვი და იქ ერთად განიხილონ ეს დედნებიო.

მესამე საგანიც — უშინსკის წიგნის განხილვა გაათავეს და წავიდნენ შინ.

3 სეკტემბერი. ათს საათზედ დღეს საოსტატო ინსტიტუტში მოგროვდნენ ყველანი მასწავლებლებიც და დირექტორიც, რათა აქ გაეცნოთ და შეესწავლათ რამოდენიმე ფიზიკური საგნები, სასწავლებლის არგანიზაცია, კაბინეტი, ბიბლიოტეკა ბაღი და სხვ. ამათი ხელთა მძღვანელობა იკისრა უფ. ლიხაჩევმა ქრისტიანობის აღმადგენულის საზოგადოების ინსპექტორმა. მასწავლებლები დარჩნენ ამათ გაცნობისთვის ნაშუადღევის მეორე საათამდის. შემდეგ კი თავ-თავის სადგომზე წავიდნენ.

ანანია

მეჯრისხევი, 6. გვისტო, („ივერიის“ კორრესპ.). ხანდისხან უბრალო, ერთს ნამცეცა, მიზეზს ისეთი მოქმედება, შედეგი აქვს ხოლმე, რომ კაცს გაოცებით პირს დააღებინებს. მაგრამ გასაოცარი ჩვენს წუთი- სოფელში აღარა არის რა; გაუცდება, გაუკვირდება რამე იმას, ვინც გონება დაბნელებულია, გაუნათლებელია. მეჯვრისხევის საზოგადოება აალაპარაკა ჯერ იმათზე დაწერილმა კორრესპონდენციამ „დროებაში,“ ვინ იცის, ეს ლაპარაკი მუქარა დამწერისადმი იმათ სანამდინ მიიყვანდა, რომ ერთს მოულოდნელს შემთხვევას ესენი არ გადაესკუპებინა სხვა სალაპარაკო საგანზედ. აი რასში მდგომარეობს საქმე: 5-ს აგვისტოს საღამოთი მოსულა მეჯვრისხევში მალაკანი სტეპკა (გვარი არ ვიცი) თავის მამასთან, რომელიც მეწისქვილეთ გახლავსთ კ. ერისთვისშვილთან, 6-ს დილით ამოუვლია სტეპკას დუქნებისაკენ ნუნუას, და ჯერ კი არავის, გადასაკვრელად, როგორც ლოთს, ამას ძალიან ეფარებია სმა და ჭირვეულობა. შესულა ერთს დუქანში, გადაუცეცხლია. აქ დაუნახავს მედუქნე-დიაკვანს უფ. სტეპკა, სცემია და წამოუყვანია თავის დუქნისკენ ლაპარაკით: შენ ჩემი ორი მანეთი და ოთხ-უზალიუნი ფული გმართებს და მამეციო. სუდია ამხანაგი უფ. დიაკვნისა (პრიჩეტნიკისა), რომლის (სუდიის) სახელზედაც არის დუქანი, წამოავლებს ხელს დავთარს და უჩვენებს; სტეპკა ეუბნება, რომ თუ შემართოს, ჩემი ხელი ეწერება დავთარშიო, მე წერა ვიციო; დალოცვილები, სცემიან ძაღლივით და აღარ უშგებენ კაცს: მოგვეცი და მოგვეცი, თორემ ნაობახტში.

ჩაგამწყვდევინებთო, ის გაჭირვეულებულა. რა არის, დააცადე, დაუყვავე მთვრალს კაცსს, რომ გული მოიბრუნოს; ცეცხლს რაღა ცეცხლი უნდა! არ მამიკვდე. შეატყობინებენ მამასახლისს და სუდიებს, რომლებიც უფ. სუდიის და დიაკვანის დუქანში განისვენებდნენ და იქნება ჩალევას აპირებდნენ — ახლები გახლავან და სწავლობენ ღვინის სმას მერე დიაკვნის დუქანში უფრო, რადგან ღმერთთან შემწეობას გაუწევს, — ამათ, როგორც ამბობდნენ, ჩაუბარებიათ მამასახლისისთვინ სტეპკო და, ამას ნაობახტში იასაულებით წაუყვანია. ამ დროს შეხვედრაა ამ ბიჭის მამა… მეწისქვილე. ხვეწნია, აი მე მოგცემთ ფულს, ჩემას თავდებობით გამოუშვითო; არ უნებნიათ, დაამწყვდიეს ერთს საღორესავით სახლში. სტეპკოს უთაკილნია თუ სიმთვრალის და ზიზღიანობის გამო ამოუღია ხელთსახოცი, ამოუდვია ყელში, შეკრული წვერი ბომზე გადაუკიდია, დაუწევია თავი და დამხრჩვალა. ბოშზე ბევრით მაღალი იყო დამხრჩვალი, მაგრამ ფეხები გეეშხლარტნა და რაც ძალ-ღონე ჰქონიყო დაეწია კისრით, ხელსახოცი იყო სუფთა ტილოსი, მამა გამობრუნდება, იქვე ფულს იშოვის, სულ არ გამოივლის საათი, გაგზავნიან იასაულს და დამხრჩვალი დახვდებათ, გაჩნდება თავში ცემა, ღრიალი მოხუცებულის მამისა, ფერის ცვლა სუდია მამასახლისისა დიაკვნითურთ და ოფლის დენა. ქ. გორიდგან მოვლენ პრისტავი და ექიმი, პრისტავს აჩვენეს, რომ იგინებოდა, ილანძღებოდა, კვლავაც შეგვინიშნავს უწესობაშიო, და ამის გამო დავამწყვდიეთო. მაგრამ დუქნის ბიჭს სულ სხვა ნაირად უჩვენებია: არავისთვინ უგინებიაო, სუდიამ და დიაკვანმა დუქნის ვალი სთხოვესო. სხვა სუდიებიც დუქანში ისხდნენო. (უარი კი სთქვეს, ჩვენ არ გაგვიგიაო) და დაიჭირესო. რომელია მართალი, რომელია ტყუვილი, მე არ ვიცი, მხოლოდ მე საქმის გარემოებას გატყობინებთ, მაგრამ ბავშვის ჩვენება, როგორც ცხოვრებაში ჯერეთ გამოუცვეთელისა, უფრო ღირსი უნდა იყოს ყურადღებისა. ამასაც ამბობენ, რომ მამა-სახლისი დამნაშავე არ არისო, რადგან სუდიებმა უთხრესო. დაჭერა.... ყველა-ყვლა, მაგრამ დიაკვანი და მედუქნობა, რომ ვერაფერი ნიშანია საზოგადოების კეთილ-დღეობისა. ეგ ოჯახ-ქორი, წელიწადში ორ ჯელ თუ არა, ერთხელ მაინც გაიგონებს მაცხოვრის სიტყვებსა მოვაჭრეებზედ, როდესაც იმან გამორეკა ტაძრიდგან გაკიცხვით და ამ სიტყვების ხათრი არა აქვს? — მეჯვრისხევზე დამწერს „დროებაში“ ღილებზედ, პალტოებზედ, ბლომად ლაპარაკის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექცია ამ საგანზედ, რომელიც არის ცუდი მაგალითის მაჩვენებელი ხალხისთვინ, ის ემჯობინებოდა, რა სარწმუნოება ექნება გლეხობას, ან სხვას რაზედაც გინდა, როდესაც ეკკლესიის მოსამსახურე, იმას დუქანში ჰპარსავს, ატყუებს. როდესაც, ვსთქვათ, მღვდელია, თუ დიაკვანია, თუ სხვა ვინმე ხალხზედ მაღლა მდგარი პირი ან განათლებით, ან ნივთიერის შეძლებით, ეჭიდება ვაჭრობას იმ განზრახვით, რომ ის ტყუის, ჰპარსოს და კი არაფრით შეეწიოს როდესაც იმას ვალი აქვს, მაშინ ეს პირი კარგავს ხალხის სიყვარულის, ნდობას, და უცქერიან იმას მტერსავით, და აღარაფერი კეთილი გავლენა არ ექნება იმას ხალხზე იმის ეკკლესიაში ბუტბუტს.—

გათავდა სტეპკოზედ ლაპარაკი და გაუჩნდათ სხვა: გიახლათ. აქ სახელ-განთქმული მკითხავი მოტყუებაში — კოდელი ნინო, აქაურს დედა-კაცს მოუევანია და, რასაკვირველია, ნადავლს შუაზედ გაიყოფენ. მიწედა და მიაწედა მუშტარი, რომ ახედვა აღარ იყო; გლეხობას ვიღამ დააცალა: აზნაურის ცოლებმა, თვით ზოგიერთთა აზნაურებმაც, სამღვდელობათა სახლობებმა საქმე გაუჭირვეს. ვაი, ვაი, რა ცრუ მორწმუნეა ეს ჩვენი მოწინავე საზოგადოება, არა თუ აქ, მეჯვრის-ხევში, ყველგან. ერთ გარყვნილს, გაცვეთილს, გაუნათლებელს ბებრუცას უჯერებენ რახუნს, რომელშიაც არ იქნება იმათი მოსაწონი არა გამოერიოს რა, და თუ ჩვენ იმათმა შვილებმა, იმათმა ძმებმა — ქართველებმა ურჩიეთ რამე კეთილი, მაშინ ქუდი აიღე და კლდეზედ გადავარდი, რაღაზედ კიცხავთ თქვენზედ დამწერლებს, თქვენის სულის უხეირობის გამკიცხველებს ვსთქვათ, რომ ჩვენი ქალების ტვინამდინ ჯერ განათლების სხივს ვერ მიუხწევია, რომ სიცუდე, სიმყრალე მკითხავებისა უარ-ჰყონ, ამათ სულიერი მასწავლებლები რას მიკეთებენ? დავიჯერო, კოდელ ნინოს ვერ დაითხოვდა, ან ვერ გამოუცხადებდა ამაზედ ადგილობრივს პოლიციას ის პირი — მღვდელი, რომლის სამრევლოშიაც ჩამოხადა ბარგი მკითხავმა და ამდენს აბრიყვებს და ჰყვლეფავს? ვერ გაჰკიცხავდა იმ თვისს მრევლს, რომელსაც მოუყვანია სადავლოდ აქ? მღუდელს აქვს ვალი, რომ მკითხავი განსდევნოს თვისს სამრევლოდგან, პოლიციას გამოუცხადოს და ხელ-შეკრული გააგზავნინოს, სახარების სიტყვები მოიგონონ, მოიგონონ მაცხოვრის დარიგებანი ცრუ-წინასწარმეტყველებზედ, ხალხის ცუდად დამრიგებლებზედ, გამაბრიყველებზედ! მაგრამ მახლას, იქნება ამათაც სარგებლობა აქვთ: ვინ იტყვის დედა-ჩემი ავიაო. ნეტა ეკკლესიას ოთახებშიაც არ დააეყნონ მკითხავები, თორემ ამას ვინა სჩივის.

რომ ეს მკითხაობა ხალხის ზნეობის დამცემი და გამრყვნელია, ამას ჩიჩინი არ უნდა. ეს იდევნება ეკკლესიისაგანაც და სამოქალაქო რჯულებისაგან, მოიგონეთ, რამდენს ხანს ეგდო გორის საპყრობილეში დგვრისელი მკითხავი დედა-კაცი მკითხაობისთვის, ეხლა ასეთი გაჩუმებულია, რომ რაღა მოგახსენოთ.

ვისიც ღირსია სთხოვ ხალხის პირით, რომ ეს კოდელი ნინო ამ საცოდავის ქართლიდამ გააძეონ და რადგანაც აქედგან სხვა ადგილებშიაც აპირებს თურმე მოგზაურობას, იმ მიზეზით, რომ მე დაქარიანებული გახლავარ და ხვედურეთის აბანოში, რომელიც ციციაანთ მთაშია, უნდა ვიბანოვო, კარგად იბანება, ვეჟო! მაგან ასრე კრიფოს ფულები და ატყუოსხალხი და აბანო დაარქვას.

სხვა ჩემო ბატონო, აქ მართლა ჭორი სცოდნია, მკითხავებისთვინ გაგიჟება; სადაც მიიხედავ სულ ცარცვა, გლეჯა, გლეჯა და ცარცვა, გინება და ლანძღვა, ლანძღვა და გინება და სხვ. და სხვ.

მგზავრი კოხი.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

ბერლინის კონგრესის გარდაწყვეტილება ჯერეც არ მოსულა სისრულეში. ყველაზე უმეტესად საქმე ავსტრიას და საბერძნეთს გაუჭირდათ. ავსტრი ვენგრიის მთავრობამ, როგორც მოგეხსენებათ, მრავალი ჯარი შეიყვანა ბოსნიაში, მაგრამ, როგორც ეტყობა, ბევრი კოკა წყალის ჩაივლის მანამ დაამარცხებს აჯანყებულს ქვეყანას, სადაც დიდდამ პატარამდე ყველა თავ-განწირულად მიეცემა ბრძოლას; თვით ბავშვებსაც კი წაუვლიათ ხელი თოფ-იარაღისთვის. მთიანი ადგილ-მდებარეობაც უჭირებს საქმეს ავსტრი-ვენგრიის ჯარს. აჯანყებულნი ჯგუფ-ჯგუფად არიან გაფანტულნი ჰერცეგოვინისა და ბოსნიის მთებში, და ჯგუფ-ჯგუფადვე ებრძვიან მტერს. მოდი და სდიე კლდეებში გაფანტულს მებრძოლეს. გასაოცარი საქმე კია, ღვთის წინაშე! თუ გახსოვთ, ყველაზედ უწინარეს აჯანყების ნაპერწკალი ბოსნა-ჰერცოგოვინაში გაჩნდა და მერე თითქმის მთელს ბალკანიის ნახევარ-კუნძულს მოედო, ჰერცოგოვინელნი წინააღუდგნენ ოსმალეთის მთავრობას თვის თავისუფლობისა და თვით არსებობის დაცვისათვის, აჯანყებულთ მრავალი მსხვერპლი დაუდვიათ და მრავალი სისხლიც დაუღვრიათ ამ საქმის გულისათვის. ბოლოს ევროპამ ავსტრი-ვენგრია მიუგზავნა—აი ეს აგისრულებთ თქვენს გულის წადილსაო და ოსმალეთის მფლობელობისაგან დაგიხსნითო. შენ არ მომიკვდე! ბოსნიელნი და ჰერცოგოვინელნი იმ გვარადვე დაუხვდნენ ავსტრიელებს, როგორადაც სამის წლას წინად ოსმალეთის ჯარს. მართალია, ავსტრიის საქმე ბოსნიაში ჯერ მტკიცედ არ არის გამოკვლეული და ცოტად თუ ბევრად ძნელია. მართალია, აგრეთვე, რომ ამ ჯანყებას ამოქმედეს არა მარტო ერთი რომელიმე მიზეზი, არამედ მასში ჩართულია მრავალი სხვა და სხვა გვარი წადილი და მიდრეკილება, მაგრმ რაც უნდა იყოს ერთი კი ცხადი და უეჭველია: ვერაფერი ნდობა ჰქონიათ ბოსნიელ ჰერცოგოვინელებს ავსტრო-ვნგრიის მთარობისადმი, რომელსაც თითქო ეუბნებიან — არც შენი განათლება და კაცთ მოყვარეობა გვინდაო, არც შენი მფარველობაო; ჩვენ თავს ჩვენვე უფრო კარგად მოვუვლითო. ეს ცხადია, თუმცა ეხლანდელი აჯანყება ჯერ მტკიცედ არ არის მეთქი გამოკვლეული. ვთქვათ, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ბეგები, მდიდარი მამულის პატრონები, რომელნიც სჩაგრავდნენ და ტყავს აძრობდნენ გლეხ-კაცობას, წინააღუდგნენ ავსტრიელებს რადგანაც იციან, რომ მათ სულში ახალი წყობა იქმნება დამკვიდრებული, რომელიც ცოტად თუ ბევრად ბოლოს მოუღებს მათ ბატონობას. ბეგების ავლა-დიდება სულ ოსმალეთის მლობელობას დაერთვოდა, და აბა როგორ არ უნდა დაჭიდებოდნენ ოსმალეთის მთავრობას, რომლის დაცვა არის იმავე დროს მათის საკუთარის კეთილ-მდგომარეობის დაცვა. მაგრამ ჩაგრულნი რაღად აჯანყებულან და ამ შემთხვევაში მხარი რად მიუციათ თავის მარად მტერთათვის თუ არ იმიტომ, რომ უყველაზედ უწინარეს ჰსურთ თვით არსებობა, ნამდვილი და სრული თავისუფლობა? რა საკვირველია, ხალხი ხმასაც არ ამოიღებდა დარწმუნებული რომ იყოს ავსტრიელ მთავრობის გულწრფელობაზედ, — რომ მთავრობას მართლა ხალხის კეთილ-მდგომარეობა და ბედნიერება აქვს მხედველობაში; დარწმუნებული რო იყოს მეთქი, რომ ავსტრიის მთავრობას წინ მიუძღვის გამანათლებელი გრძნობა და კაცთ-მოყვარეობა და არა ვისი საკუთარი მსუნაგობა. მაგრამ ბოსნიელნი და ჰერცოგოვინლნი, რაც უნდა გაუნათლებულნი იყვნენ, მაინც იმდენად გამოცდილნი არიან. რომ ჯეროვანად დააფასონ მთავრობის გულწრფელობა. ან კი რას თხოულობენ და რა სურთ? ამასწინად აჯანყებული (ქრისტეს სარწმუნოებისა) კომიტეტმა მიართვა მთავარ-სარდალს, ღენერალ ფილიპოვიჩს არზა, რომელლიაც მოხსენებულია მათი სურვილი და იმედი:

ყველა თანამდებობის კაცი ამორჩეულ უნდა იქმნესო ხალხიდამ და ხალხის მიერ. უცხო ქვეყნის მოხელენი და საზოგადოდ ყველა ისინი, რომელთაც არ ეყურებათ ადგილობრივი ენა და ადათი არ უნდა სუფევდნენო ბოსნიაში. სანატრულიაო, რომ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ჯარის კაცი, აგრეთვე მთლად ყმაწვილკაცობა მიღებულ იქმნეს ავსტრიის ლაშკარშიო, სამხედრო განათლების მისაღებათო. სასამართლოში (სუდებში) ხმარებულ უნდა იქმნეს სამშობლო ენაო. რა წამსაც ავსტრიის ჯარი დასცლის ჩვენს ქვეყანასაო იმ წამსვე ხალხის სკუპშტინა (პარლამენტი) უნდა შეიყაროსო ქვეყნის სამმართველოდაო, ბოსნიის ხალხი ხუთის წლის განმავლობაში განთავისუფლებული უნდა იყოსო ყოველ-გვარ გარდასახადისაგან, რათა ცოტაოდენად მაინც ირჩინოს თავი იმ აოხრებისაგან, რომელიც მოჰგვარო მას მტარვალობამ და უწესოებამ. ყველა ბოსნიელი, რომელიც ავსტრიაში იყო გადავარდნილი და იქ იპოვა შველა და მფარველობა ისევ თავის ქვეყანაში უნდა იყოსო. დაბინავებული და ამასთან მისი მშვიდობიანობა და თავისუფლობა დაცულიო. ამ გადასახლებულთ ღონისძიება უნდა მიეცეთო, რათა დაიბრუნონო სახლ-კარი, დათესონ ყანები, იყიდონ სამეურნეო იარაღი და სასმელ-საჭმელი რადგანაც თავ-და-პირველ მიზეზად ქრისტიანთა აჯანყებისა იყვნენ დიდრონ-დიდრონის მამულის პატრონნი, ამიტომ აღარ უნდა სუფევდესო. დიდრონი მამულიანობა, მთავრობამ ფიცხლავ უნდა დაარსოს სახლხო შკოლებიო, რათა მიეცეს ხალხს განათლება, რომელსაც იგი აქამდისინ მოკლებული იყოვო. აბა აქ რა არის იმისთანა რამ, რაც არ შეადგენდეს აუცილებელს და არსებითს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებაში მას აქეთ რაც ადამიანს ჩამოეცალა ნადირისამებრ ცხოვრება და დაარსდა საზოგადოება? ხალხს მისი იმედიც არა აქვს მთავრობისაგან და სისხლსა ღვრიან თავის ცოტაოდენ ადამიანური სიცოცხლისათვის. — რაც შეეხება საბერძნეთს, ოსმალეთს ფიქრადაც არ აქვს აასრულოს ბერლინის კონგრესის გარდაწყვეტილება საბერძნეთის შესახებ. საბერძნეთის მთავრობა დიდ გაჭირებაშია. ევროპის სახელმწიფოთა საქმე ამ ჟამად იმ გვარად არის მომართული, რომ არავის თავი არა აქვს ომში ჩავარდეს საბერძნეთის გულისათვის, თუ სხვა ფრივ არ დაიხლართა საქმე სახელმწიფოთა შორის, მარტოკა საბერძნეთმა რომ გამოუცხადოს ომი ოსმალეთს, ესეც საშიშია, რადგანაც ოსმალეთთან ბრძოლა საბერძნეთისათვის ეხლა უფრო ძნელია ვიდრე შარშან.

3 პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები

▲ზევით დაბრუნება


პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები

(შემდეგი) [1]

III

რომელი ნაწილი ჩვენის პროვინციალურის საზოგადოებისა არ არის გასასუფთავებელი, ერთი მითხარით და! არ იცი უწინ რომელს მოჰკიდო ხელი, უწინ რომელს გაუმკლავდე: ჩვენს თავად-აზნაურობას, მამასახლისობას, იასაულობას, სსვა და სხვა სამმართველოებს, თუ რასა? რომ გაგაცნოთ ცოტათიც არის ეს ჩვენი აჭრელებული საზოგადოება, მოვიყვან ჩემის ნაამაგდარის მეგობრის წერილს, რომელშიაც დაწვრილებით არის აწერილი ბევრი რამ და რომელსაც იმის ნება დართვით მე შენიშვნებს ვაძლევ. ამ წერილით და შენიშვნებით გავათავებ მეც ყბედობას, ძალიან მოსაწყენს მკითხველისათვის: „შაქარზედ უტკბილესო, ძმაო №![2] მომწყინდა ამ საზიზღარს ადგილს ცხოვრება, საზიზღარს ხალხით და არა ბუნებით; კაცთან ვერ გაგივლია, ვერ ვინ გიშოვნია, რომ ულაპარაკო, შენი გულის პასუხი, აზრი ვისმე ანდო, გაუზიარო, ოჰოო, ამ მგლის მხროვაში რა უნდა ვქნა!?[3] თითქო ყოვლის ფერი გვაქვს: ქალაქები, სოფლები, ქალაქის სამმართველოები და კიდევ რაღაც-რაღა ცეები, და თითქო არა გვაქვს რა, ასე გგონია, აი ბიაბანზედ ვყრივართ, მეთქი, უპატრონოდ, მაგალითებით დაგიმტკიცებ, მეგობარო, ყოველს ჩემს ნათქვამს, აი ჩვენი ე.ი. გორის ქალაქის სამმართველოზე რა მოგწერო: ღმერთო! ასე გაოხრება ასე დაცემა იქნება სულით და გულით, როგორც ეს ჩვენი ქალაქია![4] ბატონო, ხარჯის აკრება ამ უბედურს ქალაქს ერთის სულის მტერ-კაცისთვის ჩაუბარებიათ, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე თავისთავიც კი ფულებათ აქციოს და ისე ჩავიდეს საფლავში. წაიღე შენი კუჭისა ეს დავთრებიო და როგორც შენი სურვილი იყოს, ისე დასწერე და ჰკრიფე ხარჯიო. ეს სომეხი გახლავთ,სახელათ ზეთ-გიორგი[5] აბა რაღა ჩიჩინი უნდა ამას თავისებურად უღია ხარჯი. ბრალი ქართველებისა, თორემ სომხებს კიდეგ შეღავათს მისცემდა, თავის ძვალს რათ გასტეხდა. უჭამია და უჭამია საწყალის ხალხის ოფლი! ესეც შენი ქალაქის სამმართველო!.. ერთ სვავს-სომეხს თურმე პური უხდება ორმოში, რა ჰქნას? ჩააყლაპებს აბს ქალაქის სამმართველოს წევრს. ეს გამოაცხადებს, რომ არამცა და არამც საბაზებთაგანმა შავი პური აღარ გამოაცხოს; დღეის უკან სულ თბილისური თეთრი პური უნდა ცხვესო, და მიუთითებს მოძმე სვავ-სომეხზე, ამას კარგი ხორბალი — პური აქვსო, გაუსაღებენ. ორ დღეს ცხვა ვითომ და თბილისური პური. აი ისემც სიცოცხლით გამიძღებიან!! ესეც შენი ქალაქის სამმართველო!![6] ეჰ, დავანებოთ თავი ამ პოია-სომხებზე ლაპარაკსა: სამმართველოც მაგათია და ქლაქიც, მე მწვავს, მაწუხებს, ჩემო მეგობარო, მე ჩვენის გლეხობის ბედ-შავი მდგომარეობა[7] საწყალნი და საბრალისნი! რა შეძლება აქვთ, ღმერთო ჩემო, ამდენი ტკიპების გადამკიდე!? კისერი მოკირწყლული აქვს: წითელი, შვითელი, თეთრი, შავი… რა ფერიც გნებავთ, სულ არის. ერთს მოიგლჯს, მეორე მოუჭერს; ერთს კი დიღმინჯება ჩვენი ქართველი და ის არის — გათავდა! შე ოჯახქორო! მდევი არ გეყოფა შესაჭმელად, ტივის ხეს მარტო სწევ და მაგ ტკიპებს კი კისერზედ ისვამ — აიმ პოღოზას, იმ ფირანა იასაულს!!.... ეე, გაიქნევს წიხლს, ხმას ამოიღებს და თვითონვე ზარალობს: ისრე აჩვენებენ, რომ მაგისი ბრალიაო, აი მაგალითად, სიღნაღის მაზრის არეულობა განა ხალხის ბრალი იყო? ჩვენი ხალხი ისეთი „მადლიერი“ ხალხია, რომ მაგას ვერ იქმოდა, მაგრამ მიიყვანეს იქნამდისინ, რომ ვეღარ მოითმინა და ერთი წიხლი გაიქნია. ეხლა ქართლში რომ არეულობა მომხდარიყო, მაშინაც ხალხს დააბრალებდნენ?[8] აი რა მოახდინეს თურმე (დარწმუნებით კი არ ვიცი) მილიციონერების აღრჩევის დროს ზოგიერთთა „ჩინიანთა“: ამ სისხლის პურის ჭამის დროს, როცა გაცხარებული მუშაობაა, როცა მუშა კაცს მანეთათ ძლივს იშოვნი, როდესაც რომ უწინ ათ–შაურათ, ორ-აბაზათ იხვეწებოდნენ, — შეჰყარეს რამდენიმე სოფლის ხალხი ერთს სოფელში, სადაც „ჩინიანს,“ რასაკვირველია, ესიამოვნებოდა, რამდენიმე დღე დარჩა ხალხი, სცდებოდა მუშაობას, სახლ-კარს, წუწუნებდა, იწყევლიდა ბედს და გამჩენელს; აქედგან კიდევ სხვაგან წაასხეს კრავის ფარასავით. ათრიეს და ათრიეს. კარგია განა ეს? მოსაწონია? ერთიც ვნახოთ, ხალხს ვეღარ მოეთმინა ამდენი მოცდენა, უკანონოთ. წოწიალი და დაეყვირნა, ვისი ბრალი იქმებოდა? რა არის თქვე დალოცვილო „ჩემიანებო“, როგორც უბრალო, უსულო ნივთს, ისრე ნუ უყურებთ გლეხს? განა თქვენი კალამია, რომ საცა არა მგონია მიაგდებთ. ისე უნდა უყუროთ, როგორც ჩვენს თავს: ამასაც ჩვენ-გვარი სისხლი აქვს, შიგნეულობაც ერთი გვაქვს. მეტი იმითია გლეხი ჩვენზედ, რომ ამას გაუზდივართ, გაუკაცებივართ;[9] ეგ მუშაობს, ჩვენ არა.“

„თითო ოროლა სასიამოვნო წამებიც გამოერევიან ხოლმე ამ ჩემს მარტო-ხელს, სულით ობოლს ცხოვრებაში, მაგრამ ეს მხიარულება ქრება, იჟარება ამ გარეშემორტყმულს მწუხარების კედლებში. ეს გასაოხრებლები „ჩინეთის კედელივით“ კი ამუდებიან და! ეს ოხერი, კლდეებს არღვევენ, მთებს გლეჯენ — ხვრეტენ და მე ეს მწუხარების კედლები ვერ მომიშორებია, თუმცა ერთი ჩვენი პოეტი გევუბნება: „ერთი მაგრა და ცოდნით მის კედლების შერყევა და ძირ დაშვებაო“ ერთი იქნებაო, მაგრამ მე კი ვერი შემიბედნია და!....[10] დიახ, სასიამოვნო წამებიც გამოერევა ხოლმე, მეთქი. იმ დღეს გულში ნათელი ჩამადგა, რომ წავიკითხე „ივერიის“ №23-ში შემდეგი სატყვები: „კორრესპონდენტის სიტყვით ამავე სოფელში (მეჯვრისხევში) მასწავლებელი მოსე ნათაძე დეპოს გამართვას აპირებს თურმე იქაურის თავადების თანაშემწეობით,“ მაგრამ აქედგან ვერა გავიგე რა ხეირიანად: მოსე ნათაძე ხსნის თავადებით ერთად დეპოს, თუ მთლად საზოგადოება, როგორც ივრის საზოგადოებასა აქვს გამართული და როგორც ეხლა ხიდისთავისა აპირებს. დეპოებს, სასოფლო ბანკებს, მაღაზიებს — ერთის სიტყვით ყოველ-გვარ გამსესხებელ-დამზოგველს საზოგადოებას თუმცა არ შეუძლიან სრულიად ხალხის პარაზიტების მოშორება — უფრო ბანკებს და მაღაზიებს, მაგრამ[11] უარაობას, ნათქვამია, ცხრა უღელი კატა სჯობიანო[12] დროებითაც ამ მავნე ტკიპების ჩამოცლა. სომხებისა, ურიებისა, საზოგადოდ ვაჭრებისა, ძალიან საშესაღვთო საქმეა. მაგრამ იმისთანა დეპო მოუტანს ხალხს შეღავათს, რომელიც თბილისური და საზოგადოდ ქალაქურის მაღაზიების საქონლის ფასებზე რამდენიშე ფასით (კაპეიკით) ნაკლებ გაიყიდება. ამ შემთხვევაში აქვს დეპოს მნიშვნელობა. ამისთვინ ამ ახალს დეპოებს უნდა სახეში ჰქონდეთ დასტა-დასტობით ვაჭრობა, რომ იაფად დაუჯდეთ, იაფადაც გაჰყიდონ და ხალხმა ქალაქებისკენ აღარ გაიწიოს წამ-და-უწუმ სავაჭროთ, თუ ეს ახალი დეპოები მეჯვრისხევის და ხიდისთავისა იყიდიან საქონელს ისრე, როგორც ქალაქებში ფასობს და ქალაქურს ფასებს რამდენსამე ფარას მოუმატებენ კიდევ (თუმცა იქ ნაკლებად მიჰყიდიან, რადგან დასტობით ივაჭრებენ), მაშინ ეს დეპო ისევ ის პოღოსა, ყაზარა, ალეაქუა იქნება ხალხისთვის, რომლებიც ქალაქებში და სოფლებსშიაც ღიპ-გადმოგდებულად სხედან. თუ ამ ნათქვამს წრეს მიჰყვებიან, მაინც და მაინც სარგებლობას მოუტანენ ხალხს, რადგანაც სოფლათ ერთი-ორად გამყიდველებს დასცემენ.[13]

წაკოლა — ც.

(შემდეგ იქნება)

_____________

1 „ივერ“ №№ 33, 34, 1878 წ.

2ამ კომპლიმენტით მოწერას გენს უდაბნო ქართლში ისწავლიდი, ხმა-კმენდილი მოლჩალინური ლაპარაკი კი ყველამ იცის ჩვენში, ისრე დაგიწყობენ იქ, ჩვენში, ფხებში სხმარტალს, როგორც ფინია.

3რას სულელობ, რას! რა დაგემართა, მე გლახა, მაგოდენა ჯოგში როგორ ვერავინ იპოვე შენი ჭკუისა! აი რეცეპტი: ერთი ძაღლი იშოვნე, მინდორზე გამოირეკინე ტეყეებიდან ჩვენი უდაბნო ქართლის მხეცები, იქნება ხელ-მოსაჭიდი გამოხტეს ვინმე. ნუ გეშინიან, შე ლაჩარო, რა გული გაგტეხია!..

4ეს შენს მეტს არავის უთქვამს: სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხოვო, გაგიონია!

5აი ბრაქალათ, გორელებო! ეგრე, ეგრე საშვილიშვილო საქმეა! სახელათაც რა რქმევია და! ზეთ დასხმული გიორგიო ვითომ, ე. ი. საშინელი ძუნწიო.

6 აბა, ისსენიზაცია, მაგ თქვენ ქლაქის სამმართველოს ნდომებია აი!! ატყუეთ, ატყუეთ, გინემ დრო თქვენია. საწყლები, უგონოები!

7 რა სათქმელია! ათასი შეწუხდი და გაწუხდი, რომ ვერა გიშველია რა. გადაბღარძულ მცხვარს მინამ არ, გაჰკრეჭენ, არ უშვებენ ხოლმე.....

8უკაცრავად, მეგობარო! ქართლს ჯვარი სწერია დი ელია წინასწარმეყველი: . . . . . . . .

9გაიგონ ეს მეჯვრისხეველებში და მისი ასე შენი ხეირი, ჩემო მეგობარო! ვიღაც პრანჭიკონე ჰყლიათ, ბატონებო, და შექსპირი თურმე ფიზიოლოღათ მიაჩნია! (იხილე „დროება“ 16 ივლისიდამ კორრ. მეჯვრისხევიდგან). ახლა შენ რომ ამბობ: შიგნეულობაც ერთიაო მაღლისა და მდაბლისა, მაშინ უყურე რას იქმონენ. რა საზოგადოების წევრი ჰყოლიათ მეჯვრისხეველებს! სულ ამისთანა ნადირებით არის სავსე ჩვენი პროვინცია, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ისეთი „ბედნიერნი“ გალავართ.

10 მე შენ მოგახსენო, შენი თანამოძმე ქართველები დაგეხმარებიან აი! ასეთს გაიქცევიან, ღმერთმანი, რომ მარტინ-პიბოდის თოფის ტყვიაც ვეღარ მოსწვდეთ.

11 ამ ცხოველებს სწავლა-განათლების მეტი თავს ვერა ვინ გაუსრესს. ვინატროთ სასოფლო შკოლები და მასწავლებლებად მხნე სემენარიელები.

12 ტყვიავის ბანკი უშველის ჩვენის სოფლის საზოგადოებას მაგისმა აშენებამ. ქვეყანაზედ არსებობს, თუ არა კაცმა არ იცის.

13 ბატონს ჩემს გაუმარჯოს! შენ ძალიან გადატოპე, ჩემო მეგობარო, და მე ვეღარ მოგითმენ, რომ ორიოდე მკვახე სიტყვა არ გითხრა: არა, დეპო რის დეპოა, თუ კი ხალხის მძიმე ეკონომიურს ცხოვრებას ხელს არ შეახლებს, ნივთიერების მხარეს არ შეუმსუბუქებს. თუ კი ქალაქურ ფასებზედ რამდენიმე ფარით კიდევ მეტად გაიყიდება, მაშინ დეპო კი არ იქნება (როგორც გვესმის ჩვენ დეპოს მნიშვნელობა), ეგ იქნება ნამდვილი დუქანი, მაღაზია, იმავე დამღისა, იმავე აზრით გახსნილი, როგორებსაც ვხედავ ქალაქებში. სულ ერთია გახსნილი მეჯვრისხევში, ხიდისთავში მიკურტუმ გასპარიჩი გაბერილიანცი, თუ სვავინიანცი. იჰ, იჰ, რამდენიმე პირი საზოგადოების ხარჯზე დამდიდრდნენ, რაღა სხვისის შრომით იცხოვრონ, რაღა! მაშ რაღათ ვკიცხავთ სხვა ვაჭრებს უსვინიდისო ვაჭრობაზედ. რაც უნდა იყოს სხვა სოფლის ვაჭრებს დასცემენო, რომ ამბობ, განა სოფლათ მოვაჭრეები ორ-სამ კეც ვაჭრობას არ მოსპობენ, თუ კი ტყუილ მედეპოებს მისცემს ხელს ქალაქურ ფასებზე ცოტა მომეტებულად გასყიდვა, სხვასაც მისცემს ხელს.

4 მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ

▲ზევით დაბრუნება


მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ

(დასასრული)

თითქმის ყველა აქაურს სასოფლო სასწავლებელში ზემოთ მოყვანილი მეთოდით და სახით ასწავლიან ნემეცურს ენას და არითმეტიკას. ყველა მასწავლებელში ხედავთ თავის საქმის მცოდნე კაცს ფიცხლად და მსწრაფლად მომქმედს. სოფლის ოტტენდორფის მასწავლებელი უფ. გემლიხი თავისის მალხაზობით, მიხრა-მოხრით, ცოცხლათ თვალის დევნით ყლაფრისადმი კლასში და გონივრულის კითხვებს მიცემით შეგირდებისადმი აკვირვებს კაცს და აფიქრებინებს, თუ კაცის ბუნება რა შრომის ამტანი ყოფილაო, მართლაც, წარმოიდგინეთ აქაურის სოფლის მასწავლებელის მდგომარეობა: შვიდის საათიდამ მოკიდებული თორმეტის ნასევრამდინ უნდა ასწავლოს პირველის კლასის მოწაფეებს და ორის ნახევრიდამ კიდევ ხუთის ნახევრამდინ მეორე კლასის მოწაფეებს. ახლა როგორ? თითქმის ყოველ წამს ის აქეთ-იქით უნდა იცქირებოდეს, რომ შეგირდებმა ცუღლუტობა არ დაიწყონ, ყველას და ყველაფერს უნდა ადევნოს ცოცხლად თვალ- ყური, დაუმატეთ ამას ისიც, რომ ზამთრობით ექვსი საათიდამაც რვა საათამდინ უნდა ასწავლოს უფროსის კლასის მოწაფეებს.[1] ახლა რა ჯილდოს იღებენ მასწავლებლები ამ გვარის შრომისთვის? გარდა იმისა, რომ ამათ გლეხობა პატივს სცემს და სიყვარულით ექცევა, თითოეულს მათგანს, როგორც ზემოთ შევნიშნე ფრიდრიხსვალდის მასწავლებელის შესახებ, აქვს კარგი სადგომი ოთახები, ზოგს მათგანს ექვს ოთხამდინაც აქვს, ზოგს კი სამი, და ორ ოთახზე ნაკლები კი არავის არა აქვს. ამას გარდა — ყველა მასწავლებელს აქვს თავისი პატარა ბაღჩა, მშვენივრად შემკობილი ყვავილებით და საჭირო მწვანეულობით, სასწავლებელის გასათფობად სოფელი აძლევს მასწავლებელს სამყოფს შეშას. რაც შეეხება მოსამსახურეს, ამის მიცემას სოფელი არა კისრულობს. — ჯამაგირი კიდევ ყველას ერთნაირი რა არა აქვს, ზოგს მეტი აქვს, ზოგს კიდევ ნაკლები, იმ სასწავლებლის მასწავლებლებს, რომლებიც ეკკლესიისნი არიან „Kircherschule,“ ჩვენებურათ რომ ვიანგარიშოთ. აქვთ ორმოცდაათი თუმანი ფული, ოც-და-ათი სოფლიდამ და ოცი კიდევ ეკკლესიიდამა იქ მსახურობისათვის. იმ სასწავლებლების მასწავლებლებს, რომლებიც არ ეკუთვნიან ეკკლესიას, აქეთ ჯამაგირათ ოც-და-ათ თუმანზე ცოტა მეტი და ამ გვარს სასწავლებლებში უმეტეს ნაწილად ამწესებენ უცოლო და ყმაწვილს მასწავლებლებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველისთვის სასიამოვნო იქნება გაიგოს, თუ სოფლების მცხოვრებლები დ როგორ უგროვებენ ერთი-ერთმანეთში ჯამაგირებს მასწავლებლებსა. თითოეულს სოფელს გადადებული აქვს სახნავი და სათიბი მიწები პატარა ტყითა სასწავლებელის სასარგებლოდ. ამ მამულს აძლევენ იჯარით კერძო პირებს და აქედამ შემოსულს ფულს აბარებენ სასოფლო ხაზინადარს. ამას გარდა თითოეული მამა, რომლის შვილებიც დაიარებიან სასწავლებელში, ვალდებულია ყმაწვილზე შეიტანოს სასწავლებელის კასის სასარგებლოთ ორ-ორი მანეთი და ექვსი შაური (7 მარე). აი აქედამ სდგება მასწავლებელის საჯამაგირო ფული. — ყველა მასწავლებელი ჯამაგირს იღებს სოფლის ხაზინადრისაგან.

X

საჭიროა მოვიხსენიოთ, თუ რა შუამავლობა არსებობს საქსონიაში, რომ რა არი მასწავლებლები განათლებას უკან არ დარჩნენ და მეცნიერების წინა-მსვლელობას მისდიონ, პირნის მაზრის (Bezirhe) სოფლების თითოეულს მასწავლებელს აქვს დაბარებული პედაგოგიური გაზეთი: საქსონიის სამასწავლებლო გაზეთი; „ზ.ოქ შულცაიტუნგ“; ამას გარდა — „პირნაერ ანცეიგერ“ „გარტენლუბე“ და გაზეთს „დრეზდნერ ნახრიხტენ“ მაგრამ ამითი არ თავდება საქმე. პირნის მაზრის თითოეულის კუნჭულის სოფლების მასწავლებლებს ორ თვეში ერთხელ მაინც საზოგადო ყრილობა აქვთ ინსპეკტორს თანა-დასწრებით და ამ ყრილობაში ისინი ლაპარაკობენ, ბაასობენ სხვა და სხვა პედაგოგიურ საგნებზე; ერთი მათგანი გამოსაცდელად გაკვეთილს ასწავლის, ანუ უკედ ვჰსთქვათ, ხსნის და ამ გაკვეთილზედაც აქვთ სჯა. აი თვითონ მე დავესწარი ერთს ამ გვარს ყრილობაში 10-ს ივლისს (29 ივნის). შუადღის უკან მე და იფრიდრიხსვალდის მასწავლებელი წავედით ფეხით ბერგისიბელის პატარა ქალაქში, სადაც ყრილობა უნდა ყოფილიყო. ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ და ყრილობას კიდევაც დაეწყო მოქმედება. ერთი ახალ-გაზდა მასწავლებელი აძლევდა გამოსაცდელად გაკვეთილს, უხსნიდა გეოგრაიფიიდამ პირველის კლასის მოწაფეებს. ჩვენის შესვლის დროს ყრილობის ზალაში მასწავლებელი ლაპარაკობდა ევროპიის მთებზე და წყლებზე. ბევრი ხანი არ გამოსულა, რომ მან ლაპარაკი ანუ სწავლება გაათავა და კარში გავიდა სხვა მასწავლებლები, რომლებთ რიცხვი თერთმეტი იყო თავიანთ უფროსის გარდა, შეუდგნენ სჯას, თუ როგორ აუხსნა გაკვეთილი მოხსენებულმა მოწაფეებს, ზოგმა დაიწუნა ეს გაკვეთილი და ზოგმა კიდევ მოიწონა, რასაკვირველია — მის თაობაზე დიდი ბაასი იყო. პირნის მაზრის ინსპეკტორმა უფ. ლემანსიმ უფრო მასწავლებელის მხარე დაიჭირა, როცა ამ საგანზე სჯას მორჩნენ. ინსპეკტორმა ღიმილით უთხრა მასწავლებლებს; რასაკვირველია მოამზადებდით პესტალლოცის ცხოვრებას და მის თეორიას. მასწავლებლებმა ამ საგანზე დაიწყეს ლაპარაკი, თვითონ ინსპეკტორიც ბევრს ლაპარაკობდა. ჯერეთ ილაპარაკეს პესტალლოცის ცხოვრებაზე და მერე გადავიდნენ იმის თეორიაზე; მაგრამ ამ უკანასკნელზედ ლაპარაკი არ გააგრძელეს, მხოლოდ ისა სთქვეს, თუ რა გააკეთა პესტალლოციმ დაკვირვებითის სწავლისათვის, ამის შემდეგ ინსპეკტორმა დაურიგა მასწავლებლებს თხსულებაები, რომლებიც მათ დაეწყრათ სხვა და სხვა პედა-გოგიურს საგნებზე და დაუნიშნა ახლა სხვა საგნები დასაწერათ, ანუ გასამარტებლად. ბოლოს სთხოვა მასწავლებლებს, რომ შემდეგისათვის მოემზადებინათ კომენიუსის ცხოვრება და მისი თეორია, აგრეთვე თხზულებაებიც დაეწერათ. როცა ყრილობამ გაათავა თავისი მოქმედება, გამოვიდა სეკრეტარი შუა ადგილას და წაიკითხა ოქმი (პროტოკოლი), რომელშიაც ყველაივერი იყო მოხსენებული, რაც კი გააკეთეს ამ ყრილობაში და მეც კი ამ ოქმში ჩამწერეს, რომ ესა და ეს კაცი ტფილისის ქალაქიდამ დაესწრო ჩვენს კრებაშიაო. გათავდა ყრილობა და ინსპეკტორი ჩემკენ წამოვიდა. მე და ამ და კაცმა ბევრი ვილაპარაკეთ სხვა და სხვა საგანზე; სხვათა შორის მე ამას ვუთხარი ზოგიერთი შენიშვნა პესტალოცისა თეორიის და გეოგრაფიულის გაკვეთილის შესახებ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ შეაფუცხუნა ჩემმა შენიშვნამ ეს ინსპეკტორი და ბოდიშის ხდა დაიწყო, რომ გეოგრაფიული გაკვეთილი ჯერ იყო ნამდვილი პედაგოგიური, რომ პესტალლოციის თეორიას მხოლოდ ცოტათ შეეხნენ. „მე სწორეთ ეგრე მსურდა მელაპარაკანა დღეს, მითხრა მე იმან, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ძალიან დაგვიანდა და ამისათვის ავჩქარდი“ რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ლაპარაკის გათავებას ვაპირებდი, მითხრა კიდევ უფ. ინსპეკტორმა: „თქვენ დრეზდენის სამასწავლებლო სემინარიები დაგითვალიერებიათ და რატომ არ გსურთ პირნას სემინარიაც ნახოთ? გარწმუნებთ, რომ ჩვენი სემინარია თავისის მიმართულებით მოგეწონებათ, აი იქ ნახავთ, თუ რა ყურადღება მიქცეული პედაღოღიურ მხარეზე გეოგრაფიის სწავლის დროს? — მე გთხოვთ მნახოთ პირნაში და მე თვითონ წაგიყვანთ სემინარიაში, რომლის დირექტორი ჩემი დიდი მეგობარია.“ მე, რასაკვირველია, დავპირდი ამისი თხოვნა ამესრულებინა და თუ მართლა ავასრულებ, რაღა თქმა უნდა, რომ მკითხველს შევატყობინებ პირნას სემინარიის მდგომარეობას. როცა სრულებით მოვრჩით ლაპარაკს მე და ინსპეკტორი, მე მივუბრუნდი სასწავლებელის ზედამხედველს და ვთსოვე, რომ მას თავისის სასწავლებელის გარემოება ჩემთვინ აეხსნა. აი რა შევიტყე ამისაგან: ბერგისიბელის ქალაქის სახალხო შკოლა შესდგება ექვსი კლასისაგან და ამ ჟამათ აქ სწავლობს 240 მოწაფე. ამ სასწავლებელის მხოლოდ სამი მასწავლებელი ჰყავს და მისი მოწყობილობა სრულებით ახალია და პედაგოგიური, სასწავლებელს დათვარიელებას და მის ზედა-მხედველთან ლაპარაკს, რომ მოვრჩი, სასტუმროსკენ დავაპირეთ წასვლა მე და ფრიდრიხსვალდის მასწავლებელმა, ინსპეკტორმა გამოგვიცხადა, რომ ისიც იმ სასტუმროში მოდის, რადგანაც იქ ცოლ-შვილი ჰყავს. ათის წუთის შემდეგ ყველანი სასტუმროში ვიყავით და ინსპეკტორის ცოლს, ტანოვანს და სახით მოხდენილს ქალს, ველაპარაკებოდი. ამანაც მთხოვა, რომ ესენი პირნაში მენახა. ნახევარ საათის შემდეგ ყველანი ერთი-ერთმანეთს გამოვეთხოვენით და ჩვენს გზაზე წავედით. მე და ფრიდრიხსვალდის მასწავლებელს გზაში წამოგვეწია ორი ახალგაზდა სოფლის მასწავლებელი, რომლებსაც ყური ეგდოთ ჩემის შენიშვნებისათვის, ამათაც ბოდიში მოითხოვეს, რომ ამ ჟამად ისე ვერ მოუხდათ — ისე ვერ წაიყვანეს საქმე ყრილობაში, როგორც უნდოდათ, ამათაც მთხოვეს, რომ მათი სასწავლებლები უთუოდ მენახა, მაგრამ პირობა ვერ მივეცი, რადგანაც ამათი სოფლები ცოტა დაშორებულია ფრიდრიხსვალდის სოფელზე. მალე დავშორდით ერთი-ერთმანეთს და მე-ოცის წუთის შემდეგ ჩემს ბინაზე კიუვი; ფრიდრიხსვალდის მასწავლებელს მადლობა გადვუხადე, რომ მან წაიყვანა ბერგისიბელში და გამაცნო მასწავლებლების კრება.

X

რომ აქაური სოფლელების ცხოვრების და მდგომარეობის სრული სურათი ჰონდეს თვალწინ მკითხველს, მე უნდა შევესო. კიდევ ცხოვრების ზოგიერთს მხარეებს. ეკკლესიის და სასწავლებელის გარდა, ხალხს სხვა საზოგადო ადგილებიც აქვს, სადაც თავს იყრის ანუ გულის გასართობად, ანუ კიდევ, რომელიმე საქმისათვის, ყველა სოფელში მგზავრი: ნახავს კარგად მოწყობილს სასტუმროს. ფრიდრიხსვალდის სოფელი ხომ პატარა სოფელია, მაგრამ აქ ერთი სასტუმროა და მეორე რესტორანი, როგორც ზემოთ შევნიშნე. სასტუმროს იმ დიდს ოთახში, სადაც ბილიარდზე სათამაშოდ იკრიბებიან გლეხები ბედნიერ დღეებში, სდგას მშვენიერი ბილიარდი და მოზდილით ფორტოპიანო რაც შეეხება სკამებს და სტოლებს, ყველა ეს ხომ გვარიანია და გვარიანი სასტუმროს ზემო სართულში კიდევ ერთი საშინელი დიდი დარბაზია (ზალა), სადაც ზამთრობით ბედნიერ დღეების საღამოებს იკრიბებიან ქალები და კაცები დროს გასატარებლად. გარდა ამისა ამავე სართულში რამდენიმე კარგად მოწყობილი სასტუმრო ოთახია. თვითონ ჩემი ოთახი, სადაც ამ შენიშვნებს ვსწერ, ისეა მორთული, რომ ამ გვარ ოთახში ტფილისში უნდა აძლიოს კაცმა მანეთ - ნახევარი და მე კი ამ ოთასში ვაძლევ ერთს მარკს — ექვს შაურს; რაც შეეხება რესტორანს, ეს უფრო უკეთესად არის მორთული. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ იმ გვარ ცხოვრების კაცებს, როგორც აქაურები არიან, სხვა ადგილიც უნდა ჰქონდეთ ზაფხულში დროს გასატარებლად, — და კიდევაც აქვთ, ზაიდევიტცის ღელე მაგგვარ ადგილობას უწევსთ. კვირაობით სხვა და სხვა სოფლებიდამ იკრიბებიან აქ დართული ქალები და ვაჟები. ზოგნი აქ სტოლებს უსხედან და ბაასით შეექცევიან პივას, ზოგი შავს და ზოგი თეორს. ზოგნი დასეირნობენ და ერთი-ერთმანეთთან ლაპარაკში — ახალ-გაზდები კიდეკ არშიყობაში, არიან, ზოგნი კიდევ მუზიკის მკვრელებს მისჩერებიან და ყურს უგდებენ. მუზიკასთან არიან იმისთანებიც, რომლებიც თოფის სროლაში ვარჯიშობენ. საქმე იმაშია, რომ მაღალი ხის კინწიროში მიკრულია არწივის სურათი და ეს არწივი აქვთ მიზნათ... ყველა რასაკვირველია, ცდილობს თავი არ შეირცხვინოს და მოარტყას ამ მიზანს.

ნუ იფიქრებთ, რომ აქ ზაიდევიტცის ღელეში უწესოება რამ მოხდეს. ყველა მშვიდობიანათ ატარებს დროს და ძალზე, რომ მოღამდება, საზოგადოება იშლება.

სხვათა შორის აი ამ გვარს ყრილობეებს სასტუმროებში და იმ გვარ ადგილებში, როგორც ზაიდევიტცის ღელეა, აქვს განმაღვიძებელი, განმამხნევებელი, ქალ-ვაჟების ერთი–ერთმანეთთან დამაახლოვებული განვლენა სოფლების გლეხთა ცხოვრებაზე.

X

როგოც ხედავს მკითხველი, გლეხები სოფლად ცხოვრობენ კარგად და განათლების გზას ადგიან, მაგრამ სოფლად მცხოვრებლების გლეხების გარდა, სხვა გლეხებიც არიან, რომლებსაც დედ-მამული არა აქვთ და დღიურად გამოდიან მუშაობით ქარხანებში და სხვა და სხვა ადგილებში. აი ამათი ყოფა-ცხოვრება ამჟამად საძაგელი რამ არის გერმანიის ყველა კუნჭულში, მოვიყვან აქ ზოგიერთის ნემენცების შეხედულებას უმამულო კაცების — მუშების ამ გვარ მდგომარეობის მიზეზებზე და ამით დროებით გამოვეთხოვები მკითხველს,

„საფრანგეთის და გერმანიის ომიანობამ დაღუპა ჩვენი უმამულო კაცები ანუ დღიური მუშანი, ომიანობამდინ რა უშავდათ მათ? მაგრამ ომიანობის შემდეგ ამ უკანასკნელს წელიწადებში ის ხუთი მილიარდი ფრანკი, რომელიც ჩვენ საფრანგეთს გამოვართვით და ერთი-ერთმანეთში გავინაწილეთ, საწამლავათ გაგვიხდა ამ ბოლო დროს. აი საქმე რაში მდგომარეობს: პირველად გერმამანიის ყველა სახელმწიფოები შეუდგნენ თოფების კეთებას, ზარბაზნების ჩამოსხმას, სიმაგრეების გაკეთებას და ყველგან დაიწყეს გაცხარებული მუშაობა, მაგრამ თოფების კეთებას მორჩნენ, ზარბაზნები ჩამოასხეს, სიმაგრეები დააკეთეს და საფრანგეთის ფულებიც დახარჯეს. ეხლა სამუშაკო საქმე აღარ არის. დაუმატეთ ამას ისიც, რომ საფრანგეთი ჩვენგან აღარაფერს ყიდულობს და სათათრეში კიდევ ჩვენი საქონელი არ გადის, რადგანაც იქ ინგლისს ფეხი მაგრა აქვს ჩამდგარი და მაშინ გაიგებთ ჩვენის ქვეყნის მუშების მდგომარეობას. მუშა ხალხი ბევრია და სამუშაკო საქმე კი ცოტაა. აი ეს არის ჩვენის უმამულო გლეხების — ჩვენის მუშა ხალხის დამღუპველი და დამქცევი. ეხლა ის არის ბედნიერი, ვისაც ცოტა მაინც დედ-მამული აქვს სოფლად.“

ქართველი მგზავრი

_______________

1 აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ორკლასიანს სასწავლებელში მოწიფეები რჩებიან რვა-რვა წელიწადს.

5 მირიან მეფე

▲ზევით დაბრუნება


მირიან მეფე

„ასფაგურს არა ესვა ძე — განაგრძნობს ჩვენი მატიანე, — არამედ ასული ერთი; შეკრიბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი მცხეთისა ქალაქსა, სპასპეტისა თანა, რომელსა ერქვა მაიჟან. ზრახვა ჰყვესო, რათა ეძიონ. ღონე ჭირთა და განსაცდელთა მათთათვის, მაშინ სთქვა მაიჟან სპასპეტმა“ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, რომელსა ეკიდა სამეფო ჩვენი, და აღუღია პირი თვისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქვეყანისა ჩვენისა. არავინ არს ჩვენთან წინააღმდგომი მისი, და დარჩომილა ერი ჩვენი ობლად. მივაგებოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილება და ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩვენდა და გევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული ასფაგურისა და ვითხუვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა ჩვენთასა და არა აღრევა ჩვენთნა სპარსთა, და წარჩინებულად პირობა ჩვენი... მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერის-თავნი ზრახვასა მაიჟან სპასპეტისასა და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოახსენეს ესე ყოველი, ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისა, და უთხრეს სივრცე და სიგრძე მისი, და მახლობლობა ხაზართა და ოვსთა; და კვალად გამოიკითხა გვარი ასფაგურისა ასულისა, და უთხრეს ნათესაობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთა. კეთილად სთნდა სპარსთა მეფესა, და შეიწყნარა, ვედრება ქართველთა, და თვითცა უკვე გამოარჩია მცხეთას დასვმა ძისა თვისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისა და რანისა და მის კერძისა უფროსად და უმაგრეს გამოარჩია და მახლობლად ჩრდილოთა მტერთა, რათა ბრძოდეს მათ მუნით, და იპყრობდეს ყოველთა კავკასიათა. აღესრულა ყოველი იგი სათხოველი ქართველთა, და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქმა და მოვიდა მცხეთას, და მიეგება მაიჟან სპასპეტი და ყოველნი ერის-თავნი ქართლისნი. შერთო სპარსთა მეფემან ქასრე ასული ასფაგურ მეფისა ძესა თვისსა, რომელი მუნთან ჰყვა, შვიდისა წლისა, ნაშობი მხევლისა, რომელსა ერქვა სპრსულად მირანდა ქართულად მირიან დასვა იგი მეფედ მცხეთას, მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი. თანა ჰყვა დედა მირიანისა, და არა დაუტევა იგი მირიანისთნა, რამეთუ უყვარდა იგი, ვითარცა თავი თვისი, არამედ დაუტევა მამა მმუძედ და გამგებელად წარჩინებული მირვანოზ და დაუტევა ორმოცი ათასი მხედარი სპარსი რჩეული და არა დასხნა ქართლისა საზღვართა სპარსნი იგი, ფიცისა მისთვის, რომელ ფუცებულ იყო ქართველთად, არამედ დასხნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხითს. უბრძანა მირვანოზს, რათა სპარსთა მათგანი შვიდი ათასი რჩეული მხედარი ყოვლად ქალაქსა შინა იპყრან მცველად ძისა მისისა. და ესრედ დაეზავა ქართველთა, რათა კარნი და ციხენი და ქალაქნი ყოველნი მეტია სპარსითა და სხვა სიმრავლე სპარსთა არა იყოს ქვეყანასა შინა ქართლისასა აღრეულად. „და იყოს შვილი ესე ჩემი ორსავე სჯულსა ზედა, მამათა ჩვენთა ცეცხლის მსახურებასა და თქვენთა კერპთასა“, რამეთუ პირველვე ამასცა ზედა მოეცა ფიცი. — და წარვიდა ქასრე მეფე, წარუხვნა და დაიმორჩილნა ყოველნი ხევნი კავკასიანთანი და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყვნეს მოჩილი ძისა მისისა მირიანისა, და უბრძანა მირიანს და მაშა მძუძესა მისსა მირვანოზს, რათა ბრძოდიან საზართა, და წარვიდა თვით სპარსეთად“.[1]

როგორც მოხსენებულია, მირიანი დაჯდა მეფედ შვიდის წლისა. აღზრდილმა „მსახურებასა შინა კერპთასა და ცეცხლისასა“ იმან შკამკო „კერპნი და ბომონნი კეთილად იპყრა ქურუმნი“. იმას უყვარდა ქართული ენა და ქართველნი, და თვით ქართველთ დიდი სიყვარული და პატივის ცემა ქონდათ იმისი. როდესაც მირიანი შეიქმნა 15 წლისა, იმას მოუკვდა მეუღლე, ასული ასფაგურისა. მაშინ იმან მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტით, ასული ულიოტორისა, სახელით ნანა“ მირიანს ჰქონდა ხშირი ბრძოლა ჰერეთში და მოვაკანში ხაზარებთან და იმათ მოკავშირე დურძუკებთან და დიდოებთან. „უფროსი ლაშქრობა იმისი იყვის დარუბანდს, რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რათამცა წარიღეს და განძღეს კარი ფართო და მუნითმცა იწვეს გსვლა სპარსთა ზედა“. მირიანი შევიდა ორმოც წელში, როდესაც აღესრულა იმისი მამა სპრსთა მეფე და ქასრეს მოადგილედ დაჯდა უმცროსი ძმა მირიანისა ბარტამი. მირიანი ითვისებდა მამის ტახტს. ის ამბოიდა: „პირმშო შვილი ვარ და საუფლის-წულოდ მებოძნეს ქვეყანანი უცხონი.... მრავალ-გზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი საზართაგან, ამისთვის ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისა. ხოლო ბარტომი იტყოდა: თუმცა პირმშო არს იგი, არამედ ნაშობი არს მხვლისა და ნაშობსა მხევლისასა ეყოფის სვედ რომელ მას მიჰხვედრია სამეფონი“... შეკრიბეს ორთავე სპანი და მიეგებნეს ბრძოლად... ვითარცა იხილეს მოხუცთა და მარზაპანთა და ვითარმედ მახვილი დაეცემის ურთიერთსა, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნივე მეფენი ბჭობასა მათსა.... მათ განბჭეს და მისცეს მეფობა სპარსეთისა ბარტომს; ხოლო მარიანს გულის-სადებლად მისცემს ბარტამისაგან ჯაზირეთი და შამისა ნახევარი და ადარ-ბადაგანი, ესე უოველი ქართლსა, და სომხითსა რანსა, ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს“.[2]

შესანიშნავია შემდეგი გარემოებები. მირიანის დრო ჩვეულებისამებრ ხაზარნი მოვლენ საბრძოლად დარუბანდს. მირიანი შევა მთაში ჯარით საშველად. ამ დროს მეფე გუთთა ურიცხვის სპით შედის საბერძნეთში ბერძნის მეფე შემოიკრებს თავის ძალას. მეფე გუთთა მოითხოვს თავის-თავ ბრძოლას კეისართან ვერ ძალ-იდებს კეისარი ბრძოლად მისა. „ხოლო იყო მუნ ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით ტრდათ, აღზრდილი საბერნეთს და გოლიათი. იგი გამოარჩიეს ყოველთ სპათა ბრძოლად გუთთა მეფესა. გამოვიდა გუთთა მეფე და მიეტევნეს ურთიერთსა სძლო ტრდატ და ხელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცა სპანი ტრდატს და გამოგზავნა სომხითს. გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერისთავნი მარიანისნი მაშინ მირიან შეიქცა წყობისაგან ხაზართასა და მიჰყვა სპარსეთით თვისი მისი, ნათესავი მეფეთა, სახელით ფეროზ, მან მოიტანა თავის-თანა სპა დიდი. და ამს ფეროზს მისცა მირიან ასული თვისი ცოლად და ქვეყანა ხუნანიდგან ბარდავამდე, მტკვარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი მუნ ერის-თავად უწყო ბრძოლად ტრდატს ოდეს მოირთის ძალი ტრდატ საბერძნეთით მას ვერ ძალ ედვის მირიან წინა-დადგომად, და მოვლის ტრდეტ ქვეყნა მისი. და ოდესმე განძლიერდის მირიან სპარსეთით, ვერ წინა-აღუდგის ტრდატ, მოვლის სომხითი, ესედ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა და არავინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ ბრძოლი ტრდატისა, და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქვეყნასა და სძლო ყოვლადვე ბრძოლთა მისთა“.

ქართლის-ცხოვრების თქმით, სპარსეთის მეფის ბარტამის მოადგილე, მირიანის ძმის-წული, რომლის სახელიც არ არის აქ მოხსენებული, მიიწვევს მირიანს, „რათა შევკრბეთ და გარდავლოთ სომხითი, და შევიდეთ საბერძნეთად“. მირიანი და სპარსთა მეფე გაივლიან სომხეთს, სადაც ვერ წინა-აღუდგება იმათ ტრდატი, შევლენ საბერძნეთში, ვერ წინა-აღუდგება მათ ბერძენთ მეფე კოსტანტინე და ეს უკანასკნელი დადს მწუხარებას მიეცემა. ამ დროს კაცნი ღვთის-მსახურნი ურჩევენ კოსტანტინეს, რომ ნათელ-იღოს და წარიძღვანოს ჯვარი, რადგანაც „უყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღვანებითა ჯვარისათა სძლევენ მტერთა ზედა“. კოსტანტინემ ნათელიღო და წარმოიძღვანა სახე ჯვარისა და ეწყო სპარსთა ურიცხვთა სპითა მცირითა და აოტნა ბანაკი მათი და მოსრა სიმრავლე მათი; ივლტოდეს ორნი ძმანი მცირედითაღა მხედრითა და მიუდგა უკანა კოსტანტინე და შევიდა საზღვართა მათთა. სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი; ხოლო მირიან დაადგა ქართლად და განამაგრა ციხე ქალაქნი“. უღონო ქმნილი და შეშინებული მირიანი მოითხოვს მშვიდობას. კოსტანტინე სპარსეთის მეფის კვლავ შიშის გამო დაეზავება მირიანს, გამოსთხოვს იმის მძევლად იმის შვილს ბაქარს და დაამოყვრებს ტირდატს და მირიანს, ესე იგი ტრდატის ასულს სალომეს შეჰრთავს მირიანის შვილს რევს, განუწესებს საზღვარს საქართველოსა და სომხეთს შორის. „რომელთა ქვეყანათა მდინარენი დიან სამხრით, მოერთვიან რახსა, ესე ქვევანანი ტრდატის დაყარნა, და რომლისა ქვეყანის მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკვარსა, მირიანის კერძად და შუა-მდგომელ ექმნა მათ და წარვიდა“ — „მეფობდა მირიან ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს, და აქვნდა ეგრისიცა, ეგრის — წყლამდე, და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასვა იგი უჯრმოს, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული ტრდატისა. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისასა, აქვნდა ქვეყანა, რომელი ზემოდ ვახსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო მუნ ერის-თავად “.[3]

ასე მოქმედებდა და მოღვაწეობდა მირიანი, ვიდრე ის ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ქართლის-ცხოვრების თქმით, მირიანი აფუძნებს საქართველოში დინასტიას ხოსროიდებისას, ანუ უკედ ვსთქვათ, სასანიდებისას. ქართველთ ერის-თავთ გამოთხოვით, ქასრე პირველი სასანიდი სპარსეთისა თვითონ დაჰსვამს იმას მცხეთაში მეუფედ და სხვათა შორის სომხეთსაც დაუმკვიდრებს იმას. განსაკუთრებითი ყურადღება ქასრესი მიქცეულია მცხეთაზე „რამეთუ მცხეთა ყოველთა ქალაქთა უფროსად და უმაგრეს გამოარჩია მახლობლად ჩრდილოთა მტერთა, რათა იპყროდეს ყოველთა კავკასიელთა“ მირიანი ქასრეს სიკვდილის შემდეგ ითვისებს სპარსეთის ტახტს. ის ხანგრძლივ ებრძვის ჰერეთში და მოვაკანში და უფროსღა დარუბანდში ხაზართ, რომელნიც მოვიდიან და მოადგიან დარუბანდს, რათამცა წარიღეს და განაღეს კარი ფართო და მუნითმცა იწყეს გასვლა სპარსთა ზედა“. კოსტანტინე კეისრის ომში გუთთებთან მონაწილეობას მიიღებს სომეხთ ტირდატი, რომელიც აქ თავს ისახელებს და შემდეგ ბერძნების ჯარის შემწეობით დაიჭერს თავის სამეფოს და განდევნის სომხეთიდამ „სპათ ერის-თავთა მირიანისთა“. ასტყდება ბრძოლა მირიანისა ტირდატის შორის. გარდა ამისა მირიანი მიეკერძება სპარსეთის მეფეს, როდესაც ის საბერძნეთში შედის. საბრძოლველად კოსტანტინესთან; ამ დროს კოსტანტინეს მომხრე არის ტირდატი. კოსტანტინე მტერსა სძლევს და შემდეგ დაუზავდება მირიანს დაამოყვრებს იმას სომხეთის მეფესთან, განუწესებს იმათ საზღვრებს და გამოსთხოვს — მირიანს მძევლად იმის შვილს ბაქარს…

ეს ნაამბობი აღბეჭდილია იმავე თვისებით, რომელიც ჩვენ წინად რამდენჯერმე შევნიშნეთ. აქ ნამდვილი ფაქტი და ზღაპრული ამბავი ერთი მეორესთან შეკავშირებულია, აქ ერთის დროს შემთხვევა მიეწერება მეორე დროს, აქ ზოგიერთი გარემოება, რომელსაც ჩვენი მატიანე მოიხსენებს და უცხო ტომთ თქმულება კი არა, ეჭვ ქვეშ უნდა იყოს, თუმცა ის ისტორიის წიინააღმდეგს არას წარმოგვიდგენს. შესალებელია, მაგალ., რომ მირიანი იყო სასანიდთაგანი, რომ ის საქართველოს მეფედ დაუსვამს სპარსეთის ხელმწიფეს თავის გავლენის დასამყარებლად კავკაზის მხარეში, რომ მირიანი სპარსეთის მეფის ძალით განაგებდა სომხეთს, რომელიც ხოსრო დიდის სიკვდილიდამ, ვიდრე ტირდატის გამეფებამდე, 27 წლის განმავლობაში, უპატრონოდ იყო დარჩენილი და ტირდატის შემოსვლის დროს განდევნილ იქმნა. შესაძლებელია, რომ მირიანს ჰყვანდა სპარსეთში ძმა ბარტომი, თუმცა უეჭველია, რომ არდაშირის მემკვიდრედ იქ დაჯდა 238 წელს იმისი შვილი შაბური პირველი, რომელსაც მოწინააღმდეგე არავინ არ გამოსჩენია. ჩვენ მატიანეს თქმულება ამ საგანზე რომ ნამდვილი შემთხვევა იყოს, მაშინ — ცხადია ესა — ის მოხსენებული იქნებოდა უცხო ტომთ მწერალთაგან, მაგრამ ამ შემთხვევას არც ერთი მტიანე არ უჩვენებს.[4] მოსე ხორენელი მოიხსენებს გაკვრით ტირდატის მონაწილეობას პრობუსის ბრძოლაში გუთთებთან ანუ გოთებთან, რომელშიაც ტირდატს უსახელებია თავი. ეს მომხდარა 281 წელს. დიოკლიტიანის დროს, 284 წელს, ჩამჩიანის თქმით, ტირდატი გოთების მეფეს ჰრთჩეს შეებმის და მოჰკლავს იმას, ამითი დასრულდება ომი.[5] გუთებს ანუ გოთებს ჰხადიან სკვითებად ანუ ინდო-ევროპიელებად; იმათი ენა თავის ლექსიკონით და გრამმატიკულის აგებულობით მიემსგავსება ნემეცურს და სპარსულს. ძველად გოთნი დამყრებულნი იყვნენ სკანდინავიაში და შვეიციაში. შემდეგ სამის საუკუნის წინად ქრისტეს შობისა, იმათ დაუჭერიათ სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაპირები ბალტიის ზღვისა: აქედამ ისინი გაბნეულან გერმანიისაკენ და შავის ზღვისკენ, საიდამაც ხშირად თურმე სცემდნე დუნნასი მხარეებს. იმათ ისე შეარყიეს რომი რომ რომის იმპერატორებს ხარჯით უნდა მოესყიდათ იმათი მშვიდობა, რომელსაც ისინი ყოველსავე შემთხვევაში არღვევდნენ, ვალერიანის და გალლიანის დროს გოთებმა განვლეს ჰელლესპონტი, ააოხრეს მცირე აზია, დასწვეს ედესსის ტაძარი და შევიდნენ თვით კაპპადოკიაში. თითქმის ყოველს რომის ბრძოლაში სპარსეთთან აუცილებელი იყო იმათი მონაწილეობა, რომელსაც ხან ერთს აძლევდნენ, ხან მეორეს. გოთებში გაავრცელეს ქრისტიანობა მცირე აზიიდამ და მეტადრე კაპპადოკიიდამ ტყვედ გაყვანილთა; ერთმა იმათგანმა, გოთის ეპისკოპოზმა ულფილამ, ნათესავით კაპპადოკიელმა, შეასუსტა იმათში კერპთ-მსახურება, მოარბილა იმათი ზნეობა და მისცა იმათ ანბანი, რომელიც მიემსგავსებოდა ბერძნულს და ლათინურს და მიღებულ იქმნა სხვა სკვითების ტომთაგანაც. მანვე გადმოსთარგმნა გოთურ ენაზე ძველი მცნება. გარდა ამისა გოთებს ჰქონდათ ისეთი სამოქალაქო წყობა, რომელზედაც შემდეგ დამყარდა გერმანიელების სჯულდება.[6] — ქართლის-ცხოვრება, როგორცა სჩანს, მირიანის დროსაც და იმის წინათაც, ხშირად მოიხსენებენ ერთ ჩრდილო-ტომს, ხაზარებს. ვინ იყვნენ ხაზარნი, რა დროდამ არიან ცნობილნი, სად ცხოვრობდნენ, რა რიგად და როდის მოაწყდნენ პირველად კავკაზის მთებს, ამაზე ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი. ჩვენ მატიანეს ამ ტომზე სრულებით ეთანხმება უცხო-ტომთ თქმულება. ქართველებისა და სომხების გარდა ხაზარებს მოიწვევდნენ რომაელნი და სპარსნი თავიანთის ურთიერთის ბრძოლის დროს, და თვით ისინი, როდესაც უსაქმოდ შთებოდნენ, ხან აქ სცემდნენ, ხან იქ. ხაზარნი საშიშნი იყვნენ უფრო სპარსეთისათვის, რადგანაც ამათი მოხერხებული გზა სპარსეთის საზღვარს დასცქეროდა. ის მიემართებოდა დერბენდის მხარეს და, ქართლის-ცხოვრების შენიშვნით, უფრო „ფართო“. და ადვილად გასავალი იყო, ვიდრე ჩვენი ხევის-კარი ანუ დარიალანი, ქართველების „დარუბანდის კარი“ უცხო-ტომთ მწერალთაგან დიაღ ცნობილია: იმას უწოდნენ: რომელნი Pylae Albanicae, PyleCasiae, სომხები ჩოგ – ანუ ჩორ, ბერძნები ძურ.[7] დერბენტის შესავალში აღმართული იყო ვრცელი ციხე-სიმაგრე, რომელიც იწოდებოდა ვირფარახად ანუ იბერიის ზღუდედ. ეს ის ზღუდე უნდა იყოს, რომელსაც ჩვენ უწოდთ კავკაზის კედლად და ახალის გამოკვლევით, როგორც ამას მოწმობს თვით მისი კვალი, აქამომდე დაცული, მიემართება 360 ვერსზე, და დერბენდიდამ მოყოლებული ერთის მხრით გადადის კავკაზს იქით, მეორეს მხრით შედის საქართველოს საზღვარში.[8] უეჭველია, რომ ეს ვრცელი ზღუდე უნდა იყოს აშენებული სხვა და სხვა — დროს და სხვა და სხვა ტომთაგან, „საქართველოს მეფეებს, ბროსსეს შენიშვნით, დიაღ ხშირად ჰქონდათ ომიანობა დერბენდის მხარეს და ამისთვის იმათი სარგებლობა მოითხოვდა, რომ გასავალი ჩორისა ანუ ძუარის იმათ დახშული და დაცული ჰქონიყოთ“[9] დერბენდის ციხე-სიმაგრეზე დიდი ყურადღება იყო მიქცეული რომაელთაგან და უფრო სპარსთაგან, როდესაც ის იყო სპარსების ხელში, ისინი იმას დიდძალის გარნიზონებით სცვიდნენ იმას, რომ საზარნი შეეკავებინ.[10]

ჩვენის ფიქრით, ტირდატის ომი მირიანთან შესაძლებელი საქმეა, თუ რომ მხედველობაში ვიქონიებთ მაშინდელს ქვეყნის მდგომარეობას. რომი და სპარსეთი ერთი მეორეს ებრძვიან; რომი ექომაგება ტირდატს, რომელიც რომაელების შემწეობით ცდილობს სომხეთის დაჭერას; სპარსეთი ექომაგება მირიანს სასანიდს, რომაელნი და სპარსნი ამ შემთხვევაში ეძიებენ თავის სარგებლობას, ესე იგი, ორივე მხარე ცდილობს საკუთარის გავლენის გავრცელებას აზიაში. ეს კია, რომ ამ აზრს არ უთანხმება სომეხთ გარდამოცემა, ვითომც საქართველო ექვემდებარებოდა ტირდატს, ვითომც მირიანი იყო ტირდატის სპათა უფროსი, ვითომც იმის მზადების დროს საბრძოლველად სპარსეთთან, 296 წელს, იმან მიიხმო ალბანიის და იბერიის ჯარები[11] — ქართლის ცხოვრების თქმულება სპარსის მეფის ბრძოლაზე კოსტანტანე დიდთან ისტორიული სიცრუეა. ჯვარის წარძღომა აქ „ღვთის მსახურთ კაცთ რჩევით“, დამარცხება სპარსთა და შემდეგ კოსტანტინესაგან ნათელ-ღება სხვა და სხვა დროს და სხვა და სხვა მეფობის შემთხვევაა, ჯვარის ძალით სძლია კოსტანტინემ თავის მტერს, მაგრამ ეს მტერი იყო მაქსენცია და არა სპარსეთის მეფე. კოსტანტინემ ნათელ-იღო ბევრით შემდეგ ქართლის-ცხოვრებისგან ჩვენებულ დროზე, ესე იგი თავის სიკვდილის წინად.[12] გარდა ამისა არც კოსტანტინე დიდს. არც იმის პირველ შვილს კოსტანტინე მეორეს ჰქონიათ ბრძოლა სპარსეთთან. თუმცა ეს უკანასკნელი მოემზადა საბრძოლველად, მაგრამ ამ მზადების დროს მოკვდა.[13] ეს ბრძოლა იწყო მხოლოდ კოსტანტინე დიდის მეორე შვილმა კოსტანციმ.[14] შესაძლებელია, რომ ამ ომში მიემხრო ქართველი მეფე სპარსეთს და შემდეგ, როდესაც საქმის გარემოება შეიცვალა და ამისგამო იმან მიმართა კოსტანტის, კოსტანცმა დამოევრა ის ტირდატს. — ამ დროს ჩვენს მატიანეში მოხსენებული მირიანის ძე ბაქარი, ვითომც კოსტანტინესაგან მძევლად გაყვანილი. იმის თქმით შემდეგ ქრისტეს სჯულის მიღებისა მირიანისაგან, „კეისარმან კოსტანტინემ გამოუგზავნა იმას ძუ ბაქრ ნიჭითა დიდითა“.[15] ეს იყო ის ბაქარი, რომელიც მირიანის მოადგილედ დაჯდა საქართველოში — და მეფობდა 342 წლიდამ 364 წლამდე.[16] აქ უნდა ვსთქვათ, რომ არც ბაქარის შესახებ ეთანხმება ქართლის-ცხოვრება უცხო-ტომთ თქმულებას, რომელიც თუმცა მოიხსენებს „იბერიის მეფის ძეს ბაკურის“, მაგრამ, როგორც სჩანს, ის უნდა იყოს სხვა ბაქარი, რუфინს გაუცვნია იერუსალიმში ბაკურისი, რომელსაც იმისთვის უამბნია ქრისტეს სჯულის დამყარება საქართველოში. რუфინის სიტყვით, ის ყოფილა დიაღ ყმაწვილი, როდესაც ნინოს უქადაგნია ჩვენში ახალი მცნება. განდევნილი საქართველოდამ შინაურის აღრეულობისგამო ის გასულა საბერძნეთში და აქ იმისთვის იმპერატორს თეოდორეს მიუნდვია სასახლის მსახურთუფროსობა და პალესტინის გამგეობა, ის მოკლულ ქმნილა 394 წელს, მაშინ, როდესაც ის ბერძნების ჯარით თურმე ებრძოდა ტირანს ევგენის. იმის ახოვანებას დიდის ქებით მოიხსენებენ იმ დროს უცხო-ტომთ მწერალნი“.[17]

____________

1 ქრთლის-ცხოვ. გვ. 59-61.

2 ქართლის-ცხოვრ. გვ. 60 — 62

3 ქართლის ცხ.. 62-64 გ.

4Hist. de la Géor. I, p. 86 n. 3.

5 Ист. Арм. Моис. Хор., стр. 145. Hist. de Geor. I, 86 n. 4.

6 Hist. du B-Emp. III, 324-329. IV, 97-10

7 Brosset, Voyage _ archélog. 1-re rapp. p. 97.

8 Истор. Груз кн. Баратова СПБ, 1865, I, стр. 36-37.

9 Hist. de la Géor. I, 154 n. 2.

10 Lebeau, Hist du Bas—Emp. VI, 291, 317. VII, 269-270, 398-399.

11Hist. de la Géor. I, 87 n. 4.

12 Hist. du B—Emp. I, 89, 96, 328-329. | Hist de la Geor. I, 129 n. 2.

13 Hist. du B-Emp. I, 343, 344, 379, 380-381.

14 Ibid. 381, 402—312. 432 — 456.

15 ქართლის-ცხორვება გვ 99.

16 Hist. de la Géor. I, 133.

17Ibid. 132 n. 3 Hist. du B-Emp. III, 337 n. 2; V, 45, 46, 53.

6 წერილი რედაქტორთან

▲ზევით დაბრუნება


წერილი რედაქტორთან

უფ. მეგაზეთე შენი ჭირიმე შენ მაინც გვიშველე რამე თორემ ამ ჩვენმა მამასახლისმა დაგვღუპა მთელი საგარეჯო, გთხოვ შენი ჭირიმე ქვემო მოყვანილი ოინები დაბეჭდოთ თქვენს გაზეთში, რომ ყველამ გაიგოს და რამე სამართალი მოგვცენ, ბატონო მილიციის კენჭი ვისაც ერგო, რასაკვირველია ყველანი დაფათურდნენ როგორმე თავიანთ თავი გამოეხსნათ; მამასახლისი პირობებს აძლევს გამოხსნისას თუმცა იმას არაფერი არ ეკითხებოდა რა, ამიტომ ატყუებდა ხალხს და ორ თუმნობით და სამ თუმნობით ართმევდა. კენჭში ჩააგდეს სამას ორმოცდა ათი ყმაწვილი კაცი, მამასახლისი ყველას ატყუებდა და ეუბნებოდა ყველას მოგერგებათო, სანდისხან ტყუილა მოიგონებდა ჩაწერილებს: შენზე მოწერილობა მაქვს, უნდა წახვიდეო, რასაკვირველია ფულებს ჩააყრიდნენ და თავს გაანებებდა. მაგალითად, დეკანოზს თედიაშვილს გამოუცსადა დაბარებული ხარო, თედიაშვილმა წინედ მისცა 25 მან. და აღუთქვა ერთი კვიციც, უკეთუ მამასახლისი უშველიდა თედიაშვილი ჩავიდა ნაჩალნიკთან გასინჯა საქმე, აღმოჩნდა რომ იმისი რიგი სრულიად არ ყოფილიყო. ამ გახურებულ მუშაობის დროს ხუთ ჯერ გაგზავნა ქალაქს მამასახლისმა თედიაშვილი და მოსცარა მისი საქმე. თედიაშვილი იქ ჩავიდოდა, უარს ეუბნებოდნენ, აქ მოვიდოდა მამასახლისი ძალას ატანდა, დაბარებული ხარო. გიგოლა ესიაშვილსაც ესევე უყო და ერთი თუმანი გამოართო და ერთი დღის ყანაც უნდა მიეცა. ალექსა მათიაშვილსაც ოცდა ხუთი მანეთი ამავე საქმეზე. ამისთანა საქმეები თითქმის ყველაზედ მოასდანა არც ერთი არ გადურჩა სამას ორმოცდა ათიდან, რომლებიც იენენ კენჭში ჩავარდნილნი. რაც შეეხება ბეგრების საქმეს იქ უფრო საშინელი ოინები მოახდინა, ზოგს ხარები გამოართვა, ზოგს ურმები, გაგზავნა კაცები თითონ თავის ნებით ამორჩეულნი, რასაკვირველია, ვისაც ქრთამები გამოართვა. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ თვლები ურმისა მოაგროვა და ხალხს ატყუებდა გუმბრში ურმის თვლები დაცვეთილა და იქ უნდა გავგზავნოთო, აღმოჩნდა რომ ის თვლები აქ დაყიდა და ფულები მიირთვა. დ. ესაიშვილსა და ნ. გრატიაშვილს უყო ეს ოინები, ამ გაჭირვებაში ვართ ამ კაცისაგან და დაგვიხსენით როგორმე.