The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (36)1878.14.09


ივერია (36)1878.14.09



1878.14.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ტფილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლების მასწავლებლებთა კრება ქ. ტფილისში [1]

4 სექტემბერი. გათენდა ორშაბათი. მოახლოვდა ცხრა საათი, ნელ-ნელა კიდევაც შეიკრიბნენ ქალაქის საბჭოში ჩვენნი ნაცნობნი, დღეს გაკვეთილი ასწავლა უფ. ივანე როსტომაშვილმა კახის ნამასწავლებელმა, მაგრამ უნდა გამოვტედეთ, რომ უფ. როსტომაშვილმა ვერც დღეს აისრულა თავისი საქმე რიგიანად, თუმცაღა დღეს მას თითქმის ყველაფერში კლასის მასალა ჰქონდა, ამის გამო ყველა გაკვეთილები ამას დღეს არ უსწავლებია. ორი დანარჩენი გაკვეთილი ასწავლა თვით უფ. დირექტორმა, კლასებში სწავლა ავად-თუ კარგად გათავდა. დაიშალენ ყველანი და თავიანთ სახლში წავიდნენ.

საღამოს ხუთს საათზედ შეიკრიბნენ ჩვენნი პედაღოღნი ჩვეულებრივად სამეურნო საზოგადოების შენობაში, საცა განარჩიეს უფ. როსტომაშვილისაგან სწავლებული გაკვეთილი. შემდეგ დაიწყეს სჯა იმაზე, თუ რამდენის წლის ყმაწვილი უნდა მიიღონ კლასში სასწავლებლად. წერა-კითხვა რომელის მეთოდით უნდა ასწავლოს კაცმა: აქვე უნდა გიამბოთ: სხდომას ჯურედაც არ მისცემია რიგიანი მსვლელობა. დღემდის მართალია ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ჯერ ცოტაც არა გაკეთებულა რა. ამის მიზეზი უწესოება არის, რომელიც დღემდის ვერ განუშორებიათ.

5 სეკტებერი, როგორც ჩემი დღიური მიდის უფესრულად, ისე ჩვენის პედაგოგების წინდელი საქმე მიდის. დღეს უფალი დირექტორი რაღაც გვიან მოვიდა სასწავლებელში. ამისთვის არ დაუცდია უფ. კუჩუკოვს, რომელიც დღეს გაკვეთილს ასწავლიდა. დასხდნენ შეგირდები. დაიწყო სწავლა. მაგრამ უფ. კუჩუკოვი, როგორც ეტყობოდა, საშინლად დაიფანტა. ამ ყმაწვილ-კაცმა თავისი საქმე გვარიანად უნდა იცოდეს, როგორც ეტყობა. დღევანდელის გაკვეთილის მიცემაზე არა ღირს არაფრის თქმა. ხვალისათვის და ზეგისათვის-თვით სტრელეცკიმ უნდა ასწავლოს გაკვეთილი. ახლა შევიდეთ სამეურნო საზოგადოების შენობაში და ვნახოთ, რას შვრებიან სხედან ერთს დიდს, გრძელს სტოლთან ოც-და-ხუთამდის კაცი და არჩევენ, უშინსკის წიგნს Руководство къ преподованiю по родному слову . სამი საათის სხდომის შემდეგ უფ. დირექტორმა მასწავლებლებს ხარჯის ფულები დღეში თითო მანეთი დაურიგა და სხდომაც გათავდა ხვალემდის.

6 სექტემბერი. დღეს გაკვეთილი თვით დირექტორმა ასწავლა, მაგრამ არც ეს არის იმდენათ შესანიშნავი, რომ ამაზე რამე დაიწეროს. მაგრამ ამასაც-კი ვიტყვი, რომ ამ გაკვეთილებშიაც ბევრი ნაკლულევანება შკამჩნიეს აქ მსხდომთა. გაკვეთილებზე ლაპარაკს, ჩემის აზრით ის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რაც სჯა აქ სამეურნო საზოგადოების შენობაში მოხდება ხოლმე. ჩვენი განათლების წარმომადგენელნი დღეს იწყებენ მხურვალედ ლაპარაკს: დღეს რამდენიმე კითხვა ჩამოვარდა, რომელთა შორის შესანიშნავნი არიან შემ დეგნი რამდენს წელს უნდა ისწავლოს სოივლის ბავშვმა შკოლაში? რამდენის წლის ნაკლები არ უნდა მიიღოს სასწავლებელმა? რა ენაზე უნდა იუოს შკოლაში საგნების მწავლება? პირველის კითხვის შესახებ, თუ რამდენს წელს უნდა ისწავლოს ყმაწვილმა შკოლაში, გარდასწყვიტეს: სოფლის შკოლაში ყმაწვილმა უნდა ისწავლოს მხოლოდ სამს წელს, მისთვის რომ ვითომ გლეხს არ შეუძლიან შკოლაში ამ დროზე მეტს ხანს დააყენოს ყმაწვილი, ესეც რომ არ იყოს, ოთხს განყოფიილებას, რომელიც მეოთხე წელში გამოჩნდება ერთი მასწავლებელი თავს ვერ აუვაო. ამ დროს წარმოდგა უფ. ნ. ჯუღელი. ჰსთხოვა სიტყვის თქმის ნება უფ. დირექტორს, რომლისაგან იმ წამსვე ნებართვა მიიღო, და სთქვა: სამი წელიწადი რომელიც თქვენ დააწესეთ ეხლა, არ კმარა სოილის შკოლისთვის. ამ მოკლე დროის განმავლობაში, ე. ი. თვრამეტს თვეს, რომ მაწვალებს სწავლა აქვთ, ყმაწვილები სრულიად ვერაფერს ვერ მოასწრობენ, ამისთვის სანატრელი იქნებაო, რომ სოფლის შკოლებისა თვის ოთხი წლის კურსი დაინიშნებოდესო, ეგ მართალიაო, აქ მსხდომთა სთქვეს, მაგრამ, როგორცა ვსთქვით, გლეხს არ შეუმლიან ოთხს წელიწადს მოაცდინოს სწავლისათვის შვალი, მუშაობაში მშველელი, როგორც ჩვენში იტყვიან მამას მარჯვენა მხარიო, ამაზე სთქვა ჯუღელმა, მე მხლოდ იმას ვიტყვიო, რომ ყველა გლეხი თუ არა ასზე ხუთი მაინც მოაცდენს ოთხს წელიწადს შვილსა, რომელსაც შეეძლება რიგიანად იმის შესწავლა, რაც სოფლის შკოლების პროგრამაში შემოვაო. ჩემის ფიქრით უმჯობესია, ხუთის რიგიანის კაცის ყოლა, ვინემ ასისა და უხეიროსიო. ამაზედ ერთმა მასწავლებელთაგანმა, რომელიც სხვებზე უმჯობესად ითვლებოდა, სთქვა: უფ. ჯუღელის აზრის თანახმა არა ვარო, ჩემის აზრით ჩვენის ხალხისთვის ბევრი ცოტაოდნად ნასწავლი სჯობსო, ვინემ ცოტა კარგად ნასწავლიო. ამის შემდეგ უთხრა ჯუღელმა მასწავლებლებს; თქვენ გაგონილი გექნებათ,რომ ზოგან რუსეთში და ბევრგან სამზღვარ გარეთ შკოლა ოთხისა, ხუთისა და ხან შვიდი-რვა განყოფილებიდამ შედგება ხოლმე, რომელსაც ერთი მასწავლებელი უვლის და აქ რა გიშავთ, რომ ოთხს განუოფილებას, ხელი შეუწყოთო? ამ კითხვაზედ უფ. დირექტორმა მასწავლებლებს უთხრა, რომ კითხვა იმათ შეეხებათ და უნდა პასუხი მისცესო. ამის შემდეგ უფ. ივ. როსტომაშვილმა სთქვა: რუსეთში არსად არ არის ოთხ-განყოფილებიანი შკოლაო. სხვებმა სთქვეს; მართალია სამზღვარს გარეთ ოთხ-ხუთ განეოფილებიანი შკოლები არიან, მაგრამ იქ სულ სხვა პირობები არის თან არც რიგიანად(?) მიდის საქმეო, ამისთვის გვსურს სამის წლის კურსის მეტი არ იქმნას ჩვენს შკოლებშიო, და კიდევაც ამით გათავდა საქმე.

მეორე კითხვა, თუ რამდენის წლას ყმაწვილი უნდა მიიღონ სასწავლებლად, ცოტა სჯის შემდეგ, გარდასწყვიტეს, რომ მიიღონ შვიდის წლიდამ მოკიდებულია რამდენის წლისაც უნდა იყვეს ყმწვილი, თუნდ ოცისაც.

მესამე, რა ენაზე უნდა მიიღებოდეს სწავლა ქართულ შკოლებში. ამაზე ბევრი სჯა არ ერია, რადგანაც ეს ყოველმა კაცმა იცის, აქ სთქვა უფ. დირექტორმა: დღემდისანაც ჩვენს შკოლებში ქართულს ენაზე ყოფილა სწავლა და მომავალშიც ისე უნდა იქნესო, ამაზე წარმოსდგა უფ. მარჯანიძე (გარეშე პირი) და ჰსთქვა: აქობამდის, როგორც ზოგი მასწავლებლები ამბობენ, სწავლა საგნებისა რუსულს ენაზე მიდიოდაო, მაგრამ დღეიდამ კი ასე არ უნდა იქნეს. აწ მაინც სიტყვა, მარტო სიტყვით ნუ დარჩება, თორემ თქვენი სამის წლის კურსი სრულიად ვერაფერს გააკეთებს, ე.ი. ვერაფერს მოასწრობენ ყმაწვილები და ხალხს შკოლები შესძულდებაო, ამაზე უფ. დირექტორმა უპასუხა შემდეგი: მაგ კითხვას ეხლავ თვით ჩემის მასწავლებლების პასუხით დავარღვევო. უფ. მასწავლებელნო, რა ენაზე მიდიოდა თქვენი სკოლებში სწავლა საგნებისა, რუსულზე, თუ ქართულად? მამწავლებლებმა უპასუხეს ერთ ხმად: ქართულს ენაზედაო. დღემდის თვითონ ამ მასწავლებლებთაგან გაგვიგონია, როგორც მე, ისე შენცა მკითხველო, რომ სწავლა რუსულს ენაზე მიდის ჩვენს შკოლებშიო, ეხლა ვინ არის მტყუანი?!

მესამე კითხვა შეეხებოდა იმას თუ რა დროიდამ დაიწყონ ყმაწვილების მიღება ან სწავლა და რა დროს დაითხოვონ კანიკულებზე ყმაწვილები, ამაზე დაადგინეს შემდეგი: ყმაწვილების მიღება დაიწყონ თხუთმეტის სეკტემბრიდამ და განაგრძონ პირველს ოქტომბრამდის ხოლო საკანიკულოდ ხუთმეტს ივნისს დაითხოვონ რადგანაც კალოობა იწყება ივნისის თხუთმეტიდამ. ამას გარდა რამოდენიმე წვლილმანს საგნებს შეხენ, მაგრამ ამაზე არ ღირს წერა, მხოლოდ ის უნდა ვჰსთქვათ, რომ მასწავლებლებთ შორის დირექტორმა გაანაწილა საგნები, რომლებზედაც ამათ პროგრამმა უნდა შეადგინონ.

7 სეკტემბერს. დღეს ისევ უფ. დირექტორი ასწავლის გაკვეთილებს, ისევ ისრე როგორც გუშინ. საღამოსაც მაგდენი არა ყოფილა რა, რისთვას? აი რისთვის: უფ. მასწავლებლებს ქონდათ დასაწერად მიცემული უშინსკის წიგნი Руководство къ преподаванію по „Родному слову“, რა არის ხმიური მეთოდა (звуковая метода) და ეს არ აღესრულებიათ. მიზეზი რა მოგახსენოთ. ეს კი ვიცი, რომ არ დაეწერათ. ამაზედღა ილაპარაკეს ცოტა ხანს, ბოლოს სამღვთო სჯულის პროგრამმის შედგენაზე, მოჰყვნენ ბაასს. უფ. ივ. როსტომაშვილმა ჰსქვა ჩემის აზრით კარგი იქნება, ჯერ თავდაპირველად — ყმაწვილებს იმ წმინდანთ გავაცნოდეთ, რომელიც ადგილობრივ პატივცემული არიანო, მაგ. წმიდა გიორგის, წმიდა ნინოს, ან სხვასაო. ამაზედ შეიქნა ერთი ლაპრაკი, ასე რომ დღეს ამის თაობაზე არა ფერი არ გაკეთებულა,

8 სეკტემბერი. სწავლა არა აქვთ დღესასწაულის გამო. მასწავლებლები, უფ. დირქტორი სტრელეცკი და ქრისტიანობის აღმადგენელის საზოგადოების შკოლების ინსპეკტორი უფ. ლიხაჩევი შეიკრიბნენ სოსტატო ინსტიტუტში, საიდამაც გასწიეს აბსერვატორიაში იქაურობის დასათვალივრებლად. აქ დახვდათ აბსერვატორიის დირექტორი ახოვანი, შეხედულობით ჯანმთელი და კეთილი კაცი, შეუძღვათ მათ ასერატორიაში აჩვენა ყველაფერი ყველას და თან უხსნიდა თითოეულის საგნის ძალას და მნიშვნელობას. გათავდა ყველიფრის გასინჯვა, მადლობა უძღვნეს უფ. დირექტორს და წავიდნენ თავიანთ სადგომზე.

9 სეკტემბერს. გაკვეთილი ასწავლა ახალმა მასწავლებელმა უფ. სატონიანცმა. გაკვეთილი კარგად წავიდა. რაც შეეხება საღამოს სხდომებს ისევ звуковая метод-ის განხილვას და განსაზღვრას მოუნდეს, ისევ იმ წმინდანებზე ჩამოაგდეს ლაპარაკი, რომლებზედაც წინა დღეებში სთქვა უფ. ივ. როსტომაშვილმა, თან უფ. როსტომაშვილს ჰქონდა დაწერილი ზოგის წმინდანის ცხოვრება და იმითგან წაიკითხა წმინდა ვასილზე. ამით გათავდა ცხრა სეკტემბერს ჩვენის პედაგოგების მოქმედება.

ანანია

საგარეჯო. 28 გვისტოს. (ივერ. კორრ.)

ბუნებამ უხვი მოსავლის პირი მოაჩვენა თავის ხალხს, მაგრამ ისევ მალე უმტყუნა და პირი თვისი შეუცვალა მოჩვენებად. უნდა გეყურებინათ თუ რა სიხარულით მოელოდნენ მდიდარს მოსავალს, დადგა მკათათვე თუ არა, გაჰქონდა ბიბინი მინდორში ოქროს ფერს ყანებს, სათიბებში თივას, და ვენახებში უმანკო მტევნებს, მაშინ – ყველა გლეხის შუბლზედ წაიკითხავდით, რომ ის ახლა თავისუფალია, მოიშორებს მოვალეებს და კიდევ ამდენი დარჩება მოსავლიდგან, რომ ორ წელიწადს ეყოს, — და ვაჭრების შუბლზედ კი, რომლებსაც შარშანვე ძვირათ ჰქონდათ პური და ღვინო. ნასყიდი, იმ განზხრახვით, რომ ომიანობა გაგრძელდება, მოსავლი ცოტა მოვაო, გაძვირდება სასმელ-საჭმელი და მაშინ ჩვენ ქეიფით გავყიდით ძვირათაო, რაღაც მწუხარების არმული ასდიოდათ, მაგრამ გულს იგრილებდნენ იმითი რომ ის უხვი მოსავალი ისევ ჩვენს სულში მოვაო, გლეხ-კაცობას არ აქვს შეძლება მოსავლის შინ შემოტანისა და ის მოსავალი ჩვენთანვე მოვა ფას-ნაკლებაო, ამიტომ ამათ გაკვეთეს კოდი პური მანეთ-ნახევრად, მაგრამ ამათთან ვიღა მიდიოდა, როდესაც დამზოგველის ამხანაგობის მაზანდით ისყიდებოდა ორ მანეთად. ამის გარდა ამათგან რაღას იყიდდნენ? ყოველივე რაც საჭიროა ცხოვრებისათვის. მოიპოვება ამხანაგობის დეპოში, იაფად. მაშასადამე ზემოხსნებული ფიქრი ვაჭრებს შეეცვალათ შავ ფიქრებით, მაგრამ საცოდავს გლეხებსაც კი შეეცვალათ თავინთი განზრახვა. „კაცი ბჭოდა, ღმერთი იცინოდაო“ სწორედ ასე მოუვიდათ საქმე. როდესაც ჩამკეს ამ მუშის სიძვირეში (და ზოგმა კიდევ მოუმკალსაც გაანება თავი) ასტყდა წვიმები, ყანა მოსატანი დარჩათ მინდორში. ერთი კვირა გამუდმებით იწვიმა გაფიცხებულ თავ-თავებში, მესამე დღეს — გაჯეჯილდა, ამოდენა შრომამ და ხარჯმა ფუჭად ჩაუარა ხალხს, მოაქვთ გაჯეჯილებული ძნა, მაგრამ რა გამოდის? ორ ურემ ყანას გამოდის ხუთი ან ექვსი კოდი პური, ღივ გამოსული და გაალოებული, თივებიც მზად გაცელილი წვიმებისაგან მინდორში დაულპათ. ესეც არ აკმარა დალოცვილმა ღმერთმა, ვენახები დაუნაცრათ ისეთ ნაირად, რომ ამათს წელიწადში არას დროს არაყოფილა ასე ძლიერ დანაცრული, მაგრამ ესეც გასაკვირველია, ერთს ვენახს ნახავ, რომ სრულებით საღი და უვნებელია. იმავე ვენახის გვერდით ნახავ ვენახს სრულიად დანაცრულს და აოხრებულს, ამ მდგომარეობაშია მთლად ივრისხეობაზედ ხალხი და მამულები. ხალხი დაღონებული არის იმის გამო, რომ მოსავალი ბევრი იყო, მუშა-კაცი კი ცოტა არის, რის გამოც მოსავალი ვერ მოიტანეს დროზედ, მინდორში დაულპათ. მაგრამ უნდა გეცქირათ, თუ რა სიხარულს მიეცა ხალხი, როცა დაინახეს 23 აგვისტოს დილით მილიციიდგან დაბრუნებული მილიციონერები. დედები, მამები, ძმები და დები ეხვეოდნენ გარს, კოცნიდნენ და ჰკითხავდნენ იქაურს ამბავს. ხალხს აღარ ემჩნევა ის დარდი და მწუხარება, რაც აქამდინ ეტყობოდათ, ის თითქო გულში ფიქრობს, თუნდ სულ მშივრები ვიყვნეთ, ოღონდ ომი კი ნუღარ იქნება და შვილებს ნუ დაგვიკარგავთო, ამ მილიციის მოკრეფამაც დიდი ზარალი მოუტანა ხალხს. აივსეს ჯიბეები და უბეები მამასახლისებმა და მოხელეებმა, ბატონებო, მერე ისეთი დროც შეემთხვათ!... თებერვალში მამასახლისები და მოხელეები გამოსცვალეს, სხვები ამოირჩიეს და აქნობამდის ჯერეთაც არ გადუციათ ახლებისათვის. გამოცვლილი მამასახლისები კი რაც შეიძლებოდა ტუტას ადენდნენ ხალხს და გასატყავებლად არ ინდობდნენ. ამ ბეგრების და მილიციონერების დროს საგარეჯოს მამასახლისზედ ამბობენ, ხუთასი თუმანი ბანკში შეიტანაო და რამდენი კიდევ შინ აქვს, ის სხვააო. წელიწად-ნახევარია რაც მამასახლისობა დარჩა კანდიდატობით და სახლში ხუთი კატა არა ჰყვანდა. ერთი გლეხი ჩიოდა, რომ ბეგრის ურმები მოკრიფაო, ზოგს ურემი გამოართვა, ზოგს ხარები და ბეგრით გააგზავნინა ოც-და-ათი ურემიო, ხალხს არ გამოგვიცხადა, თუ ხაზინიდან რამე ჯამაგირი იქნებოდა თვეში ურმებისათვისაო. კაცები თვითონ დაიქირავა და ჩვენს ურმებს გააყოლაო, სოფელმა კიდევ სამგზავრო ფულები მივეცით, ამასთანავე მივეცით ნება ვინიცობაა იქ ხარი მოუკვდეთ, კიდევ სოფლიდგან მოითხოვეთო. ხაზინიდამ გამოსული ფულიც თქვენი იყოსო. მამასახლისი გვარწმუნებდა, რომ ცოტა რამ ექნებაიო, თურმე ნუ იტყვით მამასახლისს სცოდნია, თითოეულ ურემზედ თვეში დადებული ყოფილა შვიდ თუმან-ნახევარი თუ არ მეტი ფული, მეხრეებთან მამასახლისს პირობა შეუკრავს, იმ ფულიდგან ნახევარი მეხრეებისა უნდა იყოს და ნახევარი მამასახლისს უნდა მისცენ. ამასთანავე მეხრეები იქ სოფლის საქონელს ჰყიდიან და მამასახლისს სწერენ დაგვეხოცაო; მამასახლისი კიდევ სოფელში აგროვებს საბადლოებს და გზავნისო, ამ მამასახლისისაგან ჩადენილი ოინების მეთვალ-ყურე არავინ არის და ხალხს გვატყავებსო. ასე ამბობდა ერთი ფარაჯაში გახვეული გლეხი, რომლის ერთი კამბეჩი გაუყიდნიათ და მეორეს ართმევდნენ და ეს გუბერნატორთან ჩიოდა ამაზე. ამ მამასახლისისაგან ჩადენილი ოინები ბევრია, რომელთაგანი „ივერიაში“ და „ტფილისის უწყებაში“ იყო გამოცხადებული, მაგრამ ამის შედეგი არ ვიცით..... ამისთანა საქმეს რასაკვირველია ყურადღებას მიაქცევენ, რადგანაც ამათის უწესობით სათემო უსიამოვნობა ხდება ხოლმე ხშირად. ხალხი დღე-დღეზე მოელის მის გამოცვლას, ყველა მაზრებში გამოიცვალნენ და აქ არ ვიცით, რათ არის შემდგარი საქმე?

ა. კავთელი.

საგარეჯოდამვე გვწერენ: „ამ ოთხის თვის წინად მე და ჩემს ამხანაგს გვსურდა თევზი გვეყიდინა უფ. ალელოვისაგან „ივრის დამზოგველის ამხანაგობისათვის;“ გვითხრეს, რომ ალელოვი თევზს ჰყიდის თერთმეტ საათიდგან პირველს საათამდინაო, მივედით თერთმეტს საათზედ, კარები დაკეტილია. ვიდექით კარგა ხანს, ბოლოს კიბეზედ ბაჯ-ბაჯით ჩამოვიდა უფ. ალელოვი, გაგვიღო კარები; შევედით დუქანში, საცა სხვა და სხვა ჯურის თევზი უწყვიათ. ჩვენ ვუთხარით, ფასი რიგიანი გამოგვართვით, ოღონდ კარგი თევზი მოგვეცით, რადგანაც ივრის დეპოსათვის გვინდაო. რასაკვირველია, უბძანა ბიჭებს, კარგი თევზი მიეცითო. თურმე ნუ იტყვით, ზემო პირად კარგი თევზი ჰლაგებოდათ და შემდეგ მდარე. სასწორზედ დაალაგეს, მოაყარეს და მოაყარეს დამპალ-დუმპალი. შევნიშნეთ ეს და მოვახსენეთ უფ. ალელოვს, რომ ძალიან მდარე თევზს გვაძლევდნენ. ბატონებო, ერთი ასეთ ნაირად გაწყრა, რომ გულები დაგვიხეთქა: „ვა! ვინა ხართ, საიდამ მოსულხართ? გამეცალენით! თქვენზედ მე თევზს არა ვყიდი.“ ბიჭებს უბძანა, რომ თევზი აღარ მოეცათ. ბიჭებმა თევზი აალაგეს სასწორიდამ. რას ვფიქრობდი მაშინ, ის მარტო ღმერთმა იცის. სხვა რა ღონე იყო, უნდა მივფერებოდით იმ მძლავრს კაცს იმ ანდაზის ძალით, რომ „მყეფარს რო ჯოხი აუქნივოო, უფრო მოგესევაო“.

— საგარეჯოდამვე გგწერენ: „შარშან გვალვის დროს სოფელს ნინო-წმინდაში დაუშრათ სასმელი წყალი და ხალხი სასმელს წყალს საგარეჯოდამ ეზიდებოდა. ბოლოს რომ გაუჭირდათ, ხალხმა გადაჰსწყვიტა ივრის პირზედ გადასახლება სოფლობრივ. ამ დროს აქ მგზავრად შეემთხვა მოქალაქე დიმიტრი ქრისტესიასძე ჩიქოვანი, ნახა ხალხის ასეთი გაჭირებით ცხოვრება, იცოდა ისიც, რომ ხალხი ივრის პირას ცუდის ჰავისა გამო სრულიად გაწყდებოდა, აღუთქვა, ნუ გადასახლდებითო და მე ცივის მთიდამ ჩემის ხარჯით წყალს მილებით ჩამოვიყვანო. სთქვა და ეს აღთქმა შეუსრულა კიდეც ამ კეთილმა კაცმა ოთხის თვის შრომის შემდეგ, ამ აგვისტოს 25-ს დღესა წყალი ჩამოიყვანა, მიიწვივა მთელი სამღვდელონი საგარეჯოსი და ნინო-წმინდისა, გადაახდევინა პარაკლისი და ხალხს ჩააბარა შიგ სოფელში ორს მილში გამომდინარი წყარო, წყარო ცხოვრებისა, ეს უფ. ჩიქოვანი როგორც გავიცან, სწორედ სათემო კაცი ყოფილა; ეს სხვებისხვით, არ დაჰკანკალებს ფულებს; ეს ფიქრობს, გლეხის მარჯვენით მომეცაო, გლეხის მარჯვენასვე უნდა მოხმარდესო რაოდენიმე ნაწილი ჩემის ქონებისაო, კაციც ეს ყოფილა და ქუდიც მას ხურებია, ჩვენის ანდაზისა არ იყოს.

ქართლი, ფრონისხეობიდამ. („ივერიის“ კ.). ჯვარი დიწერა რაღა ჩვენზე საქონლის ჭირმა! კი აღარ გვშორდება და, მა რა ეშმაკებია თუ არა!? მემრე ისეთს დროს აარჩევს ხოლმე ეს ულმობელი, როცა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ჩვენთვის მუშა საქონელი. გაცხარებული კალოობა და ხან წაბლა ხარი გადაგვიბრუნდება და ხან ღვინიაი. მკითხველო, იმდენი შენ გაიმსე ყოველის სიკეთით, რამდენიც კაკალი ცრემლი გლეხმა გადმოჰყარა ამ ჭირიანობის დროს! ხედავ, ამ ფოლადს გაუტეხარს გლეხსა, ამასაც კი ცრემლები სცვივა! აქედგან ცხადათ წარმოიდგენ, თუ რა გულის დამწველია გლეხისათვის საქონლის ჭირი, რაკი ამ გამოწკეპლილს, ფოლადიდგან გამოქანდაკებულს აგებულებასაც ცრემლებს აყრევინებს, დავიჯერო ამირანი მოცრემლე დაინახო და გული არ შეგიწუხდეს!? აგრე მიწუხდა და მიკვდებოდნ გული მეც, ჩჩვილს ქმნილებას; ვილეოდი და ვდნებოდი უძლურის შველისადმი და მოუხერხებელის იმედის მიცემაშიაც კი, როგორ არ გაივსება გული სისხლით, როცა, მაგალითებრ, ამ ნაირს სურათს უცქერი: დედაბერი, რომელსაც მოუკვდა რვა თუმნიანი კუდ-ვარდა ხარი, წამოცუცქულა ურდოსთან, სუსტი, უჯანო, შემწვარის მაჯით დაყრდობილა მუხლზე და გაიცქირება შორს, შორს ცის კამარას უყურებს. ამას თითქო უნდაო გაარღვიოს იგი თავის ნაღვლიანის თვალით, რომ იქნება იქ მაინც იპოვოს ღმერთი, დაუჩოქოს და „უმოციქულოდ“ შეევედროს შველას აკმაროს უბედურებათ თავის სიქვრივ-სიოხრე და მოასწროს ერთად ერთის ვაჟი-კაცის შვილის დაქორწილებასა. დაუნდობელი სტიქიონი ქარი ზუილით მიქროდა და ერდოს ბოლთან მიაქროლებდა ღრმად ჩაფიქრებულის დედა-ბერის სევდა-ნაღველსაც.

მადლობა ღმერთს, დიდხანს არ გასტანა ჩვენმა ასრედ უიმედოთ შევიწროებულმა მდგომარეობამ და ბოლოს გვეღირსა საქონლის ექიმი ვეტერინარი, ცხადია, თუ რა უსამზღვრო უნდა ყოფილიეო ჩემი სიხარული, როცა ეს გავიგონე, მაგრამ ეჰ, ჩვენ კი ჩვენი დაგვემართა და! ვაი, დედის ჩემის ღმერთს! იმისთვის ვიწურეთ ოფლი მკაში, იმიტომ ვძვრებოდით გველის ხვრელში და ვატრიალებდით ნამგალს პწკრიალა მკათათვის ჰაერში, რომ ამ მუხთალს ბედს. ასე მტკივნეულად ჩაეკრა ჩვენთვის თავში, მზა-მზარეული ჭირნახული გაულეწავი დაგვრჩენოდა და დასაძაღლ-ღორეთ გაგვხდომოდა.... ეტყობა ჩვენთვის არ გათენებულა თორემ აი, თუ არა გჯერა მოგახსენებ, მობძანდა ვეტერინარი ერთს ჩვენს სახედარით სავსე სოფელში და გასცა ბძანება, რომ ჭირით გადაბრუნებული საქონელი მიწაში ემარათ გაუტყავებლი. დასამარხავი ადგილი ამორჩეული იყო იქვე სოფლის ცხვირ-წინ, ეჭვი არ არის, რომ ჩვენს ვეტერინარს ზედ მიწევნით ჰსცოდნია ფიზიკა. ბოსლები სუფთათ შეინახეთო და კირში არეული წამლით გალესეთო — ჩვენი ეკონომიური ცხოვრებაც კარგათ ჰსცოდნია ამ ვეტერინარს, მაგრამ ამისი რა ბრალია „უფროსთ რომ ვირი გყვანდეს, - აცი არ უნდა უთხრაო“.

ეს არაფერი. ეს ძირტკბილაა და ძირმწარესაც ეხლავ მოგართმევთ. თურმე ეს ვეტერინარი შესულა ერთს სოფლის ძველ ციხეში და იქ უპოვნია რაღაც საქონლის ძვლები. მივარდნია სოფლის მოხელეებს, რომლებიც თან ახლდნენ თურმე და უღერებს ჯოხს დასრტყმელად. ხან იქით იბრიძებიან ეს გლეხები და ხან აქეთ, ერიდებიან ვეტერინარის ჯოხსა. ერთას სიტყვით იგივე სურათი გამოვიდა, რაც „კრებულის“ და „მნათობის“, (საუკუნოთ იყოს მათი ხსენება) წარმომადგენლებთ შუა.

— ბჭო, იმ ოჯახ-დაქცეულს ნეტა დაერტყმია მაინც, კინაღამ დავილიე შიშით, ხარხარებდა მამასახლისი, როგორც „ლინენკას“ გადარჩენილი შაგირდი.

ერთი ბძანება კიდევ იყო უნდა მოეკრიფნათ ჭირით დახოცილი საქონლის ტყავები და დაეწვათ. არვიცი ნამდვილად, ეს მძანება სიდგან გამომდინარეობდა, ვეტერინარის მეცნიერულის დავთრებიდგან, თუ სხვა რამე საყრო წყარო ჰქონდა, ან ვსთქვათ ჯიბის სისუსტე, ან პორტმანის დაცრიელება. საქმე კი ასე იყო; მოვარდ ერთს დილას იასაული თავის საზიზღარის მათრახით და დაუწეო ტყავებს კრეფა, ვითომ და დასაწველად. საბუთად მოჰყავდა შემდეგი საგანი: „ტყავი არ უნდა შეინახოთ. ჭირანის საქონლისა, ძრიელ მავნებლია ერთს საჩხერელს კაცს ეყიდნა სურამში საქალამნეები ჭირიანის საქონლისა და გადაეტანა საჩხერეში. როცა თურმე დაალბო საქალამნეები გეჯაში ამოსასხმელად, მივიდა ერთი ხარი, დაეწაფა ამ გეჯას წელსა და დალია. მაშინვე გააცივა ეს ხარი, გაბერა და მოკლა, ახლა დაერია თურმე ჭირი მთელს საჩხერის მაზრას და სულ გასვრიმა საქონელი“. გლეხებს თუმცა წელი ჰსწყდებოდათ და ეზარებოდათ ტყავების დაწვა, მაგრამ მაინც გამოჰქონდათ და აგროვებდნენ იასაულის წინა. საუბედუროთ ერთს გლეხს აკი დაემალა ტყავი საბძელში, კაი ტყვიც იყო და ღირდა ხუთი-ექვსი მანეთი ფული. იასაულმა შეისეირა საბძელში და ბზიდგან კი გამოათრია ტყავი. მისდგა გლეხს ის ურჯულოი მათრახით და შიგ თავ-პირში გააქვს შხუილი საზიზღარ იასაულის მათრახს — მინამდინ არ დაანება თავი, ვიდრე იმისმა გასათხოვარმა დამა და დედამა ტირილი და ქვითინი არ დაიწყეს. მივვარდი მე იასაულს, დავუწყე ჩხუბი და თავი შევიმაგრე, თორემ ის იყო ორთითი უნდა დამეშვა თავში, ჩემს კითხვაზედ, თუ ვინ მისცა იმას ნება გლეხების ცემისა, მან ამოიღო წითელი ჯვარიანი სამკლაური „წითელი ჯვრის“ საზოგადოებისა, როგორც ცემის დასტურის ნიშანი, და მიჩვენებს, დავემუქრე ჩივილს და ვკითხე გვარი, მაგრამ ვერას გზით ვერ გათქმევინე. გლეხებმა ბოლოს დაუწყს ხვეწნა ტყავები გადაგვინარჩუნე როგორმეო დაწვას, ეს ამაზედ დათანხმდა, ერთი ურემი კირი მოატაინა და ვითომ და რაღაც წამალში არეული წაუსვა ტყვებს და დაუბრუნა პატრონებს. თავის გასამრჯელოში მოკრიფა კომლზედ ორ-ორი ჩანახი ქერი და გასწია.

ასე, ჩემო კარგო მკითველო, ვაის გავეყარენით და უის შევეყარენით, ვფიქრობდი მე, როცა ეს წუწკი იასოული მოგვშორდა. ისევ ჭირი გვერჩივნა ამ ცემა-ტყეპასა. დასწყევლა ღმერთმა, ლამის ყოველი კეთილი საქმე ჩვენ, უბედურებით, კაით და ვუით არ გადაგვექცეს! იმას მოგახსენებთ, რომ ეს ასსენიზაციაა, თუ დეზინფექცია სულ მათრახებს გვიტყაპუნებენ ზურგზე, საქონლის ნეხვი სოფლიდგან გარეთ გაიტანეთო. „რა ვიცი ეს ოხერი, მეუბნებოდა ერთი გლეხი; რაც გამოვიზრდე ზამთრობით — სულ გომურში ვწევარო, მე იმან ვერა დამაკლო რაო და ამ გარეთ რომ ეყაროს, მე რას დამაკლებსო. ვიღუპები კი კაცი ეხლა ამაზე მოცდენითა და!“ იმისი არ იყვეს; პური მოგვდის; ჩვენი სიცოცლის „ვაი-ვაგლახი“ ეს არის და, ავიღებთ ხოლმე და ჩაუშვებთ ორმოში ას კოდობით. დეეხვევა ხოლმე შავი ნაბადივით ტილი და ერთი ურემი პურის მაგივრათ ერთი ურემი ტილი ამოგვაქვს. ოხ ღმერთო! განა ასე შეიძლება კაცის……… და გაიდიოტება, როგორც ჩვენა ვართ გაბატიტვინებული? ერთის სტყვით — ამას კოდელ-ნინო, აღარ უნდა, რომ ჩვენ ვართ საწყალნი, და უძალო ქმნილებანი.

გ. გოდორია

ქუთაისი, 23 მარიამობისთვე. („ივერიის კორრეს.“). ერთიანი საქართველოს სამეფოსი უწარჩინებულეს ქალაქთაგანი, შემდეგ ჟამთა ბრუნვის და ისტორიულ უკუღმართ მიზეზების გამო, იმერეთის სატახტო ქუთაისი, ეხლანდელის ქუთაისის საოლქო ქალაქს ქუთაისს ერთის კვირის განმავლობაში 13-დგან 20-ს მარიამობისთვემდე უეჭველად უნდა მიეპყრო აღმოსავლეთის საქმით გახალასებულ ევროპის სახელმწიფოთა ყურადღება, იმ რუს-ოსმალოს რწმუნებულთაგან შემდგარი შერეულის კომმისიის წყალობით, რომელიც შემდგარია ოსმალთაგან რუსებისთვის ბათუმს და მისის მაზრის გარდაცემისათვის მოსალაპრაკებლად და დაბოლოებითის ვადის დანიშნვისათვის, და ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ქუთაისში, ამ კომმისიაში რუსეთის მხრით რწმუნებულნი არიან: კაიკასიის ხელმწიფის მოადგილესი თანაშემწე თ. სვ. მირსკი. ღენ-მაიორით. ტრუბეცკოი, აქეთა-კავკასის და ოსმალეთის საზღვრების ინსპექტორი თ. გ. გურიელი და ბათუმში ყოფილი რუსეთის დესპანი — ჯუდიჩი, ოსმალეთის მხრიდან არიან: ყოვილი ვარის ფანიშლიყის მმართველო ნედ-ფაშა, სადიპლომატო ნაწილის მოხელე მირალაი (colonel) ალი-ბეგი და სეკრეტარი ოსმან-ბეგი.

კომმისიის სხდომები ხან დღე გამოშვებით ხან დღე-დღეზე იყო ხოლმე. ერთის კვირის შემდეგ პირველის სხდომისა, ე. ი. 20-ს, კომმასიამ მოსპო თავის სხდომები და ოსმალეთის რწმუნებულნი იმ დღესვე გაუდგნენ თავიანთ გზას, მეორე დღეს დილით რუსეთის რწმუნებულნიც საგანგებო მსვლელით წავიდნენ ოზურგეთში და იქითგან ბათუმში აპირობენ მიბძანდნენ, ერთი მათგანი თ. გ. გურიელი სამი დღის წინად წავიდა უეცრად ქობულეთისაკენ....

რადგანაც რწმუნებულთა სხდომების განაჩენნი ჩვენთვის საიდუმლოდ არიან დაცულნი და მაშასადამე ჩვენ იმათზე ვერარას ვიტყვით, ისევ შევუდგეთ „ფაშების აქ ყოფნის“ გარეგანს აღწერილობას, სიტყვას ვსწყვეტ და უნდა მოგახსენოთ, რომ ამ რუს ოსმალოს წევრების აქ ყოფნას ქუთათელებმა დაარქვეს „ფაშების აქ ყოფნა“ და სოფლელებმა „ფაშების ქუთაისს ჩამოსვლა,“ ეს „ყოფნა“ და „ჩამოსვლა“ თითქოს ახალს ქორონიკონად შეიქნაო ჩვენის ქუთაისის ოლქისთვის. ეხლა რამე რომ კითხოთ ქუთათელს, იგი უთუოდ მოგიგებს: „ეს მოხდა (ანუ იყო) ფაშების აქ ყოფნას ამა და ამ დღეს (ანუ ამდენი ხნის წინად ანუ მერმე) სოფლელებიც ამ რიგადვე გიპასუხებენ, მხოლოდ „აქ ყოფნას“ მაგივრად „ქუთაისს ჩამოსვლას“ გეტყვიან.

კომმისიის წევრთა, ქუთაისს შეყრის მეორე დღეს თ. სვ. მირსკიმ სთხოვა დარბაისელს გ. ღ. რომ მას ეკისრნა ოსმალთ რწმუნებულთათვის მასპინძლობა. ბალების და C-e კეთებაში დახელოვნებულმა ღ-მ მყის გაარიგა საქმე და შემდეგ დღესვე აქაურ კლუბში გამართული იყო გვარიანი ვახშამი და მის წინად ცეკვა, ფოთიდგან ამ შემთხვევისთვის განგებ გამოწერილის მუსიკით, ამ შემთხვევისთვისვე განგებ გამოწერილი იყო ზუგდიდითგან ერთი ლამაზი ქალი... ამ საღამოს დაესწრნენ ორივე სახელმწიფონის რწმუნებულნი გარდა ნეად-ფაშისა, რომელიც მაშინ მუცლის ტკივილით იყო ავად. დრო მხიარულად გაატარეს განსაკუთრებით ალი და ოსმან ბეგებმა, რომელთაც პოლკა-მაზურკის, მაზურკის და კადრილის ცეკვით არ შეუსვენიათ, ამათ ისე მოსწონებოდათ აქაურის ქალების სილამაზე, რომ დაბრუნებისამებრ შინ უთქვამთ ნეადისთვის, „ეგ რა დაგემართა, რომ არ წამოდიო? იმისთანა ლამაზი ქალები გნახეთ, რომ სამოთხის გურიებს ისე ჩააჩრდილებენ, როგორც მზე მთვარესო, ეტყობა და კიდევაც დავრწმუნდით, რომ მოვსულვართ ოდალისების[2] სამშობლოშიო.“ ისე აუვსეს თავი ქალების სილამაზის ქებით ნეადს, რომელიც 52 წლ. ნაკლების არ იქნება, რომ იგი მეორეს დღესვე ჩაჯდა ფაეტონში და მივიდა სადარბაზოდ თავად-აზნაურთა წინამძღვართან და სთხოვა, ერთი შემთხვევა მომეციო აქაურის ქალების ნახვისაო, თავ.-აზნ. წინამძღვარმა მეორე დღესვე გამართა ნადიმი, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ კომმისიის ყველა წევრნი. აქაც მხიარულად გაატარეს დრო და ამ საღამოს ოსმალთ რწმუნებულებმა დაბოლოებით დაიმკვიდრეს სახელი „მანდილოსნების კავალერებისა“.

მირალაი ალი-ბეგმა, სხვათა შორის ამ საღამოზე უთხრა ერთს ადამიანს: „როდესაც ჩვენ ციხის-ძირის გასამაგრებლად ვთხრიდით სანგრებს რამოდენიმე ალაგას, სადაც უფრო ღრმად დაგვირჩა ნათხარი, ნახეთ ქართველებისაგან უძველეს დროებში მაგარი ქვით-კირის კუბოთი ჩამარხული მცხედრები, რომელთანაც კუბოშივე იდვენ სხვა და სხვა ნაირი ძვირფასი ნივთეულებანი. უმეცარი მთხრელნი, უფრო სების დაუკითხავად ცდილობდნენ კუბოების აღებას, მაგრამ როდესაც ჰნახეს, რომ იგინი ძალიან მაგრად არიან შეერთებულნი სხვა ნაწილებთან, წერაქვით ამტვრევდნენ, ნივთეულებას მალვიდნენ და გვამებს მტვრად აქცევდნენ,...“ „აი ერთი იმ ისტორიული ნიშანთაგანი, რამელიც ძლივს ჩავიგდე ხელში“ და ალი-ბეგმა უჩვენა ძველი ქართული ვერცხლის ფული, რომელზედაც იქ დამსწრეებმა გაარჩიეს მხოლოდ ასო „ა“.

ერთმა სანდო კაცმა მითხრა, ვითომც რუსეთის ერთს რწმუნებულს ეთქვას, რომ „ჩვენ ჯერ-ჯერობით ახლად შემოსაერთებელს საქართველოშიო. შინაგან საქმეებშიო. სრულიადაც არ გავერევითო, მხოლოდ ჯარები გვეყოლება შიდ დაყენებულიო...“

ღენერალი ოკლობჟიო იწერება, რომ ექვსი ბეგი მოვიდნენ ჩემთანო და რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს აცხადებენო. დერვიშ-ფაშა ამიტომ აგვიანებს, ბათუმის დაცლას, რომ სურსო, რაც შეიძლება მომეტებული ქობულეთლები გადაასახლოსო, ვისაც არ სურს, იმას იძულებულს ხდიან გადასახლდესო.“ გარდა ამისა გუშინ მოვიდა ამბავი, ვითომც რუსის ჯარს უკვე დაეკავოს ოსმალთთაგან მიტოვებული ციხის-ძირი.... ვნახოთ!

გურიის ოთხივე დრუჟინების დაშლას უკვე მიჰყვეს ხელი.

ი-ა ი-ძე.

ოზურგეთი. („ივერთის“ კორრესპ). ერთი სადრტვინველი ამბავი მოხდა წასრულს ორშაბათს აქანაი, და ახლა, მსურს იგი გაზეთაში დასაბეჭდად მოგწერო, ბატონო მეგაზეთევ, მარა კაი ლექსის ნაწყვეტისა არ იყოს ისე მღელვარედა ვარ რო

...სული მიწუხს, გული მიტირს

და ამისა უკაცრავად ნუ ვიქნები პაწაი გონჯი ნაწერი რო დარჩეს.....

ჩემს საქმიზა ჩამოგელ აჭარითგან ოზურგეთჩი. ორშაბათი იყო ღამის პირველის საათ-ნახევარი იქნებოდა. მასპინძელმა მითხრა, მეზობლებს ცოფიანი მგელი მიუხტნაო... რასაკვირველია მაშინათვე ბელ-ყაიშა შემოვირტყი, ფიშტო გავირჭვე და გავშპი იქითკენ საითკენაც მოისმოდა ყვირილი „დაიჭი მგლიო“.

გზაზე ვსთქვი: მო, ჩემს ჩაუქ დოსტს თავ. ი. ნაკაშიძეს გაურბენ.... ჩავურბინე მისს კონას და ვკითხე.. მითხრეს – მდევრად წავიდაო....

მივირბინე ჟურჟის პირად.... ვაი წვხდი! მე რომ სანახავი ვნახე, იმფერი ჩემმა სისხლის მძებნელმა ჰქნახოს... ჩემი ჩაუქი დოსტი თავ. ი. ნაკაშიძე თავ-პირ დასისხლიანებული მოდიოდა კონახისკენ.

— აი, ძიავ, რა დაგმართია? ვუთხარი.

— ცოფიანმა მგელმა მიკბინაო.

— დედავ! მაი კრინკაის თოფი ახლა რო გიჭირავს ხელში, მაშინ სა გქონდა? — ვუთხარი.

— ძიავ, მიმტყუნაო......

მეტი არაფერი მიკითხავს. საბრალოს ღამის ორი საათიდამ დილის ცხრა საათამდე სდიოდა სისხლი, მაშინ კი აქიმმა რაღაცა ლაპისით დაუწვა ნაკბენი ადგილი და სისხლი შეწრტა.

იმ ცოფიან მგელმა იმ ღამეს უმალ თურმე ყაზახ-რუსებს მიუხტნა, რამდენიმე ცხენები და ყაზასიც დაჭამა, იქითგან რო სდიენ ნაკაშიძის ეზოს ჩამოურბინა, ამან, ბატონო, ყვირილი რო გაიგონა, ფირალი ეგონა და ჩაუცმელი თოფით გაერია მდევრებში... ბედკრულს კი არ უკითხავს ვის ჰსდევდნენ.... ქესკინი ბიჭი იყო და რაღა თქმა უნდა სხვა მდევართ გაასწრო... ეგონა ფირალს დავეწევიო, იგი კი თუ ზე კაკალ თავზე წაწყდა ცოფიან მგელს. მგელმა ესტაკა გულზე.... ახლა ამას ეგონა ფირალიაო და დაეჭიდავა. რო იგრძნო, ეს კაცს არ ჰგავსო, უშვა ხელი და დაუკრა თოფი, მარა იმ დედა გაქცეულის გაკეთებულმა ქარ უმტყუნა.... მგელმა მეოორედ ესტაკა და უკბინა თავზე წამოვიდა სისხლი ნაკადულივით, მაშინ ნაკაშიძემ იბრუნა თოფი და კონდახით სდვა ზურგზე მგელს. მგელმა გრეტიანდა და იქვე წაიქცა. ნაკაშიძემ ამას ვერ შეჰხვდა და წინ მირბოდა აგერ დაგეწიოვო, სხვა მდევრებმაც თავზე გადურბინეს შეუმჩნეველად..... მიშპიან და მიყვირიან „უფთხილდით, ცოფიანი მგელიაო“. ამ დროს მგელმა უკანიდამ ჩამოუარა....

ამ დევნილ მგელს წინ ყაზახ-რუსი შეეჯახა შუკაზე, იგიც დაკბინა... მერე მწყემსებს შეუვარდა ჯოგში. იქ ერთი ხარი დაჰკბინა, ამ დროს მდევრები დაეწივნენ და გაიქცა. იქითგან სალდათებს მიუხტნა და ერთი სალდათი დაჭამა. აქ სალდათებს შეეჩერებინათ იგი ცოფიანი მგელი და ამ დროს სხვა სალდათებმა წამოეშველეს და ხიშტებზე ააგეს.

ამისთანა ბელასინი ჩაიდინა, ბატონო მეგაზეთევ, ერთმა ცოფიან მგელმა ამ ოზურგეთჩი და ახლა რას ბძანებთ ამ ქალაქის ღამის გუშაგებზე და დაკბენილებზე? გაეწყობა, ძიავ, მათ რამე წამლობა? უბნობენ, ბატონო ქარელში ციციშვილები არიანო, ხონში წივწივაძეო და სამეგრელოში კიდევ ვიღაცაებიო და იმგენმა იციანო ცოფიანის ნაკბენის მორჩენაო, მარა, თქვვნ უკეთესად მოგხსენდებათ და იმედი გვაქვს, ძიავ, გვასწავლი წამალს.... ხალხის დამრიგებელნი ვართო უბნობთ და.

აჰა ბურთი და მოედანი და სიმაგრეი მკლავისა... ჩემს დოსტს, ბატონო, ვიღაც მკითხავი ქალი წამლობს, ქუთაისში, რომელიც დაშაქრულ წყალს ასმევს, რაღაცას ულოცავს და ერთსაც ლამაზად ყურის ძირში სთხლეშს თურმე.

ესაა ძიავ წამლობა!?

ოსმან-მამულიძე.

23 მარიამობისთვე 1878 წ.

საგარეჯო, („ივერ. კორრ,“). ივრის დამზოგველ ამხანაგობის მაღაზიაში ვაჭრობა თან-და-თან მატულობს; ისე დღე არ გავა, რომ ხუთ-ექვს თუმნის ვაჭრობა არ იყოს ორივე განყოფილებაში, როდესაც მთელს აქაურს დუქნებში სულ არ იქნება ვაჭრობა დღეში ხუთის მანეთისა, ეს რისგან არის რომ ხალხი, დაჩვეული იმათთან ვაჭრობას, იმათ სრულიად აღარ ეკარება? ალბათ გრძნობს დეპოს მნიშვნელობას. თუმცა დახლიდრები სხედან მთელი დღე დუქნების კარებში პირ-დაღებულნი და ვისც დაინახავენ დეპოში მიმავალს, სცდილობენ თავიანთ დუქანში მიიწვიონ. ეუბნებიან, იქ გატყუებენო, ყველაფერი ცუდი აქვთო და ძვირათაც აძლევენო, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ და მიდიან დეპოში. თუნდაც შევიდეს კაცი ამათ დუქანში რას ნახავს? ორი პატარა შაქრის ნაჭერი უძევთ შუშაში, რამდენიმე წლისა სრულიად დაობებული და გაფუჭებული. დაინახავს ორიოდე გირვანქის ტოლა ხილს თავიანთ ხელით ჩამოსხმულს ქონის სანთელს, უბრალო შავს, აგრეთვე თავიანთის ხელით გაკეთებულს საპონს, ღვინოსა და არაყს, ისიც წყალნარევს, ამისათვის სომხებს ჯავრი მოსდიოდათ, რომ იმათთან აღარ მიდიოდა მუშტარი, და ცდილობდნენ, როგორმე დაკეტილიყო დეპო, მაგრამ ბოლოს დარწმუნდნენ, რომ დეპო მაგარ საძირკველზედ არის დადგენილი და ვერას დააკლებენ თუნდ ზარბაზნები დაუშინონ, შეაგროვეს რამდენიმე პართ ცოტაოდე ფული და მოიტანეს საქონელი, ზოგი ფარჩა და ზოგიც საწვრიმალო და დაალაგეს ერთს დუქანში, დეპოს ქვემოთ საითკენაც უფრო ბევრი ხალხი არის დასახლებული, და ამ დუქანს დაარქვეს დეპო, როდესაც დუქნებშიაც არ ითვლება, პირველს დღეს კი, როდესაც გააღეს, ცოტაოდე ვაჭრობა ჰქონდათ, რადგანაც ხალხი მიდიოდა სანახავათ, მაგრამ ეხლა სრულიად აღარა აქვთ ვაჭრობა, მათი ფარჩა რომ ნახოს კაცმა გაუკვირდება, ერთს თოფს ვერ ნახავს, მთელს, სულ ნაჭრები ულაგიათ. ვიცით, რათა, მაგრამ ამის მიზეზს სხვას ამბობენ..... ხალხს ატყუებენ მალე მოგვივა კარგი საქონელიო, მაგრამ სად არის ისევ ის უწევიათ. ამ დღეებში ერთი უცხო სოფლელი თათარი წამოსულიყო სავაჭროთ, ამათ დაეჭირათ ძალით და შაეყვანათ თავიანთ დუქანში, რადგანაც იმათი ნაცნობი ყოფილიყო. ევაჭრნა ზოგიერთი რამ და ერთი რაღაც არა ჰქონოდათ იქ, და მოვიდა ჩვენს დეზოში. მართალია, ზოგი დეპოს ფასათ მიეცათ და ზოგი მეტათ, მაგრამ დეპოს საქონელს და მათს საქონელს შორის დიდი განსხვავება იყო. ამ თათარმა ბევრი ინანა, მაგრამ რაღას უშველიდა, დაიფიცა, რომ აროდეს აღარ მივა იმათთან სავაჭროთ. დეპოში კიდევ ის არის კარგი, რომ ან დახლიდრებს არ შეუძლიანთ მეტნაკლებად გაყიდვა, ყველა საქონლის ფასი დანიშნული აქვს გამგე კომიტეტისაგან და ამ ფასად უნდა გაჰყიდონ, მაგრამ იმათ დუქანში ესრე არ არის. ბევრჯელ ორ-შაურიან ჩითში ხუთ შაურს ართმევენ და ამითი ხალხს ატყუებენ, ამბობენ, რი მეორე დუქანსაც აღებენო, დეპოს მეორეს მხარეს, რომ მუშტარი ყველა მხარედან დაუჭირონ დეპოს, მაგრამ ხალხი ისე ნათლად გრძნობს დეპოს მნიშვნელობას, რომ ჯაჭვითაც რო დააბან სხვაგან არ იფიქრებს ყიდვას.

წელს თუმცა მოსავლისათვის კარგი გაზაფხული იყო და კარგს მოსავალს მოველოდით, მაგრამ ზაფხულმა გააფუჭა, ყანები მინდორში დალპა ავდრებისა გამო და ვენახები დაინაცრა. მოსავლისათვის ხომ ცუდი ჰავაა, მაგრამ ხალხისათვისაც მავნებელია. ეხლა ავათ-მყოფობა ჩვენში ძალიან არის გახშირებული, (უფრო ციებ-ცხელება) ისე კაცს არ შეხვდებით, რომ თავი არ ჰქონდეს შეხვეული, ფერი წასული და დაღრეჯილი არ იყოს. წამლებს ყიდულობენ ივრის დამზოგველ ამხანაგობის მაღაზიაში. მაგრამ მარტო წამლით რა იქნება, თუ ექიმიც, არ ეყოლებათ. ამიტომ ხალხი ძალიან შეწუხებულია უექიმობის გამო. საუბედუროდ არ არიან ისეთნი პირნი, რომ ამ საქმეს მიაქციონ ყურადღება, თუმცა ზოგიერთნი მოწადინებული არიან ექიმის მოწვევისათვის და ფულსაც სწირავენ, მაგრამ ეს რა გახდება, ფული ბევრი იქნება საჭირო, ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი დამზოგველი ამხანაგობა, ესეც თავის მხრით სწირავს მას კეთილს საქმეს რაოდენსამე ნაწილს წმინდა მოგებისას ყოველ წლივ. ეს აზრი თან-და-თან მკვიდრდება და იმედი უნდა გვქონდეს, რომ საქმე ადვილად აღსრულდება თუ ერთმანეთში თანხმობა და შემწეობა იქნება, ამიტომ ვთხოვ ვისიც ჯერია მიაქციოს ამ საქმეს ყურადღება და უშველოს მალე ჩვენს შეწუხებულს ხალხს.

ნიკ. ქურდოვანიძე

2-ს ენკენისთგეს, 1878 წ.

______________

1 „ივერია“ № 35, 1878 წ.

2ოდალისი — წარმოსდგება თურმე სიტვითგან - ოდიში (სამეგრელი) რადგან ოსმალთ ჰარემისთვის ქალები ოდიშიდგან გაჰყვანდათ და ყველანი ძლიერლამაზნი იყვნენ, მათი ვინაობა ოდელისი ოდიშელი დაარქვეს ყველა ლამაზებს ავტ.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

9 სეკტემბერს (ჩვენებურად 28 მარიამობისთვეს) გერმანიის ახალმა რეიხსტაღმა იწყო თვისი მოღვაწეობა. პირველ სხდომაში, რომელსაც სამოცზე მეტი დეპუტატი არ დასწრებია (უმეტესად კონსერვატორნი), გრაფ შტოლბერგმა წაიკითხა შემდეგი სამეფო სიტყვა:

„პატივცემულნო ბატონებო! მისმა იმპერატორისა და საკოროლო უმაღლესობამ, გერმანიის იმპერიისა და პრუსიის მემკვიდრემ[1] მომანდო მე რეიხსტაღის სხდომის დადგინება. უკანასკნელ სესხიის[2] გათავების დროს გერმანიის ხალხი დიდად შეწუხებულია იმ უბედურებით, რომელიც შეემთხვა იმპერატორს. რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ესროლა დამბაჩა სახელმწიფოის მოთავეს, და ამ შემთხვევაში კი უბედური შედეგიც მოჰყვა, ღვთის განგებ ერთხელ კიდევ დაიფარა იმპერატორის სიცოცხლე; მაგრამ მძიმე დაჭრილობის გამო. მისმა დიდებულებამ სახელმწიფო. საქმეთა გამგეობა ჩააბარა დროებით თვის მემკვიდრეს, ჯერ პირველის უბედურების შემდეგ (ჰედელის ავკაცობისა) მოზავეთა მთავრობანი დარწმუნდნენ, რომ დამბაჩა ასვრევინა კაცს იმ გრძნობამ, რომელსაც ამოქმედებს აგიტაცია მიმართული აწმყო სახელმწიფოისა და საზოგადობრივის წყობის წინააღმდეგ. ამის გამო მოზავე მთავრობათა მიერ შეტანილ იქმნა რეიხსტაღში წინადადება (კანონად მისაღები) რათა ბოლო მოეღოს ამ საშიშო ქადაგობას (პროპაგანდას). მაგრამ რეიხსტაღმა უარ ჰყო იგი წინადადება. ეხლა, როდესაც მეორე ავკაცობამ ცხადად დაანახვა ყველას თუ რა განსაცდელი მოელის საზოგადოებას, თქვენ, ახლად ამორჩეულთ, ერთხელ კიდევ უნდა განიხილოთ თუ აწ მომქმედი კანონები რამდენად საკმარისი არიან რომ ზემოხსენებული მიდრეკილებანი უვნებელნი იყვნენ. მოზავე მთავრობანი ისე დარწმუნებულნი არიან, რომ ბოროტობის მოსპობისათვის საჭიროა არა ჩვეულებრივი ზომიერება. მოზავე მთავრობანი დარწმუნებულნი არიან აგრეთვე, რომ ამ ზომიერებამ უნდა დაიცვას თავისუფლება და მოსპოს მხოლოდ ამა თავისუფლების ბოროტ-მოქმედობა, ერთი კანონად მისაღები წინადადება ამის შესახებ ეხლავე იქმნება წარდგენილი თქვენ წინაშე. მოზავეთ საბჭოს იმედი აქვს, რომ რეიხსტაღიც ხელს მოუმართავს და მიაცემინებს ჯეროვან ზომიერებას რათა მშვიდობიანი განვითარება იმპერიისა დაცულ იქმნეს როგორც გარეულ ისე შინაურ მტერთაგან“.

აქედგან ცხადად სჩანს, რომ რეიხსტაღი ამ სესსიაში განიხილავს მხოლოდ იმ კანონს სოციალდემოკრატთა წინააღმდეგ, რომელიც მოზავეთა საბჭომ შეიტანა და რომელიც ცნობილი აქვს მკითხველს, რა ბედი მოელის ამ კანონს, მიღებულ იქმნება თუ არა ღმერთმა უწყის. ის კი უნდა მოგახსენოთ ერთხელ კიდევ, რომ თუ მიღებულ იქმნა ეს კანონი, დიდი განსაცდელი მოელის გერმანიის შინაურ საპოლიტიკო მდგომარეობას, თუმცა სამეფო სიტყვა ამბობს, რომ ზომიერებამ უნდა დაიფაროსო თავისუფლება და მოსპოს მხოლოდ ამ თავისუფლების ბოროტ-მოხმარებაო; მაგრამ ყველასთვის ცხადია თუ რა მნიშვნელობა უნდა მიეცეს ამ გვარ ლაპარაკს. ვინ იტყვის თუ სად თავდება თავისუფლება და იწყობა მისი ბოროტ - მოხმარება ? ან ვინ არის ამ საქმეში მსაჯული?

ოსმალეთში მოხდა ერთი შესანიშნავი ამბავი, რომელიც სხვათაშორის გვიჩვენებს, თუ რა განსაცდელშია როგორც ოსმალოს სახელმწიფო, ისე იქმნება თვით მშვიდობიანობის საქმე ევროპაში, რამდენადაც იგი საქმე დაერთვის ოსმალეთის ბედ-იღბალს მე მოგახსენებთ მეჰმედ-ალი-ფაშის მოკვლაზედ ალბანიაში, იმ მეჰმედ-ალისა, რომელიც ოსმალეთის წარმომადგენლად იყო ბერლინის კონგრესში, მეჰმედ-ალი გაგზავნილი იყო მთავრობის მიერ იმ მაზრებში, რომელნიც, კონგრესის ძალით, სერბიას და ჩერნოგორიას უნდა მიეცნენ, — გაგზავნილი იყო მეთქი ხალხის დასამშვიდებლად და მოსამზადებლად იმ ცვლილებათათვის, რომელიც მოელოდა მას ახალ მდგომარეობის გამო, მაგრამ მეჰმედ-ალის მოუცდა თვისის თანამდებობის აღსრულება: ქალაქს იპეკში დაეცნენ მეჰმედ-ალის სადგომს და მოკლეს იგი და რამდენიმე აფიცერი, რომელნიც მას ახლდნენ თან. ეს ამბავი შესანიშნავია მეთქი და აი რად. პირველი ეს, რომ ოსმალეთის მთავრობა იმდენად უძლურია, რომ ვეღარ ასდის იმ მრავალ-გვარ მიდრეკილებას და სურვილს, რომელიც სუფევს მის მრავალ-გვარ ქვეშევრდომთა შორის. თვით ხალხი, მთავრობის დაუკითხავად, ეწინააღმდეგება ბერლინის სიგელს და იმ ახალს მოწყობილებას, რომელიც დადგენილია დიპლომატებთა მიერ, უნდა ვიფიქროთ, რომ მეჰმედ-ალის ბედი მოელის სხვა დესპანსაც რომელიც გაგზავნილი იქმნება ბერლინის სიგელის აღსრულებაში მოყვანისათვის. ახლა ვინ უნდა აასრულოს ეს სიგელი? ევროპის სახელმწიფოთა ერთობა ამ შემთხვევაში, ხომ, როგორც მოგეხსენებათ, ტყუილ-უბრალო სიტყვაა, და თუ ერთს რომელიმე სახელმწიფოს მიენდო ეს საქმე, მაშინ სურათი სრულიად გამოიცვლება და საჭირო იქმნება ახალი კონგრესი ახალის სიგელის დადგენისათვის, ერთის სიტყვით ბერლინის სიგელი ეხლავეა ლიტონი სიტყვა, რაც შეეხება ბალკანიის ნახევარ კუნძულს, გასაკვირველი არც არა არის რა მკითხველისათვის, თუ მოიგონებს რაც თავის დროზედ თქმულა ამ საგანზედ „ივერიაში.“

____________

1 როგორც მოგეხსენებთ, იმპერატორის გათმყოფობის გამო მის თანამდებობის აღსრულებს მისი მემკვიდრე.

2 პარლამენტი მოქმედობს მოლოდ რამდენმე თვე წელიწადში. ამ ხანს უწოდებენ სესსიას.

3 პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები

▲back to top


პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები

(დასასრული)[1]

„სწორე მოგახსენო, მეგობარო, და ასე დაცემული, გალაზღანდარებული, გულით და სულით მოცვეთილი, მარტოკა თავის კუჭის მოყვარული ხალხი, როგორც ჩვენი საქართველოს აზნაურობაა, მერე ქართლისა, არ შეიძლება. მთელი დღე უქმად აღამებენ (რასაკვირველია, ყველაზედ ვერ ვიტყვით), ლაზღანდარობენ, ლოთობენ ამასთანავე უნდა გითხრა, მეგობარო, რომ ამათზე უნიჭიერესნი მე ძნელად შემხვედრია ვინმე: ენა-მახვილი, მოსწრებული ლაპარაკი, მოხერხება, სივაჟკაცე, ნამდვილი მამა-პაპური ქართული გულ-გაშლილობა, მაგრამ აკი მოგახსენეთ — გაუქმდა ეს ყველაფერი ცუდისა და უმსგავსო ცხოვრებისგან. ესენი გლეხ-კაცობას დღევანდლამდინ ისეთს უჯიათს უშვრებიან, რომ არ გაგონილა, არ თქმულა. ან იასაული, ან პრისტავი რათ უზამს ამას: ეხლა აქ, ჩვენში, ბევრს ალაგას, როგორც იცი გასამიჯნავი კამმისია დადის, თავად-აზნაურები სარგებლობენ გლეხ-კაცობის სიბრიყვით, წაედავებიან განგებისად, რომ ჩემს მამა-პაპას სჭერია შენი მამული, და ჩემიაო. შენს მტერს მოსწვდეს წელი, რომ გლეხს ისეც მოწყვეტილი წელი სამუდამოდ სწვდება. „შენიჭირიმე, ბატონო, აი ეს წითელი ქაღალდი და შენი ცოლ-შვილის სადღეულოთ მიპატიე, სულს ნუ ამომხუთავ“. არ მომიკვდე, გულ-ქვა თავადია თუ აზნაური ოცდა ხუთიანს გააგდებინებს: ზოგს ოთხს, ზოგს ათსაც, სულ ტყუილა უბრალოზედ. ვაი, საწყალო ქართველო გლეხო! რით ვერ გაიგე, რომ მამული არც კი გახსოვს, თუ როდიდგან ხელში გიჭირავს უდავოდ — უდარაბოდ, შენია და ახლა კი ყიდულობ ვიღაც გადამთიელის აზნაურისაგან. იცის რომ ტყუილად ართმევენ თავის ღვიძლ მამულს, მაგრამ ვერ გამოუთქვამს, სიტყვის გზა არა აქვს, რომ დაიჩემოს. ემაგიტომ გინდა, რომ შენი შვილიც უსწავლელი დააგდო? შენი კეთილის მყოფნი ხანდახან რომ გირჩევენ ხოლმე, შკოლაში მიეც შენი შვილიო, რატომ არ აძლევ?[2]

„იმავ თავიდგანვე ეს უსიყვარულობა ერთმანეთში, უთავდარიგობა, უერთმანეთობა, შური და სხვ. იყვნენ ჩვენის ქართველობის დამღუპველნი და ეხლაც ესენი გვღუპვენ. მოკვდებოდა ერთი მეფე და იმისი შვილები ერთი ალთას გაიქცეოდა და დაჯდებოდა მეფედ, მეორე ბალთას; აუტეხდნენ ერთმანეთს ჩხუბს და დახოცდნენ ძმებს, ერთიერთმანეთს თავიანთის შურის გამო. ეხლაც, შინ გინდა, გარეთ, სამსახურში, საზოგადო საქმეებში, თუ ლიტერატურაში ვინ უთხრის ძირს ქართველობას? ქართველი. ვინ აბეზღებს? გინ ჰკილავს? ქართველი ქართველს ვინ ზიზღობს ქართველობას? ქართველივე. ვინ უთხრის სამშობლო ენას ძირს და ამხობს? ქართველივე, მხოლოდ, გესმის, შურის გამო. აი, მგონი, ამ ორის წლის წინად რა მოხდა. საადგილ-მამულო (სააზნაურო) ბანკის მოთავის არჩევანი იყო. უწინდლი თუ არ მოსწონდათ ედა რიგინად არ მიჰყავდა საქმე, მაშინ უნდა სხვა ვინმე აერჩიათ. აერჩიათ სხვა, სხვა ხომ არა იქნებოდა რა. მაგრამ არა, შურმა, ჯიბრის ზიზღმა, არ დააყენა ზოგიერთნი და მოინდომეს როგორმე ფეხი გამოედოთ უწინდელის თავმჯდომარისთვინ და თითონ გამოჭიმულიყვნენ. არა ღონისძიება არ დაზოგეს; იეზუიტების დევიზი „მიზანი ამართლებს ხერხსაო“ მსვლელობაში წაიყვანეს. ამ ჩვენს უდაბნო ქართლში ისე დარბოდა ფული აზნაურების შესაყიდათ, რომ წინააღმდეგი კენჭი ჩაეგდოთ უწინდელის თავმჯდომარისთვის — როგორც ფაეტონის კარგი ნაპირის ცხენი. მოგეცა ღვთის წყალობა ბევრმა გუდა-მშიერმა აზნაურმა ყელი ჩაიცხიმიანა იმ ფულებით. ასეთი ღორღალი იყო დუქნებში, რომ მეორეთ-მოსვლა ეგონებოდა კაცსა. აბა შენგან არ მიკვირს! ოხერ ფულებზე ვინ არ შემოსძახებდა „ჩონგუროს“. ეს მოსყიდული აზნაურობა ჩავიდა თბილისში, გამოუვიდათ ნუნუას ძალა თავიდგან და ისეც ცარიელი თავი ჩვენის აზნაურობისა სულ გამოშტერდა, დააღეს პირები ამ დალოცვილმ ცხვრებმა და ისევ უწინდელი ამოარჩიეს.[3] „ივლტოდნენ სირცხვილეულ ურიანი იგი“ და ფულის დამრიგებელი ხომ, რასაკვირველია, ტუჩებს ჩაილოკავდა, რომ შრომა დაუფასდა. ეს მაგალითი რაზე მოვიყვანე?... დიახ, დიახ, იმაზე რომ ჩვენში დაუნდობლობა, უსიუვარულობა ახდენს ყოველისფერს, მეთქი. არა, დალოცვილები, შესყიდვას, ფულების ხარჯვას, დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის უვარგისობა უწინდელისა, დაერწმუნებინათ ამაში და თითონ გამოსცვლიდნენ. თვით ქვა ვერ ესროლეს და სხვის ნასროლით ყელის ჩაგემრიელება, აბა, რა საკადრისია, ოჰ, როდის რა გვეშველება ჩვენ საწყლებსა! ღმერთმანი, მეგობარო, რომ უბედურ წრეს დავადექით მთლად ქართველობა და სად მივალთ იმას კი აღარ ვკითხულობთ. — მეორე წერილამდინ“.

მე, მკითხველო, არ კიცი ვინ შევიბრალო მეგობარი, რომელიც ისე მწარეთ მოსთქვამს, თუ ჩვენი უხეირობა, – უხეირობა მთლად ქართველობისა. ჩვენ ერთმანეთისა არა გვესმის რა, რას გააგონებ ბრიყვ ხალხს, როდესაც თვით მის დამრიგებლებს არა ესმისთ რა. ერთხელ შევნიშნეთ ჩვენ პატივცემულს პაწაწა გაზეთს „დროებას“ (იხილე „ივერია“ №2, 1878 წ.), რომ რაღაც საჭირო ცნობათა ფურცელი არ არის საჭიროვო; ეხლა ძუძუ-მწოვარა ბავშვმაც კი იცის, რკინის გზა როდის საიდგან მიდის, ტელეგრამმაში სადამდინ რას იღებენ, თუნდ არ იცოდნენ, მე მეძნელება, რომ „დროებაში“ ჩაიხედონ მაგის გულისთვინ, კარგი არ იქნება, ბატონო, რედაქციავ „დროებისავ“, რომ სხვა რამე დაგვიბეჭდო მაგის მაგიერ? დავიჯერო ქვეყანაზედ იმასთანა მცნებები არ არის, რომ საჭირონი იყვნენ ქართველებისთვის? ბევრი, ძალიან ბევრი, მაგრამ ქართველური დაუდევრობა აქაც თავს არ გვანებებს.

წაკოლა - ც.

_____________

1 „ივერია“ №№ 33, 34, 35. 1878 წ.

2 არა, შორიდგან ელაპარაგე ძალიან, მე შენ მოგახსენო, შენ მოძღვარი წაუკითხავს მაგ შენს ქადაგებას — დარიგებას, თუ მოასწრო სადმე გაჭირვებულს თითონ იცის მაშინ! იქნება თითონაც დაიყოროღნოს მაგისი ოხერი მიწები.

3რა ვქნა, თითქოს პურ-მარილის დამსწავლელი ხალხია ჩვენი ზნაურობა და გადახდაც იცის და ეს როგორ მოსვლია, ვერ გადაიხდიათ. დამიხედეთ, დამიხედეთ, პურ-მარილობას!!

4 რამეთუ კაცი ვარ

▲back to top


რამეთუ კაცი ვარ

(შემდეგი)

IV

გერმასი გამალებული მიდიოდა, არსად არ შეფერხდა.

მალე მიაწია უკანასკნელს მოსახვევს ღელისას, რომელზედაც გზა გადიოდა. აქ ფერხთა წინ დაინახა ბრწყინვალე ჭავლი წყლისა, რომელიც მიდიოდა განიერს ველზედა და ჰრწყავდა უდაბნოსა. აქავ თვალწინ წარმოუდგა უშველებელი ბზის ხეები, ბუჩქნარები, რომელთ შორისაც მოჩანდნენ სახლები სოფელში მცხოვრებთა, გარეშემორტყმულნი ბაღებითა და მორწყულის ყანებითა.

მის ყურამდე მოაღწია კიდეც მამლის ყივილმა და ძაღლთა ყეფამ. თავისს საცხოვრებელს კლდეებში იგი მიჩვეული იყო სიჩუმეს და უხმაურობას და ეხლა კი, როცა ეს ხმები მოესმა, ისე მიიღო, ვითომ გაჩაღებული ადამიანის ცხოვრება მიწვევს შესაქცევრადაო, ის ცხოვრება, რომლისათვისაც ისე მხურვალედ გული უცემდა.

გერმასი სოფლის პირას შედგა და დაუწყო ცქერა ბოლს, რომელიც ათას ადგილას სახლებიდამ ამოდიოდა და მაღლა და მაღლა ამავალის მზის სხივებში იფანტებოდა.

– აი, აქ ბოლი რომ ამოდის, იქნება ცოლები საუზმეს უკეთებენ ქმრებსა და დედები – შვილებსა; აი იქ კიდევ, საცა სქელი ბოლია, ვინ იცის, რა დიდის წვეულობისათვის მზადდება საჭმელი! – ჰფიქრობდა თავის გულში გერმასი. – მე კი.... მე არსად არც სახლი მაქვს და არც მოპატიჟე მყავს!

პავლეს რომ გამოეჯიბრა და აჯობა, ცოტათი მოიმხნევა თავი და გული გაუკეთდა; ხოლო ეხლა კი, რომ დაინახა ეს ადამიანთა საცხოვრებელი სოფელი, გული ახალის სევდით აევსო. ტუჩი აუკანკალდა, რომ დაინახა თავისი ტყაპუჭი და ჭუჭყიანი ხელ-ფეხი.

მაშინვე უცბად მოტრიალდა, ზურგი სოფელს შეაქცივა და უკანვე კლდეებისაკენ წამოვიდა. მივიდა წყალზედ, გადიგდო ტანიდამ ის უხეირო ტყაპუჭი და ტანისამოსი, ჩაეშვა გრილს წყალში, ტანი დაიბანა, თითებით გაისწორა თმა და ისევ სოფლისაკენ დაეშვა.

გვერდზედ ჩამოურბინა იმ გორას, რომელზედაც ვითომ მოსე წინასწარმეტყველს ელოცნოს, როცა ამალეკიტელებს ეომებოდა.

ამ სოფლის ახლო-მახლო კიდევ ბევრი სხვა წმინდა ადგილები იყო. ცოტა ჩრდილოეთით კლდე იყო, საიდამაც მოსემ კვერთხით წყალი გამოიყვანა. სამხრეთ-დასავლეთით ბექი იყო, საცა უფალი ღმერთი მოეჩვენა მოსეს. იქავ ჭა იყო, საცა იგივე მოსე შეხვედრია იეტრის ასულებსა, ციპპორას და ლედიას.

სოფლის ნაპირზედ ჩრდილოეთით ციხე იყო, საცა რომის იმპერატორის მეციხოვნე ჯარი იდგა ამ სოფლის დასაცველად სარაცინთაგან და ბლემიელთაგან, რომელნიც მეკობრობდნენ და მტრობდნენ სოფელსა.

თვითონ სოფლელნიც კი ჰზრუნავდნენ თავის თავის დასაცველად. ციცაბის კლდეების წვერებზე დარაჯები ჰყვანდათ გარიგებულნი; ისინი დღე და ღამ გაჰყურებდნენ წინ გაშლილს ვაკესა და თუ მტერს თვალს მოჰკრავდნენ, მაშინვე აცნობებდნენ სოფელსა.

თვითოეული სახლი სწორედ პატარა ციხე იყო, ისე ჰქონდათ გამაგრებული სახლები; სულ მაგარის თლილის ქვით აშენებულნი. ყოველი მეკომური ჩინებული მსროლელი იყო.

იმ ბექის ახლო, საცა ეკლესია იდგა, უფრო წარჩინებულნი ოჯახები ჰსცხოვრობდნენ. იქავ იყო სახლი ეპისკოპოზის აღაპიტისა და თვითონ სოფლის მოხელეებისა.

ამ უკანასკნელთ შორის ყველაზედ უფრო პატივცემული იყო სენატორი პეტრე. ჯერ პატივს იმისთვის ჰსცემდნენ, რომ ჭკუიანი და მდიდარი იყო, მერე იმისათვის, რომ მისი ცოლი დოროტეა მეტად კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო.

მშვენივრად იყო მოწყობილი და მოვლილი პეტრეს სახლი; მშვენივრადვე იყო ნაკეთები სახლის გარეშემორტყმული ბაღი. ოცი ნასყიდი ტყვე, ბლომა აქლემი და ორი ცხენი შინ მოსახმარად ჰყვანდა.

სახლის ერთი ნაწილი ქირით ეჭირა იმპერატორის მეციხოვნეთა ჯარის უფროს ცენტურიონს ფებიცის და მის ცოლს სირონას. პეტრეს არ მოსწონდა თავისი დგმური, რადგანაც ქრისტიანი არ იყო.

ფებიცისს ჰსწამდა და თაყვანს ჰსცემდა სირიის ღმერთს მიტრას და ამის თაყვანისმცემელთა შორის მიიღო კიდეც დიდი ხარისხი „ლომისა“. ლომსვე ეძახდნენ თვითონ სოფლელნიცა.

გერმასი კრძალვით მიდიოდა პეტრეს სახლისაკენ. კრძალვა მოემატა, როცა წინა ოთახში დაუბრკოლებლივ შევიდა და აღარ იცოდა, აქედამ საით უნდა წასულიყო. არავინ არ შეხვდა, რომ ეკითხნა ვისთვისმე. ასვლა კიბეზედ, რომელიც ზემო სართულში ადიოდა, ვერ გაბედა, თუმცა ვარაუდით სენატორი პეტრე იქ ეგულებოდა. აი, მოესმა კიდეც იმისი ხმა.

გერმასმა ფეხი დაადგა პირველს საფეხურს კიბისას და როცა უფრო გაბედვით დაიწყო კიბეზე ასვლა, მაშინ უეცრად კიბის თავში გაეღო კარი და გამოცვივდნენ პატარა ყმაწვილები ჟღივილით და კასკასითა.

გაოცებულმა გერმასმა თვალი მიაბჯინა ამ ბაშვების გუნდსა და მინამ მოისაზრებდა, რომ ამბავია, ყმაწვილები კიბეზედ მოცვივდნენ.

ყველაზედ წინ მორბოდა ქალი საკვირველის მშვენიერებისა ოქროსფერის თმითა. ხმამაღლა კასკასებდა და ხელში ათამაშებდა ჭრელად მოსილს კუკსა. ქალს კიბისაკენ ზურგი შემოექცა და ყმაწვილებისაკენ პირი ჰქონდა. ყმაწვილები კიდევ, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ კუკი ხელში ჩაეგდოთ, ზოგი ეხვეწებოდა, ზოგი სიცილით, ზოგი კიდევ წუწუნით ემუდარებოდა ქალს და იყო ერთი ჟრიამული და წივილ-კივილი. „ჩვენ მოგვეცი, ჩვენ, სირონავ! ნუღარ წაგვართმევ. სირონავ! დადეგ, დადეგ, სირონა-ჯან! შენი ჭირიმე, დადეგ“, უყვიროდნენ ბაშვები.

ერთი პატარა ექვსის წლის ქალი მკლავზედ ჩამოეკიდა სირონას, რომ როგორმე ხელი მიაწვდინოს კუკს და წაართვას; სამი უფრო პატარები მოხვევოდნენ მუხლზედ და არ უშვებდნენ. სირონამ მარცხენა ხელით ეს პატარები მოიგერა, აუჩქარა ფეხი და თან მხიარულად ეუბნებოდა:

– არა, არა, თქვენ კუკს ვერ მიიღებთ, მინამ ახალი კაბა არ ექმნება მზად. ისე გძელი და ჭრელი იქნება, როგორც იმპერატორის სამოსელი. ციცილია, მომშორდი, თორემ თავ-პირს დაიმტრვევ, როგორც გუშინ ნიკონს მოუვიდა.

ქალმა უეცრად თვალი მოჰკრა გერმასს, რომელიც პირდაღებული შემოჰსცქეროდა ამ მხიარულს კრებას. სირონას ჯერ შეეშინდა და როცა მორცხვობით ატაცებულმა გერმასმა პასუხი ვეღარ მოახერხა სირონას კითხვაზედ, რა გინდაო, ქალი ისევ მხიარულად სიცილს მოჰყვა და დაიძახა:

– რას გაჩერებულხარ? ჩვენ ხომ არას დაგიშავებთ! რას შიშობ! განა, არას დაუშავებთ, ჩემო პატარებო?

გერმასი ამ ხანობაში იმოდენად მოკეთდა, რომ უთხრა, სენატორის ნახვა მინდაო, სირონა ძალიან დააკვირდა იმ მშვენივრად მოყვანილს ყმაწვილ კაცს და უთხრა, მე წაგიყვან სენატორთანაო.

პეტრე ამ დროს ელაპარაკებოდა თავის ორს უფროსს შვილს. პეტრეს უფროსი შვილი ლამაზი ყმაწვილ-კაცნი იყვნენ და ნიჭიერნიცა. უფროსი – ანტონი მეხანიკი იყო და უმცროსი – პოლიკარპი ძალიან მაღალის ნიჭიერების სკულპტორი. პოლიკარპი მამას ეუბნებოდა თავის აზრს მასზედ, თუ როგორ გადიტანოს ალექსანდრიაში უშველებელი ლუსკუმები, რომელიც მას შემოკვეთილი ჰქონდა. მამა არ ეთანხმებოდა, მაგრამ შვილი ისე გულმხურვალედ აჯერებდა, რომ ბოლოს ესეც დაუყაბულდა.

ოთახში შემოვიდა პეტრეს ცოლი დოროტეა და მისი ქალი მარტანა. დოროტეას ძალიან უხაროდა, რომ საყვარელის შვილის აზრი სისრულეში მოვა.

– რაო? სირონა თქვენთან არ ყოფილა? – ჰკითხა უეცრად პოლიკარპმა, რომელსაც უნდოდა გულგრილად ეჩვენებინა თავისი თავი, მაგრამ ვერ მოუვიდა და სახე აუწითლდა ამ კითხვაზედა.

მარტანამ ეს შეამცნია და ქვეშ-ქვეშობით უპასუხა:

– სირონამ დღეს ერთის წუთით დაგვანახა, თავისი მშვენიერი სახე და ისევ მალე მოგვშორდა, რაღაც მძიმე საქმე მაქვსო.

– საქმეო? ვისა? სირონას? – ჰკითხა გაკვირვებით პოლიკარპმა.

– მაშ! მაშ! – იცინოდა მარტანა: – სირონას ჰქონდა, სირონას! კუკისათვის ახალის კაბის შეკერვა მძიმე საქმე არ არის განა!

– ახლა შენ რად დაჰსცინი მის გულკეთილობას? – ჰკითხა მდურვით პოლიკარპმა.

– ეჰ, გულბილი რამ ყოფილხარ! – ჰსთქვა ხმადაბლა მარტანამ. – სირონა გულუბრყვილოა და კეთილი, როგორც ანგელოზი, მაგრამ მაინც შენ ისე ხშირად არ უნდა შეაჭყიტო ხოლმე თვალები. იგი ჩვენი არ არის და რაც უნდა ჰსძულდეს თავისი ქმარი გალელი ცენტურიონი, მაინც კიდევ....

სიტყვა ვეღარ დაასრულა, იმიტომ, რომ ამ დროს დედამ ამათკენ მოიბრუნა პირი.

ქვა იქავ სენატორის მამულში უნდა მოეჭრათ ლუსკუმის გამოსაკვეთად. ქვის მოჭრას მუშები უნდოდა. დოროტეამ თავისი მოურავი იეტრო დაიბარა. მოურავი მოვიდა და დოროტეამ შეუკვეთა, მუშები იშოვნეო, ზოგი ჩვენი შინაყმანი მიაშველეო, ასე კიო, ჩვენი შინაური საქმე ამითი არ შეფერხდესო. რასაც კი დოროტეა ამ საგანზედ ეუბნებოდა, ყველაფერი გონივრული და ჭკვიანური იყო. აშკარად ჰსჩანდა, რომ ოჯახის ავ-კარგი კარგად ეყურებოდა და ბძანებლობასაც ჩვეულ ყოფილა.

– აი, ის ახმახი ანუბისი! – ჰსთქვა დოროტეამ: – ის შეიძლება ცოტას ხნობით თავლას მოვაშოროთ. თავლაში ის ისე საჭირო არ არის; უიმისოდ თავლაში იოლად წავლენ.

მოურავმა ამაზედ პასუხი დაუგვიანა, თუმცა აქამომდე სწრფად აძლევდა პასუხსა. ამასთანავე ისეთის თვალით გადახედა პეტრეს, რომელიც ამ დროს შვილის სამუშაო გეგმას სინჯავდა, რომ აშკარა იყო პეტრესი ერიდება და იმასთან პასუხის თქმა ემძიმება.

დოროტეა მიუხვდა იეტროსს და სწორედ ამ მიზეზითაც უფრო გაკვირვებით, ვიდრე გაჯავრებით ჰკითხა:

– ეგ თვალით რომ მანიშნე, რა ამბავია? რაც ჩემთვის მოსასმენია, ის პეტრესათვისაც მოსასმენი უნდა იყოს.

სენატორმა ამათკენ შემოიხედა და ისეთის თვალით გაზომა თავის მოურავი, რომ ამან უკან დაიწია და მოჰყვა რაღაცის ტიტინსა.

ბაშვების ხმაურობამ სიტყვა გააწყვეტინა. ოთახში შემოცვივდნენ ყმაწვილები და სირონა. სირონამ გერმასი მიიყვანა სენატორთან და სიცილით უთხრა:

– აი, ეს გრძელი ჭაბუკი კიბეზედ ვიპოვე; შენ გეძებდა.

პეტრემ მოყვარის თვალით ვერ შეხედა ჭაბუკს და ჰკითხა, ვინა ხარ და რა გინდაო.

გერმასს მორცხვობისაგან ენა დაება. თავის დღეში ამდენს ხალხში, მერე საცა სამი ქალი იყო, თავისი თავი არ ენახა. სხვა რომ ვერა გაეწყო რა, თავისის ტყაპუჭის ბეწვს დაუწყო გლეჯა და ტუჩებს კიდევ ცმაცუნი. ბოლოს, როგორც იყო ხმა ამოიღო და ძლივ-ძლივ წაიდუდუნა:

– მე სტეფანეს შვილი ვარ, აი, ამ ბოლოს დროს რომ დაჰსჭრეს, სარაცინები რომ დაგვეცნენ. ხუთი ღამეა რაც მამაჩემს ძილი აღარ მოჰსვლია. მე გამომგზავნა შენთან პავლემ, კეთილმორწმუნე პავლემ ალექსანდრიელმა, შენ ხომ იცნობ, გამომგზავნა, რომ....

– ჰო, ჰო, – გააწყვეტინა სიტყვა პეტრემ და იმ კილოთი დაუწყო ლაპარაკი, რომ ამ ყმაწვილ-კაცს გული მოუგოს: – ჰო, ვიცი! შენ მამაშენისათვის წამალი გინდა. ერთი უყურე, დოროტეავ, რამოდენა ვაჟკაცი გამხდარა ის ბაშვი, რომელიც ანტიოხელმა თავისთან მთაში წაიყვანა. ვერ ხედავ რა ტანადი ვაჟკაცია!

გერმასი გაწითლდა და უნებლიეთ გაჰსწორდა და ტანი მოიმარჯვა. დიდის თავმოწონებით ნახა, რომ სენატორის შვილებზედ უფრო ტანადი და მაღალია თითონ. ისინი და გერმას ერთის ხნისანი იყვნენ თითქმის, მაგრამ იმათ წინ უფრო მორცხვობდა, ვიდრე იმათ დაღვრემილ მამის წინაშე. ესეც უნდა ვჰსთქვათ, რომ სენატორის შვილები ვერაფრად მოსდიოდნენ თვალში გერმასს. ამისი გული იმათ როგორღაც არ მიეკარა.

პოლიკარპმა თავიდამ ფეხამდე თვალით გაზომა გერმასი და ხმამაღლა უთხრა სირონას, რომლისათვისაც ერთს წუთსაც თვალი არ მოუშორებია:

– ერთი ამისთანა მხარბეჭიანი ოციოდ მუშა რომ გვეშოვნა, ჩვენი საქმე კარგად წავიდოდა. აქ, ჩვენო ახმახო ფალავანო, სამუშაოა, თუ გინდა....

– მე ფალავანს კი არ მეძახიან, მე გერმასი მქვიან, ეს იცოდე, – უპასუხა თავმოწონებით გერმასმა და შუბლზედ ძარღვები სისხლით აევსო.

პოლიკარპს ენახა ბერ-მონაზონები წმინდა მთაზედ, იცოდა იმათი ავი და კარგი, მაგრამ არ ეგონა, რომ ამისთანა ჯანმრთელი, ღონიერი ჭაბუკიც მეუდაბნოეთა რიცხვში იქნებოდა. მაშინვე მიხვდა, რომ ეს მამის სტუმარი რაღაც რამ მეტია მასზედ, რაც მისი ტანისამოსი აჩენს. ისიც იგრძნო, რომ აწყენინა ჭაბუკსა და ამის გამო ასე მეგობრულად და ტკბილად უთხრა:

– მაშ გერმასი გქვიან? რათ მიწყინე? ჩვენ ყველანი მუშები არა ვართ განა? შრომა არავის არ ამდაბლებს. სახელდობრ რა საქმეზედ სდგეხარ?

ამ სიტყვამ ძალიან აამღვრია გერმასი, დოროტეამ შეამცნივა ეს ამბავი და მაშინვე წამოიძახა:

– თავის სნეულს მამას უვლის. არა, ჩემო შვილო? პეტრე შემწეობაზედ უარს არ გეტყვის.

– მაგას ეჭვი არ უნდა, – ჩაერია ლაპარაკში სენატორი. – ცოტას ხანს უკან მეც გამოგყვები მამაშენთან, გერმას. თქვენ კი, ჩემო შვილებო, იცოდეთ, ამისი მამა გამოჩენილი დიდკაცი იყო. მან დიდს სიმდიდრეზედ აიღო ხელი, ზურგი შეაქცია ამ წუთისსოფელს, რომელმაც მრავალი მწარე დღე გამოატარა. და სულ მთლად მიეცა ღვთის სამსახურსა. ჩვენ შეგვიშლიან იმის აზრს ღვთაებაზედ არ ვეთანხმოთ, ხოლო პატივსაცემი კაცი კია და პატივი უნდა ვცეთ. ჩამოჯეგ, ჩემო კარგო! ჯერ ერთს მძიმეს საქმეზედ მოსალაპარაკებელი მაქვს, მოვრჩები თუ არა, წამოგყვები და წავიდეთ.

– ჩვენ ძალიან მაღალს მთაზედ ვდგევართ, – წაიბუტბუტა გერმასმა.

– მაშ წმინდა ჰაერში ჰსცხოვრობთ, როგორც ვხედავ, – მიუგო სენატორმა. – კარგია მომაგონდა! იქნება მამაშენი მარტოა ეხლა? მაგრამ შენა ჰსთქვი, რომ ის მადლიანი კაცი პავლე იქ არისო. თუ ეგრეა, კაი პატრონი ჰყოლია, არა უშავს რა, რომ აქ ცოტათი მოიგვიანო კიდეც.

პეტრეს რაღაცა მოაგონდა და ჩაფიქრდა. ცოტას ხანს მერე თვალი უყო შვილებს და უთხრა:

– შენ, ანტონივ, წადი და მუშების საქმეს შეუდეგ, შენ კი პოლიკარპ, შეუდეგ საქონელის შოვნის თადარიგს. ფულს ნუ დაიშურებ, ოღონდ კარგები იყვნენ. რაც მალე პასუხს მომიტანთ, მით უფრო კარგი იქნება. საქმე უნდა სიტყვას ზედ მოჰყვეს ხოლმე, ის არის კარგი. როცა კვერი დაეცემა, ხმასაც მაშინვე გამოიღებს; ჩვენც ეგრე უნდა მოვიქცეთ. შენ კი, მარტანავ, ციების წამალი შეამზადე და რამდენიმე წყლულის შესახვევი მჩვრები. აი გასაღებიცა.

– მეც გიშველი, – დაიძახა სირონამ, რომელსაც უყვარდა, რომ რაშიმე კაცს გამოჰსდგომოდა. ამასთანაც ებრალებოდა საწყალი და სნეული მეუდაბნოე. გერმასს როგორღაც განსაკუთრებით უყურებდა. სირონას ეგონა, რომ ეს ჭაბუკი ჩემი ნაპოვნიაო, ჩემგან არის აქ მოყვანილიო. მას აქეთ რაც შეიტყო, რომ გერმასი დიდი-კაცის შვილია, დიდის პატივისცემით დაუწყო ცქერა.

ვმინამ სირონა და მარტანა წამლის მზადებაში იყვნენ, ანტონი და პოლიკარპი გავიდნენ ოთახიდამ

უკანასკნელმა გადააბიჯა დირეს ფეხი თუ არა, ერთი კიდევ უკან მოიხედა და დიდხანს მიაპყრა თვალი სირონასა. შემდეგ სწრაფად გაჰსწია, მიიხურა კარები და აღმოკვნესით ჩაიარა კიბე.

როცა შვილები გავიდნენ, პეტრე ხელახლად მიუბრუნდა მოურავს და ჰკითხა:

– რა მოჰსვლია იმ ჩვენს შინაყმას ანიბუსსა?

– დაჭრილია, – უპასუხა იეტრომ. – ასე დაჭრილია, რომ რამდენსამე დღეს არაფრის კეთება არ შეუძლიან. მირიამმა, იმ გარეულმა კატამ, თავი გაუხეთქა ნამგლითა.

– მე მარტო ეხლა მესმის ეგ ამბავი! – დაიძახა გულნაკლულად დოროტეამ. – მერე ის საძაგელი გომბიო რა იქნა?

– ბეღელში დავამწყვდიეთ, – უპასუხა იეტრომ. – ეხლა იქა გდია და თმას იგლეჯს და იწყევლება.

დოროტეამ თავი გაიქნია გაჯავრებით და ჰსთქვა: – მაგით თქვენ იმას ვერ მოარჯულებთ. წადი და აქ მომიყვანე.

როცა მოურავი გავიდა, დოროტეა მიუბრუნდა თავის ქმარს და უთხრა. – კაცი გაგიჟდება, როცა ხედავს, როგორ ექცევიან ერთმანეთს ის უბედურნი. აი რამდენჯერ შემინიშნავს! ისე შეუბრალებლად არავინ მოეკიდება, როგორც მონა მონასა.