The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (8)1878.23.02


ივერია (8)1878.23.02



1878.23.02

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები)

თელავი. ძლივს შეუდგა თელავის მმართებლობა ქუჩების (დასწყევლა ღმერთმა, რა „ქუჩები“ მედება ენაზე, როდესაც აქ არ არის!)— ქუჩებისა კი არა ორღობების კეთებას, 8-ს თებერვალს შეუდგნენ ნადიკვრისკენ ოღრო-ჩოღრო აღმართის კეთებას, რადგანაც გაზაფხული მოახლოვდა და აქაურს საზოგადოებას –– (უფრო ქალებს) უყვარს ნადიკვარზე სეირნობა პიკნიკების შემდეგ. ღმერთმა ინებოს, რომ თხამ მგელი დაიჭიროს და ყველა ქუჩ.... (კიდევ ქუჩები!) ორღობები გაასწორონ. ხუთს ექვსს ფარანს რომ მოუმატონ კიდევ 20-30 (თუმცა ესეც არ ეყოფა თელავის განათებას) სხვა და სხვა ბნელს და ცხვირ-პირ დამამტვრეველს ორღობეებს — ხომ „ყოჩაღ!“ — უნდა — უთხრათ თელავის მ.....

იწევს და იწევს ხორცის ფასი ზევით! ეხლა თელავში ხორცი ცხვრისა და ძროხისა ორი შაურია! ყველანი ამბობენ, რომ ამ გვარ ხორცის სიძვირეს არ შევსწრებივართო. ერთი ღორის ხორცია ტაქციის ძალით გირვანქა ერთ შაურით, მაგრამ ამასაც შაურ-ნახევრად ჰყიდიან ჩვენი ყასბები. ამის დასამტკიცებლად მოვიყვან ერთს მაგალითს, თუმცა ათასია. ამ ერთს კვირაში ერთი აქაურის სასწავლებლის მასწავლებელი მივიდა თურმე ყასაბთან და დააფასებინა ღორის ხორცი. სამ აბაზად დაუფასეს ლიტრა, ააწონინა რამდენიც უნდოდა და ხურდა გამოართვა. ამ დროს მოვიდა „ჟანდარმი“ და ჰკითხა მასწავლებელს: „როგორ იყიდეთ ხორციო? მასწავლებელმა რასაკვირველია უპასუხა: სამი აბაზიო. მიჰვარდა ჟანდარმი ყაასაბს და ორიოდე კარგები წაუთაქა და წაართვა მეტი ფული, არამც თუ მასწავლებლისა, არამედ სხვა „საწყალის“ ხალხისაცა. ამ გვარი სცენა თელავში იაფია. — ერთი რამაც გაიაფდა თელავში, მაგრამ იმაზედ „იქნება“ შემდეგში მოველაპარაკო „ივერიის“ მკითხველებს.....

კახეთი. ახალი ამბავი არაფერია კახეთში, გარდა იმისა, რომ უკანასკნელი დროებითი მილიციაც დაიშალა. ამ ჟამად ცოტად თუ ბევრად ცივა. ავად-მყოფობა არაფერია... ჰეი გიდი! გატეხილა, ვერ დასეირნობს სოფ. საბუის შკოლის მასწავლებელი თელავში! მე მეგონა უფ. ყიასოვი მხოლოდ უხეიროა მეთქი, და ზარმაციც არ გამოდგა! 7–ს თებერვალს, სამშაბადს ისე არხეინად დასეირნობდა თელავის ბაზარში, რომ კაცს ეგონებოდა ეს კაცი დუქნების ქირით ცხოვრობს და ქირების მოსაკრეფად გარჯილაო! ერთი მიბძანეთ: სწავლის დროს რა თელავში სეირნობისა სცხელა უფ, ყიასოვსა?! ახლა, მუქთად რომ გლეხების ფულებსა სჭამს ... რა პასუხს აძლევს, ან გლეხებს და ან თავის მოსწავლეებს!?

ქართველი.

ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღება

ქართული გალობის ნოტებზედ გადაღება ფრიად სასიამოვნოა და თითქმის ეპოქად ჩაითვლება ჩვენში მით უფრო სასიამოვნოა, რომ ამ ჟამად მხოლოდ 10-15 გვამი თუ მოიპოვება ჩვენს სამშობლოში, რომ „ნამდვილი“ გალობა იცოდეს. ჩვენდა სამწუხაროდ აქამომდე არავინ გამოჩნდა ჯერ, რომ ეს კეთილი საქმე შეესრულებინა. მე ძალიან გამიხარდა, რომ წავიკითხე ერის „დროების“ ნომერში, რომ გადაიღესო და სიონშიც იგალობესო და კარგადაც „გამოვიდაო“. ღმერთმა ინებოს, რომ ეს მართალი თეოს! მაგრამ, დალახვრა ღმერთმა, როგორღაც ეჭვი მაქვს ამ ამბის სიმართლეში.

აი, ბატონებო, მოგახსენოთ რამ დამიბადა ეს ეჭვი ამ საქმის შესახებ. მე მითხრეს, თუ ჭორი არ არის, რომ ქართული გალობა ვითომ უფ. მ. მ-ნს გადაეღოს ნოტებზე: თუ ეს მართალია — ეხლავე იმედ-გადაწყვეტილი ვიტყვი, რომ ის გალობა „გადამახინჯებულია“ და არა „ნამდვილი“ მ. კარბელოვის ქართული გალობა. მე ვამბობ გადამახინჯებულია მეთქი, ამიტომ, რომ მე თვითონ მიჩვენა თავისი შრომა უფ. მ. მ — მა ჩემს თბილისში მყოფობის დროს, ერთხელ, ბატონო, მე დავესწარი ქართულის გალობის გაკვეთილზე (რუსულს გალობას ასწავლიდა და ქართულიც ჩააბარეს, თუმცა უფ. მ. მ—მა იმდენივე იცის ქართული გალობა, რამდენიც მე ჩინური.). უფ მასწავლებელს ეკავა ხელში თავის ნაშრომი და იმით აგალობებდა შეგირდებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც გავიგე კილო გალობის!.. ისეთ ნაირად იყო გადამახინჯებული პატივცემულის მ. გ. კარბელოვის მშვენიერი კილო, რომ სრულებით ვერ ვიცან კალო კარბელოვის გალობისა! როდესაც დავხედე თვით შრომას — თქვენს მტერს ეცეს ელდა, როგორც მე მეცა! ოთხს ხმაზე არ იყო თურმე გადაკეთებული ქართული მ. გ. კარბელოვის გალობა!! (სამს ხმასაც არ დასჯერებოდა კომპზიტორი!) როდესაც მე ვკითსე ამის (ოთხის ხმის) მიზეზი, მან თამამად მით პასუხა: მე თვითონ გავამშვენეო! ნეტავი საზოგადო კილო მაინც გადაეღო, თორემ გამშვენებას ვინა ჩივის! იქნება სთქვას ვინმემ, რომ „ოთხ-ხმიანი გალობა უფრო კარგი არ არისო?“ კარგი გახლავთ, ბატონო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართული არც ეკკლესიური გალობა და არც ხალხური სიმღერა არ არას ოთხს ხმაზე საგალობელი არც იმერეთში და არც ამერეთში. რამდენათაც მე მითვალიერებია (მე ძალიან მოსიყვარულე გახლავართ ქართულის გალობისაც და სიმღერისაც), არსად არც ერთსც გალობაში და არც სიმღერაში ოთხ-ხმიანი გალობა და სიმღერა არ შემხვედრია. მე არ ვამბობ, რომ რაკი არ არის არც შეიძლება ოთხ-ხმიანი ქართული სიმღერა ანუ გალობა მეთქი, — რატომ არა, მაგრამ თუ ახლანდელს ქართულს გალობას აწყობენ ნოტებზე — როგორიც არის ისე უნდა გადაიღოს და არა ჩირთი-ფირთებით გადაამახინჯოს. მართალია, შეიძლება (თუმცა მაინცა და მაინც განვითარებული არ იქნება) რომ კომპოზიტორმა ის გალობა, რომლის გადაღებაც სურს, არ იცოდეს და გადიღოს მხოლოდ რამოდენიმე „იმ“ გალობაში განვითარებულის გვამების შემწეობით; მაგრამ ისეთს კომპოზიტორებს კი როგორიც არის უფ. მ - ნი და მის მსგავსნი არ შეუძლიანთ ეგ. საქმე იმაშია, რომ უფ. მ. არც მუსიკის ტეორია (ურისოთაც არ შეიძლება გადაღება ნოტებზე გალობისა) აქვს გვარიანად შესწავლული და ქართული გალობა ხომ, როგორც თვითონ აღიარებს, სრულებით არ იცის. ყველა დამეთანხმება, რომ „დო, რე, მი“-ს ცოდნა კიდევ არ ჰნიშნავს მუსიკის ტეორიის ცოდნას. ახლა გითხრა, ჩემო მკითხველო, რათა ვყბედობ ამდენს, თუ გალობა გადამახინჯდა გადაღებაში და ამ გვარად დაუწყეს სწავლა მოსწავლებს — ქართული გალობა სრულიად დაიკარგება. „სიონში იგალობეს და კარგად გამოვიდაო!“ შეიძლება, მსმენელს იქნება იმიტომ მოეწონა (იქნება მარტო თვითონ შემდგენელს მოეწონა ვინ იცის!), რომ ხმები ცოტად თუ ბევრად შეწყობილნი იყვნენ, ანუ უკეთ ვსთქვათ: ტერციაზე იყო ხმები დაწყებული. ან კიდევ: რასაკვირველია ორის ხმის გალობა უფრო სასიამოვნო გასაგონია, ვიდრე ერთისა, როგორც გალობენ ჩვენს ეკკლესიებში. აბა თვითონ მ. კარბელოს გააგონეთ ახლად გადაღებული ნოტებზე გალობა, ვნახოთ იცნობს თავის საკუთარს კილოს თუ არა უკანასკნელი სიტყვა ეს არის ჩემი: ქართულის გალობის ნოტებზე გადაღება არ არის ისრე ადვილი, როგორც გონიათ ზოგიერთებს; იქნება იმას დეეხარბოს ზოგი ცრუ კომპოზიტორი, რომ ეგები ორმოცი თუმანი პრემია მივიღოვო, ოღონდ კი დავბღაჯნო რამეო; მაგრამ ქართველები კიდევ ისე არ დამცირებულან, რომ ტყუილ-უბრალოდ გადაუარონ ფულები, თან და თან ჭკუასა სწავლობენ... ღმერთმა ინებოს, რომ ამ ერთს წელიწადს ქართული გალობა გალობად გვენახოს ნოტებზედ გადაღებული!...

ქართველი

ზამთარი.

მოვიდა ქაჯი ზამთარი და ყველა მოიბუზა, ეს ბებრუცანა იმისთანა ხასიათისაა, იმისთანა სუსხიანი, შემავიწროებელი და შემაწუხებელი, რომ ყველას ეჯავრება იმის მოსვლა. ჯერ, ბატონო, იანჩხლა, იყბედა--იქროლა და გაბრაზიანდა; მეტის-მეტის ბრაზებით ჭაღარა დეემართა ჯერ და მემრე სულ გაუთეთრდა თმა - მაშინ დამშვიდდა და ახლა არის თავისთვის, ჰარაქათ გაწყვეტილი. სხეული ისე ცივი აქვს, რომ იმასთან ახლო ყოფნა და მიკარება ყველა სულდგმულს ეჯავრება. მაგრამ ამ ბებრუცანასაც სცოდნია მდაბლის და მაღლის გარჩევა: მდაბლის ჩაგვრა და მაღლის კრძალვა ანუ რიდი....

საზოგადოთ სულ ყველანი ერთ ნაირად არ გრძნობენ იმის ახლო ყოფნას და იმის გაუტანელ სუსხს. აბა ჩვენ — ონოფრებს, ამირინდოებს, ივან ნიკიფორიჩებს და ივან ფეოდორიჩებს რას ავნებს ზამთრის სიცივე, თუ ღმერთი გწამსთ?.. იმათ შელაგებული აქვთ ყოველი სიკეთე: პური სავსეა ამბრებში, ღვინო მარნებში და შეშა საშეშეებში.

ხომ მოგეხსენებათ ოღონდც იმათ პური და ღვინო საკმაო ჰქონდესთ, ქვეყანა ფეხებზეც ჰკიდიათ. როცა იმათ ეს წყალობანი უხვად ექმნებათ, დარჩებით მხოლოდ ეს ერთი საქმე: ქეიფი და ტახტებზე გორვა. სასიამოვნო სანახავია იმათი გორვა, მაგრამ უსიამოვნესია იმათი ქეიფი და დროების გატარება.

რომ დასხდებიან სუფრაზე, იმავე წამს გაჩნდება დაუვიწყარი. „ქვრივი მიყვარს - ქვრივი-მე, ქვრივის სულის ჭირიმე.“ პირველ სუფრაზე, რასაკვირველია, ამ სიტყვებს გამოჰსთქვამენ რიგიანად მოქეიფების ენები; შუაზე ქრება ზოგიერთი ასოები და მარცვლები — და გამოდის: „ქივი მიყვას, ქივი მე, ქივის ჭიიმე“; ბოლოს სულ იცვლებიან ეს ფრაზები და ღვინის სუნით შერეული გამოდის — „ქვეშ გაიჭიმე....“

X

ვაჭრებმა სოფლებს დაანებეს თავი – გლეხების სისხლი და ტვინი გამოჰწოვეს, ახლა სხედან მინიან დუქნებში და მოელიან გლეხების დარბაზობას (ვიზიტებს) რომ მომავალ კალოსათვის დამპლის საქონლის შეპარვით ვალები განუახლონ.

ბევრის ახალგაზდა გლეხის ვაჟის და ქალის ბედის წერა სწყდება ზამთარში და ერთმანეთს უკავშირდებიან და რასაკვირველია ამ დაკავშირების დროს ე. ი. ქორწილების ჟამს ამ ივან კალიტებსაც მევიზიტები ემატებათ.

მამა ღვდელიც ზის თბილ ოთახში, კმაყოფილი თავის ბედისა, ხან ემუსაიფება თავის ფოფოდიას, ხანაც ეხუმრება თავის თვალის ჩინს და მოლის — როდის შემოაღებს კარებს ვინმე — რომ მოუტანოს ან საწირავი, ან მკვდრის ამბავი. იმას უწყია თახჩაზე მრავალი სასულიერო წიგნები, პირველ შესვლისავე კაცს ეგონება: სწორეთ, სასუფეველში პირველი ალაგი ამას ეკუთვნისო, ხუმრობაა ამდენი წმიდა წიგნების გადაკითხვა... მაგრმ საუბედუროთ რაც პირია, სარჩული ის არ გამოდის! იმ წიგნებზე სქლათ დამჯდარ მტვერის ჩადრზე აწერია: „მამა მღვდლის ცოდვას ნუ იდებთ — ის ჩვენთვის თავს არ იწუხებს…“

აკაკი აკაკივოჩები — მწერლები კრაზანებივით დილაზე მირბიან სასამართლოებისკენ მობუზულები. ზოგს პალტო არ ასხია, ზოგს კალოშები არ აცვია ფეხზე და ზოგს იქნება... ისიც… არა აქვთ.... სხედან საცოდავები დილით საღამომდისინ და სწერენ, და როცა საწერი არ ექმნებათ, ხან ქაღალდებს ღეჭენ და ხან კალმის ნათალებსა. ზფხული მაინც იყოს, მაშინ ბუზებით მაინც გაძღებიან... აგერ გაიღო კარები, სასამრთლოსი ყოველი შეტოკდა, შეკრთა და ჩამოვარდა სიჩუმე, გეგონება ანგელოზმა ჩამოიარაო. შემოვიდა ბობოლა სამურის ქურქში გახვეული. ზოგმა ქურქი ჩამოართვა, ზოგმა ხელის ჯოხით და კურთხეული სლიაპა გველს უნდოდა რითიმე ამოს თავის ბობოლას, მაგრამ შენ არ მომიკვდე, ბობოლა ისე წარბ შეკრული ტრილებს, რომ იმისი სახე ბუქიან აბულეს მთას წარმოადგენს. ბობოლა დაჯდა, უკაცრავად, დაბძანდა, და იმ თავის მაღალ ადგილიდამ გადმოყურებს თავის ქვეშევრდომებს — კრაზანებს, როგორც ქორი; ზოგს უჯავრდება, ზოგს ტუქსავს, ზოგს ადგილიდამ გამოგდებას უმუქრება და ზოგს კიდევ ზედაც არ შეხედავს, რადგან ახალ-მოსულია და ჯერ საბძელის გასაღებიც არ აბარია საწყალს, მოაწერა ხელი. გაათავა სამსახური. რაღაც წუჩურჩულა თავის მდივანს (სეკრეტარს) ყურში და აიდა, გავარდა გარეთ და გასწია შინისკენ. — შინ იმას მოელის: მშვენიერი სადილი, სადილის შემდეგ ყავა, ყავის შემდეგ ძილი, ძილის შემდეგ დალოცვილი ჩაი და ღამე მწვანე სტოლი და ქალებში ცეკვა....

X

კაცის გული ასპიდის დაფაა, რასაც ისურვებ, იმას დასწერ იმაზე — თუგინდ ავი თუ გინდ კარგი — და რომ გინდოდეს, მალე წავშლი კიდეც. მაგრამ თუგლეხებზე მოინდომო ლაპარაკი და დასწერო რამ გულის დაფაზე, მაშინ, ჩემო მკითხველო, უნდა იხმარო ლურსმანი, რომ მაგრა გაფხაჭნოს და კვალი დააჩნდეს და წაუშლელად დარჩეს, რადგან იმათი მდგომარეობა ამ ნაირია!

ჩემთვის, რომ უკითხნათ, „გლეხი რა არის?“, მე ჩემს ცნობის მოყვარესვე ვუპასუხებდი: გლეხი არის უენო ცხვარი, რომლით სარგებლობენ ორფეხა მგელნი ქვევითნი და ზევითნი. ქვევითნი რძეს სწველენ და მით მყრალ მუცელს ასიამოვნებენ; ზევითნი — მატყლს პარსვენ და ითბობენ შესაფურთხავ — უღირს ტანს. მაგრამ რა ჩვენი საქმეა, მკითხველო, რაც გინდა იყოს, მომყევი, შევიდეთ გლეხის სახლში, ვნახოთ იქ რა ნაირი გავლენა და მეფობა აქვს ჩვენს ბებრუცანა ზამთარს. ხედავ რამდენი კარი და ფანჯრები აქვს იმის სახლს? ზამთარს რომელს ჭურჭურტანიდამაც უნდა, თავის სუსხს შემოგზავნის, აგერ ზის იმისი ცოლი კერას წინ. კერაზედ ცეცხლი ძლივს-ძლივს ბჟუტავს. ერთი იმის ტანს შეხედეთ რითია შემოსილი? მკითხველო, სანაძლევოს მოგცემ თუ მეტყვი, იმისი კაბა რა ფერია?.. მობუზულა საწყალი კერსთან და ძუძუ მწოვარა ყმაწვილი, ძონძებში გახვეული კალთაში უწევს. რა ნაირ საცოდავს სანახავობას წარმოადგენს იმისი ექვსი წლის ვაჟი!!! მუხლებამდისინ ტიტველა, ფხები სიცივისგან გასიებული, თავ ღია, პირი-სახე გამურული. ზის და წუწუნით დედას აწუხებს: დედა, პური მინდა და მალმალე აიხედებს ქანდარაზე მაღლა, ვარცლისკენ, საცა გდია ორი ხმული მჭადი, რომელიც შუადგენს იმათ ვახშამს. დედა, რასაკვრველია, უარს ეუბნება, იცის, ის მჭადი რომ მისცეს, ქმარი მშიერი დაურჩება. კერის მეორე გვერდზე ზის სალდათი და წამ და უწუმ იდუჟება და აბოლებს „მახორკიანს“, მოკლე ჩიბუხს და კომლს გზავნის კერისაკენ. გეგონება ესეც გულში ამბობს: განა ამდენი შეწუხება, სიღატაკე არ ეყოფათ ამათ, რომ მეც არ შევაწუხო ჩემი მას ორის სუნითაო. კერა თავის დღეში, როგორც იმათი ცოდვილი მუცელი, მადიანად არ გამძღარა - არ ანთებულა. გარშემო სულ ტყეა, მაგრამ ეგ ამის კერისათვის არ რის — ხურო ნაზარასია.

აგერ შემოაღო კარი გლეხმა. იმის ტანი რუსისა, ფეხები და თავი ქართველისა. იმის ტანს არ მიჰკარებია კარგა ხანია ქართული ჩოხა და ახალუხი — ის არის შემოსვილი რუსულის ფარაჯით. ხედავთ, ჩვენ ბებრუცას რა ნაირად შეუმკია იმის წვერ-ულვაში. იმისთანა მშვენიერი ყინულების „ფიგურებია“ გამოყვანილი გლეხის ნინიკას ულვაშებზე, ახალი მოდის ქალმა რო დაინახოს, ინატრებს: ნეტა, ქა, მაგისთანა საყურები მქონდესო.

ცოლმა და შვილმა შემოსვლისავე უმალ შეხედეს გლეხის ხელებს ხომ არაფერი მოაქვსო; როცა დარწმუნდნენ, რომ არაფერი მოუტანია, მაშინ საწყლები უფრო დაღონდნენ.

— მოიტა, დედა-კაცო, ვახშამი, არა გაქვს რა? — რა მოგიტანია, რომ რა მქონდეს — თქმით დედა-კაცმა მიუგდო წინ ორი ხმელი მჭადი.

— ღვინოც უნდა იყოს ცოტა, დედა-კაცო, ისიც მოიტა, ღვინოც გაჩნდა იმათ ღარიბ სუფრაზე. ორ ორი ყანწი რომ დაცალეს, შექეიფიანდნენ. ამ საბრალოებმაც იციან შეხარხოშიანობა, თუ კი ნუნუას ბედი ხელში ჩაუგდებს.

უკაცრაოდ, ჩემო მობეზრებულო მკითხველო, თავი შეგაწყინე. იქნება გლეხის ნახვაც გეჯავრებოდეს, არამც თუ მისი ამბავი, მაგრამ, რა ვქნა, როგორც არის მიყაირათე. ერთს მოთხრობასაც გეი უვი და მშვიდობით! ახლა, ჩემო კარგო, ახალი ამბის წერა ძნელია და თითქმი შეუძლებელი. ახალი ამბავი რო დასწერო მართალი უნდა დასწერო, ისიც ხომ იცი, მართალის თქმისათვის ენს მოგჭრიან. ტყუილის თქმაც ყოველ კაცს არ ესინიდისება. მაშ სჯობია კიდევ მე და შენ შევექცეთ მოთხრობებით. მაინც ზამთრის ღამე გძელი; საქმეც, მე ვიცი, არ გექმნება. მაშ ყური დამიგდე.

არის და არ არის — არის ცხრა მთის იქით ერთი დაბა, შეიძლება პატარა ქალაქიც იყოს. იმ დაბაში ცხოვრობენ ბევრი კაცები, მაგრამ უფრო უბევრესი . . . . . . . . ხალხი იქ ცხოვრობს ღარიბათ, მაგრამ ბედნიერათ. მდებარეობა, ჰაკა ჩინებულია — სწორედ მაჰმადის სასუფეველს წარმოადგენს. იქ არის კიდევ კლდეზე ატუზული მაღალი დაკბილული ძველი ციხე. სიძველისგან გეგონება იღრიჯება, და მაღლიდგან დასცინის იქაურ ადამიანებსაო (სასაცილო რა აქვთ?). იმ დაბაში არის მომრიგებელი სასამართლო და მოსამართლეც. იმ სასამართლოში იმჭება მრავალნი საქმენი — სიმართლით, თუ უმართლოდ — ვინა ჰკითხავს? კიდეც, რომ ჰკითხოთ, პასუხის ძომცემი არავინ იქმნება....

ახირებული ხასიათისაა ეს მომრიგებელი მოსამართლე. ღამე არ იციან იქაურებმა რას აკეთებს, რომ დღისით ძლივს მობძანდება საათის თორმეტ ზედ — სასამართლოში. მოვა თუ არა, მაშინვე მოიხმობს დაბარებულ გვამთა. უბძანებს კარების ჩაკეტვას და კარებზე დააყენებს პავლე მ. სტოროჟს, რომ არც შიგნიდამ გარედ გამოუშკას ვინმე, არც გარედამ — შიგნით შეუშვას. ვინც ბედნიერი და უცოდველია, შეასწრებს შესვლას და სტკბება იმის პირის სახისა, შავის წვერის, მდაბალის ტანის ჭვრეტით, ვინც არა და-დარჩება გარეთ და იქმნება გასაწმედელში, სანამ არ გაიწმინდებოდეს ცოდვების სინანულით და ჯარიმის გადახდით დაგვიანებისთვის. რამდენს სოფლელ ქალს თუ კაცს, შორით მოსულებს იმ გასაწმედელში ცოდვბი შეუნანიათ, იმდენი სიცოცხლე ჩემს მკითხველს ჰქონდეს.

ხალხი, ბატონო, შეწუხდა. ბევრმა განიზრასა ჩივილი; ბევრმაც მოინდომა გაზეთებში გამოცხადება, (თურმე იმ დაბაში გაზეთებში დამწერებიც ყოფილან!) მაგრამ ვერავინ კატას ყელზე ეჟვანის შებმა ვერ გაბედა.

ერთხელ, ერთი ცოდვილი ნამგალი და ქვას მოხდა, ადვოკატი (აბლაკატიც უოფილა, ხა, ხა, ხა!) ჩავარდა იმ გასაწმედელში. იმან იმ გასაწმედელის ცეცხლს ვერ გაუძლო, ხომ მოგეხსენებათ, ბატონებო, აბლაკატები რა სუსტი აგებულებისანი არიან?

იმან მოინდომა ძალათ შესვლა. ნეტარებაში. სამჯერ რომ მიეჯახა კარებს — კარებმა გრიალი დაიწყო და თავის თავად გაეღო. ვინც ბედნიერებაში იყვნენ — სულ გაოცდნენ, მაშინ ადვოკატს ეღირსა ნეტარებაში შესვლა, მაგრამ ვეღარ იხილა ბობოლას პირი, რადგან კარების გრიალმა ის სხვა ოთახში შეიყვანა.

პატარა ხნის შემდეგ გამოვიდა იგი; განრისხდა და განდევნა ნეტარებიდამ აბლაკატი და მაშინვე დასწერა განაჩენი; „რადგან შენ მცირე სატანჯველს ვერ გაუძელი, მაშ შენ ჯოჯოხეთის ღირსი ხარ, და ახლა, — ვაი-საწყალს! — ახლა უნდა ჩაგზავნონ დედა-მიწის უფსკრულში გასატანჯველ დ.....“

მე მოთხრობა გავათავე,
თქვენი ნება შევასრულე
ციდამ ვაშლი ჩამოცვივდა,
ერთი მე, ერთი მოთხრობის მთქმელს
და ერთიც ჩემს კეთილ მკითხველს.

ს. ბავრელი.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

გერმანია. ცხრამეტს ამ თვეს ოსმალეთს მიუღია რუსეთის მიერ წარდგენილი შერიგების პირობები და ამგვარად ორი სახელმწიფონი შეჰრიგებიან ერთ ერთმანეთს. შერიგდნენ, მაგრამ ორ წყალშუა დგომა ჯერაც არ გათავებულა. შერიგების პირობები (რაში მდგომარეობენ ჯერაც არ ვიცით), როგორც მოგეხსენებათ წარდგენილ უნდა იქმნენ მომავალ კონფერენციის წინაშე, რომელიც ღმერთმა უწყის როგორ შეხედავს ამ შერიგებას. ყველა ცდილობდა აგები როგორმე ყური მოეკრა და ცალის თვალით მაინც დაენახა თვითოეულის სახელმწიფოის განზრახვა და აქედგან მისი მომავალი მოქმედობა კონფერენციაში წინად ეცნო. ამიტომაც ყველა დიდს ყურადღებას აქცევდა იმ ბაასს, რომელიც გაიმართა და გამართულ უნდა ყოფილიყო ინგლისის, ავსტრიის და გერმანიის პარლამენტში. ამიტომაც ყველა დიდის მოუთმენლობით მოელოდა, მაგალითებრ, ბისმარკის სიტყვას, რომელიც უნდა წარმოეთქვა რეიხსტაღში აღმოსავლეთის საქმის შესახებ მკითხვის პასუხად, რომელიც შეტანილ იქმნა პარლამენტში სხვა და სხვა დასის წარმომადგენელთა მიერ.

შვიდს თებერვალს გაიმართა რეიხსტაღში ეს ბაასი. ბისმარკს ჰკითხეს თუ რას ფიქრობს მთავრობო და რა საქციელს დაადგებაო აღმოსავლეთის საქმის შესახებ. უფ. ბენიგსენმა სთქვა სხვათა შორის, შემდეგი: „საფრანგეთის ომიანობის აქეთ ჩვენ ვიცავდით მშკიდო. ბიანობას იმ გარემოების მადლით, რომ სამ იმპერატორთა შორის სუფევს ზავი და იმ მდგომარეობის ძალით, რომელიც სუპერია — გერმანიას ამ ზავში. საზოგადოთ ჩვენ გვსურს — სურს აგრეთვე რეიხსტაღის უმრავლესობასაც — რომ აღმოსავლეთის საქმე ისე გარდაწყდეს სკბოლაოდ, რომ არ დაარღვიოს ამ გვარი მდებარეობა გერმანიისა ევროპაში. მე შემიძლიან დავუმატო, რომ გერმანიის უმთავრესი სარგებლობაც ეს არის: ჩვენთვის ყველაზედ უფრო სასურველი ის არის, რომ აღმოსავლეთის საქმის გარდაწყვეტამ, — ომით გადაწყდება თუ მშვიდობით, — არ ავნოს ძალიან ავსტრიას, არ შეასუსტოს იგი.“ ომიანობის დასაწყისშიო, სთქვა კიდევ ბენნიგსენმა, როდესაც რუსეთი დიდ ძალას ხმარობდაო, დიდი ზარალი და მსხვერპლი შეჰსწირო ომს, როდესაც - მას იმედი გაუწუდა კიდეც გამარჯვებისა, მაშინ გერმანიაშიაც აღმოჩნდაო შიში — ვაი თუ ამ დასუსტებამ (რუსეთისამ) შესცვალოს მტკიცედ რუსეთის მდგომარეობა ევროპაში და სამთა იმპერატორთა ზავიო. ეს რომ მომხდარიყო, გერმანია იძულებული იქნებოდა ახალი მდგომარეობა დაეპყრა. ეს შიში მძიმედ შესანიშნავი იყო, რადგანაც ყველა ფიქრობდა, ვაი თუ ამ შემთხვევაში (თუ რუსეთი დასუსტდა) ვეღარ დავიცვათ ის მტკიცედ ჩვენი სარგებლობა და მშკიდობიანობა როგორ მაშინ, როდესაც რუსეთი მძლავრი იქნებოდა. მაგრა პლეკნის დაცემამ გააუქმა ეს შიში.თუ ეხლაც გვეშინია ომიანონის შედეგისა, გვეშინიან რომ რუსეთისა და სხვა სახელმწიფოთა შორის შეტაკება არ მოხდეს და ჩვენ არ მოგვეცეს ვნება და ფეხი არ გამოედოს გერმანიის მტკიცე მეგობრობას. ეხლა ამ შიშს სხვა საბუთი უძევს და ეს საბუთი აი რაში არსებობს; ჩვენ გვეშინიან, რომ რუსეთმა არ ისარგებლოს თავის სრულის გამარჯვებით, აი ისარგებლოს ავსტრიის შინაგანის მდგომარეობით და ინგლისის საპოლიტიკო მარტოობით და არ დასდვა იმ გვარი პირობა, რომელიც ვნებას აძლევს სხვ სახელმწიფოთ. ვინ იტყვის, რომ ეს შიში აღარ სუფევს „ერთის სიტყვით ბენიგსენმა სთქვა, რომ რუსეთი ჩვენ თვის საჭიროაო მხოლოდ იმ პირობით კი, რომ არც ძალიან დასუსტებული იყოს და არც ძალიან გაძლიერებულიო.

წამოდგა შემდეგ ბისმარკი, რომელმაც, რასაკვირველია, მტკიცე და გარდაწყვეტილი არა თქვა რა. ასე რომ რუსულ გაზეთებს გამოუავთ ამ სიტყვიდან ის დასკვნა კითომ გერმანია ჩვენკენ არისო, ავსტრიის გაზეთები-კი ამბობენ, არა ჩვენკენ არისო. ერთი ესკი ცხადათ გამოჩნდა. რომ ბისმარკი დაეთანხმა ბენიგსენის აზრს გერმანიის გარეშე პოლიტიკის შესახებ. ბისმარკმა ერთხელ კიდევ გამოაცხადა, რომ მშვიდობიანობას დავადგებითო და ვიკისრებთ მხოლოდ შუაკაცობასაო და მსაჯულობასო.

გერმანიის სოციალ დემოკრატებმაც გამოაცხადეს ამ კრებაში თვისი აზრი წამოყენებულს საგანზედ უფ. ლიბკნეხტის პირით: „ავსტრიისა და გერმანიის შორის მეგობრობა შეუძლებელიაო; შეუძლებელიაო აგრეთვე მეგობრობა რუსეთთან. იქნება პეტერბურღის კაბინეთმა სიტყვა დასდგა, არას დაგიპყრობო, მაგრამ იპყრობს კი. ამ გარემოებამ გერმანიასაც უნდა შეუცვალოს მხედველო ბაო. რუსეთის კაცთ-მოყვარეობაო. მხოლოდ ლიტონი სიტყვა არისო; იგი არ ეტყობა მის შინაგან პოლიტიკასო, არ ეტყობაო მის ყოფა-ქცევას პოლიაკების შესახებ. ამ გარემოებაში როგორ შეუძლიან რუსეთს ილაპარაკოს ერთა უფლებაზედ? პოლშა ხომ კიდევ ცოცხალი, კიდევ ჩამოვარდება მის თავისუფლებაზედ ლაპარაკი ახალნი სახელმწიფონი, რომელთაც დააარსებენ დუნაიაზედ, მაგ ბოლგარია და სხვ. აუცილებლივ აყვებიან რუსეთს როგორც რუმინია და სერბია. მხოლოდ პოლშის ხელახლად აღდგენას შეუძლიან დაიცვას ევროპა რუსეთის გაძლიერებისაგან. გურმანია კი მხარს აძლევს რუსეთს! კონგრესს არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევო, სთქვა კიდევ ლიბკნესტმა რადგანაც მისი ბედი იმ პირთა ხელში იქმნება, რომელთაც დაბადეს ეს ლიანქოთი. ბოლო კი თვალწინ მიდგა: დღეს რუსეთმა გასრისა ოსმალეთი, ხვალ იგივე საქმე დაემართება ავსტრიასაც და გერმანიის რიგიც მოვა თავის დროზედ (სიცილი). გეცნებათ? როცა მოიაზრებთ გვიანღა იქნება“:

ბისმარკმა, რასაკვირველია, მხოლოდ ორი სიტყვა მიუგდო დაცინვით ამ გვარ უთავბოლო ლაპარაკს.

3 საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

▲ზევით დაბრუნება


საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

საქართველოს ისტორიის წყაროები: საჭიროა ამ ქვეყნის არხეოლოგიური გამოკვლევა. –– ქართლის ცხოვრება ძველის სმხეთის ცნობები, — ქართლის ცხოვრების გარდამოცემა ქართველის ტომის დასაწყისზე, ხაზარებზე და ოსებზე.

III

როგორც წინა სტატიებით ვიცით, ჩვენნი წინაპარნი ძველის-ძველად მოკრებილან პონტო-კავკაზის მხარეში სამხრეთ–აღმოსავლეთით და სხვა და სხვა თქმულება ქალდეო-ასსირიული, ებრაული და თვით ელლინური მათ მეუკანავე ნაწილთ უჩვენებს ეფრატის სათავეებში და ჰალისის ღელე-მინდვრებში. თუმცა ეს თქმულება იმათ მისთვისებს სხვა და სხვა სახელ-წოდებას, მაგრამ ამასთანავე უკეთესნი ჩვენის ტომის მცოდნენი, ძველნივე მწერალნი, სახელდობრ ჰეროდოტი და სტრაპონი მოწმობენ, რომ ისინი შეადგენდნენ ერთს მონათესავე გრუპპას, რომელიც შეიცავდა სამს უმთავრესს შტოს, დაგლეჯილს რამდენსამე მცირე ნაწილებად. ეს შტონი არიან — კოლხნი, მუსკაი, მოსხნი (შემდეგ მესხნი), ტაბალნი, ტუბალნი, ტიბარენნი: ამ სახელ-წოდებიდამ წარმომდგარა იბერი. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ უცხო ქვეყნების ძველი მითები და გარდამოცემანი არ გამოჰხატვენ ნამდვილს ხასიათს და სვეს ჩვენის ტომისას. ჩვენის აზრით, ეს ნაკლულევანება უნდა შეამსოს მომავალმა არხეოლოგიურმა გამოკვლევამ აღმოსავლეთის ქვეყნებისამ და განსაკუთრებით ჩვენის მხარისამ. აქ ისიც უნდა დავურთოთ, რომ აწინდელის ევროპის არხეოლოგნი კავკაზის მხარეს ჰხადიან არხეოლოგიის წარმატების საფუძვლად. 1874წ. სტოკღოლმის არხეოლოგიურს კრებაში, როდესაც მეცნიერნი პირველის საუკუნის (каменный векъ) განხილვაში შევიდნენ, ზოგიერთთა მათ შორის წარმოსთქვეს, რომ კავკაზის შესწავლაზეაო დამოკიდებული იმისი ნამდვილი გარკვევა. გარდა ამისა სხლოვანი საფრანგეთის არხეოლოგი ბერტრანი მეორე საუკუნის (бронзовый векъ) შესახებ გვარწმუნებს, რომ უმთავრესი ცენტრი ამ საუკუნის კულტურის მოძრაობისა იტალააში და საბერძნეთში კი არა ძევსო, არამედ კავკაზის ძირად, საიდამაც იმან მიჰმართბო დნეპრის ვაკე-მინდვრებით კიმმერიის ნახევარ კუნძულს და დუნაის ბასსეინით ალპის მთას.[1]

იმ მდგომარეობაში, რომელშიაც ახლანდელი ცოდანა იმყოფება, ქართულის ისტორიის საფუძვლიანი შედგენა შეუძლებელი საქმეა. ჩვენ ჯერ არა გვაქვს შეგრო გილი ის წყაროები, რომლებზედაც უნდა დამყარდეს საქართველოს ისტორია. ბევრი დრო და შრომაა საჭირო იმათ შემოკრებისათვის. ეს წყარონი არიან ორგვარნი — „ნივთიერნი“, რომელნიც ისტორიის წინა-ჟამს შეეხებიან, და „ხელ-ნაწერნი“, რომელნიც ისტორიულ დროებს წარმოადგენენ ნივთიერნი ნაშთნი არიან ჩამარხულნი ძველს ნანგრევებში და სასაფლაოებში მხოლოდ რამდენიმე წელიწადია, რაც შეუდგნენ ზოგიერთის ძვალის ჩვენის სასაფლაოების თხრას. 1870 წელს, როდესც მცხეთაში გაუვანდათ შოსსე – გზა, უბრალო შემთხვეგამ აღმოაჩინა სამთავროს გვერდით რამდენიმე ძველი აკლდამა დიდროვანის ქვის და დიდროვანის კრამიტის კედლებით, ამ შემთხვევას მაშინვე მიაქციეს ყურადღება: თბილისში შესდგა „არხეოლოგიური საზოგადოება“. რომელმაც ხელი დასდო ამ საქმეს. გაითხარა სასაფლაოები სამთავროში, სართაჭალაში, დუშეთში და დილიჟანში. იმათ შორის მომატებული არხეოლოგიური სიმდიდრე ამოიღეს სამთავროში; ახლა ყველა საპოვნი ნივთეულობა გროვდება თვით არხეოლოგიურის საზოგადოების „მუზეუმში“. ეს ნივთეულობა თითქმის მილად ეკუთვნის ისტორიის წინა დროებს და ცხადად მოწმობს ზემო ხსენებულს გავლენას ჩვენ მხარეზე ქალდეო-ასსირიელებისას, ეგვიპტელებისას, ებრაელებისას, ელლინებისას და თვით რომაელებისას[2] . უეჭველია, რომ მომავლში მრავალი ძველი ნივთეულობა უნდა აღმოჩნდეს ქართლ-კახეთში, იმერეთში, მესხეთში და შავის ზღვის პირად. როგორც ვიცით ამ გვარი ნივთეულობა, შემთხვევით ნაპოვნი, გაფანტულია სხვა და სხვა კერძო სახლებში. რომელთაც არ ესმით იმისი მნიშვნელობა და ამ მიზეზით ეს ძვირფასი არხეოლოგიური საუნჯე ისტორიისთვის იკარგება.

თითქმის ამ გვარივე უბედურება სდევნის ჩვენ ძველ ხელ-ნაწერებს. ამ ხელ ნაწერებს შეადგენენ როგორათაც წარწერაები ეკკლესიებისა, ხატებისა, სამკაულებისა ძველის წიგნებისა, აგრეთვე ადგილობრივნი მატიანენი, გუჯრები და სიგელები, რომელთზედაც უშრომნით ჩვენ წინა-პართ და გადმოუციათ ჩვენთვის. განათლებულ ქვყნებში, სადაც ამგვარს ძველადგან დაშთენილს წყაროებზე მიქცეულია დიდი ყურადღება, ეს მასალა, აქა-იქ გაბნეული, დედა-ქალაქების ბიბლიოთეკებში და მუზეუმებში ერთად გროვდება იმ აზრით, რომ ვისაც სურს იმათით ისარგებლოს. ჩვენ ქვეყანში საქართველოს ისტორიის წყაროებისთვის ყურადღება მიუქცევიათ მხოლოდ უცხო-ტომთ მეცნიერთ. უფ. ბროსსემ თავისს „არხეო ლოგიურს მოგზაურობაში“ (Rapports sur un Voyage archéologique dans la Géorgie et dans l' Armé- nie, éxecuté en 1847—1848. S-Pétersb., 1849.) გადმოსწერა ზოგიერთი საქართველოს წარწერაები და გაარკვია საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის გუჯრები, და თუმცა მისმა „მოგზაურობამ“ ნათელი მოჰფინა ქართლის ცხოვრებას, მაგრმ უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ამ შრომით დასრულდა საქართველოს არხეოლოგიური შესწავლა. თვით ჩვენ იმათთვის არას ვფიქრობთ. ჩვენ იმათ ვალპობთ კერძო სახლებში, ვფანტავთ აქა-იქ, გაგვაქვს იგინი, როგორათაც უბრალო ნივთეულობა, უცხო-ქვეყნებში, სადაც უსარგებლოდ იღუპებიან. ამ გვარად გვაქვს დაკარგული მრავალი ძვირფასი ისტორიის მასალა საჭიროა ჩკენს უზრუნველობას ბოლო მოვუღოთ, საჭიროა, თვითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს, რომ ყველა ძველადგან დაშთენილი გუჯარი, თუ სიგელი. თუ წიგნი შეადგენს საზოგადო სკუთრებას, რომ ვიდრე ყველა ამ მასალას ერთად არ შემოვკრებთ და არ შევისწავლით, ჩვენი ისტორია, როგორც ზემოთ მოვიხსენეთ, არ შესდგება. — ამ ცოტა ხანში შემთხვევამ ჩაგვიგდო ხელად ერთი ათინის მთის ივერიის მონასტრით მოტანილი, ეტრდზე ნაწერი მე X—XI საუკუნის წიგნი, რომელიც გარდა ხრონიკისა, სავსეა წარწერაებით და ეს წარწერები შეიცვენ ნამდვილს სურათს მე-X — X1 საუკ. საქართველოს გვართა და პირთა, რომელთაც ქართლის ცხოვრება ან ყრუდ იხსენიებს, ანუ სრულებით არ იხსენიებს. ვინ იცის, რამდენი ამ გვარი ძველი წიგნი ან სამუდამოდ დაკარგულა, ან კიდევაც იზოგება საქართველოში, სხვა და სხვა კერძო პირთ სახლებში?

ვიდრე იმ დროს მოვესწრობოდეთ, როდესაც ზემოხსენებული წყაროები მთლად სულში ჩაგვიცვივა, ჩვენ უნდა ვიკმაროთ იმ შრომით, რომელსაც შეიცავს ქართლის ცხოვრება და უცხო ტომთა ცნობანი. ქართლის ცხოვრება ეკუთვნის ვახტანგ მე VI, რომელიც იყო ქართლას მეფის ლეონის შვილი და ცხოვრობდა მე-XVII საუკ. გასულს და მე XVIII საუკ. დამდეგს ვახტანგი იმითია ცნობილი, რომ სხვათა შორის იმან პარკელად დაარსა საქართველოში სტამბა და შეადგინა სჯულის კანონი, რომელიც ამ უკანასკნელს დრომდე სახელმძღვანელოდ იყო ჩვენში მიღებული. ზოგიერთნი ფიქრობენ, ვითომც ქართლის ცხოვრება იყოს შეთხზული ვახტანგისაგან. ეს აზრი ცრუ აზრი თვით ამ თხზულების წინასიტყვაობა მოწმობს, რომ ვახტანგმა „მხოლოდ შეჰკრიბნა მეცნიერნი კაცნი და მოიხვნა საცა რამ ქართლის ცხოვრებაები პოვნა და კვალად გუჯარნი მცხეთისანი, გელათისანი და მრავალნი ეკკლესიათა და დიდებულთანი და შეამოწმეს და რომელი გარუვნილ იყო განმართეს“. აქედამ ცხადად იგულისხმება, რომ ეს შრომა არის ძველი შრომა და მაშასამდამე ღირსი ყური რადღებისა.

ქართლის ცხოვრების თქმულება საქართველოს დასაწყისზე არის შემდეგი, რომელიც შემოგვაქვს შემოკლებით. იმის გამოკვლკვით არმენნი ანუ სომეხნი, ქართველნი, რანელნი და მოვაკანელნი, ჰერეთნი და ლეკნი, მეგრელნი და კავკაზელნი არიან ერთის შტოდამ წარმომდგარნი. მათი წინა-პარი ყოფილა თარგამოსი, შვილი თარშისა, და შეადგენდა მეოთხე თაობას იაფეტისას და მეხუთეს ნოესას. თარგამოსის ვაჟი-შვილებში განსაკუთრებით სახელ-განთქმულან — სოსი ანუ ჰაიკი, სომხების მამა-მთავარი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასი და ეგროსი. პირველი ადგილ-სადგომი თარგამოსისა ყოფილა ბაბილონი. შემდეგ გოდოლის აშენებისა ბაბილონში ნებროთის დროს და შემდეგ ენების შერევისა თარგამოსი თავის შთამომავლობით დასახლებულა „ორთა მთათა შორის, კაცთა შეუალსა არარატსა და მასისსა“. აქ იმისი სახლობა ვერ მოთავსებულა და ამის გამო გავრცელებულა იმ ადგილებში რომელთაც საზღვრად ჰქონიათ: აღმოსავლეთით — ზღვა გურგანისა, რომელსაც აწ გილანის ზღვად სახელ–სდებენ, დასავლით — ზღვა პოსტისა, რომელს აწ შავ-ზღვად სახელ-სდებენ, სამხრითმთა, რომელ არს ქურთთა ქვეყანასა, პირის-პირ მიდიისა, ჩრდილოეთით — მთა კავკასია, რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდებენ“ უფროსი თარგამოსის შვილებში ყოფილა ჰაოსი და როდესაც იგინი მამას გაუყრია, თავისი „სამყოფელი უმჯობესი ქვეყანისა თვისისა“, ა რარატი და მას სი მიუცია ჰაოსისთვის[3], დანაშთენნი ძმანი გაუყვანია „ჩრდილოთ კერძო და განუყვნია ქვეყანანი ღირსებისაებრ მათისა“. ყველა რვა ძმას ბძანებლობდა გმირი ნებროთი, რომელიც მოსე წინასწარმეტყველის თქმით იყო ქამის (ხამის) შთამომავალი, ქალდეველის მატიანის აზრით ბელი ანუ ბელუსი, ასსირიის სამეფოს დამყარებელი, ქართლის ცხოვრების თქმულებით წინაპარი სპარსთა და პირველი მეფე ყოვლისა ქვეყნის[4]. ჯერეთ თარგამოსელნი მსახურებდნენ და ჰმონებდნენ ნებროთს; შემდეგ, როდესაც ისინი გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, ჰაოსის რჩევით იმათ ნებროთს აუტეხეს ბრძოლა და სძლიეს.

ამით ასრულებს ქართლის ცხთვრება რვა ძმათ ამბავს და შემდეგ მიჰყოფს ხელს განსაკუთრებით ქართველთ ცხოვრებას. შემდეგ ქართლოსიანთ გასვლისა არარატით და მასისით, იმათის ადგილ-სადგომის საზღვრები შეიცავდა მთელს სივრცეს შავის ზღვით მტკვრისა და არაქსის შესართავამდე. ჩრდილო ნაწილი კავკაზისა კაი ხანი უდაბური ყოფილა გაყრის დროს თარგამოსს ეს მხარე დაუმკვიდრებია კავკაზისთვის და ლეკოსისთვის; იმათი შვილები შემდეგ დასახლებულან უმაღლეს ადგილებში, რომელთაც დარქმევია ძურძუკეთი და ხოზანიქეთი. ჯერ ოსები და ჩერქეზები არ იხსენებიან, კავკაზის მხრით საქართველოს გზად ყოფილა კარი ზღვისა ანუ დარუბანდისა და კარი არაგვისა ანუ დარიალისა. საქართველო თავის ნაწილებით შეიცავდა: კახეთს, ჰერეთს, ჯავახეთს, ქართლს, რომელიც „არაგვითგან და არმაზითაგან ვიდრე ტასის-კართამდე იწოდებოდა ზედა-სოფლად, რომელსაც აწ ჰქვიან შიდა-ქართლი, ხოლო ზემო-ქართლი არს ტასის-კარს ზემო სამცხე და კლარჯეთი.“ უმთავრეს მდინარეებზე და მაგარ ადგილებში აშენებულა ქალაქები: არმაზი, მცხეთა, უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, ჰერეთი, ხორანთა, ორბის ციხე, ბოსტან-ქალაქი, წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქვა ქაჯთა-ქალაქი, ხოლო აწ ჰქვიან ჰური“. ქართლსა და ეგრისს შუა საზღვრად ყოფილა „მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი“. ეგრისი მდინარე-ენგურს ქვემო სჭერიათ ბერძნებს ასე, რომ შემდეგ თვით ფარნაოზ მეფის დროს ადგილობრივთ მცხოვრებთ უარი უთქვამთ ბერძნების წინააღმდეგობაზე. თარგამოსის შთამომავალი ყოფილან გმირნი და მრავალ-ჟამ ცოცხლობდნენ. თვით თარგაამოსს უცოცხლია 600 წელი. უფროსი ქართლოსიანებში დანაშთენთ თურმე ბძანებლობდა, იწოდებოდა მამა-სახლისად და იჯდა მცხეთის ქალაქში, რომელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედა-ქალაქად.“ მამა-სახლისის ხელ-ქვევითნი გამოჩენილნი პირნი წოდებოდნენ თავადებად. მამასახლისი განაგებდა ყოველსავე საქვეყნო. საქმეს, უპირველესობდა ბრძოლაში, შუამდგომელობდა ურთი-ერთს განხეთქილობაში და ამშვიდებდა. ქართლოსიანნი ცხოვრობდნენ კლდეებში, მიწურს სახლებში და ქვით ნაშენს სიმაგრეებში; კაი-ხანი იმათ ქვითკირის ხმარება არ იცოდნენ. ეს ხელოვნება იმათ უსწავლიათ სპარსელის ერისთავის არდამისაგან. ზნეობით ქართლოსიანნი დაბლა მდგარან: ალექსანდრე მაკედონელი მე-III საუკ. ქრისტეს წინად ქართლში შეჰხვედრია საზიზღარს ზნე-ჩვეულებას: ქართველნი ნათესაობას არ მისდევდნენ, იყვნენ გარყვნილნი, საჭმლად ხმარობდნენ ყოველსავე სულ-დგმულს, თვით ადამიანის მძოვრს; თაყვან-სცემდნენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავთ, ნივთიერთა და პირუტყვთა. ქართლის ცხოვრება გვიამბობს ზოგიერთ უცხო-ტომთ დასახლებას საქართველოში, მაგალ. ურიებისას ნაბუქოდონოსორის ტეყვობის შემდეგ, თურკებისას სპარსეთის მეფის კიროსის დროს და სხ. „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტოვეს ენა სომხური და გელთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული…“ „და იყვნეს ქართლსა ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრეული და ბერძნული. ესე ენანი იყვნეს და იცოდეს ყოველთა ქართველთა, მამათა და დედათა[5]. თარგამოსის შთამომავლობას, ესე იგი ჰაოსიანთ, ქართლოსიანთა და კავკასიელთ კაი-ხანი ურთი-ერთი კავშირი არ შეუწყვეტიათ, ერთი მეორეს შემწეობას აძლევდნენ და მტერს ერთად ებრძოდნენ იმათნი საზოგადო მტერნი იყვნენ ხაზარნი, რომელნიც კავკაზის ჩრდილო-მხარეს ბინადრობდნენ და ნებროთიანნი ანუ სპარსნი. განსაკუთრებით იმათთვის საშიშნი ყოფილან ნებროთიანნი, ბრძოლა იმათთან თითქმის შეუწყვეტელი ყოფილა, ნებროთიანნი ცდილობდნენ არა თუ მხოლოდ თარგამოსიანთ დამონავებას, არამედ გავრცელებასაც იმათ შორის სპარსულის სამოქალაქო წესისას და სარწმუნოებისას, ესე იგი ცეცხლის თაყვანის- ცემისას.

ვინც კი დააკვირდება ამ თქმულებას ქართლის ცხოვრებისას საქართველოს დასაწყისზე, ის ადვილად იგულისხმებს იმის ზღაპრულ თვისებას. ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ ქართლის ცხოვრება ზოგიერთთ მიაჩნიათ ვახტანგის მიერ მოგონილ შრომად. რომ ქართლის ცხოვრება არ არის მე-XVIII საუკ. მოგონილი, ამის საბუთს თვით ეს შრომავე გვაძლევს ხელში. უძველესნი საქართთველოს ხრონიკების შემდგენელნი, ქართლის ცხოვრების თქმით, არიან: მირიანის რძალი, უჯარმის დედოფალი სალომე, რომელსაც აუწერია წმინდა ნინოს მოღვაწეობა და ქართველობისაგან ქრისტეს აღსარების მიღება[6]; აბიათარ, ურიების მღვდელი და აგრეთვე ურიის დედაკაცი სიდონია, ორნივე ნინოს მოწაფენი; ამათი მოთხრობა შეიცავს იმავე საგანს[7]. მე-IV სუკ არაზ - ბაკურის შვილის მურკანოზის ცხოვრება აუწერია სირიულ ენაზე ქართველს ზაქარია მღვდელს და შემდეგ ქართულად უთარგმნია მაკარი მღვდელს[8]. ირაკლი იმპერატორის მიერ აბხაზეთის დაჭერაზე 626წ. ცნობა გამოკრებულია საეკკლესიო წიგნებიდამ[9]. ცხოვრება წმინდა აბიბოსი, მეათცამეტის მამათაგანისა, რომელნიც მე-VI საუკ. შემოსულან საქართველოში შეუდგენია ქათალიკოზს არსენის[10]. აფხაზეთის ერისთავის ლევანის დროს მე-VII საუკ. მოხსენებულია „გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი და წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით[11]. მე-VII საუკ. ლეონტი მროველს შეუდგენია მეფე არჩილის წამება არაბითაგან, ისტორია მეფეთა და სახარების გავრცელება ნინოს მიერ, „ხოლო აწ სწერს დეკანოზი იოანე“ დაურთავს ქართლის ცხოვრება[12]. იმავე არჩილის ცხოვრების დასასრულ ქართლის ცხოვრება იტყვის: წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯვანშერ ჯვანშერიანმან ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან, და ამიერითგან შემდგომთა ნათესავთა აღწერონ, ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღვთივ განბრძობილსა[13] . რა გვარი მზრუნველობა ჰქონიათ ქართველებს საკუთარის ისტორიისათვის, ეს იქიდამაც სჩანს, რომ მე-XIII საუკ. სომხის ისტორიკოსის სტეფანოს ორბელიანის მოწმობით, ამ ქვეყანაში ძველადვე იყო არხივები, რომელნიც იწოდებოდნენ სამეფო არხივებად, სამდივნო არხივებად და დავთრებად“[14]. იმავე სტეფანოსის აზრით საქართველოში ყოფილა საზოგადო საქართველოს მატიანე, რომელიც ქართლის ცხოვრებად იწოდებოდაო.[15] ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თვით ეს „ცხოვრება“ არის ის „ქართლის ცხოვრება“, რომელსაც ვახტანგ მეფეს მივაწერთ, მხოლოდ ვახტანგისაგან შემოკრებილი, შემოწმებული და შევსებული. ამ აზრს ამტკიცებს სომხური ხრონიკა ანუ, უკედ ვთქვათ, ქართული ხრონიკა სომხურ ენაზე, რომლის ერთი დედანი, გადაწერილი 1279 - 1311 წელს, უფ. ბროსსეს უპონია ეჩმიაძინის მონასტერში და თავიდამ ვიდრე დავით აღმაშენებელის სიკვდილამდე, რომლითაც თავდება, გამოწერილია, თუმცა შემოკლებით, ვახტანგის ქართლის ცხოვრებიდამ.[16]

___________

1 Дм. Бакрадзе, О до-исторической археологіи вообще и Кавказской въ особенности, Тифлисъ, 1877 ., exp. 18 —19.

2Taмъ жe, стp. 21 — 37

3ჰაოსი, მაიკი იუნაგს ფელეგურს ენაზე დიდს, სპარსულზე გმირს ( V — S-Mart ., Recherehs, 79 n. 1)

4დაბადება, X, 6––8. ქართლის ცხოვრება, სპბ, 1849, 17,23. Langlois. Collét. des historiens anciens et modernes de l' Arménie, I, 16.

5ზოგიერთ ქართლის-ცხოვრების დედნებშია: „და იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა“

6 ქართლის-ცხოვრება. I, 99

7იქვე, 64, 79 — 101 .

8 Hist. de la G., I, 138 n. 1,

9Ibid., 229 n 1.

10 Ibid., 233 n. 2.

11 ქართლ.-ცხოვრა. 178.

12 H. de lá G, I, 253 n. 1.

13 ქართლ.-ცხოვ. 184.

14Histoire de la Siounie, SPB., 1864, I. 221-238.

15S-Martin. Mémoires sur 1 Arménie ll, 65

16 ხსენებული სირონიის ფრანციცული, თარგმანი Chronique Arménienne ჩართულია ბროსსეს მიერ გამოცემულს Jy Additions et Eclaircissements à l' Histoire de la Géorgié, SPB, 1851, 1-80. თვით სტეფანოსისაგან შემოტანილი იმის „სიუნიის ისტორიაში“ ორბელიანთ გვარის შთამომავლობა და ცხოვრება წარმოგვიდგენს საქართველოს დასაწყისს იმავე სიტყვებით, როგორც ჩვენი ქართლის ცხოვორება.

4 ივერიისადმი წერილი

▲ზევით დაბრუნება


ივერიისადმი წერილი

ქუთაისი და მისი ქუჩები

„არ შეიძლება მგლებიც მაძღარნი იყვნენ და ცხვრებიც უვნებელად დარჩნენ“.

ამ ჩვენ საბრალო ქუთაისს ყოველ-ნაირი უბედურება ჰსდევნის: თითქოს ბუნებას მისთვის ის სვე დაუნიშნავს, რომ ეს საბრალო ქალქი, ყოველ საუკუნეში, მეცხრამეტეს დასასრულშიაც უყურადღებოდ და უღმერთოდ „მიგლეჯილ-მოგლეჯილად“ უნდა იყოს წელში გაწყვეტილი, დამუნჯებული და იმ სახის მაჩვენებელი, ვითომ მისს ტვინის მქონე და პირმეტყველ თვისებას არ უნდა ჰქონდეს ნება არ უნდა ცოტად, ცხადად მაინც აჩვენებდეს, რომ მას ესმის, რა არის საღარო მისის ცხოვრების განკარგებისათვის და რა არის ამისი წინააღმდეგი. სხვა მრავალთ ცხოვრების განმაკარგებელთ მოვლენათა, რომელთაც, …………ამ საბრალო ქალაქს გვერდი აურეს, ჯერ-ჯერობით თავს ვანებებ. ეხლა ვიტყვი მხოლოდ მის ქუჩებზე და იმ კარგა ხნის შემოღებულ ქუთაისის თვით-მმართველობაზე, რომლის პირველი „მოვალეობაა“ ქალაქის კეთილ-დღეობაზე წამ–გამოუშვებლად ჰზრუნვიდეს. საქმე აი რაშია:

მახსოვს, — მე ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიის დაბალის კლასსის მოსწავლედ ვიყავი, ქუთაისის ქალაქი, გარეგანის შესედულობით, ბევრად არ განირჩევოდა ისეთის სოფლისგან, საცა ხშირი მოსახლობაა, ანუ, უკეთ ვთქვათ, ისეთის დაბისაგან, როგორიც არის, მაგალითად, ჩხარი[1] ხონი[2]. აქ უმეტესი ნაწილი შენობისა იყო ხისა, ყავრით გადახურული და მიწეულ-მოწეული, თითქოს ერთი-მეორეს ექაჩებოდნენ ერთი-მეორის გადასატანად; როგორც ორი ბიჭი ფეხებს გააბაჯაჯინებენ, ერთმანეთს ხელს ჩაავლებენ და ეჯიბრებიან ერთი-მეორეს: ხან ერთი დასძლევს და თავისაკენ გადაჰხრის მოპირდაპირეს და მეორე. თუ ჩემისთანა ტყუილად მოხეტიალე გაივლიდა ჩვენს ქალაქში და დააკვირდებოდა აქაურ შენობებს, — საშინელი გულის შემზარებელი სურათი წარმოუდგებოდა. იფიქრებდა: „აბა, ერთი, ცეცხლი რომ სადმე გაჩნდეს, რომ სულ ამოიფუტრება ეს სწყალი ქალაქი, და დარჩება მხოლოდ ნაცარ-მტვერი. და თუ, ჩვეულემრივ, ქარიც ამოჰტყდა, ხომ სულ ერთიანად დაგვახრჩობს ამ ნაცარ- მტვერის ჰაერში გაფანტვითა“...... ქუჩები (უმეტესი ნაწილი) ისეთი ვიწროები იყვნენ, რომ არამც თუ ორი „არაბა“ — ურემი შაუვლიდა ერთი-მეორეს, არამედ ორი, იმერული „ურმ კალა“ ებიც ვერ გაიმართებოდნენ, რომ ერთმანეთისათვის გზა, აექციათ. იმ დროს მოვიდა აქა პოლიციის უფროსად (პოლიც-მესტრად) „ნეტარხსენებული“ გრაფი სიმონიჩი. მანდ არ ვიცი თვისის ნებით, თუ არ………… (ეს მე არ ვიცი: ამის თანა „დიდ“ საქმეებს მე, ღარიბ ღატაკს, ვინ შემატყობინებს?!), იძულებულ-ჰყვნა ქუთაისის მემამულეები, რომ თან და თან, შეძლების-გვარად, ხის შენობები დაარღვიონ და ქვიშად აქციონ, ამასთანავე ჰქმნა განკარგულება, რომ არავინ სახურავის განახლება ყავრით აღარ გაბედოს: ყველამ თავიანთი შენობაები ან თუნუქით (ჟესტით)და ან კრამიტით გადახუროსო. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი განკარგულება უფრო. მიზნის მისაღწევიც იყო და უფრო ოსტატურიც. უმისოდაც ნახევრად დამპალი და წასაქცევად გამზადებული შენობის კედლები კრამიტისა და თუნუქის სიმძიმეს ვერ აიტანდნენ, და ამისგამო, ქუთაისის შენობების მეპატრონები, ნებით თუ უნებურად, იძულებულ იქმნენ თავიანთი შენობები დააქციონ და ქვისა ააგონ. ამ ნაირად, ქუთაისის ქალაქი ორის სამის წლის განმავლობაში „რაღაცას“ კი დაემსგავსა. ამას რომ ის დაუმატოთ, რომ იმ „აშენებულმა“ ცეცხლმაც ხელი მოუწყო, მაშინ სულ გადასხვაფერდა ქუთაისი, რასაკვირველია გაუკეთესდა. ეს კარგი და კეთილი. ამასთანავე, შენობები რომ ახლდებოდნენ, თან ქუჩებიც ვრცელდებოდნენ და აქამდის მიღრეკილ-მოღრეკილი, რამოდენადაც შესაძლო იყო, გასწორდნენ. იმ დროს ზოგი (უმეტესი ნაწილა) ქუთაისის ქუჩები მოუროკელი იყო. „ნეტარხსენებულმა“ გრფ-სიმონიჩმა მოახდინა განკარგულება და დაუზოგველად ხარჯისა და განურჩევლად საშუალების (აშენდა მისი ოჯახი!) მიჰყო ხელი ქუჩების მოროჭკვას, აქა-იქ რიდნისაკენ თხრილების გაყვანას, და რაოდენიმე წლის განმავლობაში ქუთაისი დაემსგავსა გვარიან პატარა ქალაქს. ისე შეგეძლო წვიმაში, თუ დარში მის ქუჩებზე გარება, რომ ჩექმა არ გაგვესვრებოდა: არც ტალახი დგებოდა და არც ის „უდიერი“ მტვერი, რომელიც ამ უკანასკნელ წლებში კარგა ბლომად ჰყლაპეს ქუთაისის ქუჩების მტკეპნელთ ხალხთა, რომელთ რიცხვში, როგორც „უსაქმო“, მეც თქვენი მონა მორჩილი გახლავართ.

გავიდა დრო-ჟამი, ბევრმა წყალმა ჩაიარა რიონის მონიოში, თუ ტუმბომ, თუ კამკამმ, თუ „ძალად“ გაჭუჭჟიანებულმა, და როგორც ბუნებაში საზოგადოდ მოხდება ხოლმე, რომ ერთსა და იმავე საგანს, განსაკუთრებით სულდგმულს, სულ ერთ ადგილს ცხოვრების ტალღა არ დააყენებს, აგრეთვე გრაფ-სიმონიჩიც არ დააყენა. ის გადაიყვანეს (თუ თვით გადვიდა, ეს აღარ ვიცი: მე ხომ უბრალო მოკდავი ვარ.) სხვა ქალაქში, რასაკვირველია, უკეთეს ქუჩებიანში, ვიდრე ჩვენი ქუთაისი!

კიდევ გაჰქანდა დრო-ჟამი თავის ულეველის გზით, და რადგანაც იმავე ბუნებაში ყველაფერი ცვდება, ხდება (უკეთა ვსთქვათ: გარეგანულ სახეს იცვლის, ე.ი., - პირველის დანიშნულებისათვის აღარ ვარგა), ეს ჩვენი დაქუჩებიც წაჰხდა. როჭკი მუდამის ლახვის გამო მტვრად იქცა და ისეთი თხრილები, რომელნიც ჩვენთვის საჭირო იყვნენ, აქა-იქ ჩაიქცნენ, ამოივსნენ, და რომელნიც თუკი ჩვენთვის „მაინც-და-მაინც“ საჭირო არ იყვნენ, არამედ „ოქროს ფირფილებიანის“ თევზებისათვის (მაგალითად, ქუთაისის ბულვარში). ისინი, ჩვენის ცოდვით სავსენი, სანამ ფულები არ ჩააყარეს შიგ, არას გზით არა თუ ამოივსენ თავის ნებით, არამედ ერთი კენჭიც შიგ არ ჩავარდნილა, თუმცა კი თხრილები სულ თავღია გახლდათ და იმდენადაც ვრცელი ფსკერი ჰქონდაც, რომ მთვარიან-ღამით „წამითი-ბედის“ მაძებართ ადვილად შეძლოთ არა თუ მხოლოდ ხუთმეტ-ოცი წუთი დეყოთ შიგ, არამედ მრთელი ღამეც კარგად გაეთიათ. ვითომ რა უშავდათ: მე გეტყვი, სული დაეხშებოდათ!

ეჰ, ძლიერ გავშორდი ჩემს საგანს, როგორც, ჩვეულებრივ, ჩემს გამოზრდაში მუდამ ვშორდები! მე მსურდა — შემოკლებით მეთქო რამე ქუთაისის უპირველეს მოთხოვნილებაზე, და, წინააღმდეგ მისსა, იმდენი მომდის კალმის წვერზე, რომ ვაი, თუ ენა-ჭარტალი დამარქვან, და ეს ჩემი ნაჯღაბი აღარ გააბედნიერონ გაზეთში გამოჭიმვით! ხომ დავიღუპე მაშინ! ჩემისთან „მცირე თავის მოყვარე“ კაცი ხომ გულზე გასკდება: ვა, „ყეინის თავის მზემ“ სტატია დამიწერია, და არ მიბეჭდავენო! ეს რასა ჰგავსო? მაგრამ, უფ. რედაქტორო, ჩემისთანაებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თქვენს მზეს გაფიცებთ! მე ხომ პატენტიანი არა ვარ! მა, რა გიშავსთ? დაჰბეჭდავთ, არ დაჰბეჭდავთ, ეს სულ ერთია თქვენთვის!.....

როგორც უნდა იყოს, ემ წამში გადავწყვიტე, რომ ჩემის ნაღველის მელნით რაც შაიძლება მოკლედა ვსწერო. მაშ, „ტკბილთა,“ იმედთა მისაღწევ თხრილებს თავს დავანებებ და დავიწყებ ურმის სავალს ქუ ჩებზე, — რაც იყოს და იყოს!

როგორც ზევით მოგახსენეთ, გრაფ-სიმონიჩი გადიყვანეს-თუ გადავიდა სადღაც. ჩვენ ქუთაისლები დავრჩით ხან თანამდებობის აღმასრულებელის ხელში, ხან ნამდვილის პოლიციის უფროსის ხელში, ხან ერთიც და მეორეც გაგვაშორეს,................ ყველაფერი იცვლებოდა ამ ჩვენს ქალაქში: „კოკობზიკა“ ების ტანისამოსიც, „ცრუ“ ნიგილისტებიც თან-და-თან გარეგან შეხედულობას იცვლიდნენ — ზოგმა ვაჟმა თმა მოუშვა ბეჭემამდის, თითქოს მღვდლად ემზადებაო, ზოგმა ახალგაზდა და ქალმა თმის კრეჭა დაიწყო........ სიტყვით, ბევრი „თავისებურობა“ და მოდა შემოვიდა და „განქრა“. ჩვენს ქალაქში; მაგრამ ამ ქუჩების გასწორებას კი არა გაეწყო რა! ან კი რათი გაეწყობოდა? გრაიფ-სიმონიჩის შემდეგ, პოლიციის უფროსთ — ზოგნი არ ფიქრობდნენ და ან ქალაქის გარეთ თავისთვის აგარაკებს აკეთებდნენ. მაშასადამე, ქუჩები როგორი იყვნენ, ეს მათ არ იცოდნენ (ესეც ბუნების კანონია....); ზოგს სულ სხვა „თავისებური“ საშუალება ამოერჩია თავის მოვალეობის ასასრულებლად. მაგალითად, სხვა და სხვა ხელის გადაღება (წერაზე ვამბობ); ბროშიურების წერაში გავარჯიშება (ვინ იცის, იქმნება, სხვა უწერდა!) „ადამის სამოთხის კეთილის და ბოროტის საცნობელის ხის“ წიგნაკების მოგროვება; მაბეზღართა პოვნა, დარიგება და სურათების დახატვა; თუ ხოჯების მოპოება, და სხვანი მრავალთ მრავალნი.....ჩვენი ქუჩები და თხრილები ვისღა ახსოვდა? ჩვენი პოლიციის უფროსს. . . . . .სურდა - „კუთარი თხრილები“ ამოევსო და „საკუთარი “ მეცხრე ცამდი მისაღწევი გზა გაეწილდა. კაცმა მართალი უნდა ჰსთქვას: საშუალებაც დიაღ „საუცხოვო“ მოიძია....

ბედკრულაძე.

(შემდეგი იქნება)

___________

1 ჩხარია მერეთში სავაჭრო დაბა,

2ხონი - იგეთივე დაბაა ქვემო იმერეთში

5 შვილი მოხუცებულის გამზისა

▲ზევით დაბრუნება


შვილი მოხუცებულის გამზისა

შემდეგი[1]

V

მეფის სრა-სასახლე ძალიან გაჩაღებული იყო; მდიდრად მორთულნი მოსამსახურენი გარბოდნენ და გამორბოდნენ დიდს დარბაზში; მრავალნი თავადნი სერბიის სამეფოსანი ჯგუფ-ჯგუფად წინ და უკან დაიარებოდნენ მდიდრად მოფენილ ხალებზედა.

საბჭო დარბაზში ისხდნენ ტახტის დედაბოძნი-უხუცესნი სერბიის ხალხისა. მოუთმენლად ელოდნენ, რომ მეფემ ბრძანოს რამ ტახტიდამ და ბჭობა გაიმართოსო.

მეფე წამოდგა ფეხზედ და მრისხანებით წარმოსათქვა:

– მეფე მთელის საბერძნეთისა, ბოლგარიისა და სერბიისა ჰთხოულობს ხარკსა ურჩთა სერბთაგან!

მთელს დარბაზში ერთბაშად გაიხმაურა გულისწყრომის ხმამ; რისხვამ გაუელვა თვალებში ამ მოხუცთა კრებას და მეფემ ხელახლად დაიწყო:

– ომს ირჩევთ, თუ ხარკის მიცემას? – ჰკითხა მეფემ.

– ომს, ომს! – დაიგრიალა კრებამ, დედაბოძმა ტახტისა.

– ომს! – ამბობდა გულისწყრომით ანთებული თვალი, – ომს! – წკრიალებდა ხმალი, ქარქაშიდამ ამოწვდილი.

– მაშ ომი იყოს და სრვა მტრისა! – დაასკვნა.

პრიშტინაში წინანდელი უდარდელი მხიარულება შესწყდა; ეხლა ქალაქის ქუჩებში დაიარებოდნენ შეიარაღებულნი იუნაკნი, თავადნი, მორთულნი აბრეშუმსა და ოქრომკედით ნაკერის ტანისამოსითა. იგი იყო მხედრობა, რომელთაც წინ ელვათ დამარცხება გაზვიადებულის ბერძნისა.

იუნაკთა შორის რადიშაც იყო; იგი ერთგულობით შერჩა თავის სამშობლო ქვეყანასა და თუმცა ჯერ ჭაბუკი იყო და ამასთან ძალიან მდიდარი, მაგრამ უხაროდა, რომ თავის ყმაწვილკაცობაშივე თავს დასდებს თავის ქვეყნისათვის.

მოხუცებულის ჰამზას შვილს გულმკერდს უშვენებდა რკინის პერანგი, ოქროთი დაფერილი, საომარს ჩაჩქანზედ გადმოშვებული ჰქონდა ფრთა, ძვირფასის თვლებით მორთული. გვერდზედ ეკიდა ხმალი მდიდრად შემოსილი. თვალები მისი უნდა გენახათ, თვალები!... რამდენს მშვენიერს ქალს მდიდარის პრიშტინისას ამოუოხვრია იმ თვალებისათვის, მაგრამ კი ვერცერთს ვერ გაებედნა შიგ ჩახედვა, იმ წყვდიადსავით ბნელ თვალებში! რადიშა იყო მშვენიერი, როგორც ღმერთი, თავმომწონე როგორც არწივი, რომელიც თამამად თვალს უსწორებს მზეს, თავისუფალი როგორც ლომი, რომელმაც არ იცის, რა არის ხუნდი, და ტანადი, როგორც კვიპაროსი.

მარტო ერთი რამ აწუხებდა რადიშას. როცა მეფის სრა-სასახლის ახლო გაივლიდა, რაღაც უცნაური ხმა ჩასჩურჩულებდა ხოლმე ყურში: „მეფეს შენ სძულხარ და ეჯავრებიო. შენ არ გწამს იგი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემს შთამომავალი ნემანიჩისა!“ რადიშა ძრწოდა, სული ყელში უგუბდებოდა. ხოლო გული მიუწევდა ნახვად იმ სამეფო ტახტისა, რომლისათვისაც მამამ ანდერძად დაუდო თავის დადება საომარს მინდორზედ და რომელსაც იგი იმავ ანდერძით ახლოს არ უნდა მიჰკარებოდა.

მზე დაწურვაზე იყო; უკანასკნელნი სხივნი თანდათან ჰქრებოდნენ წითლად მღვიმარე ცის კამარაზედ. შვილი ჰამზასი მჭმუნვარის სახით შეჰყურებდა ჩამავალს მზეს, თითქო სიცოცხლეს ესალმებაო. თვითონაც ვერ გაიგო, როგორ მოხდა, როცა თავის თავი უეცრად დაინახა მეფის ქალის კრინას ბაღში. მთელს პრიშტინში რადიშას არც ნაცნობი ჰყვანდა, არც მეგობარი, გარდა ამ ოქროვან სხივებისა და წითლად მღვიმარე ცისა. მარტო ამათ უმჟღავნებდა თავის გულისტკივილსა.

ობოლი იყო, ობოლი! მას გაახსენდა თავისი დამარხული ბედნიერება – მოხუცებული მამა; მას წამოუდგა ტიმოკი აბიბინებულის ნაპირებითა, ნავარდი ნადირობისა და ქორ-შავარდნისა. ფიქრში გაუარა იმ წყარომ, საცა შეხვდა კრინას, გაუარა დაუვიწყარმა შემოხედვამ კრინას შავ თვალებისამ. რადიშამ თვალები დახუჭა და თვალწინ წარმოუდგა, როგორც ცოცხალი, მეფის ქალი, შუქშესხმული ჩამავალის მზის სხივებითა; იგი უღიმოდა რადიშას ანგელოზის ღიმილითა და ისე წყნარად უოხვრიდა გული, თითქოს საღამოს ნელი ნიავი ჰკვნესისო.

რადიშამ თვალი აახილა. მის გარემო მწუხრი ჩამოვარდნილიყო საოცარის ზაფხულის საღამოსი; ხოლო მან თვალი არ ათხოვა იმ საღამოს მშვენიერებას, იგი ეჩვენებოდა მას საბნელეთად. ჭაბუკის იუნაკის გონება მიჰქროდა მეფის ქალისაკენ და ამ ყოფაში ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ იგი ქალი იმ წუთში მის ახლო იყო.

მას აქეთ, რაც რადიშა მამეულის სახლიდამ წამოვიდა, ეს მეორედ ამოდიოდა ახალი მთვარე. ამ ხანში მოხსენებულის ჰამზას შვილი ყოველდღე ჰხედავდა ხოლმე სრასასახლეს სერბიის მეფისას, მაგრამ არ იცოდა კი, რომ მარმარილოს ოთახებში მისთვის კვნესდა მისი ღმერთა შვენიერებისა.

ცა მოიკაზმა ვარსკვლავებითა; სადღაც გალობდა ბულბული, ყველგან დუმილი იყო; ერთი ფოთოლიც არ ირხეოდა; შეუშლელად ისმოდა მხოლოდ ერთი გალობა შუაღამის მგალობლისა. ამ დროს მოისმა ნელი ფეხის ხმა... რადიშა შეჰკრთა, გულის ფეთქა დაუდგა, ძარღვში სისხლი გაუშრა... მის წინ კრინა იდგა!...

– ჩემო ღმერთავ! – შესძახა რადიშამ და დაეცა მუხლებზედ: განა შენ არა ხარ იგი ბუთი, რომელსაც თაყვანს სცემენ, ვითარცა ღმერთს, ჩემნი წინაპარნი? მეც უნდა გიწამო და თაყვანი გცე!... იქნება შენ ხარ მოციქული იმა ღმერთისა, რომელსაც თაყვანსა სცემს მეფე ჩემი?... იქნება შენ სირინოზი ხარ?... თუ აგრეა, მომიღე ბოლო!... ხოლო თუ შენ ხორციელი ხარ... შემიყვარე მე!

მეფის ქალს თრთოლა მოუვიდა, შებარბაცდა, წაქცევას ჰლამოდა. მაგრამ რადიშამ მკლავები გაშალა და იგი მშვენიერება მიეყრდო მის გულ-მკერდსა.

კრინა თრთოდა, როგორც ფოთოლი ქარისაგან, მხურვალე კოცნამ იუნაკისამ გაფითრებული სახე წითლად აუნთო.

ეს წუთი იყო წუთად განუზომელისა, უსაზღვრო ნეტარებისა, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივი ცხოვრება უფერუღია და უგემური.

– ერთხელ კიდევ მიგიკრა გულზე, ჩემო სიხარულო, ჩემო სიცოცხლევ!... ერთი კიდევ მაკოცნინე... – ევედრებოდა რადიშა.

– მითხარ, ვინა ხარ, ვინ? – ჰკითხა მეფის ქალმა. – მე მიყვარხარ, მიყვარხარ! მე მეფის ქალი ვარ! ჩემის სიყვარულისა არავინ არა იცის რა, არც მეფემ, არც ერმა... მაგრამ დასამალავი აქ არა არის რა. რისთვის უნდა დავუმალო ვისმეს ჩემი სიყვარული?:

– მე ვარ შვილი მოხუცებულის ჰამზასი, – უპასუხა რადიშამ თრთოლვით.

კრინა შეძრწუნდა. სახელი, რომელიც ან მოისმინა, არ იხსენიებოდა მის მამის სასახლეში; ვერც ერთი დიდებული ვერ ჰბედავდა იმ სახელის ხსენებას. კრინამ ეს იცოდა; ისიც იცოდა, რომ მისი სატრფიალო შვილია წარმართისა და კერპთმსახურისა... იცოდა ეს ყოველი, მაგრამ მით არ შემცირებია ერთხელ აღგზნებული სიყვარული მისდამი.

– მე ქრისტიანი ვარ, – წარმოსთქვა აუჩქარებლად, მეფის ქალმა, – ხოლო შენ კი? შენ კერპთმსახური ხარ? შენ შენი ღმერთები გყავს?...

– დიაღ, შენ ხარ ღმერთი ჩემი! შენს მერმედ მე მყავს კიდევ ღმერთი ბრძოლისა, ღმერთი მშვიდობიანობისა, ღმერთი ნათვლისა, ღმერთი წყვდიადისა, ღმერთი მძულვარებისა და ღმერთი სიყვარულისა!

– ჩვენს სარწმუნოებაში ეგ ღმერთები არ არიან! ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს! მაგრამ სიყვარული შენი საუკუნოდ იცხოვრებს ჩემს გულში!...

კრინამ სთქვა ესა და თავი თვისი მიაყრდნო ჭაბუკის გულსა

....................................

სერბიის მხედრობა წავიდა საომრად.

საშინელი ომი მოუხდათ; სერბიელნი ომობდნენ თავისის ქვეყნის თავისუფლებისა და სახელისათვის; დიდების გვირგვინი დაედგათ თავზედ მათ, რომელნიც დაიხოცნენ იმ უწმინდესს ომშია!...

_____________

1 „ივერია“ №№ 6 და 7, 1878 წ.