The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №1 (1860)


ცისკარი №1 (1860)



ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


შესავალი [1]

წიგნი მიწერილი თეიმურაზთან

ჩემო გულითად საყუარელო თეიმურაზ!

რომ აღარ მომისუჱნე და — თუ მართლა მეგობარი ხარ ერთი კარგი ანბავი კიდევ მითარგმნე რამეო, რისთჳს ჩამციებიხარ, ერთი შემტყობინე ღუთის გულისათჳს? — ვჰსთქუათ — მეც აღვასრულე შენი საწადელი გითარგმნე და აჰა გიგზავნი კიდეცა! ახლა შენ რასა იქ? ადგები და „ცისკარში“ გაგზავნი დასაბეჭდათა განა? დიაღ კარგი და პატიოსანი, მაგრამ რა გამოვიდა? ვინა კითხულობს მაგ შენს „ცსკარისა“?

როგორ თუ ვინა კითხულობს? ჩუჱენა ვკითხულობთო, მეტყჳ.

თქუჱნ დიაღა კითხულობთ: გრიგოლ, კიდევ გრიგოლ, კიდევ გრიგოლ, ივანე, დავით, ალექსანდრე, დიმიტრი, ბიძინა, ვახტანგ… ეგ შენი კრიალოსნის მარცვლები რომ ჩათვალო, სულ გამოვა ასთვრამეტი კაცი!!! მთელს კახეთში, ქართლში, იმერეთში, გურიას, სამეგრელოს და აფხაზეთს გამოვიდა 118 კაცი, რომ შარშაბ „ცისკარზედ“ ხელი მოწერილი ჰქონდათ და წლეულაც მოაწერენ თუ არა, ესეც არვინ იცის. – ესენი ხართ ცისკრის წამკითხუელები, სხუანი ხომ არა ვინა?!

მართალი ნუ გეწყინება, ჩემო თეიმურაზ! არას გზით არ შეიძლება, რომ სადაც კაცს ასთვრამეტის მეტი წმკითხუელი არ ეგულება, იქ ადცილად კარგი დაიწეროს, ან ითარგმნოს რამე; იმათშიაც ზოვი ხელს იმიტომ აწერს ცისკარზედა, არა ჰსთქუანო, რომ, ამა და ამ კაცმა ხელი არ მოწერაო; ზოგი ამბობს, მქონდეს, რა მენაღვლები და როცა იქნება ან მე წავიკითხავ ან სტუმარი მომივა და იმას წავიკითხებო; ზოგი — ძილი მიტყდებაო და იმისთვის ვიბარებ, ეგების ძილი მომგუაროს ხოლმეო; ამსობაში ოციოდეც აღარ დარჩება, რომ გულდასმითა კითხულობდნენ. ყოვლად შეუძლებელია, რომ ამ ფიქრმა, ბევრს ნიჭიერს მწერალს კალამი არ შყუყენოს; ყოვლად შეუძლებელია, რომ ჟურნალი წარმატებაში შევიდეს. ამას რა შეუდგება, მე და შენ კარგათ არ გვესმის ჩემო თეიმურაზ და არცა ვინ დაჰკვირვებია ამ ფიქრსა, თორემ რა დამაჯერებინებს — ქართულის მოლაპარაკემ წელიწადში შვიდიოდ მათი ქართული ჟურნალისთვის დაიშუროს? გუშინწინ ერთს წიგნში ამოვიკითხე და შენ გეტყვი ახლა, რაც შეუდგება.

ხომ გაგიგონია, ჩუნში რომ კაცი გარდმოვარდნილა საიდამმე და თავისი ენა გადაგიწყებია, გადარჯულებულიაო, იმისას იტყვიან —და გადარჯულებული მთელს ქვეყანაზედ, ისე მიაჩნიათ, არავინ რას დაჰსდევს, ყურს არავინ ათხოვებს და თუ ხმა ამოიღო სადმე, ეს ვიღა ოხერიაო იტყვიან. — ვისაც თავისი ენა არ ახსოვს, იმის აღარც მამა, გააჩნია, აღარც დედა, აღარც ნათესაობა და აღარც ტომობა, რომ გულის შემატკივარი ეგულებოდეს სადმე, გამოყრუებულივით, გამორიცხულივით არის ქვბეყანაში და თუ ლუკმას ჰსჭამს, მწარეა ეს ლუკმა, მიტომ რომ ან მოწყალებისა არის, ან ჭირისა და ოფლისა აღარც სად იმისთვკის საოჯახო სიხარული, აღარც სად ბინა, თვის შესაფარებელი, აღარც სად სიამოვნება მამა-პაპის ანბებზედ ლაპარაკისა. თუ დაღონებულსა და გულჩათუთქულს შეხვდა ვინმე, საწყალიო, იტყვიან და მხარს აუქცევენ; იცხოვრებს როგორც იქნება, იღანღალებს, იღოღავს, ჩაკუდება სადმე უპატრონოთა და სახსენებელი ისე აღარა დარჩება რა იმისი, როგოიც მაისში ჩუენს ქუჱნატკოცას კაცი ვეღარასა ჰნახავს ყინულზედ დაწერილსა.

რაც ამ ერთს კაცზედ ითქმის, ის მთელს ხალხზედაც ითქმის, მაგრამ ყოველივე უფრო საზარელი, უფრო გულის შემაძრწუნებელი, უფრო სულის აღმაშფოთებელი: რომელიც ხალხი თავისს. ენას გადაივიწყებს, იმის ხალხის სახელი აღარა ჰქვია რა, მნიშუნელობა და პატივი სრულიად აღარა აქუს რა და ქუეყნიერებაში ისე გამოწყდება რომ იმისი სახსენებელიც აღარა დარჩესრა, — დ არათუ მარტო თვითან გამოწყდება ეს ხალხი, — თავისს სასიქადულოს მამაპაპათ ხსენებასაც ისე გააქრობს, რომ ქუეყანაზედ აღარავინ იცოდეს. აღარც იმათი სარწმუნოებისთვის მოღუაწეობა, აღრც იმათი ხან მტერთაგან წამება და ხან მტრებზედ ძლევამომოსილი გამარჯუება, აღარც იმათი კეთილი ზნეობა და სათნოება, სრულიად აღარაფერი, რაგი რამ სულის გამწმენდელი და აღმამაღლებელი არის კაცისთვის, გულის გამაპტიოსნებელი, ღუთის საწმუნოებაზედ და ხელმწიფის ერთგულებაზედ მტკიცედ დამაყენებელი. იქნება ერთხელ, მომავალის დროებში, ძუელის წიგნების ამომკითხუელს შეჰხუდეს როდისმე იმათი მივიწყებული ანბავი: მაშინ ის მკითხუელი იტყვის: „ეტყობა მეტისმეტი სიწუწკით დამართვიათ, რომ ხსენება აღარა არის რა იმათი ქუეყანაზედა; დამბადებელსაც იმ მიზეზით აუღია მათზედ ხელი, რა მიზეზითაც უფალმა მსახური განაგდო ერთის ტალანტის დამმარხავიო“.

ასე დაემართება უსათუოდ ხალხსა, რომელიც თავისის ენისათვის არას ჰზრუნავს.

— ღმერთმა გვაშოროს, რომ ჩუენზედ ეგ ითქმოდესო, შენ იტყვი, განა? — მეც გიტყვ.

– ღმერთმა გვაშოროს, ჩუენმა დამბადებელმა და ყოვლად მოწყალემ. მგრამ — მხნედ იყავით და განძლიერდითო, ესეც კი გვიწერია. მხნეთ ახლა, როგორც მოგახსენე, მთელს საქრთველო იმერთში ასთვრამეტნი ვართ, რომ წელიწადში შვიდ შვიდ მანათსა ვჰხარჰავთ ენისათვის; და მთელი ამოდენი ქუეყანა ამ ასთვრამეტმა კაცმა უნდა გაგვიტანოს? რა სათქმელია!

საუბარი წერას დაჰბადებს და წერა სუბარს განაღვიძებს. სადაც წერა და მწიგნობრობა არ არის გაცხოველებული, იქ რომ საუბარიც არ დადუმდეს არ შეიძლება; და რაკი ერთსელ საუბარი დადუმდება, იქ ენაც უსათუოთ გადავარდება. ამას თქმა ღრ უნდა.

იოთამს ვეუბნებოდი გუშინ ამასა — მამჩემი არ წამიწყდება უთუოთ მეც მომეკითხება ესაო- და, — ღარიბია, როგორც მოგეხსენება, მაგრამ მაშინვე ამოიღო შვიდი მანათი და კერესელიძეს გაუგზავნა, ცისკარი მეც მომდიოდეს ხოლმეო.

შვიდი მანათი! ან ვის გააღარიბებს თქუენი 7 მანათი, ან ვის გააკეთებს? მაგრამ შენ, ის, მეხუთე, მეასე მეათასე რომ აღარ დაიშურებთ ამ შვუდ შვიდ მანათსა, — მაშინ მწერალნიც გავმხნევდებით, ჟურნალიც განმშუენიერდება, თქუენც ყველანი ისიამოვნებთ განათლდებით, ქუმენის ამბავს. შეიტყობთ და ამ ჩუენს ქართულს ენასაც ფეხზედ წამოაყენებთ, ამ ჩინებულსა, უხუსა, მდიდარსა და საგანგებოდ გამოქნილს ენასა, ამ პატიოსანს ბერიკაცსა, ჩუენის უმადურებით დაუდევნელობით და ყურუგდებლობით რომ დასუსტებული არის ახლა, დაღონებული და წარბებ ჩამოშუებული.

– ნუ, ჩემო სახიერო ბერიკაცო! ნუ ჩუენო მაცოცხლებელო! ისე დაგვემართა როგორღაცა, რომ პატარახანს არა დაგდიეთრა; თორემ ნურს დროს ნუ იფიქოებ, მამო, რომ შენმა ქართველებმა, იმერლებმა, გურულებმა და მეგრელებმა, შენი ამაგი დავივიწყოთ როდისმე, შენგან მონიჭებული მამა პაპათ საქმეები აღარ მოვიგონოთ, და შენგან რომ სული გვიდგია, შენგან რომ ვჰსცოცხალვართ, შენის სიცოცსლისა და დღეგრძელობისთვის შვიდ შვიდი მნათი დავიშუროთ. ურიები ხომ არა ვართ. სირცხვილი დაგვწვავს, სხუა არა იყოს რა.

– აბა თუ ახლა ჩემი შვილები სულ წამხდარნი არა ხართ და ვნხავთო, წამომჩურჩულა ბერიკაცმა.

– ოჰ!.... როგორა გგონია, თეიმურაზ?..

შენი ბაქარ ქართლელი.

ქუჱნატკოცა

1860

ღმერთმა მკითხოს, თუ მე ქართველების პატიოსნებაზედ და გულის სიკეთეზედ ეგ მქონდეს. ვინ იქნება ისეთი… ისეთი… ერთის სიტყვით ვინ იქნება ისეთი, რომ შვიდი მანათი უჭყავოდეს და ქართულის ენისათვის, ქართულის მწიგნობრობისა და ჟურნალისათვის დაიშუროს? რაკი ბევრნი მოვაწერთ ხელსა, მაშინ რედაქციაც იფიქრებს რასმე და თავის საქმეს კარგათ დააწყობს. მერე მგონია და ამ „ღარიბი ყმაწვლიკაცის რომანსაც“ იმ რედაქციას უგზავნი. ჩემია ახლა ეს წიგნი და ვისაც „ცისკარი“ არა აქუს დაბარებული, ზედაც არავის შეახედოთ. მე ჩემს ბაქარს ისეთს ანბებს დავაწერინებ კიდევაც, რომ სული მისდიოდეთ, რატომ ჩუჱნც არ მოგვდისო.

თეიმურაზ ვაკელი.

სოფ. ფარცხანაყანევი

____________________

1 თეიმურაზმა რომ ქართლელისაგან ახალი ნათარგმნი რომანი აღგჳთქვა, კიდეც გამოგვიგზავნა და რედაქცია მომავლის ფებერვლიდამ იწყებს ამ რომანის ბეჭდვას. ბაქარს ამ რომანთან თეიმურაზისთვს წიგნი მიუწერია და ამ წიგნს კი აქვე გბეჭდავთ შესავლის ნაცვლად ჩუენის „ცისკრის“ დასაწყისში. ქართულის ენის შესახებია ეს წიგნი და ვალად ჰრაცხს რედაქცია რომ ყოველს ქართველს ახლავე წააკითხოს. თუ ამ წიგნის დაბეჭდვა ჩუენმა ბაქარმა გვიწყინა, ისევე თეიმურაზმა გასცეს პასუხი

2 ძველი და ახალი წელიწადი

▲ზევით დაბრუნება


ძველი და ახალი წელიწადი

1859 და 1860.

წარვიდა წარსული წელიწადი, განჰქრა, დაინთქა თუ დაიმარხა უფრსკულში? — ის იცის ერთმა უფლებამ, ბრწყინვალე საყდარსა მჯდომარემ, ცისა და ქვენისა მამამ. ვინ იცის, იქნება ის საცოდავი წელიწადი წარსდგა წინაშე ძლიერის მამისა, თავდახრილი, შეკდიმებულის პირით, ვინაიდგან ჰკითხავდა. — „1859-ო წელიწადო! რას მიანბობ წარმავალის სოფლისას? — რა მოიტანე იქიდგან? — რას ანბავს მეტყვი ჩემის ერისას? მშვდობა მათდა? — კეთილის მყოფობა მათდა? რად ზდუმ წელიწადო? — მეტყოდე და ამიანბობდე ჩემგნით გაჩენილის კაცის ვითარებას?“ — ოჰ! ეკლის წინაშე აღიარა საცოდავმა წელიწადმა, კაცის ნაკლულევანება. აი, ეხლა მუზი იზახის წელიწადმა აღიარა კაცის ნაკლულევანება ღუთის წინაშე წელიწადო, ეგ ანბავი მიიტანე ღუთის წინაშე ბედკრულობა კაცობრიობისა? — „ჰო, ჰო.“ მუზი იზახის. საწყალობელს ჩუენთან დაჩუეულს წელიწადს, ძლიერი ჩემი მამა განურისხდა; თუით იმან იცის რათაც. შეიპყრა ჯაჭვთ ჰკრა ხელი და შეკრული შააგდო ერთსა საშინელსა ჯურღმულსა უღრმესა, საიდგანაც ამოხდა ხმა მოზაქებული სასიკუდინო და ვაების ტირილი გოდებითურთ. ბოლოს კუნესით მოკუდა იმ ჯურღმულში საწყალობელი წარსული წელიწადი, სადაც ამოება მკვდრობს სვეტსა ზედა საიდუმლოდ. ეს ცვლილება იყო ქვეყანაზედ, შუაღამისა თორმეტს საათზედ სრულსა, როდესც ქვეყანას გამოეთხოვა უკანასკნელი ჟამი წარსულის წელიწადისა და ზეცაში აღვიდა დაობლებული ქვითინით. ამ დროს ზარი ჩამოჰკრეს ზეცის სამრეკლოსა, რეკა განხშირდა, რეკამ მოიცუა საბყარო. ზეცისა და ჟამი ახალი წლისა მიუთხრა ქუეყანასა, სწორეთ შუაღამის დროს. ერთი აღვიდა და განჰქრა, მეორე გარდმოვიდა და განცხოვლდა ქუეყანაზედ; ორივ ერთს წუთში, საათმა რომ შუაღამის თორმეტის ზარი………

3 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


3.1 ახალი წელიწადი

▲ზევით დაბრუნება


ახალი წელიწადი

(ვუძღვნი ბაქარ ქართლელს)

რამდენიც მოდის ახალი წელი,

იმდენს ახალ ბედს როგორღაც ველი,
ერთიც მივალს და მეორეც კუდების
და მეკი ისევ ჩემს ფიქრით ვრჩები.
აი, კვალად ჩავდექ ახალსა წელში,
ჩვეულებრ ღიმით მივეგებები,
ისკი არ ვიცი ამ არ ცრუ სოფელში
რა შევიზინე რას ვეხეტები?
წარსულთა წელთა, ჩემს გულის მკვლელთა
რამდენი შთანთქეს ძმა სასურველი,
მათ კანონათ აქუსთ მუდამ ჟამს სთველი,
მაშ რათ მიხარის ახალი წელი?

ახალთა წელთა ნორჩობა ჩემი
ჩემს უკითხავად სრულად წარიღეს,
ყოველს ახალ წელს რა მივეგები,
წინ მომაგებებს ისიც სიბერეს.
მეპყრა ჭაბუკ დროს სავსე ფიალი,
ამ ახალთ წელთ წყნარ-წყნარად მომისვეს,
სიჭაბუკისვე გრძნობისა ალი
მათ დამიშრიტეს, მათვე დამივსეს,
ჩემთვის ის იყვნენ ახალნი წელნი,
როს ჩემთ მეგობართ შორისა ვრბოდი,
არღარა მყუანან აწ მე რომელნი,
რომელაც გრძნობით მოყუასად ვხმობდი.
თუ რომ კმაყოფის გამოგვვლე ველი,
მაშ რათ მიხარის ახალი წელი?..

ჩემს ის იყო წელი ახალი,
როს არ ვიცოდი, ზრუნვა კაცი მკულელი,
როდესაც გიყავ თავის უფალი,
როს დავფრინავდი ვითა ფრინველი!.
რამდენიც მოდის ახალი წელი,
იმდენს ახალს მე ზრუნვას მიმატებს,
მოვალს, — ახალს ბედს რამდენსაც ველი,
იმდენს წარსულს დროს უფრო მაგონებს.
ერთმანეთს ვკოცნით ბედს ახალს ვსურით
მაშინ, როს მოჰყავს წელს დასასრული,
მოვალს მოგვტაცებს ძმას, სატრფოს გულით,
და თან მიჰქონან კმაყოფა სრული.
ახალთ წელთ მოაქუს თუ ჭმუნვა ბნელი,
მაშ რათ მიხარის ახალი წელი?

ჩემთვის იქნება ახალი წელი
ის დღე, როს ვნახავ მე ჩემსას მამულს,
რიდე მოხდოდეს პირთაგან ბნელი,
ზღუას დასცურავდეს სიბნელით განსრულს.
ერთგვარ მეყოფობა, ერთგვარ ცხოვრება,
ერთი ბიჯით მივალას ჩემი იმედი,
სად სულის ღელვა, სად მყუდროება,
რომელს კუთხეში არის ჩემი ბედი?
ახ ხვედრო ჩემო! ამ გვარი წელი
ჩემთვისღა არის მაშ რის სამქნელი?

არ არის ეჭჳ ადრე მოვკვდები,
აღსრულებამდენ ჩემის სურვილის,
არ არის ეჭჳ ცა რომ ღრუბლდების,
შარავანდია მის უკუმყრელი.
მამულის ბედი მაშ ვინცა ნახოს,
დაესწრას მას დროს შჳლი რომელი,
მოვიდეს საფლავს და ჩამომძახოს,
იქ მსურს ვიუქმო. ახალი წელი!..

ივ. კერესელიძე

3.2 ვარდ-ბულბულიანი

▲ზევით დაბრუნება


ვარდ-ბულბულიანი

(თქმული მეფის თეიმურაზ მეორისაგან)

ჰე, არსისა შემომქმედო! შენგან არი ყოვლიფერი:
ცა, ქვეყანა,ზღვა და ხმელი, დარი მზისა მონაფერი.
ვერვის ძალუც ხორციელსა ქება შენი შესაფერი,
და შენმცა მრისხავ, მოწყალეო, თუ ტყუილად მოგეფერი!
ვიწყო რამე სიტყვა მცირე, ბრძენმან ვინმე ყურად იღოს,
გულისაგან საუნჯისა ვის რა ედვას, გამოიღოს;
ჰმართებს, კაცმან კარგი ნახოს, მანცა მისგან გარდმოიღოს,
და უგბილმან და უგუნურმან ვერა რამე წამოიღოს.
სცანით, სიბრძნისა ტრფიალნო, ძალნი სიტყვათა თქმულისა,
უცებთა არად სანდომი, ცნობილთა – წამლად გულისა;
მე გამიმწარდა საწუთრო, აბეზარ ვიქმენ სულისა,
და სოფლისა ავად ბრუნვამან მე ერთობ გამაგულისა.
ფილოსოფოსთ ეფენთ სიბრძნე შვიდი არის, გან ექვსული!
ერთი არის, რიტორება, სიტყვათ შეთხზვნა განექსული;
ნაძლევი ვარ, თუ ვინმე თქვას, ჩემებრ რამე განლექსული,
და უკვდავი ხარ – ცნობა გმართებს, პირუტყვად გაქვ გან ეგ სული?

ვარდისა და ბულბულისა ვის გაბჭობა არ ასმოდეს,
მას იამოს ეს ამბავი, თუ ვისთვისმე ხელი რბოდეს;
ვის მახვილი გულად ედვას, ცრემლთა ნაცვლად სისხლი სწორდეს,
და იგ უცილოდ წადიერად ყურსა სმენად მიუპყრობდეს.
გააუბნა ერთმანერთსა მოლა აჯამ ბრძენთა-ბრძენმან
ბულბულს ვარდი, ვარდს ბულბული სიტყვა ტკბილი, ენა გრძელმან,
სალხინო და სალაღობოდ, სხვად არასმე შესაძემან;
და მიჯნურთათვის გულსა ლახვრად ჭირსა ლხინზე დასაძემან.
შევიწიო ძალი ღვთისა, მე დავიწყო თარგმანობა,
გაზაფხულზე დაიწყების აწინდელი სიტყვის თხრობა;
მზე კირჩხიბზედ გარდაჯდების, შეიქნების ქვეყნად თბობა,
და ფრინველთაგან შემღერება, ჭიკჭიკი და ამო ხმობა.

ზღვა დაწყნარდა ღელვისაგან, შეიცვალა ქარ-კეთილად,
ვითა გული გამწყრალისა, დამშვიდდა და იქმნა ლბილად;
მკსინვარება ზამთრისა და ყინვა დადნა, ვითა ცვილად,
და ხეთა იწყეს შემოსადვე პირველისა დანაწყილად.

ჰაერიცა შეიცვალა, ჟამ კეთილმან მოაბერა,
მანვე მიწა განაახლა, ვინცა პირველ მოაბერა,
მაქებარად ხელოვნისა გამოჩნდების მოამბე რა,
და გამისინჯეთ ლექს ქართული, ერთმანერთსა მოვაბე რა!

წელიწადის მოქცევამან მიწის პირი განაახლა,
იგ ოსტატი ხელოვანი პირველ იყო, განა ახლა?
ქარი, მიწა, ცეცხლი, წყალი, ერთმანერთსა თან აახლა,
და ცა ყინვაზე, მიწა წყალზე ადრიდგანვე დაასახლა.

გაზაფხულის წვიმამ ხშირმან ჟანგიანი მიწა რეცხოს,
ხენი ხილთა გამომღებლად მიდგომილი დაიკვერცხოს,
ამაუბნა ჭიკჭიკითა – ლამის მეცა გამამერცხლოს,
და მელექსემან ხამს, თუ სიტყვა ახალასოს, წმინდად ვერცხლოს!
ვითა ტურფა ახალ-რძალი საწუთროსა დანაზრობდა,
წყლისა პირსა ალვა ნორჩი ტურფად რასმე ტანად ზრობდა;
ყვავილნი და მწვანე მოლნი თავსა მიწით დანაზრობდა,
და მზისა შუქთა მომლოდნელი იგ არვისგან დანაზრობდა.
ჯერ ვადიდო, რაც ძალ მედვას, შემომქმედი მისგან ქმნილმან,
მაგრა რა ვქნა – სოლომონცა მცირე რამე უთხრა ძლივ მან;
აწ მოვიქცე პირველსავე ამბავზედან სიტყვა-მცირმან,
და საქებელად ძალსა მისსა აღმოხეთქა ნერგთა ძირმან.
დაუსწრო პირველ ყოველთა ყვავილთა მოსვლა იამან,
მოგვართვა სული სურნელი, იგ საყნოსელმა იამან;
თავმოდრეკილმან სიმდაბლით არ თავი გაიზვია მან,
და ტკბილად შეხედნა თვალმან და გულისა კარმან ღიამან.
სურნელი და პირად თეთრი გაიშალა იასამან,
ვთქვი: ესე სჯობს ფერად, სულად, დამამდურვა იასა მან;
მას ვერა სჯობს ერთი რამე, ვერ უდარებს, იასა მან,
და ვერ მიუველ მოსაკრეფლად, ვის დაუსვამს ია სამან?

ზამბახმან პირი გაშალა, იგ თავი სრულ მან დახარა,
აგვავსო სურნელებითა, ზედ ყოვლმან სულმან დახარა;
ვთქვი: ჩემთანც მოდი საწოლსა – ბაღშიგან სულ მანდა ხარა,
და ვფიცავ, ან ძმა ხარ ვარდისა, ან, ჩემმან სულმან, და ხარა.
რა მოვიდა დრო მოსვლისა, სუმბულიცა მოვა სითმე,
ნახა ვინმე პირად მზემან, თქვა: „ვსჯობვარო ნეტა რით მე!“
უსუნა და თქვა: „ეზომი მე სიტურფე ვით დაგითმე?
და შავი ხარ და სულ-ამბარი, ზილფად მინდი, ან დაგით მე!“
ნარგისი მოვა შვენებით, ყვითლითა შემოსილაო,
არ ვიცი, ვის ჰგავს, სით მოვა, ვისი გვარი და სილაო;
მისითა სურნელებითა წალკოტი სულ ავსილაო;
და გამდიდრებულა ბაღი და მებაღე არ დავსილაო.
ყაყაჩო და არღავანი ერთმანერთსა ეუბნების:
– „სიტურფით და შვენებითა, ფერად ვერვინ გვედარების;
სურნელობით გვაჭარბებენ – გული ჩვენი ამით ჭკნების,
და მივიდეთ და გავერივნეთ, მათში ნურვინ გამოწყდების."
სოსანმან უთხრა რეჰანსა: „ქუფრი გაქვს, თალხი ფერები,
გიგავს რამ მგლოვიარესა, გული ჩანს დანაბერები;
შენ სული გიდის სურნელი ტურფად რამ მონაბერები,
და უსული მაქვს და შვენება, მათთან მეც შევეფერები.“
ვით გიამბო რიცხვი, ზომი მათ ყვავილთა გარეგანთა,
სურნელნი და მრავალფერნი, არ თუ მგზავსი ეკალ-ნართა;
თქვეს: „მოველით უკეთესსა, მოვა, საქმე წაგვემართა,
და ჰფერობს ჩვენი ხელმწიფობა, რად დაყოვნდა, არ მოგვმართა?“
თქვეს: „ რა გვექმნების უმისოდ ვარდისა მომლოდინესა?
ჩვენ თავი დაგვიც სამონოდ მისთვის, გლახ, ცრემლთა მდინესა".
მოვიდეს, ნახეს გაშლილი, თქვეს: „ეგზომ ტურფა ვინ ესა?“
და თაყვანი სცეს და შეიტკბეს, გაღიმდეს, გაიცინესა.
მათ შუა დასვეს ხელმწიფედ, იგი მისებრივ შვენოდა,
ეგზომი მათი სიტურფე მასთან არ გამოჩნდებოდა;
მეფე, გლახა და მდიდარი იშვებდენ, არ მოსწყენოდა,
და იგ, მისთვის ხელი, ბულბული თავს ევლებოდა, მღეროდა.

ბაღი, ბაღჩა და წალკოტი შეამკო, დააშვენა მან,
იგ მონად შექმნა ყოველნი თეთრ-წითლად შუქთა მფენამან:
სრულ საყნოსელი აავსო სურნელებისა დენამან,
და ვეღარა ქნა რა სევდამან, შეჭირვებისა წყენამან.
ყველამ მომართა სალხინოდ, იგ ვისცა სცალდა, ვის არა,
რცხვენიან ჭირისუფალსა, თვარ შეჭირვებით ზის არა;
შელეწეს ზღუდე, კარები, ღობემან ვეღარ ისარა,
და რაღა იციან ღამისა, ან მზისა ამოსვლისა რა?
ბულბულისა რაღა გითხრა მრავალგვარად ყეფა, მღერა,
მისმან ეგზომ ხელობამან ყოვლი სული შეაჯერა;
იგ სულისა დაუღებლად ზახილი და ცრემლთა დენა,
და ვარდმან ნახა, ითაკილა, შეუვიდა გულსა წყენა.
მან ერთ-დღე იხმო მებაღე ხალვათად თავის წინარე,
თქვა: „გკითხავ რასმე, მიამბე, თვარე გყო ცრემლთა მდინარე;
ბევრ-მრავალ-გვარად მხმობელი, მითხარ, ეგ ჩიტი ვინ არე?
და კვდების, იწვის და იძახის, არვის უნახავს მძინარე.
„რა მე მოვსულვარ, მას აქეთ ბრუნავს ამ ჩემსა არესა,
დაფრინავს სრულა ხედახე, იძახის, კვნესის მწარესა;
რა გამეღვიძოს, აქ ვნახავ ჩემზედან დამბრუნვარესა,
და პირს არ შეიღებს, არ გავლის გარე ბაღისა კარესა.“
„ბევრჯერ მინახავს უსულოდ ეკალთა ძირსა მდებარე,
გავბედავ უთხრა: «დამარხეთ, რა ბაღში მოვა მებარე».
იტყვის: «ვცოცხალვარ, რად მმარხავთ?
– გულსა ცეცხლი მწვავს მდებარე!»
და აწ მითხარ: – მე და ეს ბაღი შენს ხელთ ვართ, შენ მოგებარე“.
მებაღე ჰკადრებს: „ტურფაო თვალად, ფერად და სულადო!
იხარებს ყოვლი ქვეყანა, რა მოხვალ კარგ-უსულადო,
მე შენი სამსახური მაქვს ჩემად სიცოცხლედ, სულადო,
და მე ვხედავ ამა საწყალსა ჭკვისაგან გარდასულადო.“
„მიბრძანე, მითხარ მართალი – თვარ ვიკადრებდი მე რადო!
შენთვის იწვის და ენთების, პირისპირ გიზის მზერადო;
თავსა გველების ხელქმნილი, ზედ დაგჭიკჭიკებს მღერადო,
და აწ შენცა ჰკითხე, გიამბოს, უბრძანე – «დამკვნეს მე რადაო»?

„რა წახვალ, დაიკარგების, რა მოხვალ – მოვა ესეცო,
გაკვდების თავგანწირული, ხედავ, ლახვარსა ეს ეცო!
უსახლკარო და ღარიბი, ცოტა რამ ტანსა ეს ეცო,
და რას გერჩის, თვარემ შენ იცით – გავაგდებინო ესეცო!“
„თუ რასმე მკითხავ – დაეხსენ, იყოს ამ შენსა არესა,
ამოა, ტკბილი მხმობელი, ნუ მოშლი ბაღის კარესა,
ბრალია, აქ არ იძახდეს, კაცმან გააგდოს გარესა!“
და არ დაიშალა, ბულბულსა სიტყვასა ეტყვის მწარესა.
აწ ბულბულსა სიტყვა უთხრა მქისე რამე, არ თუ ტკბილი:
„სადა მე და ან ვინ შენა? – ხელი ხარ და, ან შეშლილი,
ჰყეფ, იძახი დღივ და ღამე, გამიკრთების თვალთა ძილი,
და საქმე ხელად აგიღია, ერთობ ძნელი, არ ადვილი.“
რა ბულბულს ესმა, იამა ვარდისა გაუბნებაო,
უზომოს სიხარულითა ვეღარ ზის, ზე-ქვე ხლტებაო:.
– „ჩემისა სიკვდილისაგან, მითხარ, თუ რა გერგებაო?
და თუ გაგეყრები ცოცხალი, მე სული ამომხდებაო!“
36. „რად ეგრე უცხოდ გამხადე, ბრძანებ: – «შენ ვინ და მე ვინა?»
ცეცხლსა უშრეტსა უწყალოდ სხვამან ვინ დამაწვევინა?
შენი შეიდი ბულბული კარში რამ გაგაწვევინა?
და ნეტარძი, დამხსნა სურვილსა, ცოცხალს არ გამაწევინა!“
ვარდმან უბრძანა ბულბულსა: „უჭკვო ვინმე ხარ ხელადო,
იგ შენი ვინმე საფერი სჯობდა სჯობდა აგეღო ხელადო;
უფრო სხვა გვარი უნდოდა ჩემთვის გაჭრილი გულადო,
და ხელმწიფეთ სატრფიალოსა რად გამხდი საკიცხველადო?“
ბულბულმან უთხრა: „პირ-მზეო, რად აგრე მოშიშორეო?
ეგრე მწარისა სიტყვითა გულში ლახვარი მორეო,
შენს ახლოს ყოფნას არ ვღირსვარ, ეკალში გამაგორეო,
და აქ შენს წინ თავსა მოვიკლავ, თუ კიდევ მეტყვი «შორეო»!“
ვარდმან თქვა: „შენი სიტყვები მე გულში მეცა დანადო,
მიჯნური უნდა საფერი, – ვინც ნახონ – თვალად, ტანადო,
მე ვარ ყვავილთა ხელმწიფე, ვის ხედავ ჩემისთანადო?
და დამეხსენ, თვარ გაცემინებ, სიგრძე მოგეცეს განადო!“
ბულბულმან უთხრა: „საკვდავად მე თავი გამიწირაო,
მე შენი შეკვეთილი ვარ, არ სხვა ფრინველი, ირაო;
მომკლავ, დამარჩენ – მე შენმან სიტურფემ გამაკვირაო,
და შენად საფერად დაგმღერი, არ ავად რასმე ვყვირაო.“
ვარდმან უბრძანა: „ღვთის მადლსა, დამეხსენ, გამეცალეო,
გვერც მახლავნ ტურფა ყვავილნი, ამათთვის მომაცალეო;
სტუმრად ვართ, ცოტა ხანი გვიც, ეს ბაღი დაგვიცალეო,
და სხვაგან ქენ შენი ბუნაგი, ადგილი გარდიცვალეო.“
აწ გაახშირებს ბულბული ტირილსა, სულთქმა, უშებსა,
იგ სისხლის ფერად ნაღებსა, გლახ, ცრემლებს გარდმოუშვებსა,
ეტყვის: „სად მაგდებ, საწყალსა ტყვესა აწ შენგან უშვებ სა?
და მეც ვიცი, შენი შვენება კაცს ცოცხალს არ გაუშვებსა.“
„არ გაგეყრები, ცოცხალი რომ წვრილად დამახევინო,
შენსა ეკალსა ავეცმი, სხვა შტო არ ვიცი, ხე ვინო;
ფეხთ ქვეშ მოგიკვდე, ჩემზედან საყელო გარდგახევინო,
და ჩემისა სიბრალულითა სიცოცხლე დაგაწყევინო!“
ვარდმან უბრძანა: „ბულბულო, ვერ გხედავ ჩემსა ფერასა,
ვიც გაწყენ, მაგრა არ ღირსხარ პირისპირ ჩემსა მზერასა,
სხვაც არის ტურფა ყვავილი, ჩამომეკიდე მე რასა?
და ნახე, თუ ჩემისთანასა აღმოანორჩებს მზე რასა“.

„მე თავის ქება მრცხვენოდა, აწ არ დამეხსენ – ვიქებო:
მიწის ნაყოფსა ყოველსა სიტურფით გავაქიქებო;
თასს მოუხდები სავსესა, ჭიქასა მე ვაჭიქებო,
და მჭვრეტელნი გულსა ეტყვიან: «ესე სჯობს, მასთან იქ ებო!»
„მეფენი და ხელმწიფენი ნატრით თავსა გარდმიყრიან,
რა მე მნახვენ, გულისაგან შეჭირვებას გარდიყრიან,
დაიმონის სულმან ჩემმან, ბაღით არსით გამიყრიან,
და სხვა ტურფა რამ სანახავი. ჩემგან კიდე აი, ყრიან!!“
„ხელნი ხელქმნილსა მადრიან, მიჯნურნი – სამიჯნუროსა,
ჩემზედ შეითხზვნენ რიტორნი სიტყვასა მათებუროსა;
ვინ თავს დამირჭობს, არა მშურს გვირგვინი მათ ებუროსა,
და ნახე, სული და წამლობა თუ ვინმე გამომწუროსა!“

„კეკლუცნი ღაწვთა მნათობსა შემირჭმენ, ზედან მიდებენ,
უნდათ, რომ იყვნენ ჩემთანა, მითვისტომებენ, მიდებენ;
მაგრა ცუდია – მნახავნი უტურფესობას მიდებენ,
და „გგავს, მაგრა კიდევ შენ სჯობო“, – მე ამით გულსა მიდებენ.
„აშიყ-მაშიყნი რა ჟამად ერთმანერთს შეეყრებოდეს,
ხელთ უჭირავარ ორთავე, წოლად რა წაეყრებოდეს;
უჩემოთ არცერთი ვარგა, რა დაწვნენ და ეყრებოდეს,
და მათსა საწოლსა, საჯდომსა ქვეშ სხვა ვინ წაეყრებოდეს?“
„ქალნი ტურფანი, კეკლუცნი ჩემთვის წალკოტად მორებენ,
დამკრეფენ ბროლის თითითა, ეკალსა მომაშორებენ;
სურნელს უბესა ჩემითა ავსებენ, ამოყორებენ,
და ჩემს მიდამოსა ლხინობენ, თამაშობენ და გორებენ“.
„არ ჩამომეხსენ, მე თავი, მგონია, მაქებინეო,
შენ არ იცი და მე ვიცი, სადაური ვარ, ვინეო;
სად იყო ჩემი სამყოფი, პირველ სად მოვილხინეო,
და მე ბრძანებითა ღვთისათა სამოთხით მოვივლინეო“.

4 სურამის ციხე

▲ზევით დაბრუნება


სურამის ციხე

(გაგრძელება)

ავლაბარში, სუფ-კარაპეტის ეკლესიის აღმოსავლეთის მხრით ზედ გორაზე, იმ დროს, როდესაც ხდებოდა ეს საქმეები, რომელთაც ახლა მე მოგახსენებთ, — თქვა მორიგემ, — იდგა მხოლოდ ერთ ოთახიანი იაქათიღის სახლი, რომელსაც ჰქონდა ორი ფანჯარა დასავლეთისაკენ, მაგრამ იქიდან არა მოჩანდა რა, იმიტომ, რომ ის ფანჯრები იყვნენ გაკრულნი ზეთწასმული ქაღალდით. ეს სახლი, ცოტა რომ მიელაგმოელაგებია კაცს გარედან: ქაღალდის მაგიერ ჩაესვათ მინები ფანჯრებში და გაელესათ, იქნებოდა სასიამოვნო შესახედი, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით იცქირებოდა დაღონებით.

იყო იანვრის დილა, ქროდა ქარი და წუწუნით აყრიდა ნამქერს ფანჯრებს.იმ სახლში მცხოვრებნი, ორი ქვრივი დედაკაცი, ის იყო ამდგარიყვნენ დაერთი გვიდა სახლს, მეორეს კი წამოესხა სინჯაფის ქათიბი, ქურაში შეეყოფეხები და თბებოდა. პირველი იყო კარგა მოხუცებული, თითქმისსამოცდაათი წლისა და წლოვანობით ცოტა მოხრილიყო ტანში, მაგრამპირისახეზე ჩანდა, რომ თავის დროზე ყოფილიყო არა უვარგისი. მეორეიყო, ასე ოცდათხუთმეტ წლამდე: ცოტა დიდი ცხვირი, ხმელი პირისახე,წვრილი, თითქოს დასცინიან ვისმე, იმისთანატუჩები, თვალები შავი, მაგრამ იმისთანას შემოგხედავდა, იტყოდი, რომეს დედაკაცი ჩემ სულსაც კი ხედავსო, ეტყობოდა, რომ ის არ ეკუთვნოდაიმგვარ ქალთა, რომელნიც თავის ცხოვრებაში არ გაირჯებიან არც ერთისაგნის განსასჯელად.

— არა, დედიჯან, მე აღარ შემიძლია ეს, რაც გინდა მიყავ, ისევ სხვა ხელობას დავიწყებ, — უთხრა უმცროსმა ქალმა მოხუცებულსა.

— რატომ, შვილო, რა არის?

— რა არის და, ბევრჯელ ისე შევწუხდები ხოლმე, რომ არ ვიცი რა ვქნა.

— რისგან, შვილო?

— იმისაგან, რომ ადამიანი მოდის, მართლა საჭიროება აქვს, ტირის, გეხვეწება, გაფიცებს, რომ მართალი უთხრა და შენ-კი უნდადაიწყო, ეშმაკმა იცის რა?

— რა ვქნათ, შვილო, ჩვენი მამა-პაპაც ეგრე ყოფილა და ჩვენც ეგრე უნდა ვიყოთ.

— აი, ახლა იმ საწყალ გოგოს მივეცი პირობა, ხვალ მოდი და ხვალ გეტყვი-მეთქი, რაც უნდა ვქნა, ამაღამ სიზმარში ვნახავ-მეთქი, მაგრამ მე წუხელი სიზმარი სრულებით არ მინახავს, ის კი ახლა მოვა, აბა რა უნდა ვუთხრა?

— ვინ გოგო, მე არ მახსოვს?

— აი, ერთი ლამაზ-ლამაზი გოგო არ მოვიდა, რომ ტიროდა კიდეცა.

— ჰო, მე კარში გავედი მაშინ. მერმე რა იყო?

— საშინელი ტირილით მითხრა, რომ დანიშნულმა მომატყუაო. ჯერ მე შემიყვარა და მერე სხვაზე დაიწერა ჯვარიო.

— ახლა რა ვუყოთ? ცოტა მოხდება ხოლმე მაგისთანა მაგალითები.

— იმას ჰგონია, რომ ის იყოს პირველი მაგის მაგალითი. — დაღონებული თქვა უმცროსმა.

— მერე რა მინდაო?

— გინდა თუ არა, ერთი იმნაირი რამე მასწავლე, რომ მეც ისე მოვუკლა იმას გული, როგორც იმან მომიკლაო.

— შენმა მზემ, ვერას ეტყოდი, გიჟივით ტირილს დაიწყებდი იმასთან. — არა, თუმცა მომდიოდა ტირილი, მაგრამ მაინც კიდევ გავუშალე ქერი და ვუთხარი, რომ გორიჯვარის და არბოს წმინდა გიორგი ელოცა და ისინი დასჯიდნენ იმის ორგულს.

— ცოტა შორს უნდა გაგეგზავნა, უნდა გეთქვა სპას- ანგელოზი, ან ლომისა, ან ლაშარის ჯვარი, ისე, რომ ასრულება გაძნელებულიყო.

— რას ბრძანებ, იქაც არ მიდის! ჩემსა და ღმერთ შუა ერთი აღარა არისრაო, მე იმისთანა რამე მასწავლე, რომ ეშმაკის ძალით ასრულდესო...

— მერმე რა უთხარი შენ?

— რას ვეტყოდი: ვუთხარი, დღეს მოსულიყო და აი, საცაა, მოვა და არ ვიცი, რა ვუთხრა.

— მაშ, როცა მოვიდეს, უთხარი, დედა გიკითხავს-თქო. იმ დროს, როდესაც ესენი ასე ლაპარაკობდნენ, გულისვარდი დაეთხოვა თავის ქალბატონს და წამოვიდა ამათთან. ეს იყო იმის მეორე დღეს, როდესაც შეიტყო დურმიშხანის დაქორწინება. გულისვარდმა გაყინული ხელებით დააკაკუნა კარები.

— ვინა ხარ? მოდი!

— უკაცრავად, შეგაწუხეთ, უდროოდ გიახელი, — თქვა გულისვარდმა, როცა შევიდა შინ.

— არაფერი, შვილო, არა უშავს-რა, მოდი, გათბი, მოდი ქურასთან, — უთხრა უფროსმა დედაკაცმა.

გულისვარდი მივიდა, გაიხადა ქოშები, ავიდა ტახტზე, ასწია საბანი და მიუჯდა ქურას.

— აი, დედავ, ის ქალი, წუხელ რომ გითხარი, — უთხრა უმცროსმა ქალმა დედას, გულისვარდი რომ გათბა მაშინ. მოხუცებულმა დაათვალიერა გულისვარდი.

— იმ უღმერთოს, შენზე ლამაზი ვინღა უნდოდა, მზის უნახავს არ იშოვნიდა.

გულისვარდმა მორცხვად დაღუნა თავი და თვალები აევსო ცრემლებით.

— ნუ წუხარ, შვილო, — უთხრა იმავე დედაკაცმა, — ნუ წუხარ, შენ არა ხარ მაგისი პირველი მაგალითი.

— ჰო, შენ არა ხარ პირველი მაგალითი, — დაუმატა უმცროსმაც ნაღვლიანად.

— ახლა რა გინდა, შვილო? — ჰკითხა უფროსმა.

— შენ ქალს ჰკითხე, რაც მანდა.

— ასწავლე იმისთანა რამე, რომ შური იძიოს.

— შურისძიება ცოდვა არის, შვილო. ღმერთზე მიანდე, ღმერთი ილოცე, რომ იმან გადაუხადოს მაგიერი.

— არა, დედი, მე თითონ უნდა გადავუხადო მაგიერი, გადავუხადო ისე, რომ იცოდეს, ის მე ვიყავი და არა სხვა ვინმე.

— მაშ, რა ვქნათ, შვილო? აი, რას გეტყვი: ჯერჯერობით არ შეიძლება გადახდა, უნდა მოიცადო კარგა ხანი.

— რამდენი გნებავთ, თუნდაც სიკვდილამდის, ოღონდ-კი ბოლოს მოვუკლა იმას გული.

— მაშ, იცი რას გეტყვი?

— მიბრძანეთ.

— ისწავლე მკითხაობა, როდესაც ყოველივე მკითხაობის საიდუმლოებას შეისწავლი, მაშინ შენ თითონ მოიგონებ, რაგვარადაც დასაჯო შენი მტერი. გინდა?

— მინდა! — ცოტა ხნის შემდეგ თქვა გულისვარდმა.

— არა, შვილო, ჯერ ეგრე ჩქარა პირობას ნუ მომცემ, ჯერ მოიფიქრე კარგა.

— ფიქრი აღარ უნდა! მე ერთხელ შევიძლებ დავსაჯო ჩემი გულის მომკვლელი, სხვა რაღა მინდა?

— იცი, შვილო, რას იწყებ? არა, აი, მე რა გითხრა: ახლანდელი დღით შენ ეყრები ქვეყანას. ამის შემდეგ გახდები კუდიანი, მკითხავი. ამის უკან ყველა დაგიწყებს შენ ყურებას არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც კაცსა და ეშმაკს შუასა. გიფიქრია ეს?

— მე ფიქრი აღარ მინდა!

— არა, ამაღამ კიდევ იფიქრე, თუ შეგიძლია, ღმერთსაც შეეხვეწე და ხვალ მათხარი, რასაც გადაწყვეტ, ახლა მშვიდობით.

ამ ლაპარაკის შემდეგ გულისვარდი გამოვიდა და წამოვიდა შინ.

— ეგღა გაკლდა, — უთხრა უმცროსმა ქალმა დედას დაყვედრებით, ვარდო რომ გამოვიდა კარში, — აბა, რაზე მოიხვიე თავზე სხვისი შვილი, რომ შენი თავის შენახვაც გიძნელდება?

— რა ვქნა, შვილო! მე მეგონა, რომ ჩვენი ხელობა შეაშინებდა და დაანებებდა თავს განზრახვას. ჩანს, რომ არა ხუმრობს საწყალი.

— ახლა რაღას იქ? ხომ ნახე, რომ მე არა მგავს.

— შენ რა? ის რაღა კარგს შვრება, ხორცით დაღუპულმა, სულიც უნდა დაღუპოს.

— მაინც კიდევ ბარაქალა, ქალო, თუ დაღუპა, ისე მაინც, რომ უმტროს თავის მტერს!

— ახლა რით უნდა უმტროს ვითომ, თუ გინდ ჩვენი ხელობა ისწავლოს?

— მაშ, არას ასწავლი?

— არა. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში დაავიწყდეს თავისი განზრახვა და გახდეს ისევ პატიოსან დედაკაცად. ამით დავიხსნით ჩვენ ქრისტიანის სულს ჯოჯოხეთიდან და ეგებ იმისათვის ღმერთმა დაგვიმადლოს.

— რომ არა ქნას და მოინდომოს სწავლა?

— ვასწავლი, სულ ვასწავლი, რაც-კი ვიცი და მერე თითონ იცის, როგორ მოიხმარს ჩემს სწავლას. ამის გარდა, შვილო, რას გეტყვი! ეგ გოგო კიდეც გამოგვადგება ჩვენ, ხომ იცი, რომ თავადების გოგოა, ვისაც ჩვენ დავჭირდებით, მოასწავლის ჩვენთან და იმით ერთ ლუკმა პურს ვიშოვნით. სანამ ესენი ამას ლაპარაკობდნენ, გულისვარდი მივიდა შინ, შევიდა ქალბატონთან და სთხოვა განთავისუფლება.

— რათა, გოგო, განა შეგძულდი? — ჰკითხა ქალბატონმა.

— არა, ქალბატონო, ღმერთმანი, არა, — უპასუხა ვარდომ არევით.

— მაშ, რისთვის მანებებ თავს? ხომ არავინ არას გაწუხებს, ჩემო ვარდო? მითხარი, შვილო.

— არა, მაგრამ...

— მაგრამ რაღა არის, მითხარი ჩქარა, რად გინდა განთავისუფლება?

— იქნება უფრო კარგმა კაცმა მითხოვოსო, — უნდა ეთქვა გულისვარდს, მაგრამ ტირილში ვერ გამოეთქვა.

— რაო, რაო, გოგო?

— იქნება უფრო კარგმა კაცმა შემირთოს. — განუმეორა გულისვარდმა.

— ოჰ, თუ აგრეა, ხვალვე თავისუფალი იქნები. მაგისათვის რას ტირი, ტუტუცო? ამაღამ ბატონი რომ მოვა, ვეტყვი და ხვალვე წიგნს დავაწერინებ! სად უნდა იცხოვრო?

— ჩემ დეიდასთან.

საწყალმა გულისვარდმა ამითი დაიწყო ტყუილის ლაპარაკი. აქამდის არც ერთხელ არ ეთქვაგანზრახვით ტყუილი.მეორე დღეს განთავისუფლებული გულისვარდი მიადგა ჩვენს ნაცნობსკარს ავლაბარში და დაუწყო კაკუნი. შიგნიდან ხმამ შეიპატიჟა.ნუ შეხვალ, საწყალო გულისვარდო, დაიწერე პირჯვარი, ახსენე ღმერთი,შეაფურთხე ეშმაკს და გაბრუნდი უკან!არ ესმის! შევიდა საწყალიგულისვარდი!

— რაო, შვილო, მოიფიქრე? — ჰკითხა მოხუცებულმა დედაკაცმა, რომ შევიდა გულისვარდი.

— მოვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უნდა ვისწავლო, — უპასუხა გულისვარდმა.

— ბარაქალა, ქალო, მე არ მგვანებიხარ,— უთხრა უმცროსმა.

— ეს რაღა კარგს შვრება, ყმაწვილები ხართ ჯერ თქვენ, ორივე, საწყლებო, სისხლი გიდუღთ — უპასუხა მოხუცმა.

— კარგი, შვილო, — მიუბრუნდა გულისვარდს,— თუ არ დაგიშლია, გადმოდი ჩვენთან. ღმერთმა ქნას, რომ არ ინანო ეს შენი განზრახვა.

— ხვალვე გადმოვიტან ჩემს ბარგს! — უპასუხა გულისვარდმა. ამის შემდეგ მთელი ერთი წელიწადი იმსახურეს ამ მკითხავებმა გულისვარდი, მაგრამ მკითხაობისა არა ასწავლეს რა.

— ყმაწვილია, ქარი გაუა თავიდან და მერმე კიდეც დამიმადლებს, რომარ გავრიე ჩვენს ცოდვაში, — ამბობდა მოხუცებული, მაგრამ იმ ერთიწელიწადის შემდეგაც არ ჩანდა ცვლილება გულისვარდის განზრახვაში.ამ ერთი წელიწადის შემდეგ მოკვდა მოხუცებული მკითხავი დაუმცროსი დარწმუნდა, რომ გულისვარდის დათხოვა ამის შემდგომ აღარშეიძლებოდა და ამისთვის,რაც კი რამ საიდუმლოება იცოდამკითხაობისა, სულ ყველა ასწავლა და მიაჩემა კითხვა ყოველთათვის,ვინც კი მივიდოდა საკითხავად. არ გასულა დიდი ხანი, რომ დაბალხალხში დაიწყეს ლაპარაკი ვარდუას მკითხაობაზე და აუარებელმახალხმა დაიწყო დენა საკითხავად.ათ წელიწადს შემდეგ გულისვარდი, აჩრდილი უწინდელიგულისვარდისა, დაჭმუჭნული და გამხდარი პირისახით, იჯდაორსართულიან ძვირფასი ხალებით მორთულ სახლში და უკითხავდარამდენიმე პირს. რამოდენიმე ქართველი და კახელი თავადისშვილი,მოსულნი მხოლოდ იმისთვის, რომ ეკითხებინათ ვარდუასათვისისხდნენ მეორე ოთახში და ელოდებოდნენ რიგს.

— მე აქ ვერ გეტყვით, რაც მინდა,— უთხრა ერთმა გასათხოვარმა თავადისშვილის ქალმა, რომ შევიდა ვარდოსთან და გაწითლებულმა დაღუნა თავი.

— მიბრძანდი მაგ მეორე ოთახში, ეხლავ გიახლები. ქალი გავიდა.

— რა ვქნა, დედიჯან, არ ვიცი, როგორ შეგატყობინო მე ჩემი მწუხარება, — უთხრა იმან ვარდუას, რომ შევიდა.

— რატომ, შვილო, რა არის იმისთანა?

— შენ ვერ გაიგებ ჩემ მწუხარებას. ჩემ მწუხარებას იგრძნობს მხოლოდ ის, ვისაც თითონ გამოუცდია, მაგრამ შენ... შენ იყურები ისე, რომ შენ არ იცი, რა არის სიყვარული.

— სიყვარული? ოჰ, მე მაგისი არა ვიცი რა, მე სიყვარულისა არა ვიცი რა, არაფერი, — სთქვა ვარდომ სიჩქარით და დაღონებით.

— აკი გითხარი? მე თუ არა მიშველე რა, მოვკვდები... მიშველე რამე, დედი, შენი ღვთის გულისათვის, — გულამომჯდარმა უთხრა, ქალი მისწვდა და აკოცა ხელზე.

— ვინ არის შენი შეყვარებული? ქალმა უთხრა.

— ნუ ტირი, ღმერთი მოწყალეა, მოვახერხებთ როგორმე, შეგიყვარებს შენ შენი საყვარელი, მაგრამ ქორწილში კი უნდა დამპატიჟო.

— ოჰ, უთუოდ, ღმერთს გეფიცები, ოღონდ კი ნეტავი ამისრულო და!გულისვარდმა აასრულა იმ ქალის თხოვნა ერთ კვირას უკან უთილისმოდ.

— აბა, მიკითხე, ჩემო ვარდო, ჩემი ალექსანდრე რასა იქს? ერთი თვეა, წიგნი არ მომსვლია, — ეუბნებოდა ვარდუას უწინდელი იმისი ქალბატონი, რომელმაც, შემდგომ ვარდოს ხელობის შეტყობისა, არა თუ აიყარა სიყვარული, არამედ სიყვარულთან იგრძნო იმნაირი შიში იმისი, რანაირადაც ეშინოდა თავისი ქმრისა. ვარდუამ გაშალა ქერი. — ალექსანდრე, ქალბატონო, ახლა ცხენზე ზის და ჯირითობს. აი, მეფეციქ არის და უყურებს ყმაწვილის ჯირითობას. აი, ალექსანდრემ გააჭენაცხენი. ოჰ, ბარათაანთ თეიმურაზი გამოუდგა, ესროლა ჯირითი,ყოჩაღბატონო! ჯირითი დაიჭირა და გააბრუნა ცხენი. გააჭენე, თეიმურაზ,ცხენი, გააჭენე! მოვიდა, დაგეწია ბატონი! ოჰ, შიგ ბეჭებში არ მიარტყასაწყალს!.. აი, მეფემ აქო ალექსანდრე. ქალბატონო! უყურებ, მეფემ აქოალექსანდრე, სხვა რაღა გინდა?

— არაფერი, შვილო, მადლობელი ვარ! — განცვიფრებულმა უთხრა ვარდოს. მე აღარ შეგაწყენთ თავს გულისვარდის მკითხაობით. მოგახსენებთ მხოლოდ, რომ ვარდომ ამ დროს შეიტყო ბევრი იმისთანა, რაც იყო შესარცხვენელი კაცთა ჩამომავლობისათვის. გავიდა კიდევ ათი წელიწადი, ათი წელიწადი, ხუმრობაა? ათიწელიწადი! ამ ათ წელიწადში დაიხოცნენ ბევრი მათგანი, ვისთანაცგვქონდა ჩვენ შემთხვევა გაცნობისა ამ მოთხრობაში,დარჩნენ მხოლოდთავნი პირნი: დურმიშხანი თავის ცოლშვილით, ესე იგი, ერთი შვილითდა ვარდო თავისი განთქმული მკითხაობით. დარჩნენ ისე, როგორც ორიფალავანი შუა მოედანზე, მომზადებულნი საჭიდაოდ.ვნახოთ, ვინ ვის მოერევა.

VI

აპრილის საღამოს, ის იყო, ჩავიდა მზე სურამის გორის იქით და იქიდანშადრევანივით ისროდა სხივთ, რომელნიცა ერეოდნენ რა ჰაერს,ხდიდნენ იმას ცეცხლის ალივით. ბუნება, გართული მზის სალამში, არცერთი სიოთი არ შეარყევდა ფოთოლს. აქა-იქ მოდიოდა ჭიკჭიკიყოველთვის მოუსვენართ მოჭიკჭიკეთა, რომელნიც ღამისთვის ეძებდნენმოხერხებულ დასაჯდომსა და ამიტომ ერთმანეთს ართმევდნენ ალაგებს.მენახირეებმა, ის იყო, ტყიდან გამორეკეს ნახირი შოლტის ტლაშატლუშით და სიმღერით მოერეკებოდნენ შინ. ნახირი მიდიოდა შინგაჩქარებული, ჩუმად, მხოლოდ აქა-იქ კი შებღავლებდნენ ხოლმედროითა და დროით ძროხები თავიანთ ხბორებს,მეტის-მეტისიყვარული რომ მოაგონდებოდათ ხოლმე მაშინ. რამდენსამე დედაკაცსმხარზე ედგათ კოკები და დამწკრივებულნი მიეშურებოდნენ წყალზედუმილით.

ამ დროს დურმიშხანის სახლის გვერდით მწვანე ხავერდივით მინდორზეძვირფასი ხალი იყო გაშლილი და იმაზე იყო წამოწოლილი ჩვენიდურმიშხანი. ცოტათი მზისაგან გაშავებული და ხმელი პირისახე,აგრეთვე ძარღვიანი ხელები და სრულებით გამხდარი ტანი აჩვენებდნენ,რომ ის კაცი არ იყო შინჯდომის მოყვარე. ხოლო რამდენიმე ხაზიპირისახეზე, ჭაღარა თმაში და ულვაშებში უმოწმებდნენ, რომ ისარასოდეს არ ყოფილიყო უსაქმოდ და დაესვა იმაზე თავისი ბეჭედი.მაგრამ, რასაკვირველია, ესე ჩვენ ვხედავთ დურმიშხანს თითქმის ოციწლის შემდეგ.

დურმიშხანმა, ის იყო, მოსწია ერთი ჩიბუხი მშვენიერი სტამბოლისთამბაქო, გადააგდო ჩიბუხი იქით, გადაბრუნდა გულაღმა და დაუწყოყურება მოწმენდილ ფირუზივით ღია ლურჯ ცას. იმან უყურა, უყურა ცასდა ჩაფიქრდა. იმასმოაგონდა თავის სიყმაწვილე, ის სიყმაწვილე, როდესაც დადიოდაკონკებში და ყველა მსახური სცემდა თავში, მოაგონდა შემდეგ პირველიგაცნობა გულისვარდისა, იმისი სიყვარული.

— რა ძრიელ უყვარდი საწყალს! — ფიქრობდა დურმიშხანი, — რო ის არაყოფილიყო, ხომ არ გამანთავისუფლებდა ბატონი. რა კარგადმოვიქეც,რანაირად ვაჩვენე თავი, რო მითომ მიყვარდა, მაგრამ,ღმერთმანი, ღირდა სასიყვარულოთ, რამტენი ვატყუე საწყალი, რომოვალ-მეთქი. მართლა, ფული რო დავპირდი უკანასკნელ წიგნში,რატომ არ გაუგზავნე? ეჰ, რათ უნდა ფული, ჩემთვის უფრო საჭიროა.ნეტა სად იქნება ეხლა საწყალი? ვინ იცის როგორ დაბერდა, როგორგაფუჭდა! ნეტა მომიგონებს ხოლმე კიდევ? მომიგონებს კი არა და მგონიაერთმა ბიჭმა ვინმემ შეირთო და შვილებით აივსო. სად ეცლება ჩემმოსაგონებლად... საწყალი ოსმან-აღა. აბა თუ ერთი ვაწირვინე იმისთვის,აბა თუ ერთი სანთელი აუნთე! სირცხვილი შენთვის, ჩემო თავო! იმსაწყალმა ნახევარი თავის ქონება მოგცა, იმისი წყალობით ხარ ასებედნიერი!.. რავქნა, ღმერთმანი, ფულები კი არა მშურს, მაგრამ მოცლა არ არის. რა უყო.ვვვ! რა საშინელი იყო საბრალო, მოსაკლავათ რო მიჰყვანდათ; რანაირადშემომხედა, თითქოს მეხვეწებოდა რასმე. რა იქნებოდა, რო დამემარხა? მეჩემმა ღმერთმა, არ ვემართლები...

— მამა-ჩემს ვახლავარ, — უთხრა ერთმა ყმაწვილმა კაცმა, რომელიც ის იყო მოვიდა საიდღამაც და შორიახლო ჩამოხტა ცხენითგან.

— ოჰ, შვილო ზურაბ, შენ?! — წამოიძახა დურმიშხანმა, წამოხტა ყმაწვილივით და აკოცა პირზე. — რასა იქ, შვილო, ხო კარგათა ხარ?

— კარგათა ვარ, დედა სად არის?

— აქ არის. ჯერ არ გინახამს?

— არა, პირდაპირ შენთან მოვედი.

— ბარაქალა, შვილო. ყოველთვის წინ მამა უნდა გაახარო ხოლმე. სხვა, რა ანბავია, როგორ რასმე მოიარე, როგორ რასმე დახვალ ამხანაგებში?

— ნუღარ მეტყვი, მამავ, აღარ შემიძლიან ამ საშინელ ამპარტავან თავადებში ცხოვრება.

— რა არის, რას გიშლიან ისენი?

— რაღა რა არის? ხმას ამოიღებ, ან ხუმრობაში რაშიმე გავერევი იმათში, მაშინვე ჭირსავით მომშორდებიან ხოლმე და დაიწყებენ ბუტბუტს: „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახარ-ნახირაო“.

— რატომაო? რითა გჯობნიან შენ ისინი: შეძლებით, სილამაზით, გაზრდილობით თუ ვაჟკაცობით?

— არც ერთით.

— მაშ, რა უნდათ? რითა გჯობიან?

— ჩამომავლობით.

— ჰმ, ჩამომავლობით... ჩამომავლობით. — ჩაფიქრებით გაიმეორა დურმიშხანმა, — აბა ჰკითხე იმათ მაგათგან თავის კაცობით ვინ იშოვნა ყმა და მამული? ვინ იშოვნა იმდენი ფული, რომ რომელიც უნდა თავადიშვილის მამული იყიდოს?

დურმიშხანი თავის გამდიდრებას აწერდა მხოლოდ თავის ვაჟკაცობას.

— მაგას არ ფიქრობენ, — უპასუხა ზურაბმა.

— შენი ვალია, რომ ჩააგონო. იმათი მამები არ არიან, რომ მეხვეწებიან ხოლმე შვილის მონათვლას, იმისათვის, რომ ელიან კარგს კუნკულას. როცა ფული სჭირდებათ, დაბლა მიკრავენ თავს? მოიცადონ. შენ ეს მითხარი, მეფემ ვერსად შეგნიშნა?

— ვერსად. არსად არ მოხდა იმისთანა შემთხვევა, მაგრამ ეხლა რაღაცას იძახიან, ვითომ ომი იქნებაო, აბა, მაშინ შევიტყობთ, ვინ კუ ყოფილა და ვინ ლომი.

— შენ კი გენაცვალე, შვილო! იმედი მაქვს, შვილო, რომ მამაშენს არ შეარცხვენ, მაგრამ ეს რა სთქვი! ომი?! ვისთან უნდა იყოს ომი?..

— არ ვიცი; მგონია, რომ ოსმალოებთან უნდა იყოს, მაგრამ სწორედ არავინ იცის რა.

— ეგ ვერაფერი ამბავი მოიტანე, შვილო. ომი ვაჭრობის მტერია. უეცრად რომ ომი მოხდეს, დავიღუპებით.

— აი, აკი გითხარი, თითქო მე ვიყო ომის მიზეზი, იმნაირ საყვედურს მეუბნები.

— კარგი, კარგი, ბარაქალა! — და დურმიშხანი დაღონდა. დაინახა რა ეს ზურაბმა, გამოესალმა და წავიდა დედასთან. დურმიშხანმა რომ შეხედა მიმავალ ზურაბს და დაინახა მშვენიერი ვაჟკაცის ტანი, სიამპარტავნით გაიღიმა.

— რასაკვირველია შეიშურებენ ჩვენი თავადისშვილები, ვინ იქნება იმათში ჩემი ზურაბისთანა, — სთქვა სიამაყით დურმიშხანმა თავის გულში და შემდეგ დაიწყო ფიქრი თავის ვაჭრობის საქმეზე:

— ეს კი ავი ამბავი მომიტანა ჩემმა ბიჭუკამ! თუ ხვალვე არ მივეშველე ჩემ ქონებას, სულ დავიღუპები. აბა მაშინ ნახე, დურმიშხან, აზნაურიშვილობა!

მეორე დილით დურმიშხანი ადგა ადრე, გაიყოლა თავისი ოსმალოთაგანი სამი ბიჭი და გასწია სტამბოლისაკენ.

მიდის დურმიშხანი ქონების შესაძენად; ის კი არ იცის, რანაირი უბედურება გროვდება იმის თავზე.

ბევრი დრო აღარ გამოსულა დურმიშხანის წასვლის შემდეგ, რო მეფემ დაიბარა თავისი პირველი ვეზირი და უბრძანა საქართველოს სამძღვრების გასინჯვა ოსმალოს მხრისაკენ და, საცა საჭიროდ ჰპოვოს, ააშენოს ციხეები. ვეზირი წამოვიდა, გაშინჯა სამძღვრები და სხვათა შორის, ჰპოვა ციხის აშენების საჭიროება სურამში. მაშინვე საჩქაროდ მოაგროვეს მასალა, დასწვეს კირი და შეუდგნენ შენებას.

— აბა და ახლა თუ იქნება რამე, უთუოდ უნდა გამოვიჩინო თავი, —ჰსთქო ზურაბმა და ამ აზრით მიაშველა რამტენიმე ურემი.მაგრამსაკვირველი იყო, რამტენჯერაც აიტანეს ის ციხე ერთი ხუთიოდადლამდე, იმტენჯერ იჭექა და გასკდა შუაზე; რაღაც ავი სული უშლიდაიმ ციხის გაკეთებას. მღვდელს ახდევინეს პარაკლისი, მაგრამ მაინცკიდევ არ იქნა, მაინც კიდევ გასკდა კედელი. უკანასკნელ ყოველიღონისძიება მოიხმარეს, მაგრამ არაფრით არა იქმნა რა; კედელმა თავისიარ დაიშალა. რა ქნან? მოდი ერთი მკითხავს ვაკითხვინოთ! — წამოიძახა ვიღაცამ.

— მკითხავს! მკითხავს! — დაიძახეს ყველამ, ვინც კი ახლდა ვეზირს.

მოახსენეს ეს აზრი ვეზირს. ვეზირმა მოიწონა, მაგრამ საქმე დადგა იმაზე, ვისთვისაც უნდა ეკითხვინებინათ, ვინ იყო იმისთანა განთქმული მკითხავი.

— ავლაბრელი ვარდუა! — წამოიძახეს რამტენთამე პირთა.

— საკვირველი რამ არის. ერთხელ ისეთი რამ მითხრა, რო ის საქმე მე და ღვთის მეტმა არავინ იცოდა, — ჰსთქო ერთმა.

— მეც, კაცო, — უპასუხა მეორემ.

— მეც, — დაიძახეს რამდენიმემ.

— ერთხელ ჩემი დედაკაცი ყოფილიყო და საკვირველ რამეებს მოთქვამდა, — დაასრულა ვეზირმა.

— მაშ მოდი და ჩავიდეს ვინმე საკითხავად. არა, ვეზირო? — ჰკითხა უფროსმა თავადიშვილმა.

— წავიდეს, წავიდეს! რაც ჩქარა იქნება, ისა სჯობია, — უბრძანა ვეზირმა. მაშინვე ერთი ყმაწვილი თავადიშვილი შეჯდა ცხენზე და თავისი ბიჭებით წამოვიდა ვარდოსთან. ქალაქში რომ მოვიდა გულის ვარდთან, იმასთან პოვა რამდენიმე პირი, მოსული საკითხავად. ელჩმა გაყარგამოყარა ყველანი და მივიდა ვარდოსთან.

— რა გინდა, შვილო? — ჰკითხა ვარდომ.

— ვეზირისაგან ვარ გამოგზავნილი. მიკითხე ჩქარა.

— რაზე, შვილო, მითხარი!

ყმაწვილმა უთხრა, და რომ გაათავა და ჩაჩუმდა, ვარდოს მოუვიდა ღიმილი.

— აბა, ეხლა მოვიდა შენი დრო, ჩემო თავო, თუ რამე შეგიძლიან, — სთქვა ვარდომ თავის გულში და ჩაფიქრდა.

— ბევრს ნუ ფიქრობ, ჩემო ვარდუავ, ჩქარა მითხარი! — უთხრა ყმაწვილმა.

— არა, შვილო, სიჩქარით საქმე არ გაკეთდება და არც თუ ციხე აშენდება. ჯერ მითხარი...

— მკითხე ჩქარა რაც გინდა, — დააყოლა ყმაწვილმა.

— ჯერ მითხარი, სურამში ცხოვრობს ვინმე ვაჭარი დურმიშხანი?

— ცხოვრობს.

— შვილი რამე ჰყავს?

— როგორ არა, ერთი ჩემი ტოლი და ამხანაგი, მშვენიერი ყმაწვილი ზურაბი.

— კარგი! ახლა წადი და უთხარი ვეზირს, რომ თუ თითონ არ მოვიდა, კითხვა არ შეიძლება-თქო. უთხარი, რომ ვთხოვ მოვიდეს ჩემთან, თუ საქართველოსთვის კეთილი უნდა.

— რას მეუბნები, დედაკაცო?! მითხარი რამე, ისე ვერ წავალ.

— არა, შვილო, შენთვის არ იქნება თქმა. შენ დროს ნუ კარგავ, ჩქარა წადი. საქართველოს ბედი ახლა შენზეა დამოკიდებული, — და ყმაწვილი თითქმის ძალით გამოაგდო კარში.

— მაშ, რა ვქნა, რა ვუთხრა ვეზირს?

— უთხარი, რომ თითონ მოვიდეს. საჭირო არისთქო! ყმაწვილი მაშინვე შეჯდა ცხენზე და გასწია უკან.

გულისვარდი ჩაფიქრებული შემოვიდა შინ და მლოდნელნი ყველანი დაითხოვა. უთხრა, რომ მისულიყვნენ ხვალ. იმავ დღეს გავარდა ქალაქში ხმა, რო ჯარიდგან მოვიდა კაცი ვარდოსთან საკითხავად და იმის შემდეგ ვარდუა დაჯავრიანდაო.

— აბა, ჩემო თავო, — ფიქრობდა ვარდო, — აბა, ეხლა მოვიდა დრო შენიშურისძიებისა... აბა, თუ შეგიძლიან რამე, ახლა შეგეტყობა. ჰოი, წყეულიყავ, დურმიშხან! რისთვის დამღუპე მე საწყალი! რა გინდოდა ჩემგან, რადაგიშავე, რისთვის ჩამაყენე ამ მდგომარეობაში?! საწყალო ჩემო თავო!დაღუპულო ხორცით, სულითაც უნდა დაიღუპო, — და დაიწყოსაწყალმა ტირილი მწარეთ.— აი შე ლაჩარო, ჩემო თავო! შეგეშინდა? —ცოტა ხანს შემდეგ ისევ დაიწყო ლაპარაკი: — აბა, შენი გულის მკვლელიჩაგივარდა ხელში, აბა, რა წვალებას მოუგონებ. იმის სიკვდილი? ცოტააიმისთვის. დეე ეწვალოს ისე, როგორც მე ვეწვალე ამ ოც წელიწადში.

ვეზირს როგორც კი მოახსენეს ამ მკითხავის პასუხი,მაშინვე შეჯდა ცხენზე და შინაც აღარ მიბრუნდა, ისე პირდაპირ მივიდა ვარდუასთან.

— აბა, ჩემო საყვარელო, მიკითხე რა უნდა ვქნა?

— შენ ბრძანდები ვეზირი?— ჰკითხა იმას ვარდუამ.

— მე ვარ.

— აბა, თუ შენ ბრძანდები და პასუხის გებაც შენა გაქვს ბევრი. საწყალობატონო! რა ავ დროს გრგებია შენ ვეზირობა. ღმერთო! რასვხედავ!წყეულნო უსჯულონო, სად მოდიხართ, რა გინდათ ჩვენისაწყალი საქართველოსაგან? ღმერთო! რა დავაშავეთ და შეგცოდეთ,რისთვისა გვსჯი ასე საშინლათ? ვაი, ვაი! რამტენი მოდიან! ღვთისმშობელო დედაო, შენ დაგვიხსენი. ღმერთო! ჰხოცენ, აი, დედებსართმევენ შვილებს და ქათამივით ჰკვლენ, ნუ მისცემ, საწყალო ქალო! ნუმისცემ შენ შვილს. ოჰ! წაართვა წყეულმა, უშველე, ბატონო, უშველე,თორემ დავიღუპებით!

— რა ვქნა, მითხარი!— ოცნებით უთხრა ვეზირმა.

— აი, ვხედავ, — განაგრძელა ვარდუამ: — უსჯულოთ ჯარი შემოეხვიაჭინჭველასავით სურამის ციხეს. ჩქარა, ჩქარა ააშენეთ, მხოლოდ ისდაიჭერს ჯარს. თუ რო ის არ არის, აქ მოვლენ. ღმერთო, რა მოგვივამაშინ! შენი წვრილშვილი მაინც შეიბრალე, ბატონო, შენი წვრილშვილი,ნუ დაახოცინებ უსჯულოთ, — და ვარდუამ დაიწყო ტირილი.მართლა ტიროდა თუ ტყულად, არ ვიცი. ოცდაერთ წელიწადში ისწავლაისეთი აქტიორობა, რომ ღმერთმა შეარცხვინოს იმასთან ეხლანდელიგანთქმული აქტიორები.

— რა ვქნა? რა უნდა ვქნა? მითხარი ჩქარა! — უთხრა ვეზირმა.

— უნდა როგორმე ააშენო სურამის ციხე.

— აკი ვაშენებ, მაგრამ გვექცევა და რა ვუყო?

— ამოყარე ის საძირკველი, რომელიც ჩაგიყრია, ორ ადლზე კიდევმოთხარე, გაანათვლინე მღვდელს, მაგრამ... ამას რას ვხედავ? ღმერთო,შენ დამიხსენ! ბატონო! ჰოი, წყეული იყოს ის დღე, რა დღესაც მემკითხაობა დავიწყე! ბატონო, ნუ გაიგონებ, რასაც გეტყვი. არა, გაიგონე,კარგა ყური დამიგდე, რასაც გეტყვი, საჭიროა, რომ იცოდე იმისასრულებაზე ჰკიდია საქართველოს ხსნა, საქართველოს გამარჯვება!..

— მითხარი, შენი ღვთის გულისათვის, მითხარი ჩქარა!

— ციხეში, ხურდის მაგიერად, დედისერთა ვაჟი უნდა დაატანოთ: დურმიშხანის ვაჟი, ზურაბი.

— როგორ თუ ვაჟი? როგორ თუ ზურაბი? რას ამბობ, დედაკაცო?! — შეკრთომით ჰკითხა ვეზირმა.

— ზურაბი! დიახ, ზურაბი უნდა დაატანო კედელში! უიმისოდ კედელს ვერ ააშენებ! ჰოი,დედამიწავ, გასკდი და ჩამიტანე, რომ ამისთანა სიტყვა ჩემი პირიდან ამოვიდა! შე საწყალო დედაჩემო, რათა მშობე ქვეყნის საწყევად?!

— რად, დედავ, შენ რასაც ხედავ, იმას ამბობ, შენი რა ბრალია, — დაღონებით უთხრა ვეზირმა და საშინლად ჩაფიქრებული გამოვიდა იქიდან და, შინაც აღარ მიჰხედა, ისე წავიდა უკან.

— კარგს ძღვენს არ მიუტანს ჩემს დურმიშხანს ვეზირი! ნეტავი იკითხოს მაინც, ვინ გაუგზავნა, დეე გაიგოს, რაც შეუძლია საწყალ გოგოს. სუ, ჩემო გულო! ოცი წელიწადი მეტია ღმერთს გავეყარე, რას მაშინებ მე მაგითი!

VII

მიდის ჩვენი ვეზირი სურამს საშინელი ჩაფიქრებული და დაღონებული.მზე-კი მხიარულად იყურება, თითქო იცინის კაცის მწუხარებაზე.ვითომც არაფერი კავშირი არ აქვს კაცთა ცხოვრებასთან. ვეზირი რომმივიდა სურამს, იმავე დღეს გასცა ბრძანება, რომ იმავე დღეს ძველისაძირკველი ყოფილიყო სულ ამოყრილი და საძირკველი ამოთხრილიყოკიდევორ ადლზე. ბრძანება,რასაკვირველია, მაშინვე აასრულეს და მეორედღეს, შემდგომ პარაკლისის გადახდისა, ჩაყარეს ახალი საძირკველი დაამოიყვანეს მიწის პირდაპირ. საქმე მივიდა იქამდის, როცა ვეზირს უნდაგამოეცხადებინა უკანასკნელი რჩევა მკითხავისა.

ძნელია ოდესმე ვალდებულება უპირატესთა ამა ქვეყნისათა! რა სიხარულით დაუტოვებდა საწყალი ვეზირი თანამდებობას, ოღონდ-კი იმას ნუ გამოაცხადებინებდნენ და ნუ გარევდნენ ამ საშინელ საქმეში! მაგრამ რა ქნას? მამული არის განსაცდელში. ჩუმად უნდა იყოს გული, სჯობს ერთი მოკვდეს მამულისთვის, სანამ დაიხოცნენ ათასნი. ამ ფიქრებით გამაგრებულმა ვეზირმა დაუძახა ოსტატებს.

— რასაც გიბრძანებთ, თქვენ ბერო, უნდა აასრულოთ დაუყოვნებლად, — უთხრა იმათ, — ვინც ჩაფიქრდება, ან აუკანკალდება ხელი ასრულების დროს, ის მაშინვე ჩემი ბიჭებისაგან მოიკვლება. გესმით?

— გვესმის, შენი ჭირიმე, — უთხრეს ოსტატებმა.

— წადით ახლა ამის მეტი სათქმელი არა მაქვს რა. შენ კი, ბერო, აქ მომიცადე — უთხრა ვეზირმა ოსტატების უფროსს.

— მიბრძანე, შენი ჭირიმე.

— სასიამოვნოს არას გეტყვი, ჩემო ბერო, — უთხრა მას ვეზირმა — რაც უნდა გითხრა, ისე საშინელია, რომ ვერც- კი მითქვამს.

— რა ვუყოთ, შენი ჭირიმე! სასიამოვნოა თუ არა, მიბრძანე, შენი ჭირიმე, და თუ მისი ასრულება ჩემზე ჰკიდია, კარგად მოგეხსენება, რომ თავს არ დავზოგავ.

— კედელში ცოცხალი კაცი უნდა დავატანოთ! — სიჩქარით სთქვა ვეზირმა.

— ნუ მიბრძანებ, შენი ჭირიმე! — შეკრთომით წამოიძახა ბერომ.

— რა ვქნა, ძმაო, მამულის კეთილმდგომარეობა მოითხოვს ამ მსხვერპლს, უიმისოდ ციხეს ვერ ავაშენებთ. ერთი სიტყვით, მზად იყავი! ახლა-კი წადი.

— ღმერთო! ცოცხალი კაცი კედელში! — ჩაფიქრებით სთქვა ოსტატმა, გამოდიოდა რა ვეზირის ბინიდან.

ვეზირმა კი დაიბარა, ვინც თავადიშვილები იყვნენ და გამოუცხადა რაყოველივე, იმათაც უბრძანა რამდენსამე,რომ იმათ მოეყვანათ საცაუნდოდა ზურაბი, ხელი ეტაცნათ, შეეკრათ და მიეცათკალატოზებისათვის. ხოლო სხვებს უთხრა, რომ ამ დროს ჯარი მზადყოფილიყო და შემოხვეოდა იმ ადგილს, სადაც მოხდებოდა ესსაქმე.შემდგომ რამოდენიმე ხნისა, ზურაბი მკვდარივით ყვითილი,ხელებშეკრული იდგა კედელში და კალატოზები სიჩქარით აშენებდნენიმის გარშემო კედელს.

— ღმერთო! რა დავაშავე, რისთვის მმარხავთ ცოცხალს, — დროით და დროით ამოიძახებდა ხოლმე ზურაბი დაოსებულის ხმით.

კეთილი თქვით, თორემ ავი ხმა ჩქარა გავარდება ხოლმე ქვეყანაზე. ზურაბი არ ამოეშენებიათ მუხლებამდის, რომ იმის დედა მორბოდა ციხისაკენ თმაგაშლილი.

— არიქა, მაგრა შეკარით; არ დაანახოთ საწყალ დედაკაცს! — დაუძახეს ჯარს.

— გამიშვით, თქვენი ღვთის გულისათვის, გამიშვით! შვილო ზურაბ, სადა ხარ? ვის რა დაუშავე, რას გემართლებიან, გენაცვალოს დედა!გამიშვით, ქრისტიანი ვინა ხართ, ჩემ შვილთან! იმასთან დამმარხეთ, იმასთან მომკალით!

— ნუ გეშინიან, დედა, არ მოკლავენ; გულადობაში უნდა გამოსცადონ! — უთხრა ერთმა ჯარისკაცთაგანმა დაღონებით.

— გამიშვით ჩემ შვილთან! გამიშვით ჩემ ზურაბთან! — იძახოდა ზურაბის დედა და მიიწევდა იმისაკენ.ზურაბმა გაიგო დედის ხმა:

— მიშველე დედი! შენს ზურაბს ცოცხლად მარხავენ! — დაუძახა დედას ზურაბმა.

— შვილო ზურაბ, სადამდის?

— ვაიმე, დედავ, მხრებამდის! — უპასუხა ზურაბმა.

— კარგი! არ ეყოფა? არ შეიტყვეთ იმისი გულადობა? მომეცით შვილი, მომეცით ჩემი ზურაბი! შვილო ზურაბ, სადამდის?

— ვაიმე, დედავ, გავთავ...— აღარ დაასრულებინეს და მსწრაფლ დააყარეს რამდენიმე თაბახი კირი.

— ვაიმე! — შეჰკივლა ზურაბის დედამ და მკვდარივით დაეცა დედამიწაზე.

გულშეწუხებული წაიღეს საწყალი შინ და თითქმის გამოვიდა სამი საათი, რო ძლივს მოაბრუნეს გულწუხილიდგან.

— ახ, ნეტავი-კი მომაგონა! რაღაც დამავიწყდა, ქა! — ჰსთქო საწყალმა ზურაბის დედამ, გულწუხილიდგან რო მობრუნდა, და გაიღიმა ერთი იმ ღიმილით, რომელიც ტირილს უფრო მიემზგავსება, სანამ სიცილს. საცოდავი შესცდა ჭკუაზე.

— შე საწყალო, რაღა უნდა მოგაგონდეს, შენი ზურაბი ცოცხალი დამარხეს! — დაიწყო ერთმა მოხუცებულმა დედა-კაცმა და მოაძახა ტირილით.

— ახ, ნეტავი-კი მომაგონა! — ჰსთქო ზურაბის დედამ და თავისი ამღვრეული თვალებით უაზროდ შეხედა იმ მოხუცს.ამ დროს დურმიშხანი მოდიოდა შინ ფრიად დაღონებული და გულშეკრული, თუმცა-კი არა ჰქონდა იმას სწორე მიზეზი ჭმუნვისა. სასარგებლოთ გაათავა თავისი ვაჭრობა, ჯიბე აივსო ფულით, მოდიოდა ცოლ- შვილში, რომელიც ძლიერ უყვარდა, უმეტესად შვილი. ვგონებ, რო არა ჰქონდა მიზეზი ჭმუნვისა, მაგრამ ამბობენ, გული მისანიაო. დურმიშხანი რო მოახლოვდა სურამს და დაინახა სურამის ციხე თითქმის გათავებული, ჰსთქო თავის გულში:

— ეტყობა, აღარ ხუმრობენ, შენმა მზემ! შეხედეთ, რამოტენი ციხე აუშენებიათ, ეტყობა, რო საშინელი ომი უნდა იყოს. ახლა თუ გინდ მთამთას ეხალოს, მე ჩემი საქმე გავათავე. ნეტავ ვინ იქნება ამ ციხის კეთებაზე ზედამხედველი? ნეტა ზურაბმა დაჰპატიჟა? უნდა ეთხოვნა ჩვენსა დამდგარიყო, შემდეგ გამოადგებოდა, მაგრამ უჩემოთ ვერ გაბედამდა. ჯერ ყმაწვილია, არ იცის ანგარიში. ეხლა მე რო მივალ, ჩემ მისვლაზე გავაკეთებ სადილს, დავპატიჟებ და გავიცნობ, ვინც გინდა იყოს. ერთი კარგი სტამბოლური ნივთი რამ რო მივართო ფეშქაშათ, მაშინ ხო სულ დავავალებ.

ამ ფიქრებით დურმიშხანი მიადგა თავის სახლს. მოსამსახურეებმა დარამტენთამე კაცთა იმ სოფლის მცხოვრებთა დაღონებით მიიღეს ის. რაარის ეს? უწინ რო მოვიდოდა ხოლმე, სულ ყველანი, დიდი და პატარა,მოეგებებოდნენ იმას მხიარულათ; არ იცოდნენ, ვის ცხენი გამოერთო, ვინმიშველებიყო ცხენითგან ჩამოსვლის დროს. ახლა-კი თუმცა მიეგებნენ,მაგრამ რა არის ეს კაეშანი? დურმიშხანმა რო დაინახა ეს, თავზარი დაეცა,ის დარწმუნდა, რო სახლში მომხდარიყო უბედურება რამე.

— რა ანბავია, ხომ მშვიდობაა შინ? — ჰკითხა იმან მომგებთა შეკრთომით.

— ჩემი დედაკაცი სად არის?

— მიბძანდით შინ. შინ გახლამსთ! — უპასუხეს მათ დაღონებით. დურმიშხანი შევიდა შინ. სახლში დედამიწაზე გაშლილ საფენზე იჯდა რამდენიმე მოხუცებული დედაკაცი შავებით და შუაში იჯდა დურმიშხანის ცოლი. უკანასკნელი იყო გართული რაღაც აზრში, ჩანდა, რომ ცდილობდა რისღაც მოგონებას. აქეთკენ იდგა მღვდელი ოლარით და ჯვრით. დურმიშხანმა რომ დაინახა ყოველივე ეს, გახდა მკვდარივით, საშინელმა სიყვითლემ გადაჰკრა პირისახეზე და დასუსტებული მიეშო ტახტზე.

— რა არის ჩემს თავს? მითხარით ჩქარა! — წამოიძახა ტირილით. — მითხარით ჩქარა, ნუ მიკლავთ გულს!

იმას კიდევ რისღასიც იმედი ჰქონდა. როგორღაც დარწმუნებული იყო, რომ ეს უბედურება არ ეკუთნოდა იმის ზურაბს...

დედაკაცებმა უთხრეს ტირილით ყოველივე სიმართლე და დურმიშხანი იმ წუთს მოხუცდა თითქოს ათი წლით.

— დედაკაცო, რა უყავ შვილი? რა უყავ ჩემი ზურაბი? რატომ იმასთან არმოკვდი, შენს საყვარელ ზურაბთან! ვაიმე, შვილო, ზურაბ! ჩემო იმედო,ჩემო სიცოცხლევ! იქნება ამხანაგებმა გიმტრეს, შვილო, შენ ისე სჯობდიიმათ, შვილო! რატომ არ უთხარი, რომ მოხუცებული მამაშენი მოეკლათ,შენთან რა უნდოდათ, ჩემო თვალის სინათლევ! ვაი, ჩემს დღეს!

— გამხნევდი, დურმიშხან,— დაიწყო დარიგება მღვდელმა, — შეხედე შენს მაცხოვარს, რამდენი ტანჯვა მიიღო შენთვის, მოიგონე, რომ არის სხვა სიცოცხლე, — სიცოცხლე საუკუნო, სადაც ნახავ და ყოველთვის ერთად იქნები შენს ზურაბთან.

— დედაკაცო! რა უყავ ჩემი ზურაბი? რატომ არ გაუფრთხილდი, მითხარი ჩქარა: სად არის ჩვენი ზურაბი? — ტირილით ჰკითხა ცოლს დურმიშხანმა და გამოსწია კაბის სახელო.

— ახ, ნეტავი მომაგონა! დამავიწყდა, რაღაც უნდა მეთქვა, — უპასუხა იმან და შეხედა თავის ამღვრეული თვალებით.

— ვაიმე, ოჯახო, დაქცეულო? — განაგრძობდა დურმიშხანი, — ეს რა მომსვლია! ვის რა ვაწყენინე, რატომ მე არ მომკლეს, რატომ მე არ წამართვეს ჩემი სიმდიდრე, იმან ვის რა დაუშავა, უმანკო მტრედმა. ვაიმე, შვილო ზურაბ! რად მოგადგა, შვილო, ეს დღე?! სწორე სიკვდილი არც კი გეღირსა, სწორე დამარხვა. ცოცხალი დაგმარხეს, შვილო? ვაიმე ჩემს სიცოცხლეს!

— კარგი, გეყოფა დურმიშხან, განა არ იცი, რომ მწუხარებით არას მოუმატებ! — ანუგეშებდა იმას რამდენიმე პირი.

— დაიცა, შვილო, თუ ცოცხალი ვარ, ვიპოვნი შენ მტერს, ვიპოვნი მას, ინც ეგ დღე დაგაყენა შენ და ვაი იმის სიცოცხლეს...

— მაცხოვარი ჩვენ გვიწერს მტერთა მიტევებას, — უთხრა მღვდელმა, — თვითონ მოგვცა მისი მაგალითი; ის ჯვარზე ლოცულობდა თავის მტერთათვის.

მაგრამ მღვდლის სიტყვანი აქ იყვნენ ამაო. იმ დროს დურმიშხანმა დაიწყო ფიქრი, რომ ხვალვე უნდა წასულიყო იმ მკითხავის მოსაძებნად, რომელსაც მიეცა ის საშინელი დარიგება ვეზირისათვის, რომლისაც მსხვერპლი გახდა მისი ზურაბი და იმისათვის გამოეკითხა იმისი მიზეზი.

მართლა და არც იგლოვა ჩვეულებრივად, არც საყდარს გავიდა ჩვეულებრივ, როგორც ეკუთვნოდა დარბაისელი ოჯახის შვილს. არც წირვა უყო თავის ზურაბს! დურმიშხანი ისევ შეჯდა მეორე დღესავე ცხენზე და გამოსწია აქეთკენ. როგორც კი ჩამოვიდა ტფილისში, მაშინვე იკითხა ვარდუა მკითხავის სახლი. ვარდო იმ დროს ისე განთქმული იყო მთელ ქალაქში, რომ თითქმის პატარა ბავშვებმაც კი იცოდნენ იმის სახლი და ამიტომ, რასაკვირველია, პირველმავე შემხვედრმა ასწავლა დურმიშხანს იმის სახლი. დურმიშხანი მივიდა. -- დაიწყო, ყმაწვილებო, ქუხილი, ქექა, მეხი. მოემზადენით!ე დაიძახა დაცინვით ალექსიმ. ე წყეული იყავ, მეფისტოფელო! ე უთხრა იმას სიკომ, რომელიც ჩანდა დიდი გულისხმის მიმდევნებით უგდებდა ყურს, ე თქვი კაცო!

დურმიშხანი მივიდა და იკითხა ვარდო. დურმიშხანს აჩვენეს ვარდუა. რასაკვირველია, ვერც ერთმა ვერ იცნო ერთმანეთი, ისე გამოცვლილიყვნენ ორივე შემდგომ გაყრისა. ე არ შეიძლება, ცალკე მოგახსენო რამე? ე უთხრა იმას დურმიშხანმა. ე რატომ, აი, ახლავე გავათავებ და გეახლები, ე უპასუხა ვარდუამ. ე თუ შეიძლება, დაითხოვე სუყველანი, მე ბევრი სალაპარაკო მაქვს შენთან, ე უთხრა დურმიშხანმა ამღვრევით. ე ბატონი ბრძანდებით! ე უპასუხა ვარდუამ. იმან არ უგდო ყური იმის ამღვრევას, იმიტომ, რომ ბევრჯელ შეხვედროდა იმას ნახვა იმისთანა მაგალითისა. შემდგომ რამდენიმე წუთისა, ვარდო და დურმიშხანი შეიყარნენ ერთად ცალკე ოთახში, ე მიბრძანე, ბატონო. ე დაიწყო დურმიშხანმა, ე შენ უკითხე ვეზირს, რომ ჩემი შვილი დაეტანებიათ სურამის ციხეში? ამ ლაპარაკში ვარდომ გააპარა ხელი და გამოიღო პატარა ხანჯალი მუთაქის ქვეშიდან.

მე ვუკითხე, ე უპასუხა ვარდომ სრულებით მშვიდად. ე რად?! შე წყეულო, რად! რა დაგიშავა?! ე დურმიშხან, აბა შემომხედე! ვერ მიცნობ? შენ მომიკალ გული, მე მოგიკალ შვილი! ახლა გავსწორდით! ე ოჰ, შე წყეულო გულისვარდო. შენ ხარ? თქვა დურმიშხანმა. ჩუმად მივარდა და ყელში წაუჭირა ხელები. სიმწარით აღარ მოაგონდა მოეხმარა სხვა იარაღი. ე მოდი, ჩემო დურმიშხან. ოცი წელიწადია ამ დღეს ველი! ე თქვა ვარდუამ, მოეხვია და ბეჭში ჩაურჭო ხანჯალი. რამდენიმე საათს უკან მოსამსახურეთ ეპოვნათ ისინი მკვდარნი, მიწოლილნი ტახტზე, როგორც ორი საყვარელი მოხვეულნი ერთმანეთსა. ეტყობოდა, რომ არც ერთი მათგანი არ ცდილიყო სიკვდილისაგან დაცვას. დურმიშხანის ცოლს, ზურაბის დედას, შემდგომ შეცდენისა, შეუყვარდა სურამის ციხესთან სიარული. მივიდოდა ხოლმე საწყალი, იდგა, ფიქრობდა რაღაცას და შემდგომ გულისმოსაკლავი დაღონებით იტყოდა: ას, ნეტავი კი მომაგონა... დაღონებულივე წამოვიდოდა შინ. ესე გაიარა თითქმის სამმა წელიწადმა, შიშმაც გადაიარა ისევ, როგორც ხანდახან გადაივლის ხოლმე ქუხილი. ქუხილი ბევრი იყო, წვიმა სულ არა. ზურაბის დედამ ერთხელ. როდესაც ჩვეულებრივ იდგა სურამის ციხის წინ და ფიქრობდა,

მსწრაფლ დაიძახა საშინელის ხმით: ვაიმე, შვილო, ზურაბ! ე და შეუწუხდა გული. დასუსტებულმა სხეულმა ვეღარ აიტანა ის გულისწუხილი. საწყალი მოკვდა, რომლის შვილმაც ასე საშინლად შესწირა თავი მამულს. ამბობენ, ვითომ იმ ადგილს, საცა დატანებული იყო საწყალი ზურაბი, სურამის ციხე არის ნოტიო და ცრემლივით ჩამოდის წვეთი და თითქმის აქამდის, მთვარიან ღამეში გამოდიოდა ერთი თმაგაშლილი დედაკაცი შავი ტანისამოსითა და ტირილით მოსძახდა:

სურამისა ციხე,
სურვილითა გნახე,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახე!

დ. ჭონქაძე

5 საიდუმლო ბარათი

▲ზევით დაბრუნება


საიდუმლო ბარათი

საიდუმლო ბარათო!
გითხრეს: „ექმენ მარადო
სიხარულის მიმნიჭედ
და სევდისა ფარადო“.

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
აღასრულო, რაც გითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში!

ვერა მხედავ მდუმარეს,
ცრემლსა ვით ვღვრი მდუღარეს?
რად არ მეტყვჳ მის ამბავს,
ნუგეშს არ მცემ მწუხარეს?

ოდეს მისი მარჯვენა
გრძნობით გხატავდა შენა,
თვალთ ცრემლი ვერ შენიშნე,
ვერც სახეზედ მოწყენა?

როცა ამ სიტყვებს სწერდა,
გული ხშირად უძგერდა?
ანუ ტკბილის გრძნობითა
სიყვარულსა დაგმღერდა?

და როს ფარულად მანა
შენ ჩემთან გამოგგზავნა,
ანგელოსი სუფევდა
მის გულში, თუ სატანა?

არა! ამ გრძნობას განა
ვერ მიჰბედავდა სატანა?!
რადგან მარტო ის არ გრძნობს?
ასეა ეს ქუჱყანა!

თუ ასეა ბარათო!
მე შენ უნდა გამართლო,
სიხარული მომფინო,
სევდა რაც მაქუს წამართო!

თ. აკ. წერეთელი.
ჩუნთ-სა წელსა.
მკათათჳს კ-სა დღესა
ს. პეტერბურღს.

6 სოფლელნი და მდინარე

▲ზევით დაბრუნება


სოფლელნი და მდინარე

(კრილოვით)

სადღაცა ერთსა სოფელსა,
პატარა ხევში წყარონი ჩაუდიოდნენ ახლოსა,
მაგრამ ეს ხევი უჩინოდ ყოველ წელს აღელდებოდის,
და მაშინ ამა სოფელსა საშინლად გააოხრებდის;
ზოგისას მაღსა ახდენდა
და ზოგსა სახლებს უქცევდა,
ზოგსა ცხვარს, ქათამს ჰსტაცებდა, ზოგის წისქჳლი მიჰქონდა.
და ესრეთ ხარკსა ძალათა, ყოველ წლივ სოფლით მოჰკრეფდა.
ბოლოს ერთს დღესა სოფლელნი
მოთმინებისგან გასულნი,
შეჰკრბენ, იყვირეს, არჩივეს
და ბოლოს ესრეთ გადაჰსჭრეს:
რომ წყაროს ბატონს შესჩივლონ არზა მიართონ მდინარეს,
რომელიც მძიმედ თავდაბლად, განცხრომით ქალაქს ჩაუდის,
მისგან კაცისა დაჩაგვრა არა სმენია არავის. –
ჩუჱნს შეწუხებას წყაროსგან რა იგი ესრედ მოისმენს,
მაშინ შესტუქსავს, წაართმევს და მოგვცემს დანაკარგსა ჩუჱნს,
ამა იმედით სოფლელნი, მსწრაფლ საჩივლელად წარვიდნენ
და რა ახლოსა მივიდნენ
ნახეს მათ, კარგი რაც ნივთი, წყაროსგან იყო წაღებულ,
სრულებით ყველა მდინარეს თჳთონ მიჰქონდა შუაგულ.
მცირეხხანს დადუმებულნი მწარედ სოფლელნი უმზერდნენ,
მერე შეჰხედეს ერთმანეთს და თავთავისთჳს დაბრუნდნენ:
მუნ სამართალი ვით ჰპოვოს, საწყალმან ანუ უძლურმან,
სადაცა ქრთამებს იყოფენ მდივანნი ნაჩალნიკებთან.

თ. ალ. ჭავჭავაძე

7 ფარვანა

▲ზევით დაბრუნება


ფარვანა

ყოველს ლხინისგან მე დანაგდებსა,
დარდები გულსა განმიახლებდა,
კარავს ქვეშ ვწერდი ჩემსა აზრებსა,~ფარვანა სამთელს დასტრიალებდა!

მე კვალად ვსწერდი, ის ეშხით მთვრალი
ოდეს საყუარელს განშორებოდა, ძალ განლეული, ცნობა გამქრალი
გახ ჩემს ქაღალდზე დაეცემოდა.

არას ვანბობდი ვიყავ მდუმრობით,
მით რომელ ფიქრმან შორს წამიყვანა,
მაგრამ მან მეტის ხშირის სტუმრობით,
მოთმინებითგან გამომიყვანა.

რაღა ეს მჭირდა მე ვაგლახიანს,
ჩემი ჯავრობა იყო რა რიგი,
ჴელი მოვკიდე აშიკ ჟინიანს,
მრისხანეს მსურდა დამეწვა იგი.

ხოლო სამთელთან როცა მიმქონდა,
ამა უმეცრულს საქმეს ვშვრებოდი,
ტკბილი დღეები მსწრაფლ მომაგონდა
ოდესცა გიჟი მისებრ ვიწოდი.

თ.მამია გურიელი

8 იანბიკო

▲ზევით დაბრუნება


იანბიკო

ღუთის მშობლისადმი

აწ მსურის შენდა, მორთმად ღუთისა დედაო
მცირედნი რამე, ვედრებითი თხოვნანი
ძლით უნუგეშოს, თჳნიერ მოხედვისა
მწუხარეთადმი, შენის მოწყალებისა,
რომელს ნამდვილად აქუს სასოება შენდა.
ყოვლად შვენიერ, ყოველთა ქმნილთა შორის
მტილად დახშულად და წყაროდ დაბეჭდილად
მოგასწავა შენ, ყოვლად ბრძენმან სოლომონ.
სულით ბრძნილ ქმნილმან, ვერ უძლო უმეტესი
ღირსად შენდამი, ქებით მსიტყველობანი.
წინასწარ მეტყველთ, ყოველთა მოგასწავეს
პირად-პირადად, წინათ სულით წარმოსთქვეს,
სხუასა და სხუას დროს, ნამდვილ თანახმად აღწერნეს
რამეთუ ფრიად, სულით მხიარულ ქმნილთა
აღსრულებისა, ნამდვილად მომლოდნილთა.
სამებამ ღმერთმან, ბუნებით სახიერმან
ვერა მტვირთველმან, კაცთ ბუნების წარწყმედის
საუკუნითგან, პყრობილთ გამოხსნისათჳს,
ინება ყოველთ, წინათ მოსწავებული
მოწყალებითა, აღსრულებისა მოსვლა.
ზამთარი წარხდა, და ყვავილნი გამოჩნდეს,
აღყვავდი რაა, ნაცენი დავითისით
დიდი სუნნელება, ფშვინვა უმაგალითოდ,
რომელიც ჩუჱნდა, გარდმოსთოვე თჳთ შენვე,
და ვიქმენით ჩუჱნ, უღირსნი სამწყსოდ შენდა.
ენა მეტყველთა, ვერ შემძლებელ არს შენდა
ღირსად გალობად, ტრედო სოლომონითო
ფრიად რიტორნი, დაშვრეს და მოუძლურდეს
ესრეთ მეტყველნი, სარწმუნოებით ზდუმნეს
ღუთისა ყრმაო, და დედაო უსძლოვო.
სულისა მადლით, გაბრძნობილნის წმინდანი
ვინადგან ზდუმნეს, მგრძნობელნი არ შეძლების
აწ მე ვით უძლო, გამოთქმად შესაბამის.
ფრიად უსიტყვმან, ძალითა უმეცრების
ამისთვის მეცა, შთამოვალ შესაძლოსა.
შენხარ მფარველი, წილხდომილის ერისა
სრულიად ქართველთ, დაწყებითგანვე პირველ
განსაცდელთაგან, პირად-პირადად დამხსნელ.
რიცხჳთ ხსობასა, ვერვინ არის წარმომთქმელ
მეც ამის სასო, ვიმედოვნებ აწ ესრედ
ივერთა ერთა, ყოველთჳს ხარ სიქადული,
უმეტეს შორის სფერათა ქვეყნანისა
ამად ვითარმედ, კუთვნილი ვართ შენდა სძალო,
რომელნიც დიდად, განწირულნი მარადის
ხსნილ ვართ შენმიერ, ყოველთა უმაღლესო
ვინათგან შენდა, კუთვნილ არს ესე სიტყვანი
მწუხარეთადმი, დიდ ნუგეშის ცემანი
შეუწევნელთა, ურიცხვი შემწეობანი
გვიოსე ჩუჱნცა, ყოვლით იავარ ქმნილთა
ძისა შენისა მარჯუჱნით მჯდომარეო.
თჳთ მე უნდომან; უკნინესმან მხევალმან
ესე მცირედნი, უმეცრებითნი სტიხნი
კნინის გონებით, მწვლილად შევსწირე შენდა
ლმობიერებით, მიითვალე დედაო
აწ კვალად გვაგე, მამულს სამწყსოსა შენსა.

უცხოებაში მყოფი საქართველოს მეფის ირაკლის ასული თეკლა.

1834-სა წელსა ნოემბრის 15-სა დღესა
დ. კალუღაში

9 მადლობის შესხმა

▲ზევით დაბრუნება


მადლობის შესხმა

გამზგავსებ ბრძენსა, სოლომონს მლესა,
დავითს ფსალმუნით გამომეტყუჱლსა,
ღუთის პირველ მცნობელს, აბრაამს მჳსნელსა,
ჩუჱნს შემომყუანელს, კერპთა მომსვრელსა.
ჰსჯულთ მასწავებელს, ფარაოზთ მთხრობელს,
მოსეს იასრაელთ, გამომტყანებელს,
იუსტიანეს, შრომის მოყუარეს,
რომის კეისარს, დიდათ საკურველს
მათ პირთა მზგავსი, არათუ მეფობით,
არც საღმრთოს სიტყჳთ, შენ რიტორებით,
არცა დიდების, ხალხთ მფლობელობით,
არც მათ ზეციურთ, მსგავს მოვლინებით,
გარნა გეკუთვნის, ამ ქების სმენა
ამად რომ მათებრ, მზრუნველობ შენა
ზოგთ ციურთათჳს, იქ შეხუდეთ ფრენა,
შემ საზოგადოთ, მოეცი ლხენა,
მოგვნთე ლამპარი ჩუჱნ ამა ბნელსა?
სით მოგვენიჭე, უდაბნოს მსვლელსა,
გვმართებს მადლობა, გიძღუნათ ქართულსა მცნობელს,
უცნობელს, ყოველთ მგრძნობელსა,
იმეცადინე, ვით წინაპარნი განანათლებდენ,
თჳს ქადაგებით, ყოველთა მსმენეთ აკავშირებდნენ,
მკჳრცხლ წრფელობით, ენა მჭევრობით ახელოვნებდენ,
შრომასა თჳსსა, მათის მზერითა არ აფასებდენ.
ამის შემდგომად, შჳლათა ჩუჱნთა ესე საგანი,
გესლიანობა, შური მძიმე; მცონარებანი,
უნდა გაფანტონ გულსა შინა უჯერობანი,
და ესე წესიცა არ დამალონ, ბეჭდულებანი!
აი! რად გვმართებს, რომ მადლობა შეგწირონ ერთა!
შენ განაფხიზლებ, ყოველ საქმეთა ვით მძინარეთა!
შესთხზევდნენ სტიხსა, ზოგნი პროზად დიდ გონივრულთა!
წაკითხვის შემდგომ, შთააგდებდნენ მგზნებარე ცეცხლთა!
ამისაგამო, თუ ეს სურვილი დაშრეტილიყო,
სიმხნე, გონება და სისხლის ღება, დაფუძვნილ იყო,
მისთჳს უსაზღრუოდ, რაბამ ყოფნა დანერგილ იყო,
მით სწავლულნი, უსწავლელთან, დანახულ იყო,
ქართუჱლთა შორის, ნუთუ არ იყვნენ კაცნი და ქალნი -
სწავლის მოყვარე, გონიერნი, აქუს ბუნებანი,
ღუთის სიყვარული, საღმრთოს კითხვით შესწავებანი,
გარნა უფსკულს, იყო დაფლულ, ვით ზღუაში ქუანი,
სევდა განსდევნე, ტკბილით სულით იცევ გონება,
თმინების ძალა შემწე და ღუთის მონება,
ცისკარი ესე, წლოვანებით თუ აღყვავდება
მისსა სრულ-მყოფსა, შემდგომ რჩევა მოგვეწონება, -

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა

10 მეფე სოლომონ მეორეზე.

▲ზევით დაბრუნება


მეფე სოლომონ მეორეზე

(განგრძელება)

ვიდრე იმერეთში იყო მშვდობა და მეფე იქცეოდა ღირსეულად, მაშინ ყუელას უყვარდა. თვით გარეშე შეხედულობცა მისი დანერგვიდა გონებასა შინა მჭვრეტელისასა კარგსა ჰაზრსა, ე.ი. კეთილის თვალით უყურებდა ყუელასა. იყო პატარა ტანისა, საშუალო. სიმაღლეზედაც დაბალი, ნაკუთიერებით, მრგუალი, პირის სახე ჰქონდა მრგუალი, თეთრი და ფეროვანი თუალები ჰქონდა ტრედის ფერი, ცოცხალი და მშვდი; გაიღიმებდა საამოთ და მიმზიდველობით ლაპარაკობდა ჭკუიანად, ხასიათი ჰქონდა მშვიდი, ერთ ნაირი და მხიარული აღზრდილმან, წარჩინებულის პაპის თვისის მეფე ირაკლეს სასახლეში, დააწესა მრავალი ქართული ჩვეულება. თავის სამეფოში, თვითონ მარად ეცუა ქართული ტანთ-საცმელი, ახალუხის გარდა, რომლისც ნაცულად ეცუა იმერელი ზუბუნი ყუთნისა. სოლომან მეფეს უყვარდა ჩაცმა მდიდრული ტანისამოსისა და შნოიანად. ჩოხას შეიკერამდა ევროპიულის მაუდისას სოსნისა ანუ წაბლის ფერს, გარეშემო ბუზმენტ შემოვლებულს; განიერ ლურჯ ოსმალურის შალვარს. ქართულ სამოგვის წაღებს, ვრცხლის ნალებით და ამისთანავე დეზებით; ხანდახან წაღებს შეიცულიდა მაღალი ქუსლიანი მწუანე ქოშებით და მაშინ ეცუა ხოლმე სპარსული ჭრელი წინდა. ქერა ულვაშებს იღებამდა ინით, წვერსა და თავს იპარსავდა და განუშორებლივ ეხურა მაღალი ქართული ქუდი, გვერდზე. წელზე ერტყა ვერცხლის ქამარი, ზედ ხანჯალი მდიდრათ მორთული, გულზე ატარებდა ყოველის ოქროს ძეწკვით ძელ ჭეშმარიტის ხატსა, რომელიც განსაკუთრებით პატივ-ცემული იყო იმერეთში, ასრე რომა ფიცი იმ ხატზე ვისაც ჰქონდა გულზე, შეირაცხებოდა ყოველს ფიცზე წარჩინებულად. ამ გვარი იყო ტანთ სცმელი სამარადისო და საკაიდღეო. სოლომან მეფისა, ფრიად მცირედის განსხუაებით, ასრე, რომა ზამთარში ჩოხის ნაცულად ჩაიცვამდა დაბეწვილ ხავერდის ტოლომასა; ხოლო ოდესაც გამოვიდოდა სასახლიდგან, მაშინ გადიგდებდა მარცენა მხარეს ნაბადსა და შემოირტყამდა — ლეკურსა. რადგანაც კოხტაობა უყვარდა, ამისათვის მალმალ შეიკერამდა ხოლმე ახალ ტანსაცმელსა და ძუელს უბოძებდა თავის მკარეებსა და ხან და ხან ზოგიერთთა წარუგზავნიდა წყალობის წერილითა, ვითარცა მეფის ჯილდოსა.

ცხოვოება მეფისა იყო ფრიად მცირე. შვიდზე ან რუა საათზედ იღვიძებდა და მაშინათვე წავიდოდა ეკკლესიაში წირვის მოსასმენლად. და თუ იგრძნობდა ავათმყოფობის ნიშანსა ან თუ შეემთხვეოდა ცუდი დარი, მაშინ წავიდოდა დედოფლის ოთახში, სადაც ყოველთის ლოცულობდა მოძღვარი, კვირისა და უქმის დღის გარდა; ხოლო უქმე და კვირა დღეს დედოფალიც წავიდოდა წირვაზე. თავის კარის ეკკლესიაში, იმ ეკკლესიაში, რომელიცა იყო ბატალიონის საყდრად და ამ ჟამად არას გიმნაზიის კარის ეკკლესიად.

დაიხსომეთ აქა პატარა ძუელი სამრეკლო, ნაშენი თლილის ქვთა, რომელიცა გიმნაზიის აღშენების დროს, უნდოდათ დაექციათ, მაგრამ განსვენებულმა უგანათლებულესმა თავ. ვარანცოვმა უარჰუო დაქცევა მისი და მით დაიცუა სიძულით სახსოვარი შენობა.

დილის ლოცვის შემდგომ ყოველთვის მეფე თვისის ჩვეულებისამებრ დალევდა ვერცხლის ფინჯნით ყავასა დედოფლის ოთახაში, მას შემდგომ მოსწევდა ორს თავ ჩიბუხსა, და გამოვიდოდა მენავზე ან გარეთ ეზოში, სადაც ყოველდღე ირეოდნენ თავადნი და აზნაურნი, მოსრულნი მეფესთან მოსაკითხავათ ან რისამე სახსოვრად. სადილს მიირთმევდა ყოველთვის თერთმეტს საათზედ ხან დედოფალთან, ხან მათ თავად აზნაურთან, რომელთაც მოიწვევდა თავის სასახლეში. სადილობისის მეფე დაბძანდებოდა ფეხ-მოკეცილი ტახტზედ, იმის წინ გაშლიდნენ სუფრასა და მოწვეულთათვის მოუდგამდნენ ტახტს დაბალ სკამებს. როდესაც გაათავებდნენ ლოცუას, მას შემდგომ სამნი მსახურნი მუხლ მოდრეკით მიართმევდნენ ვერცხლის ალთაფას, ტაშტსა ხელის დასაბანლად დ პირსახოცს. ამ გუარათვე დააბანინებდნენ ხელსა სტუმრებსაცა, და მას შემდგომ მოართმევდნენ საჭმელსა: ღომსა ვერცხლის სინითა და სხუა საჭმელებსა ბროლის თეფშებითა უპირველესი დასამშვენებელი სუფრისა იყო ვერცხლის ჭურჭელი ღვინისა: პატარა და დიდრონი ხელადები, ხულა, აზარფეშა და ბადია, რომელსაცა ზოგიერთნი ყმაწვილნი კაცნი დასცლიდნენ უსვენებლივ, დასამტკიცებლად მეფის დღეგრძელობისა და ბედნიერებისათვს. მაგრამ თვთონ მეფე სუამდა ფრიად ცოტასა, და თითქმის ქუფთისა და ხარშოს მეტსა ხელს არას ახლებდა. მიზეზი ამისი იყო დამზრალი კბილები სიყმაწვილითვე და საძირის კბილები კი სრულიად ჰქონდა ამოღებული. სადილზე იჯდებოდა ერთის საათს და შემდგომ წავიდოდა მოსასვენებლად. როდესაც განიღვძებდა, მაშინ მიართმევდნენ ხილსა და საჯავახოს ღვინოსა, მას შემდგომ გაატარებდა დოოებასა, როგორი დარიცა დაუდგებოდა. წვიმიან, ტალახიან, ცივს დღეში იქნებოდა შინა, კითხულობდა სასულიერო წიგნებსა, ემუსაიფებოდა მოძღურებსა, კარის მოსამსახურეებსა და ხან და ხან თამაშობდა ჭანდრაკსა. კარგს დარიან დღეში გავიდოდა თავის გარემო მინდორში, დაჯდებოდა ქვის სკამზე ცაცხვ ქვეშა, შეუდგებოდა სახელმწიფო საქმეების განრჩევასა და უმეტესად უყურებდა ყმაწვილი კაცების ბეჯითობასა ცხენოსნობაში, ჯირითისა და თოფის სროლაში. თოფის სროლა უყუარდა განსაკუთრებით და კარგთა ნიშანში მსროლეთა დაასაჩუქრებდა იარაღით, ცხენით, ფარჩით ტანისამოსისათვის და ხან და ხან დროსა მხიარულებისასა აჩუქებდა ხოლმე ყმასაცა, მეტადრე თუ მრავალთა შორის გაიმარჯვებდა ვინმე ისრეთი, რომელიც იყო წინათავე მეფისაგან კეთილად შენიშნული, ზოგიერთთა მცირეთაცა უბოძებდა ხარისხსა აზნაურობისასა. ანბობენ, რომ ერთხელ თოფის სროლაში თურმე ნახა კაცი ვინმე სრულიად შეიარაღებული, რომელსაცა ვერ იცნობდა წინათ; და ჰკითხ:ა შენ ვინა ხარო? მან მუხლ მოდრეკით მოახსენა: მე გახლავარ, ხელმწიფეო, ახალციხელი ვაჭარი. — „რისათვის გარტყია მაგტელი იარაღი და მაგისთანა კარგი შაშხანაო?“ — ეს შაშხანა ყოველს სავაჭროზე ძვირფასია ჩემთვის, თქუენო დიდებულებავ. მე ისრე ვერა ვხმარობ ადისა,როგორათაც ჩემს შაშხანასა. „კარგათ ესვრი ნიშანშიო? — იშვიათად დავაცდენ. „მაშ, აიგერ ნიშანი. თუ მოარტყამ — საჩუქარს მოგცემ, და თუ დააცდენ, იქნები მოტრაბახე და დღეის შემდგომ აღარ უნდა დამენახოვოო. ვაჭარმან ესროლა და მოარტყა ნიშანში. „ყოჩაღ, ყოჩაღ, უბძანა მეფემ, - მე მაგ ყოჩაღობისათვის მიბოძებია შენთვის აზნაურშვილობა“. იგი იყო მამაჯანა თითივოვი, უკანასკნელი პირი, რომელსაც ებოძა სოლომან მეფისაგან აზნაურშვილობის ღირსება.

მეფე ხან და ხან თვითონაც გაქრეოდა ხოლმე ხალხში, და რადგანც მხიარული ხასიათისა იყო. უყვარდა სხუა და სხუა ხუმრობა და მასზედ წაახალისებდა ხოლმე თვისთა მახლობელთაცა, დარბაისელთა ხალხთა, „თყ გიყუარვარ, ეტყოდა ხოლმე მეფე ზოგიერთსა თავის მახლობლეს, სასცილოდ იხუმრე რამეო“. და როდესაც, ხუმრობის შემდგომ, მაღალის ხმით გაიხარხარებდნენ ყველანი, დიდათ ანუგეშებდა მეფესა. ერთხელ მოახსენეს მეფესა მოსულა ივანე იაშვილისა, რომელიც იყო დიდად მოღვრემილი მგლოვარობისაგამო, შავებით შემოსილი და სარტყლამდის წვერ ჩამოშვებული. — ეს ყოველივე, როცა გაიგო მეფემ ჰსთქუა: ის უნდა გავამხიარულოთ, მაგრამ როგორ? იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს მოიგონეს. მოუწოდეს მეფესთან ყმაწვილსა, რომელიც იყო დედოფლის აღზრდილი, პატარა, მაგრამ ცქვიტი და ლამაზი ბავშვი. „აბა, გიორგი, უბძანა მეფემ, შენ უნდა მოახერხო ერთი რამ, და მას თუ კარგათ აღასოელებ შეგიკერამ წითელ ბუზმენტებით მორთულს ჩოხასაო. შემომაჯექ გურგზე ნაბადს ქვეშა და, როდესაც მოვიდეს ჩემთან ბერიკაცი, გრძელ წვერიანი, მუხლზე საკოცნელად, მაშინ შენ წაავლე წვერში ხელი და გასწიე მაგრა, შემდგომ ჩამოხტი და დაიმალეო“ ესე ყოველივე აღასრულა გიორგიმა. მაგრამ სუსხიან რჭველს ისეთ ნაირად ეწყინა, რომე გაბრაზებული გაბრუნდა უკანვე, წაივლო. ხანჯალს ხელი და ითხოვდა რათა მიეცათ დასასჯელად მიწყინებელი. მაშინ ყველამ სიცილი დაიწყეს, მეფემაც ბევრი იცინა, მას შემდგომ მივიდა იაშვილთან, დამშვიდებით უთხრა: „როგორ არა გრცხვენიან ივანე, რომ აგრე ჯავროფ შენ გაგეხუმრა დედოფლის გაზდილი და გინდა, რომ პატარა ბავშს გადაუხადო სამაგიეროვო“. ხელმწიფეო ჩემო, მიუგო გულ დამშვიდებულმა ავანემ, მე პირველად მეგონა, რომა თვით ეშმაკმა წამავლო წვერში ხელი და გაჯავრება ჩემი დედოფლის გაზდილზედ არა არს წესი და არც შემშვენის. ამისათვის მეფემ უბოძა იაშვილს დიდი ჯილდო. მას სრულიად გული დაუმშვდდა და ამ ხუმრობაზე ბევრი იცინეს ყველამ, ვინც იქ შეესწრო და მას შემდგომ ეს ანბავი გაიგო მთელმა იმერეთმა.

ამ გუარათ იყო მსოფლიობაი ჯერეთაც მახლობლისა წარსულის დროისა, ამ გუარათ ატარებდა სოლომან მეფე თავისუფალ დროებასა თვისთა ქვეშევრდომთანა.

ეს წესი ცხოვრებისა მოეშლებოდა ხოლმე წასულით სანადიროდ და ბრწყინვალე დღესასწაულ დღეს.

ნადირობა მეფისათვს იყო უპირველესი შესაქცევარი. ზაფხულში ცხოვრებდა ქუთაისში და ნადირობდა დილაზე ადრე, საგორისში და რიონის მინდვრებში, სადაც მრავალი იყო კურდღელი და ხოხობი მთელს ზამთარს გაატარებდა ვარციხეს და მაშინ ინადრებდა რამდენიმე დღე ერთი-ერთმანეთზე თვისს დაყორუღებულს აჯამეთისა, ვარციხისა და საგორისის ტყეებში, სადაც მრავალი იპოვებოდა: დათვი, მგელი, მელა, გარეული ღორი, ირემი და გარეული თხა. ირემი და თხა იმდენი იყო იმერეთშია, რომა ლიტვინოვი, ოდესაც ანგარიშობდა სარგებლობასა, რომელიც შეეძლო შეეძინა რუსეთსა იმერეთიდგან, ისა ჰსწერს, რომა შეიძლებაო აქ შოვნა ტყავისა, ირმისა დ თხისა, სნატისა და სამოგვისა ქარხანაებისათვის აჯამეთისა, ვარცისისა და საგორის ტყეებს გარდა დაყორუღებულ ტყეებად ირიცხებოდნენ კიდვ ტყენი: შუამისა ქუთაისის მაზრაში, ლოსინათხევისა და საყანდისა შორაპნის მაზრაში — იქ მეფე წმოვიდოდა გაზაფხულში, როდესაც ცხელოდა ზემოხენებულს ტყეებში, სანადიროდ ივისის ხალხით მაშინ მეფისათვის აღაშენებდნენ ფაცხაებსა და საგზალი მოერთმეოდა გარეშე სოფლებითგან, რომელთაცა ვალად ედუათ მასპინძლობა. მეფე თითონაც მიბძანდებოდა სოფლებში დ ზოგიერთნი გლეხნი უმასპინძლებდნენ და ისრე ასიამოვნებდნენ, სხუა და სხუა მხიარულობითა, რომა მეფე უბოძებდა ხოლმე ბევრს მათგანს სიგელსა ხარჯისაგან განთავისუფლებისასა, რომელშიაც ეწერებოდა შემგდომი: „ჩუენ ისრე კმაყოფილი ვართ შენის სამხახურისა და მსპნძლობისა, რომა განთავისუფლებთ შენა, შენს შვილსა და შთამომავალთა ყოვლის გუარის ხარჯისაგან“. ბევრჯელ ამ გუარი მეფის მასპინძლობა გლეხთთვის იყო დიდად სამძიმო, ამისათვის რომა მეფის მაახლებელნი ბევრს თხოულობდნენ სხუა და სხუას სამელ საჭმელსა და ამით აოხრებდნენ ბევრს სოფლებსა და ამისათვის ნებით თუ უნებურად უნდა გამოეცუალა მეფეს ბინა.

ნადირობის დროს სადილ-ვახშამი იყო. მცირე ე.ი. შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სადაც სუფრაზე მოიწვევდნენ ყველას, როგორც წარჩინებულთა პირთა, ეგრეთვე გლეხთაცა, რომელნიცა დალაგდებოდნენ აქა-იქა მინდორზე, იმ ადგილს გარშემო, სადაც იყო გაშლილი სუფრა მათი უდიდებულებისათვი. ამ გვარ სადილზე მეფეს ჰქონდა ჩუელებად, გადაგდება ხორცის ნაჭრისა ხალხში და ამისთანა მეფის მოწყალება შესძრავდა ხალხსა, შეიქმნებოდა სიცილი; ყველა ცდილობდა მეფისა რისამე მიღებას, ამ გვარ სადილზე იყო დიდი მხიარულობა და ისხდნენ სუფრაზე დილის ათი საათიდგან საღაომდისინ, სადილზე გალობდნენ, თამაშობდნენ, სუამდენ სადღერგძელოებსა. ამის მზგავსად, როდესაც სტუმრებსა ჰქონდათ უფლება მეფის სადილზე ყოფნისა ბედნიერს დღეს, გამართამდნენ სადილებსა ქუთაისშიაცა, მაგრამ უფრო რიგიანად მართებულად და მომატებულის სასმელ-საჭმელითა, სასახლის წინ მდებარე მინდოროში.

სადილად აღდგომას, ქრისტეს შობის ახალ წელიწად დღეს, მოიწვევდნენ უთუოთ არქიელსა და წევრთა მეფის გვარისსა, რომელნიცა იყვნენ იმ დროს ფრიად ცოტანი.

სოლომან მეფის მცუალების შემდგომ მემკვდრედ არავინ დარჩა მამრობითი სქესისა ძე მისი ალექსანდრე გარდაიცუალა ყმაწვილობითვე, იმას დარჩა ერთი უკანონო შვილი გიორგი, ერთის აზნაურის ჟღენტის ქალისაგან. გიორგიმ შეირთო დარეჯანი გურიის ერისთავის ქალი და ჰყვანდა ორი შვილი, ალექსანდრე და დიმიტრი, ბოლოს დროს დარეჯანი თვისის შვილებით გარდასახლდა პეტერბუროში და ეწოდათ მათ გუარად იმეთის ბაგრატიონობა. (Багратiоны Имеретскiе) სოლომან პირველის ასულნი: დარეჯანი იყო მეუღლე თ. აბაშიძისა და მარიამი ქსნის ერისთავისა. შვლი სოლომონ მეფის ძმისა ბაგრატისა დავით ბატონიშვლი ცხოვრობდა განუშორებლად გარგვეთში, იმისნი შთამომავალნი არიან თავ. ბაგრატიონ-დავითის შვილები. ამ გუარად დიდი მეფე სოლომანის სახლისა ქუთაისში ცხოვრებდა მხოლოდ მოხუცებული დედოფალი გულქანა თავ. წულიკიძის ასული; იგი იყო ყმაწვილობისას განთქმელი სილამაზითა და ჯერ იყო მეუღლედ აზ. ქაჯაიასი, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდგომ შეირთო სოლომან მეფემა; ბოლოს მიიცუალა ოთხმოცის წლისა.

მეფე სოლომან მეორის ბიძის დავითის მიცვალების შემდგომ დაშთა მეუღლე მისი დედოფალი ანნა ასული მათე ორბელიანოვისა. იმასა ჰყვანდა ერთი ვაჟი და სამი ქალი: მზეხათუნი, მეუღლე თავ. სვიმონ წერეთლისა, ანასტასია მეუღლე თავ. აგიევისა და თამარა მეუღლე თავ. სვიმონ გურიის ერისთავისა. ოდეს დავით მეფემ დაჰკარგა სამეფო თვისი მიიღო თვისისა ძმისწულის და სოლომან მეორისაგან საზრდოდ საბატონიშვილო, მაშინ ერთგულობის დასამტკიცებლად მისცა შვილი თვსი კოსტანტილე სრულიად მის განკარგულებისა ქუეშე და რადგანაც შემდგომ გადაუდგა თავის პირობასა, დამარცხდა და გარდაიცვალა ახალციხესა, ამისათვის სოლომონ მეფემ დააპატიმრა მუხურის ციხეში კოსტანტილე; სადაც იყო დატუსაღებული რამდენიმე წელიწადი, ვიდრე თა. ციციანოვმან არ განათავისუფლებინა პეტერბურღში წარსაგზავნად, მაგრამ ბატონიშვილი ისევ გამოიქცა ტფილისის ქალაქიდგან იმერეთში, შეურიგდა სოლომან მეფესა და ცხოვრებდა აქა 1810-სა წლადმდე. ე.ი. ვიდრე მეფე იმერეთისა სრულიად აღშფოთდებოდა და მის განლტოლვით შემდგომ კოსტანტილე ბატონიშვილი წარვიდა ს. პეტერბურღში თვისის მშობლითურთ. იმერეთში დასტოვა მეუღლე თვისი ასული თავ. აბაშიძისა; და რადგანაც ვერა სცხოვრებდნენ თანხმობით, ამისთვის ჰსთხოვა მთავრობას განშორება თავის მეუღლისა, ვითამ ამ მიზეზით, რომე ყმაწვილობი შემცდარიყო და შეერთო იგი; ხოლო ეს თხოვნა მისი ჰპოვეს უსამართლოდ და არ მისცეს ნება განშორებისა. მაინც კიდევ რუსეთში შეირთო ორჯელ ცოლი და ეყოლ შვილები, რომელნიცა ეხლაც ცხოვრებენ რუსეთში, და ირიცხებიან იმერეთის ბატონი შულებად (Князъя Имеретинские).

უკანასკნელი მეფე სოლომანს არა ჰყავდა ძმა, ხოლო ჰყვანდა ორი და ბარბარე მეუღლე თავ. წულუკიძისა მალე გარდაიცვალა, მეორე მარიამი იყო. მეუღლე თავ. მალხაზ ანდრონიკოვისა, რომელსაც მზითვად მისცა სვერის საბატონიშვილო, ის სცხოვრებდა მუდამ ქუთაისში. ოდესაც მეფე შეიქმნა წინააღმდეგ რუსეთისა და გაიქცა ახალციხეს, მაშინ თავ. მალხაზ ანდრონიკოვიც გაჰყვა მეფესა. ამისათვის მას ჩამოართვეს სვერის საბატონიშვილო, საიდგანაც იყო შემოსავალი ოთხმოც და თვრამეტი თუმანი და ერთი მანეთი თეთრი ფული, და დაუბრუნეს ისევ პირველს მფლობელს ელიზბარ ერისთავსა. ელიზბარ ერისთავსა ყვანდა მეუღლედ ასული მეფე სოლომან პირველისა და იყო ერთგული და თავ-გაწირული რუსეთისათვს.

სოლომან მეფის მეუღლე იყო ასული სამეგრელოს მფლობელის კაციასი. იგი იყო მშვენიერის სახისა, და რადგანაც მეუღლე ჰყავდა დამაჯერებელი, ამისათვის ცდილობდა ზურაბ წერეთელითურთ, რომ რუსეთთან ჰქონოდა კეთილი საქმე. და რადგანაც სოლომან მეფე იყოს უშვილო ამისას უმეტესად ჰსურდა მიცემა იმერეთისა რუსეთს მფლობელობასა ქუეშე ამის უზრუნგელ იყო საუკუნოდ. მაგრამ ზოგიერთთა მეფის წინაშე დამოახლოვებულთა პირთა, თვისის სარგებლობისათვის მიიზიდეს თავის მხარეს, გარნა ამ საქმეზე მოვილაპარაკოთ შემდგომ, ხოლო აწ შეუდგეთ განხილვასა მისის მეფურისა განმგებლობისასა.

II.

სამსახურის დაწეობილებისათვის იმერეთში

სახლთ-უხუცესის წოდებისთვის და მეფის შემოსავლის მდგომარეობისთვს. კარის მოსამსახურეთა ღირსებისათვის მოურავებისა და მთის მნიშვნელობისათვის, მდივანთა და მდივანბეგთა განჩინებისათვის, ხევის-თავისა და ბოქოულთ-უხუცებისათვს, განჩინებისა აღსრულებათათვის, იმერეთის ციხეთა და მათთა განმგებლობათათვის, სარდალთა წოდებათათვის, ჯართა შეგროვებისა და სომრად წასვლისათვის, ომში ნაშოვარისათვის, მეფის ომში მონაწილეობისათვის, მეფისა წინაშე სამარადისო სამხედრო სამსახურისთვს.

განმგებლობა მეფის კარისა იყო ფრიად განვრცელებული, ყველაზე უფროსი იყო სახლთ-უხუცესი, სოლომან მეფის დროს სახლთ-უხუცესობდა ზურაბ წერეთელი, კაცი ძლიერი და მომქმედი. ის აწარმოებდა ყოველ საქმეს იმერეთში და უპირველესი მოვალეობა მისი იყო გაწერა და მოგროვება სახელმწიფო ხარჯისა, საიდგანაც მეათედი ნაწილი ეკუთნოდა ხალხთ-უხუცესსა. ამის გარდა მებაჟენი მიუტანდნენ საჩუქრად ორსა ან სამს ქესსა წელიწადში და ოდესცა იანგარიშებდნენ მთელის წლის შემოსავალსა, მაშინ კიდევ მიართმევდნენ ერთს წყვილს მის შესაფერს ტანისამოსსა. თუ მეფე უბოძებდა ვისმე ყმასა, ამ შემთხვევაშიც სახლთ-უხუცესი გამოართმევდა თითო კომლზე თითო ხარსა. თანამდებობა სახლთ-უხუცესისა, აგრეთვე სხუა თანამდებობაცა ეძლეოდათ, შთამომავლობით, მაგრამ მამის მემკვიდრე არ იყო შვილი, გარნა თანამდებობა ესე მიეცემოდა ვისმე მისივე გუარისასა და ბევრჯელ მეფე უბოძებდა ხოლმე სხუა გუარისაცა ღირსების გვარად. მაგალითებრ, უწინ სახლ-უხუცესებად იყუნენ აბაშიძებიცა. ზურაბ წერეთელი იყო აგრეთვე დედოფალის სახლის გამძღოლიცა. ის იყო არა თუ მარტო სახლთ-უხუცესი, არამედ სამეფო დიდებულთაგანი განმგებელი ყოველთა სახელმწიფოთა საქმეთა.

შემოსავალი მეფისა იყო შემდგომი:

1) შემოსავალი იჯარებითგან 1809-სა წელსა 97 ქესსა (ოსმალური ფული) ანუ მაშინდელს ანგარიშზე 20,000 მანეთი. ქუთაის გარდა იჯარის ფულით იკრიფებოდა ჩხერში და ვარციხესა, მაგრამ ძალიან ცოტა. 2) საურნე, გროვდებოდა თითო კომლზე ორი მარჩილი (თითქმის ერთი მანეთი). 4) საუდიერო, იკრიფებოდა კომლზე ექუს ექუსი ბათმანი ხორბალი (ბათმანი თურამეტი გირვანქაა) ანუ თხუთმეტი ბათმანი ღომი და ას ოცი თუნგი ღვინო. ამის გარდა გროვდებოდა პირუტყვი, მაგრამ კომლეურად არა, გარნა შეეწერებოდა მთელს სოფელს ანუ სამოურავოს ერთათ; თითქმის ყოველთვის ათს კომლზე ერთი ძროხა და რამდენიმე ცუარი ქათამი. 4) რაჭის მთაში მცხოვრებელთა სოფლებსა: გლოლსა, ღებსა დ ჭიორისა ერთმეოდა კომლზე თითო ცხუარი წელიწადში, სოფელ უწერსა ექუს ექუსი ბათმანი ხორბალი; სვანეთის სოფელს უშკულში კომლზე სამ-საmი ბათმანი თოფის წამალი. 5) 1311 კომლს სახასო ყმათა ედუათ ხარჯი გარდაუწყვეტელი, ხოლო სახლთ-უხუცესი შეაწერდა თავის მიმხედველობით. საურნო ხარჯი ერთმეოდათ 1685-სა კომლსა, და საუდიერო 430-სა კომლსა და სხუანი გლეხიკაცნი მათის მებატონის ხარისათვის იყუნენ განთავისუფლებულნი ამ ხარჯიდგან. მეფის შემოსავალად ირიცხებოდა აგრეთვე ჯარიმა, რომელსაც ართმევდნენ ქურდებს ქუდს ერთმეოდა ერთი ხუთად მეტი ნაპარევზე, ამ ხუთ ნაწილითგან ორი წილი შეირიცხებოდა სახელწიფოდ, ორი წილი ეძლეოდა ნაპარევის პატრონსა დ ერთი წილი ბაქოულთ-უხუცესსა. ყოველი ქონება ამოწყვტილისა უმემკვიდრეოდ, თუ რომ გაყრილი იყო სახლიკაცებთან, შეირიცხებოდა სახელმწიფოდ და ბევრჯელ მეფე უბოძებდა ხოლმე ამოწყუტილის ქონებასა მახლობელს ნათესავებსა და გამოართმევდა მცირედსა ბაჟსა. საზოგადოდ შემოსავალი მეფისა იყო ფრიად ცოტა, მაგრამ არც სახელმწიფო ხარჯი ჰქონდარა მომეტებული.

დედოფალს შემოსავალი ჰქონდა საკუთრად. იჯარების შემოსავალიდგან 12-ი ქესსა ეკუთნოდა მას და ამის გარდა ჰყავდა 274 კომლი აზნაური და გლეხი. სრულიად მისი შემოსავალი დაფასდებოდა 1981 მანეთად 27 კოპ. თეთრ ფულად.

ბატონიშვილებსა ჰქონდათ აგრეთვე საკუთრება თვისი, ე.ი. საბატონიშვილო. უკანასკნელ დროს ნაწილი მათის საკუთრებისა შეირაცხა სახელმწიფოდ და დანაშთენი ეძლეოდა მსით მზითუად მეფის ასულებსა.

მეფის ქონებისა და შემოსავლის განმგებლობისთვის სახლთ-უხუცესსა ჰყვანდა შემდგომნი თანაშემწენი, ე.ი.: 1) ხაბაზთ უხუცესი; ამ თანამდებობისათვის აღმოირჩეოდა ყოველთვია თავ. ნიჟარაძეებთაგანი; ის გაიგზავნებოდა ღომისა და ხორბლის მოსაკრეფად, თითონვე იყო მოვალე მის შენახვისა და ამ ღუაწლისათვის მეათედი ნაწილი ეკუთვნოდა ხაბაზ-უხუცესსა. 3. მეღვინეთ-უხუცესნი იყვნენ ორნი: სვიმონ წერეთელი და ახ. იოსელიანთაგანი. თანამდებობა მათი იყო მოგროვება და შენახუა ღვინისა, რისათვისცა იგინიც მიიღებდნენ მეათედსა. 4) მესტუმრეთ-უხუცესი ამ თანამდებობის აღსასრულებლად აღმოირჩეოდნენ: აზ. მდივანოვთაგანი, იოსელიანთაგანი და საყვარელიძეთაგანი. ესენი მოაგორვებდნენ პრუტყუსა რისათვისაცა ეძლეოდათ ტყავი და თითო ბათმანი ხორცი თითო ძროხაზე.

ამათ გარდა მეფესთან იყუნენ შემდგომნი თანამდებობისა ქუეშე მყოფნი პირნი: 1) მორდალი ანუ ბეჭდის შემნახავი. ამ თანამდებობისათვის ამორჩევდა თვითონ მეფე თავ. ავალიშვილებთაგანსა, რომელიცა დაასვამდა ბეჭედს სიგელზე და გამოართმევდა ხუთს მარჩილს თვითო კომლზე, რაოდენი ვისაც ებოძებოდა და ამის გარდა იჯარების შემოსავლიდგან თითო მანეთზე ოროლ გროშს იღებდა.

2) მალფეთ-უხუცესი, იგინი იყუნენ ორნი თავ. წერეთელთაგანი, მათ ეპარათ სახელმწიფო ფული და ყოველი ქონება, რისთვისცა აიღებდნენ საჩუქრის გაცემის დროს მეათედს, როგორცა ღირდა ნაბოძები ნივთი.

3) ფარეშთ-უხუცესი, ანუ მეფის მოსამსახურების უფროსი. ამ თანამდებობისათვის აღმოირჩეოდა აზ. აბაშიძებთაგანი. მის მხედველობის ქუეშე იყო სასმელ-საჭმელი მეფის სახლისა. ამისათვს ეძლეოდა საჩუქარი ხელმწიფის ნებით და მეათედი მეფისაგან ნაბოძების ტანისამოსისა. მასვე ეკუთნოდა და მეფის საღამური ტანისამოსი, ოდესცაც სიძველისაგამო აღარ იხმარებოდა. აგრეთვე ძუელი ქუეშსაგები, ხალიჩები, ქეჩები, ალთაფა და ტაშტი.

4) მეჯინიბეთ ესეცსი ამ თანამდებობისათვის აღმოირჩეოდა თავ. აბაშიძეებთაგანი, რომელსაც ჯამაგირად ეძლეოდა მეათედი მეფისაგან განსაჩუქრებულის ცხენებისა. ამის გარდა მეფის ჯოგიდგან, რომელშიაც იყო ოთხმოც და ცამეტი ცხენი, უნდა აეყუანა თითო კვიცი და რამმტენიც თუალ წამხდარი ცხენი იქნებოდა. ამასვე ეკუთვნოდა მეფის ტანისამოსი, რომელსაც მეფე გამოიცვლიდა ომში ან ნადირობში მეფის ძუელი, უნაგირები.

5) ბაზიერთ-უხუცესი, აზ. ყორეჩიევთაგანი, რომელსაც ებარა მეფის მიმინო, ქორი, ბაზიერი და სხუანი.

6) მეძაღლეთ-უხუცესი, თავდგირიძეთაგანი, რომელსაც ებარა მეფის ძაღლები.

ჯამაგირად ამ ორთა თანამდებობისა ქუეშე მეყოფთა ჰქონდათ მეათედი მფრინველისა და ხვასთაგისა, რომელიცა გროვდებოდა ქორთა და ძაღლებთა საზრდოდ.

ამისთანა ჯამაგირი რასაკვირველია ფრიად მცირეა, მაგრამ განსვენებული ზურაბ წერეთელი თავის ანბის აღწერაში, მეფესთან თანამდებობასა ქუეშე მყოფთა პირთა ზედა სწერს, და ყოველ მეფისაგან დანიშნულ ჯამაგირს შემდგომ უმატებდა: „და სხუაცა ჰქონდათ სარგებლობაო და არ არის ამაში ეჭვი რომე ამ სხუა სარგებლობით შეძინებასა ყუელა ცდილობდა და გაწერილზე მომატებულსა ხარჯსა აგროვებდა თვისს სასარგებლოდ. ის თანა შემწენი სახლთ-უხუცესისა, რომელთაც არ ედვათ მოვალეობად ხარჯის მოგროვება, ყოველთვის მეფისაგან გაცემულს საჩუქარსა დააფასებდნენ ხოლმე მომეტებულად თავის სასარგებლოდ. მაგალ. მეფე გასცემდა. საჩუქრად თოფსა, ცხენსა და ანუ სხუას რასმე ნივთსა, რომელიცა ღირდა ხუთი თუმნად, იგინი აფასებდნენ ოც თუმნად. ანკი ვინ იქნებოდა წინააღმდეგი ამისთანა დაფასებისა? პირველად, ამისთვის ვერავინ უწინააღმდეგებდა, რომე ვერვის შეეძლო დაემცირებინა მნიშვნელობა მეფის საჩუქრისა მცირე ფასითა, და მეორედ ამისათვის, რომე თავ-მომწონებით ყველა ცდილობდა მეფის ნაბოძარი ძვირფასად სჩვენებოდათ სხუათა გარეშე ხალხთა, თუმცა იმ ფასის მეოთხედათაც არ ღირდა. მეჯინიბეთუხეცესისათვის ნახევარ ჯოგი იყო თუალ წამხდარი; ფარეშთ-უხუცესსა ხშირად უფუჭდებოდა ხალიჩები, ხშირად უხუნდებოდა ქეჩები, და ამ გუარი ბოროტება ბევრი იყო, განა მარტო იმერეთში, სხუაგანც ბევრგან. მეფის სიგელების მწერალნიც კი სარგებლობდნენ, ოდესაც მეფე უბოძებდა ვისმე სოფელსა გაცულა და დაგვიანება სიგლის დაწერისა არ შეეძლოთ, მაგრამ ძუნწი კაცისათვის დასწერდნენ მცირე აღნაქუსითა. ბოლოს მოაწერდნენ საზოგადო აღნაქუსათა „და ვინც მოშალოს ეს ბოძების სიგელი წყეულ იყოს.“ და რომლისგანაც მოელოდნენ კარგს საჩუქარსა, იმისათვის წამოადგენდნენ მშვენიერ სიტყუაობასა და დაბოლოვებდნენ ამ სახით „ამ სიგელის დამარღვეველისა ეწიოს ღუთის, რისხუა მსწრაფლად, და დაექცეს ოჯახი, ვითარცა მკულელ კაინსა, და კრულ იყოს იგი ღუთის მშობლისა და თორმეტთა მაღალთა ქრისტეს მოწამეთაგან დაუხსნელად და შემდგომ ჩავარდეს უფსკრულსა შინა გენიისასა და ცეცხლსა საუკუნოსა ეშმაკისასა. და დამამტკიცებელი ამ შეცულელის სიგელისა აკურთხოს ღმერთმა ქვეყანასა ზედა სასუფეველსა თვისა“. ამ გუარი აღნაქუსით დაწერილი სიგელი არ იყო ამაო კიხტაობა. იგი აჩვენებდა მეფის ყურადღბასა და მეფის სიგელსა აძლევდა დიდსა ძლიერებასა.

ამისთანა მცბიერობა იყო სამოქალაქო განმგებლობაშიაცა.

სოლომან მეფის დროს იმერეთი იყო განყოფილი ექუს მაზრად სამოქალაქო გამგებლობისათვის: ვაკე, კრიბა, საჩხეიძეო, არგვეთი, რაჭა და ლეჩხუმი; მაგრამ ამ განყოფილებას განმგებლობის მნიშვნელობა არა ჰქონდათ; ხოლო სამოურაოზე. 1). ქუთაისის სამორაო, სადაც მოურაობდა ერთი თავ. წულუეკიძეთაგანი. 2). ჩხერისა ― თავ. წერეთელთაგანი. 3) ლომსიანთხევისა — აზ. მაჭავარიანითაგანი. 4) ხონისა — აზ. აბულაძეთაგანი 5) საპაიჭაოსი — თავ. ლორთქიფანიძეთაგანი, 6) საჯავახოსი — თავ. ლორითქიფანიძეთაგანი. 7) საჭილაო – აზ. კორძაიათაგან. 8) ფარცსანაყანევისა — თავ. ნიჟარაძეთაგანი. 9. ქუთაისისა — აზ. მდივანოთაგანი. 10) გეგუთისა — თავ. იაშვილთაგანი 11) რიონისა — აზ. მესხთაგანი. 12) ქუაჩხირისა — აზ. აბაშიძეთაგანი. 14) ვარციხისა — თავ. წერეთელთაგანი. 14) სიმონეთისა — აზ. კლდიაშვილთაგანი. 15) მუხურისა აზ. საყუარელიძეთაგანი. 16) საზანისა — თავ. ავალიშვილთაგანი. 17) კაცხინისა — აზ. ლოლაძეთაგანი. 18) საქარისა — თავ. აბაშიძეთაგანი 19) კვარისა — აზ. აბაშიძეთაგანი. 20) მინდისა — თავ. ლეონიძეთაგანი. 21) ხიდის კარისა — ამ თავადთაგანივე. 22) ჭიდროთისა. 23) ღერბისა. 24) გლოლისა ეს სამი სამოურავო ებარა თ. ჯაფარიძებსა. 25) ჭიორისა — აზ. ჯაფარიძეებთაგანი. 26). ჭყვისისა — თავ. გელოვანთაგან. ეს ზემო ხსენებულნი მოურავები ცხოვრებდნენ, ანუ მეფის ციხეებში, ანუ სადაც ივნენ სახასო ყმანი. საეკკლესიო მამულების მოურავებად ამოირჩევდნენ ეკკლესიის განმგებელთა ნებითა და საბატონო მამულებში მოურავებად იყუნენ თითონ მებატონენი.

მოურავები აღმოირჩეოდნენ ხოლმე ერთისავე გუარისანი, ხოლო შემოსავლიდგან სარგებლობდნენ რამდენიმე ოჯახნი. ამ გუარად, ფარცანაყანევის სამოურაოთი, უწინდელის მეფის სიგელით ეკუთვნოდათ ყველანი ჯარაძეებს, ასრე რომე მოურავი მეფისაგან დანიშნული ამ სამოურავის შემოსავალს გაჰყოფდა იმდენ ნაწილად, რამდენი ოჯახიც იყო მათ გვარში. ხარისხი მოურაობისა შესძინებდა მათ შემდგომსა სარგებლობასა: 1) მოგზაურობაში მათთვის საჭმელ-სასმელი იყო დაუკლებელი და ამას გარდა შინაც მიერითმეოდათ ძღვენი. 2) ჰქონდათ ნება ერთის სახასო ყმებთაგანი წარჩინებული გლეხკაცი, ამოერჩია და ესარგებლა იმსაგან ყოველისფრით, რაც დებულებით იმ გლეხკაცს ედუა. 3) საჩექმო ქურიებისა ეკუთვნოდა მოურავსა. 4) მოურავს მოუხნამდნენ, დაუთესამდნენ, მოუმკიდნენ და ამის გარდა მისცემდნენ მსახურსა. 5) ომში საგზალი უნდა ეზიდნათ გლეხკაცებსა და საძოვრის რადენიმე ნაწილი მიეცათ მოურავებასათვის. 6) თუ მეფე უბოძებდა ვისმე ყმასა ანუ მამულსა, მაშინ საჩუქრის მიმღებნი მოვალენი იყვნენ მიეცათ სამოურაო. იმ მოურავისასა, ვის სამოურავოშიაც იყო ყმა ანუ მამული. თანამდებობა მოურავებისა იყო შემდგომი: ყურისგდება ხალხისა, რომ მშვდობიანათ ეცხოვრონათ, ან შემწეობა უნდა მიეცათ იმისათვს, ვისაც მეფე წარმოგზავნიდა რაისამე საქმის აღსასრულებლად, გაჭირვებაში თვისის ხალხით უნდა გამოსულიყვნენ საომრად და უპირველესი მოვალეობა მათი იყო. განრჩევა საჩივრისა თავის სამოურაოში.

უწარჩინებულესი მოურავი იყო ქუთაისისა, რომლისა ხელქვეშ იყვნენ მამასახლისი და მსუდის კარნი. თავის საზდოდ იღებდა. 1) სხუა და სხუა იჯარების შემოსავლიდგან სამ ქესსა, ე.ი. სამოც თუმან თეთრ ფულსა 2) მარილისა და თევზის იჯარებიდგან, იმის ნახევარს რამდენსაც მეფე იღებდა თავისათვს, და ამ ნახევარს უუოგდა თავის თანაშემწეებს. 3) თითო საპალნეზე, რომელიც შემოივლიდა ქუთაისის ხიდზე სამ ფარასა. 4) თოთო დაკლულს საქონელზე ქუთაისში თერთმეტ სტილ ხორცსა. 5) თითო საქმის განრჩევაზე ხუთ მარჩილს. ამის გარდა, ოდესაც მოვიდოდა ქუთაისში, მაშინ იქ მცხოვრებელნი მიართმევდნენ ძღუენსა. ქუთაისის მოურავსვე ჰქონდა სარდლობის ხარისხი და ამით იყო მისი თანამდებობა განვრცელებული და მდივანბეგებს არ შეეძლოთ განერჩიათ საქმეები მისის განმგებლობისა. თითონვე განარჩევდა საჩივარსა, გადასწყუეტდა და განაჩენს აღასრულებდა ან თითონვე ან მიანდობდა ვისმე თავის ხელქუეითსა. სხუა სამოურავოშიკი უკმაყოფილოთა, მოურავის განაჩენისასა, შეეძლოთ ეჩივლათ მდივანბეგებთან. თავადნი და აზნაურნი განიხილვებოდნენ სამდივანოში.

იგი იყო უმაღლესი სამსჯავრო, სადაც განისაჯებოდა სისხლის საქმე, აგრეთვე ყოველი საქმე სამოქალაქო ნაწილისა. ამ სამსჯავროში იყო ორი მდივანბეგი; სოლომან მეფის დროს მდივანბეგებად იყუნენ თავ. წულუკიძე, რომელმაც სრულებით არ იცოდა წერა და კითხუა და თავ. ვახუშტი ჩიჯავაძე, კაცი მსწავლული და ფრიად გამოცდილი სამართალში. იგინი ცხოვრებდნენ ხან სოფლებში და ხან ქუთაისში და საჯვიდნენ საქმესა, ხან თავის სახლში, ხან გარეთ რომელსამე ჩრდილოვანს ხეს ქეშა. დრო შეკრებულებისა არა ჰქონდათ დანიშნული. ოდესაც მდივანბეგები წავიდოდნენ ქუთაისიდგან სოფლად, მაშინ მოჩივარნი ელოდნენ რამდენიმე დღე. ოდეს იქნებოდნენ ქუთაისში, მაშინ კრება ჰქონდათ ყოველს ჟამს და ყოველს ადგილსა, როდესაც ანუ სადაც საჭირო იყო. როგორც მოისმენდნენ საჩივარსა, მაშინვე ორივ მოჩივრებს გამოართმევდნენ საჭოსა, ე.ი. შამოსავლის განაჩენისათვის, რომელიც იკრიფებოდა მდივანბეგის სასარგებლოდ. შეძლებისამებრ მოჩივართა და საქმის, გვარად განსარჩეველთა საქმეთა, ერთმეოდა ორმოც და ათ მარჩილამდე. ყოველი სამოქალაქო საქმე განირჩეოდა ფიცით, უნდა დაეფიცნა პასუხის მგებელსა რამდენიმე თანა-მოფიცარით, რომელნიც უნდა ყოფილიყვნენ ხარისხით თანასწორნი მოჩივრისა. თითქმის ყოველსთვის ათ მარჩილად ღირსებულს საგანზე იყო საჭირო ერთი თანამოფიცარი, ოც მორჩილზე ორი, — ამ რიგად დასაფიცებლად ქირაობდნენ კაცსა, ვისაც არ შეეძლო ქირაობა ან მოთანხმება იმდენი თანა-მოფიცრისა, რამდენსაც საჭიროება ითხოვდა, ის გამტყუნდებოდა საჩივარში; ვინც წარმოადგენდა სრულიად და მათთან დაიფიცებდა, ის გამართლდებოდა. აქვე პატარა ქაღალდის ნახევზე შეარდგენდნენ. განაჩენსა და მისცემდნენ გამართლებელს მხარეს. მძიმე შეცდომაში: ქურდობაში, ცარცუაში, ტყვეს გასყიდვაში, სისხლის დანთხევაში, მდივანბეგები მოისმენდნენ საჩივარსა, მას შემდგომ, საქმის მიხედვით ჰკითხავდნენ მოწმებსა დარბაისელთა და გამოჩენილია კაცთა, თითქმის ყოველთვის დაუფიცებლად და მცირეთა კაცთა ფიცით. თუ რომ საქმე იყო დახლართული და მოწმებს არ შეეძლოთ მისი განრკვევა, მაშინ ჭეშმარიტების გამოსაჩენლად დამნაშავეს უნდა გაემართლებინა თავი თვისი დაწესებულის გამოცდილებით ე.ი. გახურებული რკინით, მდუღარე წყლით და ერთი ერთმანეთთან ხმალში გასვლით.

ვახტანგ მეფის კანონით კაცის მკულელს ედუა საზღაური ფულად, ათას ხუთას ოც და თერთმეტის თუმნიდან თორმეტ თუმანამდე მოკლულის კაცის შთამამავლობის გუარად. უპირველესი თავადისშვლიდგან მერვე ხარისხამდე, მეოთხე ხარისხისა ვაჭრამდე და უკანასკნელ გლეხის კაცამდე ვახტანგ მეფისავე კანონით სხუა შეცდომისათვის ედუათ საზღაური ფულად. ვერა სდევდნენ მეფე ვახტანგის კანონსა და არც იყვნენ ისრე მდიდარნი, რომ ეზღათ ესოდენი ბევრი ფული, ამისათვს მათვის მათ ჰქონდათ სხუა და სხუა სასჯელი როგოიც მაგალითებრ:

1) ვინც გულში განზრახვით მოჰკლამდა კაცსა, მას და სწვამდნენ გროვა შეშაზე, ან ქუაბში ჩაკირამდნენ, ან ცოცხალს დამარხავდნენ, და ამის გარდა მკუდარის პატრონის სასარგებლოდ აზღვევინებდნენ ფულსა.

2) კაცის მომტაცებელსა და ტყუედ გამსყიდველს დასწვამდნენ გროვა შეშაზე; ვისაც გაესყიდნა სამზე მომეტებული ტყუე, მას მოსჭრიდნენ ორივ ხელ-ფეხს, სამზე ნაკლების გამხედველს მოსჭრიდნენ ან ხელსა ან ფეხსა.

3) მცირეს ქურდობაზე; საქონლისა ანუ ნივთისა, მომპარველს გადაახდევინებდნენ ჯარიმას ერთს ხუთად, და თუ შენი ნაგდნენ ვისმე ქურდობაში რამდენჯერმე, მას დასჯიდნენ ან სიკუდილით ან მოკვეთდნენ რომელსამე ასოსა.

და 4) აშკარად სხვის საკურების მიმთვისებელს, ან მიწის ან ტყისა და ტყის მომჩეხს გარდახდებოდა ჯარიმა ერთი ორად პატრონის სასარგებლოდ და მეათედი მსაჯულთა სასარგებლოდ.

განჩინების შესარდგენლად, რომელიცა თავდებოდა სასჯელით, მოიწვეოდნენ ეფისკოპოზნი და ზოგიერთნი წარჩინებულნი მოქალაქენი; და მცირეს განჩინების შერდგენის დროს, აგრეთვე სამოქალაქო გადაწყევტილებაში, შეეძლოთ ყოფილიყვნენ ყველანი, ვინც შეესწრებოდა იქა, სადაც მდივანბეგები არჩევდნენ საქმესა.

ყოველ გუარ განაჩენს დასწერდნენ მდივნები, რისათვსაც გამოართმევდნენ მოჩივრებსა სამდივნოსა. სოლომან მეფის დროს მდივნად იყო დეკანოზი გრიგოლაშვლი. უწინდელს დროში ეს თანამდებობა იყო ერთ გუარში იმდენი ხანი, რომა ამ თანამდებობის გამო დაერქუა მდივანიშვილი. ალექსანდრე მესამის მდივანი იყო სომეხი ამიროვი და მგონია მდივანიშვილიც იყო ნასომხარი. მაგრამ ეს თანამდებობა არ იყო ძალიან მკუდრი; მის აღსასრულებლად მოუწოდებდნენ ვინც შეხვდებოდა წიგნის მცოდნე, მღუდელი ან დიაკონი. მდივანს ახლდა არგან, რომელიც აგროვებდა საბჭოსა, და ამ შემოსაგლიდგან სარგებლობდა ოთხ ფარას თითო მარჩილზე.

ქურდების, ავაზაკების და სხუა გუართა დამნაშავეთა საპოვნელად წარსადგენელად სამსჯავროში, იყვნენ ხევისთავნი. სოლომან მეფის დროს ხევისთავად იყუნენ თავ. წულუკიძე და აზ. ბარათაშვილი ამ თანამდებობის აღმასრულებელნი იღებდენ მეხუთედს ჯარიმისას; რომელიც ერთმეოდათ დამნაშავეთა. ქურდების ძებნის დროს საჭმელ სასმელი ეძლეოდათ გლეხთაგან, უმეტესად ვინც იყო ეჭუს ქუეშა.

სამოქალაქო და სხუა ყოველი გუარი საქმე, სისხლის დანთხევისა, დაბოლოვებული ჯარიმის გამორთმევით, აღსრულდებოდა ბოქოელთა მიერ, სადაც ბოქოლოგს-უხუცესი იყო უფროსი მათი, მთელს იმერეთში. ბოქოულ-უხუცესად აღმოირჩეოდა ერთი წერეთელთაგანი, რომელიც იღებდა შემდგომს შემოსავალსა: 1) სამსჯავროისა გნაჩენის აღსრულებისათვის აღსრულებისათვის იღებდა მეათედს სადაო მამულის ფასისა ან მეათედს ქჯარიმისისა. 2) თანამოფიცართა წარმომდგენელთაგან იღებდა თითო აბაზსა თითო თანამოფი ცარზე. 3) თანამოფიცართაგან მეათედს, რაოდენსაც იგინი აიღებდნენ ფიცისას. და 4) საურის მოგროვებაზე, თითო ოჯახიდგან, რომელი აძლევდა ამ ხარჯსა, ცამეტ ფარას ამ უკანასკნელის შემოსავალიდგან ბაქოელი უხუცესი ნახევარს მისცემდა ბოქოულებს, რომელნიცა განიყოფდნენ ერთმანეთში. ამის გარდა გლეხთაგან სარგებლობდნენ საგძლით და ომში საშოვრის ნაწილით.

სასჯელის შემსრულებლად დანიშნებოდა ერთი მეფის მცუელთგანი; იარაღად ჰქონდა გახურებულ ცული, დასასჯელ ადგილად იყო დანიშნული სასასახლო, მინდორი, სადაც ამ გუარ შემხვევაში შეიყვარებოდა მრავლი ხალხი. აქ ცაცხვების სიახლოვეს უკანსკნელ დროებამდისინ. იყო დიდი ქუაბი, რომელშიც ჩასუამდნენ დამნაშავესა, ზედ წააყრიდნენ კირსა და დასხამდნენ წყალსა. ეხლანდელ ძუელს ხიდთან იყო ოთხი ხის სუსტი, ამ ოთხს სუსტ შუა დასწუავდნენ ხროვა შეშაზე ტყვის გამსყიდველებსა და ქურდებსა.

სოლომან მეფე იყო შემბრალებელი კაცი და ზოგიერთს დასასჯელად შენიშნულს განათავისუფლებდა ხოლმე სასჯელისაგან, ხან და ხან მსაჯულთაგან გამტყუნებულთა მისცემდა განსაცდელისა. ამ გუარად ერთხელ ერთი, აზნაურიშვილი დანდასასჯელად შენიშნული ქურდობისათვის, და ჰსთხოვა შეწყნარება ოდესაც მიჰყავდათ დასასჯელად — „ხელმწიფეო, შესძახა მან, ღმერთსა ვფიცავ, რომ მე არავარ დამნაშავე, ბოროტთა კაცთა დამაბეზღეს. იმათ შეშურდათ ჩემი სიმდიდრე როა მაქვს ყოველს ხორბალი და ღომი, ღვინო და ხორცი და მათ ჩემი სიმდიდრე მიასწერეს ქურდობასა“. მეფემ ბძანა დაყენება სასჯელის აღსრულებისა და მიცემა განსცდელსა, რომელიც იქავე შეასრულეს. აზნაურიშვილი ჯერეთ მომჭინედ და დიდხანს ლოცულობდა, მას შემდგომ მიიყუანეს ცეცხლთან, დააფარეს ხელის გულზე ცხრა კეცი ქაღალდი და დასდვეს ზედ გახურებული რკინა. პირველად შეკრთა, შემდგომ გადადგა სამი ნაბიჯი და გადააგდო რკინა. გახურებელმა რკინამ დაწვა რუა კეცი ქადალდი, მეცხრე მხოლოდ გაშავდა. დაიხრუკა და ხელი დარჩა უვნებელი. ამ შემთხვევამ აღვიფრა ხალხი და უფრო დაარწმუნა მასზე, რომე ამ გური ავაზაკების გამოცდილება არის შეუცდომელი. ხშრად მეფესთან სჩიოდნენ სამოქალაქო საქმის გარდაწყვეტილებაზე. მეფის ნებით იყო მიღება და უარის თქმა; და ოდესც მიიღებდა საჩივარსა, მაშინ დაიბარებდა მდივანბეგებსა და თუ ვერ შეიქნებოდა კმაყოფილი მათის განმარტებისა, განრისხებით დახევდა განაჩენსა და შეადგენინებდა მასვე ჟამს ხელახლად; და თუ შეიქნებოდა თანახმა მათის გარდაწყვეტილებისა, ხან და ხან დაასმევინებდა ბეჭედსა — და მაშინ განაჩენი იგი მიიღებდა ძალასა გითარცა მეფის სიგელი.

ამ გუარად, განჩინდებოდა ყოველი საქმე მსწრაფლად და სამსჯავროში არა რჩებოდა კუალი გარდაუწყვეტელის საქმისა. ზოგიერთის მდივანბეგს შეეძლო ახალწლისთვის მიეცა ჩინებული ანგარიში. რასაკვირველია ძალიან კარგია, მაგრამ აქ იბადება უენებურად ჰაზრი კითხვისა — კანონიერად და ჭეშმარიტის სამართლით თავდებოდა საქმე? ეს კი ფრიად საეჭვოა საეჭვოა პირველად ამისათვს, რომე დაფიცების ნება, რომელიც იყო კანონის საფუძველი ყოველს განაჩენში, ეძლეოდა ისრეთს მოწმებსა, რომელთაცა არ იცოდნენ სიმართლე და სიმტყუნე საჩივარისა და ერწმუნებოდნენ მარტო იმის სიტყუასა ვის სასარგებლოთაც ფიცულობდნენ და რომელსაც შეეძლო გარდაეხადა მას სამაგიერო, ანუ ფულით ანუ სხვითა რითამე, მეორე, ამისათვის, რომე სოლომან მეფე ბოლოს დროს, როგორადაც ზემოთ აღვსწერეთ, იყო სრულიად ზოგიერთთა წარჩინებულთა თავადთა ხელსა შინა, რომელნიცა ცბიერებით ეჩვენებოდნენ მეფესა, ვითარცა მართლმსაჯულნი მიმთვისებულნი სახელმწიფოისა და საზოგადო ქონებისა, იგინი თათქმის ყველას ხელმწიფეს ან სამსახურში მყოფთა ათამაშებდნენ თავიანთ დაკრულს სტვირზე და აწუხებდნენ საწყალ მებატონებსა და ხელმწიფის კარზე მსახურნი და მებატონენი აწუხებდნენ და აუხრებდნენ უბედურ გლეხკაცებსა. ამ გუარის მმართებლობით, თუმცა მსწოაფლად ირჩეოდა საჩივარი მდივანბეგებისა და მოურავების მიერ, მაგრამ იმერეთი. უწინდელს დროში, როგოცა სჩანს მათგან ნაწარმოების საქმიდგან იყო არეული, შეწუხებული და შესაბრალისი, და გუარის მმართებლობის განგრძობა ჰსურდა მარტო იმას, ვისაც უნდოდა სარგებლობა ანგარებითა და ვისც უყვარდა მღურიე წყალში თევზის დაჭერა.

ახლა განვიხილოთ, იმერეთში ვითარი სამხედრო გამგებლობა იყო.

ვახტანგ მეფის მატიანედგან და ვახუშტის აღწერიდგან ჩანს, რომე იმერეთის მეფეებსა წარჩინებულს დროში, ოდესაც ჯერ განუყოფელნი იყუნენ ქართლი და იმერეთი, ჰყვანდა გაწყობილი ლაშქარი და დავით აღმაშენებელს ჰყუანდა მარადის ჯამაგირით სამოცი ათასი იარაღიანი კაცი. ხოლო განყოფისა დროსა სახელმწიფოისა ალექსანდრეს ძეთა შორის მეთხუთმეტე საუკუნოში, იმერეთის მოუძლურების დროს არა ჰუანდათ წყობილი ჯარი. მათ მაგივრად იყუნენ აზნარუნი და მსახურნი და ყოველს ჟამს უნდა ყოფილიყვნენ მზათ ომში წასასვლელად.

ამას გარდა, მათ ეყენათ ყარაული ციხეებში, გზებზე და ტყეებში, რომელიც იყო წაიჩინებული სიმაგრე იმერეთისა. პირველი ხარისხის ციხეები იყვნენ შემდგომნი ქუთაისისა, შორაპნისა, ბაღდადისა და ცუცხუატისა, და რადგანაც ამ ციხეებში გამაგრდებოდნენ ხოლმე ოსმალოთა გუშაგნი ამისათვის მეფე სოლომანმა გამორეკა ციხეებიდგან ოსმალნი რუსის ჯარის თანაშემწეობით და დააქცია ის ციხეები, რომ მეორეთ ოსმალთ აღარ შესძლებოდათ იქ გამაგრება. რიცხვი და მდგომარეობა დანაშთენის ციხეებისა, სოლომან მეფის დროს, იყო. შემდგომი:

1) კვარას ციხე, რომელშიც იყო სამი ზარბაზანი, ორი ყუმბარის სსროლი და ოთხი ციხის თოფი.

2) მინდა — ერთი სარასინი, ერთი ზამბურაგი და სამი ციხის თოფი.

3) ჭყვიში –– აი ზარბაზანი, ორი ზამბურაკი და ხუთი ჯაზაირი.

4) მუხური — ერთი ყუმბარის სასროლი, ოთხი ზარბაზანი, სამი ზამბურაკი და სამი ციხის თოფი.

5) ჩხერი — სამი ზარბაზანი, სამი ზამბურავი და ათი ციხის თოფი.

6) ჭიდროთი — ხუთი ციხის თოფი, და

7) ვარციხე

მებატონის ციხენი

1) საპაიჭაო, თავ. ჩიჯავაძისა, ორის ზარბაზნით, და სამი ზამბურავით და რუა ციხის თოფით

2) პატარა, ერთის ზარბაზნით.

3) ნაგორევი, ორის ზარბაზნით და ექუსი ციხის თოფით.

4) ხოტევი, ორის ზარბაზნით, ციხის თოფით და ექუსი ციხის თოფით.

ეს სამი ციხე ეკუთვნოდა თავ. წულუკიძეებს.

5) ონი, ერთის ზარბაზნით.

6) მოდანახე, ექუსი ზარბაზნით, ორი ზამბურაკით და ორის ციხის თოფით

ეს ორი ციხე იყო საკუთრება თავ. წერეთლებისა.

7) მოჩანციხე, თავ. ერისთავისა, ერთის ზარბაზნითა და ხუთი კედლის თოფითა.

8) სადმელა, თ. იაშულებისა, სამის ზარბაზნითა და ათი ციხის თოფით

9) ტკაჩირი, თავ. აგიაშვილებისა, სამის ზარბაზნით და ორის ზამბურაკით.

10) სვერი, თავ. ერისთავისა, ერთის ზარბაზნით.

13) ტოლა, თავ. გელოვანისა, ერთის ზარბაზნით და ცხრა ციხის თოფით.

12) ხონჩქარი, თავ. ყიფიანებისა, სამი კედლის თოფით.

მებატონის ციხენი იყუნენ სრულს განკარგულებასა ქუეშე მისთა მებატონეთა და მეფის ციხენი განსაკუთრებით დანიშნულთა მოურავთა ანუ სამხედროთა მთავართა განმგებლობასა ქუეშე. ეს მოურავი მოვალე იყო, ყოვლის ღონისძიებით დაეცვა ციხე მტერთაგან, მისს ხელქუეშ იყვნენ ციხეში მყოფნი გუშაგნი და იღებდა ჯამაგირსა გარეშემო მდებარე სოფლებთაგან, რომელთაც ამის გარდა ედუათ საციხო ხარჯი ესე იკრიფეოდა საზდოდ ციხეში მყოფთა გუშაგთათვის. ყველა მოურავების უფროსი იყო ცახის თავი. ეს თანამდებობა იმერეთში. უწინ იყო უპირველესი, სახლთუხუცესზედაც უმაღლესი და ეკუთნოდათ თავ. ჩიჯავაძეების საგუარეულოსა. ხოლო ოდესაც დიდმა სოლომონ მეფემ დააქცია ზემო-ხსენებული ოთხი ციხე, მაშინ ხარისხი ხევის თავისა თითქმის აღმოიფხრა და აღმოჩდნენ უპირველესნი მხედართ მთავარნი ე.ი. სარდალნი სოლომან მეფის დროს იყვნენ სამნი სარდალნი; ეგროსი მას შორის, თავ. ქაიხოსრო წერეთელი, რომელსცა თვისსა უსაშუალო განმგებლობასა ქვეშე ჰგვანდა არი ეხლანდელის შორაპნისა და რაჭის მაზრისა. და ოდესაც შეიკრიფებოდა ჯარი სხუა მაზრებისაცა ერთად, მაშინ ის განმგებლობდა ყველა ჯარსა ზედა. იმასა ჰქონდა ორი ბაირაღი ერთი მწვანე აბრეშუმის ფარჩისა წმინდა გიორგის ხატით, მეორე წითელი ადგილიანი ფარჩა და ზედ გამოხატული ჯვარცმა იესო ქრისტესი. ოკრიბის სარდლად იყო თავ. აგიევი, რომელსაც ჩაბარდა. აბაშიძის შემდგომ ციხეები და იყო ციხის თავადაცა. ბაირაღი ჰქონდა თეთრი ჩალისფერი განდიდურისა, ზედ გამოსახული ჯვარი, აგრეთვე მთვარე და მზე, მიბმული აბრეშუმის ზონრებით, ორის ქანჩით ბაირაღის ტარზე. ჯარი ვაკისა ანუ ქვემო იმერეთისა ებარა ქუთაისის მოურავს, თავ. სვიმონ წულუკიძეს, რომელსაცა ჰქონდა აგრეთვე თავისი ბაირაღი. ომიანობის დროს სარდლები გადმოჰკიდებდნენ ციხეებს ბაირაღებსა და მცირეს ხანშიი მთელს იმერეთში შეიქნებოდა ალიაქოთი, ბეკის კურა, რომელიც იყო ეკკლესიაში ხალხის შესაგროვებლად. ბუკები გააძევეს იმერეთში ანღვრევის დროს 1820-სა წელში. ბუკის კურს გამო ცხენოსანი თავადნი და აზნაურნი, ქვეითნი მსახურნი, წინათვე დანიშნული საომრად; საიდლების, ბაირაღსა ქუეშე მდგომელნი სჩქაროდ განემგზავრებოდნენ სადაც საჭიროება ითხოვდა, და დანშენნი გლეხნი განემზადებოდნენ ციხის, ხეობის და მთის დარაჯად; ამის გარდა მარქაფად დასტოვებდნენ ჯარსა, რომ საჭიროების დროსა იგინნიცა მოურავების განკარგულებით მიეშველებოდნენ საცა საჭირო იყო, საგძალი რამდენსამე დღისა ჰქონდათ ყუელას თანა და ამ საჭიროებისათვის ყოველს ჯარის ნაწილში ჰყუანდათ საპალნის ცხენები. სხუა გუარ შემთხვევაში ოდესაც დარჩებოდნენ საომრად დიდხანს, მაშინ საგზალს მოაგროებდნენ გარეშემო მდებარე სოფელში, უთანასწოროდ ვინც შეხვდებოდათ. რიგი და დამჯერობა ჯარის კაცთა შორის არ იყო. მთელის ერთს სამაზრო ხალხსა ჰყვანდა ერთი მოურავი, რომელსაც არ შეეძლო ყველა დაერიგებინა და ამის მიზეზით ხშირად მოხდებოდა ხოლმე ურიგობა დ მძლავრობა. ვინც მოერიდებოდა სამსახურსა, მას შესარცხუენლად ყაბალახის მაგივრად დახურამდნენ ლეჩაქსა; ვინც ახირებით უარ ჰყოფდა ომში წასვლისა, მას მეფე ჩამოართმევდა ყმასა, რომელიც იმისას ეძლეოდა აზნაურშვილსა, რომე მათის თანაშემწეობით შესძლებოდა ომში წასვლა. ნიშანი წარჩინებულებისა, დაწესებული იმერეთში არა იყო რა და თუ თვისის ერთგულობით ანუ განსხუებული გამარჯვებით შეიქნებოდა ვინმე ღირსი ჯილდოს, მაშინ მეფე თავსის მიხედულობით მისცემდა საჩუქრად თოფსა, ხმალსა ტანისამოსსა, ცხენსა, სოფელსა, ან დაიახლოვებდა თვისთან და მას შემდგომ უბოძებდა სასარგებლო თანამდებობასა მაგიამ იგინი ომში საშოვრისთვის უფრო მიდიოდნენ, და ამის მიზეზით მოსამზღურე ხალხი სამეგრელოისა, გურიისა და იმერეთსა იყვნენ აკლებულნი მტრისა და თვისის საკუთარი ჯარისგან, რომელნიცა ართმევდნენ ყოველს ფერს, რასაცკი შენიშნავდნენ.

მეფე ვახტანგის კანონში დავლზე არის დაწერილი რამდენიმე მუხლი, მაგალ: 1) საშოვარი ოქრო, ოფისი თვალი ოქროს ქსოვილი ფარჩა ეკუთვნის მეფეს, ვერცხლი და მარგალიტი ომში დამსწრე თავადისშვილსა და დანაშთენი ნივთი მშოვნელსა. 2) თუ თავადი, თავის ჯარით იშოვნიდა დავლასა ომში, ერთი ნაწილი უნდა მიერთმია მეფისათვის და ორი წილი გაყოთ ერთმანეთში და 3) თუ ვინმე ომში დაიჭერდა ტყუესა, დამჭერისა იყო ყოველი ქონება ტყუსა და ტყუე უნდა წარედგინა მეფესთან. ამ წესს აღასულებდნენ ძალიან ცუდად: არც ოქროს, არც ტყუეს მეფეს არ აძლევდნენ, ხოლო სარდალი აიღებდა დავლის ნაწილსა, თუ რომ დავლა იყო მთელი ჯარის ნაშოვნი და ჯერ ჯარი არ დაშლილიყო და არ გადაეცათ ერთი ერთმანეთში.

ოდესაც მეფე დაესწრებოდა ხოლმე ომში, მაშინ ბევრჯელ შეხვდებოდა ხოლმე კარგი საშოვარი ვსთქუათ მაგალითად. იმერეთის მეფენი ჩადიდოდნენ ზუგდიდში და მაშინ ყოველი ქონება დადიანებისა შეიქნებოდა იმერეთის მეფის სხაზინოდ. მეფე სოლომან მეორე, რამდენჯერმე შევბრძოლა მეგრელებს: სხუათა შორის, 1794-სა წელსა, — სოლომან მეფემ დაამარცხა თ. დადიანი და დიდხანს იყო იმ ადგილს გარ-შემორტყმული თავის ჯარითა, სადაც ბიძა მისი დავით იყო გამაგრებული. მეფე სოლომანს ჰყუანდა ხუთი ათასი კაცი, რამდენიმე ზარბაზანით, ურმებზე. გამაგრებულ ადგილის მახლობლად დასცეს ოსმალური კარავი მეფისათის, თავადებმა ააშენეს თავიანთვის ფანჩატურები. სხუა ჯარის კაცნი დადგნენ კლდეებში და ხეებს ქუეშე. სოფელს ძვერს მცხოვრებელთა, რომელნიცა შთამამავლობით იქვნენ აღმსრულებელნი ინჟინერელისა საქმისა, იწყეს კეთება ნაღმისა ადგილსა ქუეშე, სადაც იყუნენ გამაგრებულნი მტერნი, საჩქაროდ გააწყეს ზარბაზნის დასადგმელი თვლები, თოფის მსროლელთანვის მოთხარეს თხრილი, და მას შემდგომ ყუმბარის სროლა იყო რამდენიმე დღე ერთი ერთ-მანეზე. რადგანაც სიმაგრე ჰქონდათ მიუდგომელი, ამისთვის მეფე დაბრუნდა გაუმაჯვებელი, გარნა დიდის დავლით და ტყვეთ. შერიგების შემდგომ, თითქმის ყოველთვის ან ტყუებს შესცულიდნენ, ან დაახსნევინებდნენ ფულით. ხოლო მეგრელნი, მომატებულად სყიდნენ ოსმალებში.

მშვიდობიანობის დროს, ჯარს დაითხოვდნენ თავ-თავის სახლებში, ხელ-ახლა შეგროვებამდისინ, ამას გარდა სამარადისო სამსახურში დარჩებოდნენ ციხისა და მეფის გუშაგინი, მეციხოვნენი და ქეშიკნი. მეფის გუშაგობა ედუათ ბანოჯოში მცხოვრებელთა, რომელნიცა იყუნენ ქეშიგა უხუცესთა გამგებლობასა ქუეშე. ქეშიკთ-უხუცესთა იყუნენ, რიგით, სამნი ძმანი თავ. აგიაშვილები. მათ ჰქონდათ საზდოდ: 1) დავლის ნაწილი, რომელსაც მეფე უბოძებდა ვისმე. 2) მეფისაგან დატუსაღებული კაცის ცხენი და იარაღი იყო მათი. და 3) საბორკილო, ე. ი. და ვისაც ტუსაღობითგან განთავისუფლებდნენ. ქეშიკნი იყუნენ მცულნი მეფის კარისა, სამი მათგანი ყოველს ჟამს იყვნენ მეფესთან გატენილი თოფებით. ღამე იდგნენ მეფის საწოლ ოთასში და იახლებოდნენ მეფეს ყოველგან. დედოფლის ოთახშიაც, აქ დადგებოდნენ იმ ოთახის კარებში, სადაც მეფე და დედოფალი მუსაიფობდნენ. ამათ გარდა მეფის სასახლეში იყვნენსი ასო კაცი შეიარაღებულნი თავად აზნაურნი, უსაშუალო განმგებლობასა ქუეშე ბოქაული უხუცესისა, რომელიც შეაგროვებდა და რიგით გამოსცვლიდა გუშაგობიდგან. ეს იყო ცხენოსანი მხედრობა (Конная гвардия) რომელნიცა განუშორებლივ იახლებოდნენ მეფესა მგზავრობაში და ომში. ჩაცმა დახურუა ჰქონდა ისეთი, როგორც სხუათა იმერელთა. ისევ ის ჩოხა, ქუდი გრძელ ბოჭკოიანი, იგივე საჭურველი, ხოლო ჩოხაზე ჩამოიკიდებდნენ ვერცხლის ძეწკვებით სხუა და სხუა მოსახმარის იარაღისას: სასწრაფოს, საპირისწამლეს და სხუათა. ახლანდელი ხლმის მაგიერად ჰქონდა — ლეკური. ამ ნაირად შემოსილი მხედარი კარგს ცხენზე მჯდომი, კარგი შესახედავი იყო. ხოლო წარჩინებული ღირსება იმერლებისა, რასაკრველია, არ იყო იარაღის ხმარება, არცა მდიდრული ჩაცმა-დახურვა, არც სიმარდე, გარნა პირადი გულადობა, რომელსაც იგინი ამტკიცებდნენ რამდენსამე საუკუნეს. რამდენჯერ განათავისუფლეს იმერეთი ოსმალთა მფლობელობისაგან, და რომელიცა აგრე ბრწყინვალეთ განამართლეს უკანასკნელ ოსმალების ბრძოლაში. ამ გვარ საქმეში იმერელთ დაედარებიან მხოლოდ გურიელნი.

მ. ყიფიანი.

1859-სა. წელს 5-ს ფებერგალსა ტფილისის ქალქი

11 კიტრების დამარილება

▲ზევით დაბრუნება


კიტრების დამარილება

უმთავრესი საშვალობა კიტრის დამარილებისა, რომ დაიცვან რამდენიც შესაძლებელია გემოვნება, არ მოლბნენ და არ წასდნენ, შეგვიძლიანთ მივსწუდეთ, შემდგომის ღონის ძიებით: კიტრები უნდა მოიკრიფნენ მშრალს და მზიანს დღეს უმწუკონი, ამასთანვე არ უნდა იყვნენ გაყვითლებულნი; შემდგომ უნდა გაირეცხოს ცივს წყალში, გაიწმინდოს მშრალად და გაიშინჯოს სიფრთხილით, რომ არ იყვეს დარჩომილი მათზედ სისველე, რომლისაგანაც ეძლევა უსიასიამოვნო გემო.

გაწმენდილი ამ გუარად კიტრები, უნდა ჩაიწყოს კარგა გამორეცხილ ბოჭკებში, შემდგომის სახით: ბოჭკის პირში პირველად უნდა ჩაიწყოს მუხის ფოთოლი, კამა და აგრეთვე რამდენიმე ნაჭერი ხრენისი; შემდგომ უნდა ჩაიწყოს რიგ რიგათ კიტრები მაგრად, ახლა, ერთიერთმანეთზედ და მოეყაროს თანასწორ შაბი; ზემოდამ კიდევ წყობა ფოთლებთა იმავე მოყრილებითა, და ისე განაგრძელოთ მინამდისინ არ აიმსება ბოჭკა თავამდინა, მერე უნდა დაესხას ზემოდამ შემდგომის სახით მარილ-წყალი: ოცის ლიტრა წყლისათვის უნდა აიღებდეთ ორს გირვანქა მარილსა და მოადუღებდეთ ერთათ, და იხდებოდეს ქაფი, ვიდრე სრულებით მარილი არ დადნებოდეს, შემდეგ უნდა დაემატოს ერთი კარგი ბოთლი ცხარე ძმარი, აირიოს კარგათ ერთათ და დაესხას ამ გვარად ცხელი მარილ-წყალი, ჩადებულს კიტრებს, ასე რომ სრულებით დაიფარონ ამ შეზავებულის მარილ-წყლითა, დახუროთ მაგრად ბოჭკას და დაიდგას ცივს ალაგს.

რადგან კიტრები შეიხუამენ თვით მარილ წყალსა და იმის გულისათვის, ერთის კვირის გასვლამდეს, უნდა დღე გამოშვებით გაიშინჯებოდეს და ემატებოდეს მარილ წყალი, მანამდისინ ბოჭკა, სუყოველთვის სავსედ არის დაშთეს; მაგრა დაიხუროს პირი, გაიფისოს ბოჭკა, და სრულიადის განშორებისათვის გარეშე ჰაერისაგან, თოკზედ მიბმული უნდა ჩაიკიდებოდეს ჭაში ანუ დაგუბებულს წყალში.

ამასთანავე უნდა ესეცა ვსთქუათ, რომ კარგად დაცვისათს კიტრებისა, ბოჭკები უნდა იყუნენ პატარები, ასე, რომ დანაკლებული ბოჭკა ჩქარა დაიხარჯოს; ამისათვის რომ, შეხებისაგამო გარეგანის ჰაერისა კიტრები ჭკნდებიან და ჰკარგვენ თავიანთს გემოს. შეზავებელი ამ გუარად კიტრები შენახულ იქნებიან, მეორეს ახლის მოსვლამდეს და არიან ჩინებულის გემოვნებისანი.

12 მსწავლელი მცნობელობა

▲ზევით დაბრუნება


მსწავლელი მცნობელობა

უ. ფოეველლმა მოიპოვა ახალი ღონისძიება — არტეზიანის ჭის ამოთხრისათვის, რომელსაც აქუს უსაცილო უაღრესობა ვიდრე უწინდელსა. უ. ფოეველლი — გაბმულის რკინის კეტების მაგივრად ხმარობს, ცარიელს კეტს ანუ ლულებს ბურღით მოჭრილებს ერთიერთმანეთზე. ძირს, ლულის წვერზედ დამაგრებულია ციბრუტი, მქონე სიგანისა რამდენიმე მეტით, ლულის სიგანეზედ, ასე, რომ ამოთხრის დროს ლულების და ამოთხრილ მიწის კედლების შუა რჩება ხალვათი ადგილი (სივრცე და ფართოება.)

იმ დროს, როდესაც იწყობენ მოქმედებასა ციბრუტით, ლულებში უშვებენ მოჭირებით წყლის საქანელითა, საკმაოდ რაოდენობას წყლისასა, რომელიცა ჰპოულობს ხალვათსა ადგილსა, გარეშემო გარეგანის ცარიელის კედლების ლულებით, შიმრთება მაღლა და მიიზიდავს თვისთან ნაწილთა მიწისასა, თანა შემოზომილად მისსა როგორც იგინი გროვდებიან მოთხრილის მიწისაგან.

მაშასადამე ეს ღონისძიება იხსნის მუშაკთა თხრილის ამოწმენდისაგან და სხუა და სხუა მიწის ნაწილისაგან.

შეერთებით, უწინდელის ღონისძიებასთან, წარმოგვიდგენს დიდს მოგებასა დროებისასა საჭიროს მუშაობის დროს.

მაგალითებრ: პერპინიაში, მუშები ჰსთრიდნენ ორს არტეზიანის ჭებსა, ერთს ნაირს ნიადაგის მიწაზედ, ერთი უწინდელის და მეორენი ახლის ღონის ძიებით, პირული არ იყო. თითქმის გათავებული თერთმეტის თვის უკან მუშაობითა, როდესაც უკანასკნელი იყო გათავებელი ორის კვირის შემდეგ.

ორთაგე ამ ჯჭებსა ჰქონდა სიღრმე 170 მეტრი.

ო. პლ. ციციანოვი.

13 გარკვევა

▲ზევით დაბრუნება


გარკვევა

უფალს რედაკტორს კერესელიძეს.

თქუენს განცხადებას მოუძღუენ მადლობის შესხმა, და სამუწუხაროდ ესკი მაქუს გვიან შევხვდი უფალი არდაზიანის კრიტიკას, რომელთა მოსმენამ გაიტაცა ჩემი გრძნობა და მილტო ყურდღებაი. უფალი არდაზიანი ჰყვედრის უსწავლელ ჭირსა შინა განცვიფრებულთ ლექსების მთხზველთ. უსაზღროება შესაზარავი უსაგნოთ ლექსებში არ იქნება, რამთენის ნივთისაგანაც ჩუენ ვართ შექმნილნი იმისივე ძალა განჰყოფს ჩუენ შორის სხუა და სხუა ტალანტებად და ბუნებას თვისას. გრძნობით და ნიჭიერებით, მაგალითებრ: ზოგთ აქუსთ ტალანტი ლექსთა წყობისა, სხუათა პროზისა და ვიეთთამე ენამჭვლობისა, ამისათვის რად უკრძალვენ საზოგადოთ, არ ეყოთ. ის ცხოვრება, როდესაც დასწერდნენ ზოგნი ლექსს, ზოგნი პროზას და შემდგომ წაკითხვისა მშუენიერისა თხზულებისასა, ჩააგდებნნენ ცეცხლში, და მაშ რა უნდა ექნათ? რის ძალითა, როდესაც თავიანთის საცხოვრებელის შენახვაც არ შეეძლოთ დროებისაგამო. ჩუენი საქართველო რამთენის ხელით არის მოოხრებული და რამთენი უბრალო სისხლი ჰშთაქცეულა, რომელიც ის მოგონება ჰღრღნის გულს და აშფოთებენ სულსა. საქართველოს ისტორიით ვიცით, რამნდენი უბედურებანი ყოფილამ ქართველთა შორის, და ოდესმე საქართველოშიაც ყოფილა ლაპარაკი აღნთებული, მაგრამ ნუთუ მეფენი ჩუენნი არ იყვნენ კეთილნი და არა ჰქონდათ სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და ხელოვნება, გარნა დროთა ცვლილებამ და უთანხმო ჩარხებმა მოსწყვიტნა ის ცხოვრების წყარო.

თუმცა იმათნი მამანი არიგებდნენ შვილთა თვისთა ამ სიტყვებით, დასტკბი ყოვლისა სულისადმი გარნა ნუ ყოვლისა გრწამნ, მოელოდდე განმზადებული საწუხარისა შემთხვევასა, მაგრამ იცოდე იგი მალე წარხდების, მარავალსა ჰპოვებ მიზეზსა რიცხვისასა; გარნა გაუფრთხილდი აჩქარებასა გულისასა, იქმოდე ყოველსა თვისთა დროთა, გარნა გვიან და განსჯით კეთილი ესე რჩევა მტერმა და სიმუხთლემ მოსწყვიტნა.

ღმერთო ჭეშმარიტო. შენდა მიმოვაქცევ თხოვასა ჩემსა, სადაცა არ არიან ამ სოფლის ამბოხებანი, განუსვენე მათ, სადაცა სეროფიმნი და სერაფიმნი ხარობენ რომლის მოწყალებითაც მივახწივეთ კიდევ ამ დღემდის.

ახლა თუ კვალად განშვენდება რითამე ნგრეული ნაშთი და ხელ მეორეთ აბჟუტდა ლაპარაკი, მოითმინეთ განძლიერდეს, მთავრობის მფარველობით და რედაქციის მეცადიენობის შემწეობით, ბრმამაც და თვალ ხილულმაც გაიაროს ბრძენმაც და სულელმაც, მაშინ დაედება უნამეტნავესი ფასი, თუ ერთი არ წაწყმდა მეორე ვითღა სცხონდება! აბა ეხლა ზოგნი შურისძიებით, ზოგნი კრიტიკის ყვედრებით, მოუწამლავენ აზრსა და მოჰსწყდების ეს ცისკარი, არამც თუ გავრცელდეს. ჯერ მცირე წლოვანებით არ აჰყვავებულა, მზის სიცხოველეს არ შეუშვრია და იგი უნდა გარდაიქცეს მტვრად, მაშინ ვინ დარჩება ბრალ ქუეშ?

საქართელოს ხალხნი არიან ბუნებით ზნეობით სრულნი და მხოლოდ ვიცით ერთი ანბანი უნამეტნავესად ქალთა, ჰსხუა ჰსწავლა არა ენისა არა იყორა ჩუენში და უცოდინელთ არს მოსთხოვენ ანკი სხუას ევროპიულ წესს, რაც იციან ისა ჰკითხონ. სად ყოფილა გემნაზიები, ლიცეები, უნივერსიტეტები და აკადემიები, კაცნიც იშვიათად არიან გაზდილნი და ქალებთათვის ხომ პირველი და ბედნიერება იქნებოდა საქართველოს საზოგადოებისათვის, რომ სხუა და სხუას ენების ცნობით სრულნი ჰყოფილიყვნენ, გარნა მიზეზსს თვითვე ჰსწერთ და რა გაეწყობა ძლევა მოსიულთ. ჩუენი საღმრთო წერილის ჰსწავლა არ არის როგორც ფიქრობენ გონების დამაბნელებელი, მაშ სხუა ქუეყნებში არ არის საღმრთო წერილები? არ უნდა გვ ესმოდეს ვინ შექმნა კაცი, ვინ იცნო ღმერთი, ვინ მოგვცა მცნება, ჰსჯული ვისგან დაეწესა, რას ნიშნავს ქრისტიანობა, ვინ გამოიყვანა პირუელ მეფედ და მოანიჭა გვირგვინი? რით იციან ესენი თუ არ საღმრთო წერილებით, და თუ ეს არ იცის კაცმა, რათა ექმნება მღუთის სიყვარული, მცნების დამარხუა და პატივის ცემა. ის იქნება მაშინ ყინულის კაცი, ანუ არ მოითხოვს საჭიროება რომ ვიცოდეთ, ისტორიულნი ცხოვრებანი, პირველნი და შემდგომნი, ვინ იყვნენ საკვირველთ მომქმენდნი, ვისგან გამოიცადნენ, ვისგან განმშვენიერდნენ და შემოვიდნენ ნათელში? ნუთუ მხოლოდ საქართველოს ისტორია საჭირო და სხვაკი არა. ჩუენ უნდა გვქონდეს იმედი, რომ თუ მეცადინენი ვიქნებით ცხოველი სული არც ჩუენ დაგვიტყვებს სულისამებრ.

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისა.

1859 წელსა.

25-ს დეკემბერს.

ს. გრემი

14 სხუა და სხუა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


ქუთაისის იარმუკა

მართებლობამ ინება ჩუენ ქალაქში იარმურკის დანიშვნა იმ აზრით, რომ სუყველა ადგილებიდგან გენერალ-გუბერნატორსტვოში, მოიტანონ ადგილობრივი სავაჭროები, აქ გაყიდონ და იყიდონ სხუა. ამ იარმუკას უწოდეს კონსტანტინე მიხაილის სახელი.

საზოგადოდ იმერეთსა აქუს სასარგებლო მდებიარობა. მხოლოდ გზები აკლია. იმისი სასარგებლო მდებიარება არის: ზღვის მახლობლობა, მიწის მდიდარი მცენარება აქ არის, მაგალითად, ბზა, კაკალი, წაბლი დ სხუა სასარგებლო ხეები, რომელნიც სხუაგან იშვიათათ იპოვებიან, არის ბანბა და ბრეშუმი, რომლისაც ეხლა გენერალ- გუბერნატარისტვოში ხუთი მტი ფაბრიკა დაფუძნდა. ღვინოზედაც ვერავინ იჩივლებს; ოჯალეში, ცოლიკოური და საჯავახური ვერ ჩამოუა კახურს, ვერც სიმრავლით და გერც სიკეთით —

ლა-სა ოკტომბერს, როდესაც ჩავიდა მზე, ქუთაისის ქუჩებში შეიქნა ჩოჩქოლი დ გრიალი პოვოსკებისა და ურმებისა. ეს მოასწავებდა, რომ ქალაქიდგან გადაჰქონდათ სავაჭრო იარმუკაში.

საღამო იყო მშვენიერი, მაგრამ ერთბაშათ მოიღრუბლა და წამოვიდა მსხვილი წვიმა, რომელიც მთელი ღამე შეუწყვეტლად ასხამდა. ამისთანა წვიმა ცხელ ქუეყნებში იცის ზღვის პირათ. ქუჩებსკი არა შეეტყორა, რადგანც შოსსეთი არიან მოჰიკირწყლულნი. სახლები ვერ გადარჩნენ წვიმის ჩამოუსვლელობას, რიონი აღარ იცნობოდა ისრე მოდიდდა დ აიმღვრა! იმ მდინარეზედ სჩანდნენ პატარ პატარა ნარუის ანუ კარჩების კუნძულები,რომელნიც რიონს მოჰქონდა მთელი დღე. ხალოხი დიდად შეწუხდა რადგანც დღესასწაულს მოელოდა.

400 დუქანი არის დაფუძნებული რიონის კუნძულზედ, რომელსაც ბალახოვანს ეძახიან ერთის მხარეზედ მომდინარეობს რიონი და მეორეზედ რუ. აღმოსავლეთით ამპარტავნად აღზდგებიან ახალციხის და გურიის შავათ ტყეებით დაბურულნი და აწინდელის დროს ადგილ ადგილ დათოვლილნი მთები; დასავლეთით მოჩანს დაბალი, მაგრამ თვალთათვის მშვენიერი მთა, რომელზედაც იყო უწინდელი ქუთაისი და სადაც დღესაცა დგას ამოტენა ეკკლესიის ნამგგრევები, აშენებული მეფე ბაგრატ მეოთხისაგან. ჩრდილოეთით ჩანს ნაწილი ქალაქისა და გაიშლება დიდი მშვენიერი გეგუთის მინდორი, რომელიც აქამომდე შეიცავს, როგორათაც ფიქრობენ თამარდედოფლის ძველს სასახლეს, ციხე დარბაზათ წოდებულს. სამხრეთით არიან პატარა იმერული ხის სახლები ბაღებში და სხუა და სხუა რუსების ბოსტნები. გზა, რო მელიც აქ მოდის ქალაქითგან გამოივლის სლაბოტკაზედ და სწორედ მოაგონებს კაცს რუსის სტანციას. დუქნები იარმუკაში არიან დაყოფილნი შარებათ: შუაში ხან უკრავს რუსული მუზიკა დ ხან ზურნა საქართულოდგან მოსული.

ადგილობრივ სავაჭრო თითქმის არაიყორა, რადგანც ხალხმა გერ მოასწრო მოტანა, იმ მიზეზით რომ გვიან შეიტყეს იარმუკის, დაფუძნება, სხუა და სხუა ალაგებიდგან მოვიდნენ, სახელდობრივ: ორი ახალციხელი, რომელთაც მოიტანეს ნაკერები და ვერცხლეული ნივთები, ყოველთ იციან საქართველოში, რა გუარი ანუ რა ღირსების ნივთები კეთდება ახალციხეს, მხოლოდ ახალციხეს, აქ მოვიდნენ ეგრევე ორნი ანუ სამნი გორის მცხოვრებნი ევროპიული სავაჭროთი. დანაშენნი სულ ამ ქალაქის, ვაჭრები იყვნენ, იმათაც სულ სამზღვარ გარედან მოაქუს, სავაჭრო პარასკევობით ხალხი იყო. მრავალი, მაგრამ უფრო დიდი ძალი შეიყრებოდა, რადგანც იმ დღეს არის აქ ყოველს დროს ბაზარი. და ამ დღეს არის, ჩამოაქუთ კარტოფილი, ჭარხალი, ღომი, ყურძენი, ქათმები, ინდაუროები, ბატები და კრიანოსნები. კარგა იციან საქართველოში, რაც არის აქაური კრიანოსანი. კრიოანოსნებს, აკეთენენ, გიშრისაგან, რომლისაც იმერეთში მთები არის. მკეთებელთ ძალიან დააპძვირეს ისინი, რადგანაც დიდს ხმარებაშია კრიანოსნებს მრავალს ყიდულობენ არა თუ ქართუელები, არამედ რუსებიცა, რომელნიცა გზავნიან რუსეთში. კრიანოსნებს აძლევენ სხუადასხუა ფორმას. არის მოგრძო. ბუდეშურის მსგავსი, მრგუალი, დიდი და პატარა გიშრისას აკეთებენ ჯვრებს, მუშტუკებს პაპიროზებისთვს და სხუა ნივთებს.

კარგად მომაგონდა: ყაბარდოველთ ჩამოივანეს იარმუკაზედ გასაყიდად ცხენები, საქონელი და ცხვარი.

იარმუკაზედ ხალოხი იყოფებოდა სხუა და სხუა ტომებათ. აქ იყუნენ იმერლები, მეგრელნი, გურულნი, აფხაზნი, ახალციხის სომეხნი, რუსები და ქუთაისის მცხოვრებნი ურიანი. ესენი ყველანი ირჩეოდნენ სახით, ჩაცმულობით და ლაპარაკით.

კურთხევა იარმუკისა დანიშნეს იბ-ს საათზედ ა-ს ნოემბერს. თუმცა ძალიან წვიმდა, მაგრამ ხალხი შეიყარა. გენერალ გუბერნატორი, ეპისკოპოზი და სხუა და სხუა სამოქალაქოსა და სამხედროს სამსახურის პირნი მოვიდნენ.

მღუდელ მთავარმა გერმანემ იხადა პარაკლისი და შემდეგ აკურთხა. ამ პროცესიის შემდეგ დაპატიჟებულნი შევიდნენ კარვებში, სადაცა იყო სტოლზედ სუფრა გაშლილი და მომზადებული საუზმე. ამის დროს მუზიკა და ზურნა არ სწყვეტდნენ ხმას. ქუთაისის პირველი პირი მოქალაქეთა შორის და ყოველთაგან პატივცემული უ. აკოფოვი წამოსდგა და მოახსენა ხალხის მხრით მადლობა გენერალ გუბერნატორს ამ შემთხვევისათვის, რომლისაც იგი იყო მიზეზი. შემდეგ ფეხზედ დგომით დალიეს სადღეგრძელო: ხელმწიფისა, კნიაზ ნამესტნიკისა, გენერალ გუბერნატორისა და ეპისკოპოსისა. თავდებოდა რა საუზმე კნიაზ გიორგი რომანიჩი ადგა დ მოუბრუნდა ხალხს ამ სიტყვებით: აი, ეს არის წელიწადი, რაც, თქუენა ხართ რუსეთის მმართებლობის ქუეშ. მე ვგონებ, რომ თქუენ კარგა ჰხედავთ, როგორ ზრუნავს იგი თქუნის სიკეთისათვის? აი ეხლა, ჩემის თხოვნით ხელმწიფემ დაამტკიცა აქ იარმევა, ორის კვრით. ამის შემდეგ თქუენზედ იქნება დამოკიდებული ვაჭრობის გავრცელება. თქუენ უნდა გახდეთ შამავლად შავის და კასპიის ზღვის მცხოვრებლებთან — გაანთავარა ეს სიტყვები მიიღო ხელი ურიებისკენ და განაგრძელა, „იცხოვრეთ და იმუშავეთ ერთათ, ძმურათ, რადგანც შთმომავლობით ერთის კაცისაგან ხართ, ერთის კაცის შვილნი და ერთის დიდის მეფის ქუეშევრდომნი.“

დასასრული ამ შესხმისა არის შესანიშნავი, იმითი რომ ნაჩალნიკი უცხადებს ხალხს, რომ მათ არ უნდა სძულდეს ურიანი, არამედ უნდა ექურებდნენ მათ ძმურათ და სიყვარულით; — ურიანი, რომელნიც საზოგადოდ წინააღმდეგ კაცობრიობისა და ღუთისა შევიწროვებულნი არიან და რომელთა განათლებულ მმართებლობაში და განათლებულ ხალხთ კიდეც მოაქციეს ყურადღება.

იარმუკამ გასწია ორი კვირა დაწყოობაში და დარი იყო ცუდი, მაგრამ მერმე თოვა, მოიდარა და დათბა.

განგიმეორებ აქ: რადგან იარმუკა იყო პირველად, წრეულს ამ მიზეზით ხალხი იყო. ცოტა და სავაჭროც მცირედ გაისყიდა, შემდეგ წლებში იმედი გვაქუს, რადგანც ყოველივე წინ მიდის არც ქუთაისის იარმუკა დარჩება უკან და ვაჭრობაც ცოტად გავრცელდება. სხუა და სხუა მხრებიდგან ალაგობრივ სავაჭროს მოტანას დაიწყობენ და აქარი ხალხი შეეჩვევა აღებმიცემას.

თ. ზ. ერის-თავი.

ნოემბერს ჩუნთა წელსა.

ქ. ქუთაისი