The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №4 (1853)


ცისკარი №4 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ქართული ლექსთ-თხზულება

▲back to top


1.1 1. ლოცუა ტრფიალისა

▲back to top


1. ლოცუა ტრფიალისა

ღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი,
გამიქრე სურვილის ალი,
რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად,
წვად არს ჩემდა ნაპერწკალი.

შენ ლოცუას არ მისმენ ვგონებ!
რომ ფიცხელს ჯაჭვვს არ მიფონებ,
სხვა არ მაქვს საშუალობა,
მივეახლო მასვე მონებ.

სახე მისი სასოდ ჩემად,
კრთოლავს, მაგზნობს, მიჩნს ედემად,
როს განვიცდი გამნანათლებს,
ღელუაში გულს ვიგებ გემად.

მან არ იცის, მე თუ მისი,
სახე მივის ვით მაისი,
ვით ბულბული ვარდს დავხარი,
ვით ზამთარი მზრავს მე ისი.

1.2 2. ალერსი.

▲back to top


2. ალერსი.

მზეო მივი, მფინე სხივი,
დილით ძალით აღდგომილსა,
აგრეაგრე მომეფრქვივი,
ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა!

თვალით-ალით ციალთ ისრად,
ჰფენს მჭვრეტელთა სავალალოდ.
მისრად მის-სრად ჰსცემს რად, ის რად?
ბულბულთ რაზმთა შესაბრალოდ.

დილის ცრემლი, მონამული,
ვარდსა ნარდსა და იაზედ,
ღელავს, ელავს, კრთოლვით სრული,
ცისკარი სჩანს მის წიაღზედ!

აჰა, მწველთა მათ ისართა,
გულს დაუდგამ გასაგანად,
ცრემლთა მისთა მოსისხართა,
აღგზნებულს გონს მოსაგონად.

1.3 უმანკოება

▲back to top


უმანკოება

ვიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა,
ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა,
სოსანი თრთვილით მზრალობდა, და სარო განიბძაროდა,
უმანკოება მათ-შორის, მოუწყენელად ხარობდა. -

იგი მთვარობდა, ბადრობდა, კრთოლვიდა, ნათლად დარობდა,
ბროლის ველობდა, მზეობდა: მწველობდა, მოელვარობდა,
ანდამატობდა, მხნეობდა: მიმზიდველობდა, ზნეობდა,
გალობდა-იადონობდა, ხმატკბილად მხმობარეობდა. -

ვით მარგალიტი სადაფით, აღმოკრთოლვიდა საგებლით;
სმირინოზულად ღიმილით, განიშლებოდა დილდილით;
დაცქრიალებდა სიცილით, დაკამკამებდა სირბილით.
გვაქვნდეს სიცოცხლე ქადილით, ზეცის არსების ნაწილით!

ზეცას არს მისი სავანე: მზისა ნათელს დავაგვანე!
ღვთისა მადლსა დასდევს თანა, ქვეყნად კრთოლვით მონავანე:
მტრედობს, კრაობს, ანგელოზობს, ვით ყრმა კვალად სააკვანე:
ყრმა მწყაზარი მარადისი, ვერ ჰსცვლის დროცა მამხცოვანე.

წრფელსა გულსა ესტუმრების, ეთვისების შუქი წრფელი,
ვარდ ზამბახით ბროლ-ლალს ფრქვეულს, მრავლ ფერად ჰკრთის ნათელი,
- ავნებენ მას ვერც მაცთურნი, ვერც სოფელი, ვერცა ბნელი,
მხნედ კვალს უზაკველს ქვეყანას, წმიდათ მქცევი, მაღლად მზმელი.

თა. დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი.

1.4 ზარე და ყანიმათ

▲back to top


ზარე და ყანიმათ

პოემა

ქსანი მკვირცხლებით მომდინარე, განყოფი მთათა,
მჩქებრად გარდმოქუხს, და კლდენიცა, აძლევენ ხმათა,
როს ზვავებითა კავზისკავკაზის მთა, შეეწევის მას,
ხან ჰგლეჯავს ხეთა, და ველებთა, იწყებს მანებას.-

ველისა დაბა, მაღალს ველსა ზედან მდგომარე,
რომელსა აშვენებს გაზაფხულსა წყარო მცინარე,
რა მზე ჯერ დილით, დაცა იწყებს მცირედ ღელვასა,
ვნატრობ უჭვრიტოთ ამ არისა გლახ შვენებასა,
და მუნ მცხოვრებნიც რა მზე სრულად გამობრწყინდების,
გამოვლენ ბანთა; და ბერი ვინმე სკამზედ იჯდების,
ზის ჯერ დუმილით და მერმეღა ხელ წვერ დასმითა.
იწყებს ანბავსა უცხოს რასმე ბოხისა ხმითა,
და გარე მისსა ახვევიან ჯერეთ ჭაბუკნი,
ყურსა უპყრობენ და უჭირავთ პირში ჩიბუხნი.

მოთხრობა მოხუცის ოსისა.

მაშინ როს საქართველოს ლუარსაბი მეფობდა,
ქსანზედ ელიზბარ ძმისწულითურთ ერისთაობდა,
სპარსეთსა იჯდა მეფე შაჰაბაზ მტერი ქართველთა,
ამან ინება უპირველეს მოსრა კახელთა,
მსწრაფლ გამოგზავნა არტაანის ხან ფეიქარი,
ბახტრიონიდან და ნუხადმდე დადგა თათარი,
სრულად აღხოცეს ქრისტიანობა მთელსა კახეთსა,
არღავინ იყო კაცი ერთი; გარდა თუშეთსა,
იყო ბიძინა, ჩოლაყას ძე მთვარი კახთა,
მხნე და მებრძოლი და მტერისა მიმცემი ახთა!
იგი მოვიდა ელიზბარის ერისთვის წინა,
მან სრულ უანბნა ვით თათართა კახნი ეხდინა,-
„მე მაქუს იმედი თავის ჩემის ზეცისა ძალით,
„თუ შემეწევით მათ განვდევნით ჩვენისა ხრმალით,
„დაცა არღვიეს წმიდანი ხატნი მათ უსჯულოთა,
„ეკკლესიანი შეუქნიათ საჯინიბოთა.
„შემეწიენით ერისთვნო თქვენის ჯარითა,
„ვიცი რომელ ვძლევთ წინაძღომით წმიდის ჯვარითა.“
მსწრაფლად აღუთქვეს მათ შემწეობა,
იწყეს საომრად მყის კაზმულობა,
იდუმად წარვლეს მიმართეს თუშთა,
შეჰკრიბეს სრულად მხარე მთიურთა,
ღამესა ერთსა წყვდიადსა ბნელსა,
ეწვივნენ დილით არტაანელსა,
სრულად ასწყვიტეს დედა წულითა,
გაასწრა ხანმა ცხენ სიმალითა,
თორემ არ დარჩა მათგანი ერთი,
ესრეთ ეწიათ ჩვენებსა ღმერთი.
რა ჰსცნა შაჰაბაზ თვის ჯარის ამოწყვეტანი,
მყის დაიბარა სპარსეთისა სრულიად ხანნი,
მსწრაფლად მომართა, საქართველოს აღსაოხრებლად,
მოვიდა განჯას და იქ დადგა დასასვენებლად.
მუნით მოსწერა ეს გვარ წიგნი ჩვენსა მეფესა,
მიცნობ მეფეო შაჰაბაზსა, მტერთ სისხლ მჩქეფესა,
მიკვირს მეფეო ესე საქმე ვით მოგხდენიეს,
რომ ჩემი ჯარი თქვენთ ერისთავთ აუწყვეტიეს,
კვალადცა ვკვირობ ამ საქმესა ვითა ჰბედავდით,
რომ შემდგომისთვის სრულებითა ვერა ჰხედავდით.
გირჩევ ერთ საქმეს ჰე ლუარსაბ მომიგდე ყურნი,
წარმომიგზავნე ერისთავნი ხელებ შეკრულნი.

ნაწილი 1


რა მოუვიდა წიგნი მეფესა,
სრულად მოუწოდს დარბაზისერსა;
„ჰე წიგნი სპარსთა შაჰაბაზისა,
„მაი ჩვენზედ უთქვამს შეყრა ჯარისა,
„როს დაამარცხეს არტაანელი,
„და რა ასწყვიტეს თათართა ელი.
„ვიცოდი რომე შეგვრჩებოდა,
„ყოველი ერი ამას დაგვმობდა,
„შევებნათ ანუ ვით მოვაგვაროთ?
„ჰსჯობს ერისთავნიც არ დავიბაროთ.
„თვით ესე საქმე ჰქმნეს რა უჩემოთ,
„შეცა ვაპიროთ მათ მივაჩემოთ“
ყოველთ უწონეს ესე თათბირი,
და დააპირეს ამ გვარი პირი,
მათ დაიბარეს ელიზბარ შალვა,
მისწერეს ყველა არ ჰქმნეს დამალვა!
მსწრაფლ წამოვიდნენ ერისთავნი მეფისა წინა,
კაცი გაგზავნე დაიბარეს კახი ბიძინა,
რა ჰსცნო ბიძინა მანცა მყისად მათვე მომართა,
მალ შეეყარა სარწმუნოთა თვის მეგობართა,
რა იხილა სამნივ ერთად ჩვენმა მეფემან,
ოხვრიდა მწარედ, და იბრალეს ყოველმან ერმან:
მშვენიერება, ახოვნება და სიმხნეობა,
მერე მათ იწყეს მეფისა წინ ესრეთ უბნობა,
„ნუ ჰსწუხ მეფეო ანუ რა გაქვს ღრმად საფიქრელად,
„ვართ მზა ქართლისთვის ჩვენ მარადის სისხლდასაღვრელად.
ეგრეთ წარგვგზავნეთ ვითა უთქვამს ხელებ შეკრულნი,
მამულისათვის მოცა ვკვდებით ვართ მოხარულნი!
გაგზავნეს სპარსეთს ერისთვები,
და მათ შეუკრეს მხნეთა მკლავები,
ჰსტიროდენ მათთვის სრულად ქართველნი,
ასე ეტყოდენ ჭაბუკნი ქველნი:
„ჰსჯობს მაგ ტირილსა წინათ ხედვიდეთ,
„ამ გვარ საქმეზედ ჩვენ მოგვბაძვიდეთ,
„შესწირეთ თავი მამულსა მსხვერპლად,
„რომე მტრისაგან დაშთენ უვნებლად,
„გიყვარდეთ ძმანო თქვენი მამული,
„მათზედან გაქვნდეს სიმტკიცით გული.“
რა მიიყვანეს ერისთავნი შაჰის წინარე,
სახე უჩვენა მრისხანების შესაშინარე,
მარამ იდუმალ ჰკვირდებოდა მათ მხნეობასა.
რომ ვერ ხედვიდა მათ სახეზედ შეძრწუნებასა,
„თქვენ ხართ იგინი სად სიგიჟეთ და თავხედობით,
„ჰგონებდით სამნი რაცა კახეთს იყვნენცა ოდენ,
„მეტიღა ჯარი მრთელსა კახეთს არღარა ჰყვანდენ,
„როს თქვენი მეფეც ჩემით ჰპოვებს მფარველობასა,
„მთხოვს კრძალვითა და მოწიწებით შემწეობასა,
„მაშა თქვენ ვითარ ანუ რაგვარ მასა ჰბედავდით,
„რად არ იცოდით შაჰბაზით ვერ წახვიდოდით?
„მაშა გაურნო თავსა თქვენსა თქვენ განუსაჯეთ,
„ამ საქმის მოქმედთ რისაც ღირსხართ ესრეთ ისაჯეთ“
პასუხად უგეს ესგვარ სიტყვით მათერისთავთა,
„ნუ ჰგონებ მეფევ შეუშინდეთ შენთა სიტყვათა,
„სიყრმით ჩვენითგან სიყვარული გვაქვს მამულისა,
„და გარდავსწყვიტეთ მშობელთათვის დაღვრა სისხლისა,
„ვით მოითმენდა გული ჩვენი ესგვარ საქმეთა,
„ვხედავდით ცოლ-შვილთ საბრალოთა გყვანდათ თქვენ ტყვეთა,
„გსურდათ აღხოცა თქვენ სრულებით ჩვენისა ჰსჯულის,
„ივერსა შინა აღარ გეგონათ ძენი მამულის?
„მაშა თუ ვითარ გვიწოდებენ მხნეთა ივერთა,
„თუ ვერ განვდერვნით ჩვენის სამზღვრით, მამულის მტერთა.
ჰსუროდათ მათთვის მუსულმანობა,
დაუდგნენ მტკიცედ ჰქმნეს გულოვნობა,
რა ვეღარ მიხვდნენ თვისსა სურვილსა,
უბრძანეს ჯალათს მზად შეჭურვილსა,
ერისთავთ თავნი დააყრევინეს,
ბიძინას თვალით ეს ამზერინეს!
ეგონათ ამით შეშინდებოდა,
და ძმათა თვისთა განშორდებოდა,
და ვერც ბიძინა მოცა იბირეს,
მაზედ უაღრეს სპარსნი განრისხდეს,
ვით თქვას ენამა ესრეთ ეწამა,
რა კიცხვა, კდემა, და კიცვზედ შესმა,
როს ამითიცა ვერ მოიზიდეს,
ესდენი რისხვა ვერღარა ზიდეს,
ჰყვეს მხნე ბიძინა განშიშვლებული,
ჰქმნეს ნაწილ ნაწილ დაწვლილებული!"

ნაწილი 2

პაპის ძმას ჩემსა როინს ჰქონდა მოურაობა,
აქვნდა ბატონთა გულს უზომოდ მას ერდგულობა!
როს ერისთვნი სპარსეთშიგან მეფემ წარგზავნა,
ჩარა-შვილი და პაპაჩემი მათ გაატანა,
ამათვე რა ჰსცნეს ერისთავთა სპარსნი დახოცდენ,
გზიდან ორნივე იდუმალად უკნვე(უკანვე) იქცნენ,
ჰკითხა როინ რა უყავით თქვენი ბატონნი?
რად აგრე ჩქარა მოცა ბრუნდით ორნი მარტონნი?
„ვცანთ ერისთავნი წარიყვანეს სპარსთა სასჯელად,
„რათ წავყვებოდით თავის ჩვენის დასახოცველად,
„ანუ თუ ჩვენგან მიიღებდენ რა შემწეობას,
შთავცვიდებოდით რაისათვის მათ ტანჯულებას!"-
„რა მოისმინეს საბრალოთა ყურთა ვაი ჩემთა,
„ჰსთქვით მუხანათნო რად განშორდით ბატონთა
„თქვენთა?
„ნუღარა იყოს მაშა როინ რა ეს ისმინოს,
„რომ შვილიც იყოს თვისის ხელით არ მოაკვდინოს,
„როგორ მოშორდით ნეტა მათთა ცხენისა კვალთა,
„არა გრცხვენოდათ ორგულები ეჩვენეთ ხალხთა!
„მოჰკვდით ორგულნო“ რა ჰსთქვა ესე ხანჯალი გულსა,
დასცა პირველ ძმას და შემდგომად მას ჩარაშვილსა.
აქედან იწყეს ორთა დიდ გვართა,
ჩვენ შორის დენა სისხლისა ღვართა,
ჩარაშვილები სრულად შეითქვნენ,
და ღამესა ბნელს ჩვენ შემოგვიხდნენ,
როინს მძინარეს დასცეს ხანჯალი,
მაშინ მომიკლეს მამა საწყალი,
მე აკვნით დედამ ჩამსვა გოდორში,
სოფელი შეკრბა, მოვლენ მდევარში,
შეიქნა ომი ესდენ ფიცხელი,
რომ ორთა მხრიდამ არ დარჩა მრთელი,
მათცაღა დარჩათ ჩვილი ყრმა ერთი,
ახლა არს ბერი, და აქვს მხნე გული,
მას ძე არა ჰყავს უვის ასული,
ეცადეთ შვილნო იყავით ფრთხილად,
რომ არ მიეცეთ მას ბერს სიკვდილად!
ესე ანბავი გულს დაინერგე,
შვილებსა შენსა გადაუნერგე.

* * *

რა დაასრულა ესე ანბავი ბერმა ხიმიმან,
იწყო ბორგება ყანიმათის ძლიერმა სულმან,
ამაყად დგების და მიისწრაფს თვისსა საწოლში,
დაჰსჯდა დუმილით და შევიდა ფრიად ღრმა ფიქრში,
ვინ ვერა მიხვდეს მიზეზებას მის დუმილისას,
იგ აპირებდა შედგომასა ძებნად სისხლისას,
აჰა რას უბნობს და ხმა მაღლით ესრეთ იფიცა,
„ანუ მოცა ვკლავ ან ითხიოს ჩემი სისხლიცა,
„ნუ უკვე არ მაქვს წინაპართა მათ ჩემთა გული?
„და არა ვიყო როინისგან შთამოსირული?
„ყოველთა უტევ და ვიძიო სისხლი როინის!
ჰსთქვენ ყანიმათი არს ნამდვილი ძე ალღუზონის[1].
ანუ თუ მოვკვდე და ვიხილო იგ წინაპარი,
ღიმილით მჭვრეტდეს და განმიღოს სამოთხის კარი,
ვსხდეთ მყუდროებით და შვებითა სრულად ვსტკბებოდეთ,
ვინც მშობელთათვის მომკვდარ იყოს მათ მოუწოდეთ,
ყანიმათს დილით განუფრთხეს ძილი,
იქმნა სისწრაფოთ იგ შეჭურვილი,
მიმართა ერთსა მცირე სოფელსა,
უთხრეს იქ ჰპოვებ მას შენსა მტერსა,
მიხვდა ტყეს მცირეს თუმცა მაღალსა,
იამა ჩვენსა მგზავრად მავალსა!
მას დღესა იყო კეთილი დარი,
ჰბერვიდა წყნარად ზუფირად ქარი,
ტყენიც ნელიად შეირყეოდენ,
თითქო ყანიმათს ეუბნებოდენ:
ნუ იქ ყანიმათ მაგა საქმესა,
ნუ მოაკლდები კეთილსა დღსა,
განაგდე ეგე სისხლისა ღვრანი,
შემოქმედისა გამარისხარნი,
ესრეთ მდელონიც უპასუხებდენ,
ყოველ ბიჯზედან ვაის უთხრობდენ!
მაგრამ მხნის გული ვერ შეარყივეს,
და ღრმა ფიქრისგან ვერ განაბნიეს.

* * *

შემდგომად მიხვდა ველსა ტურფასა მწვანით მოსილსა,
სადა მოუნდა განსვენება ფრიად ლტოლვილსა,
ძლივ დაწვა მდელოს, მსწრაფლ წამოჯდა ყურსა უგდებდა,
ვიღაც მოსთქვამდა ნაზის ხმითა გულით ჰგოდებდა,

ნაწილი 3

ადგა ნელიად და შეუდგა იმ ხმისა კვალსა,
იქით და აქეთ სიმკვირცხლითა ავლებდა თვალსა,
იხილა მან ხე მშვენიერი მრავალ შტოვანი,
წყარო მჩქეფარებით მომდინარე, ტურფად ხმოვანი,
წყაროსა პირსა ჰსჯდა ქიზგაი ცრემლთა მფრქვეველი,
თეთრსა მკერდზედან თმათა შავთა ქარი ჰბერველი,
გარე ახვევდა და აჩენდა მშვენსა სახესა.-
ცრემლნი მდუღარნი აშვენებდენ მისა ბაგესა,
აგრეთვე ჰსწორეთ გაზაფხულსა ციურნი ნამნი,
მდელოთა ზედან გამოჰკრთიან ტურფად მბზინავნი.

ტირილსა მისსა ფრიად ჰკვირდების,
ნელის ბიჯითა მიახლოვდების,
ყანიმათს ვგონებ გულით ჰსუროდა,
ტურფა ქიზგაი თუ რას ტიროდა,
„ნამდვილ ვისიმე არისცა მტრფობი,
აქვს სიყვარული გულს დანასობი,
რა ყანიმათი ქიგზამ იხილა,
მაღალის ხმითა მან დაიკივლა,
შენ ხარ ყანიმათ, ვაი მე ჩემდა,
აქ დღენი ჩემნი სრულად დაბნელდა,
საბრალო ზარე ახლა დაობლდა,
ესრეთ მოსთქმიდა ცრემლთა ალტობდა!

ყანიმათ.

„დაჩუმდი ტურფავ რა გაქვს სატირელ?
ყანიმათ შენთვის რათ არს საშინელ,
ანუ რით იცი რომ იგი მე ვარ?
მე საშინელსა არასა ვგევარ?
მე ვარ ყანიმათ მარქვი ოდენ გეშინის რათა,
არ ვარ მავნებელ გრწმენეს ჩემი შენებრვი ქალთა,

ზარე.

„მე შენ გარწმუნებ ყანიმათო, რომ ხარ კეთილი?
მაშ შეიბრალე ცრემლი ჩემი ესე ლტობილი,
მარამ მეშინის ნუ თუ გული ამაყი შენი,
წინა აღუდგეს და დაუგო თავსა მახენი?

ყანიმათ.

ნუღარა მტანჯავ მარქვი რა გსურს ან რა გწადიეს,
შეწევნა გსურის? შენ გულითა ვინმე გტრფობიეს,
არ ნებას გცემენ დღენი შენნი იყვნენ ბედნიერ?
სხვას ვისმე ჰსურხარ, მითხარ ვინ არს იგი კადნიერ,
ჭირსა შიგანცა თოფმა ჩემმა მაშ მომიცდინოს,
მტრისა ტყვივითა თავი ჩემი სრულ განიტვინოს,
თუ რაცა მარქვა და ძალ ვიდე არ აღგისრულო,
ანუ სიცოცხლე შენ სურვილზედ არ დავასრულო!

ზარე.

მე ვარ ასული ჩარა ბერისა,
შენის გვარისა ფრიად მტერისა,
მას დიდ გვარშიგან დავრჩიღა ერთი,
თქვენთა და ჩვენთა ვით ერთმანეთი,
რაგვარ გაჰსწყვიტეს შევიტყე წვლილად,
ვცან ყანიმათი არსო აღზდილად,
შენზედ ეჭირა მამაჩემს თვალნი,
ქებასა შენსა მეტყოდენ ქალნი,
თუმცა შენ იყავ ძე ჩემის მტრისა,
მაგრამ ტრფობაი მაქვნდა მოყვრისა,
რამდენჯერ ჰსურდა მამასა ჩემსა,
სიკვდილი შენი, გიკრავდა გზებსა,
მარამ მუხლ დრეკით ვევედრებოდი,
სახლსა თვისსა მოვაბრუნებდი.-
შემდგომად მითხრეს შენი წამოსვლა,
ვიცი რომ გსურის მამისა მოკვლა,
მსწრაფლად წამოველ ამა წყაროზედ,
ვიცოდი მოხვალ შენ ამა გზაზედ,
რაჰსწამს გიხილე გიცან ნამდვილად,
მოხვალ მამისა ჩემის სიკვდილად.
მე დავასრულე რაცაღა ვიცი,
შენ მხნეობრივი მომეცი ფიცი,
მაშა იბრალე ყანიმათ ზარე?
მამასა ჩემსა ჯერ ნუ გამყარე!
შენც რომ არ მოკლა, ის არს მოხუცი,
არ შეუძლიან თვით შენცა იცი,
შენი სიკვდილი, მაშა რაღა გსურის,
ანუ სხვა რამე გულით რაღა გწყურს,
გვედრებ განაგდე ეგ ფიქრი გულთა,
მიჭვრიტე შენ წინ მოვიდრეკ მუხლთა:

* * *

მდგომარეობა ყანიმათის ძნელად ასაწერ,
რომ ფერ მიხდილად მდგომარესა ამ მხნესა, უმზერ,
კვალად დგას უძვრელ, არცა მთქმელი ერთის სიტყვისა,
ვერ გამბედველი გარდაწყვეტად თვისის ხვედრისა,
ხან ოხრავს, ხან ძრწის, ხან დახედავს თვისსა ხანჯალსა,
ხან ზარესაკენ დაყრდნობილად აქცევდა თვალსა,
შემდგომ სურვილმა ყოველთ ჰსძლივა მრისხანებასა,
ვინ არ ემოვნის მითხარით მე ქალთ შვენებასა?
მაშა ნუ ჰკიცხავთ ყანიმათის ლმობიერებას,
რომ დასთმო ჰსჯული და შეუდგა იგ ტრფიალებას,

ყანიმათ.

„ადექი ზარე, აქა დავსხდეთ მწვანესა ველსა!
შენ მთხოვ უტეო სისხლი ჩემი მას ჩვენსა მკვლელსა?
გახსოვდეს ზარე რომ შენვე მთხოვ ესრეთ საქმესა,
მე თანამდებ ვარ მოვშორდეცა ჰსჯულსა და წესსა,
რა ჰსთქვას სოფელმა, ამა ჩემსა ესრეთ საქმეზედ,
ვითღა ძალვიდვა გამოვიდე მე ქვეყანაზედ,
იფიქრე ზარე რომ ვშორდები, ჩემთა მშობელთა,
და ვაცაკლდები სამოთხის დასთ მარად მჯდომელთა,
ვითღა ვეჩვენო მხნესა როინს გარდახდომილი,
სისხლი ძვირფასი ქალსა დავსთმე ვიქმენ ლმობილი,
ჯილდოთ ამისა რას მივიღებ, მითხარი ზარე,
რომ მაგ ქცევითა და ცრემლითა მშობელს გამყარე,
მე არა მსურსრა გარდა ამის ღირს ვიქმნებოდე,
რომ მაგ ციურთა ნამთა გამო-ვიპყურებოდე!
აჰა ერთმანერთს- მოეხვევიან,
და უბნობისგან დადუმდებიან,
ზარეს ნელიად ცრემლი ჰსდიოდა,
და ყანიმათი ბაგით უშრობდა. -
მდელოსა მწვანით დამძიმებულსა,
მზე თვისის სხივით ჰყოფს განბნეულსა,
შემდგომად ფიცით შეიკვრებიან,
რომელ ოდესმე შეუღლდებიან,
დასდეს პირობა ყოველსა დღესა,
ეჩვენებოდენ აქ ურთიერთსა.-

* * *

ო სიჭაბუკევ! სიჭაბუკევ ვითარ ხარ ტკბილი?
თუ შავბედისა ცეცხლსა შიგან არხარ წრთობილი!
ნეტარ მას ვინცა სიყრმის ჟამსა ცხოვრებით ჰსტკბება,
ვინც ამა სოფელს ჰპოვებს სახელს და განდიდდება,
მაგრამ უმეტეს არის იგი სოფელს ნეტარი,
თუ რომ ჟაბუკმან ღების ხელით შესვა ნეკტარი,
რათ მინდა სოფელს მარქვით დიდება?
ოდეს მამიცვას მე მცხოვანება?
ანუ სახელი და ანუ ტრფობა,
როდეს მაქვს ცივი გული და გრძნობა,
არ მსურს დავთვალო ჩემი ცხოვრება,
დღითა ჰსიგრძითა და წელთა დენით,
მსურს ვიგრძნო ყრმობის ბედნიერება,
ყვავილოვანის სულისა ლხენით,
მსურს ვიგრძნო სიტკბო მე სიხარულის,
მინემ მიყვავის სულის ოცნება,
მსურს გახარება ახალის გულის,
წელთა ზამთარით ვინამ დაჭკნება.

* * *

ესრეთ ჭაბუკი ყანიმათი ჰსტკბებოდა ტრფობით,
თითქმის ყოველ დღე ატარიან ერთადრე სხდომით,
ბედნიერების მორევშიგან ორნივ დაფლულნი,
გარდა ტრფობისა სხვა გრძნობანი აქვნდათ დასმულნი,
თითქო სოფელი, მათ შეექმნათ უცხო ზმანება,
და არუნდოდათ ოცნებისგან მათ განღვიძება,
ხშირად მუხის ქვეშ ბუნებისგან დანკვირვებულსა,
დავიწყებულნი ყურს უპყრობდენ მსტვენსა ბულბულსა,
მაშინ ყანიმათ ჩანგსა ზედან ნელიად მღერდა,
და ზარე ტკბილის ზარიანის, ხმითა დამღერდა,
მუნ წყარო წმინდა მღიმარებით მომდინარებდა,
თითქო სატრფოთა ყურებითა განიხარებდა.-
იყო საღამო მშვენიერი უცხო, თბილ, გრილი,
ჩემნი მიჯნურნი ვნახე ერთად კვალად სხდომილი.-
ყანიმათ ადგა ესალმება ტრფობით დამტკბარი,
ძლივს ასწრო კოცნა, გულს ხვდა ტყვია დაეცა მკვდარი,

* * *

არს ღამე ბნელი, ხანდისხან მთვარე,
დახედავს ღრუბლით, ველისას გარე,
განსწყდა ხმა ცხოველთ, არის დუმილი,
თითქო ბუნებას მოსვლია ძილი!
მაშ ეს ვინ არის თმა გარდაშლილი?
საბრალო ზარე არის შეშლილი?
დაღლილის ხმითა ნეტა რას ჰყვირის?

ნაწილი 4

ყური დაუგდეთ ყანიმათს ჰსტირის?
„ყანიმათ მოდი აი აქ გელი,
„რათ დამივიწყე მე საყვარელი,
„ვინ მომაშორა შენ ლამაზ თავსა,
„ვეღარ მოვისმენ მე ტკბილსა ხმასა,
„მარტოკა წახველ იმ გრძელსა გზასა?
„მალე ვიპოვნი მე შენსა კვალსა.
„არ გიამება რომ ნახამ ზარეს,
„გახსოვს მიძახდი მე შენსა მთვარეს...
დილაზედ კაცნი, საბრალო ზარეს,
უთხრიდენ ჭმუნვით ნიჩბით სამარეს.

დასასრული.

_________________

1 ოსნი რაცხვენ თავიანთ ჩამომავლობას სამთ ძმათაგან. სიდამონ, რომელიც იყო პურადი, ყურაგონ მდიდარი, და ალღუზონ ვაჟკაცი.

2 მღვიმე სასაფლაოს იქით

▲back to top


მღვიმე სასაფლაოს იქით

მოთხრობა

დერბენდი არს ფრიად კარგი ქალაქი დაღისტანში. ქალნი იქ არიან მშვენიერნი და თავის უფალნი; კაცნი იქებიან უშიშრობით.

ხუთს ვერსზედ ქალაქიდგან, კლდეში, პირ მიქცეულის ჩრდილოეთისაკენ და ნახევრად დანგრეულის მეხის დაცემითა, არს ფართო და შეუმეცნებელი სიძველითა მღვიმე. კლდესა ზედან ჰსცურვენ ხვლიკნი და გველნი; გარემო კლდისა მიწა, მოკლებული აღმომცენარეთა ძალითა, ქვიშიანი და უნაყოფო იქ, სადაცა დასრულდება ესე უცხოვარი ნაწილი, იწყება თათრების სასაფლაო, მიკირწყლული მაღლის ფიქალის ქვებითა, - ძეგლებითა მიცვალებულთა. მღვიმე საზარელ არს მოთხრობითა: ანბობენ ვითომც არაოდეს დაღესტნელის ვაჟკაცის ფეხი არ შედგმულა იმ მღვიმეში.

მაჰმედ-ჰუსეინ-ხანმან, მდიდარმან მებატონემან დერბენდისამან, დაუტევა შემდეგ სიკვდილისა თვისისა მრავალნი სოფელნი და ზვარნი სამკვადროთ ორთა მცირე წლოვანთა შვილთა თვისთა:- ძესა ალი მახმედ-მირზასა და ასულსა სალვენახსესა.

იგინი იყვნენ ობოლნი, და აღიზარდნენ ერთად ზედამხედველობასა ქვეშე ხანისა ერთგულთა მოსამსახურთა. ოდეს ალი-მახმედ-მირზამან მაახწია თვრამეტ წელში, დერბენდში არ იმყოფებოდა ჭაბუკი, რომელსაც შესძლებოდა მასთან ბაასობა ვაჟკაცობაში, მხედრობაში და ძალში. როდესაც შეუსრულდა თექვსმეტი წელი სალვენახსასა, იგი მიიჩნეოდა მშვენიერად, რომლისა მგზავსი ჯერეთ არა ყოფილა დაღისტანში.

ყოველთვის, ოდეს ალია ამხედრდებოდა გამოსაჩენად თვისისა ხელოვნებისა იარაღის მოხმარებაში, გაჭენებულ ცხენზედ, ყოველნი მით სტკბებოდნენ და უნებლიად იტყოდნენ: ყოჩაღ! ვაჟკაცია გაიგონებდა რა ქებასა, ამპარტავნულად გაისწორებდა თვისსა ყიზილბაშურსა ქუდსა, რომლისა ქვეშე იხვეოდნენ, როგორათაც ნავთი, შავნი კავნი.

ყოველთვის, როდესაც სალვენახსა ითამაშებდა საშუალ თვისთა ტოლთა ქალთა დაირის ხმაზედ, გამხიარულებულისაზოგადოება მიიჩნევდა მას თვისა მეფედ, უმშვენიერესნი ქალნი ჰსჭვრეტდენ მას არა უშურველად, მხოლო ახალგაზრდა ბეგნი კეკლუცობდნენ მის დასანახვებლად.

სულო ჩემო! თქვა ალიამ, შევიდა რა სალვენახსას დარბაზში: ოდეს ჩვენ ორნივე ვიქმნებით დღეობაში; მე მოვიწვივე ჩემთან რაოდენიმე კეთილნი მეგობარნი, რომელთთანაც დიდიხანია მსურდა ლხინი, როგორიც შეეფერება, და შენ, ვგონებ, ემზადებოდი წასასვლელად ტ.სადაცა იქნება მხიარულობა.

ალი არ ვიცი! მე როგორღაც არ მინდა შინადგან გასვლა. ავათ კი არ ვარ, მაგრამ როგორღაც მოწყენით ვარ.

სალვენახსა, რას ამბობ! შენ მოწყენილი ხარ? პირველად მესმის შენგან ეგ სიტყვა. დამშვიდდი- სულო ჩემო; წადი დღეობაში. შეხე როგორ მოწმენდილი ცაა! საღამო მშვენიერი, არა ცხელა; იქ შენ გამხიარულდები. შენ წახვალ.

აი კიდევ მიზეზი წაუსვლელობისა: ნუქერნი ჩვენნი ეხლა გართულნი არიან შენის სტუმრობის სამზადისში: ისინი აქ საჭირონი იქმნებიან, და მე არ მინდა დაგაპრკოლო შენ მოსამსახურების მოშორებით.

მაგისიც შველა ადვილია! უბრძანე ზამანას გაგიძღვეს ცხენ წინ, ეგ გეყოფა შენ ოც კაც მცველად. მე უმაგისოთაც იოლათ წავალ: ამასთანვე მაგან იცის სოფელი ტ ში. და ან შორს არის ის! ძლივს ნახევარ აღაჯი იქმნება. წადი დაო!

თქვენი ნებაა, მე წავალ ძალათ შესაქცევრად! და მანვე შეხედა ძმასა ღიმილითა, რომლსაცა შინა შეინიშვნოდა კეთილ-სულიერი დამუნათება. უბრძანე შეკაზმონ ცხენი.-

ეგ ჭკვიანურია, საყვარელო ჩემო! შესძახა ალიამ. გამოვიდა ვრცელ ეზოში, და მაღლად დაუძახა ზამანასა. მასვე წამს დეეპასუხა ბალი-ხან! და წარსდგა მხარბეჭიანი, შავგვრემანი თათარი, უერთგულესი ალიას ნუქერთაგანი.

შეკაზმე ახალი ბაჩა! ზამან. შენი ქალბატონი მიბძანდება ტ...დღეობას. შენ გაუძღვები ჯილავში.

მე!... მარტო?

მარტო. ჩემთვის საჭირო არიან მოსამსახურენი... ბაშუსტა! წაიბუტბუტა ზამანამ და დაიხრა თავი მარჯვენა ხელის შუბლზედ დადებით.

რამდვენსამე მინუტის შემდეგ მოიყვანეს სახლის შესავალთან ბაჩა, შეკაზმული რახტითა, ჭრელათ აბრაშუმის ძაფით შეკერილის ყაჯრით. სალვენასსა გამოვიდა სადღესასწაულო მორთულობით, გარე შემოვლებულის ოქრომკედის ბუზმენტით; მის წელსარტყამზედ მშვენიერდებოდა შეჭედილი ალმაზებითა ხანჯალი. ქალი შეჯდა ცხენზედ. ალი იმ დროს მაღლა ეწეოდა თვისის ოთახის ფანჯარას, რომელსაცა უსხდა სხვა და სხვა ფეროვანნი მინანი.

ნახვამდინ, საყვარელო დაო!

მშვიდობით, ძმაო! მშვიდობით ალი!

ზამანა დუმილით გაუძღვა ბაჩას აღვირში, და მალე გავიდნენ იგინი დერბენდიდგან ქალაქის ბაღების გვერდზედ და შეუდგნენ ტ... გზასა.

საღამოს ჟამს ჭაბუკს ალიასთან შეიკრიბნენ ხანნი, ბეგნი და თავადნი დაღისტანისანი.

იატაკი ვრცელის ოთახისა იყო დაფენილი ყიზილბაშურის ხალიჩებით, მოწყობილი გარეშემო ხავერდის მუთაქებით; შუაზე ეშალა სუფრა, რომელზედაც დააწყეს მრავალნი ვერცხლის სინები ხილითა, მაღალ ყელებიანი სურები სავსე თეთრის და წითლის ღვინითა, თასები შარბათითა. სტუმარნი მუხლთ მოკეცით დასხდებოდნენ და განისვენებდნენ იმგრგვლივ. მდგომიარემან კედელთან ნახევარ ადლ წვერიანმა თათარმან, ალიას ნიშნის ჩვენებით, მომართა ექვს სიმიანი ყოფუზი, და მოემზადა სიმღერის სათქმელად. ნუქერთა, ზედიზედ, მოჰქონდათ საჭმელები. დასასრულ მათ გაამსეს საჭმელებითა მრთელი სუფრა, და წვერიანმა საზანდარმა შესძახა მაღალ ხმაზე. აზარფეშამ[1] დაიწყო გადასვლა ერთის ხელიდგან მეორე ხელში. სიამოვნებამან განაღვიძა მოლხინენი. საზოგადო ჟღივილში ხმა მომღერლისა აღარ ისმოდა, ძალიან მაღლად და უკანასკნელ დაიკარგა სტუმართ სიცილ ყვირილში, რომელნიცა გამოითხოვდნენ ერთმანერთსა დასაცლელად მხიარულისა ფიალისა, განუწყვეტელად შესძახებდნენრა: ალლახ ვერდი და მიიღებდნენ პასუხად: იახშიოლ.

ერთმა ახალგაზრდა ბეგმა უბრძანა თქმა სასიამოვნო სიმღერისა მოგონებად დაღესტნელთა სახელოვანთა ბრძოლაზედა და ყოველთა მოლხნეთა, და თვითონ დაიწყო სიმღერა მიძახილითა - მასვე წამს ყველამ ერთად დასძახეს ბანი, და ერთბაშათ გაჩუმდნენ. აქიმან იმღერა ჩქარი, მოკლე ხანა, და ახალად გახდა, ტაშის კვრით, განმეორება სიმღერისა! ესე სიმღერა დაუსრულებელია: მას იტყვის მომღერალი და იგონებს ყველას, რაიცა ფიქრად მოუვა და ან რაც იამებათ სტუმართა.

დღეობა განგრძელდებოდა, სიმღერა დადგა, და იწყო ლაპარაკი, თითქმის იმისთანავე ხმიანი, როგორათაცა თვითონ სიმღერა. ალია ამხიარულებდა სტუმართა.

სამნი თუ ოთხნი. მსხდომარენი ერთ პირად, ლაპარაკობდნენ ერთმანერთში დიახ ხანგძლივ. იგინი ყვიროდნენ, ამტკიცებდნენ, არ ეთანხმებოდნენ; მაგრამ მათ ყურს არვინ ათხოვებდა. ბაასი მათი შემდეგ შეიქნა შენიშნულ, როდესაც მათ ბაასობაში სხვა სტუმართაცა მონაწილეობა მიიღეს, და უეცრად ერთმა მათგანმა მაღლად და მტკიცედ შესძახა: არა მეგობარნო! არავის გირჩევთ ამ შემთხვევაში ვაჟკაცობის გამოჩენას. კისრათ ვიღებ რომ თვითონ ალიაც არ გაბედავს ამ გვარს გამოცდილებას.

რას არ გავბედავ მე? ჰკითხა ალიამ, გაიგონარა უკანასკნელი სიტყვანი მთქმელისა.

მე ვამბობ იწყო ბეგმა, რომ თვითონ შენ არ გაბედამ ღამით წასვლას გამოქვაბულ კლდეში, რომელიცა არის სასაფლაოს იქით.

ყაყანი საჩენად დაწყნარდა ამ გვარ გამოთხოვაზედ. ერთთა შეხედეს ჭაბუკს ალიას გამოსაცდელად; მეორეთა არ მოეწონათ საგანი ლაპარაკისა, და რაოდენთა მოლხინეთა, დიაღ აღგზნებულთა ღვინის ოხშივარითა, დაიყვირეს: აი ლაყბობა! ალია არ წავა! ალია წავა ყოველ დროს. იმაზედ შეიძლება თავდებად დადგომა.

დიაღ! ჰსთქვა ალიამ მტკიცეს ხმით, შეგულიანებული ესოდენ საამო ჰაზრითა თვის ვაჟკაცობაზედ. წავალ!... თუნდ ამ საათს!

დადექ, საყვარელო, უპასუხა ბეგმა, უზომო ტრაბახისაგან თვის უშიშრობაზედ! შენ წახვალ, ვერ მიხვალ, დაბრუნდები და იტყვი, რომ ვიყავი მღვიმეში. გვინახვანან შენზე უფრო ვაჟკაცნი, და ისინიცკი დაჩუმებულან ამ გვარ შემთხვევაში. შენ ძმაო ჯერ ყმაწვილი ხარ.

ალია შეთრთოლდა მრისხანებისაგან. იგი უჭირებდა ტარსა ხანჯლისასა, და მზათ იყო ასჯერ განეგმირა მით წინდაუხედავი მოლაპარაკე ბეგი.

სტუმარნი წამოხტნენ საფენიდგან, და იწყეს ზოგთა დამშვიდება დაღესტნელის სიფიცხისა, ერიდებოდნენ რა ბეგის შეურაცხად გახდომასა, რომელიც ძლივსღა დგებოდა ფეხზე დაცლისაგან საღვინეთა; ზოგთა ნუგეშისცემა, ეტყოდნენ რა, რომ იგინი დარწმუნებულნი არიან მის ვაჟკაცობაზედ.

დიაღ! დაიძახა ალიამ, რომელსაცა თავის მოყვარება აღელვებულიყო, და მე წავალ ეხლავე! ხედავთ? აი ჩემი ხანჯალი. მე დავაგდებ ამას მღვიმეში. ხვალ წადით ყველანი: ამ ხანჯალს იპოვნით იქ. მშვიდობით!

შენ ჰსწორეთ გაბედე? ჰკითხეს მრავალთა.

სადაური კითხვაა! მე აქ დამიცადეთ: მალე დავბრუნდები.

იქამდის ხუთი ვერსია და შენ ქვევითი დიდხანს მოუნდები უთხრა ერთმა თავადთაგანმა: წაიყვანე ჩემი ცხენი, მიდი სასაფლაომდინ.

კარგი! მიუგო ალიამ, და ჩამოვიდა კიბიდგან. იგი შესჯდა ცხენზედ, და სრულის ჩორთით გავიდა ქალაქით. ცა იყო დაბურვილი, შუაღამე მოახლოვებდა. ყურ მახვილი, დარჩეული ცხენი, აიცქვეტდა რა ყურებს, მაგრათ დგებოდა მიწაზედ. დააკვირებდა რა თვალთა, იგი თითქო ეძებდა გზასა საშუალ წყვდიად ღამისასა, და ფიცხელად მიჰქონდა თვისსა ზედა - ახალ-გაზდა ცხენოსანი.

ალია გავიდა მინდორში, დაიღო თავი თითქმის მიწამდინ, რათა გაშინჯოს ბილიკი, მიმავალი სასაფლაოზედ. გარეშემოს მოიცვევდა დუმილი; შორით ისმოდა ყმუილი, მშიერთა ტურათა, მოწაწალეთა ღამით დავლაზედ.

ალიამ დასძრა აღვირი, და გასწივა. მყის შეშინებული ცხენი გახტა გვერდზედ, დაიხრუტუნა და დადგა, და მორჩილებული მხედრის მკლავის ძლიერებითა. ალია უმზერდა მარცხნივ; სადაცა შენიშნა ქვა და თქვა მე სასაფლაოზედა ვარ!

იგი ჩამოხდა ცხენიდგან, და მიმართა აღმოშვერილსა მიწიდგან ძეგლსა. დამფთხარი ცხენი ძნელად მიზდევს სადავეში, ხრუტუნებს, კუდისა და ფაფარის გაშლით უყურებს ქვასა, რომელმანცა შეაშინა. ალია მას ხელს უსვამს, აძლევს დროს გაშინჯოს საგანი, და შემდეგ მიაბამს დამშვიდებულსა პირუტყვსა.

საიდგან წარმომდინარეობს შეუმეცნებელი გრძნობა შიშისა, რომელითა უნებლიედ შევიცვებით ჩვენ სასაფლაოზედ ღამით? განა კაცის გონებას არა ძალუძს როდისმე - იქონიოს სიმტკიცე, რათა დათრგუნოს ცრუვი, ამაო ჰაზრი სიცოცხლისა კუბოსა თანა მახლობლობისა? ჩვენ არა გვჯერა, რომ საფლავს შეეძლოს გაღება იმისთვის, რომელსაცა ერთხელ გაუვლია კარი მისი,- და ყოველთა მათ შემდეგ გვეშინიან ჩვენ? მგზავსისა თვისისა არს, სრულიად მოკლებულისა მოძრაობისა და ჰაზრისა?

მე არ ვიცი, რასა შეიმეცნებდა გულში ალია, წვალებით გაძვრებოდა რა შუა საფლავებსა ქვებთა; გარნა მან მშვიდობით იპოვნა დასასრული სასაფლაოსი, რომელი მიეკვრების კლდესა, და რომელსაცა შინა, არა ჰსჩანს რომელ საუკუნეში, მითომც თუ ღამით ერთმანეთის ნახვისათვის მკვდართა, გამოქვაბულ არს ესე ღრმა მღვიმე.

იცოდარა, რომ არღა დიდი სივრცე განყოფდა მას საზარელ მღვიმიდგან, იგი დადგა, არა შიშისა გამო, არამედ რათა გეეშინჯა მისი შესავალი. მას უკანვე მოისმა ფაჩაფუჩი. მან უნებურად მიიხედა და იფიქრა ეს არს ხმა ხვლიკისა - გამხმარ ფოთლებზე მძრომისა! სიახლოეს რაღაცამ გააწკატუნა და შემდეგ ისმოდა განშორებით შრიალი ბალახში. უთოოთ კურდღელმა შეშინებულმა კაცის მიახლოვებითა გადაირბინა ფიჩხები! ანაზდათ დაინახა, რომ ვიღაცა, ხშირის ნაბიჯით მოდის ჰსწორეთ მასთან. ალია შეკრთა, მიბრუნდა იმ მხარეს, საიდანაც გამოვიდნენ ხმანი ნაბიჯისა, და მაგრად დაჰკრა რა ხელი ხმალზედ, მზათ იყო ამოეღო იგი - წინად უცნობისა მომავალისა და ამ დროს მოჩვენება ხმაურობით გახტა უკუ და გაახმაურა დუმილება საფლავთა საზარელის ღმუილით. წყეულო ტურავ! ჰსთქვა ალიამ: კინაღამ არ შემაშინე მე. დროა წასვლისა. მე, მგონია მღვიმის შესავალთანა ვარ.

მტკიცეს ნაბიჯით მიახლოვდა ვაჟკაცი ჭაბუკი ბედის წერიანსა გამოქვაბულსა, რომელიცა კიდეც ჰსჩანდა უბნელეს თვით ღამისა.

ის კიდეც ემზადებოდა ამოეღო ხანჯალი, დასატევებელად მღვიმესა შინად ნიშნად თვისის უშიშრობისა; მაგრამ მსწრაფლად გამოხდა ხმა მღვიმიდგან რაოდენთამე დაკვრათა. იგი შედგა. ყურს უგდებს: სრული ჩუმობაა!.. თვალ დაკვირვებით უმზერს შესავალს: სრულიადი სიბნელეა!...

მე ან მომეჩვენა ანუ, შესაძლოა, ძველი თაღნი ღვიმისა იქცევიან? და უთუოდ მათგან ჰსცვივიან ქვები.

კიდევ გადადგა ბიჯი, მაგრამ მასვე წამს რაღაცა ღონივრად გამომტყორცნელი მღვიმიდგან ხვდება მას გულში. ალია დაიხრება, ეძებს იპოვნოს მიმთხრობი მკვდართა მღვიმისა, და მოულოდნელად იღებს ჯერეთ გაუცივებელს ხელსა კაცისასა, მოკვეთილს იდაყვამდინ. შიშით და სიზღილით(?) გარდააგდო იქით სისხლიანი ასო, და გონება მიღებული მიდგა წინ.

კვალად მღვიმიდგან გამოხდა ხმა ცემისა და ალიას ახლად მოხვდა მხარში. იგი კიდევ კაცის ხელი იყო!.. მან გადააგდო იგი ფეხით და მიუახლოვდა მღვიმეს. მესამედ შემორტყოცნილი საგანი ეცემა წინაშე მისა: ალია ეძებს მას მიწაზედ, და ხელი ჭაბუკისა ხვდება მკვდრის თავსა, ახლად მოშორებულსა სხეულიდგან.... ალია შედგა: მას შეეყინა ლოყები და მგზავსად წმინდა ნევსსავით სიცივემ დაუარა სრულიად ასოებში. მან იგრძნო შუბლზედ ცივი ოფლი და მამაცობა მისი დაიკარგა.

ვითარცა მარმარილოს ძეგლი საფლავისა, ალია იდგა შეურყეველად წინად საზარელისა კამარისა. ჰაზრნი მისნი ირეოდნენ; თვალებში ეცხადებოდნენ ბრწყინვალენი წინწკალნი, რომელნიცა ზედაზედ ელავდენ ღამის შავსა საბურველსა ზედა. - რამტენსამე წამს იგი იდგა შიშით შეპყრობილი.

არა დავბრუნდეა შინ?... მაგრამ განაღა ვეჩვენები მე დერბენდში, რომელ ვაღვიარო თვის მხთალობა? მე უნდა დავმცირდე წინაშე ყოველთა! მე, უუვაჟკაცესი დაღესტნელებში!... თუმცა წინაშე ჩემისა განეღოს სრულიად სამეფო ჯოჯოხეთისა, მე მაინც უნდა შევიდე მღვიმეში.

ალიამ იგრძნო თვის ჭინა უწინდელი მამაცობა. ვინც გინდა იყო, შესძახა მაღლისა ხმით: ავი სული, ანუ მკვდარი, ნუ მიღობამ მე შესავალსა შენის სავანისასა! ერთის მინუტის მუნ ჩემის ყოფითა არ შევარყევ საუკუნოს შენსა განსვენებასა; არა მოუძლურდებიან შენნი შემძლებელობანი, უკეთუ იტყვიან, დაღესტნელმა ალი-მახმედმა გაბედა ერთხელ შესვლა ქვეშე კამარისა შენის მღვიმისასა!...

ფრიადის და გამოუსახელებელის ღმუილით დაბურვილის მღვიმიდგან ფიცხელად გამორბის მასთან ჩვენება. ალია შეშინებული უკუდგება. მან იშიშვლა ხანჯალი თვისი და მომაკვდინებელი რკინა თრთის ხელსა შინა მისა...

მაგრამ რა შეემთხვა სალვენახსა, მიმავალსა დღეობაში ტ... იგი მშვიდობით მივიდა მუნ თვისის მხლებელის ზამანათი, და მიღებული იყო იგი სიხარულითა, ახალ გაზდა ტოლთაგან, რომელთაცა კიდეც დეეწყოთ სიმღერა და თამაშობა წვრილი ყვავილებით იატაკიდგან ჭერადმდე დახატულ ოთახში.

კედელი ერთის ეტაჟიანის სახლისა, პირ მიქცეული ეზოსაკენ შედგენილი იყო მრთლად ჩუქურთმიანის სხვა და სხვა ფეროვნებთა ფანჯარათაგან; მათ სიგრილისათვის ასწიეს იგინი მაღლა და გაჩაღებულთა ცეცხლთა სინათლის შუქზედ ბრწყინავდა ხმოვანი შადრევანი, რომელიცა აღმოდიოდა საშუალ ეზოისა, ოთხკუთხიან აუზში, გაკეთებულისა თლილის ქვებითა. ეზო, არ იყო დიდი და სამთავე მხრიდგან შემოზღუდვილი გალავნითა, რომელთა ზედაცა გარდიფოთლებოდა ვაზის შტოები, მოხრილნი სიმძიმისა გამო დიდთა მტევანთა. გარემო აუზისა ისხდნენ ნუქერნი, და კეთილ-გამომძიებლობითა უყურებდნენ მოთამაშე ქალთა.

თამაშობანი მათნი უმეტეს იყვნენ თვითეულნი, და ტანადნი ქალნი ერთიწინაშე მეორისა გამოიჩენდა თვისსა სიმარდესა. ვერცხლის ფადნოსებზედ მიართმევდნენ მათ სიტკბოებათა, შარბათსა და ხილსა.

ჩემს ქმარს სურდა დღეს მოსვლა შენ ძმასთან უთხრა სახლის პატრონმა; მას უყვარს ალია როგორათაც ნათესავი.

ვგონებ იგინი მხიარულობენ ეხლა არა უნაკლეს ჩვენისა: ალიასათვის სასიამოვნოა მისი ნახვა, მიუგო სალვენასსამ. შენ როგორღაც ვერა ხარ დღეს მხიარულად?

ოო, პირიქით! მაშ სადღა უნდა გავმხიარულდე. თუ არ აქა?

მაშ აიღე დაირა; ერთხელ მაინც დაუარე.

იგი დაემორჩილა ხოლო პატივცემისათვის: ადგა ხალიჩიდგან, მარდათ მოატრიალა ჟღრიალა დაირა, და სუბუქად დაჰკრავდა-რა მას ზედა თეთრთა ხელთა, დაუარა ლეკური. ყოველი მისი მოძრაობა, სრული იყო მშვენიერებითა. მაღლის ტაშის ცემით, ტოლთა მისთა დაამტკიცეს მისი უპირველესობა მათ შორის. წყნარმან დაღისტნის ელფეროვანმა ქალნა თავი დაუკრა სტუმართა, გადასცა დაირა, და დაჯდა ძველს ადგილს.

გულიანად თამაშობდნენ მისი ტოლნი და ამცნეს მას თვისი მხიარულობა. სალვენასსა გამხიარულდა, და შეერთდებოდა ხანდისხან მოთამაშეთა თანა, და ყოველთვის ათავებდა თამაშობას საქებურად.

რავდენჯერმე განაახლეს ცეცხლი გარეშე აუზისა.

თუმცა დაგვიანდა, მაგრამ იგი არა შენიშნავდა დროებასა,

უმეტეს იმისთვის, რომ ერთობ სტუმარნი მიწვეულნი იყვნენ ღამე დგომით ამა დღეობაში.

ქალბატონო! გამოთქვა ვიღაცამ დაბლის ხმით სალვენასსას უკან, რომელიცა იჯდა ფანჯარასთან.

იგი მობრუნდა და დაინახა ეზოში მისული მასთან ზამანა.

რაგინდა ზამან! ჰკითხა მან. რაღაცა გინდა მითხრა მე? თქვი.

ჩუმათ, ქალბატონო! მიუგო ნუქერმა. მე მინდა მეთქვა შენთვი, რომ დროა შინ წასვლისა.

არა მე არ წამოვალ: მე აქ ვრჩები ამ ღამეს. წადი დაიძინე.

არ შეიძლება აქ დარჩომა! უნდა წავიდეთ. წყნარა ილაპარაკეთ!

ეგ რასა ნიშნავს? რატომ არ შეიძლება დაშთენა?

მე გეტყვი შენ ყველას, ნუკი შეგეშინდება: მე, მგონია მიუსწრებთ შინ კიდევ დროზედ.

ძმა ჩემი ალია?

დიაღ, ალიას ჩხუბი მოსვლია ამ სახლის პატრონთან თვისთან ვახშამზედ, და ამბობენ, რომ ამ ღამითვე ჰსურთ მათ მორჩომა.

შენ ვინ გითხრა ეგ, ზამან? ჰკითხა კანკალითა სალვენასსამ.

გამვლელმა თათარმა, რომელიც დასწრებია მათ ჩხუბში.

მზათ არის ჩემი ცხენი?

მზათ არის.

მაშ წავიდეთ! მე ამ საათსავე გამოვალ ჩუმათ, ღობეს გარეთ მარცხნივ.

სალვენასსამ, გამკრთალმა და ძლივსღა მდგომარემა ფეხზედა, ისარგებლა სტუმართ გართვის დროთა, ფარულად გამოვიდა სახლიდგან, შესჯდა ცხენზედ, ზამანამ დაიჭირა ჯილავი და იგინი მსწრაფლად გავიდნენ სოფლიდგან. ღამე იყო ბნელი, მაგრამ ზამანამ იცოდა ყოველნი ბილიკნი და ყოველნი უუმცირესნი ნიშანნი მინდორთა შინა.

ზამან, მართალია თუ ეგ ამბავი? ხომ არ შესცდა თათარი! ის ვინ არის? ან სადარი?... და ან სხვა რა გითხრა მან? წინასწარმეტყველის მადლს, მითხარ მე მართლა; მითხარ, ცოცხალია ჩემი ძმა?

სალვენასსა აიმსო ცრემლით; ნუქერი მიდიოდა თანასწორის ნაბიჯით, და მოკლედ უპასუხებდა მას: ალია ცოცხალია. ჩვენ მიუსწრობთ.

ზამან! მე მგონია, რომ ჩვენ კიდეც მივახლოვდით. ჩვენ დიდიხანია გზაში ვართ, ძალიან დიდიხანია...

ახლა არა ვართ შორს, ნახევარ ხმაზედ თქვა ნუქერმა, და ვითომც თუ წავიდა წყნარად.

წადი ჩქარა, ზამან! აქ უნდა იყოს ჩვენი ბაღიც. არ ვიცი... გზა ძალიან რათ გრძელდება... შენ იმ გზაზედკი მიხვალ?

ახლა მალე... აჰი იქ! მიუგო მოსამსახურემან.

სალვენასსა აკვირვებს თვალს, ხედავს, ვითამც ბაღსა. ზამანა შედგა.

ჩვენ მივედით! თქვა გარდაწყვეტის ხმით ზამანამ.

როგორ? შენ რას ამბობ! ჰკითხა განცვიფრებულმაქალმა.

დიახ! ჩვენ მივედით, თქვა თათარმა, მიახლოვდა რა მასთან, და მარჯვენას ხელით მეგობრულად მიეკარა რა მისა წელსა.

ზამან! დაიყვირა მრისხანის ხმით სალვენასსამ: როგორ ჰბედავ შენ?...

დამშვიდდი, სალვენასსა! ნუ ჰსჯავრობ ჩემზედ! მე ვარ ერდგული ყმა შენი. ალია ცოცხალია; ის შეექცევა მეგობრებთან, არცარავისთან მოსვლია ჩხუბი და ან ვინ გაბედავს იმასთან ჩხუბსა! ყოველი, რაც გითხარ მე შენ, სულ ტყუილია...

ტყუილია! შენ მე მომატყუე?

დიახ! მოგატყუე. მაგრამ დრო ძვირია. გამიგონე მე, სალვენასსა.... ყურადღებითა.... მე გიამბობ შენ ყველას.

ათასნი სხვა და სხვანი შემეცნებანი აღელვებდნენ უბედურსა; იგი მოხდენილად და შიშით უყურებდა ზამანას, რომელიცა არ უშვებდა ხელიდგან ჯილავსა.

მამა შენი, სალვენასსავ, იყო უწინ ღარიბი ჩემსავით, ვაჟკაცობამან მიაღწევინა მას წოდებასა ხანისასა და სიმდიდრესა, რომელნიცა გარდმოვიდნენ შენ და შენ ძმაზედა. თავ განწირულის დაღესტნელების ხლმითა მან აღაოხრა მრავალნი ლეკთა სოფელნი, შეაგროვა ქონებანი და შემდეგ გარდააქცია იგინი მდიდართა სამფლობელობათა შინა თქვენთა. ერთ თვის დაცემათგანში მან წამიყვანა ტყვეთ, მრავლად დაჭრილი და თითქმისღა ცოცხალი. არ ვიცი ვიქნებოდი თუ მაშინ ოცის წლისა. ჩემი თავგადადებული ვაჟკაცობა მას მოეწონა. მან მომარჩინა მე დაჭრილობიდგან, შემასხა ალერსით, თვისი მეგობრობაც მიბრძანა. მე ვიყავ აღძრული მისის ყურადღებითა, და მალე დავემორჩილე მას უსათუოდ. ის მექმნა მაგიერ მამისა და ძმებისა, რომელთა მკვლელი იყო თვით. მასთან ვიყავ მე მრავალს უეცრად დაცემაში, მაგრამ ბოლოს რიცხვი ჩვენთა ამხანაგთა ფრიად დაცოტავდა, და მაჰმედ-ხანმა მიიღო განძრახვა შინ დაბრუნებისა, აუარებელის საუნჯითა. ერთხელ ღამით, როდესაც ყველას ეძინათ, მან მიხმო მე თვისთან გამიყენა გვერდზედ და მითხრა: ვაჟკაცო, ერთგულო ჩემო ზამან! შეგიძლიან მე მოგანდო შენ მძიმე საიდუმლო?- მე უპასუხე: მაგაზედ ნუ გექმნებათ იჭვნეულება ჩემში.- შენ ჰფიცავ დაიმარხო იგი? - ვფიცამ! - ზამან, თქვა მაშინ მუხამედ-ხანმა: მე გენდობი შენ, გამიგონე! ბედი მაძლევს მე შემთხვევასა გავმდიდრდე. ჩვენი საპალნეები გავსილნი არიან ძვირფასის საუნჯითა: მე ერთმა ვიცი, რაოდენ ჯამამდინ(ჟამამდინ) განვრცელდება ჩვენ მიერ შეძინებული ქონება. დერბენდში ვიყავ მე ღარიბი, მეგობარნი მე არა მყვანდნენ. ეხლა, დავბრუნდები რა იქ, მარადის უნდა მე ვერიდებოდე სისურესა და გაუძღომრობასა, მასთანვე თანა მოღვაწენი ჩემნი მომთხოვენ გაყოფასა შეძინებულთა ქონებათა. ზამან მე მინდა დავმალო უდიდესი ნაწილი ჩვენის დავლისა, და დანარჩენი გავყო თანასწორ, რათა ვაჩვენო მათ ჩემი დიდსულოვნება. - იცისალვენასსა, იწყო ზამანამ, საზარელი მღვიმე კლდეში!... აგე იქ! დერბენდის გაღმა მხარეს!... მას შინა ღამით ჩვენ დავფალით მოტაცებული სიმდიდრე... ახლაკი ის აქ აღარ არის: ჩვენ სულ ამოვიღეთ განგრძელებასა შინა მრავალთა წელთა. შენ დაიბადე პირველ წელს ჩემის მოსვლისას დერბენდში. მე დამყვანდი შენ ხელში. დამცველი საიდუმლოისა მამისა შენისა, მე ვიყავ უმეტესად მისი მეგობარი ვიდრე ნუქერი. იგი მოკვდა ჩემსა ხელში. შენ დამშთი მე უძვირფასეს ნიშნად მისის მეგობრობისა,- და მას აქეთ შენ იცი ჩემი ერთგულება. წინაშე თვალთა ჩემთა შენ აღიზრდებოდი და აღყვავდებოდი, ვითარცა ვარდი. მე გხედავდი შენ ყოველ დღე; გიმზერდი შენ, და არა განვიძრახავდი, რომელ ყოველ დილით შენ ახლოვდები ასაკსა, რომელიცა განმაშორებდა მე შენგან და მომაკლებს შენ მონებასა, რომელიცა შეადგენდა ჩემსა მხოლოობითსა კეთილსა. საზარელმა ჰაზრმა შეარყია ჩემი გონება, გამოსწვა ჩემი ტვინი,- დაგკარგო შენ!... არა, ეხლა მიწა და ცა უღონონი არიან წინაშე ჩემსა!...

ვითარცა მეხ დაცემული, სალვენასსა თრთოლითა ერიდებოდა უნაგირზედა საშინელს თათარს. ფიქრნი მისნი საშინელად აირეოდნენ; იგი დამუნჯდა და ვითარცა უგონო უყურებდა და განსაკრთომელსა ნუქერსა.

სალვენასსავ! იწყო მან; მე მოვიფიქრე ყოველი, შენ უნდა მეკუთვნოდე მე! მე ჯერეთ არ ვარ მოხუცი; თუმცა ჟამმა და შრომათა დასტოვეს შუბლსა ზედა ჩემსა ღრმა ბეჭედი, მაგრამ მკერდსა შინა ჩემსა იწვის ადრინდელი ცეცხლი ჭაბუკობისა და, ხელმა დაიმარხა უწინდელი ძალა. მე შევიგნებ ყოველსა! შენთან, ვინ გაბედავს იფიქროს ჩემი ძლევა? სიმდიდრეს, ხანობას, თავადობას-ყოველსა ავიღებ ხანჯლითა და დავამხობ ქვეშე ფერხთა შენთა ნარნარო ალლახისა ქმ-ნილო, ვარდო სულისა ჩემის, შეისმინე ჩემი ვედრება! დაუტეოთ დერბენდი , ჩვენ ვიპოვნით სასიამოვნოსა ცხოვრებასა კავკაზის მთათა შინა, და იქ ფრიად მცირე ნდომა შენთა სურვილთა იქნების ჩემთვის იგივე, რაჲცა ჰსჯული წინასწარ მეტყველისა...

სალვენასსა ცახცახით მოისმენდა სიტყვათა ნუქერისასა დასასრულ ვითარცა აღმდგარი კუბოდგან ანუ უეცრად მიიღორა ზეგარდამო შთაგონება სიმხნეობისა, - ზამან! შესძახა მან ბრძანებლობისა ხმითა, აღვსებულისა ძალით და რისხვითა, - სათაკილო და მზაკვრო მონავ! ვის წინაშე ივიწყებ თვისსა საძაგლობასა? სასჯელი შენი ახლო არს: წამიყვანე მე ძმასთან, ანუ ხვალვე საძაგელი შენი თავი გარდმოვარდება შენის სხეულიდგან! წამიყვანედერბენდში: მე შენ გიბრძანებ.

საშინელი რისხვაა! შესძახა დაცინებით ზამანამ. ამაოდ ჰფიქრობ შენ მუქარითა განმაშორო ჩემს განძრახვას. შენ ხარ ჩემს ბრძანებლობასა ქვეშე; და გირჩევ იფიქრო, რომელსა ჩვენთაგანსა აქვს უმეტესი უფლება თვის საქციელთა შინა...

ამოსავარდნელო! იცოდე, რომ ხვალვე სისხლი შენი დაიღვრება მეიდნის ქვებთა ზედა, ხვალვე...

არა ეგ არ იქნება! მიუგო მას თათარმა მხეცურის ხმით. შენი შეურაცხობა მაძლევს მე ყოველსა ნებასა შენზედა. ამ სიტყვით ჰსტაცა ხელი საწყალსა სალვენასსასა და ძალოვანითა ხელებითა გადმოგლიჯა იგი უნაგირიდგან. შეშინებული ცხენი დაიკარგა სიბნელეში.

ოჰ თუ რომ გმირსა ალიასა ჰსცოდნოდა მაშინ მდგომიარობა დისა თვისისა! მაგრამ ალია არა ფიქრობდა სალვენასსა ზედა. სრული უსარგებლოითა თავის მოწონობითა, იგი ენთებოდა მხოლოდ მოუთმენლობით დაამტკიცოს თვისი გამბედველობა და განაკვირვოს დერბენდი

ამაოდ ბოროტ მიღებული სალვენასსა ახმოვიანებდა, თავგადადებულითა ტირილითა, მყუდრიანობასა და მოიხმარებდა ყოვლის ღონის ძიებასა, რათა დაეღწიოს ხელიდგან თათრისა: ხმა მისი ჰსწყდებოდა უადამიანო გარემო ადგილებში, მონამან ადვილათ განიტაცა მსწრაფის სიარულით, რა მან ანაზდათ იგრძნო თავი თვისი ცივს, თითქმის ზამთრის ჰაერში. მან იხილა თავსა ზედა თვისსა საზარელნი მღვიმისა კამარანი.

ავაზაკო! შესძახა მან მიხრწნეულის ხმით, სიკვდილი!... და მარდათ ამოიღო თვისი ხანჯალი. კანკალობს რა აღტაცებისაგან, იგი უქნევს სასიკვდინებელსა იარაღ-სა და ყოვლისა ძალითა უგმირს გვერდში თათარსა. რკინამ დაიჭრაჭუნა გვერდებში, სისხლი მტაცებლისა გადმოსკდა ორათ განყოფილისა გულიდგან; მან დაიბარბაცა... ხელნი მისნი დაეშვებოდნენ და იგი გაერთხმოდა მკვდრად სალვენასსას ფეხებთან, მაშინ, ოდეს კამარანი მღვიმისა გამოხმობდნენ საზარელთა მის ოხ ვრათა.

მის ხელში, შემჭიდრებულისა ძალიანისა ცახცახითა დარჩა გაისხლიანებული ხანჯალი. ასონი მისნი თრთოდნენ, ცივი ოფლი მსხვილ წვეთ წვეთად ჰსცვიოდა შუბლიდგან, და ანაზდათ შეეცვალა ღაწვნი მკვირცხლითა სიცხითა; პირი გაეღო და გაშრობიყო, მის ყურთა შინა ბჟუოდა ხმიანობა. უეცრად გვამი, რომელიცა ეგდო მის ფერხთან აკანკალდა უკანასკნელითა სიკვდილისა ხიხინითა. სალვენასსა კივილით გახტა გვერდზედ. მკვდარი დაწყნარდა. ის მაინც კიდევ იდგა უგრძნობელი ზურგის მინდობით დიდ ქვაზედ, თავი მისი ენთებოდა; შეიძლებოდა შორით გაგონება ცემა მისის გულისა.

ძლივს მოვიდა იგი ნახევარ მნათობ სულის მდგომიარობაში, მსწრაფლ ესმის, რომ ვღაცა(ვიღაცა) ახლოვდება მის საზარელ მისამართადმი. დაივიწყა რა შიში, რომელმანცა შთააგდო იგი უუმაღლეს ხარისხ უგრძნობელობაში, იგი ვითრცა უგონო ეძებს იპოვნოს ხანჯალი, რომელიცა გავარდა მას ხელიდგან, მიირბენს გაშხლარტულ თათართან, გაშფოთებული დაჰკვეთს მას სახსართა და ძლიერითა მოქნევითა ესვრის მათ სასტიკ მომავალს სასაფლაოდგან. უბედური ფიქრობდა გამოეხსნა თავი თვისი ახლისა განსაცდელისაგან! მაგრამ უშიშარსა სტუმარსა ვერ უკუაყენებდნენ სისხლიანი ტყვიანი, გამოტყორცნილი მღვიმიდგან!... ძალნი აქვე დაუტევებდნენ სალვენასსასა, თავბრუ ესხმოდა, ხელნი ედუნებოდნენ და სასიკვდინო დამაშვრალობა დაუვლიდა მრთელ სხეულში; იგი მოემზადა დაცემულიყო მკვდრათ მღვიმის შესავალთან, როდესაც მოესმა ხმა... იგი ყურს უგდებს, მას კიდევ არა ჰსჯერა... ცეცხლმა გამოუთარგმანელისა გრძნობისა, მსწრაფისა როგორათაც ელვა, დაირბინა მის ძარღვებში; იგი გამოვარდების მღვიმიდგან, და ეხვევა თავის ძმასა. გაოცებული, და შემკრთალმა ალიამ არ იყო რომ შემოჰქნია ხანჯალი მოჩვენებასა...

შეჰსდექ, ალი! დაკვრა ჯერ არს ბრალეულისა! დაკვრა ძმის მკვლელობისა! მე ვარ შენი სალვენასსა!..

სიმტკიცემან სულისამან შეიმაგრა მისი ხელი. ალია გრძნობს- მკერდსა ზედა თვისსა ჭაბუკსა დასა, და ხანჯალი მისი ეცემა დედამიწაზედ.

სულის დიდ ძალის დატანებითა მოღალეს საწყალი ქალი: მან დაჰკარგა გრძნობანი. როგორათაც დამჭკნარი ვარდი, მოიდრიკა თავი ძმის გულზე და დიდხანს იწვა ესრედ. ხოლო სუსტი - გულის ცემა დაუმტკიცებდა ალიას, რომელ სიცოცხლე სალვენასსაში, ჯერეთ არ გამქრალიყო.

აღახილნა თვალნი, სალვენასსა ათრთოლდა. საზარელი გარდა-სავალი, როგორათაც მახლობელი ძილი, ჯერეთ არ განშორებულიყო მის ფიქრთა შინა უწინდელისაგან, ალია ცდილობდა დეემშვიდებინა და, აიყვანა იგი და იპოვნარა ცხენი სასაფლაოზედ, მოიყვანა სალვენასსა დერბენდში. იქ უამბო სალვენასსამ ძმასა მუხთლობა და სიკვდილი ზამანასი. სტუმარნი არღა იყვნენ შინა.

ძვირფასი ხანჯალი სალვენასსასი დარჩა მღვიმეში;ხანჯალი ალიასი ძევს შესავალთან. მტაცებელთა ტურთა წაიღ წამოიღეს ოთხად გაპობილი გვამი თათრისა.უბნობენ, რომ ჩრდილი მისი ყოველღამ მოდის შეკრიბოს სხეული თვისი, ჰკვნესის და მოშორდების ღმუილითა ხანჯლის ელვარების დანახვაზე.

მას აქეთ მღვიმე გაჰხდა უფრო უუსაზარლესი.

სალვენასსამ მალე დაივიწყა თვისი გარდასავალი. მაგრამ აქამომდე უბნობენ დერბენდში: არა ყოფილა უმშვენიერესი სალვენასსაზე - მრთელ დერბენდში! არა ყოფლა და არცა იქნებ უვაჟკაცესი ალიაზედ!

თარგმანი რუსულით თა. გიორგი ბარათოვისა მიერ.

დასასრული.

__________________

1 უნდა შევნიშნოთ, რომ ეს ნადიმი თათრული ჩვეულება არ არის, ავტორის შეცთომაა.- გ.ე.)

3 ჰსწავლა

▲back to top


ჰსწავლა

მოკლე სიტყვის გება სოგრატისა. ჰსწავლა პირველი. თარგმნილი რუსულისაგან ქართულად ერასტი თურქისტანის შვილისაგან. და ლექსად ნათქვამი მეფის ვახტანგისაგან. -

რუსთველსა ენა შაქარსა, უქნია რისმე მკობანი,
სიტკბო სიბრძნე და იგავნი, ცოლქმართა აშიკობანი,
ბევრად საჩხრეკი ვერ მიხვდენ მიბაძეს ცუდი ხმობანი,
და სამღთო წერილი საცრუოდ, თქვეს და დაგვიგდეს გმობანი,
არ მწადდა წიგნის გალექსვა, ბრძენთა მაწვიეს მადესა
შევკრავთ ჰსწავლა სიბრძნისა, მოკლეს სიტყვითა მხადესა,
პასუხი უგონ ერთმანერთს, სიტყვისა დამაქადესა,
და უთხარით ლოცუა ძმობისთვის, მეფეს შენდობის მწადესა,
ვარდზედ მყეფელი ბულბული, გაუშვი ჩიტთა მდეველმან,
ჩრდილი ცაცხვისა საამო, მახის ძაფისა მწეველმან,
ვერა მოვკრიფე საკრეფი, სხვისაკენ დამაძლეველმან,
და მაგრამ შეატყოს შემტყობმან, ჭაშნიკის დამალეველმან,
კეთილის კაცის წესი არ არის, კაცს პირში აქებდეს და უკან კი ჰსძრახვიდეს.-
არა შვენის გვარიანსა, პირში ქება უკან ძრახი.
ნიშანი ჭკუისა ის არის, კაცს კაცის განსაცდელში ჩაგდება უმძიმდეს.-
მართებს სხვისა განსაცდელი, სხვისაც ჰქონდეს საწუხარად,
სიკეთე უჭკუოდ, ცარიელი არის.-
უჭკუოდ კაცის სიკეთე, ვაი რა ცარიელია,
თუ საქონელი გქონდეს, ასე შეინახე, სხვისა არა გაურიორა.-
გაუცუდდების მისიცა, თუ სხვისა განარევია,
გამარჯვება უომრად, დიდი სახელი არ არის.-
ვის მიხვდება დიდ სახელად, უბრძოლველი გამარჯვება,
სიხარბე, უსარგებლო და ყოველთვის დანაკლისია.-
უსარგებლო და დამკლები, სიხარბე გაუძლისია,
შენს თვალს უფრო დაუჯერე, სხვის სიტყვისაგან.-
შენგან ნახულსა ნასმენი, უფრო რა დასაჯერია,
არიან მრავალნი, თვისას დაჰკარგვენ და სხვისას კი ეჭიდებიან.-
თვისას დაჰკარგავს უცები, და სხვისას ეჭიდებისა,
მორჩილის შვილისათვის, მამის ბძანება მძიმე არ არის.-
ძეს ბრძენსა მამის ბრძანება, მძიმედ არ აუჩნდებისა,
კეთილი ცოლი ქმრისათვის, თავის თვის სიკვდილს განიხარებს,
და ბოროტი ქრმის სიკვდილის მონატრეა. ამისთვის
ერთი სიხარული და მხიარულებაა. მეორე ტირილი და სასჯელი.-
კარგი ქალი თავის ქმრისთვის, სიკვდილს თავსა არ არიდებს,
ავი ქმრისა სიკვდილზედა, არ გახევენ არცა რიდებს,
ერთი არი სიხარული, ლხინსა მისცემს კაცსა დიდებს,
და ის მეორე შეჭირვებად, ქმარს სასჯელსა ზურგსცა ჰკიდებს,
მშვიდი წყნარი და მორცხვედი, ქალი თავისა მცველია,
სახლისა მაშენებელი, გვირგვინი უეჭველია,
შვილთა მომვლელი ქმრისათვის, შემწე და მინაშველია,
და კაცს მოშლის გულსა მოუკლავს, ენა გრძელი და მწველია,
მეგობარს ასრე არგე რამე რომ შენ არ წახდე.-
ვინ მოყვარეს ვერას არგებს, თავსა რატომ განიქიქებს,
სოგრატი კვდებოდა და უკანასკნელი ლოცუა ღმერთს ესრეთ
შესწირა; დამბადებელი ღმერთო, ყოვლისა სულისა.
და სიბრძნისაო. შენ შეგვედრებ ჩემს სულს. -
სოგრატ მოკვდავი უფლისა, ილოცავს ევედრებოდა,
სიბრძნის დამბადო ყოვლ სულთა, სულსა შენ შეგვედრებოდა,
პლატონ ბრძენი ათონელი მოწაფე სოგრატისა, პირველად
ეწოდა არისტონ, და შემდგომად სივრცისათვის გულისა
უწოდეს პლატონ: პლატონ ითარგმანების ვრცელად.
და რომელთამე სიტყვის სივრცისათვის უწოდეს:
ამისთვის რომ, ყოვლის კაცისაგან სოგრატის ჰსწავლა უკეთ ისწავლა.-
პლატონ ბრძენია, ბრძენია, ქვეყანით ათონელია,
მოწაფე იყო სოგრატისა, სიბრძნეთა შიგან მრთელია,
პირველ სახელად არისტონ, მისთვისვე დასარქმელია,
მერმე სივრცისთვის გულისა, პლატონად სასმენელია,
პლატონ თარგმანით მის ენით, ვრცლად არის საცნობელია,
ზოგთა მაზედა უწოდეს, სიტყვისა ვრცელად მთქმელია,
და მით ყველას უკეთ სოგრატის, ჰსწავლისა დამსწავლელია,
კეთილი მთქმელი შემსმენი, მომგონი არ იმწარებსა,
რაგინდ რომ ბევრი ისწავლოს, კვლავ ცდილობს არ იკმარებსა,
სახელი დარჩეს ბოლომდინ, ვინ იწადს ვინც იკადრებსა,
და სიბრძნე კარგი სასწავლოდ, ვინც კარგად მოიხმარებსა,
ეს დღეში ღმერთს მადლობას სამჯერ შესწირვიდა: კაცად
დამბადე და არა პირუტყვად. ელენად და არა ბარბაროზად.
და სოგრატის სიცოცხლესაც მამასწარ. -
დღეში სამჯერ პლატონ ბრძენი, ღმერთსა მადლსა შესწირვიდა,
ბარბაროზად არ დაბადა, ელენთაგან გამოვიდა,
არ პირუტყვად კაცად იქმნა, უმეცრობა ვერ დასწვიდა,
და შემოასწრა სოგრატ მთელსა, მის სიბრძნესა დაიცვიდა,
კარგია ღვთისა მადლობა, დღითი დღე ჟამთა ჟამისად,
რაცა მოგეცეს სოფელში, მას ხადე ყოველ წამისად,
გარდაგეცემის სიმრავლე, სხვაც არის მთქმელი ამისად,
და უმადურობა კაცისა, სულს დასწვავს წყენად ამისად.-
ამას ჰკითხეს, კაცმან თავის შემდგომად სახელი რით უნდა
დაიგდოს. მიუგო: აქ კეთილის ქმნა გმართებს რომ
ერმა გიცნას, და ბოლოს სახელი დაგრჩება.-
რისგან დაგვრჩება ჰკითხვიდენ, ბოლომდინ კაი სახელი?
პირველ თუ გიცნეს კეთილად, ის შეგექნება სახელი,
გულმწყრალთა და მემთვრალეთ, სარკეში ჩახედვას ურჩევ,
ეგების თვისი უშვერება იხილონ და მოიშალონ.
ურჩევ სარკეში ჩახედონ, მთვრალმა და გაჯავრებულმა,
ჰსცნან უშვერება სახისა, ეგების ვაგლახ ვებულმა,
ჯავრიანი კაცი დიდად უსახურია, როგორადაც ჰსწერენ სახის მეტყველნი.-
გულ მწყრალთა უსახურობას, სახის მეტყველნიც ჰსწერენო,
ბაგე კეთილი ჯავრისგან გაშავდება, სისხლით აღვსილნი
ძარღვნი თვალთ გაალურჯებს.-
გაუშავდება გულ მწყრალსა, კეკლუცი ბაგე ლალები,
სისხლით აღვსილის ძარღვითა, გაულურჯდება თვალები,
პლატონ განურისხდა ერთს თავის მონას, იმ ჯავრზედ
თვისი მოწაფე სენკრატ შეესწირა და უბრძანა. შენ ჰგვემე
მე ვეღარა ვგვემ, ამიტომ რომ გავჯავრდი. რომელიმე
მაშინ ჰგვემს, როდესაც ჯავრობს, და ფილასოფოსი თავის
თავს კი ვერ ენდო რომ ჯავრისაგან საზომს არ გარდაჰხდეს.-
პლატონ მწყრალსა შემოესწრა, მას მოწაფე სენკრატ თვისი,
შენა ჰსცემე მე გავსჯავრდი, ცემააო ჯავრში მქისი,
ბრძენი ასე არიდება, ზომას წახდეს არამც ისი,
ვინც ძმასა ავსა არა რიდებს, საქმე არის როგორ მისი,
არიქნას კაცი არ გვემო, არ წახდეს წესი რიგები,
ნურც შურით ნურცა მტერობით, და ამ გვარები მიგები,
სიყვარულითა რაც აკრავს, მწვირე დასცვივდეს იგები,
და სიბრძნით და გასინჯულობით, ზომიერ ჩანარიგები,
პლატონ ჰრქვა თავის მონას, უსაცილოდ გცემდი თუ
გული არ გამჯავრებოდა.-
გული არ გამჯავრებოდა, მრავალსა გცემდი მონაო,
ჰკითხეს, რა განყოფილება არის მცოდნთა და უცოდნთ
შუა. მიუგო: რაც სნეულთა და მკურნალთ შუაა.-
უცოდნთა და მცოდნთა შუა, განყოფაა როგორ დიდი,
მკურნალსა და სნეულს შუა, უთხრა არის რაცა ხიდი,
ანტისტე როდესაც ლაპარაკს დაიწყებდა, დიაღ გვიან
გაათავებდა. პლატონ უთხრა: შენს ლაპარაკს საზომი განმგონმა
უნდა დაადვას, თვარემ შენ ხომ არიცი.-
მეტსა ზრახევდა ანტისტე, უთხრა პლატონმა ესედა,
უნდა მსმენთ დასდვან საზღვარი, შენ ხომ არ განიწესედა,
სიტყვის თქმა რომ გინდოდეს, გამგონე გასინჯე. თუ
იმან შენი სიტყვა ვერ გაიგონა ქარი წაიღებს. კვალად
თუ გამგონე შეჰკრთა, შენს ლაპარაკს ვეღარ შეისმენს.-
მსმენს ესმოდეს ისე რამ თქვი, ქარმან ცუდად არ წაიღოს,
თუცა ყური სმენად შეკრთა, მართლა ყურად ვეღარ იღოს,
კორინთელთა პლატონს ჰსთხოვეს, რათა ჰსჯული დაუდვას.
მან მიუგო: იქ ჰსჯულის დება არ იქნების, რომელთაც
თავი ყოველთაგან უფრო ბრძენი ჰგონიათ.-
ჰსჯული დაგვიდევ კორინთელთ, ვით გინდა პლატონ გვინებსა,
სხვის უბრძნედ თავის მომწონი, ჰსჯულსა ვერ შეიძინებსა,
ერთმან ვინმე პლატონს ღიმილით უთხრა. სადამდი უნდა
ჰსწავლაში იყო. მან უთხრა: სადამდი ჩემის თავის სიკეთე არ შემშურდება.-
სანამ იქნები მოწაფედ, ღიმილით უთხრეს შენაო,
მანამ სიკეთე თავისა, არ მექმნას მოსაწყენაო,
უმეცარს კაცსა, სიყრმეს უკან ჰსწავლა სირცხვილად ჰსჩანს,
მაგრამ ფილასოფოსი სიკვდილამდის ჰსწავლაში
გაარონინებს თავის ცხოვრებას.-
ზოგს სირცხვილად მიაჩნია, სიყრმეს უკან კითხვა ჰსწავლა,
მაგრამ ბრძენთა სახელად ჰსჩანს, სიკვდილამდი მაშიგ ჰსწავლა,
პლატონ იყო კაცი კეთილი. ყოველთვის ყოველი თავისა
თვისისა ხორცთ ნება მოეკლა და ესრეთ ისწავლებოდა,
კაცს სიკვდილისა ნუ ეშინიან. ესე ფილასოფოსთაც ჩვეულებად
შეექნათ, სიკვდილის უშიშრობა. არათუ ესრეთ
ჰსთქვა სიკვდილის ფიქრი არღარავისა ჰქონდეს,
არამედ ბრძენი კაცი იგი არს, რომელიც სიკვდილისათვის
ფიქრობდეს. სიკვდილი ორი რიგია, ერთი ბუნებითი
გინა ჩვეულებითი. მეორე კეთილ მოქმედებისა და
კაის აგებულობისაგან. თავისის სიბრძნით კაცმან, ყოველი
თვისის ხორცის ნება და გემოვნება მოკლას და თვისგან შორად განაგდოს.-
პლატონ კაცია კაცია, კეთილის შენატკაცია,
თავის ნებისა მომკვლელი, გემო ხორცისა რაცია,
ისწავლებოდა სიკვდილსა, ნუ შიშობს დასახოცია,
ფილასოფოსნი დასჯერდენ, ეგონათ გასახოცია,
არა თქვა ასე ისი ჰსჯობს, წინ ჰქონდეს სულ საოცია,
ბრძენი ის არის სიკვდილის, ვის ფიქრი გაუოცია,
სიკვდილი არის ორ რიგი, ბუნებით აღუხოცია,
მეორე კარგის წადილით ვის ნება აღუკეცია,
და ხორცის შვების და გემოსი, არის მცა სულ უვეცია,
ძნელია სიბრძნით სიკვდილი, საწუთოს ქცევა ჟამისა,
ხან აამაღლებს ხან დასცემს, ყველაა ერთის წამისა,
ნუ მისდევ ყურსა ნუ უგდებ, მისსა ამისსა დამისა,
და შენ დაიჭირე სადავე, მაგრა შენისა გვამისა.-
ამასვე ჰკითხეს, რით იცნობება ბრძენი. მიუგო: ბრძენი
ის არის რომელიც ძრახვისათვის არ შეწუხდება, და ქებისათვის არ ამაღლდება. -
ბრძენს რით იცნობ კიდევ ჰკითხეს, ესაო მისი ნიში,
არცა ქებას აუზვავდეს, არც ძრახვისა ჰქონდეს შიში,
ჰკითხეს კაცი რით იცნობება. მიუგო: როგორც ჩინური
წკრიალით შეიტყობა, აგრეთვე კაცი ლაპარაკით იცნობების. -
კაცს რით იცნობ მან მიუგო, ვით ჩინური იცნობების,
კაცი სიტყვით, ის წკრიალით, განცხადება შამოკრბების,
ჰკითხეს, რით იქნების კაცმა თავის სიცოცხლეში თვისი სამყოფინარო
საზრდო იშოვნოს. მიუგო: რისაც დიდად
დამჭირნე არიყო მისმეტს ნუ მოინდომებ და სამყოფინარო საზრდო იქნება. -
სიცოცხლის საზრდო რაც გინდა, ჰკითხეს რით შეიკრებისა,
არას ეძებდე მის მეტსა, რაცა არ გეჭირებისა,
ჰკითხეს რომელი კაცი უფრო მხნედ ითქმის. მიუგო: რომელიც
თავის ჯავრს მოერევის. ჯაბანი ის არის, ვინც
სიტყვას ვერ შეინახავს. იგიცა მხნედ ითქმის რომელიც
თავისის სიგლახაკის დაფარვას შეიძლებს. და კვალად მხნე
უფროსად იგი არს რომელიც ბოროტის კაცის საქციელს არ აჰყვება.-
მაგარი კაცი ვინ არის, თქვა ჯავრის მომკვეთელია,
სისუსტის ნიშნად გამოჩნდეს, სიტყვის ვერ შემნახველია,
მაგარი არის თავისი, მკდოვნობის დამფარველია,
და უფრო მაგარი არა ქნას, ბოროტთა საჩვეველია,
უადგილომ რისხვამ შეჰქმნას, საძაგელი მოსაწყენი,
წაახდინოს არ შეეძლოს, გულში სიტყვა დასაყენი,
ვერ დაჰფაროს გლახაკობა, გული ჰქონდეს ამაყენი,
და ავს ბაძევდეს კარგს ელტოდეს, ჰსჯობს პირუტყვი ცუდ უყენი,
ჰკითხეს როგორს ადგილს უნდა მოერიდოს კაცი. მიუგო:
საცა მტყუანი და ამპარტავანი მპყრობლობდეს, და ყმაწვილი მეფობდეს.-
როგორსა თემთა ვერიდოთ, ჰკითხვიდენ მასვე მისასა,
ამპარტავანთა ადგილთა, სამეფოს ყმაწვილისასა. -
ჭკვიანის კაცისაგან წყალობა თუ გინდოდეს, ავს ნურასა იქ.-
ავის მოქმედი წყალობას, ბრძენთაგან ნუ მოელისა.-
ქვეყანა ბედნიერი მაშინ იქნების, როდესაც მსაჯული
ბრძენი უჯდება. რომელსაც მარტო თავის თავის გარიგება
არ შეუძლიან, ის სხვას მრავალს ვითარ გაარიგებს.-
თემის ბედია თუ დაჯდა, კარგი რამ გამგებელია,
თუ კაცი თავსა არ ირგებს, სხვისას რა სარგებელია,
ყოვლის სიბრძნის საფუძველი არის მოთმინება.-
მოთმინება უთუოდ, სიბრძნისა საძირკველია,
ბოროტს აგებულებას შეუძლიან, კეთილის საქმის წახდენა.-
ბოროტის ბუნებისაგან, წარხდეს კეთილის ბოლონი,
მომთმინე მანამდი ვერ შეიქნები, სანამდი შენს ნებას არ მოიკვეთ.-
არა ხარ დამთმო ვინემდი, ნება არ მოგიკვეთია,
სამთა საქმეთათვის ვსწუხვარ, მდიდარი უსარვაგო, სიღარიბეში
ჩავარდეს. ჭკვიანს ჭკუა მოაკლდეს, და პატიოსანი უპატიობაში ჩავარდეს.-
სამს ვსწუხვარ, მდიდარს დაეცეს, უსარვაგ იყოს დრკუაო,
პატიოსანსა პატივი, ჭკვიანს დააკლდეს ჭკუაო,
ამპარტავანს ყურს ნუ უგდებ, სანამ ამპარტავნობა არ მოიშალოს. -
ყურს ნუ უგდებ ამპარტავანს, სანამ კარგა არ დამდაბლდეს,
ქვეყნის მარიგებელთ კაცთა და უფროსთა მართებსთ სხვათ
კაცთზედ გარდაცვლილნი იყვნენ. უკეთუ იმ სხვათ
კაცებსავით ისინიც მოიქცევიან. ერნი მაგთენს არ დასდებენ პატივსა.-
მართებს სხვაზე უფროს კააცსა, დიაღ რამე უკეთ ქცევა,
თუცა არის სხვისა მსგავსად, მალ პატივი წაექცევა,
უკეთუ მამამ შვილი სასწავლოში არ მისცა, შვილმა მაშინვე
უნდა შეიტყოს თურმე თავის მემკვიდრედ არ უნდა. -
მამა შვილსა არ ასწავლის, ჰსცნას არ უნდა მისსა მკვიდრად,
სულგრძელება არის, ვინც სიგლახაკისათვის არ შეწუხდება.-
დათმენა სიგლახაკისა, სულგრძელებაა დიდია,
ეს გიჯობს შენს უკან შენი საქონელი მტერს დარჩს,
ვირემ შენს სიცოცხლეში, შენს მეგობარს შესთხოვდე. -
დარჩეს შენი ყველა მტერსა, ჰსჯობს რომ სთხოვდე მოყვას პურსა,
არისტოფ იყო ბრძენი კირინელი და მოწაფე სოგრატისი:
ამას ჰკითხა დიონოსიმ. ფილასოფოსთა სხვათ კაცთაგან
უკეთბს(უკეთეს) უმჯობესი რა აქვსთ. მიუგო: თუ კაცმა რაც
ჰსჯულია ყველა იცოდეს, თავის ჰსჯულზე უფრო მტკიცედ
იდგება. ამიტომ რომ, სხვას ჰსჯულში რაც ავი
იმას აღარა იქს და რაც კარგია ის დარჩება. აგრევე ბრძენი
კაცია; თუ ყველა იცის რაც ავია იმას აღარა იქს, და რაც კარგია იმასა იქს.-
არისტოფს ჰრქვა დიონოსიმ, ბრძნობით სხვაზე რა ერგება,
ფილასოფოსთ შეუძლია, ამ საქმისა გამოგება,
ავსა კარგში გამოარჩევს, იცის რაცა მოეგება,
და კარგს მიჰყვება ავს არა იქს, საქმე მისი გაეგება,
სარგოა ვისაც მიხვდება, ფილასოფოსთა წილობა,
გააღვიძოს და განუფრთხოს, უგუნურობის ძილობა,
სიტყვა თქვას ყველა ასეთი, ვერავინ უყოს ცილობა,
და პირუტყვსა კაცი ვერა ჰსჯობს, ამით აქვს გაუწილობა,
ამასვე ჰკითხეს, რად უყვარსთ ფილასოფოსნი დიდ შემძლე
კაცთა. მიუგო: ფილასოფოსთ იციან რით განმდიდრდებიან.
ანუ რით დაგლახაკნებიან(დაგლახაკდებიან). -
დიდთა შემძლეთა რად უყვარსთ, ფილასოფოსი ბრძენია,
იცის გზა სიგლახაკისა, სიმდიდრის შეცა მძენია.
მეორე ესე. თეთრით სიგლახაკე ჰსჯობს ჭკუით სიგლახაკესა.
ამისთვის რომ თეთრის უქონელს მარტო თეთრი
არა აქვს, და ჭკუის უქონელს იქნება რომ ღვთის ნაბოძები
თავისი სახე რომელიც აქვს, ისიც მოეშალოს.-
ხელს გლახაკი ჰსჯობს რა იქნა, არა აქვს საქონელია,
მაგრამ ღვთის ბოძი სახისა, ცოფი მოშლისა მქნელია.
სრულს კაცს მართებს, ჭკუა, ჰსწავლა და გასინჯულობა.
თუ ესენი აქვს თეთრითაც ღარიბი იყოს მაშინაც კაცს
უძახიან. და თუ ესენი არა აქვს, თეთრი ბევრიც ჰქონდეს მაინც კაცს არ დაუძახებენ.-
სრულს კაცსა მართებს სიბრძნედა, ჰსწავლა და გასინჯულობა,
თეთრით ღარიბიც რომ იყოს, კაცობისა აქვს თქმულობა,
თუკი ის კარგი არა გჭირს, სიმდიდრით გქონდეს სრულობა,
კაცათ არავინ ჩაგაგდებს, მოგეცეს უფლის წულობა.
სიმდიდრით თავი ნაქები, საქმეა უსუსურია,
ცოდნა ჭკუა და შეძლება, ყველასი მოსასურია,
სიმაღლე არის დიადი, ვის ეძებს მისი პურია,
და ცდა და მოძებნა უგვანად, ვინა თქვას ვაჟკაცურია.-
ამასვე ჰკითხეს, რა სარგებელი გაქვს შენის ფილასოფოსობისაგან.
მიუგო: ყოველს კაცთან ყოვლის მართლის
თქმა შემიძლიან. ჭეშმარიტს ფილასოფოსს სიკვდილისაგან
არ ეშინიან და შემძლე კაცს მართალს ეტყვის,
და არც წყალობის მოკლებისა ეშინიან. მართალის
თქმა მარტო კაცსაც არ იამების.-
ჰკითხეს რას ირგებ შენისა, ფილასოფოსთა ბრძნობითა,
თქმა შემიძლიან ყოვლ კაცთან, მართალი ენა ძნობითა,
ბრძენი სიკვდილსა არ ელტვის, მძლავრს ეტყვის ჰსწორსა გრძნობითა,
არ იამების მართალი, მარტოკაცს მისაგნობითა,
სანატრელია სოფლისა, თუ განვლო კაცმან მზღვარები,
არცვისი შიში ექნება, არც სირცხვილითა მწვარები,
რად ვარგა კიდევ უყვარდეს, პატივი მისი ცვარები,
და უბნობს არმინდა სოფელი, კვლავ მისგან შენასვარები.
ერთმა ვინმე გაჰკიცხა. ფილასოფოსთ მდიდარნი ჰსძულან
და მალმალ უალერსებენ ხოლმე. მან მიუგო: მკურნალნიც
მრავალ სნეულებთან მივლენ, მაგრამ ერთს მკურნალსაც
ვერ ჰპოებს, თავის თავის სნეულობა უნდოდეს. -
ბრძენთ მდიდარი ჰსძულს გაჰკილეს, მივლენ და უალერსებენ,
სნეულთანაც მივა მკურნალი, სენსა არ მოინებებენ.
ერთმა ვინმე შვილი მიჰგვარა სასწავლებლად, და მან ხუთასი
დრაჰკანი ჰსთხოვა. განჰკვირდა კაცი იგი და უთხრა:
მაგით ერთს სხვას ტყვეს ვიყიდიო. მიუგო: თუმცა იყიდი
მაგრამ ბიჭი იქნება. მე რომ ვასწავლი, ორი შვილი
გეყოლება და შვილს იყიდი.-
იყო ყმაწვილის ჰსწავლისთვის, ხუასის დრაჰკნის მთხოველი,
ეტყოდა მამა მაგათი, სხვის ტყვისაცა ვარ მშოველი,
მან უთხრა თუცა იშოვნი, ბიჭთა იქნები მპოველი,
და რა გაიწვრთნება საშენოდ, ორსა ნასყიდად მოველი,
ყოვლი უწრთველი იქნება, არათი ხელ სახდელია,
ვინც ეძებს მისგან კეთილსა, ცუდია მისი მცდელია,
თუგინდა შენთვის ასწავლე, რაცა გყავს გასაზდელია,
და შენ გარგებს თავის სარჩოსი, იქნება მიმაწვდელია.
რომელიმე სტრაფჩთაგანი დავიდოდა არისტოტელის მაგიერ
მსაჯულთანა და კიდეც გაამართლა. მან სტრაფჩმა
იფიქრა და თქვა: ჩემი ჭკუა ჰსჯობს იმ ფილასოფოსის
ჭკუასა და უთხრა. შენ რა სარგებელი გაქვს მაგ ფილასოფოსობითა.
თუ მე არ ვყოფილიყავ გაგამტყუნებდენ.
მიუგო: მე ეს სარგებელი მაქვს, რაც მე აქა ვსთქვი ის
ჩემი ნათქვამი სიტყვა მსაჯულს მოხსენდა და ამითი განვმართლდი. -
არისტოტელს საქმე ჰქონდა, მისმა სტრაფჩმა გაუმართა,
მისგან მისის უბრძნესობით, დაიჯერა დაემართა,
უთხრა სიბრძნეს რასა ჰხმარობ, ესე ჩემგან წარგემართა,
და თქმული ჩემი იქ იუბენ, გაღანამცა მოიმართა.
უცებს ჰგონია ბრძენი ვარ, საქმისა შემძლე მქნელადო,
გული ამაყი შეჰქნია, ძნელისა გასახსნელადო,
უკვირს და ჰსწყრების ამაზე, კაცი არა მყავს მცნელადო,
და ვეღარც ხელფეხსა გაიქნევს, ჩავარდეს განსაცდელადო.
ამას უძრახეს, შენის მეგობრებისაგან თეთრს მალმალ სესხულობ.
მიუგო: ამაზედ არა ვსესხულობ რომ ჩემს დაჭირებაზედ
დავხარჯო. თეთრს როგორ უნდა დახარჯვა მინდა ჩემგან ისწავლონ.-
უძრახეს მეგობართაგან, მალმალ თეთრს იღებ ვალადო,
ჩემთვის არ ვიღებ დახარჯვის, ჰსწავლა მწადს ჩემსა კვალადო.
როდესმე იყიდა ერთი კაკაბი ხუთ მანეთად, ერთმა ვინმე
ნაყროვნაბაში ჩამოართვა და უთხრა: ის არა ჰსჯობდა მაშინ
გეყიდა როდესაც ოთხ ფულად იქნებოდა. მიუგო:
ჩემთვის ხუთი მანეთი ისე არის, როგორც შენთვის ოთხი
ფული ფასობს. მე ეს ნაყროვნობით არ მიქნია. ამისთვის
ვქენ, თეთრმა ჩემს ხელში ბევრი ხანი არ დაჰყოს. ვინც
ძვირათ არას იყიდის, ამისთვის არა იქს რომ სარვაგიანი
კაცი დაუძახონ. თეთრის შენახვა უნდათ.-
სამ ფლურად კაკაბს სყიდულობს, სძრახევდენ ავ მუცელია,
ჩემთვის ისრეა ვით შენდა, ის ოთხი ფული ძნელია,
არავიქ მაგად ამად ვიქ, არ დაჰყოს ჩემთან წელია,
არსარვაგად იქს ვინცა იქს, თეთრის შენახვის მცდელია,
რა კაცსა გამოუვიდა, მამონაობის ქარები,
ოქრო და მიწა სწორია, მასთან გასახარები,
არუნდა ქონა დახარჯავს, არად აქვს შესაზარები,
და სოფლის მოყვარე უზრახავს, ჰსჩანს იდა გასამწარები.
ერთმა ვინმე ჰკითხა, როდის გამეზდება შვილი სასწავლოში
მრავლის ცემითა. მიუგო: ქვებიც ყოველგან დიდროვანნი
ჰყრიან, მაგრამ შენთვის და სხვათათვის სწორეა.-
საცემრად მოგცეთ ჰკილევდენ, როს გაგვეზდება შვილია,
ქვაც ბევრი ჰყრია მიუგო, ხელისაყრელად წბილია.
იმას უფრო ბევრი აქვს, ვისაც ჰსწავლისათვის ყური მოუკრავს.
ამისათვის ყოველს საქმეს უფრო მსწრაფლ იქმს. -
უფრო ბევრი აქვს ვის ჰსწავლა, გულშია დაუთსია,
ამად ყოვლს საქმეს მალე იქს, რაცარტმე უკეთესია.
ჰკითხეს ჭკვიანსა და უჭკუოს, რა განყოფილება აქვს.
მიუგო: ორნივ გაშიშვლებულნი განუტევენ და მანშინ ჰსცნობ
რომელიც სიშიშვლეში უფრო დიდხანს გაათევს.-
ხელს ჭკვიანზე რა მეტი აქვს, ამას ჰკითხავთ საამბოსა,
გააშიშვლე ამითა ჰსცნობ, მალ რომელი შეიმოსა.
ამას დასძრახეს, სამართალში სტრაფჩი იქირავე. მიუგო:
როდესაც ლხინი მომინდება მზარეულსაც ვიქირავებ.-
უძრახევდენ სამართლისთვის, სტრაფჩს ქირაობ იმას არებ,
მან მიუგო ლხინისათვის, მზარეულსაც მოვიხმარებ.
პოლენ ბრძენი, არისტოტელის სახლში შევიდა. ნახა ქალი
დიდად მორთული და სუფრა მდიდრად დაგებული:
არისტოტელს უძრახა, დიაღ ხელ გაშლით ცხოვრებს და
ეს ფილასოფოსთ წესი არ არის. არისტოფ დაიდუმა მცირე
ხანს და ხმა არ გასცა, ვითამც არარა სმენია. ამისა
შემდგომად უთხრა, დღეს აქავ ჩემი წვეულივე იყავ. პოლენ
სული დაიღო და უარი არღარა უთხრა: არისტოფ უთხრა
მაშ რად აძაგე ჩემი ცხოვრება. ვეჭობ ჩემი მდიდარი
სუფრა არ გწყენია. მაგრამ თეთრი რომ დამიხარჯავს
ეს გიმძიმს. შენ ფარისეველს გავხარ. ჩემს სახლს აძაგებ
და აქედამ გასვლაკი არ გინდა.-
პოლენ გონია მგონია, არისტოტელთან მსვლენია,
შევიდა ნახა ქალები, მოკაზმის დაუკლენია,
სუფრა ავსილი ყოვლითა, რაც კაცთა მოსავლენია,
ფილასოფურად არ ცხოვრებს, უთხრა ვინც იქა მხლენია,
ჯერ ხმა არ გასცა არისტოფ, ვითამცა უსულენია,
ხანს უკან უთხრა მეწვივე, ჰქმენ რამე დასალენია,
პოლენ ეწვია მისითა, სიტყვითა დამაძლენია,
არისტოფ უთხრა რად სძაგე, ჩემი სიცოცხლე მძლენია,
ეს არ გეწყინა რო მე მაქვს სუფრა არ სამხლენია,
თეთრის დახარჯვა გეწყინა, არის რომ დასახლენია,
ფარისეველი ყოფილხარ, მიწასა სახლენია,
და სუფრას მიგინებ ეს გინდა, აქ იყო მოსახლენია,
კაცს ეწყობი სახლში შეხვალ, მისას ნახავ რასაც რასა,
დაუწუნებ ყველაკასა, შიგ ნადებსა გარე სრასა,
ესკი გინდა კარგა დაგხვდე, შეყრასა და გამოყრასა,
და არვინა იქს გონიერი, ამ საქმეზე ენის ძვრასა.