The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №4 (1857)


ცისკარი №4 (1857)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პოეზია

▲ზევით დაბრუნება


1.1 მოთქმა გლახაკისა

▲ზევით დაბრუნება


მოთქმა გლახაკისა

როდემდის უნდა ესრეთ ვიტანჯო;
როდემდის უნდა ყოველთ ვეაჯო, ვით ძალმიძს ანუ ენა ვით მოსთქვამს,
თუ რავდენ გზითი მწუხარება მწვამს!
ყოველთ ვჰსჭვრეტ დიდის მოწიწებითა,
მოწყალებას ვჰსთხოვ მათ ვედრებითა.
ზოგთა ასტკივათ ჩემთვის რა გული,
ხელსა მიპყრობენ, აქვსთ სიბრალული;
მაგრამ როს კაცნი ვიეთნი ჭმუნვით
მომხედვენ, ნეტარ ვიტანჯები ვით!
ჰსჩანს, რომ თხოვნითა ჩემით სწუხდების,
მის გამო თავი ჩემი სძულდების.

მას ხომ ვინ მოსთვლის, ვის უძლებს გული,
რავდენს სიხარულს ვარ მოკლებული.
ვხედავ სხვათ ჩემს გარს სიამოვნებით,
მეკი დავშორვარ მათ უძლებლობით.
სიგლახაკითა ყოველსა ვძულვარ;
ყოველს სიხარულს გამოვრჩეულვარ,
და რა ვხედავ ჩემს სასტიკსა ბედსა,
ფიქრსა ვეძლევი, ვიწყვეტ იმედსა,
წუთი მაინცა მქონდეს საამო,
ერთს წუთს მაინც ჩემს გულს რამ ვაამო...
დილით რა თვალნი იხილვენ ნათელს,
დატკბობის ნაცვლად, ვეძლევი ნაღველს,
ვფიქრობ: საითკენ ან ვის მივმართო,
და დღისა საზრდო სით გავიმართო?
ვაი თუ ამაოდ დავშვრე მსვლელობით,
ლუკმის ფასი ვერ ვპოვო სრულებით.
ვით დავირჩინო საბრალომ თავი;
ვინ გამიჩნდების მე შემნახავი?
ვსთქვათ აწ ვიშოვნე როგორმე პური,
ბოლოს ხომ უნდა ვიქმნე უძლური.
ვინ რას მომივლის, ვინ მიპატრონებს;
ჩემსა აჯასა ვინ გაიგონებს?
რავდენი ფიქრი მომდის და ვზრუნავ;
სხვა და სხვა სახით რამდენ ჯერ ვძრწუნავ!...
ახ, ღმერთო! მორჩილ ვარ შენის ნების,
და მით ნუგეში მხოლოდ მეძლევის:
რომ მშვენიერის ვრცელის ბუნებით,
ყოველი ხარობს სიამოვნებით;
ერთბამ ყოველთ მზე სიცხოვლით ათბობს;
თვით სხივთ ჭვრეტითა ყოველთ დაატკბობს,
ყოვლნი ვართ შენნი ერთბამ მოსავნი,
ერთის სახისა ვართ ნათესავნი;
სიკვდილს უგზავნი, ერთბამ ყოველთა,
მდიდართ, გლახაკთა და თვით მეფეთა.
მაშასადამე მეორეს სოფელს
გარდავივიწყებ აქაურს ყოველს,
იქნება მაქვნდეს იქ კარგი ბინა,
თუ რომ მიმიძღვის მადლი რამ წინა.
მაშ, შემოქმედო, სრულად იმედი
არ მაქვს მოსპობილ, მეც იმედს ველი!...

ივ. კერესელიძე.

1.2 გლოვა არშიკისა.

▲ზევით დაბრუნება


გლოვა არშიკისა.

გრგვინვით ციურნო, მით მზიურნო, რას არს სმინება,
ლურჯმან ღრუბელმან ულტოლველმან მომცა წყინება,
სოფლისა მტრობამ, ორ-ფერობამ დამცეს შინება,
მოყვრისა გახდამ, სულის წახდამ, ველს მცა რბინება,
მიგლოვეთ ზარით, ცრემლით ცვარით, თოვეთ დინება.

მყვანდა მოყვარე, ბადრი მთვარე, სულისა
სწორად, სევდამ შერაგნა, ალმან დაგნა, ვიხილენ ორად,
დავკარგენ გული, ჩემად თქმული, მიფარვით შორად,
შემექმნა მარად, დანაცარად, სევდისა სირად,
მე არ ღადარე, იგი სადარე, მომეფინება.

ვაი მას ვიგლოვ ჩრდილობს ნასრან გულმტირალია,
დაბრუნდა ჩემთვის მილევითა, აჰა მცხრალია,
ქვე და ზარაზროდ დაელარტოს შესაწყალია,
ორთა ცეცხლითა, სადაგველად, მომცა ალია,
გახშნა ამარტა უღიმებლად ლალცა ცინება.

მკვირან ამ სოფლის მუხთალობა, წამთა ყრილობა,
ვეტრფოდი მზესა და მეგონეს სრუვათ გრძელობა;
სოფელმან ჰყო ცრცვნით საგლოვნობით მომცა მკვლელობა
შეშურდნენ ჩემნი მასთან შვება, მისი მცველობა
მგავთა არ დასცხრა და დახატნა გამოჩინება.

მას ვიტყვი ვინ არს წოდებული მთობა სახელად,
კრთებოდეს შუქი მოელვარე, ვიქმნე მნახველად,
ვსთქვი მზე არს ცისა, ორიონთა ციაგ მსახველად,
გესმის მისთვისა მოვსთქვამ მაღლის ხმით მომხედველად,
შეჰკრნა ირისე შეჰკადრონი, მან რა ინება.

დავით ლეკტორი.

1.3 N

▲ზევით დაბრუნება


N

მითხარ ტურფავ! რად უჩივი, რათა ჰყვედრი სიყვარულსა?
ნუ არწმუნებ, ნუ აშინებ მაგ გვარ ჰაზრით ჩემსა გულსა.
ჯერ შენ ესრეთ ყმაწვილი ხარ, მე არ მჯერავს შენი გული,
უდრო დროთი, მითომ იყოს, ტრფობისაგან დაჩაგრული.
სიჭაბუკე შენი ჯერეთ მთვარეს ახალს ემზგავსება,
ვის სიტურფე, ელვარება, ყოველს ჟამსა ემატება.
თუ ჩემებრივ იყო, მაშინ მზის სხივიც ბნელ გეჩვენების,
თუ გულს შიგან ტრფობის ცეცხლი მცირედიცა აღგენთების,
თუ შენ სხვათა ჭმუნვა, ჭირი ეგოდენ ცრემლთ გაფრქვევინებს,
მაშა რისთვის ეგ მაღალი, ეგ უმანკო შენი სული,
არა ეძებს რომ იპოვნოს მისი მსგავსი ჩვილი გული,
დღეს კი გამოვიცანი მე შენი ეგე ჭმუნვარება:
გულ სურს ტრფობა და ეშინის ეს არს მისი მღელვარება.
გული შენი არს ჯერეთ გაუშლელი ტურფა ვარდი,
ელის მას დროს, ოდეს მზისა მას დახედავს შარავანდი.
მოვა ჟამი შენც გეწვევის, ტრფიალისა შვენი თვალი,
მაშინ არ ჰყვედრ სიყვარულსა, როს აღგეგზნის ტრფობის ალი

1.4 ვედრება

▲ზევით დაბრუნება


ვედრება

ღმერთო მაღალო ძლიერო! დაუსაბამო მფლობელო!
ცათა, ზღვათა, ხმელთა, ჰაერთა მგებელო, შემზავებელო!
ყოველთ ქმნილთ არსთა, ცხოველთა ყოვლისა დამბადებელო!
უკვდაო, მიუწდომელო, უზომოდ შემწყალებელო!

შენდა ვის ძალუძს, ან ვინ ღირს ხმოს შესაბამი ვედრება?
გინდ სრულად ამა სოფლისა აქვნდეს სიბრძნე და მცნება.
პირის-პირ შენსა? არა რა: კაცი, ყოველი ბუნება.
შენით ჰსწარმოებს სრულიად: კეთილი, ყოფა, ჩინება.

შენ დასაბამით განსაზღვრე ყოველი დაწესებითა,
შენ მადლის ძლიერებითა ჰმართავ ყოველსა ნებითა,
შენ უხილავის მკლავითა: ჰზრდი, ჰსწვრთნი ყოველთ მცნებითა,
შენ წყალობითა დიდითა ჰყოფ კაცთა შენდა თნებითა!

სული უკვდავი მოჰბერნე, მიწა კაცად ჰყავ მადლითა;
ნიჭება, სიტყვიერება, გრძნობა მიჰფინე მალითა,
სრული სამყარო, სულ-დგმულნი ქვემდებარ მისსა ძალითა;
კვლავ კეთილისთვის აღუთქვი სასყიდლად ზეცა მაღლითა.

კაცი სულითვე უკვდავი, სულით ზეცისა გვარია,
სოფლად მოკვდავი, ამაო, სოფლისა მინაგვარია,
საუკუნოსა, ვით ზღვასა, ვით მიედრება ცვარია,
ეგრეთ შენ, უზეშთაესო! ვინ, სად გყავს შესადარია?

ყოველი ძალი შენ გმონებს, ყოვლისა დამონებითა,
ხილული არა ხილული სრულისა მორჩილებითა,
ერთბამ: ცა ზღვითა, ქვეყნითა, მეფე მონითა, წყობილა.
თაყვანსა გცემთ შენ მაღალო! თვის თვისის გულის ხმობითა.

კაცი გულითა ცნობითა, ჟამს მტკბარი, ჟამთა მწარება:
თუ არ წყალობა შენივე, კაცი ვით შეგევედრება.
გულთა მხილავო! თვით უწყი, კაცსა აქვს თვისი ყვედრება.
გცოდავს, ინანის, კვლავ უთმობ, როს სულით შეგევედრება.

მზრუნველო, მართლ-მსაჯულო! ყოველთა განმაგებელო!
მართალს ცად შემწყნარებელო, ცოდვილთ ქვე დამამხობელო!
გულთა შემუსვრილთ, ჭირთ მქონთა, ნუგეშო შემბრალებელო,
შენ მხოლოს გეღაღადებით, ყოველთ ჭირთ განმქარვებელო!

კაცთა ცთომილთა გვაღირსე: სიმრთელე, სული გონება.
ბოროტთ განვეროთ, კეთილსა ვჰყოფდეთ, ვიმარხოთმით მცნება,
შენით მტერთ ჩვენთა ვებრძოდეთ, შენი გვფარვიდეს განგება!
დასასრულ კეთილ-სიკვდილსა გვაღირსე სულით ჩინება.

ყოველთ ჩვენთ ძმათა, მოყვასთა, ობოლთ, ქვრივთ შეჭირვებულთა,
უსამართლობით დაჩაგრულთ, შეუწევნელთა, ტყვედ ქმნილთა,
საწყალთ, დაცემულთ, უცხოთ, მგზავრთ, სნეულთ, გონება-წყდებულთა,
შეგვიწყალენ ჩვენ უფალო! მამა ხარ! ყოველთ კრებულთა.

თ. ალ. ჩიქოვანი.

1.5 ფარვანა და სანთელი.

▲ზევით დაბრუნება


ფარვანა და სანთელი.

ნეტა ვიცოდე, ეს სანთელი რისთვისა დნება?
ანუ ფარვანა რას დასტრიალებს რისთვისა კვდება?
დახე საწყალსა მის ალისგან ფრთები ეწვება,
მაგრამ მაინცა, არა ფრთხილობს და არ ესშვება.

ვაი დაიწო, ძირს ჩავარდა, შეიქმნა მკვდარი,
აი მეორეც, კიდევ მოფრინდა, ელტვის ვით მთრვალი,
თავი შესწირა, მისსა შუქსა, მის შვენებასა,
ესეც დაიწო და მიეცა მასვე ვნებასა.

ფიქრში წავედი, დრო გავიდა ბევრი ღამისა,
სანთელმა იკლო, აღარ მნათობს, არა აქვს შუქი,
შანდლიდგან ძლივს სჩანს უკანასკნელი მისი პატრუქი,
ესეც დაიწო! სჩანს არ ისურვა არც მან სიცოცხლე თავის თავისა.

რისთვის დაიწვნენ, ან ფარვანა და ან სანთელი?
რისთვის ირჩივა ფარვანასა ბნელი ნათელი?
რათ არა იცნა საბრალომან თავისა მკვლელი?

მან რა იცოდა თუ ეს სოფელი არა არს ვრცელი;
ყოველი ნივთი ერთმანეთის არის დამწველი.
ოდესცა ერთათ გახდებიან შეერთებული,
როგორც მან ალმან, ცეცხლისამან დაჰსწო სანთელი!

თ.ბ.ჩ.

1.6 ჭრიჭინა და ჭინჭველა.

▲ზევით დაბრუნება


ჭრიჭინა და ჭინჭველა.

ჭრიჭინამ ერთხელ ჭრიჭინით მთელი ზაფხული ატარა,
მერმე შიმშილმა შებნიდა, რა ცამან თოვა პატარა.
ჭია არსად სჩნდა,
ბუზი არსად სჯდა,
რა ექმნა საწყალს დამშეულს? სხვა ღონე ვეღარ იპოვა,
მეზობელს ჭინჭველს მიჰმართა, და მისგნით საზრდო ითხოვა.
რავდენსმე მარცვალს ესესხა კვლავ ახალისა მოსავალამდის,
შეჰფიცა თავნს და სარგებელს, მოგცემ კათათვის გასვლამდის,
ჭინჭველი სესხს ვერ ეწყობა.
ვერც ვის ადვილად ენდობა
და ჰკითხა: ძმაო ჭრიჭინავ! მანამ ზაფხული დარობდა;
მანამ სხვა და სხვა საზრდელით ტყე დამინდორი მრავლობდა,
ნეტარ შენ მაშინ სად იყავ, და ან რას აკეთებდიო?
დღე და ღამ გამლელ გამომლელს უმღერდი შევაქცევდიო.
უმღერდი შეაქცევდიო? კარგი გიქნია, მერწმუნე.
შენახვის დროს თუ იმღერდი, ახლა თუ გშიან იხტუნე.

თ. ალ. ჭავჭავაძე

2 პროზა

▲ზევით დაბრუნება


2.1 ცოლის სიყუარული

▲ზევით დაბრუნება


ცოლის სიყუარული

ლიამ ვეღარ გაუძლო: მან აღმოუშვა მტკივნელობითი აღმოსკვნა და დაეცა იგი უგრძნობლად იატაკზე.

რა გონზე მოვიდა, მან იხილა თავი თვისი მეორეს ოთახში; ბებრები ასხურებდნენ მას წყალსა და ასუნებინებდნენ სასუნებელსა.

ლია წამოხტა ანაზდეულად, ვით დაჭრილი ლომი, და უნდოდა მას შესვლა, საწოლში, სადაც იყვნენ ქმარი მისი და უცნობი ქალი; გარნა ბებრებმა მოაგონეს მას ფიცი თვისი. ლიამ ჩამოჰკიდა თავი, ამოიღო ჯიბიდგან ქისა ორმოც და ათის ოქროთი და მიჰსცა იგი ბოშას: ეს იყო ფასი მკითხაობისა, რომელიც ესრედ ჭეშმარიტად და საშინლად აღსრულდა.

გრაჶინა ჩამოვიდა კიბიდგან, ჩახდა ეკიპაკში და ბრძანა მან კუჩერსა მისვლა წმიდა მარიამის ონასტერში. იგი იყო ფერ მიხდილი. კეთილმა იგუმენამ მაშინვე შეამცნივა, რომ მას შემთხვევია რამ უჩვეულებრივ; მაგრამ ყოველს მის კითხვაზედ ლიამ უპასუხა, რომ მას გული შეუღონდა გზაზედ დაამისაგან არის ესრეთ ფერ წასული.

იგუმენამ მოიხმარა სრული მჭევრ-მეტყველება თვისი დასაჭერად ლიასი მონასტერსა შინა იქამომდე, ვიდრე იგი სრულებით მოსულიყო ღონეზედ; გარნა ლიამ მწუხარის ღიმილით გამოუცხადა, რომ იგი აუცილებლივ უნდა წავიდეს შინა.

მაშინ იგუმენამ მიუშვირა ხელი ვეზუვიის წვერზედ, რომელიც დაფარული იყო ზრქელის შავის ბოლით, და უთხრა მას, რომელ უეჭველად უნდა ელოდნენ ჩქარა ცეცხლის ამოფრქვევას და ამისთვის უფრო კეთილ გონიერი იქმნება, დაიბაროს ქმარიცა და უწყონ ლოდინი ამ უშიშარს ალაგს, ვიდრე განვლისსაშიშროება. გარნა პასუხის ნაცვლად ლიამ ხელის მოძრაობით დაანახვა მას ამწვანებული ფერდობი მთისა, რომლადმდეც, რაც არსებობს ცეცხლის მთა, არ მიუხწევია არცა ერთსა წყაროსა ცეცხლისასა. იმ ფერდობზე იყო აღმაღლებული სასახლე ოდოარდოსი. რა იგუმენამ ნახა, რომ განზრახულება ლიასი არის შეურყეველი, იგი გამოესალმა და გაატანა დასთან ლოცვა თვისი.

გრაჶინა ჩაჯდა კალასკაში; ათის მინუტის შემდეგ იგი შინ იყო უკვე.

ჯერ ოდოარდო არ მოსულ იყო.

აქ უმოწმოდ ლიას მწუხარებამ მიაღწია სასო წარკვეთილებადმდე. იგი დარბოდა, ვით გიჟი, ოთახებში და ბაღის ხეივნებში; ყოველი კუთხე, ყოველი ბილიკი განაღვიძებდნენ გულსა მისსა შინა მოგონებათა ამ სამის დღის წინათ ტკბილთა, ახლა კი სასიკვდინოთა. ყოველგან ხედავდა იგი ოდოარდოსა; ყოველი ნივთი აგონებდა მას სიყვარულსა მისსა. ლიამ იგრძნო, რომელ მისთვის ყოველი გათავდა, რომელ ამის შემდეგ მას აღარ ძალუძს სიცოცხლე, გარნა მოკვდეს და დარჩეს ოდოარდო იმ ქალს, რომელიც არის მიზეზი სიკვდილისა თვისისა... ეს აუტანელი იყო.

ამ უგონო სასოებამ, დაკარგულების ღამსა, მის თავში იფეთქა საშინელმა ფიქრმა: მოჰკლას ოდოარდო და თვითონაც ზედ დააკვდეს. პირველად მან შეჰკივლა შიშისაგან; გარნა შემდეგ ცდილობდა ცოტ-ცოტად შეჰსჩვეოდა ამ საზარელს ფიქრსა, ვითარცა შემძლე მხედარი ძალას ატანს გიჟს ცხენსა გარდაახტუნოს რამეზედ, რისაც მას შეშინებია,

მსწრაფლ ამ ფიქრმა, შიშის ნაცვლად, დანერგა ლიას გულში ბნელი სიხარული. მან უკვე წარმოიდგინა, ვითარცა იგი, ხანჯლით ხელში, აღვიძებს ოდოარდოსა და ჰსცემ მას გულში, ვითარცა თვითონაც იცემს იმავე ხანჯალს და კვდება მის მოხვევნაში.და ლია უნებურად ჰკვირობდა „ამ საშინელს მწუხარებაში როგორ დანერგა ამ გვარმა ფიქრმა მის გულში უსაზღვრო სიხარულიო“.

იგი შევიდა ოდოარდოს კაბინეტში. მუნ კედლებზედ ეკიდნენ საჭურავნი სხვა და სხვა დროის და ხალხისა. ჩამოიღო მშვენიერი ოსმალური ხანჯალი ნახევრის ქარქაშით, რომლის ტარი იყო შეჭედილი ძვირ-ფასის ქვებით, და გაშინჯა სიმახვილე მისი თავის თითის წვერზედ: სისხლის წვეთი, წმინდა და ბრწყინვალე ვითარცა ლალი, ჩამოეკიდა ხანჯლის პირსა. ლიამ შეიტანა იგი თავის ოთახში და დამალა თავ ქვეშ.

ამავე წამს მოისმა ოდოარდოს ცხენის ჭიხვინი. რა სარკეში შეიხედა, ლიამ ნახა, სიკვდილის ფერი ადევს მას სახეზედ; იგი ცდილობდა გაეცინა, მაგრამ ამ თავისვე სიცილის ხმაში შეაზარა იგი, და ჰსთრთოდა ვით დამნაშავე.

მოესმა ფეხის ხმა, ოდოარდო ადივოდა კიბეზედ. ლია მივარდა ფანჯარასა და ჩამოუშვა ფარდა, რათამცა ოთახის სიბნელეში დაეფარა გვამისაგან აღშფოთებულის გულის მდგომარეობა, რომელიც სახეზედაც გამოეხატებოდა.

გრაჶმან გააღო კარები, და დაბრმაებულმან მსწრაფლის შესვლით დღის სინათლიდგან ბნელაში, ვერ დაინახა ლია. მან უხმო მას ნელის და ნარნარის ხმით; მძლურვალების ღიმილმა განიბნია ლიას ბაგეზედ; იგი წამოდგა კრესლოდგან, რაზედაც იჯდა დაჩრდილებული ფანჯრის ფარდითა, და წარსდგამან რამდენიმე ნაბიჯი გრაჶის მისაგებებლად.

ოდოარდო მოეხვია მას სიმხურვალით ბედნიერის კაცისა, რომელსაცა სურს გარდაასხას ბედნიერება და მხიარულება თვისი ყოველსა, რაიც მას გარს არტყამს. ლიას ეჩვენა, რომელ გრაჶი ცდილობს მოატყუოს იგი პირმოთნეობითის ალერსით.

დაჰსდგა საღამო. რამდენჯერმე რა ოდოარდოს, რა შეხედამდა იგი ცოლსა თვისსა, რომელიც ცდილობდა გაცინებასა, უნდოდა რაღაც ეთქვა მისთვის; ჰსჩნდა აპირებდა იგი რისამე საიდუმლოს გამოცხადებასა, გარნა ყოველთვის სიტყვა უყინდებოდა მას ბაგეზედ და საიდუმლოდ დაშთა დამარხული გულსა შინა მისსა.

საღამოს განგრძელებაში ვეზუვია უმატებდა თან და თან მუქარებასა. ოდოარდომ წინ დაუდვა ცოლსა დაუტევონ ეს სახლი და გარდახდნენ ნეაპოლში, სადაცა ჰქონდა მათ სახლი; მაგრამ ლიას ეგონა რომ გრაჶსა სურს დაახლოება თავის საყვარელთან და ამისთვის ცდილობს ნეაპოლში გარდასვლას. ლიამ მოაგონა მას, რომელ ამათი სახლის მხარე ყოველთვის უშიშროებაში ყოფილა ვეზუვის მოქმედებისაგან. ოდოარდომ დაუთმო მას, მაგრამ გამოუცხადა, რომელ თუ ხვალაც არ განქრებიან ნიშნები ცეცხლის აღმოფრქვევისა, იგინი დაუტევებენ ამ სადგომსა და გარვლენ ნეაპოლში.

ლია ეთანხმა. მას კვალად შთებოდა მთელი ღამე აღსასრულებლად შურის-ძიებისა; მას მეტიც აღარა უნდოდარა.

მათ დროთა შორის ჰაერში მოხდებოდნენ საკვირველნი გამოცხადებანი. ღამის მწყვდიადთან განიბნივა მახრჩობელი სიცხე; ამაოდ აღებდნენ სახლის ფანჯრებსა, რათამცა საღამოს ნიავს განებრილებინა ოთახები; ნიავი სრულიად არა იძროდა; გარნა ნაცვლად მისა, აჩუხჩუხებულის ზღვის ზენა, პირიდგან აღიწეოდა მძიმე და ცხელი ორთქლი და იშლებოდა მიწაზედ ნისლის მზგავსად. ცა არა ბრწყინამდა ვარსკვლავებით; იგი ემზგავსებოდა გუმბათსა შედგენილსა დამდნარის კალისაგან. მოუთმენელი სიცხე აწვებოდა მთიდგან და განვრცელდებოდა ქალაქში და მის გარეშემოში. ყოველი ახალი აღმოსუნთქვა ამ გახურებულის ჰაერისა ჰქანცამდა ყოველსა ცხოველსა და საშინლად ასუსტებდა. რომელიც მეტად ცნობილნი არიან ნეაპოლში ცხოვრებთათვის, აწუხებდნენ მას ლიას გამო, გარნა ლია იცინოდა მის საშიშროებაზე და გულ-გრილად უცქერდა ამა გამოცხადებათა. როდესაც გრაჶი დაქანცული მიეშვებოდა კრესლაზედ ნახევრად დახუჭვილის თვალებით, ლია მივიდოდა და დაუდგებოდა მას გვერდით დამშვიდებული და განხმებული მწუხარებისაგან, რომელიც დაბუდებულ იყო გულსა შინა მისსა. დასასრულ, რა მიაწერა გრაჶმა სისუსტე თვისი ცხენისაგან დაღალულებასა, მხიარულის სიცილით გამოართო მან ლიას ხელი და დაყრდნობილი მის მხარზედ, მივიდა იგი საწოლადმდე და ტანთ-გაუხდელი მიეგდო კრავატზედ. რამდენიმე წამი იგი იბრძოდა თვლემასთან, და დასასრულ მიეძინა მას, რა ეჭირა თავის ხელში ლიას ხელი.

ლია იდგა კრავატთან ჩუმათ, უძრავად, რა დარწმუნდა რომ გრფი აღარა ჰგრძნობს შეხებასა, ლიამ ჩუმათ გამოაცალა ხელი, გავიდა ტალანში, უბრძანა ყოველთა მსახურთა დაუყოვნებლივ წავიდნენ ნეაპოლში მოსამზადებლად მათთვის სახვალიოდ სახლისა და შემდეგ შევიდა იგი თავის ოთახში.

მოხარულთა ამ შემთხვევით, რომ შეუძლიანთ სეირნობა ქალაქში, მოსამსახურებმა აღარ გაამეორებინეს ბრძანება. ფანჯარაზედ გარდაყრდნობელსა გრაჶინას ესმოდა ვითარცა მსახურთ გასვლის დროს დაკეტეს ბაღის კარები და თან გაიხურეს ალაყაფის კარიც. შემდეგ იგი ჩამოვიდა ძირსა, გაშინჯა მან სამუახლო, სამზარეულო, საჯინიბო და ნახა, რომ შინ აღარავინ არ იყო. სურვილი გრაჶინასი აღსრულდა.- იგი დაშთა მარტო ოდოარდოსთან.

ლია შევიდა თავის ოთახში, მტკიცის ნაბიჯით მიახლოვდა საწოლსა; ამოიღო მან ბალიშის ქვეშიდგან დამალული ხანჯალი, ამოაძრო ქარქაშიდგან, ახლად გაშინჯა მისი მოკანკული პირი, გაჭრელებული ოქროს ნაძეწკით; შემდეგ მოკუმულის ტუჩებით, უძრავის თვალებით, შეჭმუხნვილს შუბლით იგი მიახლოვდა ოთახსა, სადაც ეძინა ოდოარდოს.

კარი ღია იყო და ლიასაგან დატევებული თავის ოთახში სამთელი ანათებდა ოდოარდოს ოთახსაც. ამ სინათლით ლია მიახლოვდა კრაოტსა. ოდოარდო იწვა ადრინდელივით უძრავად, იმავე მდგომარეობაში.

რა მივიდა კრავატის თავთან, ლიამ გარდიტანა ხელი, რათა ეპოვნა ადგილი დასარტყმელად ხანჯლისა.- მეტის სიცხისაგან, გრაჶის დაწოლის დროს მოეხსნა ყელსახვევი და გაეხსნა ჟილეტკა და პერანგი. ხელი ლიასი შეეხო მის გადაღეღილს გულსა და მოხვდა მას ხელში ჩამოკიდებული მედალიონი, რომელიც იპყრობდა პარტრეტსა და თავს, მიცემულსა მისგან ოდოარდოსათვის მას წასვლის წინათ სიცილიაში. იმ დროიდგან გრაჶი მარად ატარებდა ამ მედალიონს გულზედ.

რა ლია შეეხო და იცნა მან მედალიონი, მას ეჩვენა,რომ წინაშე მისსა გარდაიწია რაღაც ფარდა, და ამ ფარდაზედ გამოიხატნენ პირველი დღენი მათის სიყვარულისა. საკვირველის სიმსწრაფლით ფიქრისა, რომელიც ერთს წამს განირბენს მთელთა წელიწადთა, ლიამ მოიგონა დღე, როდესაც პირველად ნახა მან ოდოარდო, როდესაც პირველად უთხრა მას „მიყყვარხარ“ როდესაც იგი მიდიოდა სიცილიაში დაღონებულის გამოსალმებით, როდესაც დაბრუნდა იქიდგან ამისთვის, რომ საუკუნოდ კუთვნილ ყოფილ იყო მისთვის. მოგონებამ ყოველთა ამა ბედნიერთა წამთა, ანაზდად შეკრებილთა ლიას გამოხატულებაში, მოჰსწყვიტა მას ღონე. მან გააგდო მთრთოლვარეს ხელიდგან ხანჯალი, დაეცა იგი მუხლზედ კრავატის წინ და დაუწყო მან საბანს კბილით გლეჯა, რათამცა შეემაგრებინა ტირილი, რომელიც აწვებოდა მას გულზედ, და ევედრებოდა იგი ღმერთსა, მოუვლინოს მას სიკვდილი, რომელსაცა, ძალა მოკრებულმა, ვერ შეამთხვია ვერც ორგული ქმარი და ვერც თავის თავი.

თვით ამ წამს, როდესაც ლია ათავებდა ლოცვასა, მოისმა ყრუ და განგრძელებული გრიალი; ძლიერმა მოძრაობამა შეარყია მიწა და სისხლიერმა ელვამ გაანათა ოთახები. ლიამ აღიწია თავი. რა მიუწერა ეს გამოცხადება თავის აღშფოთებულის გამოხატულებასა, ლია ეცა ფანჯარასა; მაგრამ აქ ყოველი შეიქმნა მისთვის ცხადი.

მთა გახეთქილ იყო მეოთხედის აღაჯის სიგრძედ. ამ საშინელის გაპობილიდგან ამოდიოდა გრიალით ალი და ძირს ჩუხჩუხებდა ცეცხლის ნიაღვარი, რომელმაც იწყო დენა მათ სასახლისკენ, თითქოს მუქარებით შთაენთქო იგი ნახევარ საათში.

ლია, ნაცვლად მისა, რომ ესარგებლნა დროებით, რომელიც კვალად შთებოდა მას თავის თავისა და ოდოარდოს გარდასარჩენლად, იდგა ფანჯარასთან უძრავად, მარმარილოს ძეგლივით ხელები გულზედ დაკრეფილი, ღიმილით ბაგეზედ და აღგზნებულის თვალებით, რომლებშიაც გამოიხატებოდა მწყურვალება სიკვდილისა.

ცეცხლის ნიაღვარი, როგორც ვსთქვით, მოუახლოვდებოდა გრაჶის სასახლესა; მაგრამ მდინარეობა მისი იყო ნელი, ესრედ, რომელ კაცთა და სხვა ცხოველთა აქვნდა საკმაო დრო გადასარჩენად მიახლოვების კვალად ცეცხლისა, აქამომდე მძიმე და ნოტიო ჰაერი შეიქმნა მშრალი და ცხელი; უსულო საგანნი თითქოს განცოცხლდნენ; წყარონი ჩუხჩუხებდნენ და შრებოდნენ; მცენარები მწუხარებით არხევდნენ გაყვითლებულთა შტოებს; ხეები იდრიკებოდნენ გვერდზედ, თითქოს აპირებდნენ მორიდებასა; ძაღლები ეძებდნენ გადარჩენასა ბანებზედ, ეკვრებოდნენ კედლებსა, და აამსებდნენ ჰაერსა ღმუილით ყოველი სულიერი და უსულო, თითქოს სცდილობდნენ გაერიათ წინა აღმდეგობა ამ ღვთის რისხვისათვის, რომელიც შეუპოვრად მიდიოდა წინ. მხოლოდ ერთი ლია თავისის სხეულ მოძრაობით ჰსჩნდა აჩქარებდა მის მიახლოვებასა და ჩუმათ ბუტბუტებდა: „ჩქარა, ჩქარა!“

მეყვსეულად ლიას ეჩვენა, რომ ოდოარდოს ეღვიძება. იგი მიიჭრა კრავატთან; გარნა ოდოარდო, რომელსაც ამძიმებდა ეს მძიმე ჰაერი, ებრძოდა ძილში რაღასაც მძიმეს სიზმარსა, ჰსჩნდა, რომ მას უნდოდა მოეშორებინა რაღაცა მუქარე მოლანდება. ლია დასცქეროდა მას ყურადღებით, შეშინებული გამოხატულებით მწუხარებისა მის სახეზედ. ანაზდეულად დაბმული ენა ოდოარდოსი აიხსნა: მან წარმოჰსთქვაძილში თერეზას სახელი. - ჰსჩნდა თერეზა ყოფილა საგნად მისის სიზმრისა; იგი ჰსთრთოდა სიზმარში თერეზასთვის! ლიამ განიღილა საზარლის ღიმილით და კვალად გავიდა იგი ბალკონზედ.

მას დროისა შორის ცეცხლის ნიაღვარი ცოტ-ცოტად მიახლოვდებოდა; იგი უკვე მოეხვია ცეცხლის მკლავებით ბორცვსა, რაზედაც იდგა სასახლე. თუ რომ ამ დროს ლიას გაეღვიძებინა ოდოარდო, გადარჩენა მათი კვალად შესაძლებელი იყო, ამიტომ რომელ ჯერ სრულებით არ შემოევლო ცეცხლსა ბორცვის გარე, მაგრამ ლია დადუმებული იყო და მას ეშინოდა მხოლოდ ამისა, რომ ბუნების განმგლეჯელ ტირილის ხმასა, უკანასკნელს აღმოფშვნის ჟამსა, არ მიეხწია გრაჶის სმენადმდე და არ გამოეღვიძებინა იგი ძილისაგან.

დასასრულ ყოველი გათავდა. ლიამ ნახა, როგორც ცეცხლი განვრცელდა განუზომელს ზღვის მზგავსად და სრულიად მოიცვა გარეშემო ბორცვისა. ლიამ შეჰკივლა უგუნურების სიხარულითა: უკანასკნელი გზა დახსნისადმი შეიკრა. ამ სასახლემ თავისის ბაღით შეადგინა კუნძული, რომელსაც გარეშემო ერტყა ალი ზღვა. მაშინ საშინელმა ნიაღვარმა იწყო დინება ბორცვის თავ დაღმართზედ. თან და თან ცეცხლის ზვირთნი იწევოდნენ ზევით და ზევით და აპატარავებდნენ კუნძულს და დამალა იგინი ცეცხლის ღელვარში. მიტანების კვალად ნიაღვარისა, ხეები ხმებოდნენ; ალი გადარბოდა ერთის შტოიდგან მეორეზედ და ეკიდებოდა წვერში; შემდეგ, რა გარდააქცევდა მათ ნაცრად, ჩააწვენდა ცეცხლის უფსკრულში. დასასრულ პირველნი წყარონი ცეცხლისა გამოჩნდნენ ბაღის ხეივანში. ლიამ ნახა, რომ მას ძლივსღაშთება იმდენი დროება, რომ გააღვიძოს ოდოარდო, დააყვედროს მას ორგულობა და აჩვენოს სიკვდილი, რომელიც ესრეთის მრისხანებით უახლოვდებოდათ მათ.- იგი შემოიჭრა ბელკონიდგან, მივარდა გრაჶის კრავატსა და წაავლო მას ხელი.

- ოდოარდო! ოდოარდო! ადექი - სიკვდილი მოდის ჩვენთან!

ხმა საშინელთა სიტყვათა, წარმოთქმულთა შურის მიგების ხმითა, განუხვრიტეს გრაჶსა ყურები საშუალ ღრმის ძილისა. იგი წამოხტა კრავატიდგან ფეთიანივით და დააჭყიტა თვალები; შემდეგ, რა ნახა სინათლე ალისა, რა გაიგონა ჭახა-ჭუხი, და იგრძნო რყევა სახლისა, იგი მიხვდა მაშინვე ყოველსა და კვალად დაეცა კრავატზედ.

- ცეცხლის მთა გადმოწოლილა, ცეცხლისა! შეჰყვირა გრაჶმა: ოჰ, ლიავ წეღან არ გითხარ მე შენ? და ერთს წამს აიჭრა იგი ფანჯარასთან; მან გარდაავლო თვალი აღგზნებულს ბაღსა და წავარდა პირთაგან მწარე აღმოხვრა; შემდეგ იგი გავარდა მეორეს ოთახში, გააღო მან ფანჯარა ნეაპოლისაკენ, და რა ნახა რომ ხსნა შესაძლო აღარ იყო, დაბრუნდა იგი ლიასაკენ სასოება მიხდილი და მუხლების კანკალით.

- ოჰ, ლიავ, ლიავ, ლიავ! ჩემო სიყვარულო, ჩემო სულო, ჩემო სიცოცხლევ! ვიღუპებით უბრალოდ, უდროოთ!

- მე ვიცოდი ეგა, უპასუხა ლიამ.

- როგორ თუ იცოდი?

- ისე, რომ მე არ დამძინებია და ერთი საათი მეტი უყურებდი ცეცხლის მოახლოებას.

- მაშ რატომ მეც არ გამარვიძე?

- შენ გეზმანებოდა თერეზა და მეც ამიტომ აღარ გამოგიყვანე ტკბილის სიზმარიდგან.

- ოჰ, მართალია, მე ვნახე სიზმარში, რომ მითომ კვალად უნდოდათ მოტაცება ჩემი დისა; მითომ მე მოტყუებული ვიყავი, მითომ იგი მართლად მომკვდარ იყო; მითომ უსულოდ იწვა პატარას ოთახში წმიდა იაკოფის ქუჩაში; მითომ უკვე მოიტანეს კუბო და უნდოდათ დაელურსმათ... ოჰ, საშინელს სიზმარში ვიყავი; მაგრამ გამოღვიძება უფრო უარესია!...

- რას ამბობ? შეჰყვირ გრაჶინამ, რა წაავლო ოდოარდოს ხელში დაუწყო თვალებში ცქერა; განა თერეზა შენი და არის?

- ოჰ, ჩემი და არის.

- ის ქალი, რომელიცა სდგას წმიდა იაკოფის ქუჩაში, მესამე ატაჟაში -მეთერთმეტე ნუმერში,ჰსწორეთ შენი და არის?

- ოჰ, მეთქი!

- ჰსტყუი, შენი და რამდენი ხანია რაც მოკვდა!

- ჩემი და ცოცხალია, ლიავ, მაგრამ ჩვენკი ეხლავ დავიხოცებით! ჩემი და გააქცია ერთმა ფრანცუზის პოლკოვნიკმა, რომელიც მოკლეს შემდეგ ჯარში... მე თვითონ მეგონა, რომ თერეზა მკვდარია; ისე მითხრა მამიდა ჩემმა, მაგრამ ამ სამის დღის წინათ მე მივიღე თერეზას წიგნი, ხოლო გუშინ კი მე თვითონ ვნახე იგი ჩემის თვალით; ჰსწორედ ჩემი საყვარელი, მშვენიერი და იყო, მაგრამ გაუპატივებული, გაღარიბებულ... ამიტომ სურდა მას, რომ იმისი სიცოცხლე არავის ჰსცოდნოდა დროებამდინ, ვიდრე თავს შეაფარებდა რომლისამე მონასტრის კედლებს... მაგრამ რაღა დროს იმაზედ ლაპარაკია... ჰგრძნობ, როგორ ირყევა შენობა? გესმის, როგორ ჰსქდება კედლები?... ოჰ, ღმერთო, ღმერთო! გვიხსენ ამ განსაცდელისაგან!

- ოჰ! მომიტევე, მომიტევე! წამოჰსთქვა აღმოსკვნით ლიამ, რა დაეცა მუხლზედ: მომიტევე, ოდოარდო, ვიდრე დავიხოცებით! - რა მოგიტევო? რა გიქმნია? ჰკითხა განკვირვებით გრაჶმა.

- ოდოარდო! ოდოარდო! მე ვარ შენი მკვლელი! მე ვნახე ყოველი. მე ის ქალი შევრაცხე ჩემს რაყიფად, შენს მიჯნურად! ჩემთვის ყოველი იკარგებოდა ამ ქვეყანაში და განვიზრაზე - მომკდარ ვიყავ შენთან... მაგრამ, ოჰ, ღმერთო ჩემო! ნუ თუ აღარა ვითარი ღონის-ძიება აღარა გვაქვს დახსნისა? - ან იქმნება გავიდეთ როგორმე, წავიდეთ, ოდოარდო, წავიდეთ! მე საკმაოდ ძალა მაქვს, არასი მეშინიან; წავიდეთ!... და მან წაავლო თავის ქმარს ხელი, და ორთავე იწყეს რბენა ოთახში, ვითარცა გიჟთა; ეცემოდნენ იგინი ხან ერთს კარებსა და ხან მეორესა, მაგრამ ყოველგან ჰხედამდნენ ულმობელს ცეცხლსა, რომელიც ჭექა-მტვრებით მიიწეოდა ზევითკენ და არყევდა შენობის კედლებსა.

ლიას ფეხები მოეკვეთა და იგი დაეცა მუხლზედ. ოდოარდომ აიყვანა იგი ხელში და ეცემოდა ხან ერთს ფანჯარასა ხან მეორესა, ამაოდ ჰყვიროდა იგი და თხოულობდა შველასა. არა ვითარი შეწევნა არ შეიძლებოდა. შემდეგ იგი გაიჭრა სარბენზედ, რომელიც სიმგრგვლივ ერტყა სახლსა; მაგრამ აქ ნახა მან, რომ ყოველი უკვე გათავებულა; იგი დაეცა მუხლზედ და შევიდა შინ გრძნობა მიხდილი ლია თავის თავზედ, თითქოს ელოდა, რომ ციურთ ანგელოზთ ჩამოერთმევინათ ხელიდგან ეს მშვენიერი,ქვეყანად მოსაჩვენებელი ქალი.

- ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო! შეჰყვირა მან: შეგვიწყალე და მიგვიღე ჩვენ წიაღსა შინა!...

რა გრაჶმა წარმოსთქვა ეს სიტყვანი, მაშინვე ჭერი ჩამოვიდა ჭახა-ჭუხით და შთანთქვა უფსკრულსა შინა ჯოჯოხეთისასა. იმავე წამს შეირყა სარბენიცა -და იგიც ამ ყმაწვილის კაცით და ქალით ჩაიმალა ცეცხლის ზღვაში. დასასრულ კედლებმაც მოიღეს გრიალი და დაეხურნენ იგინი, ვითარცა კუბოს ხუფი.- ცეცხლმა აღიწია კვალად უმაღლეს, გარდაედინა იგი დანაქცევთა და -ყოველი შთანთქვა.

გრიგოლ რჩეულოვი.

3 ჰსწავლა და ჴელოვნება

▲ზევით დაბრუნება


3.1 მკითხველთადმი

▲ზევით დაბრუნება


მკითხველთადმი.

ვის არა ჰსურს გამოხატოს თვისი აზრი და გრძნობა სასიამოვნოდ, ცხადად და ენა-მჭევრობით? ვინ არა გრძნობს და არ იცის, რომ ყოველსა ამას მოგვცემს ჩვენ ცისკარი, -ქართული სალიტერატურო ჟურნალი? რასაკვირველია სრულებით ესენი ამ პირველს შემთხვევაში არ შეგვიძლიან მას მოვსთხოვოთ, შემდეგ ესრეთისა დავიწყებისა ჩვენის ენისა ჩვენგან. მამულისა სიყვარული, ესე ბუნებითი ნიჭი ყოველ კაც-შორის და ზემო ხსენებული წინადადებანი, ვალ-დებულ გვყოფენ ჩვენ ყოველთა მივიღოთ გულადი მონაწილეობა ამ სასარგებლო შრომაში და ვეცადნეთ განგრძობისათვის ამ ჟურნალისა, და არ ვუგდოთ ყური რომელთამე კრიტიკოსთა, ამაოდ კალმით აღჭურვილთა, განსახილველად ჩვენისა ახალ დადგენილ ჟურნალისა, რომელიც, ვიტყვი, არ უნდა იყოს ჯერეთ საგნად კრიტიკისა და უმეტესად კრიტიკისა არა მართლისა. ვსთქვათ რამდენიმე აზრი ქართულ ლიტერატურაზედ და სტატიაზედ უ. ბერძენოვისა, რომელმან განიხილა პირველი წიგნი, ქართული სალიტერატურო ჟურნალისა „ცისკარი“ მეოთხე ნუმერში გაზეთისა «Kaвказъ». აჰ საგანი ამა სტატიისა.

ყოველმა საქართველოს ისტორიის მკითხველმა იცის, რომ ლიტერატურა საქართველოში თუმცა იყო, მაგრამ ხშირად იქნებოდა მსხვერპლად შემთხვევისა სხვა და სხვა მიზეზისა, ესე იგი: გარეულ და შინაურ აღრეულებისა ჩვენთა წინაპართა, ამის მიზეზისა გამო არა ჰქონდათ დრო ჰსწავლისათვის. უპირველესი საჭიროება იყო მათთვის დაეცვათ სამეფოდა საკუთარი თვისი ცხოვრება მტერთაგან ანუ ვსთქვათ სწორედ, უმეტესად სარწმუნოება თვისი. ამ შემთხვევაში საქართველო იყო სამაგალითო, თითქმის ყველა ხალხთა შორის და საქებრად ისტორიკოზთა. ესრეთ: პროკოპი ისტორიის მწერალი, მცხოვრები მეოთხე საუკუნოში, მოგვითხრობს, რომელ ქრისტიანეთა შორის, ივერნი უმეტესად ყოველთა დაიცვავდნენ მართლ-მადიდებლობასა თვისსა, თუმცა მრავალჯერ იყვნენ მფლობელობასა ქვეშე სპარსთა მეფეთა. მაშასადამე საქართველოს შვილთა ჰსწავლისათვის არ ეცალათ, თუმცა ჰქონდათ და აქვსთ ნიჭი ჰსწავლისა, რომელიცა ჰსჩანს მით, რომ როდესაც მათ ჰქონიათ დრო ანუ შემთხვევა სწავლისა არა უარ-უყვიათ მისთვის, არამედ ყოვლის მეცადინობით ცდილან, დასამტკიცებელად ამის, ისტორია საქართველოისა გვიჩვენებს საკვირველსა მოქმედებასა ლიტერატურისასა, ოდეს საქართველო ყოფილა მოსვენებული ზემოხსენებულ მიზეზთაგან, რომელიც მართლად დაამხობდნენ მწერლობასა საქართველოისასა და თვით საქართველოიცა შეიქმნებოდა, როგორათაც ჰსწერს პირველი მოღვაწე საქართველოს ისტორიისა ბროსეტ: „დაზრული ხორშაკით მტერთა წყენისასა“ დრო ლიტერატურისა ქართველთა იყო დროსა მეფობისა დავით აღმაშენებელისა, თამარისა და სხვათა. მეფე დავითმა ჰსწავლისათვის და განათლებისათვის სახელმწიფოისა, როგორათაც გვიწერს ჩვენ ისტორიკოსი, გაგზავნა ათინის აკადემიაში სასწავლებელად რამდენნიმე ყმაწვილები, რომელთაცა განამართლეს იმედი მეფისა და საქართველოსი, ასრე, რომ რომელნიმე მათგანნი შეიქნენ სამაგალითოდ, არა თუ საქართველოში, არამედ თვით ევროპიაშიც. დრო მეფობისა დავითისა, თამარისა და სხვათა ბრწყინვენ საქართველოს ისტორიაში, უმეტესად თამარ მეფისა, დროსა რომელისასა ჰსცხოვრებდნენ უპირველესნი ჩვენნი პოეტნი: რუსთაველი, ჩახრუხაძე, აბდულმესია, სარგისმოგველი, პეტრიძე-ფილოფოსი, რომელნი იყვნენ ნაყოფად ზემოხსენებულ გაგზავნისა ათინის აკადემიაში. პოემანი ღირსნი განსაკუთრებით ყურადღებისა, იმ დროს დაწერილნი არიან: თამარიანი - ჩახრუხაძისაგან და ვეფხვისტყაოსანი - რუსთაველისაგან, რომელიც ქართულს ენაზედ, როგორც ამბობს უ. ბროსე, უებრო და უამხანაგო, და თვით ევროპიაშიც მისი უმჯობესი მრავალი არ იპოება, ორნივე ესე შეიძლება შევრაცხოთ მეფად სხვათა პოემათა შორის. მაგალითებრ: როსტომიანისა, ბეჟანიანისა და სხვათა. არც ერთი მათგანი არ შეიძლება სრულებით გადაითარგმანოს სხვას ენაზედ, რომ რომ არ დაკარგონ თვისი საკუთარი ღირსებანი. მშვიდობა და ბედნიერება ესრეთი, საქართველოში იყვნენ ყოველთვის მოკლედ, მტერნი მისნი ჩვეულებისამებრ ახლად იწყებდნენ, შემდეგ რამდენიმე რამდენიმე ხნის მოსვენებისა, ბრძოლასა და აოხრებასა მისსა, და გაუქმებასა საქართველოისასა ყოველთვის განიზრახვიდნენ, მაგრამ ყოვლად შემძლებელმა მარჯვენემან არ განუშვა იგი უნუგეშოდ, მან უჩვენა იგი. რუსეთის იმპერატორმა მიიღო იგი თვისსა მფლობელობასა და მზრუნველობასა ქვეშე, რომელმან განთესა ჰსწავლა და ჰსწავლის წიგნნი, და განფინა ნათელი მეცნიერებისა. სხვათა შრომათა შორის საქართველოს ქარმატებისა ჩვენისა იმპერატორისაგან არის ნების დართვა ამ წლიდგან, რომელიც გამოდის ყოველ თვეში თვითო წიგნი, შრომითაოდენ, თითქმის, მარტო რედაკტორისა.

ეს ახლად დადგენილი ჟურნალი შეიქმნა საგნად კრიტიკისა გაზეთში «Kaвказъ». წინათ, სანამ ვიტყვით აზრს უ. ბერძეოვისას, რომელისაგან არის დაწერილი კრიტიკა, არ იქნება უადგილო ვსთქვათ რაი არს კრიტიკა?

კრიტიკა არის ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ჰსჯასა, განსჯასა. ამისთვის კრიტიკა რიტორულის აზრით არის უკანასკნელი მოღვაწეობა ჰსწავლისა, გონებისა და გემოვნებისა, დაიდების ყოველ-გვარი თხზულებასა ზედა. კრიტიკასა მრავალნი მიიღებენ არა ჰსჯად, განსჯად, არამედ საკიცხავად ანუ დასაძრახავად თხზულებისა-ცნობა ტყვილი და არცა ღირსი კრიტიკისა, ვინაითგან საგანი მისი არის გამდიდრება წესებითა ჰსწავლისა და ხელოვნებისა, ესე იგი: წინა-დაცვა მათი ბოროტ-მოქმედებიდამ და ქება ტალანტისა, ხშირად მშიშარისა. ხარაკტერი მისი მისი უნდა იყოს პირუთნებლობა და კეთილი სურვილი. უპირველესი წესი კრიტიკისა არის, როგორც ჰსწერს კარამზინი „უმეტესად ვაქოთ ღირსი ქებისა ვირემც ვაძაგოთ, რომლისა ძაგება შეიძლება“. ამ კანონებზედ გადადის უ. ბერძენოვი, რომელმაც ვითომც წარმატებისათვის ჟურნალისა წარმოსთქვა რამდენიმე აზრი თვის თხზულებაში. აი მისი აზრი რაში მდგომარეობს.

უ. ბერძენოვი თვის სტატიაში შემდეგ წინა-სიტყვაობისა სხვა და სხვა საგანზედ, იგი გადადის ცისკარზედ, სადაცა იწყებს მისსა განხილვასა. ლექსთთხზულებასა სხვა და სხვა პირთა თუ არ აქებს არ აძაგებს, მაგრამ როდესაც გადადის პროზის ნაწილში სადაცა იყო დაბეჭდილი მოთხრობა მარმონტელისა „მეუდაბნოენი“ თარგმნილ უ. ალექსიევ-მესხიევისაგან, იგი არ არის მით კმაყოფილი, მიზეზი ამისი, როგორათაც ჰსწერს იგი, არის ვითომც მარმონტელი თვის თხზულებაში ხშირად წინა-აღმდეგი ზნეობითისა ჰსწავლისა, რომლისათვის თვის მემამულენი მისნი აძაგებენ მას მისთვის, და ამის მიზეზისა გამო იგი არარის შერიცხული წარჩინებულ მწერალთა შორის და ამიტომ იმისი ცოდნა ქართველთათვის არის ვითომ უადგილო. უ. ბერძენოვი შემდეგ ამისა ახსენებს მისსა ძველსა დროებასა, რადგანაც იგი ჰსცხოვრებდა დროსა ლუდოვიკი მეთხუთმეტისა. არა რომელიმე მწერალი არ დაიწუნებდა ძველის დროებითა. მაგალითად შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვათა შორის, ჩვენი უპირველესი მწერალი რუსთაველი, რომელიც იყო, არის და იქმნება ხსენებულ ყოველთვის. ერთი ლექსი არარის დამტკიცება-მარმონტელი არარის ღირსი ცნობისა. რატომ? წინა-აღმდეგობისა ზნეობითის ჰსწავლისა, თუ ძველის დროებისა გამო მისისა? პირველი ითხოვს დიდსა დამტკიცებასა უ. ბერძენოვისაგან, რომელიც სრულებით არ იყო მის სტატიაში, ხოლო მეორე არის შეცდომილება, რომელსაც ვგონებ, ჰგრძნობს თვითოვე. ვკითხოთ თვით ბერძენოვს, მარმონტელი რომელ მწერლებთა შორის შეირიცხება, თუ პირველებში არ შერაცხავს არც სეიძლება შერაცხოს უკანასკნელებში, და თუ საშვალო მწერალია, ამიტომ რათ უნდა იყოს იგი დავიწყებული, უმეტესად რადგანაც მარმონტელი თავის დროზედ იყო პირველი და პატივცემული. ცნობა მისი, ამბობს უ. ბერძენოვი, არის უალაგო. ჩვენ ვიტყვით რომ მისი კრიტიკა უფრო უალაგოა.ამიტომ რომ, ჩვენი ჟურნალი არის მგზავსად ჩვილის ყმაწვილისა, რომელიც სცდილობს ფეხის ადგომასა, და რომლისაც პირველის ფეხის გადადგმა არ დაიწუნება. ჟურნალის სტატიები მზგავსად ამისა არ უნდა იყვნენ დაწუნებულნი და უმეტეს უმიზეზოდ.

დიდის სიხარულით მივიღებთ დარიგებასა წარმატებისათვის ჟურნალისა და უუმორჩილესად ვსთხოვთ მათ, მაგრამ დარიგებაცა უ. ბერძენოვისა არის უსაფუძლო და სრულიად წინა-აღმდეგი ჩვენის აწ მყო მდგომარეობისა. ცნობა ყოვლისა საგანისა ეხლა არის განსხვაებული, წინაპართა ჩვენის ცნობისაგან. დრომ კერპთ მსახურებისაგან განვლო; ზღაპარნი მისნი გაუქმდნენ; გონება ჩვენი ეძებს მიზეზსა ყოვლისა საგანისასა, უმიზეზოდ არა რა მიიღება; ყოველი წინ-აღმდეგი კაცობრივისა ბუნებისა კაცში არ დაიჯერება; იყო დრო როდესაც ზრაპრებს მიიღებდნენ ნამდვილ ყოფილად, კითხულობდნენ მათ დიდის ყურადღებითა და ჰსწამდათ კიდეც იგინი. მოგონება იმ მდგომარეობისა არის ჩვენთვის საგანად მხოლოდ სიცილისა, შემდეგ ამისთანა გამოცვლისა ჩვენის ხალხისა, როგორღა მოვიგონოთ და დავბეჭდოთ ჟურნალში ყარამანიანი, ვისრამიანი და სხვანი ზღაპრები, რომელთაცა უ. ბერძენოვი გვირჩევს, რადგანაც ვითომც მათ უფრო მრავალნი წაიკითხვენო, ვიდრე ამბავსა რომლისამე ფრანცუზისაო. მადლობელნი ვართ დარიგებისათვის! ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვსთქვათ ეს დელემმა: წაიკითხვენ თუ არ წაიკითხვენ, არ უნდა იყვნენ დაბეწდილნი ზემოხსენებულნი წიგნები. თუ წაიკითხვენ მაინც არ უნდა იყვნენ დაბეწდილი, რადგანაც არიან სამსენი სიცრუითა, და არ წაიკითხვენ უმეტესად არ უნდა დაიბეჭდნენ, რადგან არ წაიკითხვენ. ჰხსენებულთ წიგნებთ, იგი მიიღებს საკუთარს თხზულებად ქართველთაგან. საკუთარ თხზულებათა! არა იგინი არიან სპარსულის ენითგან გადმოთარგმნილნი.

პირველმა შემწემა ჟურნალისმა, ცოდნემან ქართულის ენისა და მთხუზველმა ზემო ხსენებულისა ამბისა მარმონტელისა უ. ალექსიევ-მესხიევმა, რომელსაც უმეტეს ყოველთა შეეხებოდა უკანონო შენიშვნა უ. ბერძენოვისა არ გაუშვა იგი უპასუხოდ. გაზეთში «Kaвказъ». იყო დაბეჭდილი პასუხი მისი «Аити Критика» რომელსიაც ცხადად დაუმტკიცა ყოველი შეცთომილება და სთხოვს უ. ბერძენოვს მიიღოს შრომა ქართულ ლიტერატურაში. დასასრულ ამ სტატიისა, უუმორჩილესად ვსთხოვთ ჩვენც, როგორათაც უ. ბერძენოვს, ეგრეთვე სხვათაცა, რომ მიიღონ შრომა ქართულის ჟურნალისათვის მზგავსად უ. ალექსიევ-მესხიევისა, რომელსაცა არ შეგვიძლია, ესრეთი შრომისათვის არ განუცხადოთ მადლობა და მასთანვე უმორჩილესი თხოვნა, რომ განაგრძოს თვისი შრომა.

ა. სავანელი.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


4.1 ფრანცუზის მწერალი პრევო და თული კაცი.

▲ზევით დაბრუნება


ფრანცუზის მწერალი პრევო და თული კაცი.

პრევო, ფრანცუზის მწერალი, თავის დროზე დიდი პატივცემული იყო ფრანციაში, თავისი კარგის თხზულებებისა გამო. ისა ჰსცხოვრებდა მეშვიდმეტეს საუკუნეში. რა შეასრულა კურსი პრევომ სასწავლებელში, შევიდა სამოქალაქოს სამსახურში, შემდგომ თავი დაანება ამ სამსახურსა და შედგა ბერათ იეზუიტების მონასტერში; რამდენსამე წლის შემდგომ იქიდანაც გამოვიდა და განწესდა სამხედრო სამსახურში; დასასრულს ოცდა ოთხის წლისა, კიდევ შედგა ბერათ წმინდის მორეს მონასტერში, საიდგანაც სთხოვა პაპასა სხვა მონასტერში გადასვლა და მანამ ნების დართვა მოუვიდოდა ამ საქმეზე, შეუდგა გზასა და გასწია ახალს მონასტერში იმ ფიქრით, რომ მაინც ხომ პაპა ნებას მომცემსო და ბარემც წავალო, მაგრამ პაპამ ნება არ მისცა, მაშასადამე პრევოს წასვლა გაპარვა ეგონათ. შეიქნა მიწერ-მოწერა: იპოვნეთ და წარმოგზავნეთ საცა იყოსო. რა პრევომ ეს შეიტყო, მართლად რომ გაიქცა და დაიმალა გოლანდიაში, რომელიცა იმ დღიდგან ჰსცხოვრებდა მოუსვენებლად ხან ანგიაში, და ხან გოლანდიაში, და ჰსწერდა სიკვდილამდე სხვა და სხვათა თხუზულებათა, რომელთა შორის სიკვდილის დროს ჰპოვეს იმ გვარი თხზულება, რომ ოთხმოცი წელიწადი კიდენ ეცოცხლა, ვერ შეასრულებდა. ის ჰსცხოვრებდა სხვა სახელმწიფოში ექვსი, თუ შვიდი ასე, წელიწადი. ბოლოს ერთმა ფრანციის კარდინალმა სთხოვა პაპასა, რომ მიეტევა პრევოსათვის დანაშაული და გადმოაყვანინა თავის კარის ეკკლესიაში მღვდლად. რა გარდმოვიდა ფრანციაში, იძახდა პრევო: ამაზე მეტი აღარა მინდარაო, მხოლოდ ერთი ბაღი მქონდეს, ზროხა და ორიც ქათამი მყვანდესო. იყიდა ბაღი ერთს კუნჭულში, რომელსა ახლო იყო ტყე, მოაშენა ქათმები, თუ ზროხები და მოხუცობის ჟამს, როდესაც იყო წლისა სამოცისა, პარიჟიდამ, წამოვიდოდა ხოლმე ტყე და ტყე ფეხით თავისის ბაღის სანახავად.

ნოემბრის თვეში 1853 წელსა, როდესაც ჩვეულებისამებრ, მოდიოდა ტყეში თავის ბარისაკენ, მიეცა ამ სიარულში დიდსა ფიქრსა. შუადღის მზე, ცოტად ფერნაკლული, ათბობდა ტყესა, მაგრამ ასწლოვანნი ხეები კიდევ იქონებდნენ ფოთლებსა, თუმცა ზოგნი კიდეც გამხდარნიეყარნენ მიწაზედ. რამდენნი სხვა და სხვა გვარნი პირუტყვნი, ირმები, ჯიხვები და სხვანი დახტოდენ საამურად ტყეში. ამის გულისათვის უფრო წყნარა და ყურადღებით მიდიოდა პრევო. ამ დროს უცებ შეეფეთა გზაში კაცი ოცდა რვისა თუოცდა ოთხისა წლისა, გაყვითლებული, აწეწილის წვერისა, ლაფში გასვრილ ტანისამოსისა და გრძელის ხრმლის მქონებელი:

- თქუჱნ უთუოთ გზა დაგიკარგავთ? ჰკითხა პრევომ.

- არა ოდეს არა, უპატივცემულესო მღვდელო, მიუგო უცნობმა კაცმა და თან გზას უკრავდა: მე ძალიან კარგათ ვიცი სადაცა ვართ და რომელს გზაზეც ვსდგევართ.

- ეგ მართალი გახლავთ, მარამ... დიდის მოწიწებით უთხრა პრევომ რა დაინახა კაბის ქვეშ ორორი დამბაჩა.

- დავიჯერო რომ ვერ მიხვდით, თქუჱნგნით რასაც მოველი? ჰკითხა უცნობმა კაცმა.

პრევომ საათზედ ხელი მაგრად დაიდვა.

- მე ვგონებ, გნებავდეთ ჩემი ქისა, რომ გამომართოთ და ჯიბეში ჩაიდვათ.

- არა, უპატივცემულესო მღვდელო, მე მინდა მოგართვათ ერთი შუშა უსაკვირველესი წყალი, რომლის მზგავსი მრთელს ხმელეთზედ არ არის და რომელიცა არჩენს ყოველსა ყოველსა სნეულებასა, რა გვარიც უნდა იყოს.

რა ესე ჰსთქვა, უცნობმა კაცმა ამოიღო ჯიბიდამ შუშის წყალი, რომელიცა ჰსჩანდა რომ უბრალო წყალი იყო და სთქვა.

- ხომ ხედავთ, როგორიც საუნჯე არის ეს წყალი და რასაკვირველია მეც სარწმუნო ვარ, რომ გაჩუქოთ ეს მინით წყალი, ამის ნაცვლათ მომცემთ, მაგ საათს, ქისით ფულსა და ყოველსავე რაც ზედ გაბადიათ.

რა პრევომ ეს სიტყვები გაიგონა, მასინვე მიხვდა ის კაცი ვინც კაცი იყო და რა მოხელეცა. რასაკვირველია აქ წარმკითხველი მიხვდება, რომ ეს კაცი რომელიცა შეეფეთა გზაში პრევოს, იყო ქურდი ანუ მოკლედ ვსთქვათ თული, რომელიცა ხმარობდა ამ გვარ ოსტატობას: წყალს აძლევდა გამვლელთა და ნაცვლად იმისსა ფულსა ართმევდა. ეს ხელობა ესწავლა ანგლიაში სადაცა ხშირია ამ გვარი ჩვეულება, და რადგანაც ჰსჯული სასტიკად ჰსჯის ავაზაკთა, ამისათვის თულები ცრცვიან მგზავრთა, მხოლოდ ჰყიდიან ამ გვარსა უძვირფასესსა წამალსა ან სხვა რასმეს იმათზედ. რა შემოხდებოდათ ვინმე, დაუწყებდნენ ამ გვარსა ლაპარაკსა:

„არ ინებებთ კარგ ჯოხსა, გასაყიდია ბატონო მგზავრო, ჩინებული ჯოხია, იაფად მოგყიდიო, მხოლოდ ეგ თქუჱნი ბრილიანტის ბეჭდები მომეცით ან თუ არა და გამიცვალეთ. თუ რომ მთავრობა დაიჭერდა დასასჯავად, თული იტყოდა, ვაჭარი ვარ და საქონელსა ვყიდიო. პრევომ რასაკვირველი რომ შეიტყო ვისთანაც ჰქონდა ბედნიერება ლაპარაკისა, უთხრა:

- საყვარელო ძმაო და მეგობარო ჩემო! როგორც ვხედავ, ცუდის და საშიშარის ხელობის მქონებელი ყოფილხარ.

- იქნება რომ საშიშარი ხელობა იყის, მაგრამ უპატივცემულესო მღვდელო, მაგაზე კი თანახმა არა ვარ, რომ იძახი ცუდი ხელობა არისო... ჭკვიანი მეგონე და სულელი ყოფილხართ, ამისთვის რომ რამდენიმე ვერცხლის ფულში, საათში, რომელიცა ზოგჯერ წინ მირბის და ზოგჯერ უკანა და ძველძულ ტანისამოსში რომელიცა დიდი ხანია რაც მოდიდამ გარდაგდებულია, მე შენ გაძლევ დიდი-ხნის სიცოცხლესა, მრთელსა და წრფელსა, თქუჱნ კი იძახით ცუდი ჩვეულება არისო! როგორ ბედავთ მაგ სიტყვის თქმასა! მე მგონია არა ღირდეს იმ ფასად თქუჱნგნით მოცემული, რასაც ჩემგნით მიიღებთ. თქუჱნ ასე გგონიათ ამ გვარს საქმესა ყოველთვის შეემთხვევით... დრო აღარ არის ამდენის ლაპარაკისა მღვდელო, ჩქარა გარდავსწყვიტოთ საქმე, თორემ არა მცალიან.

- ქისას არ დაგიზოგავ, რადგანაც არც თუ მაგთენი ფულია შიგა, მაგრამ საათს...... ეს იმისთანა... იმისთანა კაცის ნაჩუქებია, რომ ძნელია ამის დაკარგვა

პრევომ ამოიღო უბიდგან საათი და დახედა, თითქო საყვარელს მეგობარს ესალმებაო. ეს უნდა ვსთქვათ, რომ საათი იყო ძვირფასი, ოქროსი, ბრილიანტებით მოჭედილი და ამ დროს შუქი მზისა აბრჭყიალებდა, რომელიცა საამოდ იხილვებოდა.

- არა, უთხრა პრევომ, თქუჱნ, იმედი მაქვს რომ არ ინებებთ ამ საათის წართმევას, რომელიცა მაქვს სახსოვრად ერთის უპირველესის შემთხვევისა... შემდგომ მივიდა თულის ახლო, გამოართო მოწიწებით ორივ ხელი და განაგრძელა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი უბედურება შემმთხვევია და ბედნიერებაცა, ბედნიერებაში, გინა უბედურებასი ნუგეშსა მცემდნენ და მასიამოვნებდნენ: საათი, მინუტი და წამი, რომელთაცა მაჩვენებდა საყვარელი ესე ჩემი საათი.

თულმა გამოართვა საათი, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, თითქო ბრილიანტებსა ჰსთვლისო, და შემდგომს თუმცა როგორცა ჰსჩნდა დაბრუნება არ უნდოდა, მისცა პრევოს.

- ღმერთმან გადღეგრძელოს, საყვარელო მეგობარო! დაიყვირა პრევომ. მერწმუნეთ რომ ღმერთი არ დაგაგდებთ უნუგეშოდ, მაგ-გვარ მოხუცებულის მღვდელის პატივის-ცემისათვის. რადგანც აგრე გრძნობის მქონებელი კაცი ყოფილხართ, - ეს საათი ღირს ოცდა ათ თუმნათ, ხვალ ამ დროს ამ ალაგს მოდით და თვითონ მე მოგიტანთ ამის ფასს... ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ, მე მაგ თვისების მქონებელი არა ვარ, რომ...

- აბა ერთი, მაშ შემომხედეთ, შეიძლება გერწმუნო თუ არა, პატივის ცემით მიუგო თულმა: იქნება

თქუჱნს საათში, მაგდენი ფული არის მიცემული, მაგრამ მაგ ფასად არა ღირს, ვაჭრები ძალიან ატყუებენ მყიდველთ... ჩემთვის ოცი თუმანიც საკმაოა.

- რასაკვირველია კეთილშობილი კაცი ყოფილხარ, უთხრა პრევომ და თან უბეში იდებდა საათსა: ჰსცანს რომ არა ხართ დაბადებული მაგ გვარ ხელობისათვის, რომელსაცა ახლა შესდგომიხარ; შესაძლებელი არ არის, რომ ამაში ერთი რამ საიდუმლო საქმე არა იყოს რა, ამისთვის რომ ეს წყალი...

- გარწმუნებთ თქუჱნ როგორც პატიოსანი კაცი, რომ დიდი მარგებელია.

- სიდამბლისათვის? ჰსთქვა პრევომ.

მეშვიდმეტეს გინა მეთვრამეტეს საუკუნეში, სიდამბლე ხშირად იყო, რომლისათვისაც პირველმა იმ თემის ჰაქიმმა ლემონტემ დაამტკიცა, რომ მიზეზი სიდამბლისა იყო პარიკი, რადგანაც ხშირათ ატარებდენ და საშინელი დიდიც იყო, აქედან ცხადათ ჰსჩანს, რომ თავი რა იმისთანას დიდს სხვათა თმაში იყო გახვეული, მხურვალება წარმოსდგებოდა, და მიიზიდავდა სისხლსა, და რა შეუშრებოდა სისხლი კაცსა, სიდამბლეც მოუვიდოდა. პრევოც ატარებდა პარიკსა, ამისთვის ეჭვში შევიდა: იქნება მართლა მარგებელი წყალი იყოს და ეს კაცი, რომელიც შეეფეთა მოულოდებლად უფრო შეიტკბო.

- თქუჱნ უთუოდ უბედური ყოფილხართ? ჰკითხა პრევომ.

- ბატონო პრევო, უპასუხა თულმა, მაგრად შეინახეთ ეგ საათი უბეში და ყური დამიგდეთ.

- განა მიცნობ კიდეც?

- ძალიან კარგათ გიცნობ. მე გიამბობ ერთსა ანბავსა, რომელიცა რადგანაც მწერალი ხართ, გამოგადგებათ საარშიყოთა ანბავთა თხზულებისათვის.

- საყვარელო მეგობარო, დაუწყო ლაპარაკი პრევომ, თითქო ორმოცის წლის მცნობიაო, მე აღარაფერს არარას ვსთხზავ საარშიყოთა ანბავთა, თუმცა ყმაწვილ კაცობის დროსა ვწერდი, მაგრამ ახლა ჩემს მოხუცებულებას არ შეჰფერის.

- სულ ერთია, საარშიყო არ იყოს, ისე ანბავი მაინც დაწერეთ, თქუჱნ შეგიძლიანთ უფრო გრძნობით წარმოჰსთქვათ, ჩემს თავს გარდასავალი.

- იმისთანას რას იქმოდით თქუჱნს ცხოვრებაში რომ დაიწეროს რამე, ეს თუ დაიწერება, რომ გზაში დამხვდით და გამცარცვეთ.

- ეგეც კარგი იქნება.

- არა საყვარელო ჩემო, თქუჱნ არ ვარგიხართ, საგანის ასაღებად.

- მაშ სხვა რამ მაინ მოიგონეთ, აი მაგალითად ვითომც მე მომკლეს, ან ვითომც ბერათ შევსდექი, როგორც გინდოდეთ.

- არა მგონია, რომ შენი მზგავსი კაცი ბერათ შედგეს, სადაცა იქნებოდეს უფრო ბედნიერი, მაგრამ მეორეს მხრით კარგიც არის ბერად შედგომა, მინამ ტყეში სიკვდილი ავაზაკობაზე. აბა მიანბეთ თქუჱნს თავს გარდასავალი.

გზას გარდაუქციეს და შევიდნენ დახშულ ტყეში, სადაცა დასხდნენ ერთის ხის ძირს. თული კაცი ისე დასჯდა, რომ ვინიცობა იმისთანა საქმე ყოფილიყო, ვერა ვის შეეძლო დაჭერა; პრევომ ეს სიბრთხილე იმ კაცისა ვერ შენიშნა.

მე მქვიან გაბრიელ, უთხრა თულმა; მამა ჩემი იყო...

რა უნდა გაეგრძელებინა ლაპარაკი, უცებ წამოხტა, ასე გაიქცა და დაიმალა, რომ პრევომ თვალი ვერ მოასწრო, შემდგომ მიიხედა ნახა, რომ ტყის-მზვერავი მოვიდოდა, რომელსაცა კარგათ იცნობდა.

- ეს როგორც მომხდარა, უპატივცემულესო მამაო, ჰკითხა ტყის მზვერავმა, რომ შეჰყრიხარ მელასა? უთუოდ მცნობი უნდა იყოს, თორემ მაგასთან ლაპარაკი დიაღ ძნელია.

- მელასა? განიმეორა განკვირვებით პრევომ, როგორთუ მელასა, ამის სახელი ხომ გაბრიელ არის.

- ეგ! ეგ კაცი, დაიყვირა ტყის მზვერავმა. ეგ უპირველეს ავაზაკი არის, მრთელს ამ თემის მხარეს. აგერ ერთი თვეა ოცდა ათნი კაცნი აქა იქ დაფანტულები მაგას დავსდევთ და ვერ დაგვიჭერია... უთუოთ წაგართოთ რაც რომ გქონდა.

- არც თუ მაგდელი, მიუგო პრევომ, უჩვენებდა რა თავის ქისასა და საათსა.

პრევო წავიდა შინა და მეორეს დღეს მოიტანა ოცდა ათი თუმანი და მოვიდა იმ ალაგსავე, სადაცა ხვდა გაბრიელ, მაგრამ გაბრიელ კი არ მოვიდა.

- საწყალი გაბრიელ, იძახდა პრევო. საცოდავს დასდევენ იასაულები დასაჭერათა და იქნება ამისთვის დღეს არ მოვიდა. ხვალაც მოვალო ამ ალაგს.

კეთილი პრევო, არა თუ ინებებდა ფულის მიცემასა, რომლითაცა უნდოდა თავის ნათქვამის აღსრულება; ნახვაც კი უნდოდა გაბრიელისა და გაგება თავს რაც გარდახედოდა; ამასთანვე უნდოდა კიდეც გამოეცადნა ძალი, უძვირფასესისა წყალისა. სიმრთელე აკლდებოდა, თავის ტკივილი მოსდიოდა და სისხლს არ იშვებდა, რადგანც გაბრიელის ნახვის იმედი ჰქონდა. ერთხელ გაბრიელ მოვიდა იმ ალაგს, სადაც შეხვდა პრევო, მაგრამ ვერ ნახა მცირეხნის მეგობარი; ერთსა მცველსა ტყისასა ჰკითხა, რომელმაც უპასუხა,

- მღვდელი პრევო გინდათ? დიდი ხანი არ არის რაც იმ საწყალს მოუვიდა სიდამბლე, წაიქცა აი ამ ხის ქვეშ... მაგრამ ნუ შეწუხდებით, დაუმატა ტყის მცველმა. რა ამ მდგომარეობაში ვნახეთ, ავიკიდე მე და ჩემმა ამხანაგმა ზურგზე, და მივიტანეთ ახლოს სოფელში ერთს მღვდელთან, რომელმაც დააყენა ჰაქიმი.

გაბრიელ გაიქცა სოფელში, რომელშიაც უთხრესდა მიასწრო იმ დროს, როდესაც საწყალობელი პრევო ყვირილით კვნესას აღმოუტევებდა. მართალია ადგა ჰაქიმი, რომელიცა ჰსწამლობდა, მაგრამ არ ვიცით რომლის მიზეზით დამალა ავათ მყოფი, რომელიცა ჯერ კი არა კვდებოდა და გულ შეწუხებული კი იყო. ჰაქიმმა დაჰკრა დანა გულში საწყალს პრევოს რომელმაც უკანასკნელად დაიყვირა და სულიც განუტევა! ამ სახით მოკვდა საწყალი პრევო, და იმაზედ უმეტეს უსაკვირველესითა, რომელიცა წარიკითხვის იმის თხზულებაში. ქისაში უპუვნეს ოცდა ათი თუმანი, რომელიცა უნდა მიეცა გაბრიელისათვის.

მთავრობა ტყვილად და ამაოდ ცდილობდა გაბრიელის დაწერასა. რამდენსამე წლისა, შემდგომ პრევოს სიკვდილისა, ერთს პარიჟის მონასტერში ჰყიდდენ საკვირველსა წყალსა, ყოველს სნეულობისათვის სასარგებლოსა, უმეტესად სიდამბლისათვის. ეს წყალი შემზადებული იყო გაბრიელისაგან; ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ის წყალი იმ სასწაულით მოქმედებდა, როგორის სასწაულითაც მოქმედებენ სხვა წამლები. კაცთაგან შემზადებულნი ამისთვის, რომ დაარჩინონ თავიანთ თავი. ახლა კი ის წყალი ესრეთვე დავიწყებულია, როგორათაც თხზულებანი, კეთილის პრევოსი.

4.2 სულგრძელი ყასაბი.

▲ზევით დაბრუნება


სულგრძელი ყასაბი.

ერთ ბაზრის თავში იყო სასწავლებელი, სადაცა იყვნენ მრავალნი ყმაწვილები, რომელთა შორის ერთი ძალიან ბეჯითი იყო და ის ბეჯითი მოწაფე ეკუთნოდა ყასაბსა.

ამ ყასაბს მიადგა ერთგზის ხნიანი დედაკაცი, რომელსაცა უნდოდა ხორცის სყიდვა, ყასაბი მიუახლოვდა ნახევარ შაყა ხორცსა, უნდოდა მოწრა და თან დედაკაცს ხელში უყურებდა ფულისათვის.

- ხედამ გასპარ, რა შვილი გყავს, ეუბნებოდა დედაკაცი: ყმაწვილია, მაგრამ ღმერთმა მოგცეს, გუშინ სასწავლებელში ვიყავ, ვნახე და გავოცდი იმის კითხვაზე.

- განა რომ გონებიანი შვილი გყავს? მიუგო ყასაბმა.

- რასაკვირველია, მერე ისიც რა გონებიანი!

ყასაბმა დანა ცოტა წინ გადასდო მომატებით ხორცის მოსაჭრელად.

- მე ჯერ იმისთანა კარგის ყმაწვილის მნახველი არა ვარ. მარტო იმისი შეხედულობა, რათაც უნდა ღირს!

- ჰმ! ჰმ! შეხედულობა! დედაშვილობამ ჩინებული შვილი მყავს, ამ სიტყვაზე დანა კიდე წინ გარდასდო.

- უნდა გენახა თუ რა ქნა გუშინ! მამო ჩვენო ზეპირათ წაიკითხა!

- განა რომ ზეპირათაც კითხულობს? ყასაბმა სიხარულით დანა მიიტანა და ნახევარ შაყა ხორცისა უნდა მოეჭრა.

როგორი გამოთქმა აქვს? წყალსავით ჩაუვლის ხოლმე. მე შენ გარწმუნებ, რომ ცოტას ხანს შემდგომს მდივანბეგობას მისცემენ.

- მშობელო, განა მდივანბეგათაც ივარგებს? წარმოსთქვა ყასაბმა და დანა უფრო წინ წაიღო.

- რასაკვირველია, შვილო გასპარ -მე შენ გარწმუნებ, რომ თავის დროზე ძალიან დიდი კაცი შეიქნება, შუბლზედ ეტყობა.

- როგორ? დიდი კაცი შეიქნება?

- დედაშვილობამ, დღესვე შეუძლიან მდივანბეგობის თანამდებობის აღსრულება.

- დღესვე შეუძლიან მდივანბეგობა? დედაშვილობამ ასე გამახარე, რომ მეტი არ შეიძლება; წაიღე ეს ნახევარი შაყა ხორცი მუქთათ და გასწივე შინათკენ.

კ.

5 რედაქციისაგან

▲ზევით დაბრუნება


რედაქციისაგან

რედაქცია ქართულის სალიტერატურო ჟურნალისა „ცისკარი“ განუცხადებს სასიამოვნოდ უ.უ. ჟურნალისა ამის მკითხველთა, რომ ამ დღებში მივიღეთ ჩინებული თხზულება განთქმულის მრთელს ევროპაში მწერლისა ვილლიამ შეკსპირისა „ჰამლეტი“ დანიის პრინცი,“ რომელსაცა ვამზადებთ დასაბეჭდავათ. ეს არის სასიამოვნო რომ უასაკონი ყრმანიც კი ცდილობენ დაცემულის ქართულის ლიტერატურის აღდგინებასა. ეს თხზულება არის გადმოთარგმნილი, საკეთილშობილო ღიმნაზიის მეხუთე კლასის მოწაფის თ.მ. ფავლენის-შვილისაგან, თუმცა პროზათ არის ნათარგმნი, მაგრამ ხმა-საყოფელად უთარგმნია და მდაბიურს ენაზედ ზემოხსენებულს ყმაწვილს-ყოველთვის გასაგონათ.

* * *

ჰსწავლა და ხელოვნებაში დაბეჭდილი სტატია „მკითხველთადმი“ წარმოგზავნილი რედაქციაში უ. სავანელისაგან, დავბეჭდეთ ისე, როგორც ნამდვილი იყო, გარნა განუცხადებთ როგორც ავტორს ამა სტატიისას, აგრეთვე სხვათა ჩვენის ჟურნალის მკითხველთა, რომ უკეთუ ამ გვარი სტატია მიიღებს პასუხს მისგნით ვისდამიც ჯერ არს თავის უშესაბამო აზრისა გამო, მაშინ რედაქცია მოვალოებას იყრის და გამოდის პასუხის-გებისაგან.

რ.კერ.