The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №5 (1859)


ცისკარი №5 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროვეთა მწერალთა

▲ზევით დაბრუნება


1.1 მერცხალი

▲ზევით დაბრუნება


მერცხალი

მშჳდობით შენთან, ჩემო მერცხალო,
კვალად გვესტუმრე ტკბილო სტუმარო?
ჰსჩანს გულით გიყვარს შენც საქართველო,
რომ ბუდე გინდა აქ აღაშენო.

რომლის კუთხიდან იწყე შენ ფრენა,
რომელს მთას თუ ზღვას აზვირთებულსა?
გვითხარ, გვიანბე, დაჰსძარ ეგ ენა,
თავს გარდმომევლე აღელვებულსა?

გვიყვარხარ ტურფა უცხო სტუმარი.
გვიანბე აბა რაც იცი ყველა.
დასძარი ენა რათ ხარ მდუმარი?
შენსა ჭიკჭიკზე მიყვარს მოლხენა!

თუ მართლა გიყვარს და ასე მოგწონს
ჩვენი ჰაერი, ჩვენი ქვეყანა,
შენ უმეტესობ მშტვენსა იადონს,
და სხვა ფრინველიც შენ გეთაყვანა!!.

დიმ. ბერიევი.
1 აპრილს. 1859 წ.

1.2 მომაკვდავი მდიდარი

▲ზევით დაბრუნება


მომაკვდავი მდიდარი

ვგრძნობ, რომ ვჭვრეტ ნათელს უკანასკნელად,
ვგრძნობ, რომე ვსუნთქვი აწ მეტად ძნელად.
ჩემს გარსა მყოფნო სოფლის ტრფიალნო,
ჩემებრ ამ სოფლით თქვენც წარმავალნო!
ნუ ერიდებით ჩემს სასტიკს სენსა,
ვუპყრივარ ესრედ ძნელად რომელსა.
მოდით, მაღირსეთ კვლავ ხილვა თქვენი,
უკანასკნელად მაჩვენეთ ძენი.
მიყვარდა ხშირად მე თქვენთან ჯდომა,
ტკბილათ უბნობა, თქვენც იცით ხომა?
რას მერიდებით? რომ ხვედრი ჩვენი
არს ჩემი მკვლელი, და არა სენი.
ეგებ ნუგეშ მცეს თქვენმან ხილვამა,
სული მიბრუნოს ან ერთსა წამა!
მაგრამ არა! ვცან, მაშინ გინდოდით,
როს კარგათ ვიყავ, ერთათა ვრბოდით...
ეს მაინც მიქმენთ, ყოვლი ქონება,
რომელსაც ეპყრა ჩემი გონება,
თვის ალაგითგან ერთობ მომიღეთ,
პარკნი დასხენით, გარს შემომიწყეთ!
ჰა! ჰა! ჰა! ფულნო! ვჭვრეტ, ჩემს იმედად,
რომელს გიწოდდი თქვენ კაცთა ბედად.
ჩემნო იმედნო! ხომ თქვენც თვით იცით,
მიშოვნიხართ თუ ვით შრომით მტკიცით!
მიტყუვებიეს თქვენთვის რამდელი;
მიქმნიეს თვალნი რავდენთვის სველი;
რამდენჯერ მითქვამს მე თქვენთვის ტყვილი,
ტყვილათ რამდენჯერ მიფიცავს შჳლი;
მომითმენიეს ყინვა, სიმშილი,
სად იყო ჩემთვის სადგომი ტფილი.
არ მიმიციეს ზოგთათვის ვალი,
მწყევიდა მისთვის გრძნობით მრავალი.
რისთვის? მისთვის რომ მინდოდა ფული,
რომლით მაძღრივად მქონოდა გული!
რამდენჯერ გლახა კარსა მომდგარი,
არ გამიკითხავს, მითქვამს უარი,
სდომნიეს დაცვა რამდენჯერ სნეულს,
გარნა არ უცვამს ამ ჩემს გულს წყეულს.
მხოლოდ თავში ეს მქონდა აზრული:
ყოველთვის ფული, ფული და ფული!
აბა თქვენ ფულნო! ნაშოვნო ესრედ,
ახლა მექმენით მამაკვდავს შემწედ;
აბა თუ ძალგიძსთ შემწეთ მექმენით,
გამომიყვანეთ ამ სასტიკ სენით.
თუკი მე თქვენთვის ვზრუნვიდი დიდ ცდით,
რატომ თქვენ ჩემთვის აწ არა ზრუნვით?
აი! ეგ შეძლება გქონიათ თურმე,
და ტყვილათ ხალხი რად მოვიმდურე?..
დღეითგან კაცი ის წყეულ იყვეს,
ვინც რომ სიმდიდრეს ჩემებრ შეუდგეს;
წყეულ იყვეს ვინც ფულს ჩემებრ ჰყუროს,
ფულისთვის კაცი ვინც მოიმდუროს.
მხოლოდ ერთ არს ამ სოფლად: კეთილი,
რითც ამ ჩემს დროს გრძნობს, სიკვდილს-არს ტკბილი.
მით კაცი უკეთ სიმდიდრეს ხვდების
და ამ სიმდიდრეს რა შეედრების?!...

ი. კერესელიძე.

1.3 * * *

▲ზევით დაბრუნება


* * *

რად ვინ განჰკიცხოს ბულბული სტრფოდეს
ვარდს ტურფად ხსენებულს,
უღაღსა, გინა საწუნარს ადგილზედ აღმოცენებულს.
იგი არა ტრფიალ ვარდისა და მის მშვენების მხოლოის
ართუ მის ფესვთა და ანუ მისისა საადგილოის!

თ. ნ. ვეზიროვი.
14 იანვარს. 1859 წ. ჯავა.

2 რომეო და ჯულიეტა

▲ზევით დაბრუნება


რომეო და ჯულიეტა

დრამა

ხუთ მოქმედებად განყოფილი.

თხზულება შეკსპირისა

ანგლიურიდამ ჶრანცუზულს ენაზედ ახლად გადაღებული, ბენჯამენ ლაროშისაგან. და პარიჟში დაბეჭდილი 1856 წელსა. ფრანცუზულიდამ ქართულს ენაზედ ხელახლად გადმოღებული 1859 წელსა, დიმ. ყიფიანისაგან.

მოქმედნი პირნი.

ესკალოს. ვერონის მფლობელი მთავარი.
პარის. ყმაწვილი-კაცი, ნათესავი მთავრისა.
მონტეგი. უფროსი კაცები ერთმანერთზედ გადამტერებულის ოჯახებისა.
კაპულეტი.
რომეო. ძე მონტეგისა.
მერკუციო. მთავრის ნათესავი და რომეოს მეგობარი.
ბენვოლიო. რომეოს ბიძა-შჳლი და მეგობარი
თეიბალდი. კაპულეტის ცოლის ძმის წული.
პატრი ლავრენტი. ფრანცისკანი ბერები.
ძმა იოანე.-
ბალთაზარ. რომეოს მსახური.
სამსონ. კაპულეტის მსახურები.
გრეგორიო.
აბრაამ. მონტეგის მსახური.
პეტრე. მსახური.
მოხუცებული კაცი. კაპულეტის ბიძაშჳლი.
მეწვრილმანე.
პარისის ბიჭი.
დონნა მონტეგი. ცოლი მონტეგისა.
დონნა კაპულეტი. ცოლი კაპულეტისა.
ჯულიეტა. ასული კაპულეტისა.
ძიძა ჯულიეტასი.
ამათ გარდა მთავრის დარბაისელნი, მოსამსახურეები, მუზიკანტები, მოქალაქეები და ხალხი.

პროლოღი

ვერონას, ძველსა ქალაქსა,
სადაც ეს დრამა მოქმედებს,
დიდის ხნით ორი ოჯახი,
ერთმანეთს ჰმტრობდნენ უცხრომლად.-
და სისხლსა მოქალაქენიც,
ხშირად ათხევდნენ მათგანო.
ამ ორსა მტრების ოჯახსა
ნუგეშად ჰყავდათ გვარისად,
ერთსა ძე და ერთს ასული:
ესენი ეტრფნენ ერთმანეთს;-
ხოლო განგებამ უვლინა
ორსავე ამა სახლობას,
ჭმუნვანი შესაძრწუნავნი:
სიკვდილი ესწრათ ტრფიალთა,-
და მათს გლოვაზედ დასრულდა
შურიცა მამაპაპური.
წულთა მათ ყრმათა ტრფობაი
და მათის გარდაცვლის გამო
გარდაცვლა ძველის მტრობისა
მოყვრობად შემნანებელად,-
ესე არს თქვენსა წინაშე
წარმოსადეგნი ჩვენ მიერ,
თუ ყურადღებით ისმინეთ,
რასაცა ოდენ შეჰნიშნავთ,
მივიღბეთ გასამართავად.

სახალხო მოედანი ვერონაში.

მოდიან გრეგორი და სამსონ, დაიარაღებულნი.

სამსონ.
გრეგორიო! ჩვენ ისეთები არა ვართ, რომ გვაწყენინონ რამე და ავიტანოთ, განა?
გრეგორიო.
დიაღ არა, რა მებარგეები ჩვენა ვართ.

სამსონ.
მებარგები კი არა, თუ გაგვაჯავრეს მეთქი, ხმალსაც გავიძრობთ.
გრეგორიო.
მე რომ გიყურებ, შენ ისეთი კაცი ხარ, რომა ქინძისთავის ამოღება არ გაგიჭირდება.
სამსონ.
ნუ გამაფიცხებენ, თორემა ხელზედ მარდათა ვარ მაშინა.
გრეგორიო.
ძნელი ეს არის, რომ გაფიცხებაზედ ხარ ხოლმე ზანტათა.
სამსონ.
მონტეგიანთი ერთი ძაღლის დანახვა მეყოფა,- რომ მოთმინებიდამ გამოვიდე.
გრეგორიო.
ეგეც კი. გამოხვალ და მაშინვე გაიმინდვრებ; გულ-მაგარი კაცი ფეხზედაც მაგრა უნდა იდგეს; შენკი მაშინ აიდგამ ხოლმე, განი მოვნახოო.
სამსონ.
დამიჯერე, იმ ოჯახიდამ ერთის ძაღლის დანახვის მეტი არა მინდოდესრა, რომ ვაჩვენო ვინცა ვარ, კაცსა თუ ქალსა; კედელიც რომ იყოს, ზედ მოვექცევი.
გრეგორიო.
ეგ ის არის, რომ ტრაბახითა ხარ სავსე და კი არ ვარგიხარ; კედელს ქალაჩუნა მიატანს.
სამსონ.
მაგას მართალს ანბობ; კიდევ მაგიტომ იტყვიან ქალებზედა: ღობე-ღობე იარეო, და კარგათ გაიარეო. აბა ერთი შემომხვდეს ვინმე მონტეგიანთი, თუ კაცი ქვეშ არ მოვიქციო და ქალი ზედ ღობეს არ მივაკრა.
გრეგორიო.
ჩხუბი ბატონებშია, ვინც იმათ ვემსახურებით ჩვენ რაო?
სამსონ.
სულ ერთია, მე მინდა ვიავკაცო; კაცების ჩხუბი რომ შემახურებს, აღარც ქალებს შევიბრალებ; ერთსაც აღარ დავინდობ.
გრეგორიო.
არა, მაინც რას უფრო ემუქრები, იმათ სიცოცხლესა, თუ რასა?
სამსონ.
თუ გინდა ნამუსსა; როგორც გენებებოდეს, ისე გეგონებოდეს.
გრეგორიო.
ჭკუაზედ ახლოა.
სამსონ.
მანამდისინ სული მიდგია, მე შევატყობინებ იმათა რაცა ვარ; და ვინ არ იცის, რომ ძვალ-ხორცი მე არ მაკლია.
გრეგორიო.
შენი ბედი, რომ თევზი არა ხარ; თორემ რა საწყალი გელაქნური ყოფილაო იტყოდნენ, რომ ფხაც არა ჰქონია რიგიანიო. აბა ვაჟკაცობას იჩემებ და შეჰხედე მონტეგის კაცებიც მოდიან.

(მოდიან აბრაამ და ბალთაზარ.)
სამსონ.
ხმალი მზათა მაქვს, შენ ჩხუბი აუტეხე, და მე მოგიდგები.
გრეგორიო.
ზურგს შემომაქცევ განა?
სამსონ.
ნუ გეშინიან.
გრეგორიო.
შენი? ოღონდაც, შენი არ მეშინიან.
სამსონ.
სამართალი ჩვენკენ იყოს, და მოდი იმათ აგვიტეხონ.
გრეგორიო.
მე ბღვერით წინ გაუვლი, და როგორც ერჩიოთ, ისე მიიღონ.
სამსონ.
როგორც ერჩიოთ კი არა, როგორც გაბედონთქო; მოდი მე თითს ვიკბენ, და თუ დაგვითმეს, ხომ წახდნენ, რაღა თქმა უნდა.
აბრაამ.
მაგ თითს რომ იკბენთ, ბატონებო, ჩვენი გამოჯავრება გინდათ, თუ რა არის?
სამსონ.
მე რომ ჩემს თითს ვიკბენდე, ბატონებო, თქვენ რა?
აბრაამ.
ჩვენი გამოჯავრება გინდათ, რაღა?
სამსონ. (გრეგორიოს ჰკითხავს)
ჰო მეთქი, რომ უთხრა სამართალი ჩვენსკენ იქნება, თუ არა? (აბრაამს) არა, ბატონებო! თქვენი გამოჯავრება კი არა,- მე ჩემს თითს ვიკბენ.
გრეგორიო. (აბრაამს)
ჩხუბს ეძებთ თუ?
აბრაამ.
ჩხუბსა ბატონებო? სულაც არა.
სამსონ.
თუ აგრეა აქ გახლავართ, სამსახურში! ჩვენ რომ ბატონს ვემსახურებით, თქვენს ბატონზედ ნაკლები არც ის არის.
აბრაამ.
არცკი ჰსჯობია.
სამსონ.
აგრე იყოს. დაინახვენ მომავალს ბენვოლიოს.
გრეგორიო.
ჰსჯობიათქო უთხარი.
სამსონ.
თქვენს ბატონს ჩვენი დიახა ჰსჯობია.
აბრაამ.
მიჰქარავ.
სამსონ.
როგორ თუ მივჰქარამ? ხმალი თუ კაცები ხართ! (გრეგორიოს.) აბა ხმალი ამოიღე შენებურათა (ოთხნივე ერთმანეთს შეეტაკებიან.)

ბენვოლიო. (ჩაერევა ხმალ ამოღებული)
ჩამოდექით თქვენ საძაგელებო თქვენა, იცით მერე რას ჩადიხართ? (ხმლებს გააყრევინებს)
მოვა თეიბალდი.

თეიბალდი. (ბენვოლიოს)
ხმალ ამოღებული ამათში ჩარეულ ხარ? აქეთ გამობრუნდი, აქეთა, ჩემსკენა, და აბა სიკვდილს გაუსწორე თვალი, თუ კაციხარ.
ბენვოლიო.
მე ამათი დამშჳდება მინდა; ეგ შენი ხმალი რომ ან ჩააგო, ან ამათ ასაშველებლად მომახმარო, ისა ჰსჯობია.
თეიბალდ.
შენ აქ ხმალი ხელში გიჭირავს და მშჳდობას მიქადებ? ეგ ქადაგება ისე მეჯავრება, როგორც ჯოჯოხეთი, როგორც მონტეგები, და როგორც შენა; ჰაი შე ქალაჩუნა, შენა! (შეეტაკებიან ერთმანეთს. ამასობაში რამდენიმე კაცი მოემატება ორივე მხრიდამ და ჩხუბში ჩაერევიან; მერე რამდენიმე მოქალაქეებიც მოირბენენ ხელ კეტიანები.)
ერთი მოქალაქე.
ჯოხები ამათა, კეტები ამათა, ხელი გამოვიღოთ თქვენი ჭირიმე; კაპულეტებსაც, მონტეგებსაც!

მოვა კაპულეტი ხალათით მოსილი, და იმისი დონნა.

კაპულეტი.
რა ანბავია ესა? ჩემი გრძელი ხმალი მომეცით აქა!
დონნა მისი.
ჯოხი არ გირჩევნია? ხმალი რა შენი საქმეა!
კაპულეტი.
ხმალი მეთქი, გრძელი ხმალი; აგერ ბერი მონტეგიც მოეთრევა, ხმალ ამოღებული; გგონია დამინდოს თუ?

მოვა მონტეგი და იმისი დონნა.

მონტეგი.
აჰა! აქა ბრძანდები, კაპულეტო, შე ავაზაკო შენა! გამიშჳთ, გამიშჳთ!
დონნა მისი.
შენმა სიცოცხლემ ფეხსაც აღარ მოგაცვლევინებ.

მობძანდება მთავარი დარბაისლებითურთ.

მთავარი.
მაშფოთარნო, სიმშჳდის მტერნო,ძმების სისხლით იარაღის შემსვრელნო! - არ გეყურებათ? ადამიანები ხართ თუ მხეცები? თქვენისავე ძარღვებიდამ სისხლს იდენთ, და იმითი იკლავთ გახელებულს წყურვილსა? გადაყარეთ ეგ თქვენი ჰსჯულის გამტეხი იარაღი და ისმინეთ ბძანება თქვენი მიერ განრისხებულის თქვენის მთავრისა! ეს შენი ბრალია, გადასწეულო კაპულეტო, და შენი, მონტეგო, რომ ამ თქვენმა დაუძინებელმა სიძულულმა, ერთის უბრალოს სიტყვისაგან დაბადებულმა, ეს მესამედ შეარყია მშჳდობა და მყუდროება ჩვენის ქალაქისა; - ეს მესამედ არის რომ ძველი ვერონის მოქალაქეები თავისს საპატიო ტანის-სამოსს იძრობენ, და ხნიერებისაგან დაუღონოებულის ხელით დაჟანგებულს იარაღს იღებენ, თქვენს გასაშველებლად შუა გიცვივდებიან, და თვითც თქვენის სისხლით ისვრებიან. - ამას იქით თუ კიდევღა დაგემართათ, რომ ქალაქის მშჳდობა თქვენგან შეირყა, - იცოდეთ რომ მაშინვე სიკვდილით დასჯა თქვენი აუცილებელი იქნება! ახლა ამის წინათვე მცოდნენი, დაიშალენით აქითგან! თქვენ, კაპულეტო! თან გამომყვებით: თქვენ, მონტეგო! ნასადილევს მომნახავთ სამსჯავროს სასახლეში, და იქ შეიტყობთ ჩვენს გადაწყვეტილობას მომავლისათვის - კიდევაც განმიმეორებია, დაიშალენით ვისაც სასიკვდილოდ თავის გაწირვა არ გინდოდეთ! (მთავარი დარბაისლებითურთ წაბძანდება და თან იახლებიან კაპულეტი, დონნიმისი, თეიბალდი, მოქალაქენი და მოსამსახურენი;)

მონტეგი.
რა მოხდა? ვინ იყო, რომ ძველებური ჩვენი შფოთი განაახლა? შენ მითხარი ჩემო ძმის წულო; აქ იყავ, საქმე რომ იწყეს თუ არა?
ბენვოლიო.
მე რომ აქ გიახელ, იმათი და თქვენი მსახურები ერთმა-ნერთს ებრძოდნენ, და მე იმათ გასაშველებლად ხმალი ამოვიღე; ამ დროს თეიბალდ მოიჭრა გააფთრებული, დიდის ფახითა და მუქარითა, ხმალს მიქნევდა და ასე მიტრიალებდა, რომ წკრიალი გაჰქონდა. მანამდისინ ორიოდჯერ ხმლებს ერთმანერთს შევატაკებდით, ზოგი ახალი მაჩხუბარი აქედამ ჩამოგვერია, ზოგი იქიდამ, და კარგი ჩხუბი გაიმართა, და ის იყო მთავარიც მობძანდა.

დონნა მონტეგისა.
ნეტა რომეო სად არის, დღეს არსად გინახავთ? გმადლობ შენ უფალო რომ აქ არ შეესწარა.
ბენვოლიო.
დღეს გათენებისას, ჩემო ძალუა, მზის შუქი რომ ჯერ ფანჯრებს არ მოსდგომიყო, როგორღაც ვერ ვიყავ გუნებაზედა და პატარას მივივლი-მოვივლი მეთქი, გარეთ გამოველ; ლეღვნარს რომ მივატანე იქ დავინახე რომეოც; ეტყობა ჩემზედ ის უფრო ადრე გამოსულა, მეც იმასთან მივალ მეთქი, ვჰსთქვი, და მივაშურე; მაგრამ დამინახა თუ არა, ის მაშინვე ტყეში შევიდა. ჩემი თავი რომ გამომიცდია, კაცს თუ ცოტაოდენი ნაღველი აწუხებს რამე, ისევ მარტოობა ურჩევნია, - იმასაც ჩემსავით იქნება მარტოობა ერჩიოს მეთქი ვთქვი და დავანებე თავი, და როგორც ის მერიდებოდა, მეც ისე მოვერიდე.-
მონტეგი.
ვინ იცის, რამდენჯერ გასთენებია იქ ჩემს რომეოს, რომ თავისის ცრემლით დილის ცვარი უმრავლებია, და ოხვრით დილის ნისლი შეუმძიმებია; და როდესაც გათენების სინათლეს სიბნელის ფარდა აუხდია, თითქო სინათლეს გამოექცაო, შინ მობრუნებულა, თავისს ოთახში შეკეტილა, ფანჯრები დაუხშავს, და ნათელი დღე ბნელ ღამედ გადაუქცევია! არა! ამისთანა ყოფა-ქცევა კარგს არას მოასწავებს, თუ მიზეზი არ მოუშალეთ როგორმე, გამაქარვებელის რჩევით იქნება, თუ შეგონებითა.
ბენვოლიო.
იცით ეგ მიზეზი ბიძა ჩემო?

მონტეგი.
ეგ არის რომ არ ვიცი; აქამდისინ ვერა გავიგერა.
ბენვოლიო.
გიცდიათ როდისმე იმასთან ამ საგანზედ ლაპარაკი?
მონტეგი.
რამდენჯერ, და რამდენი ჩემი მეგობრებიცა ცდილან, ვინ იცის. სხვას არავის ანდობს თავისის გულის პასუხსა თუარ თავისს თავსვე, და ამისთანა შემგონებელი ხომ-ერთის მხრით თვითონ არის მოსარიდებელი, და მეორეს მხრით გაჩუმებულია, და ისე ფრთხიალობს, როგორც რომ მწვანე ფოთელი უფრთხილდება ახალ გამოსკვნილს, ვარდის კოკორსა, მზემ არ დაინახოსო მანამდისინ დრო არ მოუვა და თავის თავათ არ გაიშლება, რომ იმისი მშვენიერება სიხარულით მიეგებოს ბრწყინვალეს მნათობსაო! რომ მოვახერხებდეთ როგორმე, და იმის ნაღველის წყაროს მივაგნებდეთ, მიგნება და იმისი მორჩენაც ერთი იქნებოდა.

რომეო გამოჩნდება შორიდამ.
ბენვოლიო.
აგერ ისიც მოდის! მე მარტო გამიშჳთ იმასთანა და ეგების შევიტყო რამე; თუარა და მეც გავცრუვდე, რა გაეწყობა.
მონტეგი.
აგრე იყოს, დარჩი და იქნება მართლა წამოათქმევინო როგორმე გულის პასუხი, ჩვენ წავიდეთ, ჩემო დედაკაცო. (მონტეგი და იმისი დონნა წავლენ.)
ბენვოლიო.
დილა ნებისა, ჩემო ბიძაშჳლო!
რომეო.
ისევ დილაა ჯერა თუ?
ბენვოლიო.
ეს არის, ცხრა ეხლა დაჰკრა საათმა.
რომეო.
ოჰ, რა ზარმაცად მიიზლაზნება დრო ნაღვლიანის კაცისათვის! ის მამაჩემი იყო, განა? ეხლა რომ მოგშორდა?
ბენვოლიო.
დიაღ, მამა შენი იყო. რა ნაღველი არის ისა, დრომ რომ აგრე გიგრძელებს?
რომეო.
მე სწორეთ ის მაკლია, რისაც ქონება დროს ამოკლებს.
ბენვოლიო.
სიყვარული ხომ ჩაგვარდნია გულში?
რომეო.
შორსა ვარ...
ბენვოლიო.
რაზედ? საწადელის აღსრულებაზედ?
რომეო.
სატრფოსაგან შეწყნარებაზედ!
ბენვოლიო.
საკვირველია ჭეშმარიტად. სიყვარული რომ თვითან ისეთი კეთილი და საამო გრძნობაა, მოპოება იმისი რათ უნდა იყოს აგრე გაძნელებული, აგრე გამტანჯველი და აგრე შემაწუხებელი?
რომეო.
ეჰ ჩემო ბენვოლიო! შენ ესა ჰსთქვი, სიყვარული რომ თვალ ახვეულია, როგორღა უნდა ჰხედავდესთქო? სადილათ სადა ვართ? - ღმერთო დიდებულო! ეს რა მომხდარა აქა? ნუღარ მეტყვი, ვიცი-ვიცი რაც მომხდარა... ვჰრცელი ადგილი არის აქა სიძულილისათვის, და უფრო ვჰრცელი სიყვარულისათვის!... სიყვარული მტრობითი, და მტრობა სიყვარულიანი; ტრფობა და მტრობა ერთმანეთში გადარეულნი, და ორივე არა რაისაგან დაბადებულნი; სავსე ცარიელება და ცალიერი სავსება; ამაოება ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტება ამაო, არეულ-დარეული რაღაც რამ უსაგნოება და უსასოება ტკბილთა ოცნებათა; ბუმბული ტყვიისა, კვამლი ბრწყინვალე, ცეცხლი მყინავი; სიმრთელე ავათ მყოფი, ძილი მღვიძარე, ერთი რაღაც რამ ისეთი რამ არის, და რაც არის ისკი არ არის.- აი ის სიყვარული ჩემო ბენვოლიო, გულში რომ მაქვს ჩავარდნილი, ყოველგან რომ დავეძებ, და ვერ სად მიმიგნია; იცინი განა?
ბენვოლიო.
კი არ ვიცინი, ვჰსტირი!
რომეო.
სულო კეთილო, რათა?
ბენვოლიო.
შენს კეთილს სულს რომ აგრე შეწუხებულსა ვჰხედამ.
რომეო.
მეგობრობის ბრალია ეგა! ჩემი ნაღველი ჩემს გულში არის შემწყვდეული, და ახლა განზედ იწევს, რაკი შენი ნაღველიც დეამატა; შენი მეგობრული გრძნობა უფრო ავრცელებს ჩემს მწუხარებასა. - თუმცა თავის თავათაც მეტად დიდია ეს მწუხარება!... ტრფიალება რაღაც კვამლია, რომელსაც ოხვრა ადენს; თუ კეთილად წარიმართება, მაშინ ალივით ანთია, და ელვარებს ტრფიალთა შორის; თუ არა და, თუ უბედურია, ზღვად აქცევს იმათს ცრემლებსა; სხვა რა კიდევა? სიგიჟე არის მეტად კეთილ გონიერი, სიმწარე მეტად გაძნელებული, განუცდელი... ეჰ! მშჳდობით ძმაო! (მიდის.)
ბენვოლიო.
მაცალე, თან მინდა გამოგყვე; თუკი აგრე დამანებებ თავსა,) ბარემ გამლახო ისა ჰსჯობია.
რომეო.
მე განებებ თავსა? მე თვითონ ვეძებ და ვეღარ სად მიპოვნია ჩემი თავი; მე აქ ხომ არა ვარ; ეს რომეო ხომ არ არის, შენ რომ გელაპარაკება,- ის სხვაგან არის?
ბენვოლიო.
სწორე მითხარი, შენი სატრფო ვინ არის?
რომეო.
როგორ სწორე გითხრა? გინდა მატირო თუ?
ბენვოლიო.
არა არა! ხუმრობა გაშვებითა გკითხავ.
რომეო.
მაშ ერთი ავათ-მყოფს უთხარი ხუმრობა გაშვებითა, ანდერძი აიგეთქო! კარგი რამ სიტყვა მოჰხვდებოდა ავათ-მყოფის სმენასა! ხუმრობა გაშვებით გეტყვი, ჩემო ბიძაშჳლო! ქალია ჩემი სატრფო.
ბენვოლიო.
რაკი სიყვარული შეგამჩნიე, მაგაზედ ეჭვი აღარა მქონდა.
რომეო.
სწორეთ გულთა მხილავი ყოფილ-ხარ, მაშ ამასაც გეტყვი რომ ლამაზია ის ქალი.
ბენვოლიო.
საშოვარს რაც უფრო მეტი ფასი ჰსძევს, შოვნას იმდენი უფრო ცდა უნდა.
რომეო.
მეტად შორიდამა ცდილობ! სიყვარულის ისარი აქედამ იქ ვერ მიაწევს! გონება იმისი შეურყეველია, სიმტკიცე შეუვალი, სიმშჳდე შეუშფოთებელი. ტკბილის სიტყვით ციხის სიმაგრეს ვერ შეეპარები; მოტრფიალე თვალების იერიშს დიდად ერიდება. ოქროთი თითქმის წმიდასაც მოისყიდი, და იმასთანკი ყოვლად უღონოა, ოჰ; მშვენიერებით არის მეტად მდიდარი. რა ძნელია რომ იმის მშვენიერებაც წარმავალია!
ბენვოლიო.
ქალწულობა აქვს აღთქმული თუ როგორ არის?
რომეო.
აღთქმული აქვს, და დახედე როგორი დანაკლისი უნდა გაგვაწევინოს იმისმა სიმშჳდის ძუნწობამა! იმისი მკაცრი და შეუვალი უბიწოება ისე გააქრობს იმისს მშვენიერებასა, რომ რტოც აღარა დაგვრჩესრა; მეტად მშვენიერია, მეტად გონიერია, და უმანკოება იმას თუმცა სასუფეველს მოაპოვებინებს, მაგრამ მეკი ყოველს სასოებას წარმიკვეთს; უფიცავს, არავის ვეტრფოო, და ეს ფიცი მკლავს მე ცოცხალსა, რომელიც მხოლოდ იმისთვისღა ვჰსცოცხლებ, რომ ამას ვიტყოდე ხოლმე.
ბენვოლიო.
მოდი მე დამიჯერე და დაივიწყე ის ქალი.
რომეო.
მაშ ესეც მასწავლე, როგორ დავივიწყო. ბენვოლიო. შენს თვალებს ნება მიეცი, სხვებზედაც მიიხედ-მოიხედონ. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ იმისი მშვენიერება უფრო და უფრო დამკვიდრდეს ჩემს გულში. ქალს თუ პირზედ მასკა აფარია, და კაბა შავის ხავერდისა აცვია, იმისი პირის კანი უფრო თეთრად გვეჩვენება! სინათლე მოკლებულს კაცს როგორ შეუძლია, რომ თავისს სიცოცხლეში დაივიწყოსღა როდისმე ის საუნჯე,- რომ ჰქონდა და აღარა აქვს. შეუდარებელის სახის ქალი რომ მაჩვენონ, რა იქნება ჩემთვის იმისი მშვენიერება, თუ არ ისეთი წიგნი, რომელშიაც ამოვიკითხავ სახელს, უმეტესაც მანათობელის მშვენიერებისასა? არა, ძმაო, მშჳდობით! შენ ვერ მასწავლი იმისს დავიწყებასა;ვერ მამხელ ამ საიდუმლოებას!
ბენვოლიო.
იმდენს ვეცდები, რომ გამხილო და თუ ვერ მოვახერხე, ისევ ამაოდ მაშვრალი მოვჰკვდე, ისა ჰსჯობია. (წავლენ.)

ხილვა II.

ქუჩაში მოდიან, კაპულეტი, პარისი და ერთი მსახური.

კაპულეტი.
მონტეგსაც მოუნდა ჩემსავით თავდების წარდგენა! ჩვენისთანა თეთრ წვერიანებისათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო, ისე გვეცხოვრა, რომ ჯარიმა არ დაგვდებიყო; მაგრამ ახლა ისეთი ჯარიმა დაგვედვა, რომ თავდებებიც დაგვჭირდა.
პარისი.
თქვენ ორივე დიდად პარივ-ცემულნი ბძანდებით და ამდენის-ხნის თქვენი ერთმან-ერთის სიძულილი სწორეთ საწუხარია, ჭეშმარიტად. ახლა ჩემის თხოვნისას რას მიბძანებთ?
კაპულეტი.
მე მეტი ღონე არა მაქვს, რაც ადრე გითხარით, ისევ ის უნდა განგიმეოროთ, ჩემი ქალი ჯერ ქვეყანაში არ გამოსულა; თოთხმეტის წლისა ვერ არის ჯერა; ვაცალოთ, ორიოდ წელი-წადმა გაიაროს კიდევა და ნაკლულევანება შეუვსოს, რომ საქორწინებლად ვარგოდეს.
პარისი.
ზოგი უფრო ყმაწვილებიც ბევრნი დაჰხარიან თავის შჳლებსა.
კაპულეტი.
ეგენი ნაადრი ყვავილები არიან, და ადრეც დაჭკნებიან; დედა-მიდამ მიიღო ყოველივე ჩემი იმედი, და ჯულიეტაღა დამრჩენია; ის არის ჩემი უკანასკნელი სასოება და ერთად ერთი მემკვიდრე ყოველის ჩემის საცხოვრებელისა. მაინც თქვენის მხრით შესაბამი ყურადღება განუცხადეთ ჩემო პარის, - და ეცადეთ, იმისი გული მოიგოთ. ჩემი თანხმობა იმისს ნებაზედ არის დამოკიდებული; ოღონდ იმან გირჩიოთ და ჩემზედ ეჭვი ნუ გექნებათ. ამაღამ, ძველებურის ჩვეულების მიხედვით, წვეულება მექნება, და მრავალი ჩემი მეგობარი მეყოლება დაპატიჟებული, თქვენც მორჩილებითა გთხოვთ გვეწვიოთ, და გვასიამოვნოთ; ჩემს ღარიბს სადგომში ბევრს ჰნახავთ ამაღამ ისეთს ქვეყნიერს მნათობსა, რომ თითქმის ცის მნათობებიც დააბნელონ; ჰნახეთ ისინი, თვალი ადევნეთ, და რომელიც სამჯობინაროდ გეჩვენოთ, ის აღირჩიეთ; ჩემი ქალიც იმათში იქნება; თუმცა ღირსებით სხვებს ვერ შეედრება, მაგრამ რაოდენობას მაინც არას დაუშლის. - მაშ გთხოვთ საყვარელო პარის! (მსახურს) შენ ვერონაუნდა მოიარო, ვინცა ვინ აქა ჰსწერია (სიას აძლევს.) ყველანი უნდა ნახო და მოახსენო, რომ გაშლილი გული ელის იმათ ჩემს სახლში. (კაპულეტი და პარის წავლენ.)
მსახური. (მარტო.)
ვინცა ვინ აქა ჰსწერიან ყველანი უნდა ნახოო, - და აქა ჰსწერია - მეთოკეს თავისი ადლი უნდაო, მკერვალს თავის დედანიო, მეთევზეს თავისი კალამი და მწერალს თავისი ბადეო; მოდი ახლა და ბძანება ჰსწორეთ აღასრულე. ახლა რა ვჰქნა, როგორ გავიგო, რაც რამ აქ სახელები ჰსწერია? მეტი ღონე არ არის, მცოდნეს უნდა ვჰკითხო ვისმე. - ნათქვამია, კაცი ხსენებაზედაო, და აგერ მოდიან კიდეცა.

მოვლენ ბენვოლიო და რომეო.

ბენვოლიო.
ნეტაი შენა, რას ლაპარაკობ! ეს ხომ იცი, რომ ერთი ცეცხლი აქრობს მეორესა, ერთი ტკივილი აქარვებს მეორესა; თუ თავი უკუღმა მიგიბრუნავს, წაღმა უნდა გამოიტრიალო და თავბრუს ხვევას მორჩები. ქვეყანაზედ ისეთი მწუხარება რა იქნება, რომ სხვა მწუხარებამ არ განაქარვოს. აბა ერთი ახალი საწამლავი ასვი მაგ თვალებსა, თუ ძველისაგან ტანჯვა მაშინვე არ დაგიცხრეს.
რომეო.
ამ ხის ფოთოლი მგონია ძალიან არგებდეს.
ბენვოლიო.
რასა?
რომეო.
ნაღრძობს ფეხსა.
ბენვოლიო.
ახა ღმერთო! რომეო, გაგიჟდი თუ?
რომეო.
არა მგონია, მაგრამ ისეკი ვარ აქა, როგორც გახელებული გიჟი, რომელსაცა ჰსცემენ, ჰსტანჯვენ... (მსახურს.) გამარჯვება, ძმაო.
მსახური.
ღმერთმა გაგიმარჯოთ, ბატონებო, ერთი მიბძანეთ თქვენი ჭირიმე, კითხვა იცით თუ არა? რომეო. როგორ არა, ჩემს ბედს, ჩემს უბედურებაში ვკითხულობ.
მსახური.
მაგას უწიგნოთაც ისწავლიდით, და დაწერილის წაკითხვა შეგიძლიათ თუ არა? ეს მიბძანეთ.
რომეო.
შემიძლია, თუ ასოები გამოვიცან და ენა ვიცი.
მსახური.
ეჰა! თქვენ გეხუმრებათ, და მეკი არა მკითხავთ, მშჳდობით ბძანდებოდეო. (წასვლას დააპირებს.)
რომეო.
აქ მოიცა, მე ვიცი წიგნი (გამოართმევს ქაღალდსა და კითხულობს.) სინიორ მარტინო მეუღლითურთ და ქალებითურთ; გრაფი ანსელმ სასურველი დებითურთ; სინიორ ვიტრუვიოს ქვრივი; სინიორ პლანჩეციო საყვარელი ძმისწულებითურთ; მერკუციო და მამა მისი ვალენტინ; ჩემი ბიძა შჳლი კაპულეტი მეუღლითურთ და ქალებითურთ; ჩემი საყვარელი დის-წული როზალინა, ლივია; სინიორ ვალენციო და ბიძაშჳლი მისი თეიბალდ; ლუჩიო და მისი კეკლუცი ელენე (ქაღალდს მსახურსვე აძლევს.) ოღონდაც ძალიან ყრილობა იქნება; სად უნდა შეიყარნენ?
მსახური.
მაღლა ზალაში.
რომეო.
სად-არი ეგა?
მსახური. ჩვენსა; ვახშამიც იქნება.
რომეო.
მერე სად თქვენსა? მსახური. ჩვენი ბატონისას.
რომეო.
მეც ეგ მინდოდა მეკითხა.-
მსახური.
მე ყველას მოგახსენებ, რომ კითხვა აღარ მოგინდეთ; ჩემი ბატონი არის კეთილ-შობილი და შეძლებული კაპულეტი; თუ მონტეგი არა ბძანდებით, თქვენც მობძანდით და ერთი თასი ღვინო თქვენც დაგვილიეთ; მშჳდობით ბძანდებოდეთ. (მსახური წავა)
ბენვოლიო.
ამ ძველებურს კაპულეტის წვეულებაში როზალინაც იქნება, შენი საყვარელი, და სხვა ვინცა ვინ ვერონაში ლამაზი და მშვენიერი ქალი იპოვება; შენც მოდი იქა, შენმა სამართლიანმა თვალმა შეადაროს შენი როზალინა ვინც მე გაჩვენო იმ ქალსა, და აბა თუ თვითან შენვე არა ჰსთქვა, ჩემი გვრიტი ყვავზედ უკეთესი აღარა ყოფილაო.
რომეო.
მანამდისინ ეს ჩემი თვალები თავისს მნათობს უღალატებდნენ, მაგ-გვარის სიცრუისაგან ცრემლები ცეცხლათამც გადამქცევიან, და აქამდისინ რომ მდინარეები უდენიათ, ახლა ცეცხლათამც დამწვარან! ქალი ჰსჯობდეს ვინმე ჩემს სატრფოს? ქვეყნის დაარსებითგან მზეს ყოველივე უნახავს, და იმისი შესადარებელი ქალიკი არა ოდეს.
ბენვოლიო.
შესადარებელი ჯერ რომ შენს თვალს არავინ უნახავს, უებროთ იმიტომ მიგაჩნია; ყოველი შენი ყურად-ღება მარტო იმაზედ იყო მიქცეული, და სასწორის ორივე ჯამი იმას ეჭირა;ამაღამ გაჩვენებ ერთსა და აბა ვნახოთ თუ იმან არ დასძლიოს.
რომეო.
წამოვალ, მაგრამ იმისთვისკი არა, რასაც შენ მიქადაგებ; იმისთვის, რო ჩემის საყვარლის გამარჯვება ვიხარო და ვიდღესასწაულო. (წავლენ.)

ხილვა III.

ერთი ოთახი კაპულეტის სასახლეში.

(შემოვლენ დონნა კაპულეტისა და ძიძა.) ძიძა. ჩემის ცამეტის წლის უბიწოებას გეფიცებით, რომ უთხარი ჯულიეტას აქ მოვიდეს, (მისძახის.) ჯულიეტა, ჩემო ბატკანო, ღვთის ჩიტო, ღმერთო მომიტევე, სადარის ეს პაწაწკუნა? ქა! ჯულიეტააა!
შემოვა ჯულიეტა.
ჯულიეტა.
რა არის? ვინ მეძახის?
ძიძა.
დედა გიბრძანებს.
ჯულიეტა.
აქ გახლავარ დედაო. რას მიბძანებ?
დონნა.
ყური დამიგდე რა გითხრა, ჩემო შჳლო! ძიძა! შენ ცოტას ხანს თავი დაგვანებე, ორიოდ სიტყვა მაქვს მოსალაპარაკებელი. მაგრამ არა, აქ მოდი ჩემო ძიძავ, შენც აქ იყავი, შენთან დასამალავი არა არისრა; შენ იცი რომ ჩემი შჳლი კარგის ხნისა არის ახლა.
ძიძა.
მე შემიძლია ამ საათში მოგახსენო მაგისი ხანი.
დონნა.
ჯერ თოთხმეტის წლისა ვერ არის.
ძიძა.
ჩემს თოთხმეტს კბილს დავსდებ სანაძლეოთა... - მაგრამ ვაი ჩემი ბრალი, რომ ოთხზედ მეტი აღარა მაქვს... თუ ჯერ თოთხმეტისა იყოს; რაღა დარჩა კიდევ პეტრე-პავლობამდინა?
დონნა.
ორიოდ კვირა.-
ძიძა.
აი, პეტრე-პავლობა მოვა და თოთხმეტისაც შესრულდება. სუსანა და ესა, - ღმერთმა ყოველივე ქრისტიანე სული შეიბრალოს... ჩემი სუსანა... მეტად ადრე იყო ჩემთვინა, მაგრამ ვენაცვალე ღვთის სამართალსა, - იმის განგებას კაცი სად წაუა; ინება და წამართვა. ასე - როგორც მოგახსენებდით, პეტრე-პავლობას დაღამებაზედ შეიქნება თოთხმეტის წლისა; მე უნდა დამიჯეროთ, ამიტომ რომ ძალიან კარგა მახსოვს, მიწა რომ იძრა მას აქეთ თერთმეტი წელიწადია სწორეთ; იმ დღეს იყო, მე რომ მოგახსენებთ, ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ის დღე, ძუძუს თავებზე აბზინდა წავისვი, და მალე გამიშრეს მეთქი, მზეზედ გავჯექი, და ზურგი სამტრედეს მივაყუდე; თქვენა და ბატონი მაშინ მანტუასაბძანდებოდით;- თქვენც დამემოწმებით, რომ კარგათ მხსომებია; ამან, როგორც მოგახსენებდით, ძუძუს პირი მოჰკიდა თუ არა, უნდა გენახათ, როგორ დაიღმიჭა ეს პაწაწკუნა და მაშინვე თავი უკან გადაიგდო; ამ დროს სამტრედემ ნძრევა დაიწყო; თქვენს მზესა ვჰფიცავ საჭირო აღარა ყოფილიყოს, რომ ეთქვას ვისმე ჩემთვის მოშორდი მაგ ადგილსაო, სიცოცხლე მოგეცათ მე იქიდამ მარდათ წამოვხტი;- სწორეთ თერთმეტი წელიწადია მას აქეთ, ჩვენი ცელქუნა ფეხზე იდგა მაშინა- ნეტა რას ვანბობ მე გამოშტერებული; ფეხზეკი არა, თითონ დაცუცუნებდა კიდეცა; როგორც იმას წინეთ, მაშინაც წაიქცა საწყალი და შუბლი დაჰკრა; კურთხეული ჩემი კაცი მივარდა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს: ახირებული ხუმრობა უყვარდა ხოლმე საწყალსა, მივარდა, ხელში აიყვანა და ეუბნება: „აი, აი, ასე პირქვე დაეცემი ხოლმე, ნუ გეშინია; როცა უფრო ჭკვიანი იქნები, მაშინ ასეკი აღარა, გულაღმა გადაბრუნდები, განა ჯულიეტა?“ - ღვთისმშობელს გეფიცები თითქო მიჰხვდაო, მაშინვე გაჩუმდა ეს პაწაწკუნაი, და უთხრა, „ჰოოო!“-ახლა ბძანებთ, ეს ხუმრობა უნდა გამართლდესო! ათასი წელიწადი რომ ვიცოცხლო, მაინც არ დამავიწყდება; „განა ჯულიეტაო.“ ისა ჰკითხავს, - და ეს კუდიანი მაშინვე გაჩუმდება და ეტყვის; „ჰოოო!“
დონნა.
კმარა ახლა; ცოტა შეაყენე შენი ენა, ჩემო ძიძავ!
ძიძა.
დიახ ქალბატონო! მაგრამ ახლაც მეცინება, ატირებული ჯერ გაჩუმდეს, და მერე უთხრას; „ჰოოო, - მერე რა, ღმერთმა ხომ იცის მტრედის კვერცხის ოდენი კოპი მოახტა მაშინვე შუბლზედა; გულ-ამოჯდომითა ტიროდა, რომ მაგის საცოდაობა მწვავდა; მაგრამ, „აი, აიო; ახლა ასე პირქვე დაეცემი ხოლმეო, და როცა უფრო ჭკვიანი იქნები, მაშინკი გულაღმა გადაბრუნდები, განა ჯულიეტაო,“ და ჯულიეტა მაშინვე გაჩუმდება და ეტყვის, „ჰოოო!“
ჯულიეტა.
შენც რომ გაჩუმდე და ეგ ქათქათი გაათავო, ძიძა! ურიგო არ იქნება.
ძიძა.
კარგია გავათავე, ღმერთმა თავისი მოწყალების ნიშანი ნუ მოგაკლოს ჯული; ვისთვისაც ჩემს სიცოცხლეში ძუძუ მიწოვებია, ყველაზედ უკეთესი შენ იყავი; იმდენი მაინც კიდევ ვიცოცხლო, რომ გათხოვებული გნახო, და მერე რაც უნდა დამემართოს.
დონნა.
მეც სწორეთ მაგაზედ მინდა ლაპარაკი; ჯულიეტა! მითხარი შჳლო, რას იტყვი ქმრის შერთვისასა?
ჯულიეტა.
ეს ისეთი პატივი არის, რომ მე ჯერ სიზმრათაც არ მიფიქრია.
ძიძა.
ისეთი რამ პატივი არისო, ეგ ასეთი ჭკვიანი სიტყვაა, რომ ჩემი გაზდილი არა ყოფილიყავი, ჭკვა ძიძის რძით შეგყოლია მეთქი ვიტყოდი.
დონნა.
ახლა უნდა იფიქრო, ჩემო შჳლო, ვერონაში შენზედ უფრო ყმაწვილი ქალები შჳლებსაც დაჰხარიან; როგორც მახსოვს შენის ხნისას მეცა მყავდა შჳლი; ერთის სიტყვით უნდა გამოგიტყდე, გრაფი პარისი გთხოულობს.
ძიძა.
აი კაცი, ჩემო პაწაწა ქალბატონო, ქვეყნის ფასი კაცი სწორეთ დახატული გეგონება.
დონნა.
ყვავილია სხვა ვერონის ყმაწვილ კაცებში.
ძიძა.
დიაღ! ყვავილია, სწორეთ ყვავილია.
დონნა.
რას იტყვი, ჩემო შჳლო, მოგწონს თუ არა? ამაღამ აქა ნახავ; კარგათ გაშინჯე, ამოიკითხე რაც სახეზედ აწერია, ნახე როგორ გადაემატება იმისი მშვენიერი შესახედავობა ყოველს მოსაფიქრებელს შესახედაობასა, და რაც იმისს სახის მეტყველებაში ვერ გაარჩიო იმისს თვალებში განიმარტე. ეს მშვენიერი ტრფიალების წიგნი ჯერ ისევ ყდა შეუკრავი რვეული არის და შესაფერის ყდის გადაკვრის მეტი აღარა აკლიარა; თევზი წყალში ჰსცხოვრებს; შინაგანს ღირსებას რომ გარეგანი შვენებაც მოესხას, მასინ უფრო დაშვენდება; გონიერი კაცები ანბობენ, სახელოვანს რასმე თხზულებასა ფასი ერთი ორად დაედება, თუ შვენივრად დავარაყებული ყდა გადააკრესო; შენც ასე ჩემო შჳლო! როდესაც გათხოვდები, ქრმის ღირსებასაც შეიმოსავ და არც შენ დამცირდები მაგითი.
ძიძა.
თუ დამცირდეს, მე მეკითხოს; დამცირდება კი არა უფრო შეიმატებს; ქალი როგორ დამცირდება, რასა ბძანებთ! დამცირდებაკი არა უფრო უნდა შეიმატებდეს, უნდა დასრულდებოდეს ხოლმე.
დონნა.
აბა ჯულიეტა! შეგიძლია პარისის სიყვარული თუ არა?
ჯულიეტა.
თუ ცდა იკმარებს ვეცდები, მაგრამ ჩემი მეცადინეობა იმ წრესკი არ გადასცდება, რასაც თქვენ არ დამინიშნავთ.
შემოვა ერთი მსახური.
მსახური.
ქალბატონო, სტუმრები მობძანდნენ. ვახშამი მზათ გახლავსთ; თქვენ გელიან; ბატონის შჳლსა კითხულობენ; გარეთკი ძიძასა ჰსწყევლიან; ყოველი ფერი მზათ გახლავს,- მე გიახლები და დაგვიანებას ნუღარ ინებებთ.
დონნა.
ჩვენც მოვალთ ეს არის, ჯულიეტა! გრაფი გველის.
ძიძა.
წადი შჳლო, წადი ეგების შენს ბედნიერს დღეებს ბედნიერი ღამეებიც შეჰმატო.
(გავლენ.)

ხილვა IV.

ქუჩაში მოდიან რომეო, მერკუციო, ბენვოლიო,
ხუთი თუ ექვსი პირ მასკიანები, სანათიანები და სხვნი.

რომეო.
ახლა როგორა ვჰქნათ? ქება შევასხათ ან ბოდიში მოვიხადო, თუ ნურას ვიტყვით და ისე შევიდეთ ბალში?
ბენვოლიო.
გაგრძელებული საუბარი გადავარდნილია ახლა, ჩვეულებათ აღარ არის, აღარც კუპიდონია ჩვენთვის საჭირო, თვალს რომ აუხვევდნენ და ხელში ხარატულს მშჳლდს დააჭერინებდნენ და ფერად-ფერადათ რომ შეთუთხვნიდნენ ხოლმე, თითქო ქალების დასაფეთებლათაო, და აღარც ისეთი გაზეპირებული შესხმა ვარგა, რომ რაც უნდა გაზეპირებული ჰქონოდა კაცსა, მაინც რიგინათ ვერ იტყოდა, თუ წამჩურჩულებელიც თან არ ეყოლებოდა. ისეთის ზომით გაგვზომენ, როგორითაც იპრიენებენ; ჩვენც საკრავს ავჰყვებით, ერთს ცეკვას ჩამოვივლით, და მერე ღამე მშჳდობისა.
რომეო.
ერთი სანათი მომეცით აქა, მე ტანცაობის გუნებაზედ არავარ, და რადგან ასე მოღრუბლვილი ვარ, სანათი მე უნდა მეჭიროს.
მერკუციო.
არა, ტანცაობაში უთუოთ უნდა გაერიო ჩემო რომეო!
რომეო.
სულაც არა, თქვენში ჭკუაცა და ფეხსაცმელიც მეტად თხელია ორივე; მეკი ჭკვათუჯისა მაქვს, და ლურსმებითა ვარ დაჭედილი.
მერკუციო.
შენ ტრფიალი ხარ და კუპიდონსა ჰსთხოვე ფრთები, რომ ცეკვა-როკვაში ყველას აჯობო.
რომეო.
მე იმისმა ისრებმა ბევრი წყლულება გამიჩინეს, რომ იმისი ქარიანი ფრთები გამომადგესღა რაშიმე; მე ასე ახირებულათა ვარ დაჯაჭული, - რომ სანამდინაც მე იმან დამიყვანა, იმაზედ უმაღლესად თავის აწევა აღარ შემიძლია;მეტათა მდრეკს ტრფიალების ტვირთი.
მერკუციო.
მაგ ტრფიალების ტვირთსა კიდევ რომ დაემატოს რამე, სუსტი ყმაწვილი როგორ გაუძლებს.
რომეო.
ტრფიალება და სუსტი ყმაწვილი! სუსტიკი არა, ყოველი იმისი თვისება სიმკაცრეა, შეუბრალებლობა, და ძალადობა; კი არა გჩხვლეტს, სადგისებს გიყრის გულში.
მერკუციო.
თუ სიყვარული აგრე ძალადობს შენზედა, შენც იმაზედ იძალადე, სიმკაცრისათვის სიმკაცრე უქენ, შეუბრალებლობისათვის შეუბრალებლობა, ჩხვლეტისათვის ჩხვლეტა და ნახე თუ ვერ დაიმორჩილო (მსახურს.) წავიდეთ, ერთი მასკა მომეცით, ეს პირის-სახე ბუდეში შევინახო; (მასკას მიიფარებს) მასკაზედ მასკა, უცხოა; რას ვინაღვლი ახლა, ჩემი უმსგავსოება რამდენიც უნდა ჰშინჯოს გამომეძიებელმა თვალმა; ეს გაკეთებული სახე თუ გაწითლდება ჩემმაგიერათა, თორემ მეკი ვეღარა მგონია.
ბენვოლიო.
მოდით კარს დაურეკოთ, და შევიდეთ; რაკი შევალთ ყველამ თავისი მუხლი მარჯვეთ იქონიოს.
რომეო.
ჩემს წილათ მე ერთი სანათი მომეცით; დაყრუებულებმა, მსუბუქის გულის პატრონებმა, თქვენ მხიარულებითა ჰსთელეთ ჩალაუგრძნობი.1 მე კი პაპიჩემის სიტყვას მოვიგონებ; „რომ თამაშობდე, როდესაც ძალიან მოგდიოდეს, მაშინ უნდა დაანებო თავიო“. და ხელში სანთლით სეირს შორიდამ უყურებ; ამაზედ უკეთესი მოსვლა2 აღარ შეიძლება და ეს არის გავდექ კიდეცა.
მერკუციო.
აბა თუ ვერ ამოგიყვანთ მაგარშიყობის წუმპედამა და კაცები არ ვიქნებით; უკადრისს სიტყვაზედკი ნურას უკაცრავად; - შუადღისას სანთლები უნთიათო - ჰსწორეთ ჩვენზედ ითქმის.
რომეო.
როგორა?
მერკუციო.
როგორა და ისე, რომ უბრალო ლაპარაკით დროსა ვჰკარგავთ, და ამ სანათებსაც ტყუილათა ვჰსწვამთ; მე თუ მკითხავთ, სიტყვას კი არ უნდა გამოეკიდოს კაცი, უნდა გაშინჯოს, ამიტომ რომა, ვინცა ვინ აქა ვართ, სამი წილი მაინც განზრახვას ვადგევართ და ძლივს ერთი წილითა რჩება, რომ ჭკუას უფრო ატანენ ძალასა.
რომეო.
ჩვენი ამ ბალში მოსვლა კარგი განზრახვა არის, მაგრამ მგონიაკი ჭკუას უფროგამოვიჩენდეთ რომ არ შევიდოდეთ.
მერკუციო.
შეიძლება ვიკითხოთ რატომ?
რომეო.
წუხელის სიზმარი ვნახე ერთი...
მერკუციო.
მეცა ვნახე.
რომეო.
აბა ვნახოთ რა ნახე.
მერკუციო.
ვითამ სიზმარი უფრო ხშირად სტყუოდესო.
რომეო.
ზოგჯერ მართალსაც იტყვის.
მერკუციო.
ცხადათა ვჰხედავ, რომ წუხელის დედოფალს მაბს უნახავხარ, სიზმრების გამრიგებელსა. იმისს ტანს თუ იკითხავთ, იმ აღათის ოდენი თუ იქნება, ალდერმანს3 რომ ბეჭედში უბრწყინავს; ეტლში პაწაწკუნა იოტები უბია და ისე დაბძანდება ხოლმე მძინარეების ცხვირებზედა; ამ ეტლსა თვლები აქვს მცელავას4 გრძელის კანჭებისა. სახურავი მკალიას ფრთისა; აღვირი ფეიქარას ქსელისა; იარაღი დავერცხლილის მთვარის შუქისა; შოლტის სათავე ჭრიჭინას ძვლისა და თასმა ჭიის ძარღვისა. მეეტლეთ უზის პაწაწა ქუნქლა ყომრალად მორთული, იმ პაწაწა რწყილზედ უფრო პატარა, ახალ მილულებულს ყმაწვილს ქალოს რომ ნეკზედ კბენას გაუბედამს ხოლმე; თითონ ეტლი არის თხილის ჩენჩოსი, რომელსაც აკეთებს ან თრითინაძე ხელოსანი, ან ჭია მეურმე, ჭია შჳლი; ძველთაგანვე ესენი არიან ფერიათ დედოფლების ეტლის გამკეთებელნი. ყოველღამე ამ ეტლით დაბძანდება და ისე დააჭენებს მაბდიდებული; თუ არშიყს გადაურბინა შუბლზედა სასახლეში ბატონის გამოსვლას აჩვენებს და მიწამდინ თავს დააკვრევინებს; თუ მოსარჩლეს5 თითებზედა,- პატივის ცემით შეჰმოსავს; თუ ქალს გადურბინა ტუჩებზედა კოცნით დაჰღალავს: ესეცკი მოჰხვდება ხოლმე, რომ შეუბრალებლად დაუხეთქს ტუჩებსა, თუ ქშენაზედ შეამჩნია, ტკბილი უგემებია რამეო. ზოგჯერ სასახლის მოხელეს ვისმე გადაურბენს ცხვირზედა და მაშინვე ათქმევინებს: ამდენი პატივი და წარჩინება შემემატა და რატომ არ მომილოცვენო;- თუ იჯარადარს ბეგრის ღორის კუდით ცხვირში უღიტინა, მოგებას ერთი ორად აჩვენებს; ხანდახან მხედარს გადაურბენს კისერზედა,- და აი მტერი რამდენიჰყრია დახოცილი, რამდენი ქალაქია იერიშით აღებული, რამდენი ციხე-კლდეა შენგრეული, შელეწილი და შემუსვრილი, სროლა, ჭექა, ჩახიჩუხი ახლაც იმართება, ბუკი და ნაღარა ამასაც იწვევს საომრათა; შეთრთოლებული წამოვარდება, მიიხედ-მოიხედავს, რამდენსამე ლოცვის სიტყვას წაიბუტბუტებს, მიწვება და მიიძინებს; ეს სწორეთ ის ფერია გახლავს ზოგან ალად და ზოგან ქაჯად წოდებული, ფაფარს რომ უგრეხს ხოლმე ცხენებსა, ან გასათხოვარს ქალს რომ ქორწილსა და ჯვარის წერას აოცნებს ხოლმე; ეს ის არის...
რომეო.
კმარა, კმარა, მერკუციო! სულ ცალიერი ყბედობაა ესა.
მერკუციო.
ეგ სწორე სიტყვაა, ამიტომ რომ მე ვლაპარაკობ სიზმარზედ, მოლანდებაზედ; სიზმარი, და მოლანდება რომ ფიქრიანის თავის შჳლები არიან, ფიქრისაგან წარმოსდგებიან; ფიქრს ნივთიერების თვისება ისე არა აქვსრა, როგორც ჰაერსა და ქარს არა აქვს; მხოლოდ ესკი რომ ქარი თავისის ქშენით ხან გაყინულს ჩრდილოეთს უალერსებს, და ხან იქიდამ განრისხებული სამხრეთისაკენ გასწევს და თან მოაქვს მაგრილებელი ღრუბელი და დილის ცვარი.
ბენვოლიო.
მაგ ქარის ქშენამ მგონია ჩვენ თავი წაგვართვას; ვახშამსაც გაათავებდნენ აქამდინა და რაღა დროს ჩვენი მისვლა იქნება.
რომეო.
მე უფრო იმისი მეშინია, რომ ჩვენი მისვლა ადრე არ იყოს, რაღაც უცნაური წინასწარი გრძნობა მეუბნება, რომ ეს ღამური-დღეობა უბედურებას რასმე მოგვისწავებს; ეს უბედურება ჯერ თითქო ისევ ჰაერში არის ჩამოკიდებული მაგრამ ჩამოვარდება და მომაკვდინებელად დაეცემა ჩემს სხვათათვის შემაწუხებელს სიცოცხლესა. მაგრამ დაესხენ იაროს ჩემმა ნავმა სადამდინაც უნებლიეთი მგზავრობა მიიყვანდეს; წინ წავდგეთ ჩემო გულადებო!
ბენვოლიო.
წავიდეთ, წავიდეთ. (წავლენ.)

ხილვა V.

დარბაზი კაპულეტის სასახლეში. ორკესტრი არის გამზადებული და მუზიკანტები თავ-თავის ადგილს არიან შემოვლენ მსახურები.

პირველი მსახური.
ლარისოლ სად არი? რატომ არ გვეხმარება ალაგებაზე; სინი უნდა აეღო, თეფში უნდა გაეწმინდა, როგორ იქნება ესა?
მეორე მსახური.
როცა კეთილი საქმე ერთის ან ორის ხელშია და ეს ხელი დაუბანელია,- არ გაჩირქიანდეს არ იქნება.
პირველი მსახური.
ეს სკამი აიღე, ეს საჭურჭლე გაიტანეთ, ვერცხლეულზედ თვალ-ყური გეჭიროთ; გამიგონე შენ ეი, პატარა ჩემო ძამიავ! ეგ მარცპანი6 ცოტა მეც შემინახე, შენ კაი ბიჭიხარ ვიცი და შვეიცარს ეტყვი სუსანა ლამელი და რიჩარდი შემოუშვას.- ანტუან! ლარისოლ!
მეორე მსახური.
აგერა ვართ, აგერა ვართ.
პირველი.
გეძებენ, გკითხულობენ, ზალაში გეძახიან.
მეორე.
აქაც რომ ვიყოთ და იქაც, არ შეიძლება. -
პირველი მსახური.
აბა ჰე, თქვენი ჭირიმე მარდათა, ყოჩაღათა, და ნეტაი იმასა, ვინც ბოლოს დარჩება. (ზალას იქითა კუთხისაკენ წავლენ.)
შემოვა კაპულეტი, და მოჰყვებიან სტუმრები, და პირმასკიანები.

კაპულეტი.
მშჳდობა თქვენს მობრძანებასა, ბატონებო! ამ ქალებში ვისაც კი ფეხზედ მეჭეჭი არ აზის, შემოგებმიან. აბა ქალებო, არის ვინმე თქვენში რომ ტანცაობა არ ინებოს? ვინც არ ინებებს, უთუოთ მეჭეჭი ჰქონია მეთქი ვიტყვი და მოდი ნუ ინებებს ვინმე ახლა (ახალ მოსულებს.) მშჳდობა თქვენს მობძანებასა ბატონებო; დრო მახსოვს, რომ თქვენსავით მეც მასკას ვიფარებდი პირზედა, და ტკბილს სიტყვებს წავჩურჩულებდი ხოლმე ყურში ლამაზს ქალებსა; წავიდა, წავიდა ის დრო: კეთილი იყოს თქვენი მობძანება ბატონებო! აბა თქვენი ჭირიმე, მოჰყევით, დაიწყეთ; ჩამოდეგით, - ადგილი ქალებსა! ქალებო! აბა შეუდექით საქმესა! (მუზიკა უკრავს და ბალი გაიმართება)
კაპულეტივე. (მოსამსახურეებს.)
სანთლები შემოიტანეთ კიდევა, თქვენ სტოლები გამართეთ და ცეცხლი გააქრეთ, ამ სიცხეს რაღა ცეცხლი უნდა. (ერთს მომავალს მოხუცებულს.) აბა ჩემო ბიძაშჳლო კაპულეტო! აი ის ლხინიცა, შენ რომ აღარ ელოდი. მობძანდი, დაბძანდი (სკამებს დაიდგამენ.) მე და თქვენ ისეთს ხანში ვართ, რომ წასულია ჩვენთვის ტანცაობის დრო. ნეტა რამდენი ხანი იქნება მე და თქვენ რომ პირმასკით ბალში აღარა ვყოფილვართ.
მეორე კაპულეტი.
კარგა იქნება ერთი ოც და ათიოდე წელიწადი, ღვთის-მშობლის მადლმა.
კაპულეტი.
მაგდენი არა, მაგდენი არა, ჩემო საყვარელო! ლუჩენციომ რომ ჯვარი დაიწერა, მაშინ არ იყო ბალში რომ ვიყავით და მას აქეთ რომ ბევრი იყოს, ოც და ხუთი თუ იქნება- რაც უნდა მალე მოგვივიდეს სულის წმინდის გარდამოსვლა; პირმასკიანები სწორეთ მაშინ ვიყავით.
მეორე კაპულეტი.
რა ბრძანებაა, მეტია, მეტი. ჯერ იმისი შჳლი იქნება ოც და ხუთისა არა და ოც და ათისაცა.
კაპულეტი.
მაგას როგორ ვიტყვი? შარშან წინ არ იყო, რომ ისევ მცირე წლოვანი იყო იმისი შჳლი!
რომეო.
(პელეგრინათ, ესე იგი მლოცავად მოსილი მივა ერთს მსახურთან და ჯულიეტასას ჰკითხავს:) აი ის ქალი ვინ არის, ხელით რომ იმ აზნაურს ხელს უშვენებს?
მსახური.
რა მოგახსენო, ბატონო, არ ვიცი;
რომეო.
ჰო! იმისი ბრწყინვალება ჰსჩაგრავს ამდენის სანთლების სინათლესა. იმისი მშვენება ისე მნათობს ღამის შუბლზედა, როგორც ბრწყინვალე საყურე ეთიოპელის (შავის.) ქალის ყურზედა; მეტად იშჳათია ადამიანისათვის ასეთი მშვენიერება,მეტად აღმატებულია ქვეყნისათვის. ამდენს შეკრებილებაში ისე ირჩევა, როგორც თეთრი მტრედი, ყვავებში გარეული. ამ ტანცაობას რომ გაათავებენ, ვათვალიერებ, საით წავა და შეთრთოლდეს ჩემი დრკუ - ხელი. იმის ხელის შეხებითა. ნეტა ვტრფობივარ ვისმე აქამდისინ თუ არა? ჩემი თვალები მარწმუნებენ, არაო! ეს სწორეთ პირველია ჩემგან ჭეშმარიტის მშვენიერების დანახვა!
თეიბალდ.
(შეაჩერდება რომეოს.) ეს უთუოდ მონტეგი უნდა იყოს. ხმაზედ ვატყობ. (თავის მსახურეს.) წადი და ჩემი ხმალი მომიტანე აქა. როგორ თუ ეს საძაგელი აქ შემოსვლასა ჰბედავს; აქაო და მასკა მაფარიაო, დღეობა უნდა შეგვიგინოს; გვარი შემირცხვეს, თუ იმისი სულის გაგდებინება მე ცოდვად მიმაჩნდეს.
კაპულეტი.
რაო, ჩემო ძმის წულო? რათა ხარ აგრე?
თეიბალდ.
ბიძა ჩემო, ჰხედავ? მონტეგია, ჩვენი მტერი და იმიტომ არის აქ მოსული, რომ შეურაცხება მოგვაყენოს რამე და დღეობა შეგვიშალოს.
კაპულეტი.
ყმაწვილი რომეო ხომ არ არის?
თეიბალდ.
სწორეთ ის არის, ის გაქნილი ისა!
კაპულეტი.
მაშ გული დაიმშჳდე ჩემო ძმისწულო და ხმა არ გასცე. როგორც აზნაურობითს ზდილობას შეეფერება, ისე იქცევა და, სწორე უნდა ვსთქვა, - მთელი ვერონაადა მაგისი ქება, რომ ყოვლის კეთილი თვისებით აღსავსე არისო და სამაგალითო ყოფა ქცევისაო. რაც რამ საუნჯე ამ ქალაქში იპოვება, სულ რომ ჩემი იყოს, მაინც არ მინდა, რომ ჩემს სახლში მაგას ეწყინოს რამე; მაშ დამშჳდდი შენცა და ამ სტუმარს თავი დაანებე. ჩემი ნება ეს არის. თუ ამ ნებას პატივსა ჰსცემ, ხომ სახეზედაც მხიარულებას გამოიხატავ, მაგ მრისხანებისა და აღშფოთების მაგიერათა, დღესასწაულს რომ სულ არ შეშვენის.
თეიბალდ.
სხვა არ უნდა შეშვენოდეს, როდესაც სტუმრებში ამისთანას ფლიდსა ჰხედავს კაცი. მე ამის დათმობა არ შემიძლია.
კაპულეტი.
კარგათ დასთმობ, ჩემო ჭაბუკო, კარგათ დასთმობ მეთქი, გეუბნები. როგორ თუ არ შეგიძლია, ერთი შემატყობინე, პატრონი ვინ არის აქა, შენა თუ მე? როგორაო? დათმობა არ შემიძლიაო? ნეტა რა ვჰქნა!- მაშ ჩემს ბალში აღრეულება გინდა მოახდინო? ჩემს გამხიარულებულს წვეულებაში შფოთი გინდა ჩამოაგდო? მერე ვინა? აქ ჩემს სახლში, - შენა? შენ იმუქრები?!...
თეიბალდ.
ჭეშმარიტად სირცხვილია, ბიძა ჩემო!
კაპულეტი.
გამეცალე, გამეცალე, მეტად ავი ზნე გჭირებია.- ჭეშმარიტად სირცხვილია? წადი და საწუხრად შენა გქონდეს ეგ სირცხვილი. მე ჩემი ვიცი და შენს რჩევას არა ვსაჭიროებ. ჩემს წინა-აღმდეგობას თუ აპირებ დროც კარგი ამოგირჩევია. (მიუბრუნდება ახლოს მდგომს სტუმრებს.) უყურეთ ერთი! (ისევ თეიბალდს) გამეცალე! თუ არ შფოთი, შენ სხვა არა შეგიძლია რა. - ჩუმათ იყავი შენთვისა, თორემ... მამაჩემი არ წაწყდება... (მსახურებს) სანთლები, სანთლები კიდევა. (თეიბალდს) მე შენ გაგაჩუმებ, დამაცალე... (მოტანცავებს.) მხიარულად, მხიარულად, თქვენი ჭირიმე!
თეიბალდ.
ეს არის, პირამდინ არის მოქცეული ჩემი მოთმინებაცა და ჩემი გულის წყრომაცა. მეტი ღონე აქ აღარ არის, უნდა გავიდე; რომეოს კი გადავახდევინებ ამ გაბეაბრუებას. თუ ეს დრო იმისთვის ტკბილია, მალე ჩავამწარებ. (გავა.)
რომეო. (დაუახლოვდება ჯულიეტას და ხელს მოჰკიდებს.)
თუ ეს ჩემი უღირსი ხელი შეხებით შეურაცხჰყოფს ამ წმინდა ტაძარსა, აი როგორი ლმობიერი სასჯელი უნდა გამიჩინოთ: ნება მიბოძეთ, რომ ჩემმა ბაგეებმა, ამ ორმა ტრფიალების მლოცავმა, მოწიწებით შეინანონ ჩემი დანაშაული და ტკბილის ამბორით აართვან შვენების ტაძარსა ჩემგან უნებლიეთ მიყენებული შეურაცხება.
ჯულიეტა.
კეთილო პელეგრინო! თქვენს ხელს დანაშაული არა აქვსრა: სხვა არა უქნიარა, თუ არ კანონიერის წესის აღსრულება. წმინდათაცა აქვთ ხელები, რომელსაც მონანულნი შეეხებიან და ამბორის-ყოფა მლოცავისაგან მხოლოდ შეაკავშირებს მაშინ ხელებსა.-
რომეო.
ბაგეებიც ხომ აქვსთ წმინდათა, როგორც პელეგრინებსა?
ჯულიეტა.
დიაღ, პელეგრინო, მაგრამ პელეგრინებს აქვთ მხოლოდ ლოცვისათვის. რომეო. აღმატებულო წმიდაო! ბაგეთაც აღასრულონ წესი, რომელსაც ხელები აღასრულებენ. აკურთხე ისინიცა და ნება უბოძე; თუ არა, სარწმუნოება უსასოებად გადამეცვლება და ცოდვა დამედება. ჯულიეტა. წმინდანი მდუმარებით მიანიჭებენ მლოცავთა, რასაც ისინი ევედრებიან. რომეო. მაშ მდუმარედ იყავით, მანამდისინი მოსანიჭებელს მივიღებდე და ჩემის ბაგეების შეცოდებას შენი ბაგეებიც აჰხსნიდნენ. (აკოცებს.)
ჯულიეტა.
ცოდვა მე რათ გადმომედვა რომ ჩემმა პირმა გამოგართვა?
რომეო.
მე გამომართვი? ოჰ! როგორი ტკბილი შეცდომა მომივიდა! ისევ მე დამიბრუნეთ თქვენს მადლსა.
ჯულიეტა.
გეტყობათ, შეცოდებას ორგვარათ ანგარიშობთ: ზოგი მმართებსო და ზოგი მაქვსო.
ძიძა.
(მოვა ჯულიეტასთან.) ქალო! დედა გიძახის. (ჯულიეტა წავა.)
რომეო. (ძიძას ჰკითხავს.)
დედა ამათი ვინ არის? ძიძა. ამ სახლის ქალბატონია, მოძღვარო! ჩინებული ქალი, გონიერი და სათნოიანი. მე გავზარდე იმისი ქალი, აი ეხლა რომ ლაპარაკებოდით; ჩვენში კი დარჩეს და ვინც ამ ქალს შეირთავს ნეტავი იმას.
რომეო.
როგორ! კაპულეტის ქალია? ოჰ,მშლელო გარიგებაო! ჩემი სიცოცხლე ვალი არის ახლა და მოვალეთა მყავს მტერი.-
ბენვოლიო.
მოსვლა უკეთესი აღარ შეიძლება და სწორეთ ახლაა დრო, რომ თამაშობას თავი დავანებოთ.
რომეო.
ჩემგან აღარც წაგება შეიძლება უმეტესი.
კაპულეტი.
ნუ მიბძანდებით ჯერა ბატონებო; მცირე ვახშამი ინებეთ.- მაინც არ იშლით? რა გაეწყობა. ამ პატივისცემისათვისაც გულითადს მადლობას მოგახსენებთ; ღმერთსა ვსთხოვ თქვენს მშჳდობას; ღამე მშჳდობისა ბატონებო! აქეთ მოანათე აქეთ (თავის ბიძაშჳლს კაპულეტს.) მაშ ჩვენც წავიდეთ. კარგა ღამეა გასული და დიდი ხანია ძილის დროა. (ყველანი გავლენ, ჯულიეტასა და იმისს ძიძას გარდა.)
ჯულიეტა.
აქმო, ჩემო ძიძა! აი ის ყმაწვილი კაცი ვინ არის?
ძიძა.
აისა? ტიბერიოს შჳლია და მემკვიდრე.
ჯულიეტა.
ეხლა რომ გადის, ის ვინ არის?
ძიძა.
ეს მე მგონია პეტრუჩიოა.
ჯულიეტა.
თან რომ მისდევს ის ვიღა არის, რომ არა ტანცაობდა.
ძიძა.
ესკი არ ვიცი ვინ არის.
ჯულიეტა.
წადი და შეიტყე: - თუ ცოლიანია ჩემი საქორწინო სარეცელი საფლავიღა იქნება.
ძიძა.
იმისი სახელი რომეო ყოფილა, - მონტეგია, დედის ერთა, - თქვენის დაუძინებელის მტერისა.
ჯულიეტა.
ჩემი დიდი სიყვარული იშვა ჩემის დიდის მტერისაგან! ოჰ! მეტად ადრე მომივიდა იმისი ნახვა გაცნობამდინ, ან გაცნობა მომივიდა მეტად გვიან. საზარელო სიყვარულო, ტრფიალება მომივლინე და რაღა დაუძინებელის მტრისა!
ძიძა.
როგორაჰ? რას ანბობ?
ჯულიეტა.
არაფერსა ძიძავ! ლექსებს ვიგონებ, ერთმა ჩემთან მოტანცავემ რომ მასწავლა. (ხმა ისმის, ჯულიეტას ეძახიან.)
ძიძა.
მოვდივართ, მოვდივართ. წავიდეთ ქალო. ყველანი წავიდნენ. (წავლენ.)

მოქმედება მეორე

ხილვა I.

გაშლილი ადგილი კაპულეტის ბაღის გვერდზედ.
მოვა რომეო.
რომეო.
ჩემი გული რომ აქ იმყოფება, მე სადღა მივალ? არა, რომეო! გამობრუნდი ისევა და შენი საცხოვრებელი აქავე მონახე (შევა კედელზედ და გადავა ბაღში.)
მოვლენ ბენვოლიო და მერკუციო.
ბენვოლიო.
რომეო, ჩემო ბიძაშჳლო!
მერკუციო.
დამიჯერე, იმან ჩვენზედ უკეთ არჩია: შინ წავიდა დასაძინებლად.
ბენვოლიო.
არა, აქეთ გამოიქცა და უთუოდ ამ კედელზედ გადავიდა: აბა შენ მისძახე ერთი, მერკუციო!
მერკუციო.
მივძახებ არა, და დამიჯერე, გამოვიხმობ კიდეცა, თუ აქ არის:რომეო! ჟინო! სისულელევ! ვნება! სიყვარულო! რაც უნდა გერქვას, ახლავე აქ გაგვიჩნდი, თუ გინდ ოხვრის სახითა; ერთად ერთი ქების ლექსი გვითხარი, აბ ერთი ვაიმეთქო; ან არა და ორი ლექსი შეგვიზავე, მაგალითად: მალამო და საღამო, რომ გამოდიოდეს: ტრფობის მალამოარის საღამო. ისეთი ლექსი რამ გვითხარი, რომ ჩემს ნათლია ვენერას მოეწონოს, ან იმისს დედის ერთას შჳლს მიეწერებოდეს, უფალს კუპიდონსა,8 იმ კუპიდონსა, ბრმა რომ არის, მაგრამ ტრფიალების ისარს შიგ გულში ჰკრავს ხოლმე... შენ არ მომიკვდე,- იმას ჩემი აღარა ესმოდარა; სულ აღარ ინძრევა; ფეხსაც აღარ ანძრევს. მომკვდარა საწყალი! ახლა სული გამოვიხმოთ იმისი: რომეო! გამომიხმიხარ: როზალინას ბრწყინვალე თვალების ძალითა, მისის მაღალის შუბლის ძალითა, ვარდის ფერის ტუჩების ძალითა, პაწაწა ფეხების ძალითა, მთრთოლარეს მუხლის ძალითა და სხვა საკუთრებათ ძალითა, იმ მუხლს რომ მიესაზღვრებიან; წარმოსდექ, გამოჩნდი, და გვეჩვენე როგორცა ხარ, ან როგორც ყოფილხარ ბუნებითის შენის სახითა.
ბენვოლიო.
თუ ესმის, გაჯავრდება, მერწმუნე.
მერკუციო.
ეს იმას ვერ გააჯავრებს, ნუგეშინიან; მაგრამ მე რომ ვიხმობ, ის თუ იმ დროს ახალ სატრფოსთან არის და იმ სატრფომ ეს უწყინა და ამ მიზეზით გამოაგდო, ესკი აღარაფერი ხუმრობა იქნება. მართალია შელოცვით ვაპირებ იმისს გამოყვანას, მაგრამ პატიოსნებითმაინც ვიქცევი, რომ იმისს სიყვარლის სახელსა ვხმარობ.
ბენვოლიო.
წავიდეთ, ის ეხლა ამ ხეებს ქვეშ სადმე ჩამალულა და ღამესა ჰსთხოვს ამხანაგობასა: სიყვარული ხომ ბრმა არის და ყველაფერს სიბნელე ურჩევნია.
მერკუციო.
სიყვარული თუ ბრმა არის, სწორეთ ნიშანში როგორ ამოიღებს ხოლმე? მე მგონია, რომეო ეხლა ვაშლზედ იყოს შესული და ისე ეგონოს, ვაშლს ვაწოდებ ჩემს საყვარელსაო.9 ღამე ნებისა ჩემო რომეო, ახლაკი შინ გიახლები. ცივა და გარეთ ღამისთევა ჩვენთვის ცოტა ძნელი გახლავს. წავიდეთ.
ბენვოლიო.
წავიდეთ, ტყუილიღაა ისეთის კაცის ძებნა, რომელსაც არ უნდა რომ იპოვონ. (წავლენ.)

ხილვა II.

კაპულეტის ბაღი.
მოვა რომეო.
რომეო.
წყლულებასა ის დასცინის, ვისაც თითონ არ გამოუცდია.
ჯულიეტა.
ბალკონზედ გამოჩნდება.
რომეო.
ჩუ! როგორი სინათლე მოდის იმ ფანჯრიდამა. ეს ის აღმოსავლეთია, სადაც ჯულიეტა ჰბრწყინავს, ჩემის სიცოცხლის მნათობი. ამოდი მშვენიერო, ამოდი, რომ მთვარემ დაგინახოს და მოკვდეს ჯავრითა: ახლაც ავათ არის და ფერმკრთალათა, რომ იცის, რამდენით გადაემატება შენი მშვენიერება იმის ელვარებასა.- მთვარეს ნუღარას შეეპუები, ჯულიეტა! რადგან შურის მეძიებელია შენი. - ეს სწორეთ ის არის, ჩემის გულის ბატონი, ჩემი ყოვლად სატრფო დედოფალი! - ნეტა იცოდეს მაინცა.- აცა, აცა! ლაპარაკობს მგონია! - არა.-სულერთია - თვალები ულაპარაკებენ და მეც პასუხს გავსცემ. მაგრამ ჩემმა ფიქრმა კი არ წამიტყუოს. მეხომ არ მელაპარაკება, რომ პასუხი გავჰსცე. - ორი უბრწყინვალესი ვარსკვლავი, ციდამ ჩამოსვლას იძულებულ-ქმნილნი, ამისს თვალებში ჩამომხდარან. მანამდისინ თავისსავე ადგილს დაბრუნდებოდნენ, ეს ვარსკვლავები რომ აქ დაბინავდებოდნენ, და იმათს ადგილს ამისი თვალები ავიდოდნენ, მაშინ ამისი ღაწვების ელვარება ვარსკვლავებს ისე გააუქმებდა, როგორც დღის ნათელი აუქმებს სანთლის სინათლესა. ცაში მყოფი თვალები კი ისეთის ნათელით გამობრწყინდებოდნენ, რომ ფრინვლები იტყოდნენ გათენდაო და გალობას მოჰყვებოდნენ. - აგერ, იმისი ღაწვი ხელის გულზედ დაეყრდნო მგონია. ოჰ! რატომ თათმანი არავარ, ხელს რომ აცვია; ლოყას ხომ შეეხებოდა მაშინა!
ჯულიეტა.
ვაჲ!
რომეო.
ხმას იღებს! ოჰ! ილაპარაკე, ანგელოზო მანათობელო! მაღლიდამ ამ სიბნელეში ისე დამნათი, როგორც ზეციერი, ფრთა გაშლილი მოციქული მოკვდავნი იმისს მოჩვენებას იოცებენ და თავ-გადახრილნი შეჰსცქერიან ღრუბლის უმალესად მავალსა და ეთერის უკიანეში ნარნარად მცურავსა.
ჯულიეტა.
ოჰ, რომეო, რომეო! რათახარ რომეო? უარჰყავ მამაშენი, უარჰყავ შენი სახელი; ან არა და, თუ ეს არ გენებება, შემომფიცე რომ გეყვარები და მე უარვჰყოფ, გადვიფიცავ ჩემს კაპულეტთან შთამომავლობასა!-
რომეო.
კიდევ უნდა დაუგდო ყური, თუ გავსცე ხმა?
ჯულიეტა.
მარტო შენი სახელია ჩემი მტერი. შენ მონტეგი ხომ არა ხარ, შენ შენა ხარ. ან რა უნდა იყოს ერთი მონტეგი? მონტეგი ხომ არც ხელია, არც ფეხი, არც მკლავი, არც სახე, არცა რა სხვა, რომ კაცს უიმისობა არ შეეძლოს. მაშ განა არ იქნება, რომ კაცმა სხვა სახელი დაირქვას? - რა უნდა იყოს სახელი? რასაც ვარდი ჰქვია, სხვა რომ ერქვას რამე, რა დააკლდებოდა იმისს კეთილ-სუნნელებასა? რომეოც აგრე; რომეო რომ არ ერქვას, იმისს ყოველის სიკეთით სისრულეს არ დააკლდებოდა. - ოჰ! რომეო! უარჰყავ შენი სახელი, და ამ სახელის სამაგიეროდ, შენი ნაწილი რომ არა არისრა, - მე ამიყვანე სულ, მთლათა!
რომეო.
ამიყვანიხარ! შენი საყვარელი მიწოდე და ეს იყოს ჩემი ახალი ნათლობის სახელი. ამას იქით მე რომეობა აღარ მინდა.
ჯულიეტა.
ვინა ხარ ეგა, ამ ღამის სიბნელეში რომ შემოპარულხარ და ჩემს საიდუმლოებას უნებურად მატეხინებ?
რომეო.
მე ვეღარ ვბედავ, რომ ჩემი სახელი მოგახსენო, ვინცა ვარ. ჩემი სახელი მეზიზღება ახლა, რადგან შენი მტერია; ქაღალდზედ რომ ყოფილიყო დაწერილი, აქავე დავჰფხრეწდი.
ჯულიეტა.
ჩემს ყურს ჯერ ასიოდ ლექსიც არა ჰსმენია ამ ხმისა, მაგრამ ვჰსცნობ კი: რომეო ხარ განა, მონტეგი?
რომეო.
არც ერთი და არც მეორე, ანგელოზო, რადგან შენა გძულს ერთიცა და მეორეცა.
ჯულიეტა.
როგორა და რათა ხარ ამ დროს აქა? ბაღის გალავანი მაღალია და ძნელი გადმოსასვლელი. ჩემმა ნათესავმა რომ აქ ყოფნა შეგიტყოს ვინმე, შენი სიკვდილი ხომ აუცილებელია!
რომეო.
სიყვარულმა ისეთი ფრთები მომანიჭა, რომ კედელი ვერას დაუშლისრა, და სიყვარულს არც შეუძლია, იმას კიდეცა ჰბედავს. მაშ შენი ნათესავები მე ვეღარ დამაბრკოლებდნენ.
ჯულიეტა.
თუ დაგინახეს, მოგკვლენ!
რომეო.
იმათს ხმალზედ შენი თვალები უფრო საშიშია ჩემთვისა. ოღონდ შენ მომხედე ტკბილათა და იმათ რას შევეპოვები. -
ჯულიეტა.
მთელი ქვეყანა რომ ჩემი იყოს, მაინც არ ვინდომებ, რომ იმათ აქა გნახონ.
რომეო.
მე ღამის სიბნელე მასხია, და ეს დამფარავს იმათგანა; მაგრამ თუ შენი სიყვარული არ მექნება, - ათას წილათა სჯობია, რომ მნახონ აქა და ბოლო მომიღონ. უშენოდ ჩემი სიცოცხლე სხვა არა იქნებარა, თუ არ ერთი გაგრძელებული სიკვდილი. -
ჯულიეტა.
ვინ მოგიყვანა აქა? ვინ მოგაგნებინა ეს ადგილი?
რომეო.
სიყვარულმა; სიყვარულმა მირჩია აქ მოსვლა: იმან თავისი გონიერება მათხოვა და მე ჩემი თვალები ვათხოვე. მენავე არავარ,- მაგრამ შენსა და ჩემს შუა უკიდური ზღვა რომ ყოფილიყო გამოსავლელი, მაინც მოგძებნიდი და გიპოვიდი.
ჯულიეტა.
ეს ღამის მასკა რომ არა მფარებოდა პირზედა, ადვილად დაინახავდი ჩემს გაწითლებას იმ სიტყვებისაგან, რომელიც მე ჩემთვის წამოვჰსთქვი, არ რომ არავინ მეგულებოდა და შენ კი ყური მოჰკარი! ნეტავი უკუთქმასშევიძლებდე, მაგრამ რაღა დროს. ახლა კრძალვას უნდა გამოვეთხოვო. - მითხარ, გიყვარვარ? ვიცი მეტყვი! „ჰოო“ და მეც დაგიჯერებ. ნუ შემომფიცავკი, თორემ ერთხელ გასტეხს როდისმე ფიცსა და იუპიტერი იცინის ხოლმეო, ანბობენ, ტრფიალთაგან ფიცის გატეხაზედაო. სატრფო რომეო! თუ მართლა გიყვარვარ, სწორეთ მითხარი, პატიოსნებით; - და თუ გგონია, ეს ქალი ადვილად დავიყოლიეო,- სახის შეჭმუხვით შევიმოსები, თითქმის უზდელად მოგექცევი და გეტყვი: არა მეთქი, მხოლოდ ამისთვისკი, რომ უფრო შემოგიხვეწიო; მაგრამ მე ამას ვერა ვიქ: ვიცი, ვგრძნობ, მშვენიერო მონტეგო, რომ მეტად მიყვარხარ, და შენ ეს ჩემი აღსარება სიმსუბუქეთ გეჩვენება; მენდე მე, კეთილ-შობილო, და მერწმუნე, ჩემში იმათზედ უმეტესს გულის სიწრფელესა ჰპოვებ, რომელნიც უფრო გაფრთხილებით იქცევიან. განა არა, მეცკი მოვახერხებდი გაფრთხილებასა, ჩემ უნებლიეთ რომ არ შეგეტყო ჩემი გულის პასუხი. მაშ უნდა მომიტევო ამგვარი გამოცხადება ჩემის გრძნობისა და ჩემი გაუფთხილებლობა ტრფიალების სიადვილესკი არ მიაწერო; მიაწერო მხოლოდ ღამის სიწყვდიადესა, რომ მიმუხთლა და მეტად მალე გამამხილა შენთან.
რომეო.
ოჰ! ქალო სახიერო! ამ მოკაშკაშეს მთვარესა ვფიცავ...
ჯულიეტა.
ნუ, ნუ; მთვარეს ნუ ჰფიცავ დაუდგრომელსა, თთვეში ერთხელ რომ დისკოს იცვლის ხოლმე; თორემ ასე მეგონება, რომ შენი სიყვარულიც ისე ცვლილებადია, როგორც ეს მთვარე!
რომეო.
როგორ გნებავს, რომ ვიფიცო?
ჯულიეტა.
სულ ნუ იფიცავ; მაინცა და მაინც თუ გსურს, შენი თავი იფიცე, ჩემი სათაყვანებელი, და უფრო დაგიჯერებ.
რომეო.
თუ წრფელის გულით ტრფიალება...
ჯულიეტა.
კარგია, ნუ იფიცავ. დიდათ ბედნიერი ვარ შენის აქ ყოფნითა; მაგრამ ჩემს ამაღამინდელს ნეტარებას კიდევ საკმაოდ ვერა ვგრძნობ: მეტათ მოსწრაფებელია, მეტათ მოულოდნელი, მეტათ უეცარი ეს ჩემი ნეტარება. სწორეთ ელვას ემზგავსება, რომ გაჰქრება ხოლმე მანამდისინ მნახველი იტყოდეს, იელვაო.- ახლა მშჳდობით, ტკბილო მეგობარო! ეს ჩვენის სიყვარულის კოკორო, ზაფხულის სიტფოებით შეფუფუნებულო, ბრწყინვალე ყვავილად გარდაიშლება მეორედ ნახვამდისინა. მშჳდობით, მშჳდობით! ღმერთმან ინებოს, რომ ეს ღვთიური სიმშჳდე და მყუდროება, ჩემს გულში სუფევს ახლა, შენს რომელიც გულსაც გარდმოეფინოს.
რომეო.
ასე იჭვნეულათ რათა მტევებ?
ჯულიეტა.
როგორი დაჯერება გსურს კიდევა?
რომეო.
გულზედ გულის გაცვლა.
ჯულიეტა.
ჯერ არცკი გეთხოვნა, რომ ჩემი გული შენ მოგეცი; ნეტავი ისევ მოსაცემად შემრჩენოდა.
რომეო.
რათა, უარის სათქმელად ხომ არა, ჩემო ნეტარებაო!
ჯულიეტა.
არა, იმისთვის, რომ თავისუფალი ვჰყოფილვიყავ შენთან და ხელახლად მოცემა შემძლებიყო. მაგრამ მე რაღას ვანბობ: რაცა მაქვს იმასვე ვნატრობ. ჩემი სიუხვე შენთან ისეა, როგორც ზღვა, და ჩემი სიყვარული არის სიღრმე ამ ზღვისა. რამდენსაც მოგანიჭებ, იმდენი უფრო მოსანიჭებელი მრჩება, ამიტომ რომ ორივე უზომონი არიან, ზღვაცა და იმისი სიღრმეცა. (ძიძის ხმა გამოისმის, ჯულიეტას ეძახის.) ხმა მესმის ტკბილო ჩემო მეგობარო; მშჳდობით. - მოვდივარ, ძიძა, მოვდივარ. სატრფო მონტეგო, ერთგულ-მექმენ... ერთს წამს მომიცადე, ისევ გამოვალ. (შინ შევა.)
რომეო.
ოჰ, ბედნიერო ღამეო, ღამეო ღვთიურო! ღამე რომ არის, მეშინია, სიზმარიკი არ იყოს ესა. როგორ გავბედო, რომ ასეთი ბედნიერება დავიჯერო!
ჯულიეტა. (გამოვა ისევ ბალკონზედ.)
სამიოდ სიტყვა კიდევა, სატრფო რომეო, და მერეკი მშჳდობით სრულის გულით. თუ შენი სიყვარული პატიოსნებითია, თუ შენის სურვილის საგანი ქორწინებაა, მაცნობე ხვალ იმ ადამიანის პირით,რომელსაც მე გამოგიგზავნი: სად, რადღეს და რომელს საათზედ გნებავს, რომ ჯვარი დავიწეროთ; და მე ფეხ-ქვეშ დაგიგებ მაშინ ჩემს სვესა, და თან გამოგყვები, ჩემს ბატონს, ჩემს ხელმწიფეს, სადაც ინებებ, ქვეყნის კიდემდინ.
ძიძა. (შინიდამ.)
ქალო! ჯული!
ჯულიეტა.
მოვდივარ, ქა, მოვდივარ! - და თუ შენი განძრახვა წმიდა არ არის, მაშინ გევედრები...
ძიძა. (შინიდამ.)
ჯულიეტა!...
ჯულიეტა.
მოვდივარ მეთქი! - (რომეოს.) ხელი აიღო ჩემზედა და ჩემს მწუხარებას მიმანებო.-
რომეო.
სულიც წამწყმედია...
ჯულიეტა.
მშჳდობით ათასჯერ. (შინ შევა.)
რომეო. (მარტო)
ათასჯერ უბედურებაა შენი მოცილება ჩემთვისა... სიყვარული ისე მიფრინავს სიყვარულისაკენ, როგორც ზარმაცი მოწაფე სასწავლებელიდამა; გულავსილი და დაღონებული განშორდება საყვარელსა, როგორც მოწაფე, სასწავლებელში მიმავალი. (წასვლას დააპირებს.)
ჯულიეტა. (გამოვა ბალკონზედ.)
სს... სს...
რომეო?
ოჰ! რატომ მექორეს ხმა არა მაქვს; რომ ეს სატრფო მიმინო მოვიხმო. გაჩუმებულს მონებაში რომ არ ვიქნებოდე, ქარსაც, მთებსაც და მთელს ჰაერსაც, სულ ჩემის რომეოს სახელს გაძახებინებდი. რომეო. (შეჰსდგება და ყურს დაუგდებს.) ეს ჩემი სახელია, რომ მომესმა. ეს ჩემი გულის პატრონია, რომ მეძახის. საყვარლის ხმა ღამის მდუმარებაში, ეს ვეცხლის წკრიალი, ისე ტკბილათ მოჰხვდება სულსა, როგორც უსასიამოვნესი მუზიკის ხმა სმენასა.
ჯულიეტა.
რომეო!
რომეო. (დაუახლოვდება.)
სულო ყოვლად ტკბილო!
ჯულიეტა.
ხვალ რომელს საათზედ გამოგიგზავნო მოციქული.
რომეო.
ცხრა საათზედ.
ჯულიეტა.
არ გადავაცილებ. ხვალინდელს ცხრა საათამდინ წელიწადია მეთქი, ასე მგონია. რათ მოგიხმე აღარ მახსოვს.
რომეო.
აქ ვიყო, ნუ გენაღვლება, მანამდის მოგაგონდებოდეს.
ჯულიეტა.
ასე ბედნიერი ვარ შენის ხილვითა, რომ შენი აქ ყოფნა უფრო დამავიწყებინებს.
რომეო.
მაშ განგებ დავრჩები, რომ ვერ მოიგონო: ჩემთვის საცხოვრებელი ეს არის და სხვაგან რა მინდა!
ჯულიეტა.
გათენდა თითქმის და მინდა წახვიდე, მაგრამ შორსკი არა: ისე როგორც ჩიტი, ფეხზედ რომ ძაფი აბია, ცელქს ყმაწვილს რომ უჭირავს, და შეაფრენს ხოლმე, რომ ისევ მიიზიდოს და შორს კი არ გაუშვას.
რომეო.
რატომ შენი ჩიტი არა ვარ მართლა?
ჯულიეტა.
ნეტაი აგრე ყოფილიყო, მაგრამ არა: სიყვარულის ჟინით დაგარჩობდი მაშინა. ღამენებისა! ამ გამოსალმების სიმწარე მეტად ტკბილიც არის. ჩემს სურვილს რომ დაუჯერებდე, ხვალინდელს დაღამებამდინ სულ ამას ვეტყოდი, ღამე ნებისა მეთქი. (შინ შევა.)
რომეო. (მარტო)
ძილი დაჰსვენდეს შენს თვალებზედა და მშჳდობა შენს გულში. რატომ ძილი და მშჳდობა მე არავარ, რომ ასე ნეტარად განვისვენო! წავიდე ახლა, პატრი მოვძებნო, - ჩემი სულიერი მოძღვარი,- რომ ჩემი ბედნიერება ვაცნობო და შემწეობას ვევედრო. (წავა.)-

ხილვა III.

პატრიჲ ლავრენტის სენაკი.

შემოვა ლავრენტი, ხელით პატარა კალათი უჭირავს.

ლავრენტი.
ყომარლის თვალით შეჰსცინის განთიადი ღამეს წყვდიადსა; შუქის სხივებს მაღლა შეისვრის და აღმოსავლეთის ღრუბელს შეათეთრებს! უსახო რამე აჩრდილი, თითქო დამთვრალი კაციო, აქა-იქ მიმოჰბარბაცებს და ჰქრება ეტლის წინაშე, რომელსა მიჰყავს ნათელი. ვიდრემდისინ მგზნებარეს თვალით მზე ქვეყნიერებას გარდმოხედავდეს და მწყურვალივით შეჰსვამდეს ცვარსა, მდელოების მალბობსა, - უნდა შევავსო მე ეს კალათი ბალახებითა და ყვავილებითა, თვისებარომ აქვთ საზარო და წვენი დაუფასებელი... აკვანია ჩვენი ქვეყანა ყოველის ქმნილისა და სულ-დგმულისა;- და საფლავიც არის მათი დამნთქავი. ეს სასაფლავო თვით ის წიაღია ყოვლისავე, სადაც ყოველივე იბადება და იზრდება. სვეკრული ძუძუ დედამიწისა განურჩეველად ჰზდის ყოველსა თავისს ნაშობსა, და უსარგებლობა კი არც ერთს იმათგანს არ ეთქმის. თუმცა აუარებელია სიმრავლე და მსგავსება იმათი, მაგრამე ყოველსავე დასაკუთრებული თვისება აქვს რამე და დიდად განირჩევიან ერთმანერთში. ოჰ! რა ძლიერი არის თვისება ესე ბალახისა, ხისა და ქვისა, კერძოდ-კერძოდი თვისება იმათი! ქვეყნის ნაყოფთა შორის ისეთი არა იპოვებარა, რომ გამოსადეგი არ იყოს, და არცა რა ისეთი, რომ არა ჰხრწნიდეს და არ არღვევდეს სხვას ქმნილებასა, თუ იცის კაცმა მიგნება ამ გვარის თვისებისა. ხშირად მომხდარა რომ სათნოება და მადლი, ბოროტად მოხმარებული, ცოდვად გარდაქცეულიყოს მომაკვდინებელად; მაგრამ ესეცკი მომხდარა, რომ ცოდვა გარდაქცეულა საქმედ სამადლოდ და მაცხოვნებლად. (ამოიღებს კალათიდამ ერთს ყვავილსა.) აი, ეს მცირე ყვავილი! ამის ნედლს ღეროში გესლიცა ჰსდგას მეყვსეულებით მომკვლელი,- და წამალიცა მსწრაფლად გამკურნავი: სუნს თუ იყნოსებ, გვამს გაგიმხნევებს და სიამოვნებით აღგავსებს; და თუ წვენს იგემებ, მოჰკლავს მაშინვე ყოველს გრძნობასა, და სიცოცხლესა: კაცშიაც ისე, როგორც მდელოში, ორი მტერია დაბინავებული: ერთი მოწყალება და მეორე გულის წყრომა; თუ ამ ორთა დასაწყისთაგან ბოროტი ჰმეტობს კეთილსა, მაშინ სიკვდილი დაჰშლის კაცსაცა, როგორც...
შემოვა რომეო.
რომეო.
დილა ნებისა, მამაო.
ლავრენტი.
Benidiitte! (კურთხეულ იყავნ!) ვისია ეს ტკბილი ხმა დილისა? შჳლო ჩემო! კაცი რომ ასე ადრე გამოეთხოვება თავისს სარეცელსა, ეტყობა თავი ვერ აქვს კარგათა. ნაღველს ღია უჭირავს თვალი მოხუცისა და სადაც ნაღველი არსებობს, იქ ძილი ვეღარ მივა; და სადაც ჭაბუკი განასვენებს თავისს დაღალულს სხეულსა და თავისს მოუსვენარს თავსა, იქ ძილი ჰსუფევს ოქროს სკიპტროვანი. მაშასადამე ნაღველსა რასმე, ან ჭმუნვასა, დაუტევებინებია შენთვის დილის სარეცელი; ან არა და ჩვენი საყვარელი რომეო ამაღამ სულ არ შეჰხებია სარეცელსა. სწორეთ გამოვიცან თუ ვერა?
რომეო.
ეს მეორე აზრი უფრო სწორე იყო, მამაო; მაგრამ მაგითი ჩემი წუხანდელი ტკბილად განსვენება ნაკლები არა ყოფილა.
ლავრენტი.
ღმერთო შენ შეიწყალე ცოდვილი: მაშ როზალინასთან ყოფილხარ?
რომეო.
როზალინასთან, მამაო? არა, მე აღარ მახსოვს ახლა აღარც ეს სახელი, და აღარც მწუხარება,რაც იმისაგან მე მადგა.
ლავრენტი.
ეგ დიაღ კეთილი, ჩემო შჳლო! მაშ სად ბძანდებოდი?
რომეო.
ახლავ მოგახსენებ, რომ მეორეთ კითხვა აღარ დაგჭირდეთ. მე და ჩემი მტერი ერთმანერთს შევჰხვდით და ორივე დავიჭერით. ამ დაჭრილობისაგან ჩვენი განკურნვა თუ არა თქვენს მადლსა, სხვას არავის შეუძლია, და გევედრებით მამაო. ხომ ჰხედავთ, რომ ჩემში ბოროტება არ არის: მტრისთვისაც სწორეთ ისე გთხოვთ, როგორც ჩემის თავისათვის. -
ლავრენტი.
გამოცხადებით ილაპარაკე, ჩემო შჳლო! თორემ გამოცანათი აღსარების თქმასა შენდობაც დაბნეული შეუდგება.
რომეო.
მაშ კარგი; თუ გამოცხადებით ლაპარაკს ინებებთ, ასე იცოდე მამაო, რომ ჩემს გულს ყოველი თავისი სასოება დაუძს ახლა მდიდარის კაპულეტის მშვენიერს ქალზედ, - და იმას თავისი სასოება დაუძს ჩემზედ. ჩვენში ყოველივე გარიგებულია: ამაზედ მეტი აღარა გვაკლიარა, რომ თქვენ შეგვაუღლოთ საღმრთოს კურთხევითა და ჯვარის წერითა. თუ ამის შეტყობას ინებებთ: როდის, სად და როგორ ვნახეთ ერთმანერთი, როგორ მოვილაპარაკეთ და როგორ გადავჰსწყვიტეთ: ამას გზაზედ გიამბობ. ახლაკი მხოლოდ ამასა გთხოვთ, რომ დღესვე დაგვწეროთ ჯვარი.
ლავრენტი.
ნეტარად ხსენებულო წმიდაო ფრანჩესკო! საკვირველი ცვლილებაა! როგორ? როზალინა, შენი სატრფო როზალინა ასე მალე დაივიწყე! ოჰ! ყმაწვილ-კაცობო, ყმაწვილ-კაცობაო! მაშ გულშიკი არა, თვალებში ყოფილა თქვენი სიყვარული. იეზუ მარია! რამდენი ცრემლის ნაკადული დენილა შენს ღაწვებზედ როზალინასათვის; რამდენი მწარე ღვარი ამაოდ ფრქვეულა სიყვარულისათვის, რომელიც არცა თუ გიგემებია! ჰაერი ჯერ ისევ დამძიმებულია შენის ოხვრისაგან; შენი ტირილისა და გოდების ხმა ახლაც ყურში მიდგია მე მოხუცსა. თითქო ახლაცა ვჰხედავდე ცრემლის ნადენსა რომ ჯერ ლოყაზედ არცკი შეგშრობია. თუ მაშინ შენ მართლად შენ იყავი, თუ იმდენი მწუხარება მართლად შენი იყო; თუ შენს ვინაობაზედ შემცდარი არა ვარ,- შენცა და შენი მწუხარებაცა როზალინასათვის იყო მაშინა; და ასე მსწრაფლად გამოცვლა!... ყოვლად-სახიერო!... მეთანხმე,- რომ ქალს შეცთომა ყოვეთვის უნდა მიეტევებოდეს, რაკი კაცსაც არა ჰქონია ღონე თავის შესამაგრებელი!
რომეო.
როზალინას სიყვარულს თქვენ ადრე ხშირად მისაყვედურებდით ხოლმე მამაო?
ლავრენტი.
სისულელეს, უმსგავსოებას შენის სიყვარულისასა და არა თვით სიყვარულსა.
რომეო.
გულიდამ ამოფხვრასკი მირჩევდით იმ სიყვარულისასა.-
ლავრენტი.
ერთი სიყვარული დაასაფლავე და მის მაგიერად მეორე დაჰბადე მეთქი, როდის მირჩევია.
რომეო.
ნუ მტუქსავთ, თქვენს მადლსა, მამაო! ვინც ახლა მიყვარს, ის წყალობისათვის წყალობას მანიჭებს, სიყვარულისათვის სიყვარულს; და უწინდელი აგრე არ იყო.
ლავრენტი.
კარგათ იცოდა იმან, რომ ტრფიალების წიგნის კითხვაში დახელოვნებული არ იყავი, ბევრი აკლდა შენს განვითარებასა და თუ იცოდი რამე, იცის გაკვეთილივითა გქონდა გაზეპირებული. მაგრამ, თავ-ქარიანო ჭაბუკო, აქ მოდი; შემწეობას არ დაგიშურებ, - ამისთვის მაინც, რომ შესაძლებელია საბედნიერო იქმნეს კავშირი ესე და სიკეთე დიდი შეუდგეს; შესაძლებელია პატივის ცემად შეჰსცვალოს სიძულილი, ძველთაგანვე რომ ჰყოფს ორს თქვენს გვარსა.
რომეო.
ოჰ! წავიდეთ მამაო! დიდად ვეშურები. ლავრენტი. სიწყნარეა, შჳლო, საიმედო და აჩქარება - საქმის წამხდენი. ვინც გარბის ის უფრო ადვილად წაიქცევა და თუ წაიქცევა, უფრო მძიმედ დაშავდება. (გავლენ.)

ხილვა IV.

ქალაქის ქუჩა. მოდიან. ბენვოლიო და მერკუციო.
მერკუციო.
სად ეშმაკში უნდა იყოს ეს რომეო? იქნება წუხელის შინ არცკი ყოფილა.
ბენვოლიო.
არა ყოფილა. იმისმა მსახურმა მითხრა, სულ აღარ შემოსულაო.
მერკუციო.
ეს გაცრეცილი და მარმარილოს გულიანი როზალინა ასეთს საქმეს დაჰმართებს მე ვიცი, რომ გააგიჟებს.
ბენვოლიო.
ბებერს კაპულეტის ძმის წულს თეიბალს წიგნი შეუგზავნია ბიძაჩემთან თქვენს შჳლს რომეოს უბოძეთო.
მერკუციო.
ხმალში თუ ითხოვს?
ბენვოლიო.
ითხოვს და რომეოც გასცემს პასუხსა.
მერკუციო.
წიგნის პასუხს ვინ ვერ დასწერს, ვისაცკი წერა შეუძლია.
ბენვოლიო.
დასწერს კი არა, თითონ დამწერს გასცემს პასუხსა, და გარწმუნებ, დამტკიცებს, რომ იმას დაუსჯელად ხმალში ვერავინ გაითხოვს.
მერკუციო.
რაღა გათხოვნა უნდა საწყალს რომეოს, მკვდარია და მკვდარი, იმისს მოკვლას მაგდენი კი აღარა მოუნდებარა. ერთი შავი თვალი თეთრის ქალისა და იმისი ჯანი; ან ერთი განმეორება სატრფიალოს შაირისა. ბრმა მემშჳლდე კუპიდონის ისარი აკი შიგ შუა გულში აქვს მოხვედრებული. რაღა ხმლისა ჰსცხელა და მეტადრე თეიბალდს როგორღა უნდა დაუდგეს წინა?
ბენვოლიო.
ყველა კარგი, მაგრამ ეს თეიბალდი როგორი რა ბძანდება?
მერკუციო.
თეიბალდი? ერთი ახირებული რამ მეომარი: ისეთის ზრდილობითა და ისეთის თავაზით მოჰკლავს კაცსა, რომ უკეთესი აღარ შეიძლებოდეს. თუ არ რიგითა და ზომით, იმისაგან ბრძოლა ხომ არ იქნება; ყოველსავე დაათვალიერებს, სიმაღლესაც, სისქესაც, განსაც და სამის დათვლას ვერ მოასწრებ, რომ გაგისტუმრესბ კიდეცა. ერთი, ორი, სამიო იტყვის და მესამე თქმაზედ სამი გოჯის სიღრმეთ იგრძნობ შენს გულში იმისს ხმალსა. ისეთი კაცია, რომ შორიდამ შენს ღილს ამოიღებს ნიშანში და დაცდენა შეუძლებელია. ერთის სიტყვით, მაბრძოლი არის რაღაც თავხედი და ხმლის დასაშვლეპად ყოველთვის გამზადებული, გინდ დამწყობი იყოს ჩხუბისა, გინდ მიმყოლი.
მოვა რომეო.
ბენვოლიო.
აგერ რომეო, აგერ რომეო!
მერკუციო.
ჩხირივით არ ჩამომხმარა.- რას გამოუცვლიხარ აგრე? აბა ერთი ის ლექსები გვითხარ, პეტრარკა რომ წყაროსავით ადენდა ხოლმე; შენს ქალს რომ ლაურა შევადაროთ, მგონია მოსარეცხედ გამოჩნდეს, თუმცა პოეტი შენზედკი უკეთესი ჰყავდა მოტრფიალედ; დიდონა ინდოურს ეგვანებოდა, კლეოპატრე - ბოშის დედაკაცსა, ელენე ჩინეთისხათუნსა, ჰერო გომბიოსა; თისბეს იქნება თვალები ჰქონიყო კარგი და სხვაკი არაფერი. - უფალო რომეო! სალამი თქვენს ფრანციცულს გამოთქმასა; ბონჟურ მოსიო! - სწორე მოგახსენო, წუხელის კარგათ დაგვთესე.რომეო. გამარჯვება ორთავე! როგორ თუ დაგთესეთ?
მერკუციო.
რაღა დაგვთესე; ხელიდამ გაგვისხლტი და ის იყო.
რომეო.
მომიტევე, ჩემო მერკუციო! საჭირო საქმეები მქონდა და საქმეების მექონს ხომ ნება აქვს, რომ ზდილობას ცოტა გადაუდგეს. მერკუციო. ამისთანა შემთხვევაში დასტურია, რომ კაცმა თავი მოიდრიკოს საჭიროების წინაშე. რომეო. ან არა და ბოდიში გადიხადოს. მერკუციო. მართალია გაგიჭირდება; მე შენ გითხრა თავის დაკვრა არ იცი.
რომეო.
თუ არ ზდილობას, მე მაინც სხვას არას ვჩემობ.
მერკუციო.
სხვას რაღას დაიჩემებ, ყოველივე ზრდილობის ყვავილი და თავაზიანობის ვარდი შენ გახლავან სამსახურში.
რომეო.
ყვავილები და ვარდიკი არა და ვარდად გამოკრული ლენტი კი მახლავს, აი, წაღებზედა.
მერკუციო.
მაშ მომყე და ვიაროთ, მანამდისინ ჩვენს ხუმრობას ძირი გაუცვდებოდეს.
რომეო.
გაცვეთილი არავარგარა, თორემ ნება შენია.
მერკუციო.
არიქა, ბენვოლიო, მომეშველე, თორემ დამიდგა ჭკუაცა და გონებაცა; ვეღარ მოვეწევი.
რომეო.
ქუსლი და ზედი მაგათია, თორემ გაგასწარ ეს-ეს არის.
მერკუციო.
თუ შენი ჭკუა ფრინვას მოჰყვა, მე უკაცრავათ გახლივარ; ჩემში სულ არ არის იმდენი ბატის თვისება, რაც მარტო შენს ნეკშია. მაგრამ იქნება შენ მართლა ბატი გეგონო.
რომეო.
ჩემს სიცოცხლეში სხვა არა მგონებიხარ რა, თუ არა ბატი.
მერკუციო.
გამიფრთხილდი, თორემ მაგ ხუმრობისათვის შიგ ყურში მოგაფრინდები.
რომეო.
ვიცი რომ ძალიან მკბენარი ხარ. მერკუციო. დღეს შენი ჭკუა ისე მჟავეა, რომ კბილსა ჰსჭრის.
რომეო.
საქმეც ეგ არის, რომ ბატს მოუხდეს სანელებელად.
მერკუციო.
ერიჰა! შენი ჭკუა ხელ-თათმანივით არის მოქნილი;- გასწევ და გოჯი ადლად გაიჭიმება.
რომეო.
ნებას ვაძლევ და იმიტომა.
მერკუციო.
ძლივს! მადლობა ღმერთსა! აბა ეგ არა ჰსჯობია გაშეშებულს მოარშიყესავით კნავილსა? ახლა სწორეთ რომეო ხარ, ის რომეო, რომ იცი ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო; ისეთი რომეო, როგორიც დაბადებულხარ და გაზდილხარ. გამოშტერებული სიყვარული რაღაც რამ სისულელეა ისეთი, რომ აქა-იქ დაეხეტება და არ იცის თავისი ჭკრიალა სად მიჩქმალოს. ბენვოლიო. მანდ შედექ, მანდ შედექ.
მერკუციო.
გინდა ჩემს ჭიქას დაუცო, რომ სული არ ამოუვიდეს, განა?
ბენვოლიო.
მეშინია, შენი ანბავი მეტად არ გააჭიანურო.
მერკუციო.
სულაც არა. ეს არის, დავჰსცალე ჩემი გუდა და სხვას უთმობ ადგილსა.
რომეო.
ყველას ეგა ჰსჯობდა, დამიჯერე.
მოვლენ. ძიძა და პეტრე.
მერკუციო.
აგერ ერთი, აგერ ერთი!
ბენვოლიო.
ერთი კი არა, ორია: ერთი ჩოხა და ერთი კაბა.
ძიძა.
პეტრე!
პეტრე.
ბატონო!
ძიძა.
ჩემი მარაო, პეტრე.
მერკუციო.
მიართვი, პეტრე, პირზედ მიიფაროს; ისევ მარაო ჰსჯობია.
ძიძა.
ბატონებს გაუმარჯოს.
მერკუციო.
საღამო ნებისა, კეკლუცო!
ძიძა.
აგრე დაგვიანებულია თუ?
მერკუციო.
რა საკვირველია. რა ხანია მზემ შუადღეს აკოცა და გადაიხარა.
ძიძა.
ნეტა რასა ჰროტამს. ვინ არის ესა?
მერკუციო.
კაცი ვარ, ღვთის გაჩენილი,- თავის-თავს რომ უწყრებოდა - მაშინა.
ძიძა.
ქა, რა პასუხია, თავის თავს რომ უწყრებოდაო! - კარგი სიტყვაა! ერთი მიბძანეთ, აქ ყმაწვილი რომეო ვინა ბძანდება?
რომეო.
მე შემიძლია გითხრა. ყმაწვილს რომეოს როდესაც იპოვნი, ისეთი ყმაწვილი აღარ იქნება, როგორიც, ძებნა რომ დაუწყე, მაშინ იყო. ამ სახელისა ყველაზედ უფრო ყმაწვილი მე ვარ, - თუ უფრო ცუდი არა ვარ.
ძიძა.
ეგ დიაღ კარგი.
რომეო.
როგორ? ცუდი და კარგი?
ძიძა.
თუ რომეო თქვენა ბძანდებით, ორიოდ სიტყვა მაქვს ცალკე მოსახსენებელი ბატონო!
ბენვოლიო.
უთუოდ პატიოსანი რამ ექნება სათქმელი.
მერკუციო.
მაშუალი იქნება, რაღა ბევრი ლაპარაკი უნდა.
რომეო.
(მერკუციოს.) კურდღელს რომ ჰსდევდი, რა იქნა.
მერკუციო.
მე რომა ვჰსდევ, ის კურდღელი არ გახლავს, უკაცრავად! აყროლებული მაინც არ არის. (სიმღერას მოჰყვება, მაგრამ მაშინვე მიუბრუნდება რომეოს.) რომეო! დღეს მამაშენთანა ხარ სადილათ თუ არა? ჩვენ იქ მივალთ. -
რომეო.
მეც მოგეწევით. (მერკუციო და ბენვოლიო წავლენ.)
ძიძა.
ერთი მიბძანეთ, ეს გაუზდელი ვინა ბძანდება?
რომეო.
ეს ის არის, რომელსაც ლაპარაკი უყვარს და ერთს წამში იმდენს იტყვის, რომ გამგონმა ერთს თვეშიაც ვერ მოისმინოს.
ძიძა.
თუ ჩემზედა ჰბედავს რასმე, მე ვაჩვენებ ყბედობა როგორი უნდა, იმასაცა და ოცს იმისთანა მაწანწალასაც; და თუ მე ვერ მოვახერხე, მომხერხებელსაც ვიშოვი. -ბრიყვი, სულელი!... სალახანა და მათანთალა ხომ არავინა ვგონივარ მე იმასა? (პეტრეს.) შენ რაღას გაჩერებულხარ მანდა,- პირი დაგიღია და ყურს უგდებ, რას მიბედვენ!
პეტრე.
მე არავინ მინახავს, რომ თქვენთვის შემოებედოს რამე! თორემ რომ მენახა, ასეთს საქმეს დავმართებდი, რომ თავბედისაც ვეღარა გაეგორა. ხმლის ამოღება კი არ გამიჭირდება, თუ საჩხუბარი გამოჩნდა რამე, მერე კანონიც თუ ჩემკენ იქნა.-
ძიძა.
თავი არ მამიკვდება, ამისს ჯავრს მაინც არ ჩავიყოლებ, რომ რაც უნდა დამემართოს. როგორ თუ ეს მე შემომბედოს ვინმე! ის გარყვნილი ისა! - (რომეოს.) თქვენთან ორიოდ სიტყვა მაქვს სათქმელი: როგორც მოგახსენებდით, ჩემმა ყმაწვილმა ქალბატონმა გამომგზავნა თქვენთანა, და ასე დამაბარა რომაო... მაგრამ, არა, ჯერ ნება მიბოძეთ ეს გაგაშინჯოთ, რომა, თუ, როგორც იტყვიან, გიჟების სამოთხეში შეგიყვანიათ ისა და გამოგისულელებიათ, - ძალიან ცუდათ გინებებიათ; ამიტომ რომ ძალიან ყმაწვილია ჯერა; და თუ მწუხარება მიგიყენებიათ რამე, ოჯახის ქალია ისიცა, და ნუ გგონიათ რომ შეგარჩინონ...
რომეო.
არა, ჩემო ძიძა! ოღონდ თქვენს გაზდილთან ჩემი თავი კეთილათ ახსენეთ და ღმერთსა ვფიცავ...
ძიძა.
აი კაცი! ზდილი და პატიოსანი! ვეტყვი უთუოთ ვეტყვი! ოჰ! რა სიხარული შეუდგება!
რომეო.
რას ეტყვი, ძიძავ! მგონია ვერ მიხვდი, მე რაც გითხარი.
ძიძა.
ამას ვეტყვი, ბატონო, როგორც კეთილშობილს კაცს შეეფერება, სწორეთ ისე დაიფიცა მეთქი.
რომეო.
ასე მოახსენე, რომ სადილსუკან მობძანდეს გასანდობათ, აი იქ, სენაკში; მამა ლავრენტის გაენდობა და და ჯვარსაც დაიწერს, - ეს თქვენა. (ფულით სავსე ქისას აძლევს.)
ძიძა.
აჰ! არას დროს, ჩემო ბატონო! არას დროს არ გამოგართმევთ.
რომეო.
არ შეიძლება. უთუოთ უნდა გამომართვა. ძიძა. (გამოართმევს.) ნება თქვენია. მაშ დღეს ნასადილევსა? დიაღ კარგი. უთუოთ მოვა. რომეო. თქვენ კი, ჩემო ძიძა! აიიმ გალავანს იქით შეიცდით. ჩემი მსახურიც იქ გიახლება და ერთს ბაწრის კიბეს მოგართმევს, ჩემს საცხოვნებელში რომ უნდა ამიყვანოს ჩემს მეუღლესთან, ახლა მშჳდობით. ფრთხილად იყავით, არავინ რას მიგიხვდეს და თქვენი მადლობის გადახდა ჩემზედ იყოს. ტრფიალებით მოკითხვა თქვენს ქალბატონს ჩემ მაგიერად. (წასვლას დააპირებს.)
ძიძა.
მაღალთა შინა მყოფმან გაკურთხოს, შჳლო. ერთი სიტყვა კიდევა, ბატონო.
რომეო.
(მოვა ისევ ძიძასთან.) რაო, ჩემო კარგო ძიძავ!
ძიძა.
თქვენი მსახური როგორი კაცია, სანდოა თუ არა? ხომ მოგეხსენებათ, ნათქვამია: ორნი თუ ხართ, არაფერი; თუ მესამე მოგეცემათ, საიდუმლოც გაგეცემათ; - და ორში თუ ერთმა არ იცის, უფრო ადვილად დაიცვის.10
რომეო.
ფიქრი ნუ გაქვსთ. ფოლადივით გამოცდილია ჩემი კაცი.
ძიძა.
ამას იმიტომ მოგახსენებთ, ბატონო რომა, როგორც მოგახსენებდი, ჩემი ყმაწვილი ქალბატონი მეტად კარგი რამ არის, - ღმერთმა ხომ იცის, რომა, იცით რა მოგახსენოთ, - სულ პატარა რო იყო. - ჰო, დიაღ! ერთი ყმაწვილ-კაცი გახლავს ვერონაში, პარისი ჰქვია, - არ ეწყინებოდა, რომ იმას მოჰყოლიყო ხაფანგში ჩემი ჯულიეტა; მაგრამ პაწაწკუნას კი, თვალით დანახვა ეჯავრება იმისი; მე ასე მგონია, რომ ეშმაკი უფრო ერჩიოს და ის კი არა. ხან და ხან გამოსაჯავრებლად ვეტყვი ხოლმე, ძალიან კარგი კაცია მეთქი პარისი, მშვენიერი და გონიერი მეთქი; იმავ წამს ასეთი ფერი გადაჰკრავს ხოლმე, რომ ქაღალდიაო ასე იტყვით.
რომეო.
ახლა მშჳდობით, ჩემო ძიძა!
ძიძა.
ღმერთმა ნუ მოგაკლოს თავისი მოწყალება! პეტრე!
პეტრე.
ბატონო!
ძიძა.
ეს მარაო დაიჭი და წამიძეღ. (წავლენ.)

ხილვა V.

კაპულეტის ბაღი.

შემოვა ჯულიეტა.
ჯულიეტა.
ცხრა საათი იყო ძიძა რომ გავგზავნე. ნახევარ საათზედ მოვალო, პირობა მომცა და ჯერაც არსად არის. იქნება ვერ იპოვნა?- მაგრამ როგორ? - ძიძა ცოტა კოჭლობს და ტრფიალების მოციქულს ისეთი ფრთები უნდა ესხას, რომ ფიქრის სიმალე ჰქონდეს, რომელიც ერთი ათად უმალესია მზის სხივზედა. - ახლა მზე ზედ თავს არის მოქცეული და ცხრა საათიდამ შუადღემდინ მთელი სამი მომაკვდინებელი საათია, თითო თითო საუკუნეს ოდენი, და ძიძა ჯერაც არსად არის. იმასაც რომ ყმაწვილობის სიმარდე და სიფიცხე ჰქონოდა, ისიც ისე მოიქცეოდა, რომ ჩემგან რომეოსთან მისულიყო და რომეოსგან ჩემთან, როგორც ვაშლი მივა ხოლმე ერთის მასროლისაგან მეორესთანა. - მაგრამ მოხუცებულია საწყალი, და მოხუცებულობას ხომ სიკვდილისათვის უკიდია ხელი. მოხუცებულობა მძიმეაუძრავია, როგორც ტყვია და ფერიც ისეთი აქვს, ცრეცი და მკრთალი.
მოვლენ ძიძა და პეტრე.
ჯულიეტა.
გმადლობ, შენ უფალო, ძლივს! ძიძა, ჩემო საყვარელო ძიძა, რა ანბავი? ნახე თუ ვერა? ეგ კაცი დაითხოვე, რათ გინდა?
ძიძა.
პეტრე, შენ იქ გარეთ მოიცადე, ბაღის კარებთან. (პეტრე წავა.)
ჯულიეტა.
ახლა? ძიძავ! თქვი! ღმერთო! როგორი დაღონებული სახე გაქვს? თუ ცუდი ანბავი იცი რამე, მხიარულად მაინც მითხარი; თუ კარგია და ხომ წახდა, ცხვირ-პირი აგრე ჩამოგიშჳა.
ძიძა.
უჰ! აღარ შემიძლია; ერთი ბეწვა მაცალე ქალო, სული მოვიბრუნო. ვაი ჩემი ძვლების ბრალი; რა გზა გამოვიარე!
ჯულიეტა.
ნეტავი შენ ჩემი ძვლები გქონდეს და მეკი შენი ანბავი ვიცოდე. ვნახოთ. თქვი, ღვთის გულისათვის ილაპარაკე, ჩემო ძიძუნაო! ძიძა. ღმერთო! რა არის აგრე აჩქარება? ერთს წამს როგორ ვერ მოიცდი? ვერა ჰხედავ რომ სული მიგუბდება?
ჯულიეტა.
როგორ გინდა დაგიჯერო, როცა მაგას კარგათ ანბობ, სული მიგუბდებაო. თქმის დაგვიანების მიზეზებს ისეთს დროს ანდომებ, რომ თქმას სულაც არ მოუნდება იმდენი, რაც ანბავი მოგაქვს, კარგია თუ ავი, ეს მაინცა თქვი; მითხარი,ერთი სიტყვა მითხარი და სხვა მერე იყოს. აბა? ავია თუ კარგი?
ძიძა.
მე და ჩემმა ღმერთმა, კარგი რჩევაა? შენკი, უეჭველია, არა გაგეგებარა! რომეო! არა მე იმაზედ არ ვანბობ ამასა: თუმცა პირის სახე იმისი შეუდარებელია, მაგრამ ეს რას დაუშლის, რომ იმისი მოყვანილობა ყოველს ქებაზედ უკეთესი იყოს; ახლა ხელი იმისი; ახლა ფეხი, ახლა ტანი! მაგდენი სათქმელი კი არ არის რა, მართალია; მაგრამ ადამიანის თვალს უკეთესი თავისს დღეში არა უნახავსრა. ზდილობის ყვავილიაო, არ ითქმის, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ ხასიათით სწორეთ კრავია, ბატკანი. ასე, ასე ჩემო პაწაწკუნა! ღმერთს მადლობას შეჰსწირავდე ხოლმე. ერთი მითხარი, სადილი მიირთვეს შინა, თუ ჯერ არა?
ჯულიეტა.
ჯერ არა, არა. - რასაც მეუბნები, ეგ ხომ მეც ვიცოდი. იმან რა გითხრა, ჩემო პაწაწკუნა ძიძუნაო, იმანა?
ძიძა.
იმან ასე მითხრა,- მერე როგორ მითხრა,- დიდის ზდილობით, დიდის თავაზით, დიდის პატივისცემითა, რომ მეტი არ შეიძლება,- სწორეთ სათნოიანია. დიდი ქალბატონი სადა ბძანდება?
ჯულიეტა.
დედა ჩემი?- ნეტა რა ვქნა? შინ არის. სად უნდა იყოს. ერთი იფიქრე რა ჩემი პასუხია ეგა: „დიდის ზდილობით, დიდის თავაზითაო.- და ქალბატონი სად არისო!“
ძიძა.
რა არის, რა მოუთმენელობაა ახლა ეგა? ჩემის დაღალულობისათვის მალამო გგონია თუ? ამას იქით შენ თითონ იმოციქულე, როგორც გერჩიოს ისე; მე აღარ შემიძლია.
ჯულიეტა.
გაჯავრდი, ძიძავ? - კარგია. აბა. ვნახოთ; რა დაგაბარა რომეომ?
ძიძა.
აღსარების სათქმელად წასვლის ნება გამოითხოვე, თუ არა?
ჯულიეტა.
გამოვითხოვე, მერე?
ძიძა.
მათ პატრი ლავრენტის სენაკს უნდა მიხვიდე. ქმარი გიცდის იქა, რომ შეგირთოს. აჰა! რაღაზე გაწითლდი, თუ აგრე არ გინდოდა. შენი ლოყების გაწითლებას ბევრი კი არა უნდარა. წადი, საყდარში წადი. მე სხვაგანა მაქვს საქმე, ბაწრის კიბე უნდა მოვიტანო, რომ დაღამებისას შენი ქმარი თავისს ჩიტის ბუდეში ავიდეს. მე თქვენთვინა ვჰსწევ ამდენს ჯაფასა.- თქვენ სიხარული, მეკი ჯაფა. სადილის დროა.- სენაკში უნდა მიხვიდე. ჯულიეტა. მივალ ბედის საპოვნელად, საყვარელო ძიძა. მშჳდობით (ძიძა ერთს მხარეზედ წავა, ჯულიეტა მეორეზედ.)

ხილვა VI.

პატრი ლავრენტის სენაკი.
შემოვლენ ლავრენტი და რომეო.
ლავრენტი.
უფალო, შენ მოჰხედე წმიდასა ამას უღლვილებასა და გვიხსენ განსაცდელისაგან, რათა არა შევიდეთ სინანულსა.-
რომეო.
იყავნ! მაგრამ ქვეყანაზედ რაც მწუხარებაა, სულ რომ შეიკრიბოს, მაინც ვერ უწევს იმ ბედნიერებასა, რომელსაც მე ვჰგრძნობ, როდესაც იმასთანა ვარ. ოღონდ შენ შეგვაუღლე საღმრთოს ლოცვა კურთხევითა და მერე რაც უნდა დამემართოს. რაკი ჯულიეტა ჩემი იქნება, მე სხვას აღარას დავსდევ.
ლავრენტი.
აგრეთი მძვინვარე ტრფიალება მძვინვარეთაც დაბოლოვდება ხოლმე. თაფლი ტკბილია, მაგრამ გადაჭარბება იმასაც ამწარებს, და შეძრწუნებული სტომაქი იმასაც სიმწარით განდევნის. სიწყნარით, ზომიერებით იყვარებოდეთ, შჳლო, ურთიერთარს, და მხოლოდ მაშინ განგრძელდება თქვენ შორის სიყვარული. ვისაც საგანზედ მისვლა ჰსურს, არც მომეტებული აჩქარება ჰმართებს, არც მომეტებული დაგვიანება.
შემოვა ჯულიეტა.
ლავრენტი.
აი სასძლოცა! ფეხი, ესრეთ მსუბუქი, ვერაოდეს ვერ წარჰსცვეთს ლოდსა უფლის კარის ბჭისასა. ძაფსა ზედან ქალწულისასა, რომელი ჰბზინავს ჰაერში, მზის სხივით მოსილი, ძალუძს ტრფიალსა ვიდოდეს უშიშრად და დაცემა არა იშიშვოს. - ესრეთ მსუბუქია ამაოება იგი, რომელსა ეწოდების სიყვარული.
ჯულიეტა.
მშჳდობა თქვენდა, მოძღვარო ჩემო წმიდაო!
ლავრენტი.
ჩვენ ორთავ მაგიერად რომეო გადაგიხდის მადლობასა, შჳლო ჩემო.
ჯულიეტა.
იმასაც მაგასვე მოვახსენებ, თუ არა, მადლობა მისი გადამეტებული მომივა.
რომეო.
ოჰ! ჯულიეტა! თუ შენის ბედნიერების სავსებაც ისე სრულია, როგორც ჩემისა და თუ ნიჭი იმის გამოხატვისათვის შენ მეტი გაქვს ჩემზედა, განაბნივე ამ ჰაერში, გარს რომ გვავლია, - სუნი შენის სუნნელის ქშენისა და შენმა დამატკბობელმა ხმამ გამოჰსთქვას განუცდელი სიხარული ჩვენის აქ ხილვისა.
ჯულიეტა.
ჭეშმარიტი გრძნობა, რომელიც საქმით უფროა მდიდარი და არა სიტყვითა,- ვერას ამაო სამკაულს ვერ მიითვისებს ისე, როგოც სინამდვილესა და სიწრფელით გამოცხადებასა. ღარიბნი არიან ისინი, რომელთაც იციან ანგარიში თავისის სიმდიდრისა. ჩემი წრფელი სიყვარული ისეთ სიუხვემდის არის მიწევნილი, რომ ჩემის საუნჯისას ნახევარსაც ვერ დავჰსთვლი.
ლავრენტი.
აქ მომყევით; მალე შევასრულებთ. რაც უნდა გსურდეთ, მარტო ვერ დაგტევებთ, ვიდრემდის წმიდა ეკკლესია არ შეგაერთხორცებთ ურთიერთარს. (გავლენ.)

(დასასრული იქნება შემდგომს წიგნში.)

3 გამოჩენილი მხედარი ბაიარდი

▲ზევით დაბრუნება


გამოჩენილი მხედარი ბაიარდი

(გრანოვსკით)

პეტრე დიუტერალი, შემდეგ გამოჩენილი მხედარი ბაიარდი, დაიბადა 1476-სა წელსა მახლობლად გრენობლისა, ბაიარდში, თავის მამის ციხეში. მისი მამა იყო მოხუცი, დაჭრილი მხედარი. გვარი დიუტერალისა იყო წარჩინებული უკეთილშობილესი დოფინისპრავინციაში, რომლისაც კეთილ-შობილნი ძველადვე განსხვავდებოდნენ მხნეობითა და ამაყად უწოდებდნენ თავის თავს გვირგვინად ფრანციისკეთილშობილთა. ბაიარდი იზრდებოდა თავის ძმებით და დებით მამის ციხეში ჩვეულებისამებრ მაშინდელთ კეთილშობილთა, აღზრდის დროს მიაქცევდნენ ყურად-ღებასა უმეტეს გარეგან სიმარდეზედ და ძალაზედ და არა გონების განათლებაზედ, რომელსა საჭიროდ რაცხდენ მხოლოდ სასულიეროს წოდებისათვის. ყმაწვილნი, რომელნი არ ემზადებოდნენ სასულიეროს წოდებისათვის, კითხულობდნენ ცოტას და თუ კითხულობდნენ რასმე, იმასაც რიცარულს რამანებს; მაგრამ სხეულის სიმარდით ბევრით სჯობდნენ ახლანდელთ განებიერებულთ ყმაწვილთ. ისინი სიყმაწვილითვე ეჩვეოდნენ მძიმეს აღჭურვას, რომელიც არ ავიწროებდა მათის მოძრაობის თავის უფლებას, ამისთვის რომ, იმ იარაღში მათ შეეძლოთ თამაშობა, გარდახტომა დიდს თხრილებზედ, უუზანგოთ შეხტომა ცხენზედ და უკიბოთ ასვლა ქვის კედლებზედ და სხვანი. ამგვარი ძალა და სხეულის სიმარჯვე იყო საჭირო ხალხისათვის, რომლისათვისაც პირველი საქმე იყო ლაშქრობა და არ ამისთანა ლაშქრობა, როგორც ჩვენს დროს, როდესაც საზოგადო ხმარებამ თოფ-იარაღისამ გააქარვა განსხვაება ძლიერისა და სუსტისა.-

ზარბაზნებთა და თოფთა რასაკვირველია ხმარობდენ მეთხუთმეტეს საუკუნოს ბოლოს, მაგრამ უფრო იშჳათათ ვიდრემც ეხლა და რადგანც კარგათ არ იყვნენ მომზადებულნი არ ჰქონდათ ამისთანა ძალა.

ბაიარდი იყო 13 წლისა, როდესაც დიუტერელმა, მოხუცებულმა რიცარმა მოიხმო თვისი შჳლები და თვითეულს მათგანსა ჰკითხა: რაგვარი ცხოვრება სურს ამოირჩიონ თავისათვის? უფროსს სურდა დარჩომა სამშობლოს ციხეში მამის მისის შემწედ შინაგან მზრუნველობაში; ორმა უნცროსებმა სთხოვეს, რომ მათ დააწყებინონ ჰსწავლა,რომელიც იყო საჭირო სასულიეროს წოდებისათვის. მხოლოდ ერთმა პეტრემ ისურვა გრანციაში სამსახური, როგორც მსახურებდნენ მისნი ომში, დახოცილნი პაპის-პაპა, პაპის-მამა და პაპა. მამამ იკურთხა მის აღმორჩევა და სთხოვა გრენობლის ეპისკოპოზს, მახლობელს ნათესავს, რომლისაცა და ყვანდა ცოლად,- მისი განწესება რომელსამე წარჩინებულ კაცთან, რომელთანაც ახალ გაზდა ყმაწვილს შეეძლოს ჰსწავლა კარგის ქცევისა და მითვისება კეთილშობილურის მაგალითისა. ესეთი იყო მაშინდელი ჩვეულება. ერთგული მოსამსახურე რიცარის ბაიარდისა, რომელმანც დასტევა ჩინებული მარტივი მოთხრობა, თავის ბატონის მოღვაწებაზედ, აღგვიწერს იმის მშობლებთან გამოსალმებას: დედამ მისცა ახალ-გაზდა პეტრეს მოშორების წინათ პატარა ქისით ფული და ოთხი რჩევა: რომ მტკიცედ დაიცვას სასოება მღვთისა, იტყოდეს სიმართლეს, პატივს ჰსცემდეს და ზდილობით ექცეოდეს თავის ტოლებს და მტკიცედ ფარვიდეს და მეგობრობდეს ღარიბთა, ქვრივთა და ობოლთა. ფულები მალე დახარჯა, რჩევაკი დაიმარხა სიკვდილადმდე. გრენობლისეპისკოპოზმა გაამწესა თავისი ძმის წული პაჟათ გერცოგისა კარლ-სავოისკის სასახლეში, სადაც გაატარა დრო რამდენსამე თვეს. მერმე გერცოგმა დააპირა წასვლა ფრანცუზის კოროლთან, კარლ მერვესთან, რომელიც სცხოვრებდა ლიონშიდა წაიყვანა თვისთან ხვათა შორის მოსამსახურეთა პაჟი დიუტერალი. საზოგადო ყურადღება იყო მიქცეული ცამეტის წლის ყმაწვილზედ, რომელიცა კარგად მოიხმარებდა თვისა ცხენსა, და იმ დროშივე იყო მშჳდი და მორცხვი, როგორც ქალი. ფრანცუზის კოროლმან გამოსთხოვა ბაიარდი უწინდელს ბატონს და მისცა ჰსწავლის დასასრულებლად თავის ნათესავს გრაფს ლიუკსენ-ბურგმისას. ოთხის წლის ბოლოს ბაიარდი გახდა პირველი მხედარი. - მსგავსად მაშინდელთ ფრანციის კეთილშობილთა, მან დაიწყო სამსახური ცხენიან ჯარში. ქვეითი ჯარი, გარდა უფროსებისა იყო შედგენილი მდაბლისა ხალხისაგან, ნემეცების და შვეიცარიისმოჯამაგირეებთაგან, რომლნიცა ფულისათვის ემსახურებოდნენ ვისაც სურდა, წინააღმდეგ თავიანთ მემამულეთაც. თუმცა მშჳდობიანი დრო იყო, მაგრამ ბაიარდმან გამოიჩინა თავი, ტურნირებზედ გამარჯვებითა, რომელშიაც მბრძოლელი კეთილშობილება, უსაქმურობისაგან მოწყენილი ქალების წინ გამოიჩენდა ძალას და გაბედულებას, სადაც ხშირათ იყო სიკვდილისა შიში. ამხანაგებთა და ღარიბთა უყვარდათ იგი ხასიათის სიწრფელისათვის და დაუსრულებელის სიუხვისათვის. მეგობრებთა და მტერთა უყოფდა თავის უკანასკნელს ქონებასა და არ ფიქრობდა საკუთარს საჭიროებაზედ, იგი ძლივას გამოდიოდა ყმაწვილობისაგან, მაგრამ რადგანააც იყო რიცარი უშიშარი და უსაყვედურო იყო ამოჩენილი.

1494-სა წელსა კარლ მერვე წავიდა დიდის ჯარით იტალიაში. ეს იყო დასაწყილი იტალიის ომიანობისა, რომლითაც დაიწყობა ახალი ისტორია ევროპიისა. იმდროდგან სიკვდილამდი ბაიარდს არ დაუნებებია თავი ომიანობისათვის. ლაშქრობა კარლისა, პირველათ იყო ბედნიერი. იმან გაიარა მთელი სიგრძე იტალიისა, რომელზედაც ჰქონდა მემკვიდრეობითი უფლება. ფრანცუზებს უკვირდათ სისუსტე იტალიანელთა, რომ ასე ადვილად დაუტევეს უცხოს ქვეყნის კაცებს, უძვირფასესი საკუთრება კაცისათვის უფლება და სამშობლო მიწა. თავის სიწრფელეში და უზდელობაში, მათ მიაწერეს სულის სისუსტე იმბრწყინველეს განათლებისა, რომლითაც, მართლად, მაშინდელნი იტალიანელნი იყვნენ განსხვავებულნი სხვა ხალხებთაგან. მაგრამ ნამდვილი განათლება არა თუ არ ასუსტებს სიმხნეს, არამედ ამტკიცებს და აძლევს მას ღირსეულს მიმართვას. უპირველესი მიზეზი, რომლითაც იტალიადაემორჩილებოდა უცხო ტომთა, მდგომარეობა მასში, რომ იგი იყო გაყოფილი მრავალს სამთავროდ და რესპუბლიკად, რომელნიცა მუდამ ებრძოდნენ ერთი ერთმანეთს და არ შეეძლოთ მტკიცედ დაკავშირება. მაგრამ კარლ მერვეს დიდხანს არა სჭერია მალე დაჭერილი ნიაპოლისმხარე, თვით იმავე სიამოვნების დროს, როდესაც იგი ემზადებოდა ახალის ლაშქრობისათვის,რათა განდევნა ოსმალნი ევროპიითგან, და განეთავისუფლებინა მაჰმადიანთ-უფლობისაგან ქრისტეს საფლავი, მან სცნო რომ თვით ის ლიუდოვიკი მთავარი მილანისა, რომელმანც მოუწოდა მას თანა-შემწედ იტალიაში, ახლა შეერთდა პაპასთან და ძლიერის ვენეციისრესპუბლიკასთან წინა-აღმდეგ მისა ამ გვარათ ფრანციელებს გაუჭირეს სამშობლოსაკენ დასაბრუნებელი გზა. მისთანა ამბებით აღშფოთებულმან კარლმა, მოშალა ცოტას ხნობით თვისი უწინდელი აზრები, დასტევა დიდი ჯარი ნიაპოლისდასაცველად და დანაშთენის ჯარით მიმართა ჩრდილოეთისაკენ. ტაროს დინარის პირზედ უცდიდნენ მას ფორნავისმახლობლად შეერთებულნი იტალიანელნი. გამბედავს თავს დასხმით, ფრანცუზებმა გასრესეს მრავალნი ღვაწლი. იმან მიართვა კოროლს წართმეული თვით მისგან მტრების ბაირახი, გაცხელებულს ომში ბაიარდს მოუკლეს ორი ცხენი. სამის წლის შემდეგ მოკვდა კარლ მერვე. მემკვიდრე მისი, ლიუდოვიკ მეთოთხმეტე იყო წოდებული ხალხის მამად, იგი განემზადა საჩხუბრად იტალიაში, საიდგანაც ფრანცუზები იყვნენ სრულიად განდევნილნი. იგი ხდიდა თავის თავს მილანისსამთავროს მემკვიდრედ. ბაიარდი განსხვავდა ომიანობის დაწყების წინათვე. სდევნიდა რა დამარცხებულს მილანისჯარს, იგი მოშორდა თავის ამხანაგებს, რომელნიც იყვნენ მაზედ უფრთხილესნი და მარტო ერთად გაქცეულებთან შეიჭრა ილანისქალაქში. რასაკურველია საჩქაროდ შამოერტყნენ და შეიპყრეს იგი. ლიუდოვიკ მირომ პატივსცა მის სიმხნეს, დაუბრუნა უფასო თავისუფლება და იარაღი. მაგრამ ბაიარდმა თითონ დასაჯა თავისი შეცდომა, ფრანცელებთ მალე დაიპყრეს მილანისსამთავრო და მეორეთ შევიდნენ ნიაპოლში, მაგრამ მათ დაუთმეს უკეთესი ნაწილი საშოვრისა ფერდინად კათოლიკს, ისპანისკოროლს. თანხმობა ფერდინანდის და ლიუდოვიკ მეთოთხმეტისა იყო მცირეს ხნის ვადითა. 1502-სა წელსა, იტალიაში, სამხრეთის მხარეს მოხდა ომიანობა, რომელშიაც ორივეს მხრიდგან იყვნენ წარჩინებულნი მხედარნი იმ დროებისა: ისპაანისმხრით იყო მბრწყინვალე მძლეველი მავრებისა, გონზალვო კონდოანდიისა, რომელსაც უწოდებდნენ სახელს „დიდმხედარ მთავარს!“ დონ პედრო ნავარისა, რომელმანც დაიწყო სამსახური სალდათობითგან და შეიქმნა გრაფი, მისთვის არა იყო რა შეუძლებელი, იმას შეეძლო ნაღმის გაყვანა და ახეთქა ჰაერში. მაღლის მთებისა, პედრო დე პეცი კუზიანი, ჯუჯი ელამის თვალებით, როდესაც იჯდა ცხენზედ არა ჩნდა თითქმის, ისე პატარა იყო, მაგრამ მთელს ქვეყანაზედ არ იპოებოდა იმისთანა გულადი. მას არ ეშინოდა არც ცოცხალის მტრისა, და არც მოჩვენებისა, რომელსაც მაშინდელნი ხალხნი ძლიერ ერწმუნებოდნენ. ამისთანა გულადობით დადიოდა ომში და შადიოდა იმისთანას ქვაბებში ომელშიაც, ხალხს სჯეროდა, რომ ბოროტ სულებს ჰქონდა დიდი სიმდიდრე. ფრანცუზების მხრიდგან იყვნენ: დობინი მეფის სახლიდგან, შოტლანდიის სტიურატებისაგან, ლაპალისი, ომის ველზედ აღრჩეული ფრანცუზების მარშლად, გაკვირვებული ისპანიელთაგან. კარლმა დაამტკიცა იგი ხარისხში, რომელიც იყო დამტკიცებული კეთილშობილთ წინააღმდეგთაგან, მონტოაზონი მიხრწეული მოხუცებული, რომელიც გაყმაწვილდებოდა და გახდებოდა იმის შევარდნად, რომ დაინახავდა იმბერკური, ფონტიალი და ბაიარდი. სახელი ახალგაზდა რიცარისა იყო განთქმული, ხშირ ომიანობაში. თითქმის ყოველ დღეს, მან გამოაჩინა სამხედრო თვისება, რომლითაც დაასაჩუქრა ბუნებამ. ერთხელ მან შეიპყრო ტყვედ ერთი წარჩინებული ისპანიელი, ალიონზო დესოტო მაიორ. მისის დახსნის დროს ბაიარდი დაერწმუნა მის კეთილშობილს სიტყვას და განათავისუფლა ზედამხედველობისაგან. ისპანიელს მალე მოეწყინა უსაქმურად ყოფნა საპყრობილეში, და გასტეხა რა პატიოსანი რიცარული პირობა, გაიქცა. გაპარვა ვერ მოუხდა. მეორედ შეპყრობილი დონ ალიონზო, ბაიარდმა შეაგდო ციხეში, საიდგანაც გამოუშვა ფასისი მიცემის შემდეგ. ეს ფულები ბაიარდმა დაურიგა თავის ხელქვეითებს. ამისთვის საკმაო იყო ერთი მხოლოდ პატიოსნება. მაგრამ თავის მოყვარება ისპანიელის რიცარისა იყო ღრმად აღძრული. იგიუჩიოდა ბაიარდს სასტიკად მოპყრობაზედ და თვალ მხედველობაზედ. იმ დროს ამ ნაირი წაკიდება დაბოლოვდებოდა დუელით. სხვა საშუალობა ამ გვარის უპატიოსნობისათვის არა იცოდენ რა, თუმცა ბაიარდი იყო ძალიანი ავათ, მაგრამ დუელი იმათ შუა იყო აუცილებელი. იმან ბრძოლის სიკვდილამდის მრავალთ მოწმებთან ორისავე მხრიდგან, ბრძოლის დაწყების წინათ ბაიარდმან, დაიჩოქა, წარმოსთქვა ლოცვა და დაეცა მიწაზედ, სტომაიორ იყო მოკლული, მაგრამ ამ გვარი ღვაწლი ბაიარდის სიცოცხლეში იყო ცოტა, თუმცა დუელი იყო ხშირი იმდროს. მაღალი, ყველასაგან დამტკიცებული უშიშრობა მისი, იყო შეერთებული მშჳდობიანობასთან და გულის სიწრფელესთან, და ამიტომ ძვირად შეხვდებოდა მას მისთანა საქმე. ერთხელ იმან წაართვა ერთს ისპანიელს 1500 ოქრო, დიდი ჯამი, რომელიც უმეტესი იყო ამის სამშობლოს ქონებაზედ და სამართლით ეკუთვნოდა მას, მაგრამ ერთმა მისმა ამხანაგთაგანმა ითხოვა უკანონოდ მონაწილეობა მის საშოვარში, ბაიარდმან უარ ჰყო მისი თხოვნა და მისცა საქმე განსახილავად უფროსთა. მათ გადაწყვიტეს მის სასარგებლოთ. მაშინ გაყო ფული მან ორ ნაწილად, ერთი მისცა შეწუხებულს წინააღმდეგს და მეორე სალდათებს. მისმა სულ-გრძელობამ მრავალნი გაამდიდრა და თითონკი დარჩა უკანასკნელს ჟამამდის ღარიბად. ამ ომში ფრანცუზები იყვნენ უბედურნი.იგინი იყვნენ ძლიერ წინა დაუხედველნი და ებრძოდნენ გაბრთხილებულს მტერს. დამარცხდნენ რა რაოდენიმეს ჩხუბში, 1504-სა წელსა, მათ სრულიად დაუტევეს ნიაპოლისკოროლევსტვო. ფრანცუზის ჯარი მადლობელი იყო ბაიარდისა. ერთხელ მან გამოიხსნა იგინი გაჭირვებისაგან. ორთავ მტერთ ჯარი იდგნენ პირ და პირ ერთმანეთისა, გარილიანის მდინარის წინ მდებარეთ კიდეებზედ, ვიწრო და ცუდი ხიდი იყო საშიშო გასასვლელად და არ ამით დარწმუნებული ფრანცუზნი იდგნენ ბანაკად, თავისუფლად და არ ეშინოდათ მტრის თავს დასხმისა. ისპანიელთ შენიშნეს გარეწავობა. დონ პედრო დეპაცი დიდის ჯარით დაჰყვა წყალსა, ვითომც ეძებდა ფონსა და იმითი მან მიიპყრო ყურადღება ფრანცუზების უფროსებისა. მაშინ ორასმან ცხენოსანმან კაცმა მიმართა ხიდისაკენ, რომელსაც არა ჰყვანდა მცველი. მხოლოდ ბაიარდმა შენიშნა ეს მოძრაობა და პირდაპირ მიმართა, ხიდის სივიწროეს გაშლის ნება არ მისცა იტალიელებს. ისინი უნდა გასულ იყვნენ სამსამნი ერთად. ამითი ისარგებლა რიცარმა უშიშარმა და უსაყვედურომ. იმან ჩაყარა წყალში მოწინავე მტერი და სხვათ წინააღუდგა შემწეობის მოსვლამდის, უსწრო ბრძოლა. კოროლმა ამ საქმისათვის მიაწერა ბაიარდს შემდეგი სიტყვები: „ამას ერთსა აქვს ძალა მთელის ჯარისა“. ფრანციელებს გამოსვლის შემდეგ ნიაპოლიდგანუსაქმურობაბაიარდისა არ იყო ხან გრძლივი: მან უჩვენა ლიუდოვიკ მეთოთხმეტეს გენუისაღების დროს, დიდი სამსახური. კამბრეის პირობის შემდეგ რომლითაც შეერთდნენ, წინა აღმდეგ ვენეციისა: ძალა ნემეცისიმპერატორისა, პაპის კოროლთან, გარდა იტალიისსამთავროთა, რომელნიცა იყვნენ დიდის ხნიდგან რესპუბლიკის მოშურნედ, ბაიარდი გამოჩნდა კიდევ იმ ალაგს, საცა ჰქონდა პირველი ღვაწლი; იმ დროს ვენეციასჰქონდა კეთილშობილი ბრძოლა: მათ შეჰკრიბეს თავიანთ ბაირახქვეშ ახალგაზდა იტალიელები და აჩვენეს საღმრთო საგანი ჯარიანობისა, რათა გამოიხსნან თვით მხარე უცხოს თესლთაგან, რომელნიც თავხედად იყოფდნენ იმათ მხარეს. მაგრამ ბედმა უღალატა რესპუბლიკას, რომელმანც იმ დრომდის არ იცოდა მარცხი. 14-სა მაისს 1509-სა წელსა, ანიადოდოსმახლობლად, ვენეციისჯარი იყო სრულიად დამარცხებული ფრანცუზებისაგან. ყვავილნი იტალელთ ყრმათა, უკეთიილშობილესნი დაიხოცნენ, მძლეველთა აღიარეს დიდი სიმხნე დამარცხებულთა. ვენეციანელნი ამპარტავნებით ამბობდნენ რომ მათნი მხედარნი იყვნენ დაჭრილნი გულში. ბაიარდი იყო უპირველესი მიზეზი ანიადელისძლევისა პავიჟს ომიანობის დროს. მან ათქმევინა იმპერატორს მაქსიმილიანს რომ მას ეხარბება ფრანცუზის კოროლისათვის იმისთანა მოსამსახურის ყოლა. მერე იყო გაგზავნილი ფერსისგერცოგის მოსახმარებლათ წინააღმდეგ აპისა იული მეორისა, ბაიარდმა კინაღამ დაიჭირა ტყვედ მხნე პაპა და შემდეგაც გამოიხსნა სიკვდილისაგან, რომელსაც უპირებდა მახანათე.

1512-სა წელსა, ფრანცუზებს თითქმის აღარ ყოლიათ თანა მოკავშირები. მათ უნდა ებრძოლათ იმ სახელმწიფოებთან, რომელნიცა კამბიარშიშეერთდენ იმათთან წინააღმდეგ ვენეციისა. მაშინ უფროსობა ლიუდოვიკ მეთოთხმეტის ჯარისა მიიღო ოცდა ოთხის წლის ნემურიისგერცოგმა გასტან დე ფუაიამ. სამხედრო ასპარეზობა მისი იყო მოკლე, და კარგი, რაოდენისამე თვის შემდეგ მან დაიპყრო თითქმის მთელი ჩრდილოეთი იტალია და აპირებდა ისპანიელებთა დასავლეთის იტალიისაგან გამოყრას. უმახლობელესი თანა მძრახველი მისი იყო ბაიარდი. ბრეშისაღების დროს ბაიარდი უძღოდა წინა ჯარს და მაშინ მძიმედ დაიჭრა, ის გადაიყვანეს დაპყრობილის ქალაქის უკეთესს სახლში. ბაიარდმა არ მიაქცია ყურადღება თავის ავათმყოფობაზედ და ზრუნავდა, რომ მასპინძელები არ შეეწუხებინათ განრისხებულთ მძლეველთ, რომელნიც ცარცვიდნენ ბრეშის ქალაქს. მორჩენის შემდეგ, მან არ მიიღო ფასი მდიდარის მასპინძლის ცოლისაგან, რომელიც, მაშინდელს ომიანობის ჩვეულებით, იყო მისი ტყვე. ნაწილი მისის მოტანილის ფულებისა, დაურიგა მასპინძლის ქალებს და სხვა შესწირა დაპყრობილის ქალაქების, ომიანობისაგან აოხრებულს ქალების მონასტრებს. ბაიარდი მივიდა ნემურისგერცოგთან რამდენიმეს დღის წინეთ რვანის ომის მოხდენისა. აღდგომას დღეს, რომელიც არის დღე სიხარულისა და შერიგებისა ქრისტიანეთათვის, ისპანიისა და ფრანცუზებისა ჯარები შეიყარნენ არა შერიგებისა და მშჳდობისათვის. მრავალი უმზერდნენ რა სისხლის ფერის მზის ამოსვლას, ამბობდნენ რომ ის მოასწავებდა დიდის კაცის სიკვდილს. ადრიდგანვე გასტონი იყო ცხენზედ სრულიად შეჭურვილი იარაღითა. ბაიარდით და რამოდენიმეს თანა მოგზაურობით იგი მიუახლოვდა პატარას მდინარეს, რომლის მეორეს მხარეზედ იდგა მტერი. გასტონს უნდოდა მათი დაწყობის ნახვა. წყალგაღმა იყვნენ 20 ანუ 30 ისპანიელნი, იგინი თავის მხრიდ სჩხრეკდნენ ფრანცუზის ჯარს. ბაიარდი მიუბრუნდა მათ რიცარულის რისხვით და ამ სიტყვებით: „თქვენ, ხელმწიფენო ჩემნო, ვგონებ სეირობთ ჩვენსავით და უცდით უმეტეს მხიარულს შექცევას. უბძანეთ თქვენ რომ, თქვენებმა არ ისროლონ. მეც მაქვს ნაბძანები ჩემისათვის.“ დონ პედრო დეფაცმა, ჰკითხა მას სახელი და რაკი შეიტყო, რომ მას ელაპარაკებოდა რიცარი უშიშარი და უსაყვედურო, რომელიც ეგონა ისევ ბარეშიაში, მაშინ მიულოცა მშჳდობით მოსვლა; „მე მოხარული ვარ თქვენის ნახვისა, კეთილშობილო რიცარო, თუმცა აქ მოსვლა თქვენი არ არის სასარგებლო ჩვენთვის. ფრანციის ჯარს მიმატებია თქვენი ორი ათასი კაცი. ღმერთმან ინებოს რომ ჩვენი ხელმწიფები შერიგებულ იყვნენ და ჩვენ შევყრილიყოთ ერთათ, არა ჩხუბისათვის, არამედ მეგობრულის მუსაიფისა თვის. მერმე ჰკითხა დონ პედრომ: „ვინ არის ეგ ყმაწვილი, რომელსაც უმცხადებ მაგისთანა პატივს?“ ბაიარდმა მიუგო. „ეს არის ნემურისგერცოგი თქვენის კოროლის ცოლის ძმა“. მაშინ ისპანიელები ცხენებიდგან ჩამოხდნენ, დაუჩოქეს და უთხრეს გასლონს: „ჩვენ ვართ თქვენი ერთგულნი ყმანი, გერცოგ, ყოველის ფერში, რომელიც წინ არ აღუდგება პირობას ჩვენგან მიცემულს კოროლის ფერდინანდისადმი. გასტონმა უთხრა მადლობა და ყველანი გაიყარნენ. რამდენიმეს დროს უკან დაიწყეს ომი. შეერთებული ჯარი ფერდინანდის და პაპისა იდგნენ დიდს თხრილებს გაღმა, თითქმის არ მიისვლებოდა იმათთან მაგრამ ისპანიელთ ცხენოსანი ჯარი წინ ვერ აღუდგა ფრანცუზების ზარბაზნებს: იგინი გადახლტენ რამოდენიმე თხრილებს და პირ და პირ შეფეთენ გასტონს, ბაიარდს და ლიპალისს, რომელნიც იმას უცდიდენ, მხოლოდ მათ დაამარცხეს დაფეთებული ჯარი, გააქციეს და გამოუდგენ. მაშინ ფრანციისჯარმა დაიპყრო თხრილები. ისპანიელთ წააგეს ომი. ჯარის უფროსები ზოგნი დაუხოცეს მათ და ზოგნი დასჭრეს. ტყვეების რიცხვში იყვნენ: დონ პედრო ნავარ და მარკიზი პასკას, შემდეგ ერთი დიდებული ღენერალთაგანი კარლ მეხუთისა.სამხედრო ასპარეზი მისი ის-ის იყო იწყებოდა. იმის ტარზედ ეწერა. „ამით ანუ ამაზედ“ მაგრამ მას დაავიწყდა ამპარტავნული წარწერა, მისცა რა მძლეველს მახვილი და ფარი. 2000 ისპანიელი. ქვეითი ჯარის კაცი დაცვეს მწყობრ საზოგადოს ურიგობაში. წყნარად და ამპარტავნად მიდიოდნენ უკან რვანაში. გასტონმა გადაუჭრა გზა ქალაქისაკენ მიმავალი, მაგრამ მოგებულის ძლევის გაცეცხლებაში მან ვერ შეატყო, რომ მას აღარა ჰყვანდა ოცდა ათის კაცის მეტი. ჩხუბი იყო ცოტას ხანს. გასტონმა მიიღო თოთხმეტი ჭრილობა და მოკვდა. სამწუხარო ის კი არ იყო, სამწუხარო ფრანცუზების ჯარი იყო, რომელთაც დაჰკარგეს იმისთანა უფროსი. მისი სიკვდილი იყო მშვენიერი, იგი გარდაიცვალა ახალგაზდა, ბრწყინვალეს წამში სიცოცხლისა, სავსე ამპარტავანის სიხარულითა და დიდის იმედით. აღსრულდებოდა მისი იმედი თუ არა, ვინ იცის? მან წაიღო თან ისიც და ფრანციელების ბედიც. რვანისძლევამ არ მიიტანა შემდგომილებანი, რომელნიც იყვნენ მოსალოდინებულნი. ლიუდოვიკ მეთოთხმეტის მტერთ გააძრიელეს თავისი ძალა. ფრანცუზების ჯარს ხელახლა უნდა დეეტევებინათ იტალია. უკან დაბრუნების დროს ბაიარდმა დაიჭირა უსაშიშესი ალაგი ჩვეულებისამებრ: მას მიყვანდა უკან ჯარი და აბრუნებდა მოწოლილს მტრის ჯარს. ავთ მყოფი და ძლიერ დაჭრილი მოვიდა გრენობლში. მისი სიცოცხლე თითქმის ჰქრებოდა, ხალხი მხურვალის თანა მონაწილეობით ეხვეოდნენ ბაიარდის სახლს.ეკკლესიებშიდ ლოცულობდნენ მისის მორჩენისათვის. ბაიარდი სწუხდა მხოლოდ მას, რომ ღმერთმა არ მისცა მას სიკვდილი რვანისომში გასტონთან, მაგრამ მისთვის არ იყო სიკვდილი დაწესებით ისე ადრე, მას ჰქონდა კიდე რაოდენიმე წელიწადი წარჩინებულის და კეთილშობილის ცხოვრებისა. მალე მორჩენის შემდეგ, ბაიარდი წავიდა ისპანიაში, სადაც იყო ომი ნავარისათვის, უსამართლოდ მითვისებულის ფერდინანდ კათოლიკისაგან. იქითგან ლიუდოვიკ მეთოთხმეტემ მოუწოდა თავის თან, მისის სახელმწიფოს საზღვრების დასაცველად. ნემეცის იმპერატორი მაქსიმილიანი და გენრიხ მეშჳდე ანგლიის კოროლი შეერთდნენ ფრანციის პრავინციაში, პიკარდიაში და შამოადგნენ ქალაქს ტერეანს. შეწევნა ეჭირვებოდათ ამ ქალაქში მყოფთ, მაგრამ ფრანციის ცხენოსანმა ჯარმა არ დაუცადა მტრის თავს დასხმას და გაიქცა. შემდეგ იმას უწოდეს დეზების ომი. ბაიარდი, ლაპალისი და მრავალნი სხვანი დარჩნენ უკან და ვერ ბედავდნენ გაქცევას. ლიპალისი გამოვიდა, ბაიარდი ყოვლის მხრიდგან შემოკრული, მივიდა მტრის აფიცერთან, რომელიც არ მიელოდა სრულიად თავს დასხმას ფრანცუზებისას, მიაბჯინა ყელზედ ხმალი მას და უთხრა, „შენ ჩემი ტყვე ხარ და მე შენი, წამიყვანე იმპერატორთან“ მაქსიმილიანმადა ჰენრიხმა მიიღეს დიდის პატივისცემით და გარდასწყვიტეს მისი უფასოდ გაშვება, რადგანც სხვასავით შეპყრობილი არ ყოფილა. ანგლიის კოროლმა სთხოვა მას სამსახური მასთან ჩინებულს პირობეებზედ, ბაიარდმა მიუგო, რომ მას ჰყავს მხოლოდ ერთი ღმერთი ცაში და ერთი სამშობლო ქვეყანაზედ და მათ ვერცა ერთსა უღალატებს. ამ გვარათ უპასუხა მან ერთხელაც პაპა იული მეორეს. თხოვნა ჰენრიხისა და პაპისა იყო დაფუძნული ფრანციის მართებლობის უმადურობაზედ, რომელიც, სარგებლობდა რა კეთილშობილს რიცარის სამსახურით, არ აფასებდა მას და არ ნიშნავდა მის საკადრისს ალაგზედ. მაშინდელს ფრანცუზის ღენერლებზედ იყო ყველაზედ წარჩინებული, მაგრამ ის უნდა დამონებოდა ხოლმე თავის ნაჩალნიკებს, რომელნიცა ხშირათ იყვნენ მაზედ უნცროსნი ხნითაც და სამსახურითაც. მაგრამ ბაიარდისათვის საჭირო არა იყორა. იგი იყო კმაყოფილი, ვალის მიხდომით და შიშის განდევნით, რომელიც შეემთხვია მის სამშობლოს. სხვა სურვილი თავის სიცოცხლეშე არა ჰქონია რა. ლიუდოვიკი მეთოთხმეტე გადაიცვალა. მისი ალაგი დაიჭირა ფრანცისკ პირველმა. ახალი კოროლი იყო ახალგაზდა, გამბედავი და სავსე დიდების მხურვალის სიყვარულით. ავიდა რა ტახტზედ, მან განიზრახა იმ მხარის დაპყრობა, რომელიც წაართვეს მის წინა მოადგილეს მილანის გერცოგს. ბაიარდი იყო დანიშნული თავის სამშობლოს მხარის დოფინისპროვინციის მართებელად და ბძანებაცა მიიღო, რათა ყური უგდოს შვეიცარიისდა პაპის ჯარს, რომელნიც იცავდენ იტალიაში გასავალს გზას. მან დაიწყო ჩხუბი, წაიყვანა ტყვედ პაპის ღენერალი პროსპერი კოლონი და დიდი ჯარი ცხენოსნისა. პირველს ძლევას ჰქონდა დიდი ძალა, მტრების ახალს სხვა და სხვა განძრახულებაზედ. მილანის ახალის მარიანიანთან შვეიცარიის ჯარმა გააჩერა ფრანცუზები. ეს ანბავი მოხდა 13 სეკტემბერს 1515 წელსა. შვეიცარიის ქვეითი ჯარი იყო უძლეველი. ამ დროში მათ არა ყვანდათ ტოლი, გარდა ოსმალების იანორჩებისა, რომელნიც მეორეს ბოლოს ევროპისას იყვნენ ნაქებნი. დიდის ჯარით იგინი დადიოდნენ შვეიცარიაში, ჩხუბობდნენ და აოხრებდნენ რაც რომ შეხვდებოდათ. ვერა ვითარი ცხენოსანი ვერ დაუდგებოდათ მათ.

ესრეთთა ძლევათა დაარწმუნეს იგინი უძლევობაში, ფრანცუზის ჯარს უწოდებდენ აღჭურვილ ყურადღებად. ორდღეს იბრძოლეს მარიანოს მახლობლად. ბევრჯერ დაუახლოვდნენ ძლევასა, ბოლოს მოიხმარეს უკანასკნელი საოცარი ძალა, და დაჰყარა რა ორი წილი ჯარი მკვდარი და დაჭრილი, უკან გაიქცნენ. ამ გვარი ბრძოლა არ ახსოვსთ არც უძველესთ მხედართ. გაგიჟებულმა ცხენმა შეიტაცა ბაიარდი საშვალ მტრისა. მისი სიკვდილი იყო აუცილებელი, მაგრამ მან არ დაჰკარგა სიმტკიცე სულისა ჩავარდა დიდს თხრილში და დიდის წვალებით მივიდა თავის ჯართან. ჩხუბის შემდეგ, კოროლმა ფრანცისკმა სთხოვა ბაიარდს, მისთვის რიცარის ღირსების მიცემა, უშიშარს და უსაყვედუროს რიცარს ეკუთვნოდა ამისთანა პატივი სიმართლით. მალე მას უკან, ფრანცისკს გამოუჩნდა წინააღმდეგი, იმასავით ყმაწვილი, იმასავით პატივის მოყვარე და უფრო შემძლე. ის იყო კარლი, კოროლი ისპანიისა, აღმორჩეული ნემეცისიმპერატორად მაქსიმილიანის სიკვდილის შემდეგ, მტკიცე მშჳდობა მათში არ იყო შესაძლებელი. 1521 წელსა, იმპერატორის ჯარები შევიდნენ ფრანციაში, დაიპყრეს ერთი ნაწილი შამპანიისადა მიადგნენ მზერას. ამ ქალაქის აღება გაუხსნიდა მათ გზას საშუალ კოროლევსტვოს შესასვლელათ. შეშინებულნი კარის კაცნი ურჩევდნენ ფრანცისკს, მეზერისმალე დაწვას, რათა მტერს არ წაეღო, შამპანიის ასაოხრებლად დატევებას და ყოვლის ძალით პარიჟში დადგომას. ბაიარდი წინა აღუდგა ამ სულ მოკლეს აზრებს. „მეზერიარი ცუდი ციხე, სთქვა მან, მაგრამ მარჯვე კაცები ღირან მაგარ კედლებად“. მან დაიჩემა ქალაქის დაცვა. საქმე იყო ძნელი; მაგრამ მან დაამტკიცა, რომ ის არა ყოფილა მის ძალზედ მეტი. რამოდენიმეს კვირას იდგნენ ღენარლები ქალაქის წინ, დაუმაგრებლად, რომელის აღება ეგონათ უწინააღმდეგოთ, მაგრამ მათ უნდა მოეშორებინათ ჯარი და წასულიყვნენ გერმანიაში. ამისთანა დიდის სამსახურისათვის ფრანცისკმა დააჯილდოვა იგი წმიდის მიხაილის ორდენით, ხალხი რაცხდა მას მხსნელად ფრანციისა. ბაიარდს დიდხანს არ მოუცდია ხელმწიფის კარზედ სადაც აღავსეს იგი პატივითა. იმას ხმობილობდნენ ახალის გაჭირვებისათვის: დოფინის პრავინციაში გაჩნდა მომსვრელი სენი. მან მიაშურა იქ, დაამშჳდა აღშფოთებული ხალხი და კარგის განკარგულებით საშინელის ავათმყოფობის გავრცელება დააყენა. მერმე მან დაამშჳდა გენუელები, რომელნიც მოშორდნენ ფრანციას ხელახლა და დაიპყრო ლოდის ქალაქი. ადმირალი ბონივე იყო მაშინ ფრანციისჯარის უფროსათა, საყვარელი კოროლისა და გამოჩენილის სიმხნისა, მაგრამ მოიმედე და გამოუცდელი სამხრეთის საქმეში, თუმცა ბაიარდი წინააღმდეგობდა მას, მაგრამ მან მაინც დააყენა იგი უსარგებლოს ადგილს მილანისმახლობლად, და ამ გვარადა აძლევდა იგი მას მტრის ხელში. ისპანიელთ ისარგებლეს ამ შეცდომით, მართლა შემოერტყენ სოფელს რებივს, საშინელის ძალის მოხმარებით ბაიარდი გავიდა უკან თავის ჯართან, მაგრამ ძალიან სწუხდა ჯარისათვის, რომელიც დაჰკარგა უთანასწოროს ომში, იგი იყო უხვი, მხოლოდ თავის სისხლზედ და სხვის სისხლს იცავდა წმიდად. ამაო ფიქრი ბონივისა ეგონა მას დამნაშავე და არ ფიცავდა თავის აზრს. წამხდარის საქმის გასწორება აღარ შეიძლებოდა. შეწუხებულნი ჶრანცუზნი მოშორდნენ ისპანიელებს, თუმცა უწინ კი იყვნენ დაიმედებულნი უეჭველს ძლევაზედ. დაჭრილმან მონივემ გაიგონა, რომ მხოლოდ ბაიარდს შეუძლია ჯარის უფროსობა და მათ გამოხსნაც, იგი მიუბრუნდა მას: „ეხლა გვიან არის მიუგო ბაიარდმა, მე შემიძლიან დაგპირდეთ ერთს მხოლოდ, სანამდის მე ცოცხალ ვარ, ჩვენ არ ჩაუვარდებით მათ ხელში.“ პირ და პირ ურიცხვის მტრისა უნდა გასულიყვნენ იგინი ხეზის მდინარეში, რომანის და გასტონიარისშუა. 30 აპრილს 1524 წელსა, 10 საათზედ ბაიარდი იყო დახვრეტილი რამდენიმე ტყვიით, რომელმაც გაუტეხა ზურგის ძვალი. მან ორჯერ მოუწოდა ღვთის სახელი და წყნარად დაეშვა ცხენითგან. ის დასდვეს ხეს ქვეშ პირდა პირ ისპანიელთა. იგი იტყოდა: „მე უდექი მათ ყოველთვის პირდაპირ და სიკვდილის დროს აღარ მინდა მიუბრყო მათ ზურგი. მერმე გასცა სიჩქარით, რამოდენიმე ბრძანება ჯარის დაბრუნებისა უთხრა თავისი ახსარება, ერთს მის მოსამსახურეთაგან, და ემთხვია ჯვარს, რომელიც იყო გამოსახული მისის მახვილის ტარზედ. ამ მდგომარეობაში ნახეს იგი მტერთა, იგინი შემოეხვივნენ მას დიდის მწუხარების მონაწილეობით. შველა აღარ შეიძლებოდა. ის ეთხოვებოდა სიცოცხლეს. მარტო ფრანცუზებიკი არა სწუხდნენ მის სიკვდილს. ადრიან დე კურნა ისპანიისღენერალმა აცნობა კარლ ხელმწიფეს, უშიშოს და უსაყვედუროს რიცარის სიკვდილი, ამ სიტყვებით: „ხელმწიფეო! თუმცა ბაიარდი ემსახურებოდა თქვენს მტერს, მაგრამ მისი სიკვდილი სამწუხარო არის. იგი იყო კეთილშობილი რიცარი და ყველას უყვარდა. ვგონებ მას ვერვინ შეედრებოდა ცხოვრების სიწმინდით, ხოლო მისი სიკვდილი იყო ისეთი კარგი, რომ მისთანა არც კი გამიგონია არაოდეს. „შემდეგი მისის სიკვდილისა, მალე გამოჩნდა, ერთს წლიმდის ფრანცუზის ჯარი იყო დამარცხებული და დაფანტული პატივიისმახლობლად, ფრანცისკ იყო ტყვედ წაყვანილი. მაშინ დააფასა მან ბაიარდი: „ოჰ! რიცარო ბაიარდო! ოჰ რიცარი ბაიარდო! წარმოსთქვა მან მწუხარებით. შენ რომ ცოცხალი იყო, მე ტყვედ არ ვიქნებოდი.

ბაიარდი იყო 28 წლისა რომ მოიკლა თანმედროების სიტყვით. ის იყო მაღალი და გამხმარი, ჰქონდა შავი თმა, გრძელი ცხვირი, შავი თვალი და სახე ფერ-მკრთალი, რომელიც გამოაცხადებდა დაუსრულებელს კეთილობასა მისსა. ერთის შეხედვით ვერ იცნობდით ჩხუბში და სისხლის დანთხევაში ჩვეულ მოხუცად, ის უფრო გვანდა მლოცველს და სნეულთ მომლელს კაცს. მისი სიმართლე არ იყო მაგარი; დაჭრილობის გარდა იგი იყო ავათ შჳდი წელიწადი ცივებით, მაგრამ მით არ დაუტევებია ფრანციისსამსახურის აღსრულება, იგი სძლევდა მათ სულის ძალით. იყო განსხვავებული ღვთის მსახურებით, თუმცა არ უყვარდა ლოცვა მოწმებთან. მისნი მსახურნი ამბობდნენ, ის ადგებოდა ღამ-ღამ, როდესაც სხვებს დაეძინებოდათ და ასრულებდა მხურვალედ ლოცვას. მის მოწყალებას არა ჰქონდა სამზღვარი. მოწყალების დროს, იგი არა განარჩევდა მტერთა. ასი მეტი გაამზითვა ღარიბი ქალები ფრანციაშიდა მისგან დაპყრობილ მხარეებში, მიტომაც მოკვდა საწყლად, თუცა ჰქონდა დიდი საშუალობა გამდიდრებისა. საშუალ ომის საშინელების გრძელის ძაძვინარისა, მან დაიცვა სიახლე ყმაწვილურისა გულისა და სიკვდილამდის არ შეეძლო გულგროლად ყურება ცეცხლის წაკიდების და გაცრცვისა, რომელიც მოსდევდნენ ჩხუბსა. უცხო თავმოწონებისაგან იგი ინახავდა სიფრთხილით თავს პატივით, ამისთვის რომ ის არ ესმოდა მას ისე, როგორც ზოგიერთ მის თანამედროეთ და ეხლანდელ კაცთაც. მისი გმირობა იყო დაფუძნებული ადამიანის პატივის ცემაზედ. ყოველს უმართლოს უპატიურებას იგი რაცხდა ცოდვათ.

თ. ზაქარია ერის-თავი.
ქ. ქუთაისს. 1858 წ.

4 სხვა და სხვა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


4.1 დედაშჳლური სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


დედაშჳლური სიყვარული

ერთსა ქვრივს დედაკაცსა ჰყვანდა სამი შჳლი, რომელნიცა სცხოვრებდენ უკანასკნელ სიღარიბეში: მუშაობა შჳლებისა არ იყო საკმაოდ შესანახავად სახლობისა. იმ დროს გამოვიდა იაპონიის მთავრობისაგან ბძანება, რომელშიაც ენიშნებოდა დიდი საჩუქარი მას, ვინცა მისცემდა რომელსამე ქურდსა მთავრობას ხელში. შჳლთა ქვრივის დედაკაცისათა, დედის შეუტყობლივ, შეჰკრეს პირობა იმ განზრახვით, რომ ვისაც შეხვდებოდა წილი, ის გამოეცხადათ ქურდად და მიეცათ სამართლისათვის. ამ გვარის ღონის-ძიებით ფიქრობდნენ იგინი საზრდოს შოვნას თავიანთის დედისათვის. წილი გამოუვიდა უნცროს ძმას, რომელიცა მისცეს ძმათა მთავრობას ხელში და რომელმანცა აღიარა ნამდვილად თავისი ავაზაკობა, თუმცა იყო მართალი. რასაკვირველია არ ეცოდინებოდა დედას შჳლთა განზრახვა. ფიცხლავე ძმა შემწყვდეული იყო საპყრობილეში, რომლისა გამო სამართალში მიმცემთა მიიღეს დადებული ჯილდო. მსწრაფლ, შემდგომ ამისა სინიდისმან დატანჯა ძმები, მუდარებით და ფულით მათ შეიძლეს შესვლა საპყრობილეში, სადაც დაჭერილი იყო ძმა მათი და სადაც იწყეს საშინელი ტირილი. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში იყო დამალული მოწამე, რომელიცა რო გამოვიდნენ ძმები, მალვით მიჰყვა უკან სახლამდინ. ვითა განკვირდა, როდესაც მოხუცებულმან დედამ ამ სამწუხარო ანბავზედ, ძმებისაგან გამოცხადებულისა, გულის ტკივილით ხელი ჰკრა ფულსა და ტირილით სთქვა: „დე მე მოვკვდე შიმშილით, და არ მინდა ვისყიდო სიცოცხლე ჩემი, ჩემის საკუთარის შჳლის სისხლითა“. ესე ყოველი ნათქვამი მოხსენდა მსაჯულს, რომელმანცა რა მოუწოდა ძმებსა. მაშინ გატყდნენ და მოახსენეს ჭეშმარიტი, რომლისა გამო მოხსენდა რა მეფეს ესე შჳლთა გულ-მტკივნელობა, დაუნიშნა მრთელს სახლობას ჯამაგირი.

თ. დ. ხიმშია-შჳლი

__________

- პირველს გვერდზედ ტიპოგრაფიის შეცდომით დაბეჭდილია „მშჳდობით“ - გთხოვთ წარიკითხოთ „მშჳდობა.“ რ.