The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №8 (1853)


ცისკარი №8 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 საჶია

▲back to top


საჶია

(რომანი უფლისა როჟე დებოვოარ)

რუსულით გარდმოღებული ქართულად სარდიონ ალექსიევ-მესხიევისაგან.

ქ. სიღნაღი.

1846 წელსა.

ოცდა ცხრასა ივნისსა 16. წლისასა, ერთსა შინა უუმშვენიერესთა ვენეციის პალაცცოთაგანსა[1], საწოლსა შინა განცხრომით მორთულსა საოცარსა გემოვნებისა მებრ დროთა ლუი მეათხუთმეტისათა, სჯდა ვახშმად მარკიზაგრიმანი, დედაკაცი წლისა ორ-ოცისა, მაგრამ ჯერეთ მოახალგაზდე და არა უვარგი, ცოლი უუგანათლებულესის ვენეციის რესპუბლიკის[2] პროკურატორისა[3]. სინიორ[4] გრიმანი არ იყო შინ, - ხშირად სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო წარვიდოდა ისი სახლად თვისად პადუას, მაგრამ მარკიზა უიმისოდ არ მოიწყინებდა. აწცა მას დღესასწაულისათვის დაეთხოვნა ყოველი კერძობა თვისი, გარდა სარწმუნოსა მოახლისა თვისისამორენიტასი და არა მარტოდ ვახშმობდა, - გვერდით მისა სჯდა მშვენიერი კაცი წლისა ოცდა-ათისა. მხიარული ვახშამი დასრულდებოდა უკვე, და ჟამსა ამას უეცრად რუის მხრით დაარახუნეს კარი.მორენიტამ განაღო ის და ზარგანხდილი შევარდა ისა შეშფოთებულის მარკიზას ოთახსა და ჰკიოდა: სბირები![5] სბირები! ახალგაზდამ კაცმან აღმოიღო ხრმალი, მაგრამ, მასვე წამსა, ოთხი მასკიანი კაცი შეცვივდენ საწოლსა, შეიპყრეს ისი, მისტაცეს მას საჭურველი, შეუკრეს ჴელები აუკრეს პირი და გამოიტანეს ოთახიდამ. მარკიზას გული შეუწუხდა.

პატიმარი ჩააწვინეს გონდოლაში[6] მოიყვანეს არა თვალთ საჩენ სახლად და შეიყვანეს დიდსა ოთახსა, სადაცა ეწყვნენ მინისა ყელიანნი გოგრები, და ყოველნივესაკუთრებანი ალქიმიის[7] ლაბორატორიისანი[8]. ცრუთა სბირთა განუხსნეს მას პირი, ჴელები და გამოვიდენ, და წინამძღომმან მათმან, სახლისა ამის პატრონმან, აღიხადა მასკა და შეკიცხვით თავი დაუკრა თვისსა უნებლიეთსა სტუმარსა.

- კალიოსტრო!- შეჰყვირა მან დიდით განცვიფრებით.

- გახლავარ სამსახურში, სინიორეკაზანოვადესეინჰალტ, - უპასუხაკალიოსტრო.

- რას ნიშნავს ეს ჩემი მოტაცება?

- მეგობრობის ერთგულობასა; სხვას არა რას. სომეხმან, რომელიც უმზადებდა მარკიზასა თქუჱნს საიდუმლოს ვახშამს, გვაცნობა ესე მე და სინიორგრიმანის. თქუჱნ თითონ იცით რო, მიმოწვლილველი კაცი გახლავარ მე და მიყვარს შეტყობა ყოვლისავე, რაც ამბავია ქვეყანაზე. მარკიზ დაბრუნდება პადუათგანამაღამ და მეც გამოვეშურე წინ მომესწრო მე იმისათვის.

- გრაჶო! უეჭველად მადლობას მოგახსენებდი მე თქუჱნ, - უთხრა მას კაზანოვა, - თუ არ ვიცოდე, რო თქუჱნ სხვათა სამსახურში თქუჱნს თავსაც არ ივიწყებთ. ახლა კი, თუ შეიძლებოდეს, მიბძანეთ ცხადად: რით შემიძლიან გამოგადგე მე თქენ?

- თქუჱნ ჭკვიანი კაცი ბძანდებით, სინიორე კაზანოვა, და ვერას ვივარგებ მე თქუჱნთან. მე განძევებული ვარ ფრანციიდამ

- როგორც მე ვენეციიდამ

- და აქ კი ბძანდებით?...

- მე უნდა მივიღო სამკვიდრებელი ჩემის დედის დისა, გრაჶინა ანიატისა; იძულებულ ვიყავ მე მოსულვიყავ აქა და ახლა ვიმალები...

- თქუჱნ იმალებით უუგანათლებულესის რესპუბლიკის პროკურატორის გრიმანის ცოლის საწოლში, რომელიც მალე იქნება ინკვიზიტორად?[9]... ჩინებულია! თქუჱნი საკადრისია ეგე.

- ნუ ჰგონებთ, რო მხოლოდ სიყმაწვილით მომდიოდეს მე ესე. მარკიზას გამოვართვი მე ჴელ-მოწერილი თავისის ქმრისაგან ბლანკიანი ბაშფორთი და ახლა შემიძლიან უშიშრად დავჰყო ვენეციაში რაოდენიმე ხანი. თქუჱნ რაღაც აკეთებთ აქა?

- აქა ვსცხოვრებ მე გრაჶის ლიპპონეს საჴელ-წოდებით და, დრომდის, ცუდაობის გამოისობით, ვსთამაშობ ქაღალდს. ჩემთვის საჭიროა მეგობრული შემწეობა თქუჱნი. ამაღამვე გაგაცნობ მე თქუჱნ ერთს ფრანცუზს მარკიზს. საკვირველი უცნაური კაცია. თუმცა არა დიდად განათლებულია, მაგრამ იცის ყოველივე, რაც იწარმოების ქეყანაზე; მაგალითია ყოველთა მარკიზთა, მოსიყვარულე, ქარიანი, გამბედავი, თავის თავზე მინდობილი... და იფიქრეთ: ძმის-წულია ისი დესარტინისა...

- დესარტინისა! იმ საშინელის მეუფროსესი პარიჟის - პილიციისა?...

- სწორედ, დესარტინისა, რომელმაც არ შეიყვარა თეთრი მოგვობა ჩემი, ჩემი ფაროს[10] საიდუმლოები, და ნამეტნავად მშვენიერი სახლი ჩემი პარიჟში, დღე და ღამე ღია მსურველთათვის... რაც იყო-იყო; ძმისწული იმისი, მარკიზევსევიდესალუს მყვანდა მე ჴელში. პარიჟში ცოტად შევუბღერტე მე იმას ჯიბეები; ახლა კი წმინდად ჴელები უნდა დავაბანინო. მაგრამ, რადგანც მიჭირავს მე ფარო, არ შეიძლება ყოველთვის ჩემგან მოგება; ამისთვის განვიზრახე მე თქუჱნის შემწეობის მოხმარება და მერმე მოვრიგდებით ჩვენ ერთმანერთში.

- ყოველთვის მზა ვარ მე თქუჱნის სამსახურისათვის; მაგრამ ამ პირობით რო, რომლითაც საწყაოთი მოგიწყო, იმითავე მომიწყოთ მე. ხო იცით თქუჱნ, რო ფულებზე ნაკლებ არ მიყვარს მე ქალები; აქა ვნახე მე ერთი ვიღაც ქალი... საკვირველი მშვენიერია! წმიდის იერემიის საყდართან სდგას ისა. წავიდეთ ხვალ ჩვენ იქ და აუარ ჩაუაროთ იმის სახლს.

ჟამსა ამას გაიდუკი[11] შემოვიდა და მოახსენა, რომ სასტუმროში შეიყარნენ უკვე მრავალნი სტუმარნი.

- ახლა კი წავიდეთ,- უთხრა მასკალიოსტრო;- მაგრამ რა საჴელი დაგარქვა მე თქუჱნ, რო გაგაცნობო აქაურთა ახალ-გაზდათა პატრიკიოსთა? [12]

- მიწოდეთ რაც გნებავდესთ, თუნდ დოხტური ცელსი ან პარაცელსი.

მრთელსა ღამესა იყო მოუწყვეტელად საშინელი თამაშობა. გრაჶმალიპპონე წარაგო დიდი ფული დოხტურს პარაცელსს. განთიადს, როდესაც სტუმარნი დაიშალნენ ყოველნი და თანამზრახველნი დაშთენ მხოლოდ ორნი, კაზანოვამ უთხრა კალიოსტროს:

- თქუჱნ რო არ დაგეჭირეთ მე სინიორა გრიმანისას, უთუოდ შევიტყობდი მე ერთს ჩინებულს საიდუმლოს.

აქ სადღაც დამარხულია ხაზინა...

- მეც ვიცი.

- ვინ გითხრათ თქუჱნ?

- ძველმა პროკურატორმა მოროზინისა, ექვსის წლის წინ პარიჟში-... ესეც ვიცი მე თუ ვისგან არი დამარხული. ძვირად უღირს ის დოჯეს [13]

- ჰო... მაგრამ საქმე ის არი ვიცოდეთ, თუ სად არი დაფლული. ამბობენ ვითომც გრიმანის საწიგნეში იყვნენ მრავალნი საიდუმლონი ქაღალდები, ინკვიზიციის წიგნთ-საცავიდამ მოპარულნი ადრინდელის დოჯეს დროს. იმ ქაღალდებში უნდა იყოს ეგრეთვე წერილიცა მიმალულის ხაზინისათვის; მაგრამგრიმანიმ ვერ გამოიყენა ის წერილი, რადგანც უმეტესი ნწაილი იმ საიდუმლოს ქაღალდებისა ნაწერია ინკვიზიციის ადრინდელის მდივნისაგან არაბულად, დაგრიმანიმ არ იცის ეს ენა. შეგვიძლიან ჩვენ ერთმანერთის შემწეობით როგორმე ჩავიგდოთ ჴელში ის წერილი.

- კარგი იქნება.

დღესა მეორესა, დილით ადრე, სამნი ახალ-გაზდანი პატრიკიოსნი გამოვიდნენ გეტტოს უბანში, რომლისამე სახლიდამ, მოედანის კუთხესთან, სადაცა მდგომარებს ეკკლესია წმიდისა იერემიასი. საყდარი ესე განჰყოფს საქრისტეანოთა უბანთა ურიებთაგან. სახლი, საიდგანცა გამოვიდენ ახალ-გაზდანი სინიორნი ეკუთვნიდა ურიას ოტტალეს, უუმდიდრესსა ვენეციის დიდ-ვაჭართაგანსა. სახლი გამოვიდოდა ვიწროსა რუსაკენ, რომელი იყო სავსე მომწვანოითა წყლითა. სახლისა მისგან რუსაკენ წარვიდოდა ფიცრის ნავთ-საყუდელი. ყოველნი სარკმელნი ჯერეთ დაბურვილ იყვნენ მძიმითა ფანჯრის კარებითა და დაკეტილ რკინის ურდულებითა.

- ბატტისტა, - უთხრა ერთმან მათ პატრიკიოსთაგანმან ტრევიზანი, მსახურსა თვისსა, რომელიცა უკან მოსდევდა მათ რავდენითამე ფულის პარკებით:

- წაიღე ეგენი შინ და უთხარ აკვილას ყავახანაში მოგვიმზადონ ჩვენ საუზმე.

- არ გიკვირსთ! ორი ათასი სკუდი[14] წავაგე მე იმ მარკიზს, რომელსაც გაგვაცნო ჩვენ გრაჶმა ლიპპონე. - სთქვა მეორემ ყმაწვილმან პატრიკიოსმან, უღირსმან შთამამავალმან დიდებულისა საჴელისამოჩენიგოსა.

- მეც სამი ათასი იმ ნემეცს, დოხტურ სპარაცელსს, თუ ვიღასაც (ვიღაცას) ეშმაკს,- სთქვა ტრევიზანი.- მაშ, შენ,რანუძი, შენ ხო არა სთამაშობდი: შენ რაღად სესხულობ?

მე მეჭირება ფული საგზაოდ... ამაღამ გავდივარ მე ვენეციითგან -...

- საით? უთუოდ პადუას-? ამბობენ ვითომც იქ გქონდეს შენ მრთელი არამ ხანა ქალებისა, რომელნიც მოგიყვანია შენ ინდოეთიდამ -. მაშ, უეჭველად, გეყოლება საყვარელი სულთნის ცოლიცა? სწორე თქვი, რანუძი.მაგრამ რას ლაპარაკობ, ჩვენ არ გაგიშვებთ შენ: ხო იცი შენ, დღეს მშვენიერს გრაჶინა აძოლას აქვს ბალი. შენც იქ უნდა იყო.

- თავი დაანებე ამას, - სთქვატრევიზანი. - რანუძი უთუოდ შიშობს ვენეციაში ყოფას. განა არ იცით, რო ინკვიზიციამ განაახლა ძველი სჯული იმათთვის, რომელნიცა თანა-ცხოვრებითა თვისითა ნატყვევართ დედაკაცებთან განჰბედვენ ვენეციის პატრიკიოსთა წმინდას სისხლის შებილწებას და შერევენ მდაბალსა სისხლსა...

- აბა რას ამბობ! რაღა შეუძლიან ახლა ინკვიზიციას! - უპასუხა მოჩენიგო, შეამცნივა რა რომერა ნუძის ფერი მიეხადა. - მინამ არ დაუჭერიხარ შენ ინკვიზიციას, სჯობს წავიდეთ დავლიოთ კიპრული.

პატრიკიოსნი წარემართნენ საუზმედ და ამასობაში სახლსა ურიის ოტტალესასა მოადგა გონდოლა. მისგან გამოვიდა ქალი პირ-ბადიანი. მას ახლდა კაცი, რომელსა ეპყრა ლოცვანი მისი და პატივის-ცემით მოჰკიდა მას ჴელი, როდესაც გამოვიდოდა ისა წყლის პირს.

თქუჱნი გონდოლა, გრაჶინავ, - მოახსენა მან, - ძალიან მსუბუქია: აი, როგორ მალე მოვედით. ჯერ მხოლოდ რვა საათია და ეპისკოპოსი ერთს საათამდინ არ გიახლებათ, დასაწინდავად მეფე-დედოფლისა, რომელნიცა თქუჱნ და დოჯემ მიიღეთ თქუჱნს მფარველობას ქვეშ. მეც ეხლა გიაჴელ პადუათგან-; გზაზე მივიღე წიგნი, რომელშიც მავალებს მე დოჯე, რო დღეს გაგაცილო თქუჱნ საყდრამდინ, და ამისთვის ჯერ შინაც არ მივსულვარ და პირდაპირ აქ გიაჴელ თქუჱნთან. დოჯე მწერდა მე, რო იმას არა სცალიან: საჴელმწიფო საქმეები...

- საჴელმწიფო საქმეები კარგი მიზეზი აქვსთ პატრიკიოსთა დასაფარავად თავიანთის ცელქობისა... აღვიარეთ, გრიმანი, არა ჩვეულებრივნი შეკრებილებანი სენატში ხშირად დაფარვენ მხიარულს სეირნობას კანალოძოზე და საღამურნი დარბაზობანი სავაზიროში - მაშკარეთებს ფუზინაში. მე ვიცი მრავალნი ქალები, რომელნიცა ქვეშ-ქვეშ დაიცინებიან, როდესაც პატიოსანნი მეუღლენი იმათნი ლაპარაკობენ კენჭის ყრაზე, და კვარანტიაზე[15]. ჭეშმარიტებით იციან იმათ, რო მეორეს დღეს სენატორული მაზარა ქმრისა აუშვებს კიპრულის ღვინის სუნსა, პარიკი მოქცეული ექნება იმას გვერდზე და პერანგის ყოშები დაჭიჭყნილი. კიდევ კარგი, თუ მკაცრი მსაჯული არ მოვიდეს თავის სახლში ოსმალურით ან პამპულურით ტანის-სამოსით.

- გრაჶინავ, როგორ უსამართლონი ბრძანდებით ჩვენს პატრიკიოსებზე! - მგონია, თქუჱნც სწორედ ასე სჯით იმათზე. აღმართვა წმიდის მარკოსის დროშისა კონსტანტინე-პოლის - ზღუდეებზე, როგორც დანდოლომ; შემუსვრა ურწმუნოთა ზღვასა და ხმელეთზე, როგორც მოროზინი; დამდაბლება გენუასი-; აღშენება ბაზილიკებისა[16]; ჩაშვება წყალში ხომალდებისა,- ყოველივე ესე კეთილი იყო გმირულთ დროებში. და ახლა რას იქმონენ შთამომავალნი დიდებულთა ამათ საჴელთანი? დარბიან მაშკარათებში და ყავახანებში; ქუჩაში ხმალ და ხმალ ჩხუბობენ, რომლისამე მაწანწალას გოგოსათვის, წარაგებენ ყოველსავე, რაც აბადიათ სულ ქვეშ, და ზოგჯერ იმასაც, რისაც მქონებელნი არ არიან,- აი, როგორ სცხოვრებენ ახლა კეთილ-შობილნი ვენეციის პატრიკიოსნი!

- ნუ თუ სასტიკი სატირა ეგე განვრცელდების ყველაზე, გრაჶინავ, თჳთ დოჯეზედაცა? - ჰკითხა გრიმანი.

- განაღა ალესსანდრო არა მონაწილეობს ყოველს თქუჱნს პყრობაში და შექცევაში.

- და ყოველთვის ყველაზე ადრეც დაიარება ისი სავაზიროში და ყველაზე ადრეც ჴელ-ჰყოფს საქმობას; ყოველთვის ბეჯითია, დაუშრომელი და მაგალითი ჩვენის ზარმაცების, ქედ-მაღლების ყმაწვილ-კაცებისა და ძველის მოსაქმეებისა. გულით წმინდით მოგახსენებ მე თქუჱნ: როდესაც კენჭის ყრაში მინდოდა მე რო აერჩივათ დოჯედ ისი, მეგონა მე, რო გვეყოლებოდა ჩვენ დოჯე მოყვარე განცხრომისა და უქმობისა, მიდრეკილი გარეგანთადმი მხოლოდ განსხვაებათა და თვისისა ხარისხისა პატივთა, ერთით სიტყვით, დოჯე, როგორიც საჭიროა ჩვენთვის...

- ნუ თუ შესცდით თქუჱნ? - ჰკითხა ღიმილითგრაჶინამ.

- იმისის მოწყალებით რაღა გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი: ყოველსავე საქმობს მხოლოდ ისი.ალესსანდრომ უწყის ყოველივე. მახვილთა მისთათვის, კაცნი და ნივთნი, კედელნი და სინიდისნი, ყოველივე არი მინასაებრ მანმჭვირვალე. თვალს ადევნებს ისი ჩვენგან მიჩენილთა მისდა მეთვალ-ყურეთა, და ხშირად, მხიარულს ვახშამზე, მოხუმრობით განმართავს შეცდომილებათა ჩვენთა და წინათვე უკუნ-აქცევს იმათაცა, რომლითაცა განვიზრახავდით ქმნად.

- დიაღ, მართალს ამბობთ.

- და ამასთანავე უყვარს ისი ერსა... ალესსანდრო მიიღებს ისეთს მონაწილეობას მდაბიოს ხალხში, თითქოს თითონცა იყოს მათგანი. დღეს ხედავთ იმას დიბის ბალდახინის ქვეშ ყოვლითა დიდ-მშვენიერებითა უუმაღლესისა ხარისხისათა, ხვალ თოფხანაში უბრალოდ მუშაკად ხერხით ან ჩაქუჩით... ოჰ,ალესსანდრო საოცარი დოჯეა! მიუწთომელი ყოველის კაცისათვის, თვით საჴელმწიფოს ინკვიზიტორისათვისცა!

- აგრე ამბობენ.

- მხოლოდ თქუჱნ, გრაჶინავ, ჰფლობთ გულსა ამას, სხვისა ვისთვისმე მიუკარებელსა... ტრფიალებითა დიდითა უყვარხართ თქუჱნ დოჯეს; უწყიან ესე ყოველთა და ყოველნი დარწმუნებულ არიან, რო მალე იქნებით თქუჱნ დოგარესსა.

- არა, გრიმანი, არა, - უპასუხა დაფიქრებულმან გრაჶინამ: - და არცა თუ მწადს მე ეგე. არა მსურს მე ის ტიტული, რომელსამცა ნანდვილ საუკუნოდ შეეკავშირებინოს ისი ჩემთანა, მაგრამ შესაძლოა, შექმნილ იყოს მისთვის თავის დროზე მძიმედ ჯაჭვად. არა! ბედნიერი ვარ,გრიმანი, ბედნიერი ვარ ისე, რო უმეტეს არღა შესაძლოა.ალესსანდრო ახალ-გაზრდაა, მშვენიერი, კეთილ-შობილი, და დოჯეა ისი. მხოლოდ მე მრთელს ვენეციაში - ვეღირსე იმის ყურად-ღებას, და არას ვითხოვ მე იმისაგან, გარდა სიყვარულისა. მართალია,გრიმანი, მიყვარს მე ისი, არა ისე, როგორც ახლანდელთა ვენეციელათა, - დასძინა გრაჶინამ, ამაყად ზეაღიწივა რა თავი: -ალესსანდრო მიყვარს მე სიყვარულითა მოიჭვარითა, განუსვენებლობითითა, და სიყვარული ესე მმსახურებს მე სასჯელად ჩემის ცოდვისათვის, ჩემის სისუსტისათვის.

იტყოდა რა ესრედ, გრაჶინა სდგა კარის ბჭის მარმარილოს ფილაქანზე, მიმქცევი მშვენიერისა ბადრისა თვისისაგრიმანისადმი და უკვე აღმწეველი მარცხენითა ჴელითა მძიმისა ფარდისა ეკკლესიის კარისა. სამხატვროსა ამას მდგომარეობაში ემსგავსებოდა ისა ერთსა განსაცვიფრებელთა მათ ღმერთათასა, პირსა შინა რომელთაცა ვერონეზეგამოხატა სამშობლო თვისი ვენეცია -. ტანსა მისსა, შემოწუთხვილსა გრძელითა შავის ატლასის კაბითა, აქვნდა ყოველივე ლბილი მიმორხევა ტანისა აზიელთა დედაკაცთასა, რომელნი უმეტესსა ნაწილსა სიცოცხლისასა განატარებენ წოლით; პირის-სახე მისი, შეღრუბლილი ნაზით ქარვის აჩრდილით; წყლიანნი, დიდნი, ტრედის-ფერნი თვალნი; გიშრის თმა; ბაწაწანი, წვრილნი ჴელნი, ჰინით შეღებილი ბრჩხილებითურთ, რომელსაცა სომეხნი ჰყიდიან ვენეციისნავთ-საყუდელში; წვლილნი ფერხნი, ლაღად მოთამაშენი ბაწაწათა, ლბილთა ფოსტალთა შინა,- ყოველივე ესე ერთბამ შეადგენდა რასამე საოცრად მომაცთუნებელსა.

გამოეთხოებოდა რაგრიმანის, უთხრა მას: მე აქ მოვუცდი დოჯეს, და თქუჱნ, საყვარელო პროკურატორო, ნუ დაივიწყებთ, რო დღეს ვახშმად დაპატიჟებული ბძანდებით ჩემთან.

- და რო ნება მაქვს მე კოცნა მშვენიერისა ჴელისა, რომელსაც დაუწერია დაპატიჟება ჩემი? - მოახსენა მასგრიმანი და პატივისცემით უამბორა ჴელსა.

გრაჶინა შევიდა ეკკლესიასა, დაგრიმანი დაშთა მოედანზე და იყურებოდა კერძოდ ჯიუდეკკისა. რაოდენისამე ჟამისა შემდგომ გამოვიდა მოედანსა ლივრეათი მოსილი კაცი, რომელიცა, როგორც სჩნდა, ეძიებდა მას.

როდესაც ეს კაცი მოახლოვდა, გრიმანიმ ჰკითხა:

- ახალი ამბავი რა იცი,გვასპოლო?

- ცუდი ამბავებია, თქუჱნო აღმატებულებავ. - მოახსენა მასგვასპოლო, მზარეულმან მისმან. - წუჴელი გიაჴელ მე პადუას თქუჱნთვის მოსახსენებელად, რო შინ შეგვემთხვა რაღაც საოცარი საქმე.

- რა საქმე?

- აქ არ შემიძლიან მე მოხსენება, წამობძანდით.- უთხრა მას გვასპოლო და ორნივე საჩქაროდ

წარვიდენ.

ამისა შემდგომ, ნახევარ საათის უკან, ახალგაზდანი პატრიკიოსნი იგი, რომელნიცა ვიხილეთ უკვე ჩვენ, უკუმოიქცნენ მოედნად. ყოვლისამებრ სჩნდა, რომე წესიერად ესაუზმნად მათ. სამნივე იცინოდნენ და ხმამაღლად ლაპარაკობდენ არა ყურად-მღებელნი განმვლელ-გამოვლელთადმი.

- ხა! ხა! ხა! საუცხოვოა,- იტყოდა ტრევიზანი.

- ჩინებულია! - დაიყვირა მოჩენიგო.

- თითონ ჩვენი საყვარელი გრიმანიც გაიხარხარებს. - დასძინა რანუძი.

- სუ! აი თითონ ისიც და მარკიზაცა. ახლა ეს ისტორია მოფენილია მრთელს ქალაქში, და ამისთვის, რა საკვირველია, უნდა გამოსცხადდეს საზოგადოობაში თავის ცოლით. რო აჩვენოს ხალხს ვითომც სიცრუვეა ეს ამბავი.

გრიმანიმ განაცილა ცოლი თვისი საყდრამდის და თვით უკუმოიქცა მოედანსა.

- უნდა მივულოცოთ, - სთქვა ტრევიზანი.

- სინიორე გრიმანი! - შეჰყვირეს ყმაწვილთა კაცთა და დაუკრეს მას თავი მკიცხველობითით პატივის-ცემით.- როგორ ბძანდებით?

- ცუდად. სინიორებო: მრთელი ღამე ვიყავ გზაში.

- მაშ ვახშამს ვერ მოუსწარით შინ?

- რა ვახშამს?

- მაშ ვინ მოახდინა თქუჱნის გულისათვის, თქუჱნსა, უთქუჱნოდ, მსჯავრი და განსამართლება?

- რას ნიშნავს ეგე, სინიორებო? - ჰკითხაგრიმანი ფარულით განცვიფრებით.

ჟამსა ამას მოვიდა სბირი, მრთლად შავად მოსილი, მიართვაგრიმანის ჩალთა-ბუდე და მოახსენა:

- ქაღალდებია ქვენს აღმატებულებასთან.

- კარგი.

- როგორ არ გეთაკილებათგრიმანი, რო იცნობთ მაგისთანა კაცებს!

- ამათ ხანდახან მოაქვსთ ცნობისა დიაღ ღირსნი და სასარგებლონი ქაღალდები. მაგალითებრ, აი თუნდ ესე,- და მისცა მან მოჩენიგოს პაკეტი.

მოჩენიგომ წარიკითხა ზედა-წარწერა ესე: , „უფალს ინკვიზიტორს გრიმანის“

- როგორ? განა ინკვიზიტორად დაგნიშნეს თქუჱნ, გრიმანი?

- სჩანს, აგრეა. და ამისთვის ვიცი მე, რო, ამ დღეებში, სთამაშობდით თქუჱნ ბირიბის [17] ორს შვედთან, სინიორე მოჩენიგო.

- დიაღ; და, მახსოვს კიდეც რო მოვიგე.

- კიდევ არაფერი ეგე, მაგრამ თქუჱნ სთამაშობდით ყალბით ქაღალდებით...

- რა სიცრუვეა! ვინ გითხრათ თქუჱნ ეგე?

- თქუჱნ დაგრჩენოდათ ის ქაღალდები ლამაზს ლუკრეციასთან. აი, ვინ მითხრა... ამას გარდა, თქუჱნზე შემოტანილია საჩივარი... წაიკითხეთ თქუჱნ თითონ...

- როგორ მიხარიან, რო სენატს დაუნიშნავხართ ინკვიზიტორად, საყვარელო გრიმანი! თქვნ იქნებით მფფარველი ჩვენი,- უთხრა მას მოჩენიგო და მოეხვივა. მას უკან წასჩურჩულა: გახსოვდესთ, რო მე თქუჱნ დაგპირდი ბიძის ჩემი სორიოს სამკვიდრებელის ნაწილს.

- რამთენიმე ბოჩკა მაქვს მე მალვაზია და ჩინებული ისპანური ღვინო: ერთს წყვილს გამოგიგზავნი მე თქუჱნ,- სთქვატრევიზანი, ეგრეთვე მოეხვეოდა რა ახალსა ინკვიზიტორსა.

- ტრევიზანი, აკვილასყავახანას მოქირავე მიუცილებლად ითხოვს, რო პალაცცო თქუჱნი გაისყიდოს, რადგანც გმართებს თქუჱნ იმისი...

- უმადური! იმას მართებს ჩემი... იმისის საჴელ-განთქმულობისათვის. მე დავუგდე იმას კარგი საჴელი... ერთი მითხარით,გრიმანი, ეს რა სბირები დასწანწალებენ საყდართან?

- ჩემები არიან. დღეს უნდა დავიჭირო მე ერთი ყმაწვილი. - სთქვა რა ესე, გრიმანი მიეახლოვა მესამესა ახალ-გასდასა პატრიკიოსსა და უთხრა: - გამიგონეთ, რანუძი... მიიღეთ ჩემგან ეს მეგობრული რჩევა: ნუ დარჩებით ამაღამ დიდს ხანს გრაჶინა აძოლას სახლში... თქუჱნ თითონ უნდა იცოდეთ, რა განსაცდელი გექადის...

- ეე, და კარგი,გრიმანი, განა ისე უნდა გამოიმეტოთ თქუჱნ ამისთანა კეთილი ბიჭი, რო აგრე ფიცჴელად მოექცეთ,- უთხრა მასმოჩენიგო, ანიშნა რარანუძიზე, რომელიცა სიკვდილებრ გადაფითრდა.- მაშ, თუ მიუცილებლად გნებავს თქუჱნ დღეს დაჭერა ვისიმე, სჯობს გააბათ ერთი ყმაწვილი, რომელმაც, წუჴელის, გრაჶისლიპპონესას, მომიგო მე სამი ათასი სკუდი, ამისთვის რო წინათვე არა დავსდიერა... არა მქონდა მე თან აი, ესენი, - და აღმოიღო მან ჯიბისაგან ერთი დასტა ყალბი ქაღალდები.

- ღვთის გულისათვის, დამალეთ ეგ ქაღალდები, - დაიყვირაგრიმანი:

- თუ არა, იძულებულ ვიქნები მე დაგიჭირო თქუჱნ...

- ეე! კარგი, თუ ღმერთი გრწამს,გრიმანი. ვითომც ერთად არ გვეთამაშნოს ჩვენ ამ ქაღალდებით ლუკრეციასას... და თითონ ის წიგნიცა მაქვს მე, რომლითაც სთხოვთ თქუჱნ იმ ქალს, რო არავის უთხრას იმან ესე... მაგრამ, ნუ გეშინიანთკი; თუმცა ინკვიზიტორიცა ბძანდებით ახლა, მაგრამ ჩვენ მაშინც ისევ თქუჱნი მეგობრები ვართ...

- მაშ, დამიმტკიცეთ ეგ მეგობრობა: შემეწიეთ მე ვიპოვნოთ ის საძაგელი, რომელიცა ყოფილა გუშინ ჩემსას... ჩემი ცოლი, რა საკვირველია, ამბობს, რო ეს ამბავი სულ ტყუილია, მოგონებულიაო, მაგრამ იჭვი კი მაქვს მე საჴელდობ იმ ფრანცუზზე, რომელმაც მოგიგოთ თქუჱნ...

თვით ჟამსა ამას ურიათ უბანში შეისმა ხმაურობა და და ხარხარი.გრიმანიმ და პატრიკიოსთა მოიხედეს და იხილეს კაცი, რომელსაცა ჴელსა ეპყრა წიგნი და მოდიოდა ხიდითგან, და, ნანდვილ, იყო ისი საკმაოდ სასაცილო. მოსილ იყო სრულებით სხვებრ, ვითარმეღა იმოსებოდენ იყო სრულებით სხვებრ, ვითარმეღა იმოსებოდენ ყმაწვილნი კაცნი ვენეციაში-. ცის-ფერი კაბა მისი, შეკერილი უკანასკნელის ვერსალურის ჩვეულებისამებრ, დაჭრელებულ იყო მოფრინავით პეპელებით და ბაწაწებით კოლიბრებით [18], რომელნიცა ჰკენკვიდენ ნაკერს ალუბალს. ყოველს თითზე ჰქონდა მას დიდი ბეჭედი. ეს კაცი იყო უკვე ოცდა-ათ-ხუთმეტისა თუ ოცდა-ათრვამეტისა წლისა, და, ჩვეულებისაებრ მაშინდელთა ფრანცუზთა მარკიზთა, განგებ იქცეოდა ქარიანად და დაბნეულად, როგორც გინგლიანი ჭაბუკი.

- ეს არი თითონ ისი, - სთქვა მდაბლით ხმით მოჩენიგო. - იქნება ეს ბატონიც ყალბით ქაღალდებით სთამაშობდა...

მაგას ჩვენ ეხლავ შევიტყობთ,- უპასუხა მასგრიმანი, - თქუჱნ ჩამომეცალეთ მხოლოდ ცოტას ხანს დაველაპარაკო მე ამას, მინამ გრაჶინა არ გამოსულა ეკკლესიიდამ.

ახალ-გაზდანი კაცნი წარვიდენ, დაგრიმანი ჩამოსჯდა ურიას ოტტალეს სახლთან მდგომარეს მერხზე.

რა ჩამოვიდა ხიდიდამ, მარკიზ მიიხედ-მოიხედვიდა, უეჭველად მისთვის, რომ არა უწყოდა თუ საით წარსრულიყო, და მასუკან დახედა თვისსა წიგნსა, რომელი იყო ჴელთ-მძღვანი წიგნი მოგზაურთათვის. თვალთ ქვეშ მოხვდა მას ნაწერი ესე: ვენეციაშიარიან მრავალნი პატიოსანნი ჩიჩერონენი[19], რომელნი ერთგულად შეეწევიან უცხო-ქვეყნიერთა: ძეგლთა განხილვაში, თამაშობაში და სამიჯნუროს საქმეებში. ცნობა მათი შეიძლება მით, რომე, ჩვეულებრივ, მჯდომარებენ ისინი მარტოდ, სადამე მოედანზე და მოელოდებიან უცხო-ქვეყნიერსა, რომელსაცა აქვს შესაფერი რაოდენობა პისტოლთა[20].

თვით წამსა ამას მოჰკრა მან თვალიგრიმანის და სთქვა თავსა შორის თვისსა მარკიზ.- საუცხოვოა! ეს უნდა იყოს ჩიჩერონე.

და ზრდილობიანად მოვიდა რაგრიმანისთან, უთხრა მას:

- თქუჱნ, უთუოდ, შეექცევით აქ გრილოთი... რას ვამბობ? გარეთ ოცდა-ათი გრადუსია სიცხე. ჯერ კიდევ მელანდება მე ვითომ ვიყო თუილრიში[21].

- უეჭველად, ეძებთ თქუჱნ, სინიორე, თქუჱნ მოსამსახურეებს?

- არა. ჩემი მოსამსახურეები დარჩნენ ხიდს იქით, როდესაც გამოველ მე კარეტიდამ... რას ვამბობ? გონდოლადამ. რა მშვენიერია თქუჱნი ვენეცია მართლად ნაკლები არ ყოფილა ჩვენს ქუჩის სენტ-ონორეზე, მხოლოდ ეს უბანი მცირედ ემსგავსების ბასტილიის[22] ქუჩა-ბანდს. რა ჰქვიან ამ ადგილს?

- უბანი გეტტო.

- მითხარით, საყვარელო მეგობარო, - განაგრძობდა მარკიზ, მისცემდა რაგრიმანის ქისას, რომელი არა მიიღო მან -: აქ ხო არ გამოსულან გონდოლადამ, ნახევარ საათის წინ, ქალი და კავალერი?

- ვენეციაში ყოველს ქალს ჰყავს თავისი კალავერი,- უთხრა მას გრილად გრიმანი.

- ვიცი; იტყვიან ზოგს ორ-ორიც ჰყვანდეს; მაგრამ მაგას არ გკითხამ. კავალერი ტანთ-მოსილ იყო თითქმის აგრე, როგორც თქუჱნ, და ჴელში ეჭირა ქოლგა ქალისა; ქალი იყო შავ-პირ-ბადიანი.

„ჩემ ცოლს ხო არ ეძებსო? იფიქრა გრიმანიმ“.

ჩვენ შევიყარენით არხთან. ჩვენი კარეტები... რას ვამბობ! ჩვენი გონდოლები კინაღამ შეეჯახნენ ერთმანერთს. იმ დროს ქალმა თავი გამოჰყო და უნდოდა ეთქვა რამე მწაფელისათვის... მეგონდოლესათვის, და მგონია ვიცნობდე მე იმ ქალს. სხვებრ, რა საკვრველია, მხოლოდ ხმა ვიცან მე იმისი, რადგანც, საძაგელის აქაურის ჩვეულებისამებრ, იმისი პირის-სახე დაბურვილ იყო ბადე-მაქმანის პირ-ბადით. მხოლოდ საარშიყოდ მოველ მე აქ... ფრანციაში ჩვენ ამისთვის შობილვართ.

- და თუ ის ქალი ქმრიანია?

- რას დავსდევ! ქმრები ბუზებათაც არ მიმაჩნია. ქმრები და მოვახშენი სულ ერთნი არიან ჩემთვის... ქმრებისაგან არ მეშინიან: თავის ფეხებადმდე სარკე ვარ უშიშროებისა...

კვეხნა, სასაცილონი სიტყვანი და კვალად უმეტეს მკვირცხლნი ტანის კლაკნვანი კაცისა ამისნი დიდად შეაქცევდენ სინიორგრიმანის.

- თუ მიუცილებლად გნებავსთ ნახვა იმ ქალისა, მე თქუჱნ გეტყვი სად შეიძლება ნახოთ...

- ოჰ! ღვთის გულისათვის, მითხარით...

- აქ, საყდარშია ისა.

- და რა უნდა ვქნა, როდესაც გამოვიდეს ისა?

- მაგისი კი თქუჱნ იცით. თქუჱნ თითონ ბძანებთ, რო გულადი ხართ: ახადეთ პირ-ბადე.

- ავხადო პირ-ბადე! ოჰ! საშინელი გამბედველობა იქნება ეგე! დიდი გამბედველობა! საკვირველი გამბედველობა! - და მარკიზ შემოტრიალდა ქუსლებზე. მასუკან მიუბრუნდა გრიმანის, რომელსაცა ჯერეთ რაცხდა ჩიჩერონედ, და ჰკითხა მას რაოდენმე ყოყმანებით:

- და გგონიათ კი თქუჱნ რო არ გაჯავრდეს ისა?

- დედა-კაცებს უყვარსთ გამბედველობა. არ ვიცი.. პარიჟშიიქნება სავნებელად ყოფილიყოს თქუჱნთვის ესე, მაგრამ აქ კი სასარგებლოდ გექნებათ...

„რა მშვენიერი ქალაქია!“- სთქვა თავსა შორის თვისსა მარკიზ. - „მხოლოდ რო მოველ და ეხლავ ჩემი საქმეებიც იჩარხებიან“.

თვით ამ დროს გამოვიდა ეკკლესიიდამ გრაჶინააძოლა დაგრიმანიცა წარვიდა მისაგებებლად მისა. გრაჶინამ მოსჭიდა მას ჴელი, განიხმო კერძოდ და უთხრა:

ცერემონია მალე დასრულდება და ჯერ არ მოსულა ისი...

- ვინ, გრაჶინავ?

- დოჯე, განა არ იცით, დოჯე. სხვა ვინ მეკითხება მე. ნეტა სად იქნება?... ოჰ, მითხარით ღვთის გულისათვის. შინადამ ხო არ გამოსულა ისი მასკით? თქუჱნმა პოლიციამ უნდა იცოდეს.

- რად სწუხართ, გრაჶინავ? მგონია მოგახსენე მე თქუჱნ, რო დოჯე დღეს დიდად შეცულია საქმეებით... ჩვენი განხეთქილება ბარბარიისსამფლობელოებთან... მომზადება ფლოტისა...

- უთუოდ უნდა ვნახო მე ისი... წავალ სასახლეში... სად არიან ბიჭები?... უბძანეთ მომიტანონ გონდოლა.

შორის მისა ვითარგრიმანი წარვიდა გონდოლასათვის, მარკიზ კლაკნვით მივიდა გრაჶინასთან და უთხრა მედიდურით კილოვნებით:

- ქალბატონო, კეთილ-იქნებეთ ახლა პირ-ბადისა.

- სჩანს, სცთებით თქუჱნ, - გრილად მიუგო გრაჶინამ, მიახლოვდებოდა რა კიდესა.

- ოო! არა, დედოფალო მშვენიერებისაო! არა ვსცთები მე. კიდევაც გთხოვ მე თქუჱნ, აიხადეთ ეს გულის მასაწვრილებელი პირ-ბადე.

და ვიდრემდის გრაჶინა მოასწრობდა გონდოლაში ჩასვლას, მარკიზმან აღუწივა მას პირ-ბადე.

- რა სილაღეა!- შეჰყვირა გრაჶინამ.- სინიორე ინკვიზიტორო! უბძანეთ დაიჭირონ ეს კაცი.

- გაჩხრიკეთ ეს უფალი და წაიყვანეთ საპყრობილეს,- დაუყვირა გრიმანიმ სბირთა, რომელნიცა სდგნენ მის უკან.

- აი, აი, ინკვიზიტორი! ვაი, რა გავები!- სთქვა თავსაშორის თვისსა საწყალობელმან მარკიზ.

შეჰკრეს ისი და დაუწყეს ჩხრეკა. ამას შორის იწყო ხალხმან გამოსვლა ეკკლესიისაგან, და ყოველნივე ლაპარაკობდენ უკვე ლაღს ქცევაზე მარკიზისა.- სხვა ქვეყნიდამ მოთრეულა,- ჰყვიროდენ მეხომალდენი და სხვანი ნავთ-საყუდელისა მცხოვრებნი, - და განბედა კიდეც ამან გაუპატიურება ჩვენის კეთილის-მყოფელასი, ჩვენის მშვენიერას გრაჶინასი! უძახეთ ეგ არხში! არხში!

- გრაჶინავ,- მოახსენაგრიმანიმ,- გარდასწყვიტეთ სვე ამ შეშლილისა. წიგნით, რომელიც იპოვეს ამის ჯიბეში, სჩანს, რო ეს გახლავს მარკიზდე-სალუს.

- მარკიზ დე-სალუს! აქ ვენეციაში-!

გრაჶინა მივიდა მარკიზთან: სბირნი პატივის-ცემით ჩამოეცალნენ მას.- დღეს საღამოზე, ცხრა საათზე მობძანდით გრაჶინააძოლას პალაცცოს: თქუჱნთან ნებავსთ ცალკე მოლაპარაკება,- უთხრა მას ხმა-მდაბლად გრაჶინამ.

მას უკან გრაჶინა მივიდა გრიმანისთან, უთხრა მას რავდენიმე სიტყვა და წარემართა თვისად.გრიმანიმ მსწრაფლ ბრძანა განთავისუფლება მარკიზისა, რომელმანცა ისწრაფა თვისისა გონდოლასაკენ სიხარულითა დიდითა, რომ ასე ადვილად დაეხრწივა და საღამოზე მოელის მას ნახვა ლამაზის ქალისა.

მარკიზმან არ დაიგვიანა. საათი წმიდისმარკოსის ეკკლესიაზე ჯერეთ მხოლოდ სცემდა ცხრასა და უკვე იყო ისი დიდ-მშვენიერს პალაცცოსთან გრაჶინა აძოლლასა; და შორის ამისა, ემზადებოდა რა დანიშნულისა ნახვისათვის ორს საათადმდე ტანს იცვამდა ისი.

გრაჶინას მოახლემ ბერძენმან, ჩუმად შეიყვანა ისი სახლსა. განიარა მან რავდენიმე ზალა, დიდ-მშვენიერად განათლებულნი; მერმედ ერთის აივანის დასასრულში შიმუნვარი შესდგა... აღსწია მან მდიდარი ფარდა კარისა და მარკიზ განსცხადდა გრაჶინას მშვენიერს საწოლში.

„დიდ-მშვენიერი პალაცცოა! ორი სავარძელიც მოუმზადებიათ! ვნახოთ რა იქნება“ - სთქვა მარკიზ თავსა შორის თვისსა.

მარკიზ ჯერეთ არ დამჯდარიყო სწორედ, ვითარ მის წინ განსცხადდა გრაჶინა ყოვლითა ბრწყინვალებითა სამეჯლისოს მორთულობისათა... თუმცა გრაჶინა აძოლა იყო ფერ-მკრთალ, მაგრამ მომაცთუნებელ-მშვენიერ... მსუბუქი ღრუბელი პუდრისა[23] დასთრთვილვიდა შავსა თმასა მისსა და წარბთა.

- რად გინებებიათ, გრაჶინავ, ამისთანა მორთვა საიდუმლოს ნახვისათვი? მგონია საჭირო არ იყოს,- სთქვა მარკიზ ვერაგულით განცვიფრებით.

დროსა სხვასა მარკიზ მყისვე დასჯილ იყოს, ესრეთისა კადნიერებისათვის, ვიცით, შეურაცხებითით მდუმარებით; მაგრამ, იჩვენებოდა, რომე გრაჶინა განზრახულ იყო თანა-წარხდომად მასთანა, ამისთვის რომ დაჰფარვიდა რა წყენასა თვისსა, სთქვა მან:

- სიამოვნით ვხედავ მე, მარკიზ, რო თქუჱნც მორთულხართ ჩემთვის... სხვებრ, - დასძინა მან სიცილით: - დღევანდელი შემთხვევა გვასწავებს ჩვენ, რო ვენეციაში - საშიშარია ქუჩებში სიარული ზიზილ-პიპილოებით...

- ნუღა მიბძანებთ... კინაღამ გავები!...

- რატო მაშინვე არა სთქვით თქუჱნი საჴელი? და როგორ შეიძლებოდა ჩემის პირ-ბადის ახდა!... სხვებრ, არაფერია ესე. მინდოდა მე, მარკიზ, მეთხოვნა თქუჱნთვის, საქვეყნოდ არ გაგეხადათ ერთი საიდუმლო... ვიცი კეთილ-შობილი და დიდ-სული ბძანდებით თქუჱნ... ეს ლაპარაკია არა გრაჶინა აძოლაზე, არამედ ერთს ქალზე რომელსაც ერქვა საჶია...

- საჶია!... ინებეთ ვილაპარაკოთ საჶიაზე,- სთქვა მარკიზ ესრეთი სახით, რომე გრაჶინა აღსთრთოლდა.

- აქამომდე კიდევ გახსომთ თქუჱნ ისა?

- როგორ არ მახსოვდეს!... მართალია,საჶიას მაშინ ჯერ არ ჰქონდა დიდ-მშვენიერი პალაცცო... და როდესაც სწერდა ისა თავის საშიშარს წიგნებს, უუცხოველესით სიყვარულით მგზნებარეთ, რომელნიცა გამომეტაცებინა მე იმან თვით ჯოჯოხეთის სულისაგან... მრავალი სატანჯველი გარდამახდევინა მე იმან... მე, მარკიზდე-სალუს, იძულებულ ვიყავ ბრძოლად რომელსამე ჯადო-ქარს, თვალთ-მაქცს კალიოსტროსთან...

- დიაღ, ვიცი რო ჩემის გულისათვის იბრძოდით თქუჱნ, - სთქვა გრაჶინამ გულ-ჩჩვილად,- ... და კალიოსტრომაც მოგცათ ჩემი წიგნები...

- დიაღ, მომცა, მაგრამ კინაღამ თავიც ზედ დამადებინა იმ წიგნებზე. კალიოსტრო იბრძვის ჯაზაიროსანისავით... დამჭრა მე იმან, მრთელი ორი თთვე მდებარედ ვიყავ, და ყოველივე ესე გარდავითმინე იმისათვის, რო დამებრუნებინა თქუჱნთვის ის სამიჯნურო წიგნები, რომელნიც მიგეწერათ თქუჱნ სხვებისათვის!...

მარკიზმან ამაყად შეხედა გრაჶინას: ელოდებოდა ისი ხილვად, თუ ვითარსა მოქმედებასა აღმოაჩენდა ყვედრება ესე უმადლოებისათვის.

- თქუჱნ მართალი ბძანდებით, მარკიზ; მაგრამ გამიგონეთ. დამნაშავე გახლავარ მხოლოდ ამით, რო მადლობას მოგახსენებ მე თქუჱნ ვენეციაში იმისათვის, რაც ჰქენით თქუჱნ ჩემთვის პარიჟში, მაგრამ, თქუჱნ მხოლოდ ნახევარი იცით ჩემის ისტორიისა; დანაშთენმა, იქნება განმამართლოს თქუჱნთან.

სდუმნა რა წამი ერთი, განაგრძობდა ისა: - უეჭველად გეხსომებათ თქუჱნ საკვირველი, საიდუმლო სახლი კალიოსტროსი, სადაცა, მოგვობის მიზეზით შეკრბებოდენ ჩინებულნი გვამნი, მდიდარნი უცხო-ქვეყნიერნი და სხვანი შექცევათა მოყვარენი. იმ უბედურთა შორის, რომელთაცა გრაჶი უწოდებდა თავის გვრიტებად, ვირიცხებოდი მეცა... ეს საქმე იყო თხუთმეტის წლის წინ; მაშინ ვიყავ მეც თხუთმეტის წლისა... მე ვიყავ მაშინ ლამაზი... ვიყავ თუ არა, ასე მაინც მეტყოდენ ხოლმე მე... და მაშინ ვიყავ ადრიანოპოლიდამ მოყვანილი, სადაცა მიყიდა მე გრაჶმა ტეკელლიმ... ჩვენი ხომალდი რო მოვიდოდა ვენეციას, მეორეს დღეს, ერთი მდიდარი და მშვენიერი დედა-კაცი მოვიდა ჩვენთან, აჩვენა გრაჶს რაღაც წიგნები და მაშინვე გრაჶმაც მიმცა მე იმას. ის ბანოვანი მომეხვია მე და მითხრა:- ხვალ მივალთო ჩვენ ფრანციას: იქ ყმობა არ არიო; იქ ყოველი სული თავის-უფალიაო. თუ გნებავს თქუჱნც წამომყევითო.

- მე თქუჱნი გახლავარ მეთქი, ვუთხარ მე იმას და მოვეხვიე იმ ჩემის მხსნელის მუხლებს. გრაჶმა მითხრა მეთქი მე, რო თქუჱნ მოგცათ იმან ყოველივე უფლება თავისი ჩემზე.

- ფრანციას მივალთო მე და ჩემი ქმარი, მეტყოდა ისა; დილით ადრე ჩვენ ვიქნებითო ფუზინაში...

- სიხარულისაგან არღა ვიყავ მე და ვკოცნიდი ჩემის კეთილის-მყოფელას ჴელებს; თავის-უფალი ვიყავ მე. გრაჶინატეკელლის ყოველთვის ვუყვარდი მე; სტიროდა ისა; შიშობდა ჩემთვის და მეტყოდა მე: „საბრალობელო საჶია! არ ვიცნობო მე იმ დედა-კაცს, მაგრამ კი ვიციო, რო გრაჶი არა ერთ-ჯერ ყოფილაო მსხვერპლად უსინიდისოთა ქვებუდანთა კაცთა, და წარაგო თითქმის ყოველი თავისი საცხოვრებელიო. დაგიფაროსო შენ ყოვლად წმიდამ ღვთის მშობელმანო. ინებოს ღმერთმა, საჶია, სასინანულოდ არ შეგექნას შენი თავის-უფლებაო.“

- ვფიქრობდი მე, რო გრაჶინა მეტყოდა ამას მხოლოდ იმისთვის, რო სწუხდა ჩემს მოშორებას, და ისე მეჩვენებოდა მე, რო პირველ-ჯერ მაშინ აღმოვიფშვინე მე თავის-უფლად, და რო მაშინ მხოლოდ შევსვამდი მე წმინდასა და გრილსა ჰაერსა. ცრემლით ვმადლობდი მე ღმერთსა. ის დღე გავატარე მე საამურით ფიქრებით. ღამით ჩვენს ხომალდს მოადგა ექვს-ნიჩბიანი პეოტტა[24]. იმაში იჯდა კაცი განიერ-ბინიშიანი და ქალი- მარკიზა ავიდნენ ისინი ხომალდზე. წამსა ერთსა მოვემზადე მე და წამიყვანეს იმათ; მხოლოდ ფუზინაში შევიტყე მე, რო მარკიზას ერქვა სერაფინა...

- სერაფინა ფელიციანი!- განცვიფრებით წარმოსთქვა მარკიზ.

- დიაღ, სერაფინა ფელიციანი,- დედა-კაცი, რომელიცა ეპოვა კალიოსტროს რომელსამე ვენეციის რიდოტტიში[25]. დედა-კაცი დიდად ძვირფასი იმისათვის, ის საშინელი დიაცი, რომელიც ენით თაფლს იწვეთებოდა და გულ-მუცელს შხამით ავსებდა... აი, როგორს ხალხს ჩავუვარდი მე ჴელში!

- მრთელს ჩვენს მგზავრობაში სერაფინა ფელიციანი და ქმარი იმისი მიალერსებდენ მე და მიჩვენებდენ უუტრფიალესსა სიყვარულსა. რა საკვირველია, რო მაშინ არცა თუ იჭვის მიტანა შემეძლო მე საძაგელს იმათ ანგარიშებზე და განზრახვაზე. წარმოიდგინეთ თვალწინ ქალწული ქალი, რომელიცა გრძელ-ჟამ დაშვრებოდა ტყვეობაში, რომელსაც ყოველი ურია გარს ევლებოდა, როგორც სავაჭროს, რომელიცა სიყრმითგან სძრწოდა მეკომბრის შოლტის ქვეშ და შემდგომად გამოკიდებულ იყო გრაჶს ტეკელლიზე, ამპარტავანს და ცოფიანს კაცზე, რომლისაც პირველი ტყვე იყო ცოლი იმისი, გრაჶინა ტეკელლი, თითონ ისა, რომელმაც აღმოაჩინა ისეთი გულადობა მონჩაგოს გამაგრებაში. რა საკვირველია,რო ამისთანა ტანჯვის მნახველს ცრუ მარკიზა ფელიციანი მეჩვენა მე ანგელოსად სიმშვიდისა და კეთილისა. თვალ წინ წარმომიდგენდა მე ისა ფრანციას -, როგორც სასწაულების ქვეყანას; ხშირად მეტყოდა მე, რო იქ ქალები დედოფლობენო მშვენიერებით, და რო მშვენიერი ვიყავ მე. ეს მგზავრობა იყო ჩემთვის მომაცთუნებელ სიზმრად. გრაჶი მომხიბლავდა მე თავისით საშინელით თვალებით და მეტყოდა სადგომთათვის სრულიად ჩემთვის ახალთა, საიდუმლოთა სასახლეთათვის, სადაცა სდგანან არა ქვეყნიერნი არსებანი და მსახურებენ იმათ ახალ-გაზდანი ქალნი, რომელთაც პირველს თვისებად უნდა იყოს უმანკოება, ქალწულება გულისა. თვისებათა ამათ სრულებით ვფლობდი მე: გული ჩემი ჯერეთ უცნობი იყო სიყვარულისა, ჯერეთ არავის დავემორჩილებინე მე, გარდა სასტიკას მეუფასი, რომელიც ვსცან მე სიყრმით ჩემითგან და რომელსაცა უწოდებენ უბედურებად. ლაპარაკში გრაჶს განვუცხადებდი მე ყოველსა გულის-ზრახვასა ჩემსა, არა დავფარვიდი იმისაგან არცა ერთსა მგრძნობელობათა ჩემთაგანსა; ისი იყო მოძღვარი და მე მოწაფე, და მიყვარდა მე ისი, პატივს-ვსცემდი იმას, ვიშიშვოდი იმისგან.

როდესაც მოვედით ჩვენ პარიჟს-, მომექცეოდენ მე, როგორც შვილსა მარკიზა ფელიციანისასა. სახლი გრაჶისა, მიფარებული მაღალით კელდებით, უდაბურს გარეთ-უბანში, პირველად მეჩვენა მე საპყრობილედ. მწუხარებით მამაგონდებოდა მე პაწაწა ოთახი, რომელშიც ვსცხოვდებდი მე ხომალდში; იქ მაინც ვაბაცბაცებდი მე თვალებს განუსაზღვრელს ზღვის სივრცეზე და შემეძლო შევქცეოდი ზვირთთა მზერითა, რომელნიცა გარდაიშლებოდენ ჩემს ფეხ ქვეშ. ჭმუნვარებამ მომიცვა მე და თვალთა მომერთვნა ცრემლნი. მარკიზამ შემამცნივა მე ესე და მითხრა:- გული დაიმშვიდე, ჩემო საყვარელო; რამთენისამე დღის უკან ეს სახლი განბრწყინდებაო ოქროთი, გაკაშკაშდებაო კამკამიერით ნათლით და განიხმაურებაო მხიარულის მეჯლისის ამბოხებით. ნუ სტირ და გაუფრთხილდი შენს მშვენიერებასაო... ხვალ ჩვენსა იქნებიანო გრაჶის მეგობრები, ჩინებულნი და დარბაისელნი გვამნი. იქნება პირველად განჰკვირდეო შენ იმათ ქცევაზე; მაგრამ გახსომდესო, რო თვალ-ყური მეჭირებაო მე შენზე და დაგიფარავო შენ, როგორც მზრუნველი დედა. შენ ხარო საყვარელი შვილი ჩემი, საჶია. ხვალ ჩვენ მოგრთავთო იონიურით ტანის-სამოსით, რომელიც გაჩუქაო შენ გრაჶინამ ტეკელლი.

- მეორეს დღეს, თითონ გრაჶმა, განუშორებლად თვალის მადევნებელმან ჩემმან, შემიყვანა მე სასტუმროში. ყველანი შემომეხვივნენ მე, სიხარულით აღიტაცებოდენ და ქებას შემასხავდენ. თუმცა არა მესმოდარა მე, ამისთვის რო ის კაცები ლაპარაკობდენ იმ ენით, რომელიც ჯერ არ ვიცოდი მე, მაგრამ კი ვგრძნობდი, რო მშვენიერი ვიყავ მე და დამხაროდენ. რაღა დაწვლილებით გიამბო მე თქუჱნ, მარკიზ, თუ რომლის ღონის-ძიებით მიმიყვანეს მე იქამდინ, რაც ვიყავ შემდგომში. ჩემმა უმანკოებამ და გამოუცდელობამ წარმწყმიდეს მე. არა იჭვნეული განსაცდელისათვის, არცაღა თუ ფიქრადცა გამომხატველი რო ყოფა განსაცდელისა შესაძლო იყოს, ბრმად შევუდგებოდი მე მზაკვართა რჩევათა სერაფინა ფელიციანისათა, და, არა მცოდნე თვით მე ამისი, შევიქენ თანა-ზიარი იმ დიაცისა...

- თანა-ზიარი იმისი?

- სწორედ.კალიოსტრო ხშირად თავისით პირით გვაწერინებდა ჩვენ ყველას წიგნებს და ინახვიდა იმათ. როდესაც საჭიროება მოითხოვდა, მაშინ დააწერდა იმათ პაკეტებზე საჴელსა რომლისამე ჩინებულის, მდიდარის, უცხო-ქვეყნიერის პრინცისასა და ამ სახით მოიზიდევდა იმათ თავის განსაცხრომელს ქვაბსა. იმ წიგნებით გვყიდდა ისი ჩვენ... ჩვენ ვყვანდით იმას დახშულნი, სუფრაზე გვიბძანებდა ღვინის სმასა, რომელიცა მიგვაბრუებდა ჩვენ, და ასე გვიქმდა ჩვენ საბრალო საგანად თავისის ვაჭრობისა... მალე მივხვდი მე სვესა ჩემსა... ზოგჯერ, დილით, ვპოვებდი მე ჩემს ოთახში, ან უმჯობესად ვსთქვა, ჩემს საპყრობილეში, ხან ხმლის ბანტსა, ხან ბეჭედსა, ხან დავიწყებულსა საწვიმარსა... მაშინ ვსცან მე სირცხვილი ჩემი, და, მუხლ-დადრეკით, მწარით ცრემლით ვევედრებოდი ცასა გამოხსნისათვის... თვით იმ საღამოს, სუფრაზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, ყოველი სული მე შემომცქეროდა ჩემს პირ-დაპირ დასჯდა ერთი საჴელოვანი ვენეციელი... პირველმანმე იმისმა შეხედულობამ როგორღაც საოცრად ამრივა მე. მაჟრიალებდა მე და ვერა შევიგნებდი თუ რასთვის; როდესაც მომეახლოვა ისი მე დავბარბაცდი მე... მელაპარაკებოდა მე ისი, არა ისე, როგორც სხვანი გაქნილებით, რომელთაც ურცხვი ლექსები ხშირად განმაწითლებდენ მე; მშვენიერად, კეთილ-შობილურად მელაპარაკებოდა ისი ტკბილით იტალიურით ენით, მელაპარაკებოდა მე დედა-კაცსა, რომელიც შეჩვეულ ვიყავ შეურაცხებასა და მონებასა. აღმამაღლა მე იმან თვით ჩემს თვალში და გამაქცივა საძაგელის ჩემის ბატონის კალიოსტროსაგან. წავედით ჩვენ იტალიასდა სახარულევანი მგზავრობა ჩვენი დასრულდა რომში-. იქ ვსცხოვრეთ ჩვენ მრთელი წელიწადი.

- და კალიოსტრო?

- განცოფებული იმით, რო მისტაცეს იმას უკეთესი თავისი სავაჭრო, დედა-კაცი, რომელზედაცა დააფუძნებდა ისი იმედებს გამდიდრებისათვის,კალიოსტრო მოიჭრა რომს-... ითხოვდა ისი, მოითხოვდა და ვერა რა მიიღო. ერთჴელ, ჴელ-მოკიდებული ჩემისალესსანდროსაგან, გამოვდიოდი მე ეკკლესიიდამ, უცებკალიოსტრრო იმ დროს გასტყვრა, გასძვრა ხალხში, რაღაც წასჩურჩულა ყურშიალესსანდროს და გესლიანით ღიმილით შემომხედა მე. არ ვიცი რა უთხრა იმან, მაგრამ კიალესსანდროს საშინლად ფერი წაუვიდა. ამ ჟამითგან არღა გვინახავს ჩვენ კალიოსტრო.

- მას-უკან გრაჶინავ?

- მას-უკან მალე მოგვიხდა ჩვენ წასვლა ვენეციას -. ჩემი ალესსანდრო, კაცი, რომელსაც შევსწირე მე თავი ჩემი სიკვდილადმდე, აღიყვანეს მაღალს დიდებულს ხარისხზე... აღმოირჩიეს ისი დოჯედ...

- მაშ დოჯე იყო ისი!- წარმოსთქვა მარკიზ დიდით განცვიფრებით.

- რათამცა საუკუნოდ განეწყვიტა საჴელი საჶიასი, რომელითაც, თქუჱნს გარდა, არავინ მიცნობს მე ვენეციაში-, დოჯემ ალესსანდრო გამომითხოვა მე რომში ტიტული გრაჶინა აძოლასი. აქა ვპოვე მე სრული განცხრომა, პალაცცო, ურიცხვნი მოსამსახურენი, მრთელი ერი ჩემს უფლებას ქვეშ; მაგრამ ამასობაში ვსწუხდი მე ... ალესსანდრო ჩემი სრულებით გამოიცვალა... ხშირად ჩაფიქრდებოდა ისი, ხან იყო გაჯავრებული, და ხან ხმა-მაღლად წარმოსთქმიდა კალიოსტროს საჴელსა... იცოდა იმან, რო ჩემგან იყვნენ დაწერილნი ის საუბედურო წიგნები, რომელნიც დაგრჩნენ გრაჶთნ. ამის გასაქარწყლებლად ვეტყოდი მე იმას, რო იმ დროდამ შეცვლილი მქონდა მე საჴელი; მაგრამ ამაზე პასუხად ამას მეტყოდა ხოლმე: რაც უნდა იყოსო ის წიგნები კი შენით ჴელით არიან დაწერილებიო! ამაზე ვიტანჯებოდი მე. იჭვნეულობამ მომიცვა მე და ვფიქრობდი ვითომც მომიძულა მე იმან. მინდოდა გავჭრილვიყავ პარიჟს - და გამომეტაცნა გრაჶის ჴელიდამ ის სვიური წიგნები. მაშინ დამერღვივნეს რა წარსრული, მე კადნიერად მეფიქრეს-მცა მყობადისათვის. კავშირი ჩემი ალესსანდროსთან, რომლისაცა დარღვევა ადვილია ახლა, მაშინ შემძლებიყოს მე რათა შემეცვალა სხვას, უუსაფუძვლიანესს კავშირზე. მაგრამ, როგორ წავსულვიყავ მე პარიჟს-, უიმისოდ!... და მაშინ მოგიგონე მე თქუჱნ, მარკიზ... მართლით გულით გეტყვი, რო ალესსანდროს გაცნობადმდე, არა ერთჴელ მოგიგონებდი მე თქუჱნ, როგორც მხსნელსა ჩემსა, როგორც კაცსა, რომელსაც შეეძლო დაფასება ჩემის დამდაბლებისაცა და ჩემის ქედ-მაღლობისაცა... მოგმართე მე თქუჱნ... ახლა, დანაშთენი თქუჱნ თითონ იცით მარკიზ.

- დიაღ,- მძიმედ სთქვა მარკიზ გესლიანად დააპყრა რა თვალნი საჶიას-: დანაშთენი მე თითონ ვიცი და გმადლობ თქუჱნ თქუჱნის წრფელის აღსარებისათვის. თქუჱნ გიყვარსთ კაცი დიდებული, დოჯე,- დიაღ საუცხოვოა ესე. პატივსა-ვსცემ მე აზნაურობას; მაგრამ მე თითონ აზნაური გახლავარ და არა მშვენის ბარაქალობის თამაშობა უარარაოდ.

- რას ნიშნავს ეგე, მარკიზ?- ჰკითხა შეშინებულმან სიტყვებითა ამით გრაჶინამ.

- ნიშნავს იმას, რო იქნება მქონდეს მე,- სთქვა მან გულ-გრილად,- მეორე ნაწილი იმ სამიჯნუროს რომანისა, რომლისაცა მხოლოდ პირველი ნაწილი მიიღეთ თქუჱნ ჩემგან... ეს წიგნები,- განაგრძობდა მარკიზ. აღმოიღებდა რა ჯიბიდამ ჩალთა-ბუდესა... - ეს წიგნები შევინახე მე საკუთარის ჩემის შექცევისათვის და ამასთანავე ვინიცობაა გაკუტრდეთ თქუჱნ მეც სრულებით ჴელ-ცარიელი არ დავრჩე.

- ნუ თუ კეთილი გული თქუჱნი ბოროტად მოიხმარებს მაგათ?

- მეთანხმებით თქუჱნ თითონ, რო სხვა ვინმე ჩემს ადგილს ყოვლით შესაძლებელით ღონის-ძიებით მოიხმარებდაამათ თავის სასარგებლოდ.

- ოჰ! თქუჱნ მაგას არ იკადრებთ!- სთქვა გრაჶინამ და აღსდგა სავარძლიდამ.

- მაგრამ კი, გამიგონეთ, გრაჶინავ. ნუ დაივიწყებთ, რო, თუ სამართალია, ვალდებულ ხართ თქუჱნ დამსაჩუქროთ მე ორის საქმისათვის: დაჭრილობისათვის, რომელიც თქუჱნს სამსახურში მივიღე მე და ჩემის პირდაცულობისათვის. აბა, მშვენიერო საჶიავ, ჩემი გულიც მოიგეთ!

- წიგნები, მარკიზ, ღვთის გულისათვის მიბოძეთ ეგ წიგნები!

- მოგართმევ, ხვალ: მაგრამ ამ პირობით, რო ამაღამ ჩვენ ორნი მარტოდ წავიდეთ ფუზინას, მაშკარეთში.

- შორს გახლავს, მარკიზ,- სთქვა გრაჶინამ ღიმილით, და მიეახლოვა რა მას დასძახა: - ჩვენი ჩალთაბუდე ძველია: აი, ეს უკეთსი!

და მეყსა ერთსა უუდიდესით სიმკვირცხლით გამოსტაცა მან მარკიზს ჩალთა-ბუდე, მიაჩეჩა მას ჴელში თვისი, დასწვა წიგნები სანთელზე და დააწკარუნა ზარი. მასვე წამსა შემოვიდა ერთი ახალ-გაზდა ქალი.

მე ხო არ მიბძანებთ თქვეო ბრწყინვალებავ? - მოახსენა ქალმან.- ვერღა მოვიცადე მომატებული და გიაჴელით აქ მე და მამა...თადდეოც მალე გიახლებათ.

ქალი ესა მოსილ იყო როგორც სასძლო დანიშნული; ვერცხლის სარტყელსა ერჭვა მას თაიგული ვერცხლის ყვავილებისა, რომელთაცა მონოზანნი ესრედ მშვენივრად აკეთებენ ვენეციაში დანიშნულთა ქალთათვის.

„ღმერთი გასწყრომოდა და აქ არ შემოთრეულიყო ეს გოგო“, წაიბუტბუტა მარკიზ. რომელიცა მხოლოდ მაშინ მოეგო გონსა უეცარისა მის მტაცებლობისაგან გრაჶინასა. დასასრულ სთქვა მან:

- ეს ქალი ხო არ არი, რომელიც დღეს დაწინდეს?

- სწორედ ეს ქალი გახლავს, მარკიზ. როგორ მოგწონსთ?

- ლამაზია.- სთქვა უგულოდ მარკიზ.

- ძიანა, შენი თადდეო სადღაა? - ჰკითხა გრაჶინამ.

- რა მოგახსენო.- კსინვით უპასუხაძიანამ. - დღეს რაღაც გუნებაზეა ისი, სულ ჯავრობს. ამბობს, რო ვენეციაში - ისეთი საქმეები არიო, რო მიუცილებლად საჭიროაოჩემთვის თოფხანაში ყოფა; რო მე მდაბალი კაცის შვილი ვარო და არა დარბაისელთაგანიო და მდაბიო ხალხი განსაცდელ ქვეშ არიო... სიტყვაც ვერ დაასრულა, გამოვარდა შინადამ, შეერივა სხვა და სხვა ნიკოლოტების და კასტელანების გუნდში და გაიქცნენ თოფხანისაკენ.

- რა ხმაურობაა,- შეჰყვირა მარკიზმან და გამოვარდა მოაჯარზე.- ვიღაც კაცია რიდით თავ-მოხვეული და გარშემო ჯაზაირები ახვევიან... თითქოს სცდილობს გაიქცეს... ხალხი იმას მისდევს... საცაა მოეწევიან... ისი კი აქეთ მორბის...

გრაჶინამ დაძიანამ ეგრეთვე დაინახეს სარკმლიდამ, რომე ყოველივე ესე მართალი იყო. ხმაურობა უმეტეს განძლიერდებოდა პალაცცოს წინ დარჭმულნი ჩირაღდნისათვის ხეები გარდაიქცნენ შეგროვებულის ხალხისაგან, და ამავე დროს რავდენნიმე პატრიკიოსნი ფრიად დიდით უწესოებით ძვილღა შემოვიდენ დოჯეს პალაცცოს.

- რა ამბავია? - დაიკივლა გრაჶინამ.- განსაცდელი ხო არა ექადისრა დოჯეს, - ჰკითხა მან გრიმანის, რომელიცა ჟამსა ამას შემოვიდა მასთან.

- ნუ შეშინდებით, გრაჶინავ,- უპასუხა გრიმანი. - დოჯე აქ ბძანდება, სასახლეში, და ალაყაფის კარებიც ვუბძანე მე დაკეტონ.

- და სად არი ალესსანდრო? - შეჰკივლა გრაჶინამ, - წამიყვანეთ მეც იქ; მეც იმასთან უნდა ვიყო, და თუ გაბედავს ვინმე...

იტყოდა რა ამას, მივარდა ისა სარკესთან დამოკიდებულსა, ამარტის ტარიანსა, მცირესა ხანჯალსა, ჩამოიღო ის და დამალა ტანისამოსის ქვეშ.

- ღვთის გულისათვის დამშვიდდით, გრაჶინავ, - სთქვა გრიმანი:- გარწმუნებ თქუჱნ, რო მისი უგანათლებულესობა სრულებით უშიშროებაშია; მაგრამ ესე კი უნდა მოგახსენო, რო თქუჱნი სალხინო ზალა, საჭიროებისა გამო, დროებით უნდა შეიცვალოს სათათბირო დარბაზად... თოფხანა აჯანღდა; კაცი, რომელსაც მოსდევდა მდაბიო ხალხი, გახლავს დესპანი ბარბარიის -სამფლობელოებისა; დოჯემ დაიფარა ისი მიუცილებელის სიკვდილისაგან.

ამას შორის სასახლეში განისმოდენ აღრეულნი ხმანი. პატრიკიოსნი შიშით და აღრეულობით მიისწრაფებოდენ მუნ ყოვლით კერძოთი. ზოგნი მოვიდენ ტახტრევანდით, ვიეთნიმე გონდოლებით, სხვანი ქვევითი, ვინ მასკით, ვინ უმასკოდ.

გრაჶინა გამოვარდა ვრცელსა აივანსა თვისისა დიდმშვენიერისა პალაცცოსასა: დარბაზი სავსე იყო უკვე ხალხით. საშუალ ჩინებულისა ამის საზოგადოობისა, იყო ერთი ტან-მოხრილი მოხუცი, რომელმანცა მიისწრაფა მისაგებებლად ძიანასა: იყო ისი მამა მისი, მდიდარი და ყოველთაგან პატივ-ცემული ებრაელი ოტტალე, მცველი რესპუბლიკის ხაზინასი. მოეხვია ისი ასულსა თვისსა და დაანახვა მასთადდეო, რომელიცა სკეტებ შუა გასძვრებოდა ხალხში პალაცცოს კარებისაკენ.

ჟამსა ამას ერთი აივანისა კართაგანი განეღო და შემოვიდა შემოზღუდვილი პატრიკიოსებითა დოჯეალესსანდრო. მას მოსდევდა უკან კაცი ტუნისურად მოსილი. იყო ისი უფერულ, შეშფოთებულ, მრთლად განმტვერიანებული: უადვილეს ემსგავსებოდა ისი შეპყრობილსა ჯაშუშსა, ვიდრეღა დესპანსა ბარბარიის სარეგენტოთასა[26].

ხმაურობა ქუჩებში მიწყნარდებოდა.

- უფალო ტუნისის დესპანო, დამშვიდდით,- სთქვა დოჯემ:- აქ იმყოფებით თქუჱნ ჩემს მფარველობას ქვეშ და ვენეციის აზნაურთ შეკრებილებაში. სთქვით! ჩვენ მოგისმენთ.

დესპანი ორითავე ჴელით მოეჭიდა დოჯეს მაზარასა, დაიდრიკა თავი და უთხრა მას:

- თქუჱნ მიხსენით მე სიკვდილისაგან და მეცა აღვასრულებდი თქუჱნს წადილს, თუ იმაზე არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლე ჩემი. ღამით გამოველ მე წყლის პირს და ვიმალებოდი აქა, რადგანც მაქვს მე რომელიმე საიდუმლო მონდობილება, რომლისაც ჩემგან მოხსენება სააჯმნოდ...

- დრო არ ითმენს. არ გესმისთ ეს ყვირილი? - უთხრა მას დოჯემ.- სთქვით მალე! გიცდით ჩვენ და ეგრეთვე ერიცა.

დესპანმან აღმოიღო უბიდან ქაღალდი, ტრიპოლისა, ტუნისისადა ჯაზაირეთის ბეჭდებ დასხმული. მიართვა ის დოჯეს და მოახსენა:

- თქუჱნ თითონ წაიკითხეთ, თქუჱნო უგანათლებულესობავ; მეშინიან მე, რო ჩემი ხმა...

დოჯემ გახსნა პაკეტი და იწყო კითხვად. ბარბარიის- სამფლობელონი წინა-დაუდებდენ სენატსა მშვიდობასა და შერიგების პირობასა; გარნა ეგრეთვე წინა-დაუდებდენ მას სამძიმოთა და დასამდაბლებელთა პირობათაცა. დეინი[27] მოითხოვდენ, რათამცა აღკაზმული უკვე ფლოტი დაშლილიყო. არა უარ-ჰყოფდნენ ისინი, რომე, წინა-აღმდეგ ყოველთა სამართალთა, მისტაცეს მათ რესპუბლიკას რავდენ-ნიმე კუნძულნი და ციხენი, გარნა ამასაცა იტყოდენ ეგრეთვე, რომე ვენეციისათვის ფულის ნაკლულებაში ფრიად უმჯობეს იყოს შერიგება, ვიდრეღა ხარჯი აღჭურვისათვის.

რა წარიკითხა ხმა-მაღლად წერილი ესე დოჯემ, უკადრისად შეხედა ტუნისუდსა და უთხრა:- დიაღ კეთილი რო სარტყელში გირჭვიათ თქუჱნ ხანჯალი, როდესაც იქონიებთ ამისთანა ქაღალდებს. ეგ საჭურველი დაგჭირდებოდათ თქუჱნ თქუჱნის სიცოცხლის დასაცველად, უკეთუ გაგებედნესთ თქუჱნ წარკითხვა ერისათვის ამ გვართა წინა-დადებათა. არას დროს არ შევურიგდებით ჩვენ ზღვის ავაზაკებს. თქუჱნ წინა-დაგვიდებთ ჩვენ შერიგებასა, ჩვენ გიპასუხებთ ჯარიანობასა!

- ჯარიანობა, ჯარიანობა! - დაიყვირეს რომელთამე პატრიკიოსთა.

- შეგვიწყალეთ ხმა-მდაბლად იტყოდნენ სხვანი: ჯარიანობისათვის ფული საჭიროა და ჩვენ არღა გვაბადია რა და არც თუ ადგილია შოვნისა. ხაზინა ცარიელია და ურიებსაც არღა აქვსთრა, ჰკითხეს თუნდ თითონ იმათ გეტტოში.

- ჯარიანობა, ჯარიანობა!- განეცემოდა ერსა შორის, რომელიცა შეიკრიბებოდა პიაცეტტოზე.

- გამიგონეთ!- სთქვა დოჯემ, მკაცრად შეხედა რა განუბედველთა:- იმ ჟამითგან, როდესაც ერმა ნახა ფლოტზე დროშა ვენეციისა-, რომელიცა დიაღ გრძელ-ჟამ არა განიშლებოდა, მოიხსენია იმან ძლევანიცა და შემძლებელობაცა ვენეციისა-. თქუჱნ იტყვით ვითომც არა გვქონდეს ჩვენ ფული: ფული იშოვების. საჭიროა აღჭურვა: ვენეციააღიჭურვის. საჭიროა დასჯა: ვენეცია დასჯის. გეფიცები თქუჱნ!

დოჯე, შემოზღუდვილი რესპუბლიკის პროკურატორებითა, ბრძენ-დიდებითა, ვაზირებითა და ნობილებითა[28], გამოვიდა მოაჯარსა და დაიძახა: ჯარიანობა!

- ჯარიანობა. ჯარიანობა!- გამისმოდა ხალხში და ყოველთა კერძოთაგან ხმანი სიხარულისანი შეაბგერდენ ჰაერსა.

დოჯემ ბრძანა განეცილებინათ ტუნისისდესპანი: ხალხი მცირე-მცირე დაიშალა: მოედანზე ყოველივე დამშვიდდა; დიდ მშვენიერთა ზალათა შინა სასახლისათა ასდუღდა ნადიმობა. ახალ-გაზდანი პატრიკიოსნი, განაზებულნი, გარდაგვარებულნი შთამომავალნი ჩინებულთა წინა-პართანი, არა კმა-ყოფილნი დოჯეს გარდაწყვეტილებითა, გუნდ-გუნდად შეკრბებოდენ და ლაპარაკობდენ თვის შორის.- ჯარიანობა სარეგენტოებთანა! დოჯე შეიშალა,- იტყოდა ერთი.- ჯარიანობა, როდესარ ის შეძლებაც არღა გვაქვს, რო რიდტტოშიც ფული ვერ მიგვიცია და ურიებიც არღა რას გვანდობენ.

- განაღა ვენეციისრესპუბლიკამ მიიღო სამკვიდრებელი დიდის მოგოლისა?[29] - სთქვა მეორემ.

- იქნება იმისმა უგანათლებულესობამ იცის საიდუმლო ოქროს კეთებისა?

- ან თუ სწადს იმას აღჭურვა ფლოტისა თავის ხარჯით?

- და ან კი რას დავსდევთ ჩვენ? ჩვენ ხო არ წავალთ საომრად და მდაბიო ხალხმა თავში ქვა იცეს.

შორის ყოველთა ამათ განრყვნილთა, მხოლო ალესსანდრო ბრწყინვიდა თვისითა კეთილ-შობილებითა, ამპარტავანებითა, მხურვალითა სიყვარულითა მამულისადმი. იყო ისი ჭეშმარიტი ვენეციელი ძველთა დროთა. მხურვალედ უყვარდა მას ვენეცია-, ვით მენავესა უყვარს ხომალდი თვისი. ო, უბედურო სიყვარულო! დახავსებულსა სიძველითა, ნახევრად დარღვეულსა ვენეციასა -, არღა შეეძლო უკვე დგომა ზღვაზე და პირველსა ძლიერსა ტალღასა მიუცილებლად წარერღვნას იგი.

სხვებრ არა მხოლოდ პატრიკიოსნი განკვირდებოდენ დოჯეს გარდაწყვეტილებითა; კაცნიცა საფუძვლიანნი, კარგად მცოდნენი ვენეციის საუცხო-ქვეყნიერნი დესპანნი ვერა მოეგებოდენ გონებასა განცვიფრებისაგან. უწყოდენ მათ, რომე ვენეციაში არღა იყო ფული და რომე ოქროს ლომი წმიდის მარკოსისა გარდაიქცა სპილენძისად. და შორის ამისა დოჯემ გამოაცხადა რა ჯარიანობა სრულებით დამშვიდებულ იყო!

ჟამსა ამას ახალ-გაზდა კაცი ერთი მოვიდა დოჯესთან და ეაჯა მას მოლაპარაკებად. ეს იყოთადდეო მქანდაკებელი, რომელიცა მუშაკობდა თოფხანაში, საქმროძ იანასი, ოტტალე ებრაელის ასულისა. დოჯეს დიდად უყვარდა ისი.თადდეო ფერ-მიხდილ და აღრეულ იყო და დაეცა ისი დოჯეს ფეხქვეშ.

- რა გინდა,თადდეო? - ჰკითხა დოჯემ.- თუ აპირებ რისამე მოწყალების თხოვასა, ეხლავე მიბოძებია მე შენთვის.

- თქუჱნო უგანათლებულესობავ, ნება დამრთეთ ფლოტზე განვწესდე და ჯარში წავიდე.

- როგორ თუ ჯარში წახვიდე?თადდეო, განა დაივიწყე შენ, რო მხოლოდ დღეს დაიწინდე შენ!

- დაწინდვა არას დამიშლის; ქალი მოიცდის. ამასთანავე იქნება უფრო შემიყვაროს მე იმან, როდესაც დავბრუნდები გამარჯვებული.

- შეხე როგორ შვენის ისა! - სთქვა დოჯემ, ანიშნა რა თადდეოს ძიანა, რომელსაცა გრაჶინამ ჟამსა ამას ამბორს უყო. მასუკან მივიდა ისი ძიანასთან და მისს მამასთან და უთხრა: - ნუ იფიქრებ, ჩემო საყვარელო, რო საჴელმწიფოთა საქმეთა დამავიწყონ მე ჩვენნი ჩვეულებანი. დოჯეს ვალია უძღვნას ნოვიცცას საჩუქარი. შენ გიწოდეს გეტტოს ვარდად; ამ ვარდმა მოგაგონოს ხოლმე შენ საჴელი შენი - და მისცა მანძიანას მშვენიერი ბრილიანტის ვარდი.

ძიანა სიხარულისაგან განსწითლდა.ალესსანდრო აღტაცებით უმზერდა მას.

მართალია თუ არა,გრიმანი, ჩვენი დოჯე როგორღაც თვალს არ აშორებს მშვენიერს ძიანას? - სთქვა მოჩენიგო.

- თქუჱნმა მზემ, ის ფრანზუცი მარკიზიც კი, რომელიც დღეს კინაღამ არხში დავალბეთ, ბეჯითად ევლება გრაჶინას,- სთქვა ტრევიზანი.

- შეხედეთ,გრიმანი,- სთქვა მოჩენიგო:- აი, ეს ლაქია დიდიხანია გიყურებს თქუჱნ და სცდილობს თვალი შეგასწრებინოს როგორმე.

- ეს ლაქია? - სთქვა გრიმანი, შეშფოთებული შეხედა რა მას,- სინიორებო, ცოტას ხანს ჩამომეცალეთ: უნდა დაველაპარაკო მე იმას.

ლაქია (გრანიტე) გინა შარბათის ლანკანით მაშინვე მივიდა ინკვიზიტორთან და რავდენიმე სიტყვა უთხრა მას ჩუმად.

შორის ამისა, დოჯემ განვლო გვერდითრანუძისა, დაჰკრა მას ბეჭებზე ჴელი და წასჩურჩულა:- საყვარელო რანუძი, არ გირჩევ მე თქუჱნ აქ ყოფას ბალის დასრულებადმდე; დამიჯერეთ წადით.

- უმორჩილესად გმადლობ რჩევისათვის, თქუჱნო უგანათლებულესობავ; - მაგრამ სიტყვა მივეც მე სინიორა საბინას რო ჩამოვუარო იმასთან ერთი ფრანცუზული ცეკო, და არ შემიძლიან ახლა წასვლა...

სთქვა ქარიანმან და წარვიდა.ალესსანდრომ მწუხარებით მხრები შეათამაშა. ამ ლაპარაკის დროს, ლაქიამ ჩაუდო გრიმანის ჴელში წერილი.

- ეე... შენ ჩვენი ბეპპო ხარ!- უთხრა მას ინკვიზიტორმან, - კარგი მაგრამ შუა ბალში კი დაიჭირეთ...

- მიუცილებელია დაჭერა, სინიორ; გათენებისას განსჯილი აპირებს ვენეციითგან გასვლას.

წამსა ამას მარკიზ მანდესალუს მოჰკრა თვალი, რომე გრიმანი სწერს რასამე თვისსა მუხლზე, მივიდა ისი მასთან და უთხრა:

- უეჭველად სამიჯნუროსა სწერთ. დღეს დილას უცნაური იყო ჩვენგან ერთმანერთის გაცნობა.

გრიმანიმ გრილად თავი დაუკანტურა მას.

- მგონია სჯავრობთ ჩემზე. მე ვიცი რის იჭვიცა გაქვსთ თქუჱნ ჩემზე; მაგრამ, გარწმუნებ თქუჱნ, რო დანაშაული არა მაქვსრა. იმ საღამოს მე ვიყავ გრაჶის ლიპპონესას...

ამ თქმაზე, რომელმანმე, პირის-ფერს დომინოში[30] გახვეულმან მასკიანმან აჩვენა მარკიზს ხანჯლის ყუა და წასძახა:- მე თქუჱნ გირჩევ ბევრი არ როშოთ იმაზე, რაც იწარმოების გრაჶის ლიპპონესას- და საჩქაროდ შეერივა ისი ხალხში და მიიმალა.

- იცნობთ თქუჱნ გრაჶს ლიპპონეს?

- ჰო, და არც კი... პარიჟშიგამყვლიფა მე ერთმა საძაგელმა კალიოსტრომ, და იმედი მაქვს ავინაზღაურო ჩემი წანაგები გრაჶის ლიპპონესას...

- იმედი ნუ გაქვსთ. იმის სათამაშოს სახლს ამაღამვე დაჰკეტენ...

- ცუდი არ არი ვიცოდეთ ეგე, - წარმოსთქვა ვინმე, გრიმანის უკან მდგომარემ თუთი-ყუშის მასკიანმან და წარვიდა სტოლისაკენ, სადაცა სდგნენ სხვა და სხვა რიგი სანოვაგები. ის შეიკრიბებოდენ მრავალნი სტუმართაგანნი.

- დამიჯერებთ თუ არა, სინიორებო,- იტყოდა ერთი, - მაგრამ კი დაბრალობელი კაზანოვა ვერღა ნახავს თავის დედის დის სამკვიდრებელს.

- რატო?

- იმიტო, რო ახლა გოლლანდიაშია ისი.

- იცნობთ თქუჱნ იმას? - ჰკითხა ვინმემ თუთი-ყუშის მასკიანმან.

- ძალიან მოკლედ.

- თქუჱნ მგონია ბძანდებოდეთ კავალერი დე-ტალვის?

- სწორედ.

- თითონ ისი, რომელმაც ყალბის ქაღალდების თამაშობით ახკრა ბანკი[31] პრინცსა, პრესბურგის ეპისკოპოსსა.

- სინიორე!...

- მომისმინეთ: მე მოგცემ თქუჱნ კეთილს რჩევას. ადვილად შესაძლებელია, როკაზანოვა დაბრუნდეს ჰოლლანდიიდამ - თქუჱნის ძვლების დასამსხვრევად: ნუ ზრვინავთ იმის საქმეებისათვის. მართალია, პირველად კი გაგკაწრათ თქუჱნ იმან ხმლით; მაგრამ, მეორედ იქნება მძიმედ დაგჭრას.

მასკა შეერივა ხალხში და უჩინო იქმნა. რაოდენისამე ჟამისა შემდგომ ის კაცი მივიდა პირის-ფერს დომინოსთან, რომელიცა ელოდებოდა მას დანიშნულს ალაგს, და უთხრა მას:

- ამასობაში, მე რო დავწანწალებ ზალაში, თქუჱნ, საყვარელო გრაჶო, თქუჱნის ჩვეულებისამებრ, სდგეხართ და ათვარიელებთ. მე, როგორც უგონო, ჴელ-ახლად ჩავარდი ძველად ჩემდა ცნობილის ვენეციურის ცხოვრების გრიგალში, და თქუჱნ, უეჭველად ჰფიქრობთ რესპუბლიკასათვის, რომელმანცა სცხოვრა უკვე ცამეტი საუკუნო და რომელსაცა დიდად არგებენ თქუჱნნი მაჯუმები, რო ეგების საპირეზე მაინც გაყმაწვილდეს. თქუჱნნი თავ-მოცანცარა კუკები და ენიანნი მანქანები უფრო გონიერნი და ბრძენნი არიან ამ სენატორებზე, რომელთაც უწოდეს ბრძენ-დიდებად, და უეჭველად, სასაცილოდცა, ამისთვის რო ესენი მრთელს თავიანთს სიცოცხლეში იქმონენ უუწვრილესთა და ოდესმე უუდიდესთაცა უგუნურებათა. მაგრამ, მგონია, არ გესმისთ თქუჱნ ჩემი ლაპარაკი. რამ ჩაგაფიქრათ აგრე?

კალიოსტრო არა მოაშორებდა თვალთა გრაჶინა აძოლას. ვით ნიანგი მსხვერპლსა თვისსა. ჯერეთ ვერა სცნობდა ისი ადრინდელსა ტყვესა თვისსა, რომელსაცა ეძიებდა ისი ათ-ხუთმეტი წელიწადი, ვერა სცნობდა უუმშვენიერესსა თვისთა გვრიტთაგანსა, როგორც უწოდებდა ისი შავ-სვიანთა მსხვერპლთა საძაგელისა თვისისა ვაჭრობისათა; მაგრამ, როგორც მცოდნე და არშიყი მშვენიერებისა, სიამოვნებდა ისი მდიდრულითა ჰაეროვნებითა, მომაცთუნებელისა ვენეციელასითა. უცებ ზალაში შეიქმნა აღრეულება რაიმე, განისმა ხმა განცვიფრებისა და შიშროებისა. ყოველნი ლაპარაკობდენ, რომე ერთი მას ზალაში მყოფთაგანი ათთა ბრძანებითა შეპყრობილიყო.

- უბედური რანუძი!- ეტყოდამოჩენიგო სენატორსა

ვისმე,- როგორც რო ემზადებოდა სათამაშოდ, მაშინვე უეცრად დაიჭირეს.

- როგორ?

- აი, როგორ: გამოუძახეს გარეთ, ჩასვეს გონდოლაში და წაიყვანეს საპყრობილეს!...

- არ იცით, ბატონებო, თუ რათ დაიჭირეს და ან საით წაიყვანეს? - ჰკითხა მარკიზმანდე-სალუს, მიეახლოვა რა მათ ფეხის თითებზე.

- მიზეზი იმის დაჭერისა იცის მხოლოდ იმან და ათთა სავაზირომ; მაგრამ, იქნება რო თითონ იმანაც არ იცოდეს. წასაყვანი ადგილები კი ბევრი გვაქვს. ჯერ პირველად საპყრობილეები ტყვიის ქვეშ, ესე იგი, სწორედ სართულ ქვეშ, საიდგანცა კიდეც, გახსომს თუ არა, ტრევიზანი, რო გაიქცაკაზანოვა; მერმე საპყრობილეები ჭის ქვეშ: პირველებში დაჭერილი იწვის, მეორეებში იყინების. კიდევ გვაქვს ჩვენ არხი ორფანო: მიიპატიჟებენ კაცსა არხზე სასეირნოდ; გონდოლა მშვენიერია, მაგრამ გაიღება ის და მოსეირნე შინ ვერღა დაბრუნდება. ამათ გარდა არიან კიდევ საწამლავიანი აპელსინები, შაქარლამები, შარბათები. აზნაურსა, ზოგჯერ დია საჴელოვანსაცა გამოიყვანენ სუფრიდამ, ქვეშ-საგებიდამ მეჯლიშიდამ, როგორც დღეს, და ერთს საათს შემდეგ იმისი ნათესავები შავებს ჩაიცმენ.

„აი! აი! აი!“ - სთქვა თავის გულში მარკიზმან,- ქვეყანაზე არავის ვეტყვი რაც ვიცი გრაჶინასი: თითქმის დოგარესსაა ისა, და, რა საკვირველია, იპოვის ღონის-ძიებას ჩემის შურის-გებისათვის.

რაოდენისამე ჟამისა შემდგომ სტუმარნი გამოვიდენ სალხინოსა. სტოლზე, საშუალ მდიდარისა ვერცხლეულისა, სდგა დიდ-მშვენიერი ვეცხლის ჭური მქანდაკებელისთადდეოსაგან გაკეთებული; დოჯე უჩვენებდა მას სტუმართა, შორის ამისა უცნობი პირის-ფერით დომინოთი მივიდაძიანასთან, დაელაპარაკა მას ებრაულად და ნება სთხოვა სამაჯურის ნახვისა, რომელიცა ჰქონდა მას ჴელზე. რა დახედა მას, უცნობი აღსთრთოლდა და ჰკითხა მას ქალსა, საითგან ეშოვნა მას ის სამაჯური. - ეს სამაჯური ჩემმა კეთილის-მყოფელამ გრაჶინა აძოლამ მიბოძა მე,- უპასუხა მასძიანამ და წარვიდა მისგან.

მასუკან უცნობი მივიდა გრაჶინასთან და უთხრა მას ჩუმად:

- ნება დამრთეთ გკითხო თქუჱნ, გრაჶინავ, ფრანციაში - ხო არა ბრძანებულხართ როდისმე?

- ფრანციაში-? - განამეორა გრაჶინამ დიდით აღრეულობით, - რა საკითხავია ეგე?... ვინ ბძანდებით თქუჱნ, სინიორე? მე თქუჱნ არ გიცნობ.

- მე გახლავარ ის, რაც მინდა ვიყო; მაგრამ რის მაქნისია ესე. მე თქუჱნ გკითხავ ფრანციაში ხო არ ყოფილხართ.

ხმამ ამან ეგოდნად მეხსცა გრაჶინას, რომე დაბარბაცდა ისა; გარნა წარმოუდგა მას გონებაში, რეცა თუ იყო ესე ძილი, ლანდი გონების გამომხატველობისა და ამისთვის ძალად განმხნევდა ისა და სთქვა:

- არა, სინიორე, არა, ფრანციაში არა ვყოფილვარ.

- საჶია! - განაგრძობდა უცნობი,- გრაჶის კალიოსტროს საჩუქრები უკეთესად უნდა შეგენახათ თქუჱნ. იმისგან ნაჩუქარი სამაჯური გაგიბოძებიათ თქუჱნ ძიანასათვის.

სთქვა ესე და უცნობი ისი შეერივა ხალხში; გრაჶინამ შიშისაგან ვერა ძალ-იდო შეპყრობა მისი და მხოლოდოდენ დაიკივლა.

ამ კივილზე მარკიზ გამოვარდა და იხილა რა ფერ-მიხდილობა მისი, ჰკითხა:

- რა დაგემართათ, გრაჶინავ?

- არაფერი, მარკიზ, არაფერი, გული შემიწუხდა... უთუოდ სიცხისაგან. წავიდეთ ფანჯარასთან. მარკიზმან ჴელი მოსჭიდა მას და ორნივე ერთად გამოვიდენ მმოაჯირზე. განმხნევდა რა გრაჶინა ჰკითხა მას:

- სად არი დოჯე?

- მგონია იმისი უგანათლებულესობა და ებრაელი ოტტალე ჩეკკისაკენ წავიდნენ... ასე ჰქვიან, მგონია, აქაურს ზარაფ-ხანას?

ბალი ჯერეთ განგრძელდებოდა, მაგრამ ზოგნი-ერთნი დაიშალნენ; დაშთებოდენღა მხოლოდ ისინი, რომელნიცა სრულებით არა ზრუნვიდენ ჯარიანობისათვის, ამისთვის რომ არაოდეს არა ჰფიქრობდენ არცა საჴელმწიფოთა საქმეთათვის და არცა მამულისათვის.

სუფრაზე სჯდა თაადდეო (თადდეო) თვისით საცოლოთი ძიანათურთ, საკმაოდ მოშორებით აზნაურთაგან, და შორიდამ უმზერდა დარბაისელთა, რომელნიცა დიდად სძულდა მას.

- ხო არ იცი, შენ, ტრევიზანი, ვინ არი ეს თუთიყუშის მასკიანი?

- ჰკითხა მოჩენიგო. - შეხე ერთი როგორ თვალმოუშორებლად შესცქერის ქვაწია ოტტალეს ლამაზს ქალს.

- არ ვიცი. მასკის ქვეშ, არ ვიცი ვინ ეშმაკია! მაგრამ იმის თეთრი ჴელებით და უზარმაზარით ბრილიანტის ბეჭდით სჩანს, რო წესიერი კაცი უნდა იყოს.

თადდეოს გული ემღვრეოდა, რომ ეს კაცი თვალს არ აშორებდაძიანას. ენება მას გარდაეყვანა ისა მეორესა მხარესა, მაგრამ უცნობმან შეაყენა ისინი. აღსდგა ისი, ხლსა ეპყრა სასმისი და დაუძახაძიანას:

- მაცადე, ჩემო საყვარელავ. მე და შენ ჯერ არ გვილაპარაკნია ერთმანერთთან. დღეს შენი დაწინდვა იყო, და ისე იტყვიან ვითომც ბედნიერი დღე იყოს ესე. სამს დღეს უკან ფლოტი უნდა ჩაეშვას ზღვაში: მაშ დალივე ჩემის სასმისისაგან სადღეგრძელო რესპუბლიკასი!

- და მაშინ ჩვენ ყველანიც დაგკოცნით შენ,- სთქვა ღვინით გაფიცხებულმანტრევიზანი.

- ის სასმისი, რომელსაც შეეხებიან შენი ტუჩები, ისე ძვირ-ფასი იქნება ჩემთვის, რო მოვსჭედ მე იმას ბრილიანტებით.- განაგრძობდა უცნობი.

- თქუჱნის სასმისისაგან, ოო, არა, არ დავლევ მე! - შეჰკივლა მთრთოლარემ მრთელით სხეულით და ფერ-მიხდილმანძიანა.

- ძიანა! - სთქვა კიდევ უცნობმან, - პატრიკიოსის სასმისი განაპატიოსნებს ურიის ქალის ტუჩებს.

- ახ, შე საძაგელო! - დაიყვირა გაბრაზებულმან თადდეო. ენება მას გამოეტაცნა ლაღისა მისგან სასმისი იგი, გარნა ჴელმან უძლიერესმან დაასწრო უკვე მას გამოტაცება მისი და დაახეთქა ის მიწასა.

- დოჯე! - დაიძახესძიანამ და თადდეო.

- ვაი იმას, თუ ვინმე გაბედოს შებილწება ამ ქალის წმინდა პირის სახისა,- სთქვა ალესსანდრო. სინიორებო, ვენეციაში მრავალნი გყავსთ თქუჱნ საყვარლები, და შეიძლებოდა ახლები არღა მოგეძებნათ აქა. დიდი ხანი არ არი ჯერ, ბარბაროსთა დესპანი დაგვამდაბლებდა ჩვენ აქა კადნიერით წინა-დადებაებით, და ეხლა სიმთვრალეცა და სილაღეცა დაერთვა ამავე ადგილსა!თადდეო! - განაგრძობდა თანდა-თან გაფიცხებული დოჯე: - ვინ არი ეს კაცი, რომელსაც ეწადა შენი საცოლოძიანა საძაგლად მოეცთუნებინა, და ებრაელის ოტტალე სქალი გამოეჩინა თავის საყვარლად და თავის გიჟმაჟურის ჟინების აღმასრულებელად? უფალო ინკვიზიტორო, უნდა ვიცოდე მე იმ პატრიკიოსების საჴელები, რომელნიც განაპატიურებენ თავიანთს თავს უკადრისით ქცევით. ახადეთ ამას მასკა.

გრიმანი მივიდა. უცნობმან მოიგლიჯა თვისაგან მასკა და იხილეს ყოველთა საუცხოვო, წმინდა - იტალიური სახე კაცისა ორ-ოცს წლადმდე ჰასაკოვანისა. გარდავლო მან შეკრებილებასა თვალი, ცივი ვით შეხედულობა ვასილისკოსა.

-კაზანოვა! - შეჰყვირეს მრავალთა პატრიკიოსთა, რომელთაცა მყისვე სცნეს ადრინდელი ამხანაგი გიჟმაჟთა შექცევათა და გარყვნილობისა.

ალესსანდრო არა იცნობდა კაზანოვას, ამისთვის რომ, გაქცეულ იყო ისი ვენეციიდამ უწინდელისავე დოჯეს დროს.

- არ ვიცოდით ჩვენ თქუჱნი აქ ყოფა, სინიორე კაზანოვა, - სთქვა დოჯემ მკაცრით ხმით. - ინკვიზიტორი უეჭველად მოგთხოვს თქუჱნ ბაშფორთს.

- ოო, ადვილი სამსახური გახლავ ეგე, თქუჱნო უგანათლებულესობავ. აი ჩემი ბაშფორთი.

და მისცა მანგრიმანის ქაღალდი თვით ინკვიზიტორისაგან ჴელ-მოწერილი.გრიმანის ცოლმა პირზე მიიფარა მარაო.

- მგონია, - უთხრაკაზანოვამ ინკვიზიტორს ყურში, რომელსაცა თავი თვისი არღა ახსოვდა ზარ-დანხდილებისა და გულის წყრომისაგან,- მგონია ვერ ინებოთ დაჭერა იმ კაცისა, რომელსაც ისე კარგად უმასპინძლა გუშინ თქუჱნმა მეუღლემ... მე ხო ვიტყვი ამას.

განგრძელება შემდგომში.

_________________

1 პალაცცო: პალატი, სასახლე.

2 რესპუბლიკა: მხარე, საჴელმწიფო, სადაცა მართებლობს ერი, ესე იგი, როდესაც საზოგადოდ ერი, გინა რომელიმე ნაწილი ერისა უფლობს და უპყრიეს მას უმაღლესი მართებლობა, ჴელმწიფება.

3პროკურატორი: ვენეციის და გენუასრესპუბლიკათა შინა, მოჴელე, ზედამხედველი საჴელმწიფოთა საქმეთა ზედა.

4სინიორ: უფალი, ბატონი.

5სბირი: პოლიციის მოჴელე, პრისტავი.

6 ვენეციაში არიან მომცრონი, სწორე ძიროვანნი და გრძელნი ნავები, რომელთაც ეწოდებისთ გონდოლა.

7ალქიმია არის უმაღლესი და საიდუმლო ნაწილი ქიმიისა, რომელიცა ეძიებს ღონის ძიებათა გარდაქცევისათვის ყოველთა პეტალოთა ოქროდ, და მოპოებისათვის საზოგადოისა საკურნებელისა წამლისა.

8ლაბორატორია: ქიმიკოსთა სამუშაკო სახლი.

9ინკვიზიცია: სასულიერო სამსჯავრო, დაწესებული ფრანგისტანის სამფლობელოთა შინა, საძიებლად და დასასჯელად მათ პირთა, რომელნი წინააღმდეგ არიან ფრანგთა სარწმუნოებისა. ინკვიზიტორი: მსაჯული გინა მწევრი ინკვიზიციისა.

10ფარო: გვარი ქაღალდის თამაშობისა.

11 გაიდუკი: საჴელი ესე ეწოდებისთ მსახურთა საჴელმწიფოთა სასახლეთა შინა და სახლთა შინა დიდებულთა გვამთათა. გაიგუკნი გამოირჩევიან დიდ-ტანოვანთა კაცთაგანნი და მოსილ არიან გრძელით კაბით.

12 პატრიკიოს: წოდება ღირსებისა რომის საჴელმწიფოსა შინა, რომელიცა დაწესებულ იყო იმპერატორისკონსტანტინესაგან; პირველ-დაწესებულთა რომულისაგან სენატორთა ძენი

13 მართებელი ვენეციისა და გენუას რესპუბლიკისა.

14სკუდი: მანეთი.

15 კვარანტია: სამსჯავრო, პალატი ვენეციაში ორ-ოცთა წევრთაგან შედგენილი.

16 ბაზილიკი: სამსჯავრო, ადგილი სადაცა სამართლობდენ.

17ბარიბი: იტალიანური ყომარბაზული თამაშობა ქაღალდისა.

18 კოლიბრი: პაწაწა და მშვენიერი ფრინველია.

19იტალიაში არიან კაცნი, რომელნიცა უცხო-ქვეყნიერთ აჩვენებენ ღირს-სანახავსა ქალაქის ნივთთა და ეწოდებისთ მათ ჩიჩერონე.

20პისტოლი: ოქროს ფული.

21 თუილრი: კოროლის ბაღი პარიჟში-.

22 ბასტილია: ძველი ციხე პარიჟში საჴელმწიფოთა დამნაშავეთათვის.

23თეთრი წამალი, რომელსაცა ძველთა დროთა შინა მოუყრიდენ თმაზე.

24პეოტტა: გრგვალი, უცხვირო ნავი, რომელიცა იხმარების ადრიატიკას ზღვაში.

25რიდოტტი: ნავთ-სადგური.

26 რეგენტი: განმგებელი, სარეგენტო არის საჴელმწიფო, სადაცა ნაცვლად ჴელმწიფისა არს რეგენტი და განაგებს საჴელმწიფოსა დროსა მცირე-წლოვანებისა, გინა დროებით უმყოფელობისა ჴელმწიფისასა.

27დე: ბრძანებელი ტუნისის და ჯაზაირეთის საგანმგებლოთა.

28ნობილი: ვენეციის აზნაური.

29მოგოლი: ინდოეთის იმპერატორი.

30დომინო: სამაშკარეთო წამოსასხამი, მსგავსი მაზარასი.

31ბანკი: რაოდენობა ფულისა, ქაღალდის მოთამაშის წინ მდებარისა, მისაცემელად, დროსა წარგებისასა, პირის-პირ მასთან მოთამაშეთათვის

2 მთარგმნელისაგან

▲back to top


მთარგმნელისაგან.

საზღვარი და მნიშვნელობა ცისკარისა აღმიკრძალვენ მე ვრცლად ვსთქვა რაიმე შესახებ ქართულისა ღრამმატიკისა. ამისთვის მოკლედ მოვისხსენიებ აქა მათ ენისა ცვლილებათა, რომელნი ვაწარმოვე მე ამ ჩემს თარგმანში საჶია.

1. პირველი ნაკლულევანება ჩვენის ენისა არის განურჩეველობა სქესთა ლექსთ-დაბოლოვებისამებრ. ნაკლულევანება ესე უსაგრძნობელეს არს ნაცვალ-საჴელებში, რადგანც ხშირი და მიუცილებელი განმეორება არსებითისა საჴელისა, თვინიერ რომლისაცა არა განირჩეოდეს სქესი, აუშნოვებს მშვენიერ-სიტყვაობასა. ამისთვის ახლად ხმარებულნი ჩემგან ამ თარგმანში ჩვენებითნი ნაცვალ-საჴელნი არიან, მამრობითისა, მდედრობითისა და საშუალოსა (რომლითაც ვიგულხმებ მე ყოველთა უსულოთა საგანთა) სქესისანი: ისი, ისა, ის; ეს, ესა, ესე; ეგ, ეგა, ეგე. ხოლო თავისუფალი ხმარება მათი (განურჩეველად სქესთა), დაცვისათვის ლექსთასიმშვენიერისა და ჩვეულებრივისა ხმარებისამებრ, ვქმენ მე იქ, სადაცა დაერთვიან ნაცვალ-საჴელნი ესე არსებითსა საჴელსა, და, მაშა სადამე, არღა საჭიროა განრჩევა მათი, სიცხადისა გამო უკანასკნელისა საჴელისა. მაგალითებრ: ის ქალი, ის კაცი, ეს საგანი, - ნაცვლად: ისა ქალი, ისი კაცი, ესე საგანი.

2. სასაუბროს ენაში მივბაძე მე ჩვეულებრივსა, მდაბიოსა გამოთქმასა. ნაცვლად: ზედა, ხომ, რომ,- ვახმარე: ზე, ხო, რო. ხოლო დაცვისათვის მართლ-წერისა, მოვიღე ფრანცუზულის ენისაგან ნიშანი აპოსტროფ* რომელიცა ნიშნავს, რომე უკანასკნელნი ასონი მოკვეთილ არიან. მაგალითებრ: ზე, ხო, რო. მოკვეთითა ამით დავიცე მე: ა) სიმარტივე ლექსთა; ბ) დაბოლოვება მათი ხმოვანთა ასოთა ზედა და გ) ხმარებული ლაპარაკში გამოთქმა მათი. სამნივე ესე აძლევენ ლექსთა სიჩჩვილესა და ტკბილ-ხმოვანებასა. თანდებული ზე, ვახმარე ყოველს გვარში წერისა, უკეთუ შესაძლოიყოს მოუკვეთელობა უკანასკნელისა მარცვალისა. ამავე კანონით ვიხმარე: რატო, თორე, არი. ნაცვლად თორემ, არის, რატომ.

აპოსტროფ ეგრეთვე იხმარების ჩემგან ყოველს ლექსზე, რომლისა უკანასკნელნი ასონი მოკვეთილ არიან. მაგალითებრ: ამა ღამ, კაცმა, შესაძლოა, ნაცვლად: ამა ღამეს, კაცმან, შესაძლო არს და სხვა.

3. ვრაცხ რა უქმად მათ დაბოლოვებათა, რომელთაცა მოსპობა არა აუშნოვებდეს ლექსთა და დაიცავდეს ეგრეთვე სრულსა ჰაზრსა, მოვკვეთე მე უკანასკნელნი ასონი ან, მოთხრობითს ბრუნვაში, ლექსთა დაბოლოვებულთა ხმოვანთა ასოთა ზედა. მაგალითებრ: ალექსანდრემ, ახალ-გაზდამ, საიდუმლომ, და სხვა. ნაცვლად:ალექსანდრემან, ახალ-გაზდამან, საიდუმლომან, თუმცაღა რომელნიმე ლექსნი, ხმოვანთაცა ზედა დაბოლოვებულნი. არა ექვემდებარებიან ესე ვითარსა მოსპობასა. მაგალითებრ: კაცი, ზვარი, და სხვანი.

დასასრულ, ვუქმენ მე ამ ჩემს თარგმანში სხოლიონი ლექსთა მათ უცხო-ქვეყნიერთა, რომელნი არა საგულხმებელ ყოფილ-იყვნეს ვიეთთამე მკითხველთათვის.

ს. ა. მ.

______________

* აპოსტროფ იხმარების ფრანცუზულს ენაში იქ, სადაცა მოიკვეთების ხმოვანი ასო.