![]() |
ცისკარი №7 (1857) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 პოეზია |
▲back to top |
![]() |
1.1 ოდა მღვთისა |
▲back to top |
ოდა მღვთისა
ეჰა შენ ღმერთო! რაბამ ხარ ვჰრცელი,
დასასრულისა არ მქონებელი,
მკჳრცხლი ნივთებათ მძვრელად მყოფელი,
ყოვლად საუკუნო, დროთა მვლენელი.
უპირო სამთ პირთა შორის ღვთად საცნობელი!
სული ყოუჱლგან მარტოდ მგებელი;
არ გაქვს მიზეზი, უჱრც მე მივსჰწვდები,
ყოუჱლისაუჱ თჳთ აღმავსები,
მცუჱლი, მფარუჱლი, კვალად მბადები,
ჩუჱნ მიერ ღვრთადცა ყე საწოდები!
ოკიანისა სიღრმით განზომა თუცა შეიძლონ,
პლანეტთა სხიუჳნი და ზღვვის ქუჳშანი აღცაღარიცხონ.
ამის ხელ-ყოფად ჰაზრით მაღალთა თუცა იკადრონ.
გარნ შენ საზომის, ძიება პოვნა, მაინც უჱრა ჰყონ!
უჱრც განათლებულთ მათ სულთა გვამცნონ,
უჱრც გონებითა ვჰრცელმან იკადროს,
შენის მჰსჯავრისა ყოფა იკმაროს:
ფიქრნი ყე მათი მისთჳს განაქროს,
გამომწვლილუჱლნი შიშმან დააზროს:
ერთს მეხხა შინა გარეგან-ჰყაროს.
ჟამადმდე უკუჱ ნივთებათ, აგებ,
უფსკრულით სავკუნობას გამოიყვანებ
უწინარეს სუკუნობისა დაცაუჱჰბადებ,
თავსაცა თჳსსა შენ შეადგინებ,
შენხარ ნათელი ნათლის მდინები,
თჳთ თაჳთ თჳსით განმაბრწყინები;
ყოუჱლთ ერთ სიტყუჳთ დამაფუძნები,
ახლად შექმნილთა განმამრვლები.
შენ იყავ, შენ ხარ, შენუჱ იქნები.
არსთა სკვრელს შენთჳს შორის დამტეუნელობ,
მას ცხოუჱლ-ჰყოფ, მას თჳსდაუჱ შემეპყრობელობ
დასაბამსა დასასრულთან ურთი-ერთსა შემმერთელობ;
სიკვდილითა სიცოცხლისა კაცთა მომართ მომნიჭებლობ,
ნაბერწყალებ განბნევითა მიმმართელობ,
კვლა მჰსგავსადუჱ მზისა ნათლის შენ მობელობ,
ზამთრის წყვდიადს მცხინვარე-ჰყოფ მადარებლობ
მძაფრთა თრთვვილთა მბზინვარეთა მაბრწყინუჱლობ,
გარდა-აქცევ, შეცა არყევ მანათებლობ:
კვალად ვარსკვლავთ ქუჱშე შენსა უფრსკრულსმყრელობ
მნათნი მთენნი მილიონად, განუზომლად მომდინარენი;
შენთა ჰსჯულთა დაიმარხენ შარავანდით კვლა ცხინვარნი.
ესე ცეცხლისა ლამპარნი, ბროლებრ ძოწად ბევრად გვარნი,
თჳთ ოქროთა მღელვარება, დუღილითა შემკრებარნი,
ეთერისა სრულად ცეცხლი, სოფელისა მაბრწყინარნი,
შენს წინაშე დაშთებიან, ვითარ ბნელთან დღენი ცხარნი.
ვით მცირე წუჱთი ზღვად შთავარდნილი
შენდა ესრეთ არს ყოუჱლი ქმნილი.
რა არს სოფელი ჩემგან ხილული!
რა ვარ შენ მიერ მეცა შექმნული?
ჰაერის ოკიანესა მილიონებად განვრცნდა სოფელი
ას-გზის სხვანიცა სოფელნი და მეც ამის მჰაზრული,
დაშთების ვითარ იოტა თუც მცირედ შემკადრებელი,
ხოლო მე შენდა არა რა, არცა თუ სახმარებელი.
არა რაი ვარ! გარნა ჩემ შორის გამობრწყინდები,
შენის დიდების ხატით გამოკრთი გამოგვიჩნდები;
წყლისა წუჱთშიგან მზეებრივ, ჰნათობ და გამოსჭუჳრდები.
არა რაი ვარ! გარნა ჩემის სიცოცხლით ვჰსცუჳფრდები,
ფრთეთაზე ზეაღფრენითა განუძღომელად ვიშთუჱბი:
მისუჱ ფრებისა მსურუჱლი ვჰგიე ჳთარცა უძღები.
სიტრფლოებისა სულითა და სასოებით დავშთები:
გულის-ხმის-ყოფთ მძებნელი მისფიქრით დაცავისჯები
მე თუცაღა ვარ მართლმყოფი, გარნა შენ უფროს მტკიცდები.
ვინათგან შენ ხარ მეტყვვი ბუნება,
ამასუჱ გული, მტკიცედ გონება:
რამეთუ შენ ხარ და მე არა რა, არს დარწმუნება!
ვარ სოფელისა მცირე ნაწილი, მაქვს ამის ცნობა;
დადგენილ საცნოდ პატივსაცემად
მე მის ბუნების საშუალ თემად
სადა შენ ხელ-ჰყავ სხეულთა შექმნად,
სადით დაებაღენს სულნიცა ზენად,
მათ არსთ კავშირნი ჩემთან ჰყუჱნ შერთვად.
მევარ კავშირი მყოთა ყოუჱლგან სოფელთა,
მე ნივთეეათა წერტილი ფშვვინვიერთა და ცხოუჱლთა,
სახე საღრმთოსა დაწუჱბის; გვამით მტვრად განსახრწნელთა;
გულის-ხმის-ყოფთ ქუხილთ ბრძანდები,
მე მეფე მონა მემატლი, ღვთად საგონები!
ხოლო ესოდენ საცუჳფროდ მგები,
სადით წარმოვდეგ? არავარ მცნობი;
გარნა თჳთ ყოფად უჱრა შემძლები.
ვარქმნილი შენი დამბადებელო!
შენის სიბრძნითა ჩემო მყოფელო,
წყაროვ ცხოვრების მადლთ მომფენელო.
სულო სულისა ჩემ მუფლებელო!
ჩემო უკვდავად მმარსებელო
მოკვდავთ უფსკრულსა გარდამვლენელო,
სულის ჩემისა სიკვდით მმოსელო,
კვლავ მით სიკვდილით მიმაქცეუჱლო,
მამავ! უკვდავად გარდამქცეუჱლო.
გამოუთქმელ-ხარ მიუწთომელო, ვუწყი რაიხარ ჩემის სულისა!
აჩრდილის შენის გამომხატუჱლი და უძლურისა მოგონებისა!
თუცა თანა-აძთ შენი დიდება; გარნა უჱრ შესძლონ მქონთ სუსტთ ენისა,
საფერად უჱრ ჰსთქვან პატივად შენდა; უჱრც მოიწივნენ შენდა მაღლისა,
დაცაღა-ინთქნენ უზომოსა მას, მღვრელნი მადლობით თვალთა ცრემლისა.
* * *
მრავალს უჱცადე უმჯობეს რუსულით გარდმოღებასა,
მაგრამ უჱრ ვუძლე სხვა-გვარად, არვის ვთხოვ მისთჳს ქებასა,
არა ვრაცხ ჩემს თავს ჰსწავლულად, ნუვინ ჰყოფთ მოწონებასა,
წარმკითხუჱლთ ძალუძსთ გამართონ, ვაძლევ ყოუჱლთა ნებასა.
თ. დ. ციციშვილი.
![]() |
1.2 კ.ნ.ა. |
▲back to top |
კ.ნ.ა.
შეხეთ ვინ მოვა, რა არსება, ვით მონარნარებს,
მისმან მშუჱნებამ განმაცვიფრა, გულს მიმდუღარებს.
თუ ვჰსთქვათ რომ არის ზენით მოსულ იგი არსება,
არც თუ მათ შორის შემინიშნავს მისი მგზავსება;
ერთი შეხედეთ მისსა ტანსა, გულის წამტანსა,
საროსებრ აღზრდილს, კვიპაროზსა, წელს წვლილოვანსა,
თუ ვითა მოაქვს მონაზებით, ვით მოგოგმანობს,
ან ბროლის მკერდით ვით სატიკად ჰაერს მოაპობს!
სახეს უჭვრიტეთ, გამიცადეთ მისი ჩუჱნება;
მისი სიტურფე, სიკეკლუცე, მოწყობილება,
თვალნი ფიალა, მათი ზეცად ამართულება,
ანგელოზებრ სიმშვიდე და მოკაზმულება...
იისა ფრად ტუჩენი პაწაწა ვით უღვივიან;
მოხშირებით გასაღიმად ვით მზა არიან,
სასაუბროდ ოდეს შეარყევს, სურს აღძრას ენა;
ან თუ ჭიკჭიკით ვით ნაზთ სიტყუჱბთ აქვსთ პირთგან დენა;
აქეთ და იქით ლოყას ზილფნი ვითა ხვდებიან,
როგორ ცელქობენ, აშიკობენ, ეკონებიან!
ხედავთ ღვაწებზედ, რა ამბები გაჰქონანკაუჱბს?
ამის მნახუჱლი ნეტარ თავს ვინ არ ათაყვანებს!...
ვგონებ რომ ზენას განგებითა მოუბერია;
ჩუჱნდა საოცრად ეს არსება მოუვლენია!
შესაძლო არ არს იგი იყოს კაცობრივ ქმნილი!
არა, არ მჯერა თუ რომე არს ადამის შვილი!!...
როგორ არა ვვთქვათ, ნეტარებით ვით არ ვყურობდეთ;
მის მიმოსრბოლის შეხედვაზე, ვით არ ვხარობდეთ!
ნეტარ მას ჭაბუკს, ვინც მაზედან არის უფლებით;
ვინცა განცხრება საღრმთოისა ძლის შეუღლებით.
კვალად ნეტარ მას, მის სანატრელს ყმაწვილ-კაცობას,
ხშირის ხმის სმენით ვინც მიიღებს მისგნით დატკბობას.
ვინც მას ხშირად დასტრფიალებს, მით აქვს ფონება,
შეხარის, და აქვს თაყვანება, გული ეკონება!...
ივ. კერესელიძე.
(1857წ. 5 მაისს.)
![]() |
1.3 თეჯნისი. |
▲back to top |
თეჯნისი
ვინ არს ესე სრულ თავთირებ მანათი,
ვისგან სწუჱთდენ ნამით ვარდთა საღებად,
სევდის მქონეს მომიმატა მან ათი,
მწარის გულით კვამლთა ოხვრა საღებად.
იგი ნათობს ოდეს თვალთა საამოდ,
გულისათჳს გარნა წვი არ სააომოდ,
უჱრ განუძლო გარდიქცივა საამოდ,
მისთა მჭვრეტსა, ექმნას სული სალსობად.
გლახ ენამან წარმოსთქვა რა შურითა,
ეჰა ღმერთო, ესრეთ მნათი შურითა,
მსწრაფლ აპოლონ მიიწია შურითა,
და განაგდო, თავის ფერხთა საღებად.
რა შევიქმენ მე მის ეშხითა სმული,
განმეშორა, მაგდო ლახვარ დასმული,
მოუჱდ თავთირ ხშულის გულის საღებად.
თ. ალ. ჭავჭავაძე.
![]() |
1.4 ქართლოს |
▲back to top |
ქართლოს
ძუჱლად 1855-სა, 4-5, და 1856-სა წელთა.
ღვაწლით მოსილს ქართლოსსა, მარსის უჱლს დაბერებულს,
შემდგომ ჟამთა, მტერთ რაზმნი, სცემდნენ, გამარტოებულს;
იგერებდა მხცოვანი, ვიდრე მოუძლურებულს,
მტერთ სიმრავლე დასცემდა, ძუჱლს მხედარს, დაწყლულებულს.
იდგა მრავლად მოწყლული, მას უჱლს, დაფიქრებული...
კვლავ დაესხნენ მტერთ რაზმნი, შეკრთა მოხუცებული;
წარსდგა ბიჯი საჩქაროდ; წარხდა ის დროცა ძუჱლი,
და მისცა აქ რუსეთმა მას შწევნისა ხელი...
მთელს მსოფლიოს ცნობილი, რუსი ღვთივდიდებული,
ვის ერთ-მორწმუნეობით, ის ჰყავს, ძმად თჳსებული;
შეუხვია წყლულება, მოხუცს, დამძიმებული;
განამხნო, და კვლავ წარსდგა, მან ბიჯი, გაგებული.
ეს მოხუცი, მარსის უჱლს, კვლავ სდგას, განმხნეუჱბული;
იბრძვის სომხითს და მესხეთს, ჯვარით ხელთ მძღუჱნუჱბული;
რუსთა მფარუჱლობას ქუჱშ, ძლევით ამაღლებული;
მოდღევნებულის თავის, კვალად მტკიცედ, მპყრობელი.
იბრძვის კახეთს და კუხეთს; იბრძვის კოლხიდას იგი;
იბრძვის შავის ზღვის პირზედ; კარს ბრძავს, რაზმთა გამრიგი;
მთის კალთებშიაც იბრძვის; კავკასის ერთ, დამრიგი;
ტრიალებს ყოუჱლს მხარეს; ჰხვდა, კულავ, ბრძოლსა რიგი.
ვითა ლომი, მყვირალი, ართუ მკრთალი მჩმუნავი,
დაჭრით გამედგრებული, ლეკვთ დაფარვის მზრუნავი,
ანუ, ვით მთვრალი სპილო, მომგერები მბრუნავი,
კისკასობს ქართლოს ბრუნავს, ბორგს ღელვაში მცურავი.
დღეს ქართლოსის ძლევანი გვაქვს დიდს გასაკვირუჱლად.
ფოცხოვას, კადიკლიარს, ჩოლოქს, ზღვის პირსა, ხმელად,
უმეტეს ქურუქდარას, ძუჱლსა გუმრისა უჱლად;
სხვაც მრავალნი ძლევანი დაშთებიან მას ძეგლად.
რუსთ და ქართუჱლთ, ამ წელთა, აქ ბრძუჱს მტერთა გმირულად!
სდგას რიჟრაჟ ეს მოხუცი უჱლსა მას მხიარულად;
შუბლი მისი მხცოვანი, კრთოლავს განცისკრებულად!
ჰსჭვრეტს, უხარის შვილთ სიმხნე, მით ჰსჩანს აღტაცებულად!...
შვილთა მისთა, ვით მწვლილი, ბრძოლას მსხუჱრპლი შესწირეს:
ზოგთ ხელნი და ფერხნი ზოგნი სულ გახეიბრდეს,
მრავალთ დასთმეს ცოლ-შვილნი, ზოგთ საზრდო შეიმცირეს,
ზოგთა თჳთ ტკბილი სული დასდუჱს-ზეცას შესძინეს.-
საქართუჱლო, ღვთის მშობლის, საუფლის წულოდ, თქმული,
მისთჳს, ჰხამს შეიწოდეს, მას შეაუჱდროს სული!...
ქრისტესთჳს აქ ვინ მოკვდა, იქმნა სისხლ-დანთხეული,
ჩუჱნ გვრწამს, რომ ღვთის წინაშე, იქმნების ღირსეული.
თ. დ. მაჩაბელი.
ს. თამარაშენი.
ჩყნზ-ს, წელს.
![]() |
1.5 ბატები. (კრილოვით) |
▲back to top |
ბატები. (კრილოვით)
ერთი საწყალი სოფლელი, ქალაქად ვაჭრობდს დღესა,
მისდევდა გრძელის ფიჩხითა, ჰრეკდა განსყიდვად ბატებსა;
და რომ ვჰსთქვათ მართლად, ნამდვილად
ის საცოდავი ბატები
იყვნენ სრულ პატივაყრილად,
ზედ ემტვრეოდათ კეტები.
სადაც ვინ ჰხედავს მოგებას, იქ ბატებს პატივს ვინღა, ჰსცემს,
როდესაც ძნელადღა ჰზოგუჱნ კაცნი განსყიდვად თჳთ კაცებს.
ამისთჳს იგი სოფლელი არცკია გასამტყუნარი;
მარამ სხვა იყო ამაზედ ბატებისგან საუბარი.
ამ დროს გზაზედა ერთსა მგზავრს
უეცრად შემომეყარნენ,
და იმა სოფლელზედ სამდურავს
ერთბამად ეუბნებოდნენ:
„ჰპოუჱბღა ვისმე ამ სოფელს ჩუჱნ ბატთგან კიდევ უბედურს?
სოფლელი ესე მიგვაფრთხობს, ვით უბრალოთა ფრინუჱლთ გუნდს;
ეს უგუნური არა ჰგრძნობს,
პატივით ხმლი შეგვიწყოს,
რომ ჩუჱნი შთამომავლობა მოგვაქვს იმა ბატებისაგან,
რომელთ ოდესმე დაიხსნეს რომის ქალაქი ცეცხლისგან;
და ამ გვარ ერთგულობისთჳს რომაელთ ასე პატივ ჰსცეს,
რომ შვილის-შვილთა სახსოვრად იქ მათ უქმეცა უწესეს!
დიახ უცხოა, მარამ თქუჱნ რითი ისხვაუჱბთ თაუჱბსა?
ჰკითხა მუნ მგზავრმან, და ჰსთხოვა მაზედ პასუხი ბატებსა.
ბატებმა ასე მიუგეს:
„ერთ გულთა ჩუჱნთა წინაპართ
რომი დაწვისაგან დაიხსნეს
და პატივი არარა, აქვსთ მათ?“
ეგ წამიკითხავს მსმენია; მარამ მსურს კვალად ცნობაი:
თქუჱნ რაოდენი გიქმნიათ ქუჱყნისთჳს სარგებლობაი?
„ჩუჱნ? არაფერი, არც მცირე!“
მაშ კარგი, ეგეცა კმარა,
და შევსცდე ჰსჯაში აღარა:
წინაპართ ნუღარ ახსენებთ, მათ ვისაც რაი მსახურეს,
მაშინუჱ დიდის პატივით მუნუჱ სანაცვლოც მიიღეს;
მარამ თქუჱნ რისთჳს ვარგიხართ, ან რისთჳს მოგწონთ თაუჱბი?
მხოლოდ ამისთჳს გაჭმეუჱნთ, ხართ კარგაი შესაწვაუჱბი!
მინდოდა ესე ზღაპარი
მეთქვა უვრცელეს, უცხადეს;
მარამ მიზეზი ეს არი,
ვაი თუ ეწყინოსთ ბატებს...
დ. მგალობელოვი.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 რაჲმე ძალისათჳს მუსიკისა. |
▲back to top |
რაჲმე ძალისათჳს მუსიკისა.
შუჱნიერი მოგონება მუსიკისა გარმონიისა (ხმათ-შეწყობისა), რომელი განჰსწონს სულსა ჩუჱნსა და აწარმოებს გამოუთქმელთა მოქმედებათა. საღმრთო ესე გარმონია ვნებათა ჩუჱნთა განაღვიძებს, ფრთოან ჰყოფს მოგონებათა და სულსა ჩუჱნსა აღამაღლებს უმაღლეს ამის სოფლისა და ქუჱყანის სფერაისა. რაისა შინა შეიძლებენ ჰპოონ შუჱბა და ნუგეში უბადრუკნი და სიგლახაკითა დამძიმებულნი? ესე მაცთური ღმერთაი არს მეორე მოყვასი მისი. უზომო არს შემძლებელობა და ძალი მისი. საოცრებათაგან ჰშობს იგი მგრძნობელსა სულსა. აჰა განცხრომა სუსტის დაბადებულისა ცხოვრებისაამას ღელესა შინა... გული შეიწრებული მწუხარებით და სიგლახაკით დამძიმებული, ისწრაფის წარმოსცალოს საჩენელნი თჳსნი და ხელოვნებანი თჳსნი, ღვთაებრთა ბგერათა მისთა ზედა! და შეიძლებსა გული მგრძნობელი, რათა არა დაჰსთხიოს ცრემლნი წარმომცლელმან საკრავთა ხმასა ზედა? მაგრამ რასა უკუჱ ვიტყვი? არა! ოცნება, და განკვვირუჱბა ბუნებისა დაემორჩილების ქვიერსა გულსა, მიერ მისსა შემძლებელობასა.
იგი არს აღნთებული ცეცხლი სადნობელსა შინა დამბადებელის ხელითა, და აღტყინებული მძაფრის ალითა. ესრეთ კაცი არა-არს უბადრუკ სრულიად იგი უძღვნის რავდენთამე უაღრესთა წამთა ცხოვრებისა თჳსისათა მაცთურსა ამას ღმერთას. მე უკუჱ ვჰსთქვი მისისა მოქმედებისათჳს, რაიცა ძალუძს ჰყოს კაცსა შორის, უეჭუჱლ-არს, რომელ ჰქონან მას მამაცთუნებელნი მოქმედებანი. ყოფილან მაგალითნი, რამეთუ კაცნი გონებას მოკლებულნი და სულით დაბნელებულნი არც ბგერსა მისსა შესრულან უმაღლესსა მზიარულებასა შინა და გულისხმის-ყოფანი მათნი აღტყინებულან. და განცხოუჱლებულმან მომაცთუნებელთა ხმათა მისთაგან, და შემპყრობელთა განმეორებულთა ბგერათა მიერ და აღმოუკსიესთ განმკურნებელი მათისა დახსნილის და დაბნელებულისა გონებისა.
უბადრუკ-ვნებული, რომელიცა გული მსოფლიოს კმაყოფილებით უცხო არს, და რომელისაცა სული განწონილ-არს, ესრეთ ვჰსთქვათ მწუხარებით, რომელსა გული შეიწრებულ და დამძიმებულ-არს უბადრუკებითა ესე ვნებული ესე შესაწყალისი ძეი ბუნებისა მიმართავს რათამცა შესწიროს ხმაი ოხვრათა თჳსთა ღმერთაებრსა მისსა ბგერასა. უბადრუკო! შენ, რომელიცა უხვრითა ამით დასთხევ ცრემლთა მდინარესა. შენ, რომელი უჱრ შეემთხუჱვი შუჱბასა საგლოელსა მასჟამს გულსა შენსა, თჳსსა გამოუთქმელს კმაყოფას განუცხადებელს ნეტარებას!
ხოლო სადით უკუჱ მიიღო მაცთურმან ამან ღმერთამან დასაბამი თჳსი?... ვინ არს მიზეზი შექმნისა მისისა? მეცა პასუხ-ვუგებ: გულის-ხმიერიუჱ დაბადებული კაცი, რომელმანცა სოფელსა თანა ერთად მიიღო შექმნა თჳსი. იუბალ არს პირუჱლი მიზეზი მისი; გარნა მას არა აქვნდა ესრეთი ჩუჱბა, არცა ესრეთი მომაცთუნებელი ძალი, ვითარცა შემდეგ იგი რავდენთამე საუკუნეთა მოყვანილ-იქმნა სრულებასა შინა, და უკანასკნელ სახილუჱლ სრულის მღელვარებით და ძალითა თჳსითა.
ძუჱლადგან მუსიკა შეადრგენდა მხოლობითს ჰსწავლას. ამისთჳს ვის ძალუძს იჭვნეულ-ყოფად მისთა მომაცთუნებელთა მოქმედებათათჳს, ვინ არ მისცემს უპირატესობას წინაშე მაღალთა აღმატებულესობათასა? გარნა ვინ იტყვის: რაჟამს ძვირფასობდეს იგი უბადრუკებისათჳს; ძალუძს მას მსახუროს საშუჱბლადცა, და შეიძლებს რათამცა აღუმსუბუქოს მწუხარებით მოწყლული გული მისი...
ხოლო კაცსა ზედა ბედნიერების ნიჭით მოფენილსა და ბუნების მოყვარესა, არა აქვს ძალი და შუჱბაი ესრეთი თვალთა შინა მისთა... არა! ძალი ყოუჱლთა ზედა თანას-წარმოქმედებს. მოიყვანეთ კაცი გულქვა და კაციცა მგრძნობელი მაშინ იხილავთ მისსა მოქმედებასა. გამოცდილება კაცისათჳს არს უმჯობესი მოძღვარი!...
კეთილ-მოქმედება. მოთხრობა აღმოსავლეთისა.
მით ჟამით ვითარცა მახსოვს, შემემთხვნენ ფრიად მრავალნი ჰამბავნი და ცვლილებანიცა ფერი თმისა ჩემისა დაჰფარა ჭაღარამან, ვითარცა ფერმან ყუვისამან, განმაშუჱნებელმან ფადიშაჰის წალკოტისამან, მით დროით ვჰფიქრობდი მე, და ვგრძნობდი რომელ დაუსრულებელმან მფლობელმან სვისა ჩუჱნისამან, რომელმანცა შეჰქმნა კაცი კეთილ-მოქმედებისათჳს, წარმომიდგინა იგიუჱ გრძნობაი, რამეთუ არა რომელსამე ძალუძს, რათა არა მხიარულ-იყოს თჳნიერ კეთილის-საქმისა; და რამეთუ არა ვითარმე კეთილი ქცევა შეუძლებელ არს დაშთეს დაუჯილდოებელად! ისმინეთ, ძენო ადამისანო! ისმინეთ ჭეშმარიტი ჩემი მოთხრობაი.
„ერთს ნაყოფიერს ღელეს, რომელსა განყობს არაბის ზურგი მთისა, არა არს დიდი ხანი, რამეთუ ჰსცოვრებდა აქა მოხუცებული და ბედნიერი მწყემსი; მე ვიცნობდი მწყემსსა მას. იყო იგი ბედნიერ... ვინათგან გული მისი იყო თავს-მდებ სათნოებისა მისისა რაჟამს მწუხარისასა, მარადის შეექცეოდა მჩქეფარს წყაროს კიდესათანა, რომელსა ზედა აღმოსრულ-იყვნენ ვითარცა გმირნი, ხშირად ნაძვვის ხეები და კვიპაროსნი, და თჳთ ფესვთამდე ჰფარვიდნენ მწვანენი რტონი მითნი. ერთს დღეს შემქცევსა ადგილთა მას, ესმა შორით მწუხარებისა ხმაი, რომლისაცა განგრძელებულს კვნესასა მას განმეორებულ-ჰყოფდნენ ფართოსა სივრცესა მის ღელისასა. მოხუცმან მწყემსმან მიმართა კერძოსა მას, სადითცა ესმა მას ხმაი იგი: მან უკუჱ იხილა ყრმა ჭაბუკი, მჯდომარე მთის ძირს ქვიშასა ზედა. სამოსელი მისი იყო დაბებკულ, თმანი აღრეულ მკრთალსა და უსახურ-ქმნილსა პირსა ზედა მისსა. შუჱნიერება ჭაბუკისა მის ძლით შეჰსწაებულ იქმნებოდა, ღაწვნი მისნი გამოაჩინებდნენ კვალსა მსხვვილთა ცრემლთასა; თავი მისი მოუძლურებული გულთანა მოხროდა, ხოლო თჳთ ემსგავსებოდა შუჱნიერსა ვარდსა, მძაფრის ქარისა და წვიმისა მიერ დაჭკნობილსა. მისმან სახემან შეძრწუნებულ-ჰყო მოხუცი იგი მწყემსი. მიეახლა და ჰრქვა: „ოი ძეო კაცისაო! მოუჱდ წიაღსა ჩემსა მოუჱდ, მოეახლე გულსა ჩემსა, და განმიყავ უბადრუკება, სულთქმა და ოხვრაი შენნი! ჭაბუკმან ძლით აღიღო თავი და ღრმას მდუმარებით შეხედა მოხუცსა მას, რომელსაცა სურდა ეჩუჱნებინა კეთილ-მოქმედებაი, და თან-ლმობა. ამან კუჱ კეთილ-მოქმედებით მან სახემან უბრალოსა მის მწყემსისამან შუა მის შორის სასოებაი!... დასთხევდა ცრემლთა მშვიდთა, გარნა მგზნებარეთა თვალთაგან; ნარნარი და მკუჱთრი სახე ჭაბუკისა და საიდუმლო ღაღადებაი მიუწოდებდნენ გამოსაცხადებლად. ჭაბუკი იგი მტვვირთი დაფარული. მყის ზე ახლდა და შეურდა კეთილსა მას მწყემსსა, მაღლის ხმით მტირალი: მამაო ჩემო!... მამაო!... ხოლო ურვით მოცულმან გულმან აღარა მისცა ნებაი უფროს სხვისა რაისამე თქმად. მოხუცმან მწყემსმან თჳსის ალერსით მსწრაფლ გამყუდროებულ-ჰყო იგი და ჰრქვა. „ძეო ჩემო! განმიცხადე შენი მწუხარებაი, რასთჳს ეგრეთ ჰსწუხ და ჰფიქრობ?... ჭაბუკმან მცხინვარის თვალით და მეწამულის ღაწუჱბით,რომელთა ზედა გამოიხატებოდა მორცხობა, იწყო მოთხრობა მისდა ესრეთ: „იმიერ კერძო ნაძვთა მათ, რომელთაცა ჰხედავ, მთის წუჱრზედ არიან აღშენებული ტალავარნი შელადარისნი, მამისა ფათმასნი. უბადრუკი ფათმა არს უშუჱნიერესი ქალთგანი მუნებურსა საზღვარსა შორის. მე ვმწყსიდი არუჱსა მამისა მისისასა; იგი მდიდარია, ხოლო მამაი ჩემი გლახაკი. მე მიყვარდა ფათმა, და მასაც უყვარდი... მძვინვარემან მამამან მისმან ჰსცნო ჩუჱნი შეჩუჱვა და სიყვარული... მე გამომაგდო მშობლის ადგილით, და ასულსაცა თჳსსა განმაშორა... შევურდი ფერხთა მისთა და ვუთხარ: შელადარ! ნება მიბოძე სიკვდილამდე შენს ქუჱყანაში ცხოვრებისა, სადაც შენ დამკვიდრებულ-ხარ... გეფიცები, რამეთუ არღარ გავიცნობ მას, რომელსაც ვუყვარვარ მე. მომეც ვაძო უშორესი შენთა არუჱთაგანი, და ნება მიბოძე ვმსახურო მამასა ფათმასასა!... შელადარ არ მეთანხმა, მიბრძანა გამოსვლა მუნით, და თჳთ ფათმასაც ჰრქვა, რამეთუ თჳთოეულს ნაბიჯზედ გაუფრთხილდება მას. მე მოუჱდ აქ ღელიდამ, მის ღელიდამ, სადაც მკვიდრობს ჩემის გულის საყვარელი... ფათმა გარნა ვაი! რამეთუ იგი არს უბედურ მამაცა ჩემი ეგრეთუჱ ფრიად მოხუცებულ-არს დედა ჩემი არღარა არს ცოცხალი... კიდევაცა მყვანან ორნი ძმანი, გარნა ვაი, რაბამ უბედურ-ვარ, რამეთუ იგინი არიან მცირე-წლოვანნი, რომელ ძლით შეიძლებენ თჳთ მდაბლის ბზის ტოტის შეწთომასა. მე ვაცხოვრებდი მამას ჩცემს და ყრმათა ძმათა ჩემთაფასითა მით, რომელსა მაძლევდა შელადარ. გარნა ვაი!... მე მას მოვაკლდი... ვჰკვდები. „ძეო ჩემო! ჰრქვა კეთილმან მწყემსმან. წარმოუჱდ ჩემთან ღელესა მას, სადაცა ჰსცხოვრებს ფიცხელი შელადარ, მე თჳთ მიგიყვან მასთან წარვიდეთ!... ჭაბუკი დაემორჩილა მას დასუსტებულის და მთრთოლარის ბიჯით ივახლა შელადარის ტალავარს. იხილეს მათ ღელესა მას ფათმა!... მე ვხედავ ფათმას, დაიძახა ჭაბუკმან; გარნა მოხუცმან მწყემსმან არა მისცა ნება სიტყვის დასრულებისა; და შეიყვანა თჳსთან ტალავარსა შელადარისასა. „ერთი უკუჱ ტრედი მოიყვანეს ალუპპიდამ დამასკოდ, იწყო ესრეთ მოხუცმან მწყემსმან, და სცხოვრებდა მეორეს ტრედსა თანა. მეტრედეს ეშინოდა ტრედისა მის, რამეთუ შეეძლო მას ერთს დღეს გარდაფრენა დამასკოდ მეგობრით თურთ თჳსით, და მოშენება მასთანა ნარნართა მართუჱთა. გულითადის სასო-წარკუჱთილებისა და მწუხარებისა გამო დაუტევა მან ხელთა მისთაგან საჭმლის მიღება, მოუძლურდა და კვდებოდა იგი... ოი შელადარ! ნუ განაშორებ ამათ, რომელთაცა ურთიერთისათანა სურთ ცხოვრება. უკეთუ ჭაბუკმან, რომელი შენ განაძე ღელედგან, მისტაცა მას მშობლის სისხლი, იგი უკუჱ არღარა არს სათნოებისათჳს?... „მიუგო ფიცხელად შელადარ, დიდი წინასწარ-მეტყუჱლი არს ჩემდა მოწამედ, ვითარცა არს იგი ზამბახი ყვავილთა შორის, ეგრეთუჱ ჭაბუკიცა ესე არს ერთ-გული შენი. იგი აღემატების ყოუჱლთ ყრმა მწყემსთა თჳსის სიმშვიდით და მხნეობითა პირის-პირ სიგლახაკისა. „საკმაო არს! მიუგო მოხუცმან და კეთილმან მწყემსმან, მე და ძეი ჩემი აქა ვართ და გვყვანან ურიცხვინი არუჱნი და გვაქვს უუცხოესთა ღელეთაგანი ხოროზა; მაშ ნაწილი საქონლისა ჩუჱნისა და ღელესა, ამის წამიდგან მიმინიჭებიეს კეთილისა და უცხოსა ამის ჭაბუკისათჳს და იგიცა ცხოვარი, რომელი შენ აწ მოგანიჭე, ძეო ჩემო, ხვალ შუჱნიერი ცისკარი მოოქროვილ-ჰყოფს რა აღმოსავლეთს, მოყვანილ იქმნებიან წინაშე პჭეთა ტალავარისა შენისათა; მე ვუწყი ძეო ჩემო, რამეთუ არუჱსა ამას მისცემ შენს საყვარელს ფათმას. შელადარ თჳსის მხრითაც აღგითქვამს ესრეთსაუჱ და უმეტესასაცა; თანახმა არს მოგცეს ხელი ასულისა თჳსისა... მოხუცი მწყემსი, ჰგრძნობდა სულსა მისთჳსსა, რამეთუ მან ჰქმნა საქმე კეთილი; მიიქცა მშვიდობით უკანუჱ მყუდროსა სოფელსა თჳსსა.
მოეფინა რა აღმოსავლეთსა შუჱნიერი ნათელი განთიადისა, და იწყეს ხარისხ-ხარისხად დაშრეტა ცასა ზედა მნათობთა ღამისათა, მეყვსეულად იწყეს თოვლეურ სპეტაკითა არუჱთა კიკინი, ახლოს პირუჱლ გლახაკად მყოფის ჭაბუკის ტალავარისა, და განეფინნენ მთის თხემსა ზედა, ეგრეთუჱ ფიცხნი და ახალნი ჯოგნი ცხენთანი.
ერთს დღეს შევიდა შექცევასა კეთილი იგი მწყემსი, დასასუჱნებლად და განგრილებისათჳს დაჯდა უცხოისა მის ნაძვისა ქუჱშე, რომელი ჰფარევდა შელადარის ტალავარს, სადა განფენილ იყო ვჰრცელი დაყვავილოვანი უჱლი, ადგილ განთესილი ხშირის ბუტკებით, რომელთაცა ფესვთა ჰრეცხდნენ ჩანჩქერნი წყარონი და აღმოვიდოდნენ შორის კვიპაროზისა და ლეღვის ხეთასა, მუნ მივიდა შელადარიცა, მიჰყვანდა მას პატიოსანი მოხუცი, რომელისა ხელი ეპყრა მას, საჩუჱნებელად შუჱნიერისა მის ადგილისა. სახეი მისი გამოაჩინებდა სიბრძნესა, შეჭმუხვვინილსა შუბლსა მისსა ზედა გამოხატულ-იყო სიხარული, და შეერთებული აქვნდა ერთად სიმკვირცხლისათანა, და მისცემდა მას საპატიოს შესახედავსა. კეთილმან მან მწყემსმან იხილა შელადარ, განუმარტა ხელნი და მიეახლა მას და მოეხვია; თვალნი მისნი აღეტყინნენ გამოუთქმელის სიხარულით. მე დავნერგენ ხენი ესე გულს-მოდგინეთ, და კმაყოფით ჰრქვა შელადარ; სასიხარულო სახსოვრად! „შემდგომად ორთა მოხუცებულთა უპყრეს ურთი ერთსა ხელნი; აქებდნენ ნაყოფიერებას და სიპოხესა მის ღელისასა, სადა უჱლსა ზედა შეექცეოდნენ ორნი ყრმანი. კეთილნი მწყემსნი მათნი დამნახუჱლნი მივიდნენ მათდა ალერსიანის სახით, და უძღვნეს მათ კურთხევაი თჳსი. მათ ემოსად კარგად; პირისა მათისა შუჱნიერება მიემჰსგავსებოდა ვარდსა იყვნენ მკვირცხელნი, უბიწო და მხიარულნი.
ესე ორნი იყვნენ ძმანი ჭაბუკისა მის, რომელსაცა კეთილმან მან მწყემსმან უჩუჱნა კეთილ-მოქმედება. მოხუცი იგი, რომლისა ხელი ეპყრა შელადარს, იყო მამაი ჭაბუკისა.
კეთილმან მწყემსმან ახლოს ღელისა მის, იხილაკიდესათანა გამწუანებულის ტყისასა ფათმა, მჯდომარე მდელოსა ზედა, რომელ შეექცეოდა მოყვასთა თჳსთათანა. მაშინ იხილა იგი შეუძუჱრელს და დაწყნარებულის მხიარულებით, და შთავარდნილი საამოთა განზრახუათა შინა, ოდესმე იხილებოდა სამხიარულო ღიმილი მეწამულთა ბაგეთა მისთა ზედა, ოდესმე აბრკოლებდნენ მას მოყვასნი საამოს განზრახვას მკვირცხლის და უბიწოს ალერსით...
ჭაბუკი ხშირად მიხედვიდა საყვარელსა თჳსსა ფათმას, და თჳთოეული მათგანი აღუჩნდებოდა მას მთვრალად აღტყინებულისა სიყვარულით და ბედნიერებით, გამომხატუჱლითა მათთჳს მომავალის შუჱბისათა!...
სასურუჱლი მინუტი მოიწია! და ფათმა იქმნა საუკუნო განუშორებელ მისდა მეგობრად...
სიხარული გამობრწყინდებოდა თვალთა შინა ყოუჱლთასა, ესრეთ ვითრცა რტონი გინშუჱნებულ-იქმნებიან ერთ-გვარის ყვავილთა.
კეთილი მწყემსი ჰსჭვრეტდა ყოუჱლთა და ჰსცნა მათი, და თავისი ბედნიერებაი, მიმართა თვალნი და იხილა ფართოს უჱლსა ზედა ურჩეულესნი შუჱნიერებით და სითეთრით არუჱნი, რომელნი მიანიჭა ჭაბუკსა; რამეთუ აღემატებოდნენ სითეთრითა თჳსითა არუჱთა შელადარისათა. რომელთაცა თანა იგინი იყვნენ აღრეულ. იხილა მან არუჱი ყრმისა მწყემსისა, ესმა ხმოვანსა სასტვინელსა ზედა, რომელიცა დამღერიდა ბედნიერებასა თჳსსა გამოუთქმელმანსიხარულმან აღავსო გული მისი!!...
ოი შვილნო ადამისნო! მე არა რაიმომიმატებიეს, არც დამიკლიეს არამედ ჭეშმარიტი მოთხრობა მოგახსენეთ.
![]() |
2.2 საშინელი სიზმარი. |
▲back to top |
საშინელი სიზმარი.
მოთხრობა.
ერთს ცუდ ტაროსიანს შემოდგომის ღამეს, უმეტეს პირუჱლისა შთანთქმული ოცნებასა შინა ვსჯედ ტახტსა. სანთელი, რომელი მენთო, გამოუტეუჱბდა მკრთალს და მთრთოლარეს ნათელს; ხოლო მე დაყრდნობილ ვიყავ ტახტის ფერხზედ და მას არ მივაქცევდი ყურადღებასა დამავიწყდა თავი ჩემი.
სალმობა მტანჯვიდა დღითი დღე უფროს და უფროს. წაინა-აღმდეგად მაქვნდა სანთლის შუქი; უჱრა რომელსამე შინა უჱრ ვჰპოუჱბდი სიხარულს და ნუგეშსა; განვიდნენ ბედნიერებისა ჩემისა დღენი... მეყვსეულად ნელიად განაღეს კარი, შემოვიდა რომელიმე უცნობი. აღვიღე რა თავი, ვიხილე ჩემ წინაშე კაცი მაღალას და ახო ანის ჰასაკისა მქონე; მას ემოსა შავი გრძელი მანტია; თავზედ ეხვია ყაუხი, ფერხთა ზედა ეცვა ბეწვიანი წაღები, ხოლო პირზედ ებურა შავი პირბადე. მან დუმილით მომცა წერილი და მიმცა მით რომელსამე შიშსა. განცვიფრებული მიუჱდ სანთელთან, მსუროდა ცნობა კაცისა მის. გარნა იგი უჩინო იქმნა; არ დაუჱრწმუნე თავსა ჩემსა და ვჰფიქრობდი: ნუთუ ძილსა შინა იყო ხილვაი იგი, ნუთუ იყოს ოცნება რაიმე? გარნა მე თჳთ ვიხილე თვალითა ჩემითა ცხადად. ვიხილე წერილი, და ვიხილე ზედ წარწერილი ხოლო რაი უკუჱ იყო, განცვიფრებულმან და შეძრწუნებულმან განვსტეხე ბეჭედი, გარდავშალე წერილი იგი და წავიკითხე.
„დაჰსცხერ უბედურო ძეო, მკვლელო ღრმად მოხუცებულთა მშობელთა შენთაო! რაი უკუჱ გსურს მოიპოვო შორის კაცის-მკვლელთასა, იმედნი შენ გაცთუნებენ ძალად სიმდიდრის მიტაცებისანი, და არა უწყი, რამეთუ თავსა ზედა შენსა მოიწევიან საოცრებანი შავთა ღრუბელთანი, განმზადებულნი ყოუჱლ წამ განხრწნად შენდა. არა უწყია, რამეთუ აწ ჰსდგეხარ საფლავისა პჭეთა თანა, ერთის ფერხით შთახვალ საფლავად. ოი, უკეთუმცა უწყოდე შენ ჭაბუკო, გენია იგი, ფეიანი იგი, რომელნიცა მიგელიან... მებრალები! დასცხერ, მე გეტყვი დღესა, ანუ ხვალ იხილავ შენზედან მომავალსა... ერთიღა საშვალობა დაგშთომიეს ხსნისა და განთავისუფლებისა შენისათჳს ბიწიერებისა საკვირუჱლთგან დამამძიმებელთა შენთათა, შეურდი ღმერთსა და უჩუჱნე ყოვლისა თჳს განწმენდილი სინანული, სთხოე მშობელთა მოტეუჱბა შენის ლტოლვისა თჳს მტირალთა დაუტეუჱ ყოუჱლიუჱ სიმდიდრეი შენი მომაცთუნებელი, ანუ უმჯობეს იქმნების, რათამცა განეშორო კაცთა და იცხოვრო მარტოდ და მოღვაწებით, ლოცვითა და მარხვითა, და სხუჱბრ უჱრსად დაიფარვი, უჱრც წახვალ, უჱრც ცხენით და უჱრცფერხით! უწოდე, რამეთუ ამის მოწევნადმდე დაგშთების სამნიღა ოდენ დღენი. ამისა შემდგომად გვიანღა გექმნების სინანული. თუცა ძალგიძს რათა არა ირწმუნო წერილი ესე, გარნა ამასუჱ ღამესა გამოსცდი შენზედა მომავალთა... აწ მშვიდობით ნახვადმდე!“
წარვიკითხე რა წერილი ესე, ვიყავ დიდს ხანს განცვიფრებულ, და მრავალ-ჟამ უჱბრძოდი თავსა თჳსსა, და ვიგლეჯდი თმათა თავისა ჩემისა, ვჰსწყევდი სიცოცხლესა ჩემსათა და შთავარდი ფრიადსა განწირულებასა. არავითარიმე იმედი არა დამშთა ცხოვრებისათჳს და ვიტყოდი. ვის მივმართო?... რაი ვჰსთქვა?... ესრეთ ჯერ არსა განვლო საკუჱხელი ცხოვრებაი ჩემი...
ქაღალდი ძლით ჩემ მიერ ხელით შეხებულ იყო დაწერილ სისხლითა, შესაძლო იყო რათამცა იგი ყოფილ-იყო ჩემ მიერ დათხეულითაც უბრალოდ, მესმა მე კვნესა და მომაკვდავთა ღაღადება, ვითარმცა მეტყოდა მე ბუნებაი, რამეთუ მე ვიყავ ავაზაკი. ოი, უკეთუმცა ჟამსა მას განღებულ-იყო ტარტაროსი ჩემს წინაშე, შეძრულ-იყვნენ ცა და ქუჱყანა და დავნთქმულ-ვიყავ უფსკრულსა მას!... განცოფებული ვხედვიდი ქაღალდსა მას წვილ-წვილად; და რაი უკუჱ წარმომიდგნენ წანაშე თვალთა ჩემთა?... სისხლი, რომელსაცა შინა ვიყავ, მოიცვა იგი ცეცხლისა ალმან: ვიწოდი, და წარვწყმდებოდი! შეძრწუნებულმან დავიძახე, და ფიცხელად გამოვარდი მუნით. ამაოდ ვსცდილობდი დამევიწყებინა შიში იგი არამ სადაც რა წავსულ ვიყავ, მაინც ყოუჱლგანთან-მდევდა: ოდესმე გამომიჩნდებოდა საშინელი დიდი გუჱლი, განმზადებული საგმერლად ჩემდა სიკვდილ შემოსილის ისრისა თჳსისა განხმულთა ყბათაგან, ოდესმე საშინელის ასაკისა გოლიათი, რომელი მექადოდა შემმუსვრასა ჩემსა; ოდესმე ცეცხლისა მთაი. მეორეს ღამეს სასჯელი ჩემი უფროს განმიმრავლდა. მესმა, რამეთუ შეკრებილნი ავაზაკნი დაეცნენ სახლსა ჩემსა შემუსრნეს მათ პჭენი ჩემნი, ამტვრევდნენ, ყვიროდნენ და მიწოდებდნენ ორგულად; ოდესმე წარმომიდგებოდნენ, ვითარმც მე, და სრულიად სახლი ჩემი ვიწოდით; ოდესმე ერთბამად იქცეოდა და ჭექით დაირღუჱოდა, ანუ მჰსგავსად გრიგალისა ჰფრინვიდა ჰაერსა შინა, და მუნ ტრიალებდა და საშინელის ქუხილით დაეცემოდა ქუჱყანასა ზედა; ხოლო მე ვდევ შეკრული. უკანასკნელ მოეფინა რა განთიადი სარკმელთა სახლისა ჩემისათა ყოუჱლიუჱ განქრენ და დაეყუდნენ. მე შემოვიკრიბე სიმხნე და წარუჱდ ახლოს მყოფის ეკკლესიის მღვდელმან მოისმინა სიტყვანი ჩემნი, გულს-მოდგინედ შემომხედა მე და მჰრქვა; „თქუჱნ არ აღგისრულებიესთ საქმენი თჳსნი... და ამათ სიტყუათა შემდეგ განმშორდა. არღარა ვუწყოდი, თუ რა მექმნა და რა მეფიქრებინა. მოუჱდ სახლსა და ყოუჱლითურთ ვჰსცდილობდი რათამცა თავსა თჳსსა მოვგებულ ვიყავ, ვჰკითხულობდი წიგნთა, დავიდოდი და ვარჩევდი ქაღალდებთა: ამასთანუჱ დღე მყუდროთ განილია და უკანასკნელნი შარავანდედნი მისნი დაიფარნენ ჩემთა სარკმელთაგან,შემოხდა მწუხრი, ღამის აჩრდილმან დაფარა ყოუჱლნიუჱ დაწყნარებით და დუმილით ცაი და სხვანიც საგანი თვალთა ჩემთაგან და ყოუჱლთა დაისუჱნეს ღამის წყვდიადსა შინა. განვლო, რა რავდენსანმე ჟამმან, არა რამე შემთხუჱოდა და დაჰკრა შუა-ღამისა საათმან და სანთელი, რომელიც ჩემს სტოლზედ ენთო გაქრა; მე ვიწექ თვალ-დაწუხვით სული ჩემი ჰსზდუღდა, ხოლო გული ფიცხელად ჰსძგერდა, და მესმა ცხენის ფერხის ხმაი, მეყუსეულად გამომიჩნდნენ თეთრის სუდარით შემოსილნი მკვდარნი ცეცხლებრ მეალვარებელის თვალებით, მათ მოიღეს და დამიდგეს გარემო კუბონი ნელიად სტოლზედ, და მომართეს ჩემდა საშინელნი თვალნი თჳსნი... სასოწარკუჱთილებით და შიშით ჩამოვიღე კედელზედ დაკიდებულნი ორნი დამბაჩანი ჩემნი; უჱსროლე მათ; გარნა ტყვიანი უჱრ მოქმედებდნენ; და არი ვჰქმენ? ვიწექ კნინღა აღმოუსუნთქუჱლად; განმეყინებოდა სისხლი, და განციუჱბულ მაქვნდნენ ბაგენი; მსურდა რაიმე თქმა, გარნა უჱღარ შევსძარ ენაი: მოიწივნენ იგინი, აღმიღეს სარეცელით და შთამდუჱს კუბოსა, და უნებლიედ მიუჱდი უგრძნობობასა, წყვდიადსა და ცივს საყოფელს. ვაი! წარვსწყმნდი მე... რაბამ საწუხარ-იყო, მსურდა თუცაღა ვჰყოფილ ვიყავ ერთს წამს ცოცხალი!... შემდგომ მოუჱდ გრძნობას და ვიხილე თავი ჩემი ეკკლესიად, გარემო ჩემსა სუფევდა დუმილი მუნ ძლივ შევიძელ შორით ცნობა, რამეთუ წინაშე ხატისა ენთო სანთელი მიმქრალებით, და არა ძვირად ისმოდა სტუჱნა და ქარის შრიალი. აჰა იგი მჰსგავს ტკივნეულის კვნესისა დაყრუებულ-ჰყვნეს ზართა და ქარისა მიერ მოღრებულნი შრიალნი განხვიდნენ ყურთა ჩემთა, მე ვიწექ თვალთა-დაწუხვით და ყოუჱლს წამს მოუჱლოდი ჩემის მხუჱდრის გარდაწყუჱტას... კლიტენი შეიმუსვროდნენ, და შრიალით კარი განეღებოდა და შემოვიდა მღვდელი დიაკონითურთ პირჯვარისა გამომსახუჱლი. განცვიფრებულთა შემომხედეს, მოიწივნენ შიშით ახლოს ჩემსა და მკითხეს: ვინა ვარ? და ვითარ მოუჱდ აქა? ამას კითხვაზედ მივუგე მათ, რამეთუ მე თჳთ არ მახსოვდა და არცა ვუწყოდი არა რაიმე.
მღვდელი წარვიდა და გამოუცხადა ესე, მე უკუჱ შემრაცხეს მპარავად და გამკრეხელად, განვიდა ათხუთ-მეტი წამი, მოვიდნენ და შემიპყრნეს, მიმიყვანეს საპყრობილედ და შემაყენეს განცაკლებულს გოდოლსა, შესაძლო იქმნებოდა, რათამცა იგი ყოფილ-იყო უჱლურთა მხეცთ საცავად და დამყოფად მღამიობთა (ბუთა) და სხვათა. შემბორკილეს ხელით და ფერხით მძიმეთა ჯაჭვთა მიერ, აქ თანამაძდა თჳრთვა სიცოცხლისა ჩემისა მწუხარებით და საშინელის კაუჱბით. განვლეს დღეთა, კვირათა, თუჱთა, გარნა მხუჱდრი ჩემი შეუცვალებლად ეგნენ.
ოდესმე ვჰსჯეგ დაფიქრებით და განზრახვით დავიწყებული ყოუჱლთა ჩემთა გარემომცუჱლთა მიერ, მეყუსეულმან ჭექამან განმაცვიფრა, რომელი იქმნათავით კერძო ჩემსა, შევხედე ზენა და ვიხილე აღხდილი სართული და წინაშე თჳსსა?... ვინ თჳთ იგიუჱ კაცი, რომელმან არა ადრე უწინარეს მისა მომცა მხუჱდრისა ჩემისა წერილი, უნებლიეთ განვჰკრთი, ხოლო მან მომართა ჯაჭვთა ჩემთა, და იგინი განქრენ ვითარცა მტუჱრნი. უცნობმან მიპყრა ხელი და გამომიყვანა საპყრობილით, მივჰყვანდი ბნელსა და ვჰრცელს განსასუჱნელთა შორის სახლთასა, სადა შორით პასუხ მიგებდნენ ბგერანი ფერხთა ჩემთანი, და წვლილნი აჩრდილნი გამოჩნდნენ ჟამსა სუსტის მთოვარის ნათლისასა ანუ განქრებოდნენ ნისლსა შინა. უკანასკნელ მივიწიენით ფარდულსა, შთაუჱდით ძირს დაღმართს კიბეზედ და შთავსხედით ვითარსამე მდაბალს ეტლსა, ცხენნი გაექანნენ და წარგვიღეს იმიერ მთისა, აღსდგა მტუჱრი მჰსგავსად სუჱტთა ცხენის ჭლიკთაგან, მთათ ფერხთა ქუჱშე ირყეოდა მიწაი. მრავალ ჟამ მივრბოდით, გარნა მე არ უწყოდი არც დღეი და არც ღამე. მეყუსეულად ცხენნი ფრთქვინვით შეზდგნენ, ვითარცა კედელი და ჩუჱნცა ვიპოენით ვჰრცელს ქვიშიანს უჱლსა, ხოლო ცხენნი უჩინო იქმნენ და ვითარმცა არა ყოფილ იყვნენ იგინი, აჰა ვიდოდით ბორცვსა ზედა მთხრებლთა და ქვიშასა შინა შთავითქმოდით სარტყელადმდე, აჰა აღსდგა ქარი საშინელი, და ჩუჱნ ვითარცა ბუმბული, წაგვიღო მაღლად!
მუნ მუხისა წინ ქვიშა გრეხითა,
ჩუჱნცა ვიქმნებით მტერთგან დევნითა,
დაუჱცით დავიფარენით მიწად კუჱთითა,
არ არის ჩუჱნი სუფევა, მუნ ცხოვრებაცა სხვაობენ,
შურის ძიებით უფსკრულსა ბოროტნი სულნი გვთაობენ,
ქუჱსკნელის შიში მოგვიცავს მუნ, სადა ადგილაობენ!
მყისდა უფსკრულსა განხმულ მდუღარეს,
მასში ჩავარდი ფარულ მღელვარეს...
მივხედე განვჰკრთი სანთელსა სტოლად,
დაშრეტილ-იყო ვნახე ძილ რულად.
![]() |
2.3 ოცნება მხნისა მხედრისა |
▲back to top |
ოცნება მხნისა მხედრისა.
რაოდენნი არიან სურვილნი! მომხსენებელნი ჩემდა, რავდენნი გრძნობანი აღმავსებელნი ჩემის სულისა ჩემის მამულისა სიყვარულის ცეცხლით და სამშობლოისა ჩემისათჳს, ვითარნი არიან სიყვარულნი მეფისა და მამულისა თჳსისა მიმართ; ანუ კეთილ მოქალაქედ ყოფაი, ანუ მხნედ მხედრად, ცხოვრება თავისა თჳსისასა, ანუ მამულისათჳს!... აჰა ორნი უკიდურესობანი, ანუ უმჯობეს ვჰსთქვათ ორნი საგანნი, რომელნი მიგვიყვანენ ჩუჱნ სარისხისა მიმართ დიდებისა და პატივისა, გარნა მაშინ ოდენ, ოდესაცა ამის სიყვარულის ალი შორის ჩუჱნსა დაუშრეტელი იქმნების. უკეთუ უწყოდეთ, ვიტყვი მე, დამარხვა გულთა შინა ჩუჱნთან, ჩუჱნთა მშობელთა მცნებათათა და მით შევიძლებდეთ სარგებლობასა; უკეთუმცა შევიძლებდეთ გრძნობასა და ცნობასა თვთ თავითა თჳსთა, და რაიცა უფროს ყოვლისაუმჯობეს-არს განვარჩევდეთ სიმართლეს სიცრუისაგან, და მაღალს უაღმატებულესისაგან!
მიხედეთ ბრძოლასა დაფნითა მიერ გვირგვინოსანსა და ყოფილსა ასპარესა ზედა ბრძოლისასა დამოკიდებულსა განმასხვაებელთა ნიშანთა მიერ, ვჰრცელსა თხემსა მისსა დაფარულსა ნაოჭებითა, რომელი მოუთხრობს სამხნეს და უძლიერესს მოთმინებას.
თუალნი მისნი მარადის აღეტყინებიან მეფის ერთგულებით და მამულის სიყვარულით. მას არ ეშინის ტყვიის შრიალისა და ზარბაზნის გრგვინვისა. იგი არს ყოუჱლგან მზაი, რათამცა ყოუჱლსა ადგილს და თჳთოულს ნაბიჯზედ ჰსძლოს ანუ მოკვდეს. თჳთ სიყმილი და სიციუჱ უჱრა მოუძლურებულ-ჰყოფენ ძალთა მისთა, თჳთ სულისა ღელვათა არა ძალუძსთ შეარყიოს სიმხნეი მისი იგი შეურაცხ-ჰყოფს შიშსა და ორგულებასა.
რაი უკუჱ განღვიძებულ-ჰყოფს მას, რათამცა იყოს ესოდენ ერთგულ მეფისა თჳსისა და არ დაზოგვიდეს სიცოცხლესა თჳსსა? სიყვარული იგი მამულისა და სამშობლოისა თჳსისა. წრფელი სიყვარული შეიძლებს რათა ოდენ დაივიწყოს ყოუჱლნი უბადრუკებანი და განიშოროს ყოუჱლი შრომაი; ხოლო მტკიცეი სასოება ღთისა მიმართ ქონებული და დარწმუნება მისსა განგებასა ზედა მისცემენ ძალსა ყოვლისაუჱ ძლევისათჳს. მაშ სრულის დიდებით განხმულ-იქმნების ჩუჱნს წინაშე ტაძარი დიდებისა, და ჩუჱნ, დაფნთა მიერ გვირგვინოსან-ქმნილნი შევუდგებით მოკლეს გზით კვალსა ჩინებულთა მამათასა, რომელთაცა ერთი ოდენ მოგონება ჩუჱნთჳს ძვირ-ფას-არს, ხოლო დიდთა საქმეთა მათთა ქუჱყნასა ზედა და საუკუნოდცა დიდებულთა, რომელთა ერთი ოდენ სახელნი მქუხარებდნენ უცხოთ-კერძოთაც შორის, მოიყვანნეს ყოუჱლნიუჱ მონებასა-ქუჱშე და თჳთ მტერთაცა აიძულეს ძრწოლაი?... ჩუჱნ თანამდებ-ვართ თავმომწონე-ყოფად ესე ვითართა მამულის მამაცთათჳს! მივსცეთ აღთქმა, რათმცა ყოუჱლსა შინა ვბაძვიდეთ მათ; შევსწიროთ მას თავნი თჳსნი სიჭაბუკისა წლიდგანუჱ და რათამცა არ დავზოგოთ არცა შრომანი, არცა ცხოვრება და არცა თჳთ სიცოცხლეცა, განსაკუთრებით მისთჳს, რათამცა მივიწივნეთ მაღლის საგანისა მიმართ და დაუტეოთ შემდგომ ჩუჱნსა უკვდავი დიდება აქ და მომავალსაცა ცხოვრებასა შინა.
ოდეს ჩუჱნ არღარა ვიქმნებით, და ოდეს მტუჱრი ჩუჱნი განიხრწნების მიწასა შინა, მაშინ უკუჱ მმადლობელი მამული ჩუჱნი აღგვიმართვს შეუძვრელსა და დიდებულსა სახსოვარს გულსა შინა თჳსსა, და შებრალებით აღმოიოხრავს და შესწირავს ყოუჱლთა დამბადებელსა მხურვალეთ უჱდრებათა და აღანთებს ეკკლესიად დაუშრეტელს ლამპარს, და აღთქმულსა მიართმევს მისისა სიწმინდით დაცვისათჳსა...
ვისი გული არა შერყეულ-იქმნების, რომელიცა იხილავს ნათესავსა თჳსისა მღელვარეს ღვაწლს და მოყვასთასა? ვისი სული არ აღფრინდეს საუჱდრებელად ყოუჱლად საუკუნოს სიბრძნისა მიმართ მხნეთათჳს დამტეუჱბელთა სიცოცხლისა თჳსისათა უჱლსა ზედა ბრძოლისასა! სანუგეშო ჭეშმარიტებაო!
ოი ღირსნო მამაცნო! ისწრაფეთ, ისწრაფეთ, რათამცა აღასრულოთ ღვაწლნი თქუჱნი მოძმეთა თანა და თანა-მშრომელთა უჱლსა ზედა კვნესისასა! ისწრაფეთ მამანო და დედანო ნარნარნო, ამბორის-ყოფად შვილთა თქუჱნთა, და ასხურენით გაყინულთა გვამთა მათთა ცრემლნი მხურვალენი!...
უკანასკნელი ესე ამბორის-ყოფად დაბეჭდავს ბაგეთა ზედა საუკუნოდ განშორებასა და მათ თანა წარვალთ საყოფელსა ნათლისასა! ისწრაფეთ გულს-მოდგინედ მამულის მოყვარენო, და სამშობლოისა თჳსისანო ამბორის-უყავით ახოანთა მცუჱლთა თქუჱნთა იგინი თქუჱნთჳს ცოცხალ არიან და მოელიან ღიმილსა თქუჱნსა და მხიარულებასა; იგინი მზა-არიან მოხუჱვნად თქუჱნდა, ვითარცა მოყვასთა და ძმათა თჳსთა! მზა არიან მეტყუჱლებად „ჩუჱნ ვართ სამშობლოსა ჩუჱნსა და თქუჱნთანა განუშორებელ!“ ვითარ საამო და ვითარ სანუგეშო არს ცხოვრება მამულისათჳს და სიკვდილიცა მისთჳს... ოი, წმიდაო ჭეშმარიტებაო!!!
დედაკაცი და უფროს ურცხვი, არს საფრხე კაცისა, დამთხევი სისხლისა, დამაბრკოლებელი მყუდროებისა, ტყუჱობა ცხოვრებისა, დაკლების-მოყვარე; სიყვარული საძაგელი, ჯოჯოხეთი უძლები, ბრძოლა დაუგებელი: დედაკაცი არს უფროს თაფლისაუტკბილესი და ფრიად მაწყინარი, ოდესაც ვინმე ეტრფიალება მას, იგი თავსა თჳსსა შუჱბულ-ჰყოფს, და ოდეს შეეხების, მაშინ შეიბილწების, ოდეს ეტრფის, მაშინ მოაცთუნებს, არა რაი არს ქალწული, გარნა ჯრღმული, რომელი შეჰსჭამს ძალსა, მიიტაცებს სხეულსა, შესვავს ოქროსა და შეყვარებით წარწმენდს კაცსა, ხოლო გულის-თქმა დაჰსწვავს ქებასა ვაკისასა.
თ. დ. ციციშვილი.
![]() |
3 ჰსწავლა და ჴელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 სურგძელობა საქართუჱლოს მეფის ირაკლი II-ისა |
▲back to top |
მსიძველე ქართუჱლთ ჩამომავლობისა
სურგძელობა საქართუჱლოს მეფის ირაკლი II-ისა. [1]
(ისტორიული აღწერა)
1775.
ყოუჱლმა ქართუჱლმა ვიცით, რომ მიზეზი საქართუჱლოს დამონებისა და სარწმუნოების დარღუჱვისა იყვნენ ყიზილბაშთა შახნი; გარნა ამ გვარი უშუჱრი თავის გამოდება იაფათ არ დაუჯდებოდა შახსა, რომელიცა მოიხმარებდა ამ საგანებზედ დიდთა შესაწირავთა. შახნი ბოლოს ჟამს მოდიოდნენ ცნობას და ამისთჳს სხვითა ღონის ძიებითა ცდილობდნენ, რათა აღესრულებინათ თავიანთი გულის-წადილი. საქართუჱლოს სისუსტების დროს, ყიზილბაშთა პყრობელნი ჰსზდიდნენ მეფეთა მემკვიდრეთა თავიანთ ხელქუჱშ. შემდეგ, როცა ისინი დაგვირგვინდებოდნენ, აღზრდილთაგან შახნი მოელოდებოდნენ და აჭირუჱბდენ აღსრულებასა თჳსთა სახეთა. ხოლო მრავალჯერ უფრო მათი ცდილობა დაბოლოვდებოდა მარტო იმით, რო ენახათ საქართუჱლოს ტახტზედ მეფე მცნობელი ჩუჱულობათა ირანისათა და მომქცევი იმაზედ მარტო სახლობაში. ირაკლი II, მეფე საქართუჱლოსი, ამა ჩუჱულებით იყო აღზრდილი პარსეთის სახელმწიფო სახლში. სიუხუჱსა და ჩუჱულობასა ირანისასა იყო საკმაოდ შეჩუჱული და იმით აღვიდა ტახტზედ. ხოლო ჩუჱულებანი ესენი არა შეეხებოდნენ უდაროსა გონებასა და კეთილსა გულსა მისსა, არამედ გარეშე მხარესა მისა ცხოვრებისა. ეგრე თავი ახოვანისა და ქებულისა მეფისა დაიფარებოდა ჩალმითა, წელზედ ირტყმიდა შალსა, ერთი სიტყვით საცმელი მისი ემსგავსებოდა სრულიად სპარსულს. ეს გარეშეთ სამოსელი მისი იყო მიზესად ერთისა საოცრისა შემთხუჱვისა: ერთს ზაფხულის დროს გაიარა ირაკლიმ სოფელს ვაქირს (ახლო უეზდის ქალაქისა, სიღნაღს,) განაპირს სიამოვნებად სახეთა კომლიანისა სოფლისა და მშუჱნიერისა ვაკისა ალაზანისასა, რამთენიმე წამსა შეეფარა ჩრდილქუჱშ დიდ ფოთლიან ლეღვისა, რომელზედაც შემოსული იყვნენ ნაყოფნი. ხოლო იქა მიიღო სახსოვარი წყენა: ერთი ყმაწვილი ქალ დამალული ფოთლებში, ჰკრეფდა ლეღვსა, და რა დაინახვიდა უცნაურ ყიზილბაშურს საცმელში მის თვალ თჳს უცხოსა, დაიწყებდა ცინვასა, გარნა არ იცოდა რომ კაცი იგი იყო ის მეფე, რომელიც საქმითა თჳსითა შეაძრწუნებდა მტერთა და მამაცობითააღმოფხვრიდა ძირიანათ მათ; მეფემან იმის უკადრისობაზედ არა წარმოსთქვა რა; არცა თუ ერთი ყუჱდრება და არცა მუქარი სიტყვა, და ეს იყო მიზეზად, რომ პატარა ქალმან, მანამდინ ახლო იყო მეფე, უჱრაფერი უჱრ გაბედა და როცა გასცილდა, აარჩია ერთი მუჭა მწიფე ლეღვი, გაისროლა და სტყორცა მეფეს ირაკლის კეფაში. მხლებელნი განცვიფრებულ იქმნენ ამ გვარ უშუჱრ საქმეზედ და დაუწყეს ქალსა ძებნა. მწვანე ლეღვის ფოთლებში გამოჩნდა სახე ახალგაზდა ქალისა კალათით, მწარეს დაგლეჯილისა. ირაკლი, მცნობელი ჩამომავლობისა პატრონისა და ზდილობიდგან გამოსულისა ქალისა, მშვიდათ გაემგზავრებოდა გზაზედ.-
ანბავი ესე შაიტყეს მრავალთა, რომელთა რიცხვშიაც თჳთან იმ ქალის დედ-მამამაცა. დედამ მოუწოდა ქალსა და შეწუხებული არ დაიშურებდა არცა ცემასა, არც წყევასა: ინატრიდა, რომ მიწა გახეთქილ იყო და თან ჩეეტანა, მეხი დასცემოდა, ხალხთაგან საყვარელ ირაკლის, მეფის გამაპატიებურის თავსა, რო არ დარჩომილ იყო შესარცხუჱნად ოჯახისა და წყენად მეფისა, რომელზედაც უვარგისი ქუჱყანაზედ არა რაი მიაჩნდათ. კეთილ გულიანმა მამამ იფიქრა ბოდიშის მოთხოვნა მეფის წინ. რა მრავალჯერ პატივი მიძღვნია მეო, რო ეხლაც ჩემს სახლიდგან მიიღოს წყენა. მეფე ირაკლი ახლო სოფელს (დიდ საქობოს) ჩამამხდარ იყო. ამისთჳს არიყო ძნელი მისი ნახვა და მოემზადა წარსდგომად მის წინ, განსაძღრომელად უწინდელის მისართმევისა, არა ვხადი სამეტოდ წარმოვსთქვა, რაში მდგომარეობდა მისი ძღუჱნი. მარანში მოხადა პირუჱლი ქუჱვრი თავისა ღვინისა, აამსო ყურიანი ხელადა ჭაშნიკად, მამზადვინა ქათმები, გამტკიცვინა პური, შოთები ჩააწყო ხურჯინში, გადიკიდა მხარზედ და გეეკიდა გზასა.-
შეყრილობამ ხალხთა აჩუჱნა ალაგი, სადაც ჩამომხდარ იყო მეფე. დიდითა კრძალვითა მოხუცი, შემკული სიბერისა ყვავილითა, ესე იგი, თეთრითა თმითა, მიიღებდა ნებასა ნახვად ირაკლისა, სახე და მოძრაობა მოხუცებულისა აჩუჱნებდა, რო ის იყო შაწუხებული და ჰქონდა ფრიად საჭირო თხოვნა: გართხომილი ეხუჱოვდა მუხლთა მეფისასა. შემდეგ ირაკლიმ უბრძანა, რო გაჭირუჱბა გაქვსო და მან წარმოსთქვა: ამაზედ გაჭირუჱბა რაღა იქმნებაო. გაჭირუჱბა და ჭირი ბედნიერისა მეფისა მოსცეს მის მოყმესა, ერთი ქალი მყავს და იმისაგან ვიყავ მრავალჯერ თავ შერცხუჱნილი, ხოდა ეხლა სუყუჱლა წყენასა გადაჭარბა და ერთი მათგან უფრო საგრძნობელ იყო ჩემის სიბერისათჳს თქუჱნი გაუპატიურობაო. სმენისა წამს ამ ამბისა დამეცა თავზე ზარი. ცხოვრება და სიკვდილი ჩუჱნი მდგომარეობს ხელთა თქუჱნთა; ხოლო კაცთ-მოყვარეობამა და სულგრძელობამა თქუჱნმა განმაკადნიერეს თხოვნად და შვრათ მრავალთა დიდ საქმეთა ესეც: არ მიგვცეთ განწყრომილობასა და აპატიოთ სიოცრე ყმაწვილობისა ქალსა ჩემსა. გასამართლებლად მის ქალისა იყო მარტოდ უცნობო და არ დაზდუმნა მისიც წარმოთქმა: არა ცოდნა არა ცოდვა არის, როგორც მოგეხსენებათ. მხიარულმან სახემან მეფისამან მისცა ნება მოხუცებულსა რამდენიც უნდოდა ელაპარაკნა. შემდეგ მცნობი მის გულისა მდგომარეობისა, ირაკლიმ შეიწყნარა აღსრულებად მისი თხოვნა და რახან მოხუცებული კაცი შეწუხებული იყო, კიდევ არ ებოროტნა გასაქარუჱბელად მისისა წყლულისა, მისცა რამდენიმე თეთრი ფული და სიცილითა ეტყოდა: „უთუოთ ხეზედ ბღლარძუნითა უხევია შენ ქალს ტანისამოსი, წადი და შენ ცელქ და ანც ქალს უყიდე ამით საცმელიო.“
მიმღები ფულისა, გამგონე აგრე ტკბილითა სიტყვითა მეფისათა, მოხუცებულმა არ იცოდა, რით გამეექთვა მადლობა, შემდეგ ფრიად დაბლა თავის დაკვრისა, სამსე გრძნობილობითა, განეშორა მეფისა სადგომსა.
რახან ეს შამთხუჱვა იყო საზარელი ყოუჱლთათჳს, მოელოდნენ იმისაგან მრავალთა ცუდთა დაბოლოებათა; მოსვლისა წამს მოეხუჱოდნენ და გაოცებდნენ კითხვითა: ხო არ გაგიწყრა მეფე, ანუ სხვა არაფერი არ მოგსვლიაო? იგი უპასუხებდა; ბედნიერება და დღეგრძელობა მოსცეს უმაღლესმა მეუფემა, ჩუჱნსა მეპატრონესა, ვინათგან ესრეთი სულ-გრძელი გვყავსო. გული მისი აგრე აღმსილია ჩუჱნდა მომართ სიყვარულითა, რო არა თუ დამსაჯა იმ საქმეზედ, რომელისაცა დამივლის ჟრუანტელსა ყოუჱლთა ძარღვთა ჩემთა... არამედ საჩუქარითა და დიდითა წყალობითაც გამომისტუმრაო!
ამ გარემოებამ დანერგა გულსა დაჯილდოებულისასა, (ღირსისა) დასჯისა ღირსისა, გამოუცვლელი გრძნობა მადლობისა, ირაკლის ჩრდილის მიერ, საკვირუჱლება და შიში იხარებოდის სახეზედა მოხუცებულისა დედაკაცისა (ანასტასია), როცა ის მოიგონებდა სიცელქესა ყრმობისასა; უმეცრად მეფის წყენასა და წითლდებოდა საქმეზედ, რომელიცა დიდხანია არც დეშვრა და განეარა თითქმის ერთი საუკუნო... მოგონება წყალობისა მეფისა მიჰფენდა ნათელსა სიხარულისასა გარდახრასა მისა ცხოვრებისასა... ისტორიკი, მსაჯუჱლი და მხილუჱლი ყოუჱლთა ქცევათა ირაკლი II ისასა, რასაკვრელია იპოვნის შემთხუჱვასა, სადაც იქნება აგრე სუსტად არ სჩნდეს კაცთ მოყვარული მხარე ერთისა დიდთაგან მომედეობითა საქართუჱლოს სოფლისა, სადაცა მოხდა აღწერილი ანბავი, გაგონება იმ ენითგან, რომელმაცა დააშურა ეს საქმე, ანუ უპატიურობა: ესე გარემოებანი ჰხდიდნენ ამ ახალ შეტყობილს ჩემთჳს ანბავს, ფრიად სასიამოვნოდ. მრავალი ამგვარი გაიგონების ირაკლიზედ ხალხში და იმისი მოწიწებითი ხსოვა განეფინების ხალხში.
ირაკლი II, წარმოგზავნა თჳთ-ცამ უბედურობის დროებასა. მის ქუჱშე მრდომთა, განსაქარუჱბლად მათთა მძიმისა შესახდომისა, მოსარჩენად წყლულთა, მიგებულთა უმრავლესთა მტეთაგან: თუმცა უკანასკნელ ჟამსა, მისთა დიდთა საქმეთა გადეფარნენ ღრუბელნი უბედურობისა და მწუხარებისა ამის ნუგეშათ გვაქვს, რო მისდარათ გადიფინენ საქართუჱლოზედ ცხოუჱლნი სხივნი, უფრო დიდ ძალისა მნათობისა...
რ. გამრეკელოვი.
_____________
1 ამ ჩინებულის სტატიის გამომგზავნელს უ.გამრეკელოვს სთხოვს რედაქცია, რომ რადგანც გვიწერს ამ გვარი ბევრი რამ ილაპარაკება ირაკლიზედ ხალხშიაო, შეკრიბოს ეს ანბაუჱბი და გამოგვიგზავნოს დასაბეჭდავად, ჭეშმარიტად დიდათ დავუმადლებთ, არა თუ მარტო რედაქცია, არამედ ყოუჱლი ქართუჱლი.
![]() |
3.2 ჰსჯა |
▲back to top |
ჰსჯა
მოყვარე ბუნებათა, შემდგომად გრძელ-ჟამიერისა წვიმიანობისა, განიცდის რა განთიადსა, იხარებს მაშინ, ოდესაც ცისკარი უღრუბლო განაბნევს იჭვსა საწადისა დარისათჳს; ხოლო უკეთუ სადმე ჰპოვის ღრუბელნი თჳთ მცირედნიცა, არა ჰსდუმებს მათთჳს, არამედ იტყვის იგი ჰაზრთა თჳსთა, არა განმარისხებელად წესთა ბუნებისათა, არამედ საცნობელად ოდენ, რაღამცა შემდეგითი-შემდეგად ცნობა მოკვდავთა შევიდეს რაოდენ შასაძლო არს აღსავალსა სრულებისასა.
ამა ჰაზრითა ჩუჱნცა ვჰსჭვრეტთ ცისკარსა ჩუჱნისა ენისასა:
განვლო რა ზრქელმან უკუჱ ღრუბელმან, დაფარუჱლმან ჩუჱნ იუჱრთაგან მშუჱნიერ-სიტყვაობათა მამათა ჩუჱნთათა, აღმოდის ცისკარი მისი, იმედად დღისა, ჩუჱნთჳს გულითად საწადისა.
ვჰსდუმებ აქა მიზეზისათჳს, რომელთა რაოდენმე ბნელ-ჰყუჱს იუჱრთა მეტყუჱლებისა მშუჱნიერება, ვინადგან მიზეზნი ესე საზოგადოდ უკუჱ ცნობლარიან; გარნა საქებაროდ ვიტყვი, რომელ არცაღათუ სადმე უუდიდესთა და უუძლიერესთა სამეფოთა შინა იპოებიან მრავალ საუკუნითნი მოთმინებანი ესრედ, ვითარცა მამული ჩუჱნი, განცდილი პირადპირადთა ტომთა, და ენათა მიერ წინა-წყობიეს მათ და დადგრომილ-არსცა აზრსა ზედა თჳსითა ჰსაჯულისა და ენისასა, ამისთჳს არცაღათუ მცირედ საკდმელ-არს უკეთუ რაოდენმე დაჩრდილულ-არს აწ მეტყუჱლება ჩუჱნი; აწ, ოდესაც ძალ-სადამე უკუჱ გვიძს მონიჭებულთა ჩუჱნთა ღვთისა და დიდისა მპყრობელისაგან საშვალობათა მიერ მყუდროებისათა უკუნვაქციოთ ჩრდილი, რათამცა გამოკრთეს მუნით ელვარება მიმოთქმათა იუჱრთათა.
ნუვინ, ნუვინ იკადრებენ ღარიბად სახელი-დებასა იუჱრთა ენათასა, არამედ აქებდინცა მისსა სიმდიდრესა, რომელი ჰსჩანს აწცა დაღაცათუ, ბრუნვათა გამო მსოფლიოთა, მცირედ რიცხვთა, ძუჱლთა შორის ძეგლთა და მატიანეთა, გარნა ბრწყინუჱნ მცირენი ესე დიდითა შარავანდითა სიმდიდრისათა. ინებოს ღმერთმან, რათა დროი ესე ჩუჱნი მიწვთეს იმაუჱ ხარისხსა მეტყუჱლებისსა, რომელსა ზედა ჰსდგანან ძუჱლნი იგი წერილნი, და ამის მეცნიერობად თანაგვაძს თჳთოულსა მცირე, რათამცა კაცად-კაცადმან მოიღოს, დაღაცათუ მცირე, გარნა გულითადი შეძლებისაებრი ნიჭი მსხუჱრპლად სავსებისა.
ნიჭი, ანუ ტალანტნი ანა განყოფიეს ყოუჱლთა თანა-სწორად; ერთისა მაღლობს, მეორისა ზომიერებს და სხვისა მდაბიობს, გარნა თჳთოეულსა მათგანსა აქვს ღირსებაიცა და სარგებლობაიცა; რამეთუ უკეთუ ნიჭი ერთ-სადამე იყოს, მაშინ არცამცა საჭიროდ იქმნებოდა დამოკიდება ურთიერთისა ზედა ყოვლისა ხილულისა ჩუჱნ მიერ დაბადებულისა, რომელნი ესრედ მტკიცედ შეკრულ-არიან კავშირითა ერთი-ერთისად დამოკიდებულებისათა. და ამისთჳს მაღალნი, ნუ ამაყობენ ზომიერებისადმი და ნუ განკიცხუჱნ მდაბიოსა, არამედ განმართენ ნაკლულევანება სხვისა; საშვალმან შეუდგეს კვალსა უმჯობესობისსა, მმდაბიომან მოითმინენ ჰსწავლა გონიერებით, და დაშუჱრ მიწვთომად ზომიერებისად. და ესრედ ყოუჱლთა მათ მიწვთომად სრულებისადცა. ამად გვიღირს განვაყენოთ გიობა, განკიცხვა და განქირდვა თჳთ უუმდაბლესიცა ნიჭისა, რათ განხალისებული წარემართებოდეს უმჯობესისადმი.ნუ შევალნ ვისადმე იჭვი, რომელ ვიტყოდე ამას თავისათჳს ჩემისა, რომელისა კალამი პირუჱლად ოდენ აღმოწებულ არს დასახატავად უსრულთა ამათ სიტყვათა: არა, არამედ ვითხოვ ჩემდა ერთ-მემამულეთაგან, რათამცა მეტთათჳს მამხილონ, ნაკლულევანება აღავსონ, ხოლო ზომიერებასა მისცენ ჯეროვანი. ფრიადცა და მიუცილებელ საჭირო არს, რამეთუ იგი განსწმენდს ღვარძლთაგან ჩჩვილსა ჯერეთ ჯეჯლსა წასადისა იფქლისასა, აღაორძინებს მას ფრიად თავ წარსხმულად ხუვილად და მოგვისთჳლებს მჭელეულათა საიმედოთა საუნჯედ; ხოლო წინა აღმდეგ უკეთუ ვჰსდუმოთ და განძლიერდეს ღვაწლი, ესე ყოუჱლი ივარ-იქმნების. ბრიყვი ჩემი კალამი გარდახდა, ვჰგონებ, მრავლისა მეტყუჱლებითასაზღვარსა იმა საგანისასა, რომლისათჳსაცა იგი აღვიღე; მე მინდა ვჰსთქვა, რომელ ცისკარი აღმოხდა, ვჰგონებ, მისთჳს, რათამცა ენა იუჱრთა არათუ ოდენ კიდე უკუჱ აგოს თჳსსაუჱ წესსა, არამედ უმეტესცა წარმართოს იგი; ამისთჳს ზრუნვა ჩუჱნი უნდა იყოს: პირვლად განვჰსწმინდოთ იგი სიტყვათაგან უცხოთა, მოვიძიოთ დაკარგულნი, რომელნი წაბაძვისა გამო და ნუ დავიწყებისა გამო ჩუჱნ მიერ შემოერივნენ, ანუ ახალნი ნაცვლად მათსა და ანუ რასაკვირუჱლია დროსა მიუცილებელისა საჭიროებისასა შევიყვანოთ უცხოთა სიტყვათა (თჳნიერ რომლისა ვჰგონებ არცაღათუ რომელიმე უუმდიდრესთა ენათაგანი ჰგიეს) შემდგომად მივსცეთ მათ კანონნი ჩუჱნის დედა-ენის თჳსებისანი და უკანასკნელ ვაკამათოთ იგი მშუჱნიერის ხლოვნებით, რომელ არს თჳთ მეყვისი ენისა ჩუჱნისა. ამით ღრუბელი განქარდების და უნისლო ცისკარი მიგვიყვანს დღისად. ამა ჰაზრით მე წარუდგენ ჰსჯასა მეცნიერთასა რაოდენთამე სიტყვათა, პოებულთა ჩემმიერ ცისკარსაშინა, რომელთა ცვალება საჭირო-სადამე ვჰგონებ, არს.
ვიწყებ თავიდგან: წარწერილ-არს ცისკარზედ „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“ სიტყვანი სალიტერატურო და ჟურნალი, არცათუ ერთმან ჩუჱნგანმან იცის მან, რომელმან არა იცის ენანი უცხონი, ხოლო მან, ვინცა იცის ენანი უცხონი, უხვად სადამე აქვს მათუჱ ენათა ზედა უვრცელესნი ცისკარისა სალიტერატურო ჟურნალნი და მაშასადამე მისთჳს ოდენ ესეცა მზგავსნი სიტყვანი მისაწთომ არიან. არა, მე ვჰგონებ ნაცვლად სალიტერატუროსა ვჰსთქვათ, მეტყუჱლებისა, ხოლო ნაცვლად ჟურნალისა ოქმი, სიგელი ანუ მატიანე, რათამცა საცნაურ იყოს, რომელ ცისკარი არს ქართულისა მეტყუჱლებისა სიგელი; ნაცვლად რედაკტორისა ვიხმაროთ დიდის ხნიდამ ცნობილი ჩუჱნდა მესტანბე ანუ აღმბეჭვდელი, ნაცვლად პოეზიისა მოშაირობა და მოლექსობაა, ნაცვლად პროზისა წართქმა ანუ წარმოთქმითი წერა. კრავატი შეჰვსცვალოდ ცხედრად ანუ სარეცლად. კრესლო სავარძელად და ესრედ შემდგომნი.
მეტყვიან მე, რომელ სავარძელი, სარეძელი, სარეცელი ანუ სხვა მზგავსი ამისი მრავალთადმი ჩუჱნგანთა არცაღათუ ცნობილ-არიან, ხოლო კრავატი და კრესლო უწყიან ყოუჱლთაო; ამასა ზედა მეცა თანახმა ვიქმნები; გარნა ვინათგან ცისკარსა საგნად აქვს აღდგენა და განვრცომა ჩუჱნისა ენისა ამისთჳს, ვითარცა ზემო ვსთქვი, უმჯობეს-არს გავიხსენოთ დავიწყებულნი სიტყვანი და სასმენელნი ჩუჱნი შევაჩვიოთ მათ, ვიდრეღა სრულიად დავივიწყოთ მიფარულნი ჩუჱნგან და ნაცვლად მათსა შევიწყნაროთ უცხო; ხოლო ჰსწავლა საზოგადოდ ამისიცა და მისიცა ორთაუჱ თანა-სწორ-არს.
მე აქა წარმოვჰსთქვი სამაგალითოდ რაოდენიმე სიტყვა, გარნა სურვილი ჩემი არს, რათამცა ყოუჱლმან აღმბეჭვდელმან ცისკარისამან მიიღოს შრომა, უჩუჱნოს ჩუჱნსა საზოგადოებასა სხოლიოთა შინა სიტყვანი უცხონი, ჩუჱნთა თხზუჱლთაგან ხმარებულნი, გაცვალოს იგი ქართულად თჳთ და ანუ მოუწოდოს მცოდნეთა ჩუჱნის ენისათა დაშვრენ ამისთჳს. არა არს იჭვი: თჳთოეული უმსხუჱრპლებს მამეულსა ენასა ყოუჱლსა ძალასა თჳსისა ნიჭიერებისა და შრომასა, და ესრედ წარემართების რა ენა ჩუჱნი უმჯობესისადმი დროთი-დროდ, მიიწევს ოდესმე ძალითა ღვთისათა სავსებისადმი.
იმერთ თავ. ირაკლი ლორთქიფანიძე.
კბ მაისს, ჩყნზ ს. წელსა.
![]() |
4 სხვა და სხვა ანბავი |
▲back to top |
![]() |
4.1 კეთილის მოქმედი კაცი |
▲back to top |
ფლორ სილინი.
კეთილის მოქმედი კაცი.
ერთს სოფელში ახლოს სიმბირსკისა, ჰსცხოვრებდა და იქნება ახლაც ჰსცხოვრებდეს ფლორ სილინი. კაცი ესე იყო შრომის-მოყვარე გლეხი, რომელიც ყოუჱლთჳს უკეთეს სხვათა შეამუშაუჱბდა თავის მიწასა და ყოუჱლთჳს უმეტეს სხვათაც მოჰყვანდა პური და არაოდეს არ ჰყიდდა. ამისთჳს ეზოში უდგა იმას ყოუჱლთჳს რავდენიმე თავმოდგმული პურის ძნები... დაუდგათ ცუდი წელიწადი; და ყოუჱლნი მცხოვრებნი იმა სოფლისანი გაღარიბდნენ, თჳნიერ თადარიკიანის ფლორისა. მაგრამ თადარიკი მისი იყო არა საკუთარის თავის კეთილ-დღეობისათჳს. ნაცვლად მისა, რომ გაეყიდნა პური თჳსი მაღალ-ფასად და შეეძინებინა სიმდიდრე, რომლისათჳს შემთხუჱვაცა ჰქონდა, იმან საჩქაროდ მოუწოდა უღარიბესთა მცხოვრებთა იმა სოფლისათა და უთხრა: „ძმანო! თქუჱნ ახლა გიჭირსთ პური და მე მრავალი მეპოება; აბა წამომყევით თან, რამდენიმე ძნა მიდგია, დამეხმარენით დაფქვაში და წაიღეთ იმდენი, რამდენიც თქუჱნთჳს საჭიროვა“. გლეხნი გაჰკვირდნენ, ამისთჳს რომ ქალაქებში და სოფლებში ამისთანა დიდსულობა არის იშვიათი: ხმა ამ-გვარის სილინის კეთილ გულობისა გავარდა იმ სოფელში. საწყალნი სხვათა სოფლის მცხოვრებთაგანნი მოჰმართავდნენ და სთხოვდნენ პურს. კეთილი ფლორი უწოდებდა ყოუჱლი თავის ძმებად და არც ერთსა არ ეტყოდა უარს. „მალე გამოგუჱლევა პურიო, ეტყოდა ცოლი.“ ღმერთი ბრძანებს მიეცით ღარიბთაო. „უპასუხებდა ფლორი. ცამ ისმინა ლოცვა ღარიბთა, და დალოცა შემდგომი წელი კარგის მოსავალით. სოფლელნი, რომელნიც იყვნენ დავალებულნი ფლორისაგან, მოვიდნენ თავიანთ კეთილ-მყოფელთან და უბრუნებდნენ მომატებით იმ პურსა, რომელიც მისგან ესესხნათ. „შენ გამოგივიხსენ ჩუჱნ და შვილნი ჩუჱნნი დამშეულის სიკვდილისაგანო, ეუბნებოდნენ. მარტო ერთს ღმერთს შეუძლიან გარდახდა ამისიო და ჩუჱნ გიბრუნებთ მადლობითა იმას, რაცა შენგნითა გვისესხნიაო. ჩემთჳს საჭირო არა არისრაო, უპასუხებდა ფლორი მე ბევრი მაქვს ახალი პურიო, თქუჱნ მადლობელი იყავით ღვთისაგანა და არა ჩემგნითო, რომ არა მე, არამედ იმან გიშუჱლათ საჭიროებაშიაო. ტყუილათ არ ჩამოესხნებოდნენ იმას მოვალენი მისნი. „არა, მე არ მინდა თქუჱნი პურიო: თუ მომეტებული გაქვსთ მიეცით იმათ, რომელთაც წარსულს გაზაფხულში არ დაუთესიათო და ახლა ძალიან ჰსაჭიროებენო: ჩუჱნს სოფელში ბევრი ამისთანა იპოებაო. და თუ იმათ ხელს გაუმართვთო, ღმერთი სამაგიეროს გარდაგიხდისთო. „მაშ კარგი, უთხრეს ცრემლით სოფლელთა: კარგი, აგრე იყოს როგორც გნებავს! ჩუჱნ დავუბრუნებთს ან პურს გლახაკთა, და უჱტყვით, რომ ისინიცა ერთად ჩუჱნთან აღუვლენდნენ შენთჳს ლოცვა ღმერთსა. შვილნი ჩუჱნნი აგრეთუჱ შენთთჳს ილოცვიანო...ფლორმა დაუმატა მათს ცრემლს თავისი ცრემლიც და ზე აღმართავდა თვალთა თჳსთა ცათამდი!! ერთს ახლო სოფელში დაიწვა თოთხმეტი სახლი: ფლორმა დაურიგა ყოუჱლს სახლში ორორი მანეთი ფულათ და სამსამი კოდი პური.
რავდენსამე დროს უკან დაიწვა მეორე სოფელი. სოფლელნი, მოკლებულნი თითქმის ყოვლისაგან, რაიცა ჰქონდათ საზრდო, მოვიდნენ სულგრძელს ფლორთან სათხოვრათ, რომ ამათთჳს შემწეობა მიეცა რამე. იმ ჟამად არა ჰქონდა მას ფული. „მე მყავს მომატებული ცხენი, უთხრა იმან: წაიყვანეთ, გაყიდეთ და ფულები მოიხმარეთ.“
თავის მებატონის სახელზედ იყიდა ფლორმა ორი ქალი, მისცა საკუთრივ საცხოვრებელი, ინახევდა ვითარცა საკუთარსა თავის ქალებს და გაათხოვა კარგის მზითჳთ. ამის გარდა კიდევ ბევრი კეთილი საქმე ჩაიდინა!
უკეთუ შენ კიდევ არ დაგიტეუჱბივართ ჩუჱნ, მეგობარო კაცთაო, ფლორ სილინო, და არ გადასახლებულხარ ანშელოზთ (ანგელოზთ) სადგურს, სადგურს, რომელიც გეკუთვნის შენ, და საცა ხელი მოწყალებისა დაგადგენს უმაღლეს ყოუჱლთა მომაკვდავთა, რასაკვირუჱლია ახლაც კეთილს უმოქმედებ შენთა მოყვასთა და აღამაღლებ ზეციურსა ღირსებასა შენსა!
ზაალ ხითაროვი.
![]() |
4.2 უპირუჱლესი მხატვარი პალე დელაროში. |
▲back to top |
უპირუჱლესი მხატვარი პალე დელაროში.
ამ ცოტას ხანში მიიცვალა დელაროში. იმას დარჩა ორი შვილი, რომელთაგანაც უფროსი აგერ ოცის წლისა შესრულდება; ამ ყრმათა არამც თუ არა აქვთ მხატრობის ნიჭი, არამედ სრულებით სურვილიც არ აქვთ, მამა სწავლაზედ ძალას არ ატანდა იმათ, და უცდიდა, რომ თითონ ესურუჱბინათ, მაგრამკი უჱღარ მოესწრო. ჯერკი დელაროშის შვილებს სწავლის დრო არ გადასვლიათ. სწორეთ ამისთანაუჱ საქმე მოუვიდა მხატვარ იზაბეს, რომელიც მიიცვალა რამდენიმე თთჳს წინად. შვილი იმისი ეჟენ-იზაბე, გამოჩენილი კაცია მთელ ქუჱყანაზედ, ოც წლამდინ არ იღებდა სამხატრო იარაღს ხელშია და უნდოდა ანუ სალდათა ან მენაუჱდ ყოფნა. მაგრამ მამა, რომელმანც დაკარგა ერთი შვილი ომში უარს ეუბნებოდა ეჟენას და ეტყოდა: გახსომდე, შენ ან მხატრობას ისწავლი, ან უჱრას უჱრ ისწავლიო.“ რომელზედაც შვილი უპასუხებდა ხოლმე მე ყუჱლას ვისწავლი, მაგრამ მხატრობას კი უჱრაო.
მამა ჯარში შესვლის უარს ეუბნებოდა, ეჟენა კი ყოუჱლთჳს ბედნიერ იყო, ამისთჳს რომ მამა არა უჭერდა და როდესაც კი სთხოვდა ფულს ყოუჱლთჳს აძლევდა. შვილს სცხუჱნოდა, იმდენს რომ აწუხებდა მამას, და ერთხელ რა მოვიდა მამას სამუშაო სახლში, დიდ ხანს ჩუმათ ტრიალებდა კამოდთანა.
- რა დაგემართა ეჟან? ჰკითხა მამამ.
- მე მინდა.. ცოტა ოდენი ფული, მიუგო შვილმა.
- აქამდინ რატო არ სთქვი, აი კამოდის გასაღები. ეჟანამ სიხარულით გამოართვა გასაღები და გააღო კამოდი, მაგრამ ფულის მაგიერათ ერთი დაწერილი ქაღალდი იპოვა, რომელზედაც სახელმწიფო ბეჭედი დასმული იყო. - ეს რა არის, შესძახა ეჟანამ, ჩემი დაბადების მოწმობა!
- დიახ ეგ არის, წაიკითხე რაც სწერია მაგაში.
რა უნდა წავიკითხო? მე ოცის წლისა ვარ. ამას რა უყო?“
- ის უნდა ჰქნა, ჩემო მეგობარო, რომ სრული ასაკოვანი ხარ, მე როდესაც თოთხმეტის წლისა ვიყავ იმტენი შემეძლო, რომ ჩემი თავი მეცხოვრებინა. ახლაკი დრო არის რომ ჰსწავლას ხელი მიჰყო მე ჩაგაცმევ, დაგხურამ და სახლს გიქირაუჱბ, მაგრამ საქეიფო ფულები კი შენ იშოუჱო.
- ეგ მე არ შემიძლიან.
- რატომაო.
ამისთჳს რომ საქმისათჳს ფული უნდა მე ერთი მანეთიც არა მაქვსო.
მე გასესხებ ორმოცს თუმანს, გესმის თუ არა, ვასესხებ. შენ გადმიხდი ვალსა, რასაც წამსუჱ მიიღებ პირუჱლის შენგან სურათის ფასსა.
ეჟენამ გაიცინა და რა გამოართვა ფული, წავიდა ქალაქ გარეთ ზღვის სანახავად, რომლის ნახვაც დიდ ხანი იყო რაც სურდა. ზღვის ღელვამ და მაში მყოფ გემებმა გაკვირუჱს ის. დიდხანს უყურა, მაგრამ უჱრ გაღძა მათის ყურებით, მოინდომა რომ ქაღალდზედ გამოეხატნა, იყიდა სამხატრო წამლები, დაიწყო ზღვის ხატვა, ორი დღის შემდეგ დაბრუნდა ქალაქ პარიჟში და თან მოიტანა ორი დახატული სურათი, რომელიცა უნდა ეჩუჱნებინა მამისათჳს რომ იმას მხატრობის ნიჭი არა ჰქონდა და რომ მეორე იზაბე აღარ იქნება ისტორიაში დაწერილი.
მამამ მიიღო შვილი ძალიან ცივად და ჰკითხა:
- რას აკეთებდი ქალაქ გარეთაო?
- თქუჱნ შესცდით მამავ, მე ვხატამდი... აი ჩემი შრომა!
- ავაზაკო! ეს შენი ტახატულია!(დახატულია!) დაიძახა, სურათების გასინჯვის შემდეგ.
- აკი გეუბნებოდით, რომ მხატრობის ნიჭი არ მაქვს მეთქი, მიუგო ეჟენამ და მწუხარებით დაუშვა თავი. უეცრად იმან გაიგონა მამის ტირილი, რომელიც მივარდა მოეხვია, დაუწყო კოცნა და უთხრა:
- შენ მხატრობის ნიჭი არა გაქვს! არა გაქვს! როგორ არა გაქვს, ჩემზედ უკეთ ხატამ! ჩქარა აიღე სამხატრო კალამი და დაიწყე ხატვაო.
ამ დროს შემოვიდნენ სამხატრო სახლში ორნი მხატრობის მოყვარე კაცნი და გაკვირდნენ ეჟანას დახატულ სრუათებზედ.(სურათებზედ.)
თქუჱნ აქეფთ ამ სურათებს, უთხრა ბერიკაცმა, მე შემიძლიან ეხლავ გავყიდო ერთი ას თუმნათ და მეორე ორმოცდა ათად.
იმათ მაშინუჱ მისცეს ფული და ეჟენას უნდოდა, რომ ჯიბეში ჩაეგდო, მაგრა მამამ უთხრა.
- არ დაგავიწყდეს შენი ვალი.
იქნება პალე დელაროშის შვილს ესრეთ მოუვიდეს მხატრობის სურვილი და გახდნენ ხელოსნები, მაგრამ ისე ბედნიერი კი უჱღარ იქმნებიან, როგორც იზაბე, ამისთჳს რომ მამა უჱღარ გახარებს იმათის დახატულის სურათის ნახვით.
თ. გ. ჯავახის-შვილი.