![]() |
ცისკარი №8 (1853) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 საჶია |
▲ზევით დაბრუნება |
საჶია. (განგრძელება.)
- თუ გნებავსთ, თავდებით გაგიშვებ მე თქვენ; მა გრამ უნდა კი მითხრათ ვინ არი თქვენი ამხანაგი.- უთხრა მას გრიმანი.
- გითხრა ჩემი ამხანაგი?... ბატონი ბძანდები... რანუძი. დასასრულ დაიშალნენ ყოველნი, მხოლოდ მარკიზ სდგა მოაჯარზე და შეექცეოდა გონდოლათა მზერითა, რომელნიცა ფანრებითურთ დასცურვიდენ არხზე. საათ მან დაჰკრა თორმეტი. შავნი ღრუბელნი მოეფინენ მრ თელსა ცასა და მათზე იშვითად გარდაირბენდენ მოწითა ნონი ელვანი. ღამე იყო ბნელ, ჰაერი მძიმე და ტალღანი შხუვილით შეეხეთქებოდენ მარმარილოს საფეხურთა სა სახლის ნავთ-საყუდელისათა.
- მშვიდობით, ჩემო საყვარელო, - უთხრა დოჯემ გრაჶინას.- სავაზიროში მიცდიან. იქიდამ რო მოვბრუნ დები მე შინ, თუ ძილის განსვენებაში იქნები დიდად მიამება.
- როგორ გაშფოთებული იყავ შენ, ალესსანდრო, როდესაც გასტეხე კაზანოვას სასმისი!...
ნაცვლად პასუხისა, დოჯემ ტრფიალებით დაჰკოცნა შუბლზე გრაჶინას და დამშვიდდა ისა. დაეყრდნო რა მხ არსა ალესსანდროსასა, განაცილა მან ისი აივანის კარე ბადმდე და გაადევნა თვალი ვირემდის არა მიიფარა ისი ქვეშე ბნელთა პროკურაციების[1] კამარათა, სადაცა ელოდებოდენ უკვე მას მრავალნი სენატორნი. უკმოიქცეოდა რა, გრაჶინა შეეყარა მარკიზს, რომელსა წამოესხა უკვე საწვიმარი თვისი და ემზადებოდა წარსვლად.
- აქა ბძანდებოდეთ, მარკიზ, თქვენთან საჭირო სა ქმე მაქვს მე, - უთხრა მას გრაჶინამ.
მარკიზ არა ერწმუნებოდა ყურთა თვისთა.
- აქა ბძანდებოდეთ, - განამეორა გრაჶინამ, - ერთს ალაგს მივალ მე და რო გთხოვო, იქნება არ მამიცილოთ?
სთქვა რა ესე, გრაჶინა მივარდა სანდალოზიანსა ყუთსა, აღმოიღო მისგან ხანჯალი და გაირჭო სარტყელში.
გაგაცილო თქვენ, გრაჶინავ? საით და რისათვის?-ჰკითხა მას მარკიზ, შეამცნივა რა რომე ფერი მიეხადა მას.
- საით, მარკიზ? ჯერ მე თითონაც არ ვიცი ეგე, მა გრამ ეხლავე შემატყობინებენ. რისათვის? ამას გეტყვი მე თქვენ, და მხოლოდ თქვენ. ბალში მოვიდა ჩემთან ვიღაც პირის-ფერით დომინოთი. არ ვიცნობ მე იმას; მა გრამ, საუბედუროდ, მე კი მიცნობს ისი. იმან მიხმო მე იმ სახელით, რომელიც, როგორც მე ვფიქრობ, აქ ვენეციაში, თქვენს და ალესსანდროს გარდა არავინ იცის. მაგრამ, ვინც უნდა იყოს ისი, მიუცილებლად უნდა მო ვილაპარაკო მე იმასთან და დღესვე.
- და როგორ წახვალთ ეხლა ამისთანა ღამეში?
- მაგისთვის გთხოვ მე თქვენ გამაცილოთ. მაშინვე კვალ-და-კვალ გამოვუყენე მე იმ საიდუმლოს კაცს ჩემი მავრი მოსამსახურე იზმაილ.
განეღო კარი და შემოვიდა იზმაილ. მოსწევნიყო ისი უცნობსა მას რიალტოს ახლო; მაგრამ, მასუკან შებრუ ნებულიყო ისი მცირეს ქუჩაში, სადაცა რავდენიმე მეხო მალდენი სჩხუბობდენ თურმე. იზმაილ ძლივს დახრწეუ ლიყო ამა გუნდისაგან და შორის ამისა უცნობი მიფარუ ლიყო.
- მაშ მეტი იმედი არღა არი! - წამოიძახა გრაჶინამ. - და არცა ვინ ვენეციაში...
- მოითმინეთ, გრაჶინავ... - სთქვა მარკიზ, - იქ ნება ვიპოვოთ ჩვენ იმისთანა კაცი, რომელიც იცნობ დეს თქვენს უცნობს. იზმაილ, შენ ამბობ რო შებრუ ნდა ისი რიალტოს ხიდისაკენო: არ შეიძლება არ გავიდეთ კამალდეტტას?
შეძლებით როგორ არ შეიძლება: ეს გზა სახმელეთოა და ამაზე შორსაც არი. მაგრამ, იქნება ქარიშხალში იმ აღას ფეხები გონდოლაზე უფრო მარჯვედ ეჩვენენ.
- იცი კი შენ კამალდეტტა?
- ვენეციაში ვინ არ იცის ის, ექსჩელლენცა[2] - იმ პალაცოზე იმისთანა საშიშარ ამბებს ლაპარაკობენ, რომ თმა აეშლება კაცს...
- კარგი. მაშ გამიძეღ მე იქ.
- არა, მომიტევეთ, ექსჩელენცა უმჯობესია ჩემთვის მრთელი ღამე წვიმის ქვეშ ვეგდო, ახლა კამალდეტტას წასვლას...
- ჰაი შე ქაჩუავ! მაშ გონდოლა მაინც მიშოვნე... მერმედ მარკიზ მიუბრუნდა გრაჶინას და უთხრა:
- კამალდეტტა ქირით უჭირავს ახლა გრაფს ლიპპონეს. კარგად ვიცნობ მე იმას; ხან-და-ხან ვსთამაშობ კი დეც იმის სახლში. ახლა იმისას მგონია იყოს თამაშობა. წავალ მე იმასთან. ის კაცი იცნობს მრთელს - ვენეციას,აქაურებს და სხვა ქვეყნებიდამ მოსულებს... მგონია მე კიდეც, რო მსახურებს ისი პოლიციის ნაწილში... უეჭველად, უნდა იცნობდეს ისი თქვენს პირის-ფერს დომინოსაც.
- დიაღ კარგი ეგე, მაგრამ მე კი ვშიშობ თქვენთქვის, მარკიზ... ვიცი რო გულადი ბძანდები, მაგრამ გულა დობა ვერ დაგიფარავს ხანჯლისაგან.
- ოო, ჩემი ჯავრი ნუ გაქვსთ, გრაჶინავ. იმ ჟამით გან რო დღეს დილას კინაღამ დამიჭირეს მე და რო და მინიშნეთ თქვენ მე ნახვა, რაოდენმე მსგავსი მიჯნურობისა, - სთქვა მან ხმა-მდაბლად, - სხვა სიფრთხილე მივიღე მე.
და უჩვენა მან ორი პატარა და ლამაზი დამბაჩა, რომელნიცა ჰქონდა მას ჯიბეებში.- ესენი მაქვს მე, - სიცილით სთქვა მან, - ბურნუთის კოლოფის და მუშკების[3] ყუთის სამაგიეროდ.
წვიმა მოდიოდა ნიაღვრად: ქუხილი როხროხებდა თითქმის დაუდგრომელად. მარკიზს ფიქრადცა არ მოუ ვიდოდა, რათამცა გრაჶინას განებედნა გამოსვლა შინიდამ ამ დროს და ამისთანა ტაროსში; მაგრამ, როდესაც დაუძახა იმან იზმაილს, გრაჶინამ აღიტაცა პირ-ბადე თვისი, მასკა, და ხელით ანიშნა მას ცხადად, რომე მტკიცედ გარდასწყვიტა მან ესე.
ამისა შემდგომ, რავდენსამე წამს უკან, არხის ყუ რეში იზმაილმან აღხსნა გონდოლა, რომელსა ქარიშხალი ძლიერ აქანებდა. რა ჩასჯდა გრაჶინა მასში, ბრწ ყინვალემ ელვამ წუთსა ერთსა განანათლა გონდოლისა მის სარკმელნი, და მყისვე დასდგა კვალად წყვდიადი სა შინელი. მეგონდოლემ დაუხვივა პირველის კალლეს კუთხესა, რომელიცა მოხვდათ მათ: იშიშვოდა ასი წარს ვლად დიდ არხზე, სადაცა იყო ღელვა ძლიერი. დასწი ნაურდებოდა რა ფრიად დიდის სიფრთხილით, დასასრ ულ შესდგა ისი, მახლობელ წმიდის იობის ეკკლესიისა, რომელსამე პალაცცოსთან, რომელი უბნელეს და უმყუ დრეს იყო ყოველთა, რეჯიოს არხის გაყოლებაზე მდგ ომარეთა შენობათა. მხოლოდ ერთს ალაგს მცირედი ცეცხლი ბჟუტევდა მრთელსა ამას სასახლეში, რომლისა ბნ ელი მარმარილოს სამოსელი იშვიათად განათლდებოდა ელვისაგან.
- გარფი შინ არი,- სთქვა მარკიზ. - საკვირველია, რო ერთი გონდოლაც არ არი აქა. ამ დროს, ყოველთვის, შეიკრიბებიან იმისას მოთამაშეები. ეტყობა ხმელით გზით მოსულან ისინი აქ.
- კამალადეტა სთქვა გრაჶინამ. - სენატორმა ანდრეას გალვანია მითხრა მე, რო ეს პალაცცო უნდოდათ და ექცივათ. ხალხი დარწმუნებულია, ვითომც მეთექვსმეტეს საუკუნეში ყოფილიყოს აქა თვალთ-მაქცობა... მაგრამ კი როგორ უნდა გამოიცნას გრაფმა ლიპპონე ის ჩვენი უცნობი მხოლოდ პირის-ფერით დომინოთი?
- მართალია, მაგრამ იქნება ის ჩვენი საიდუმლო ბატონიც აქ სთამაშობდეს... მხოლოდ, ნება დამრთეთ მე, მოგცეთ თქვენ ეს რჩევა... ხო გამომაცილეთ თქვენ მე გრაფის ლიპპონეს სახლამდინ და ახლა კი წა ბძანდით შინ, საყვარელო გრაჶინავ... თქვენი დოჯე მგონია იჭვიანია... ხვალ დილით უთუოდ გიახლები მე თქვენთან, ან წიგნით მაინც გაცნობებ...
- მარკიზ! გამბედველობაში და გულოვნობაში აქაურს ქალებს არ დავუვარდები მე. არ ვიცნობ მე იმ კაცს, მაგრამ ხვალვე შეუძლიან იმას ყოველივე გაუმჟღავნოს დო ჯეს... ვინც უნდა იყოს ისი, საჭიროა, რო ხვალ ცოცხლებში არღა იყოს... თუ არა და საჶია შეიქნება სასაცილო და საკიცხავი ყოვლის აზნაურისაგან.
- და ვინ უნდა იყოს ისი, გრაჶინავ? თუ ამხანაგია ვი ნმე კალიოსტროსი, - კალიოსტრო - ვენაშია, და თუ დარბაისელთაგანია ვინმე - პარიჟიდამ.- ვინც უნდა ყოფილიყო ისი, მაშინვე მოვარდებოდა ჩემთან და წმიდის მარკოზის მეიდანზედაც რო ვენახე, იქაც მომესალმებოდა. ყოველს შემთხვევაში, მშვენიერო გრაჶინავ, ჩემი ხელი მზაა თქვენის სამსახურისათვის; და მგონია კიდეც დაგ იმტკიცე მე თქვენ ესე. ჯერ კიდევ მახსოვს მე დაჭრ ილობა იმ წყეულის კალიოსტროსაგან, ამისთვის დიდით სიხარულით გარდამეხადოს მე მაგიერი თუ იმისთვის არა, მაშა ვისამე იმის მეგობრისათვის მაინც...
- და ვინ არი ის გრაფი ლიპპონე?
- ეშმაკმა იცის იმისი თავი! ვიღაც ბებრუცი, პარიკი ანი, მრთლად მოკუზვილი... მგონია ნემენცია... ძალიან ცუდად კი ლაპარაკობს იტალიურს... - მას უკან მარკიზმან უთხრა მენავეს, - მაგრა მოუსვი ნიჩაბი, ეი, შენ! ხო ხედავ როგორი ქარიშხალია, თქვენ კი, გრაჶინავ, თუ არ გნებავსთ წასვლა შინ, მაშ მომიცადეთ მე აქა. იმედი მაქვს რომ იზმაილს ექნება იარაღი.
იზმაილმან მდუმარებით უჩვენა მას თვისი იატაგანი.
ქარიშხალი განძლიერდებოდა; წვიმა აშხაპუნებდა გონდოლის მინებზე. ორი გაიდუკი გრაფის ლიპპონეს ლივრეათი, გამოვიდენ კიბის დერეფანში და დაბურვიდენ ფიცრებით ვარაყიანთა მოაჯართა მისთა.
- გრაფი შინ ბძანდება?- ჰკითხა მათ მარკიზ, აღვიდოდა რა კიბეზე.
- ეხლა მობძანდა. მიბძანეთ ვინ ბძანდებით. - უთხრა მას გაიდუკმან.
- აი, ვინ ვბძანდები, ოჩოპინტრეებო, - სთქვა მარკიზ და გარდაუგდო მათ ქისა.
ერთმან გაიდუკმან აღიღო ქისა, ასწონა ხელში და ანიშნა მარკიზს რათამცა შესრულიყო.
- გრაფი წვება მოსასვენებლად; მოითმინეთ, გიახლები მე და მოვახსენებ...
- სთქვა მეორემ.
- საჭირო არ არი შენი მოხსენება; იმან იცის რო მო ვიდოდი მე.
- მაგრამ კი, ექსჩელენცა...
- გეუბნებიან, რო ჩემი მოლოდინი აქვს იმას...
მარკიზმან აღირბინა კიბეზე, განვლო ზალა, სადაცა, ჩვეულობისამებრ, სთამაშობდენ ქაღალდს, შეაღო ფეხის კვრით კარი, საიდგანცა გამოდიოდა ციცქნათელა, და იხილა კაცი, რომელი სდგა სარკის წინ და იცვამდა ხალათს. უეჭველად, არა შეესმა მას ფეხის ხმა მარკიზისა, ამ ისთვის რომ, ყოველნი ოთახნი მოფენილ იყვნენ ხალებით: ცხად იყო, რომე მიასწრეს მას აქოთებულსა. რა კარი განეღო, მივარდა ისი მასკასა, რომელი იდვა სკამზე პირის-ფერს დომინოსთან; გარნა მარკიზმან უკვე განიცადა სახე მისი და უუდიდესით განცვიფრებით დაუყვი რა: - კალიოსტრო!
- გახლავარ თქვენს სამსახურში, მარკიზ დე-სალუს, - უპასუხა მას კალიოსტრო, განგებ იჩვენებოდა რა გულ-გრილად.- რა გნებავს? ბძანეთ.
- მე მნებავს შენი შურის-გება ჩემის დაკოდილებისა თვის და ყოვლის შენის ავაზაკობისათვის! აი, რა მინდო და შენთვის სათქმელად, გრაფო კალიოსტრო!
მარკიზმან აღმოიღო თვისნი დამბაჩები, დაუნიშნა პირ-და-პირ გულში კალიოსტროს და ესროლა... ტყვიები თბილ-თბილნივე დამოსცვივდენ ძირს. გრაფმან განიხარხარა, დაჰკრა ფეხი, და ფიცარი, რომელზედაცა სდგა მარკიზ, საშაშარით სისწრაფით შთაეშო პოლს ქვეშ...
განვლო საათისა რუბმან ერთმან. დრო ესე ეჩვენა გრაჶინას მრთელ საუკუნოდ. შემდგომ შეესმა მას. რომე ვინმე ბნელისა სრისა ამის მოსამსახურეთაგანი უძახის მას სახელით. პირველად ვერ განჰბედა მან, გარნა შემდგომ მოუწოდა რა შემწედ ყოველსა სიმხნესა თვისსა, დასდვა ხელი ერთი ხანჯალსა, მეორეთი აღიწივა პირბადე და დაიკავა მასკა და განჰყვა ზანგს, რომელი უნათებდა მას ფანარს.
- სად მიგყევარ?- ჰკითხა მას გრაჶინამ კიბეზე.
- ლიპპონე გრაფთან,- მიუგო ზანგმან.
ამან დაამშვიდა გრაჶინა; თითქმის უშიშრად შევიდა ისა აივანსა და იხილა, რომე კაცი ვინმე მოვალს მოსაგებებლად მისა; გარნა განიცადა რა პირის-სახე მისი, გრაჶინა დაბარბაცდა, მუხლები მოეკვეთა, დაეცა და გულს შემოეყარა. ეს კაცი იყო კალიოსტრო!
ზანგმან, ნიშნობისამებრ მებატონისა თვისისა, დასდვა გრაჶინა ტახტზე და გამოვიდა. კალიოსტრო იყო ფერ-მიხდილი. შესაძლოა, რომე უეცარმან მარკიზისა და ცემამ შეაშინა ისი; შესაძლოა, სძრწოდა ისი ჰაზრითა მით, რომე ისა, რომელსაცა ეგოდენ გრძელ-ჟამ ეძიებ და ისი, აწ უკვე იყო ქვეშე ხელმწიფებისა მისისა... საჶია იყო მშვენიერ. შავნი თმანი მისნი, ქარისაგან გა წეწილნი, მოეფინენ სახესა მისსა და შიშველნი ხელნი დამოეკიდენ უღონოდ.... ემსგავსებოდა ისა კერპსა ნიობისასა, მშვიდობიანსა თვით მწუხარებასაცა შინამ სა სო-წარკვეთილებასაცა შინა; თვალნი მისნი, იჩვენებო და, ეძიებდენ ცასა, გარნა უძლეველმან ძალმან დასდ რიკა თავი მისი ძირს... მაგნეტიზმო[4] ნაკად-ნაკადად გამომდინარებდა მაბრიალებელთა თვალთაგან კალიოს ტროსათა; დააძინებდა ისი უბედურსა საჶიას ყოვლითა ძალითა შეძლებელისა თვისისა ნებისათა. რაოდენიმე ჟამი ვერა გარდასწყვეტდა ისი თუ რაი ჯერ იყო მისდა ქმნად. კალიოსტრო ფრთხოდა ბედნიერებისაგან, რომლისათვის ფიქრვადცა ვერცა თუ განკადნიერდებოდა. რა ვდენისამე საათისა წინ უწინარეს ამისა, დედა-კაცსა ამას აქვნდა დიდ-მშვენიერი მეჯლისი - ვენეციის პატრიკიოსათვის; იყო ისა დედოფლად ყოველთა მათ დარბაი სელთა; შემოზღუდვილ თვისთა თაყვანის-მცემელთაგან, ღმერთად მხადველთაგან; სახელი მისი იკურთხებოდა ყო ველგან სასახლითგან დოჯესა, ვიდრე უკანასკნელს ქო ხადმდე უუგლახაკესისა მეგონდოლესი - მურანოში. და დედა-კაცი ესა იყო აწ ხელთა შინა მისთა; ამა დედოფლისა გარდაცვლა მხევალად თვისად შეეძლო მას.
დაფიქრებულმან დიდს ხანს კალიოსტრო, დასასრულ სთქვა თავსა შორის თვისსა: - ჰო! შური უნდა ვიძიო მე ამ გაქცეულს ტყვეზე იმისათვის, რო ვერღა შევიქენ მე იმად, რაც შემეძლო ვყოფილვიყავ, თუ არ გაქცეულიყო ჩემგან ესა.
გარნა კვალად შესდგა ისი. საჶია მდებარებდა უტყვი და ცივი; სიწითლე სრულებით წარხდა ღაწვთა და ბაგეთაგან გრაჶინასათა; ძილი მისი ემსგავსებოდა სასიკვდინოსა და კალიოსტრო ვერ მოაშორებდა თვალთა მშვენიერსა სხეულსა ამა, რომელი ესრედ უცებ გარდა იქცა ანდრიანტად. დასასრულ სთქვა მან:
- საჶია, გძინავს?
გრაჶინამ აღახილა თვალნი და შეხედა, ვით ირემმან მზერალმან მონადირისა, რომელი ემზადების მოკლვასა მისსა. ღრმად აღმოიოხრა და სთქვა:
- თქვენ, თქვენ აქა ხართ! რომელთა წყეულთა ზვირთთა ზღვისათა მოგაგდეს თქვენ - ვენეციაში?
- უსამართლოება, შეურაცხება! მეტი რის პატივის იმედი უნდა მქონოდა მე თქვენგან. თქვენ ხო ჩემის გულისათვის არ შემობძანებულხართ აქ, მარკიზ დე-სალუსს დაეძებთ.
- დიაღ, - მიუგო გრფინამ და აღსდგა: - მარკიზმან მომიყვანა მე აქ და მფარველია ჩემი. რა უყავით იმას?
- მარკიზ კარგს ალაგს ბრძანდება, - დაცინებით უპა სუხა კალიოსტრომ,- არ დაუშლის ისი ჩვენს ლაპარაკს. ვილაპარაკოთ თქვენზე, საყვარელო ჩემო „გვრიტო“; მადლობა ამ ბედნიერს შემთხვევას, კიდევ შენს ბატონობას ვეღირსე მე; მადლობა ამ ქარიშხალიანს ღამეს, კიდევ კალიოსტრო ვარ მე.
- ოჰ, დიაღ, ვგრძნობ მე მაგას, ვგრძნობ, რო კიდევ ჩემს მტანჯველს ჩავუვარდი მე ხელში და ყოველი ბედნიერება ჩემი წარხდა.
- ოო, არა, გრაჶინავ, ნუ ჰგონებთ რო დავარღვიო მე ბედნიერება თქვენი. ახლა თამაშობანი ჩვენნი შეიცვალნენ: თქვენ ბრძანდებით ყოვლად შემძლებელი საყვარელა დოჯესი, ნუ თუ დაივიწყდეთ, რო თხუთმეტის წლის წინ, როდესაც თვინიერ უარის ყოფისა დაემორჩილებოდით თქვენ ნებასა ჩემსა, როდესაც იყავით თქვენ ტყვე და საყვარელი ჩემი, იმ უბედურს დროდმდე, როდესაც ის იტალიელი განსტყვრა ჩემს სახლში და, როგორც ქურ დმა, მიმტაცა მე საუნჯე ჩემი...
- მიგტაცა! თქვენ თითონ იყავით მტაცებელი. რა სამართალი მიგიძღოდათ თქვენ ჩემზე? რა შემოველ - საფრანგეთის მიწასა, არღა ვიყავ მე ტყვე; აქ კი, მოიხსე ნიეთ, - ვენეციაში ვართ ჩვენ და არა - ადრიანო-პოლში.
კალიოოსტრომ (კალიოსტრო) განიხარხარა ესრედ, რომე სისხლი განეყინა გრაჶინას ძარღვებში.
- ვენეციაში! ვაი უბედურსა! ასე ჰგონია ამას, რო - ვენეცია იყო ამისათვის საიმედო ნავთ-საყუდელი!
- მაგრამ კი აქ ვდედოფლობ მე, აქ ყოველივე დამემორჩილების მე, და თუ მოვინდომებ მე დღესვე იქნები შენ საპყრობილეში.
- არა, არა შეგიძლიან რა შენ ჩემი წინააღმდეგი: თითონ შენ იმყოფები ჩემს ხელმწიფებას ქვეშ. არა შენ, არამედ მე უნდა ვუფლობდე ახლაც, როგორც უწინ, და შენ ეგდო ფეხ-ქვეშ. შენ ჩემი ხარ, ჩემი...
- უადვილეს ვიქნები მე ეშმაკისა, ვიდრეღა შენი, - შეჰყვირა გრაჶინამ და აღმოიღო ხანჯალი: - თუ კაცი ხარ სთქვი თუნდ სიტყვაცა ერთი უკადრისი და დაგიმტკიცო მე შენ, რო ვენეციელა ვარ მე ახლა!
- ბერძენი თუ ვენეციელა, სულ ერთია, - სთქვა კალიოსტრო და მიუგრიხა მას ხელი ხანჯლითურთ. - ნუ დაივიწყებ, რო აქ პალაცცოში ვართ ჩვენ, სადაცა ოდ ესმე სწარმოებდენ საშიშარნი ისტორიები, აღსრულდე ბოდენ საკვირველნი საქმენი. მხოლოდ ამ კედლების და ნახვაც ეხლავე გაკანკალებს და შეგზარავს შენ...
- არა რა შემზარავს მე, გარდა სირცხვილისა. დაასრულე შენი ბოროტ-მოქმედებაები, - მომკალ მე.
- არ მინდა გიხსნა შენ, საჶია; მაგრამ, ამისთვის, უნდა დამემორჩილებოდე შენ მე.
- მიხსნა მე! რა ეპრიანება ბატონს ჩემს მიბრძანოს მე?
- უნდა გამომყვე მე.
- გამოგყვე თქვენ, კეთილ-შობილო გრაფო! გამოგყვე თქვენ მაშინ, როდესაც ვარ მე საყვარელი დო ჯესი და შემიძლიან შევიქნა ცოლიცა მისი, როცა კი მოვინდომო! დიაღ, გამოგყვები მე შენ,-სთქვა მან და იკრიბნა რა ხელნი გულსა,- მაგრამ მხოლოდ მაშინ, რო დესაც ჯალლათი წაგიყვანს შენ დასასჯელად და ვეტყვი მეცა მრთელსა - ვენეციასა: შეხედეთ მაცთურსა ამას! ეს არი ბალზამო - პალერმოდამ, თითონ ისი, რომელიც იწოდებოდა გრაფად ლიპპონედ - ვენეციაში და გრაფად კალიოსტროდ - ფრანციაში!
კალიოსტრო იყო გარე თავისა თვისისა გულის-წყრ ომისაგან, გარნა აღვირ-აუსხა თავსა თვისსა. მდუმარებით შეხედა მან გრაჶინას და სთქვა:
- საჶია, მოთმინება ჩემი აღილევს: აღვირჩივე ერთ-ერთი ჩვენგანი: ან მე ან ისი.
- ან შენ, ან ისი! შენ მძულხარ, ისი მიყვარს!
- მეც მაგის მეტი იმედი არა მქონდა შენგან. ახლა შენ თითონ წარმოსთქვი საზოგადო სასჯელი თქვენი. მაგრამ ერთსაც კიდევ გეტყვი: აღვასრულე ნება ჩემი და მაშინ თან-წარვიღებ მე იმ საშინელს საჭურველს, რომელიც მოგკლავს შენ ხანჯალზე უადვილეს... და იმასაც მაშინ არღა ევნებისრა.
გრაჶინა აღსთრთოლდა. კალიოსტრო იტყოდა ესრეთით დარწმუნებით, რომე იწყო მან შიშროებად. მდუმარედა ისა და ძრწოლით მოელოდებოდა სვისა თვისისა გარდაწყვეტასა.
- არა, - განაგრძობდა კალიოსტრო, - არა, არ შემიძლიან თავი დაგანებო შენ. საჶია, მოიხსენიე ის დრო, როდესაც გამოგტაცეს შენ დედის შენის ხელიდამ. როდესაც აღკვეცეს შენ მშვენიერი თმა და შეგმოსეს სამოსელი ტყვისა. ის დრო არა ისე საშიშარ იყო, როგორც ის, როდესაც ვსცან მე რო გაქცეულ იყავ შენ ჩემგან.შენ იყავ სიცოცხლე ჩემი, კეთილი ჩემი, საუნჯე ჩემი! იმ დროდამ გფლობს შენ სხვა, მწყევს მე სხვა და შენცა გასწავლა წყევა ჩემი! და ახლაც, როდესაც შემთხვევამ თუ ჯოჯოხეთმა კიდევ შემყარა მე იმ კაცს; ეხლაც, როდესაც კიდევ ჩემს უფლებას ქვეშ ხარ შენ... ეხლავ გაგიშვა მე შენ ხელიდამ!... არა, არა! არ იქნება ეგე! ჩემთვის ცოტაა ორთავესი თქვენი სიკვდილი, მაგრამ რა უნდა ვქნა, ისი მძულს და შენ... მიყვარხარ. საჶია, შემიწყალე!... იფიქრე, შემიძლიან მე ბრძანება შენი, და გევედრები, ფერხთა ქვეშე შენთა ვარ მე...
საჶია ზიზღით მიბრუნდა, აღსდგა, მივიდა სარკმელთან და გარდასწივა ფარდა. ქარიშხალი დასდგა, გარნა ღამე იყო ბნელ ჯერეთ. გრაჶინა ვერა განიცდიდა თვით პირის-პირ მდგომარეთაცა სახლთა, გარნა მცირეს მოედანზე წმიდის იობისა შეესმოდა მას ფერხთა ხმა რა ვდენთამე კაცთა. ამან დაამშვიდა ისა. ჟამსა ამას საათმან დაჰკრა ორი. გრაჶინამ მოიხედა: კალიოსტრო ჯერეთ სდგა მუხლზე. აღსდგა ისი ნელიად და სთქვა:
- საჶია, უკანასკნელ-ჯერ გკითხავ შენ. გარდასწყვიტე სვე შენი, იმისი და ჩემი: ჰო თუ არა?
- არა, არა, და ასჯერ არა!
- კარგი. ახლა დაიხურე მასკა და მოდი აქ რა გაჩვენო. აი, ნახე თუ რა მოგელოდების თქვენ.
განაღო მან მოაჯრის კარი და გამოიყვანა გარეთ ისა.
მოედანი წმიდის იობის ეკკლესიის წინ ერთბამ განათლდა რავდენითამე ფანრით. კაცი ვინმე შავ-ბინიშიანი მოვიდოდა გარე-მორტყმული რვათა მხედართაგან. დაებრჯინებოდა ისი მხარსა ბერისასა, რომელსა სახე დაბურვილ ჰქონდა ლეჩაქით და ხელსა ეპყრა ჯვარი. უკანით კაცისა ვიდოდა დედა-კაცი და მასთანა ქალი გაუთხოვარი ათ-ხუთმეტისა წლისა; ორნივე იყვნენ დაბორკილებულ... სლვასა დააბოლოებდენ მწევარნი ათთა სამსჯავროსანი და სბირნი. ბნელი ღამე და უხმაურობა მისი მისცემდენ სახილველსა ამას საშინელსა მყუდროებასა. კაცი იქნებოდა ოცდა-ათ-ხუთმეტისა წლისა. პირისა მისისა სახეზე ჯერეთ აღბეჭდილ იყო შთამომავლობისა კეთილ-შობილება, საზოგადო ნიში ესე ყოვლისა დასისა - ვენეციის პატრიკიოსთასა და ჯერეთ არა დამახინჯებული ნებიერითა, განრყვნილითა ცხოვრებითა. იყო ისი ფერ-მიხდილ, რეცა თუ მარად ეცხოვრა მას ქვეშე აჩრდილისა და არაოდეს გამოსრულიყო დღისა ნათელზე თაღთა ქვეშეთგან თვისისა ბნელისა პალაცცოსათა. პირის-სახე მისი გამოხატვიდა სასო-წარკვეთილებასა. ვიდოდა ისი სასიკვდინედ მტკიცით ნაბიჯით; დროებით უკუ-მოიხედვიდა და უმზერდა ცოლსა და შვილსა.
დედა-კაცი იყო სრულებით უსინჯო მშვენიერ-ხორბლის ფერისა მის სიტურფისა, რომლითაცა ესრედ თავი მოსწონთ დედათა - ინდოეთში. გიშრის თმა გარდაშლილ ჰქონდა მას ბეჭებზე; ბაგენი მისნი გალურჯებ ულიყვნენ; ქარი განაფარფარებდა გრძელთა სახელთა ჩაქსულის აბრეშუმის კაბისათა და მათ ქვეშეთგან სჩანდენ მოჭედილნი დასტანგებით და ოქროს სალტეებით ხელნი. საჶია აღსთრთოლდა იხილა რა, რომე ტყვე იყო ისა. თვალის ჩინი უბედურისა დაშრეტილ იყო, გარნა უძრავად დაპყრობილ ასულზე, რომელი დაღვრილი ცრემლთა მწარეთა.
ჟამსა ამას კარნი ეკკლესიისანი სრულიად განეხვნეს და, ვით სურათთა შინა რემბრანდტისათა, მოწითლომ, არა თანასწორემ ნათელმან განაცისკროვანა მრთელი გუნდი ესე. მაშინ დასასჯელი მობრუნდა და, ვითარ შეშლილმან, მოხვივა ხელნი კისერზე ცოლსა და შვილსა...
შმაგი, გულის გასაგმირალი გამოსალმება ესე წარმოადგენდა გამოუთქმელსა სახილველსა. სტიროდა ისი, ვითარ ოდენ ძალუძს გოდებად სიკვდილის წინ კაცსა ახალ-გაზდასა, ბედნიერსა, შემოზღუდვილსა ყოვლითა კედელითა, ყოვლითა განცხრომითა სიცოცხლი სათა... გარნა შემდგომ, თითქოს ჰყვედრიდა თავსა თვისსა ამა სისუსტისათვის, ამაყად ზე-აღიწივა მან თავი და განსწორდა. მაშინ სცნა ისი გრაჶინამ და, სასო-წარკვეთილებასა შინა თვისსა, მოეჭიდა მოაჯარსა და შეჰკივლა: - რანუძი!
ნანდვილ, იყო ისი პატრიკიოსი რანუძი, რომელისა მშვენიერებით და ჯომარდობით რავდენისამე საათისა წინ, ამისა უწინარეს, ყოველნი სიამოვნებდენ განსაცხრომელს მეჯლისში გრაჶინასა: რანუძი, რომლისა ვარჯი ჯერეთ აღუშვებდა კეთილ-სუნნელებასა, რომლისათვის ღა მე ესე იქმნებოდა უკანასკნელი, და აქ რომლისადმიცა ჯერ იყო მოკვდომად საყდარსა შინა წმიდის იობისასა, სიკვდილითა შესაძრწუნებელითა, ვითარიმცა შესაძლებიყო მოგონებად მხოლოდ ჯოჯოხეთებრივსა სულსა - ვენეციის ჯალდათისასა, გინა - ისპანიის ინკვიზიტორისასა. ეკკლესიასა შინა წმიდის იობისა ამა სასჯელისა გამო არა რაიმეღა არს დაშთენილ გარდა ქვათა, რომელნი მდებარებენ ჭის პირს, გარნა - სევილლაში, ადრინდელს სასახლეში ინკვიზიციისა, ჯერეთ იხილვებიან ცხადნი კვალნი. გრაჶინას არა ერთ-გზის მოუსმინეს საზარონი მოთხრობანი ამა სასჯელისათვის. დასასჯელსა მიიყვან ეს პოზზოსთან (ჭასთან), რომლისა კედელი მოჭედილ იყვნენ გრძელით რკინის კავებით; განძრცვიდენ მას სამოსელსა და შთააგდებდენ მუნ; ძირადმდე მიეხრწეოდა უკვე დამახინჯებული და დაგლეჯილი სხეული. ჭა დაიხურებოდა ქვით სამით ბეჭდითურთ ინკვიზიციისა.
კარნი ეკკლესიისანი დაიხშნენ და სამნი მსხვერპლნი იგი დაშთენ მას შინა.
- რანუძი! რანუძი!-ჰკივოდა გრაჶინა და სასო-წარკვეთილებით დაიმტვრევდა ხელთა. შემდეგ მიუბრუნდა ისა კალიოსტროს, რომელი, მდუმარებით და გულ-გრილად უმზერდა სახილველსა იმას, და ჰკითხა მას: - და რა დანაშაული აქვს ამას?
- ის დანაშაული, რომელისათვის სჯულნი - ვენეციისანი დასჯიან სიკვდილით.
- ის დედა-კაცი და ქალი ვინღა არიან, რომელნიც უკან მოსდევენ იმას.
- ქალიცა და დედა-კაციცა ეგრეთვე დაისჯებიან, რო გორც ისი. ის დედა-კაცი არი ტყვე, ცოლი იმისი; ქალი არი შვილი იმისი და იმ ტყვისა. ახლა ხო გესმის შენ, თუ რათ გირჩევდი მე შენ გაქცევასა? ეგევე სასჯელი მოგელის თქვენცა, ეგრევე სვე გეწევის ხვალ შენცა, გრ აფინავ აძოლა, და დოჯესაცა შენსა, საყვარელსა შენსა ალესსანდროს. ამპარტავანის - ვენეციის სჯულში სწერია: - ვენეციის აზნაური, მოქენე კავშირისა ტყვესთანა, შეაბილწებს სისხლსა - ვენეციის პატრიკიოსთასა. ისიცა და ისაცა. და შვილნიცა მათნი, ექვემდებარებიან ტყვეთა სასჯელსა წმიდის იობის ეკკლესიის პოზზოში.
გრაჶინა იყო სრულიად დაბნედილ, და არა ესმოდა მას ლაპარაკი კალიოსტროსი. დასასრულ შეჰკივლა მან:
- ოჰ, რა საშინელებაა! გამიშვით, გამიშვით მინამ დროა უნდა შევატყობინო მე დოჯეს!
- შეატყობინო დოჯეს! შეატყობინო რო მიუტეოს იმან ამ უბედურებს? დაივიწყებ შენ, საჶია, რო დოჯე არა რაიმეა. - ვენეციის დოჯე ლანდია, სამასხარაო მდაბიოთა, სათამაშო დარბაისელთა, მონება სამეფოს ქლამინდში. დიაღ, დოჯეს შეუძლიან როარტაგით გამოიხსნას ეს უბედურები; მაგრამ ხვალვე შეიძლება დოჯეც ექვემდებაროს ამავე სვესა; იმასაც ეგრეთვე მოიყვანენ ამ მეიდანზე; ისიცა ეგრეთვე მოიხედავს და დაინახავს თავის უკან ცრემლთა მღვრელს, თავის ლამაზს ბერძენს, თავის საჶიას, ამავე სასჯელისადმი განსჯილსა!
- და მე ხო ტყვე არა ვარ! თავის-უფალი ვარ!-დაიკივლა საჶიამ.
- თავის-უფალი ხარ! - განიხარხარა კალიოსტრო. სტყუი საჶია, სტყუი! ტყვე ხარ შენ. თხუთმეტის წლის წინ მოვუგე მე შენი თავი ქაღალდში, აქ - ვენეციაში, გრაფს ტეკელლის... ხედავ ამ ქაღალდს? - და აღმოიღო მან სიფრთხილით ჩალთა-ბუდიდამ დაკეცილი ფურცელი: - ესეც შენს შუბლსავით თეთრია და წმინდა, მშვენიერო საჶია; მაგრამ გაუფრთხილდი: თუ არ აღასრულებ ჩემს ნებას, ეს ქაღალდი გარდაიქცივა ჩემს ხელში საურველად შენის სიკვდილისა.
საჶია მდუმარებით მივიდა კარებთან, მაგრამ კლიტე ვერ ჰპოვა მას. კალიოსტრომ განიცინა და სთქვა:
- საჶია, უკანასკნელ-გზის გკითხავ შენ: გნებავს წამომყვე მე და იხსნა დოჯე შენი, თუ გნებავს მოჰკვდე შენც იმასთან?
- მე შენ მძულხარ და მეზიზღები, საძაგელო მაცთურო... ასე გგონია შენ, რო აქ შენს უფლებასა ქვეშ ვიყო მე, რადგანც მომაშორე მე მფარველი ჩემი მარკიზ. მაგრამ დაივიწყებ შენ, ერთი რო დავიძახო, მაშინვე რა ნუძის ჯალლათები, რომელნიც ეხლა გამოვიდნენ საყდრიდამ, დაგიჭერენ შენ და გადაგაგდებენ არხში. უთუოდ გგონია შენ, რო ვერ გავბედავ მე ძახილს, რადგანც დოჯის უცოდინრად ვარ მე აქ? ფიქრად ნუ გაქვს შენ ეგე... ყოველსავე ვუმსხვერპლებ მე, თვით კეთილსაცა სახელსა ჩემსა, მხოლოდ კი დაგეხრწიო შენ, ამისთვის რო, განმეორებით გეტყვი მე შენ, მძულხარ შენ და მეზიზები... და მიყვარს ალესსანდრო...
- საჶია!- დაიყვირა კალიოსტრო გულის-წყრომ ით, -: აბა ნახე!-და მიუახლოვა მან სანთელსა ქაღალდი თვისი და მასზე მცირე მცირედ იწყეს გამოჩინებად ასოთა; გრაჶინა ძრწოლით თვალს ადევნებდა გამოჩინებასა მათსა. როდესაც ყოველნი ასონი საჩინო იქმნენ, მდუმარებით უჩვენა მას კალიოსტრომ ხელ-მოწერილი გრაფისა ტეკელლისა. - ახლა სასჯელი შენი დაწერილია წაუშლელით ასოებით... აი, ნახე: ის შეკრულობაა ესე, რომლითაც მომყიდა მე გრაფმა ტეკელლიმ თავისი ტყვე ბერძენი საჶია... არ გინდა იყო ჩემი? დავხევ მე ამ ქაღალდს...
- არას დროს, არას დროს! - დაიკივლა გრაჶინამ განილტოდა რა მისგან.
- ოო, მაშ თუ აგრეა, მიუცილებლად იქნები შენ ჩემი, - სთქვა კალიოსტრო და შემოხვივა მას ძლიერნი ხელნი თვისნი.
წამსა ამას კარებს უკან გამისმენ ჩქარნი ნაბიჯები; ზანგი შემოვარდა ოთახსა ქაქანით და მოახსენა კალიოს ტროს: - პალაცცო შემორტყმულია პოლიციით... აქ არი ისი... მოდის...
- ვინ?
- ინკვიზიტორი... თქვენი გაიდუკები დაიჭირეს... სხვა ხსნა არღა გვაქვს ჩვენ, გვირაბს გარდა, რომელიც წმიდის იობის საყდარს იქით გადის.
კალიოსტრომ განაღო კედელში დაფარული კარი, ანიშნა ზანგს გრაჶინა და უთხრა:- აიღე ესა და მომყევ...
თვით წამსა ამას ფანჯრის მინები ჩაიმსხვრნენ, სარ კმელი განეღო და ოთახსა შემოვარდა იზმაილ იატაგან ით; მას შემოჰყვნენ ორი მეგონდოლე; აღიღეს მათ გულ-შემოყრილი გრაჶინა და გამოიტანეს. კალიოსტრო და ზანგი მისი გაიქცნენ და კარი უკანით მათ გამოეხურა, ესრედ რომე გრიმანიმ და სბირთა მისთა, რომელნიცა მასვე წუთსა შევარდენ ოთახსა, ვერღა იხილეს უკვე ვე რცა გრაჶინა და ვერცა კალიოსტრო.
სბირების დაცემის დროს კალიოსტროს სახლზე, გაიდუკთა იწყეს ურთი-ერთში ბრძოლად და დამბაჩების სროლამ აღაშფოთა ყოველნი მცხოვრებნი მიყრუებულისა ამის უბნისანი. მოიდროიანა რა აღრეულობითა ამით იზმაილ დაბურა მასკა გრაჶინას, მოასულიერა ისა და მშვიობიანად მოიყვანა შინ.
დოჯე ალესსანდრო შემდგომად ვაზირობისა ხშირად განატარებდა დანაშთენსა ღამისასა ერთსა შინა აძ ოლლას პალაცცოს ოთხთაგანსა. სარწმუნომ მოახლემ მოახსენა გრაჶინას, რომე მყოვარ ჟამუკ-მოქცეულ იყო უკვე ისი, ეკითხა მას გრაჶინა და დაწოლილიყო გან სასვენებელად. საჶიამ საჩქაროდ განვლო აივანნი, რომელთაცა შანა ჯერეთ იყვნენ კვალი გუშინდელისა მეჯლისისანი, დასწივა ხაფანგს დაფარულისა კარისასა და განსცხადდა მშვენიერსა სადგომსა განცხრომით შვენიერ-გვარად მორთულსა აღმოსავლეთის ჩვეულებისამებრ. დოჯე, სრულებით ტან-მოსილი იწვა დიდ-მშვენიერის დივანის რბილს ბალიშებზე. გრაჶინა მიეხლოვა მას ფეხის თითებზე. ალესსანდროს ეძინა ძილითა მძიმითა და განუსვენებელით; დროებით განურკვეველნი ხმანი გამოვიდოდენ ბაგეთა მისთაგან. პირველი ლექსი, რომელიცა ესმა გრაჶინას, იყო: ოტტალე!... ოტტალე!...
გრძელით ჟამით იცნობდა გრაჶინა პატიოსანსა ებრაელს, ზარაფხანის მცველსა ოტტალეს. უწყოდა მან, რომე ოტტალე, განშორდა რა ხალხისაგან, რომელსა შორის ჯერეთ დაუვიწყებელ იყო ნაჯისობა ურიებზე, სცხოვრებდა - გეტტოს უბანში, იშვითად გამოვიდოდა შინიდამ და განსცხადდებოდა მხოლოდ სადღესასწაულოთა შეკრებილებათა შინა დოჯესასა. დოჯე არა გარჯილა მოხუცებულებასა მისსა და ხშირად დაიარებოდა თვით ისი მასთან; თითონ გრაჶინაცა არა იშვითად ეწვეოდა მას, რადგანც დიდად უყვარა მას ასული ოტტალესი, მშვენიერი ძიანა. არა ოდეს უუმცირესსაცა იჭვნეულებასა არა განუვლიეს გულსა შინა გრაჶინასასა, თუმცაღა დოჯე ხშირად ლაპარაკობდა ძიანაზე და მარად უწოდებდა მას ვარდად - გეტტოსა.
- უსათუოდ ხედავს ძილში თავის მეგობარს და მრჩეველს ოტტალეს,- სთქვა თავსა შორის თვისსა გრაფი ნამ. - ხშირად მომაგონდების მე, რასაცა მეტყოდა მე საშინელი ინკვიზიტორი, სენატორი განდონე. ისი ერწმუნებოდა მხოლოდ იმას, რასაცა პყრობილნი წარმოსთ ქმიდენ ძილში... საყვარელო ალესსანდრო, რა უნდა წარმოსთქვა შენ ძილში ისეთი, რამმცა შეიძლოს ჩემის სიყვარულის აღმღვრევა.
გრაჶინამ შეხედა ხატსა ძველსა, - ბიზანტიის ხელოვნობისასა, რომელიცა დამოკიდებულ იყო კედელზე და დაიჩოქა მის წინ. რა ილოცა ჩამოიღო მან ხატი. გამოსწივა უკანა ფიცარი და მის ქვეშეთგან გამოიღო მეორე ფიცარი სანდალის ხისა, რომელზედაცა დამაგრებულ იყო შავის თმის ნაწნავი. თვალთა მოერთვნა მას ცრემლნი და სთქვა: პოვერეტა![5] ვსწუხვარ მე შენთვის, მაგრამ იქნება უმჯობესიცა იყოს, რო მოჰკვდი შენ: ვინ იცის, თუ რა შეემთხვა კიდევ უბედურსა დედასა შენსა! ახლა შენ, უეჭველად, ილოცავ ჩემთვის წინაშე უმაღლესის საყდრისა. ოჰ, ყრმისა ლოცვანი სათნო არიან ღვთისა: შე მიწყალებს მე ისი.
კვალად დასდვა მან ძვირფასი ნაწნავი თვისის მკვ დრისა ასულისა-ყრმაასა (ყრმასა) ხატს უკან, დაჰკიდა ის კედელზე და ახლად მიეახლოვა სარეცელსა დოჯესასა.
- ფული!-იტყოდა დოჯე,-ფული!... საიდამ მოვიტანო! ოტტალე... ფული... ფული!
და მძინარე განიშვერდა ისი ხელთა, რეცა თუ ენება შემოეხვივა ოქროსათვის...
- უბადრუკი!-სთქვა თავსა შორის თვისსა გრაჶინამ, - რესპუბლიკის საქმეები ძილშიც არ ასვენებენ ამას.
ერთბამ ალესსანდროს სახემ მიიღო გამოხატულობა გრილი, დამაშვრალი, თვით საძულველი და წარმოსთქვა მან, თითქოს ხელსა ჰკრევდა ვისმე: -ისა!... ყოველთვის ისა!...
საჶიამ ძრწოლით დაიდრიკა თავი მისდამი. მაშინ მშვენიერი სახე ალესსანდროსი განბრწყინდა სიხარულით, სიყვარულით, განიღიმა მან და შეესმა გრაჶინას, რომე წარმოსთქვა მან სახელი მისი.
- უთუოდ მხედავს მე ძილში, - სთქვა მან თავსა შორის თვისსა.
- ძიანა!... ძიანა!- წარმოიძახა ალესსანდრო.
გრაჶინა უკუ-ხლტა, თითქოს დაეგო პირსა ხანჯ ლისასა.
- ძიანა! - განამეორა გრაჶინამ.
ბაგენი საჶიასანი სთრთოდენ, თვალნი დაუბნელდენ მას.
- ძიანა!... ძიანა!... ოჰ, ღმერთო!...-სთქვა კიდევ დოჯე. იტყოდა ისი კვალად რასამე, გარნა სუსტნი ხმანი იგი არა მიახრწევდენ ყურთადმი საჶიასათა. გრაჶინამ იწყო შიშროებად. თვით ჟამსა ამას ოთახის კარებთან განეცა ნელი წკარუნი და კლიტის ჭვრიტინადამ შემოეშუქა ქორსა მას სხივი სინათლისა. გრაჶინამ ვერღა მოასწრო დაეძახა, ვითარ განეღო კარი და შემოვიდა ფანრით კაცი ბინიშიანი და შლაპიანი. უკუ-სდგა ისი, იხილა რა გრაჶინა, მსგავსად ძეგლისა, უძრავ მდგომარე მძინარის დოჯეს განსასვენებელთან.
კლიტისა ჟღეროვნებამ გამოაღვიძა ალესსანდროცა. წარმოსჯდა ისი და განცვიფრებით უმზერდა გრაჶინას და კაცსა მას.
როდესაც უცნობმან აღიხადა შლაპა თვისი, დოჯემ დაუძახა მას:
- თადდეო შენ ხარ?
- მე გახლავარ, თქვენო უგანათლებულესობავ. ოტტალე ჯერ კიდევ ზარაფ-ხანაში გახლავს. თავისის უძ ლურებისა გამო, ვერ გაუბედნია იმას ღამით ქუჩებში სიარული და გთხოვსთ თქვენ იქ მობრძანეთ. მომიტევეთ რო ასე უდროოთ გიახელ, არ ვიცოდი რო მოისვენებდით.
- ეხლავ წავიდეთ ერთად. მოიცადე წამი ერთი.-მა სუკან მიუბრუნდა ისი საჶიას და ჰკითხა: - შენ რატო არ გძინავს?
- არ მეძინება და მოველ მენახა შენი გულიანი ძილი. ალესსანდრო, არ შეიძლება მოვილაპარაკო მე ეხლა შენთან?
- მომიტევე, ჩემო საყვარელო, ეხლა არ მცალიან, ოტტალესთან მივალ.
- ნუ თუ არ შეიძლება ხვალამდინ დაუტეო ეგ ნახვა?
- არ შეიძლება, ამისთვის რო ხვალინდელი დღე და მოკიდებულია ამ ნახვაზე; მაგრამ მალე კი მოვბრუნდები.
და წარვიდა ისი. გრაჶინამ მძიმედ აღმოიოხრა. მე რმედ დაწვა მოსასვენებელად, მაგრამ დიდს ხანს არ და ეძინა, თუმცაღა იყო დიდად დაღალულიცა,- იჭვნეუ ლება ჰქეჯნიდა მას.
დღესა მეორესა, ოთხს საათზე, შუა-დღის შემდგომ, ორი კაცი სჯდნენ კაპილიონის მცირეს ოთახში, საშუალ რიალტოსა. ერთი მათგანი უფრორე იწვა, ვიდრეღა სჯდა სარკმელთან მდგომარეს დიდს, ძველებურს სავარძელზე. მის წინ მცირე ფეხთ-სადგური და გვერდ ით მისა, სტოლზე გრაჶინკა მოხარშულით ლიმონადი თურთ მოასწავებდენ, რომე ავად იყო ისი. მეორე იყო შავით ბაღუტათი და სამ-კუთხიანით შლაპით. ეს უკანა სკნელი ნიკაპით დაბჯენილ იყო თვისის კვერთხი ოქ როს თავზე და, როგორც სჩანდა, წესიერად მოიწყენ და. უეცრად ავად მყოფმან დაჰკრა სტოლსა მუშტი და დაიყვირა:-უსაცილოდ მივსწერ მე ამას ბიძაჩემს სარტინს!
- მისწერეთ რაც გნებავსთ მგონია ჩემი დანაშაული არ გახლდეს, რო ერევით თქვენ პოლიციის საქმეებში. აქ ხო - პარიჟი არ არი, და თქვენც, როგორც ვიცი მე, არა ბძანდებით პოდესტა[6].
- წაეთრიენით აქედამ! არაფრის პოვნა არ შეგიძლი ანთ თქვენ, თითონ იმათიც, ვინც უთქვენოდ ვახშმობენ თქვენსა. და ამ სახით, როგორ გეპრიანებათ თქვენ დაიჭიროთ ის ცბიერი კალიოსტრო!
- მოიხსენიეთ, რო ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და მე მივე ჩემს ჯაშუშებს პაემნად ერთი კვირა კალიოსტროს პოვნისათვის. თუ არ იპოვნიან, მაშინ ხელ-და-ხელ მივსცემ მე იმათ მესსერ გრანდეს... ისი გაუსწორდება იმათ თავისებურად.
- კარგი პოლიციაა, როდესაც აქ სახლებში არიან სამალავები, ისე რო, წესიერი კაცი, როგორც მე მაგალითებრ, ქვესკნელს ჩაბრძანდება სკუპით თხუთმეტ ბიჯად მდე. სხვებრ, ამაზე არ ვიჩივლებ მე, თუ მომცემთ სიტ ყვას, რო, მინამ გამოვიდოდე მე შინიდამ, დავინახო კა ლიოსტრო სახრჩობელაზე.
- რაც შესაძლებელია ჩვენგან, არას დავზოგავთ. ჩემს მოსამსახურეებს აქვსთ აღწერა იმის ნიშნებისა.
- რომელი აღწერა?... ახა ღმერთო! გეუბნებიან თქვენ რო უნახავსთ ისი ვართაპეტის ანაფორათი, და ისი კი, ჩაცმული დიდკაცურად, გულ-დამშვიდებით მჯ დარა თეატრში. მეორეს ჯერ უდარილებთ თქვენ იმას ქალაქის გარეთ ბაღში, სადაცა მიჰყავსთ თქვენს პატ რიკიოსებს თავიანთი საყვარლები, ისი კი, მასკიანი შე ექცევაპრატო დელლა ვალლაში და სვამს ყავას თქვენთავე მოთვალყურეებთანა. კალიოსტრო ისეთი კაცია, რო დაჭირებაში გარდაიქცევა ეშმაკად ან დიაცად, და ყოველთვის დაგისხლტებათ ხელიდამ... მოსძებნეთ დედათ მონასტერში, - მურანოში; იქნება იქ შევიდა ისი მოლოზნად...
მაშინ მარკიზ ხელი დაიდვა გვერდსა, რადგანც სტკიოდა მას ისი დიდის დაჩეჩქულობისა გამო დაცემის დროს.
- აი, ეხლა ერთი კვირა მაინც უნდა ვიჯდე მე შინ, მაშინ როდესაც უნდა დამებოლოვებინა მე ერთი სა მიჯნურო საქმე ერთს მშვენიერს ქალთან.
- ვისთან?- ჰკითხა გრიმანი.
- ნუ სწუხთ, თქვენს ცოლზე არ მოგახსენებ. მაგრამ კი სინიორა გრიმანი იქნება იყოს ტკბილი ლუკმა სენატორისათვის. უნდა ეკითხოს ესე მას, ვინც ვახშამს შეექცეოდა იმასთან, როდესაც - პადუაში სუფევდით თქვენ.
გრიმანიმ იკვნიტა ტუჩებს: მარკიზ მეორედ უკვე შე ექცეოდა მისს ანგარიშზე.
- თქვენ გგონიათ, მარკიზ, რო ჩვენი პოლიცია სუ სტი იყოს, მაგრამ თქვენ თითონ არ იცით თქვენის სახლის ვითარება ისე, როგორც მე. იმ დროს, როდეს აც თქვენ იჭერდით ცრუ-სახელას გრაფს ლიპპონეს, აქ თქვენსა მოხდა ერთი სასაცილო საქმე. თქვენ ხო არ იცით ესე?
- რა საქმე?
- გუშინ, გრაჶინას ბალის შემდეგ აქ იყავით თქვენ...
- მე? თქვენც იცით, რო ბალიდამ პირ-და-პირ წაველ მე იმ წყეულს ლიპპონესთან და რო თქვენს მოსამსახურეებს მხოლოდ დღეს დილას შეესმათ ჩემი ყვირილი იმის სარდაფიდამ, გამომიტანეს იქიდამ და მომიტანეს აქა...
- ყოველივე ეგე ვიცი, მაგრამ ესეც ვიცი, რო იმავე დროს აქ იყავით თქვენ და რაღასაც იღებდით თქვენის ბუროდამ...
არა მიმხედველი გვერდის ტკივილისა, აღხლტა მარკიზ და მივარდა თვისსა ბუროსა. ფულები, რავდენიც ჰქ ონოდა მას, ბრილიანტის ნივთები, ბაშფორთი, ყოველივე დაკარგულ იყო.
- გამქურდეს! გამქურდეს! - დაიყვირა მარკიზ.
-ვიცი,- გულ-გრილად სთქვა გრიმანი. - წიგნით მაცნობეს მე ეგ ამბავი. ამბობენ ვითომც ეგ ფულები არ კი მოუპარავსთ თქვენთვის, მხოლოდ თქვენს დაუკითხავად უსესხნიათ და თავის დროზე მოგართმევენ.
ამ დროს მარკიზს მოუტანეს ბარათი გრაჶინასაგან და ქარაფშუტამ ფრანცუზმან დაივიწყა დანაკარგი თვისი. რა განვიდა გრიმანი, მაშინვე იწყო მან ტანს-ჩაცმა, მოაყვანინა მეტახტრავანდენი და წარვიდა აძოლას პალაცცოდ.
ამისა შემდგომ, ნახევარ საათის უკან, მარკიზ სჯდა უკვე გრაჶინასას და ლიკლიკებდა არშიყობასა. ფიქრ დაბნეულად მოისმენდა ისა უბედობასა მისსა. ჩვეულე ბისამებრ ყოველთა მოარშიკეთა, მეცადინობდა ისი აღე ძრა იჭვნეულობა მისი დოჯეზე.
- დიაღ, გრაჶინავ,- იტყოდა ისი: ვსწერ მე ჩემს ავთარებს და გავუგზავნი იმათ ბიძია სარტინს. მინდა ვაჩვენო იმას, რო ვსაქმობ მე აქა და ცუდად არა ვარ: შევნიშნავ ზნეთა.
- რა შენიშნეთ?-ჰკითხა მან ღიმილით.
- სხვათა შორის, აი რა, გრაჶინავ. როგორ მშვენიერად არიან დაწყობილნი თქვენი სახლები! თვითოეულში ორი შესავალ-გამოსავალია: ერთი ხმელეთისაკენ და მეორე არხისაკენ. სამწუხარია რო არ შეიძლება ამისი შე მოღება ჩვენს პარიჟში! საკვირვლად მოხერხებულია: ერთი შემოდის აქედამ, მეორე გადის იქიდამ, და უსიამოვნოდ არ შეეყრებიან ერთმანერთს. მაგალითებრ, თვით იმ დღეს, როდესაც გავბრიყვდი მე და ისე საოცრად მოგექეც თქვენ... იმ საძაგელს გრიმანის რჩევით... მაგიერს კი გარდავუხდი მე იმას... ვნახე მე, რო ერთმა სინიორმან ისარგებლა ამისთანა მშვენიერით დაწყობილებით შესავალ-გამოსავლისა და მიიპარებოდა ერთს ლამაზს ურიის ქალთან. ის ქალიც კი დავინახე მე შორიდამ: ძალიან ლამაზია... იცით ვისა ჰგავს?... აი, იმ ქალს, რომელსაც თხოულობს მქანდაკებელი... მგონია თადდეო?...
- ძიანასა?
- დიაღ, დიაღ, ძიანასა. კავალერი მასკიანი მივიდა ურიის სახლის კართან წყლის პირისაკენ, სწორედ პირ და-პირწმიდის იერონიმეს ეკკლესიისა...
- პირ-და-პირ წმიდის იერონიმეს ეკკლესიისა!
- დიაღ. მგონია ის იყოს - გეტტოს უბანი.
გრაჶინამ დაიქნია თავი.
- კავალერი კარგად ვერ გავსინჯე; თვალი კი შევასწარ, რო თითზე ჰქონდა იმას ბეჭედი, თითქმის ისეთი, როგორც დოჯესი...
- ეე! კამარა, მარკიზ, - სთქვა გრაჶინამ იძულებულით სიცილით:- თქვენ გნებავსთ, რო ალესსანდრო და ვსწამო მე ძიანას, მაგრამ ვერ მომატყუებთ.
- ფიქრადცა არ მომსვლია მე ეგე; გარწმუნებ თქვ ენ. და თუ არ მერწმუნებით, ძიანა ეხლა ქვეით სვეტებ თან ვნახე მე თავის საქმროთი და რაღასაც ევაჭრებოდა ვიღასაც ურუმს, უბძანეთ დაუძახონ და თითონ იმას ჰკი თხეთ. ხვალ გვიანღა იქნება; ჯვარს დაიწერენ ისინი და უეჭველად თადდეო წაიყვანს იმას - ვენეციიდამ.
- და რათ უნდა წაიყვანოს?
- რა ვიცი, კაცია და გუნება. ესეც კი უნდა ვსთქვა, იქნება კავალერი მობეზრდა კიდეც სიარულით თავის ურიის ქალთან: აქაც ხო ახალ-გასდა კაცები ისეთი ქარიანები ყოფილან, როგორც ჩვენში, - ერთი და იგივე მალე აუსუყებს გულს. მაგრამ კი, სწორე მოგახსენო, თუ ვცდილვიყავ... ძალიან ლამაზი ქალია! საკვირველი არ არი, რო დოჯე მოხვევნოდა იმას გუშინ იმისთანა ტრფიალებით.
მარკიზ მიემთხვევოდა უკვე განზრახვასა თვისსა: გრაფინას ჰქეჯნიდა იჭვნეულობა. საბედნიეროდ, თვით ჟამსა ამას შემოვიდა ძიანა. იყო ისა, როგორც გუშინ მწუხრზე, თეთრით ტანისამოსით, გარნა დიდად უფერულ და იჩვენებოდა დამაშვრალ.
- რად ხარ შენ დღეს აგრე გადაფითრებული, ძიანა?
- ჰკითხა გრაჶინამ.
ძიანა განსწითლდა.
- იქნება იმისთვის, თქვენო ბრწყინვალებავ, რო მრ თელი ღამე მამას ლოდინში ვიყავ და თითქმის არა მძინებია. ისი და დოჯე ზარაფხანაში იყვნენ.
- გამიგონე, ძიანა. მე უნდა გკითხო შენ ერთი საქმე. ნუ შეგრცხვება ამ ბატონისა და გაბედვით ილაპარაკე. ხო არავინ დაიარება მამაშენთან მასკიანი კავალერი?
ძიანა სახეზე აღირივა.
- რა ამბავია, ძიანა, რო ხან სწითლდები შენ და ხან ყვითლდები?... - საიდუმლოა ესე, თქვენო ბრწყინვალებავ. აქამდინ არავისთვის არ მითქვამს მე ესე; მაგრამ თქვენთან არა მაქვსრა მე დაფარული... დიაღ, მართალია; ხან და-ხან, ღამით, მამასთან დაიარება ვიღაც მასკიანი კაცი. პირველად იშვითად მოდიოდა ისი, მაგრამ ერთი თთვე იქნება, რო დაამუდმა იმან ჩვენთან სიარული... იმას აქვს გასაღები წყლის პირის კარისა. ყოველთვის მომიტანს ხოლმე მე ისი ყვავილების კონას და დამელაპარაკება; მასუკან მასკითავე მყოფი და ყოველთვის როგორღაც საოცრად აღელებული, დამიჭერს ხელს, წამიყვანს ჩემს ოთახში და იქ...
- და იქ რა?...
- დამკეტს მე კლიტით.
- მგონია ჯერ ცუდი არა სჩანსრა ამის ლაპარაკისაგან, მარკიზ? სთქვა გრაჶინამ დაცინებით შეხედა რა მას.
- მოითმინეთ, გრაჶინავ, მოითმინეთ; ჯერ სულ არ გაუთავებია. სთქვი ქალო.
- როდეაც ვსწევარ ქვეშ-საგებში, ყოველთვის მეს მის მე, რო მამა და ის კაცი ლაპარაკობენ; მაგრამ იმათ სიტყვებს ვერ ვიგებ... მამიჩემის სამუშაო ოთახი გახლავს ჩვენის სახლის უკან. ჩემს დღეში არა ვყოფილ ვარ იმაში. მამა არავის არ უშვებს იქ, მხოლოდ ისი და ის უცნობი არიან ხოლმე იქ... ვერ მივმხვდარვარ თუ რას აკეთებენ ისინი იქ; ხან-და-ხან კი ვგრძნობ მე, როდესაც გამომეღვიძება, რო კომლის სუნი სდგას.
- უცნაური ისტორიაა, - სთქვა გრაჶინამ.
- მით უმეტეს უცნაურია, - სთქვა აბეზარმან მარკიზ, რო დიდად ეთანხმება ესე იმას, რაც მოგახსენე მე თქვენ, გრაჶინავ... აბა მოიგონეთ, სწორედ იმ დროს ხო არსად გავა ხოლმე შინიდამ დოჯე?
- დიაღ, მართალია; თითქმის ყოველ ღამ გავა ხო ლმე.
- მაშ რაღა, სჩანს ან ოქროს კეთებაშია ისი, ან ეძიებს საფილასოფოსოს ქვას,- სთქვა მარკიზ სიცილით.
გრაჶინამ გაიცინა და მყისვე ჩაფიქრდა. დასასრულ უთხრა ძიანას:
- გაგახაროს, ჩემო საყვარელო... ახლა კი მშვიდობით და უთხარ შენს საქმროს მოიცადოს; საქმე მაქ ვს მე იმასთან.
და უბრძანა გრაჶინამ პირის-ფარეშასა თვისსა განაცილოს ძიანა.
რა გამოვიდა ძიანა, გრაჶინამ დაიყვირა:
- აი, რად მაგდებს მე ისი ყოველს საღამოს! მარკიზ, ხვალ მე და თქვენ გონდოლით უაროთ გარშემო ოტტალეს სახლს.
- თუნდ დღესვე, გრაჶინავ. ყოველთვის მზად გახ ლავარ თქვენის სამსახურისათვის.
- დოჯე!-დაიძახა გრაჶინამ, გაიხედა რა სარკმლიდამ;
- გაბძანდით, მარკიზ; იზმაილ ქვეით გახლავს და გაგაცილებს.
მარკიზმან ამბორს უყო საჶიას ხელზე და გამოვიდა. მისის გამოსვლისმალ შემოვიდა დოჯეცა.
- ჯერ კიდევ არა გძინავს, საჶია?-სთქვა ალე სსანდრომ ალერსით, მოჰკიდა რა მას ხელი.-რა ამ ბავია? თითქოს გაკანკალებს შენ!
- შენ რო დაიგვიანე ვსწუხდი მე შენთვის. უთუოდ უსიამოვნობა რამ გაქვს შენ. გუშინ გახველ შენ მაშინ, როდესაც ჯერ ბალი არ დასრულებულიყო და ღამით ოტტალეს კიდევ დაებარებინე...
- ბარბარიის დესპანმა გაგვიჩინა ჩვენ საქმეები; მაგრამ შეწუხებად არ ღირს ესე, ჩემო საყვარელო. ზეგ ჩვენი ფლოტი ჩაეშვება ზღვაში; პატრიარხი აკურთხებს იმას. მე, როგორც ბუცენტავრის გასვლის დღეს, ვიდგები ხომალდის ცხვირზე; ჩემს გვერდ იქნები შენ დიდ მშვენიერად მორთული; მართლად ბრილიანტებში... ნეტაი იმ დღეს შვენოდე შენ. გახსომდეს, საჶია, რო თითქმის დოგარესსა ხარ შენ...
- თითქმის დოგარესსა!... რასაკვირველია ვიქნებოდი მე დოგარესსა, რო მომატებულად გიყვარდე...
- განა ცოლ-ქმარნი არა ვართ ჩვენ? - ვენეციაში ჯვარს არ დაგვწერდნენ ჩვენ და ამისთვის დავგვირგვინდით ჩვენ - რომში. ნუთუ სულ ერთი არ არი ესე? შენ თითონ იცი, რო ჩემზე არ არი დამოკიდებული, რო სააჯმნოდ აღვიარო ქორწინება ჩვენი - ვენეციაში. რანუძის ისტორია, რომელიც შეიპყრეს შენს ბალში...
- რანუძისა! - სთქვა განგებ განცვიფრებულმან გრ აფინამ.-რა მოუვიდა რანუძის?
- დაისაჯა ისი და თავისთან ჩაიტანა ორი მართალი სული: ცოლი და ქალი... ამის მნახველთ შეუძლიანთღა...
- ჰო, მართალი ხარ შენ, ალესსანდრო; ქვეყნის თვალ ქვეშ უნდა დავრჩე მე შენს ხასად... მე მყვანდა ანგელოსი, რომელსაც შეეძლო დასარჩლება ჩემი, ჩემი ქალი... მაგრამ ისაც წამართვა მე ღმერთმა...
და მიიფარა საჶიამ ხელები პირის-სახეზე. სდუმნა რა წამი ერთი კვალად სთქვა მან:-ახლა შენც თითქმის უცხო შეიქენ ჩემთვის; ასე ხშირად თავს მანებებ შენ მე მარტოს და არც კი გინდა მითხრა...
- რა უნდა გითხრა, ჩემო საყვარელო? სხვა რა საქმეები მაქვს მე, თუ არა რესპუბლიკისა. და რად გეჭირება შენ იმათი შეტყობა! შენც ისე დაგაბერებდენ ისინი, როგორც მე... არა მიმხედველი ჩემის საქმეებისა, ყოველსავე ვიქმ მე, რაც შემიძლიან შენის ბედნიერებისათვის, და რაღა გინდა შენ ჩემგან?
- ის მინდა, რო უფრო ხშირად იყო შენ ჩემთან... დასჯეგ ჩემს გვერდ, ალესსანდრო, და გამაძღე შენით ყურებით... - სთქვა ცრემლილმან გრაჶინამ ღიმილით, - ასე მგონია მე მრთელი საუკუნე არ მენახო... დღეს დარჩები ჩემთან და არ წახვალ განა?...
- არ შეიძლება!-სთქვა დოჯე იძულებით.
- არ შეიძლება! რატო?
- ხვალ, დიაღ, ხვალ მრთელი დღე შენთან ვიქნე ბი.
- ხვალ! სულ ხვალ!... ნეტაი ვიყო მე ეგ ბეჭედი!... არას დროს არ მოიშორებ შენ მაგას ხელიდამ...
- განა არ იცი, რო დოჯეს ბეჭედია ესე და ხელიდამ წაძრობა ამისი არ შემიძლიან.
- როგორ კარგაა გაკეთებული, - სთქვა მან ნელიად წააძრობდა რა დოჯეს თითიდამ ბეჭედსა მას... - ნემატნავად ეს ქულუჩა. ხო გაიღება... ნეტაი ვიცოდე რა არი ამაში... თქვენმა მზემ იქნება ქალის თმაც იყოს...
- რა დაგმართვია, ჩემო საყვარელო!... - მაგრამ მე ვხედავ რო კუდიანობ და განგებ იჭვნეულობით მოიკატუნებ შენ თავს ეგების დამიჭირო.
- და თუნდ აგრეც იყოს? - სთქვა საჶიამ, მოხვივა რა მშვენიერნი ხელნი თვისნი კისერზე დოჯეს და უმზერდა მას ტრფიალებით თვალებში. დღეს დარჩები ჩემთან, განა ალესსანდრო? არა, გეთაყვა?
- არ შემიძლიან, ჩემო სულო. ხვალ შენი ვარ, დღეს კი მიუცილებლად უნდა წავიდე სავაზიროს: უნდა შევუ დგინოთ დარიგება სპასალარს, რომელიც დანიშნულია ფლოტის უფლად.
- მეც შენთან მოვსდივარ, - გარდაწყვეტით სთქვა საჶიამ.
- სავაზიროს?
- კარგა ვიცი რო დღეს ვაზირობა არ იქნება... გამიგონე, ალესსანდრო.
- დასძინა გრაჶინამ მთრთოლარით ხმით, -: დიდი ხანია გატყობ, რო არღა გიყვარვარ შენ მე... უმჯობესია შენ თითონ აღვიარო და მაშინ იქნება ვიპოვო მე ჩემში ეგოდენი ძალი. რო დავემორჩილო ჩემს ბედის წერას... და თუ გამხდი შენ მე მრთელის - ვენეციის სასაცილოდ... ოო, მაშინ გაფრთხილდი, ალესსანდრო; მაშინ ვაი შენცა და იმ ქალუასაცა!... გულს ვისრუ ლებ მე.
თვალნი მისნი ელვარებდენ, ქედ-მაღლობა და ძალი ნებისა გამოიხატებოდენ სახესა ზედა მისსა; იყო ისა ჰაეროვან და საშიშარ. თვი სუსტი შემნიშვნელიცა შეამცნევდა, რომე დედა-კაცსა ამას აღესრულებინოს ქადილი თვისი ვითარითამე ღონის-ძიებითა. გარნა დოჯე ალესსანდრო არა მათ კაცთაგანი იყო, რომელთაცა შეშინება ადვილ იყოს. აღსდგა ისი და მდუმარებით წარვიდა კარებისაკენ; გრაჶინა გაიქცა და წინ გარდაუდგა მას კარებში.
- საჶია, მოეგე გონსა, უნდა წავიდე.
და ნელიად ჩამოაყენა რა ისა კარებიდამ, განვიდა ისი. დამდაბლებული, მთრთოლარე ყოვლით ასოთი, გრაფინა კნინღა მივიდა მოაჯარადმდე. ღამისა ჰაერმან განაგრილა ისა. მოიხსენია მან, რომე თადდეო, ბრძანებისამებრ მისისა, ელოდებოდა მას, დაუძახა მას, უბრძანა მას წამოესხა ბინიში და აღეღო ხრმალი და გამოვიდა მათურთ პალაცცოდამ, არა დაივიწყა რა ხანჯალიცა თვისი.
ღამე იყო ცივი, საათმან უკვე დაჰკრა ერი შუა-ღამიდამ, და ძიანა, მოელოდებოდა რა მამასა თვისსა, ჯერეთ სჯდა განღებულს სარკმელთან. დასასრულ, რა თამცა დაამშვიდნეს დანუსვენებლობა თვისი, გარდასწივა მან სახატეს ფარდა, სადაცა დაიფარებოდა ხატი ღვთის მშობელისა და მოწიწებით მოიდრიკა წინაშე მისსა მულხნი.-ძიანა იყო კათოლიკე.
შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, ოტტალე უკ-მოიქცა სახლად თვისად უფერული, დამაშვრალი და დაღონე ბული. ძიანა სიხარულით მიეგება მას.
- როგორ დაღალულხართ, მამავ, - სთქვა მან, აღხდიდა რა მას წვიმისაგან დალუმპილსა ბინიშსა და წითელსა შლაპასა, ვითარისაცა დაბურვად ვალდებულ იყვნენ ებრაელნი - ვენეციაში. - დღეს რატო არ წაიღეთ თქვენი გონდოლა?
- იმიტო არ წავიღე, შვილო, რო - ვენეციის პატრიკი ოსებს სრულებით არა აქვსთ ყურად-ღება იმათ წლო ვანებას და შრომაზე, ვინც ემსახურებიან იმათ. და ან კი რად ვემსახურებით ჩვენ იმათ? განაღა იმისთვის, რო ნემენცები სარგებლობენ ყოვლით სამართლით და უპირატესობით, ყოვლით პატივით, და ჩვენ, უგულებელ ქმნილნი, იძულებულ ვართ გვეხუროს წითელი შლაპა და გვეფაროს ყვითელი გულის-პირი, რო პირველითავე შეხედვით გვიცნან ჩვენ; დაგვამწყვდევენ ჩვენ, კეთრ ოვნებსავით, განშორებულს უბანში და შეურაცხგვყოფენ; მაგრამ კი ის უფლები, ამაყნი პატრიკიოსები ყველანი ჩვენს ხელში არიან... და ან კი რა ბძანდებიან ის საძაგლები გარყვნილები! ახლა მრთელს - ვენეციაში მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ვენეციელიღაა - დოჯე. ისიც რო არ იყოს, არც - ვენეცია იქნება. მხოლოდ იმის გულისათვის ვიღვწი მე და ყოველთვის მზა ვარ შრომად. დღეს ჩვენები ყველანი მოვიარე მე, მაგრამ, საუბედუროდ, არავისა აქვს ფული, და არ ვიცი თუ რა უნდა ჰქნას ხვალ დოჯემ. ფლოტის განსვლის წინ უნდა დაურიგოს იმან მეხომალდეებს ჯამაგირი, და არა აქვს რა კი.
- რამთენჯერ გიბძანებიათ, მამავ, ჩემთვის, რო როდ ისმე დაუხსნიხართ თქვენ დოჯეს ალესსანდროს სიკვდილისაგან.
- დიღ, მართალია, შვილო...
და მადლობელმან მოხუცმან ახლა იწყო მოთხრობა ისტორიისა, რომელიცა არა ერთ-გზის სმენოდა ასულსა მისსა. - ამაოდ მორწმუნე ერი, თავის ჩვეულებისამებრ, ყოველს თავის უბედურებას ჩვენ უგულებელ ქმნილთ ებრაელთ გვაბრალებს, და ამისთვის თავის სიცოფეში ერთხელ ეძებდა რა მსხვერპლს თავის გესლის აღმონთხევისათვის, შემოვარდა ჩვენს უბანში, მომვარდნენ მე და გამიტაცეს სასიკვდილოდ. თოკზე რო ვეკიდე მე და ჩემს გარშემო იწყევლებოდენ... უცებ ვიღაცამ განაპო ის გაბრაზებული მდაბიო ხალხი, ამოიღო ხანჯალი და გულ-გრილად გადასჭრა თოკი, რომელზედაც ვეკიდე მე... ამაზე ყოვლით მხრით და იღრიალა გაცოფებულმა ხალხმა და ხელები აიქნიეს იმ კადნიერზე. მაშინ იმან ხმა-მაღლა დაიძახა: მართლ-მსაჯულება ყოველთათვის და თვითოეულისათვის არიო! მე ვარო დოჯე, რომელიც ამაღამ აღმომირჩიესო სავაზიროში... და მე, შვილო ძიანა, მთრთოლარე ყოვლით სხეულით, ცოცხალ-მკვდარი ვეგდე იმის ფეხ-ქვეშ, სიხარულისაგან ვსტიროდი და ვეხვეოდი იმის მუხლებს...
და მოხუცმან მოიწმინდა მადლობისა ცრემლი.
- ახლა შენზე ვილაპარაკოთ, ჩემო საყვარელო. სად არი შენი თადდეო?
- გრაჶინამ დააგდო ისი თავისთან და უბრძანა მოეცადნა...
- აძოლა გრაჶინამ!...
ჟამსა ამას გამისმა შრიალი ნავისა ნიჩაბთა. ძიანამ გამოიხედა სარკმელში, გარნა ღამე იყო ესრედ ბნელ, რომე არა რაიმე შესაძლო იყო განცდად.
- ხო არავინ მოსულა, შვილო?
- მოვიდა ვიღაც ბერი კაცი, მამავ. მგონია ისიც ებრაელი უნდა იყოს. მოგახსენა რო კიდევ მალე მოვალო, იქნება ამაღამვე. თავისი სახელიც მითხრა, მაგრამ დამა ვიწყდა... გუსს... გრუსს... როგორღაც ასე...
- დავით გრუსს! - დაიყვირა ოტტალე. - განა აქ არი ისი! - ვენეციაში! ჰო, ებრაელია ისიც... საოცარი კაცია!-დასძინა დაფიქრებულმან ოტტალე.
მოხუცმან იწყო საქმენი თვისნი და შორის ამისა ძიანა თვალ-მოუშორებლად უმზერდა კარსა. მოელოდებოდა ისა კიდევ ვისამე, მაგრამ არა საქმროსა თვისსა, არამედ საიდუმლოსა უცნობსა მას, რომელიცა დაიარებოდა მათ თან თითქმის ყოველს ღამეს. ძიანა ჰგრძნობდა თავსა შორის თვისსა მისდამი სატრფოსა, გამოუთქმელსა მიდრეკილებასა, რომელსაცა ვერ აღუხსნიდა ისა თავსა თვისსა. უეცრად დაარაკუნეს კარი. მოხუცმან განაღო. შემოვიდა კაცი პარიკიანი, შავ-ბინიშიანი და სარტყელსა ერჭვა საწერელი. ტანის-სამოსისამებრ მისისა იჩვენებოდა, რომე იყო ისი წერილთა-მცველი (არხივარიუს).
- უმორჩილესად გთხოვ, სინიორე, გაბძანდეთ, - უთხრა მას ოტტალე.- შევიტყე, რო დღეს დილას აქ ბრ ძანებულხართ. დიდად ვსწუხვარ, რო შინ არ დაგხვდი.
- უეჭველად, საჭიროს საქმისათვის დამიბარებდით თქვენ მე, და ამისთვის გავბედე ასე უდროოთ მოსვლა.
- დიდად გმადლობ. აი, რასთვის გაგსარჯე. მე მაქ ვს საჩინო ქაღალდები რომლისამე გვამისა. მინდოდა მე მეთხოვნა თქვენთვის მიგეღოთ ისინი შესანახავად.ძე მოხუცებული ვარ და და დიდი დღე არა მაქვს; ამასთანა ვე ჩვენში ჯარიანობაც იწყება... ვინ უწყის რა მოხდეს!... ყოველსავე შემთხვევაში, ის ქაღალდები თქვენს წერილთ-საცავში უფრო უშიშრად იქნებიან, ვიდ-რეღა ჩემს სახლში.
- კმაყოფილებით მივიბარებ მე იმათ.
- თქვენ ისეთი საზოგადო რწმუნება გაქვსთ, რო უიჭვოდ გარწმუნებ მე თქვენ ამ ამანათს, - და ამისცა მას ოტტალე დაბეჭდილი პაკეტი.- საჭირო ქაღალდებია ესენი: ამათზე არი დამოკიდებული სვე, და, იქ ნება, სიცოცხლეცა მრავალთა ჩინებულთა გვამთა.
- იჭვი ნუ გაქვსთ. ვის უნდა მივსცე მე თავის დროს ეს ქაღალდები?
- იმას, ვისიც სახელი აწერია პაკეტზე.
წერილთ-მცველმან დაუკრა თავი და გამოვიდა.
- ახლა გვიანღაა; იქნება არ მოვიდეს დღეს ისი? - სთქვა ოტტალე.
მხოლოდ რომ წარმოსთქვა მან ესე, უცებ წყლის პირის კართან, რომელი ძიანამ დააგდო ღია, განისმა ნელი შრიალი, და მასვე დროსა სადგომსა შემოვიდა ისი, რომელსა მამაცა და შვილიცა ესრედ მოუთმენლად მოელოდებოდენ. უცნობსა ამას ესხა განიერი აბრეშუმის დომინო; შავნი თვალნი მისნი ელვარებდენ ქვეშეთგან მას კისა; მისცა მან ძიანას თაიგული, ამბორს უყო შუბლზე და მწუხარედ უთხრა:
- ძიანა! ესე უკანასკნელი ყვავილებია, რომელთაც გიძღვნის შენ მეგობარი შენი. შენ გასდიხარ და მე ვრჩები - ვენეციაში.- მასუკან მიუბრუნდა ისი მოხუცებულს ებრაელს, დაიხარა მისკენ თავი და სთქვა ხმა-მდაბლად: - ოტტალე! ძიანა და თადდეო ხვალვე უნდა წავიდნენ ფერრაუს. ახლა აქაც უშიშრად არ არი ესა.
- მაშ თქვენი ნებაა რო წავიდე მე? - სთქვა ძიანა ნაზით ყვედრებით.
- ოჰ, თუ იცოდე როგორ მემძიმება მე შენი წასვლა და როგორ მიღირს! მაგრამ რა გამეწყობა. მშვიდობით, ჩემო საყვარელო! გადი შენს ოთახში; მე მოსალაპარაკებელი მაქვს მამაშენთან.
- და ხვალ ხო მოხვალთ კიდევ? კიდევ ხო გნახავ მე? თქვენს გამოუსალმებლად არ წავალ.
- მოვალ, მოვალ, ჩემო სიცოცხლევ... მშვიდობით ხვალამდინ,- სთქვა უცნობმან გულ-ამოჯდომით და ძლივღა შეიპყრობდა რა თავსა თვისსა გოდებისაგან, განაცილა ძიანა თვისსა სადგომსა. მასუკან დახშვა მან კარი და უკ-მოიქცა რა მოხუცის ებრაელისადმი, აღიხადა მასკა და სთქვა:
- აბა, რა ამბავებია, ოტტალე?
- ცუდი ამბავებია, თქვენო უგანათლებულესობავ. ებრაელებს სწადსთ აღაღელონ ხალხი, და ხო იცით თქ ვენ, რო სამი ათას სულადნდე არიან ისინი.
- და განა არ იციან იმათ, რო დღეს ვსთხოვ მე და ხვალ შემიძლიან დავსაჯო.
- იციან; მაგრამ იციან მრავალი სხვაცა, რაც არ უნ და იცოდნენ იმათ თქვენის სარგებლობისათვის. იციან იმათ, რო ჩეკკაში არღა არირა, რო ის ფული, რომელიც ბანკმა დელ-ჯირო არწმუნა დოჯეს, დახარჯულია. არ მიგიძღოდათ თქვენ სამართალი იმის დახარჯვისა; ებრაელებმა იციან ესე. იციან ესეცა, რო წმიდის მარკოსის სალაროსი ძვირფასნი პეტალოები გარდადნობილ არიან ფულად, თვით იმათის მცველის შეცვლილ არიან ყალბებით...
- მართალია; მაგრამ ეგ ფული სულ დახარჯულია ფლოტის მოსამზადებელად, და თავის დროზე შევამსებ მე ყოველსავე ამას ჩემის ქონებიდამ.
- ეგეც იციან იმათ, მაგრამ არ იტყვიან. ხვალ კი უუმდიდრესნი იმათგანნი, ისინი, რომელთაც მოისყიდეს თავიანთ თავისათვის აზნაურობა, გამოსცხადდებიან სენატში და ყველანი ერთობ მოითხოვენ იმ ფულს, რომელიც მართებს რესპუბლიკას იმათი. რასაკვირველია, უარს ეტყვიან იმათ, რადგანც ვერათი გარდახდიან. მაშინ გამოაცხადებენ ისინი ყოველსავე, რაც იციან, და აღეღელებენ ერს...
- პატრიკიოსები დაიცვენ რესპუბლიკას და დოჯეს...
- პატრიკიოსები ყველანი დაკავშირებულ არიან იმათ თან, ყველანი ისინი იმათნი მოვალენი არიან; ამასთანავე ყველანი ისინი არა კმაყოფილ არიან ჯარიანობით.
- მაგრამ ერი, მხდრობა...
- მეხომალდეები ხმა-მაღლა ღრიალებენ, რო არ წავლენ საომრად, მინამ არ მიიღებენ ჯამაგირს; თოფ-ხანაში ხვალ დილით დაიწყება არეულობა; ნობილები და იხშვებიან თავიანთ პალაცცოებში... იცით, თუ არა, რო მრავალნი სენატორები იყვნენ კიდევ - ტუნისის დესპანთან?
- ოჰ, რა ურცხვნი არიან! ასე როგორ იმდაბლებენ თავს ბარბაროსთან!- დაიყვირა დოჯემ გულის-წყრომით. - და ურიები! ოო, გაფრთხილდენ ისინი: გარდავსწვამ მრთელს უბანს.
- დაივიწყებთ, თქვენო უგანათლებულესობავ, რო მეც ებრაელი ვარ. - გულმტკივნეულად სთქვა მოხუცმან.
- ოო! არა, ოტტალე, შენ იმათ არა ჰგევხარ. მე შენ მიყვარხარ და პატივს-გცემ; შენ ხარ მეგობარი ჩემი და მრჩეველი; მე გარწმუნებ შენ ის საუნჯე, რომლისა უძვირფასეს არა არირა ჩემთვის ქვეყანაზე... მაშ, ნახე თქვენ ყველანი თქვენი მდიდრები? - ჰკითხა დოჯემ შემდგომად წამიერისა მდუმარებისა.
- დიაღ, ვნახე; მაგრამ არცა თუ ერთსა იმათგანსა აქვს ფული.
- ღმერთო ჩემო! და ხვალ ფლოტი აუშვებს აფრებს! მრთელი ქალაქი იქნება ნავთ-სადგურში, მრთელი ქალაქი იქნება დამსწრე ჩემის და რესპუბლიკის სირცხვილისა! ოჰ! სანატრელად მაქვს მე სვე ფოსკარისა, რომელმაც რა გაიგონა, თავის გარდაყენების მომასწავებელი, ზარების რეკა, მაშინვე მოკვდა, ან დედა-კაცისაგან ქვით მოკლულის ტიეპოლოსი!
ახლად განეცა რახუნი კარისა. დოჯემ მსწრაფლ და იბურა პირის-სახე მასკით. ოტტალემ განაღო კარი, და აცქერდა ახალსა ღამის სტუმარსა და შეჰყვირა:- დავით გრუსს!
ოთახსა შემოვიდა კაცი წლისა სამოცისა, ურიულად მოსილი, მოკუზვილი, ჭაღარა და გრძელ-წვერა; ჭრო ღანი, ჩაცვივნილნი, გარნა მახვილნი თვალნი მისცემდენ სახესა მისსა გამოხატულობასა ცბიერობისა და მზაკვრო ბისასა.
- დავით გრუსს!- განამეორა ოტტალემ, უმზერდა რა მას განცვიფრებით და რომლითამე შიშროებით.
- დიაღ, დიაღ, დავით გრუსს, ძველი მეგობარი შენი. აქ მოველ მე შენთან და აი, ამ სინიორთან. - სთქვ რა ესე ანიშნა მას დოჯე.
- მე და შენ რა გვაქვს ერთმანერთთან საერთო?- ჰკითხამას დოჯე, განიღიმებდა რა უკადრისად და იჭვნეულებით.
- დიაღ, მრავალი, უფალო საიდუმლო სტუმარო. თქვენ მოსულხართ ოტტალესთან ფულისათვის, მართალია თუ არა? და დიდად დაწუხარია რო ხელ-ცარიელი წახვალთ.
- დიაღ, რა საკვირველია, საწუხარია ჩემისთანა მოთ ამაშისათვის, - სთქვა ალესსანდრო, სცდილობდა რა უკუნ-ედრიკა იჭვნეულება საოცარისა ამის კაცისა.
- კარგა ვიცი მე თქვენი თამაშობა; მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სალაპარაკო არ არი. მე გიშოვნი თქვენ ფულს, თუ შემომფიცავთ, რო არავის დაუმჟღავნოთ თქვენ ჩემი საიდუმლო.
- ბატონი ბძანდები, გეფიცები. უთუოდ საქმობ შენ ალქიმიით?
- ოო! არა; ალქიმიკოსნი არიან პლუტები, ან შეშლილები. არ მერწმუნებით თქვენ მე, მაგრამ მალე დაიჯერებთ, რო შემიძლიან მე ჩემის აღთქმის აღსრულება. ოტტალე, გახსომს თუ არა, შენი შემთხვევა - პალერმოში?
- როგორ არ მახსომს. ისე ავად ვიყავ, რო მკურნალთაც ხელი აიღეს ჩემზე. მაშინ ღმერთმა მომივლინა მე კაცი, უხელოვანესი ყოველთა მკურნალთა ქვეყანაზე. შენ დასჯეგ ჩემის საწოლის თავით, შინიდამ კარში არღა გახველ და მიწყე მე წამლობა. ჩემის ავად-მყოფობის საშინელს კვეთებაში, მიყურებდი შენ მე როგორღაც საოცარით თვალებით, ფერი მიგდიოდა, განიშვერდი ჩემზე ხელს და დავიძინებდი მე ძილითა მძიმეთი და საოცარითა... როდესაც მოეახლოვებოდი შენ, მაშინვე შემი მსუბუქდებოდა მე სნეულება ჩემი, და როდესაც მიყურე ბდი... აი, სწორედ ასე, როგორც ახლა მიყურებ... ვგრძნობდი მე, რო ჩემი ტუჩები ძილში იცმაცუნებოდენ, თითქოს ვლაპარაკობდი მე...
- საოცარი ძალია! - სთქვა დოჯე.
- შენ მიხსენ მე სიკვდილისაგან, - განაგრძობდა ოტტალე; - მაგრამ ის საოცარი ძილი კარგა-მყოფობაშიც თავს არ მანებებს. ეხლაც, ხან-და-ხან კიდევ დავიძინებ ხოლმე მე იმავე სახით; მხოლოდ ძიანამ იცის ესე.
- როგორ მაშოვნინებს მე ფულებს, ეგ საოცარი ძალი?- ჰკითხა ალესსანდრო.
- ებრაელი დაიხარა და წასჩურჩულა მას ყურში რავ დენიმე სიტყვა, არა მოაშორებდარა, ამას შორის,, თვალთა ოტტალეს. ოტტალე რეცა თუ დაემორჩოლებოდა უძლეველსა ძალსა, დაეშო საჯდომსა. დავით გრუსს მიეხლოვა მას და გარდაავლო მას ხელი თავზე... ცხ ოველნი, მაგნიტის ნაბერწკალნი დამოსცვივდებოდენ დაპყრობილთა ოტტალეზე თვალთაგან მისთა, და თვალნი იგი ელვიდენ მსგავსად ალმასისა. ამა მიუწთო მელმან ძალმან შიშროვან ჰყო დოჯე; დაეყრდნო ისი ერთსა მათ სვეტთაგანსა, რომელნიცა დაიდგრენდენ კა მარათა ოტტალეს ვრცელისა სადგომისათა და არა ერწმუნებოდა თვალთა თვისთა.
შემდგომად რავდენთამე წამთა, დავით გრუსს სთქვა:
- მზად ხარ ოტტალე?...
- მზად ვარ... მიბძანე...-წარმოილუღლუღა მოხუცებულმან.
- ოტტალე! შენ ხარ ზარაფი და მცველი რესპუბლიკის ხაზინისა?
- მე ვარ.
- ჩეკკაში ხო არ არი დამარხული ხაზინა რამე?
- არა.
- აქა?
- აქა? - განამეორა ოტტალე მთრთოლარით ხმით. მრთელი სხეული მისი სძრწოდა და ოფლი წარღვნიდა სახესა მისსა. იჩვენებოდა, რომე ამაოდ წინა-აღუდგებოდა ისი ძალსა, რომელიცა გარდასძლევდა ნებასა მისსა. და კვალად სთქვა მან, - შემიწყალე... ნუ მათქმევინებ...
- ოტტალე, დამომერჩილე, - უთხრა მას დავით გრ უსს, განაძლიერა რა ცეცხლი თვალთა თვისთა. - მითხარ: ამ სახლში ხო არ არი დამარხული ხაზინა? - არი... მაგრამ ის ხაზინა... სთქვა მოხუცებულმან და წარმოიწივა.
- ვიცი, რა ფულებიც არი. იჯეგ. სად არი ის დამარხული ხაზინა?
- ოჰ, შემიწყალე!... არ შემიძლიან...
- სთქვი, სად არი ის ფულები?...
- იქა, აი, იმ კედელთან... მეოთხის ფილაქნის ქვეშ, სვეტს უკან... მაგრამ...
- ჩუმად! სუ, სუ!- სთქვა დავით გრუსს და დასდვა ორივე ხელი თვისი ოტტალეს თავზე, და ძილმან მძიმემ, ვით ძილმან სასიკვდინემ, დაადუნა ყოველნი ასონი მოხუცისანი.
დავითმან გრუსს აღმოიღო ხანჯალი თვისი; ალესსანდომცა ეგრეთვე გამოიძრო ხანჯალი ქვეშიდამ თვისსა ბაღუტა.
- მეოთხეს ფილაქნის ქვეშ, სვეტს უკან... კარგი... ვიწყოთ ახლა მუშაობა.
დოჯე თითქოს დამუნჯდა, თითქოს მოეღო მას ცნობა: იქამომდე განაცვიფრებდა მას ყოველივე, რაიცა იხილა მან და ესმა.
- რატო არ აიხდით მასკას, სინიორე? - სთქვა დავით გრუსს. - მე ხო გიცნობ ვინც ბძანდები და რისაგანღა ირცხვნი აქა. ეს ფულები ამისნი ხო არ არიან; ესენი ეკუთვნიან რესპუბლიკას და თქვენც მოიხმარებთ მათ რესპუბლიკის საჭიროებაზე, მაგრამ უჩემოდ თქვენ ვერ ამოიღებდით და ამისთვის უნდა გავიყოთ. ფულები გეჭირებათ თქვენ კეთილის საქმისათვის, რათამცა მია ნიჭოთ მომაკვდავს - ვენეციას კიდევ რავდენიმე დღე დი დებისა; მე მეჭირება სათამაშოდ. ვსთამაშობ მე კაზინოში მასკის ქვეშ. მე ვარ პირი პატრიკიოსთა მრთელის საზოგადოებისა. ხო ხედავთ რო მეც ეგრეთვე მეჭირება ფულები, და ამისთვის ამოვიღოთ ჩვენ მრთლად, რაც აქ ვიპოვოთ. მე ვერ გავბედავ თქვენს ღალატს და თქ ვენც არ მიღალატებთ მე. თქვენ მომეცით მე სიტყვა, და სიტყვა ალესსანდრო დოჯესი წმიდაა.
დოჯემ აღიხადა მასკა.
- ახლა ჩამოიღეთ კანდელი და ვნახოთ სად არი აქ დამარხული.
ადგილი, რომლისათვის იტყოდა ოტტალე, დაფენილ იყო ნეჭით. დავითმან გრუსს და ალესსანდრომ აღხადეს ფილაქანი ხანჯლებით. ხანჯალი დოჯესი გარდაიმტვრა. ფილაქნის ქვეშ იყო ორი დიდროვანი რკინის სკივრი, დაბეჭდილნი ინკვიზიციის, პატრიარხის და დოჯეს ბეჭდებით. კლიტეები სრქლად დაჟანგებულიყვნენ და თვინიერ განსაღებთაცა. დავითმან გრუსს აღმოიღო უბ ისაგან მინა მოწითანოთი წყლითურთ, დახეხა წამლითა მით კლიტეები, გამოიღო რავდენიმე ბურღი და შემდგომად, მოღებულით მის მიერ ოტტალეს სამუშაკოს სახლისაგან, რკინის სატეხით აღხადა თავი ერთსა სკივრსა, რომელი იყო უმცირეს მეორისა.
მას შინა იყო სიმრავლე დუკატებისა[7], ესრედ ახლებისა, თითქოს მხოლოდ მაშინ მოჭრილიყვნენ ისინი ზარაფ-ხანაში. დოჯემ ყოვლით თვისით ძალით და ღონით ვერ შეიძლო აღხდა მეორისა სკივრისა; დავით გრუსს შეეწივა მას. ამა მეორეშიცა ჰპოვეს ფული უმეტეს პირველისა.
- დიდს ხომალდს დიდი ცურვაც უნდა, - სთქვა ებრაელმან.-თქვენ ჩემზე მომატებული გერგოთ; მაგრამ არა მშურს, - მე ესეც მეყოფა. ახლა ეს სკივრები უნდა წავაბრძანოთ აქედამ. აქა მაქვს მე ნავი. პირველად წაგიყვან მე თქვენ ფუზინის კონცხზე, სადაც უნდა განვლოს ხვალ ფლოტმა. შეგიძლიანთ თქვენ და უტეოთ თქვენ სკივრი სარწმუნოს კაცთან, სპერონე ურიასთან, რომელიც, როგორც სჩანს, ერთგულია თქვენი. მასუკან წაგიყვან მე თქვენ სადაც გნებავსთ, და გავიყრებით ჩვენ.
- ყოველივე ესე შენთვის არი, - ვენეცია! - წარმოსთქვა ალესსანდრო ოხვრით. დავითმან გრუსს დასდვა ქვა და ნეჭა თვისსავე ადგილსა და გარდმოსძახა სარკმლიდამ თვისსა მენავეთა. მათ გარდაუგდეს მას თოკი და მანცა ფრიად მარჯვედ ჩამოუშვა მით სკივრები ნავში. მასუკან დოჯე და დავით გრუსს წარვიდენ წყლის პირის კარისაკენ, და წამსა ამას შემოვარდა შავ-ბინიშიანი ყმაწვილი კაცი, სადაცა იყო ძიანას ოთახი; მას მოსდევდა უკან პირ-ბადიანი დედა-კაცი. დოჯემ და დავითმან გრუსს განაქრეს კანდელი და ძლივღა მოასწრეს შეფარება სვეტს უკან.
- თადდეო! რა ოთახია ესე?-ჰკითხა გრაჶინამ.
- ოტტალეს სამწერლო გახლავსთ, თქვენო ბრწყინვალებავ.
- ძიანას სადგომი სადღაა?
- იმისი სადგომის კარი ამავე დერეფანშია. ახლა ძიანას და იმის მამას უთუოდ ეძინებათ.
- მაშ ფანჯრის ქვეშ რო ნავია? აქ არი ისი.
- ძიანას კარებისაგან გამოღებულია გასაღები, - სთქვა თადდეო.
- თადდეო!- დაიყვირა გრაჶინამ, - გამოამტვრივე ეგ კარი. აქ დამალულია კაცი-შენის ცოლის საყვარელი.
თადდეომ გულის-წყრომასა შინა თვისსა მოავლო ხელი სკამსა და იწყო ცემა კარისა.
- ღმერთო ჩემო! ვინ არახუნებს? - დაიძახა ძიანამ მთრთოლარით ხმით.
ჟამსა ამას განისმა შთიალი ნავის ნიჩაბთა: დავითმან გრუსს განაღო სარკმელი და გარდმოვარდა დოჯეთურთ ნავში.
- გაიქცა! გაიქცა!- განწირულებით დაიყვირა გრაჶინამ.
- გაიქცა! - განამეორა თადდეომ.
- ოო! მე ჩემს ჯავრს ამოვიყრი!- წაიბუტბუტა საჶიამ. ამ დროს ფეხ-ქვეშ მოხვდა მას გატეხილი ხანჯალი და აღიღო ის.- წავიდეთ, თადდეო; სთე ნდება კიდევ. უეჭველად ვიშოვით ჩვენ გონდოლას.
და ორნივე სწრაფად გამოვიდენ.
დღესა მეორესა დასდგა დიდ-მშვენიერი დღე-სასასწაულობა ფლოტის განსვლისათვის, და დილით ადრევე გამოაცხადეს, რომე წინათვე დაურიგდების მეხომალდეთა როჭიკი. გამოცხადებამ ამან შვა მრავალნი მიმოთქმანი.
- ნუ თუ დოჯე ურიგებს ჯამაგირს თავისის ჯიბიდ ამ?-იტყოდა მოჩენიგო, როდესაც დოჯე სდგა თვისსა კატარღაზე, შემოზღუდვილი მრავალთა სხვათა ნავთა მიერ.
- ხედავ, როგორ თვალ-მოუშორებელად უყურებს ისი სპერონე ურიის სახლს? სჩანს იმას აღუთქვამს იმისთვის ფული; მაგრამ კი მოატყუებს, - სთქვა ტრევიზანი.
- ერთი იქით მიიხედე რა უზარმაზარი რკინის სკივრი მიაქვსთ ბერძნებს ხომალდის ერდოსაკენ, პატრიარხი თავსა ხდის... შეხედე-და! სეკინებს[8] ურიგებს ისი! ხედავ, მეხომალდეები როგორ ეხვევიან ოქროს!...
ჟამსა ამას განსცხადდა გეროლდი[9] და განეცენ ხმანი ვეცხლის საყვირთანი. დოჯემ მისცა მას ქაღალდი და მანცა წარიკითხა ბრძანება ესე:
- ვენეციის ებრაელნი განიზრახვიდენ აღრეულებასა. უპირველესნი დამნაშავენი ცნობილ არიან ჩვენგან და დღესვე მიიღებენ ღირსსა ჯილდოსა. - ვენეციის რესპუბ ლიკა დასჯის მათცა ეგრეთვე, როგორც მსწრაფლ ბარბაროსთაცა. მოწოდებულმან დოჯესაგან სასისხლომ კვარანტიამ განსაჯა განძევება ორიათასთა ებრაელთა. პატივი და დიდება წმიდის მარკოსის ფრთოვანსა ლომსა. ფლოტი აღხსნის წარსასლველად ღუზასა და ნაბრძანები მაქვს მას მიღება დოუთალაფეთაცა.“
მრავალთა მეხომალდეთა და ნავთ-სადგურის მუშაკთა მიიღეს მოწოდება ესე. ყოვლით კერძოთი განეცემოდენ ხმანი სიხარულისანი და ხელთა ტყველანი (?), როდესაც ალესსანდრო შთამოვიდა დოჯეს გალერადამ[10] ორმეოც-ნიჩბოვანსა ნავსა სასახლედ წარმოსვლისათვის. რა დაუთანასწორავდა დოუთალაფეთა ხომალდსა იხილა დო ჯემ, რომე კაცი ვინმე ახალ-გასდა მოსჭიდებიყო თოკებს და ნავის-უფალსა, იჩვენებოდა, არა ენება მიღება მისი,უეჭველად მისთვის, რომ არა ემოსა მას არცა სამხე დრო სამოსელი და არცა ჯუბა მეხომალდისა.
- ღვთის გულისათვის მიმიღეთ, თუ არა, წყალში ჩავარდები! - შეჰყვირა ახალ-გასდამ კაცმან.
მოსჭიდეს მას ხელი და აღვარდა ისი ხომალდის ერ დოზე. ენება დოჯეს შეყენება მისი, მაგრამ ხომალდი შორს იყო უკვე და წარიყვანა მქანდაკებელი თადდეო.
შემდგომად დღე-სასწაულობისა დოჯემ გარდაიხა და დიდებული პურობა და საღამოსა მრავალი ერი შეგ უნდდებოდა გარემო კაზინოსა, რომელი უნდა განღებ ულიყო შუა-ღამესა. შენობა დიდ-მშვენიერად განათლებულ იყო; კარებთან სდგა ბოლუქი მხედართა. დიდ-მშ ვენიერს, ვრცელს, ჩინებულად განათლებულს ზალაში, სდგნენ რავდენიმე სტოლები; სამგალობლოთა შინა იყო ხორო მესაკრავეთა; მათ ქვეშ მოაჯრიანი ლოჟა, უკანით რომლისაცა იყო საჯდომი ზარაფ-ხანის მცველისა და მე კერძესი. მეათორმეტეს საათის ნახევარზე ოტტალე თვისით ასულითურთ მოვიდა კაზინოს კარებთან შესასვლელად თვისსა ლოჟასა. ორნივე იყვნენ მოწყენილ: ოტტალეს არღა ახსოვდა, რაიცა შეემთხვა მას ღამესა მას, გარნა ურვეულ ჰყოფდა მას ურიებზე გამოცემული ბრძანება, თუმცაღა დოჯე სწერდა მას, რომე სრულებით არა შეეხეხბოდა მას ესე და არცა თუ მოეღების მას ადგილი თვისი; ამასთანავე ვერ მიხვდებოდა ისი, საიდამ ეშოვა დოჯეს ფულები დასარიგებლად მეხომალდეთათვის. საწყალობელი ძიანა ვერ იგულხმებდა თუ რაი შეემთხვა საქმროსა მისსა, რასათვის მოახდინა მან ესრეთი აღრეულება მათს სახლში, და რად დაუტევა მან ისა.
თითქმის მათს კვალზე შემოვიდა გრიმანიცა. იყო ისი ბაღუტა და პარიკით, ხელსა ეპყრა მასკა თვისი და მისცემდა ბრძანებასა მოსამსახურეთა თვისთა. რა იხილა მან ძიანა, მივიდა მასთან და უთხრა: - გრაჶინას ნებავს თქვენთან მოლაპარაკება: წამობრძანდით. ოტტალე, ხო იცით რო დოჯეც მობძანდება და დაესწრობა თამაშობაში. იმან მიბრძანა დაგარწმუნო თქვენ, რო მოწყალით თვალით არი თქვენზე ისი. ამასთანავე... მასესხეთ მე ორასი პისტოლი.
- სინიორე... სთქვა ოტტალე ყოყმანებით.
- ნუ გეშინიანთ, არ დაგეწვისთ... ამაღამ მეც მო ნაწილეობა მაქვს სინიორ არნოლფოს ბანკში, რომე ლიცმოვიდა ფლორენცადამ. საშინელი მდიდარია თურმე. ძიანას მე წავიყვან გრაჶინასთან და ეხლავ მევე მოვიყვან.
საათმან დაჰკრა თორმეტი; კაზინოს კარები განაღეს და გუნდმან ითქრიალა ზალასა. უმეტესი ნაწილი სტუმა რთა იყო მასკით და ყოველნი აძლევდენ პოლიციის მო ხელეთ კარებთან კონტრ-მარკსა[11], რომელი ადრევე მიეღოთ. იქ იყვნენ მრავალნიცა ჯენტილდონნე[12], ეგრეთვე მასკებიანნი, მაგრამ ხელ-მკლავ შიშველნი. მრავალთა ქალთა საყურეები ეპყრათ ხელით, რადგანც იშიშ ვოდენ ავ-ხელთაგან. როდესაც მოთამაშენი გარ-შემოუსხდენ სტოლებს, ლაქიებმა მოიტანეს რავდენიმე ფულით სავსე სკივრი სინიორ არნოლფოსი, რომლისათვისცა დაკრძალულ იყო ადგილი ფაროს სათამაშოს სტოლთან. მსწრაფლ განსცხადდა თვით ისიცა დიდით თეთრით მასკით, რომელი დაჰფარვიდა ნიკაბსაცა მისსა და დიადურად დასჯდა სტოლთან გარე-შემოზღუდვილი თვისით სკივრებით. მოთამაშენი მკვირცხლად გარ-შემოევლენ მას და პოლიციის მოხელემ დასძახა: - თამაშობა იწყების!
ამ დროს ორთავე კარების ფარდები ზალის თავსა და ბოლოს ზეაღიწივნეს: ერთი მხრით შემოვიდა დოჯე თანა-ხლებული დარბაისელებით და მეორით გრაჶინა აძოლა რავდენითამე ქალითურთ, რომელიცა მოჰყვანდა გრიმანის. საჶია იყო ფერ-მიხდილ: ყოვლისამებრ სჩნდა, რომე შეშფოთებულ იყო ისა უსიამოვნოითა შემთხვევითა რაითამე. გრაჶინა დასჯდა უპირველეს სტოლთან. შორის ამისა ძიანამ დასდვა მშვენიერი თავი თვისი მხარსა ოტტალესასა და სტიროდა მწარედ.
- რას ამბობ! - დაუყვირა მას ოტტალემ.- იმან გა მოგაგდო შენ!... იმან!... აძოლა გრაჶინამ! ოჰ, ღმერთო! ნეტარ შემეძლოს ყოველივე გაუმჟღავნო მე იმას! და რა დანაშაული გაქვს შენ იმასთან? რა აწყენინე?
ასე მეუბნება, რო განგებ შეიყვანო შენ იჭვნეულებაში თადდეო და გააქციეო... რო თქვენი საიდუმლო მნახავიო... მრცხვენიან ვსთქვა... შენი საყვარელიაო...
და მიიფარა მან ხელები პირის-სახეზე და სტიროდა ესრედ მწარედ, რომა ოტტალემ აღუთქვა მას მოლაპარაკება ამაზე დოჯესთან.
ამას შორის მრავალნი მოვიდოდენ ოტტალეს დაზგის დახურვილს მოაჯართან და ჰყვიროდენ:
- ებრაელო, დამიხურდავე მე ეს ბილეთები!
- ებრაელო, მიიღე თამასუქი ასის დუკატისა!
- მე ვარ მარკიზ მალატესტა!
- და მე პროკურატორი სტენო!
ოტტალე განჰყოფდა ხელს მოაჯარში და დაახურდავებდა ბილეთებს, რომელთაცა მოსცემდენ მას მოთამა შენი.
- ძიანა, შვილო, - სთქვა მოხუცებულმან, - ხო ხედავ რო მოცალება არა მაქვს; არა მგონია მოვასწრო მე დღეს ნახვა დოჯესი; წადი ზალაში და შენ თითონ უამბე იმას; ამასთანავე მცირედ მაინც განერთობი ამით შენ.
ძიანა განვიდა. თამაშობა იყო სრულიად აღგზნებული, გარნა ჩვეულობისამებრ მისა, რომელი მარად დაიმარხებოდა ვენეციის რედოთში მოთამაშენი დაიცავდენ ღრმასა მდუმარებასა. მას სტოლზე, სადაცა სჯდა არ ნოლფო, თამაშობა იყო საშინელ. ოქროსა და ვერცხლის მთები აღიმართებოდენ მის წინ და ჩაიჟღრიალებდენ მისს ზანდუკებში. შორის ორთა ქაღალდის გაჭრათა დოჯემ განიხმო საშინელი მოთამაშე ისი და უთხრა:- სინიორე, აგრე თამაშობა, როგორც თქვენ სთამაშობთ, შე უძლიან მხოლოდ რომელსამე თეოდორო კორნერს... განძევებულსა ოდესმე - ვენეციიდამ, ან ერთსა საიდუმლოს კაცსა, რომელსაცა ეწოდების, მგონია... დავით გრუსს...
- არც ერთი და არც მეორე არ გახლავს, თქვენო უგანათლებულესობავ, - უპასუხა მას მოთამაშემ, დაუკრა თავი და ახლად დასჯდა ფაროზე.
განვლო რაოდენმე ჟამმან და მოვიდენ დოჯესთან ორნი გვამნი: ერთი მათგანი იყო მასკიანი ბანოვანი, და მეორე ახალ-გასდა ქალწული ქალი, რომელი კრძალვით დაიფარვიდა სახესა მსუბუქითა ნაოჭებითა განიერის ზენდალეტტო. იყო ისა ძიანა. ძიანა შესდგა, იხილა რა მასკიანი ბანოვანი.
- მხოლოდ ორი სიტყვა, - უთხრა დოჯეს ბანოვანმა.
„გრაჶინა ესა!“ - იფიქრა დოჯემ, რომელსაცა თითქმის დაავიწყდა კიდეც ისა.
- ბძანეთ, მაგრამ ჩქარა: არა მცალიან, - სთქვა დოჯე ხმა-მაღლად.
განგრძელება შემდგომში.
_________________
1 პროკურაცია: პალატი, შესაკრებელი პროკურატორთა ვენეციაში.
2თქვენო უგანათლებულესობავ.
3მუშკები: შავის ლენტისაგან გინა თავთისაგან გა მოჭრილნი გრგვალნი ნაკუწები და ერთს პირზე გაშრე შილნი, რომელთაცა, ჩვეულებრივ, დაიკრავდენ პირის სახეზე, ნაცვლად ხალთა.
4მაგნეტიზმო: მაგნეტიბრივი ძალი.
5პოვერეტა! საწყალობელო ანუ უბედურო.
6 პოდესტა: ქალაქის მთავარი ანუ მსაჯული - იტალი ის ქალაქებში.
7დუკატი: ბაჯაღლო.
8სეკინი: ოქრო-ფული.
9სახელმწიფო გზირი, რომელიცა გამოუცხადებს ხალხს მტერთა თანაშერიგებასა ანუ ჯარიანობასა.
10გალერა: ზღვის ნავი.
11 კონტრ-მარკი: მეორე ბილეთი, რომელსაც აძლევს მეკარე.
12ჯენტილდონნე: მოლოზანნი სამთა ბენედიკტის მონასტერთანი ვენეციაში.