![]() |
ცისკარი №9 (1853) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 საჶია |
▲ზევით დაბრუნება |
საჶია. (განგრძელება)
ვიცი გელოდებიან თქვენ... – უთხრა მას ბანოვანმა, დაიფარვიდა რა სახესა თვისსა ბაღუტათი.- მაგრამ, ჯერ კიდევ ადრეა. კიდევ მოასწრობთ თქვენ წაბძანებას გეტტოს, როგორც გუშინ...
რას ბძანებთ? რა გნებავსთ სათქმელად.
განა თქვენ არ ბძანდებოდით წუხელის ოტტალესას, ამ მიშნით რო მეც მოგასწარით? თქვენ არ დაჰკარგეთ ეს ხანჯალი?
და უჩვენა მას დამტვრეული ხანჯალი მოოჭვილით ტარითურთ. თვით მას ბანოვანსა ეჩუქებინა მისთვის ის ხანჯალი.
დარწმუნებული ხართ რო სწორედ მე ვიყავ ისი? - სთქვა მან ყოყმანებით.
ეე, მაშ თქვენ არ ბძანდებოდით? მაშ თქვენ არ იყავით, რო თქვენმა საყვარელამ... ურიის კოკობზიკამ... გარდაგახტუნათ ფანჯრიდამ?... თქვენ არ იყავით, რო ჩასდეგით ერდოიანს ნავში, როდესაც თადდეოს უნდოდა გამოემტვრია ძიანას კარი?...
გაჩუმდი, ღვთის გულისათვის, გაჩუმდი!
გამიგონე, ალესსანდრო,- სთქვა ფიცხელმან საჶია... - შეგვიძლიან ჩვენ ვილაპარაკოთ ცხადად. ყოველივე ვიცი მე. გააგდე ის გოგო კაზინოდამ, ვენეციიდამ; გაგზავნე პადუას, ვიჩენცა, სადაც გინდოდეს... მხოლოდ კი აქ არ იყოს ისა... მაშინ ყოველსავე დავივიწყებ მე და ყოველივე ჩვენ შორის დაშთების ძველებურად... თუ არა...
შემიწყალე, საჶია, რა დაგემართა... ოჰ, თუ იცოდე!...
ოო! ახლა კი ვერღა მომატყუებ შენ მე... აგერ ისა, გელოდება. წადი იმასთან; მაგრამ გახსომდეს: ისა ან მე...
ალესსანდროგაჩუმდა, იმედოვნებდა რომე შემდგომში დაამშვიდებდა ისი იჭვნეულსა საჶიას. გრაჶინა განვიდა. დოჯე მიეახლოვა ძიანას, და შორის იმისა საიდუმლო მოთამაშე ისი, რომელსაცა უწოდებდენ სინიორ არნოლფოს, უცებ აღსდგა სტოლიდამ, მივიდა საჶიასთან და ჩუმად უთხრა:
გრაჶინავ, თქვენ გიყვართ დოჯე, მაგრამ ისი გღალატობს თქვენ.მიბძანეთ ვინ ბძანდებით, და მაშინ, იქნება დაგერწმუნო თქვენ.
ჩემის ვინაობის ცნობა საჭირო არ არი თქვენთვის. მე თქვენ მოგახსენებ: თქვენ იმეტებთ თქვენს თავს, თუ თავს დაანებებთ იმას ამავე ღამეს.
სთქვი ცხადად.
წუხელის თქვენ ის იყავით, სადაც ისიც იყო: გეტტოს უბანში, ურიის ოტტალეს სახლში.
- ჯერ პირველად მინდა ვიცოდე, ვის ველაპარაკები მე.კაცსა, რომელიც იცნობს ყველას და რომელსაც არავინ იცნობს; კაცსა, რომელსაც ეწყალება დოჯე და სურს რო თქვენ მაინც არ ჩაიტანოს იმან თავისთან თავის სამარეში. წუხელის თქვენ და თადდეოიყავით ოტტალესას. ძიანასსადგომი დაკეტილი იყო და გასაღები ჰქონდა დოჯეს. ყოველღამ დაიარებოდა ისი იმასთან, ყოველ ღამ თავს განებებდა თქვენ...
დიაღ, მართალია.
და წაიხდენს ისი თავს... დაიარება იმ სახლში, სადაც... დაიხარა მან თავი და წასჩურჩულა საჶიასყურში შესაძრწუნებელი საიდუმლო. გრაჶინას ფერი მიეხადა, მაგრამ დიდით სურვილით მოისმენდა თვითოეულსა სიტყვასა და დასასრულ სთქვა მან:
გმადლობ... ვინც უნდა იყოთ თქვენ... მეგობარი თუ მეთვალ-ყურე... სულ ერთია. ახლა შემიძლიანმე შური ვიძიო... გმადლობ. კმარა. დაბძანდით თქვენსავე ალაგს.
მოთამაშენი, სასო-წარკვეთილნი წარგებათა გამო, ემზადებოდენ დაეცვათ სვიური მეხი მდიდრისა უცნობისათვის, რომელმანცა ჩაალაგა სკივრებში სრულიად მათი ფულები. ძიანასდგა სტოლთან და ქარიანად უმზერდა თამაშობასა.
შეგვწიეთ, მშვენიერო ძიანა, - უთხრა მას კაზანოვა, - გადასჭერით ქაღალდი, და ბედი, უეჭველად, გადმოვა ჩვენკენ...
უკაცრავოდ, სინიორე, არა ვსთამაშობ მე და არც თუ ფული მაქვს,- უპასუხა მას ძიანა.
ითამაშეთ იმის გულისათვის, ვინც ეხლა შორს არი. ან მაინც იმისნეთ: თუ თქვენ მოიგებთ, მშვიდობით დაბრუნდება ისი. ფულს ჩვენ გიშოვნით. ჩვენ ვეთამაშებით ამ სინიორს; ძალიან ხელ-გაშლილია ეს და დიდსული, რადგანც ქაღალდიც მოსდის... და რა საკვირველია რო უთუოდ გასესხებსთ თქვენ...
ცრუმ არნოლფომდუმარებით მისცა მას ქისა. ძიანამ მადლობა მოახსენა მას და მიიღო მონაწილეობა თამაშობაში,ჰფიქრობდა რა თვისის თადდეოსათვის. მარკიზმან დესალუსაღურივა ქაღალდი. უცნობმან დაიჭირა საშინელი ქაღალდი. მარკიზმან იწყო შლა. მოთამაშეთა შორის დასდგა ყინულებრივი მდუმარება. ამ გაღალდის გასვლაზე დამოკიდებულ იყო სვე ყოველთავე მათ, რომესთაც ერთობ მარკიზთან ეჭირათ ბანკი. ამასობაში დოჯე განვიდა ოტტალესთან. გრაჶინა გარინდებული ცივად უმზერდა თამაშობას. ერთბაშ გააჯრჟოლათ ყოველთთა და მარკიზ აღსდგა და დაიძახა:
- ბატონებო, ბანკი წავაგეთ!
ყოველგნით განისმა ჟღავი-ჟღუვილი და ყვირილი. მოთამაშეები, რომელთაც წარაგეს იყვნენ სასო-წარკვეთილებაში, იწყევლიდენ თავსა და ბედს; მომგებელნი სწრაფად აღკრეფდენ სტოლიდამ ოქროს. და ამ დროს უცებ გრაჶინამ თვალი მოჰკრა რა დოჯეს ხმა-მაღლად დაიძახა:
მოითმინეთ, ბატონებო! რესპუბლიკა საძაგელით სახით მოტყუებულია. ეს ფულები ყალბებია!
ყალბებია!- შეჰყვირეს ყოველთა უდიდესით განცვიფრებით.
არავინ დაიძრას ადგილიდამ!- დაიყვირა გრიმანი. - მასკები აიხადეთ! კარებთან დაყენეთ კაცები და არავინ გაუშვათ! გიბრძანებ თქვენ ინკვიზიციის სახელით. დაუძახეთ ზარაფს ოტტალეს, რო გასინჯოს იმან ეს ფულები. თუ სწორედ ყალბი მანათები ურევია ამათში, დამნაშავე უნდა ვიპოვნოთ და თავი იმისი ეკუთვნის ინკვიზიციას.
მოვიდა ოტტალე. დასდგა ღრმა მდუმარება. ზარაფმან აღიღო რავდენიმე მანათი და იქავე სტოლზე მოხარა ისინი.
ეს მანათები სულ ყალბებია!- სთქვა ოტტალე.
ყალბებია!- დაიღრიალეს ყოველგნით. ვინ ათამაშა ეს ფულები?- იკითხა გრიმანი.- მგონია, გრაჶინავ, თქვენ დაინახავდით.
აი, იმ ქალმა ათამაშა,- უპასუხა გრაჶინამ ანიშნა რა ძიანა.
მე!
სწორედ, შენ. საიდამ მოიტანე შენ ეს ფულები?
მე ესენი მომცა....
ძიანამ მიხედ-მოიხედა... ყოველნი მასკები, ყოველნი დომინოები იყვნენ ერთ-სახიანი... როგორ იცნას? და საიდუმლო უცნობი ისი მიიფარა უკვე.
წაიყვანეთ ეს ქალი,- სთქვა გრიმანი, და თქვენ შეაგროვეთ ოქრო.- განაგრძობდა ისი, მიუბრუნდა რა გუნდსა მხედართასა, რომელიცა შემოვიდა უკვე ზალასა. მოთამაშენი მისცვივდენ თავიანთ ფულებს, მხედარნი აღასრულებდენ ინკვიზიტორის ბრძანებას. შეიქმნა ჩხუბი. მრავალთა მასკიანთა აღმოიღეს კმლები, ყვირილმა და უწესობამ მიახრწიეს უმაღლესს ხარისხადმდე. სტოლები გარდაქცეულ იყნენ და ფულები ადგილზე მოფენილ. რავდენსამე წამს უკან მოთამაშეთა გუნდმან ჟღავილით აღირბინა კიბეზე, გადმოჰყარა დარაჯა და გაიქცა.
ყოველივე ესე ესრედ სწრაფად იქმნა, რომე საჶიას არა ჰქონდა დრო მოგებულიყო გონსა; მაგრამ როდესაც შინ დაიწყო მან ამაზე ლაპარაკი მარკიზ დესალუსთან, თვით მას თავ-ზარს სცემდა საქციელი თვისი; თვით მას არა ერწმუნებოდა, რათამცა ძიანაყოფილიყო დამნაშავე და ძრწოლით ჰფიქრობდა ისა მათ შედგომილებათათვის შესმენისა, რომელნიცა უნდა ყოფილიყვნენ უბადრუკის ალისათვისცა და მოხუცის ოტტალესათვისცადა თვით კიდეც დოჯესათვისცა, რომელ ყოველთვის სწყალობდა მათ და დაიარებოდა ხშირად მათთან. ამასთანავე ვერ მიხვდებოდა ისა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უცნობი ისი, რომელმანცა, ჟამსა იჭვნეულებისასა, მისცა მას ხელში ესრედ ადვილი და საზარელი საჭურველი.
რაც უნდა ბრძანოთ,გრაჶინავ, მე კი მგონია, რო კალიოსტრო უნდა იყოს ისი: სადაც ის კაცია, იქ ყოველივე უბედურება მოხდება იმის სიბოროტისა და გესლისაგან.
შესაძლებელი არ არი, მარკიზ: კალიოსტროარ უნდა იყოს ვენეციაში; იმას ეძებდა პოლიცია, და რა საკვირველია დაიმალებოდა. მადლობა ღმერთს, ახლა ის კაცი საშიში არღაა ჩემთვის.
ამ დროს იზმაილმან მიართვა გრაჶინას ბარათი და აღსთრთოლდა ისა, სცნა რა ხელი წერილისა. ცივი ოფლი დაასხა მას სახეზე, ფერი მიეხადა მას და მხოლოდ შეიძლოღა თვალით ნიშნება მარკიზისა, რათამცა მას აღეღო ის ბარათი. და მარკიზმან წარიკითხა საჩქაროდ დაწერილნი სიტყვანი ესე:
„დოჯე წარწყმდა, მშვენიერო საჶია. გამოეშურე ჩემთან. შევიტყე მე რაც მომხდარა კაზინოში; ვიცი მზაკვრობაცა საყვარელისა შენისა და სირცხვილიცა შენი, ალესსანდრო გატყუებდა შენ. ამ საგანზე შემიძლიან გაცნობო მე შენ სწორე ამბავი. გონდოლა ჩემი გიცდის შენ ოხვრის ხიდთან, რადგანც არ მინდოდა მე შემდგარვიყავ შენს პალაცოსთან. ფუზინაში ჩავსხდებით ჩვენ კარეტაში და წავალთ მილანს. ახლა მოგიწოდს შენ მონა შენი და არღა ბატონი...“
ბარათი იყო ხელ-მოუწერალი, მაგრამ გრაჶინამცა და მარკიზმანცა მაშინვე გამოიცნეს მწერალი მისი.
ოჰ! ის ავაზაკი დამღუპავს მე!- შეჰყვირა გრაჶინამ. - პარიჟშიც მოსდებს ისი, რომ აქ გამცვალეს მე ურიის გოგოზე. მაგრამ, ერთი სიტყვა რო ვსთქვა, მაშინვე ჩასმენ იმას საპყრობილეში.
რას ბძანებ, რის მაქნისი პოლიციაა; კარგა ვიცან მე აქაური პოლიცია. პოლიციას კი თავი დაანებეთ და შეუთვალეთ კალიოსტროს, რო მზად ხართ თქვენ იმის გასაყოლად და მოგიცადოს. დანაშთენში მომენდეთ მე.
და რასა იქთ თქვენ?
მაგას ეხლა არ გეტყვი მე თქვენ, მაგრამ ფიქრი ნუ გაქვსთ; მხოლოდ დააწერეთ ზედ მაგ ბარათს: ასპეტტა,[1] და გაუგზავნეთ იზმაილისხელით. უბრძანეთ რო კარგა დაათვარიელოს იმან გონდოლა. აი, როგორი სათამაშოები მაქვს! ამაებით რისა უნდა ეშინოდეს დედა-კაცს გონდოლაში. - და უჩვენა წყვილი დამბაჩა და ხანჯალი.
ეს სახედ დარიგებულმან იზმაილმოიტანა ამბავი, რომე: იცნობს ისი ორთავე მენავეთა; მგზავრი მოსილია სადღესასწაულოითა ტანის-სამოსით და ბაღუტა და თავსა ხურავს დიაღ დიდი პარიკი და სამ-კუთხიანი შლაპა.
საათისა ერთს რუბს შემდეგ, მასკიანი ბანოვანი განიერით და გრძელით, თალხით დალმატიკათი[2] გამოვიდა აძოლას პალაცცოდამ. მცირეს ხანს უკან იზმაილმან მიშველა ხელი და ჩასვა ისა გონდოლაში.
ღამე იყო მშვენიერი. გონდოლა მკვირცხლად მისცურვიდა ფუზინას ნათელ-მოსილთა წყალთა ზედა ადრიატიკასათა. მენავენი მღეროდენ. ვენეცია გამოიხატებოდა შორით ცის ძირს, და მხიარულნი ცეცხლნი მისნი შუქავდენ წყალსა. სიხარულით აღტაცებული კალიოსტრო ულიკლიკებდა საყვარელსა თვისსა მშვენიერსა საჶიასდა აღუწერდა მას შექცევათა მათ, რომელნი მიელოდებოდენ გრაჶინას პარიჟში. გრაჶინა მრთელსა ამას დროსა მდუმარებდა, და დუმილი ესე არა განაცვიფრებდა კალიოსტროს, რადგანც ჰგონებდა ისი, ვითომც სტიროდა ისა. რა საკვირველია, მისთვის საწუხარ იყო დატევება ვენეციასი, სადა, შეგვიძლიან ვსთქვათ, დედოფლობდა ისა და განატარა ეგოდენ ბედნიერნი დღენი და სადაცა დაუტევა მან კაცი, რომელი განგრძობასა შინა ესოდენთა წელთასა ესრეთით ტრფიალებით უყვარდა მას. გრაჶი გესლიანით სიამოვნით დაამტკიცებდა, რომე დოჯემ უღალატა მას და მზაკვრად მოაცთუნდებდა მას ისი (დოჯე) გრაჶინა ხმას არ იღებდა.
კალიოსტრომ დახედა საათს და სთქვა:ორი საათია! ამასთანავე ბნელი ღამეა და ამ ტანისამოსში, რა საკვირველია, ვერავინ მიცნობს მე ფუზინის სახმელეთო საბაჟოზე.
მოიხსნა მან თვისაგან ბაღუტა და პარიკი, დაჰფარა ისინი გონდოლის ბალიშებ ქვეშ და განსცხადდა მოსილი უკანასკნელის ვერსალურის ჩვეულებისამებრ.
თქვენს სასიამოვნოდ, მშვენიერო საჶია, მოვირთე მე როგორც თქვენი სიჯიზბე[3] მარკიზ დესალუს. თუ გნებავს, დავიჩლუნგებ მეც იმისავით ენას, მოვისვრი ცხვირს ისპანურით ბურნუთით და ჩამოუვლი თუნდ ფრანცუზულს ცეკოებსაც. რა სასაცილო კაცია! - და განიხარხარა მან.- ვშიშობ კიდეც რო თავი არ დაიხრჩოს წყალში, როდესაც შეიტყობს თქვენს დაკარგვას. როგორღაც ძალიან მონარნარობა დაიწყო ეხლა იმან, სწორედ ამადისია... იმისი გზაც იქით არი. უბრალო კაცია, ქარი-ფანტია და ყოველთვის კმა-ყოფილი თავის თავისაგან...
გრაჶინას აღუტყდა ხველა. კალიოსტრომ უთავაზა მას თვისი კოლოფი ხველის წამლითურთ. ამ დროს გამოჩნდა ფუზინა. ებგურმან დასძახა გონდოლას და მსწრაფლ მენავენი მოადგნენ კიდესა.
საით მიბძანდებით?- ჰკითხა რიგის აფიცარმან.
- მილანს.
- ვინ მიგყავსთ?
- ცოლი.
- უბაშფორთოდ?
- აი, ბაშფორთი.
და კალიოსტრომმისცა ბაშფორთი მარკიზ დესალუსისა, რომელიცა კაზანოვას წარეღო, როდესაც ის ესხა მან ფული მისი და ძვირფასნი ნივთნი, და მასვე საღამოსა მიეყიდნა გრაჶისათვის.
აფიცარმან შეიჭმუხნა წარბები, ორჯერ წარიკითხა მან ბაშფორთი და მას-უკან უბრძანა სბირებს: - დაიჭირეთ ორნივე.
კალიოსტრომ აღმოიღო ხმალი, მაგრამ წუთსავე წარსტაცეს მას ის და შეჰკრეს. გრაჶინა გულ-გრილად დაეჭერინა სბირებს და აღიხადა თვისაგან დალმატიკა და მასკა.
მარკიზ!-დაიყვირა ზარ-განხდილმან კალიოსტრო.
გახლავარ თქვენს სამსახურში, უსაყვარლესო გრაჶო. დიდად გმადლობ ჩემის მოტაცებისათვის; გაიხარჯეთ კი და მიბოძეთ ჩემი ბაშფირთი.
და ვინ შემასმინა მე. - ჰკითხა კალიოსტრო.
ერთმა მეგობართა თქვენთაგანმა, თქვენო ბრწყინვალებავ. და ან კი ვინ უნდა შეგასმინოთ, თუ არა მეგობრებმა! თქვენ, მგონია დიდად მეგობრობთ სინიორ კაზანოვადესეინჰალტს. ხო იმან მოგართო თქვენ ბარკიზის ბაშფორთი; ჩვენც იმანვე გვაცნობა რო თქვენ განიზრახავთ ვენეციიდამ გასვლას სხვის ბაშფორთით. და ჩვენ ისე ძვირად ვაფასებთ თქვენს აქ ყოფნას, რო არას გზით არ გაგიშვებთ, და მესსერგრიმანმაც მოგიმზადათ კიდეც თქვენ სადგომი „ტყვიის ქვეშ“.
კალიოსტრო იყო გარე თავისა თვისისა გულის-წყრომისაგან; მარკიზ ხმითა მაღლითა ხარხარებდა. გრაჶი წარიყვანეს საპყრობილედ და მარკიზმანცა კმა-ყოფილებით განაცილა ისი, როდესაც პატიმარი მოიყვანეს საპყრობილეს და კარი ფრიად მდაბლისა და ვიწროსა სენაკისა მისისა შეაღეს, მას შინა სჯდა კაცი მასკიანი და ბაღუტათი მოსილი, რომელმან, რა დაინახა კალიოსტრო, განიხარხარა, აღსდგა და მართებულად თავი დაუკრა მას.
კაზანოვა! - შეჰყვირა კალიოსტრო.
მობძანდით, გრაჶო.
საპყრობილეში მყოფთა რა საქმე აქვსთ, გარდა საუბრისა. პატიოსანთა მეგობართა იწყეს უბნობა, და ამ სახით სცნა კალიოსტრომ, თუ რასათვის კაზანოვამ მოიპატიჟა ისი თვისთან. გრაჶმან ხელ-ჰყო და ადრინდელსა ხელობასა თვისსა, ეახლა დოხტურის სახით ძველს მოარშიყეს გრიმანისცოლს და მიართვა მას სასწაულიანი წყალი თვისი, რომლისაგანაც ხნიერი ჭაბუკდების. ისარგებლა რა ამ შემთხვევით, მოიპარა მან ინკვიზიტორის წიგნთ-საცავისაგან ის დაიდუმლო წიგნი, რომელზედაცა მოილაპარაკა მან წინადვე კაზანოვასთან. მას შინა ჰპოვა მან აღწერა მის ადგილისა, სადაცა დამარხული იყო ხაზინა, და გამოხივა ის ფურცელი წიგნისაგან. და ამ სახით სცნა მან, რომე ის ყალბნი მანათები მოჭრილ იყვნენ, დროსა პადუას პოდესტას მარკორინიოსასა, ვენეციის მცხოვრების დომინიკეკამელასაგან, და განსაცვიფრებელით ხელოვნებით მიმსგავსებულ ნანდვილთადმი, ესრეთ რომე, მხოლოდ ოტტალესგანაღა შეეძლო განრჩევა მათი. ფულები შეკრებილ იყვნენ და ინკვიზიციის ბრძანებით დამარხულ მიწაში. თვით ოტტალემ უწყოდა მხოლოდ ჟამსა ცხად-ხილვისასა (კლარვოიანს[4]), რომე ის ხაზინა იყო მისს სახლში. ისარგებლა რა გამოჩენითა ამით, კალიოსტრო კნინღა არა მიემთხვივა აღსრულებასა ყოველთა წადილთა თვისთასა: წარსწყმედდა ისი დოჯეს და მოიპოებდა საჶიას, უკეთუმცა მარკიზს და კაზანოვასარა შეეყენებინათ ისი ფრიად მახლობელს მანძილზე განზრახვისა მისისაგან. თვით მას დროს, როდესაც ფიცხელად ამტყუნებდენ ისინი და ჰყვედრიდენ ერთი მეორესა, კლიტეებმა დაიღრჭიალეს, კარი განეღო და შემოვიდა გრიმანი.
- მომიტევეთ, ბატონებო,-სთქვა მან,- რო გავსწყვეტ მე თქვენს მეგობრულს საუბარს. კარგად ვიცი, რო თქვენთვის სასიამოვნოა ერთად ყოფნა; მაგრამ, ჩემს საწუხრად, მივიღე მე ბძანება თქვენის დაშორებისათვის. მართებლობამ იცის, რო სინიორ კაზანოვადესეინჰალტ ხელოვანია საპყრობილიდამ გაპარვისა, ასე რო, ერთხელ გაქცეულა კიდეც ტყვიის ქვეშიდგან. ამისთვის ვარჩიეთ ჩვენ დაგაყენოთ „ჭებიქვეშ“... მაგრამ, მხოლოდ ერთს ღამეს; ხვალ თქვენი საქმე გარდასწყდება. თქვენ კი, გრაჶო, შეგხვდებათ მომატებული ჯდომა. თქვენი საქმე სისხლის სამართალს ეკუთვნის. თქვენს გონდოლაში, ფუზინაში, უპოვნიათ მრავალი მანათები, სწორედ ისეთნი, როგორნიც ვიღასაც ეთამაშებიან კაზინოში. სხვებრ, ამაზე მოილაპარაკებს თქვენთან სამსჯავრო სამთა.
მესაპყრობილემ გამოიყვანა კაზანოვადა მის მაგიერ შეიყვანა კაცი ვინმე მოსილი ჩვეულებრივი ტან-საცმელით ვენეციელთა არხივარიუსთა გინა წერილთ-მცველთა.
- იცნობთ თქვენ ამ სინიორს?- ჰკითხა გრიმანი კალიოსტროს.
- არა,- მიუგო გრაჶმან, უკადრისად შეხედევდა რა კაცსა მას;
- მაგრამ, მელნის ზინზლით მყრალის ამ ტანის-სამოსით, ამ დაგრეხილით თითებით, ამ ზარდანჩოს ფრით და გახეშილით ცხვირ-პირით სჩანს რო ეს უნდა ბძანდებოდეს წერილთა-მცველი. მართლად, ვერ მიმხვდარვარ, მესსერგრიმანი, რიგორ არა გრცხვენისთ თქვენ ჩემის დამწყვდევისათვის ამისთანა კაცებთან.
ახალმან პატიმარმან არა საჭიროდ რაცხა პასუხისგება ესრეთს განკიცხვაზე და მყუდროებით მისჯდა კუთხეში, ვით კაცი, გრძელით ჟამით თავ-მდაბლად ჩვეული სასამართლოს გარდაწყვეტილების მორჩილებისა.
გრიმანის განსვლის შემდეგ პყრობილნი მყოვარჟამ მდუმარებდენ, როგორც უცნობნი კაცნი, რომელნიცა ეკრძალებიან ურთიერთსა. დასასრულ წერილთ-მცველმან სიფრთხილით აღმოიღო ჯიბიდან დაბეჭდილი პაკეტი, აღანთო კანდელზე წმინდა სანთელი და ხმა-მდაბლად წარიკითხა პაკეტის ზედა წარწერა: „ჩემის სიკვდილის შემდგომ მიეცეს გრაჶინა აძოლას.“ და ჩაფიქრდა.
ამ სახელის გაგონებაზე კალიოსტროს ტანში დაუარა ჟრუანტელმა. განიღიმა მან და მლიქნელით ენით უთხრა მას:
რამ ჩაგაფიქრა აგრე? თქვენც ხო ჩემსავით არ იტანჯებით იმ საძაგელის არნოლფოსგულისათვის, რომელმაც მოჰფინა ვენეციაში იმისთანა საოცარი ფულები? გაგიტყდები მე თქვენ, არ მიყვარს მე თქვენი მოძმეები, მაგრამ თქვენი პირის-სახე შემარიგებს მე თქვენს ტანის-სამოსს. სრულებით დარწმუნებული ვარ, რო თქვენ მართალი სული უნდა იყოთ.
წერილთ-მცველმან დააშტერა თვალები გრაჶს და იჩვენებდა რომე, სახე კალიოსტროსი ეჩვენა მას უკეთილ-სულიერისად: ცბიერი მანქანა ხელოვან იყო მიღებად ყოველთა შესაძლოთა სახის ცვლილებათა.
- გაგიტყდები მე თქვენ, სინიორე,- სთქვა წერილთ-მცველმან, - საკმაოდ საოცარს მდგომარეობაში გახლავარ მე. გუშინღამ მიმიწოდა მე ურიამ ოტტალედა მომცა შესანახავად ეს პაკეტი ერთის გრაჶინას სახელზე. თუმცა მე არ ვიცნობ იმ ქალს, მაგრამ იმისი სახელი განთქმულია მრთელს ვენეციაში, ღმერთმა დამიფაროს მე გავხსნა მე პაკეტი; მაგრამ ის ურია ეხლა დაჭერილია და, ვინ იცის, იქნება დამღუპონ მე იმის ქაღალდებმა. როგორ გგონიათ თქვენ?
მე ისე მგონია, რო უთუოდ უნდა ნახოთ რა არი მაგაში... თუ თქვენთვის არა, გრაჶინააძოლასათვის მაინც. რა დამოკიდებულება აქვს იმას ურიებთან? და თუ შეინახოთ თქვენ ეგ ქაღალდები, იქნება მაგითი შეიყვანოთ თქვენ გრაჶინა განსადელში, და, იცით თუ არა, ძლიერი დედა-კაცია ისა, თითონ გამოიხლართება და თქვემ კი წაგახდენს.
- ვინ ბძანდებით თქვენმ სინიორე?
- მე გახლავარ მეგობარი აძოლაგრაჶინასი, ერთი მათ მოთამაშეთაგანი, რომელნიც შეასმინა გრაჶინამ. რადგანც მასკით ვიყავი მე, ამისთვის ვერ მიცნო მე იმან, თორე, რა საკვირველია, ამას არ იქმოდა ისა.
- და რა სამართალი მიმიძღვის მე სხვის პაკეტის გახსნისა? არ შემიძლიან.
- მაგრამ კი ესეც იფიქრეთ: ურიები განსჯილ არიან განძევებად, და ამაზე დეკრეტის (ბრძანების) გამოცხადების წინ, წინა-ღამეს ერთი იმათგანი გარწმუნება თქვენსაიდუმლოს პაკეტს. სინდისით, არა თუ შეგიძლიანთ, ვალდებულ ხართცა თქვენ გახსნათ ეგე. რესპუბლიკის სარგებლობისათვის. ნება დამრთეთ ვნახო ეგ პაკეტი.
მინდობილმან წერილთ-მცველმან მისცა მას პაკეტი და კალიოსტრომმაშინვე ახსნა ბეჭედი, ესრედ სწრაფად, რომ ვერცღა მასწრო მან დაბრკოლება მისი.
- ებრაულს ენაზეა!- სთქვა მან.
- არ ვიცი მე ებრაული,- სთქვა წერილთ-მცველმან; - განა გრაჶინამ კი იცის?
- იქნება იცოდეს,- უპასუხა ძლიერ ღელვამან კალიოსტრო, თვალს ჩაავლებდა რა მას ქაღალდსა... - რაც უნდა იყოს, ახლა თავის-უფალნი ვართ ჩვენ; ეს ქაღალდი დასაღუპავია, მაგრამ არა ჩემთვის და თქვნთვის.
- რა არი აგეთი?
- ხვალ შეიტყობთ.
შემოზღუდვილი, გინა, უმჯობეს ვსთქუ, დევნილი პატრიკიოსთაგან, ალესსანდრო უკ-მოიქცა კაზინოთი სასახლედ: მისცა მან მათ სიტყვა, ჰპოვოს და დასაჯოს სჯულის გარდამავალი ისი, რომელმანცა მოატყუა ისინი. მაგრამ სად ჰპოვოს მან წყეული ისი ურია დავით გრუსს? დოჯე სასო-წარკვეთილ იყო. ოტტალედა ძიანა ეგრეთვე იყვნენ საპყრობილეში. ისარგებლა რა დანაშთენითა ჯამითა ხელმწიფისა თვისისათა, დოჯემ მოაყვანინა ისინი თვისდამი. მაგრამ სამწუხარომ უბნობამ მათთანა ვერა რაიმე აცნობა მას. თვით ოტტალემარა რაი უწყოდა, ვერ იგულისხმებდა თუ როგორ გამოსჩნდეს მისს სახლში ის ყალბნი ფულები; არ იცოდა, თუ საიდამ მოვიდა და საით წავიდა დავითგრუსს.
დასასრულ სთქვა დოჯე:
- ოტტალე! იმათ აღმატებულებათ, სახელმწიფოს ინკვიზიტორთ მთხოვეს მე მოველოდებოდე იმათ აქ. არ არი კარგი თუ თქვენ აქა გნახვენ ისინი. წადით აქედამ. ვუბძანე მე გაგაცილონ თქვენ უშიშარს ადგილს, სადაც ვერვინ შეგაწუხოს თქვენ.
- ინკვიზიტორები! ნუ თუ გაბედვენ ისინი ჰკითხონ დოჯეს!
გაბედვენ თუ ვერა, ოტტალე, ჩვენ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს. გაუფრთხილდი ძიანას, - სთქვა მან ხმამდაბლად. - თუ დავითგრუსისამბავს რასამე შევიტყობ მე, მაშინვე გაცნობებ შენ.
უხმო მან აფიცარს და უბრძანა მას, თუ სად წაიყვანონ ოტტალედა ძიანა. ამისა შემდგომ, რავდენსამე წამს უკან შემოვიდენ ინკვიზიტორნი. ისინი იყვნენ სამნი. პატივის-ცემით თავი დაუკრეს მათ დოჯესდა დასჯდნენ.
- სთქვით, სინიორენო,- სთქვა ალლესსანდრო.- დოჯე მზაა სმენად. უთუოდ გაქვსთ თქვენ იმასთან სათხოვარი რამე?
- ნება დამრთეთ მოვახსენო თქვენს უგანათლებულესობას, რო ინკვიზიცია ბრძანებს და არა ითხოვს,- უპასუხა გრიმანი.
და წარმოსთქვამს გარდაწყვეტილებათა, რომელთა ზედაცა არღა შეიძლება სხვაგან სადმე ჩივილი, - დასძინა მოჩენიგო.
უნდა მოვიხმაროთ ჩვენ ყოველი შესაძლო ღონის ძიება, ცნობისათვის ჭეშმარიტებისა,- სთქვა ტრევიზანი.
- სინიორენო, თქვენზე უმეცარესი არა ვარ ინკვიზიციის ძალის ცნობაში, გრილად უთხრა მათ დოჯე,- ვიცი, რო სამთა სამსჯავროს შეუძლიან მოკვლაცა დოჯესი. ახლა სთქვით: რა გნებავს თქვენ ჩემგან?
ჩვენ უნდა გამოვსთხოვოთ თქვენს უგანათლებულესობას მკაცრი ანგარიში არა შესაფერისია, არა სამართლიანისა მფარველობისათვის, რომელსაცა აღმოუჩენდით თქვენ ურიას ოტტალესდა იმის ასულს. ამ ურიის სახლში დაფარულ იყვნენ ყალბნი ფულები. მესსერგრიმანის ჰქონდა წიგნი, რომელშიც იჩვენების, თუ სად სახელდობ დამარხულ იყვნენ მიწაში ფულები ორასის წლის წინ. ის წიგნი მოჰპარეს იმას. ვიცით ჩვენ, რო ხშირად ბძანდებოდით ხოლმე თქვენ ოტტალესსახლში. არავინ გინახავსთ თქვენ იქ? არ იცნობთ თქვენ იმ სჯულის-გარდამავალს, რომელსაც ვეძებთ ჩვენ? უკეთუ იცნობთ, მაშა ვალდებულ ხართ გამოაცხადოთ თქვენ იმის სახელი.
- მინახავს მე ოტტალესას მხოლოდ ერთი კაცი, ურია დავით გრუსს.
აქმომდე ინკვიზიციამ ვერ მიაგნო კალი იმ კაცისა. აძოლა გრაჶინამ არცა თუ სახელი იცის იმისი, თუმცაღა იმან გამოაცხადა დანაშაულობა...
იმან!..-დაიყვირა დოჯე მწარეთ ღიმილით. - იმან დასწამა ცილი უუწმიდესსა, წმიდასა სათნოებასა!
ჩვენ საქმე არ არი განვიხილავდეთ მაიძულებელთა მიზეზთა გრაჶინას მოქმედებისათა. ხო არ უთქვამს თქვენთვის როდისმე ებრაელს, რო დამარხული იყო იმის სახლში ხაზინა?
არ უთქვამს. და სრულიად დარწმუნებულიცა ვარ, რო არ იცოდა იმან იმისი იქ ყოფა.
- ახლა უნდა გაუწყოთ თქვენ გარემობა, რომელიც არ იცით თქვენ. ფუზინაში დაჭერილია გრაჶი ვინმე კალიოსტრო. იმას გამოსჩენია მრავალი იმისთანა მამათები, როგორნიც ათამაშეს კაზინოში. იმ კაცს სწადს თქვენი ნახვა. დაგვიბარა ჩვენ იმან საპყრობილეში და გვითხრა, რო იცის იმან დამნაშავე, მაგრამ სხვა ვერავის გამოვუცხადებო იმის სახელს, გარდა დოჯესა.
- კალიოსტრო!- წარმოიძახა დიდად განცვიფრებულმან დოჯე. და მასუკან ჩუმად წარმოსთქვა მან:- ოჰ! ახლა კი დავიღუპე.
- მოიმედენი თქვენის კეთილ-შობილებისა და მართლ-სულობისა, ჩვენ თანა-ხმა ვართ, რათამცა თქვენ გამოჰკითხოთ მას; მაგრამ შემოგვფიცეთ წინაშე წმიდისა ამის ჯვარისა, რო არ დაჰფაროთ თქვენ ჩვენგან სახელი დამნაშავესი თუცაღა კალიოსტრომ შეასმინოს ოტტალეან იმისი ასული.
- ვფიცავ!
- მოიყვანეთ ის პატიმარი, რომელიც არი მეორე ნომერში „ტყვიის ქვეშ“.- უბრძანა გრიმანი კართან მდგომარე სბირს. მასუკან მიუბრუნდა ისი დოჯეს და უთხრა: - თქვენო უგანათლებულესობავ, ჩვენ გაძლევთ თქვენ პაემნად მხოლოდ ერთს საათს.
ინკვიზიტორნი რიგ-რიგ გამოვიდენ. მასვე ჯამსა სბირმან მოიყვანა კაცი ბინიშიანი; დოჯემ დახშა კარი და ახადა კანდელს სახურავი, თითქოს მისთვის, რათამცა უმჯობეს განესინჯა სახე ამ საოცარის კაცისა.კალიოსტრო! კიდევ ვენეციაში ხართ თქვენ და კიდევ საპყრობილეში!
ცივმან, საოცარმან ღიმილმან შეუთრთოლა ბაგენი კალიოსტროს. ალესსანდრო მოიცო შიშროებამ: სახე ესე არა ერთ-გზის მოელანდებოდა მას განუსვენებელთა ძილთა შინა თვისთა და აწ სდგა ისი მის ცხადად, თამამად და თიტქმის მოქადულად.
რა გნებავდათ სათქმელად? სთქვით, მაგრამ ჩქარა.
- მზად გახლავარ მე თქვენის ნების აღსრულებისათვის, - სთქვა კალიოსტროესრეთით ხმით, რომე ალესსანდროს გააჟრჟოლა: სცენა მან რა ხმა დავით გრუსისა.
- სულო ბოროტო და გესლიანო მზაკვარო! - დაუყვირა მას დოჯე,- შენ იმასხარავე ჩემზედ და ახლა მოხვალ ჩემს სავედრებლად?
- სჯულის-გარდამავალისათვის საჭირო არ არის ევედრებოდეს თავის თანა-ზიარს.და განჰკადნიერდებიცა შენ შენს ამხანაგად მხადოდე მე!და რასათვის არა? აქ ორი კაცია, რომელნიც, სჯულთამებრ ვენეციისათა, ექვემდებარებიან სასჯელსა: ერთი სთამაშობდა ვენეციის ფულებით, მეორემ წარაგო ვენეცია დიაღ აღვიარებ, მე ვარ დავითგრუსს, მაგრამ თქვენ ალესსანდროსენატორი, პატრიკიოსი, დაქორწინებული ტყვეზე. აი წერილიცა დამამტკიცებელი რომე საჶია, თქვენი გრაჶინა აძოლა, ნასყიდია ჩემგან. და მე თუ მეწვევის სვე ყალბის მანათების მჭრელის დომინიკე კამელასი, მაშა ორნივე თქვენ ვერ დაეხრწევით სვესა რანუძისასა.
- და ჰფიქრობდა შენ შემაშინებდე მე? რა საქმე მაქვს მე გრაჶინასთან, საძაგელს შემასმენელს საჶიასთან, შენს ღირსეულს მოწაფესთან!... შევასმინე ორნივე ჩვენ, და უტევე საერთომ სასჯელმან დახსნას ის კავშირი, რომელიც დაწესდებოდა ჩვენ შორის მხოლოდ ჯოჯოხეთის შთაგონებითა.
საუცხოვოა! მაგრამმ სვე რანუძისაგეწევისთ არა მხოლოდ თქვენ ორთა. კიდევ სხვა წერილიცა მაქვს მე: აი, ქაღალდი ებრაულს ენაზემ რომელიც ოტტალემ მიაბარა შესანახავად წერილთ-მცველს ბერნარდის. დახედეთ მხოლოდ ამ სახელს, ვისაც შეეხება ესე და რომელიც ეგრეთვე ვერ იხსნების სასჯელისაგან.
თავზარ-დაცემულმან მის ქაქალდის განცდით დოჯე დაიძახა სასო-წარკვეთილებით:
- ოჰ, ღმერთო!
- ალესსანდრო!- სთქვა კალიოსტრო გესლიანით ღიმილით:- თქვენ უგულებელ მყოფდით მე პარიჟში და ახლა თქვენ სძრწით ჩემ წინ ვენეციაში. ნუ დაივიწყებთ, რო თქვენ მიმტაცეთ მე დედა-კაცი, რომელიც ყოველთა სამართალთა მებრ მეკუთვნიდა მე. ახლა მე დაგიმტკიცე თქვენ, რო უკეთუ იტყვით თქვენ სიტყვასაცა ერთსა ჩემ სავნებლად სამსჯავროში, მაშინ წარსწყმდთ თავსა თქვენსა, საჶიასდა კიდევ ქალსაცა ერთსა. შეგიძლიანთ თქვენ გაამტყუნოთ, ან თქვენი თავი ან მე. ყოველსავე შემთხვევაში მოჰკვდებით თქვენ: სასჯელი მოელოდების ან დოჯეს, ან საჶიასქმარს. ამისთვის, განმათავისუფლეთ მე და მეც დავხევ ამ ქაღალდებს, რომელთაც შეუძლიანთ მოკვლა ორთა, თქვენთვის ძვირფასთა, გვამთა; ან, თუ გნებავსთ, მიეცით მართლმსაჯულებას ისი, ვინც წარიტაცა გეტტოში რესპუბლიკის ხაზინა და მე მივსცემ დოჯეს...
დოჯე გაშეშდა: ჯოჯოხეთებრივი გულ-გრილობა იგი, რომლითაც ბოროტი ისი წინა-დაუდებდა მას ესრედ საშინელსა პირობასა, შეაძრწუნებდა მას. ალესსანდრო უმზერდა კალიოსტროს, ვით დონ-ჟუანიკერპს კომადორისასა. მერმედ ხელი დაიდვა მან გულსა შესამაგრებლად ცემისა მისისა და უთხრა:
- განსვენებით იყავ შენ: მივსცემ მე სჯულის-გარდამავალს, მაგრამ არა შენ.
- მაშ ვის?
- მე ვიცი ვისაც.
- შემომფიცეთ.
დოჯემ განიშვირა ხელი ჯვარ-ცმაზე და სთქვა:
- გეფიცები წინაშე წმიდისა სახისა მისისა, რომელიცა ოდესმე განგვსჯის მეცა და შენცა.
- კარგი. მაშ აი ნასყიდობის წერილიცა საჶიასი, აი ქაღალდიცა ოტტალესი .
- ძლივს! - გულის-ფანცალით წარმოიძახა ალესსანდრომ, გამოსტაცა მას ქაღალდები და დასწვა კანდელზე.
- კალიოსტრო ფეხს არ მოიცვლიდა ადგილიდამ. დოჯემ უთხრა მას: ცოტას ხანს უკან დავიბარებ მე ინკვიზიტორებს. დაიმალე შენ ამ სენაკში: ყოველსავე გაიგონებ, რასაც ვილაპარაკებ მე... იქიდამ არი გასავალიპირდაპით დერეფანში...
განაცილა რა კალიოსტრო, ალესსანდრომაღიხვნა თვალნი ცად მიმართ და სთქვა:- ძიანა! გიხსენებ შენ!
დარეკა მან ზარი: შემოვიდა ერთი აფიცართა მისთაგანი, თვით ისი, რომელმანცა განაცილა ოტტალე და ძიანა.
- ამბავი იცი, ანდრეა?
მუნჯი წმიდის ანგელოსის ჭალაკიდამ აქ გახლავს, თქვენო უგანათლებულესობავ. თქვენის ბძანებისამებრ მოუმზადებია იმას სმირნულს ხომალდზე ადგილი ოტტალეს და იმ ქალისათვის; თავისი გონდოლად ოხვრის ხიდთან დაუყენებია.
- რგი. დაუძახე აქ მუნჯს და მოიყვანე ოტტალედა ძიანა.
აფიცარი გამოვიდა და წარმოგზავნა აბისსინელი რა შემოვიდა ისი ოთახსა, მიწადმდე თავი დაუკრა.
- ორსატო, მიიღე შენ ჩემი წიგნი?- ჰკითხა დოჯე.
მუნჯმა მიართვა მას ის წერილი.
- მაშ იცი შენ თუ როგორ საშიშარს საქმეს მოგანდობ მე შენ?
აბისსინელმან განიღიმა და ანიშნა თვისსა ხანჯალზე.
- ორსატო! შენ განსჯილ იყავ სჯულიერისა და საშინელისა სატანჯველისათვის. მე გიხსენ შენ. ახლა მე გარწმუნებ შენ იმას, რაც ძვირ-ფასია ჩემთვის ქვეყანაზე.
აბისსინელმა თავი დაუკრა, დაიდვა ხელი გულსა და მერმე ანიშნა მას ცაზე.
- კარგი. მზად იყავ.
ანდრემ მოიყვანა ოტტალედა ძიანა. ახლა ძიანაარღა სტიროდა: მშვენიერნი თვალნი მისნი ჟუჟუნებდენ მხიარულად.
დოჯემ დახარა თავი და უთხრა ოტტალესყურში.ახლა კი დავიღუპე. ერთს ჩემს მტერს ჩავარდნია ხელში ის ქაღალდი, რომელიც შენ მიაბარე წერილთ-მცველს ბერნარდის. ახლა, გამიგონე: ორსატოწაგიყვანსთ თქვენ ორსავე უშიშარს ადგილს, და მე მოვილაპარაკებ ინკვიზიტორებთან. ოტტალე, შენ თითონ იცი, როგორ მიყვარხარ შენ... მე გარწმუნებ შენ ძიანასბედნიერებას. თავის-უფალი ხარ შენ.
- თავის-უფალი ვარ? და ვიღაა დამნაშავე
- საიდუმლოა ეგე ინკვიზიციისა. შემ იცი რო იმას აქვს სრული და განუსაზღვრელი ხელმწიფება. თავის-უფალი ხარ, მაგრამ არ შეიძლება კი შენი ვენეციაში ყოფა. გაჰყევ ორსატოს და დარწმუნებული იყავ, რო სრულებით გაგამართლებ მე შენ სამთა სამსჯავროში.
დოჯემ დახედა საათს: ისარი მიეახლოებოდა დასასრულსა დანიშნულისა პაემანისა. ხელი მოუჭირა მან ძიანასხელზე და ცრემლნი მწარენი გადმოსცვივდენ თვალთაგა მისთა. ძიანაგოდებდა და ვერ ძალ-იდო წარმოთქმად ვერცაღა ერთისა ლექსისა, ალესსანდრომუკანასკნელ ამბორს-უყო მას მშვენიერს შუბლზედ და გამოესალმა.
- წავიდეს ესა, მე კიდევ მოვასწრობ,- სთქვა ოტტალე: - მე მიმიძღვის სამართალი, მე მინდა, მე უნდა ვიყო სამსჯავროს საიდუმლოს კრებაში...
- უნდა დამმორჩილდე შენ მე, ოტტალე...
ამ დოს მახლობელს ოთახში განისმა ფეხის ხმა.
- მოდიან!... გესმის!- სთქვა დოჯე. მასუკან უთხრა რავდენიმე სიტყვა მუნჯს; მან აღიტაცა ძიანა, და, თითქმის გრძნობა მიხდილი, გააქცივა თვისსა გონდოლასა.
ნაწილი მსხვერპლისა აღსრულდა!-სთქვა დოჯე არა მომშორებელმან თვალთა კარებითგან, საიდამცა განიტანეს ძიანა.- ახლა უნდა შევასრულო დანაშთენიცა.
რა მობრუნდა, მის წინ სდგა ოტტალე.
- პირველჯერ ჩემს სიცოცხლეში გარდავხედ მე თქვენს ბძანებას. სმირნულს ხომალდს ერთს საათამდინ კიდევ დაუგვიანდება წასვლა.- უთხრა მას ებრაელმან.
როდესაც შემოვიდენ ინკვიზიტორნი, სახე ალესსანდროსი იყო მშვიდობიან და დიადურ. მხართა ესხა უკვე მას ფარჩა ქლამინდი, თავსა ეხურა კორნო, განსხვაებითი ნიში ეს დოჯებრივის ღირსებისა.
პატივის-ცემისა გამო რჩეულთადმი ათთა სამსჯავროსათა, - სთქვა მან,- დოჯე არ უნდა დაივიწყებდეს ხელმწიფურთა მართებულებათა. თანა-მაძს მე გიპასუხო თქვენ დოჯეს სამოსელში, მზა ვარ.
ჯერ პირველად უნდა გაიყვანონ ეს ურია აქედამ.
ინკვიზიციის კანონთა მებრ არ შეუძლიან ამას აქ დასწრება. - სთქვა გრიმანი.
- გეფიცები მე თქვენ, მართალი სულია ეს ამ საქმეში, - სთქვა დოჯე ფიცხელად.
- მაინც კი ჯერ არ შეგვიძლიან ჩვენ ამისი განთავისუფლება.
და მაშინ ხო შეიწყალებთ თქვენ ამ მოხუცებულის სიცოცხლეს, როდესაც სცნობთ ნანდვილს დამნაშავეს?
ამ კითხვაზე ინკვიზიტორებმა მოილაპარაკეს ერთმანეთში ჩურჩულით და სთქვეს სამთავე:
- დიაღ, შევიწყალებთ ამის სიცოცხლეს და გეფიცებით კიდევ ამაში; მანამდისინ კი დარჩეს ეს რჩევის ზალაში.
თქვენო უგანათლებულესობავ!... ხმა ჰყო ოტტალე მავედრებელით სახით, განუპყრობდა რა დოჯეს ხელთა.
ალესსანდრომ განახმნო ოტტალე მხიარულით შეხედვით და ორთა სბირთა გამოიყვანეს ისი. მასუკან დოჯემ უთხრა ინკვიზიტორებს:
- სინიორენო, დამნაშავეა პატრიკოს.
- ვინც უნდა იყოს, უნდა გამოგვიცხადოთ თქვენ იმისი სახელი.
დიაღ, გამოვაცხადებ მე სახელს და შეჰკრთებით თქვენ; მაგრამ წინად მომისმინეთ მე. ვენეცია დაქცეულ იყო, წარწყმდებოდა ტვირთისა ქვეშ ბიწიერებათა თვისთასა და ურთი-ერთა შორის განიყოფდენ უკანასკნელსა ქონებასა ქალაქისასა, რომელიცა ოდესმე იყო დიდება და მშვენიერება იტალიისა. ძველნი სასახლენი ჩვენნი და ჩინებულნი სახელნი ჩვენნი აღშფოთდებოდენ, რადგანაც არ აძლევდენ იმათ როჭიკს. ერი მოწყდებოდა სიყმილისაგან, არცაღა თუ იმედიცა დაგვშთებოდა ჩვენ. დესპანი... რას ვამბობ? მეკობრე მოვიდა ტუნისიდამ, რათამცა თავისით თვალით ენახა სიღარიბე ჩვენი. მაგრამ ერთი ვენეციის შვილთაგანი, შთამომავალი ჩინებულთა წინაპართა, რომელიცა შეიმუსრებოდა გულით ყოველს შეწუხებაში ვენეციისა, თითქოს შეაწუხებდენ იმის მშობელს დედას, კიდევ მოილანდვიდა ღონის-ძიებათა შემაგრებისათვის, თვალთა შინა ევროპიისათა დაძველებულისა შენობისა ვენეციის დიდებისა, ენება გამოეხსნა მამული თვისი სიგლახაკისა და დამდაბლებისაგან. საჭირო იყო ოქრო, რათამცა ფლოტი ჩვენი შემძლებელ ყოფილიყო განსვლად ნავთ-საყუდელისაგან, დასჯისათვის ბარბაროსთა და დახაზვისათვის ახლისა ძლევისა ფიცართა ზედა ვენეციის ისტორიისათა. კაცი ისი მიჰმართვიდა ნობილთა: ისინი არა ისმედენ იმას; ევედრებოდა ცასა: ის არა ყურად-იღებდა ლოცვათა მისთა; მიისწრაფდა ურიათადმი: იმათ რაოდენი ფულიც ჰქონდათ, სრულიად ესესხებინა პატრიკიოსთათვის, რომელთაცა მიეფლანგათ ის. წავიდა ისი ღამით, მასკიანი, ებრაელს ოტტალესთან და ამოსთხარა მიწისაგან ხაზინა, რომელიც დამარხულ იყო იმის სახლში: ოტტალესარცა უნახავს და არცა თუ სმენიეს ესე
- ხაზინა! ყალბი მანათები!- სთქვა გრიმანიშეურაცხებითით ღიმილით.
- მართალს ამბობ; მაგრამ ფლოტის განსვლის დღეს, ურიებმა მიიღეს ის მანათები სახელმწიფოს ვალში, და რა დაეხრწივა ვაჭრების ფრჩხილთაგანი ფრთოვანი ლომი წმიდის მარკოსისა განცხადდა ადრიატიკაზე.
და ვინ იყო ისი?- ჰკითხეს მას გრიმანიმ, ტრევიზანიმ და მოჩენიგომ.
ჯერ ყოველივე არ მითქვამს მე თქვენთვის. მეთანხმეთ მე ამაზე, რო არ შეგეწირნესთ თქვენ არცა დღეები და არცა ღამეები მძიმისა, უმადლოსა მუშაკომისათვის, არა ყოფილიყვნეთ თქვენ პირველს მუშაკად მრთელს ვენეციაში. არა, თქვენ წარმიმადგენელნი ხართ არა დიდებისა და პატივთა ადრინდელისა ვენეციისათა, არამედ დამდაბლებისა და ბიწიერებათა უწინდელისათა. შენ, მოჩენიგო, განხორციელებული თამაშობა ხარ; შენ, ტრევიზანი-სიმთვრალე; შენ, გრიმანი - გემოთ-მოყვარება.
- ოო, ეგე კი მომატებულია, თქვენ შეურაცხ-ჰყოფთ სენატს,- შეჰყვირეს ინკვიზიტორთა და აღსდგნენ.
- დოჯე! ბძანეთ: ვინ არი სჯულის-გარდამავალი? - ჰკითხა მას გრიმანი.
- სჯულის - გარდამავალი - მე!
- თქვენ!- კრთომით დაიძახეს მათ.
- მე, დოჯე თქვენი! ახლა დამსაჯეთ მე, აღმოშალეთ სახელი ჩემი ოქროს წიგნისაგან, უბძანეთ ჯალათს განსტეხოს ბეჭედი ჩემი. დიაღ, სამართალია მოვკვდე, რადგანც ვერ გიხსენ თქვენ.
ხმა დოჯესი განეცემოდა, ვით მოქადული ნობათი[5] სახე მისი ბრწყინვიდა კეთილ-შობილურით ქედმაღლობით, და აღრეულნი ინკვიზიტორნი კრთებოდენ წინაშე საოცარისა ამის სჯულის გარდამავალისა.
ახლა ყოველივე იცით თქვენ,- სთქვა მან მშვიდად, - გავამტყუნე მე თავი ჩემი, და ასეც უნდა მექნა; მაგრამ შეიწყალეთ ებრაელი, უბრალოა ისი. გრიმანი! მოხუცებული იცდის და უნდა განათავისუფლოთ.
გრიმანი აღსდგა და მოილაპარაკა თვისთა ამხანაგებთან; მასუკან უბრძანა რაიმე ერთსა მდგომარეთა მეორეს ოთახში სბირთაგანსა და მივიდა სარკმელთან, რომელი გარდაიხედებოდა დიდს ეზოზე დოჯეს სასახლისა.
დავიფიცეთ ჩვენ, თქვენო უგანათლებულესობავ, რო არ დავსთხიოთ ამ ურიის სისხლი, და თითონ თქვენ ეხლავე დაინახავთ რო გავა ეს ეზოდამ. მასვე ჟამსა ოტტალეგანსცხადდა ეზოსა. მას წინ მიუძღოდა კაცი შავ-პირბადიანი; ეგრეთითავე პირბადით დაბურვილ იყო სახე მოხუცებულისაცა. წამსა ერთსა გარდაიხადა მან თვისაგან ის და უკანასკნელ შეხედა სარკმელსა დოჯესასა.
- დასდეგ!- დაუყვირა მას ალესსანდრო, - არა, არ იქნება ეგე!
- ნება დაგვრთეთ თქვენო უგანათლებულესობავ, ურიამ უნდა გარდაიხადოს დოჯეს ვალი, ვენეციისათვის საჭიროა მსხვერპლი. ოტტალესამ სახედ შემოატარებენ მრთელს ქალაქს, მასუკან გაგზავნიან ახალს სასნეულოს და მოიხმარებენ ქვესკნელურს მუშაობაზე. მოხუცებულმა და კეთილ კაცობა დაიცვენ იმას მდაბიოთა გულის-წყრომისაგან.
- ფიცის გარდამავალნო!- დაიყვირა გაშმაგებულმან დოჯე,- დაასრულეთ ჩემზე ყოველნივე ჯოჯოხეთებრივნი სატანჯველნი თქვენნ, და ნუ გაატარებინებთ ამმოხუცებულს დანაშთენს სიცოცხლეს საუკუნოს ბნელში. არა, არ იქნება ეგე...
და მივიდა კარებს; მაგრამ ტრევიზანიმდა მოჩენიგომ შეიპყრეს ისი. გრიმანი, გულ-ხელ დაკრებილი, სდგა კარებში და მდუმარებით უმზერდა სახილველსა ამას; შემდგომ მიეახლოვა ისი ალესსანდროსდა სთქვა:
- დოჯე! ახლა ეკუთვნით თქვენ სამთა სამსჯავროს მართლ-მსაჯულებასა. გამოგვიცხადეთ ჩვენ უკანასკნელი ნება თქვენი.
- ნება ჩემი არი მხოლოდ ესე, რო ერი... ჩემი შემოკრბეს ჩემს ეშაფოტთან[6] და სიკვდილის წინ ერთხელ კიდევ გარდავავლო მე თვალი ვენეციას... აი, ყოველივე წადილი ჩემი.
გრიმანიმ განაღო კარი, დაუძახა ორთა ინკვიზიციის მწევრთა და, მოილაპარაკა რა თვისთა ამხანაგებთანა, მისცა სბირთა ბრძანება. მასუკან მივიდა ისი დოჯესთან და უთხრა:
- აი, რა გარდასწყვიტა სამსჯავრომ, თქვენო უგანათლებულესობავ: დასჯაცა დოჯესი და დანაშაულიცა მისი დაფარულ იქნების. ერი შეექცევის ოტტალესსასჯელის ხილვითა, რომელსაცა მხოლოსა გამოაცხადებენ დამნაშავედ, და ამას შორის გეროლდნი გამოუცხადებენ მრთელს ქალაქს რო დოჯე გარდაიცვალა. ვენეცია შეიმოსავს სამგლოვიაროს სამოსელს; რესპუბლიკის ყოველს ეკკლესიებში ილოცვენ განსვენებისათვის სულისა თქვენისა; პატრიარხი წარსთქვამს თქვენს საფლავზე სიტყვას; დამარხვა თქვენი იქნების ჩვეულებრივი დიდებულებით წმიდის მარკოსისტაძარში; კუბოსა თქვენსა წაასვენებენ სასახლიდამ წმიდათა იოანნეს და პავლეს ეკკლესიად. დიდი სავაზირო შეკრბების თქვენის მოადგილის დასანიშნავად.
- და რა გვარს სიკვდილს დამინიშნავთ თქვენ მე?
- თქვენო უგანათლებულესობავ, - სთქვა გრიმანი - თქვენ ვერღა გამოხვალთ ამ ოთახიდამ... კარებს და ფანჯრებს ეხლავ ამოაშენებენ.
მესმის: სიყმილი ისეთი ჯალლათია, რომელიც არას გამოროშავს.
- თუ ვინმე ვენეციაში, ერთ-გულობისა გამო თქვენდამი, მოინდომებს თქვენს ნახვას,- შემისვლით შემოვა, გასვლით ვერღა გავა.
დოჯე,- სთქვა მოჩენიგო, მიეახლოებოდა რა ალესსანდროს პირ-მოთნეობითა პატივის-ცემით,- ჩვენ დავიცავთ თქვენის სახელის პატივს...
- დოჯე, - სთქვა ეგრეთვე ტრევიზანი, - არ დაგვიწყებიეს ჩვენ, რო სჯულის-გარდამავალი იყო მეგობარი ჩვენი.
- მოჩენიგო, ტრევიზანი, გრიმანი,-უპასუხა მათ დოჯე კეთილ-შობილურით კიცხვით,- სხვა სათნოება თუ არა იპოება რა თქვენში, მგრძნობელნი მაინც ბძანდებით. დიდად გმადლობ მე თქვენ. მაგრამ, თუ მიხედოთ თქვენ წარსულსა, ჯერეთ არა ძველსა დროსა, იქნება მოიხსენიოთ, რო რომელიმე ფარული მცველი არაერთხელ გარდაიხდიდა თქვენს მაგიერ თქვენს ვალებს, გამოიხსნიდა ურიებთან დაგირავებულს თქვენს ქონებას, როგორც კეთილი და მოწყალე მამა მოგცემდათ თქვენ ღონის ძიებათა განცხრომითის ცხოვრებისათვის. მფარველი ისი ვიყავ მე.
- თქვენ!- განცვიფრებით დასძახეს სამთავე.
- დიახ, მე. და თუ არ მერწმუნებით,- აი, გრიმანი, გირაობის წერილი შენს მამულს როვერედოზე, რომელიც დაუგირავე შენ ურიას სამოელს; აი, მოჩენიგოდა ტრევიზანი თქვენი თამასუქები, რომლებითაც არ მოითხოვდენ თქვენგან ვალების გარდახდას.
- დიაღ, მართალია, -იტყოდენ მსაჯულნი აღრეულებით უმზერდენ რა ერთი მეორესა.
- აწ, ნაწილი ფარდისა, რომელიცა დაჰფარვიდა ცხოვრებასა ჩემსა ყოვლისაგან ქვეყანასა, აღწეულია. მე, დოჯე, ვსცხოვრებდი ამ გლახაკს სენაკში, მძინავდა ამ სარეცელზე, ხმელზე როგორც ქვეშ-საგები უკანასკნელის მხედარისა; თქვენ განატარებდით ყოველს ღამეს შექცევით, მე შრომით, და მზე, გარდამოეფინებოდა რა ვენეციასა მოგვასწრობდა თქვენცა და მეცა თანასწორს მდებარეობაში; თქვენ დამშვრალ იყავით თამაშობით და გემოთ-მოყვარებით, მე მძიმით მუშაკობით. ჰე, ჰე! შურდათ ჩემთვის ჩემი ყოფა-ცხოვრება, მოიცთუნებოდენ რა ოქროვანითა გარსითა ცხოვრებისა ჩემისათა, და ცხოვრება ჩემი იყო მძიმე, მწარე! ვეწვალებოდი მე, ვივნებდი სხეულითა და სულითა; ვევედრებოდი ცასა განეშორებინა ჩემგან სასმისი ესე მწუხარებისა და ცაი დასასრულ შეისმენს ვედრებასა ჩემსა. განმათავისუფლებს მე მძიმისა ჯვარისაგან.
დოჯე სდუმნა. უმზერდა ისი ღვთაებრივსა სიმვოლოსა ვნებისასა; ცრემლი სთრთოდა წამწამთა ზედა მისთა, გარნა არა შეინანიებდა ისი თვისისა თავის შეწირვისათვის. ამას შორის იწყეს აღმოშენება სარკმელისა გარედამ; განურკვეველი ლაპარაკი ისმოდა ფარისა ზალაში: დოჯეს გარდაცვალებასა ჩვეულებრივ გამოაცხადებდენ მით, რომე მას ზალაში აღმართვიდენ შავსა დროშასა. ქალაქში განეცემოდა სამკვდრო რესა ზართა.
- თავ-ზარი მეცემა, მოჩენიგო,- სთქვა ჩურჩულით ტრევიზანი.
- მაჟრჟოლებს, ტრევიზანი: მეჩვენა მე ვითომც ჯვარცმაზე ნაგმირალისაგან სწვეთს სისხლი.
- წავიდეთ, წავიდეთ, გავეცალნეთ ამ ცოდვას: ჩვენ აღვასრულეთ მოვალეობა ჩვენი.- სთქვა გრიმანი.
ინკვიზიტორნი გამოვიდენ მოედანზე განისმა ყვირილი გეროლდისა; ზარები სამწუხაროდ გუგუნებდენ; სარკმელი ნახევრად აღმოშენებულ იყო; კვერი იცემებოდა კარებზე; ოთახსა მოეფინებოდა ბნელი.
შემოვიდა პოლიციის მოხელე, თავი დაუკრა დოჯეს და დასდგა სტოლსა ბაზმაკი...
- ღამეა, საუკუნო ღამეა! - სთქვა დიჯე, როდესაც ფილთა ლამპრისა მის აღკომლდა ცარიელსა ამას და ბნელს ოთახში. - მოვკვდე ამ საფლავში, როდესაც გარეთ ანათებს მზე! მოვკვდე აქა, როდესაც გარეთ, ქვეშე ფერხთა ჩემთა, ვენეცია სტირს ცარიელს კუბოზე თავისის დოჯესა!...
მისჯდა ისი სვეტთან, გულსა დაიკრიბა ხელნი, დაღუნა თავი და ჩაფიქრდა. გონებით განიხილვიდა ისი მრთელსა სიცოცხლესა თვისსა და ვერ ჰპოებდა მას შინა რასამე, რაითამცა ღირს ყოფილიყო ესრედ შესაძრწუნებელისა სიკვდილისა; წინააღმდეგ ამისა, სინდისი ეტყოდა მას, რომე წმიდად აღასრულებდა ისი თანამდებობასა თვისთა ღვთისადმი და კაცთა. სანუგეშო მგრძნობელობა ესე და ჰაზრი, რომე თავის-შეწირვითა თვისითა იხსნა ძიანა, განამტკიცებდენ მას.
განისმა ყვირილი. ალესსანდრომ ზე-აღწივა თავი. ხმა გეროლდისაგან ეცემოდა თვით პალაცცოს ეზოში: - დოჯე გარდაიცვალა, ილოცეთ განსვენებისათვის სულისა მისისა, დოჯე გარდაიცვალა!
ალესსანდრო აღხლტა და მივარდა სარკმელსა. ხმა გეროლდისა ახლად განეცა.- სტყუით!- დაიყვირა ბორგნეულმან დოჯე, განაღებდა რა სარკმელს და მეცადინობდა გამოექცივა ქვები, რომელთა მიერცა აღმაშენებდენ მას:- სტყუით! დოჯე ჯერ ცოცხალია... გარნა კვალად მოეგო გონსა და სთქვა:- რას ვშვრები? რა სულ-მოკლეობაა! არა მე უნდა მოვკვდებოდე როგორც სუსტი დედა-კაცი!...
თავი სარკმლისა ჯერედ არა სრულებით აღმოშენებულ იყო; ნაზი შუქი განიჭვრიტებოდა მუნით და დაფიფინებდა იატაკსა. დოჯე დასჯდა და მწუხარედ უმზერდა, ვითარ ნათელი ალაგი თან-და-თან შემცირდებოდა, შუქი მცირე-მცირედ განქრებოდა.
- რა არი ესე?... დერეფანში ისმის ფეხის ხმა... დედა-კაცის სლვასა ჰგავს... კარი ჯერ სრულებით ამოშენებული არ არი... ოჰ! ვინ მოდის თავის საფლავსა!... ღმერთო ჩემო! ძიანა!... ნუ თუ ვერ ვიხსენ მე ისა!...
წამსა ამას მის წინ განსცხადდა გრაჶინა, რომელიცა, განძრომილ იყო რა ვიწროსა, ჯერედ სრულებით არა აღმოშენებულსა სივრცესა კარისასა, შემოვიდა ოთახსა. რა განიცადა ისა დოჯე შეკრთა და დაიძახა:
- შენ ხარ!
- მე ვარ!- სთქვა გრაჶინამ და გარდააგდო თვისაგან პირ-ბადე.
საჶია! ღმერთი მართლ-მსაჯულია!.... არ იცი სად შემოხველ!... შეხედე!
და უჩეენა აღმოშენებული უკვე სარკმელი და კარი, რომელსაცა აღმოაშენებდენ ეგრეთვე.
- მე უბრალო ვარ, მე გამიშვებენ. მე უნდა გითხრა შენ საიდუმლო.
- მეც უნდა გითხრა შენ საიდუმლო, მაგრამ საიდუმლო სანუგეშო.
- რა უნდა სთქვა?- ჰკითხა გრაჶინამ ძრწოლით, უმზერდა რა მას პირის-სახეზე, რომელი ნათელსა ზედა ლამპარისასა იჩვენებოდა კვალად უმკრთალეს ჩვეულებრივისა.
- საჶია! შენ გყვანდა ქალი!- სთქვა მან დააპყრრა მას თვალნი გამომცდელნი.
- ოჰ! ნუღა მომაგონებ მე უუსაშინელესსა უბედურებათა ჩემთაგანსა.
- თხუთმეტის წლის წინ... რომში... ერთხელ შემოვალ მე შენს ოთახში და გაგიმჟღავნე, რო ჩვენი შვილი მოკვდა მეთქი...
- ოჰ, დაჩუმდი, დაჩუმდი, ნუ იტყვი მაგას. განა დაივიწყე შენ, რამთენი ცრემლი დავღვარე მე მაშინ! შენ კი არა სტიროდი. ვაი! მეცა, მე ვიყავ მაშინ ძალიან ყმაწვილი და მრთლად ვერ ვიგულ-ხმებდი ჩემს უბედურებას.
- საჶია! მე მოგატყუე შენ, შენი შვილი ცოცხალია!
- მომატყუე! - განამეორა საჶიამ, თითქოს არა ერწმუნებოდა, რასაცა ისმენდა.
- შენი შვილი ცოცხალია.
- ცოცხალია!- დაიკივლა მან და მივარდა დოჯეს. - ოჰ, რა მესმის! რა მესმის! და სად არი ისა?- ჰკითხა გრაჶინამ დაიკრიბა რა ხელნი მავედრებელით სახით. - სადარი? მითხარ! ნუ მტანჯავ... ალესსანდრო, შენ მიღალატე მე, შეურაცხ ჰყავ სიყვარული ჩემი, და მე მქონდა სრული მიზეზი შენის სიძულვილისა, შენის სიკვდილისა; მაგრამ, ესეც კი ვიცი მე ვიტყვი: ყოველთვის იყავ შენ კაცი კეთილ-შობილი და დიდ-სული... შენ მეტყვი მე სად დამალე ჩემი შვილი... ოჰ, ნუ მტანჯავ!... მითხარ ჩქარა... მე ხო კიდევ შემიძლიან გავიდე აქედამ... შემიძლიან კიდევ ვნახო ისა.
- არა, ვერღა გახვალ შენ აქედამ...
- და რად მომატყუე შენ მე?... უეჭველად, გნებავდა შენ მოგერიდებინა ისა ვენეციის საცთურთაგან... დედის მაგალითისაგან.... ალესსანდრო, დაივიწყე შენ, რო დედობრივი სიყვარული ყოველსავე განსაწმენდს... დიაღ, მოვიწონებდი მე შენს განზრახვას... ცრემლით შემოვეხვეოდი ჩემის შვილის აკვანს და დავხუჭევდი თვალებს, რო არ მენახა თუ საით გაგზავნიდი შენ იმას... ოჰ! განვსწმენდდი მე უნებლიეთსა დანაშაულსა ჩემსა... ბედნიერებისათვის ჩემის შვილისა დავსთმობდი მე იმ ბედნიერებასაცა, რო არღა მესიამოვნა იმის ალერსით... მაგრამ შენ ვერ მიცნობდი მე, შენ მიყურებდი მე როგორც ლამაზს სათამაშოს, როგორც ტყვეს, მოსყიდულს, ან მოტაცებულს შექცევისათვის შენისა... და არცა თუ იფიქრე სასტიკო, რო იმ ტყვის მკერდ ქვეშ იცემებოდა გული დედა-კაცისა!... მაგრამ, ახლა მაინც მითხარ, ალესსანდრო, სად არი ჩემი შვილი, ჩემი საჶია?...
- არა, საჶია არა ჰქვიან იმან... შევსცვალე მე ეგ სახელი, როდესაც რომში... გახსომს შენ... კალიოსტრომ მიჩვენა მე ნასყიდობის წერილი ტყვისა საჶიასი... მოიგონე სვე რანუძისა... ისვე სვე მოგველოდებოდა მეცა და შენცა და შვილსაცა ჩვენსა... კალიოსტრომ შური მიძია მე... დიდი ხანი არ არი აქ იყო ისი...
- კალიოსტრო!
- ოჰ, დავითგრუსსიყო კალიოსტრო... მე წინადამიდვა იმან გარდმომეღო იმისი დანაშაულობა ჩემზე და ამის სამაგიეროდ გააუქმა შენის ტყვეობის და ჩვენის შვილის შთამომავლობის მოწმობა... განა შემეძლოღა მე არ დავთანხმებულიყავ? მოვკვდები მე, ჩემი სახელი შებილწებულ იქნების... მაგრამ ამ ჩემის თავისშეწირვით ვიხსენ მე ჩემი შვილი!...
ოჰ, გმადლობ, გმადლობ შენ!...- დაიყვირა გრაჶინამ ვერღა მოიბრუნებდა რა სულს სიხარულისაგან.
- ახლა უშიშარს ალაგს არი ისა, შორს ვენეციისამ.
- ვენეციიდამ? მაშ აქ იყო ისა?... სახელი... ღვთის გულისათვის, სახელი იმისი?
- ძიანა...
- ძიანა!...
- ჰო, ძიანა, რომელიც შენ გეგონა შენს მოცილედ, ძიანა ჩვენი შვილია...
გრაჶინამ საშინლად დაიწივლა, რეცა თუ გული მისი განიპო და გულს შემოეყარა მას სტოლზე, რომელზედაცა იწვებოდა ლამპარი.
- გამიშვი, გამიშვი!- დაიკივლა მან და ეცა კარებს. გარდასწივა მან ფარდა და საშინელით ზარით დაიღრიალა: - ამოუშენებიათ!
- აკი გითხარ.
- არ იცი შენ, ალესსანდრო, არ იცი რა უნდა გითხრა მე შენ... ჩემმა საუბედურომ იჭვნეულმან დაგვღუპა ჩვენ...
- მე შენ გეუბნები რო მოვარჩინე მე ჩვენი შვილი...
- ვაი ჩემს თავს! მე მოვკალ ისა...
- წყეულო!..- შეჰყვირა დოჯემ, განსხლტებოდა რა მისგან...- მაგრამ არა! არ იცი შენ თითონ რას ამბობ..
- მე მოვკალ, მე მოვკალ!... მე ვნახე, როდესაც მუნჯმა ორსატომგამოიტანა ისა აქედამ... ვუთხარ მე გრიმანის.. და მუნჯის გონდოლა შემობრუნდა ცორფანოს არხზე... ალესსანდრო!.. შემიწყალე!..მომკალ!...
დოჯემ მდუმარებით გამოიძრო თითიდამ ბეჭედი და მიიტანა პირთან. მასვე წამსა სახე მისი კრუნჩხვით შეიცვალა, თვალნი გარდმოსცვივდენ მას... საშიშარი უმზერდა ისი საჶიას..
- კალიოსტრო! გმადლობ შენ: ეს საწამლავი უუძვირფასესია შენის საიდუმლოებისაგან...
და გარდააგდო მან ბეჭედი.
- საწამლავი!- შეჰკივლა საჶიამ, მივარდა ბეჭედს და გახსნა..
- ჩემთვის კი არღა დარჩარა!- სთქვა და უღონიდ დაეშვა იატაკსა. ამ დროს ახლად განისმა ხმა გეროლდისა:- „დოჯე გარდაიცვალა! ილოცეთ განსვენებისათვის სულისა მისისა! დოჯე გარდაიცვალა!..“
- ჰო... ახლა... დოჯე.. მოკვდა..გამოილუღლუღა ალესსანდრომ და დაეცა სარეცელსა.
როდესაც განაღეს ოთახი, იქ მდებარებდენ ერთმანეთზე ხელებ-გარდახვეულნი ორი მკვდარი გვამი.
დასასრული.
________________
1 ასპეტა: მომიცადეთ.
2დალმატიკა: სამეფო სამოსელი.
3სიჯიზბე: მეგობარი ქმრისა და საყვარელი ცოლისა.
4(კლარ-ვოიანს) ცხად-ხილვა: უმაღლესი ხარისხი მაგნეტიზმოს ძილისა, როდესაც ყოველსავე ცხადად დაინახასს და წარმოსთქვამს ძილში მყოფი.
5ზართა ანუ ქოსნაღარისა ცემა შესაკრებელად ერისა, გამოცხადებისათვის აღრეულობისა გინა საზოგადოსა შიშროებისა.
6 ადგილი სიკვდილით დასჯისათვის, სახედ ამბიონისა ქმნილი
![]() |
2 საპყრობილესა შინა უეცრად ფრინვლის შეფრენა და პყრობილისაგან ლაპარაკი. |
▲ზევით დაბრუნება |
საპყრობილესა შინა უეცრად ფრინვლის შეფრენა და პყრობილისაგან ლაპარაკი.
ეჰა ფრინველო სით მოხველ ჩემად,
რომლის ქვეყანით, და ანუ თემად,
სით მომევლინე, ვკრთები მე ამად,
ჩემებრივ პყრობილთ, ნუგეშის ცემად,
მაგრამ ვსწუხ შენთვის აწიდგან მარად,
აქ რისთვის მოხვედ, მხედავ საზარად,
ამად შემქმნია, დრო გასამწარად,
კართა მხმილავნი, მცვენ მრავალ ჯარად,
საკანი ესე ჩემთვის არს ქმნილი,
წყვდიად უკუნი ნათელ დავსილი,
ბედმან სასტიკად მე მყო დასჯილი,
შენ წარვედ ისენთქე ჰაერი ტკბილი,
ვერ უძლებ შენ ჩემს, ხან-გრძლად ყურებას,
სულთქმა კვნესასა სოფლის მდურებას,
ვერ მიშრობ ღაწვთა ცრემლთა დინებას,
სისხლის ოფლსა შიგ ტანჯვით ცურვებას,
თუმცა ვიხარე ხილვით შენითა,
მადლობას გიძღვნი მწირის ენითა,
მას ვსწუხ არ იქნე ჩემებრ წყენითა,
წარვედ მშვიდობით მუნვე ფრენითა,
მავუწყე ვინ ხარ ან სით მავალი,
რა არს გზის სიგრძე ანუ სავალი,
არ ვინ მიხილავს, დრო არს მრავალი,
აწ შენის ნახვით, განათლდა თვალი,
ნუ თუ გეხილვოს იგი არენი,
სადცა სცხოვრებენ ჩემნი მთვარენი,
მარქვი ამბავნი გასახარენი,
ჩემდა საამოდ, დღე საკმარენი,
წალკოტს ყვავილნი ჩემ მიერ რგული,
მჭვრეტელთ საამოდ ნახჩათ ჩარგული,
მის ვეღარ მჭვრეტი ვით გასძლებს გული,
ვზი ფიქრ მოცული გადმოკარგული,
მარქვი თუ წყალნი, ჩქარ მომდინარე,
კვალად ქუხს შხივის წალკოტს წინარე,
ვინ არს განცხრომით ანუ მჭმუნვარე,
მასმინე ესე ნუ ხარ მდუმარე,
მუნ ორი ნორჩნი ანგელოზთ დარი,
ვის მოშორვებით არს გული მკვდარი,
სიცოცხლე ამით მაქვს განამწარი,
ცრემლთ დინებით ღაწვნი დამწვარი,
ყრმულებრ ყვავილთა შლიან და ჰქელვენ,
გლეჯენ ურევენ ნამგლურებ სცელვენ,
მაგრამ ყვავილნიც ეტრფიან ელვენ,
რადგან საამოდ უჩნთ როს შეხელვენ,
ნუ თუ შეიძლო მათი ჩვენება,
მით შემიმოკლო ცრემლთა დინება,
ისმინე ჩემი ჭმუნვით ქენება,
ჰყავ ჩემდა ნათლის აღმოცენება,
მივედ მახლობლად იწყებენ მღერას,
მყის ისერვებენ შენსა დაჭერას,
შენ ჩემ კერძ ვლიდე მსწრაფლ ვითარ ჯერარს,
ნუ თუ მაღირსო მცირედ მათ ცქერას,
ჩემს სანადიროდ ველს არყვავებულს,
სხვათ სავარდეთა უმეტეს ქებულს,
ყოვლთა მხილველთა ჰყოფს გაოცებულს,
ვაი ვეღარ მნახავთ მუნ გახარებულს,
ნადირთ მსვრელ ჯომარდ აწ ვინ არიან,
ვინ დროს ატარებს ჩემებრ გვარიან,
ვინ სწუხს, ვინ ჰგოდებს ვის უხარიან,
ანუ უჩემოდ ვით ხმა არიან,
ესე ყოველი მარქვი ძმობილო,
მუნ წმინდა ჰაერს შიგან შობილო,
ჩემის ოხვრის სმენით ლახვარ სობილო,
უცნობთ პყრობილთა გულით ლმობილო,
წარვედ აცნობე ჩემ ძმათა მშობილთა,
ოდესმე შვებით ერთათ აღზრდილთა,
აუწყე ვითარ მხედავ ვნებულთა,
ვით ვზი აწ წყვდიადს კარ დაგდებულთა,
ყოვლად სატრფონი, ჩემთვის მტირალნი,
ჩემ შემატკბობლად, განსაკვირვალნი,
საამოს ამბის სმენად მზირალნი,
ვაი ვიქმენ მათი დამამცირალნი.-
თავადი სვიმონ მაჩაბელი.
![]() |
3 კალიოსტრო ღერცოღ რიშელიოსთან |
▲ზევით დაბრუნება |
კალიოსტრო ღერცოღ რიშელიოსთან.[1]
პირველსა რიცხვსა აპრილისას 1784 წელსა, შუადღის უკან სამს საათზედ, მოხუცმა მარშალმა რიშალიომ, შეიღება წარბები სურნელიანი სურნითა, სარკეს წინ რომელიცა ეჭირა კამერდინერსა (პირის ფარეშსა.) და უთხრა თვისის დიდკაცურის ხელის მნიშვნელობითა:
- კმარა! მე მზათა ვარ. ასე კარგათ იქნება! მერე ადგა სკამიდგან შეიბერტყა პუდრი რომელიც დაჰყროდა იმის ცის ფერს ხავერდის კაბას, გაიარ გამოიარა სამჯერ ოთახში საკმაოდ ვაჟკაცურის ბიჯით და მერე უბძანა კამერდინერს.
- დამიძახე მეტრ დოტელსა (სახლთხუცესსა) ხუთს მინუტს უკან შემოვიდა სახლთხუცესი კარგათ ჩაცმული.
მარშალმა მიიღო დიდკაცური შესახედაობა, და ჰკითხა:
- იმედი მაქვს რომ თქვენ მომიმზადეთ კარგი სადილი?
- ყოველი ფერი გაკეთებულია რაც ბძანეთ.
- მე გამოგიგზავნეთ სია ჩემის სტუმრებისა.
- დიახ! თქვენ ბძანეთ მომემზადებინა ცხრა კაცის სადილი.
- ანგარიშზედ არ არის საქმე ბატონო, სტუმრებზედ არის!
- დიახ! მაგრამ...
მარშალმა გაუწყვიტა სიტყვა მოუთმენელის შერხევითა.
- მაგრამ.. არ არის სრული პასუხი მოწყალეო ხელმწიფევ; და ყოველთვის, როცა გავიგონებ მაგ სიტყვას - და მე საკმაოდ გავიგონე ოთხმოცდა რვა წელიწადში - და ყოველთვის მაგ სიტყვას სულელი რამ შეუდგებოდა ხოლმე.
- შემინდეთ მე მეგონა...
- პირველად მე თქვენ მითხარით, რომელ საათზედ ვჭამთ სადილსა?
- მდაბალი ხალხი ჰსჭამს სადილს ორ საათზედ, თანამდებობის კაცნი- სამზედ, აზნაურნი ოთხზედ.
- და მე?
- თქვენ მიირთმევთ დღეს ხუთ საათზედ!
- ხუთზედ? რას ნიშნავს ესე?
- ხუთ საათზედ მიირთმევს სადილს კაროლი.
- რათა გგონია რომ დღეს სადილს ვჭამ კაროლსავით?
- მისთვის, რომ სიაში რომელიც თქვენ გებოძებინათ ჩემთვის, ვიპოვნე ერთი სახელი კაროლისა.
- თქვენ შემცდარხართ ბატონო, დღეს ჩემთან უბრალო აზნაურნი იქნებიან სადილათ.-
- ღერცოღს უნდა დღეს უთუოთ დასცინოს თავის ერთგულს მონას, და მე გმადლობთ მაგ პატივის ცემისათვის;მაგრამ თქვენ სტუმრებთაგანი იქნება ერთი გრაჶი გაგსკისა.
- და ვითომ მანდიდან რა გამოვა?
- მაშ გრაჶი გაგსკისა კაროლი არ არის?
- მე ვერ ვიცნობ ვერცერთს კაროლს, რომელიც იწოდებოდეს მაგ სახელით.
- მაშ მაგ შემთხვევისათვის, შემინდეთ მე, მე ვიფიქრე... მე მეგონა.
- თქვენი თანამდებობა არ არის ის, რომ იფიქროთ და ჰგონებდეთ; თქვენ უნდა განუსჯელად აღასრულოთ ჩემი ბრძანება. როდესაც მსურს რომ ცნობილ იყოს ის აქმე რაც მინდა ვქნა, თვითონ მე დავაგდებ ხმასა იმაზედ; და როდესაც მე ჩუმათა ვარ, ის ნიშნავს რომ სხვანიც ჩუმათ უნდა იყვნენ.
სახლთხუცესმა, პასუხის მაგიერ დაუკრა თავი მძიმედ და პატივის ცემით.-
მარშალმა განაგრძელა:
ეგეც აგრე; ჩემთან ისადილებენ მხოლოდ აზნაურნი, მაშ მე მსურს ვისადილო, ჩვეულებისამებრ ოთხ საათზედ.
ამ სიტყვაზედ სახლთხუცესი გაყვითლდა და შეშინდა, თითქო გაიგონა გადაწყვეტა თავის სიკვდილისა, მერე შეიკრიბა ყოველი თვისი გამბედაობა და ჰსთქვა:
- ნება ღვთისა აღსრულდეს, მაგრამ ღერცოღი რეშალიო დასჯდება სტოლზედ ხუთ საათზედ.
- ეგ რას ნიშნავს ბატონო? დაიყვირა მრისხანებით ბებერმა მარშალმა.
- იმაზედ ადრე სადილი არ შეიძლება არას გზით. - გამიგონეთ, უფალო, უთხრა ღერცოღმა ამპარტავნებით, დაუქნევდა მარადის ყმაწვილურს თავსა: - მგონია თქვენ ოცი წელიწადია მემსახურებით?
- ოცდა ერთი წელიწადი ორი თვე და ორი კვირა.
- მაშ იცით, მაგ ოცდა ერთს წელს ორ თვეს და ორ კვირას ერთ საათსაც ვეღარ მოუმატებთ. დღესვე შეგიძლიანთ მოსძებნოთ სხვა ალაგი. მე არა მსურს, რომ ჩემს სახლში გამოსთქვას ვინმე სიტქვა: არ შეიძლება. ამასთანავე, ჩემს წლოვანებაში ძნელია დავისწავლო ეგ სიტყვა.
სახლთხუცესმა კიდევ დაუკრა თავი და უთხრა:
- დღეს საღამოზედ აღვასრულებ თქვენს ბძანებას;
მაგრამ უკანასკნელ მინუტამდე მოვიქცევი ისე, რასაც მე მიბძანებს ვალი და ჩემი პატიოსნება.
- მაგითი თქვენ რა უნდა ჰსთქვათ? დაუყვირა მოხუცმა მარშალმა.-
- თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მიბძანებთ, როდესაც მე მინდა ვისადილო ოთხს საათზედ, თქვენ არ შეგიძლიანთ გაბედოთ ხუთამდე მომაცდეინოთ.-
- ღერცოღო, მოახსენა სახლთხუცესმა- მე ვემსახურებოდი პრინც დო სუბიზსდა კარდინალს დო, როგანს. პირველთან განსვენებული ფრანციის კაროლი წელიწადში ერთხელ მიირთმევდა სადილს, მეორესთან ავსტრიის იმპერატორი თვეში ერთხელ ისადილებდა; მაშა სადამე მე ვიცი როგორი რიგით მიიღებენ მეფეთა. პრინც დო სუბიზთანკაროლი ლუდვიკიმეთხუთმეტე ბარონ დო რენოსსდაირქმევდა ხოლმე, მაგრამ მაინც კაროლი იყო ხოლმე. კარდინალდო როგანთანიმპერატორი იოსებტყუილად იმალვიდა თავსა და დაირქმევდა გრაჶ ფალკეშტეინს, მაგრამ მაინც იმპერატორი იყო. დღეს თქვენ გეყოლებათ სტუმრათ გრაჶი გაგსკი, მაგრამ მაინც შვედის კაროლია. მე დღესვე დავანებებ თავსა თქვენს სასახლეს, მაგრამ მაინც თქვენ გემსახურებით, გრაჶი გაგსკი იქნება მიღებული თქვენ სახლში როგორც კაროლი.
- აბა მეც მაგას გიკრძალავ, ჯიუტო თაო. გესმისთ თუ არა? კაროლს სურის დაიცოს დიდის საიდუმლოებით თავისი ინკოღნიტო[2] გესმისთ თუ არა უფალო ხელსახოცების რიცარო (ბუნბერაზო)? თქვენ ეტიკეტს[3] არა ჰსცემთ პატივს, არამედ თქვენსა თავსა, და გინდათ ისახელოთ ჩემის ფულით.-
- მე არა მგონია რომ თქვენ მართლად ფულებს მაყვედრებდეთ.
- მე ფიქრათაც არ მამსვლია ფულები. თქვენ სხვაზედ ნუ აკერებთ ჩემს ლაპარაკს. მე თქვენ განგიმეორებთ რომ ჩემთან არავინ გაბედოს კოროლის ხსენება. ესე არის სრული სურვილი გრაჶ გაგსკისა.-
- თქვენ მე ვინა გგონივართ? აქ ვერავინ გაბედავს წამოილუღლუღოს კაროლის სახელი.-
- მაშ მოამზადე სადილი ოთხ საათზედ.
- არ შეიძლება ღერცოღო. ოთხ საათზედ არ იქნება მზათ ისა რასაც მე მოველი.
- რას ელით? რომელსამე უთუოთ თევზსა, როგორც ვატელი[4].
- ვატელი? ვატელი? წაიბუტბუტა სახლტხეცესმა.
- თქვენ ხომ არა წყინობთ რომ შეგამგზავსეთ?
- სრულიად არა, მაგრამ მზარეული ვატელიშეიქმნა უკვდავი იმით, რომ ხმლით განიგმირა გული.
- მგონია თქვენ გგონიათ ადვილად მოისყიდა უკვდავება.
- არა, ღერცოღო; მაგრამ შეურცხვებას სხვანი უფრო ცუდათ აიტანენ ხოლმე, ვიდრე ხანჯლით განგმირას, და კიდეც არ იტყვიან იმაზედ.
- განა თქვენ არ იცით, რომ უკვდავნი არიან ჩვენი აკადემიკნი და მიცვალებულნი.
- მე ვიცი, ყველაზედ უმჯობესია იცოცხლოს კაცმა და არასრულოს თავისი თანამდებობა. მე თავს არ მოვიკლავ და გავაკეთებ სადილს, როგორც ვატელი, თითქმის უკეთესადაც.
- თქვენ გვიმზადებთ უთუოდ ნუგბარს რასმე.
- არაფერს.
- მაშ რას ელით მე ძალიან მინდა შევიტყო.
- თუ თქვენ ითხოვთ, მე მოგახსენებთ, რომ მე ველი ერთ ბუტილკა ღვინოს.
- ერთ ბუტილკა ღვინოს? ამიხსენით.
- აი რაზედ არის საქმე; მისი დიდებულება შვედის კაროლი, შემინდეთ მისი ბრწყინვალება, გრაჶი გაგსკი სვამს მხოლოდ ტოკაის ღვინოს.
- და მერე, განა ჩემს მარანში ცოტაა ტოკაის ღვინო?
- არა, ღერცოღო, თქვენა გაქვთ სამოცი ბუტილკა ტოკაის ღვინო?
- თქვენ გგონიათ, რომ ერთ სადილზედ გრაჶი დალევს სამოც ბუტილკას.
- როგორ შეიძლება: როდესაც პირველად გრაჶი გაგსკი მოვიდა ფრანციაში, მასინ ჯერ მემკვიდრე იყო, და იყო სადილათ განსვენებულს კაროლთან. ან დროს ავსტრიის იმპერატორმა გამოუგზავნა თორმეტი ბუტილკა უკეთესი ტოკაის ღვინო, რომელიც ღვინო კეთდება მხოლოდ იმპერატორის გვარისათვის.
- მე ეგ ვიცი.
მემკვიდრეს საკვირვლად მოეწონა ის ღვინო, და ის იმას აქეთ იმის მეტ ღვინოს არასა სვამს. ახლა იმ თორმეტი ბუტილკიდგან დარჩა ორი ბუტილკაღა. და ერთი ბუტილკა არის კიდევ კაროლის მეთექვსმეტე ლუდოვიკის მარანში.
- მეორე?
მეორე. მიუგო მხიარულის და ამპარტავნულის ღიმილით სახლთხუცესმა- მეორეს, მოველი მე დღეს ხუთ საათზედ. ის ბუტილკა იქნება თქვენს სტოლზედ.
- საიდან მოიტანთ?
- ერთი ჩემი მეგობართაგანი განსვენებულის კაროლის სახლთხუცესი გამომიგზავნის.
- და იმან თქვენ გაჩუქათ ისეთი ძვირფასი ბუტილკა?
- დიახ ჰსწორეთ; მაშინ როდესაც ვემსახურებოდი მე კარდინალ პრინც დო, როგანსა. ეხლა ის ბუტილკა იმის მარანშია.-
- ღმერთო ჩემო მაშ ის ბუტილკა სტრანბურღშია.
- არა გერცოღო, სავერნეშია.
- და თქვენ ჩემთვის გაგზავნეთ იმ ბუტილკისათვის.
- მაშ ვისთვის! უპასუხა სახლთხუცესმა ესრეთის გამოთქმით, რომ თითქო უნდა ეთქვა: უმადლოვ!
ბებერი ღერცოღი მივარდა ხელზედ მოხუცსა სახლთხუცეს: და უთხრა:
- შემინდე მე, თქვენა ხართ უძვირფასესი და იშვიათი სახლთხუცესი.
- და თქვენ კი ახლა მაგდებდით.მე მოგცემთ ას პისტოლს თქვენ ბუტილკაში.და რადგან მოტანაც დამიჯდება ას პისტოლათ, მაშა საადამე შეადგენს ორასს. მეთანხმებით, ღერცოღო რომ ძალიან იაფად ჯდება.
- მე ყველაზე თანახმა ვარ, და დღეიდგან მიიღებთ ერთი ორად ჯამაგირს.
- გმადლობთ. მე აღვასრულე მხოლოდ ჩემი ვალი.
- მაშ როდის მოვა თქვენი ბუტილკა ორასის პისტოლისა?
- თქვენ ნახავთ, რომ მე დრო არ დამიკარგავს. გახსოვთ როდის მიბძანეთ, მე სადილის გაკეთება?
- მგონია სამი დღის წინ.
- კურიერისათვის არის საჭირო ოცდა ოთხი საათი მისასვლელად და ოცდა ოთხი საათი მოსასვლელად.
- მაშა სადამე თქვენ დაგრჩათ ოთხი საათი. ის დრო რაში იხამრეთ.
- აი მაგასი ვარ დამნაშავე: მე დავკარგე ეგ ოცდა ოთხი საათი, ამისთვის რომ ის ბუტილკა მეორე დღეს მომაგონდა როცა თქვენ მიბძანეთ. თქვენ ახლა ჰხედავთ, რომ სადილი გადავდე ხუთ საათამდის, ამისთვის რომ საჭირო იყო.
- მაშ ბუტილკა ჯერ არ მოსულა.
- არა.
- მერე რას იტყვით, რომ თქვენი მოადგილე სავერნაში, ახალი სახლთხუცესი პრინცის როგანისაიქნება ის ერთი პატიოსანი, როგორც თქვენ, და არ მოგცემთ იმ ძვირფასს ბუტილკას.
- ეგ არ შეიძლება.
- მე მგონია თქვენთვის რომ ეთხოვათ იმისთანა ძვირფასი ბუტილკა არ მისცემდით ჩემის მარნიდამ.
- შემინდეთ ღერცოღო; თუ ჩემი ამხანაგი სადილს გაუკეთებდა კაროლს, და მამთხოვდა თქვენ ღვინოებს მე უთუოთ თქვენს საუკეთესო ღვინოებს გაუგზავნიდი.- ამისთანა დიდ შემთხვევაში ჩვენ ერთმანერთს უნდა შევეწივნეთ ხოლმე.
- ეგ ყოველი კარგი: მაგრამ ჩვენ ბუტილკას შეიძლება უბედურება რამ შეემთხვას.
- რა უბედურება?
- შეიძლება გზაზედ გატყდეს.
- ეგ მაგალითი არ ყოფილა, რომ ბუტილკა გატეხონ რომელიც ღირც ორას პისტოლათ.
- ეგ მართალია. როდის მოვა თქვენი კურიერი.
- სწორედ ოთხ საათზედ.
- მაშ რატომ არ შეგვიძლიან ოთხ საათზედ ვისადილოთ?
- ამისთვის რომ ღვინომ უნდა დაისვენოს ერთი საათი, ისიც ერთის ჩემის მოგონებულის ხერხით, თორემ სამი დღე უნდა ღვინოს დაცლა.
მარშალმა ნახა ცხადად, რომ იმისი სახლთხუცესი ყველაში მართალი იყო, და ტყუილათა ჯავრობდა...
- ამისთანავე, ღერცოღო, განაგრძელა სახლთხუცესმა:თქვენმა სტუმრებმა იციან რომ ექნებათ პატივი ისადილონ ერთად გრაჶ გაგსკისთანდა ამისთვის მოვლენ მეხუთის ნახევარზედ.
- ეგ რისაგანა გგონიათ თქვენა?
- მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ. რომ თქვენთან არიან დაპატიჟებული. უფალი დო-ლონე, გუბერნატორი ბასტილიისა, გრაჶინა დუბარსი, უ. ლაპერუზ, მარკიზი ფავარსი. უ. კონდორსე. უ. კალიოსტრო. და უ. ტოვერნე.
და რა გამოვა მაგისგან?
- აი რა, დავიწყოთ რიგზედ. უ. დო-ლონეწამოვა ბასტილიიდგან ცუდს გაყინულს გზაზედ: სამი საათი მოუნდება.
- უფალი დო-ლონეწამოვა ბასტილიიდგან ცუდ გზაზედაც სადილთ უკვე თავის პყრობილებისაგან, და ისინი სადილსა ჰსჭამენ შუადღისას- მე ეგ კარგათ ვიცი.
- შემინდეთ, გერცოღო: იმას აქეთ რაც თქვენ გამობძანდით ბასტილიიდგან, ტუსაღნი სადილობენ საათზედ.
- იქნება მართლა? მე ეგ არ ვიცოდი. მერე ჰსთქვით.-
- გრაჶინა დუბარსი წამოვა ლუსენიდგან, გზა არის თავდაღმართიანი და თოვლიანი.
- არა, ეგ არ დაუშლის გრაჶინას რომ დროზედ მოვიდეს. მე თუ ძალას გატანდი, რომ ადრე მესადილა მიზეზი ეს იყო, რომ უ. ლაპერუზსაღამოზედ მიდის ეკსპედიციაში და იმას არ შეუძლიან დიდხანს ჩემთან დარჩეს.
- უფალი ლაპერუზეხლა კოროლთან არის და განსჯიან გეოგრაჶიას და კოსმოგრაჶიას, კაროლს ასე უყვარს ეს საგანი, რომ ადრე არ გამოუშვებს უ. ლაპერუზ.
- ეგ შეიძლება.
- მაგ გვარივე შემთხვევა შეხვდება უ. ფავროს, რომელიც ეხლა არის გრაჶ პროვანსკისთანდა ლაპარაკობს ახალს ბონმარშესპიესებზედ.
- ფიგაროს ქორწილზედ.
- დიახ ჰსწორეთ...
- მგონია თქვენ ლიტერატურასაც ეწყობათ?
- თავისუფალ დროში, მიყვარს კითხვა.
- მაგრამ უ. კონდოსს ვითარცა ღეომეტრი და მათე მათიკი, უთუოთ მოვა თავის დროზედ.- ის უთუოთ ათავებს, რომელსამე ზადაჩას და მასუკან ნახავს, რომ დაუგვიანდა, და რაც შეეხება, გრაჶ კალიოსტროს, ის უცხო ქვეყნის კაცია არ იცის ვერსალის ჩვეულებაები და უთუოთ მოგვაცდევინებს.-
- თქვენ მე აღმიწერეთ ჩემი სტუმრები ღომერის ხელოსნებით.
- მე არ ვახსენე ხოლოზ მარკიზ დო. ტავერნე; მაგრამ ის თქვენი ძველი მეგობარია და იცის ზრდილობა. აი სულ თქვენი რვა სტუმარი.
- სად ვისადილებთ ჩვენა.
- დიდ სტოლოვოიში.
- მაგრამ ჩვენ იქ გავიყინებით.
- სამი დღეა რაც ვათბობინებ, და ეხლა თვრამეტი გრადუსია სითბო იმ ოთახში.
- კარგი მგონია საათი სცემს, მეხუთის ნახევარია.
- დიახ ღერცოღო, აი კურიერიც მოვიდა ეზოში ჩემის ბუტილკით.
- ვისურვებდი მე რომ ჩემთვის გემსახურნათ კიდევ ოცი წელიწადი, უთხრა მარშალმა, უყურებდა სარკეში და დაითხოვა სახლთხუცესი.
- ოცი წელიწადი! მოისმა ქალის ხმა მარშლის უკან სიცილით. ოცი წელიწადი, განამეორა მშვენიერმა ქალმა შემოვიდა ოთახში.
- მე მსურს რომ თქვენ იცოცხლოთ, მაგდენი წელი; მაგრამ მე მაშინ ვიქნები სამოცის წლისა და ბებერი.
- თქვენა ხართ გრაჶინავ, მიუგო მარშალმა:- თქვენ პირველი მობძანდით! ღმერთო ჩემო, რა მშვენიერი ხართ და ყმაწვილი!
- უმჯობესია გითხრათ ღერცოღო, რომ მე გავიყინე.
- შევიდეთ ბუდუვარში. იქ თბილა.
- როგორ მარშალო, მე თქვენთან, ცალკე?
- აი მეც თქვენთანა ვარ დაუმატა მესამე ხმამ.
- დო, ტოვერნე! დაიყვირა მარშალმა.- უდროოთ მოვიდა საძაგელი ყურში უჩურჩულა რიშალიომ გრაჶინას. - ყოველთვის უდრო უდროთ მეჩხირება.
- ცელქო! უპასუხა ჩუმათ გრაჶინამ და მაღლა გაიცინა, სამნივე შევიდნენ ერთ ოთახში. ამა დროსვე მოისმა ხმა კარეტათა, რომელთა აცნობეს დანაშთენ სტუმართა მოსვლა, და მალე დასხდენ რვა კუთხიან სტოლზედ დიდს სტოლოვოიში. ცხრა ლაქია (მოსამსახურე), როგორც ჩრდილნი, მარდნი და მიმხვდარნი, მდუმარად დასცურავდენ ხალიჩებზედ, არ წამოჰკრამდენ ფეხსა, რომელნიცა იფლებოდნენ ხალიჩის სირბილეზედ.
ამასთანავე უნდა დაუმატოთ: სითბო ბუხართა, სუნი საჭმელთა, ღვინისა და ჩუმი ლაპარაკი, შემდგომ პირველის საჭმლისა.
სტოლოვოიში არ შემოდიოდა არაფერი ხმა; და თითქო ამ ოთახში მხოლოდ სტუმარნი იყვნენ ცოცხალნი. მოსამსახურენი ასე ჩუმათ სცვლიდენ ჭურჭელთა და ვერცხლეულთა, რომ არ ისმოდა არც ფეხის ხმა; სახლთხუცესი იდგა ბუფეტთან და აძლევდა ბრძანებას. ათს მინუტს უკან სტუმართ იგრძნეს რომ დარჩნენ მარტონი სტოლოვოიში, ამისთვის რომ ჩუმნი მოსამსახურენი თითქო იყვნენ ყრუნი, ანუ ავტომატნი (ანდრიატნი).
მარშალ რიშალიომპირველმა გაწყვიტა დუმილი და უთხრა თავის მეზობელს, რომელიც უჯდა მარჯვნივ:
- თქვენ ღვინოს არა სვამთ გრაჶო?
ეს სიტყვა რომელსაც უთხრა რიშალიმ, იყო კაცი ოცდა თვრამეტის წლისა, ქერას თმითა, საშუალო ტანითა, ცისფერის თვალებითა, რომელნიცა იყვნენ ხანმკვირცხლნი, და ხან ფიქრიანნი; კეთილ შობილური ჩამომავლობა ცხადად იყო დაწერილი მისსა დიდებულსა გარეგანსა სახეზედ.
- მე ვსვამ მარტო წყალსა მარშალო, მიუგო გრაჶმა გაგსკიმ.
- კაროლ ლუდოვიკმეთხუთმეტესთან თქვენ დალიეთ ღვინო, გრაჶო, მე მახსოვს, ამისთვის რომ მე მქონდა ბედნიერება იმ სადილზედ დაპატიჟებისა.-
- დიახ აგრე იყო, მარშალო, ეგ იყო 1771 წელსა; მაგრამ მე დავლიე მაშინ ტოკაის ღვინო, გამოგზავნილი ავსტრიის იმპერატორისაგან.
- ის იყო ჰსწორეთ მაგისი ღვინო, რომელიც დაგისხათ თქვენ ჩემმა სახლთხუცესმა სტაქანზედ, მიუგო რიშელიომ.
გრაჶმა გაგსკიმაიღო სტაქანი შეხედა ღვინის ფერსა ლუსტრების სინათლეზედ, ღვინო გამობრწყინდებოდა, მზგავსად იაგუნდისა, იმან ნახა გემოთ და ჰსთქვა:
- თქვენ მართალი ბძანდებით მარშალო, დიდათ გმადლობთ.
- ეს გმადლობ იყო ასე კეთილ-შობილურის და ალერსიანის გამოთქმით, რომ ყველანი იქ მსხდომნი წამოდგნენ და დაიყვირეს.
- ადღეგრძელოს მისი დიდებულება.
- დიახ ჰსწორეთ აგრე, ღმერთმა ადღეგრძელოს კაროლი ფრანციისა. უფალი ლაპეროზ, მე მგონია თქვენც ჩვენთან დალევთ კაროლის სადღეგრძელოს?
________________
1კალიოსტრო გამოჩენილი მაღიკი და ქიმია აქამდის არ არის გამოცნობილი ვინაობა მისი.- ეს მცირედი გამოწერილი ხარაკტერი ზოტოვისრომანიდგან, მოგცემთ მკითხველთა რომელთამე სიამოვნებას განსაკვირვებელს ამა კაცზედ.
2ინკოღნიტო როდესაც დიდი კაცი თავის წოდება დაჰფარავს რომ არავინ იცნოს.-)
3ეტეკეტი, წესი დიდკაცურის მიღებისა.
4ვატელი იყო მზარეული რომელმანც თავი მოიკლა.