The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ალმანახი შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან II


ალმანახი შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან II



ალმანახი— ქართული ლიტერატურული ალმანახი,  გამოვიდა ორი კრებული 1878-1879 წლებში თბილისში. „ალმანახში“ დაიბეჭდა ა. ჭავჭავაძისა და მ. თუმანიშვილის ლექსები, ჯ. ბაირონის, ჟ. ბ. მოლიერის, პ. ბერანჟეს, ა. პუშკინის ნაწარმოებთა თარგმანები, მიმოხილვითი სტატიები ქართული ლიტერატურის, პერიოდიკის და სხვა საკითხებზე

შედგენილი გ. თუმანიშვილისაგან
ტფილისი
1879

Дозволено цензурою. Тифлисъ, 20 Декабря 1879 г.

1 შვიდი ლექსი თ. ალექსანდრე ჭავჭავაძისა

▲ზევით დაბრუნება


საძიებელი:

I. დონ-ჟუანი, პუშკინის სცენები, თარგმნილნი თ, მის ბირთვ. თუმანიშვილისაგან

II, ბაირონის ჩაილდ-ჰაროლდიდამ» (თარგმანი) ი. ბაქრაძისა

III. სამი ლექსი თ. მ. თუმანიშვილისა

IV. ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების მიმართულე

V. მშვენიერი ელენე (პირველი მოქმედება) ფარსი მელიაკისა და ალევისა, თარგმნილი თ. დავ. ერისთავისაგან

VI. მოხუცი-მატანტალა (ბერანჟედამ) რაფ. ერისთავისა

VII. რომანსი (პუშკინიდამ) თ. რაფ. ერისთავისა

VIII. ებრაული მელოდია ბაირონიდამ)ი. ბაქრაძისა

IX, ეკონომიური სურათები (რუსეთი)

X. კრიჭა და ხრიშ! (დალაქის თავგადასავალი) აკაკისა

2 დონ-ჟუანი

▲ზევით დაბრუნება


დონ-ჟუანი*

ნათარგმნი თ. მიხ. ბირთვ. თუმანიშვილისაგან.

სცენა III.

კომანდორის ძეგლი.

 

დონ-ჟუანი. (ბერათ ჩაცმული)

სულ კარგა მოდის: შემომაკვდა რა ანაზდეულ

მე დონ-კარლოსი, მზგავსად ბერის განდგომილისა,

შემოვეფარე მიყრუებულს ამა მონასტერს,

და ვხედავ თითქმის ცისმარეს-დღეს ჩემს ლამაზ ქვრივსა,

და ვჰგონებ მისგანც იდუმალად ვიყო შენიშნულ.

ჯერ აქამომდე ერთმანერთთან ვყოფილვარ კრძალით,

მაგრამ დღეს უნდა ლაპარაკიც ვჰსცადო მე მასთან.

როგორ დავიწყო? „ვჰბედავ“... არა, ესე არა სჯობს:

„სინიორავ“... ეჰ! ვეტყვი რაც კი თავში მამივა,

მოუმზადებლივ, ვით მეშტვირე შაირის მთქმელი...

მაგრამ მაკვირვებს თუ რისათვის დაიგვიანა.

უმისოთ თითქოს კომანდორი მოწყენილია.

ვერ ხედავთ როგორ გმირათ არის წარმოდგენილი!

მხრები, შეხედვა, სულ ღერკულესსა მიემზგავსება!...

მაგრამ თვითონ კი იყო სუსტი და მილეული;

რომ შემდგარიყო უბედური აქ ფეხის ჩლიქზე,

ვგონებ ხელს ვერც კი მიაწვდენდა თავისვე ცხვირთან,

ესკურიალზე როდესაც კი შევიყარენით,

ფიცხლავ ხმლის წვერზე წამომეგო და გაჰსძვრა სული

როგორც ჭრიჭინა ქინძის თავზე წამოგებული;

მაგრამ კი იყო. დიდიგულა და მედიდური...

აგერ ისიცა! (შემოდის დონნა-ანნა.

დონნა-ანნა.

კიდევ აქ ვხედავ.—მამაო, ვგონებ,

შეგაწყვეტინეთ უწმიდესნი მე თქვენნი ფიქრნი—

გთხოვთ მოტევებას.

დონ-ჟუანი.

გთხოვთ მოტევებას? არა, ბატონო,

ჩემდა ჯერ არს, რო მოვითხოვო თქვენგან შენდობა.

თქვენ მოგიმართავთ მწუხარების აქა სათქმელად,

და ვგონებ რომე გიშლიდეთ მხოლოდ.

დონნა-ანნა.

არა, მამაო: მწუხარება ჩემი ჩემთან არს;

მსურის მე ლოცვა, და ვიმედობ, ჩემი ვედრება

თქვენთან უწრფელეს მღვთაებასთან აღემართება —

გთხოვთ თქვენც თქვენი ხმა უწმიდესი მას შეაერთოთ.

დონ-ჟუანი.

ნუ თუ მე მიწვევთ, დონნა ანნავ, თქვენთან ლოცვასა?

არა, არ ვარ ღირს უმაღლესის ამა ხვედრისა.

ბაგენი ჩემნი ცოდვის მცველნი ვერა გაბედვენ,

რომ უწმიდესი თქვენი ლოცვა განამეორონ.

მე მხოლოდ შორით მოწიწებით ვბედავ უურებას,

ოდეს სიმდაბლით დადრეკილი ნარნარის მუხლით,

ნაწნავთა შავთა გარდმოაყრით ცივს მარმარილოს —

და მე მგონიეს, რომ იდუმალ სამარე ამას

თვით ანგელოზი მშვენიერი ზეცით ჰხლებოდეს.

გულს ამღვრეულსა მაშინ ლოცვა ვერ მიპოვიეს,

უენოთ ვჰკვირობ, და უენოთ ვამბობ ჩემს გულში:

რომ არის მისი სანატვრელი თვით სიკვდილიცა

ვისზე მდებარე მარმარილო, ვით ცივი ლოდი,

არის თბუნებულ ციებრივის მისის სუნთქვითა

და ვით ცის ნამით პკურებული მისის ცრემლითა.

დონნა-ანნა.

ახ რაი შესმის უცნაური?

დონ-ჟუანი.

ცრემლითა.

დონნავ, ჵი, დონნავ?

დონნა-ანნა.

decort

მე, მე ამგვარი უბნობანი?.. ნუ თუ ივიწყეთ...

 

დონ-ჟუანი.

როგორ ბატონო? ამას ამბობთ, რომ ვარ მე ბერი,

ბერი უღირსი? რომ ხმა ჩემი, ცოდვითა სავსე,

ესრეთ ამ ალაგს აღმაღლებით არ უნდ ისმოდეს?

დონნა-ანნა.

სხვა რამ გავიფიქრე.— უკაცრავათ...ანუ ვერ მივხვდი.

დონ-ჟუანი.

ახ მესმის, ვხედავ: თქვენ ყოველი, სცანით ყოველი!

დონნა-ანნა.

როგორ, რა ვსცანი?

დონ-ჟუანი.

რაღა ვფარო, რომ არ ვარ ბერი...

თქვენ ფერხთა მტვერათ დამხობილი გთხოვთ მომიტევოთ.

დონ-ჟუანი.

ღმერთო, შეგცოდე! აღსდეგ, აღსდეგ!.. მითხარით ვინ ხართ?

დონ-ჟუანი.

ვინა ვარ? მსხვერპლი სიყვარულის უიმედოსი.

 

დონნა-ანნა.

ღმერთო, მიწყალე! როგორ, ნუთუ აქ, ამ საფლავთან?

გამშორდით თვალით.

 

დონ-ჟუანი.

ერთი წუთი, ტურფაო ანნავ, ერთათ ერთი! გთხოვ!

დონნა-ანნა..

აბა ვინმემ რომ შემოგვასწროს!..

დონ-ჟუანი.

დაკეტილია ზღუდის კარი. —ახ ერთი წუთი!

 

დონნა-ანნა.

ჰა, აბა რა გწადსთ? აბა ბძანე თქვენი სურვილი!

 

დონ-ჟუანი.

რა მწადს? —სიკვდილი! დაე მოვკვდე, ახლავ, თქვენ ფერხთ ქვეშ,

დაე საბრალო მტვერი ჩემი ჰყონ აქვე დაფლულ,

რასაკვრულია არა ახლოს თქვენის მეგობრის,

შორს, იქ სადმე, გინდ კუთხეში, გინდ კარის ბჭეში,

რომ ზოგჯერ ეგებ ღირსი მაინც შევიქნებოდე,

თქვენისა ჩემზე გადმოვლისა, კაბის მოხვედრის,

როდესაც აქა ჩვეულებრივ შემოხვიდოდეთ,

ამა საფლავზე საგლოველათ, ზედ დასაკონათ.

დონნა-ანნა.

ჰსჩანს გონებაზედ არ ბრძანდებით.

დონ-ჟუანი.

მაშ, დონნა-ანნა. ვ, აღსასრულისა მოწადებაარს უგონობა?

ნეტავი ვიყო გონება სუსტ, მაშინ სიკვდილსა

რათ მოვინდომებ, ერთხელ მაინც მექვნის იმედი,

რომ ნაზის ტრფობით შევსძრა, შევსძრა მე თქვენი გული,

გიჟი რომ ვიყო, მე მაშინა მთელსა ღამეებს*

განვატარებდი თქვენი სახლის მოაჯირის წინ —

და ტრფიალების სიმღერებით ძილს დაგიფთხობდით.

არ დავიწუობდი დამალვასა, — არა, პირიქით,

დავიწყებდი ცდას, რომ სუყველგან დაგნახვებოდით;

მე რომა, ტურფა დონნა-ანნა. , უგონო ვიყო.

მდუმარებითა ასე აღარ ვიტანჯებოდი...

დონნა-ანნა.

მაშ ეგრე თქვენა... ხმას არა მცემთ, არ მეუბნებით?

დონ-ჟუანი.

შემთხვევამ მხოლოდ წარმიტაცა, მხოლოდ შემთხვევამ,

თორემ არას დროს არა სცნობდით თქვენ ჩემსა დარდსა.

დონნა-ანნა.

დიდიხანია მაშ თქვენს თავზე არს ეს ამბავი?

 

დონ-ჟუანი.

დიდიხანია, და თუ არა, მე თვით არ ვიცი,

მაგრამ კი მხოლოდ მას დროს აქეთ ვიგრძენ მე ფასი

წუთის ცხოვრების, მას დროს აქეთ ვიწყე მიხვედრა,

თუ რას უწოდვენ, თუ რას ქვიან ბედნიერება.

დონნა-ანნა.

გამეცალენით — თქვენ საშიში კაცი ყოფილხართ.

დონ-ჟუანი.

როგორ საშიშვი?

დონნა-ანნა.

საშიშოა თქვენის ყურის გდება.

დონ-ჟუანი.

კარგი, დავჩუმდი; ოღონდ კი თქვენ არ გამაძიოთ

იგი, ვინც თქვენის ერთის ხედვით მხოლოდ სულდგმულობს.

მე არ გავბედავ არცა სურვილს, არც იმედთა და არც სხვა რასმეს,

მაგრამ ხილვას თქვენს ვერ დავიშლი,

რაკი სიცოცხლე მე სასჯელად მოცემული მაქვს.

დონნა-ანნა.

გამშორდით—აბა რა დრო არი, რა ადგილია

ან ამგვართ სიტყვათ, ანუ ამ გვართ უგუნურებათ?

გნებავთ ხვალ მოდით, მაგრამ უნდათ მომცეთ კი სიტყვა,

რომ არაფერი არ გაჰფიქროთ, და არც გაბედოთ.

მე თქვენ მიგიღებთ, მაგრამ გვიან საღამოს ჟამით—

რაც ეს ოხრობა თავს მომადგა, მას აქეთ არვის

არ ვინახვინებ...

დონ-ჟუანი.

დონნა ანნავ, ახ ანგელოზო!

ღმერთმა მოგაგოს ის ნუგეში, რავდენიც მე თქვენ

ნუგეში მეცით უბედურსა მე გატანჯულსა.

დონნა-ანნა.

კმარა, იკმარე.

დონ-ჟუანი.

ერთი წუთი, ერთ წუთი კიდევ.

დონნა-ანნა.

არა, აქედამ მე ახლავე უნდა განვშორდე...

თორემ უმეტეს მიეცემა გონება ცოდვას.

თითქმის სრულიად გადამრიეთ ცოდვილის პირით.

დიდიხანია ჩემი სმენა გადაეჩვია

ამგვართ საუბართ. — გნებავსთ ხვალე ჩემთან მობძანდით.

დონ-ჟუანი.

ყველა მაგისი ჯერ არ ძალმიძს მე დაჯერება,

არ შემიძლიან მივეცე ჩემ ბედნიერებას.

ხვალ გნახავთ, დონნავ!— ხვალ და არ აქ, არა მალულად!

დონნა-ანნა.

დიახ, ხვალა, ხვალ. მიბძანე მე თქვენი სახელი?

დონ-ჟუანი.

მქვიან დიეღო დონ კალვადო.

დონნა-ანნა.

მაშა ნახვამდე დონ დიეღო.(გავა)

დონ-ჟუანი.

ეი ლეპორელლო!

ლეპორელლო (შემოვა)

შენი ჭირიმე?

 

დონ-ჟუანი.

ლეპორელლო, ჩემო ლეპიკო!

ნახე რა მოხდა? ოჰ თუ ვითარ ბედნიერი ვარ! —

ხვალო ხვალა — საღამოზე ძალიან გვიან. —

ბედნიერი ვარ, ლეპორელლო, როგორც ყმაწვილი!

ლეპორელლო.

იმას არ ბრძნებთ, რომ დონნასთან გელაპარაკოსთ?

რა ლაპარაკი: ერთს ან ორსა სიტყვას გეტეოდათ,

და თქვენცა იმას დაჰლოცავდით.

დონ-ჟუანი.

ეგ ნუ გგონია!

მან დამინიშნა დამანშნა შეყრისა ვადა!

ლეპორელლო.

რას ბძანებ, ნუთუ?—ჵი ქვრივო! სულ ასეთნი ხართ.

 

დონ-ჟუანი.

როგორ წარმოვსთქვა ჩემი ესე ბედნიერება?

მზათ ვარ ვიხტუნო, მთელი არსი გულში ჩავიკრა.

ლეპორელლო.

ზოგი თქვენ ჰკითხეთ კომანდორსაც: აბა რას იტყვის?

დონ-ჟუანი.

შენა გგონია რომ სიშურნე გულში შეუშვას?

ამას ნურას დროს ნუ იფიქრებ! ვეჭობ მას აქეთ

ჭკუას უმატა, რაც გავიდა ამა სოფლიდამ.

ლეპორელლო.

ზოგი შეხედეთ აბა იმის სტატუიასაც.

 

დონ-ჟუანი.

რა არის?

ლეპორელლო.

ვგონებ, გიმზერდეს, გაჯავრდებოდეს.

დონ-ჟუანი.

არაფერი, მოდი ეგეც იქ მივიწვიოთ,

რომე მობრძანდეს იგი ჩემთან — ჩემთან კი არა, —

თავის მეუღლეს დონ-ანნასთან, ხვალ საღამოზე.

ლეპორელლო.

სტუმრათ მოწვევა სტატუისა! რისთვის, არ ვიცი?

დონ-ჟუანი.

რასაკვრველია არა მისთვის, რომ ვესაუბრო, —

ჰსთხოვე სტატუას, მობრძანდი თქო ხვალ საღამოზე

დონნა ანნასთან კარებისა დასაცველათ თქო.

ლეპორელლო.

რა მეხუმრება, მერე ვისთან!

დონ-ჟუანი.

მიდი, რას ელი?

ლეპორელლო.

ახლა რომ უცებ...

დონ-ჟუანი.

მიდი მეთქი.

ლეპორელლო.

მივდივარ, მივალ. —

უგანთქმულესო. მშვენიერო სტატუავ ეი!

ჩემი ბატონი დონ-ჟუანი, უმორჩილესათ

გთხოვსთ რომ ინებოთ, – რა ვქჰნა ვშიშობ, არ შემიძლიან.

დონ-ჟუანი.

შე ქალაჩუნავ! მე ვიცი შენ!

ლეპორელლო.

კარგი, დამაცა. !

ჩემი ბატონი დონ-ჟუანი გთხოვსთ, რომ მობრძანდეთ

ხვალ საღამოზე სახლსა შინა თქვენის მეუღლის

და დაჰსდგეთ კარზე... (სტატუია იქნევს თავს ნიშნათ თანხმობისა).

აი, აი!

დონ-ჟუანი.

რა არის, რაა?

ლეპორელლო.

ვაიმე, ვაი!... მოგიკვდი!

დონ-ჟუანი.

რა დაგემართა?

ლეპორელლო. (თავით უჩვენებს)

ოჰ, სტატუიამ ასე მიყო...

დონ-ჟუანი.

რაა, თავს მიკრავ!

ლეპორელლო.

არა მე არა — სტატუია!

დონ-ჟუანი.

ნეტა რას როხავ?

ლეპორელლო.

მაშ თქვენ მიბძანდით გამოსცადეთ.

დონ-ჟუანი.

მაშ კარგი. ლეპო,

მერმე მე ვიცი. (სტატუიას) კომანდორო, გთხოვ უმდაბლესათ

რომ ხვალ მობძანდეთ თქვენს მეუღლესთან, საცა მეც მნახავთ,

და დაჰსდგეთ კარზე. როგორ? მოხვალთ? (სტატუია თავს იქნევს კიდევ.

ღმერთო რას ვხედავ?

ლეპორელლო.

აკი გითხარი, დონ ჟუანო...

დონ-ჟუანი.

წავიდეთ კმარა.

სცენა IV.

(ოთახი დონნ-ანასი.)

დონ ჟუანი და დონნა-ანნა.

 

დონნა-ანნა.

თუმცა მიგიღე, დონ-დიეღო მაგრამ, მგონია,

რომ ჩემის ნაღვლით მოგაწყინოთ მე მხოლოდ თავი,

მოგეხსენება ქვრივ-ობლობა როგორ მავიწყდეს?

სულ წინ მიდგია ჩემი მხვედრი და დანაკარგი.

ცრემლი ღიმილს სდევს, ვით წვიმა მზეს გაზაფხულის ჟამს.

თქვენ მაინც ნუ ხართ დადუმებულ, ბძანეთ რაიმე.

 

დონ-ჟუანი.

რა მოგახსენო? ვარ გაბმული მე იმ ტკბილ ფიქრში,

რომ ღირსი ვიქმენ ყოფნად მარტოდ დონნა-ანნა. სთან,

რომ გხედავთ ეხლა, არა იქა, — არა მუხლდრეკილ

არცა საფლავთან ბედნიერის მიცვალებულის,

და არცა მისის მარმარილოს სტატუსის წინა.

დონნა-ანნა.

ოჰ დონ-დიეღო, მაშ სიშურვე თქვენცა გცოდნიეს?

მე არ მეგონა თუ მკვდარიცა შეგაწუხებდათ

 

დონ-ჟუანი.

მე სიშურვითა, დონნა-ანნა. ვ, არ მოგახსენებ,

მიტომ რომე იგი იყო თქვენგან აღრჩეულ.

 

დონნა-ანნა.

არა, მე მხოლოდ აღვასრულე დედის ბძანება:

ჩვენა ვიყავით ხელ-მოკლენი, დონ-ალვარ მდიდარ

და დედამ ხელი დონ-ალკრისთვის მიმაცემინა.

 

დონ-ჟუანი.

ნეტავი იმას! მას საუნჯე მეტად იაფი

ფეხ-ქვეშ სიხარბით მიუძღვნია ანგელოზისთვის,

და აი რისთვის გაჰღებია სამოთხის კარი.

მაგრამ გარწმუნებთ, თუ რო ადრე მეცანით მე თქვენ,

ვერ მაჯობებდა დონ-ალვარი — რა სიხარულით

თუ ჩემსა ხარისხს, ჩემს სიმდიდრეს, ყველას გაწვევდი,

ყველას, ერთისა, ერთის თქვენის შემოხედვისთვის.

მე ვიქმნებოდი მონა თქვენის მცირის ნებისაც;

აღვასრულებდი მცირედსაც თქვენს გულის სურვილსა,

და ჩემი ფიქრი და ჩემი ცდა ის იქნებოდა,

თქვენი სიცოცხლე ყოფილიყო აღვსილი ლხინით,

როგორც მეჯლისი, მხიარული შეუწყვეტელი.

მაგრამ ვაგლახმე, ბედი ჩემი სხვაფრივ მომექცა.

 

დონნა-ანნა.

კმარა, დიუღო; სხვა რამ ბძანეთ; ვჰგონებ ვცოდვიდე

 

დონ-ჟუანი.

თქვენი მსმენელი — შორს არს ჩემგან ვისიმე ტრფობა.

ქვრივს ჰმართებს დაცვა ერთგულობის თვით საფლავისა

ოჰ რომ იცოდეთ, თუ დონ-ალვარს, — როგორ უყვარდი!

მას რომ ჩემს ნაცვლად მიჰსდგომოდა ეს ჩემი ბედი,

ვეჭვობ მე იგი არაოდეს არ მიმუხთლავდა.

და დაჰშთებოდა ჩემდა ერთგულ ნიადაგ, მტკიცედ.

 

დონ-ჟუანი.

ნეტავი ხშირის მოგონებით განსვენებულის

არ მიტანჯვიდე, დონნა-ანნა. ვ, ამ ცოდვილსა გულს, —

ნუ გინდა ჩემი სასჯელი, თუმცა იქმნება,

სასჯიელისა ღირსი ვიყო.

 

დონნა-ანნა.

რატომ დიეღო?

წმიდის კავშირით ხომ შეკრული არავისთან ხართ?

თუ ნამდვილ ჩემმა სიყვარულმა მიგიყოლიათ,

ხომ არ დარჩებით ცოდვილ ღმერთთან და არცა ჩემთან?

 

დონ-ჟუანი.

ბძანებთ, თქვენთანო ჵი ღმერთო!

 

დონნა-ანნა.

რა არს დიულო?

დონ-ჟუანი.

ნუთუ რაიმე ჩემს წინაშე მიგიძღვის ბრალი?

აბა მიბრძანეთ!

 

დონ-ჟუანი.

ვერა ვერ გეტყვი.

 

დონნა-ანნა.

როგორ? რა არის?

მაშ თქვენ მიბძანებთ, ბრალი გქონდესთ?აბა, რაშია?

დონ-ჟუანი.

ვერა, ვერ ვიტყვი!

 

დონნა-ანნა.

დონ დიეღო, საკვირველია:

გთხოვ, ჩემს თხოვნას ხომ აღმისრულებ?

 

დონ-ჟუანი.

ვერა და ვერა.

 

დონნა-ანნა.

კარგი, მაშ ეგრე ყოფილხართ თქვენ ჩემი გამგონე?

ერთის წუთის წინ, გახსოვს, გახსოვს, რას მიამბობდი?

მინდა ვიყოო. მე თქვენიო მოსამსახურე. —

დაგემდურებით უეჭველად, თუ არ მითხარი,

რა ბრალი გიძევს ჩემს წინაშე?

 

დონ-ჟუანი.

ვერა, ვერ გეტყვი.

მაგრამ თუ გითხარ, შემიძულებ უეჭველია.

 

დონნა-ანნა.

გაძლევ სიტყვასა, რომ წინათვე შემინდვიხარ მე,

მაგრამ მსურს ცოდნა.

 

დონ-ჟუანი.

დონნა-ანნა. , მე თქვენი ვიყო,

არ მოვინდომებ ამბვის ცოდნას მკვლელის, საზარის.

 

დონნა-ანნა.

რითა საზარის? ხომ გამტანჯეთ, მითხარით, რაღა?

მანამ შევიტყობ მე ხომ ჩემი დამემართება.

როგორ ან როდის ჩემთვის ავი რამ გემოქმედნოს?

მე ხომ თქვენ არც კი არა როდის არ მინახვიხართ?

მტერი მე არვინ არ მყოლია და არც ახლა მყავს.

მხოლოდ ერთია, ისიც მკვლელი მეუღლის ჩემის.

 

დონ-ჟუანი. (თავისთვის)

საქმე კეთდება, (დონნა-ანანას) დონნა-ანნა. ვ, მითხარით ერთი,

შესაბრალისსა დონ-ჟუანსა თქვენ არა იცნობთ?

 

დონნა-ანნა.

არა, მე იგი ჩემ დღეშიაც სულ არ მინახავს.

 

დონ-ჟუანი.

მაშ გულით მაინც სიძულილე არა გაქვსთ მისი?

მაქვს მხოლოდ ესე ვალის გამო პატიოსნების.

მაგრამ ვგონებ მე, ჩემსა კითხვას გადაასხვეფრებთ —

მე უნდა გთხოვო...

 

დონ-ჟუანი.

ჯერ ის ბძანე. ეხლა რომ უცებ შეხვდე დონ-ჟუანს?

 

დონნა-ანნა.

ოჰ მაშინ რაღა, უნდა კი ნახო,

რა რიგათ ბოროტს მე ხანჯალსა გულს განუტარებ?

 

დონ-ჟუანი.

აბა ხანჯალი? დამეც რაღა, ჰა გული ჩემი!

 

დონნა-ანნა.

რაო, რა მესმის?

 

დონ-ჟუანი.

მე დიეღო არა გახლავარ —

მე ვარ ჟუანი.

დონნა-ანნა.

ოჰ რა მესმის? როგორ იქნება,

მე არა მჯერა.

 

დონ-ჟუანი.

სწორეთ, დონნავ, ვარ დონჟუანი.

 

დონნა-ანნა.

არა და არა.

 

დონ-ჟუანი.

როგორც გინდა ისე იფიქრე.

მე ვარ წამწყმედი, მე ვარ მკვლელი მეუღლის თქვენის,

ესეც იცოდე სინანული ჩემგან შორ არი.

 

დონნა-ანნა.

ოჰ რა შევიტყვე? არა მჯერა, როგორ იქნება!

დონ-ჟუანი.

მე ვარ დონ-ჟუან შენი მტრფობი, შენთვის მცოდველი.

 

დონნა-ანნა. (იქცევა).

ეს რაა ჩემ თავს?... სად ვარ, სად ვარ, ვჰკვდები — მიშველეთ!

დონ-ჟუანი.

ღმერთო შეგცოდე! დონნა-ანნა. , რა დაგემართა?

ერთი ხმა გამე, გადმომხედე: მხედავ შენ ფეხთ ქვეშ!

შენი დიეღო, შენი მონა, მიწისა მტვერი,

 

დონნა-ანნა.

გამეცალენით! (სუსტის ხმით) შენ, შენ მტერო ჩემისა შვების;

შენ წარმიტაცე ყოველივე, რითც კი ვსცოცხლებდი...

 

დონ-ჟუანი.

ტურფავ ქმნილებავ! მე ყველაფრით თავს განაცვალებ

რომ გამოგიხსნა რაც კი ავი, ჩემგან, გდგომიათ!

მხოლოდ მიბძანე დავრდომილსა შენ ფეხთა ქვეშე:

გნებავს —მოვკვდები: გნებავს—ვცოცხლებ, ვისუნთქავ შენთვის,

და მხოლოდ შენთვის.

 

დონნა-ანნა.

მაშ თურმე თქვენ ხართ დონ-ჟუანი,

იგი უღმერთო, დამღუპველი, ნამდვილ სატანა,

რავდენის ქალის ბრუნავს თქვენზე საცოდაობა!

 

დონ-ჟუანი.

მათგანი ჯერეთ არცა ერთი არ მყვარებია.

 

დონნა-ანნა.

მაშ ნუთუ გნებავს დავიჯერო თქვენი თქმულობა —

პირველი იყოს შეყვარება დონ-ჟუანისგან,

რომ არ ეძებდეს იგი ჩემში ახალსა მსხვერპლსა!

 

დონ-ჟუანი.

ამით იფიქრე რო მინდოდეს შენი ტყუება,

გაგიტყდებოდი ან იმ სახელს გაგიხსენებდი,

რომელიც შენთვის სასმენლათაც არს საზარელი?

თვით შენ გაშინჯე, აბა რით სჩანს აქ ბოროტობა?

დონნა-ანნა.

რა გაეწყობა, ძნელი არის თქვენი მიხვედრა,

მაგრამ მიკვრს მე, თუ ჩემამდინ ვით მოახწიეთ,

თუ რომ ეცანით ძნელად სიკვდილს გადურჩებოდით.

 

დონ-ჟუანი.

რა არს სიკვდილი ერთის წამის ტკბილის შეყრისთვის?

გნებავს მოგიძღვნი უფიქრელად ჩემსა სიცოცხლეს. —

 

დონნა-ანნა.

თქვენ ის იფიქრეთ, თუ აქედამ როგორ გახვიდეთ!

 

დონ-ჟუანი. (ჰკოცნის ხელებზე)

შემდგომ ყოვლისა, რაიც მოხდა, რაიც მასმინეთ,

კიდევღა ჰზრუნავთ დონ-ჟუანის სიცოცხლისათვის?

მაშ თქვენში არ არს სიძულვილე, ციურო სულო?

 

დონნა-ანნა.

ახ ნეტავიმცა, შემეძლოს მე ძულვება თქვენი!

მაგრამ დრო არის რომ მიბრძანდეთ.

 

დონ-ჟუანი.

როდისღა მქონდეს

მე იმედი კვლავ ხლებისა?

 

დონნა-ანნა.

მეც არ ვიცი,

როცა იქნება.

 

დონ-ჟუანი.

ხვალ?

 

დონნა-ანნა.

სადა?

 

დონ-ჟუანი.

აქ.

 

დონნა-ანნა.

მითომ გგონია?

ოჰ დონ-ჟუანო, რო იცოდე სისუსტე გულის?

 

დონ-ჟუანი.

მაშ ნიშნად შეყრის მშვიდი კოცნა...

 

დონნა-ანნა.

მარტოკა ერთი ცივი, მშვიდი...

 

დონნა-ანნა.

რა დაუდგრომელ ყოფილხართ თქვენ. ჰა,ესეც კოცნა...

(ისმის კარის რაკუნი)

ეს ვინ უნდა იყოს?.. დონ-ჟუანო, უშველე თავსა.

 

დონ-ჟუანი.

მშვიდობით, დონნავ, სიხარულო, ვიდრე ნახვამდინ.

(მიდის მაგრამ ისევ შამოირბენს) .

აი!..

 

დონნა-ანნა.

რა არის? აი! (შემოდის კომანდორის სტტუია, დონნა ანნა დაეცემა).

 

სტატუია.

მე ვარ... ძახილზე მოველ.

 

დონ-ჟუანი.

რა მეშველება, დონნა-ანნავ!

 

სტატუია.

დასტევე ეგე,

აწ მოგივიდა აღსასრული. ჰთრთი, დონ-ჟუანო?

 

ონ-ჟუანი.

რას ქვიან თრთოლა?მე გიწოდე და ვჰხარობ ნახვას.

 

სტატუია.

მომეცი ხელი.

დონ-ჟუანი.

მომიცია.. ვაი, ვაი, ვა!

გამიშვი, ეი, დამანებე ერთი ეს ხელი!

ლამის წამწევიტო. მოვჰკვდი, წავედ, ჵი დონნა ანნავ!

(ჩაიქცევიან).

3 ბაირონის „ჩაილდ-ჰაროლდიდამ“

▲ზევით დაბრუნება


თარგმაბი: სოსიკო ბაქრაძე

ბაირონის „ჩაილდ-ჰაროლდიდამ“

ოჰ, ჩემო ქალო! პატარა და,
მე შენი ნახვა ბევრჯერ მეწადა,
მაგრამ ერთმანეთს ჩვენ ზღვა გვაშორებს,
რომელიც მარად შფოთავს,ღრიალებს,
მე შენ ვერ გხედავ, მაგრამ გონება
მარად მაქვს შენზედ ფიქრით მოცული.
შენა სარ ჩემი ბედნიერება:
შენში იპყრობა ჩემი წარსული!
თუ ჩემი ბედი მე მიღალატებს
და შენი ნახვა არ მეღირსება,
ჩემი ხმა მაინც, ჩემო პაწია,
წრფელსა ძილშია შამოგესმება.
თუ გინდ სიკვდილი მადგეს თავზედა
და უწუალითა ვიტანჯებოდე,
მაინც გაიგებ ალერსს მამისას,
თვით საფლავშიაც რომა ვდნებოდე.

გიყურო, თუ ვით გაიფურჩქნები,
ვით განათლდება შენი გონება,
წუთი სოფელსა ვით შეეყრები,
ხომ გიევარს სოფლის შენ ამბოსება!)
ვადეკნო თვალი შენს აღტაცებას,
კოცნა მოგიძღვნა მამობრიული —
მე ვინ მაღირსებს ამ ნეტარებას,
ბედისაგანა ვარ მოკლებული.
თუმცა კი მსურის უკანასკნელად
შენის ცქერითა, შვილო, ვსტკბებოდე
და შენს გაფურჩქნულს ყმაწვილობასა
ფარვანასავით თავს ვევლებოდე.

ოხ! შენ რომ ჩემი მძვინვარე მტრები
გირჩევდნენ მამის დავიწყებასა,
განა, შენ მაინც მე გეევარები
და ყურს არ უგდებ მათსა რჩევასა?
ან მამის სახელს რომ გიმალავდნენ,
ვითა აღგვილსა დედა-მიწიდამ,
განა, ამას ვერ მოახერხებენ
არ ამომრეცხავ შენის გულიდამ?

შვილო ჩემისა სიყვარულისა!
ტანჯვათა შორის შენ ხარ აღზრდილი,
ამისთვის უფრო გული მამისა
შენდამი ტრფობით არის აღვსილი.
შენთვის ტკბილია ესე სოფელი,
გელიან დღენი ნეტარებისა;
მაშ დაე გქონდეს შენ ძილი წრფელი შიდა
და ნუ გაქვს რიდი მწუხარებისა.
იმ მთიდამ, სადაც ეხლა მე ვსდგევარ,
ჩემო პაწიავ, გიძღვნი სალამსა
და შენცა, შვილო, ნუ დაივიწყებ
მრავალ გზის ტანჯულს შენსა მამასა.

1878.

4 სამი ლექსი თ. მის. ბირთვ. თუმანიშვილისა.

▲ზევით დაბრუნება


4.1 ღამე

▲ზევით დაბრუნება


I

ღამე

მთას მოეფარნენ
მზის სხივები,
და განიშალნენ
ღამისა ფრთები.

ვით მოღიმარნი საუვარლის თვალნი
ცით ვარსკვლავები ზედ დაგვნათიან
და ფუფუნებით ნელნი ნიავნი
სუნნელებასა გარემოჰქრიან,

წალკოტსა ნაზად
ვარდნი ღვივიან,
ბულბულნიც ტკბილად
ზედ დამღერიან.

კაშკამ წყარონი ხეივანთ შორის
იდუმალ დენით მობუტბუტებენ
და ხმანი მათნი ვით ჟღერა ჩანგის
შემოგარესა ამუსიკებენ.

მარამ უცებ რად
აღმერთო გული?
ნუთუ ჰგრძნო ამად
ჟამი აღ»ქმული?

ნამდვილ მოფრენით, გინდ მოჩვენებით,
მოვედ, ლეილავ, მომაპყარ ხვევნა,
თვალნი აღმიგზნე ნათელ მოხედვით,
ხმითა ციურით ამე სმენა!

ძოწთა ღიმილდით
გამაცისკროვნე,
გიშრის შტოებით
დამაგვირგვინე!

მფლობი ბედისა სამოთხიურის,
შევსვავ სიტკბოსა ბაგეთა შენით,
შემოგვნატრებენ ვარსკვლავნი ზეცით,
და ვარდს ბულბული შეებრალების.

სიღნაღი

2 მაისს 1838 წ.

რად მოიწყინე, რად ხარ მდუმარე?
ნუთუ ყურს უგდებ ბუქსა მშტვენელსა,
მკლავ მიბჯენილი ცივ ფანჯარაზედ?
ან განჰსჭრეტ ბნელსა თვალ მიმბინდველსა?
ან ჰსთქვლემ მაშვრალი ტარის ბზრიალზედ?

—--------

გამოიფხიზლე! დროა ლხინისა!
განვდევნოთ ჭმუნვა სიმღერის ხმითა,
დიდიხანია ჯამი თიხისა
განვერცხლებული გულის ღვინითა.
გამოიფხიზლე! დიდიხანია
ოთს. სიმიანი, გრძნების სათქვავად,
ჩონგური ჩემი მომართულია
და მზად ვარ მასზედ მე ხელისყოფად.

—--------

ჩუ, ქარიშხალი აღზვაებული
ვითა გვიქოლავს ბუქითა კარსა...
შევსვათ ფიალა აღქაფებული, –
გული ეწევა ნეტარებასა.
აღტცებითა დავაწკრიალებ
ჩონგურსა ჩემსა ოთსსიმიანსა,
და სიმღერის ხმით დაცავაყრუებ
ბუქის შრიალსა, ქარის გრიალსა,

1838 წ.

4.2 მიბაძვა. პუშკინისადმი

▲ზევით დაბრუნება


II

* * *
მიბაძვა. პუშკინისადმი

ჩუ, ქარიშხალი ვითა გრიალებს
ბნელს უდაბნოში ბუქთა შტვენითა,
ხან ნადირივით დაიღმუილებს.
ხან ატირდების ყმაწვილივითა,
ხან ვითა ჩალა დაქრის შრიალით
შთამოწოლილსა ბანისა ზღუდეს,
ხან დავარდნილის მოგზაურივით
უცებ ფანჯარას მოგვირაკუნებს.

—----------

დაურუებულსა ქოხსა მწირესა
ყარიბად ბჭუტავს მკვარი მგზებარე:
მარამ შენ ქალო, ქალო შენ მზესა,
რად მოიწყინე, რად ხარ მდუმარე?
ნუთუ ყურს უგდებ ბუქსა მშტვენელსა,
მკლავ მიბჯენილი ცივ ფანჯარაზედ?
ან განჰსჭრეტ ბნელსა თვალ მიმბინდველსა?
ან ჰსთქვლემ მაშვრალი ტარის ბზრიალზედ?

—--------

გამოიფხიზლე! დროა ლხინისა!
განვდევნოთ ჭმუნვა სიმღერის ხმითა,
დიდიხანია ჯამი თიხისა
განვერცხლებული გულის ღვინითა.
გამოიფხიზლე! დიდიხანია
ოთს. სიმიანი, გრძნების სათქვავად,
ჩონგური ჩემი მომართულია
და მზად ვარ მასზედ მე ხელისყოფად.

—--------

ჩუ, ქარიშხალი აღზვაებული
ვითა გვიქოლავს ბუქითა კარსა...
შევსვათ ფიალა აღქაფებული, –
გული ეწევა ნეტარებასა.
აღტცებითა დავაწკრიალებ
ჩონგურსა ჩემსა ოთსსიმიანსა,
და სიმღერის ხმით დაცავაყრუებ
ბუქის შრიალსა, ქარის გრიალსა,

1838 წ.

4.3 * * * (როდის იქნება, შემასხას ფრთები,)

▲ზევით დაბრუნება


III

* * *
როდის იქნება, შემასხას ფრთები,
გავფრენილვიუო შორს ამა სოფლით,
მუნ საც ცხოვრების ნათელ მთიები
არ დაბნელდება ჭმუნვის ღრუბელით.

სად სისარული ვით წყარო ნელი
მომდინარეობს დაუსრულებლად,
სად სიტკბოება არს უსყიდელი
და სიყვარული სულს ათბობს მარად.

მაშინ მე მსუბუქ, ვრცელსა ჰაერსა,
ვით ნელი სიო, მოვეფინები,
მევისხავ ნათელს, შევსვავ სულნელსა
და მზეს და მთვარეს გემნათობები.

ამა სოფელსაც არ დავივიწყებ;
ზოგჯერ ვით ცრემლი სიბრალულისა
მოვევლინები და ვანუგეშებ
ბედსა კაცობრივს ბნელსა და მწირსა.

მარამ ეს მოსვლა იქნება წამი,
ვითაყვავილზე დილისა ნამი;
შევეთვისები მზისა სხივებსა
და მივიქცევი კვლავცა ედემსა.

5 ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთებაბის მიმართულება

▲ზევით დაბრუნება


თუმანიშვილი გიორგი

ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთებაბის მიმართულება


ეხლანდელი ქართული ჟურნალგაზეთების მიმართულება

მე. განზრახვა მაქვს ამ სტატიაში გამოვხატო ორიოდე: სიტყვით ჩვენი ეხლანდელი ჟურნილ-გაზეთების მდგომარეობა. ის ამ უკანასკნელ დროს შეიცვალა, ბევრად, შეიცვალა; მაგრამ რაში შესდგება ეს ცვლილება და რა იმედს გვამლევს ის მომავალში, ამაზე არაფერი წარმოთქმულა აქამდთ მწერლობაში.

საკვირველიც არ არის, რომ ამ ცვლილებაზე არავინ სმას არ იღებს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ყოველ ახალ საქმეს, ცვლილებას თან მოჰყავს კაცები. ქართულ მწერლობაში კი ისე წავიდა საქმე, რომ იმის მდგომარეობა თუმცა ძრიელ გამოიცვალა, მაგრამ იმის მედროშენი კი ისევ ისინი დარჩნენ, რომელნიც იყვნენ ადრე.

ამ ხუთიოდ, ათიოდ წლის წინათ და ეხლა სულ სხვა-და-სხვა კილოთ ლაპარაკობდა ქართული მწერლობა, მაგრამ ვინც ამ ათიოდ წლის წინათ მუშაობდა ქართულ მწერლობისთვის, ისვე დარჩა ეხლაც. ილ. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, გ. წერეთელი, ს. მესხი, პ. უმიკაშვილი და სხვ. არ გამოსალმებიან ქართულ მწერლობას ამ უკანასკნელ თუთხმეტიოდ, ათიოდ წელიწადს.

მაგრამ რაც ეპატიებათ ამ მწერლლბს, ის ვერ მეპატიება მე, რომელსაც არ მიმიღია დიდი მონაწილეობა იმათი შრომაში და დრო და ღონისძიება მქონია აუჩქარებლივ თვალ-ყური მედევნა იმათ მიმართულებისათვის.

ვხედავ დიდ ცვლილებას ამ უკანასკნელ სამიოდ წლის ქართულ ჟურნალ-გაზეთობაში და მსურს ეს ვუჩვენო ცხადად მკითხველს.

-----------------

ხალხი არ ჰავს ყაზარმას და სალსის შვილი — სალდათს ხალხში მოიპოვება ყოველთვის ასიოდ, ათიოდე კაცი, რომელიც ბევრად მაღლა დგას თავის მოძმეებზე ან ჭკუით ან პატიოსნებით კეთილ-სინიდისიანობით. ამგვარათ გამორჩეული კაცები ყოველთვის სცდილობენ გაანათლონ თავიანთი მოძმეები და გააუკეთესონ იმათი ზნეობა. ამგვარათ აღმაღლებული პირები ბევრს ქადაგობენ, ბევრს სწერენ თავიანთ ქვეყნის სიკეთისთვის. ესენი არიან წინწამდგმელნი კაცობრიობისა, იმის ნათელი. მაგრამ მათი რიცხვი ცოტა. ყოველ ხალხს ჰყავთ იმათზე მეტი: ზარმაცი, უხეირო, უგონო და უმეცარი ადამიანი. ეს წვრილმანი ადამიანები არ ცდილობენ არასდროს ახალ გზის გაკაფვას, ისინი მხოლოდ მუშაობენ ძველ გზაზე, მის ოღრო-ჩოღროებს, ხიდებს უკეთებენ და სწმენდენ ყოველ გვარ ნაგავს, თუმც არ იციან სად მიიყვანს იმათ ეს ძველი გზა, რომლისთვისაც ისინი ამდენს იწუწებიან ოფლში.

--------------------

ამ თუთხმეტიოდ წლის წინათ ჩვენ საზოგადოებაში შემოვიდა ახალი თაობა ახალი აზრით, ახალი სწავლით, ის გვიქადაგებდა გლეხების განთავისუფლებას, დაბალ ხალხის განათლებას, ჩქარ და სწორე სამართალს და სხვ.; ერთი სიტყვით სუყველა იმას, რაც ჩვენდა დაუვიწყარად, ჩაიწერა მაშინდელ რუსულ ჟურნალებში.

„საქართველოს მოამბე“, პირველდროინდელი „დროება“ (1866 — 1874 წ.), „კრებული“ და უმეტესი ნაწილი „მნათობისა“ იყო ქადაგება და მხოლოდ ქადაგება. აიღებდით ლექსს; ის თქვენ არ დაგატკბობდათ მუზიკალურ რიფმებით ან ბუნების აღწერით. არა, იმას სსვა მიზანი ქონდა. წავიდოდა, ივლიდა, ივლიდა და ბოლოს მაინც ან გლეხის თავისუფლებაზე დაგუგუნებდა ან ხალხის სიყვარულ ზე და განათლებაზე. აიღებდით მოთხრობას რომანს. თქვენ ვერ იპოვიდით იქ საყვარლების დაწვრილებით ამბავს, იმათ ტანჯვას და სიტკბოებას; ვერ იპოვიდით იქ ვერც ლამაზ სურათებს. მთელი მოთხრობა დაწერილი იყო - ან ჩვენებურ ბატონების და ვაჭრების გასაკიცხავად ან მუშა კაცის სანუგეშებლათ. იგივე ითქმის ყველა ადრინდელ ქართულ ჟურნალის ან გაზეთის ნაწილებზე. უკანასკნელი ფურცელი რა არის? მაგრამ იქაც კი საცინელ ანდაზების მაგიერ იპოვიდით დარიგებას: ესე და ესე უნდა მოიქცე, რომ არ გაცივდეო; ესა და ეს წიგნი უნდა წაიკითხო, რომ არ გაბრიყვდეო. ფაქტები, ახალი ამბები იყო ცოტა ჟუნალ-გაზეთებში, მაგრამ რაც იყო მხოლოდ იმისთვის იყო. რომ რამე ახალ აზრის სიმართლე დეემტკიცებინათ ან ძველი ცრუ მორწმუნება მოესპოთ. ვინ იფიქრებდა მაშინ „მაზანდებზე“, ყოველდღიურ გაზეთებზე, სხვა-და-სხვა წვრილმან ტელერამმებზე და კორრესპონდენციებზე მოსავლის და მამასახლისების შესახებ. მაშინ იწერებოდა უეჭველად სტატია და არა პატარა შენიშვნა, მოთსრობა და არა უმნიშკნელო ფოტოგრაფიული სცენა, თვიური და წლიური „მიმოხილვა“ და არა „დღიური“.

მაგრამ 1875 წ. სურათი გამოიცვალა ჟურნალებმა სული დალიეს, დროებამ კი იწყო კვირაში სამჯერ გამოსვლა. ამის გამო ის დაპატარავდა წვრილმან ამბებმა. ერთი სიტყვით „დროება“ აღარ იყო, ამ წლიდამ დაწყობილი, საზოგადოების წინამძღოლი, იმის წინასწარმეტყველი, ახალის გზის გამნათი გული, ის შეურიგდა საზოგადოებას და ჰკითხა: „რა გნებავს, მოგართვაო?» ჩქარა გაიგო „დროებამ რა იამება ჩვენ მკითხველებს და მას აქეთ ის ცდილობს ყოველ ღონისძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური მოთხოვნილებაა.

ერთი სიტყვით ქართულ გაზეთმა გახადა თავის მიზნათ ყოველგვარ ახალი ამბების გავრცელება საზოგადოებაში, გახადა თავის მიზნათ ის, რაც აქვს მიზნათ უმეტეს ნაწილს რუსული და ევროპიულ ჟურნალ-გაზეთებისას,

------------

1877 წლიდამ დაიწყო გამოსვლა. ახალმა ქართულმა გაზეთმა „ივერიამ“, რომლიც რედატორათ , გახდა პირველი მქადაგებელი ახალი აზრებისა ქარ თულ მწერლობაში, თავის დროზე განთქმულ «საქართველოს მოამბის! რუდაქტორი ილ. ჭავჭავაძე: ბევრს ეგონა, რომ ილ. ჭავჭავაძე დაგვიბრუნებს იმას რაც დავკარგეთ, გამოსცემს ჟურნალ-გაზეთს, რომელსაც ექნება მტკიცე რჯული, თავის საფუძვლიანი აზრი ჩვენ საზოგადობრიგ წყობილობაზე არ ეგვანება „დროებას“, რომელიც გახდა ახალ ამბების და ანდაზების პაწაწა ფურცლათ. მართლადაც, „საქართველოს მოამბის“ რედაქტორმა მოიგონა თავის ძველებური კილო და მოჰყვა ქადაგობას. ეს ქადაგობა გამოვიდა მკითხველების წინ შეხვეული მძიმე და სიდუმლო (ე. ი. გაუგებარ) სიტყვებში და ყველა დააფრთხო; მერე იცვალა ტანისმოსი, ეჩვენა ქვეყანას მარტივად, შინაურულად ჩაცმული და ამ დროს ნამდვილად აღმოჩნდა, რომ „ივერიას“ არ შეუძლიან ახალი, ცოცხალი აზრის თქმა, რომ ის იმეორებს თავის ძველ„მრწამსს“ დუნეთ, რომ ის დაუმოყვრდა უნიჭო მწერლებს, რომელნიც ღეჭვენ* საანბანო ჭეშმარიტებაებს, მაგ., „თავის მოძმე გიყვარდესო“ (ბედკრულაძის სტატიები) ან „ჭკუასა შენსას ნუ მისცემ დაძინებსა“ (წაკოლა — ცის სტატიები) და სხვ.

ერთი სიტყვით ძველ გზაზე დაბრუნების ცდამ ჩაირა ფუჭად და „ივერია“ იძულებული გახდა მიეღო იგივე მიმართულება, რა მიმართულებაც მიიღო «დროებამ“. „ივერიაში“ იკითხებოდა მხოლოდ კორრესპონდენცია, რომელიც შეგვატეობინებდა ახალ ამბებს, საინტერესოებს ყველასთვის ერთგვარად, როგორ ახალგაზდობისთვის, ისეთვე ძველ თაობისათვის, როგორც განათლებულებისათვის, ისე უმეცრებისათვის; ახალი ამბებს, რომელნიც არ გვიღიძებდნენ ახალ აზრებს, არ გვაყენებდნენ ახალ გზაზე.

ამის გამო „ივერიისა“ და „დროების“ შუა იყო მხოლოდ ძლიერ მცირე განსხვავება. „დროება“ გამოდიოდა ყოველ დღე, „ივერია“ — ყოველ კვირა, — და ამის გამო „ივერია“ ახალი ამბების და გასართობ მოთხრობების შეტეობინებით იგვიანებდა და ნაკლებად აკმაყოფილებდა მკითხველს, ვინამც ყოველდღიური „დროება“. ამას იქით „ივერია“ გამოვა“ თვეში ერთხელ და თუ სულ მთლად არ შეიცვალა თავის ხასიათი, უფრო დაუვარდება „დროებას“, რადგან თვეში ერთხელ გამომსვლელ ჟურნალს შეუძლიან უძღვნას თავის ფურცლები მხოლოდ ძველ, დამჭკნარ ამბებს (მაგ. ისტორიულ, სტატიებს და საზოგადოთ სამეცნიერო სტატიებს). ამ შემთხვევაში ჟურნალის დახსნა საბოლოვო დაღუპვიდამ შეუძლიანთ მარტო იმ რომანებს, რომელნიც იწერებიან მკითხველების გასართობლათ და იმათ პირუტყულ გრძნობების გასაღვიძებლათ. მაგრამ იმედია, „ივერია“ „ცისკრობას“ არას დროს არ იქმს და არ იხმარებს ამ გამრყვნელ ღონისძიებას.

მე ზემოთ ვთქვი: ჩვენი ჟურნალ-გაზეთები დაადგნენ იმ გზას, რა გზასაც დიდიხანია ადგია რუსული და სხვა ევროპიული ჟურნალ-გაზეთობა.

ამას საჭიროა ესლა დაუმატოთ, რომ ამ ორ მწერლობის შუა კარგა დიდი განსხვავებაც არის ჯური ურთა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ისე არ არის გავრცელებული ცნობის მომარეობა, რომ შეიძლებოდეს იმგვარ დიდ გაზეთების გამოცემა, როგორასაც ვხედავთ ევროპაში, ქართული პატარა გაზეთი კი, შეძლებას მოკლებული, ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწროს შეგატყობინოს დროზე. ვისაც ინჩი ესმას რუსულ-ენაში, ეტანება რუსულ გაზეთებს, რადგან ამათ მეტი ღონისძიება აქვთ უფრო ჩქარა და დაწვრილებით მოგვიტანონ ახალი ამბები.

-----------

ქართული გაზეთი ვერ აკმაყოფილებს ვერც იმ ქართველს, რომელმაც იცის მხოლოდ თავისი ენა. რადგან ქართველ მწერლების და სალხის შუა გავლილია ბედით ღრმა ხევი. უნივერსიტეტელმა განათლებულმა კაცმა არ იცის როგორ დაელაპარაკოს შინაურად ნასწავლს. იმათ ერთმანერთისა არ ესმით, თითქო სხვა და სხვა შორეულ ქვეყნებში იყვნენ დაბადებულები. ჩვენებურ ჟურნალისტს არა აქვს ისეთი მსუბუქი, ადვილი გასაგები ენა და ცოდნა რომ თავისკენ მოიზიდოს უმეცარ მკითხველის გული. ცარიელი ტელეგრამმების ბეჭდვა იმათ მნიშვნელობის აუხსნელათ, სხვა და სხვა ევროპიულ სიტყვების უადგილოთ ხმარება „ინტერესების“, „ტრაქტატების“ და სხვა ამ გვარების ყველგან ჩაჩხერა და სხვ. უეჭველია, ბევრად აფთხრობს ქართველი მკითხველს, რომელსაც არაფერი არ გაეგება ეხლანდელი ევროპის პოლიტიკურ, მდგომარების, მაგრამ გაზეთს კი იღებს, რომ შეიტყოს ეს.

ევროპიული გაზეთები თავიანთ მკითხველებს აკმაყოფილებენ კიდევ სხვაფრივათაც ევროპიული „მოამბე“ როცა გიამბებთ რამე ახალს უეჭველია ამის გამო თავისი შეხედულობასაც გამოაჩენს. ეს შეხედულობა, აზრი არის მასთანავე ნაყოფი არა მარტო „მოამბის“ რედაქტორის, არამედ საზოგადოების რომელიმე ნაკუწისაც. სავრანგეთში თითქმის ყოველ გაზეთს უნდა ქონდეს რამე ფერი (უფერულობა მისთვის სიკვდილია), უნდა იყოს გამომთქმელი ხალხის რომელიმე ნაწილისა, უნდა იყოს ან ბონაპარტიელი, ლეგიტიმური, ორლეანური, სოციალისტური, ან რესუბლიკური. იგივე ითქმის სხვა ევროპიული გაზეთებზედაც. რუსულ გაზეთებსაც კი აქვთ ფერი. ყველამ იცის რა ხალხის გაზეთია „მოსკოვის უწყებები“ ან „რუსული სიმართლე“.

ერთი სიტყვით ყოველი ევროპიული „მოამბე“ გრძნობს მოთხოვნილებას აყვეს მთელ საზოგადოებას ან იმის რომელიმე ნაწილს და გამოსთქვას იმის მწუხარება და სიხარული. საზოგადოებაც სიამოვნებით კითხულობს გაზეთს, რადგან ხედავს იმაში თავის აზრებს ლამაზი ლიტერატურულ ფორმაში გახვეულებს, დაგვირგვინებელებს მახვილ შაირით ან მჭევრმეტყველობის შუშხუნით.

ეს სულ სასიამოვნო ამბავი იქნებოდა, თუ რომ ერთ გარემოებას არ ჩაეშხამებინა ჩვენთვის ეს სიამოვნება. უნდა გვახსოვდეს, მკითხველო, რომ მწერლობა და იმის შეყვარება—განათლების, სწავლის ნაყოფია და სწავლაც მეტად ნაზი, განებივრებული, ჭირვეული არსებაა, იმის გულის მოგება შეიძლება მხოლოდ შეძლების მქონე კაცისათვის, რომელსაც დრო აქვს იმას დასდიოს და მუყაითად მოუაროს; ამიტომაც განათლებულ ევროპაში გაზეთები ემსახურებიან განათლებულებს, რომელნიც არიან მასთანავე უმეტეს ნაწილად შეძლებული პირები...

მადლობა ღმერთს! ამ მდგომარეობაში არ არის ქართული ჟურნალ-გაზეთობა. ის მართალია შეურიგდა ჩვენ ნახევრად განათლებულ საზოგადოებას, ცდილობს დროზე შეატყობინოს, რაც იმას იამება, ცდილობს გაართოს ის ლექსებით და მოთხრობებით, რომელნიც არ შეაწუხებენ, არ გააღვიძებენ ღრმა ძილისაგან; მაგრამ ამასთანავე ქართული ჟურნალ-გაზეთობა თაყვანს არ სცემს იმდენათ ჩვენ ნახევრად განათლებულ საზოგადოებას, რომ ევროპიულ გაზეთებსავით წაახალისოს ის მოდნურ უგვარობის ჩადენაში და ცრუ-მორწმუნაებაების გავრცელებაში.

ევროპაში შეძლებულმა კაცმა რაც უნდა ტუტუცობა ან უსვინიდისობა ჩაიდინოს, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ ყოველთვის მოიპობა იმისთანა მწერალი, რომელიც, რო დაასაჩუქროთ, ქვეყანას დააყრუებს ამ ტუტუცობის და უსვინიდისოპის განთქმით.

მართალია ესვე უგვარობა მასხართ აიგდებს სხვა გაზეთებში, მაგრამ გულ-გრილად უყურებ ამ განკიცხვას, რადგან ეჭვში ხარ, ვინ იცის ეს გამკიცხავი, შესყიდული მტყუანიაო.

ამ გვარი ეჭვი ჩვენში, მადლობა ღმერთს, სანამ უადგილოა. ქართული ჟურნალ-გაზეთები კვერს არა უკრაკენ ყოველ საზოგადოების შეცდომას.

მართალია ქართული ჟურნალ-გაზეთობა აღარ კისრულობს თავის ძველ როლს სამშობლოს მასწავლებლისას და წინასწარ-მეტუველისას, მაგრამ არც მთლად ურიგდება თავის ახალ მკითხველს და ხშირად ჩუმად არის, როცა ჩვენი მითომ განათლებული საზოგადოება აღელვებულია რამე ახალ ამბით. მოიგონეთ, მაგალითად, ქართულ გაზეთების შარშანდელი სიჩუმე, ანუ უკეთ ვთქვათ, მხთალი ბუტბუტი სიღნაღის არეულობაზე და ანდრეევსკის ქალის მკვლელებზე; ეს ორი საქმე დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევდა ქართველი განათლებულებს, ათასი აზრი გამოითქმებოდა ამ საქმეების გამო იმათგან და ქართული გაზეთები კი ჩუმათ იყვნენ. ამ ორმა ამაღელვებელმა საქმემ იმათში არ დაბადა არც ერთი ახალი აზრი, არ მიაცემინა პასუხი მკითხველის ცნობის მოყვარეობაზე, არ აყვა საზოგადოებას, არ დაუკრა იმას ტაში და არც უკიჟანა.

ქართულ ჟურნალ-გაზეთობამ ირჩივა უფერულობა, რომელიც რასაკვირველია ბევრად სჯობია ჭრელ საეჭვო ფეროვნებას ევროპიული გაზეთებისას, და ბევრად დაუვარდება ადრინდელ ქართულ ჟურნალ- გაზეთობის ქადაგებას.

-------------

მოვიყვანთ აქ რამდენიმე მაგალითს.

მოიგონეთ ის მწერალი, რომელიც ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა ქართველ მკითხველებზე ამ ამ ათიოდ-თხუთმეტიოდე წლის წინათ: ილ ჭავჭავაძე, იმის მაგიერობა ამ უკანასკნელ სამიოდ-ოთხიოდ წელს არავის არ უკისრნია, ისვე პოეტი მოქმედობს ქართულ ლიტერატურის ასპარეზზე, თუმც იმის მეათედი გავლენა არა აქვს, რაც ადრე ჰქონდა. რატომ? ამას გაიგებთ ადვილად, გაიგებთ ადვილად, რომ შეადაროთ იმის ძველი და ახალი ლექსები.

აიღეთ გინდ „მუშა“ და „პოეტი“, რომელნიც იყვნენ დაბეჭდილნი „საქართველოს მოამბის“ პირველ ნომრებში და ისე ძრიელ მოსწონდნენ ახალგაზდობას, რომ იზეპირებდა კიდეც მათ. შეადარეთ ეხლა ეს ლექსები შარშანდელ პოემას იგივე პოეტისას; „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც მოიწონა ერთმა, ორმა მწერალმა, წაიკითხეს „ივერიის“ მკითხველებმა და ჩქარა დაივიწყეს. ზოგმა წაიბუტბუტა: ჭავჭავაძეს აღარ აქვსო ძველებური პოეტიური ნიჭი და ამით გათავდა ის შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა თავის წამკითხავებზე. ილ. ჭავჭავაძის ახალმა ლექსმა. მაგრამ რისგან წარმოსდგა, რომ ასე ცივად დახვდნენ იმას? ნუთუ მართლა ჭავჭავაძის პოეტიური ნიჭი დასუსტდა? არა, ეს არ ითქმის, „დიმიტრი თავდადებული“ დაწერილია უფრო მსუბუქ ლექსით და ცოცხალ ხალხურ ენით, ვინამც „მუშა“ ან „პოეტი“, მართალია თქვენ შეგიძლიანთ მითხრათ რომ ის არა რის მდიდარი ნამდვილ პოეზიით ე. ი. ვერ იპოვით ცოცხალ სურათებს დახატულებს ხელოვნურად, მრავალ ფეროვან ენით, მაგრამ ვერც ეს შენიშვნა აგვიხსნის რასმეს, რადგან ილ. ჭავჭავაძის ლექსს ადრეც ნეკრასოვის ლექსის ხმა ჰქონდა დავარდნილი; იმის ხელოვნობით არავინ კვირობდა. ყველა იმის მომწონით იძახდა მარტო რა კარგი გრძნობა არის იმაში გამოთქმულიო, რა სწორე აზრია გამოყვანილიო. არც ერთი თითქმის ილ. ჭავჭავაძის თაყვანის მცემი არ იტყოდა იმაზე: მშვენიერი მცოდნეაო კაცის გულისა, საამო ჟღეროვანი ლუქსის დამწერიაო. ილ. ჭავჭავაზის და ხან-და-ხან აკ. წერეთლის ლექსს დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ ათიაოდ, თუთხმეტიოდე წლის წინათ ჩვენ საზოგადოებაში იმიტომ რომ ისინი უპასუხებდნენ იმ კითხვებზე, რომელნიც დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევდნენ ჩვენ განათლებულებს. ჩვენ ვპოულობდით ამ ლექსებში ახალ გრძნობას, ახალ აზრებს.

აიღეთ „მუშა“. ის დაიწერა ამ დროს, როცა ჩვენი განათლებულები თავიდამ ფეხის ფრჩხილებმდი ბატონები იყვნენ, გარდა ორიოდ ახალგაზდასი. დაცინვა ამ უგულო ბატონობაზე და ტირილი მუშა კაცის უპედურობაზე ახალი რამ იყო ჩვენ მწერლობაში, იგივე ითქმის „პოეტზე“. ამ ლექსის დაბადებამდე თითქმის მთელი ქართული პოეზია ჩაულაპული იყო „ვარდ და ბულბულის“, „წალკოტის და იადონის“, „აშიყთ ჭიკჭიკის“, სიმღერებით, არავის არ აგონდებოდა, რომ პოეტი უნდა იყოს ხალხის შვილი და იმისთვის სულდგმულობდეს, ილ. ჭავჭვაძის პოეტმა გვითხრა ახალი სიტყვა, კაცთ მოყვარეობით სავსე, მქებელი ძმობის და თანასწორობის.

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ (ამბობს ილ.ჭავჭაკაძის პოეტი)

რომ წარვუძღვე წინა ერსა.
რომ ხალხისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვაში და სიხარულში;
ხალხის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

ახლა გადიკითხეთ „დიმიტრი თავდადებული“ და მიბძანეთ, რაა ის ახალი აზრი, რომელსაც ის გამოგვითქვამს, იქ პოეტი დამღერის მეფეს, რომელმაც თავის დაღუპვა ირჩივნა, თავისა და თავის ქვეყნის დაღუპვას ერთად. აქ ძლიერი გმირობა არაფერია, მაგრამ რაც უნდა დიდი გმირობა იყოს,

ის არაფერს ახალს არ გვეუბნება. ყოველ ანბანში სწერია: გიყვარდეს მოძმე შენიო. ვითა თავი შენიო; თავ-განწირვით გიყვარდეს სამშობლოო. ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზე სიმღერა ეხლა, როდესაც თავში გვერევა ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად გვეჭაშნიკება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასჯერ და ათასჯერ მეტი ზედმოქმედობა ექნებოდა ჩვენზე ილ. ჭავჭავაძის პოემას, თუ იმაში გამოყვანილი იქნებოდა ახალგაზდა, ცხოვრებისაგან ჯერ არ გაფუჭებულ კაცის ტანჯვა ერთ ლუკმა პურის შოვნაზე. აბა ერთი დეეხტა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს, რამდენჯერ ეცემა ხოლმე ტალახში ჩვენებური კაცი, რამდენჯერ ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს, რამდენ სილასა სჭამს, რომ უბრალოთ არ დაიღუპოს, რა გარემოება აკვლეინებს თავს საპყრობილეში ახალგაზდა, შეძლებულ, განათლებულ კაცს, რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დაანელება და მაშინ დარწმუნებული იყავით ილ. ჭავჭავაძის ახალ პოემას ისევე დიდი გავლენა ექნებოდა ჩვენ ში, როგორიც ჰქონდა იმის „მუშას“ და „პოეტს“ ან ნეკრასოვის «Размышленія у параднаго подъьзда» ან ჰიუგოს„Les chatiments“. იგივე ითქმის აკ. წერეთლის ზოგიერთ ძველ და ახალ ლექსებზე. ამ მწერალს ადრე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მწერლობაში, ვინამც ილ. ჭავჭავაძეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პოეტიური ნიჭი ამისაზე ნაკლები ქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაშორებული იყო ის იმ ახალგაზდობისაგან, რომელსაც დააჩნდა რუსულ უკეთეს ჟურნალების ბეჭედი*. მაგრამ ვერც აკ. წერეთელმა აიცილა სრულებით თავიდამ ამ ჟურნალების, ანუ უკეთ ვთქვათ, ჟურნალის გავლენა და იმის „მუშურს“ ილ. ჭავჭავაძას ლექსებზე ნაკლებად არ მოჰყვანდა აღტაცებაში ჩვენი დაწინაურებული საზოგადოება, იმიტომ რომ ამ „მუშურში“ გამოითქმებოდა იგივე სატირა, იგივე რჯული, რომლის მომტანნი იყვნენ რუსეთში ნეკრასოვი, დობროლიუბოვი და იმათი ამხანაგები და ჩვენში - ილ. ჭავჭავაძე.

მაგრამ ბევრმა წელმა ჩაიარა «მუშურის შემდეგ და ბოლოს დროს კიდევ დაგვხდა აგ. წერეთელი თავის ლექსებით „დროებაში“, შარშან იმან დაბეჭდა სხვათა შორის ორი ლექსი: პოემა „ორი ქართველი», და «სხვა და სხვა ერი». პირველში აღწერილია ძველ ქართველების მამაცობა; მეორეში აღწერაა სხვა-და-სხვა ერის თვისებისა; სამოთხეში ღმერთი უპირატესობას აძლევს ფრანცუზებს, რო მელთაც თავის დროშაზე

დასწერეს: „თავისუფლება, ძმობა და სიყვარულიო
ვისაც არ ჰსურდეს ქვეყნისთვის,
ღვთისაგან იყოს კრულიო!“
სწავლა და ხელოვანება,
სიბრძნე და მეცნიერება
მისათვის უნდათ, რომ სხვებსაც
რომ მისცენ მათ ბედნიერება!
შრომობენ შესანიშნავად,
გულ-გახსნით, პირ მომცინარ
და ჯერ არავის უნახავსთ
უსაქმურად და მძინარად.

როგორც ხედავთ, მკითხველო, არც პირველ და არც მეორე ლექსში აზრი არ არის ახალი, ღირსშესანიშნავი; ყველამ კარგად იცოდა უფ. აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდისაც, რომ ძველი ქართველები განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის სურვილი ქვეყნისთვის, როგორადაც სწავლის და ხელოვნების, სიბრძნის და მეცნიერების ხმარება საზოგადო სიკეთისთვის. ამგვარ ადამის-ჟმის ძველ ჭეშმარიტებაების დამტკიცება ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს. იმათთვის წერა მოუხდება მხოლოდ გენიოსს; მხოლოდ იმას შეუძლიან გამოსძებნოს უეჭვო ჭეშმარიტებაში ახალი, ჯერ არ ნახული სხვებისაგან კუთხეები და გამოგვიხატოს ესენი ახალ-ფეროვან წამლებით.

აქ მოყვანილი მაგალითები გვიმტკიცებენ, რომ ეხლანდელ ქართულ გაზეთების მიმართულების გავლენა ვერ აიცდინეს თავიდამ ვერც იმისთანა ნიჭიერმა პოეტებმა, როგორც ილ. ჭავჭავაძე და გ. წერეთელი.

ვიმეორებთ: ქართული გაზეთი ან ჟურნალი აღარ არის თავის საზოგადოების წინამძღილი, ის არის ეხლა მხოლოდ ამ საზოგადოების თანასწორი, იმის გამრთობი და იმისაებრ მღეჭველი დაობებულ ჭეშმარიტებაების.

------------

მაგრამ ყველგან გამოტყვრება ხოლმე იმისთანა გარემოება, რომელიც თავის ხასიათით სრულებით არ ეთანახმება იმასთან მომდინარე გარემოებაებეს. „ერთი ალილო ხუცესსაც შესცდებაო“. შარშანდელ ქართულ მწერლობაში ჩვენდა მოულოდნელად დაგვხდა ორიოდ ნაწერი, რომელიც თავის მიმართულობით სრულებით არ ეთანხმებოდა მთელ ქართულ ჟურნალ-გაზეთობას. იგივე აკ. წერეთლის სხვა ლექსი: „თვალების ახილვა» („დროების“ №80) ბავრელის „ზამთარი“ და მეტად «არტაამიდამ წერილი! („ივერია“,№27) და „პოლიტიკური მიმოხილვა“ ზოგიერთ ნომერში „ივერიის“, მაგალითად ბერლინის ყრილობის შესახებ, დაწერილნი არიან ცხადად იმ განზრახვით, რომ ჩვენმა მითომ განათლებულმა საზოგადოებამ გაიგოს თავის ეხლანდელი მდგომარეობა და შეცვალოს ის. აქ ხსენებულ თხზულებაბში ისმის ცხადად არა ჩვეულებრივი ახალ ქართულ მწერლობაში ქადაგება, სურვილი ახალ გზაზე ხალხის დაყენებისა.

„თვალის ახილვის» დამწერს დაჰკარგვია ჭაბუკობის სათვალე და ნათლად უნახავს ამაოება ამ ცრუ და მუხთალ სოფლის, ამ სურათით გულმოკლული გვიამბებს“

მსაჯულს ვსთხოვე სამართალი;

მაგრამ საწყლად რომ წავდექი,

ამარიდა მანცა თვალი!..

ზნეობითა დაჩაგრულსა

მომაგონდა. მე მოძღვარი;

მიველ... ისიც მომეგება,

გადამსახა ლოცვით ჯვარი.

ჩემი ტანჯვა მოისმინა,

აუჩჩვილდა მასაც გული.

მკითხა: „შვილო, დაცემის დროს

ხომ არ დაგკარგვია ფული?“

ვერც ნათესავებმა და საყვარელმა ნუგეში სცეს გულმოკლულს და დაჩაგრულსა. „დიდო მგელო! შენ სჯობიხარ, ამბობს გამწარებულად პოეტი, ნათესავს და მეგობარს; შენ თუ გშიან მოიტაცებ მთელ-ჯოგიდგან ერთსა ცხვარსა; ისინი კი გამაძღრებიც არ დაზოგვენ არცა ერთსა!.. თვალ-მაქცობით ატყუებენ დაბლა კაცს და მაღლა ღმერთსა! კბილ-ბასრო და ბჭყალ-მახვილო, გარეულოკატუნია!... ვინც რომ შენ არ გამჯობინებს საყვარელსა... ვერ უცვნია!“

ბავრელის „ზამთარი“ და მეტად „არტაანიდამ წერილი“ ცხოველ სურათებით გვიხატავს, რა შეუძლიან გადაყრუებულ ალაგას ჩინოვნიკს, ის მეფეა თავის სამფლობილეში. აბ — ის ნავაჭრ ფულებში, ვინ იცის საიდგან, შერეულა ერთი ყალბი აბაზი. იმასაც ერთსულ ეს აბაზი უხაბროთ მიეცა სალდათისთვის ხურდაში; სალდათს უცვნია აბაზის სიყალბე და წარუდგენია გოროდნიჩისათვის. პოლიციის მოხელეები დიდ აქლემის ოდენა საქმეს ისე მნიშვნელობას არ აძლევენ, როგორც ნემსის ოდენასა. თუ სადმე შენიშნეს მაგისთანა საქმე, ეცემიან როგორც ქორი ქათამს, რადგან ქორმა იცის, რომ ის ქათამი იმის მუცელს გააძღობს... მაშინვე შედგება ფიცხელი გამოძიება: ჰაი როგორ და სიდამ მოხდა ესა?... კაცი, რომელსაც უცხოვრია სათათრეში და მაგისთანა წმინდათ თავის დღეში არ დაურთავს, რასაკვირველია, გაშეშდა და არ იცოდა, თუ რომელ ერთ კითსვაზედ მიეცა პასუხი. კაცს ბრალი დაედვა; დაამწყვდიეს, მაღაზია დაუკეტეს —ვაჭრობა გაუჩერეს. საწყალს შიშ-ანკალისაგან სიყვითლე დაემართა. როცა სიარულის ჩარა აღარა მქონდა, მაშინ შეიყვანეს საავათმყოფოში და შეიევანეს იმისთანა ალაგას, საცა იყო ათასი კვნესა, ოხვრა სა ხადით ავათმუოფებისა“. აბ— მა ჩქარა გასჭიმა ფეხები, „კაცს ფასი არა ჰქონია: ერთი კვერცხი, 2 ბოთლი ღვინო მეტად ღირებია ვიდრე კაცი...“.

„ივერიის“ „პოლიტიკური მიმოხილვა“ არის ცოდნით, ოსტატურად შეგროვილი ახალი ამბები და მასთანავე ახალი მოწმები მაღალხარისხოვან ჯამბაზობისა, უკაცრავათ, მინდოდა მეთქვა: ევროპიელ ლიბერალურ, კონსტიტუციურ დიპლომატიისა.

ეს პოლიტიკური წერილები, რომელნიც თავიანთ მიმართულებით მოგვაგონებენ „კრებულის“ და ძველ „დროების“ ზოგიერთ ამგვარსავე სტატიებს, გვიხილავენ თვალებს (ამას ჯერ კიდეც შარშან ვამბობდი ალმანახში“) ჩვენ განათლებულების შეცდომაზე რომელნიც თაყვანსა სცემენ ევროპის ლიბერალურ საზოგადობრივ წყოპილებას და არ სურთ დანახვა იმის იარებისა.

-----------------------

თქვენ, იქნება, მითხრათ, მკითხველო, რომ ახალი არაფერია ბავრელის და აკ. წერეთლის დაცინგაში ჩვენ ჩინოვნიკობაზე და საზოგადოთ ჩვენ განათლებულების ცხოვრებაზე და „ივერიის“ გამოაშკარებაში ევროპიულ ცრუ-ლიბერალობისა, რადგან ამავე საგანზე არა ერთხელ მოგვითხრობდნენ „საქართველოს მიამბე“ და პირველ დროინდელი „დროება“.

დაას, თქვენ მართალს ბრძანებთ, თუ ამას გვეტევით. მართალია, ზემოხსენებული ნაწერები გამეორებაა იმის, რაც თქმუდა ადრე, მხოლოდ ახალ სამგზის დამატებით.

მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში, რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო, და ყოველი ჭეშმარიტება ითვლება ახალი ჭეშმარიტებათ მხოლოდ მაშინ, როცა იმას ჯერ ვერ შერიგებია სალხი.

ამიტომაც ზემოხსენებულ ნაწერების სიტყვები შიგვაჩნია ახალ სიტყვებათ, თუმცა ისინი არა ერთხელ წარმოუთქვამთ თავისებურად ადრეც. დაახ, მკითხველო, „საქართველოს მოამბის“ და პირველდროინდელ „დროების“ შემდეგ ჩაგვირბინა ათმა, თხუთმეტმა წელმა, მას აქეთ ბევრი მითომ ცვლილება მომხდარა ჩვენ ცხოვრებაში გლეხები განთავისუფლეს, ახალი სასამართლო შემოიღეს, ქაალაქებს მიანიჭეს თვით-მმართველობა და სხვ., მაგრამ დახე ჩვენ დაუნდობელ ბედს, თხუთმეტის წლის წინათ ნათქვამ სიტყვებს განგვიმეორებენ და ჩვენ ასეთ აღტაცებაში მოვყავართ იმათ, როგორც ადარე. ძველბური განკიცხვა, ძველებური ქადოგობა ასე გგონია მოგონილნი არიან დღევანდეო დღისათვის, ასე გგონია წინ ფუჭი არ გადაგვედგას ამ უკანასკნელ თხუთმეტიოდ წელს და ვტრიალებდეთ ერთ ადგილს. ის ბატონები, რომელთა წინააღმდეგ ქადაგობდა ამდენი ხანი უკეთესი ქართული მწერლობა, დღეს გამოდიან ახალ სარჩულიან კაბებში და ამაყად დამღერიან: „არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად“.

P. S. ეს სტატია დაბეჭდილი გვქონდა, როცა მოგვივიდა შემდეგი წიგნი ერთ ნაცნობისაგან:

მოწყ. ხელმწიფევ!

თქვენგან ბევრჯერ გამიგონია, რომ ქართულ ჟურნალ-გაზეთობაში ამ უკანასკნელ დროს მოხდა დიდი ცვლილება, რომ ლიტერატურის ადგილი დაიჭირა ამ ბოლოს დროს ახალ ამბების აფიშამ და კანცელიარულ დავთარმა, სადაც მოგროვილია უთვალავი საეჭვოა ფაქტები და ციფრები და არც ერთი იმ სიტყვა.

ეხლა გავიგე, რომ განზრახვა გაქვთ ესევე აზრი გამოსთქვათ. საქვეყნოთ „ალმანახში“ და ამიტომაც ჩემ ვალათ ჩავთვალე ამეხსნა თქვენთვის თქვენი შეცთომა.

დამიგდეთ ყური. თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ რომელიმე აზრის დამტკიცება და სხვებისა თვის ახსნა შეიძლება ორ გვარად: შეიძლება რის- მეს სარგებლობა ან ბოროტება გამოცხადდეს ან რაიმე მოსაზრების მორევანით ან საქმეების ჩვენებით, თუ მინდა მაგალითად ვისმეს ფარისევლობის გამოაშკარება, მე დავიწყებ ან შემდეგ ფილოსო- ფოსობას; თუ გულწრფელია ეგ ბატონი, რატომ კეთილი სიტყვებს საქმეთ არა ხდის? ეგ სინიდისიანი კაცი იყოს მეთქი, შინაც და გარეთაც ერთ გზაზე დგება, თორემ შინ რომ მგელობს და გარეთ ცხვარობს, ეს სწორეთ ცხადი ფარისევლობაა.

ან სხვაგვარადაც შემიძლიან ვისმეს ფარისევლობის გამოჩენა. შემიძლიან გიამბოთ ნამდვილი ამბავი, რომლიდამაც თავის თავათ სჩანდეს, რომ ჩვენი კაცობრიობის მოყვარე პატიოსანი სული ჩხირკედელაობს მხოლოდ თავის ჯიბის სასარგებლოთ.

ოღონდ კაცმა ხერხიანად აგვიხსნას და დაგვიმტკიცოს ხეირიანი აზრი, თორემ, მე მგონია, სულ ერთი უნდა იყოს ჩვენთვის რა საშუალებით ეწევა ამ მიზანს უბრალო ფაქტების მოყვანით, თუ თავის ფილოსოფიით და მჭევრ-მეტყველობით.

მე მგონია, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთობა დგას ეხლა იმავ გზაზე, რა გზაზედაც ის იდგა ათიოდ, თხუთმეტიოდ წლის წინათ. განსხვავება მხოლოდ გარეგნობაშია. ადრე ჩვენი მწერლები გვეჩვენებოდნენ ფილოსოფოსებათ, წინასწარმეტუველებათ, რომელნის გვიხატავდნენ ჩვენს გარყვნილ სურათებს და გვიქადაგებდნენ ახალ გზაზე დადგომას.ეხლა კი ქართველმა ჟურნალისტებმა ჩამოიგდეს მხრებიდამ თავიანთი ლამაზი პოეტიური მანტია და გაგვიხდნენ უბრალო მუშებათ, მაგრამ თავიანთი აზრები კი არ დაივიწვეს ისინი აგროვებენ ეხლა ამბებს, რომელნიც სხვის აუხსნელათაც ადვილად გასაგებნი არიან ჩვენთვის. ეს ახალი ამბები გვეუბნებიან ჩვენ იმავეს, რაც გვესმოდა ადრე მოთხრობებიდამ და ლექსებიდამ, ნამდვილ ამბებზე მეტ დამარწმუნებელ, დამამტკიცებულ ძალას, განა სადმე კიდევ იპოვით?

მაგ. აიღეთ ჩინოვნიკობა; ადრე მდივანბეგს სამარიდამ ამღერებდნენ ჩვენი პოეტები: „ჩემი ჯიბე ვტენე, ვტენე, ისე მოვკვდი, ვერ გავტენეო“; ეხლა ლექსებს თავი დავანებეთ და ნამდვილ ამბებს ვუამბობთ მკითხველვის ჩვენ ჩინოვნიკობის ანგარობაზედ. მოიგონეთ მაგალითად შარშანდელი «დროების» კორრესპონდენცია სიღნასის გამომძიებელზე რომელმაც გადააჭარბა ყოველ ძველ მდივანბეგს.

იმედია მიიღებთ მხედველობაში ამ აზრს, როცა გამოსთქვამთ თქვენ ფიქრებს ეხლანდელ ქართულ მწერლობაზე.

თქვენი უმორჩილესი მონა და სხვ.

ამ წიგნის დამწერს ეტყობა დავიწყებია ჰეინეს სიტყვები: ფაქტებით შეიძლება ბაასი და არა რომელიმე აზრის დამტკიცება. მაგრამ ერთ წამს მზათ ვარ დავთანახმდე, რომ ჭეშმარიტების პოვნა იმისთანა რთულ საქმეებში, როგორნიც არიან ჩვენი საზოგადო საქმეები, შესაძლოა ცარიელ ნამდვილ ამბების მოგროვით; მზათ ვარ დავთნხმდე, რომ ფილოსოფიას და უბრალო მატიანეს აქვს ერთგვარი გავლენა კაცის ზნეობაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიაც ჯერ ვიტყვი უარს იმ აზრზე, რომელიც გამოვთქვი ჩემ სტატიაში. მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ჟურნალ-გაზეთების „მატიანეს“ არა აქვს ისეთი დიდი ძალა, რანაირიც ჰქონდა ქართულ ჟურნალ-გაზეთობის ქადაგებას, და აი რატომ.

თითქმის ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩვენზე ის მოქმედება, რომელიც მიმართულია ჩვენზე შთაბეჭდილების მოსახდენათ.

ჩვენ რომ გზაზე დაგვხდეს ბალდახინი ვინმე მდიდარი მკვდრითა და შევიტყოთ, რომ სიკვდილი მოსწევია ავმუცლიანობისაგან, და მერმე ვნახოთ მუზიკა, რომელიც უკრავს რაღაც მხიარულ მარშს; თულუხჩი, რომელიც ეჭიდაება ქუჩის ბიჭს; ადვოკატი, რომელიც ეპატიჟება მოსამარილეს სადილათ და სხვა ბევრი ამგვარები, იქნება ამ სურათებმა არაფერი აზრად არ აღგვიძრას; მაგრამ იმის შემდეგ, რაც ვნახეთ ავმუცლობისაგან მომკვდარ კაცის ბალდახინი, ჩემ ამხანაგს რომ ეამბო ერთ გლეხის სიკვდილზე, რომელიც მომხდარიყო შიმშილისაგან, მაშინ უნებლიეთ დავფიქრდებოდი და ვკითხავდი თავს: საიდამ წარმოსდგება ამგვარი უთანსწორობა ჩვენ საზოგადოებაში, რათ არის ერთი მეტად მდიდარი, მეორე მეტად ღარიბი და როგორ მოისპოს ეს უთანასწარობა, რომელიც ღუპავს დიდსაც და პატარასაც.

მერმე ვისი მადლობელი უნდა ვიყო, რომ ჩემ თავში დაიბადა ეს აზრი? ნუთუ მხოლოდ იმ გარემოებისა, რომ ვიღაც მდიდარი მომკვდარა ავმუცოლობით და ვიღაც ღარიბი შიმშილით, არა, მე მადლიერი უნდა ვიყო. ჩემი ნაცნობისაც, რომელმაც დაივიწყა სხვა ამბები და შეადარა ეს ზემოხსენებული ორი ამბავი.

დიახ, ჩემო მკითხველო, ნამდვილ ამბებს შეუძლიანთ რამე აზრი დაგვიბადონ თავში, თუ რომ ისინი იქნებიან ოსტატურად მოგროვილნი (ყველა თავის ალაგს), და მეც ამ იმედით დავმალე ჩემი აზრი შარშანდელ სტატიაში „პატარა წერილი დიდ საქმეებზე“ და ავავსე ის მხოლოდ რიგზე დაწყობილ ახალ ამბებით.

მაგრამ ვინ არ იცის, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები ბეჭდვენ უსისტემოთ, დაფანტულად ყველა ახალ და ძველ ამბავს, რომლის წაკითხვაც არ დაზარდება ჩვენ საზოგადოებას.

ეხლა დავხუჭოთ თვალები და მაინც წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს აქვთ რაიმე საკუთარი აზრები და სურთ იმათ ჭეშმარიტების დამტკიცებს სხვა-და-სხვა შესაფერ ფაქტების გამოცხადებით. მაგრამ მაშინაც უნდ გამოვტყდეთ, რომ ამ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს არ აქვთ ზნეობითი გავლენა თავიანთ მკითხველზე, რადგანაც ბევრს არ სწამს იმათგან გამოცხადებულ ამბების სიმართლე.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთები არ არიან ისე შეძლებულნი რომ იყოლიონ საკუთარი კორრესპონდენტები და რეპორტიორები და ვერც ერთი ჩვენი რედაქტორთაგანი ვერ იტყვის, მართალს ამბობს იმის „მოამბე“ თუ არა. ხშირად ჩვენ გაზეთებში გაიმართება ხოლმე ბაასი რამდენიმე კორრესპონდენტის შუა, ყველა იმათგანი თავისებურად გვიამბებს ერთსა და იმავე ამბავს და არც მკითხველმა და არც რედაქტორმა არ იციან რომელია მართალი და რომელი—მტყუანი.

ავიღოთ მაგალითად ისვე ამბავი, რომელიც მოჰყავს ჩემ ნაცნობს თავის წიგნში; ავიღოთ მაგალითად სიღნახის გამომძიებლის უკანონო მოქმედების აღწერა ქართულ გაზეთში. ეს ამბავი იმასვე არ გვეუბნება, რის თქმაც უნდოდა ზემო-მოყვანილ ლექსს მდივანბეგზე. როცა ვკითხულობ ამ დაცინვას მდივანბეგზე, მე მესმის პოეტის აზრი მდივანბეგებზე და როცა ვკითხულობ „დროების“ კორრესპონდენციას სიღნახის გამომძიებელზე, მე მესმის

„დროების“ აზრი ერთ გამომძიებელ-მსაჯულზე და ამ გაზეთის აზრს ვერ გავავრცელებ დანარჩენ გამომძიებელ-მსაჯულებზე, რადგან ვიცი, რომ არიან გამომძიებელ-მსაჯულნი, რომელნიც, მგონია, რომ მოსწონს „დროებას“; მოიგონეთ მხოლოდ „დროებისაგან“ ქება მეორე სიღნახელი მსაჯულისა.

ამის გარდა, როცა გაზეთში წავიკითხეთ ხსენებულ გამომძიებლის იონებზე, ეჭვში შევედით, ვინ იცის ვის სჭირდა იმისი ჯავრი და ვინ მოუგონა ჭორი; და ბოლოს შესაძლოა, რომ მთელი კორრესპონდენცია გამოჩნდეს ჭორათ და მაშინ მიბრძანეთ, რა გავლენა უნდა ქონდეს იმ ჟურნალს, რომლის ნდობა არ ექნება მკითხველს.

ეჭვი არ არის, ამგვარი მდგომარეობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებისა მეტად სამწუხარო და ჩვენ მართალი იმაზე არ დავმალეთ, რასაკვირველია, მხილოდ იმისთვის, რომ გაუადვილოთ მომავალს იმის გაუმჯობესობა.

6 მშვენიერი ელენე

▲ზევით დაბრუნება


 პირველი მოქმედე

ოპერა-ბუფისა

 

მშვენიერი ელენე

 

 

სიტყვები

ანრი მეილაკისა და ლიუდოვიკ ალევისა

 

მუზიკა

ჟ. ოფენბახისა.

 

ქართულად გადმოღებული

თ. დავით ერისთავის  მიერ

 

მომქმედნი პირნი:

 

მენელასი, სპარტის მეფე.

ელენე, იმის ცოლი.

აგამემნონი, გმირთა გმირი.

ორესტი, იმის შვილი.

ახილესი, ფტიოტიდის მეფე.

აიაქსი პირველი, ლოკრიის მეფე.

აიაქსი მეორე, სალამინის მეფე.

კალხასი, იუპიტერის ქადაგი.

ფილოკომი, კალხასის თანაშემწე.

ეფთიკლესი, მჭედელი.

პართენისი.

ლეონა.

 

 

მშვენიერი ელენე

 

მოქმედება I.

 

სცენა წარმოადგენს სპარტის მეიდანს, სადაც ბოლოს მოჩანს იუპიტერის ტაძარი. ტაძარს გვერდით დგას რამდენიმე სამფეხა და შიგ ცეცხლი ანთია.

 

გამოსვლა პირველი

 

ხალხი და შემდეგ კალხასი და ფილოკომი

 

(ფარდა რომ აიხდება კაცნი და ქალნი მუხლ-მოდრეკილნი დგანან ტაძრის წინ და შესაწირავი მოაქვს: ყვავილები, ხილი, თეთრეული, გალიები მწყრებით და სხვა. ყვავილები უფრო მეტია).

 

ხორი

 

იუპიტერ ღმერთო! გვისმინე ჩვენ ლოცვა! გვისმინე ჩვენ!

მუხლ-მოდრეკით გეედრებით !

ღმერთებისა ღმერთო! ოქროს წვერიანო  გვისმინე ლოცვანი,

დიდებულო ღმერმეთო!

იუპიტერი ღმერთო და სხვა...

(უკანასკნელ ნაწილს რომ მღერის ხორი, მაშინ იღება ტაძრის კარი და გამოვა კალხასი

, რომელსაც მისდეგს გილიგომი, მინამ ორტესტრი მელოდრეს უკრავს, ვალსი საწირავს. ტაძართან ალაგებს).

 

კალხასი (სინჯავს საწარავს და არა მალაგს უკმაყოფილებას)

სულ ყვავილები, ყვავილები, და ყვავილები, საკმაოა! (ხალხი გადის)

 

გამოსვლა მეორე

 

ფილოკომ და კალხასი

 

კალხასი

 

 

აღარავინ არის... ტყუილი ხარჯი მეჯავრება... მინამ ტვედელს თავისი ნავთი არ გამოუყვანია ბაქოდგან სიძვირეა! (აქრობს)

 

ფილოკომ! საწირავები შეიტანე!

 

ფილოკომ

 

ბატონი ბძანდებით, დიდო ქადაგო! (ორ ბიჭს შეაქვს საწირავი).

 

კალხასი

 

 

ჭეშმარიტად რომ სირცხვილია ეხლანდელი საწირავი... აბა რა მოუტანიათ? ორი მწყერი, ერთი ქოთანი მაწონი, სამი ყველეური ყველი, ხუთი ჩურჩხელა, ცოტა ხილი და ბევრი ყვავილები! ეს რამდენი ყვავილებია! თითქო იუპიტერი თეატრის მომღერალი ქალი იყვეს! რა ტყუილი ხარჯია! ახ! სად არის ის დრო როდესაც საწირავათ შემოგვდიოდა მთელი ძროხის ნახირი და ცხვრები! აბა საწირავი ის იყო! წახდა ქვეყანა! ღმერთებსაც კი პატივი აღარა აქვსთ, პატივი აღარა აქვსთ.

 

ფილკომ

ყველაზე ეგ არ ითქმის, მაგალითათ ვენერა...

 

კალხასი

 

ჰო! ეგ კი მართლია! იმ დღეს ციტერნის „დროებაში“ წავიკითხე საწირავის რიცხვი ამ უკანასკნელის თვისა! იმდენი რამ არის, რომ კაცი გაოცდება!

 

ფილოკომ

 

როგორა გგონია ვენერას მოძღვარს, ბევრი შემოსავალი ექნება აი! ჰაი თუ შესჭამს მოძღვარი!

 

კალხასი

 

 

მას შემდეგ, რაც ვენერამ აჯობა იდას მთაზე იუნონას და მინერვას, ე. ი. მეცხვარე პარისმა თავისი ვაშლი მისცა ნიშნათ სილამაზისა, ხალხს ვენერას მეტი არავინ ახსოვს! საწყალი იუპიტერი! ეს ღმერთთა ღმერთი რა ცუდ მდგომარობაშია! რამდენი ყვავილებია და! იცი... თუ გიყვარდე ეს თაიგული წაუღე პატარა მეგარას, ხომ იცი აქ გვერდით რომ სდგას!

 

ფილოკომ (ბუკეტი სელში)

 

დიახ ბატონო!

 

კალხასი

 

 

მართლა, ქუხილი... საქუხი მოიტანეს?

 

ფილოკომ

 

ჯერ არა.

 

კალხასი

 

 

როგორ, თუ ჯერ არა?

 

ფილოკომ

 

არა, ბატონო, ჯერ არ მოუტანიათ... მაგრამ მალე მოველი!

 

კალხასი

 

კაცო! რას შვრები არ დამღუპო, დღეს უქუხილოთ ხომ ვერ გავსძლებთ! ცხელი დღე გამოდის უქუხილოთ, როგორ შეიძლება! დღეს ადონისის დღეობაა. ჯერ ეს ერთი რომ ჩვენი მშვენიერი დედოფალი მოვა სალოცავათა და შემდეგ შეიკრიფებიან მეფენი და ჭკუამახვილობის ჯიბრი იქნება.

 

ფილოკომ

დამპირდა რომ მალე გავაკეთებო!

 

კალხასი

 

რას ამბობ კაცო, ამისთანა დღეს უქადაგობოთ არ იქნება! უნდა ქადაგათ დავეცე და აბა რა ქადაგობა იქნება უქუხილოთ!

 

ფილოკომ

ეფთიკლე მჭედელს მივეცი, და მითხრა ემ საათში მოვიტანო. აი გიახლათ კიდეც. (ეფთიკლე შკო მოდის მარჯვნივ და შემოაქვს ჟესტი)

 

 

გამოსვლა მესამე

 

იგივენი და ეფთიკლე.

 

კალხასი

 

ოჰ! ეფთიკლე! რა დაგემართა კაცო! რით ვერ გაათავე ეგ საქუხი!

 

ეფთიკლე

 

ცოტა გასაკეთებელი კი არა ჰქონდა ამ საქუხსა! ორგან ისე დაჟანგებულიყო, რომ დაკერება მოუნდა მერე საჩქარო საქმე მქონდა მოუსვენარ ახილევისა!

 

კალხასი

 

ჰო! ვიცი, ვიცი! უთუოთ იმის წაღებს ქუსლებზედ ნალებს აკრავდი! ვიცი ქუსლზე უკაცრავოთ არის.

 

ფილოკომ

დიახ, სწორეთ ეგრე გახლდათ.

 

კალხასი

 

ჰო! მე თითონ მითხრა, ძალიან კარგი ნალები დამიკრაო!

 

ეფთეკლე

 

მერე თქვენი საქუხი! ისემც თქვენი მტერი იყოს რა მდგომიარებაში ის იყო! ვინაა სცემს ისე მაგრა რომ გაუხვრეტია!

 

კალხასი

 

ეს ფილოკომი სცემს ხოლმე... ღვთის წინაშე, ეგრეც უნდა, მაშ რითი შევაშინოთ ხალხი!! ეხლა ხომ კარგათ არის გაკეთებული?

 

ეფთიკლე

აი ნახეთ. (აქუხებს)

 

კალხასი (მივარდება)

სუ! კაცო! რა ღმერთი გაგიწყრა! როგორ შეიძლება, ხალხს ეგონება რომ იუპიტერიაო! როგორ შეიძლება მაგისთანა ხუმრობა!

 

ეფთიკლე

უკაცრავათ, არ ვიცოდი.

 

კალხასი (უურება მარცხნივ)

აბა! დღე იწყობა! აგერ ხალხი მოდის სალოცავათ, და ქალებს წინ ჩვენი მშვენიერი დედოფალი მოუძღვის!

 

ეფთიკლე

ჰო! მართლა დღეს ხომ დღესასწაულია!

 

კალხასი

 

დიახ! დღეს ის დღეა, როდესაც ვენერას საყვარელი გარეულმა ტახმა დაგლიჯა! აბა, ფილოკომ, ეს საქუხი თავის ადგილს შეიტანე, დრო არის. (ფილიკომს მიაქვს და აქუხებს) სუ! შე უბედურო, რა დაგემართა! (სამივე ტაძარში შედიან).

 

გამოსვლა მეოთხე

 

ელენე

 

 და მას მოსდევენ ქალები, შემდეგ კალხასი, ქალების ხორი შემოდის მარცხნით, ელენე სულ ბოლოს, და ორი მდადე მოსდევს).

 

ხორი

 

ვალათ გვაძევს ყმაწვილ ქალებსა

უბრალო და კეთილშობილთა,

რომ ხანდისსნა ვიგლოვოთ

ჭაბუკთა ვაჟთა სიკვდილი!

 

ელენე

 

ადონის ჩვენო ღმერთავ! შენ მებრალები,

შენც ვენერავ

განა ვერ ხედავ

განჰქრა ჩვენში

ტრფობის ალი!

 

I

ო! ადონის! და შენ ვენერავ!

გევედრებით გაგვიგონოთ!

ვერა ხედავთ, რომ სიყვარული

განჰქრა ჩვენში სამუდამოთ!

გევედრები, ვენერავ!

გევედრები, ვენერავ!

(ორჯერ)

 

მოგვეც ჩვენ სიყვარული, რომ აღვივსოთ

მით გული!

(ორჯერ)

 

II

იცვალა დრო! წახდა ქვეყანა,

სადღა არის სიყვარული !

წმინდა გრძნობას, ჩვენსა ქალებსა

ურჩევნიათ თეთრი ფული!

 

გევედრები, ვენერავ!

ვენერავ, შენ ქერავ!

(ორჯერ)

მოგვეც ჩვენ სიყვარული

რომ აღვივსოთ მით გული!

(ორჯერ)

 

ხორი

 

ვალად გვაძევს ყმაწვილ ქალებსა

უბრალო და კეთილშობილთა,

რომ ხანდისხანა ვიგლოვოთ

ჭაბუკთა ვაჟთა სიკვდილი!

 (ამ ხორის დროს ყველა ქალები ტაძრის კიბეზედ ადიან. კალხასი, მით წინა ხვდება და ეპიტიჟება შესვლას, ელენეს შესვლა უნდა და ერთბაშათ შედგება და შეაყენებს კალხასს).

 

გამოსვლა მეხუთე

 

ელენე, კალხასი

 

ელენე

 

ორიოდე სიტყვა, დიდო ქადაგო!

 

კალხასი

 

ბატონი ბძანდებით, დედოფალო. მაგრამ საწირავი...

ელენე

 

საწირავი მოიცდის!

 

კალხასი

 

აბა რას მიბძანებთ?

 

ელენე

 

არა... გიჟს დამიძახებთ!

 

კალხასი

 

ოჰ! დედოფალი! განა გავბედავ?...

 

ელენე

 

იდას მთაზედ შემთხვევა... ხომ იცით... თავიდამ არ გამომდის... ის ტყე, ის სამი ღმერთა, ის ვაშლი და ის მეცხვარე... ახალი ხომ არ შეგიტყვიათ რა?

 

კალხასი

 

არაფერი, დედოფალო! დღეს ჩვენი გაზეთები ჯერ არ გამოცემულან „რედაქციის დაუმოკიდებლივ მიზეზით!“

ელენე

 

განა მართალია, ვითომ იმ მეცხვარის დასჯილდოებლათ ვენერა მას დაჰპირებია ყველაზედ ლამაზის ქალის სიყვარულს!

 

კალხასი

 

დიას ეგ აფიციალურია! მგონია „კავკასშიაც“ იყო დაბეჭდილი!

 

ელენე

 

მერე... ყველაზედ მშვენიერი ქალი ქვეყანაზედ...

 

კალხასი

 

თქვენა ბძანდებით, დედოფალო, უსათუოთ თქვენა ბძანდებით!

 

ელენე. (გადადის მარჯვნივ)

 

დაჩუმდით თუ ღმერთი გწამთ, დაჩუმდით! ეს რომ მართალი იყოს...

 

კალხასი

 

რა იქნება დედოფალო?

 

ელენე

 

აკი ვამბობ ის არის და ისა!

 

კალხასი

 

ვინ გახლავს!

 

ელენე

 

დაუნდობელი ბედი, ჩემო კალხას, დაუნდობელი ბედი...

 

კალხასი

 

დიას, ეგ კი მართალია!

 

ელენე

 

ჯერ დავიწყოთ ჩემ დაბადებიდგან: ხომ მოგეხსენებათ...

 

კალხასი

 

ეგ ვინ არ იცის... ის მშვენიერი ყარყატო, დედამ რომ თავის გულზედ დაიცვა...

 

ელენე

 

დიახ. სწორეთ ის ყარყატო, რომელიც დედა ჩემმა დაიცვა, მამა ჩემი გახლდათ. ხომ კარგა ხედავთ, კალხას, რომ მე შესანიშნავი დედა-კაცი ვარ... მაგრამ მე მინდა... აჰ, რომ იცოდეთ დიდო ქადაგო რა მინდა?....

 

კალხასი

 

რა გნებავთ, იუპიტერის ასულო?

 

ელენე

 

იცით რა მინდა? მე მინდა ვიყო უბრალო მოქალაქის ქალი, ერთ შუაბაზრის ბაზაზის ცოლი! და აი ამის მაგიერ ბედმა რა გამხადა? თექვსმეტი წლისა ვიყავი როცა ამ მოუსვენარ თეზეიმ მამიტაცა! თექვსმეტი წლისა, ჯერ წმინდა დიანას ზავედენიაში ვსწავლობდი ისევა! ღმერთო რა სკანდალი მოხდა, მთელი ქალაქი იმაზედ ლაპარაკობდა...

 

კალხასი

 

მანდედგან დიწყევით რაღა?

 

ელენე

 

დიახ მანდედგან... და მერე მივყევ, მივყევ, და მთელმა საბერძნეთმა იცის რაც ჩემს თავს გადახდომია... მერე მეგონა დავისვენე მეთქი.....

 

კალხასი

 

მენელასი  რომ შეირთეთ?

 

ელენე

 

დიახ! ძალიან კეთილი კაცია! რა არა ვქენი რომ შემეყვარა, მაგრამ ვერ შევიძელ, ვერ შევიძელ და ვერ შევიძელ.

 

კალხასი

 

რა ქმნას კაცმა!... თუ კი ვერ შეგძლებიათ!

 

ელენე

 

საბრალო! ეხლა როცა ვფიქრობ, რომ გენერა იმ მეცხვარეს დაპირდა ულამაზესი ქალის სიყვარულს... და ოდეს მაგონდება, რომ იქნება მე ვიყო...

 

კალხასი

 

დიახ! იქნება თქვენს ბძანდებოდეთ!

 

ელენე

 

მერე რასა იქს ის კეთილი და მშვიდობიანი კაცი!

 

კალხასი

 

არაფერსა დედოფალო! თუ კი ვენერას ბძანება...

 

ელენე

 

აი! აკი გითხარით ბედია მეთქი!

 

კალხასი

 

კგ თავის გასამართლებელია!

 

ელენე

 

მერე ხომ მე გამამტყუნებენ!

 

კალხასი

 

რასაკვირველია გაგამტყუნებენ!

 

ელენე (იყურება მარჯვნივ)

 

და როცა ხალხში გავივლი ჩემის კალიასკით, როგორც ეხლა იყო, გავიგონებ ხალხის ხმას, რომელიც იტყვის, ეს დედოფალი კი არ არის, მაწანწალააო!

 

კალხასი

 

მაწანწალა! დედოფალო!

 

ელენე

 

დიახ! და განა მართალი არ იყო ის კაცი, რომელმაც ეს დამიყვირა? მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის? არა, ყარყატოს ქალი, მაწანწალა უნდა იყოს, მა რა იქნება? (ისმის ფლეიტის ხმა).

 

კალხასი (იყურება მარჯვნივ)

 

შებრძანდი, საჩქაროთ, დედოფალო; აი ბატონის შვილი ორესტი მოდის!

 

ელენე

 

ის ჩემი ცელქი დისწული!

 

კალხასი

დიახ, ამ მხრით მოდის და ვერაფერი დასტა მოსდევს.

 

ელენე

 

ეხ, შე დალოცვილო! „ვინ არ ყოფილა მიჯნური“...

 

კალხასი

 

 „ვის არ სახმილი სდებია“, დედოფალო...

 

(ელენე ადის კიბეზედ, უკან კალხასი  მისდევს და შიგნიდგან რადგან იმის ხმა: კალხას ოჰე! კალხას).

 

შებძანდით დედოფალო! მე აქ დავრჩები, რომ ბატონის შვილმა არ იცელქოს რა... არ გაუკვირდება კი. რომ ტაძარი შეურაცჰყოს და საწირავს პატივი არ სცეს,

 

ელენე

 

რა ქნას, ყმაწვილია!

 

კალხასი

 

იმიტომ ისე ვუყურებ რომ მეც სიყმწვილე მაგონდება.

 

ელენე (მოიხედავს კარებში)

 

დახე, დახე! პართენისი ჰყავს თანა! მერე როგორ არის ჩაცმული და! საკვირველია, რომ მაგისთანა ქალებისთანათ ვერავინ ჩაიცვავს! (შედის ტაძარში).

 

 

გამოსვლა მეექვსე

 

კალხას, შემდეგ ორესტი, პართენის, ლეონა და სხვანი.

 

კალხასი  (უყურებს მარჯვნივ)

 

იტყვიან რომ აგამემნონის შვილიო! ჩემი მეფის შვილი! (შემოდის ორესტი თავის დასტით). 

 

ყველანი.

 

ჰეი! კალხას! ჰეი! (შემოეხვევიან)

 

ორესტი, (კალახს)

 

I

 

ლაბირინთის დუქანშია

ვათიე მე წუხელ ღამე.

ამ კორინთას ქალებშია

ვიქეიფე, ვსვი და ვჭამე!

(გაიცნობს. პართენისს და ლეონისს)

აი პართენის და ლეონა,

ამათ სურთ თქვენი გაცნობა.

კალხას (ორთავ ქალებშუა)

ეგ პატივი არ, მეგონა

მიიღეთ ჩემი მადლობა!..

 

ორესტი

 

აი პართენის და ლეონა! (თამაშობენ კალხასის იმრგვლივ)

 

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

ოია კეფალე, ო! ლა, ლა,

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

 

II

 

ორესტი

 

აი სწორეთ ამ ქალებსა

მამის ფული მოვახმარე,

მაგრამ ყველა ჩემ ვალებსა

გადაიხდის ჩვენი მხარე!

აი პართენის და ლეონა

ამათ სურთ თქვენი გაცნობა!

 

კალხასი

 

ეგ პატივი არ მეგონა,

მიიღეთ ჩემი მადლობა!

 

ყველანი

 

აი პართენის და ლეონა!

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

ოია, კეფალე, ო! ლა, ლა!

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

(ამ კუპლეტების შემდეგ კალხასი  დამწყვდეული დარჩება ქალების წრეში)

 

ორესტი

 

აი ჩემო კალხას, რამ მოგვიყანა აქა. ამ ქალებს შინისკენ ვაცილებდი ზურნითა. როცა ამათ დაინახეს შენი თეთრი ანაფორა, ახ! რა მშვენიერი კაციაო! დაიყვირა პართენისსმა –  რა ჰქვიანო? მკითსა ლეონამ. კალხასი მეთქი, უპასუხე!.. კალხასი? ის გამოჩენილი კალხასი?– დიახ სწორეთ ის გახლავს მეთქი... წავიდეთ ახლო ვნახოთო. მე დავიყვირე: ჰეი! კალხას და შემდეგი შენ იცი. (ქალებს) ქალბატონებო, აი თქვენი მონდომილი კალხასი! კალხას დიდი მოძღვარი! კალხასი, გამოჩენილი ქადაგი, კალხასი, მამიჩემის მესაიდუმლე... როგორ მოგწონთ, ქალებო?

 

პართენის

 

ძალიან!

 

ლეონა

 

მშვენიერი რამ არის!

 

კალხასი

 

მადლობას მოგახსენებთ, ჩემო ბატონებო, მაგრამ ძალიან საჭირო საწირავი მაქვს...

 

ლეონა

 

დღეს საწირავი?

რა მიზეზია!

 

კაპართენის

 

კალხასი

 

დღეს ადონისის დღესასწაულია!

 

პართენის

 

ადონისის დღესასწაული?

 

ლეონა

 

მაშ ჩვენც უნდა დავესწრათ!

 

პართენის

 

უჩვენოთ რა დღესასწაული იქნება!

 

ლეონა

 

აბა ერთი იფიქრეთ, ჩემო კალხას: ადონისის დღესასწაული ხომ ვენერასიც არის. თუ ვენერასია, მაშასადამე...

 

პართენის

 

ჩვენ უთოოთ ადგილი უნდა გვქონდეს!

 

კალხასი

 

მე ხომ უარს არ ვამბობ, მაგრამ მაღლიდამ ბძანება მოგვივიდა რომ მარტო დიდკაცების ქალები უნდა იყვნენო...

 

ორესტი

 

დიდ კაცების ქალები?

 

კალხასი

 

დიახ, ბატონო!

 

პართენის

 

მერე ისინი ჩვენ რითი გვჯობიან!

 

კალხასი

 

მე რომ მაგას არ მოგახსენებთ... მაგრამ ისეთი ბძანება გამოიცა...

 

ლეონა

 

დიდათ მენაღვლება, ვინც უნდა გამოსცეს ბძანება! შინიონზე მკიდია დიდი კაცები.... მოდი შევიდეთ...

 

ყველანი

 

აბა შევიდეთ, (მიდიან მაღლა)

 

კალხასი (აყენებს მათ)

 

ბატონებო! გევედრებით... ნუ ინებებთ.... აბა რა ცეცხლში მაგდებთ! მაგ მეჯლისში დედოფალია თვით თავმჯდომარე!

 

ორესტი

 

დედიდა ჩემი! დედიდა ჩემი ელენე! ძალიან მიყვარს დედიდა! ყოჩაღი და დარდიმანდი რამ არი! ხომ იმის ცოდვილებანი...

 

კალხასი

 

ახ! ბატონო ჩემო, რასა ბძანებთ!

 

ორესტი

 

ჰო! ჰო! კარგათ ვიცი, რომ ბედს აბრალებს ყველაფერს! მაშ ამის შემდეგ ეს ქალებიც ბედს დააბრალებენ!

 

პართენის

 

მაშ რას უნდა დავაბრალოთ? ეხლა რომ ცირკში ცხენზე ვზივარ და დავაქროლებ, ვისი ბრალი არის, თუ არ ბედისა?

 

ლეონა

 

მე?... ერთი ფილოსოფოსი რომ შემხვდა წლებზედ და მასწავლიდა კეთილსა და მიხატავდა მშვენიერს მომავალს; მერე? ბედი არ არის?

 

ორესტი

 

ახლა მე დღე და ღამ რომ დუქანში ვარ და ამ ქალებში დროს ვატარებ, განა ეს ბედი არ არის?

 

კალხასი

 

მე კი აღარ მკითხავთ? ეხლა მე რომ მინდა თქვენში გავერიო და ერთი კარგი ლეკური დაუარო, და არ შემიძლიან, ეს კი ბედი არ არის?

 

ორესტი

 

ეგრე ჩემო კალხას, ყველა ბედია და მას უნდა დავემონოთ! მიყვარს დედიდა ჩემი, რომ ბედი მოიგონა! აბა გავწიოთ! ნახვამდის კალხას... დედიდა შენებურათ მამიკითხე!

 

ყველანი

 

ნახვამდის კალხას! (მღერიან)

 

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

ოია, კეფალე, ო! ლა! ლა!

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა!

(მარცხნიდან გავლენ)

 

კალხას (უყურებს წამსვლელს)

 

ძინ, ლა, ლა! ძინ, ლა, ლა! ახლა იტყვიან რომ ეს აგომემნონის შვილია, ჩემი მეფის შვილი! ჰაი! სადა ხარ ჩემო ყმაწვილობავ! მართალნი კი არიან! მე რომ ჩემ ყმაწვილებას ეგრე ავყოლილიყავ სიამოვნებას ძალიან ლოთი და დარდიმანდი კაცი გამოვიდოდი! (ოხვრით) ღმერთებმა რომ არ ინებეს!.. ეჰ! წავიდე ჩემ საწირავთან! (როდესაც ორესტი გადის, მეორე, მხრიდამ შემოდის პარისი მეცხვარეთ ჩაცმული, ხელში ჯოხი და ჩალის ქუდი ზურგზედ. კიბეზედ ადის, უნდა ზარი ჩამოჰკრას და კალხასს რომ  დაინახავს შესდგება).

 

გამოსვლა მეშვიდე

 

კალხას და პარისი, მარჯვნით შემოსული.

 

პარისი

 

ერთი სიტყვა... თქვენ ხომ არა ბძანდებით იუპიტერის მოძღვარი?

 

კალხასი

 

დიახ! მე გახლავართ კალხასი

 

პარისი

 

კალხასი! დიახ, სწორეთ ის მინდა... კინაღამ დავრეკე.

 

კალხასი

 

უკაცრავათ კი გახლავართ, არა მცალიან თქვენთვის... საწირავი მიგვიანდება.

 

პარისი

 

საწირავი მოიცდის. მე ძალიან საჭირო საქმე მაქვს...

კალხასი

ჰო! სწორეთ მეცხვარესთვის შევიწუხებ თავსა!

პარისი (ამაყათ).

თქვენ ჩემთვის საჭირო ბანდებით!

კალხასი

მერე რისთვის? იქნება გნებავდეს რომ ქაღალდი გაგიშალოთ, მე თქვენისანებისთვის არა მცალიან სჯობს, რომ კოდელ ნინოსთან წაბძანდეთ!

პარისი (იჭერს)

 

მაშ ვენერას წერილი არ მოგსვლიათ?

კალხასი

მე არა მამსვლია რა.

პარისი

 

საკურველია... ტრედი ჩემზედ წინათ წამოვიდა.... ჯერ არ მოსულა! ფოჩტალიონზედ უფრო უარესი ყოფილა... უთოოთ გაზეთში ჩავაწერინებ... მაგრამ აი მგონია მოფრინავს.

კალხასი

იცით? მე არც თქვენი ტრედი მწამს და არც ვენერას წიგნი....

პარისი

 

არა გჯერათ? მაშ აბა შეხედეთ (აჩვენებს მარჯვნივ. ორკესტრში მუზიკა)

კალხასი

რა არის?

პარისი

 

ვერა ხედავთ, მაღლა ცაში, პატარა რაღაც შავათ რომ მოჩანს, და რომელიც დიდდება, დიდდება, დიდდება...

კალხას (უყურებს)

მგონია წეროა!

პარისი
 

 

წერო კი არ არის. აი (ტრედი მოფრინავს და პარისს ხელზედ დაჯდები. ნისკარტში წიგნი უჭირავს, და ფრთებს სცემს)

პარისი

 

ხედავთ.

კალხასი

ახლა კი მჯერა.


პარისი
 

წიგნი გამოართვით. თქვენთვის არის! (ტრედი ფრთებსა სცემს)

კალხასი (გამოართმევს)

მერე რა უნდა?

პარისი

კითხულობს, პასუხი ხომ არ იქნებაო? (ტრედსა) არა არ იქნება. ტრედი მიფრინავს მარცხნივ). ვერ უყურებ მეორე მხარეს გაფრინდა უთუოთ სხვა საქმე კიდევა აქვს! ძალიან წიგნების წერა სცოდნია ვენერას!

კალხას (წიგნს შინჯავს)

ციტერის ბეჭედი ასვია... ვენერასია... დიახ სწორეთ ვენერასია! (ასველებს მარკას, წიგნიდგან აძრობს და ჯიბეში იდებს).

პარისი

 

რასა შვრებით?

კალხასი

 

მარკაზედ ბეჭედის დასმა დავიწყებიათ და ავაძერი — მეორეთ გამომადგება. — ნებას მაძლევთ წავიკითხო? (ხსნის წიგნსა).

პარისი

 

მაგას რა კითხვა უნდა.

კალხასი

 (კითხულიბს, ორკესტრში მელოდიას უკრავენ)

ოცისა წლისა, ოქროს თმიანი

მწყემსი წარმოსდგეს,

მის საუბარსა კალხას ჭკვიანი

წინ ვერ აღუდგეს.

იცის ვენერამ მის გემოვნება

და იმიტომა,

უპირველესი მშვენიერება

მწყემს მიეცემა.

ოდეს მეუღლე მენელასისა

მათ წინ გაივლის,

კალხას აკრზალვით ანისნებს მწყემსა

ეტყვის: ეს არის

პარისი

 

ეს არის!

 

კალხასი

ნუთუ თქვენა ბრძანდებით პარისი, მეფე პრიამის შვილი? სპარტაში თქვენს მეტი ლაპარაკი არ არის... და მთელ საბერძნეთშიცა... (შინჯავს) მაშ ის თქვენა ბრძანდებოდით, რომელმაც გადაწყვიტა სილამაზის ჩხუბი?

 

პარისი

 

დიახ სწორეთ მე გახლდით!

კალხასი

მაშ თქვენ ღმერთა ნახეთ?

პარისი

 

ცოტათი.

კალხასი (ხელსა ჰკრავს)

ჰაი! შე ცელქო!.. ახ უკაცრავათ ბატონო!..

პარისი

 

ნუ გეშინიათ, განაგრძელეთ...

კალხასი

თუ თამამობათ არ ჩასთვლით, ერთს რასმეს გთხოვთ...

პარისი

 

რასა?

კალხასი

არ შეიძლება აღმიწეროთ ტოპოგრაფიული მდგომარება ღმერთასი...

პარისი (ხელსა ჰკრავს)

ჰაი! შე ცელქო!... ახ უკაცრავათ, დიდო მოძღვარო!

კალხასი

არა უშავს რა ბატონო.... განაგრძელეთ, განაგრძელეთ.

პარისი

 

აი როგორ იყო საქმე.

I

იდას მთაზე სამი ღმერთა

ჩხუბობდნენ ერთსა ტყეში,

ამბობდნენ თუ რომელი სჯობს

სილამაზით ჩვენ სამში!

 

ევოჰე! ვერ უყურებთ

ღმერთებიც კი არშიყობენ!

ევოჰე! ჩვენ რაღა ვქნათ

თუ ღმერთებიც არშიყობენ!

II

ამ დროს ერთი ემაწვილ კაცი

გაივლის იმა ტყეში,

ამ მშვენიერ ყმწვილ კაცსა

ვაშლი უჭირავს ხელში.

III

ჰოლაჰე! უმაწვილი კაცო

მოიცადეთ ერთ წამსა,

და მიეცით თქვენი ვაშლი

ვინც რომ სჯობდეს ჩვენ სამსა!

ევოჰე! ვერ უყურებთ და სხვა.

IV

ერთმა სთქვა: მე უნდა მამცეთ,

მე თქვენ ვერ გამექცევით,

მინერვა ხომ განთქმულია

ქალწულობით და ქცევით!

V

მეორემ სთქვა: სიტურფისა

მეფა ვარ, მე მერგება,

იუნონას ყველა იცნობს

რათ უნდა იმას ქება.

VI

მესამემა, მესამემა,

მესამემ არა თქვა რა,

მაგრამ ვაშლი იმას ერგო,

კალხას, გესმის თუ არა?

ევოჰე! ვერ უყურებთ და სხვა —

 

კალხას (ხელსა ჰკრავს)

გმადლობთ! თუ ვენერას ბძანებაა, მე ვერ აღუდგები! უნდა აღვასრულო, მეტი ღონე არ არის! მენელასი

 ჩემი მეფე არ არის: ჩემი მეგობარია... მაგრამ ვიმეორებ, რადგანაც ბძანებაა, მე ვერ აღუდგები... ჩემი ქადაგობა, ჩემი ქუხილი და თვით მე თქვენ ბძანებას მოველით! გნებავთ ეხლავე წარგადგინოთ დედოფალთან?

 

პაისი.

კარგი იქნება, მაგრამ ნუ კი ეტყვით ვინცა ვარ. მინდა საიდუმლოთ შევინახო ჩემი სახელი დრომდისინ!

გამოსვლა მერვე

იგინივე, ელენე

 და ქალები მომტირალნი.

(ტაძრის კარი გაიღება, გამოდიან ორ-ორი ქალი, ორკესტრი წიგნის კითხვის მელოდრამას უკრავს ქალები არც კი უყურებენ მწყემსსა. როდესაც ელენე

 გამოჩნდება ყველაზე ბოლოს, ის განცვიფრდება მწყემსის სილამაზეზედ. პარისი შეკრთება ელენე

ს რომ დაინახავს).

 

კალხას (ჩუმათ პარისს ელენე

ზედ ანიშნებს)

ოდეს მეუღლე მენელასი

სა

მას წინ გაივლის,

კალხას აკრძალვით ანიშნებს მწყემსსა

ეტყვის: ეს არის!

(ქალები გადიან მარცხნივ. ელენე

 მარტო რჩება, თითქო რაღაც იზიდავს).

 

გამოსვლა მეცხრე

ელენე

, კალხასი

 და პარისი

 

 

ელენე

.

კალხას!

კალხასი

 (მიახლოვდება).

დედოფალო!

ელენე

 (უჩვენებს პარისს).

ეს ვინ ლამაზი ყმაწვილი კაცია?

კალხასი

უცხო ვიღაც არის.

ელენე

მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხვის ტყავისა

ვეფხვის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,

ხელთა ნაჭერი კომბალი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა

ნახეს და ნახვა მოუნდათ უცხოსა სანახავისა.

 

კალხასი

.

ლექსებსა ბძანებთ, დედოფალო, ვეფხის ტყაოსნიდგან?

 

ელენე

განა ეს ლექსებია?... ისე თავისთავათ თავში მამივიდა ეგ რომ დავინახე... რა ხელობისაა?

კალხასი

.

მწყემსი გახლავს.

ელენე

.

მწყემსი!

კალხასი

რა მოგახსენოთ, თითონ კი ეგრე მითხრა.

ელენე

სწორეთ კი მწყემსია?

კალხასი

რა მოგახსენოთ... აი თუ გნებავსთ თქვენ თითონა ჰკითხეთ.

ელენე

.

მართლა, ეგ კარგი აზრია! მაშ მარტო დაგვაგდე, ჩემო კარგო კალხას! იცი, ეგ აზრი ღმერთებმა შთაგბერეს!.. მე თითონ გამოვკითხავ.

კალხას (იქით, ელენე

ს და პარისს უყურებს)

თუ ვენერას ბძანებაა... ბედია რაღა! (შევა ტაძარში).

 

გამოსვლა მეათე

ელენე

 და პარის, შემდეგ კალხასი

.

ელენე

 (იქით)

რათა ვარ ესე აღელვებული?... ისე აღელვებული ვარ თითქოს რაღაც უნდა მოხდესო...

 

პარისი (იქით)

აი ის ქალი, რომლის სიყვარულიც დამეპირა... გმადლობ ჩემო ვენერავ! კარგი გემოვნება გქონია!

ელენე

.

მშვენიერო ყმაწვილო!..

პარისი

 

დედოფალო!

ელენე

მომს

განა შენ მომაკვდავი ხარ? ხან და ხან ღმერთებს ხუმრობა უყვართ ხოლმე და გამოგზავნიან სხვანაირათ ჩაცმულს...

პარისი

 

სწორეთ, ბატონო ჩემო, მომაკვდავი გახლავართ.

ელენე

.

შეუძლებელია!

პარისი

 

გარწმუნებთ, რომ ეგრეა.

 ელენე

.

მწყემსი?

პარისი

 

მწყემსი.

ელენე

 (ცოტა დაცინვით)

მაშ შენი ცხვრები სადა სძოვენ?

პარისი

 

აი იქ მაღლა, მაღლა, მთაზედ!

ელენე

მაშ თავი რათ დაგინებებია... აქ რამ მოგიყვანა?

პარისი

 

მე მითხრეს რომ აქ გაჯიბრება იქნებაო და მოვედი ჩასაწერლათ, რომ გამოვიჩინო თავი...

ელენე

 (საჩქაროთ)

სილამაზით?

პარისი

 

ჭკუით.

ელენე

.

სილამაზეც ნუ დაგავიწყდება..... მეცხვარე რომ არ იყო არ გეტყოდი, იცი? ძალიან ლამაზი ხარ.

პარისი (იქით)

ო! ვენერავ! (მაღლა) დედოფალო!

ელენე

.

მშვენიერი ხარ პირ-და-პირ... აბა ერთი გვერდიდან გნახო.... აბა ცოტა კიდევ მობრუნდი... (პარისი ზურგს უქცევს) რა ყმაწვილია! აბა ახლა ასე მობრუნდი... აბა თავი ცოტა მაღლა აიღე... პირს კი ნუ აღებ... მშვენიერია!

პარისი (იქით)

ო! ვენერავ!

ელენე

კარგი რამ არის ლამაზი მწყემსი... პირი მოკუმე და! (ნელა უყურებს) ჰო! სულ გონებიდგან გამოველი შენს ყურებაში... შენ საათში რამდენია ეხლა.

პარისი (ჯოხის ჩრდილს უყურებს)

სამი საათი და ოც-და-ხუთი მინუტი.

ელენე

, (იყურება ჰაერში)

ჩემ საათში ორი საათი და ორმოცი მინუტია!

 

პარისი

 

მაშ თქვენი უკანა ყოფილა!

ელენე

თუ სამი საათი და ოც-და-ხუთი მინუტია, მაშ დღესასწაული ეხლავ დაიწყობა... ჰო! რა უღმერთობაა ეს ეტიკეტი! არ შეუძლიან დედოფალს ხუთი მინუტი დააცქერდეს მწეემსა, რომ ტრახ! ერთბაშათ ეტიკეტი მოითხოვს, რომ უნდა განშორდეს!

პარისი

 

განშორების შემდეგ განა არ შეიძლება ლაპარაკი!

ელენე

. (გაკვირვებით)

როგორ თუ ლაპარაკი... აბა მითხარ როგორა?

პარისი

 

თუ დედოფალი ინებებს და აღირსებს თავის შეხედვას უმდაბლესს მწყემსსა და თუ ამა უმდაბლესს მონას ექმნება ნება რომ შეიძლოს შეხედვა დედოფლისა...

ელენე (ცოტა შეწუხებული)

ამას ეს ლაპარაკი ჰგონია! მაგას კორინთაში თვალის არშიყობას ეძახიან! (ელენე  და პარისი დიდხანს ერთმანეთს უყურებენ. ამ დროს პირველი აკორდი ხელმწიფის მარშისა მოისმის)

 

კალხასი (გამოდის ტაძრიდგან და ელენეს) დედოფალო! მობძანდებიან!

ელენე  (პარისს)

უნდა განვშორდეთ... მე მინდა კიდევ გნახო სადმე!

პარისი

 

კიდევა მნახამთ!

კალხასი

.

დედოფალო! აი მეფენი მოახლოვდნენ!

ელენე

მაშ წავიდე დიადემი გავიკეთო და თმაზედ ინა დავიდო! (გავა მარჯვნივ).

კალხასი

.

მართალს ამბობს... აქაური ქალები ყველანი იდებენ ინას.

 

მშვენიერი ელენე

 

გამოსვლა მეთერთმეტე

კალხას, ორესტი, პართენის, ლეონა, შემდეგ რიგზედ ორნი აიაქსნი, ახელესი, მენელასი

, აგამემნონი

, მემუზიკენი, ხალხნი და მერე ელენე

 და პარისი

 

ორესტი (შემოდის პირველი მარცხნივ პართენის დს ლეონათი)

კალხას! აი მამა ჩემი მოდის თვის დასტით.

(ყველანი მარცხნივ შემოდიან. ორესტი მარცხნივ  კუნჭულში დგება კალხასი

ს, გვერდზედ)

ხორი

აი ბერძნეთის მეფენი

და ვალია უხლა ჩვენი

რომ გაგაცნოთ ყველნი,

სულ თითო თითო მათგანი!

(მარჯვნივ სკამებსა სდგმენ, მეფეების, შემოსვლა რიგზედ. პირველად აიაქსები შემოდიან).

I

აიაქს პირველი

 

ჩვენ ვართ მეფენი ძლიერი

ფენი ძლიერი

ფენი ძლიერი სახელათ აიაქს!

 

აიაქს მეორე

 

და თუ გვყავს ჩვენ სადმე მტერი

ჩვენ სადმე მტერი

ჩვენ სადმე მტერი,

ყველას შიში აქვს!

 

აიაქს პირველი

 

უზრუნველი, ბედნიერი,

ჩვენ სიცოცხლე გვაქვს!

 

ორნივე.

ჩვენ ვართ მეფენი ძლიერი

ფენი ძლიერი

ფენი ძლიერი

სახე, სახე, სახე-ლათ აიაქს!

ხორი

აი მეფენი ძლიერი

სახელათ აიაქს.

II

ახილესი

ღონე უკვირთ ქვეყანაში

ვირთ ქვეყანაში

ვირთ ქვეყანაში

ახილესი

სა!

ნუ ჩამომართმევთ კვეხნაში

მართმევთ კვერნაში

 მართმევთ კვეხნაში

რისხვა ვარ მტრისა!

ხოლოთ გახლავართ ტანჯვაში

გამო ქუსლისა.

ღონე უკვირთ ქვეყანაში

ვირთ ქვეყანაში

ვირთ ქვეენაში

ახი, ახი, ახი-ლესი-სა!

ხორი

ღონე უკვირთ ქვეენაში

ახილესი

 

III

სა!

მენელასი

მე ვარ ქმარი ელენე

სი

რი ელენე

სი

რი ელენე

სი

თვით მენელასი

!

მან ჩემი როგორც არს წესი

როგორც არს წესი

როგორც არს წესი

არ იცის ფასი!

დღე და ღამ მუდამა ვკვნესი

გამო მეფასი!

მე ვარ ქმარი ელენე

სი

რი ელენე

სი

რი ელენე

სი

თვით მე-ნე-მე-ნე, მენელასი

!

ხორი

ეს არს ქმარი ელენე

სი

თვით მენელასი

.

IV

აგამემნონი

მე ვარ მეფე წვერიანი

ფე წვერიანი

ფე წვერიანი

აგამემნონი

!

ლაშქარ მრავალი ყმიანი,

ვალი ყმიანი

ვალი ყმიანი

მიცნობთ მე მგონი!

ხელმწიფე ღვთისგან სვიანი

ბატონთ-ბატონი,

მე ვარ მეფე წვერიანი

ფე წვერიანი

ფე წვერიანი,

აგა, აგა, აგა-მემ-ნონი!

ხორი

.

ეს არის მეფე წვერიანი

აგამემნონი

!

კალხასი

. (გმოდის)

დედოფალი მობძანდება!

ხორი

აი ბერძნეთის მეფენი,

და ვალია ესლა ჩვენი

რომ გავიცნოთ ყველანი,

სულ თითო თითოთ მათგანი!

(მეორე ხორი

ს დროს, მეფენი მიესალმებიან ელენე

ს და მარჯვნივ სხდებიან. აგამემნონი

, ელენე

 და მენელას სხდებიან მათთვის მომზადებულ ალაგსა. სხვა მეფენი ზეზე დგანან აგამემნონი

ს მარჯვნივ. ოთხი მუზიკანტი ტაძრის კიბეზედ სხედან. შორიდგან მოჩანს. სალხი).

კალხასი

. (ორესტს).

ბატონის შვილო!

ორესტი.

რა გნებავსთ!

კალხასი

თქვენს ალაგზედ დაბძანდით.

ორესტი.

არა, მე აქ დავრჩები და მამა ჩემი რომ ილაპარაკებს უნდა ნიშანი მივცე ხალხს რომ ტაში დაუკრან. ასე ვარ დარიგებული.

კალხასი

ჰო! ეგ სხვა არის!

აგამემნონი

აბა, კალხას, მოისვენე და! მზათა ვართ?

კალხასი

.

სუყველა მზათ არის, მეფეთ მეფევ!

აგამემნონი

 (ადგება)

ბატონებო! სხდომა გამიხსნია! სიტყვას ვაძლევ მეფე მენელასსა! აბა ბძანეთ.

ორესტი.

ბრავო!

აგამემნონი

 (ორესტს)

ჯერ ადრეა, ჩემო შვილო, ჯერ ადრეა... (ჯდეა)

მენელასი

.

ბატონებო, მადლობას გიცხადებთ, რადგანცა რომა, ვითარცა დღესა, ე. ი. მე უნდა გხლებოდით თავმჯდომარე, მაგრამ... რადგანაც, რომა... რომელიცა რომა... მე დაჩვეული არ გახლავართ სალხში ლაპარაკს, რადგანაც რომა არც ერთ თავად-აზნაურობის ყრილობაში მარშლობის კენჭი არ ჩამომიტარებია, და არც ერთ ბანკში დირექტორობა არ მომინდომია. მაშასადამე, ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის! მე დიდათ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მეგობარი და ძმა მეფე აგამემნონი

 გამომიყვანს ამ ძნელ მდგომიარობიდგან! (აგამემნონს), მეფეო!! თქვენ მიბოძეთ სიტყვა — მე უკუ გიბრუნებთ მას!

ორესტი (გვერდით მდგომებს).

ეგ რა არის! მამა ჩემის ლაპარაკი უნდა გაიგონოთ, აბა ის იქნება აი!

აგამემნონ (ადგება)

მეფენო და ხალხნო საბერძნეთისანო! დღეს ჩვენ შევიკრიფენით არა იმიტომ, რომ ჩვეულებისამებრ გამოვაჩინოთ ჩვენი ღონე და ძალა! არა, დღევანდელი დღე უნდა შევწიროთ მახვილგონიერებას! ღონიერნი კაცნი ბევრი გვყავს! მოუსვენარი ახილესი

 ღონიერია, ორნივ აიაქსნი ღონივრები არიან და ჩემზედაც ვერავინ იტყვის უღონობას... მაგრამ ჭკვიანი კაცი კი არავინა გვყავს.

ხალხი.

მართალია! მართალია!

აგამემნონი

.

საბერძნეთი ეცემა!

ხალხი.

მართალია, მართალია!

აგამემნონი

ნება მომეცეს, ბატონებო, რომ მივმართო საუბარი პართენისს და ლეონას, რომლებსაცა ემანდ ხალხში ვხედავ! აბა, ვკითხავ მე მაგათ, თქვენ, რომელნიც იცნობთ ქვეყანას, გინახავთ სადმე ჭკვიანი კაცი?... დარწმუნებული ვარ რომ ისინი მიპასუხებენ: „ჩვენ გვინახავს სამხედრო კაცნი, ჩინოვნიკები, ვაჭრები უპრავის ჩლენები, ასენიზაციონისტები, არტისტები, ნიგილისტები,  ფინანსისტები, სან-სუსისტები, მონპლეზირისტები, ფელიოტინისტები, ჟურნალისტებიბი... მაგრამ ჭკვიანი კაცი კი არ გვინახავს“.

პართენის და ლეონა

მართალია! მართალია!

ორესტი.

მწარე სიტყვაა, მაგრამ მართალია.

აგამემნონი

ნუთუ ღმერთნი ისე გაგვიწყრნენ, რომ ერთი ჭკვიანი კაცი არ დაგვებადა... არა შეუძლებელია. მაშასადამე ჭკვიანი კაცი უნდა იყვეს სადმე... დღევანდელი დღე მისთვის დავნიშნეთ, რომ გამოვაჩინოთ როგორმე ჭკვიანი კაცი.... მეფენი, პოეტნი, მწყემსნი...

ელენე

. (საჩქაროთ წამოდგება)

მწყემსი?... სად არის მწყემსი?

აგამემნონი

რასა ბძანებთ, დედოფალო?

ელენე

.

არაფერსა...

აგამემნონი

მაშ დაბძანდით დედოფალო! (გაგრძელებს). მეფენი, პოეტნი, მწყემსნი, ერთის სიტყვით ყველანი მოწვეულნი არიან... აი რის ჯიბრი იქნება: გამოცანა, ზმა და რითმებზე ლექსები. ვინც გამოიცნობს, მიიღებს დედოფლის ხელიდგან ღოლოს ფოთლების გვირგვინს. მე მინდოდა ვერცხლის გვირგვინი შემეკვეთა ლაქსინისთვის, მაგრამ რადგანაც ვერცხლზედ ჭანდრაკულათ გახლავართ, ისევ ღოლოს ფოთლის გვირგვინი ვამჯობინე, რადგანაც იმედი მაქვს, რომ ჭკვიანის კაცისათვის ვერცხლი და ღოლოს ფოთოლი ერთი იქნება... თორემ ხომ მოგეხსენებათ, ვერცხლისა რომ გაგვეკეთებინა, ხალხშივე მეტი ფოჩტის ფული უნდა შეგვეწერა...

ორესტი.

კარგი ეკონომიაა! მამავ! ეგ ყაირათი ვისგან გისწავლია?

აგამემნონი

აბა მაშ ხალხნო მოემზადეთ!... და ეცადეთ რომ მიიღოთ ღოლოს ჯილდო! აბა ბუკნო და დოროტოტოვ! დაუკარით საკრავნი! (განგრძელებული ტაშის ცემა.).

 

ორესტი (ყველაზედ მეტათ ყვირის)

 

აფერუმ მამავ! აფერუმ! საკრავო. აფერუმ!

 

აგამემნონი (მენელასს)

 

კარგი მუზიკაა! თქვენია?

 

მენელასი

 

არა, ახალი შკოლის შეგირდები გახლავან!

 

აგამემნონი

 

აბა ნუღარ ვიგვიანებთ. ბერძნეთის ხალხნო მოისმინეთ გამოცანა.. მეფეო მენელას, აბა წაიკითხეთ.

 

მენელასი (გამოართმევს აგამემნონს დაბეჭდილ ქაღალდს)

 

დიდის სიამოვნებით. — ისმინეთ, — (კითხულობს).

მე სახელს გეტყვი უცნაურს, არა ვარ ცრუი-პენტელი,

გამოცანას ჰგავს ვითომა, არც ხმაა ლექსის შემთხზველი

პირველს მარცვლებში ნავთია, მძიმე, მახვილი მჩხვლეტელი...

 

აიაქს პირველი

 

მოითმინეთ; მე ვიცი—ეს ახილესია!

 

ახილესი (წყრომით)

 

მე ვარ მძიმე და მჩხვლეტული?..

აიაქს პირველი (ნაზათ)

მჩხვლეტელი რომ იყო, რა ცუდია?

 

ახილესი

 

ჰო, ხანჯლით, შუბით.. ეგ სხვა არის...

 

აგამემნონი

 

აიაქსმა ტყუილათ გააწყვეტინა ლექსი. ჯერ ერთი ესა რომ, ახილესი  არც მძიმეა და არც მჩხვლეტელი; მეორე კიდევ, ჯერ ბოლომდის მოუსმინეთ ლექსსა.

 

მენელასი (კითხულობს)

 

პირველს მარცვლებში ნივთია მძიმე, მახვილი მჩხვლეტელი...

სამოსლის ამკინძველია მარდი და წმინდა მხვრეტელი...

 

ახილესი

 

ამისი კი რა მოგახსენოთ მძიმეც არის და მარდიც...

 

აგამემნონი

 

მოიცა, ვაჟო, რა დაგემართა!... არ გაათავებინებ?

 

მენელასი (კითხულობს).

მეორე მარცვლებს ეფარვის მხდალი და გამბედავია,

ყოველგან სუფევს ცასქვეშე, ზნითაც მახინჯი, ავია,

შენ არა გკითხავს, ფარულად მიაქვს მას შენგნითზავია,

ბევრი მას ჰბაძავს, თან ჰკიცხავს, — იმისი გამკილავია!

მთელი სიტყვა კი გვიჩვენებს ჭია ჯიანჭვლას მონების,

თუ ლექსიკონში არ ნახე, ჩვენში არ გაიგონების.

 

აგამემნონი

 

აბა, ყმაწვილებო, გამოიცანით.

 

აიაქს პირველი

 

საგრძნობელია.

 

აიაქს მეორე

 

უუმაღლესი პატივისცემა.

 

ახილესი

 

უუსუსტესი.

 (ყველანი იმეორებენ თავიანთ ნათქვამს სიტყვებს).

 

აგამემნონი

 

წყნარათ, ყმაწვილებო, ასე როგორ იქნება?... რიგრიგით უნდა... რომელმა სთქვა: საგრძნობელიაო?

 

აიაქს პირველი

 

მე ვსთქვი.

 

აგამემნონი

 

მერე რა გამოვიდა?

 

აიაქსი პირველი

 

როგორ თუ რა? მაშ ჩხვლეტა საგრძნობელი არ არის?..

 

აგამემნონი

 

დიახაც, მაგრამ ის კი დაგავიწყდათ რომ მთელი სიტყვა ჰნიშნავს ჭიასა, რომელი ჭია საგრძნობელი?...(აიაქს შეაყენებს პირველს) რომელმა სთქვა: უუმაღლესი პატივისცემაო?

 

აიაქს მეორე

 

მე; მაგრამ უუმაღლეს პატივისცემისაგან ხელი ამიღია.

 

აგამემნონი

 

მე ვურჩევ სუსტმაც თავი დაანებოს.

 

ახილესი

 

რატომ? სუსტში მე ვცნობილობ ჭიასა...

აგამემნონი (იცინის)

ეგ ხომ თვით ლექსითაცა სჩანს.

 

ახილესი

 

მაშ ლექსიკონში ვნახოთ.

 

აგამემნონი

 

რა ნახო, რომ ჯერ თავი არ ვიცით და ბოლო?.. ხომ არვინ არის აქ სხვა, უფრო მახვილი გონებისა?

(პარისი წმოდგება სახლში)

 ელენე (ერთბაშათ წარმოდგება).

უი! ახ!..

 

აგამემნონი

 

რა იყო დედოფალო? რა დაგემართათ?

 

ელენე

 

ჰხედავთ!.. უყურეთ.

 

აგამემნონი

 

შენ, შყემსო? რა გინდა, ძმაო?

 

პარისი

 

მე მინდა გამოვიცნო ეგ გამოცანა.

 

ახილესი (გაბრაზებით)

 

ჩვენს შემდეგ? ვერა ჰხედავთ ამ თავხედს?!..

 

აგამემნონი

 

კაი გაბედვაა, მაგრამ, აბა თქვი,

 

პარსი

პირველი მარცვლები ჰნიშნავს ნემსს: მძიმე და მახვილი მჩხვლეტელი, მარდი და წმინდა მხვრეტელი... არა, კალხას?

 

კალხასი

 

 

არ ვიცი, არ ვიცი.

 

პარისი

 

მეორე მარცვლები გვიხატავს მპარველის სურათს, ქურდს... — მხდალი და გამბედავი, ყველგან არსებობს, ზნეობით მახინჯია. ნამალევათ მიაქვს შენი საუნჯე, ბევრი ჰბაძავს მას და თანაც ჰკიცხავენ, ჰკილავენ ... მაშასადამე გამოდის: ნემსი-პარია.. აბა ახლა ჩახედეთ ლექსიკონში და ნახავთ რომ ეს სიტყვა ნიშნავს ჭიას...

 

აგამემნონი  (ჩახედავს ლექსიკონში)

 

მართალი ყოფილა! ისე მართალი, როგორათაც ის ანდაზა რომ: ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი — ორივე ერთიაო“...

 

აგამემნონი (მუზიკის შემდეგ).

 

კარგი კმარა!... ახლა ზმაზედ გადავიდეთ! აბა წაიკითხეთ მეფეო მენელას.

 

მენელასი (კითხულობს)

 

რითია განთქმული კალხასი?

 

ხალხი (ერთ ხმით).

 

სიძუნწით! სიძუნწით!

 

კალხასი

 

ПротестуюI ПротестуюI სიძუნწე კერძო ცხოვრების ნიშანია და იმიტომ ნება არ გაქვსთ რომ შეეხოთ! კერძო ცხოვრების შეხება ჩვენ გაზეთებს მივანდოთ! საზოგადო ცხოვრებაზედ შეგიძლიასთ სოლოთ ლაპარაკი!

 

აგამემნონი

 

აბა ერთი ჩაიხედე, მართლა ეგ ხომ არ სწერია!

 

მენელასი  (ჩაიხედავს)

 

არა, სხვა არის!

 

აგამემნონი (დაინახავს მომავალს პარისს)

 

მწყემსო! მწყემსო? (სიჩუმე)

 

ახილესი (იქით)

 

კიდევ ეს! დასწყევლა ღმერთმა!

 

მენელასი (პარისს).

 

თქვენ იცით რითაც არის გათქმული?

 

პარისი

 

დიას ბატონო!

მენელასი

 

მაშ კუდიანი ყოფილხართ.

 

პარისი

 

მე მივმართავ კალხას და ვეტყვი:

 

ყველიერში ჩემო კალხას

დო და ქადა გისვლეპია,

და იმიტომ განთქმული ხარ

ვითა ქადაგი სვლეპია!

 

აგამემნონი

 

კარგათ ვერ გავიგეთ, აბა კიდევა ბძნეთ!

 

პარისი

 

ყველიერში ჩემო კალხას

დო და ქადა გისვლეპია,

და იმიტომ განთქმული ხარ

ვითა ქადაგი სვლეპია!

აგამენონი (ფიქრით)

დო და ქადა გისვლეპია; ვითა ქადაგი.., სვლეპია... ჰო! ეხლა კი გავიგე.

 

მენელასი  (ფიქრის შემდეგ).

 

დო და ქადა გისვლეპია. ვითა ქადაგი... სვლეპია... ქადაგი, ქადაგი... ეხლა კი გავიგე.

 

კალხას

 

დო და ქადა გისვლეშია... ვითა ქადაგი... სვლეპია... ოხ! ძლივს არ გავიგე! ПротестуюI ПротестуюI  სუნაგობა — კერძო ცხოვრებაა! მე სხვაზედ ბევრს არა ვჭამ!

 

აგამემნონი

 

ეორე ჯილდოც თქვენ გერგოთ! თქვნი სახელი?..

 

პარისი

 

თუ შეიძლებოდეს კიდევ დამაცილეთ.

 

.აგამემნონი

 

კეთილი! (არის კიდეგ ალში რევა).

 

ორესტი.

აბა უკი და ღოროტოტო! შეამკთ უცნობი!

 

ხალხი

 

ღოროტოტო, ღოროტოტო! (იკვრის).

 

აგამემნონი

კმარა... კმარა... ახლა... რითმებზედ გადავიდეთ, აბა მეფეო მენელას: გვიბძანეთ რა რითმებია? (ქაღალდს აძლევს)

 

მენელასი (დგება).

 

ი ბატონო: (კითხულობს) სცხოვრებენ, რამე, იგრძნობენ, მესამე.

 

აგამემნონი

აბა ჩვენო პოეტნო... შეთხზეთ... აბა ვინძლო მწემს აჯობოთ!

კალხასი

.

აქა თხოულობენ რომ გაიმეოროთ რითმები.

მენელას (წარმოდგება) სცხოვრებენ, რამე, იგრძნობენ, მესამე.

 

ახილესი

 

მე გამოვიცან! მე! მე მკითხეთ!

 

აგამემნონი

 

ძალიან ცდილობთ, მოუსვენარო ახილესო! აქამდისინ კი არა გამოსულა რა მაცდლობიდგანა... არა ეხლა ვნახოთ... იქნება ჩვენმა მგელმა თხა დაიჭიროს.

 

ახილესი

 

ჩვენში დიდი ვირები სცხოვრებენ (მაღლა ამბობს ფრაზას) მათზე რომ ორი კაცი შეჯდეს, იმათთვის ეს არის ცოტა რაე და ვერც კი იგრძნობენ გინდ მოემატოს მესამე.

 

აგამემნონი

 

ეგ ვერაფერი შვილი ლექსებია! ეგ ლექსები როდი არის?

 

ახილესი

 

რატომ არ არის ლექსები?

 

აგამემნონი

 

აქ იმიტომ ომ არა ვართ შეკრებილნი, რომ ლექსთა თხზულება გასწავლოთ (მეორე აიაქს ხელს ხელს იშვერს) აბა აიაქს მეორევ! იქნება თქვენა თქათ ლექსები.

 

აიაქს მეორე

 

ლექსების მეტს არას ვიტყვი... მხოლოთ მოკლე კი იქნება!

 

აგამემნონი

 

ამ არაუშავს რა, ბძანეთ.

 

აიაქს მეორე (გრძნობით)

 

ჩვენშიაც ბევრნი სცხოვრებენ,

მათ იციან ცოტა რამ,

ჩიტნი ტეშია იგრძნობენ,

ვისაჰყავს ცოლი მესამე!

 

აგამემნონი (ცოტა ხნის შემდეგ)

 

გაიგეთ მეფო მენელასო?

 

მენელასი

 

სრულებით ვერაფერი... მაგრამ კარგათ კი არის მწეობილი.

 

აგამემნონი

 

უკაცრავათ ნუ ვიქნები, ჩემო პატარა აიაქსო და თუ შეიძლებოდეს აბა ერთი კიდევ გაიმეორეთ ეგ ლექსები...

 

აიაქს მეორე

 

ჩვენშიაც ბევრნი სცხოვრებენ,

მათ იციან ცოტა რამ,

ჩიტნი ტეშია იგრძნობენ,

ვისაჰყავს ცოლი მესამე!

 

აგამემნონი

 

ძალიან კარგათ არის მოწობილი.. მაგრამ ეს არის რომ აზრი არა აქვს. მაინც კი ჩვენ გაზეთში დასაბეჭდათ გამოდგება... თავის დროზე კარგი მწერალი გამოვალთ! აბა სხვა ვინ იტვის!

 

აიაქს პირველი (კრძალვით მიდის)

 

მე გამოვიცანი, მეფეო: ბოზბაშია!

 

აგამემნონი

 

! გაგვაცალეთ! გაგვაცალეთ! მაგას ისევ გამოცანა ჰგონია (უკან დასწევენ).

 

მა ხალხიდგან.

 

კმარან მეფენი; ახლა მწემსი, მწემსი!

 

პარისი (გამოდის).

 

მე მიძახიან?

 

ელენე (საჩქთ),

 

დია! დია!

 

პარისი

 

მე მივმართავ მეფე მენელას...

 

მენელასი  (დგება).

 

აბული მაქვს (დგება და გვერდით მოუდებ) და აგრეთვე ჩემს მოწყალეს დედოფალს...

 

ელენე  (დგება და მვა მასთან)

 

აბა თქვი, ქვი... (ყველნი ემოეხვევიან, პარისი შუაში დგას და გვერდით ელენე და მენელასი ჰყავს)

 

პარისი

 

ამათ მოვახსენებ...

თუ მეუღლენი ორნი სცხოვრებენ,

მაშინ ცოლ-ქმრობა არს ძნელი რამე,

მაგრამ ამ ტვირთსა ვერც კი იგრძნობენ

თუ გაერია მათში მესამე!

 

ელენე

 

მშვენივრათ არის ნათქვამი, მშვენივრათ!

 

ხალხი

 

აფერუმ! აფერუმ!

 

აგამემნონი

 

რას იტყვით, მეფუო. მენელასო?

 

მენელასი

 

თუ გაურია მათში მესამე“... როგორა გგონია: ცენზორი რომ ი, გაუშვებდი ამ ლექსსა?.. ღვთის წინაშე კარგათ კი არის მოწყობილი!

 

აგამემნონი

 

აბა, მაწვილო მწემსო, თქვენია მესამე და უკანასკნელი ჯილდო!

(Final”-ის მუზიკა).

 

ხორი

 

ურა! ურა! გამარჯვებულს!

და დიდის ჭკუითა შემკულს!

ურა! ურა! გამარჯვებულს!

 

ახილესი

 

მეცხვარემ გვაჯობა...

 

აგამემნონი

 

ინ არის ეგ მაწვილი?

 

პარისი

 

გახლავართ პარისი, მეფე პრიამის შვილი!

 

ელენე

 

ღმერთო, კაცი

ვაშლის მქონე!

 

მენელასი

 

ბძანებულხართ კეთილშობილი,

უდიდესი მეფისა შვილი,

მიარის, ელენეს

ეხლა არ დასჭირდეს

გვირგვინი დაადგას

უბრალო მხვარეს!

(ელენეს) შუამკთ გვირგვინითა...

 

ელენე

 

დიდის სიარულითა!

 

ხორი

 

ურა, ურა, გამარჯვებულს,

და დიდის ჭკუითა შემკულს!

 

მენელასი

 

იმედი მაქს საღამოს, მაწვილო,

უთოოთ მეწვიოთ სადილათ,

გვექნება ჩენ დიდი ლინი!

 

ელენე

 

რვა საათზედ ვჭამთ სადილს,

გაჭმევ, ყმაწვილო, სხა-და-სხვა ხილსა

 

პარისი

 

მე აღვასრულებ, ჩემო მეფავ,

თქვენსა წადილსა!

 

ელენე

 

ედავთ მაგდებს ბდი

ამ ყმაწვილის ხელში!

 

კალხასი (პარისს)

ა! თუ გიხარიან!

 

პარისი

 

იცი, ჩემო კალსო, რა მეწდიან?

გთხოვ ქმარი ღმერთებსა

შორს გააგზანინე!

 

კალხას

ადვილი არის ეგ!

ფილოკომ! დააქუინე!

 

ხორი

 

ერნო ეს ქუხილი

ცით გამოგზავნილი,

თისა რისხვა არის!

 

კალხასი

 

მამდის ე კანკალი ტანშია,

ეს არის ქადაგად ვცეში,

იუპიტერ ბძანებს ჩემს პირით!

 

ხორი

 

რასა ბძანებს?

ურსა გაგდებთ!

 

კალხასი

 

ღმერთები ბძანებენ,

ღმერთნი ბიძინებენ,

ჩემ პირით იუპიტერ

იუპიტერ ბძანებს,

რომ მენელასი წავიდეს ამ წამში

კრეტის კუნძულსა და მთაშია!

 

მენელასი

 

ღმერთო ჩეო! რა მინდა კრეტში?

 

ელენე

 

გთოვ, წახვიდე ეხლავ კრეტში.

 

პარისი

 

ჩემო კალხას, არ იმედში

 

მენელასი

 

რა გავაკეთო ოხერ კრეტში?

 

ხორი

 

გთხოვთ წაბძანდეთ ელავ კრეტში!

 

ელენე

 

შენ ჩემო მეფე სულ ელი,

მეფე სულ ლი,

მეფე სულ ელი,

რომ გაგცვლი სხვაზე!

რომ გაგცვლი სხვაზე,

ვხედავ არ ხარ მადლიური

ხარ მადლიერი

ხარ მადლიერი

ჩემსა ქცევაზე, ჩემს ქცევაზე!

წადი და მალე მოგლი

არ შეკრთე ზღვაზე,

შენ ჩემო მეფე სულ ლი

მეფე სულ ელი

მეფე სულ ელი

რომ, რომ, რომ, რომ გაგცვლი სხვაზე!

 

ხორი

 

წაბძანდით კრეტში!

დიდის ხომალდით!

ეს არის მოგართვით!

მენელას! იავ მშვიდობით,

შენსა ელენეს გაუფრთხილდებით!

7 მოხუცი მატანტალა

▲ზევით დაბრუნება


ერისთავი რაფიელ
მოხუცი მატანტალა

აშ ორმოში ვტოებთ ჩვენსა სიცოცხლეს,
მე მოხუცათ ვკვდები უძლურ, მოქანცულ,
ვინც გაივლის, იტყვის: „გადაუკრავსო!“.
დეე! მაინც ხომ არ შემიბრალებენ!
აგერ, ხედავ რომ თავიც მომარიდეს;
ზოგ-ზოგმა კი გროშები გადმომიგდეს...
გასწით ჩქარა და იდღესასწაულეთ:
უთქვენოთაც ძრიელ კარგა მოვკვდები,
მოხუცი და უძლური მიტანტალა!

-----------

დიახ, მე აქ ვკვდები სიბერისაგან,
რადგან ვიცით არვინ კვდება შიმშილით;
ვიმედობდი მე, ჩემს გაჭირვებაში,
მოწყალების სასთუნალს მივმართავდი,
ჩემს სიცოცხლეს წყნრად მე იქ დავლევდი,
მაგრამ, ვაი, სამოწყალო პალატიც
თურმე სრულად გატენილი ყოფილა, —
აბა, სალხი ასე უბედურია!...
ქუჩა იყო ჩემი მზრდელი, მტვირთვლი,
მატანტალა, გკვდები, სადაც ვშობილვარ

-----------

ჩემს სიყრმეში ხელოსნებს ვთხოვდი ხოლმე,
ხელოსნობა რამე ესწავლებინათ,
გასწი იქით!“ — ასე შემომიტევდნენ, —
„სამუშაოჩვენ შენთვის არა გვაქვსო,
წაეთრიე და ჩამოითხოვეო“...
მდიდრებო! რომ მეტეოდით „იმუშავე!!“,
მაშინ მქონდა ბლომათ ძვლები დახრული,
ნასუფრალი თქვენის მეჯლიშებისა;
თქვენს ბურდოში კარგათ გამოვიძინე
მატანტაღამ, და არ გწყევლით მე თქვენა!

-----------

ყარიბი ვარ, ხომ შემეძლო ქურდობა,
მაგრამ, არა, სჯობს რომ ჩამოვითხოვო,
ბევრი, ბევრი, — მომეპაროს მე ვაშლი,
გზის პირას რომ წითელ-ყვითლათ ღუოდა...
და რამდენჯერ მე, ბედკრულსა, ამისთვის,
შიგ ციხეში თავი, რეტი წამიყვეს.

მათ მომაკლეს ჩემსა მხოლოს კეთილს,
ხარკსა ღვთისგან ბოძებულსა ჩემდამო,
მზესა — ბერი, მატანტალა — გლასაკის!...

-----------

ყარიბს განა სამშობლო აქვსღა სადმე?
მე რათ მინდა თქვენი ღვინო და პური,
დიდება და თქვენი აღებ-მიცემა,
ან ყრიღობა თქვენი მჭევრ-მეტყველების?
როცა მტერი ხრმალი მოწვდილი დაგეცათ
და ის თქვენში რომ დღესასწაულობდა,
მე სულელი კი ცრემლით ვითხეოდი,
ბერი—გლახა, ძღომილი მტრის ხელითა.

-----------

კაცნო, ხალხნო, რათ არ გამსრესთ მე თქვენა,
როგორც მღილსა, ზიანას მომცემელსა?
ის არ სჯობდა ჩემთვის გესწავლებინათ
მუშაობა, სასიკეთოთ ქვეყნისა.
ქარიშხალს თუ ავცდებოდი საფარში,
მაშინ მღილიც ვიქცეოდი ჯიანჭვლათ;
მეც ძმასაებრ ნაზათ შეგიყვარებდით:
ვკვდები ახლა მატანტალა თქნენს მტრათა!

18 დეკემბერს, 1878 წ. თ.რაფიელ ერისთავი.

8 რომანსი

▲ზევით დაბრუნება


რომანსი
(პუშკინიდგან)

შემოდგომაა ცა ავდრიანობს. ბინდით მოცულა არე და მარე,
უდაბურს ადგილს ყმაწვილი ქალი, ვიღაც დიაცი ჰჩანს მომდინარე,
უპყრია ხელში ათრთოლებულში, ცოდვისა შვილი, ტრფობის ნაყოფი...
ჩუმობა არის: სძინავს სუყველას, რაც კი რამეა ამ დროს აქ მყოფი...
შესდგა დიაცი შეშინებული, იყურებოდა აქეთ-იქითა,
ამოიკვნესა და დასცქეროდა უმანკო შვილსა ყურად- ღებითა...


ქალმა ცოდვილმა წარმოსთქვა მწარეთ, რომ გაამჟღავნოს თვისი ვნებანი:
„შენ გძინავს, შვილო, შვილო ტანჯვისა, არ გესმის ჩემი მწუხარებანი!
თვალს რომ გაახელ და ცრემლიანი ვერ მომეკვრები დედას გულზედა,
ვეღარა ნახავ უბედურს დედას, ხელს ვერ მოუსომ ტკბილს ძუძუზედა!...

----------

„ვეღარას გარგებს ხელის პოტინი, აღარ გერგება დედის ალერსი,
მეც საუკუნოთ მრჩება სირცხვილი, დანაშაული, — რისთვისაც ვკვნესი!...
შენ ხომ მე სადღა გაგახსენდები, მაგრამ მე შენ არ დამავიწყდები...
სხვანი გიტვირთვენ, შეგიფარებენ და ისე ტანჯვით გამოიზრდები...
გეტყვიან, ჩვენთვის შენ უცხო ხარო, ამოგიჯდება გული ობოლსა,
იკითხავ მშობლებს, შენსა ოჯახსა და ვერ იპოვნი შენსა მშობელსა!..

----------

„ასე ტანჯული, უმანკო სული, უნდა ღოღავდე უცხოებშია,
და შეჰნატროდე დედების ალერსს; მარტო იქნები სხვის შვილებშია.
ასე იქმნები სულით მოღრუბლულ, მსმენი ყვედრების, ბედის მწეევარი,
მომიტევე მე, დედას უბედურს, ნუღარ იქნები ჩემი მდევარი!...

----------

„შენ გძინავს, შვილო!... უკანასკნელათ, მიგიკრა მაინც ამ ტანჯულს გულზედ,
ხვალ ვეღარ გნახავ მე უბედური და დამერთვება მე წყლული წყლულზედ...
მანამა ხარ ყრმა და სიმწარე შენ არა, გწვევია, იძინე შვილო,
მანამ ბოროტი და გულს ვარამი არა გჩვევია, იძინე ტკბილო!“ ...
----------
აქ უცებ მთვარემ გამოანათა და ტყის პირს ქოხი გამოაჩინა,
ქალი მთრთოლვარე, დაღონებული და ფერმიხდილი ძლივს წადგა წინა.
ქოხის კარებს რა დაუახლოვდა, ძირს დასდო შვილი წყნარათ, სიფრთხილით,
შეშინებული და ფერმიხდილი უცებ მოჰშორდა ცხარის ტირილით!..

                                                                                                თ. ერისთავი რაფიელ

9 ებრაული მელოდია

▲ზევით დაბრუნება


ებრაული მელოდია

(ბაირონისა)

ოჰ თუ კი მართლა საიქიოსა
სულს სიყვარული თანა წაყვება,
თუ კაცი თავის გულის სატრიფოსა
სიკვდილის შემდეგ კვალად შესკდება -
მაშინ რა რიგად იგი სოფელი
იზიდავს ჩემსა გულს და გონებას,
მსურს აქ დავტოვო ტანჯცა ყოველი
და მივეშურო მუნ ნეტარებას.
ჩვენ ჩვენი თავი არ გვენანება,
როცა სიკვდილი გვიახლოვდება;
გულსა მხოლოდა ის ეწუხება,
რომ თვისი სატრფო ქვეყნადა რჩება
ოხ! რანაირად გულსა დამიტკბობს
ის საუკუნო ტკბილი ცხოვრება,
საც უკვდავებას შუა გამიყობს
სხვა, გულის სწორი ტურფა ქმნილება!..

1878 წ.
სოსიკო ბაქრაძე

10 ეკონომიური სურათები

▲ზევით დაბრუნება


თუმანიშვილი გიორგი

ეკონომიური სურათები

რუსეთის სწავლული კაცები რო შეადაროთ ევროპიელ სწავლულ კაცებს, მაშინვე შეამჩნევთ, რო რუსები, თუ სვინიდისიანად შრომობენ ისინი, შრომობენ თავიანთ მეცნიერობისათვის და არა ცდილობენ თავიანთ მეცნიერების თვალით გაშინჯონ თანამედროე ცხოვრება, ახალი, ყველასთვის საინტერესო საგნები. რუსის უკეთესნი მეცნიერნი არ ეკუთვნიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ცხოვრებაში და არც საზოგადო ჟურნალიურ მწერლობაში თავს არა ჰყოფენ თავიანთ პოლიტი კურ აზრების გასავრცელებლათ.

ევროპის უნიჭიერეს მეცნიერებს კი სრულებით სხვაგვარად უჭირავთ თავი საზოგადოებაში და მწერლობაში. იმისთანა გამოჩენილი სწავლულები, როგორც მაგალითად ფოხტი, ფირხოვი და მილლი, ყოველთვის ესმარებოდნენ თავიანთ სამშობლოს გაჭირების დროს არა მარტო სპეციალური ცოდნით, არამედ თავიანთ პოლიტიკურ რჩევებით და მოქმედებაებითაც.

მაგრამ ხან და ხან რუსეთის სწავლულებიც ამოიღებენ ხოლმე ხმას საზოგადო საქმეში, გაერევიან პოლიტიკურ საგნებზე სჯაში. მაგრამ ვაი ამ გარევას! აქ რუსის პროიფესსორები გამოიჩენენ ხოლმე ისეთ უმეცრებას, რომ იმათ უსწორებენ შეცდომებს ჟურნალისტები, რომელთაც არ შეუსწავლიათ არც ერთი მეცნიერება განსაკუთრებით, სპეციალურად. მოიგონეთ მხოლოდ ამ თხუთმეტიოდ წლის წინა ამბავი: რუსეთში გლეხების განთავისუფლების დროს ჟურნალებში ხმა ამოიღეს რუსის მეცნიერებმა — პროფესსორებმა და აღმოჩნდა რომ ამათ შეუსწავლიათ რიგიანად მხოლოდ უნიჭო. ფრანციული ეკონომისტების თხზულებანი; იმათ სცოდნიათ ზეპირად სხვა-და-სსვა მოლინარების, ჟან ბაპტისტსეების და ბასტიების წერილები და სრულებით დაუვიწყნიათ სვინდისიანი მშრომელი ინგლისელი ეკონომისტი ჯონ სტუარტ მილლი. ასე რომ იძულებულნი იყვნენ განთქმულ რუსის პროფესსორებისთვის ესწავლათ პოლიტიკური ეკონომია „სოვრემენნკის“ თანამშრომლებს, რომელნიც მეცნიერობაზე თავს არა სდებდნენ.

ან ავიღოთ სხვა უფრო ახალივ მაგალითი. ამ რამდენიმე თვის წინად ზოგიერთ პოლიაკებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რო კარგი იქნება რუსებთან შევრიგდეთო. ამაზე ამოიღო ხმა გამოჩენილმა რუსის ისტორიკოსმა კოსტომაროვმა. მერე რა გვითხრა ახალი ამ მეცნიერმა? პოლიაკებს რუსები ვერ შეურიგდებითო, გვარწმუნებდა უ. კოსტომაროვი, რადგან დიდი ხანია გამწერალი ვართ ერთმანეთშიო. როგორ მოგწონს, მკითხველო, პატივცემულ ისტორიკოსის ლოღიკა? გამწყრალნი რო არ იყვნენ, ხომ შერიგებაზედაც ლაპარაკი აღარ იქნებოდა.

საკვირელი არ არის, რო ამ ყოფაში არიან რუსეთის სწავლულები, ჯერ ერთი, რო არა აქვს ადგილი ყოველგვარ პოლიტიკურ აზრს რუსულ მწერლობაში; მეორე, რომ რუსულ საზოგადოებაში მეტად ცოტაა პოლიტიკური ცხოვრება, და როგორც მოგეღსენებათ, ხომ მწერლობას და უკეთეს კაცთაც ბევრით იმაზე მეტი არ შეუძლიანთ, რასაც აძლევს იმათ საზოგადოება.

მაგრამ დიდი უსამართლოება იქნება, რო დავივიწეოთ ის ორიოდ რუსი, რომელნიც, თუმც პროფესსორებათ არ ითვლებიან და მაგისტრის და დოქტორის სამეცნიერო ხარისხით დამშვენებულნი არ გახლავან. მაგრამ მაინც სვინიდისიანად მეცნიერების თვალით არჩევენ ეხლანდელ ცხოვრებას და ცდილობენ იმის გასაუკეთესებლათ. რუსულ მწერლობის ისტორია რასაკვირველია არ დაივიწეებს თავ. ა. ვასილჩიკოვსაც, რომელიც უნდა ჩაითთვალოს ამ ორიოდ კაცის რიცხვში და რომელიც დიდი სანია თავის სამეცნიერო წიგნებით ცდილობს მოუტანოს სარგებლობა დაბალ ხალხს თ. ა. ვასილჩიკოვის მამა იყო თავმჯდომარეთ სახელმწიიფო რჩევაში (гос. совѣть) იმპერატორ ნიკოლოოზის დროს და ნიჭიერ მწერალს, რასაკვირველია, თავის მამის შემწეობით ადვილად შეეძლო გაეცნო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიური წყობილება. ა. ვასილჩიკოვი გაზდილია ინგლისურად და დიდი ხანია ის ბეჯითად შეისწავლის ევროპიულ და მეტად ინგლისურ პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებას.

მაგრამ ნუ გგონია, მკითხველო, რო ვასილჩიკოვი ინგლისურად გაზდილი, იყოს ინგლისელ სახელმწიფო წყობილობის თაყვანისმცემელი; უკაცრავათ, ვასილჩიკოვი სუყველაზე მეტად დაბალ ხალხის კეთილმოსურნეა და ეჯავრება, რო საშინლადა ჰყავს დაჩაგრული უადგილ-მამულო ხალხი ინგლისელ დიდ-კაცობას.

ამ რუსის მწერლის უმთავრესი აზრები მოკლედ გამოთქმულები არიან წინასიტყვაობაში იმის ახალი წიგნისა: „მიწის მფლობელობა და მეურნეობა ევროპაში და რუსეთში“ (Землевладѣне и земледѣліе въ Россіи и другихъ европейскихъ государствахъ, Кн. А. Васильчикова, 1876 г.). აქ ვეცდები რამდენიმე სიტყვით გიამბოთ ეს წინასიტყვაობა; მით უფრო საინტერესო იქნება ის თქვენთვის, მკითხველო, რო იმაში გამოთქმულ აზრებს იშვიათად გაიგონებთ რუსეთის მეცნიერებისაგან.

ხალხის სიმდიდრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არამცთუ იმას, რამდენად უნდა გაუმჯობესდეს მიწა და როგორ მოუარონ და შეამუშავონ ის, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა მდგომარეობაში არის მიწაზე მომუშავე ხალხი. ეს ადვილი გასაგებია და იმაზე ლაპარაკი საჭიროც არ იქნებოდა, თუ რომ ევროპაში არ ეყურებინათ მიწის შემუშავებაზე მეტად ერთ მხრივ. ყურადღება იმაზე იყო მიქცეული ევროპაში, რომ მიწა გაუკეთესებულიყო და რაც შეიძლება მეტი ნაყოფი მოეცა იმას; მუშების კეთილდღეობაზე კი იქ სახელმწიფო ფიქრობდა იმდენად, რამდენადაც ეს ფიქრი არ დაუშლიდა მიწის გაუმჯობესობას. მაშასადამე ყველა დიდ მიწის მფლობელი ფიქრობდა იმაზე, რო რაც შეიძლება მეტი ერგოს მიწიდამ და დრო აღარა ჰქონდა ეზრუნვა თავის მუშების ცხოვრების გაუმჯობესობაზე. ამის გამო მიწები ცოტ-ცოტად ჩაუვარდათ ხელში მდიდრებს და უმეტესი ნაწილი გლეხობისა დარჩა უადგილ-მამულოთ და გახდა ყოვლად მონა დიდ-კაცებისა. ამ გარემოებამ მეურნეობა უფრო გააუკეთესა, რადგანაც მიწა მდიდარ კაცების სულში უფრო კარგად მოვლილია ხოლმე. უადგილ–მამულო გლახა ხალხი გადვიდა ქალაქებში და ამ გლახების შემწეობით მდიდრებმა გამართეს მშვენიერი ფაბრიკები, რომლების საკვირველი ნაწარმოები ახარებდნენ ევროპიელ მეცნიერებს და ახალისებდნენ იმათ სულ ახალ და ახალ მაშინების მოგონებაზე. ეს ახალი წყობილობა საზოგადოებისა მეტად ცხადად დააჩნდა ინგლისს, რომელშიაც თითქმის მთელი გლეხ კაცობა დარჩა უმამულოთ და გადვიდა ქალაქებში ქარხნების დღიურ მუშებათ.

ევროპიელ მეცნიერებს ჩქარა ჩაუშხამდათ ის სიხარული, რომელსაც მათში აღძრავდა მეურნეობის და საფაბრიკო მაშინების საკვირველი გაუმჯობესობა ჩქარა ნახა ქვეყანამ, რომ ამ წინ-წაწევამ მოიტანა საშინელი სიღარიბე მთელ დაბალ ხალხში. უადგილ-მამულო მშიერი ხალხი ჩაუვარდა ხელში მდიდარ მიწის და ქარსნის პატრონებს და ესენი მუშებს ეპყრობოდნენ, როგორც თავიანთ ყურმოჭრილ ყმებს. ამასთანავე მდიდრები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო ჩვენ საქმეში არ უნდა გაერიოსო, თავისუფლება უნდა სუფევდესო ჩვენში. ეს ნიშნავდა იმას, რომ მდიდრებს მოგვეცით თავისუფლება როგორც გვინდა ისე მოვექცეთო ღატაკ ხალხს; ღატაკ ხალხსაც ნუ მიეშველებით; ის თავის თავისუფლებით ვეღარ წაგვივა ჩვენ ხელიდამაო.

რუსეთში კი, ვასილჩიკოვის აზრით, სხვა წესებია. რუსეთში არც ისეთ გვარად არის გაუმჯობესებული მეურნეობა და ქარხნის იარაღებიო, როგირც უვროპაში, და არც ევროპიულად არის რუსის გლეხ-კაცობა მოკლებული მიწას. ევროპიულ წესების თაყვანის მცემლები ამბობენ, რო მეურნეობის გაუმჯობესობა და ქარხნების გავრცელება შეუძლებელიაო. უიმისოთ, რომ დაბალ ხალხს ისე არ მოვეპყრათ, როგორც მოეპყრნენ იმას ევროპაში, და ამიტომაც თუ წინ-წასვლა გვინდა, უნდა უფრო ევროპიულ გზას დავადგეთო, რაც უნდა ხალხის დამღუპველი იყოს ეს გზაო. ვასილჩიკოვი ევროპიელ წესების თევანის მცემელი არ არის და სურს თავის ახალი წიგნით დაამტკიცოს, რომ რუსეთს შეუძლიან წინ წასვლა მეურნეობაში ისე, რო ამით არ გაღატაკდეს.დაბალი ხალხი.

მაშასადამე ვასილჩიკოვის ზემოხსენებულს წიგნს ჰქონია საგნათ განრჩევა რუსეთის და სხვა ევროპიელ სახელმწიფოების ეკონომიურ მდგომარეობისა. ამ თხზულების ავტორი ითვლება რუსეთში სვინიდისიან, ნიჭიერ და განათლებულ კაცათ; ამის გარდა უ. ვასილჩიკოვს იქნება მოელის სახელმწიიყო კაცთ გახდომა და თავის აზრების სისრულეში მოყვანა. ამ მიზეზებისა გამო, მგონია, უსარგებლო არ იყოს გავაცნოთ ცოტა დაახლოებით მკითხველებს ვასილჩიკოვის ახალი წიგნი, მით უფრო, რომ ეს წიგნი დარჩება ჩვენში წაუკითხავი, რადგანაც ის შეადგენს ორ დიდ წიგნს 1000-ზე მეტი წვრილად დაბეჭდილ გვერდით, დაწერილს მძიმე, უფერულ ენით და სამსეს ციფრებით.

I

გარდასახლება (ემიგრაცია)

ევროპიელ მუშა ხალხის უბედურება შესდგება იმის უადგილ-მამულობაში. ეს არა სჯერათ იმათ, ვინც აღტაცებულნი არიან ევროპიის განათლებით და წინ-წასვლით. ესენი ამბობენ, რომ ვითომ სხვა და სსვა ფანტაზიორებს გადერიოთ და უმიზეზოთ აეჯანყებინოთ ხოლმე მუშა ხალხი. უეჭველია, ჩვენშიაც ბევრნი ფიქრობენ, რომ აჯანყებული ევროპაში მუშები არიან მძლავრი უსვინიდისო ქურდები და ავაზაკები, რომელთაც მეტი ლუკმა უნდათ გამოგლიჯონ მდიდრებს. მე მინახავს ჩვენში იმისთანა პატივცემულნი პირნიც, რომელთაც შეუდარებიან მშიერი ევროპიელი მუშა ჩვენ პაჟარნ მოქეიფე კინტოსთან. ეს ბატონები სულ სხვას იტყოდნენ, რომ შეემჩნიათ, როგორ და რამდენად გავრცელდა ევროპაში ემიგრაცია.

იმას თუ რა საცოდავ მდგომარეობაშია დაბალი ხალხი დასავლეთ ევროპაში უმამულობისა გამო, გვიჩვენებს გარდასახლება ჯან-მრთელ, ღონიერ მუშების ათი და ასი ათასობით ყოველ წლივ უკეთეს ევროპიელ სახელმწიფოებიდამ ამერიკაში, ავსტრალიაში და სხვა უცნობ ადგილებში. გარდასახლებამ იმატა გარსული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნეს. 1815 წლიდამ დაწუობილი 1870 წლამდი ე.ი. ორმოც და თხუთმეტ წლის განმავლობაში მარტო ინგლისიდამ გარდასახლებულა 7 მილლიონი ხალხი; ეს მოხდა იმ ინგლისში, რომელიც ამაყობს მთელი ქვეყნის წინ თავის განათლებით და თავისუფლკით და სადაც ამ გარდასახლების დროს სულ 25 ან 29 მილლიონზე მეტი ხალხი არ ყოფილა, ხსენებულ 7 მილლიონში გარდასახლებულების უმეტესი ნაწილი მოდის ირლანდიელებზე, რომელნიც მეტად დაჩაგრულნი არიან დიდ-მიწების პატრონებისაგან და უადგილმამულონი დარჩენილან. გერმანიიდამაც 1815 წ. — 1873 წლამდი ე. ი. ორმოც და თვრამეტ წლის განმავლობაში გარდასახლებულა ამერიკაში, რუსეთში და სხვა შორ ადგილებში 3 ½ მილლიონი მუშახალხი. ეს რიცხვი აღებულია აფიციალურ ცნობებიდამ, მაგრამ რადგანაც ვიცით, რომ გერმანიის მართებლობას ყოველთვის რცხვენია და აკლებს რიცხვს გარდასახლებულებისას გერმანიიდამ შეგვიძლიან გაბედვით ვთქვათ, რომ ამ გარდასასლებულების რიცხვი 4 მილლიონზე ნაკლები არ უნდა იუოს ისეთ მოხსენებულ დროს.* საფრანგეთში, იტალიაში და ესპანიაში ნაკლებად სტოვებს თავის სამშობლოს მუშა-ხალხი, საფრანგეთში—იმიტომ რომ იქ მიწა წვრილ-წვრილად არის დაყოფილი მუშა ხალხში და იქ ისე ბევრი უადგილ-მამულო ხალხი არ არის, როგორც სხვა ხსენებულ ევროპიელ სახელმწიფოებში. იტალიაში და ესპანიაში თუმც ბევრია უბინაო ხალხი, მაგრამ ამ ქვეყნებში თქმის მთელი წელიწადი თბილა და მუშა-ხალხს დიდი ხარჯი არაფერი აქვს არც ტანისამოსზე, არც თბილ საჭმელზე, არც სადგომზე და არც სათბობზე.

მით უფრო დიდ ხალისით გარბიან გერმანიიდამ, რომ იქ თითქმის ყოველი ჯანმრთელი კაცი გაჰყავთ. რამდენიმე ხანი ჯარში სალდათით. მაგალითად, 1856— 1864 წ. ე.ი. ცხრა წლის განმავლობაში, როგორც ვხედავთ აფიციალური ცნობებიდამ, გაქცეული სამხედრო სამსახურის თავიდამ ასაცილებლათ 48,577 კაცი — მთელი არმიის კორპუსი.

მაგრამ ვიცი, რომ ამაზე მიპასუხებენ ზემოხსენებული ბატონები: „რა ვუყოთ, რომ ყოველ წლივ გარბიან ევროპიდამ ათი და ასი ათასობით ზარმაცი, გარყვნილი, უვარგისი გლეხები, ეს კარგიც არისო ევროპიისათვის!“ ამათ ჩვენ მოვაგონებთ, რომ გარდასახლებულები ევროპიდამ მუშები გამოჩნდებიან ხოლმე თავიანთ ახალ მამულში შრომას მოყვარე და გონიერ ხალხათ, რომელსაც არ დაჰკარგვიან უკეთესი ადამიანური თვისებანი; მოიგონეთ მხოლოდ რომ ირლანდიიდამ გარდასახლებულებმა ამერიკაში 14 წლის განმავლობაში, როგორც მოგვითხრობს ინგლისელი ემიგრაციული კომმისსია, გამოუგზავნეს თავიანთ ნათესავებს და ნაცნობებს ძველ სამშობლოში ფოჩტის და ბანკის შემწეობით 89,716,768 მანეთი (ვინ იცის კიდევ რამდენი გამოატანეს კერძო პირებსაც). მაშ გარდასახლებულები გვეჩვენებოდნენ ჩვენ გარყვნილ ლოთებათ და ყოვლად უვარგისებათ, როდისაც ისინი უბინაოთ ეყარნენ თავიანთ საყვარელ სამშობლოში. და ნამდვილად კი კარგ ადგილზე გამოჩენილან ისინი შრომის მოყვარე და ყაირათიან მუშებათ და კეთილ კაცებათ.

იქნება, მკითხველო, იფიქროთ, რომ ეს ძლიერი გარდასახლება წარმოსდგებოდეს ხალხის სივიწროების გამო. სრულებიდაც არა. ბელგიაში ორჯერ მეტად არის ხალხი დასახლებული ვიწროთ, ვინამც გერმანიაში ან ირლანდიაში, მაგრამ ამ უნასკნელ ქვეყნებიდამ მეტი ხალხი გამოდის სხვაგან დასაბინავებლათ, ვინამც ბელგიიდამ. ზოგიერთ ადგილას იტალიაში ორჯერ და სამჯერ მეტი სივიწროეა ვინამც აღმოსავლეთ გერმანიაში ან მთიან შოტლანდიაში, მაგრამ, როგორც ზევით მოგახსენეთ იტალიიდამ რამდენჯერმე ნაკლებათ გამოდის ხალხი სხვაგან დასასახლებლათ ვინამც აღმოსავლეთ გერმანიიდამ ან მთიან შოტლანდიიდამ.

ვერც ის ითქმის, რომ ბუნების სიღარიბე განგდებს ევროპიელს თავის ქკეყნიდამ. სამხრეთის გერმანია განთქმულია ბუნების სიმდიდრით მთელ ევროპაში და ხომ ზემოთ ნახეთ, რამოდენი ხალხი გარდასახლდა იქიდამ მარტო უკანასკნელ დროს.

ზოგიც ემიგრაციას აღსნის იმით, რომ ხალხი თავის სამშობლოში დევნილია ან რჯულისთვის ან პოლიტიკურ თავისუფლების მონდომებისათვის. მაგრამ ამ აზრის დარღვევა ადვილია. ეხლა თითქმის არც ერთ განათლებულ ევროპიელ სახელმწიფოში რჯულისთვის ხალხს ბევრად არ სდევნის არც საზოგადოება და არც მართებლობა, რომ პოლიტიკურ თავისუფლების მოსაპოვებლათ არ აგდებს ხოლმე დიდ-ძალი ხალხი თავის სამშობლოს, ამას გვიმტკიცებს პირველად ის, რომ რამდენიც დრო გადის, იმდენი უფრო ვრცელდება პოლიტიკური თავისუფლება და არამც თუ არ კლებულობს, არამედ მატულობს ევროპიელ გარდასახლებულების რიცხვი. მეორეც ის, რომ ყველაზე მეტად ხალხი სტოვებს თავის სამშობლოს ინგლისში, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული პოლიტიკური თავისუფლება შვეიცარიის და ჩრდილოეთ ამერიკულ შტატების შემდეგ.

მაშ ევროპიელი მუშა-ხალხი სტოვებს სამშობლოს იმიტომ კი არა, რომ ის თავის უვარგისობით ვერაიფერს აკეთებს სამშობლოში, ან შინ ვიწროთ არის, ან მშობლიური ბუნება ღარიბია; ევროპიელი მუშა იმიტომ კი არ ემიგრანტობს, რომ დეკნილია ის შინ მართებლებისაგან რჯულისთვის ან პოლიტიკურ თავისუფლების მოთხოვნის გამო. არა, მუშა ხალხი სტოვებს ევროპას, რადგანაც იმას, ღარიბ მუშას, წაართვეს მდიდრებმა მიწა და დაიმონავეს მიწის ძველი პატრონიც. ევროპიული დაბალი ხალხი აგდებს თავის მშობლიურ სახლ-კარს, ნათესავებს და ამხანაგებს, გადიკარგება ზღვებსა და ოკეანებს იქით, ვინ იცის სად, რომელ მხეც ხალხში მხოლოდ იმისთვის, რომ მიწა იშოვოს და თავისუფლად იმუშავოს.

მაგრამ გარდასახლება მოითხოვს ბევრ ხარჯს: უცოლშვილო კაცისაგან 28 თუმნამდი და ჯალაბიანისაგან 60 თუმნამდი. ამის გამო ევროპაში ჯერ კიდევ საკმაოთ იპოვათ უადგილ-მამულო მშიერ ხალხს, რომელსაც გარდასახლებისათვის ვერ უშოვნია ფული.

II

საფრანგეთი

დიდიხანია საფრანგეთს ეკონომისტები უსამართლოდ აქებენ. საფრანგეთში, ამობენ ისინი, მუშა-xალxი შიმშილით არ მოკვდება, რადაგანაც იქ ყველას შუუძლიან მამის სიკვდილის შემდეგ მიიღოს მიწის ნაჭერი. მეტად კარგ მდგომარეობაში არიან საფრანგეთის მუშები, განაგრძლებენ ეკონომისტები, პირველ რევოლიუციის შემდეგ, როდისაც აზნაურების და სასულიერო წოდების მიწებს მართებლობა ჰყიდდა ნაკუწ-ნაკუწათ გლეხებზე ჩვენი ვალია ამ სტატიაში დავამტკიცოთ, რომ ფრანციელ გლეხის მდგომარეობა ისე კარგი არ არის როგორც აგვიწერენ პატივცემული ეკონომისტები.

მართალია, საფრანგეთის სტატისტიკურ ცნობებიდამ ვტყობულობთ მხოლოდ ინდაურების, ქათმების, ძროხების და იმათ ამხანაგების რიცხვზე და სწორედ კი ვერ ვხედავთ ამ ცნობებიდამ, რამდენი სოფლის მემამულეა საფრანგეთში, დაახლოვებით კი შეგვიძლიან ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს 7 მილლიონამდი სოფლის მემამულუ. აქედამ 3,600,000 მემამულეს აქვს ისეთი პატარ-პატარა მიწა, რომ იქიდამ, ფულათ რო ვიანგარიშოთ, მიწის მფლობელი მხოლოდ 16 მანეთს მიიღებს წელიწადში. თითქმის 4 მილლიონი მემამულე განთავისუფლებულია თავის სიღარიბისა გამო სახელმწიფო ხარჯისგან. დარჩა 3 მილლიონი. აქედამ მხოლოდ 2 მილლიონი გლეხია, და დანარჩენი 1 მილიონი — აზნაურები და სხვა — მდიდარნი მემამულენი გახლავან.

მაშ ესე, 4 მილლიონამდი გლეხს აქვს ისეთი პატარა მიწები, რომ ხარჯის მიცემაც არ შეუძლიან. ეს კიდევ არაფერი; მიწის სიპატარე იქამდი მიაღწევს, რომ ძალიან იშვიათად გლეხის მიწაზე მცირე ქოხის გარდა დეეტევა ხოლმე ჰაწაწა ვენახი, ხშირად გლეხის მიწაზე შესაძლოა დეეტიოს მხოლოდ ისეთი პატარა ქოხი, რომლისთვის ფანჯარა არც კია საჭირო. ამაებს სულ გვიჩვენებენ ნამდვილი სტატისტიკური ცნობანი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ უმეტეს ნაწილს ამ ღარიბ მემამულეთაგან ჰყავს სახლობა და მაშინ მიხვდებით, რომ იმ საფრანგეთში, რომლის ეკონომიურ მდგომარეობისაგან მოდიან აღტაცებაში ეკონომისტები, 10 თუ 12 მალლიონი სული თითქმის უმამულოა; ისინი თავის დასარჩენათ იძულებულნი არიან ან იჯარით აიღონ სსვისგან მიწა ან დღიურ მუშებათ წავიდნენ. ამ უკანასკნელ დროს ფრანციულ სოფლებში ითვლებოდა 4 ½, მილლიონი მიწის, მეიჯარადრე და 5 ½ მილ. მუშა.

ბევრი მეცნიერი ბრძანებს, საფრანგეთში ის არის კარგიო, რო მამული მამისაგან რჩებათ ყველა შვილებს და არა მარტო ერთსო. ეს კარგი კანონი გახლავთ, მხოლოდ იმის ასრულება ძრიელ ხშირად შეუძლებელია. უმეტეს ნაწილს ფრანციულ გლეხებისას, როგორც ზევითა ვთქვით, ისეთი პატარა მიწის ნაკუწი აქვთ, რომ იმაზე შეიძლება მხოლოდ აშენება პაწაწა ქოხისა, და ამ მიწის ნაკუწის გაყოფა შვილებს შუა შეუძლებელია. აი ამით აიღსნება ის გარემოება, რომ თუმცა საზოგადოდ ფრანციელების რიცხვი მატულობს, მაგრამ წვრილ ფრანციულ მემამულების რიცხვი იგივეა, რაც ადრე იყო. ხალხი მატულობს, იმათთვის ადგილი აღარ არის და, მეტი რა ღონეა, უდგილ-მამულოები გადადიან ქალაქში სამუშაოთ. ამის გამო თუმცა საფრანგეთს 10 წლის განმავლობაში (1856—1866.) მოემატა 2 მილლიონამდის მცხოვრები, მაგრამ ფრანცილ სოფლებს კი ამავ დროს მომატების მაგიერ დააკლდა კიდეც 291,930 კაცი. ქალაქელი მუშები ხომ საფრანგეთში იმავე საცოდავ მდგომარეობაში არიან, როგორც სხვა ევროპიელ სახელმწიფოებში, ქართველი მკითხველი ძალიან ცოტად იცნობს ევროპიულ ქალაქელი მუშის ცხოვრებას და ამიტომაც მე ერთ წამით დავანებებ თავს ვასილჩიკოვის წიგნს და ვიგონებ იმ ცნობებს, რომლებსაც გვაძლევს ინგლისის მართებლობა::

„ვილლიამ ვუდმა, ცხრა წლის ყმაწვილმა, დაიწეო მუშაობა ქარხანაში, როცა 7 წლის და ათი თვისა იყო. ეს ყმაწვილი ყოველ დღე მუშაობს 6, 7, 8 ან 9 საათს. მეორე ყმაწვილი ჩარხს ატრიალებს, მოდის სამუშაოთ 6 და ხან 4 საათზე დილისა. ამ ყმაწილს ხან და ხან უმუშავნია მთელი ღამე დილის რვა საათამდის; ღამეობით იმასთან მუშაობდა კიდევ რვა თუ ცხრა ყმაწვილი. რედენიმე მათგანი განაგრძელებენ მუშობას თითქმის შეუწუვეტლივ დღითაც. კვირაში აქვთ ამათ ჯამაგირი 3 შილლინგი და 6 პენსი ე. ი. ერთი მანეთი და ათიოდ კაპეიკი. ღამის მუშაობისთვის ყმაწვილებს არაფერს არ აძლევენ.“ („კაპიტალი,“ კარლ მარქსისა).

ევროპიელ ქალაქელ მუშების უმეტესი ნაწილი ვერ მიაღწევს ხოლმე 20 წლამდი, კვდება ყმაწვილობაშივე. აქ კიდევ ბევრ რამეს გიამნებდით ამ მუშების ბნელ, ცივ და ნოტიო სადგომებზე, უვარგის საჭმელზე და ხანგრძლივ შრომაზე, თუ რომ ეს ჩვენ შორ არ წაგვიყვანდა. დაუბრუნდები ისევ ვასილჩიკოვის წიგნს.

ბევრნი, როგორც ზემოთა ვთქვი, დარწმუნებულნი არიან, რომ პირველ რევოლიუციამ დიდი სარგებლობა მოუტანა ფრანციელ გლეხებს. ვნახოთ, რაში შესდგება ეს სარგებლობა? პირველ რევოლიუციის წინად საშინლად იყო შევიწროებული ფრანციული გლეხი სხვა და სხვა ხარჯის გადახდით; გლეხი ვალდებული იყო ემუშავნა ბატონის და ხელმწიფის სასარგებლოთ, ხარჯი მიეცა სულიერ მამებისთვის, აზნაურებისთვის და სახელმწიფოსთვის. ამის გარდა გლეხის სრულ საკუთრებით არ ითვლებოდა იმის მიწა: თავისუფლად ყიდვა-გაყიდვა არ შეეძლო. რევოლიუციამ გლეხი გახადა სრული ბატონი თავის მიწისა, გაუადვილა იმის ყიდვა-გაყიდვა და გაანთავისუფლა ის მრავალი ხარჯისაგან. აქა რჩება პირველ რევოლიუციის სარგებლობა ფრანციელ გლეხისთვის. მაგრამ ვინ იცის, მიწის ყიდვა-გაყიდვის გაადვილება სასარგებლო იყო თუ არა გლეხისათვის? ამ გაადვილებისა გამო ღარიბი ხალხი გაჭირების დროს ადვილად ყიდდა თავის პაწაწა მამულს და რჩებოდა თითონ მთელ თავის სიცოცხლეს უადგილ-მამულო, მშიერი.

მაგრამ ეკონომისტები გვეუბნებიან, რო პირველ რევოლიუციას სხვა კიდევ ბევრი სარგებლობა მოუტანიაო საფრანგეთის დაბალი ხალხისთვისა. რევოლიუციის მართებლობამ ჩამოართვა უმრავლეს თავადაზნაურობას და სასულიერო წოდებას მიწები და წვრილ-წვრილად გაუიდა გლუხებზედაო,

ისტორია და სტატისტიკა სხვას გვეუბნები. მართალია, რევოლიუციის მართებთომ წაართვა აზნაურობას და სასულიერო წოდებას 20 მილ. გეკტარი მიწა ე. ი. მესამედი მთელ საფრანგეთისა და გაყიდა, მაგრამ ღარიბ გლეხებზე კი არა, არამედ ვაჭრებზე, მეიჯარადრებზე, მოქალაქებზე და სხვა შეძლებულ პირებზე, რომელთაც უამისოთაც საკმაოთ მიწა ქონდათ. საფრანგეთმა გაყარა აზნაურები და მღვდლები და იმათ ადგილას დასვა სხვანი, რომელნიც თუმც კეთილშობლურ ჩამომავლობისა არ იყვნენ, მაგრამ შეძლება ჰქონდათ და რასაკვირველია დიდად სურდათ აზნაურებისა და მღვდლებისაებრ ბატონობა. ღარიბი ხალხი დარჩა ძველებურად ღარიბი, ცოტა მიწით. რევოლიუციის წინ გლეხობას ეჭირა ¼ ან 1/6 ნაწილი საფრანგეთისა, რევოლიუციის შემდეგაც გლეხობას ამაზე მეტი არა ჰქონია. (მაგ. ლიმუზენში 1789 წ. 33,395 მემამულე იყო, 1813 წ. იქვე მოიპოვებოდა 33,646 მემამულე; ამათი რიცხვი არ მომტებულა, სჩანს მართებლობისაგან რევოლიუციის დროს ყიდულობდნენ მიწებს ისინი, ვინც ადრეც უმიწონი არ იყვნენ). მიწები რომ ძრიელ წვრილწვრილად გაყიდულიყვნენ და ფულის შემოტანისთვისაც არ დეეჩქარებინათ მყიდველები, მაშინ რასაკვირველია ღარიბ გლეხსაც ერგებოდა რამე აზნურების და მღვდლების მიწებიდამ. მაგრამ რევოლიუციის მართებლობა დიდ გაჭირებაში იყო, უნდოდა იმას ძველი სახელმწიფო ვალები თავიდამ მოეშორებინა და ახალა წესის დასამკვიდრებლათაც საჭირო იყო დიდი ფული. ამიტომაც მართებლობა იძულებული იყო საკვირველ იაფ ფასათ გაეყიდნა ნაშოვნი მიწები, რომ მიეღო იმას საჩქაროდ ნაღდი ფული. ამ იაფობითაც ბევრად ისარგებლა ბურჟუაზიამ, გლეხობიდამ გამოსულ მდიდრებმა.

ეს ახალი ბატონები იაფად ნაშოვნ მიწებს ცოტა გვიან, რევოლიუციის შემდეგ, ძვირად ყიდდნენ და ამაში ბევრს იგებდნენ. ერთ ნემეცის აფიცერს 1814 წ. ეყიდნა საფრანგეთში 90,000 ფრანკათ მიწა, რომელიც ეშოვნა 19 წლის წინათ (1795 წ.) ვიღასაც რევოლიუციის მართებლობისაგან ცხრაჯერ უფრო იაფად—10,000 ფრანკათ.

რევოლიუციის მართებლობას ისეთნაირად სჭირდა ფულები, რომ პირ-და-პირ ავნო კიდეც დაბალ ღარიბ ხალხს. აი როგორ: გარსულ საუკუნის ბოლოს საფრანგეთის მერვედი თუ მეშვიდედი იყო გადადებული ღარიბებისათვის. ამ საზოგადო მიწებს აძლევდნენ უადგილ-მამულო ღარიბ გლესებს დროებით. აკრძალული იყო კანონით ამ მიწების გაყიდვა. მაგრამ რევოლიუციის მართებლობამ საზოგადო მიწები იცნო სახელმწიფო მიწებათ და დაიწყო იმათი გაყიდვა, რევოლიუციის შემდეგაც ხან და ხან იყიდებოდა ეს საზოგადო ღარიბების მიწა, უფრო და უფრო ნაპოლეონ III დროს. ნაპოლეონ III მითომ იმ მიზეზით, რო ზოგიერთნი ცუდად უვლიან თავიანთ მიწებსა, წაართვა ღარიბებს დროებით მიცემული მამულები და გარდასცა მინისტრებს, რომელნიც თავიანთ მინისტრობამდი კანკალებდნენ შიშით, ჩვენ ბანკროტობისა გამო არ ჩაგვსვან ციხეშიო. ნაპოლეონის მინისტრები, რასაკვირველია, უფრო კარგად უვლიდნენ მამულს, ვინამც ღარიბი გლეხები, თუმც რევოლიუციის მართებლობა და ნაპოლეონები ასე ამცირებდნენ საზოგადო საღარიბო მიწებს, მაინც ამათგან დარჩა ეხლა 4 ½ მილ. გექტარი ე. ი. თითქმის ცხრა მილ. დღიური მიწა. ეს მიწები, როგორც ზევითა ვთქვით, შეადგენენ საკუთრებას საზოგადოებისა (კომმუნასი), ეძლევათ დროებით უღარიბეს გლეხებს და არც გაიყიდებიან, არც დაგირავდებიან.

---------------

ამ სტატიიდამ ნახამდა მკითხველი, რომ უსაფუძვლოა ეკონომისტების ჰაზრი ფრანციულ დაბალ ხალხის დღეგრძელობაზე, რომ რამდენიც დრო გადის, უფრო და უფრო ფრანციელი გლეხი ხდება უბინაო მუშათ. ის ვარდება იმ ბატონების ხელში, რომელთაც რევოლიუციის დროს დაიჭირეს მარდად აზნაურების და მღვდლების ადგილები. მაგრამ რამ მიიყვანა ამ შეცდომამდი პატივცუმული ეკონომისტები? იკითხავს მკითხველი. იმან, ბატონო, რომ ჩვენ, ადამიანები, მეტად სუსტნი არსებანი გახლავართ; ბევრჯერ ერთსა და იგივე ტყუილს რო გვეუბნებიან, ჭეშმარიტებათ გვეჩვენება ხოლმე. იხ. აი მაგალითად, შარშან ყველა დარწმუნებული იყო, რომ რუსული გაზეთები სტყუვიან და ოსმალეთი ისეთნაირად არ არის დასუსტებული და დაღუპული, როგორც იმათ ჰგონიათ. მაგრამ ამ წელს ჩვენ, მობეზრებულებმა გაზეთების მოუსვენარ ბზუილით, დავიჯერეთ, რომ ოსმალეთი დაღუპულია, რო ოსმალეთი მაშინათვე დაინგრევა, რა კი ერთხელ შეუბერავთ იმას. გაგვაფხილა, მხოლოდ პლევნამ. მარტო ეხლა მოგვაგონდა, რომ ოსმალეთის სისუსტეზე ლაპარაკი უსაფუძლო ყბედობა იყო ზოგიერთ გაზეთების მხრით და ჩვენვე გვიკვირს, როგორ დავუჯერეთ ამ უბედობას.

საფრანგეთის შეძლებულმა ვაჭრებმა, მეიჯარადრებმა და საზოგადოდ ბურჟუაზიამ და იმისმა პროფესსორებმა იმდენი ილაპარაკეს გლეხების გაბედნიერებაზე პირველი რევოლიუციისაგან, რო ევროპიელ ეკონომისტებმა დაიჯერეს ეს ჭორი ისე, როგორც ჩვენ გვჯეროდა ოსმალეთის დანგრევა ერთ სკიპარტისაგან.

III

ინგლისი, ირლანდია და შოტლანდია.

თითქმის არსად ევროპაში ისე არ არის გავრცელებული განათლება და პოლიტიკური თავისუფლება როგორც ინგლისში და იმის ახლო კუნძულებში, ამასთანავე არსად ისე ღარიბი არ არის დაბალი ხალხი, როგორც ამ სახელმწიფოში. რისგან არის ეს? ხომ ყველგან გვესმის, რომ ხალხის სულის ჩამდგმელი, გამაბედნიერებული მხოლოდ განათლება და პოლიტიკური თავისუფლება გახლავთ. ამას მშვენივრად დაგიმტკიცებენ ევროპიელი მეცნიერები და ამასვე გაიმეორებენ ჩვენი რუსეთუმებიც. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, განათლებულ დიდ ბრიტანიაში, სადაც ყოველწლივ ათობით და ასობით მაშინებს იგონებენ, სადაც ათობით და ასობით სამეცნიერო წიგნები იბეჭდებიან, ასე წინ წასულ ქვეყანაში რაც მიწებია უჭირავს 42,000 სახლობას და დანარჩენი 30 მილლიონი კაცი უბინავო, უადგილ-მამულოა. ასე რომ 42,000 სახლობა რო შესდგებოდეს დაასლოვებით 200,000 სულიდამ, დიდ ბრიტანიის კუნძულებზე ერთ მემამულეს მოყვება 150 უადგილ-მამულო კაცი. იქნება ადგილი ცოტაა? იკითხავთ თქვენ სრულებიდაც არა, ინგლისი თავის ახლო კუნძულებით ოთხჯერ მეტია ქუთაისის და თბილისის ღუბერნიებზე, ზაქათლის მაზრაც რო დაუმტოთ ამათ. ან იქნება ხალხის სიღარიბე წარმოსდგება ცუდ ბუნებისაგან? არც ეს ითქმის, რადგანაც ინგლისი თავის კუნძულებით მართლა ისე ღარიბი არ არის ბუნებით, რომ იქ ხალხი შიმშილით კვდებოდეს. შვეცია ნორვეგია და რუსეთი ამ მხრით უფრო ღარიბები არიან, მაგრამ იქ გლეხი ისე ცუდ მდგომარეობაში არ არის, როგორც ინგლისში.

რისგან მოხდა, რომ ხალხს, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს განათლება და პოლიტიკური თავისუფლება, ჰევს უველაზე მეტი მშიერი გლასა? ამაზე გიპასუხებთ სამ სიტყვით: ინგლისელ დიდ- კაცების ოინებით.

მართლადაც ჩაიხედეთ ისტორიაში და ნახეთ რა ოსტატობით ინგლისელი ლორდები თვალებს უბამდნენ ღარიბ ხალხს თავისუფლების ჩუქებით. XI საუკუნეს ქრისტეს დაბადების შემდეგ ნორმანებმა დაიჭირეს ინგლისი და გახადეს ეს ქვეყანა თავიანთ ხელმწიფის საკუთრებათ. ხელმწიფემაც გაჰყო ინგლისი 60,000 ნაწილათ, 28 000 ნაწილი მისცა სასულიერო წოდებას და 32,000 ახლად მოსულ რაინდებს. ამ რაინდებმაც ზოგიერთ მიწის ნაწილები დაარჩინეს დამარცსებულ ადგილობრივ მცხოვრებლების ხელში. მაშ ესე დამარცხებულ ინგლისელებს მოსულმა ნორმანებმა წაართვეს ბევრი და წართმეულიდამ აჩუქეს იმათ ცოტა რამ. ამ დამარცხებულების რიცხვი იყო 250,000-მდი. ხარჯს სახელმწიფოს აძლევდნენ მსოლოდ მდიდრები ე. ი. ის ახლად მოსული რაინდები, რომელთაც ერგოთ უკეთესი და უდიდესი ნაწილები მიწისა. ამასთანავე ხელმწიფეს ემსახურებოდნენ იგივე მდიდარი რაინდები. რაკი მათ დეედოთ ხარჯი და სამსახური, ამიტომაც გასაკვირველი არა იყო რა, რომ თან და თან ამათვე უვარდებოდათ ხელში მთელი ქვეყნის მმართველობა; მათ მიანდობდა ხელმწიფე კანონების შედგენას და იმათ აღსრულებას. რასაკვირველია, ეს მდიდარი რაინდები დასწერდნენ იმისთანა კანონებს, რომელნიც იქნებოდნენ სასარგებლონი იმათთვის და არა სხვისთვის. ლორდებმა შემოიღეს იმისთანა ორპირი კანონები, რომელნიც პირველ შეხედვით დაბალ ხალხისთვის არ უნდა ყოფილიყვნენ შემავიწროებელნი, მაგრამ რომელნიც ნამდვილად ცხოვრებაში კი გამოდიოდნენ მხოლოდ თავიანთ შემთხზველ ლორდებისთვის სასარგებლონი. მაგალითად, შემოღებული იყო მიჯნების გაყვანა კერძო და საზოგადო მამულებში, მაგრამ ამ მიჯნების გაყვანა ისე ძვირად უჯდებოდათ ღარიბებს, რომ ამათ თავიანთი მამულები და საზოგადო მიწებიც უჩვენეს მართებლობას ლორდების საკუთრებათ და გამიჯნავებისთვის ლორდებმა მისცეს ფული. ამ გვარად მართებლობის ქაღალდებში ჩანდნენ მიწის მფლობელებათ ის მდიდარი ლორდები, რომელთაც მისცეს სახელმწიფოს ფული მამულების გასამიჯნავათ. ამ ოფიციალურ ქაღალდებით ისარგებლეს ხსენებულმა ლორდებმა და ღარიბ ხალხის მიწები დაისაკუთრეს. ამ გვარად ამ საუკუნეში წვრილ-წვრილი მემამულები აღარ იყვნენ ინგლისში, იყვნენ იქ მხოლოდ მდიდარი მემამულენი რიცხვით 30,000. ირლანდიაში და შოტლანდიაშიც, როგორც ინგლისის საკუთარ მიწებში, შემოღებული იყო იგივე პოლიტიკა. ირლანდიის მიწები ეკუთვნიან მხოლოდ 5,000-მდი მემამულებს და შოტლანდიისა—7,000-მდი. მართალია, მდიდარ ლორდების ცდილობით გამოიცა ამ უკანასკნელ დროს მართებლობისაგან წიგნი, რომელშიაც ნაჩვენები იყვნენ 972,836 ინგლისელი მემამულე, მაგრამ ეს რიცხვი დასაჯერებელი არ არის, რადგანაც ამ რიცხვში შესულან ისინიც, ვისაც თუმც დიდი ხნით, მაგრამ მაინც დროებით უჭირავთ სხვისი მიწები. ამავე რიცხვში შესულან ერთ დღიურზე ნაკლებ მიწის მფლობელნი, თით პარლამენტის წევრი ბრიხტიც კი ამბობდა 1872 წ., რომ ინგლისის ნახევარი შეადგენს ას-ორმოც-და-ათ კაცის საკუთრებას, და შოტლანდიის ნახევარი ეკუთვნის 10 თუ 12 ლორდს.

ზოგს უკვირს, რატომ დიდხან არ იყოო ინგლისში ბატონ-ყმობა; რატომ მოსპესო ეს წესი თვით ლორდებმა. ზოგი ამაში ხედავს თავისუფლების სიყვარულს ინგლისელების მხრით. მაგრამ ეს საქმე აიღსნება სხვაფრივ, უფრო დასაჯერებელ გარემოებით. იმ ქვეყნებში, სადაც დიდხანს ბატონყმობა იყო და ყმა მიწისაგან განუშორებელი ითვლებოდა, ყმა იჩემებდა თავის ნახნავ-ნათეს მიწას და ამ მიწის ნაწილი მაინც რჩებოდა იმას განთავისუფლების შემდეგაც. აი, ამ მიწის დაჩემებისა ეშინოდათ ინგლისის ლორდებს, როცა ისინი არ იყვნენ წინააღმდეგ ბატონ-ყმობის გადაგდებისა.

უადგილ–მამულო ხალხი უმეტეს ნაწილად წავიდა დღიურ მუშად მდიდარ მემამულებთან და ქალაქებში ქარხნებში. ბირმინგამს, მანჩესტერს, ლონდონს და სხვა ზოგიერთ ინგლისის ქალაქებს ყავთ თავიანთ მცხოვრებლებათ ასი ათასობით დღიური მუშები, ის მუშები, რომელთ მამა-პაპის ხელიდამ გამოაცალეს მდიდარ მემამულებმა პატარა, მაგრამ ღარიბ ხალხისთვის სამყოფი მიწები.

მაგრამ ბევრი უადგილ–მამულო გლეხთაგანი დარჩა თავის მამა-პაპურ მიწაზე ფერმერათ. რო ამ ფერმერთა მდგომარეობა არ არის შესაშურებელი, ამას ნახავთ იმ გარემოებიდამ, რომ ირლანდიაში თითქმის ყველა საგლეხო ფერმა შეიცავს ცამეტ დღიურ მიწაზე ნაკლებს; ჯალაბიან კაცის შესანახავათ კი, როგორც გამოცდილი კაცები ამტკიცებენ, საჭიროა ცამეტი დღიურზე არა ნაკლები მიწა. ხშირად იმავ ირლანდიაში ფერმერს მიწის მოსავლიდამ რჩება მხოლოდ კარტოფილი; სხვა კი ეძლევა მიწის პატრონს.

ამიტომაც 1848 წ., როდისაც ძრიელ ცუდი მოსავალი იყო კარტოფილისა, ირლანდიაში შიმშილი ჩამოვარდა. 1849 წ., როდესაც კიდევ დახვდათ ირლანდიელებს კარტოფილის მოუსვლელობა, ირლანდიაში 6 კაცში ერთი ითვლებოდა გლახათ. ამ შიმშილობის გამო რამდენიმე მილლიონი ირლანდიელი გამოესალმა თავის დაუნდობელ სამშობლოს და გადასახლდა ამერიკაში. რამდენიმე ასი ათასი კაციც მოკვდა შიმშილით.

აი ამ მდგომარეობაში გახლავან ინგლისელები, შოტლანდიელები და ირლანდიელები. ისინი რასაკვირველია, ვერ მოითმენდნენ აქამდი და აჯანყდებოდნენ, თუ რომ ინგლისის მდიდარ მემამულეებს არ გამოეცათ კანონები, რომელნიც დაბალ ხალხს მითომ თავისუფლათ და მდიდრების სწორად ხდიან სახელმწიიფო საქმეების გადაწყვეტაში. მაგრამ რო ამ თავისუფლობით და თანასწორობით ვერ სარგებლობენ გლეხები, ამას მკითხველი ნახავს შემდეგ მაგალითიდამ. გარსულ საუკუნის ბოლოს მმართებლობამ მისცა ნება დეპუტატების ამორჩევისა პარლამენტში იმ ღარიბ სოფლელებსაც, რომელნიც სახელმწიფოს აძლევენ ხარჯს მხოლოდ 12 მან. და ოთხ აბაზს (40 შილლინგს); ამავ დროს მემამულეებმა დაანაწილეს დიდი ფერმები და გადასცეს ისინი ამ 13 მანეთამდი ხარჯის მიმცემ სოფლელებს იმ პირობით, რომ ამათ ამოირჩიონ დეპუტატათ ის კაცი, რომელსაც უჩვენებს თითონ მემამულე.

მართლადაც მშიერ ხალხს რა თავისუფლება გამოადგება! ის ამ თავისუფლებას ერთ ლუკმა პურისთვის გაყიდის დიდ სიამოვნებით. ამისთვის მშიერის დაძრახვაც ძნელია.

ვინც მეტად დიდ მნიშვნელობას აძლევს პოლიტიკურს თავისუფლებას, ის, რასაკვირველია, მე არ დამეთანხმება. ის იტევის: „დე მუშებმა ან სოფლელ ფერმერებმა თავი დაანებონ თავიანთ მექარხნეებს და მემამულეებს, თუ ესენი თხოულობენ იმათგან, რომ ჩვენი ნაჩვენი დეპუტატები ამოირჩიეთო. მაშინ უმუშებოთ და უფერმერებოთ დარჩენილი ლორდები იძულებულნი იქნებიან მოიწვიონ ხელმეორედ თავიანთი ძველი მუშები და ფერმერები და ვეღარ გაბედვენ იმათ შეწუხებას.“

როცა ამას ამბობენ ამბობენ თავისუფლების თაყვანის მცემლები, ისინი, რასაკვირველია ივიწყებენ ერთ მცირე გარემოებას, ისინი ივიწყებენ, რომ მდიდარი მექარხნეები და მემამულეები მდიდრები არიან და მზათ არიან რამდენიმე დღე და კვირაც დააგდონ შეუმუშავებლათ თავიანთი მიწები და უმოქმედოთ თავიანთი ქარხნები, ოღონდ მუშა-ხალსმა და სოფლურმა გლეხობამ არ გაიმარჯვოს და ნამდვილი თავისუფლება და სასელმწიფო საქმეებში მონაწილეობა არ მოიპოვოს. დღიური მუშები კი და ღარიბი ფერმერები რო დარჩნენ რამდენიმე დღე ან კვირა უმუშაოთ შიმშილით დაიხოცებიან.

ესე, ბატონო ლიბერალებო, თქვენი პლანი არ ვარგა; უნდა დარწმუნდეთ, რომ ინგლისის და ირლანდიის გლეხს არ არგებს თავისუფლება, თუ რომ არ იფიქრეთ ამ გლეხის ეკონომიურ მდგომარეობის გაუმჯობესობაზე.

აქ საჭიროა დაუმატოთ, რომ ამ საუკუნეში დაუნდობელ, ანგარ ინგლისელ მდიდრებში აღმოჩნდა ორიოდ პატიოსანი კაცი, რომელთაც ნამდვილად უყვართ დაჩაგრული დაბალი ხალხი და იმათთვის სასარგებლო კანონები გამოაცემინეს ინგლისელ პარლამენტს. კაცობრიობის მოყვარენი კობდენი, ბრაიტი და გლადსტონი არას დროს არ დაავიწყდებიან ინგლისელ ხალხს.

მეტად შესანიშნავია გლადსტონის და იმის ამხანაგების ცდით გამოცემული კანონი ირლანდიელ ფერმერების და მუშების შესახებ (ბილლი, 1872 წ.). ამ კანონის ძალით ისე ადვილი არ არის ფერმერის გაგდება იმისგან შემუშავებულ მიწიდამ, როგორც ადრე იყო. მეტად შესანიშნავია ის ნაწილი კანონისა, რომლის ძალითაც მმართებლობა ფულით უშველის ღარიბ ხალხს მიწის შესყიდვაში. თუ ფერმერი ან მუშა მოინდომებს მიწის ყიდვას მემამულისაგან და ფასიც გადასწევიტეს ამათ, მაშინ ამ ფასის ორ მესამედს აძლევს მემამულეს ფერმერის ან მუშის მაგიერ მმართებლობა იმ პირობით, რომ ფერმერმა ან მუშამ დაუბრუნოს მმართებლობას ეს ფული 35 წლის განმავლობაში და 100 მანეთზე მისცეს 5 მანეთი სარგებელი. ეს კანონი ცოტად მაინც შეამსუბუქებს ირლანდიელ გლეხის ძნელ მდგომარეობას. მაგრამ ბევრი რამ არის კიდევ სასურველი, რომ ინგლისელი ირლანდიელ და შოტლანდიელ დაბალ ხალხს დაავიწყდეს შიმშილით სიკვდილი და ისარგებლოს იმან თავის კანონიერ პოლიტიკურ თავისუფლებით. აი მაგალითდ, კარგი იქნებოდა, რომ კანონმა ვალდებულნი გახადოს მემამულენი, რომ ამათ მიჰყიდონ ღარიბ ფერმერებს ამათგან შემუშავებული მიწები. უფრო კარგი იქნებოდა კანონით ტაქსა დეედოს ამ მიწებს, ე. ი. კანონმა გადასწყვიტოს, რა ფასითაც უნდა მიყიდოს მემამულემ გლეხს მიწა. მართლადაც, აი რა აზრებს გამოსთქვამენ გლადსტონის პარტიის მომსრენი: ჯონ როსსელი ჯერ კიდევ 1849 წ. ამბობდა, რომ საზოგადო მიწები, დაჩემებული მემამულეთაგან, იყიდოს მმართებლობამ და დაურიგოს ღარიბებს. პარლამენტის წევრი ბრიხტი ურჩევდა მმართებლობას: ფერმერებს უყიდეთო იმათგან შემუშავებული მიწებიო. ეკონომისტი ჯონ სტუარტ მილლი ამტკიცებს, რომ საზოგადო მიწები უნდა ჩამოერთვათ მემამულეებს, და მმართებლობამ უნდა ასესხოს ფული ყველა ფერმერებს, რომ ამათ შეისყიდონ თავიანთგან შემუშავებული მიწები.

მაგრამ გლადსტონის პარტიის სურვილი ვერ ასრულდა, უმრავლესობა ანგარ ლორდის მხარეს დარჩა, გლადსტონი და იმის მინისტრები იძულებულნი იყვნენ თავი დაენებებინათ თავიანთ თანამდებობისთვის 1874 წ. ინგლისელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი გლეხი ძველებურად დარჩენილია უადგილ-მამულოთ, უბინაოთ.

(დანარჩენი შემდეგ წიგნმა)*

ეკონომიური სურათები.

IV

რუსეთი

ჩვენ პირვულ სტატიაშივე მოგახსენეთ, რომ რუსეთში არ არის ისე უთანასწოროთ დაყოფილი მიწა, როგორც სხვა ევროპიელ სახელმწიფოებში. რუსის გლეხს მეტი მიწა აქვს, ვინამც სხვა ევროპიელ დაბალ ხალხის კაცს. ევროპაში თითქმის უმეტესი ნაწილი დაბალ ხალხისა სრულებით უმამულოა, და ამიტომ იძულებულია წავიდეს ქირით მუშათ ქალაქებში ქარხნებზედ და სოფლებში ფერმებზე. რუსეთში უმეტეს ნაწილს დაბალ ხალხისას აქვს მიწა, რომელსაც, პირველ შეხედვით, შეუძლიან დაიფაროს ის მდიდარ კაცების პრჭყალებიდამ და არასდროს არ მიიყვანოს შიმშილამდი, ეს ითქმის მეტად ძველ დროზე.

ადრე რამდენიმე საუკუნის წინ, რუსი თავისუფლად დასეირნებდა რუსეთის თვალუწვდენელ მინდვრებში და სადაც სურდა, იქ დასახლდებოდა. და ესევოდა ჯარი რომელიმე მსუქან მიწას, მაგრამ იმის მცხოვრებს კი არ ერჩოდა, რადგან ყველასთვის საკმაო იყოადგილი, აირჩევდა რომელიმე კუნჭულს და იქ დაეტეოდა, არც მიწის დასაკუთრება იცოდნენ რუსის მეომრებმა, ყველას ერგებოდა რამოდენიმე ნაწილი და ხმაროდა იმას თავისთვის, სანამ ემსახურებოდა თავის მოძმე — მხედრებს ან ხარჯს აძლევდა; მაგრამ რაკი მიწის მფლობელს შემოაკლდებოდა ძალა ან მოკვდებოდა, ეს მიწა გადადიოდა სხვა მეომართან ან გლეხთან. ეს დამოკიდებულება იყო იმსაზოგადოებისაგან, რომელსაც ეკუთვნოდა მიწის მფლობელი, ესვე საზოგადოება იყო მსაჯული თავის სამფლობელოში, გარდა იმ შეშთხვევებისა, როვა გლეხი ან მეომარი არ აძლევდა დაპირებულ ხარკს ჯარის უფროსს.

ამის გარდა, არც მოთავეებს, აზნაურებს ჰქონდათ ისეთი დიდი ძალა რუსეთში, როგორც სხვა ევროპიულ ქვეყნებში. ეს ბატონები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ ერეოდნენ თავიანთ ქვეშევრდომების საქმეებში, თუ ხარკს მიიღებდნენ დროზე. მით უფრო ნაკლები ძალა ჰქონდათ ამ ბატონებს, რომ იმათაც მიწა ეჭირათ დროებით, თავიანთ გლეხების მსგავსად, სანამ ასრულებდნენ თავიანთ სამსახურს, სანამ ეწეოდნენ თავიანთ მეფეს, რომელსაც შეეძლო ყოველთვის წაერთვა მიწა, თუ ნახავდა, რომ ვერ მსახურობს რიგიანად იმის მფლობელი.

მაშინდელ რუს მებატონეს შეეძლო სიშურით ეყურებინა ევროპიელ ზოგიერთ გლეხისათვის. ევროპაში, მართალია, ცოტას ჰქონდა მიწა, მაგრამ ვისაც ის ჰქონდა, საკუთრებით ითვლიდა და შეეძლო ის გაეყიდნა ან გადაეცა თავის შვილისთვის როგორც უნდოდა. რუსის მებატონე კი ვერ იყო ბატონი თავის მიწისა, ის მხოლოდ იყო მიწის მფლობელი, და არა საყოველთაოდ ბატონი. ყოველი მებატონე ვალდებული იყო შემწეობა მიეცა თავის მეფისთვის, ემსახურა იმის ჯარში და ჯამაგირის მაგიურ ეძლეოდა მიწა, სანამ მსახურობდა.

ამგვარ მდგომარეობაში იყვნენ რუსის ბატონები და გლეხები წარსულ საუკუნემდი, დიდ პეტრეს მემკვიდრეების მეფობამდი; მხოლოდ ამათ შემოიღეს რუსეთში ნამდვილი ბატონ-ყმობა, რომელმაც ბევრად შესცვალა რუსის გლეხ-კაცობის ბედ-იღბალი. თავად-აზნაურობამ დაისაკუთრა ბლომათ მიწები და დაიმონავა იმ დრომდი თავისუფალი გლეხობა.

ამ დროს გლეხებს, მართალია, შერჩათ ხელში მიწა, მაგრამ ისე დაკარგეს თავისუფლება, რომ იმათი მდგომარეობა არ შეშურდებოდა არც ერთს უბიწა-წყლო, მშიერ ევროპიელ მუშას.

-------------

ადრე, XVIII საუკუნემდი, მართალია არსებობდა რაღაც მსგავსი ბატონ-ყმობისა, მაგრამ ნამდვილი ბატონ-ყმობა კი არ ყოფილა.

საქმე იმაშია, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სახელმწიფო და მებატონე იღებდა ხარჯს გლეხისაგან მხოლოდ მიწის მფლობელობისათვის, ამიტომაც სახელმწიფოს და მებატონესთვის სასარგებლო იყო, რომ ყოველი გლეხი დაჭედილი ყოფილიყო, რომელიმე მიწაზე და არ ესეირნა აქეთ-იქით. მოსეირნე გლეხისაგან ბევრს ვერაფერს ვერ აიღებდნენ, და ძნელადაც იპოვნიდნენ იმას, ამის გარდა გლეხის დაბმა რომელიმე მიწაზე სასარგებლო იყო სახელმწიფოსათვის და მებატონეების უმეტეს ნაწილისათვის იმიტომაც, რომ ზოგიერთ გამოჩენილ მებატონეების მიწებს ხარჯი არ ედოთ ხელმწიფისაგან და ამ მებატონეებთან, რასაკვირველია, გადადიოდა ბევრი გლეხი და წვრილ თავად-აზნაურობას აკლდებოდა მუშა და სახელმწიფოსთვის ხარჯის მიცემა კი არ აკლდებოდა.

ამის გამო რუსის მებატონეები და ხელმწიფეები XVI და XVll საუკუნეს სულ ცდილობდნენ, რომ გლეხები ერთ ადგილას დარჩომილიყნენ ხოლმე; მაგრამ სხვაფრივ კი არ შეევიწროებიათ ამ დროინდელი რუსის გლეხი. იმაშაც კი უნდა გავტყდეთ, რომ არც ზემოხსენებული განკარგულებანი გლეხების სამუდამოთ დასახლებაზე იყო დიდი შევიწროება. გლეხები ადვილად გარბოდნენ მაინც და მაინც ძველებურად იმ მდიდარ მებატონეებთან, რომელნიც ხარჯს არ აძლევდნენ სახელმწიფოს და ამიტომაც არ ჰქონდათ მიზეზი ბევრი რამ ეთხოვნათ თავიანთ ქვეშევრდომებისაგან. ეს მდიდარი მებატონეები ხალისიანათ ჰფარავდნენ გამოქცეულ გლეხებს ბატონების დევნისგან.

ერთი სიტყკით, გარსული საუკუნუმდი გლეხიც თავისუფალი იყო და თავად-აზნაურიც. იმათ თუ უნდოდათ მიწის შოვნა, ეს სურვილი ადვილად აუსრულდებოდათ, თუ გლეხი ხარჯს მისცემდა. სახელ მწიფოს და თუ თავად-აზნაურობა შევიდოდა სამსახურში.

მაგრამ დიდი პეტრეს შემდეგ, გარსული საუკუნეს და იმის შემდეგაც, რუსეთის მდგომარეობა გამოიცვალა, თავად-აზნაურობას და ხელმწიფების საყვარელ კაცებს დაურიგდათ დიდი მიწები. გაჩნდა ამგვარათ რუსეთში მდიდარ, ძლიერ ბატონების წოდება. შუვალოვებს მაგალითად ერგოთ დიდ ეკატერინესაგან სხვათა შორის სხვა-და-სხვა ქარხნემი და მიწები, რომელნიც ღირდნენ ერთ მილიონზე მეტად; უბრალო სალდათს შუბინს ერგო ორასი კომლი ყმა, ყაზახ რაზუმას შვილს 120,000 კომლი ყმა და სხვ.

ამ ახლად გამომცხვარ დიდ ბატონებს ერგოთ რასაკვირველია მასთანავე დიდი უფლებანიც. იმათ მთლად დაიმონავეს თავიანთ მიწებზე მცხოვრები გლეხები. ამაში შემწეობას აძლევდა თვით სახელმწიფოც, რომელმაც თავის ქვეშევრდომებზე ზრუნვა გადასცა ამ ბობოლაებს. თითქმის წელიწადი ერთი ისეთი არ გაივლიდა, რომ არ გამოცემულიტო ახალი განკარგულება, რომლითაც არ მოგონილიყო ახალი ჯაჭვი გლეხ-კაცობისთვის.

მოგვყავს რამდენიმე მაგალითი:

1731 წ. გლეხებმა დაჰკარგეს იჯარების აღების უფლება; 1734 წ. აეკრძალათ იმათ მაუდის ქარხნების გახსნა, 1746 წ. მხოლოდ თავად-აზნაურობას შერჩა გლეხების ყიდვის უფლება. 1747 წ. მებატონეებს მიეცათ ნება. გლეხების გაყიდვისა სალდათათ: 1758 წ. ჩამოართვეს მამული ყველა სამსახურის კაცს, რომელიც არ იყო თავადი ან აზნაური; 1760 წ. აზნაურებს მიეცათ ნება ყმების ყოლისა იჯარით აღებულ მიწებზედაც. ბოლოს იმავე 1760 წ. თავად-აზნაურობამ მოიპოვა უფლება გლეხების ციბირში გაგზავნისა სახელმწიფოს ხარჯით. ამგვარმა წესმა ბევრად დაამცირა არამც თუ სახელმწიფო, არამედ მეურნეობაც.

1. გლეხები რაკი ჩავარდნენ გაჭირვებულ მდგომარეობაში ახალ ბატონებისაგან ხშირ-ხშარად აჯანყდებოდნენ ხოლმე და გადასახლდებოდნენ მთელ სიფლობით პოლშელებთან და სხვა ქვეყნებში. მართებლობას თვალ-ყური სული ამ აჯანებულებისაკენ იყო და სხვა სახელმწიფო მოთხოვნილებანი რჩებოდნენ უყურადღებოთ.

2. ადვილად ნაშოვნი — ადვილად დასაკლისიო; ახალი ბატონები ქეიფს სწევდნენ პეტერბურღში და მოსკოვში და არც კი აგონდებოდათ თავიანთ მამულების რაციონალურად შემუშავება. ჩაუგდებდნენ ხოლმე თავიანთ მიწებს მოურავებს ხელში და თხოულობდნენ იმათგან მხოლოდ ფულს და მხოლოდ ფულს. მაწის რიგიანათ შემუშავებისთვის თავი არავის სტკიოდა. ეს იყო მიზეზი, რომ 1861 წ., როცა გლეხების განთავისუფლების დრო დადგა და გამოცხადდა რუსეთის მდგომარეობა, ყველამ იგრძნო, რომ ამ უკანასკნელ საუკუნე-ნახევარს რუსეთის ეკონომიური მდგომარეობა, უარესი იყო დანარჩენ ევროპისაზე. რუსეთში მარტო გლეხი არ იყო ღატაკი და მონა, დიდ-კაცის მამულიც იყი გაღატაკებული.

......................................................................................................................................

ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში გლეხების ხელშია მხოლოდ მეოთხედი ან მეხუთედი მთელ საფრანგეთის მიწებისა, ინგლისში მთელი სახელმწიფო უჭირავს მხოლოდ 200,000-მდი კაცს და დახარჩენი 25 მილლიონზე მეტი ინგლისელი თითქმის გლახათ ითვლება. ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოთ მთელ ევროპაში უმეტესი ნაწილი მიწებისა ეკუთვვნის შეძლებულ პირებს და დაბალი ხალხი კი უადგილ-მამულო და ცხოვრობს დღიური მუშაობით.

რუსეთში ეხლა ჩვენ სულ სხვა სურათი წარმოგვიდგება. რომელ რუს პატრიოტისთვის სასიამოვნო არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ რუსის გლეხს ვერვინ ვერ წაართმევს მიწას, რომ ბევრს რუს გლეხებთაგანს აქვს საკუთარი მამული?

შუაგულ რუსეთის ოც-და-ათ გუბერნიაში შეგროვილია სტატისტიკური ცნობები და იქიდამ ჩვენ ვტყობულობთ, რომ ერთი ნახევარი სახნავ-სათესი მიწებისა ეკუთვნის გლეხობას და მეორე ნახევარი კი განაწილებულია თავად-აზნაურებს, სხვა კერძო მემამულეებს, სახელმწიფოს და დიდ მთავრების შუა. დანარჩენ გუბერნიებში, მაგალითად პოლშაში, ლიტვაში და სხვაგან გლეხებს აქვთ ნაკლებად მიწები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც აქ არის გავრცელებული ისეთი უადგილ-მამულობა დაბალ ხალხში, როგორც სხვა ევროპიელ ქვეყნებში.

ხალხის მოყვარე კაცისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, რასაკვირველია შემდეგი გარემოებაც. ბატონ-ყმობას გადავარდნის შეშდეგ თავად-აზნაურობამ დაკარგა ბევრი თავის მამულთაგანი უთვალავ ვალების, ზარმაცობის და უმეცრების გამო. ეს მსუქანი, თვალუწვდენელი საბატონო მიწები იყიდეს ვაჭრებმა, მეიჯარადრებმა და სხვა ახალ ბობოლებმა, მაგრამ კარგა შენახვა კი ვერ შეიძლეს. ყველგან ცნობილია, რომ მოვაჭრე ხალხს არ შეუძლან მიწების მოვლა. მოვაჭრე სალხი დაჩვეულია ადვილ, ჩქარ მოგებას და არა მოთმენას, ხანგრძლივ შრომას, რომელიც აუცილებლივ საჭიროა რიგიან მეურნეობისათვის. რაკი ხელიდამ უცურდებათ მამულები ძველ და ახალ ბატონებს ე. ი. თავად-აზნაურობას და ვაჭარ სალხს, საკვირველი არა არის რა, რომ ეს მამულები წვრილ-წვრილად გადადიან გლეხ-კაცობის ხელში.

ეს ორი გარემოება დიახ სასიხარულოა ყველა კაცობრიობის მოყვარე ადამიანისათვის, მაგრამ ადვილად კი ჩაშხამდება ეს სიხარული, რომ მოვკრათ თვალი სხვა რა სხვა ორ გარემოებასაც:

1. რუს გლეხის მამულს აძევს ისეთი ხარჯი, რომ მემამულეს აღარაფერი არა რჩება შემოსავლიდამ. ამას აშკარად გვიმტკიცებენ ის რიცხვები, რომელნიც მოაგროვეს ამ უკანასკნელ დროს მთელ რუსეთში.

რუსი გლეხს ორ დღიურ მიწაზე მოსდის ხარჯი:

სახელმწიფო

  52, 3 კაპ
სამამულო   84,7 კაპ.
საერო   10.4 კაპ.
სოფლის საზოგადოებისათვის    16,7კაპ.
 

სულ.

 1 მ. და 64 კ

ამ ორი დღიურ მიწას კი მოაქვს წელიწადში მხოლოდ ერთი მანეთი და 63 კაპ.

არის იმისთანა გუბერნიებიც, სადაც გლეხი ბევრად იმაზე მეტს აძლევს სხვებს ხარჯს, რის აღებაც შესაძლოა იმისაგან შემუშავებულ მიწისაგან. მაგ., მოსკოვის გუბერნიაში გლეხი თავის შემოსავალზე ორჯერ მეტ ხარჯს აძლევს სახელმწიფოს და თავის საზოგადოებას.

2. მეორე სამწუხარო მოვლენა გახლავო უადგილ-მამულო გლეხების გამრავლება ამ უკანასკნელ წლებში. ახალი ცნობები გვარწმუნებენ, რომ რუსეთი ჰბაძავს ევროპას არა მარტო განათლებაში, არამედ დაბალ ხალხის მიწების ჩამორთმევაშიაც. ეხლა, თითქმის მეექვსედი რუს გლესობისა უადგილ-მამულია.

აი, უკანასკნელი სიტყვა თ. ვასილჩიკოვისა ამ ორ საწუხარო მოვლენაზე:

„ჩვენ ვპოულობთ ტენის ახალ თხზულებაში (Les origines de la France cotemporaine) ზოგიერთ რამეს ფრანციელ გლეხის ეკონომიურ მდგომარეობაზე პირველ რევოლიუციის წინათ; ამ სტატიას ზედ აწერია: „როცა კაცი ღარიბია, ჯავრი მოსდის; მაგრამ როცა ის ერთსა და იმავე დროს რაიმე საკუთრების მქონეა და მასთანავე ღარიბიც, ის უარესად ჯავრობს“. ამ გლეხების აღწერა მეტად მოგვაგონებს ესლანდელ რუს გლეხ-კაცობის მდგომარეობას. საფრანგეთში გარსული საუკუნის ბოლოს ჩვენ ვხედავთ იგივე საკვირველ მოვლენას, რომელიც ეხლა შესანიშნავია რუსეთში: ფრანციელი გლეხები, თავიანთ ბატონებისაგან განთავისუფლებულნი, ბევრჯერ ყიდულობდნენ თავად-აზნაურების მამულებს და მასთანავე იქცეოდნენ და ინელებოდნენ. რუვოლიუციის წინათ, როგორც არტურ იუნგი გვარწმუნებს, თითქმის საფრანგეთის მესამედი ეკუთვნოდა გლეხ-კაცობას; მართლადაც, ფრანციული სოფლელი ხმარობდაა ყოველ ღონისძიებას; თავის უკანასკნელ ვაი-ვაგლახით ნაშოვნ გროშებს ხარჯავდა, მამის სისხლათ შოულობდა ფულებს, რომ აესრულებინა თავის უტკბილესი წადილი— ეყიდნა თავისთვის მიწა და გაემართა იმაზე სახლ-კარი, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფოს ემატებოდა ხარჯი და ამ ხარჯის ტვირთი აწვებოდა კისერზე მხოლოდ გლეხს, რადგან სასულიერო წოდება და თავად-აზნაურობა გათავისუფლებული იყო ხარჯის გადახდისგან. ამგვარად ფრანციელი გლეხი თუ არაფერს არ აგებდა მამულების შოვნით, არც არაფერს იგებდა. ყველა ეხლანდელი მწერალი ესე მოგვითხრობს სოფლელებზე, რომელნიც ერთს და იმავე დროს მდიდრდებოდნენ და ღარიბდებოდნენ კიდეც, ყიდულობდნენ სხვის მიწებს და ამით ხლართავდნენ თავიანთ მამულების საქმეებს. ამგვარივეა ეხლანდელ რუს გლესობის მდგომარეობა და უნდა გავფთხილდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ მეტის-მეტმა ხარჯებმა არ მოსპონ ახლად-ჩუქებულ თავისუფლების და თანასწორობის გავლენა და არ გაუმტერონ წვრილი მემამულენი მდიდრებს ............................................................................................................. ........................................................................................................................................................................

ეს სიტყვები, დაფუძნებულნი სამეცნიერო ცნობებზე, დიდმნიშვნელოვანნი არიან მეტად ეხლა, როცა რუსეთი გაჭირვებულ ეკონომიურ მდგომარეობაშია უკანასკნელ ომის გამო. მინისტრები და სხვა მაღალ-ხარისოვანნი დაეძბენ ყოველ ღონისძიებას ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლათ. მართებლობა საჭიროებს ფულებში და ახალ-ახალი პლანი-პლანზე იბადება ყოველ კვირა, თითქმის ყოველდღე. ამ მოძრაობით გატაცებულაა ლიტერატურაც და საზოგადოება ...............................................................................................................................................

.... ამის გამო, რასაკვირველია, გაიგებთ ბევრ საფუძვლიან აზრს იმაზე, რომ დაბალი ხალხი შეწუხებულია მეტისმეტი ხარჯებით და იმის ახალი შეწუხება შეუძლებელია. ........................................................................................................................................................................ მაგრამ ამ ხმებთან ერთად თქვენ ბევრჯერ გაიგოთ ამგვარ ყოვლად კმაყოფილების ფილოსოფიას. „მადლობა ღმერთს, ჩვენსა, რუსეთში, არ არსებობს პროლეტარი ე. ი. უადგილ-მამულო, უბინაო მუშა; ჩვენში ყველას აქვს თავის კუთხე, რომელიც იმას გაათბობს ყოველთვის და მისცემს ღონისძიებას დაეხმაროს თავის ხელმწიფეს. აი სად არის რუსეთის სიმდიდრე! ვინც უნდა მოვიდეს ჩვენზე, ყველას მოვიგერებთ. ომის არ უნდა გვეშინოდეს, რუსეთი ყველას გაუძლებს.—ბევრნი ვართ და ბევრი გვაქვს! ჩვენ ვერავინ გვაჯობებს“!

ამგვარი იფილოსოფია სშირად გვესმის უმეცრისაგანაც და განათლებულისგანაც; მაგრამ, მადლო- აბა ლმერთს, გვახსოვს სამეცნიერო ცნობანი, მოყვანილნი ზემოთ ვასილჩიკოვის სიტევებში, და ადვილათ გვესმის სად რჩება ამ ფილოსოფოსობაში სიმართლე და საიდამ იწყობა სიცრუვე. ჩვენ გვახსოვს სამწუხარო ჭეშმარიტება: რუსის გლეხს, მართალია, აქვს საკმაოთ მიწა, მაგრამ იხდის ის უთვალავ ხარჯს და არაფერი არ რჩება მიწის შემოსავლიდამ.

-------------------

ჩვენ გამოგიხატეთ ევროპიულ გლეხის მდგომარეობა და ამგვარათ გაგაცანით თ. ვასილჩიკოვის პირველ წიგნთან. მეორე წიგნი ვასილჩიკოვის ახალ თხზულებისა მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ღონისძიება უნდა მოიხმარონ, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს იქ, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლოა, რუსეთში, როგორც ზევით მოგახსენეთ, გლეხი ჯერ ისე მოკლებული არ არის მიწასა, როგორც სხვა ევროპიელ ქვეუნებში და ამიტომაც საჭიროა მოიხმაროს რუსეთმა ყოველი ღონისძიება, რომ დაბალ, ღატაკ ხალხს არ დააკლდეს თავის უკანასკნელი იმედი—თავის დედა-მიწა, თავის გამართული სახლ-კარი.

თქვენ, რასაკვირველია, მოინდომებთ გაიგოთ რა წამალი მოიგონა ამისთვის თ. ვასილჩიკოვმა, ამპატიოსანმა მუშაკაცმა, ბრწყინვალეთ დაიარაღებულმა მეცნიერებით. თქვენ დარწმუნებული ბძანდებით, რომ ვინც კარგად ტყობულობს სნეულებას, ის ადვილად მოსძებნის იმისთვის წამალს. თქვენ გავიწყდებათ ექიმები, რომელთაც კარგად ესმით ყოველგვარ ავათმყოფობის თვისებანი, მაგრამ არ შეუძლიანთ კი იმათი მორჩენა. სწორედ ამგვარ ექიმებს ჰგავს უფ. ვასილჩიკოვიც. ის გრძნობს, რომ რუსუთი თუ დადგება ევროპის გზას, გააღატაკებს უარესად დაბალ ხალხს, უადგილ-მამულო, მშიერი, უბინაო მუშა გაჩნდება რუსეთშიაც და მაშინ გვიანღა იქნება მიშველება; მთლად დაქცეულ-დანელებულ ხალხს აღარაფერი არ ეშველება, ვერაფერი ეშველება ვერც იმ სახელმწიფოს, რომელიც მილიონობით ითვლის თავის მცხოვრებთ ამგვარ ხალხს; უნდა დროზე დაეხმაროს სახელმწიფო რუსის გლეხს, სანამ ის არ გაუშიშვლებათ სხვა-და-სხვა ბობოლებს. სახელმწიფომ უნდა თავის მიწები, ამბობს ვასილჩიკოვი, დაურიგოს გლეხებს და არა მდიდარ ჩინოვნიკებს, რომელნიც ყურს არ უგდებენ თავიანთ მამა-პაპურ მამულსაც კი.

ეს არის ის მკურნალი ღონისძიება, რომელიც მოგონა ვასილიკოვმა რუსეთისთვის და სხვა იმისგვარი სახელმწიფოებისათვის.

მაგრამ თუ ძნელი იყო იმის დარღკევა, რაც თქვა უფ. ვასილჩიკოვმა ევროპიულ გლეხის მდგომარობაზე, ისე ძნელი არ არის ამ სამკურნალო წამლის უვარგისობის დამტკიცება.

სახელმწიფომ უნდა გადაასახლოს უბინაო გლეხები ცარიელ სახელმწიფო მიწებზე, ამბობს უფ. ვასილჩიკოვი და მას ივიწყებს, რომ ამ გადასახლებას მოუნდება ისე ბლომათ ფული, რომ სჯობია ის მოხმარდეს უბინაო გლეხს ადგილობრივ. უფ. ვასილიკოკი ივიწყებს, რომ ყველას არ შეუძლიან მეურნეობითი ცხოვრება, რომ ზოგს ურჩევნია რამე ხელოსნობაში ოროი გროშია მოგება, ვინამც მიწის მოვლით თუმნების შოვნა, ხსენებული ეკონომისტი ივიწვებს, რომ ბევრს ურჩევნია შიმშილით მოკვდეს თავის მამა-პაპურ სახლ-კარის ახლოს, ვინამც გადასახლდეს შორ, უცხო ქვუყანაში, რომელშიაც მშირი იქნება გაძღეს, მაგრამ ჰავა კი ვერ აიტანოს და მოკვდეს. უფ. ვასილჩიკოვს არ უნდაბდავიწებოდა ისიც, რომ სახელმწიფოს ნება არა აქვს ჰფანტოს, თავის მიწები ერთ თაობისთვის; რა უნდა ქმნას მართებულობამ მომავალს, როცა დარიგებული ექნება დაბალ-ხალხისთვის ყველა თავისუფალი მიწები?

მაგრამ თუ ძნელი იყო იმის დარღკვევა, რაც თქვა უფ. ვასილჩიკოვმა ეკროპიელ გლეხის მდგომარეობაზე, ისე ძნელი არ არის ამ სამკურნალო წამლის უვარგისობის დამტკიცება.

სახელმწიფომ უნდა გადაასახლოს უბინაო გლეხები ცარიელ სახელმწიფო მიწებზე, ამბობს უფ. ვასილჩიკოვი და იმას კი ივიწყებს, რომ ამ გადასახლებას მოუნდება ისე ბლომათ ფული, რომ სჯობია ის მოხმარდეს უბინაო გლეხს ადგილობრივ. უფ, ვასილჩიკოკი ივიწყებს, რომ ყველას არ შეუძლაან მეურნეობით ცხოვრება, რომ ზოგს ურჩევნია რამე ხელოსნობაში ორიოდე გროშის მოგება, ვინამც მიწის მოვლით თუმნების შოვნა. ხსენებული ეკონომისტი ივიწყებს, რომ ბევრს ურჩევნია შიმშლით მოკვდეს თავის მამა-პაპურ სახლ-კარის ახლო, ვინამც გადასახლდეს შორ უცხო ქვეყანაში, რომელშიაც მშიერი იქნება გაძღეს, მაგრამ ჰავა კი ვერ აიტანოს და მოკვდეს. უფ. ვასილჩიკოვს არ უნდა დავიწყებოდა ისიც, რომ სახელმწიფოს ნება არა აქვს ჰფანტოს თავის მიწები ერთ თაობისთვის; რა უნდა ქმნას მართებულობამ მომავალს, როცა დარიგებული ექნება დაბალ-ხალხისთვის ყველა თავისუფალი მიწები?

მგონია, მკითხველო, ადვილად დაინახე აქედამ, რომ უფ. ვასილჩიკოვის რჩევა სასარგებლოა მხოლოდ ცოტა ხნით, მხოლოდ ზოგიერთისათვის.

შემდეგ წერილებში კი ვეცდები გიჩვენოთ რა წამალი გამოსძებნეს ახალი ევროპიელ მეცნიერებმა იმისთვის, რომ სახელმწიფო ასცილდეს იმ უთანასწოროთ ქონების დაყოფას, რომელიც აქამდი ვერ აიცილა თავიდამ განათლებულმა ევროპამ. ჩემი ვალი იქნება აგიხსნათ ის ჯადო, რომელმაც უნდა დააშლევინოს მდიდრებს მთელ სახელმწიფო ქონების თავიანთ ხელში ჩაგდება და დაბალ-ხალხის გაღატაკება.

ამის შემდეგ მიზნათ დაგვრჩება მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა. საჭირო იქნება იმის დაახლოებით გაცნობა და შეტყობა, გამოადგება თუ არა იმას ევროპიელ მეცნიერებისაგან მოგონილი წამალი.

11 კრიჭი და ხრიშ

▲ზევით დაბრუნება


წერეთელი აკაკი

კრიჭი და ხრიშ

(დალაქის თავგადასავალი)

ბევრი კაცის თავი ჩამვარდნია ხელში და ბურთივით იქით-აქეთ მიტრიალებია!.. ცოტა-რამ ყოველთვის კიდეც დამიკლია მათთვის, მაგრამ ჩემზედ გული არავის დასწევეტია!.. ვინ დასთვლის, რამდენისათვის მიტაცნია წვერში ხელი და რამდენის ულვაშებს შევხებივარ, მაგრამ არვინ გამრისხებია; ბევრს თავის ნებით ყელი გამოუშვერია ჩემთვის, მაშინ როდესაც ხელში მახვილი მჭერია... ბევრი სიცოცხლითვე შემისუდრავს, მაგრამ არავის გაკვირვებია!.. გნებავსთ შეიტყოთ ვინა ვბძანდები? — დალაქი! —ერთი და იგივეობა კაცს თავს აბეზრებს და ჩემი ხელობაც მოსაწყენი იქნებოდა, თუ რომ შიგა-და-შიგ ხშირად სასაცინო შემთხვევაებით სამხიარულოდ არ იკაზმებოდეს. — კვახი კვახსა ჰგავს, ნესვი ნესვის მსგავსია და საზამთრო საზამთროსაგან ძნელად გაირჩევა, მაგრამ ადამიანის თავი კი სულ სხვა-და-სხვაა. მართალია, ერთის შეხედვით ყველა მოტყუვდება, მაგრამ ვინც კი დაუკვირდება — გაარჩევს; და ჩემი ხელობაც ხომ ისეთია: გინდა თუ არა, უნდა უცქირო! აი გავაღე სადალაქო. მოდიან მუშტრები. ფეხ-ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება! შემოდის დიდი-ვინმე. — შესანიშნავია ეს ჩემი ხელობა: სად იწყება და სად თავდება?!.. გლეხი ჰკრეჭს ცხვარს, გლეხს — ეს ბატონი და მას კი—მე, მაგრამ შედეგი კი სულ სხვა-და-სხვა არის: გაკრეჭილი ცხვარი სიცივითა თრთის, გლეხი იწვის და იდაგვის, ამას კი —არცა სცივა და არა სცხელა! რისი ბრალია? ჭკუის!.. დახეთ, დაბძანდა მძიმეთ სარკის წინ და ბრძნულად შეჰყურებს თავის სახეს; მეც ჩემის იარაღით მივდგომივარ უკანიდამ, ვუგდებ თმაში ჩემს მაკრატელს და ვაძახებ: „კრიჭ-კრიჭ! ხრიშ-ხრიშ!“ ჩუ! მეორესაც კრეჭენ? ეს ვინღა შემომპარვია სადალაქოში და ჩავარდნია ხელში ჩემს შეგირდს? ვიხედები აქეთ-იქით. დალახვროს ღმერთმა! მეჩვენება!..

ვაგრძობ ისევ ჩემ საქმეს: „კრიჭ-კრიჭ!.. ხრიშ ხრიშ!“ ზემოდამ, „კრიჭ-კრიჭ! — ხრიშ-ხრიშო“ ქვემოდამ. ჰმ... ბანს აძლევს? ცარიელი ყოფილა, მაგრამ ვინ დაიჯერებს!... ან კი როგორ დაიჯერონ?! ჭური ხომ არ არის, რომ ბადიმები (სარქველი) ახადონ და შიგ ჩაიხედონ... აბა, ეს ბობოლა ისეთი არ არის, რომ ვისმეს ასაწონათ და გასაჩხრეკათ ხელში ჩაუგდოს ის თავი, რომელიც მაღლა უჭირავს და მისგამო ყველას დიდათ აფასებინებს!. მაგრამ მე კი ვერ მომატყუებს: ჩემთვის სულ ერთია, გინდ სავსე იყოს და გინდ ცარიელი: ამაზედ მეტათ არც ვაფასებ და არც ვიღებ. —

ეს კიდევ მეორე მუშტარი. ნეტავი ამას რაღა უნდა? ამის მოტვლეპილ თავზედ პატივს თუ დააყრის კაცი და დათესავს რამეს, თვარა მოსაჭრელ-მოსამკელი არა სჩანს რა!.. ქვეყანაზედ ყვლეფის მეტი არა არის რა. პირველი შრომა და მუშაობა სხვისი ყვლეფაა. აი ეს ადამიანი რომ ქვეყანასა ჰყვლეფს და ამას თავი კი ერთს მცირე მიზეზს გაუყვლეფია. კისრისა და თავის შესაყართან ძლივსღა შერჩენია მცირე ოდენი ღინღლი, მაგრამ პატრონი კი ხუჭუჭზედაც მეტათ აფასებს და გულ-და-გულ ეჭიდება მაკრატელს.— „ჩვეულება რჯულზედაც უმკიცესიაო“ ნათქვამია... ეს ქვეყნის მატყუარა ახლა თავის თავსაც იტყუებს, თვარა რათ მაკრაჭუნებიებს მაკრატელს ტყვილ-უბრალოდ ამ მოტვლეპილ თავზედ?.. კიდეც რომ მიზეზობს! „აქეთ შემოკვერცხე!“ „იქით დაახუჭუჭე!“ „გაასწორე“ „დაამოკლე“ და სხვ. არაფერზედ კაცსა სტანჯავს, რომ რამე იყოს ვინღა გაუძლებდა?. „პარიკი ხომ არ არის ჯერ საჭიროო?“ მეკითხება. თუ ვუთხარი მართალი, ვაი თუ იწყინოს და მუშტარი დამეკარგოს და თუ არა...

ეგება გამასაღებიოს, ერთი ოხერი პარიკი მაქვს დარჩენილი, კაცი ხელს არა ჰკიდებს. „ჯერ კი არა და.. ჰო!... ამ თავითვე რომ მიეჩვეოდეთ კი არას გაწყენდათ!“ ვეუბნები, მაგრამ ვერ მომივიდა კარგი ანგარიში: გულ-მოსული გარბის ჩემგან და ჩვეულებრივის ორ-აბაზიანის მაგიერ სამ შაურიანს მიტოვებს. წადი, ჯანაბამდი იყოს შენი გზა და კვალი! შენს ადგილზედ აგერ სხვა შემოდის „ულვაშ-ფხეკია“. აი პატიოსანი კაცი: არ უნდა რომ ცოდვაში შეიყვანოს ხალხი და ათქმევინოს: „შეგირცხვა უგ ულვაშებიო!“ იპარსავს!... კარგ საქმეს უშვება, დიდ ჭირს აშორებს ამას ეს ჩემი სამართებელი და უნდა კარგათაც აფასებდეს, მაგრამ ამაზედ მეტს ვერც ამის ულვაშები მძენენ.. ეჰ, რამდენი სხვა-და-სხვა რიგი ხალხი შემოდის ჩემთან, ვინ მოსთვლის? ყველაზე რომ რამე გითხრათ, თავს მოგაწყენთ!.. მე კი გულს ვაყოლებ ხოლმე... ღმერთმა უშველოსთ!.. ვარ ამ ყოფაში დილიდამ საღამომდე და წლიდამ წლამდე!.. გაუმარჯოს თმას!.. სანამ ის არ გამოილევა, მეც არა მჭირია რა!..

მაგრამ, ღმერთთან სწორი სჯობს, წლევულ კი ვერ დამიდგა კარგი ალო: ჩემი მუშტრები სხვას დაემუშტრნენ!.. სხვა გამონახეს სისხლის გამღებარი. სხვა გვარად მოაპარსვიეს იმათ თავი. ახალმა დალაქებმა ჩემზედ მეტი გულ-მოდგინება გამოიჩინეს: თმებს თავებიც თან გააყოლეს!.. დამეკარგნენ ზოგიერთი მუშტრები საუკუნოდ და მათი ჭირისუფლები კი თვით წლით; დაგრჩი უსაქმურად ხელშეშლილი - ჩემმა მაკრატელმა კრიჭი გაიწყვიტა და სამართებულმა პირი შეიკრა. — „უსაქმურ კაცს ეშმაკი უსადგისებსო“ ნათქვამია. შემომიჯდა ის წყეული მეც, შემიჩუჩხურა, შავ ნისლივით მიკმია მაცდური ფიქრები და ამიყოლია. „რაც გულადი იყო გაწყდა ჩვენში და რაც ზურგადიაა ყველა გადარჩენილა! გადარჩენილა როგორ? — ვამბობ ჩემთვის გუნებაში—

.............................................................................................................................................................................................................. გაკეთდენ... გაბედნიერდნენ... ეგენი მანგრე უნდა იყონ და მე კი ასე? რითა მჯობნიან და რაში? ზურგადათ განა მე ვერ ვივარგებ თუ? არა, ხომ მაინც უსაქმურათა ვარ და მოდი, ერთი მოვთხარო თვალი მტერს. ღმერთმა ნუ ქნას, თუ მეც ტემლაკი არ ჩამოვიპოწიაკო! მაგრამ აქაურს არც კი ვიკადრებ!. იქით გავსწევ... იქ პირდაპირ დუნიასაკენ..................................................................................................................................................................................................................................................................... დიახ, სწორეთ იქ დავეწაფები ჩემის მომავალ ბედნიერების წყაროს!“ ამის გაფიქრება და სისრულეში მოყვანა ერთი ვქენი: ვკარი თეძოს თავი შვილდივით გახდილ ჩემს დახლს და ყირაზედ გადავიყვანე. შევაკერვინე სხვა და სხვა ხელი ტანისამოსი; მრავალ-ფერად შევიმოსე; მაუდი სირმათ გადავღობ-გადმოვღობე; შიგა და შიგ გრეხილებიც ჩავატანე. ოქრო და ვერცხლით შევსალტე სამამაცო იარაღი. წინ ხანჯალი, გვერდზედ ხმალი, უკან დამბაჩა და ხელში მათრახი!.. ჩავიხედე სარკეში — ჰაჯიმურად!.. გამეცინა. „თუ ესეც მექნა — დავიდევი მხრებზედ ხელი — მაშინ? მაშინ ზუთხს პირს გაუღებ, მეკენჭია შევიქნები თქო! უცბათ შემოვედი სადალაქოში: შეგირდები შეკრთენ და ფეხზედ წამომიდგენ. მიუცხოვეს. თავი ვაცანი—გაუკვირდათ. „ჯერ სადა ხართ? ზოგსაც შემდეგში ნახავთ თქო ვუთხარი; დავარიგე, სადალაქო მათ ჩავაბარე და მე კი გამოვეშურე პეტერბურღისაკენ. იქ ერთი ჩემი მწყალობელი ბატონი მეგულებოდა და იმას მივმართე. იმედმა ფრთები გამომასხა და სიშორე აღარაფრათ ჩამიგდია.

ღამე იყო პეტერბურღში, რომ შევედი; სასტუმროში ჩამოხტომა და ქვეშსაგებში ჩაგორება ერთი ვქენი. მინდოდა რომ გზისაგან გალახულობა მალე ძილში მომეხადა... გამოვშუშებულვიყავ. — აქ საზოგადოთ ჩვეულებათა მქონდა რა გვერდზედაც დავწვებოდი, დილას იმავე გვერდით წამოვდგებოდი ხოლმე და იქ კი ამერია ძილის კანონები: ჯერ არ გათენებულიყო, ისე გამომეღვიძა. მეუცხოვა; გადავბრუნდი მეორე გვერდზედ და ამოვუშვი ხვრინი. არ ვიცი რამდენს ხანს მეძინა. გამოვახილე თვალი-ისევ ბნელა!.. დალახვროს ღმერთმა... ავიპლაკე გულ-აღმა ძალაუნებურად; ბევრი ვხუჭე თვალები, მაგრამ არა მეშველა რა. გამიტყდა ძილი. მეტი გზა აღარ იყო, მივეცი თავი ფიქრებს: — „სად ვიყავ და რა ვიყავი? ვინა ვარ და სადა ვარ? სად ვიქნები და რა ვიქნები?“ ვეკითხებოდი თავს. ამ უკანასკნელმა კითხვამ მაინც სულ გადამიყოლია! უეცრად კარებზედ მოდგნენ და დამირაკუნეს. „ვინა ხარ ამ შუაღამისას, რომ მომდგომიხარ და მაწუხებ თქო?“ — მე გახლავარ, მსახური! ხომ არაფერი გნებავსთ, რომ დამასაქმოთო, მიპასუხა სასტუმროში მოსამსახურემ.

მე გული მომივიდა და შევნიშნე: „ცუდი ჩვეულება გქონიათ აქა თქო!.. ვის გაუგონია გაუჭირვლათ გათენებამდი მძინარის შეწუხება თქო? იცოდე, რომ ამიერიდამ სანამ მზე არ ამოვიდეს, ჩემთან არ შემოხვიდე თქო!“ მსახურმა ღიმილით მითხრა: „ჩარჩენილხართ მთელი ზამთარი მაისამდე ქვეშსაგებში და ეგ არისო!?“... გამოდგა რომ იმ დასაქცევ ქვეყანაში ზამთარ დღე არ ცოდნია და ზაფხულ ღამე. და მე კი დილის ლოდინში დღე ნახევარი მძინებია. რა ვიცოდი?! წამოვხტი ზეზე, უცბათ ხელ-პირი დავიბანე, მოვირთ-მოვიკაზმე და გამოვიხედე გარეთ. ერიჰა!... რა საჭირო ყოფილა პეტერბურღში დღე?!: თურმე მზეც სირცხვილით ვეღარა ჰყოფს თავს! უთვალავი ფარნებისაგან ისე განათებულია ქალაქი, რომ ქუჩაზედ ნეშტი დაინახება. — გავიარ-გამოვიარე, იქით მივიხედე, აქეთ მოვიხედე... ვაი ამ ჩემს თავს, რა შემთხვევა დამიკარგავს!.. ჩხუბი აქ ყოფილა, კიდეც გათავებულა და მე კი გამომპარვია. კიდეც მიტომ ჩამესმა ძილში ზარბაზნის ხმა!. ვხედავ, ამდენი მკვდრები და დაჭრილები ჰყრიან; ზოგი მიაქვსთ, ზოგი ისევ აგდია, ზოგი ახლად ეცემა. — მივედი პოლიციის მსახურთან და ვკითხე: „ეს რა ამბავია თქო?“ იმან ჩესტი გამიკეთა, გამომეჭიმა და შეშინებულის ხმით მითხრა: „ჩვენი ბრალი არ გახლავსთ, ვერ გაუთავდით ამდენსაო! ორჯერ-სამჯერ ავკრიფეთ და ახლა კიდევ ახალ-ახლები უცემიანო“. ამას თავი დავანებე, ვერა გავიგე რა მისგან, და იქვე მისი უფროსი იდგა, იმასთან მივედი და იმასა ვჰკითხე. იმან სიცილით მითხრა: „თქვენო ბრწყინვალებავ! (ეტყობა, რომ იმანაცა და მისმა ხელქვეითმაც ვიღაც ნაცნობ თავადიშვილათ მიმიღეს, თორემ ბრწყინვალებას რათ მეტყოდენ?) სჩანს, რომ პირველად ბძანდებით ამ სატახტო ქალაქშიო!.. ესენი მთვრალები არიანო!... ამისთანა სანახავს ყოველთვის ნახავთ აქ, მაგრამ დღეს მომეტებულია, რადგანაც საუფლო დღეა და დიდი დღესასწაულიო!“. ჰმ... შევიტყვე! ბარაქალა, რომ მტკიცეთ შეუნახავთ ქრისტიანობა: თაყვანობენ და მეტანიაობენ!.. ბევრი რამ უცხო სანახავი ვნახე და კიდევ ვნახავდი, რომ დამცლოდა, მაგრამ კუჭმა გულს უპწკინა, გულმა მადა გამოაღვიძა და მადამ კი შინისაკენ გამაქანა, გზაზედ იზვოზჩიკები დამიხვდნენ და მომაძახეს: „თქვენო ბრწყინვალებავ! თქვენო ბრწყინვალებავო!“ სადაც გავიარე მაღაზიების წინ, ყველგან მიმიწვიეს: რა გნებავსთ? მობძანდით თქვენო ბრწყინვალებაო!... დალახვროს ღმერთმა! ილაჯი გამიწყვიტეს: წინ ბრწყინვალება, უკან ბრწყინვალება, მარჯვნივ და მარცხნივ! — მივედი სასტუმროში, მსახურები მომეგებენ და მითხრეს: „რას ინებებთ თქვენო ბრწყინვალებაო?—აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს; აღარ ხუმრობენ თქო, ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩავხვდი გონებაში: ჩემი მწყალობელი ბატონი ადრე როცა ჩვენში ბძანდებოდა, აზნაურობას დამპირდა და ახლა, აქ რომ მობძანებულა, გახსენებია; აზნაურიშვილობა აღარ უკმარებია და თავადობა გამოუტანია ჩემთვის თქო!“ გამეხარდა და ნასადილევს პირდაპირ მივაშურე მის სადგომს. - ღმერთმა ისე თქვენ გაგახაროსთ, იმას ჩემი ნახვა იამა! ისე მიმიღო, თუ გინდა, მკვდარი ვინმე ადგომოდეს. მე რომ ჩემი თავგადასავალი და გულის პასუხები მოვახსენე, პევრი იცინა, და მიბრძანა: „აბა შენ იცი თუ არ შეგვარცხვენ, თავს გამოიჩენ და გამოგვაჩენო! შენ ეცადე, გვასახელო და სხვა ყოლიფერი ჩემს კისერზედ იყოსო!“ ტკბილის სიტყვებითა და დიდის იმედით გამომისტუმრა. მეც სიხარულით ფეხზედ ვეღარ ვდგებოდი. მოვინდომე, რომ მეც თავი გამომეჩინა და წავსულვიყავ იქ, სადაც..... დადიან, მაგრამ, რომ არ ვიცოდი, სად ჯანაბას?!... მიუბრუნდი იზვოზჩიკს და ვუთხარი: „შეგიძლია იქ წამიყვანო, სადაც.... დადიან თქო!“... დიდის სიამოვნებით

თქვენო ბრწყინვალებაო, მითხრა, ჩამისვა მარხილში და გამაქანა რამდენიმე წამის შემდეგ ერთს მიყრუებულ ქუჩაში შემიყვანა და დიდებულად გაჩაღებული სახლის წინ ამომაყოფია თავი. „იქა მიბძანდი და მეც აქ მოგიცდით, თქვენო ბრწყინვალებაო!“ ავყევ ხავერდით მოფენილ კიბეს და შევედი ერთს დიდ ზალაში, სადაც არც შესვლას გკითხავდა კაცი და არც გამოსვლას, მუზიკა უკრავდა და გახურვებული ტანცაობა იყო. შევადგი თუ არა ფეხი, ყველამ მე მომაქცია ყურადღება და ყოველის მხრით მომცვინდნენ ქალები. ჯერ კი მეუცხოვა და გავიმაგრე თავი, მაგრამ ბოლოს, აქ რომ ეშმაკმა მაცდუნა, იმანვე შემიჩუჩხურა და ამიყოლია, შევტოპე ქეიფში და დილის ექვს საათზედ გამოველი თავდამძიმებული და ჯიბე დამჩატებული, იქედამ სადაც წინა ღამეს თავმჩატეთ და ჯიბე მძიმეთ შევბძანდი.

სადგომზედ რომ დავბრუნდი და ჩავწექი ქვეშსაგებში, მელიას ზღაპარი მომაგანდა: „ვითომ

სანათლოს რომ წაცუნცულდა, ყველის ქვევრს თავი მოხადა, და რომ ჰკითხეს: „ნათლულს რა დაარქოო?“ —თავ-ხედიაო! ჩემს ახალ ნათლულს, ჩემს ჯიბასაც „თავ-ხადია“ დაერქვა. მეწყინა და აღთქმა დავდევ მეტათ აღარ გავბრიყვდე თქო, ამ ფიქრით ჩამეძინა. — როცა აქ დასაძინებლად ვწვებოდი ხოლმე, იქ სწორეთ იმ დროს გამომეღვიძა, მაგრამ აღარ გამკვირვებია, რადგანაც შეტყობილი მქონდა, რომ იქაური წაღმა აქაური უკუღმაა. — რომ გამოვფხიზლდი და გუნებაზედ მოველი დამავიწყდა აღთქმა, ამტკივდა საქეიფოთ მუცელი და გავეშურე ახლა სხვაგან; გუშინდელს დღევანდელი სჯობდა, უფრო პატიოსნური იყო, „სობრანიაო“ მითხრეს. იქ დიდი პატივი მცეს, კარგათ მიმიღეს, გამეცვნენ და ერთმა ჯინჯილებიანმა ვახშმათაც დამპატიჟა და დიდი წვეულებაც გადიხადა, მაგრამ ბოლოს კი სადღაც გაქრა და ფულებიც მე გადამახდევინეს. არც ეს მიამა. დავბრუნდი შინ, მოვისვი ჯიბაზედ ხელი და მომაგონდა მელია: ჩემს ნათლულს „შუათანა“ დარქმევია!... ჰმ, კმარა ამდენი თავის გდება. აწ, შაბაში თქო!... გადავწყვიტე გუნებაში და დავიძინე.—მესამე საღამოს გავაბაჯიჯგინე ფეხები, მივაფურთხე ეშმაკს და აღარ ვაპირებდი აღარსად

წასვლას, რომ უსახელო ბარათი მომივიდა; მასკარადში მეპატიჟებოდნენ. ჯერ უარზედ დავდექი, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე: ფულს არ დავხარჯავ და რამიშავს თქო? მასთანც ეგებ ის ჯინჯილებიანი კაცი ვნახო, მე რომ წუხელი დამპატიჟა და სადღაც გაქრა და ფულების გადახდა დაავიწყდა თქო. - წავედი; შევედი თუ არა, ჩამომეკოწიწენ მასკები; ერთს რომ მოვიშორებდი, მეორე მოდიოდა, ასე რომ მკლავი არ გამაცივებიეს. მოვიდა ერთი მასკა და რაღაც დამიჟღურტვლა ფრანციცულათ; მეც რომ თავი არ შემერცხვინა, ვუპასუხე: „ვუი მუსიო, მადამ თქო!“ ამის თქმა და ჩემი შურდულივით ბუფეთისკენ გაქანება ერთი იყო. ხმელი ხილი მიირთვა, ტკბილი სასმელები იგემა, მე შემომეპატიჟა და ბოლოს მითხრა „მერსიო“ და გაქრა. — ეს რას ჰგავს თქო? ვფიქრობ — თვითონ დამპატიჟა და ფული კი მე უნდა გადავიხადო თქო? რაღა გზა იყო. დავბრუნდი: მეორემ მსტაცა ხელი; იმანაც დამიფრანციცულა. მივხვდი, აქაც ბუფეთის ანგარიში იქნება თქო და მავაძახე „ნონ მუსიო მადამა თქო!“, მაგრამ იმანაც ბუფეთისაკენ წამათრია: ბევრი ვეცადე და ვერ მოვიშორე. ოჰ, რა ცუდი ენა ყოფილა ეს ოხერი ფრანციცული: „ნონსაც“ ბუფეთისაკენ მიჰყავხარ და „იუისაც“ და ორივე კი ვაის დაგმართებს.—ჩემმა მასკამ დალია — დამალევია, ხმელი ხილი ინება - მეც მომაწოდა. „მერსი“ თქო დავასწარი. ვიფიქრე ახლა ეს გადიხდის თქო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, თავი დამიკრა და გაქუსლა. — ფუ!... დალახვროს ღმერთმა!.. მართლა რომ საძაგელი ენაა: დაგასწრებს „მერსის“, შენ უნდა გადაიხადო და თუ შენ დაასწარი მაინც შენ... იმე!... ამ დროს მოვიდა კიდევ ერთი მასკა და რუსულათ მითხრა: რა გინდა, ბუფეთთან რომ გაჩერებულხარო? შენ თუ ყველას ასვი და აჭამე, სულსაც აღარ შეგარჩენენო; აქ ბევრი ცუდი და ოხერი მაწანწალა ხალხიაო. მომკიდა ხელი და წამიყვანა. გამოდგა, რომ ვიღაც დიდი კაცის ქალია!!. ჩემ მწყალობელ ბატონთან რომ ვიყავი მაშინ მოუკრავს იქ ჩემთვის თვალი, ერთბაშათ მოვსწონებივარ, გიჟდება ჩემთვის და მეპატიჟება თავის სახლისაკენ. — ჯერ კი ეშმაკს არ ვაჯობნე, მაგრამ, როცა სახე მიჩვენა, მაშინ კი ჭკუას დავჰკარი ფეხი და გავყევი. სწორეთ, სასუფეველში შეშიყვანა იმ ანგელოსმა. — არ ვიცი ეშხის ბრალი იყო, თუ სხვა-და-სხვა სასმელების, მაგრამ ისე კი დავითვერი რომ აღარა გამეგებოდა რა.

მეორე დღეს, რომ გამომეღვიძა, ჩემს ქვეშსაგებში ვეგდე თავ-გატეხილი და გამიკვირდა. ვკითხე და ასე მითხრეს რომ კიბეზედ დამტვრეულიყავითო. ქამარი, ხმალი, ხანჯალი, ქილები, აღარც ერთი შინ აღარ მომყოლია. მოვუპოტინე ხელი ჩემს ახალუხს, — ჩავყავი ჯიბეში ხელი— მისთანა შენს მტერს: ჩემს ნათლულს „ძრო-ფხოტნია“ დარქმევია!.. მომედვა ცეცხლი: გავგიჟდებოდი, რომ მწყალობელი ბატონის იმედი არა მქონოდა. — მოვჯობინდი თუ არა, მივაშურე ჩემს მწყალობელს; ვფიქრობდი: ბევრსაც ვიცინებ და ფულებსაც გამოვართმევ თქო. წამიხდა ანგარიშები: რომ მივედი, „შინ არ ბძანდებაო“ მითხრეს. მეორეს დღეს— არ სცალიანო, მესამეს—სხვაგან ბძანდებაო და სხვ... ასე მატარეს ორი კვირე. ამასობაში სასტუმროში ანგარიშის გასაწმენდათ მომადგნენ, ვერ მივეცი - იუცხოვეს; მსახურებს, რომ საჩუქრები დაუგვიანდათ, პატივი ამხადეს და ბრწყინვალებას აღარ მეძახდნენ. — არ დავიჯერებ, რომ ჯიბიდამ უხილავი ძაფები არ იყოს გაყვანილი კაცის გვამში. ჩემმა წელმა იგრძნო უფულობა. თავი დაბლა დამეღუნა, მუხლებმაც მისუსტეს. მაღაზიებში აღარავინ მიწვევდა და პოლიციის მსახურები ცალ-ყბათ მიგებდნენ პასუხს! კაცი თავადისშვილათ ვეღარა მცნობდა!!... ეს რა ამბავია?— ვფიქრობ გუნებაში. — ან მოცემა რა იყო და ან ასე მალე ჩამორთმევა? — სხვები უფროსიდამ დაწყებული უმცროსებამდე ყოველ დღე თვრებიან — არაფერი! და მე კი ერთის დათრობისათვის ამაღეს პატივი?!... ეჰ, მე არც წყალობა მინდა და არც რისხვა თქო. ცოტაოდენ ფულებს გამოვართმევ ჩემს „მწყალობელ ბატონს“ და გაუდგები გზას შინისაკენ თქო..... მაგრამ „უბედურ-კაცს ქვა აღმართში მოეწიაო“ ნათქვამია; მწყალობელი ბატონი დიდის ხნით სხვაგან წაბძანებულიყო, როგორც მითხრეს. დავრჩი ასე უპატრონოთ და უსაზრდოთ უცხო უცხოს ქვეყანაში და ხომ მოგეხსენებათ, თუ რა არის უფულო კიცისათვის სატახტო ქალაქი? ჭინჭარში რომ იგოროთ, ისე არ დაიშუშხებით, როგორც იქ უფულობით!... მოვინდომე წყალში გადავარდნა. გავიმეტე... სწორეთ გავიმეტე ჩემი თავი. მწუხარებამ ისე დამიბნელა თვალები, რომ ვეღარავის ვეღარა ვხედავდი. უეცრად ქართული მომესმა: „ო, გამარჯობა შენი!.. როდის მოსულხარ? როგორა ხარ? სად ხარ?” და სხვ... ამოვივლე თვალებში ხელი, შევხედე-ვიცანი. ერთი ჩვენებური კაცი იყო. მისმა დანახვამ გამომაცოცხლა, წამიყვანა სახლში, გამომკითხა გარემოება. რა საქმისთვის მოსულხარ? რას აპირებ? როგორ ივაჭრეო? და სხვანი. ვეღარ დავფარე! ყოველიფერი გამოტეხილი ვუთხარი. თან სწუხდა და თანაც სიცილს ვერ იჭერდა; ბოლოს მითხრა: მაგდენი სიბრიყვე ჭკუის სასწავლებლათ უნდა გეყოს და შენ აწ კი გაუდექი გზას სამშობლოსაკენაო!... გზა დამილოცა და რაღა ბევრი ხვეწნა დამჭირდებოდა... გამომისტუმრა. უკან მიუხედავათ გამოვეშურე გულ-მოკლული! ჩემს სადალაქოში რომ ხელახლად თავი ამოვყავი, სულ სსვა გვარად დამიწყო გულმა ძგერა. დავხედე ჩემს მაკრატელს - პირი გაეღო, თვითქოს უნდოდა, რომ ეთქვა ჩემთვის: „რა მოიგე მითი, რომ მე სხვა იარაღზედ მომინდომე გამოცვლაო?“ ... სამართებელი პირ-შეკრული დამიხვდა გაბუტულსავით!.. პირველი გავჩალხე, მეორე გავლესე, ვახსენე ღმერთი და შეუდექი ისევ ჩემს საქმესა. დილიდამ საღამომდე ჩემს სადალაქოში ძველებურად ისმის გაუსხლეტლად: „კრიჭ-კრიჭ! და ხრიშ-ხრიშო!“ მუშტრები მეკითხებიან: სად იყავიო? — მოყვარეში თქო!—ვეუბნები. — როგორ გაატარე დროვო? „და ისემც კარგი დაგემართოს თქო!“ მეტი რაღა მეთქმის?!... ვისაც გნებავსთ, რომ უფრო დაწვრილებით გაიგონოთ ჩემგან ეს ამბავი, ნუ დაივიწყებთ ჩემს სადალაქოს: თან თმას გაგკრეჭთ და თან მუსაიფითაც შეგაქცევთ.

აკაკი