![]() |
ივერია (9)1878.02.03 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
„ოხ, ღმერთ. ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!?“
თელავი. აბა ეხლა აუშენდებათ თელაველებს ქოხმახობა აი! ზოგი ცოტას ხნის შემდეგ ნახონ ბატონის წყარო როგორ გაუკეთდებათ, თორემ აქამდინ რა იყო! აი, ბატონო, საქმე რაში მდგმოიარებს: ბატონის წყაროის ხუთი-ექვსის საჟენის სიშორეზე, სამხრეთის მხარეს, დგას ერთი ძველი სახლი, რომელსაც პატრონი ამ ჟამად აქცევს და მიწას (ნაქცევს) იმ მხარეს აყრევინებს (ეზოს გასასწორებლად) საითაც მომდინარეობს წყარო და სადაც ხალხი ავსებს წყალსა.
ნანგრევი მიწა თან-და-თან ავსებს წყაროს არხსა და შემდეგ სრულებითაც მოსწყვეტავს წყაროსა და, ვინ იცის, მგონი ისე დაიკარგოს, მიწაში, რომ თელაველებმა სანთლითაც ვეღარ იპოვონ წყაროს კვალი! ყველა ხედავს, რომ ბეწვზე ჰკიდია ბატონის წყაროს საქმე, მაგრამ ვისიც ვალია ყურებს (როგორც ყოველს საზოგადო საქმეში) არ იბერტყავენ. ცოტას მაინც არა მეცადინეობენ, რომ არხი გაუკეთონ და მილით გამოიყვანონ იმ ადგილამდინ, სადაც ამ ორის წლის წინად საამურად გადმოჩხრიალებდა. რა არის, სულ ოთხი-ხუთი საჟენის სიგრძეზე მოუნდება არხის გაყვანა და ისიც არ უნდათ გააკეთონ, რომ განთქმული წყარო სამუდამოდ არ გამოეცალოთ ხელიდამ! ვისიც ვალია ამ საქმეს ყურადღება მიაქციოს, იმას ხომ არავინა სთხოვს ფულს, ოც-და-ათი თუმანი (300 მ.) ხომ არის შემოწირული ბატონის წყაროს გასაკეთებლად ერთის ქართველის სირაჯისაგან. ეს ორი (თუ მეტი არა) წელიწადია, რატომ არ მოახმარებენ?! ვის აბარია ის ფული, რატომ ხმას არ იღებს?! იქნება გადაყლაპეს კიდეც — ეგეც არავინ იცის! ვითომ საკვირველია თუ?! ვა! ბატონო ქაღალდში რაღა უნდა წააგონ?! სადილები რიღათი უნდა გააკეთონ?! ახლა მაგდენ ცილსაც ნუ დაგწამებთ აქაურებს და! განა თავიანთი ფული კი არა აქვსთ?! (მე ვიცი საზოგადო საქმეზე მოხმარებაში დაეხარჯებათ!) ყველა ყველა, თუ არ ეყოფა 300მ. სთქვას, თუ არ „ეყოფაო“ და გათავდა! ხუთიოდე კაცი კიდევ მოიპოება აქ, რომ ამისთანა კეთილს საქმეში უკან არ დაიხევენ და შემწეობას მისცემენ. მაგრამ... დაუდევნელები არიან მეთქი, დაუდევნელები! გაიგეთ თუ არა!! , დაუდევრობა — ამ სიტყვით გამოიხატება თელავის საზოგადოების ხასათი...მაგრამ (კიდევ მაგრამ)... საზოგადოება“ არ არის, არა! ყარტა-ყურტა ხალხის მეტი (გარდა ხუთიოდე კაცისა) თელავში არავინ არის!... აფსუსი არ არის, რომ თელავის მშვენიერის ბუნებით თელაველები სიამოვნებენ! ბერძნებს უკვირდათ, რომ იმისთანა ფიზიკურად მახინჯს კაცში, როგორიც იყო ჩინებული ფილოსოფოსი სოკრატი, ჰსუფევდა იგეთი უმანკო და სიმართლით სავსე სული; მე კიდევ ის მიკვირს, რომ ამისთანას მშვენიერს ბუნებას, როგორიც არის თელავში, დაუბადავს ამისთანა ხალხი, როგორნიც არიან თელაველები! ზნეობით გინდათ, განათლებით, მიმართულებით თუ სხვით, ყოველის ფერში რამოდენიმე ასი ნაბიჯით უკან არიან დარჩომილები თელაველები. ნუ გეშინიანთ, თელაველებო. ზოგში თქვენა ხართ ყველა საზოგადოებებზე წინ, მაგ. — ღვინის სმაში; თქვენ ვერავინ ვერ გაჯობებთ! ნუ თუ ეგ არაფერია?! თქვე დალოცვილებო, თქვენა! ჩვენს პოეტს მაინც მიუგდეთ ყური რას ამბობს:
…„შვილნო, თქვენი წინაპარნი,
ეგრე გულ–ქვად როდი იყვნენ“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით....“
აბა ერთი მოტყუებაზე მივარდეს საქმე! ღვთის წყალობა მე და შენა გვქონდეს, მკითხველო, მარდები არიან ეს ჩვენი „პოღოსები“ ამაში! „პოღოსების“ დავთარში „ჯიბე ტენე“ კი სწერია და „საზოგადო“ საქმეს ხსენება კი — ცოდვა არის; საზოგადო კეთილდღეობა ამათს დავთარში და არა სწერია... „მენდლის“ ჩამოკანკურების იშტაც რომ გაეხსნათ ჩვენს ვაჭრებს! — ამ ცოტას ხანში ერთს აქაურს ვაჭარს ყელის მენდალი მოუვიდა. მეორემ (მსუქანია) რომ გაიგო ეს — გაუსკდა გული და ჩავარდა ბოღმაში. თანაც რომ გაჰყოლოდა, ქვეყნიერობას არა მოაკლდებოდა რა! ჰაი აქეთ, ჰაი იქით, ბოლოს ჩვენმა მენდლის მაძიებელმა მიმართა ახლად დაჯილდოებულს მენდლით ვაჭარს და სთხოვა, რომ მისთვისაც ესწავლებინა ის საშუალება, რომლის შემწეობითაც პირველმა იშოვა მენდალი, ასწავლა თუ არა — ღმერთმა იცის, მაგისი არა გამიგია რა... ერთს კიდევ გეტყვი, მკითხველო, თუნდა მლანძღო ყბედობისათვის, — ერთი ოხუნჯობაა თელავში ამ ჟამად. რომ უფრო კარგად შეიტყოთ, მე წარმოგიდგენთ თქვენ სცენად, რადგანაც ეს ნამდვილად სცენად მოხდა. ერთი ქართველი მივიდა სომეხს ვაჭართან, რომელმაც რა შეატყო, რომ ეს კაცი ჩემი საკბილო არ არისო, — უთხრა: — ვა, შენ რა გელაპარაკო, მამა ჯან, როდესაც შენ თავში „ქ“ — ნა გიზის! ქართველმა ტეტიამ ჰკითხა: „შვილო, ე ქანი რა არი ახლა? სომეხმა (ვითომ გამარჯვებულმა) მიუგო: ქ — ნი— ქართველი!
„შვილოს, უპასუხა გლეხმა, ე „ქართველი რა დასაძრახია; მაგრამ შენ რო „ს“ — ნი გიზის თავში! სომეხმა გაკვირვებით ჰკითხა: ვა, ახლა ს—ნი რა ნიშანია? — გლეხმა მიუგო: „რა ნიშანია, შვილო და „ს“-ნი — სულელი! შენ, შვილო. სულელი ხარ და მე რო ქართველი ვიყო რაო ახლა?! ამ ქართვლის გლეხის სიტყვისაგან გაოცებული სომეხი ვაჭარი გაოცებით შეჰყურებდა ჩვენს „ტეტიას.“ სწორე გითხრა, მკითხველო, ისე გამეცინა, რომ კუჭი ძლივ მოვიბრუნე — დალოცვილმა, იგრე უეცრად როგორ მიარტყა სიტყვა!.. მაგრამ, ვაიმე, ვაიმე, რატო აგრე დამავიწყდა ჩემი საგანი; რატო აგრე „ბანზე შევაგდე სიტყვა!“ არიქა, თელაველებო, დაგვიშრა წყარო! ქრისტიანები არა ხართ, მოეშველენით ბატონის წყაროს, თორემ ეგ არის, წახდა „კაკალი“ წყარო! ვეჟო, რა დროს ყურის მიგდება არის, ვერა ხედავთ, ჩვენი ვაჭრები როგორ ეშურებიან დამპალ-დუმპალ საქონლის გასყიდვას?! „პოღოსას“ მაინც შეჰხედეთ!...
კახეთი. როგორც დამარწმუნა ერთმა პატივ ცემულმა გვამმა, ს. კონდოლში ყველაფერი მოუმზადებიათ შკოლის გახსნისათვის ამ ჟამად, მხოლოდ მასწავლებლის უყოლიობა აბრკოლებს სოფელს, რომ შკოლა (სწავლა) გახსნან. მე გავიგე (მართალია თუ ტყუილი — არ ვიცი ნამდვილად), რომ ლეკებს ისევ ჩოჩქოლი აქვთო. თოვლი თურმე არ არის ამ ჟამად ლეკებში. გაღმა კახეთში ყოველს სოფელში ებრაულებიც დანიშნესო... გაზაფხული დაიწყო კახეთში; ზოგიერთა მინდვრის ყვავილი კიდევაც გაიშალა და თითქმის ზოგმა ხემ კოკორიც გამოიტანა. ჯანმრთელობაა კახეთში ამ ჟამად. საქონლის ჭირმაც აიღო ხელი ჩვენზედ მოსავალს კარგი პირი უჩანს. თებერვალმა როგორღაც ქარები მოუხშირა. წარმოიდგინეთ: ზოგიერთა ბოგირი გზატკეცილზე, ისეთი მკვიდრია (ისე მკვიდრი იყოს გზების მაყურებლების მარჯვენა!), რომ ცხენს ვერ იმაგრებს!... სიმშრალეა კახეთის გზებზე; მაგრამ თელავში კი... (კიდევ თელავი!) მომეტებულს ნაწილს ქუჩებში (ორღობეებში) კი ადამიანს არ გაევლება ტალასის გამო. „მაშ, იტყვის მკითხველი, თელავის ხალხი როგორ დადის „იმ“ ქუჩებზეო? ბატონებო, თელავის ხალხი რომ დადის, ესენი „ადამიანები“ კი არა — „თელაველები“ არიან!...ზოგი შემდეგში....
ქართველი.
18 თებერვალს 1878 წ.
ქ. თელავი.
გურიიდამ. როგორც კერძო ადამიანის, აგრეთვე რომელიმე ხალხის ცხოვრება და გამოცდილება ყოველთვის წლოვანების რიცხვით არ გაისინჯება. — ხშირად ერთის კვირის ანუ თვის ცხოვრება და გამოცდილება კერძო პირის ანუ ხალხის სიცოცხლეში რამოდენიმე წლის ცხოვრებას და გამოცდილებას წაეჭარბება. — შარშან აპრილიდამ წელს თებერვლამდისინ ჯერ წელიწადიც არ გასულა, მაგრამ ამ ხანში ჩვენმა პატარა გურიამ იმდენი იგრძნო და გამოსცადა, რომ 10—20 წინა-წლების განმავლობში. ამაზე ნახევარიც მას არ უგრძვნია და არც გამოუცდია. — აწ მდგომმა ომიანობამ ხომ მთელს ჩვენს ქვეყანაზე ძლიერ დიდი გავლენა იქონია და გურიაზე და გურულებზე კი როგორც მტერთან მოსაზღვრე ალაგზე, როგორც ამ მტრებისგან წინათ ბევრის გამონაცადს და ბევრის ნაგრძნობს ხალხზე, რასაკვირველია, კიდევ მეტი გავლენა უნდა ექონია. — მართლაც, ჯერ კიდევ ომიანობაზე მხოლოდ შინაური მზადება დაიწყო, რომ გურიასაც დეტყო დიდი ფაცა-ფუცი. მიჩუმებულმა ხალხმა ერთბაშათ მოიგონა წინანდელი თითქმის დავიწყებული ომი სათათრეთთან, მოიგონა თათრების გურიაში შემოსვლა და ამ შემოსვლის შედეგი, მოიგონა რამდენი ტყვეები გაუყვანიათ მოსამზღვრე ქობულეთლებს გურიდამ, რამდენს ქობულეთელს „ფირალებს გაუცარცვავს გურიის მოსამზღვრე მცხოვრებლები — მოაგონდა გურიას ყველა ეს და წინანდელის სიმხნით და თავ – გამომეტებით დაუწყო ლოდინი მტერთან ბრძოლას.
ჯერ კიდევ ომი გადაწყვეტილი არ იყო, რომ გურიაში დაიწყს ადგილობრივის „დრუჟინის“ მოკრეფა; შეკრიბეს ჯერ პირველი ადგილობრივი ქვევითი დრუჟინა, იმას მიჰყვა მეორე, მას მესამე და ბოლოს თავად-აზნაურთ ცხენოსანი დრუჟინაც შეიკრიბა ყველა ეს დრუჟინები შესდგებოდნენ დარჩეულის ვაჟკაცებისაგან და მათი მნახავი კაცი უნებურ და იფიქრებდა: ამათ წინა–მძღოლად და ათასის თავად ლომ-კაცი ეკადრებათო. და მართლაც ბრალიც იყო, რომ ამ მხნე ვაჟკაცებს საკადრისი ათასის თავები არ შეხვდათ. ყველამ მათმა უფროსებმა იმდენად შეუფერებელი ქცევა დაიჭირეს როგორც ბრძოლის დროს, ისრე დასვენებისას, რომ ენა მახვილმა გურულებმა ეველას ახირებული დაცინების სახელები დაარქვეს მათის მოქმედების შეუსაიფერი ერთს მათგანს „დედა-ბერა“ უწოდეს, რადგან თურმე ჩხუბის დროს შეუძლო ბებრუხანასავით თითონ უკან სადმე ჩაესაფრებოდა და თავის ჯარს იქიდამ ამხნევებდა: არ-რ-რ-იქა, ბბბბიჭებო, არრ შემარრრცხვინნნოთ... კი არ იფიქროთ შაშისგან ენა ებორკებოდა, არა: ენა ბუნებით ესე აქვს ამ ახალის დროის გმირს. მეორესაც „ძველი გამდელა“ თურმე დაარქვეს, რადგან ომის წინ ის ყოველთვის ძველ გამდელსავით სახლში დარჩენას ცდილობდა. მესამესაც ― „ხაზინის ბოქლომი“, რადგანაც ის მხოლოდ თავის ჯარის ხაზინას მძვინვარებით თურმე უვლიდა, მეტს არას აკეთებდა.
ამობაში სომრად მზადებამ თან და თან იმატა და რუსის ჯარებმა სამზღვრებისაკენ მოძრაობა დაიწყო; დაიძრა ჯარი ჩვენკენაც; წამოდგა ფეხზე ჩვენი პაწაწა მაზრაც. პოლიციიდამ დაწყობილი უკანასკნელ მამასახლისამდე ყველა დაფაცურდა. ინჟინერები, გზის მუშები, პოლიციის ახალი პრისტავები—თითქო ციდგან ჩამოცვივდნენო. გაჩნდა ერთი ფაცა-ფუცი, წინ და უკან წანწალი, ერთი ყვირილი: არიქა გზები, არიქა ხიდები, ვინ ხართ კაცი! ჯარები მოდიან, გზებს და ხიდებს თხოულობენ!....
სადაა გზა ჯერ, სადა ხიდები! — ჩვენში აქამდი არც ერთ მოზდილ მდინარეზე კაცის თვალს ხიდი არ უნახავს, თუმცა გურიის სიდებზე დანახარჯი ანგარიში არა ერთხელ ჩაწერილა ქუთაისის გუბერნიის სასარჯო სიაში. მაგრამ როგორც სხვა უველა კარგ დაწესებულებას ცუდი ბოლო აქვს ხოლმე ჩვენში, ესეც თურმე მარტო სახარჯო. დავთარში ინიშნებოდა: თურმე ყოველთვის წყალ-დიდობაზე მდინარეებსავე მიჰქონდათ ჩვენებური ხიდები, ასე რომ არაოდეს იმათზე კაცი ფეხის დადგმას არ მოსწრებია. ამ მდინარეების სიბოროტე და ჩვენი უბედურება, თორემ ერთს ვისმეს მაინც მოგვესწრო ამ ხიდეზე ფეხის დადგმა, და ისე ჩუმად არ წაეღო ისინი წყლებს. მარტო ერთმა კაცმა იცოდა ამ ხიდების არსებობა და ის თითქმის ყოველ წლივ დიდს ნახარჯს წარადგენდა ამ ხიდეებისას მაგრამ მშვიდობიანობის დრო. სხვა ყოფილა და ომიანობის სხვა და რაც მშვიდობიანობის დროს ქაღალდი სათამაშო მწვანე სტოლის ქვეშ ადვილად დაიმალება იმას თურმე ომიანობის დროს ეს სტოლები ისე გეღარ გადასწვდება, — და რაც უნდა მომხდარიყო, ხიდები უთუოდ უნდა გაეგოთ. — დაიწყეს ხიდეების და გზების კეთება ერთ ორ თვეში გააგეს ხიდები სუფსაზე, გობაზოულზე ჟურუზე, ნატანებზე, რომლებთაც ამდენი ათასი მანეთ ჩაეელაპათ და ხიდი კი აქამდისინ არ ღირსებოდათ „ერთი ჭირი მარგებელიაო“ ნათქვამია. თუ არ ეს ომინობა, ამ მდინარეებზე ხიდს ჩვენ ვერაოდეს ვერ ვნახავდით. ― ახირებულად ის მოვიდა, რომ თუმცა წასულ გაზაფხულს წინა-წლებზე მეტი წყალ-დიდობა იყო ჩვენში მაგრამ არც ერთს ამ ხიდს არაფერი კი ვნებია.
გზებმაც ამ ხანებში ცოტ-ცოტათი სახე შეიცვალე ზურგეთ-სამტრედიის ვითომ მოკენჭულის გზის ორმოები და თხრილები ცოტ-ცოტათი ამოსწორდა; ოზურგეთიდგან შეკვეთილს (წმ. ნიკოლოზის ციხე) მიმავალი გზა მოიკუნჭა და შესწორდა; ჯარების ჩვენგენ მოძრაობამ თან და თან იმატა. ერთი ნაწილი ჯარის ოზურგეთში დაბანაკდა, სხვაც მის მახლობლად; დაიწყეს ჯარებისთვის სადგომების შენება ქალაქს გარედ; მოიკითხეს ჯარისთვის მრავალი ჩალა, ბანაკებში დასაგებათე ისლი სახურავათ, თივა და სიმინდი ცხენებისათვის. მოიმატა ჩალის ფასმა და გაჩნდნენ უცბად მრავალი ჩალის ვაჭრები („ფოდრიაჩიკები.“) ვიღას ახსოვს თავისი წინანდელი თანამდებობა: ყველა ჩალის „პოდრიადჩიკებად“ გახდა. განსაკუთრებით გულ-მოდგინეთ მიყო ხელი ჩალის პოდრიადს აქაურის პოლიციის სეკრეტარმა. უცბად გაიმსო იმის ეზო ჩალის ზვინებით. ამბობენ, ვითარცა პოლიციის მოხელემ, იმან ბრძანება გასცაო, სოფლებმა ჩემს გარდა არავის ჩალა არ მიყიდოსო. იყო ურმების გაუწყვეტელი ჭრიჭინი წინ და უკან სეკრეტრის ეზოსაკენ და იმ ქუჩას, საცა მისი სახლი იდგა, დროებით „ჩალის ქუჩა“ დაარქვეს. — გაუწყვეტლივ ისმოდა ამ ქუჩაში ყვირილი: ჩალა აქეთ, ბიჭო, სეკრეტრისკენ, კონაში ორი კაპეიკი! აქეთ, აქეთ! .. იდგა სეკრეტარი ეზოში და ორ კაპიკიან კონას ყოფდა სამ კონათ და ჰყიდდა თითოს სამ-სამ კაპეიკად, რადგანაც ჯარისთვის ჩალას კონობით ყიდულობდნენ და არა წონითა. ერთის სიტყვით ამ დროს მთელს ოზურგეთში ჩალის მეტი არა ისმოდა რა. გაიხედავდით სადმე ჩალაა, გაელაპარაკებოდით ვისმეს რასმეზე ჩალაა, გეტყოდათ ვისმე რასმეს — ჩალაა: ქართულათ ჩალა, რუსულათ ჩალა, სომხურად ჩაალა. მთელი ოზურგეთი ამ დროს ჩალათ გარდაიქცა და მომავალი გურიის ისტორიკოსი უეჭველათ ამ დროს „ჩალის პერიოდს“ დაარქმევს.
გურული.
(შემდეგი იქნება)
![]() |
2 ივერიისადმი წერელი |
▲back to top |
ივერიისადმი წერელი
ქუთაისი და მისი ქუჩები
(შემდეგი)[1]
ამას რომ ვწერ შემოდის ჩემთან ერთი ჩემი „გიჟი“ — მეგობარი; მართმევს ხელიდამ ამ ჩემს ნაჯღაბნს და თავიდამ აქამდის ჰკითხულობს... რას იზამ? არ მსურდა წაეკითხა; მაგრამ „მეგობარი“ იყო, და რა გაეწყობოდა?!.. წაიკითხა და მითხრა ....
– რა უნდა ჰქმნანო? რა უნდა ჰქმნან, და გაჩუმდნენ.
– კი, ბატონო! ყველანი აკი გაჩუმებულნი არიან, იყვნენ და იქმნებიან. „ან-კი რა აქვსთ საყვირალი! მაგრამ ზემოდ აღწერილი ამგებს მახეებისას რა ეშველება, თუ განზრახ და ოსტატურად არ შეთხზა რომელიმე და ვისიმე ვითომ წინააღმდეგობა?! მაშინ ხომ „გენიოსს“ აღარ დაუძახებენ, და „დედა-ქალაქში“ უფროს პოლიცმეისტრი და გადაყვანის იმედიც, მისის აზრით, დაეკარგება. თუ ეს იმედი დაეღუპა, მაშინ თავიანთი გარე მულად დამწყვეული და როგორღა გააჩეროს თავიანთ „ეშმაკეულ“ ― გულის ვარდად?!... შენ განა არ იცი, რას ამბობს ხალხი? „შიში შეიქმს სიყვარულს და ზრახვა-მოთმინებასაო“. გაიგე, როგორც გინდა!
– ეჰ, თავი დამანებე, ერთი, მამა გიცხონდება!. მე შენ იმდენად შემომიჩნდი, რომ ფიცი გამატეხინე: მე მინდოდა სულ ქუჩებზე ლაპარაკი, და შენ რაზედ მაყბედე, კაცმა არ იცის მაგრამ, არც ეგ გიქმნია ცუდი. ჩვენ შორის ეხლანდელი ნალაპარაგევი, ცოტად-თუ ბევრად, ახსნის იმას, რომ ამისთანა წვრილმანის საქმეებისათვის, როგორც ქალაქის ქუჩები და თხრილებია, იგი „ცხოვნებული“ არ იყო მომზადებული და არც „ეპრიანებოდა“ ეგეთი საქმეები; ამისთანა საქმე მას საქმედ არ მიაჩნდა: მას უფრო დიდი საგნები ჰქონდა....
– ჰო, კარგი; გამიგონე! ესლა ხომ დაგიჭირე! კეე ასე ვიცი მე! დიახ!
– რა ნაირად?
– იმნაირად , რომ იმ „ცხონებულს“ სხვა საგნები ჰქონდაო. როგორც ამბობენ; მაგრამ ამ ჩვენმა „ჯერ ცხონებულმა“ ქალაქის თვით-მმართველობამ რაღა ჰქმნა? ქალაქის შინაური, საოჯახო საქმე ხომ სულ მასზეა დამოკიდებული. მან უნდა იზრუნოს: ქალაქის შემოსავალ–გასავლის ხეირიანად და სინიდისიანად ხმარებაზედ, ქალაქის მცხოვრებლების მდგომარეობის განკარგებაზე, ქალაქის სამკურნალოს პატრონობაზე თუ გამართულია, თუ არა და გამართვაზე, ღარიბთ ქვრივ ობოლთ შემწეობაზე, ღარიბთ ორთავე სქესის მოსწავლეთ გაჭირვების შემსუბუქებაზე, ქუჩების მოროჭკვასა და შეკეთებაზე (ეხლა კი გაკეთება სჭირდება), თხრილების მიწის ქვეშ გაყვანაზე, რომ უთავბოლოდ ღელეები არ მიდი-მოდიოდეს ქუჩებზე, ქალაქის გარეგან სიწმინდეზე, რომ ჭირი არ გაჰჩნდეს და სხვა და სხვანი.
რას აკეთებს, მართლა, ჩვენი ქალაქის თვით-მმართველობა? ნუ თუ ჩვენ ისეთის ბედისანი ვართ, რომ მუდამ ოფიციალური მზრუნველები უნდა გვყვანდნენ ჩვენ საკუთარ საქმეშიაც? ნუთუ ჩვენი მიწის შვილი ისეთი აღარავინ გამოჩნდა, რომ შინაურულის საქმის თავის შემოვლა შეეძლოს? ნუ თუ, აქ სულის სიზანტე მეფობს?! ნუ თუ ჩვენის ქალაქის წევრთ, თუ საზოგადო ინტერესი არ უღელვებს გულსა, თავიანთი საკუთარი მაინც არ ესმით? მე მათ ვერ ვიცნობ; მაგრამ, ვფიქრობ რომ იგინი ისეთივე მოკვდავნი უნდა იყვნენ, როგორნიც არიან სხვანი საზოგადოდ. მათ, როგორც; მოკვდავებს, უნდა ეშინოდესთ შიმშილის, ავად-მყოფობისა, უნდა უვანდესთ ცოლ-შვილნი, ნაზ-ნუზი ქალიშვილები და, თუ ესენი არა ყავთ, გულის მტრედი მაინც. მაშ, ჩვენ, რომელთაც მათთვის მიგვინდვია ჩვენი. საოჯახო საქმეები, ჩვენი ქალაქის ბედი და უბედობა, არ ვახსოვვართ, თავიანთი თავი და თავიანთი ნათ ზი-ქალები და გულის მტრედები მაინც უნდა ახსოვდესთ!....
— დიახ! უნდა ახსოვდესთ, „უნდა“ რიგიანად იქცეოდნენ....
— მაგრამ, განა ვერ გაიგე, რომ რაც უნდა იყოს, ის არაოდეს არ არის?! ვერ გაიგე, რომ გამოცდილება სულ სხვას გვიმტკიცებს, როგორც ბევრში სხვაში, ისე აქაც. ქალაქის თვით–მმართველობის სახელი, ეს მრავალ–მნიშვნელოვანი და კეთილ აზროვანი უმაღლესის მმართებლობის მონიჭება, აქამდის უქმად მარტო ხორც-შესხმულ სიტყვად რჩება, ჩვენდა საუბედუროდ! დიდ ხანს ვიუურეთ ყურ გამოცქვეტით, დიდი სულგრძელობა ვის მარეთ, აი აგერ არის, ქალაქის სამმართველო გონზე, მოვაო, თავის დანიშნულებაზე მოიფიქრებსო, როდესმე თავიანთი თავი მაინც გაახსენდებაო...., მაგრამ.....
— კარგი, ერთი, მამა გიცხონდა! თავი დამანებე — წადი შენთვის!
— ვითომ გეწყინა რომ გამოგებაასე? ვითომ შენ ჰფიქრობდი შენს მეტი არავინ ხედვიდა რასმეს?! შემცდარი ხარ, ძმობილო: ყველამ ვიცით, რა ამბავია; მაგრამ, რაც უნდა სწერო, რა გამოვიდა?!
– კაცო, არ წასვალი თავს არ დამანებებ?
– კარგი, წავალ. ჯღანე ჯღაბნე, და ვნახოთ, რა „ხბოს თავი“ გამოგიდნება. მშვიდობით!..
ძლივს არ მომშორდა ეს აშენებულა! სხუმის ჩემთან არავინ (თითქმის არავინ) არ შემოდის, და ეხლა-კი აღარც მამშორდა. მაგრამ, როგორც ჰხედავთ, ეტყობა, რომ მაგასაც სცოდნია ჩვენის ქალაქის ქუჩები არც გასაკირველია. ეგეც ისეთივე მოხეტიალე, როგორიც მე აბა, ერთი უყურეთ — ნამდვილ იმ სიტვით უნდა განეგრძო ბაასი, რომ არ გამეჩერებია, რომელიც მე ეხლა მომდის. ა, ბატონო! „მაგრამ“, თქვენს მზესა ვფიცავ, მკითხველო, ჩვენი ქალაქის თვით-მმართველობის წარმომადგენელთ ყურიც არ გააპარტყუნეს. ჩვენი ქალაქი დარჩა, როგორც ხედავთ და ან ნახავთ, ისევ უწინდელს და კიდევ-უფრო ცუდს მდგომარეობაში. ისევ ისეთივე, და უფრო გლასაც, ქუჩები, საცა წვიმს თუა, გაიარ-თუ არა, კალოშები, თუნდ მაღალიც იყოს, წყალ-ტალახით უნდა აგევსოს; ღამე თუ მიდიხარ გვერდ მოგლეჯილი ურემივით უნდა ჰჩახუნობდე. ორ ნაბიჯს იქმ-ვითომ სწორ ადგილზე ვდგევარო, ფეხები დაიმედდებიან, რომ ეხლა-კი ვეღირსეთ, ცოტა–ოდნად მაინც, შეკებასაო, და უცებ უკუვარდება ერთი ფეხი დიდი-ხნის ცვეთისაგან ამოღრმავებულ თხრილში.... ნეტავი სინათლე მაინც საიდგამე სცემდეს ამ თხრილებს!... ქალაქის ღამ-ღამობით განათება (ფანრებით, — სხვით ნურაფრით გეგონებათ, — არ შესცდეთ!) დაწესებული კი არის მაგრამ ღამით რომ წესიერად ქუჩები გაანათონ, თქვე დალოცა ვილებო, მაშინ ჯიბეებში რაღა ჩავიდეს?!
ეხლა მომაგონდა ერთი შარშანწინდელი ჩუმის თვალით ნახული შემთხვევა, რომელსაც, ნებას მომცემთ თუ არა, მოგახსენები, რომ უფრო ცხადად წარმოიდგინოთ ქუთაისის არსობითის საჭიროებაზე, ვისგანაც ჯერარს, უყურადღებობა. ქუთაისში პოლიციის შენობიდამ დაწყებული იქ―რიონის პირამდის, საცა წინა დროებში აქაურის გუბერნიის უფროსები იდგნენ და საცა ეხლა გახლავსთ საცოდავი აზნაურობის სახლი (ღმერთო, რიგორ ორ აზროვნად გამოვიდა! საცოდავი სახლი და არა „საზოლვის აზნაურობის“), რომელსაც „სამეფო“ სახლს ეძახიან, რომელიც აზნაურობის ფულით აშენდა და რომელიც ძლიერ „იაფად დაუჯდა აზნაურობას,—პოლიციიდამ, ვამბობ, დაწყებული ამ სახლის ეზოს ჭისკარამდის. ქუჩის ორთავე მხრივ, ერთი ალაბის—თუ ცოტა მეტის სიგანით არის გაყოლებული ქვაფენილი (ტროტუარი) ამ ქვაფენილთ ქვეშ, როგორც საზოგადოდ იციან ხოლმე, გადის თხრილი ეს ქვაფენილი, როგორც ვფიქრობ, თავიდამ — პრტყელი, სწორი უნდა ჰყოფილიყო. მაგრამ, ეხლა რომ გაიაროთ, გეგონებათ, თითქოს ღარად გაუკეთებია გამკეთებელსო. იმდენად არის უხსოვარის დროიდგან სიარულის გამო მოსლექილი შუა ალაგას, თითქოს ნამეტანი სიბერისა გამო წელში გაღუნულაო, აქა-იქ ზოგი ქვა შუაზედ გატესილა და ჩავარდნილა თხრილში ისე, რომ თუ მარჯვეა არ იქენი, ან ღამის სიბნელე შეგხვდა და ან სადმე დღისით „ვარდს“ შეხვდე, და გაიტაცა შენი თვალთ ცქერა, მაშინ, ვა შენს მტერს! უცრად ჩაგივარდება ფეხი შიგ თხრილში, და იმისთანა მიეცა ყოველს წურბელას კაცობრიობისას, როგორც სიმწარე შენ გამოსცადო! სწორედ ასე მოხდა შარშან წინ. ერთხელ, როცა ქუთაისში ქართულის სცენის მოყვარეთ წრე გახლდათ, წარმოდგენისათვის მზადების შემდეგ დავბრუნდით საღამო-ღამით ზემოხსენებულ სამეფო სახლიდამ (ის სახლი ჩვენ განკარგულებაში იყო მაშინ, და იქ გაიმართებოდა ხოლმე თუ რუსულს, თუ ქართულ ენაზე წარმოდგენა), მოვდივართ, წინ მოდიოდნენ ახალგაზდა ქალები. ერთს მათგანს ეგონა, რომ ქვაფენილზე მივდივარო, უთუოდ საფრხე არავითარი არ უნდა შემხვდესო; რაღაცა ფიქრს გაერთო. ის-კი დავიწყებოდა, რომ აქა-იქ ქვები ჩაქცეულია თხრილში. უცებ, არაფრის მომლოდნელს, ფეხი ჩაუცდა თხრილში; შეჰკრთა; წვივი თლილის ქვის კიდეს ჩამოკრა ...ისე შეუწუხდეს გული იმას, ვინც თავის „ნამდვილ“ მოვალეობას სინიდისიანად არ ასრულებს, როგორც ის საცოდავი (მაშინ მხოლოდ) ნაზი არსება შესწუხდა, თან მოულოდნელის გულის შეკრთობით და თან წვივის ტკივილით. უთუოდ, ბოვშობისას მაინც, ბევრს გამოგიცდია, რა საშინელი ტკივილი იცის წვივმა, თუ რასმეს წავკარი, ან ზედ კანი აიტყავე.... ეს შემთხვევა რაომოდენიმე წლის წინად გახლდათ, და ის ქვაფენილი ჯერაც არ არის „გვარიანად“, არა თუ კარგად, გაკეთებული. თხრილები, რომლებითაც ნაწრეტი წუალი ქალაქში გამვლელ მდინარეს უნდა უერთდებოდეს, ჩვენ ქუთაისში, თითქოს, სულ მოისპო. როგორც ზევითა ვსთქვი, ზოგი მათგანი სულ ამოივსო, და ზოგი აქა-იქ ჩასკდა და მიწა-ქვა ჩიყარა შიგა. მოვა თუ არა წვიმა, არის ერთი ქუჩებზე ღელვების შუვილი. აგერ ჰხედავ, ქუჩის შუა რაღაც უდიერად ამოქუხს უწმინდური და ყოველ გვარის ვაი-ვაგლახით შეზავებული მღვრივე წყალი, თითქოს კაცს უჯავრდებოდეს და ნათოფარის დათვისაებრ ჰბურდღულობდეს „შენ რომ შენს თავს გონიერს ეძახიო,რატომ მე ჩემი გზა დამიხშეო და ესრე უთავ-ბოლოდ მატარებო.......?
იმან რაც უნდა ის აიბურდღულოს და ისე ბრაზიანდებოდეს, რამდენიც დაეტევოდეს; მაგრამ, უბედურობა ის არის, რომ ვინც ის მიზეზია, ისინი ან ავტაროსში გარეთ სულ არ გამობრძანდებიან და ან, თუ გამოვიდნენ ვისმეს სანახავად სადარბაზოდ (სავიზიტოდ), ფაეტონი და მისი ჯანი, და მუხლებზე დიდი მოსახურავი შალი გადაფარებული! იმათ რა უშავსთ? მათთვის კარგ დარშიც კარგია და ავ-დარშიაც! ეჰ, ღმერთო, დაილოცა შენი სახელი! ყველაფერი მარტო ღარიბების შესაწუხებლად გაგიჩენია!..... ჩვენ, ცხოვრების ტალღის ცემით დაჩაგრული ხალხი, უდრტვინველად ვიწყვეტთ ჩვენს კისერზე ყოველნაირს ცუდ ტაროსებს, ბუნებიდგან მოვლენილსაც და ოსტატურადაც. შემზადებულსაც!.... მაგრამ, რა გეწყობა?! რაც უნდა სთქვა — „ვინ არის წამკითხველი, ვინ არის გამკითხველი?!...
ამ დროს შემოვარდა ხელმეორედ ჩემი გიჟი მეგობარი ყმაწვილი კაცი; დამადგა თავზე და წაიკითხა თუ არა უკანასკნელი სიტყვები, განცვიფრებით თვალებში შემომაცქერდა და მეუბნება: „რა დაგმართნია ბიჭო? - სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე!... იქონიე მუდამ იმედი! მოვა დრო; ვისგანაც-ჯერ არს, შეიტყობს ყველაფერს, და მაგგვარ ტყუვილად-მჭამლებს, კაცობრიობის საუკეთესო და (არა სნეულის) სისხლის მწუწნელ-წურბელებს მოეღებათ ბოლო, და მათი ჩვენ თავზე ჯამბაზობა მოისპობა! დრო ყველაფერს მოიტანს. სინიდისი, სამართლიანობა, ჭეშმარიტება არ დაიღუპება — თავისას, ადრე თუ გვიან, გაიტანს.... მშვიდობით, მე სოფელში მივდივარ: ერთი მოხუცებული დედა მყავს იქა, და, შემატეობინეს, ჰკვდებაო“......
მეგონა, თუ ეს ჩემი მეგობარი გიჟი იყო. მაგრამ, როგორც სჩანს, არა თუ გიჟი — ჩემზე უჭკვიანესია (ეს მაინც და მაინც დიდი საქმე-კი არ არის, მაგრამ...)! აბა ერთი რა სიტყვები მითხრა! „იმედი იქონიეო!“ მართლა — რომ ჩვენისთანა ხალხს უკეთესს მომავალზე უკანასკნელს აღმოკვნესამდე რომ იმედი არა მქონდეს, ხომ თავს მოიკლავდა... მაშ, ისევ შენ და ისევ შენ, ვარდისფერო იმედო!
მეორედ შეხდომამდის!
ბედკრულაძე.
ქუთაისი.
ჩყოჱ წელსა.
_________
1 ივერია №8, 1878 წ.
![]() |
3 ჩვენებური ექიმი |
▲back to top |
ჩვენებური ექიმი
(მიბაძვა)
როცა ჩემს სახლში ვარ მოწვენითა
და და თვალებზედაც არ მომდის რული,
ვუშველო ღარიბს... მარტო სიტყვითა —
ვარ მოხარული, ვარ მოხარული!
მაგრამ საქმითაც რომა ვცდილობდე
სიგლახაკიდამ ღარიბთ გამოხსნას,–
ჯერეთ არა ვარ ეგრე სულელი...
ღმერთმა დამისსნას, ღმერთმა დამიხსნას!
* * *
სადილის უკან გამამძღარ კუჭზედ
ვიყბედო, რომა ხალხი ბედკრული
იტანჯვის მწარედ შინა და კარზედ
ვარ მოხირული, ვარ მოხარული!
მაგრამ თუ გლახა — ვიშ თავხედობა! —
დამიწყებს ლუკმა პურისა თხოვნას,
რომ მივცე იმას მე შემწეობა?!
ღმერთმა დამიხსნას, ღმერთმა დამიხსას!
* * *
ვუწამლო მდიდრის ლამაზსა ქალსა
როს იგი სენით შეწუხებული
ცრემლითა ალტობს თვისს სარეცელსა —
ვარ მოხარული, ვარ მოხარული!
მაგრამ რომ გლახა ვინმე მოვიდეს
და თავის ქალის ნახვასა მთხოვდეს,
რომ მე შეუდგე იმის მორჩენას?..
ღმერთმა დამიხსნას, ღმერთმა დამიხსნას!
ვუწამლო ყოველგვარ სნეულობას
როგორც ერთხელვე მაქვს მიღებული
და პატივი ვცე ძველს მკურნალობას —
ვარ მოხარული, ვარ მოხარული!
მაგრამ ვიკითხო კვალად წიგნები,
ვადევნო თვალი მეცნიერებას;
მე მაგისათვის აღარ მოვცდები…
ღმერთმა დამიხსნას, ღმერთმა დამიხსნას!
* * *
როდესაც ერთი „ვიზიტისთვისა“
მეძლევა ერთი თუმანი ფული
რომელისამე მდიდარისაგან
ვარ მოხარული ვარ მოხარული!
მაგრამ ვუშველო მუქთად ღარიბებს
უფულოთ მივყვე იმათ განკურნას...
მე რა ვწყალობ მაგნაირ აზრებს..
ღმერთმა დამიხსნას, ღმერთმა დამიხსნას!
1877წ.
სოსიკო ოქრიაშვილი.
![]() |
4 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საბერძნეთი. რუსეთისა და ოსმალეთის შორის ომიანობა თითქმის გათავებული იყო და შერიგებაც მომდგარი, როდესაც საბერძნეთმაც ისურვა საქმეში გარევა როგორც ეტყობაო — ფიქრობდა საბერძნეთი — აღმოსავლეთის საქმე ისე თავდებაო, რომ ჩემს არსებობას არავინ ჩალადაც არ ჩააგდებსო და ბალკანის ნახევარ–კუნძულის მომავალ მოწყობილობაში საბერძნეთის ერს ჯეროვანი ადგილი არ მიეცემაო, თუ მე თვითონ ეხლავე ხმა არ ამოვიღეო და ქვეყანას არ შევატყობინეო, რომ ბოლგარიელთა და სლავიანთა გარდა არსებობს კიდევ საბერძნეთის ხალხიც რომლის დავიწყება შეუძლებელია.
ამ ხმის ამოღებისათვის საბერძნეთს შემთხვევაც მიეცა, ოსმალეთის ბერძნებთა შორის გაჩნდა არეულობა და მრავალ გვარი შეტაკება ოსმალებთან. ოსმალეთის მთავრობა, რასაკვირველია, იძულებულ შეიქმნა გარეულიყო ამ საქმეში, რადგანაც ეს გარემოება უშფოთებდა გულს თვის საკუთარს ქვეყანას და იმ გვარ მოძრაობას უქადიდა, რომლის შეწყნარება მთავრობისთვის შეუძლებელი იქმნებოდა, თუ დროზედ არ მიეღო ჯეროვანი ღონისძიება ამისათვის საბერძნეთმა გაიყვანა რამდენიმე ჯარი საზღვრის იქით და შეიყვანა ოსმალეთის საბერძნო მაზრებში. ამასთანავე საბერძნეთის გარეშე საქმეთა მინისტრმა შეატყობინა 20 იანვარს ეს განკარგულებს ყველა უცხო სახელმწიფოებს და აცნობა. სხვათა შორის შემდეგი: „საბერძნეთის მთავრობა აქამდისინ ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ როგორმე აეცილებინა ოსმალეთის ბერძნებთა შორის აჯანყება. ამასთანავე ცდილობდა შაეყენებინა თვისი საკუთარი ხალხიც, რომელიც დიდად აღშფოთებულია აღმოსავლეთის საქმეთა თაობაზედ. მაგრამ მთავრობამ ვერა გააწყო რა და უსრალის ქრისტიანებმ წაავლეს ხელი თოფ–იარაღს. სხვა ოსმალების ბერძნებიც ამასვე აპირებენ. საბერძნეთის მთავრობას ეს აჯანყება მით უფრო აწუხებს, რომ კარგად იცის (მთავრობამ) თუ რა შედეგი მოჰყვება ამ აჯანვების დღეს რაკი შერიგებაზედ ჩამოვარდა ლაპარაკი . ეხლა ოსმალეთის სხვა ტომთ ეძლევათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ბერძნები დიდის შიშით და შეწუხებით მოელიან თვის მომავალს, რადგანაც ოსმალოებსხვა ვისღა აჰკიდებენ თუ არ ბერძნებს იმ უბედურებას რაც გადახდათ მათ თავს ამ შიშის ძალით ოსმალეთის ბერძნებმა თოფ-იარაღს წაავლეს ხელიო იმ უფლებათა მოსაპოებლად, რომელთათვის მათ მფლობელთ არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათო. საბერძნეთის მცხოვრებნი ოსმალეთის ბერძნებს უყურებენო როგორც თვის ძმებს და თანამემამულეებს. ამის გამო უკანასკნელთა მწუხარება იპოვის ჩვენს ქვეყანაში ცხოველს თანაგრძნობას, მთავრობა იძულებული გახდაო ღონისძიება მიეღოვო და ბერძნებისათვის ყოველ გვარი უბედურება აეცილებინაო. ამისათვისაც გაგზავნაო ჯარი ოსმალეთის საბრძნო მაზრებშიო“.
შემდეგ ამისა, როდესაც ზოგიერთმა სახელმწიფომ აცნობა საბერძნეთს, რომ ამ გვარს განკარგულებას ოსმალეთი ომის გამოცხადებად მიიღებსო. საბერძნეთის გარეშე საქმეთა მინისტრმა შეუთვალა უცხო სახელმწიფოებს, რომ ჩვენი მთავრობა უკანვე დააბრუნებს ჯარსაო, თუ სახელმწიფონი სხვა ღონისძიებას მოსძებნიან ამავე საგნისათვის. უცხო სახელმწიფოებმა შეუთვალეს საბერძნეთს, რომ ჩვენ ვიკისრებთო. ბერძნების მდგომარეობაზედ ზრუნვასაო და მათ უფლებას ჩვენ გამოვესარჩლებითო. მომავალ კონფერენციაში. ამის გამო საბერძნეათის მთავრობამ უკანვე დააბრუნა სამზღვარზედ გაგზავნილი ჯარი.
11 თებერვალს გარეშემო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა ყველა დეპუტატთა პალატს, სადაც ამ საგანზედ გაიმართა ღირს საცნობი ბაასი. ზოგმა დეპუტატმა სამდურავი გამოუცხადა მთავრობას თუ უკან რაღად დააბრუნე ჯარიო. ერთმა დეპუტატმა სთქვა სხვათა შორის შემდეგი: „მე ყოველთვის იმ აზრისა ვიყავ, რომ საბერძნეთმა უსათუოდ მონაწილეობა უნდა მიიღოს ბრძოლაში. ამიტომ ბერძნის ჯარის შესვლა თესსალიაში მიამაჩნდა როგორც ბერძნებთა იმედის აღსრულება. მაგრამ ეხლა კი ეჭვში ვარ — იქნება მთავრობამ, როდესაც ჯა რის გასვლის ბძანება გასცა, წინადვე იცოდა, რომ იძულებული იქმნებოდა უკან დაებრუნებინა ეს ჯარი. საიდუმლო კრებაში მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ მხოლოდ თესსალიაში მდგომი ბერძნის ჯარი მისცემს იმედს ოსმალეთის ბერძნებს. ეხლა კი გვეუბნებიან, რომ ჯარი უკანვე დავაბრუნეთო“. სამინისტრო ის მოთავემ სხვათა იშორის ამ სიტვებით გაამართლა მთავრობა: განკარგულება ჯარის გასვლის შესახებ დადგენილ იქმნაო. მაშინ ეს როდესაც ომი ჯერ არ იყო გათავებულიო და არავინაც არ დაგვაპრკოლაო, მაგრამ ჩვენდა ჩაუბედუროთაო რა ჟამსაც ჩვენი ჯარი საზღვარს გადადიოდაო. იმავე დროს ოსმალეთი დროებით შერიგებას აწერდა გათავდაო და დავრჩით მხოლოდ ჩვენ და აჯანყებულნი ჩვენი მოძმენიო. მაშინ ევროპამ გვითხრაო: „კარგი არ არისო რასაც ეხლა ვშვრებითო. თუ თქვენს განკარგულებაზედ ხელს არ აიღებთო, ნურც ჩვენის შემწეობასა და ნურც ჩვენის თანაგრძნობის იმედი ნუ გექნებათო. თუ ჩვენს რჩევას აჰყევით, კი ჩვენ ვიკისრებთო თქვენთა მოძმეთა უფლების დაცვასო. თუ არა და მარტონი დარჩებითო“. აბა რა უნდა გვექნაო, სთქვა კუმუნდუროსმა.
წარმოდგა შემდეგ დეპუტატი ლომიარდოსი და სიტყვებით გამოესარჩლა მთავრობას: „საქმე იმაშიაო, რომ ჩვენ ჩვენი თავი და უფლება დავიცვათო. ჩვენი ქვეყანა დიდხანს ვერ გაუძლებს იმ მდგომარეობას, რომელშიაც ამ ჟამად იმყოფება. ამიტომ ჩვენ საერთოდ უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი გულის-ტკიკილი იმათ, ვინც ბოროტად მოგვექცა ან შემდეგში გვიქადის ბოროტობას. ჩვენ უნდა უთხრათ იმათ, რომ ყველაზედ უწინარეს იგინივე შეიქნებიან იმ უსამართლობის მსხვერპლად, რომელიც ამოქმედებს იმათ ჩვენდამი. ჩვენ უკან დავაბრუნეთ ჩვენი ჯარი; ევროპის სახელმწიფოებმა იკისრეს ჩვენის უფლების დაცვა კონფერენციაში, მთელმა ქვეყანამ იცის რაში მდგომარეობენ ეს უფლებანი. იგინი მორწყულნი არიან ჩვენთა წინაპართა სისხლით, და ჩვენც მზადა ვართ ჩვენის სისხლის ფასად დავიცვათ იგინი. აი მათ დასაცველადაც უკან დავიწიეთ დროებით. ჩვენ გვინდოდა დაგვემტკიცებინა ევროპისათვის, რომ გვწამს მისი სიტყვა და გუნდობით მის დაპირებას. ჩვენ გვინდოდა დაგვემტკიცებინა ევროპისათვის, რომ საბერძნეთი ვეღარ აიტანს აწინდელს სიცოცხლეს; იგი უნდა სცხოვრობდეს როგორც ტომი ან არა და ევროპამ უნდა გააუქმოს ეს წინა დღით შობილი სახელმწიფო. თუ ევროპა არა იქს ამას, ჩვენ თვითონ გავაუქმებთ. იგი გაუქმდება იმ კანონების ძალით, რომელნიც ამოქმედებენ გვარტომთა არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეფე იმ იმედით ზის ტასტზედ. რომ მალე ყველა ჰელლინთა მეფედ შეიქმნება და მის გვირგვინის ქვეშ დაარსდება ჩვენის ტომის ერთობა. თუ ესე არ მოხდება, იგი, როგორც ჩვენ, არ მოინდომებს გახდეს მთელისქვეყნის მასხარად. ამას ვამბობ მე იმისათვას, რომ უჩვენო მთავრობას თუ რა გვარ გამოსარჩლელას მოველით მისგან ევროპის წინაშე“ „თუ ევროპას სურსო, სთქვა კიდევ ლობარდოსმა, — წაგვართვას ჩვენი მემკვიდრეობა და სხვას მისცეს, იქამდისინ მაინც ნუ მივიყვანთ საქმეს რომ ევროპამ შემდეგში თავის გასამართლებლად თქვას ისტორიის წინაშე მკვდარი ვპოვეო და უკუვაგდეო; არა, ისტორიამ უნდა თქვას, რომ ევროპამ ცოცხალი ტომი ნახო და სული ამოართოვო. ჩვენც ამის დამტკიცება გვსურს.“
— საბერძნეთი დიდ მზადებაშია თურმე ომისთვის, იგი ცდილობს, რომ რაც ძალა რამ აბადია ფეხზედ დააყენოს და საჭიროების დროს ამოქმედოს. ამის შესახებ ერთი ათინელი კორრესპონდენტი იწურება: „თუ სახელმწიფოთა შორის ახალი შეტაკება გაიმართება, საბერძნეთი დაიჭერს თავისის ჯარით ოსმალეთის საბერძნო მაზრებს და იმ სახელმწიფოს მიუდგება, რომელიც მის სარგებლობას გამოესარჩლება. ამ შემთხვევაში საბერძნეთავის მოზავეს დაახვედრებს ასი ათას ჯარის კაცს, სირიაში ათი ათასს ხომალდის კაცს. ამას რომ ოსმალეთის ბერძენები დაუმატოთ საბერძნეთი უფრო მეტის ძალის გამოყვანას შეძლებს. ეხლა მთავრობა ემზადება და განზრახვა აქვს ომში ჩადგეს ან მარტოკა, ან სხვა სახელმწიფოსთან ერთად. რაც უნდა იყოს სამინისტროის მოთავის შემდეგი სიტყვები შესანიშნავნი არიან: „როგორც მტერს საბერძნეთს არავინ არაფრად აგდებს, მაგრამ როგორც მოზავეს — ყველა ხელს მოჰკიდებს.“
— ოსმალეთს გაუგზავნია თურმე ევროპის სახელმწიფოთათვის თხოვნა საბერძნეთს დაუშალეთო რომ თესსალიის, კრიტის და ეპირის (საბერძნო. მაზრები ოსმალეთისა) აჯანყებას ხელი არ მოუმართოსო; თუ ვერას გააწყობთო, თესსალიაში და უპირში ჯარს გავგზავნიო და თან ხომალდებსაც მივყოლებო. გობარტ-ფაშის წინამძღოლობით, კრიტში (კანდიაში) კიდეც გაუგზავნია ოსმალეთს ჯარი.
— ერთი ინგლისელი კორრესპონდენტი იწერება საბერძნეთიდამ სხვათა შორის შემდეგს: „რამდენიმე მუხლი იმ პირობებისა (შერიგებისა) ძალიან ახლო ეხებიან ბერძნების სარგებლობას და ბერძნები დიდის შეწუხებით უყურებენ მათ. ბოლგარიის საზღვრის გადაჭიმა სალონიკამდე და ათონის მთამდე, მაჰმადიანების გარდასახლება (როგორც ისმის) ბოლგარიიდამ საბერძნო მაზრებში, რომელთა მცხოვრებთ ჰსურთ საბერძნეთთან შეერთება — ყველა ეს ბერძნის ტომის გაქარწყლებას ნიშნავს.“
საფრანგეთი. საფრანგეთში დაარსდა ცალკე კომმისია, რომელსაც აქვს განზრახვა გამოიკვლიოს და დაიცვას ალჟირის დეპარტამენტების სარგებლობა. ამ კომმისსიის თავმჯდომარედ არის გამბეტტა, რომელმაც პირველ კრებაში შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა: „საჭირო არ არის წინადვე იმ რიგისა და წესის მტკიცე დადგენა, რომელთაც გავიძღოლებთ წინ ალჟირის შესახებ საქმეთა განხილვაში და განრჩევაშია. ჩემდა შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომ მე განზრახვა მაქვს მტკიცედ გეცადო მიეცეს ალჟირს მმართველობითი ცვლილება. მე მგონია ბევრსა სწერენ, სჯიან, ბაასობენ ალჟირის თაობაზედ, მაგრამ საქმე კი არა რიგდება. მოვიდა დრო. დამტკიცებისა, რომ ტყუილად კი არ მიეცა ალჟირს საპოლიტიკო კონსტიტუცია, საყოველთაო არჩევანის აღმორჩეულნი ტყუილად კი არ ჰპოვებენ თვის ამხანაგთა შორის სურვილს ალჟირის დეპარტამენტების განკარგებისა. თვის. მართალი ბძანებაა, რომ საკმაოდ არ ვიცნობთ ალჟირს. თქვენ მიერ დადგუნილმა კომმისიამ კეთილი ნაყოფი უნდა მოუტანოს მომავალს, ჩვენ შემოვდივართ ამ კომისიაში სურვილით, რომ ბოლო მოეღოს იმ უცნაურ მხედველობას, რომლის ძალით ალჟირს უყურებენ როგორც განსაკუთრებულ ქვეყანას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულს სსვა ქვეყნებისათვის უარუოფილს სახსარს მმართველობისათვის. ალჟირიც ისე უნდა იყოს მოწყობილი როგორც მთელი საფრანგეთი. თუმცა ალჟირი ისე მჭიდროდ არ არის დასახლებული როგორც სასურველია, მაგრამ მასზედ იგვე უნდა ვთქვათ, რაც თქმულა სხვა დეპარტამენტებზედ: იქ სცხოვრობს ხალხი განათლებული და აღსავსე ერთისა და იმავე მიდრეკილებით, და უსვინიდისო. იქმნება ის მთავრობა, რომელიც მოინდომებს ალჟირის ხალხის დამონებას“.
რუმინია. გაზეთის „Северный Вестникъ“-ის კორრესპონდენტი შემდეგს იწერება ბუხარესტიდამ: „ერთი ნაკლულევანება კი აქვს რუსს: ვერ იცის მტკიცე ზავისა და თანაგრძნობის მოპოვება. რუმინიულნი, უწინდელი ეგობრები, ეხლა მტრები არიან თუ არ საშიშარნი, თავის მოსაბეზრებელნი მაინც. აი კიდევ სერბიულნი, გუშინდელი ჩვენი თაყვანის მცემელნი: გავიდა ერთი წელიწადი და სრულიად გაუგრილდათ გული ჩვენდამი. რუმინიულნი ამბობენ: ჩვენ უფრო ადრე გვინდოდა ოსმალეთთან ბრძოლა, იმავე დროს როდესაც რუსის ჯარმა დაიწყო თავისი მოქმედობა; მაგრამ გვითათბირებნდენ, გვეუბნებოდენ საჭირო არ არისო და თუ ომს გამოუცხადებთო. ოსმალეთს, თქვენვე უნდა იკისროთო ყოველი მისი შედეგიო და პასუხიც თქვენ უნდა გასცეთო. როდესაც რუსის ჯარი პლევნას მეორედ იქმნა დამარცხებულ, მაშინ კი დაგვაშურეს ჩქარა გადიარეთ დუნიაო. პლევნას წინ დიდის მოწიწებით მოგვეგცნენ ჩვენ. როდესაც საჭირონი აღარ ვიყავით, ჩვენ შევამჩნიეთ აშკარა გულ-გრილობა. გვთხოვენ მსხვერპლს, რომელიც შეუძლებელია საგვარტომო თავმოუვარეობისათეის, გვთხოვენ ჩვენის სამშობლოის განაწილებას“. ამ გვარი საყვედური ისმის ეხლა ბუხარესტის უმაღლეს წოდებათა შორის და მწერლობაში. მართალი საყვედურია თუ არა რა მოგახსენოთ; მაგრამ ის კი უეჭველია, რომ ამისთანავე სამდურავი ისმის ამ ჟამად სერბიაში და საბერძნეთში, მაშ სჩნს ამ საყვედურს ერთი საერთო მიზეზიც უნდა მოსდევდეს. კარგია თუ არა ეს რუსეთის სარგებლობისათვის?
„სერბიელნიც იმას ამბობენ რასაც რუმინიელნი: ,,ჩვენ გვითათბირებდნენ; ჩვენ ვთხოულობდით მხოლოდ მცირე შემწეობას, და ერთი კორპუსი რომ მოეშველებინათ ჩვენთვის რუსებს, ჩვენ ზაფხულშივე შევიდოდით ბოლგარიაში და ოსმან-ფაშის მხედრობას ზურგიდამ დავეცემოდით. მაგრამ უკანასკვნელამდე გვაპრკოლებდნენ ავსტრიის შიშით. ბოლოს დავინახეთ, რომ საქმე ლამის უჩვენოდ გათავდეს და ხელცარიელნი დავრჩეთ, როდესაც მთელის ატმოსავლეთის ბედი წყდებოდა, და ამიტომ არავის არ დაუგდეთ ყური და ჩვენ-თავად წავედით წინ. მაგრამ ცოტა დროღა დაგვრჩა ყოველის მსხვერპლის მაგიერად, რომელიც დავდეთ ჩვენ ეხლა და 1876 წ. გვეძლევა რაღაც „საზღვრის გასწორება,“ რუმინიასაც კი მეტი ერგო“.
![]() |
5 საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა) |
▲back to top |
საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)
(შემდეგი)[1]
ამ გვარი საბუთები სხვაცა გვაქვს, მაგრამ ზემოდ ჩვენებულიც საკმარისია. შესახებ ქართლის ცხოვრების დასაწყისის ჩვენი აზრი შემდეგია. ის შედგენილია ქრისტიანის ხელით. გადაავლეთ თვალი იმის 21, 24, 39 — 40 სტრიქონებს, რომელნიც წარმოგვიდგენენ ქართლოსიან თაგან ღვთის დავიწყებას, ისრაელების ეგვიპტით გამოსვლას, მოგვების მისვლას იერუსალიმში, ქრისტესშობას, ცხოვრებას და ჯვარცმას და თქვენ დარწმუნდებით, რომ ამ გვარად წერა წარმართის მიერ შეუძლებელი იყო, ძნელია ნამდვილად იმ დროს აღმოჩენა, როდესაც ქართლის ცხოვრების დასაწყისი უნდა იყოს შედგენილი. ჩვენის ფიქრით უეჭველია მხოლოდ, რომ ის შეუდგენიათ მაშინ, როდესაც ბერძნულ გავლენას ემონავებოდა სომხური ენა და ლიტერტურა. ეს გავლენა თვით ქართლის ცხოვრებაშიაც სჩანს ამ შემთხვევაში, ბროსსეს შენიშვნით, არ შეიძლება განკვირვებას არ მიგცეთ ქართლის ცხოვრების მამათ-მთავართა სახელების ბერძნულმა ფორმებმა, მაგალ. თარგამ–ოს, ქართლ-ოს მცხეთ–ოს, გარდაბ-ოს. აქ მირვანის ანუ მურვანის მაგიერ იხმარება მირვანოს, მურვან-ოს. ქურთისტანის მთის ქედი სახელ-წოდებულია ორეთად, რომელიც ბერძნულად ნიშნავს მთას, ალექსანდრე მაკედონელის გამხედრების მოთხრობაში მოხსენებულია ბერძნული სიტყვა პროტატოს, რომელთაც ქართლის ცხოვრება ბერძენთ მხედართ უწოდს.[2] ეს გავლენა, როგორც ქვემო სტრიქონები დაგვარწმუნებს, მოქმედებდა საქართველოზე სომხეთით, სომხეთში გავრცელებული ყოფილა ძველადვე ორი ენა — სირიული ანუ უკედ სირიაკული და ბერძნული. სომხური ისტორიული მოთხრობები უწერიათ მე-IV საუკუნემდე სირიელებს-მარ აბას კატინას, ლერუბნას, ბარდეზანს, ბერძნებს — აგათანგს და სხვ.[3] მე-V საუკ, წმ. მესრობს შეუდგენია, მოსე ქორენელის თქმით, სომხური ანბანი და თვით ქართული ხუცურიც.[4] და მხოლოდ ამის შემდეგ დაუწყვიათ სომხებს საკუთარს ენაზე წერა: მესრობის მოწაფენი შესდგომიან სამღთო წერილის თარგმანს ბერძნულიდამ.[5] იმათ შორის გამოჩენილი სომხის მწერალია მოსე ქორენელი, რომელსაც დაუწერია ვრცელი „ისტორია სომხეთისა“, დაფუძნებული უმთავრესად ბერძნების საეკლესიო მწერლებზე და მეტადრე კესარიის ეპისკოპოსის ევსევის თქმულებაზე. მოსე ქორენული სცხოვრებდა იმ დროს, როდესაც საქრისტიანო. მემატიანენი ყველა ხალხთ გვარტომობას იმყარებდნენ „დაბადების“ გარდამოცემაზე. ამ წყაროზე აუშენებიათ მოსე ქორენელს სომეხთა შთამომავლობა და ქართლის ცხოვრებას ქართველის ტომის მომდინარეობა[6], ამ უკანასკნელს შემთხვევაში ცხადია სომსეთის მწიგნობრობის გავლენა ქართლის ცხოვრებაზე. აი ამისი უმთავრესი საბუთი. მარ აბას კატინა ამბობს: „არმენაგის მამა ჰაიკი შთამომავლობდა თორგომისაგან და იაფეტიგან,[7] მოსე ქორენელი: „იაფტმა ჰშვა გომერი, გომერმა თირასი, თირასმა თორგომი, თორგომმა ჰაიკი, ჰაიკმა არმენაგი“[8] ქართლის ცხოვრება: „თარგამოს მამა სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა იყო ძე თარშისა, ძისა ავნანისა, ძასა ნოესა.“[9] უეჭველია, რომ სომეხნი თავიანთ შთამომავლობას უკავშირებენ ნოეს თირასით, ქართველნი თარშისით, რომელიც არის იგივე თირასი და რომელსაც „დაბადება“ არ მოიხსენებს. ამასთანავე სომხების თორგომა და ქართველების თარგამოსი არის ერთი და იგივე ფორმა, მაშინ როდესაც ყველა დანაშთენთ ტომთა ფორმაა თოღორმა. უეჭველია, რომ თირასი მოგონილია სომხეთის მწერლებისაგან და მითვისებული ქართლის ცხოვრებისაგან; თვით ქართლის ცხოვრების პირველს შემადგენელს დაუკავშირებია ქართველთ შთამომავლობა სომხების შთამომავლობასთან. ამ აზრის დასამტკიცებლად ვიტყვით, რომ არც მარ აბას კატინა, არც მოსე ქორენელი არ იხსენიებენ ქართველ ტომს თორგომას შთამომავლობად; მაშასადამე თვით სომეხნი არა ჰხადიან იმათ თავიანთ მონათესავე ტომად. მათ ერთგვარ ტომოიას მოწმობენ მათნი მწერალნი მხოლოდ მე-XIII საუკ., ესე იგი სიუნის ეპისკოპოსი სტეფანოს ორბელიანი და ვარდან დიდი, მაგრამ ესენიც ამ თქმულებას აფუნუბენ, იმათვე სიტევით, საქართველოს ხრონიკებზე.[10] ერთი უმთავრესთა საბუთთაგანი თუ რომელი ტომი რომელ ტომთან არის ნათესავურად დაკავშირებული არის, როგორც კიდეც გვითქვამს, ლინგვისტიკური გამოკვლევა ენებისა. ლინგვისტიკის მხრივ საფუძვლიანად არის შესწავლული მხოლოდ სომსური ენა და დასკვნილია, რომ ის წარმომდგარა იმავე არიულის ძირიდამ, რომელსაც ეკუთვნიან ზენდური, სპარსული, ოსური, ქურთული და ავგანური. [11] „ჯერ ეს უნდა ვუჩვენოთ მკითხველს, რომ ქართული გვარის ენების გეოგრაფიული მდებარება შეიცავდა ძველად მთელს ზემო ბასსეინს მტკვრისასა ღელე-მინდვრებით ჩრდილოეთად არაგვისას სამხრეთით ხრამისს ანუ ქციისას, დებედისას და ახტაფისას, აღმოსავლეთით — ალაზნისას, დასავლეთით — ჭოროხისას, ჩრდილო-დასავლეთით — ბასსეინს რიონისას და იმის შტოებს ვიდრე გაგრამდე[12] . ამ სივრცეზე ყოფილა გავრცელებული ქართულის ენების გვარი, რომელსაც, ქართლის ცხოვრების აზრით, შეადგენდნენ: ახლანდელი ქართული, სვანური და ლაზური მეგრულითურთ. სვანები მკვიდრობდნენ იქვე, სადაც ცხოვრობენ ახლაც. ლაზურ ენას სჭერია მთელი შავი ზღვის პირი ყუბანიდამ მოყოლებით კიდრე ტრაპიზონის თემამდე და თვით ტრაპიზონიც[13] ესე იგი მთელი ის სივრცე, სადაც ჩვენ დრომდე ბინადრობდნენ ანუ ბინადრობენ ჩერქეზნი და აფხაზნი, გურულნი და ლაზნი ანუ ჭანნი, რომელნიც მეგრელებად ირიცხებიან ქართლის ცხოვრებაში.[14] ამას წინად ამ ნების გვარ-ტომობას უკავშირებდნენ არიულს ანუ ინდო-ევროპიულს ენებს — ბროსსე სომხურს, ბოპპი სანსკრიტულს ორივე ეს აზრი უარ ჰყვეს უკანასკნელს დროს და უფრო მაქს მილლერის აზრს დაემყარნენ, ვითომც ქართული ენები შეადგენდნენ ტურანულის გვარის გრუპპას.[15] ეს უკანასკნელი აზრიც საეჭვოდ მიაჩნიათ უფრო ლინგვისტებს ვიდრე, არხეოლოგებს ტურინულს მომდინარეობას ქართველებისას არხეოლოგები იმაზე აფუძნებენ, რომ ტურნელნი ძველის ძველად არიანო გამოსულნი საშუალო აზიიდამ და გავრცელებულნი, ესე იგი იმ დროს, როდესაც იმათ ფიქრით ქართველი შთამომავლობა დამკვიდრებულა მცირე აზიაში,[16] როდესაც არიელნი და იმათ შორის თვით სომეხნი ჯერ არ სჩანან.
თუ მკითხველისთვის საჭიროა ცხადი საბუთები სომხეთის მწერალთ გავლენისა ქართლის ცხოვრებაზე, — სპარსეთის გავლენას შემდეგ გამოვიკვლევთ, — აი რამდენიმე უმთავრესი საბუთი. შეუთანასწორეთ ქართლის ცხოვრების გარდამოცემა ჰაიკის დასახლებაზე მასისის ძირად და თვით ბრძოლა თარგამოსიანთა ნებროთთან მარ აბას კატინას თქმულებას იმავე საგანზე[17] და თქვენ უეჭველად დარწმუნდებით, რომ ქართლის ცხოვრებას ეს ცნობები გამოუკრებია მარი აბას კატინას თხზულებიდამ და ეს ცნობა იმას კიდეც შეუცვლია. თვით ფარნავაზ მეფისაგან შემოღებული პოლიტიკური წესდება და დამყრება სასპატოსი და საერისთავოებისა მოგვაგონებენ ვალარსაკის მიერ დაფუძნებას სომხეთში სასატრაპოებისას.[18] როგორც ქართლის ცხოვრება, აგრეთვე მოსე ქორენელი ძველადვე უჩვენებენ არმაზის ტაძარს—პირველი მცხეთის მახლობლად, სადაც იყო ქართლოსის სსაფლავო, მეორე ანის ქალაქში, სადაც სომხეთის მეფენი არშაკიდნი იმარხებოდნენ,[19] ქართლის ცხოვრების თქმით ქართველი ძველად „მკვდარსა სჭამდნენ და საფლავი არა იყო“. მოსე ქორენელი მკვდრის ჭამას სომხებისაგან არ იხსენიებს, მაგრამ მტკაცებს, რომ იგინი „ვიშპეს (ვეშაპებს) უმსსვერპლავდნენო ქალწულ ქალებს და უმანკო ჭაბუკებს.[20] ქართლის ცხოვრების ნაამბი წმ. რიფსიმეს ძებნაზე დიოკლიტიანე იმპერატორის მიერ და ტირიდატ მეფის „ეშვად შეცვლა“ გამოკრებულია აგათანგის თხზულებიდამ (მე-IV საუკ.) [21]
შეუძლებელია, რომ რაიმე ისტორიული მნიშვნელობა მავთვისოთ ქართლის ცხოვრების თქმულებას ქართველთ შთამომავლობაზე და იმათ პირველს ისტორიაზე. ჩვენის ფიქრით, ქართლის ცხოვრების დასაწყისზე იგივე უნდა ითქვას, რაც მეცნიერს რენანს უთქვამს მოსე ქორნელზე. რენანი ამბობს: „ამ მწერლის მოთხრობა სხვა არა არის რა, როგორც უმართებულოდ არეული მოთხრობა ბიბლიისა და ელლინებისა აღმოსავლეთის ისტორიას ძველ დროებზე[22]. ამ შემთხვევაში უფრო აი რა უნდა ვიქონიოთ მხედველობაში. როგორათაც გარდამოცემა ბიბლიისა და ქალდეო-ასსრიელთა, აგრეთვე ძველის ელლინებისა ჩვენ ტომზე ერთი მეორეს თითქმის ეთანხმებიან; თვით ახალი არხეოლოგიური გამოკვლევა ცხოველებს ამ თქმულებას. რასაკვირველია, ბევრი დროა კიდევ საჭირო, ვიდრე უკანასკნელი სიტუვა ითქმოდეს ამ საგანზე, მაგრამ ის კი არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხსენებულთ უცხო-ტომთ იციან სახელწოდება კოლხების, ტუბალისა ანუ ტიბარენებისა და მოსხებისა. ამ სახელწოდებათა შორის მხოლოდ კოლხიდას იხსენიებენ იშვიათად სომხეთის ძველნი მწერალნი. ქართლის ცხოვრებაში არც ერთს ამ სახელ–წოდებათა განს არა ვპოულობთ. გარდა ამისა არც ქართლის ცხოვრებამ, არც სომხეთის მწერალთ არ იციან უძველესი საცხოვრებელი ჩვენის ტომისა, მაშინ როდესა ამ საცხოვრებელს უჩვენებენ ქალდეო-ასსირიელნი და სულლინნი.
ჩვენ აქ იმას არ ვამტკიცებთ, რომ ძველი გარდამოცემა ქართლის ცხოვრებისა სრულებით ზღაპრული იყოს. ჩვენი აზრი ის არის მხოლოდ, რომ ქართლის ცხოვრების პირველნი შემადგენელნი დამონავებულნი ჰყოლია სომხეთის მწერლობას; მაგრამ გარეშე ამ ზედმოქმედებისა ქართლის ცხოვრება არ არის მთლად უარსასყოფელი: ის წარმოგვიდგენს ზოგიერთს თქმულებას. რომულიც ნამდვილ შემთხვევას შეიცავს ამ გვარნი შემთხვევნი არიან: დასახლება საქართველოში სხვა და სხვა საუცხო-ტომთა, მაგალ. ურიათა, თურქთა და ელლინთა აგრეთვე ხაზართა ბრძოლა და იმათგან დასახლება ოსებისა ჩრდილო-კავკაზსე. ეჭვი არ არის, რომ საქართველოს ურიანი ძველის-ძველადვე უნდა იყვნენ ამ მხარეში დასახლებულნი, როგორც ამას მოწმობენ ისტორიული და არხეოლოგიური საბუთები[23] ზემოხსენებულთ თურქთ შთამომავლობად ჰხდიან ორბელინი გვარს[24] ელლინების კოლონიებზე ჩვენ მხარეში მას წინად გვქონდა საუბარი, მაშასადამე ამ შემთხვევაში ეჭვს ადგილი აღარა აქვს. აქ მხოლოდ დავურთავთ, რომ როგორც ქართლის ცხოვრება მოწმობს, ბერძნები და ქართველები ურთიერთ-შორის ყოფილან დაკავშირებულნი მეგობრულად და პირველნი უკანასკნელთ ბრძოლაშიც ეხმარებოდნენ.[25] ესეც უნდა ვთქვათ, რომ ორიენტალისტი ჟიულ სენ-მარტენი დიდს ისტორიულ მნიშვნელობას მისთვისებს ჩვენ გარდამოცემას ბერძნებზე. იმის სიტყვით, „ბერძნების მეისტორიეთ არ დაუტოვებიათ არავითარი ცნობა, რომ იმათ კოლონიებს შავის ზღვის პირად ჰქონიყოთ ბრძოლა კავკაზიელებთან. მხოლოდ ქართლის ცხოვრებისაგანა გვაქვს გარდამოცემული ეს ცნობა, რომელიც წარჩინებული და უეჭველი ჭეშმარიტება არისო.[26] ამგვარსავე მნიშვნელობას მისთვისებენ ევროპიელნი მეცნიერნი თვით იმ გარდამოცემას ქართლის ცხოვრებისას, რომელიც შეესება საზარებს და ოსებს.[27]
(შემდეგი იქნება)
_____________
1„ივერია“ №8, 1878 წ.
2 Hist. de la G.—Intrad. et tables p. XXXIII
3 Victor Langlois, Etudes sur les sources de l'Histoire d' Arménie de Moïse de Khorene—Mél. Asiat, t. IV, livr. 3, p. 295.
4 Collect. des hist. arm. II, 162.
5 Mél. As., IV, livr. 3, p. 295.
6Renan, Hist des langues sémit, 27; V. Langlois, Collect., I, 16-Mél. Asiat, IV, livr. 3, 310-311.
7Langlois, Collect., I, 16-17.
8Ib., II, 58.
9ქსრთლის, 15.
10 Hist. de la Géor., I, 16 n
11Ern. Renan, Rapport sur les travaux du Conseil de la Société Asiatique pendant l'année 1867-1868-Journal Asiatique, juillet août 1868, p. 56, 64. — Abel Hovelacque, La Lionquistique-Bibliotheque des sciences contemporaines, Paris, 1876, p. 218.
12 Hist. de la Géor., II partie, 2 livr.- Introduction et tables, p. III.
13 Hist. de la G., I, 18, 56.
14Ibid., 56.
15 А. Цагарели, О грамматической литературѣ Tpy3MHCRa0 H3bIka, [[B. 1873 crp. 63—73.
16 Maspero, Hist. ancien, 236, 238, 398.- ces Jules Soury, Revue des Deux Mondes, 15 oct. 1873, p. 909-910.
17 ქართლ.ცხ. 19. — Inglois, Collect., I, 18.
18 ქართლ. ცხ., 31.—Collect., I, 46, II, 26.
19 ქართლი-ცხ., 19, 20, 32 —Collect., II, 106.— Н. Эмина, Очеркъ религіи языческихъ Армянъ, Moсквa, 1864, crp. 16
20 ქართლ.-ცხ., 25.— Очерк рулигии 37.
21 ქართლ.-ცხ., 69, 70, 75.—Collect., II, 139 — 142, 150.
22 Hist des langues sémit., 42. n. 3.
23 მაგალი ერთი ქვა ებრაულის წარწერით, რომელიც მცხეთის სამთაგრო-ს სასაფლაოში იპოვეს და რომელიც, რო გორტ გვარწმუნებენ, ეკუთვნის 589 წლს ქრისტეს წინად Дм. Бакрадзе, О до-исторической археологіи, стр.
24— ქართლ.-ცხ . 25.
25 ქართლ.-ცხ., 23 შენიშვნა 8.
26 Mém. sur l' Arm, II, 190 n.-e.
27 Dubois de Montp. Voyage, II, 25 — 26 IV, 354-362.-V. de Mart., Recherches. 149-152.
![]() |
6 შვილი მოხუცებულის გამზისა |
▲back to top |
შვილი მოხუცებულის გამზისა
VI
(შემდეგი)[1]
მეფის სრა-სასახლეში ხმაურობა შესწყდა და ყოველსა მწუხარების ფერი დაედო; ისინი, რომელნიც ამხიარულებდნენ აქაურობას, ეხლა შორს იყვნენ; მხოლოდ იშვიათად კი მეჩანგეები მოვიდოდნენ ხოლმე და გალობით ადიდებდნენ სახელსა და ვაჟკაცობას, რომელნიც სერბიელთ შეიძინეს ახალს ბრძოლაშია.
კრინა ისმენდა ამ სიმღერებს მეჩანგეებისას, ხშირად მამის სახელსაც გაიგონებდა ხოლმე, ქებით სიმღერაში ჩართულს, მაგრამ ყოველს ამ ქებას გულგრილად მიიღებდა; ერთი მარცვალი ცრემლიც არ წამოსდენია თვალთაგან. ხოლო როცა ჭაბუკმა მომღერალმა ერთხელ დაიწყო ქება და დიდება რადიშას ვაჟკაცობისა, მაშინ კი კრინას აუთრთოლდა გული და წამოჰყარა თვალთაგან ცრემლი.
მომღერალი ამას მოსთქვამდა:
„რკინის პერანგზე ცემით შუბნი ზე იმსხვრევიან,
სისხლში მოსვრილ ხმალთაგან ნაპერწკალნი ცვივიან...
უწყალოდ სრვენ ცხენს და კაცს შუბები და ისარნი,
ცხენიდგან ძირს ცვივიან იუნაკნი, მხედარნი.
აჰა, მოჰქრის რადიშა, მტერს არღვევს ვით გემი ზღვას,
მაგრამ უწყალო ხელი გულში უმიზნებს ისარს,
მოხვდა და, ვაი ღმერთო, ის ჭაბუკი ვაჟკაცი
გადმოვარდა ცხენიდამ...“
მეფის ქალმა ვეღარ შესძლო შემდეგის მოსმენა; სახე გაუგფითრდა და დაეცა გულშემოყრილი.
ჯარი შინ დაბრუნდა.
მეფის სასახლეში დიდი ნადიმი გაიმართა. შეიკრიბნენ იუნაკნი, რომ მეფის ხელიდამ მიიღონ ჯილდო ვაჟკაცობისა. ხოლო მათ შორის არ იყო იგი, ვისთვისაც მეფეს მოემზადებინა ყველაზე უკეთესი და უწარჩინებულესი ჯილდო, – სახელდობრ, ხმალი მოჭედილი ალმასებითა და ძვირფასის თვლებითა. იმ დროს იმისთანა ხმლებს ატარებდნენ მხოლოდ მეფენი და სპასალარნი.
ეს ჯილდო ამორჩეული იყო თვით მეფის ქალისაგან, რადგანაც წინადვე ჰგრძნობდა, ვინც იქნებოდა მისი ღირსი, კრინას დიდი ხანია უნდოდა გაემჟღავნებინა თავისის მამისათვის სახელი მისი, ვინც ეგრე მხურვალედ უყვარდა; უნდოდა გაემჟღავნებინა, რომ სიკვდილს ვირჩევ და იმის სიყვარულის დავიწყებას კი არაო. კრინა ფერმკრთალად იყო, როგორც ზამბახი და სხვილი ცრემლი ჩამოსდიოდა მარმარილოს ლოყებზედ.
– ღმერთო ჩემო! ნუთუ ომში მომიკლეს!... – თრთოლვით და კანკალით ამბობდა ნელის ხმით კრინა.
– იგი აღარ არის, არა! – ერთმანეთს ჩუმად ეუბნებოდნენ იუნაკნი, ომიდამ დაბრუნებულნი.
– ის ცოცხალი არ უნდა იყოს, არა! – ამბობდნენ მწუხარებით დიდებულნი, რომელთაც ენახათ გალომებული ვაჟკაცობა რადიშასი.
მეფე წამოდგა ფეხზედ ტახტიდამ და გადაავლო რა შეწუხებული თვალი ყველას, ბრძანა:
– სად არის იგი, რომელმაც დაიმსახურა ყველაზედ უმაღლესი ჯილდო? რომელიც ყოველთვის იქ იყო, საცა მოსისხარი ხმალი მტრისა უფრო ძლიერ მოქმედებდა! რომელიც სახელოვანის ვაჟკაცობითა გაუსწორდა თვის წინაპართა! ვინ არის იგი? და რატომ არ არის იგი დღეს ჩვენთან?
– იგი რადიშაა, შვილი მოხუცებულის ჰამზასი, – უპასუხეს მოხუცთა დიდებულთა, რომელთაც შურდათ, რომ რადიშამ მათს შვილებზედ უფრო დიდი სახელი იშოვნა.
ამ სიტყვებზე მოიღრუბლა მეფე, თითქო ბნელი ღრუბელი მოადგა შუბლზედაო. კრინამ მწუხარებით ჩაჰკიდა თავი, გამოვიდა დარბაზიდამ და წავიდა ცალკე, რომ თავისუფლად მიეცეს თავისის სევდის ცრემლსა.
ამ დღიდამ მეფის ქალმა დაიწყო ჭკნობა, როგორც ნაზმა ყვავილმა. იგი თავის მოახლეებს აღარ ელაპარაკებოდა ისე მხიარულად, როგორც ადრევ; აღარ იცინოდა; აღარავისთვის არ შეუჩივლია თავისი გულისტკივილი და ნორჩ გულშივე ჰკლავდა კვნესას და ოხვრასა.
მოხუცი მეფე სწუხდა, რაკი ხედავდა, რომ მისი მამისერთა ქალი დღედადღე სანთელივით დნება რაღაც უცნაურის კაეშნისა გამო.
ერთხელ მეფე ფეხთ უჯდა კრინას, ავადმყოფად მწოლარეს. კრინას ეძინა: მისი სახე ზამბახზედ უფრო ფერმკრთალი იყო. ცრემლი ჩამოსცვივდა ბებერს მამას თვალთაგან, მძიმედ ამოიოხრა და აკოცა ფერმკრთალს შუბლზედ თავის საყვარელს ქალსა. კრინას გამოეღვიძა, ისევ ბურანში იყო, რომ დაინახა თავისი მტირალი მამა და წყნარის ხმით წამოსთქვა:
– შენ რადიშა არა ხარ!... გამეცალე, გამეცალე!... მე მარტო ის მიყვარს!... რადიშა მოუკლავთ! მეც მინდა მოვკვდე!
მეფის ლოყაზედ ცრემლი თითქო გაიყინაო; მეფე ხან ჰფითრდებოდა, ხან ჰწითლდებოდა; მსწრაფლ წამოდგა და წავიდა იმ განზრახვით, რომ თავის დღეში აღარ ინახულოს თავისი ქალი, რომელსაც შეჰყვარებია შვილი მოხუცებულის ჰამზასი.
(შემდეგი იქნება)
_____________
1 „ივერია“№№6, 7, და 8 1878 წ.